გადატრიალება (თავი 10 )
დამღლელი დღის შემდეგ სამსახურიდან სახლში დაბრუნდნენ და მომზადება დაიწყეს. სახლში ქაოსი იყო ბარბარე და ლუკა მთელ სახლში დარბოდნენ. ანა იჯდა და სიცილით უყურებდა ყველაფერზე მოჩხუბარ გოგო-ბიჭს. - ლუკააა! შემიშვიიი ამდენი ხანი რას აკეთებ!! - სააბაზანოს კარს მთელი წალით ურტყამდა ბარბარე. - ვაიმეეეე! აქაც არ მომასვენე ხოო უf . - გამოვიდა წარბებ შეკრული ლუკა. - ორი საათი რა ჯანდაბას აკეთებ. - დაუღრინა და შევიდა, მაგრამ მაშინვე ინანა , გულში იფიქნა ნეტა საერთოდ არ შევსულიყავიო. - ნახე ახლა რა სახით გამოვა. - სიცილით მიუჯდა ლუკა ანას. ბარბარემაც არ დააყოვნა სახე დაჭყანული ქონდა და ცხვირზე ორი თითი მოჭერილი. - ანა იქ არ შეხვიდე მინიმუმ 2 დღე. - გამაფრთხილებლად დაუქნია თითი. - მოკვდები, სერიოზულად გეუბნები. - მზრუნველე თვალებით შეხედა ბარბარემ ანას. - უიმე ისე ლაპარაკობს თითქოს თვითონ სისუფთავის პრინცესაა. - წარბები აუწია და ფეხსაცმლის ჩაცმა დაიკწო. - შენსასთან შედარებით კი . - წაიჩურჩულა და ოთახში შევიდა, რამოდენიმე წუთში მაკიაჟის პატარა ჩანთით გამოვიდა. - აბა ანა, მზად ხარ უფრი გაგალამაზო? - თვალები აუჟუჟუნა ბარბარემ. - ახლა პანდას დაგამსგავსებს. - ჩასჩურჩულა ლუკამ და ბარბარესგან სახეში გაქანებული ბალიშიც მიიღო. - პანდას ცუდად ნუ მოიხსენიებ, შენზე ლამაზები და საყვარლები არიან, ანა შენ ხომ გჯერა ჩემი? - წამწამები გადაბმულად რამოდრნიმეჯერ დაახამხამა და საყვარელი ბავშვის სახე მიიღო. - ვაიმე რა მსახიობიაა, ანა ამას თავისას თუ არ გაატანინებ შეიძლება სასმელში რამე ჩაგვიყაროს. - შეშინებული სახით უთხრა ლუკამ. - დიახაც. - ამაყად ასწია თავი ბარბარემ. - მოდი ჰა რაც გინდა ის მიქენი, შენი ვარ თავიდან ბოლომდე. - ხელები მაღლა ასწია დანებების ნიშნად ანამ. - უუუ - წარბები აუჟუჟუნა ბარბარემ. - უიმე შე გარყვნილო ქალო, რა აზრებმა შემოგიტია გამოტყდი ახლა. - სახე დაჭყანა ლუკამ. - დავაი რა. - ლუკა დააიგნორა და ანას გვერდით მიუსკუპდა. - ტონალურს არ წაგისმევ, კარგი კანი გაქვს მაგრამ დანარჩენს მე გადავწყვედ, ეს არმინდა ის არმინდა არ გავიგონო. - თვალები დაუბრიალა ბარბარემ. - გნებდებით ქალბატონო ბარბარე. - წარბები აუჟუჟუნა და ისევ ხელები ასწია, მისი სახის შემხედვარემ სიცილი ვერ შეიკავა. - ხედავ? მიწვევს. მე წესიერი პატიოსანი ადამიანი მაკიჟის გაკეთებას ვცდილობ და ამან გნებდებიო. - თვალებ გაფართოებულმა უთხრა ლუკას. ანა ისევ იცინოდა. - ოხ ანა შენც რა გარყვნილი ხარ. - თვალები დააწვრილა ლუკამ. ანა ამაზე, უფრო ხმამაღალი სიცილი მორთო. ბარბარენ დაასრულა მაკიაჟის გაკეთება, მოშორდა და კმაყოფილმა შეათვალიერა ანას სახე. - კამფეეტ - ამაყად თქვა და ლუკას მომლოდინე მზერით შეხედა. - არაა უნდა ვაღიარო , ეს გოგო სულელი კია მაგრამ, მაგარი ხელი აქვს, ულამაზესი ხარ, რაც სიმართლეა სიმართლეა. - კარგიი... ახლა ჩემი ჯერიაა. - ბედნიერი წამოხტა ბარბარე. - რა ჩავიცვა? - ჩაფიქრებული მზერა მოავლო სკამზე გადაკიდებულს სამ კაბას. - წითელს ჩავიცმევ, ჩემი საყვარელი ფერია თან მაკვდება ეს კაბა. - თავი ამაყად ასწია და მოდელის სიარულით გავიდა თავის ოთახში, თან ცერებზე იდგა უფრო მაღალი რომ გამოჩენილიყო. - ეჰ, ღმერთო ისე არ მომკლა ამის დაჭკვიანება რომ არ მანახო. - მოხუცი ქალივით ჩაილაპარაკა ლუკამ. - უკვდავობა გარანტირებული გაქ. - სიცითლით შეხედა ანამ. - ოხ, შეხედე ამას, თავიდან ჩუმი წყნარი ბავშვი თურმე რამხელა იუმორის მატარებელია. - სიცითვე უპასუხა ლუკამ. - ისე შენნაირად სერიოზულად რო ვუყურებდე ცხოვრებას წარმოიდგინე ხო გავგიჟდებიდი, კარგია სიცილი, ტირილით უკვე დავიღალეთ. - არ შემიძლია რომ არ დაგეთანხმო. ღამის 8 საათია, სახლიდან ძლივს გამოვიდნენ, ბარბარემ იმდენი იფიქრა მაკიაჟზე, თმაზე და ფეხსაცმელზე რომ ლუკა და ანას ლამის დივანზე ჩასძინებოდათ. - ოხ ბარბარეე შემომაკვდები. - წუწუნს არ წყვეტდა ლუკა. - უფ კაი ხო, რამდენ ხანს უნდა ჭამო ტვინი. - კარი გასაღებით ჩაკეტა და წინ წავიდა. - ვერ გამექცევი, მოგკლავ. - დააწია წინ გაჭრილ ბარბარეს და თავისი სიტყვაც შეასრულა სირბილით გაეკიდა და თოვლის გუნდა აგემა. - ვაიიი რა ცცცივიააა. ლუკა მოგკლაავ! სახეზე არ მომხვდეს და მთელი მაკიაჟი თოვლის გუნდამ არ შეიწირის თორეეეე!!!. ამას ხედავ? - აკანკალებული ხელი ასწია. - აი ეს ხუთი თითი დაგრჩება წითლად სახეზე. ვიროო! - დააწია წინ გაქცეულ ლუკას. - ანა შენ მაინც უთხარი რამეე. ცოდო ვარ. - პატარა ბავშვივით წუწუნით მიეკრა ანას. - აქ ვიქნები, შენ ვერ გაგიბედავს. გახსოვს ჩხუბს რომ სწავლობდი? მაშინ მე ციხიდან გამოვედი. მაგრამ დედა მიყვებოდა, ერთ დღეს არ აცდენსო ნამდვილი ჯეკიჩანი არისო . - სიცილით გაიხსენა ბარბარემ ძველი დრო. - კი ერთ დღესაც არ ვაცდენდი, თავდასხმისთვის კი არა თავდაცვისთვის ვისწავლე მაგდენი. თუ არ შემეხებიან, ხედავ? მშვიდად ვარ, გიჟივით არავის არ გადავეკიდები, მაგრამ ლუკას ერთი ორი რო მოხვდეს არაუშავს ხო? - თვალებ მოჭუტულმა გახედა. - აუ ჯიგარი ხარ, არა არაუშავს, თუ გინდა დალეწე. - სიცილით დაკრა მხარზე ხელი ბარბარემ ანას. ბარბარემ ჩანთა გამოართვა და ანაც მაშინვე გავარდა. - არა გაჩერდი, ანაა, მე და შენ ხომ მეგობრები ვართ არა? რატო მორბიხარ, ვაიიი, შე გამყიდველო მეგონა ერთად ვიყავით. - თავიდან გონს ვერ მოვიდა ლუკა მაგრამ როცა ანამ თოვლს ჩაავლო ხელი მიხვდა და თავქუდ მოგლეჯილი გაიქცა. - ყვირილით გაღვიძება გახსოვს? შურისძიების დროა. - ანას დიდად ძალის გამოყენება არც დასჭირვებია, ლუკა ისე გარბოდა რომ საბოლოოდ წაიქცა და სანამ ადგებოდა ანა უკვე თავზე ედგა. - ესეც ჩემი საახალწლო საჩუქარი. - ეშმაკური ღიმილით დაჰყურებდა ზემოდან ლუკას. ლუკა თავის აქნევდა არ გააკეთოო, ანა კი ეშმაკური სიცილით თავს უქნევდა. თოვლი პირდაპირ სახეში დაეცა ლუკას. ბარბარემაც ერთი გუნდა დაუმატა ზემოდან და სიცილით წავიდნენ კლუბისკენ. ლუკა ისევ იქ იწვა და მკვლელი მზერით უმზერდა გოგოებს. - ანუ ესე ხო? - თვალები ნახევრად დახუჭა და თოვლის ორი გუნდა მოიმარჯვა ხელშიი. - დის იზ სპარტაააკ! - იღრიალა და სირბილიფ გაეკიდა გოგოებს, ანა და ბარბარეც მაშინვე მთელი სისწრაფით გაიქცნენ. იმდენი ირბინეს და იგუნდავეს რომ საბოლოოდ გაჩერდნენ რომ ამოესუნთქათ. - აღარ, აღარ შემიძლია. - ძლივს ამოთქვა ბარბარემ. - არც მე. მარა რა იყვირე? დის იზ სპარტაკო? - სიცილით თქვა ანამ და ლუკას და ბარბარეც აიყოლია სიცილიში. სამიგიჟი იწვა თოვლში და გიჟივით ხარხარებდნენ. - შური აღარ იძიოთ, ბარი ბარში ვართ. - ძლივს ამოთქვა ფეხზე წამოდგა და ლოვლში ჩასვენებული გოგოები წამოაყენა. კლუბში სიცილ კისკისით მივიდნენ, ბარბარემ თოვლიანი კაბა დაიფერთხა და თმები ერთი ხელის მოსმით გაისწორა. - წამო შევიდეთ, მცივა. - კანკალით ამოთქვა ანამ. - წამო წამო. - ხელი მოხვია აკნკალებულ გოგოებს და კლუბისკენ გაეშურნენ. შესვლის თანავე სახე დაეჭყანათ გოგოებს, სუფთა ცივი ჰაერიდაბ ალკოჰოლის და სიგარეტის სუნში გადასვლა ნამდვილად არ ესიამოვნათ მაგრამ სითბი იყო ამიტომ სუნი დააიგნორეს და შიგნით შევიდნენ. შესვლის თანავე ბარბარემ თავი ისე იგრძნო როგორც სახლში, მოსაცმელი გაიხადა და ცეკვა დაიწყო. - რა გიჟია. - ღიმილით უთხრა ლუკამ ანას. - ცხოვრებით ტკბება. - წამო მაშინ ჩვენც დავტკბეთ, ხელი ჩაავლო ანას, ხალხის ბრბოში შევარდა და ანაც თან შეიყოლა, ბარბარესთან მივიდნენ და სამივემ ხმაურიან მუსიკას აყვნენ. ბევრიც დალიეს და გაერთნენ, ანამაც დალია რამოდენიმე ჭიქა უფრო სწორად ბარბარემ დაალევინა. - აუ რა საშინელი გემო აქვს, ან თქვენ რატო სვამთ ან მე რას მასმევთ. - მორიგი ჭიქაც დაცალა და წარბებ შეკრულმა შეხედა უკვე შემთვრალ მეგობრებს. - თქვე ლოთებო. - ენა გამოუყო ბავშვივით, მეგობრები ბართან დატოვა და საცკვაოდ ისევ ხალხის ბრბოში გაერია. თავიდან თავს უხერხულად გრძნობდა, ისეთი შეგრძნება ჰქონა თითქოს ვიღაც შორიდან უყურებდა, ეცადა თავიდან მოეშორებინა ეს ფიქრები მაგრამ ის მწველი მზერა რომელიც შორიდანაც კანს უწვავდა არ ასვენებდა. კლუბის გიჟური სიმღერა დამთავრდა და ოდნავ უფრო წყნარი მელოდია გაჟღერდა. ანამ ყველაფერი დაივიწყა თავი უკან გადასწია, თვალები დახუჭა და მელოდიას მთელი სხეულით აჰყვა. იცოდა რომ ისევ ის მზერა უწვავდა სხეულს მაგრამ არ აწუხებდა, ცეკვას მშვიდად განაგრძობდა, მოულოდნელად, უკნიდან ცხელი სხეული რომ მიეკრა ოდნავ შეეშინდა კიდევაც მაგრამ მისი სუნი ისეთი ნაცნობი და ახლობელი იყო რომ არ მოშორებია, თვალები არ გაუხელია ისე შებრუნდა და მოეხვია, როცა ბიჭის ხელებიც მოეხვივნენ გოგო მოშიშვლებულ წელს ანამ თავი მის კისერში ჩარგო და ცეკვა გააგრძელა. თითქოს მშვიდათ მაგრამ სხეულზე ჭიანჭველები მუცელში კი პეპლები არ ასვენებდანენ. ანამაც იგრძნო ბიჭს როგორ ჩაეღიმა გოგოს ასეთ რეაქციებზე. - დაბადების დღეს გილოცავ ქაჯო. - ანას სმენას გიორგის ბოხი ხმა რომ მისწვდა პეპლებს მთელი ფლორა და ფაუნა შეუერთდა. - მადლობა ვირო. - როგორც შეძლო ისეთი მშვიდი ხმით უპასუხა. - გუნდაობა გყვარებია. - მითვალთვალებდი? - კი. ეს ბიჭი ვინა? - ანააა! - შორიდან ლუკას ხმა მოესმა. - ცეკვა კარგია მაგრამ მოდი დალიე რაა. - ანა მათკენ სიცილით შეტრიალდა, " მალე მოვალ"ო დაუყვირა და უკან შეტრიალდა მაგრამ გიორგი მანდ არ დახვდა. ეწყინა, მერე თავის თავს უსაყვედურა გულში რა 15 წლის თინეიჯერივით ყველაფერი გწყინსო, ისიც იფიქრა ხომარ მომეჩვენაო, მაგრამ მისი ხელები და ხმა ასეთი რეალური როგორ იქნებოდაო. ამ ფიქრებში გართული ვერც მიხვდა ბარბარეს და ლუკას როდის მიუახლოვდა და თავის ადგილზე ჩამოჯდა. - აი მოდის. - ბედნიერი სახით შემოკრა ტაში ბარბარემ. ბარმენმა პატარა ლამაზი ნამცხვარი წინ დაუდო და სანთლები აანთო. - აჰა ანუ ამიტომ გამომათრიეთ მაინცდამაინც რღეს, საიდან გაიგეთ. - ბედნიერებისგან სიცილს ვერ იკავებდა ანა, ორივეს ისე მაგრად მოეხვია ლამის გაჭყლიტა. ამდენი ხნის განმავლობაში თავის დაბადებისდღეს ნორმალური ადამინივით აღნიშნავდა. ამის შემდეგ ბევრი დალიეს იცეკვეს, ანა თვალებით ვიღაცას ეძებდა მაგრამ ცეკვის შემდეგ არ დაუნახავს. ცეკვისგან დაღლილი და უჰაერობით შეწუხებული ანა იქაურობას გაეცალა და გარეთ გავიდა, სიცივე ვერ იგრძნო იმდენად გახურებული იყო. ამდენი ცეკვისგან ფეხები სტკიოდა ამიტომ ტროტუარზე ჩამოჯდა და ფეხსაცმელები გაიხადა. კლუბიდან გამოვედი უჰაერობის და დაღლილობის გამო, იქვე ტროტუარზე ჩამოვჯექი და ფეხები ფეხსაცმელებისგან გავათავისუფლე. ნამდვილად ბედნიერი დღეა დღეს, ახლა ვხვდები რომ ასი საშინელი დღიდან იმ ერთი ბედნიერი დღისთვის უნდა ვიცოცხლო. ვიცი რომ გიორგი მოვიდა, ჩემი ფანტაზიია ვერ იქნებოდა, მისი ბოხი ხმა , მართლაც მესმოდა, მისი ხელები კი ჩემს წელზე იყო შემოხვეული, ეს წარმოდგენა ვერ იქნებოდა. გიორგის გახსენებაზე ჩემდა უნებურად მეღიმება, მერე ჩემს თავს ვუბრაზდები დებილივით რატო იცინითქო. ასე ბავშვივით თავი არასდროს მიგრძვნია. რატომ წავიდა, გაბრაზებული არ ვარ, უბრალოდ არ მინდოდა რომ ვინმესთვის ზედმეტი ვყოფილიყავი ამიტომაც წამოვედი თბილისიდან ან უბრალოთ სხვა ნებისმიარისგან ეს სიტყვები არ მეწყინებოდა მაგრამ გიორგისგან არ მინდოდა ამის მოსმენა . - ქაჯო! - ზურგს უკან მესმის ის მონატრებული ხმა, შეტრიალება მინდა მაგრამ ღიმილს ვერ ვიშორე. - რა იყო ვირო, მოგენატრე? - უკან შეუბრუნებლად ვუთხარი. - იოცნებე. - თქვა და გვერდზე მომიჯდა - აბა აქ რატო ხარ. - ირონიული ღიმილით ვუთხარი და პირველად შევხედე, სხვანაირი მომეჩვენა, მაგრამ თავის ირონიულ სიცილს მაინც არ იშორებდა. სიგარეტის ღერს მოუკიდა და თვითონაც შემომხედა. - ხო შეგპირდი რომ ახალ წელს აქაურობას დაგათვალიერებინებდი. - თავისი საფირმო ღიმილით მითხრა და ფეხებიდან სახემდე ამათვალიერა. - უკვე დავათვალიერე ლამაზი ადგილია. - კარგი მაშინ პირდაპირ სახლში წაგიყვან. - სახე დაუსერიოზულდა გიორგის. - ნივთს ვგავარ? როცა გინდა ცხოვრებას გიფუჭებთ, სიმშვიდეს გართმევთ, მაგრამ გაჩერდიი, გიორგიმ გადაიფიქრა, ახლა ასე აღარ ფიქრობს და უკან წამიღებს. - გიორგის სიტყვებს წყობილებიდან გამოვყავარ, წინადადებას ვასრულებ და ფეხზე ვდგები. ანა გაბრაზებული წამოვარდა, გიორგიმ ფეხზე წამოდგომის გარეშე ხელზე დაქაჩა და ისევ გვერდზე დაისვა. - ნუ ყვირიხარ! - გაბრაზებულმა შეხედა და განაგრძო. - რა გინდა რომ გითხრა, მოგიბოდიშე და დაიკიდე, ხო გითხარი შენი ბრალი არაათქო. - ახ კარგი მაშინ შენ თუ იტყვი, მაშინ მორჩა ხო? - ანა! გეყოფა. - არა გიორგი არ მეყოფა. - წამოდგომა სწადა მაგრამ ხელი მოხვია და ისევ უკან დააბრუნა გიორგიომ. - სად გარბიხარ? - ყურთან უჩურჩულა და სიგარეტი მოისროლა. - ჩემი ბრალია, ჩემს გამო არ უნდოდა მანანას სახლში მოსვლა. - გააგრძელე. - ინტერესეით უსმენდა ანა. - მთელი ისტორია უნდა მომაყოლინო? - ხო, გისმენ. - უF ანაა, ა*რაკებ ახლა. - მოყევი თუ არადა არსად არ მოვდივარ. - გიორგის ამ თემაზე ლაპარაკი სძულდა მაგრამ საბოლოოდ მაინც გადაწყვიტა მოყოლა. - სკოლიდან სალში ვბრუნდებოდი, ბედნიერი ვიყავი კარგი ნიშნები მივიღე, დედას ოთახისკენ გავიქეცი ბედნიეი, მაგრამ მარტო არ იყო, იმ აცთან ერთად იყო. - ვისთან. - ლილეს მამასთან. - ჩუმად თქვა და კიდევ ერთ ღერს მოუკიდა. - გია საქმეზე იყო, ბევრი მელაპარაკა მანანამ მამაშენს მე დაველაპარაკებიო. ბევრი მეხვეწა ფსიქოლოგთან წავიდეთო. არ დავუჯერე გია მოვიდა თუ არა ყველაფერი ვუთხარი, მეგონა გაუკვირდებოდა ან რაიმე რეაქცია ექნებოდა. დამელაპარაკა, მითხრა რომ თვითონაც ბევრი ადამიანი გაიცნო საზღვარ გარეთ, ნუ გაშორებულები იყვნენ და მე მატყუებდნენ რა. და ახლა ისევ ის კაცი, ისევ იგივე ხდება, მანან ორსულადა. - საუბარი დაასრულა და ანას გახედა. - მანანას ორსულაბაზე ლილემ მითხრა. - მშვიდათ უთხრა ანამ. - იმ დღის მერე სახლში მისვლა არ მინდოდა, თუ მივდიოდი ვჩხუბობდი, ყველას ვადანაშააულებდი,ახლაც იგივეა,მაშინ გია ადგა და თავის საყვარელთან ერთად დატყდა. ამის მერე რომელ სიყვარულზე უნდა ილაპარაკონ. - აქ ვის ადანაშაულებ, ანუ ამ ისტორიაში ვის ადანაშაულებ? მანანა მიყვებოდა თავის ისტორიას ბავშვობაში . მითხრა რომ სიყვარულით არ გათხოვილა, მამაშენს იმიტომ გააყოლეს რომ მდიდარი იყო, დედაშენს იმაში ადანაშაულებ რომ უყვარს? დედაშენი მამაშენის ერთგული იყო ბოლომდე, შენ გაგაჩინა და შენს გამოი ითმენდა ყველაფერს, მარტო გაგზარდა, მამაშენი ამდროს კლუბებში ერთობოდა, რომ ბრუნდებოდა მთელი კისერი პომადით ქონდა მოსვრილი, დედაშენს სხვა უყვარდა მაგრამ ვერაფერს ვერ შვებოდა, საბოლოოდ მამაშენი მოიშორა და იმ კაცთან დაბრუნდა ვინც ასე ძალიან უყვარდა. მამაშენი დატყდა და დაგტოვათ აი ესარის სიმართლე, ამას დედაშენი მიყვებოდა როცა ციხეში ვიყავით, იცი როგორ ტიროდა?. დედაშენმა ყველაფერი გააკეთა რომ მშიერები არ დარჩენილიყავით, მამაშენმა ყველაფერი გაყიდა სახლიც, მანქანაც და საყვარელთან ერთად გაიქცა, შენი აზრით უხაროდა შავ საქმეებში თავის გაყოფა? ნარკოტიკები და ეს ბინძური საქმეები კი არ აძლიერებს დედაშენს, შენ და ლილე აძლევთ ძალას, ადრე მასთან არ იყავი რადგან არ იცოდი ახლა იცი. ვიცი ადვილი არა მაგრამ უნდა ეცადო. - გაჩუმდი, არ მინდა ამაზე ლაპარაკი, უბრალოდ დაბრუნდი რა. - შენ მგონი მართლა შეგიყვარდი. - სიცილით თქვა ანამ. - რა მეოცნებე ხარ პატარა გოგო. - ხელი მოხვია ანას მოშიშვლებულ ზურგზე. - ეს აღარ ჩაიცვა, დამიჯერე შენთვის ჯობია. - თვალი ჩაუკრადა და სიგარეტი მოისროლა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.