შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაყიდული ღირსება (თავი 4)


8-02-2022, 15:18
ავტორი თმარი.K
ნანახია 4 484

თავი 4.


ანა. რიჟრაჟის საუბარი.




ტაქსი ბართან გაჩერდა, ქურთუკი ჩავიცვი და ის ის იო უდნდა გავსულიყავით, რომ ვახტანგი გამოჩნდა.
- ანა, უნდა ვილაპარაკოთ, თუ არ შეწუხდებით, რამდნეიმე წუთით დაგაყოვნებთ.
- დამერწმუნეთ არაფერზე ვაქვს სალამაპარკო, აბსოლიტურად არაფერზე.
- ჩემ კაბინეტში გელოდებით.
მკაცრი ტონით იგრძნობოდა, თითქოს თხოვნას არ გავდა, უფრო ბრძანება იყო, რომელიც გასაჩივრებას და შუსრულებლობას არ ექვემდებარებოდა. სხავა გზა არ ჩანდა, ჯერ არ დაწყებული საუბარი, უფრო საწორად კამათი უნდა განგვეახლებინა, რა სიბინძურის და დამცირების მოსმენა მომიწევდა წინასწარ ვხვდებოდი, მაგრამ ცხოვრებაში სავსეა მოულოდნელობებით, ან თუნდაც მოვლენებით, რომელთა მართვაც ჩვენზე დამოკიდებული არ არის. ეს ის მოვლენა, იყო, რომლის მართვა ჩემ შესაძლებლობებს ცდებოდა, ალბათ მისთვის უნდა მომესმინა, შესაძლებლობის ფარგლებში კი ორიოდე სიტყვა საკუთარი თავდაცვისათვის სადმე წარმომეთქვა, თუ პირისპირ საუბრისას ამის უფლებას მომცემდა. ბესიკი სახლში წავიდა. გავუყევი კორიდორს, ნელა მივიდოდი, თითქოს არც არსად მეჩქარებოდა, შეგნებულად მოკლე-მოკლე ნაბიჯებს ვდგავდი დრო რომ გამეწელა. მივუახლოვდი განკითხვის ოთახს, ის შავი ვერცხლისფერ კანტებიანი კარი, ისევ ცივად გამოიყურებოდა, დღეს მეორედ ამ კარის შეღება ისევ ავის მომასწავებელი იყო. კარზე დავაკაკუნე, და შევაღე…
- სიმართლე გითხრა ვიფიქრე წახვიდოდით, სწორი გადაწყვეტილებაა დარჩენა.
- არჩევანის საშუალება მომეცით კი ?
სკოლაში გაკვეთილის არცოდნის გამო დატუქსული ბავშივით ვიდექი, ვერ ვინძრეოდი, არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, ნუთუ მომხდარი და ჩემი ნათქვამი მისთვის გაუგებარი იყო, ნუთუ გარდა იმისა რაც ვთქვი კიდევრ რამის თქმას ელოდა ჩემგან. მიუხედავად ყველაფრისა, აქ ამ კაბინეტში, მასთან ერთად მარტო ყოფნა, ძალიან მძაბავდა, მისი მზერა და სიმშვიდე არადეკვატური იყო.
რამოდენიმე წუთი გაშეშებული, არაფრისმთქმელი მზერით მიყურებდა, იჯდა შავი დიდი შუშის მაგიდის მეორე მხარეს, რომელზეც იდეალური წესრიგი სუფევდა, გამჭვირვალე ჭიქაში ორი ყინულის ნატეხი ეგდო, ცოტ-ცოტას სვამდა, ჭიქას კი ჭიქის სადგამზე დგავდა. ზედმეტად წესრიგის მოყვარულის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ვიფიქრე ვისკს, ან თუნდაც იმ ძვირადღირებულ შოტლანდიურ სკოჩს მიირთემვდა ბესიკი რომ მესაუბრებოდა, ჭიქაში სითხის შეფერილობა ონდავ მოყავისფრო ფერი დაკრავდა.
- გავდივართ.
- უკაცრავად? - მოულოდნელობისგან იერსახე მეცვალა, გავიდეთ რას ნიშნავდა, ან რატომ უნდა გავსულიყავით, ან და რისთვის ვერ ვიგებდი.
- შედარებით მშვიდ გარემოში მირჩევნია დაგელაპარაკოთ, დღევანდელი არეულობის შემდეგ, აქ საუბარი არა მაერტო თქვეთვის, ჩემთვისაც გაგიკვირდებათ და დამამძიმებელია, მოკლედ გავიდეთ.
შავი პალტო მოიცვა, თეთრი პერანგი და მუქი ლურჯი შარვალ-კოსტუმი ეცვა, პერანგის ღილები ბოლომდე შეკრული არ ქონდა. სხვა დროს მისი გარეგნობა არასდროს გამხდარა ჩემი თვალის შეფასების საგანი, არც ვიცნობდი და ალბათ ამიტომ, ზედმეტად მოვლილი და სუფთა ფეხსაცმელი ეცვა, ეს შავი პალტო კი ძალიან უხდებოდა მის ამგვარ ჩაცმულობის სტილს. უჯრიდან მანქანის გასაღები ამოიღო, ჯიბეში ჩაიდო, მეორე ხელით კი ტელეფონის წვდა, კარი გამოაღო და გასვლაზე მიმითია. ისევ მონოტონურ რეჟიმში, ნელ-ნელა გავუყევი ოთახს კარის მიმართულებით. გარეთ გამოვედით, ახლა ის მიდიოდა წინ, მაქანა გააღო, და დაჯდა. აშკარად მეც იმ მანქანაში უნდა იგივე მოქმედეგა უნდა განმეხორციელებინა. მანქანა დაქოქა, მე ისევ გაუნძრევლად ვიდექი და ვუყურებდი. ფანჯარა ჩამოწია
- დიდხანს გელოდოთ? დაბრძანდით. - ვხვდებოდი რაზეც უნდოდა საუბარი, თუმცა ასეთ რადიკალურ სიმშვიდის შენარჩუნებას, როგორ ახერხებდა, ჩემთვის გაუგებარი იყო. ალბათ, მისტვის მსგავსი შემთხვევები სიახლეს არ წარმოადგენდა, შესაბამისად კი მისი ამდაგვარი დამოკიდებულება, ჩემთვის ცხადზე ცხადი იყო.
- სად მივდივათ?
- ანა არ ვიცი, გადაწყვეტილება არ მიმიღია, გზა გვიჩვენებს, სადმე უფრო მოშორებით მშვიდ გარემოში, დაბრძანდით. - ბოლო სიტყვას ისევ მბრძანებლური ტონი ქონდა.
კარი გავაღე, დავჯექი. მანქანაში უცნაური სუნი და აურა ტრიალებდა, თუთუნის ნამწვის სუნი საერთოდ არ იგრძნობოდა, დიდად მატერიალური სიკეთეები ჩემ ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს, თუმცა მანქანის ესთეტიურმა მხარემ ძალიან მომხიბლა. სისუფთავე და წესრიგი მის მანქანაშიც თვალში საცემი იყო. ღია ფერის, ტყავისებური ქსოვილით იყო სკამები დაფარული, ირგვლივ ყველაფერი პრიალებდა, დიდი მონიტორი კი სიმეტრიულად იყო განთავსებული, ფანჯარას აუწია, მანქანაში იდუმალი სიჩუმე ჩამოვარდა, მანქანა ნელა დაიძრა, გარე სამყაროს ხმები ძალიან შორს იყო, არაფერი ისმოდა, არც მუსიკა იყო ჩართული, ამდაგვარმა მშვიდმა და წყნარმა მდგომარეობამ იმაზე მეტად დამძაბა და ამანერვიულა ვიდრე აქამდე ვიყავი. მანქანა ნელა მოძრაობდა, ბატონი ვახტანგი ნამდვილად არ გავდა იმ კატეგორიის მამაკაცებს, რომლებიც უკონტროლოდ მართავენ ავტომობილებს. მარჯვენა ხელი, სიჩქარეების გადამრთვლზე ჰქონდა განთავსებული, მარცენა ხელით კი საჭეს მართავდა. ლამაზი თითები ჰქონდა, მოვლილი, ოდნავ ძარღვებიც კი დამჩნეოდა. ვიარეთ ასე, მდუმარებაში რამდენიმე წუთი, სადღაც ლამაზ ხედთან მივედით, რიჟრაჟი იყო, ცა ნელ-ნელა ნათდებოდა, სანახავად ულამაზესი იყო, ალბათ სხვა დროს, სხვა გარემოში, სხვა ადამიანტან ერთად, ამ სილამაზით ტკობას მივეცემოდი, თუმცა ჩემი სულიერი მდგომარეობა ამ სილამაზის ბოლომდე აღქმის და შეგრძნების საშუალებას არ მაძლევდა. ავტომობილი გაჩერდა. წამიერი დუმილი ისევ და ისევ მან დაარღვია.
- დიმიტრი, სხვანაირად მესაუბრა მომხდართან დაკავშირებით - გაჩერდა, თითქოს არ უნდოდა წინადადების დასრულება, ამოისუნთა და განაგრძო
- ის ამბობს, რომ თქვენ მთელი ღამის განმავლობაში მოსვენებას არ აძლევდით, ვციტირებ ანა, რომ იწვევდით მას, შეთავაზეთ რომ მას სასმელზე დაეპატიჟეთ, რაზეც მისგან უარი მიიღეთ, საკონტაკტო ინფორმაციის გაცვლა თხოვეთ და ბოლოს ისიც დაამატეთ, რომ მასთან ერთად გსურდათ ღამის გატარება, ხვდებით ალბათ რაც ვთქვი? - ისევ გაჩერდა, არ ვიცი ამ სიტყვების თქმა რამდენად უჭირდა, თუმცა ნერვიულობა ან და თუნდაც უხერხულობას ვერ ვგრძნობდი მის ხმაში, ისევ განაგრძო.
- ანა, ყველამ პირი შეკარით დიმიტრის გარშემო, თუ მამაჩემის მეგობარი, შუახნის, საზოგადოდ ცნობილი ბიზნესმენი ქველმოქმედი მამაკაცი მატყუებს? შეგიძლიათ, აღიაროთ რომ შეცდით, ან რაც მოხდა მანამდე, და რასაც აპირებდი შენი ცხოვრების ნაწილია? მე არ ვიცი ვინ ხარ ან რას საქმიანობ, გარდა დალაგებისა, თუმცა, თუ ეს შენი ცხოვრების სტილი და ნირია, მითხარი და გავიგებ, დღეს ჩემი გაკვირვება მსგავსი ურთიერთობებით ძალიან რთულია, იმას უნდა ხვდებოდე, რომ ბარში მსგავსი სერვისების მისაღებად ბევრი მამაკაცი დადის, და თუ ეს ნორმალურია შენთვის, შეგვიძლია ვილაპარაკოთ, მინდა გავერკვე რა ხდება შენ თავს. ძალიან მიჭირს დიმიტრის ნათქვამი არ დავიჯერო, ფაქტობრივად მის წინ გავიზარდე და ჩამოვყალიბდი, მამაჩემთან ერთად ის იყო ჩემი მამოტივირებელი, მასწავლიდა რა იყო სწორი და რა არა, სად ვისთან როგორ უნდა მოვქცეულიყავი - საუბარი შეწყვიტა და გამომხედა.
- გესმის ჩემი სიტყვები?
- დიახ მესმის - თავჩაღუნულმა ვუპასუხე.
- გთხოვ, რომ შეეცადო და ამიხსნა ყველაფერი, გავიგებ, პატარა ბავში არ ვარ, ვხვდები დღს ქალბატონები მატერიალურ პრობლემებს როგორც აგვარებენ, გისმენთ ანა.
- ვერაფერს ვიტყვი, თქვენ თავად გადაწყვიტეთ და თავად შექმენით ჩემი ცხოვრება, ისეთად როგორიც არ არის. საკმარისზე მეტი ცუდი მოხდა დღეს, არც სიტყვები, არც ენერგია, საკუთარი თავის მართლების სურვილიც კი არ დამიტოვეთ. თქვენ არავინ ხართ ჩემთვის, არ მიცნობთ, არ იცით რა მიჭირს, რა მილხინს, ასე მარტივად მთვრალი კაცის დაიჯერეთ, არა , ნუ გგონიათ რომ მე არ გთხოვთ მამის ტოლა კაცის არ ირწმუნოთთქო, მაგრამ მართლა რომ ასეთი მიხვედრილი და გამგებიანი იყოთ, როგორც საკუთარ თავს წარმოაჩენთ და თვლით, ეს საუბარი ვფიქრობ რომ საჭირო არ იქნებოდა. ახლა კი მომიტევეთ მაგრამ, დავიღალე ამდენი უსამართლო ფრაზების მოსმენით ჩემ მიმართ, მე ვთქვი რა და როგორ მოხდა, მე დამნაშავე დავასახელე, აქ მხოლოდ თქვენი დიდი მაგობრის ბრალეულობაა, მე ალბათ მისი რიგითი მსხვერპლი ვიყავი. შეიძლება ჩემი ასაკის გოგოები დღეს ამორალურ საქციელებს კადრულობდნენ, და ამდაგვარად ცდილობდნენ მამაკაცების ყურადღების ცენტრში მოხვედრას, მაგრამ დამერწმუნეთ რომ მსგავსი მორალის მატარებელი მე არ ვარ, და ვწუხვარ, რომ ამის დანახვა და შეცნობა თქვენთვის შეუძლებელია. მაპატიეთ კიდევე რთხელ, მაგრამ თქვენი მეგობარისთვის ეც ჩვეულებადაა ქცეული, ალბათ უარიც მისთვის შეურაცმყოფელი იყო, შესაბამისად საუკეთესო თავდაცვა თავდასხმააო, ამ პრინციპით მოქმედებდა. იმის მაგივრად, რომ ეღიარებინა დამნაშავე იყო, მე შემაწმინდა ხელები... დაგტოვებთ, დიდი ბოდიშის მოხდით, დროა სახლში დავბრუნდე.
- მეტს არაფერს იტყვი?
- არც აღარაფერია სათქმელი, თუ ელოდებით ისევ თავის მართლებას გავაგრძელებ, და შევეცდები თქვენი გულის მოგებას ამ ყველაფრით ძალიან ცდებით, თქვენ რამდენად შეგიძლიათ ჩემი ირწმუნოთ ახლა უკვე ნამდვილად აღარ მაინტერესებს, უფლის წინაშე მართალი და ამაყი ვარ, არც თქვენთვის და არც დიმიტრისთვის თვალებში შეხედვის არასდროს შემრცხვება, და იცით რატომ? იმიტომ, რომ მე ამდაგვარ ამორალურ საქციელს არასდროს ვიკადრებ. და ბოლოს, ნუ ინერვიულებთ თქვენი მეგობრის კეთილდღეობაზე, გასაგებია და მივიღე თქვენი ბრძანება, მმხდარის შესახებ პირში წყლის ჩაგუბებასთან დაკავშირებით, სხვისი ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ მე ამ ყველაფრის გამეორებისაც კი მრცხვენია. მშიდად იყავით, არსად არავითან თქმას არ ვაპირებ, მით უმეტეს მის წინაშე სასამართლოში განცხადების შეტანას, თუმცა ყველა ასე რომ იქცეოდეს, მისნაირი მამაკაცებით ციხეები სავსე იქენბოდა. საბოლოოდ კი თქვენი გადაწყვიტეთ, ვინ მტყუანია და ვინ მართალი. ვინ დამნაშავე და ვინ მსხვერპლი.
მანქანა დაქოქა, წასვლის საშუალება ნამდვილად არ მომცა, გზაში მისამართი მკითხა, სად ვცხოვრობდი. უკვე დილის 9 საათი სრულდებოდა, ვენერა დეიდა ეზოში იყო, ეზოს ასუფთავებდა, პატარა ლამაზი ბაღი ქონდა, რომელსაც გულდასმით უვლიდა, პატარ-პატარა ყვავილების ბუჩქებს კი თოთო ბავშივით ეპყრობოდა, ზრუნავდა და პატრონობდა მათ, ისე როგორც მას შეეძლო. მანქანიდან გადმოვედი, ვენერა დეიდაც შემომეგება, რომდ ამინახა, ღიმილიანი და ბედნიერი გაბადრული სახით, თავზე მისი საყვარელი ქუდი ეფარა და ვარდიფერი პომადა ესვა, ეს კი მისი გამოპრანჭვის ერთადერთი საშუალება იყო.
- ანა, მოხვედი შვილო?
- დილა მშვიდობის ვენერა დეიდა.
- მშვიდობა მოქცეს ღმერთმა.
- როგორაა ბაბუ? შეხედეთ?
- კარგად იყო ანა, მთელი ღამე ეძინა, რამდენჯერმე შევუარე, წამლებიც დავალევინე დილით, კარგადაა კარგად.
- თქვენ გაიხარეთ ვენერა დეიდა, მადლობა ყურადღებისთვის, რომ მორჩებით ბაღის დალაგებას, ჩაიზე გეპატიჟებით.
- შემოგივლით შვილო.
სახლის კარს მოვუახლოვდი, უკან მოვიხედე და მანქანა ისევ იქ იდგა. არც დავმშვიდობებივარ, არც მადლობა მითქვამს სახლში მოყვანისთვის, არადა ასე არ ვიქცევი, ვიფიქრე უკულტუროდ გამომივიდა თითქოს, თუმცა, დიდად არც მას ჭირდებოდა ჩემი მადლობა, არც მოელოდა და უადგილოც იქნებოდა.


ანა. ინტერესი.


სახლის კარი შევაღე, ბაბუა სამსაზრეულოში დამხვდა, ვერც კი წარმოვიდგენდი ამ ჯოჯოხეთურ ღამეს, ნათელი და ბედნიერი დილა სახლში თუ მოყვებოდა, მშვიდად იჯდა მაგიდასთან, ვენერა დეიდას მისთვის საუზმე გაემზადებინა და მიირთემვდა, მივედი ჩავეხუტე, იმ სითბოს და სიყვარულის იმედად, რაც მთელი ღამე მაკლდა. ბაბუს მოფერებამ და ჩახუტებამ დამავიწყა მომხდარი საშინელებები და ყვეა აუგი სიტყვა ჩემ შესახებ. ჩაი ადუღდა, კარადიდან კექსის ნაჭრები გამოვალაგე, ვენერა დეიდას ველოდებოდი, ჩემი სახლის ფანჯარა ეზოს არ უყუებდა, ვიფიქრე მორჩება ბაღის დალაგებას და თავად შემოივლის თქო. ჩაიდანში წყალი გაცივდა, ხელმეორედ ავანთე გაზქურაზე გასაცხელებლად. ვენერა დეიდამაც შემოაღო კარი.
- ანა, სად ხართ შვილო?
- სამზარეულოში ვენერა დეიდა, ჩაი მზადაა შემობრძანდით.
- ალე, როგორა ხარ აბა დღესა? - მხიარული ნოტებით მიუგო ვენერა დეიდამ ბაბუს.
- ეჰ, ვენერა, როგორ ვიქნები აბა, ამ ცხოვრებას თუ ცხოვრება ქვია, აგერ მე ვწვალობ, იქით კიდე ანა, წამლები ექიმები, დამღალეს კაცი.
- უი ბა, ამ კვირის ბოლოს, მგონი პარასკევს გვიწევს ექმითან მისვლა, ანალიზები უნდა ჩავაბაროთ განმერებით.
- ჩავაბაროთ ბაბუ ჩავაბაროთ, დამჩხვლიტეს ნემსებით კაცი, მე შენ გეტყვი და იციან ექიმებმა სისხლის აღება ვენიდან სწორად, ეჰ... - დაღონდა ისედაც დაღონებული ბაბუ.
- ოხ, ალე, ამ ახალგაზრდობას სწავლის იქით სხვა ყველაფერი აინტერესებს, ვის რათ უნდა შენი განათლება და წიგნი, აბა ჩვენი დრო იყო კარგი, გეჯავრებათ ახალგაზრდებს კომუნისტების დრო - ჩემკენ გამოიხედა და ნიშნისმოგებით განაგრძო.
- ხო ხო, მიყურე ეგრე შენა, მაშინ სწავლა ფასობდა, დეიდა გენაცვალოს, ნაკითხი კაცი არ იკარგებოდა, ახლა კიდე თუ ვინმე დიდი კაცის ბიძაშვილი ხარ, მთლად მინისტრობასაც გამოკრავ დეიდა ხელს, ისე კი ძალიან რთულია დეიდა წარმატების მიღწევა, ამ დამგელებულ ხალხთან კიდევ საკუთარი თავსი დამკვიდრება.
- მართალია ანა ვენერა, მაშ, კომუნისტების დროს ბაბუა, ყველაფერს სხვა ფასი ქონდა აბაა, მოდი ბაბუ დამიჯექი გვერდით - სკამი გამომიწია და მშვიდად მიმითითა დაჯექიო, საუბარი კი ისევ განაგრძო
- უყურე ბაბუ, წიგნი, ეს ის ნივთია, რომელიც ფულს და ოქროს ჯობია, წიგნი ბაუ ეს ინფორმაციის მნიშვნელოვანი საშუალება, ცოდნის გავრცელების, განათლებისა და აღზრდის იარაღია, წიგნი გაძლევს იმას რასაც ფული ვერ მოგცემს. ნახე ბაბუ, წიგნი ეს დაწერილი ცხოვრებაა, რომელიც ცხოვრებას გასწავლის, იყო განათლებული ნაკითხი, ეჰ, დღეს ძალიან იშვიათობაა, წიგნი ჩაანაცვლა ამ ტელეფონებმა, ინტერნეტმა, რას პოულობთ ამ ინტერნეტში ეს ახალგაზრდობა, რაც წიგნში არაა. ეჰ, როგორ გული მწყდება, წიგნის სიყვარული, რომ დაიკარგა.
- ალე, როცა დედ-მამა შვილს ბავშობიდან არ მიაჩვევს წიგნს, და არ ასწავლის მის სიყვარულს, ვერაფერს გახდები.
- შენ კი იცი ვენერა, მოესწარი ყველაფერს, ანას მშობლების გარდაცვალებამ წელში გამტეხა, მშობლები არ უნდა ხედავდნენ შვილის სიკვდილს, მაგრამ მისი აღზრდა საკუთარ თავზე ავიღე, კი იცი ვენერა, რამდენი წვლილი მიგიძღვის შენც, ასაკის შესაფერის წიგნებს ვაძლევდი - ნაღვლიანი სახით წიგნებით გადავსებულ თაროს შეხედა, რომელსაც არა მარტო ალე ბაბუა, მეც გულდასმით ვუფრთხილდები და მიყვარს.
- დღეს, თვრამეტ ცხრამეტი წლის ბავშვები თხოვდებიან, ალე და ოჯახდებიან, ვინ უნდა შთააგონოს მათ შვილს წიგნის, განათლების და ცნობიერების ამაღლების სურვილი? სკოლაში კაცო გაკვეთილებს არ სწავლობენ და ამ ეშმაკის მანქანებში (ხელს ტელეფონისკენ იშვერს) ხარჯავენ დროს, როცა მშობელმა თავად არ იცის წიგნის ღირებულების ფასი, შვილს რა უნდა ასწავლონ?! ამიტომაა რომ დღეს სხვა ფასეულობებია ჩემო ძირფასო (ჩემკენ გამოიხედა), შენზე არ ვამბობ ჩემო ლამაზო, მაგრამ ნეტა ყველას იმდენი წიგნი ქონდეს ნანახი, რამდენიც შენ წაკითხული. ეჰ, - ამოიოხრა და ხელი ჩაიქნია.
ხანშიშესული ბებია ბაბუების საუბრები, ასე მარტივად როდი სრულდება, არც მათი საუბარი ყოფილა გამონაკლისი, არასდროს ვერევი მათ საუბარში, რომელიც კამათს არასდროს გავს, ჩემზე უფროსები არიან, ბევრი აქვთ ამ ცხოვრებაში ნანახი, ცუდიც და კარგიც, ძველ და ახალ თაობას სწორ შეფასებას უკეთებენ. ვინ ვარ დღეს მე და რას წარმოვადგენ? - ალბათ კარგი კითხვაა, თუ წიგნი და ცნობიერების ამაღლება აუცილებელია, დღეს სად ვარ? - დამლაგებლად ვმუშაობ, ნორმალური სამსახური მე არ მაქვს, ფიზიკური შრომით ვარჩენ ოჯახს, მაგრამ ყველა წიგნი, ყველა წიგნის პერსონაჟი, არა მარტო ლიტერატურაზე მაქვს საუბარი, სხვადასხვა მხატვრების, ფერმწერების, მუსიკოსების, მათი ბიოგრაფიის და შემოქმედების კითხვა, ეს ენით აღუწერელი ბედნიერება იყო ჩემთვის, ნუთუ არასდროს არავინ დაინტერესებულა საინტერესო წიგნის ავტორის ბიოგრაფიით? - ყოველთვის საჭიროა, ძალიან მარტივი იყო ჩემთვის, შემიყვარდა წიგნები, მათი ავტორების ბიოგრაფიის კითხვამ კი თავად ავტორები შემაყვარა, ძალიან ბევრი ისეთივე ჩვეულებრივი იყო, როგორიც მე ვარ, ხელმომჭირნე ჩვეულებრივი ოჯახის წარმომადგენლები, ზოგს დახეული ფეხსაცმელი ეცვა, ზოგის მამა კალატოზი ყოფილა, დღეს კი მათი ნამუშევრები მსოფლიოსაა მოდებული, შესაბამისი აღიარება მოპოვებული. და მაინც მჯერა, რომ ვის უნიტაზსაც ვხეხავ, მან არ იცის ლიტერატურის სიყვარული, მისი ფართო საზღვრები და შესაძლებლობები, იშვიათად ძვირადღირებულ სახლებში, თუნდაც ერთი წიგნის თარო მენახა, სამაგიოეროდ თანამედროვე ტექნიკითაა გადაჭედილი. წიგნი ეს სიყვარული და ცნობიერების ამაღლებაა, ძალიან მადლობელი ვარ ბაბუაჩემის, რომელმაც ზუსტად იცოდა, რა ასაკში ჩემთვის რომელი წიგნი იქნებოდა საინტერესო.
- ვენერა დეიდა, რა დამავიწყებს სკოლაში დავიდოდი, ბაბუ სხვადასხვა წიგნებს მაძლევდა, საბავშო ლიტერატურას, ერთხელაც ვთხოვე, ბაბუ, ისეთი წიგნი მომეცი, სათავგადასავლო და ძალიან ძალიან საინტერესო, რომ იყოსთქო, ბაბუმ მითხრა დაე ეს იყოს შენი პირველი და დაუვიწყარი თავგადასავალი კაპიტან ნემოსთან ერთადო. მომცა ჟიულ ვერნის ,,80 000 კილომეტრი წყალქვეშ’’, პირველი სტრიქონებიდანვე ჩამითრია. პროფესორი არონაკსი კი, მაოცებდა და მაოცებდა, მაშინ ვთქვი, რომ მეც მასავით ჭკვიანი უნდა ვყოფილიყავი. ამ წიგნმა ნამდვილად წარუშლელი შტაბეჭდილება დატოვა ჩემზე. მერე და მერე, რომ გავიზარდე საბავშო ბიბლიოთეკა ამოვწურე, სტენდალის ,,სიყვარულის შესახებ’’ წავიკითე, ავტორი შეყვარებისა და შეყვარებულობის პროცესს აღწერდა, ამავე დროს სტენდალი იუმორის, ფილოსოფიის და სოციალური დაკვირვების ნაზავით ცდილობდა მკითხველისთვის სიყვარულის არსი უფრო ხელშესახები გახადა; ლევ ტოლსტოის დაუვიწყარი ,,ანა კარენინა’’, მეცოდებოდა ეს დიდგვაროვანი ქალბატონი, ქმარიც ყავდა და შვილიც, ყველაფერი ქონდა ბედნეირებისთვის თითქოს, მაგრამ.... მაინც უბედური იყო, იქამდე სანამ მის ცხოვრებაში ვინმე ოფიცერი არ გამოჩნდა. ამ გახსენებაზე, ალბათ მეასედ გადავიკითხავ ჰენრი ჯეიმსის ,,ქალბატონი პორტრეტი’’-ს.
- რა წიგნია ბაბუ, ეს ქალბატონი, გვაქვს სახლში?
- კი, ბაბუ წლებია ვიყიდე, მოკლედ, „ქალბატონის პორტრეტი“ ჰენრი ჯეიმსის საუკეთესო ნაწარმოებად თვლიან, ათასი გამოხმაურება და დადებითი შეფასებები ჰქონდა, საერთო ჯამში კი წიგნი ახალგაზრდა ამერიკელი ქალის, იზაბელ არჩერის ისტორიას მოგვითხრობს. სამწუხაროდ, იზაბელი ქმრისგან სასტიკი ჩაგვრის მსხვერპლია, მთლიანი წიგნი ნათელს ჰფენს იმას, თუ რა ხდება მაშინ, როცა საშინელი ადამიანი გვიყვარდება. არაჩვეულებრივადაა წიგნში აღწერილი ადამიანის პირადი თავისუფლება, ღალატი და სხვა ისეთ თემები, რომელიც ხშირად ახლავს თან სასიყვარულო ურთერთობას.
- საინტერესო იქნება, მეც დიდი სიამოვნებით წავიკითხავ - დაინტერესდა ვენერა დეიდა.
- როცა გენებოთ.
- სასიყვარულო წიგნებისთვის ჯერ არ დავბერებულვარ, შემომიტანე არ დაგავიწყდეს.
- აუცილებად ვენერა დეიდა - ღიმილით მივუგე მე.
- ვენერა, რა მახსოვს იცი მამაჩემისგან, რომ საბჭოთა კავშირში 1922 წლიდან მოქმედებდა ცენზურის ორგანო, მამაჩემი იხსენებდა ხოლმე, ე.წ. მთავლიტი (მთავარი ლიტერატურული სამმართველო), რომელიც შემდეგ პრესაში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვისთვის შექმნილი ცენტრალური საბჭოს სახელით გახდა ცნობილი. სწორედ მთავლიტი წყვეტდა კონკრეტული წიგნების დაბეჭდვის, გავრცელებისა თუ აკრძალვის საკითხებს. შესაბამისად, მკითხველებს წიგნების თავისუფლად არჩევა არ შეეძლოთ.
- მახსოვს ალე კი, როგორ არ მახსოვს, ერთ ერთი მიხეილ ბულგაკოვის ,,ოსტატი და მარგარიტა’’ იყო, ზუსტად არ მახსოვს როდის წავიკითხე, მაგრამ, წიგნის პირველი ვერსია თავად ავტორმა დაწვაო სიცოცხლეშივეო, მისი სიკვდილის მერე დაიბეჭდა, მანამდე კი ხელიდან ხელში გადადიოდა ნაწერი, და ხალხი მას ჩუმად კითხულობდა თურმე.
- რობიზონ კრუზოც ამ სიაში იყო მოხვედრილი, ვენერა, ბოლომდე ამოუხსნელი იყო რატომ აკრძალა საბჭოთა კავშირმა ეს ერთი შეხედვით სათავგადასავლო წიგნი, მაგრამ შენ კარგად იცი კომუნისტების რეჟიმის მსოფლმხედველობა, ამიტომაც ალბათ, კუნძულზე აღმოჩენილი რობინზონ კრუზო უამრავ დაბრკოლებას დამოუკიდებლად ეჭიდებოდა, რაც საბჭოთა კავშირისეულ კოლექტიური შრომის რწმენას საგრძნობლად ეწინააღმდეგებოდა. რაღა შორს მივდივართ ვენერა, გრიგოლ რობაქიძის არაჩვეულებრივი ნაწარმოები ,,გველისპერანგი’’, რომელიც ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია, მხოლოდ 1989 წელს დაიბეჭდა თუ სწორად მახსოვს, მთელი ნაწარმოები საბჭოთა იდეოლოგიასთან დაპირისპირება იყო, ამ დაპრისპირებების გამო გრიგოლ რობაქიძე გარდაცვალებამდე პოლიტიკურ ემიგრანტი იყო.
- და დღეს, ჩემო ალე, როცა არავინ არავის არ უშლის მიიღოს წიგნისეული განათლება, სიამოვნება და შეიმეცნოს ლიტერატურა, არავის არაფრად არ უღირს. რა გულდასაწყვეტია დღევანდელი რეალობა.
- ეჰ, წავალ ვენერა წამოვწვები, დავისვენებ.
- მიდი მიდი ალე, კიდევ დიდხანს ვისხედით, კარგად კი ვიჭორავეთ. - ღიმილით მიუგო ვენერამ ბაბუს.
სამზარეულოდან ბაბუა გამოვიდა, საძნებლისკენ გაეშურა, წამოწვა და ალბათ მიიძნებდა კიდეც, ვენერა დეიდამ კი სამზარეულოს კარი მიხურა, საოცარი აღტაცებით დამიჯდა მაგიდასთან წინ და მომაშტერდა, ჩემთვის არაფრისმთქმელი თვალებით, რამდენიმე წამი მიყურა და ბოლოს გადაჭრით მითხრა.
- ვინ იყო?
- ვინ, ვინ იყო ვენერა დეიდა?
- აი ის, წარმოსადეგი მამაკაცი, შენი სასიყვარულო წიგნებიდან გადმოსული.
- რომელის წიგნის პერსონაჟს შეადარე ? - სიცილნარევი ღიმილით დავუბრუნე კითხვაზე კიტხვა.
- მისტერ დარსის, ცოტა უჟმური, მკაცრი ხასიათის, სიმპატიური, ვაჟკაცური. აი ისეთი, ცოტას რომ ლაპარაკობს, მაგრამ რასაც იტყვის, ჭრეშმარიტება რომ გგონია, ცოტა ემოციების გამოხატვა რომ უჭირს,
- ჯეინ ოსტინის სიყვარული და ცრურწმენა .... შედარება მომეწონა, მაგრამ, რა კითხვებია ვენერა დეიდა? - ცოტა უხეშად მომივიდა ბოლო ფრაზის გაჟღერება.
- მანქანაც კარგი ყავდა, აი როგორი მანქანა იყო იცი დეიდა, აი ძველად ჩინოვნიკები რომ გასისინებული ვოლგით დადიოდნენ, აი ზუსტად მასეთი, ვინ იყო გოგო ვინ?
- სადაც ვმუშაობ, ვენერა დეიდა, იმ ბარის მეპატრონეა.
- ანუ, მთლად ჩინოვნიკიც არაა, ჰმ.... - დაფიქრდა, ჩნოვნიკად ვენერა დეიდა არა მარტო საჯარო მოხელეებს, წარმოსადეგ, განათლებულ, მდიდარ, დიდი თანამდებობის ადამიანებს მოიხსენიებდა.
- არა, რა ჩინოვნიკი, ბიზნესი აქვს, ერთი ორი თუ ათი არ ვიცი, აღარ მკითხო ეგ - ხუმრობით სიცილნარევი ხმით ვუპასუხე.
- ბიზნესი კარგია დეიდა, კაცმა უნდა იცოდეს ბიზნესის კეთება, აბა როგორ, რო დაბერდება ოჯახს რჩენა ხომ უნდა არა, ყოჩაღ კარგი კაცია, მომეწონა.
- კარგი რა ვენერა დეიდა, რა მოგეწონა, ესე მარტივდ თუ აფასებდი ადამიანებს ნამდვილად არ მეგონა - გაკვირვებულმა გავეცი პასუხი.
- დიდი ხანია იცნობთ ერთმანეთს?
- რამხელა ინტერესია, მოხდა რამე ?
- არა..... არაფერი, ისე ვიკითხე, სახლში მოგიყვანა, დაგელოდა სანამ შეხვიდოდი, თან ... - საუბარი შეწყვიტა და ისევ განაგრძო - თან, რა ვიცი, ოხ, რას გაიგებ ამ ახალგაზრდებისგან კარგს, მიტრიალებ აქ სიტყვებს - ხელი ჩაიქნია და უკვე გაციებული ჩაი მოსვა ფინჯანიდან.
- ვენერა დეიდა, რაღაცის თქმას ცდილობ, რატომ მიკიბ მოკიბავ, ჰე თქვი.
- მომისმინე დეიდა, მე ხომ იცი ცუდს არ გირჩევ არაფერს, შენზე დიდი ვარ შენზე დიდი გამოცდილებით, ბევრი მინახ... - გავაწყვტინე საუბარი
- ბევრი გინახავს და ხო, ვიცი, ვიცი ვენერასეული თეორიები.
- მოკლედ დეიდა, შენ რომ სახლში შემოხვედი, ისევ მანქანაში იჯდა, ცოცხი მეკავა და ვხვეტავდი ეზოს, გულმა რეჩხი მიყო, მეთქი ეს კაცი როგორ გავუშვა არაფერი ვკითხოთქო.
- რა ქენი?
- არაფერი დამაცადე, ნუ მაწყვეტინებ, ხო მერე ნელ-ნელა მის მანქანისკენ დავიწყე ხვეტა, მივუახლოვდი და გამარჯობა ვუთხარი.
გამონათქვამი რომაა, მიწა გამისკდეს და ჩამიყოლოსო, ხომ იცით, აი ეს მდგომარეობა მქონდა ზუსტად, ყველა სიკეთესთან ერთად შუბლზე ხელი შემოვირტყი და გაოგნებული, გაცვიფრებული და სასტიკად გაბრაზებული, ვცდილობდი ხმა არ ამომეღო.
- გამარჯობა მეთქი, კულტურული კაცი ყოფილა, ასე მითხრა დილა მშვიდობისა ქალბატონოო, მესიამოვნა რაცხანაირად, მერე ვუთხარი მადლობელი ვარ ჩვენი გოგო სახლში მშვიდობით რომ მოიყვანეთ მეთქი, აქეთური ქითური და მერე უცაბედად შენზე მკითხა, ბაბუა როგორ ყავსო.
- ბაბუაჩემზე გკითხა?
- ხო, ალეზე, მვუყევი რა თმა უნდა მეც, ავად რომ არის, წამლები ექიმები, მთელი ამბები, ინტერესით მისმენდა.
- ვაი მე დედა, რა გინდოდა ვენერა დეიდა რა საჭირო იყო? თუ აინტერესებდა ჩემთვის ეკითხა, გავცემდი პასუხს, ან რას ჩამოუდექი და ეჭორავებოდი დაქალივით? - ისე გავბრაზდი სიტყვების კონტროლი მიჭირდა, ვინ ეკითხებოდა ვერ გამეგო, კარგი საქმე გამიკეთა მისი ჭკუით.
- მოიცა, დამაცადე, სანამ წავიდოდა მითხრა ანას უთხარიო სამსახურში რამდენიმე დღე ნუ ივლისო, დაისვენოსო, ხედავ დასვენების დღეები მოგიტანა შენმა ვენერა დეიდამ - ძალიან კმაყოფილი მიყვებოდა ამ ამბავს, მე კიდევ დასვენების დღები კი არა იმ სამსახურში მისვლა და ვახტანგისთვის დანახვაც კი არ მინდოდა.
- დიდი მადლობა - ვუპასუხე გონორით და ავდექი მაგიდიდან.
- დეიდა, მოგწონთ შვილო ერთმანეთი?
- მსგავსი სისულელე ჯერ არასდროს გითქვამთ, ამდენი წელია გიცნობთ.
- კარგი შვილო რა, არაფერი დაეწუნება, არც გარეგნობა და სიტყვა პასუხი მით უმეტეს. სიამოვნებით ვიყოლიებდი ასეთ სიძეს, დახატავდით ერთმანეთს.
- ვენერა დეიდა, კარგით რა, თქვენ კიდე არ იცით მაგ სიტყვა-პასუხს რა ლამაზად ფუთავს, ხო მართალი ხართ, არაფერი არ ეშლება, არც მე ვიცნობ სათანადოდ მაგრამ, რაც გავიცანი საკმარისი იყო იმისთვის რომ, ელემენტარულ სიმპათიასაც არ იწვევდეს ჩემში, პირიქით, საოცარი ანტიპატია მაქვს მის მიმართ, უარყოფითი ვენერა დეიდა, გესმით?
- ამ ახალგაზრდებს ჭკუა მოგცეთ ღმერთმა, მე ჯანმრთელობა და ფული ნეტა - წარმოთქვა ვენერასეული ფრაზა, ამოიოხრა და პირჯვარი გადაიწერა.
ვენერაც, მიხვდა რომ ,,ჩინოვნიკზე’’ საუბარმა დიდად არ მომხიბლა, მისი ინტერესი გასაგებიც იყო, ძალიან უნდა რომ გავთხოვდე, ქმარი და ოჯახი მყავდეს, თუმცა იმასაც ხვდება, რომ მე ამ ყველაფერს ესე მარტივად არ ვუყურებ, საერთოდ პირადი ცხოვრება რომ არ გამაჩნია ამასაც აცნობიერებს, ყველა გამვლელ გამომვლელს აკვირდება, პრესპექტიული ჩინოვნკი სიძის ძიებაში, თუმცა დღემდე უშედეგოდ.
მარტივი მისახვედრი იყო ვენერა დეიდას ოჯახი რომ არ ყავდა, ვერ გათხოვდა და ნანობს, აბა ასეთი ქალი ასე უნდა დავრჩენილიყავიო, მაგრამ მის თავს აბრალებს ყველაფერს, ყველას ვიწუნებდიო, მე კი ჭკუას მარიგებს, თუ კარგი ადამიანი იქნება შვილო, სამსახური ექნება, ორი კაპიკი შემოსავალი, ლოთი და ჯიბგირი არ იქნებაო, პატარ-პატარა ნაკლებზე თვალი ქეც უნდა დახუჭოო. ნამდვილად კარგი უნდა ჩემთვის, მაგრამ ვახტანგი ნამდვილად არაა, ის ვინც მან დაინახა.
ამასობაში კი, ტელეფონზე ზარი გაისმა, ნინო რეკავდა, ამ გაწამაწიაში ვერც კი მოვიკითხე.
- როგორ ხარ ანა, ხომ არ გაგაღვიძე?
- მე რა მოსაკითხო, ვარ შენ როგორ ხარ ბავში როგორ არის, დაუწია სიცხემ?
- ჯერ-ჯერობით დაუწა, ამ დილით დაბალი ქონდა, წამალი მივეცი, იმედია საღამოს არ აუწევს.
- არ ინერვიულო, გაცივდა ალბათ, მალე გამოკეთდება.
- ლეილას უნდა დავურეკო, როგორ ვინერვიულე გუშნ ღამე, კი არ მომაფიქრდა კართან რომ ავიტუზეთ დამერეკა მაინც.
- დღესაც ვერ მიდიხარ ანუ?
- ვერა, აბა როგორ, ჩემი ქმარი სამსახურში წავიდა, ახალი უფროსი ყავს, ვერ ვეტყვი მერიდება გამიშვიო, და დავრჩი ისევე მე - ნაღვლიანი და მოწყენილი მომეჩვენა.
- დაურეკე, ლეილას არ გეტყვის უარს.
- რა ხდებოდა აბა, მშვიდობა იყო, რომ გაწვიმდა კი ვიფიქრე საქმე მოგემატებოდა.
- ეჰ, იმდენი რამე მოხდა, ტელეფონით ამის მოყოლა რთულია, რომ გნახავ მოგიყვები.
- ხომ მშვიდობაა?
- კი კი, უკვე იმედი მაქვს რომ კი.
დავემშვიდობე ნინოს, და წავედი საწოლისკენ, აბაზანაში შესვლის თავიც კი არ მქოდა, ფიზიკურად და ემოციურად ისეთ დაღლას ვგრძნობდი სიტყვებით აღუწერელს. მივწექი და წამიერად მიმეძინა.



№1  offline წევრი Soraya

ცხოვრება უსამართლოა, იმდენად უსამართლო რომ ვერც ვერაფერს ამტკიცებ, მგონია რომ საბოლოოდ ვახტანგი დაიჯერებს ანას უდანაშაულობას, ანას ბაბუა მომწონს, გამგებია, ალბათ სამართლიანიც.
ვიცი რომ იცი, და ისიც ვიცი რომ უბრალოდ სიჩქარეში აგერია მაგრამ მაინც სიყვარული და ცრურწმენა, არა "სიამაყე და ცრურწმენა".

 


№2 სტუმარი ანათეა

საინტერესოდ განვითარდა მოვკენები:))

 


№3 სტუმარი

მომწონს ეს გოგო❤

 


№4 სტუმარი ანუ

ანა და ვახტანგი დამაკლდა ამ თავში :(

 


№5 სტუმარი მინი ჯუზე

ვატყობ ვახტანგი მომწონს ,აუ მალე დადე რა <3

 


№6 სტუმარი one

uuf ra gogo khart))
ai moxucebis dialogi iyo saocrad kargi)
mogyvebit didi interesit❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი მარი

დამაკლდა ანა და ვახტანგი და მოვლენების განტვითარება. .... როცა დიდ რომანს კითხულობ იქ ვერ აცდები აღწერებს სხვადასხვა მოვლენების თუ საგნების ,მაგრამ პატარა თავში სადაც ნახევარზე მეტი სულ აღწერააა ცოტა მოსაბეზრებელია.
ისე ძალიან საინტერესოდ წერთ .
წარმატებები♥️

=სტუმარი მარი]დამაკლდა ანა და ვახტანგი და მოვლენების განტვითარება. .

 


№8 სტუმარი სტუმარი ქეთა

იცი როგორ მომწონხარ, შენი წერის სტილი როგორ მომწონს. ანა გყავს განსაკუთრებული, ყველანაირი ღირსებით შემკული გოგო, რაც მარტო იმაში გამოიხატება, თუ როგორ უვლის თავის ბაბუას.
მაგრამ თხოვნა მექნება, როცა დიალოგებს ქმნი, პერსონაჟებს ნუ მოაყოლებ სემინარებს. ის სათქმელი შეიძლება რამოდემინე სიტყვიანი იყოს. ეს შემგონებლური ლექციები, რომ ადრე ყველაფერი სხვანაირად იყო, ახალგაზრდობაც უკეთესი იყო და წიგნების გარჩევა, იმდრნად მეზედმეტა რომ კითხვის სურვილი დამეკარგა. ვმბობ რომ ეს ყველაფერი ზომის ფარგლებს გასცდა. სულ რამოდემინე სიტყვის გაცვლა ერთმანეთში საკმარისი იქნებოდა.
იმედია ამას არ მიწყენ.
რაც შეეხება ვახტანგს, ნელ-ნელა გვაცნობ და ეს მომწონს. ინტერესიც მეტი ჩნდება, თუ ვინ იმალება ამ კლდე კაცის უკან:დდ
აი ვენერას ცნობისმოყვარეობაზე ძალიან ვიხალისე, სასიძოს ეძებს ქალი და რა ქნას:დდდ
ძალიან მომწონს ისტორია. არ ვიცი როგორ განავითარებ სიუჟეტს და ეს მაინტრიგებს. გელი მოუთმენლად

 


№9 სტუმარი Елка

Магари ико моутменлад вели. Царматебеби

 


№10 სტუმარი მინი ჯუზე

მალე დადებ (: გელოდები

 


№11 სტუმარი სტუმარი ქეთა

რატომ დაგვეკარგე? ყოველდღე იმ იმედით შემოვდივარ, რომ ახალი თავი დამხვდება. გთხოვ ნუ შეწყვეტ, აუცილებლად გააგრძელე

 


№12 სტუმარი სტუმარი კატო

დადე რაა სადახარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent