შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიძულვილიდან სიყვარულამდე (4)


16-02-2022, 06:45
ავტორი iamnotreal
ნანახია 10 228

მეოთხე თავი
(4)
ღამით მოუსვენრად ვიყავი. სამჯერ გამეღვიძა. სამივეჯერ საათს ვუყურებდი. 1 საათიც არ იყო ჯერ. არვიცოდი რა მეკეთებინა ვერც ვხვდებოდი რატო ვერ ვიძინებდი. ავდექი გამოსაცვლელი ტანსაცმელი პატარა ჩანთაში ჩავყარე, სპორტულები კი ჩავიცვი და ჩემი აივნიდან მანქანის სადგომზე ჩავიპარე. სახლიდან მეორე ქუჩამდე ჩემი მოტო ხელით გავაგორე. იცით რა რთულია ამ სიმძიმე მოტოს ხელით გაგორება მეორე ქუჩამდე რომ მოტოს დაქოქვის ხმა არ გაიგონ შენებმა? სალოს სახლისგან ოდნავ მოშორებით გავჩერდი რომ მოტოს ხმა არ გაეგოთ მისიანებს და ტელეფონზე დავურეკე გავაღვიძე.
- ვიკა? ხო მშვიდობაა?
- მშვიდობა და სოლიდარობა ლამაზო. აწიე და რამე ლამაზი კაბა ჩაიცვი, საგულაოდ მიმყავხარ.
- ხოარ გაგიჟდი შენ გოგო, მომკლავენ ჩემები რო გაიგონ.
- აუ ნუ ხარ მოსაწყენი ჩემთავს გაფიცებ წამო გავიყინე გარეთ.
- შენ წადი მე მართლა ვერ გამოვალ გვიანია ხოიცი…
- უკვე შენს სახლთან ვარ ასერომ აღარ მაწუწუნო ჩაიცვი და 5 წუთში ქუჩის დასაწყისში ამოდი, თორე გეფიცები შენს სახლთან მოვაყენებ მოტოს და ვაბღუილებ სანამ მთელი სამეზობლო არ გაიღვიძებს…..
- კარგი კარგიიიი ხოოოოო უიმეე…
დაა აი ასე უნდა დაკერო დაქალი სახლიდან გამოპარვაზე. საერთოდ არვიცი თავში რამ დამარტყა და რატო ავტყდი ამ შუა ღამისას გულაობაზე მაგრამ არვაპირებ სახლში ჩადეპრესიებას რაღაც სისულელეების გამო. სალო მალევე მოვიდა.
- სად უნდა წავიდეთ? არც მაკიაჟი გაგვიკეთებია არც თმა ან სად უნდა გამოვიცვალოთ რო წამომაღებინე ეს კაბა და ქუსლები?
- დაწყნარდი რა, დაჯექი და დანარჩენი ჩემზე იყოს.
ისიც მომიჯდა და გავეშურეთ ერთერთ კლუბში. კლუბში პირდაპირ არ შევსულვართ. მიწისქვეშა მანქანის სადგომზე ჩავიყვანე მოტო. ირგვლივ უამრავი მდიდრული მანქანა ეყენა. ალბათ ამ სადგომის თავზე არსებული კორპუსი ბიზნესმენებით არის სავსე. მოკლედ ასე მოხდა, მოტოს საბარგულიდან ჩანთაამოვიღე და შუა სადგომზე დავიწყე გახდა.
- სულ გარეკე ? ვინმემ არ დაგინახოს
- თუ მალე ჩაიცმევ ვერც შენ დაგინახავენ.
- გიჟი ხარ ადამიანო.
სალომ ჯერ ზევიდან გადაიცვა კაბა და მერე თავისუფლად გაიხადა შორტიც. მე მაგდენი ხლაფორთის ნერვები არ მაქვს. ამიტომაც მალე ჩავიცვი, ბრჭყვიალა მაღალი სანდლები, ვერცხლისფერი კაბა ძალიან ამოღებული წინაც და ზურგზეც, მაკიაჟი ბევრი არც არაფერი დაგვჭირდა უბრალოდ ბევრი სუნამო და ვერცხლისფერი ბრჭყვიალები დავიყარე, ტუჩსაცხიბდა მორჩა სულ ეგ იყო მზად ვიყავით კლუბში შესასვლელად. როცა კარი გავაღე საშინელი სიცხე ვიგრძენი, იმავე წამსვე მივხვდი რომ ამ სიცხეში ერთი წამიც ვერ გავძლებდი ფხიზელი ამიტომ ავდექი ბართან მივედი 4 არყის ჭიქა გადავკარით და საცეკვაოდ გავედით. ცეკვისდროს ბევრი ადამიანი გვეხვეოდა გარშემო თუმცა არავის ვაქცევდით ყურადღებას, ქუსლების გამო ფეხები საშინლად ამტკივდა, იმდენადრო მასაჟისტს ვეძებდი შუა კლუბში. თუმცა უშედეგოდ რათქმაუნდა. ბართან ზურგით მჯდომი თავ გადახოტრილი სიმპატიური ტიპი დავინახე, ჭუპრივით შავი თმით, გინახავთ მეთიუ დადარიო? დაგუგლეთ და მიხვდებით. იმ მომენტისთვის უკვე იმდენად მთვრალი ვიყავი რომ არ მესმოდა რას ვაკეთებდი მართლა, ვეღარ ვაკონტროლებდი ჩემს ქმედებებს. სალოს ვკითხე რორამე სახლში შენით წახვალთქო? იმიტორო მე მთვრალი ვერ მივიყვანდი სახლამდე ვერც ჩემთავს. მანაც კიო ტაქსით წავალო ამიტომაც დავმშვიდდი. ბართან მჯდომ ბიჭს მივუახლოვდი მის გვერდით მაღალ სკამზე შევხტი, სამი ჭიქა კიდევ გადავკარი. მერე ერთი კოქტეილი ჩავცალე და ბოლოს მთელი სკამი მისკენ შევაბრუნა და საზურგეს მივეყრდენი ზურგით. ცალი ფეხი ავწიე და მის მუხლზე დავდე. მან ხელები ჰაერში აწია მოულოდნელად. ვერ მიხვდა რა ხდებოდა. მერე მეორე ფეხიც ავწიე და მის მუხლზე შემოვდე. თან მისი კოქტეილი ავაცალე და გადავკარი. მე ნელნელა ვითიშებოდი. სიმთვრალემ ტვინში დამარტყა. ერთადერთი ბოლო მონოლოგი მახსოვს ჩემთავთან. რადგან ის ბიჭი აშკარად უბრალოდ იჯდა და მისმენდა მეკიდე ვლაყბობდი.
- იცი ალბათ ახლა ლოთი კახპა გგონივარ ვისაც შენი დაკერვა უნდა მაგრამ რეალურად ასე არ არის
ბიჭი ისევ ჩუმად იჯდა მიყურებდა და მისმენდა.მეკი საუბარს ვაგრძელებდი.
- კარგი ტიპი ხარ არ გეწყინოს თუმცა ჩემი ტიპაჟის არ ხარ. სამწუხაროა არადა სიმპატიურო ხარ.
თან ვესაუბრებოდი და სამსელსაც ვამატებდი. საბოლოოდ გათიშვამდე არ ვნებდები ხოლმე. მე ისევ ვაგრძელებდი საუბარს.
- იცი ხანდახან მეც არვიცი რატომ ვსვამ, მგონი ყველაზე კარგად თავს მაშინ ვგრძნობ როცა მთვრალი ვარ დაარანაირი პრობლემა არ მახსოვს.
უცებ წამოვხტი და ხელი ჩავავლე, სად მიმყავდა მეც არ ვიცოდი. სალოს დავემშვიდობე თუმცა მგონი ეგ სალო კიარა მიმტანი იყო. ჩემს მოტოსთან მივიყვანე და ჩანთაში რაღაცის ძებნა დავიწყე.
- რას ეძებ?
- მოტოს გასაღებს გაბრუნდა და წავიდა. არც დამინახავს სად წავიდა უბრალოდ გაქრა. მეც ავდექი და ამ კაბის გახდა გადავწყვიტე თუმცა აი მაგ წამის შემდეგ არ აფერი მახსოვს. მხოლოდ სიბნელე. იცით როგორი შეგრძნებაა როცა უცხო სახლში სრულიად უცხო საწოლზე იღვიძებ? შავი ოთახი. ირგვლივ მინის გიგანტური კედლებით. გამჭვირვალე ფარდებით რომლებიც ზაფხულის ნიავისგან დაფარფატებენ. გარეთ ზაფხულის წვიმაა. ვიღვიძებ შავი აბრეშუმის საწოლში, ვხვდები რომ საცვლის გარდა არაფერი მაცვია და აი პანიკა მეწყება ეს როგორ მოხდა? სად ვარ? რა მოხდა? ტანსაცმელი რატომ არ მაცვია? ვდგები და რასაც პირველი ვპოულობ უცხო ადამიანის მოკლემკლავიანი თეთრი უბრალო მაისურია. გადავიცვი და უცბად აივნიდან ხმა მომესმა. გარეთ გავიხედე და საქანელაში მჯდომი ბიჭი დავინახე რომელიც სიგარეტს ეწეოდა . შორტები ეცვა მხოლოდ. არც ფეხსაცმელი არც ზედა. ნუ აშკარაა მისი ზედა მე მაცვია.
- როგორ გეძინა?
- არვიცი, თავი მისკდება. აქ რას ვაკეთებ?
- არაფერი გახსოვს?
- მაგას უკვე იმდენჯერ მეკითხებიან… აა ანუ განა ხშირად ვარ ასეთ სიტუაციაში. უბრალოდ დალევისგამო ხშირად ვითიშები. მახსოვს მოტოსთან რომ ვიყავით ბოლოს და შენ წახვედი გაუჩინარდი. მეტი არაფერი.
- არ წავსულვარ. ჩემი მანქანის მოსაყვანად გავედი და რომ მოვედი გული გერეოდა შენს კაბაზე. იხდიდი შუა სადგომზე. ნასვამს ვერ დაგტოვებდი და თან შიშველს, ჩემი მაისური ჩაგაცვი და სახლის მისამართი რომ გკითხე გაგიჟდი ვინ გგონივარო, ჩემი სახლის მისამართს უცხოებს არ ვაძლევო. არც ტაქსი გამომაძახებინე უცხო კაცს ვერ ჩავუჯდები დაარც შენი წაყვანა მჭირდებაო.
- და მაინც აქ ვარ….
- საბოლოოდ ძალით წამოგიყვანე. ბოდიში მაგრამ სულაც არ ვწუხვარ.
- შენი სახელი?
- ჩემი სახელი რად გინდა?
- არუნდა ვიცოდე მადლობას ვის ვუხდი? კარგი თუარ მეტყვი არც მადლობაა საჭირო როგორც ჩანს…
- სანი მქვია.
- მადლობა სანი გადარჩენისთვის.
- არაფრის. ტანსაცმელი შენით გაიხადე ნუღელავ. ნარწყევითიყო დასვრილი და გავრეცხე. თუმცა ვეღარ გავაშრე რადგან გარეთ წვიმდა და ვერ გავფინე.
- ოჯახის კაცი…
ირონიულად ჩამეცინა და თან ჩავახველე.
- თავში ნუ აგივარდება. წაიღე და შენით გააშრე სახლში, პარკს მოგცემ.
მეორე ოთახში გავიდა. მე ცოტახნით საქანელაზე ჩამოვჯექი და წვიმას ვუყურე. სანამ სანი მოვიდა, თავში კიდე ერთმა სიგიჟემ გამიელვა . რამოხდებოდა ეზოში რომ გავსულიყავი რომელიც ამ პატარა აივნიდან სახლის ბოლომდე გრძელდებოდა, წვიმაში რომ დავმდგარიყავი და შემეგრძნო ზაფხულის წვიმა. ნეტავ რა მოხდებოდა? სანი ხელში პარკით და თეთრი ზაფხულის სარაფნით დაბრუნდა.
- აი აიღე. ჩემი დის არის და ვიფიქრე მოგერგება.
- მადლობა კიდევ ერთხელ. გუშინ თავი მოგაწყინე ბევრი ლაპარაკით, ბოდიში.
- ნუ დარდობ მაგაზე. მოსმენა მიყვარს.
- მარტო ცხოვრობ?
- არა თუმცა ჩემები თითქმის არასდროს არიან სახლში, ყველას თავისი ცხოვრება აქვს.
- ალბათ კარგია მარტოობა.
- ხანდახან.
- ხანდახან არა?
- ხო ხანდახან არარის კარგი.
- მარტოდ გრძნობ ხოლმე თავს?
- ხო, რაღაც ეგეთი.გუშინ მოტოსთან რომ მიმიყვანე. სადღაც მიდიოდი თითქოს დ ამეც მიგყავდი.
- ხო მახსოვს, ჩემს საყვარელ ადგილას მიმყავდი.
- შეგვიძლია სხვადროს წავიდეთ როცა ფხიზელი იქნები და მოტოსაც გაატარებ.
საქანელაზე ჩამოჯდა ჩემს გვერდით და კიდეერთ ღერს გაუკიდა. ნელნელა საქანელის ცალი ფეხით რწევა დაიწყო. წვიმას და მის უკანა ეზოს უყურებდა და თვალს ერთ წერტილს არ აშორებდა.
- სანამ გათენდება გადაიღებს. მაქამდე იყავი, მერე მოტომდე მიგიყვან.
- იყოს,ისედაც ბევრი გააკეთე უკვე ჩემთვის. ტაქსს გამოვიძახებ და ჩემით…
- არა! შენით არ გახვალ. ნუღარ გამამეორებინებ, მე გაგიყვან.
ისეთი მშვიდი და სერიოზული იყო, ისეთი ამოუცნობი რომ წასვლა არ მინდოდა. მინდოდა მეტი გამეგო მასზე, მინდოდა გამეგო რატომ იჯდა ბარში მარტო. რატომ იყო ამხელა სახლში მარტო, რატომ იყო ასეთი ჩუმი.
- კლუბში მარტო იყავი მისული?
- კი, თუმცა მფლობელი ჩემი ნაცნობია და ხშირად დავდივარ როცა მინდა.
- ეგ კარგია თუმცა მარტო დადიხარ?
- მერე რა?
- მარტო რატო დადიხარ?
- იმიტორო მეგობრები არ მყავს.
- არც შეყვარებული?
- არც ეგ
- არავინ?
- არავინ.
- მაშინ ამიერიდან როცა დალევა მიგინდება მე დამირეკე, შევთანხმდით?
- შენ რომ კიდე ერთხელ გნახო მთვრალი ალბათ თავს მოვიკლავ.
- კარგი დამცინე, მეორეჯერ ისე აღარ დავლევ რომ კიდე ვარწყიო.
- კარგი, ეგრე იყოს.
ჩემი ნომერი ჩავუწერე. მერე ერთი წუთით სიჩუმე ჩამოვარდა რომელსაც მხოლოდ წვიმის ხმა არღვევდა, ძალიან მშვიდი და ლამაზი სანახაობა იყო. განთიადის ლურჯი ელფერი, წვიმა, მწვანე ეზო და ნახევრად სიბნელე. საქანელაზე ორი ბავშვი. სიჩუმე და სიმშვიდე. მშვიდად ვიყავი, ცხოვრებაში პირველად თავს დაცულად ვგრძნობდი და კომფორტულად იქ სადაც ვიყავი. ავდექი და მინდორში ფეხშიშველი გავედი სულ გავილუმპე
- ნახე რამაგარია, სულრო მარტოსული იყო, წვიმა ხოარ დაგტოვებს? არც მთვარე და ეს ლამაზი ბუნება, არც ეს საქანელა დაგტოვებს. მერე სველ მინდორზე წამოვწექი და ისიც გვერდით მომიწვა. თუმცა დიდიხნით ვერ გავქაჩე დაწოლილი რადგან თვალებში მაწვიმდა და არა კომფორტულიიყო, ფილმებში რაღაცეებს გვაბოლებენ ხოლმე. ავდექი და დავაფიქსირე რო იღიმოდა და ბედნიერი იყო. დაამდროს მუცელში პეპლებიო ხო გაგიგიათ,
აი ეგ გიგრძენი. ვიღაც გავახალისე. მაგაზე მაგარი შეგრძნება არ არსებობს ამ სამყაროში. მერე სახლში გალუმპულები შევედით ის სხვაოთახში გავიდა და გამოცვლა მაცადა. მისი დის თეთრი თითქმის გამჭვირვალე სარაფანი იდეალურად მქონდა. მერე პარკი ავიღე სადაც ჩემი კაბა ეგდო. წვიმამაც გადაიღო და გათენდა. კაბაში რომ დამინახა კიდევუფრო გამაყრუებელი იყო მისი დუმილი, თითქოს თვალებით გამხვრიტა.მანქანით მოტოსთან მიმიყვანა სადაც გუშინ გავაჩერე. მთელიგზა სიგარეტს ეწეოდა და ჩუმად იჯდა.სარაფნის ქვემოდან თავისუფლად ამოვიცვი სპორტულები და ზედის გახდისას ვთხოვე შებრუნდითქო. მისი დის კაბა დავუბრუნე, მოტოზე შემოვჯექი ჩაფხუტი დავიფარე და დავქოქე, შეხვედრამდეთქო მივაძახე, და მოტო დავძარი. მახსოვს მეძახდა რაგქვიაო, თუმცა აღარ გავაჩერე. რატოუნდა იცოდეს რა მქვია იქამდე სანამ იმ გოგოს სახელით მიცნობს ვინც არწყია???? ეგ ხო დამცირების ტოლფასია. სანამ სხვა სიტუაციაში არ გამიცნობს ხელახლა იქამდე არვეტყვი სახელს. დილით სახლში შეპარვამდე ეზოში მამაჩემი დამხვდა.
- სადიყავი?
- სალოსთან.
- დარწმუნებული ხარ?
- თუგინდა დაურეკე.
- კარგი დავურეკავ.
- კარგი. გეტყვის რომ მთელიღამე მასთან ვიყავით, თუმცა ეგ სიმართლე არაა კლუბში ვიყავით და დავლიეთ, მერე დაველოდე სანამ გამოვფხიზლდებოდი და ასე გვიან მაგიტომ მოვედი რო გაწვიმდა და თან მთვრალი მოტოზე ვერ დავჯდებოდი.
- კიდევ კარგი არ მატყუებ. კარგი ჰო მიდი და გთხოვ ლექციები არ გააცდინო.
- კარგი.
ოთახში ავედი და უცებ გავიაზრე რომ ბიჭის სუნამოს სურნელი ამდიოდა. რაღაც უცხო სურნელი. მკაცრი და ცოტა სიგარეტის ცოტა სასმელიც. მთელი ღამის თავგადასავალი გამახსენდა და სახეზე ღიმილი ვიგრძენი. წვიმაში ისე დავრბოდი, ისე თავისუფლად ვიყავი ისე კარგად, თუმცა არამგონია დარეკოს და ჯობს დავივიწყო. მაგრამ თავიდან არ მშორდებოდა ნაწყვეტებად მომენტები, თავიდან რომ დავინახე ბართან ზურგით მჯდომი. საქანელაზე მჯდომი შორტების ამარა, მერე წვიმაში მასთანერთად ყოფნა… თუმცა უნივერსიტეტამდე წყალი უნდა გადამევლო და მოვწესრიგებულიყავი. სააბაზანოდან სალოს დავურეკე და გავაღვიძე.
- ცოცხალი ხარ?
- არვიცი, შენ?
- არცმე ვიცი, სახლში როგორ მიხვედი?
- ტაქსი გამოვიძახე, როდაგინახე ბიჭს მიყავდი მივხვდი რო ვეღარ გნახავდი და წავედი მეც.
- დამინახე უცხო ბიჭს როგორ მივყავდი და არაფერი თქვი? დამპალო!
- გოგონივ, ცოტა გართობაში ცუდი არაფერია. თან უსიმპატიურესი იყო, თან დამემშვიდობე და კარგად ვიქნებიო მითხარი.
- აანუ ის მიმტანი კიარა შენ იყავი?
- ხო იდიოტო მე ვიყავი.
- ამბები მაქ მოსაყოლი.
- მიდი მოწესრიგდი და უნიში გნახავ.
ჩავიცვი მოვწესრიგდი ყავა ვიყიდე და უნივერსიტეტში სალო ვნახე. მეორე ლექციისას უნივერსიტეტის კიბეებზე ავედით, ჩუმი ადგილია და იქ ეწევიან ხოლმე, სულ ბოლო სართულზე ვიჯექით და სალოს ყველაფერი მოვუყევი. ისიც ფეხასცმელი როგორ გამხადა კლუბში და ისიც შიშველმა რომ გავიღვიძე მასთან დაამ სიტყვის ხსენებაზე ქვედა სართულიდან კიბეზე რაღაცის ხმა მოგვესმა, რომ გადავიხედე დენიელი იდგა , თვალი თვალში გამიყარა და გაქრა გაიქცა.
- უუუუ, ვიღაც ეჭვიანობს!
- მოკეტე, არავინარ ეჭვიანობს უბრალოდ გაიარა.
- აჰაამ აბა რა,კაი ვერ დაინახე? კედელს დაარტყა მაგ სიტყვის გაგონებაზე.
- მოგეჩვენა.
მოკლედ ბოლომდე მოვუყევი, მერე ლექციები მოვილიეთ და უკვე ბოლო ლექციაზე ის იდიოტი ორი ბიჭი სასტუმროდან ხო გახსოვთ?უკან დამიჯდნენ.
- ვიკა შეგიძლია ლექციისმერე შეგვხვდე? სალაპარაკო გვაქვს.
თვალი ჯერკიდე ჩალურჯებული ქონდა. დავთანხმდი, სალომ თვალები გააფართოვა თითქოს მკითხა მართლა აპირებ დალაპარაკებას იმის მერეო?
მოკლედ ლექციის შემდეგ უნივერსიტეტის კიბეებთან დამხვდნენ. ერთერთი საფეხურზე იჯდა მეორემ ხელი დამიქნია მოდიო.
- რა ხდება ?
- იმ დღისთვის ბოდიში გვინდა მოგიხადოთ ცუდად გამოგვივიდა, უბრალოდ ბიჭების ამბავი ხოიცი თავქარიანი გოგოები გვიზიდავს და შენზე ბევრი რამ გვსმენია როგორი თავისუფალი და გიჟი ხარ…
- თავისუფალი და არა !
უკნიდან დენიელის ხმა მომესმა. უკვე ნერვებს მიშლის ეს ბიჭი.
- ხოგითხარით აღარ მიუახლოვდეთთქო?
- უბრალოდ ბოდიში მოვუხადეთ, მეტი არაფერი.
- არ ჭირდება.
- იცი რა?! ჩემს თავს მეთვითონაც მივხედავ დენიელ, საჭირო არარის ჩემზე ზრუნვა ძალით.
ნამიოკი ჩავურტყი რომ მისი ბოლო მესიჯი გასაგებიიყო.
ამდროს მოულოდნელად ტელეფონმა დარეკა. უცხო ნომერიიყო. სახეზე შემეტყო რო დავიბენი რადგან ვერვიცანი ვინიყო.
- ვინარის?
- შეყვარებული.
ტელეფონი ავიღე და ზურგით შევბრუნდი მისგან.
- გისმენთ?
- უცნობებს პასუხობ? თუმცა გუშინდელის მერე არც მიკვირს.
- საზიზღარო
- ამბობს გოგო ვინც სახელიც კიარ მითხრა. შენს უნივერსიტეტთან ვარ. დღეს რაგეგმაც არუნდა გქონოდა ჩათვალე აღარ გაქვს.
- რა? როგორ ? საიდან იცი ჩემი უნი….
- გუშინ ბევრი ილაპარაკე ხოარ დაგავიწყდა. ისიც ვიცი შენს გვერდით მდგომი ბიჭი ნერვებს როგორ გიშლის.
დენიელს გავხედე და გამეცინა. წინ მისი მანქანა დავინახე და ვიცანი. დენიელს დავემშვიდობე მაგრამ უცებ მკლავში ჩამავლო.
- ეს ის ბიჭია გუშინ შიშველი ვისთანაც იწექი ხო?
- არგინდა შემეშვა?
- ვიცირო შეყვარებული არარის ვიკა. თავს ესეთ სიტუაციაში ნუ ჩაიგდებ…
- ხელი გამიშვი და მოეშვი ჩემზე ზრუნვას.
- რა ხდება?
თურმე ამ საუბარში სანი მანქანიდან გადმოსულა და ჩვენთან მოვიდა.
- საინტერესო არაფერი, დღეს ვიკას არ ცალია.
- ვიცი, ჩემთანერთად მოდის. მაგიტომაც არ ცალია. და შენ ვინ ხარ?
სიტუაცია დაიძაბა. არველოდი თუ ორი უცნობი ჩემსგამო ერთმანეთს დაუპირისპირდებოდა ოდესმე.
- ჯელტმენებო, ჩხუბს თუ აპირებთ იქნებ პოპკორნი გეყიდათ ჯერ ჩემთვის?
ასეთდროს ხუმრობა ჩემი ცუდი ჩვევაა. რავქნა სიტუაციის განმუხტვისთვის ვარ დაბადებული.
- მანქანაში ჩაჯექი, მეც მალე მოვალ.
- არა.
- ჩაჯექი!
- ახლა ორივემ მომისმინეთ. დავიღალე რო ბიჭებს თავი მამაჩემი გგონიათ. სხვათაშორის არც შენ დენიელ და არც შენ სანი არგაგაჩნიათ ოდნავი ტვინი იმისთვის რომ მიხვდეთ მე თოჯინა არვარ და ვიღაც დაუცველი. თავქარიანი რადგან ვარ არ ნიშნავს რო დაცვა მჭირდება.
გავბრაზდი და წამოვედი, ორივე იდიოტი ცალცალკე მეძახდნენ მოიცადეო. მაგრამ ერთი მაგათიც. გასაყოფი საჭმელი კიარვარ.
სალოსთან გადავრეკე და ვუთხარი იმ კაფეში შემხვედრიდა სადაც პირველად წავიყვანე და გავიცანი. კაფეში 15 წუთი მარტო ვიჯექი, ყავის სურნელი მათრობდა თუმცა ვერასდროს ვსვავდი ყავას. ყოველთვის ცუდად მხდიდა. საყვარელი თბილი გარემოიყო მშვიდი ჯაზის ჰანგებით. ამასობაში სალოც მოვიდა, მის ბუჩქთავს შორიდანვე ვცნობდი.
- დახმარება მჭირდება!
- რახდება?
- მგონი შენს ძმას მოვწონვარ.
- მგონი არა იდიოტო, მოწონხარ.
- მერე მირჩიე რამე, როგორ მოვიქცე რო დამპატიჟოს სადმე???
- შე გარეწარო ქალო, შენც მოგწონს და მიმალავდი?
- ნუხარ დრამაქვინი, ჯერარვიცი თუმცა გავარკვევ პირველ პაემანს თუ მოგვიწყობ.
- კარგი ასე ვქნათ. დღეს ღამე ხოიცი ფილმის ჩვენება როარის?
- რაღაც პარკში?
- ჰო, მინდორზე პლედს გავშლით ბალიშებს წავიღებთ, პიკნიკივით იქნება ოღონდ საღამოს პიკნიკი და დიდ ეკრანზე ფილმი, რას იტყვი?
- მერე შენ?
- ჩემზე ნუ იდარდებ, ფილმის დაწყებიდან 5 წუთში რომელიმე ნაცნობს დავინახავ ვიცი და სახლში გაქცევა მომინდება, ამიტომაც თქვენ ორნი მარტოები დარჩებით. სრულიად მარტონი ვერა მაგრამ ეგეც წავა ხო?
- აუ ქალი აზროვნება ხარ!!
- კაი მოიცა იკას ვკითხავ ხო ცალია.
ტელეფონი ავიღე და იკა გავახარე ახალი ამბით
- დღეს რაცარუნდა გქონოდა დაგეგმილი ყველაფერი სხვადროისთვის გადადე!!!
- ხოიცირო მამა მომკლავს მანქანა თუარ წავიყვანე გასაკეთებლად?
- მაშინ ასე გეტყვი, ხვალ როცა გაიგებ სადაც გეპატიჟებოდი შენი ხელით მოიკლავ თავს გამაზვისთვის, რადგან ახლახან სალომ მკითხა იკაც ხომ წამოვა ფილმის ჩვენებაზე საღამოსო!!!
- მეღადავები? მართლა ეგრე იკითხა?
- ხოოოო, წამო გთხოვ ოღონდ არ გვალოდინო მალე მოდი.
- მაგას როგორ დავაკლდები 2 წამითაც.
- კარგი გამოვალ სახლში და პიკნიკის რაღაცეები წამოვიღოთ, მერე სალოს შევხვდეთ პარკში.
- კარგი გელოდები არსად აღარ წავალ .
სალოს ვუთხარი რომ მოგვარებული თემა იყო. სახლში გაიქცა რადგან უნდოდა გამოეცვალა და ძალიან ლამაზად და სექსუალურად ჩაეცვა. არც ვამტყუნებ, უხდება ეგეთი ჩაცმულობა. მე სახლში მივედი და გამოვიცვალე. ზაფხულში ის მიყვარს რომ შეგიძლოა რაც გინდა ის ჩაიცვა, ღამღამობით მითუმეტეს. არავინ გიყურებს და ყველას ცხელა. ეს ზაფხული 70იანების ამერიკას მახსენებს, კალიფორნიას ლოსანჯელესს და მსგავს ქალაქებს, თავი ლას ვეგასში მეგონა. გარეთ გაიხედავდი და ყველა ერთობოდა, ყველა საცყრაო კოსტუმში ან გამოსასვლელ ტანსაცმელშიიყო, ჩემს სახლთან მრავალი გასართობი ადგილიყო, კაზინოები ბარები კლუბები, ჩემს ხელში ბარებს და კლუბებს თქვენც გაიცნობთ ნელნელა. ლამაზი მანქანები და მოტოები, ნაყინები, ცხელი ჰოთდოგები და პოპკორნი, ფილმის ჩვენება და პაემნები მინდორზე. თავი ფილმში მეგონა. ჩემს თავს შემოვუძახე რომ ფილმზე დავრჩებოდი უბრალოდ სალოს და იკას დავტოვებდი მაინც მარტოებს. სადმე უკან რომელიმე მანქანის კაპოტზე საჯდომს გავათბობდი და თან ლუდს დავლევდი ან რამე მსგავსი. გეგმა დასახული მქონდა. თუმცა ყველაფერი ისე რათქმაუნდა რომ არ წავიდა როგორც მე მინდოდა. მედა იკამ კალათა გავავსეთ დედას პლედებით წვენებით მისი გაკეთებული სენდვიჩებით და ხილით, ალუბალი მარწყვი ყურძენი და ასე შემდეგ. მოკლე ჯინსის კაბა ამოვიცვი, თეთრი კონვერსები, თეთრი ბერტელებიანი ზედა და ზაგარზე იდეალური იყო ეს ჩაცმულობა ,მანქანაში ორი ბალიშიც ჩავაგდეთ და გავეშურეთ.
- პრობლემა ხოარ გექნება ძმაკაცებმა შეიძლება გამოიარონ, შეიძლება გოგოებიც მოიყვანონ.
- გოგოები თუ ნაშები?
- არა უბრალოდ გოგოები, კარგი ბავშვები დაარა გაუზრდელი თავხედები.
- კარგი რაპრობლემაა, მთავარია ფილმის დროს თქვენთან არ მოვიდნენ ხოიცი მარტოები უნდა იყოთ. პაემანია დაარა უბრალოდ პიკნიკი.
- რაღაც არ მჯერა, ძალიან მარტივად მოხდა ეს ყველაფერი ვიკა, მეღადავები? რომივალ იქ არ დამხვდება ან რამე ეგეთი ხო?
- მოკეტე ეგეთი ბოროტიც არვარ იდიოტო.
პარკში მივედით და მანქანა ახლოსვე დავაყენებინე, თითქმის პირდაპირ პარკში. სადღაც 40 ნაბიჯში სალო იჯდა მინდორზე, მარტოიყო ამიტო მივაკითხე. პლედი და ბალიშები წავიღე დავაფინე დავყარე და მივუჯექი.
- მოვიდა?
- კი ლამაზო, მოგიყვანე შენი პრონცი. მიხედე იცოდე.
- არმჯერა რო მართლა მოიყვანე.
- რა გჭირთ დღეს თქვენ ორს? ორივეს თავი რაღაც ზღაპარში გგონიათ….. ნუთუ სიყვარულიაააა???
სიცილით ავდექი და იკას კალათის დაცლაში დავეხმარე. ყველაფერი ამოვალაგეთ და ფილმის დაწყებიდან 5 წუთში ავდექი,კალათი უკან მანქანაში წავიღე. იკას დიდიხნის გაჩერებული ყავდა მანქანა ამიტომ მისი კაპოტი თბილი არ იყო. დავიარე მანქანები და რომლის კაპოტიც ყველაზე თბილი იყო იმაზე შემოვჯექი. თან ეკრანსაც ძალიან კარგად ვხედავდი. ჩემთვის ცოტა ალუბალი წამოვიღე და ფილმს დიდი სიამოვნებით ვუყურებდი. ინტიმურ სცენებზე თავს მარტოდ ვგრძნობდი. იქ ხომ თითქმის ყველა წყვილი იყო ჩემს გარდა. მერე დავინახე ხროვა როგორ წამოდგა და მომიახლოვდნენ. ის ნაცემი ტიპი ხო გახსოვთ? ერთერთის სახელი გიგაარის. მომიახლოვდა და დამიძახა ტბაზე ავდივართ ხოარ წამოხვალო. თუმცა სერიოზულდ კიარ დამპატიჟა ამ იდიოტმა სარკაზმით მკითხა. ჩაიცინა და გეხუმრე შენს შეცდენას არავინ აპირებსო მომაძახა. საზიზღარი. ამდროს მანქანა შეირხა და კარები გაიღო, არა არ მოგესმათ. ის მანქანა რომელზეც ვიჯექი და ტრაკს ვითბობდი. თურმე შიგნით მთელი ეს დრო ვიღაც იჯდა. უცებ ჩამოვხტი და ბოდიში მოხდა დავიწყე.
- ნუ ღელავ, ჩივილს არ ვაპირებ.
- დენიელ?
- კარგი ხედი იყო, ვისიამოვნე.
- შენ ისევ ისეთი საზიზღარი ხარ?
- გულწრფელობა საზიზღრობა როდიდან არის?
- შეგერგოს, ჩემს უკანალს ამაზე ახლოდან ვერასდროს ნახავ.
- იცი მაინც ვერ გამიგია რატომ მკბენ სულ?
ამ ლაპარაკ ლაპარაკში ისიც მომიჯდა კაპოტზე და ლუდი მოიყუდა.
- მე კი ის ვერ გამიგია რატომ არ გკიდია ?
- ალბათ იმიტომ რომ არაფერი დამიშავებია. აი ასე უბრალოდ ჰაერიდან გააჩინე ზიზღი ჩემს მიმართ. თუმცა პირველად რომ გაგიცანი იმ ღამით ასე არ იყავი. მენდობოდი მაინც.
- ეგ იმიტო რომ მოვიწყინე.
- მაშინ მეორედ ჩემი კლოუნად გამოყენება აღარ გაბედო!
- შემეშინდა
იმედ გაცრუებულად ამოიხვნეშა და ისევ ლუდის სმას შეუდგა. აქამდეც არ მეხატებოდა დიდად გულზე მაგრამ ახლა როცა მის გვერდით ვიჯექი თავი პატარა გოგო მეგონა. ავდექიდა პარკისბოლოს არსებულ დახლთან მივედი. მომშივდა და ჰოთდოგი შევუკვეთე. უცებ შეკვეთა მიცემული არ მქონდა და ვიღაცამ ფული მიაწოდა, აი აქედან აიღეთო, თითქოს მე ვერ გადავიხდიდი რა. სანი იყო. მშვიდი სახით მიყურებდა. მიღიმოდა და მისი ღიმილი მეც მამშვიდებდა.
- შენ ?! აქ საიდან?
- მეც გამიხარდა შენი ნახვა.
ისე თბილად გადამკოცნა. მერე ძალიან ახლოს სახესთან გაჩერდა და ზემოდან მიყურებდა. თითქოს მელოდებოდა როდის ვაკოცებდი. გაუფრენია თუ გონია რომ ბოლოს მომხდარის შემდეგ მსგავს რამეს ვიზამ.
- შენი ოპონენტი იქ დგას მეორე რაუნდი თუ გინდათ მე დასწრებას აღარ ვაპირებ.
- არ მაინტერესებს იქ ვინ არის. და ხო…. კიდევ მინდოდა მეთქვა რომ
- სანი უნდა წავიდე.
- სათქმელს არ დამამთავრებინებ?
- კარგი გისმენ.
- პირველ რიგში არ გითვალთვალებ მინდა იცოდე. აქ ხშირად დავდივარ. მერე მეორე საერთოდაც არ მიმაჩნიხარ უსუსურ თოჯინად, ვიცი ასე გეგონა და ამიტომ გაბრაზდი მაშინაც დენიელს როცა ვეკამათებოდი. ახლა შენი ნახვა მართლა გამიხარდა და ესე მგონია რო მეორე შანსი მომეცა უკეთ გაგიცნო. სამყარომ მომცა მეორე შანსი. და შენ რას ფიქრობ მომცემ?
ისე თბილად და ალერსიანად მესაუბრებოდა რომ მუხლებში რაღაც ვიგრძენი თითქოს მეღუტუნებოდა. ისეთი სახით მიყურებდა როგორც ძაღლი უცდის ხოლმე საჭმელს. ასეთი დიდი აღტაცებით აქამდე ჩემთვის არ შემოუხედავს არავის.
- თან მახსოვს შენს საყვარელ ადგილას გინდოდა წაგეყვანე. რას იტყვი ახლა ხომარ წავიდეთ იქ?
- კარგი.. ხო რათქმაუნდა. მეორე შანსს ყველა იმსახურებს.
გამიღიმა და მანქანისკენ წავედით. უცებ ვიგრძენი როგორ ამეწვა კეფა თითქოს ვიღაც შორიდან თავის ქალას მიბურღავდა. ვიგრძენი რომ ვიღაც გვიყურებდა. გახედვა ცუდი აზრიიყო მაგრამ… მაინც მივიხედედა დავინახე დენიელი აშლილი სახით. დავიკიდე და ისევ სანისკენ გამოვიხედე. მის მანქანაში ჩავჯექით და გავუყევით ქუჩებს. თავისუფლებიდან რუსთაველისკენ გავედით და დიდი ველოსიპედის ძეგლთან გავაჩერეთ. გადავიყვანე და ხიდზე გავედით. ვუყურებდით მანქანებს ხალხს და მოტოებს. ულამაზესი სანახავიიყო. უცებ ყურსასმენები ამოიღო და ცალი თვითონ გაიკეთა მეორე კი მე მომცა.
- ადგილი შენი საყვარელია. მუსიკა ჩემი.
ყურსასმენებიდან ისეთი ჰანგები ისმოდა, აქამდე რომ არასდროს გამიგია. მუსიკას KAKKMADDAFAKKA-never friends ერქვა. ჯერ ბენდის სახელზე გამეცინა. მაგრამ როცა ტექსტს ვუსმენდი ორი ადამიანის ურთიერთობაზე რომლებიც მეგობრები ვერასდროს იქნებოდნენ, რაღაც გულში საშინლად ჩამტყდა, თითქოს იმ წამს ისეთი დანაკლისი განვიცადე რამაც შემცვალა. სერიოზული ბიძგი და ტკივილი ვიგრძენი გულის არეში. რატომ მასმენინებდა ამ შინაარსის მქონე მუსიკას? რამის თქმა უნდოდა თუ მართლა უბრალოდ მისი საყვარელი მუსიკა იყო? თვალებში მიყურებდა და მიყვებოდა…
- ადრე ერთ წიგნი წავიკითხე, ფლეილისთის საიდუმლო ერქვა, ქართველი თინეიჯერები კითხულობენ როგორც ვიცი. მასში არსებული ფლეილისთი მართლაც ბევრის მთქმელი და ძალიან ემოციური იყო. მერე ავდექი და მეც შევადგინე ერთი მსგავსი ფლეილისთი. დღემდე ვადგენ არ დავასრულებ სიკვდილამდე.
- საინტერესოა. მეც ვიცი ეგ წიგნი. ჩემი ცხოვრების ეგ პერიოდი ძალიან მიყვარს. ყველაფერი ისეთი ლამაზი და ამავდროულად ნოსტალგიური იყო. რამდენი მუსიკა არის ახლა შენს ფლეილისთში?
- ჯერ მხოლოდ 6.
- ოდესმე სიამოვნებით მოვუსმენ.
- იქნებ ოდესმე მოგასმენინო კიდეც. ცადე შენც. ისეთი სიმღერები აირჩიე რომელბიც მთელ შენს სულს ირეკლავენ. რომლებსაც მთელი არსებით გრძნობ, რომლებიც ასახავენ შენს პიროვნებას, გრძნობებს და ყველაფერს რაც გადაგიტანია. შენი ისტორიაა ჩათვალე.
- და ეს რასაც ვუსმენთ ახლა?
- ეს პირველია სიაში. გესმის ხო ტექსტი რასაც ამბობს?
- კი მესმის. რატომღაც მგრუზავს.
- ლოგიკურია. მეც მგრუზავს მაგრამ თან ჩემს თავს ასახავს. როცა ადამიანი შემომხედავს ამ სიმღერის ფონზე მიხვდება როგორი იქნება ჩემთან ურთიერთობა. მე კიდე შენ როცა გიყურებ ეს მუსიკა მახსენდება.
- როგორც ჩანს ამიერიდან შენზე მეც ეს გამახსენდება და ასევე პირიქითაც, ამ მუსიკაზე შენ გამახსენდები.
- ვიკა მუსიკა რამდენად გიყვარს?
- იმდენად რომ სამყაროში ადამიანების ხმა რომ ვერასდროს გავიგო მაგრამ მუსიკების მოსმენა შემეძლოს მხოლოდ თანახმა ვიქნებოდი.
- მიხარია რომ ჩემნაირად გიყვარს. ვფიქრობ ადამიანები ხან ბევრს ლაყბობენ ხან პირიქით მალავენ საკუთარ გრძნობებს და თავებს. მუსიკა კი…
- მუსიკა ზუსტად აღწერს სათქმელს.
- ზუსტად მაგას ვამბობდი…
არვიცი როგორია მეორე ნახევრის პოვნა არც ის ვიცი soulmate რას ნიშნავს მაგრამ კავშირს ამ ადამიანთან მთელი სხეულით და არსებით ვგრძნობდი. ბეტონის სქელ მოაჯირზე ვიჯექი, სანი ჩემს მუხლებთან იდგა. ირგვლივ ყველაფერი ლამაზად მეჩვენებოდა, თითქოს მთელი ქალაქი ჩვენთვის ანათებდა. ვუყურებდით ლამპიონებს და ხალხს. ვსაუბრობდით ჩვენს ფიქრებზე გრძნობებზე და ისეთ დეტალებზე რაზეც ნებისმიერ ადამიანთან ვერ ისაუბრებ. თითქოს უსიტყვოდაც გვესმოდა ერთმანეთის. შინაგანად ერთი გრძნობა მჭამდა, ერთი აზრი რომელიც გონებაში ასჯერ მიმეორდებოდა და ვერადა ვერ ვიშორებდი. არ შეგიყვარდეს. არ შეგიყვარდეს. თუმცა ვერ ემეგობრები. ასეთ ადამიანს ვერ შეხედავ როგორცმხოლოდ მეგობარს. ეს მუსიკა თითქოს გამაფრთხილებელი ნიშანი იყო წარწერით -“ტყუილად ფანტაზიაში ნუ გაივლებ იმ აზრს რომ მე და შენ ოდესმე მხოლოდ ვიმეგობრებთ და სხვა არაფერი”
ცოტახნით ამ ფიქრებში გავერთე და დავდუმდი. შემამჩნია რომ გამეფანთა გონება და ვეღარ ვუსმენდი.
- ყველაფერი რიგზეა?
არა სანი არარის, შენთან მეგობრობა არ შემიძლია ამას უკვე ვხვდები. შენ კი ჩემნაირ გოგოს სხვანაირად არ უნდა შეხედო. გატკენ ან ცხოვრებას კიდევ უფრო მეტად აგირევ ვიდრე ახლა გაქვს არეული…
თუმცა ამ სიტყვების ნაცვლად სხვა რამ ვუთხარი.
- რათქმაუნდა. უბრალოდ მუსიკას შევიგრძნობ…
ამ დროს ტელეფონმა დარეკა.
- ვიკა?
- ხო დედა
- შენი ძმა მოძებნე და საავადმყოფოში მოდით, ბიძია დათო ცუდათ არის.
ტელეფონი გავთიშე და მოაჯირიდან ჩამოვხტი.
- ბოდიში უნდა წავიდე სასწრაფოდ.
- გაგიყვან წამოდი მანქანით ვარ ხოარ დაგავიწყდა.
- ისევ პარკში უნდა დავბრუნდე და ჩემი ძმა ვნახო სასწრაფოდ.
- კარგი არარის პრობლემა, დაჯექი.
პარკში დავბრუნდით, ჩემი ძმა მის მანქანასთან დავინახე სადგომზე. კალათაში ალაგებდა პლედს და რაღაცეებს.
სანის დავემშვიდობე მადლობა გადავუხადე და იკასთან ერთად საავადმყოფოში წავედი



№1 სტუმარი სტუმარი ელენე

ძალიან კარგია❤

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინი

შემდეგს როდის დადებ?
ძალიან მომწონს ♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent