შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასწორი გმირი [თავი მე7 დასასრული]


11-03-2022, 23:19
ავტორი L.G-25
ნანახია 905

ელი გაოგნებული იყო იმ სიტუაციით რაც სოფელში დახვდა, მონადირეს გახედა და მშვიდად კითხა.
-აქ რა ხდება?
-სანამ შენ არ გეცალა ჩვენ გავიგეთ რომ მეფე მალე შემოგვიტევდა ამიტომ თავდაცვუშტვის მოვემზადე.
-ეს ყველაფერი შენ გააკეთე?
-ნუ ბიჭები ცოტათი მომეხმარნენ.
-მგონი გმირი მე კი არა შენ ხარ.
-სისულელეს ნუ ამბობ მთელი სოფელი შენ გიცდის, მე აქ არავინ ვარ.
გაიღიმა და ელს მხარზე ხელი დაარტყა, ერთმანეთს თვალებში დიდხანს უყურებდნენ შემდეგ სახლში შევიდნენ რათა სტრატეგია აეხსნათ ელისთვის.
-ჩვენ ვაპირებთ რომ აქ გავმაგრდეთ, ჩვენ სოფელს დიდხანს ვერ აიღებენ საკვებიც გვაქვს. ხოლო თუ შემოგვიტევენ ვიბრძოლებთ.
ელი ისევ წინა ბრძოლაზე ფიქრობდა, ამდენმა სისხლის ღვრამ აჩვენა რომ აღარ სურს არავის დაკარგვა, ამიტომ ომის დაწყება არ უნდოდა, ფეხზე ადგა და ყველას განუცხადა
-მოლაპარაკება მინდა!
,,რაა?!,, ყველა გაოცებული უყურებდა ერთმანეთეს, ვერ გაეგოთ რატომ უნდოდა ელს მოლაპარაკება მეფესთან, რა იყო ამის მიზეზი. მაგრამ ელმა იცოდა ეს ნაბიჯი რატოც გადადგა, რადგან არ სურდა უდანაშაულო ხალხის ხოცვის მომსწრე კვლავ გამხდარიყო.
მონადირემ ელს შეხედა და მშვიდად კითხა.
-ეს რატომ გინდა ელ? ხომ იცი რომ არაფერი გამოვა.
-მინდა რომ ვცადო, უბრალოდ ნება მომეცით რომ ვცადო.
-კარგი რადგან ასე გინდა გააკეთე ეს, მაგრამ მოლაპარაკებაზე მარტო ვერ გაგისვებთ.
-არც ვაპირებ შენ ჩემთან ერთად წამოხვალ.
-მე?! არა ელ მე იქ ვერ წამოვალ.
-ვითომ რატომ?
-მე და მეფეს ცუდი ურთიერთობა გვქვს.
-ნუ მეკამათები წამოხვალ და მორჩა.
ელმა მკაცრად წარმოთქვა, მონადირეს მეტი გზა აღარ ქონდა უნდა წაყოლოდა, თუმცა მეფესთან შეხვედრა არ სურდა, ყველაფერს გააკეთებდა ოღონდ მეფისთვის თავისი სახე არ ეჩვენებინა.
ელმა კაცი გააგზავნა მეფესთან, რომ მოლაპარაკება სურდა, მალე წერილი უკან მოიტანა სადაც მეფე თანახმა იყო მოლაპარაკებაზე, ტყესა და სოფელს შორის პატარა სახლი იყო დათქვეს რომ ერთმანეთს იქ შეხვდებოდნენ, როგორც კი მზე ჰორიზონტს მიუახლოვდებოდა. მართლაც ასე მოხდა სახლში შესულ მონადირეს და ელს შინგლით მეფე და მისი მთავარსარდალი დახვდათ. ელი მეფის წინ დაჯდა, მთავარსარდალი და მონადირე დეხზე იდგნენ, მონადირე სულ სახეს ატრიალებდა და ხელებს იფარებდა, მთავარსარდალი მას სახეზე აშტერდებოდა, თითქოს ეცმობოდა ვინც იყო, მაგრამ ბოლომდე მოს სახეს ვერ ხედავდა, უცბად კი შეძლო გარჩევა და წამოიძახა.
-მეფეო შეხედეთ ეს პრინცია.
ყველამ მონადირისკენ გაიხედა, მან თავი დახარა, მეფე ფეხზე წამოდგა.
-ეს მართლა შენ ხარ ჩემო შვილო.
ელი ფეხზე წამოხტა, მონადირეს ნაწყენი და განრისხებული თვალებით მიშტერებოდაზ თითქოს თვალებით ეუბნებოდა ,,ეს რატომ არ მითხარიო,, . უცბად ისევ დაჯდა ახლა ამაზე საუბრის დრო არ იყო, მეფეს შეხედა და უთხრა.
-დაჯექით მეფეო, აქ ამის განსახოლველად არ მოვსულვართ.
-მართალია ამ საკითხს მოგვიანებით მივუბრუნდებით. მითხარით რისთვისაც დამიძახეთ?!
-მე მინდა რომ ომის გარეშე მოვაგვაროთ ყველაფერი, იქ ბავშვები და მოხუცები არიან მათი სიკვდილი საჭირო არ არის შეგვიძლია შევთანხმდეთ.
-მხოლოდ იმ შემთხვევაში წავალთ თუ სოფელი თავის მთელ მარაგს მოგვცემს და ვინაიდან ახალი ჯარია საჭირო ახალგაზრდა ბიჭების და გოგოების წაყვანასაც ვითხოვთ.
-მთელ მარაგს თუ თქვენ მოგცემენ ზამთარში რით იცხოვრონ, ახალგაზრდების გარეშე კი მიწებს ვერავინ დაამუშავებს.
-ეს ჩემი პრობლემა არ არის!
-დიახაც რომ არის ისინი თქვენი ხალხი არიან, თქვენი ქვეყნის მოსახლეობა.
-მე ჩემი სათქმელი გითხარით თუ არ მოგწონთ მაშინ მოლაპარაკება ვერ შედგება!
-დრო მოგვეცით მოსაფიქრებლად, ხალხს გავაცნობ თქვენ შემოთავაზებას.
-კარგი ასე იყოს დრო ხვალ დილამდე გაქვთ.
ელი და მონადირე კარისკენ წავიდა, ამ დროს მეფე ფეხზე წამოდგა და თავ დახრილმა მონადირეს მიმართა.
-ხომ იცი სახლში დაბრუნება ყოველთვის შეგიძლია, მე გაპატიებ ყველა შენს საქციელს.
-ჩვენ ეს უკვე გავიარეთ და ჩემი პასუხი უკვე იცი!
კარიდან გავიდნენ და სოფლისკენ წავიდნენ, ელი ხმას არ იღებდა მონადირეს არაფერს ეკითხებოდა, ყვირილს და გაბრაზებას ელოდა მონადირე მაგრამ ეს სიმშვიდე ის არ იყო რასაც მოელოდა, თითქოს ელს არც ადარდებდა მონადირის წარსული ამან კიდევ უფრო გაანაწყენა მონადირე, ვერ გაეგო ელი რატომ იყო წყნარად , დიდხნიანი ლოდინის შემდეგ ადგა და თავად დაიწყო ლაპარაკი.
-იცი ელ ვფიქრობ ბევრი კითხვა გაქვს და შეგიძლია მკითხო.
-არა მე კითხვები არ მაქცს.
-მართლა?! მე კი სხვანაირად ვფიქრობ.
-ნეტავ შენ რა იცი მე რა მაინტერესებს და რა არა, უბრალოდ შენ შენს საქმეს მიხედე მე კი ჩემსას მივხედავ.
-ვხედავ ჩემზე ნაწყენი ხარ.
-სულაც არა შენნაირ იდიოტზე ნაწყენი რატომ უნდა ვიყო მე შენ არც კი მაინტერესებ, არ მადარდებს მომატყუებ თუ მიღალატებ.
-მე შენთვის არ მიღალატია და არც ტყუილი მითქვამს.
-მართლა მაშინ ომას როგორ ახსნი რომ სხვისგან ვიგებ შენი ტაყდის მემკვიდრეობს ამბავს.
-მე არ მომიტყუებია, შენ არასდროს გიკითხავს არაფერი და მე არასდროს მითქვამს რომ სოფელში გაზრდილი ობოლი ბიჭი ვიყავი, ასე შენ თვლიდი.
-მართლა მე არაფერი იმიტომ არ გკითხე, რომ მეგონა თავდ მეტყოდი როცა ეს მოგინდებოდა, ახლა კი აქეთ მაბრალებ ყველაფერს.
-შენ არაფერს გაბრალებ, არ გოთხარი რადგან იმ კაცს მამად არც ვთვლი, ჩვენი ამბავი ცოტათი რთული ასახსნელია.
-ცადე იქნებ გავიგო!.
-მე მისი ერთადერთი ვაჟი ვარ, თავიდან კარგად ვცხოვრობდით, მაგრამ როდესაც დედაჩემი მოკვდა მას შემდეგ მამაჩემი უცნაური გახდა, ცდილობდა ისეთი გავმხდარიყავი როგორიც მას უნდოდა, მუდმივად მავარჯისებდა, მეუბნებოდა რომ მეფე ყველაზე ძლიერი უნდა ყოფილიყო,, მეფე შეუწყალებელი უნდა ყოფილიყო და ყველა დაეხოცა ვინც გზად გადაეღობებოდა, ის თავადაც ასეთი გახდა ხალხს აღარ იწყალებდა ბავშვებსაც არ ინდობდა, მე ასეთი მეფობა არ მინდოდა ამიტომ გავიქეცი მას შემდეგ გავრბივარ, მაგრამ როცა სენ შეგხვდი მივხცდი რომ გაქცევა აღარ მინდა, მინდა რომ გავჩერდე და შენთან და ბიჭებთან დავრჩე.
-ანუ ამბობ რომ ტახტი შენი ჭირვეული ხასიათის გამო დატოვე, მართლაც სულელი გარყვნილი ხარ.
ელიმა თავი გვერძე გაატრიალა მონადირეს ჩაეღიმა მიუახლოვდა სახე ახლოს მიუტანა,როგორც ყოველთვის აკეთებდა, წინ გადაიხარა და ელს შუბლზე ფრთხილად აკოცა, ელი სულ გაწითლდა უკან გახტა და უცბად შებრუნდა.
-სწრაფად იჩქარე სოფელში უნდა დავბრუნდეთ.
წამოიძახა ანერვიულებული ხმით და გაიქცა, მონადირემ ჩაიღიმა და მას უკან გაჰყვა. სოფელში დაბრუნებისას ყველა მათ შეეგება, ყველა ეგითხებოდა თუ რა მოხდა.
-მეფე თანახმა არ არუს ამიტომ ბრძოლა მოგვიწევს.
განაცხადა ელმა თუმცა ეს არავის გაკვირვებია ყველა მზად იყო საბრძოლველად. მონადირეს გაუკვირდა რატომ არ გადმოსცა ელმა მეფის დანაბარები. ელი სახლისკენ წავიდა მონადირე წამოეწია მკლავში ხელი მოკიდა და მოატრიალა.
-ელ მეფეს ხომ უთხარი რომ მოსაფიქრებლად დრო გჭირდებოდა, ხალხს რატომ არ უამბე ყველაფერი.
-მეფეს დრო მხოლოდ იმისთვის ვთხოვე რომ მოვმზადებულიყავით ონზე და არა იმისთვის რომ მის წინადადებაზე მეფიქრა.
-გასაგები. და ახლა რას ვაპირებთ მათი ჯარი დიდია ჩვენ კი გეგმაც არ გვაქვს.
-გეგმა მაქვს, მეფეს მოვკლავ და ყველაფერი დამთავრდება.
-რას ამბობ მეფეს თუ მოკლავ მთელი ქვეყანა განადგურდება, მმართველის გარეშე ქვეყანა ვერ იარსებებს.
-მმართველი გვყავს, მე მათ ახალ მეფეს დავუყენებ.
-იმედი მაქცს იმას არ აპირებ რასაც ვფიქქრობ.
-სწორედაც რომ მაგას ვაპირებ და შეკამათება არც გაბედო.
ორივე სახლში შევიდნენ ბრძოლისთვის და მეფის მოსაკლავად გეგმის შესადგენად. სახლში ბიჭები ელოდებოდნენ, ელმა გადაწყვიტა რომ ბიჭები გვერძე აღარ გაეწია და მათთვისაც მიეცა მონაწილეობის მიღება, რადგან იცოდა ისინი მაინც ვერ გაჩერდებოდნენ ერთ ადგილზე.
უკვე გვიანი იყო ბნელოდა დაკლეჯილი ტანსაცმლით მონადირე სოფლის კედელზე გადაძვრა და მეფის ბანაკისკენ გაემართლა, მეფე თავის კარავში უყო გეგმას განიხილავდა უცბად ვიღაც კაცი შემოვარდა.
-მეფეო ორინცი დაბრუნდა, ნახემია და ტანსაცმელიც დაგლეჯილი აქვს.
-პრინცი?! ახლაცე შემოიყვანეთ.
მონადირე ძლივსღა დადიოდა ძლივს შევიდა კარავი, მეფე მივარდა მას და ჩაეხუტა, კარგად აათვალიერა.
-ეს რა დაგემართლა.
-როდესაც გაიგეს რომ პრინცი ვიყავი სოფლელებმა ჩემი ჩაქოლვა გადაწყვიტეს, ძლივს გამოვექეცი, ვიცი მე და შენ კარგი ურთიერთობა არ გვაქვს მაგრამ წასასვლელი არსად მაქვს.
-რა თმა უნდა ჩემო ბიჭო მიგიღებ, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისეთი მეფე გახდები როგორიც მე მინდა.
-გავხდები, ამ სოფელმა დამანახა რომ არ აქვს მნიშვნელობა როგორ მოექცევი ხალხს ისინი ბოლოს მაინც ზურგს გაქცევენ, ეს არარაობები ხელით შემეხნენ ღირსნი არიან მოკვდნენ.
-აი ეს არის ჩემი ბიჭი.
მეფემ მიიღო თავისი ვაჟი და მეომრებთან ერთად დააბანაკა, მონადირე გაშლილ დიდ კარავებს შორის დადიოდა, მცველი დაინახა მას ზურგიდან მიეპარა და ყელზე ფრთხილად გამოუსვა დანა, მცველმა დაყვირებაც ვერ მოასწრო ისე დაეცა მისი უსულო სხეული.მონადირე ასე დადიოდა ჩუმად და ნელ-ნელა ხოცავდა ყველაზე ძლიერ და საშიშ მეომრებს. მალე ამდენი ცხედარი შეუმჩნეველი ვეღარ დარჩა და მეფის ყურამდეც მიაღწია ამბავმა, რომ მეომრებს ვიღაც კლავდა, მეფე კარავიდან გამოვარდა და ვაჟს დაუწყო ძებნა თუმცა მონადირემ უკვე გაფრთხილება მისცა სოფლის რაზმს და მოულოდნელად ელი თავისი არმიით მეფის მეომრებს თავს დაესხნენ. დაიწყო სისხლის ღვრა ის რაც ელს ნამდვილად არ სურდა, ყველას გადარჩენა უკვე შეუძლებელი იყო.ელი ბრძოლის ველზე გზას მიიკვლევდა, მეფეს ეძებდა უნდოდა ყველაფერი მალევე დაესრულებინა, ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ მეფე და მისი მთავარსარდალი არსად ჩანდნენ, ეს ელს ეუცნაურა ასე უცბად სად უნდა გამქრალიყვნენ, ომის ცენტრიდან გარეთ გამოვიდა მას მონადირე მიჰყვა ფეხდაფეხ, მინდორზე მიმოიხედა და იქვე გორაზე შენიშნა რამდენიმე ადამიანი მათკენ გაემართა, ახლოს რომ მიუახლოვდა დაინახა რომ იქ მეფე იყო მის გვერდით მთავარსარდალი რომელსაც ვიღაც ქალი გაეკავებინა და ხმალი ყელზე მიებჯინა, მათ შემდეგ კი მეომარი იდგა რომელის ხმალიც პატარა ბავშვისკენ იყო მიმართულუ, ელმა კარგად შეხედა ბავშვს და შენიშნა რომ ეს ბილი იყო, ის ბიჭი რომელიც ელს მუდამ ეხმარეფბოდა და უკან დაყვებოდა , პატარა მამაცი ბიჭუნა მის თვალებში შიში ახლაც კი არ ჩანდა მამაცი თვალებით იყურებოდა, თითქოს ამბობდა რომ ამით მას ვერ შეაშინებდნენ.
-ბილ აქ რა გინდა შენ ხომ სოფელში უნდა იყო.
მეფემ ელს შეხედა და უთხრა.
-მას ნუ გაუბრაზდები, ის თავის ნებით არ წამოსულა სოფლიდან, ჩვენ ცოტათი მივეხმარეთ.
-თქვი რა გინდა?
-თქვენნაირი ბინძური ხალხისგან რა უნდა მინდოდეს!
-მაშინ რა საჭიროა ამ დრამების დადგმა, ბავშვი გაუშვი და ის ქალიც.
-თქვენი სახეების ყურებით ვერთობი.აჰჰაჰაჰჰაჰაჰ....
-სადისტი ხარ.
ელი ძალიან გაბრაზებული იყო, არ მოწონდა ის ფაქტი რომ მეფემ ბრძოლაში ბავშვი გარია, მანოადირეს გახედა ის არ ინძრეოდა სახეზე ფერი დაეკარგა, ელსაც უკვირდა ეს ყველაფერი თუმცა მონადირის ასეთ რეაქციას არ ელოდა.
-ჰეი რა დაგემართა?!
მონადირე:-დედა...
მეფემ საზიზღრად გადაუხარხარა, მონადირეს შეხედა და ნისნის მოგებით უთხრა.
-მე მოვიგე.
-დედა?! კი მაგრამ შენ ხომ მოკვდი, მეფემ ასე თქვა, აქ რატომ ხარ?! არაფერი მესმის.
-დედაშენი შენსავიტ მოუსვენარი იყო, შენი დაცვა უნდოდა, ამბობდა რომ შენ ჩემნაირი არ გახდებოდი ამიტომ მომიწია მისი მოშორება, მაგრამ ახლა შენს გასაჩერებლად მისი გამოყენება სახალისოდ მეჩვენა.
-დედაჩემი სასწრაფოდ გაუშვი.
-დაგვნებდით სოფელი ჩაგვაბარეთ და ბავშვსაც და დედაშენსაც გავუშვებ.
ორივე ადგილზე გაშეშდა, არ იცოდნენ რა ექნათ, ბრძოლის ველზე ხალხი სისხლს ღვრიდა და მათი თავები ასე მარტივად როგორ ჩაებარებინათ მეფისთვის, ომში დახოცილ ხალხსაც ყავდათ საყვარელი ადამიანები, მაგრამ მაინც წირავდნენ თავს და აქ ელს ყველასთვის ეღალატა მხოლოდ იმიტომ, რომ მისთვის საყვარელი ადამიანია საფრთხეში?! ელის გონება დაბინდული იყო, ცდილობდა ყველაზე კარგი გადაწყვეტილება მიეღო, მაგრამ ასეთი არ არსებობდა, ამ სიტუაციაში ყველა შედეგი საშინელი იქნებოდა. დიდხანს იდგნენ ასე ბოლოს ელმა მეფეს შეხედა და უთხრა.
-მე მომკალით და სხვა ყველა გაუშვით, ჩემ გარეშე სოფელი არ იომებს და თქვენ გაიმარჯვებთ, სანაცვლოდ კი არცერთ სოფლის მაცხოვრეველს და არც მონადირეს ხელს არ ახლებთ.
ბილი:-არა ელ ეს არ გააკეთო.
მეფე:-საინტერესო შმოთავაზება, მაგრამ რატომ უნდა დაგთანხმდე როცა ყველა თქვენგანის მოკვლა და გამარჯვება შემიძლია.
-თუ ყველა უნდა მოგვკლა მაშინ რა საჭიროა ამ თამაშების დადგმა და ბავშვის სიკვდილით დამუქრება ?!
-უბრალოდ ეს სახალისოა, თუმცა ვინაიდან მეფე ვარ და არ მჭირდება ქვეყანაში არეულობა, შსაძლოა შენს შმოთავაზებაზე დაგთანხმდე.
სანამ მეფე და ელი აქ საუბრობდნენ მეფის არმიამ სოფელში შსვლა მოახერხა, მათ იქაურობის ნგრევა დაიწყეს, მართალია მოსახლეობა კარგად იყო დამალული, თუმცა ასეთი მასობრივი ნგრევა სოფელს საბოლოოდ მაინც გაანადგურებდა, რადგან ბრძოლის შმდეგ სიღარიბე და შიმშილი დაიწყებოდა. სანამ მეომრები ყველაფერს დაანგრევდნენ საჭირო იყო გადაწყვეტილება მანამდე მიეღოთ და ეს ყველაფერი შეეჩერებინათ.
-შეაჩერე ეს არმია მე ხომ აქ ვარ.
-არვიცი ფიქრი მჭირდება ჰაჰჰაჰჰა..
ამ საუბრის დროს არსაიდან მეფის მეომარი გამოჩნდა მშვილდი მოიმარჯვა და მონადირეს დაუმიზნა, მეფეს არ სურდა თავისი მოღალატი ვაჟის ცოცხლად დატოვება, ამიტომ მისი ასე მოტყუებით ზურგიდან მოკვლა გადაწყვიტა, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, მაგრამ ეს ყველაფერი დედოფალმა დაინახა ხელი გაითავისუფლა და მონადირისკენ ყვირილით გაიქცა, თავის ერთადერთ ვაჟს ხელი კრა და ისარი გულ-მკერდში მოხვდა, იმდენად ძლიერი ნასროლი იყო რომ მშვილდმა ქალის სხეულის მეორე მხარესაც კი გამოყო თავი, დედოფალი გაშეშდა გულ-მკერდიდან და პირიდან ნელა ჩამოუგორდა სისხლი, რთული სათქმელი იყო ეტკინა თუ არა, რადგან მას ბედნიერი სახე ჰქონდა მუხლებზე დაეცა, როდესაც გვერდით უნდა გადავარდნილიყო მონადირე მივარდა და ხელებსშორის მოიქცია დედის სხეული, მონადირეს ცრემლები წასკდა, მისი ცრემლის წვეთები დედამისის სახეზე ნაზად ეცემოდა.ირგვლივ ყველა გაშეშდა, ელი გაშტერებული მიჩერებოდა მონადირეს, მთავარსარდალმა იფიქრა რომ ეს კარგი დრო იყო ელის მოსაკლავად და ელისკენ გაიქცა ხმალაღმართული, სანამ ელი მისკენ გახედვას მოასწრებდა ბილი მთელი ძალით დაეჯახა ელს და ორივე წაიქცნენ, როდესაც ბილმა წამოდგომა ცადა მთავარსარდალმა ხმალი ზემოდან ჩაუყარა ბიჭუნას სხეულს, ზემოდან აწვებოდა, უნდოდა უფრო ღღმად ჩაეყარა, რათა ელიც დაეჭღა, თმცა ხმალი ბიჭუნას ძვლებში გაიჭედა და ვეღარც წინ და ვეღარც უკან ვეღარ წევდა, ბიჭმა სისხლი ამოახველა და ზედ ელს დაესხა მთელი სისხლი, იქაურობა სისხლის გუბეებით აივსო, ელის ჭორფლები მის სახეზე სისხლის წვეთებმა შეცვალეს.
-ბილ..
-ელ შენ ჩემი გმირი ხარ.
ელი ბიჭუნას სხეულს მიწვა დ მინდორზე ნაზად დააწვინა, მთავარსარდალი შეშინდა უცბად ცხენისკენ გაიქცა და მასზე შეჯდა და იქიდან გაიქცა, ბავშვის მოკვლა მის გეგმაში არ იყო, აქამდე ბავშვი არასდროს მოუკლავს, ეს ფაქტი აშინებდა. ელი არ განძრეულა, მას არ გაკიდებია, ის უკვე აღარ ადარდებდა, არც მონადირე ინძრეოდა, უეცრად საზარელი სიჩუმე ჩამოვარდა, მეფეს შეეშინდა მარტო რომ დარჩა, ხმალი ქარქასიდან ამოაძრო და მონადირისკენ წავიდა, მაგრამ ნაბიჯის გადადგმაც ვერ შეძლო, უეცრად გაშეშა, მუცელთან ტკივილი იგრძნო, ქვემოთ დაიხედა და დაინახა ხმლის წვერს როგორ გამოეყო თავი მისი მუცლიდან, უცბად ხმალი გამოძრავდა და უკან გამოაძრეს, მეფეს უნდოდა დაენახა თუ ვინ მოკლა ის, თუმცა შეტრიალება ვერ მოასწრო ძირს დაეცა და მოკვდა. ცხედრის უკან ძველი გმირი იდგა, მოხუცმა საბოლოოდ შეასრულა თავისი მისია და ყველა იხსნა, ამ საცოდავი გოგონას და პრინცის გარდა, ისი ჩუმი ტირილით ტიროდნენ.
ამის შემდეგ თვეები გავიდა, მონდირეს თავზე გვირგვინი დაადგეს და მეფედ იქცა, ის მალე ყველამ შეიყვარა, სოფლების ტერორი დამთავრდა, ელი დროთა განმავლობაში უკეთესად გახდა, ისინი ხშირად მიდიოდნენ სასაფლაოზე ბილის და რობერტის სანახავად. ელმა მონადირესთან ერთად მათი სურვილი აახდინა, სოფელს თავისუფლება აჩუქა. ალექსი, მონადირემ სასახლეში წაიყვანა და როგორც თავის უმცროს ძმას ისე ზრდიდა.
დღს პარასკევი იყო და როგორც ყოველ პარასკევს, ამჯერადაც ელი მათი საფლავზე წასასვლელად მოემზადა.
მონადირე:- უკვე მიდიხარ, არ გინდა გამოგყვე?
-არა მარტო მირჩევნია.
მონადირე ელს მიუახლოვდა, როგორც ყოველთვის აკეთებდა თავის სახე ელის სახესთან ახლოს მიიტანა, მაგრამ ამჯერად შუბლის ნაცვლად ელის ტუჩებისკენ გაიწია საკოცნელად, ელი შეკრთა და უკან დაიხია, მონადირეს ჩაეცინა და ელს შუბლზე აკოცა, ელი წამოწითლდა თავი დაბლა დახარა, შემდეგ მაღლა აიხედა და მონადირეს ტუჩებს თავისი ტუჩბი ნაზად შახო, შემდეგ გაიღიმა უკან გადგა და მოაძახა.
-შეხვედრამდე გარყვნილო მეფე.
მონადირეს გაეცინა , უყურებდა როგორ მიდიოდა ელი. მასაც უჭირდა დედის ხელმეორედ დაკარგვა, თუმცა ელისადმი ეს რაღაც ლამაზი და სასიამოვნო გრძნობა ყველა ტკივილს უქარწ....ბდა.
ელი ბიჭების საფლავების გვერდით იდგა და ცრემლები სდიოდა, მონადირე და ალექსი ამიტომ არ მოყავდა აქ, რადგან არ სურდა, რომ მათ მისი ტირილი ენახათ, არ უნდოდა ყველა დაემწუხრებინა, რადგან ახლა ყველა ბედნიერი იყო.
-მაპატიეთ ბიჭბო მე არასწორი გმირი ვიყავი, ის ვერ გავხდი ვინც გჭირდებოდათ.
დიდხანს იდგა იქ და ტიროდა, უცბად ზურგიდან იგრძნო რომ ვიღაც მიუახლოვდა, ვიღაცის სუნთქვას გრძნობდა კისერთან.
-მაპატიე მაგრამ ეს უნდა გავაკეთო, ეს ჩემი მოვალეობაა.
ვიღაცამ მშვიდი და სევდიანი ხმით ჩაიჩურჩულა და ელმა ყრუ ტკივილი იგრძნო, მუცელში ვიღაცას ხმალი გაეყარაა მისთვის, ელი ძირს დაეცა, თავბრუ დაეხვა, ვეღარაფერს ხედავდა, ირგვლივ ლამაზი ფერები ტრიალებდა, ბავშვების სიცილი ესმოდა, შემდეგ ეს სიცილი გაჩუმდა და მანქანების სიგნალის ხმები გაიგო, უეცრად თვალები გაახილა და ირგვლივ მიმოიხედა, ზუსტად იქ იყო სადაც თავიდან დაკარგა გონება, ელი ფეხზე წამოხტა, ყველაფერი ლამაზი სიზმარივით დასრულდა.
-არა შეუძლებელია, მე აქ არ უნდა ვიყო, მე მათ ვჭირდები, გთხოვ ღმერთო ახლა არა, უკან დამაბრუნე.
თუმცა ეს თხოვნა უშედეგო იყო, მას შემდეგ წლები გავიდა, ელი გზებს ეძებდა უკან დასაბრუნებლად, თუმცა გზა არ არსებობდა. ერთ დღეს ყველაზე მშვენიერი სიზმარიც ხომ უნდა დამთავრდეს, თუნდაც ამის დასრულება ჩენ არ გვინდოდეს, დროთა განმავლობაში ელი ეჩვეოდა ამ ფაქტს, ბიჭებს და მონადირეს ხშირად ხატავდა, არ უნდოდა მათი სახეები დავიწყებოდა..
იმ დღეს საზიზღარი ამინდი იყო ქარი ქროდა და ქუჩები დაცარიელებილიყო, ელმა გასეირნება გადაწყვიტა, ბნელ ქუჩებში მარტო მიაბიჯებდა, როდესაც ზურგიდან მშვიდი და თბილი ხმა მოესმა.
-ელ ჩვენ შენ გიპოვნეთ.



№1 სტუმარი Ana-maria

რაღაცნაირად მომეწონა ეს ისტორია.კარგად იკითხებოდა. ფანტაზიაც იყო ზღაპარიც,მაგრამ სიყვარული მეგობრობა იყო ნამდვილი. წარმატებები და ველი ახალ ისტორიებს.

 


№2  offline წევრი L.G-25

Ana-maria
რაღაცნაირად მომეწონა ეს ისტორია.კარგად იკითხებოდა. ფანტაზიაც იყო ზღაპარიც,მაგრამ სიყვარული მეგობრობა იყო ნამდვილი. წარმატებები და ველი ახალ ისტორიებს.

მალობა ასეთი თბილი შეფასებისთვის.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent