შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავნება ქალბატონი (თავი 4)


18-02-2022, 00:52
ავტორი Anastacia
ნანახია 11 994

რამდენიმე დღე გავიდა,ორივეს დაფიქრება სჭირდებოდათ,ემოციები უნდა ეკონტროლებინათ,მიუხედავად იმისა,რომ საკუთარ მოქმედებებს თავიანთ ხასიათს აბრალებდნენ,მაინც ზრდასრული ადამიანები იყვნენ და ისე უნა ემოქმდათ,როგორც შეეფერებოდათ.
ანდრო გაბრაზებული იყო საკუთარ თავზე,რადგან სისუსტე გამოიჩინა.იცოდა,რომ თავისი გრძნობების გამოხატვით,თეკლა იკავებდა უპირატესობას და არა თვითონ.მხოლოდ ოფისში იყო და საქმეებს აგვარებდა,არ უნდოდა,რომ სადმე თეკლას შეხვედროდა ან უბრალოდ თავს აჯერებდა.ნორმალურია მოღალატე ადამიანი გიყვარდეს?არ ვიცი!ალბათ კი!თეკლა არც სხვასთან წასულა და ანდროს გარდა არც არავისთან ყოფილა,მაგრამ მათ სიყვარულს უღალატა,იქნებ ყველაფერი,რომ მოეყოლა ახლა მშვიდად და ბედნიერად ყოფილიყვნენ.
თეკლა არც პატიებას ითხვოდა და არც ანდროს დაბრუნებას,უბრალოდ მასთან სიახლოვე უნდოდა,თუნდაც რამდენიმე წამი და თუნდაც ერთმანეთი დაეხოცათ ამ რამდენიმე წამში.იმდენ გზას ერთად მიუყვებოდა,რომ ანდროსთან მისასვლელ გზას ვერ პოულობდა ან არ პოულობდა.რთულია თეკლასნაირი ქალის გაგება და ისევე იმ ადმიანის ვისაც ასეთი ადამიანი უყვარს.
ანდროს წარმოდგენა არ ქონდა ავთოს როლის შესახებ მათ განქორწინებაში,არადა ყველაფერი ხომ ზუსტად მან წამოიწყო.ის,რომ არა თეკლა ვერასდროს ვერ შეხვდებოდა ანდროს და შეიძლება ბედნიერი ყოფილიყო სხვა ქალთან სხვა ოჯახთან ერთად.ავთო ისეთ ნათესავებს მიეკუთვნებოდა,რომელთაც მხოლოდ ბოღმა ახრჩობთ და ადამიანისგან მხოლოდ ფული სჭირდებათ,არადა თვითონაც თავზე საყრელად ქონდა,უბრალოდ ვერ შეეგუე იმ ფაქტს,რომ მამამ შვილიშვილს დაუტოვა ყველაფერი,როცა თვითონ ცოცხალი იყო და უფრო დიდი ამაგიც ქონდა კომპანიაზე.ანდრო მხოლოდ ბაბუის სიკვდილის შემდეგ ჩაერთო ბიზნესის საქმეებში,მანამდე კი ყველაფერს ავთო მართავდა.ანდრომ მთლინი გადატრიალება მოახდინა კომპანიაში,რის გამოც მათი გზები გაიყარა და ბიძა და ძმისშვილი დიდ უთანხმოაებაში გაეხვივნენ.ისედაც არ ქონდათ კარგი უერთიერთობა,ავთო არ იყო ის ადამიანი,ვისაც გულწრფელი სიყვარული შეეძლო,არც ძმის მიმართ გამოირჩეოდა დიდი სიყვარილით.ერთადერთი მისი სიყვარული სამორინეები და ფული იყო,მაგრამ თეკლას მეშვეობით საქმე უფრო გაირთულა.იმის იმედით,რომ ძმისშვილს გაანადგურებდა თვითონ დარჩა განადგურებული.თეკლას მოწყობილ ხაფანგზე წამოეგო და ის მართლაც საზღვარგარეთ ეგონა,მანამ სანამ ჩვენი თავნება ქალბატონი თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში არ გამოჩნდა და ყველამ გაიგო მისი ადგილსამყოფელი.ავთოს ხალხი ყველგან ჩასაფრებულები იყვნენ და თეკლას გამოჩენას ელოდებოდნენ,რომელიც ნამდვილად საფრთხეში იყო.ავთო არც კრიმინალის წარმომადგენელი იყო და არც ვინმე ავტორიტეტიანი ადამიანი,რომლის სიტყვასაც ფასი ქონდა,მაგრამ მას თავისი წრე ჰყავდა, სადაც იმაზე მეტი იყო,ვიდრე ნამდვილ ცხოვრებაში,ფულის გამო კი ყველაფერზეა წამსვლელი.
***
თემო და ნიკო კი მალულად მოქმედებდნენ,რათა რამე ხელმოსაჭიდი გააეგოთ თეკლას შესახებ.არც იმ იმფორმაციის გაჟღერება უცდიათ,რაც თათამ მიაწოდა ნიკოს,მაგრამ ვერაფერს ვერ გახდნენ და მაინც ანდროსთან დალაპარაკება გადაწყვიტეს,ამიტომაც პირდაპირ მას მიადგნენ სახლში:
-ვაა ბიჭებო მოხვედით,რამდენიმე დღეა არ გამოჩენილხართ-ანდრო გვერდზე გაიწია და ბიჭებს ანიშნა შემოსულიყვნენ.-რამე ხდება?
-არა ტო რა უნდა ხდებოდეს.-ნიკო მაშინვე დივანზე მოკალათდა გემრიელად.
-შენც არ გამოჩენილხარ ეს დღეები.-თემო თავის სერიოზულ გამომეტყველებას არ ტოვებდა.
-ჰო საქმეები მქონდა.
-უკვე აგვისტოა იქნებ დაისვენო ცოტა.
-ხო რამდენიმე დღეში ვაპირებ და ვნახოთ აბა რა გამოვა.
-ეე გინდათ სადმე წავიდეთ და მაგრად გავერთოდ.-ნიკო მაშინვე წამოხტა.
-შენ სულ გართობაზე როგორ ფიქრობ.იმ თათამაც ვერ დაგაჭკვიანა რა!-ხელი აიქნია თემომ.
-კარგით ახლა არ დაიწყოთ.რას დალევთ აბა?-წამოდგა და ბართან მივიდა ანდრო.
-ვისკი იყოს!-ნიკომ თქვა და ისინიც ბართან მივიდნენ.
-რაღაც უცნაურად იქცევით?-ეჭვნარევი მზერა მიაბყრო მეგობრებს ანდრომ.
-რამდენიმე დღის წინ რაღაც გავიგეთ.-ნიკომ წამოიწყო.
-და რა გაიგეთ?-ანდრომ ვისკი მოსვა და ნიკოს გახედა.
-იმ კუდიანს ეხება.-ვინ იქნებოდა თუ არა თემო.
-ახლა მაინც რა გინდათ თეკლასთან?-არ მოსოწნდა,როცა მის თავნება ქალბატონზე ცუდს ამბობდნენ,თუნდაც საუკეთესო მეგობრები.
-მოკლედ თათასთან ვიყავი და არ ვიცი შემთხვევით თუ განძრახ მიმახვედრა,მაგრამ მისი ნათქვამიდან გამომდინარე გამოდის,რომ თეკლას დედა ცოცხალი ყავდა და თქვენი განქორწინების შემდეგ გარდაიცვალა.-ანდროს რეაქციას დააკვირდნენ,მაგრამ ვერანაირი ემოცია ვერ ამოიკითხეს.
-ამას ისედაც მივხვიდი,როცა აივანზე ვიყავით!-მშვიდად განაცხადა.
-მერე თეკლასთან ერთად,რომ იყავი არაფერი არ გიკითხავს?-თემო ჩაერთო საუბარში.
-არა!
-და რატომ?
-მაინც არაფერს არ იტყოდა.
-და ახლა რა?ესეც ისე უნდა გაატარო როგორც მისი სხვა მოქმედებები?
-თემო ამ ბოლო დროს ზედმეტად ხომ არ ერევი ჩემს საქმეში.-მზერა გაუსწორა მეგობარს.
-შენ კი საერთოდ გამოგაშტერა იმ ქალმა!
-თემო!-იღრიალა ანდრომ.
-ეე რა გჭირთ,სიტუაცია ისედაც დაძაბულია და უფრო დაძაბვა არ ღირს.-ანდრო და თემოს ჩხუბი კატასტროფას უდრიდა,ამიტომ ნიკო ყველაინაირად ცდილობდა,რომ ეს არ მომხდარიყო.
-მომისმინეთ,თეკლა ის ქალია,რომელიც მხოლოდ თავისი წესებით თამაშობს,ამიტომ ვერაფერს გახდებით,სანამ თვითონ არ მოუნდება.ორი წელი შეიძლება საკმარისი არ არის ადამიანის შესაცნობად,მაგრამ მე მასზე საკმარისად მეტი ვიცი,ამიტომაც შემიძლია მას ავყვე,მაგრამ თქვენ არ გაქვთ ჩარევის უფლება.და საერთოდ თქვენ იყავით ყველა ჩვენი ბედნიერების მოწმეები,თეკლაც გიყვარდათ,მე რომ არ ვიყავი თქვენ აქცევდით ყურადღებას,თეკლამაც რამდენი რამ გააკეთა თქვენთვის და ერთი ხელის მოსმით გადაუსვით ხაზი.დიახ საშინელი ქალია,რომელმაც ჩვენს სიყავრულს უღალატა,რომლისგამოც საშინლად ვიყავი,მაგრამ ის ბოროტი არ არის.აი შენ თემო გახსოვს დაჭრილი,რომ იყავი ერთი კვირა როგორ გივლიდა?საკუთარი და არ გაგითენებდა ღამეებს და თეკლას საერთოდ რა ვალდებული იყო.მას უყვარდით, ის ორი წელი ჩვენი სრულფასოვანი ოჯახის წევრი იყო!-გაცხარებული საუბრობდა ანდრო.მაინც იმდენი კარგი ახსენდებოდა თეკლასგან,რომ ზოგჯერ ყველა მის დანაშაულს გადაწონიდა.
-ზოგჯერ მგონია,რომ ერთი თეკლას სიტყვა და მაშინვე აპატიებ.-ყველა ანდროს სიტყვა გაატარა,მაგრამ კარგად ესმოდა,რომ მეგობარი სიმართლეს ეუბნებოდა.თეკლამ ყველას შეაყვარა თავი და თემოც იმათ რიცხვში შედიოდა,ვინც ბოლომდე ენდობოდა.
-შენ კარგად იცი ჩემი მიტევების უნარი რამდენად განვითარებულია,თეკლა და მე ვეღარასდროს ვეღარ ვიქნებით ერთად,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ყოველთვის ტალახი ესროლოთ!
-ჯანდა ანდრო! ზოგჯერ მიკვირს შენ და მე როგორ ვმეგობრობთ!-სწრაფად გადაკრა ერთი ჭიქა ვისკი თემომ და წავიდა.
- არ იდარდო გადაუვლის,ხომ იცი ისიც როგორ მიეჯაჭვა თეკლას,არც შენ და არც მას ოჯახის წევრები არ გყავთ ამიტომ თეკლას შემოსვლა ჩვენს წრეში რაღაც სასწაული იყო.როცა სახლში მიდიოდა და არავინ არ ხვდებოდა უცებვე აქეთ მორბოდა,რომ თეკლას გაკეთებული წვნიანი ეჭამა,რომელსაც საშინლად ამზადებდა.ის ყველას გვაკლია.ვერ ვპატიობთ,რადგან ის იდილია თან წაიღო,რომელიც თვითონვე შემოამატა ჩვენს პატარა ოჯახს.
-ვიცი ნიკო,ყველაფერი ვიცი!-ისევ ჩაცალა ვისკით სავსე ჭიქა და პირდაპირ კედელს მიანარცხა.
***
თავის კაბინეტში იყო,რომელიც კაფეს მეორე სართულზე იყო და უკვე წასვლას აპირებდა,კარზე დაუკაკუნებლად,რომ შემოვიდა შუახნის მამაკაცი,არც ისე მაღალი და არც ისე დაბალი,წვერი საკმაოდ ქონდა მოშვებული და ანდროსავით შავი თვალები ქონდა.თეკლა მხოლოდ რამდნიმე წამი უყურებდა მამაკაცს,მერე სწრაფად გამოცოცხლა და პირვე ლი თვითონვე წამოიწყო საუბარი.
-სიმართლე გითხრათ გელოდებოდით და იმედეიც კი გამიცრუეთ აქამდე რომ არ მომაკითხეთ!-ირონიულად გაუღიმადა და ხელით ანიშნა დაბრძანდითო.
-ოხ თეკლა თეკლაა,როგორ გიყვარს ადამიანის ნერვებზე თამაში!-თეკლას წინ დაჯდა და მზერა გაუსწორა.
-რითი დავიმსაუხრე ამხელა პატივი,რომ თვით ავთო მიქაცე მესტუმრა?-ირონიას არ იშურებდა თეკლა.
-მგონი დაგავიწყდა ჩემი ვალი,რომ გმართებს.-ზედმეტად სერიოზული გამომეტყველება ქონდა ავთო ბატონს.
-რომელი ვალი?-ისე შეიცხადა თეკლამ,რომ ავთოსაც კი შეეპარა თავის სიტყვებში ეჭვი.-ის თანხა, რომელიც დედაჩემის მკურნალობისთვის კლინიკას ჩაურიცხე დიდი ხანია შენს ანგარიშზე ჩავრიცე,სხვა კი მე შენი არაფერი არ მმართებს.-თეკლას საგრძნობლად გაუმკაცრდა ტონი.
-ჩვენს ასე არ შევთანხმებულვართ პატარავ!მგონი დაგავიწყდა,რომ ის რაც ანდროსგან მიიღე ჩემი არის!
-ვაიმე ავთო ზოგჯერ ისეთი სასაცილო ხარ!-სიცილი დაიწყო თეკლამ.
-შენ პატარა ლაწირაკო გგონია ასე ადვილად მომიშორებდი და ყველაფერი შენ შეგრჩებოდა!
-მე ანდროს ფულისთვის ხელი არ მიხლია და ვერც შენ შეძლებ ვერასდროს.ახლა ჯობია იმ სოროშივე შეძვრე,რომლიდანაც გამოხვედი.-საშინლად სძულდა ავთო მიქაძე.
-როგორ მიბედავ ასე საუბარს!-წამოდგა და მუშტი მაგიდას დაარტყა.-იცოდე ორ დღეს გაძლევ,ყველაფერი,რაც შენ გაქ ჩემს ანგარიშზე თუ არ აღმოჩნდება ასე მშვიდად აღარ ვილაპარაკებ და სხვა გზას მოვნახავ!
-და რას იზამ?ჩემგან ვერაფერს ვერ მიიღებ და რომ მინდოდეს მაინც ვერ მოგცემ!
-თეკლა იცოდე გაგანადგურებ!ორი დღე-მეთქი,მეტს აღარ მოვითმენ!-ღრიალებდა უკვე ავთო ბატონი.
-სიამოვნებით დაველოდები ამ ორი დღის გასვლას ,რათა ისევ თქვენი იმედგაცრუებული სახე დავინახო!-ისეთი მშვიდი ტონით და გამომეტყველებით განუცხადა,რომ კაცი უფრო გააცოფა.
-თეკლა იცოდე შენც ისევე გაწამებ,როგორც ყველა დანარჩენს ვინც ჩემს წინააღმდეგ წავიდა.
-მე ყველაფრისთვის მზად ვარ ავთო!ჩემგან კი ვერაფერს ვერ მიიღებ!
-იცოდე ყველაფერს ანდროს მოვუყვები!
-რაც გინდათ ის უთხარით,მე დასაკარგი არაფერი მაქვს,თქვენ კი არამგონია ანდროს განაწყენება გინდოდეთ,მას ისედაც არ მოსწონხართ და იმასაც დაკარგავთ რაც ახლა გაქვთ! საშინლად კარგად გამოსდიოდა თეკლა კანდელაკს ადამიანის მანიპულირება.
-ამას არ შეგარჩენ!-იღრიალა და ოთახიდან ისეთი სისწრავით გავიდა,რომ თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო თეკლამ.მიუხედავად იმისა,რომ ახლა ავთოს გზა მოუჭრა იცოდა,რომ ამ დამცირებას არ შეარჩენდა.თეკლა არასდროს ყოფილა მშვიშარა და არც ახლა შეშინებია,მაგრამ ანდროსთვის მართლაც, რომ ეთქვა სიმართლე,მერე ერა მოხდებოდა?დიახ დასაკარგი არაფერი არ ქონდა,მაგრამ არ უნდოდა,რომ ანდროს თვალში საერთოდ დაეკარგა ფასი.თეკლას სჯეროდა,რომ ასე უფრო ქონდა პატიების შანსი ვიდრ სიმართლის გაგების შემდეგ.იცოდა, რომ ავთოსთან კავშირს ანდრო არავითარ შემთხვევაში არ აპატიებდა.
***
სახლში დაბრუნდა,ავთოს მოსვლამ ხასიათი გაუფუჭა.თათა სალში არ იყო.კლინიკაში მორიგეობდა სადაც თეკლას დედა ქალბატონი მაია გარდაცვალებამდე იმყოფებოდა.თათა მაშინ გაიცნო როდესაც ქალბატონ მაიას ექთანი იყო და მას შემდეგ არც მოშორებია.იმდენად დამეგობრდნენ,რომ გასაჭირის ჟამს ვერ მიატოვა და თავის ბინაში შესთავაზა ცხოვრება.ისედაც მარტო დარჩენილს არ უნდოდა,რომ ბინაშიც მარტო ეცხოვრა,ამიტომ ეს საუკეთესო ვარიანტი იყო.თათამ შეძლო და თეკალს ნდობა ბოლომდე მოიპოვა,ამიტომ მან თითქმის ყველა დეტალი იცოდა თეკლას და ანდროს ისტორიაში,მაგრამ ვერასდროს ვერ ხვდებოდა თეკლას ნაბიჯებს,რთული იყო ქალბატონი კანდელაკის ამოცნობა.
ცხელი შხაპი მიიღო და დაძინებას აპირებდა კარზე კაკუნის ხმა,რომ მოესმა.კი გაუკვირდა,რადგან ამ მისამართის შესახებ არავინ არ იცოდა ,თან თათასაც არ ელოდებოდა,მაგრამ მაინც გაემართა კარისკენ.წყნარად გააღო და გაკვირვებულიც დარჩა,როცა მის უკან ანდრო აღმოჩნდა:
-ანდრო?აქ რას აკეთებ?
-იცი რა?მგონია,რომ უკვე ყველაფერი ჩაიდინე რისი რესურსიც გაგაჩნდა და ყოველჯერზე მაინც მე ვრჩები გაკვირვებული.-მშვიდად ესაუბრებოდა და იღიმოდა.
-შენი სიტყვები როგორ გავიგო ახლა?-წარბები შეკრა და ისე განუცხადა.
-ასეთ ადგილას რატო ცხოვრობ,როცა თბილისის საუკეთესო უბანში აპარტამენტები გაქვს?
-შენი საქმე არ არის!
-კარგი თუ ეს ჩემი სამქე არ არის მაშინ შემომიშვი!
-რა გინდა ანდრო?-ჯერ კიდევ გაბრაზებული იყო ანდროზე, არადა უფლება არ ქონდა ჩვენს ქალბატონს.
-თეკლა დავიჯერო არ შემომიშვებ?-სერიოზული ტონით განუცახდა და თეკლამაც მაშინვე გვერდით გაიწია და გზა დაუთმო.
-ლამაზი ბინაა.საით წავიდე?
-პირდაპირ და მერე მარჟვნივ.-თეკლამ გაუღიმა და უკან მიჰყვა.
-რამეს ხომ არ დალევ?
-შენ რას შემომთავაზებ?-მისაღებში მოთავსებული ორი სავარძლიდან ერთ-ერთზე დაჯდა და თეკლას შეხედა.
-წითელ ღვინოს!
-რამე სხვა,რომ გეთქვა გამიკვირდებოდა.-ჩაიცინა და თავი დაუქნია იმის ნიშნად,რომ წითელი ღვინო მოეტანა.თეკლა სწრაფადვე დაბრუნდა. წითელ ღვინოს შოკოლადები ღილი და სხვა ათასი რამ მოაყოლა და ანდროს პირდაპირ მეორე სავარძელზე დაჯდა.
-გემოვნება არ გეცვლებად ქალბატონო თეკლა!
-და საიდან დაასკვენი?
-იქედან,რომ ისემ იმ ღვინოს მიირთმევ,რომელსაც წლების წინ და ასევე იქედან,რომ ისევ მე დამიბრუნდი.-ერთი ღლუპი მოსვა და მშვიდად განაგრძო საუბარი.
-და ვინ გითხრა,რომ შენ დაგიბრუნდი?
-თუ ასე არის არის იმ დღეს ჩემთან რატო დარჩი?
-შეცდომას ყველა უშვებს!
-ანუ შენთვის ის ღამე შეცდომა იყო?
-და შენთვის ნიშნავდა რამეს?
-ჩემზე კი არა შენზე ვსაუბრობთ!
-რა მნიშვნელობაა აქვს შენთვის რას ნიშნავდა ის ღამე,ამით მაინც არაფერი არ შეიცვლება.-ორივე ზედმატად მშვიდად და დინჯად საუბრობდნენ.
-თეკლა ჩემგან რას ელოდები?
-არაფერს რას უნდა ველდებოდე!.-მხრები აიჩეჩა და ისევ მოსვა ერთი ღლუპი თავისი საყვარელი წითელი ღვინო.
-მაშინ ნაწყენი არ წახვიდოდი იმ დილით.
-ანდრო მგონი ფსიქოლოგიის კურსებზე დადიოდი და არ ვიცი,საიდან გამოგაქვს ასეთი დასკვნები?!
-იქნებ იქედან,რომ ქალს,რომელსაც არ ვუყვარვარ და ჩემთან ყბრალოდ გართობა უნდოდა ადგებოდა და მშვიდად წავიდოდა ისე როგორც ამას სხვები აკეთებენ,ისტერიკებს კი არ გამართავდა.
-შენ რა ახლა შენს კ*ხპებს შემადარე?-ბრაზისგან ნაპერწკელბს ყრიდა თვალებიდან.
-ეს რა შუაში იყო?
-შუაში კი არა თავშია,ალბათ შენი საყვარლები მიდიან და გტოვებენ ყოველ დილით.
-თეკლა მე რას გეუბნები და შენ ხვდები მაინც რა უაზრობისკენ მიგყავს საუბარი?
-წადი და იმათ ესაუბრე სერიოზულად, ვინც ისტერიკებს არ გიმართავს დილით!-თეკლას ეჭვიანობა მესამე მსოფლიო ომს უდრიდა.
-შენ რა ეჭვიანობ?
-არა!
-კი!
-არა!-წარბებ შეკრული ამტიკცებდა თავისას,ანდროს კი ღიმილი შეეპარებოდა ხომლე სახეზე.
-კარგი.-აღარ გააგრძელა ანდრომ უაზრო საუბარი და სხმა თემაზე გადაიტანა.-აბა დღეს რას გაუმარჯოს?-ჭიქა აწია.
-სიყვარულს,რომელიც ჩვენს შორის დიდი დოზით ჭარბობს.-ანდროს ჭიქას თავისი მიუჭახუნა და ისე წარმოთქვა.
-ასე არ შეიძლება თეკლა,ტყიულზე აგებული სადღეგრძელო არ ვარგა!
-და ჩემს სიტყვებში სად იპოვე ტყუილი.
-შენ და ჩემს შორის არანაირი სიყვარული არ არის,მითუმეტეს შენი მხრიდან.-ისევ ისე მშვიდად საუბრობდნენ,მაგრამ ამ სიმშვიდიდს შენარჩუნება რამდენხანს გასტან ამათ ხელში ვინ იცი?!
-არ იდარდო შენი სიყვარულიც საკმარისა,იმდენად გიყვარვარ.-სრულებით დარწმუნებული იყო თავის სიტყვებში თავნება ქალბატონი.
-ვაი და ცდები თეკლა?
-შენს თვალებში ვხედავ!
-რას?სიყვარულს?-გაიხარხარა ანდრომ.-და ბრაზს,სევდას,სიძულვილს,შურისძიების წყურვილს,შენი მიხრჩობის და მოკვლის სურვილს ვერ ხედავ მანდ?
-მაინც სიყვარული ჭარბობს!
-და მე რას უნდა ვხედავდე შენს თვალებში თეკლა?-ადგა,თეკლას სავარძელს მიუახლოვდა დაიხარა და მზერა გაუსწორა,თითქოს მართლა რაღაცის დანახვას ცდილობდა.თეკლა გაშეშდა,არ შეეძლო ანდროს სიხლოვეს ატანა ისე,რომ მის ტუჩებზე და მთლიანად მასზე არ ეფიქრა.-გითხრა რას ვხედავ?-ოდნავ დაუქნია თეკლამ თავი და ანდრომაც გააგრძელა.-მონატრებას,მაგრამ მხოლოდ ჩემი სხეულის,რომელიც ახლაც ისე აღგაზნებს,როგორც პირველ დღეს,ისევ ჩემი ფულის ფლანგვის სურვილს ვხადავ,ისევ ჩემი მოტყუების და ღალატის სურვილს ვხადავ,გინდა რომ ისევ ტკივილი მომაყენო,გინდა ისევ შენზე დამოკიდებული გავხდე,გინდა,რომ ისევ მხოლოდ შენი ვიყო.-თეკლას აცრემლიანებულ თვალებს უყურებდა და ვერ იჯერებდა,რომ ასე ძალიან აწყენინა თავისი სიტყვებით.მართალია თეკლას გამოწვევა უნდოდა,მაგრამ ამის მაგივრად მხოლოდ თეკლას აკანკალებული სხეული ამღვრეული თვალები მიიღო.ისე მოუნდა,რომ თითოული სიტყვა უკან წაეღო,მაგრამ უკვე გვიანი იყო.
-ტყუილია!-თვითონაც არ იცის როგორ იპოვა ძალა,რომ ერთი სიტყვა ეთქვა.
-მაგრამ მე, რომ სხვა ვერაფერს ვერ ვხედავ!-ისევ აგრძელებდა ანდრო მიქაცე.
-ესეიგი შენც არ გყვარებივარ,ჩემს მიმართ გულწრფელი გრძნობა,რომ გქონოდა ჩემს სახლში არ მოხვიდოდი და შეურაწყოფას არ მომაყენებდი.-უკვე ბრაზმა გადაფარა ყველაფერი და შეტევაზე გადავიდა.
-თეკლა შენ,რომ ყველას დასაცინი გამხადე ის შეურაწყოფა არ იყო?
-შენ ხომ სხვისი აზრი არ განტერესებდა?!
-არც მაინეტერსებს,მე ის მაინეტერსებს შენ რატომ ვერ ვხვდები ამას და მერე რატო ჩნდები ჩემს წინაშე ისე თითქოს უდანაშაულო იყო?-ხელები ისევ სავარძლის კიდეზე ქონდა დაწყობილი და ზემოდან დაჰყურებდა თეკლას.
-ჯნდაბა იმიტომ,რომ მართლა მიყვარდი.-ორივე ხელით მოიშორა ანდრო და თვითონაც წამოდგა.-ახლაც მიყვარხარ და ჯანდაბა შენთან მინდა!-რაც კი ხელში მოხვდა ყველაფერი ესროლა ანდროს და ისე ყვიროდა.ანდროს თეკლას სიტყვებით გაოგნებული ძლივს იშორებდა თავისკენ მიმართულ ნივთებს.-ვერ გიტან ამისთვის!გესმის?ვერ გიტან,იმიტომ რომ პირველივე დღეს შემიყვარდი და ვერ გიტან,რადგან დღემდე მიყვარხარ!
-ამის დ*ედაც ვ*ატირე იმას,ვინც ასე ძალიან უყვართ,ისე არ ექცევიან როგორც შენ მოიქეცი,იმას ვინ უყვართ განქორწინებას არ თხოვენ და ღალატში არ დებენ ბრალს,იმას ვინც უყვართ არ ღალატობენ თეკლა,შენ ჩვენს სიყვარულს უღალატე,რატომ არ გესმის?-თავიდან ღრაილებდა, მაგრამ ბოლო სიტყვები უფრო მშვიდადწ წარმოთქვა.
-იმიტომ,რომ სხვა გზა არ მქონდა.-ესმის?სხვა გზა უბრალოდ არ მქონდა!არც არასდროს მქონია,თავიდანვე ვიცოდი,რომ ასე იქნებოდა,თავიდანვე ვიცოდი,რომ ტკივილს მოგაყენებდი,მაგრამ იმდენად ეგოსტი გავხდი,რომ ჩემთვის მთავარი მხოლოდ ის ,რომ რაც უფრო მეტი დრო გამეტარებინა შენთან ერთად.-ყვიროდა ყველაფრის თქმა უნდოდა,მაგრამ მაინც თავს იკავებდა,ისედაც ზედმეტი მოუვიდა,მაგრამ ამჯერად თავს ვერ იკავებდა.
-რას ქვია ყველაფერი თავიდანვე იცოდი?-ბრაზისგან თვალები ჩასწითლებოდა ანდროს.
-ანდრო მენდობი?-ოდნავ დაწყნარდა და ისე შეეკითხა.ანდრო კი გაშეშდა,რა თქმა უნდა,არ ენდობოდა,მაგრამ თეკლამ ისეთი ტონით იკითხა თითქოს ამას გადამწყვეტი როლი ექნებოდა მათ საუბარში.
-მგონი ეს კითხვა სულელურად ჟხერს შენი მხირად!-თეკლა ნელ ნელა უახლოვდებოდა,ანდროს ხელზე სისხლიც კი შენიშნა,ალბათ თავისმიერ მოქნეული ნივთების მოგერიების დროს დაიზიანა ხელი.
-ახლა,რომ გითხრა, ჩემი ნებით არ განვქორწინებულვარ-მეთქი,რომ ეს აუცილებელი იყო,რომ სხვა გზა არ მქონდა, დამიჯერებ?ენდობი ჩემ სიტყვას და ყველნაირი ახსნა განმარტების გარეშე დამიჯერებ?-ყველანაირი მანძილი დაფარა და მზერა გაუსწორა.ანდროს კი ვერ გაეგო რა უნდოდა ამ ქალს,რას ელოდა მისგან?რა უნდა ექნა?დაეჯერებინა?ის ხომ მართლა ხედავდა თეკლასგან წამოსულ სიყვარულს,მთელი ორი წელი,როგორ ზრუნავდა მასზე და მის მეგობრებზე.ამავდროულად ეჭვიც გაუჩნდა,იმ ინციდენტის შემდეგ,რაც აივანზე მოხდა სულ ფიქრობდა,რომ ყველაფერი ისე არ იყი, როგორც თვითონ ეგონა.მიხვდა,რომ თეკლას რაღაცას მალავდა ახლა კი უფრო მეტად დარწმუნდა,მაგრამ იცოდა,რომ თეკლას არაფერს არ ეტყოდა.ახლაც იდგა დო თხოვდა, რომ უბრალოდ მისი სიტყვისთვის დაეჯერებინა.ანდრომ სწრაფად დაალაგა ყველაფერი და გადაწყვეტილებაც მიიღო:
-გინდა,რომ ასე უბრალოდ დაგიჯერო?თეკლა შენ ის პიროვნება არ ხარ,რომელიც თავისი ნების წინააღმდეგ გააკეთებდა რამეს და თუ ასე იყო ვინ გაიძულა?-ჯერ ეჭვანარევი მზერა მიაბყრო და თეკლას პასუხს დაელოდა.
-რა მნიშვნელობა აქვს. აი ახლა აქ ვდგავარ და გეუბნები,რომ მიყვარხარ!გჯერა ჩემი?
-ანუ გინდა,რომ შენი მჯეროდეს?-ჩაინიცა.მხოლოდ ერთი რამ უტრიალებდა ახლა გონებაში,შეიძლებ აყველაზე გიჟური გადაწყვეტილება იყო,იმის შემდეგ,რაც მოხდა,მაგრამ ისედაც უფსკრულში გადავარდნილს, აღარ ადარდებდა არფერი.
-მინდა,რომ გჯეროდეს!-ფეხის თითებზე დადგა და შუბლი შუბლზე მაიდო ანდროს.სახეზე მოეფერა,მერე თითები თმაში შეუცურა და აკოცა.ანდროც აჰყვა და ნაზად დაუკოცნა ქალს ბაგეები მერე მოშორდა და მზერა გაუსწორა.
-მაშინ ცოლად გამომყვები?!
-დიახ თანახმა ვარ.-ისე უცებ უპასუხა ვერც კი გაიაზრა რას ებნებოდა ბატონი ანდრო.-რა?ეს...ეს როგორ?შენ სერიოზულად ამბობ?
-შენ ხომ გინდა,რომ აია სე უბრალოდ ავდე და დაგიჯერო,შენ აი ას ეუბრალოდ მენდე და კიდევ ერთხელ გამომყევი ცოლად,ხონც ახლა ბევრად უფრო რთული გზის გავლა მოგიწევს ქალბატონო თეკლა!
-ანდრო მე ხომ ვიცი,ჩემი გრძნობების და მიუხედავად არ მაპატიებ.
-დიახ არ გაპატიებ,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ შენთან არ მინდა და საერთოდ ნუ გგონია,რომ ისეთივე ოჯახი გვექნება,როგორც ადრე,მაგრამ თუ გინდა,რომ ჩემი ნდობა მოიპოვო, მანახე,რომ მზად ხარ ყველაფრითვის და გიყვარვარ!
-ჯანდაბა ანდრეა! თანახმა ვარ!-ამჯერად ანდრო დაეწაფა მის ბაგეებს.იცოდა,რომ თუ ახლა უარს იტყოდა ყველაფერი დასრულდებოდა.სრული სიგიჟე იყო,მაგრამ თეკლა მზად იყო ყველა პირობა მიეღო ანდროსგან თუ კიდევ ერთხელ შეძლებდა მის გვერდით ყოფნას.ხვდებოდა,რომ წინ საშინლად რთული გზა ელოდა,იცოდა,რომ არც ანდროს მობყრობა იქნებოდა ისეთი როგორც ადრე,მაგრამ მზად იყო ეს გომოწვევა მიეღო.
ანდროს კი მხოლოდ სიმართლეს გაგება უნდოდა,ამისთვის კი თეკლა,რაც შეიძლება ახლოს უნდა ყოლოდა.
ისევ მიჰყიდა თავის თავნება ეშმაკს სული!



გამარჯობაა...
რაღაც მომენტში მოტივაცია დავკარგე,ამიტომაც დავიგვიანე,მაგრამ ისევ აქ ვარ და იმედია ეს თავიც მოგეწობათ.
დაგვიანებისთვის კი ბოდიშს გიხდით...



№1 სტუმარი სტუმარი მირანდა

გთხოვთ დადეთ შემდეგი თავები

 


№2 სტუმარი Елка

Каргиа далиан велодеби шемдегс. Царматебеби

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent