შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამოუხსნელი გრძნობა


9-02-2022, 23:05
ავტორი madona tateshvili
ნანახია 1 089

ბევრი ვიფიქე. რითი დავიწყო? ჩემი საოცარი გრძნობით, რომელიც ყველაზე გასაოცარი რამ არის, თუ იმედ გაცრუებით?! კაი დავიწყებ. მე ვარ 15 წლის შავგრემანი გოგონა, ეკა. ამ ასაკში პირველად გამოჩნდა საოცარი ბიჭი, სახელად ალექსანდრე. რომელმაც ჩემი გული სრულებით დაიპყრო. პირდაპირი მნიშვნელობი. მაგრამ მან ეს არ იცოდა!. ალექსანდრე 2 წლის უკან გადმოვიდა ჩემს სკოლაში. პირველ დანახვისას მაინცდამაინც კარგი შთაბეჭდილება არ დამრჩა! მაგრამ შემდგომ როცა გავიცანი, არ ვიცი როგორ აღვწერო! ის იმდენად შთამბეჭდავი ბიჭია რომ სიტყვებით ვერ გადმოგცემთ.მაგრამ შევეცდები. მისი ღიმილი მზის გამოსხივებას გავს. მისი შავი დიდი თვალები ჭას გავს რაც უფრო დიდხანს უყურებ მით უფრო იძირები მასში.მისი საუბარი გალობასვით ჩამესმის ყურებში. ისეთი საოცარია არ ვიცი ვიმსახურებ თუ არა ?!
ეხლა გავაგრძელებ ჩემი საოცარი გრძნობის შესახებ მოყოლას. მოვიდა 2022 წელი და მან 360 გრადუსით შეცვალა ჩემი მოსაწყენი ცხოვრება. გათენდა 2 იანვარი. საწოლში ვიწექი, და გავიფიქრე არ მინდა ეს წელი ოცნებაში ფრენით გამეტარებინა. და გადავწყვიტე. ეს აუხსნელი გასაოცარი გრძნობა გამემხილა მისთვის. მივწერე რომ მასთან საუბარი მინდოდა. 3 იანვარს 12 საათზე უნდა შევხვედროდით ერთმანეთს. მიწერის შენდეგ, მთელი ღამე დაუსრულებელ ფიქრებში გზააბნეული ვიყავი. არ ვიცოდი თუ რას ვეტყოდი! ან მე სიმორცხვის განსახიერება გავბედავდი რამის თქმას თუ არა. დადგა ეს დღეც. გავიღვიძე! ისე ვნერვიულობდი თითქოს უკანასკნელი დღე ყოფილიყოს ჩემი დედამიწაზე. დილა ძალიან სუსხიანი იყო, თითქოს სამყაროც ნერვიულობდა ჩემთან ერთად. ავდექი, ჩავიცვი, და გავეშურე დათქმულ ადგილისკენ. როდესაც მივედი ის იქ არ დამხვდა. გული გახერთქვას მქონდა თითქოს საცაა უნდა გასკდესო.მაგრამ მერე დავინახე, და სამყარო გაჩერდა და ამ სამყაროში მე და ალექსანდრე ვიყავით მარტოები. მოვიდა! ისევე საოცრად გამოიყურებოდა როგორც აქმდე. თვალები ჩამავალ მზესავით ჩაწითლებული ქონდა. მისი გასაოცარი ხუჭუჭა თმები გაფურჩქნულ ბუჩს გავდა. მისი ღიმილი მთელ სამყაროზე ლამაზი იყო. ვუყურებდით ერთმანეთს!. ბოლოს ვკითხე. იცი რისთვის დაგიბარე მეთქი. გამიღიმა და მითხრა არაო . მაგრამ ძნელი მისახვედრი არ იყო ჩემთვის,რომ ზუსტად იცოდა რის თქმასაც ვაპირებდი მისთვის. ბევრი ფიქრის და დგომის შემდეგ , ვთხოვე გვერდით გიხედე. რადგან მის თვალებში ვიძირებოდი . ამ დროს ჩემი გული ისე ძგერდა როგორც მაღვიძარა ალიონზე. და ვერაფერზე ვეღარ ვფიქობდი.
გაიხედა! და როგორც იქნა, ერთი სიტყვა ამოვღერღე, და ვუთხარი მომწონხარ თქო. გაიღიმა ისე როგორც ყოველთვის, და დაიწყო საუბარო. ( ნეტა არ დაეწყო). მან თქვა რომ დასავით მიყურებდა და იმას არ გრძნობდა რასაც მე მის მიმართ. მაგ მომენტში მეგონა რომ მოვკვდებოდი და მხოლოდ, ერთი სიტყვის თქმა შევძელი. კაი! დადგა სახლში წასვლის დროც. დავემშვიდობეთ ერთმანეთს და დავბრუნდი სახლში. სახლში მოსული ვიღიმებოდი, არ მინდოდა ეს აუტანელი ტკივილი რომელიც, ჯოჯოხეთს გავდა, ვინმე შეემჩნია.ამიტომ როგორც ყოველთვის მჩვეია , საშინელ ტკივილს ღიმილით ვმალავდი.
მაგრამ ამ მომენტში აქ ვერ გავძლებდი. ვერ ვუძლებდი ამ უცნაურ გრძნობას.გადავწვიტე დეიდაჩემთან წავსულიყავი . მაგრამ ამან ეს მდგომარეობა არ შეცვალა. მაინც მტკიოდა ისე როგორც ჩიტს მოტყდება ფრთები და ფრენას ვერ ახერხებს. ეს ზედმეტად აუტანელეი გრძნობა იყო აღარ შემეძლო ამის ატანა. დალევა გადავწყვიტე ყოველი დღე ვსვამდი რადგან ეს ტკივილი დასრულებულიყო და ჯოჯოხეთიდან თავი დამეღწია. მაგრამ ამაო ცდა იყო. თავს უფრო ცუდათ ვგრძნობდი. ყველა და ყველაფერი მაღიზიანებდა როგორც დაბმულ ძაღლს უცხოს დანახვა. მერე ფიქრების მორევში გადავეშვი და ჩემს თავს კითხვა დავუსვი ნუთუ ესეთი სუსტი ხარ რომ ბიჭის გამო იტირო? ნუთუ ისეთი უსუსური ხარ რომ ბიჭმა გული ნაწილებად დაგიმსხვრიოს?. ამ კითხვებზე პასუხს ვეძებდი საკუთარ ქაოსში მყოფ თავსში და უცებ პასუხიც ვიპოვე. იმ მომენტიდან შეწყდა ტირილი და ნიანგის ცრემლების ყრაც. ერთადერთი რაც არ შეწყვეტილა ეს იყო მასზე გაუთავებელი ფიქრი რომელიც არ მტოვებდა ან მე არ ვამბობდი მასზე უარს. მე ნარკომანს ვგავდი რომელსაც ნარკოტიკის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო ჩემი ნარკოტიკი კი მას ფიქრი იყო.დროებით აქ დამთავრდა ეს ისტორია სანამ სკოლა არ დაიწყო. შემომიღო კარები 17 -მა იანვარმა. სკოლაში წასვლა არ მინდოდა ვერ ვბედავდი არ ვიცოდი რას ვიზავდი რომ დავინახადი მას ან ის რას იზავდა. მაგრამ მის ნახვა სიგიჟემდე მინდოდა. ამიტომაც მეტი გზა არ მრჩებოდა. ავდექი გავემზადე. მთელი სხეულით ვკანკალებდი როგორც შიშველი კაცი სუსხიან ამინდში. როგორც იქნა წავედი სკოლაში. და აჰა დადგა დრო ხელახლა შევხვედრილიყავი მას გავაღე კლასის კარები შეშინებული ვიყავი არ ვიცი რატომ. შესასვლელშივე იდგა გარეთ გასვლას აპირებდა ჩვეულებრივ მივესალმეთ ერთმანეთს თითოსდა არც არაფერი მომხდარიყოსო.მერე უცებ შეიცვალა. აქტიუტად დაიწყო ყურება. მისი მზერა არ შემეძლო მის შავ დიდ თვალებში ჩახედვა ამიტომაც ვარიდებდი თავს და თან უხეშად ვპასუხობდი თითვეულ სიტყვაზე.ბიოლოგიის ჯერიც მოვიდა. მასწავლებელმა გამიძახა. არ ვიცოდი რამეს თუ ამოვღერღავდი .ისე ვნერვიულობდი ხმა მიკანკალებდა . მოვყევი გაკვეთილი როგორც იქნა მაგრამ ჩემთან ერთდ ალექსანდრეც ყვებოდა. ყველაფერს მისწორებდა. თითქოს ოროსანი ბავშვი ვყოფილიყავი. არაფერი აღარ ვიცოდი ფიქრებში გზა აბნეული დავეხეტებოდი . მასზე 24 საათი ვფიქრობდი გაუჩერებლად სიზმარშიც კი მესიზმრებოდა. ვცდილობდი ჩემს მისდამი გრძნობისთვის სახელი დამერქვა.მაგრამ არსებობს თუ არა ამ საოცარი გრძნობის გამომხატველი სიტყვა? ამ კითხვას დღემდე ვერ ვცემ პასუხს!.ეს გრძნობა არარეალუია! სიყვარულზე ბევრად მეტია! მაგრამ ეს გრძნობა გულს მატკენს როგორც დაუცველ გოგონას ,თუ გამაბედნიერებს ისე როგორც მერცხლებს უხარიათ გაზაფხულის მოსვლა.არ ვიცი რა მოხდება მომავალში . ეს ჩემი ზესაოცარი გრძნობის ამაბავია, რომელიც თავს ჭექა-ქუხილივით დმატყდა. შემდეგ ბევრი რამ მოხდა. ვგრძნობდი მასთან სიახლოვეს და ასევე სიშორესაც. ამ ისტორიას აღარ ვაგრძელებ.! ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, თუ რატომ ვწვეტ ამ საოცარი გრძნობის გაზიარებას თქვენთვის. აწი გითხარით ან გამაბედნიერებს ან გულს მატკენს თქო. ხოდა გული მატკინა! ჩემი გული ორად არ გაყოფილა ის პატარა ნაწილებად დაიშალა და არ ვიცი როდესმე თუ გამთელდება.რატომ? გუშინ გავიგე რომ დედამისთან და თავის დასთან ერთად საზღვარგარეთ მიდის საცხოვრებლად. დიახ! დიახ! არ მოგესმათ! ეს რომ შევიტყვე იმდენი ვიტირე რომ თვალები ნახშირივით შავი გამიხდა.აღარ ვიცი რა გიამბოთ. ჩემი საოცარი გრძნიბის ისტორია აქ უნდა დავამთავრო. რადგან აღარ შემიძლია !!! ცუდათ ვარ ტკივილი შიგნიდან მჭამს. არ მინდა ზედმეტად ბევრი ვიფიქრო მასზე .რადგან მერე დაშორება უფრო გამიჭირდება. სულ ეს იყო. ესე დასრულდა ჩემი გასაოცარი ისტორის მოყოლა. მაგრამ მხოლოდ ისტორიის თხრობა დასრულდა ის გრძნობა რასაც მე მის მიმართ განვიცდი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ჩემს გულში დარჩება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent