შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავნება ქალბატონი (თავი 6)


25-02-2022, 01:31
ავტორი Anastacia
ნანახია 11 776

სარკეში უყურებდა საკუთარ გამოსახულებას და აზრების დალაგებას ცდილობდა.რა უნდა ექნა?დარჩენილიყო? ანდრომ აშკარად მიახვედრა,რომ მისგან სითბოს და გაგებას ვერ მიიღებდა.მას ისედაც ყველაფერი გადაწყვეტილი ქონდა და თეკლას ეს მშვენივრად ესმოდა.თვითონ რას იზამდა?დაიწყებდა საკუთარი თავის მართლებას?საშინალდ გაბრაზებული იყო,რომ ანდრომ მაშინვე არ უთხრა და ჯერ თვითონ არ მოუსმინა.იქნებ არ ქონდა გაბრაზების უფლება?არაფერი არ იცოდა.უამრავი კითხვები ქონდა და არცერთზე პასუხი.
ცხელი წყალი მოუშვა და დუშის ქვეშ დადგა,რომ ოდნავ მაინც მოეხსნა დაძაბულობა და საღი აზროვნების უნარი დაბრუნებოდა.ანდროს სახლიდან,რომ წასულუყო,ნამდვილად ბოლო მოეღებოდა მათ ურთიერთობას,მაგრამ რომელ ურთიერთობას?ანდროს ცხოველურ დამოკიდებულებას?ეს აზრები არ ასვენებდა,მაგრამ ყველაზე მთავარი ის იყო,რომ საკუთარ თავს ვერ წარმოიდგენდა ანდროსგან შორს!ნუთუ მზად იყო,რომ მასთან დარჩენილიყო და მისი აუტანელი მობყრობა ეთმინა?რა თქმა უნდა მზად იყო! ეს კი ყველაზე მეტად აშინებდა.ეს არასწორი იყო,მაგრამ ვერაფრით აიძულებდა საკუთარ თავს წასვლას და ანდროს დატოვებას.საშინლად განადგურებული იყო,მაგრამ ვერც ანდროს დატოვებდა ასეთ მდგომარეობაში.ყოველ შემთხვევაში ახლა არა!
თეთრი ხალათი მოიცვა და გამოვიდა,ანდრო კი ვისკით ხელში სავარძელში იჯდა,მისი იქ ყოფნა არ შეიმჩნია ისე ამოალაგა ბარგი.ანდრო კი უყურებდა და ცდილობდა გაეგო ვინ იყო ეს ქალი.ვერ იაზრებდა როგორ შეეძლო ისე მოქცევა თითქოს არაფერი არ ხდებოდა:
-ძალიან კარგი!კარის ჩაკეტვა აღარ მომიწევს!-წამოდგა კარადასთან მივიდა,თეკლას ახლოს დადგა,მაგრამ მხოლოდ იმისთვის,რომ თავისი ტანსაცმელი აეღო.თეკლა მის სურნელს გრძნობდა,რომელიც წამში აბრუებდა მის გონებას და სხეულს,მაგრამ არ შეიმჩნია და თავისი საქმე გააგრძელა.ანდრო აბაზანაში შევიდა და მერე ჩაილაპარაკა:
-იდიოტი!
ისევ შავად შეიმოსა და ლოგინზე წამოწვა,პლედი დაიფარა და დაძინება სცადა.ანდრომაც შხაპი მიიღო და გამოიცვალა.მძინარე ცოლს თვალი მოავლო და ოთახიდან გავიდა.ერთ წამში გაუცხოვდნენ ერთმანეთის მიმართ,რაც მათ შორის დაძაბულ სიტუაციას ქმნიდა.თეკლამ იცოდა,რომ ანდრო ავთოსთან კავშირს არ აპატიებდა,მაგრამ თანაგრძნობას ელოდა,ეგონა გიაგებდა თუ რატომ მოიქცა ასე,მაგრამ ის არაფერს ამბობდა ამის შესახებ,ამიტომ დარწმუნებული იყო,რომ ავთოს ყველაფერი ისე არ მოუყოლია,როგორც იყო.თეკლას უფლება ქონდა,რომ თავი ემართლებინა და თავის დასაცავად არგუმენტები წარედგინა,მაგრამ დუმდა.არ შეეძლო დამჯდარიყო და თავისი ცხოვრების ბოლო სამი წლის შესახებ მოეყოლა,რადგან თითოეული წამი ტკივილით იყო სავსე.როგორც კი ლაპარაკს იწყებდა მაშივე ყველა სიტყვა ავიწყდებოდა და სიტყვებს ვერ პოულობდა,რადგან შეუძლებელი იყო იმის სიტყვებით გადმოცემა ,რასაც გრძნობდა!
***
-შენ აქ რა გინდა?-როგორც კი ანდრო დაინახა ბარის კუთხეში მჯდარი, ვისკით ხელში,მაშინვე მისკენ გაემართა.
-აბა სად უნდა ვიყო თემო?
-გასაგებია,რომ თაფლობის თვეს ვერ მოიწყობდი,მაგრამ აქაც არ გელოდი!-ბარმეს ხელით ანიშნა,რომ მისთვისაც დაესხა.-რაო რა გითხრა იმ კუდიანმა?
-საქმეც იმაშია,რომ არაფერი არ უთქვამს!-ჩაიცინა ანდრომ.
-ალბათ თავის გასამართლებლად ვერაფერი მოიფიქრა და მაგიტომ!
-ხო ალბათ!
-ვინ იფიქრებდა,რომ თეკლა ამდენ ტკივილს მოგაყენებდა?!
-და მაინც მასთან ერთად ყველაზე ბედნიერი წუთები მაქვს გატარებული.
-ახლა სად არის?
-სახლში.დაძინებული დავტოვე.
-რომ წავიდეს?
-არ წავა!
-რატომ?
-იმიტომ,რომ მე არ მინდა!
-ხო იცი,რომ თუ მოინდომებს არ გაუჭირდება?
-გაქცევა მისი სტილი არ არის!
-გუშინ,რომ გიყურებდი,ერთ მომენტში შემეშინდა,მისთვის რამე,რომ არ დაგეშავებინა.-წყნარად შეაპარა სათქმელი.
-ხომ იცი,რომ რაც არ უნდა მოხდეს ხელს ვერ ვახლებ!ისედაც ზედმეტი მომივიდა.ჯანდაბა!ისე ძალიან ქონდა მაჯა დალურჯებული!თავისი ამღვრეული თაბლისფერი თვალები,რომ შემომანათა, საკუთარი თავი შემზიზღდა.
-ვაიმე ანდრო,როგორ შეგიძლია ისევ,ისე გიყვარდეს?
-შენ ვერ გაიგებ თემო!ის ისევ ისე მიყურებს,როგორც პირველივე დღეს,ისევ ისე უთრთის სხეული მე,რომ ვეხები,ისევ ისე შემომციცინებს თვალებში და როგორ უნდა დავიჯერო,რომ ამ ქალს ცხოვრებში ფულის მეტი არაფერი არ ადარდებს.
-ეგ შენი მომხიბვლელობის ბრალია,მეტი კი არაფერი!
-თემო აქედან დ*ხვიე,ნერვებს მიშლი უკვე!
-მართლაც უნდა წავიდეე,შენ კი აქ არ დარჩე წადი სახლში და გამოიძინე!-მხარზე დაარტყდა ხელი და ანდროს გაეცალა.ბარიდან გამოსულს რაღაც უჩვეულო ხმები მოესმა,რომელიც ბოლოს გაარჩია და მიხვდა,რომ გოგოს კივილის ხმა იყო.შენობას შემოუარა და დაინახა,როგორ უფათურებდა ხელებს ვიღაც ტიპი,ერთი ციდა გოგონას,ფართხალებდა და თავის დახწევას ცდილობდა,მაგრამ არაფერი გამოსდიოდა,როგორც კი გაიაზრა სიტუაცია მაშინვე მივარდა თემო:
-შე ნაბი*ვარო არ გასწავლეს,რომ როცა გოგო არას გეუბნება არ უნდა მიუახლოვდე?!-რამდენიმეჯერ უთავაზა ცხვირ-პირში და გაითიშა კიდეც,იქვე მიაგდო და გოგოს მოკიდა მკლავში ხელში და თან გაიყოლა.გრძნობდა თუ როგორ უკანკალებდა სხეული,თავის მანქანასთან მიიყვანა და მერე დააკვირდა:მხრებამდე ძლივს წვდებოდა,ცისფრად ქონდა თმები შეღებილი,პატარა ცხვირი ქონდა,ლოყები აწითლებოდა და შეშინებული აფახუნებდა თვალებს თავისი გრძელი წამწამებით.წამით გაითიშა თემო ბერიძე,ისეთი საყვარელი და ნაზი ეჩვენა,ახლა უფრო მოერია ბრაზი,უნდოდა,რომ თითოეული ძვალი დაემტვრია იმ ტიპისთვის.
-დიდი მადლობა...თქვენ,რომ არა არც მინდა წარმოვიდგინო რა მოხდებოდა.-აზრებიდან,გოგონას ხმამ გამოიყვანა.
-აქ მარტოს რა გინდოდა?-წარბები შეკრა თემომ და ისე შეეკითხრა,თითქოს გოგოს ბრალი იყო მომხდარი.
-იცით რა მადლობა დახმარებისთვის,მაგრამ ეს თქვენ აღარ გეხებათ.-საყვარელი გოგონა,რომელიც შეშინებული იყურებოდა წამსვე გამოცოცხლდა და აქეთ შეუბღვირა თემოს.
-ევა სად წახვედი?-ვიღაც ბიჭი მიუახლოვდათ,რომელშიც თემომ თავისი ყოფილი კურსელი ამოიცნო.-ვაა თემო,გამარჯობა,ჩემი დის გვერდით შენს დანახვას არ ველოდი.-დას ეჭვნარევი მზერა მიაბყრო და თემოს შეხედა.
-გამარჯობა ერეკლე.-ცივად უთხრა და ხელი გაუწოდა.
-საიდან იცნობთ ერთმანეთს?
-არსაიდან,შენ კი ჯობია შენს დას ყურადღება მიაქციო ხოლმე!-გოგოს რაღაცის თქმა უნდოდა,მაგრამ არ აცლა უცებვე უთხრა ერეკლეს სათქმელი,მანქანაში ჩაჯდა და სწრაფად მოწყვიტა მანქანა ადგილს.
-ამ იდიოტს საიდან იცნობ?-ძმისკენ შემობრუნდა ევა.
-ჩემი ყოფილი კურსელია,რა ხდება?შენ რა გესაქმება თემოსთან?-
-არაფერი საერთოდ არ ვიცნობ,უბრალოდ შემთხვევით შევეჯახე,ხო იცი რა უყურადღებო სიარული ვიცი.-იცრუა,რადგან ერეკლესთვის სიმართლე,რომ ეთქვა მოკლავდა იმ საცოდავ ბიჭს,თან ისედაც ნერვებ მოშლილს თავიდან ჩხუბის თავი არ ქონდა.
-ევა ხომ არ მატყუებ?ლოყები რატო გაქვს აწითლებული?-ეჭვნარევი მზერა მიაბყრო დას.
-ვაიმე ერეკლე თუ გინდა წადი და კითხე იმ შენ თემოს და საერთოდ ხო იცი ვერ ვიტან ამ ადგილს!წავიდეთ!-სწრაფად მოშორდა და ძმის მანქანისკენ გაემართა.
***
ისევ ნასვამი დაბრუნდა,საძინებელში ასვლას აპირებდა,მაგრამ თეკლა შენიშნა,რომელიც დივანზე იყო მიწოლილი და ეძინა.მიუახლოვდა,მის წინ ჩაიმუხლა და სახეზე გადმოყრილი თმა გაუსწორა.უყურებდა და იაზრებდა,რომ ამ ქალის გარეშე სიცოცხლე არ შეეძლო,მაგრამ მასთან მშვიდად ცხოვრებაც შეუძლებელი იყო.
-თეკლა გაიღვიძე...-ოდნავ შეიშმუშნა და თვალები ნელა გაახილა.
-მოხვედი?
-როგორც ხედავ კი!
-ისევ დალიე!
-და შენ რა მერე?-უკვე ორივე ერთმანეთის პირდაპირ იდგდნენ.
-არც არაფერი!რაც გინდა ის გიქნია!
- ანუ რაც მინდა ის?-ერთი ნაბიჯი გადაგა და მხოლოდ რამდენიმე სანტომეტრი აშორებდათ ერთმანეთს.-და თუ შენი კოცნა მინდა?
-გუშინ ვერ მიტანდი და დრეს ჩემი კოცნა მოგინდა?-აკანკალებული სხეულის დამალვა ნაკლებად გამოსდიოდა თეკლას.
-კოცნისთვის სიძულვილი ან სიყვარული საჭირო არ არის!
-შენი ჟინის დასაკმაყოფილებლად წადი და სხვა ვინმე გამოიყენე!-მზერა მოაშორა და გვერდის ავლა სცადა,მაგრამ მკვლავში წვდა ანდრო და ტუჩებზე წაეტანა.როგორც კი მოშორდა მაშინვე იგრძნო წვა ლოყაზე.
-მე შენ მართლა შენი სათამაშო ხო არ გგონივარ?!
-ვერც კი წარმოიდგენ რა დიდი სიამოვნებაა შენი ამ დგომარეობაში ხილვა!ისეთი უმწეო ხარ!აღარ გაქვს ძალაუფლება,რაც განადგურებს,მხოლოდ ცარიელი სიტყვები შეგიძლია წარმოთქვა,რომელიც ჩემთვის აღარაფერს აღარ ნიშნავს!
-თითოეულ სიტყვას და საქციელს ინანებ ანდრეა!-მოშორდა და საძინებელში ავიდა.მაშინვე ცრემლები გადმოსცვივდა და აბაზანაში შეიკეტა,რომ ანდროს არ დაენახა,მართლაც უმწეო იყო,თავის დასაცავად არაფერი არ გააჩნდა,გარდა სიმართლისა,რომელიც მხოლოდ მას ეკუთვნოდა.მხოლოდ თვითონ შეეძლო საკუთარი თავის გამართლება,რადგან არ უნდოდა,რომ ვინმეს ცოდნოდა ის გზა,რომელიც თვითონ გამოიარა.შეიძლება ეს სისულელეა,მაგრამ თეკლას სჯეროდა,რომ თუ ანდროს საკუთარ თავზე სიმართლეს მოუყვებოდა შინაგან სიძლიერეს დაკარგავდა.ისედაც სუსიტი იყო ანდროს წინაშე,მაგრამ არ უნდოდა,რომ საკუთრაი თავის წინაშეც ასეთი ყოფილიყო.არ უნდოდა,რომ თავისი სისუსტეების შესახებ ვინმეს სცოდნოდა.მანამ კი,სასან ეს კედლები იარსებებდნენ,რომელიც თეკლამ თავის გარშემო ააშენა,ფრთებს ვერ შეისხამდა და ანდროსაც მიაყენებდა ტკივილს.
***
ორი კვირა გავიდა,არცერთი არ იმჩნევდნენ დაძაბულობას,საერთოდ ისე იქცეოდნენ თითქოს ერთად არ ცხოვრობდნენ და საერთოდ ორივე მოჩვენებასავით დადიოდენს სახლში,ანდრო მაინც ცდილობდა,რომ სულ სახლსგარეთ ყოფილიყო აი თეკლა კი თითქოს მართლა უჯერებდა ანდროს და სახლიდან არ გადიოდა.დილაობით ვითომ საუზმეს ამზადებდა საკუთარი თავისთვის,მაგრამ ძირითადად ანდროსგამო აკეთებდა,რაზეც ანდროს ეღიმებოდა ხოლმე,რადგან კარგად იცოდა,რომ თეკლა საუზმობას ვერ იტანდა.ორ სიტყასაც ძლივს ესროდენ ერთმანეთს.ერთმანეთის არსებობასაც ვერ გრძნობდნენ ზოგჯერ,მაგრამ ორივემ იცოდა, რომ ერთი ჭერისქვეშ იყვნენ და ერთი სალხის ჰაერით სუნთქვამდნენ,რაც ძალზედ საკმარისი იყო ორივესთვის.თათას ესაუბრებოდა ხოლმე მესენჯერით,რომელსაც ეგონა,რომ თაფლობის თვეზე იყვნენ ქალაქ გარეთ.არ უნდოდა,რომ მას ენერვიულა ამიტომ სიმართლეს არ ეუბნებოდა.
თეკლა და ანდროს ურთიერთობა ლაბირინთს გადიოდა,იქნებ ერთხელ ნორმალურად,რომ დამჯდარიყვნენ და ესაუბრათ ყველაზე და ყველაფერზე,ასე არ მომხდარიყო ყველაფერი,მაგრამ ფაქტი ერთია,ორივე გაურბოდა ერთმანეთს და ერთმანეთის გარეშეც არ შეეძლოთ.
დილით ერთმანეთის გვერდიგვედ გაიღვიძეს,მაგრა ერთმანეთს არ ეხებოდნენ,არც რომელიმე ცდილობდა სხვა ოთახში გადანაცვლებას,თითქოს ორივემ გამოუტანეს თავიანთ თავებს განაჩენი და მკაცრად ასრულებდნენ მას.ორი კვირა გავიდა, ანდრო ოფისში უნდა დაბრუნებილიყო,ამიტომ მზადებას შეუდგა.თათა კი სამზარეულოში ჩავიდა და საუზმეს მომზადება დაიწყო,ყველაფერი მალევე მოამზადა და მაგიდაზე დააწყო თვითონ კი სამზარეულოდან გამოვიდა.ანდრო კიბეებზე ჩამოდიოდა,არც მიუქცევია ყურადღება ისე გვერდი აუარა და გასვლას აპირებდა,მაგრამ წყლის დასალევად,რომ შევიდა სამარეულოში და საუზმე დაინახა გვერდი ვერ აუარა,თან თეკლას ანდროს საყვარელი კექსი ქონდა მომზადებული,რომელიც არზე არ იყო როდის მოამზადა.ისაუზმა და არაფერი არ უთქვამს ისე გავიდა.როდემდე გააგრძლებდნენ ასე ერთმანეთის დაიგნორებას აზრზე არ ვარ,მაგრამ თეკლაც,რომ გაემზადა და სახლიდან,რომ გავიდა ეს ზუსტად ვიცი!
***
სავაჭრო ცენტრში იყო,რომ კომპანიის ერთ-ერთ ფილიალში მონიტორინგი ჩაეტარებინა,როცა ისევ ცისფერთმიანი გოგონა შენიშნა,რომელიც გაცხარებული ეჩხუბებოდა კონსულტანტს.
-აქ რა ხდება?- ევას უკან დადგა და თავისი ცივი და მკაცრი ბარიტონით იკითხა.
-ბატონო თემო...-დაბნეულმა წარმოთქვა უფროსიის სახელი კონსულტატმა,აი, ევა კი გაოგნებული შემობრუნდა.
-შეენ?
-დიახ მე!
-ძალიანაც კარგი,იქნებ ტვინი გაანძრიო და შენს მაღაზიას ყურადრება მიაქციო!-ნიშნის მოგებით განუცხადა თავისზე ორი თავით მაღალ თემოს და გვერდი აუარა.თემომ მტრული მზერა მიაბყრო გოგონას და უკან გაჰყვა ევას,რომელიც იქვე სკამზე ჩამოჩდა და ნაყინის შეკვეთა მისცა ოფიაციანტს.
-ეს პატარა ბავში ყველგან პრობლემებს როგორ პოულობ?-წინ დაუჯდა და თავისი ცისფერი თვალები მიანათა .
-ვინ არის პატარა?-მაშინვე წარბები შეკრა და შეუბღვირა თემოს.
-ვინ და შენ!
-იდიოტი!-
-აქ ვარ და მემსის!
-გესმოდეს მერე!
-რა დროს მოვესწარი და თავხედი ბავშვები იზრდებიან!-თვალები აატრიალა თემომ.
-თავხედი მე ვარ?-შეიცხადა ევამ.
-დიახ თავხედიც და უმადურიც!
-მაგას იმიტომ თუ ამბობ,რომ ორიკვირის წინ ის კრეტინი მიბეგვე დარწმუნებული ვარ არც პირველი იყო და არც უკანასკნელი,დიდი სიამოვნებით კი ურტყამდი,რაღაც მომენტში შემეშინდა კიდეც არ შეამოაკვდეს-მეთქი.-სწრაფად ჩამოურაკრაკა სათქმელი.
-აქ,რომ ზიხარ და მეტლიკინები,ის დაგავიწყდა როგორი შეშინებული კიოდი და შველას ითხოვდი? და საერთოდ ეგეთი ნაბი*ვრები მართლა მოსაკლავია!-ოდნავ ტონს აუწია თემომ,ისე უშლიდა ეს ერთი ციდა გოგონა ნერვებს,რომ ვერც იზრებდა.
-შენნაირი მშველელიც არც მჭირდება,როგოღაც დავახწევდი თავს!-მაინც არ თმობდა ევა პოზიციებს.
-არა რა,ხო ვამბობ უმადური ხარ!
-შენ კი ხისთავიანი!-ისე საყვარლად ქონდა წარბები შეჭმუხნული,რომ თემოს ტუჩის კუთხე ჩაუტყდა.
-საიდან დაასკვენი?
-სულ გაბრაზებული გამომეტყველებით დადიხარ. ისე თითქოს გარშემო ყველამ რაღაც დაგიშავა და ყველას ერჩი!-წარბები გახსნა და მშვიდად უპასუხა.
-შენ რა ჩემი გეშინია?
-არა,მე არ მეშინია შენი!-საყვარლად ჩაილაპარაკა და თვალები ქვემოთ დახარა.
-კარგია!-თვითონ შეხედა გოგონას და ისევ გაეიღიმა.
-ჩემთან ერთად ნაყინს შეჭამ?დაგპატიჟებ თან მადლობასაც გადაგიხდი.-უცებ მოციმციმე თვალებით ამოხედა და თემოს გაუღიმა.
-რითი?ნაყინით?-უცებ გადაიხარხარა თემომ.
-ხო რა იყო?-ისევ შეკრა წარბები ევამ.
-მართლა ბავში ხარ რა!
-სულაც არ ვარ ბავში,21 წლის ვარ!-თავი აწია და ისე განუცხადა თითქოს დედოფლის ტახტზე ადიოდა.
-კარგი მაშინ პატარა ქალბატონი იქნები!-ცხივირის წვერზე წამოკრა საჩვენებელი თითი და ორივეს გაეცინათ.
-მე გპატიჟებ,არ მაინტერესებს!-განუცხადა ევამ და თემომაც თავი დაუქნია,არ აწყენინა პატარა ქალბატონი.ბოლოს თემომ სხვა რარაცეებიც შეუკვეთა და თვითონვე გადიახადა რის გამოც გოგონა უკან მიჰყვებოდა შეკრული წარბებით:
-ის არ იკმარე,რომ მამატყუე და ახლა ძალით მიგყავარ სახლში,იქნებ საერთოდ არ ვაპირებ სახლში წასვლას?-ქვემოდან ამოხედა თემოს.
-და მაინც სად აპირებ ამ შუაღამე წასვლას?
-რა შენი საქმეა და საერთოდ ჯერ კიდევ საღამოა.
-შენთვის შუაღამეა!
-ვაიმე თემო ნერვებს მიშლი იკვე,ისე იძახი ჩემზე 20 წლით იყო უფროსი,ბარემ ბიძია თემო ხომ არ დაგიძახო!-ისევ შეუბღვირა.
-შენ კი მაბრაზებ უკვე ! და საერთოდ შენი ძმა სად არის,რომ არ გირეკავს,იქნებ ვისთან ერთად დაბოდიოლობ.
-ხო ვთქვი ხისთავიანი ხარ-მეთქი,და საერთოდ შენთან ერთად ვარ ვინმე უცხოსთან ხომ არა.
-და როდის მერე გავხდი მე შენთვის ახლობელი?- თვალებში ჩახედა და გოგონას დაბნეულობაც გამოიწვია.
-ყოველი შემთხვევისათვის ვიღაც მანიაკი არ ხარ ან ხარ მე რავიცი! და აი, ისევ დაიბრუნე ის მკაცრი გამომეტყველება,ღიმილი უფრო გიხდებოდა!
-მე შენ გამაგიჟებ პატარა ქალბატონო!-ხელი მოკიდა და მანქანაში ჩასვა.ევა რაღაცას კი ბუტბუტებდა,მაგრამ ვინ მოუსმინა.როგორც კი სახლთან მივიდნენ ევამ ღვედი შეიხსნა და გადასვლას აპირებდა,მაგრამ შეჩერდა და თემოსკენ შემობრუნდა.
-მოიცა შენ საიდან იცოდი ჩემი სახლის მისამართი?
-ნუ გავიწყდება,რომ შენი ძმა და მე კურსელები ვიყავით.-გოგონა ჩაიფიქრდა და თემომაც ხმამახლა გააჟღერა მისი აზრები.-დიახ 10 წლით გამოვდივარ შენზე უფროსი.
-ანუ მართლა შემიძლია ბიძია დაგიძახო!-როგორც კი თემოს მზერა დაიჭირა მაშინვე აფხუკუნდა.-კარგი რაიყო ვხუმრობ!
-მართლა ბავშვი ხარ!
-როდის შეწყვეტ ჩემი ასაკის ხაზის გასმას?-უცებვე წარბები შეჭმუხნა.
-შენ კი ას ემალე როგორ იცვლი ხასიათს?
-შენც მალე იცვლი,ერთი საათის წინ მიღიმოდი ახლა კი მიბღვერ!-ორივე მიაჩერდა ერთმანეთს და როგორც კი მათი თვალები შეხვდნენ ერთმანეთს ორივეს ჟრუანტელმა დაურაა,მაგრამ ევამ არ შეიმჩნია და გააგრძელა.-ჩემი თმის ფერი თვალები გაქვს!-ისეთი ტონით წარმოთქვა,რომ თემოს ისევ გაეღიმა.ეს გოგონა ისე ახერხებდა თემოს გამოშტრებას,რომ თემო ვერც იაზრებდა.
-რომელი ნორმალური შეიღებავს ცისფრად თმას?-ხელით ჩამოშლილი თმა გაუსწორა და აწითლებულ ლოყაზეც მოეფერა.
-მე...ჩემი წასვლის დროა...მადლობა ყველაფრისთვის!-დაიბნა თან თემოს შეხებისგან გულმა ამოხტომა დაიწყო და რაც შეიძლება მალე გადავიდა მანქანიდან.
-ბავშვი!-გაღიმებულმა ჩაილაპარაკა და სწრაფად მოწყვიტა მანქანა ადგილს.
***
სანამ თემო ბატონი პატარა ქალბატონის ხელში იყო ანდრო სახლში დაბრუნდა და თეკლა,რომ არ დახვდა გაცოფდა, გამწარდა,ისევ ნაპერწკელპს ყრიდა თვალებიდან:
-სად ხარ?-სანამ ზარი გადიოდა და თეკლამ უპასუხა,მანამ მთელი მისაღები დალეწა ანდრომ.
-შენ თუ გაქვს სამსახური მეც მაქვს!-მშვიდად განუცხადა თავნება ქალბატონმა.
-მე შენთვის სადმე წასვლის ნებართვა არ მომიცია მგონი!
-ნებართვის აღებას არც ვაპირებ და ნუ ღრიალებ ყური მეტკინა.-ნერვებს უშლიდა უკვე ანდროს საქციელი.ანდრომ სწრაფად გათიშა და მანქანაში ჯადნა და რამდენიმე წუთში კაფესთან იყო.ისე შეუვარდა ოთახში თეკლამ ვერც გაიზრა რა ხდებოდაა და წამოფრინდა სავარძლიდან.-რა ხდება? რა გაგიჟებს?
-ახლა ადგები და სახლში წამომყვები და ამ კაფეს კი საერთოდ დაკეტავ!
-ვითომ რატომ?
-იმიტომ,რომ მე მინდა ასე!-მუშტი დაარტყა მაგიდას და ისე იღრიალა.
-შენ უბრალოდ გეგონა,რომ შენგან წავედი და მაგიტომ ხარ არა გაგიჟებული?-ნელ ნელა მიახლოვდა და ხელი ჩაკიდა.
-ამ კაფეს დაკეტავ და ყველას გაუშვებ!-სწრაფად მოიშორა თეკლას ხელი და ისევ შეუღრინა.
-კი მაგრამ რატომ?რა გინდა?ტყვესავით გამომკეტავ 24 საათი სახლში?საერთოდ რას მოგიტას ეს ყველაფერი?რა ველურივით იქცევი ამხელა კაცი?-ყვიროდა,მაგრამ ვინ მოუსმინა ისევ წვდა მაჯაში ხელი და უკან გაიყოლა.-როდის დაანებ ამ ჩემს ხელს თავს,მოშუშებას ვერ ასწრებს ისევ რომ მილურჯებ!
-ჯანდაბა უბრალოდ მინდა,რომ ყველაფერი შენგან მოვისმინო, შენ კი თითქოს სპეციალურად დუმხარ და არფერს მეუბნები!-მანქანამდე მივიდნენ უცებ, რომ შემოტრიალდა და ხელი გაუშვა.
-ჩემი მოსმენა,რომ გდომოდა იმ დამპალ ავთოს არ დაუჯერებდი,პირდაპირ ჩემთან მოხვიდოდი!მე უბრალოდ გთხოვე,რომ ჩემი სიტყვისთვის დაგეჯერებინა,შენც მზად იყავი,მიუხედავად ყველა ჩემი შეცდომისა მზად იყავი ჩემთან ერთად გეცხოვრა,მაგრამ მერე არ ვიცი,როგორ,მაგრამ ავთოსთან ჩემი კავშირის შესახებ გაიგე და ყველაფერში მე დამადანაშაულე!იმან ალბათ რაღაც საშინელები მოგიყვა და შენც დაუჯერე! საერთოდ არ დაფიქრებულხარ ისე მატკინე!
-ამის დ*ედაც ვ*ატირე გგონია ასეთი ადვილია ყველაფერი?გგონია ადვილია იმ ყველაფრის მერე რაც შენ გააკეთე შენი დაჯერება?მე მთელი არსებით ვეცადე შენს თვალებშ რაღაც კარგი დამენახა და დავინახე კიდეც,გენდე,დაუფიქრებლად გადავწყვიტე,რომ მეორეჯერ დავქორწინებულიყავით და მერე უცებ ვიგებ,რომ ჩვენი შეხვედრა და საერთოდ ყველაფერი დაგეგმილი იყო თავიდანვე,რომ ავთომ ფული გადაგიხადა,რომ ჩემთვის ქონება წაგერთვა და კიდევ ათასი რაღაცა?გგონია ამის გააზრება ქორწილამდე რამდენიმე საათით ადრე ადვილია?კინაღამ გავგიჟდი,რესტორანში,რომ შემოვედი!შენ ისეთი ბედნიერი ჩანდი,ისევ ისე სიყარულით მიმზერდი მე კი განაგურებული ვიყავი,რადგან ისევ მომატყუე! სიმართლე დამიმალე,თუნდაც ავთოს ნათქვამი ბოლომდე არ შეესაბამებოდეს სიმართლეს შენ უნდა მოგეყოლა ყველაფერი ისე,როგორც იყო!
-ჯანდაბა ანდრეა მე არ შემიძლია.მე,რომ ყველაფერზე ვისაუბრო არ ვიცი....მე უბრალოდ სულ მარტო ვიბრძოდი და ახლა არ ვიცი როგორ შეიძლება მშვიდად და ბედნიერად ვიცხოვრო.თუნდაც ყველაფერი,რომ მოგიყვე რა შეიცლება,შენ ხომ არასდროს არ მაპატიებ,ჩემსმიერ მოყენებულ ტკივილს მაინც ვერ დაივიწყებ!შენ ისედაც იმ კაცის გჯერა!
-თეკლა შენი აზრით იმ კაცისთვის ერთი წუთითაც,რომ დამეჯერებინა ახლა აქ შენთან ერთად ვიქნებოდი?-თეკლას სახე ხელები მოიქცია და მზერა გაუსწორა.
-მე..მე არ ვიცი!მე უბრალოდ არ შემიძლია,ჩემს თავში ისეთი არეულობაა,რომ ვერაფერს ვერ ვალაგებ,მე უბრალოდ შენთან მინდა,შენს გვერდით!შეიძლება ჩაგეხუტო?-ისეთი თვალებით შეხედა ანდროს გულმა ვერ გაუძლო და მაშინვე მოეხვია:
-ჯანდაბა თეკლა! ასე ნუ მექცევი!-არ შეეძლო ასეთი თეკლას დანახვა,მიუხედავად ყველა იმ საშინელებისა რასაც ეუბნებოდა,მაინც გრძნობდა თუ რამდენად ტკიოდა თეკლასაც,იმდენად განსხვავებული იყო,იმ ადმიანისგან,რომელსაც სამი წლის წინ შეხვდა,რომ შეუძლებელი იყო არ შეგემჩნია.
მანქანაში ჩასვა,გზად აფთიაქში შეიარა და მალამო უყიდა დალურჯებული ხელისთვის და თვითონვე წაუსვა.საძინებელში აიყვანა და თვითონვე დაწვინა:
-გთხოვ არ წახვიდე,ჩემთან ერთად დაწექი.-ისევ დაემორჩილა და გვერდით მიუწვა,თეკლამ მკერდზე დაადო თავი და ანდრომაც ხელი მოხვია.-იცი შენს სურნელს,როცა ვგრძნობ ყველაფერი ქრება გარშემო,მხოლოდ შენ ხარ ჩემი დამამშვიდებელი ანდრეა!მხოლოდ შენ შეგიძლია გამაბედნიერო!შენს გარეშე ვერ ვიცოცხლებ!
-დაიძინე!-უთხრა და თვითონაც შეიგრძნო თეკლას სურნელი,სულ ენატრებოდა,მაშინაც კი როცა მისგვერდით იყო.
აი,ასე დასრულდა კიდევ ერთი დღე ანდრო და თეკლას ოჯახში,რომელსაც საერთოდ არ ერქვა ოჯახი,მაგრამ ისინი ერთმანეთისთვის ბევრად მეტს ნიშნავდნენ!
როცა ერთმანეთი სჭირდებოდათ,აუცილებლად ერთად იყვნენ!გრძნობდნენ ერთმანეთს და რაც მთავრია მათ შორის სიყვარული იყო,რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანია!




მოგესალმებით მეგობრებო...
უფრო ადრე მინდოდა დადება,მაგრამ სამწუხაროდ არ გამომივიდა...
იმედია ეს თავიც მოგეწონებათ და ახალი წყვილიც,რომელიც მე უკვე ძალიან შევიყვარე...



№1 სტუმარი Елка

Карги историаа гелодебит

 


№2 სტუმარი სტუმარი მზია

ძალიან მომწონს, გელოდებით

 


№3  offline წევრი დარინა

იმენა თეკლა ერთი ჩამოუყალიბებელი სულელი ქალიაა თურმე მარტო მისი სიტყვების უნდა სჯეროდეს ადამიანს მიუხედავად იმისა რამდენი ტკივილიც მიაყენა ანდრეას, არაფერს მოგიყვები მაგრამ ჩემი მაინც უნდა გჯეროდესო, რომ დაჯდეს და ყველაფერი მოუყვეს ხომ დალაგდება სიტუაციაა მაგრამ არაა იმენაა საკუთარი თავის ტანჯვაც და ანდრეას ტანჯვაც სიამოვნებს, მაგას ანდრეა რომ უყვარდეს ყველაფერს მოუყვებოდაა და ერთად დაუპირისპირდებოდნენ იმ ავთოს თეკლასნაირი სიყვარულის არ მჯერაა საკუთარი თავის თვითგვემა რომ სიამოვნებთ და ამით სხვასაც ტანჯავენ. აი სიტუაცია წინა რ მიიწევს ერთიდაიგივე ხდება ყველაფერი.

 


№4  offline წევრი Anastacia

დარინა
იმენა თეკლა ერთი ჩამოუყალიბებელი სულელი ქალიაა თურმე მარტო მისი სიტყვების უნდა სჯეროდეს ადამიანს მიუხედავად იმისა რამდენი ტკივილიც მიაყენა ანდრეას, არაფერს მოგიყვები მაგრამ ჩემი მაინც უნდა გჯეროდესო, რომ დაჯდეს და ყველაფერი მოუყვეს ხომ დალაგდება სიტუაციაა მაგრამ არაა იმენაა საკუთარი თავის ტანჯვაც და ანდრეას ტანჯვაც სიამოვნებს, მაგას ანდრეა რომ უყვარდეს ყველაფერს მოუყვებოდაა და ერთად დაუპირისპირდებოდნენ იმ ავთოს თეკლასნაირი სიყვარულის არ მჯერაა საკუთარი თავის თვითგვემა რომ სიამოვნებთ და ამით სხვასაც ტანჯავენ. აი სიტუაცია წინა რ მიიწევს ერთიდაიგივე ხდება ყველაფერი.

თეკლასმიმართ კრიტიკას ველოდი და ეს ჩემთვის მიუღებელი არ არის.
მე არ მინდოდა,რომ ამ ისტორიაში ყველაფერი იდეალურად ყოფილიყო არც თეკლაა იდეალური ქალი,ის ბევრ შეცდომას უშვებს და სჯერა,რომ თითოეული თავისი გადაწყვეტილება სწორია,უჭირს თავის გრძნობებზე და იმ გზაზე საუბარი,რომელიც მარტომ გამოიარა,დიახ უნდა რომ უსიტყვოდ სჯეროდეს ანდროს მისი,რადგან თვითონ ენდო ანდროს უსიტყვოდ,თუნდაც მასთან დარჩენა,რომ გადაწყვიტა ამით.
მადლობა,რომ თქვენი აზრი გამიაზიარეთ და იმედია თეკლასაც გაუგებთ❤

 


№5 სტუმარი სტუმარი მირანდა

დადეთ რა კიდევ შემდეგი თავი ვკვდები ინტერესით მომწონს თეკლაც და ანდრეაც მოუთმენლად ველიდები

 


№6  offline წევრი Anastacia

სტუმარი მირანდა
დადეთ რა კიდევ შემდეგი თავი ვკვდები ინტერესით მომწონს თეკლაც და ანდრეაც მოუთმენლად ველიდები

ხვალ დავამატებ❤
უფრო ადრეც მინდოდა,მაგრამ არ გამომივიდა.
მადლობა თქვენ ასეთ ინტერესს,რომ იჩენთ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent