შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთად ყოფნა შეუძლებელია.ნაწილი 3 თავი 7


4-03-2022, 00:05
ავტორი katiusha
ნანახია 11 096

სიყვარული ზოგჯერ ისე მოდის,რომ ვერ ვამჩნევთ.ეს გრძნობა შეცდომა გვგონია,თუმცა სწორედ მისი მეშვეობით ვამსხვრევთ ყველა იდეალს და ხატს გრძნობის ნამდვილობისა და შესაფერისი ადამიანის შესახებ.ეს ყველაფერი იმდენად მარტივად ხდება,აღქმაც გვიჭირს იმისა,რომ რეალურად ხდება. ასეთ ურთიერთობებში,ორი განსხვავებული ადამიანი ჰარმონიულად მოდის ერთმანეთის მხარდამხარ და არცერთს არ აქვს იმის განცდა,რომ საჭიროა რომელიმე შეიცვალოს.ასეთი წყვილი ერთმანეთს იღებს ისეთად,როგორებიც არიან.ეს არის გრძნობა,რომლის ნამდვილობა კი არ ჩანს,არამედ იგრძნობა.თუმცა მას ხანდახან ბევრი განსაცდელი ელის და თუ ის გადალახე,ესეგი ნამდვილად გიყვარს და შეგიძლია მის მარადიულობაზეც იფიქრო.
ერთფეროვნებაში გავიდა რამდენიმე დღე.ოთახში გამოკეტილ ანასტასიას გასართობად მხოლოდ ტელევიზორი ჰქონდა.იმ დღის მერე იბრაჰიმს მხოლოდ ორჯერ შეხვდა. ერთხელ ნაშუადღევს,როცა ბიჭმა ტანსაცმლის გამოსაცვლელად შემოირბინა,სწრაფად აიღო საჭირო ნივთები და უხმოდ დატოვა ოთახი. მეორედ,როცა გოგოს შუაღამისას გაეღვიძა და სავარძელში მძინარე დაინახა.კითხვაში ჩასძინებოდა ბიჭს. გადაშლილი წიგნი გულზე ჩამოსცურებოდა.ვერ გაიგო რა წიგნი იყო და აღარ გაუმახვილებია ყურადღება,თუმცა დიდხანს მისჩერებოდა მძინარე იბრაჰიმს და სუსტი განათების ფონზე მისი სახის ნაკვთებს გოგოს მეხსიერება მისდაუნებურად ირეკლავდა.
ანასტასიასთვის ნამდვილად აღმოჩენა იყო იბრაჰიმის წიგნის მიმართ გამოჩენილი ინტერესი.ის გულქვა,გაუნათლებელ და ხეპრე მამაკაცად წარმოედგინა და გაკვირვებული დარჩა.თანაც ისე მშვიდად ეძინა ბიჭს და ისეთი უშფოთველი სახე ჰქონდა,ერთხანს იფიქრა გოგომ ნამდვილად ის არის თუ შეცვალეს და მის ადგილზე სხვა გამოაგზავნესო.ის იყო უკვე აზრი ეცვლებოდა,რომ ბიჭი შეირხა,თხელი მოსაცმელი გადაეწია და საქამრედან იარაღის ტარი გამოუჩნდა.ანა რეალობას დაუბრუნდა და ერთმა აზრმა გაუელვა თავში.
ფრთხილად ადგა საწოლიდან.თითის წვერებზე აიწია და ჩუმად მიეპარა.თან აბდულაევს აკვირდებოდა.ბიჭს ეძინა.
ხელი გაიშვირა,ფრთხილად მოჰკიდა ხელი იარაღის ტარს და ოდნავ გამოსწია.იბრაჰიმი არ გარხეულა. გათამამდა და კიდევ უფრო გამოსწია. იარაღი ადვილად დაემორჩილა.უკვე ხელში ეჭირა. ყოყმანობდა რა ექნა. ბოლოს სურვილმა სძლია,კიდევ უფრო მიუახლოვდა და მისკენ დაიხარა. ყელზე მიაბჯინა იარაღის ლულა.
ცივი საგნის შეხება მაშინვე იგრძნო იბრაჰიმმა.შეირხა და თვალები გაახილა.თავს წამომდგარი ანასტასია რომ დაინახა,დაიბნა და წამოდგომა სცადა.წიგნი გაუვარდა და ხმაურით დაეცა იატაკზე.გოგომ ხელი უბიძგა და უკან დააბრინა.იბრაჰიმს ჩაეცინა.
-სროლას თუ დააპირებ,იარაღი სასურველ პოზიციაზე უნდა დააყენო.
-შენ გგონია ეგ არ ვიცი?-უთხრა გოგომ და დამცველი გადასწია.
-ახლა მართლა საშიში ხარ.მაგრამ კიდევ ერთი რამე უნდა იცოდე.როცა იარაღს მზადყოფნაში მოიყვან,უნდა ისროლო კიდეც.
-ვისვრი.არც ეგ გამიჭირდება.-უფრო მეტად მიაჭირა ლულა კანზე და ზიზღით გამოსცრა.
-შენ გგონია სიკვდილის მეშინია? სიკვდილი ჩემთვის შვებაა.მიდი, გამოჰკარი სასხლეტს ხელი და დაასრულე ჩემი სიცოცხლე,რომელსაც ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. -მკლავებში ხელებით ჩააფრინდა და უბიძგა რომ გაესროლა.
-როგორ?ასე გძულს საკუთარი თავი? ისე ძალიან რომ ეს ზიზღი ჩემს ზიზღზე მეტია?-დაიბნა ანასტასია.
-უფრო მეტად.ასე რომ მიდი,ისროლე და მომეცი საშუალება მოვკვდე, სიმშვიდე მოვიპოვო.
-პირველად ვხედავ და მესმის რომ ადამიანს სიკვდილის არ ეშინოდეს.
-რა არის საშიში?ოდესღაც ყველა მოვკვდებით.ამ ქვეყნად არავინ ვრჩებით.მხოლოდ იმაზე მწყდება გული რომ შვილი არ მყავს.ალაჰმა არ ისურვა მამა გავმხდარიყავი.სხვა ყველაფერი რაც მქონდა ან ახლა გამაჩნია უმნიშვნელოა.
ანასტასიას სიზმარი გაახსენდა და საბოლოოდ დანებდა.იარაღი ნელა მოაშორა ბიჭს.ჩამკეტი გადასწია და უკან მიაწოდა.
-გქონდეს,იქნებ კიდევ გაგიჩნდეს ჩემი მოკვლის სურვალი.
-ესეც გადავიფიქრე.ამაშიც კი მაჯობე.
-თუ რამე მომივა,ჩემზე კი არა, მხოლოდ იმ ხალხზე ვიდარდებ,მე რომ შემომცქერიან ხელებში და ჩემი ბიზნესით ოჯახებს არჩენენ.
-როგორი ფულით?სისხლიანი და ბინძური ფულით?-ისევ ზიზღით შეხედა გოგომ და სახე ახლოს მოუტანა სახესთან,თვალებში ჩააცქერდა.
-ნუ ცდილობ ჩემზე გავლენა მოახდინო,როცა შენი ოჯახიც იგივეს აკეთებს.როგორ გგონია აქ რატომ ხარ?
-გაბრიელმა ამ საქმეს თავი დაანება.
-მან შეიძლება მოინდომოს,მაგრამ თავს ვერ დააღწევს.ის თუ თავის ხალხზე ფიქრობს,მე ჩემს ხალხზე ვფიქრობ.შესაბამისად ან მოლაპარაკება შედგება,ან არადა სისხლი დაიღვრება.
-არ მოგცემ უფლებას რომ მათ რამე დაუშავო.-უყვირა გოგომ,მხრებში სწვდა და შეანჯღრია.იბრაჰიმს მობეზრდა,ხელი სტაცა მანაც, მკლავები გადაუგრიხა და ზურგს უკან გაუკავა.
-სამწუხაროდ ზოგჯერ ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა.-დახედა ზემოდან ერთი თავით დაბალ გოგოს.
-მკვლელო…-კიდევ ერთხელ გამოსცრა ანასტასიამ და თავის განთავისუფლება სცადა.
-ამდენ ბოღმას,ზიზღს და სიძულვილს როგორ იტევს შენი გული?-იბრაჰიმის მოულოდნელმა კითხვამ დააბნია ანასტასია.
-აქამდე მსგავსი არაფერი განმიცდია. არც კი ვიცოდი თუ ჩემი გული ამ გრძნობებს ასე მოიცავდა.
-ჰოდა როცა ამ გრძნობებს უფლებას მისცემ შენს გულთან ერთად შენი გონებაც მოიცვას,მაშინ შენც ჩემნაირი გახდები უკვე.ვეღარ განასხვავებ ძველ ანასტასიას ახალისგან.არც სახლში დაბრუნება მოგინდება, რადგან იქ შენს ადგილს ვერ იპოვი და ჩემსავით განდეგილი გახდები ოჯახისგან.
-ჩემი ოჯახი უარს არასდროს იტყვის ჩემზე.
-დაწმუნებული ხარ?
-ისევე როგორც იმაში,რომ მე ანასტასია ჭინჭარაული ვარ.
-მაინც ნუ იქნები ასე დარწმუნებული, რადგან მიწაზე შეიძლება ძალიან მწარედ დაენარცხო.-ხელი გაუნთავისუფლა ბიჭმა და ირონიულად ჩაეცინა.მერე ძირს დაგდებულ წიგნს დასწვდა,აიღო და დახურა.ანასტასიამ შეამჩნია და ამოიკითხა კიდეც. შექსპირს კითხულობდა ინგლისურ ენაზე და ამით კიდევ უფრო გაოცდა.
-უცხო ენები იცოდი არ ვიცოდი. -დააწია კართან.
-არ გიკითხავს.
-კითხვაც გიყვარს?
-შენ თითქმის არაფერი არ იცი ჩემზე.
-მართალი ხარ.რაც ვიცი ისიც საკმარისია.სხვა არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე.
-შეგიძლია მშვიდად დაიძინო.ამაღამ აღარ მოვალ.
-"არაფერს ელოდო არაფრისგან".- დააწია ანასტასიამ კართან.
-რა თქვი?-მოიხედა გაოცებულმა.
-შექსპირი.
-საიდან მიხვდი?
-შენმა ბიჭებმა არ გითხრეს გატაცების დღეს სად ვიყავი ან კაფეში რას ვაკეთებდი?
-არა.არ დავინტერესებულვარ.
-არც მიკვირს.საერთოდ ეგეც კი მიკვირს წიგნს რომ კითხულობ.ან იქნებ უბრალოდ თავს მაჩვენებ.
-შენზე უძილობა ძალიან ცუდად მოქმედებს.დაიძინე.-პასუხი არ გაუცია მის ირონიულ შენიშვნაზე ბიჭს,კარი მშვიდად გაიხურა და გასაღებით გადაკეტა.
******
აბდულაევს საშინლად აერია ხასიათიც და გეგმებიც.მითუმეტეს რომ ჩამოსვლას მისი ოჯახი აპირებდა. კეთილისმსურველებს უკვე ჩაეტანათ ბაქოში ამბავი რომ იბრაჰიმს გოგო ჰყავს გამოკეტილი საკუთარ ოთახში და თანაც ძალიან ლამაზიაო. შესაბამისად სწორედ ეს გახდა მიზეზი მისი ოჯახის სტუმრობისა…
-აი,მოვიტანე ბატონო,რაც დამავალეთ.-კაბინეტის კარი დაუკაკუნებლად შეუღო ჯამალმა.
-ადვილად იშოვე?-ჰკითხა და მაგიდაზე დადებულ ქაღალდის პარკში ჩაიხედა.კმაყოფილს ჩაეღიმა.
-არც ისე,მაგრამ მთავარი ის არის რომ ვიშოვე.
-ყოჩაღ ჯამალ.-შეაქო იბრაჰიმმა და სავარძელში დაბრუნდა.მასაც ანიშნა დაჯექიო.
-შეიძლება რაღაც გკითხო?
-მკითხე ჯამალ…
-რატომ აკეთებ ამას?
-არ ვიცი.-სწრაფად უპასუხა ბიჭმა.
-იქნებ იმიტომ რომ მოგწონს?მისდამი გულგრილი არ ხარ?
-მართლა არ ვიცი ამდენ რამეს რატომ ვაკეთებ მისთვის.ამდენი წელია ამ სახლში მოახლე ქალების გარდა არავინ ყოფილა.მისი აქ ყოფნა, მითუმეტეს ჩემს ოთახში საშინლად მაბნევს.
-მაგრამ ეგ ერთადერთი ადგილია, სადაც ახმედის ხელი ვერ მისწვდება.
-მართალი ხარ.სხვა გზა არ მაქვს. მოლაპარაკებამდე იქ უნდა დარჩეს.
-რატომ აჭიანურებ თბილისში დარეკვას?
-რომ ვფიქრობ წავა,ეს აზრი საშინლად მაღიზიანებს,მაგრამ მისი აქ ყოფნაც მაფორიაქებს.
-იქნებ დროა გულის კარი გაუხსნა.
-მას ვძულვარ..
-გამიგია სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯიაო.
-ისევე როგორც პირიქით.კარგი გვეყო ამაზე ლაპარაკი.ალის ნახვა მინდა.
-საქმეებს აგვარებს სტუმრების მისაღებად.ალბათ მალე დაბრუნდება.
-ეს დღეები გადავლახოთ და მერე იმ ამბებს მივხედოთ.ასე გამართლების იმედად ვერ ვიქნები.
-კაცი მყავს სათვალთვალოდ გაშვებული.აქ ყველას კვალი ერთთან მიდის და ადრე თუ გვიან,რომელიღაც აუცილებლად მივა იმ არაკაცთან,ვინც მათ თქვენს წინააღმდეგ ამხედრებს.
-ყოჩაღ ჯამალ.ეს მე ვერ მოვიფიქრე. ნამდვილად კარგი სვლაა.-შეაქო იბრაჰიმმა და წამოდგა.-დაგიფასდება.
-მე ზედმეტი არაფერი მინდა. მხოლოდ ის რასაც ვიმსახურებ.
-როგორი თავმდაბალი ხარ.-გაეღიმა აბდულაევს.-მადლობა ჯამალ ერთგულებისთვის.ახლა კი წავალ, შენც წადი,დაისვენე.
ჯამალი კაბინეტიდან იბრაჰიმთან ერთად გამოვიდა და დაემშვიდობა. სახლი დატოვა,იბრაჰიმი კი ზემოთ აუყვა კიბეს.რაღაცნაირად უხაროდა. გულის სიღრმეში უცნაურს გრძნობდა და სახელს ვერ არქმევდა.ამ დროის განმავლობაში თუ რამეს შეამჩნევდა
რომ გოგოს მოსწონდა ან მისი ინტერესს გამოიწვევდა,ცდილობდა შეესრულებინა.
ასე გახარებულმა შეაღო ოთახის კარი. ანასტასია საწოლზე იწვა და უხალისოდ უყურებდა მისთვის უცნობ ენაზე მიმდინარე გასართობ გადაცემას.იბრაჰიმი რომ დაინახა, ტელევიზორი გამორთო და ბიჭს მიაჩერდა.
-ასეთი გაღიმებული სახით რატომ მიყურებ?-ჰკითხა გოგომ.იბრაჰიმი მიუახლოვდა,საწოლზე დაუდო ქაღალდის პარკი და ნახეო ანიშნა.
-რა არის?-ცნობისმოყვარეობას ვერ სძლია ანასტასიამ,მისკენ მიჩოჩდა და საწოლზე ორად მოიკეცა.ცალი თვალით ჩაიჭყიტა შიგნით.
-საჩუქარი მომიტანე?სერიოზულად? -ხელი ჩაყო და წიგნები ერთმანეთის მიყოლებით ამოიღო.-თანაც ქართულად არის ნათარგმნი.- აღფრთოვანებას ვერ მალავდა გოგო.
-ვიფიქრე რომ სანამ აქ ხარ გაერთობოდი.
-საიდან მიხვდი რომ კითხვა მიყვარდა?
-ალიმ მითხრა რომ გატაცების დროს ბიბლიოთეკაში იყავი.თანაც როცა გაინტერესებს ადამიანი,მასზე ყველაფრის გაგებას ცდილობ და გულით გინდა გაახარო.-წამოსცდა იბრაჰიმს.
-აჰაა,ესეგი აღიარებ რომ აქ უკვე პირადი სიმპატიების გამო გამომკეტე და მოლაპარაკება არაფერ შუაშია.- გამომცდელად შეხედა ანასტასიამ.
-არა,-მაშინვე იუარა აბდულაევმა.- არაფერი მსგავსი,უბრალოდ ჩვენც გვაქვს კანონები.
-ვის თქვენ?ბოროტმოქმედებსა და გამტაცებლებს?
-მკვლელებიც უნდა გეთქვა.
-ნუ ცდილობ ჩემს გაღიზიანებას. მითხარი რა კანონებია?რომ ბინძურ სარდაფში გამოკეტოთ,ძაღლებივით გყავდეთ მიგდებული..
-შენ ცოტა მეტად გაგიმართლა.- ირონია გამოურია იბრაჰიმმაც.
-ეს გამართლება არ არის,ესეც გალიაა.
-კი,მაგრამ ოქროს გალიაა.გირჩევ ცხოვრებაში რაღაცეების გადაფასება და დაფასება ისწავლო.
-მე კი გირჩევ რჩევები შენთვის დაიტოვო.-ანასტასიამ გვერდით მიბრუნდა და თითქმის შეაქცია ზურგი ბიჭს.-ხო მართლა,მადლობა წიგნებისთვის.ერთ რაღაცაში მიზანში მოარტყი.მიყვარს მარკესი და მისი შემოქმედება.ამას ალი ნამდვილად ვერ გეტყოდა.-წიგნი გადაშალა და პირველი გვერდის კითხვას შეუდგა.
იბრაჰიმმა ჯერ შორიდან უყურა.მერე ვერ მოითმინა და მისკენ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი.იმდენად ახლოს იყო,გოგოს სურნელი უკვე ცხვირის ნესტოებში უღიტინებდა.თვალები დახუჭა და ღრმად შეისუნთქა.მერე ხელი გაიშვირა მისი სხეულისკენ, თუმცა შეხება ვერ გაბედა.ჰაერშივე გააჩერა.მუშტად შეკრა და უკან დაუშვა.ანასტასიამ ვერ შეამჩნია,ისე იყო წიგნის კითხვაში გართული.
-ჩვენ,ბოროტმოქმედებსაც გვაქვს კანონები.ტყვე უსაფრთხოდ უნდა იყოს და არ დავუშვებ რამე დაგემართოს.ასე რომ მშვიდად იყავი.- უთხრა გასვლისას და სწრაფად გაიხურა ოთახის კარი.
ანასტასიამ გვიან გაიაზრა რა უთხრა ბიჭმა,მისი დაბნეულობა და ქმედება სინდისის ქეჯნას მიაწერა.მაგრამ უფრო მეტად რომ დაფიქრდა და რაღაცეები გადააფასა,აღმოაჩინა რომ იბრაჰიმი ბოლო პერიოდში უცნაურად იქცეოდა.პირველად ხედავდა ადამიანს რომელიც ქვასავით უტეხი იყო და სიკვდილისაც კი არ ეშინოდა.
რაც უფრო მეტად ცდილობდა მისგან გაქცევას,მით უფრო მეტად იჭრებოდა მის პირად სივრცეში ბიჭი თავისი ქცევებით.რაც უფრო მეტად გარბოდა, მით უფრო მეტად ცდილობდა დაწევას,რომ თავისი კლანჭები მოეკიდებინა და აქედან აღარასდროს გაეშვა…
******
წიგნებმა ცოტა გადაატანინა გონება. დროც გაიყვანა,მაგრამ ისევ მალე მობეზრდა ესეც.ოთახი მისთვის უკვე გალიად იქცა.თანაც რაც უფრო გადიოდა დრო,მით უფრო სქელდებოდა ეს გისოსები.
იმ დილით გადაწყვიტა რომ ოთახი შეესწავლა უკეთ,განსაკუთრებით ის ოთახი,რომელიც სააბაზანოს ესაზღვრებოდა და საიდანაც იბრაჰიმი ტანსაცმელს იღებდა.
დილის პროცედურები რომ მორჩა, მოახლემ დასვრილი ჭურჭელი რომ წაიღო,მაშინვე შეუდგა გეგმის განხორციელებას.თამამად შეაღო კარი,მაგრამ არ დაემორჩილა. გაუკვირდა დაკეტილი რომ იყო.ეს ბიჭი როგორ ყველა ოთახის კარს კეტავსო.თუმცა უკან არ დაუხევია.გასაღების ძებნა დაიწყო. გაუმართლა თუ სპეციალურად დატოვა არ იცოდა,მაგრამ კარს ნამდვილად მოერგო სააბაზანოში,პატარა უჯრაში ნაპოვნი გასაღები.საოცრება გადაეშალა თვალწინ.გაოცებული იყურებოდა და ყოყმანობდა ბოლომდე შესულიყო თუ არა.
ოთახი არც ისე პატარა აღმოჩნდა. ერთ მხარეს ქალის უამრავი ტანსაცმელი,ფეხსაცმელი,ჩანთები და აქსესუარები იყო განთავსებული. მეორე მხარეს,შედარებით ნაკლებ ადგილზე მამაკაცის.ბრჭყვიალა და კაშკაშა ფერებმა თვალი მოსჭრეს ანასტასიას.ყველაფერი დაუჯერებლად ლამაზი და ძვირფასი იყო.მათ შორის მოძრაობდა და თითებით ნაზად ეხებოდა.მერე ერთი კაბა ჩამოხსნა,სხეულზე მიიზომა და სარკის წინ დატრიალდა.დატრიალდა და ადგილზევე გაშეშდა.მის წინ იბრაჰიმი იდგა და თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა.
-როგორ გაბედე?-დაიქუხა და მისკენ დაიძრა.შიშისგან აიწურა ანასტასია და კაბას ჩაეხუტა.იბრაჰიმი ყელში სწვდა და კედელს ააკრა.ძლიერად უჭერდა ხელს.
-მე..მე...მაპატიე.არ ვიცოდი..-ძლივს თქვა ანასტასიამ.
-ამას არ უნდა შეხებოდი..ეს ყველაფერი წმინდაა,არ უნდა გენახა.
-მაპატიე.-დაიჩურჩულა გოგომ და თვალები დახუჭა.ჰაერი აღარ ჰყოფნიდა.ხელს უფრო მეტად უჭერდა იბრაჰიმი.ანასტასია სულ უფრო ახლოს გრძნობდა მის სუნთქვას.
-გამიშვი,გთხოოვ.ნუ მომკლავ..
ამის თქმა იყო და ბიჭი თითქოს გონს მოეგო.დენდარტყმულივით შედგა ადგილზე,ხელი გაუშვა და გამწარებულმა კედელს დაარტყა ძლიერად შეკრული მუშტი.ტკივილმა სახე დაუმანჭა.
ანასტასიამ დრო იხელთა გასაქცევად და ადგილს მოსწყდა.
კარი ღია დახვდა და ოთახიდან გამოვარდა.გარბოდა,თითქოს იმედი ჰქონდა რომ ამ სახლს თავს დააღწევდა,მაგრამ სადაც წავიდა, ყველგან იბრაჰიმის მცველები იყვნენ.გადაწყვეტილება სწრაფად მიიღო და ქვემოთ ჩასვლის მაგივრად,ზემოთ აუყვა კიბეს...
ბიჭი რამდენიმე წამში მოეგო გონს და უკან გაჰყვა.იცოდა გარეთ გასვლას აზრი არ ჰქონდა.ვერ გაექცეოდა.ეზოში ქოშინით შეისვენა და პირველივე მცველს ჰკითხა თუ სად იყო ანასტასია.
-აქ არავინ გამოსულა ბატონო.-უპასუხა მან.მაგრამ უცებ მეორე მცველის მზერას გადაწყდა და ორივემ იქით გაიხედა.ანასტასია სახლის სახურავზე იდგა და გადმოსახტომად ემზადებოდა…
ადგილს მოსწყდა და იქით გავარდა.
-ისევ იგივე მეორდება.ისევ იგივე.- ლუღლუღებდა და სულ უფრო უმატებდა სიჩქარეს.ხმაურით გააღო სახურავის კარი და გაჩერდა.გოგო მობრუნებულიყო და მას უყურებდა.
-შენ თუ ვერ მოგკლავ,მაშინ მე გადავხტები აქედან.
-არ გაბედო,გესმის?არ გაბედო. -ვედრება გაისმა იბრაჰიმის ხმაში.
-რატომ?თუ შენ არ გეშინია სიკვდილის,არც მე არ მეშინია.-უკან გადადგა ნაბიჯი ანასტასიამ.
-არ შეიძლება.შენთვის არ შეიძლება.- მისკენ დაიძრა ბიჭი.
-ნუ მოდიხარ,მანდ დარჩი.-უყვირა გოგომ.
-გთხოვ.გევედრები.წამოდი.ქვემოთ ჩავიდეთ.ხელი მომეცი.-იბრაჰიმმა თავის ხელი გაუწოდა და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.
-საკმარისად მამაცი ვარ რომ ეს გავაკეთო.არ მინდა შენთვის ხელის ჩაკიდება.მეშინია..
-რისი გეშინია?
-რომ ვეღარასდროს გაგიშვებ .-ცრემლები მოადგა და თვალის კუთხეებიდან მიყოლებით დაეშვა ჯერ ერთი,მერე მეორე წვეთი.
-გპირდები,სახლში დაგაბრუნებ. მაგრამ მანამდე ჩემიც გაიგე.არ შემიძლია ასე მარტივად გაგიშვა.
-მაშინ გაბრიელს დაურეკე.დაურეკე და დაიწყე მოლაპარაკება.
-თუ წამოხვალ,გპირდები დავურეკავ. დღესვე დავურეკავ.
ანასტასიამ ყურადღება მოადუნა. იბრაჰიმი წამში გაჩნდა მასთან, მკალვში სტაცა ხელი,მერე წელზე და ძლიერად აიკრა სხეულზე.მეორე ხელი თმაში შეუცურა და ნაზად ჩამოუსვა.
-სულელო გოგო.რის გაკეთებას აპირებდი?ასე ადვილად როგორ თმობ ასე სათუთს და ძვირფასს?
-შენ თუ არ გეშინია სიკვდილის?- სლუკუნებდა ანასტასია.
-მე სხვა ვარ.ჩემ სიცოცლეს სიცოცხლე არ ჰქვია.ეს უბრალოდ არსებობაა იმ ხალხისთვის,ვისაც ჯერ კიდევ ვჭირდები.-ბიჭმა მისი სურნელი შეისუნთქა.
-წამოდი,-ბრძანებასავით გამოუვიდა, რაზეც ანასტასიამ მაშინვე გაიბრძოლა და ხელი ჰკრა.
-ისევ უნდა ჩამკეტო?
-წარმოდგენა მაინც რომ გქონდეს რა საფრთხის ქვეშ ხარ,ასე არ გამიწევდი წინააღმდეგობას და არ მოისურვებდი გაქცევას.იქ,-ხელი მოატარა ჰაერში ქალაქს.-მე ისე ვერ დაგიცავ,როგორც აქ-ჩემს სახლში.
-როგორც შენ ამბობ,თუ მართლა ასეთი გავლენა გაქვს ხალხზე,რატომ ვერ დამიცავ.
-შენ ვერ გაიგებ.
-მითხარი და გავიგებ.
-აქ არ მსურს ამაზე საუბარი.შენ ჩემს საქმეებში ვერ გაგრევ.-ზურგი შეაქცია იბრაჰიმმა და ჩასასვლელისკენ დაიძრა.
-უკვე გარეული ვარ.-უკან აედევნა ანასტასია.
-ოთახში შედი და დამელოდე.მალე მოვალ.-უთხრა და ტელეფონს დახედა.
-ამ ზარს აუცილებლად უნდა ვუპასუხო.
-კარგი,-თავი დაუქნია ანასტასიამ.
-ძალიან გთხოვ კიდევ ერთხელ ნუ მანანებინებ ამ საქციელს და ნდობას ნუ გამიცრუებ.
ანასტასიამ სინდისის ქეჯნა იგრძნო, თუმცა ბრაზს ჯერ კიდევ არ გადაევლო.ერთდროულად იმდენ რამეს გრძნობდა იბრაჰიმის მიმართ, ახლა კიდევ სულ აირია.ეს უცნაური გრძნობაც დაემატა მის შეხებაზე რომ იგრძნო.
-ეს არ შეიძლება ასრულდეს.არ შეიძლება.-გააქნია თავი და საწოლზე ჩამოჯდა…
ლოდინმა მთელი დღე გასტანა.უკვე დაბინდებული იყო,იბრაჰიმი რომ შემოვიდა.ხელში სასმელის ბოთლი და ორი ჭიქა ეჭირა.სახეზე მაშინვე შეატყო ანასტასიამ რომ რაღაც მომხდარიყო კიდევ.
-ვიფიქრე იქნებ მოისურვოს და პარტნიორობა გამიწიოს-თქო.-უთხრა და საწოლის გვერდით სავარძელში ჩამოჯდა.ერთ ჭიქაში სასმელი ჩამოასხა და ბოთლს და მეორე ჭიქას საწოლის გვერდით ტუმბოზე მიუჩინა ადგილი.
-შენ ისედაც ნასვამი ხარ.-შეატყო ანასტასიამ.
-მაგრამ გონება არ დამიკარგავს და საღად აზროვნების უნარი ჯერ კიდევ შემრჩა.შენ გაგიმარჯოს-ჩემს პირად ტყვეს და ჩემს თავის ტკივილს. -ჩაეღიმა ბიჭს.
-ეს როგორ გავიგო?
-როგორც გინდა.-უპასუხა და ჭიქა გამოცალა.-მაგისთვის მაპატიე.-ყელზე დამჩნეულ ნათითურებზე ანიშნა.
-გაივლის….ეს გაივლის,მაგრამ აქ გატარებული დღეები როგორ უნდა წავშალო?
-იქნებ არ არის საჭირო წაშლა?- გამომცდელად შეხედა იბრაჰიმმა და კიდევ ჩამოასხა.თუმცა დალევისგან თავს იკავებდა.ხელში ათამაშებდა ჭიქას.თითქოს რაღაც მნიშვნელოვან პასუხა ელოდა.სხვანაირს,მაგრამ არა ასეთს.
-მოგონებები არასოდეს გვტოვებენ, განსაკუთრებით მწარე და მტკივნეული.-უპასუხა ანასტასიამ.
ირონიულად ჩაეცინა და სასმელი მოსვა.
-შენთვის კარგიც ხომ გამიკეთებია.ასე ადვილად დაივიწყე?
-არ მინდა მახსოვდეს.არ მინდა თავს მახსენებდეს,რადგან მეშინია რომ აქედან წასვლა გამიჭირდება.რადგან მეშინია რომ ეს სამყარო ბევრ ტკივილს მომაყენებს.
-ეს სამყარო აქაც,შენს ქვეყანაშიც და საერთოდ მთელს მსოფლიოში სასტიკია და დაუნდობელი. მხოლოდ ძლიერები და ერთეულები შეიძლება გადარჩნენ.
-ჰოდა აღარ მინდა გესმის?აღარ მინდა დანაკარგი და ცრემლი.
-კარგი,არავინ გაძალებს.-გაეცინა იბრაჰიმს და მეორე ჭიქაც გამოცალა.
სამაგიეროდ ანასტასია ეცა ბოთლს და ეგრევე მოიყუდა.არ ესიამოვნა სასმელი,ყელი ჩაეწვა და უსიამოვნოდ დაემანჭა სახე.უკან დააბრუნა ბოთლი.
მერე აბდულაევი დასწვდა და მანაც მოიყუდა.რამდენიმე ყლუპის მერე, ტუჩებზე ენა გადაისვა და გოგოსკენ გადაიხარა:-ტკბილია...შენი ტუჩების გემო შეჰყვა.
-გარყვნილო.-გაბრაზდა ანასტასია.
-არა,არ ვარ.ერთი უბრალო,სილამაზის დამფასებელი ბიჭი ვარ.ახლა შენს წინ სულაც არ ზის ბოროტი ბატონი.ახლა იბრაჰიმის ყველაზე ნამდვილ, ყველასგან დამალულ სახეს ხედავ. ასეთი არავის უნახავს.
-არც იმ ქალს?-წამოაყრანტალა ანასტასიამ და შეამჩნია როგორ დაიბნა ის.
-ის ქალი...იმ ქალმა...იმ ქალს…მძულს ეგ სიტყვა ყველა ბრუნვაში.-კიდევ შეავსო ჭიქა.
-ბევრი მოგივა.
-არაუშავს.-იბრაჰიმი გაჩუმდა.-მიდი, მკითხე,ხომ გაინტერესებს ვინ არის?
-შენ უნდა გინდოდეს მოყოლა და არა მე რომ მსურს ამიტომ.
-განა შენ არ გახდი მიზეზი ამ ყველაფრის?-ისევ მოიყუდა ჭიქა.
-მე რატომ?
-ის კარი შენ გააღე.ის კარი ყველასთვის დახურულია,ისევე როგორც ამ ოთახის კარი იყო დაკეტილი აქამდე ყველა ქალისთვის..
-რატომ გინდა მომიყვე?-ჰკითხა ანასტასიამ.
-იქნებ ვინმესთვის გულის გადაშლამ მიშველოს.შენ მაინც წახვალ და თან გაიყოლებ ჩემს ნაამბობს.
-კარგი,არავის ვეტყვი.მაგრამ მანამდე დამისხი მეც.ფხიზელი ხომ არ ვიქნები?-ჩაეღიმა და ჭიქა გაუწოდა…
-ალინა-ასე ერქვა იმ ქალს,ულამაზესი
გოგო იყო ჩვენს მხარეში.ღარიბი ოჯახიდან,მაგრამ მისი სილამაზე ბევრს ატყვევებდა და აჯადოებდა.მე რომ ამირჩია,ჩემზე ბედნიერი არავინ იყო ამქვეყნად.სამი დღე ვზეიმობდით ჩვენს ქორწილს.ბაქოში გვქონდა. მაშინ იქ ვმოღვაწეობდი და აქ იშვიათად მიწევდა ჩამოსვლა. ქორწინების მერე ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო ნაზი და თბილი გახდა. ასაკით პატარები ვიყავით- ოცდაერთის მე და ოცის ის. გამოუცდელი ბიჭი არ ვჩქარობდი მისთვის ხელის დადებას.არადა ვიწვოდი მისი სურვილით.თვითონ მთხოვა დრო მომეციო და უარს ხომ არ ვეტყოდი?მალე აქ გადმოვედით საცხოვრებლად.მინდოდა გამეხარებინა,ბედნიერი ყოფილიყო. ის მიმეცა რაც არასდროს ჰქონდა და ყველაფერ საუკეთესოს ვყიდულობდი.
ქორწინებიდან ორი თვის შემდეგ თავი მოიკლა.ჩემი არაკაცული საქციელის გამო.-სევდა შეერია ხმაში.
-თუ გინდა ნუ გააგრძელებ.-მის წინ ჩაიცუცქა ანასტასია და ხელები თავის ხელებში მოიქცია.
-შენ მართალი ხარ.მართლა ცივსისხლიანი მკვლელი,ნაბიჭ...არი და არაკაცი ვარ.ის გავაკეთე,რაც არასდროს არც ერთ მამაკაცს არ ეპატიება.საკუთარ ცოლს ძალის გამოყენებით დავეუფლე.მაგრამ ვფიცავ არაფერი მახსოვს…იმ ღამეს რა მოხდა,არაფერი მახსოვს… მხოლოდ დილა,მისი ცრემლიანი და ჩაწითლებული თვალები და სასოწარკვეთილი სახე მახსოვს… მეორე დღეს იმ ადგილიდან გადახტა, საიდანაც დღეს შენ აპირებდი იგივეს გაკეთებას..-ბიჭს ხმა უკანკალებდა. ცრემლიც კი შენიშნა გოგომ.
-მორჩა,თავს ნუ დაიტანჯავ,მეტი არაფერი არ მაინტერესებს.არც ეს მიმდოდა გამეგო.-გააჩერა ანასტასიამ,მაგრამ იბრაჰიმი არ გაჩუმდა.გაუჭირდა,თუმცა დაწვრილებით მოუყვა ყველაფერი.
-აი ასეა მას მერე.ასე მგონია ის ისევ იქ არის და იმ კაბებს იზომებს, რომელიმეს მოირგებს და გამოვა იქიდან გაღიმებული.მაგრამ არა..იქ ისევ არავინაა.მხოლოდ მისი სურნელი აქვთ შერჩენილი ყველაფერს… -დაამთავრა მოყოლა.
-მაპატიე.გპირდები აღარასდროს არაფერს დავაშავებ.აღარაფერს შევეხები დაუკითხავად.
-იცი რაა,თუ გინდა მიდი და მოიზომე ის კაბები.ჩაიცვი რომელიც გინდა. როცა აქედან წახვალ,რომელიც მოგეწონება წაიღე.ახლა ვხვდები რომ ესეც უკვე სულერთია.სისულელეა, თავის მოტყუება.
-საკმარისად ბევრი იტანჯე და გამოისყიდე დანაშაული.ყოველთვის მართალი იყავი სინდისის წინაშე, ადამიანების წინაშე კი არასდროს დაიწყო თავის მართლება.
-ხანდახან მინდა რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყოს.კოშმარი,მაგრამ არარეალური.თუმცა რომ ვიღვიძებ და ეს საშინელი შეგრძნება ისევ ყელში ხელს მიჭერს და მახრჩობს.
-დრო მოვა და ყველაფერი გაივლის.- ანასტასიამ ხელი გაიშვირა მისკენ რომ მხარზე დაედო და ენუგეშებინა, მაგრამ ვერ გაბედა შეხება და უკან გამოსწია.
-თხუთმეტი წელია ასე ვარ.თხუთმეტი წელია არ გაიარა.იმედი აღარ მაქვს რომ ოდესმე მშვიდად ცხოვრებას შევძლებ.-იბრაჰიმმა ჭიქა შეავსო და ბოთლიც დაიცალა.აშკარად ნასვამი იყო.უკვე თვალები ეხუჭებოდა.
-იქნებ ამაღამ საწოლში შენ დაწვე?
ბიჭმა იუარა,მაგრამ ანასტასია ჯიუტი აღმოჩნდა და თავისი გაიტანა.
-იცი,რაც აქ ხარ,ყოველ ღამით მოვდივარ ოთახში,სავარძელში ვჯდები და გიყურებ როგორ გძინავს. შენი მშვიდი ძილის დარაჯი გავხდი. წარმოდგენა არ მაქვს რატომ ვაკეთებ ამას,მაგრამ ვაკეთებ.მძინარე გაცილებით მშვიდი ხარ.-ჩაეღიმა.- თუმცა ვაღიარებ როცა გღვიძავს, მაშინ ჩემი თავის ტკივილი ხარ.
-ამას რატომ მეუბნები?
-იმიტომ რომ ალინას მერე პირველი ქალი ხარ,ვინც ჩემში ადამიანური გრძნობები გააღვიძა.-თქვა იბრაჰიმმა და ძილმა წაიღო..ანასტასიამ ეს ბოდვად ჩაუთვალა,მაგრამ თავი მაინც უხერხულად იგრძნო.
იმ ღამე პირველად იქცა აბდულაევის ძილის დარაჯად ანასტასია ჭინჭარაული.გაფიქრებაც კი არ უნდოდა იმის,რომ შეიძლება ის სიზმარი რეალობად ქცეულიყო. სიტყვები კი რომელიც მან უთხრა სიმთვრალეს მიაწერა,თუმცა გულის სიღრმეში გრძნობდა რომ რაღაც ისეთი ელოდა,რაც მის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებდა.
**********



№1 სტუმარი Qeti qimucadze

როგორ გამიხარდიიი. იმედია მალე პაწუკაც დაიბადება თუ უკვე გავიდა დროო. აუ კიდე. მინდოდააა. ნეტა ვინმემ რე ჰო არ ჩაუყარა ჭიქაში იბრაჰიმს. ალინას რომ ასე მოექცა. მოუთმენლად ველი გაგრძელებას

 


№2  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

როგორ გამოხარდა ხო არ იცი ახალი თავი, ვატყობ ძალიან მძიმე გზა ელოდებათ წინ ამ ორს, მაგრამ იმედია საბოლოოოდ ყველაფერი კარგად დამთავრდება. ვერ ვფიქრობ როგორ ჯნდ აგაგრძელდეს და ინტერესს კიდევ უფრო მიღრმავებს ამ ისტორიის მიმართ, ველოდები მოუთმენლად გაგრძელებას. ❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი Nestani

Zalian momwons zalian sainteresoa momcons es Ori kargi wyvili Iqnebian unda shezlon bednieri iyvnen velodebi axal tavs madloba warmatebebi ❤️????????????

 


№4 სტუმარი სტუმარი სოფო

როგორ გამახარეეე!!! მადლობა რომ დაბრუნდი❤️❤️მაგარი თავი იყო, ემოციებით სავსე... ❤️❤️აღარ დაიკარგო რაა და პატარას კოცნებიი????❤️

 


№5 სტუმარი მანონი შენგელია

აუ,როდის დადებთ მომდევნო თავს?ძალიან აგვიანებთ

 


№6  offline წევრი Crazy dreamer

ძალიან კარგი ისტორიაა
ახალს როდის დადებთ?

 


№7  offline წევრი tatuli)

აღარ აგრძელებთ ამ
ისტორიას? :((

 


№8 სტუმარი Gvanca

აი ძალიან ძალიან მომწონს შენი ისტორიები....გააგრძელებს რა გთხოვ...სულმოუთქმელად ველი ისეთი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ..ველოდები დიდი ინტერესით და არამარტო მე ალბათ....

 


№9 სტუმარი სტუმარი ქრისტი

ძალიან სამწუხაროა როცა რამე დაგაინტერესებს სიამოვნებით კითხულობ და ავტორი იკარგება არ აგრძელებს ნაწარმოებს

 


№10 სტუმარი Gvanca

იმედის ვიტოვებ რომ დაგვიბრუნდები როგორ მაინტერესებს რომ იცოდე...გელოდებიიი

 


№11 სტუმარი სტუმარი თამო

ამ ისტორიას რატომ აღარ აგრძელებთ?

 


№12 სტუმარი სტუმარი ნინა

უცილებლად გააგრძელე რა არ დატოვო დასამთავრებელი

 


№13 სტუმარი სტუმარი ანი

ამ ისტორიას რატომ არ აგრძელებთ?დაამთავრეთ რა

 


№14 სტუმარი სტუმარი თამო

ეს ისტორია იქნებ როგორმე დაამთავროთ,ძალიამ მომეწონა.

 


№15 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ამ ისტორიას როგორ ველოდები ისე საინტერესოა ადგილას შეწყდა ძალიან მინდა გაგრძელება ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ♥️

 


№16 სტუმარი ნონა ნონა

გააგრძელეთ რაა ეს ისტორია

 


№17 სტუმარი სტუმარი თამო

ამ ისტორიის გაგრძელებას ველი დიდი ინტერესით და იქნებ დადოთ შემდეგი თავი

 


№18 სტუმარი მაია კევლიშვილი

როგორ ველოდები გაგრძელებას,კარგი ისტორიაა და იმსახურებს დასრულებას

 


№19 სტუმარი სტუმარი ლიკა

არ დაასრულებთ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent