ინტერვიუ - პრობლემის პირისპირ
გთავაზობთ,პატარა მაგრამ ყველაფრის მთქმელ ინტერვიუს. ინტერვიუს მიზანია საზოგადოებისთვის სწორი რაკურსით ჩვენება თვითონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების. მაგრამ მაინც,მე ყველაფრის მიუხედავად ვთვლი,რომ შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანები არ არსებობენ ! პირიქით, მათ შესაძლებლობებს საზღვარი არა აქვს !ამას ძალიან არასწორად აღიქვამს საზოგადოების ნაწილი და დროა, რომ შეეცვალოთ აზროვნება, გაიღრმავონ ცოდნა,იცოდნენ სწორი მიდგომა ადამიანებთან და მათთან სწორი კომუნიკაციის დამყარება. ახლა,კი გთავაზობთ ინტერვიუს დავითთან,რომელიც გვიყვება შ.შ.მ პირების ცხოვრებაზე,მათ პრობლემებზე,იმ სირთულეებზე რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან და გამოსავლის გზებზე. ძალიან დიდი მადლობა,მას რომ დამთანხმდა ამ ინტერვიუზე. არ მინდა, ამ საკითხს მხოლოდ ინტერვიუს სახე მიეცეს და მინდა,რომ უფრო მეტი ყურადღება მიექცეს,თუ მხარში ამომიდგებით ერთად ყველაფერს შევძლებთ. ▪︎რა არის ის მთავარი პრობლემა , სირთულე რასაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან/რა არის გამოასასწორებელი თუნდაც საზოგადოების მხრიდან ? - საერთოდ შ.შ.მ. პირებს ძალიან ბევრი პრობლემა გვაწუხებს მაგრამ ერთ ერთს გამოვარჩევ ... ეს არის არაადაპტირებული გარემო ... არაადაპტირებული საჯარო სივრცეები და თუნდაც ქუჩები.როდესაც გაიძახიან საზოგადოების დიდი ნაწილი, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და ყველა ადამიანი თანასწორია ამაში სრულიად ვეთანხმები მაგრამ აი ზუსტად იმის გამო რომ არ არის სათანადო პირობები მე ვთვლი ,რომ ეს მხოლოდ საუბრით მტკიცდება და არა საქმით .. უმეტესი შენობები რაც ადაპტირებულია არის მოვალეობის მიზნით გაკეთებული ... არ არის არანაირი სტანდარტები დაცული უმეტეს შემთხვევაში ... და ამ საკითხს უნდა გადახედოს შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა. ▪︎ამ შემთხვევაში რა როლი აკისრია საზოგადოებას, რით შეიძლება დახმარების ხელი გაუწოდონ შ.შ.მ პირებს ? - რა როლი აკისრია საზოგადოებას ? საზოგადოებამ უნდა დაგვანახოს შ.შ.მ.პირებს რომ ისინი არ გვიყურებენ როგორც საცოდავ ადამიანებს ბოდიში ამ სიტყვისის მაგრამ მე, მაგალითად ქუჩაში როცა გავდივარ ბევრი მიყურებს როგორც საცოდავ ადამიანს და ხურდასაც კი მაწვდიან ... აი სწორედ ეს დამოკიდებულება უნდა შეცვალოს საზოგადებამ პირველ რიგში... ▪︎რაში ხედავთ გამოსავალს ან გზას რომელიც შეცვლის ყველანაირ მიდგომას ? -რაში ვხდედავ გამოსავალს? სახელმწიფომ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები და უნდა გახდეს აუცილებელი ყველა საჯარო შენობა ადაფტირდეს მაღაზიები, საცხოვრებელი ბინები, ეკლესიები და ასე შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა დაწესდეს ჯარიმები ... პ.ს ფოტოზე, ასახულია ერთ-ერთი დიდი ტექნიკის მაღაზიის შესასვლელი ბათუმში , გამომპალი აქვს პანდუსს ძირი და თავიდან დაგებულია არასტანდარტულად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.