შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავნება ქალბატონი (თავი 2)


12-02-2022, 23:36
ავტორი Anastacia
ნანახია 3 314

ცივი საფლავის ქვიდან მომღიმარი სახით უყურებდა ქალი,რომელიც იმაზე მეტად უყვარდა ვიდრე საკუთარი თავი და სხვა დანარჩენი, მთელი ცხოვრება ზრუნავდა მასზე,მაგრამ ვერაგი დავაადებისგან ვერ დაიცვა და დროზე ადრე დაკარგა.ნახევარი წელი გავიდა,მაგრამ მის გარეშე გათენებული ყოველი დილა უხალისო იყო:
-მოვედი....მგონი ახლა უფრო ხშირად გნახულობ ვიდრე მაშინ,როცა იმ კლინიკაში იყავი...ხომ მაპატიებ?-ცრემლები წამოუვიდა.-ვიცი,რომ მაპატიებ.შენი გიჟი გოგო ისევ სიგიჟეებს ჩადის,მაგრამ ახლა არავინ არ ტუქსავს....მგონი ყველა ზღვარს გადავცდი...ისევ ვტკენ გულს...ვიცი რო ყოველი ჩემი დანახვა მისთვის გამანადგურებელია,მაგრამ,რა ვქნა, ძალიან მენატრება, შენ რას ფიქრობ?ისიც შეძლებს შენსავით პატიებას?ნეტავ ისევ აქ იყო და რჩევებს მაძლევდე...გახსოვს ვიჩხუბეთ და შენთან გამოვიქეცი და ისიც გამომყვა,მაშინ პირველად ნახე და მითხარი,რომ ის ჩემი ადამიანია,მართალი აღმოჩნდი,მაგრამ მე ვერ შევინარჩუნე.ძალიან მენატრები,იმაზე მეტად ვიდრე წარმოგიდგენია.-დაიხარა და საფლავის ქვაზე გამოსახულ სურათს აკოცა.-მალე ისე მოგაკითხავ დე!
***
ერთი თქვეც გავიდა.უკვე ივლისის ცხელი დღეები იწყებოდა.ანდრო ისევ ოფისში დადიოდა და საქმეებს აგვარებდა,საღამოს დაღლილი გამოვიდა და მოსადუნებლად ძველი თბილისის ერთ-ერთ უბანს გაუყვა.მაქანა შორი-ახლოს გააჩერა და თვითონ ფეხით განაგრძნო გზა.რამდენიმე წუთში პატარა კაფე აღმოაჩინა ,რომლის სახელწოდებაც ‘’ლილია’’ იყო.ამ სახელის გაგონებაზე წარსულში გადაეშა და თეკლასთან ერთად გატარებული საღამო გაახსენდა:
‘’-ჩემი ანდრო რაზე ფიქრობს?.-ლოყაზე აკოცა კაცს და მის ფეხებზე მოთავსდა.
-შენზე და პატარა პრინცესაზე,რომელიც ხელში გიჭირავს,სულ ახლად დაბადებული.
-და რატო პრინცესა და არა პრინცი?-თეკლას გული შეეკუმშა,მაგრამ ვერ შეიმჩნევდა.
-იმიტომ,რომ მე გოგო მინდა!-ორივეს გაეცინათ.
-და რა უნდა დაარქვა შენს გოგოს?
-ანუ უფლებას მაძლევ,რომ სახელი მე შევურჩიო.
-ანდრო ისე ამბობ თითქოს ხვალ იბადებოდეს,ჯერ ორსულადაც არ ვარ,მაგრამ შენ მითხარი და თუ მომეწონება დავფიქრდები.-თავი მხარხე დაადო,რომ აცრემლიანებული თვალები დაემალა,რადგან იცოდა,რომ თვითონ ვერასდროს ვერ გახდებოდა ანდროს შვილის დედა.
-ლილია.-თეკლას რეაქციას დაელოდა.
-გადაწყვეტილია ჩვენ გოგოს ლილია ერქმევა. -აკისკისდა თეკლა.
-იქნებ ახლავე დავიწყოთ მუშაობა.- ამის გაგონება ერთი იყო ხელში,რომ აიტაცა და საძინებელში აიყვანა.’’
თავი გააქნია და გადაწყვიტა შესულიყო.ინტერიერი ძალიან ლამაზი იყო;მწვანე ფერის ავეჯი და პატარა ხის მაგიდები.სულ რამოდენიმე ადამიანი იყო კაფეში,ორი ოფიციანტი და ერთი ბიჭი ბართან,საითაც გაემართა:
-ერთი ჭიქა ორმაგი ვისკი თუ შეიძლება.-ერთს მეორე მოყვა,მეორეს,მესამე და ასე გააგრძელდა ღმერთმა იცის სადამდე.ბოლოს კაფე იკეტებოდა ანდრო კი წასვლას არ ჩქაროვდა,ვერ იტანდა მის გარშემო გაჩენილ ქაოს და რეალობას,როცა წარმოიდგენდა თუ რამდენად ბედნეირი შეიძლება ყოფილიყო თეკლასთან ერთად.ვერ იტანდა ფულს,რადგან თეკლას ერთადერთი მიზანი ეს იყო,ყოველშემთხვევაში ანდროს ეგონა ასე,თორემ სიმართლე ბევრად უფრო მძიმე იყო.თავიდან ვერც იჯერებდა,რომ ოდესმე მათი ბედნიერი ოჯახი დაინგრეოდა,მითუმეტეს თეკლას ინიციატივით .ანდროს არავინ ყავდა:დედა და მამა ცოცხლები არ იყვნენ,ზოგჯერ თავის გამზრდელ ძიძასთან აკითხავდა,რომ საერთოდ არ დაევიწყა ოჯახური სითბო,მერე თეკლა გაიცნო და უხაროდა,რომ საკუთარი ოჯახი შექმა,მაგრამ ეს უარესიც აღმოჩნდა,ისედაც მარტო დარჩენილ ანდოს ყველა რესურსი წაართვა ბრძოლისთვის.ძლიერი ადამიანი იყო,მაგრამ საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი მხოლოდ სისუსტეს გრძნობდა.
ბარმენმა უკვე აღარ იცოდა რა უნდა ექნა,კაფეც მალე უნდა დაეხურა და უკვე პოლიციის გამოძახებას აპირებდა,ფეხის კაკუნი,რომ მოესმათ,რომელიღაცა კარიდან ქალი გამოვიდა:
-რა ხდება ირაკლი რატო არ არის ყველაფერი ჩა....-ჩანთაში რაღაცას ეძებდა,უკვე ბარს მოუხლოვდა,როცა თავი აწია და ანდროს გაკვირვებულ თვალებს შეეფეთა.
-ქალბატონო თეკლა კლიენტი სახლში არ აპირებს წასვლას და პო....
-ირაკლი შეგიძლია წახვიდე მე მივხედავ ყველაფერს.-ბიჭისთვის არც შეუხედავს ისე გააწყვეტინა.
-კი მაგრამმ....
-ირაკლი წადი მეთქი.-ბიჭიც დაემორჩილა და გავიდა.
-აი ეს მესმის ბედის ირონია!-ისტერიკული სიცილი აუტყდა ანდროს.
-როდის მორჩები ყოლოვდღე სმას?- წარები შეჭმუხნა და ისე მიაჩერდა,თეკლას სერთოდ დაავიწყდა თავისი სტატუსი.
-რა ცოლივით მეჩხუბები.-ისევ იცინოდა ანდრო.
-ხუმრობის ხასიათზე ნამდვილად არ ვარ,ასეთ მდგომარეობაში,როგორ წახვალ,ჯანდაბა!
-შენ მაგაზე ნუ ინერვიულებ!-წამოდგომა დააპირა,მაგრამ ისევ სკამზე აღმოჩნდა.
-აქ რატო მოხვედი...სხვა ადგილი ვერ იპოვე გამოსათრობად?-სინამდვილეში კი უბედნიერესი იყო,რომ ამდენიხნის შემდეგ ისევ ნახა,მაგრამ არც ანდროს მდგომარეობა სიამოვნებდა.
-საერთოდ არ ვიცოდი შენ,რომ გეკუთვნოდა,უბრალოდ კაფის სახელი,რომ წავიკითხე....-აი აქ გაჩერდა და თეკლას გაუსწორა მზერა,მაშინვე ჩაუწითლდა თვალები და ნაპერწკლებს ყრიდა იქედან.-შენ რა უსულო საგანს ლილია დაარქვი?
-ანდრო რა მოხდა მერე,ლილია ბევრ რაღაცის სახელწოდებაა.-ერთი სიტყვით თავი გაისულელა თეკლამ.
-არა რა, აშკარად დამცინი.-ცუდად ჩაიცინა და მუშტი შეკრა,რომელიც პირაპირ მაგიდას დაუშინა.
-ანდრეა გაგიჟდი?-მისკენ მიიწია,მაგრამ ანდრომ მიახლოების საშუალება არ მისცა.-მე უბრალოდ ძალიან მომწონდა და....
-გგონია რამე აზრი აქვს ამ კაფეს რას დაარქმევდი,უბრალოდ ეს სახელი ჩემთან არის კავშირში,ადამინთან,რომელიც არასდროს არ გყვარებია.ჯანდაბა,დღითი დღე უფრო მეზიზღები,ანდა რაში გჭირდება ამ მიყრუებულ უბანში კაფე,რომ გაქვს.ის თანხა არ გყოფნის რასაც ყოველთვიურად გირიცხავ თუ უფრო მეტი გჭირდება?-ისეთი თვალებით უყურებდა თეკლას,რომ აშინებდა.ვერ იტანდა მის ასეთ გამოხედვას,მაგრამ ეს დამსახურებული იყო,ამიტომ მტკიცედ იტანდა ყველა სიტყვას,რომელიც მის გულს ნაქუცებად აქცევდა.-მითხარი უფრო მეტი გჭირდება?ასეთი დაუკმაყოფილებელი რა გახდი?
-ანდრეა უკვე ზღვარს ცდები!
-მე ვცდები ზღვარს?ეს შენ ცდები ყველას და ყველაფერს!ვინმე სიმპათიური და მდიდარი საყვარელი ვერ იშოვე?ან შეიძლება ამდენი უსაქმურობისგან უბრალოდ დროს გასაყვნად გჭირდება ეს ადგილი?.....
მაგიდაზე მდგომი ბოთლი აიღო და იატაკზე დაანარცხა თეკლამ და გამწარებული შეხედა ანდროს:
-კიდე ერთხელ თუ გაბედავ და შეურაცყოფას მომაყენებ იცოდე საკუთარ თავზე პასუხს აღარ ვაგებ!
-რომელ შეურაცყოფაზე მელაპარკები, იმაზე დიდ შეურაცყოფას ვერც მოგაყენებ შენ საკუთარ თავს,რომ მიაყენეე.ჯერ ეს ერთი რაღაც უაზრო მიზეზით დამშორდი მერე ჩემი ფული,რომ მიგეღო რაღაც მახე დამიგე და ღალატში დამდე ბრალი,კიდევ რამდენი საძაგლობა გააკეთე ღმერთმა იცის და ყველაზე მთავრი რასაც ვერაფრით ვერ ვხვდები,როგორ იტანდი იმ ადამიანის შეხებას,რომელიც არ გიყვარდა.დავიჯერო ფულის გამო გააკეთე ეს ყველაფერი,რაც მე მეკუთვნოდა ისედაც,შენი ხომ იყო?
-და იქნებ ეს ყველაფერი ფულის გამო არ გამიკეთებია,იქნებ მართლა მიყვარდი!-ამ სიტყვების გაგონებას არ ელოდება ანდრო.მიუახლოვდა და შუბლი შიბლზე მიადო,მისი სურნელი შეიგრძნო,ერთი ხელი კისერში შეუცურა მეორეთი ჩამოწოლილი ცრემლი გაუწმინდა.
-რატო მეთამაშები თეკლა?-თვალი გაუსწორა.-როგორ შეიძლება ეს თვალები ასე უტუფრად თამაშობდნენ.
-არც ერთი ჩემი შეხება და გრძნობა თამაში არ იყო ანდრეა!
-მაშინ რატომ დამტოვე?-როგორ ენატრებოდა თეკლას თმების სურნელი.
-ასე იყო საჭირო!
-რისთვის იყო საჭირო?
-ჩემთვის და შენთვის.
-შენ რა იცი ჩემთვის რა იყო საჭირო და რა არა?
-სამაგიეროდ მე ბევრ სხვა ინფორმაციას ვფლობ,რამაც განაპირობაა ჩემი ყველა ნაბიჯი.-ანდრომ ყური არ დაუგდო და ტუჩებზე წაეტენა,ძალიან ნაზად და ამავდროულად უხეშად უკოცნიდა ქალს ბაგეებს,ერთი ხელის მოძრაობით მაგიდაზე შემოსვა და მის ფეხებს შუა დადგა,მხარზე კაბის ზორტი გადაუწია და იქვე აკოცა მერე ლავიწზეც გადავიდა და ისევ ტუჩებს დაუბრუნდა:
-ჩემი შეხებისას ისევ დნები,მე კი განსხვავებული არაფერი მიგრძვნია,რასაც სხვებთან ვერ ვგრძნობ!-მოშორდა,საშინლად იცრუა,ზურგი აქცია და წავიდა.
თეკლა კი სიცივემ მოიცვა,ისეთმა,როგორც არასდროს,მისი მნათობი თვალები ისევ ჩაქვრა,ისევ გაშავდა გარშემო ყველაფერი,ახლა უფრო მეტად ვერ იტანდა საკუთარ არსებას და ანდროს,რომელიც მის გამო იქცა ასეთ ადამიანად.სახლში დაბრუნდა,თათასთვის არც შეუხედავს,პირდაპირ სააბაზანოში შევიდა,ტანსაცმელი მოიშორა და დუშის ქვეშ დადგა.დიდიხანს იდგა უმოძრაოდ,მთელი სხეული უთრთოდა,ანდროს შეხებას იხსენებდა და მონატრების ალი წვავდა.განა იქნებოდა ადამიანთან,რომელიც არ უყვარდა?რა თქმა უნდა არა...ავთოს გაცურებას და წასვლას აპირებდა,მაგრამ ანდრომ მოაჯადოვა და თამაშს შეჰყვა,მერე კი ვერ დაახწია ვერც ანდროს კლანჭებიდან და ვერც იმ სიყვარულისგან,რომელსაც მის მიმართ გრძნობდა.რთულია,როცა შინაგანად მხოლოდ კარგს გრძნობ და გარეთ ცუდი გადმოსცე,იმეზე მეტად გტკივა ვიდრე იმისა ვინს ამ ტკივილს ანიჭებ.
ყველაფერი,რომ მოეყოლა იქნებ ანდროსაც ეპოვა პატიების ძალა და ყველაფერი ამდენად არ გართულდებოდა,მაგრამ თეკლამ არჩევანი გააკეთება და ეს არჩევანი იმაზე ძვირად უჯნდებოდა ვიდრე წარმოედგინა.ან როგორ უნდა აეხსნა მათ გარშემო დატროიალებული სიტუაცია,როცა თვითონაც ვერ გაეგო,თუ რა მოხდა მაშინ და რატომ მოხდა ყველაფერი ისე როგორც მოხდა,მას ხომ იმდენი გზა ქონდა,მაგრამ ყველაზე რთული არჩია,რომ რამოდენიმე ხანი მაინც ყოფილიყო ანდროს გვერდით.ეგოსტი ხდებოდა,როცა საქმე ანდრო მიქაძეს ეხებოდა.
ანდრო კი იმაზე უფრო საშინელ ხასიათზე დაბრუნდა სახლში,ვიდრე ოდესმე .ისევ შეიგრძნო ერთ დროს თავისი თავნება ქალბატონის გემო და ახლა მისგან შორს ყოფნა იმაზე უფრო რთულად ეჩვენებოდა ვიდრე ოდესმე.მისი სიყვარული და სიძულვილი თეკლას მიმართ სრულიად ერთ დონეზე არის.სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯი არისო,მაგრამ ანდროს იმაზე მეტი ნაბიჟი დასჭირდა,ვიდრე ერთი და იმაზე მეტი ძალისხმევა,ვიდრე შესწეოდა.განა ადვილი დასაჯერებელია,რომ ერთ მშვენეირ დღეს შენი მუდამ მოსიყვარულე და მოკისკისე ცოლი სხვა დამაინად იღვიძებს,რომელსაც თურმე საერთოდ არ ყვარებიხარ და შენგან,მხოლოდ ფული სჭირდებოდა,მაგრამ თეკლა კარგი მსახიობი აღმოჩნდა,იმდენად კარგი,რომ ანდროსაც დააჯერა,რომ მის მიმართ სრულიად არაფერს არ გრძნობდა,მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გადიოდა,მით უფრო რთული ხდებოდა იმ სახის შენარჩუნება,რომელიც თეკლამ მოირგო.
***
-ახლავე ადგები და ჩემთან ერთად წამოხვალ!-თათა შეუვარდა ოთახში.
-არსად წასვლას არ ვაპირებ!-ზანტად გადმობრუნდა და მეგობარს შეხედა.
-და შენ ვინ გეკითხება?-კისკისით გადააძრო საბანი.-ასეთი მოკლე პენაურებით იწექი ანდოს გვერდით?-თვალი ააყოლა.
-არა მაშინ პენაური საერთოდ არ მჭირდებოდა.-თვალი ჩაუკრა,წამოხტა და აბაზაში შევიდა.
-მალე გამოდი უნდა ვილაპარაკოოოთ- სიცილით მიაძახა თათამ.მართლაც მალევე გამოვიდა და შავ მაიკაზე შავი ჯინსები ამოიცვა.
-ვაა ჩემს გოგოს ყავა გაუკეთებია.-გაუღიამდა ჭიქა და ააცალა ხელიდან.
-შენი გოგო საერთოდ ვერ ხვდება ამ ბოლო დროს რა სჭირს თავის მეგობარს.
-ისეთი არაფერი თათა.მალე მიეჩვევი ჩემს ინერტულებას.
-გასაგებია,რომ სულ რაღაც ნახევარი წელია რაც შენთან გადმოვედი,მაგრამ უკვე 3 წელია გიცნობ და ასეთი განადგურებული არასდროს არ მინანიხარ.
-კარგი რა თათა,დედა,რომ წავიდა უფრო უარესადაც ვიყავი,ახლაც მოგონებები მომაწვა და უბრალოდ არ ვარ კარგად.-პულტი აიღო ტელევიზორი ჩართო და დივანზე მოკალათდა.
-არა ახლა რაღაც სხვანაირად ხარ.
-სხვანაირად როგორ?-მეგობარს შეხედა.
-აქამდე შენს თვალებში იმედის ნაპერწკალი იყო ახლა კი საერთოდ ჩამქვრალია.-თეკლამ ისტრიკული სიცილი დაიწყო.
-რომელი იმედი თათა?ჩემი ბოლო იმედი მაშინ მოკვდა,როცა დედა გარდაიცვალა.მის გამო გავაკეთე ყველაფერი,მის გამო ვატკინე ანდროს,მის გამო გავაკეთე ის რასაც ვერასდროს ვერ ვიტანდი და ის მაინც წამართვა ღმერთმა.ჯანდაბა ახლა ცოცხალი,რომ იყოს ყველაფერი უფრო ადვილი იქნებოდა.მის თაფლისფერ თვალებს შევხედავდი და ვიტყოდი,რომ ამათი ცქერისთვის ღირდა ყველაფრის გაკეთება,მაგრამ რა დამრჩა? მხოლოდ იმ დაწყველილ ქვაზე მისი ცივი გამოსახულება.-უკვე ყვროდა და ცრემლები სდიოდა.თათა მიახლოვდა და ძლიერ ჩაეხუტა.
-ჩემო ლამაზო სამაგიეროდ,თავისი ცხოვრების ბოლო წლებში ხედავდა თუ რამდენად ბედნიერი იყავი ანდროსთან.მიუხედავად ყველაფრისა სჯეროდა,რომ ერთმანეთს ისევ იპოვიდით და ერთად იქნებოდით.ის მშვიდად წავიდა რადგან იცოდა,რომ მარტო არ იქნებოდი,შენ კი ყველაფერს აკეთებ,რომ საკუთარ თავი იმაზე მეტად დასაჯო ვიდრე იმსახურებ.
-მართალია მე ყველაფერს ვიმსახურებ რაც ჩემ თავს ხდება.-თავს აქნევდა და ცრემლებს იწმენდდა.
-მოდი დღეს სადმე გავიდეთ და მაგრად გავერთოთ,ისე რომ ხვალ გაღვიძებულს არაფერი გვემახსოვრებოდეს.
-კარგი,კარგი წამოვალ ოხონდაც ნუ მიჟუჟუნებ მაგ თვალებს.
რამოდენიმე საათში თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში იყვნენ.ისევ შავი მოკლე კაბა ეცვა და შავი თმები გვერდზე ქონდა გადმოწეული.თათას კი თავისი თმები მაღლა აეწია,რომ მისი გრძელი ყელი ლამაზად გამოჩენილიყო.მოკლედ რთული იქნებოდა ამ ორი ლამაზმანის არ შემჩნევა.მაშინვე ბარისკენ გაემართმნენ და ვისკი შეუკვეთეს.
საკმაოდ ბევრი დალიეს,იცეკვეს ,იცინეს.შეიძლება ითქვას რამოდენიმე საათით მართლაც დაივიწყეს გარშემო ყველაფერი,მაგრამ ადამიანი როდესაც ნამდვილად იგრძნობს ბედნიერებას და ამას ხმამაღლა აღიარებს,ზუსტად მაშინ დგება ქარიშხალი და ხვდები,რომ რამდენიმე წამიანი ბედნიერება არაფრის მომტანია,რადგან ჩვენი მოგონებები მხოლოდ ჩვენთის მტკივნეული მომენტებით არის სავსე და არა იმ მომენტებით,როდესაც ბედნიერები ვიყავით.



№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

საინტერესოა! ველი შემდეგ თავს

 


№2  offline წევრი Anastacia

სტუმარი მარიამი
საინტერესოა! ველი შემდეგ თავს

დღეს საღამოს დავამატებ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent