შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაყიდული ღირსება (თავი 8 (2))


13-03-2022, 23:41
ავტორი თმარი.K
ნანახია 5 003

თავი 8

ვახტანგი.




- ანა ! ანა! გხმა გამეცი
მის გონებადაკარგულ სხეულთან მუხლომყირი ვიდექი, მისი სახე ხელებში მქონდა მოქცეული, სახიდან თმა გადავუწიე, სახეში ცოტა შემოვარტყი მაგრამ გონზე არ მოდიოდა. ხელში ავიყვანე და მანქანისკენ გიჟივით გავიქეცი, შუბლიდან სისხლი მოსდიოდა, მანქანაში უკან ჩავსვი, ირაკლიც მიუჯდა გვერდით და საავადმყოფოსკენ გავვარდი გიჟივით.
არასდროს მიყვარდა სიჩქარე, ყოველთვის მშვიდი და გაწონასწორებული მძროლი ვიყავი, თუმცა ახლა ეს სიმშვიდე შფოთს შეეცვალა, გიჟივით მივქროდი, შუქნიშანზე რომელზეც წითელი ენთო ყველგან გავიარე, ავარიას ბევრჯერ გადავურჩით, დრო ჩემ წინააღმდეგ მოქმედებდა, ირაკლიმ სახეზე წყალი შეასხა თუმცა უშედეგოდ, გონება ისევ დაკარგული ჰქონდა.
საავადმყოფოში მივედით, და ბლოკში შეიყვანეს, გარეთ კი ბოლთას ვცემდი, ვერ ვჩერდებოდი, წინ და უკან არაადეკვატური ადამიანივით დავიარებოდი, საკუთარ თავს ნამდვილად არ ვგავდი.
- იმედია ცოცხალია.... - თქვა ირაკლიმ
- იმედია ირაკლი იმედია, შენ რომ არა .....
- რა ვიცოდი კართან თუ იდგა, ძალით ხომ არ მინდოა...
რამოდეიმე წუთი გავიდა, ექიმი არ გამოდიოდა, მიმღებში ანას ამბავი მოვიკითხე, მითხრეს რომ ექიმი სინჯავდა. მალევე ექიმიც გამოვიდა.
- ბატონებო საშიში არაფერია, მსუბუქი დარტყმის შედეგად, შუბლი ოდნავ აქვს გახეთქილი, ნაკერები დავადეთ, ტვინის შერყევა არ აღნიშნება, გონებაზეც მოვიდა, ოდნავ შეშინებული იყო, თუმცა ახლა კარგადაა, რამოდენიმე წუთით დავაკვირდებით და გავუშვებთ.
- შეიძლება ვნახო? - დამშვიდებულმა ვიკითხე.
- არა, სამწუხაროდ ემერჯენსის ბლოკში ვერ შეგიშვებთ.
- ტელეფონზე რომ დამალაპარაკოთ, ხომ შეიძლება მისი ხმა მაინც გავიგო არა?
- თქვენ მეუღლე ხართ მისი ?
ამ კითხვამ დენივით დამიარა....
- არა, ის... მმ... - ასეთი დაბნეული ჩემი თავი არასდროს მახსენდებოდა.
- ექიმო, ის ჩვენი თანამშრომელია, შემთხვევით მოხდა ეს ყველაფერი, და ამიტომ ვართ ანერვიულებულები გესმით ხომ ? - სიტუაციიდან გამომიყვანა ირაკლიმ, მხარზე ხელი გადამხვია.
- რა თქმა უნდა მესმის ბატონებო თქვენი ნერვიულბა, არ არის სატელეფონო ზარი საჭირო მალე გამოვუშვებთ.
საავადმყოფოს ეზოში გავედით, ირაკლიმ სიგარეტს მოუკიდა და ღრმა ნაფასი ამოარტყა, ცდუნებას ვერ გავუძელი და ერთი ღერი მეც მოვწიე.
- ისევ არ დაიწყო, ორონდ კარგი ? - მითხრა ირაკლიმ.
- არა, რას ვიფიქრებდი კიდევ თუ მოვწევდი...
- ნერვიულობამ იცის ვახო
- მართალი ხარ.
- რა განერვიულებს ისე ტო, თავი გაიტეხა, ჩვენ რომ ვთამაშობდით რამდენჯერ გაგვიტეხია თავი ჰა ? ნელი და ლია რო ტიროდნენ და ჩვენ ვიცინოდით გახსოვს?
- მახსოვს ირა, მახსოვს, რა დამავიწყებს.
რამდოენიმე წუთი სანამ სიგარეტს ვეწეოდით, ბავშობა გავიხსენეთ, ცოტა გავმხიარულდი, დავმშვიდდი, ბოლო ბოლო ჯანმრთელად იყო და თან ოცხალი.
ამასობაში ექიმი გამოვიდა და ანაც გამოიყვანა, შუბლზე პლასტერი ქონდა გადაკრული, სახე ანერვიულებული და შეცბუნებული ქონდა, ინსტიქტურად მისკენ წავდი და ჩავეხუტე, თავი მხართან დამადო და თმაზე მოვეფერე, წამის მეასედებში ხელი ამიკანკალდა, გაუცნობიერებელი ქმედება გავაცნობიერე და უცებვე გავიწიე.
- როგორ ხარ?
- კარგად, უკვე კარგად - ღიმილით მიპასუხა
- იღიმი, ეს უკვე კარგის ნიშანია - ვუპასუხე, და თმა სახიდად ხელის დაუფიქრებელი მოძრაობით ისევ ინსტიქტურად გადავუწიე.
- ანა, ბოდიში რა, მაშინ კი შემეშინდა მაგრამ ეხლა მეცინება, ბოდიში რომ თავი გაგიტეხე რა - სიცილით უთრა ირაკლიმ.
- არაუშავს, თავს არაუშავს - ისევ ღიმილით დაუბრუნა ირაკლის ანამ პასუხი.
მანქანისკენ ნელ-ნლა წამოვედით, და ანას სახლისკენ წავედით, მიუხედავად იმისა რომ ბიზნეც ცენტრიდან მის სახლში წაყვანაზე მტკიცე უარი მითხრა, ამას მაინც ვერ აცდა, მე მიმყავდა სახლში.
გზად ირაკლის ნელიმ დაურეკა და მალევე მივიყვანე სახლში, მანქანაში ისევ მე და ანა დავრჩით. ერთ ხანს საკმაოდ ჩუმად მივდიოდით ხმა არც მას და არც მე არ ამოგვიღია, თუმცა ეს მდუმარება კარგად არ მოქმედებდა და არც დიდად კარგის მომასწავებელი უნდა ყოფილიყო, უცებ ფიქრებში გართულს ანამ დაარღვია დუმილი.
- თქვენ ალბათ რას არ ფიქრობთ ჩემზე...
- ვერ მივხვდი, რას გულისხმობ?
- ანუ, მე იმის თქმა მინდა, რომ ალბათ ჩემზე ცუდად ფიქრობთ
- რატომ უნდა ვიფიქრო ცუდად? საით მიგყავს საუბარი, თუ რამის კითხვა გინდა პირდაპირ მკითხე ანა, მე ესე მიკიბულ მოკიბული საუბრები არ მსიამოვნებს, ხომ იცი არა?
- არა, ანუ ბარში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს თუ, ამ ყველაფერს დავამატებთ, ალბათ ფიქრობთ რომ მხოლოდ ფული მაინტერესებს...
- ანა, შენ ზრდასრული ჩამოყალიბებული ადამინი ხარ, შენ ქმედებებზე შენვე ხარ პასუხისმგებელი, რაში გაინტერესებს მე რას ვიფიქრებ? ან თუ ვიფიქრებ ისევ შენი ნათქვამიდან გამოდმინარე, შენ თავად თქვი რომ ფული გჭირდება სახლისთვის ასე არაა?
- დიახ, მაგრამ....
- აქ უკვე მაგრამ ზედმეტია ანა, ვისთვის რა არის პირორიტეტი, ყველა ჩვენ მოთხოვნილებებს როგორც შეგვიძლია ისე ვიგმაყოფილებთ, ზოგი წვალობს მუშაობს, ზოგიც მარტივ გზებს ეძებს, ასე რომ ნუ დაინტერესედები ჩემი შენდამი დამოკიდებულებით. შენ ჩემი შვილი უნდა გააჩინო, ჩემი ვალდებულებაა შენზე ვიზრუნო, მას შემდეგრ აც ბავში გაჩნდება, ჩემი და შენი გზები გაიყოფა.
- მე ბატონო ვახტანგ ბევრ ვიწვალე, ძალიან ბევრი, ეს ცხოვრება ძალიან უსამართლოა ჩემ მიმართ, ზედმეტადაც კი
წინადადება დაასრულა და ტირილი დაიწყო. შემეცოდა, თავში ათასი ფიქრი ამერია, რატომ ტიროდა, თავს მაცოდებდა თუ რის მიღწევას ცდილობდა ამ ყველაფრით უკვე ვეღარ გამეგო. იქვე პარკინგზე გავაჩერე მანქანა, ტირილს არ წყვეტდა, სლუქუნებდა, ხელსახოცი მივეცი.
- ანა, საბოლოოდ გეკითხები, ხომ იცი ერთი და იგივეს გამეორება მეზიზღება, გიმეორებ რა ხდება მითხარი, შემიძლია რამით დაგეხმარო?
დუმდა, ისევ ტიროდა ხმას არ იღებდა, ერთი ფიქრით მინდოდა ეთქვა რა უჭირდა და დავხმარებოდი, მეორე ფიქრით თითქოს ეს ფული სახლისთვის არ უნდოდა, მაგრამ არ ამბობდა არაფერს, ამერია თავში ყველა ფიქრი. ვუყურებდი და ფიქრით ვეუბნებოდი რომ ეთქვა, თანახმა ვიყავი იმაზეც რომ სუროგაციაზე უარი ეთქვა, ისე დავეხმარებოდი, ან რატომ მინდოდა მისი დახმარება ამასაც ვერ ვიაზრებდი, ზოგჯერ ისეთი უსუსუსრი და დაუცველი იყო, სულ მავიწყდებოდა მისი შესაძლებლობები. რატომ ? ეს კითხვა სულს და გულს მიწიოკებდა.
- ბოდიშს გიხდით, უბრალოდ ემოციებს ავყევი, ესაა და ეს.
- ემოციებს? რა ემოციებს ანა?
- არაფერი განსაკუთრებული, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ.
- ჯანმრთელობას ხომ არ ეხება?
- არა არა, ხომ გითხარით შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, წამიყვანეთ სახლში თუ შეიძლება.
განვაგრძეთ სვლა მისი სახლისკენ, ძალიან მინდოდა ის ქალბატონი ეზოში დამხვედროდა, ალბათ ყველაფერს გამოვკითხავდი, იქნებ რამე გამეგო, თუმცა უშედეგოდ, ანა სახლთან დავტოვე, რამდენიმე წუთი გავჩერდი თუმცა ეს ქალბატონი არსად ჩანდა.
ექიმმა დამირეკა, მითხრა რომ სამშაბათს აპირებდა პროცედურის ჩანიშნვას, ძალიან გამეხარა რაც მალე მით უკეთესი იქნებოდა, ჩემი შვილი, გულს და სულს ერთად უხაროდა, ანას კი ორსულობა ნამდვილად დაამშვენებდა, ნეტა ირინე როგორი დედა იქნებოდა, სულ ამაზე მეფიქრებოდა, მიუხედავად იმისა რომ ჩემი მეუღლე იყო, ზედმეტად ეგოიზმით შეპყრობილს რამდენად შეეძლო შვილისთვსი კარგი დედობის გაწევა, ამაზე სულ მეფიქრებოდა, თუმცა პირველ რიგში საკუთარი თავის იმედი მქონდა, და მერე სხვა დანარჩენის.
იყო დრო, ირინესთან განქორწინებაც კი მოვინდომე, დაახლოებით ერთი წლის წინ ისევ სმა დაიწყო, ბევრი ნერვიულობა და თეთრი ღამეები გამოვიარეთ ერთად, მიყვარდა კი ალბათ, და ეს ის სიყვარული იყო რაც ანამ მაშინ ბარში ირაკლის უთხრა, ნელ-ნელა პატივისცემაში რომ იზრდება და ურთერთგაგებაშიო, თუმცა ჩვენ შემთხვევეაში ეს ძალიან მალე მოხდა, მიყვარდა კი ისვ ისე როგორც პირველი დანახვისას? შვილი მგონია რომ იქნება ჩვენი ოჯახის გადამრჩენი...
ექიმთან საუბრის შემდეგ, ორ ადმაიანთან უნდა დამერეკა, ირინესთან და ანასთან, ორივესთვის მეთქვა ახალი ამბავი, ანას დავურეკე. დილით 10 საათზე იყო ჩანიშნული ეს პროცედურა. მიხაროდა, უსაზღვროდ მიხაროდა.



ანა.


დილა გათენდა, წარმოუდგენელმა ნერვიულობამ ამიტანა, ეს დღეც მოვიდა. ავდექი გავემზადე ჩავიცვი, ის ის იყო სახლიდან გავიდოდი ვახტანგი მირეკავდა. ტელეფონს რომ დავხედე გული ამიფრიალდა, გამაჟრიალა, რა მანერვიულებდა ამ კაცთან მიმართებაში არ ვიცოდი. ხელები გამეყინა, ტელეფონს ვუპასუხე.
- დილამშვიდობის ანა, აბა როგორ ხართ?
- მადლობთ, თავად?
- მშვენივრად. ანა სახლთან გელოდები, ხომ არ წასულხარ?
- არა, ახლა ვაპირებდი გასვლას.
- ძალიან კარგი, ერთად წავიდეთ.
ეზოში გავედი. შავ მანქანასთან იდგა, შავი პალტო ეცვა, თეთრი ყელიანი პერანგი მოუჩანდა, წვერი და თმა როგორც ყოველთვის მოწესრიგებული ჰქონდა, ფეხზე კლასიური ფეხსაცმელი ეცვა, მიყურებდა და თან იღიმოდა, წამიერად გავიყინე. რატომ ვაკივრდებოდი ამ კაცს ასე დეტალურად? რად მაინტერესებდა მისი ღიმილი?
- მალე ანა, დაგვაგვიანდა
მე ისევ გაყინული ვიდექი ერთ ადგილას. მარჯვნივ კარი გააღო და მიმითითა წინ დავმჯდარიყავი.
- ირინე არ არის?
- არა, არ მოდის.
ისევ მასთან ერთად, მანქანაში, მის სიახლოვეს, ღმერთს შველას ვთხოვდი, ამ მაცდური ფიქრებისგან გავეთავისუფლე. როგორც კი მანქანაში დავჯექი კარი მოხურა, ისიც დაჯდა და მანქანა დაქოდა. მისი ოდეკოლონის სურნელმა თავბრუ დამახვია, თვალი ნელა გავაპარე მსიკენ, ისევ ვაკვირებოდი, მრცხვენოდა, თმაზე დავაკვირდი, მშვენივრად ჰქონდა, ნელ ნელა ჩემი მზერა თაველბზე და ტუჩებზე გადავიტანე, სუნთქვა შემეკრა, რა ჯანდაბა მინდოა ღმერთო, უცებ მუშტი შევკარი და რაც ძალა და რონე მქონდა ვუჭერდი.
საკუთარ თავის მრცხვენოდა, საკუთარი ფირების და ქმედებების. რა მინდოდა ამ კაცისგან?! რატომ ვაკვირდებოდი ესე, თავალს ვახელდი მის ღიმილს ვხედავდი, მსგავსი რამ არასდროს დამმართნია, ნეტავ ირაკლი რომ მენახა თავის დროზე იგივეს ვიგრძნობდი? ან რას ვგრძნობდი ვახტანის მიმართ, საკუთარ თავს ვუჯავრდებოდი, ზედმეტად ქაოსი მქონა თავში.
უცებ გაყინული ხელები გამითბა, თვალი წამიერად გამიშეშდა, ვახტანგს ხელში ჩემი ხელი ეჭირა.
- ანა, კარგად ხარ?
ნერწყვის გადაყლაპვაც კი მიჭირდა, საშინელმა კანკალმა ამიტანა, წამიერად ხელი გამოვწიე და ღრმად სუნთქვა დავიწყე, თმა სახიდან გადავიწიე და ამოვისუნთზე.
- კი კი, უბრალოდ ცოტას ვნერიულობ.
- არაფერი არ არის სანერვიულო, ნუ ნერვიულობ ყევლაფერი კარგად იქნება.
- იმედია.
ისევ მიღიმოდოდა, ძალიან ახლოს იყო ჩემთან, მისი სურნელი ცხვირს მიწვავდა, სულს მიშფოთებდა, ღმერთო რა მემართებოდა...
კლინიკაში მივედით, საპროცედუროში გამიყვანეს, მოსამზადებელი პერიოდის დროს ექიმს ვთხოვე, რომ არ ეთქვა არავისთვის იმის შესახებ რომ მე მამაკაცთან ურთიერთობა არ მქონია. ისიც დამთანხმდა უპრობლემოდ.
რამდენიმე ხანში თვალი გავახილე, პალატაში ვიწექი, ის კი წინ და უკან დადიოდა, თეთრი პერანგი შავ შარვალში ჰქონდა ჩაყოლებული, წელზე კი შავი ქამარი ეკეთა, უცებ გამომხედა და ისევ გამიღიმა, ჯანდა ეს ღიმილი, უკვე აღარ შემეძლო. ისევ ის უჟმური და შეუვალი გამომეტყველება მერჩივნა, ვიდრე თბილი ღიმილი.
საწოლს მოუახლოვდა, ხელი მომკიდა და გვერდით ჩამოჯდა.
- აბა როგორ ხარ?
- კარგად, კარგად.
- ხომ ხედავ არაფერი სანერვიულო არ ყოფილა, ექიმმა თქვა უნდა იწვეს და თავს გაუფრთხილდესო, არანაირი ფიზიკური დატვირთვაო, სუფთა ჰაერიც ძალიან კარგი იქნებაო, ამიტომ ვფიქრე, ყაბეგში ხომ არ წავიდეთ? თოვლიც იქნება, ჰაერიც, გუდაური და ბაკურიანი ზედმეტად ხალხმრავალია, რას იტყვი?
- სიმართლე გითხრათ ვერაფერს მივხვდი, ძალიან ბევრი ინფორმაცია იყო - ცოტა გამეღიმა.
- ანუ, ამ დღეებში წავიდეთ ყაზბეგში, რას იტყვი?
- მე რომ უარი ვთქვა, თქვენ მიიღებთ ამ უარს?
- ხო, ამ ცოტა დროში კარგად გაგცნია ჩემი ხასიათი.
- აბა რატომ მეკითხებით მაშინ?
- ისე უბრალოდ - ისევ ეს თავბრუდამხვევი ღიმილი.
- რა გაეწყობა მაშ.
- მე სასტუმროზე ვიზრუნებ, შენ განწყობაზე.
- ვინ წამოვა?
- რას ნიშნავს ვინ ?
- ანუ, მე და თქვენ გასაგებია კიდევ ?
- მაგაზე არ მიფიქრია სიმართლე გითხრა, ირინეს დიდად თოვლი არ უყვარს, და მშვიდი გარემო, ალბათ ის არ წამოვა, ირაკლი წესით უარს არ იტყვის, სხვას ვერც ვეტყვი ვერავის, ანუ ჩემი და შენი ურთიერთობას ვერ ავხსნი, ხვდები ხომ?
- ირაკლიმ იცის?
- კი, ირაკლიმ ყველაფერი იცის.
ირაკლი, ვერასდროს გაიგებდა რომ მე მის ცხოვრებაში ვარსებობდი, როგორც ის ჩემში, ეს არც კი განიხილებოდა. მაგრამ მაინც უხერხულობის გრძნობა მეუფლებოდა, რაც არ უნდა იყოს, მისდამი გრძნობას მიუხედავად ყველაფრისა ყოველთვის ვუფრთხილდებოდი და გავუფრთხილდები, მაგრამ დღეს რომ ირაკლი ჩემ წინ დგას, სულ სხვა ადამიანია, მას ძველებურად ვერასდროს შევხედავ. მისი ქმედებები, წარმოუდგენელი იყო, ის რაც მან მითხრა, გული მატკინა... თუმცა დღეს მე და ირაკლის მომავალი ნამდვილად არ გვაქვს.
რამოდენიმე საათი გავიდა, ნინომ დამირეკა მომიკითხა, პალატაში ვახოს გარდა არავის უშვებდნენ, ვუთხარი რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, რამდენიმე კვირაში გვეცოდინებოდა ვიყავი თუ არა ორსულად.
ცოტა მოსაღამოვდა, მიმეძინა, უცებ კარი ნელა გაიღო და ვახტანგი შემოვიდა, ხელში ულამაზესი ყვავილების თაიგული ეჭირა, ეს ღია ვრდისფერი, ოდნავ მოთეთრო ვარდები იყო. დასწყევლოს ღმერთმა ისევ ღიმილით მოდიოდა. საწოლის გვერდით ტუმბოზე დადო.
- იმედია მოგეწონა.
- ძალიან, ულამაზესია, რა საჭირო იყო, რატომ წუხდებოდით.
- რა შეწუხებაა რას ამბობ, პირიქით, მიხარია თუ გაგახარე.
ამ კაცის სიახლოვეს უნდა ვიყო 9 თვე, ამაზე ფიქრი აღარ შემძლო, ალბათ ბოლოს მენტალურად შევირყეოდი. საკუთარი საღი გონების იმედად ვრჩებოდი და არა გულის და სულის, რომელიც ამ უცნაურ სიტუაციაში მხვევდა.
- ექიმმა, შეგიძლიათ წახვიდეთო, დღეს გამწერენ.
- ძალიან კარგი, მე ამასობაში სახლი მოვაწესრიგე და მიგიყვან იქ.
- არა, არა, ჯერ არა, ასე უცებ?
- ხო, აბა ასე არ შევთანხმდით?
- რამდენიმე დღე ხომ შეიძლება ჩემ სახლში დავრჩე, ჩემი ნივთები ავიღო, ჩავალაგო?
- ყველაფერი გექნება ანა იქ, ახალი
- არ მინდა ახალი, ჩემი მირჩევნია, გთხოვთ, ერთი კვირა მაქსიმუმ
სკოლის მოსწავლესავით ვეხვეწებოდი, თითქოს იმედი მქონდა უარს არ მეტყოდა, მიუხედავად იმისა რომ ჩემ მოსაზრებას არ იზიარებდა, თითქოს გულში მაინც მთანხმდბოდა.
- ერთი კვირა და არც ერთი წუთით მეტი.
- არის ერთი კვირა.
ძალიან გამეხარდა, ყველაზე გაყინული გულის გალღობაც კი შესაძლებელი ყოფილა. სახლში წამიყვანა, მანქანიდან გადმოვედი და ის ის იყო უნდა დავმშვიდობებოდი, რომ გამაჩერა, საბარგული გახსნა და უამრავი პროდუქტი ამოალაგა. ეს იმას ნიშნავდა, რომ სახლში უნდა შემოსულიყო, ამ ნივთების სახლში შეტანის უფლებას მე არ მომცემდა. არ მინდოდა ბაბუ ენახა, ვენერა დეიდას დავურეკე, ვთხოვე ბაბუ მასთან გაეყვანა, არ მინდოდა ვახტანგს ენახა და რამე ეეჭვა, ვენერა დეიდამ როგორც კი გაიყვანა ბაბუ მაშინვე მითხრა. ამასობაში კი ვითომ დიდი ინტერესით პარკებს ვქექდი, ვითომ მაინტერესებდა დიდად რა იდო. როგორც კი მშვიდობა ვიგძენი სახლისკენ წავედი, უკან ვახტანგი მომყვებოდა. კარი გავაღე და შევედი.
- კარს არ კეტავ ხოლმე?
- არა, ძალიან იშვიათად, ამ სახლში არაფერია ვინმე რომ დააინტერესოს.
სამზარეულოსკენ მივუთითე, მე კი ქურთუკი გავიხადე და ტახტზე დავესვენე. რამოდენიმე წამში დაბრუნდა და გვერდით მომიჯდა.
- ლამაზი სახლია, მშვიდი და მყუდრო.
- კი, კარგია ძალიან.
- თუმცა უკეთესი გექნება.
- მართალია.
- დიდი ხანია აქ ცხოვრობთ? - გაკვირვებით იყურებოდა აქეთ იქით, ალბათ ასეთი მდგომარეობაც არ წარმოედგინა.
- კი, დაბადებიდან აქ ვცხოვრობ, ჩემი მშობლებიც აქ ცხოვრობდნენ, ბებიაჩემიც, სანამ გარდაიცვლებოდნენ.
- მშობლები, გარდაცვლილი გყავს ანა ?
- დიახ, პატარა ვიყავი, ავარიაში მოყვნენ, და ადგილზე დაიღუპნენ, სასწრაფომ ვერ მოუსწრო, ის ვინც ამათ დაეჯახა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ვერ იპოვეს, ბაბუ იხსენებდა ხოლმე რომ ეძებდნენო, თითმხილველები იყვნენ, ვიღაც ახალგაზრდა ბიჭები იყვნენო, მანქანიდან გადმოცვიდვნენ და გავარდნენო, ერთი სიტყვით ეს ამბავი მაგრად მიიმალა და პროკურატურაში თაროზე შემოიდო, ჩვენ არც არავინ გვყავდა მსგავს უწყებაში, დამნაშავისგან განსხვავებით, თორემ როგორ შეიძლებოდა ასე დედამიწიდან ყველაფრის აორთქლება. მას შემდეგ კი ბებიაც მალევე დაიღუპა, შვილის გარდაცვალებას ვერ გაუძლო. მე სიმართლე გითხრათ არ მახსოვს არაფერი, ძალიან შეეცადნენ ჩემთვის მაშინდელი მომხდარი უბედურების შესახებ არ ეთქვათ, კადრებივით მახსოვს მშობლები, რამოდენიმე მომენტი, დაახლოებით 5-6 წლის თუ ვიყავი ეს ტრაგედია რომ მოხდა
- რა სამწუხაროა, ბოდიშს ვიხდი არ ვიცოდი, ბაბუაზე კი ვიცოდი შენთან რომ ცხოვრობდა, მაგრამ ვიფიქრე მშობლები საზღვარგარეთ მუშაობენთქო, ან რაიონში, ამას ვერ წარმოვიდგენდი, ვიზიარებ, კიდევ ერთხელ ბოდიში.
- არა, რას ამბობთ, თქვენ არაფერი იცოდით, მადლობა.
- რამდენი წიგნი გქონიათ სახლში
- კი, ძალიან ბევრი, რამოდენიმე ჩემი ნაყიდია, დანარჩენი კი ბაბუს შეძენილია.
- არაჩევეულებრივი წიგნებია, ბაბუს კარგი გემოვნება აქვს.
- უყვარს ლიტერატურა და არამარტო.
- ახლაც კითხულობს ხოლმე?
- არა, ახლა, თვალების გამო ვეღარ კითხულობს.
- სახლში არ არის ახლა?
- არა, სახლში არ არის, გასული იქნება სადმე.
- ბაბუს ჩემგან დიდი მოკითხვა, ხომ მართლა, ანა, შენ რომ საცხოვრებელს შეიცვლი, ბაბუს თუ რამე დაჭირდება, ან დიასახლისი ან რავიცი, რამე არ მოგერიდოს ხო, კვირის ბოლოს ყოველთვის მოვუტან პორდუქტს გპირდები,
- არა, არა, ბაბუ არ იქენება თბილისსში, რაონში მიდის.
- რაიონში?
- ხო, ვენერა დეიდას ახლობელთან, ისიც მარტოა და ჰაერზე წავიდეთო შეთავაზა.
- რა პრობლემაა იქ მივაწოდოთ პროდუქტები, მით უმეტეს რაიონში უფრო დაჭირდებათ.
- არა, არა, არ არის საჭირო, პირობას გაძლევთ თუ რამე დაჭირდებათ მე გეტყვით.
- ვითომ ?
- გპირდებით.
- კარგი, ბაბუ მომიკითხე რომ დაბრუნდება, დროებით.
ტახტიდან ადგა, პალტო ჩაიცვა, სასიამოვნო ნიავმა მისი სურნელი ისევ ჩემამდე მოიტანა, მივხვდი რომ დივნის უკან იდგა, თვალები დახუჭილი მქონდა, უცებ ლოყებზე ვიგრძენი მისი ხელები და ტუჩები შუბლზე. წამიერად მაკოცა და გავარდა.
თვალები გავახილე და დავმუნჯდი, ფიქრიც კი აღარ შემეძლო. არ მინდოდა მისი ყურადღება პირადად მიმღო, გონება მკარნახობდა რომ ეს არა ჩემ მიმართ არამედ ბავშის გამო ხდებოდა, რომ არა ბავში ვახო ისევ ისეთი იქნებოდა როგორც ადრე.
ამ ქაოსსში დაკარგული გონება ტელეფონის ზარმა გამომიცოცხლა, ლიდა ექიმი იყო. მოვუყევი ყველაფერი, მითხრა რომ თანხის გადარიცხვის შემთხვევაში ხუთშაბათს შესაძლებელი იქნებოდა ბაბუს გამგზავრება. ვახტანგის კი ჯერ თანხა მოცემული არ ქონდა. მიუხედავად ყველაფრისა გულიც და სულიც ერთოდროულად მისკდებოდა ეს თანხა რომ უნდა მეთხოვა.
ღამის 10 საათიც მოვიდა, ტელფონს გიჟივით დავხედავ, ავკრეფ მის ნომერს ვცდილობ დავურეკო, ვერ ვურეკავ, ბოლოს მაინც გავბედე და დავრეკე.
- ანა, მშვიდობაა?
- დიახ, ცუდ დროს ხომ არ ვრეკავ, გცალიათ რამდენიმე წუთით?
- დაგირეკავ.
ტელეფონი გამითიშა, ბარში იყო, მუსიკის ხმა მესმოდა. ისევ მოწყვეტით ჩავესვენე დივანში. დამირეკა.
- ანა, მოხდა რამე?
- ძალიან მერიდება, მაგრამ იმ თანხას როდის მომაწვდით?
- ახლა გჭირდება?
- იცით, კარგი ვარიანტი გამომიჩნდა სახლის და არ მინდა დავკარგო.
- ანა, ახლა??
- არა, დღეს არა, ხვალ იყოს, არ მინდა გადავდო.
- რა პრობლემაა, ეს ფული შენია, ხვალ დილით გამოგივლი და მივიდეთ ბანკში.
- დიდი მალდობა.
- არაფრის, სხვა ?
- არაფერი, მადლობა კიდევ ერთხელ.
ტელეფონი გავთიშე და ამოვისუნთქე. ვენერა დეიდა გავაფრთხილე მომზადება დაეწყო, მე კი ბაბუს ნივთების გამზადება დავიწყე. ნელ-ნელა ერთი ჩემოდანი გავავსე. ბაბუს ოთახიდან გამოვიდა.
- რა ხდება ბაბუ, მივდივართ სადმე?
- ბაბუ, ზეგ შენ და ვენერა დეიდა გერმანიაში მიდიხართ, იქ იქნებით რამდნეიმე თვე, ოპერაციას გაგიკეთებენ, შმედეგ რეაბილიტაცია და დაბრუნებით უკან.
- ბაბუ გენაცვალოს, ამ ოპერაცის ფული შვილო სად გვქონდა, ან შენ რატომ არ მოდიხარ ბაბუ ჰა?
- ბაბუ მე უნდა ვიმუშაო აქ, სესხი ავიღე რამდენიმე, ზოგი ბანკიდან ზოგი თანამშრომლებს ვესესხე, სამსახურიდანაც მომცეს რამდნეიმე თვის წინასწარ, საკმარისი თანხა შევაგროვე.
- ჩემო ერთადერთო, რამდენს წვალობ, შენ მოგივდეს ბაბუ...
- რას ამბობ ეხლა, იმიტომ ვწვალობ რომ იცოცხლო ბაბუ, ჩემ ტელეფონს გაგატანთ, დაგირეკავ ხოლმე ბაბუ, დაგინახავ შენც დამნახავ.
- რა ვიცი ბაბუ მე ამ ახალი ტელეფონების არაფერი მესმის.
- შენ არ ინერვიულო ბაბუ, ვენერა დეიდა ხო იცი რა ქალია, მაგან ყველაფერი იცის
- ცოტა ხნით მაინც არ ჩამოხვალ ბაბუ?
- ვერა ბაბუ, ვერ ჩამოვალ, რა ვქნა აბა
- კარგი ბაბუ გენაცვალოს.
- მთავარია შენ იყო ბაბუ კარგად. ხო იცი შენ მეტი არავინ მყავს, შენთვის ყველაფერს გავაკეტებ.
- ბაბუ გენაცვალოს.
გულში ჩამიხუტა და ვიყავით ესე კარგა ხანს.

ირაკლი.
თვალები გავახილე, საშინელი თავის ტკივილი მკლავდა, ეს პახმელია იყო, გუშინ ბარში ბევრი დავლიეთ, ცალკე მე და ცალკე ვახომ კიდე. ავდექი და სამზარეულოში გავედი, ნელი ფუსფუსებდა.
- რა არი ნელო დილიდან, მიქსერების ხრიალი რა....
- შვილო, დღეს საღამოს სტუმრები მოდიან, ხომ არ დაგავიწყდა?
- აააააა, მე ბოდიშით, დამავწყდა, ისინიც მოვლენ?
- ვინ ისინი?
- შენი სარძლო ნელი
- ირაკლი, ნუ დაიწყე დილიდან, კი მოვლენ, ვახოც მოვა, ლიაც, ყველანი აქ იქნებიან. იმედია სადმე არ გავარდები და არ შემარცხვენ.
- არა ტო, სად წავალ ამ შესანიშნავ გაცნობის ცერემონიალს მე მთავარი ობიექტი როგორ უნდა დავაკლდე.
- გენაცვალოს დედა იუმორში.
- მამა სადაა?
- ბაზარში გავუშვი, ახალი ხილის საყიდლად.
- წავალ დავიძნებ, ჩემგან ხომ არ გინდა რამე?
- არა, არაფერი, წადი გამოიძნე.
წამოვწექი, ტელეფონს ჩავჩერებოდი, უცებ თათამ დამირეკა.
- როგორ ხარ?
- შენ როგორ ხარ ქალბატონო?
- უშენოდ ცუდად...
- გინდა მოვიდე?
- ახლა?
- რატომაც არა, რა მიშლის ხელს, გუშინ ღამე ხომ მოვედი?
- ხო და მალევე გამეპარე...
- მოვიდე თუ არა?
- მოდი, თუმცა ბევრი დრო არ მაქვს.
- მოვდივარ.
წყალი გადავივლე და ხელს რაც მომხვდა ჩავიცვი, ეს ქალი კი სერიოზულად მოქმედებდებდა ჩემზე, თითქოს მის ირგვლივ დავტრიალებდი.
როგორც იქნა მივედი, კარი გამიღო, შავი ალტასის ხალათი ეცვა, სავსე მკერდი ოდნავ მოუჩანდა, გრძელი და სწორი ფეხები ხალათს ოდნავ დაეფარა. საოცრად მიმზიდველი და ვნებიანი იყო. ეს შავი გრძელი თმა ხომ საერთოდ, გონს მაკარგვინებდა.
- დიდხანს თუ უნდა მაკვირდებოდე, ჯობია შიგნით შემოხვიდე და აქ განაგრძო, არა?!
- თანახმა ვარ....
გამაოგნებელი ქალი იყო.
რამდენიმე ხანში საწოლიდან ადგა, საათს დახედა.
- სამი საათი სრულდება, წასვლის დროა.
- კარგი რა დაიკიდე ტო, სად მიდიხარ...
- ხომ გითხარი, ბევრი დრო რომ არ მქონდა
- სად გეჩქარება?
- სალონში ირაკლი, სალონში.
- დღეს არ წახვიდე, არც მე მინდა სახლში წასვლა....
- რატომ რა ხდება?
- გრძელი ისტორიაა, სხვა დროს მოგიყვები.
- ადექი ჩაიცვი.
ამ ქალთან, მთელი ცხოვრება დავრჩებოდი თითქოს დღეს მით უმეტეს, სახლში მისვლას ყველაფერი მერჩივნა.
ავდექი, წყალი გადავივლე და სახლისკენ წამოვედი.
უკვე საღამო ახლოვდებოდა, ნელის დიდ ოთახში დიდ მაგიდაზე დიდი სუფრა გაეწყო, რომ იტყვიან ჩიტის რძე არ აკლდაო, აი ისეთი ზუსტად, ლიაც მოვიდა ვახოც, ირინეც, ერთი სიტყვით ჩვენი ოჯახი სრული შემადგენლობით ადგილზე იყო, მხოლოდ ის სტუმრები გვაკლდნენ. კარზე ზარის ხმა გაისმა, მე და ვახო ტელევიზორთან დივანზე ვისხედით.
- თამთა, როგორ გამახარე, რა ლამაზად გამოიყურები.
- ოხ ნელი, რას ამბობ, არაფერი განსაკუთრებული.
- მობრძანდით მობრძანდით, ჩემ შვილს გაგაცნობთ, და ოჯახის სხვა წევრებს.
- დიდი სიამოვნებით.
- ირაკლი, ვახო, გაიცანით ეს თამთაა და ნია, მისი შვილი.
თვალებს ვერ ვუჯერებდი, მეგონა მეძინა, თამთა - თათა იყო და ნია? ნია შვილი? თათას შილი ყავდა?
- ძალიან სასიამოვნოა, თამთა, მე ირაკლი
ხელი გავუწოდე, ისიც გაოგნებული მიყურებდა. აშკარა იყო რომ ისიც არ მელოდა ამ სახლში.
- კეთილი დავსხდეთ რას იტყვით? - ნელიმ მაგიდისკენ გვიხმო.
ზედმეტად უხერხული გარემო შეიქმნა, ჩემთვის პირველ რიგში, ნელიმ, ლიამ და თამთამ თუ თათამ საუბარი დაიწყეს, ისე მშვიდად საუბრობდა თამთა, მგონი ის რაც ჩვენ შორის მოხდა არც მომხდარა.
- თამთა, თქვენ დაოჯახებული ბრძანდებით? - უხეშად დავსვი კითხვა.
- არა, მე მეუღლეს წლებია დავშორდი.
- და დღეს რას საქმიანობთ?
- ვმუშაობ, საკუთარი სილამაზის სალონი მაქვს და შესაბამისად დაკავებული ვარ მისი მენეჯმენტით.
- ვა რა საინტერესოა. პირადში ?
უცებ ვახომ გაკვირვებით გადმომხედა, ვერ გაეგო რა ხდებოდა.
- თამთა, იცით ირაკლი ძალიან ცნობისმოყვარეა, ყველაფერი აინტერესებს - დააყოლა ნელიმ
- ნია, თქვენ რას საქმიანობთ? - მიუბრუნდა ნიას ლია.
- მეც ვმუშაობ PR ის კუთხით.
- უი, რა მშვენეირია, ირაკლიც მსგავს სფეროშია დასაქმებული.
- საერთოდ არაა მსგავსი ლია დეიდა - უხეშად ვუპასუხე მე.
- აბა თქვენ რა სფეროში ხართ დასაქმებული ? - მკითხა თათამ.
- ირაკლის და მე ბარი გვაქვს, მას ერთად ვმართავთ, პარალელურად ის ბიზნეს ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას ითავსებს. - განუმარტა ვახომ.
- ეს ის შუშებიანი შენობა რომაა ისაა? - გაოცებით იკითხა ნიამ.
- კი, კი ეგაა.... - უხეშად ვუპასუხე და ლუკმა გადავყლაპე.
- ვგიჟდები თქვენ მაღაზიებზე, ყველაზე ბრენდული ფილიალებია გახსნილი, მე და შენც ბევრჯერ ვართ დე ერთად საშოპინგოდ ნამყოფი, გახსოვს?
- კი, კი ნია, როგორ არ მახსოვს.
ვახშამი, კითხვა პასუხის რეჟიმში გრძელდებოდა, ვახოს ვთხოვე აივანზე გამომყოლოდა მოსაწევად.
- ვახო, ეს ის ქალია ტო...
- რა?
- ხო, თათა, რომ გიყვებოდი, გუშინაც ღამე ამასთან ვიყავი და დღესაც
- ირაკლი, ნორმალური ხარ საერთოდ?
- მე რა ვიცოდი ტო.... ნელის მეგობარი ყოფილა, საიდან უნდა მცოდნოდა, ნელის არც სახელი უთქვამს ვინ მოდიოდა, აზრზე არ ვიყავი შვილი თუ ყავდა ....
- მაგარ შარში ხარ ირაკლი, არ ვიცი რა გითხრა, რა ურთიერთობა გაქვს ამ ქალთან, სერიოზულია რამე?
- როგორც ქალი მაგრად მომწონს და მიზიდავს, მაგრამ ამის შემდეგ როგორ ტო?
- ნელი გაგიჟდება, ვერც ეტყვი, თამთამაც არ მგონია ურთიერთობა გააგრძელოს შენთან, მიუთ უმეტეს, რომ მისი შვილი მოიყვანა დღეს შენ გასაცნობად...
- სანტა ბარბარაა ტო...
- ამ ქალს უნდა დაშორდე, თუ გაერიდო, არ ვიცი რა... დისტანცია დაიცავი ირაკლი, ნელის მართლა გული დაარტყავს და მოკვდება რომ გაიგოს.
- გაგიჟდება..
- კი არ გაგიჟდება მოკვდება, გეუბნები, ლიას მილიონჯერ დაურეკა, ამ ქალზე უყვებოდა, არაჩვეუებრვი შვილი ყავსო, შენთვის რა, და ეხლა რომ ეს გაიგოს მართლა მოკვდება. შეეცადე ისე ჩამოშორდე ამ ქალსაც და მის შვილსაც რომ არც მწვადი დაწვა და არც შამფური.
- გავგიჟდები....
- დამშიდდი, რამეს მოვიფიქრებთ...
მეორე ღერს მოვუკიდე, ძალიან ავნერვიულდი, აივნის კარი კი თათამ გააღო.
- შეიძლება მეც შემოგიერთდეთ ახალგაზრდებო?
- შენ ეწევი? - გაკვირვებით ვკითხე თათას.
- ირაკლი.... - გამაჩერა ვახომ.
- კი, ვეწევი, რამე პრობლემაა?
- არა რას ამბობთ, უბრალოდ, ცოტა გაკვირვებულია ამ შეხვედრიდან გამომდინარე. ესაა და ეს.
- გაკვირვებული, რა მიზეით? - ირონიით იკითხა თათამ.
- თათა, ნუ ... - გამაწყვეტინა ვახომ.
- ქალბატონო თამთა, ირაკლის ზოგადად არ უყვარს ასეთი ვახშმები, თან მით უმეტეს როდესაც პოტენციური ,,საცოლის’’ გაცნობას ეხება, ხვდებით ალბათ
- რა თქმა უნდა მესმის, თუმცა მე მოხარული ვიქნები, ჩემი შვილს და ირაკლის ერთმანეთი თუ მოეწონებათ და მომავალში განაგრძობენ ურთიერთობას.
- რაა ? - ყურებს არ ვუჯერებდი...
- ქალბატონო თამთა, ეს ჩემზე და თქვენზე არაა დამოკიდებული, მოდი მათ მივანდოთ ამის გადაწყვეტა, ასე უკეთესი იქენება, თქვენ ასე არ ფიქრობთ?
- თავისთავად ვახტანგ, თუმცა ეს ჩემი მოსაზრებაა მხოლოდ და მხოლოდ.
სურვილი მქონდა, ეს ქალი საკუთარი ხელით გამეგლიჯა. ლიამ აივნის კარი გამოაღო, და მაგიდასთან დაბრუნება გვთხოვა. ისედაც საშინელი დღე უარესად საშენელებად მექცა. როგორც იქნა ვახშამი ბოლოსკენ გავიდა, ლიამ და მერაბიმ ირინეც გაიყოლეს და წავიდნენ, ასევე თათა და მისი შვილიც, მხლოდ ვახო დარჩა. ცოტა ხანში ბარში წავედით, ბოღმა და ბრაზი მახრჩობდა. ტელეფონს დავხედე და თათა რეკავდა.
- გისმენ თათა...
- ირაკლი, მინდა დღევანდელი გაუგებრობისთვის ბოდიში მოგიხადო, თუნდაც იმის გამო რაც აივანზე მოხდა.
- ანუ შენ ეგრე არ ფიქრობ?
- ეგრე როგორ ირაკლი? ჩემ და შენ შორის რაც მოხდა, ეს ხომ ორივემ კარგად ვიცით რომ წუთიერი ლტოლვა იყო, და სერიოზული არაფერი.
- რის თქმას ცდლობ თათა, შენი შვილი ცოლად მოვიყვანო?
- არა, ნუ ასე პირდაპირ არა, თუმცა ნია ძალიან აღფრთოვანებული მესაუბრებოდა გზაში შენზე, ასე რომ დავივიწყოთ ყველაფრი.
- თამთა, მე შენი შვილისთვის არც შემიხედავს, და არც შევხედავ, იცი რატო?? იმიტომ კია რა რომ ცუდი გოგოა და არ მომწონს, დედაჩემის გარიგებულ ქალს და გოგოს ცოლად არასდროს მოვიყვან, მასთან ერთი წამითაც კი არ გამიჩნდება სურვილი რომ მარტო ვიყო, გესმის რას ვამბობ?
- ირაკლი, ჩემი და შენი წამიერი ურთიერთობები დღეს დამთავრდა. დღეის შემდგომ რა იქენბა არ ვიცი, მაგრამ ჩემი და შენი ვნებიანი ღამეები წარსულს ჩაბარდა.
- ძალიან კარგი, არც შენთან და არც შენ შვილთან არ მინდა არანაირი ურთიერთობა.
- კეთილი.
- კარგად იყავით ორივე.
ტელეფონი გავუთიშე. უკვე ოდნავ ნასვამი ვიყავით მეც და ვახოც.
- ვახო ანა სადაა?
- სახლში, ისვენებს.
- ვნახოთ რა....
- ვინ ვნახოთ ირაკლი?
- ანა, მაგარი კარგი მოსაუბრეა, დიდი სიამოვნებით დაველაპარაკებოდი.
- გვიანია, უკვე თან შეიძლება ძნავს, სხვა დროს იყოს რა...
- კარგი რა, რა ეგოისტი ხარ ვახო
- ეგოიზმი რა შუაშია, ღამის თორმეტი საათია, შეიძლება ეძინოს და სახლში მივადგეთ ?
- ხო რა, ვთხოვოთ გამოვიდეს დაგველაპარაკოს, კარგი რა...
- ვცდი, ირაკლი დავურეკავ.
რამდენიმე ზარის შემდეგ ანამ უპასუხა.





ვახტანგი.




მისი ნამძინარევი ხსმის გაგონებამ გამაღიმა, სასიამოვნო ხმა ქონდა თითქოს, ამაზე არასდროს დავფიქრებულვარ, მოვიკითხე ბოდიში მოვუხადე გვიანი ზარისთვის, ირაკლის თხოვნა გადავეცი და გულმოდგინე მეგობარივით ისიც დაგვთანხმდა შეხვედრაზე. ირაკლის ძალიან გაუხარდა, არ ვიცი ანაში რას ხედავდა, თუმცა როგორც პირად ფსიქოლოგს მგონი ისე უყურებდა.
ანას სახლთან მივედით, არც ისეთი ნასვამი ვიყავი საჭესთან დაჯდომა ვერ შემეძლო, ამიტომ ცოტა გავრისკე კიდეც. სახლიდან ქურთუკში გახვეული მობუზული გამოვიდა, ნაქსოვი ქუდი ეფარა პომპონჩიკით, ცოტა უცნაური და ბავშური, კარი გამოაღო და დაჯდა.
- რა დაგემართათ, ან ერთს ან მეორეს?
მე და ირაკლის, ორივეს გაგვეცინა. გზა განვაგრძეთ და თბილისზე გადმოსახედთან გავჩერდით. ირაკლიმ დაიწყო მისი ამბის მოყოლა, თითქოს ერთი ამოსუნთქვით მოყვა და დადუმდა, საინტერესო რეაქცია ჰქონდა ანას.
- შეგიყვარდა ქალბატონი ?
გაკვირვებით ვისხედით მე და ირაკლი, თითქოს ამ კითხვაზე მარტივი პასუხი უნდა გაეცა ირაკლის მაგრამ ისევ დუმდა.
- არა, შეყვარებით არ შემყვარებია, მაგრამ...
- მაგრამ რა ? წუთიერმა ვნებამ აგიყოლია?
- იცი რომ ამ წუთიერ ვნებას ადამიანის გაგიჟება შეუძლია ანა ?
- ვიცი ირაკლი ვიცი, ალბათ ასე გაგიჟებული იყავი მაშინაც ანუკი რომ შეგიყვარდა არა?
- არა, ანუკის ვერ შევადარებ, ის სხვა იყო.... სულ სხვა.
- ამდაგვარი ურთიერთობები თქვენთვის კაცებისთვის უცხო არ არის, თუ არ გიყვარს, და გავითვალისიწნებთ იმას რომ ცოტა დროა რაც იცნობთ, ასეთი ნერვიულობა შენი მხრიდან არ მესმის... ხომ დაამთავრეთ არა?
- ანა, ზოგადად მამაკაცები უფრო განიცდიან ვიდრე ქალები.
- ვახო, მესმის, მაგრამ მსგავსი შემთხვევისგან არავინაა დაზღვეული, უბრალოდ საკუთარ თავში უნდა იპოვო ძალა და შეეცადო დაივიწყო, დრო ყველაფრის მკურნალია, არ გავიწყდება ბოლომდე, თუმცა ამ გრძნობას ეჩვევი და უკვე დროთა განმავლობაში ბრაზს არ იწვევს.
- ქალი მიზიდავდა, ლამის სამყაროს დასალიერში გავყოლოდი, იმდენად მინდოდა მასთან სიახლოვე და მეუბნება ჩემ შვილთან ააწყე ურთიერთობაო, როგორ მივეჩვიო ამას...
- ირაკლი, ალბათ, მისთვის ეს ყველაფერი ჩვეულებრივი მოვლენაა, არ მინდა გაწყენინო ან შენ კაცობას შევეხო ან რაიმე სმგავსი, მაგრამ, ხომ არსებობენ კაცები, რომლებიც გოგოებს მსგავსად ექცევიან, რა თქმა უნდა ორივეს სურვილით, ალბათ არსებობენ ქლაბტონებიც, რომლებიც ასევე იქცევიან. მე ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ ამ ქალბატონისთვის დროის სასიამოვნოდ გატარების საშუალება იყავი, შენც გსიამოვნებდა ის რაც ხდებოდა და მასაც, ეს ორმხრივი იყო, თუმცა, შენ თუ სურვილი გქონდა მასთან ამ დროის გახანგრძლივების, და გიჭირს ასე უცებ განშორება მისთვის ეს მარტივი აღმოჩნდა. არ არის ეს ის ქალი, რომლის გამოც ღირს ნერვების შლა და გოდება დამიჯერე.
- ანა მართალ ამბობს ირაკლი, ნელ-ნელა დაივიწყებ, ვითომც არ ყოფილა შენ ცხოვრებაში. მით უმეტეს რომ არ აპირებ მის შივლთან შეხვედრას და მასთან მით უმეტეს.
- ნელიმ რომ მოიყვანოს კიდევ სახლში მერე ?
- დედაშენს ვერ დაუშლი ირაკლი მისი მეგობრის მოყვანას, მაგრამ ის ქალი თუ მოვა შენ სახლიდან სხვაგან წადი, ჩემთან მოდი ბოლო ბოლო, მაქსიმალურად დისტანცია შეინარჩუნე.
- მართალია, ირაკლი ვახო, შეეცადე არ ეკონტაქტო, არ იფიქრო, სასმახურში დაიტვირთე თავი, იმუშავე, გონება სხვა თემაზე გადაიტანე, მესმის ძალიან რთულია, ვიღაცის მიმართ ამდაგვარი ლტოლვა გქონდეს და ესე უცებ წამიერად გიწევდეს მისი დავიწყება, მაგრამ უნდა შეძლო და შეძლებ, დრო, უბრალოდ დრო გჭირდება.
ანა ისე ელაპარაკებოდა ირაკლის და ისე არიგებდა თითქოს ჭკუას, გეგონებოდა მასაც გული გაუტეხესო, თითქოს მასაც ქონდა ლტოლვა და გამოგლიჯეს ხელიდანო. ეს გოგო მაოცებდა, არაფერს ამბობდა, ბევრს მალავდა, მაგრამ მისი გულწრფელობა თითქოს ყველაფერს ფარდას ხდიდა.
- რაც არის არის, მთავარია ნელომ არ გაიგოს.
- დედაშენს არ გააგებინო, ის ქალი ნამდვილად არ ეტყვის, და შენ გმართებს ნერვების მოთოკვა.
ცოტა კიდევ გავიარეთ მანქანით, ლუდი დავლიეთ, ანამ ჩაი, ცოტა შევბურბუტდი თითქოს. ირაკლის ტელეფონი არ გაჩერებულა, დავხედე ნელი ურეკავდა, არ პასუხობდა, ბოლოს მე ვუპასუხე.
- ნელი დეიდა, ჩემთან ერთადაა არ ინერვიულოთ, მანქანიდან ვიყავით გადასულები და ზარის ხმა არ გვესმოდა.
- ვახო, დეიდა, მოიყვანე სახლში რა გვიანია.
- წამოვიყვან, აბა რას ვიზავ, მშვიდობით ჩაგაბარებთ თქვენ ერთადერთ შვილს.
ირაკლის სახლში მისვლა არ უნდოდა, თუმცა სხვა გზაც არ იყო, ნელი ძალიან ეჭვიანი იყო.
ირაკლი დავტოვეთ.
- გადმოჯექი.
- არა, იყოს ვიქნები, მადლობა.
- კარგი რა იყო, ტაქსისტი ხო არ ვარ, გადმოჯექი წინ რა.
დიდი ხვეწნა მუდარის შემდეგ როგორც იქნა წინ გადმოჯდა. წავედით ანას სახლისკენ.
- ნასვამი ხართ?
- რატომ მეკითხები, ლუდი რომ დავლიე მანამდე მქონდა თუ არა რამე დალეული?
- დაახლოებით.
- დავლიე კი ცოტა.
- გასაგებია, და საჭესთან შეიძლება ?
- იმდენი რამდენიც მე დავლიე კი ანა შეიძლება.
- რაღაც არ მგონია.
- გეშნია?
- არა, შიში არაფერ შუაშია, უბრალოდ ალკოჰოლი არ მიყვარს.
- გასაგებია, დიდად არც მე მიყვარს
- აბა რატომ დალიეთ თუ არ გიყვართ?
- კარგად გამაცინე, მსუბუქად ალკოჰოლის მიღება მის სიყვარულს არ ნიშნავს ანა, რა პატარა ბავშივით იქცევი.
- პატაა ბავშვი რა მოსატანია, უბრალოდ საჭესთან ხართ და საფრთხეს უქმნით თქვენ თავს.
- მე ჩემ თავს საფრთხეს არ შევუქმნი, ეს ერთი და მეორე, მე რომ მართლა ნასვამი ვიყო დამერწმუნე შენ ამ მანქანაში არ იჯდებოდი.
- ჰმმ...
- მე თუ შევამჩნევ რომ საჭის მართვას ვერ შევძლებ საჭესთან არ დავჯდები, ასეც ნუ ნერვიულობ ანა ჩემზე, კარგი რა - ცოტა იორნია შემეპარა ხმაში.
- არა, მე თქვენზე არ ვნერვიულობ, ზოგადად ვთქვი...
- ხო ხო, კი, როგორ არა.
- მართლა....
- მესმის, მესმის მჯერა - გამეცინა.
- რა არის სასაცილო?
- რაღაც რაღაცები რომ პირდაპირ თქვა არ შეგიძლია ხოლმე ? ზედმეტად პირდაპირიც შეგიძლია იყო, რაც უფრო დრო გადის და უკეთ ვიცნობთ ერთმანეთს მით უფრო შორიდან უვლი საკითხებს, ჩვენი გაცნობს პირველ ეტაპზე ლამის იყო თვალები გამოგეთხარა ჩემთვის.
- არა, მე პირდაპირობა არ მიჭირს, და ავღნიშნე რომ ნასვამ მდგომარეობაში საჭის მართვა საშიშია, ეს იყო და ეს.
- ხო, ანუ რაღაც დოზით ნერვიულობ კიდეც ხო?
- არა.
- კარგი გვეყოფა კამათი.
- ნამდვილად საკმარისია.
- ბაბუა როდის მიდის რაიონში?
- ხვალ, ხვალ მიდიან შუადღისკენ.
- ძალიან კარგი ანუ ხვალ შეძებ საცხოვრებლის შეცვლას.
- აბა ერთი კვირაო?
- ანა, კარგი რა, რაც მალ მით უკეთესი...
- შევეცდები, რა გაეწყობა. თქვენთან კამათს რა აზრი აქვს...
ისე ჩუმად ამოილუღლუღა ბოლომდე ვერც გავიგე. რა გაეწყობოდა, რაც მალე გადმოვიდოდა ჩემს სახლში მეც მშვიდად ვიქნებოდი. ლამაზი და კოხტა სახლი ჰქონდა, მაგრამ ძალიან ავარიულად მეჩვენა, კედლები დაბზარული იყო, ჭერს მთლიანობა ჰქონდა დაკარგული, ერთი სიტყვით ის სახლი სანდო არ იყო. ჩემი და ჩემი სიმშვიდისთვის აუცილებელი იყო სახლი შეეცვალა.
- ირინემ რა გითხრათ?
- რაზე ანა ?
- პროცედურაზე.
- არაფერი, ისიც ბედნიერია.
- თვენსავით?
- რა თქმა უნდა, უადგილო კითხვაა ანა.
- მე თქვენ მეუღლეს კარგად არ ვიცნობ, მაგრამ, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ ის დედის ამპლუაში?
- არ ვიცი ანა, ალბათ ბავში რომ დაიბადება დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდება დედად.
- მიზეზი რა იყო, რომ ვერ დაორსულდა?
- მიზეზებს ნუ მკითხავ, ყველა ექიმი ერთსა და იმავეს გვეუბნებოდა, შეუთავსებლობა, და განაყოფიერების დონის სიმდაბლე.
- ამ ექიმებს ენდობოდით?
- ექიმი ექიმია ანა, რას გულისხმობ ნდობაში?
- არა, უბრალოდ, ისე ვიკითხე.
- ექიმს თუ არ უნდა ვენდო აბა ვის მაშინ?
- გასაგებია. უბრალოდ, ერთ რამეს გთხოვთ
- გისმენ ანა
- მას შემდეგ რაც ბავში გაჩნდება, ძალიან გთხოვთ დამპირდით რომ ირინეს არ მიცემთ საშუალებას ბავშვს ცუდად მოექცეს, ძალიან გთხოვთ.
ამ ნათქვამზე თავლები ცრემით აევსო და თითქოს ხმა დაეკარგა. რამოდენიმე სიტყვაში დიდი სევდა იგრძნობოდა, აშკარა იყო რომ გულიდან ამოსულ სიტყვებს ამბობდა.
- ანა, მე არავის მივცემ საშუალებას ჩემ შვილს ცუდად მოექცეს, არც ირინეს და არც სხვა არავის, ბოლო ბოლო გამიცანით თუ ვერა?
- ის ხომ დედა იქენბა...
- მე მამა ვიქნები. ამაზე საუბარს აზრი არ აქვს.
- მისი ნახვის საშუალებას მომცემთ?
- ანა, მოვლენებს ძალიან უსწრებ....
ისე საუბრობდა, თითქოს მის შვილს ტოვებდა.... თითქოს რის გაკეთება მოუწევდა ბოლომდე გაცნობიერებული არ ქონდა, და ეს მისთვის მეორე შემთხვევა იყო?
- იმას განახებენ ? - უხეშად ვკითხე
- ვიზე ამბობთ?
- ბავშვს, ნახულობ თქო ?
- ვის ბავშვს?
- რომელიც გააჩინე და მიეცი მშობლებს, იმ ბავშვს....
- არა, არ არიან საქართველოში.
- ანა, ერთი რამე გაითვალისწინე, ყველაზე მეტად მეზიზღება ტყუილი და ღალატი, იმიტომ რომ ერთი მეორედან გამომდინარეობს, რამის თქმა თუ გინდა მითხარი.
- არაფრის.
- გასაგებია, წავედით სახლში.
ვერ ვიტყოდი, ბოლომდე დარწმუნებით რომ ეს ანასთვის პირველი სუროგატობა იყო, თუმცა უკვე ეჭვი მეპარეობდა, ჯერ არც კი ვიცოდით ორსულად იყო თუ არა, უკვე მის მომავალზე ფიქრობდა, მისი ნახვის სურვილი ჰქონდა და ტიროდა. ამ ყველაფრის ფონზე, რაც მისი თქმით ერთხელ უკვე გავლილი ჰქონდა, მეორედაც აკეთებდა? ფიქრებს ვერ ვუკრავდი თავს... იყო რაღაც რასაც არ ამბობდა, ზუსტად ვიცოდი, მაგრამ ვერაფრით ვათქმევინე, ბრაზი მახრჩობდა. მივედით მის სახლთან, გზაში ცრემლები არ შეშრობია, გადმოვედი მანქანიდან კარი გავუღე, გადმოვიდა, საცოდავი თვალებით შემომხედა, თითქოს რაღაცის თქმას ცდილობდა, თითქოს თქმაც არ იყო, უფრო ვედრებას გავდა. მაჯაში ხელი მოვკიდე და ჩავეხუტე, თავზე ხელით მოვეფერე, უარესად ატირდა, ძალიან შემეცოდა, ასეთი დაუცველი და უსუსური არ იყო ეს გოგო.
- გპირდები ანა, რომ ბავშვს განახებ ხოლმე, გპირდები...
ეს ის იყო რისი მოსმენაც უნდოდა, ღრმად ამოისუნთქა, ჩემგან გაიწია და მადლობა მომიხადა, დამემშვიდობა, სახლისკენ ვფიქრობ რომ დამშვიდებული წავიდა.


ანა.
სახლში აფორიაქებული შევვარდი, კარი მივხურე. ერთ ხანს ასე ვიყავი კარზე ქურდივით ატუზული. საძნებლისკენ წავედი ნელ-ნელა დავწექი, ხვალ დიდი დღე იყო ბაბუა და ვენერა დეიდა მიფრინავდნენ გერმანიაში.
ხუთშაბათი დილა გათენდა, საუზმე გავამზადე, ვენერა დეიდაც შემოვიპატიჟე, თუმცა მას პატიჟ როდი ჭირდებოა, ორივემ კარგად ისაუზმა, მე ჩაი დავლიე დიდად ჭამის მადა არც არასდროს მქონია. ცოტა ხანში ავლაგდით, 12 საათი ხდებოდა ფრენა სამზე იყო, ტაქსი გამოვიძახეთ ჩემოდნები ნელ ნელა გავიტანეთ და აეროპორტისკენ გავემგზავრეთ.
წავიდნენ, გაბრინდნენ. ვენერა დეიდას ჩემი ტელეფონი გავატანე, ბარათი კი სხვა ტელეფონში გადავდე. აეროპორტიდან გამოვედი და ავტობუსის გაჩერებაზე გავჩერდი, საათს რომ შევხედე რამდნეიმე წუთში ავტობუსიც მოვიდოდა, გაჩერებაზე ჩამოვჯექი. ფიქრებმა წამიღო, ვახტანგის ღიმილი, წარსულის სიყვარული, ეს ყველაფერი თავში მიტრიალებდა.
ავტობუსი მოვიდა, რამდნიემ ხანში სახლშიც მოვედი, დავჯექი და ვუყურებდი ცარიელ სახლს, რომელსაც უნდა დავმშვიდობებოდი, რამდენიმე ხნით. გული მტკიოდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო. რაც მალე გადავდგავდი ნაბიჯს მით უკეთესი იქნებოდა.
ვახტანგს დავურეკე, საღამოს 7 საათი იქნებოდა, ვუთხარი რომ მე გადასასვლელად მზად ვიყავი. მითხრა რომ ხვალ დილით გამომივლიდა. ერთი ღამე მქონდა ამ სახლში კიდევ გასატარებელი. ვიფიქრე რამე ფილმს ვუყურებდი, ჩავრთე ტელევიზორი, ტროა იყო ახალი დაწყებული, მიუხედავად იმისა რომ რამდენჯერმე მქონდა ნანახი, ყურება განვაგრძე, დივანზე მივწექი, პლედი მივიფარე, შუქი ჩავაქრე ოთახში და ფილმის ყურება განვაგრძე. ვგრძნობდი რომ ნელ-ნელა მეძინებოდა, მიმეძინა კიდეც. როცა გამეღვიძა უკვე ღამის სამი საათი ხდებოდა, ტროა დამთავრებული იყო და სხვა ფილმს უჩევენბდნენ.
კარზე კაკუნის ხმამ გამაოცა, შემაშინა. მივედი კართან ახლოს და ყური დავუგდე თითქოს მინდოდა გემეგო ვინ იდგა კარის უკან.
- ანა ვახო ვარ, ანა!
ვახო, ამ შუა ღამეს... ნეტავ რა უნდოდა. კარი გავაღე, და ჰოი საოცრებავ, თმა არეული ჰქონდა, პერანგი შეხსნილი, საერთო ჯამში კი მთვრალი იყო. მხარზე დამეყდრნო და სახლში შემოვიდა, მოწყვეტით დავარდა დივანზე, პალტო ძლივს გაიხადა.
- კარგად ხართ?
- მგონი ანა, მგონი....
- რა მოხდა?
- ირინეს ველაპარაკე, ანა ყაზბეგზე....
- მერე?
- მერე, გაგიჟდა...
- აბა რა რეაქციას ელოდით მისგან?
- ადეკვატურს....
- ადეკვატურს? მე რომ წინააღმდეგოაბს არ გიწევთ არ ნიშნავს რომ ამ საკითხთან მიმართებით თქვენი მეუღლე დადებით რეაქციას გამოხატავდა, რა თქმა უნდა არასწორად გაიგებდა.
- რა არის არასწორად გასაგები ანა აქ? ნუთუ არ ესმის მას რომ მე შენ როგორც ქალს არ გიყურებ, ამას ვერ უნდა ხვდებოდეს, მე შენ როგორც ქალი რომ არ მაინტერესებ ამას ჩემი ცოლი, ცოოოოლი ვერ უნდა ხვდებოდეს? ის რომ ჩვენი შვილი უნდა გააჩინო და შენზე ვიზრუნოთ როგორც მე ასევე მან ამას ვერ უნდა ხვდებოდეს ამხელა ქალი ?
მეტიკინა, გული მეტკინა, რატომ? ვერც მე გამეგო, მაგრამ ძალიან მეტკინა, იმაზე მეტად ვიდრე ამ მამაკაცმა რამდენიმე დღის წინ შეურაწყოფია მომაყენა, რატომ იყო მისი სიტყვები ასეთი მტკივნეული? დამცირებაზე მწარე?
- უთხარით მას ეს ?
- არა, რა თქმა უნდა, არაფრის ახსნას არ ვაპირებ, თუ მას ეს არ ესმის, ახსნითაც ვერ გაიგებს.
- სად დალიეთ?
- რა?
- სასმელი, სად დალიეთ, ან აქამდე როგორ მოხვედით?
- გზაში, და დანარჩენი რომ მოვედი აქ...
- მანქანით მოხვედით ?
- კი.
- ახლა სად უნდა წახვიდეთ?
- მაქვს ანა სადმე წასვლის თავი ?
- აქ აპირებთ დარჩენას?
- ნუთუ ერთი ღამით ჩემი დატოვება არ შეგიძლიათ?
- ირაკლისთან რატომ არ მიხვედით, აქ რატომ მოხვედით?
- ძალიან ბევრ კითხვას სვავ ანა, მე კიდევ ამ კითხვებზე პასუხის გაცემის თავი არ მაქვს, შეგიძლია ერთი ფინჯანი ყავა დამალევინო?
- დიახ, რა თქმა უნდა შემიძლია.
სამზარეულოში გავედი, გამათბობელზე ჩაიდანი დავდგი და მის წამოდუღებას დაველოდე. არ ვიცოდი როგორ ყავას სვავდა, ამიტომ გადავწვიტე შაქარი არ ჩამეყარა, ფინჯანში ყავა ჩავყარე და წყალი დავასხი, მივუტანე და იქვე მაგდაზე დავდგი, ფინჯანი და შაქარი.
- მადლობა ანა.
- შაქარი თქვენ ჩაიყარეთ არ ვიცოდი რამდენი ჩამეყარა.
- უშაქროდ ვსვავ, მადლობა.
რამდენიმე ყლუპი მოსვა და დივანის საზურგეს მიეყუდა, თავი გადაწია და ჭერს მიაშტერედა. საოცრად მიმზიდველი მეჩვენებოდა, თეთრი პერანგი შეხსნილი ჰქონდა, კისერთან კი პერანგის საყელო ეხებოდა, ფეხები განზე ქონდა გაწეული, ხელები კი მუხლებზე ელაგა, რამდენიმე წუთი ასე იყო მიგდებული, მე კიდევ მასზე მიშტერებული.
- ანა, ასე ნუ მიყურებ, ასეთი მთვრალიც არ ვარ - თავი აწია და დაბინდული მზერით მომაშტერდა.
- არა რას ამბობთ.
წამიერად მზერა მოვაშორე და გონება გამოვიფხიზლე, შემრცხვა. ფინჯანს მიწვდა და კიდევ მოსვა ყავა.
- მოკლედ ხვალ დილით, ერთად წავალთ ახალ სახლში.
- წავალთ?
- ხო, დროებით მეც იქ ვიცხოვრებ, სანამ არ ჩამოვყალიბებდი რა უნდა გავაკეთო და როგორ ...
- რას გულისხმობთ.
- დრო გვიჩვენებს ანა, დრო...
თავი ისევ გადააქანაა, თვალები დახუჭა და ამოისუნთქა. პირველად იყო უცხო მამაკაცი ჩემ სახლში, და თან ღამე, მისი არა, მაგრამ საკუთარი თავის ნამდვილად მეშინოდა. მეშინოდა იმ მომავალი თვეების რაც მასთნ ერთად უნდა გამეტარებინა. ჩუმად წამოვდექი, ჩემი ოთახისკენ წავედი, საწოლზე ზეწრები უნდა გამომეცვალა, კარადა გამოვაღე და ახალი თეთრეული საერთოდ არ მქონდა, ყველა ძველი და უკვე გახუნებული იყო, ზოგი ყვავილებით, ზოგი პეპლებით, ერთი სიტყვით ფერადი იყო ყველა. გამიჭირდა ყველაზე კარგის არჩევა, თუმცა ერთ-ერთი მათგანი გამოვიღე. ბალიშის პირი შევცვალე, ასევე საბნის, ზეწარიც მათ შორის. ბაბუას ოთახში მისი დაწვენა არ მინდოდა, ათასი წამალი და რეცეპტი იდო იქ, რომლის ალაგების თავიც არ მქონდა, ბაბუას ოთახის კარი გამოვხურე და ვახტანგთან მივედი.
- ვახო, გაიღვიძეთ, საწოლთან მისვლაში დაგეხმარებით.
ნელ-ნელა ავაყენე და საძნებლისკენ წავიყვანე. ჩემზე მაღალი იყო საკმაოდ, გამიჭირდა მისი საწოლამდე მიყვანა, მოწყვეტით დაეცა, ფეხსაცმელი გავხადე, ხელები მისი პერანგისკენ გამექცა, ის ის იყო პერანგის ღილი უნდა შემეხსნა რომ შემთხვევით მის სხეულს შევეხე. წამიერად აკანკალებული და გაყინული ხელები უკან წამოვიღე, საბანი გადავაფარე და ოთახი დავტოვე.
დასწყევლოს ეშმაკმა, ხელები გაუჩერებლად მიკანკალებდა, იქვე მაგიდაზე ტელეფონის ვიბრაციის ხმა შემომესმა, დავხედე ვახოს ტელეფონი იყო, უცხო ნომერი რეკავდა. პასუხი ვერ გავბედე და თავი დავანებე.
მივწექი დივანზე და ათას ფიქრებში გახვეულს ნელ-ნელა მიმეძინა.
თვალი რომ გავახილე, წამიერად წამოვხტი, მაგიდას დავხედე არც ფინჯანი იდგა და არც ვახოს ტელეფონი, წამოვდექი თავი გამოვიფხიზლე, სამზარეულოსკენ წავედი, ჩაიდანი ქურაზე დავდგი ასადუღებლად, ჩაი გავამზადე ფინჯანში, ფანჯარაში ვიყურებოდი და თან ხელით მაგიდას დავეყრდენი.
- სიზმარი ყოფილა ანა, სიზმარი, ეს კაცი უკვე სიზმრებშიც გელანდება...
- რა გელანდება ანა ?
მომენტალურად მოვწყდი რეალობას, უკან მივიხედე, ვახტანგი იდგა.
- თქვენ... ანუ?
- ბოდიშს ვიხდი დაუკითხავად გამოვიყენე თქვენი აბაზანა...
- არაუშავს, რა კითხვა მაგას უნდოდა.
გაოგენბული ვუყურებდი, სველი თმაც კი უხდებოდა. დასწყევლოს მართლა ეშმაკმა, რა ფიქრები მაწუხებდა უკვე გონება მერეოდა.
- მოემზადეთ თქვენც და წავიდეთ.
- დიახ.
გავუღიმე და ჩემი საძნებლისკენ წავდი.
- ანა გაზქურა გამოვრთო?
ჩაიდანი სულ დამავიწყდა, რა დროს ჩაიდანი იყო... უკან გამოვბრუნდი, სამზარეულში ქურის გამოსართავად, წინ და უაკან ბორიალში რამდენჯერმე დავეჯახე კიდეც, ვცდილობდი ზედმეტად არ შევხებოდი, ღმერთო რა დაბნეული ვიყავი.
- ანა, ანა, გამოფხიზლდი, რა გჭირს?
- არაფერი, დამავიწყდა უბრალოდ.
- რაღაც დაბლნეული ხარ, არ გეძნა?
რა დამაძინებდა....
- არა როგორ არა, აბაზანაში შევალ და შემდგომ წავიდეთ.
- კარგი.
დუში, წყალი, ცივი.... ეს ის იყო რამაც რეალობას მომწყვიტა. საკუთარ თავზე და ფიქრებზე გარაზებული გაუნძრევლად ვიდექი წყლის ქვეშ. თმის გასაშრობად პირსახოცს ვეძებდი, თმა გავიშრე ჩავიცვი და გავედი. ის ისევ დივანზე იჯდა ტელეფონს ჩაჩერებოდა, აქა იქ იღიმოდა. უცებ მისმა ტელეფონმა დარეკა, უპასუხა, ფეხზე წამოხტა, ხმა და გამომეტყველება შეეცვალა, ისევ ცივი იერი დაუბრუნდა, რამაც სიმართლე გითხრათ შემაშინა. ბოლო დროის განმავლობაში მის სახეზე მსგავსი სიცივე აღარ შემინიშნავს.
- ანა წავედით, რა მოგაქვს მითხარი, მანქანაში ჩავიტან.
- ეს ორი ჩემოდანი, და ამ ჩანთას მე წამოვირებ, მეტი ჯერ-ჯერობით არაფერი, თუ რამე დამჭირდება მოვალ და წავიღებ.
- არაფერი დაგჭირდება, იქ ხომ გითხარი ყველაფერია რაც შეიძლება დაგჭირდეს, ან თუ რამე გენდომება მითხარი მეთქი ხომ გითხარი არა?
დაიწყო, დაბრუნდა ისევ ის ვახტანგი, სიამაყით სავსე და მკაცრი, გამომეტყველებით და საქციელებით.
- მზად ხარ?
- დიახ.
მანქანისკენ წავეით, საბარგულში ჩემოდნები ჩაალაგა, და გზა განვაგრძეთ. ბიზნეს ცენტრისკენ მიმავალი გზა ვიცანი მინდოდა მეკითხა სად მივდიოდით, თუმცა ცოტა მეშინოდა სხვაზე გაბრაზებულს ჯავრი ჩემზე არ ეყარა, მე შენ გეტყვი და გაუჭირდებოდა, ამიტომ დაძაბული სიტუაციის უარესად დაძაბვა აღარ ვცადე, და მდუმარება ვამჯობინე.
პარკინგზე ჩავედით შენობის ქვემოთ, ლიფტთან ახლოს წითელი ზოლები იყო საპარკინგედ დახაზული, მანქანა იქ გააჩერა, ირგვლივ რომ მიმოვიხედე ნემსის ჩასაგდები ადგილი არ იყო, ალბათ ეს ადგილი ,,მისტერ სიმკაცრისთვის’’ იყო გამოყოფილი.
მანქანა ჩააქრო, ისევ უჟმური მკაცრი გამომეტყველებით გამომხედა და მკითხრა.
- დიდხანს აპირებ ჯდომას?
- მეც წამოვიდე?
- აბა მანქანაში უნდა გაიგუდო თუ .. ?
მანქანიდან წამიერად გადმოვხტი, კარი ფრთხილად მივხურე, ამაზეც არ გაბრაზებულიყო შემეშინდა. ლიფტს ბარათი მიადო, კარი გაიღო და მეც ფინია ლეკვივით უკან შევყევი, ჩემდა საუბედუროდ იმ კედელს მივეყუდე სადაც ეს ბარათი უნდა დაეფიქსირებინა.
- ანა, გამოიწიე რა, რა დაგეართა...
დენდარტყმულივით გამოვიწიე კედლიდან და მის ზურგს უკან დავდექი, უკვე ნერვიულობას ვიწყებდი, ზუსტად ვიცოდი მასთან კამათი რომ არ ამცდებოდა, თუმცა მიზეზი მე ვიქნებოდი თუ ვიღაც სხვა, ამაზე ფიქრიც არ მინდოდა.
ზურგს უკან ვედექი და ვაკვირდებოდი, როგორ წამის მეასედებში იცვალა ფერი, ზოგადად ყოველთვის მეგონა რომ ცხვარი იყო მგლის ტყავში გახვეული, თუმცა ასეთი წამიერი გადასახვა, არ ვიცი, ფაქტობრივად ორი სხვადასხვა ადამიანი იყო.
ლიფტის კარი გაიღო, ისევ ფინია ლეკვივით მივყვებოდი უკან, მიდამო უკვე ჩემთვის ნაცნობი იყო, რამდენიმე დღის უკან აქ ვიყავი. დერეფნის ბოლოს მისი კაბინეტი იყო, გეზი კაბინეტისკენ ჰქონდა აღებული. კაბინეტში შესასვლელთან უცბად თინათინი წაამოხტა მაგიდასთან.
- ბატონო ვახტანგ, საკონფერენციო დარბაზზში არიან.
- გასაგებია, თხოვე ჩემ კაბინეტში გადმოინაცვლონ.
რა ხდებოდა ვერ გამეგო, კაბინეტში შევედით და მის სავარძელში დაჯდა, მე კი ოდნავ მოშორებით მდგომ დიიდ მაგიდასთან მდგომ სკამებზე მიმითითა დავმჯდარიყავი.
- ანა, შენი ხმა არ გავიგო, ჩუმად იყავი და გაფრთხილებ არ ჩაერიო.
- მე რომ გავიდე სხვაგან?
- არა, იჯექი სადაც ზიხარ, ნუ მეპასუხები.
გაყინული და ანერვიულებული ვიჯექი მაგდასთან, ამ ქაოსსში გამახსენდა რომ ვენერა დეიდას შევუთანხმდი დილით 10 საათზე დაერეკა, თუმცა აქ ვერ დაველაპარაკებოდი.
კარი გაიღო და მშვენეირი ქალბატონი შემოვია, მართლაც რომ ულამაზესი იყო, ასაკი ოდნავ დამჩნეოდა, კრემისფერი პიჯაკი უმშვენებდა, საოცრად ლამაზ თეთრ აბრეშუმის ქვედაბოლოს, ასევე ღია კრემისფერი მობარხატო ქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა, ალბათ ისეთი როგორიც მინდოდა რომ მქონოდა თუმცა არ მქონია.
- მოგესალმებით, როგორ ხართ?
- ელენე რა ხდება?
- მოკლედ, დავითი მოვარდა დილიდან, ღრიალებდა, ააწიოკა ყველაფერი, დაცვას ვთხოვე სამუშაო გარემოსგან მოეშორებინა, და საკონფერენციო დარბაზზში შევიყვანე, ბატონ გივის კაბინეტში შეუვარდა, ქაოსი დაატრიალა მის ოთახში, საბუთები აურ დაურია, ინვენტარი დაუმტვრია, ვერ აგიხსნი, ცოტაც და ალბათ ყველას ხელით შეგვეხებოდა.
- მოდიან აქ?
- კი მოდიან.
ახლა მივხვდი რაც ხდებოდა, ეს ის დავითი იყო სამსახურიდან რომ გაუშვეს, ირინეს საყვარელი, მისი დამქაში. ნელ-ნელა კარს ხმაური უახლოვდებოდა, უწმაწური გინება ახლოს და ახლოს ისმოდა ვახტანგის მიმართ, და კარი შემოაღეს, ოთხი მამაკაცი მოყვა დავითს, ოთახში შემოათრიეს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
- დავით, აქ რა ჯანდაბას აკეთებ? - ძალიან უხეშად მიმართა ვახტანგმა.
- მოვედი რომ ის დამიბრუნოთ რაც წამართვით ბიჭო.
- რა გეკუთვნოდა და წაგართვით დავით?
- ჩემი სამსახური დამიბრუნეთ, ბო*ი შვილი ვიყო დედას მოგი**ნავ, იცოდე...
- შენ სამსახური იცი რატომაც დაკარგე დავით, შენი შავ-ბნელი საქმეებისთვის სხვა სამსახური გამოიყენე, ჩემ აშენებულს არ დაგანგრევინებ გაიგე ,,ბიჭო’’?
- გეუბნები დამიბრუნეთ მეთქი.... ან ჯერ რა კაცობაა ტო ქალებში რომ მირჩევ საქმეს, კაბას ეფარები?
- მე შენ საქმეებს არ გირჩევ, შენ დონემდე კი არ დავცემულვარ... კორექტულად ისაუბრე, დიდი ხანია ბევრს გითმენ უკვე, მოთმინების ფიალა მეც მაქვს, და კარგად იცი როგორიც!
- აბა ეს ქალები რას დამისვი აქ? როგორც კაცი ისე მელაპარაკე ერთი-ერთზე
- მე შენ ისე გელაპარაკები, როგორც იმსახურებ, ერთი-ერთზე რა გელაოარაკო, რა მაქვს შენთან საქმის გასარჩევი, შენ მე ვინმე ცხვირმოუხოცავი ღლაპი ხო არ გგონივარ, აზრზე მოდი ეხლა მართლა და მართლა !
- სამსახური დამიბრუნეთ, ორივემ !!!! - ხელს იმ ქალბატონის და ვახოსკენ იშვერდა
- და იმ ყლ*ს კიდევ გააჯ*ევინეთ ჩემი ადგილიდან!
სიტუაცია ძალიან დაძაბული იყო, ძალიან მეშინოდა, ამასობაში ჩემდა უნებურად ოთახის უკიდურეს კედელს ვიყავი ატუზული, მაგიდასთანაც კი აღარ ვიჯექი.
- დამტოვეთ მასთან მარტო.
- ვახტანგ, რას ამბობ...
- ელენე, გადით, ძალიან გთხოვ ანაც წაიყვანე და შენ კაბინეტში გადით და სანამ არ დაგიძახებთ არავინ შემოხვიდეთ!
მისი ხმა, ასეთი ტემბრით პირველად გავიგე, შემეშიდნა, ზუსტად არ ვიყავი დარწმუნებული მაგრამ ვვარაუდობდი რომ ხელითაც შეეხებოდნენ ერთმანეთს.
ოთახი დავტოვეთ, ელენემ მის კაბინეტში წამიყვანა, აქა იქ მომიყვა დავითის ამბები, რაც დაუტრიალებია სამსახურში არა თუ დღეს მანამდეც. წყალი დავლიე, ვნერვიულობდი, ელენეს კაბინეტი არ იყო ვახტანგის კაბინეტიდან ძალიან შორს, ღრიალის, ყვირილის ლანძრვის ხმები ისმოდა, ყურებზე ხელები ავიფარე და თავი მუხლებისკენ წავიღე.
- ანა ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი კარგად იქნება, ვახტანგი მოაგვარებს ამ პრობლემას დამერწმუნეთ.
- ერთმანეთს რომ რამე დაუშაონ, ღმერთმა იცის დავითი რაზეა წამსვლელი.
- ანა, აქ ვინმეს რამე თუ დაუშავდება ფიზიკურად ეს დავითი იქნება დამიჯერე.
ამის იმედი ნამდვილა მქონდა, და ელენემაც დაამამშვიდა, ზოგადად ჩემი ყურადღების გადატანა ცადა, თუმცა უშედეგოდ, ჩემი გონება იმ ოთახში იყო. წამიერად მტვრევის ხმა გავიგეთ, ინსტიქტურად წამოვხტით და კაბინეტიდან გავედით, მაშინვე გაიღო ვახტანგის კაბინეტის კარი და დავითი უცებ იატაკზე გართხმული დავინახეთ.
- ახლა კი გაეთრიე აქედან, ჩემ სამუშაო გარემოს, ჩემი ოჯახის, ან რომელიმე ახლობლის ირგვლივ სათოფეზე გაკარებულს ან თუნდაც მიახლოებულს დაგინახავ, გეფიცები ყველაფერს ციხეში ამოგალპობ ნაბიჭვ*რო! დღის სინათლეს სანატრებელს გაგიხდი, შენც კარგად იცი რომ შემიძლია! დავით გაფრთხილებ, არ გემუქრები, ციხის დარაბების მხეხავად გაქცევ! ცხოვრებას გაგიმწარებ, სიკვდილს სანატრელს გაგიხდი. გაათრიეთ ეს ნაგავი აქედან!
დაცვამ იატაკიდან ააყენა და მართლაც რომ გაათრიეს.
- ვახტანგ, რა მოხდა? მოაგვარე ?
- ელენე არ ვიცი, ამ კაცს არაფერი ეშველება, დაცვა გააფრთხილე შენობაში არ შემოუშვან, თუ არა და მივაყოლებ ყველას !
- ნასვამი იყო ხო?
- არ ვიცი, ალკოჰოლის სუნი არ ასდიოდა, ალბათ რამე ქონდა მოწეული, ფხიზელი ნამდვილად არ იყო. ჩემ ოჯახში მოდიოდა, მეგობარი იყო ჩემი... ეს ვინ ყოფილა, ნაბი*არი კაცი!
- ვახო, სისხლი მოგდის წარბიდან მგონი, ხელი დაგარტყა?
- ხო, ცოტა მეც მომხვდა, არც იმ საცოდავს დავაკელი!
- ეგ დავინახეთ ისედაც, ეტყობოდა ვერ დადიოდა.... წავალ იოდს და ბამბას მოვიტან და დავამუშაოთ.
- მადლობა ელენე.
სამსახურში ღალატის გამო რა დღე დააწია, და რომ გაიგოს მისი ცოლი მასთან რალატობს ალბათ ორივეს მოკლავდა. ნეტავ რა უნდა გავაკეთო? კიდევ რამდენ ხანს იქნება ეს უღირსობა ჩემ მიერ დამალული და მიჩქმალული, ღმერთო რა უნდა გავაკეთო არ ვიცი, შესაფერისი დრო კი არასდროს მოდის, ახლა რამის თქმა, იმის ტოლფასია, ჩემ თვალ წინ მოკლა...
- კარგად ხართ?
- კი, კი ახლა უკვე კარგად ვარ....
- ძალიან გტკივათ?
- არა, არა...
- დიდი ხანია მას იცნობთ?
- ვის დავითს?
- დიახ.
- საკმაოდ, დიდი ხანია, ნამდვილად წარმოუდგენელი იყო მისი მხრიდან ასეთი უმსგავსობის ჩადენა... ლამის აქვე მოვკალი.
- კარგია რომ არ მოკალით, მაგის შესაძლებლობა ყოველთვის გექნებათ.
- ამით ცდილობ დამამშვიდო?
- არა, ვცდილობ ცოტა მდგომარეობიდან გამოგიყვანოთ.
- უადგილოა, ვინმეს ვეტყვი და წაგიყვანენ სახლში.
- თქვენ?
- რა მე ?
- თქვენ არ წამოხვალთ?
- ანა, როდის მერე უნდა შეგითანხმო ჩემი სახლში მისვლა-მოსვლის გეგმები?
- არა უბრალოდ ვიფიქრე რომ...
- რა იფიქრე ანა, ზედმეტები რომ მოგიდს ხვდები?
- რა ზდემეტები, რა შუაშია.
- შუაში კი არა თავშია, მგონი რაღაც-რაღაცები გერევა, და სანამ რამეს იტყვი ან იკითხავ ცოტა დაფიქრი ხოლმე.
- თითოეული ჩემი სიტყვა თუ ქმედება აწონ დაწონილია ბატონო ვახტანგ, ეს თქვენ ხართ ვისაც ყველაფერი უკუღმა გესმით.
- სწორად ნათქვამს სწორად ვიგებ ანა, შენ უკუღმართულს უკუღმა.
- მე არ მისაუბრია თქვენთან მსგავსი მანერით, ვეცადე დაძაბული დმგომარეობიდან გამომეყვანეთ, მეგონა ერთად წავიდოდით, განა რა ვთქვი ასეთი ,,უკუღმართული’’?
- როდის მერე უნდა ვიაროთ მე და შენ ერთად ანა ?
- ერთად, ანუ...
- ანა გეყოფა რა ეს უაზრო საუბრები, და გადი შემეშვი გთხოვ, მიმღებში დაიცადე, ვინმეს გამოვგზავნი და წაგიყვანენ სახლში.
ფაქტობრივად ოთახიდან გამომაგდო, გასვლისას არც დავემშვიდობე, კარი გამოვიჯახუნე რაც ძალა და ღონე მქონდა და გამოვედი. ელენე შემხვდა, ბამბით და იოდით მიდიოდა მისკენ.
- ანა საით ?
- მთხოვა მარტო დამეტოვებინა.
- მიდიხართ უკვე?
- დიახ ჩემ სახლში ვბრუნდები.
ლიფტს დაველოდე, პირველი სართულის ღილაკს დავაჭირე თითი. მეწყინა? ალბათ არა, და არც უნდა მწყენოდა, ეს ხომ ტიპიური ვახტანგი იყო. შენობის გარეთ გამოვედი, ჰაერი ჩავისუნთქე და ტაქსი დავინახე, გავაჩერე და ჩემი სახლის მისამართი ვუკარნახე. მაღაზიასთან ვთხოვე ტაქსს გაეჩერებინა, რამდენიმე კვერცხი და პური ვიყიდე, სახლში ასატანად. ნელ ნელა სახლისკენ წავედი, გზაში ისევ ფიქრებმა ამიტანა. კარი გავაღე, ხელები დავიბანე, ტანისამოსი გავიხადე და კვერცხის მომზადება დავიწყე. ტელეფონი დასატენად შევაერთე, ინტერნეტი შევამოწმე და ვენრა დეიდას ზარის მოლოდინში, ტაფას ვურევდი.
რამდნეიმე წუთში ზარი გაისმა, ტაფა მივატოვე და ტელეფონისკენ გავვარდი, ვენერა დეიდა რეკავდა.
- ვენერა დეიდა აბა რა ხდება ახალი და კარგი, როგორ მოეწყვეთ?
- კარგად შვილო კარგად, სასტუმროში ვართ ახლა, 10 საათზე ვრეკავდით შვილო ვერ დავრეკეთ, ეხლა საავადმყოფოში მივდივართ მანქანა მოგვაკითხავს, ალეს ანალიზები უნდა აუღონ ოპერაციამდე, და ამ დღეებში ჩავნიშნავთ ოპერაციასო.
- როგორ გამახარეთ ვენერა დეიდა, ბაბუ სადაა?
- ძინავს, არ გავაღვიძე.
- ეძინოს დაღლილი იქნება, როგორ იფრინეთ ვენერა დეიდა?
- კარგად შვილო კარგად, ალეს გაუჭრდა, ფეხების გამო, ხო იცი როგორ უჭირს ჯდომა, მაგრამ ასეა თუ ისე ჩამოვფრინდით, აქდან კი ჯანმრთელს ჩამოგიფრენ, ვენერა გენაცვალოს.
- თქვენ გაიხარეთ, როგორ მახარებთ.
- მანდ რა ხდება შვილო, შენ როგორ ხარ?
- მე რა მიშავს ვენერა დეიდა კარგად ვარ, ვმუშაობ, და ასე.
- კარგი შვილო, წავედით მგონი მოვიდნენ, საღამოს დაგირეკავთ.
- როცა მოიცლით ვენერა დეიდა მაშინ.
ოდნავ დამწვრის სუნი მეცა, აშკარად კვერცხი დამეწვა. ფანჯარა გავაღე, გასანიავებლად, ოდნავ შემწვარი კვერცხი თეფშზე გადმოვიღე და მივირთვი. ფინჯანი ჩაი დავაყოლე და საძინებლისკენ წავედი დასაძინებლად.
საინებელში, პირსახოცი დავინახე სკამზე იყო გადაფარებული, ავიღე და აბაზანაში შევიტანე, ტანსაცმელი არც გამიხდია ლოგინზე ისე წამოვწექი, პლედი მივიფარე და ბალიშს ჩავეხუტე როგორც ყოველთვის. ცხვირი უცნაურმა სუნმა დამწვა, ეს ვახტანგის სუნი იყო. უცებ საწოლიდან წამოვვარდი, ზეწრები გადავაძრე ყველაფერს და აბაზანაში გასარეცხ ნივთებთან დავყარე.
ახალი ზეწრები გადავაფარე და დავწექი. მალევე დამეძინა, ბოლო დროს სულ მეძინებოდა, მით უმეტეს ძილი სულ მაკლდა, და ამ შესაძლებლობას ნამდვილად ხელიდან არ გავუშვებდი.
ტელეფონს დავხედე, მიკვირდა რომ აქამდე არ დაურეკავს, ტიპიური ვახტანგი, ან რატომ უნდა დაერეკა, რა ფიქრები მაწუხებდა... სამსახური აღარ მქონდა, მთლიანად მასზე დამოკიდებული ვხდებოდი, ეს კიდევ უფრო მაღიზიანებდა, დანაზოგი საერთოდ არ მქონდა, მხოლოდ ხელფასიდან მორჩენილი 68 ლარი, განა 9 თვე მეყოფოდა?
თვალი თაროსკენ გამექცა, ის ცისფერი ყუთი დავინახე, რომლის ავტორიც არ ვიცოდი ვინ იყო, სხვა გზა არ მქონდა უნდა გამეყიდა, ამ საქმეში კი მხოლოდ ერთადერთი ადამიანი ვინც დამეხმარებოდა ბესკა იყო. ტელეფონი ავიღე და დავურეკე.
- ანა, როგორ ხარ დაარგულო ესე უნდა ?
- შენ ხომ რას ამბობ ამიტალახე კარი მოკითხვით, რამდნეიმე დღეა აღარ ვმუშაობ.
- რატომ მშვიდობა ხოა?
- კი კი უბრალოდ ვეღარ ვუძლებ ღამის თენებას.
- ხო ნინომაც მითხრა, მხოლოდ სახლებს დაალაგებსო.
- ბეკსა, შენი დახმარება მჭირდება, ის ყელსაბამი ხომ გახსოვს გავყიდო მინდა, ფული მჭირდება.
- აბა არ გავყიდიო, ანა გასესხებ ფულს რამდენი გინდა მითხარი.
- ბესკა არ ვიცი, ამ ეტაპზე 500 ლარი მეყოფა, მერე არ ვიცი უკვე, საბოლოოდ მაინც მომიწევს გავყიდო.
- ფულს მე გადმოგირიცხავ და გაყიდვაზე მერე ვილაპარაკოთ.
- ბესკა არ ვიცი როდის დაიბრუნებ, ჩემი სიტუაცია ხო იცი არა?
- ანა, ხომ იცი მანქანისთვის ვაგროვებ ფულს, მინიმუმ ორი სამი წელი ვერ ვიყიდი, მთლიანად მოგცემ გოგო, და როცა შეძლებ დამიბრუნე.
- ოხ ბესიკ, როგორ მრცხვენია....
- კაი რა გრცხვენია, იმ ანგარიშზე გადმოგირიცხავ.
- 500, ამ ეტაპზე მხოლოდ.
- კარგი იყოს 500, და არ დაიკარგო რა...
- მადლობა.
ბესკას გადმორიცხული 500 ლარი მალევე დამიჯდა ანგარიშზე, ტელეფონი გვერდით გადავდე და შევეცადე დამეძინა.
თვალები მძმედ გვახილე, საათს რომ შევხედე საღამოს 5 საათი სრულდებოდა, წამოვდექი წყალი დავლიე, ტელეფონისთვის არც დამიხედავს, ფულის გამოსატანად ბანკომატისკენ წავედი. კარი გამოვკეტე და გასაღებით გადავკეტე. ბანკომატი სახლთან ახლოს მქონდა. ყურსასმენები გავიკეთე, სიმღერა ჩავრთე და გზას მივუყვებოდი, უცებ ვიღაცამ იდაყვში ხელი მსტაცა და საოცარი სისწრაფით შემომატრიალა
- სულ გაგიჟდი შენ ?
გაოგნებული ვუყურებდი, ირაკლი იყო. ყურსასმენები მოვიხსენი, და საკმაოდ მშვიდი სახით და ხმით ვუპასუხე
- უკაცრავად?
- ვახო გეძებს, ტელეფონს არ პასუხობ, სად დადიხარ?
- ჩემ სახლში ვიყავი, ალბათ ტელეფონის ხმა ვერ გავიგე, მოხდა რამე?
- რაღა რამე, სამსახურში ქაოსი აქვს ვერ გამოდის, კაცი გაგიჟდა შენი ძებნით.
- არსად მოსაძებნში მე არ ვყოფილვარ, ხომ გითხარი მეძნა.
- დაურეკე, გელოდება.
- მე რატომ უნდა დავურეკო?
- რატომ?
- ხო, ირაკლი მე რატომ უნდა დავურეკო, არაფერი საქმე არ მაქვს მასთან, არც რამის ყიდვა მინდა და მით უმეტეს ჯერ ისიც არ ვიცი ორსულად ვარ თუ არა, ასე რომ ნება მიბოძეთ ჩემ გზას გავუყვე.
- არ გინდა რა ანა, ძალიან გთხოვ.
- ბოდიში, ბანკში მეჩქარება.
გამოვტრიალდი, ყურსასმენები ისევ გავიკეთე და გზა მშვიდი ერთი ზომის ნაბიჯებით განვაგრძე. ბანკომატიდან ფული გამოვიტანე, სახლისკენ გამოვბრუნდი, იქვე რამდენიმე საჭირო ნივთი შევიძინე.
სახლთან შავი მანქანა დამხვდა, დაახლოებით ერთი საათი, მეტი არც დამჭირვებია ამ ყველაფრის საყიდლად და ფულის გამოსატანად. მანქანიდან გადმოვიდა, კი, ეს კი ნამდვილად ვახტანგი იყო.
- სად იყავი?
- სახლში.
- რომელ სახლში?
- ჩემ სახლში.
- საბურთალოზე არ უნდა იყოს ანა შენი სახლი?
- არა ჩემი სახლი აი აქაა - ხელი ჩემი ფანჯრებისკენ გავიშვირე.
- მანქანაში დაჯექი.
- არა, არ დავჯდები.
- არ გამამეორებინო, დაჯექი
- არა.
- აქ რჩები?
- დიახ.
- კეთილი.
- კარგად იყავით.
- ასევე!
მანქანაში დაჯდა და წავიდა. თვალებს არ ვუჯერებდი, ნუთუ ასე მარტივად წავიდა? არც მიყვირა, არც მეჩხუბა, არც მბრძანებლური ტონი იგრძნობოდა დიდად, ასე სიტყვაძუნძი დიალოგის მერე ადგა და წავიდა? ჯანდაბამდე გზა ჰქონია.... გავიფიქრე და სახლისკენ განვაგრძე სვლა.
ნაყიდი ნივთები ამოვალაგე, სახლი ოდნავ მირეული მივალაგე, უცბად კარზე კაკუნი შემომესმა, გავაღე და ვახტანგი დამხვდა. ნუთუ მობრუნდა ?
- ჩემოდნებს გიბრუნებ, აბა შენ იცი!
კარში დატოვა ჩემოდნები და წავიდა. ღმერთო მაღალო, ეს კაცი ჩვეულებრივი ამოუცნობი ობიექტი იყო დედამიწაზე. ის ის იყო ვიფიქრე გავიცანი ვინც არის და რაცაათქო, რომ 360 გრადუსით შეიცვალა, ღმერთო ვინ არის ეს კაცი საბოლოოდ?
ძლივს ძლივს შემოვათრიე ჩემოდნები, ამოლაგება დავიწყე, ყველა ნივთს მათთვის უკვე კარგად ნაცნობი ადგილი მივუჩინე, წყალი გადავივლე და რა თქმა უნდა ისევ დავიძნე.




ვახტანგი.



მას შემდეგ რაც ანას მისი ჩემოდნები დავუტოვე, ისევ ბიზნეს ცენტრში დავბრუნდი, დილით მომხდარმა ფაქტმა ყველა თანამშრომელზე ზეგავლება მოახდინა, ამიტომ დაპირებული პრემიების გაცემა შევეცადე უფრო დამეჩქარებინა.
ელენე ჩემ კაბინეტში იყო, ასევე ირაკლიც, ვცდილობდით სამივე ირაკლისთვის პასუხსიმგებლობის გადატანას, ელენეს გაოცებით უსმენდა, როცა საქმესთან დაკავშირებულ დეტალებს უხსნიდა, დიდად ირაკლის სამსახურისადმი გულგრილი დამოკიდებულების არ მეშინოდა, ვიცოდი რა შეეძლო და როგორ, თუმცა, ეს თანამდებობა ასე ერთი შეხედვით მარტივი თუმცა ძალიან რთული იყო.
იქიდან გამომდიანრე რომ მე ყოველთვის ვერ ვახერხებ გადაწყვეტილებების მიღებას, ვიანდიან სამსახურში შეიძლება არ ვიყო ამა თუ იმ მიზეზის გამო, ჩემ მაოდგილეს უწევს ამ გადაწყვეტილებების მიღება. ზუსტად ვიცოდი ირაკლი ამ დაკისრებულ პასუხისმგებლობას მარტივად გაართმევდა თავს. ზუსტად რომ ამდაგვარი დატვირთვა ჭირდებოდა, იმ ქალზე რომ არ ეფიქრა.
საქმეში სრულიად ჩაფლულები ვიყავით სამივე, სხვადასხვა დეტალებს და წვრილმან საკითხებს განვიხილავდით, სამომავლოდ შენობის გადიდებაზეც და დამატებით ფართების შექმნაზე ვბჭობდით, როგორ და რა ხერხებით უნდა მგვეპოვებნა შესაბამისი ნებართვები. აღნიშნული არც თუ ისე მარტივი იყო, ვინაიდან ბევრ დეტალს მოიცავდა, შესაბამისად ელენებ ითავა, ირაკლიც რა თქმა უნდა საქმეში ავტომატურად ჩაერთვებოდა.
სამსახურის ტელეფონზე ზარი გასიმა, თინათინი რეკავდა. მაცნობა რომ სტუმარი მელოდებოდა, სტუმარი, რომ ვამბობ ვინმე ჩემთვის სასურველი პიროვნება ნუ გეგონებათ, ეს ალექსანდრე შერმადინი იყო, ჩემი, მარტივად რომ ვთქვა დაუძინებელი მტერი.
მოვიწვიე კაბინეტში რა თქმა უნდა, დავინტერესდი რამ შეაწუხა, ალბათ დარონებული იყო ჩემი ბიზნესის განვითარებით, იმითაც რომ თავის დროზე ევრაფრით შეძლო ამ ბიზნესიდან ჩემთვის წილის წაგლეჯა. მასთან საუბრისას ყოველთვის აწონ დაწონილ სიტყვებს ვიყენებდი. მიუხედავად იმისა რომ მე დასამალი ბიზნებსსში მით უმეტეს არაფერი მაქვს, მაინც, ყოველთვის მთავრობით მემუქრებოდა, თუმცა თქვენც ხედავთ რომ ეს მუქარა არასდროს გამართლებულა.
- ბატონო ვახტანგ, როგორ ბრძანდებით?
- ალექსანდრე, რით დავიმსახურე თქვენი ყურადღება?
- მივესალმები ვახტანგ შენ სტუმრებს, მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას, თუ არ შეგაწუხებთ, ჩემი თქვენდამი ღრმა პატივისცემის და მიუხედავად თუ შეგიძლიათ ვახტანგთან ორიოდე წუთით მარტო დამტოვოთ.
- ელენეს იცნობ ჩემი მოადგილეა, ირაკლი ასევე ჩემი ბიზნეს პარტნიორია, დაგვტოვეთ ბატონებო.
ელენე და ირაკლი, კაბინეტიდან გავიდნენ, ერთმანეთის პირისპირ დავსხედით. დიდად მისი ფიზიონომიის დანახვა არასდროს მიხაროდა, თუმცა, მტრები ადამიანს ახლოს უნდა ყავდეს.
- რამ შეგაწუხათ?
- მოკლედ, ისევ წინადადებით მოვედი, შენი ბიზნესიდან მინდა წილის შესყიდვა.
- ამაზე ხომ ბევრჯერ ვისაუბრეთ, მე არ ვაპირებ წილის დათმობას.
- იქნებ შეძლოთ, ან მოინდომოთ?
- არა, ეს უბრალოდ განხილვის საგანიც კი არ გახდება არასდროს.
- ვახტანგ, იმას ხომ ხვდებით რომ ჩემი სახით საკმაოდ გავლენიან პარტნიორს შეიძენთ, რა გაბრკოლებთ?
- მე რამდენჯერმე გავიმეორე, აღნიშნული განხილვას არ ექვემდებარება, გავლენას კიდევრ რაც შეეხება ჩემიც საკმაოდ მაქვს და მყოფნის, არც მეტი არც ნაკლები ნამდვილად არ მესაჭიროება ამ ეტაპზე, და უახლოეს მომავალში მით უმეტეს.
- გავიგე, შენობის გაფართოებაზე ფიქრობ, მართალია?
- მე არ ვიცი, შენამდე რა ჭორები მოვიდა, თუმცა როგორც იდეა მივესალმები მშვენეირია, რატომაც არა, თუმცა ამ ეტაპზე, მაგ საკითხე ფიქრი არ დამიწყია.
- ერთად რომ დავიწყოთ? მე მოგეხმარები ნებართვებში, დავაჩქარებინებ, რა თქმა უდნა დადებითი პასუხი გარანტირებული იქნება.
- ნებართვებთან დაკავშირებით, იცი შენ ჩემი დამოკიდებულება, და არა მარტო ნებართვებთან, ყველაფერს სუფთად და კანონის 100 % იანი დაცვით ვაკეთებ, ამიტომაცაა დღემდე უპრობლემოდ ვმუშაობ და ვმართავ ბიზნესს. შესაბამისად, არც დაჩქარება და არც გარანტირებული თანხმობა, ამ ეტაპზე ჩემთვის მიუღებელია, ხომ იცი მე მსგავს ხრიკებს არ მივმართავ, როდესაც საქმე ჩემ ბიზნესს ეხება .
- ადამიანები ვახტანგ წლების განმავლობაში იცვლებიან, შენ არ იცვლები...
- ვერც შევიცვლები...
- მოკლედ, მე ამ წინადადებას შენთან ვტოვებ, როგორც წილის შეძენაზე, ასევე შენობის ნებართვებთან დაკავშირებით დახმარებასთან მიმართებით, შეგიძლია მომმართო ნებისმიერ დროს. ხომ მართლა, შენი ბარით აღფრთოვანებული დავრჩი, ძალიან კარგად გამოიყურება, ეტყობა შენი ხელწერა.
- ბარი? როდის იყავი ბარში?
- რა მნიშვნელობა აქვს, ერთი სიტყვით ვიყავი.
- კეთილი, თუ სხვა რაიმე საკითხი არ გაქვს დაგემშვიდობები.
- კი, მამაჩემსაც სურს შენი ნახვა.
- ფარვიზს?
- დიახ, ბოლო ბოლო ერთ კურსზე ვსწავლობდით, დღევანდელი ჩვენი ურთიერთობა, შეგვიძლია გამოვასწოროთ. შევეცადოთ მაინც.
- შენ ყოველთვის იმას ცდილობ ჩემი აშენებული ან დაანგრიო, ან წილი წამგლიჯო, რა ურთიერთობის დალაგებაზე ვსაუბრობთ? დაგავიწყდა სუსით და კუდით რომ მემუქრებოდი, ბიზნეს ცენტრი ახალი გახსნილი რომ მქონდა? მამაშენის გავლენას იყენებდი ყოველთვის, არა მარტო ბიზნესსში არამედ უნივერსიტეტშიც კი. მე ჩემი ხელით ვიწვალე და შევქმენი ყველაფერი, შენ ისევ მამაშენის გავლენის ქვეშ ხარ....
- ხო, რა წარმოდგენები გქონია ჩემზე თურმე, ამდენ ბოღმას გულში ინახავდი?
- რა დავარქვა მუქარებს? ადეკვატურია შენი აზრით? მთელ პროკურატურას მოგიქსევო მე ვიყავი ?
- დავივიწყოთ ძველი წყენა, შეგვიძლია ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ყველაფერი.
- მე შენთან ერთად ბიზნესს ვერ დავიწყებ ალექს, ეს გამორიცხულია, და მამაშენსაც იგივე გადაეცი, ამ საკითხე თუ მიბარებს, გამორიცხულია, მე ბიზნეს თქვენი წესებით ვერ ავაწყობ, ჩემთვის მიუღებელია.
- ბევრს დაკარგავ ვახტანგ ამით.
- რაც მაქვს სრულებით მყოფნის.
- კეთილი, თუ აზრი შეგეცვალა იცი სადაც მოგვძებნო.
- რა თქმა უნდა.
სანამ კაბინეტს დატოვებდა, სავიზიტო ბარათი დამიტოვა, საკონტაქტო ნომერი შეცვლი ჰქონდა და ახალი ამდაგვარი ხერხით გამაგებინა. ყოვლად კანონის დამრღვევები იყვნენ ორივენი, უკადრებელს იკადრებდნენ, ასე აქვს მამამის აწყობილი ცხოვრება. სხვის უბედურებაზე მე ჩემ ბედნიერებას ვერ ავაწყობდი.
მასთან საუბარი არასდროს მსიამოვნებდა, მიუხედავად იმისა, რომ ერთ ხანს კურსელები ვიყავით, არც მაშინ და ახლა მით უმეტეს მისი ატანა არ მქონდა. გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა მაშინ მამამისის, აზანზარებდა ქალაქს, მისი სახელის გაგონება ჭიანწველასაც კი ზარავდა. ერთი სითყვით ჟარგონულად რომ ვთქვათ ქალაქში და არა მარტო ქალაქში მაგარი ,,შიშკა’’ იყო.
თინათის ვთხოვე ყავა მოეტანა ჩემთვის, დიდად ყავის მოვარული არასდროს ვიყავი, თუმცა, ცოტა კოფეინი ჩემ გონებას ნამდვილად არ აწყენდა. ელენე და ირაკლიც დაბრუნდნენ. განვაგრძეთ სამსახურზე საუბარი, ბატონი გივიც შემოგვიერთდა, ალექსიც, მთელი გორორც იტყვიან მუშა კოლექტივი ჩემ კაბინეტში შეირკიბა.
დაახლოებით ღამის ცხრა საათი სრულდებოდა, როდესაც ელენეს მისმა მეუღლემ დაურეკა და სახლში წაიყვანა, ალექსიც მას გაყვა. დავრჩით ისევ მე და ირაკლი როგორც ყოველთვის. სახლში წასვლა არც ერთს არ გვინდოდა, გარეთ გასვლაზეც ფეხს ვითრევდით, როგორც ყოველთვის ოპტიმალური ვარიანტი ავარჩეთ, გაგიკვირდებათ და ისევ ჩვენი ბარი.
პირადული, სამსახურეობრივი, ათასი პრობლემის გამო ბოლო რამდნეიმე დღე ჩამოვრჩი ბარის საქმიანობის მსვლელობას, არც მიფიქრია რომ რამე მოხდებოდა ცუდი, ვენდობოდი ლეილას შესაბამისად, სრულიად მარტივად შემეძლო შიდა სამზარეულოში არ ჩავრეულიყავი, თუმცა ამის საშუალებას საკუთარი ეგო არ მაძლევდა.
მშვენიერი გარემო იყო როგორც ყოველთვის, ბესკა ბართან, ლეილა აქეთ იქით დარბოდა, გოგონები სტუმრებს ემსახურებოდნენ, მე და ირაკლი კაბინეტში ავედით, რამოდენიმე წუთში კარზე კაკუნი გაისმა, ლეილა იყო.
- რამდნეიმე წუთით თუ გცალიათ?
- რა თქმა უნდა მობრძანდი, დაბრძანდი.
- მოკლედ, არ მინდოდა ამ თემასთან დაკავშირებით თქვენი შეწუხება მაგრამ, მცირედ დროს წაგართმევთ.
- ლეილა გისმენთ. - მკაცრი ტონით მივუგე.
- ბატონო ვახტანგ, ამას წინად, აი მაშინ სანამ ანა წავიდოდა, თქვენი ერთ-ერთი მეგობარი იყო მოსული, ყოველ შემთხვევაში ასე გაგვაცნო მისი თავი. ბარში აშკარად ნამყოფი იყო, სიმართლე გითხრათ, როგორც კი შემოდგა ფეხი დაცვას მაშინვე კითხა, ბარის მეპატრონეს სად ნახავდა, ვინაიდან თქვენ არ იყავით, მე შევხვდი. ასე, პირდაპირ გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ მუქარას გავდა მისი საუბარი, თუმცა არც ჩამოუვარდებობდა ნამდვილად.
- მუქარას?
- დიახ, მუქარას, საინტერესოა ფინანსური მხარე რამდენად გამართული გაქვთო, საგადასახადო სამსახურთან როგორ იქცევითო, ან შესყიდვებს რა წესით და როგორ ახორციელებთო, მომსახურება არის თუ არა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისიო. მე ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ყველაფერი წესრიგში გვაქვს და იგივე ვუპასუხე მასაც, მიუხედავად იმისა რომ განვუმარტე მას ამის მოთხოვნის უფლება არ ჰქონდა, მარტივად შევეცადე მისი ამდაგვარი ინტერესი დამეგმაყოფილებინა, თუმცა უშედეგოდ, შემდეგ ისევ განაგრძო ნიშნის მოგებით საუბრები, აი ვნახოთ საგადასახადო რომ მოვა შემოწმებაზე რა დარღვევებს აღმოგიჩენთო. ამ ადამიანის არც სახელი ვიცი არც გვარი, რადგან კითხვაზე თუ ვინ იყო მხოლოდ მითხრა რომ თქვენი მეგობარი იყო, თუმცა მაქვს ჩვენ ბარში ერთ ერთი კამერიდან ამოღებული ფოტო, სადაც მისი სახე კარგად ჩანს, აი ინებეთ, იქნებ იცოდეთ ვინაა, სამომავლოდ რომ გაითვალისწინოთ.
- ალექსანდრე შედრმადინი. ეს ნაბი*ვარი აქაც იყო მოსული.
- იცნობთ ანუ?
- რა თქმა უნდა, და არა ერთი წელია ლეილა, ძალიან გთხოვ მაქსიმალური ურადღებით თითოეულ თეთრთან, ყველა თანამშრომელი გააფრთხილე, თუ გინდა თათბირი ჩანიშნე, შენთვის მომინდვია ამ საკითხის მათთვის მიწოდება, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს რომ ამ კაცთან პოლემიკაში არავინ შევდიეს.
- ვინაა ბატონო ვახტაგ, ან რა უფლებით გვემუქრება, რა საფუძვლით?
- ირაკლი, ეს ის კაცია, დღეს ბიზნეს ცენტრში რომ მოვიდა, მოკლედ ლეილა დიდი და გრძელი ისტორიაა, ზედმეტი ინფორმაცია შენთვის საჭიროც არაა, ასე რომ სიტყვაზე მენდე, ამ კაცისგან თავი შორს დაიჭირეთ ყველამ.
- რა თქმა უნდა, ამას მაშინვე მივხვდი, და ყველა თანამშრომელი გავაფრთხილე და სიფრთხილისკენ მოვუწოდე, თუმცა ძალიან შემაშინა.
- თავისთავად ცხადია, არაორდინალური და უცნაური კაცია, მისგან რას და როგორ უნდა მოელოდე ამას ვერასდროს განსაზღვრავ, მიზანში ჩემი ბიზნესი აქვს ამოღებული წლებია, მებრძვის ყველა შესაძლო საშუალებით, უნდა ყველაფერი წამართვას, ან უკიდურეს შემთხვევაში ნაცარ-ტუტად აქციოს.
- კარგით, მე სხვა კითხვა, თუ კითხვა ერქვა ამას არ მაქვს, დაგტოვებთ, თუ რამეს ისურვებთ დამიკავშირდით და მოგართმევთ.
- მადლობა ლეილა, და კიდევ, არ დაგავიწყდეს, კიდევ გააფრთხილე ყველა თანამშრომელი, უკლებლივ ყველა.
- ხომ, მართლა, ანას მაგივრად სხვა ავიყვანეთ.
- არ არის პრობლემა, თანამშრომელბის საკითხს შენ არაჩვეულებრივად აგვარებ, მე არ ვერევი.
- კეთილი, დროებით, დაგტოვებთ.
- დროებთ ლეილა.
ერთ ხანს გაოგნებული ვიჯექი, ვისკი მოვსი და ღრმად ამოვისუნთქე. წინასწარ არ მინდოდა და არც არასდროს მიყვარდა მოვლენების დაჩქარება, თუმცა წინ დიდი ბრძოლა მელოდა, რომლის მოგების ან წაგების შემთხვევაში, ომიც გარდაუალი იქნებოდა.
ირაკლის ზოგადად მოვუყევი, ვინ იყო ალექსანდრე, და მისი მამა, რა ურთიერთობა გვქონდა და როგორ გაგრძელდა, ეს უკვე მისთვისაც ნათელი იყო. თუმცა ამ ომში ირაკლის იმედი ნამდვილად მქონდა.
რამოდენიმე ხანში დაბლა ჩავედით, ხალხი ერთმანეთში ირეოდა, მუსიკა საკმაოდ ხმამაღალზე იყო, ცოტა თავიც ამატკია, თუმმცა , რაღაც დოზით სასაიამოვნოც კი იყო. VIP მაგიდასთან დავსხედით და ისევ ვიკსი შევუკვეთეთ. ირაკლი საცეკვაოდ წავიდა და რამოდენიმე წუთში გაუჩინარდა. ბართან მივედი ბესკას ვკითხე ირას შესახებ, ვიღაც გოგოსთან ერთად გასულა უკანა გასასვლელისკენ. ინსტიქტურად უცნაური ფიქრები მომაწვა, და მყისიერად წავედი უკანა გასასვლელისკენ. თამთასთან ერთად იყო.
არავის ურთიერთობაში ჩემ ირგვლივ არასდროს ჩავრეულვარ, მით უმეტეს ირაკლისთან, ზედმეტად პრინციპული იყო ყოველთვის, ჯიუტი და ჯინიანი, რასაც უშლიდნენ ყოველთვი საპირისპიროს აკეთებდა, შესაბამისად სანამ თვითონა რ მიხვდებოდა რომ აქ ქალთან ურთიერთობა ავის მომასავებელი იყო, იქამდე არ შეეშვებოდა, მოკლედ კისერი თვითონ უნდა წაემტვრია.
გავეშვი, უკან გამოვბრუნდი და კაბინეტში ამოვედი. მათი საუბრის მოსმენა, ნამდვილად არ იყო ჩემი პროფილი, არც მაინტერესებდა და საერთო ჯამში ამას არც ვიკადრებდი, საბოლოოდ ირაკლი მაინც ყველაფერს მომიყვებოდა, აბა მას ენაზე რამე დაადგებოდა?!
ვისკი მოვსვი და ტელეფონს დავხედე, პირველი საათი სრულდებოდა. რამდენჯერმე ვცადე მასთან დამერეკა, თუმცა გავჩერდი, ინტერესი რაღაც დონემდე მახრჩობდა, თუმცა საკუთარ თავს კარგად ვუმკლავდებოდი, მას არ დავურეკავდი. მისგან ველოდი ნაბიჯის გადმოდგმას.
მანაც არ დააყოვნა და რამოდენიმე წუთში თავადვე დამირეკა.
- როგორ ხარ?
- თავად?
- მადლობთ, მეც კარგად. გეგმები ხომ არ შეგცვლია?
- მე გეგმებს ასე მარტივად როდესმე ვცვლიდი?
- უბრალოდ გეკითხები და შეგიძლია ეს სიამაყე გვერდზე გადადო და ნორმალურად მიპასუხო?
- არა, ირინე, გეგმები არ შემიცვლია, და შენ?
- დაბრუნდი სახლში...
- ჯერ-ჯერობით არ ვაპირებ სახლში დაბრუნებას, თუ გადავწყვეტ ამას შენ პირველი გაიგებ.
- მაშინ როცა შვილი უნდა გვეყოლოს, ოჯახს ანგრევ ვახო?
- ოჯახს მე არა ირინე, შენი ისტერიული ქცევები და მანევრები ანგრევს, ამას ვერ ხვდები?
- რა ისეტერია ვახო, ანუ იმ გოგოსთან ერთად ყაზბეგში მარტო უნდა წახვიდე და მე შენი ცოლი, ვიმეორებ ვახო ცოლი, ამ ყველაფერს ასე მარტივად უნდა ვუყურო, ვითომც არაფერი, სუფთა ჰაერი მოუხდება სუროგატ დედასთქო?
- კი, ირინე, ზუსტად ასე უნდა მოიქცე. რადგან საქმე სუროგატს ეხება და არა ჩემ საყვარელს, განსხვავებას იმედია ხედავ, შენთვისვე აჯობებს ეს ასე იყოს.
- მე ვარ ვახო შენი ცოლი, და არ დავუშებ არასდროს ვიღაც ქალთან ერთად მარტო სუფთა ჰაერზე ისვენებდე, შენ ნორმალურად მიგაჩნია ეს?
- ირინე, ტონს დაუწიე, მე მსგავსი დამოკიდებულება კიდევ გიმეორებ შენგან არ დამიმსახურებია, და თუ რამე არ მოგწონს, ეს შენი პრობლემაა მხოლოდ და მხოლოდ, ხომ არ გგონია რომ ბევრის თმენა მიწევდა ამ წლების განმავლობაში ჰა? ყველა შენი პრიკაზი და ხუშტური რომ სრულდებოდა, ვისი დამსახურებაა? რამე ხომ არ გავიწყდება ?
- ვახო, გეყოფა რა, სახლში დაბრუნდი, რა ვუთხრა ლიას?
- ლიას პასუხს მე გავცემ თუ საჭირო გახდება.
- და რას ეტყვი ძალიან მაინტერესებს.
- რაც საწიროა ირინე, იმას ვეტყვი, მორჩი, დაასრულე შენი აგრესიის და ბოღმის ნთხევა?
- ერთხელაც განანებ მაგ სიტყვებს დაიმახსოვრე.
- უკვე ბევრ რამეს ვნანობ, შენ ჩემს სიყვარულს არაფრად აგდებ ირინე, ამას უკვე არაფერი აღარ ეშველება, ერთადერთი იმედი ბავშია, თუმცა, ალბათ ჯობია შენგან შორს გაიზარდოს.
- ბავში? ბავშვს რატომ რევ ამ სიტუაციაში?
- ირინე სხვა დროს ვისაუბროთ, საქმე მაქვს, ღამე მშვიდობის.
ტელეფონი გავუთიშე, სავარძელში საზურგეს მივეყუდე და ვისკი კიდევ მოვსვი. ირაკლი არსად ჩანდა, დავურეკე თუმცა უშედეგოდ, ტელეფონი გამორთული ჰქონდა. არ მინდოდა იმაზე ფიქრი რომ თამთას გაყვა, თუმცა ფაქტი ჯიუტი იყო.
ბარში ჩავედი, ვიფიქრე ბართან ჩამოვჯდები, მუსიკასაც მოვუსმენდი და სასმელს კიდევ დავამატებდი. ბესკა ბარში ტრიალებდა როგორც ყოველთვის, გოგოები სადღაც მიიფანტ-მოიფანტნენ, დარბაზში ვერც ერთს ვხედავდი. სტუმრები შეკვეთებს ელოდებოდნენ, თუმცა მათთვის განკუთვნილი მომსახურე პერსონალი არსად ჩანდა.
ვისკის ჭიქა ბოლომდე გამოვცალე, და სამზარეულოსკენ გავედი, ვიფიქრე გოგოები იქ იქნებოდნენ შეყუჟულები. სულიერად და მორალურად მათ დასატუქსად მომზადება ნამდვილად არ მჭირდებოდა, ეს ყოველთვის მარტივად და სამართლიანად გამომდიოდა. ასეც იყო, როგორც ვიფიქრე, სამსზარეულოში ისხდნენ სიგარეტს ეწეოდნენ და რაღაც ყუთებში იქექებოდნენ.
- რა ხდება აქ?
ლილეს ჩემ ყვირილზე ტელეფონი ხელიდან გაუვარდა და გაფითრებული სახით მიყურებდა სამივე.
- ბატონო ვახტანგ, კურიერი იყო, რაღაც ნივთები მოიტანა და...
- კურიერი იყო ლილე? ანუ კურიერის მოტანილ ნივთებს რიგ რიგობით ვერ დაათვალიერებთ? ბარში მე მივიტან მაგდებთან შეკვეთებს თუ რა ხდება რა გეკითხებით?
- ბოდიშით, უბრალოდ ეს ნივთები...
- ლილე, დროზე დაბრუნდით დარბაზში მეორედ არ გამამეორებინოთ.
- ვატონო ვახტანგ ანას ვესაუბრებით, ეს მისი ნივთებია - შეშინებული ხმით თქვა თეკლამ.
- ანასი? - გაკვირვებით დავსვი კითხვა.
- დიახ, ალბათ კურიერმა არ იცოდა რომ აქ აღარ მუშაობს და აქ მოუტანა.
ლილემ ტელეფონი მოატრიალა, ვიდეო ზარით ესაუბრებოდნენ ანას, როგორც ჩანს ,,საჩუქრებს’’ ათვალიერებდნენ.
- ლილე, კიდევ აქ ხართ? ანას ტელეფონი გაუთიშეთ და დროზე დარბაზში დაბრუნდით, სამუშაო საათებს ნუ იყენებთ ბოროტად, გაფრთხილებთ, როგორც ჩანს ჩემი ხელი მოგაკლდათ და აიშით ხო? დროზე დარბაზში!!!! სამივე!
- ან, მერე დაგირეკავთ - სწრაფად გაუთიშა ანას ტელეფონი ლილემ. სამივე დარბაზზში გავარდა.
მივიხედ მოვიხედე, რამდენიმე მუყაოს დიდი ზომის ყუთი შევამჩნიე, ხვადასხვა სახეობის ტკბილეული იყო, საკმაოდ ლამაზი და მიმზიდველი შეფუთვით. იქვე, რამოდენიმე სხვადასხვა პარფიუმერიული და სამოსის მაღაზიების სასაჩუქრე ვაუჩერები იდო, არც თუ ისე მცირე თანხის. გამიკვირდა. რამოდემიმე მხრიდან დავხედე ნივთებს, რა თქმა უნდა საჩუქრების ავტორს არც ყვავილები გამორჩენია მხედველობიდან, საოცრად ლამაზი წითელი ვარდების დიდი სომის თაიგული იყო, შუშის სადგამში მოთავსებული, ასევე წითელი ლენტით გაბანტული.
სამზარეულო მალევე დავტოვე, ნივთებს ზედმეტად არ შევხებივარ. ლეილა შემეჩეხა კარებთან.
- ბატონო ვახტანგ, ბოდიშს გიხდით, აღარ განმეორდება მსგავსი.
- ანას, გაუგზავნეთ მისი კუთვნილი ნივთები. მეორე მსგავსი შემთხვევა და ყველა ანას გზას გაუყვებით, უკლებლივ ყველა. ეს საბავშო ბაღი ნუ გგონიათ, სამსახურია, და მოიქეცით ისე როგორცსამსახურში უნდა იქცეოდეს დასაქმებული, მე გაგაფრთხილეთ, და შენ კიდევ ლეილა, ძალიან კარგად იცი ჩემი სამსახურისადმი და საქმისადმი დამოკდიებულება. მსგავს ქმედებებს ჩემ ცხვირ წინ ჩადიხართ, ღმერთმა იცის აქ რომ არ ვარ რას აკეთებთ, სულ ნუ წახვედით ხელიდან მართლა და მართლა!
- ბოდიშს ვიხდი, გოებსაც გავაფრთხილებ.
- არა ლეილა, ბოდიში დაშავებულს ვერ გამოასწორებს, და გოგოებს კი არ გააფრთხილებ აუკრძალავ უყურადღებობას და დაუდევრობას! ამ თვეში ბონუსებს დაემშვიდობეთ, შეგიძლია ეს ნიფორმაცია აცნობო.
ჩემ კაბინეტში დავბრუნდი. ძალიან გამწარებული და გაბრაზებული ვიყავი. კიდევ ვცდილობდი ჩემი ლოიალობის გამოჩენას და მათი სამსახურიდან გაყრისგან თავს ვიკავებდი. ანას საჩუქრები, კი უკვე მეტისმეტი იყო... ნუთუ მისმა საყვარელმა, თუ მეგობარმა მამაკაცმა, თუ ვინც იყო და რა სტატუსის მქონეც, არ იცოდა ანა აქ რომ აღარ მუშოაბდა, ან საერთოდ იცოდა რომ სუროგაციის გზითაც შოულობდა ფულს? ყველაფერი ამერ დამერია თავში, საღ და მართალ აზრს მცდარისგან უკვე ვეღარ ვარჩევდი. როგორც კი მასზე როგორც კარგ ადამიანზე ფიქრს ვიწყებდი, ყოველთვის საპირისპირო ხდებოდა, ალბათ ერთგვარ ნიშნას მაძლევდა სამყარო, რომ ანა არ იყო ის რადაც თავს მაჩვენებდა ყველაფრის და მიუხედავად.
ემოციებისგან დაღლილი, გათენებას აღარ დავლოდებივარ და საბურთალოზე წავედი. სახლი ცარიელი იყო, სიმშვიდე სუფევდა. ზოგჯერ ეს მარტოობაც საჭირო ყოფილა. იქვე დივანზე წამოვწექი, ტელევიზორი ჩავრთე და წითელი ღვინით სავსე ბოკალი ჟურნალების მაგიდაზე დავდე. ცოტა ხანშივე, ოდნავ შეზარხოშებულს ძილმა წამიღო.




ირინე.



საგრძნობლად გამაღიზიანა ვახოს ქმედებამ, მაგრამ ისევ და ისევ იმიტომ რომ არ მინდოდა ამ ყველაფერს გამოვმშვიდობებოდი ისევ მოვითმიე და თავიდ ავხარე, რის ფასად დამიჟდა ალბათ მისახვედრად ძალიან მარტივია. თუმცა, ყველა ღონეს ვიხმარ იმისთვის რომ იმ ვიგინდარა ფულის ხამ ქალთან ერთად არ წავიდეს ყაზბეგში სუფთა ჰაერზე დასასვენებლად. მსგავსი ქალებისგან ყველაფერია მოსალდონელი.
ასე, რომ ჩემი ქმრის და აწყობილი ცხოვრების მისთვის დათმობას, ასე უბრძოლველად ნამდვილად არ ვაპირებდი. საჭიროების შემთხვევაში შუაშიც კი გავგლეჯდი.
გვიანი იყო უკვე, ვიფიქრე დავიძნებდი, მაგრამ თან იმაზე ვფიქრობდი ვახოს სახლში არ ყოფინის ფაქტი როგორ ამეხსნა მისი მშობლებისთვის. მართალია მეორე ღამეა არაფერი უკითხავთ მაგრამ, ვაი და ეკითხათ რამე სასწრაფოდ მოსაფიქრებელი მქონდა.
ფიქრებში გართულს ჩამეძინა. დილით მაღვიძარა არ მქონდა დაყენებული, პრინციპში არც არასად მეჩქარებოდა, თუმცა ტელეფონის უადგილო ზარმა მაინც გამაღვიძა. ტელეფონს ცალი თვალით დავხედე დავითი იყო. ეს ბოლო დრო მისი უაზრო თინეიჯერული წუწუნი უკვე მღლიდა, თან როცა საქმე უკვე ჩემი ოჯახის შენარჩუნებას ეხებოდა, ცოტა არ იყოს მასთან ვიზიტებს მოვუკელი. ბოლო ბოლო, მარტო სექ*ი ხომ არაა, მთავარი მაინც მატერიალური კეთილდღეობაა.
მოკლედ, ტელეფონს ხმა გავუთიშე, და გვერდით გადავდე, მე კი ისევ მშვიდად ძილი განვაგრძე. მაგრამ ვინ გაცადა. დაახოებით 12 საათი სრულდებოდა, მარეხმა მოაკაკუნა ჩემის აძინებლის კარზე.
- ირი, ვახო სადაა ?
- ალბათ ადრე გავიდა, არ გამიგია.
- საერთოდ იყო სახლში?
- აბა სად უნდა ყოფილიყო მარეხ, რა კითხვებია?
- არა, გეკიტხები, მისი მანქანა არ დამინახავს, არც მანქანის ხმა გამიგია და დამაინტერესა შენგან განსხვავებით ჩემი ძმა სადაა და რატომ არ იყო გასულ ღამეს სახლში.
- ცრუ განგაშია დამიჯერე რა
- კარგი, შენგან ნორმალურ პასუხს პრინციპში არც ველოდი, კაი კაი დაიძნე, მაგის მეტი კარგად შენ არაფერი გამოგდის - ირონიული ტონი იგრძნობოდა მის ხმაში.
- ნორმალური ხარ ბავშო?
- კაი, კაი, ტკბილი ძლი მძნარე მზეთუნახაო - ისევ ირონიით მიპასუხა და კარი გაიჯახუნა.
ამ სახლში ვერავის ვიტანდი, მაგრამ ამ გოგოს ცინიზმი უკვე მეტისმეტი იყო. როგორ ვეხვეწებოდი ვახოს, ჯერ კიდევ მაშინ სანამ ცოლად გავყვებოდი საზღვარგარეთ გაეშვა სასწავლებლად, არა და არ დამიჯერა, მარეხს არ უნდოდა თურმე საქრთველოდან წასვლა, ამის დაკრულზე დაიდიოდა ყველა. ჯერ ისე ვერ მომინელებია საბურთალოზე რომ არ ვცხოვრობთ მარტოები. დღემდე ვერ გამიგია ამ სახლში რა ჯანდაბა გვინდა, რატომ ვართ აქ.
ძილის გაგრძელებას აზრი ნამდვიალდ არ ქონდა, აბაზანაში შევედი, მალევე გავიმშრალე თმა და სალონშ წასვლა და მოწესრიგება გადავწყვიტე. თუმცა დილის სიმშვიდე ბოლომდე ვინ შემარგო.
- ირინე შვილო, როგორ გეძნა ?
- კარგად ლია, როგორც ყოველთვის.
- საით მიდიხარ?
- სალონში მოვწესრიგდები, რამე ხომ არ გინდათ?
- არა, შილო არაფერი, შენ იყავი კარგად.
- კი დე, ეგ იქნება კარგად, ძლის და სალონის მეტი საქმე არ აქვს - იცინოდა მარეხი.
- შვილო, გეყოფა ეხლა, ნუ უზრდელობ, ენას კბილი დააჭირე რამდენჯერ გითხარი.
- როგორც ჩანს შენ შილს შურს ჩემი.
- მარეხ, დედი, შენც ხომ არ გაყვებოდი ირინეს სალონში?
- დედა, სალონშ თუ მენოდმება წასვლა ირინე რაში მჭირდება, მე ვერ წავალ?
- რა დაგემართა შვილო?
- რა დამემართა და ვახო გუშნ ღამე სახლში არ ყოფილა, და იმასაც კარგად ვხვდები ვისი ხელი ურევია ამ ამბავში!
- აბა სადი იყო დედი?
- არ ვიცი, შენ რძალს კითხე ლია.
- ირინე რამე იცი ? - გაკვირვებით მკითხა ლიამ
- ვაიმე, კარგით რა, არ იყო რა მოხდა დაიქცა ქვეყანა ? ბარში იქნებოდა და მერე ალბათ ბიზნეს ცენტრში შეხვედრა ქონდა და იქ წავიდა, დიდი ამბავი ნუ ...
- კარგი რა, მართლა და მართლა, შენი ქმარია ჩემი ძმაა, მე თუ ვიცი შენ არ იცი რომ მინიმუმ ერთი და იგივე ტანსაცმლით არ დადის სამსახურში? რომ აუცილებლად მოვიდოდა წყლის გადასავლებად და ტანსაცმლის გამოსაცვლელად შენი ქმარი ? არ მოსულა, ტელეფონზე ვურეკავდი არ მიპასუხა, დედა, რაღაც მოხდა...
- დამშვიდდით რა, ტყუილად ქმნით პანიკას არაფრისგან, რამე რომ მომხდარიყო მე პირველი გავიგებდი, ჯანმრთელია და ცოცხალი დარწმუნებული ვარ - ძალიან მშვიდად მივუგე აგრესორებს.
- ცოცხალი რომ არის ირინე მეც ვიცი, და ვაი შენი ბრალი ჩემ ძმას რამე მოუვდეს, მე იამს ვამბობ რომ კონფლიქტი გქონდათმეთქი, ანუ რარაცაზე იკამათეთ რის გამოც ვახო არ მოვიდა. ის კი არა რომ რამე დაუშავდა. და ამის მიზეზი კიდევ შენ ხარ - რძალო!
- როგორ დამღალეთ ნეტავ იცოდეთ რა ...
მათმა საუბარმა დამღალა, უაზრო დიალოგები ყოველ დილით, ცალკე ლია, და ცალკე ამ გაუზრდელი თავხედი გოგოს მონოლოგები. ატანა არ მქონდა არც ერთის. კარი გამოვიჯახუნე მანქანაში ჩავჯექი და სალონისკენ წავედი.
თმასთან ერთად ფრჩხილების მოწერსიგებაც გადავწყვიტე, შემდეგ ვიფიქრე ცოტა სახესაც მივხედავთქო, სალონში ყოფნა და თავის მოვლა ზედმეტად მსიამოვნებდა, თან ყურადღებასაც ძალიან კარგს მაქცევდნენ, ერთი სიტყვით იდეალურ გარემოს და მომსახურებას მთავაზობდნენ.
- ირი, როგორ ხარ ლამაზო ქალბატონო?
- ვა, შენ როგორ ხარ?
- კარგად ძლიან კარგად, რა არის ახალი და კარგი აბა? რამდენი ხანია არ მოსულხარ, სულ დაგვივიწყე.
- ხო, ამას წინად სხვაგან ვიყავი მისული, ჩემა მეგობარმა მირჩია, თუმცა მომსახურება არ მომეწონა, რაღაც დაბალი დონის იყო, და ვინანე კიდეც, ამიტომ დღეს აქ მოვედი.
- მშვენიერი გადაწყვეტილება მიგიღია, როდის ჩამოვსხეთ ყავასთან ერთად, საუკუნეა არ გვიჭორავია.
- ვაიმე , თათ, იმდენი გვაქვს საჭორაო, შენც ხვდები ალბათ ხო?
- კი, კი როგორ არა...
- მიხვდი ალბათ მაშინ, საერთოდ არ შევიმჩნიე ერთმანეთს რომ ვიცნობდით, ხომ არ გეწყინა?
- არა, რას ამბობ, პირიქით, არც მე შევიმჩნიე.
- რა მოხდა საინდან მოხვდი ნელისთან, იცნობდი?
- კი, გოგო ვიცნობ, ესე როგორც მე და შენ მსგავსი ურთიერთობა არ მაქვს მაგრამ, წლების წინ გავიცანი და ასე თუ ისე ვკონტაქტობთ, და შემომტავაზა, ნია და მისი შვილი გაგვეცნო ერთმანეთისთვის, მოკლედ, ვისაუბროთ რა.
- აუცილებლად, პროცედურებს რომ მოვრჩები ამოგივლი კაბინეტში.
- გელოდები.
ძალიან გამიკვირდა ნელის და თათას ნაცნობობა მეგობრობის შესახებ, თუმცა ირაკლისთის ნია მართლა კარგი კანდიდატურა იყო. ნუ რა თქმა უდნა თუ ერთმანეთი მოეწონებათ, როგორც ჩანს თათაც არ იქენბა წინააღმდეგი.
პროცედურებმა კარგად ჩაიარა, ძალიან გმაყოფილი ვიყავი. ისი ის იყო თათასთან კაბინეტში უნდა შევსულიყავი სალონში ირაკლი შემოვიდა.
- ირაკლი? აქ რას აკეთებ?
- ვა, ირინე, როგორ ხარ?
- კარგად კარგად, სასიდედროს მოაკითხე თუ რა ხდება ?
- ხო, თამთასთან მოვედი საქმე მაქვს.
- თავის კაბინეტშია.
- აბა დროებით.
ირაკლი, თათას სალონშ აკითხავდა? რა საინტერესო ფაქტი მოხდა ჩემ თვალ წინ, არ მჯეროდა, აქ რაღაც რიგზე ვერ იყო. ლოგიკას მოკლებული იყო რაც მოხდა. სასწრაოდ უნდა მელაპარაკა თათასთან, აქ სხვა ამბავი იყო. ის, რომ თათას როგორც მომავალ სასიდედროს არ მოაკითხა ირაკლიმ, ორჯერ ორი ოთხი იყო, ამ ამბის გარკვევა ძალიან მაინტერესებდა.
ირაკლი თათას კაბინეტისკენ წავიდა, მეც რამდენიმე წუთში გავყევი უკან, კარი ოდნავ შეღებული იყო. რომ არ მიმეყურადებინა, საკუთარ თავს ამას არ ვაპატიებდი. შევეცადე ოდნავ მოშორებით დავმდგარიყავი, რომ რამე სწრაფადვე მომეხდინა რეაგირება, კამათობდნენ.
- თათა, ხომ გეუბნები რომ არა რა, რატომ არ გესმის რატომ ?
- ირაკლი, რაც იყო იყო, ვერ შევცვლით, ნიას ხომ გითხარი ძალიან მოსწონხარ, ამას ვეღარ გავაგრძელებთ...
- რას ნიშნავს ნიას მოვწონარ, არ მესმის და ამა სვერ გავიგებ თათა, ერთმანეთშ ვხვდებით, მოგვწონს რაც ხდება, და შენ კიდევ ისევ ნია ნია ნია, კარგი რა, ხომ გითხარი რომ მე და ნია არ არსებობს, მე შენი შვილი კი არა შენ მოწმონხარ როგორც ქალი, და არა ის!
- ხო და უნდა დავამთავროთ ირაკლი, ამ ვნებას მე ვეღარ ავყვები, საზღვარი აქვს უკვე.
- ვნება? მხოლოდ ვენბაა?
- ხო აბა რა არის, სექ*ის შემდეგ მიდიხარ, ერთა არ ვცხოვრობთ, ვმალავთ ფაქტს იმის შესახებ რომ ვიცნობთ ერთმანეთს, სექ*ი რომ გვაქვს ხომ საერთოდ, აბა რა არის ეს თუ არა წუთიერი ვნება და ვნების დაგმაყოფილება?
- აუ, თათა, კარგი რა, არ მოგწონს მერე?
- მაგას რა მნიშნელობა აქვს მომწონს თუ არა, ერთად ჩვენ ვერასდროს ვიქნებით, ამას ხომ ხვდები არა
- რატომ, მითხარი რატომ ?
- პირველი დედაშენია, მერე ჩვენ შორის ასაკი, მესამე ნია... საკმარისი არ არის?
- იმისთვის რომ დრო კარგად გავატაროთ ნელი და ნია რა შუაშია?
- არა, ირაკლი, შენ მემგონი ისევ ბავში ხარ, დღეს ეს გინდა ხვალ ის, მორჩა, ძალიან გთხოვ აღარ დამირეკო, და არც სამსახურში მოხვდიე.
- ესე გინდა ანუ ხო...
- კი, ასე მინდა და ასე ჯობია ყველასთვის, უბრალოდ დავივიწყოთ ეს ვნება და რაც მოხდა, ესაა და ეს.
- კარგი.
მათი საუბრის მოსმენისას როგორც იტყვიან ლამის ყურები დამიჭკნა, ირაკლი და თათა საყვარლები, მოკლედ ვისგანაც არ ელოდები, რას არ გაიგებს ადამიანი, მივხვდი რა რომს აუბარს ამტავრებდნენ კაბინეტის კარს მოვშორდი და დაბლა ჩავედი, ვითომ ზემოთ არც ავსულვარ. საკმარისზ მეტი მოვისმინე და თან ძალია საინტერესო ფაქტები.
იმიტაცია მოვახდინე რომ კიბეებზე პირველად ავდიოდი, და ირაკლი შემომეჩეხა.
- ირაკლი მიდიხარ უკვე?
- კი, კარგად ირინე.
- მოიცა, რა გჭირს, მშვიდობაა?
- კი კი, არ მცალია რა მეჩქარება.
ტყვიასავით გავარდა სალონიდან, იქვე ერთი ქალი იდგა დამლაგებელი, გაკვირვებით უყურებდა ირაკლის და შემდეგ მე შემომხედა.
- უკაცრავად ამ კაცს იცნობთ? - მშიდი და ინტერესანი ხმით ვკითხე.
- დიახ, ცნობით არა მაგრამ მეორედ თუ მესამედ მოდის.
- თათასთან?
- დიახ მასთან, და მერე მიდის, ერთხელ ერთადაც გავიდნენ.
- ერთად არიან, როგორ ფიქრობთ? - მინდოდა მეტი ინფორმაცია გამეგო.
- ვერ გეტყვით ქალბატონო, მაგდენი არ ვიცი.
დამლაგებელს გავუღიმე და თათას კაბინეტისკენ წავედი. ყავას მიირთმევდა და ამ ჯერად ნამვილად მარტ იყო.
- თათ, რა ხდება?
- რაზე მეუბნები?
- კიბეებთან შემხვდა ირაკლი, გიჟივით გავარდა, განერვიულებული და აშკარად გაღიზიანებული, რა ხდება გამარკვიე რა?
- არაფერი საერთოდ, ნიას უნდა მასთან შეხვედრა და ვცდილობ დავაახლოვო, თუმცა ირაკლი უარზეა.
- ნიას ძალიან მოეწონა ?
- კი ირინე ძალიან, სულ მელაპარაკება, რომ ჯერ ნომერიც კი არ უკითხავს, ხო და ვთხოვე მოსულიყო, გამერკვია უნდა თუ არა საერთოდ ნიასთან ურთიერთობა, ხო და სამწუხაროდ, არ უნდა ირაკლის, არც ნომერი უნდა ნიასი და არც კონტაქტი.
- თათ, ხომ იცი ჩემი ნდობა შეიძლება, ხო და კარგად მისმინე, ირაკლი არის ძალიან თავქარიანი, ჩემი მეუღლის ძმაკაცია, ხო იცი ეს, ხო და ხან ერთ გოგოსთანაა ხან მეორესთან, წლებია საზღვარგარეთ ცხოვრობდა და საქართველოში რამდნეიმე ხანია ჩამოვიდა. ხო და ბოლომდე არ გირჩევ ნია მას დააკავშირო, დამიჯერე.
- რატომ ? ძალიან მექალთანეა?
- მისი ერთი სიტყვისაც არ აიჯერება, წლების წინ გოგო ვიღაცაზე იყო შეყვარებული, ასე ამბობდა რომ ცოლად მოყავდა, დაახლოებით 10 წელი გავიდა მის მერე, ეს გოგო ონლაინ გაიცნო, არც უნახავს არასდროს, მოკლედ მერე ინგლისში თუს ადღაც გაუშვა დედამისმა ამ გოგოს რომ გარიდებოდა და ესე მინელდა მათი ურთიერთობა, ჩემი ემგობარიც ყავდა გოგო, და მოისროლა ნაგავზე, დამიჯერე თათ, ეს ბიჭი ცოლის მომყვანი არ არის.
- და საზღვარგარეთი რას უშლიდა ხელს იმ გოგოსთან ონლაინ კონტაქტში?
- მოკლედ, საიდუმლოდ გეტყვი რა, ოღნდ არ წამოგცდეს არავისთან. ნელი ელაპრაკებოდა ნელის, ჩემ დედამთილს, მაშინ სტუმრად ვიყაით ირაკლის სახლში, ჯერ კიდევ შეყვარებულები ვიყავით მე და ვახო, მოკლედ ირაკლი რომ გაფრინდა, სანამ ჩაფრინდებოდა, მანამდე მიუწერია ირაკლის მეილიდან ამ გოგოსთვის საშნელებები, რომ მხოლოდ სექ*ი უნდოდა მასთან ერთჯერადად, იმიტომ რომ ღარიბ ხატაკი ხარო, მე და შენ სოციალური წრე სხვადასხვა გვაქვო, ვერასდროს გამოგაჩენ ჩემ მშობლებთან და მეგობრებთანო, ერთი სიტყვით ძალიან დაამცირა ისედაც გასაცოდავებული ღატაკი გოგო, ხო და ბოლოს დააყოლა რომ საერთოდ აღარ მომწერო ჯობიაო, ამიტომაც მივდივარ მინდა შენნაირ მდაბიო ხალხს მოვშორდეო. ეს რომ მოვისმინე, სიმართლე გითხრა ის საცოდავი მართლა შემეცოდა, ნელის ეს მესიჯი წაუშლია, ირაკლის რომ არ ენახა. მოკლედ, ნელი ძალიან საშიშია, როცა მის შვილს ეხება საქმე, ყველაფერზე წამსვლელია, ირაკლი კი ერთი მშობლებს აყოლილი ტიპია, რასაც ეტყოდნენ ყოველთვის იამს აკეთებდა, და ეხლაც ეგრე იქენბა, მაგრამ არ გინდა, მოარიდე ნია.
- ეს რა მითხარი, საწყალი ირინე ის გოგო, როგორ შემეცოდა, როგორ ინერვიულებდა.
- ხო, აბა წარმოიდგინე, დაახლოებით წლის განმავლობაში ქონდათ კონტაქტი.
- ისე, ირინე, ნელიმ მაგრად გარისკა, იმ გოგოს ამ ყველაფერზე პასუხი არ დაუბრუნებია?
- მეც მაგას ვამბობ, რომ არა, იმ გოგომ ეს მინაწერი წაიკითხა და შეეშვა, თორემ პასუხი რომ დაებურნებინა, ამას ნამდვილად გავიგებდი. სხვათაშორის ამასწინად იყო, ნელის რომ ეჩხუბა ირაკლი, ისევ ამ გოგოს გამო. სულ ეუბნებოდა მაგ მათხოვარს ცოლად არ მოგაყვანინებო, ერთი სიტყვით ეს ამბავი ირაკლიმ არ იცის, ზოგადად ადანაშაულებს ნელის, ჯერ კიდევ მგონია, რომ ის გოგო ვერ დაივიწყა.
- ასეთი რა იყო, ან ვინ იყო როგორ მაინტერესებს.
- ვიღაც ჩვეულებრივი უფერული გოგო იქნებოდა., არავისთან წამოგცდეს თათა, ვახომაც კი არ იცის ეს ამბავი, ხომ გითხარი შემთხვევით გავიგე, და წლები არავისთვს მითქვამს, უბრალოდ რომ გაითვალისწინო.
- დიდი მადლობა ირი ნდობისთვის, არავის ვეტყვი რას ამბობ.
- ძალიან კარგი.
მიზანი თითქმის მიღწეული იყო. კიდე ერთი კონფლიქტი, სადაც მე ვიქნებოდი გარეული ნამდვილად არ დაასხავდა ჩემ წისქვილზე წყალს. ირაკლის და თათას ურთიერთობა თუ გასკდებოდა, წარმოგიდგენიათ ნელის და ლიას რეაქცია, როცა გაიგებდნენ თათა ჩემი მეგობარი იყო, რა იქენბოდა? წარმოდგენაც კი არ მინდდა, ასე რომ მთავარი იყო, თათა და ნია ირაკლის ჩამომეშორებინა, მგონი ამ მიზანს მივაღწევ კიდეც. დრო ნამდვიალდ დამჭირდებოდა.
სალონიდან რომ გამოვდი, თითქმის 5 საათი სრულდებოდა, გადავწყვიტე ისევ ვახოსთვის დამრეკა. რამდენიმეჯერ ცადე არ მიპასუხა. ვიფიქრე ანასტან ხომ არ იყო, ამიტომ ანას დავურეკე.
- ანა, გამარჯობა, როგორ ხარ ?
- კარგად ქალბატონო ირინე, თქვენ როგორ ხართ?
- მადლობა მეც კარგად, თავს როგორ გრძნობ, რამე ჩივილები ხომ არ გაქვს?
- არა, არა მადლობა ღმერთ ჯერ ჯერობით ყველაფერი კარგადაა.
- ანა, ხილი მინდა მოგიტანო, ახლა ზუსტად სალონში ვიყავი და ჩემ სახლთან ახლოს ვარ, სახლშ თუ ხარ ამოგიტან თან გნახავ.
- არა, იცით მე თქვენ სახლში არ ვარ.
- უი, რას ამბობ რატომ ?
- ჯერ-ჯერობით ისევ ჩემ სახლში ვარ.
- ხომ, მაგრამ ვახომ იცის? ხელშეკრულებაზე გაქვს ანა ხელი მოწერილი, ხომ არ გავიწყდება?
- არა, მახსოვს, თქვენმა მეუღლემაც იცის. დრო მომცა აქ ყოფნის.
- კეთილი, სხვა დროს მოგაწვდი მაშინ წინააღმდეგი თუ არ ხარ.
- არა, რას ამბობთ, პრიქით მადლობა თქვენ ყურადღებისთვის.
ტელეფონი გავუთიშე. ანა მის სახლში იყო, ვახო კი საბურთალოზე მარტო. როგორც ჩანს, ლოგიკური მოვლენების განვითრებით ის არ ხდებოდა რისიც მეშინოდა. ან რატომ მოხდებოდა, სად ის და სად მე. კაცი ბრმა უნდა იყო, რენჯი პრიუსსში გაცვალო.
რა თქმა უნდა დავმშვიდდი, თუმცა ვახტანგი უნდა მომეძებნა და პირადად მენახა. იმასაც ვაცნობიერებდი რომ ისევ კნუტი უნდა გავმხდარიყავი პატრონზე შეყვარებული, ამიტომ ჯერ ლეილას დავურეკე, გავარკვიე რომ ბარში არ იყო, შემდეგ თინათინს, რომელმაც დამიმოწმა რომ ბიზნეს ცენტრში იყო.
გზა ცენტრისკენ განვაგრძე. ყოველთვის მსიამოვნებდა იქ მისვლა, ყველა მოწიწებით და პატივისცემით მექცეოდა, ბოლო ბოლო გენერალური დირექტორის მეუღლე ვიყავი, მეც რა თქმა უდნა ამ ყველაფერს ისე ვიფერებდი როგორც საჭირო იყო. კაბინეტში შევედი, ელენე და ირაკლი დამხვდა.
- რა სასიამოვნო სურპრიზია ირაკლი, მოკლედ დღეს ყველგან შენ ხარ, ელენე როგორ ხარ?
- კარგად, თავად როგორ ბრძანდებით?
- მშვენივრად.
ირაკლი და ვახო გაკვირვებულები მიყურებდნენ.
- ერთმანეთს სად შეხვდით? - გაკვირვებულმა იკითხა ვახომ.
- თათას სალონში. - ზედმეტად გმაყოფილი ვიყავი.
ირაკლიმ ფერი დაკარგა, აშკარად რაღც ხდებოდა ვახოსთვის ბოლომდე ცნობილი არ იყო. გაგონილით დაბნეულმა ვახტანგმა ელენეს მიმართა:
- ელე, ბოდიშის მოხდით, თუ არ შეწუხდები დაგვტოვე.
- რა თქმა უნდა, თუ რამე დაგჭირდათ არ მოგერიდოთ. გამეხარდა თქვენი ნახვა ქალბატონო ირინე.
- ასევე.
როგორც კი ელენე გავიდა, ვახოს გამოხედვა რადიკალურად ეცვალა. ინტრიგებზე ვგიჟდებოდი.
- ირაკლი, რა გინდოდა თათას სალონში?
- ნიას ტელეფონის ნომერი ვთხოვე დედამისს, რა მენდომებოდა სხვა იმ ქალისგან
- ტელეფონის ნომერი? - გაკვირვებით ვუპასუხე.
- ხო, რა დავურეკავ შევხვდები, კარგი გოგო ჩანდა, თან მოვეწონე აშკარად, რას ვკარგავ.
- თათამ სხვა რამე მითხრა, ირაკლი... - ვგრძნობდი, რომ უხერხულ გარემოს ვქმნიდი თუმცა საკუთარი თავის ზედმეტად გმაყოფილი ვიყავი.
- სხვა რა გითხრა ? - გაოგნებულმა მკითხა ირაკლიმ
- რომ ნიასტან არანაირი ურთიერთობა არ გინდა, რომ ტელეფონის ნომერიც კი არ გამოგირთმევია.
- ირაკლი რა ჯანდაბა ხდება ? - იღრიალა ვახომ
- შემეშვით, რა , ეგ ქალიც მაგრად ყ*ეზე და მისი შილიც რა....
ტყვისავით გავარდა ოთახიდან ირაკლი და კარი გაიჯახუნა. ერთ ხანს მე და ვახო მშიდად ვისხედით ხმა არ ამოგვიღია, ისევ ბოლოს მან დაარღვია სიჩუმე.
- ირინე, რა ხდება შეგიძლია გამარკვიო ?
- ვერაფერი გავიგე ვახო მეც, ეს ამბობს ნომრის გამოსართმევად მივედიო, თათამ კი პირიქით მითხრა, თან კიბეებზე ავდიოდი თათასთან ყავა უნდა დაგველია ერთად ირაკლი შემეჩეხა, არაადეკვატური სახე ქონდა, აშკარად იკამათეს. ვახო, შენ რამე იცი?
- არაფერი, არ ვიცი. ირაკლის უნდა ველაპარაკო.
- აუცილებლად, რაღაცას მალავენ, და საინტერესოა რას.
- აქ რას აკეთებ, მართლა?
- მომენატრე და მოვედი, არ შეიძლება მეუღლეს მოვაკითხო?
- როდის მერე ირინე?
- კარგი, რა როდის დაბრუნდები სახლში, მომენატრე, მარეხი უაზრო კიტხვებს სვავს, მიხვდა გუშინ სახლში რომ არ ყოფილხარ.
- მირეკავდნენ, არ ვუპასუხე.
- დაბრუნდი, გთხოვ, პირობას გაძლევ ჭკვიანად ვიქენბი, უაზრო ეჭვიანობის სცენებსაც შევწყვეტ.
- შეწყვეტ, თუ მიხვდი რომ საეჭვიანო არაფერია ?
- მივხვდი, მივხვდი, დაბრუნდები ხო?
- კი, დავბრუნდები, მაგრამ გაფრთხილებ, ჩემ წინააღმდეგ სვლები არ გამოგადგება, რამეს თუ გავაკეთებ ანასთვის შეიგნე რომ ჩვენი შვილისთვის ვაკეთებ, წინააღმდეგ შემთხვევაში ...
- ვიცი ვიცი, დამშვიდდი, ხომ იცი როგორ მიყვარხარ, და მენატრები.
- გიყვარვარ კი ?
- ვახო, კარგი რა, როგორ არ გრცხვენია, ამდენი წელი ცოლ ქმარი ვართ, და კიდევრ ამდენი წელი ერთა ვიყავით, ამას როგორ მეკითხები.
- კარგი, კარგი.
ნელი ნაბიჯით ვახოსკენ მივიწიე, კალთაში ჩავუჯექი და მოსიყვარულე ცოლივით ჩავეხუტე და ვაკოცე. საკითხი მოგვარებული იყო, მამაკაცებთან ქცევის წესი არასდროს მეშლებოდა, შესაბამისად ვახოც არ იყო გამონაკლისი.
ცოტა, რომ მოსაღამოვდა სახლისკენ წამოვედით. დიდად გახარებული ვიყავი და ძალიან მანტერესებდა მარეხის სახე როცა დაინახავდა მისი ძმა მის ცოლთან ერთად რომ მივიდოდა სახლში. დარწმუნებული ვარ, უკვე ეგონა რომ ერთმანეთს დავშორდით და უბედნიერესი იყო, თუმცა მე ხომ მას არ გავაბედნიერებდი, შესაბამისად ისევ ბოღმისგან გასკდებოდა.
ლია, ისევ სახლში იყო, მერაბიც, მარეხი ირგვლივ არ ჩანდა, რა თქმა უნდა ლია ვახოს მოესიყვარულა, როგორც საყვარელ ვაჟს, ყოველთვის მძულდა ეს ქალი ამ დროს, ვერ გაითავისა რომ მისი შვილი კაცი იყო უკვე და არა სკოლის მოსწავლე, დედის სითბოს მონატრებული. ესეც, ჩემი ქმარი, ფინია ლეკვივით ესიყვარულებოდა დდამის, ამ დროს კი ისიც მძულდა.
მარეხს ჩემი დაჟინებული ირონიული მზერა მხედველობიდან არ გამოპარვია, შესაბამისად არც კომენტარი დაიშურა:
- ოხ, მობრძანდით ორივე? რით მოგთაფლა და რით მოგაბრუნა ???
- მარეხ, რა დამოკიდებულებაა? - გაბრაზებულმა უპასუხა ვახომ
- შენ რა გგონია რამეს გამომაპარებთ, ა ერთი ან მეორე, გუშნ ღამე სად იყავი, რატომ არ იყავი სახლში, ჰა ?
- როდიდან გაბარებ ანგარიშს, რამე გამოვტოვე ? - ისევ გაბრაზებულმა უპასუხა ვახომ.
- ფაქტია რაღაც მოხდა, ანუ იკამათეთ, რის გამოც არ მოხვედი, და რისი მიზეზიც შენ კი არა მეც კარგად ვიცი ვინცაა რა რაცაა...
- მარეხ, ენას კბილი დააჭრე, გაფრთხილებ, დაუკრეფავში გადადიხარ, რაც არ გეხება ნუ ერევი იქ.
- კარგი ვახო რა.... ირინეს რომ დაშორდე, შენც ბედნიერი იქნები და ამ სახლში მცხოვრები ყველა ადამიანი....
- მარეხ! - უყვირა მერაბმა - გეყოფა შვილო, გეყოფა, რა სისულელეებს ლაპრაკაობ, რომელს გვესიამოვნება ვახოს ოჯახის დანგრევა შვილო, რომელს, ლია შენ კიდე რას გაჩუმებულხარ ჰა?
- მერაბ, მარეხ ნუ ერევით, მილიონჯერ გაგაფრთხილეთ ორივე, ვახოს პირად ცხოვრებაში არ ვერევით არავინ.
- კარგი დედა, გეყოფათ მართლა და მართლა, რა ცირკი გამართეთ აქ?
- ცირკს შენი ცოლი მართავს ვახო, დაამშვიდე და დააწყნარე - ბოღმით სავსე ხმით საუბრობდა მარეხი.
- მარეხ! რამდენჯერ გითხრა ეხლა, სანამ არ გიყვირებ არ მოეშვები ? - მიუგო ვახომ.
- რაც გინდა ის გიქნია.... შენი საქმის შენ იცი!
ვახოს ხელი მოვკიდე და საძინებლისკენ წავედით. მათთან ლაპარაკს აზრი არ ქონდა, ოცნებობდნენ ჩვენ დაშორებაზე.
საძნებელში შევედით, ძლივს დავიყოლიე ჩემთან ერთად მიეღო შხაპი. თმას რომ ვიშრობდი საძინებლიდან მეძახდა ვახო, რომ ვიღაც უცხო ნომრიდან მირეკავდა. ცოტა გამიკვირდა ასე გვიან უცხო ნომერი, მაგრამ უცებ გონებაში დავითმა გამიელვა, მისი ნომერი ზეპირად ვიცოდი და ჩაწერილი არ მქონდა. გიჟივით გამოვვარდი საძინებლიდან, ტელეფონი ისევ რეკავდა. გავთიშე.
- რატომ არ პასუხობ, ვინაა?
- მთელი დღე შემჭამეს, სხვადასხვა წიგნის მაღაზიებიდან მირეკავენ ახალ წიგნებს მტავაზობენ, ვერ გავაგებინე რომ წიგნით არ ვარ დაინტერესებული.
- წიგნის კითხვა რატომ ვერ შეგაყვარე...
- კარგი, რა რა დროს წიგნია ამ საუკუნეში, ყველაფერი გუგლში იძებნება, რა ყრია წიგნებში.
- შენთან ამ თემაზე საუბარი არ ღირს. წიგნის მნიშნელობა და ფასი არც ადრე იცოდი, ახლა მით უმეტეს.
- კარგი, კარგი, გეყოფა ხუთოსნობა, მოდი ჩამეხუტე და დავწვეთ.
დავითის ნომერი იყო, ნამდვილად გადავრჩი, რომ არ უპასუხა, მისი ნომერი აუცილებლად უნდა წამეშალა და შავ სიაში შემეტანა, რომ სამომავლო უბედურება თავიდან ამეცილებინა.
- მითხარი მაგ გამომცემლობის ნომერი, ხვალ დავურეკავ, რა წიგნები აქვთ მაინტერესებს.
- ვახო, რა დროს ეგაა, ხვალ გეტყვი, დავიძნოთ.
ხვალამდე იმედი მქონდა რომ დაავიწყდებოდა.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

ანას საქციელები ვერ ვხვდები. რატომ ატყუებს ვახოს. და ეს უკანასკნელიც ძალიან ქედმაღალია და რქიანი. უხდება კიდეც. იმხელა ბიზნეს მართავს და ცოლი ექიმთან ვერ მოუყვანია ნორმალურად. ვინაა ანონიმური თაყვანისმცემელი და ძალიან ბევრი კითხვააა
მომწონს ძალიან ეს ისტორია. მოუტმ ნლად ველი გაგრძელებას. იმედია ანას მშობლების მკვლელობაში გარეული პირი არუგზავნის საჩიქრებს

 


№2 სტუმარი სტუმარი maco maco

როგორი დალაგებული და კარგი ისტორიაა, უბრალოდ იშვიათად იდება

 


№3 სტუმარი სტუმარი მართა

ძალიან მომეწონაა ისეთი კარგიააა♥️ მალე დადე შემდეგი თავი

 


№4 სტუმარი სტუმარი ნათია

ძალიან კარგი და მართლაც დალაგებული ისტირიააა....წარმატებებს გისურვებ და თუ მალმალე გაგვანებივრებ ასეთი მსუყე თავებით მაფლობელუ ვიქნებით????

 


№5 სტუმარი ანისია

სავარაუდოდ ალექსანდრე იქნება უცნობი თაყვანისმცემელი. კარგი თავი იყო

 


№6 სტუმარი სტუმარი იაკო

საინტერესო თავი იყო, თან ახალი გმირებიც შეემატნენ რაღაც ინტრიგებიც იხლართება, მოკლედ ველი შემდეგ თავს კიდევ უფრო დიდი ინტერესით❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი ფანარი

არ ვიცი რა ვთქვა.სიტყვებიც კი ზედმეტია.უკარგესი თავი იყოოო.

 


№8 სტუმარი სტუმარი Nestani

Armomcons es idumali tayvanicemelinimedi maqvs Demetre Araris,amxela kacs coli ROM galatibs eg ver gaugia finis zaglivit atamashebs irine marrtalia marexi ROM abrazebs marto anastan aqvs Didi guli velodebi axal tavs imedi maqvs cora rame mainc gairkveva madloba warmatebebi ❤️????????????

 


№9 სტუმარი Елка

Дидиханиа асети карги да гамартули историа ар тамикитхавс. Далиан ну гвалодинебт гтхоовт

 


№10 სტუმარი სტუმარი რუსკა

ოოო უფრო იხლართება ამბებიიი,კაია კაი

 


№11 სტუმარი სტუმარი მართა

მალე დადე რაა მოუთმელად ველიი

 


№12  offline წევრი Baiko17

Ამ ისტორიის ყველა ნაწილი წაკითხული მაქვს და ძალიან, ძალიან მომწონს ეს ისტორია ❤️ ყოველდღე შემოვდივარ და ვამოწმებ დადევი თუ არა ახალი თავი ❤️ გთხოვ არ დააგვიანო და მალე დადევი ????????❤️

 


№13 სტუმარი სტუმარი მარიამი

როდის დადებ ? ველით…

 


№14 სტუმარი სტუმარი ანანო

აუუ ძაან მომეწონა კარგი ისტორიაა, უბრალოდ ცოტა ბევრს გვალოდინებ ხოლმე.
წარმატებებიი ,მალე დადე რა❤️

 


№15 სტუმარი სტუმარი ანა

როდის დადებთ????

 


№16 სტუმარი marta

rodis daidebaaa

 


№17 სტუმარი ana

rogor velodebi dade raa malee

 


№18 სტუმარი სტუმარი ლალო

სავარაუდოდ როდისთვის დადებთ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent