შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეხვედრა წარსულთან (თავი 6)


14-02-2022, 10:17
ავტორი donald duck
ნანახია 2 149

2018 წლის ივნისი
თვალს ვახელ და უცხო გარემოში ვარ. ირგვლივ ვავლებ თავლს და ვხვდები რომ საავადმყოფოში ვარ. საწოლთან ანდრია ზის და ტელეფონში რაღაცას ათვალიერებს. მომენტალურად თავს ანებებს და შეშინებული თვალებით მიყურებს. ვცდილობ გავიღიმო მაგრამ არ გამომდის. მარცხენა ხელზე კათეტერი მიყენია და მილით ჩემს თავზე დაკიდებულ წვეთოვანზე ვარ დაკავშირებული. თეთრი ზეწარი მაფარია, ვგრძნობ შიშველ სხეულზე მის სიგრილეს. მარჯვენა მხარეს რაღაც წრიპინებს დროდადრო. ინსტიქტურად გავიხედე, როგორც ჩანს ჩემს წნევას და პულსს ადევნებენ თვალს.
-დაბრუნდი? - ცადა ეხუმრა ანდრიას და უფო ახლოს მოიწია ჩემთან
-სად ვარ? -ძლივს ამოვთქვი და გულში ტკივილი ვიგრძენი
-ჯერ ისევ დედამიწაზე - შევამჩნიე როგორ აუცრემლიანდა თვალები ანდრიას. - ექიმს დავუძახებ, დამელოდე - სწრაფად წამოხტა და დერეფანში გაუჩინარდა.
კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი იქაურობას. ვერაფერს ვიხსენებ. რა მოხდა? კარებს გავხედე, თითქოს იმ იმედით რომ იქიდან საფო შემოყოფდა თავს და მზრუნველად გადამისვამდა თავზე ხელს. დამამშვიდებდა და მეტყოდა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ ჩემი ფიქრები და ოცნებები არ ასრულდა. კარებში ლურჯ სამედიცინო ფორმაში გამოწყოფილი ექთანი და თეთრ ხალათში ექიმი აისვეტნენ.
თეთრ ხალათში გამოწყობილი ქალბატონი 40-45 წლის იქნებოდა. ქერად შეღებილი, მოკლე თმით. გულზე სათვალე ჩამოეკიდა ფონეიდოსკოპთან ერთად. ექთანი ან ინტერი 25-28 წლის იქნებოდა მუქი წაბლისფერი უკან შეკრული თმით. ორივემ გამიღიმეს და მომიახლოვდნენ. ექთანმა მონიტორზე მონაცემები დაათვალიერა. ექიმმა ჩემი ხელი აიღო და სათნოდ გამიღიმა.
-აბა როგორ გრძნობთ თავს? - მკითხა და წვეთოვანი შეათვალიერა
-კარგად - ძლივს ამოვთქვი ისევ
-ყველაფერი საშიში უკვე უკან მოვიტოვეთ. მიკრო ინფაქტი გქონდათ. ძლიერი მამაკაცი ბრძანდებით. ადვილად მოვერევით ყველაფერს, მთავარია ჩემი დანიშნულება ზედმიწევნით შეასრულოთ. თქვენთვის ნერვიულობა და გადაღლა არ შეიძლება. რამოდენიმე დღე გაგაჩერებთ. დაგაკვირდებით და გაგწერთ შემდგომ.
-მადლობა - ძლივსგასაგონად ვთქვი და ანდრიას გავხედე რომელიც კარებში იყო ატუზული
-ეთო მანდ რა ხდება? - გახედა ექთანს და ჩემი ხელი გაანთავისუფლა
-სტაბილურად არის ყველაფერი მარინა ექიმო - გამიღიმა გოგონამ სახელად ეთო და ჩემს ისტორიაში რაღაც ჩანიშნა
-ძალიან კარგი - გაუღიმა მარინამ გოგოს და გასასვლელისკენ დაიძრა - დავასვენოთ პაციენტი, საღამოს ისევ შეამოწმე მონაცემები და დანიშნულება დავუწყოთ უკვე.
-კარგით - უთხრა ეთომ და მორცხვად გადმომხედა - გვიანობამდე აქ ვარ თუ რამე დაგჭირდებათ დამიძახეთ - გამიღიმა და ანდრიას გახედა
-მადლობა - ვცადე მეც გამეღიმა და მეც ანდრიას გავხედე.
ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ ჩემ თავს ამ მდგომარეობაში ვერასოდეს წარმოვიდგენდი. შორიდან ალბათ ძალიან საცოდავი დასანახი ვიყავი. ანდრიას შიში დასთამაშებდა თვალებში. კი ცდილობდა არ შეემჩნია, მაგრამ მაინც არ გამოსდიოდა.
ერთი კითხვა მაწვალებდა, მაგრამ ამ კითხვის დასმისაც მეშინოდა მოსალოდნელი პასუხის გამო.
ანდრი ჩემს გვერდით იჯდა საწოლთან და უხმოდ მიყურებდა. თითქოს ელოდებოდა როდის ვკითხავდი რამეს, მაგრამ მეც ჯიუტად ჩუმად ვიწექი და ანდრიას ვუყურებდი იმ იმედით რომ მეტყოდა ის აქ არისო. კარებმა უხმოდ გაიჩხაკუნა, ორივემ ინსტიქტურად კარებს გავხედეთ. მაიკო და დედაჩემი იყვნენ. დედაჩემს სახეზე ფერი აღარ ედო. მაიკოსაც შიში ჩასახლებოდა თვალებში. დედაჩემი მომიახლოვდა და ჩამეხუტა.
-როგორ შემაშინე ჩემი ბიჭო - ცრემლები ვერ შეიკავა დედაჩემმა
-მეორედ ეგრე აღარ მოიქცე გასაგებია - მაიკომაც გზა მისცა ცრემლებს და ასლუკუნდა - შენ რომ რამე მოგსვლოდა რა უნდა გვექნა ჩვენ?
-კარგად ვარ - ვცადე გამხნევება და ძლივს შესამჩნევად ავწიე მარჯვენა ხელი
-შენ ვერც კი ხვდები როგოგ შეგვაშინე - არ ჩერდებოდა მაიკო და თან ცრემლებს ხელისგულით იმშრალებდა. - არასდროს გაპატიებ რამე რომ დაგემართოს.
-დედა გეყო - ანდრიამ ცადა დაემშვიდებინა დედამისი - ნერვიულობა არ შეიძლება ბიძიასთვის.
„ბიძიასთვის“ -ისეთი უცხო მოსასმენი იყო ანდრიასგან. ცხოვრებაში არ დაუძახია ჩემთვის „ბიძია“. რაღაც სასიამოვნოც იყო და ცოტა უცნაურიც. გამეღიმა, ლაპარაკის თავი არ მქონდა.
ემოციურად ვიყავი დაღლილი. ყველა გრძნობა მტკიოდა და მეზარებოდა. დაცლილი ვიყავი თუ სავსე ვეღარ ვხვდებოდი. ძალიან უცნაური გრძნობა მქონდა და ვერ ვხსნიდი ვერანაირად. ფიქრის თავიც არ მქონდა. მხოლოდ ერთი კითხვა მაწუხებდა და ამ კითხვის გაჟღერებაც მაშინებდა. ამ კითხვის პასუხიც მაშნებდა და ჩემების რეაქციაც ამ კითხვაზე.
ერთი კვირა გამაჩერეს საავადმყოფოში. ყოველ დღეს მოდიოდნენ დედა და მაიკო, ანდრია გვერდიდან არ მშორდებოდა. თავზე დამტრიალებდნენ და მანებივრებდნენ. ანდრია სულ თვალებში შემომციცინებდა. უნდოდა მანამ ამოეკითხა ჩემს თვალებში ჩემი სურვილი სანამ გავაჟღერებდი. უნდოდა უთქმელად შეესრულებინა ჩემი სურვილი.
საავადმყოფოდან პირდაპირ დედაჩემთან წამიყვანეს, არც კი გამაპროტესტებინეს, ანდრიაც კი მათ მხარეს იყო. მოვლა გჭირდება და მარტო ვერ იქნებიო. ჭიქაზე მძიმის აწევის უფლებას არ მაძლევდნენ. ნება რომ მიმეცა ალბათ თავისი ხელით მაჭმევდნენ. სააბაზანოში ერთი წუთით დიდხანს თუ დავყოფდი მაშინვე კაკუნი ისმოდა კითხვით ხომ კარგად ხარო. ცოტა არ იყოს და მოსაბეზრებელი იყო.
სახლში გამოსვლიდან რამოდენიმე დღეში ანანო გვესტუმრა. ძალიან გამიკვირდა. სულ სხვას ველოდი და სულ სხვა მესტუმრა. ჩემი საყვარელი ტირამისუ მოიტანა და ისე მიღიმოდა რომ საკუთარი თავი უფრო შემძულდა. ქალი რომელსაც ნამდვილად ვუყვარდი ჩემს წინ იდგა ჩემგან უარყოფილი და გულნატკენი. მე უნდა მივსულიყავი და ბოდიში მომეხადა, ის კი აქეთ მომადგა უკვე ნაპატიები. მის თვალებში მხოლოდ სითბოს და სიყვარულს ვხედავდი. არანაირი ბრაზი და წყენა არ იკითხებოდა. ვუყურებდი და ვხვდებოდი რომ იდიოტი ვიყავი.
ჩემს წინ სავარძელზე ჩამოჯდა ანანო და სევდიანად გამიღიმა.
-როგორ ხარ? - იმდენად სევდიანად მკითხა რომ გულში რაღაც ჩამწყდა
-კარგად შენ? - ვცადე მეც გამეღიმა დივანზე ცოტა წამოვიწიე
-შეგვაშინე ძალიან - ცრემლებს ძლივს იკავებდა ანანო
-ყავას ხომ დალევ? - დედაჩემმა შესთავაზა
-დიახ, მადლობა - გაუღიმა ანანომ - ზურას საყვარელი ტირამისუ მოვიტანე
-ეხლავე - საკონდიტროს ყუთს დაწვდა დედა და ოთახიდან გავიდა
-მაპატიე - ძლივს გასაგონად ვთქვი და თავი დავხარე დასჯილი ბავშვივით
-დიდი ხანია უკვე - ცრემლი გადმოვარდა ანანოს და წამსვე შეიმშრალა
-შეიძლება? - მორიდებით ვკითხე და ხელები გავშალე ნიშნად იმისა რომ გულში ჩამეკრა
-კი - ცრემლები წასკდა ანანოს და ჩემს გვერდით გადმოჯდა და გულზე მომეკრა
-ბოდიში - გულში მაგრად ჩავიკარი და თავზე ვაკოცე
-კიდე ერთხელ მეტყვი და იცოდე წავლეკავ ცრემლებით აქაურობას - ნამტირალევი ხმით გაიცინა და ცრემლების მშრალება დაიწყო -საფრთხობელას ვგავარ ხო? - გაეცინა ისევ და თვალების წმენდას მოყვა - მაკიაჟი არ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ მინდოდა ეფექტი მომეხდინა.
- გამოგივიდა - გამეცინა და ცრემლი მოვწმინდე - შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ ანანო
-მაგრამ შენ სხვა გიყვარს - სევდიანად გამიღიმა - ალბათ ასე ჯობდა, ვიდრე გამოგყოლოდი და შენ სხვაზე გეფიქრა.
-არ მინდოდა ისე გაგეგო, ვაპირებდი უფრო დელიკატურად ამეხსნა ყველაფერი.
-რაც იყო იყო - ცრემლები შეიმშრალა და ისევ სავარძელზე გადაჯდა - ეხლა ყავას დავლევ ტირამისუს მივაყოლებ და უფრო დავტკბები.
ანანო გვიანობამდე დარჩა, ჩვენთან ერთად ივახშმა. არ იმჩნევდა მაგრამ მე ვატყობდი, ძალიან განიცდიდა ამ სიტუაციას. არ იცოდა რა სტატუსი ქონდა და არც კითხულობდა, მიუხედავად იმისა რომ ძალიან აინტერესებდა. რომც ეკითხა ვერაფერს ვუპასუხებდი, მეც არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა. თითქოს ეკლებზეც იჯდა. ვიღაცას ელოდა, იმ ვიღაცას მეც ველოდი. მე სხვა მოლოდინი მქონდა ანანოს კი სხვა. მე გამიხარდებოდა, აი ანანოს კი არ ვიცი.
2007 წლის მარტი
გვქონდა პერიოდები რომ კარგად ვიყავით, იყო პერიოდები რომ, ფინია ძაღლივით კუდში დავსდევდი და არც კი მიმჩნევდა. ხან ძალინ ვბრაზდებოდი და ვიღლებოდი ხვეწნით, ხან ჯიუტად ვიბრძოდი მასთან ყოფნისთვის. არ ვიცი რა ერქვა ამ ყველაფერს. მაზოსხიზმი სიყვარული თუ ახირება. მას რომ ხედავდი სხვა ვეღარაფერს ვამჩნევდი. როცა მიღიმოდა დავფრინავდი. როცა მებუტებოდა ვკვდებოდი, როცა ჯიუტდებოდა ვბრაზდებოდი. არასდროს ვიცოდი რაზე იბუტებოდა, მე უნდა მივმხვდარიყავი რა წყინდა, რა უხაროდა და რას ფიქრობდა.
გვანცაც ჩაგვეხსნა, გაცვლით პროგრამაში მიიღო მონაწილეობა და უნივერსიტეტიდან ჩეხეთში გაუშვეს ერთი წლით სასწვალებლად. ათასში ერთხელ „სკაიპ“-ში თუ მოვიკითხავდით ერთმანეთს, ხანდახან ვიდეო თვალითაც ვნახულობდი. მისი წასვლა ცოტა გამიჭირდა, მენატრებოდა კიდევაც. მაკლდა ნამდვილი მეგობარი გვერდით. მისი კისკისი, რჩევები და მაიმუნობები.
გვანცას წასვლის შემდეგ ჩემსა და სოფოს შორის უხილავი უფსკრული გაჩნდა. ვერ ვხდევადი, ან არ ვიმჩნევდი, ან არ მინდოდა რომ დამენახა და ჯიუტად ვაიგნორებდი. ნელ-ნელა ხვეწნის ფაზიდან „დაკიდების“ ფაზაში გადავდიოდი. მიყვარდა მაგრამ მეტის ატანა აღარ შემეძლო. ყურადღებაც ვერ გადამქონდა ვერაფერზე. გულსაც ვერ ვიოხებდი ვერავისთან. გვანცა აღარ მყავდა გვერდით.
თვეზე მეტი იყო გასული რაც არ მენახა სოფო და სადღაც ერთი კვირა იყო რაც უბრალოდ ტელეფონით მოვიკითხე. როგორც წესი რაღაცაზე გაიბუსხა საუბრისას და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.
ბიჭები როგორც წესი უნივერსიტეტის კიბეებთან ვიყავით შეკრებილები და სიგარეტს ვეწეოდით. გიორგიმ თვალით მანიშნა ჩემს უკან რაღაცაზე და მეც ისტიქტურად გავიხედე. როგორც ყოველთვის ულამაზესი იყო. თმა გაეშალა და ცალ მხარზე გადმოეყარა, მუქი სათვალე ეკეთა, ღიაფერის ჯინსი, შავი „შუზი“, ღია ვარდისფერი თხელი დუტი და ამავე ფერის ნაქსოვი ქუდი ეფარა, მხარზე სპორტული შავი ჩანთა გადაეკიდა. დავინახე და სუნთქვა შემეკრა, მაგრამ არ შევიმჩნიე. მოვბრუნდი და მხრები ავიჩეჩე.
-სოფო არ არის? - კითხვით სავსე მზედა მესროლა მერაბმა, ალბათ ელოდნენ რომ უკან გავეკიდებოდი და კიდევ რამოდენიმე დღით დამკარგავდნენ ძმაკაცები
-მგონი - მხრები ავიჩეჩე და კიდევ ერთ ღეს მოვუკიდე.
-კიდე იჩხუბეთ? - ჩამეძია გიორგი
-მე არასდროს ვჩხუბობ, როგორც წესი ის იბუსხება. - მხრები ავიჩეჩე და კიდევ ერთხელ გავხედე
-როგორც ჩანს ამჯერად შენ ხარ ნაწყენი - გაეღიმა მერაბს - აქეთ მოდის
-როგორ ხართ? - მხიარულად მოგვესალმა და მხარზე ჩამომადო ხელი -სად ხარ დაკარგული?
-მე მეკითხები? - ისე შევიცხადე რომ მეც გამიკვირდა ჩემი თავის.
-ხო შენ - შემომბღვირა და ბიჭებს გახედა - გვანცა წავიდა და ჩვენც დაგვივიწყე ხო?
-მგონი ეს დამცინის - ბიჭებს გავხედე - მერაბ ჩვენ მივდიოდით მგონი
-ხო ქეთოს უნდა გავუაროთ - თქვა და სანთებელა გამომართვა
-უკვე მიდიხართ?- გაბუსხა ტუჩები სოფომ
-კი - გაუღიმა გიორგიმ - მე შაკოს და მარის გავუვლი და ქეთოსთან შევიკრიბოთ - მოგვაძახა გიორგიმ და კიბეზე ჩაირბინა.
-წამოდი წვენები დავითრიოთ და ავიდეთ. შეწვავდა უკვე „კარტოშკას“ - მხარზე გამკა ხელი მერაბმა.
-დროებით- გავუღიმე სოფოს და გამოვბრუნდი
-დროებით? - ხმამაღლა გადაიხარხარა სოფომ - მერე მეტყვი ბუტია ხარო.
-ხო დროებით სოფო.- მივუბრუნდი სოფოს - მეგობრებთან მივდივარ, ისედაც ბევრი დრო დავკარგე შენს დევნაში.
-ჩემს დევნაში? - გაიოცა სოფომ - მერე და ვინ გეხვეწებოდა უკან მდიეო?
-არავინ და არც ეხლა არავინ მეხვეწება რომ შენთან დავრჩე ასე რომ დროებით.- ვუთხარი და მერაბს მივყევი უკან რომელიც უკვე დაბლა მელოდებოდა
-იდიოტო - მომაძახა სოფომ
ხელის აწევით დავემშვიდობე ისე რომ უკან აღაც მიმიხედია. მერაბს ეღიმებოდა. მერაბი ხედავდა სოფოს და მის განრისხებულ სახეს.
-წკიპზე ხარ გადარჩენილი - გეცინა მერაბს და ხელი გადამხვია.



№1 სტუმარი სტუმარი მაკო

დამღლელია უკვე თანაც პატრა თავი????????????

 


№2  offline წევრი donald duck

სტუმარი მაკო
დამღლელია უკვე თანაც პატრა თავი????????????

ბოდიში პატარა თავისთვის, ისიც მესმის რომ ისტორია გაწელილია, მოკლე და ჰეფი ენდით ზღაპრული ისტორია უფრო ადვილი და კარგი წასაკითხია, მაგრამ ეს რეალური ისტორიაა და ვფიქრობ ორი სიტყვით მისი გადმოცემა არც თუ ისე ლოგიკური იქნება. ბოდიში თუ დრო დაგაკარგვინე :)

 


№3 სტუმარი მე❤

ანანო ღირსია ბედნიერების,პირველი სიყვარული ყოველთვის არ არის სწორი არჩევანი და სწორი ადამიანი❤

 


№4 სტუმარი სტუმარი ქეთა

ეს სოფო მათრევია თმებით რაა. ნერვებს ურტყამს ამ გოგოს ქცევები და ზურა კიდევ ნამდვილი ცხვარია. აი ორივე რომ მიშლის ნერვებს:დდდ
რა გამოვიდა, ლამის ცხოვრება შესწირა ამ გოგოს. მაგრამ ალბათ დაბრმავებულია ეს ბიჭი. არ ვიცი სოფოზე გული როგორ უნდა მომიბრუნდეს.
ანანო როგორ მესაყვარლება. მაინც როგორ მოვიდა და მოიკითხა ზურა, როგორი კეთილშობილიცაა აქ ჩანს.

 


№5  offline წევრი donald duck

მე❤
ანანო ღირსია ბედნიერების,პირველი სიყვარული ყოველთვის არ არის სწორი არჩევანი და სწორი ადამიანი❤

❤❤❤❤❤❤

 


№6 სტუმარი სტუმარი ფანარი

ანანო არის უმაგრესი ადამიანი. აი სოფო კი არ იმსახურებს ზურას. ზურა კი ანანოსნაირ კარგ გოგოს.საშინელება გაუკეთა გოგოს.უხხხ რას წაგცხებდი ზურიკოოოო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent