შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიცრუე,რომელიც არ ვიცოდი 13


15-03-2022, 23:01
ავტორი ნაამა
ნანახია 1 641

-დავახრჩოოოობ!
იმხელაზე ვიკივლე ლამის თავად დავყრუვდი.საწოლიდან გიჟივით წამოვხტი და ნერვებმოშლილი  მოკლე პენუარის ამარა კიბეებზე ჩავვარდი.ახლა ერთადერთი რაც დამაწყნარებდა ჭამა იყო.ღერთო როგორ მიშლიდან ნერვებს.როგორი თავხედი და აუტანლად სიმპატიური იყო.ნერვებს მიშლიდა ის აზრი რომ მისი გარეგნობა საშინლად მომწინდა.მაგრამ პიროვნება?მას ვერ ვიტანდი.
სამზარეულოს დახლთან ჩამოვჯექი და ყველაფერი გამოვალაგე რისი ჭამაც მინდოდა.
-აბეზარი,აუტანელი.უბირთვო ნახევარუჯრედა!მინდა რომ დავახრჩო.აი ამ სათუთი ხელებით უნდა მოვუგრიხო ის კისერი.იდიოტი!შეუგნებელი, ხეპრე.
თან ვჭამდი თან ვილანძღებოდი. მშობლები უკვე წასულიყვნენ  თავ-თავიანთ საქმეებზე და მეც ისევ დათოსთან ერთად მარტო დავრჩი ამ უზარმაზარ სახლში.გოგაც კარგახანი არ მენახა. მომენატრა ჩემი პრინცი.
-ქალბატონო ნეა თქვენთან არინ.
ჩვენმა "შინამოსამსახურემ" გამაგებინა და დამელოდა როდის ვეტყოდი რამეს .დაცვა ,რომელიც ჩემმა მშობლებმა სახლთან დააყენეს ,ორი თუ სამი თვის წინ გავათავისუფლე.რაში მჭირდებოდა საერთოდაც?არც არაფერში,დიდი დიდი პანიკური შეტევისას ჩემთან ამოერბინათ.
-ვინ არის?
-არ ვიცი.
-კარგი და დათო სად არის?
-მეგობრის სანახავად წავიდა.
-კარგი,იმ ვიღაცას შეუძლია შემოვიდეს და დამეწვიოს.
გავუღიმე და საჭმელს მივუბრუნდი.
მძიმე ნაბიჯების ხმა გაისმა და მივხვდი ,რომ ჩემი სტუმარი კაცი იქნებიდა.სანამ წინ არ ამესვეტა თეფშიდან თავი არ ამიწევია.ნეტავ მაშინაც არ ამეწია,შიშისგან შევკივლე.
-ნუ ყვირი დავყრუვდი.
დამტუქსა და საყვარლად გაიცინა.
-აქ რა ჯანდაბა გინდა?
-პასუხი მაინტერესებს.
-აცანცარებული 12 წლის ბიჭივით რატომ იქცევი?
-რავი.-მხრები აიჩეჩა და მაგიდას თვალი მოავლო-დიეტაზე ხარ?
-არა.
-აბა მხოლოდ სალათები რატომ?
-ხორცს არ ვჭამ ,ვეგეტარიანელი ვარ.შეჭამ?
შევთავაზე და თეფშის გამოსაღებად ავდექი.სულ არ გამხსენებია მხოლოდ პენუარი რომ მეცვა.
-რავი კი.
თეფში გაბრაზებულმა დავუდე და მის წინ ძველ პოზიციას დავუბრუნდი. ცოტახანს ხმას არცერთი ვიღებდით.მე მის მიერ მოშლილი ნერვების დაწყანრებას ვცდილობდი ,ის კი ჩემთვის თვალის არიდებას.
"ეგრე? თავს ვერ იკავებ? შენ მაცადე ცოტახანს,ისე გაგაგიჟებ ხელახლა წახვიდე იაპონიაში"
გავიფიქრე და ჩამეღიმა.მერე თავი ხელში ავიყვანე და ჩვეულებრივი ტონით ვკითხე.
-ხომ იცი რომ უარს გეტყვი ,რატომ მიჭამ ტვინს?
-არა. შენ კის მეტყვი,ვხვდბეი რომ ეს შენც გინდა.დებილი არ ვარ ნეა.
-ჩემი ნომერი საიდან გაიგე?
-კაკის მოვპარე ტელეფონი.
-მისამართი?
-იმდღეს ხო სახლში მოგიყვანე.
მხრები უდარდელად აიჩეჩა და თვალი ამარიდა.
-ახლა ადექი?
-კი შენ გამაღვიძე უბირთვოვ. ნერვებს მიშლი და ორგანულად ვერ გიტან.
ჭუჭყიან ჭურჭელს  და საჭმლის კონტეინერებს ვალაგებდი და თან ვლანძღავდი..ის იყო მაცივრის კარი მივხურე და შემოვტრიალდი დარლამ ორივე ხელი მაცივარს რომ მიაყრდნო და მათ შორის გამომამწყვდია. უტიფრად ვუყურებდი თვალებში და არ ვუთმობდი.არფრის დიდებით არ ვანახებდი რომ შევცბი ან შემშინდა.
-მეორედ თუ კის არ მეტყვი ნურც ამ ფორმაში დამხვხები.
-შეგახსენებ ეს ჩემი სახლია,როგრც მინდა ისე ვივლი.თუ მომინდება შიშველი გავივლი,თუ მომინდება მონაზონივით მხოლოდ ხელებსა და სახის ფორმას გამოვაჩენ.
-ნუ მეტლიკინები.
-გეტლიკინები თუ მომინდება.
თავლები ავატრიალე და გამომცდელად შევხედე.მისმა ლურჯმა თვალებმა ჩემი თვალებიდან ტუჩებზე გადაინაცვლეს.მისი ხელი ჩემს წელზე ვიგრძენი და წამში ჩემს ბაგეებს თავისი შეუერთა. ყველა უჯრედი მეწვოდა,მაგრამ ჯიუტად,ერთადგილზე გახევებული კოცნაშიც კი არ ვყვებოდი.სულ რამდნეიმე წამით შეწყვიტა კოცნა და დაიღრინა.
-მაკოცე!
-იოცნებე.
ხელი  მოკლე პენუარის ქვეშ შემიცურა და შიშველ თეძოზე ძლიერად მომიჭირა.თავი ვეღარ შევიკავე და კვნესა წამსკდა. დარლას ჩაეღიმა ,ოდნავ მომშორდა და ხვნეშით ამოთქვა.
-ხედავ შენც გინდა...შენც სურვილით იწვი შემეხო.
"ჯანდაბას  თავმოყვარეობა!ჯანდაბას სინდისი! ჯანდაბას ის ფაქტი რომ კაკის ძმაა!
ჯანდაბას ყველქფერი, რაც ხელს მიშლის ვაკოცო"
გავიფიქრე და უკვე სურვილით გადამწვარმა მის ტუჩებს თითი ჩამოვაყოლე.თავლები მიელულა.სწრაფად დავწვდი მის დიდ წითელ ბაგეებს და ხელი თმაში შევუცურე.ის იყო წელზე ხელი შემომხვია ,რომ მის ტუჩებს მოვწყდი და მოვიშორე.მაინც მოვახერხე ცივი გონების შენარჩუნება და ჩემს ემოციებზე უარის თქმა.სუნთქვა დავიწყნარე და კარისკენ ვანიშნე ხელით.
-თუ თქვენი ჟინი დაიოკეთ გთხოვთ მიბრძანდეთ ჩემი სახლიდან.არ ვარ დაინტერესებული შეყვარებულის ძმასთან სე**ით.
გაბრაზებულმა ,ბინდგადაკრული  ზღვისფერი თვალები შემომანათა და ჩემი სახელი ჩაიღრინა.
-ნეა...
-გთხოვ წადი აქედან,თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.
  ერთი შემომიბღვირა და როგორ უცბადაც გამოჩნდა ისე გაუჩინარდა. დარჩენილი დღე,ნუ რაღა დღე,იმაზე ფიქრში  გავატარე რატომ ვაკოცე.საკუთარ თავზე ნერვები მეშლებოდა და მინდოდა მომეკლა. მინდოდა საკუთარი ხელებით მომეკლა ჩემივე თავი,ამის ნაცვლად კი, მისაღებში უკვე ჩაცმული, დივანზე გავიშხლართე და თაროდან აღებული მორიგი წიგნის კითხვას მოვყევი.
      დათო ცხრისკენ დაბრუნდა და ჩემს დანახვაზე ჩაეღიმა.
-რას შვები მძინარე მზეთუნახავო?
-ეეე ხო იცი არ მევასება მე ავრორა.
-მაშინ ფიფქია?
-ეგ საერთოდ,მმ მე რამპუნცელი ვარ ოღონდ მოკლე თმით.
გავუღიმე და წამოვჯექი.
-სად ბრძანდებოდით თქვენო ბრწყინვალებავ?
-მეგოაბრი უნდა მენახა მარა ვიღაც გოგოს გამო გადამაგდო.
-სიყვარული და რამე?
-არ ვიცი გოგონი არა.აუ წამო გოგასთან გავიდეთ რა.
წარბები ამითამაშა და მერე საწყლად შემომხედა.მე მეტი რა მინდოდა,მეცალა და თან გოგაც საუკუნე არ მენახა
-წამო და თან  რაღაცას მოგიყვებით,თორე ოდემსე თქვენით რო გაიგოთ მიმახრჩობთ.
-ახლა რაღა ჩაიდინე?
-მოგიყვებით თქო უიმეეე.
უცბად მოვიცვი ჟაკეტი და დათოსთან ერთად ერთი ქუჩის იქით მდებარე გოგას სახლის წინ ავიტუზე.
გოგამ მალევე გამოგვხედა და დათო რომ დაიანხა თვალებში ჭინკები გაუჩნდა.
-ჩემი ერთადერთი ხარ შენ.რატო აღარ მნახე.-მისკენ გავიქეცი , კისერზე ჩამოვეკიდე და ჩუმად ჩავჩურჩულე-თუ პრინცი არ მიდის პრინცთან,მაშინ პრინცი მივა პრინცთან.
-გიჟი ხარ ნეა.გიჟი.რა სისულელე მოიბოდიალე ახლა.
-არ მოგენატრა?
-ძალიან.რო მივიდე და ვაკოცო რას იზავს?
-გაკოცებს.
-ნუ მაიმედებ გოგო.
-ნუ ხარ იდიოტი.
- მე არ უნდა მომესალმო ბიჭო?
-მოდი შე დაკარგულო მოდი.
გოგა დათოს გადაეხვია და ლამის მე გავთბი მის მაგივრად.სული გამითბა..
სახლში შევედით ,გოგამ ყავა მოგვიმზადა და სამზარეულოს დახლთან ჩამომსხდრებმა ჭორაობა დავიწყეთ.
-ნეა რაღაც უნდა გკითხო?
-მიდი და ბარე მეც მოგიყვებით შოკ  ამბავს.
-პირდაპირ გკითხო?მგონი უხეშად გამომივა.
გოგას მობეზრებულმა შევხედე და ვუთხარი.
-თუ მეკითხები მკითხე.
-დარლასთან იწექი?
-ვისთან?
უცბად ვერ მივხვდი რას კითხულობდა.
-კაკის ძმასთან.
ისე შემომიღრინა თითქოს თავს ვიშტერებდი.არა და თავიდან მართლა ვერ მივხვდი.ცოტახანს გაშტერებული ვუყურებდი.
-სა...საიდან გაიგე?ამ წამს უნდა მომეყოლა.
-წინ მივიწევთ აღარ მალავ მაინც.
-საიდან იცი გოგა?.
-მოიცა შენ ხარ ის გოგო ვის გამოც დღეს დარლამ არ მნახა?.ფუ ამის.
დათომ ერთი კარგად შეიკურთხა და აქეთ-იქით სიარულს მოყვა.
-დარლა ჩვენი მეგოაბრია-ხელით დათოზე და თავის თავზე მანიშნა-გუშინ ბარში შევხვდი ,მერე ლაპარაკში მოაყოლა რომ .ისი ძმის შეყვარებულთან იწვა.
-არ ვიცოდი მისი ძმა რომ იყო...
ჩუმად ჩავიდუდღუნე და თავი ჩავქინდრე.სულ არ მიმიქცევია იმ ფაქტისთვის ყრადღება დარლას მეგობარი რომ უწოდა.
-მაგრამ ახლა იცი ხომ ასეა?
-კი მეორე დღეს კაკიმ გამაცნო.აუტანელი ქაჯი არსებაა.ტიპს ვერ შევაგნებინე რომ მისი ძმის შეყვარებული ვარ... ჩაიხვია "შენც გინდა " და აღარ მეშვება.იდიოტი.თავხედი. ქარაფშუტა უნამუსო.ღმერთო როგორ ვერ ვიტან...
-რეებს ბაზრობ ?
გოგამ გაოცებულმა შემომხედა და მერე დათოს გახედა.ისიც ისევე თვალებგადმოკარკლული მიყურებდა ,როგორც მისი მიჯნური.
-მოკლედ დარლამ...
ყველაფერი დეტალებში ჩავუკარკლე.სახეზე ემოციები ერთმანეთს ცვლიდნენ.მე კი სამზარეულოს დახლზე თავჩამოდებული სადაც იყო ავტირდებოდი.
-ამის დედა შ.....ი მართალია ის ვირი.ღმერთო ძალაინ სექსუალურია და თავს ვერ ვიკავებ ,როცა მიახლოვდება.
-ნეა.
ისე დანანებით ჩაილაპარაკა დათომ ჩემი სახელი მართლა ავტირდი და გოგას ავეკარი.
-მეზიზღება!რატომ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ეგეთი ფორმით.
მალევე მოვრჩი ქვითინს და გოგას უფრო მეტად ავეკარი.მეგობარმა თავზე ხელი გადამისვა და მაკოცა.
-ვსო დაიწყნარე ნერვები  ქალბატონო.რას აპირებ?
-არ ვიცი.-ტელეფონზე კაკიმ მომწერა შენს სახლთან ვარო,ტელეფონიანი ხელი შევათამაშე და ბიჭებს ვუთხარი.
-წავედი მე.
გოგას ლოყაზე ვაკიცე და დათოს თითი დავუქნიე.
-არაფერი იმაიმუნო.
-ვერ ხარ შენ ცოტა.
თითი შუბლზე მიიდო და მანიშნა გაკლიაო.
-კაი ხო ხუმრობაც არ დამაცადო.იდიოტო.ვსო წავედი.
  სახლთან მისულს მანქანაში  დამხვდა.თავიდან გულმა რეჩხი მიყო რამე ხომ არ გაიგო თქო.მერე რომ გამიღიმა და მანიშნა ჩაჯექიო მომეშვა.
-როგორ ხარ?
-კარგად.
-სად იყავი?
-გოგასთან გავედით მე და დათო. იმდენი ხანია არ მინახავს გოგა. უნამუსობაა ამდენს რომ მაწვალებს ანი.
-დაგაკლდა ძმაკაცი?
-ხო.
საწყლად შევხედე და როცა შევატყვე გადასვლას არ ვაპირებდით ღვედი შევიკარი.
-სადმე მიგყავარ?.
-არ ვიცი,უბრლაოდ ვისეირნოთ.მომბეზრდა სახლი.დარლა ისვე ვერ მპატიობს და  დაგესლილი დადის ,როცა ჩვენთან არის.
-ცალკე ცხოვრობს?
ისე გავიკვირვე თითქოს არ ვიცოდი.
"კი ნეა არ ხარ მის სახლში ნამყოფი,რას ლაპარაკობ"
-ხო.5 წლის წინ ბარგი აკრიფა და  ცალკე გადავიდა,მას შემდეგ ცდილობს არ გვანხოს.
-კი მაგრამ რატომ?
-ძალიან ვიჩხუბეთ,ისეთი რამ გავაკეთე,რაც არ უნდა მექნა.არც კი ვანანობდი.ახლა ვხვდები რამდენად საშინლად მოვექეცი.
-მაინც ძმა ხარ,რა უნდა იყოს შენზე მნიშვნელოვანი. რა უნდა ქანს ლევანიმ ისეთი რის გამოც ასე მოვიქცევი?!5 წელი ცოტა არაა!და ამ დროის მანძლიზე სულ ასე ნაგლურად და გესლიანად გესაუბრება?
-ან საერთოდ არა.
-ღმერთო შენ მიშველე. რამეს ჩავრთავ რა.
-მიდი.
გამიღიმა და ჩემი ხელი თავისში მოიქცია. დამბურძგლა,მწვანე თავლები მას მივანათე და გამეღიმა ,როცა ხელის ზურგზე მომაკრო გახურებული ტუჩები.
სასურველ სიმღერას დიდხანს ვეძებდი,ბოლოს არაფერი რომ არ მომეწონა თავი გავანებე.სადღაც გააჩერა მანქანა.ორივე ჩუმად ვისხედით.ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა დარლასგან.
"გამოგივლი"
"არ ვარ სახლში,შენ ძმასთან ერთად ვარ".
იმ იმედით დავამატე ,რომ შემეშვებოდა,მაგრამ ჯიუტი ვირი იყო და რას გააგებინებდი?!
"ხო და მოგიყვანოს"
"შემეშვი"
-ვის წერ?
-გოგა,ვერ მელევა.
გავიცინე და ტელეფონი ჯიბეში ჩავაბრუნე.
-ვეჭვაინობ მე გოგაზე.
-ოხ რა საფუძველზე?
-იმ საფუძველზე რომ ძაან ვერ ელევით ერთმანეთს.
-ვიმეორებ! ბავშვობის მეგობრები ვართ და ჩემი მასსავით არავის ესმის.
-არც მე?
-დიახ,არც შენ.სამაგიეროდ შენ ჩემი შეყვარებული ხარ.
    ლოყაზე ხმაურით ვაკოცე და თავი მხარზე ჩამოვადე.კარგახანს ვისხედით ასე და არაფერს ვაკეთებდით.



№1 სტუმარი ანუ

კაკის რატო არ შორდება ვერ ვხვდები.

 


№2  offline წევრი ნაამა

ანუ
კაკის რატო არ შორდება ვერ ვხვდები.

მარტივია,არ უნდა და თან ძალიან მოსწონს

 


№3 სტუმარი ანუ

ნაამა
ანუ
კაკის რატო არ შორდება ვერ ვხვდები.

მარტივია,არ უნდა და თან ძალიან მოსწონს

მის ძმასთან იწვა, რამე რომც გამოუვიდეთ არც ისე მართებული საქციელია მისი მხრიდან ისევ კაკისთან დარჩენა. მოწონებით კიდე დარლაც მოსწონს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent