ჩვენი პირველი შეხვედრა (სრულად)
გრძელი დერეფანი ნელი ნაბიჯებით გაიარა და სასურველი ნომერის დანახვისთანავე შევიდა ოთახში, ოთახი ლამაზი, ფერადი ყვავლებით იყო მორთული სამი ერთკაციანი საწოლი და ლურჯი მდივანი იდგა ოთახში. ჩანთები შემოსასვლელშივე დააწყო, კარი ჩაკეტა და სააბაზანოში შევიდა, რამდენიმე საათიანმა სიარულმა იმაზე მეტად დაღალა ვიდრე იფიქრებდა, თუმცა გრილმა წყალმა მოაფხიზლა. რომ მილაგდა და მეგობრებთან დარეკვა გადაწყვიტა, დაბარებულივით სწორედ ამ დროს დარეკეს მეგობრებმა -ჩამოხვედით? კამერა ჩართო და ტელეფონი პატარა მაგიდაზე მდგომ ტოლჩას მიაყუდა, თავად კი ჩემოდნის ამოლაგება დაიწყო. -კი, შემოვედით უკვე ბათუმში, სული მეხუთება, მშია, მწყურია და მეძინება- დაღლილი ხმით ამოილაპარაკა ლანამ და წყალი ბახმაროს ბოთლიდან მოსვა. -ვიღაცამ მწყურიაოო- გავახსენე მისი სიტყვები, ტელეფონი ისევ ხელში ავიღე და ლოგინზე დავწექი. -მასე არც სული ეხუთება მაგრამ რისი დრამაქვინია თუ არ გააზვიადა? სიცილით თქვა მარიმ და ლანას მიტრიალებული კამერიდან მისი სახეც დავინახე, საჭესთან იჯდა და მანქანას უმაღლესი სიჩქარით მოაქროლებდა. -რასაა რომ ამბობ შე სულელო ქალო? ხელი წაკრა ლანამ და გზას გახედა -ნუ მირტყავ შვილო თორე სასაფლაოზე გვნახავს სოფიკო. გაიცინა მარიმ და მანაც გზას გახედა -სად ხართ ზუსტად? -შემოვალთ მალე სასტუმროს „სტაიანკაზე“ თუ ცემაში არ ამომხადა სული ქალბატონმა ლანამ -გაჩერდი ახლა თორე მოუწევს სასაფლაოზე სტუმრება მართლა. იმუქრება ლანა და ბოლოს და ბოლოს იხედება კამერაში -კაი მოხვალთ მალე და სართული 35, ნომერი 199 არ შეგეშალოთ ვინმეს არ შეუხტეთ. ვაფრთხილებ მათ და ტელეფონს ვთიშავ როგორც კი მემშვიდობებიან, მერე კი აივანზე გავდივარ და ხედით ვტკბები, მანამ სანამ ორი ალქაჯი კარს არ შემოაღებს. *** -რომ იცოდე რა დაგვემართა, კარში შემოვარდნისთანავე იწყებენ წივილს და სიცილისგანაც ბჟირდებიან. -რა დაგემართათ? ვიკვირვებ მე და მდივანში ვეშვები -გოგო ხო თქვი 199 ნომერში ვარო, ხოდა ამოვედით ამ სართულზე და მარი ხედავს თუ არა 199 შევგლიჯინდით მაშინვე, თან კარი ღიაა და ვყვირივარ რა სულელი ხარ სოფიკოთქო და შენც არ მომიკვდე ლანა, სადაა სოფიკო, რო გამოლაგდნენ ეს აპოლონი ზევსი და ღმერთკაცი, მიკრო ინფარქტი მივიღე რასაც ქვია რაა..- გულზე იდებს ხელს და დრამატულად იშხლართება ჩემს ლოგინზე, მე და მარი სიცილს ვერ ვიკავებთ ლანას გადაწითლებულ სახეზე და ჩვენც ვიცინით - რა კაი საწოლია, ვსო ჩემია- აცხადებს ლანა და ლოგინზე უფრო თავისუფლად წვება ვითომ ვინმემ არ გამოგლიჯოს იქავე. -ვინ გართმევს მერე? -ვაიმე დავიღალეთქო რო ვთქვი ჭურში გეძინა? ერთ უჯრედიანი ქალი ეს... -შენი საწოლი რომელია? მეკითხება მარი, ბარგის ჩანთას ხსნის და ტანსაცმელების ამოყრას იწყებს. - აი ესაა- ხელს ვიშვერ აივნის მხარეს მდგარ საწოლზე და ტოლჩიდან წყალს ვისხამ - აუ გავიდეთ სადმე, ბილიარდზე, კლუბში, ბარში ან სადმე. -გავიდეთ, ვეთანხმები მარის და თავ წამოყოფილ ლანას ვუყურებთ რომელსაც დაღლილობა სულ ავიწყდება და უცებ დგება საწოლიდან, -აბა აღარ მივდივართ? ხუთ წუთში ჩაცმულ-მორთული გვიდგება წინ და დადებითი პასუხისთანავე გავრბივართ გარეთ. *** -დროზე გადაწყვიტე რას დალევ თუ არა და წყა.... -არა არა, მარტინი მინდა. არ მაცლის საუბარს ლანა და ლიმნის წვენს სვამს, ბართან ვართ უკვე 10 წუთია და ველოდები როდის გადაწყვეტს ლანა სასმლის რომელი სახეობა უნდა დალიოს. -ქალო, ნახე აპოლონი- ხელს ურტყამს მარის და თვალებით ანიშნებს სად დგას აპოლონი - აბა აპოლონი? ჩავეკითხე ლანას -აი იქაა, სიგარეტს რომ ეწევა. -ვინაათქო, თორე კი დავინახე სადაცაა. -გოგო ხო იცი შენი ოთახის მაგივრად რო ვიღაცებს შევეჭერით მაგაზე ამბობს -აა, წამო იქ დავჯდეთ რაა.-ხელს ვწევ იმ მიმართულებით და ის ისაა წასვლას ვაპირებ მიმტანი შხუილით რომ გვივლის გვერდს. -ჩეიარა ქორივიით-ერთი ჭიქა ინტონაციით და სამი კოვზი სიცილით ამბობს ლანა და თავის შხვართალა ფეხებს ფოტოს უღებს. -წამოდით მალე, ოღონდ წინ იყურეთ ქორები დაძრწიან...-სიცილით ამბობს მარი და ჩვენც ვყვებით. -აუ დღეს ლელამ დარეკა, გზაში რომ ვიყავით, ქალბატონმა სექტემბრის პირველიდან განაახლე სიარულიო, შემარგოს ის ოცი დღე რასაც ჯავახიშვილი მარგებს ვააა... -ეჰ საშინელებაა პირდაპირ, ლანა რა იყო შენ კიდე, სხვასთან შედი ამ ინგლისურზე. -აუ რავიცი კაი მასწია - ეი ბავშვო -სამივე ვხტებით წინ ჩამომდგარ ბიჭს რომ ვხედავთ და ინტერესით ვაკვირდებით აწ უკვე მრავალჯერ ნახსენებ აპოლონს. -ნახე რა დაგივარდა, ჩემს ოთახში.- მუჭს ჯეირანის სახურავივით შლის და ლანას საყვარელ კულონს, თვალსაჩინოდ ატრიალებს. - დამიბრუნე! ფეხზე ხტება ლანა და აპოლონის წინ ჩდება წამში-დამიბრუნეთქო ვირო! -გაუზრდელო ბავშვო, ვირობას რა პონტში მკადრებ? -დამიბრუნე ეგ კულონი და მშვიდობიანად დავიშალოთ-ხელებს მაღლა სწევს ლანა და გარიგებას სთავაზობს რაზეც აპოლონი აშკარად უკმაყოფილოა. - შემეშინდა ბავშვო, როგორი მამაცი ყოფილხარ- აშკარა ცინიზმით უღიმის აპოლონი ჩვენს მოხიბლულ ლანას. -მშვიდობა შემოგთავაზე, არ გინდოდა? ჰოდა შედეებზე პასუხს არ ვაგებ. -დაწყნარდი ბავშვი. -არ მიბრუნებ კულონს?- ბოლოჯერ ჩაეკითხა განრისხებული ლანა ბიჭს, ასე თუ ისე ჩვენ ვიცნობდით ჩვენს საუკეთესო მეგობარს ამიტომ ტელეფონი ჩანთაში ჩავიდეთ და გასაქცევად მოვემზადეთ. - არა.- ამაყად პასუხობს განწირული აპოლონი, რომელსაც სახეზე მოულოდნელად მინიჭებული ტკივილი სულ რაღაც წამის მეასედში აჩდება, ეჰ რა ბიჭი დატოვა უშვილოდ? ლანა სწრაფად აცლის ხელიდან მოკუნტულ ბიჭს ყელსაბამს -გავიქეცით, გავიქეცით - ხელს გვავლებს და ჩვენც რამდენიმე წუთში ბათუმის ქუჩებში, თავაწყვეტილი გიჟებივით მივქრივართ. -დავიღალე შვილო, გავჩერდეთ. -გულ ამოვარდნილი ვუტყაპუნებ ხელს მარის და კედელზე აყუდებულები სულის მოთქმას ვცდილობთ. -რა საჭირო იყო ეს სცენები, გეთხოვა თავაზიანად- ამბობს მარი და წითელი კაბის ბოლოს ძირს უშვებს, ალბათ სირბილში ხელს უშლიდა - რა საჭირო იყო ეს სცენები? მოეცა ჩემი ნივთი და გავამაზინებდი!- სიტყვაში არ ჩამორჩა ლანა -დაოკდით ახლა, მშია წამო კექსები ვიყიდოთ- ვთავაზობ იდეას, რომელც ორივეს აშკარად მოსწონს. *** აიფონის გამაყრუებელი ზარის ხმა მაღვიძებს, ჰო არა მარტო მე -გამორთე შე უბედურო - კივის ლანა და ოდნავ მოფხიზლებულ სოფოს პანიკაშიაგდებს - დაოკდი კაპანაძე- უყვირის სოფო ლანას და ახლა მე მიშტერებს თვალს.-გამორთე თუ აღსასრულს არ დაეძებ- მუქარა იგრძნობა - გამოვრთე, გამოვრთე- ხელით ვწვდები ტელეფონს და მაღვიძარას ვთიშავ - აუ ახლა რა დამაძინებს? გამომერთო ეს მაღვიძარა-ვჩურჩლობ ჩემთვის და ფეხზე ვდგები, დილის პროცედურების ჩატარების ჩემდეგ სპორტულებს ვიცმევ და ნომრიდან გავდივარ, ლიფტში შევდივარ და პირველ სართულზე ჩავდივარ. -გამარჯობა, სავარჯიშო დარბაზი სადაა?- ვეკითხები მისაღებში მყოფ გოგოს. - მინუს ერთ სართულზეა, აი იმ კიბით ჩახვალთ- ხელით მაჩვენებს მიმართულებას - მადლობაა. დარბაზში შესვლიდან დაახლოებით ნახევარი საათი სარბენ ბილიკზე ვირთობ თავს, მერე ადგილობრივი ტრენერის მოჟუჟუნე თვალებს ვეღარ ავუდივარ და საკუთარი საჯდომის დამალვით ვერთობი -ძალიან კარგი ფორმები გაქვს ლამაზო.-შორიდან ცქერას ეშვება ბიჭი და უაზრო სიტყვებით მიახლოვდება, ყველა იმ ერთით აზროვნებს თუ სხვებიც არიან? -მადლობა -შენი სახელი? -ნატრული- კაცის სახეზე მეცინება თუმცა არ ვიმჩნევ, მხოლოდ გულში ვიკრავ სახეზე იმ სასოწარკვეთილ ხავილს რასაც ძირითადად საზოგადოებაში არ ვაჩენ. -ძალიან კარგი სახელია, ბებიაჩემს ერქვა ნატო - ნატო არა, ნატრული- ვუღიმი მომაჯადოებლად -კარგით, გვარი მშვენიერო ნატრული? - სირაძე -ო გვარიც როგორი შესანიშნავი გქონიათ მშვენიერო-გაოცებას ვერ მალავს თუმცა ჩემი ფორმები ნამდვილად შესანიშნავია. -მადლობა. მობეზრებული ვეუბნები უკვე და ის ისაა ოფლიანი ხელის ჩემზე მოთათუნებას ცდილობს, საიდანღაც ზევსი რომ მეცხადება მშველელად. - მაპატიე გვიან გამეღვიძა პატარავ დიდი ხანია აქ ხარ? - არა ცოტა ხანი იქნება- მსახიობს შეშურდებოდა ჩემი ღიმილის - კაი დარბაზია არა საყვარელო?- მხარზე მხვევს ხელს ზევსი და გარემოს დათვალიერებას იწყებს. - შესანიშნავიიი. შეყვარებულივით ვეხვევი დაკუნთულ სხეულს და სიცილით ვუყურებ გაძურწულ ტრენერს -მადლობა დახმარებისთვის- სწრაფად ვშორდები ბიჭს და ნამდვილი ღიმილით გავყურებ -დიდი არაფერი გამიკეთებია, მაგარი სი*ი როჟაა და ეტყობოდა არ შეგეშვებოდა - ნამდვილად ეტყობოდაა- ხელებს ვწევ თანხმობის ნიშნად და იქვე გადაკიდებულ პირსახოცს ვავლებ ხელს. -ანდრო დადიანი- ხელს მიწვდის ზევსი -მარი გველესიანი- ვართმევ ხელს და ტელეფონს დავყურებ, რვის ნახევარია - სასიამოვნოა მარი, გეჩქარება? - არაა - ყავაზე რომ დაგპატიჟო რა აზრის ხარ? - შეგიძლია დამპატიჟო, თავ მომწონედ ვუღიმი და გასასვლელისკენ მასთან ერთად მივდივარ, განა რამით განსხვავდება იმ ტიპისგან, იქ რომ ჩემთან კომპლიმენტებით ცდილობდა თავის მოწონებას, არა. იგივე ნაირია ოღონდ მისი დაკერვის ტაქტიკა მეტად კომფორტული, სასიამოვნო და ხელსაყრელია. ყავის დალევის, ნაყინის შეჭმის და ზევსთან საუბრის შემდეგ ენერგია მოზღვავებული ავდივარ ნომერში და მძინარე გოგონებს ვავლებ თვალს ერთი კარგი იდეა რომ მომდის. -სოფიი ლელა რეკავს და უპასუხე თორე გასკდა რეკვით- ჩუმად ვფხუკუნებ და ხელში დაჭერილ ბანანს ყურზე ვადებ გამოუფხიზლებელ სოფოს. -დიახ ლელა მას... ალო მას... ალო... ჰა გათიშა მაწოდებს „ტელეფონს“ უკან, თუმცა შემთხვევით წითელი ტელეფონის მაგივრად ხელში ბანანს რომ ამჩნევს მკვლელი მზერით მიყურებს და ევლის სისწრაფით ხტება ლოგინიდან, აი სად დამერხა. -მარიააამმ! -ჯანდაბა სად გავიქცე? თვალს კარისკენ ვაცოცებ და მთელი სისწრაფით გავდივარ კარში, სხარტად ვუქცევ გვერდს დერეფანში მომავალ ზევსს, აპოლონსა და ვიღაც მესამეს, სამაგიეროდ ქალბატონი პიჟამა ასკდება „ვიღაც მესამეს“ და კატასტროფა გადარჩენილი ნელა შევრბივარ ლიფტში. -მადლობა უფალო-ხელის გულეებს ერთმანეთს ვადებ და მაღლა ვიხედები. *** -დაწყნარდი ახლა ვაა ვამშვიდებ აწიოკებულ სოფოს, რომელიც წესით უკვე უნდა დამშვიდებულიყო -არა რა ლანა როგორ გამიბედა მაგ იდიოტმა? რა ეკითხება ერთი სად როგორ ვივლი. -კიდე კაი სალტამ არ გიმტყუნა და არ დაალაგე მკერდი, სხვას რას დაეძებ?- სიცილით ვამბობ და პირთან მიმაქვს წყალი რომლის დალევას უკვე ორი საათია ვცდილობ, გამოცდილებით გეტყვით, სიცილი და წყლის სმა მაგნიტისავით განიზიდავს ერთმანეთს. -ვაიმე, აბა შენთვის ეთქვათ იგივე, აიფოფრებოდიი და ციხეში მოგიწევდა შვებულების გატარება -მებღვირება სოფია და მოკლე კაბას მრგვალ თეძოებზე ირგებს -აუ რა გითხრა ახლა ისეთი? - მგონი აღარ მჭირდება ნაშას მოძებნა, ღმერთმა ხელებში ჩამიგდოვო, ვერ ეღირსოს უკეთესი ქალი. - ანუ ტიპმა წაქცევას გადაგარჩინა, კაი უკბილო ხუმრობა თქვა, მაგრამ გარტყმის ღირსი არ იყო. - კაცი უშვილო დატოვე ყელსაბამის გამო და მე მეუბნები სილაზე რამეს? ვაბშე შემეშვი. სადაა ეს უტვინო ? -ვინ? -მარი. -მერავიცი?ტელეფონი მაინც წაეღო- სინანულით ვუყურებ მაგიდაზე მიგდებულ აიფონს. ხსენება და კარის შემოღებაც ერთია -თეთრი დროშით ვარ! კარში ყოფს თავს მარი და სიცილით მოდის - აი პროსტა ხმა თუ გაგცე შენს გამო ვიღაც ლაწირაკებს ვეგონე- უბღვერს სოფო და მაცივრიდან ბახმაროს წყალს იღებს - აუ არ გამოვარდნილიყავი შენც კიდე ქაჯივით - ვაიმეე დილის 9 საათზე გამაღვიძე ლალი გირეკავსო, რას ელოდი ერთი? - ვაიმეე მე მასე ექვსის მერე გარეთ ვიყავი მარა აბა ვინმემ თუ მიკითხეთ? არაა ვის ადარდებს მარი? კინაღამ ვიღაც მახინჯმა კუნთიანმა მომიტაცა -რაააოოო? - გავიკვირვე და სოფოს გადავხედე, აბა ბრაზი? ფაფუუ. - ჰე მოყევი დაგვაღამდა - ანუ ჩავედი ქვემოთ სავარჯიშოდ, ვივარჯიშე ნახევარი საათი და რომ გავიწურე ოფლში ვიღაც იდიოტი ტრენერი არ დამადგა? მოვიხიბლე შენი ფორმებითო რა მშვენიერი ხარ რა მშვენიერი სახელი და გვარი გაქვსო და ასე... - ვაიმე მანიაკი არ იყოს ვინმე მაგ გაკლია მარტოო სრული ბედნიერებისთვის, ერთი წელი არ ვიცოდი შენი სახელი მაგას რანაირად უთხარი? - ამბობს ჩემს სათქმელს სოფო - ვაიმეე, ჯერ ეს ერთი 2 წლისამ თუ ვერ დაიმახსოვრე ჩემი სახელი ეგ ჩემი პრობლემა არაა, მერე მეორე იმ ბიჭს ვუთხარი ნატრული სირაძე მქვიათქო, ნეტა მაგის სახე გენახა რო გადაწითლდა ძლივს შევიკავე თავი, მეთქი ვსიო შემეშვება და დაიწყო რა მშვენიერი სახელი და გვარი გაქვსო და ის იყო უნდა მოეთათუნებინა ხელი ჩემს საჯდომზე ზევსი რომ გამოჩდა - აბა ზევსი? აპოლონის ზევსი? - ჩავეკითხე ინტერესით - ო ზუსტად ეგ, აიიი მაგას რომ არ გადავერჩინე შემჩებოდა ის ყვითელ კბილება კაცი ხელთ - კაცი სხეულზე რომ ზრუნავ და კბილების გახეხვა რომ გეზარება რა უნდა უწოდოო იმ ტიპს რაა- იცინის სოფო და ახლა ფეხები მაგიდიდან სკამზე გადააქვს -აუ რა ვირბინე გუშინ დავწვავდი ერთი შვიდას კალორიას. -კი კი იმწუთში- ვეკრიჭები სოფოს და საათს ვუყურებ, ორი ხდება -აუ წამო გავისეირნოთ. - რა დროს გასეირნებაა? იწვის მთელი ბათუმი- ჯუჯღუნებს სოფო - მე ბევრიც კი ვისეირნე დღესს- მხარს უჭერს მარი სოფოს - აუ კაით არ მინდა, წავიდეთ ბარემ თბილისში, რა მნიშვნელობა აქვს კინოს სად ვიყურებთ? - ვოხრავ და საწოლზე ვენარცხები, სრული კრახი ჩემს სევდას არავინ გამოყოლილა. -ზაგარი მინდა - მეც მინდა ლანაა, პროსტა ახლა გარეთ გასვლა და ჩახრუკვა ერთია. იმედებს მიკლავს მარი და მეც უიმედოდ პუფში ვეშვები. *** - წამო გავიდეთ ზღვაზე- ვეკრიჭები ორივეს, როცა მზე უკვე არც ისე საშიშ ფაზაშია და ლანას გახარებული სახით თუ ვიმსჯელებთ, გზა ხსნილია -ღირსი ხარ არ გამოგყვე მაგრამ ხომიცი როგორი კეთილი ვარ- ინაზება და ჩემოდნიდან ფოსფორისფერ "კუპალნიკებს" იღებს -აუუ ესპეეფი დამრჩა, ეჰ რა იყიდის ახალს?- წუწუნებს მარიკუნა და ზღვას გაყურებს. -მე მაქვს და მოგცემ გინდა? - აუ კიი სოფ, შენ ხარ იმენა ბესთიიიი - სიხარულით ამბობს და ამჯერად ის იღებს ნარინჯისფერ კუპალნიკსჩემოდნიდან - შენი რა ფერია? - აი ამ ფერია- კარადიდან ვიღებ ჩემს შავ კუპალნიკებს და გოგონებს ვანახებ, სულ რაღაც 15 წუთში ჩანთები მზადაა, რომლებიც გატენილია წიგნებით პირსახოცებით ფრიალა კაბებითა და ათასი წვრილმანით. - როგორც იქნა მომედო ფერიი- სიცილით ამბობს მარი და მცხუნვარე მზის ქვეშ გაგორებული ფეხზე დგება - აუ წამო ნაყინები და ყავები ვიყიდოთ - აუ ბაზარი არაა- ვეთანხმები და სათვალეს თავზე ვირგებ 10 წუთში ჩვენი სასტუმროს გვერდით მდგომ კაფეს ვუახლოვდებით და ახლა მახსენდება რომ არც კი შევსულვარ წყალში - ხოარიცით სასტუმროს აქვს აუზიი? - კი როგორ არაა დილით დავინახე, თუ არ ვცდები რამდენიმე სახეობისაა- მარწმუნებს მარიკუნა - ჰოდა მაშინ მანდ წავიჭყუმპალავებ, ამ ბინძურ წყალში რომ არ გავცურო.- ვეუბნები გოგოებს და თან კაფეში შევდივარ - სამი შოკოლადის ნაყინი და სამი ცივი ყავა- უღიმის ლანა მიმტანს, მიმტანი უსიტყვოდ გვშორდება და ბარისკენ მიდის, რამდენიმე წამში ვიღაც პირველყოფილის ხმა მესმის - ვაა აქ ვინ ყოფილააა... - ვაა აქ ვინ ყოფილააა... ვიმეორებ მის სიტყვებს და თავს უკან ვხრი, თავზე ჩამომდგარ პირველყოფილს რომ ვხედავ. - ვაიჰ იდიოტი მობრძანებულა - დაწყნარდი პატარავ - დააწყნარე მანანას ბოჩოლა - ჩემო ბოჩოლაა- მიყურებს ცინიკურად და მოპირდაპირე მაგიდიდან სკამს აჩოჩებს, ახლაღა ვამჩნევ მის უკან მდგომ აპოლონს და ვიღაც მესამეს - დაუკრეფავში ნუ გადახვალ შენთვის აჯობებს -ბოჩოლა, სოგარეტს ეწევი? - არა! - აბა ბაბუაჩემის ხმა რატო გაქვს? - ვაიმე შემეშვი პირველყოფილო! გაბრაზებული ვართმევ მიმტანს მოწოდებულ ნაყინსა და ყავას. - ლამაზი ფერის საცურაო კოსტუმი გაცვია- ხამივით ჩამშტერებია ძუძ*უებში და სახეზე იდიოტის სიფათი აქვს მორგებული, ან ისედაც მისი სახეაა - რა სცადე ახლა? ვითომ კომპლიმენტიი? - არ გაჭრა ალბათ ჰო? ისერიოზულებს სახეს და ფეხებს 180° შლის - ისედაც ვიცოდი რაზე რა მაცვია, ლამაზი რომ არ იყოს არც ჩავიცვამდი -ვუღიმი თავდაჯერებული და საწრუპიდან ყავას ვსვამ, ამას როდის დაუდგეს ყავა? მის ხელებში მოქცეულ ყავის ჭიქას დავყურებ გაშტერებული, ოო რა დროს თვალის გაშტერება იყო? ვაქნევ თავს და აზრზეც მოვდივარ - ოჰ ტიპიური ნაშა ხარ, თავი განსაკუთრებული თუ გგონია ძაან ცდები - მიღიმის და სკამს უკან სწევს - ბიჭებო წავიდეთ გველოდებიან - მითითებას აძლევს ახმახებს და ხუთ წუთში ისევ ჩვენ სამნი ვრჩებით მაგიდასთან. - მოვწონვარ ამ ტიპს, თან უეჭველი. ვიცინი ბოროტულად და განრისხებულ ლანას ვუყურებ რომელსაც წუთის წინ იმ აპოლონთან დაემთავრენინა ჩხუბი - რაო რა მინდაო? - ვერაა ტიპი, მგონი მართლა უშვილო დამტოვეო, მეთქი წადი გამოკვლევები ჩაიტარეთქო და მოდი და ჩამატარებინეო, ხისთავისნიი სვანი ეგ - რაიცი შენ სადაურია?- ჩავეკითხე ინტერესით და მობუზულ მარის გავხედე - მითხრა გვარი ქალო, ამილახვარი ვარო მოიცა რა ერქვა? ჰო, მაგას აჩი კი არა კუკური უნდა ერქვას. -ო ზედგამოჭრილი იქნებოდა აპოლონზე კუკური. პირდაპირ პროპორციულადაა კავშირში. მარი რა იყო შენ რაზე ჩაფიქრდი? -ანდროზე, აი იმ მესამეზე. -რა იცნობ? -წინაზე ტრენერმა რომ გამი*რაკა, მაგ ჩაერია. -ვაა, მერე რაო ახლა რა მინდაო? -არც არაფერიი, მგონი ვერც მიცნო, მე კიდე მეგონა მოვეწონე... -შენ ვის არ მოეწონები? ხოიცი ბიჭების ტექნიკა? ისე იზამენ ვითომ სულ ცალ ფეხზე მაგრამ არაა, ძაანაც ადარდებთ. არ იდარდო შენ ძალით დაგაიგნორებდა.- ვამხნევებ და ნაყინს ვაგემოვნებ, მმ გემრიელია. *** გვიან დაძინების გამო, გვიანაც გაიღვიძა, თუმცა არც ისე გვიან ალბათ ათი საათი იქნებოდა სახის პროცედურებს რომ მორჩა და ისევ სპორტულები მოირგო ტანზე და სპორტ დარბაზში ჩავიდა, დაახლოებით საათ ნახევარი ივარჯიშა და შემდეგ სევ ნომერში ავიდა, იბანავა და თორმეტი საათისთვის აუზზეც ჩავიდა, მოხდენილი ნარინჯისფერი საცურაო კოსტუმი ხორბლისფერ კანზე და ლამაზ ფორმებზე შესაშურად აჯდა. -ჰო დედა, აუზზე ჩამოვედი... არა ზღვაზე მარტო არ გავალ... რა დამახრჩობს აუზში?... კაი დედა ნუ ნერვიულობ...არა, ეძინათ გოგოებს... მოგიკითხავ მერე...ხო ვთქვი აუზზე ვართქო..- დედამისს ელაპარაკებოდა მოულოდნელად მხარზე შეხება რომ იგრძნო და უცებ შეტრიალდა, ნაცნობი სახის დანახვისას ქალურმა სიამაყემ იჩინა თავი და არაფრად ჩააგდო, რამდენიმე წუთიანი საუბრის შემდეგ კი დედაც დაემშვიდობა, და ბიჭს ახედა გოგოს სხეულს რომ აშტერდებოდა კარგა ხანს. -სალამი ლამაზოო- ამოიღო ბიჭმა ხმა და ოცდათორმეტივე კბილი გადმოაგდო, არა დებილურად ნამდვილად არ იღიმოდა. ლამაზი, თეთრი კბილები ჩაწიკწიკებული ჰქონდა. -პრივეტ- უხეშად უპასუხა და ფეხსაცმელები გაიხადა, წყალში გადახტომას გეგმავდა, თუმცა პროცესს აჭიანურებდა. -ერთად გავცუროთ? -ანუ? -შევეჯიბროთ. -არა გმადლობ... ცივად გაუღიმა და წყალში თავით გადაეშვა. *** -არა ანა დეიდა არ ამოსულა ჯერ, აუზზე იქნება- არწმუნებდა მარის დედას, ლანა და თან ცდობდა მარისთვის მიეწერა - მოვა აბა სად წავა?... რა დაკარგავს ბათუმში? თბილისზე უკეთ ბათუმის ქუჩები იცის- ის ის იყო ნერვიულობა მასაც ეწყებოდა საკეტი რომ დაწრიპინდაა და ქალბატონი მარი კარში გამოჩდა - აა მოვიდა ანა დეიდა, რაღაა სანერვიულო?... აი დაგალაპარაკებთ... -გამომართვი იდიოტო, რას დაიარები აქეთ იქით? -შეუბღვირა გოგოს და ტელეფონი მისცა - ალო დე... ჰო დამიჯდა ტელეფონი... დატენვა დამავიწყდა... ვაიმე ნუ ნერვიულობ დედა, ხომიცი ადრე მეღვიძება სულ... გადაიტანს ერთხელ გაღვიძებას... ოო არაა სირცხვილი... მიყვარხარ დე... წავედი... რას მეჩხუბები ლანა? -მიუტრიალდა ლანას და მძინარე სოფოს გადახედა. -არც კი იფიქრო რამე, გაიგე? ხმამაღლა არა მაგრამ ისეთი ტონით უთხრა ლანამ ადილზევე უკუაგდო ფიქრები მარიმ -მე გავდივარ ახლა და აწიოკებულიარ დამახვედრო, შეარგე ადამიანს ცხოვრება! -ოო რა უჟმური გახდი ამ ბოლოს რა არის.- ჩაილაპარაკა მარიმ და ლამაზი გვირილებიანი იისფერი კაბა გადმოიღო კარადიდან.- სად მიდიხარ?- კითხა შავ მოკლე კაბაში გამოწყობილ ლანას და თაროზე დადებული ტელეფონი აიღო -ნაშობა უნდა დავკერო, ვეჭვობ უშეყვარებულობას ვეღარ ავიტან. -ოჰ, ოჰ ჩვენ რო ვიტანთ შენ რატო ვერ იტან? წარბი აუწია მარიმ და წყალი დალია. -აუ შემეშვი, მარტო უნდა წავიდე თორე თქვენთან ერთად სად მაქვს შანსი? -ამბობს ყველაზე ლამაზი გოგო, ეჰ ლანაა ნეტა ჭკუა მოგცენ. ხელი ჩაიქნია თან კაბა ჩაიცვა და თან შეშმუშნულ სოფოს გადახედა. -შენი ტანის შემყურე მალე დორბლებს დავყრი შენთან და სოფოსთან ერთად ერთი დაბალი მსუქანი ვიჩითები. - დაიწყე მერე ვარჯიში, ვერ ხედავ მეც და სოფოც ერთ ტანზე ვართ. - მერე ეგ მარტივი რო იყოს ვინმე დამასწრებდა? - ოოო ნუ ხარ ერთი ეს წუწუნა, თავიდანაა რთული და მერე სასიამოვნოც კია, ჰე ახლა გადი თუ გადხარ. - აათვალიერა უკვე გამოპრანჭული ლამაზმანი -აუ ჰო, აბა ჩაოო.- ხელი დაუქნია და კარებში გაუჩინარდა. -გაიღვიძე გოგო! ყოველგვარი სინაზის გარეშე ჩასძახა სოფოს და წამოფრენილ გოგოს სიცილით გახედა. -იდიოტო! რას გამაღვიძე? -ზღვაზე ხარ თუ სახლში, დაწექი და იძინე სამარადისო ძილით, ოღონდ აქ არა. ისე რო იცოდე ორის რაღაც წუთებია, და გირჩევ სასეირნოდ წავიდეთ - კაი მართლა? ასე მალე როგორ გადის დრო?- მაგიდაზე დადგმული ჭიქიდან მოსვა და ფანჯრიდან გადაიხედა-აუ წამო სადმე რესტორანში ეე -აუ ბაზარი არაა, მიდი სახე დაიბანე და მე აგირჩევ ტანსაცმელს -ოქეიი ბეიბ...- სოფოს შესვლის შემდეგ კარადას აღებს და მწვანე ფოსფორისფერ მოკლე კაბას არჩევს -ლოგინზე დავდე, მე მაკიაჟი უნდა გავიკეთო და შენ ჩაიცვიი- ეუბნება სახე დაბანილს და მაკიაჟის ჩანთას ხსნის. *** -მობრძანებულა პატარა ბავშვი- ყურში ჩამჩურჩულა უკვე ნაცნნობი სურნელის მქონემ -რა იყო რას ზადნაობ წინ და უკან?- ალმაცერად ავათვალიერე და სიგარეტ მომარჯვებულს ბრმად გავუღიმე -მომენატრე და მოგაკითხე.- ამბობს და სახეს ჩემს კისერში რგავს - კარგი სურნელი გაქვს სოფიკო -გულში ჩაგივარდი ჩიტო? არ ინერვიულო, შენ ერთადერთი არა ხარ... სიცილით ვეუბნები და თმაზე ხელს ვუსვამ, სასიამოვნოდ უხეში თმა აქვს -კაი? გული გამიტეხე პატარა, შანსსაც არ მაძლევ?-საყვარლად ამოიხედა და ლოყაზე ცხელი ტუჩები მომაკრო - რაღაც ძალიან დატკბი შენ, სიცხე გაქვს?-შუბლზე ვადებ ხელს მზრუნველი დედიკოსავით და სიგარეტს პირიდან ვაცლი -ზედმეტებს ნუ ვიზამთო ქალბატონო სოფიკო- დამიბღვირა წამში და დაუბრუნდა ქვეყანას მივიწყებული მონსტრი -მომაწევინე რა... -ეწევი?- უცებ ამოყო თავი კისრიდან და წარბ შეხრილმა მკითხა - არა, მაგრამ ახლა მომაწევინე რა -საყვარელი თვალებით ავხედე და რომ ვიფიქრე მომაწოდებდა მაშინ წამკბინა -მერე ჩემს პირში ჩადებულს იკადრებ? -რატომ ვერ ვიკადრებ? -ჩავეკითხე გაკვირვებული, არასდროს ვყოფილვარ ისეთი გოგო სხვისი მოსმულიდან რომ ვერ დამელია, ან ისეთი სხვისი მოკბეჩილი რომ ვერ მომეკბიჩა -ვიღაც ბიჭის ტუჩებში ნამყოფ ნივთს ჩაიდებ შენ პირში? შანსი არაა, ალბათ ბიჭსაც ვერ აკოცებ თუ სპირტით არ გაუწმინდე ტუჩები- ჩაიცინა და ბოროტი მზერით შემომხედა ტუჩებზე - ეს არ ქნა სოფ, არ ააკეთო რაც ახლა გაიფიქრე, ვეძახდი ჩემს თავს თუმცა უკვე მქონდა ხელები მის კისერზე შემოხვეული და საკმაოდ მომთხოვნადაც კი ვკოცნიდი. ბოლოს და ბოლოს რომ მოვშორდი, გაუაზრებლად გადავიტარე ბაგეებზე ენა, რაზეც აღფრთოვანება ვერ დამალა ბიჭმა, ამას მაშინ ვერ ვხვდებოდი, თუმცა რამდენიმე წუთში დაგებულ მახეში გაბმული თაგვივით რომ ვიყავი მერე გავიაზრე. -ბოლოს როდის გაისპირტე?- ნიშნის მოგებით გავუღიმე და ახალი მელოდიის ჩართვას აღარ დავლოდებივარ ჩემი ნივთები მაგიდიდან ავკრიფე და მარისთან ერთად უსწრაფესად დავტოვე შენობა, ბიჭი კი იქ სცენის შუაგულ ნაწილში დავტოვე. ჩავჯექით თუ არა ჩემს მანქანაში, გულ აჩქარებულმა ბარდაჩოკიდან ვალერიანი გამოვიღე და წყალთან ერთად გადავყლაპე. - ვაიმეე რა საყვარლები იყავით, რო გიყურებდით შემშურდა, რაღაცნაირად საყვარელი როჟაა, რა საყვარლად ჩამოგადო თავი- ხითხითებდა მარი სანამ აჩქარებული გულის დაწყნარებას ველოდი. -აუ რა იდიოტი ვარ რას ვკოცნიდი? -უცებ წამოვიყვირე და მანქანა დავძარი, სულაც არ იყო სახარბიელო ყოველგვარი გრძნობების გარეშე გაპარული პირველი კოცნის არსებობის გახსენება- რომ მომშტერებოდი ვერ შემაჩერე? -აი ტიპს როგორ ევასებიი,შორიდან ძაან საყვარლად ჩანდით, იმედია თქვენგან წყვილი გამოვა -დაწყნარდი შენ, დაწყნარდი.-ჩავილაპარაკე ჩემთვის და სვეტაფორის წინ ნელა გავჩერდი.-ისე, მართლა რა საყვარელი იყო?-გაუაზრებლად დამცდა ეს სიტყვები და ტუჩი მოვიკვნიტე -ვიღაცას ბედი გაეხსნაა,-ჩაიცინა მარიმ და მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი გაიხადა. მიყვარს ეს ქალაქი. თავი ორი მთელი საღამო ველოდით კაპანაძის მოსვლს მე და მარი, ტელეფონიც გათიშული ქონდა და ნერვიულობაც ნელ ნელა გვიტევდა. - აუ მოდი პოლიციას დავურეკოთ. -გაჩე არიცნობ? სადმე იქნება შეფარებული, თან წვიმაა, ქოლგა საიდან ექნებოდა? უეჭველი სადმე კაფეშია და ჩაის სვამს.- ჩაილაპარაკა მარიმ, შესაძლოა სიმართლეიყო თუმცა იმ წამს ეს სიტყვები საკუთარი თავის დასამშვიდებლად უფრო თქვა ვიდრე რეალობის აღსაწერად. -ყავა გინდა?- ვეკითხები მარის და მდივანზე კომფორტულად ვწვები. -კიი -ხოდა გააკეთე- ვეღრიჯები და კიდევ ერთხელ ვურეკავ ლანას -ფუ რა იდიოტი ხარ, აა მეორე იდიოტი.- ხელს იშვერს კარისკენ და წყალს წრუპავს, თუმცა იმის გააზრებისთანავე ვინ შემოვიდა, თვალებს ქაჩავს და საწოლიდან კისრისტეხვით დგება. მეც არანაკლებ სიჩქარეს ვანვითარებ და გაწუმპულ ლანას ვათვალიერებთ, მარის ყვირილი რომ მესმის, რომ კითხო სანერვიულო რა იყო? -შენ გოგო ნორმალური ხარ? იცი რამდენი ვინერვიულეთ? სად იყავი ამდენ ხანს? -ვაიმე რა მაგდენ ხანს? პირველის ნახევარია და მერე მეორეც შენ ვინ გეკითხება სად ვივლი?- ტონით უკმაყოფილო ლანამ შეუბღვირა მარის. -რას ქვია ვინ ეკითხება? სულ გასულელდი? ტელეფონი გათიშული გაქვს ღმერთმა უწყის სად აგდიხარ და კიდე ჩვენთან გაქვს პრეტენზია? მოიცა ეს რა არის? -კისრისკენ მიმაქვს ხელი და საგანგებოდ გადმოწეულ თმას, უკან ვუწევ. -მე მელანდება აქ კბილები თუ შენც ხედავ?-ეჭვით ვუყურებ გაოცებულ მარის და სახითვე ვხვდები, თვალები არ მატყეუებს. -ვინ გიკბინა ქაჯო? -ვაიმე, დაშოშმინდით რაა... ის ბიჭი რომაა ხომიცით აჩი, წინაზე რომ შევუვარდით, მერე შთამომავლობა რომ დავუკარგე... -გვახსოვს მერე? -მერე ის რომ წავედი კლუბში, შევარხიე ტანი და არ ამომიდგა, უკან? ვიცეკვეთ ვიცეკვეთ ვიცეკვეთ და ბოლოს ბარში ჩამოვჯექი, მიმტანი წამეფლირტავა და ხელზე მომითათუნა ხელი, ეს რომ დაინახა ამ ვირმა დაიწყეს ბღვერვა და ის იყო უნდა წამოვსულიყავით ხელი დამავლო ამ იდიოტმა და შემტენა სადღაც საკუჭნაოში, მერე დაიწყო -ძალიან მომწონხარო, ჩემი გახდები ერთ დღესო, იოცნებე ვიროთქო. რა ლამაზი ხარო, შენ ხარ კოშმარითქო და მერე ბავშვი ხარო და იქაც ვიჩხუბეთ, მერე უცებ მაკოცა და ვეღარ მოვთოკე ეს ხელები და გავულაწუნე, მერე აჭრილმა კისერში მიკბინა, და დაიმახსოვრე ეს ნიშანიო. ძაან გალურჯდა ხო?-სარკეში იხედება და გაკვირვებულებს თვალს გვავლებს. -სოფფ, ჩემი აზრით ბათმში თქვენი სიყვარულები იპოვნეთ უკვე- სიცილით ამბობს მარი და ამატებს- დღეს ამანაც იკოცნავა, დავრჩი მარტო- თავს აქნევს და სიცილით ძვრება საბანში. -ვაა მართლა?- გაკვირვებული ლანა მიყურებს და ტელევიზორში - coldplay-hymn for the weekend-ს რთავს - ჰო მართლა, მარი ხვალ რომ ადები გამაღვიძეე, მეც უნდა ვივარჯიშო. -ვაა ძაან კაი, დააყენე მაღვიძარა თორე მე რომ ვცადო შემოგაკვდებიი.- სიცილით ამბობს და მუსიკას ყვება -When I was so heavy Poured on a symphony -Got me feeling drunk and high So high- მეც ვყვები მუსიკას და სააბაზანოში შესულ ლანას ვაყოლებ თვალს ჩვენი სიმღერა რამდენიმე წუთს გრძელდება, მერე მობეზრებული ვაქნევ თავს და უაზროდ ვუყურებ მუსიკის ვიდეოს. - დავიძინოთ ჰო?-ვეკითხები მარის და პულტს ვწვდები. -ჰოო, ძილინებისა. -ძილინებისა მარო. თვალებს მალევე ვხუჭავ და მორფეოსის სამყაროში მალევე გადავდივარ... *** -სოოფ, სოფიკო... - დამჩურჩლებს თავთავ ვიღაც -მმმმ... -სოფო გაიღვიძე- იმეორებს ჩემს სახელს, მაგრამ ახლა უფრო ახლოდან მესმის -ამმ -გაიღვიძე ქალო! - როგორც ჩანს ჩემი მეგობარი მარი დამჩხავის თავზე ყვავივით და მოურიდებლად ყვირის ჩემს ყურთან -რაიყო ქალოო! მაცადე ძილი! -რა რაიყო? სავარჯიშოდ წავიდეთო შენ არ თქვი?- გაბრაზებული დამყურებს მარი და მეც დამნაშავესავით ვხრი თავს და შუბლზე ხელს ვიჭერ, -ჰა ადგები ახლა თუ? -რომელი საათია? - შვიდის ნახევარიია -ლანა სადაა? -ძინავს, ადექი ახლა- ხო დამღალა ვა, ვინაა ეს მჩხავანა? -ვდგები, ვდგები- საბანს ვიხდი და საწოლიდან ზლაზვნით ვდგები, სპორტულებში გამოწყობილი მარი სარკის წინ ტრიალებს და მირორ სელფებსაც არ აკლებს. დაახლოებით ნახევარ საათში დარბაზში ვართ, კარგი სიტუაციაა, წონებით ვივარჯიშეთ, ვირბინეთ და კიდევ ვარჯიშს ვაპირებდით ოთახში ანდრო რომ შემოდის. - აი თურმე რატომ დგები დილაობით სიხარულით, ასეთი მყავდეს მეც სიხარულით გავიღვიძებდი დილაობით.- ვიცინი და ხელზე მხარს ვკრავ მარის, ჩვენკენ მომავალი ანდროს დანახვისთანავე კი ადგილს ვწყდები და დარბაზიდან ვიპარები, უკან მოხედილს კი ხელში განრისხებული მარი მხვდება, რომელიც აუცილებლად მანანებს გასაჭირში რომ დავტოვე. დარბაზიდან გასვლისთანავე შევრბივარ ლიფტში და ჩემს ნომერში ვბრუნდები. დროა ზღვაზეც გავიდე. -ნახე გავფერადდი, პირველად მომეკიდა ასე კარგად- აღტაცებული ველაპარაკები ლანას რომლიც არც კი მისმენს-ანამ მომწერა ჩამოვდივართო- ამის გაგონებაზე თვალებს ჭყეტს და გაოგნებულიმაშტერდება -აბა გიგი სამსახურიდან არ გამოუშვესოო? - საღამოობით დრო დაუმატებია და ერთი კვირა გაუთავისუფლებია.- ვეუბნები და მარის ვწერ „სად ხარ? რომ ამოხვალ ნაყინები ამოაყოლე“ ვუგზავნი და ველოდები როდის მიპასუხებს, წუთიც არ გადის ტელეფონი რომ წრიპინებს . „ჯოჯოხეთს ამოგიტან, ცოტაც დამელოდე“ „რას მერჩი? რა გავაკეთე ახლა ისეთი?“ „რომელი ნაყინი გინდა, მალე მითხარი!“ „ბარამბინო, კარამელის<3“- მესენჯერიდან გამოვდივარ და ფეისბუქზე შევდივარ, ანდრო ამილახვარი გვყავს მოსაძებნი, ყველანაირად მოვძებნე, ქართული და ინგლისური შრიფტით, თუმცა notification მომდის და მეც მესიჯს ვნახულობ „მაინც ვერ გადამირჩები, გულებს ტყულად აგზავნი“ „kai DD shemirigdebi da mere rogoor<333, ise sad khaar?”- ისევ ფბზე შევდივარ, ამჯერად ვპოულობ და ფოტოების თვალერებას ვიწყებ, ფოტოებზე 400-500 ლაიქი მაინც აქვს, ისევ მომდის მესიჯი და ისევ მესენჯერში შევდივარ. “კაფეში ვარ, ანდროსთან ერთად “ „kacma rom gkitxos, zesimpatur bichtan darchenis idea ar mogewonna” “მე იმას ვერ ვიტან, დებილივით რომ იქცევი.“ „debili shen khar, gakoce paka”-ვემშვიდობები და ტიკ ტოკის ყურებაში გართულ ლანას ვუწვები გვერდით. -სადაა მარიკო? -კაფეში, მიჯნურთან ერთად. -ვაა ვაა... *** მთელი დღე ისე გადის, იმ ბიჭს ვერსად ვეყრები, თითქოს სურვილიც კი მქონდა სადმე მენახა. ღამის სამის ნახევარია ლანას და მარის ძინავთ, ტელევიზორში დორეან გრეის პორტრეტს ვუყურებ, ის ისაა ფილმი მთავრდება და ეკრანის გამორთვას ვაპირებ ტელეფონზე შეტყობინება, რომ მომდის. თავი სამი მთელი წელი იმ სანუკვარ დასვენებას ველოდი, სამსახურიდან და უნივერსიტეტიდან გათავისუფლებისთანავე ბათუმში რომ გამიშვებდა, მაგრამ არაა, რათქმაუნდა ჩემი სამსახური ყველასგან განსხვაავებული ხომ უნდა იყოს? ხოდა ბათუმში წასვლის შემდეგ სულ რაღაც ოთხ დღეში შემოდის შეტყობინება მენეჯერისგან, ჰო თან შუა ღამით. „სოფო, შენი შვებულება ერთი კვირის დამატებით გადაიდება აგვისტოში. უფროსობის დავალებით სასწრაფოდ უნდა გამოცხადდე სამსახურში მთელი კვირით ! თუ ხვალ დილით სამსახურში არ გამოცხადდებით, სამსახურიდან გათავისუფლების განცხადებას მიიღებთ. უფროსი მენეჯერი, ნიკა ტალახაძე.” ხოდა მეც ავიბარგე, მძინარე გოგონებს ერთი ვაკოცე და ბინის კარი გამოვიხურე, ჩემი დასვენება ტრა*ში ჩაეფლო! ვის გაუგია ასეთი უპასუხისმგებლობა? თუ მასვენებენ დამასვენონ, თუ არადა გამაფრთხილონ ადრე, დამეძინა მაინც... იქვე მაღაზიაში ენერგეტიკულს და ყავას ვყიდულობ, მანქანაზე ვჯდები და გეზს თბილისისკენ ვიღებ. თბილისში რომ შევდივარ თერმეტი უკვე დაწყილია, მგზავრობისას ავარიაში რომ არ მოვყოლილიყავი ცოტა ხნით დავისვენე, მალევე მივდივარ ნაცნობ კორპუსთან და ნივთები ამაქვს, შხაპის მიღების შემდეგ სწრაფად ვწესრიგდები და კომპანიაში მივდივარ, მაგრამ ჩემი შესვლა და მენეჯერის დანახვა ერთია, ოო როგორ ვერ ვიტან მის სახეს, ნეტავ ერთი კარგი გარტყმა შემეძლოს.. -სოფო! როგორ დაისვენე? -საშინლად- ვპასუხობ პირდაპირ და გაღიზიანებული ვიწვალებ შუბლს. -ნუ მეუხეშები, შენი უფროსი ვარ! -იმკაცრებს ხმას, თუმცა ყველამ კარგად ვიცით არაფერს არ დამიშავებს, ჩემზე ყურებამდეა შეყვარებული, იდიოტი. -ვიცი! რისთვის დამიბარეთ? -რამდენიმე საქაღალდე უნდა წაიღო, შეავსო და ხვალ ისევ მოიტანო. -ამისთვის ჩამოვედი ბათუმიდან?-ნირწამხდარი ვეყრდნობი კედელს და ნერვებმა რომ არ მიმტყუნოს ფრჩხილებს მთელი ძალით ვაჭერ ხელის გულს. -რამე პრეტენზია გაქვს? -დიახ მაქვს, შებულების დროს ჩემი ნახვა თუ გინდა, შეგიძლია მომწერო. ახლა კი ამ საქაღალდეებს ავიღებ შევავსებ და დღესვე დავბრუნდები უკან! -შენი ნახვა რად მინდოდა?-ფუ რა ქალაჩუნაა, ორგანულად მეზიზღება, მთელი შენობა ცარიელია, დებილი ვგონივარ? -არ გინდოდა?- სახე ახლოს მიმაქვს მასთან და ჩურჩულით ვეუბნები,- თუ არ გინდოდა მაშინ წავალ ახლავე- ვითომ ნაწყენი ვბრუნდები უკან და ის ისაა საქაღალდეები უნდა ავკრიფო, ხელს რომ მავლებს, მისკენ მაბრუნებს და ლოყაზე მკოცნის F -ძალიან მომწონხარ სოფო, ცოლად გამომყევი და ამ სამსახურში არადროს აღარ მოხვალ...- რა ამბიციებია პროსტა შეხედეთ, აი ცუდად ვარ -ცოლად ვერ გაამოყვები ნიკო, შეიძლება წავიდე სახლში? -წადი- ისევ მკოცნის ლოყაზე და საქაღალდეებს თვითონ იღებს- მე შევავსებ- შენ წადი ბათუმში- იდიოტი! - მადლობა და ნახვამდის ნიკო! -ვეკეკლუცები ნაზად ვეხები ლოყაზე და შენობას სწრაფად ვტოვებ, ოპერაცია მოვიშოროთ სამუშაო შესრულებულია, მანქანაში ვჯდები და სახლში მივდივარ, საღამოს ისევ დავბრუნდები ბათუმში, ოღონდ ჯერ ნომალურად დავიძინებ. *** ოთხი იყო ყველა ბარგი რომ მოვკრიბე და ბათუმისკენ წავედი, ხან მუსიკებს ვუსმენდი, ხან გოგოებს ველაპარაკებოდი FACETIME-ით. ბოლოს ბათუმში რომ ჩავაღწიე და ნომერში ავედი, თვალები დავხუჭე და აღარც გამიხელია დილამდე... -ჰე ქალო გაიღვიძე -მმმმ -გაიღვიზე სოფიკო თორე გადაგავლებ ამ ყინულებს-ბუნდოვნად მესმოდა მარის ხმა თუმცა ყინულები როგორც კი გავიგე წამოვფრინდი და ახარხარებულ გოგოებს გაბრაზებულმა გავხედე. -აუუ 11 საათი დავბოდიალებდი მანქანით მთელი წლის ხელფასი და ნერვები დავახარჯე აქ რომ გამომეძინა და კიდე რაღაცეებს მიჩალიჩებთ? -კაი გვაპატიეე, სიახლეები გვააქვს- ამბობს სიცილით ლანა და მაშტერდება, მეც ისევ მთელი სისწრაფით ვსწორდები და ფეხებ მოკუნტული ვჯდები ინტერესით ავსილი. -აბა დაღერღეთ -მოკლედ, გუშინწინ ხო ყელში მიკბინა-ხელით მიმითითა დალურჯებაზე და გააგრძელა- ხოდა გუშინ კაფეში ვიყავით და მომიჯდა გვერდით, ვითომ ძაან გაბრაზებული ვმოძრაობდი და ავშალე როგორც ჩანს, მერე ადგა და წასვლას აპირებდა რომ მივაძახე არ წახვიდეთქო. ტიპი ისეთი გახარებული იყო მივადნი, საყვარელი როჟაა ძაან. -ვაიმე მეც მაგარი გამიტყდებოდა, გარტყმის მერე კიდე შენ რომ ყოფილიიყავი გაბრაზებული. - ხოდა მიტო მოვაბრუნე. მარისაც აქვს ნიუსებიი! - ვა შენცა კაცო? ერთი დღით წავედი თუ მთელი წლითა? -ჩავილაპარაკე იმერელის კილოთი და გადავიხარხარე -მე როგორც ყოველთვის სავარჯიშოდ ჩავედი, და შემხვდა ვიღაც გოგოს ესაუბრებოდა და ცოტა ძაან გამიტყდა, ხოდა იმას რომ შეეშვა მერე შემამჩნია, მე კიდე მაგარი აჭრილი ვიყავი და ძაან აგრესიულად მინდოდა მოშორება, ბოლო ბოლოო გუშინ კაფეში ვიყავით და რამე, არაფერი თუ არ ვარ და სხვებსაც ეჩალიჩება ოკთქო და ვცადე ჯანდაბაში გამეშვა მაგრამ დღეს დილას საპირფარეშოს წინშემხვდა და მომწონხაროო... - აუუ პრინცების ღმერთო, გადმომიგდე მეც ერთიი- შევიტირე და ჭერს ავხედე სადაც წესით პოტენციური პრინცების მამა უნდა ყოფილიყო -აუ რა იდიოტკა ხარ რა, ეხლა ჩემს ჭიხვინს გაიგონებენ იქითა ოთახში- გადაიკისკისა ლანამ და გვერდით მჯდომ მარის ისე მწარედ გადაარტყა ხელი , მე მეტკინა. -აუ დებილოო- წაკივლა მარიმ და დაიწყეს. გაუთავებელი ჩხუბის მომსწრე გავხდი, ისევ! *** წასვლის დღე იყო, ორ კვირიანი გართობის შემდეგ თბილისისკენ მივდიოდით, სამწუხაროდ ის ბიჭი, როგორ ერქვა? ჰო, ნოე აღარ შემხვედრია, სამაგიეროდ გოგონები ნახულობდნენ უჩას და ანდროს ყოველდღე და მეც თავს ისე ვგრძნობდი როგორც „სტივი“. -ესენი როდის ჩამოვლენ?- შევეკითხე გოგოებს ბარგის თრევით დაღლილ ბიჭებზე - სამშაბათს ჩამოვალო უჩამ, მოიცა დღეს რა დღეა? -პარასკევი. -აუ რა მოითმენს სამშაბათამდე? -ვაიმეე მარ გამახსენე? ეს არიყოო უჩას უშვილოდ რომ ტოვებდა? -ცოდვებოოო! ჩემს სათუთ ბავშებს კინაღამ მამა წავართვიიი...-ამოიკნავლა და ამაზე მეც და მარის სიცილი აგვიტყდა, მარი რადიკალურად შეცვლილი იყო ანდროსთან. ლანა და უჩა კი ზუსტად იმ ურთერთბას ინარჩუნებდნენ, რასაც თავიდან. -მოკლედ შენც უნდა გიპოვნოთ ვინმე ცეცხლოვანი, თორემ შენს ადგილას მე დეპრესიისთვის შევემზადებოდი - ოჰ ჩემს ადგილას არც ხარ და არც დეპრესიისთვის მომზადება მჭირდება ძვირფასო- ბოროტულად ჩავუღიმე და წინა კარი გამოვაღე. მარი და ლანა ერთად ჩაჯდნენ, მარი კარგი მძღოლი იყო, თუმცა თუ მარტო იჯდა გაფანტვები ემართებოდა და ტრაილერსაც თავისუფლად შეუვარდებოდა ბორბლებში... *** -სოფო!- კარის შეღებისთანავე დამინახა ნიკამ, ღმერთო ოღონდ ეს მოვიშორო და გადაბმულად ვილოცებ ათი საათი!- კარგად დაისვენე? -კი შესანიშნავად. -დღეს შეხვედრა მაქვს ღვინის კომპანიასთან და აუცილებლად ჩემს გვერდით უნდა იყო, შეხვედრა ხუთზე იქნება.- რაღა ამის ასისტენტობა ვარჩიე? მეხეხა ტვალეტები! -კარგი, საბუთები ჩემს მაგიდაზეა? -კი, კი. -კარგი, წავალ მე მაშინ. -ჰო წადი...- სწრაფად შევედი ლიფტში და ჩემს თანამშრომელ თაკოს შევხვდი, რომელისაც ისევე სძულდა ნიკოლოზი, როგორც მე. -რა ყველგან ეჩხირება? -აუ რავიცი, შუა დასვენების დროს ბათუმიდან ორი საბუთისთვის ჩამომიყვანა. ახლა რაღაც შეხვედრა და იქ მივყავარ, საერთოდ ისედაც ყველაფერს თვითონ აკეთებს და მე რაში ვჭირდები? -მე რომ შენს ადგილას ვიყო, წიხლს ამოვარტყამდი. მაგის ატანას მეხუმრები?- გაიცინა თაკომ და ლიფტიც გაჩერდა, ჯერ ხო ნიკაზე ვსაუბრობდით და ახლა ჩვენი თანამშრომელი ნატკა შემოგვეჩეხა. ჰო, ავხსნი... მოკლედ ეს ნატკა ნიკოლოზზეა შეყვარებული და ამ ნიკოლოზს კიდე მე ვუყვარვარ. ცხადია ვის არ მოვწონვარ ამ სამსახურში არაა? - რა კარგია რომ შემხვდი, აი ესენია ჩასატანი და დამეხმარეე- წელავს სიტყვებს და უფრო დიდი სურვილი მიჩდება ერთმანეთზე ავაწეპო ეს ორი „ნ“. *** სამსახურიდან სამზე მათავისუფლებს ნიკა, სახლში მივდივარ და შარვალ კოსტუმს, ლამაზი შავი მომდგარი კაბით ვანაცვლებ, თმას ვივარცხნი და შავ მაღალქუსლიანებს ვირგებ. -ძალიან ლამაზი ხარ- ჩემს დანახვაზე ამბობს ნიკა და „ბეემვეს“ კარს მიღებს. -მადლობა, შენც კარგად გამოიყურები.- ჰო ხასიათებით კოშმარია, მაგრამ აღნაგობა ნამდვილად კარგი აქვს. -ნიკა ხელი! -დავუბღვირე როგორც კი ხელი ჩემს მოშიშვლებულ ფეხზე აასრიალა. -შემთხვევით, შემთხვევით...-ჰო ჰო სულ შემთხვევით... - მალე მივალთ? - აი მოვედით - დიდი შენობის წინ გაჩერდა და მანქანიდან სწრაფად გადავიდა, რა ჯელტმენია, ჩემით ვერ გადმოვიდოდი ვითომ? - მადლობა- უკანა სავარძლიდან საქაღალდე გადმოვიღე და ნიკას გვერდით ამოვუდექი. -მაგიდაა დაჯავშნილი ნოე ბურდულზე. - გამომყევით! - წინ წავიდა ლამაზი გოგონა და ჩვენც უკან გავყევით, ძალიან კარგი სიტუაცია იყო ოქროსფერი დარბაზი უამრავი სარკით. გარემოს თვალიერებაში გართულმა ვერც შევამჩნიე ისე მივუახლოვდით ჩემთვის საკმაოდ ნაცნობ სახეს, აჰ აი თურმე, რატომ მეცნო სახელი ნოე. - გამარჯობა ნიკა- ხელი ჩამოართვა ნიკოლოზას და მხოლოდ შემდეგ შემამჩნია, მერწმუნეთ მაგარი სანახაობა იყო, რა თქმა უნდა ვიცი რაც იფიქრა, ალბათ ბოლო დონის კახპადაც შემრაცხა და გულში მაგინა კიდეც, სხვათაშორის ისევ ისე უჟმური სახით იდგა, როგორც ყოველთვის. - გამარჯობა?- მომესალმა თუმცა ვინ მაცადა? სიტყვის თქმა ვერ მოვასწარი ნიკა რომ ჩაეკვეტა - ს... - სოფიო- ეჰ ნიკა და მისი მოსწრებულობა, დიდი სიამოვნებით გავუხეთქავდი თავს, თუმცა ეს სიტუაცია წყალს ასხამდა ჩემს წისქვილზე... -ოჰ რა ხალხი, რა ხალხი! - ხელების შლით შემოეგება ვიღაც ნიკას და ნოეს - ბატონო ვახტანგ! როგორ გამიხარდა თქვენი ნახვა.- ღიმილით გადაეხვია ნიკა, ანუ ეს ტიპი ხან ასეთი იდიოტის და ხან ასეთი კაი როჟის შტაბეჭდილებას რატომ ტოვებს? -ამ მშვენიერ გოგონას არ გამაცნობთ? - გაგვიღიმა კაცმა და ხელი ნიკას დასცხო, მხარზე. - ჩემი შეყვარებული სოფო კალანდია-რა შეყვარებული ეს კარგად ხოა? ნელა ვჩმეტ წელზე ნიკას და მკვლელი მზერით ვუყურებ რაზეც ხელს მხვევს როგორც ნამდვილი ვაჟკაცი და ასე ვახლოვდებით მე და იღლია... - ვა, შეყვარებული..- ჩაილაპარაკა ნოემ და სკამზე დაეხეთქა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით - ნელა შვილო.- გადახედა ვახომ ნოეს- რა კარგი გოგოა ყოჩაღ შენ! -გაუღიმა ნიკას და ლოყაზე მომითათუნა ხელი, კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა. - რა შეყვარებული გაგიჟდი? ვეკითხები როგორც კი ნოე და ვახო აბამენ საუბარს. -რომ მეთქვა ჩემი ასისტენტია და ამ შეხვედრაზე წამოვიყვანეთქო, დარბაზიდან გაგიშვებდნენ, გინდოდა ეს? - იდიოტი ხარ ნიკა!გაიძულე რომ წამოგეყვანე? ვაბშე ჩაწიე ეს ხელი! - კარგი საყვარელო. -მიღიმის ამაზრზენად და ხელს ფეხზე მადებს - შენ ქართული გესმის თუ სხვა ენაზე გელაპარაკო? - ჩავწიე ხელი, სხვა რამ იგულიხმე? - შენი ხელი მომაშორე! ნაკლები კონტაქტი თუ შეიძლება! - კარგი. - ნებდება საბოლოოდ და სკამზე სწორდება, ძლივს გავაგებინე რა მინდა. - აბა ბავშვებო, სად გაიცანით ერთმანეთი?-გვკითხა ვინმე ვახომ. - ჩემთან მუშაობს, ჩემი ასისტენტია... - დიდი ხანია ერთად ხართ? - ჩაგვეკითხა ნოე. - საკმარისად დიდხანს... - საკმარისად რისთვის- აგრძელებს კითხვების დასმას ნოე. - იმისთვის... -ჯიბიდან წითელ ყუთს იღებს და უსწრაფესად ეცემა მუხლებზე, რას შვება ახლა ეს? ოღონდაც არაა. ყუთს ხსნის და ჩემი მიმართულებით იღიმება-რომ ცოლობა მეთხოვა! გამომყევი ცოლად სოფიო - მეუბნება ისევ იმ უაზრო ღიმილით და პირველად მინდება ადამიანს ხანჯალი გავუყარო გულში და იქვე მოვკლა. ნოე თვალებ გაფართოებული დაყურებს, ბეჭედს, მე და ნიკას. სამწუხაროდ ნიკოლოზი ახლა უარყოფას მიიღებს, ჯანდაბა რამდენი ხალხი მაშტერდება! ეს რა გამიკეთე, იდიოტო!? -ნიკა! -სოფო- მგონი დაიძაბა, ჰო დროა. შენ ეხლა ყველაზე უხერხულ არას მიიღებ. - ნიკა!-თვალებით ვანიშნებ რომ შანსი აქვს, მაგრამ არა აი ისევ, ისევ იმ უტვინო სიფათს ირგებს. - არა!... ცოლად არ გამოგყვები! -რა?- ხელიდან უვარდება ყუთი და განრისხებული მიყურებს, ოღონდ არ მითხრათ, რომ დადებით პასუხს ელოდა! - რისთვის გატარებდი ხელის გულზე ამდენი ხანი? ხელს უხეშად მავლებს ხელზე და სახე ახლოს მოაქვს, ისევ ეს გრძნობა! მინდა ხანჯალი ვლეწო! სად მატარა ხელის გულზე, ურიკინებს ეს? ნიკასგან განსხვავებით ნოე ავლენს ჯელტმენობას და ნიკას ხელიდან მათავისუფლებს, ნუ ასეთი სიტუაცია არაა უცხო, როცა ბავშვთა სახლში იზრდები და არც შიშს ავუტანივარ დიდად. - რას აკეთებ ნიკა! ქალზე ხელს წევ? არაკაცი როდის გახდი?!-განრისხებული უყურებს ნოე ნიკას. -შენ ვაბშე ვინ გითხრა ჩაერიეო?! ჩემი ქალი დაგევასა, შე სი*ო? - შენი ქალი არ ვარ! იმიტომ მომიყვანე აქ, რომ უხერხულობის გამო დაგთანხმებოდი და არა იმიტომ რომ მიყვარხარ! -ამასხა საბოლოოდ და ნოეს ხელიდან გაძრომა ვცადე, მაგრამ არ გამიშვა. -ნიკა შვილო როგორ იქცევი? ასეთი არ ყოფილხარ შენ!- ებღვირება გაკვირვებული ვახტანგი და ნიკაც „ნიფხავში იფსამს“ -მე რა შუაში ვარ ვახო? შენთვის რომ უარი ეთქვათ ასე მშვიდად იქნებოდი? - არ ვიქნებოდი მაგრამ ქალის პატივისცემა თუ არ გაქვს ცოლი ვერც გეყოლება! ახლა კი დატოვე დარბაზი და დაფიქრდი შენს სიტყვებზე!-აშკარად გაბრზებულია კაცი, ფუ რა იდიოტია ნიკა... -მაგდებთ?-დაიღრინა ბოლოს, არ გამიკვირდებოდა მუშტი რომ მოეღერა და ყველა ვეცემეთ, მაგრამ ვერ შეძლებდა, ნოე უფრო კუნთიანია!ჩემს სიტყვებზე გულიანად გავიცინებდი დაძაბული სტუაცია რომ არა. - არა, უბრალოდ გთხოვ რომ წახვიდე! - მე წავალ! - ვთქვი რომ უფრო არ არეულიყო სიტუაცია, მაგრამ რითი წავიდოდი? - წამოდი წაგიყვანო! - ჩამიბურდღუნა ნიკამ, იმის შემდეგ რაც მკლავი დამილურჯა ელოდება მანქანაში როდის ჩავიჯდები? სერიოზულად? -არმინდა! -მე წავიყვან!-ერევა ბურდული -ვერ წაიყვან! -წავიყვან! ვიცნობთ ერთმანეთს! როგორმე მივაცილებ! - აიჭრა ნოე, აბა რა ახლა უხსენი იდიოტ ნიკას საიდან ვიცნობთ ერთმანეთს. -საიდან იცნობ სოფოს?- დაუბღვირა ნოეს, ეჰ ხო ვთქვი? -რამდენიმე კვირის წინ გავიცანი, სხვათაშორის ვახო ბიძია, უჩას შეყვარებულის მეგობარია. - ოჰ მართლა შვილო? -გაიკვირვა კაცმა და თითქოს უხერხული სიტუაციაც დალაგდა, მაგრამ არა, ჩვენ მაღალ საზოგადოებაში ვიყავით, არავის ადარდებდა რა ხდებოდა უბრალოდ იჯდნენ და კიბორჩხალებს აგემოვნებდნენ. -ჩემს შეყვარებულს მე წავიყვან! - აუ ჩაეკვეტა, უთხარით ვინმემ რომ გავიდეს! -შემეშვი ნიკა, სამსახურის გარდა სხვა ურთიერთობა არ გვაქვს! - შენს საქმეებსაც კი მე ვაკეთებდი, ბათუმში რომ იყავი მაშინაც შენი საქმეეები გავაკეთე! უსამართლო ქალი ხარ!- ოჰ ამომადინა ყელში! -მე ბოდიში, შვებულების დროს თუ სამსახურში გამომიძახე! -სამსახურის გამო წამოხვედი ბათუმიდან?- შემომხედა ნოემ გაკვირვებულმა და მზერა ნიკაზე გადაიტანა. - ჰო!-მკაცრ ტონს არ ვკარგავდი თან ყველანაირად ვცდილობდი ნოეს ხელზე გადავმხტარიყავი და მეცემა. - წახვალ თუ?- შეუღრინა ნოემ ნიკას და მკვლელი მზერით დაწვა. -წავალ და შენ ეს ბოზუ*ი ქცევა არ შეგრჩება! - შემომიღრინმა იდიოტმა და შენობა დატოვა - ეს ბიჭი სულ გადარეულა!-შეიცხადა კაცმა და ისევ სკამზე დაბრუნდა. -მე წავალ, ბოდიშით რომ შეგაწუხეთ.. -დარჩი შვილო დესერტს მოიტანენ- გადმომხედა ისევ, და ხელი მაგიდებს შორის მოფარფატე მიმტანებისკენ გაიშვირა. -არა უკვე გვიანია. -ნოე შვილო გააცილე, მარტო არ გაუშვა. -გავაცილებ ბიძია, წავიდეთ?-მკითხა მე და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო. -წავიდეთ. *** ნახევარი გზა ისე გავიარეთ, ხმა არცერთ ჩვენგანს არ ამოუღია, ამ ნიკას გამო დაძაბული საღამო გამოდგა,ღმერთო სამსახურის გარეშე დავრჩი? -რა გჭირს?- ჯანდაბა, ყველაფერი სახეზე მაწერია? -არაფერი, უბრალოდ არვიცი სამსახური კიდევ მაქვს, თუ არა. ბიზნესსზე ვსწავლობ, თან სტაჟრებას გავდიოდი, ნიკას ასისტენტობით. -თუ ოდნავ მაინც ვიცნობ მაგ ნაბიჭ**რს, სამსახურიდან სკანდალით გამოგაგდებს, გირჩევ ხვალ დილით შენთვითონ წამოხვიდე სამსახურიდან, მერე შეგიძლია ჩემი ძმის კომპანიაში მიხვიდე, ასისტენტს არვიცი თუ ეძებს, მაგრამ მგონი რაღაც ვაკანტური ადგილი აქვს. -ვინაა შენი ძმა? -„trirada feature” გსმენია? ჩემი ძმის მოსე ბურდულისაა. - კი, კი როგორ არა.- ვეთანხმები სწრაფად და ხელებზე ვაკვირდები, ძალიან ლამაზი თითები აქვს. -საიდან? - ანდროს სატრფო, ჩემი დაქალი მუშაობს მაგ ადგილას. - შეიტანე სივი, რაიცი იქნებ გაგიმართლოს... -იმედია.- ვეთანხმები და ის ისაა ისევ გადასვლას ვგეგმავ, უცებ რომ იმ მოვლენას მახსენებს, კლუბში რომ მოხდა. -აღარ მაკოცებ დამშვიდობებისას?- ხმაში ირონია ეპარება და დამეფაცება ახლა წიხლს ავარტყამდი ამ თვითკმაყოფილ სახეში, ზედმეტად დაღლილი რომ არ ვიყო. -არა, მადლობა! -რა გაეწყობა? - ხელს მიჭერს იმ მკლავზე სადაც ნიკამ პოტენციური დალურჯება დამიტოვა და ბაგეებზე მაცხრება. რა ოცნების კაცი მიზის გვერდით, თან მკოცნის და მე იმაზე ვფიქრობ რომ ხელი მტკივა, მაგრამ მტკივა! ხელს უხეშად ვკრავ და ვკრუსუნებ -მეტკინა იდიოტო! ნაზად ცოტა. -გადაიტან როგორმე. -მამშვიდებს და ამჯერად ხელებზე მეხება ბაგეებით. არ ვიცი მეჩვენება თუ ტკივილმა მართლა გამიარა მაგრამ ფაქტია არ ვიმჩნევ -წავედი მე. -წადი.-მშორდება და სავარძელში კომფორტულად თავსდება. -ხოდა წავალ! -ხოდა წადი! -მივდივარ! -მიდიხარ! -წავედი- მანქანიდან გულაჩქარებული ვხტები და მერსედესს ხმაურით ვურახუნებ კარს. მშვიდად სოფ! მშვიდად, უბრალო კოცნაა, უბრალო მეორე კოცნა, რომელიც ნოემ გრინჩივით მოიპარა. *** ლანა -რას შვები ? -არაფერს რა არის?-ყურმილს იქით ისმის ჩახლეჩილი ხმა და მეც სუნთქვა მეკვრის. -გამო ლუდზე და ხინკალზე დამპატიჟე. -მძინავს ლანა!- გაბრაზებული ხმა სწვდება ჩემს სმენას. - მინდა! -რაიყო, ორსულად ხარ?- ირონიული ხმა არ ტოვებს კაცს -ჰო, ვაპირებდი შემომეპარებინა- ტირილის იმიტაციას ვახდენ და მალევე მესმის დაძაბული ტონი, გაები ჩიტო -ლანა!? -ჰო -რა ორსულად, ვერ გავიგე?!-ჩახლეჩილ ხმას ჩახველებით იწმინდავს და დაძაბული მეკითხება - ქალიშვილს არ მიმიღებ? -ამოვისლუკუნე და ყურმილი გავთიშე, რას არიზამ ქალი ხინკლისთვის... დაახლოებით ორ წუთში მირეკავს ისევ და უცებ ვიღებ ყურმილს. - რა ორსულად ლანა? მეღადავებიი? - კი, როგორ მიხვდი? - საღადაო ვარ ამხელა კაცი?- მიღრიალა უცებ და ტელეფონი გათიშა, ამას არ ველოდი, ამ ბოლოს გულჩვილი ვხდებოდი და ნერვებს მაწყვიტავდა. ახლა ტელეფონში ახალი რენდომ ნომერი შემყავს და ზარს ვუშვებ, ხინკალი კი მინდა, მაგრამ გართობა უფრო. -ალო-უცნობი ხმა ჩამესმის ყურში. -ალო - ალო? -ალო?-ნერვოზიანი თუაა აიჭრება მალე. -რა ხდება? -რა ხდება? -რატომ დამირეკეთ? -რატომ დამირეკეთ? -ნა*უი-ოუუ ამდენს არ მოველოდი, მეცინება და მარის ვურეკავ ახლა, ხინკალი მინდა, ძალიან მინდა. -რა იყო, ამ დილა უთენია რა გინდა?-ჩამყვირის ტელეფონში და მის ბოხ ხმაზე მეცინება -აუ ხინკალი და ლუდი მინდა გამო დავლიოთ რა.. -აუ მოვდივარ! სოფოს ვეტყვი ალბათ ეგეც წამოვა, დღეს წამოვიდა სამსახურიდან და ახლა ჩემთანა, შეიძლება ერთად ვიმუშაოოთ!- დაქალი თუ დაგიდგება გასაჭირში! თორე სხვა ვინ? - მე თეატრალურზე რომ არ ვსწავლობდე დიდი სიამოვნებით წამოვიდოდი თქვენკენ- ჩავილაპარაკე და წვენი მოვსვი. -კაი წავედი, დღეს ორზე ვთავისუფლდები და გამოვალ... -ოქეიი ბეიბ, ნახვამდიიის- ვემშვიდობები და საათს ვაკვირდები თორმეტი საათია, რა გავაფუჭო? ფიქრებიდან ზარის ხმას გამოვყავარ, უჩაა - ხო? -მაპატიე რომ გიყვირე -ვაბშე შემეშვი, ხინკალი მინდოდა და სულ ტყუილად მეჩხუბე, რანაირი შეყვარებული შენ ხარ? -აუ მაპატიე რაა -არა მადლობა, წავედი მე უნდა მოვემზადო -სად მიდიხარ? - ეჭიანად ჩამეკითხა უჩიკო -კაცებში! -ლანათქო! სად მიდიხარ? -როგორც შეყვარებულს გაინტერესებს თუ როგორც ყოფილ შეყვარებულს? - ნუ მებოდიალები! -დამიღრინა ტელეფონიდან -ნუ ღრუზინობ! ხინკალი უნდა ვჭამო, ვიღაცას შენზე მეტად ვუყვარვარ... -სად მიდიხარ ხინკლის საჭმელად? -მეგონა გაჭედავდი ვიღაცას რომ ვუყვარვარ- სიცილით ვეუბნები და სულის მოთქმას ვცდილობ როგორც კი მისი ხმა მესმის -სად მიდიხარ მითხარი და რომ მოვალ ვნახავ რამდენად საჭიროა გაჭედვა -ოჰ ჩემი სატრფოს მიტყიპვა გინდა? -სატრფო მე ვარ ის ნაშა, ნუ გერევითთქო რამდენჯერ გითხრა! - ნუ იძარღვები ჩემი ბინის ქვემოთაა ერთი სახინკლე, მანდ მივდივართ მე სოფო და მარი.-ყოჩაღ აჩოტების ჩაბარებაში სპეცი ხარ პირდაპირ - რომლისთვის? -ორი ან სამის ნახევრისთვის -მიდი მოემზადე, შენი თვალები დღეს მიხილავენ- სიცილით ამბობს და ყურმილს კიდებს. *** -მაგარი ტიპია, უეჭველი აგიყვანს- მამშვიდებს მარი და ყავას წრუპავს, მას შემდეგ რაც სამსახურიდან წამოვედი ნერვოზმა ამიტანა და ფრჩხილებს ვიკვნეტ. -აუ რავიცი, ხოიცი ამ თვის ქირა თუ არ გადავიხადე ლიანა მომკლავს- დავრჩები მერე უსახლკარო, ღმერთო მიშველე. -არ აყვე ნერვებს! დამშვიდდი, სახლის გარეშე თუ დარჩები როგორმე შეგინახავ რამდენიმე თვე, და საერთოდ მოთქმას, აი ვაკანსიები და ნახე.- ხელში მაწვდის გაზეთს და თითს ვაკანსიების ველზე ადებს - რაღა დროს გაზეთებია მარი? ტელეფონით ვნახავ. -ნახე ხო, მაგრამ მაინც მგონია ,რომ აგიყვანენ. -ამიყვანონ! თანახმა ვარ- მოვდივარ ხასიათზე და სნიკერსს ვკბეჩ. -შენი აზრით ის ურთიერთობა გაგვიღრმავდება რაც მე, ანდროს, ლანას და უჩას გვაქვს? - ალბათ კი, ძაან კარგად ეწყობით და მომენტებში საყვარლობები იცით ხოლმე.. -შენ ნოე რომ ნახე? არ მოგწონს? -ვის არ მოეწონება? პროსტა ისეთია რაა, პირველი ლეველის მოწონებით მომწონს. -მერე კაია ეგ, დაქალები ძმაკაცებთან..- სიცილით ამბობს მარი, მაგიდაზე დადებულ წყალს ისხამს და ისევ კლავიატურაზე წკაპუნს აგრძელებს. -აუ როდის მოვა პასუხი? -დაგირეკავენ ქალოუ, წავედით დავასრულე საქმე -წავიდეთ,სად მივდივართ? -ლანამ დარეკა სახინკლეშიოო.. - ვა ვაა, მაგ თავის „ლოვეს წამოიღებს“ და შენ რას იზამ?- სიცილით ვეკითხები და სკამიდაან ჩანთას ვიღებ. -დავურეკვ, გავიგებ რა ხდება და მერე ანდროს დავურეკავ. -ოქეიი, წავედით? -წავედით! *** სახინკლეში ჩავდივართ თუ არა, ცივი ჰაერი სახეზე მასკდება და ბედნიერი მივდივართ ლანასკენ, უკან მარი და ანდრო კუს ნაბიჯებით მოდიან მე კი სწრაფად მივქრივარ მაგიდასთან, უჩას ვესალმები და ლანას ვკოცნი. -აბა როგორ ხართ? -გვეკითხება ყველას ლანა და უჩას გადახვეულ ხელს იშორებს, რაზეც გაბრაზებული უჩა სკამზე სწორდება და კოლას სვამს, არა რა კოლა? დალიე ლუდი. -კარგად შენ? -კარგად, უჩიკო მცხელა და მიტო გადაგაწევინე ხელიი, თუ გინდა გადამხვიე? -დაიკიდე. -აუუ არ გაიბუტოთ ჩიტებოო, მარტოსულ მეს ცრემლი ადგება თქვენს დანახვაზე- მსახიობურად ვისვამ თითს თვალის ქვეშ, ვითმ პოტენციურ ცრემლს ვიშორებ. -მალე აღარ იქნები მარტოსული, დაელოდე ცოტა ხანი- ხვიხვინებს ანდრო და სიგარეტს უკიდებს, მოიცა აქ მოეწვა შეიძლება? -ნუ ეწევი რა.- ეუბნება ჩუმად და დაბალ წვერიან ლოყაზე კოცნის, ამის შემხედვარე ცოტა მარტოსულად ვგრძნობ თავს და ვიშმუშნები, მართლა საყვარლები არიან, ქერა ლანა და ყავისფერ თმიანი უჩა, მარი და ანდრო კი შავგრემანები არიან. -რაზე ფიქრობ- ჩემს გვერდით სკამს წევს ნოე და ეხეთქება. -შენ ვინ მოგიწვია?- წარბებს ვკრავ და ვაშტერდები, გულის სიღრმეში კი მიხარია აქ რომ ვხედავ. -მარტო შენ ხომ არ უნდა იყო მარტოსული? -მეუბნება და ხელს მხვევს, მომწონს ეს ტიპი და რა ვქნა? -გამარჯობა- გვიახლოვდება მიმტანი და შეკვეთას გვთხოვს, ჩვენ როგორც გურმანი ხალხი, დიდი რაოდენობის ხინკალს ვუკვეთავთ რაზეც ბიჭები თვალებ გაფართოებულები გვიყურებენ, ეჰ ჩვენი შენახვა მაგარი რთულია. -პირველად ვხედავ თქვენნაირ გოგოებს- სიცილით ამბობს უჩა და ხინკლის კუჭს ხელს კიდებს- აი ყველა, ორი ხინკალი ბევრიაა, მოდი ერთი იყოოოოს- ხმას იწვრილებს და ყველას სიცილის ტალღა გვეტაკება. -და მერე თქვენ გიყურებთ და აუ ოცდაათი მე, ოცი ამას, იმას ორმოციი. -ჩვენ მერე ყველა ვართ უჩიკო? ტანზე არაფერი გვეტყობა და ვჭამთ რაც გვერგება.-კმაყოფილი სახით ეუბნება და მორიგ ხინკალს იგდებს ყბაში -ეჰ რა კაია ჭამაა.- ვკრუსუნებ და ტუჩებ სალფეთქით, ვიწმენდ. -გასუქდები სოფიკო- მიჩურჩულებს ნოე და ლუდს სვამს -აბა რა, ვერ ხედავ რამხელა ღიპი მადევს?-ხელს ვირტყამ პრესზე და ყველა კბილს ვაჩენ. -მშურს შენი, აი მაგდენი რომ ვჭამო მთელი კვირა უნდა ვირბინო მაგისთვის- სიცილით ამბობს და ამჯერად თავის პრესზე იტყაპუნებს ხელს -ფორმას უფრთხილდებით ბატონო ნოე? -დიახ, ლამაზი გოგოების მოსაზიდად.-თავ მომწონედ აქნევს თავს და სახინკლეში შემოსულ სხეულს უყურებს, შეხედვა და თვალების ჩამუქება ერთი იყო, კიბეებზე ნატკა ან ნატრული გაეძრო, აი ის ნიკას რომ ეტეენება და ვერ შეეტენა -უნდა წავიდე მე- ვუთხარი ლანას და ახლა მარის მივუბრუნდი -რა ხდება? ბიჭებსაც ის სიფათი აეკროთ რაც ნოეს. - ნოეს ყოფილიაო ანდრომ, მგონი დაქორწინებას აპირებდნენ და ამან უღალატა თუ რაღაც ეგეთი. -მეღადავებით? აუ კაი რა ნოე, წარმოდგენა შემეცვალა ვაბშე. -შენი საცოლე იყო?- გადავხარე თავი ნოესკენ და გამოკვეთილ ყბებზე მივაშტერდი. -შემეშვი სოფო, ნუ ეტენები- ჯანდაბა სოფოვოო? გავიდეს ვაბშე, მე ვის შევეტენე ან რა შუაში იყო? ჩანთას ხელს ვკიდებ და გაბრაზებული ვემშვიდობები ბავშვებს და სახინკლეს ვტოვებ. -სოფი- მეძახის ნოე, მაგრამ არ ვჩერდები და მანქანამდე სწრაფად მივდივარ.-სოფია დამელოდე! -ყვირის ბოლოს და ინსტიქტურად ვჩერდები, უკაცრავად?- რატომ მიდიხარ?! - მეგონა ვიღაცეებს ვეტენებოდი და გადავწყვიტე ჩემთვის ვყოფილიყავი! -არ მინდოდა ეგრე გამოსულიყო! ჩემი საცოლე იყო და მაგ პონტში ამასხა უცებ. - კაი შემეშვი! აუხსენი ბებიაშენს ან მას ვინც არ გეტენება, ვაბშე და ისეთი რა გითხარი? -კაი რააა, მაპატიეთქო. - ქალბატონი ნატკა ჩემი თანამშრომელი იყო, ეგეთი ცუდი გემონება თუ გაქვს ვაბშე ნული ხარ! -სად მუშაობდა?-გაკვირვებულმა შემომხედა, მარტო ეგ გაიგო? ეჰ, უქრის ამ ხალხს. -დაივიწყე, უბრალოდ შემეშვი.- გაბრაზებული ვტრიალდები, მანქანაში ვჯდები და გზაზე გავდივარ, სწორედ ამ დროს მომდის შეტყობინება „TRIRADA COMPANY: tqven damtkicebuli xart vakansiaze, orshabats gamocxadit samushaoze, detalebistvis gadadit bmulze ….” ჯანდაბა, ახლა რაღა გამიფუჭებს ხასიათს? სიცილით ვამბობ და მუსიკებს ხმას ვუწევ, მალევე ისმის მთელს მანქანაში MALUMA- HOLA SENORITA და მეც გახარებული ვყვები. Heya, hola senorita, dis-moi si tu Penses qu’on s’est tout dit je n’sais pas donc ce soir… *** - დღეს თეატრში გამომიძახა ლიანამ. -რა სიკვდილი უნდა?-სახე ამჟავებულმა შემომხედა მარიმ. -რა ენდომება? დაგვაზეპირებინა რომეო და ჯულიეტა, ახლა დაიწყებს „ბავშვებო გამოცხადდით თეატრში , დაუგეგმავი ღონისძიებისათვის“... -აუ რა შეუგნებელია ეგ კიდე. -კაცი რო არ ყავდეს ვიფიქრებდი რო რაღაცა უნდა, მაგრამ არა! ქმარიც ყავს შვილები, შვილიშვილებიც ეყოლება აწი.-ჩემი მონოლოგის დასრულება და ტელეფონზე ზარი ერთი იყო, აბა რა? ლიანა გვიწვევს თეატრში -უნდა წავიდე!- მოშხამული სიფათით ვესვეტები დაქალს და ოთახში მივდივარ, ნაბიჯებით ვხვდები უკან მომყვება -მალე მოხვალ თუ წავიდე? -წადი, ორი საათი მაინც გაგრძელდება, მერე ამოვალ სოფიოსთან. -კააი, ერთად გავიდეთ მაშინ- ფეხზე ტუფლებს ირგებს და საკიდიდან ჩანთს ხსნის -კაი. *** თეატრის შუა გულში ვდგავარ და ვმსახიობობ, მთელ ნიჭს ვიყენებ ამბის გადმოსაცემად, ჩემს გვერდით ზურა ტუღუში დგას, ახლა რომეოსთან მაქვს სცენა, მთელი ემოციით გადმოვცემ სათქმელს. -უღირსი ხელით თუ შევბღალე წმინდა მშვენება თაყვანსაცემი, სინაზით რომ არა ჰყავს სწორი, მაშინ მა ტუჩებს, ორ მწირ მლოცველს, მიეცი ნება გამოისყიდონ შეცოდება ნაზი ამბორით.- ამთავრებს საუბარს რომეო და ახლა მე ვიწყებ -შენ მეტისმეტად შეურაცხყოფ, მწირო, შენს ხელებს, მათი მოქცევა ღვთიურია, ფაქიზი, სწორი. მლოცველები ხომ ეხებიან ხელით წმინდანებს, ხელით შეხება არის მათთვის წმინდა ამბორი. -მერე ტუჩები არ აქვთ წმინდანთ ან იმ მლოცველებს? -დიახ, მლოცველო, რომ ტუჩებით ილოცონ მხოლოდ... ორ საათანი მსახიობობის შემდეგ გასახდელში მივაბიჯებ, გასახდელის გზად კოლიდორს წითელი ფარდები აჩვენებს, ჭერზე ნათურა ბჟუტავს და თუ იქ პირველად მარტო მოხვდები, თავს საშინელებათა ჟანრის ფილმში წარმოიდგენ. -ძალიან კარგი გამოსვლა იყო! -არსაიდან ჩდება ზურა და გასახდელის კარს გასაღებს არგებს -შენც კარგად გამოხვედი ზურიკო! - მადლობის ნიშნად თავს მიკრავს და კარში უჩნარდება. გასახდელში შევდივარ თუ არა, კარს ვკეტავ საკიდიდან ჯინსის შარვალს და უბრალო შავ ზედას ვხსნი და რამდენიმე წუთში ვიცვამ, მერე სახიდან მაკიაჟს ვიშორებ და თეატრს ვტოვებ, სწრაფი ნაბჯებით ვუვლი გვერდს უჩას რომელიც კართანაა ატუზული და ხელში თაიგული უჭირავს, მოიცა ვინ დგას? უკან ვტრიალდები ნელა და სიგარეტ მომარჯვებულს, სახეზე ცინიკური ღიმილი რომ დათამაშებს ვუახლოვდები. -აქ რას აკეთებ?-გაკვირვებული ვეკითხები და ხელებს კისერზე ვხვევ -მოგაკითხე, ძალიან კარგად გამოხვედი. -ოჰოო, კომპლიმენტი მითხარი ახლა?-სიცილით ვუყრი „პადრუჩკს“ ამილახვარს და მანქანამდე მივდივართ -გეკუთვნოდა, წამოდი გაგიყვანო. -ფეხით გავიდოდი...-ვითომ თავს ვიფასებ. -ჩაჯექი, წაგიყვან მე!-ტონს ამკაცრებს და მანქანის კარს მიღებს. -კაი-ვთანხმდები და მანქანაში ვჯდები, ველოდები როდის ჩაჯდება უჩა და შემდეგ ვეუბნები სად მივდივარ- სოფისთან მივდივარ. -კარგი- მანქანას ძრავს და ჩემს ხელს თავისაში იქცევს. *** -აუ ტვინი მოხერხა ამ ქალმა...-ოხრავს ლანა და კარადიდან მწვანე კაბას იღებს -ბაზარი არაა, რა დაუგეგმავი რომეო და ჯულიეტა, ხო არ აჟრიალებს? -კიი! აჟრიალებს, ნამდვილად. -რატო მივდივართ კლუბში ვინმე არ ამიხსნით? -რადგან მარტოსული ხარ და ვინმე უნდა გაგაცნოთ.-ოცდათორმეტივე კბილი გადმოყარა ლანამ. -როდის იყო ბიჭების გასაცნობად, კლუბში დავდიოდი? -რა გინდა ლანა კლუბში არ იყო, უჩა რომ დააფელიინგ ლავა? -აუ უჩას ისედაც იცნობდა. -ამოვიწუწუნე და კაბებით უკმაყოფილო ლოგინზე დავეხეთქე -ვაბშე არაფერი მაქვს. -აი ეს ჩაიცვი.- ხელში მოქცეულ მწვანე ფოსფორისფერ კაბას მაჩეჩებს და გადაწყვეტილებით კმაყოფილი ზედას სწრაფი მოძრაობით ვიხდი. *** კლუბში შესვლისთანავე მესმის დაგუდული ბაგა-ბუგი, ნიკოტინის სუნი და აყალ-მაყალი, აქ არ უნდა წამოვსულიყავი, ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას და გოგონებთან ერთად ცარიელ მაგიდასთან ვჯდები, მალე ბიჭებიც გვიერთდებიან, გოგონები მიყავთ და დარბაზის ცენტრში იკავებენ ადგილს. -ჰეი კრასოტკა-მიალოვდება ვიღაც დაკუნთული ტიპი და ჩემს გვერდით ჯდება-შეიძლება სასმელზე დაგპატიჟო? -არა მადლობა-ამრეზით ვათვალიერებ აყროლებულ სხეულს და დარბაზის შუა გულში ვიყურები, მარი და ლანა ბიჭებთან ცეკვავდნენ, თან გულიანადაც იცინოდნენ. -ეეი, ასე უხეშად რატო?-სახეში მაბოლებს და ხელს ფეხზე მადებს, ვერაა ეს ტიპი? -არ შემეშვები? -არა, წამო გავიდეთ! -აუ მომაშორე შენი ხელები!-ვუღრენ, თუმცა ამის მიუხედავად უფრო ზემოთ აჩოჩებს ხელს და მიახლოვდება. -ნუგზარ!- უყვირის ვიღაც გოგო და გვაიხლოვდება, იმედია მომაშორებს.-სად წახვედი? დედაშენი გირეკავს!-ტელეფონს აჩეჩებს ხელში და ეს ბიჭც ერთიანად მშორდება, უნდა გენახათ რა სასაცილო იყო ჩემზე სამი თავით დიდი ტიპი როგორ გაიქცა გასასვლელისკენ. -ზოგჯერ შემაწუხებელია. -ნამდვილად, მადლობა რომ მომაშორე. -რა პრობლემაა, შენს სამსახურში მიგულე!-სიცილით ამბობს და ლამაზ შავ თვლებიან კაბას დაბლა ქაჩავს. -ვინაა შენი? -ჩემი ძმაა. -ხუმრობ? -არა, მარგამ ეგ იმ ფაქტს არ ცვლის რომ იდიოტია-იცინის ისევ და მიმტანს ხელით ანიშნებს. -რამეს დალევ? -არვიცი რა დავლიო, ამ კლუბში პირველად ვარ. -ფორთოხლის წვენი მაშინ, ძაან გემრიელია.-აღტაცებით ამბობს და მიმტანს ხელით ანიშნებს ორი მომიტანეო. -აბა რას საქმიანობ? -ბიზნესსზე ვსწავლობ, თან ვმუშაობ ერთერთ კომპანიაში. -შენ? -მე მხატვარი ვარ, დღეს ჩემი გამოფენა იყო და აღსანიშნავად აქ წამოვედით. რა გქვია? -სოფო, შენ? -ნია. -გამიღიმა და მიმტანის მოწოდებულ ჭიქას ხელი დაავლო. მეც მალევე მოვსვი, საკმაოდ გემრიელი იყო. -ვაა ძაან მაგარია.-მეც გავუღიმე და ისევ გოგონებს გადავხედე სამწუხაროდ ვერცერთი დავინახე. -საპირფარეშოში გამომყვები? მაკიაჟის შესწორება მინდა.-ჩანთს ხელს კიდებს და ფეხზე დგება. -კი, კი წავიდეთ, მეც უცებ ვავლებ ხელს ჩანთას და საპირფარეშოსკენ მივდივართ. აქ უფრო სიმშვიდეა, ისეთი ხმაური არ შემოდის. -ძალიან ლამაზი ხარ.-მათვალიერებს და ჩანთიდან ტუჩსაცხს იღებს. -მადლობა, შენც ძალიან... -თენქსს, თუ რამე გინდა აიღე.- ჩანთას ჩემკენ წევს, მეც ინტერესით ვიხედები ჩანთაში და ტუშს ვიღებ. -რამდენი წლის ხარ? -ოცდაერთის.შენ? -ოცდასამის. ეწევი? -არა, ჯანსაღი ცხოვრებით ვცხოვრობ. -აი მე კი არა.- სიგარეტს ტუჩებს შორის იქცევს და უკიდებს.-შეყვარებული არ გყავს? -არაა, დაქალებმა ვინმეს გასაცნობად მომიყვანეს. -ძალიან კარგიი-უცნაურად იღიმის, შემდეგ უცებ მიახლოვდება და ტუჩებზე ხელს მკიდებს, ცოტა შემაშინა კიდეც ამ ქმედებამ, თუმცა მალევე ვმშვიდდები, როცა ხელში მოქცეულ პომადას ღიმილით აქნევს და იღიმის- გაგისწორო? -ცუდად მისვია? -კიი. -კაი, შემისწორეე. ნია უფრო მიახლოვდება და ყბაზე ხელს მკიდებს, ის ისაა ველოდები როდის შემეხება ტუჩსაცხი, მისი ბაგეები რო მეხება და მკოცნის, ასეთი უიღბლო რა გავჩდი? უცებ ვიშორებ და გაბრაზებული შევყურებ გოგოს. -რა ჯანდაბაა? -რაიყო? -შენ ახლა მაკოცე? -დიახ.- იცინის ისევ. -ღმერთო მიშველე!- ხელებს მაღლა ვწევ და საპირფარეშოს სწრაფი ნაბიჯით ვტოვებ, გოგონების მოძებნას ვცდილობ, თუმცა უშედეგოდ, ამიტომ პირდაპირ გარეთ გავდივარ. -ვინმე მოგზდევს?-ნაცნობი ხმა მესმის ზურგს უკან და ის ისაა გავიფიქრო ღმერთო რად დამწყევლეთქო, კარში გამოსულ ნიას რომ ვხედავ და მაშინვე ნოესკენ ვბრუნდები -მგონი ლეზბოსელი გადავიკიდე.-შიშით ვამბობ და ნოეს გაკვირვებულ მზერას ვეგებები. -ღადაობ? -არა, საპირფარეშოში შემიტყუა და მაკოცა, ყველა არანორმალური მე რატომ მხვდება? -თითონაც არანორმალური რომ ხარ იმიტომ, მართლა გაკოცა?-დამცინის ნოე და ხელს მხვევს-წამო გაგიყვან. -მართლა მაკოცა, არა და პოტენციური მეგობარი დავინახე მასში.-სინანულით ვაქნევ თავს და ტუჩს ვიკვნეტ. -ხო არ მოგეწონა? თუ გინდა მიბრუნდი.-უკბილოდ მეხუმრება და მზერა ჩემს კაბაზე გადმოაქვს- რას გავხარ. -მადლობა კომპლიმენტისთვის! -კბილებში ვცრი და მანქანის კარს ვაღებ- ისინი სად წავიდნენ? -ვფიქრობ დღეს ვიღაცეები რაღაცას დაკარგავენ.- აგრძელებს ის და ჩემს გვერდით ჯდება, რაო რა თქვა? თავს სიცილით ვიქნევ და კაბას დაბლა ვქაჩავ. -შეეშვი კაბას, ისეთი მოკლეა ვერ ჩამოიწევ და გაიხევა. -რას უწუნებ ამ კაბას?-გაბრაზებული ვათვალიერებ მუქ შავ ჯინსში და თეთრ პერანგში გამოწყობილს. -მე რომ გოგო ვყოფილიყავი, მეც მენდომებოდა შენი კოცნა.-„თუ არა ბიჭი რომ ხარ არ გინდა“ გავიფიქრე და ფეხი ფეხზე გადავიდე, ოქეი მოკლე კაბა უფრო რო დამოკლდა და მალე საცვლის ფერსაც დანახავს არა?-ისე ბიჭებსაც გვინდება, გრძელ ფეხება გოგონებთან ზასავი, და თუ წინააღმდეგი არ ხარ გასწორდი.-სიცილით ამბობს და შუქნიშანს აშტერდება. -დამსვი საჭესთან რაა... -გამორიცხულია.-დარწმუნებით აცხადებს და მოსახვევში უხვევს, რა ლამაზითითები აქვს ტიპს. -რატომ? -არ გენდობი საკმარისად.-ისევ ფეხებისკენ მოურბის მზერა, მოულოდნელად ხელს უკანა სავარძლისკენ იწვდენს, მოსაცმელს ფეხებზე მაფარებს და თვალს მიკრავს -ასე უკეთესია. -მანქანის ტარება ძალიან კარგად ვიცი. -ძაან გინდა? -კი-თვალები მინათდება , დადებითი პასუხის მოლოდინში თუმცა ეს ხომ ნოეა. -მერე იყიდე ასეთი მანქანა და იკატავე. -კაი რა,- გაბრაზებული ვაშტერდები და დაბალზე ამოსულ წვერზე ხელს ვუსვამ-რამდენი წლის ხარ? -რა იყო, ნაოჭები მაქვს? -კი. -29 წლის ვარ. -ჰოდა რას გეუბნებოდი პაპაჩემო?- სიცილით ვსწორდები სავარძელზე და გზას გავყურებ.- თმას ვინ გჭრის?-მორიგი შეკითხვით ვუბრუნდები და მოცინარს ყურადღებას არ ვაქცევ. -შესაჭრელი მაქვს ვიცი, მაგრამ ვერ მოვიცალე. -გინდა შეგჭრა? შეგჭრი ოღონდ საჭესთან დამსვი.-ყურებამდე ვიღიმები და ფრჩხილებს მანქანის კარზე ვაკაკუნებ. გზა ძალიან გაიწელა თუ მეჩვენება? -ჩემი დამახინჯება არ გეყოფა და მანქანაც უნდა დამიმახინჯო? არა მადლობა. -სიცილით იქნევს თავს და თმებში ხელს იცურებს.- ხვალ შევიჭრი, მნიშვნელოვანი თათბირი მაქვს . -მართლა შეგჭრი, შეხედე ჩემს თმას, ჩემით შევიჭერი.დროსაც დაზოგავ.- მიყურებს და რამდენიმე წამში ისევ გზას აშტერდება. -კარგად გაქვს შეჭრილი. -ვიცი.-თვითკმაყოფილი ვუყურებ ნაცნობ კორპუსებს. -არ დაიღალე დღეს?- მანქანას აპარკინგებს და თან პარალელურად მეკითხება. -ვაბშე არა. -მოვედით, ამოვიდე თმის შესაჭრელად? -ამოდი. -ღიმილით ვუქნევ თავს და მანქანის კარს ვაღებ, იმედია სახლი სუფთად დავტოვე. *** შეჭრილ თმას კმაყოფილი ვუყურებ და წყალს საწრუპიანი ჭიქიდან ვსვამ. -ვსო, პარიკმახელად აგიყვანე უკვე და ეგაა- სიცილით ამბობს ნოე და თავზე ხელს ისვამს.-ბავშვი ხარ რა.-თავს აქნევს როგორც კი მინიონის ჭიქას ხედავს. -რაიყო? -ფინგატორა ბანანაა? -რა?-წყალი მცდება და ხველებასთან ერთად სიცილითაც ვიგუდები. ეს რა მინიონებს უყურებს თავისუფალ დროს?-ბავშვები შენსკენ მოიკითხე ნოე. -დაწყნარდი,-თეთრ კბილებს სათითაოდ მილაგებს წინ.- სახლში მოწევა მოსულა? -არა, აივანზე გადი.- ხელით მინის კარისკენ ვანიშნებ და ჭიქას მაგიდაზე ხმაურით ვაბრუნებ,- ყავა, ჩაი? -წყალი იყოს. -კაი.-ნელა შეპარვით ვათვალიერებ მის სხეულს, როგორ გადის აივანზე, შემდეგ ვსწორდები სამზარეულოში გავდივარ და ონკანიდან წყალს ვავსებ. ჭიქიანად უკან ვბრუნდები და პუფში ვეშვები, რამდენიმე წუთიანი ტელეფონში ბოდიალის შემდეგ ყურადღებას აივნიდან შემოსული იქცევს. -არ გინდა გამოიცვალო?-დასერიოზულებული მაკვირდება და მოპირდაპირედ მდგომ ლურჯ მდივანზე ეშვება. -სულ დამავიწყდა, არ მიდიხარ შენ? -დავრჩე პატარავ? -ჭინკებ ათამაშებული მზერით მიყურებს რაზეც მეცინება და ოთახში უსიტყვოდ შევდივარ, მალევე ვიღებ თხელ შორტსა და შორტის მსგავს მაისურს, ვიცვლი და უკან ვბრუნდები თუმცა ბატონი სახლში არ მხვდება. ესეც ასე, დღის გმირი ნოე გაპარულა. *** -დამშვიდდი მარი.- ხელს მსუბუქად უსვამს მხარზე და გულზე აკრულს თმაზე ნაზად კოცნის. -რა დამამშვიდებს?-ამოიტირა და თავი ისევ ანდროს კისერში ჩარგო-ამდენი ხნის შემდეგ გამომეცხადა ღამის კოშმარივით! -ეგეთი სანერვიულოც არაა. არანაირი უფლება არ აქვს შენს ცხოვრებაში ჩარევის თუ პრობლემას შეგიქმნის უბრალოდ უჩივლებ და ახლოსაც ვერ მოვა შენთან.-მარის თითები ტუჩებთან მიიტანა და ნაზად აკოცა- ნუ ტირი პატარავ. -ეგრე მარტივია თქმა, აბა ჩემს მდგომარეობაში ყოფილიყავი? მან რომ დამტოვა 6 წლის ვიყავი, ვიღაც მდიდარს გაყვა და ისიც არ გახსენებია თუ ვვარსებობდი, დარწმუნებული ვარ მისმა ქმარმა არც იცის რომ შვილი ყავს.-გაბრაზებული და გატეხილი საუბრობდა, ზოგჯერ ხელებს გაშლიდა და ისე საუბრობდა. -იცი რა ვქნათ? -რა?- დაღლილმა ამოიჩურჩულა და ისევ ამოყო თავი კისრიდან. -წყნეთში ავიდეთ, იქიდან ღამით თბილისი ძალიან ლამაზია. -ძალიან დავიღალე- ვითომ გადაფიქრებას შეეცადა თუმცა ბატონმა ანდრომ ქვა ააგდო და თავი შუშვირა. ღამის სამი თავისუფლად იქნებოდა მანქანა რომ შეაჩერა გზაზე და გვერდით მჯდომი მანქანიდან გადასვა, სანახაობით გაკვირვებულმა გოგომ ტუჩებზე ხელი აიფარა და თავისუფალი ხელი ბიჭის ხელს ჩასჭიდა- რა სილამაზეა! -კიდევ დაღლილი ხარ?-სიცილით დახედა ერთი თავით დაბალს და ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო. -კი მაგრამ ახლა გახარებული ვარ!- სიცილით გააქნი თავი და კაცის კითხვისნიშნიან თვალებს მზერა აარიდა- დღეს ვმუშაობდი, ამიტომ ძალიან დავიღალე, მიუხედავად ამ გარემოსი, მაინც მეძინება.-მანქანის „ცხვირზე“ ჩამოჯდა და უნებურად ბიჭი ფეხებშორის მოიქცია- ძალიან დიდი მადლობა, რომ საღამო გამილამაზე ანდრო.-მშვიდად ამოიჩურჩულა და სურვილს ვერ გამკლავებული, მოუთმენლად წაეტანა ბიჭის ბაგეებს, ბიჭმაც არ დააყოვნა და მალევე აყვა კოცნაში, ხელები მოშიშვლებულ ზურგზე ააცურა და სხეული მისკენ მიიზიდა, ნელა ჩაუყვა ქვემოთ და ქალის საჯდომს როგორც კი შეეხო გოგონას პირიდან კვნესა წასკდა, ორივეს თვალებში იკითხებოდა ის ვნება, თავს რომ დაავიწყებდა ნებისმიერს, თუმცა ჯერ დრო არ იყო, უცებ მოიშორა გოგონას სხეული და ნაზი კოცნა დაუტოვა ყელში. -ჯერ არა პატარავ.-ნელა გაუსვა ცხვირი ყელზე და აჩქარებული გულის დამშვიდებას მოყვა. -ძალიან გიხდება ეს კოსტუმი- საყელოში ხელი ჩაავლო ქალმა და ცეცხლის ენებ ათამაშებული თვალები შეანათა კაცს. -რასაც შენს კაბაზე ვერ ვიტყვი- ტუჩის კუთხე ირონიულად ჩატეხა და თვალებით მიანიშნა, მოკლე კაბაზე. -შენც უჩასავით გრუზინი ხარ ანდრუშ?-გადაიკისკისა გახალისებულმა. -უჩა რომელია?-ჩუმად ამოილაპარაკა და გვერდით ამომდგარ გოგოს ხელი მოხვია, ღამე იყო, სრულ სიბნელეს თბილისის სიცოცხლე ანათებდა, ერთადერთი მინუსი კი სწორედ ის იყო რომ ამ სიბნელეს თან მოყვებოდა მსუსხავი ჰაერი, რომელიც ძვალ-რბილში ატანდა -თუ ძალიან გცივა წავიდეთ- ათრთოლებულ ბეჭებზე დააშტერდა გოგოს -წავიდეთ!- კიდევ ერთხელ ჩარგო თავი კაცის კისერში და მანქანის წინა სავარძელზე ადგილი დაიკავა. *** -აბა რას ვშვრებით?- მობილურის დინამიკს ჭრის ლანას ხმა. -რას ვიზამთ გელით. -ამოვალ წუთებში. კოკაკოლა გინდათ ვინმეს? -მე არა, შენ?-თვალები კედლის კუთხესთან ამომდგარი ვაზიდან, გვერდით მჯდომ მარიზე გადამაქვს. -არც მე არ მინდა, თუ მაღაზიაში მიდის სანთებელა წამომიღოს. -რად გინდა ქალო სანთებელა.-გაკვირვებულმა შევხედე ხელმეორედ. მწეველი რომ არ იყო ვიცოდი და მეთქი ჩამოვრჩი ახალ ამბებს და ეგაათქო. -წინაზე დარჩა ანდროს, მთელი დღე ხელში მეჭირა, იცი როგორ დამამშვიდა? -ვაა, ორი სანთებელა წამოიღე ლანა. - სანთებელა ლარიანებს კითხე მე ბოდიში.-ბუზღუნით წაილაპარაკა. -აუ სანთებელა სალაროსთან დევს ხოლმე და არ გაა@რაკო. -ეგ რათ გინდათ?-შეიცხადა, ჩემი რეაქცია განმეორდა.- ეწევით და არვიცი? -აუ არა ამოიტანე შენ. -კაი კაი.-სწრაფად თიშავს ტელეფონს და კავშირიც წყდება. -აუ ლიფტია გაფუჭებული. -მიტო არ მოადგა წეღან?- ამოიბუზღუნა ქალბატონმა უკმაყოფილებამ. -ჰო, გშია?-მომეჩვენა რომ ადგილს ვერ ნახულობდა. -არა. შენ? -არც მე. ყურმილის დაკიდებიდან ნახევარ საათში გამოჩდა ლანა ჰორიზონტზე, კორპუსებს შორის ანცად მოაბიჯებდა, ერთ ხელში დიდი შავი ცელოფანი ეჭირა, მეორეში ტელეფონი, წელის ჩანთა მხარზე ქონდა გადაკიდებული და აბურდული თმა ქარში უფრიალებდა. ჩემი ბინისგან საკმაოდ შორს იყო თუმცა ჩამწკრივებული შენობების ფონზე არტისტი მარტივი გასარჩევი იყო. -მოდის, წამო სადარბაზოსთან დავხვდეთ. -აუ შევაკანკალოთ რაა.-სიცილით გამომხედა ტელეფონში ჩამძვრალმა. -აჰ, ბაზარიი არააა, წამოო.- უცებ მოვიცვი თხელი ნაქსოვი ჟაკეტი და სახლიდან გავვარდით. კიბეებით ვაპირებდი ჩასვლას მარიმ რომ ხელი დამავლო და ლიფტისკენ წამათრია. -აუ რა პონტია, მესამე სართულზე ვართ. -რაიყო ფული გენანება?-აკისკისებულმა გამომხედა, რა აცინებდა ერთი ამ უბედურს? -აჰაჰაჰაა, რა სასაცილოა.. ჩიპი არ წამომიღია იდიოტო, თუ დავრჩით, გაცინებულები დავრჩებით.-შუბლზე ხელი მოვისვი და ჯიბეები ისევ მოვიქექე. -ღადაობ? შანსი არაა, რა ჩიპის გარეშე აქ ვერავინ იტასავებს? -ოოო კოდი აქვს რაღაც და რა მახსოვს. -რად გინდოდა ეს ახალ აშენებული კორპუსი? უნდა გექირავა ძველი შენო....-დასრულება არვაცადე ეგრევე ვაჯახე, თან უკვე სუნთქვის უკმარისობა მეწყებოდა. -ოო მერე მიწისძვრა და ეგაა პიზდეეეც. -არ გახსოვს კოდი? -მოიცა, მგონი მახსოვს. -თავი თრილერში მგონიაა! სულ ჩიპით დაბოდიალებ? -არა,სულ კიბით დავბოდიალებ. გაჩუმდი მოვიკრიბო გონების ძალები, შევუტიოთ კოდს.- ამოვიჩურჩულე და ათ ციფრს უღიმღამოდ მივაშტერდი, ათი ციფრისგან აქ ორასამდე ოთხნიშნა კოდის შედგენა შემეძლო. აქ მგონი ნული იყო? -0... -ნული? კიდე? მიდი მოიფიქრე დავიხუთე. -მაცადეთქო.- ისევ დავფიქრდი რამდენჯერმე დაწერილი პინკოდის გონებაში აღსადგენად. მგონი შემდეგი სამი ერთი და იგივე ციფრები იყო მაგრამ რომელი? უცებ გამინათდა გონება და მარის გაბადრულმა ავხედე -ღირსი ხარ აქ ჩაგტოვო მაგრამ კეთილი დეიდა ვარ.-უცებ მივაჭირე ცხრინს სამჯერ და ამწვანებულ ეკრანზე თითის მირტყმით ლიფტი გავაღე-დიდება მიწას! -დიდება, წამო -სად მეპატიჟები? -ჯერ არ იქნება მოსული. -რას არ იქნება? ერთი საათი ვიყავით ლიფტში. -რა ერთი საათი სამი წუთიც არ ვყოფილვართ.-საათი მოატრიალა ჩემკენ, მეღადავებით? მეთქი აქაოდა ჭაღარა გამერევა უკვე თმაშითქო.-აი მოდის- ხელი გაიშვირა მიზნისენ და რკინის კარს ზურგით აეფარა, რას აკეთებდა ? ამით რას დააფრთხობდა ჩვენს მსახიობს? უცებ ამოვეფარე მაღალ კიბეებს და ლანას გამოჩენას დაველოდე, ის იყო და კარში შემოვიდა უკნიდან მარი რომ გამოუხტა და გული გაუხეთქა, სიცილი ძლივს შევიკავე, კარგად გავიგონე როგორ წამოარტყა ლანამ მარის და გულს რას მიხეთქავ შე არაქალოვო დასძინა კიდეც. -კიბით ავიდეთ- მარის ხმა იყო, ალბათ აღარ სურდა იმ ლიფტში შესვლა -რატო? -მერე მოგიყვები. -ის სადაა? -ვინ?-დაიშტერა თავი. -ხისთავიანი, ვინ. -ო ეგ სახლშია, ჭამდა. -რატო არ მიკვირს?-გაიცინა და კიბეებისკენ წამოვიდა. -აბა რა სულ ჭამს ბალახხებს, ეგ რას გაძღება და ჭამს და ჭამს-გაიცინა მარიმ, მართალი იყო სულ მწვანე რაღაცეებს ვჭამდი ხოლმე, თუმცა მწვანე ჩემი საყვარელი ფერი არც არასდროს ყოფილა, ის იყო კიბეებზე ადგა ნაბიჯი სამალავიდან რომ გამოვედი და მარის ადგილას დავდექი, მარი ნაბიჯით ჩმოგვრჩა და ჩემს უკან დადგა, ლანას გვერდით მოვდიოდი და ვერც კი მიცნო, თან ეს ისე უჩუმრად და წყნარად გავაკეთეთ ჩვენი თავისიც გვიკვირდა, ლანა რაღაცაას ყვებოდა მე კი იმაზე ვფიქრობდი რა სახე ექნებოდა მსახიობს ჩვენი დანახვისას. ბოლო საფეხურზე მარი წინ წავიდა, ოდნავ რომ გაგვისწრო ლანას ხელი ჩავავლე და ყურში ჩავყვირე. მერწმუნეთ ჩემსგონებაში გატრიალებულ არც ერთ ფირზე არ წარმომედგინა ადამიანს ასეთი სახის მიღება თუ შეეძლო, იმას აღარ მოვყვები როგორ გამოვასწარი ლანას გაავებულ კლანჭებს თუმცა ფაქტია ყველაზე მეტი ჭაღარა იმ დღეს ლანას დაეყარა თავზე... *** კვირა იყო. დილა, ცხრის ნახევარი. მოულოდნელად კარზე ზარი რომ დარეკა ჩემმა მეზობელმა და გაკვირებულმა შევხედე მის ხელში მოქცეულ მწიკვ მარილს, ოღონდ მართლა მწიკვი, პატარა სამარილე გამომიწოდა და გამიღიმა. ეს მეზობელი სავარაუდოდ აზერბაიჯანელი და ქართული სისხლის შერევით გაიჩითა, ისეთი სიმპატიური იყო ნებისმიერი დათანხმდებოდა ცოლობას, თუმცა აწ უკვე ერთი წელი გახდება რაც ჩემგან იგივე გრძნობის მიღებას ცდილობს. სამწუხაროდ ყველა სიმპატიურს როდი აჯილდოვებს ღმერთი ჭკუითა და ეშმაკობით? განა ეშმაკობა ჯილდოა? რავიცი, ეშმაკობა რომ არ ერიოს ნოეს ხასიათში ხომ არ მომეწონებოდა? რა დროს ნოე იყო? მოკლედ, დიდი ჭკუიანი რომ არ იყო აქაც შეატყობდით, ერთადერთ დღეს, როცა მართლა არსებობდა იმის შანსი, რომ მაქსიმუმ 12 საათამდე მძინებოდა დათო ადგა და ცხრა საათზე მოაზარუნა, ზარების მბლოკავი უნდა ვიყიდო, იცით როგორია? სახელს ჩაწერ და თუ დაბლოკილი ხარ ზარი სახლში არ შემოვა. მოკლედ, რატომ გადავუხვიე თემას? მას შემდეგ რაც დათო გავაცილე, გოგონებს დავურეკე. ვიცოდი 9ზე ორივე გაღვიძებულები იქნებოდნენ და თავი აღარ შევიწუხე ლოდინით, თუ როდის გავახსენდებოდი მათ. -ალო?-პირველმა ლანამ აიღო ყურმილი. -გამოხვალ ჩემთან? -არა, არ მცალია დღეს, იმენა ორშაბათი მაქვს! როგორ მეზარება ეხლა თეატრში წასვლა რომ იცოდე! -აუ, რა ვქნა აბა მე? -რას შვრებით?-მარიც გამოჩდა ეკრანზე, ვიდეო გამორთული ქონდა და გულაჩქარებული საუბრობდა. -ვარჯიშობ? -ჰო, დავრბივარ. -გამოხვალ დღეს? -მე არ მცალია, ლანა გამოვიდეს. -არც მე მცალია. -ლანამაც ამოიღო ხმა. -აუ მე რატო ვარ მარტო მოცლილი?!-ქვეტა ტუჩი გადმოვაგდე და მაგიდაზე დაგდებული სანთებელა ხელში ავიღე, ეს უკანასკნელი ჩემს ნერვებს ძალიან უხდებოდა. -საყიდლებზე წადი ან რამე ქენი გოგო! აბა მე ისე ჩატვირთული გრაფიკი მაქვს… -კაი კაი, საღამოსაც არ გცალიათ? -არა, ნუ კი მაგრამ რესტორანში მივდივართ მე და ანდრო. -დაქალს კაცში მცვლი? ნწ ნწ… -ვაბშე და უკეთესი აზრი! შენ ვაბშე ნოესთან ერთად გაატარე დღე. -ლანამ ახალი იდეა წამოწია. -ვათ? -ჰო, მიდი კუსკუს, დაპატიჟე სადმე. - მარიმაც მხარი აუბა, მეც კინაღამ გამიჯდა თავში ეს აზრი. -არ მინდა იყოს. -არ მემეტებოდა სანუკვარი კვირა ვიღაც ბიჭისთვის. -კაი, წავედი მე. თუ მოიცალოთ, შემეხმიანეთ! -კაი! -ოკ! …. შუადღის სამი საათი იქნებოდა, გალერეა თბილისში რომ შევდგი ფეხი, ახლა კი უკვე ექვსი ხდებოდა, ხელში რამდენიმე პარკი მეჭირა და ნელა დავსეირნობდი ქალაქში. -ვერ ვხვდები მანქანით რატომ არ წამოვედი, ხომ შემეძლო?!-ჩემთვის ამოვიბუტბუტე და ტაქსის გამოძახება გადავწყვიტე. -სადმე ხომ არ მიგიყვანოთ? -წინა ფანჯრებ ჩამოწეულმა გელენდვაგენმა გამიჩერა ფეხებთან. -ოუ, ბატონო ნოე!-თავი დავხარე და სათვალეებ მორგებულს გავხედე, ისეთი ბნელი თვალები ქონდა, ჩემი თავის ანარეკლის დანახვაც კი შემეძლო. -გაგიყვანო? -კი. -როგორ იცი ხოლნე თავის დაფასება ვგიჟდები! -ხო არა?-ღიმილით გამოვაღე უკანა კარი, ჩემი პარკები უკანა სავარძელზე დავალაგე და წინა სავარძელზე თვითონ დავჯექი. -როგორ ხარ ლამასო?-სათვალე მოიხსნა და მანქანა დაქოქა, ვგიჟდებოდი ამ მანქანაზე, ასეთი რომ მყოლოდა დიდად ბედნიერი ვიქნებოდი. -კარგად თავად? -კარგად. დღეს საღამოს რას შვრები? -რა არის? -კორპორატიულია, ვინმე მყავდა წასაყვანი და ვერავინ მოვიფიქრე. -მპატიჟებ?-კეკლუცურად გავუღიმე, თითქმის სხვა ადამიანი ვხდებოდი ხოლმე მის გვერდით. -კი. -რა ჩავიცვა? -რამე კაბა, ოღონდ ისეთი არა, მოკლე და გამომწვევი. -მონაზონის კაბები არ მაქვს. -თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე და ფეხი ფეხზე გადავიდე, არა მართლა ისეთი მანქანა იყო, ფეხის ფეხზე გადადებისას, სრულიად კომფორტში იჯექი. -ასეთ მოკლე რაღაცეებს რატომ იცმევ? -არ ვიცი, მომწონს. -საშინლად მაღიზიანებს. -რას შვრება? -მაღიზიანებს. -უეჭველი გაღიზიანებას აქვს მანდ ადგილი. -რისი მოსმენა გინდა?-ტუჩი მოიკვნიტა, რატომ იყო ასეთი სიმპატიური? -სიმართლის! -არ მაღიზიანებს, თუმცა აღმაგზნებს!-ნერწყვი გადამცდა, წყალი რომ დამელია წარმოიდგინეთ რა მომენტი იქნებოდა. ნერწყვი მახრჩობდა, ისე დამახველა. -კარგად ხარ? -მგონი შევაშინე ცოტა, სხვა ახსნას ვერ ვუძებნიდი შუა გზაზე გაჩერებულ მანქანას. -არა!-ამოვახველე და თან გამეცინა.-წადი ბიჭო! დაგარტყამს ვინმე. -უეჭველად კარგად ხარ? -ყბებზე მომკიდა ხელი და მისკენ მიმახედა, არ ვიცი რა დაინახა მაგრამ უსიტყვოდ დაძრა მანქანა და სახლისკენ წამიყვანა, მთელი დარჩენილი გზა არ ამოუღია ხმა. -მოვედით.-ჩუმად მომაფხიზლა ფიქრებში წასული და მანქანა გააჩერა. -ნოე!-თავი მისკენ მივატრიალე და თვალებში შევხედე. -ჰო?-კითხვისნიშნიანი მზერა მომანათა. რამდენიმე წამი მივშტერებოდი, არ ვიცოდი რის გაკეთებას ვაპირებდი. მოულოდნელად წვერიან ლოყაზე ჩამოვუსვი ხელი და მისკენ გადავიხარე, მის ბაგეებს შევეხე, რბილი და ფაფუკი ტუჩები ქონდა, რატომ აქამდე არ ვაკოცე?ნირვანაში გასული უცებ დავუბრუნდი სავარძელს და მანქანის კარი გავაღე, ჩუმად ავკრიფე ჩემი პარკები, თან გულში მეცინებოდა ნოეს სახეს რომ ვუყურებდი. -ნოე! -ჰო? -კიდევ ხომ არ მეკოცნა, ასე საყვარლად გამოშტერებული რატომ იყო? -რომელზე გამომივლი? -რვისთვის. -კარგი. -რა ღა დამამშვიდებდა? სახლში ასულმა მაშინვე მომზადება დავიწყე. საშინლად მშიოდა, პატარა კექსი შევჭამე და კაბების შეთვალიერება დავიწყე, ვერ ვხვდებოდი რა ჩამეცვა, თან რომ არ “გაღიზიანებულიყო” და თან გამოხტომასავით არ ვყოფილიყავი. ბოლოს არჩევანი წითელ კაბაზე შევაჩერე, აბრეშუმის გრძელი გაშვებული კაბა, ფეხზე ძალიან გრძელი ჭრილითა და ლამაზი კორსეტით. ისე იყო კაბის ზედაპირი მკერდთან გადაჭრილი, ჩემს ისედაც ლამაზ მკერდს მეტად სასურველს ხდიდა. ეს კაბა ერთადერთხელ მეცვა, მაშინ ასეთი დახვეწილი ფორმები არ მქონდა, არც ფერი მიხდებოდა დიდად. ფეხზე შავი, ტყავის ზედაპირის მაღალქუსლიანები მოვირგე და ნოეს მოლოდინში მდივანზე დავჯექი. ტელეფონში რაღაცეებს ვსქროლავდი და სიცილით ვსკდებოდი ზარი რომ შემოვიდა უცხო ნომრიდან. -ალო? -მოვედი! -ნოე?-ჩავეკითხე, ნაცნობი ხმა კი ქონდა მაგრამ მაინც. -კიდევ ელოდი ვინმეს? -არა. -გავუთიშე, უცებ ავიღე პატარა კლაჩი და ტელეფონი მასში ჩავდე. ისე ლამაზად გამოვიყურებოდი ჩემს თავს ვერ ვწყვეტდი თვალს. კიბეები ნელა ჩავიარე, მაღალ ქუსლებს კი სულ ვატარებდი, მაგრამ ყოველთვის მირთულდა მათზე სიარული. როდესაც შენობა დავტოვე და ნოეს წინ პირდაპირ დავდექი, მაშინ ვიგრძენი ის რასაც ქალღმერთი იგრძნობდა. მისი მზერა, ემოციები, ყველაფერი მე გამოვიწვიე. -ჯანდაბა, შეუდარებელი ხარ!-სიგარეტი ძირს დააგდო და ჩემკენ გამოეშურა. ვაღიარებ ის შარვალ-კოსტუმში იმაზე უკეთ გამოიყურებოდა ვიდრე ვინმე-სხვა. -მადამ, იქნებ გადაგვეფიქრებინა წვეულებაზე მისვლა?-ხელი გამომიწოდა და ლოყაზე მაკოცა. ტანზე ტაომ დამაყარა, იქნებ მართლა არ ღირდა წვეულებაზე წასვლა? -წავიდეთ, სერ! -მადამ!-ხელი ჩამკიდა და მანქანის კარი გამოაღო. აქედანვე ვგრძნობდი დღის მთავარი თემა მე ვიქნებოდი. მანქანაში ჩაჯდომისთანავე დაიწყო პატარ-პატარა წაფლირტავება. ამაზე გულში ვხარხარებდი, აბა აქ რომ გამეცინა, ჩემი ნაზი იმიჯის მიღმა ისეთ ეშმაკს დაინახავდა, წვეულებაზე კი არა ჯოჯოხეთშიც არ მიმაცილებდა. -არ შემიძლია!-მანქანა გზიდან გადააყენა და სწრაფად გადავიდა. უცებ გამოვაღე კარი და მანქანას მიყრდნობილს შევხედე. -კარგად ხარ? -ხმამაღლა ვთქვი და მივუახლოვდი. ამათვალიერა, შემამცივნა, ისეთი ცივი მზერა მიდიოდა მისი შავი თვალებიდან. -არ ვარ კარგად.-გულზე მიიჭირა ხელი და სხვაგან გაიხედა, არვიცი სად თუმცა აშკარად ჩემთვის თვალის არიდებას ცდილობდა. -რა გჭირს?!-ყბაზე ხელი მოვკიდე და მოვაფხიზლე, მართლა მეგონა რამე დაემართებოდა. -ისეთი ლამაზი ხარ… ვეღარ ვსუნთქავ!-უკვე არ ვიცი რომანტიკული იყო, თუ ცოტა საშიშიც ხდებოდა სიტუაცია. -გულს ნუ მიხეთქავ ნოე!-ჰალსტუხი მოვქაჩე და თავი ავაწევინე, მგონი ეს მისი ზღვარი იყო, რადგან გაველურებულმა მიმიმწყვდია მანქანასთან და კიდევ ერთხელ ვიგრძენი მისი ფაფუკი ბაგეების შეხება ჩემს ტუჩებზე. -ანუ? ის რა… წავიდეთ!-უცებ მოვწყდი მის ტუჩებს და მანქანის კარი გამოვაღე, თუმცა მკლავში წავლებულმა ხელმა ადგილზე დამაბრუნა და კიდევ მაკოცა. კი, კარგი გრძნობა იყო, მაგრამ მეც ხომ ქალი ვარ, ადამიანი? -გაგიჟდი უკვე?-ხელი გავკარი მხარზე და მოვიშორე, გეყოს, მაკიაჟი გამიფუჭდა. გაიღიმა, თან ჩვეულებრივად არა, რაღაც ნერვების მომშლელად. -რატომ იღიმი? -იმიტომ რომ ყველაზე იღბლიანი კაცი ვარ ამ დედამო*ყნულ სამყაროში. -ვაი შენს პატრონს!-მანქანის კარი გამოვაღე და მოვკალათდი, გული ამოვარდნას მქონდა. ეს ხომ უბრალო კოცნაა? როგორ თქვა?!”ყველაზე იღბლიანი კაცი ვარ” ჯანდაბა! -წავიდეთ-უცებ დაჯდა ჩემს გვერდით და მანქანა დაქოქა, მის სიახლოვეს გულის დამშვიდება ალბათ შეუძლებელი იქნებოდა. რამდენიმე წუთში მივედით რესტორანში, სოლიდურად გამოწყობილი ადამიანები საკუთარი ძვირად ღირებული სამკაულებითა თუ მანქანებით იწონებდნენ თავს. ამ სამყაროში ცხოვრებისთვის გაჩენილი არ ვიყავი, ზოგადად პირდაპირობა მიყვარდა და ასეთ ხალხში პირდაპირობით თავს ნამდვილად ვერ გაიტან. -საპირფარეშოში მინდა!-ხელი მკლავზე დავადე და წიწილის სახე მივიღე. -აი იქაა!-თვალებით მანიშნა ოთახის ბოლოსკენ აღმართულ ტრაფარეტზე და ხელი წელზე მომხვია.-მიგაცილო? -ჩემითაც მივალ! -ალბათ როგორი ტოქსიკური ვიყავი არა? -კარგი.- გაეცინა და განზე გადგა, ნება მომცა დამოუკიდებლად გამერღვია ხალხის მდინარე. იმდენი ხალხი იყო არ მეგონა გასვლას საერთოდ თუ შევძლებდი. საბოლოოდ როგორც კი ვარდისფერ კაბიანი სურათი შევნიშნე, სიხარულით შევკაკუნდი საპირფარეშოში და თავი მოვოწესრიგე. დაახლოებით თხუთმეტი წუთი დასჭირდა ყველაფერს. საბოლოოდ გამოვედი, თუმცა ხალხი ისევ ისე ირეოდა და ნოე ვეღარ ვიპოვნე, დღის სიახლე, აბა ვის დარჩა ტელეფონი მანქანაში? დიახ, მე. -მარტო ხართ?-წინ ჩამომიდგა 30 წლამდე მამაკაცი, ჟღალი თმითა და წვერებით. -არა!-ვხედავ მეწყვილე არ გყავთ!-უხეშად ჩამაჯინდა კაცი, იქნებ მარტო მოვედი პრობლემაა რამე? -ჩემი მეწყვილე აქვეა.-ხელი დარბაზისკენ გავიშვირე და ხალხით სავსე აუდიტორია დავანახე. მიუხედავად იმის მტკიცებისა რომ მეწყვილე მყავდა, კაცი მაინც მიახლოვდებოდა და კედელთან მამწყვდევდა. -იქნებ საპირფარეშოში შევსულიყავით!-სახე ახლოს მოიტანა ჩემს ყელთან და ჩემი სურნელი შეისუნთქა. უკვე ვგეგმავდი მუშტი მომექანებინა მისთვის თუმცა გადავიფიქრე, ნუ… უფრო გადამაფიქრებინეს. გული წელზე შემოხვეულმა ხელმა ამიჩქარა, შემდეგ კი ყელში მაკოცა, სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ გრძნობას, რაც ჩემს გულში ხდებოდა. -ახალი მეგობრები გაიჩინე პატარავ?-წელზე ხელი მჭიდროდ მომიჭირა და კაცს გახედა.-გამარჯობა ნიკოლოზ.-ვათ? ყველა გიჟი, მანიაკური ქცევებით, აშკარად სახელი ნიკათი დაიკვეხნის. -გამარჯობა ნოე, არ მეგონა მეწყვილე თუ გყავდა!-უკან დაიწია შეშლილმა. როგორი გავლენიანი გვყავს მოკლედ…-ხელი დაუფიქრებლად მოვხვიე გულზე, რაღაც გვერდულად ვიდექი. -არც მე მეგონა მარტო თუ იქნებოდი. -შეხვედრამდე ნოე!- ხელი დაუქნია და ადგილს მოწყდა. -კარგად ხარ?-თავი ჩამოწია და თვალებში ჩამხედა. არა, კარგად არ ვიყავი. მცველის როლში მოვლენინმა ნოემ, ჩემი საცვალი საკმაოდ დაასველა. -ამ ქცევებით მაღიზიანებ!-სიცილით ვთქვი და ჰალსტუხზე თითებით წავეთამაშე. -გაღიზიანებ?-წარბები გაკვირვების ნიშნად აწია, თუმცა მალევე მიხვდა რაც ვიგულისხმე. -ჰო? -დიახ!-ხელი კისერზე ავაცოცე და მეორე მხარეს სველი ტუჩები მივაკარი, მგონი არც ის იყო ბოლომდე გულ გრილი. მისი გული ისეთივე სისწრაფით ცემდა, როგორც ჩემი. -იცი ამ კაბაში როგორი სექსუალური ხარ?-მეორე ხელი კაბის ჭრილთან ჩააცოცა და ნელი მოძრაობით აასრიალა თითები ჩემს ტაო დაყრილ სხეულზე. -ვიცი, სადინლად სასიამოვნოა, როდესაც ვიღაცისთვის ანგელოზი ხდები. -საერთოდ არ გავხარ ანგელოზს!-იმედები ჩამიკლა, მგონი სულ ტყუილად ვცადე იმ ღიმილის შეკავება. -ჰო? -მისი მოშორება ვცადე, მაგრამ არ გამოვიდა. -მგონი ცუდად მიიღე!-ყურთან ჩამჩურჩულა და თმაზე ხელი დამისვა, საშინლად მსიამოვნებდა მისი ხელი წელზე რომ მქონდა მარწუხებივით მოხვეული. -აღარ შემიძლია!- სიახლოვით გაგიჟებულმა ჰალსტუხში ხელი ჩავავლე და თავი ჩამოვაწევინე, ეს ჰალსტუხი მართლა კარგი რამეა! ნელა ჩამოწია თავი, მე კი, გიჟივით ვეცი მის ფაფუკ ბაგეებს და კიდევ ერთხელ ვიგრძენი მისი გემო. -ყველა კოცნის მერე ასე იდიოტივით თუ დაიწყებ გაღიმებას გცემ!-მოშორებისთანავე ღიმილი რომ აიკრა სახეზე კინაღამ გავარტყი რამე. პასუხი არ გამცა. -ეი!-ხელი კისერზე მოვკიდე, უკვე როგორ მოვუშინაურდი… -კარგად ხარ? -მგონი მიყვარხარ?-სიცილით ამოილაპარაკა ბურდულმა. -ეგ ვიცი…-უნებურად წარმოვთქვი, თუმცა ის ფაქტი კი სახეზეა, ჩემი სიტყვების წარმოთქმის შემდეგ უფრო რომ გაეზარდა სახეზე ღიმილი. -ვიცეკვოთ? -არა, კარგად არ ვცეკვავ. -მიდი რა! -არა!-ერთი ცეკვა რა გაუხდა? თვალები ავატრიალე და მარტო დავტოვე საპირფარეშოს დერეფანში. ნელა დავსეირნობდი აქეთ იქით, შემთხვევით ნაცნობს რომ გადავეყარე. საკმაოდ მაცნობს, მანქანას რომ ვყიდულობდი დიდი ფასდაკლება გამიკეთა, ნუ მისგან ვიყიდე. ლამაზი ცოლი და შვილები ყავდა. -პეტრე?-ღიმილით მივედი მასთან და გადავკოცნე. -როგორ ხარ სოფი?-გახარებულმა მომიკითხა, თუმცა შევამჩნიე დარბაზისკენ გაექცა თვალი. -რა ხდება?-ინტერესით ჩავეკითხე, მგონი ცოტა ნერვიულადაც იქცეოდა. მეთქი პრობლემა ჩემში ხომ არაათქო? -უარზე ვიყავი, ჩემი ცოლი კი ახლა ვიღაც კაცს ეცეკვება. -ერთი რჩევა, არასდროს უთხრა უარი პარტნიორს ცეკვაზე. -შენ რატომ არ ცეკვავ? -მეც უარი მითხრეს.- სიცილით ვთქვი და თვალებით ნოე მოვძებნე, ისევ იმ დერეფანთან იდგა და თვალებით მბურღავდა. არა, უფრო პეტრეს ბურღავდა. -ნოესთან ერთად ხარ არა? -ჰო! -კარგი ბიჭია, ბიზნეს პარტნიორები ვიყავით ერთი პერიოდი. -მანქანებთანაც აქვს შეხება? -კი! ბევრ რამეზეა მოდებული. -კარგი პეტრე, წავალ ახლა, თორემ მგონი ეჭვიანი მანიაკი გახდა ამ ბოლო საათში.-სიცილით გავაქნიე თავი და ადგილიდან დაძრულ ნოეს შევხვდი, დარჩენილი საღამო კიდევ ათას რამეს მოვედეთ თუმცა დაწვრილებით რომ არ მოვყვე, ღამის პირველი იქნებოდა სახლში წასვლაზე რომ შევთანხმდით, დარბაზი ისევ ხმაურობდა, თითქოს იქაურობა 40+ ხალხით არ იყო გადაჭედილი, ნუ კი იყვნენ 40-მაგრამ მაინც. ჩემი მანქანაში ჩაჯდომა და გათიშვა ერთი იყო. არვიცი ისე რამ გამომთიშა რომ დილით უცხო საწოლში გავიღვიძე. -აქ მეძინა მთელი ღამე? -ოთახში შემოსულ ნოეს გავხედე და დასტური რომ მივიღე ტანზე დავიხედე.-მეთქი რატომ მტკივათქო წელი!-ჯერ რკინიანი ბიუსჰალტერი მეცვა, მერე კიდე კორსეტიანი კაბა. -ისეც ვერ გაგითამამდი კაბა შემომეხია. -შემოგეხია არა, ერთი ელვა უნდა ჩაგეწია და ეგაა. -მეგონა გაგეხარდრბოდა დილას ტანსაცმლით თუ გაიღვიძებდი. -თავი გააქნია და ზედა გაიხადა. მისი პრესი კი მქონდა ნანახი, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ დავინახე, მართლა დორბლი მომდიოდა უკვე. -რამე მაისური მათხოვე. -კარგი. -კარადა გამოაღო და პირველივე შემხვედრი მესროლა, ისე მესროლა არც მოტრიალებულა და ნასროლი მაისური პირდაპირ თავში მომხვდა. -აუჩ! -ბოდიში. -რა ხასიათზე ხარ? -ვიღაცამ ფეხები მირტყა მთელი ღამე! -მართლა?-არ მახასიათებდა ფეხების ქნევა, დარწმუნებით ვიცოდი, არაერთხელ დარჩენილან ჩემთან ჩემი გოგოები. -კი. -კაბის ბრალია!გაგეხადა და შეგეშვებოდი! -რაში მადანაშაულებ?-წარბები შეკრა. გავიდეს ვაბშე! -წავედი რა, არ მინდა შენი ტანსაცმელი. -ფეხზე წამოვდექი და ლოგინთან მიყრილ კაცის ჩუსტებში ფეხები შევაცურე. -ამით მიდიხარ? -ჰო აბა რითი წავალ!-სწრაფად ავიღე ტუმბოზე დადებული კლაჩი და ოთახიდან გავედი. -სად მიდიხარ? ძაან მაინტერესებს.-მორიგი სიცილით შეხვდა იმ ფაქტს რომ უკვე მეექვსე კარი შევაღე გასასვლელის ნახვის იმედად. -სახლია თუ კიდობანი? -სად ქონდა კიდობანს ოთახები?-უშნოდ გაიხუმრა და მკლავით დამიჭირა. -აბა შენი აზრით ცხოველები რომ შეიყვანა ნოემ, ყველა ერთად ყავდა? -კი. -დარწმუნებით ჩაილაპარაკა. -კარგი მაშინ სასტუმრო იყოს. -კარგი. -საიდან გავიდე? -აი იმ კარიდან.-ხელი პირდაპირ მდგარი კარისკენ გაიშვირა და მეც უცებ წავედი. -ნახვამდის. პირველივე შემხვედრ ტაქსს ხელი დავუქნიე და ჩემდა ბედად თავისუფალი იყო. ერთი კვირა აქეთ იქით დავიარებოდი, ერთი ორჯერ ნოესაც მივწერე, გამოდი გავერთოთ სადმეთქო, მაგრამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, აუცილებლად გასაუბრებაზე უნდა წასულიყო კანადაში. არც გოგოებს ეცალათ, კი გამოვიდნენ ერთხელ მაგრამ აბა მთელი კვირა თავისუფლად რომ ხარ დრო რითი უნდა გაიყვანო? საბოლოოდ დადგა ის დღე, როცა სამსახურში უნდა გავსულიყავი. ლამაზად გამოვეწყვე, შარვალ კოსტუმი და ამბები. -ვაუ!-ტაში შემოკრა მარიმ და ლიფტში შევიდა.-მოსეც არ გაგიჟდეს შენს დანახვაზე, ნოე კი გიჟდება უკვე. -რას შვრება? -არაფერს. -კაი.-ჩავიცინე და სარკეში ტანსაცმელი კიდევ ერთხელ შევისწორე. -მოკლედ მარტივი საქმეა, დაბეჭდვა, საქაღალდეების გადაწყობა და ამბები. -წინაზე ყავასაც დავაბორიალებდი აქეთ-იქით. -ხო ეგეც იქნებაა. მთელი დღე აქეთ იქით დავეხეტებოდი არაფერი მნიშვნელოვანუ არ მომხდარა გარდა ერთი მომენტისა. -ეს საბუთები გადაწერე და გადააგზავნე.-ოთახში ვიღაც შავგრემანი შემოვიდა. -კარგი. სოფ, ეს ჩვენი დირექტორი, მოსე ბურდულია…-თავი დაუკრა უფროსს მარიმ და ბატონი მოსეც მიესალმა. -ეს არის სარძლო?-ჩუმად გადაულაპარაკა მარის, ხომ ავღნიშნე უკვე კარგი სმენა რომ მაქვს? გამეცინა, აშკარად ყურადღება მივიპყარი. -პირველი სამუშაო დღეა არა?-ისე გაიღიმა როგორც ნოე იღიმებოდა, ხოლმე. -დიახ. -კარგია, იმედი მაქვს გულით მოეკიდები საქმეს. -ხელი ჯიბეში ჩაიდო, ასე იცოდა ხოლმე ნოემაც. მგონი მომენატრა თავხედი. -რა თქმა უნდა. -მაშინ… წარმატებულ დღეს გისურვებ.-თავი დამიკრა მოსემ და ოთახი დატოვა. სამუშაო საათების ამოწურბისთანავე დავტოვე კომპანია, პიკის საათი იყო და ტრასაც გადატვირთულიყო, სვეტაფორი ყველა მანქანას წითელ შუქს ანათებდა. -ხომ არ მიგიყვანოთ?-გზის თვალიერებისას გამომეპარა კომპანიის შესასვლელთან გაჩერებული მერსედესი. -ნოე? ჩამოხვედი?-გული ამიფრიალდა, მგონი მართლა მიყვარდებოდა ეს ბიჭი, არა თან არ იყო მოუწონებელი ტიპი. -ჰო!-მანქანიდან გადმოვიდა, აბა მე გაშეშებული ვიდექი, არც წინ მივდიოდი არც უკან. საბოლოოდ როცა მომიახლოვდა ფეხებიც დავიმორჩილე და ორი ნაბიჯი გადავდგი.-აბა? არ მოგენატრე?-ღიმილით ჩამომიდგა წინ. -მგონი მომენატრე.-ამოხსნილი საიდუმლოსავით გავიოცე და ისე ვთქვი. -მგონი?-გაეცინა, აშკარად ემოციური მომენტი იყო. -მართლა მომენატრე.-ხელები კისერზე მოვხვიე და თავი მის კისერში ჩავრგე, რაღაცნაირად ემოციურად მივეჯაჭვე. მას შემდეგ რაც ბათუმიდან დავბრუნდი, კვირაში რამდენჯერმე ვხვდებოდი ხოლმე. -მეც მომენატრე.-თავზე მაკოცა და ხელები შემომხვია, შორიდან ალბათ ლამაზი წყვილი ვჩანდით. არვიცი რა სტატუსი გვქონდა თუმცა ემოციურ კავშირს კი ნამდვილად განვიცდიდი მის მიმართ. -გცალია? -კი. -გავისეირნოთ? -მანქანით? -რავი. -მანქანით გავისეირნოთ, შენი რაშიც მომენატრა.-სიცილით გამოვდე ხელკავი და მანქანამდე წავყევი. -ჩემს გარეშე რას საქმიანობდი? -რას ვიზავდი? დაქალები შენს ძმაკაცებთან გულაობდნენ, მე მარტოსული დავიარებოდი აქა-იქ. -ჰო, ჩვენიდან მარტო შენ ყოფილხარ მარტოსული.-დაუფოქრებლად თქვა ალბათ. -ანუ? -რა? -ესეიგი შენც გყავდა ვინმე? -ნუ… არა. -ვიღაცეები გყავდა იქ არა? -არა -ანუ ები არა? -არა.-სიჩქარე გადართო და საჭე დაატრიალა, როგორი სიმპატიური იყო ამ დროს, აღმა*გზნებდა მისი მოძრაობა. -ერთი? -არა. -აბა მარტო მე რატომ ვიყავი მარტოსული? -მე ბიძაჩემთან ერთად ვიყავი, შენ კი მარტო. ეგ ვიგულისხმე. -ვიეჭვიანე. -მივხვდი. -მგონი მიყვარხარ?-კიდევ კარგი ისედაც საცობის გამო გაჩერებულები ვიყავით თორემ ალბათ კარგად დაატორმუზებდა. უცებ მოატრიალა თავი. -კითხვა დასვი? -არა, რომ დავუკვირდი მომწონხარ ძალიან. -დარწმუნებით ჩავილაპარაკე და როგორც მჩვევოდა ფეხი ფეხზე გადავიდე. -მოწონება და სიყვარული განსხვავდება. -სხვაგან გაიხედა, მანქანებს შორის მოსიარულე თათარს გააყოლა მზერა. -ძალიან მოწონება სიყვარული არაა? -რავი, არა. -მაინც მიყვარხარ ალბათ.-სავარძელში გავსწორდი, ცოტა შემცივდა, ზაფხული აღარ იყო, უკვე სერიოზულად იწყებდა აციებას. -ჩამოყალიბდი.-გაეცინა, ეს ღიმილი ნამდვილად მიყვარდა. -მიყვარხარ, ხო. -იმსჯელე საკმარისად? -თავი შემოატრიალა და გამომცდელად დამაკვირდა. -კი, მიყვარხარ. -ღმერთო არ შემიძლია.-გულზე ხელი მიიდო და საჭეს შუბლი დაადო. ხანშიშესული რომ ყოფილიყო ვიფიქრებდი გულის პრობლემები აქვსთქო. -კარგად ხარ? -ჭკუიდან მშლი.-ჩუმად ამოილაპარაკა. -რა? -ჰო! ჭკუიდან მშლი. -ახლა გადავალ მანქანიდან და შენთვის შეიშალე.-წარბები შევკარი და მანქანის კარს ხელი მოვკიდე, როგორც ფილმებში ხდება ხოლმე, უცებ რომ მოკიდებს ბიჭი გოგოს ხელს და მისკენ მიატრიალებს, აი ეგრე დაგვემართა. -სოფია! -ჰო? -მიყვარხარ!-ხმამაღლა თქვა და ხელზე ხელი დამადო. სასიამოვნოდ გამცრა. -მეც.-ვუპასუხე, საერთოდ ასეთი უცნაური სიყვარულის ახსნა ჯერ არ გამეგო. -საცობში აგიხსენი სიყვარული. -გაეცინა, აი ისე მე რომ მიყვარდა. -ყველაფერი უცნაური ჩვენ გვემართება. -ეგეც მართალია. -სად მივდივართ? -ხელზე მეორე ხელიც მოვკიდე და თავი მის მხარზე ჩამოვადე. ეს რომ ნივა ყოფილიყო აი ძველი, აქ ერთიანი სავარძელი იქნებოდა და მხარზე თავის ჩამოდებაც მეტად კომფორტული იქნებოდა. -სადმე წავიდეთ. -შენთან ავიდეთ. -ჩემთან? -ჰო. დახლილი იქნები, მთელი დღეა გზაში ხარ. -კარგი. -მაისური მათხოვე ოღონდ. -გათხოვებ. მალევე შეაყენა კორპუსის სადგომზე მანქანა, საბარგული გახსნა და ერთი ჩემოდანი ამოიღო. -ერთი კვირით წახვედი და მხოლოდ ეს ჩანთა გქონდა? -კი. -როგორ შეგიძლიათ კაცებს ცხოვრება? -არ ვიცი…-სიცილით გადამხვია ხელი და ლიფტშიც შევედით. -ერთმანეთს ვუხდებით.-ლიფტის სარკეში შევათვალიერე ჩვენი სხეულები. -შენ მიხდები აშკარად.-სიცილით ჩაილაპარაკა და გაჩერებული ლიფტიდან გამომიყვანა. -ჰო-ჰო, სულ ეგრეა საქმე მოწყობილიი! -იმედია არ ვიჩხუბებთ? -არა, წესით საკუთარი თავები არ უნდა დავიარგოთ. -იმედია ჩხუბის გარეშეც შეგიძლია არსებობა. -ჩიპი კარს მიადო და საკეტის ხმაც გაისმა. -ჰო, შემიძლია.-გამეცინა, ჩაბნელებული ბინა უცებ განათდა, ჩამრთველზე ერთი ხელის აკვრით. -ტანსაცმელი მათხოვე ერთი, ვნახოთ თუ ვიხდენ შეყვარებულის ტანსაცმელს. -ჩავიქირქილე და ფეხსაცმელები გავიხადე. -მიხდება შეყვარებულის სტატუსი.-გაიღიმა, წელზე ხელი მომხვია და კისერში მაკოცა. -გიხდება. ჩუსტები გაქვს?-წვერიან ლოყაზე ჩამოვუსვი ხელი. ძალიან ლამაზი ყბები ქონდა. -მაქვს-გაიცინა, 48 ზომა ჩუსტი კარადიდან გამოიღო და წინ დამიდო. -ესენი გამძვრებააა.-ამოვიწუწუნე და ნასკებით დავდექი იატაკზე-იმედია სუფთა იატაკი გაქვს! -ჩაიცვი, შეგცივდება. -ნუ გასაყვარელდი. -ჩაიცვი, არ გაქვს იმდენად პატარა ფეხები რომ გაგძვრეს. -საძაგელო.-მხარზე ხელი მივარტყი და საძინებელში გავყევი. -ნუ გასაყვარელდიო! -მომაწოდე ერთი რამე, თორემ გაჭედილი ვარ ამ ტანსაცმელში. -ეს აიღე-კარადიდად ლამაზი შავი მაისური გამოიღო. -ჰუდი არ გაქვს? -გცივა? -სულ მინდოდა შეყვარებულის ჰუდი მცმოდა. -შენი პირველი შეყვარებული ვარ პატარავ? -ჯერ ოცდაორი წლის ვარ ნოე.-ისე ვუთხარი ვითომ ამ სამყაროში ბავშვებს არ ყავდეთ უკვე შეყვარებულები. -ჰო ოცდაორის ხარ.-თავზე ხელი დამადო და კარადიდან ნაცრისფერი ჰუდი გამოიღო. -ორივე მათხოვე, ამას ძილში ჩავიცვამ.-მოკლე მკლავიანი საწოლზე დავდე და ოთახიდან გავედი.-არ გამოხვიდე უნდა გამოვიცვალო.-ხმამაღლა დავუძახე და ტანსაცმლის გახდა დავიწყე, ერთადერთი რაც ტანზე დავიტოვე თხელი ბარძაყებამდე გეტრები იყო, თან ფეხებს გამითბობდა და თან სექსუალურიც იყო. -გამოვიდე?-რამდენიმე წუთში დაიძახა ნოემ. ჰუდი უკვე მეცვა. -გამო. -შარვალი არ გი… -? -მართლა ჭკუიდან მშლი. -ფეხებზე დამაკვირდა, გრძელი ლამაზი ფეხები მქონდა, ეს გეტრები კი მართლა ძალიან სექსუალური იყო. -ჰო? მოდი ფილმს ვუყურთ. -ურთიერთობაში პირველად მყოფისთვის, თამამი ხარ. -იმიტომ რომ გენდობი. -არ ვარ სანდო. -რატომ? -იმიტომ რომ ახლა მინდა მაგ ჰუდი გაგხადო, ჩემს ლოგინში ჩაგაწვინო და მთელი ღამე ადგომის უფლება არ მოგცე. -საინტერესოდ ჟღერს, თუმცა ჯობს ფილმი ვიყუროთ!-მდივანზე დავჯექი და ფეხები ავკეცე-აუ მცივა, რამე შარვალიც მათხოვე რა. -ჩაგძვრება ყველაფერი. -თასმებიანი არაფერი გაქვს? -ახლა მხოლოდ ტანსაცმლის გახდაზე ვფიქრობ. -ჩემით მოვძებნი შარვალს.-ფეხზე წამოვდექი და მის წინ გავჩდი. -არ გინდა გადასაფარებელს მოგცემ.-გონს მოვიდა, მდივანზე დამაჯინა თვითონ საძინებელში გავიდა და პლედით ხელში დაბრუნდა. -მადლობა.-გავიღიმე და ფეხები ავკეცე, თვითონ დამაფარა პლედი და გვერდით მომიჯდა. -რა ვიყუროთ?- -გრეის ორმოცდაათი ელფერი.-სიცილის შეკავება ყველანაირად ვცადე. -რას ვუყუროთ?-წარბები შუბლზე აუვიდა, ისე ისედაც მანდ არ იყო? -კარგი ხო, იქნებ დღიურები? -Notebook? -ხო, არა? -რავი. -მოდი ის ჩავრთოთ რაც ტელევიზორში იქნება. -კარგი. -თავი დამიქნია და ხელი გაშალა უკეთ რომ მოვკალათებულიყავი. ახლა რომ ვუფიქრდები ჩემი კომფორტის ადამიანი იყო. -დაღლილი არ ხარ? -ვარ. -დავიძინოთ? -ფილმს ვუყუროთო? -მეზარება. -დავწვეთ? -კი. -უცხო კაცს ლოგინში უწვები? სირცხცილი, ნწ, ნწ… -იცოდე გაგაგდებ ოთახიდან.-წარბები შევკარი და საძინებელში შევედი. -ჩემთან გადმოდი.-მოულოდნელად წამოჭრა საკითხი. -მგონი ძალიან ჩქარობ.-ლოგინზე დაგდებული მაისური ხელში ავიღე და შევათვალიერე. -არამგონია. -გადმოვალ ნუ ჩემი რა მიდის. -კარგი.-აშკარად გაუხარდა, დაიხარა და შუბლზე მაკოცა. -ქირას არ გადამახდევიებ ხო? -არა. -კარგია-სიცილით ჩავილაპარაკე და ლოგინზე დავწექი. -არ ჩაიცვამ ამას? -მეზარება. -მერე დაიწყებ წუწუნს, იმის გამო გირტყამდი რომ ცუდად მეცვაო. -ზედა გაიხადა და სპორტული შარვლით დაწვა ლოგინში. -ცუდად რა უნდა მეცვას? -ფეხი ფეხებზე გადავადე და ერთი ხელი გულზე დავადე. -მაგალითად ბიუსჰალტერი..?-ხელი გაშალა და თავი დამადებინა. -ისედაც არ მაცვია ძვირფასო…-ჩავიქირქილე და გულზე დადებული ხელი კისრამდე ავაცოცე. -სოფ…-თავი წამოწია და ინტერესით დამაკვირდა სახეზე -ჰო? -ცოლადაც ხომ არ გამომყვები? -კი. -ის ალბათ ხუმრობდა, მაგრამ მე მართლა გავყვებოდი. -კარგია. შენთან სექ*სი მინდა.-თავი ბალიშზე დააბრუნა და ჩემს ფეხზე ხელი აასრიალა. -ვიცი. -რატომ მიწვევ?-თავი ისევ წამოწია, არ შეეძლო საუბარი ისე ჩემი სახე რომ არ დაენახა. წამოვიწიე, ოდნავ გადავტრიალდი და ნოეს ფეხებზე მოვთავსდი. -სოფ! -სიტყვის თმა არ დავაცადე ხელები კისერზე შემოვხვიე და ნელა დავიხარე მისი ტუჩებისკენ. რბილი, ფაფუკი და სასიამოვნო ტუჩები ჰქონდა. საშინლად სასიამოვნო იყო მისი კოცნა. ერთი ხელი საჯდომზე მომიჭირა, მეორე ხელით წელზე მომეფერა. მთელი ვნებით მკოცნიდა, ხელებს ხან თმაზე ვუსვამდი ხან კი მკერდზე. მოულოდნელად ზემოდან მომექცა, კოცნა არ შეუწყვიტავს, საშინლად სასიამოვნო იყო, ხელს ჩემს ფეხზე დაასრიალებდა. ჩემს ტუჩებს მოწყდა, კისერზე დამიტოვა სველი კოცნა და თვალებში ჩამაშტერდა. -დარწმუნებული ხარ? -როგორც არასდროს!-ტუჩებზე ვაკოცე და ოდნავ წამოვიწიე, ჩემს სიგნალს მიხვდა, ჰუდის ბოლოებს ხელი დაავლო და თავზე გადამაძრო. საცვლის ამარა ვიყავი მის წინაშე. ნოე ყველგან მკოცნიდა სადაც შეიძლებოდა, ლავიწებზე, მხრებზე, ძუ*ძუს თავებზე, მუცელზე. ხელებს ხან მკერდზე დააცოცებდა, ხან კი ფეხებზე. სწრაფი მოძრაობით გამათავისუფლა საცვლისგანაც და კიდევ ერთხელ შემომხედა თვალებში, ვნება აშლილი მზერა ქონდა, მისი შეჩერება კი ახლა, ყველაზე ნაკლებად მინდოდა. -მიყვარხარ. -ჩუმად წარმოვთქვი და ტუჩებზე ვაკოცე. გამიღიმა, თარო გამოაღო პრეზერვატივი ამოიღო და ნელი მოძრაობით დამაშორებინა მუხლები ერთმანეთისგან, შემდეგ კი, ძალიან, ძალიან ნელი ბიძგით შეუერთდა ჩემს სხეულს. დილით გამოფხიზლებისთანავე პირველი რაც შენიშნა სავარძელზე გადაკიდებული ოცნების კაბა იყო. -ნოე? -ჰო?-სააბაზანოდან გამოვიდა ხმა. -ეს რა არის? -დღეს ჩვენი ქორწილია, ადე მოემზადე. *** ბათუმის ერთ-ერთ ცნობილ კაფეში იჯდა. ხელში ვანილის ნაყინი მოექცია და ყოველ ხუთ წუთში ერთხელ ამოწმებდა ტელეფონს. ნაცნობი ნომერიც გამოჩდა საბოლოოდ და სწრაფად აიღო ყურმილი. -მოვრჩით თამაშს და გართობას ქალბატონო დედა. იქნებ ეხლა გეთქვათ სად ბრძანდებით? -ნოეს ხმამ გაარღვია სიმყუდროვე. -რომ გეტყვით პირდაპირ სახლში წავალთ. თანახმა ხართ? -არა. -ერთხმად ჩასძახეს მობილურში ბავშვებმა. -მაშინ არ გეტყვით!!-სიცილით თქვა და ვანილის ნაყინს ენა აუსვა. -ჩვენ სიტყვები არ გვჭირდება დედიკოს საპოვნელად!-ზურგს უკან მოესმა ხმა და მალევე გამოჩდა მისი საყვარელი სამი სხეული. - მაინც მომაგენით პატარა მაიმუნებო, არა?-სიცილით წამოდგა ფეხზე და ქმარს ტუჩებში აკოცა. -გავიდეთ ახლა, დავისვენოთ. საღამოს ჩვენებიც ჩამოვლიან. -უჩა და ლანაც ახერხებენ წამოსვლას? -ხო, ვატოს წამოყვანაც გადაწყვიტეს, ახლა დამირეკა უჩამ. -მოსეც უნდა წამოსულიყო ნიასთან ერთად. -არა, მხოლოდ ჩვენ, როგორც მაშინ. სულ პირველად… -წელზე ხელი შემოხვია და ბავშვებს დახედა, ტყუპებს ხელები მშობლებისთვის რომ ჩაეკიდებინათ. -გახსოვს? ჩვენი პირველი შეხვედრა… _________________________ 2022 წელი, 17 თებერვალი. _________________________ SGANN |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.