შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ხარ აისი XII თავი


12-03-2022, 20:36
ავტორი n-strovet
ნანახია 1 722

სანამ თვითფრინავი ღრუბლებში არ გაუჩინარდა მანამ ვუყურებდი. დარწმუნებული ვიყავი,რომ ისიც ფანჯარაში იხედებოდა და ცდილობდა პატარა წერტილებიდან ამოვეცანი. თვალებში სითხე დამიგუბდა, ლუკასთან ერთად ჩემი სულიც გაფრინდა საქართველოში. როგორ მინდოდა მეც თავაწეული,ბედნიერი სახით ჩავსულიყავი და ჩავხუტებოდი ჩემს საყვარელ ადამიანებს. ბევრი სირთულე მქონდა წინ,თუმცა ამაზე ვერ ვიფიქრებდი.არ შემეძლო, იმ შიშის ტალღას გავმკლავებოდი, რომლიც ჩემს სხეულს დაუკითხავად
შემოეხვეოდა ხოლმე. მე ჩემი გზა მქონდა,თუ წარმატება და ჩემი მიზნების ასრულება მინდოდა მაშ ჩემი წარსული უნდა დამეტოვებინა, თავისი ტკივილებითა და ისტორიით.
მეორე დღესვე დავუბრუნდი ჩემს გრაფიკს და მივყვებოლდი ცხოვრების დინებას. მართალია,ოჯახიდან ძალიან შორს ვიყავი,მაგრამ მაბედნიერებდა,რომ თავისუფალი ვიყავი. შემეძლო ის გამეკეთებინა,რასაც მოვისურვებდი და ამაზე პასუხისმგებელიც თავად ვიყავი. ვერ წამოიდგენთ იმ ბავშვისთვის,რომელიც ბნელი 90-იანებში გაიზარდა საოცარ კომპლექსიან და დრამატულ საზოგადოებაში,როგორი ბედნიერებაა თავისუფლების შეგრძნება. უამრავი ადამიანი,რომ ყოფილიყო ჩემს ირგვლივ, მაინც შეძლებთ ჩემს ამორჩევას,რადგან იმ მცირეოდენ ხალხს მივეკუთვნებოდი, რომლებიც ემადლიერებოდნენ დღის გათენებას. სხვებისგან განსხვავებით თავისუფლების ფასს ვხვდებოდი. ქუჩაშ სიარულის დროს არ დარბოდნენ კალაშნიკოვით ხელში ბიჭები,არავინ არ იგინებოდა და საქმეს არ ურჩევდნენ კორპუსის კუთხეში. მე გამოვექეცი სიბოროტესა და სიბნელეს, ჩემს თავს ვაჩუქე შანსი, რათა შემეცვალა ბედი. შესაძლებელია გული ვატკინე ბევრს, მაგრამ მათაც მატკინეს გული. მივხვდი, რომ ტკივილი მაბოროტებდა და მეც იმ ქალებს დავემსგავსებოდი, რომლებიც ბოღმისაგან გასიებულები ვერ ეგუებიან სხვის წარმატებას,არ აქვ მნიშვნელობა ეს წარმატება რამდენად დიდია. ამიტომ წამოვედი,გამოვექეცი იმ ბოროტებას,რომელიც ჩემს შეტყუებას ცდილობდა.
ლუკა სამწუხაროდ ექვს თვეში აღარ მინახავს, რატომღაც ერთმანეც ვერ დავემთხვიეთ გული ძალიან დამწყდა, თუმცა გამოცდების ციებცხელებამ სრულიად მომწყვიტა ამ სამყარომ.
……..
-გილოცავ-შამპანიური გახსნა ჩარლიმ და ჭიქებში ჩამოასხა-მეგობრებო, ამ ჭიქით ჩვენს მომავალ ექიმს,პატარა და ძალიან საყვარელ,ძვირფას მელისას გაუმარჯოს-ჭიქა ჰაერში აწია, სვებიც შეუერთდნენ ამ მილოცვას და დალიეს ჩემი სადღეგრძელო. როგორც ქართველებმა ისე არა,მაგრამ არანაკლებ დავიწყეთ აღნიშვნა და გართობა. ერთი შეხედვით ხომ არაფერი, უბრალოდ სტუდენტი გავხდვდი. ერთადერთი ვისაც უნდა უხაროდეს მე ვარ,რადგან ეს შევძელი,გამომივიდა და გადავლახე ის სირთულები, რასაც ვებრძოდი,მაგრამ ჩემზე, ალბათ,ბევრად მეტად უხაროდნენ ეს ჩემიი მცირედი წარმატება და ზეიმობდნენ. ერთი გზააბნებული გოგოს წარმატებას,რომელიმაც შეძლო და სრულფსოვან სამყაროში ფეხის შედგმა.
აუზთან მეგობართან მოსაუბრე ჩარლის მივუახლოვდი, ედიმ უბრალოდ გამიღიმა “მოგვიანებით ვისაუბროთ” გადაულაპარაკა ჩარლის და ადგილს გაეცალა. კეტები გავიძვრე და აუთან ჩამოჯექი,გეხები კი შიგ ჩავაწყვე. ჩარლიც დაჯდა,მაგრამ ფეხები მხოლოდ მოკეცა. “არ შეგცივდეს” მხოლოდ ეს მითხრა.
-მადლობა,ყველაფრისთვის-მზრუნველი მზერით გადავხედე, მან კი გაკვირვებული სახე მიიღო-მართლა,თუ დღეს მე რაიმეს წარმოვადგენ, შენი დამსახურებაა. შენმა მეგობრებიმაც თავიდანვე ისე მიმიღო თითქოსდა წლებია მიცნობდნენ, რატო? იმტომ რომ შენ მიმიღე, დამაფასე იმდენად ძვირფასი ხარ მათვის, რომ ზედმეტი შეკითხვის გარეშე დამეხმარნენ და დღეს აქამდე მოვედი.
-თუ დღეს ესენი აქ არისან, მხოლოდ და მხოლოდ შენი დამსახურებაა! მე არაფერ შუაში ვარ, მართლა-მზრუნველად გადამისვა თავზე ხელი.
-არც კი ვიცი, ოდესმე თუ შევძლებ ამ ყველაფრისთვის გადახდას-თავი ჩავხარე.
-მეგობრები საზღვაურს არ იხდიან-გაეცინა
-მგონი,ხვდები რასაც გულისხმობ
-ჰოომ…
.............
ყველაფერი ევლის სისწრაფით ვითარდებოდა.უნივერსიტეტმა სრულიად ამოაყირავა ჩემი ცხოვრება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია უფრო შემმატა პასუხისგებლომა და მეტად გავიაზრე,რომ რაიმე შეცდომაზე, სრულიად, მე ვაგებდი პასუხს. სწავლის გამო ჩარლის დიდად ვეღარ ვნახულობდი, ისიც ტურნირების გადამკიდე თითქმის არასდროს იყო ქალაქში. უამრავი მეგობრები შევიძინე,რომლებისგანაც დაფასებას ვგრძნობდი. ერთ დღესაც, ჩვენს სასწავლებელს ფოტოგრაფი ეწვია, რომელიც მოდელებს ეძებდა, ყველას ხვდებოდა და მსურველებს მის კონტაქტებს უტოვებდა. ჩემთვის ზედმეტად უნტერესო და ამავდროულად საშიში საქმე იყო, ამიტომ უბრალოდ გავეცალე იქატობას, თუმცა უნივერსიტეტის გასასვლელთან შემხვდა და ბარათი გამომიწოდა.
-იქნებ და დაინტერესდეთ, საკმაოდ კარგი ფოტოგრაფი ვარ.
-მადლობა-თავაზიანად გავუღიმე-მაგრამ მოდელობა ჩემი სტილი არ არის, წარმატებებს გისურვებთ-ვცდილობდი კარგად დავმშვიდობებოდი.
-იფიქრეთ, შემიძლია კარგი მოდელიც გაგხადოთ, ანაზღაურებაც შესაბამისი გექნებათ-პირი გავაღე პასუხის გასაცემად,მაგრამ შემაჩერა.-არ გინდათ, ახლა რა საჭიროა პასუხი? კარგად დაფიქრდით და თუ მზად იქნებით სავიზიტო ფარათზე წერია თუ სად შეგიძლიათ მიპოვნოთ-თბილი ღიმილი მაჩუქა, დამემშვიდობა და წავიდა. დამატებითი შემოსავალი ნამდვილად არ მაწყენდა. ვმუშაობდი,თუმცა საკუთარი სახლის ყიდვა მინდოდა. საერთო საცხოვრებელს,მართალია, არაფერს ვუწუნებდი,მაგრამ არაკომფორტული იყო ჩემთვის. დიდი ხნის წინ დავიწყე ამაზე ფიქრი და ორმაგად ვირჯებოდი,კარგი ანაზღაურების საფასურად. ვერაფერს ვიტყოდი დაფიქრება ნამდვილად ღირდა.
სახლში მისულს რამდენჯერაც სარკეს ჩავუვლიდი ფოტოგრაფი მახსენდებოდა.
“ჯერ ვიმეცადინოთ, შემდეგ ვიფიქროთ” თავს შემოვუძახე და წიგნებში ჩავეფლე. ოთხი საათი ისე გავიდა, ვერც კი გავიაზრე. ბოლოს კეფის ტკივილმა და წელმა შემაწუხა,ცოტახანი შესვენება ავიღე და სენდვიჩის გასაკეთებლად გავედი.
-მე მეგონა ჩაგეძინა-სამზარეულოში მოფუსფუსე ნატალიმ შესვლისთანავე შემამჩნია და გამომეხმაურა, ისე, რომ საქმეს ერთი წამითაც არ მოცდენია.
-ვმეცადინებოდი, სენდვიჩს გავიკეთებ და დავუბრუნდები ისევ ჩემს საქმეს.
-არ არის საჭირო, გაგიკეთე უკვე-გამიღიმა და წინ დამიდო. სამზარეულო ბარის სტილის იყო ასე, რომ იქვე შემოვსკუპდი და სენდვიჩს მშიერი მზერა მოვავლე.
-გემრიელად გამოიყურება-ხელები ერთმანეთს გავუსვი და საჭმელად მოვემზადე. რამდენიმე ლუკმაში თითქმის დავასრულე.-ნატალი იცი, დღეს რა მოხდა?-უარის ნიშნად თავი გააქნია-ფოტოგრაფს მოდელად მოვეწონე და შემომთავაზა მასთან მუშაობა.
-რა კარგია, რას აპირებ-გაუხარდა და მეორე სედვიჩით ხელში შემობრუნდა-ესეც ჭამე, მთელი დღე მშიერი ხარ.
-არ ვიცი-მხრები ავათამაშე-დამატებითი შემოსავალი არ მაწყენდა, მაგრამ…ნუ…არ ვიცი ვნახოთ-ფეხზე წამოვდექი- ოთახში შევჭამ ამას, არ გეწყინოს, კარგი? ბევრი საწერი მაქვს.
-წადი თუ რაიმე გინდა დამიძახე-საქმეს მიუბრუნდა, მაგრამ სწრაფად შემობრუნდა-შენს ადგილას დავთახმდებოდი, იქნებ და ტოპ მოდელი ხდები?-მის ნათქვამზე თავადაც გაეცინა. ოთახში შევედი,იქვე დავდე თეფში და ერთიან საეკეში ჩავიხედე. იმის მიუხედავა, რომ ლუკამ ერთი წლის წინ მნახა, მაინც გაუჭირდებოდა ჩემი შეცნობა. ძველი მელისასგან მხოლოდ თვალები იყო დარჩენილი. სარკიდან 1.79სმ გოგო მიმზერდა. მაღალი ფეხებით,სავსე მკერდითა და მრგვალი უკანალით. ტუჩები მეტად გასქელლებული და ფორმა შეცვლილი, ქერა თმები გამუქებული და ხორბლისფერი გამხდარიყო. “ნეტავ , ვინმე მიცნობს?” გავიფიქრე. მოდელისთვის საკმაოდ კარგი მონაცემები მქონდა.ერთადერტი მიზეზი, თუ რატომაც ვყოყმანებდი მეშინოდა ცნობადი არ გამხდარიყო ჩემთვის გადაღებული ფოტო, იმდენად ცნობადი, რომ საქართველომდე მისულიყო. არ ვიცოდი,რა ვითარება იყო საქართველოში, რამდენად გადმოდგა ჩვენმა ქვეყანა, ევროპისაკენ ნაბიჯი. “იქნებ ისევ სიბნელეშია, გავრისკო?”
-მელისა,რაზე საუბრობ საერთოდ? ისე,ვამბობ თითქოს ტოპმოდელი და ცნობადი სახე ვხდებოდე.-ხელი ჩვიქნია. ქურთუკის ჯიბიკნად სავიზიტო ბარათი ამოვიღე, ჯერ მას შემდეგ კი სარკეში საკუთარ თავს გავხედავდი, რამდენჯერმე გავაკეთე ასე. იმდენად გავერთე, რომ ჩარლი მხოლლოდ მაშინ შევამჩნიე, როდესც ჩემს ზურსგს უკან აღმოჩნდა.-ეე..ჩარლი-ემოციებით სავსე დავიყვირე,სწრაფად შევბრუნდი მისკენ და მეგობარს მთელი ძალით გადავეხვიე.-როგორ მომენატრე.
-რაზე ფიქრობდი,რომ ვერ გაიგე ჩემი მოსვლა-თვაალენი მომიჭუტა.
-გეტყვი,მაგრამ ჯერ შენ მოგიკითხო-ბარათი საწოლზე დავდე და შევათვალიერე-რატომ ხარ გამხდარი?
-პირელ რიგში ეს შენ-ლამაზ შეფუთვაში ყუთი გამომიწოდა-ვიფიქრე,რა შეიძლება საშუქრად ჩამომენტანა.
-არა…სერიოზულად? კარგი, რატომ გააკეთე ეს?-გავენაზე და ყუთის გახსნა დავიწყე-ღმერთო, რა ლამაზია-თვალები გამინათდა, როდესაც ძალიან სადა და ნაზი ყელსაბამი დავინახე, რომელსაც ჩემი სახელის ინიციალი ჰქონდა დაკოდებული “M” ასო კი პატარა ბრილიანტებით ჰქონდა შევსებული.”მოდი,გაგიკეთო”. ყელსაბამი ხელში აიღო,თმა გადამიწია და ყელზე მომარგო-ძალიან ლამაზია-აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი.
-შენ უფრო ლამაზი ხარ-ნიკაპი ლაიწზე ჩამომად წელზე კი ხელები მომხვია-არ მეტყვი რამ ჩაგაფიქრა?
მეც ყველაფერი მოვუყევი მან მითხრა, რომ მეცადა ამით არაფერს არ ვკარგავდი და თუ არ მომეწონებოდა წამოვსულიყავი.
-მითხარი, შენ როგორ ხარ?
-სინდის დავშორდი-დაღვრენილმა ამოილაპარაკა
-რატომ?-გაოცება ვერ დავმალე
-არ ვიცი, ბოლო დროს დაგვეძაბა ურთიერთობა..მეც ვფიქრობ, მომავალზე, მაგრამ ისე არა, როგორც ის.
-მესმის, არც კი ვიცი, რა გითხრა. მეწყინა,მართლა,მთელი გულით. იმედია მორიგდებით.
-ვნახოთ-მხრები აიჩეჩა.
……..
როდესაც ფოტოგრაფ დედისთსან მივედი კოლპლექსებით სავსე ვიყავი,მაგრამ ისე დამამუშავა სუპერმოდელსაც ჩვეულებრივად გავუწევდი კონკურენციას. ჩემს ცხოვრებაში კიდევ ახალი ეტაპი დაიწყო ახალი სამსახური კარგი ანაზღაურებით. ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ მოდელობით იმაზე მეტს ვიშოვნიდი, ვინდრე ჩემს მთავარ სამსახურში. საკმაოდ გავძლიერდი ფინანსურად. ჩემს თავს უფლებას ვაძლევდი მეგობრებთან ერთად მოვდუნებულიყავი და დამელია. სინდიც და ჩარლიც შევარიგეთ ერთმანეთს მეორე შანსი მისცეს. მოკლედ,ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა.
დაახლოებით ერთი წლის შემდეგ , ბრაიანმა, ჩემი და ედის საერთო ნაცნობმა საქმიანი წინადადებით რესტორანში დამპატიჟა. ძალიან გამიკვირდა, ჩემთან ერთ-ერთ ჩვეულებრივ სტუდენტიგან, რა საქმე შეიძლება ჰქონოდა. “მოდი რესტორანში,ყველაფერს იქ გაიგე” მხოლოდ ეს მითხრა. ერთი სული მქონდა საღამოს რვა საათი როდის მოვიდოდა,რომ საბოლოოდ გამეგო, რა ხდებოდა.
აქვე გეტყვით,რომ ამ დროისთვის ჩემს პირადშიც ხდებოდა პატარა სიახლე. უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე მყოფნი დეივი გავიცაი,რომლმაც დაიმსახურა ჩემი ყურადღება და უკვე მესამე თვეა ერთად ვიყავით.
…..
-რას იტყვი-ინტერესიანი სახით შემომხედა ბრაიანმა და ღვინო მოსვა.
-რატომ მე?-მხოლოდ ეს ვიკითხე
- გენდობი-მოკლედ მომიჭრა
-არ ვიცი-დავიბენი
-მისმინე,მე და შენ ერთად გავხსნით აფთიაქის ქსელს.წარმოიდგინე, რამდენად კარგი შანსია. თავიდან პატარას შემდეგ კი გავზრდით. ექპორტს გავაკეთებთ იმ ქვეყნებში, რომლებსაც უჭითვ ყველანაირი წამლის მოპოვება. აი,თუნდხაც შენს ქვეყანაში. ვიცი,საკმაოდ სოლიდური თანხაა. ისიც ვიცი,რომ პატარა სახლის ყიდვას აპირებ მაგ ფულით,მაგრამ შეგიძლია მოვიცადოთ და უკეთესი იყიდო. ნუ გეშინია,არ გადაგაგდებ ყველაფერი იურიდიულად მოხდება. თუ ჩავიძირებით, ერთად ჩავიძირებით.
არც კი ვიცოდი, რა მეთქვა ყველაფერს ველოდი გარდა იმმისა, რომ ბიზნეს პარტნიორობას შემომთავაზებდა. ყველაფერი ამერია გონებაში. დრო რამდენიმე დღე მომცა, მთელი ღამეები არ მეძინა. საკმაოდ ბევრჯერ გავრისკე ზოგი წარმატებით ზოგი კიდევ წარუმატებლად დასრულდა,თუმცა ამ შემთხვევაში სხვა რამის მეშინოდა. ზედმეტად კარგად მიდიოდა ყველაფერი, პრობლემა აღარ მქონდა (ოჯახიდან შორს ყოფნას თუ არ ჩავთვლიდი) და იქნებ ეს იყო, ის რაზეც ფეხი ამიცდებოდა და დავენარცხებოდი.ყოველთვის, როგორ გამერისკა? საკმაოდს მეგობარს ვეკითხებოდი აზრს, მაგრამ ყველანი ნეიტრლს იჭერდნენ “ეს,მხოლოდ შენი გადასაწყვეტია”. გადავწყვიტე, რომ უარი მეთქვა და მოვემზადე მეორე დღისთვის ბრაიანისათვის პასუხი, რომ მეთქა. ბოლო წუთამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემს აზრს არ შევიცვლიდი.
-რა მოიფიქრე?-პირდაპირ საქმეზე გადავიდა ბრაიანი.
-შენ რას მეტყვი ისეთს,რომ შენს მხარეს გადამიბირო?
-მე ყველაფერი გითხარი,თავიდან მცირედით დავიწყებთ,შემდეგ კი გავფართოვდებით. რამდენიმე სახეობის წამალს თავად ვაწარმოებთ ლიცენზიაზე უკვე ავიყვანე ადვოკატი. დიდი ბებიის რეცეპტებია. თურმე საბჭოთა კავშირის ქვეყნებში არაფერი არ შედის ევროპდან, შეგვიძლია შევიყტანოთ.
-გაგიჭირდება-გამეცინა.
-რას იტყვი?
-ჯანდაბა! არც კი ვიცი, არ მძიმავს ღამეებია.
-პასუხი?
-თუ ჩავიძირებით დაე ერთად ჩავიძიროთ-გავუცინე და ღვინო მოსვი-სიგიჟეა!
-ჩვენ ახალ საქმეს გაუმარჯოს.-ჭიქა ზემოთ ასწია.
…………….
თვები მოვანდომეთ ფართის ყიდვას, ამასობაში ლიცენზიაც მოვიდა. სალმაოდ დაბალ ფასად ვნახეთ ფართი და გაგვიკვირდა იქ, რომ მივედით სრული კატასტროფა დაგხვდა. ყველაფერი დასალაგებელი და შესაღები იკყო. სხვა გზა არ გქონდა, ვერც მუშებს დავიქირავებდით ამიტომ ჩვენივე ხელებით მოგვიწია ყველაფრის გაკეთება. მეგობრებიც გვეხმარებოდნენ დეივი და ჩარლი სულ ჩემს გვერდით იყო. საბედნიეროდ ზაფხული დაემთხვა უნივერსიტეტიდან გავთავისუფლდი ამიტომ მთელს ჩემ დროს, როგორაც შემეძლო ამ საქმეს ვუთმობდი. სამსახურიდან მოსული გამოვიცვლიდი საღაბავ ფუნჯს დავიკავებდი ხელში და დავიწყებდი შეღებვას. თვენახევარი მოვუნდით ან საქნეს და საბოლოოდ დავასრულეთ კიდევ.
ეს ის საქმე იყო, რომელმაც დაწყებითი დაბიჯები გადამადგმევინა წარმატებისაკე.
…..

-დეივთან რა ხდება?-სეეირნობის დროს წამოჭრა საუბარი ჩარლმა.
-რავიცი ნორმანულად ვართ-მხრები ავიჩეჩე და იქვე სკვერში ჩამოჯექით
-არ გეტყობათ
-ნუ…ცოტა რაღაც პრობლემებია,მაგრამ არაუშავს. მოგვარებადია
-ურთიერთობა გაქვთ?-ინტერესიანად იკითხა. მე ვერ მივხვდი რას გულისხმობდა და აბნეული მზერა შევანათე-სექსი გაქვთ?.
-კარგი რა ჩრლ-თვალები გადავატრიალე
-აუცილებელია მელისა…თითქმის ერთი წელია რააც ერთად ხართ…
კიდევ უნდოდა ეთქვა რაღაც, მაგრამ არ ვათქმევინე “გვაქვს,დაწყნარდი” მოკლედ მოვუჭერი და შევეცადე თემა გადხამეტანა.-ბედნიერი არ ჩანხადრ ფაქტი ეგ არის. ისევ შენი ყოფილი ქმარი გიყვარს?
-არა,დათა წარსულია ,მაგრამ ვფიქრობ, მე და დეივმაც ამოვწურეთ ერთმანეთი.
-გესაგებია.
…………..
ჩემს ოცდამეხუთე დაბადებსდღეზე მანამ სანამ კლუბში წავიდოდი გადავწყვიტე, რომ დედაჩემისათვის წერილი მიმეწერა. წლების შემდეგ, გავბედე და დავიწყე ისევ დავიკავე კალამი ხელში. ლუკას მეშვეობით გებულობდა, რომ კარგად ვიყავი ტელეფონზე რამდენჯერ ვცადე გასაუბრება,მაგრამ ვერ შევძელი. ეხლაც ლუკას დაჟინებით გადავწყვიტე მიმეწერა მისთვის და მეცნო ჩემი ამბები. ამჯერად არანაირი მისამართის დაფარვით. დაე,ცოდნოდამ სად ვიყავი და რას ვაკეთებდი.
“გამარჯობა დედა, როგორ ხარ? უტიფრად ავიღე კალამი და გწერ, ამდენი წლის შემდეგ ისევ. მინდა იცოდე, რომ სულ მახსოვხარ და მენატრებით. დავიწყებ ჩემი ამბებით არც კი ვიცი, როგორ დავიწყო ან რა უნდა გითხრა. ძალიან ბევრი რამე შეიცვალა მის შემდეგ, რაც მოგწერე. პირველი დავიწყოთ იქედან, რომ სტუდენტი გავხვდი, მეტიც მაგისტრატურაზე მოვეწვე. ვმუშაობ კლინიკაში. არ იჯავრო არაფერზე, არ მშია და არ მწყურია. იმაზე კარგად ვარ, ვიდრე წარმოვიდგენდი თვადც კი. ჩემი პატარა ბიზნესები მაქვს. თავიდან პატარა ფარმაცევტული “კომპანიით” დავიწყე. ჩემი ხელებით გავაკეთე რემონტი,ღამეებს ვათენებდი, ჩემს პარტნიორთან ერთად და აქე-იქეთ დავრბოდი. შრომამ გაამართლა და წარმატება მოგვიტანა. ძალიან ბევრი ფილიალი გვაქვს გახსნილი ჩვენი წამლები თვენთანაც შემოდის და მალე მანდაც გავხსნით ერთ ფილიალს, იქნებდა მაგ დროს ჩამოვიდე? ასევე, საკუთარი ბრენდი დავაარსე,შენთვის შევქმენი სპეციალური სამკაული ულამაზესი თვლებით, როდესაც გნახავთ აუცილებლად გაჩუქებ. კიდევ….კიდევ კლინიკის გახსნას ვგეგმავთ, თუმცა ჯერ შორსაა. სოციალურ ქსელში ფოტოებს მიგზავნის დემე მის ფოტოებს, რა საყვარელი ბავშვი ყავს. პატარა დემეა. თქვენი ფოტოებიც გამომიგზავნა. დე… როგორ არ გამაგებინეთ მამას ამბავი? რომ შევხედე შოკი დამემართა. ძალიან მეტკინა გული,ფული რომ არ აიღე. შენს სიცოცხლეს ვფიცავარ, პატიოსანი შრომით მაქვს ნაშოვნი. იმას რასაც გწერ და დემე გიყვება სიმართლეა. არ გეგონოს, რადგან შორს ვარ ცუდ ცხოვრებას ვეწევი Facebook-ი დაბლოკილი გაქვს, ვერ გწერ. ისიც გავიგე ჩემი წერილი, რომ დამალე. მამას ნახვა მინდა. არ დამელაპარაკო…ჯანდაბას ,მაგრამ მანახე. ან თქვენ წამოდით ლონდონში ვცოვრობ,ძალიან ლამაზ ადგილას ყველანაირ კომფორტს შევუქმნი. ჩემს მეგობარ ექიმებს ვანახებ მამას თავს და ეგებ გავკურნალოთ?. გთხო,მომწერე. ის ფული, რასაც გიგზავნით აიღეთ,ნუ მომექცევი ეგრე,შენი შვილი ვარ!
მიყვარხართ!
ველოდები პასუხს,თუნდაც დარეკვის სახვით.
შენი მელისა.”
……………………….
-მოიცა მილიონერი ხარ?-თვალები დაქაჩა ლუკამ-თუ მილიარდელი?
-ჯერჯერობით მილიონზე შევჩედეთ-გამეცინა-ძალიან გამიხადრდხა, რომ ჩამოდი.
-მილიონერი დაქალი მყოლია და როგორ არ შეგეტენები?-გადაიხარხარა.
-ისევ ის შეშლილი იჭი ხარ,რაც დაგტოვე-თავი დანანებით გავაქნიე.
-ჩემს “ქებას” ჯობს ქართულის კურსებზე ჩაეწრერო, ძლივს საუბრობ, ხომ ხედავ?
-თქვენის ნებართვისთ მელისას მოგტაცებთ-თავზე დაგვადგა ჩარლი. ლუკას გავხედე მან თავიდა დამიქნია Tთანხმობის ნიშნად მე კი ჩარლის გავყევი. -წამოდი-კლუბიდან გამომიყვანა,მანქანასთან მიმიყვანა და ჩამაჯინა. მივხვდი, რომ რაღაც სიუპრიზს მიწყობდა ამიტომ მივენდე. შუა გზაში მანქანა გააჩერაა და მომიბრუნდა -თვალები დაახუჭე-გამიკვირადა და ავტომატურად წამოვიძახე “რა?”-დახუჭე, და მომენდე შარვლის ჯიბიდან ატლასის ნაჭრი ამოიღო და თვალებთან მომიტანა, მეც ზედმეტი კითხის გარეშე დავხუჭე , შეამოწმა ვუყურებოდი თუ არა,როდესაც დარწმუნდა საჭეს მიუბრუნდა. დაახლოებით ხუთ წუთში კვლავ გაჩედა მანქანა. ამჯერად კარების გაღების ხმა გავიგე რამდენიმე წამშკი კი ჩემს მხარეს გაიღო.-გაადმოდი-ხელი ხელზე მომკიდე და გადმოსვლაში დამეხმარა. რამდეიმე ნაბიჯის შემდეგ ეზოს კარების ხმა გავიგონე. მივხვდი, რომ სადღაც სახლში ან ნაკვეთზე მომიყვანა. კიდევ დაახლოებით 20ნაბიჯი გადავდგი ფეხებზე პატარა ბალახებს ვგრძნობდი და მსიამლოვნებდა. ჩემს უკან დადგა -მზად ხარ?-ღრმად ჩაისუნთქა, თავი ნაზად დავუქნია. ნელ-ნელა დაიწყო მოხსნა ვიგრძენი, როგორ ჩამოცურდა ატლასის ნაჭერი ჩემს სახიდან და მეც ფრთხილად გავახილე თვალები. ჩემს წინ ულამაზესი სურათი გადაიშალა. პატარა ხის კოტეჯი, რომლის წინ ულამაზესად გაუწყვია მაგიდა ორ კაცზე. ულამაზესი განათებებით. ვარდის ფურცლებითა და სანთლებით ლამაზი ბილიკი გაუკეთებია. ნელ-ნელა დავიწყე სიარული, მივდიოდი და თან სხეულზე დაკიდებული ფოტოები მეხებოდა. მთელი ცხრა წლის ისტორია ჰქონდა ფოტოებზე გადმოტანილი. ვცდილობდი ყველა ფოტო მენახა,ძალიან ბევრი ჩემთვის უცნობი ფოტო იყო,აზრზეც ვერ მოვდიოდი,როგორ მოახერხა გადაეღო და მე არ დამენახა.
მაგიდას მივუახლოვდი. ნაზად გამომიწია სკამი, მეც მივუახლოვდი და დავჯექი. ჩემს პირდაპირ დაჯდა, სანთლებს შორის დადებული ღვინის ბოთლი აიღო და ჭიქებში ჩაასხა. ველოდი,როდის დაიწყებდა საუბრას. ჩემს გონებაში სრული არეულობა იყო, ვერ ვხვდებოდი,რასაც ვიაზრებდი ვეწინააღმდეგებოდი,წინადადებებსაც ვერ ვალაგებდი რაიმე, რომ მეთქვა თუნდაც “რა სილამაზეა”. უთქმელად მომიჭახუნა და ერთიანად გადაცალა. როგორც ჩანს ცდილობდა ძალა მოეკრიბა.
-ვიცი,რომ გიკკვირს ჩემსგან ასეთი საქციელი. მინდოდა,მშვიდ და წყნარ ადგილას მეთქვა ის ,რასც რამდენიმე წელია მტანჯავს. ველოდი შესაფერის დროს და ადგილს. ვფიქრობ,რომ ეს არის შესაფერისი დრო, დღეს თუ არა მაშ, როდის?-ნერვულად გაიცინა-პირველად,რომ დაგინახე ვიგრძენი,რაღაც ძალიან გიჭირდა ყველანაირი ფიქრისა და გამორჩენის გარეშე შენთან მოვედი და დახმარება შემოგთავაზე. დღეები,თვეები,წლები მიდიოდა და ჩვენი მეგობრობა უფრო ღრმავდებოდა. მეც,როგორც შემეძლო შენს გვერდით ვიდექი და ვცდილობდი დაგხმარებოდი.ისევე, როგორც ჩემს პატარა დას დავეხმარებოდი. ჩვენ ჩვენი პირადი გვქონდა,მაგრამ როდესაც, რომელიმე ჩვენგანს უჭირდა ყველაფერს გვერდით ვდებდით. ვერც კი წარმოიდგენ,როგორი ამაყი ვარ იმით თუ დღეს შენ, რასაც მიაღწიე და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრს მიაღწევ. შენ ამას იმსახურებ!-კვლავ ჭიქა აიღო ხელში ღვინო დაასხა და გამოცალა. მივხვდი,რო არაფრის თქმას აღარ აპირებდა.
-მადლობა,არც კი ვიცი რა ვთქვა. შენ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავ-თბილად გავუღიმე. უცებ ვერც კი გავიგე, საიდნ-მუსიკა ჩაირთო. ჩარლი ფეხზე დგება, ჩემთან მოდის და ხელს მიწვდის. საცეკვაოდ მივყვები.” A Great Big World, Christina Aguilera - Say Something” ფონზე დავიწყეთ ცეკვა. თბილი,წყნარი საღამო,სავსე მთვარე და ვარსკვლავებით მოჭედილი ცა. იდეალური გარემო იყო შექმნილი, რომელიც ნეტარებაში გაგდებდა. ჩარლი თითვეულ მოძრაობას აკვირდებოდა, გრძნობდა. მეც მას მივენდე და უბრალოდ ვცეკვავდი, ყოველგვარი ფიქრისა და დაძაბვის გარეშე. შუბლი შუბლზე მომადო და თვალებში ჩამხედა. ჩემმა ბედნიერმა თვალებმა სწორად გადმოსცა, ის ემოცია, რასაც იმ მომენტში ვგრძნობდი და კვლავ მომაჯადოებლად გამიღიმა. სიმღერის ფონზე, ძალიან ჩუმად თითქმის ჩურჩული წარმოვთქვო “say something” მან საპასუხოდ შუბლზე მაკოცა, უფრო ამიკრო სხეულზე. შუა ცეკვის დროს,როდესაც მის გამალებულ გულის ცემას ვუსმენდი დაიხარ,ყურთან ტუჩები მომაკრო და იქვე ჩუმი, მაგრამ სითბოთი გაჯერებული ხმით წარმოთქვა:
“მე შენ მიყვარხარ”



№1 სტუმარი სტუმარი იაკო

კარგია მომეწონა მაგრამ რაღაცნაირად მინდა რომ დათასთან აღადგინოს ურთიერთობები. ჩარლი კარგი მეგობარია და მეგობრად მინდა დარჩეს. მოკლედ ველოდები შემდეგს დიდი ინტერესით

 


№2 სტუმარი ni

მელისა ამპარტავანი და ეგოისტია, ასევე სუსტია ადამინურ ურთიერთობებში და უსიყვარულო. მიიღო ის რაც ცხოვრებისგან სურდა, კარგია❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ფანარი

მელისა ძალიან სხვა გახდა

 


№4  offline წევრი n-strovet

სტუმარი იაკო
კარგია მომეწონა მაგრამ რაღაცნაირად მინდა რომ დათასთან აღადგინოს ურთიერთობები. ჩარლი კარგი მეგობარია და მეგობრად მინდა დარჩეს. მოკლედ ველოდები შემდეგს დიდი ინტერესით

მადლობა შეფასებისთვის heart_eyes heart_eyes

ni
მელისა ამპარტავანი და ეგოისტია, ასევე სუსტია ადამინურ ურთიერთობებში და უსიყვარულო. მიიღო ის რაც ცხოვრებისგან სურდა, კარგია❤️

heart_eyes heart_eyes

სტუმარი ფანარი
მელისა ძალიან სხვა გახდა

გაიზარდა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent