მიჰყევი ოცნებას (თავი 1)
ქვეითთა გადასასვლელზე მომზადებული გოგონა,დოკუმენტებით ხელში შუქნიშანს ელოდებოდა,რომელიც ნებართვას მისცემდა თამამად გადაედგა ნაბიჯი მეორე მხარეს გადასასვლელად.სამსახურისკენ მიმავალს სველი ქუჩა ნახევრად გადაკვეთილი ჰქონდა მის წინ მანქანა,რომ გაჩერდა და შეშინეებულმა ხელები სახეზე აიფარა,საბუთები კი ძირს მიმოიფანტა.ყრუ კივილის ხმა ჩაესმოდა გარშემომყოფებისგან მომავალი,ხელის ძლიერი მოჭერით ცდილობდა მკერდზე, გამალებით მფეთქავი გულის დამშვიდებას.სუნთქვას კი ვერაფრით ასტიმულიერებდა.წამიერად გაურბინა მისმა დიდმა ტრაგედიამ თვალწინ. მისი მშობლებიც ხომ სწორედ ავარიით დაიღუპნენ,ნუთუ ასეთი შიში განიცადეს მათაც სიკვდილამდე?გაფითრებული, ხმის ამოღებასაც ვერ ახერხებდა და გარშემო მყოფების ჩაძახილებს,როგორ იყო? შეშინებულ მზერას აგებებდა.სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა მასზე ერთი თავით მაღალი მამაკაცი და ხელი შეაშველა -კარგად ხართ? -კარგად?თქვენ ხვდებით მაინც რა ჩაიდინეთ? შეიძლებოდა მოვმკვდარიყავი და მოდიხართ და უბ... -როგორც ჩანს კარგად ხართ,ისე გაილექსეთ ჯერ კიდევ აკანკალებული ვერ აცნობიერებდა მამაკაცის აგდებულ საუბარს, სიზმარში ეგონა თავი, ნუ თუ მართლა არსებობდნენ მისნაირი ადამიანები?ახლაღა შეხედა მამაკაცის ირონიულ სახეს,საიდანღაც ეცნობოდა,წამში ჟურნალებიდან და სოციალური ქსელებიდან ამოტივტივებული ფრაგმენტები დაუდგა წინ: ,,ბიზნესმენმა დათა ჩიტაძემ....“, ,,დათა ჩიტაძის მორიგი სკანდლაური ვიდეო...“არ დაინტერესებულა არასდროს მისი სიახლეებით,მაგრამ ყიველთვის თვალში ხვდებოდა რატომღაც მასზე აგორებული ჭორები,სიმართლე ნარევი თუ ტყუილი,თუმცა ფაქტი ერთი იყო,ამ კონკრეტულ მომენტში ბატონი ,,დათა,, ზიზღს უჩენდა. -ამას ასე არ დავტოვებ.სად მიდიხართ?გგონიათ ასე წახვალთ?თქვენ ჩემი სიცოცხლე ლამის იმსხვერპლეთ.. -ლამის და მოდი ნუ პანიკიორობ,არაფერი გჭირს -და რამე რომ მომსვლოდა?მანქანისკენ მიმავას მისდევდა,ტალახში ერთიანად ამოსვრილს ამ წამს სამართლიანობის მეტი არაფერი აინტერრსებდა. -აი,პოლიციაც აქ არის..ბატონო ოფიცერო დროულად მოხვედით,ამ ბატონმა ლამის ჩემი სიცოცხლე იმსხვერპლა მინდა საჩივარი დავწერო -გამარჯობათ ბატონო დათა.. ოფიცრის მისალმება და სალომეს სიტყვების უგულვებელყოფამ გოგონა ერთიანად გამოიყვანა მდგომარეობიდან,ამას მამაკაცის ირონიული მზერაც დაემატა,მოგების ნიშნად,რომ აფრთხილებდა რა შეეძლო ფულს. -მინდა ახლავე საჩივარი დავწერო -ქალბატონო,ჩვენ ყველანაირ ზომებს მივიღებთ ..დაშავებული არ ბრძანდებით ხომ? -შეიძლება დავშავებულიყავი მან დაარღვია წესები და წითელზე გაიარა,შემდეგ ადამიანის სიცოცხლეს შეუქმნა საფრთხე და რას მეუბნებით, რომ ასე მშვიდად წავიდე სახლში?კამერები ხომ აყენია მოვითხოვ ამონაწერს და ყველა შესაძლო ზომების მიღებით მის დასჯას -ბიჭებო მეჩქარება ხომ იცით რაც უნდა გააკეთოთ -უკაცრავად?გაოცებულმა შეხედა ორ ოფიცერს,რომელიც ვერაფერს აკეთებდა მხოლოდ იმიტომ,რომ გავლენიანი ადამიანი იდგა მათ წინ. -ღმერთო ეს სად ვცხოვრობ?ფულს ამდენად შეუძლია დააბრმავოს ადამიანის გონება? ახლავე მოვითხოვ განყოფილებაში წამომყვეთ,არ გაბედოთ და ნაბიჯი არ გადადგათ თორემ.. -ქალბატონო არ არის საჭირო ამხელა პანიკის შექმნა ყველაფერს მივხედავთ წამოგვყევით.. -კარგი,წამოვალ განყოფილებაში.გაოცებული მზერით შეხედა მამაკაცს,რომელიც კვლავ არ იშორებდა სახიდან ირონიას. -მე გამომყვები თუ ოფიცრებს? -რა თქმა უნდა მათ,მაგრამ არა,გიჟი გგონივარ მე მათ გავყვე და თქვენ გაიქცეთ?გამომცდელი მზერა მიაპყრო მამაკაცის შოკოლადისფერებს და მასში დანახულმა ბოროტებამ გააკანკალა,შეეშინდა კიდეც,რომ გაყოლოდა რამე არ მოსვლოდა -დაჯექი -თქვენთვის ალბათ ჩემი ,,ჭუჭყი,, პრობლემა არ იქნება -რა მნიშვნელობა აქვს,დაჯექი ცივად მოიხურა კარები და ღვედი სასწრაფოდ გადაიჭირა.ხმას არც სალომე იღებდა და არც დათა.შეშინება შეატყო კაცმა ღვედზე ჩაფრენილ გოგონას და ხმამაღლა გაეცინა -გგონია რამეს დაგიშავებ? -რა შეგიშლით ხელს? -პრინციპში არაფერი,ისეც მნიშვნელოვანი შეხვედრა გამომატოვებინეთ,საბაბიც მაქვს -რა თქმა უნდა,ვინ იცის რამხელა თანხა დაკარგეთ..ალბათ წახვიდოდით კიდეც მე,რომ თქვენ არ გამოგყოლოდით.. -სიტყვას არაკაცები არ ასრულებენ -და თქვენ კაცი ხართ?5წუთის უკან მიდიოდით თუ გახსოვთ. თავისივე სიტყვებმა აკბენინა ენაზე,როგორ ბედავდა ასე თამამად ეწოდებინა არაკაცი ადამიანისთვის,რომელსაც შეეძლო ერთი მოძრაობით მოეშორებინა თავიდან მისი პატარა სხეული. -საიდან ამხელა სითამამე? -ცხოვრებამ მიბოძა -და 200 ლარად გიღირს ეგ შენი ცხოვრება? -შეიძლება მე 200 ლარზე ნაკლები ვღირდე,მაგრამ ჩემს ადგილზე ვიღაც სხვა შეიძლება ყოფილიყო,რომლის სიცოცხლე ჩემზე ძვირი ღირს! მამაკაცმა გვერდით მჯდომს გადახედა, ფანჯრიდან სადღაც შორს სივრცეში,რომ იყურებოდა და წამით მისმა სიტყვებმა დააფიქრა. ვინ იყო ასეთი თამამი? რატომ დაჰყვა მის გამოხტომებს, როცა ერთი ზარით შეეძლო მოეგვარებინა ყველაფერი.იქნებ ეს სითამამე აქამდე არავისში დაუნახავს და მხოლოდ ამის გამოც კი დაჰყვა მის სურვილს,მას ხომ ყველაფერი ჰქონდა რასაც კი მოისურვებდა?ყველაფერს ფულით აგვარებდა,მაგრამ მის გვერდით მყოფს არ აინტერესბდა ფული,ის სხვის სიცოცხლეზე ფიქრობდა,თავის თავზე კი არა სხვაზე. განყოფილებაში მივიდნენ თუ არა დათას დანახვაზე უფროსობა უკვე საქმის კურსში იყო და ელოდნენ,გოგონამ თვალი აარიდა ოფიცრების დაჟინებულ მზერას და კაბინეტში შესულმა ახლაღა იგრძნო წამიერი შიში თუ რას აკეთებდა,ან ვის უპირისპირდებოდა -ბატონო დათა რამ შეგაწუხათ? -ინციდენტთან დაკავშირებით ვართ,ამ გოგონას საჩივრის დაწერა უნდა -ჯერ შევისწავლით რა მოხდა და მხოლოდ შემდეგ - არ არის საჭირო,ის მართალია გააფორმეთ საჩივარი. სალომეს გაოცებულმა მზერამ დათას ღიმილიც კი მოჰგვარა,რამ შეაცვლევინა აზრი?ვერაფრით გაეგო რატომ აუწითლდა ლოყები მამაკაცის დაჟინებულ მზერაზე.ერთიანად ტალახში ამოვლებულმა მოსვენება დაკარგა და ოთახში ყოფნა გაუსაძლისად აუტანელად მოეჩვენა. -პირადობა მოგვაწოდეთ თუ შეიძლება -ახლავე -მაშ ასეე,სიტყვა გაწელა ოფიცერმა -სალომე აბულაძე,დაბადებული 1990 წლის 23 მარტს. სალომე სულ რაღაც 14 წლის იყო მშობლები ავარიაში,რომ დაეღუპა.დეიდასთან გაიზარდა,მაგრამ 19წლიდან დამოუკიდებლად ცხოვრება დაიწყო.სწავლასთან ერთად მუშაობდა და ცალკე გადასვლაც შეძლო,ახლა,როცა 25წლისაა,საკმაოდ კარგი ანაზღაურება და სამსახური აქვს მარკეტინგის განყოფილებაში მთავარი მენეჯერის პოზიცია უკავია და საკმაოდ კარგი შედეგიც აქვს ამ სფეროში. -აბა სალომე,კმაყოფილი ხარ? ფიქრებიდან გამოიყვანა მამაკაცის ბოხმა ბარიტონმა და ამაყი მზერით დაუქნია თავი -დიახ,ძალიან -შეგიძლიათ მიბრძანდეთ წამში წამოხტა სკამიდან და გასასვლელისკენ გაემართა.გზის პირთან დგომმა გზას მომლოდინე თვალებით გახედა ტაქსის გამოჩენის იმედით. -საქმეს მომაცდინე,მანქანაც დამისვარე,დაჯექი გაგიყვან,ყველა მანქანის მძღოლი ვერ აიტანს ჩემსავით მანქანის დასვრას -ჩემი ბრალი არ იყო თუ თქვენ დამეჯახეთ. -დაჯექითქო.ბრძანებლურობა იგრძნობოდა მის ხმაში,უნდოდა უარისთქმით გაესტუმრებინა,მაგრამ ახლა დაიკარგა გარშემო ტაქსებიც,იძულებული გახდა მის ნებას დაჰყოლოდა. -სად ცხოვრობ? -წერეთელზე.. ხმა აღარცერთს ამოუღია,მხოლოდ სიჩუმე იყო იმ წამს მეფედ ქცეული,რომელსაც არცერთი არღვევდა.შემოდგომის წვიმიან ამინდებს კი კიდევ ერთი დღე შეემატა ფანჯარაზე ცრემლებად დადენილი,რომ ეხეთქებოდა გამეტებით.მანქანაში დატრიალებული სურნელი სალომეს ცხვირს უწვავდა სასიამოვნოდ და რომ არა დილის ინციდენტი იფიქრებდა ადამიანი,ორი ერთმანეთზე შეყვარებული სხეული სასეირნოდ გამოსულაო. -აქვე ჩამოვალ -როგორც გინდა მანქანა გვერდზე გადააყენა -მადლობა. სწრაფი ნაბიჯებით მიმავალს კიდევ ერთხელ გააყოლა მზერა კაცმა და იქამდე დაელოდა სანამ თვალს არ მოეფარა.შემდეგ მანქანა დაძრა და სახლში მისული სავარძელში ჭიქა ვისკით ჩაესვენა,ღრმად ამოისუნთქა და დილას მომხდარზე კიდევ ერთხელ გაეღიმა,იცოდა ხვალ კვლავ ახალი ჭორი დაიწერებოდა დათა ჩიტაძეზე,მაგრამ სალომეს დაჟინებული ,,კაპრიზები,, ალბათ ღირდა ამად,მის თვალებში დანახულმა სითამამემ აგრძნობინა, რატომ ღირს სიცოცხლე,სიცოცხლე,რომელიც მისთვის ფული ღირდა,სალომესთვის კი ის მართლა სიცოცხლე იყო,სხვისთვის გამეტებული. ტელეფონს დაწვდა და წამებში აღებულ ყურმილს მხოლოდ ორი სიტყვა უთხრა -სალომე აბულაძე. მეორე მხარეს მდგომმა უკვე იცოდა,რა უნდა გაეკეთებინა და გოგონას შესახებ ინფორმაციის მოძიებას უმალ შეუდგა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.