შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავნება ქალბატონი ( თავი 10)


14-03-2022, 23:59
ავტორი Anastacia
ნანახია 2 814

კლუბში იყვნენ და ერთობოდნენ.თათა და ნიკო ცეკვავდნენ,ევა კი მოცეკვავე წყვილებს შორიდან შეჰყურებდა,რადგან ბატონ თემოს ცეკვა არ უყვარდა.
-არ მესმის,ადამიანი ასეთი როგორ უნდა იყო?
-ასეთი როგორი ევა?
-სერიოზული!
-თუ არ ვცეკვავ არ ნიშნავს,რომ იმაზე სერიოზული ვარ ვიდრე საჭიროა!
-უბრალოდ ზოგჯერ პოზიტივიც უნდა შეჰმატო შენს ცხოვრებას.
-მადლობა,მაგრამ ერთი გიჟი გოგოც მეყოფა!-ჩაიცინა ევას შეჭმუხნული წრავებიბი,რომ დაინახა.
-მე ვარ გიჟი?
-არ ხარ?
-გიჟი ადამიანები სხვებს არ უჯერებენ,ამიტომ მე წავედი!-სწრაფად წამოდგა და მოცეკვავე წყვილებს შეუერთდა,ისე დაიწყო სხეულის რხევა,რომ თემოს ყველა ძარღვი დაებერა და უკვე გაცოფებული იყო.ვერ იტანდა,რომა სხები უყურებდნენ მის პატარა ქალბატონს,რომელიც ასე თამამად არხევდა თეძოს და საერთოდ არ ეშინოდა თემოს რისხვის,აი უკნიდან, რომ ვიღაც აეკრო და წელზე შეუცურა ხელი ევას, მანდ თემოს გადაეკეტა და სწრაფად წამოდგა.თავი,რომ ჩაარტყა საბრალო ბიჭს და ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა საერთოდ არ ადარდება,ჩაავლო ევას მაჯაზე ხელი და ვერანდაზე გაიყვანა:
-ხვედი მაინც რა გააკეთე?-ევა გაბრაზებული თვალებით შეჰყურებდა თემოს,რომელიც სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა.
-კიდევ კარგად გადამირჩა....არა აი ის ხელები უნდა ჩამემტვრია იმ ნაბი*ვარისთვის!
-ტიპი უბრალოდ მოვიდა საცეკვაოდ შენ კი რა ჯანდაბას სჩადი?!
-ევა გინდა საერთოდ გამაგიჟო?ხელებს,რომ გიფათურებდა იმის ვერ გრძნობდი ან იქნებ მოგწონდა კიდეც!-როგორც კი დაასრულა მაშინვე იგრძნო თუ,როგორ აეწვა ლოყა და ტუჩის კუთხე ჩატეხა.-შენი პაწაწინა ხელი როგორი მწარე ყოფილა!
-როგორ ვერ გიტან!-შეუბღვირა და თვალები აემღვრა.გაბრუნდა და წასვლას აპირებდა, მაგრამ ერთი ხელის მოძრაობით მოაბრუნდა თემომ და პირველი კოცნაც მოპარა.
-შემახსენე რამდენი წლის ხარ?-როგორც კი მოშორდა მაშინვე კითხა ღიმილ ნარევი ტონით ლოყებ აწითლებულ გოგოს.
-ოცდაერთის.-ქათიშულმა წარმოთქვა ერთი სიტყვა და თემოს აარიდა თვალი.
-დავიჯერო ამ 21 წლის განმავლობაში ვინმე ისეთი იდიოტი არ გამოჩენილა ჩემამდე,რომელიც პირველს კოცნას მოგპარავდა?
-გამოდის შენ ყოფულხარ ის პირველი იდოტი!-ჯერ კიდევ გაბრუებული იყო კოცნით.
-სამაგიეროდ,პირველი,მაგრამ უკანასკელიც მე ვიქნები!-ანთებული თვალებით უყურებდა და ხვდებოდა,რომ ამ პატარა არსებამ მთლიანად მოიცვა მისი გონებაც და გულიც.მისი აჩქარებული გულისცემა ესმოდა მიხვდა თუ რამდენად აფორიაქებდა გოგონას,რითაც ძალზედ კმაყოფილი იყო.
-ეგ ჩემი გადასაწყვეტია!
-მაგასაც ვნახავთ!-შეკრული წარბებით და ანთებული ლოყებით ისეთი საყვარელი იყო,რომ თემომ ცდუნებას ვერ გაუძლო და ისევ დააცხრა ტუჩებზე,სწრაფად მოშორდა,ხელი ჩაკიდა და კლუბში შეიყვანა,ისე რომ გააზრების საშუალებაც არ მისცა.-აქ რახდება?-ანდრო და თეკლა,რომ დაინახა თემომ, გაუკვირდა კიდეც,მაგრამ თეკლას დანახვისას დამშვიდდა,ამ ბოლო დროს ხშირად ფიქრობდა მასზე და თავის დამოკიდებულებაზეც მის მიმართ.
-დემონი და მისი ანგელოზი მოსულან!-თეკლა მაშინვე წამოდგა და ჯერ თემოს ჩაეხუტა და მერე ევას.თემო ისევ გაკვირვებული დარჩა,ზავის დადებას კი აპირებდა,მაგრამ თეკლას ასეთ ნაბიჯს არ ელოდა.
-ვაიმე შენი კუდი სად წავიდა თეკლა?-ისე შეიცხადა თემომ,რომ თეკლამ დაიჯერა კიდეც და თავის კუდს ეძებდა,მაგრამ ბოლოს გადაიკისკისა და მხარზე ისე დაარტყა,როგორც სჩვეოდა ხოლმე.
-თემო, საკუთარ ტყავს არ ტოვებ არა?
-სამაგიეროდ შენ დაუბრუნდი საკუთარს!
-მომენატრე!-თავისი თაფლისფერები მიანათა და გაუღიმა.
-მეც!-ისე ჩაიხუტა თითქოს დიდი ხნის მერე პირველად ნახა,რაღაც მომენტში ყველა სიტყვაც კი ინანა,რომლითაც აწყენინა,მაგრამ დროს უკან ვეღაც დააბრუნებდა.
-ჩემი ცოლი დამიბრუნეთ!-ანდრომ სწრაფად აიკრო ცოლი სხეულზე და ყელზე აკოცა.
-ბოლოსდაბოლოს ჩვენი ოჯახი ისევ შეიკრა,ევაც დაგვემატა,რაც კიდევ უფრო დიდი ბედნიერებაა და რაც აღნიშვნას საჭიროებს ასე,რომ დღეს ყველა ვსვამთ!-ნიკომ შესძახა ყველას და მათი ხარხარიც გამოიწვია.
-თურმე კოცნამაც შეიძლება ადამიანი დაათროს!-ევამ ჩასჩურჩულა თემოს,რომელსაც გაეღიმა და გულზე მიიკრო გოგონა:
-ჩემი პატარა ქალბატონი!
-წინა ინციდენტი არ დამვიწყებია,აუცილებლად გავაგრძელებთ საუბარს!
-კონკრეტულად რაზე ამბობ:გატეხილ ცხვირზე თუ კოცნაზე?-თემოს თვალების დაიგნორებას ყველანაირად ცდილობდა,მაგრამ არ გამოსდიოდა,მისი ჩატეხილი ტუჩი კი უფრო მეტად აგიჟებდა.
-თემო ვერ გადამირჩები!
-და რას იზამ?
-ვეღარ მაკოცებ!-კეკლუცად ჩაიცინა და თვალები დაუბრიალა.
-ამ ბავშვს უყურეთ რა! უკვე მაშანტაჟებ? ბოლოს შენ თვითონ არ დარჩე მშრალზე,ჩემს კოცნას,რომ ვეღარ მიღეებ!
-და ვინ გითხრა,რომ მჭირდება?
-ევა მაბრაზებ უკვე!-წარბები შეკრა,ევა კი კისკისებდა,ბოლოს ცერებზე დადგა და ლოყაცე მიაწება ტუჩები.
-ეი,თქვენ! მორჩით ჟღურტულს.რეებს გვაყურებინებთ აქ ბავშვებს!-ჩვენი თათა,როგორც ყოველთვის ფორმაში იყო და გარშემო ყველას აგიჟებდა.
-კარგი რა თათა ჩვენს სარძლოს კიდევ ეს სჭირდება,ისედაც სულ მორცხვი ბავშვივით დადის!-თეკლა გამოესარჩლა და ევაც გაირინდა,როცა სარძლო გაიგო.
-ნუ აშინებთ ჩემს გოგოს!-თემომ ლოყაზე აკოცა და გაუღიმა.ევაც მიეჩვია ამ გიჟურ გარემოს და ბოლოს იმაზე მეტად გრძნობდა თავს თავისუფლად,ვიდრე ეგონა.
***
-არ გეჩვენება,რომ ყველაფერი ზედმეტად კარგად არის?-აივანზე იყვნენ და ეწეოდნენ,როცა თემომ დაიწყო საუბარი.
-ბედნიერების საშალებას ვაძლებ საკუთარ თავს და თეკლასაც!
-მართლა ვერ ვიფიქრებდი თუ ასე ადვილად დაივიწყებდა ყველაფერს!
-არ დავიწყებია,უბრალოდ ზემდეტად ვუყვარვარ, რომ ადგეს და წავიდეს!
-ბვერი,რამ გადაიტანა!
-ყველაფერი იცი არა?
-ვიცი!
-არ გკითხავ საიდან გაიგე,ისედაც აშკარაა,რომ ავთომ მოგიყვა!
-ხო იმ გამო*ირებულმა ყველაფერი წამში დაფრქვა,როდესაც დავემუქრე.
-არავის არ მივცემ მისი გათავისუფლების უფლებას!
-რა თქმა უნდა!-რადენიმე წუთიანი სუჩუმის მერე დაამატა.-თითქოს ძველი თეკლა დაბრუნდა,მაგრამ უფრო სხვანაირად ანათებს არა?!
-შენც სულ სხვანაირად ანათებ!-ჩაიღიმა და გვერდით მდგომ მეგობარს გახედა.
-ფაქტობრივად პატარა ბავშვმა მომაჯადოვა...არ ვიცი რა მჭირს!ის ისეთი სხვანაირია,ისეთი სუფთა სულის პატრონი,ისეთი გუწრფელი,რომ მეშინია ხოლმე,რამე არ ვავნო ჩემი არსებობით.
-ტყიულად ფიქრობ ამდენს, თუ ის,ის არის ვინც მართლა გჭირდება,უბრალოდ იყავი მასთან და ყოველი წამი გაუფერადე.
-აქეთ მაფერადებს და მგონი მის გარეშე,ერთი წუთითაც კი არ შემიძლია სუნთქვა!
-რაიყო თეიმურაზ?სიყვარულმა თავისი კლანჭები შემოგხვია?-თეკლა გამოჩნდა და თემო და ანდროს შორის ჩადგა.
-ხომ მაპატიებ?-თავჩახრილი იდგა და ისე ჩაილაპარაკა.
-რას თემო?
-შენს სიყვარულს,რომ ვერ ვხედავდი ანდროს მიმართ.
-არ გინდა თემო,ყველაფერი წარსულს ჩაბარდა,ყველა ვუშვებთ შეცდომებს,მე ბევრი, გამოუსწორებელიც კი დავუშვი,ამიტომ საპატიებელიც არაფერია!-ლოყაზე აკოცა და თემომაც გაუღიმა,წყვილი მარტო დატოვა და თავი ევას დაუბრუნდა.
-შეყვარებული თემო ძალიან საყვარელია!
-მომენატრე!-ხელი წელზე შემოხვია და ვნებიანად აკოცა.
-ანდრო მთელი დღეა ერთად ვართ!
-მაინც მომენატრე!-გაეღიმა თეკლას,აგიჟებდა ასეთი ანდრო მიქაძე.
-ხვალიდან ჩემს კაფეს ვუბრუნდები....მომენატრა იქაურობა,თან ყველაფერს მარტო შენ ვერ გაწვდები.
-მაგის გამო ნუ დარდობ!მე მივხედავ და თუ გინდა დაისვინე კიდევ რამდენიმე ხანს!
-არა მართლა მომენატრა იქაურობა თან ჩვენ გოგოს ეწყინება თუ იქაურობას მოუწესრიგებელს დავახვედრებ!-ისე უცებ თქვა,რომ ვერც კი გაიზრა.
-რომელ გოგოს?-თვალებ გაფართოებული უყურებდა ქალს.
-პრინციპში არ ვიცი!იქნებ ბიჭია!-ფართოდ გაუღიმა ანდროს,რომელიც გაოგნებული იდგა და ხან მუცელს უყურებდა ხან თეკლას.
-მოიცა შენ გინდა მითხრა,რომ...
-დიახ ანდრეა!ფეხმძიმედ ვარ...ერთი თვისაა...და ჩემს მუცელში ახლა პატარა ლილია თუ ზის თავის კაფეს მოუწისრეგებელს ხო არ დავახვედრებ.-ისე ესაუბრებოდა თითქოს ჩვეულებრივ ამბავს უყვებოდა ანდრო კი,ანდრო უბრალოდ გაითიშა,თეკლა და თავისი შვილი,რომ წარმოიდგინა სუნთქვა შეეკრა,ეს რაღაც სასწაული იყო,ანდოს პირადი სასწაული!
-ამ მომენტისთვის სიკვდილიც კი შეიძლება!-თეკლას შუბლს მიაბჯინა თავისი და ერთი ობოლი ცრემლი გადმოაგორა.
-ახლა იმაზე მეტად მჭირდები ვიდრე ოდესმე ანდრეა!მისმა არსებობამ ყველაფერი შეცვალა,ის ბედნიერი უნდა იყოს!დედასთან და მამასთან ერთად გაიზრდება,რომლებსაც ძალიან ეყვარებათ და ყველაფერს იზამენ მის გასაბედნიერებლად!
-გამარჯობა პატარავ...-ჩაიმუხლა და მუცელზე აკოცა ქალს,თეკლას გაეცინა,პირველად ხედავდა ანდროს ასეთ ემოციურ და დაბნეულს.
-ანდრო ნუ გაგიჟდი!ადექი ახლა და წამო სხვებსაც ვუთხრათ,მაგრამ არა აქ არ მინდა.შენთვისაც სხვა გარემოში უნდა მეთქვა ,მაგრამ წამომცდა.
-რამდენიხანია რაც იცი?-უცებ წამოდგა და წარბები შეკრა.
-ორი კვირაა.
-და ახლა მეუბნები?
-ანდრეა ახლა ნუ გამაგიჟებ....უბრალოდ შესაფერის მომენტს ველოდებოდი!
-ფეხმძიმე ქალი მარტო დაეხეტებოდი ზღვისპირა ქალაქში?ამისთვის აუცილებლად დაისჯები...ჩემი ლილია დაიბადოს ჯერ!-ლოყაზე აკოცა და გაბრწყინებული უყურებდა.
-იქნებ ბიჭია!
-მე გოგო მინდა!
-მაბრაზებ უკვე და ჩამეხუტე!-მოეხვია და ანდროს ყელში ჩარგო თავი.ყველაფრის მიუხედავად ბენდიერი იყო!საშინლად შეეშინდა,რომ გაიგო,შეეშინდა რომ კარგი დედა ვერ იქნებოდა,რომ ბავშვ ბედნიერებას ვერ მოუტანდა,მაგრამ იცოდა,რომ ანდრო იქნებოდა შესანისნავი მამა,იცოდა,რომ ის დაეხმარებოდა და ყველაფერი იმაზე უკეთ იქნებოდა ვიდრე წარმოედგინა.ახლა უკვე ანდრო მიქაძეს ნააწილსაც ატარებდა მუცლით და ორმაგად ბენიერი იყო.როცა ანდროს თვალებს წააწყდა მიხვდა,რომ მათი ოჯახის გარდა ხვას აზრი,არაფერს არ ქონდა,ოჯახის რომელმაც ბევრი სირთულე გამოიარა და ბევრიც წინ ელოდა,მაგრამ ყველაფრისთვის მზად იყო!



№1  offline წევრი M.Z°_°

რა საყვარლობა იყო ბოლოში????ემედია ეს არ არის დასასრული და კიდევ იქნება რამოდენიმე თავი ხო?????????

 


№2  offline წევრი Anastacia

M.Z°_°
რა საყვარლობა იყო ბოლოში????ემედია ეს არ არის დასასრული და კიდევ იქნება რამოდენიმე თავი ხო?????????

ეს დასასრული არ არის და შემდეგი თავიც იქნება...უბრალოდ სწავლა დამეწყო და მალე ვერ ვამატებ თავებს
მადლობა რო აქ ხართ და მომყვებით❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent