გაყიდული ღირსება (თავი 7)
თავი 6. ვახტანგი. მსახიობი. მანქანა შესასვლელთან გავაჩერეთ, გზაში რა არ ვცადე, ის ამბავი რაც უდნა მოეყოლა, ვერა და ვერ მოვაყოლე. შესასვლში ირაკლიმ ირგვლივ მიმოიხედა, და დარბაზისკენ წავიდა, მაინტერესებდა მისი არყოფნის დროს განხორციელებულ ცვლილებებს კარგი კუთხით დაინახავდა თუ ცუდით. ირგვლივ იდეალური სისუფთავე და წესრიგი იყო, ზუსტად ისეთი, როგორსაც ვითხოვდი ყოველთვის, ეს აშკარა იყო, დამლაგებლები ასუფთავებდნენ, უცებ მეგონა მომეჩვენა თუმცა საპირპარეშოს მიმდებარე ფართს ანა ალაგებდა. - დაბრუნდით ანა სამსახურში? - დიახ, რა თქმა უნდა. - მეგონა, რამოდენიმე დღე არ დაბრუნდებოდით და დაისვენებდით. - არა, მადლობა მაგრამ საჭიროება ამის არ იყო. - კეთილი, წარმატებები. - იცით, მე რაღაცის თქმა მინდა, უფრო სწორად კითხვა, თუ შეიძლება - ძალიან დაბნეული მომეჩვენა, უწინდელთან შედარებით დღეს დამშვიდებული აშკარად იყო ნამდვილად. - გისმენთ, ბრძანეთ. - არა, აქ... - მაშინ აბრძანდით კაბინეტში, მეც რამდნეიმე წუთში ამოვალ. - კარგით. დარბაზში ირაკლის ვეძებდი, კუთხეში იჯდა და გარემოს დიდი ინტერესით აკვირდებოდა, ვთხოვე რამდენიმე წუთით დამლოდებოდა, რადგან თანამშრომელმა საუბარი მთხოვა. ლეილა იქვე ტრიალებდა, როგორც ჩანს ვერ დაინახა ან ვერ იცნო, დავანახე ვინ იყო სტუმრის ამპლუაში მოსული და ვთხოვე მისთვის ყურადღება მიექცია. კაბინეტისკენ განვაგრძე სვლა, ვერ ვხვდებოდი რისი კითხვა სურდა, ან რაზე უნდა ესაუბრა. დატუქსული ბავშივით იდგა და მიყურებდა. ზოგადად თანაშრომლებზე ძალაუფლების გრძნობა, რომ მათ ჩემი შიში და რიდი ქონდათ, ყოველთვის მომწონდა, თვითშეფასებას რატომღაც მიმაღლებდა, საქმეც არასდროს ფუჭდებოდა, მაგრამ, ამ გოგოს ესეთი თითქოსდა მოჩვენებითი თავმდაბლური მორცხვობა, უკევე მეტისმეტად მეჩვენებოდა, ორსახოვნად ვხედავდი მას, ირონიაც არ აკლდა, არც სარკაზმიც, არც ერთის ნაკლებობას განიცდიდა და არც მეორისას, არც ტოლი იცოდა და არც სწორი, კლანჭებს მალავდა და თან საკმაოდ ოსტატურად, საჭიროების დროს კი ეს კლანჭები წარმოუდგენელი ვითარებით ჩნდებონენ, ერთი სიტყვით ცხვრის ტყავში გახვეულ გააფთრებულ ძუ მგელს მაგონებდა. - გუშინ, ფოსტალიონმა აი ეს მომიტანა სახლში. - ჯიბდან ტიფანი ენდ ქოს ყუთი ამოიღო და მაგიდაზე ცხვირწინ დამიდო, ცოტა გამიკვირდა, ვის შეიძლებდოა მისთვის ამდაგვარი ძვირადღირებული ნევთი ეჩუქნა, თუმცა, შევეცადე ინტერესი სახის გამომეტყველებაში არ გამომეჟღავებინა. საკმაოდ გულგრილმა მივუგე. - მერე? - ანუ... ? - ისეთი თვალებით მიყურებდა, იძულებულს მხდიდა ის მეთქვა რაშიც მე არაფერ შუაში ვიყავი, აშკარად ფიქრობდა, რომ ჩემი ნაყიდი, და გაგზავნილი იყო, სიცილს ძლივს ვიკავებდი, ვერც შევიკავე და ცოტა გამეღიმა კიდეც. - ანა, ნუთუ ასეთი გულუბრყვილო ხართ, როგორადაც თავს წარმოადგენთ? - ვერ მივხვდი ბატონო ვახტანგ რას გულისხმობთ. - დაბრძანდით, ნუ დგახართ ფეხზე, უხერხულია, მე ვზივარ თქვენ კი არა, გთხოვთ - ხელით სკამზე მივუთითე, რომელიც ჩემი მაგიდის მოპირდაპირე მხარეს იდგა, ისიც ჩამოჯდა. - ანა, თქვენ თუ ვერ ახერხებთ სიტყვათა შესაბამისი წყობით წინადადების კითხვითი ფორმით ჩამოყალიბებას, ნება მიბოძეთ მე დაგეხმაროთ - ირონიას და სარკაზმს ვეღარ ვმალავდი, თავისით პოულობდნენ წარმოთქმის გზებს, ფეხზე წამოვდექი და ირგვლივ სიარული დავიწყე, მეტი თავდაჯერებულობის გამოსამჟღავებლად. - ყველაზე დიდი სირთულეები სიმარტივეშია ანა, ის რაზე საუბარიც თქვენ გსურთ მარტივია, მხოლოდ კითხვა უნდა დასვათ, ნუ ართულებთ, ასე მაგალითად ,, ეს თქვენ მაჩუქეთ?’’, შეგიძლია გაიმეორო - თითი კი სამკაულის ყუთისკენ გავიშვირე. - ანუ, ეს თქვენ .... - მის ხმაში, ეს სიმორცხვე და სიმშვიდე, უკვე მეზედმეტებოდა, ფარისევლურადაც კი მეჩვენებოდა სიმართლე გითხრათ. - ანა, იცით ამ სამკაულის საბაზრო ღირებლების შესახებ? - დიახ, ვიცი რომ საკმაოდ ძვირია - ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ზუსტი ფასი, ნივთის წონა, მასში მოთავსებული ქვის ან ქვების ეგრედ წოდებული დასახლება და კარატიც კი იცოდა, თუმცა ამ დონემდე მისი დამცირება, ნამდვილად არ შედიოდა ჩემ ინტერესებში. - და, როგორ გგონიათ, ასეთ ძვირიან ნივთს ვაჩუქებდი, ჩემი ბარის დამლაგებელს, რომლის სახელიც ორი თუ სამი დღეა გავიგე? თქვენ პიროვნულად ცნობადობაზე აღარ ვსაუბრობ, არც ისეთი გულუბრყვილო და მეამიტი ხართ ანა, როგორიც გიდნათ, რომ გამოჩნდეთ, სადაა ის კლანჭები, რომელსაც საგულდაგულოდ მალავთ? - და თქვენ თუ არა, აბა ვინ, ან რა კლანჭები, არარელევანტურია ამ საუბარში, ასე არ გგონიათ? - ამ საკითხთან დაკავშირებით მისამართი ნამდვილად შეგეშალათ ჩემო ძვირფასო, თქვენ თაყვანისმცემლებში ეძებეთ ნივთის გამომგზავნი, ალბათ მთელი რიგი არმია დგას თქვენს უკან, თქვენი თუნდაც ერთი ღიმილის მისაღებად, მარამ მაინც და მაინც ჩემთან რატომ მოხვედით, ამ თემით? მოდი ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ, შევეცადოთ თქვენ მიერ ახლართული ამბავი გამოვასწოროთ, გამოდის რომ თავიდანვე ფიქრობდით, რომ ეს მე გავაკეთე, ალბათ მომხდარს გამო, ეგრედწოდებული ბოდიში წარმოგიდგინეთ, თუმცა, ბოდიშის მოხდა არ არის ჩემი სახასიათო ჟესტი, საქმეს იქამდე არასდროს მივიყვან მოსაბოდიშებელი გამიხდეს, მით უმეტეს ასეთი ძვირადღირებული ნივთების ყიდვა და შემდგომში მისი საბოდიშო საგნად მისი ქცევა. - რა, რიგი, რა თაყვანისმცემლები, უბრალოდ კითხვა დავსვი, თქვენ კიდევ მრტივი პასუხის მაგივრად, ათას რამეს მეიდ მოედეთ, მომიტევეთ მაგრამ ვერ ვხვდები ამ მიკიბულ მოკიბული, მაღალფარდოვანი ლიტერატურული ენით ორაზროვან ფრაზებს რატომ ისვრით ჩემ მიმართულებით, კითხვა დავსვი... - ჯერ ერთი რომ თქვენ კიხთხვა არ დაგისვამთ ანა! ეს მე დავუსვი საკუთარ თავს ის კითხვები რაც თქვენ გსურდათ, რომ დაგესვათ, მათ მე თავადვე ვუპასუხე, თქვენი ძვირადღირებული საჩუქრიდან გამომდინარე. ანა თუ საიდუმლო არაა, რამდენი წლის ბრძანდებით? - რა შუაშია აქ ჩემი ასაკი? - იცით, რომ თქვენ წარმოადგენთ, დაახლოებით ოცდაექვი ან ოცდარვა წლის, ქალბატონს, მანდილოსანს ალბათ უფრო, რომელიც მისი ცხოვრებისეული პრობლემებით დაღლილია, და ცდილობს ამ წუთისოფელს ყოფას და ყოფიერებას თავი დააღწიოს. და იცით რა იგულისხმება პრობლემებისგან თავის დაღწევაში? ოოოოო ..... შეძლებული მამაკაცის მოხიბლვა, გულუბრვილობით, წესიერებით და ეგრედ წოდებული პ ა ტ ი ო ს ა ნ ი ქცევებით, თუმცა თქვენ სამწუხაროდ არ გაგიმართლათ და კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ. თქვენ ნამდვილ სახეს და ბნელ ჩანაფიქრებს ჩემთან ვერ მალავთ მეამიტობით, არც პირველი ხართ და არც უკანასკნელი ვინც ამას ცდილობს, თუმცა უშედეგოდ. თქვენ ძალიან კარგად იცით, ამანათის გამომგზავნის ვინაობა, ან თუ არ იცით, დარწმუნებული ვარ, რომ კარგად დაფიქრდებით და მიხვდებით ნამდვილად, ასეთ საჩუქრებს ყოველ მეორეს მამაკაცი არ ჩუქნის, ამას ხომ კარგად ხვდებით, რად გჭირდებათ ჩემი განმარტბები, თან თუ იმასაც გაითვალსიწინებთ, რომ ბაბუასთან ერთად, გაჭირვებაში ცხოვრობ, უკაცრავად, მოდი სიდუხჭირე ვუწოდოთ თქვენ ცხოვრებას, ეჭვი მეპარება თავად შეგეძინათ სამკაული, ან საგვარეულო რელიქვიას წარმოადგენდეს, ერთი სიტყვით ანა, ეს გაცვეთილი ,,პადხოდია’’, ,,პლასტინკა’’ შეცვალეთ, სხვაც შეიძლება მიხვდეს თქვენ მზაკვრულ განზრახვას. - იმის განცდა, რომ ადამიანების შეფასების დროს შეიძლება შეცდეთ და ეს ოდესმე სანანებლად გექცეთ, თუ დაუგფლებიათ? - ზედმეტად თავდაჯერებულად დასვა კითხვა, თითქოს მე კი არა, მის ტოლს და სწორს ეკითხებოდა. მის ხმაში საერთოდ არ იგრძნობოდა იოტისოდენა ნერვიულობა, ან თუნდაც წყენა. ზუსტად იცოდა სად იყო, ვის ესაუბრებოდა და რატომ. - სანანებლად საქმე არასდროს მიმყავს, ადამიანების შეფასებისას კი არასდროს ვცდები, თქვენ ხართ მარტივი მაგალითი, რამე ალოგიკური იყო ჩემი თქვენდამი შეფასებაში? თუ მაინც და მაინც, თქვენთვის გასაგებ ენაზე უნდა გესაუბროთ, მარტივად და პირდაპირ, მოზომილი კულტურული ფრაზეოლოგიის გამოყენების გარეშე? - გასაგებ? და რა იყო თქვენ ნათქვამში ან მართალი, ან თუნდაც გასაგები? კითხვაზე პასუხი მაინც ვერ მივიღე, ანგარებიან ქალად დამხატეთ, თავი ვინ გგონიათ, ან რა უფლებით მაყენებთ ასეთ შეურაწყოფას? ის რომ მე თქვენთან დასაქმებული ადამიანი ვარ, აი დღეს, ახლა და აქ, ამ წამს მე და თქვენ თანასწორნი ვართ, და იცით რატომ? მიუხედავად იმისა, რომ დღემდე მიმაჩნდა და ახლაც ასე ვთვლი, რომ გაბოროტებული, კომპლექსებიანი ადამიანი ხართ, შვეცადე ადამიანურად მესაუბრა თქვენთან, თუმცა, ვხედავ რომ თქვენნაირ ხალხს თქვენს მიერ მოგონილ ენაზე და ფრაზებით უნდა გესაუბროთ. ზუსტად ეს ის კომპლექსებია, რომელიც არ გაძლევთ საშუალებას თქვენი ნამდვილი სახე და პიროვნება წარმოაჩინოთ, მალავთ, ბატონო ვახტანგ თქვენ ნამდვილ სახეს.... და ამას მშვენივრად ახერხებთ, თუმცა მე თქვენი აღმატებულებისგან განსხვავებით ადამიანების შეცნობა, და არა ცნობა, ნამდვილად არ მიჭირს, უბრალოდ როდემდე აპირებთ ამ კომპლექსბით ცხოვრებას? რას ნიშნავს თქვენი ამდაგვარი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ? ამცირებთ მათ? ძალაუფლებას გრძნობთ თქვნზე სუსტს შეურაცყოფას რომ აყენებთ? თუ არასდროს შეგწინააღმდეგებიათ არავინ? ალბათ ასეა, ვერ ბედავებ? იქ სადაც ტყუი უნდა გაჩერდე, ხოლო სადაც მართალი ხარ, იქ გაჩერება და თავის დახრა თქვენნაირ ადამიანის წინაშე ჩემთვის წარმოუდგენელია... და ამ დროს საერთოდ არ ამინტერესებს ვინ ან რა ხართ.... - ჰმ... საინტერესო მოვლენების, ზედმეტად საინტერესო პერსონაჟი ბრძანდებით, როდემდე აპირებთ ამ როლის თამაშს? ნუთუ როლში ისე შეიჭერით გამოსვლა გიჭირთ? ოსკარის მოლოდინის რეჟიმზე ხომ არ იმყოფებით შემთხვევით, ან მოპოვებული გამარჯვებით დატკბობის შემდგომ გამოხვალთ შეთავსებული როლიდან? მოდიხართ, ჩემთან კაბინეტში, მაგიდაზე ათი ათასობით ღირებულების ნივთს მიდებთ, კითხვის დასმის ვითომდა გეშინიათ, ვერ ბედავთ, ელოდებით ჩემგან, ქმედებას, და ახსნას რომ ეს მე გაჩუქეთ, ამავდროულად სიმართლეზე და ჩემ თქვენეულ კომპლექსებზე მესაუბრებით, ვციტირებ ,,მოგონილ ენაზე’’, თავს ჩემ სწორად და ტოლად მიიჩნევთ და საბოლოო ჯამში ამით კიდევე ერთხელ ამყარებთ ჩემი თქვენ მიმართ ჩამოყალიბებულ პირველ შთაბეჭდილებას. ხო და იყოს მოგონილი ენით საუბარი, ასეთ საჩუქრებს მამაკაციები მათ საყვარლებს ჩუქნიან, კერძოდ კი ქალებს, რომელბიც მათ უსაზღვრო სექსუალურ ფანტაზიებს რეალობად უქცევენ. იმედია ხვდებით და დაწვრილებითი განმარტებები არ არის საჭირო, თუ განვაგრძო საუბარი? - გნებავთ დაასრულეთ, ნება თქვენია, მე ნამდვიალდ დავასრულე საუბარი, ძალიან შევცდი თქვენთან ადამიანური საუბარი რომ მსურდა.... - შენი კატეგორიის ქალებს, იმაზე კარგად ვიცნობ ვიდრე გგონია, არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი ვინც ჩემთან მსგავს ხრიკებს იყენებს, ან ცდლობს გამოიყენოს. დარწმუნებული ვარ ყველაფერი იმაზე კარგად გაიგე ვიდრე თავს მაჩვენებ. ძალიან გთხოვ, შენი შრომით მოპოვებული ნივთი აიღე და თუ არ შეწუხდებით დატოვეთ ჩემი კაბინეტი. მშვიდი და წყნარი მოძრაობით წამოდგა სავარძლიდან, მაგიდას მოუახლოვდა, ყუთი აიღო, კვლავ ჯიბეში ჩაიდო და კარისკენ წავიდა. უცბად მოტრიალდა და მითხრა. - ცხვრის ტყავში გახვეულ მგელზე გსმენიათ ალბათ ბატონო ვახტანგ, თქვენ შემთხვევაში პირიქითაა, ეს თქვენ ხართ შეშინებული ცხვარი, მგლის ტყავში გახვეული! დიახ, მე დანამდვილებით შემიძლია ადამაინების შეცნობა, თუნდაც საუბრის პირელივე სიტყვიდან. ნახვამდის. სიბრაზე ყელში მომაწვა, კაცი ყოფილიყო ალბათ უკადრებელს ვაკადრებდი, ცხვარს მიწოდებს ქალი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ჩემ მახეში გაბმას ლამობდა. ახლა კი ნამდვილად დარწმუნებული ვიყავი, რომ ის რასაც დიმიტრი მომხდარზე ყვებოდა, სინამდვილეს შეესაბამებოდა, და თუ არსებობდა იმის თუნდაც თეორიული ალბათობა, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო, საიდან ფლობდა ამ ნივთს? აჩუქეს, ვინ აჩუქა, რა თქმა უდნა საყვარელმა მამაკაცმა. არსებულმა ვითარებამ ჩემდა გასაკვირად საკმაოდ დამრთგუნა, თითოეული ჩემი სიტყვა, ქცევა და მანერა სხვა რამეს ისახავდა მიზნად, თითქოს მინდოდა თავად ეღიარებინა ის ვინც იყო, რისთვის ან რატომ თავადაც ვერ გამეგო. თითოეული სიტყვით ვცდილობდი წამომეკიდა, გამეღიზიანებინა და დამემცირებინა, ყველა ეგოისტი და ანგარებიანი ქალი მძულს, თან საოცარ სიმშვიდეს ინარჩუნებდა, გენიალური მსახიობი იყო, ალბათ ნანობდა კდეც, რომ მისი სახით, დიდი ნიჭს და ტალანტს კარგავდა სცენა. ყოვლად მიუღებელია ჩემთვის მისი მორალი და ქმედებები, საოცარ ზიზღს ვგრძნობ ყველა იმ ქალის მიმართ, რომელიც მისი სხეულის ვაჭრობითაა დაკავებული. ძვირადღირებულ საჩუქრებზე უარს არასდროს ამბობენ, ვირთხის სოროდან საოცარ სახლებში გადადიან, ვის ან რის ხარჯზე? - სულმდაბლობაა და ამორალური საქციელი. ეს გოგო კდიევ ერთ-ერთი მათგანი იყო, და თან რა ოსტატურად მალავდა ამ ველაფერს. საპირფარეშოებს ალაგებს და თან ძვირადღირებულ საჩუქრებს იღებს, ძალიან ჭკვიანი იყო. ზუსტად იცოდა, ვისთან როგორ წარმეოჩინა მისი თავი. ქვემოთ ჩავედი, ლეილა და ირაკლი ჩემკენ მოემართებოდნენ. - ბატონო ვახტანგ, ჩვენ ერთ-ერთ დამლაგებლის შვილს ისევ მაღალი სიცხეები აქვს, დამირეკა და მთხოვა გათავისუფლება, თუ წინააღმდეგი არ იქნებით ცვლებს შევცვლი და საჭიროებისამებრ გადავალაგებ, უზუსტობების და გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით. - ისე მოაგვარეთ ეს ამბავი, რომ საქმე არ გაფუჭდეს. სხვა ? - დიახ, თეკლა ვერ იუშავებს ამაღამ დარბაზში მიმტანად, და... - მიზეზი ? - იცით, თეკლა პარალელურად სწავლობს და ხვალ დილით 9 საათზე გამოცდა აქვს, უმჯობესად მივიჩნიე, ამაღამ გამოეძინა. - სწავლაში ყველა თანამშრომელს უკლებლივ შევუწყობ ხელს. ლეილა, დარბაზში ანა გაუშვი, თეკლას მაგივრად, არ მგონია გაუჭირდეს მოსულ სტუმრებთან ურთიერთობა - მხოლოდ ერთი ინციდენტი არ იყო ას პროცენტიანი გარანტის მომცემი ჩემთვის. - დარბაზში, ანას მიმტანად არ უმუშავია არასდროს, ალბათ... - ქალბატონო ლეილა, დარბაზში გაუშვით ამაღამ ანა, დამლაგებელთა ცვლების გადანაწილება კი თქვენთვის მომინდია, დარწმუნებული ვარ საქმეს არ გააფუჭებთ, არც დარბაზში სტუმრებთან, და არც წესრიგს მოაკლებთ მათ. გასაგებია? - როგორც იტყვით. - კეთილი. ირაკლის მოწონდა გარემო, რადენიმე ვიზუალურ დეტალზეც გაამახვილა ურადღება, მინიმალისტური ცვლილებების განხორციელებაც კი დაისახა მიზნად, რა თქმა უნდა უარს ნამდვილად არ ვეტყოდი, რადგან მისი კრეატიული იდეები ყოველთვის მომწონდა, ამ ბარში კი ყველა დეკორატიული ინვენტარი, ვიზუალური სილამაზის შემცველი, ირაკლის შერჩეული იყო, ბარის დარბაზი კი ირაკლის დაპროექტებული. შესაბამისად მისი თვალთახედვა, ყოველთვის მისაღები და გასათვალისწინებლად სავალდებულო იყო ჩემთვის. ირაკლი გრაფიკული დიზაინერი იყო, მე რატომღაც ყველთვის მიზიდავდა არქიტეტქტურა, როგორც თანამედროვე ასე რენესანსული ეპოქის სტილით ნაშენები შენობები. ამიტომ მიყვარს და დრემდე დიდი ინტერესით ვუყურებ ყველა შენობა-ნაგებობას. ჩემი და ირაკლის საერთო ინტერესების შედეგად შეიქმნა ეს ბარი სახელად ,, Feel the Beat’’. ლევანი და მერაბი, ყოველთვის პესიმისტურად გვიყურებდნენ და ღამის ბარის გახსნასთან დაკავშირებით, დაფინანსების კუთხით ყოველთვის უკან იხევდნენ. ზუსტად მაშინ გადავწვიტეთ ბარის დიზაინის და მაკეტის შექმნა, მისი ყოველ დღიური გეგმა დაგვეწერა და მათთვის წარგვედგინა. ერთ დროულად ათასი იდეა გვქონდა, მისი განხორციელება კი არც ისეთი რთული იყო. ბარის სტუმართა რაოდენობა დღითიდღე მატულობდა, სიტუაცია, მუსიკა, სასმელი და საკვები, ყოველ დღიურად ახლდებოდა, მათი შეფასებები და შენიშნები ეს იმ წარმატების საწინდარი იყო, რომელიც წინ გველოდა. დღეს კი, ბარი ქალაქში პირველოაბს არ კარგავს. რამოდენიმე წლის შემდეგ, ირაკლიმ გერმანიაში წასვლა გადაწყვიტა, იდეების, გამოცდილების და განათლების გაუმჯობესების მიზნით. ბიზნეს ცენტრი, ეს ის შენობაა, რომელიც თავად დავაპროექტე წლების წინ როდესაც ვსწავლობდი, იდეა ემსახურებოდა, დიდ და თანამედროვე სტილის შენობის აშენებას, რომელშიც იქნებოდა დიდი სივრცე სხვადასხვა ბიზნეს პარტნიორების მოსაზიდად. დღეს ამ ბიზნეს ცენტრის ბოლო სართულზე ჩემი საოფისე სივრცეა, ჩემი თანამშრომლები, რომლებიც რეგულარულად ადევნებენ თვალყრუს ბიზნეს ცენტრის განვითარებას, აკონტროლებელ სხვდახვა ფინანსურ და მატერიალურ პრობლემებს. ვახტანგი. უცნაურობა. ამასობაში სულ გადამავიწყდა, სამ საათზე ბიზნეს ცენტრში მომხდარი უზუსტობების გამოსწორების ფაქტის შესახებ, რომ უნდა დავრუნებრუნებულიყავი და გადამემოწმებინა. საათს დავხედე და გზად ირაკლიც გავიყოლე, საქმე დიდად ჯერ-ჯერობით მაინც არაფერი ჰქონდა, თუმცა, როგორც ბარის 50% წილის მფლობელს, აუცილებლად ჩაერთვებოდა, მის მართვასა და ადმინისტრირებაში. ირაკლი არ იცვლებოდა, არც წლები, არც განათლება და მსოფლმხედველობის ამაღლება, მის სამყაროსადმი დამოკიდებულებას არ ცვლიდა. ქალაქს მონატრებული იყო აშკარად, მისი არ ყოფნის დროს დედაქალაქის იერსახე სანგრძნობლად შეცვლილიყო, დაკვირვებით უყურებდა ყველა დეტალს, მსჯელობდა და აღნიშნულის საჭიროებაზე საუბრობდა კიდეც. მაღაზიასთან გავჩედრით, წვენის ყიდვა დააპირა ირაკლიმ, მეც გადავყევი. ბვრი არჩია, ბოლოს რომელიღაც ნატურალური წვენი შეარჩია, სალაროსკენ წავედით ანგარიშსწორებისთვის, დღის ამ მონაკვეთში სალაროები გადატვირთული არ იყო შესაბამისად, დიდხანს რიგში დგომა ნამდვილად არ მოგვიწევდა. ჩვენ წინ მის რიგს, არც ისე მოხუცებული ქალბატონი ელოდა, ხელში ორი პური და მაწონი ეჭირა. თანხსის გადახის დროს, ქალბატონს რამდენიმე თეთრი აკლდებოდა. რა უცნაურადაა ეს ცხოვრება მოწყობილი, ალბათ დამეთანხმებით, როდესაც ათ თეთრს ხურდას გვიბრუნებენ, ცოტა არ იყოს გვეუხერხულება მომხმარებლებს, სალარო აპარატიდან ათი თეთრის მოლოდინში ყოფნა, თუმცა როდესაც ათი თეთრი გაკლდება ნივთის საყიდლად, კონსულტანტი არც კი იუხერხულებს. ირაკლის აღნიშნული ფაქტი მხედველობიდან რა თქმა უნდა არ გამორჩენია. - ქალბატონო, მე დაგიმატებთ, რაც გაკლდებათ თუ წინააღმდეგი არ იქნებით - ზურგიდან ხელი ნაზად შეახო ქალბატონს, და მშვიდად შეთავაზა დახმარება. კულტურა და მანერა ამ ბიჭს არასდროს ეშლებოდა. - ვაი, დეიდა, რას ამბობთ, ვიფიქრე მეყოფოდა. მადლობა შვილო. - რისი მადლობა, როგორ გეკადრებათ, პირიქით, მადლობა, რომ დახმარების საშუალება მომეცით. ქალბატონს გაეღიმა და ბედნიერი იყო. - მიხარია, შვილო შენნაირი ახალგაზრდების ნახვა. ზოგი ყურსაც არ შეიბერტყავდა. ღმერთმა დაგლოცოს შვილო. ერთ ხანს, ირაკლი ქალბატონს მიაშტერდა, შიგადაშიგ მეც მიყურებდა, დიდად მე ნამდვილად არ დავკვირვებივარ ქალბატონს. - ვენერა დეიდა თქვენ ხართ? - გაკვირვებით კითხა ქალბატონს ირაკლიმ. - კი შვილო, შენ? - ქალბატონი მოტრიალდა და ირაკლის დააკვირდა. - ვენერა დეიდა, ირაკლი ვარ მელიქიძე, ლევანის და ნელის შვილი, გაგახსენდით? - ირაკლი შვილო, შენ გენაცვალე - ქალბატონს სახე გაუბადრდა სიხარულისგან და ირაკლის საკუთარი შვილივით ჩაეხუტა. - ძლივს გიცანით ვენერა დეიდა, შესანიშნავად გამოიყურებით, როგორც ყოველთვის - ძალზედ გახარებული ჩანდა ირაკლი მომხდარით. - აქ საიდან? - ზედა ქუჩაზე ვცხოვრობ, შვილო, როდის ჩამოხვედი ქალაქში? - სახლამდე მიგაცილებთ ვენერა დეიდა, გზაში ჩემ ამბებსაც მოგიყვებით და მერე აუცილებლად გვესტუმრეთ, ნელის მაგრად გაუხარდება თქვენი ნახვა. ქლბატონს ისეთი სახე ჰქონდა, აშკარად არ უნდოდა ჩვენი შეწუხება, თუმცა სახლამდე მიცილებას წინ არაფერი ედგა. მანქანაში ჩავსხედით, ირაკლიმ დაიწყო მისი ამბების მოყოლა, შიგადაშიგ მოკლედ კიდევ კარგი, ქალბატონი გზას გვიჩვენებდა, უცხო გზა ნამდვილად არ იყო, თუმცა საბოლოო დანიშნულების წერტილმა კი ნამდვილად გამაოცა. - ვენერა დეიდა, რა ლამაზი ეზო გქონიათ, თქვენ უვლით ამ ბაღს? - კი შვილო, მე და ალე ვუვლიდით ერთად სანამ შეეძლო, ახლა კიდე მე ვუვლი, ვგვი და ვასუფთავებ, მოგეწონა? - ძალიან ვენერა დეიდა, ღმერთმა მოგცეთ ჯანი და ღონე. ნელ-ნელა ამომიტივტივდა ყველაფერი, ამ ლოკაციაზე ანა მოვიყვნე დილით გამთენიისას. სანამ მანქანას დავძრავდი ვგრძნობდი, რომ ქალბატონს ცოცხით ხელში ჩემზე ინტერესით სავსე მზერა ქონდა მოპყრობილი, ამიტომაც მომესალმა, რომ უკეთ შევეფასებინე ანისთვის. მე თუ ვიცანი, დავიჯერო თავად ვერ მიცნო? ირაკლიმ ჩემი თავი, მეგობრა წარუდგინა, სახელი არ უთქვამს, დააყოლა რომ სათვალე არ ქონდა და კარგად ვერ ხედავდა - დაიჯერებოდა ვითომ? ვენერა დეიდას მიპატიჟებაზე უარის თქმის შემდგომ, ბიზნეს ცენტრისკენ წავედით, შენობაში სამუშაო გარემო ტრიალებდა, ყველა რაღაცას ფუსფუსებდა, ან ჩემ დასანახად სამსახურეობრივ იმიჯს ქმნიდნენ. საკონფერენციო დარბაზში ალექსი იჯდა და სლაიდებს უყურებდა, შევიხედე და გაეღიმა. - ხედავ ალექს, მთავარი მონდომებაა - მაჯის საათს დავხედე - თან სამს თხუთმეტი წუთი აკლია, ყოჩაღ. - აბა რა - თავდაჯერებულობის ზენიტში იყო, რატომაც არა, დააშავა და თავადვე გამოასწორა. ირაკლი ჩემ კაბინეტში შევიყვანე, დივანზე კომფორტულად მოვთავსდით და აწ უკვე წამოწყებული საუბრის განახლებას შევეცადე. - მომიყევი, გისმენ დიდი გულისყურით - ის ამბავი მაინტერესებდა ყბას რომ დამაღებინებდა. - ხო, ეგ სულ დამავიწყდა. მოკლედ ბევრი, რომ არ გავაგრძელო, ლევანა და ნელო ვიღაცას მტენიან ტო... - რას გულისხმობ აბა, გარიგების ამბავში? - ხო რა, როგორც ხდება ხოლმე ხომ იცი ჩვენ ასაკში, დაბერდი შვილო, ცოლი მოიყვანე, შვილიშილები გვინდა, ერთი სული ქონდათ როდის ჩამოვიდოდი. ყველაზე სასაცილო რა არის იცი, იმ გოგოს იცნობენ, მე კიდევ აზრზე არ ვარ ვინ არის. სანამ ჩამოვიდოდი მანამდე დაადგეს ჩემთვის თვალი. - ფოტო რამე, არ განახეს? - არა ბიჭო არაფერი, დავპატიჟებთ სახლში და ერთმანეთს გაგაცნობთო - მერე და რა არის მაგაში ცუდი? - ლევანას და ნელის შერჩეული გოგო, წარმომგიდგენია შენ რა იქნება? - კი, ოჯაში შემოსაშვები. რძალი, რომელიც დედამთის ეყვარება, დაალაგებს დააპრიალებს, ნელის ბრძანებეს თავდახრით შეასრულებს, არა?! - გულიანად გადავიხარხარე. - ეჰ, მოიცა, მოიცა, ჯერ სად ხარ, ეხლა ნახე რა დატრიალდება. საღამოს ბარისკენ გავეშურეთ, ვიფიქრეთ დროს სასიამოვნოდ გავატარებდით, ცოტას დავლევდით. ბარში წყნარი მუსიკის ჰანგები ისმოდა, ბესკა ბარს ასწესრიგებდა, ლილე და ანა ინვენტარს ასწორებდნენ, და გახსნისთვის ემზადებოდბენ. ყოველთვის მსიამოვნება წინამოსამზადებელი ღონისძიებები, ბესკა ბარის დახლის უკნიდან ცეკვავდა, საქმესან ერთად თავსაც და გარშემომყოფებსაც კარგად ართობდა. არც ლილე ჩამოუვარდებოდა ცეკვა-თამაშში, ისიც კარგ ტალღაზე იმყოფებოდა, საერთო ჯამში ღამე წესით მშვიდად უნდა გათენებულიყო. ვინც ამ ტალღას ვერ აჰყვა ეს ანა იყო, ვიცოდი რა, რომ დარბაზში მუშაობის სპეციფიკა მისთვის უცნობი იყო, ნათელი გახდა ლილეს რომ დაყვებოდა, ის უთითებდა რა და როგორ, სად რა რისთვის უნდა განეთავსებინა, ისიც დამჯერი ხუთოსანი მოსწავლესავით თავს უქნევდა და უპრობლემოდ ასრულებდა მის ყველა რჩევასა თუ დარიგებას. საინტერესო იყო, რამდენად გაართმევდა თავს ინდივიდუალურად სტუმართა მომსახურებას, შევამჩნიე რომ განთავსებული მაგიდის ნომრებს უყურებდა ხშირად, ალბათ შეკვეთების დროულად სერვირებისთვის, რამე რომ არ არეოდა. მოწესრიგებას მორჩნენ, მუსიკის ჰანგები შიცვალა, ოდნავ ნოტებიც გამოცოცხლდა, სად იყო და სად არა, ბარიდან ბესკა გამოვარდა და გულიანად ცეკვა დაიწყო, აშკარა იყო რომ ეს მას დიდ სიამოვნებას ანიჭებდა, საოცარი მიხვრა-მოხვრა ჰქონდა. - აბა გოგოებო, გეყოთ მუშაობა, ერთი, ორი სამი, ჰე... ცეკვის ინსტრუქტორივით თვლიდა, თან გოგოებისკენ მიდოდა ცეკვა-ცეკვით, ლილე აყვა, ბესკას გამოწვევას, მათი ცეკვა სიმქორნულში გადაიზარდა, ანას აყოლიება ცადეს თუმცა, უშედეგოდ, იქვე კიბესთან ჩამოჯდა, და ადგილიდან გაუნძრევლად აქა იქ თუ შეირხეოდა. დარბაზში, დაცვის თანამშრომელი შემოვიდა და ანა გაიყვანა, რამდენიმე წუთით არ ჩანდა. ლილეც მალევე გაქრა დარბაზიდან, ბესკა კი ისევ ცეკვას აგრძელებდა, გარე სამყაროს მოწყდა და თავად იღებდა სიამოვნებას იმისგან რასაც აკეთებდა. აფორიაქებული სახით ლილე ბესკასთან მივარდა. - ბესკა რამე ვაზისებური არაფერი გაქვს? - რისებური? - ვაზა, ყვავილების ჩასალაგებელი ვაზები რომაა, მოქოთნო. - ლარნაკი გინდოდა გეთქვა, ან მოლარნაკო რამე . - ხო ხო ეგ კი. - რაში გჭირდება ლარნაკი? - მიდი რა მიპოვე, ანას ვიღაცამ ვარდების თაიგული კი არა ბაღი გამოუგზავნა, ხომ არ დავაჭკნობთ არა? - ვისგან ე? - აბა მე რა ვიცი, არაფერი ეწერა. - რაღაც მსგავსი ჭურჭელი გვაქვს კი, თუმცა ლარნაკად არ გამომიყენებია. მე და ირაკლიმ ერთმანეთს შევხედეთ, გადმომხედა და მითხრა - რამდნეი ხანია ირინესთვის ყვავილები არ გიჩუქნია? - ყვევილი არასდროს მიჩუქებია. - რატო ? - ყვავილები ჩემთვის წარმავალია, ჭკნება.... ცუდ ემოციას ტოვებს ანა. ვარდი. ეს გაურკვევლობა, უკვე ჭკუიდან მშლიდა, სადაც ვიყავი ყველგან თან მდევდა. ვინ იყო, რა უნდოდა, რას ითხოვდა ჩემგან, ეს კითხვები დღე და ღამ მაწუხებდა. ვახტანგი, ნამდვილად არაა ამ ყველაფრის ორგანიზატორი, ამაში სრულებით დარწმუნებული ვიყავი, თუმცა ჩემ ირგვლივ ასეთი შესაძლებლობის არათუ მამაკაცი, ქალიც კი არავინ მეგულებოდა. უსიტყვოდ ულამაზესი თაიგული იყო, თითოეული ვარდი გეგონებოდა, ადამიანის ნაზი თითებით არის აწყობილიო, ჰარმონიულად იყო ერთმანეთზე მიბჯენილი, მათი ამდაგვარი ჰარმონიის დარღვევა კი დანაშაულად მიმაჩნდა. არაჩვეულებრივი არომატს აფრქვევდნენ, ნაზ ბარხატისებურ ფურცლებთან თითის ნაზი შეხება, არაამქვეყნიურ სიმშვიდეს მგვრიდა, ვარდი გვიზიდავს არა მხოლოდ სილამაზითა და სურნელებით, არამედ მასში არის იდუმალება და მრავალსახეობა. შესაძლოა ამის გამო გახდა ის ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი და სამახსოვრო ყვავილი, რომელთანაც განუყრელად ვართ ჭირსა და ლხინში. წამით მიმავიწყდა ის ინტერესი რაც მქონდა გამომგზავნს მიმართ. - გოგო, გეყოფა ნეტარება, დააკვირდი კარგად, არაფერი არ არის, ან ფურცელი ან რამე კონვერტი პატარა რამე წარწერიით? - არაფერი ჩანს, აბა შენ ნახე. - როგორ არაფერი არ იცი რა, მომეცი მე ვნახავ. ინტრიგანმა ლილემ თაიგული გამომგლიჯა და, ვარდებს შორის ნაზად დაიწყო რაიმე წარწერიანი პატარა ფურცლის ძებნა. ასეთი დაკვირვებული, მისი სამსახურის მიმართ არ არის, ვარდებთან რა დაემართა ვერ გამეგო, ასე მეგონა გამადიდებლის შუშით დაუწყებდა ფურცელს ძებნას, კაცი რომ ყოფილიყო შერლოკ ჰოლმსადაც კი მოვიხსენიებდი. იპოვა, თაიგულის კუთხეში, შემოხვეულ დეკორატიულ ქარალდს, პატარა ზომის სტეპლერით ქონდა მიმაგრებული ფურცელი, ნაზად მოხსნა, რომ არ დაეზიანებინა და წაიკითხა. - ,,ლაქშმის’’ - ლილემ ფურცელზე ერთი მხირვ არაფრის მთქმელ სახელს დაშტერებოდა და ვერ გაეაზრა რას ნიშნავდა. - რას ნიშნავს ეს? - გაკვირვებული კითხვით მომმართა. ზოგადი გადმოცემით ვიცოდი, რომ ვარდზე პირველი ლეგენდები ძველ ჩინეთში, ინდოეთსა და სპარსეთში შეიქმნა. ჩინეთში მას იმპერატორის ბაღებში აშენებდნენ. არსებობს გადმოცემა, რომ ჩინეთის იმპერატორის ბიბლიოთეკაში 500 მეტი წიგნი ვარდს ეძღვნებოდა, მაგრამ ამ დიდებულმა მემკვიდრეობამ ჩვენამდე სამწუხაროდ ვერ მოაღწია. ლაქშმი, ლაქშმი, ვიმეორებდი გონებაში ამ სახელს, და უცბად გამახენდა, რომ ძველი ინდური ლეგენდის მიხედვით დედამიწაზე ყველაზე ლამაზი ქალი – ლაქშმი ვარდის კოკორში დაიბადა. სამყაროს მფარველმა ღმერთმა ვიშნუმ დაინახა რა ის ვარდის კოკორში მძინარე, ვერ მოითმინა და აკოცა. ამ კოცნამ ლაქშმი მის ცოლად და სილამაზის ქალღმერთად აქცია, ხოლო ვარდი წმინდა ყვავილი გახდა. ინდოეთში კი, ვარდებით ამშვენებდნენ ტაძრებსა და სამეფო სასახლეებს, რელიგიური ზეიმების დროს მის ფურცლებს ფენდნენ ღვთაებათა სავარაუდო გამოსავლელ გზებზე. და რა სურდა ამ პირეოვნებას ამით ეთქვა? სიმართლე გითხრათ, მისმა ამდაგვარმა აზროვნებამ და დამოკიდებულების გამოხატულებამ გამაოცა, ვერც კი წარმოვიდგენდი მამაკაცებმა ამ ლეგენდის შესახებ თუ იცოდნენ. ლილეს მოვუყევი ლეგენდის შესახებ - ,,ლაქშმი’’ - მისთვის უკვე გასაგები იყო რასაც ნიშნავდა, ამ ერთი არაფრისმთქმელი ინდური სახელით, ბევრი რამ ნათელი გახდა. - ვიღაც, სერიოზული განწყობითაა შენ მიმართ, არა? ეს ლეგენდა საიდან იცოდა? - სხვა ლეგენდებიც ეცოდინება, დიდი ალბათობით. - შენ იცი კიდევ სხვა რომელიმე, აი მაგალითად ვარდის ფერი რომ გითხრა, ლეგენდას გაიხსენებ? - შევეცდები - მომღიმარი სახით ვუპასუხე. - ღია, მოვარდისფრო, ნაზი ფერთა გამით, აბა გისმენ. - ხო, ქალ-ვაჟური ისტორია არაა, თუმცა საკმაოდ სევდიანა, ამ ისტორიას ადგილი ჰქონდა საფრანგეთში, უკვე XX საუკუნეში. სათნო გოგონა ჟოელს ძალიან უყვარდა ვარდები და მთელ თავისუფალ დროს ბაღში ატარებდა. უვლიდა ვარდებს, უზიარებდა მათ თავის საიდუმლოებებს, ეფერებოდა როგორც პატარა ფაფუკ ცხოველებს. ვარდებიც თანაგრძნობით პასუხობდნენ, – უხვად ყვავილობდნენ და ირგვლივ ნაზ სურნელს აფრქვევდნენ. მაგრამ გოგონა განუკურნებელი სენით – ლეიკემიით იყო ავად. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მან დედას გაანდო თავისი ოცნება: “მინდა რომ თეთრ ან წითელყვავილებიან ვარდად გადავიქცე, რომ შენ და მამას გახარებდეთ”-ო, მწუხარე დედამ თხოვნით მიმართა საფრანგეთის ვარდების სპეციალისტების საზოგადოებას დახმარებოდნენ ქალიშვილის ოცნების განხორციელებაში. და აი, 1976 წელს სელექციონერმა კრილოფმა შექმნა ვარდის ჯიში „ჟოელი“ თეთრი, ოდნავ ვარდისფერგარეული, ფაიფურივით ფურცლებიანი ვარდი ბავშვური სინაზისა და სინატიფის ცოცხალ განსახიერებად იქცა. ფრანგმა მევარდეებმა გადაწყვიტეს ამ ჯიშის გაყიდვიდან შემოსული თანხა სიმსივნურ დაავადებებთან ბრძოლის ნაციონალურ ფონდში გადაერიცხათ. თითქმის მისტიკური ისტორია აქვს მეორე თეთრ ვარდს, რომელიც გამოყვანილია ინგლისელი სელექციონერის ჰარკნესის მიერ. 1997 წლის ზაფხულის დასაწყისში პრინცესა დაიანა ირჩევს ვარდს, რომელსაც მისი სახელი უნდა დაერქვას. მან თავისი არჩევანი შეაჩერა თოვლივით ქათქათა, ოდნავ დატალღულ და ძალიან ნაზფურცლებიან ვარდზე, რომლის შუაგულიდანაც ოქროსფრად აჭყეტდა მტვრიანების პატარა კონა. მაგრამ „უელსის პრინცესას“ (‘Princess of Walles’) გაყიდვაში გამოჩენიდან ცოტა ხნის შემდეგ პრინცესა იღუპება და მიცვალებულის სასახლეს სწორედ ამ ვარდებით რთავენ. ამ ჯიშს დღემდე ჰყავს თაყვანისმცემლები მიუხედავად იმისა, რომ ის არა მხოლოდ მშვენიერია, არამედ ისეთივე არამდგრადია გარე სამყაროს წინაშე, როგორც თავად ქალი, რომელმაც თავისი სახელი აჩუქა. მაგრამ მშვენიერი ლედი დის საპატივსაცემოდ ბევრი მეყვავილე მაინც სათუთად ევლება თავს ამ ვარდს თავის ბაღში. აბა რას იტყვი? - საოცარია, კიდევ რამე გახსენდება? - მკითხე. - რამე მითოლოგიური ლეგენდა ან ისტორია არ არის, ადრე ხომ თხზავდნენ ბევრს. - ძალიან ბევრია, ძალიან, ყველა არც მე ვიცი თუმცა, აფროდიტეზე ხომ გსმენია? - კი, სიყვარულის ქალღმერთი იყო. - კი, აფროდიტე სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთი იყო ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, ზევსისა და დიონეს ასული. ძველ საბერძნეთსა და რომში ვარდის აყვავებას უკავშირებდნენ სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთის აფროდიტეს დაბადებას. ქალღმერთი კუნძულ კვიპროსზე ზღვის თეთრი ქაფიდან დაიბადა. ამავე ქაფიდან გაჩნდნენ ვარდებიც, რომელთა გვირგვინიც დაადგეს ქალღმერთს. ყველგან, სადაც კი ის ფეხს დაადგამდა, ყვავილები იშლებოდა და ჰაერი ნელსურნელებით ივსებოდა. აფროდიტეს უკავშირდება წითელი ვარდის გაჩენაც. როცა ქალღმერთმა გაიგო, რომ მისი შეყვარებული ადონისი ტახზე ნადირობისას დაიღუპა, მთებში გაეშურა მისი სხეულის საძებნელად. წვეტიანმა ქვებმა და ძეძვის ეკლებმა აფროდიტეს ფეხები დაუსისხლიანეს. სისხლის წვეთები მიწაზე კვალს ტოვებდნენ. ბოლოს მან იპოვა შეყვარებულის ცხედარი და ისურვა, რომ ჭაბუკის ხსოვნის უკვდავსაყოფად მის მიერ დაღვრილი სისხლიდან ყვავილი გაჩენილიყო. მას შემდეგ ყოველ გაზაფხულზე მზიური ადონისი იშლება, ხოლო თავად აფროდიტეს სისხლის წვეთებიდან კი დიდებული წითელი ვარდები გაიზარდნენ. კიდევ ? - ძალიან მშვიდად და გულისყურით მისმენდა. - კიდევ. - კიდევ, გავიხსენებ, ხო ვარდის გაჩენაზე სხვა ლეგენდებიცაა ცნობილი. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, როცა ნადირობის ქალღმერთმა დიანამ გაიგო, რომ მის სატრფო ამურს ნიმფა როზალია შეუყვარდა, განრისხებულმა მეტოქე კვრინჩხის ბუჩქში გადააგდო. ამური მის დასახმარებლად გაეშურა, მაგრამ დააგვიანა და უბედური ნიმფა ბასრი ეკლებით დაიღუპა. ამური ატირდა უსიცოცხლო სხეულის დანახვაზე, მისი ცრემლები ბუჩქს ეცემოდა და მან უეცრად ულამაზესი ყვავილები გამოისხა. ასე გაჩნდა ახალი ყვავილი, რომელსაც როზალიას საპატივსაცემოდ ვარდი (როზა) უწოდეს. - სად წაიკითხე, ან როდის? - ის რაც ვიცი ერთი წიგნიდან არ შემიძენია, ამას წლები დაჭირდა, მძინარე მზეთუნახავი, მოკლედ არის კიდევ ხავსის ვარდი, რომელიც გვხვდება ბრუნგილდის შესახებ არსებულ გერმანულ თქმულებებშიც. ვალკირიად გახდომის შემდეგ მას სამშობლოსთვის დაღუპულ მებრძოლთა სულები ვალგალაში უნდა გადაეტანა. ერთხელაც მან აღთქმა დაარღვია და ორთაბრძოლის ბედში ჩაერია – გამარჯვებულად გამოიყვანა მეფე, რომელსაც ომის ღმერთმა ვოტანმა სიკვდილი განუსაზღვრა. განრისხებულმა ღმერთმა ურჩობისთვის მისი დასჯა განიზრახა და ძილის დროს თავქვეშ ხავსისმაგვარი გამონაზარდებიანი ველური ვარდის ტოტი დაუდო, რომ აღარ გაღვიძებოდა. მისი ძილი ძალიან დიდ ხანს, მანამ გაგრძელდა, სანამ ის პრინცმა არ ნახა და თავისი კოცნით არ გააღვიძა. ალბათ ეს თქმულება იყო, ის რაც საფუძვლად დაუდეს მძინარე მზეთუნახავის ზღაპარს. - ლეგენდების თხობა თუ დაასრულეთ საქმეს მიხედეთ გოგოებო - მშვიდი ხმით გვითრა ლეილამ, თუმცა ,,უფროსი’’ დარწმუნებული ვარ სხვა ტონალობაში, სხვა სიტყვათა წყობით მოგვმართავდა, რა თქმა უნდა უხეშად. ასეთი მშვიდი საკუთარი თავი აღარც კი მახსოვდა, ამ ისტორია ლეგენდების გახსენებამ, წუთიერ ყოფას მომწყვიტა, ვარდების ავტორმა კი ჩემზე წარუშლელი შტაბეჭდილება დატოვა, გულის სიღრმეში თითქოს აღარც ვბრაზობდი, ამ იდუმალებასაც ჰქონდა მისი ხიბლი, საოცრად მომეწონა მისი ჟესტი ,,ლაქშმი’’-სთან დაკავშირებით. განა სამკაულებში, ფულში და ყოფიერებაშია ბედნიერება?, საერთოდ არა, ყველაზე მთავარი სიტყვებია, ამ ერთმა სიტყვამ ცამდე ბედნიერებას მაწია, მეღიმება, მიკვირს, რომ ბედნიერი ვარ. მადლობელი ვარ ავტორის, ნამდვილად გამაოცა და გამაბედნიერა, არა ვარდების უზარმაზარმა თაიგულმა, არამედ ამ პატარა, ვითომ და არაფრისმთქმელმა სიტყვამ, რომელმაც რეალობას მომწვიტა და სადღაც, მითოლოგიის ერთ-ერთ პერსონაჟად მაქცია. ანა. მეუღლე. ბარში სტუმართა რაოდენობა იმატება და იმატებდა, შეკვეთებს არა მარტო მაგიდებთან განთავსებული სტუმრები ახორციელებდნენ, არამედი ისინიც ვინც ბართან ისხდნენ. დატვირთული ღამე იყო. ყველა სხვადასხვა ჩემთვსი აქამდე უცნობ სასმელს უკვეთავდა. ვცდილობდი არ დავბნეულიყავი და თავი დაკისრებული საქმისთვის კარგად გამერთვა, თუმცა შეკვეთის მიღება მუსიკის ფონზე ძალიან მიჭირდა. ვახტანგი მის კაბინეტში არ იმყოფებოდა, რამდნეიმე მეგობართან ერთად ერთ-ერთ VIP მაგიდასთან განთავსდა. მისი დარბაზში ყოფნა დიდად არ მსიამოვნებდა. მეგონა ერთ გადაცდომასაც კი არ მაპატიებდა და შესაბამის პასუხს მომთხოვდა. მათ მაგიდას ლილე ემსახურებოდა. ერთ-ერთი დატვირთული შეკვეთა ლანგარზე მოვათავსე და მაგიდისკენ მივდიოდი როდესაც, სრულიად შემთხვევით ვიღაცას დავეჯახე და ლანგარი ძირს დამივარდა, რომ ავიხედე წარმოსადეგი ქალბატონი იყო. - წინ არ იყურები? - უხეშად მითხრა. - უკაცრავად, ბოდიშს გხდით, სრულიად შემთხვევით მომვიდა, მაპატიეთ. - შემდგომში წინ იყურე... მეორედ არ განმეორდეს! ნაცნობი მბრძანებლური ტონი მის ხმაშიც ვიგრძენი, ვახტანგის და მისი მეგობრების მაგიდისკენ წავიდა, მარტო არ იყო კიდევ ერთი ქალბატონი ახლდა. რამოდენიმე წუთის განმავლობაში მათმა ვიზუალურმა მხარემ ძალიან მომხიბლა, შესანიშნავად გამოიყურებოდნენ, თმის ღერიდან დაწყებული ფეხსაცმლით დამთავრებული, ეტყობოდათ რომ საკუთარი თავის მოვლაზე დიდი ენერგიას, ფულს და დროს ხარჯავდნენ. ყველა მაგიდასთან მსხდომი მამაკაცი წამოდგა ფეხსე, ამ ორი გასაოცრად ლამაზი ქალბატონის მისასალმებლად. თავისუფალ ადგილას დასხდნენ. ვახტანგის მზერას ვცდილობდი მოვრიდებოდი, თუმცა რამოდენიმეჯერ დავინახე ხელით მანიშნა მივსულიყავი, ლილეს ვეძებდი გამწარებული მაგრამ ამაოდ, არსად ჩანდა. ძალიან არ მინდოდა იქ მისვლა მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა. უარი იქ მისვლაზე უარესი იქნებოდა. მათი შეკვეთა მე უდნა ამეღო. - რას შეუკვეთავთ? - კალამი მოვიმარჯვე შეკვეთის მოსანიშნად. - ორი მაკალანი თუ შეიძლება, ორმაგი ყინულის გარეშე, თათ, შენ სხვა რამ ხომ არ გინდა? - იყოს მაკალანი, და ერთი კოლა ყინულით. - ირინე, შენთვსი ალკოჰოლური სასმელი არ შეიძლება როგორც მახსოვს - დაჟნებული ტონით მიმართავდა ვახტანგი მის გვერდით მჯდომ ქალბატონს. - დღეს ყველაფერი შეიძლება!!! - ჩემდა გასაკვირად ქალბატონმა მამაკაცს ტუჩებზე აკოცა, ეს მამაკაცი კი ვახტანგი იყო. - ანა, არავითარი ალკოჰოლი, რამე უალკოჰოლო სასმელი თუ შეიძლება - დასძნა ვახტანგმა. - დიახ, როგორც ინებებთ. - გაკვირვებული ვიყავი მომხდარი ფაქტთ. ბარისკენ მივდიოდი, თან მომხდარზე მეფიქრებოდა, ნუთუ ამ კომპლექსებით სავსე ჭურწელს ვინმეზე ზრუნვა შეეძლო... ლილე დავინახე საპირფარეშოკენ მიდოდა, თან გავყევი. - ლილე, ვახტანგის მაგიდიდან ახალი შეკვეთა ავიღე და ძალიან გთხოვ შენ მიუტანე რა. - მივიტან აბა რას ვიზავ, ხო მშვიდობაა? - კი კი, უბრალოდ ხო იცი რაც მოხდა და დიდად თავლებში ვეჩხირებოდე არ მინდა. - ისე კი გამიკვირდა ირინე რომ მოიყვანა - გაკვირვებულმა მითხრა ლილემ და თვალი ვახტანგის მაგიდისკენ გააპარა. - ირინე? - ხო, ვახტანგის ცოლი. ცოლი? ცოლი ყავს ? საოცრად გამიკვირა, სხვა რამეს უფრო ველოდი ვიდრე მის ქორწინებაში მყოფი ფაქტის გაგებას, მიკვირდა და დაჯერება ძალიან მიჭირდა. - ცოლი ყავს? - ოთხი თუ ხუთი წელია, როგორც გავიგე. - ბესიკმა იცის? ამ კითხვაზე პასუხი ყველაზე და ყელაფერზე მეტად მაინტერესებდა, ბესკა ის ადამიანი იყო რომელმაც მაფიქრებინა, რომ ყელსაბამი ვახტანგის გამოგზვანილი იყო, თუ მან იცოდა მისი ცოლის ამბავი, ასე რატომ მოიქცა? ეს ყველაფერი უკვე ძალიან რთულად მეჩვენებოდა. - არა მგონია, არასდროს მოსულან ერთად, არც მე ვიცოდი დღემდე, ლეილა დავინახე შემოსასვლელში როგორ ელაპარაკებოდა, გამეხარდა ბატონი ვახტანგის მეუღლის გაცნობა-ო ასე უთხრა, მე თავად სახტად დავრჩი, არც ბეჭედს ატარებს ეს კაცი, არც არასდროს უხსენებია ვინმეს ეს ქალი, მოკლედ არ ვიცი... ირინე ქვია აშკარად. - რა საინტერესოა. - ძალიან. დრო ვიხელთე და ჰაერზე გავედი. დავრჩი ფიქრებთან მარტო, ტელეფონი ამოვიღე, რამოდენიმე გამოტოვებული ზარი და ერთი მესიჯი დამხვდა უცხო ნომრიდან მოწერილი. მესიჯი გავხსენი, რომლშც ეწერა, რომ ხვალ 12 საათისთვის კოჯორში სახლი უნდა დამელაგებინა. პასუხის დაბრუნების მომერდა ვინაიდან უკვე გვიანი, იყო თუმცა მაინც გავგზავნე, პირველი რაც ვიკითხე სახლის კვადრატულობა იყო, რადგან აღნიშნულის საფუძველზე ვსაზღვრავდი ჩემი შრომის ფასს. პასუხმაც არ დააყოვნა, ორსართულიანი სახლი ყოფილა, დაახლოებით 200-250 კვადრატული მეტრის, ოთხი საძნებლით და 5 ვანა-ტუალეტით. ტრანსპორტირებას დამკვეთი თავად მთავაზობდა. ვუპასუხე, რომ საღამომდე მთლიანი სახლის დალაგებას დავამთავრებდი, აღნიშნულში კი 200 ლარი უნდა გადაეხადათ. პასუხად თანხმობა მივიღე. დამატებითი წვრილმანი დეტალებიც რა თქმა უნდა ამ ღამესვე გამოვარკვიეთ. ბარში სტუმართა მომსახურება განვაგრძე, ყვლაფერი კარგად მიდიოდა. რატომღაც, ბართან მჯდომ მამაკაცს მივაპყარი ჩემი ყურადრება. ზედმეტად ელეგენტურად იყო ჩაცმული, წარმოიდგინეთ და შარვალ კოსტუმში იყო გამოწყობილი, თითქოს არასწორ ადგილას იყო მოხვედრილი. მისი გარეგნული იერსახე ძალიან ცდებოდა ბარის სტუმრების გარეგნობას. ვერც იმას ვიფიქრებდი ვინმეს ან რამე ეძებს თქო, დიდად თითქოს არც მუსიკით იყო დაინტერესებული, ჭიქა ღვინოს მიირთმევდა, რაც ბარში საკმაოდ იშვიათი მოვლენა იყო, უფრო სპირტიან სასმელებს უკვეთავდნენ, ამავდროულად ტელეფონში რაღაცას უმზერდა. ერთი შეხედვით უჩვეულოდ საინტერესო გარეგნობა ქონდა. ბართან მივედი შეკვეთის დასატოვებლად, ბესკა როგორც ყოველთვის სასმელების შერწყმით იყო დაკავებული. - რაო ანა, აბა როგორ მოგწონს დარბაზში ყოფნა? - საპირფარეშოები მირჩევნია - ხმამაღლა ვუპასუხე კარგად რომ გაეგო, გამეცინა კიდეც. - კაი რა, ბევრად საინტერესოა, ხალხს დააკვირდი, და გაერთე პარალელურად - შეკვეთას დაგიტოვებ, რომ გაამზადებ დავბრუნდები. - მე-8 მაგიდის შეკვეთა მზადაა, სანამ წაიღებ საწყობიდან ხელსახოცები ამოიტანე გთხოვ რა, მითავდება. - შეკეთა გამიმზადე, და ეხლავე მოვიტან. საწყობისკენ წავედი, პატარა დერეფანი გავიარე, ის ის იყო საპირფარეშოს უნდა გავცდენოდი, უცნაური ხმა შემომესმა, ქალის და მამაკაცის საუბარი იყო, მეტად უცნაური. არ მიყვარს სხვისი საუბრის მსომენა, თუმცა ყური მაინც დავუგდე. - ამაღამ გნახავ? - მიმართავდა მამაკაცი ქალს, თან აჩქარებულად სუნთქავდა. - არა, ამაღამ არა, ხვალ, ხვალ იყოს, გვიანია, სახლში უნდა დავბრუნდეთ. ნეტარების ნოტები იგრძნობოდა ქალის ხმაში, გაძილიერებული სუნთქვა იგრძნობოდა, აშკარა იყო რომ ერთმანეთს ალერსით ახრჩობდნენ. ძალიან დამაინტერესა დამენახა ვინ იყო ეს ქალი ან და კაცი, თუმცაღა ვხვდებოდი რომ გარკვეულ უხერხულობას გამოიწვევდა ეს ყველაფერი, ამიტომ ოდნავ მივიმალე. - როდემდე აპირებ ტყუილის გაგრძელებას? - იქამდე სადამდეც საჭიროა დავით - მკაცრად უპასუხა ქალმა. - გაიგებს, ხომ იცი, რომ გაიგებს და მერე ორივეს კარგი დღე არ დაგვადგება - შენ თუ არ ეტყვი, ვისგან გაიგებს? - დამცინავად მიუგო ქალმა. - ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს ისევ სვავ? - კი, კი რა დროს აბებია, მაკოცე .... ამ ერთი შეხედვით ჩემთვის უცნობი საუბრის შინაარსის არსის გაგება ძალიან მიჭირდა, თუმცა კაცზე ბევრად მომთხოვნი ქალბატონი ჩანდა, თვალი გავაპარე, ატლასის ლამაზ, ფეხთან ჩახნილ კაბას, ხელით უწევდა და ტანზე ეფერებოდა, ქალს საუბრის გაგრძელება აშკარად არ სურდა. გმაყოფილი იყო იმით რაც ხდებოდა. მათი ვნების ჩაქრობა, ჩემი უადგილო გამოჩენით ნამდვილად არ იყო შესაფერისი, თან არ მინდოდა ეფიქრათ, რომ მათ საუბარს ვუსმენდი. - ისევ გიყვარს? - კოცნის შემდეგ ისევ კითხვით მიმართა ქალბატონს. - ვინ ? - შენი ქმარი. - როდესაც მისგან რამე მჭირდება, მხოლო მაშინ მიყვარდება - ირონით სავსე ფრაზა იყო. - ჩემგან, ჩემგან რა გჭრდება? - შენგან მხოლოდ ეს .... - და დაეწაფა ქალი მამაკაცის ბაგეებს. უკვე იმაზე მეტს ვისმენდი და ვიგებდი ვიდრე საჭირო იყო, ოდნავ უკან დავიხიე, დაახლოებით დერეფანთან მისასვლელამდე, ხელში პატარა ბლოკნოტი და კალამი მეჭირა, განზრახ დავაგდე, რომ გაეგოთ ვიღაც უახლოვდებოდათ, ავიღე ის რაც ძირს დავყარე და სხვლა სარდაფისკენ განვაგრძე. საპირფარეშომდე მისასვლელი ბნელი კუთხიდან კი ირინე და ის მამაკცი, რომელსაც დავითს უწოდებდა, გამოვიდნენ. თვალებს კი არა, საკუთარ ყურებს ვერ ვუჯერებდი, ნუთუ ეს ვახტანგის მეუღლე იყო, და ეს მამაკაცი მათ მაგიდასთან მსხდომთაგან ერთ-ერთი. შევეცადე გონება გამეთავისუფლებინა და საღად მეაზროვნა, როგორც კი გვერდი ამიარეს, მაშინვე საპირფარეშოში შევვარდი, მაინტერესებდა იყო თუ არა იქ ვინმე. ცარიელი დამხვდა. სხვა ახსნა ამ ყველაფერს არ ქონდა. სახტად დავრჩი. სარდაფიდან ხელსახოცები ამოვიტანე და ბესკას მივუტანე, ბარზე დამილაგა მე-8 მაგიდის შეკვეთა. ლანგარზე დავალაგე და მაგიდისკენ სხვლა განვაგრძე. ისევ ირინეს ნათქვამი ფრაზები ჩამესმოდა ყურში, ლოგიკური ბმის პოვნა მიჭირდა, ქალი მამაკაცს აშკარად ღალატობდა, ვინმე გარეშე პირთან კი არა, მის ახლობელთან. რას წარმოვიდგენდი ამას თუ გავაკეთებდი, მაგრამ ვახტანგის მაგიდის შეკვეთის სერვირება ლილეს ვთხოვე ჩემთვის გადმოებარებინა. ახლოდან მინდოდა დამენახა ორივე, მაინც ეჭვი მეპარებოდა იმაში რაც საკუთარი ორი თვალით დავინახე, რამდენიმე წუთის წინ. მაგიდასთან მივედი, შეკვეთა ლანგრიდან ნელ-ნელა მაგიდაზე გადმოვალაგე. მიუხედავად იმისა, რომ შეკვეთა სულ რამდენიმე წუთია დავასერვირე, მაინც ვიკითხე. - კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ? - პირველი მზერა დავითზე შევაჩერე, თვალი რომ გამისწორა ვიუხერხულე და მზერა ქალბატონებზე გადავიტანე. - თუ შეიძლება ჯინი, ტონიკით, და ისევ კოლა ყინულით, მადლობაა. - თათიას შეკვეთა ჩავინიშნე. - ბატონებო თქვენ? - მაგიდასთან მსხდომ მამაკაცებს ერთდროულად დავუსვი კითხვა. - ბაკარდი მოგვიტანეთ ბლექი, ერთი ბოთლი, და თუ არ შეწუხდებით ჭიქები შეგვიცვალეთ - ღიმილით მესაუბრებოდა ერთ-ერთი. - დიახ, სხვა არაფერი? - არა, სხვა არაფერი, ხომ ჩაინიშნე, წადი და მოიტანე. - ტანში ზრიალმა დამიარა, გონორი იგრძნობოდა ირინეს ხმაში, ფაქტობრივად მაგიდიან გამაგდო. დავითი მაგიდასთან ჩუმად იჯდა, ყოველ შემთხვევაში არაფერი უთქვამს, დაძაბულობა აშკარად შესამჩნევი იყო, თითქოს მიცნეს... მეც დავიბენი და ვიუხერხულე, წამის მეასედებში გამოვვარდი ბარისკენ, შეკვეთა დავტოვე და სუფთა ფაერზე გავედი, სიგარეტს მოვუკიდე და ნაფასი ღრმად ამოვარტყი. ხელები მიკანკალებდა, ბოლთას ვცემდი, საკუთარ თავს ვუჯავრდებოდი, ვინ მეკითხებოდა, სხვს საქმეში ცხვირის ჩაყოფას, თან მით უმეტეს... ღალატი.... ყველზე მეტად მძულდა, თან ქართველი ქალის მხრიდან.... ის ის იყო მოწევას ვამთავრდებდი, და სიგარეტი უნდა ჩამექრო, რომ ზურგი საშინლად ამეწვა. - ვინ ხარ? გაოგნებულმა უკან მივიხედე, ირინე იყო. - ვერ ვხვდები რას მეკითხებით ქალბატონო? - გეკითხები ვინ ხარ, აქ რას საქმიანობ. - ვმუშაობ, ამ ბარში. - სხვისი საუბრის მოსმენა, რომ უზრდელობაა არავის უსწავლებია შენთვის ბავშობაში? - რას გულისხმობთ? - თავს ნუ იშტერებ, მოკლედ ახლა კარგად მომისმინე და გაითვალისწინე.... თუ გინდა, რომ მუშაობა განაგრძო, ენას კბილი დააჭირე და არავისთან წამოგცდეს მომხდარის შესახებ, გაფრთხილებ... - ქალბატონო მე... - მე გაგაფრთხილე, ჩემ ცხოვრებას არ შეეხო, გაგამწარებ იცოდე... აზრთა სხვადასხვაობას აზრი აღარ ჰქონდა, აშკარა იყო ყველაფერი. რომც არ დამმუქრებოდა, განა ვინმესთან რამის მთქმელი ვიყავი?! მაგრამ, როგორ ახერხებდა ქმარის ასე უტიფრად მოტყუებას ჩემთვის გაუგებარი იყო. ვახტანგზეა აქ საუბარი, ან ის როგორ ტყუვდებოდა. ცხოვრებაში ხდება ხოლმე მოვლენები და ფაქტები, რომელთა დაჯერება თავადვე არ გვსურს. ალბათ სიყვარული იყო ის რის გამოც ვახტანგი არც კი უშვებდა ფაქტს იმის შესახებ, რომ ცოლს შესაძლოა მისთვის ეღალატა, და წლის კითხვა ჩემ თავს? ასე ბრმად შეუძლია ვახტანგს სიყვარული? ამ სალი კდესავით შეუვალ მამაკაცს... ვერა, ვერ ვხვდებოდი ბოლომდე რა ხდებოდა. გონება არეული, დავდიოდი დარბაზში და უგრძნობი სახით დავატარებდი შეკვეთებს. ის მამაკაცი, კი ისევ ბართან იჯდა, ისევ ღვინოს მიირთმევდა და ტელეფონს ჩაჩერებოდა. ხალხი ნელ ნელა მიილია, დილის საათები ახლოვდებოდა, ბესკასთან მივედი და ვკითხე - ეს კაცი ვინაა? - არ ვიცი, პირველად ვხედავ, დიდი ხანია აქაა, ღვინოს მიირთმევს მხოლოდ. - საინტერესოა.... - ხო, დიდად არც გოგონებს გამოსაუბრებია. - ერთი შეხედვით არ გავს ღამის ცხოვრების მოყვარულს, რას ეძებს ნეტავ? - ღვინის დასალევად მოვიდა ალბათ. - უეთესი ადგილი ვერ იპოვა ნეტავ? მისი ჩაცმულობიდან და იერიდან გამომდინარე ვაზის ბაღებს უნდა ფლობდეს, რა დაკარგა ნეტავ აქ? - რას გაიგებ ამ მდიდარი საზოგადოებისას ანა, მიდი მიხედე საქმეს, თორემ მოვარდება ლეილა - სიცილ-კისკისით გამისტუმრა ბარიდან ბესკამ. VIP მაგიდის სტუმრები დაიშალნენ, ვახტანგი ჩემთან მოვიდა და მთხოვა, მისთვის და მისი მეგობრისთვის თითო ჭიქა ბაკარ გოლდი ამეტანა, ყინულის გარეშე. საუბრიდან გამომინარე ეტყობოდა ოდნავ შეზარხოშებული იყო. ბესკას ვთხოვე შეკვეთა გაემზადებინა, ლანგარზე გადავიტანე და ვახტანგის კაბინეტისკენ განვაგრძე სვლა. კარს რომ მივუახლოვდი, იგი ოდნავ შეღებული დამხვდა. - ანუ რა გამოდის, არ უნდა ? - კითხვა დასვა ჩემთვის უცნობმა ადამიანმა, მისი სახელი არ ვიცოდი. - ვერაფერი ვერ გავიგე, ამდენი წელი, რამდენი ექიმი, არანაირი შედეგი, დღეს კი ინიციატივაზე საუბარიც კი მეზედმეტება, ვეღარც ვეუბნები ვერაფერს, აზრს მოკლებულია უკვე ყველაფერი. - საზღვარგარეთზე ხომ ფიქრობდით ტო, რა აზრზეა? - ნელიმაც იგივე მკითხა, აზრი არ აქვს არანაირი ირაკლი, ხელი ჩავიქნიე საბოლოოდ, არც ერთ ექიმს არ ვენდობი გარდა ჩემი ახლანდელი ექიმისაო, ერთი და იგივე პასუხი აქვს სულ. - ძალიან მიკვირდა, ყურებს ვერ ვუჯერებდი, ნუთუ ვახტანგის ხმაში სევდის შემჩნევა ოდესმე შესაძლებელი იქნებოდა. - არც კითხო ტო, ადექით და ორივე ერთად წადით, გერმანიაში, თურქეთში რა ვიცი, ათასი კლინიკაა. - რას მეუბნები, რომ ფაქტის წინაშე დავაყენო? - ხო, რა მარტივად, კლინიკა მოვძებნოთ, დავჯავშნოთ ბილეთები და სასტუმრო, ერთხელ და სამუდამოდ, ბოლო ბოლო ყველაზე უარეს შემთხვევაში გეცოდინებათ მაინც, რომ ამ კუთხით ყველა შესაძლო ვარიანტი ამოწურეთ და მერე სხვა გზების გამონახვა დაიწყეთ. მე თუ რამით შემიძლია დახმარება უკან არ დავიხევ ტო, მეც წამოგყვებით, რაზეა საუბარი. ზედმეტს ვისმენდი, და ეს უარესად მხდიდა, მეტისმეტი იყო და კარზე დავაკაკუნე - შეიძლება ? - მშვიდად ვიკითხე - კი კი შემოდი - შემიპატიჟა ვახტანგმა ჭიქები ჟურნალების მაგიდაზე დავალაგე, მათივე სადგამზე, ვიკითე კიდევრ რამე ხომ არ სურდათ. - არა, სხვა რამ საჭირო არ არის, მადლობა შეგიძლია წახვიდე. - ერთი წამით .... - გამაჩერა ირაკლიმ - თქენი სახელი თუ შეიძლება. - ანა. - ძალიან სასიამოვნო ანა, ირაკლი. ინსტინქტურად გამეღიმა, და გამოვბრუდნდი. - ანა, თუ წინააღმდეგი არ იქნებით ერთ კითხვას დაგისვამთ? - გაოცებული დავრჩი, ვახტანგს შევხედე, თითქოს ვერც ის ხვდებოდა მის მეგობარს რისი კითხვა უნდოდა ჩემთვის. - დიახ, გისმენთ თუ შემეძლება გაგცემთ ბატონო კითხვაზე პასუხს. - დაბრძანდით ორი წუთით - ირაკლიმ მაგიდის გვერდით მდგომ სავარძელზე მიმითითა, ვახტანგს გავხედე, თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. დავჯექი. - ანა, დაოჯახებული ბრძანდებით, არა, ერთი წამით, სანამ კითხვაზე პასუხს გამცემთ, გეტყვით, რომ არანაირი ინტერესი არ მაქვს თქვენთან პირადული, უბრალოდ მიპასუხეთ. - მაოცებდა ირაკლი, უადგილო კითხვებით. - არა, მე დაოჯახებული არ ვარ. - თუმცა აპირებთ ხო ? - რაღაცა დროს, დიხ რა თქმა უნდა, რატომაც არა - ღიმილით ვუპასუხე - მაინც რატომ ? - როგორ გითხრათ, ცოტა მეუხერხულება ამ ყველაფერზე ესე მარტივად საუბარი, ვინაიდან, დაოჯახების საკითხს ასე მარტივად არ ვუყურებ, თუმცა, ყველა სიკეთესთან ერთად მე ქალი ვარ და ჩემი ოჯახი, ქმარი და შვილები ნამდვიალდ მინდა რომ მყავდეს, ლოგიკურია არა? ყველა ქალი ხომ მოწოდებით დედაა. - ყველა ქალი ? - იცით, არ ვიცი, ალბათ ყველა ერთნაირი დედა ვერ იქენება, გამონაკლისებიც არსებობენ. - და თქვენ, გენდომებოდათ შვილი? გამეცინა, გამეღიმა, არ მიფიქრია თუ ამ კითხვას მე ოდესმე ვინმე დამისვამდა. - არ დავმალავ და გამიკვირდა ეს კითხვა, პრინციპში ნორმალურიცაა რადგან არ მიცნობთ, თუმცა ვინაიდან მკითხეთ გიპასუხებთ, რა თქმა უნდა შვილი მენდომებოდა, და არა ერთი - გამეცინა. - თუ თქვენი მეუღლე არ გეყვარებოდათ, მისგან შვილი მაიცნ გენდომებოდათ? - კითხვის არსს ვერ ჩავწვდი, თუ არ მეყვარებოდა ცოლადაც არ გავყვებოდი, ლოგიკურია არა? შესაბამისად შილებზე საუბარი აქ უადგილოცაა, არ მეთქნხმებით? ირაკლი და ვახტანგი ერთმანეთს უყურებდნენ, მეც გაოცებული ვიყავი ამდაგვარი დაკითხვის ფორმით. - თქვენი მეუღლე შეიძლება რომ გადაგიყვარდეთ? - ისევ გაუგებარ კითხვებს სვავდა ირაკლი. - არა, ნამდვილად არ შეიძლება. რანაირად, რას ამბობთ, სიყვარულით შექმნილი ოჯახი სხვაა, რაიმეს გამორჩენი, ან ანგარებით კიდევ სხვა, აქედან გამომდინარე, მე თუ მეკითებით და ჩემგან პასუხი გაინტერესებთ, არა, ნამვილად. - მაგრამ არ გამორიცხავთ? - არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ, ქალსა და კაცს შორის პირველი ურთიერთობიდან მოყოლებული სიყვარული იბადება და ვითარდება, დროთა განმავლობაში ჩნდებიან ცოლ-ქმარს შორის ბავშები. ბავში ოჯახს ამყარებს იმაზე მეტად ვიდრე გამყარებულია, რადგან ცოლ-ქმარს ერთმანეთზე ზრუნვის გარდა, სხვა არსება, მათი სიყვარულის ნაყოფი უჩნდებათ, რომელზეც უნდა იზრუნონ. წლების გასვლის შემდგომ, კი ქალსა და კაცს შორის სიყვარული, სხვა გრძნობებში იზრდება, ეს ურთიერთპატივისცემა და ურთიერთგაგებაა, ისინი ამ სიყვარულით არსებობენ, და ბერდებიან. დიახ, და თუ თქვენ ამდაგვარ გადაყვარებას გულისხმობთ, მაშინ გეთანხმებით. - არა, ეს ის არ არის რაც მე ვიგულისმე. მადლობა ანა არაჩვეულებრივი საუბრისთვის. - ანა შეგიძლია წახვიდე - მშვიდი ხმით მიმითითა ვახტანგმა კარისკენ. კაბინეტიდან გამოსულს, ფიქრები ერთმანეთში ამერია, დარბაზში ჩამოვედი და ბარის წინ ჩამოვჯექი, ბესკა ბარში ფუსფუსება, მე კი მეფიქრებოდა საპირფარეშოს გვერდით მომხდარ ამბავზე, ირინეს მუქარაზე და ბოლოს ირაკლის დაკითხვაზე. - აბა, როგორ ჩაიარა ღამემ ან? - ლილე მომიჯდა გვერდით. - კარგად ლილ, კარგად, შენკენ ? - ჩემკენაც, მშვიდობა იყო. - გოგოებო, ჭიქა ღვინო ხომ არ დაგველია ? - შემოგვავაზა ბესიკმა. - რატომაც არა, გამოუშვი .... - ისედაც მხიარულმა ლილემ, უფრო მოილხინა. კიდევ მომხდარს ვაანალიზებდი, როცა გონება წამიერად გამინათდა, ყველა დეტალი ერთმანეთთან დაკავავშირე, ცხადზე ცხადი იყო რაც ხდებოდა... ირინესნაირი ქალისგან უარესიც კი მოსალოდნელი იყო. ვახტანგი. ფაქტები. ირაკლი შარტავაზე დავტოვე, ცოტა ნასვამი ვიყავი და ქალაში მანქანით სირული დიდად არ მინოდა. სახლამდე მალევე მივედი. კარი შევაღე, პალლტო გავიხადე და იქვე დავდე, მანქანის გასაღები და საფულე ჯიბიდან ამოვიღე და სადღაც იქევე მივაგდე. საძნებელში შევედი, ირინეს საწოლში ეძინა. შხაპმა გამომაფხიზლა, დავწექი, არ ვიცოდი დამეძინებდოა თუ არა, მაგრამ თვალები მანც დავხუჭე. მიმეძინა, მზის პირველივე სხივებმა თვალი მომჭრა. ბოლო დროს დღე-ღამის თევას მივეჩვიე. წამოვდექი, ირინესაც შეეღვიძა. - რომელი საათია? - მკითხა - 8 საათი დაიწყო, არ ადგები? - არა, დავიძნებ, მეძინება. - ექიმთან არ ყოფილხარ ხო? - დილიდან იგივეს იწყებ ვახო, არ დაიღალე? - შენ დაიღალე ირინე? - კი ვახო დავიღალე, და თან ძალიან, როდის უნდა შეეგუო, გეკითხები როდის? - არასდროს, არასდროს შევეგუები. შენ შეეგუე ხო? - შევეგუე და არ ვნანობ, სიმართლეს თვალები უნდა გაუსწორო.... არ მიდიხარ სამსახურში? - მივდივარ.... ისევ და ისევ არაფრის მომტანი სიტყვები, ნერვების შლა და წყენა. რატომ ქონდა ასეთი დამოკიდებულება ვერ ვიგებდი, ირგვლივ არავისი ესმოდა. ათასნაირი გზით ცადა ლიამ დახმარება, მაგრამ ყველას დახმარებას და გვერდში დგომას უგულებელყოფს. ნელ-ნელა ძალა მეცლება. მიუხედავად რომ არ მიდნა ამ ყველაფერთან შეგუება, სხვა გზას არ მიტოვებს. ტელეფონი ავიღე და ირაკლის დავურეკე, გასული ღამის ჩვენი საუბარი გავახსენე, ყველაზე საუკეთესო ექიმის და კლინიკის მოძებნა ვთხოვე, ბილეთების და სასტუროს დაჯავშნაც მათ შორის. ბიზნეც ცენტრისკენ წავედი, ნერვები ხელით მეჭირა ლამის, დღეს შეხვედრა იყო ჩანიშნული, ერთ ერთ ცნობილ კომპანიასთან, რომელსაც ფართი ჭირდებდა მისი ნაწარმის რეალიზაციისთვის. აღნიშნული შეხვედრებისთვის, ყოველთვის წინასწარ ვემზადებით, ყველა დეტალს და წვრილმას გავდივარ ჩემ თანამშრომლებთან ერთად, ალექსანდრეს და თინათინის განსაკუთრებული ნდომა მაქვს სამსახურში, რომლებიც უფრო მენეჯერული კუთხით არიან დაკავებულები. ასევე, უდიდეს ნდობას და პატივისცემას ვუცხადებდი ფინანსური სამსახურის უფროს დავთ მჭედლიძეს, ჩემ მეგობარს და თანამშრომელს, მან ჩემი ნდობა და პატივისცემა წლების განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის დაიმსახურა, ერთგული და ძალიან წინდახედული იყო, რაც დამერწმუნეთ ფინანსური ბრუნვის სწორად წარმართვისათვის უპირველესია. ჩემ კაბინეტში შევედი და ფეხდაფეხ ჩემი მოადგილე, ელენე მომყვა. - ვახო, როგორ ხარ, დიდი დროს არ წაგართმევ, შეიძლება. - კარგად ელო, შენ როგორ ხარ, შემოდი რა კითხვებია. - ვახო, მოკლედ, ვიცი შენი სამსახურში ,,არაამქვეყნიური სიწესრიგის’’ მიმართ დამოკიდებულება, და ამიტომ წინასწარ გეუბნები, მესამეზე ვარ ორსულად - სიხარულისგან დაფრინავდა. - ვა, ელო, მომილოცავს, ბადრი რა გახარებული იქნება დარწმუნებული ვარ, მესამეც ბიჭია ? - ჯერ არ ვიცით ვახო, მალე გავიგებთ. - მომილოცავს მომილოცავს ელო, ხო იცი როგორ მიყვარხარ და პატივს გცემ, შენ გარეშე აქ ქვა ქვაზე არ იდებოდა. - ვიცი ვახო ვიცი, მოკლედ, ვინმე მოიყვანე ან ქვემოდან ამოწიე, ჩემ ადგილზე, მომიყვანე ვასწავლი ავუხსნი, დეკრეტულში რომ წავალ, ესე მარტო ევრ დაგტოვებ ამ დარმაედების ხელში, ხო იცი რა შრომაა მათთან მუშაობა არა? - ვიცი ვიცი, საკუთარი სამუშაო მაგიდის მწყობრში მოყვანა არ შეუძლიათ, რას ამბობ, შენ გარეშე დავიღუპები უკვე ვიცი... - შორს არ მივდიავრ, თუ საჭირო ვიქნები ბავშით მოვალ, დღე და ღამ ჩემი იმედი გქონდეს. - ელო, ირაკლი ხომ იცი, ჩემი მეგობარი, დროებით ვეტყვი, ისედაც მინდოდა ბიზნეს ცენტის საქმიანობაში მისი ჩართვა, გრაფიკული დიზაინერია, მენეჯმენტური საკითხებიც კარგად იცის, ინგლისსში, გერმანიაში სად აღარაა ნამყოფი, ერთი სიტყვით ძალიან ჭკვიანი ბიჭია. - ირაკლი მელიქიძე ხო ? - ხო, ხო იცნობ კი. - რატომაც არა, გენერალური დირექტორს მოადგილე, პირველ რიგში მისი ას პროცენტიანი ნდობით აღჭურვილი პირი უნდა იყოს. იდეალური კანდიდატია. - მინიმუმ სწავლების რვა თვე გვაქვს ხომ წინ ? - შვიდი, მაგრამ იყოს რვა - სიცილით მიპასუხა ელენემ. - რა მაგის პასუხია ვახო, ხო იცი ჩემი ხასიათი და სამსახურისადმი დამოკიდებულება, უბრალოდ არ მინდა თავზე გადაგახტე, და რაიმე ქმედება შენთან შეუთანხმებალად განვახორციელო, მიუხედავად იმისა, რომ მე მსგავსი უფლებები მაქვს შენგან დელეგირებული. - ელენე რა ხდება? - ფინანსები, დავითი.... ახლაც არაა სამსახურში, და ეს პირველად არ ხდება, მისი კაბინეტი, შენობის ამ სართულის სხვა ფლიგელშია და ამიტომაცაა ალბათ რომაქამდე მისი არყოფნა ვერ შენიშნე. - გუშინ ღამე ჩემთან იყო ბარში, დალია და ვერ მოვიდა ალბათ. - ვახო, ამას გამართლება აღარ აქვს უკვე, მადლობა ბატონ გივის, ძალიან ბევრი შეცდომა აღმოუჩინა, ფაქტობრივად ფინანსურ კრახს გადაგვარჩინა. გამეორება არ მჭირდება შენთვის, ძალიან კარგად იცი, რომ ქვა არ გაგორდება ამ შენობაში ჩემ გარეშე, ხოლო მისი ამ ბოლოდოინდელი უპასუხისმგებლობა ჩემთვის პირადად უკვე მიუღებელია. - ძალიან მიკვირს, ამ კონტექსტით დავითზე საუბარი ელენე. - მეც ვახო, ძალიან გამიკვირდა და კიდევ გიმეორებ ეს პირველი არ არის. ორი წლის დაარსებული გვქონდა ბიზნეც ცენტრი ფინანსებში სამუშაოდ რომ მოვიდა, წარმატებული და წინდახედული იყო და ამიტომაც დავაწინაურეთ, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვეა პასუხისმგებლობა მოშორებული აქვს, საქმე მიგდებული, კიდევ კარგი მაოდგილე ყავს მისი საქმის პროფესიონალი, გეუბნები უკიდეგანო კრახს გადაგვარჩინა. თინათინს დავურეკე და ვთხოვე, ბატონ გივისთვის მოეხმო ჩემ კაბინეტში. რამდნეიმე წუთში ბატონი გივიც მოვიდა. - ბატონო გივი, ალბათ უცხო არ იქნება ის რასაც მე თქვენ გეტყვით, ჩემი და ქალაბტონი ელენეს თქვენდამი პატივისცემა და სიყვარული უცხო არაა, ისიც ძალიან კარგად ვიცით თუ რა დამოკიდებულება გაქვთ თქვენი სამსახურის და პასუხისმგებლობის მიმართ. ამიტომ, გთხოვთ, როგორც მეგობარი, როგორც კოლეგა, საქმის კურსსში ჩამაყენოთ უფრო დეტალურად რა უზუსტობები და გადაცდომები აქვს დავთს. - ქალბატონი ელენე საქმის კურსსშია ბატონო ვახტანგ, ერთმანეთისგან არ განსხვავებთ, ვინაიდან ვიცი რომ ქალბატონი ელენეს თითოეული ქმედება და სიტყვა თქვენი სიტყვაა. - ბატონო გივი, თქვენი თვალით და ყურით დანახული და გაგებული მომიყევით. - ბატონო ვახტანგ, ძალიან რთულია საკუთარი უფროსის გადაცდომებზე საუბარი, სამსახურში სვავს, ფინანსური კუთხით გადაცდომები აქვს ხშირად, ბევრჯერ შევეცადე და გავასწორე, მიუხედავად იმისა რომ ამის აღირება არ უნდოდა, ქალბატონი ელენე დამემოწმება. ხშრად იმაზე მეტი თანხის გადარიცხვას აპირებდა ვიდრე გაწერილი იყო, ყველაფერთან ერთად სამსახურშიც არ დადის, თითოეული გადაწყვეტილების მიღებისთვის ქალბატონ ელენეს ვაწუხებდი, მესმის მე მისი მოადგილე ვარ მაგრამ, ასეთ დროს უფროსობის საქმის კურსსში ჩაყენება უპირობოდ მიმაჩნდა. - მართალს ბრძანებს ბატონი გივი ვახო, ვიცი რომ ის შენი მეგობარია და დიდ პატივს სცემ, მაგრამ უკვე ზღვარს გაცდა.... ამ ყველაფრის თქმა იმიტომ გადავწყვიტე, რომ შენი ადეკვატური გადაწყვეტილების იმედი მაქვს. - ბატონო ვახტანგ, ბიზნეც ცენტრის ფინანსური კუთხით უზრუნველყოფა ერთ-ერთი ურთულესი საქმეა რაც მე წლების განმავლობაში მიწარმოებია რადგან უამრავი ნიუანსი და დეტალია, რომელზეც უნდა იყოს სამსახურის უფროსი ორიენტირებული, რასაც ბოლო რამდენიმე თვეა ბატონ დავითს ვერ ვამჩნევ. გაოგნებული ვისმენდი ამდაგვარ შეფასებას დავითის მიმართ. მობილურ ტელეფონს ხელი მოვკიდე და დავითის ნომერი ავკრიფე, რამოდენიმე ზარის შემდგომ მიპასუხა. - დავით, ჩემ კაბინეტში შემოდი საქმე მაქვს - ვიცოდი სამსახურში რომ არ იყო, თუმცა მაინტერესებდა რას მეტყოდა. - აუ, ვახო ამ წამს გამოვედი სამსახურიდან, პირად საქმეზე, გივი უდნა იყოს მანდ მას კითხე თუ რამე გაინტერესებს რა... - დაბრუნდები? - არა, არა დღეს ვერ დავბრუნდები, გივისთან გაიარეთ რა შენ და ელენემ დღეს საკითხები რამე თუა სასწრაფო. - დავით, დღეს შეხვედრა გვაქს გახსოვს ალბათ ხო ? - კი, კი როგორ არა მახსოვს - ხმაში ეტყობოდა რომ ამ შეხვედრის შესახებ კი არა დედამიწის ზურგზე რა ხდებოდა ისიც კი არ იცოდა. - მოკლედ, ამ შეხვედრაზე ბატონი გივი დაესწრება შენ მაგივრად, მაგრამ შეხვედრის დასრულებსითანავე გელოდები ცენტრში, უდნა ვილაპარაკოთ. - გადაჭრით ვუთხარი და ტელეფონი გავუთიშე. - ბატონო გივი, ჩათვალეთ დღევანდელ შეხვედრაზე, თქვენ წარმოდგენილი იქნებით არა როგორც ფინანსური სამსახურის უფროსისი მოადგილე, არამედ როგორც ამავე სამსახურის მომავალი უფროსი. ელენეს სახეზე გმაყოფილება ამოვიკითხე. ნამდვილად ის ვთქვი რასაც ჩემგან ელოდა. - ბატონო ვახტანგ, მე არ ვიცი რა გითხრათ - დაბნეული საუბრობდა ბატონი გივი. - ბატონო გივი, ვახოს გადაწყვეტილებას ასი პროცენტით ვიზიარებ, მე ნამდვილად მქონდა მისი იმედი, როგორც ყოვეთვის არ შევმცდარვარ. - ბატონო გივი, გთხოვთ ამ რთულ დროს ნუ მიგვატოვებთ - აშკარად არ მოელოდა გივი ჩემგან მსგავს დამოკიდებულებას, გაკვირვებული იყო. - პირველ რიგში უღრმესი მადლობა ორივეს, არც კი ვიცი რა გიპასუხოთ. - ბატონო გივი, დაგვთანხმდით და განაგრძეთ ბიზნეს ცენტრის ფინანსურ გამართულობაზე ზრუნვა, როგორც ამას აქამდე აკეთებდით, ჩვენ თქვენი იმედი მაქვს - თბილი ხმთ უთხრა ელენემ. - ბატონ დავითს, თქვენ ეტყვით? - მკითხა. - ბატონო გივი, ეს ყველაზე უმნიშვნელო პრობლემაა, რომელიც თქვენ უნდა გაწუხებდეთ, მე და ელენე მოვაგვარებთ ამ საკითხს. მშვიდად იყავით. - სხვა კითხვები თუ არ გვაქვს ვახო, ბატონ გივის ვთხოვოთ დღევანდელი შეხვედრისთვის მოემზადოს შესაფერისად, რას იტყვი? - რა თქმა უნდა, გვქონდეს თქვენი იმედი ბატონო გივი ? - თავისთავად ცხადია, მადლობა მინდა ორივეს გამოგიცხადოთ ნდობისთვის. იმედებს არ გაგიცრუებთ, გპირდებით. მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ. - ეს თქვენ ბატონო გივი მადლობა, უამრავ უზუსტობას და გადაცდომას რომ გადაარჩინეთ ჩვენი ცენტრი. ახლა კი დაუბრუნდით თქვენ სამუშაო გარემოს. წარმატებები. ელენეს ბედნიერი სახის ყურება ერთ რამედ ღირდა. - ცოტა მეშინოდა ვახო, ამ ყველაფრის შენთვის თქმა. - რატომ ? - უხერხულია რაღაც, მეგობარზე ცუდის მოსმენა.... თან ასეთის... - ელე, ხომ კარგად მიცნობ, სამსახურში მეგობარს დავასაქმებ, მაგრამ თუ მის მოვალეობებს არ შეასრულებს, როგორც მოვიყვანე ისე გავუშვებ, არც დავითი იქნება პირველი და არც უანასკნელი. მათ, შორის, ჩემი ძმა და მეგობარი, ირაკლი თუ ვერ აითვისებს იმ ყველაფერს რასაც შენ აკთებ, ისიც დატოვებს სამსახურს. - ძალიან კარგი. მე შენი იმედი ნამდვილად მქონდა. შეხვედრამდე ვახო. - დროებით. ვოცოდი და ვაანალიზებდი, რომ დავითთან რთული საუბარი მელოდა წინ, დღეს სამსახურში არც კი მოსულა, როცა ტელეფონზე საუბრისას მომატყუა, რომ მითხრა ახლახასნ გავედიო. ყველაფრის პატიება შემიძლია ადამიანსთვის, მაგრამ სახეში ნაცრის ყრას არავის ვაპატიებ, მეგობარს და თანამშრომელს მით უმეტეს. დათქმული შეხვდრის სათი ახლოვდებოდა, ელენე წინ და უკან დაიოდა, დეტალებით დაინტერესებული, მინიმალურ გადაცდომასაც კი ასწორებდა. ვამაყობდი ამ ქალით, მისი სიდიადით და გამჭრიახობით. მისი ორგანიზებულობით და ზოგადად დაკისრებული უფლება მოვალეობების შესრულების უმაღლესი ხარისხით. გასაოცარი ქალი იყო. საკონფერენციო დარბაზში მოვიყარეთ თავი, ელენეც იქ იყო და ბატონი გივიც, ალექსი, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, კონსტანტინე კი სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა, განვიხილეთ ყველა აპექტი და სამომავლო თანამშრომლობის ვადები. ნივთები, რომლებიც ბიზნეს ცენტრში მათ მიერ დაქირავებულ ფართში გაიყიდებოდა, და სხვა არსებულ საითხთან დაკავშირებიტ საკითხები. კონსტანტინეს დაევალა, ხელშეკრულების პროექტის მომზადება, მისი სამართლებრივი კუთხით გამართვა და გენერალური დირექტორებისთვის ხელმოსაწერად წარმოდგენა. კიდევ ერთი წარმატებული ბრენდის წარმატებული ფილიალი პირველად საქათველოში ბიზნეს ცენტრში იხსნებოდა. ამაყი და ბენდიერი ვიყავი მომხდარი ფაქტით. ჩემ კაბინეტში ვიყავი, სხვადასხვა საკითხები მოვაგავრეთ, საღამოს 7 საათი ახლოვდებოდა, როცა თინათინი შემოვიდა. - ბატონო ვახტანგ, თუ რაიმე დავალება არ გაქვთ და დღეს აღარ გჭირდებით, თუ შეიძლება დაგტოვებთ. - რა თქმა უნდა, თავისუფალი ხარ. - მადლობა ბატონო ვახტანგ. - ხალამდე თინათინ. თინათინიც წავიდა სახლში, რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ კორიდორს გავუყევი, აქა იქ ვხედავდი თანამშრომლებს, ბატონ გივის შევუარე, მილიონ ფურცელში იყო ჩაფლული, ხმა რომ არ ამოეღო ალბათ ვერც დავინახავდი. - ბატონო გივი, სახლში წადით ლამის 8 საათია დაისვენეთ, დღეს არაჩვეულებრივი შეხვედრა გავმართეთ. - წავალ, ცოტა ხანში, რამდენიმე გადარიცხვას განვახორციელებ და დღეს ამით დავამთავრებ ჩემ საქმეს. - ხვალიდან ახალ ამპლუაში წარდგებით ჩვენი თანამშრომლების წინაშე. - ძალიან კი ვნერვიულობ ბატონო ვახტანგ. - სანერვიულო არაფერია, დაგტოვებთ, არ მოგაცდენთ. - მადლობა. კაბინეტისკენ მივდიოდი, როდესაც ლიფტი გაიღო და დავითი დავინახე. - ვახო, არც კი მეგონა აქ თუ იყავი, მშვიდობაა? - ამდენხანს სად იყავი? - ხომ გითხარი პირადი საქმეები მქონდა, ძლივს მოვაგვარე. - ჩემ კაბინეტში შევიდეთ. კაბინეტის კარი შევაღე და ჩემ კუთვნილ სავარძელსში დავჯექი, დავითს კი მივუთითე სკამზე დამჯდარიყო. - გირეკავდი, არ მიპასუხე, ტელეფონი თან არ გაქვს ? - კი, კი როგორ არა. სკამიდან წამოხტა და ჯიბეების ქექვა დაიწყო, საფულე ამოუვარდა, გახსნილი იყო, ირგვლივ საბანკო ბარათები და ვიზიტკები მიმოიფანტა. წამოვდექი და მივეხმარე აგროვებაში. - დავით, ხო იცი როგორი დამოკიდებულება მაქვს შენ მმიმართ, მაგრამ ისიც იცი რომ წესრიგი ჩემთვის უპირველესია, სახლშიც, კარშიც, მანქანაშიც და მით უმეტეს სამსახურში. არ მინდა საკთარ თავს ბევრის უფლება მივცე, ამიტომ მარტივად გეტყვი, რომ ხვალიდან შენ დაკავებულ პოზიციას დატოვებ. შეგიძლია შენი ნივთები, როცა მოგესურვება მაშინ გაიტანო. - რა? - სკამზე მოწყვეტით დაეცა. არ ელოდა ჩემ ნათქვამს - სწორად გაიგე. მეორედ არ ვაპირებ რამე გავიმეორო. - სულ გაგიჟდი? სამსახურიდან მიშვებ? - დავით, ორ ვარიანტია, პირველი შედარებით მარტივი და შენი მომავლისთვის და CV-სთვის საიკეთო, შენ წერ საკუთარი ნება სურვილით დაკავებული პოზიციის დატოვების შესახებ განცხადებას, ან არა და დაშვებული უზუსტობების გამო მე როგორც ბიზნეს ცენტრის გენერალური დირექტორი და უფლებამოსილი პირი გათავისუფლებ აღნიშნულის გამო სამსახურიდან. - ღადაობ ხო ? - შენ აირჩიე, დიდ დროს არ გაძლევ მოსაფიქრებლად. - რატო ტო, რატო ? - ჩემზე უკეთ იცი რატომაც.... მე სამსახურში შეცდომებს არავის ვაპატიებ, მათ შორის ფინანსური სამსაურის უფროსს. თავისუფალი ხარ დავით. მე დავამთავრე . შეგიძლია აალაგო შენი ნივთები და დატოვო შენობა. ასე მარტივადაც არ გასულა ჩემი კაბინეტიდან, ბევრი მეკამათა, მეურჩა, საბოლოოდ კი გადაწყვეტილება მიიღო, ხვალ დილითვე დაწერდა განცხადებას, საკუთარი ნებით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ფიზიკურად და მორალურად მძმე დღის შემდეგ სახლში დავბრუნდი. მანქანა ეზოში შევიყვანე და გამეღიმა, ჩემი მშობლები დაბრუნებულან. სახლში შვეედი თუ არა მაშინვე მარეხი გამოქანდა ჩემკენ. - რატო არ ჩამოხვედი ვახო, გელოდებოდით - ჩამეხუტა ნებიერა და. - ვერ ჩამოვედი მარუს, ხო იცი რამდენი საქმე არა... - ეჰ, კარგი დრო გავატარეთ, მეგონა უფრო დიდხანს დავრჩებოდით, მარამ მერაბას ხო იცნობ, წავედით წავედითო დაიწყო წუწუნი, ლიამაც კვერი დაუკრა აბა რას იზავდა. ლია და მერაბი ტელევიზორს უყურებდნენ, ცალი თვალი და ყური კი ჩვენეკნ ქონდათ გამოდებული. - ვახო, ლევანამ ირაკლი ჩამოვიდაო, ნახე ბავში ? - რაღა ბავში მამა, ამხელა კაცია, დღე დრეზე ცოლს მოიყვასნ, შენ კდიევ ბავშვ ეძახი? - ბავშვები ხართ ჩემთვის აბა რა ხართ... მოიყვანოს მოიყვანოს, დაბერდა რა. ერთი შენ ვერ გაგათხოვე მამა რა.... - მე რას გადამეკიდე, მე არ მინდა მამა გათხოვება. - არასდროს სიამოვნებდა მარეხს გათხოვებაზე საუბარი. - უდნა გათხოვდე მამა გენაცვალოს აბა არ უნდა გათხოვდე? ოცდაექვსი წლის გოგო ხარ უკვე, დედაშენს შენ ასაკში ორი შვილი ყავდა, აბა? - დაანებე მერაბ ბავშვს თავი, ეყოლება შეყვარებული და გათხოვდება, ჩვენ კი არ დაგვიჯდება სახლში - ლია როგორც ყოველთვის შვილების მხარეს იყო. - ვახო დე, ირინე არ არის სახლში, არ დაგვხვდა რომ მოვედით, სადაა ხომ არ იცი ? - სხლში მეგონა იყო - გამიკვირა, საათს დავხედე ათი საათი სრულდებოდა - დავურეკავ. - დე, ამ დღეებში გავიდეთ ყველანი ნელისთან, დღეს დამირეკა, გველოდება, თან სტუმარი მეყოლება უდნა გაგაცნოთო. - სტუმარიო? - გაკვირვებით ვკითხე ლიას, მგონი ვხვდებოდი სტუმრებში ვინ სტუმარი იგულისხმებოდა. - ხო დე, სტუმარიო. - ვინ სტუმარი ლია, ჩვენ არ ვიცნობთ კაცო ? - მამაჩემიც ჩაერთო საუბარში. - აბა მე რა ვიცი მერაბ, გაგაცნობთო, ანუ არ ვიცნობთ. უცებ, გონბამ მომხდარი ფაქტი გადახარშა და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. დივანში ჩავესვენე და სიცილი ამივარდა, ლამის გავგუდულიყავი. - რა გაცინებს ბიჭო ? - გაკვირვებულმა მერაბმა გამომხედა. - ირაკლი რა მაგარ სიტუაციაში იქნება, უკვე წარმოვიდგინე - სიცილს ვერ ვიკავებდი. - ირაკლი რა შუაშია ვახო ? - გაკვირვებულმა მკხთა მარეხმა. - რა შუაში კი არა მარუს, თავშია თავში.... - ისევ მეცინებოდა - არ იტყვი ვახო რა ხდება ? - ისევ მარეხი ჩამაჯინდა. - არავისთან წამოგცდეთ გაფრთხილებთ, მით უმეტეს ირაკლისთან, მოკლედ, ირაკლიმ მითხრა, რომ ნელომ და ლევანამ გადაწყვიტეს დააქორწინონ და აპირებენ ერთი გოგო გააცნონ და უეჭველი ეგ გოგოა დე ის ,,სტუმარი’’. - რა სისულელეებს ამბობ ვახო - თითქოს ამ ნათქვამმა ჩემი და გააბრაზა. - ეგრეა მარუს, ეგრე. - არ მჯერა. მარეხი, წამოხტა და თავის ოთახისკენ გაქანდა. გაბრაზებული მეჩვენა, მაგრამ გასაგებიც იყო, მე რომ ცოლი მომყავდა მაშინაც მსგასი გამოხტომები ჰქონდა, იგივე ემართებოდა ახლაც. - დე, შენ და ირინეს რამე ხომ არ გადაგიწყვეტიათ? - არაფერი დე, ჯერ-ჯერობით, თუმცა რაღაც გეგმა მაქვს. - მართლა დედა გენაცვალოს? - კი დე, ფაქტის წინაშე დავაყენებ, საზღვარგარეთ კლინიკაში ექიმთან წავიყვან, ბილეთებს იმ დღისას დავუდებ წინ რა დღესაც ფრენა იქნება, მისი პასუხის მიუხედავად მაიცნ წავიყვან. ლიაც და მერაბიც გახარებულები მიყურებდნენ, აშკარად გმაყოფილება ეტყობოდათ სახეზე. უცებ ტელეფონის წკრიალი შემომესა, უკან მივიხედე და ირინე იდგა. - დიდი ხანია მოხვედი ? - ვკითე. - არა, ამ წამს. - როგორ დაისვენეთ? - გულრილად დასვა კიხთხვა ირინემ. - კარგად მაგრამ, თქვენც რომ ყოფილიყავით უკეთესი იქნებოდა, სუფთა ჰაერი თქვენ ჯანმრთელობასაც მოუხდებოდა. მართლა ვახო დე, ხომ არ წახვიდოდით სადმე მთაში, სუფთა ჰაერზე რამდენიმე კვირით? - კარგი რა ლია, რა მთაში, კოჯორში ავალთ თუ რამეა, მოვიფიქრებთ. - ძალიან კარგს იზავთ დე, ხვალ დამლაგებელი ამყავს, სახლს დავალაგებინებ, რამდენი ხანია არ ავსულვართ დასალაგებელი იქნება, მერე კი შეგეძლებათ სუფთა სახლში წახვიდეთ, ირაკლიც წაიყვანეთ, სხვა მეგობრებიც ადგილი დიდია. - ძალიან კარგი დე, შაბათ-კვირას წავიდეთ ყველა ერთად. - ნელის დავურეკავ, ხვალ, ვეტყვი კოჯორზე წამოვიდნენ, ლევანისთან ერთად აგერ ჩვენი დიდი ბავშიც კარგად გაერთობა - გაიცინა ლიამ და მამას ლოყაზე უჩქმიტა. - კი კი, მონებად გვაყენებთ ხოლმე იქ ორივეს, ხან მწვადი გინდათ ღორის ხანაც კიდევ იტალიური პიცა, დაგვღალეთ რა - მიუგო მამამ. დედ-მამა ტელევიზორთან და აგიზგიზებულ ბუხართან მარტო დავტოვე, მე კდევ საძინელისკენ წავედი. ირინე საწოლზე დამჯდარიყო, განწყობა დიდად კარგი არ ეტყობოდა. საშინლად მეძინებოდა, დღეს ბარში წასვლის და იქაური ამბების მოკითხვის თავიც კი არ მქონდა. გავიხადე ტანსაცმელი და საწოლში დავწექი, ისე რომ ხმა არ ამომიღია. ვახტანგი. გულახდილობა. პარასკევი. კვირის ბოლო სამუშაო დღე, ალბათ საქართველოს მოსაქლეობის უმრავლესობისთვის, მაგრამ ჩემთვის კვირის დღეები სამუშაო დატვირთვით ერთმანეთისგან არ განსხვავდებოდა. ირინეს გადავხედე ეძინა. აბაზანისკენ წავედი, ცივი შხაპი, პარასკევ დილასაც ძალიან უხდებოდა. აბაზანიდან გამოსულს ირინე საწოლზე წამომჯდარი დამხვდა. - ვახო, ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ კიდევ მივიდე ექიმთან, შენ კლინიკა და ექიმი შემირჩიე, ვინაობა გამაგებინე, უხერხულობის თავიდან არიდების მიზნით მირჩევნია ვიზიტი თავად დავჯავშნო, რას იტყვი? ამ ფრაზამ ბედნეირება და ენერგია შემმატა, მივედი თავზე ხელი მოვკიდე და შუბლზე ვაკოცე. - გამახარე, უზომოდ გამახარე. დღესვე მოვიკითავ საუკეთესო ექიმს და კლინიკას, კოორდინატებს გამოგიზგავნი და დანარჩენი შენ იცი. უბედნეირესი ვარ ირ. დავფრინავდი, დრევანდელი დღის ბედნიერების გამწარების უფლებას არავის და არაფერს მივცემდი. ჩავიცვი და ქვედა სართულზე ჩავედი. ლია, სამზარეულოში იყო, დიასახლისს ეხმარებდოა საუზმის მომზადებაში, ლევანი არსად ჩანდა. - დე მამა სადაა? - არ მკითო შილო, გიჟს გავს, გარეთაა მაქნანას რაღაც დაემართა, და ცოფებს ყრის. - რა მოუვიდა, მაგით არ დაბრუნდით ქალაქში. - ჩამოსვლით ჩამოგვიყვანა და რა ვიცი შვილო. ლევანი გარეთ იყო მანქანანის გარშემო დატრიალებდა. - რა დაემართა? - არ ვიცი შვილო, არ იქოქება, დამლაგებელი უნდა წამეყვანა კოჯორში დედაშენმა მთხოვა, გამოვედი იმ გოგოს დავურეკე მელოდება, და რა ვქნა არ ვიცი. - კაი ლევან, რა განერვიულებს, მე წავიყვან, უკანაც მე უდნა წამოვიყვანო? - ხო, შვილო ცოდოა, ისედაც კაპიკებს ვაძლევთ ამხელა სახლის დასალაგელად და ტაქსით თუ იარა, რაღა დარჩება. - კაი, შენ არ ინერვიულო, ეხლა ევაკუატორს გამოვიძახებ და გაყევი სახელოსნომდე. თერთმეტი საათი ახლოვდებოდა, დამლაგებელს თავისუფლების მოედანთან უდნა შევხვედროდი. იქვე სასტუმროსთან ავარიულებით გავჩერი და დავრეკე. - დილა მშვიდობის, გამარჯობათ, სად ხართ? - გამარჯობა, აქ ვარ სასტუმროს შესასვლელთან თქვენ? - ოდნავ ზემოთ, შავი მანქანაა თუ ხედავთ, ავარულებით ვარ გაჩერებული. - დიახ, დაგინახეთ, მოდივარ. ტელეფონი გავთიშე, უცებ კარი გაიღო, საოცარი სიცივე და სუსხი შემოვარდა მანქანის სალონში. კარი დახურა, გვერდით არც კი გამოუხედავს, ქუდი და კაშნე მოიხსნა და შემომხედა. - თქვენ? - ანა? - გაკვირვებული სახე გვქონდა ორივეს. წუთიერი გაურკვევლობა და დუმილი პატრულის მანქანამ დაარღვია, როდესაც საძახისსში ჩემი ავტომობილის სახელი გაჟღერდა - შავი რენჯ როვერი, იმოძრავე! წამიერად გამოვედი გაურკვევლობიდან, ავარიულები გამოვრთე და მანქანა კოჯრის მიმართულებით დავძარი. არაფერს ამბოდბა, ჩუმად იჯდა. დღეს ნადმვიალდ არ მქონდა იმის განწყობა, ვინმესთან მეკამათა, მით უმეტეს მასთან. - რა საოცარია არა? - დუმილი დავარღვიე. - რას გულისხმობთ? - ამ ყველაფერს, ბედის ირონიაა. - გეთანხმებით - ღიმილი შეეპარა პასუხში. - სიმართლე გითხრა, თქვენ ნამდვილა არ გელოდებოდით. - არც მე - და გულიანად გადიაკისკისა. - ანა, მარკეტში შევიაროთ და რამე საჭმელი ვიყიდოთ. - არა ნუ წუხდებით, მალე დავამთავრებ მუშაობას. მარკეტთან გავაჩერე მანქანა, გადმოსვლა არ უნდოდა, აშკარად ეუხერხლებოდა. ცოტა რამ შევიძნე, და გზა განვაგრძეთ. საუბარ საუბარში სახლამდეც მივედით. - ძალიან ლამაზი სახლია. - კი ლამაზია ანა, და თან ძალიან დიდი. ხვალ გვინდა მე და ჩემ მეუღლეს ამოსვლა, ჩვენ ოჯახის წვერებთან ერთად. - ძალიან კარგი. - უცნაურად მომეჩვენა მისი პასუხი. სახლში შევედით, საოცარი უწესრიგობა იყო, გათბობა ჩავრთე და ბუხრისთვის სარდაფიან შეშა ამოვიტანე. ბუხარიც აგიზგიზდა. ანამ სამზარეულოდან დაიწყო დალაგება, ვიფიქრე დავტოვებდი, ქალაქში დავბრუნდებოდი, ექიმის თემას გავარკვევდი, მაგრამ მარტო დასატოვებლად შემეცოდა. როდესაც ბუხრის ოთახს ალაგებდა, ირაკლიმ დამირეკა, დრო ვიხელთე და დახმარება ვთხოვე კლინიკასა და ექიმთან დაკავშირებით. უარი არ უთქვამს, უფრო მეტი კომპანიონობას გამიწევდა დღეს აქ, კოჯორში. - ანა, ირაკლი მოდის გახსოვთ ხო? - დიახ, უხერხული პირადული კითხვებით, რა დამავიწყებს. - უბრალოდ ცოტა ნასვამი იყო, ისიც მეც და .... უცნაური კითხვა პასუხი შედგა. - არაუშავს, ბავშვებზე საუბარი, ყოველთვის სასიამოვნოა. - გააჩნია ვისთვის ...... - გულდაწყვეტით ვუპასუხე. - რას გულისხმობთ ბატონო ვახტანგ ? - ზოგ ქალს არ უნდა შვილი.... - ნაკლებად მეგულება ბატონო ვახტანგ ასეთი ქალბატონები. - ჩემი მეუღლე ანა, უკვე რამდენი წელია, ვცდილობთ ბავში გაგვიჩნდეს, თუმცა უშედეგოდ, ექიმთანაც ვიყავით, თუმცა პასუხი იგივე იყო ყველგან, ირინე ვერ ორსულდებოდა, მკურნალობა კიდევ არ სურდა, თუმცა დღეს დილით ძალიან გამახარა, როცა სხვა კლინიკაში მისვლაზე დამთანხმდა. - სიხარული ჩემ ხმაში ისევ იგრძნობოდა, ამ ბედნიერების გაზიარება ანასთვისაც კი მემეტებოდა. - აქამდე სხვა ექიმთან არ ყოფილხართ? - ძალიან დიდი ინტერესით მეკითხებოდა - ქალების ამაბავი ხომ იცი, ორ თუ სამ ექიმთან ვიყავით, სამივე მისი ამორჩეული იყო, ბოლოს კი ვისთანაც დავიდოიდთ ის ამოიჩემა საბოლოოდ, სხვა ექიმისკენ გახედვაც კი არ უნდოდა. - არ ვიცი რა გითხრათ, იმედი მაქვს ყველაფერი ისე იქნება როგორც თქვნ გინდათ. - მეც მაგის იმედი მაქსვ ანა. ანა. წარსული. გაოგნებული და განცვიფრებული ვალაგებდი სახლს, გონბას და ფიქრებს ვერ ვაბავდი ერთმანეთს. ნუთუ მისი მეუღლის უღირსი საქციელი ჩემგან უნდა გაეგო?! დარწმუნებული ვიყავი, რომ ექიმებთან შეთანხმებით ახორციელებდა ვიზიტებს, და ისინიც იმას ამბობდნენ რაც ირინეს სურდა. საკუთარი ყურით გავიგე რომ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს სხვავდა, მას არანაირი პრობლემა არ ქონდა უშვილობასთან დაკავშირებით. ყველა სიკეთესთან ერთად საყვარელიც ყავდა, ბავშვიც ამიტომ არ უნდოდა ალბათ, სხვა ახსნას ვერ ვპოულობდი. ფიქრებში გართულს ვახტანგი მეძახდა თურმე. - ანა, ანა..... უცებ მისმა ხმამ გამომაფხიზლა. - ირაკლი მოვიდა, გავხედავ. - დიახ, დიახ, ბოდიში. ვახტანგი გარეთ გავიდა, ირაკლის შეეგება, სახლში დაბრუნდნენ. ბუხართან დასხნენ და საუბარი დაიწყეს. ირაკლის მოუძებნია ძალიან კარგი კლინიკა და ექიმი. - ძალიან აქებენ ვახო ამ კლინიკას, გიორგი ფაღავას კი როგორც საუკეთესო გინეკოლოგს ისე მოიხესნიებენ, რეპროდუქციული კუთხთ, თან საქართველოშია. - საკონტაქტო მომწერე, ირინეს გადავუგზავნი, ვიზიტს ის დაჯავშნის. ამ ფრაზამ გამომაფხიზლა სურვილი მახრჩობდა, ენა წინ მისწრებდა, რომ მათთვის ყველაფერი მომეყოლა თუმცა თვი შევიკავე. ეს არ იყო ჩემი სათქმელი. არ მქონდა არანაირი მორალური უფლება მათ ცოლ-ქმრულ საქმეში, ან თუნდაც პირად ურთიერთობებში ჩავრეულიყავი. უსამართლობის განცდა ყოველთვის მეზიზღებოდა. მიუხედავად იმ არაერთი დამცირებისა რაც ამ კაცისგან ვიგრძენი მაინც გულით განვიცდიდი თუ რა სიტუაციაშიც იმყოფებოდა. ერთია, შენთვის უცნობმა, უმნიშვნელო ადამინმა რაიმე გაკადროს და მეორე საკუთარი ცოლი უკადრებელს გკადრებდეს. იმასაც ვფიქრობდი, რომ ადრე თუ გვიან სიმართლე გაირკვეოდა, შედეგი კი ყველას გააოცებდა. ორივე ისევ ბუხართან ისხდა, ფილმი ჩართეს და უყურებდნენ, დრო ჩქარა გადიოდა, ნელ-ნელა სახლის დალაგებასაც ვამთავრებდი. ვინაიდან ქვედა სართულზე ისხდნენ დალაგება ამ სართულიდან დავიწყე. საოცარი სახლი იყო, არაჩვეულებრივად მოწყობილი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი იყო, სიმყუდროვის შეგრძნება საოცრად იგრნობოდა. ბუხრის ოთახი ცალკე იყო გამოყოფილი, ორი დივანით და სავარძლებით, ბუხრის თავზე დიდი ტელევიზორი იყო განთავსებული, მის გვერდით კი იატაკიდან ჭერამდე ფანჯრები იყო. სინათლე და სიმშვიდე სუფევდა. სამზარეულო, ბარის ტიხრით იყო გამოყოფილი, იქვე მაგიდა და საკამები იდგა. საძინებლები ერთმანეთს არ გავდა, ყოველი მეორე წინა მორბედზე უკეთესად მეჩვენებოდა. კიბიდან მარხნივ, ერთმა საძინებელმა მიიპყრო ჩემი ყურადღება. შეუიარაღებელი თვალითაც ნათელი, იყო რომ ეს საძინებელი ვახტანგის იყო. ორ დიდ ფანჯარას შორის, საწოლი იდგა, ნაცრისფერი ტყავის ქსოვილით გაწყობილი. ზეწარი ოდავ მუქ ტონალობაში იყო გადაწყვეტილი. დიდი, კარადა იყო კედელზე მიშენებული, იატაკიდან ჭერამდე, დიდი სარკით. ტონალობა ისევ ნაცრისფერთან იყო გათანაბრებული, მხოლოდ შავი პრიალა კანტი დაყვებოდა აქა იქ. ტელევიზორის ირგვლივ რამდენიმე თარო იყო არასიმეტრიულად კედელზე მიმაგრებული, ზოგან წიგნები იყო განთავსებული, ზოგან კი რამოდენიმე ფოტო თეთრ პრიალა ჩარჩოში. საერთო ჯამში, ასოციაცია მებადებოდა, რომ თითოეული დეტალი წინასწარ გათვლილად იყო ამ ოთახში მოხვედრილი, არც ზედმეტი იყო რამე და არც ნაკლები. წიგნები გადმოვალაგე, რომ თარო გამესუფთავებინა, სურვილმა წამძლია და წიგნები გადავათვალიერე. ჩემი ყურადღება კი განსაკუთრებით, ერმა წიგნმა მიიპყრო, არ მეგონა ვახტანგის საძინებელში ამ წიგნს თუ წავაწყდებოდი. ხელში მეჭირა და მტვრისგან ვწმენდდი. - კითხვა იმაში არ მდგომარეობს ვინ დამრთავს ნებას, არამედ ვინ შემაჩერებს - უკან მივიხედე და ვახტანგი დამხვდა. - მისტერ ჰოვარდ რორკი... შესანიშნავი არქიტექტორი, არაჩვეულებრივი წიგნი და წარუშლელი შთაბეჭდილება. - სიმართლე გითხრათ გამაკვირვეთ, არ მეგონა აინ რენდი პირველწყაროს ქალბატონები თუ კითხულობდნენ. - ცდებით. - ანა, ქვემოთ ჩამობრძანდით, დროა ვივახშმოთ. - დავამთავრებ და ახლავე. არაჩვეულებრივი მწვადის სუნი ტრიალებდა. მაგიდა ლამაზად იყო გაწყობილი, თეთრი მრგვალი თეფშები და ვერცხლისფერი დანა ჩანგალი იდო, მაღალ ფეხზე შემდგარი სამი ბოკალი. ხელსახოცები სამკუთხედად გადაკეცილი, ყველა თეფშის მარჯვნიმ დანის ქვეშ იყო განთავსებული. აშკარა იყო, რომ დიდი წვალება მამაკაცებს არ დაჭირვებიათ. - დაბრძანდით, მიირთვით. - რატომ არ დამიძახეთ, მეც მოგეხმარებოდით. - ჩვენ მამაკაცებსაც შეგვიძლია ანა რაღაც რაღაცები - სიცილით თქვა ირაკლიმ. - არა, რა თქმა უნდა, მაგრამ... - არავითარი მაგრამ, შეაფასეთ ჩვენი ნახელავი - ღიმილით მითხრა ირაკლიმ. ერთი შეხედვით მწვადი, ძალიან მიმზიდველი იყო, დარწმუნებით შემეძლო მეთქვა, რომ გემრიელიც, კარტოფილიც შეუწვავთ ნაკვერჩხალზე, არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, აქა იქ მარკეტში ნაყიდი რამოდენიმე მზა საკვებიც იდო მაგიდაზე. მწვადი მართლაც რომ უგემრიელესი იყო. ვახშმობის შემდგომ, მაგიდა ავალაგე, ჭურჭელი გავრეცხე და მათთვის განკუთვნილ ადგილას განვათავსე. ბუხრის ოთახში გავიდნენ და დივანზე დასხდნენ, ირაკლიმ ბუხრისთვის შეშა შმოიტანა და ბუხრის გვერდით შეშისთვის გამოყოფილ თაროებზე განალაგა, საოცარი მყუდროება სუფევდა ირგვლივ. თითქოს წარსულის ემოციების გახსენება დღეს აქ უადგილოც კი იყო. - ანა, ღვინო წამოიღეთ და მოდით - დამიძახა ირაკლიმ. ღვინის ბოთლი მივიტანე დივანის წინ შუშის პატარა მაგიდაზე დავდე. - დაჯე რა, დაისვენე ცოტა, რამე ფილმი გვირჩიე და ვუყუროთ რა - დივანში კომფორტულად მოთავსებული ირაკლი ჩემგან პასუხს ელოდა. - თბილისსში არ ვბრუნდებით? - ლოგიკური კითხვა დავსვი. - კარგი რა რა დროს თბილისია, ფილმს ვუყუროთ და წავიდეთ, არსად გაგექცევა შენი თბილისი. - მესმის, მაგრამ ბარშიც უნდა მივიდე. - ანა, შენი უფროსი აქ ზის, ვკითოთ აბა დღეს თუ გაგათავისუფლებს - ნიშნისმოგებით ხან მე მიყურებდა ხანაც ვახტანგს. - დღეს ნამდვილად იმსახურებთ ანა, დღის ბოლო მშვიდ გარემოში გაატაროთ - თვქა ვახტანგმა. - კეთილი. თითქოს აქ ყოფნა მსიმოვნებდა, ჩემდა გასაკვირად ეს ორი მამაკაცი დღეს ჩემთვის გაუგებარ ნდობას იწვევდა ჩემში. ვახტანგიც კი, რომელმაც ჩემი არ ირწმუნა. - ვახო, რა ფილმს ვუყუროთ ? - რომლეიც გინდათ, ანა შენ რას შემოგვთავაზებ? ბლოგბასტერი და ომი არა ოღონდ - იციინოდა ვახო. - დიდად ვერ ვერკვევი ფილმებში სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ყველა ფილმი საინტერესო იქნება, თქვენ შეარჩიეთ. - მაშინ, რადგან ქალბატონია ჩვენ კამპანიაში, რამე რომანტიულ მელოდრამას ხომ არ ვუყუროთ? - თქვა ირაკლიმ. - ოღონდ არ გვატირო ირა - სიცილით მიუგო მეგობარმა. - ანა, აბა რას იტყვით, მისაღებია თქვენთვის მელოდრამა ? - კი ბატონო, წინააღმდეგი არ ვარ ნამდვილად. - ახლა ისღა დაგვრჩენია, ფილმი შევარჩიოთ. დიდხანს იფიქრეს, იკამათეს, ბოლოს კი ,,თქვენთვის წერილია’’ შეარჩიეს. ადრე მქონდა ეს ფილმი ნანახი, წარუშლელი შტაბეჭდილება დატოვა, მეგ რაიანის და ტომ ჰენქსის წყვილი წამიერად შემიყვარდა. ჩვეულებრივი კლასიკური ამერიკული მელოდრამა იყო. ფილმი დასრულდა თუ არა, ვახტანგმა საუბარი დაიწყო. - ირა, გახსოვს ინტერნეტით გოგო რომ გაიცანი, ოცდაოთხი საათი მასზე მელაპარაკებოდი, ეს ის გოგოა ცოლად რომ მოვიყვანო, აუ სახელი არ მახსოვს. - კი, როგორ არ მახსოვს, მისი სურათიც კი არ მქონდა ნანახი, ჩემი რამდენიმე ბავშვობის ფოტო გავუგზავნე, თუმცა მასზე არაფერი არ ვიცოდი, გარდა იმისა რომ მართლა ჩემი სულის მეორე ნაწილი იყო. - მერე ? - დავსვი კითხვა. - არაფერი, რამდენიმე თვე გადაბმულად გვქონდა მიმოწერა, ინგლისსში მივდიოდი, და ვთხოვე წასვლამდე შემხვედროდა, თუნდაც რამოდენიმე წამი დამენახა, უარი მითხრა, ძალიან მეწყინდა, ვერ ვიგებდი თავს შეხვედრას რატომ არიდებდა, მართლა არ მაინტერესებდა რა ფერის თვალი ქონდა, გრძელ ფეხებზე იდგა თუ მოკლეზე, მსუქანი იყო თუ გამხდარი, მდიდარი თუ ღარიბი, ერთი სიტყვით სულ რაღაცას იმიზეებდა, ხან უივერისტეტს, ხან უდროობას, მოკლედ მიზეზი არ ელეოდა. აბსოლიტურად ყველაფერი ვიცოდით ერთმანეთზე, ერთმანეთის ოჯახებზე, რა გვიყვარდა, რა მოგვწონდა... ვერაფრით შევიხვედრე. ბოლომდე მეგონა, რომ აეროპორტში მოვიდოდა, თვალებს ვაცეცებდი, ზუსტად ვიცოდი, რომ მოსულიყო, თუნდაც შორს დამდგარიყო ვიცნობდი, მილიონ ქალში გამოვიცნობდი, მაგრამ არ მოვიდა. - ანა, შენ კიდევ არ იცი, ამ დროს რა დეპრესია ქონდა ირაკლის - გულდაწყვეტთ მითხრა ვახტანგმა. - სშინელი, დღემდე მინდა ვნახო, მოვიკითხო, სად არის და როგორ, ალბათ დღეს ოჯახიც შეიძლება ყავდეს, ოცდარვა ოცდაცხრა წლის იქნება დაახლოებით. - სადმე რომ შეხვდეთ, დარწმუნებული ხართ რომ იცნობთ? - ღიმილით დავუსვი კითხვა. - დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ვიგრძნობ. ანა ეს, ის მიმოწერა არ იყო, ბანალური, ბიჭი გოგოს გამოსაჭერად რომ წერს და პირიქით, სულ სხვანაირი საუბრები გვქონდა, პატარები არ ვყოფილვართ ოცდაშვიდი წლის მე ვიყავი, ის კი თვრამეტი ცხრამეტი წლის. ბევრი საერთო გვქონდა ძალიან ბევრიც. აეროპორტში, გაფრენამდე მივწერე, რომ უცნობი ქალი შემიყვარდა მისი სახით, პასუხი არ დაუბრუნებია. სიმართლე გითხრა? ეს სიტყვა ერთხელ ვთქვი, მეორედ ჯერ-ჯერობით არავისთვის მითქვამს. მის ხასიათს, მის აზროვნებას, მის ცხოვრებისადმი დამოკიდებულებას ვეძებდი და ვეძებ ყველა ქალში, მაგრამ ვერ ვპოულობ, ღმერთმა იცის სადაა და ვისთან ერთად, დრო მალე გადის, უკან არ ბრუნდება. - რატომ არ მოძებნე? ესე მარტივად რატომ გავუშვი? - ვახტანგმა დასვა კითხვა. - ის ჩემთან შეხვედრას არ აპირებდა ვახო, შენც ხომ იცი... ალბათ, გავუში, ისე რომ უკან მოსაბრუნებელი გზაც არ დავუტოვე, ყველაზე მეტად მიანც ჩვენ შორის სოციალური განსხვავება იყო მისთვის მტკივნეული, ამას ძალიან განიცდიდა, მიუხედავად იმისა რომ ვცდილობდი დამერწმუნებინა მატერიალური მდგომარეობისთვის ყურადღება არ მიექცია. ბევრჯერ ჩემი მშობლების გაცნობაც კი შვეთავაზე, უარზე იყო... შეიძლება დრღეს ნანობს... არ ვიცი. თუ ოდესმე ბედი შეგვახვედრებს, ვერც კითხვებს და ვერც მე ვერ გაექცევა, აღარ მივცემ გაუჩინარების საშუალებას. ნუ თუ რა თქმა უდნა ოჯახი არ ყავს. - ეგ თავისთავად. - სახელი ? - ჩუმად ამოვილუღლუღე. - ანუკი... ანუკი ერქვა. სევდიანი განწყობა შემოიტანა, ირაკლის ამბავმა. გულიში თითქოს ელექტროენერგიის მუხტმა გამკრა, უჩვეულოდ ვიგრძენი ძალიან თავი. ვერანაირად ვერ ვრეაგირებდი მის მონაყოლზე, ვცდილობდი ცრემლები შემეკავებინა, ან რა უნდა მეთვქა, გამარჯობა ირაკლი, შენი ანუკი მე ვარ მეთქი? ლამის იყო გული დაგორვილი ემოციებისგან გამხეთქვოდა, ნუთუ მართლა ელოდა ჩვენ შეხვედრას? ის რასაც ამბობდა ნუთუ მართალი იყო, ის შორეული გრძნობა სიტყვებში გაჩენილი, ნუთუ დღესაც ცოცხლობდა? დღემდე გონია, რომ აეროპორტში არ მივედი, მახსოვს, შესასვლელთან ვიდექი, მისი გაფრენის დროს ვუყურებდი, ხალხი ტრიალებდა, მესმოდა შეძახილები როგორ ამხნევებდნე ირაკლის გაფრენამდე, თუმცა მისი სახის დანახვა ვერ მოვახერხე, თავის თავად ვერც თვითონ დამინახავდა.... გული და სული ერთად მტკიოდა, ჩემი გულის ნაწილი, რომელიც ისედაც შორს იყო, უფრო შორს მიდიოდა. თვითფრინავის გაფრენდე აეროპორტში ვიყავი, ასე ახლოს და თან ასე შორს. ყველა მისი სიტყვა და ფრაზა მიყვარდა, თუმცა შეუძლებელ და გარდაუალათან ჭიდილის თავი არასდროს მქონდა. გავუშვი... სამუდამოდ გავუში. სახლში დავბრუნდი და მისი მონაწერები გავხსენი, ხშირად ვკითულობდი, გაგიკვირდებათ და ათი წლის მერეც ვინახავ. აი ზუსტად ისე, ჩვენი ბებიები და ბაბუები, ახალგაზრდობის სასიყვარულო დეპეშებს რომ ინახავენ, რაღაც დროის გასვლის შემდგომ კვლავ რომ გადაიკითხავენ, სიხარული და ბედნიერება სახეზე რომ აწერიათ, ზუსტად ასე დავფოფინებდი ჩემი და ირაკლის მონაწერებს. ბოლოს წინა მონაწერი, ყველაზე მნიშნელოვანი იყო ჩემთვის ,,უცნობო ქალბატონო, შემიყვარდი შემიყვარდი’’. ვტიროდი, ცრემლებს ვერ ვიშრობდი, გული ყელში მქონდა და მახრჩობდა, მისი საბოლოო მონაწერმა კი მაფიქრებინა რომ დავკარგე, საკუთარი ხელითაც კი შეიძლება იტქვას, რომ გავუშვი, არ ვიბრძოლე, მივხვდი, რომ ის ჩემთან აღარ დაბრუნდებოდა. ნელ-ნელა ავალაგე კოჯორში ბუხრის წინ მდგომ მაგიდიდან ბოკლები, გავრეცხე და შევინახე. ვახტანგი მანქანისკენ წავიდა, ირაკლი ისევ ბუხართან იჯდა. - ანა, გყვარებიათ როდესმე? - ძალიან სევდიანი მომეჩვენა. - ერთხელ ყველას გვყვარებია. - ღიმილით ვუპასუხე. - მსგავს სიტუაციაში, როგორ მოიქცეოდით ანა? - ჩემგან პასუხს ელოდა, ბედის ირონიაა... - ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ, ბატონო ირაკლი - უკვე ვგრძნობდი რომ თვალები ცრემლით მევსებოდა, მალევე უნდა დაგეტოვებინა სახლი. - რატომ? საყვარელ მამაკაცს მისცემდით ასე წასვილს უფლებას? ასე უთქმელად და უმოქმედოდ? - ის თუ არ ცდილობს დარჩენას.... დაე წავიდეს - ვუპასუხე. - არაფერს გააკეტებთ მის მოსაბრუნებლად? - არა, თუ წასვლა უნდა, მაინც წავა. დროა გავიდეთ, საუბარი გაგვიგრძელდა. ბუხარში ირაკლიმ წყალი შეასხა, ცეცხლის ჩასაქრობად. კარი გასაღებით გადაკეტა, ვახტანგის მაქანაში ჩავსხედით და თბილისისკენ წამოვედით. ძალიან მაოცებდა ვახტანგის შეცნობა, რაც უფრო დიდ ხანს ვატარებდი ამ მამაკაცის სიახლოვეს, უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი რომ არც ისეთი ,,ფაშისტი’’ და შეუვალი იყო როგორც თავს გვაჩვენებდა. სიცილიც შეძლებია და ღიმილიც, მეგობართან ერთად მშვენიერი დროის გატარებაც, არაჩვეულებრივი მოსაუბრეც იყო ამავდროულად. ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა, ვახტანგმა უპასუხა. ძალიან ბედნიერი იყო იმით რაც სატელეფონო ხაზის მეორე მხრიდან ესმოდა. ტელეფონი გათიშა. - დავითი გავათავისუფლეთ სამსახურიდან, თავად დაუწერია განცხადება, კარგი გადაწყვეტილება მიიღო. - თქვა ზედმეტი თავდაჯერებულობით ვახტანგმა. - დათო ტო? რატომ რა მოხდა? მხოლოდ ერთი დავითი მახსენდებოდა მათი წრიდან, აი ის, მის მეუღლეს დიდი ვნების ქარცეცხლში რომ ატარებდა. - დავითი, ეს ის ბატონია ამას წინად ბარში თქვენთან ერთად რომ იყო? - ენამ წინ გამასწრო, ვინ მეკითხებოდა, რას ვერეოდი, თუმცა კითხსვის დასმისგან თავი ვერ შევიკავე. - ანა დავითს იცნობთ? - გაკვირვებით მკითხა ირაკლიმ. - ბარში ყოფნის დროს, შეკვეთას რომ ვინიშნავდი, სახელით მიმართეთ და ... - ხო, ეგაა კი... - მიპასუხა ვახტანგმა. დაწვრილებით მოყვა ვახტანგმა, ყველა ის მიზეზი რის გამოც მისი სამსახურიდან გაშვების საკითი დადგა. ვცდილობდი ფაქტები და გარემოეებები ადეკვატურად შემეფასებინა, ფაქტი უტყუარი იყო იმის შესახებ, რომ მომხდარში მთავარი როლი ირინეს მიუძღოდა. ირაკლი ვახტანგს დაეთანხმა და მისი პოზიცია გაიზიარა. ჩემ სახლთან მიმიყვანეს, მანქანიდან სანამ გადმოვედი მადლობა მოვუხადე დღევანდელი დღისთვის. ეს ის მალდობა იყო, რომელიც ნამდვილად საჭირო იყო, წინა შემთხვევისგან განსხვავებით. - ანა, გავიმეოროთ რას იტყვით? - მხიარულად მითხრა ირაკლიმ. - ვნახოთ, მალდობა კიდევ ერთხელ. ნახვამდის. დავემშვიდობე და საკლისკენ წავედი. ბაბუს მშვიდად ეძინა, ვენერა დეიდაც არსად ჩანდა, უკვე საღამოს 9 საათი სრულდებოდა, ალბათ მასაც ტკბილად ეძინა. ხვალ რთული დღე იქნებოდა, შაბათ-კვირას ბარში სტუმრების ულევი რაოდენობა მოდის. შევეცადე ადრე დამეძინა, ენერგიის მოსაკრებად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.