შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ვარ ბანალური,თავნება


27-02-2018, 16:40
ავტორი bla.ell
ნანახია 1 882

მე ვარ ბანალური,თავნება
მგონი ზენიტში ვარ ისევ და
მინდა შემოგხვიო მკლავები
სუნთქვა მოგაფრქვიო კისერთან.

ფიქრი გადამექცა წამება'დ.
იცი?!უშენობას ვერ ვუძლებ,
ვეღარ მოვიშუშე შრამები
სულზე შეხორცებულ სხეულზე,

რაღა ბობოქარი...ქარი ვარ,
მცხელა,სიყვარულში ვიწვები,
ჩემგან ყველა გრძნობა წავიდა,
თითქოს ცრემლებისგან ვიცლები.

მოდი...ჩამეხუტე თავიდან,
და მაგ თვალებს ნუღარ მარიდებ,
თორემ აღარ მოვალ ხვალიდან,
ზეგ კი უჩემობას გაიგებ.

დილა უაზროა ღამემდე,
მერე გამოვდივარ კანიდან,
სტროფებს დამწვარ ყდაზე დავეძებ.
თუ კი ამ ყველაფერს ავიტან,

სხვა დროს დავუჯერებ ამინდებს.
შენ სულ არ გენდობი წამითაც,
კრებულს მაგიდაზე დავიდებ,
იქნებ ამოვიცნო რა გინდა...

დავრჩი ბანალურიც,თავნებაც.
ვიცი ასეთს როგორ ვერ მიძლებ,
ვატყობ ყველაფერი მთავრდება,
ფილტვებს ვერასოდეს შემივსებ.

მოდით გამიხსენით გალია,
უნდა გავაფრინო ფიქრებით,
ვერ ვძლებ...მენატრები ძალიან.
არანორმალურად ვიღლები.

გული ფეთქვას შეწყვეტს...გამრიყავ.
თუ გინდ სულში რაც მაქვს წაიღო,
დილას საღამომდე გავიყვან,
მაგრამ ღამის ფიქრებს რა ვუყო...

ავტორი:ელისაბედი/bla.ell



№1 სტუმარი სტუმარი shalo

im sityvas raqvia m roiwyeba

 


№2  offline ახალბედა მწერალი lullaby

სტროფებად კია დაყოფოლი ლექსი, მაგრამ შეწებოვებულია სიტყვები... ვერ თმობენ ერთმანეთს... ზალიან მომეწონა ზალიან... <3

 


№3 სტუმარი სტუმარი nia

კარგი ლექსია მომეწონა ახლოს იყო გულთან❤❤

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

რა კარგი აზრი დევს...
დილას საღამომდე ავიყვან
მაგრამ ღამის ფიქრებს რა ვუყო

 


№5 სტუმარი l,m not sick

დავაგვიანეე,მაპატიეე.
მელამაზა ეს ლექსი,ძალიან!

 


№6 სტუმარი სტუმარი ანა

რა მაგარია ძალიან მომეწონაა კარგად წერ,მახსოვს ისტორია გედო საიტზე მაგრამ ვერ წავიკითხე იმ დროს და მერე სათაური დამავიწყდა და მითხარი რა?!

 


№7  offline მოდერი bla.ell

სტუმარი ანა
რა მაგარია ძალიან მომეწონაა კარგად წერ,მახსოვს ისტორია გედო საიტზე მაგრამ ვერ წავიკითხე იმ დროს და მერე სათაური დამავიწყდა და მითხარი რა?!

რომელი ოსტორია სულ რამდენიმე ისტორია მაქვს :დ ალბათ " გახსოვდეს სიკვდილი" იყო❤❤მადლობა კომენტარისთვის საყვარელო❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent