ჩვენი სეზონი (სრულად)
,...მეგონა ვიყავით შექსპირის ლამაზ რომანში, როგორც რომეო ჯულიეტას სიყვარულში დამწვარი. იმ დღეს დავლიე საწამლავო-შენი სიტყვები და მოვიკალი თავი,რომ გენდობოდი. აღარც რომეო,ჯულიეტა გვიშველის აწი. ჩვენი სცენარი,ჩვენი სპექტაკლი,ჩვენ დავდგით უწინ და ვიზღვევთ გატარებულ წუთებს უერთმანეთოდ..." 1 მზის სხივებს მოეცვა ჩემი ოთახი.ხელის ცეცებით მოვძებნე ტელეფონი საწოლში. საათს დავხედე. მაღვიძარას დარეკვამდე სამი წუთი იყო დარჩენილი.თვალები დავხუჭე და შევეცადე ეს სამი წუთი საუკუნედ მექცია. მაღვიძარას დარეკვის შემდეგ ზოზინით წამოვდექი საწოლიდან.დაბნეულმა ცალი ფეხი კომოდს მივარტყი და ძირს დავვარდი. -ყველაფერი რიგზეა?-გავიგონე კარზე კაკუნი .ჩემი ძმის,სკოტის ხმა იყო. -კიი,ჩაის მომიმზადებ, სკოტ?-გავძახე და თან ხელით ვიზელდი ნატკენ ფეხს. -რა თქმა უნდა! გარდერობი გამოვაღე და დავიწყე ფიქრი იმაზე.თუ რა ჩამეცვა. ვიდექი და ველოდებოდი როდის დამიძახებდა რომელიმე სვიტერი ,,ჰანა,მოდი ძვირფასო ჩამომხსენი".ათწუთიანი ფიქრის შემდეგ ჩვეულებრივი ჯინსი ამოვიცვი და თეთრი სვიტერი გადავიცვი. სამზარეულოში გავედი და დავინახე სკოტი რომელიც ჩაიში შაქარს ჰყრიდა. -ინებეთ ქალბატონო!-თქვა,ჭიქა მომაწოდა და გამიღიმა. სკოტმა სკოლა გასულ წელს დამთავრა და ახლა კოლეჯში სწავლობს.მეკი სკოლის დასრულრბამდე კიდევ ორი წელი დამრჩა. ჩაი მოვსვი, ისეთი ტკბილი იყო ძლივს გადავყლაპე.სკოტის მალულად ჩაი ნიჟარაში ჩავღვარე და სააბაზონში გავედი. პირი დავიბანე და შევეცადე ჩაშავებული თვალები ჩემი დედინაცვალის, ჯენას პუდრათი დამემალა.სააბაზანოს კარი ღია მქონდა და სარკეში სკოტი დავინახე კართან მდგარი. -დიდი ხანია მამა წავიდა სამსახურში?-ვკითხე სკოტს. -დილას ადრიანად წავიდა.-მიპასუხა და კარს მოშორდა. კარი კვლავ გამოძრავდა: -აბა ჩემი ლამაზი გოგოო როგორ ხვდება ახალი სკოლის პირველ დღეს?-კარი უფრო ფართოდ გააღო ჯენამ. ქერა თქმა დატალღვოდა და ცისფერი თვალები უციმციმებდა. -ვცდილობ ჩემს სახეს რამე მოვუხერხო, მაგრამ აშკარად არაფერი გამომდის!-ვუთხარი ჯენას და პუდრით სავსე კოლოფში ეჭვით ჩავიხედე. -ამას მე მივხედავ-სააბაზანოში შემოვიდა. მწვანე მაისური და შავი შარვალი ეცვა. მამამ ჯენა დედის გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ გაიცნო ძველ სამსახურში. სადაც მამა სარეკლამო კომპანიის იდეების მიმწოდებელი იყო, ხოლო ჯენა მენეჯერი. ნიუჯერსი სადაც ჩვენ გადმოვედით ჯენას მშობლიური შტატია,უკეთესად ანაზღაურებადი სამსახური შესთვაზა მისმა მეგობამა,მისთვისაც და მამასთვისაც.დედას გარდაცვალებიდან 7წელი გავიდა. მამა თავიდან სულ სვამდა.როდესაც მამას და ჯენას ამბავი გავიგეთ გაგვიხარდა. მამა ახალგაზრდა კაცი იყო და სჭირდებოდა გვერდში მდგომი ადამიანი. სკოტიც კარგად შეეგუა ამ ამბავს. მამასთვის მაინც ძნელი აღმოჩნდა 16 წლიანი ქორწინების ცოტათი დავიწყება, ყველა ოთახი, კუთხე, ყველაფერი დედას გვახსენებდა. ეს ჩვენთვისაც მძიმე იყო. თითქოს ეს ყველაფერი ცხოვრებაში ახალი ნაბიჯის გადადგმაში გვაკავებდა. ჯენას იდეამ რომ ახალ ქალაქში გადავსულიყავით დიდი მოწონება დაიმსახურა. ნიუ-ჯერსი ჯენას აჩემება იყო. -მე ცოტას გავივლი-თქვა სკოტმა და ყურებზე ყურთსასმენი მოირგო. სააბაზანოს კარი მოგვიხურა და ცოტახანში მთავარი კარის დაკეტვის ხმაც გავიგეთ. ჯენამ სააბაზანოში მდგარი კომოდი გამოხსნა და რამდენიმე მაზი, თვალის ფანქარი და ტონალური ამოიღო. ძალიან ნაზად წამისვა ეგრედწოდებული სახის დამატენიანებელი და შემდეგ პუდრა. თვალებზე კი მკრთალად წამისვა შავი ფანქარი. -არაჩვეულებრივად გამოიყურები, ჰანა!წარმატებულ დღეს გისურვებ! დღეს კომპანიაში არ მივდივარ,ვისვენებ. მოდი მანქანით წაგიყვან გინდა?-თქვა და სარკეში ჩაიხედა. უმაკიაჟოდაც ძალიან ლამაზია ჯენა.თავი დავუქნიე,ჩანთა მხარზე გადავიკიდე დაგარეთ გავედი. მთელი გზა ახალ სკოლაზე ვფიქრობდი. დიდად გულდაწყვეტილი არ ვარ ძველი სკოლიდან წამოსვლის. იქ არც პოპულარული ვიყავი და არც ნორმალური მეგობრები მყავდა. ერთადერთი ვისი დატოვებაც არ მინდოდა ემა იყო, ჩემი ბავშვობის მეგობარი. თუმცა ერთმანეთს დავპირდით რომ ყოველ დღე დავურეკავდით. -წარმატებულ დღეს გისურვებ ძვირფასო!თუ რამე რიგზე ვერ იქნება დამირეკე კარგი?-მითხრა ჯენამ როდესაც მანქანა ჩემი ახალი სკოლის წინ გააჩერა. -გმადლობ!-თბილად ვუთხარი და ჩავიხუტე. მანქანიდან გადმოვედი და მამას შეტყობინება მივიღე ტელეფონზე: ,,ჩემო ტკბილო,წარმატებული დღე".მამა ყველაზე მეტად მიყვარს.ყველაფრის მიუხედავად.მან ჩემი და სკოტის მომავლისთვის საკუთარი ქალაქი დატოვა და მოგვცა შანსი იმის,რომ ახალი სუფთა ცხოვრება დავიწყოთ.ვფიქრობ აქ გადმოსვლა კარგიცაა. ხანდახან მტკინვეული მოგონებები არამარტო თავში არამედ ჩვენს ირგვლის არსებულ საგნებშიც ინახება. ისინი არასოდეს გვაძლევენ სააუალებას გავექცეთ მათ. ყოველთვის თავს გვახსენებენ. ეს სკოლა ოდნავ განსხვავდებოდა ჩემი ქალაქის სკოლაზე. პრსართულიანი ნაცრისფერ კედლიანი შენობა გარედან პულივიზატორებით მოეხატათ. მთლად ნახატებსაც ვერ დავარქმევდი. იყო წითელი სიმბოლოები, სახელები, სკოლის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები, დახაფული იყო რამდენიმე თავის ქალა და გველი. ამ ორმა ნახატმა რაღაცნაირი შიში დამიფულა. ეზოს თვალი მოვავლე. როგორც ჩანს სკოლას ავტობუსი არ ჰყავდა რადგან არსად ეყენა. ბავშვები მოდიოდნენ სკეიტით, ველოსიპედით ან მანქანით. ათასნაირი ტიპის ბავშვი იყო. ზოგი ძალიან მდიდრულად ჩაცმული, ნაზი დახვეწილი გოგონევიც ირეოდნენ. იყვნენ გულშემატკივართა გუნდის გოგონები მოკლე წითელ-თეტრ კაბებში. წითელი ბანტებით თავზე. იყვნენ დაკუნთული, მაღალ კლასელი ბიჭებიც, სკოლის საფეხბურთო გუნდიან მწვანე მოსაცმელებით. იყვნენ ტყავის პიჯაკში გამოწყობილი პირსიგიანი ბიჭებიც და გოგონებიც. ღრმად ჩავისუნთქე და სკოლაში შევედი. ყურადღება ჩემთვის არავის მოუქცევია. დერეფანი მუქ ნაცრისფრად იყო შეღებილი და ასეთივე ფერის კარადებჯ იდგა. დერეფანში ერთი ქალი იდგა. შავი მოკლე თმით, მუქი იისფერი ბლუზით და კოჭებამდე შავი ქვედაბოლოთი. მას მიუვახლოვდი. -გამარჯობათ! ხომ ვერ დამეხმარებით ინგლისურის კაბონეტის საპოვნელად?-ვკითხე მორიდებულად. -გამარჯობა! ახალი ხარ?- მკითხა და ფეხებიდან თავამდე დამათვალიერა. -დიახ. -დერეფნის ბოლოს მარცხნივ მისტერ კელერის ოთახი. თავი თავაზიანად დავუკარი და დერეფანს გავუყევი. მარცხნივ შევუხვიე წინა დერეფანთან შედარებით ეს უფრო ფანათებული იყო. მისტერ კელერის კაბონეტის კარი ღია იყო. კარში გოგო იდგა. ბადე კოლგოტით,შორტით და შიფონის ტოპით.წაბლისფერი დატალღული თმა ნახევრად აეწია და მწვანე თვალებით შემეგება. -გამარჯობა! შენ ალბათ ჰანა ხარ?- მომეგება ღიმილით. დავიბენიმეგონა ჩემს აქ გადმოსვლას ვერავინ გაიგებდა. თავი დავუკარი.- ძალიან კარგი! დღეს შენი გიდი ვიქნები! მე მიავარ! მანამდე კი ინგლისურის გაკვეთულს დავესწროთ!- მითხრა და კლასში შევიდა. გავუღიმე და შევყევი. მერხების ოთხი როგი იდგა. თითო რიგში ექვსი მერხი. ზოგი ბავშვი მაგიდაზე იჯდა. ზოგი ჩანთაში რაღაცას ეძებდა. თავზე ქაღალდის თვითმფრინავმა გადამიფრინა. მია თავის ადგილას იჯდა და ხელს მიქნევდა.მის გვერდით სიგანეზე კიდევ ორი თავისუფალი ადგილი იყო. ერთეღთი მე დავიკავე. წინ გამხდადი სათვალეებიანი გოგო იჯდა.უკან გამხდადი ბიჭი. -ადგილებზე დასხედით!-დაიყვირა საკლასო ოთახში შემოსულმა მისტერ კელერმა. როდესაც ყველა ავის ადგილა დაუბრუნდა მისტერ კელერმა მოგვესალმა. ,,ყველა ახალ გადმოსულ მოსწავლეს წარმატებებს გისურვებთ!"თქვა და ჟურნალი გადაშალა. ალბათ კლასში ჩემს გარდა კიდევ იყვნენ ახალი გადმოსული ბავშვები. "მინდა ეს სემესტრი მთლიანად დავუთმოთ შექსპირის შემოქმედებას!"-თქვა მისტერ კელერმა და დაფაზე დიდი ასოებით დაწერა ,,შექსპირი". ამ დროს კარი გაიღო და ოთახში ბიჭი შემოვიდა. ჩემზე ოდნავ მაღალი იქნებოდა. ქერა თმა ჰქონდა. ღია ჯინსი და ცისფერი მაისური ეცვა. ბოდიში მოიხადა დაგვიანებისთვის.კლასს თვალი მოავლო და ჩემს გვერდით თავისუფალ მაგიდაზე დაჯდა. -გამარჯობა!-მითხრა და შემომხედა. მისი თვალები... ცისფერი თვალები... იყო მაშინრაღაც ძალიან მნიშვნელოვანი რამაც აღმაფრთხოვანა. -გამარჯობა!-ვუთხარი და შევეცადე არ შეემჩნია ჩემი აღდრთოვანება. -ნოე!-ხელი გამომიწოდა და გამიღიმა. -ჰანა!-ცალყბად გავუღიმე და ხელი ჩამოვართვი. -ახალი ხარ, ჰანა?- ძალიან ნაზად წარმოთქვა ჩემი სახელი. თავი დავუქნიე და დაფას მივაჩერდი. ნელნელა თვალს მისკენ გავაპარებდი ხოლმე. ძალიან ლამაზი სწორი ცხვირი ჰქონდა. გაკვეთილი რომ დასრულდა მიამ ხელი ჩამკიდა და კლასიდან გამიყვანა. -სკოლის საქმეებში დიდად არ ვერევი,არ მიყვარს ასეთი რაღაცეები,მაგრამ მისტერ კელერმა მერხზე ხატვის გამო ეს სასჯელი მომივლინა.-თქვა მიამ,გამეცინა. მეორე სართულზე ავედით. მაჩვენა სხვა საკლასო ოთახები,საპირფარეშო,პირველ სართულზე ჩამიყვანა დარბაზის და გოგონების გასახდელის საჩვენებლად. -გულშემატკივართა გოგონებში ჩაწერა ხომ არ გინდა?- მკითხა ჰანამ. თავი გავაქნიე უარის ნიშნად.მახსოვს ძველ სკოლაში ჩავეწერე და მოუქნელობისგან ხალხის წინაშე ფეხი მოვიტეხე. დარბაზი დიდი აღმოჩნდა.დარბაზის ორი კედლის მხარეს ხალხის დასაჯდომი სკამები იყო. იქვე ორი ოთახის კარი იყო. ერთერთი შემიყვანა. გოგონევის გასახდელში. გრძელი სკამები და პატარა კარადები იდგა. სკამებზე მიმოფანყული იყო ფეხსაცმელები და ტანსაცმელი. გოგონებში გავიარეთ და ერთერთ სკამთან შევჩერდით. ოთხი გოგონა სკამზე იჯდა. ორი მაღალყელიან გეტრებს იცვანდა ორიც ბანტს იკრავდა თავზე. -ჰანა, ეს ზოია! გულშემატკივართა გოგონების წინამძღოლი. თუ გაწევრიანება მოგინდება მას მიმართე!-მიმანიშნა გოგოზე რომელსაც შავი გრძელი თმა ზურგზე ლამაზად ჩამოშლოდა. ძალიან ლამაზი ტანი ჰქონდა და მუქი ყავისფერი თვალები. წითელი ლენტა და წითელი პომადა ძალიან ამშვენებდა. ზოიმ თვალები გადაატრიალა და წამოდგა. -მერამდენედ გითხრა ყველასთან ასე საყვარლად ნუ გამოგყავარ!-უფხრა მიას მაღალი ტონით. ახლა მე მომიბრუნდა-ყველამ იცის რომ ასე უბრალოდ გუნდში არავის ვიღებ. შენ კი ზედმეტი წონა და უშნო ფეხები გაქვს.-მითხრა და უკნიდან გოგონების სიცილი მოისმა.შევკრთი არადა სასიამოვნო გოგო ჩანდა ზოი. -მეკი ყელში ამომივიდა შენი ასეთი ქცევა!-ჩემს ზურგს უკან მოისმა ხმა. მოვიხედე.გოგოს რიჟა მოკლე თმა დატაკღვოდა. ღია ფერის პომადა ესვა. მათნაირი ფორმა ეცვა. კარადის კარი ბრაზით მიაჯახუნა და ზოისკენ წამოვიდა. -შენი ქედმაღლობა ყელში ამოვიდა! რას ერჩი გოგოს? -წესიერად მელაპარაკე, კრის!-წარბი ასწია ზოიმ. -ზედმეტი წონა? ამ გოგოს ზედმეტი წონა აქვს? ხომ არ დაგავიწყდა სამი წლის წინ შენი გასიებული ფეხები და სახე?-უთხრა კრისმა და კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა. წითელი ლენტა თავიდან მოიხსნა დაზოის ბფეხებთან დააგდო.- მე გუნდიდან მივდივარ! -ისედაც ვაპირებდი შენა გაშვებას! კარგად ვეღარ მოძრაობ! შენი წასვლითვარაფერი დაგვაკლდება!-უთხრა ზოიმ და გესლიანად გაიღიმა. თვალებგაფართოებული ვუყურებდი სანახაობას. ძველ სკოლაში ასეთები არასოდეს ხდებოდა. ჩვენსკენ ობრუნებულმა კრისმა ზოის შუა თითი უჩვენა და ჩემსა და ენას შორის ჩადგა. გასახდელიდან რომ განოვედით ვუთხარი: -ვალდებული არ იყავი ჩემს გამო...-არ დამამთავრებინა: -არამარტო შენსგამო. ყველას ასე ექცევა. ყალბი დაქალები და ვნებიანი ბოიფრენდები უკვე ყელში ამომივიდა. მიზეზი მჭირდებოდა და აი შენც!-თქვა და ხელი გამომიწოდა-კრის სმითი.-ხელი ჩამოვართვი-ჰანა. -მაპატიე,ჰანა არ მინდოდა შენთვის ზოის შეურაცხმყოფა მიეყენებინა. ბოდიშს გიხდი მის მაგივრად.-მითხრა მიამ. ხელებს ნერვიულად ისრესდა. -არაფერია,მია. უბრალოდ მიჩვეული არ ვარ ასეთებს.-ვთქვი და ხელი მხაზე დავადე. ,,ძალიან მომშივდა, სასადილოში ხომ არ ჩავაულიყავით?" იკითხა კრისმა. მე და მიამ თავი დაუქნიეთ და სასადილოსკენ გავეშირეთ. სასადილოში ბევრი ბავშვი იყო. -დღეს მე გპატიჟებთ! ბოდიშს ასე მოგიხდი, ჰანა!-თქვა მიამ და სალაროსკებ წავიდა. მე და კრისმა კედლის მხარეზე მსგარი მაგიდა ავირჩიეთ. -დიდი ხანია გუნდში იყავი?-ვკითხე კრისმა -საკმაოდ. მეექვსე კლასიდან. -აი მეც დავბრუნდი, სამი კოლა ბურგერები და კარტოფილი. -მადლობა- ერთდროულად ვთქვით მე და კრისმა -მოგვიყევი ჰანა საიდან გადმოხვედი და რატომ?- მკითხა მიამ და ბურგერის დიდი ლუკმა მოკბიჩა. -სან-ფრანცისკოს ერთერთ შტაატისან. მე მამა დედინაცვალი და ჩემი ძმა სკოტი. დედა დიდი ხანია გულის დაავადებით გარდაოცვალა.-ამოვიხვნეშე და განვაგრძე- ვიფიქრეთ უკეთესი იქნებოდა ცხოვრების გაგრძელება ახალ ქალაქში. მამამ ცოლად თავისი თანამშრომელი ჯენა შეირთო. ძალიან ლამაზი ქალია და ძალიან გემრიელ ბლინებს ამზადევს, ერთხელ მეწვიდთ და გაგასინჯებთ-ვთქვი და კოლა მოვსვი.- ჯენამ აიჩემა აქ გადმოსვლა. სასადილოს კარისკენ გავიხედე. სასადილოში ზოი და მისი სამი დაქალი შემოვიდა. ტანსაცმელი გამოეცვალათ. ზოის მოკლე ვარდისფერი კაბა ეცვა თმა ისევ ისე ჰქონდა ნახევრად აწეული. სალაროსთან მივიდნენ და სამ წუთში სალათით დასხდბენ შუა მაგიდასთან. ზიზღით შემოგვხედა და ჭამა დაიწყო. სასადილოს კარი კვლავ გაიღო. ათამდე მწვანე პიჯაკიანი ბიჭი შემოვიდა. სკოლის საფეხბურთო გუნდიდან. მათგან ერთს უკვე ვიცნობდი. ნოეს. იყვნენ ნოეზე დაკუნთული და ჩადგმული ბიჭები და სუსტებიც. ზოის მაგიდას რომ მიუახლოვდნენ ზოი ფეხზე ადგა და ერთერთ შავგვრემან , დაკუნთულ ბიჭს კისერზე მოხვია ხელები და აკოცა. ბიჭის მხრიდან იგივე ვნებას ვერ ვხედავდი როგორსაც ზოი გამოხატავდა. -ფუფ ძროხა!- თქვა კრისმა -ის ბიჭი ვინ არის? .-ვიკითხე მე. -ბრაის კიდმანი,აი ის მასზე შედარებით სუსტი და გრძელთმიანი ნიალია,მისი ძმა.-მიპასუხა კრისმა -ზოის ხელში მეცოდება..- დაამატა მიამ გაგვეცინა.ბიჭები ჩვენსკენ დაიძრნენ. როდესაც ჩაგვიარეს ნოეს და ჩემი თვალები ერთმანეთს შეხვდა. გამიღიმა და ჩვენს უკან მდგარ მაგიდაზე დასხდენ. კრისი და მია ზურგით ისხდნენ ხოლო მე ვხედავდი მათ. წუთით გავძტდრდი და კრისის ხმამ გამომაფხიზლა. -აბაა, ნოე დინსი? მშვენიერი არჩევანია.-თქვა კრისმა და თვალი ჩამიკრა. -არა, არაა! ასე არ არის! ჩვენ,მე უბრალოდ ინგლისურზე ერთად ვართ!-ავღელდი. -ქეთნის ლივიგრეის ყოფილია.- დაიჭყანამია. -წარმოიდგინე მომხიბვლელი ლომის და ქათმის წყვილი ასე იყვნენ-დაამატა კრისმა. გაგვეცინა. -რატომ დაშორდნენ?-ვიკითხე და კოლა მოვსვი. -პირველ სართულზე დერეფანში დინთან შეუსწრო.-ფქვა კრისმა-საშინელი სანახავი იყო რა ამბებიც იქ მოხდა-დაამატა ემამ. ,,ააა"ჩავილუღლუღე მე და კოლა მოვსვი. სასადილოში სიჩუმე იყო,მხოლოდ ჩურჩული ისმოდა. სიჩუმე კარის ხმაურიანმა გაღებამ დაარღვია.სასადილოში სკეიტით ბიჭი შემოვარდა.სალათეულობის გრძელ დახლს რომელსაც მინა ფარავდა სკეიტით ზედ შემოხტა,გასრიალდა,შემდეგ ჩამოხტა,გამოსრიალდა,როგროც ჩანს ჩვენს წინ მდგარ ბიჭების მაგიდასთან მოდიოდა,მაგრამ წონასწორობა ვეღარ შეიკავა და პირდაპირ ჩვენს მაგიდას შეასკდა.კრისს რომელიც ნაპირას იჯდა კოლა გადაესხა.სასადილოში საშუალო სიმაღლის,ქერა ქალი შემოვიდა და ბოლო ხმაზე დაიყვირა. -ჯეიმს ალან! ახლავე ჩემს კაბინეტში!-დაიყვირა ქალმა და სასადილო დატოვა.სავარაუდოდ სკოლის დირექტორი უნდა ყოფილიყო.ჯეიმს არც ძალიან გრძელი და არც ძალიან მოკლე შავი ხვეული თმა ჰქონდა.საკმაოდ მაღალი და გამხდარი იყო.ჯეიმსმა თვალები გადაატრიალა.წამოდგა და გვითხრა: -ბოდიშით გოგონებო!-,შემდეგ კრისს მიუბრუნდა-ვწუხვარ მაისურისთვის ლამაზო-ეშმაკურად გაიღიმა. კრისმა ცინიკურად გაუღიმა და ხელსახოცით მაგიდა მოასუფთავა.-საღამოს გნახავთ ბიჭებო!-უთხრა მაგიდაზე მსხდომ ბიჭებს,სკეიტი აიღო და სასადილო დატოვა. -ღმერთო რა იდიოტია!-თქვა მიამ.გამეცინა- -თავის დისნაირი-დაამატა კრისმა-ზოის დაა. -ვაუუ!-ნამდვილად გამიკვირდა. -დღეს საღამოს წვეულებაა კლუბში სადაც მე ვუკრავ.წამოდით თქვენც-თქვა მიამ. -რამაგარია! რაზე უკრავ?-ვკითხე მე. -გიტარაზე! -მისამართი მომწერე და ექვსისთვის მე გამოგივლი-მითხრა კრისმა. -კარგი-ვუპასუხე მე. ** სახლში დაბრუნებულს შინ არავინ დამხვდა.სპაგეტი მოვიმზადე და ტელევიზორი ჩავრთე. რომ მოსაღამოვდა წვეულებისთვის მზადება დავიწყე. აქამდე წვეულებაზე არ ვყოფილვარ. მე და ჩემს მეგობარ ემას ყოველთვის სახლში ყოფნა გვიყვარდა,ვიცოდით რომ თუ წავიდოდით მაინც ვერავინ შეგვამჩნევდა. შავი ჯინსის ქვედაბოლო,ბათინკები და შავი ბრეტელებიანი მასირუი ჩავიცვი.თმა გავიშალე.ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა კრისისგან ,,გარეთ გელოდები".მაცივარზე სკოტს წერილი დავუტოვე სადაც ვუწერდი რომ კლუბში მივდიოდი. ჯინსის ქურთუკი ხელში დავიჭირე და გარეთ გავედი. კრისი თავისი ტოიოტა ქემრით სახლის წინ მელოდებოდა.მანქანზე მიყუდებული იყო. თეთრი მოკლე სვიტერი და მაღალწელიანი ჯინსი ეცვა,ფეხზე კონვერსებით.გაიღიმა და მანქანაში ჩაჯდა.მთელი გზა მუსიკებს ვუსმენდით და ინტერესით ვათვალიერებდი ქუჩებს.დაახლოებით ოც წუთში კლუბის წინ მანქანა გააჩერა.შესსვლელთჯნ ხალხი ირეოდა. კართან მდგარ შავპიჯაკიან დაცვას რომელიც ეჭვისთვალით გვიყურებდა კრისმა უთხრა ,,მია როისთან ვართ". დაცვა ნაბიჯით გვერდზე გაიწია და კლუბში შეგვიშა. მუსიკა ბოლო ხმაზე იყო აწეული.უამრავ თინეიჯერს მოეყარა თავი. ბევრი ნაცნობი სახე იყო სკოლიდან. შევამჩნიე ფეხბურთელი ბიჭები,მათმატიკის თანაკლასელები. შემდეგ მია დავინახე რომელიც ჩვენკენ მოემართებოდა. შავი ტყავის შარვალი,მოკლე შავი ტოპი და გრძელი შავი ჟაკეტი ეცვა. თმა აეწია და მრგვალი საყურეები ეკეთა. -ჩემი გოგონებიც მოსულან!-გვითხრა და ჩაგვეხუტა.-რას დალევთ?-ბარისკენ დავიძარით. -დიეტური კოლა თუ შეიძლება-ვუთხარი ბარმენს. -გოგონი შენ თავი სად გგონია?-მიპასუხა საყურიანმა ნახევრად თმა გადაპარსულმა ბარმენმა ბიჭმა. -გოგოს კიდე ერთხელ მასე დაელაპარაკები და გაჩენის დღეს გაწყევლინებ-უპასუხა მიამ.-ახლა კი გირჩევნია სამი ტეკილა დაასხა.-შევკრთი. ალკოჰოლს არასოდეს ვსვამდი.ბარმენმა სამი ჭიქა გამოაცურა.მიამ ელვის სისწრაფით დალია და გვითხრა ,,მე წავედი და ათ წუთში სცენაზე მნახავთ" გავუღიმეთ და დაგვტოვა. -აქამდე არ დაგილევია?-მკითხა კრისმა -სასაცილოა მაგრამ არც კლუბში ვყოფილვარ. -ღმერთო! სასმელი არც მე მიყვარს მაგრამ ხანდახან საჭიროა კარგად გამოთვრე,რომ სამყარო სხვანაირად დაინახო.-თქვა და დალია. ეჭვით ვუყურებდი ჭიქას.გულში გავიფიქრტე,ყველა ნორმალური თინეიჯერი სვამს ტეკილას და მე როგორ არ უნდა მქონდეს გასინჯული? ჭიქა მოვიმარჯვე და დავლიე.გამაჟრიალა.ვგრძნობდი როგორ მომაწვა ვენებში სისხლი.და შემდეგ გამეცინა. -საპირფარეშო საითაა?-ვკითხე კრისს.კრისმა ხელით მანიშნა-ახლავე დავბრუნდები.ვუთხარი და საპირფარეშოკენ გავემართე. კოლიდორში გავედი სადაც შედარეით სიჩუმე იყო. გოგონების საპირფარეშოში შევედი და ნიჟარასთან მდგარი ზოი და მისი დაქალები დავინახე.სარკეში იყურებოდნენ და პომადას ისვამდნენ.ზოის თმა ცხენის კუდად შეეკრა და ძალიან მოკლე ვერცხლისფერი ბრეტელებიანი კაბა ეცვა.კაბინისკენ მივდიოდი,რომ გამომხედა და ხელი მკლავზე მომკიდა. -გამარჯობა,ახალო.ბოდიშს გიხდი დილანდელი ინციდენტისთვის. ისეთი საცოდავი გოგონები როგორებიც მია და კრისი არიან ძნელია თავის გაკონტროლება..-მითხრა და ჩემი შუაზე გაყოფილი თმა გვერდით გადამიწია-ასე უფრო გიხდება!-დაამატა და ეშმაკურად გაიცინა. -მია და კრისი ჩემი მეგობრები არიან!-ვუთხარი და თმა ისევ შუაზე გავიყავი. -მეგობრები?-ცინიკურად გაიცინა და სარკეს მიუბრუნდა-ჯერ ერთს შეხედე და მერე მეორეს,ორი მარტოსული არსება.კრისს ჩემს მეგობრად ვთვლიდი,ჩემს პირველ კოცნაზეც კი მოყოლილი მაქვს და დღეს რა გამიკეთა? ჰგონია მისი წასვლით გუნდს რამე დააკლდება? არც არაფერი.-შემდეგ მე მომიბრუნდა,ნელი ნაბიჯებით წამოვიდა ჩემსკენ, წელში მოიხარა და ყურში მიჩურჩულა-გამოფხიზლდი,ჰანა და მეგობრები სწორედ შეარჩიე.-შემდეგ მომშორდა და გოგოებიანა კარისკენ გაემართა.უკან მივუბრუნდი და მივაძახე. -მეგობრები უკვე შევარჩიე,ისინი კრისი და მია არიან!-წამით შეჩერდა ალბად დამცინავადაც გაიღიმებდა მაგრამ არაფერი უთქვამს ისე წავიდა. საპირფარეშდან რომ გამოვდიოდი კოლიდორში კრისი შემხვდა. -ამდენ ხანს რას აკეთებდი?ახლა მიას გამოსვლაა.-ხელი ჩამკიდა და დარბაზისკენ მიმათრევდა. -ზოი იყო,ბოდიში მომიხადა დილანდელისთვის.-ვუთხარი მე. -ფუფ აფერისტი გველი!-თქვა და სიტყვის თქმაც ვერ მოვასწარი ისე გადაფარა ხმაურმა ყველაფერი. უამრავი ხალხი სცენისკენ იყო მიმართული. ხალხში მია გამოძვრა და მე და კრისი კუთხისკენ გაგვაძვრინა. -დღეს ახალ ბიჭთნ ერთად ვუკრავ!ლუკასი ჰქვიაა,ღმერთო ჩემო ის ისეთი საყვარელია!-ბოლოხმაზე ყვიროდა მია,რომ ჩვენთვის ხმა მოეწვდინა. -ჰა?რომელი ? - ყვირილითვე უპასუხა კრისმა. -აი ის კუთხეში გიტარით ხელში რომ დგას,გრძელთმიანი და მაღალი!-ყურზე ხელი აიფარა და ისე გვითხრა მიამ. თვალი კუთსიკენ გავაპარე.ჩემზე ორი თავით მაღალი ბიჭისკენ რომელიც მთლიანად შვებშ იყო გამოწყობილი და ლუდს სვამდა.-კარგით გავიქეცი ჩვენი დროა! -წარმატებები მია!-ვუთხარი და ისიც მოგვცილდა.სცენაზე ავიდნენ და ხალხმაც ტაში არ დაიშურა.მიამ გიტარა დაიჭირა და მიკროფონთან დადგა,ლუკასსაც მოემართა ელექტრო გიტარა,წამში ერთმანეთშ შეხედეს და გაიღიმეს.თითქმის უკვე დარწმუნებული ვიყავი რომ მათ შორის გრძნობა ოდესმე გაჩნდებოდა. მიამ გიტარას ხმაურიანად ჩამოკრა ხელი და მალევე მას მთელი დარბაზი აჰყვა. კრისმა კიდევ ერთი ტეკილის ჭიქა მომიტანა,ერთდ დავლიეთ და ვიგრძენი როგორ მინდოდა ენერგიის დახარჯვა.სამი წუთის განმავლობაში სანამ მია და ლუკასი სცენაზე იხაარჯებოდნენ მე და კრისი დარბაზში ვხტოდით და სხმას ვაყოლებდით სიმღერას. -აღარ შემიძლია-ვთქვი მე სიცილით-წყალს დავლევ და მოვალ-ვუთხარი კრისს რომელმაც სავარაუდოდ ვერცერთი ჩემი სიტყვა ვერ გაიგო მაგრამ კვლავ აგრძელებდა ცეკვას. ბრბოს გამოვეყავი და ბართან მივედი. -ერთი ჭიქა წყალი ყინულით!-ვუთხარი ბარმენს,რომელმაც ნახევარი საათის წინ მომხდარი ინციდენტის გამო უკმაყოფილოდ მომაწოდა ჭიქა. წყალი მოვსვი და დავინახე ნოა რომელიც ჩემს წინ იდგა და რაღაცას მეუბნებოდა. -ჰანა?!-თეთრი მაისური ეცვა და ტყავის ქურთუკი.მისი თვალები კი სასწაულად ელავდა კლუბშ არეკლილ შუქზე. წყალი ლამის პირიდან გადმოვასხი და მკლავით პირი მოვიწმინდე. -ნოა!რა სასიამოვნო სიურპრიზია!-ვუთხარი ალბად საშნლად გაწითლებულმა. -შენი მეგობარი მია საოცრად მღერის-მითრა და ბარმენს ლუდი შეუკვეთა. -გეთანხმები!სცენისთვისაა დაბადებული.-თვალი ხალხისკენ გავაპარე და დავინახე კრისი რომელიც სასადილოში მყოფ იმ სკეიტიან ბიჭს ესაუბრებოდა,ჯეიმსს! -საიდან გადმოხვედი ჰანა?-მკითხა ნოამ და ლუდი მოსვა. -პენსილვანიიდან!-ვუთხარი მე. -საიდან?-როგორც ჩანს ვერ გაუგო რადგან მიამ და ლუკასმა ახალი სიმღერის შესრულება დაიწყეს. -პენსილვანიიდან!-ვუყვირე რაც ხმა მქონდა. გაიღიმა და ლოყაზე ფოსოები გამოუჩნდა. თვალები კვლავ ხალხსისკენ გამექცა და დავინახე ბიჭი რომელიც ჩემკენ მოემართებოდა.ჩემი ძმა სკოტი. -სკოტ?!აქ რას აკეთებ?-ნამდვილად არ ველოდი მის აქ ნახვას. -შენი წერილი ვნახე მაცივარზე და გადავწყვიტე ჩემს ბიჭებთან ერთდ მეც მოვსულიყავი. -გაიცანი,სკოტ ეს ნოაა!-ვუთხარი სკოტს-ნოა ეს სკოტია,ჩემი ძმა.-ბიჭებმა ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს შემდეგ სკოტი მომიბრუნდა და შუბლზე მაკოცა. -ძალიან ლამაზი დაიკო რომ მყავს უკვე ნათქვამი მაქვს?-მითრა და გამიღიმა. ამ დროს მიამ და ლუკასმაც დაასრულეს სირერა და მქუხარე აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს.სცენიდან ჩმოვიდნენ და ბარისკენ გამოემართნენ. -ლუკას გაიცანი ჩემი მეგობარი ჰანა!-უთხრა მიამ ლუკასს.გავუღიმე. -ეს კი ჩემი ძმა სკოტია!-დავამატე მე. -ლუკას,ძმაო!-სკოტმა ხელი ჩამოართვა ლუკასს. -ერთმანეთს იცნობთ?-ვიკითხე მე. -მე და ლუკასი კოლეჯში კურსელები ვართ. -ვაუ მაგარია-თქვა მიამ. -ნოა გამარჯობა!-ნოას გადაეხვია ლუკასი. -წამოდით ბიჭებო ლუდზე გეპატიჟებით!-თქვა ნოამ და ბიჭების ჯგუფისკენ ანიშნა.იქ ის ფეხბურთელები იყვნენ სასადილოშ რომ ვნახე.ზოის შეყვარებული ბრაისი,მისი ძმა ნიალი და სხვა ბიჭები. -კარგით ჩვენ დაგტოვებთ-ვუთხარი ბიჭებს,მიას ხელი ჩავკიდე და კრისისკენ გავემართე.ჯეიმსი ემშვიდობებოდა და ისიცნ ფეხბურთლი ბიჭებისკენ,ნოასკენ,ლუკასისკენ და სკოტისკენ გაემართა. -აბაა რახდება თქვენს შორის?-იკითხა მიამ. -ღმერთო!ის ისეთიიი საყვარელი და მზრუნველიააა!-თქვა კრისმა. -რამდენი დალიე?-ვკითხე მე, -სამის შემდეგ თვლა შევწყვიტე.-თქვა და გაიცინა.-კარგით რა! ბოდიში მომიხადა დილანდელისთვის,მერე ცოტა ბავშვობის ამბები გავიხსენეთ.მეგონა საერთოდ არ ვახსოვდი.მის დასთან,ზოისთან რომ მივდიოდი ხოლმე ჯეიმსაც ვხედავდი.მაგრამ რაც ზოისთან ურთიერთობა დამეძაბა ისეთი ურთიერთობა აღარ მქონდა. -მგონი სჯობს სახლში წავიყვანოთ-ვუთხარი მიას.-კრის,მანქანის გასაღები სად გაქვს? აჯობებს საჭესთან მია დაჯდეს. -არ მახსოვს,მგონი ჩანთაში. კოლიდორში რომ გასახდელია და ქურთუკების ჩამოსაკიდი იქ დავდე მგონი. -კარგი აქ დამიცადეთ მოვიტან.-ხალხს გამოვეყავი და იმავე კოლიდორში გავედი რომლის ბოლოსაც საპირფარეშო იყო.მარჯვნივ კარი ვნახე წარწერით,,გასახდელი".ისიყო უნდა გამეღო რომ ქალების საპირფარეშდან გამოსულმა გოგოებმა კივილი ატეხეს.და მისჩერებოდნენ იატაკს.კედლის კუთხეში გავიხედე და დავინახე ხელი. იქ ვიღაც ძირს ეგდო.კედელს ერთო ხელით დავეყრდენი.და ნელი ნაბიჯებით მივდიოდი გოგოებთან.ხელი მიკანკალებდა.მივუახლოვდი და გავშრი. ბიჭი საპირფარეშოს კართან იწვა.ხელი კარს აქეთ ჰქონდა გადმოგდებული და თავიდან სისხლი მოსდიოდა.გოგოების საპირფარეშოდან კიდევ ერთი გოგო ამოვარდა.მოკლე წითელ კაბიანი,ქერა გოგო.ბიჭს მივვარდა და ჩაიმუხლა. -ღმერთო ნიალ! არაა! ნიალ გესმის ჩემი?ღმერთო ჩემო აქ რა მოხდა.ოღონდ შენ არა!-სლუკუნებდა გოგო. ნიალ კიდმანი მოკლეს. 2 სხვა გოგოები დარბაზში გავიდნენ.მე გაშეშებული ვიდექი.ცრემლები თავისით ჩამომდიოდა.მალევე ბიჭების გუნდი შემოვარდა კოლიდორში.ბრაისმა კედელს ხელი მსგრად მიარტყა. -ჰანა?!კარგად ხარ?-მხარზე ხელი დამადო ვიღაცამ,მოვიხედე ნოა იყო. ვერაფერი ვთქვი.-წამოდი გარეთ გაგიყვან.მითხრა და ხელი ჩამკიდა. -ამის დედაც! აქ რა მოხდა!-ღრიალებდა ბრაისი.-შენ,შენ დაინახე რა მოხდა? ვინ მოკლა ჩემი ძმა?!-მომვარდა ბრაისი და ორივე ხელი მხრებში ჩამავლო. -ძმაო,სულ შეიშალე? ჰანას ხელი გაუშვი-უყვირა ნოამ. -ამის დედაც!ვინმე იტყვის აქ რა მოხდა?-ნიალს მივარდა და პულსი გაუსინჯა.-ამის დედაც!დარეკეთ ვინმემ სასწრაფოში.-ღრიალებდა ბრაისი.გამწარებული იყო,ადგილიდან ვერ ვინძრეოდი.გაშტერებული ვუყურებდი ნიალს დასეულ ხალხს. -ღმერთო აქ რა ხდება?-დაიყვირა მიამ. კრისი კედელზე იყო მიყუდებული.საშინლად მთვრალი იყო და წონასწორობას ძლივს ინარჩუნებდა.-ღმერთო ნიალ!-პირზე ხელი აიფარა მიამ-ჰანა შენ აქ იყავი>?დაინახე ვინ გააკეთა ეს?-კითვას კითვაზე სვამდა მია. -მია,უბრალოდ შეგიძლია კრისი სახლში წაიყვანო და აქაურობას მოშორდეთ? მე ჰანას წავიყვან ზედმეტი კითხვების გარეშე.-დაუყვირა ნოამ. მიამ ჯერ ნიალს და ბრაისს გახედა,მერე მე შემომხედა და კრისს მიუბრუნდა.მალევე კოლიდორიდან გაქრნენ.ნოა ჩამუხლულ ბრაისთან მივიდა.სახეზე ხელს ისვამდა. ფეხზე წამოაყენა.გამწარებული ბრაისი ბოლთას სცემდა.ნოა ჩაეხუტა და მის დამშვიდებას ცდილობდა. -ჰანა!-დამიძახა სკოტმა.-კარგად ხარ?-მომეხვია,თავი გავაქნიე.-მას იცნობდი?-მკითხა სკოტმა.უარის ნიშნად თავი გავაქნიე. ჯეიმსმა სასწრაფოში დარეკა. ლუკასმა კლუბის დაცვა გამოიძახა. -სკოტ,ჰანას მე წავიყვან და უკან დავბრუნდები.დღეს ბიჭებს ვჭირდებით!-უთხრა ნოამ სკოტს.-სკოტმა ხელი ბეჭზე მოუსვა და თავი დაუქნია.შემდეგ ნიალის გვამთან მივიდა.ზუსტად არ მახსოვს როგრო გავიარეთ მე და ნოამ დერეფანი,როგორ ავარიდეთ თვალი პოლიციელებს და შერიფს,სანამ სექტემბრის სუსხიანი საღამოს ნიავი არ შემეგება კლუბიდან გამოსულს. -მანქანა 8 მეტრშ მყავს დაყენებული.წამლდი-მითხრა ნოამ.გაუზარებლად ვდგავდი ნაბიჯებს. ერთიანად დასტრესილი ვიყავი. ერთი მეტრის გავლის შემდეგ თავი ვე შევიკავე და ავტირდი. -ღმერთო,ნოა მე ის ვნახე პირველად,მისი სხეული,სისხლი,ვერაფერი ვთქვი-ხელებს ისტერიკულად ვაქნევდი და ცრემლები თავისით მომდიოდა. -შენ არაფერ შუაში ხარ,ჰანა! ნიალის მამა შერიფია ის გაარკვევს რა მოხდა სინამდვილეში.-მითრა და შეეცადა ხელი ჩაიკიდა და მაშინვე მოვიშორე. -ღმერთო,ვერაფერი გავაკეთე,გავშეშდი გესმის ნოა!-ვაგრძელებდი ისტერიკულ ლაპარაკს. -შენ არაფერ შუაში ხარ,ჰანა!-მითხრა და ჩამეხუტა.აი რა მჭირდებოდა.ერთი დიდი თბილი ჩახუტება და დამშვიდება.მის მკლავებში მოვექციე და წუთიერი სიმშვიდე მოვიპოვე.რეალურად მე არაფერ შუაში ვიყავი,შემთვევით აღმოვჩნდი კოლიდორში.ვინ იცის რამდენი ხნის მკვდარი იწვა ნიალი? 10 წუთის? ნახევარი საათის? ერთი საათის?თუ სრულიად ახალი?იქნებ მკვლელი კოლიდორში შემხვდა? სისხლიანი იატაკი,მისი სხეული,სახე როგორ დავივიწყო?ვინ იცის რისი მსხვერპლი იყო ნიალი? მანქანამდე რომ მივედით ნოამ კარი გამიღო და ჩამსვა.რულთან დაჯდა და რემენი გაიკეთა.ღრმად ამოისუნთქა და რულს თავი დაადო. -ნიალი,ჩემი მეგობარი.საუკეთესო ფეხბურთის მოთამაშე იყო.ყოველთვის კეთილი შურით მშურდა მისი შესაძლებლობეწბის.დამიჯერე ჰანა სული ძალიან მეწვის.არც კი ვიცი როგორ მივბრუნდე უკან და როგორ ვანუგეშო ბრაისი? დიდი ძმა რომელიც ყოველთვის ზრუნავდა ნიალზე?! -არც კი ვიცი რა მეთქვა. წარმომიდგენია რას განიცდიდა ნოა.მეგობარი დაკარგა.-გაივლის,მკვლელს იპოვნიან და ბიჭები ერთად გავუსწორდებით.-ლოყაზე ჩამოვარდნილი ცრემლი მოიწმინდა და მანქანა დაქოქა.მისამართი ვუთარი და ფანჯარაში გავიხედე.სულ სამი თვის გადმოსული ვარ ამ ქალაქში და თვს ასეთი უბედურება დამატყდა. -არც კი ვიცი რა გითხრა!-ვუთხარი მე. -ამ შემთხვევაში სიტყვები ზედმეტია-თქვა და მანქანაში სიმღერა ჩართო. Coldplay-ის Fix you. მთელი გზა თვალი არ მომიცილებია მისი პროფილისთვის.მისი სწორი ცხვირი და სევდით სავსე თალები.ცოტაც და გამაგიჟებდა. 20 წუთში სახლის წინ გააჩერა მანქანა. მანქანიდან გადმოვედით და ჩემი სახლის კიბის სამი საფეხური ავირბინეთ. -ყველაფერი კარგად იქნება,ჰანა!-მითხრა ნოამ. ახლა ამის თქმა მას უფრო სჭირდებოდა.განწირული თვალებით მიყურებდა და ტუჩს ნერვულად იკვნეტდა. -მადლობა,ნოა ყველაფრისთვის,გულწრფელად!-ვუთხარი და ჩავეხუტე სუსტად.შემდეგ კიბე ჩაირბინა და მანქანაში ჩაჯდა.მაქანიდან ერთი კიდევ გამომხედა და წამებში გაუჩინარდა. სახლში შევედი. კოლიდორში მდგარ სარკეში ჩავიხედე.ტირილისგან თვალები დამსიებოდა და თმები საშინლად მქონდა აჩეჩილი. -ჰანა,ძვორფასო დაბრუნდი"?-დამიძახა ჯენამ.-ჩინური სამზარეულო გამოვიძახე,არ გშია? მე შენ და მამამ ვჭამოთ.-ხმა რომ არ გავეცი შალ მოხვეული კოლიდორში გამოვიდა.-ჰანა,საყვარელო რა მოგივიდა? კოლიდორში მამაც გამოვიდა. სლუკუნით ვუთხარი ,,ჩემი სკოლელი მოკლეს,დღეს,კლუბში. დედას შემდეგ დღეს მეორედ ვნახე მიცვალებული,მამა!გესმის?!ამდენი ხნის შემდეგ!".ჯენამპირზე ხელი აიფარა. -ჰანააა!-მომეხვია მამა და მისაღებ ოთახში შემიყვანა.ყველაფერი მოვუყევი.ჯენასა სავარძელში იჯდა და ცრემლები ჩამოსდიოდა. -ვინ,საყვარელო?ვინ მოკლეს კლუბში?-მკითხა მამა. -ნიალ კიდმანი.-ვუპასუხე აკანკალებულმა. -შერიფი როჯერის შვილი?-მკითხა ჯენამ.თავი დავუქნიე.-ჩემო საყვარელო!-მითრა და სავარძლიდან ჩემთან და მამსთან,დივანზე გადმოჯდა და მომეხვია.იმ ღამეს დივანზე მეძინა.დედა დამესიზმრა.ძალიან მენატრებოდა. ძალიან. შუაღამისას შეხებამ გამომაღვიძა.სკოტი იყო და ცდილობდა გაშლილ დივანზე ჩემთან ერთად დაწოლილიყო. -8 წლის შემდეგ ერთად არ გვძინებია-მითხრა სკოტმა-ვფიქრობ თბილი ჩახუტება გჭირდება!-და გამიღიმა. -მიყვარხარ!-ვუთხარი და ჩავეხუტე. იმ ღამეს წლების შემდეგ ყველაზე ტკბილად მეძინა. *** დილას რომ გამეძინა ოთხაში ჯერ კიდევ ბნელოდა.მისაღები ოთახის კედელზე დაკიდებულ საატს გავხედე. დილის შვიდი საათი იყო.ფრთილად წამოვდექი არ მინდოდა სკოტი გამეღვიძებინა. მეორე სართულზე ავირბინე ჩემს ოთახში და გამოვიცვალე.შავი ჯინსი და შავი მაისური ჩავიცვი,თმა ნახევრად ავიწიე.კიბეებზე ფრთხილა ჩავირბინე.ალბად მამას და ჯენას ჯერ კიდევ ეძინათ.ჩაშავებული თვალები პუდრით დავიფარე და სანამ სახლიდან გავიდოდი კიდევ ერთელ ჩავიხედე სარკეში. წინ რთული დღე მელოდა. -უკვე მიდიხარ,ჰანა?-კიბეებზე ჩამოდიოდა ჯენა ხალათით.თავი დავუქნიე.ახლოს მოვიდა და ჩამეხუტა. -შენ ყველაზე ძლიერი ადამიანი ხარ ვისაც კი ვიცნობ.-მითხრა და შუბლზე მაკოცა.-თუ საუბარი მოგინდეს მე ყოველთვის მოგისმენ.-მითხრა და გამიღიმა. სკოლაში სანამ მივიდოდი სიარული მესიამოვნა.გუშნდელ ამბავს ვერ ვიგდებდი თავიდან. სკოლაში ყველა რაღაცას ჩურჩულებდა.ზოგი მე მიყურებდა.ალბათ ფიქრობენ რომ მე მოვკალი?ყურადღება არავისთვის მიმიქცევია ისე მივედი ჩემს კარადასთან.სამოქალაქო განათლებისთვის წიგნები გამოვალაგე და თავზე კრისი და მია დამადგნენ. -ჰანა.ბოდიშს გიხდი გუშინდელისთვის,საშინლად მთვრალი ვიყავი და ვერც კი განუგეშე-მითხრა კრისმა. -არაფერია,კრის დამშვიდდი.-ვუთხარი და შევეცადე გამეღიმა. -სამაგიეროდ ნოამ დაამშვიდა-თქვა მიამ და გაიღიმა. გულის სიღრმეში მეც გამეღიმა მაგრამ თავი შევიკავე. -მია ეს სასაცილო არ არის,მას ძალიან სტკივა ისევე როგორც მე და ბიჭებს.არც კი ვიცი როგორ ვიცხოვრო.-ვუთხარი მე.მია ჩამეხუტა და ზარიც დაირეკა. სამოქალაქო განათლება მეათე და მეთერთმეტე კლასელებს ერთად გვიტარდება,ამიტომაც ნოასაც და ბიჭებსაც ვნახავდი. კლასისკენ ერთად დავიძარით.ყველა თავის ადგილას იჯდა.ნოას წამით თალებშ შევხედე.ყველა წყნარად იყო,ხმა არავის ამოუღია გაკვეთილის განმავლობაში.არც არავინ უსმენდა მისის კეტლინს რომელიც გვასწავლიდა საზოგადოებაში მოქცევის წესებს.ზუსტად მაგ დროს კლასის კარი გაიღო და შერიფის ფორმაშ გამოწყობილი მამაკაცი შემოვიდა.მაღალი,ჩადგმული,მხარბეჭიანი კაცი.ნიალის მამა,როჯერი. -ბრაის კიდმან,ნოა დინსს,ჯეიმს ადამს,ემილია ბენარდ,ზოი მერიდ,კრისს სმით,მია დერეთ,ჰანა ვალკერ და ჯორჯ კენედ ახლავე გამომყევით.-ყელი გამიშრა.ალბად დაგვკითავდნენ.რა უნდა მეთქვა,საშინლად გავწითლდი.ბიჭები წამოიშალნენ.ჯორჯ კენედი ფეხბურთელებ შორის ყველაზე მაღალი ბიჭი იყუო გრძელი შავი თმით.ემილია ბენარდი კი ის ქერა გოგო უნდა ყოფილიყო პირველოვე რომ ნიალს მივარდა.დერეფანში არავის არაფერი უთქვამს.ყველას შიშთ ჰქონდა სავსე თვალები.შერიფმა ყველანი დარბაზში შეგვიყვანა და სკამებზე ჩამოგვხსა. -ბავშვებო,საშინლად მიმძიმს ამ თემაზე საუბარი.ძალიან გვტკივა მეც და ბრაისსაც-თქვა შერიფმა მაგრამ ბრაისმა არ დააცადა. -კარგი რა მამა! პირადპირ საქმეზე გადადი გავიგოთ ვინ არის აქედან მკვლელი. -მკვლელი? შენ გგონია აუცილებლად აქ მჯდომთაგან რომელიმემ მოკლა ნიალი?შეიძლება ასეც არის,მაგრამ...-აწიკვინდა ემილია. -რამდენს ლაპარაკობ იქნებ სწორედ შენ იყავი!-უპასუხა ჯორჯმა. -ბრაისს,შენ შეგიძლია წახვიდე. ვიცი შვილო როგორ გიმძიმს ისევე როგორც მე ძის დაკარგვა.შემდეგ მოეხვია და შბლზე აკოცა.შენ ჩემი ბოლო იმედი ხარ. -მამა ყველაფერს ვიზამ რომ მკვლელის ვინაობა გავიგო.გეფიცებით ჩემი ხელით მოვკლავ გადმოგვხედა ჩვენ. -საკმარისია ბავშვებო!მე ყველას ჩვენებას მოვისმენ.-იყვირა შერიფმა როჯერმა.დარბაზის კარი გაიღო,დარბაზში სკოტი და ლუკასი შემოვიდნენ. -ისევე როგორც ამ სკოლის ბავშვები ასევე უკვე კურსელები სკოტიც და ლუკასიც არიან ეჭვმიტანილები.-თქვა როჯერმა.სკოტი ჩემს გვერდით დაჯდა და ხელი ხელზე დამადო.-როგროც გავიგე პირველად ნიალი ჰანამ და ემილიამ ნახეთ.-თქვა შერიფმა.-ემილია გთხოვთ მოგვიყვეთ რა მოხდა გასულ ღამეს. -კლუბში ერთი საათის მისული ვიყავი.სანამ საპირფარეშოში გავიდოდი ვიღაცამ ლუდი გადამასხა კაბაზე.საშინლად გავბრაზდი,კაბა არას ფირმის იყო და ალბათ ხვდებითბ რაც ეღირებოდა.. -პირდაპირ მომხდარზე გადადით თუ შეიძლება-თქვა შერიფმა -კაბის გასაწმენად ლაქა რომ არ დამჩნეოდა საპირფარეშოში გავედი.სველი ქარალდით ვცადე ლაქის ამოყვანა მაგრამ ამაოდ. -ემილია გთოვთ... -იმედი რომ გადამეწურა უკან გამოვბრუნდი,სახლში წასვლას ვაპირებდი რომ ჰანა დავინახე კოლიდორიდან როგორ გადიოდა. -გაგიჟდი? მისტერ როჯერ მე უბრალოდ გასახდელში შევდიოდი.-ისე ავღელდი.ემილიას სურდა რომ ჩემთვის გადმოებრალებინა? -ჰანა გთხოვთ დაწყნარდით თქვენს ჩვენებასაც მოვისმენთ.-ხელი თმაზე გადავისვი.წარმოუდგენელი იყო რასაც ამბობდა. -ჯერ მას შევხედე და შემდეგ სისხლის გუბემ მიიქცია ჩემი ყურადღება-აფსლუკუნდა ემილია-გული ლამის წამივიდა მისი გახელილი თვალები და გატეხილი ტავი რომ დავინახე.-ფსლუკუნს განაგრძობდა. -ნიალი თქვენი ყოფილი შეყვარებულია-თქვა როჯერმა.ამაზე სულ გადავირიე.-ნიალი ორი კვირის წინ დაგშრდათ.რატომ უნდა ვიყოთ დარწმუნებული იმაშ რომ ეჭვიანობის ანრაიმე მსგავის გამო თქვენ არ მოკალით იგი? -რას ბრძანებთ!-შეიცხადა ემილიამ-მე ის მიყვარდა.გესმით? ის ახლაც მიყვარს.მე მას არასოდეს არაფერს დავუშავებდი.-თქვა და ფეხზე წამოდგა. -კარგით ემილია მადლობა.-თქვა როჯერმა.ემილიამ გესლიანად შემომხედა და დარბაზი დატოვა.-ჰანა თუ შეიძლება..-დამიძახა როჯერმა. -გუშინ ჩემი პირველი დღე იყო სკოლაში.მიას და კრისის გარდა არავის ვიცნობდი.აქამდე კლუბშიც არ ვყოფილვარ.კრისმა ბევრი დალია,მეც ნასვამი ვიყავი,გადავწყვიტეთ მია დამჯდარიყო კრისის მანქანაზე და სახლამდე ისე მიგვეყვანა.კრისს მანქანის გასარები ჩანთაში ედო,რომელიც გასახდელში ჩამოკიდა.ამიტომაც გადავწყვიტე გასახდელიდან ჩანთ მე წამომეღო.როცა კარი უნდა გამეღო ემილიას კივილი მომესმა და უკან მივიხედე.სწორედ მაგ დროს დავინახე ხელი.ნელი ნაბიჯებიტ მივუახლოვდი.ნიალს მხოლოდ ერთხლ სასადილოში მოვკარი თვალი.მასთან არანაირი ურთიერტობა მქონიდა. -გასახდელში მაინცდამაინც თქვენ რატომ წახვედით? მია რატომ არა?-ეჭვით გამომხედა როჯერმა.ინტრიგული შეკითვა იყო.დავიბენი.არვიცი რა მეპასუხა. -შერიფო,გეფიცებით მის მკვლელობასთან არანაირი კავშირი არ მაქვს.-შერიფმა თავი დამიქნია. ისევ ჩემს ადგილს მივუბრუნდი. შემდეგი ჯეიმსი და ნოა იყვნენ. -ის ჩვენი საუკეთესო მეგობარი იყო.ბავშვობიდან ვიცნობთ.-დაიწყო ჯეიმსმა. -საუკეთესო მოსწავლე და ფეხბურთელი-დაამატა ნოემ. -რა ვიცით რომ ის რაიმე შურის გამო არ მოკალით?-თქვა როჯერმა. -ღმერთო,დიდებულო! მას არასოდეს არაფერს დავუშავებდით-თქვა ჯეიმსმა. -ის ყველკაზე გამგებიანი იყო,ძალიან დამაკლდება-დაამატა ჯორჯმა. ზოიმ ფეხი ფეხზე გადაიდო გეგონება რომელიმე შოუში ჰყავდათ მიწვეული და თქვა -კლუბიდან იმაზე ადრე წამოვედი ვიდრე სხვა დროს.ბრაისთან ურთიერთობა მქონდა დაძაბული და მთელი საღამო თავიდან მიშრებდა-თვა და გესლიანად გამოხედა ბრაისს-გეფიცებით წარმოდგენა არ მაქვს რა მოხდა. შემდეგი მია და კრისი იყვნენ. -შერიფო,ჰანამ რომ დაიგვიანა გადავწყვიტეთ მისთვის მიგვეკიტხა როცა დავინახეთ ბიჭები,და კედელზე მიყუდებული ჰანა.ჩვენ ამ საქმეშია რაფერი გვაკავშირებს.მთელი საღამო ვუკრავდი.ნიალი კი ჩემიუ მეგობარი არასოდეს ყოფილა.-თქვა კრისმა. -შერიფო,მე ისიც კი არ მახოსვს როგორ მივედი სახლში.დამიჯერეთ წარმოდგენა არ მაქვს გუშინ რა მოხდა ან შემთხვევის ადგილას ვინები იყვნენ-თქვა კრისმა. შერიფმა ყველაფერი ჩაინიშნა და ისევ მე მომიბრუნდა. ლუკასის და სკოტის ჩვენებები ერთნაირი იყო. -კლუბში ხმაური რომ ატყდა და ჰანაც ვერსად დავინახე ბრბოსკენ წავედით რომლებიც ძირს ვიღაცას დასჩერებოდნენ.მაშინ დავინახე ჩემი და ჰანა.ლუკასის გარდა არცერთ მათგანს გუშინდელ საღამომდე არ ვიცნობდი.ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ გვაქვს-თქვა სკოტმა.შერიფი ბლოკნოტში ყველაფერს ინიშნავდა.შემდეგ ისევ მე მომიბრუნდა. -ჰანა შენ კოლიდორში პირველი იყავი-ხომ არ გახსოვს გზაში ვინ შეგხვდა.შესაძლოა მათგან რომელიმე მკვლელი იყოს.-გონება დავძაბე.არაფერი მახსოვდა. -მეც ნასვამი ვიყავი.იქ უამრავი ხალხი იყო.წარმოდგენა არ მაქვს მატ რა ერქვათ. შერიფმა ღრმად ამოიხვნეშა,ბრაისი მივიდა და ჩაეხუტა. -არვიცი ნიალის გარეშე როგორ ვიცხოვრო-თქვა როჯერმა.ძალიან მერცოდებოდა.ბრაისიც და როჯერიც. -კარგით ბავშვებო მაპატიეთ,გაკვეთილებს დაუბრუნდით.-გვითხრა როჯერმა და დარბაზი დავტოვეთ. -ჰანა მე და ლუკასი კოლეჯში მივდივართ,თუ მე აქ გჭირდები შემიძლია..-მითრა სკოტმა მაგრამ არ დავასრულებინე. -სკოტ ჩვენ ამ საქმესთან არააფერი გვაკავშირებს,შენს ცხოვრებას დაუბრუნდი გთხოვ.-ვუთხარი და გავუღიმე. სკოტი მაგრად ჩამეხუტა და სკოლიდან წავიდა.ლანჩზე კრისთან და მიასთამნ ერთად კუთხეშ ,მდგარ მაგიდასთან დავჯექი. -თავი მისკდება.საერთოდ არაფერი მახსოვს.-თქვა კრისმა და განაგრძო ჩანგლით მაკარონის წვალება. -ნიალის დედა სად არის?-ვიკითე მე. -წლების წინ გაშორდნენ როჯერი და მისი ცოლი.ნიალი საკმაოდ პატარა იყო.-მითხრა მიამ.ამ დროს ყვირილი მოგვესმა.უკან მივიხედეთ ბრაისი ჯორჯთან,ჯეიმსთან და ნოასთნ ერთდ ერთ ერთ მაგიდასთან იჯდა.თავს კი ზოი დასდგომოდა. -ზოი იქნებ შეწყვიტო! იქნებ ცოტახნით ერთმანეთისგან დავისვენოთ!-უთხრა ბრაისმა ზოის.გაცეცხლებული თვალებით უყურებდა ზოი ბრაისს. -საყვარელო შენ არ იცი ახლა რას ამბობ!-შეეცადა ტკბილად ეთქვა ზოის. -ღმერთო რა აუტანელიაა-თქვა კრისმა. -ძალიან კარგადაც ვიცი რასაც ვამბობ-უპასუხა ბრაისმა. ზოიმ მაგიდას ხელები მოაშორა,წელში გაიმართა,მხარზე ჩამოყრილი თმა უკან გადაიყარა და სასადილოდან გავიდა. -ვაუ,აი ეს მესმის-თქვა მიამ. -კიდევ დიდხანს გაძლეს ერთად-დაამატა კრისმა. გაკვეთილება მოსაწყენად ჩაიარა.არაფერი არ მესმოდა.ცუდ გუნებაზე ვიყავი.თვალი ნიალის ცარიელ მერხისკენ გამირბოდა. გაკვეთილების შემდეგ კარადაში წიგნები შევინახე,მიასთან და კრისთან ერთად სკოლიდან გამოვედი.საფეხბურთო მოედანზე ბიჭები იყვნენ.ნოა წელს ზემოთ შიშველი იყო.ოფლიან სახეს პირსახოცით იწმინდავდა.ფიქრებში წასულს კრისის შენჯღრევამ გამომაფხიზლა. -ჰეეი,ჰანა!-ხელს აქნევდა კრისი. -მგონი ვიღაც შეყვარებულიაა!-იყვირა მიამ. -ჩუუუ-ვუთხარი მიას. -თორემ რაა?-მიპასუხა სიცილით მიამ და სიარულს მოუჩქარა,. -მოდი აქ!-გავუცინე მეც და სირბილით მიას დავედევნე. იმ მომენტში მივხვდი ორ რამეს:მე მეგობრები მყავდნენ და ნოა საშინლად მომწონდა. სახლში არავინ დამხვდა.საღამომდე დავალებებს ვამზადებდი. საშინლად დაღლილმა აბაზანა მივიღე და რვა საათისთვის უკვე პიჟამოში გამოვეწყვე. თმას რომ ვიშრობდი ტელეფონზე ზარი შემოვიდა. უცხო ნომერი იყო. უცხო ნომრებს არ ვპასუხობ ხოლმე,მაგრამ რატომღაც გაუაზრებლად დავაჭირე პასუხის ღილაკს. -გისმენთ!-ვთქვი მე. -რა მკაცრი ტონია,ჰანა!დამშვიდდი მე ვარ-გავიგონე ბიჭის ხმა და ჩუმი სიცილი.ამ ხმას უკვე ვიცნობდი.ნოა. -ნოა?ჩემი ნომერი საიდან გაქვს?-ნამდვილად გაკვირვებით ვკითხე. -მიამ მომცა შენი ნომერი,უბრალოდ მინდოდა გამეგო გუშინდელის მერე თავს როგორ გრძნობ-ოჰ,მია!სტადიონზე ლამის ნოას გასაგონად იყვირა რომ შეყვარებული ვარ და ახლა ნოას ჩემი ნომერიც მისცა?! -ვცდილობ ბევრი არ ვიფიქრო. შენ როგორ ხარ? -ორი ღამის უძილო ვარ.ბრაისს სულ თან დავსდევთ ბიჭები.ახლა ჩვენი გვერდში დგომა ყველაზე მეტად სჭირდება.იმედი მაქვს დღეს ემილის გამოხტომები გულზე არ მოგხვდა.ძალიან ამპარტავანი გოგოა.-ემილიას სიტყვებმა მართლა ძალიან იმოქმედა დღეს.შევეცადე გონება მომეკრიბა და ისე ვუპასუხე. -მის ჩვენებას მკვლელი მე გამოვყავარ..არვიცი რა ვიფიქრო.ერთი რამ ზუსტად ვიცი,ნოა მე არაფერ შუაში ვარ. -მესმის ჰანა,მინდა ეს ყველაფერი მალე დასრულდეს.-მცირე პაუზა-ტკბილი ძილი. გამიხარდა შენი ხმის გაგონება,ჰანა!-ჩემი სახელი ისევ ისე ნაზად წარმოთქვა. -ძილინებისა,ნოა!-ყურმილი დაკიდა და ტელეფონიანა საწოლზე დავეშვი.ხუთი წუთის განმავლობაში ალბად ასე გაღიმებული ვიწექი. შეტყობინება ავკრიფე და მიას გავუგზავნე.,,იცოდე მკვდარი ხარ"მივწერეე მას. ,,ოდესმე მადლობას მეტყვი" მომწერა საპასუხოდ.ოთახი მივალაგე და სკოტმა შემომიღო კარი. -როგორ ხარ?-მკითხა და ნახევრად შემოყო თავი ოთახში.მხრები ავიჩეჩე. -არ გინდა რამეს ვუყუროთ?-კარი უფრო ფართოდ გააღო,ხელში სხვადასხვანაირი სასუსნაოები ეჭირა. გამეღიმა და ხელით ვანიშნე შემოსულიყო. ჩემს საწოლზე დავჯექით და ლეპტოპში ფილმი ჩავრთეთ. -ძალიან სიმპატიური რომ ხარ უკვე მითქვამს?-ვუთხარი ფილმის ჩართვიდან ნახევარსაატში.გაეცინა. -მოდი აქ!-მითხრა და ჩამეხუტა. მინდოდა ყველა საღამო ასეთი ყოფილიყო,ბედნიერებით სავსე. 3 მომდევნო დღეს პირველივე გაკვეთილი ბიოლოგია მქონდა. ნოა კვლავ ჩემს გვერდით იჯდა.დრო და დრო ვგრძნობდი როგორ აპარებდა თვალს ჩემკენ.ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ღიმილით ვუთხარი. -საკმარისია!-გაეცინა.ლოყაზე ფოსოები გამოუჩნდა.-ყურადღება მეფანტება.პირი გააღო რაღაცის თქმას აპირებდა და მისი ხმ აკლასში შემოსულმა შერიფმა გადაფარა. -გამარჯობათ ბავშვებო,გთხოვთ ვისაც გუშინ ჩვენება ჩამოგართვით ახლავე გამოცხადდეთ კიდევ ერთელ დარბაზში.დიდ დროს არ წაგართმევთ.-თქვა,გავიდა და კარი ღია დატოვა. -ესღა გვაკლდა,ყოველდღიური შერიფების სტუმრობა სკოლაში.-თქვა ზოიმ. -შენი აზრი აქ ყველას ნაკლებად აინტერესებს-უპასუხა კრისმა. ზოიმ ცინიკურად გაუღიმა.დარბაზში ყველა ვიყავით სკოტის და ლუკასის გარდა.ისინი ხომ სკოლაში აღარ სწავლობენ და ალბათ შერიფს დღევანდელი დაკითხვისთვის არ გაუფრთილებია. -გუშინ საკმარისი ხომ გითხარით,რა საჭიროა ხელმეორედ დაკითხვა?-თქვა კევის ღეჭვით ემილიამ.თმა დაეხვია და ეტყობოდა ახალი ფრჩხილის ლაქიც გაეკეთებინა. -როგრო გეტყობა რომ დარდობ-უთხრა ჯორჯმა.-ემილიამ თვალები გადაატრიალა. -ბავშვებო,მინდა ერთ კითხვაზე მიპასუხოთ.ნიალს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და ისე მოკლეს.კლუბის ტერიტორიაზე მკვლელობის იარაღი ვერ აღმოვაჩინეთ.იქნებ მითხრათ რაიმე საეჭვო ნივთი ხომ არ შეამჩნიეთ მკვლელობის ადგილას?-იკითხა შერიფმა. -პირდაპირ ჰანას რომ კითხოთ არა? ის იქ პირველი მივიდა.-თქვა ემილიამ. -თავს რატომ არ დაანებებ?-შეეკამათა ნოა.-მან არაფერი იცის. -ახალს უკვე დამცველი გამოუჩნდა ნოას სახით-ცინიკურად თქვა ზოიმ. -მას ჰანა ჰქვია! -კარგი,ნოა დამშვიდდი! შეირფო,იქ არაფერი ყოფილა.მე არაფერი ვიცი-შემდეგ ემილიას და ზოის მივუბრუნდი-თქვენ კი იქნებ შეწყვიტოთ ჩემი დადანაშაულება. მკვლელობის იარაღზე არავინ არაფერი იცოდა. შერიფმა მადლობა მოგვიხადა და დარბაზი დატოვა. ძალიან გაღიზიანებული ვიყავი.მიას და კრისს არც კი დაველოდე ისე გამოვედი დარბაზიდან.უდანაშაულობას ვერ ვამტკიცებდი,უკან ნოა გამომყვა. -ჰეი,ჰანა დამიცადე.-მიყვიროდა ზურგს უკან.ვერაფრით შევძელი ყურის არიდება მისთვის.ვიცოდი,რომ მას ჩემთვის კარგი უნდოდა.გავჩერდი და უკან მივბრუნდი.-მისმინე,გთხოვ ყურადღება არ მიაქციო მათ-ჩემკენ წამოვიდა.ისეთი ახლოს ისდგა ჩემთან სუნთქვა შემეკრა.მის თვალებში დავინახე რწმენა.ის მენდობოდა.-მთავარია მე მჯერა შენი,გესმის?-მითხრა და სახეზე ხელები მომჭიდა. -ოი,ოი ოიი... ეგ არის შენი ნამდვილი სიყვარული,რომელსაც მეფიცებოდი,ნოა?-ნოას უკან ჟღალთმიანი გოგო გამოჩნდა.მეტად უბრალო.ჯინსი,ვარდისფერი ზედით და კედებით.თმაზე ნაჭრის აბადოკი ეკეთა. -სიყვარულზე შენ მელაპარაკები,ქეთნის?შენ,რომ გყვარებოდი საქმეს დინთან არ დაიჭერდი-მიუბრუნდა მას ნოა.ქეთნის ლივიგრეი-ნოა ყოფილი.მახსოვს კრისმა მითხრა სასადილოში დინთან შეუსწროო.გოგომ გაიცინა. -კარგი რა,ნოა! ჩვენ არასოდეს გვყვარებია ერთმანეთი.-თქვა და ისევ მე გამომხედა. ვატყობდი ნოას როგრო ეწურებოდა მოთმინება. -და დინი გიყვარს? თუ უბრალოდ ჩემი გაღიზიანება გინდოდა?-ნოამ ტონი შეცვალა.ბზარი ეტყობოდა ხმაში. -ეგ შენი საქმე არ არის-მცირე პაუზა,ალბად ნოას თვაქლებში ცდილობდა დწაეკითხა ყველა ის იმედგაცრუებარ აც მან მოუტანა-ნახვამდის.-თქვა ყალბად გაიღიმა,ზურგი გვაქცია და წავიდა. -მაპატიე,ჰანა ზედმეტად მოქმედებს ჩემს ფსიქიკაზე-ხელს ნერვულად ისვამდა სახეზე. -არაფერია,ნოა ყურადღებას ნუ მიაქცევ. -გაკვეთილზე შევხვდებით-მითხრა და წავიდა. დარბაზიდან ბავშვები გამოვიდნენ.მია და კრისი კარში იდგნენ.მათკენ წავედი. -ღმერთო,ჩემო! სასწაულად უხდებით!-მითხრა კრისმა. -თქვენ მე და ლუკასი არ გინახივართ ჯერ...-თქვა მიამ გაიღიმა და ნელი ნაბიჯებით,სახით ჩვენკენ,ზურგით წავიდა. -მოიცა რა?-ერთად ვთქვით მე და კრისმა. -გაკვეთილზე შევხვდებით!-თქვა მიამ,ნაბიჯებს აუჩქარა და მოგვცილდა. ამ ორი დღის მანძილზე ეს პირველი სასიხარულო ინფორმაცია იყო რაც მივიღე. თერთმეტი საათისთვის დირექტორმა გამოგვიცხადა,რომ სკოლის შეჯიბრების გამო ბოლო გაკვეთილები მოგვეხსნა და შეგვეძლო სახლში წავსულიყავით. სკოლიდან გამოსულმა მე და კრისმა მია ეზოში შევაყოვნეთ. -აბა მოყევი ვეღარ ვითმენ-თქვა კრისმა. -ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა..გუშინ კლუბიდან გიტარა უნდა წამომეღო,იქ ლუკასი,ჯორჯი,ნოა და სკოტიც იყვნენ. -სკოტი?ჩემთვის არაფერი უთქვამს-ვუთარი მიას. -სულ რამდენიმე წუთით,ლუკასს გამოჰყვა კოლეჯის შემდეგ,მასაც გიტარის წამოღება უნდოდა.ამ ინციდენტის გამო კლუბს ცოტახნით დახურავენ და გუშინ ბოლო საღამო გვქონდა.-განაგრძო მიამ-ნოამ შენზე მკითხა როგორ არისო,არაფერი ვუპასუხე.ვუთხარი ნომერს გეტყვი და შენთვითონ დაურეკემეთქი-მითხრა და თვალი ჩამიკრა.-ნოა წამოიდა,სკოტი საპირფარეშოში შევიდა.მე და ლუკასი დავრჩით.ცოტა ნასვამი იყო.იმ საღამოს უფრო მეტად მიმზიდველი მომეჩვენა.სამი წუთი გაღიმებული მომაშტერდა.შემდეგ მითხრა ძალიან მომწონხარო.შემდეგ არც მე დქვუმალე არაფერი და სახლში თავისი მოტოციკლით მიმიყვანა. -რა საყვარელია-ვუთხარი მე. -ძალიან მიხარია,მია-უთხრა კრისმა და ჩაეხუტა. თხუთმეტ წუთში სახლში ვიყავი. ეზოში შერიფის მანქანა შევნიშნე. არ მესიამოვნა.ფეხს ავუჩქარე.წესით სახლში არავინ უნდა ყოფილიყო.კარზე დავაკაკუნე.ჯენამ გამიღო და შეკრთა. -უკვე დაბრუნდი სახლში,ჰანა? -ბოლო გაკვეთილები გამიცდა,შენც სახლში ხარ?-ვკითე ჯენას რომელსაც ჯერ კიდევ პიჟამა და ხალათი ეცვა. -უფროსი ქალაქ გარეთ წავიდა და ორი დღით დამითხოვა.-მითხრა ჯენამ. -აქ ვინმეა?-თვალებს ვაცეცებდი კოლიდორში. -მე ვარ,ჰანა.-მისაღები ოთახიდან გამოვიდა შერიფი და თავზე ქუდი დაიფარა.-დღეს ყველა დავკითე მკვლელობის იარაღზე სკოტის და ლუკასის გარდა,ვიფიქრე სახლში იქნებოდა,მაგრამ შევცდი.-თქვა და კარისკენ წამოვიდა.-ბოდიშს გიხდით ქალბატონო,ჯენა შეწუხებისთვის. სკოტს კი გადაეცი როცა შეძლებს განყოფილებაში მესტუმროს,მაინტერესებს რამე თუ იცის.-არაფერი ვუპასუხე.ძალიან არ მომწონდა ეს კაცი.მართალია შვილის საქმეს იძიებდა,მაგრამ რომ მოენდომებინა და დავეჭირე უდანაშაულობას ვერ დავუმტკიცებდი.ნეტავ როგორ დამთავრდება ყველაფერი? ჯენამ გაუღიმა.შერიფი როჯერი მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.კარი დავკეტე. -მექსიკური კარტოფილი მოვამზადე,ერთად ვჭამოთ და ვიჭორაოთ-მიტხრა ჯენამ და სამზარეულოში შევიდა.ლაპარაკი ნამდვილად მჭირდებოდა. -როდის დამთავრდება ეს ყველაფერი?!-ვთქვი აბაზანიდან სამზარეულოში გამოსულმა.მაგიოდასთან დავჯექი.კარტოფილი გადავიღე და კოპებდასმული დავიწყე ჭამა. ჯენამ წვენი დამისხა და გვერდით დამიდო.თვითონ სალათა გადაიღო,მაგრამ აღებული ჩანგალი ისევ მაგიდაზე დადო. -ვიცი,ჰანა ძალიან რთულია,ყველანაირად გიგებთ შენ და სკოტს. შენც და სკოტიც უდანაშაულოები ხართ.მე ამის მჯერა.-მითხრა და ხელი ხელზე დამადო.ხელზე სიჭითლე შევამჩნიე.-რა მოგივიდა? -დილას ცხელ ჩაიდანს მივადე ხელი შემთხვევით,არაფერია.-მითხრა და სალათის ჭამა დაიწყო.კარტოფილი გავსინჯე. -ძალიან გემრიელია-ვუთხარი გულწრფელად.-როჯერმა რა გითხრა,სახლში რატომ შემოუშვი. -სიმართლე,რომ გითხრა როჯერს ადრეც ვიცნობდი.სკოლაში ერთად ვსწავლობდით.შემდეგ კი სასწავლებლად შენს მშობლიურ ქალაქში გადმოვედი კონტაქტი აღარ მქონდა.გამიხარდა მისი წარმატება,და ძალიან მწყდება გული,რომ შვილი დაკარგა.-მითხრა და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი მაჯით მოიწმინდა. -ხვალ მამას დაბადების დღეა.-ვთქვი მე. -ვიცი,საყვარელო.მგონი ყველასთვის კარგი იქნებოდა საღამოს სავახშმოდ თუ წავიდოდით რომელიმე მყუდრო რესტორანში?-მკითხა ჯენამ.ძალიან კარგი აზრია.ბოლოს ერთად როგორც ,,ოჯახი"დიდიხანია არ ვყოფილვართ.მამაც სულ მუშაობს მისთვისაც კარგი განტვირთვა იქნება და ჩვენთვისაც. -ძალიან კარგია..-ვთქვუი მე და ორიოდე წუთის შემდეგ დავამატე-მადლობა ჯენა,რომ მასზე ზრუნავ. -შენ,რომ საუკეთესო გოგონა ხარ მთელს მსოფლიოში თუ იცი?-სკამიდან ადგა ,ჩემთაბ მოვიდა ხელები მომხვია და ლოყაზე მაკოცა. მთელი დღე სახლში გავატარე.საღამოს სკოტთან ერთად ცოტა ფეხით გავიარე.შერიფზე ვუთხარი.ღრმად ამოისუნთქა.ვიცი არ ესიამოვნა,მგრამ რაც უფრო მალე გაირკვევა ყველაფერი მით უკეთესი. *** დილას მამას და ჯენას საძინებელში შევვარდი.ალბათ რვა საათი იქნებოდა. მამას ისეთი მშვიდი სახე ჰქონდა,ერთხანს გადავიფიქრე მისი გაღვიძება,მაგრამ ყურთან მივუახლოვდი და დავიწყე დაბადების დღის სიმღერა. ღიმილითვე გაახილა თვალები. ოთახში ელვის სისწრაფით სკოტი შემოვარდა. ხელი კისერზე გადამხვია და თვქა -აბა აქ რა ხდება უჩემოდ? -დღეს მსოფლიოში ყველაზე მაგარი მამის დაბადების დღეა,სკოტ!-ვუთხარი. სკოტი დაბადების დღის სიმღერაში ამყვა.ამასობაში ჯენას გაეღვიძა.ბალიში გვესროლა და ავიცილეთ.მამაც და ჯენაც საწოლშ წამოჯდნენ.ერთმანეთს გადახედეს,აი ისე ფილმებში ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული წყვილები,რომ უყურებენ ხოლმე.შემდეგ მამს მივვარდით და ჩავეხუტეთ.ყავისფერი თვალები უბრწყინავდა. -ჩემო პრინცესა-მიტხრა და შუბლზე მაკოცა. -აბა ეს წუთი არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს-თქვა ჯენამ,ტელეფონი კომოდიდან აიღო და სელფის გადასაღებად მოამზადა.ფოტო გადაიღო და შემდეგ კვლავ ბალიში დაგვიმიზნა.-ახლა კი წადით მოემზადეთ არ დაგაგვიანდეთ.ოთახიდან გამოვედი მაგრამ კვლავ შევბრუნდი. -საღამოს სად ვიკრიბებით? -ვიუსტონის ქუცაზე,მინი რესტორან ,,ჰოლში"-მიპასუხა ჯენამ. -ნუთუ ავღნიშნავთ?-თქვა მამმ. -კარგი რა ბატონო,ჰაროლდ ჯერ არ დაბერებულხარ სამაგისოდ.-უპასუხა ჯენამ. სკოლაში უზომო ბედნიერებით სავსე წავედი. დერეფანში კარადებთან მდგარი კრისი და ჯეიმსი დავინახე.კრისი უაზროდ იღიმოდა. მის თვალებში ნაპერწკალი დავინახე.ჯეიმსი მასზე ერთი თვით მაღალი იყო.ერთიხელით კარადაზე ეყუდებოდა.ნეტავ მალე წასულიყო მაინტერესებდა რას ეუბნებოდა.ბოლოს როგორც იქნა კარადას მოცილდა,ორი ნაბიჯი რომ გადადგა მოტრიალდა და კრისს თვალი ჩაუკრა.კრისი გაღიმებული იდგა ერთ ადგილზე.მასთან მივირბინე. -აბა აბა აბაა..-ვუტხარი დახელები გადავიჯვარედინე. -ცოტაც და მოვკვდებოდი-მიტხრა საშინლად აჟიტირებულმა კრისმა. -ეგ შეგატყვე.რა უნდოდა? -საღამოს გასეირნება შემომტავაზა.რა თქმა უნდა თავიდან ვიუარე,რადგან მე ხო ის არ მომწონს-თქვა მაგრამ ცალი წარბი აწიე.-კარგი ხოო მასზე გული მიმდის უბრალოდ მაშინვე ხომ არ დავთანხმდებოდი. მაგრამ ისეთი საყვარელი სახით მთხოვა უარი ვეღარ ვუთხარი და დავთანხმდი.-მითხრა და კარადა დაეკტა. -ძალიან მაგარია იცოდე საღამოს დარეკვა არ დაგავიწყდეს და ამბების მოყოლა.-ვუთხარი და კლასისკენ გავემართე. ლანცზე სასადილოში მიაც შემოგვიერთდა.ნოა,ჯორჯი,ბრაისი და სხვა ბიჭები ჩვენს ზურგს უკან მაგიდასთან დასხდნენ.დღეს ოთხშაბათი იყო და შესაბამისად ნოასთან ერთდ არცერთი გაკვეტილი არ მაქვს.ამიტომაც ნანახი არ მყავდა.კრისი და მია ჩემს წინ იჯდნენ.ნოას და ბიჭების ზურგით ვიჯექი მე. კრისი დაკრისმა თავისზე და ჯეიმსზე მოუყვა მიას რომელიც ფიქრებით ალბად ლუკასთან იყო. შემდეგ კრისი ჩემკენ მოიწია და ჩურჩულით მითხრა: -იქნებ უკან მიიხედო თორემ ათი წუთია შენ გიყურებს.-მითრა და კოლა მოსვა.თავი ნელა მივატრიალე უკან და პირდაპირ ნოას თვალებს შევხვდი.გაიღიმა.მის სახეზე ფოსოები გამოჩნდა.მეც გავუღიმე.შემდეგ ჯორჯმა რომელიც მის გვერდით იჯდა და რაღაცას ლაპარაკობდა,ნოას გაშტერების გამო მხარი გაკრა.ნოამ მისკენ მიიხედა და უკან არც მე დავაყოვნე,მიას და კრისს მივუბრუნდი. -რაღაც იმ ქათმის ხმა არ ისმის-თქვა მიამ.და შემოსასვლელთან მდგარ მაგიდასთან გვანიშნა სადაც ზოი და მისი დაქალები ისხდნენ. -ზოისი?-გამეცინა ისე ვუთხარი. -რა თქმა უნდა ზოისი.-მითრა მიამ და გამწარებულმა ჩაკბიჩა სენდვიჩი. -ალბად დეპრესიაშია .-თქვა კრისმა.და გაეცინა. -ნეტავ ვინ იქნება მისი შემდეგი მსხვერპლი/-თქვა მიამ. -კარგით,რა-გამეცინა-ისე ლაპარაკობთ გეგონება სერიული მკვლელი იყოს.დანებეთ რა თავი. -ეგ გამორიცხული არ არის-თქვა მიამ. ** საღამოსთვის წითელი ნახევარმკლავიანი კაბა ჩავიცვი და თმა დავისწორე. ჯენას ჭაობისფერი კოჭებამდე კაბა ეცვა.თმა აეწია. საღამოს შვიდი საათისთვის სკოტიც და მამაც დაბრუნდნენ სახლში. -ამათზე ლამაზი ქალბატონები დადიან ამ პლანეტაზე კიდევ?-უტრა მამამ სკოტს. -ეჭვი მეპარება.-უტხრა სკოტმა. რესტორანში მამას მანქანით მივედით და კუტეში მდგარი პატარა მაგიდა ავიღეთ.შეკვეთა ათ წუტში მოიტანეს.ვახშმის შემდეგ მამამ საუბარი წამოიწყო. -როგორ მიდის ნიალის მკვლელობის საქმე?-იკითხა მამ. -ჰაროლდ გთოვ ოღონდ აქაც მაგ თემაზე ნუ ვისაუბრებთ-უტრა ჯენამ.მართალი იყო.;არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი. -მომიტევეთ-თქვა მამამ-დესერტად რას მიირთმევ,ჰანა? -ჰმმ...ვაფლს შოკოლადის ნაყინით.-ვუთხარი და თვალი რესტორანის გამჭირვალე დიდ ფანჯარასკენ გამექცა. კრისი და ჯეიმსი ქუჩასი იდგნენ.ხალხი არ ჩანდა.ლამპიონები ქუცას ანათებდა.კრისს შავი პალტო ხელებით წელზე შემოეხვიადა თვალების ციმციმით უყურებდა ჯეიმსს. ჯეიმსი მისკენ დაიხარა და აკოცა. გულში უზომო სიყვარული ჩამეღვარა. ბედნიერი ვიყავი მიათი და კრისითიც.ჯენათი,მამათი,სკოტითი და ამ საღამოთი.და კიდევ ნოათი.ყველაფერი ზღაპრუოლად მიდიოდა. და რატომ ცდილობდა ნიალის საქმე ზღაპრის ბოროტ ნაწილად ქცევას? იმ საღამოს შინ ათისთვის დავბრუნდით.მიას მოწვევა მივიღე ტელეფონში.ჰელოუინის ფართის აკეთებდა თავის სახლში.ყოყმანის შემდეგ წვეულების თანხმობას დავაჭირე. *** ოქტომბერი ისე გაილია ვერც კი მივხვდი.თითქოს ამ ორი თვის განმავლობაში ნიალი დავიწყებას მიეცა.შეერიფმა მკვლელობის იარაღზე ვერაფერი გაარკვია. წარმოდგენა არ ჰქონდა არავის რითი ან ვის შეეძლო ნიალის მოკვლა.მიასა და ლუკასის ურთიერთობა ნელნელა დაიხვეწა.ერთად უკრავდნენ ქალაქის პატარა კაფეში. კრისი და ჯეიმსი სკოლის მეტად პოპულარული წყვილი გახდნენ. ჯეიმსს ბევრი გოგო დასდევა,კრისს კი მათი ეჭვიანობა სიამოვნებდა.სიყვარულს შუა დერეფანშიც კი არ მალავდნენ. ჩემი და ნოას ურთიერთობა სიევ უაზრო მიშტერებით და ღიმილით გამოიხატებოდა.სანამ ოცდაათ ოქტომბერს სასადილოში სადაც მე მია და კრისი ვისხედით ნოა არ მოვიდა. კრისს ხელში შოკოლადის ფილა ეჭირა და მის შემადგენლობას კითულობდა. -ნეტავ რამდენ კალორიას შეიცავს ეს შოკოლადი?-იკითხა კრისმა. -არ დაიღალე ყველა შოკოლადის შემოწმებით,ადექი და შეჭამე თუ ჭამა გინდა.-უთხრა მიამ.ამ დროსჩვენს მაგიდასთან ნოა მოვიდა. -გამარჯობათ.-მოგვესალმა ნოა. -მია,შეგიძლია საპირფარეშოში გამომყვე?-თქვა კრისმა,მიას ხელი სტაცა და მაგიდიან ააყენა.ნოა ჩემს წინ დაჯდა. -როგორ ხარ,ჰანა?-მკითა და თვალებში შემომხედა. -კარგად,ნოა შენ?-ვუპასუხე.მხრები აიჩეჩა. -მოდიხარ ხვალ მიას წვეულებაზე?-მკითა ნოამ. თავი დავუქნიე.-ვინ იქნები? -წარმოდგენა არ მაქვს-ვუპასხუე გულწრფელად და გამეცინა. -იქნებ მისტერ კელერის საპატივსაცემულოდ რომელიც ორი თვეა შექსპირის თემაზე გვაძლევს დავალებებს რომეო და ჯულიეტა განვასახიეროთ.-მკითა ნოამ და ინტერესეით დამაკვირდა.ჩემ პასუხს ელოდა.შევცბი.ნოა მთხოვდა მისი ჯულიეტა ვყოფილიყავი? -რომეო და ჯულიეტა? მე და შენ?-ვკითხე გაკვირვებულმა. -იმას არ გთხოვ ჩემი ჯულიეტა იყავიმეთქი-ოჰ ნოა,ნეტავ იცოდე როგორ მინდა ეგ.-უბრალოდ რომეო და ჯულიეტა,მე და შენ.-მიტრა და კვლავ დამაკვირდა სახეზე. -სხვა რა გზა მაქვს-ვუპასუხე და ღიმილი ვერ დავფარე. -ხვალამდე,ჰანა!-მითხრა და ადგა. ღმერთო ჩემო მგონი მაგ ბიჭისთვის დასჯადი უნდა იყოს ჩემი სახელის ასე ჰაეროვნად წარმოთქმა. სკოლიდან რომ გამოვედი ღობესთან კრისი და მია მიცდიდნენ. -აბა რა უნდოდა მისტერ ჯელტმენს?-მკითა მიამ. ამ დროს ტელეფონზე ზარი შემოვიდა სკოტი იყო. -გისმენ,სკოტ.-ვუპასუხე. -არ გინდა უმცროსო დაიკო ერთად ვისადილოთ?კოლეჯიდან ერთი საათი თავისფუალი მაქვს.თნ რაღაცის თქმა მინდა. -კარგი,სკოტ მისამართი მომწერე სკოლიდიან ახლა გამოვედი-ვუოასუხე მას.მია ლაპარაკში ჩმერთო. -ჩემს წვეულებაზე სკოტიც დაპატიჟე.-მითხრა მან. მიას თვი დავუქნიე და ტელეფონი გავუთიშე სკოტს. -რომ შევხვდები აუცილებლად ვეტყვი. -აბა მოყევი რა უნდოდა? -მკითა თუ ვისურვებდი მასთან ერთდ ხვალ შენს წვეულებაზე წამოსვლას როგორც რომეო და ჯულიეტა. -რა საყვარელია-თქვა კრისმა. -ისიც კი არ ვიცი კოსტუმი სად ვიშოვო.-ვთქვი მე. -ერთი კარგი კოსტუმების მაღაზია ვიცი ამ ქალაქში.შეგიძლია გამოიწერო და რამოდენიმე საათში მოგიტანენ სახლში.ლინკსგამოგიგზავნი-მითხრა კრისმა. -რა მეშველებოდა თვენ რო არ მყავდეთ-ვუთარი მათ და ორივეს ჩავეუხტე. სკოლიდან პირდსპირ სკოტის მიერგამოგზავნილ კაფეში წავედი.შესასვლელთან იდგა.ღია ჯინსი,შავი მაისური,ჯინსის ქურთუკი და რეიბანები ეკეთა. ჩმს დანახვაზე ფართოდ გაიღმა და სათვალეები მოიხსნა.პიცა შევუკვეთეთ. -ისე მშიამგონისულმე შევჭამ-ვთვიმე.-თან ლანჩზე არაფერი მიჭამია. -რატომ,დიეტა დაიწყე?-ხუმრობით მკითა სკოტმა -სიმართლე,რომ გითრა არაა-გავწელე სიტყვები-ნოას გამო.-ვუთარი და რეაქციას დაველოდე -იმ ცისფერთვალება ნოას გამო? კარგი ტიპია,მომწონს.-თქვა სკოტმა და წუთით თვალებში დამაკვირდა.-მოიცაა,მგონი შენ უფრო მოგწონს...-მითხრა და ფართოდ გაიღმა. -ხვალ მია ჰელოუინის წვეულებას მართავს.ნოას უნდა მასთან ერთდ წავიდე.-ვუთხარი სკოტს. -ძალიან კარგი.-მითრა და პიცის ერთი ნაჭერი გადაიღო. -მიამ,თქვა რომ შენც შეგიძლია წამოხვიდე.-ვუტარი და პიცას იმხელა ვუკბიჩე მეგონა დავიხრჩობოდი. -შევეცდები-მითრა სკოტმა.-რაღცის თქმა მინდოდა-განაგრძო სკოტმამაგრამ თქმა არ დავაცადე,ტელეფონი რეკავდა.ნოა იყო.ამხელა ლუკმა ელვის სისწრაფით დავღეჭე. -ცოტა დაწყნარდი არ გადაგცდეს-იცინოდა სკოტი.ეშმაკურად შევხედე და როგორც იქნა ტელეფონს ვუპასუხე -ჰეი,ნოა! -კიდევ ერთხელ გამარჯობა,ჰანა-ღმერთო ახლა დავდნები.-მაინტერესებს ხომ არ გადაიფიქრე ჩემი პარტნიორობა?-მკითა ნოამ -თუ ყველაფერი საწამლავის დალევის გარეშე ჩაივლის,უარზე არ ვარ-ვუთხარი მას -კოსტუმს ვარჩევ და მაინტერესებს ტრადიციული რომეოს ფორმა ჩავიცვა თუ თანამედროვე დიკაპრიო,რომ თამაშობს ის.-ორივე ფილმი ნანახი მქონდა და გადაწყვეტილება მალევე მივიღე. -ვფიქრობ ტრადიციული რომეო და ჯულიეტა ყველას დაჩრდილავს-ვუთხარი და პასუხს დაველოდე. -,,ადამიანებისთვის ყოველთვის ძნელია გაუმკლავდეს ცხოვრებისეულ სირთულეებს, ამიტომ ზოგჯერ ისინი უბრალოდ ირჩევენ სიკვდილს ..."-მითხრა და ღიმილი ვერ დავფარე. -,,აიღეთ მისი უსიცოცხლო სხეული და მიიღეთ იგი მრავალრიცხოვან ვარსკვლავებში."-მეტად თავდაჯერებულმა ვუპასუხე ნოას.-როგროც ჩანს ნაწარმოები საგულდაგულოდ გისწავლია-ვუთხარი სიცილით. -მალე მგონი ჩემი საყვარელი რომანიც გახდება-მითხრა ნოამ და დაამატა-საღამოს ექვსისთვის გამოგივლი. შევედრამდე,ჰანა.-მითხრა ნოამ.დავემშვიდობე და გავუთიშე, -მგონი უკვე შეყვარებული ხარ-მითხრა სკოტმა.გამეცინა.-მიხარია,რომ ბედნიერი ხარ-მითხრა გადმოიწია და შბლზე მაკოცა. -რის თქმას აპირებდი?-ვკითე სკოტს,. -არაფერი ისეთი-უცნაურად გაიღიმა-მინდოდა მეთქვა რომ ძალიან მიყვარხარ! *** საღამოს სასურველი კოსტუმი რომელიც კრისის მიერ გამოგზავნილი საიტიდან შევიძინე მომიტანეს. სკოტისთვის მეკობრის ფორმა შევუკვეთე ჩვენი საყვარელი ფილმიდან ,,კარიბის ზღვის მეკობრეები". დაღლილი დავწექი თუმცა არ დამეძინა.ერთი სული მქონდა როდის გათენდებოდა ხვალინდელი დღე. ხვალ შაბათია. სკოლა არ არის ამიტომ კარგად გამოვიძნებ და დასვენებული წავალ წვეულებაზე. ** შაბათ დღეს მართლაც პირველამდე მეძნა.ოჯახთან ერთად ვისაუზმე.ჯენამ მაკარონი მოამზადა ყველით. დროის გასაყვანად ათასი რამით დავკავდი.ოთახი დავალაგე,ვიბანავე,ჯენას სახლის საქმეებში მივეხმარე. ექვსის ნახევრისთვის უკვე მზად ვიყავი.სარკეში ვიყურებოდი. შინდისფერი ფართო მკლავიანი ბარხატის კაბა მეცვა.გულ-მკერდთან ატლასის ნაქარგებით.ჯენამ თმა დამიხვია და შინდისფერივე ბარხატის ლენტა გამიკეთა თავზე.ამ დროს ოთახში სკოტი შემოვარდა ხმლით. -მზად ვარ ჯულიეტას მოსატაცებლად-თქვა დრამატულად და ხმალი მოიქნია.-ბრაისი,ჯორჯი და ლუკასი მომაკითხავენ და მათთნ ერთად წავალ.თავს გაუფრთილდი ჯულიეტა-მითრა და ხელზე მაოცა.დრამატულად რევერანსი გავუკეთე. სანამ ცოტა მაკიაჟი გავიკეთე კარზე ზარიც გაისმა. -მე გავაღებ,ალბად ნოაა-თქვა ჯენამ და კიბეებზე ჩაირბინა.ალბად პულსი წუთში ათასჯერ მიცემდა. კიბეების მოაჯირთან გავედი. -აბა წარმოგიდგენთ მის უდიდებულესობას,ჯულიეტას-თქვა ჯენამ და ხელი ჩემკენ გამოიშვირა.კიბეებზე ნელა ჩავედი.ნოა დაბლა მელოდებოდა.რაინდის ფორმა ეცვა და კიდევ უფრო ჯელტმენურად გამოიყურებოდა. -საოცრად ლამაზი ხარ,ჰანა. მორხვად გავუღიმე.გასასვლელ კარამდე ხელჩაკიდებულმა მიმაცილა. -კარგი დრო გაატარეთ ბავშვებო-გვითხრა ჯენამ. -სკოტი ჩვენთან ერთად რატომ არ მოდის?-მკითხა ნოამ. -ბრაისთან,ჯორჯთან და ლუკასთან ერთად მოვა.-ვუპასუხე მე.ნოამ მანქანის კარი გამითო და ჩავჯექი. -ბრაისის უფრო და უფრო მიკვირს.-თქვა და მანქანა დაქოქა.-მართალია ერთი თვე გავიდა ძმის გარდაცვალებიდან,მაგრამ არ იმჩნევს. -და ჩვენ რა ვიცით,იქნებ შიგნიდან როგორ სტკივა?-ვუპასუხე და თვალებში ჩავხედე.ხშირია ასეთი შემთხვევები ადამიანებში,როდესაც ვცდილობთ გარკვეული მიზეზების გამო ჩვენი ნამდვილი ემოციები ჩვენშივე ჩავკლათ და ცხოვრება ისე განვაგრძოთ თითქოს არაფერი მომხდარა.მხოლოდ ჩვენმა ნამდვილმა ,,მე"-მ იცის რას ვგრძნობთ რეალურად. -ამ თემაზე ხშირად აღარ ვსაუბრობთ.გამუდმებით სვამს და ცდილობს ახალი ადამიანები გაიცნოს.თითქოს ვავიწყდები...-თქვა ნოამ და განაგრძო-ცუდად არ მიიღო,პირიწით მიხარია რომ სკოტი ადვილად დაუმეგობრდა ჯორჯს და ბრაისს.-მითხრა და შემდეგ მანქანაში სიმღერა ჩართო:VIDEOCLUB - Amour plastique. გამეღიმა. მგონია რომ ჩემი მუსიკალური გემოვნება ზუსტად იცის. მანქანიდან რომ გადმოვედით მიას სახლიდან 10მეტრშიც კი მუსიკის ხმა ისმოდა.უკვე ვხედავდი სკოლის მოსწავლეებს რომლებიც კოსტუმებში გამოწყობილიყვნენ. ხელი ჩამკიდა და სახლში შევედით. ყველაფერი ზანზარებდა,მისს სახლი გოგრებით,ხელოვნური ქსელებით გაეფორმებინა. იქვე სამზარეულოში მაგიდა ლუდის ბოთლებით იყო სავსე.სულ გაგიჟდა ეს გოგო. -სასმელს მოვიტან დამელოდე-მითხრა ნოამ და სამზარეულოში ჰავიდა. მე კი მისაღები ოთახისკენ წავედი სადაც დივანზე ჯორჯი,ბრაისი სკოტი და სხვა ბიჭები ისხდნენ.ჯორჯს და ბრაისს სუპერნის და ბეტმენის ფორმა ეცვათ.ისეთი სასაცილოები იყვნენ ღიმილი ვერ დავფარე.სკოტმა ხელი დამიქნია და ლუდი მოსვა. ამ დროს ხელი ვიღაცამ მაჯაში ჩამავლო და უკან მიმაბტუნა. მია და კრისი იყვენნ. მიას თმა უფრო მოცულობითი გაეხადა,შავი ფანქარი ესვა თვალზე და ვამპირის კბილები ეკეთა. ვამპირის მოსასხამი და დეკოლტიანი შავი კაბა ეცვა. კრისი კი ჰარლი ქვინის ფორმაში იყო გამოწყობილი. მოკლე ფერადი შორტი ასეთივე ტოპი წვვა ბადე კოლგოტზე,თმა კი ორ კუდად შეეკრა. -აბა მეჩვიდმეყე საუკუნის ყველაზე ლამაზი ქალბატონიც მოსულა-მითხრა მიამ. -ძალიან მაგარი კოსტუმებია-ვუთხარი მათ.კრისსთან ჯოკერის ფორმაში გამოწყობილი ბიჭი მოვიფა და ხელი გადახვია. უეჭველად ჯეიმსი იყო. სახე მოეხატა და თმაზე მწვანე ტონიერება ჰქონდა. -ჯეიმსს გაიცანი ეს ჰანაა-თქვა კრისმა. ჯეიმსს ხელი ჩამოვართვი. -ვიცეკოთ?-უთხრა კრისს ჯეიმსმა და მეორე ოთახში გაიყვანა. -კარგად გაერთე ჰანა-მითხრა მიამ და დამტოვა. ამასობაში ნოაც გამოჩნდა ორი ჭიქით ხელში. -იმედია დათრობას არ ვაპირებთ-ვუთხარი ნოას. -არა ეგ არც მიფიქრია-თქვა და გაიღიმა. მისაღებ ოთახში ქეთნისი ზოი და ემილია შემოვიდნენ. ზოის ქალი-კატას ფორმა ეცვა.უზომოდ მოკლე შავი ქვედაბოლო და მუხლამდე ჩექმები. ემილია და ქეთნისი ანგელოზის თეთრ კაბებში იყვნენ გამოწყობილები. ირომიულად შემოგვხედეს და სამზარეულოში გავიდნენ. მიამ მიკროფონი მოიმარჯვა ხელზსი და სიტყვით გამოვიდა. -მადლობა რომ მოხვედით აცეკს წვეულებაზე,კარგად დალიეთ ჭამსთ და გაერზტეზტ-თქვა და ხალხის ოვაცის მოჰყვა-ახლა კი მინდა მე და ლუკასმა შეგისრულოთ სიმღერა.-თქვა და ლუკასი მოიხმო რომელმაც გიტარა მოიმაჯვა. მგონი მგელი მაქციის ფორმა ეცვა. საზარელი მაგრამ საყვარელი იყო. ლუკასმა და მიამ Frank Sinatra-ს L.O.V.E.ს სიმღერა დაიწყეს. ყველა დაწყვიკდა და ნელი მოძრაობებით დაიწყეს ცეკვა.ნოამ წელზე ხელო მომხვია და თვალებზსი შემომხედა. მია ძალიან ტკბილად მღეროდა. მინდოდა არასოდეს დამთავრებულიყო ეს წუთი.მე ნოა,მიასა და ლუკასის ტკბილი ხმა,შემოდგომის სეზონი. დამატრიალანდა თავისთაბ მიმიზიდა. ძალიან მომწონდა ნოა.მგონი უკვე მიყვარდა.მთელი გულით. სახლამდე მე და სკოტი ნოამ მიგვიყვანა. მთელი გზა ჩუმად ვააპარებდით ერთმანეთიდკენ თვალებს. სახლთან რომ გაჩერდა სკოტმა მადლობა გადაუხადა და მანქანიდან გადავიდა. -ხვალამდე,ჰანა.მადლობს რომ ერთი ღანით ჯულიეტა იყავი.-მითხრა ნოამ.-ჩემი ჯულიეტა. ვერაფერი შევძელი გარდა ღიმილისა. -ღამემშვიდობის,ნოა.-ვუთხარი და მანქანიდან გადმოვედი. სკოტი ღობესთან იდგა.მთლად მთვრალი არა მაგრამ ნასვამი ვიყავითმეც და სკოტიც.მანქანიდან რომ გადმოვედი სკოტს შევხედე და იმ სიმღერის მღერა დავიწყე რომელიც მიამ შეასრულა და რომელზეც მე და სკოტმა ვიცეკვეთ. -L is for the way you look at me,O is for the only one I see-წავიღიღინე და სკოტს გადავხედე. -V is very, very extraordinary-დაამატა ღიღინითვე სკოტმა.მასთან მივედი დელი გადავხვიე და სახლში სანამ შევიდოდით ერთად წავიღიღინეთ,,E is even more than anyone that you adore can". მომდევნო დღეს ოჯახმა ერთად ვისადილეთ. მამა არაფერს ჭამდა. -მამა არ გშია?-ვკითხე მე. -არა,საყვარელო სამსახურში ლანჩზე ვჭამე და რატომღაც არ მინდა.-მიპასუხა მამამ. სკოტმა ტელევიზორში ვიდეო თამაშები ჩართო და თამაში დაიწყო. ხვალ ალგებრაში გამოცდა უნდა მქონოდა და გადავწყვიტე მემეცადინა. ერთ საათი როცა შუა აკგებრის წერაში ვიყავი ქვემოდან ხმაური მომესმა. ვერ მივხვდი რა ხდებოდა. კიბეზრ ჩავირბინე.მამა და ჯენა კამათობდნენ. სკოტი ონკანთან იდგა. მამა საშინლად აწითლებულიბიყო. -რა ხდება?-ვიკითხე მე. გაკვირვებულებმა შემომხედეს. ვერ მიხვდნე რა ეპასუხათ. ყოყმანის შემდეგ სკოტმა ამოიღო ხმა. -კოლეჯში ლიტერატურის გამოცდაში ჩავიჭერი.-თქვა და ჯენას და მამას გადახედა-ამაზე ინერვიულეს,არაფერია.-დაამატა სკოტმა.ეს ამბავი არ მომეწონა.არაფერი ვუპასუხე.აქამდე არასოდეს უჩხუბიათ. კვლავ ოთახში დავბრუნდი. სკოტმა კარზე დამიკაკუნა. ვუთხარი შემოსულიყო. საწოლზე დაჯდა და თავი ხელებში ჩარგო. -ჯენას ბრალია,ყველაფერი.- თქვა სკოტმა.- მას არ უნფა ეზტქვა მამასთვიდ.ისედახ ხომ იცი რომ სუსტი გული აქვს -ჯენას ნუ აბრალებ,ოდესღაც მაინც გაიგებდა. შენკი შანსი გაქვს რომ გამოასწორო. -ნეტავ ყველაფერი მასე მარტივი იყოს...-თქვა სკოტმა. მთელი ღამე მის სიტყვებზე ვფიქრობდი. ** მომდევნო კვირას სკოლას შერიფი ესტუმრა. მისი მოსვლა რაღაცის ნიშანი იყო. ყველა ისევ ერთად შეგვკრიბა დარბაზში.მეგონა ყვეალფერი დამთავრდა მაგრამ არა. -ბავშვებო როგორც ივით ნიალის მკვლელის ვინაობა და მკვლელობის იარაღი პოლიციისთვის კვლავ გაუგებარია. შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონები მავალებს რომ თქვენი როგორც ეჭვმიტანილების ოთახები გავჩხრიკოთ. გაკვეთილების დასრულების შემდეგ ყველას მოგაკითხავყ სახლში.-თქვა შერიფმა. სანერვიულოვარაფერი მქონდა. ვერანაირ ნივთმტკიცებულებას ნახავდნენ ჩემთან. რადგან ნიალინმე არ მომიკლავს და ეს კარგად ვიცი. საღამოს ოთხი საათისთვის როჯერი და ორი პოლიციელი ნამდვილად ესტუმრნენ ჩემს სახლს. ჯენამ როჯერთან მცირე ლაპატაკის შემდეგ ისინი ჩემს ოთახამდე ამოაცილა. ნეტავ რას ლაპარაკობს ხოლმე მასთან? პოლიციელებმა ყველა კუთხე კუნჭული გაჩხდიკეს. გარდერობი, კომოდი,საწერი მაგიდის უჯრები მაგრამ ვერაფერი ნახეს. შემდეგ სკოტის ოთახიც ასე საგულდაგულოდ დაათვალიერეს და ნახევარი საათის ყოყმანის შემდეგ გასასვლელისკენ წავიდნენ. სნამ კარს დავუხურავდი ვუთხარი -იმედი მაქვს ახლა მაინვ დარწმუნდებჯთ რომ მე და ჩემს ძმას ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ გვაქვს.-გადმომხედა და მიპასუხა. -ვიმედოვნებ მაგრამ ეს დასასრული არ არის.-თქვა და ყალბად გამიღიმა. ჯენას სამზარეულოს საქმეებში მივეხმარე,ჭურჭელს ვამშრალებდი როდესაც კრისიდგან ზარი შემოვიდა. -გისმენ კრის-ვუპასუხე კრისს. -ჰანა არვიცი როგორ ან რა მოხდაა-ანერვიულებულიბხმა ჰქონდა კრისს-მიას ოთახში შერიფმა სისხლიანი სუვენირივაღმოაჩინა რომელიც ისეთივე იყო როგორიც იმ კლუბის საპირფარეშოშია სადაც ნიალი მოკლეს. სუვენირს ცალი მხარე მოტეხილი აქვს და მასზე სიდხლია. სავარაუდოდ ნიალის სისხლი. მია შოკშია გესმის. მე მისი მჯერ აის ამას არ კზამდა.-ყველაფერი ამერია. შერიფმა მიას სახლში აღმოაჩინა მკვლელობის იარაღი. -კი მაგრამ როგორ ვიცი რომ მია ამას არ იზამდა-ვუთხარი აკანკალებულმა.ჯენამ სკამი გამომიწია დაჯექიო. -ხო,ჰანა ის მთელი საღამო უკრავდა.არვიცი რა ხდება.-უცბად თავში ასეთმა აზრმა გამიელვა. -იქნებ ნიალის ნამდვილი მკვლელი მიას წვეულებაზე იყო და გადასაბრალებლად მკვლელობის იაღაღი მიას ოთახში დატოვა? -როგორ ვერ მოვიფიქრე. შესაზლოა მართლა მასე იყოს.მაგრამ ვინ? -რომელიმე მათგანმა ვინვ შერიფმა დაკითხა. -რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავიგოთ ვინ.მია განყოფილებაშია. -გამომიარე მანქანით და მივაკითხოთ.-ვუთარი კრისს და ყურმილი დავკიდე. -რა მოხდა?-მკითხა ჯენამ. -მიას სახლში აღმოუჩენიათ მკვლელობის იარაღი. მაგრამ ეს მიას არ ჩაუდენია.ვიღაცამ მოაწყო. -დარწმუნებული ხარ რომ არ იტყება.-მითხრა ჯენამ ალბად ყველაზე საშინელი მზერით გადავხედე რაც ცხოვრებაში მქონია. -მე მისი მჯერა.-ვუთხარი,ქურთუკი ავიღე და კრისს ეზოში დაველოდე. წვიმას იწყებდა,საშინლად მოღუშული ამინდი იყო.სკოტმა სკეიტი ფარეხშ შეიტანა დ სამ კიბეზე ამოვიდა. -სადმე მიდიხარ?-მკითხა და კაპიშნი დაიფარა. -შერიფმა სისხლიანი სუვენირი აღმოაჩინა მიას სახლშ.ახლა ის განყოფილებაშია.მის სანახავად მივდივარ.-ვუპასუხე სკოტს.სახე შეეცვალა და გაფითრდა. -ის ამასას არ ჩაიდენდა,არა ჰანა?.. -რა თქმა უნდა არა!მისი მჯერა,სახლში შედი არ გაცივდე.-ვუთარი სკოტს.ამასობაში კრისმა მანქანა გააჩერა.ჩავჯექი და ღვედი გავიკეთე. -მალე მივიდეთ რა! ძალიან ვნერიულობ-თვა კრისმა. -წარმომიდგენია მია რა დღეშია-ვუთარი მას. -მია,მისი ოჯახი განადგურებულია! ერთი გამაგებინა ვინ ქნა რომ ხელები დავულეწო-თქვა კრისმა და საჭეს ჩაებღაუჭა. დერეფანში მიას მშობლები,ემილია,ბრაისი და ჯორჯი ისხდნენ. -აბა,აბა,აბა!-ფეხზე წამოდგა ემილია-მოვიდნენ მკვლელი მიას დამცველები!-თქვა ემილიამ ცინიკურად. -მკვლელს კიდევ ერთელ უწოდებ და ინანებ,რომ ამ ქვეყანას მოევლინე-მაჯაში ხელი ჩასჭიდა კრისმა. ბიჭები გასუსულები ისხდნენ.ცოტაც და ბრაისი სიბრაზისგან გასკდებოდა.შემდეგ ტელეფონმა დაურკა და გავიდა. -მიას ნახვა გვინდა-უთხრა ოთახიდან გამოსულ როჯეს კრისმა. -შერიფო გთხოვთ,იმედი მაქვს ხვდებით რომ მას არ ჩაუდინია.-დავამატე მეწ. -აბა ვინ ჩაიდინა? სუვენირი მის ოთახში აღმოვაჩინეთ. -მაგრამ გაიხსენეთ რომ ორი დდღის წინ მას წვეულება ჰქონდა.იქნებ ნამდვილმა მკვლელმა ამ შემთხვევით ისარგებლა.-უპასუხა კრისმა. -იქნებ მიამ განგებ გააკეთა ეს წვეულება რომ პოლიციას ამ ვერიის მოსმენით კვალი აერიოს-თქვა შერიფმა. -ეს მხოლოდ ჩვვენი მოსაზრებაა-დავამატე მე. -ხოდა წყნარად იყავით თანამძრახველებად არ გაღიაროთ.-თქვა და განყოფილებისკენ გაგვიძღვა, ოთახის კარი გააღო და მია დავინახეთ მაგიდასთან მჯდარო. -ხუთი წუთი გაქვთ-გვითხრა შერიფმა.და კარი დაკეტა.მიას ჩავეუხტეთ რომელსაც ტირილისგან თვალები დასიებოდა. -მია,მოგვიყევი რა მოხდა-ვუთხარი მე. -ძლიან ცუდად ვარ გოგოებო. ძალიან ამაყად და თავდაჯერებულად შემოვუშვი პოლიცია ჩემს სახლში.ოთახში რომ შევიდნენ ყველა უჯრის შემოწმება მოითხოვეს. კომოდის პირველივე უჯრაში ნახეს ის სუვენირი.ქარალდში გახვეული.ნაწილი მოტეხილი ჰქონდა.ალბად ის ნაწილი რომლითაც მკვლელი იარაღს შეეხო.ნაწილზე ნიალის სისხლის გარდა სხვა ანაბეჭდი არ არის.. -დამპალი ეს განგებ გააკეთეს.-თვა კრისმა. -გამოძიება ჯე არ დასრულებულა თუმცა სხვა ნამდვილი მკვლელი თუ არ აღმოაჩინეს ციხეში მე მომიწევს ჩაჯდომა-თვა და ატირდა. -დამშვიდდი,ყველაფერს ვიზამთ რომ ეს არ მოხდეს-ვუთხარი და ჩავეხუტე. -ჩვენი იმედი გქონდეს-უთხრა კრისმა და ისიც ჩაგვეხუტა. როჯერმა კარი შემოაღო,თვალები გადაატრიალა და გარეთ გასვლა გვიბრძანა. სანამ გამოვიდოდი კიდევ ერთელ შევხედე მიას და დავინახე თვალები რომლებიც იმედით გვიმზერდნენ. უთქმელად გამოვედით გარეთ.წვიმა დაწყებულიყო.კრისმა სახლში მიმიყვანა. დავემშვიდობე და შიგნით შევედი.საოცარი სურნელი იდგა. სამზარეულოშ შევიჭყიტე,ჯენას ბლინები გამოეცხო და შკოლადს ასხავდა. -ვცდილობ მდგომარეობა გავანეიტრალო-თქვა და ბანანის დაჭრა დაიწყო.-კრისს დაურეკე მობრუნდეს და დაგვეწვიოს.ცოტა ვიჭორაოთ-მითხრა ჯენამ. -არამგონია ამისთის შესაფერისი დრო იყოს. -კარგი რა! ცოტას დამშვდდებით ორივენი.გულის გადაშლა გჭირდებათ. -კარგი დავურეკავ-ვუთხარი და ჩემს ოთახშ ავედი. კრისს მესიჯი მივწერე.თანახმა იყო. კარი სკოტ,მა შემომიღო.და დაკეტა. -რაღაც რომ მოგიყვე დამპირდი რომ არ შემიძულებ-თქვა და იმედიანად შემომხედა. -რაც არ უნდა ჩაიდინო არასოდეს შეგიძლებ-ვუპასუხე მას.ინტერესიტ ვკვდებოდი ნეტავ რა უნდა ეთქვა. -იმ ღამეს გამოცდაში ჩაჭრაზე არ გვიჩხუბია.-თქვა და ჩამოჯდა საწოლზე.მასთან გვერდით დავჯექი.-ნარკოტიკი მოვიხმარე.-თქვა ისე რომ არ გამოუხედია ჩემკენ.-ერთი თის წინ მასზე დამოკიდებული ვიყავი.კლუბშიც მაგისთვის დავდიოდი. -რომ ბიჭებისთის ნარკოტიკი მიგეყიდა,სკოტ?-ტონს ავუწიე.თავი ხელებში ჩარგო.-არა,არა სკოტ!მითხარი რომ ნიალის საქმეში გარეული არ ხარ!-ფეხზე წამოვდექი და ნერვიულად ვცემდი ბოლთას. -ეს ბრაისმა ჩაიდინა,მისმა ძმამ.-თქვა სკოტმა.ვიგრძენი როგორ მომაწვა სისხლი ვენებში.წარმოუდგენელ რამეს ამბობდა სკოტი.-იმ ღამეს დაგვინახა,როგორ ვაძლევდი ბრაისს შეკვრას.დაგვემუქრა,რომ მამამისს შერიფ როჯერს ეტყოდა.ბრაისი ღრიალებდა,მაგრამ ნიალი მაინც თავისას ამბობდა.ბრაისი ღრიალებდა.სამივე ნასვამი ვიყავით.ნიალის მხრებში ვწვდი და კედელზე თავი მივარტყმევინე.წაბარბაცდა,მაგრამ არ წაიქცა. ნიალი კარში უნდა გასულიყო,რომ დაცვისთვის შეეტყობინებინა,როდესაც ბრაისი გრძელ ნიჟარაზე დეკორატიულ სუვენირს წვდა და თავში ჩაარტყდა.-ყურებს არ ვუჯერებდი.ეს როგორ შეეძლო.ათას ემოციას ვფლობდი,-ჰანა,მაპატიე არ შემეძლო!ვერ გითხარი.იმ დღეს კაფეში პიცის საჭმელად რომ დაგპატოჟე ვაპირებდი თქმას,მაგრამ ნოას გამო იმდენად ედნიერი იყავი ვერ შევძელი შენი ბედნიერება ჩემი მწუხარებით დამეფდარა,მაპატიე გთხოვ.-მითრა და აცრემლებულმა გადმომხეა.მასთან მივედი და ჩავიხუტე,.-რომ მითხარი სუვენირი მიას ოთახში ნახესო მაშნვე ბრაისსზე გავიფიქრე.ეს მან ჩაიდინა.იმიტომ წამოვიდა წვეულებაზე. -ვინ მოგყიდა ნარკოტიკი?ვინ გაგხვია ამ საქმეშ?-ვკითხე მას ცოტაც და მეც ვიტირებდი. -არ შემიძლია,ჰანა.ამას ვერ გეტყვი.-ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა.კრისი მოვიდაო მითხრა ჯენამ. -ამ ლაპარაკს სხვა დროს დავასრულებთ-ვუთხარი სკოტს და კიდევ უფრო მაგრად ჩავეუხტე-გპატიობ მაგრამ ამის მერე არაფერი დამიმალ,ო გთხოვ. ხასიათძე არ ვიყავი.ერთი ბლინი გადავიღე და წვალება დავუწყე.ჯენა თავის ბავშვობის ისტორიებს გვიყვებოდა.კრისმა მეოთხე ბბლინი რომ გადაიღო პირგამოტენილმა თქვა -მაპატოეთ მაგრამ ისეტი გემრიელია ვერ ვწყვეტ ჭამას. გამეცინა.მია მაკლდა.მინდოდა აქ ყოფილიყო ჩვენთან.მაგრამ ბრაისის გამო იჯდა განყოფილებაში და ცრემლებს ღვრიდა.ნეტავ როჯერმა თუ იცოდა?მაგრამ არა,ვერ ეცოდინებოდა.ბრაისმა მისი ხასიათი რომ იცოდა მაგიტომ მოკლა თავისი ძმა.ამ ფიქრებში გართულს გონებაზე ნოას ზარმა მომიყვანა.ვუპასუხე ძალიან მშვიდად.ჯერ მომიკითხა და შემდეგ მითხრა~ -მომენატრე,ჰანა-გამეღიმა.კრისი და ჯენა ინტერესით მიყურებდნენ. -ერთმანეთი დღეს ვნახეთ სკოლაში,მაგრამ მეც-ვუპასუხე ღიმილით. -შენს ნათქვამზე ვფიქრობდი.სულ პირველად რომ მითხარი სკოლის მეტი ამ ქალაქში არაფერი ვიციო,კარგი იქნებოდა ხვალ თუ გავისერინებდით რამდენიმე ადგილს გაჩვენებდი.-მითრა და პასუხს დაელოდა.ყურმილი გავწიე და ნოას სურვილი ჯენას და კრისს ვუთარი. -უნდა დატანხმდე-მითხრა ჯენამ. -ვფირობ ახლა ამის დრო არ არის-ვთქვი ჩუმად მე,-ხვალ მიასთან ვაპირებდით მისვლას. -მიასთან მე მივალ,ერთი საღამო შენს თავსაც დაუთმე-მითხრა კრისმა. -კარგი თანახმა ვარ-ვუპასუხე ნოას. -შესანიშნავია,ოთხზე გამოგივლი.-თქვა და გამითიშა.კრისი რომ წავიდ ანოას ოტახშ შევიჭყიტე.საბრალოს ეძინა.რამდენი რამე გადაიტანა ამ ორ თვეში მე კი ფიზიკურად მის გვერდით ვიყავი მაგრამ სულიერი დახმარება ვერ გავუწიე.მთელი ღამე მომავლ დღეზე ვფიქრობდი.ჩემსა და ნოას გასეირნებაზე. ** ,,Like a flower bending in the breeze Bend with me, sway with ease When we dance you have a way with me Stay with me, sway with me. Dear,but my eyes will see only you..." Sway-Michael Buble უქმე დღე იყო.უქმეები მიყვარს რადგან მამა ისვენებს.მასთან ერთად ვისაუზმე და ლოყაზე ვაკოცე. საღამოსთვის თეთრ სარაფანში გამოვეწყვე.თმა დავისწორე.ჯინსის ქურთუკი კი მხრებზე მოვიცვი.ოთხისთვის ნოამ მომაკითხა.მანქანით არ იყო.ძალიან კარგი.ჩემს დანახვაზე ფართოდ გაეღიმა. წუხანდელ ნაწვიმ ქუჩებში მივსეირნობდით.საოცრად ტკბილი ნოემბრის საღამო იყო.ხეები სიფრიფანად ქროდნენ. ნოამ ნელა ხელი გამოაპარა და ჩამკიდა.ჩვენი თვალები ერთმანეთშ შეხვდნენ.პარკამდე ფეხით მივედით.გზაში თავის ბავშვობაზე მიყვებოდა სასაცილო ისტორიებს.პარკში ზოგს ძაღლი ჰყავდა სასეირნოდ გამოყვანილი.ბავშვების სკეიტით კატაობდნენ.წყვილები სერინობდნენ.ნეტავ რა გვერქვა მე და ნოას? -იმედი მაქვს ბამბის ნაყინზე უარს არ იტყვი!-მითხრა მაცდურად ნოამ და კაცთან მივიდა რომელიც ამზადებდა. -მგონი ბავშობის შემეგ არ მიჭამია.-ვთქვი მე და გავიღიმე. კაცმა სიყვარულით მოგვიმზადა ორი უშველებელი ბამბის ნაყინი. გზას გავუყევით.უკვე ბინდდებოდა და პარკი ცარიელდებოდა. -ბამბის ნაყინი შენსავით ტკბილია-მითხრა ნოამ. გამეღიმა. -ეს საუკეთესო კომპლიმენტია რაც კი ოდესმე უთქვამთ-ვუთხარი მე. და ცარიელი ჯოხი ნაგვის ურნაში ჩავაგდე. ხელჩაკიდებულები გამოვედით.მანქანები ალაგ-ალაგ მოძრაობდნენ. ლამპიონებით განათებულ ქუჩას გავუყევით.მთავარ მოედანზე გავედით სადაც რამდენიმე სკამი და ლამპიონები იდგა.სკამზე ჩამოვჯექით. ქუჩის მუსიკოსებიც იქვე იყვნენ.ხანში შესულ მამაკაცს ხელშ მიკროფონი ეჭირა. დანარჩენი ორი კაცი გიტარაზე უკრავდა.სიმღერა დაიწყეს.სიმღერა რომელიც ჩემთვის ნამდვილ რომანტიზმზე ასოცირდებოდა: Michael Buble-ის Sway. -არ გინდა ვაჩვენოთ ხალხს როგორ უნდა ცეკვა?-მითხრა ნოამ.იმ მომენტში ზუსტად ეს მინდოდა.ნოასთან ერთად შუა ქუჩაში მუსიკოსების მიერ ნამღერ,ჩემს საყვარელ სიმღერაზე.ქურთუკი გავიხადე და სკამზე დავდე. თეთრი ფრიალა კაბა მეცვა და მინდოდა მოედანზე მეფარფატა.ათწამიანი შესავლის შემდეგ სიმღერა დაიწყეს.სიტყვებს ისე ნაზად მღეროდა მუსიკოსი.ნოამ წელზე ხელოი მომხვია. ჩვენ ვცეკვავდით მთელი გულით,სულით და სხეულით.მინდოდა მისთვის ხმა მიმეწვდინა როგორ მიყვარდა და მგონი ეს შევძელი.კიდევ უფრო ახლოს მოიწია ჩემთან და მითხრა -მიყვარხარ,ჰანა!-და დამაბზრიალა.ნეტავ შემძლებოდა ამეხსნა მისთვის რამხელა ბედნიერებას მანიჭებდა. -მეც მიყვარხარ,ნოა!-ვუთხარი და კიდევ უფრო ახლოს მიმიზიდა.ჩვენ ვაკოცეთ. სახლისკენ გზას ისევ ფეხით დავადექით.მინდოდა ის ღამე არასოდეს დასრეულებულიყო.მხოლოდ მე და ნოა.უკვე ჩვენ. ჩემს ქუჩას რომ მივუახლოვდით თვალი საპატრულო პოლიციის მანქანების ციმციმმა მომჭრა. -პოლიციას შენს სახლთან რა უნდა?-მკითხა ნოამ. დაბნეულმა ფეხს ავუჩქარე. დავინახე სასწრაფოს თანამშრომელმა როგორ გამოიყვანა ვიღაცის გვამი საკაცეთი.თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი სახლისკენ.ღმერთს ვევედრებოდი რომ სკოტი მამა ან ჯენა არ ყოფილიყო.გვამს გადაფარებული თეთრ9ი ზეწარი საკაცეთი მანქანაში აიტანეს. პოლიციის მიერ გავლებული ლენტა გავწყვიტე. ნოა უკან მომსდევდა მეძახდა დამიცადეო.დალოდების დრო არ იყო. სახლში გიჟივით შევვარდი და დავინახე სისხლიანი კიბე.მისაღებ ოთახის კუთხეში ჯენა და სკოტი ჩამუხლულიყვნენ.ჯენას სკოტი ხელებით ეჭირა.სკოტი განწირული ყვიროდა.მათ მივვარდი.სკოტმა აკანკალებული ხელები შემომხვია და მითხრა -ჰანაა,მამაა..ის გარდაიცვალა-მინდოდა მიწა გასკდომოდა და შიგ ჩავეტანე.ბრაზი,სინანული,სიყვარული ყველაფერი ერთიანად მომაწვა.ჰაერი არ მყოფნიდა.ვერ ვსუნთქავდი.გარეთ გავვარდი.ნოას ასაზხლში არ უშვებდნენ. მთელ ხმაზე დავიყვირე ,,მამააა". ნოა მომმვარდა.შევეცადე მისგან თავი დამეაღწია მაგრამ ამაოდ.ისე ძლიერ მიჭერდა.მის მკლავებში მოვექციე.გაუაზრებლად ვტრიოდი და თალწინ უამრავი მოგონება მედგა.რა მოუვიდა მამას.გული აწუხებდა,მაგრამ ისხლი რატომ ვნახე კიბეზე.ნოასთან ერთად ძირს ჩავიმუხლე და ვტიროდი.მთელი გულით.,მინდოდა სამყაროსთვის ხმა მიმეწვდინა. არ მახსოვს იმ ღამეს მეტი რა მოხდა.მხოლოდ გახშირებული სუნთქვა,ნოას მკლავები და ჩემი ტირილი მახსოვს. * -რა მოუვიდა მამას-ეს იყო პირველი კითხვა რომელიც დავსვი მეორე დღეს მისაღებ ოთახში. სადაც ჯენა როჯერი სკოტი,ნოა და რამდენიმე ექიმი ისხდნენ. -მას გული აწუხებდა-მითხრა ჯენამ. -მაგრამ იქ სისხლი იყო!-ვურრიალე. -ჰანა დამშვიდდი-მითხრა ნოამ.თავი ხელში ავიყვანე.ექიმი ფეხზე წამოდგა და გვიტხრა, -ბატონ ჰაროლდს გული აწუხედა,ყოველდღე იღებდა შესაბამის რეპარატს.გასულ საღამოს დაახლოებით ექვსის ორმოც წუთზე აბაზანიდან გამოსულს გულმა შეტევა მისცა და გონება ზღრუბლზე დაკარგა.შესაბამისად კიბეზე დაგორდა რა დროსაც დაზიანდა მისი თავის ქალა.ახლან გასაგებია ქალბატონო ჰანა რატომ იყო კიბეზე სისხლი?-მითხრა ექიმმა. კიბეზე დაგორება? თავის ქალის დაზიანება,გულის შეტევა.ყვეალფერი ერთიანად ამერია.აღარ შემეძლო ამდენი.იმდენად დავიღალე.რაც გადმოვედით ნოას გარდა არაფერი მომხდარა უკეთესი.უკანა ეზოში გავედი სადაც სკამები და მაგიდა გვედგა.სკამზე ჩამოვჯექი.მალევე სკოტი და ნოაც გამოჩნდნენ. -დაინახე?-ვკითე სკოტს.-დაინახე რა მოუვიდა მამას?-სკოტი და ნოა სკამებზე ჩამოჯდნენ. -სახლში არ ვიყავით.ჯენა მაღაზიაში იყო9 წასული,რადგან მამამ ბრაუნის მომზადება სთხოვა,მე კი ბრაისთან ვიყავი.გუშინდელისთვის ჭკუა ვასწავლე-მიპასუხა სკოტმა. -ბრაისს რას ერჩი?-ჯკითხა ნოამ.სკოტმა მე გადმომხედა -შემიძლია მას ვენდო?-მკითხა და თავი დავუქნიე. -ნოა,რაც არ უნდა რთული გასაგები იყოს გთხოვ დამიჯერე,ნიალი ბრაისმა მოკლა.-უპასუხა სკოტმა.ნოა გაშრა.გაფითრდა.ენა ვერ მოაბრუნა.არ იცოდა რა ეთქვა.სკოტმა ნარკოტიკების შესახებ ყველაფერი მოუყვა ნოას. -წარმოუდგენელია.მაგრამ ვეჭვობდი უბრალოდ დაჯერება არ მინდოდა.ის ისე იქცეოდა თითქოს არაფერი მომხდარა.-თქვა ნოამ. -სკოტ,შენ ჯერ კიდევ არ გითქვამს ვინ გაგრია ამ საქმეში.-ვუთხარი სკოტს. იგი ფეხზე წამოდგა და მაგიდას ხელებით დაეყრდნო. -ჩემი აზრით ის ვინც ამ ყველაფერში გამხვია მამაჩემის სიკვდილშიც ექნება რაიმე კავშირი.-შემდეგ ჩემთან და ნოასთან კიდევ უფრო ახლოს მოიწია და სახელი თქვა. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე.და ნოას გავხედე.არაფერი ვთქვი. -მგონი დროა ყველაფერს ფარდა აეხადოს.-თქვა ნოამ. -ხვალ,ჩვენს სახლში მგონი ჯენა წინააღმდეგი არ იქნება თუ ამას ჩვენთან ვიზავთ.-ვთქვი მე. -ყველა მათგანი გავაფრთხილოთ და ხვალ შევხვდეთ,აქ ზუსტად ექვსზე.-თქვა სკოტმა. სამივემთავი დავაქნიეთ და იქაურობას გავეცალეთ. მორჩა,ხვალ ყველაფერი დასრულდება. *** ჯენა დაგვთანხმდა.მეც საქმის კეთებას შევუდექი.მისაღე ოთახში დივნისა და სავარძლის შორის სკამი დავდგი მთავარი 'გმირისთვის".თუ გაქცევას ეცდებოდა ხელებს ლეიკოთი შევუხვედით.ერთი სული მქონდა როდის დადგებოდა საღამო.ნოა მოვიდა. -ყველა გაფრთხილებულია.მოვლენ!-მიტხრა და ჩამეხუტა. სახლში მოსულ შეირფ როჯერს,ბრაისს,ჯორჯს,კრისს,ემილიას,ლუკასს მისაღებ ოთაისკენ მივუთითე.დივანზე რომ ჩამოსხდნენ.მე სკოტი ნოა და ჯენა ფეხზე ვიდექით. -მორჩით ამ თამაშს და თქვით ვინ უნდა იჯდეს იმ სკამზე.-თქვა შერიფმა და ცენტრში მდგარ სკამზე მიგვანიშნა. -მოდით ცოტა ვითამაშოთ-ვთქვი მე.- მინიშნება პირველი, აქ არ დაჯდება ნიალის მკვლელი-და მკვეთრად დავაკვირდი ბრაისის რეაქციას რომელმაც მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი. -შესწორება-თუმცა რაღათქმა უნდა ის აქ არის-გადმომხედა ჩემნაირი ცინიკური ღიმილით ნოამ. -მაგრამ აქ დაჯდება ის ვინც ამ ყველაფრის თავია. ვინც ამ ყველაფერში გაგვრია.-განვაგრძე მე. -უნდა ითქვას რომ საოცრად მიმზიდველია-თქვა სკოტმა. -არ შემიძლია დაგეთანხმო-თქვა ნოამ. -საოცარი თვალები აქვს-ვთქვი მე. -ტანი და თმები?-თქვა სკოტმა. -ბავშვებო,იქენბ შეწყვიტოთ და პირდაპირ საქმეზე გადახვიდეთ-ფვითხრა ჯენამ. -ოო არადა რაკარგად ვთამაშობდით-თქვა ნოამ. -ჰმმ რას ვიზამთ-თქვა სკოტმა-კარგიი....მაშინ...-ყველა დაძაბული გვიყურებდა.-გთხოვთ ადგილი დაიკაოთ ქალბატონო დედიკო.-თქვა სკოტმა. დავაკვირდი ჯენას გაფითრებულ სახეს.კი ჯენა.ახლა ყველაფერს მოყვებოდა. -ეს რა ხუმრობაა-შეეცადა ნერვიულობა ღიმილით დაეფარა. -მოკეტე და დაჯექი-უთხრა სკოტმა.ჯენამ შერიფს გადახედა. -ვიცით,ვიცით შერიფო შენი დროც მოვა.-თქვა ნოამ.-მაგრამ ჯერ ჯენას მოვუსმინოთ.ჯენამ გესლიანად გაიღიმა და სკამზე დაჯდა.ყველა შოკირებული იყო. -იქნებ ბლინები მომემზადებინა და დედა-შვილურად გვესაუბრა-ირონიულად თქვა ჯენამ. -ლაზღანდარაობას მორჩი და ყველაფერი მოყევი.-უთხრა სკოტმა. -გახსოვთ ის ამბავი ნიალზე-ბავშებს გადახედა-დედამისი რომ წლების წინ გაიქცა.მარტოხელა შერიფი რომელიც თავის ორ ვაჟს ბრაისსა და ნიალს მარტოდ ზრდიდა? -ღმერთო,არა!-თქვა სკოტმა. -ნუთუ შენ ?-დავამატე მე. -როჯერ,ნუთუ შენ არ მოგიყოლია შენი შვილებისთვის ჩემსა და შენს რომანზე?-როჯერმა სიმწრის მუშტები შეკრა. -მეგონა,რომ დედაჩემი ნიალის მშობიარობას გადაჰყვა როცა მე ექვსითვის ვიყავი.-თქვა ბრაისმა. -დედაშენი ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა როცა შენ ექვსი თვის იყავი.მე მას დედაშენის გარდაცვალებამდე ხუთი თით ადრე ჯენასთან ვურალატე.ნიალი მან გააჩინა და როდესაც მის ბნელ წარსულზე შევიტყვე ვაიძულე ქალაქიდან წასულიყო სამუდამოდ. -რომელ ბნელ წარსულზე?-იკითხა ნოამ. -ჯენა თავიდანვე ნარკო ბიზნესში იყო ჩართული-თქვა სკოტმა-თავდაპირველად მან გამასინჯა და მაიძულა ბრაისის დაინტერესება. -ეს რატომ გააკეთე? რას ერჩოდი ჩემს ვაჟს.-უღრიალა როჯერმა. -იმიტომ,რომ შური მეძია,იმისთის რაც გამიკეთე.შეგვეძლო ტკბილი მომავალი გვქონოდა ერთად მაგრამ შენ მე ქალქაიდან წასვლა მაიძულე და ბავშვი წამართვი რომელიც მისივე გარეწარმა ვაჟმა მოკლა. -რაა?-ფეხზე წამოდგა როჯერი.ბრაისმა თვაი ხელენში ჩარგო.ყველა გასუსული იჯდა. -შენივე წყეული გეგმების გამო მოკლა ბრაისმა ნიალი-თქვა სკოტმა. -თავიდანვე რატომ არ მითხარი სკოტ,რომ ჯენა იყო ჩართული?-ვუთარი სკოტს. -რადგან დამემეუქა შენით ჰანა.-მითხრა და მის თვაკებშ წავიკითხე უდიდესი შიში-შენი დაკარგვის შემეშინდა. -ამის დედაც! ბრაისს რატომ არ მითხარი!-ღრიალებდა როჯერი. -მიას ეს შენ გაუკეთე?-წამოხტა კრისი- ის ახლა განყოფილებაშია შენგამო. -დამშვიდდით! ბოლომდე თქვას რისი თქმაც უნდა-ვიყვირე მე. -გახსოვს ის გაწითკებული ხელი რომ გითხარი ცხელ ჩაიდანს მივადემეთქი,როჯერის გამო მქონდა.-თქვა და რაზით შეხედა. -როგორც კი ქალაქში შევნიშნე მაშინვე მოვაკითხე.დავემუქრე რომ აქედან წასულიყავით.გული მიგრძნობდა რომ ამ საქმეში გარეული იყავი-თქვა როჯერმა. -და მამა? მამასთან რა კავშირი გაქვს?-ვკიტე ძალიან წყნარად.ყველა გასუსული იჯდა. -მან ზედმეტად ბევრი იცოდა-თქვა და გესლიანად გაიღიმა. -უნამუსო!-წამოვხტი და სახეშ გავარტყი.სკოტმა დამიჭირა თრემ იქვე ჩავგუდავდი. -მან გაიგო ჩემზე,სკოტზე,ნარკობიზნესზე ყველაფერზე!-თქვა ჯენამ და სისხლიანი ტუჩი მოიწმინდა. -მამა მე არ მინდოდა,ნასვამი ვიყავი.ნიალი დამემუქრა რომ ყველაფერს გეტყოდა თქვა ბრაისმა. -ნერვიულად ცემდა ბოლთს როჯერი. -ყველაფერი გაირკვა.დღეიდან დასრულება ეს ჯოჯოხეთი-ვთქვი მე. -ციხეში ამოლპები-თქვა როჯერმა და ხელბორკილები დაადო ჯენას. -და ბრაისი?-იკითხა ნოამ.ერთის მხვრივ შემეცოდა კიდეც. -სკოტიც და ბრაისიც მის ზეგავლენის ქვეშ იყვნენ.მიუხედავად ამისა მკვლელობა საშინელი დანაშაულია.მე ის უნდა დავაკავო და მია გამოვუშვა. მაგრამ გპირდეპუ ნბრაისს რომ გგირაოთი რამოდენიმე კვირაში გამოგიყვან და აქედან წავალ.ძალიან შორს და ახალ ცხოვებას დაიწყებ-თქვა როჯერმა.ჯენა და ბრაისი მანქანაში ჩასვა და წავიდნენ. ღრმად ამოვისუნთქე.მიუხედავად იმის რომ განდგურებული ვიყავი მაიცნ ყველაფერი დამთავრდა.მთავარია მე მყავდა ნოა სკოტი მია და კრისი.სხვა არავინ მწირდებოდა. * კვირები გადის და ვცდილობთ დავედევნოთ...შობის დღესასწაული მოახლოვდა.ბევრი რამ გამოვიარეთ ყველამ,მაგრამ მთავარა ყველაფერი დასრულდა.ზოგჯერ ასე ხდება...ზოგჯერ ასეც ხდება,ადამიანები ვერ ვაცნობიერებთ რას ვჩადით საყვარელი ადამიანების გამო.შემდეგ კი ვიკარგებით მარტოობის უფსკრულში.გარშემო არავინ არის.მხოლოდ ჩვენ და ჩვენი ფიქრები..ემილია,ზოი და ქეთნისი მორჩნენ ამაყი მზერით ჩვენს ყურებას. გამოცდებში საუკეთესო ნიშნაი მივიღე.მიამ და ლუკასმა განაგრძეს კაფეში დაკვრა.წყნარად და მშვიდად თავიანთი სიყვარულისთვის. კრისი და ჯეიმსი თავისუფალ დროს ერთად სეირნობდნენ ჯეიმსის მოტოციკლეტით მთელს ქალაქში.ბრაისი გირაოთი გამოუშვეს.პირადი ბოდიში მოგვიხადა მე და სკოტს.როჯერმა შერიფობაზე უარი თვქ ად აბრაისთან ერთად ახალ ქალაქში გადავიდა. სკოტმა გოგონა გაიცნო სახელად ევა. ევას წიგნების კითხვა და ხატვა უყვარს.უხდებიან და მე მათით ბედნიერი ვარ. 25 დეკემბერი. ყველა საშბაო სუფრაზე ვსხედვართ.მე,სკოტი,ნოა,მია,კრისი,ჯეიმსი,ლუკასი და ჯორჯი. ჩვენი სახლის ნაძვის ხე კაშკაშებს.ყველამ საშობაო სურვილი ჩავიფიქრეთ და გემრიელად შევუდექით ვახშამს.გარეთ თოვა დაიწყო. ნოას თვალით ვანიშნე გარეთ გავიდეთმეთქი. ხელჩაკიდებულები ვიდექით და ვუყურებდით როგორ იფარებდა სამყარო თეთრ საბანს. -შემოდგომის სეზონი რთული იყო არა?-ვუთხარი ნოას.-~ -ბევრი რამ გადავიტანეთ,მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს,რადგან ჩვენი სეზონი იყო. -მიყვარხარ ნოა!-ვეუბმები მას ის კი შექსპირის ციტატას მეუბნება და მაგრად მიხუტებს. ,,სიყვარული-ვარსკვლავია,რითაც არკვევს ზღვაოსანი,ოკეანის ტალღებს შორის სად იქნება ბედი მისი" |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.