შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხელოვნური სიყვარული (3 თავი)


11-08-2016, 22:39
ავტორი Lana Tomlinson
ნანახია 2 019

დილით თვალები როგორც კი გავახილე ხმაური მომესმა.თვალების ფშვნეტით გავედი სადარბაზოში. ხმაური ანდრიას სახლიდან ისმოდა.სიტყვებს თავისუფლად ვარჩევდი,ისე ხმამაღლა ყვიროდნენ.
- უკვე ყელშია ამოსული ამდენი წუწუნი!ყველაფრით უკმაყოფილო რატომ ხარ? ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის,რომ ჩვენი ურთიერთობა არ დაინგრეს,შენ კი ყველაფერზე ეჭვიანობ.ვერ შეიგნე,რომ მიყვარხარ?-გამწარებული ყვიროდა ანდრია.
- რა ვქნა,მიყვარხარ და ვეჭვიანობ!-გაისმა აშკარად მარიამის ხმა. მე რომ მითხრა და არისო?რატომ მომატყუა? გაკვირვებულმა ავირბინე კიბეები და სახლში დავბრუნდი.
ასე გავიდა რამდენიმე დღე,მათი სახლიდან ხშირად გამოდიოდა ყვირილის და მსხვრევის ხმა.ანდრიასაც ვეღარ ვხედავდი ისე ხშირად. მე კი საგრძნობლად შევიცვალე მას შემდეგ,რაც თემო მესიზმრა.სიზმარშიც კი მარიგებდა და სასწაულად იღიმოდა.ყველას მიმართ დავთბი,არავის ვამცირებდი და აღარც პრობლემები მქონდა ურთიერთობებში.
ნუ,თეკლას რაც შეეხება იმას ვიტყვი,რომ მისი ნამდვილი სახე ამოვიცნე და სულიერად შევიცანი.ძალიან ჯიუტი აღმოჩნდა და მისი შერიგებაც ძლივს მოვახერხე. ჩვენი შერიგებაც ხანგრძლივი ჩახუტებუთ დავაგვირგვინეთ.
ერთ დღესაც როცა ავტობუსში ვიჯექი და უნივერსიტეტში მივდიოდი,საშინელი ხმა გავიგე.მძღოლმა მანქანა გააჩერა და ხალხიც ბუზებივით სწრაფად გაიქცნენ ერთ ადგილას.ცნობისმოყვარეობამ მძლია და თავშეყრის ადგილას მივედი. ავარია მომხდარა.როცა მძღოლს დავაკვირდი,თავბრუსხვევა,დამაყრუებელი ბზუილი და ყელში მობჯენილი ბურთი ვიგრძენი.
მძღოლი ანდრია აღმოჩნდა,მის გვერდით კი მისი და. ირგვლივ სასწრაფოს გამაყრუებელი სირენის ხმა ისმოდა,სწრაფად მივარდნენ დაშავებულებს და საკაცით გადაიყვანეს საავადმყოფოში. ერთ-ერთს ვუთხარი მათი ახლობელი ვარ,მეთქი და იმ მანქანაში ავედი სადაც ანდრია იწვა.
შუბლიდან სისხლი სდიოდა,ტუჩები გალურჯებული ქონდა და ადამიანის ფერი არ ქონდა. თუმცა მასზე უარესად მისი და იყო.
რამდენიმე წუთში საავადმყოფოში მივედით,სწრაფად შეიყვანეს პალატებში და ექიმებსაც უხმეს.რამდენიმე საათი არ გამოსულან,მე კი ვიჯექი და ერთი სული მქონდა როდის გავიგებდი მათ შესახებ ინფორმაციას. არ იფიქროთ რომ ანდრია შემიყვარდა!უბრალოდ კარგი ადამიანია.. ნეტავ ასეა?მართლა ხომ არ შემიყვარდა? არა,გამორიცხულია.. მაშინ რატომ ვნერვიულობ? იმიტომ რომ გიყვარს!
ჩემში საოცარი არეულობა იყო,გული მიმტკიცებდა რომ მიყვარდა,გონება კი უარყოფდა.
ამ ფიქრებში ვიყავი,როცა ექიმი გამოვიდა. ფეხზე ავდექი და მასთან მივირბინე.
- რა მდგომარეობაა,ექიმო?
- მამაკაცს მხოლოდ მოტეხილობები აქვს,ქალს კი...-ექიმი წამიერად გაჩერდა.
- რა ჭირს მარიამს?-არ ვიცნობდი,მაგრამ მაინც ვერავის ვიმეტებდი ცუდისთვის.მითუმეტეს ანდრია რომ გონზე მოვიდოდა,მაშინვე იკითხავდა მის დას.
- თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა აქვს,რაც კომატუზურ მდგომარეობას იწვევს.უფრო გასაგებად რომ გითხრათ,ის კომაშია. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ,ახლა მისი ჯერია.
- კარგით და ანდრია გონზე როდის მოვა?ანუ როდის შემეძლება მისი ნახვა?-მჯეროდა რომ მარიამი ძლიერი იყო და ანდრიას არ გაიმეტებდა ტკივილისთვის.
- ხვალ შეგეძლებათ,თქვენ კი წაბრძანდით,ამდენი ხანია აქ ხართ,დაიღლებოდით.
- კარგით.-დავემშვიდობე და სახლში წავედი. თეკლას მომხდარი მოვუყევი და ჩემს გრძნობებზეც ვუთხარი ორიოდე სიტყვა.
შხაპი მივიღე,გამოვიცვალე,ვისადილე და ისევ საავადმყოფოში წავედი.
ექიმი დავინახე და მაშინვე მასთან მივედი.
- ექიმო,გამარჯობა მე არვიცი თუ გახსოვართ,დღეს ავარიაში დაზიანებული ორი ადამიანი მოიყვანეს და მათთან ვიყავი.
- დიახ,რა გაინტერესებთ?
- რომელიმეს მდგომარეობა ხომ არ შეცვლილა?
- მარიამის მდგომარეობა უარესდება,ანდრიას მდგომარეობა კი ბევრად უკეთესია როგორც გითხარით.
- კარგით. შეიძლება მარიამთან შევიდე?
- კარგი,მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წუთით.
-კარგი. - პალატამდე ექთანმა მიმიყვანა,გამაფრთხილა რომ მალე გამოვსულიყავი და წავიდა.
მარიამის საწოლთან არსებულ სკამზე დავჯექი და დავაკვირდი.ულამაზესი იყო.
- მარიამ,ვიცი რომ გესმის.მართალია არ გიცნობდი,მაგრამ ვხვდები რომ კარგი ადამიანი ხარ.ანდრიას და აბა როგორი იქნება.-გამეღიმა.-ძალიან გთხოვ დაბრუნდი და არ მიატოვო ანდრია.მას ძალიან უყვარხარ.-ვუთხარი და წასვლა დავაპირე,მაგრამ მარიამის ხმა გავიგე და უკან გაკვირვებული შევტრიალდი.
- ანდრია ჩემი ძმა არ არის.-რამდენიმე სიტყვა ძლივს თქვა და შემდეგ აპარატის გამაყრუებელმა ხმამ მოიცვა ოთახი.
- ექიმი,ექიმო სწრაფად!- ვყვიროდი და თან თვალები მიცრემლიანდებოდა. ისინიც მალე შემოვიდნენ და გარეთ ,,გამაგდეს".
- ღმერთო გთხოვ გადაარჩინე,გთხოვ არ გაიმეტო ამხელა ტკივილისთვის ანდრია.-ვჩურჩულებდი და გაუჩერებლად ვმოძრაობდი. რამდენიმე წუთში ექიმი გამოვიდა.სწრაფად წავედი მისკენ.
- ხომ კარგადაა? გადარჩა,ხომ ასეა?
- სამწუხაროდ...
- გარდაიცვალა?- თავი თანხმობის ნიშნად დააქნია და უხმოდ გაეცალა ტერიტორიას.
საშინლად იმოქმედა ამ ფაქტმა ჩემზე,სიკვდილის წინ მხოლოდ მე ვნახე მისი უსიცოცხლო თვალები.
* * *
ძალიან დიდი მადლობა თითოეული კომენტარისთვის.ჩემთვის სტიმულია.❤️



№1  offline მოდერი sameone crazy girl

ავირიე /....
ველოდები შემდეგს love

 


№2  offline წევრი Lana Tomlinson

sameone crazy girl
ავირიე /....
ველოდები შემდეგს love

ძალიან სწრაფად განვითარდა მოქმედებები,ვიცი...
შემდეგი თავი ბოლო იქნება.
მადლობა სტიმულისთვის.❤️

 


№3  offline მოდერი Behandice

აუჰ...ახლა რა მოიცდის ახალ თავამდე..დიდ საგონებელში ჩავვარდი რამოხდა love მალე დადე ველოდები მოუთმენლად love

 


№4  offline წევრი Lana Tomlinson

Behandice
აუჰ...ახლა რა მოიცდის ახალ თავამდე..დიდ საგონებელში ჩავვარდი რამოხდა love მალე დადე ველოდები მოუთმენლად love


ძალიან დიდი მადლობა თითოეული სიტყვისთვის.❤️❤️ხვალ აუცილებლად დავდებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent