შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაყიდული ღირსება (თავი 8)


8-03-2022, 14:27
ავტორი თმარი.K
ნანახია 5 057

თავი 7
ირაკლი. წარსულის შეცდომები.

ვახომ შატრავაზე დამტოვა. სადარბაზოსთან პარკინგზე ნაცნობ მანქანას მოვკარი თვალი. თათია იყო. ზუსტად ვიცი რაც მოხდებოდა, ისევ უაზრო ქცევები და მორალის კითხვა.
- მთელი დღეა გირეკავ, არ მპასუხობ, გადმოგერეკა მაინც?
- არ გიპასუხე, ე.ი ვერ მოვახერხე - გულგრილად ვუპასუხე.
- სულ თან გაქვს ტელეფონი, ნუთუ ორი წუთი ვერ გამონახე?
- თათია, ხომ იცი, რომ მე და შენ დამთავრებული ამბავია, ჯერ კიდევ მაშინ დავამთავრეთ და დავსვი წერტილი გერმანიაში რომ მივიოდი, ოთხი წელი გავიდა, რა გჭირს ტო?
- ვცდილობ წარსული დავაბრუნო, ცუდია?
- ჩემი და შენი წარსული არ დაბრუნდება, რაც იყო მშვენიერი იყო, შენც მოგწონდა მეც, ახლა გვიანია.
ჩემი ნათქვამით უკმაყოფილო, მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. თავიდანვე დიდი შეცდომა იყო თათიასთან რაიმე სახის ურთიერთობის დაწყება, თუმცა ნამდვილად დროზე დასრულდა.
კარი ნელიმ გამიღო, ლევანა ტელევიზორთან იჯდა, პულტი კი როგორც ყოველთვის ხელში ეჭირა.
- დე, ლიამ დამირეკა, ხვალ კოჯორში ავდივართო, ხომ არ წავიდეთ ჩვენც ?
- წავიდეთ, რა პრობლემაა, შბათ-კვირას ხო?
- ხო კვირას საღამოს წამოვიდეთ უკან.
მსგავსი ოჯახური შეკრებები ყოველთვის მიყვარდა, ხალისის და ბდენიერების მომტანი იყო. ერთი, რაც ყველაზე ძალიან არ მსიამოვნება ამ ყვლაფერში ირინე იყო. მისი კუდაბზიკობის ატანა ყველა იქ მყოფს გვიწევდა. მოკლედ, ჩემ ოთახში შევედი, რომ ნივთები გამემზადებინა, ორი შარვალი, ორი თბილი პულავერი და ბოტასები ჩავდე, ნუ ქურთუკს იმას წავიღებდი რაც მეცმეოდა. ლია შემოვიდა და პირსახოცები შემომიტანა, ლოგინის კუთხეზე ჩამოჯდა, ისეთი მშვიდი, თბილი და კეთილი მზერით მიყურება, უეჭველად ვიცოდი ,,ცოლი მოიყვანე’’-ს თემას რომ გაუშვებდა.
- დედი, დე, შენ და თათია ისევ რამეს ხომ არ აპირებთ?
- ნელო, რაღა დროს თათიაა.
- აქ იყო დე მოსული, სანამ მოხვიდოდი, შემოვიპატიჟე სახლში, მაგრამ არ შემოვიდა, ასე თქვა დაბლა დაველოდები, უნდა ვილაპარაკოთო, ნახე?
- ნელი, რატომ დამღალე ამ უაზრო კითხვებით, ხომ გითხარი არა?! მე და თათია ვართ უბრალოდ დღეს ერთმანეთის ნაცნობები და მეტი არაფერი.
- კარგი დე, ნუ ყვირი. ოთხშაბათს ლია და მერაბი დავპატიჟე საღამოხანს ვახშამზე, ვახოს შენ ეტყვი?
- ვეტყვი, ხო ვეტყვი, სხვა ?
- ჩემი მეგობარიც იქნება, თავის შვილთან ერთად - ნიშნისმოგებით მითხრა.
- ვინ შენი მეგობარი, სახელი არ აქვს?
- მალე გაიცნობ.
- ნელი, შენი მაჭანკლობა შენთვის შეინახე, რა ამოხვედი ყელში ტო...
- ირაკლი, დედა ოცდაჩიტმეტი წლის წარ, განათლება შენ არ გაკლია და გარეგნობა, არაჩვეულებრივი ოჯახისშვილი ხარ, არც ფინანსები და არც არაფერი გაკლია შვილო, ერთი წესიერი გოგო რა გახდა... ხომ შეიძლება მეც გაგაცნო ვინმე არა?!
- არა ნელი არა, შენი მოწონებული ქალი მე რატომ უნდა მომეწონოს ტო, რაზე მელაპარაკები....
- იმიტომ, რომ შენი გემოვნების ამბავი ჯერაც არ დამვიწყებია, რა გგონია დამავიწყდა ის ღარიბ ღატაკი ინტერნეტით რო აგეკიდა? დილა საღამოს მოსვენებას არ გაძლევდა.
- ნელი, გეყოფა.
- რა მეყოფა, ისევ ისევ ჯიბე გაფხეკილს უნდა აეკიდო, მარტო შენი ფულები რო აინტერესებს ხო, და დედაშენი რომ კარგს გირჩევს ჩვენი ოჯახის ტოლს და სწორს არ გინდა.
- დედა, შენი ბრალია დღეს მე ცოლი, რომ არ მყავს, საქართველოს გარდა ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველა კონტინენტზე ვიცხოვრე, მაქსიმალურად ცდილობდი არ ჩამოვსულიყავი, გეშნოდა ანუკისთან ურთიერთობა არ გამეგრძელებინა, ჩამოვიდოდი რამდენიმე თვე და უცებ გამისროდით სხვა კონტინენტზე, კარგი რა გეყოფა რა არ დაიღალე ბოლო ბოლო?
- ანუკი უნდა მოგეყვანა ცოლად ხო?
- ხო, უნდა შევხვედროდი, ურთიერთობა იმაზე უკეთ ამეწყო ვიდრე იყო, მერე კი ცოლადაც მომეყვანა, იმ გოგოს არც ფული აინტერესებდა ჩემი და არც არაფერი...
- ეგრე გეგონოს შენ.... ეგრე, ტვინი გაანძირე ამხელა კაცმა, თვალები გაახილე იაკლი რა.
- შენ ანუკის არ იცნობდი დედა, და არც უფლება გქონდა არაფრის, მაგრამ რაც არის არის, თუ მე ცოლის მოყვანას გადავწვეტ, შენი შერჩეული არ იქნება ჩემი ცოლი, შეუშვი რა ნელი თავში !
- შენთან წყნარ ლაპარაკსაც არ აქვს აზრი....
- არ აქვს ხო, არა, გინდა ვინმე მეგობრის შვილი მომიყვანე გამაცანი და გინდა ინგლისის დედოფალი, ზედაც არ შევხედავ!
- ირაკლი დედი, მე შენი მტერი არ ვარ შვილო, ყველაფერი საუკეთესო მინდა დედა გენაცვალოს შენთვის, ცოლი მით უმეტეს. როგორც მტერს ნუ მიყურებ, გეხვეწები რა
- არა ნელი, როგორც მტერს, არა, მაგრამ...

ნელი ოთახიდან გავიდა, მოწყვეტით დავეცი საწოლს. მაჭანკლობას არ ეშვებოდა, იმ გოგოს მაინც მტენიდა. მოკლედ, ნელისთან საუბარს აზრი არ ქონდა, იმ ვიღაც მისი დაქალის შვილს აუცლებლად მოიყვანდა სახლში, გამაცნობდა და დაელოდებოდა ჩევენი ურთიერთობის განვითარებას.
რა თქმა უნდა, არანაირი ურთიერთობის სურვლი არ მქონდა, იმის და მიუხედავად რომ იმ გოგოს საერთოდ არ ვიცნობდი. ერთი სიტყვით, ვახშმის დღეს მოუთმენლად დიდი ინტერესით ველოდი.

ანა. დედა.
ამ კვირის განვალობაში ბევრი რამ გადამხდა, კარგიც და ცუდიც, იყო ცრემლი და სიცილი, იყო ბედნიერება და გაკვირვება, ბევრი მოულოდნელი სასიხარულო და ამავე დროს უბედურების მომასწავებელი ამბავი. ამ არეულ დარეული გრაფიკის გამო ბაბუს ექიმთან მიყვანა ვერც კი მოვახერხე. წინა დღით დავურეკე ლიდა ექიმს და ვთხოვე ჩვენი შეხვედრა შაბათ დღეს ჩაენიშნა. დღის ხუთ საათამდე დრო მქონდა, ბაბუს ანალიზებისთვის, შემდგომ კი ბარში უნდა წავსულიყავი.
დილითვე ანალიზები ჩავაბარეთ, რამდენიმე ექოსკოპია გადაგიღეს, დიდად დამაიმედებელ შედეგებს არ ველოდით, რადგან დიაგნოზი ცნობილი იყო, ბაბუს თირკმლის გადანერგვა ესაჭიროებოდა, მისი ვითარებიდან გამომდინარე კი არც ერთი ქართველი ეიქმი მას ხელს არ კიდებდა. ლიდა ექიმი, როგორც დამპირდა მომიძებნა გერმანიაში შესანიშნავი კლინიკა, ბაბუს ანალიზები გადაუგზავნია. ბაბუ ბოლო ანალიზზე შეიყვანეს, მე კი დრო ვიხელთე და ქალბატონ ლიდას გავესაუბრე.
- ქალბატონო ლიდა, სახელმწიფოს მხრიდან, დაახლოებით რა თანხის დაფინანსების მოლოდინი უნდა მქონდეს?
- ვერ გეტყვი ანა ასე გადაჭრით, რამდენიმე ათასი ლარი, ეს კიდევ რეალურ ღიღებულებასთან შედარებით ზღვაში წვეთია.
- საქველმოქმედო ფონდებზე რას მეტყვით?
- დავეკონტაქტე რამდენიმეს, თუმცა ზედმეტად ბიუროკრატიულები მეჩვენენ, ანა ეს ოპერაცია მინიმუმ ერთ თვეში უნდა ჩატარდეს, ძალიან ცოტა დრო რჩება, არ მგონია ამ ანალიზებმა რაიმე განსხვავებული სურათი გვაჩვენოს, მაგრამ არსებული ვითრება იცი, ერთი თირკმელი ფაქტობრივად ამორტიზებულია, მეორე კი მხოლოდ რამდნეიმე პროცენტით ასრულებს მის ფუნქციებს, ძალიან საშიშია ალექსანდრეს სიცოცხლისთვის, ანა ხომ გესმით?
- მესმის ქალბატონო ლიდა მაგრამ თეორიული შანსიც კი არ მაქვს, რა გავაკეთო...
- ანა, ვიცი რომ გათხოვილი არ ხართ, ჩემი მეობა, ეთიკური ნორმები და მთლიანად მორალი მეუბნება რომ ამას არ უნდა გეუბნებოდეთ, მაგრამ.... არის რაღაც ვარიანტი.
- რა ვარიანტი?
- სუროგაცია ანა...
- ანუ?
- გაუჩინოთ შვილი, ცოლ-ქმარს რომელებსც ვერ უჩნდებათ ... ამის სანაცვლოდ კი თანხა აიღოთ.
- არა, არა, რას ამბობთ....
- ანა, ის თქვენი შვილი არ იქნება, გესმით? ძალიან ვწუხვა ამის თქმა რომ მიჭირს, ჩემი როგორც ექიმის დანაშაულია ამას რომ გთავაზობთ, მაგრამ ვცდილობ დაგეხმაროთ. სახლში დაფიქრდით, და გადაწყვეტილების შესახებ გამაგებინეთ.

ავტირდი, გონზე არ ვიყავი რა უნდა გამეკეთებინა, სუროგატი დედობა? ტანში მცრიდა... აღნშნულზე ფიქრი, წარმოდგენაც მიჭირდა... ლიდა ექიმის თქმით, ოპერაცია, პლუს მგზავრობა, და ოპერაციის შემდგომი მკურნალობა ჯამში 200 000 ლარზე მეტი დაჯდებოდა. ამ თანხის თუნდაც ნახევრის პოვნის თეორიული შანსიც კი არ მქონდა.
ბაბუ გამოიყვანეს, მადლობა ნინოს, გველოდებოდა მანქანით, ბაბუს სიარული ძალიან უჭირდა, ნინო კი ყოველთვის გვეხმარებოდა.
შუადღის ორი საათი მოდიოდა, სახლში რომ დავბრუნდით, ბაბუ დაწვა მიიძინა, მე და ნინომ კი საუბარი სამზარეულოში განვაგრძეთ, მოვუყევი ბოლო დროს მომხდარი ამბები, რაც თავს გადამხდა უკლებლივ ყველაფერი. გაოცებული მიყურებდა. ყველაფერთან ერთად ხვდებოდა ყველაზე მეტად რაც მაწუხებდა.
- ანა, რამდენი წელია მე და შენ მეგობრები ვართ ჰა?
- ბევრი ნინ, ბევრი.
- ანა, მე და კობამ გადავწყვიტეთ ჩვენი მანქანა გავყიდოთ.
- რატომ ნინ?
- ანა, მანქანას გავყიდით და რასაც მოგვცემენ მოგცემ, ძალიან გთხოვ უარი არ მითხრა, სხვა არაფერი გვაქვს რითაც შემეძლებოდა დახმარება..
- არავითარ შემთხვევაში ნინო, რას ამბობ, მაგ ფულს ვერ გამოგართმევ.
- ანა, ახლა ამის დრო არაა, კაპიკი კაპიკზე უნდა მივაწებოთ და ალე ბაბუა სიკვდილს ხელიდან გამოვგლიჯოთ.
- არ ვიცი ნინო, არ ვიცი... ვერ ვფიქრობ, არ ვიცი რა გავაკეთო, ამხელა თანხა ესე საიდან გავაჩინო, თუმცა შენი მანქანის გაყიდვის თემა არ განიხილება.
- აბა რ ავქნათ? - დადარდიანებული მეკითხებოდა.
- არის მგონი რაღაც ვარიანტი ნინ, ძალიან ცუდი, და ჯერ-ჯერობით არ ვიცი რამდენად უნდა გავითვალისწინო, ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ დათანხმება კი არა მისი წარმოთქმაც კი მიჭირს...
- რა ვარიანტი?
- სუროგაცია.
- სუროგაცია? როგორ?
- მოკლდ ნინ, ლიდა ექიმმა შემომთავაზა, უშილო ცოლ-ქმრისთვის სუროგაციის გზით ბავშის გაჩენა, როგორც ჩანს დიდ ფულს იხდიან
- ანა, შენ ხომ, მამაკაცთან ურთიერთობაც კი არასდროს....
- ვიცი ნინ ვიცი, ალბათ ეს ისაა რითიც შევძლებ ბაბუს მადლობა გადავუხადო, იმ ყველაფრისთვის რაც გამიკეთა, ალბათ ეს მსხვერპლია საჭირო.
- რას ფიქრობ ანა, დათანხმდები?
- სხვა გამოსავალი მაქვს რამე ნინ ?

გული მეკუმშებოდა ამ საკითხზე ფიქრის დროსაც კი, მაგრამ გადაწყვეტილება მალევე უნდა მიმეღო, დრო ჩემ წინააღმდეგ მოქმედებდა, ის ბავში ბოლო ბოლო ჩემიც არ იქნებოდა, თუმცა როგორ რანაირად? ცხრა თვე ის ჩემით საზრდოობს, მე უნდა გავაჩინო, და გავყიდო ? ძალიან ცუდად ვიყავი, მსგავსი საქციელები ჩემთვის მიუღებელი იყო, თუმცა, ამას მხოლოდ ფულის გამო არ გავაკეთებდი ღმერთმა ეს იცოდა, ახალი სიცოცხლე, ბაბუს სიცოცხლის სანაცვლოდ. ტელეფონი ავიღე და ლიდა ექიმს დავურეკე.
- ქალბატონო ლიდა, გამარჯობა, ანა ვარ.
- დიახ ანა, გისმენთ.
- თანახმა ვარ სუროგატ დედობაზე.
- ვიცი ანა, ვხვდები რომ ძალიან რთულია ეს ყველაფერი თქვენთვის მაგრამ, სხვა გამოსავალი არ არის.
- სიტყვების პოვნაც კი შეუძლებელია, ქალბატონო ლიდა ჩემი მდგომარეობის აღსაწერად.
- კარგით ანა, თქვენი გადაწყვეტილება მიღებულია, მე გადავცემ თქვენ მონაცემბს რეპროდუქციულ განყოფილბას და შევეცდები თქვენი საკითხი წინ წამოვწიო.
- დიდი მადლობა.
აღნიშნული საკითხის დაჩქარებაც კი მზარავდა, თუმცა ფაქტი ჯიუტი იყო, რამდენიმე თვეში ბაბუ ჯანრთელ იქნებოდა, მე კი შვილის გაჩენა მომიწევდა და მისი გასხვისება.
- ანა, ჩემი იმედი გქონდეს ყველაფერში - ხელი ხელზე მომკიდა და დამამშვიდა ნინომ.
- ხომ მაგრამ ცხრა თვე ორსულობა როგორ დავმალო, ან რა ვთქვა, ასეთ დროს რა ხდება? მეზობლები რას იტყვიან, ღმერთო ჩემო, რა უბედური ვარ...
- მთავარია ალე ბაბუს ვუშელოთ ანა, ბოლო-ბოლო სხვაგან იცხოვრებ, ან ჩემთან წამოხვალ, მოვიფიქრებთ რამეს, არ ინერვიულო.
- ხომ მაგრამ ორსულს მომცემენ უფლებას ბაბუს გერმანიაშვი გავყვე?
- არლბათ უნდა დაელაპარაკო იმ ცოლ-ქმარს, არა?!
- არ ვიცი ნინ, ალბათ რამე ხელშეკრულება ან პირობები იქნება, ეშმაკმა დასწყევლოს, განა რა ცოდვა მქონდა ასეთი?
- დამშვიდდი, ჩემო გოგო ამშვიდდი.
- ბაბუ რომ დამინახავს მუცლით რა ვუთხრა? ან რომ მკითხავს ოპერაციის ფული საიდან მოიტანეო რა ვუთხრა, მილიონი კითხვა მიტრიალებს ნინ თავში, პასუხებს კი ვერ ვპოულობ, ან რას ვიპოვი, არ არსებობს პასუხები ნინ... ის რაც მე უნდა გავაკეთო... ღმერთო შემიწყალე და მომიტევე, რამხელა ცოდვას ჩავდივარ.
მარტივად ჟღერდა ყველაფერი, აი მოვლენები კი როგორ განვითარდებოდა არავინ იცოდა.

ირინე. სუროგაცია.

ტელეფონს დავხედე და ვახოს მესიჯი დამხვდა, გიორგი ფაღავა კლინიკა ,,New Med’’-ი , ტელეფონის ნომერიც იყო მითითებული, დავრეკე ვიზიტი, რომ დამეჯავშნა.
- გამარჯობათ, გიორგი ფაღავას ვესაუბრები?
- დიახ, გისმენთ.
- მოკლედ, თქვენი საკონტაქტო ახლობელმა მომცა, უახლოეს მომავალში მსურს თქვენთან გასაუბრება, რაც მალე მით უკეთესი, ყურადღეებისთვის ვალში არ დაგრჩებით, ხვდებით ხო ?
- რას ბრძანებთ ქალბატონო, დამელოდეთ რამდენიმე წუთი და დროს გეტყვით,
- გელოდებით.
რამდენიმე წუთი ხაზზე შემაყოვნა, შრიალის ხმა მესმოდა, ალბათ ორგანაიზერს ფურცლავდა.
- ქალბატონო, დღეს მაქვს თავისუფალი დრო ოთხ საათზე, მობრძანდებით?
- დიახ, მოვალ.
- მეუღლესთან ერთად მოხვალთ ხომ?
- არა, მირჩევნია პირისპირ გესაუბროთ.
- ნება თქვენია, გლით.
დილის ათი საათიც ახლოვდებოდა, გავემზადე და ის ის იყო მანქანაში უნდა ჩავმჯდარიყავი, ლია შემეჩეხა, როგორც ყოველთვის უდროო დროს, როგორ მძულდა ეს ქალი, მისი უაზრო გამოხტომებით, ამ სიძულვილის დამალვაც კი მიჭირდა ზოგჯერ, თუმცა ადამიანი რას არ გააკეთებს მისი კეთილდღეობისთვის, ამიტომ, სიძულვილი გვერდით გადავდე და სიყვარულით გავუღიმე.
- ლია, გავდივარ, როდის დავბრუნდები არ ვიცი, გოგოები უნდა ვნახო, რამე ხომ არ გინდოდა?
- არა, შვილო, არაფერი, კოჯორში ავდიოდით და არ წამოხვალ, სუფთა ჰაერი როგორ მოგიხდებოდა.
- ლია, ავადმყოფი ვარ თუ ლოგინად ჩავარდნილი, რა დამოკიდეულებაა ვერ ვხვდები, არა ვერ წამოვალ, დღეს ბევრი საქმე მაქვს.
- კარგი შვილო, ღმერთმა დაგიფაროს რას ამბობ, შორს იყოს - ხელით ჯვარი გადამსახა.
- კარგი ლია, დროებით.
მასთან საუბრის გაგრძელებაც არ მინდოდა, ამ ბავშის გადამკიდეს ოჯახში ყველას ავადმყოფი ვეგონე, თუმცა რა გაეწყობა, არ მიდნა შვილის გაჩენა, მერე სხეულის დამახინჯება, სტრიბი და ღამე ტირილის მოსმენა, თუმცა მათთვის ამის თქმა ნადვიალდ არ მინდოდა, ამიტომაც ვსვავ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს, ვახტანგს კი ყველა ექიმი იმას ეუბნება რასაც მე ვეუბნები, რომ ბავშვი არ მიჩნდება.
მანქანა დავქოქე, გზაში ტელეფონმა დარეკა, დავხედე და დავითი იყო.
- სად ხარ ? - უხეშად მითხრა
- საქმეზე მივდივარ, რა მოხდა?
- შენმა ყ*ე ქმარმა სამსახურიდან გამიშვა.
- რა ქნა ?
- ხო გოგო რაც გაიგე, ჩამიშვა იმ ნაბო*ვარმა ქალმა, გადარიცხვებში ფულს რო ვტეხავდი, და გამომაგდო.
- რა დებილი ხარ....
- არაუშავს, ვანახებ მაგას სამსახურიდან ჩემი გამოგდება როგორი უნდა... სად მიდიხარ ბოლო ბოლო ?
- სალონში და მერე ქიმთან, უნდა დავამუშაო, რომ ამანაც ის უთხრას ვახოს რაც მე მინდა.
- არ დაიღალა ეგ ყ*ე ?
- ბავში ისე უნდა არ დაიღლება არასდროს.
- მერე გოგო, შენც რამ გამოგაშტერა, დავაი დაითრიე სუროგატი ქალი გააჩინოს ბავში და მიუგდე მაგათ და ზარდონ, შენ სექსუალურ ტან-ფეხს კი არაფერი დაემუქრება.
სუროგაციაზე არასდროს მიფიქრია, აზრადაც არ მომსვლია, ბავშის გაზრდა არ იყო ჩემი მოწოდება, თუმცა ჭკუასთან ძალიან ახლოს იყო.
- ხომ მაგრამ, ჩემი არ მინდა იყოს....
- მერე, რა პრობლემაა, გოგო ტვინი გაანძრიე, ექიმს უთხარი, რომ შენ ქმართან ვიზიტისას სუროგაცია შემოგთავაზოს, რომ შენი განაყოფიერებული კვერცხუჯრედი იქნება სუროგატ დედაში, ანუ შენი და შენი ქმრის შვილი, მაგრამ ექიმს დაებაზრე, რომ შენი კვერცხუჯრედი კი არა იმ სუროგატის კვერცხუჯრედი გაანაყოფიერონ ვახოს სპერმით, ოღონდ ამის შესახებ არც ვახომ და არც სუროგატმა დედამ არ უნდა იცოდეს, მიხვდი ?
- ზოგჯერ ძალიან გენიალურ იდეებს მაწვდი, ვგიჟდები შენზე.
- ხო და გელდოები, 908-ე ნომერში როგორც ყოველთვის.
- ექიმთან ვიზიტის შემდეგ შენთან მოვალ.
არაჩვეულებრივი გეგმა იყო, მთავარია ექიმი დამთანხმდეს, და ყველაფერი ისე აეწყობა როგორც მე მინდა, ბავში იქნება, ოჯახის წევრებიც ბედნირები იქნებიან, ვახოც ფინია ლეკვივით ჩემ კუდში დევნას შეეშვება, ერთი სიტყვით, წინ იდეალური ცხოვრება მელოდა.
კლინიკაში მივედი, ოთხი საათი ხდებოდა, მივედი ექიმთან, საუბრის დაწყება არც ისე რთული აღმოჩნდა, მარტივად მოსაუბრე მამაკაცი იყო, ამავედროს ფირიად მიმზიდველიც. ყოველთვის ვიცოდი, როგორ მიმეღო სასურველი მამაკაცისგან ის რაც მსურდა, არც ეს უკანასკნელი იყო გამონაკლისი, ფული ჯოჯოხეთს ანათებსო, ხომ გაგიგიათ, აი ასე იყო ზუსტად ყველაფერი, ვახტანგთან ერთად სტუმრობისას კი ისე იქენბოდა ყველაფერი, როგორც დავითმა მითხრა. მთავარი სუროგატი დედის პოვნა იყო.
ძალიან ბედნიერმა დავტოვე კლინიკა, და სასტუმროში ვნებიანი სექ*ით დაკავების სურვილი მკლავდა, როგორც კი მივედი, სურვილი რელობად ვაქციე, ამ მამაკაცთან თავს ნამდვილ ქალად ვგრძნობდი, ვახოსგან გასნხვავებით, არ იყო ბანალური და ნაზი, ცოტა სიუხეშე, ვნებიენი ხვევნა-კოცნა, ეს ის იყო რაც მასთან მაკლდა. ზოგჯერ ის ფული რაც ვახტანგს აქვს დავითს რომ ქონოდა, ალბათ გავშორდბოდი, თუმცა ამ ფუფუნებაზე უარის თქმა ძალიან მიჭირს, არც მჭირდება, ფულიც მაქვს, იმდენი რამდენიც მინდა და იდეალური სექ*იც.
აბაზანიდან გამოსვლისას, ტელეფონმა დარეკა, რა თქამა უნდა ვახტანგი.
- ირინე, სად ხარ, ლიამ არ მოდის კოჯორშიო, რაღაც საქმეები აქვსო, მშვიდობაა?
- კი კი, თათიაა ცუდად და უნდა ვილაპარაკოთ, ხო იცი გოგოების ამბავი.
- კარგი, რომ მოიცლი ამოდი, გელოდბით.
- შევეცდები, ამგრამ არ გპირდები.
- ამაღამ მარტო ხო არ იქნები სახლში, ამოდი.
- დაგირეკავ.
ტელეფონი გავუთიშე, და ისევ ვნების ქარცეცხლში გადავეშვი, დრო დღეს ნამდვილად ბევრი მქონდა.
ექიმმა ვიზიტის შესახებ დრო მაცნობა, ორშაბათს დილით თერთმეტ საათზე მე და ვახო უნდა მივსულიყავით. ვახოსთან დარეკვა არ მინდოდა, ჯერ ჯერობით, ამიტომ ვიფიქრე კოჯორში რომ ავიდოდი ღამე, მაშინ ვეტყოდი.
ვნებიანი საათების შემდეგ, კოჯრისკენ წავედი, იქ მისულს კი დიდი ოჯახური იდილეა დამხვდა, ზოგჯერ მიკვირდა კიდეც, ასე ერთმანეთი როგორ უყვართთქო, მაგრამ სხვა რა გზა იყო, მეც მათზე შეყვარებული რძლის როლი უნდა მომერგო.
- ჩვენი გოგო მოსულა, როგორ ლამაზად გამოიყურები - ხელგაშლილი გამოემართა ნელი გადასახვევად.
- თქვენც, ნელი დიდა, შეუდარებელი ხართ.
- რატომ დაგაგვიანდა შვილო, ვახომ საქმეები აქო, რა ხდებოდა?
- თათია ვერ იყო კარგად, და მარტო დატოვება არ მინდოდა.
- არაუშავს მთავარია ჩვენთან ერთად ხარ.
ბუხართან დასხდნენ, მე საძინებლისკენ წავედი, ვახოც გამომყვა, ჩამეხუტა, მაკოცა, მომეფერა როგორც იცის ხოლმე, საწოლზე ჩამოვჯექი და ექიმთან ვიზიტის ამბავი ვაცნობე, ძალიან გაუხარდა, პრინციპში ასეც იქნებოდა, სხვას არაფერს ველოდი, თუმცა ვთხოვე ოჯახის წევრებისთვის ჯერ-ჯერობით არაფერი ეთქვა, ასე ვთქვათ საიდუმლოდ შეგვენახა.
ტანსაცმელი გამოვიცვალე, და დავწექი, ქვემოთ დაბრუნება ნამდვილად არ მინდოდა, ცოტა დაღლილი ვიყავი, ვახო ქვემოთ ჩავიდა, მე კი ბედნიერს და გახარებულს წამიერად მიმეძნა.
ირაკლი.
მშვენიერი შაბათი საღამო იყო, ბუხარი, საყვარელი ოჯახის წევრები, სიცილი, სიხარული, სიყვარული, როგორ მაკლდა ეს ყველა ადამიანი ერთდროულად ახლა და ამ წამს მივხვდი, რატომღაც ანუკიზე მეფიქრებოდა, როგორ მოუხდებოდა აქაურობას, თუმცა ფიქრი ფიქრადვე რჩებოდა, რელობა კი სხვა იყო.
ვახო დაუბრუნდა ოჯახს, დივანზე ჩამოჯდა ხელი გადამხვია.
- აბა დაბადების დღე როგორ ავღიშნოთ?
- შენ მელაპარაკები დაბადების დღის აღნიშვნაზე?
ცოტა გამიკვირდა ვახტანგისგან მსგავს თემაზე საუბარი, ყოველთვის ბავშურ ქმედებად მიაჩნდა დაბადების დღის ერთდორულად გადახდა, გავიზარდეთ უკვე რა დროს ეგააო, სულ ამბობდა, თუმცა როგორც ჩანს ვახო რაღაცამ ძალიან გააბედნიერა.
- დიდი რესტორანი დავხუროთ მამა, სტუმრები დავპატიჟოთ, რა კარგ დროს გავატარებთ - გახარებული იყო მერაბიც.
- რა რესტორანი მერაბ, ჩვენთან ბარში, არ ჯობია? - გაკვირვებით ვუპასუხე.
- ვეთანხმები ირაკლის, ბარი იდეალური ვარიანტია - დაამატა ვატანგმა.
- რა ნახეთ შვილო ამ ბარში, ჩვენც ბარში უნდა მოვიდეთ და ღამე გავათენოთ ? - უკმაყოფილო იყო ნელი.
- დეტალებზე სხვა დროს ვილაპარაკოთ, ჯობია - დაამატა ლევანმა.
- მართალია, თორემ გადავირევით აქ მე და ნელი - დააყოლა ლიამ.
ნელ-ნელა ჩვენი მშობლები საძნებლისკენ გაეშურნენ, ბუხართან მე ვახო და მარუსა დავრჩით, ყველაზე კარგი ვარიანტი ისევ ბავშობის გახსენება და რამე ფილმის ყურება იყო. ამასობაში ფილმი მარეხმა დააპაუზა.
- ცოლის მოყვანას მართლა აპირებ? - კითხვისგან გაოცებული დავრჩი.
- რა ცოლის გოგო?
- რა ცოლის და ცოლის ირაკლი.
- საიდან მოიტანე?
- მარეხ გაჩერდი, გაფრთხილებ! - მკაცრი ტონით შეეცადა ვახო მარეხი გაეჩუმებინა.
- დამაცადე, რა, მოგყავს თუ არა?
- ვინ ცოლი უნდა მოვიყვანო, ორი დღეა თბილისსში ჩამოვედი, რას მეკითხები მარუ?
- აბა ვახომ ნელი გოგოს ურიგებსო?
- აუ ვახო, კაი რა ტო...
- ბოდიში მაგრამ ვერ მოვითმინე - სიცილით მიპასუხა ვახომ.
- ხო გთხოვე არა, არავის უთხრათქო....
- ანუ? აპირებ იმ გოგოს რომ გაიცნობ ცოლად მოიყვანო ? - ისევ მარეხი.
- შენ რა კუჭი გეწვის? - სიცილით ვუთხარი.
- ის კუჭი მეწვის, რომ არ მინდა შენც ისეთი .... ასეთი მოიყვანო ამან რომ მოიყვანა - მზერა ვახტანგზე შეაჩერა.
- მარეხ გეყოფა მეთქი, ხომ გთხოვე არა? - ვახოს ნერვების მოთოკვა უკვე ნადვილად უჭირდა.
- რა მეყოფა? ირინე რომ სწერვაა, და ვერავის ვერ გვიტანს მაგას შენ გარდა ყველა ხედავს ვახო.
- კაი, მარეხ არ გინდა, მართლა ირინეზე ლაპარაკი, რაცაა ეგა, ვახოს ცოლია...
- ხო და რამ დააბრმავა, მე თუ ვხედავ ეს რატო ვერ ხედავს?
- გეყოფა, ადი შენ ოთახში და დაიძინე, ბევრს ტლიკინებ უკვე! - გამწარდა ვახო.
- ირა, გაფრთხილებ, რომ სანამ ცოლს მოიყვან კარგად დაფიქრდი, გესმის ? - ნიშნისმოებით მითხრა მარეხმა.
- დავფიქრდები ჩემო პატარა, შენ არ ინერვიულო, წადი და მშვიდად დაიძინე.
- ხომ, იცით რომ ორივე ძალიან მიყვარხართ და გული შემტკივა თქვენზე, თავს გაუფრთხილდით, და არ მიცეთ ქალს იმის საშუალება თქვენი კეთილგანწყობა ცუდად გამოიყენოს, მალე დაიშალეთ და დაიძინეთ თქვენც.
ორივეს გადაგვეხვია, გვაკოცა და საძინებელში ავიდა, ძალიან მიყვარდა, ალბათ, და რომ მყოლოდა მასნარი დამოკიდებულება მექნებოდა. დავრჩით ისევ მე და ვახო ჩვენ თავებთან მარტოები, ერთმანეთს გადავხედეთ და ფილმის ყურება განვაგრძეთ.
ფილმი დასრულდა, საძნებლებში წავედით, წყალი გადავივლე და დავწექი, ტელეფონი ავიღე და ჩემი ძველი ფოტა გავხსენი, რომელსაც დღეს არაფერში არ ვიყენებ, უბრალდ, წარსულის ლამაზ დროის და განცდების ხელახალი განცდისთვის ვინახავ. ანუკის მონაწერებს გადავავლე თვალი, დღემდე გაუგებარია, ესე უსიტყვოდ როგორ დატოვა ის რაც ვუთხარი... იმაზე ფიქრი, რომ ამ მიმოწერაში უბრალოდ დრო გაყავდა, არ მინდოდა, ეს მიმოწერა არ იყო მარტივი, თითოეული სიტყვა დიდი გრძნობით იწერებოდა, ზუსტად ვიცი, უმიზეზოდ არ გამქრალა, მაგრამ ამ მიზეზის პოვნა დღემდე მსურდა. ცოტა შეზარხოშებულიც ვიყავი და ალბათ ეს იყო იმის მიზეზი რაც გავაკეთე. მივწერე:
,, ანუკი გამარჯობა,
დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს ძალიან კარგად გრძნობ თავს იქ სადაც ხარ, ბედნიერი ხარ და ის მიზნები და გეგმები რაც დასახული გქონდა ყველას მიაღწიე და აისრულე. შენზე ფიქრი არ მშორდება, არც ერთი წამით, წლებია ამ ყველაფერს ვებრძვი თუმცა უშედეგოდ, სული მაქვს დამიძნებული გესმის? საკუთარ თავში ვეძებ პასუხებს, ნუთუ ესე მარტივად შეგეძლო ჩემი სიტყვები არ შეგემჩნია? შენ ხომ ის ერთადერთი ქალი იყავი ჩემ ცხოვრებაში ვისაც ,,მიყვარხარ’’ ვუთხარი, ნუთუ არ იყო ჩვენი საუბრები საკმარისი ამის დასაჯერებლად? ნუთუ არ გინდოდა შენ ჩემთან ის სიახლოვე რაც მე მინდოდა? როგორ დავიჯერო, რომ ჩემ სიყვარულზე სიყვარულითვე არ მიპასუხე.
არ ვიცი, დღეს შენი ოჯახი გყავს თუ არა, ან საერთოდ ეს მეილი თუ არსებობს შენ ცხოვრებაში და წაიკითხავ თუ არა ამ მონაწერს, მაგრამ მინდა იცოდე, რომ მე შენ მიმართ გრძნობა, რომლესაც სიყვარული ვუწოდე დღემდე არ მასვენებს, შენი თუნდაც ერთი წამით ნახვის სურვილი მკლავს, მინდა თვალებში ჩაგხედო, მინდა მივხვდე საბოლოოდ რომ დღეს წლების შემდეგ ეს გრძნობა კიდევ არსებობს თუ არა, არის თუ არა რაიმე თეორიული შანსი იმისა რომ ყველაფერი თავიდან დავიწყოთ...
გთხოვ, თუ კითხულობ, პასუხის გარეშე არ დამტოვო ისევ....
მე ჩემთვის ნაცნობი უცნობი ქალი, ანუკი შემიყვარდა შემიყვარდა....
ირაკლი.’’
ამასობაში დამეძინა, კვირას დილითვე ტელეფონი შევამოწმე, უკუგზავნილი იმის შესახებ რომ მელი ადრესატამდე არ მივდია არ მომსვლია, ეს იმის ნიშნანი იყო, რომ მელი ისევ არსებობდა, შესაძლოა ადრესატსაც კი წაეკითხა. გულში გამეღიმა, თითქოს გმაყოფილიც კი ვიყავი იმით რაც გავაკეთე, ჯობს გვიან ვიდრე არასდროსო...
ამასობაში, ნელის და ლიას ხმამ გამაღვიძა, რაღა თქმა უნოდა იმას რომ ქოთქოთებდნენ, ზოგჯერ ცალ-ცალკე იყვნენ აუტანელები და ახლა ერთად დუეტში წარმოუდგენელი. მას შემდეგ რაც დასაძინებლად წავიდნენ, ცოტა მივურ მოვურიეთ სახლი, ზუსტად ვიცოდი მხედველობიდან არც ერთს რომ არ გამორჩებოდა და კარგ დღესაც არ დაგვაყენებდნენ. ავდექი ჩავიცვი და დაბლა ჩავედი.
- რა ხდება ნელი რა არი, რა გაყვირებთ ამ დილაუთენია? - ვკითხე ნელის.
- რა არი შვილო, რას დაგიმსგავსებიათ აქაურობა, დივანზე რა დააქციეთ? - ლიას სახე არეული ქონდა.
- აუ, ლია დეიდა, კარგით რა, ღვინო დაგვესხა, გავწმენდთ რა....
- გავწმენდთ შვილო აბა რას ვიზავთ მაგრამ, კარგით რა - დაღონებული იყო ლია.
- რომელმა ქენით ეს ? - დააყოლა ნელიმ
- აუ დე, ორი წლის ბავშები ვართ თუ რა ხდება ტო, დავურეკავ ანას და ამოვიყვანოთ და დაალაგებს რა ...
- ამხელა გზაზე იმ გოგოს ვერ ამოვიყვანთ, ცოდოა, თან კვირაა - თქვა ლიამ.
- ხო და დედა მე ამოვიყვან ხვალ, ეხლა მივალაგოთ და მე გპირდებით ხვალ ამ სახლში იდეალური სისუფთავე იქნება.
- ხო, ეგრე ჯობია დე, ხვალ შენ ამოიყვანე ის გოგო და დაალაგოს.
ანასთან ერთად ყოფნა, ორშაბათს, არც ისე ცუდად ჟღერდა, ყველა სიკეთესთან ერთად კარგი მოსაუბრეც იყო, რაღაც არ მეგონა მასთან ერთად მომეწყინა, ბოლო ბოლო ნელოსაც ამოვიყვანდი.
ვახო და ირიეც ჩამოვიდნენ, მთელი ოჯახი მაგიდასთან შევიკრიბეთ და ვსაუზმობდით.
- ლია დეიდა, მითხარით რა ანას ნომერი, ჩავიწერო არ დამავიწყდეს.
- ანას ნომერი ? - გაკვირვებულმა მკიტხა ვახტანგმა.
- ხო რა, ხვალ ამოვიყვან, ლია და ნელი გაგიჟებულები არიან რა დაგიტრიალებიათ აქო და დაალაგებს რა.
- ანა ვინაა ვახო ? - ჩაერთო საუბარში ირინე
- ჩემ ბარში მუშაობს, როგორც ჩანს სახლებსაც ალაგებს, პარასკევს გვყავდა აქ, დაალაგა სახლი.
- ანა აქ იყო ვახო ?
- ხო, რა მოხდა ირინე? - გაკვირვებით მიუგო ვახომ.
- არა, არაფერი, ხვალ საქმე გვაქვს ხომ არ დაგავიწყდა?
- არა, მაგას რა დამავიწყებს.
- ხო და მე ამოვიყვან ანას მაშინ - დავაყოლე მეც.
- მე და ირინეს რამოდენიმე წუთის საქმე გვაქვს, თუ გინდა თორმეტი საათისთვის გავთავისუფლდებით და ერთად ამოვდეთ.
- როგორც გინდათ, მე არ მაქვს არანაირი პრობლემა, ანა ძალიან კარგი გოგოა, და თან ძლიან კარგი მოსაუბრე , არა ვახო?
ნელის გავხედე და აშაკარად სახე ეცვალა, მის ნერვებზე თამაში კი დილიდან ძალიან მსურდა.
- კი, მშვენიერი მოსაუბრეა ნამდვილად... - დაამატა ვახომ.
- შვილო, ასეთი კარგი გოგო თუა რა გიშლის მამა ხელს? დაოჯახებული ხომ არაა???
ლევანას ამ ფრაზაზე ნელის წყალი გადაცდა, ხველებამ აიტანა..
- არა, მამა დაოჯახებული არ არის, საკმაოდ ლამაზია ისე, ზოგ ზოგიერთებისგან განსხვავებით განსხვავებული და ბუნებრივი სილამაზე აქვს
- მაგით რის თქმას ცდილობ ირაკლი ? - გაცვიფრდა ნელი.
- არაფრის დე, ლამაზი და კარგი გოგოა, წესიერი და პატიოსანი შრომით შოულობს ფულს, ლამაზია, არაფერი დაეწუნება, არა ვახო?
- ნუ ცდილობ გამაგიჟო ირაკლი, ხო იცი არასდროს დამიშლია შენთვის გართობა...
- მე გართობას არ ვაპირებ ანასთან, ცოლი ხომ გინდათ მოვიყვანო, ხო და იდეალური ვარიანტია.
- ირაკლი, გეყოფა... დაუკრეფავში გადადიხარ - მშვიდი ტონით მთხრა ვახომ.
- არა ტო, სერიოზულდ ვამბობ, აი მაშინ შენთან აბრში ქმარზე, ოჯახზე შვილებდე რომ ლაპარაკობდა, მაშინვე მომეწონა, და ვიფიქრე რომ ,,ცოლის’’ იდეალური ვარიანტი იქნებოდა.
- ანას, ბარში შვილებზე ელაპარაკეთ? - გაფითრებული სახით დასვა ირინემ კითხვა.
- ირაკლიმ მოუწყო დაკითხვა.
- ნელი, არაჩვეულებრივი სარძლო გეყოლება დამერწმუნე - ღიმილით ვუპასუხე.
- ირაკლი გაფრთხილებ წყობიდან ნუ ცდილობ გამომიყვანო, თორემ მონაგონი იქნება ის ... - გააწყვეტინა მამაჩემმა.
- ნელი გეყოფა ბოლოს და ბოლოს, დავიღალეთ შენი აზრების და სურვილების გათვალისწინებით კაცო, ცოლი ჩვენ შილს მოყავს მისთვის, თუ მოიყვანს, და არა შენთვის და ჩვენთვის, რაც გააკეთე არ გეყოო ? კიდე გინდა იგივეეე? რა შეჭამე ქალო მართლა ტვინი....
ლევანა ღრიალებდა, მაგიდიდან წამოხტა და გავიდა, მერაბიც გაყვა, ირგვლივ არავისთვის იყო ახალი რაც მოხდა, ნელის დამოკიდებულება ჩემი მომავალი ცოლის მიმართ ყველამ ძალიან კარგად იცოდა...
- დედა, ხომ გითხრი ვისაც მინდა და ვინც მენდომება იმას მოვიყვან ცოლად, ჩემ ცოლად, გაიგე დე?
- ნუ მამწარებ, ახლა ვიღაც მოსამსახურე უნდა შემომითრიო სახლში? ამისთვის გაგზარდე და მოგეცი ის ყველაფერი რაც გაქვს? ამისთვის გასწავლე სხვადასხვა ევროპის ძვირადღირებულ უნივერსიტეტებში გაუნათლებელი დამლაგებელი შემომითრიო სახლში?? შვილო, გული გამისკდება იცოდე, და შენი ბრალი იქნება ჩემი სიკვდილი.... გინდა რომ მოვკვდე და დაისვენო ხო ?
- კარი ნელი, დამშვიდდი, ხო ხედავ ცდილობს აგიყოლიოს - დაამშვიდა ლიამ - ირაკლი, დამშვიდდი ეხლა, მშვიდად იჯექი და მიირთვი საუზმე, ნუ ჩაგვიმწარე კვირა დილა, ხმა არ გავიგო შენი, ან თუ ვერ ჩერდები ადექი და წადი ამ სახლიდან! - ძალიან მკაცრი იყო ლია.
- კარგი ლია დეიდა რა, არ დაიღალა ??? მე დავიღალე...
- გეყოფა ირაკლი, მორჩი, ადექი გავიდეთ ... - ვახო ადგა და კარისკენ წავიდა, მეც ავდექი და გავყევი.
ეზოში საქანელა სკამზე ჩამოვსხედით და ერთ ხანს სუფთა ჰაერს ვსუნთქავდით, ზოგჯერ ვახოსი ძალიან მშურდა, ლია არასდროს ჩარეულა მის ცხოვრებაში, ან თუ ჩარეულა მსგავსი დამოკიდებულებით არასდროს, ნელი ირინესნაირი გოგოს ცოლად მოყვანის ნებას არასდროს მომცემდა, გაგიკვირდებათ ალბათ, რატომ უნდა ეკითხებოდეს მამაკაცი დედას ცოლის მოყვანასო, ჩემ ოჯახში ყველაფერი სხვანაირად იყო აწყობილი, ეს ალბათ ჩემი ბრალიც იყო, თან კარგი და თან ცუდიც. მიუხედავად იმისა, რომ ცუდ გოგოს ცოლად არასდროს მოვიყვანდი, ნელომ ძალიან კარგად იცოდა, თუმცა ჩვენი ოჯახის შესაფერისს ეძბდა, მიდარს და განათლებულს... ანუკისთანაც იგივე დამოკიდებულება ქონდა ,,ეგ ღარიბ ღატაკი სახლში არ შემომითრიო’’.
- ანა მართლა მოგწონს?
- არა, ვახო, ჯერ მისთვის როგორც ქალისთვის არ შემიხედავს, რა არის რო?
- ისეთი სიტყვით გამოხვედი, ვიფიქრე ესაა და ცოლად მოყავსთქო.
- არა, ტო, ბაზარი არაა კარგი გოგო ჩანს, მაგრამ ესე მარტივად ხო იცი არა...
- ანუკი ვერ დაივიწყე ?
- ვერა... მგონია რომ ყველა ახლად გაცნობილი გოგო ისაა, თუმცა არა...
ამ, დროს კი ვახომ ყველაფერი მომიყვა, რაც ანას გადახდა, დიმიტრიც ახსენა, დეტალურად ამიხსნა ყველაფერი, სიმართლე გითხრათ არც იყო გასაკვირი, არც გამკვირვებია... დღეს ქალები უკადრებელს კადრულობდნენ, დღისით პატიოსან ცხოვრებას ეწეოდა, ღამე კი მამაკაცებს ხიბლავდა, ალბათ ამიტომაც მუშაობდა ბარში... რას გაიგებ.... მსგავს გოგოებთან ურთიერთობის დამყარების ბევრი საშუალება არსებობდა, მათი მოხიბლვა ფულით და საჩუქრებით უმარტივესად ხდებოდა.
ვივახშმეთ, დაძაბული ვთარება გამოსწორდა. ნელომ და ლიამ მიალაგეს მაგიდა, დიდად არ დაიღალეს თავი, ბოლო ბოლო ანა დაალაგებდა ხვალ, ამიტომაც საღამოს ექვსი საათი სრულდებოდა ჩვენ მანქანებში ჩავსხედით და თბილისსში წამოვედით, ვახოს კი შევუთანხმდი, რომ დღეს ბარში აუცილებლად უნდა დავმთვრალიყავი.
თბილისსში ჩამოვედით, გზაში ნელოს ხმა არ ამოუღია, სახლში კი როგორც შევედით მამას წნევის აპარატი თხოვა, წნევა გამისინჯეო, დინავზე მისვენდა და შულზე ხელი შემოიდო.
- ცუდად ხარ დე?
- შენ უნდა მომკლა მე... შენ.
- აუ ნელი, ისევ დაიწყე...
- გადი, წადი დამანებე თავი, არ მელაპარაკო!
წყალი გადავივლე, სარკეში ჩავიხედე, წვერი ცოტა მომზრდოდა, თმაც მათ შორის, ამ დღეებში აუცილებლად უნდა შემესწორებინა ორივე, თუმცა ხუთშაბათამდე ნამდვილად არ ვაპირებდი, საკუთარი ვიზუალის გაუმჯობესებას.
ჩავიცვი და ბარში წავედი, ვახოს დავურეკე გზაში იყო. იქვე ანა დავინახე, დრო ვიხელთე და მივედი.
- საღამო მშვიდობის, როგორ ხარ?
შეცბუნებული შემოტრიალდა, რამდნეიმე წამი თვალი თვალში გამიყარა და მზერას არ მაშორებდა, ცოტა დამძაბა კიდეც მისგან ასეთმა ქმედებამ, თუმცა დაჟინებული მზერა არ იყო საპირისპირო სქესისგან ჩემთვის ახალი.
- როგორ ხარ ანა? - გავუმეორე კითხვა.
- მადლობთ, კარგად, თქვენ?
- მეც კარგად, მოკლედ კიდევ ეთხელ უნდა შეგაწუხოთ რა, ხვალ თუ გცალია დილით ათი საათისკენ კოჯორში რომ ავიდეთ, სახლის დასალაგებლად.
- კოჯორში? მე და თქვენ ? - ხმაში ნერვიულობა ეტყობოდა.
- ხო, რა იყო კი არ შეგჭამ - ღიმილით ვუპასუხე
- არა, რას ბრძანებთ, დიახ, კი ბატონო, როგორც გნებავთ.
- კარგი დილით გამოგივლი მაშინ და ესე ათის წუთებისთვის მზად იყავი, ამაღამ შეგიძლია სამი საათისთვის წახვიდე და დაისვენო, ვახოს და ლეილას მე გავაფრთხილებ.
თავი დამიქნია და წამში გაუჩინარდა. მისი საქციელი ცოტა ვერ გავიგე, არც ის ახლოს ვიცნობდით ერთმანეთს, თუმცა იმ საუბრებიდან გამომდინარე არ მეგონა, რამით თუ შევაშინე, ან უხერხულად ვაგრძნობინე თავი, მაფქრებდა მისი სახის გამომეტყველება, აკანკალებული ხმა და დაჟნებული მზერა... სიმართლე გითხრათ, ბოლომდე არ მჯეროდა იმის რაც ვახტანგმა მომიყვა, რაღაც არ ჯდებობდა ამ გოგოს ხასიათში...სხვანაირი იყო, ბევრად და ბევრისგან განსხვავებული... დიდად მოვლილიც არ იყო, ერთი ჩვეულებრივი უფერო გოგო იყო, აი საზოგადოების 60% რომ არის ზუსტად ასეთი, დარწმუებული ვიყავი რომ ქალიშვილი იყო, არ ვიცი, გული ამას მკარნახობდა, გონება კი სხვას. დიდად მისნაირი უფერული გოგოები არასდროს მიზიდავდა, მაგრამ იყო მასსში რაღაც ისეთი რაც მისკენ მწევდა, მეუცნაურებოდა ეს ფაქტი, მაგრამ თითქოს მიზიდავდა კიდეც... მაგრამ, გაურკვევლობაში, ორაზროვან ფიქრებში ყოფნა არ მინდოდა. ზუსტად უნდა მცოდნოდა მისი ნამდვილი სახე.
ბართან ჩამოვჯექი და ვისკი ვთხოვე ბარმენს დაესხა, ერთ ჭიქაზე არ გავჩერდი და კიდევ სამი მივაყოლე, თუმცა წინ გრძელი ღამე იყო, ნაადრევად დათრობა ჯერ არ მინდოდა.
ნელ-ნელა საცეკვაო ადგილი, საოცარი მშვენეირი გოგონებით გადავსო, მეც მეტი რა მინდოდა, ხან ერთთან ვცევავდი ხან მეორესთან, გრძელი ფეხები, ქუსლიან ფეხსაცმელზე ჩემი სისუსტე იყო, საოცარი სანახავია ქალი ქუსლიანი ფეხსაცმლით. მოკლედ დროს უქმად არ ვხარჯავდი, მიუხედავად იმისა რომ, ბარის თანამეპატრნე ვიყავი, მეც ჩვეულებრივი სტუმარივით ვიხდიდი შეკვეთის ღირებულებას.
ამ ცეკვა-თამაშში ჩემი ყურადღება, ერთმა ქალბატონმა მიიქცია, ბართან იჯდა, მუქი მწვანე კაბა ეცვა, ერთი ფეხი ბარის სკამის კიდეზე ქონდა განთავსებული, მეორე კი იატაკზე, საოცრად ლამაზი და სსექსუალური შავი ფეხსაცმელი ეცვა, და მერე როგორ უხდებოდა მის ფეხებს?! მგონი მთვრალი ვიყავი, თუმცა სილამაზის აღქმა მაინც არ მქონდა დაკარგული, არც ვაციე არც ვაცხელე და მასთან მივედი. მარცხენა მხარეს დავუდექი, მარჯვნივ წელზე ნაზად შევეხე და სასმელი შევთავაზე, უარი არ უთქვამს, რამდენიმე წამს მზერა გამისწორა, მარცხნიდან მარჯვნივ გაშლილი თმა მარჯვენა ხელით გადაიწია, საოცრად ეშხიანი და მიმზიდველი იყო... ზუსტას ეს ის იყო რაც მე ამაღამ მჭირდებოდა... მისი ხელიდან გაშვეა, ასწლეულის შეცდომა იქნებოდა.
სასმელს დიდად არ სვადა მხოლოდ ერთ ჭიქა კოქტეილს დაჯერდა... ვგრძნობდი, რომ გაქცევას არ აპირებდა, სადღაც ღამის თორმეტი საათი სრულდებოდა ხელი მოვკიდე და ბარიდან გავიყვანე, წინ მივდიოდი, ტაქსი უნდა გამეჩერებინა, როცა თვითონ შეჩერდა.
- მოიცადე, ნუ მირბიხარ... - ზედმეტად მაცდური ხმით და მზერით გამაჩერა.
- არ მივრბივარ...
ჩემკენ ნელი ნაბიჯებით მოიწევდა, ზედმეტად ახლოსაც იყო, სურვილი მკლავდა მისი ვნებიანი კოცნა მეგრძნო, თუმცა ეს თვითონ ნაბიჯი მან გადადგა... ამოსუნთქვა არ მაცადა... წამოიერად მომწყდა ტუჩებს და ნაზად ამოისუნთქა...
- შენთან წავიდეთ თუ ჩემთან?
- შენთან - ვუპასუხე.
ტაქსი გავაჩერე, ჩავსხედით, სანაპიროს გზა ძალიან გრძელი და დაუსრულებელი მეჩვენებოდა, მისამართზე ყურადღება არ გამიმახვილებია, ერთ-ერთ მაღალ კორპუსთან გავჩერდით, ხელი მომკიდა და წინ მიმიძღოდა. ბოლო სართულზე ლიფტით ავედით, ვნებას ძლივს ვიკავებდი, მზად ვიყავი ლიფტშივე შემომეხია მისთვის საოცრად ლამაზი მწვანე კაბა... სახლში შევედით, ეს ქალი არ ხუმრობდა, ვერც ის და ვერც მე ვაკონტროლებდით ვნებას...
გაგუდული ძილიდან, ტელეფონის ზარმა გამომიყვანა, ლია რეკავდა.
- ირაკლი ხო არ გაგაღვიძე შვილო?
- არა, ლია დეიდა, რა ხდება ?
- დღეს ხო იცი ანა უნდა აიყვანო კოჯორში, ხომ გახსოვს ?
- აუ..... - შუბლზე ხელი შემოვირტყი და ლოგინიდან წამოვხტი - არა არა მახსოვს, დავურეკავ ლია დეიდა.
- გამაგებინე რომ დაიშლებით.
- კარგი.
საათს დავხედე, ათის ნახევარი იყო, გიჟივით ჩავიცვი და კართან მისულს მშვენიერმა ხმამ გამაჩერა.
- მეპარები ?
- აუ არა, ტო, დამლაგებელი ამყავს კოჯორში და სულ დამავიწყდა... ბოდიში რა..
- ტელეფონის ნომერს არ ჩაიწერ?
- კი, მითხარი...
ტელეფონის ნომერი ჩავიწერე, წამიერად გავშეშდი, სახელი არ ვიცოდი, ოდნავ სახე შემეშმუშნა უხერხულობისგან.
- თათა, თათა მქვია, შეგიძლია ჩემი ნომერი სახელით ჩაინიშნო.
- ირაკლი.
- სასიამოვნოა ირაკლი, დროებით.
ისეთი მაცდური მზერით მიყურებდა, რომ არ ანა, ნამდვილა არ წავიდოდი. გიჟივით გავქანდი სახლში, მანქანის გასაღები ავიღე და ანას სახლისკენ წავედი, გზაში დავურეკე, მზად იყო და ეზოში მელოდებოდა, ცოტა უხერხულადაც ვიგრძენი თავი, როცა მასთან მივედი უკვე თერთმეტის ნახევარი იყო.
- ბოდიში რა....
- არაუშავს.
- უბრალოდ რთული ღამე მქონდა, ჩამეძინა.
- არაუშავს. - მოკლე მოკლე პასუხებით მანებივრებდა.
- ხო, რა ცოტა დავლიე და დილით დამაგდო.
- ცოტა?! - ირონია იგრძნობოდა მის ხმაში
- შენ რა ჭიქებს მითვლიდი?
- არა, რას ამბობთ...
- აბა?
- ისე უბრალოდ, რამდენჯერმე დაგინახეთ, და არც თუ ისე ფხიზლად გამოიყურებოდით...
- რამდენჯერმე დამინახე? მთვალთვალებდი?
- ხომ გითხარით, რამდენჯერმე დაგინახეთ, ეს იყოდა ეს... - ცოტა დაიძაბა
- კარგი ვხუმრობ, რა გემართება?
- არაფერი, უბრალოდ ზედმეტ კითხვებს მისვამთ, და თან უადგილოს...
- რა საინტერესოა. ანა, კოჯრამდე დიდი გზაა, რას იტყვით ცოტა პირადულზე რომ ვისაუბროთ?
- რას გულისხმობთ?
- ასე მაგალითად, საყვარელი მამაკაცი თუ გყავთ?
- არ მესმის ამ კითხვაზე თქვენ პასუხი რატომ უნდა გაგცეთ. - ირონი აგრესიამ შეცვალა.
- კარგი რა, ნუ იძაბები ტო... მარტივად ვისაუბროთ, ძალიან მარტივად....
- არ მინდა ჩემი პირადის განხილვა თქვენთან...
- ხომ არ ჯობია შენიბით მომმართო?
- არა. ასე მირჩევნია.
- ნება შენია, მაშ, გიყვარს ვინმე ?
- თქვენ ? თქვენ გიყვართ ვინმე ? ან თქვენნაირ მამაკაცებს შეუძლიათ კი სიყვარული ? საერთოდ თუ იცით ამ სიტყვის და გრძნობის მნიშნელობა?
- ოოჰო.... დამშვიდდი ძვირფასო.... შენც კარგად იცი, რომ კი მყვარებია...
- ის გოგო, ინტერნეტით რომ გაიცანით, ასე მიწერ მოწერით შეიყვარეთ ?
- ხო, ასე მიწერ მოწერით ანა.
- რაღაც თქვენთვის ძალიან მარტივია არა?
- სულაც არა, არ გჯერა?
- და თუ გიყვარდათ ერთმანეთი, რატომ არ შეგხვდათ?
- არ ვიცი ანა, ამას ვერ ვხვდები დღემდე, შაბათს მივწერე.... ის მივწერე რასაც ვფიქრობდი, პასუხს არ მოველი, თუმცა იმედი მაინც მაქვს....
- და თქვენ თაბაშირის ქანდაკებაზე გსმენიათ რამე ?
- არა, არ მსმენია.
- თაბაშირის ქანდაკება, ერთ ერთ ჟურნალ-გაზეთში დაიწერა, მახსოვს ძალიან პატარა ვიყავი, ქალის და მამაკაცის ურთიერთობა იყო, ისინი ტელეფონზე საუბრობდნენ დღეები და კვირები, თვეებიც კი, დროთა განმავლობაში მათ ერთმანეთი შეუყვარდათ. ამ კაცმა ვეღარ მოითმინა, ქალს მის გრძნოებში გამოუტყდა და შეხვედრა თხოვა. ქალმა დაიმორცხვა, თუმცა სიყვარული იმდენად ძლიერი იყო ქალის მამაკაცის მიმართ, რომ ამ ნაბიჯის გადადმა გადაწყვიტა. შეხვდა ქალი მამაკაცს, სოლიდური ლამაზი ჩაცმულობით წარმოდგა მამაკაცი ქალის წინაშე, ქალს რისი საშუალებაც ქონდა თავი გაილამაზა, თუმცა ის ნაკლი რაც ქონდა მაინც ვერ დამალა. იფიქრა, სიყვარული მთავარია, ჩემი ნაკლი მისთვის უმნიშვნელო იქნებაო, თუმცა ის მწარედ შეცდა. ცოტა ისაუბრეს, ბაღში გაისეირნეს, ქალი დაიღალა და ჩამოჯდა, გვერდით კაცი მიუჯდა და მოუბოდიშა, მაპატიე მაგრამ მე შენი ხმა შემიყვარდაო. ქალს ცრემლები წასკდა, ის კოჭლი და ერთ თვალით ბრმა იყო. ესაა რეალობა, ბატონო ირაკლი, ის გოგო თქვენს გვერდით დაჩაგრული იქნებოდა... თქვენი ოჯახი, ესაა მიზეზი იმისა, რატომაც არ შეგხვდათ.
- არა, ანა არა, მე მას მილიონჯერ ვუთხარი, რომ არ მაინტერესებდა მისი წამომავლობა... თუმცა უშედეგოდ.
- ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო...
- ანა, ძალიან ცოტა რამ იცით ამ ისტორიაზე, ისიც ჩემი მონაყოლიდან, იმისათვის რომ ასეთი შეფასებები გააკეთოთ, ჯობია საუბბარი სხვა თემაზე გადავიტანოთ,ან საერთოდ შევწყვიტოთ.
ანა, გაჩუმდა, მეც გავჩუმდი, ზედმეტი დაძაბულობა შემოიტანა ამ ყველაფერმა, მუსიკა ჩავრთე, Apocalypse - Cigarettes After Sex საოცარი მშვიდი ჰანგები იყო, სესანიშნავი ტექსტი და სიტყვები
When you're all alone
I will reach for you
When you're feeling low
I will be there too
ყოველთვის მიყვარდა კოჯრის თოვლიან გზაზე ამ მშვიდი მუსიკის მოსმენა, სულში რომ მიძვრებოდა, რატომღაც არასდროს მბეზრდებოდა. შემდეგ იგივე ჯგუფი სიმღერით Sweet, არანაკლები საოცარი სიტყვებით გაჯერებული:
It's so sweet, knowing that you love me
Though we don't need to say it to each other, sweet
Knowing that I love you, and running my fingers through your hair
It's so sweet
მშვიდ ტონალობაში მეც ვღიღინებდი, დრო და დრო ანას გადავხედავდი, მარვნივ იყურებოდა, ჩემკან მზერა არც ერთხელ გამოუპარებია, თითქოს მიბრაზდებოდა... თითქოს რაღაც მოხდა... მაგრამ რა?!

ვახტანგი.
ირინე სახლსი დავტოვე ექიმთან ვიზიტის შემდეგ, მე კი ბიზნეს ცენტრისკენ წავედი. გზაში უამრავი ფიქრი მერეოდა, ცოტა გააზრებაც კი მიჭირდა იმისა რაც ექიმმა შემოგვთავაზა, მაგრამ მის გამოცდილებაში ეჭვის შეტანის საბაბიც კი არ მქონდა. ვიზიტამდე მისი პროფილი მოვძებნე, არაჩვეულებრივი წარსულის, განათლების და პრაქტიკის მფლობელი იყო, საკმაოდ დიდი ხანი უყურებდა ჩვენ ანალიზებს, განსაკუთრებით კი ირინესას, ბევრი ვარიანტი შემოგვთავაზა, თუმცა ახსნა ამ ყველაფრის ერთადერთი ქონდა მე და ირინე სექსუალურ ურთიერთობაში შეუთავსებლებ ვიყავით, აღნიშნულის მოგვარება კი მხოლოდ ხელოვნური ჩარევის შედეგად იყო შესაძლებელი, ანუ კვერცხუჯრედის განაყოფიერება ხელოვნურად, და სუროგატი ქალი. სიმართლე გითხრათ წამიერად დავთანხმდი, ყველაფერზე წამსვლელი ვიყავი იმისათვის რომ საკუთარი შვილი გულში ჩამეხუტებინა, მასზე მეზრუნა, მოვფერებოდი და მისი სითბო შემეგრძნო, ამიტომაც დაუფიქრებლად დავთანხმდით. პროცედურის ღირებულებაზეც ვიცაუბრეთ, ზოგადად დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული თუმცა ეს ურთიერთშეთანხმების გზით უნდა გადაწყვეტილიყო, ჩვენსა და სუროგატ ქალს შორის. შევთანხმდით ექიმტან, რომ უახლოეს მომავალში გაგვაცნობდა პირადად სუროგატ ქალს. თან ბედნიერი ვიყავი და თან უბედურიც.... თუმცა ის ჩემი და ჩემი მეუღლის შვილი იქნებოდა... მას იმ სიყვარულს ვაჩუქებდით რისი გაჩუქებაც ამდენი წლებია მინდა.
ბიზნეს ცენტრში მივედი, დილიდან სამუშაო გარემო იგრძნობოდა, ირგვლივ ჩემეული იდილეა სუფევდა, წესრიგი რა თქმა უნდა. ჩემი სიხარული მინდოდა ყველასთვის გამეიარებინა, ამიტომ კაბინეტში ელენე დავიბარე.
- ელენე, მოკლედ, წინასაახალწლოდ მინდა პრემიები დავარიგოთ, ამიტომ გთხოვ ყველა სამსახურის უფროსს თხოვე მოამზადონ ჩემ სახელზე მოხსენებითი ბარათები, სააც თითოეული მათი თანამშრომლის წლის განმავლობაში გაწეული შრომა შეფასებული იქნება 100%-ის ფარგლებში.
- რა სასიხარულო ამბავია, დარწმუნებული ვარ ვახო ყველას ძალიან გაუხარდება, გავაფრთხილებ ყველას.
- ელენე, დღის ბოლომდე იყოს ყველა მოხსენებითი ჩემ მეილზე.
- როგორც იტყვი ვახო, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, ერთ-ერთი საუკეთესო, მაგრამ ჩვენ ანუ, მე და სამსახურის უფროსებს ვინ შეგვაფასებს ამ კუთხით?
- შენ შეაფასებ და დაწერ მოხსენებით განყოფილების უფროსებზე, ხოლო მე შენზე - გავუღიმე და თვალი ჩავუკარი.
- დიდი სიამოვნებით.
- წარმატებები ელენე.
გადავწყვიტე, ბარშიც იგივე პოლიტიკა გამეტარებინა, და თანამშრომლები წამეხალისებინა, უკლებლივ ყველა რაღა თქმა უნდა, ამიტომ დავურეკე ლეილას და გავაფრთხილე მას შეეფასებინა ყველა, ეს შეფასებები კი ჩემ კაბინეტში მაგიდაზე განეავსებინა.
თინათინმა კარგი შემოაღო და დღევანდელი შეხვედრის შესახებ სემახსენა, აღნიშნული ოთხ საათზე იყო ჩანიშნული.
საკონფერენციო დარბაზში შიკრიბა ყველა ის თანამშრომელი, რომელიც შეხვედრებს ესწრბოდა, მათ შორის მოწვეული სტუმრებიც. განვიხილეთ სამომავლო გეგმები, მათ შორის შენობის რეკუნსტრუქცია მოდერნიზაცია, ძალიან მინდოდა ამ შეხვედრას ირაკლიც დასრებოდა, თუმცა კოჯორში იყო, ამიტომ ელენეს ვთხოვე შემდგომში მისთვის ვიტარება აეხსნა.
საერთო ჯამში, შენობაში კომერციული ფართების დამატებას ვაპირებდი, ამისთვსი მყავდა მოწვეულ მშნებელ-ინჟინრები, მათ შორის ინტერიერის დიზაინერები. ამავე დროს, მინდოდა დამემატებინა მოსასვენებელი სივრცეები, სადაც მომხმაებლები დაისვენებდნენ მშვიდ და წყნარ გარემოში, ერთი სიტყვით უკვე არსებული საუკეთესო, მოსასვენებელი, გასართობი, საშოპინგო ქსელის ბევრა გაუმჯობესება მინოდა.
შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა, საკმაოდ დიდი ხანი აგრძელდა, თითქმის ღამის ცხრა საათი სრულდებოდა, დრო ძალიან მალე გავიდა. ის ის იყო საკონფერენციო ოთახი უნდა დამეტოვებინა ტელეფონზე ექიმმა დამირეკა.
- ვახტანგ გამარჯობათ, სასიხარულო ამბავით გირეკავთ, რამდენიმე წუთს ხომ ვერ დამითმობთ?
- დიახ, რა თქმა უნდა, გისმენთ.
- სუროგატი დედა მყავს, უბდალოდ მას უნდა შეხვდეთ, ამაზე ხომ ვილაპარაკეთ, მას მისი პირობები აქვს, თუ ამ პირობებეს დათანხმდებით, ან რაიმე სხვა შეთანხმებამდე მიხვალთ მასთან იდეალურად იქენბა ყველაფერი.
- ძალიან კარგი, ყველა პირობას უპრობლემოდ მივიღებ, უბრალოდ სიმართლე მითხარით, ჯანმრთელია?
- დიახ ნამდვილად ჯანრთელია, დღეს ჩაუტარდა ყველა საჭირო ანალიზი, 100 % ით დარწმუნებული ვარ რომ ის შეძლებს თქვენ და თქვენ მეუღლეს ბავში გაგიჩინოთ.
- მადლობა ღმერთს, როდის შეგვეძლება შეხვედრა?
- თუ გნებავთ ხვალვე, ჩემი ვალდებულებაა ერთმანეთი გაგაცნოთ, ხოლო მოლაპარაკების დროს მე მარტო დაგტოვებთ, ამაზეც შევთანხმდით როგორც მახსოვს.
- დიახ, რა თქმა უნდა, საათი მითხარით, თუ შეიძლბა.
- სუროგატ დედას, დღის პირველ ნახევარში ურჩევნია, რადგან მეორე ნახევრიდან მუშაობს, სამსახურში პრობლემების თავიდან აცილების მიზნით ასე ამჯობინა, რას იტყვით, ასე თერთმეტი საათისთვის რომ ჩავნიშნოთ ეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა?
- არავითარი პრობლემა არ არსებობს, იყოს 11 საათი, მე და ჩემი მეუღლე მოვალთ აუცილებლად.
- შევთანხმდით, ხვალ გელოდებით, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. ხვალამდე.
- თქვენც ასევე ბატონო გიორგი.
გული საგულედან ამომივარდებობდა, ტელეფონი მაგიდაზე დავდე და სავარძელში მივესვენე, ჰალსტუხი მოვუშვი და პერანგის ღილი ყელთან შეკრულ შევიხსენი. რამოდენიმე წუთი ასე სიმშვიდეში გავატარე, ფეხზე წმოვდექი და ჩემი კაბინეტისკენ წავედი, თინათინი მელოდებოდა მოხსენებითი ბარათებით ხელში.
- ბატნო ვახტანგ, ეს ის მოხსენებითებია, ქალბატონ ელენეს რომ დაავალეთ.
- მადლობა თინათინ, მაგიდაზე დადე, ხვალ განვიხილავ, შეგიძლია წახვიდე სახლში და დაისვენო.
- ღამე მშვიდობის ბატონო ვახტანგ.
- თინათინ, ერთი წამით...
- გისმენთ - შეცბუნებული სახით მიყურებდა.
- არასდროს მითქვამს ვიცი, და არც არასდროს მიგრძნობინებია თქვენთვის რომ მე თქვენით ძალიან გმაყოფილი ვარ, ასე რომ დიდი მალდობა თქვენ იმისთვის რასაც აკეტებთ, ვიცი ძალია რთული ვარ, და თქვენ პირველი ხართ ვისაც ამის ატანა უწევს, ასე რომ კიდევ ერთხელ დიდი მალდობა ასეთი ერთგულებისთვის.
- რას ბრძანებთ, ბატონო ვახტანგ, მადლობა თქვენ.
- ღამე მშვიდობის.
- თქვენც ასევე.
რამოენიმე წუთში სახლისკენ წავედი, ირინე საძინებელსი იყო, შესანიშნავი ამბავი ვახარე, მასაც ძალიან გაუხარდა, უბედნირეს მამაკაცად ვგრძნობდი თავს. ერთი სული მქონა როდის გათენდებოდა, როდის გავიცნობდით იმ ქალს. თითქოს ნერვიულობამაც და ორჭოფობამაც გადამიარა, მზად ვიყავი მიმეღო მისი ნებისმიერი პირობა.
საწოლში ვერ მოვისვენე, ბევრი ვიწრიალე, ხან ტელეფონს ვწვდი, ხანაც აივანზე გავედი და სუფთა ჰაერს ვსუნთქავდი, ძილი და მოსვენება დამეკარგა, თუმცა დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი, მთავარი მაინც 11 საათი იყო.
გათენდა. ცივი შხაპი. საუზმე. მანქანა დავქოქეთ და კლინიკისკენ წავედით.
- ვახო, გიხარია ძალიან ხო?
- ვერ კი აგიხსნი როგორ.
- მეც ბედნეირი ვარ შენ რომ ბედნიერს გხედავ.
- ერთად ვიქნებით ბედნიერები, აი ნახავ ბავში როგორ შეგვცვლის.
- ისე, ორსულობის პერიოდში ის ქალი სად უნდა იყოს?
- სხვათაშორის ამაზე ვფიქრობდი, მინდა საბურთალოზე გადავიდეთ, აქამდეც მინდოდა, თუმცა ლიას და მერაბის თხოვნით ვრჩებოდით ამ სახლში, იქ გადავიდეთ და ჩვენთან ერთად იყოს, მას ჯანსაღი კვება და სითბო ჭირდება, ამის უზრუნველყოფა კიდევ მე ნამდვილად შემიძლია.
- სხვა ქალმა უდნა იცხოვროს ვახო ჩევნთან ერთად?
- ხო, ეგ სხვა ქალი ჩვენ შვილს გგავიჩენს ირინე, აღნიშნული განხილვას არ ექვემდებარება, ეს ჩემი ერთ ერთი უცვლელი პირობა იქნება. ნებისმიერ დროს რამე რომ დაჭირდეს, ან მშობიარობა დაეწყოს, ნამდვიალდ არ მინდა ჩემი შვილი საფრთხის ქვეშ ექცეოდეს თუნდაც ერთი წამით. ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს.
- შენ თუ გადაწყვიტე, მამა ღმერთი ვერ შეგაცვლევინებს აზრს.
- ასეა საჭირო.
კლინიკაში მივედით, გიორგი ექიმთან კაბინეტში ვსხედით, როცა კარი გაიღო... და ის შემოვიდა... გაოცებისგან სახე შმეეცვალა, ანა? ანა იყო ჩვენი სუროგატი დედა?
- ვახტანგ ირინე, გაიცანით ეს ანაა, ის თანახმაა თქვენი სუროგატი დედა გახდეს.
- ანა?
ერთ ხანს, ჩუმად ვისხედით, ვცდილობდი მისთვის თვალებში ჩამეხედა, დამენახა რა იმალებოდა ამ ყველაფრის უკან, ბრაზი და ბოღმა მახრჩობდა, გრძნობები ერთმანეთში მერეოდა, ნუთუ ეს გოგო ყველაფერზე წამსვლელი იყო ფულის გამო? ზედაც არ მიყურებდა, როცა გიორგიმ მიმართა მზერა მას მიაპყრო, წამიერად მისი მზერა მომხვდა, თვალები აცრემლებული ქონდა, ხმა უკანკალებდა, ეს ის ანა არ იყო რომელსაც მე ვიცნობდი. ასეთი გამომეტყველება, დიმიტრისთან მომხდარი ფაქტის შემდგომაც კი არ ქონდა. რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი ნეტავ. მხოლოდ ფული ?!
- ბატონებო, მე დაგტოვებთ, თქვენ პირობებზე შეთანხმდით, როცა საუბარს დაასრულებთ, შემოვალ. წარმატებები.
ექიმი კაბინეტიდან გავიდა, კარის დაკეტვასთან ერთად სკამიდან წამოვხტი გაცოფებული.
- დასწყევლოს ეშმაკმა ანა, აქ რა ჯანდაბას აკეთებთ?
- მე, ...
- ვახო, ეს ის გოგო არ არის შენთან ბარში რომ მუშაობს?
- კი ირინე ისაა, თუმცა სუროგატ დედობის საქმიანოაბსაც თუ ეწეოდა არ მეგონა, ზედმეტად ფართოპროფილიანი საქმიანობა აქვს, საოცრებაა....
- რა საინტერესოა.... დააყოლა ირინემ.
ანა, წამიერად გამოფხიზლდა, თითქოს სახეში შემოულაწუნესო ფერი იცვალა, თვალიდან ცრემლი მოიწმინდა და საუბარი დაიწყო.
- მე, ნამდვილად არ მინდა რამე აგიხსნათ, მე ვიქენბი თქვენი სუროგატი, მაგრამ 204 500 ლარის სანაცვლოდ. ეს თანხა წინასწარ უნდა მომცეთ, ამასთან ორი თვით საქართველოს საზღვრის დატოვების უფლებაც, სხვა პირობა მე არ მაქვს.
- სულ გაგიჟდი გოგო ? რამდენს ითხოვ? - აყვირდა ირინე
- არა, საზღვარგარეთი არ განიხილება ანა, მეც მაქვს ჩემი პირობა... - ვუპასუხე.
- ვახო, არავითარ შემხვევაში, ამ გოგოს ჩვენ ხარჯზე უდნა გამდიდრება...
- ირინე, ძალია გთხოვ გაჩუმდი ! - ვუყვირე.
- რა პირობა გაქთ? - მკითხა მშვიდი ხმით ანამ.
- ორსულობის დაწყებიდანვე ჩემ სახლში უნდა იცხოვრო, ჩემ მომავალ შვილს მინდა შესაბამისი პირობები შევუქმნა დაბადებამდე.
- კი მაგრამ.....
- არავითარი მაგრამ, მე ხომ გთანხმდები საოცრად ძვირ საფასურზე არა?! ასევე, რა თქმა უნდა ფიზიკურ შრომას უნდა დაანებოთ თავი, ამას აცნობიერებთ ხომ?
- დაე იყოს ისე როგორც ამბობთ.
- ძალიან კარგი, დავუძახებ ბატონ გიორგის.
ექიმი დაბრუნდა, ვუთხარით, რომ შეთანხმებას მივაღწიეთ.
- ბატონებო, თანხასთან დაკავშირებით დავაზუსტებ, თუ ნებას მომცემთ, ეს თქვენი სურვილით უნდა მოხდეს, ანუ, ორსულობის დასაწყისსში გადაუხდით მას თუ ორსულობის დასრულებსას?
- ფული მჭირდება, და რაც შეიძლება მალე.... გთხოვთ, იქნებ დამიჩქაროთ - ხმა თითქოს უკანკალებდა.
- ბატონო ვატანგ რას იტყვით?
- არის რაიმე საშიშროება რომ ანა არ დაორსულდეს პირველივე ცდაზე? - შეშინებულმა ვკითხე თითქოს.
- საშიშროება არის, მაგრამ ვიანდან ანა ქა....
- არა, ბატონო ვახტანგ, დავორსულდები, ყველა ანალიზი გავიკეთე და უარყოფითი ნიშნული არასად აღმენიშნება.
- მაშ, იყოს ასე. ანას თანხას მაშინვე მივცემ, როდესაც მისი განაყოფირება მოხდება ხელოვნურად. - ვუპასუხე მე.
- ბატონო გიორგი, პროცედურას როდის ჩანიშნავთ? - იკითხა ანამ.
- როცა თქვენ მოისურვებთ.
- რაც შეიძლება მალე. - ისევ ანა.
- ოთხშაბათს, თუ თანახმა ხართ.
- დიახ.
ყველაფერი ცხადზე ცხადი იყო, მეამიტი, მშვიდი სახის უკან ნამდვილი მსახიობი იმალებოდა, ტყუილად მეგონა რომ მის პირველად შეფასებაში შევცდი. მიუხედავად იმისა რომ მის მიერ მოთხოვნილ თანხას უპრობლემოდ დავთანხმდი, მაინც საკმაოდ ძვირად მეჩვენებოდა.

ანა.

ზუსტად ვიცოდი ვახტანგის ფიქრების შესახებ, აქ ორი აზრი უკვე აღარ არსებობდა... მრცხვენოდა, მისი დანახვის შემრცხვა, მიწა გამხეთქვოდა, ან იქვე მოვმკვდარიყავი ყველაფერს მერჩივნა, მაგრამ.... აი ზუსტად ეს მაგრამ, რომელმაც არ მომცა საშუალება იმ ოთახიდან თავქუდმოგლეჯილი ატირებული, ემოციებისგან გადავსებულს სადღაც შორს მარტოს ტყეში ბოლო ხმის იოგის ჩაწყვეტამდე მეყვირა და მეღრიალა.
ურთულესი იყო, მასთან საუბარი, თანხის დასახელება და ზოგადად პირობებზე საუბარი, მის წინაშე საკუთარი თავი გავანადგურე საკუთარი ხელით, ჩემი ღირსება და მორალი გავთელე, და გასაყიდ ლოტად ვაქციე. ბაბუა, მხოლოდ ბაბუჩემი იყო მიზეზი, მისი ტკბილი და თბილი ხმის გაგონება რომ მსურდა, მინდა მენახა როგორ ივლიდა ნელნელა ჯოხით, თუ როგორ ცამიკრავდა ხოლმე ხულში, ნაზად შუბლზე მაკოცბდა, და სიმშვიდეს მომგვრიდა, ეს იყო და ეს. ვახტანგის კი არა მსოფლიოს წინაშე დავიმცირებდი საკუთარ თავს, თუნდაც მისთვის რამოდენიმე წამით სიცოცხლის გახანგრძივებისთვის. მე სხვა გამოსავალი არ მქონდა, საკთარი ღირსება უნდა გამეყიდა.... ბავში, რომელიც 9 თვე მუცლით უნდა ვატარო, ჩემში გაიზარდოს, ჩემი ემოცია იგრძნოს, ჯერ-არდაბადებული გავყიდე... რა ადამიანი ვარ მე ამის მერე ?! ნუთუ ჩემნაირ ადამიანებს გამართლება მოეპოვებათ, თუნდაც ბაბუს სიცოცხლის სანაცვლოდ? დარწმუნებული ვარ ბაბუმ ამის შესახებ რომ გაიგოს არ მაპატიებს, არასდროს... ამიტომაც დავთანხმდი მათ სახლსში ცხოვრებაზე, მისი მკურნალი ექიმისგან ვიცი რომ რეაბილიტაციას რამდენიმე თვე დაჭირდება... იმედია ყველაფერს ექნება ფასი.
ამ დიდი უბედურებაში გახვეულს, ირაკლის მონაწერი ემატებოდა... როგორ გაბედა ამ ყველაფრის თქმა, ცემამდე არ დადიოდა, მით უმეტეს მას მერე რაც გააკეთა, მასზე წარმოდგენა ძალიან შეემცვალა, უტიფარი და ფარისეველი ადამიანი ყოფილა, ყველა მისი სიტყვა და ქცევა ჩემთან მიმართებაში ტყუილი იყო, სულ სხვა მიზანს ემსახურებოდა ყველაფერი, ეს კი ამდენი წლის მერე ჩემგან ითხოვს პასუხებს, განა ის არ იყო რომელმაც ის საშინელებები მომწერა? განა ის არ იყო, რომელმაც ლამის მიწასთან გამასწორა? მიკიბულ მოკიბული სიტყვების გარეშე უკადრებელი მაკადრა, თუ რა სურდა რეალურად ჩემგან, რომ მრავალჯერადი სექ*სი იყო მისთვის საჭირო, ეს გავლილი დრო კი ჩემ დასაყოლიებლა გამოიყენა, მიმიჩია და ნდობა მოიპოვა, ხოლო მას მერე რაც ვუთხარი, რომ მე მასთან შეხვედრას ვერ ვბედავდი, ვერ მივიდოდი აეროპორტში, მომწერა რომ შევუყვარდი. მან არ იცოდა რომ გავრისკე იქ მისვლა და მისთვის თუნდაც ერთი წამით თვალის მოკვრა, მაგრამ სახლში მოსულს, ეს სიბინძურეები დამხვდა მოწერილი, მას სემდეგ რაც სიყვარულში გამომიტყდა... და დღეს თურმე მე მთხოვს პასუხებს.... ღმერთო, ნეტავ რა დავაშავე ასეთი განსაცდელი რატომ მომივლინე?!
სახლში დავბრუნდი, მივხვდი რომ ნერვიულობას და თვითგვემას აზრი არ ქონდა, ეს იყო და ეს. ემოცია და საკუთარი ღირსების სიძულვილი კარს მიღმა დავტოვე, ვენერა დეიდა ტელევიზორს უყურებდა, ბაბუს ოთახში ეძინა.
- ვენერა დეიდა, აქ ხართ, რა კარგია - გამეხარდა მისი დანახვა, მან ჩემში ისევ ის რირსეული ანა გამოიყვანა.
- კი ვენერა გენაცვალოს, აბა როგორ ხართ, ალემ მითხრა ქიმთან ვიყავითო
- ვიყავით ვენერა დეიდა ვიყავით
- მერე შვილო, რაო ექიმმა?
- ექიმმა ოპერაციაო საზღვარგარეთო, საქართველოში არაო, ისევ ისე როგორც ამბობდა, უბრალოდ ძალიან უნდა დავაჩქაროთო
- ანა, ფული საიდან უნდა მოიტანო ვენერა გენაცვალოს?
- ექიმი მეხმარება, საქველმოქმედო ფონდებთან ვენერა დეიდა, ზოგს ჩემ უფროსს ვთხოვ, ზოგს ბანკს, და ასე შევაგროვებ, სხვა გზა არ მაქვს, რამდენიმე დღეში მოვაგვარებ და სასწრაფოდ გავუშვებ ბაბუს.
- შენ არ გაყვები?
- ვენერა დეიდა, თქვენ უნდა გაყვეთ, თქვენ მეტი არავინ მყავს, მე ვერ წამოვალ, სამსახურს ვერ მივატოვებ, ახლა სამმაგი დატვირთვით მომწევს მუშაობა, ამხელა ვალების გასასტუმრებლად.
- კარგი შვილო, მე გავყვები... ხო იცი, საკუთარი ძმისგან არ ვასხვავებ ალეს, ღმერთმა ნათელში მიმყოფოს ჩემი ზურიკო, ეჰ...
- ვიცი ვენერა დეიდა ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადოთ არ ვიცი, ან თუ საკმარისია არც ეგ ვიცი, დღეს უკვე აღარაფერი აღარ ვიცი...
ტირილი დავიწე, ემოციებს ავყევი, ვსლქუნებდი... ვენერა დეიდა ჩამეხუტა, მომეფერა, ცადა დავემშვიდებინე, მის მხარზე ჩამოვდე თავი, ნელ-ნელა დავმშვიდდი, და ტელეფონმა დარეკა, უცხო ნომერი იყო.
- ალო, გამარჯობათ, მე თინათინი ვარ, ბატონ ვახტანგის ტანაშემწე, ქალბატონ ანას ვესაუბრები?
- ვახტანგი?
- დიახ, ბატონი ვახტანგ ანდრონიკაშვილის თანაშემწე, ის იმ ბარის მეპატრონეა სადაც თქვენ ხართ ქალბატონო დასაქმებული.
- ა, უკაცრავად მაპატიეთ, ბოდიშს ვიხდი, დიახ, გისმენთ... - ძალიან დავიბენი.
- ბატონმა ვახტანგმა მთხოვა თქვენთან დამერეკა და მეთხოვა რომ ბიზნეს ცენტრში გელოდებათ დღეს სამი საათისთვის, მობრძანდებით ხომ?
- სხვა გამოსავალი მაქვს?
- ნამდვილად არა.
- მისამართი მომწერეთ თუ შეიძლება.
- დიახ, როგორც კი გაგითიშავთ ამ ნომერზე გამოგიგზავნით მისამართს. დაგემშვიდოებებით.
- ნახვამდის.
ამოვისუთქე, გავოცდი, გავოგნდი... შიშმა, შემიპყრო... ბოლო დროს ჩვენ სორის განვითარებული მოვლენების ფონზე მის მიმართ ნდობა გამიჩნდა, თითქოს მისი ნდობა მეც მოვიპოვე, და დრეს კიდევ ეს, ბუმბულით ნაშენები ნდრობა ჩამოიშალა... თავი მოვიწესრიგე, დასიებულ ნამტირალევ თავლებზე ცივი წყალი შევისხი, ცოტაოდენი მაკიაჟით ვცადე, ამ სევდის და დამცირების დაფარვა, მაგრამ დიდად შედეგიანი არ იყო, ემოციას ვერანაირი მაკიაჟი ვერ დამალავს. მითითებული მისამართისკენ წავედი, არ იყო უცხო მისამართი, რამდენჯერმე ვიყავი ამ შენობაში განთავსებულ მარკეტებში ფასდაკლებების დროს, თუმცა მესაკუთრე თუ ვახტანგი იყო არ მეგონა...
როგორც იქნა თინაის მივაგენი, მოსაცდელში დამსვა და ველოდი როდის დაურეკავდა მას და შეხვედრაზე შემიშვებდა. ლამაზი იყოთქო რომ ვთქვა მისი თანასემწე, ალბათ მოვიტყუები, უფრო ულამაზესი და დახვწილი იყო, იშვიათად მენახა ასეთი შეხამებული გარეგნობის ქალბატონები. საკუტარ თავზე დავიხედე, ორი წლის წინ ნაყიდი, ოდნავ გადახუნებული, განაცრისფერებული შავი სარვალი მეცვა, ბაზრობაზე ნაყიდი ბოტასი, და საუკუნის გადმონაშთი დუტიც ქურთუკი. მის სახეზე ვკითულობდი რომ ნამდვილ არარაობად მიმიჩნევდა.
ვახანგის კაბინეტამდე მიმაცილა.
- ანა, დაბრძანდი - ხელი მისი მაგიდის მოპირდაპირედ მდგომი სკამისკენ გაიშვირა.
- დალევ რამეს ?
- არა მადლობა.
- მოკლედ, ხვდები ალბათ, რატომ გთხოვე მოსვლა.
- დაახლოებით.
- ანა, ჩემი ხისტი ხასიათის შესახებ თქვენ ძალიან კარგად იცით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თქვენ ჩემი ორივე მხარე კარგად დაინახეთ, რამდენადაც ხისტი და დაუნდობელი შემიძლია ვიყო, ამავე დროს მეგობრობა და ადამიანების დახმარებაც ძალიან კარგად შემიძლია. შეიძლიათ ამიხსნათ რა ხდება?
- ის ხდება რაც თქვენც იცით ბატონო ვახტანგ, მე სხვას ვერაფერს გეტყვით...
მაგიდაზე მუშტები დაარტყა და სკამიდან წამოვარდა, შემეშინდა, ისტერიულად სიარული დაიწყო, უზარმაზარ ფანჯარასთან მივიდა, ზურგით იდგა ჩემკენ, უცებ მოიხედა, ძალიან მეშინოდა...
- ეს პირველი შემთხვევაა ანა?
სიმართლე რომ მეთქვა, ბაბუაჩემისთვის, რომ მჭირდებოა ეს ფული, ნეტავ რას მეტყოდა... ფულის მათხოვრობა ჯობდა თუ სუროგატობა? ერთიც სიმდაბლე იყო და მეორეც. ასე რომ, უკვე ჩადენილი უღირსობის სხვანაირი უღირსობით შეცვლა არ ვამჯობინე.
- მეორე, მეორეა. - ხმა გამიწყდა....
- სუროგაციის გზით საკმაოდ დიდი ფულს შოულობთ ანა, თქვენ რა ცდილობთ გამომაშტეროთ?
- რას გულისხმობთ?
- შენ მე დებილი ბავში ხომ არ გგონივარ? 200 000 ესბ ითხოვ, და დღე და ღამე უნიტაზებს ხეხავ?
- ერთმანეთს ვცდილობ შევუთავსო. - გული მისკდებოდა, თან სიხარულის გრძნობაც მეუფლებოდა, ბოლომდე არ ჯეროდა ჩემი ამორალურობის. რატომ მიხაროდა მისგან ამ ემოციის გრძნობა, ღმერთო, ვერ გამეგო.
- რას ნიშნავს ანა შეუთავსო? ანა სიმართლეს ველოდები შენგან, სიმართლე მითხარი, რა ხდება ანა? მეორე სუროგაციაა შენთვის? ეს გინდა დამაჯერო?
- არაფერი არ ხდება, ეს ჩემი გადაწყვეტილებაა, გაცნობიერებული და გააზრებული ბატონო ვახტანგ, არ მეგონა ნამდვილად თქვენ თუ დამხვდებოდით კლინიკაში.
- ანა, მე გეკითხები რა გიჭირს, რატომ აკეთებ ამას? არის სხვა საშუელებები ამის გარეშეც გესმის, შემიძლია დაგეხმარო, უბრალოდ ამიხსენი რა ხდება
- კიდევ ვიმეორებ ბატონო ვახტანგ, არაფერი არ ხდება.
- ანა, დედამიწაზე არ მგონია მეორე მამაკაცი არსებობდეს ჩემს მერე ვისაც ჩემნაირად უნდა შვილი, დღეს სუროგატი დედის პოვნა არ არის რთული ანა გესმიის? შენ რატომ აკეთებ ანა ამას, რატომ ?
- ფული მჭირდება, ბატონო ვახტანგ.
- რისთვის ანა, ამხელა ფული, რისთვის.
- ახალი სახლი და აგარაკი მინდა ვიყიდო... მე და ბაბუაჩემი მინდა კარგ სახლში ვცხოვროდეთ და ბედნიერი წლები მოვუწყო ესაა და ეს...
- კეთილი, მაგრამ მას შემდეგ რაც, პროცედურას ჩაიტარებ, შეეშვები სახლების და იატაკების ხეხვას... ერთხელ გითხარით, მეორედაც გიმეორებთ.
- დიახ, გასაგებია, როგორც იტყვით.... - სიკვდილამდე მინდოდა ამ კაბინეტიდან გასვლა.
- ძალიან კარგი.
- თქვენი მეუღლე.... რამე ხომ არ უთქვამს?
- კონკრეტულად რას გულისხმობთ ანა ?
- ჩემზე, იმაზე რაც უნდა მოხდეს, ანუ... როგორ გითხრათ, ანუ ისიც თანახმაა?
- საქმე ჩემ შვილს ეხება, და თუ ის სამყაროს სუროგატი დედის გზით უნდა მოევლინოს, მე გადავწყვეტ ვინ იქნება მისი სუროგატი დედა, დაკმაყოფილდა თუ არა თქვენი უაზრო ინტერესი ?
- დიახ, სავსებით.
- ხო, კიდევ, ხელშეკრულება გამზადდება ხვალისთვის, ხელს მოვაწერთ, უბრალოდ ერთ ცვლილებას შევიტან.
- რა ცვლილებას, იმედია თანხასთან დაკავშირებით არაფერს - ბაბუს ოპერაციისთვის და შემდგომი რეაბილიტაციისთვის ზუსტად ეს რაოდნეობა მჭირდებოდა.
- ოხ, ანა, თანხას არა, იმდენს გადაგიხდი რამდენიც მ ო ი ს უ რ ვ ე, უბრალოდ ჩემ სახლში დიასახლისთან ერთად იქნები, იქ იცხოვრებ, გეყოლება ეზოში მაქანა მძღოლით, თითოეული ნაბიჯის შეთანხმება კი ჩემთან მოგიწევს, რატომღაც არ მგონია დიდად კომფორტულად იგრძნოთ თავი შენ და ირინემ ერთი ჭერის ქვეშ, ჩვენ ისევ ჩემი მშობლების სახლში დავრჩებით, ყოველ დღე თუ არ ორ დღეში ერთხელ მაინც მოვალ ხოლმე, შეიძლება დავრჩე კიდევაც, მოვლენების განვითარება გვიჩვენებს ამ ყველაფერს.
- არ არის ცუდი აზრი, ვიზიარებ....
ნამდვილად არ მსურდა იმ ორგულ ქალთან ერთად ცხოვრება, მოღალატესთან მით უმეტეს, ეს ექიმიც მოუსყიდია, ღმერთო რა სულმდაბალი ადამიანია....
- ბარს რაც შეეხება, შეგიძლია დღეიდან აღარ მოხვიდე... არ მინდა ზედმეტად დაიტვირთო, მიდა ეს დღეები სრულიად სიმშვიდეში იყო, როდის გადმოხვალ ჩემ სახლში საცხოვრებლად?
- არ ვიცი, მე... ჯერ, ვერ გეტყვით ზუსტ პასუხს.
- მოიფიქრე, პროცედურის შემდეგ რაც მალე მით უკეთესი. ახლაც არაფერს დალევ, ჩაის ან ყავას? ან სხვა რამ არაფერი გინდა? გაითვალისწინე რომ შენზე ზრუნვა მომიწევს, და ამ ყველაფერს რაც მალევე მიეჩვევი მით უკეთესი შენთვის.
- ვხვდები, დიახ.
ზედმეტად თბილი მომეჩვენა ჩემ მიმართ საუბრის ბოლოს, თავიდან წარმოქმნილი შიში ნელ-ნელა გამინელდა, ნუთუ ამ ერთი შეხედვით მიუვალ კაცს უნდა ეზრუნა ჩემზე მომავალი ცხრა თვის განმავლობაში ასეთი ყურადღებით და თბილი ხმით? დავიბენი, გულის ცემა გამიხშირდა, ნერვებმა ამიტანა, ფეხები ამიკანკალდა და ხელები გამეყინა...
- ანა კარგად ხარ?
- დიახ, დიახ, კარგად ვარ, წავალ მე დაგტოვებთ, ბოდიშის მოხდით, სხვა თუ რამე კითქვა არ გაქვთ.
- კი შეგიძლია წახვიდე, თუ გინდა წაგიყვან.
- არა, რას ამბობთ, არავითარ შემთხვევაში, მირჩვენია ფეხით გავიარო....
სკამიდან დენდარტყმულივი წამოვვარდი და კარისკენ გავვარდი, უცებ ძლიერი დარტყმა ვიგრძენი და გონება დავკარგე.



№1 სტუმარი მინი ჯუზე

ვახტანგი მომწონს ,ვატყობ კარგი წყვილი განოავა,ნუ იგვიანებ რა

 


№2 სტუმარი სტუმარი ქეთა

აუუ ამ ზესიამაყეს ვერ ვიტან. ვახტანგი რას გაიგებს და რას არა, ანას არც უნდა აინტერესებდეს. ვახტანგისიც ვერაფერი გავიგე, რა ზედმეტებში გადადის ამ გოგოსთან, რას უძიებს მერამდენე სუროგატია ვაახ.

არ დააგვიანო რაა. ყველა თავი ინტრიგითაა სავსე. ვხვდები ირაკლისა და ანას ურთიერთობა ნელიმ აურია. და რა როგორ იქნება ამ ორს შორის ჯერ ვერ ვხვდები:დდდ

 


№3 სტუმარი სტუმარი ფანარი

ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები.

 


№4 სტუმარი თმთ

ნუ იგვიანებ ხოლმე რა . ამდენი ხნით ნუღარ დაიკარგები

 


№5 სტუმარი Елка

Залиан даигвианет . Саинтересо новелаа да дидханс ну гвалодинебт царматебеби

 


№6 სტუმარი სტუმარი იაკო

დიდი თავი იყო მაგრამ მაინც არ მეყო. მალე დადეთ რა ახალი თავი ასე დიდი ხანი აღარ გვალოდინოთ ❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან საინტერესოა არ გაწიროთ ბოლომდე ანა

 


№8 სტუმარი marta

dzalian momwons male dade xolme♥️ imedi makvs vaxtangi da ana ertad iknebian

 


№9 სტუმარი ნია

ძალიან საინტერესოთ წერ ❤ ყველა თავში საინტერესოთ ვითარდება მოვლენები , ყველაზე საინტერესო მომენტებზე წყვეტ თავებს და ინტრიგას გვიტოვებ... მადლობა და იმედია არ გვალოდინებ დიდხანს❤❤❤

 


№10  offline წევრი გ უ გ უ

არ დაიგვიანო ასე ხოლმე რაა❤️❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი თამი

ძალიან მომწონს, საერთოდ ისტორიას რომელიც დაუსრულებელია არ ვკითხულობ ხოლმე მაგრამ ეს გამონაკლისია???? ცუდი ის არის მალმალე არ იდება..????????

 


№12 სტუმარი სტუმარი მარიამი

შენდეგს როდის დადებთ?გელით!

კარგი ისტორიაა რაგაც იძაბება სიტუაცია და კარგია,მაგრამ მალე დადეე

 


№13 სტუმარი სტუმარი რუსკა

მართლა კარგი ისტორიაა,ცოტა დამაბნეველი ვერ მიხვდები ზუსტად ანას რა ბედი ეწევა.მალე დადეთ რა გთხოოვთ

 


№14 სტუმარი სტუმარი Nestani

Zalian magaria momecona es Tavi esni kargi cyvili Iqnebian,magram es irakli ram gamoashtera amxela Kavi,ki mivxdi is cerili nelim miscera da auria amat urtiertoba.nagram arminda ana zalian daitanjos da vaxtangma gaigos tvelaferi simartle and shesaxeb is sterva qsli irine tu ra jandabaa moashoro ra magar dros shecyvitet uwneb male dadot velodebi madloba warmatebebi ❤️????????????????

 


№15 სტუმარი DR GUS TEO ...

თირკმელის ყიდვა გინდა თუ თირკმლის გაყიდვა? ეძებთ შესაძლებლობას გაყიდოთ თქვენი თირკმელი ფულით ფინანსური ავარიის გამო და არ იცით რა გააკეთოთ, მაშინ დაგვიკავშირდით დღეს და ჩვენ შემოგთავაზებთ კარგ თანხას და მოიცავს თქვენი თირკმლის სიცოცხლისა და სამედიცინო დაზღვევას . მე მქვია DOCTOR GUS, ვარ საერთაშორისო ნევროლოგი კონსულტანტი MOUNT ALVERNIA HOSPITAL-ში. ჩვენი კლინიკა სპეციალიზირებულია თირკმელებისა და სხვა ქირურგიაში და ასევე გვაქვს თირკმელების ყიდვა-გადანერგვა ცოცხალი შესაბამისი დონორით. ჩვენ განლაგებული ვართ სინგაპურში, თურქეთში, აშშ-ში, მალაიზიაში, ინდოეთში, გერმანიაში.

თუ თქვენ დაინტერესებული ხართ თირკმლის გაყიდვით ან ყიდვით, გთხოვთ, ნუ მოგერიდებათ დაგვიკავშირდეთ,

ფოსტა: [email protected]
Whats-app ნომერი: +393512676198
Viber: +393512676198


პატივისცემით,
DR GUS TEO.
საერთაშორისო სამედიცინო კონსულტანტი.PHDLL.CDC

 


№16 სტუმარი DR GUS TEO ...

თირკმელის ყიდვა გინდა თუ თირკმლის გაყიდვა? ეძებთ შესაძლებლობას გაყიდოთ თქვენი თირკმელი ფულით ფინანსური ავარიის გამო და არ იცით რა გააკეთოთ, მაშინ დაგვიკავშირდით დღეს და ჩვენ შემოგთავაზებთ კარგ თანხას და მოიცავს თქვენი თირკმლის სიცოცხლისა და სამედიცინო დაზღვევას . მე მქვია DOCTOR GUS, ვარ საერთაშორისო ნევროლოგი კონსულტანტი MOUNT ALVERNIA HOSPITAL-ში. ჩვენი კლინიკა სპეციალიზირებულია თირკმელებისა და სხვა ქირურგიაში და ასევე გვაქვს თირკმელების ყიდვა-გადანერგვა ცოცხალი შესაბამისი დონორით. ჩვენ განლაგებული ვართ სინგაპურში, თურქეთში, აშშ-ში, მალაიზიაში, ინდოეთში, გერმანიაში.

თუ თქვენ დაინტერესებული ხართ თირკმლის გაყიდვით ან ყიდვით, გთხოვთ, ნუ მოგერიდებათ დაგვიკავშირდეთ,

ფოსტა: [email protected]
Whats-app ნომერი: +393512676198
Viber: +393512676198



პატივისცემით,
DR GUS TEO.
საერთაშორისო სამედიცინო კონსულტანტი.PHDLL.CDC

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent