შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასაწყისი ( 2 )


27-02-2022, 17:51
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 3 720

დიდხანს იჯდა საწოლის კიდეზე და უყურებდა თხელ საბანში გახვეულ ელენეს რომელსაც მშვიდად ეძინა და აშკარად რაღაც სასიამოვნო სიზმარს ხედავდა, თვალს ვერ აცილებდა მის მომღიმარ სახეს, უცნაური იყო მისი ასეთის ხილვა, მარტო მას რომ შეატოვეს და სახლისკენ რომ მოყავდა, ელოდა რომ ომის გადატანა მოუწევდა, წინასწარ იყო მომზადებული პანიკის შემოტევისთვის, ყვირილისთვის, ლანძღვისთვის, ყველაფერს ელოდა ასეთი სიმშვიდის გარდა.
- იქნებ ეს ყველაფერი უბრალოდ ფარსია და ელოდება ყურადღებას როდის მოვადუნებ რომ გაიქცეს? წარმოუდგენელია მართლა ასე მშვიდად იყოს და ახლა ასე ტკბილად ეძინოს, იქნებ უბრალოდ თამაშობს რომ მშვიდადაა და არაფერი ადარდებს? -საკუთარ თავს კითხვა დაუსვა და კიდევ ერთხელ დახედა მის ბალიშზე გადაშლილ თმას და ვარდისფრად აფერადებულ ღაწვებს, თავს ძლივს აიძულა რომ მისთვის მზერა მოეწყვიტა და ოთახიდან გასულიყო, სამზარეულოში შევიდა, პროდუქტი ამოალაგა და იმ აზრით დამშვიდებული რომ ელენე ამ უკაცრიელი ადგილიდან გაქცევას ვერ გაბედავდა საჭმლის მომზადებას შეუდგა.
- - - - - - -
ალექსი ოთახიდან გავიდა თუ არა ელენემ თვალები გაახილა, წამოჯდა და იქაურობა მოათვალიერა, თითები საფეთქლებზე შემოიჭდო და რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნქ-ამოისუნთქა, მხოლოდ ღმერთმა იცის რად უჯდებოდა, უდარდელი გოგოს როლი ეთამაშა მაშინ როცა გული უსკდებოდა იმის გაფიქრებაზეც კი რომ ხვალ მახოს ნახვა მოუწევდა, წარმოდგენა არ ჰქონდა რისი გაკეთება შეეძლო იმ არანორმალურს, თვალები დახუჭა და გაახსენდა სულ რაღაც რამდენიმე წუთის წინ როგორ სათუთად გულზე ახუტებული მიჰყავდა ალექსს საძინებლისკენ, ფეხზე გახადა, დააწვინა და რამდენიმე წუთი თვალმოუშორებლად უყურებდა, გრძნობდა მის დაჟინებულ მზერას და თავს ძლივს იკავებდა რომ საწოლიდან არ წამომხტარიყო, როგორი ძლიერი მკლავები აქვს, სასიამოვნო სურნელი და...
- ელენე რაზე ფიქრობ? -ისე ძლიერად შემოირტყა ხელი ლოყაზე რომ სიმწრისგან ლამის ცრემლები წამოსცვივდა.
- იმის მაგივრად რომ აქედან გაქცევაზე ვფიქრობდე, ალექსის მკლავებზე და სურნელზე მეფიქრება, სულელი ვარ აბა რა ვარ, მართალია მახოსავით არანორმალური არ ჩანს და დარწმუნებული ვარ რომ არაფერს დამიშავებს მაგრამ მისი ბიძაშვილია და ალბათ ჩემს დასახმარებლად ხელსაც კი არ გაანძრევს, ის კი არადა გაბედნიერებასაც კი მოგვილოცავს ალბათ...

ბუტბუტებდა და გამწარებული ცდილობდა თასმების შეკვრას, თვითონაც არ იცოდა რატომ აწუხებდა ასე ძალიან ის რომ ალექსი იმ შეშლილი კაცის ბიძაშვილი იყო, როგორც იქნა ჩაიცვა, ფანჯარასთან მივიდა გამოაღო და რაფაზე აბობღდა, ერთი ნახტომით აღმოჩნდა ეზოში, ირგვლივ მიმოიხედა, ჯერ ისევ დღე იყო მაგრამ აშკარად ეტყობოდა რომ მალე მზე ჩავიდოდა, როგორმე მზის ჩასვლამდე უნდა მიეღწია დასახლებულ პუნქტამდე, ფრთხილი ნაბიჯით მივიდა სახლის კუთხემდე, შესასვლელი შეათვალიერა და როგორც კი შეატყო რომ ალექსს მისთვის არ ეცალა, სირბილით გაიქცა ჭიშკრისკენ, რამდენიმე წუთი უკანმოუხედავად გარბოდა ქვიან გზაზე, მხოლოდ მაშინ შეჩერდა როცა შეატყო რომ ცოტაც და ვეღარ ისუნთქებდა, ჩაიმუხლა, ხელებით მიწას დაებჯინა და სუნთქვის დარეგულირებას შეეცადა, რამდენიმე წუთში ისევ გააგრძელა გზა, მიდიოდა და გაფაციცებული იყურებოდა აქეთ-იქით, დროდადრო ჩერდებოდა და უკან იხედებოდა, მდევარი არ ჩანდა, ალექსს აშკარად არ შეუმჩნევია მისი დაკარგვა, უკვე დაღამებას იწყებდა, ბინდდებოდა, ახლო-მახლო კი არანაირი დასახლება არ ჩანდა, მხოლოდ ეს გაუბედურებული გზა და უსასრულო ტყეები გარშემო, უფრო აუჩქარა ნაბიჯს, თავიდან ეგონა რომ მოეჩვენა როცა ხელის ზურგზე, წვიმის წვეთი იგრძნო, სასოწარკვეთილმა ახედა ზეცას, მეორე წვეთი ღაწვზე დაეცა და ნელ-ნელა ჩამოუყვა ლოყას, გაეცინა ელენეს, საკუთარ ბედს დასცინოდა, იდგა ბინდბუნდში გახვეულ გზაზე და ლოყებზე წვიმის წვეთებში შერეული ცრემლები ჩამოსდიოდა, რამდენიმე წუთში უკვე კოკისპირულად წვიმდა, ელენე კი ჯიუტად აგრძელებდა გზას, მიუხედავად იმისა რომ უკვე აღარაფერი ჩანდა, ისეთი უკუნეთი ღამე იდგა რომ თვალთან თითს ვერ მიიტანდი, მიუხედავად იმისა რომ კიდურებს უკვე თითქმის ვეღარ გრძნობდა, მიუხედავად იმისა რომ ძალიან ეშინოდა და ყოველ პატარა ხმაურზეც კი გული უსკდებოდა, კიდევ რამდენიმე ასეული მეტრი დიდი გაჭირვებით გაიარა და შედგა როცა ავტომობილის ხმა მოესმა, უკნიდან ვიღაც უახლოვდებოდა, მალე ფარების სინათლეც გამოჩნდა უკუნ ღამეში, დარწმუნებული იყო რომ ალექსი ეძებდა, ახლა გაუხარდებოდა კიდეც მისი დანახვა რომ არა ის არანორმალური, არავითარ შემთხვევაში არ წაყვება უკან, წარმოდგენაც კი არ უნდა რისი გაკეთება შეუძლია მახოს რომ მისი ცოლობა აიძულოს, ერთხანს კიდევ ფიქრობდა, მერე გადაწყვეტილება მიიღო, ერთხელ კიდევ შეავლო თვალი უკვე საკმაოდ მოახლოებულ მოციმციმე ფარებს, მერე გზიდან გადავიდა და ტყეს შეერია...
- - - - - - - -
გაზქურასთან იდგა და ჩაფიქრებული ურევდა შემწვარ კარტოფილს, პირველად იყო ასეთ გაუგებარ სიტუაციაში, მის საძინებელში თვრამეტი წლის გოგონას ეძინა, გოგონას რომელიც მისმა უტვინო ბიძაშვილმა მოიტაცა და ახლა ალბათ აიძულებდა მისი ცოლი გამხდარიყო, ელენე ეს პატარა, სიფრიფანა, ლამაზი გოგონა და მახო... ჯანდაბა, როგორ შეუძლია დაუშვას ეს ყველაფერი როცა უკვე წინასწარ იცის მახო როგორც მოექცევა უარის შემთხვევაში, ელენეს კი აშკარად არ ეტყობა რომ თანხმობა განაცხადოს...
- რა უნდა გავაკეთო? -ხმამაღლა კითხა თავისთავს, მერე გაზქურა გამორთო, სახლიდან გავიდა და იქვე კიბეზე ჩამოჯდა, დიდხანს იჯდა ასე და უყურებდა როგორ ნელ-ნელა ჩადიოდა მზე, უკვე დაბინდებული იყო როცა სახლში შევიდა და პირდაპირ საძინებლისკენ წავიდა, გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა, იცოდა მახოს დარწმუნებას ვერ მოახერხებდა რომ გოგო უკან დაებრუნებინა ასე რომ თვითონ ჩაიყვანდა დასახლებამდე და თბილისში გაუშვებდა მახოს კი ეტყოდა რომ გაიქცა, არც თუ ისე კარგი აზრი იყო მაგრამ ახლა სხვა ვერაფერზე ფიქრობდა, ფრთხილად დააკაკუნა, პასუხი რომ ვერ მიიღო კარი შეაღო, ჩამრთელს ხელი მიაჭირა და ცარიელი საწოლი რომ დაინახა ერთხანს თვალს ვერ დაუჯერა, რამდენიმე წუთში შეამოწმა მთელი სახლი, ელენე არსად ჩანდა, კიდევ ერთხელ შებრუნდა საძინებელში და ახლაღა შეამჩნია გამოღებული ფანჯარა, ფარდა გადაწია და უკუნეთ სიბნელეს გახედა.
- ამის დედაც, -სიმწრით ჩაიცინა და ხელი მთელი ძალით დაჰკრა რაფას, თვალებში მრისხანებაშერეულმა შიშმა დაისადგურა და უცნაურად ცუდმა წინათგრძნობამ გული მოუწურა, სირბილით გამოვიდა მისაღებში, გასაღები აიღო, გარეთ რომ გავიდა და სახეზე და ხელებზე წვიმის წვეთები იგრძნო კიდევ ერთხელ შეიგინა უშვერად, კარი გამოაღო და საჭეს მიუჯდა.
- სად უნდა წასულიყო ამ სიბნელეში და წვიმაში, ფეხზე ძლივს იდგა, ოღონდ არაფერი დაემართოს, ოღონდ არაფერი დაემართოს, -იმეორებდა და საჭეს მთელი ძალით უჭერდა თითებს, რამდენიმე წუთში უკვე კმოკისპირულად წვიმდა ელენე კი ჯერ არსად ჩანდა, გაფაციცებული ათვალიერებდა გზას რომ არაფერი გამორჩენოდა, კიდევ ერთი მოსახვევიც და რაღაც დალანდა, მისგან საკმაოდ მოშორებით, წვიმისგან გალუმპული სილუეტი იდგა და არ იძვროდა თითქოს ფიქრობდა და რაღაც გადაწყვეტილების მიღებას აპირებდა, შეეშინდა რომ არ დაეფრთხო სიჩქარისთვის არ მოუმატებია, ნელი სვლით დაიძრა მისკენ, ცოტაც სულ ცოტაც... მთელი ხმით შეჰყვირა როცა დაინახა როგორ გადავიდა გოგონა გზიდან და როგორ გაუჩინარდა უღრან ტყეში, სწრაფად დაამუხრუჭა, გადმოხტა და მის კვალს მიყვა.

გარბოდა ელენე, თვითონაც არ იცოდა სად მაგრამ გარბოდა, გარბოდა რაც შეიძლება შორს მახოსგან და მომავალი იძულებითი ქორწინებისგან, ცივი ქარი სახეში სცემდა და წვიმის წვეთების გამო ძლივს ახერხებდა თვალების გახელას თუმცა რა მნიშვნელობა ჰქონდა, ისეთი სიბნელე იდგა ირგვლივ მაინც ვერაფერს ხედავდა, ტყე გახშირდა, ახლა უკვე ყოველი ფეხის ნაბიჯზე ეჯახებოდა რაღაცას და ხელების ცეცებით უწევდა გზის გაკვლევა, ვერ მიხვდა მოეჩვენა თუ მართლა დაინახა ყვითელი თვალების ელვარება მისგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, შეშინებულმა დაიხია უკან, რაღაცას გამოედო, განწირული კივილი აღმოხდა როცა ფეხქვეშ სიცარიელე იგრძნო, ატალახებულ ფერდობზე ჩაცურდა და ინტიქტურად ჩაებღაუჭა იქვე გამოშვერილ ფესვს რომ თავი შეემაგრებინა, ზემოთ აცოცება სცადა მაგრამ ვერ მოახერხა, ქვემოდან ადიდებული მდინარის ხმაური ესმოდა და მიხვდა რომ განწირული იყო, ახლა თუ აქ ჩავარდებოდა ალბათ ვეღარაფერი იხსნიდა, მკლავი მთლად დაუბუჟდა, მეტის გაძლება აღარ შეეძლო, ის იყო ფესვს ხელი გაუშვა რომ ირძნო როგორ მოეჭიდა მაჯაზე თითები, შემდეგ ნელ-ნელა აწიეს ზემოთ და როცა ფეხქვეშ ისევ იგრძნო მყარი ნიადაგი ვეღარ გაუძლო და მუხლი მოეკვეთა, თუმცა უკვე ნაცნობმა მკლავებმა ძირს დაცემის უფლება არ მისცეს, მაღლა აიტაცეს და მკერდზე მიიკრეს, ძლივს გაახილა თვალი და ელვის შუქზე დაინახა მისი გაფართოებული, შეშინებული თვალები უცნაური მზრუნველობით რომ დასცქეროდნენ.
- სახლში მინდა წასვლა, -ამოილუღლუღა და თავი მკერდზე მიაყრდნო.
- დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება, გპირდები სახლში უვნებელს დაგაბრუნებ, -ეჩურჩულებოდა ბიჭი და გაჭირვებით მიიკვლევდა გზას თითქმის გაუვალ ტყეში, როგორც იქნა გააღწია და ავტომობილის დანახვისას შვებით ამოისუნთქა, ფრთხილად მოათავსა ელენე წინა სავარძელზე, ღვედი გადაუჭირა და სახლისკენ შემობრუნდა, ახლა ასეთ მდგომარეობაში უკან ნამდვილად ვერ დააბრუნებდა.
- სულელი გოგო, -ჩაილაპარაკა და მის ტალახისგან დასვრილ, გაფითრებულ სახეს თვალი შეავლო, თვალები დახუჭული ჰქონდა, ტუჩები გალურჯებული და მთელი სხეულით ცახცახებდა...

სახლში შეიყვანა თუ არა მისაღებში დივანზე დააწვინა და აბაზანა გაუმზადა, ახლა თვითონაც არ იტყოდა უარს ცხელ შხაპზე, მაგრამ ჯერ ელენე უნდა გაეთბო, ძლივსძლივობით გამოაფხიზლა, ფეხზე გახადა, სისველისგან ტანზე მოტმასნილი ზედა გააძრო და ძალით წაიყვანა აბაზანისკენ, ნახევრად ძილღვიძილში მყოფი გაბრუებული ელენე წინააღმდეგობის გაწევას ვერ ახერხებდა.
- შენ ხომ შემპირდი რომ სახლში დამაბრუნებდი, -ამოისლუკუნა და ცრემლიანი თვალებით ახედა ქვემოდან ალექსს, რომელიც ახლა პირსახოცებს ეძებდა აბაზანის კარადაში.
- დაგაბრუნებ კიდეც, -ალექსმა მის წინ ჩაიჩოქა და ფრთხილად შეეხო ლოყაზე, ნაზად ჩამოუსვა თითები და ისე საყვარლად გაუღიმა რომ გათოშილ ელენეს უცბად გაუთბა სხეული, მერე დაწითლებულ მკლავებს ჩამოაყოლა თითები.
- ხელები დაგილურჯდება, ლოყაზე უკვე გაქვს ჩალურჯება, მაგრამ არაუშავს მალე გაგივლის, -თბილი მონოტონური ხმით ესაუბრებოდა და მის დამშვიდებას ცდილობდა.
- ზურგიც მტკივა, არც კი მახსოვს რატომ, ალბათ რამეს დავეჯახე, -დაიწუწუნა ელენემ და სახე შეეჭმუხნა ტკივილისგან.
- სად გარბოდი სულელო ბავშვო, არც კი იცი აქაური ტყეები რამდენი და როგორი საფრთხით არის სავსე.
- აბა რა მექნა დავლოდებოდი როდის მოვიდოდა მახო და როდის მაიძულებდა რომ ცოლად გავყოლოდი? სულ რამდენჯერმე ვნახე და რატომღაც აიკვიატა რომ ვუყვარვარ, მისი მეშინია ალექს, ძალიან მეშინია, -ელენემ საცოდავად ამოიტირა, გადაიხარა და მის წინ ჩამუხლულ ბიჭს მხარზე შუბლით მიეყრდნო, უცნაური შეგრძნება ჰქონდა ალექსს, თითქოს ელენეს სხეულიდან წამოსულმა ნაპერწკლებმა მის გაყინულ გულამდე გაიკვლიეს გზა და იქ უზარმაზარი კოცონი ააგიზგიზეს, ცივად მოიშორა სუსტი სხეული და ფეხზე წამოდგა.
- პირსახოცები და ხალათი აქ არის, საძინებელში საწოლზე ჩემს მაისურს და შარვალს დაგიტოვებ, გამოიცვალე და გამოდი საჭმელი ვჭამოთ, გაქცევაზე არც იფიქრო დასახლებამდე ვერ მიაღწევ და სადმე შუა გზაში შეგჭამს ნადირი, -ცივად ჩაილაპარაკა და მისი უცაბედი ცვლილებით და ცივი ტონით გაკვირვებული ელენეს აწყლიანებული თვალებისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე გაიხურა კარი.

მთელი სხეული დაჟეჟილი ჰქონდა, ძლივს მოახერხა ტანსაცმლის გახდა და სხეულიდან ტალახის ჩამორეცხვა, თმა შეძლებისდაგვარად შეიმშრალა პირსახოცით და დაივარცხნა, მერე ხალათი ჩაიცვა და დერეფანში გამოვიდა, ალექსი არსად ჩანდა, საძინებელში საწოლზე გრძელმკლავიანი შავი მაისური, ამავე ფერის თხელი სპორტული შარვალი და მაღალყელიანი წინდები დახვდა, ძალაუნებურად გაეღიმა, ესიამოვნა ასეთი მზრუნველობა, გამოიცვალა, იქვე საწოლთან მილაგებული მამაკაცის ჩუსტები ჩაიცვა და მისაღებში გავიდა, ალექსს უკვე გამოეცვალა სველი ტანსაცმელი, დივანთან მდგარ პატარა მაგიდაზე გაეშალა სუფრა და მას ელოდა, შემწვარი კარტოფილის, სალათის და ყველის დანახვისას გაახსენდა რომ მთელი დღეა არაფერი უჭამია მსუნაგი ბავშვივით მოილოკა ტუჩები და ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა, მიპატიჟებას არ დალოდებია, ფეხმორთხმით დაჯდა იქვე მაგიდასთან მიყრილ ბალიშებზე და კარტოფილს დასწვდა.
- ძალიან გემრიელია, ყოჩაღ, აი მე მაგალითად საერთოდ არ გამომდის საჭმელების კეთება, კარტოფილსაც კი ვერ ვწვავ, უბრალო ომლეტიც კი უგემური გამომდის, ამიტომაც სახლში არასდროს არაფერს ვაკეთებ და ყოველთვის მზა საჭმელებს და ნახევარფაბრიკატებს ვყიდულობ ხოლმე, ბორში ძალიან მიყვარს, არადა მზა ბორში სად უნდა იყიდო, ჰოდა ამასწინათ ვცადე ინტერნეტში ნაპოვნი რეცეპტით მომემზადებინა, ძალიან ცუდი არ გამოსულა, წითლის მაგივრად უცნაური მოვარდისფრო ფერი ჰქონდა მაგრამ ჭამა შეიძლებოდა, მეორედ ალბათ უკეთესი გამომივა...
ჭამდა და თან ლაპარაკობდა, პატარა ბავშვივით ტიტინებდა პირგამოტენილი.
- შენ რატომ არ ჭამ? -ახლაღა გაახსენდა ალექსი რომელიც მის წინ იჯდა და ხელებზე ნიკაპდაყრდნობილი თვალმოუშორებლად უმზერდა უცნაური ღიმილით.
- შენთვის არ უსწავლებიათ რომ ჭამის დროს არ უნდა ილაპარაკო?
- მხოლოდ მაშინ ვლაპარაკობ ბევრს როცა ვნერვიულობ ხოლმე.
- არადა საერთოდ არ გეტყობა რომ ნერვიულობ.
- ზუსტად იმიტომ არ მეტყობა რომ ამდენს ვლაპარაკობ, თანაც ახლა ისე აღარ მეშინია როგორც ცოტა ხნის წინ მეშინოდა.
- რატომ? რა შეიცვალა? -ალექსმა ინტერესით სავსე მზერით შეხედა, თვალებში.
- ის შეიცვალა რომ შემპირდი სახლში უვნებელს დაგაბრუნებო.
- და ასე უბრალოდ დაიჯერე? -კითხა და მისი გაოცებული თვალების დანახვისას ცოტა არ იყოს ინანა რომ ეს კითხვა დაუსვა.
- რათქმაუნდა დავიჯერე, თვალებში გეტყობა რომ არ მატყუებ, ვგრძნობ რომ შენი ნდობა შემიძლია, მე არასდროს ვცდები ადამიანებში, ჭამე გაცივდა კარტოფილი, -ყურებამდე გაღიმებულმა მიუთითა კარტოფილზე და ისევ საკუთარ თეფშს მიუბრუნდა, ალექსს აღარაფერი უთქვამს, ერთხელ კიდევ შეავლო თვალი რამდენიმე ზომით დიდ ტანსაცმელში გამოწყობილ ამ პატარა, საყვარელ, გულუბრყვილო არსებას და მერე თვითონაც გემრიელად შეექცა საჭმელს, ახლა ნამდვილად არ უნდოდა იმაზე ფიქრი თუ რა მოხდებოდა ხვალ როცა მახო მოვიდოდა.

როცა ჭამას მორჩნენ და იქაურობაც მიალაგეს ალექსმა ელენე აიძულა ლიმონიანი ჩაი დაელია, პლედმოხვეული იჯდა ფუმფულა სავარძელში ხელში უზარმაზარი, ცხელი სითხით სავსე ჭიქა ეჭირა და თვალები ებლიტებოდა.
- გეძინება? -ალექსმა ღიმილი ვერ შეიკავა როცა დაინახა როგორ ცდილობდა თვალები არ დაეხუჭა.
- ხვალ რა მოხდება? -კითხვაზე კითხვით უპასუხა და ამღვრეული მზერა მიაპყრო, უცნაურად უპრიალებდა თვალები და ლოყები ისე ჰქონდა აწითლებული რომ ალექსი მაშინვე მიხვდა კარგად რომ არ იყო, ჭიქა გამოართვა, გვერდით მიუჯდა, მისი სახე ხელებში მოიქცია, ფრთხილად მოიზიდა ახლოს და საფეთქელზე მიაკრო ტუჩები, იგრძნო როგორ მოდუნდა და ჩადნა მის ხელებში გოგოს მისუსტებული სხეული და როგორ აუჩქარდა გულისცემა, წამით ეგოისტურად ესიამოვნა რომ მასზე ასე მოქმედებდა, მერეღა გაახსენდა რომ ცუდად იყო, მის ცუდად ყოფნას მიაწერა ასეთი რეაქცია და ცივად მოშორდა.
- მაღალი სიცხე გაქვს, წამოდი დაწექი, მე წამლებს მოვძებნი და დაგალევინებ, -წამოდგა და ხელი გაუწოდა.
- ჩემთვის არ გიპასუხია, -ამოილუღლუღა ელენემ, -ხვალ რა მოხდება?
- ამას ხვალ ვნახავთ, ახლა წამოდი, -რომ შეატყო გოგო ადგომას არ აპირებდა, ხელში აიტაცა და საძინებლისკენ წაიყვანა, სიცხისდამწევი საშუალებების მიუხედავად ელენეს უკეთესობის არაფერი ეტყობოდა შუაღამისას უფრო აუწია სიცხემ და ბოდვა დაიწო.
- არ მინდა, ცოლად არ გავყვები, ვერ ვიტან, მძულს, მისი მეშინია, -ძლივსგასაგონად ბუტბუტებდა და ოფლად იღვრებოდა, მთელი ღამე გვერდიდან არ მოშორებია ალექსი, ამშვიდებდა, შუბლზე საფენებს უცვლიდა და წამლებს ასმევდა, გამთენიისას დაუწია სიცხემ და ალექსმაც მხოლოდ მაშინ შეძლო მისაღებში დივანზე დაძინება, მთელი სხეული ტკიოდა და ძვლებში ამტვრევდა, მისთვისაც არ ჩაუვლია წვიმაში ხეტიალს უკვალოდ, პლედი გადაიფარა და ღრმა ძილში გადაეშვა.

მხარზე შეხებამ გამოაფხიზლა, ძლივს გაახილა თვალები და დამძიმებული თავი წამოსწია, საათს დახედა დღის თორმეტი საათი იყო, თავზე ლადო და კახა ედგნენ, შემოსასვლელი კარის ჩარჩოს მიყრდნობილი მახო კი ჩაწითლებული თვალებით უყურებდა და ადგილიდან არ იძვროდა.
- ძლივს გაგაღვიძეთ ბიჭო რა გჭირს, -კახამ შუბლზე ჩამოყრილი ქერა თმა შეისწორა და ხელი გაუწოდა ალექსს რომ წამოდგომაში დახმარებოდა.
- მთელი ღამე არ მძინებია, თქვენ რომ არა ალბათ კიდევ კარგა ხანს ვიძინებდი, ამას რა სჭირს? -თავით ანიშნა ლადოს მახოზე, ვენაზე მიუთითა ლადომ შეუმჩნევლად და უკმაყოფილოდ შეჭმუხნა წარბები, თითქოს ახლაღა შეამჩნია ბიჭებიო ღიმილით წამოვიდა მახო მათკენ.
- აბა ალექს სად არის ჩემი მომავალი ცოლი? როგორ არის? -პირში ენას ძლივს ატრიალებდა და უაზროდ იღიმოდა.
- ელენე ცუდად არის, მაღალი სიცხე აქვს, წუხელი მთელი ღამე არ უძინია, ახლახანს ჩაეძინა,
-უკმაყოფილოდ გამოსცრა კბილებში ალექსმა.
- წავალ ვნახავ, -საძინებლისკენ შებრუნდა მაგრამ ალექსი წინ გადაუდგა.
- ასეთ მდგომარეობაში აპირებ მასთან შესვლას? ადამიანს არ გავხარ, საერთოდ როგორ იფიქრე რომ შეგეძლო ასე მოსულიყავი აქ.
- ზედმეტი მოგდის ბიძაშვილო, რაც შენ არ გეხება იმაში ცხვირს ნუ ყოფ, ელენე ჩემია და რასაც მინდა იმას გავაკეთებ, ჩემი ცოლი გახდება.
- მგონი შენ ვერ მიხვდი რა გითხარი, ცუდად არის, ახლა მისთვის ნერვიულობა არ შეიძლება და კიდევ ნივთი არ არის რომ შენი იყოს, დაელოდე, გაიღვიძებს და დაელაპარაკები, ადამიანურად კითხავ უნდა თუ არა რომ შენი ცოლი იყოს და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში შენი ხელით წაიყვან უკან თბილისში და სახლში დააბრუნებ.

ბიჭები პირდაღებულები უსმენდნენ ალექსს, მახო კი ერთ ადგილზე ტორტმანებდა და პირზე ღიმილი არ შორდებოდა.
- როგორ ბედავ და მასწავლი როგორ მოვიქცე, ან რა მნიშვნელობა აქვს მას რა უნდა, მე მინდა და მთავარი ეს არის, უნდა თუ არა მაინც გახდება ჩემი ცოლი, -ალექსი გვერდზე გაწია და ბარბაცით წავიდა საძინებლისკენ, მხრებზე ძლიერი ხელები რომ იგრძნო, ძლივს შეიკავა თავი რომ არ დაცემულიყო, ძალით მიათრია ალექსმა სავარძელთან, ჩასვა და სულთამხუთავივით დაადგა თავზე.
- ჩემი ბიძაშვილი ხარ მახო და ყველაფრის მიუხედავად აქამდე ისე მოვახერხეთ მოსვლა რომ ერთმანეთისთვის არ გვიწყენინებია, მაგრამ ახლა თუ ამ სისულელეებს არ მოეშვები, ვერ მოვრიგდებით, კიდევ ერთხელ გეუბნები, წყნარად იჯექი სანამ ელენეს სძინავს, მანამდე შენც გამოფხიზლდები და დაილაპარაკებთ მერე, -მშვიდად, ცივად ელაპარაკებოდა, თითოეულ სიტყვას გარკვევით გამოთქვამდა რომ ღმერთმა იცის რა ნივთიერებით გათიშულ მის ტვინამდე მიეტანა, ბოლოს შეატყო რომ გაიგო რაც უთხრა თვითონაც მოეშვა და მის პირდაპირ ჩაეშვა სავარძელში.
- ყავა უნდა გავიკეთო დალევთ? -ლადომ ნაძალადევად მხიარული ხმით შესთავაზა ყავა ბიჭებს.
- მე მომიდუღე, -კახამ ხელი აწია.
- მეც მომიდუღე, თავი მისკდება, -ალექსმაც ასწია ხელი და ტელეფონს გადახედა, ბატონი ნუგზარი რომ წაიკითხა ირონიულად გაეღიმა, მერე მახოს გადახედა რომელიც რაღაც საეჭვოდ მშვიდად იჯდა და თვლემდა.
- კახა ნუგზარი რეკავს უნდა ვუპასუხო, გარეთ გავალ, ამას ყურადღება მიაქციეთ საძინებელში არ შევიდეს, -მახოზე ანიშნა, ტელეფონი აიღო და ეზოში გავიდა.
- - - - - - - -
სახეზე უხეშმა შეხებამ გააღვიძა ელენე, ჯერ კიდევ არ იყო კარგად, ისევ სიცხე ჰქონდა, ძლივს გაახილა ამღვრეული თვალები და საწოლზე ჩამომჯდარი მახო რომ დაინახა შიშისგან წამოიკივლა, მახომ მაშინვე პირზე ხელი ააფარა.
- ასე გიხარია შენი მომავალი ქმრის ნახვა? -ყურთან დაუსისინა და ლოყაზე აკოცა, მერე მოღეღილი მაისურიდან მომზირალ მხარზე მიაკრო ტუჩები, ჩაიცინა ელენემ რომ უმწეოდ დაიწყო ფართხალი.
- მითხარი რომ არ იკივლებ და ხელს მოგაშორებ, -თანხმობის შემდეგ ხელი მოაშორა და დალურჯებულ ლოყაზე თითები ჩამოუსვა.
- რა გჭირს? გუშინ არ გქონდა ეს დალურჯება.
- შენი საქმე არ არის, თავი დამანებე, გადი აქედან, -აკანკალებული ხმით ჩაიჩურჩულა და საბანი ნიკაპამდე აქაჩა.
- შენ ჩემი ცოლი გახდები, ასე რომ ზუსტადაც რომ ჩემი საქმეა ყველაფერი რაც შენ გეხება, ჩემი ხარ, მე მეკუთვნი შეიგნე ეს ბოლოს და ბოლოს.
- რა გინდა, რას გადამეკიდე? -ელენემ ამოისლუკუნა და მის ამღვრეულ თვალებს და უმეტყველო სახეს მზერა მოარიდა, -არც კი გიცნობ, მოწონებაზე და სიყვარულზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, ვერ მაიძულებ რომ შენი ცოლი გავხდე, არასდროს დაგთანხმდები.
- ჰმ, ისე ამბობ თითქოს გეკითხებოდე რამეს, ჩემი როცა გახდები მერე სხვანაირად იჭიკჭიკებ, -ერთი ხელის მოსმით გადააძრო საბანი, ხელები თავს ზემოთ გაუკავა და ტუჩებზე დააცხრა,
- შენი დედაც, -შეიგინა როცა ტკივილი და პირში სისხლის გემო იგრძნო, ნაკბენი ტუჩი ენით მოილოკა და მთელი ძალით გაარტყა სახეში ელენეს, მერე მაისური გადაიძრო, კმაყოფილი სახით დახედა ბალიშზე უღონოდ მისვენებულ გოგონას და შარვლის ღილები შეიხსნა...



№1 სტუმარი მე❤

ასეთი ვაიკაცები უნდა გაწყდნენ.რეალობაშიც ბლომად არიან და უფრო კოშმარული ისტორიებიც მომისმენია 90-იანი წლებიდან...

 


№2  offline წევრი ლილა ნესი

მე❤
ასეთი ვაიკაცები უნდა გაწყდნენ.რეალობაშიც ბლომად არიან და უფრო კოშმარული ისტორიებიც მომისმენია 90-იანი წლებიდან...


კი ნამდვილად, უარესებიც ხდებოდა

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

უი ამას არ მოველოდი ცუდია ველოდები ახალ თავს იქნევდა ახალი თავი უფრო მშვიდობიანი იყოს მადლობა წარმატებები

 


№4 სტუმარი one

nu sheni logikuri pantaziis didi imedi maqvs))
mavne bavshvo,giyvars shen intrigebi❤️
saswrafod akhali tavi:dd

 


№5 სტუმარი სტუმარი Keta

Imedia male daideba
Saocreba iko❣????

 


№6  offline წევრი ლილა ნესი

სტუმარი Keta
Imedia male daideba
Saocreba iko❣????


დღეს აიტვირთება მესამე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent