შეხვედრა წარსულთან (თავი 5)
დიდი ბოდიში დაგვიანებული ისტორიისთვის: (გარკვეული მიზეზების გამო ვერ ვახერხებდი ისტორიის გაგრძელებას.იმედია მაპატიებთ. 2018 წლის ივნისი იმ საღამოს შემდეგ ჩვენი ურთიერთობა შეიცვალა. იშვიათად მპასუხობდა ზარებზე. საქმებს იმიზეზებდა. თავს მარიდებდა და ჭკუიდან გადავყავდი. რამდენი ჩვენ ურთიერთობაზე ლაპარაკს დავუწყებდი, იმდენჯერ მაჩერებდა. ჯერ მაცადე დრო მჭირდება ყველაფრის გასაანალიზებლადო. თითქოს პატარა ბავშვები ვიყავით და დრო თავზე საყრელად გვქონდა. არ მინდოდა ერთი წამი მაინც დამეკარგა მის გარეშე, მას კი ეს არ ესმოდა. მხოლოდ იმას გაიძახოდა რომ ანანოს წინაშე ძალიან დამნაშავეები ვიყავით და საკუთარ თავს უფრო მეტად მაზიზღებდა. პირველი იმის გამო რომ ანანოს ესე ცუდად მოვექეცი და მეორე იმის გამო რომ სოფოს ვკარგავდი ამის გამო. ჯერ არ მეპოვნა და უკვე ვკარგავდი. გრძნობა რომელიც ჩემში იბადებოდა და იზრდებოდა მთელ ჩემ არსებას იპყრობდა. ხანდახან იმასაც ვფიქრობდი რომ არ ვიყავი სოფოს ღირსი და ჩემნაირი არაკაცის გვერდით არ უნდა ეცხოვრა, მაგრამ მერე საკუთარი თავიც მეცოდებოდა, მე ხომ ის თავდავიწყების მიყვარდა და ყველაზე და ყველაფერზე შემეძლო უარის თქმა მის გამო. გვანცამ რამდენჯერმე შემხვდა და ადრინდელივით ცდილობდა ჩემს დამშვიდებას, მაგრამ ეხლა აღარ გამოსდიოდა. თავს კი ვუქნევდი, მაგრამ ვხვდებოდი რომ ისევ 20 წლის ბიჭი არ ვიყავი და ყველაფერი უფრო რთულად იყო ვიდრე მაშინ რომ აღვიქვავდი. მამაჩემი ისევ მეგობრულად მედგა მხარში და ცდილობდა სხვანაირად გამოეხატა თავისი თანადგომა. დედაჩემი არაფერს ამბობდა. ჩემი და კი თვალებს აატრიალებდა ხოლმე ნიშნად იმისა რომ ხომ გეუბნეოდი ეგ შენი სიყვარული საპნის ბუშტია და მეტი არაფერიო. საღამოს მშობლებს ვესტუმრე ვახშამზე. ძალიან გაუხარდათ ჩემი დანახვა, დიდი ხანია არ მინახავს ჩემები ერთად. ტელეფონით ვეკონტაქტები ხოლმე, ყოველ დღე და შეიძლება დღეში ათჯერაც, მაგრამ სტუმრობა ხანდახან ვერ მიხერხდება ხოლმე, თან რაც ანდრია ჩემთან რჩება ხოლმე ხშირად, დიდადაც არ ვიცხელებთ ხოლმე თავს მშობლიურ სახლში დაბრუნებით. ანდრია უკვე დიდი ბიჭია, 16 წლის ხდება ოქტომბერში, საკმაოდ კარგი მოსწავლეა სკოლაში და სხვა კლასგარეშე აქტივობებზეც თავს იჩენს ხოლმე. ძალიან მიყვარს ანდრია და ჩემ მესაიდუმლედაც მყავს. თან ამ თანამედროვე და ახალ «ტრენდებში» მარკვევს ხოლმე. ჩემი და კი გვებუზღუნება სულ გამიფუჭე ბავშვიო, მაგრამ ვინ უსმენს მას. საღამოს მთელი ოჯახი მაგიდას შემოვსხდომოდით. ჯერ ჩემებმა არ იცოდნენ რომ ანანოს დავშორდი, ანდია თვალებით მანიშნებდა რომ ამაზე კარგი მომენტი არასდროს მექნებოდა. და თვითონ წამოიწყო. -ხო მართლა — ჩაახველა ანდრიამ და წვენი მოსვა — ქორწილი სავარაუდოდ გადაიდო გაურკვეველი ვადით ხო ზურა? -სავარაუდოდ — ლუკმა გადამცდა და ძლივს ამოვთქვი -რას ამბობ? რატო? — ძალიან შეიცხადა დედაჩემმა — იჩხუბეთ? -მთავარია ბედნიერი იყო — მხარზე მეგობრულად მომითათუნა ხელი მამამ — სიყვარულის გარეშე ოჯახი ოჯახი არ არის. -დარწმუნებული ვარ, ის ვიღაც გოგო გამოჩნდა ისევ შენ ცხოვრებაში ხო? — ეჭვის თვალით გადმომხედა მაიკომ თითქოს გულთმისანიაო — ვიცოდი რომ საბოლოოდ ისევ მაგ გოგოს გამო გაიუბედურებდი თავს. დამიჯერე ძამიკო ერთხელ უკვე გატკინა გული და არც მომავალში მოერიდება გულის ტკენას. რა ვიცი… — მრავალმნიშვნელოვნად აიჩეჩა მხრები. -იქნებ უბრალოდ მიყვარს და მის გარეშე ვერ ვსუნთქავ? — გავბრაზდი — იქნებ მაზოხისტი ვარ და მსიამოვნებს რომ მის გამო ვიტანჯები? იქნებ ზუსტად ეს მაბედნიერებს? მაგაზე რატომ არ გიფიქრია? -მეგონა ანანოსთან ბედნიერი იყავი — ცრემლები მოაწვა დედაჩემს — ერთმანეთს ისე უყურებდით, მეგონა ვერასდროს ვერაფერი დაგაშორებდათ. -ვიყავი დედა — ამოვიოხრე და მთელი ტკივილი ამოვაყოლე — ვიყავი სანამ ისევ მას არ შევხვდი, ანანო ძალიან კარგი ადამიანია დედა. ცოტა დამშვიდდება და აუცილებლად ვილაპარაკებთ. მის ასე უაზროდ დაკარგვას არ ვაპირებ. საკმაოდ კარგი მეგობრობა გვაკავშირებდა და არ მინდა ამ ყველაფერმა ასე ფუჭად ჩაიაროს და გაქრეს. -ყველაზე კარგი პარტნიორი რომ იცოდე ზუსტადაც რომ საუკეთესო მეგობრები არიან. — ნიშნის მოგებით მითხრა მაიკომ და წვენი მოსვა. -აცადეთ ადამიანს ჭამა — გაბრაზება შეეპარა ხმაში მამაჩემს — შენც კიდე ვინ გექაჩებოდა ენაზე? — ანდრიას გადახედა მამამ და ცადა გაბრაზებოდა, მაგრამ ანდრიაზე გაბრაზება ამ ოჯახში მხოლოდ მაიკოს გამოსდის და ისიც მხოლოდ 5 წუთით. -რა ვიცი აბა? — გაეღიმა და მხრები აიჩეჩა — ვფიქრობ რომ ჯობია ილაპარაკოს და თქვენგანაც მოისმინოს ვარიანტები, ვიდრე თვითგვემას მიეცეს და დეპრესიაში ჩავარდეს, რადგან იმ გოგომაც «დაადო» მგონი. — ბოროტულად გაიღიმა და თვალი ჩამიკრა — ხო და მგონი აჯობებს ეს პერიოდი მარტო თუ არ დარჩება და მასთან გადავალ საცხოვრებლად. -ვინ გიშლის რომ? — გაიკვირვა მაიკომ — ან როდის გიკითხავს ჩვენთვის აზრი? -ყველაფერი კარგად იქნება — დედა წამოდგა მომიახლოვდა და მომეხვია — ჩვენ შენთან ვართ საყვარელო. -მადლობა — მადლიერებით ავხედე და ხელზე ვაკოცე ანდრიამ პირობა შეასრულა და იმ საღამოსვე გადმობარგდა ჩემთან. უნდა გენახათ რა ბედნიერი იყო. ნეტა რა უხაროდა? ჩემთან ცხოვრებით შიმშილზე მოაწერა ხელი. სახლის დალაგებაზე და ჭურჭლის რეცხვაზე. თავიდან დიდი სიამოვნებით დათანხმდა ამ ყველაფერს მაგრამ ორ დღეში მიხვდა რომ არც ისე ადვილი ყოფილა. თუნდაც გამოძახებული საკვების ნარჩენების მილაგება და გადაყრა. კომენდანტის საათი დავუწესე 12 საათის მერე სახლში აღარ შემოვუშვებდი. ყოველ არ ნაპასუხებ ზარზე კომენდანტის საათი თითო საათით გადმოიწევდა უკან. ასე რომ ძალიან არც უნდა გახარებოდა, მაგრამ მაინც ბედნიერი იყო. მეც მიხალისებდა ცხოვრებას მისი ჩემთან ყოფნა. ყოველ საღამოს სახლში მარტო ყოფნით და სოფოს პასუხის მოლოდინში აღარ მოვიკლავდი თავს. ყოველ დღეს ვწერდი და ვურეკავდი სოფოს, მაგრამ ამაოდ. თავს მარიდებდა, მპასუხობდა მაგრამ ძალიან ცივად. ანდრია კარგი გამოცდილივით მამშვიდებდა. შეეშვი დამშვიდდება და თვითონ დაგიწყებს კუდში დევნასო. მეცინებოდა ხანდახან ისეთ რაღაცეებს მეტყოდა ხოლმე. ისეთ ასაკში იყო რომ კაცობდა უკვე. როგორც იქნა დავითანხმე სოფო შეხვედრაზე. საღამოსთვის საგულდაგულოდ მოვემზადე. რამოდენიმეჯერ გამოვიცვალე კიდეც. ანდრია კი იჯდა და ჩემზე ხალისობდა. ნერვიულობისგან გული ლამის ამომვარდა. თითქოს პირველი პაემანი იყო. არ ვიცი რა მემართებოდა. ნერვიულობისაგან და დაძაბულობისაგან ერთიანად ვკანკალებდი. ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი. როგორც იქნა საბოლოოდ გავემზადე და სახლიდან გამოვედი. -წარმატებები ზურიკელა — გასვლისას დამაწია ანდრიამ. პასუხი არ დამიბრუნებია ისე გავედი, უბრალოდ გამეღიმა. სანამ ლიფტი პირველ სართულზე ჩავიდა მე ჩემი დამემართა, თითქოს მთელი დღე მოანდომა. მანქანასთან მისულმა გავაანალიზე რომ საჭესთან ესე ვერ დავჯდებოდი და ტქსის გაჩერება გადავწყვიტე. ჩემს ჯინაზე არც ტაქსები იყვნენ თავისუფლები. მეოთხე თუ მეხუთე ცდაზე ძლივს გავაჩერე ტაქსი. ჩავჯექი და მისამართი ვუთხარი. ტაქსისტმა რამოდენიმეჯერ ცადა საუბრის დაწყება, მაგრამ პასუხი არ გამიცია და ალბათ მიხვდა რომ არ გამოუვიდოდა საუბრის გაბმა. არც მესმოდა რა მკითხა. მთლიანად გონებით და ფიქრებით უკვე სოფოს წინ ვიჯექი და ჩვენს ურთიერთობებს განვიხილავდი. რამოდენიმე ვარიანტი მქონდა ჩვენი საუბრის განვითარების. ყველა მაშინებდა და მაფიქრებდა. როგორც იქნა მიაღწია ტაქსმა დანიშნულების ადგილამდე. თანხა გადავუხადე და მანქანიდან გადავედი. ყველაზე რთული ალბათ ეს შეხვედრა იყო ჩემსა და სოფოს შორის. კაფეში რომ შევედი იქაურობას თვალი მოვავლე. შორ კუთხეში შეერჩა მაგიდა. სუნთქვა შემეკვრა, გული გამალებით მიცემდა, როგორ გავიარე ეს მანძილი მართლა არ მახსოვს. როგორც იქნა მივუახლოვდი და მაგიდას მივუჯექი. გავუღიმე, ვცადე ხელზე მივფერებოდი, მაგრამ ხელი გამაცალა. ეს საქციელი ცუდად მენიშნა, მაგრამ არ შევიმჩნიე. -როგორ ხარ? — ოდნავ შესამჩნევად გამიღიმა -ცუდად — ვცადე მეც გამეღიმა, ალბათ გამომივიდა. -თუ მომისმენ კარგი იქნება — მტკიცედ მითხრა სოფომ და ყავა მოსვა -გისმენ — ხელები გავშალე და ვიგრძენი რომ ჩემში რაღაც ჩაიშალა და ჩაიფეფლა. — არ ვიცი საიდან დავიწყო, — ხელებს დააჩერდა, შემდეგ მე შემომხედა და გააგრძელა -ცოტა არ იყოს და რთულია ამ საუბრის დაწყება. -თავიდან დაიწყე სოფო — ძლივს ამოვილუღლუღე და განაჩენის გამოტანას დაველოდე. — შენც კარგად იცი რომ არასდროს მყვარებიხარ — თქვა და თვალი გამისწორა თავის ნათქვამის გასამტკიცებლად — არც არასდროს მითხოვია ჩემთვის თავი გაგეწირა. ძალიან კარგი ადამიანი ხარ, არც იმას გეტყვი რომ ჩემშია პრობლემა, ეს ძალიან ბანალური იქნება. მომწონს შენთან ურთიერთობა, მაგრამ სერიოზული ურთიერთობისთვის არ ვარ მზად და არც არასდროს ვიქნები ალბათ. არ მქონდა გეგმაში შენი ბედნიერების დანგრევა. — ცადა ხელი მოეკიდა ჩემთვის ინსტიქტურად ხელი უკან გავწიე დენდარტყმულივით, ყურებს გუგუნი გაუდიოდა. ვგრძნობდი როგორ ვიშლებოდი შიგნიდან და როგორ მტკიოდა ყოველი ნამსხვრევი. თითქმის ვეღარაფერს ვხედავდი. ხმასაც ვერ ვიღებდი. ან რა უნდა მეთქვა? ჩემი მთელი ცხოვრების სიყვარული მეუბნევა რომ არასდროს ვყვარებივარ. იმ ყველაფრის შემდეგ რაც ჩვენ შორის მოხდა. -ზურა — თითქოს ცადა სითბო შეერია ხმაში და ისევ ცადა ხელის მოკიდება — მომისმინე ზურა -მგონი საკმარისი მოვისმინე — ხელები ავწიე და სკამი ცოტა უკან გავწიე წამოსადგომად, მაგრამ მაგასაც ვერ ვახერხებდი. -არ მინდა რომ ჩემზე ნწაყენი იყო — უფრო დაინაზა ხმა და თითქოს გაიბუტა კიდევაც. -კიდე რა არ გინდა? — ცოტა ირონიულად გამომივიდა ნათქვამი — ჩამომიწერე დეტალურად. -ვიცი ეხლა ყველაფერში მე მადანაშაულებ — შეტევაზე გადმოვიდა სოფო — მაგრამ მარტო მე ნუ შემაწმინდავ ხელებს. შენ თავშიც ჩაიხედე. ოდესმე რამის იმედი მომიცია? დაგპირდი რამეს? -დამცინი იმედია — გამეცინა — ამიხსენი მაშინ იმ ყველაფერს რა ერქვა რაც ჩვენ შორის იყო? მე გაძალებდი? თუ ხათრი ვერ გამიტეხე? -შეურაწყოფას ნუ მაყენებ — გაბუსხა ტუჩები და ყავის ჭიქა გაწია გვერდით — არ ვამბობ რომ არაფერი იყო, რაღაც იყო, მაგრამ ეს სიყვარული არ არის. მომწონხარ და მიზიდავ, მაგრამ სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ ვარ. -ხო ჯერ ბავშვი ხარ, რა დროს შენი სერიოზული ურთიერთობებია — უკვე ძალიან ვბრაზდებოდი და საუბრის გაგრძელებაც არ მინდოდა რამე უარესი რომ არ მეთქვა. -ეხლა შენ დამცინი ხო? — გაბრაზდა სოფო -მთელი ცხოვრებაა შენ დამცინი და ერთხელ მე რომ დაგცინო დაინგრევა ქვეყანა? — არც მე ვუთმობდი, იმდენად გარაზებული ვიყავი რომ სიმართლე გითხრათ საიდან რას ვეუბნეოდი ნახევარს ვერც კი ვხვდებოდი. თითქოს ჩემში ვიღაც სხვამ გაიღვიძა და ჩემი დაცვა და გადარჩენა გადაწყვიტა რომ საბოლოოდ არ გავენადგურებინა ჩემს წინ მჯდარ მომღიმარ ანგელოზს. ირონიას არც მე ვაკლებდი სოფოს, მაგრამ სინამდვილეში მინდოდა მუხლებში ჩავვარდნოდი და მეხვეწა რომ არ მივეტოვებინე და რომ ჩემი სიყვარული ორივეს გვეყოფოდა. ცრემლებს ძლივს ვიკავებდრი რომ ხმამაღლა არ მეღრიალა. როგორ მოვახერხე მიმტანის გამოძახება და ანგარიშის გადახდა არ მახსოვს. ფეხზე წამოვდექი და ძალიან საცოდავი ღიმილით დავემშვიდობი. -კარგად იყავი — სკამიდან წამოვდექი და ნაძალადევად გავუღიმე -სად მიდიხარ- ჯიუტად და გაბრაზებით მკითხა თითქოს სანამ მე არ გაგიშვებ ვერსადაც ვერ წახვალო. -ეგ უკვე შენი საქმე აღარ არის ქალბატონო. — ხმის კანკალით ვუთხარი და გამოვბრუნდი. ბარბაცით გამოვედი კაფედან.რამოდენიმე ნაბიჯი გავიარე, იქვე ჩიხში შევუხვიე და ჩავიკეცე. ცრემლები თავისით წამსკდა. გული არანორმალურად ღრიალებდა, მაგრამ ხმას არ გამოვცემდი. თავს ვიაკვებდი რომ გარშემომყოფებისთვის გული არ გამეხეთქა. შინაგანი ხმის გმინვა და ყვირილი მაყრუებდა. არაფერი მესმოდა სხვა. ვერღარც ვერაფერს ვხედავდი. ვგრძნობდი როგორ ვითიშებოდი და ბურუსში ვუძირებოდი. ვცდილობდი თავი ხელში ამეყვანა, თითქოს გამომივიდა კიდევაც. 2006 წლის დეკემბერი ახალი წლის წინა პერიოდი იყო. როგორც წესი და კანონი სოფო ისევ რაღაცაზე იყო გაბუსხული და ისევ თავის დაფასების რეჟიმი ქონდა ჩართული, როგორც გვანცა იტყოდა. ყველა მეჩიჩინებოდა რომ «დამეკიდა» და აქეთ დამიწყებდა დევნას, მაგრამ არ გამომდიოდა, მაქსიმუმ ორი დღე მომეთმინდა რომ არ მიმეწერა. სოფო ან არ მპასუხობდა, ან თუ მიპასუხებდა ისეთს მომწერდა რომ საერთოდ არ მოეწერა ჯობდა. ახალი წელი ახლოვდებოდა და ყველა რაღაც კარგის და ახალის იმედით ელოდებოდა ამ ახალ წელს. მეც თითქოს გადამედო გარშემომყოფთა იმედი. დავიწყე გეგმების დალაგება თუ როგორ შეიძლებოდა სოფოს გულის მოგება და ჩემსკენ მობრუნება. რათქმაუნდა ყველაფერში ჩემი თანამზრახველი გვანცა მეხმარებოდა. ვგეგმავდით და განვიხილავდით ათას ვარიანტს. ხანდახან გვანცა უფრო ბრაზდებოდა სოფოზე ვიდრე მე. -დაიკიდე რაა — გაბრაზებულმა აიქნია ხელი გვანცამ და მანქანის სავარძელზე უკეთ მოკალათდა -გაგიჟდი? — თვალები გამიფართოვდა და გვანცას გავხედე. -ხო კაი ვიხუმრე რა გჭირს — გაეცინა გვანცას და პატარა ბავშვივით ცხვირის წვერზე წამკრა თითი -ეგრე აღარ მეხუმრო — შევბღვირე და მანქანა დავქოქე — ხომ იცი როგორ მიყვარს და ჩემი დამაკავშირებელი ხიდი ხარ სოფოსთან. შენც რომ ხელი კრა ალბათ გავგიჟდები. -კარგი რააა — ძალიან შევეცოდე ალბათ, იმ მომენტში ეგეთი ხმა ქონდა გვანცას და გამოხედვაც. -არ გესმით, აი არავის არ გესმით საერთოდ — გავნაგრძე ბუზღუნი — არ გყვარებით და მაგიტო. -მესმის — გაბრაზდა გვანცა — სიყვარული მესმის და შეიძლება შენზე უკეთაც მესმის სიყვარული, მაგრამ შენი ახირება არ მესმის. ძალიან ატუტუცებ და თავში აქვს ავარდნილი. ჩემი და არის და ძალიან მინდა რომ ბედნიერი იყოს, მაგრამ არა სხვისი უბედურების ხარჯზე. -მაგით რისი თქმა გინდა? — ვერ მივხვდი რისი თქმა უნდოდა გვანცას. -არაფრის — გაბუსხა ტუჩები — მე დელისთან ჩამოვალ -შენც გამებუტე? — საცოდავი ბავშვის თვალებით შევხედე გვანცას — მერაბთან აღარ მოდიხარ? ყველა იქ იქნება კარგი რაააა. — თვალები ავატრიალე და გვანცას გავხედე. -შენ მაინც სოფოს იქით არავინ გაინტერესებს და რა აზრი აქვს შენს იქ ყოფნას? -ეხლა ატრაკებ — ვცადე შემომერიგებინა — ჩვენ ხომ ძმები ვართ? კარგი რააა, არ გამიტეხო წამოდი. -ხო ძმები ვართ — ჩაიბურდღუნა გვანცამ — მეზარება, გამიჩერე სადმე. -სოფოზე უარესი ჯიუტი ხარ — გავებუტე მეც და სადაც მოვახერხე იქ გავუჩერე მანქანა. -ეხლა ორი გყავს შემოსარიგებელი — ენა გამომიყო და მანქანიდან უკან მოუხედავად გადავიდა. ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდი. სოფოს გვანცას რჩევების გარეშე ვერ შემოვირიგებდი და გვანცას შემორიგებაში კი ვინ დამეხმარებოდა ეგეც არ ვიცოდი. იმ საღამოს მერაბთან ცოტახანი გავჩერდი და მალევე წავედი სახლში. უხასიათოდ ვიყავი. არავისთვის არ გამიცია ხმა ისე შევიკეტე ოთახში და გულაღმა დავწექი. ჭერზე ერთ წერტილს მივშტერებოდი და ვფიქრობდი დები როგორ შემომერიგებინდა. ათასი აზრი და ფიქრი მიტრიალებდა თავში. რამოდენიმეჯერ ანდრიაც შემოაგზავნეს და ვახშამზე მიმიპატიჟეს ოჯახის წევრებმა, მაგრამ უარი განვაცხადე. არ ვიყავი არც ჭამის და არც მათტან ლაპარაკის ხასიათზე. ფიქრებიდან ზარის ხმამ გამომარკვია. ტელეფონს მივწვდი. სოფო მწერდა. «როგორ ხარ?» თვალებს არ ვუჯერებდი შეტყობინება რომ გავხსენი. თავისი ნებით მომწერა სოფომ. მაშინვე ფეხზე წამოვხტი და სარკეში შევათვალიერე საკუტარი თავი. თითქოს მხედავდა. ისევ ჩამოვჯექი საწოლზე და კიდევ ერთხელ დავხედე ტელეფონის ეკრანს. «კარგად შენ?» -ძლივს ავკრიფე საპასუხო მესიჯი. « გვანცა გაბრაზებულია» «ხო ვიცი, მე გავაბრაზე» «იდიოტი ხარ» «ვიცი» — «როგორ შემოვირიგო?» დიდხანს ველოდე პასუხს, მაგრამ პასუხი არსად ჩანდა. «არ დამეხმარები?» — ისევ მე მივწერე რამდენიმე წუთის შემდეგ «არა» — მხოლოდ ეს ერთი სიტყვა მომწერა და შეტყობინებაზეც ეტყობოდა რომ მკაცრი და მტკიცე პასუხი იყო. «რატო?» — ბედი ვცადე მარამ ამაოდ — «შენ ხომ არ გთხოვ შერიგებას, გვანცასთან შემარიგე» «არა» — ისევ მოკლედ მომწერა «კარგი რააა» — თხოვნას მივამსგავსე შეტყობინება — «მეტს აღარ გავაბრაზებ გპირდები» «შემეშვი» «არა» — ვცადე მეც მეჯიუტა, მაგრამ შეცდომა დავუშვი როგორც ჩანს. ალბათ ასი შეტყობინება მაინც მივწერე, მაგრამ ამაოდ.არცერთ შეტყობინებაზე აღარ უპასუხია. შემდეგ გვანცას მივწერეა. «მაპატიე» -მივწერეე და პასუხს დაველოდე, მაგრამ მისგანაც დუმილი მივიღე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.