შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაყიდული ღირსება (თავი 5)


21-02-2022, 17:47
ავტორი თმარი.K
ნანახია 4 631

თავი 5



ანა. საჩუქარი.



კარზე კაკუნმა გამაღვიძა, საათს შევხედე საღამოს 8 საათი სრულდებოდა, კარი გავაღე და კურიერი დამხვდა.
- ანა მოდებაძე თქვენ ბრძანდებით?
- დიახ, გისმენთ.
- თქვენთვის ამანათია, თუ არ შეწუხდებით ხელი მომიწერეთ, რომ ჩაიბარეთ.
- დიახ, მითხარით სად.
- აი აქ - თითით მიმანიშნა ხელი სად უდნა მომეწერა.
- მადლობა, კარგად იყავით.
- მადლობა თქვენ.
კარი მივხურე, ბაბუა ტელევიზორს უყურებდა, შევიტანე ამანათი ჩემს ოთახში, მოცულობით დიდი არ იყო, ინტერესმა შემიპყრო, პატარა ყუთი იყო, მოცისფრო, გავხსენი და წვრილ ვერცხლისფერ ცეპზე, პატარა პეპელას კულონი ეკიდა, გამჭირვალე და თან ძალიან ღია ნაზი ვარდისფერი ქვებით გაწყობილი იყო. ძალიან ლამაზი და ამავდროულად საოცრად ნაზი ყელსაბამი იყო, თავად ცეპიც უნაზესად იყო დაწნული. ვერ ვხვდებოდი ვინ გამოგზავნა. პატარა ფურცელი გადმოვარდა ყუთიდან, ზედ წარწერა იყო ,,ჩვენ შევხვდებით’’. არც სახელი, არც გვარი საერთოდ ანონიმურ გზავნილს გავდა. ეს წარწერაც არაფრისმთქმელი იყო ერთი შეხედვით. ყელსაბამი ყუთში ჩავდე და თაროზე შემოვდე, იმის იმედით, რომ ოდესმე მის გამომგზავნს უკან დავუბრუნებდი.
ბაბუაჩემი თავს კარგად გრძნობდა, ძილის გაგრძელება აღარ მინდოდა, ვიფიქრე ცოტას გავისეირნებ ფეხით, გულს გადავაყოლებ, სუფთა ჰაერს ჩავისუნთქავ მეთქი. თბილად ჩავიცვი, ნაუშნიკები გავიკეთე და მუსიკის ჰანგებთან ერთად დავუყევი განათებულ ქუჩებს. ცენტრალურ ქუჩაზე გამოვედი. მართლაც რომ ლამაზად იყო ქალაქი განათებული, აქა იქ თუ დაიდოდა რამდენიმე მანქანა, საოცრად სუფთა ჰაერი იყო, ოდნავ სუსხი იგრძნობოდა, თუმცა ისიც კი სასიამოვნო. კუთხის პატარა კაფესთან მივედი, ვიფიქრე ჩაის მივირთმევდი და სახლის გზას უკან ავუყვებოდი. შეკვეთა გავაფორმე და გარეთ დავჯექი, ლამაზი მცენარეები იდგა შესასვლელში, ინტერესით ვათვალიერებდი, როდესაც ჩემი ღამის მყუდროება უცნაურმა ხმამ დამირღვია.
- ღამე მშვიდობის ქალბატონო, როგორ ხართ?
შეცბუნებული მოვტრიალდი, რატომღაც ამ დროს აქ ჩემ ნაცნობს არავის ველოდებოდი, ჩემ წინ მდგარი მამაკაცის ვინაობით გაოგნებულს ენა ჩამივარდა.
- როგორ ხარ როგორ? - გამიმეორა ცინიკური ღიმილით.
- რა გნებავთ?
- არ მიფიქრია დღეს თუ სადმე შემხვდებოდი, მოულოდნელია ნამდვილად.
- არც მე მქონია მსგავსი განზრახვა და სურვილი მით უმეტეს. - ოფიციანტმა ჩაი მომიტანა, ვსტაცე ხელი და წამოვედი. გამომეკიდა და ხელში მწვდა, უხეშად მისკენ შემატრიალა.
- მოიცა, რას გარბიხარ, შემო შიგნით დავსხდეთ ვისაუბრობთ, ჰა რას იტყვი?
- ხელი გამიშვით, არ ვაპირებ არსად შემოსვლას, მით უმეტეს თქვენთან ერთად.
- რა ჯიუტი ყოფილხარ, ვააა.... - ხელს არ მიშვებდა, და უფრო და უფრო მიჭედა იდაყვზე ხელს.
- ხელი გამიშვი მეთქი არ გესმის? - ვუღრიალე გამწარებულმა
- წამო წამო....
- ხელი გამიშვი თორემ ამ მდუღარე ჩაის გადაგასხავ თავზე!
- ნუ მემუქრები რა შენი ჭირიმე, წამო რა...
კიდევ უფრო ძალა დაატანა ხელს, ახლა მეორე ხელითაც დამიჭირა და მეჯიკავებოდა, ნელ-ნელა მისკენ მიმწია, ჩაი ინსტიქტურად ხელიდან გამივარდა და ის ის იყო სილა უნდა გამეწნა რომ უცნაურად ნაცნობი ხმა შემომესმა:
- რა ხდება ?
- ვა, ვახო, ადრე მოსულხარ, მარტო ხარ თუ მოგყვა ვინმე? სადაა ირიაჩკა?
- სახლიდან არ მოდიოდა, ვერ გავუარე, თავისით მოვა. რა ხდება აქ?
- მეურჩება უმიზეზოდ, დღეს სხვა ხასიათზეა, პა მოემუუ - ისევ მეორე სერია იწყებოდა ჩემი პიროვნების დამცირების.
- ფუ რა ამაზრზენი კაცი ხარ... - ზიზღნარევი ხმით მივაძახე და გამოვიქეცი.
ფეხები არ მემორჩილებოდა, თუმცა მაინც უკანმოუხედავად მივდიოდი, თვითგადარჩენის ინსტინქტი ავტომატურ რეჟიმში მოქმედებდა.
სახლის დანახვაზე ნერვები დამიწყნარდა, ეს ჩემი თავშესაფარი იყო, აქ თავს ნამდვილად დაცულად ვგრძნობდი.
დავწექი, იმ თაროს მივაშტერდი რომელზეც ყუთით ყელსაბამი იდო, ჩემი ფიქრები მის გამომგზავნთან იყო. ფიქრებში გართულს ბესიკმა დამირეკა, მომიკითხა, ჩემი დღევანდელობით დაინტერესდა, რამოდენიმე წუთი ვისაუბრეთ, ცოტა ვიცინეთ კიდეც, ყელსაბამზე გადავუტანე საუბარი, გაუკვირდა:
- პეპელა ,,კულონიანი’’ გამოგიგზავნა? - ცოტა დამცინავი ტემბრით ჟღერდა, მეც გამეცინა.
- კი, პეპელას ფორმის კულონია, გამჭირვალე და ვარდიფერი თვლებით, ულამაზესია, მაგრამ ვერ ვხვდები ვისი გამოგზავნილია.
- რა საინტერესოა, საქმრო შენ არ გყავს და ბოიფრენდი მით უმეტეს, დავფიქრდეთ, იქნებ სამსახურიდანაა ვინმე, მიდი აბა ფოტო ჩამიგდე, ყუთისაც ანა ყუთით ბევრ რამეს გავიგებთ.
- მოიცადე.
ტელეფონის კამერა გავხსენი და ფოტო გადავუღე, მოცისფრო ყუთსაც და ყელსაბამსაც, გავუგზავნე ბესიკს.
- ღად ა ა ა ო ო ო ბ ხო? - სკმაოდ გააგრძელა ასო ბგერა ,,ა’’ და ,,ო’’, გაკვირვებას ვერ მალავდა - ღადაობ გოგო ეს ტიფანია.
- ტიფანი?
- ხო, ამერიკული ძვირფასეულობის ბრენდია Tiffany & Co.
დეტალურად ამიხსნა თუ როგორ იწერებოდა ლათინური შრიფტით, ბევრი რამ ცოდნია ამ მწარმოებლის შესახებ, დაფუძნებიდან დღემდე, მომიყვა ყველა დეტალი, ტიფანი მხოლოდ ტრუმან კაპოტის წიგნის პერსონაჟი მეგონა, სხვა ამ სახელის ირგვლივ ნამდვიალდ არაფერი მახსენდებოდა. ბესიკი რა ბესკა იყო, ამ ყელსაბამის ისტორია ძირფესვიანად, რომ არ ეკვლია, პარალელურად მელაპარაკებოდა, თან მინი კვლევა-გამოძიებას აწარმოებდა.
- აი ბრავო და ტაში ნამდვილად, ჩვეულებრივი ალ კაპონე გყვარობს აშაკარად ძვირფასო ანა - სიცილ კისკისით მითხრა.
- ალ კაპონე?
- ვერცხლისფერი ცეპი კი არა, თეთრი ოქროა შტერო, პლატინუმი თუ მსგავსი უწერია აღწერაში, დიდად ძვირიანი არაა, ნუ სხვა მსგავს ნივთებთან შედარებით, თუმცა ჩვენნაირებისთვის 50 000 საკმაოდ ძვირია.
- რამდენი?
- დოლარი! ან ევრო, ან ფუნტი, არ ვიცი, რა ვალუტაში აქვს ნაყიდი, ან .... - რამდნეიმე წუთი გაჩერდა.
- ან?
- მოპარული - გულიანად გადაიხარხარა, და საუბარი განაგრძო - ალ კაპონეა, რა.... ვეძებოთ ნაცნობ საზოგადოებაში მაყუთა მამაკაცები, ეჭვი არავიზე გაქვს?
- ვიზე უნდა მქონდეს ეჭვი, ვის ვიცნობ მსგავს?
- მე რა ვიცი .... ო შით...... ეს თუ ისაა ვიზეც ვფიქრობ, აი საღოლ ტიპს მართლა... რა ყოფილა და მალავდა.
- ვინ ?
- გაანძრიე ტვინი...
- გონება მაქვს ბესკა დახშული, სრული ამ სიტყვის მნიშნელობით, თქვი ჰე...
- ვახტანგი - გადაჭრით და დიდი თვდაჯერებულობით წარმოთქვა ეს სახელი.
- არაა...
- კი, ამ ფორმით მიხვდა რა მძ*ნერი ჭამა და მოიბოდიშა ტიპმა რა.
- არა, მაინც ვერ , არა ...
- როგორ არა, აბა ბაბუაშენი არაა მილიონერი და მე კიდევ, აბა ვის უდნა ეჩუქა?
- არ ვიცი, ვკითხო?
- მიდი რა რას კარგავ, შენი რა მიდის, ბოლო ბოლო გავყიდოთ, მეც წილში შემოვდივარ - ისევ ბესკას დროული იუმორი
- ჯერ გავარკვიოთ, გასხვისებაზე შემდგომ ვიფიქროთ.
ყუთი ისევ მის კუთვნილ ადგილზე დავაბრუნე, მისი საბაზრო ძირებლების გაგების შემდეკ, კი გოენება ამერ-დამერია, საერთოდ არ მინდოდა ფიქრი იმის შესახებ რაც ბესიკმა მითხრა, გონების უკიდურეს წარმოსახვაშიც კი არ მსურდა იმ ფაქტის დაშვება და გაანალიზება, რომ ეს ვახტანგის საჩუქარი იყო და თან ბოდიშის მოხდის ერთ-ერთი ჟესტი. მისგან არა თუ სიტყვიერი, მატერიალური სახით მიღებული ნივთიც კი არ მსურდა, მით უმეტეს ,,მოსაბოდიშებელი’’ თემატიკით.
ამასობაში ნელ-ნელა მეძინებოდა, ის ის იყო უკვე გონება უნდა გამთიშვოდა საბოლოოდ , რომ ტლეფონის წკრიალის ხმამ უნებურად გამომახიზლა.
- ანა, ღამე მშიოდბის, ბოდიშს ვიხდი გვიანი ზარისთვის პირველ რიგში, ლიდა ჭედია ვარ, ბაბუათქვენის ექიმი, ცუდ დროს ხომ არ გირეკავთ?
- არა, რას ამბობთ, გისმენთ
- ანა, რაც უფრო ხშირად ვუყურებ ბაბუათქვენის ანალიზების, გამოკვლევების პასუხებს, მით ვრწმუნდები, რომ რაც მალე გავამზადებთ საბუთებს და გავამგზავრებთ გერმანიაში ოპერაციის გასაკეთებლად, უმჯობესია მისთვთვის, რამე გადაწყვეტილება ხომ არ მიგიღიათ?
- აუცილებლად გავუკეთებ ბაბუს ოპერაციას, იქნებ გარკვეული თანხის ნაწილი სახელმწიფომ დამიფინანსოს, საიდან უნდა მოვიტანო ამდენი ათასობით ლარი ან დოლარი წარმოდგენაც არ მაქვს.
- ანა, არსებობს საქველმოქმედო ფონდები, დაეკონტაქტეთ, დაფინანსებასთან დაკავშირებით პრობლემებს ბიუროკრატიულს, ფურცლომანიას, შევეცდები მოგიგვაროთ, მაგრამ ვერ შეგპირდებით, თქვენც მოიძიეთ წყაროები, ერთად შევეცადოთ, მე დახმარებასთან დაკავშირებით მზადყოფნას გამოვთქვამ, არაჩვეულებრივი პიროვნებაა ბაბუათქვენი.
- უღრმესი მადლობა ქალბატონო ლიდა, როგორც კი მექნება საშუალება ყველას და ყველაფერს შევაწუხებ. მადლობა კიდევ ერთხელ ყურადღებისთვის, ცოტა მადროვეთ.
- ველი თვენ ზარს ანა.
- დროებით.
ტელეფონი საწოლზე დავდე. ცრემლები წამსკდა, დედამიწის ზურგზე არაფერი ღირებული არ მქონდა, ერთი სახლი გვაქვს ისიც მოცუცქნულია საქათმესავით, გავყიდო? ვის რად უნდა, ამას ვინ იყიდის, ან თუ იყიდიან ალბათ კაპიებში. კედლები დაბზარულია, იატაკს მთლიანობა აქვს დარღვეული, ოთაში შესასვლელი, კარებიც კი გამტყდარია. წლებია ამ სახლს ელემენტარული გადაღებვაც არ ღირსებია, ვის შევთავაზო ან რა სინდისით დავადო რამე ფასი. დახმარება ვითხოვო? - ვისგან, ვინ დამეხმარება?. ისევ მივწექი საწოლზე და თვალი ყელსაბამისკენ გავაპარე, გოებაში ფიქრმა გამჭრა. უცებ თვალები მაგრად დავხუჭე, თავი გავაქნიე და საკუთარი თავის და ფიქრის ერთდროულად შემრცხვა.

ვახტანგი.

ორშაბათი. ბავშობიდან მეზიზღებოდა ორშაბათი დღე, კვირის დასაწყისი, ბევრის მომასწავებელი და წესით მამოტივირებელი უნდა იყოს, თუმცა არა, განსაკუთრებული არაფერი. საწოლში გამოვფხიზლდი, მას ისევ ეძინა, გაღრვიძებას ჯერ არც აპირებდა. დილის 8 საათი სრულდებოდა, ავდექი და აბაზანისკენ შიშველი ფეხებით მივაბიჯებდი. ძალიან უხდება ორშაბათ დილას ცივი შხაპი, ორგანიზმის გამოსაცოცხლებლად უებარი საშუალებაა.
მოვწესრიგდი როგორც ყოველთვის, ტანისამოს ზოგ-ზოგიერთებისგან განსხვავებით მკაცრი კრტიკიკით ვარჩევ, არ აქვს მნიშნელობა ამა თუ იმ დილას რა ხასიათზე ვარ, ვიცვამ იმის მიხედვით თუ როგორ მაქვს გაწერილი და დაგეგმილი ჩემი დღის განრიგი.
სამზარეულოში ჩავედი, მივიხედ მოვიხედე არავინ ჩანდა, არც ლია, არც მერაბი და არც მარეხი. გუშინ თითქოს ყველა სახლში იყო, დღეს დილით კი ირგვლივ არავინ ჩანდა, ოთახები აშკარად ცარიელი იყო. მაცივართან მივედი, ცივი წყლის დასალევად, სტიკერი დამხვდა ,,ვახო, ჩვენ სვანეთში წავედით, გელოდებით მალე ჩამოდი’’. გამიკვირდა, არ ველოდებოდი, არაფერი უთქვამთ გამგზავრებაზე, ან რას მეტყოდნენ და როდის?! - სახლში არასდროს ვარ.
მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი ცხოვრების რეჟიმს ვარ მიჩვეული, და ყველა ჩემ ირგვლივ მყოფისგან მოვითხოვ გარკვეულ წესებს მისდიონ და დაიცვან, ირინესთან ყოველთვის ვაწყდებოდი გაუთვალისწინებელ წინააღმდეგობებს. მიუხედავად ჩემი მკაცრი და მომთხოვნი გამომეტყველებისა, ლმობიერება სადღაც მაინც ჩემდანებურად მახსენებდა თავს.
ამასობაში, ტელეფონის ზარი შემომესმა, ალექსანდრე რეკავდა.
- ვახტანგ, დღევანდელი შეხვედრა უნდა გადავდოთ, ტექნიკური უზუსტობებია, რომლის მოგვარებასაც ვერ ვასწრებთ, რას იტყვი?
- გადავდოთ, მაგრამ ამ უზუსტობების მიზეზი?
- მოკლედ, აიტის თანამშრომელი ვერაფრით რთავს პროექტორს, რა არ გააკეთა ტიპმა ვერაფერი უშველა, ახლის ყიდვასაც ვერ მოვასწრებთ, შეხვედრა უნდა გადავდოთ.
- აიტის თანამშრომლის ბრალია, თუ პროექტორის?
- დაძველდა და დაობდა ალბათ ტო, მე რა ვიცი, ეჩალიჩება ბიჭი და ვერ რთავს, გაფუჭდა რა.
- გადავდოთ, თინათინს თხოვე ოთხშაბათს სამ საათზე ჩანიშნოს ეს შევედრა, უცხოელი ინვესტორები საქმის კურსსში ჩააყენოს, ახლა კი ხელი ჩაკიდეთ ორივემ ერთმანეთს და პროექტრი იყიდეთ, დღეს სამ საათზე საკონფერენციო დარბაზში, რომ შევალ პროექტორი ტექნიკურად გამართული დამხვდეს! ალექს, გავიემორო?
- არა, არა გასაგებია ყველაფერი.
- სამ საათზე! - შევეცადე მაქსიმალურად მკაცრი ტონი მქნოდა.
საკუთარ თავთან მარტო ყოფინას ვხვდებოდი, მარტივად შემიძლია ვიყო ლმობიერი, ხშირად გავიღიმო, ჩემ თანამშრომლებს დასვენების ვიქენდები მოვუწყო თუნდაც ბუნებაში, თუმცა ..... სიმკაცრე და მოთხოვნა, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ერთადერთია რაც ამართლებს. თითქოს მივეჩიე კიდეც, ღმერთმა უწყის თანამშრომელბს ვეზიზღები თუ ვუყვარვარ, მაგრამ, საქმეს სიმკაცრე ჭირდება, ამაში ჩემი სამსახურებრივი გამოცდილება და არსებული პრაქტიკა მარწმუნებს. სამსახურის გარეთ ყველას მეგობარი ვარ, მაგრამ საქმეში, კერძოდ ბიზნესსში მეგობრობა არ არსებობს - ჩემთან ყოველ შემთხვევაში.
ბევრჯერ გავექეცი ფიქრებს, ბარში მომხდარი ინციდენტის გამო, განა დიმტრი ქალს ასეთ რამეს უმიზეზოდ აკადრებდა და დააბრალებდა?! განა დიმიტრი არ იყო ის კაცი, რომელიც აქეთ იქით დამატარებდა, ჭკუას მარიგებდა და ცდილობდა შეცდომის გამოსწორების გზები თავად მეპოვა?! განა ეს ის დიდი მეგობარი არ იყო, რომელიც საზოგადოების პატივისცემას მასწავლიდა და ყურადღებას?! ძალიან დიდ შეუსაბამობაში მოვხვდი, კაცის ვიწამო, რომელსაც წლება ვიცნობ და სიბრძნეებს მიზიარებს, თუ ბარის თანამშრომელთა სრულ კოლექტივს დავუჯერო, რომლეთა სახელებიც კი არ ვიცი ....
ცხრა საათი სრულდებოდა, ირინე ჩამოვიდა, კარგად გამოძნებულს არ გავდა, ვერც მის გამომეტყველებაზე ვიტყოდი, რომ ძალიან ბედნეირი დღე გაუთენდა. მაქსიმალური ყურადღებით ვეკიდებოდი მისი მხდიდან ჩვენ შორის არსებული ვითარების გამოსწორების გზების პოვნის შესაძლებლობებს, თუმცა ამაოდ. იმდენად რამდენადაც ჩემი მხრიდან ას პროცენტიანი გარანტი ჰქონდა ვითარების გამსოწორებისა, მსიგან იგივეს ვერ ვგრძნობდი, ამ დროს კი ტვინში სისხლი მექცეოდა....
საუზმის დროს, სიტყვა არ დაცდენია, ისევ მე გადავდგი ნაბიჯი.
- მიდიხარ დღეს ექიმთან ? ხომ არ გინდა წამოგყვე?
- რომ არ წავიდე არ მომასვენებ?
მაგდიაზე მუშტი დავარტყი, სკამიდან ავდექი, ბრაზისგან ლამის იყო დავიხრჩობოდი, წყალი ბოლომდე მოვსვი და ავტოფარეხისკენ გიჟვით წავედი.
მანქანაში ჩავჯექი და ბიზნეც ცენტრისკენ წავედი. პროექტორის გამო დიდი ქაოსი დამხვდა. როგორც თანამშრომლებში ისე დერეფნებში და ოთახებში. არეულ დარეული, იყო ყველაფერი, საკონფერენციო დარბაზში, შნურები და სხვადასხვა უსბ ადაპტერები იყო მიყრილ-მოყრილი, სხვადასხვა ყუთები აქა იქ მიგდებული, ყუთებში განთავსებული მოწყობილობის ინსტრუქცია მეტრინ ფურცლებზე უწვრილესი შრიფტით დაწერლი კი, ყოველი ფეხის ნაბიჯზე მხვდებოდა.
ისედაც გაცეცხლებულს, ბრაზი სახლიდან მომყვებდოა, მაქსიმალურად შეკავება ვცადე, არეულობას სამსახურში კი არა, კედლის თაროზეც ვერ ვიტან. ზედმეტი ნივთები, კონტექსტიდან ამოვარდნილი ყველაფერი მარიზიანებდა, იდეალური წესრიგი მქონდა სახლშიც და სასაახურშიც. დერეფანს გავუყევი, თინათინი ჩემი კაბინეტის შესასვლელთან მისაღებში იჯდა მის კუთვნილ მაგიდასთან, ვთხოვე შემოსულიყო.
- თინათინ, რა ხდება ირგვლივ?
- რას გულისხმობთ ბატონო ვახტანგ?
- აყრილ-დაყრილია მთელი შენობა.... მე უდნა მოგეხმაროთ ამ უწესრიგობის მოწესრიგებაში ? - წყნარი და მონოტონური ხმა და ტემბრი შევინარჩუნე.
- ბატონო ვახტანგ, ანუ, იცით რა ხდება, ეს ის პროექტორის ... ამბავი, ჯერ ვერ მოვაგვარეთ და, ამიტომ... - გავაწყვეტინე საუბარი, საუბარი?! საუბრის რა გითხრათ და ბოდვას კი ნამდვილად გავდა, მის ხმაში შიში იგრძნობოდა.
- თინათინ, თუ არ შეწუხდებით, დამლაგებელს, ან თანამშრომლებს თხოვეთ დაალაგონ მათივე არეული, თორმეტი საათისთვის გავდივარ და თქვენ თავს დააბრალეთ საღორე თუ დამხვდება ისევ!
იძულებული შევიქმენი, ჩემი დიქტატორული პოლიტიკა ჩამერთო.
- დიახ, ახლავე, მოვაწესრიგებთ ყველაფერს.
- კეთილი.
თორმეტი საათი ახლოვდებოდა, ჩემი გასვლის დროც მოდიოდა. ფეხს ვითრევდი, ისევ არეულობა რომ დამხვედროდა, სათითაოდ ყევლას დატუქსვა მომიწევდა, არ მინდოდა მაგრამ გავედი. ირვლივ სიჩუმე იყო, პირველი რაც შევნიშნე ისევ თინათინი იყო მის მაგიდასთან, დერეფანს გავყევი, პატარა ფურცლის ნაგლეჯიც კი ვერსად ვიპოვე, სანამ ლიფტამდე მივედი საკონფერენციოში შევიხედე, იქაც იდეალური სისუფთავე სუფევდა. ვითომც არაფერი მომხდარიყოს. წავედი ლიფტისკენ, არა და გულში ნამდვილად მეღიმებოდა ირგვლივ იდეალური სისუფთავე და წესრიგი, რომ სუფევდა. ჩემი თანამშომლებისგან დაკისრებული დავალებების პირნათლად შესრულება ყოველთვის მახარებდა, და ჩემს პიროვნულობას ამაღლებდა, ბოლომდე არც მაინტერესებდა ჩემი ეშნოდათ, თუ უბრალოდ ჩემი როგორც მათი უფროსის რიდი ქონდათ, თუმცა ჩემთვის უპირველეს ადგილას წესრიგი იყო, როგორც დავალეების შესრულების ასევე გარემოსთან მიმართებაში.
ლიფტის გვერდით დიდი ურნა იდგა, რომელშიც მხოლდო მაკულატურას ვათავსებდით, სახურავი არ ეხურებოდა, სავსე იყო, დიდი ალბათობით ირგვლივ მიმოყრილი გამოუსადეგარი, გაფუჭებული ნივთებით ერთად ამ ურნაში მოუთავსებიათ, პრობლემის გადაჭრის მათეული უმარტივესი გზა უპოვნიათ. ასე უთქმელად ჩემი წასვლა ახლა უკვე აღარ გამოდიოდა.
- ეს ურნა გაცალეთ, რომ დავბრუნდები ცარიელი იყოს! აქ ხალხი მოდის და პირველი რაც თვალში ხვდებათ ნაგვით სავსე ურნაა. გაცალეთ თუ არ შეწუხდებით.
ლიფტის კარი გაიღო, პარკინგზე ჩავედი, მანქანა დავქოე და ბარში მივდიოდი. გზაში ტელეფონი რეკავდა. ტელეფონს რომ დავხედე მომენტალურად გამეღიმა, თითქოს ყველა მომხდარი ცუდი უცებ მინელდა, სამყარომ თითქოს ფერი იცვალა.
- ვახო, ბიჭო, როგორ ხარ ტო?
- შენ როგორ ხარ ირა? - მისი ხმის გაგონებამ ძალიან გამახარა, თან საქართველოს ნომრიდან მირეკავდა, ირაკლი საქართველოში იყო.
- რავიცი დავბრუნდი, რამდენიმე დღეა, სად ხარ ტო, მოდი რა გნახო უდნა ჩაგეხუტო
- ირა, ბარში მივდივარ, ხომ არ წამოხვალ, საღამმდე დაკეტილია, ჰა რას იტყვი?
- რა პრობლემაა, შარტავაზე ვარ, ნელისთან, მანქანა არ მყავს ტო, ნელის დაუმტვრევია, და სახელოსნოშია, ამან ხო ტარება ვერ ისწავლა ქალი საჭესთან დაბერდა.
- ვიცი, ხო, პარკინგზე იდგა მანქანა, მანდ შესახვევთან, რომ ვუხვევდი ვერ დავინახე და დავეჯახეო, რანაირად მოახეხა ვერ მივხვდი - ნელის ამბები ორივეს ყოველთვის გვაცინებდა, ქალი მოსიარულე კურიოზი იყო.
- რანაირად და ფარებ ჩამქვრალი მოდიოდა ტიპი ტო, და გლიჯა მანქანას ვერ დაინახა, იმისას რა ჭირს აზრზე ხარ?
- მარცხენა მხარეს უკანა კარის ნაწილში საბარგულისკენ დაეჯახა და მაგრად შეღუნა.
- ხელოსანმა რაო ტო, ამისგან ევრაფერი გავიგე, ლევანაც აზრზე არაა, ლევანა ამბობს ალბათ ბოძი დაეჯახა ან გაჩერებული მანქანა დედაშენისას რას გაიგებო, ოთხ ბორბალზე მოსიაურულე ტაიმერზე ჩართული ბომბააო.
- კარგი რა, არც ეგრეა საქმე, დაზღვეული იყო ნელის მანქანა, ორივეს დაზღვევა ანაზღაურებს - მაგრად ვიცინეთ ორივემ.
- ხო მართლა, მაგარი ამაბავი უნდა მოგიყვე, აი პირღია უნდა დაგტოვო.
- რა ამბავი, თათია ორსული დატოვე და ათი შვილით დაგხვდა ? - ვიცინოდით ორივე.
- ბიჭო არა ტო, უარესი, კაკ მინიმუმ მსგავსი ამაბავია რა.
- ვა ვა..
- ე, აბაა, მოდი რა შე ჩ*ემა ტივით მოდიხარ თუ რენჯით?
- ქაქალქში ეკო მეგობრული, ელექტრო მანქანით ვმოძრაობ, არ მითქვამს? - ჩემ ნათქვამზე ისეთი სიცილი აუტყდა, ცოტაც და ალბათ გაიგუდებოდა.
- მაიცა, ტო, შენ ჰალსტუხს რამე ეკო მეგობრული ტაჩკა მოერგო?? მაგრად გამაცინე, მოდი მოდი, გელოდები, ლევანა მეძახის რა უნდა ჩორტ ევო ზანეტ. დამირეკე ჩამოვალ, ან ამოდი ვაფშე, ნელი ხოდავს რაღაცებს.
- მიდი მიდი.
მაქსიმუმ თხუთმეტ წუთში ირაკლის სახლამდეც მივედი, დავურეკე, ტელეფონს ლევანმა უპასუხა.
- ვახო, ბიძი, ამოდი რა, სანამ ეს ბეყვე ჩაიცვამს მანდ ხო არ იდგები?
- არ ჩაუცვამს ჯერ? აქამდე რას ელოდებოდა.
- ამოდი ამოდი, ნელიმ ჩვენი დიასახლისი დღეს სახლში გაუშვა დასვენება ჭირდებაო ასე გამოაცხადა, და თავად გადაწყვიტა სამზარეულოში ფუსფუსი და უგემრიელესი პონჩიკები გამოაცხო, ამოდი შვილო ამოდი.
მე და ირაკლი ერთ დღეს დავიბადეთ, ერთსა და იმავე სამშობიაროში, ლევანი და მერაბი, ორივე თავ თავიანთ მეუღლეებს გულშემატკივრობდნენ, გახარებულები იყვნენ ბიჭების მოლოდინში, რამდენიმე წუთის სხვაობით დავიბადეთ, როგორც ლევანი ბიძია ამბობს, ჯერ მე გავჩნდი, შემდეგ კი ირაკლი. მათი ღამის თევა, ოჯახურ მეგობრობაში გადაიზარდა, ირაკლის ნათლია არც მეტი არც ნაკლები მამაჩემია, ყველა სიკეთესთან ერთად მხოლოდ მეგობრები კი არა ნათესავებიც ვართ.
ლიფტის კარი, მე-8 სართულზე გაიღო კარში ნელი მელოდებოდა, ჩამეხუტა გადამეხვია
- შენ ხომ არ იცი, რა უნდა გაჭამო ჩემო ტკბილო ბიჭო.
- პონჩიკები ხო?
- ო ლევან, რა შენ ხომ ენაზე არაფერი დაგადგება, რა იყო ვერ მოითმინე რომ არ გეთქვა? - გაბრაზებულმა ნელიმ, მის სისხლისმწოველ მეუღლეს სიბრაზით შეუბღვირა.
- მიდი მიდი, გაასინჯე ბიჭს, შენი მლაშე უკრემო პონჩიკები - სიცილს ვერ იკავებდა ლევანი.
- არ არის ჩემო ტკბილო ბიჭო მარილიანი, იუმორი აქვს დასახვეწი, დაბერდა კაცი, აღარ აქვს მარაგი, ამოგეწურა ლევან ამოგეწურააა - დაუყვირა ლევანს, იმხელა ხმაზე, მეორე ოთახში კი არა ალბათ, ჩემებმაც გაიგეს სვანეთში.
- იუმორის ამოწურვის რა გითხრა ნელო, მაგრამ შაქარი კი ამოგწურვია პონჩიკების გამოცხობამდე.
მათი იუმორ სიყვარულ ნარევი კამათი, დიდად სასიამოვნო სანახავი და მოსასმენი იყო ყოველთვის, ეს ჩემი ბედოვლათი მეგობარი კი საპირფარეშოდან არ გამოდიოდა. ის ის იყო, ლევანის მიერ დამარილებულად წოდებული პონჩიკი უნდა გამესინჯა, ირაკლიც გამოჩნდა.
- თუ გინდა გადავრჩეთ, შენც და მეც, ჯერ ეგ ჭამე, შეხედე ნელი როგორ გიყურებს - ჩუმად ჩამჩურულა ირაკლიმ.
ნელის გამომცხვარი პონჩიკი, დამარილებულის რა გითხრათ, მაგრამ უგემური კი იყო, თუმცა ზუსტად ვიცოდი, რომ არ უნდა შემემჩნია.
- ნელი, ვა , ძალიან გემრიელია, ბრავო - შევეცადე მისთვის მოლოდინი გამემართლებინა და გამეხარებინა, მეთქვა ის რასაც ჩემგან მოელოდა, ეს შექება იყო.
- შენ გენაცვალოს ნელი, ახლავე ჩაგილაგებ კონტეინერში დედი, და სახლში შენებთან გაგტან, ლიას ან ირინეს დავურეკავ რეცეპტს ჩავაწერინებ და გამოგიცხობენ ხოლმე.
- არა ნელი არა, არ არიან თბილისში, დილიდან სვანეთში წავიდნენ.
- ვახო, გენაცვალოს ნელი, რას აპირებთ შენ და ირინე, გამახარე კარგი ამბებით რა ...
ნელი და ლია, ძალიან კარგი მეობრები იყვნენ, ჩვენი ოჯახების თითოეულ დეტალს და პორბლემას ერთად აგვარებდნენ, ჩემი და ირინეს პრობლემაც არ ყოფილა გამონაკლისი, საკუტარი დედისგან არ ვასხვავებდი ნელის, ზუსტად ვიცოდი რომ თითოეული მისი ინტერესი და კითხვა ჩვენ პრობლემასთან დაკავშირებით მხოლოდ ინტერესის დაკმაყოფილებით არ იყო განპირობებული, ეს პრობლემა მას ნამდვიალდ გულთან ახლოს ჰქონდა მიტანილი და ეტყობოდა კიდეც როგორ დარდობდა და განიცდიდა.
- დღეს ექიმთან უნდა წასულიყო, არ ვიცი წავდია თუ არა, ამ ბოლო დროს ვერ ვატყობ იდად მოტივაციას, მეც არაფერს ვაძალებ... ძალიან შეცვლილია.
- არაუშავს შვილო, არაუშავს, ყველაფერი მოგვარდება, მი უმეტეს დღეს, ლია ფიქრობდა საზღვარგარეთ წასვლაზე, იქ უკეთესი ექიმები არიანო.
- კი არიან, თუმცა ირინეს სხვა ექიმს ვერ უხსენებ, მხოლოდ თავისი ექიმი მსოწონს და ენდობა, სხვასთან ბევრჯერ ვცადე მიმეყვანა და მივსულიყავით თუმცა უშედეგოდ, აზრი არ აქვს, ზედმეტად ერთპიროვნულია.
- შენ ხომ არ გგავს ? - ღიმილით მითხრა ნელიმ.
- მსგავსება, რომ ბევრია ჩვენ შორის დღეს ამიტომაა რომ ჩემი ცოლია.
- მოაგვარებთ ვახო, მოაგვარებთ.
- ირა, წავედით?
- წავედით.
ერთი კარგად გადავეხვიეთ მონატრებულნი ერთმანეთს, ქვემოთ ჩავედით და გზა ბარისკენ განვაგრძეთ.



№1 სტუმარი მინი ჯუზე

ძლივს არ მეშველა,გვეშველა .არ მეყო კიდე მინდა , ცოლიო ,არადა მომწონს ვახტანგი .ირინა არ მომწონს,მალე დადე რა

 


№2 სტუმარი სტუმარი ქეთა

კარგია, ველი ქხალ თავს მოუთმენლად. ჯერჯერობით ვერ ვხვდები ვერაფერს რა უნდა მოხდეს

 


№3  offline წევრი თმარი.K

სტუმარი ქეთა
კარგია, ველი ქხალ თავს მოუთმენლად. ჯერჯერობით ვერ ვხვდები ვერაფერს რა უნდა მოხდეს


შემდეგი თავი თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე იქნება საკმაოდ მოცულიბითი <3

 


№4 სტუმარი Елка

Далиан каргад церт да тховна маквс икнеб мале дадот холме. Царматебеби

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent