შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავნება ქალბატონი (თავი 9)


10-03-2022, 20:34
ავტორი Anastacia
ნანახია 2 770

ყველანი თათასთან იყვნენ,ბინაში.თემო და ევაც კი,ანდროს ელოდნენ,რომელმაც დიდხანს არ დააყოვნა და მალევე გამოჩნდა:
-რა ხდება რა შეკრებაა?-გაუღიმა მისაღებში მყოფ მეგობრებს და ევას მიაჩერდა,რომელსაც არ იცნობდა.
-ოჰ,როგორც იქნა სახლიდან გამობრძანდით და ჰაერი ჩაისუნთქეთ!
-თემო შენი ნერვები არ მაქვს,ამ გოგონას არ გამოცნობთ?-თათას და ნიკოს შეხედა.
-გაიცანი ეს ევაა...ჩემი ევა,ეს კი ანდროა ჩემი მეგობარი.-გოგონას უყურებდა და თვალი ჩაუკრა.ევას კი გაუწითლდა ლოყები,მაგრამ დააიგნორა და ანდროს მიუბრუნდა.
-გამარჯობა....სასიამოვნია თქვენი გაცნობა.-ევამ ხელი გაუწოდა და ანდრომაც ჩამოართვა.
-ჩემთვისაც ევა.-ნიკოს გვერდით ჩამოჯდა და თემოს და ევას უყურებდა.-ყველაფერს გაფიცებ მითხარი,რომ ეს ის გოგო არ არის თემო,რომ მოაჯადოვა?
-ზუსტადაც,რომ ის არის!
-ანუ ეწვია თემოსაც სიყვარული და ეს,ამ ერთი ციდა გოგონას დამსახურებით?-გაოგნებული უყურებდა წყვილს.
-რას ბუტბუტებთ მანდ?-თავისი ბოხი ბარიტონით გამოსძახა ნიკო და ანდროს,რომლებსაც გაეცინათ.
- იმას,რომ აწი აღარ მოგვიწევს იმის მტკიცება,რომ სიყვარული აბრიყვებს ადამიანს!-ნიკომ ფხუკუნით უთხრა და თემოს შეკრული წარბებიც მიიიღი საპასუხოდ.
-მე წავალ სუფრას გავაწყობ!-თათა წამოდგა და უცებვე ევაც წამოხტა.
-მეც დაგეხმარები!
-უარს არ გეტყვი საყვარელო!-თათამ გაუღიმა და სამზარეულოში გავიდნენ.-აი თეფშები,აქ დანა-ჩანგალია,შეგიძლია გააწყო,მე კი კერძებს დავაწყობ.-ევამ გაუღიმა და საქმეს შეუდგა.მოსწონდა თათას პოზიტიური მუხტი,ამიტომ მოეშვა და უფრო თავისუფლად იყო.
-თათა შეიძლება რაღაც გკითხო?
-დიახ ძვირფასო,გისმენ.
-თეკლა არ მოვა?
-თბილისში არ არის,ამიტომ ვერ მოვა.-გაუღიმა გოგონას და მზერა მოაშორა.
-ისევ მიატოვა?
-ეს თემომ გითხრა?
-არა,თემო ამ ბოლო დროს ძალიან დანაღვლიანებულია,მგონი თეკლას ნახვა და დალაპარაკება უნდა,მაგრამ ვერ ბედავს.
-ვინ თემოს?
-ჰო,ენატრება,მასზე ისე მიყვება,როგორც ოჯახის წევრზე,ვიცი, რა და რა, გააკეთა თეკლამ თემოსგამო,მას მხოლოდ ერთხელ შევხვდი,უფრო კარგად მინდა მისი გაცნობა.
-აუცილელად მოგეცემა ამის შანსი,უბრალოდ მას დროს სჭირდება და დაბრუნდება!
-იმედია!
***
-ხვდები,რომ ერთმა ბავშვმა გაგბრიყვა?-ნიკო არ ეშვებოდა თემოს ღადავს.
- ა*რაკებთ უკვე!
-კარგი მე მოვრჩი!-ხელები ასწია დანებების ნიშნად და ბიჭებს გადახედა.-აბა დღეს რას ვსვამთ?
-არაფერს,ხვალ საქმიანი შეხვედრა მაქვს!
-შენ ყოველ დღე შეხვედრები გაქვს უკვე ერთი თვეა ან სახლში ხარ,ან იმ დაწყველილი ოფისში!
-ხომ იცი,რომ ლექსოს გაფუჭებული საქმეები უნდა გამოვასწორო და ყველას ის დავუბუნო რაც ეკუთვნით!
-ეს ბიჭი გამაგიჟებს რა!ლექსოს გამო შენ უნდა აგო პასიხი?
-არა უბრალოდ ყველას თავის წილს დავუბრუნებ!ამით არაფერი დამაკლდება!
-სამაგიეროდ თეკლა გაკლია!
-რა იყო თემო?როდის მერე ეძახი თეკლას?ადრე კუდიანი იყო!
-ერთი თვე გავიდა,ის კი უბრალოდ სანაპიროზე დახეტიალობს,საათობით ზის და ზღვას უყურებს!
-შენ რა უთვალთვალებ?
-აბა მარტო ხომ არ დავტოვებდი ნიკო!-წარბებ შეკრულმა შეხედა თემომ და თან ჩაფიქრებულ ანდროს გამოხედა.
-მთავარია კარგად არის,სხვას მნიშვნელობა არ აქვს!-ანდრომ ჩაილაპარაკა და წამოდგა.-მე წავედი!-გოგოებს დაემშვიდობა და წავიდა.
-ისევ გამო*ირებულივით დადის!ნეტავ თუ დაბრუნდება?-ნიკომ ჩაიდუდღუნა და თემოს გახედა.
-დაბრუნდება!ანდროს გარეშე ცუდად არის!
-შენი მეტამორფოზა იმ ფერად გოგონას ხომ არ დავაბრალო?
-ფერადი მე დამიძახე?-ევა შემოფარფატდა და ნიკოს შეხედა გაღიმებული სახით.
-მართალ ამბობს!ყველაზე ფერადი ხარ ჩვენს შორის!-თემომ გადაუჩურჩულა და უკან გაჰყვა გოგონას.ბოლოს სამზარეულოში იყვნენ და ვახშმობდნენ,ყველა მხიარულად იყო,მაგრამ ორი სკამი ცარიელი იყო,რომლის შევსების შემდეგ ყველაფერი ბევრად უკეთესად იქნებოდა!
ვისკის ბოთლით ხელში,შეაღო სახლის კარი,აქეთ-იქით მოყრილ ნივთებს გადაუარა და პირდაპირ საძინებლისკენ გაემართა,სადაც კიდევ იყო თეკლას სურნელი შემორჩენილი.აგიჟებდა საკუთარი მდგომარეობა,მაგრამ ვერაფერს ვერ აკეთებდა,რამდენჯერ გაბრუნებულა შუა გზიდან,ვერ ბედავდა თეკლსთან მისვლას,მისი თითოეული ნაბიჯი იცოდა,მაგრამ საშინლად უნდოდა თეკლას ჩახუტება,მოფერება,მისი მომზადებული საუზმე და უბრალოდ მისთან ახლოს ყოფნა.მთლიან კონცენტრაციას საქმეზე ახდენდა,რამდენიმე ოჯახსაც შეხვდა,რომლებსაც თავის დროზე ლექსომ უღალატა ან საქმიდან გადააგდო,ყველას აუნაზღაურა დანაკარგი და კმაყოფილი ბრუნდებოდა,მათ გახარებულ სახეებს,რომ ხედავდა.ხვალ ახალი კონტრაქტი უნდა გაეფორმებინა,თეკლას კაფესაც ანდრო მართავდა.ბოლოს კი მაინც მარტო რჩებოდა რეალობასთან,რომელიც სულს უხუთავდა!
**
-როგორ მომენატრა შენთან საუბარი დე....ერთი თვეა არ მოვსულვარ,იმედია არ მიბრაზდები...ნეტავ იცოდე შენი თავქარიანი გოგონა,როგორი ბედნიერია...მინდოდა პირველად შენთვის მეთქვა,რომ თეკლა კანდელაკი დაბრუნდა,ის უდარდელი გოგონა,რომალიც 5 წლის წინ იყო.მასაც ვნახავ მალე...დარწმუნებული ვარ გაუხარდება...კი ვარ გაბრაზებული,რომ მითვალთვალებდა შორიდან და არ მოდიოდა,მაგრამ არაუშავს,მთავარიაა ახლა გამოვიპარე და გავახარებ ჩემი მოულოდნელი გამოჩენით,მაგრამ არა, ვიცი,რომ მაინც მელოდება-გაეღიმა და მაიას გამოსახულებას შეხედა.-ყველაფერი კარგად იქნება დედა!გპირდები,რომ კარგად ვიქნები!წარსულს,ჩემი მომავლის უარყოფითად შეცვლის უფლებას არ მივცემ! მგონი 5 წლის შემდეგ,პირველად ვსუნთქვას თავისუფლად,ეს ისეთი საოცარი შეგრძნებაა,რომ სულის დამძიმებას აღარ ვაპირებ!-ჩვეული ჟესტი გაიმეორა და საფლაფის ქვას მიაწება ტუჩები,რამდენიმე ნაბიჟით უკან დაიხია და წავიდა,წავიდა,იქ სადაც სულ ელოდნენ!
კონტრაქტის გამოფერმების შემდეგ მარტო იჯდა რესტორანში,არ უნდოდა ცარიელ სახლში მისვლა,ამიტომ დრო გაჰყავდა და ბოლოს გალეშილი მთვრალი დაბრუნდებოდა,მაგრამ ნაცნობი ნაბიჯების ხმა გაიგო და გვერდით მიიხედა,ეგონა,რომ ეჩვენებოდა,მაგრამ მართალი აღმოჩნდა.მოკლე შავი კაბა,რომელიც კარგად გამოყოფდა თეკლას გრძელს ფეხებს და ბოლოს თეთრი ლაბუტენები,რომელზეც გიჟდებოდა თავნება ქალბატონი.მაგიდას მეორე მხრიდან მიუჯდა და ანდროს გაუსწორა მზერა:
-მეორეჯერ,რომ დასვარე ჩემი ფეხსაცმელი წითელი ღვინით,ძალიან გავბრაზდი,იმედია აღარ განმეორდება და მესამეჯერაც არ მოგიწევს ყიდვა.-კეკლუცად იღიმოდა და თვალებს უბრიალებდა ანდროს,რომელიც მოულედნოლობისგან მართლა შეცბა.
-სად იპოვე?
-იქ სადაც შენახული გქონდა,ლამაზი შეფუთვა ჰქონდა,რამაც მაცდუნა და გავხსენი თან ჩემ არ ყოფნაში ჩემი ქმარი სხვას ხომ არ ანებივრებს ასეთი საჩუქრებით-მეთქი და ხომ იცი ეჭვიანობის დროს საკუთარ თავს არ ვგავარ?!
-სახლში იყავი?
-კი ჩვენს სახლში ვიყავი....საჩუქრის გარდა არეულობაც დამხვდა,მაგრამ არაუშავს უკვე მოგვარებულია.
-ანუ დამიბრუნდი?
-და ვინ გითხრა,რომ შენგან წავედი?
-არ წასულხარ?
-არ შენ დამტოვე მე კი ძალიან გავბრაზდი!
-მე უბრალოდ...
-უბრალოდ იფიქრე,რომ ამ ყველაფრის შემდეგ ისევ წავიდოდი,მაგრამ ჩემი სიტყვები დაგავიწყდა,მე გითხარი,რომ სულ შენს გვერდით ვიქნებოდი,რაც არ უნდა მომხდარიყო და ასეც არის!მე უბრალოდ იქ ვიყავი სადაც შენ დამტოვე!
-დავიჯერო ასეთი ადვილი იყო შენთვის იმ ინფორმაციის მიღება და გაანალიზება,რაც მე მოგაწოდე?-თეკლას ნაბიჯების გათვლა ყოველთვის რთული იყო.ამოუცნობი არსება იყო,რომელის ანდრო მიქაცეს აგიჟებდა.
-არ აქვს მნიშვნელობა ვინ რა გააკეთა წარსულში,შედეგი ერთია,ისინი არც ერთი არ არიან ცოცხლები,მე კი ცოცხლად სიკვდილს არ ვაპირებ მაგათი შეცდომების გამო,როცა გარშემო ისეთი ადამიანები მყავს,როგორიც შენ,თათა,ნიკო და თემოა.არც თვითგვემვას ვაპირებ,იმის გამო რასაც ვერ გამოვასწორებ!
-მაგრამ მათი შეცდომების გამო ჩვენ ვაგეთ პასუხი!
-მაგრამ ასევე აღსანიშნავია,რომ ეს ყველაფერი,რომ არ მომხდარიყო ჩვენ ერთმანეთს ვერ შევხვდებოდით.
-არა თეკლა,მე შენ აუცილებლად გიპოვნიდი!-წამოდგა და ხელი გაუწოდა,თეკლამაც ჩაკიდა და მოცეკვავე წყვილებს შეუერთდნენ.როგორც კი ანდროს სიახლოვე იგრძნო,მაშინვე მიხვდა თუ რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო,ერთი თვე შესციცინებდა ზღვას და ბობოქარ ტალღებს,რომლებიც სულ ამშვიდებდნენ,მაგრან ანდროს გარეშე არაფერს ჰქონდა აზრი.თეკლას სიცოცხლის წყარო იყო ანდრო მიქაცე,მის გარეშე სუნთქვა აღარ შეეძლო!
-თურმე როგორ მომნატრებია შენი სურნელი ანდრეა!-ხმა ჩაუტყდა თეკლას,ანდროს მხარზე ედო თავი და მთლიანად ანდროზე იყო აკრული.
-მაგიტომაც ვერ გაძელი ერთ თვეზე მეტი ხო?-ჩაიცინა და ისე უთხრა.
-ძაან გაბრაზებული ვიყავი,იქ უნდა დამხვედროდი,ჩაგეხუტებოდი და ყველაფერი გაივლიდა შენ კი ჩათვალე,რომ შენი ნახვა არ მომინდებოდა.
-ახლაც ბრაზობ?
-ახლა, აქ, ერთად ვართ და სხვას მნიშვნელობა არ აქვს!
-ჩემი თავნება ქალბატონი!-შუბლზე მიაწება ტუჩები და სახეს ჩამოუყვა,ბოლოს თეკლას ბაგეებამდეც მიაღწია და აკოცა.ცეკვავდნენ მთელი სხეულით,მთელი გრძნობით,გრძნობით,რომელიც მხოლოდ ერთმანეთისთვის ემეტებოდათ.მხოლოდ ამ ორს შეეძლოთ ყველაფრის იგნორირება და ერთმანეთით ცხოვრება,მხოლოდ ამ ორს შეეძლოთ ყველაფრის დავიწყება,როცა ერთად იყვნენ.
სახლის კარი სწრაფად გააღოო ანდრომ და ხელში აიტაცა,თეკლამ ფეხები ზურგზე შემოხვია და ტუჩებზე წაეტანა ვნება მორეულ კაცს და ასე დაიძრა ანდრო საძინებლისკენ,რომლის კედლებიც კიდევ ერთხელ შეინახავდნენ თეკლას და ანდროს ვნებით და სიყვარულით სავსე ღამეს.ლტოლვა,რომელსაც ყოველთვის განიცდიდნენ ერთმანეთის მიმართ ამოუწურავი იყო,რასაც სიყვარული განაპირობებდა,სიყვარული რომელიც ყველაფრის დასაწყისი და დასასრული იყო.
***
როგორც კი ანდროს სიახლოვე იგრძნო ეგრევე გაეღიმა და ინსტინქტურად მოხვია ხელები,მისი გულისცემა ესმოდა და ბედნიერი იყო.რა თქმა უნდა, ერთ თვეს არაფერი არ შეუცლიაა გარდა იმისა,რომ თავისი უბედურება ბედნიერებასთან ერთად მიიღო,არ ჰყავდა მშობლები,მაგრამ ჰყავდა ის ადამიანები,რომლებსაც უმიზეზოდ უყვარდათ თეკლა კანდელაკი,რომელიც უამრავ შეცდომას უშვებდა და ყველას გული ატკინა,ისე როგორც თვითონ მოექცნენ ერთ დროს ყველაზე ახლო ადამიანებმა.მთელი თვე ფიქრობდა თუ როგორ უარყო დედამ ჯერ კიდევ მაშინ,როცა ჩვილი იყო,როგორ თქვა მამამ ყველაფერზე უარი მხოლოდ იმიტომ,რომ ჭაობს ვერ დააღწია თავი,როგორ გამოიყენა გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი გოგონა ავთომ,მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ჰყავდა ანდრო,ადამიანი, რომელიც სიცოცოხლეს უფერადებდა,რომელმაც ძალა მისცა,რომ ფეხზე მყარად დამდგარიყო და ცხოვრება გაეგრძელებინა.თათა,საუკეთესო მეგობარი,რომლის ყოლის ბედნიერება ყველას არ აქვს.ნიკო და თემო ორი გიჟი ადამინი,რომლებიც ძმად მიიჩნია და უყვარდა.გააცნობიერა,რომ ეს სრულებით საკმარისი იყო იმ უბედირების დასავიწყებლად,რომელიც თავს გადახდა.თურმე ამ ადამინების გამო ღირდა ყველაფერი და მაია,რომელიც მთელი ცხოვრება მის გულში იარსებებდა,მაია რომლის საფლავზეც ყოველ თვე ივლიდა და თავის გულისტკივილს მოუყვებოდა და გათავისუფლდებოდა,ისე როგორ ყოველთვის.
სიმართლე არასდროს არ შეიცვლებოდა,ვერც იმ ტყუილს გააქრობდა,რომელსაც წლობით ამბობდა და ყველას თავგზას ურევდა,მაგრამ მომავალს შეცვლიდა,მომავალს,რომელიც მის ხელში იყო,თვითონ კი მთლიანად ანდროს ეყრდნობოდა,რომელსაც არამიწიერი სიყვარული შეეძლო!
-დილამშვიდობისა თეკლა!
-მართლაც,რომ მშვიდობიანი დილაა!-გაუღიმა და ზემოდან მოექცა.-აბა რას ვაკეთებთ დღეს?
-არაფერს!სახლში ვიქნებით!
-მთელი დღე?თათას ნახვა მინდოდა!
-თათას ხვალ ნახავ,ეგ გოგო შენს თავს, რომ წამართმევს კარგა ხანი ვერ დაგიბრუნებ ასე,რომ მაცადე,დავტკბე შენით!-ჯერ ერთ ლოყაზე აკოცა,მერე მეორეზე და ბოლოს ტუჩებამდეც მიაღწია.
-ნეტავ რატო ვერ გეუბნები უარს.
-საშინლად მშვია თეკლა.-თეკლასთან ერთად წამოდგა,სააბაზანოში შევიდა და დუშის ქვეშ დადგა.
-ჩემი მომზადებული საუზმე მოგენატრა არა?
-თან ძალიან!- ჯერ სველ მხარზე კოცნიდა მერე ლავიწზე გადაინაცლა,მთლიანი სხეული დაუკოცნა,ბოლოს გავოვიდა,რომ თვითონვე აბანავა და თვითონვე გაამშრალა პატარა ბავშვივით.-იმედია შენით ჩაცმა შეგიძლია?-ეღიმებოდა თეკლას გამომეტყველებას,რომ უყურებდა,რომელიც აშკარად უარს არ ამბობდა ასეთ ზრუნვაზე.
-ყოველ დილა ასე თუ დაიწყება თავში ამივარდება ხვდები?
-ისედაც თავნება ხარ!
-მაგრამ მხოლოდ შენი!-კისერზე მოხვია ხელები და მოწყვეტით აკოცა.ბოლოს ორივე სამზარეულოში იყვნენ და მადიანად მიირთმევდნენ საუზმეს.როგორც კი საუზმობას მორჩნენ ქალბატონმა თეკლას ბაღში გასვლა მოუნდა და ანდროც მიჰყვა მის ნებას,რომელსაც ყველაფერი ზედმეტად კარგად ეჩვენებოდა და ამის გამო ოდნავ დაძაბულიც კი იყო.
-ვგიჟდები შემოდგომაზე!-აღფრთოვანებული უყუურებდა გარემოს.-გარშემო ყველაფერი ისეთი ფერადია!-სავარელში ჩაეშვა ანდრო,თეკლა კი მის მუხლებზე იყო მოკალათებული და ანდროს გულმკერდს ეკვროდა.
-შენი თვალებიც ასეთი ფერადი იყო ერთ დროს!
-და ახლა რა სჭირს ჩემს თვალებს?
-არ გამოგდის თეკლა!მე ვერ მომატყუებ!
-ჯანდაბა!შენი აზრით ისევ ვთამაშობ?
-ჩემი აზრით უბრალოდ ცდილობ,რომ ყველაფერი დროს მიანდო და ფიქრობ,რომ ეს ტკივილი თავისთავად გაივლის,შიძლება გამოგივიდეს კიდეც,მაგრამ არ ვიცი მე რამდენად გამომივა!
-მე უბრალოდ მინდა,რომ შენთან ერთად ბედნიერი ვიყო!
-ადამიანთან,რომელიც მამაშენის....
-არა გაჩუმდი...-პირზე ააფარა ხელი და ამღვრეული თვალები მიანათა.-შენ ერთადერთი ხარ ვისაც ჩემთვის ტკვილი არ მოუყენებია და ის ერთადერთი ნათელი წერტილი ხარ,რომელიც იმედს ასხივეს და ახლა გინდა მითხრა,რომ რამეში ხარ დამნაშავე?ეს შეუძლებელია!არც კი გაბედო ამაზე ფიქრი!
-კი მაგრამ თეკლა სიმართლეს ვერ დავემალებით!
-რომელ სიმართლეს?-წამოხტა და ყვირილი დაიწყო.-იმას,რომ მამაჩემა თავი იმიტომ მოიკლა,რომ სუსუტი იყო?ჯანდაბას დავუშვათ ბაბუაშენმა ლაფში ამოსვარა მისი სახელი,ეს იმის უფლებას არ აძლევდა,რომ მე და დედა დავეტოვებინეთ!ეს არის ერთადერთი სიმართლე!-სახე ხელებში ჩამალა და აქვითინდა.-არ გინდა ანდეა! ნუ მაიძულებ,რომ შენზე ისევ გავბრაზდე!
-რატო ბრაზდები ასე ძალიან?შენ უბრალოდ ადექი და წახვედი,ბოლომდეც არ მომისმინე...იცი რამდენჯერ დავუშვი,რომ არ დაბრუნდებოდი?კინაღამ შევიშალე...შენ კი გუშინ ისევ მშივიდი და ბედნიერი სახით გამომეცხადე....არვიცი ეს როგორ გამოგდის მაგრამ მე ასე არ შემიძლია!-არ ღრიალებდა,მაგრამ ისეთი ტონით საუბრობდა,რომ აშკარად ეტყობოდა რამდენად აგიჟებდა ბოლოდროს მომხდარი.
-აბა რა უნდა მექნა ანდრეა?შენ დამედანაშაულებინე ავთოს და ბაბუშენის მაგივრად? აღარ ვაპირებ უსამართლოდ მოგექცე!ისიც მეყოფა მთელი ცხოვრება,რაც დაგიშავე!აღარაფერი აღარ მაინტერესებს გესმის?მხოლოდ მე და შენ!სხვას მნიშვნელობა აღარ აქვს,რადგან შენს გარდა სხვა ყველაფერი მანადგურებს!ის ერთი თვეც როგორ გავძელი აზრზე არ ვარ,უბრალოთ შენი დასჯა მინდოდოა,რომ წახვედი! ზღვაც კი შევიძულე მგონი,ისიც არ მამშვიდებდა,მხოლოდ შენ ანდრეა!-მიახლოვდა და თავისი წვრილი თითები ანდროს სახეს შეახო.-მხოლოდ შენ შეგიძლია ჩემში არსებული ქაოსი დაალაგო,მხოლოდ შენ შეგიძლია ჩემში არსებული სევდა გააქრო და მხოლოდ შენ შეგიძლია ჩემი მარტობა შეავსო!-
-ხვდები,რომ ჩემზე დამოკიდებული ხდები?!-გაუღიმა და ჩაეხუტა.ძლიერ მოხვია თეკლას თავისი მკლავები და თეკლაც წამსვე დამშვიდდა.
-შენ კი ისევ გეპარება ჩემში ეჭვი?
-მე,ჩემი თავნება ქალბატონის მჯერა!



№1 სტუმარი tamo

heart_eyes heart_eyes როგორ ველოდი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent