დასაწყისი ( 3 )
ცივი თითების შეხება იგრძნო წელზე, თავს ძალა დაატანა და თვალები გაახილა, წელზემოთ შიშველი მახო ზემოდან მოქცეოდა, ცალი ხელით მაისურს შიგნიდან შიშველ მკერდზე ეფერებოდა და მეორე ხელით ცდილობდა მისთვის შარვალი გაეხადა, გაძალიანება სცადა, მთელი ძალით გაიბრძოლა რომ როგორმე დასხლტომოდა ხელებიდან. - გამოფხიზლდი? ძალიან კარგი, -ცივი და ცინიკური ხმა ჰქონდა, -მინდა რომ გონზე იყო და ყველაფერს გრძნობდე, მინდა თვალებში მიყურებდე როცა . თავისდა გასაკვირად შიშის მაგივრად გულისრევა იგრძნო ელენემ, ყელში რაღაც მოაწვა და სუნთქვა შეუკრა, ახლა რომ რამე არ გაეკეთებინა ეს ზიზღი გაგუდავდა, მთელი ძალა მოიკრიბა და იყვირა. - ოხ შენი, ძუკნა, -იღრიალა მახომ და ელენემ მეორედ იგრძნო სახეში დარტყმა, თვალთ დაუბნელდა, შემდეგ რაც მოხდა ბუნდოვნად ახსოვს, ხმები ჩაესმოდა, კარზე ბრახუნის და ღრიალის ხმები ნახევრად დაბინდული მზერით დაინახა როგორ შემოანგრია ალექსმა კარი და გონება დაკარგა. - - - - - - - სახლიდან გავიდა და იქვე კიბეზე ჩამოჯდა, ერთხანს უხმოდ, უემოციოდ დაჰყურებდა ტელეფონს და რომ აღარ გაჩერდა გადაწყვიტა ეპასუხა. - გისმენთ ბატონო ნუგზარ. - მორჩი მაიმუნობას ალექს შენი დახმარება მჭირდება. - მივხვდი მამა, დახმარება რომ არ გჭირდებოდეს ვიცი რომ არ დამირეკავდი, ახლა რაღა ხდება, ისევ გიორგის გაფუჭებული საქმეა გამოსასწორებელი? - ჩადგომოდი კომპანიას სათავეში და არ იქნებოდა არაფერი გამოსასწორებელი, ხომ იცი შვილო შენია ეს ყველაფერი, რატომ ჯიუტობ? დაბრუნდი სახლში, მიხედე საქმეს და შეეშვი იმ სისულელეებს რაშიც ტყუილად კარგავ დროს. სახე შეეცვალა ალექსს, მომუშტული მარჯვენა ისეთი ძალით დაჰკრა ქვის კიბეს რომ ტკივილისგან სახე შეეჭმუხნა, არა რა, არაფერი იცვლება, არც კომპანიიდან არც სახლიდან წასვლა არ აღმოჩნდა საკმარისი რომ მის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფას თავი დაანებონ... მთელი მოთმინება და ნებისყოფა მოიკრიბა რომ ცუდად არაფერი წამოსცდენოდა და შეძლებისდაგვარად მშვიდად უპასუხა. - ახლა არ მცალია, ხვალ მოვალ კომპანიაში და მეტყვი რა პრობლემაა, ვეცდები მოგვარებაში დაგეხმაროთ და მერე ისევ ჩემს ცხოვრებას დავუბრუნდები, ჰო და კიდევ ერთხელ თუ მეტყვი რომ დროს სისულელეებში ვკარგავ... - ჰო კარგი კარგი არ გინდა ეს მუქარები, გელოდები რაც შეიძლება მალე და იცოდე შენს ძმას ნუ დაადანაშაულებ ისედაც არეული აქვს ტვინი, -ტელეფონი ისე გაუთიშა რომ სიტყვაც კი არ ათქმევინა, ღიმილით გადააქნია თავი ალექსმა, ვერა და ვერ სწავლობდა შეცდომებზე ბატონი ნუგზარი, ის იყო წამოდგა და სახლში შესვლა დააპირა რომ ელენეს განწირული კივილი მოესმა, გიჟივით შევარდა სახლში, მისაღები მოათვალიერა მახო არსად ჩანდა, ბიჭები საძინებლის კართან იდგნენ და აბრახუნებდნენ თუმცა კარს არავინ უღებდათ, ალექსი გაცოფებული მიიჭრა მათთან. - რა ხდება აქ, სად არის მახო? - შიგნით არის, ბოდიში ძმაო, -მოიბუზა ლადო, -ვიცი რომ არ უნდა შეგვეშვა მაგრამ დაიფიცა უბრალოდ ლაპარაკი მინდაო და... - ასეთ რამეს ვერც კი წარმოვიდგენდით, -კახამ უხერხულად აიჩეჩა მხრები. ალექსი უკვე აღარ უსმენდა მთელი ძალით დასცხო ფეხი კარს, მესამე დარტყმაზე როგორც იქნა გაიღო, გულამოვარდნილი შევარდა ოთახში, გონწასულ ტუჩებდასისხლიანებულ გოგონაზე გადამხობილი ნახევრადშიშველი მახოს დანახვისას სისხლმა ტვინში აასხა, გაცოფებული მიეჭრა, მხრებში ხელი ჩაავლო, წამოაყენა და მთელი ძალით დაარტყა მარცხენა ყბაში, მახო შებარბაცდა და ხალიჩაზე ჩაჯდა, კიდევ ერთხელ წამოაყენა და დაარტყა, წინ კახა გადაუდგა ალექსს როცა მის შეშლილ სახეს შეხედა და იფიქრა რომ შეიძლებოდა ბიძაშვილი ხელში შემოკვდომოდა. - გაჩერდი ხომ ხედავ ვერ აზროვნებს. - იმდენს ხომ აზროვნებდა გოგო ასეთ დღეში რომ ჩაეგდო... -საწოლზე უგონოდ მისვენებულ ელენეს გადახედა და უძლურების შეგრძნებისგან დაჭრილი ცხოველივით დაიღმუვლა. - დამშვიდდი ძმაო, ახლა ელენეს ჭირდები, მას მიხედე, -ლადო მიუახლოვდა და მხარზე ხელი დაადო, გვაპატიე რომ ასე მოხდა, ჩვენი ბრალია, არ უნდა შემოგვეშვა. - წაიყვანეთ აქედან, -თავით ჯერ კიდევ იატაკზე მჯდარ სახედასისხლიანებულ მახოზე ანიშნა ბიჭებს, უსიტყვოდ მიბრუნდნენ და მხრებში შეუდგნენ რომ აეყენებინათ, ძლივს წამოდგა ფეხზე. - ხომ იცი რომ ამას ასე არ დავტოვებ, ის მაინც ჩემი გახდება, დღეს ან ხვალ, რა მნიშვნელობა აქვს, -ჩაიღრინა და როცა დაინახა რომ გაცოფებულმა ალექსმა ისევ გაიწია მისკენ, უპრობლემოდ გაყვა ბიჭებს, გავიდნენ თუ არა ალექსი მაშინვე ელენეს მიუბრუნდა, გული მოუკვდა როცა მისი, დარტყმისგან დასიებული, დახეთქილი ტუჩები დაინახა, ჯერ კიდევ უგონოდ იყო, მაისური და შარვალი გაუსწორა და საბანი გადააფარა, იჯდა ასე გაუნძრევლად ერთ ხელში მისი ხელი ეჭირა, მეორე ხელით თავზე ეფერებოდა და იმ გრძნობით გულდამძიმებული რომ ერთი პატარა გოგოს დაცვა ვერ მოახერხა, მის გამოფხიზლებას ელოდა. თვალი რომ გაახილა და მის თავთან დახრილი ალექსი დაინახა რომელიც დამნაშავე თვალებით უყურებდა, უნებურად გაეღიმა, შვებით ამოისუნთქა როცა ოთახი მოათვალიერა და მახო ვერ დაინახა, წამოიწია, ხელები კისერზე მოხვია და მკერდზე მიეხუტა, - მადლობა, მადლობა, მადლობა, -ჩურჩულებდა და ალექსის არანორმალურად აჩქარებულ გულისცემას უსმენდა. - ჰმ , მადლობა? მადლობას რისთვის მიხდი? -ჩამწყდარი, ჩახლეჩილი ხმით ჩაილაპარაკა და თავი გვერდზე მიაბრუნა რომ მისი სურნელი რომელიც ნესტოებში უღიტინებდა და გონებას ურევდა რაც შეიძლებოდა ნაკლებად ეგრძნო. - იმისთვის გიხდი მადლობას რომ ახლა ჩემთან ხარ, -ჩაიჩურჩულა ელენემ, ხელები ქვემოთ ჩამოაცურა, ამჯერად წელზე მოეხვია და უფრო მაგრად მიეკრა მკერდზე, გაშეშებული, ხელებგაშლილი იჯდა ალექსი და ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა, ბოლოს როგორც იქნა გაბედა, თვითონაც მოეხვია, ლოყა თავზე დაადო და ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი. - მაპატიე რომ შენი დაცვა ვერ შევძელი, -ჩაიჩურჩულა თითქოს მხოლოდ თავისთვის გასაგონად და ახლა თვითონ მიიკრა მკერდზე გოგონა. - აუ მეტკინა, -ამოიკვნესა ელენემ და შეეცადა ალექსს მოშორებოდა, დასიებულ მარცხენა ლოყაზე და გახეთქილ ტუჩზე მოისვა ხელი და ტკივილისგან დაიმანჭა. - ძალიან გტკივა? ყველაფერი ჩემი ბრალია, მაპატიე. - შენ რა შუაში ხარ, რატომღაც გააღიზიანა ელენე, ალექსის საკუთარი თავის დადანაშაულებამ, -ყველაფერი იმ მანიაკის ბრალია, იმის უაზრო აკვიატება რომ არა... - კარგი რა, მე რომ არა, ჩემი შეცდომა რომ არა... -ალექსი ფეხზე წამოდგა და ნერვიულად გაიარ-გამოიარა ოთახში, ორივე ხელის თითებით თმებს იჩეჩავდა და არეული თვალებით უყურებდა ელენეს. - მარტო რომ არ დამეტოვებინე ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, -ჩალურჯებულ მაჯებზე და დასიებულ ლოყაზე ანიშნა, -როგორ შეგიძლია ასე მოიქცე და ამ ყველაფრის შემდეგ აქეთ მამშვიდებდე როცა მან კინაღამ... კინაღამ... ელენე მიხვდა რის თქმასაც ცდილობდა ალექსი და თავიდან ეტკინა ყველაფერი, ძლივს წამოდგა ფეხთან და ბარბაცით მივიდა მასთან, წვრილი თითებით მოეჭიდა მკლავებზე და ქვემოდან ახედა დიდი წყლიანი თვალებით და სუსტი ღიმილით. - უკვე გითხარი რომ შენ არაფერ შუაში ხარ, არაფერი არ არის შენი ბრალი და თავს ტყუილად ნუ იდანაშაულებ, მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს კარგი? დაჰყურებდა ალექსი ზემოდან ამ პატარა გამხდარ გოგონას რომელიც მკერდამდე ძლივს წვდებოდა, ფეხზე ძლივს იდგა, გრძელი თხელი თითებით ეჭიდებოდა მკლავებზე რომ როგორმე თავი შეემაგრებინა, სასაცილოდ დიდი მაისური და შარვალი ეცვა, წელამდე ჩამოშლილი შვი თმა აბურდული ჰქონდა, სახე აწითლებული, ტუჩები დახეთქილი, ლოყა გასიებული და მაინც ისე უღმერთოდ ლამაზი იყო... შეეშინდა რომ რატომღაც საიდანღაც მოსულ სურვილს რომ გულში ჩაეკრა და აღარასოდეს გაეშვა ვერ გაუმკლავდებოდა, თვალები მაგრად დახუჭა და მთელი ნებისყოფა მოიკრიბა რომ მოშორებოდა, საწოლთან მიიყვანა და დასვა, თვითონ მის წინ ჩაიმუხლა. - მგზავრობას შეძლებ? თუ გინდა დღესვე დავბრუნდეთ თბილისში, -ჩახლეჩილი ხმით უთხრა და ცერა თითით ოდნავ შეეხო გახეთქილ ტუჩზე, შეკრთა როცა ხელზე მისი ხელის შეხება იგრძნო, ელენემ მისი ხელი ლოყაზე მიიკრა თვალები მილულა და გაიღიმა. - შენი შეხება მამშვიდებს, -ჩაიჩურჩულა და ხელისგულზე აკოცა, გული გაუჩერდა ალექსს, სუნთქვა შეეკრა და ეგონა რომ ვეღარასოდეს ამოისუნთქავდა, ხელი გამოგლიჯა, სწრაფი ნაბიჯით მივიდა ფანჯარასთან გამოაღო რაფას ხელებით დაეყრდნო და ღრმად ჩაისუნთქა სუფთა, ნოტიო ჰაერი, ოცდაექვსი წლის იყო და აქამდე არავის მიმართ არ უგრძვნია ასეთი რამ, ასეთი მიზიდულობა... უყურებდა მის წინ გადაშლილ მთებს და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა რომ რაც შეიძლება მალე უნდა განთავისუფლებულიყო მისგან, მანამ სანამ ბოლომდე შეაღწევდა მის არსებაში და ყოველ კუთხესა და კუნჭულში დაივანებდა... - რა გჭირს კარგად ხარ? -მოესმა ზურგს უკნიდან, შებრუნდა, მის წინ იდგა და ჩვეული გულწრფელი გულუბრყვილო ღიმილით უღიმოდა, უღიმოდა და წარმოდგენაც კი არ ჰქონდა რა გავლენას ახდენდა ალექსზე და რა ქარიშხალი ტრიალებდა ახლა მის გულსა და გონებაში. - კარგად ვარ, შენ ჩემზე ნუ იფიქრებ, ცოტახანში უკვე წავალთ აქედან, აი ეს მოიცვი, -კარადიდან კაპიუშონიანი თბილი მოსაცმელი გამოიღო და თვისი ხელით ჩააცვა, ყელამდე შეუკრა შესაკრავი. - ძალიან სქელია, ასე გავიგუდები, -დაიწუწუნა ელენემ და შესაკრავი ჩაიხსნა, ეს თმებიც უკვე ნერვებს მიშლის, თბილისში ჩავალთ თუ არა შევიჭრი. - ნუ წუწუნებ პატარა ბავშვივით, თუმცა ბავშვი ხარ და რას გეუბნები, ეს უნდა გეცვას გზაში შეგცივდება და ისევ სიცხეს მოგცემს, -ალექსმა ღიმილით შეუკრა მოსაცმელი, -ჰოდა თმებს რაც შეეხება ნუ შეიჭრი, გიხდება, თუ გინდა დაგიწნი რომ აღარ შეგაწუხოს. - მართლა? სერიოზულად, იცი ეს როგორ კეთდება? - ამ საქმის პროფესიონალი ვარ, -სრულიად სერიოზული სახით უთხრა და სკამზე მიუთითა, -დაჯექი, მე სავარცხელს და თმისსამაგრებს მოვიტან, მეორე საძინებელში უნდა იყოს, ჩემი პატარა ბიძაშვილი ტოვებს ხოლმე, როცა ზაფხულში ჩამომყავს დასასვენებლად. - აჰა, ახლა გასაგებია საიდანაც იცი. - მასაც შენსავით გრძელი და ლამაზი თმა აქვს, -გაეღიმა ალექსს პატარა ახტაჯანა კატო რომ გაახსენდა, მერე მორცხვად მომზირალ ელენეს შეხედა რომელიც მუხლებზე ხელებდაწყობილი გაუნძრევლად იჯდა სკამზე და ელოდა. რამდენიმე საათში უკვე თბილისში იყვნენ, ქალაქში შევიდნენ თუ არა, ალექსმა ავტომობილი გააჩერა და ელენეს გაღვიძებას შეეცადა რომ მისი მისამართი გაეგო, მხარზე ფრთხილად შეეხო ხელით, შეანჯღრია, საპასუხოდ მხოლოდ გაუგებარი ბუტბუტი მიიღო, სახეზე დააკვირდა, ისევ აწითლებული ჰქონდა ლოყები და თვალის გახელა უჭირდა, სახეზე შეახო ცივი თითები, აშკარად მაღალი სიცხე ჰქონდა. - ელენე გაიღვიძე უკვე თბილისში ვართ, შენი მისამართი მჭირდება რომ სახლში მიგიყვანო, -კიდევ ერთხელ სცადა მისი გაღვიძება და როგორც იქნა შეძლო და გამოაფხიზლა, გაჭირვებით უკარნახა მისამართი და ისევ მილულა თვალები. - მარტო ცხოვრობ არა? -ჩაეკითხა. - კი, სულ მარტო ვარ ყოველთვის, -ჩაიბუტბუტა ელენემ ღიმილით, თითქოს უხაროდა, მოსწონდა რომ მარტო იყო. - გყავს ვინმე ვისაც დაურეკავ რომ მოვიდეს და მოგხედოს? - არავინ არ მყავს, რა მნიშვნელობა აქვს, სახლში წამიყვანე, მე თვითონ მივხედავ ჩემს თავს, მიჩვეული ვარ მარტო ყოფნას. - ჰო მაგრამ ახლა ცუდად ხარ. - სახლში წამიყვანე გთხოვ, -კიდევ ერთხელ ჩაიბუტბუტა და ძილმა წაართვა თავი, -ერთხანს თვალმოუშორებლად უყურებდა მერე გადაწყვეტილება მიიღო და ძრავა ჩართო, თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ იმ საცხოვრებელი შენობის ეზოში გაჩერდა სადაც ბინა ჰქონდა, ხელში აყვანილი გადმოიყვანა ელენე, გულზე აიხუტა და სადარბაზოში სწრაფი ნაბიჯით შევიდა, ლიფტს მასთან ერთად კარის მეზობელი ხნშიშესული სამოცდაათიოდე წლის ქალბატონი ელოდა, მიესალმა ალექსი, კაბინაში შევიდა და ზურგით მიეყრდნო სარკით დაფარულ კედელს. - ეს გოგო ვინ არის შვილო? -ვეღარ მოითმინა ქალმა. - ჩემი მეგობარია მანანა დეიდა. - რა სჭირს, ალბათ ბევრი დალია ხომ? სად მოასწრო ასე დღისით მზისით, რა არიან ეს ახალგაზრდები, დალევა, მოწევა, რას აღარ აკეთებენ, აბა ჩვენ დროს შეღამებისას გარეთაც კი ვეღარ გავდიოდით ვინმეს რამე რომ არ ეთქვა ცუდად, ახლა კიდევ დაარქმევენ მეგობარს და ... - რა გინდათ ლამარა დეიდა? პირდაპირ მკითხეთ თუ რამე გაინტერესებთ, -ისეთი ხმით უთხრა რომ მაშინვე გაჩუმდა ქალი, ლიფტიდან გამოვიდნენ თუ არა შვებით ამოისუნთქა ალექსმა, ახლა ნამდვილად არ ჰქონდა ამ უტაქტო კუდიანთან კამათის თავი, ძლივს მოახერხა ცალი ხელით კარის გაღება და სანამ ზურგს უკან მოიხურავდა შეამჩნია მოპირდაპირე ბინის ოდნავ გამოღებული კარიდან მომზირალი მანანას ცნობისმოყვარეობისგან გაფართოებული თვალები. - - - - - - - - - - თითქოს ისევ გრძნობდა სასმლის და კიდევ რაღაც გაურკვეველ გულისამრევ სუნს, ისევ ეხებოდნენ უხეში ხელები შიშველ სხეულზე, ისევ დაასრიალებდა ცივ ტუჩებს მის სახეზე... - თვალებში მიყურე, მინდა თვალებში მიყურებდე, -ჩაესმა საძულველი ხმა და ისევ აეწვა მარცხენა ლოყა, სცადა განძრეულიყო, ვერ მოახერხა, უნდოდა მასზე მთელი ძალით დაწოლილი სხეული მოეშორებინა მაგრამ კიდურები გაშეშებული ჰქონდა, უნდოდა ეყვირა, პირს აღებდა მაგრამ ხმა არ ამოდიოდა, ბუნდოვნად ხედავდა მის თავთან დახრილ სილუეტს... - გაიღვიძე ელენე, ელე გთხოვ თვალი გაახილე, ყველაფერი კარგადაა, მე შენთან ვარ, -ნაცნობმა ხმამ და სურნელმა როგორც იქნა მოახერხა მის კოშმარულ ზმანებებში შეღწევა და აიძულა დამშვიდებულიყო, მზერა დაეწმინდა, სუნთქვა დაურეგულირდა, საწოლზე ჩამომჯდარი ალექსის კალთაში იჯდა, მკერდზე ჰყავდა ალექსს მიკრული, თმაზე ეფერებოდა და მის დამშვიდებას ცდილობდა, როგორც კი შეატყო რომ გამოფხიზლდა და დამშვიდდა საწოლში დააბრუნა, ბალიში გაუსწორა და საბანი დააფარა, ვეღარ მოითმინა ორივე ლოყა დაუკოცნა, კოცნით შეუშრო ცრემლები. - სად ვარ, აქ რატომ ვარ? -იკითხა ელენემ როცა ოთახი მოათვალიერა და ვერ იცნო. - ჩემთან ხარ, ცუდად იყავი, დაგეძინა, შენს სახლში ვერ წაგიყვანდი და მარტო ვერ დაგტოვებდი, თვითონ მითხარი რომ არავინ გყავს ვინც მოგხედავს, ამიტომ ჩემთან მოგიყვანე, ალბათ კოშმარი დაგესიზმრა, ტიროდი, ყვიროდი, იძულებული გავხდი რომ გამეღვიძებინე. - მახო დამესიზმრა, -ამოისლუკუნა და ცრემლიანი თვალებით შეხედა მოღუშულ ალექსს, -ვიფიქრე რომ უბრალოდ დავივიწყებდი მაგრამ ვერ შევძელი, დამესიზმრა რომ ისევ ცდილობდა ჩემზე ძალადობას, მეხებოდა, მე მინდოდა რომ მეყვირა და ვერ ვყვიროდი, მისი მეშინია, მეშინია... მეძინება მაგრამ ვერ დავიძინებ, ისევ რომ დამესიზმროს? -აცახცახებული თითებით მოიწმინდა ცრემლები, საბანი ნიკაპამდე აიწია და მოიბუზა. ხელები მომუშტა ალექსმა და მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი, ვერ ეგუებოდა მისი ასეთი უმწეოს და სუსტის დანახვას, გული უკვდებოდა როცა ხედავდა როგორ ცახცახებდა შიშისგან. - მახო იმას არ იმსახურებს რომ მისი გეშინოდეს, ვეღარაფერს დაგიშავებს, მე მას ამის უფლებას არ მივცემ გესმის? - უბრალოდ ძნელია დავიწყება, მეგონა ადვილი იქნებოდა მაგრამ ძნელი ყოფილა, ჩამქრალი ხმით ჩაილაპარაკა. - მოდი ახლა იცი რა ვქნათ მე და შენ, წამლებს მოგიტან და საჭმელს, მერე ერთად დავიძინოთ, მეც შენს გვერდით დავწვები და კოშმარები აღარ შეგაწუხებს შევთანხმდით? -რაც შეეძლო მშვიდად უთხრა და ეცადა თბილად გაეღიმა. - მართლა? მართლა დაიძინებ ჩემთან ერთად? -სახე გაუბრწყინდა მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო ისევ მოიღუშა და თვალები დახარა. - რა მოხდა რა გჭირს? - მე შენ ძალიან გაწუხებ არა? - ეს საიდან მოიტანე? -გულიანად გაეცინა ალექსს. - ცუდად ვარ და იმ ყველაფრის გამო რაც მოხდა თავს ვალდებულად თვლი რომ მომიარო, ახლა კი ამ სულელური კოშმარების გამო ლამისაა ჩემი ძიძა გახდე, არადა შენთვის არავინ არ ვარ, უბრალოდ იძულებული ხარ რომ ასე მოიქცე. - არავინ არაფრის ვალდებული არ არის, მომწონს შენზე ზრუნვა და იმიტომ ვზრუნავ, ერთი წუთითაც კი არ იფიქრო რომ რაღაც სულელური გათვლები და ანგარიშები მაქვს შენთან მიმართებაში, ახლა წყნარად უნდა იყო, მშვიდად, არაფერზე არ უნდა ინერვიულო რომ მალე გამოჯანმრთელდე. - კარგი, ვეცდები რაც შეიძლება მალე გამოვჯანმრთელდე და აქედან წავიდე. - ასე ძალიან გეჩქარება აქედან წასვლა? - რაც უფრო მალე წავალ მით უკეთესი, თორემ ისე კარგად მექცევი რომ მგონი შევეჩვევი ამ ყველაფერს და მერე ალბათ წასვლა გამიჭირდება, შეუჩვეველს ნუ შეაჩვევო ხომ გაგიგია, -თვალი გაუსწორა ალექსს და მხიარულად გაიცინა, -აი ხომ ხედავ ცოტა ხნის წინ ვტიროდი და ახლა უკვე ვიცინი, ჩემზე საოცრად კარგად მოქმედებ. - მომწონს როცა ასე მხიარულს გხედავ, მგონი მეც გამიჭირდება გადაჩვევა, -თავი ღიმილით გადააქნია და ოთახიდან გავიდა რომ წამლები და საჭმელი მოეტანა. იმ ღამით ერთ საწოლში ერთმანეთზე ჩახუტებულებს ეძინათ, საერთოდ არ გრძნობდა უხერხულობას ელენე, ალექსის მკლავებში განაბულს ერთი კოშმარიც კი არ უნახავს. - - - - - - - - ტელეფონის ზარმა გააღვიძა, მის გვერდით მშვიდად მძინარ ელენეს დახედა და სახე უნებურმა ღიმილმა გაუნათა, პატარა ბავშვივით ტკბილად, მშვიდად ეძინა, ერთხანს თვალს ვერ აშორებდა, ბოლოს როცა იმ აზრმა გაუელვა თავში რომ ყოველ დილით უნდოდა ამ პატარა სასწაულის დანახვა საკუთარ საწოლში, გველნაკბენივით წამოხტა, თავი გააქნია თითქოს ასე გააქრობდა და განდევნიდა იმ აზრებს რომლებიც ასე დაუკითხავად შეუძვრნენ გონებაში და სინამდვილეში იქ არაფერი ესაქმებოდათ, აჩეჩილი თმა თითებით გადაისწორა და ფეხშიშველი გავიდა საძინებლიდან, გავიდა თუ არა კახას გადაურეკა. - რა ხდება რა გინდოდათ ამ დილაადრიან. - ახლა რაღა დროსია, უკვე ამოვდივართ მე ლადო და მახო, კარი გააღე. - გაგიჟდით ბიჭო? მახოს აქ რა უნდა? მაინცდამაინც უნდა შემომაკვდეს? - დილით მოგვადგა მე და ლადოს, ლამის მუხლებში ჩაგვივარდა შემარიგეთო, იქნებ დაელაპარაკო, რაც არ უნდა იყოს ბიძაშვილია მაინც. ის იყო ყველა ჯანდაბაში უნდა გაეგზავნა რომ კარზე ზარიც გაისმა, ხმამაღლა უშვერად შეიგინა და კარის გასაღებად წავიდა, კახას და ლადოს უკან იდგა მახო უხერხულად მხრებაწურული და დამნაშავე ლეკვის თვალებით უყურებდა ალექსს, არაფერი უთქვამს შებრუნდა და მისაღებისკენ წავიდა, სამივე უკან მიყვნენ. - აბა მითხარი რა გინდა და მერე წადი აქედან, -ცივად მიმართა მახოს, სავარძელში ჩაჯდა და მომლოდინე მზერა მიაპყრო. - შეიძლება დავჯდე? -იკითხა მახომ და ალექსის აწეული წარბი რომ დაინახა მასინვე ჩამოჯდა მის წინ. - ვიცი რომ ზედმეტი მომივიდა, იმ დღეს კაიფში ვიყავი, ნორმალურად ვერ ვაზროვნებდი, იცი რომ ანგელოზი არ ვარ მაგრამ ქალზე ძალადობა ჩემთვისაც კი ზედმეტია, თავს ცუდად ვგრძნობ იმის გამო რაც გავაკეთე, მაგრამ რაც მთავარია ყველაფერმა ჩაიარა, არ მინდა ვიღაც ძუკნას გამო ურთიერთობა დაგვეძაბოს... - ზედმეტი მოგდის მახო, თუ ასე აპირებ ლაპარაკის გაგრძელებას ახლავე ადექი და წადი, -გაცოფებული იყო ალექსი, თავს ძლივს იკავებდა რომ არ ამდგარიყო და პირდაპირ მეშვიდე სართულის აივნიდან არ მოესროლა მის წინ მჯდარი ბიძაშვილი. - ვერ ვხვდები რატომ იცავ, ის არავინ არ არის, ჰო მოვიტაცე მაგრამ არაფერი გამოვიდა, შენ შენი ჩვეული გმირული ხასიათი გამოამჟღავნე და ჩემგან გადაარჩინე, ახლა ყველაფერი დამთავრდა, ის თავისთვის არის ჩვენ ჩვენთვის, დავფიქრდი და ერთი სულელი უფერული გოგოა ნამდვილად არ ღირდა ამდენ დავიდარაბად და იმად რომ ერთმანეთს გადავეკიდოთ, დაიკიდე რა... ფეხის ხმამ შეაწყვეტინა მახოს საუბარი, მერე კარიც გაიღო და წკრიალა მხიარულმა ხმამ გაკვეთა მისაღებში გამეფებული დაძაბული ატმოსფერო, - დილა მშვიდობის ალექს ლიმონიანი ჩაი მინდა, ლიმონი გვაქვს? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.