დასაწყისი ( 6 )
პირველად ხდებოდა ალექსის ცხოვრებაში რომ საყიდლებზე სიარული სიამოვნებას ანიჭებდა, უბედნიერესს ხდიდა ელენეს რეაქციები ყოველი ახალი რამის შეძენისას, დიდხანს იკამათეს იმაზე რომ ყველაფრის თანხას ალექსი გადაიხდიდა და ახლა რამის ყიდვამდე კითხვით სავსე მზერით უყურებდა ხოლმე ელენე და როცა ალექსი ღიმილით თავს დაუქნევდა სიხარულით ხტოდა და კისერზე ეკიდებოდა, ცეკვა-ცეკვით შერბოდა მაღაზიებში და უამრავ რამეს იზომებდა, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ ორი შარვალი, ნახევრად კლასიკური პიჯაკი და რამდენიმე პერანგი და მაისური იყიდა. - მხოლოდ ფეხსაცმლის ყიდვა დაგვრჩა და შენი წამებაც დასრულდება, -ღიმილით შეხედა ალექსს და მადიანად ჩაკბიჩა ბურგერი. - შენ მაგაზე ნუ ინერვიულებ, რაც შენ გაგიცანი მას შემდეგ ახალ-ახალ აღმოჩენებს ვაკეთებ, მგონი საყიდლებზე სიარული მიყვარს არადა აქამდე ამაზე წარმოდგენაც კი არ მქონდა, -ალექსმა გულიანად გაიცინა როცა მის აწითლებულ სახეს, აციმციმებულ თვალებს და საჭმლით პირგამოტენილ ყბებს შეავლო თვალი, ისე მადიანად ჭამდა ელენე რომ ნერწყვი გადაყლაპა, მიმტანს უხმო და თვითონაც შეუკვეთა ბურგერი. - მგონი მეც მიყვარს საყიდლებზე სიარული, -გამოაცხადა ელენემ. - რას ნიშნავს მგონი? აქამდე საყიდლებზე არ დადიოდი. - ასე არა, უმეტეს შემთხვევაში დედა ყიდულობდა ჩემთვის ტანსაცმელს, იმის დრო არასდროს მქონია რომ მთელი დღე აქეთ-იქით სიარულში დამეხარჯა. - აბა რას აკეთებდი ხოლმე, თავისუფალ დროს? - თავისუფალი დრო არ მქონდა, სანამ პატარა ვიყავი ისედაც არ მიშვებდნენ სახლიდან, ცოტა რომ წამოვიზარდე, მერე რამდენიმე სხვადასხვა საგანში ვემზადებოდი, სხვადასხვა წრეებზე დავდიოდი... - შენს მშობლებს არ აწუხებდათ რომ არ ერთობოდი? მეგობრები არ გყავდა... - თავიდან არ აწუხებდათ რადგან მიაჩნდათ რომ ჩემთვის ასე უკეთესი იყო, მერე კი როცა დედა მიხვდა რომ არასწორად მექცეოდა მე უკვე ისე ვიყავი მიჩვეული ამ ყველაფერს რომ არაფრის შეცვლა აღარ მინდოდა. - რა არის შენი მომავალი პროფესია? - მამას უნდოდა რომ ეკონომისტი ვყოფილიყავი... - შენ რა გინდა? - მე უცხო ენები მაინტერესებს მაგრამ უცხო ენებს ისედაც ვსწავლობ ასე რომ... - რომელი ენები იცი? - ჯერჯერობით მხოლოდ ინგლისური, ფრანგული და იაპონური, სამივე ენაზე თავისუფლად ვსაუბრობ, ახლა იტალიურს ვსწავლობ, მშობლების დაღუპვის შემდეგ ბებიაჩემს ჩემი იტალიაში წაყვანა უნდოდა, ჩემს გარდა არავინ ჰყავს და მის მემკვიდრედ გამომაცხადა, თავისი რამდენიმემილიონიანი ქონება უნდა რომ დამიტოვოს, მე რათქმაუნდა უარი ვუთხარი, უნდოდა ძალით წავეყვანე და ალბათ წამიყვანდა კიდეც, იტალიურის სწავლაც კი დავიწყე, მერე თვრამეტი წელი შემისრულდა და ჩემი იძულება ვეღარ შეძლო, ახლა ალბათ გიჟს გავს რომ ვერ მიკავშირდება და ვერ მპოულობს, ალბათ გამწარებული მეძებს. - ასე უბრალოდ თქვი უარი რამდენიმე მილიონზე და იტალიაში ცხოვრებაზე? -ალექსი ყურებს არ უჯერებდა, როგორ შეეძლო ამ გოგოს ასეთი უბრალო, მიამიტი და საყვარელი ყოფილიყო. - მისი ფული არაფერში მჭირდება, როცა გვიჭირდა და დახმარება შეეძლო მაშინ არ დაგვხმარებია, მამას მას შემდეგ არ ელაპარაკებოდა რაც დედაზე დაქორწინდა, დედა რძლად არ მოსწონდა და როცა გარდაიცვალა მხოლოდ მაშინ გაახსენდა ჩემი არსებობა, ისიც ალბათ იმიტომ რომ ჩემს მეტი ახლო ნათესავი არ ჰყავს და არ უნდა მისი აწ გარდაცვლილი იტალიელი მაფიოზი ქმრის ანუ ბაბუაჩემის დანატოვარი ქონება ვიღაც უცხოს დაუტოვოს. - ოჰო, ბაბუაშენი იტალიელი მაფიოზი იყო? - ჰო მთლად კორლეონეს მსგავსი არ ყოფილა მაგრამ დიდი გავლენა ჰქონდა, სხვათაშორის ბებია საქართველოში გაიცნო და იტალიაში წაიყვანა, როგორც მამა ყვებოდა ბედნიერი ოჯახი ჰქონიათ, მანამ დაიღუპა სანამ მამა დედას გაიცნობდა, დედა მეგობრებთან ერთად იყო იტალიაში ჩასული, მამამ დაინახა და ერთი ნახვით შეუყვარდა, დედასაც ძალიან მოეწონა თუმცა მამამ ქართული არ იცოდა დედამ იტალიური და თავიდან ძალიან გაჭირვებიათ ურთიერთობა, ერთი სიტყვით ბებია სასტიკი წინააღმდეგი იყო მათი ურთიერთობის, ამიტომაც მამამ ყველაფერი მიატოვა, საქართველოში ჩამოვიდა და დაქორწინდნენ... - საოცარი ისტორიაა, ესე იგი სიყვარულის გამო ყველაფერზე უარი თქვა? - ჰო ასეთი იყო მამა... -სახე დაუსევდიანდა და უგემურად გაღეჭა შემწვარი კარტოფილი. - ალბათ ძალიან გენატრებიან მშობლები, -ალექსი გადაიხარა მისი ხელი ხელში მოიქცია და თანაგრძნობით სავსე თვალებით ჩახედა თვალებში. - თავი მოგაბეზრე არა ამდენი ლაპარაკით? -სიტყვა ბანზე აუგდო ელენემ და ისეთი უდარდელი ღიმილით გაუღიმა, თითქოს ცოტა ხნის წინ ტირილამდე არ ყოფილიყოს მისული, მიხვდა ალექსი რამდენად დაოსტატებული იყო ელენე გრძნობების დამალვაში, იტანჯებოდა მაგრამ საერთოდ არ იმჩნევდა ტკივილს, სევდას და მონატრებას, პატარა უდარდელი გოგოს როლს თამაშობდა, სრულიად მარტო უმკლავდებოდა ყოველგვარ განსაცდელს, არა, ნამდვილად არ იყო ეს გოგო სუსტი არსება... - როდის აქეთია საყიდლებზე სიარული შეგიყვარდა ალექს, -მაღალმა ირონიულმა ხმამ შეაწყვეტინათ საუბარი და აიძულათ ჩვეულ რეალობას დაბრუნებოდნენ, ელენემ თავი ასწია და მათ მაგიდასთან მდგარ, გრძელფეხებიან მაღალ ქუსლებზე შემდგარ, ქერათმიან ლამაზმანს ახედა. - თეკლა? -ალექსმა ცივად გაიღიმა. - ჰო, საყვარელო მე ვარ, ორი კვირაა შენთან დაკავშირებას ვცდილობ მაგრამ რატომღაც არ მპასუხობ, არ მითხრა რომ საბაბი ეს არის, -ცხვირი აიბზუა და ელენეს ისეთი თვალებით დახედა რომ გოგო მიხვდა ახლა ალექსი რომ მის გვერდით არ ყოფილიყო, ეს თეკლა დიდი სიამოვნებით წვდებოდა ყელში და დაახრჩობდა. - ისეთი ურთიერთობა არ გვქონია რომ შენთვის ანგარიშის ჩაბარების ვალდებულება მქონდეს, არ მინდა რამე უხეშად გამომივიდეს ასე რომ დაგვტოვე, -ელენეს ასეთი ცივი და არაფრისთმქმელი ტონით მოსაუბრე ალექსი ჯერ არ ენახა. - ამ ყველაფერს ასე არ დავტოვებ, -თეკლამ გამწარებულმა დააბაკუნა ფეხები, შებრუნდა და სწრაფი ნაბიჯით მოშორდა იქაურობას. - მაპატიე რომ ამის მოსმენა მოგიხდა, -ალექსმა უხერხული ღიმილით შეხედა ელენეს. - ისე ვატყობ კიდევ ბევრი თეკლას გაცნობა მომიწევს, -ელენემ გულიანად გაიცინა და წამოდგა, -მოდი რა ფეხსაცმლის არჩევაშიც დამეხმარე და მერე სახლში წავიდეთ, დავიღალე. - სახლში, ჩვენს სახლში, -უნებურად ხმამაღლა გაახმოვანა ფიქრი ალექსმა. - ჩვენს სახლში? -ელენემ წარბები შეჭმუხნა მაგრამ მალევე გაიღიმა, -ისე მართალი ხარ, სანამ ერთად ვცხოვრობთ ჩვენი სახლი ჰქვია. - სანამ ერთად ვცხოვრობთ? ვნახოთ, ვნახოთ... -ღიმილით ჩაილაპარაკა და სწრაფი ნაბიჯით მიმავალ ელენეს უკან მიყვა. - - - - - - - - მადლობა რომ დამთანხმდი ელენეს სამსახურში აყვანაზე, -ალექსმა ყავა მოსვა და სავარძელში გადაწოლილ გიორგის თბილი მზერა შეავლო. - მადლობას ნუ მიხდი, ეს კომპანია ისევეა შენი როგორც ჩემი, თანაც შენ რომ არ გეთხოვა მე ისედაც შევთავაზებდი სამსახურს, ძალიან ჭკვიანი გოგოა, იმ დღეს შენ რომ გელოდით ბევრი ვისაუბრეთ და მისი სამომავლო პროფესიიდან გამომდინარე აქ მუშაობა ძალიან წაადგება, მშვენიერი პრაქტიკა იქნება მისთვის, ისე ძალიან მაინტერესებს შენ რატომ გადაწყვიტე რომ აქ უნდა ემუშავა? - სანამ მახო მოიტაცებდა მუშაობდა, მის გამო სამსახური დაკარგა და იძულებული გახდა სხვა სამსახურის ძებნა დაეწყო, ჰოდა ვიფიქრე რომ თუ შენს გვერდით იმუშავებდა ყურადღებას მიაქცევდი და უფრო მშვიდად ვიქნებოდი. - მახოს არ ენდობი არა? - რათქმაუნდა არ ვენდობი, ხომ იცი როგორ უყვარს წყენის გულში ჩადება, მომენტს ელოდება რომ გამამწაროს და ამას ელენეს მეშვეობით გააკეთებს, მას რომ რამე დაუშაოს საკუთარ თავს ვერასოდეს ვაპატიებ, მახოს კი გეფიცები მოვკლავ. - კარგი, გეყოფა წინასწარ ნუ იფიქრებ ასეთ რამეზე, ნუ ინერვიულებ, სამსახურში ყველანაირად ვეცდები რომ დაცული იყოს, ყურადღებას მივაქცევ. - ვიცი რომ ასე მოიქცევი ამიტომაც მოვიყვანე შენთან, ხომ იცი შენ ერთადერთი ხარ ვისაც საკუთარი თავივით ვენდობი. გიორგის თვალები აუწყლიანდა და თავი გვერდზე მიაბრუნა რომ ალექსს არ შეემჩნია, არ იყო მისგან ასეთ გულახდილობას ჩვეული, ეს პატარა გოგო ნამდვილად სასწაულებს ახდენს, ალექსიც კი მოალბო, სულ რამდენიმე დღეში მოახერხა მისი შეცვლა და ისევ ძველ ალექსს დაამსგავსა... - ახლა სად არის? -გაბზარული ხმით იკითხა. - გარეთ მელოდება, შემოვიყვან და მერე წავალ, დღეს უამრავი რამ მაქვს გასაკეთებელი. - ლილიასაც დაუძახე ისიც შემოვიდეს, მას ჩავაბარებ ელენეს რომ ყველაფერი აუხსნას. უცნაურად ღელავდა ელენე, როცა გიორგი და ალექსი კომპანიას ახსენებდნენ ასეთ გრანდიოზულ რამეს ნამდვილად არ ელოდა, უზარმაზარი შენობა უამრავი თანამშრომლით, სავარძლის კიდეზე იჯდა უხერხულად და ელოდა როდის დაუძახებდა ალექსი, კარი გაიღო თუ არა მაშინვე ფეხზე წამოხტა, ალექსი ღიმილით მიუახლოვდა - გიორგი გელოდება შედი, მისი ასისტენტიც მოვა და მოვალეობებს აგიხსნის, მე უნდა წავიდე, თუ რამე დაგჭირდეს არ მოგერიდოს დამირეკე კარგი? საღამოს უჩემოდ არ გახვიდე, გამოგივლი და ერთად წავიდეთ. ელენე უხმოდ უსმენდა და თავს უქნევდა, ბოლოს ვეღარ მოითმინა, თითისწვერებზე აიწია და ლოყაზე აკოცა, ალექსის გაფართოებული თვალების დანახვისას გაეღიმა. - ყველაფრისთვის დიდი მადლობა. - შედი, გიორგის ნუ ალოდინებ, -ღიმილით ჩაილაპარაკა, თავი გადააქნია და ლიფტისკენ წავიდა. - - - - - - - გიორგი ჩვეულებისამებრ თბილად შეხვდა, მისი დანახვისთანავე წამოდგა, გულში ჩაიკრა და ერთ ადგილზე დაატრიალა. - ცოტა ხანია არ მინახიხარ და უკვე ძალიან მომენატრე, მითხარი როგორ ახერხებ რომ ყველას ასე აყვარებ თავს რა არის შენი საიდუმლო? - საიდუმლო? არანაირი საიდუმლო არ მაქვს, -ელენე გაწითლდა. - გეხუმრე სულელო ბავშვო, -გიორგიმ ლოყები გაუწელა და უფრო მეტად აუწითლა, მერე უცებ დასერიოზულდა, ელენეს სკამზე მიუთითა და თვითონაც მაგიდას მიუჯდა. - რაც შეეხება შენს სამსახურს, ჩემი ასისტენტის დამხმარე იქნები, ამ ბოლო დროს იმდენი საქმე აქვს ვეღარ აუდის და დახმარება სჭირდება, ყველაფერს ის აგიხსნის და შენს მოვალეობებს გაგაცნობს, კვირაში ხუთი დღე იმუშავებ ათიდან ექვსამდე და რაც მთავარია მიუხედავად ჩვენი ახლო ურთიერთობისა სამსახურში მხოლოდ უფროსი და თანამშრომელი ვიქნებით, ყველაფერი გასაგებია? - გასაგებია ბატონო გიორგი, -ელენემ ღიმილით დაუკრა თავი, -მადლობა რომ ასეთი შანსი მომეცით. - ნუ ცუღლუტობ, როცა მარტო ვართ საჭირო არ არის ასე ოფიციალურად მომმართო. საუბარი კაკუნმა შეაწყვეტინათ, ოთახში საშუალო სიმაღლის გამხდარი, ლამაზი გოგონა შემოვიდა, კეფაზე ცხენისკუდად შეკრული გრძელი წაბლისფერი თმით და დიდი ცისფერი თვალებით, ელენეს არ გამოპარვია მისი დანახვისას გიორგის მზერა, დაჭიმული სხეული და კბილებსშორის მოქცეული ქვედა ტუჩი, გაეღიმა, თავისდა უნებურად ისე აშკარად გამოხატავდა გრძნობებს... - ლილია გაიცანი ეს ელენეა დღეიდან შენი დამხმარე იქნება, იმედი მაქვს ერთმანეთს კარგად შეეწყობით, -გიორგის ხმამ გამოარკვია ელენე, ფეხზე წამოდგა და ლილიას ღიმილით გაუწოდა ხელი, მანაც ასეთივე გულითადი ღიმილით ჩამოართვა. - სასიამოვნოა ელენე, მართლაც ძალიან ძალიან ბევრი საქმე გვაქვს და კარგი იქნება ახლავე თუ შევუდგებით მუშაობას, -ხმაც გარეგნობასავით სასიამოვნო ჰქონდა ლილიას. - საჭირო არ არის დღესვე ძალიან დატვირთო, ელენეს გამოცდილება არ აქვს, დღეს უბრალოდ კომპანია დაათვალიერებინე და ზოგადად აუხსენი რას ვაკეთებთ, ხვალ დილიდან უკვე ჩვეულებრივად შეუდგებით მუშაობას, ელენე ჭკვიანი გოგოა და ვფიქრობ მალე აითვისებს ყველაფერს. - ყველანაირად ვეცდები რომ არ დაგაღალატოთ, -ხალისიანად გამოაცხადა ელენემ, უკვე გრძნობდა რომ ლილიასთან მუშაობა არ გაუჭირდებოდა. - შეგიძლიათ გახვიდეთ, ჰო მართლა ლილია დავით კაპანაძესთან დამინიშნე ხვალ დილით შეხვედრა და იმ საბუთების ასლები შემომიტანე დილით რომ მოგეცი. - ახლავე ბატონო გიორგი, ლილია გრაციოზულად შებრუნდა, კარისკენ წავიდა და ელენეც თან გაიყოლა, გამოვიდნენ და კარი გამოიხურა თუ არა კედელს მიეყრდნო და ღრმად ამოისუნთქა. - რა გჭირს კარგად ხარ? -ელენეს აშკარად არ მოეწონა მისი ფერი. - არაფერია, გამივლის ხანდახან თავბრუ მეხვევა ხოლმე ალბათ გადაღლილობის ბრალია, -ერთი კიდევ შეავლო დახურულ კარს მზერა და ელენეს მოუბრუნდა... - აი შენც დაიწყებ მუშაობას ისწავლი, შემეშველები და ცოტა დასვენებას შევძლებ, წამოდი ჩვენს სამუშაო ოთახს გაჩვენებ. საკმაოდ დიდი და ნათელი ოთახი ჰქონდა ლილიას, ასეთ სამუშაო გარემოზე ელენე ვერც კი იოცნებებდა, ყურადღებით მოათვალიერა ოთახი. - აი ამ ოთახში მოგვიწევს ერთად მუშაობა, იმ კუთხეში შენს მაგიდას დადგამენ. - საკუთარი მაგიდა მექნება? -ისე საყვარლად გაიკვირვა რომ ლილიამ ღიმილი ვერ შეიკავა. - წამოდი კაფეში ჩავიდეთ და ყავა დავლიოთ, მერე გაჩვენებ სად რა არის მანამდე კი შენს მაგიდას შემოიტანენ. - ყავა არა მაგრამ ერთ ჭიქა ჩაიზე და რამე ფუნთუშის მაგვარზე უარს არ ვიტყოდი, დილით მე და ალექსმა ვისაუზმეთ მაგრამ ნერვიულობისგან კიდევ მომშივდა, -ლილიას გაკვირვებულ სახეს რომ შეხედა მიხვდა რომ ზედმეტი წამოსცდა და უხერხულად აიწურა მხრები. - ქვემოთ კაფეში ძალიან კარგი დარიჩინიანი ფუნთუშები აქვთ, -ლილიას ყურადღება არ გაუმახვილებია ელენეს სიტყვებზე, გაუღიმა და კარისკენ ანიშნა. საღამომდე ყველაფრის ჩვენება მოასწრო ლილიამ მისთვის, მოსწონდა ელენეს ცნობისმოყვარეობა და ბავშვური ინტერესი ყველასა და ყველაფრის მიმართ, გაოცებული დარჩა როცა გაიგო ასეთ ასაკში უკვე სამი უცხო ენა იცოდა სრულყოფილად და მეოთხეს სწავლობდა, კმაყოფილი იყო, გრძნობდა რომ ელენესთან ერთად მუშაობა არ გაუჭირდებოდა. თავიანთ სამუშაო ოთახში რომ დაბრუნდნენ, ელენეს მაგიდა უკვე თავის ადგილზე იდგა, გორგოლაჭებიან რბილ სკამში ჩახტა და ადგილზე დაბზრიალდა, საათს რომ მოკრა თვალი გაოცდა, უკვე ექვსი ხდებოდა. - ბატონ გიორგისთან შევალ ვკითხავ ხომ არაფერში ვჭირდებით და შემდეგ გავიდეთ, -ლილია ფეხზე წამოდგა და სანამ გავიდოდა ელენეს მოუბრუნდა. - მანქანა გყავს? - არა - სად ცხოვრობ? თუ გინდა სახლამდე მიგიყვან. - ნუ შეწუხდები ალექსმა უნდა მომაკითხოს, -კიდევ ერთხელ წამოსცდა ელენეს და გაწითლდა, -ახლაღა დაფიქრდა იმაზე რომ ალექსს არაფერი უთქვამს იმის შესახებ რომ მათი ურთიერთობა უნდა დაემალა, რაკი არ უთქვამს ესე იგი დამალვა საჭირო არ არის, დაასკვნა და შედარებით თავისუფლად ამოისუნთქა, თანაც ლილია ისეთ გოგოს ჰგავდა ვისი ნდობაც შეიძლებოდა, ყოველ შემთხვევაში ელენე ასე გრძნობდა ადამიანებში კი მართლაც რომ იშვიათად ცდებოდა. - იცი რა, მე და ბატონი გიორგის ძმა ალექსი... - საჭირო არ არის ელენ,ე ვალდებული არ ხარ რამე ამიხსნა, სამსახურის გარეთ რაც ხდება ის არავის არ გვეხება მითუმეტეს მე. - ვალდებულება არაფერ შუაშია უბრალოდ მინდა რომ იცოდე, მე და ალექსი მეგობრები ვართ და ერთად ვცხოვრობთ. - ოჰო, -ლილიამ თავის შეკავება ვეღარ შეძლო, -როგორ თუ ერთად ცხოვრობთ? ესე იგი თქვენ? - არა ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ, მე დახმარება მჭირდებოდა, ცუდი პერიოდი მქონდა და ალექსი უბრალოდ მეხმარება ამ ყველაფრის გადატანაში. - კარგი როგორც იტყვი, ალექსი კარგი ადამიანია, უბრალოდ გამიკვირდა რომ ქალთან ერთად ცხოვრობს, თუ გავითვალისწინებთ იმას... - როგორი მექალთანეა არა? -დაასრულა ელენემ ღიმილით. - ჰო დაახლოებით ამის თქმა მინდოდა, რაღაც უნდა გითხრა, არ აქვს მნიშვნელობა რა ურთიერთობა გაქვთ, აქ თუ გაიგებენ რომ ერთად ცხოვრობთ, აქ მომუშავე მასზე შეყვარებული ქალების არმია ომს გამოგიცხადებს. - ხუმრობ არა? - ცოტა გავაზვიადე მაგრამ არ ვხუმრობ, -ლილიამ ძლივს შეიკავა ღიმილი ელენეს შეშინებულ სახეს რომ შეხედა, -აქ მომუშავე გოგონები ალექსზე გიჟდებიან, თუმცა თვითონ აქ მუშაობისას არასდროს აქცევდა ყურადღებას არავის, არ უყვარს პირადის და საქმიანი ურთიერთობების არევა. ლილია გავიდა თუ არა ელენეს შეტყობინება მოუვიდა - თხუთმეტ წუთში მოვალ და ქვემოთ შესასვლელთან დაგელოდები, -პასუხი მიწერა, ცოტა ხანში ლილიაც შემოვიდა და უთხრა რომ ბატონ გიორგის ისინი აღარ სჭირდებოდა და შეეძლოთ წასულიყვნენ, ერთად ჩავიდნენ ლიფტით და ის იყო მბრუნავი კარიდან გარეთ გავიდნენ და კიბეებს ჩაუყვნენ რომ ლილია შედგა და მკლავზე ხელი მოუჭირა, მის ზიზღით სავსე მზერას გააყოლა თვალი ელენემ და მათკენ მომავალი მამაკაცების დანახვისას უსიამოვნოდ შეაჟრჟოლა. - იცოდე ამ არსებას უფრთხილდი საშინელი ვინმეა, -კბილებში გამოსცრა ლილიამ და მაღალი ჭაღარათმიანი მკაცრად მომზირალი კაცის გვერდით მომავალ მახოზე ანიშნა. - ვიცი როგორი ნაძირალაც არის, -ძლივს ამოღერღა ელენემ და მზარზე მიეკრო ლილიას, გაოცებულმა დახედა ლილიამ მობუზულ გოგონას. - გამარჯობა ბატონო მალხაზ, -ლილიამ მოახლოებულ მამაკაცს თავი დაუკრა, ისიც უხმოდ მიესალმა და გზა გააგრძელა, მახო შეჩერდა და გვერდზე თავგადაგდებული ირონიული ღიმილით მიაჩერდა ელენეს. - მოკლედ ყველგან შენ ხარ, უფლებას არ მაძლევ რომ დაგივიწყო, აქ რას აკეთებ? - წავიდეთ რა, -ლილიას ახედა ელენემ და მახოსთვის გვერდის აქცევა სცადა, მაგრამ ვერ მოახერხა, მახომ მკლავში ხელი ჩაავლო და ისე მოუჭირა რომ ელენემ სიმწრისგან დაიკვნესა. - მგონი რაღაც გკითხე და პასუხს ველოდები. - ვალდებული არ ვარ რამე გიპასუხო, საერთოდ იმის მერე რაც გააკეთე რა სინდისით მოდიხარ და ისე იქცევი თითქოს არაფერი მომხდარა, -ხელი გამოგლიჯა სიბრაზისგან მთლად გაწითლებულმა და აცახცახებულმა. - ოჰო გამბედაობა მოგმატებია, რა მოხდა ჩემი აღარ გეშინია? -საძაგლად ჩაიცინა და უფრო მიუახლოვდა, ახლა პირდაპირ სახესთან გრძნობდა მის სუნთქვას ელენე და ისევ არ ასვენებდა გულისრევის შეგრძნება. - ელენე წამოდი წავიდეთ, -ლილიამ ხელში ხელი სტაცა და მისკენ დაქაჩა. - შენი თავი ვინ გგონია რომ ჩვენს საქმეში ერევი? -მახომ გაცოფებული სახით გადახედა ლილიას და თვალები დაუბრიალა. - სასაცილოა, ორი პატარა ძუკნა ჩემს წინააღმდეგ გაერთიანდით? - აქ რა ხდება? -ალექსის ხმის გაგონებისას, ელენეს დაძაბული სხეული წამში მოეშვა და სახეზე უნებური ღიმილი გადაეფინა, ზურგს უკან ამოუდგა ალექსი და როგორც კი მისი სხეულიდან წამოსული სითბო იგრძნო საერთოდ დაავიწყდა მახო რომელმაც მაშინვე უკან დაიხია როგორც კი ალექსი დაინახა. - რა უნდა ხდებოდეს ბიძაშვილო, უბრალოდ მე და ელენე ვსაუბრობდით, ბოლოს და ბოლოს ძველი ნაცნობები ვართ ასე არ არის? - აშკარად გიჭირს რაღაც-რაღაცეების გაგება და გათავისება, მაგრამ აუცილებლად დაგეხმარები იმის გაგებაში რომ ელენეს ახლოს არ უნდა გაეკარო, -გულისპირში ხელი ჩაავლო და თავისკენ მოქაჩა. - იცოდე ერთხელ კიდევ რომ დაგინახო მის სიახლოვეს, საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ. - გეყოფა, გამიშვი, -მახომ ნაძალადევი სიცილით მიმოიხედა ირგვლივ და ძლივს გააშვებინა ხელი, -ვიღაცამ რომ დაგვინახოს იფიქრებს რომ ვჩხუბობთ. - ვჩხუბობთ კიდეც. - დამიჯერე არ ღირს ალექს, არავის გამო არ ღირს ჩემთან ურთიერთობის გაფუჭება, ამას ძალიან მაგრად ინანებთ, შენც, შენი ძმაც და მამაშენიც. - შენ რა მემუქრები? - თუ გინდა მუქარად ჩათვალე, -მათ ზურგი შეაქცია და შესასვლელისკენ წავიდა, ფრთხილად შეეხო მკლავზე ალექსს ელენე. - იქნებ მართლაც არ ღირს ალექს რომ მასთან ჩემს გამო გაიფუჭო ურთიერთობა, -ათრთოლებული ხმით უთხრა და აწყლიანებული თვალებით ახედა ქვემოდან, გაეღიმა ბიჭს, აღარაფერი უთქვამს, უხმოდ ანიშნა გოგონებს წავედითო. - გაგიყვანოთ? -მიმართა ლილიას რომელიც უხმოდ თავჩაღუნული მიაბიჯებდა მათ გვერდით. - არ არის საჭირო ბატონო ალექს მანქანით ვარ, მადლობა. - ყველაფრისთვის გმადლობ ლილია, -ელენე ღიმილით დაემშვიდობა და ალექსის გვერდით დასკუპდა ავტომობილში. - აბა როგორ ჩაიარა დღევანდელმა დღემ? -ალექსი საერთოდ არ იმჩნევდა რომ მახოს გამო დაძაბული და გაბრაზებული იყო. - ძალიან კარგად, გიორგი არაჩვეულებრივი უფროსია, ლილიაც ძალიან საყვარელი გოგოა, იცოდი რომ გიორგის ლილია მოსწონს? მოსწონს კი არადა მგონი უყვარს. - რა? სერიოზულად? -ეს ნამდვილად სიახლე იყო ალექსისთვის. - კი მართლა ასეა და ვფიქრობ რომ ლილიაც არ არის მის მიმართ გულგრილი, თანაც რომ იცოდე რა კარგი და საყვარელი გოგოა... - ამის შესახებ მართლა არაფერი ვიცოდი შენ კი მოახერხე და ყველაფერი ერთ დღეში გაიგე. - არც თუ ისე ძნელი იყო, აშკარაა რომ ამ გოგოზე გიჟდება. - ჰო მაგრამ ცოლი მოჰყავს. - ვის გიორგის? კარგი რა... - გარიგებით მოჰყავს, მაგრამ როგორც მითხრა ამ ქორწინების წინააღმდეგი არ არის. - არ მჯერა, მართალია სულ ცოტა ხანია ვიცნობ მაგრამ ვერ წარმომიდგენია რომ გიორგისნაირმა კაცმა შეიძლება ცოლი გარიგებით მოიყვანოს და ამით ბედნიერი იყოს, იქნებ ამ თემაზე დაელაპარაკო, იქნებ რამე ან ვინმე აიძულებს ამ ქორწინებას. უსმენდა ალექსი ელენეს ტიტინს და საკუთარი თავის რცხვენოდა, როგორ მოხდა და იმ გოგომ რომელსაც სულ რაღაც რამდენიმე დღეა რაც იცნობდნენ, მასზე უკეთ მოახერხა მისი ძმის სულში ჩახედვა. - აუცილებლად დაველაპარაკები ამ საკითხზე გიორგის და თუ მართლა ისეა როგორც ამბობ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ შეცდომა არ დაუშვას და ბედნიერი იყოს. - მე კი ლილიას დაველაპარაკები და გავიგებ რას ფიქრობს გიორგიზე. - ასე პირდაპირაც ნუ მიახლი, -გაიცინა ელენეს ენთუზიაზმით გამხიარულებულმა ალექსმა. - ესე იგი ალექს მე და შენ დღეიდან საიდუმლო გეგმა გვაქვს. - რა გეგმაზე ლაპარაკობ? -ისე კითხა რომ გზისთვის თვალი არ მოუშორებია. - როგორ გადავარჩინოთ გიორგი არასასურველ ქორწინებას, ცოტა გრძელი სახელია მაგრამ არაუშავს. - ჰმ, საინტერესოდ ჟღერს, -ალექსს დიდი ხანია თავი ასე კარგად და მსუბუქად არ უგრძვნია, ერთი სული ჰქონდა გულიანად გადაეხარხარა. - ესე იგი მოგწონს ჩემი გეგმა. - მომწონს და შეგვიძლია, ვახშამზე დეტალები განვიხილოთ. - თუ ასეა დაარტყი ხელი, ელენემ ყურებამდე გაღიმებულმა გაუწოდა გაშლილი ხელისგული, ის იყო ხელი უნდა დაერტყა ალექსს რომ ტელეფონის ხმა გაისმა, ეკრანს დახედა და მანქანა გადააყენა. - გისმენ მამა რა ხდება? - - - - - - - - - ? - სასწრაფოა? აუცილებლად უნდა მოვიდე? - - - - - - - - - ? - კარგი ოც წუთში მანდ ვარ. ტელეფონი გათიშა და ელენეს მიუბრუნდა რომელიც გაუნძრევლად იჯდა და ცნობისმოყვარეობით სავსე თვალებით უყურებდა. - მამაჩემმა მე და გიორგი დაგვიბარა, ძალიან სასწრაფო საქმე აქვს, შენს სახლში მიყვანას ვეღარ ვასწრებ, ჩემთან ერთად მოგიწევს წამოსვლა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.