შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავნება ქალბატონი (თავი 8)


7-03-2022, 19:58
ავტორი Anastacia
ნანახია 2 934

მართალია ბიძასთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა,მაგრამ ციხისთვის თუ გაიმეტებდა ვერ წარმოედგინა.ავთოს ბევრი დანაშაული აქვს ანდროს წინაშე,მაგრამ ამას არასდროს არ აღიარებდა და არც ახლა,როცა ანდროს წინ იჯდა,ერთ ნესტიან ოთახში,რომელიც პატიმრებისთის იყო განკუთვნლი:
-ოჰ ჩემი საყვერელი ძმისშვილი მოსულა!
-არ მითხრა,რომ მოგენატრე.
-რატო მოხვედი? შენს ფინიებს ბინძური საქმე გააკეთებინე და შენ ახლა მოდიხარ?
-ბინძურ საქმეს თუ დამნაშავის ციხეში გაშვებას ეძახი დაე იყო ასე! დამიჯერე ღმერს მადლობა უნდა უთხრა მე,რომ არ მოვედი.ისე თემოს კარგად შეულამაზებიხარ.ორი კვირა გავიდა და ჯერ კიდევ გეტყობა სილურჯეები!-ირონიულად ჩაიცინა .
-შენი კ*ახპა ცოლი ისევ შენთანაა?-ავთომ კარგად იცოდა ანდროს სუსტი წერტილი.
-ჩემი ცოლის სახელის ხსნებაც არ გაბედო!-მუშტი შეკრა ანდრომ,აღიაზიანება ავთოს გამოხედვაც კი.
-ვინ იცის ამჯერად რა მოიფიქრა,შენს გასასულელებლად!-იცინოდა და გაცოფებულ ანდროს უყურებდა.-საბრალო მამამის,რომ ენახა ახლა თავისი ქალიშვილი მეორეჯერ ჩამოიხრჩობდა თავს.
-შენ საიდან იცი თეკლას მამის შესახებ?
-შენი აზრით ვის გამო გაკოტრდა?
-ამი დ*ედაც ვ*ატირე არც კი გაბედი იმის თქმა,რომ შენი ნახელავია?
-არა მე ამ საქმეში სუფთა ვარ ლაწირაკო,მაგრამ შენი სათაყვანებელი ბაბუა არა!შენი აზრით საიდან ვიცოდი თეკლას შესახებ?იმის შემდეგ,რაც იმ ლაჩარმა თავი მოიკლა მამა ბატონმა მე დამავალა იმ მარტოხელა გოგონას მოვლა,თავიდან არ ვერეოდი,რადგან თვითონაც კარგად ართმევდა თავს,მაგრამ რაც დედის ავომტყოფობის შესახებ გაიგო სულ აურია,მეც შანსი გამოვიყენე,მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის,რომ შენი ცოლის უბედურებაში მიქააცები არიან დამნაშავენი!ბაბუშენმა ვერ იმყოფა ის,რაც ქონდა და იმ კაცის კომპანიას მიადგა,ათასი რა მოუგონა იმ საწყალს,ალბათ მისმა გულმა ვერ გაუძლო.მის ადგილას თავს ნამდვილად არ მოვიკლავდი,ეგეთი სუსტიც არ უნდა იყო ადამიანი!ანდრო შენ კი არა ის გოგოა მსხვერპლი!მაგრამ მაგანაც კარგად გვატრიალა თავის გემოზე.ვერაფერს ვერ ვიტყვი ჭკვიანი ქალია,ლამაზად მომატყუა,მაგრამ ხომ იცი მაინც....
-გაჩუმდი!-გაგრძელება უნდოდა ავთოს,მაგრამ ანდრომ ისე იღრიალა შეხტა საბრალო კაცი.-შეუძლებელია!მატყუებ!ისევ იგონებ რაღაცას!ამის დ*დაც შ*ევეცი მატყუებ!
-შენი აზრით საიდან ვიცოდი თეკლაზე?რაც ბაბუშენმა ეს საქმე მე ჩამაბარა სულ თვალს ვადევნებდი,მერე პირდაპირ სავამდყოფოში მივედი,იქ კი ისეთი სურათი დამხვდა,რომ ერთმა კარგმა აზრმა გამიელვა ტვინში.ნეტა გენახა,როგორ ეხვეწებოდა შენი თეკლა ექიმს,რომ დედამისი არ გაეგდოთ.მაშინ მივხვდი,რომ შანსი მქონდა და გამოვიყენე კიდეც,მაგრამ იმ ლაწირაკმა გოგონამ ყველაფერი ჩამიშალა.ვერ იჯერებ არა?ის კაცი ჩვენ ხელით არ მოგვიკლავს,მაგრამ ბაბუშენმა ისეთები ჩაუტრიალა სხვა გზა არც დაუტოვა.ის კაცი კარგი მმართველი იყო,თავის კომპანიას ისე მართავდა,რომ თვით ლექსო მიქაძემაც ვერ გაუსწრო,რის გამოც ჩამოიშორა კიდეც!
-მოგკლავ!-ყელში,რომ წვდა,ჰაერში ასწია კაცი,რომელსაც შიშისგან თვალები გაუფართოვდა.-ცოცხლად დაგწვავ და იმასაც არ გავითვალისწინებ,რომ ბიძაჩემი ხარ!ამ ყველაფერს ახლა რატო მებნები შე ნაბი*ვარო,ახლა გაგახსენდა?მთელი ცხოვრება აქ იქნები და დალპები!აქ ჩაძაღლდები!ასე როგორ მოექეცით?საერთოდ არ შეგწევთ ადამიანობა?ლექსოს მაგივრადაც შენ დაგსჯი!-ხელ გაუშვა და ავოთ იტაკზე დაენარცხა,ძლივს სუნთქავდა და შველას ითხოვდა.ანდრო სულმოუთმენლად გავარდა იქედან,არ უნდოდოა მოსმენილის დაჯერება.ახლა რა უნდა ექნა,თეკლა რას იზამდა ამ ყველფერს რომ გაიგებდა,საერთოდ მოუყვებოდა?იმდენი აზრი ერთად აწუხებდა,რომ ფიქრიც აღარ შეეძლო,მანქანაში ჩაჯდა და პირდაპირ ოფისში გაემართა,რომ ავთოს სიტყვები დაემტკიცებინა.
***
სავაჭრო ცენტრში იყო,რაღაცეებ ათვალიერებდა,როცა წყვილი დაინახა და მათკენ გაემართა.თემოსთან შერიგება ძალიან უნდოდა,მაგრამ თემო ოდნავადაც არ აძლევდა ამის საშუალებას.
-ასეთ საყვარელს გოგოს დემონთან ერთად რა უნდა?-მაგიდასთან მივიდა და მათთან ჩამოჯდა.თემო გაფართოებული თვალებით უყურებდა,ევა კი ვერ ხვდებოდა ვინ იყო ეს ქალი.
-კუდიანს აქ რა უნდა?
-დაგინახე და მოვედი,აქედანაც გამაგდებ?ეს ადგილი მაინც არ არის შენი მფლობელობისქვეშ.
-თეკლა რა გინდა?
-ამ ლამაზ გოგონას არ გამაცნობ?-თემოს კითხვა დააიგნორა და ევასკენ მიიხედა.
-ევა..-ხელი გაუწოდა და გაუღიმა.
-თეკლა...-თეკლამაც არ დააყოფნა ხელი ჩამოართვა და თემოს მიუბრუნდა.-საინტერესოა ამ საყვარელ გოგონას როგორ მოაწონე თავი?-სანამ თეკლა თემოს ნერვებზე თამაშობდა ევა ისევ გაკვირვებული იყურებოდა,ვერ გაიგო რა დასკვნა უნდა გაემოეტანა ამ ორის შესახებ.
-ყოველშემთხვევაში შენსავით ტყუილი არ დამნჭირვებია!
-ისევ ამ თემას მივუბრუნდით?
-რაღაც არ მახსოვს,რომ დამვიწყებოდა!
-უკაცრავად.....მეც აქ ვარ..-ისე მიაჩერდნენ ერთმანეთს ევამ უკვე,რა და რა,არ იფიქრა და დამნაშავე ბავშვივით წარმოთქვა სიტყვები....
-საყვარელო დამიჯერე ძალიან გაგიმართლა თემოს,რომ შეხვდი!-უცებ წამოხტა-მე წავედი! თორემ შენი ბიჭი თვალებით მომკლავს,ისე ვერაფერს ვერ მიშავებს და გიჟდება! და ხო მე თემოს საუკეთესო მეგობრის ცოლი ვარ ასე,რომ შეგიძლია დამშვიდდე.იმედია კიდევ შევხვდებით! შენი თმის ფერი ძალიან მომწონს!-თვალი ჩაუკრა და წავიდა.
-ეს რა იყო?-თვალი გააყოლა მიმავალ თეკლას და მართლაც დამშვიდდა როცა გაიგო,რომ თემოს მეგობრის ცოლი იყო.
-თეკლას გამოხტომებს ყურადღებას ნუ მიაქცევ!
-არა,მოიცა ასე უხეშად რატო ესაუბრე?
-ეს შენ არ გეხება ევა!
-ამ ქალს კუდიანი როგორ დაუძახე?
-თვითონ დემონს მეძახის!
-ისეთი სახით დადიხარ აბა რა იქნება!-თემომ ისეთი თვალებით ამოხედა,რომ ევამ წამით ინანა კიდეც ნათქვამი-კარგი ნუ ბრაზდები უბრალოდ ვერაფერი ვერ გავიგე.აშკარაა კარგი ურთიერთობა არ გაქვს რძალთან.
-ევა ამაზე საუბარი ახლა არ მინდა.მოდი გავაგრძელოთ ჭამა,ეს ყავა გაცივდა თავიდან შევუკვეთოდ.
-აშკარად აწყენინე!
-ევა!
-ხმას ნუ უწევ!
-შენ მაიძულებ!
-აი ისევ საშიში გახდი!-წარბები შეკრა და შეუბღვირა თემოს.
-სამაგიეროდ შენ ჩემი არ გეშინია!- მზერა გაუსწორა გოგონას.
-ეგ იმიტომ,რომ შენ ცისფერებში რაღაცს კარგს ვხედავ,არ ვიცი რას,ვერ ამოვხსენი,მაგრამ ნამდვილად რაღაც კარგი და არამიწიერი იმალება იქ!-
-შენთვის მითქვას,რომ საოცარი ხარ!-აგიჟებდა ეს პატარა არსება და რა ექნა.
***
ოფისიდან კიდევ უფრო განადგურებული გამოვიდა,ყველა საბუთებს გადახედა,ყველა საქმეს რითაც უფროსი მიქაძე იყო დაკავებული და ავთოს სიტყვებიც დამტკიცდა.ყველაზე მეტად თეკლასთან უნდოდოა,უბრალოდ უნდოდა,რომ მას ჩახუტებოდა და ყველაფერი დაევიწყებინა,მაგრამ სახლში მისვლას ვერ ბედავდა,ამასობაში კი თეკლა მისაღებში იჯდა და ელოდა.ძალიან,რომ შეაგვიანდა დარეკვა გადაწყვიტა:
-გისმენთ...
-ანდრეა მე ვარ თეკლა....სად ხარ?
-სად ვარ და....მალე მოვალ
-რა ხმა გაქვს? მთვრალი ხარ?
-დიახ...რამე პრობლემაა?
-რამდენხანში მოხვალ?
-მალე
-გელოდები!-გაუთიშა და ტელეფონი მოისროლა.ერთი საათის შემდეგ გამოჩნდა ბატონი ანდრო.დივანზე მიწოლი ცოლი,რომ დაინახა გაეღიმა და მისკენ გაემართა.თეკლა მაშინვე წამოჯდა:
-რატო მელოდებოდი?-ანდგომა არც აცალა.თვითნაც დაჯდა და თეკლეს მუხლებზე დაადო თავი.
-ანდრო რამე მოხდა?-ანდროს თმაში ახლართა თითები და მოფერება დაიწყო.
-აი თურმე რა მჭირდებოდა!
-რაღაც ხდება!
-უბრალოდ მითხარი,რომ არ დამტოვებ!
-ანდრეა რატო მაშინებ?
-მთავარია შენ არ დამტოვო.....მე არაფერი არ ვიცოდი,რომ მცოდნოდა შევაჩერებდი გეფიცები...არც კი ვერეოდი კომპანიის საქმეებში....თეკლა არ წახვიდე...-ბუტბუტებდა,მაგრამ იმდენად იყო სასმელით გაბრუებული,რომ მალევე გაითიშა.თეკლა კი გაკვირვებული უყურებდა თავის ანდროს,რომელსაც სახეზეც ეტყობოდა ის ტკივილი,რომელსაც განიცდიდა. არც კი განძრეულა,უყურებდა ანდროს და მის თმაზე დაათამაშებდა თითებს.აი ასე დაათენდა თავზე,ანდროს კი ისევ მის მუხლებზე ედო თავი.როგორც კი გამოფხიზლდა,მაშინვე წამოიჭია და თეკლას შეხედა,რომელსა თვალის უპეები ჩაშავებული ქონდა,თმა აბურდული და ისე შესციცინებდა ანდროს:
-შხაპი მიღე და ჩამოდი,წამალს და საუზმეს მოგიმზადებ,ალბათ თავი გისკდება.-არაფერი არ შეუმჩნევია,უბრალოდ წამოდგა და საზმზარეულოში გავიდა.მალევე ანდროც შეურეთდა და გაწყობილ სუფრასთან მიუჯდა,არაფერი არ უთქვამს ისე დაიწყო საუზმობდა,თეკლას არც უყურებდა,რომელიც არ იმჩნევდა,მაგრამ საშინლად ღელავდა.
-კაფეში დარეკე და გააფრთხილე,რომ რამდენიმე დღეს არ იქნები.-ბოლოს დაარღვია ანდრომ სიჩუმე
- და რატომ?
-ქალაქ გარეთ მივდივართ ,არაფერი არ მკითხო,უბრალოდ უნდა წავიდეთ!
-კარგი წავიდეთ!- ასე უბრალოდ დასთანხმდა და რამდენიმე საათში უკვე გზაში იყვნენ.ანდრო არაფერზე არ ფიქრობდა გარდა იმისა,რომ თეკლასთან ერთად გაეტარებინა დრო,იცოდა,რომ სიმართლეს ეტყოდა,მაგრამ არა ახლა,თითოეული მომენტით უნდა დამტკბარიყო,რადგან დარწმუნებული იყო,რომ თეკლა წავიდოდა.
ორივე ჩუმად იჯდნენ სანამ ზღვა არ გამოჩნდა:
-ვაიმე ანდრო ზღვაა...-თვალები გაუფართოვდა და პატარა ბავშვივით კინარამ ხტუნაობა დაიწყო.ზღვაზე გიჟდებოდა,მხოლოდ ტალღებს შეეძლოთ თეკლას სულში გამაფებული ქაოსის დამშვიდება.ანდროს გაეღიმა.მთელი ეს დრო დაძაბული იყო,მაგრამ როგორც კი თეკლას გაბრწყინებულ სახეს შეხედა,მაშინვე მოეშვა და მთლინად თეკლაზე კონცენტრირდა.სასტუმროში დაბინავდნენ და თეკლას თხოვნით მაშინვე სანაპიროზე გავიდნენ.საცურაო კოსტუმი კი ეცვა,მაგრამ ზღვაში არ ჩასულა,უბრალოდ ყველასგან შორს ანდროსთან ერთად იჯდა და ბობაქარ ზღვას გაჰყურებდა.-ანდრეა...
-გისმენ თეკლა
-ვგიჟდები შენზე!როგორ შეგიძლია ასეთი იყო?
-ასეთი როგორი თეკლა?
-ასეთი კარგი!ასეთი სულგრძელი! ასეთი ადამიანური!შენს გარდა ვერავინ ვერ გამიგებდა!შენს გარდა ვერავინ ვერ მაპატიებდა ამ ყველაფერს!ვიცი რომ არ გებრალები და ეს მაგიჟებს!შენ მაგიჟებ!მე მზად ვარ მთელი ცხოვრება შენს გვერდით გავატარო,რაც არ უნდა მოხდეს!
-შენ კი როდის გახდი ასეთი სენტიმენტალური?
-მე სულ ასეთი ვიყავი უბრალოდ თამაში მიწევდა.-ანდროს მხარზე ედო თავი და ისე საუბრობდა.
-არ გინდა...თავს უფლება მიეცი და ყველაფერი დაივიწყე!
-არ შემიძლია...შენ როგორ გამოგდის?
-შენ რომ გხედავ ყველაფერი მავიწყდება თეკლა!
-ასე ძალიან რატომ გიყვარვარ?
-სიყვარულს მიზეზი არ სჭირდება თეკლა!
-მართალია...ამას ის ქალი არ უნდა გეკითხებოდეს,რომელსაც პირველივე შეხვედრაზე შეუყვარდი.-ჩაიცინა საკუთარი თავი,რომ გაახსენდა.
-თეკლა...
-გისმენ ანდრეა
-შენი აზრით ჩევნს ისტორიას როგორი დასასრული ექნება?
-დასასრული?-თავი წამოსწია და ანდროს შეხედა.
-ჰო
-არანაირი დასასრული არ ექნება,იმიტომ რომ ჩვენი ისტორია არასდროს დასრულდება ანდრეა.-ანდრომ ტუჩის კუთხე ჩატეხა და არაფერი არ უპასუხა.თეკლა გრძნობდა ანდროს დაძაბულობას,მაგრამ არაფერს არ იმჩნევდა.იცოდა,რომ ანდრო თუ ხმას ამოიღებდა რაღაც ცუდი მოხდებოდა ეს კი საშინლად არ უნდოდა.-ყოველიშემთხვევისთვის ამჯერად მე ის არ ვიქნები ვინც დაასრულებს!-რამდენიმე წუთში დაამატა და წამოდგა.სანაპიროს ზოლს გაუყვა,ქარი ლამაზად აფრიალებდა თეკლას ყვავილებიან სარაფანს და გრძელს თმას.ანდრო გათიშული უყურებდა,აგიჟებდა თეკლას გრაციოზული მოძრაობა,ისე ლამაზად არხევდა სხეულს,რომ გარშემომყოფების მზერას უკან იყოლებდა.ვერ ხვდებოდა ამ ქალს როგორ შეეძლო ამდენი სევდის დატევა და როგორ უნდა დაემატებინა კიდევ ერთი საშინელი სიმართლე,რომელიც საბოლოოდ გაანადგურებდა ქალს.ხედავდა,რომ ბედნიერი იყო და საშინლად ვერ იმეტებდა იმ რეალობისთვის,რომელიც წინ ელოდა,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა!
საღამოს სასტუმროში ივახსმეს და ბოლოს ავანზე იყვნენე საიდანაც ისევ ზრვას გაჰყურებდნენ,თეკლას წითელი ღვინით სავსე ჭიქა ეკავა და შიგადაშიგ ანდროსაც გამოხედავდა.ისეთი ლამაზი იყო,რომ სუნთქვა ეკვროდა მიქაძეს,ვერ მოითმინა და ზურგიდან აეკრო.თეკლამ მაშინვე იგრძნო ანდროს სიმხურვალე,რომელმაც სრულებით გაათბო თეკლას სხეულიც და სულიც. შემობრუნდა და ანდროს გაუსწორა მზერა,რომელმაც წელზე შეუცურა თითები და უფრო აიკრო ქალის სხეული.შუბლი თეკლას შუბლს მიაბჯინა და მეორე ხელით სახეზე ეფერებოდა.თეკლა გაბრუებული იყო,ისევ ისე აგიჟებდა ანდრო შეხება,როგორც პირველად.ანდრომ არ დააყოვნა და ვნება მორეულ ქალს აკოცა,საშინლად ნაზად უკოცნიდა ბაგეებს რაც უფრო აგიჟებდა ტავნება ქალბატონს,ბოლოს ხელში აიტაცა და შიგნით შეიყვანა.ვერ ძღებოდა თეკლას მოფერებით,რომელიც კვნესას ძლივს იკავებდა და ანდროს ზურგს ფრჩხილებით უკაწრავდა.სიამოვნების მორევში გადაეშვნენ,საიდანაც თავის დახწევა არც ისე ადვილი იყო.
თვითონ ვერ დაიძინა,მაგრამ თეკლას მშვიდ ძილს დარაჯობდა.არ უნდოდა ამდენი დამთხვევის დაჯერება, თვითონ დამნაშავე არ იყო,მაგრამ თეკლა როგორ შეხვდებოდა ამ ამბავს?რომ წასულიყო? მართალია მშვიდი და გაწონასწორებული ცხოვრება არ ქონდათ,არც იდეალური წყვილი იყვნენ,მაგრამ ერთმანეთი ყავდათ ეს კი სრულებით საკმარისი იყო ორივესთვის.ერთი პრობლემა არ იყო დასრულებული მეორე,რომ ჩნდებოდა.ნუთუ მათ სიყვარულს ამდენი გამოცდა სჭირდებოდა?! რამდენჯერ უნდა გაანადგურონ ერთმანეთი,რომ სიმშვიდე მოიპოვონ?! ეს აზრები არ ასვენებდნენ,წამოდგა და ვისკით ხელში ავინზე გავიდა.მზის ამოსვლას უყურებდა,იცოდა როგორ ძალიან უყვარდა თეკლას აისის ყურება,უნდოდა გაეღვიძებინა,მაგრამ ვერ გაიმეტა.ბოლოს თვითონ ქალბატონს გაეღვიძა ანდროს სიახოლვე,რომ ვერ იგრძნო,ხალათი მოიცვა და ანდროსთან გავიდა:
-რატომ ადექი...ჯერ კიდევ ადრეა.
-შენს გარეშე მცივა
-აგვისტოში?
-შენს გარეშე სულ ცივა ანდრეა!-მკერდზე ეკვროდა ანდროს და ისე ბუტბუტებდა.
-შენ თუ ჩემს გვერდით იქნები მე სულ გაგათბობ!
-აქ ვარ!შენს გვერდით!რისი გეშინია ანდრეა?
-თურმე როცა სიმართლეს მალავ საკუთარ თავს კარგავ!
-რომელ სიმართლეს ანდრეა?-მოშორდა და მზერა გასუწორა.-რაღაც ხდება,შენ კი არ მეუბნები!
-ხო ხდება,მგრამ არ მინდა,რომ შენ ამის შესახბე იცოდე...-შვიდად და წყნარად ესაუბრებოდა,ანდროს ხმაც კი აბრუებდა თეკლას.
-ჩვენ გვეხება არა?რაღაც ისეთია რაც ისევვ ყველაფერს არევს ხო?
-დიახ ისევ ყველაფერს არევს და ამჯერად არ ვიცი შევძლებთ თუ არა ამ ყველაფრის გადატანას.
-უბრალოდ მომიყევი!-აივანზე მდგარ სავარძელზე მოთავსდა და ანდროს დაუგდო ყური.არ აპირებდა ჯერ თქმას,მაგრამ მიხვდა,რომ დროის გაწელვას აზრი არ ჰქონდა,ორივესთვის უფრო რთული იქნებოდა,ამაიტომ მოყოლა დაიწყო:
-ორი დღის წინ ავთოსთან ვიყავი,მინდოდა,რომ იმ ნესტიან და განადგურებულ ოთახში მენახა და კმაყოფილი დავბრუნებულიყავი,მაგრამ ისეთი რამ მითხრა,რამაც მოსვენება დამაკარგვინა,მე არ ვიცი ეს როგორ უნდა გითხრა-ღრმად ჩაისუნთქვა და გააგრძელა.-მან მითხრა,რომ იმ კლინიკაში შემთხვევით არ მისულა,რომ 5 წელია რაც თვალს გადავნებს,რადგან ის ადამიანი,რომელმაც ყველაფერი წაართმა მამაშენს და თვითმკვლელობამდე მიიყანა ბაბუჩემია,რომ მან დაავალა შენთვის ყურადრება მიექია,ალბათ სინდისმა შეაწუხა მაგ არამზადას....თეკლა....მე იმ ოჯახის წევრი ვარ რომელმაც ცხოვრება დაგინგრია....თურმე ყველაფერი ბაბუჩემის ახირებიდან იწყება...ის ყველაფერი,რაც გადაიტანე ჩვენი ბრალია თეკლა.....
-ანდრეა გაჩუმდი....უბრალოდ გაჩუმდი.....აღარ გააგრძელო!-თვალები ამღვრეული ქონდა და მძიმედ სუნთქავდა...წამოდგა ოთახში შევიდა,კაბა გადაიცვა და წავიდა.ყველა ფრაგმენტს იხსენებდა განვლილი ხუთი წლის და მაინც ყველაზე მტიკვნეული ჰაერში მოფარფატე მამის დანახვა იყო.სულ ბრაზობდა,რომ დატოვა და სიკვდილი აირჩია,საფლავზეც არ დადიოდა.აი, ასე როგორც თვითონ დატოვა ისე აქცია თეკლამაც ზურგი.ვერ წარმოედგინა რა უნდა მომხდარიყო ისეთი,რომ ასეთი გზა აერჩია და ახლა,როცა სიმართლე იცოდა,რა უნდა ეფიქრა? მაინც ვერ ამართლებდა მამის საქციელს,მისთვის ის ყველაზე ძლიერი ადამიანი იყო,ახლა კი ადამიანს ხედავდა,რომელმაც ერთმა პრობლემამ გაანადგურა.ვერ პატიობდა....ახლაც ამდენი წლის შემდეგ ისევ საშინლად ბრაზობდა და ენატრებოდა მამა!
უბრალოდ სანაპიროს მიუყვებოდა და ზღვას უყურებდა ვერც შეამჩნია დრო როგორ გავიდა,როგორც იქნა სასტუმრომდე მიაღწია და ნომერში ავიდა,კართან იდგა და შესვლას აპირებდა,მაგრამ არ იცოდა ანდროსთვის რა უნდა ეთქვა,არაფერი არ იცოდა,გონება უბრალოდ გათიშვოდა და ვერაფერზე ვერ კონცენტრირდებოდა.როგორც იქნა კარი შეაღო,მაგრამ იქ სრული სიაცარიელე დახვა ანდრო არსად არ იყო,ბოლოს ბარათი იპოვა,რომელიც თეკლას ბალიშზე იდო:
‘’ვიცი,რომ ჩემი ნახვა გაგიჭირდება...
ეს ის შემთხვევაა,როცა მე ვერ დამეყრდნობი...
რამდენხანსაც გინდა იმდენხას დარჩი...
ახლა სიმშვიდე გჭირდება...
უბრალოდ არ დაგავიწყდეს,რომ შენს ანდროს უყვარხარ...’’
თეკლას ცრემლები წამოუვიდა,ბარათი გულზე მიიკრო და იქეთ მხარეს დაწვა სადაც ანდრო იწვა წინა ღამეს.



№1 სტუმარი სტუმარი ლელა

ძალიან კარგად წერ????

 


№2  offline წევრი M.Z°_°

როდის დაემატება ახალი თავი? ძალიან მომწონს♡

 


№3 სტუმარი tamo

არვიცი როგორ გამოვხატო ემოცია სასწაულად მომწონს <3 მოუთმენლად ველი ახალ თავს

 


№4  offline წევრი Anastacia

M.Z°_°
როდის დაემატება ახალი თავი? ძალიან მომწონს♡

დღეს თუ მოვასწარი დავამატებ თუ არადა ხვალ იქნება❤❤❤

tamo
არვიცი როგორ გამოვხატო ემოცია სასწაულად მომწონს <3 მოუთმენლად ველი ახალ თავს

ძალიან გამახარეთ თქვენი კომენტარით❤მადლობა❤

სტუმარი ლელა
ძალიან კარგად წერ????

მადლობა❤❤❤

 


№5 სტუმარი სტუმარი Natali

Sulmoutqmelad velodebi axal tavs ai arachveulebrivad wert emociebi armyofnis ise momwons es itoria gelodebit dges dadet ra

 


№6  offline წევრი Anastacia

სტუმარი Natali
Sulmoutqmelad velodebi axal tavs ai arachveulebrivad wert emociebi armyofnis ise momwons es itoria gelodebit dges dadet ra

უღრმესი მადლობა ასეთი შეფასებისთვის ❤სავარაუდოდ დავამატებ,უფრო მოგვიანებით❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent