შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეხვედრა წარსულთან (თავი 10)


11-03-2022, 16:55
ავტორი donald duck
ნანახია 2 124

2008 წლის ნოემბერი
საშინელი პერიოდი მაქვს. თითქოს განვლილი თვეების სტრესიდან გამოვედი და ისევ თავიდან ვცდილობ საზოგადოებაში ინტეგრირებას. თვალს ვახელ და გარშემო მხოლოდ მერაბი მყავს. გვანცას რამოდენიმეჯერ დავურეკე, მივწერე მაგრამ არ მპასუხობს. სამაგიეროს მიხდის ალბათ მე რომ არ ვპასუხობდი. საშინელი დეპრესია მქონდა. სახლიდან კი არა ჩემი ოთახიდანაც არ მინდოდა გამოსვლა რომ მახსენდებოდა აგვისტოს საშინელი სამი დღე, რომელიც ჩემს ცხოვრება სამუდამოდ გაყვება შავ ლაქად. ყველაფერი შეიცვალა. ჩემი ცხოვრება თავდაყირა დგას. უნივერსიტეტი დავამთავრე. სამინისტროშიც აღარ დავდივარ. მამაჩემმა შემომთავაზა დაბრუნება მაგრამ უარი ვთქვი. თავიდან ვიწყებ მეგობრების შეძენას და საზოგადოებაში ინტეგრაციას.
მე და მერაბი კუს ტბაზე ავედით, მეგობრებთან ერთად. საკმაოდ შეპარვოდა სუსხი ამინდს.ზამთრის მოახლოება ეტყობოდა ბუნებას. სანაპიროზე წყლის ველოსიპედებზე ჩამოვსხედით და ლუდის ქილები გავხსენით. ვიხსენებდით სტუდენტობას და ჩვენს გეგმებს. ვსაუბრობდით მომავალზე და ვცდილობდით პოზიტივი შეგვენარჩუნებინა. ვატყობდი რომ ყველა აკონტროლებდა სიტყვებს ჩემთან მიმართებაში. ვატყობდი მაგრამ არ ვიცმჩნევდი.
უკვე დაშლას ვაპირებდით ბიჭები ნაცნობი კისკისის ხმა რომ მომესმა და იმ მხარეს გავიხედე. ულამაზესი იყო, მუქი ჯინსის შარვალი, თეთრი კეტები და ღია ვარდისფერი თხელი დუტი ეცვა. თმა უკან ქონდა შეკრული და მუქი სათვალე ეკეთა. ვიღაც ბიჭთან ერთად მოსეირნობდა და თან გულიანად იცინოდა. სოფომაც შემამჩნია, წამით შეწყვიტა სიცილი, მერე ისევ ბიჭს შეხედა და გულწრფელად გაუღიმა და ცადა სვლა შეენელებინა. მე კი ვიდექი ქანდაკებასავით და მას შევცქეროდი.
-არ მოდიხარ? - დამიძახა მერაბმა და მეც გამოვერკვი.
-ეხლავე - გავძახე მერაბს კიდევ ერთხელ შევავლე ჩემ საყვარელ ქალს თვალი და მეგობრებს უკან გავყევი.
რამოდენიმეჯერ გავიხედე უკან მის დასანახად და თან გული ნაწილაკებად მემსხვრეოდა. ვხედავდი როგორ ეხუტებოდა სოფო ბიჭს და წრფელი ბედნიერებით ხარობდა. ერთი შეხედვითაც კი ჩანდა რომ სოფო ანათებდა ამ ბიჭთან. სოფო ჩემს გვერდით არასდროს ყოფილა ესეთი ბედნიერი, თუნდაც მოჩვენებითი ბედნიერი. ვხედავდი და ვხვდებოდი რომ ჩემი დანებების დრო იყო და ამ ომშიც დავმარცხდი. თავი ძალიან უსუსურ არსებად ვიგრძენი. როგორ ავიარე კუს ტბის სანაპირო აღმართი არ მახსოვს. მანქანასთან მერაბი და ბიჭები მელოდებოდნენ. მერაბს ისეთი თვალები ქონდა რომ იმ მომენტში ჩემი თავი შემეცოდა. თვალებით მანუგეშებდა.
-დაიკიდე - მხარზე დამკრა ხელი მერაბმა და ოდნავ მომიჭრა - არ ღირს მასზე ნერვიულობა.
-ამასაც გადავიტან - ვცადე გამეღიმა მერაბისთვის - დაჯექი, წავიდეთ.
ამ შეხვედრის შემდეგ ვცადე რადიკალურად შემეცვალა ჩემი ცხოვრება და ყველა ჩემს სტრესს და ემოციას მედგრად დავდგომოდი. სოფოს სიყვარული კი კარგად გადამეკეტა გულში და შემენახა საგულდაგულოდ რომ გრძნობებს ხელი არ შეეშალათ ჩემთვის. რამოდენიმეჯერ ვცადე გვანცასთან დაკავშირება, მინდოდა ბოდიში მომეხადა ჩემი საქციელისთვის, მაგრამ ჯიუტად არ გამოდიოდა კონტაქტზე.
2019 წლის მაისი
საღამოს საგულდაგულოდ გამოვიპრანჭე. ძალიან მოვინდომა. დილას სალონშიც კი ვიყავი თმა და წვერი შევისწორე. ანანოს ნაჩუქარი პერანგი ჩავიცვი , მუქი ჯინსი და სპორტული ფეხსაცმელი. საათი გავიკე, პერანგის სახელოები ავიკეცე ყელთან ერთი ღილი შევიხსენი, თმაზე წვრილკბილიანი სავარცხელი გადავისვი, სუნამო ვიპკურე და ოთახიდან გამოვედი. კარგი პატარძალივით ვცდილობდი გამოპრანჭვას.
ანდრია სასტუმრო ოთახში დივანზე იყო მიწოლილი ფეხები დაბალი ხის მაგიდაზე მიეწყო და წიგნს კითხულობდა. ოთახში რომ შევედი მაშინვე გამომხედა და შემაქო „კარგად გამოიყურები“-ო მერე წიგნში სანიშნი ჩადო და მაგიდაზე დადო. დივანზე მუხლებით დადგა და საზურგეს ხელებით დაეყრდნო, ასე მადევნებდა თვალყურს, მე კიდე მანქანის გასაღებს ვერ ვპოულობდი რომელიც საქამრეზე მეკეთა.
-სად ჯანდაბაშია - კიდევ ერთხელ მოვქექე ვაზა სადაც მსგავს ნივთებს ვყრიდი. -მანქანის გასაღები ხომ არ გინახავს?
-რომელი? - მომღიმარი სახით მიყურებდა ანდრია
-მომაძებნინე რააა - მუდარით შევხედე დიშვილს - მაგვიანდება.
-მითხარი სად და გეტყვი - შანტაჟს მიყო ხელი ანდრიამ - სოფო უნდა ნახო?
სოფოს ხსენებაზე გავჩერდი. რაღც უცნაურმა გრძნობამ დამიარა მთელ სხეულში. საკუთარ თავს ვიჭერდი, რომ ჯერ ისევ ვფიქრობდი სოფოზე და ჩემთვის ჯერ ისევ სასურველი ქალი იყო. ეხლა კი თითქოს ვღალატობდი და ძალიან არ მესიამოვნა ეს გრძნობა. ის რასაც ანანოს მიმართ განვიცდიდი ჯერ ვერ ამომეხსნა რა ფენომენი იყო. სრული ქაოსი მქონდა გონებაშიც და გრძნობებში.
-არა - მოკლედ ვუთხარი
-აბა? ესე ვისთვის გამოიპრანჭე? - ეჭვის თვალით შემათვალიერა ანდრიამ
-გეფიცები სოფოს სანახავად არ მივდივარ, სერიოზული შეხვედრა მაქვს და მაგვიანდება, მომაძებნინე რააა - კედელზე თაროებს დავუწყე თვალიერება
-საქამრეზე გიკეთია - თვალით მანიშნა ისევ დივანზე მოკალათდა კომფორტულად.
-ნუ მებუსხები - მივედი დიშვილთან და თავზე ვაკოცე - თავისს დროზე ყველაფერს მოგიყვები, ჯერ მეც არ ვიცი და რა გითხრა არ ვიცი - გავუღმე და პატარა ბავშვივით მოვუჩეჩე თმა.
-ხანდახან დედაზე უარესი სენტიმენტალური ხარ - გაეცინა ანდრიას და ისევ წიგნს მიწვდა - არ დააგვიანო იცოდე.
-მიყვარხარ - თვალი ჩავუკარი ანდრიას და სახლიდან გავედი
სწრაფად ჩავირბინე კიბეები და პირდაპირ გეზი მანქანისკენ ავიღე. სწრაფად ჩავჯექი მანქანაში, ძრავი ჩავრთე და მანქანა დავძარი ადგილიდან. მეჩქარებოდა, მეშინოდა არ დამეგვიანა. გზად ყვავილების მაღაზიასთან გავჩერდი თეთრი ორქიდეის თაიგული ვიყიდე, კმაყოფილმა შევათვალიერე თაიგული და დანიშნულების ადგილისკენ ავიღე გეზი. როგორც ყოველთვის ანანო უკვე მოსულიყო და ყავა შეეკვეთ. ანანოს სრულიად თავისუფალ სტილში იყო გამოწყობილი, ღია ვარდისფერი თავისუფალი პერანგი, ღია ფერის თავისუფალი ჯინსი და ასევე ღია ვარდისფერი კლასიკური მაღალ ქუსლიანი, თმა გაეშალა და ცალ მხარეს ქონდა გადმოშლილი. მაკიაჟიც ფაქტიურად არ ქონდა, მხოლოდ ტუში და ღია ფერის ტუჩსაცხი. მე კიდე მართლაც რომ ზედმეტი მომივიდა გადაპრანჭვა. ძალიან მოვინდომე, თითქოს პირველ პაემზანზე მივდიოდი და ეფექტის მოხდენა მინდოდა.
მაგიდას მივუახლოვდი ღიმილით, თაიგული გავუწოდე და მეგობრულად გადავკოცნე. ანანომ თაიგული გამომართვა დაყნოსა და ისეთი მადლიერი თვალებით შემომხედა, რომ კიდევ ერთხელ აფეთქდა ჩემში რაღც. არ ვიცი ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს პირველად ვხედავდი ანანოს და თავიდან ვიწყებდი მის გაცნობას და შესწავლა. იმდენ ახალ რაღაცას ვამჩნევდი ანანოში, რაზეც არასდროს დავკვირვებივა.
-მადლობა - გამიღიმა გულწრფელად და თაიგული გვერდით გადადო
-როგორ ხარ? - მოვიკითხე, არ ვიცოდი როგორ დამეწყო საუბარი - შევუუკვეთოთ?
-კარგად , მადლობა. შევუკვეთოთ,
-ვივახშმოთ თუ უბრალოდ დესერტით შემოვიფარგლოთ? - ვკითხე და მიმტანს ვანიშნე რომ მოსულიყო
-შენ როგორც გინდა - მხრები აიჩეჩა ანანომ და ისევ თაიგულს მიესიყვარულა
-კარგი - გავუღიმე ანანოს და მიმტანს მივუბრუნდი რომელიც უკვე მოსულიყო - გამატჯობა, ვაზა თაიგულისთის თუ შეიძლება, ორი ლიმნინი წყალი, ორი ორაგულის სტეიკი, ერთი ხილის სალათი და ერთიც ტირამისუ.
-კიდევ რამეს ხომ არ დაამატებდით? - დაინტერესდა მიმტანი
-ანანო?- გავხედე ანანოს რომელმაც თავი გააქნია უარის ნიშნა - თუ მოვიფიქრეთ დაგიძახებთ მადლობა.
-კარგით - თავი დაგვიკრა და გაეცალა ჩვენს მაგიდას
საკმაოდ მაღალი დონის მომსახურება არის ამ კაფეში, ყველაფერი დროულად და ხარისხიანად მოიტანეს. საჭმლიც საკმაოდ გემრიელი ქონდათ. სერვირებაც და გარემოც. საკმაოდ დიდხანს შემვორჩით. ბევრი ვისაუბრეთ ზოგად თემებზე. მე ისევ პატარა ბიჭივით ვერ გამოვუტყდი ანანოს ჩემს გრძნობებში რომელსაც ახლა მის მიმართ ვგრძნობდი. ეს არ იყო ის პირვანდელი გრძნობა რომელიც მანამდე მქონდა ხელი რომ ვთხოვე, რაღაც უფრო ლამაზი და სათუთი იყო.
გვიან გამოვედით კაფედან, მანქანამდე მივაცილე ცოტახანი შევყოვნდით მანქანასთან. ნახევრად გაღებულ კარებში იდგა ანანო და ვატყობდი რომ არც მას ვეთმობოდი. ლამპიონების შუქზე სხვანაირად ჩანდა ანანო. ისეთი ლამაზი იყო, აქამდე არ შემიმჩნევია, ან არ დავკვირვებივარ. აი ეხლა კი მეც კი ვატყობ ჩემ თავს რომ თვალები მიბრწყინავს ანანოს რომ ვუყურებ და ველაპარაკები.
-გვიანია უკვე - საათს დახედა ანანომ და ჩანთა მანქანაში დადო - კარგი საღამო იყო
-ნამდვილად - წავეტანე მის ხელს - კიდევ გავიმეოროთ ახლო მომავალში.
-ორ დღეში ბათუმში მივდივარ და რომ ჩამოვალ აუცილებლად - გამიღიმა და ლოყაზე მაკოცა.
-პირობა პირობაა - გამეცინა და თითი დავუქნიე. - როდის ჩამოხვალ?
-მალე - გამიღიმა და მანქანაში ჩაჯდა.
ხელი დავუქნიე და ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე. საკუთარ თავს ვლანძღავდი რომ ასეთი ქალი კინაღამ დავკარგე და ეხლა კიდევ ჩემს გრძნობებში ვერ ვუტყდები. ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოვაცურე, ერთი ღერი ამოვიღე, მოვუკიდე და ჩემი მანქანისკენ წავედი. მანქანაში ჩავჯექი და მუსიკები ჩავრთე. დებილი ბავშვივით სივრცეში რაღაცას გავუღიმე და ძრავი ავამუშავე. მერე თავი გავაქნიე აბეზარი ფიქრების მოსაშორებლად და მანქანა ადგილიდან დავძარი.
2009 წლის თებერვალი
საკმაოდ დიდი შრომა ჩავდე, ღამეებს ვათევდი, ათას ტესტირებებს და გამოცდებს ვწერდი ლონდონის “it Academy”- ში რომ მოვხვედრილიყავი. არ იყო ადვილი საკმაოდ ბევრი ვიწვალე, მიზანი დავისახე რომ თუ სიყვარულში არ გამიმართლა სწავლაში და შრომაში მაინც გამმართლებოდა. ამ დროისთვის მერაბი უკვე მუშაობდა ერთ-ერთ წამყვან კავშირგაბმულობის პროვაიდერ კომპანიაში ტექნიკურ ინჟინრად. ლონდონიდან ჩარიცხვის პასუხი რომ მომივიდა პირველი მერაბი გამახსენდა და მასთან გავქანდი რომ მეხარებინა. ასე არავის გაუხარდებოდა როგორც მერაბს.
-არის თუ არა ეს საბუთი? - ცხვირწინ ვუფრიალებდი ამობეჭდილ ფურცლებს
-გილოცავ - ბედნიერი სახით გადამეხვია მერაბი და ფურცლები გამომართვა - არ მჯერა, ძალიან მაგარია.
-მართლა არ ველოდი - გულწრფელად ვუთხარი მერაბს - სექტემბერში ლონდონში გავფრინდები. ჯერ ჩემებისთვისაც კი არ მითქვამს.
-მომავალ წელს მეც ჩავაბარებ.- გადაწყვიტა მერაბმა - მანამდე შენ მოეწყე იქ კარგად.
წინ ხუთი თვე მქონდა მოსამზადებლად. გეგმები დავისახე. CISCO-ს აკადემაში გავიარე სამ თვიანი კურსები. დავიწყე ჩემი მომავალი ბიზნესისთვის მზადება. მოვიძიე ინფორმაცია ყველა იმ დეტალზე რაც დაგვჭირდებოდა მომავალში. როცა მერაბს ეცალა ერთად ვგეგმავდით მომავალს. გონება მთლიანად სწავლით და მუშაობით მქონდა დაკავებული, მაგრამ დროდადრო თავს ვიჭერდი რომ მაინც ვფიქრობდი სოფოზე. ჯიუტად ვუარყოფდი ამ ფაქტს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩებოდა.
შეშინებული ვიღვიძებ სულ მთლად ოფლში ვცურავ. საქოლის გცერდით ტუმბოზე სანათს ვპოულობ და ვრთვ. ხელებზე ვიყურები საშინლად მიკანკალებს. შინაგანად ძალიან შეშინებული ვარ. გაოფლილ სახეზე ხელებს ვისვამ და საწოლზე ვჯდები. ცოტას ვმშვიდდები, ვხვდები რომ უბრალოდ სიზმარი იყო. :
„შინდისში ვართ ისევ, ვიბრძვით, ირგვლივ ჭურვების აფეთქებისგან გამოწვეული ბუღი დგას და ჭირს რამის გარჩევა. შემზარავი ხმები ისმის. ცხელა, მაგრამ მე მცივა. წინ გიო მირბის და ქრება. მეც იქით გავრბივარ საითც გიო წავიდა. მის სხეულთან ვიკეცები და ვშეშდები. ეს გიო არ არის, სოფოა. ღია ვარდისფერი სარაფანი აცვია, თავზე გვირილებით დაწნული გვირგვინი ადევს. კაბა თითქმის მთლიანად დასვრილი აქვს მტვრისგან და სისხლისგან. ვცდილობ თავი გავასწორებინო და ჩემს ხელებზე თბილ ბლანტ სითხეს ვგრძნობ. თვალს ნელა ახელს და ისეთი ირონიული გამოხედვა აქვს, აი ზუსტად ისეთი როგორც აქამდე მიყურებდა და დამცინოდა ხოლმე. ვეხვეწები რომ არ მოკვდეს. ვცდილობ ხელში ავიყვანო, კიდევ ერთხელ შემომხედა და ხელი მკრა მკერდზე, თავი დამანებეს ნიშნად და გაქრა. სისხლიან ხელებში მხოლოდ მისი გვირილების გვირგვინი დამრჩა და გაქრა.“
კედელზე დაკიდებულ საათს გავხედე ექვსი სრულდებოდა. ნელა წამოვდექი. ფარდები გადავწიე და ქუჩას გავხედე. მანქანები ძალიან იშვიათდ თუ ჩაივლიდნენ. სიჩუმე იდგა ირგვლივ, მაგრამ მე ისევ ტყვიების ზუზუნი ჩამესმოდა. სპორტულები ჩავიცვი, ყურსასმენები გავიკეთე და ჩუმად გავედი სახლიდან. თავიდან სკოლის ეზოში სტადიონზე შევედი, რამოდენიმე კრუგი დავარტყი ნელი „ძუნძულ“-ით, აზიდვები გავაკეთე, კარების ძელზე დავეკიდე და ავიწიე, შემდეგ ისევ გავირბინე ცოტა და სახლისკენ წავედი. ათასი ფიქრი ცვლიდა ერთმანეთს ჩემს გონებაში. რამოდენიმეჯერ სოფო ამოტივტივდა და გულში ძალიან დიდი ტკივილი ვიგრძენი.
2019 წლის ივლისი
საკმაოდ ცხელი ზაფხული გვაქვს. აგვისტოს დასაწყისში ალბათ ბათუმისკენ დავიგეგმებით მე და მერაბი. მერაბს კი არ უყვერს სულ მარტო რომ ვტოვებთ ხოლმე ოფისს უყურადღებოდ, მაგრამ მე მერაბის გარეშე არ მიყვარს დასასვენებლად წასვლა.
ერთ საღამოს ჩემთან ვერანდაზე ვისხედით და ლუდს ვსვავდით მე და მერაბი თან ბავშვობას ვიხსენებდით და ვიცინოდით. ვხედავდი რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ ვერ მეუბნეოდა. ქილა მაგიდაზე დავდე და კოლოფიდან ერთი ღერი ამოვიღე, მოვუკიდე სიგარეტს, სანთებელა მაგიდაზე დავდე და მერაბს გამომცდელად გავხედე.
-რა?- შეიცხადა მერაბმა - რას მიყურაბ? - მხრები აიჩეჩა და ლუდი მოსვა.
-საკუთარ თავზე უკეთ გიცნობ, ასე რომ გისმენ აბა რა ხდება? - ვუთხარი და ნაფაზი დავარტყი.
-არც არაფერი - მხრები აიჩეცა და კოლოფ მიწვდა მაგიდაზე. -ჯერ სერიოზული არაფერი.
-რაც არის ის მითხარი - არ ვნებდებოდი - რაღაცას ვხვდები, მაგრამ შენგან მაინტერესებს.
-ვერაფერსაც ვერ ხვდები - კმაყოფილი სახით მითხრა და სიგარეტს მოუკიდა - მითხარი შენ რას ფიქრობ და გეტყვი თუ სიმართლეა.
-შეყვარებული რომ ხარ ფაქტია - მეც ამაყად დავასკვენი და უფრო კომფორტულად მოვკალათდი - ამ ბოლო დროს სადღაც იკარგები ხოლმე და არც ტელეფონს პასუხობ მაგ დროს.
-შეიძლება ეგრეც ითქვას - გამიღიმა და ლუდი მოსვა - შეიძლება შეყვარებულიც კი ვარ, მაგრამ ჯერ არ მინდა მოვლენებს გავუსწრო.
-და მაინც ვინ არის ის ბედნიერი? - გამომცდელად გავხედე მერაბს - ვინ შეძლო შენი მოჯადოება?
-მეც რომ მოვაჯადოვებ მერე ვილაპარაკოთ - ხმამაღლა გაიცინა მერაბმა.
-ატრაკებ - გამეცინა მეც და ლუდის ქილა ავიღე მაგიდიდან.
საიდან არ მოვუარე რომ ეთქვა ვინ იყო მაგრამ გაჯიუტდა. თითქოს მეწყინასავით კიდეც, მაგრამ პატივი ვეცი მის გადაწყვეტილებას და თავი დავანება. გვიანობამდე ვიჯექით ვერანდაზე. უკვე გასვლას აპირებდა ანანომ რომ დამირეკა.
მერაბთან ერთად უკვე კარებთან ვიდექი და ვაცილებდი მეგობარს ტელეფონი რომ ახმაურდა. ეკრანს დავხედე და ვუპასუხე, თან მერაბს ვანიშნე ერთი წუთით-თქო.
-ხო ანანო - ვუპასუხე ტელეფონს - მშვიდობაა? -საათს დავხედე ასე გვიან არასდროს დაურეკავს.
-არც ისე - ტირილნარევი სიცილით მითხრა - ავარია მომივიდა და პირველი ვინც გამახსენდა შენ იყავი.
-სად ხარ ანანო? - ისე შევყვირე მერაბი შეხტა მოულოდენლობისგან
-ვაკის პარკთან, პატრული გამოვიძახი უკვე.
-გამოვდივარ, არ ინერვიულო - გასაღებს მივწვდი თაროზე და მერაბს ვანიშნე გავედითთქო - დაზღვევასაც დაურეკე, ხუთ წუთში მანდ ვარ. - ვუთხარი, ტელეფონი გავთიშე და მერაბს მივუბრუნდი - ანანო იყო, ავარია მოუვიდა.
-კარგი - თქვა მერაბმა და ტელეფონი ამოაძვრინა ჯიბიდან - ლევანს დავურეკავ, ეკიპაჟს გააფრთხილებს რომ ჩვენია.
-კარგი - ვუთხარი და საჭეს მივუჯექი, მერაბიც მოკალათდა მგზავრის სავარძელზე და მანქანა დავძარი.
არ მახსოვს როგორ გავიარე თამარაშვილი და დანიშნულების ადგილს როგორ მივაღწიე. პოლიციის ორი ეკიპაჟი უკვე მისულიყო და მანქანებს ათვალიერებდნენ. ანანოს მანქანას წინა მარცხენა ფრთაზე ქონდა გასმული და ფარიც დაზიანებული იყო. ანანო წყნეთის ქუჩიდან გამოდიოდა ჭავჭავაძის გამძირზე. საკმაოდ ცუდი გამოსასვლელია, ერთი შეხედვითაც კი ჩანდა რომ ანანო იყო დამნაშავე. მაგიტომაც იყო დასჯილი ბავშვივით აბუზული. მანქანა რომ გავაჩერე მაშინვე ჩემთან მოირბინა შეშინებული და გაფართოვებული თვალებით.
-ზურა - გადამკოცნა და მერე მერაბს მიუბრუნდა - შენც შეგაწუხე არა?
-ერთად ვიყავით - გაუღიმა მერაბმა - ჩვენებები უკვე ჩამოგართვეს?- დაინტერესდა მერაბი
-არა - უარის ნიშნად თავი გააქნია ანანომ - ჯერ არა, ალკო ტესტი გაგვატარეს მხოლოდ.
-შენმაგაზე არ ინერვიულო - მხარზე მოუთათუნა ხელი მერაბმა და პოლიციის ეკიპაჟისკენ წავიდა.
-ისე შემეშინდა - საცოდავი თვალებით გამომხედა ანანომ - ჯერ პატრულში და მერე შენთან დავრეკე, რა უნდა გამეკეთებინდა არ ვიცოდი.
-რამე ხომ არ გითხრა? - მეორე მანქანისკენ ვანიშნე ანანოს.
-არა - თავი გააქნია ისევ - ის მგონი ჩემზე მეტად არის შეშინებული - ძლივს გაიღიმა ანანომ
-შენ არ ინერვიულო - ხელი მოვხვიე ანანოს და მივიკარი - ერთ კვირაში ახალივით იქნება, მანამდე ჩემი მანქანით იარე თუ გინდა.
მეორე მანქანაზეც გოგო იჯდა საჭესთან. ბრალეულობა ანანოსი იყო, მერაბს კი უნდოდა რომ დაგვეძვრინა ანანო, მაგრამ ანანო უარზე იყო და ძალიანაც არ ჩავაჯინდით. სადაზღვეომ შეფასებაზე დაგვიბარა ორივე მანქანა. ანანოს ორას ორმოცდაათ ლარიანი ქვითარი უბოძეს და დაგვემშვიდობნენ.
ანანო მე წავიყვანე, ანანოს მანქანა მერაბმა, მეორე დღეს ვინმეს გაატანდა შესაფასებლად. ცოტა რომ დამშვიდებულიყო ანანო მთაწმინდაზე ავიყვანე გასასეირნებლად. თავიდან ცოტა იუარა გვიანიაო, მაგრამ მაინც დამთანხმდა. გზაში მაკდონალდსში შევიარეთ და ცივი ყავა და „შეიკი“- ავიღეთ. ხალხმრავლობა არ მინდაო ანანომ და მთაწმინდაზე თბილისის ობელისკთან გავაჩერეთ მანქანა, ბედად არავინ იყო. მანქანიდან გადავედით და ქალაქა გადმოვხედეთ.
ანანო მოაჯირზე შემოსკუპდა და ცივი ყავა გვერდით მოიდგა, მე წინ დავუდექი და ქვევიდან შევცქეროდი. იმ წუთას პატარა ბავშვივით მიამიტი და ძალიან საყვარელი იყო. ვუყურებდი და მეღიმებოდა. სამყარო ჩემი მეგონა მას რომ შევცქეროდი.
-სასაიმოვნო საღამოა - გაიღიმა და ცას ახედა
-ხო - გავუღიმე მეც და სიგარეტს მოვუკიდე - ცოტა რომ არ შეგეშინებინე.
-კი - გაიცინა ანანომ - მეც შემეშინდა. გეფიცები ვერ დავინახე საიდან გამოძვრა.
-კაი, ნუღარ ფიქრობ მაგაზე. - ვცადე დამემშვიდებინა - ყველაფერი კარგად იქნება, სერიოზული არაფერი ჭირს არცერთ მანქანას.
-მომაწევინე რა - ჩამოხტა მოაჯირიდან ანანო -მანქანაში დამრჩა სიგარეტი.
-სადმე დავმჯდარიყავით - ვუსაყვედურესავით ანანოს თან კოლოფი გავუწოდე - თინეიჯერი ბავშვებივით რომ ვაბირჟავებთ აქ. - გამეცინა და „შიკი“ მოვსვი
-მე ჯერ ისევ ბავშვი ვარ - შეიფერა ანანომ, გამეპრანჭასავით და თან სიგარეტს მოუკიდა.
-ნამდვილად - გამეცინა ანანოს ამ საქციელზე, ხელი მოვხვიე და მივიხუტე.
ანანოც გაინაბა, თავი მომადო მხარზე და ჰორიზონტს გახედა. ასე ვიდექით ცოტა ხანი და გავცქეროდით ღამის თბილისს. შემდეგ მანქანაში ჩავსხედით და სახლისკენ წავდით.



№1 სტუმარი სტუმარი ფანარი

რა ტკბილი თავი იყო. იმედია სოფო არ გამოჩნდება ისევ.

 


№2 სტუმარი ანუ

ანანო ძალიაააან ძალიააან კარგია..

სოფოს ატანა არამაქვს.

 


№3 სტუმარი სტუმარი Nestani

Ubralot sfo ara shuasia aq tviton zura ver gaerkvis Travis gznobebshi use ar daemartos Ori kurdglis madevars vercerti ver shexvdeba,torem sofo isetivea rogoric iyo da darcheba

 


№4 სტუმარი Sanari

ზურას უკვე ქალების ეშინია…

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent