შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასაწყისი ( 11 )


17-03-2022, 21:15
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 3 780

მოულოდნელობისგან გაშეშებულები უყურებდნენ, შეიარაღებული მამაკაცებით გარშემორტყმულ მაღალ, გამხდარ, ჭაღარათმიან, ვიწრო შავ შარვალში და ამავე ფერის პიჯაკში გამოწყობილ ქალს რომელიც ვერცხლისბუნიკიან ხელჯოხს ეყრდნობოდა და წარბაწეული, მკაცრი მზერით ათვალიერებდა მაგიდასთან მსხდომთ.
- რა ხდება, ვინ ხართ და აქ რას აკეთებთ, -პირველი ალექსი მოეგო გონს და წამოდგა, ლეომაც მას მიბაძა და გვერდით ამოუდგა.
- აი თურმე რაშია საქმე, მე სასწრაფო წესით, სპეციალური რეისით საქართველოში მოვფრინავ შეშინებული, შენ კი აქ ზიხარ ვითომც აქ არაფერი და ამ უსაქმურებთან ერთად ერთობი, -ქალს ცივი და გამყინავი ხმა ჰქონდა, არანაირ ემოციას არ ამჟღავნებდა ლაპარაკისას თხელ ტუჩებს თითქოს არც კი ამოძრავებდა, ელენეს თვალებში უყურებდა თითქოს მისგან თავის დახრას და რაღაც ბოდიშისმაგვარს ელოდა, მეტი თავის შეკავება ვეღარ შეძლო ელენემ ახლა რომ მისთვის პასუხი არ გაეცა ალბათ გული გაუსკდებოდა ან ყელში მოწოლილი ბრაზი დაახრჩობდა, ფეხზე წამოდგა და ალექსს მკლავზე დაეყრდნო რომ წონასწორობა შეენარჩუნებინა.
- არ გინდა გთხოვ, ახლა სიმშვიდე გჭირდება, -ალექსი თვითონაც ძლივს იკავებდა თავს მაგრამ ყველანაირად ცდილობდა რომ ელენე ცუდად არ გამხდარიყო.
- შენი აზრით ამ ქალის სიახლოვეს მშვიდად ყოფნა შესაძლებელია? -პირგამეხებულ ბებიამისზე ანიშნა და ისე მოუჭირა ფრჩხილები მკლავზე რომ ალექსმა ძლივს შეიკავა კვნესა.
- შემომხედე, კარგად შემომხედე, -მიმართა ქალს, -შენი აზრით ვგავარ იმ ადამიანს ვისაც ახლა გართობის თავი აქვს? ჯერ კიდევ რამდენიმე საათის წინ შენი და შენი წყეული ფულის გამო ნესტიან სარდაფში ვიყავი გამოკეტილი და კაცმა არ იცის რა მოხდებოდა ლეოს და ნიკს რომ არ მოესწროთ.
ქალბატონმა ლეილამ ალმაცერი მზერა შეავლო ტყუპებს, რომლებიც დაუფარავი ზიზღით შეჰყურებდნენ,
- როცა არაფერი იცი ჯობია გაჩუმდე, ახლა კი წამომყევი აქედან მივდივართ, -მიმართა ელენეს და ისე შებრუნდა, აშკარად დარწმუნებული იყო რომ შვილიშვილი უსიტყვოდ გაეკიდებოდა უკან, სიმწრის სიცილი წასკდა ელენეს.
- როდემდე უნდა გელოდო, ფეხი გადმოადგი, -უკვე კართან მისული შემობრუნდა და წარბაწეული მიაჩერდა ნერვიული სიცილისგან აცახცახებულ გოგონას.
- ელენე არსად არ წამოვა ქალბატონო, როგორც ხედავთ ცუდად არის და დასვენება სჭირდება, ახლა წადით და თუ მოისურვებს თქვენთან საუბარს ან მოსვლას შეგატყობინებთ, -ალექსი ცდილობდა მშვიდად ესაუბრა, წელზე ხელი მოხვია ელენეს და ახლოს მიიზიდა, მანაც მხარზე მიადო თავი და აწყლიანებული თვალებით შეხედა ბებიას.
- შენ ვინ ხარ რომ მითითებ რა უნდა გავაკეთო? -ქალს პირველად შეეტყო სახეზე რომ გაცოფებული იყო, ალექსს ისე უყურებდა აშკარა იყო უნდოდა შუაზე გაეგლიჯა.
- ელენე ჩემი საცოლეა და უფლებას არ მოგცემთ ასე ტყუილუბრალოდ ანერვიულოთ, -მისი სიტყვებით გაოცებულ ელენეს შუბლზე აკოცა და ისევ ბებიამისს მიუბრუნდა.
- წაიყვანეთ ეს ხალხი და წადით აქედან სანამ მოთმინება დამიკარგავს.
- ალექსი მართალია, აქედან წადი, ახლა შენი ნახვა და შენი სიახლოვე ყველაზე ნაკლებად მინდა და მჭირდება, -ჩაწყვეტილი ხმით ჩაილაპარაკა და წელზე მოხვია მკლავები საყვარელ მამაკაცს, მხოლოდ მის გვერდით, მის მკლავებში გრძნობდა თავს ასე დაცულად და უსაფრთხოდ.
- მე ბებიაშენი ვარ, როგორ ბედავ და ასე მელაპარაკები, -იკივლა ქალმა.
- გაჩუმდი და გაეთრიე ამ სახლიდან, -იღრიალა ლეომ, ქალმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და დაცვის წევრებს რაღაც ანიშნა ისინიც მაშინვე მის წინ განლაგდნენ.
- საკუთარი შვილიშვილის გეშინია? ბ ე ბ ი ა -დამარცვლა ლეომ ირონიული ღიმილით, -გგონია შენთვის რამის დაშავება რომ მინდოდეს, ესენი შემაჩერებენ? -რობოტებივით გაშეშებულ მცველებს მოატარა მზერა.
- მეგონა მან თქვენს შესახებ არ იცოდა, -გადაულაპარაკა ელენემ ლეოს.
- მე და ნიკსაც ასე გვეგონა, არადა თურმე ამდენი ხანი სიცრუეში გვიცხოვრია, -გაფითრებულ დას გადახედა ლეომ და სცადა მისთვის გაეღიმა რომ გაემხნევებინა, დაბნეული უყურებდა ელენე ქალს და ვერ ხვდებოდა რა თამაშს თამაშობდა, რა უნდოდა, თუკი იცოდა რომ სხვა შვილიშვილებიც ჰყავდა მაინცდამაინც ის რატომ ამოიჩემა?
- კარგი, რაკი ასე გინდათ იყოს ასე, -უცნაურად მშვიდი ხმით ჩაილაპარაკა ქალმა, დაცვას ანიშნა გარეთ დამელოდეთო, თვითონ მაგიდას მიუახლოვდა, თავისუფალი სკამი გამოწია, მის კიდეზე ჩამოჯდა და თხელი თითებით მსუბუქად დაეყრდნო მაგიდას, ყველა თვალმოუშორებლად შესცქეროდა, იყო მასში რაღაც ისეთი რაც ამოუხსნელ შიშს, რიდს და ზოგჯერ გაღიზიანებას იწვევდა ადამიანებში, მაგიდასთან მსხდართ თვალი მოავლო და მერე ჯერ კიდევ ფეხზე მდგომ, ლეოს, ელენეს და ალექსს შეხედა,
- რას დგახართ დაჯექით, ერთხელ და სამუდამოთ ავხადოთ ყველაფერს ფარდა, ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა გავარკვიოთ ამ ზღაპარში ვინ არის ცუდი გმირი...
- მაგს კითხვა რად უნდა? -ჩაიფხუკუნა ლადომ და კახას გამოწვდილ ხელში ხელი ჩაურტყა.
- რომ ვუყურებ მაჟრიალებს, -ლილია გიორგისკენ მიჩოჩდა და მიეხუტა.
- ნუ გეშინია მე დაგიცავ ამ ბოროტი კუდიანისგან, -ჩასჩურჩულა გიორგიმ და სიცილით დაუკოცნა ათრთოლებული თითები.
- დარწმუნებული ხარ რომ მოახერხებ? -ეშმაკურად გაუღიმა და ხერხემალზე აუტარა თითები, ესიამოვნა როცა მისი რეაქცია იგრძნო.
- ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი ნუ გეპარება, -დანისლული თვალებით დახედა ლილიას და გაბუშტულ, ოდნავ შეხსნილ ბაგეებზე გაუშტერდა მზერა.

- ძვირფასო ბ ე ბ ო, ისედაც აშკარაა ვინ არის აქ ბოროტი გმირი, ახლა რის გაკეთებას ცდილობ, გინდა რომ გაგვასულელო? -ნიკს ეტყობოდა რომ ძლივს ახერხებდა თავის შეკავებას, წარბი ასწია და ირონიული ღიმილით შეავლო მზერა ქალბატონმა და ძმას
- თქვენ არანაირი უფლება არ გაქვთ ბებია მიწოდოთ მხოლოდ იმიტომ რომ უსინდისო დედათქვენი ჩემს უფროს შვილთან იწვა, ამავდროულად რამდენი საყვარელი ჰყავდა კაცმა არ უწყის, მისი ბრალია რომ ჩემი შვილი დაიღუპა, ის რომ არა...
- როგორ ბედავ და მათ ასე ელაპარაკები, -აქამდე ჩუმად მჯდარმა ელენემ ვეღარ მოითმინა როცა ბიძაშვილების გაფითრებულ სახეს და აწყლიანებულ თვალებს შეხედა
- ასეთი მიამიტი რატომ ხარ შვილო, -ქალმა სინანულით გადაიქნია თავი, -მათი ასე რატომ გჯერა, ყველაფერს გატყუებენ, მხოლოდ ფული და ქონება აინტერესებთ.
- გეყოფა, შეგრცხვეს ამას რომ ამბობ, -ლეოს უჩვეულოდ ჰქონდა გამტყდარი ხმა, -მე და ჩემს დას არავისი არაფერი გვჭირდება, პატარაობიდან მუხლჩაუხრელად ვსწავლობდით და ვშრომობდით რომ ის ყველაფერი გვქონოდა რაც ახლა გვაქვს, შენთან არასდროს მოვსულვართ, შენთვის არასდროს არაფერი გვითხოვია...
- ჰო მაგრამ მასიმოსგან დახმარების მიღებაზე უარი არ გითქვამთ.
- მასიმო ვიღა ჯანდაბაა, რას ბოდავ? -წამოიყვირა ნიკმა
- ისე ნუ იქცევით თითქოს ვერ ხვდებოდეთ რას გეუბნებით, მე მომისმინე ელენე, შენი აზრით როგორ მოახერხა ქუჩაში სამსახურის და ფულის გარეშე დარჩენილმა ახალგაზრდა გოგონამ, სახლის ყიდვა, ტყუპების გაჩენა, მათთვის სრულყოფილი განათლების და ნორმალური ცხოვრების მიცემა.
- ეს ყველაფერი არ მაინტერესებს, რატომ მიყვები? -ელენე ვერ ხვდებოდა საით უმიზნებდა ქალი.
- მასიმო ჩემი ქმრის ძმისშვილია ჰო სწორედ ის მასიმო ვისი დავალებითაც გაგიტაცეს და ვისაც უნდა რომ მთელი მემკვიდრეობა წაგართვას, ის ეხმარებოდა მათ დედას, ის ფარავდა მათ ხარჯებს და ის ამზადებდა მათ იმისთვის რომ ეს სპექტაკლი მოეწყოთ.
- ელენე გეფიცები არაფერი ვიცოდით, -სასოწარკვეთილი ხმით წამოიძახა ნიკმა, ლეო ადგა, ელენეს მიუახლოვდა, მის წინ ჩაიჩოქა, ჯერ ალექსს შეხედა თვალებში და როცა მის მზერაში საწინააღმდეგო ვერაფერი დაინახა, გოგონას ხელები ხელში მოიქცია, ღიმილით დააცქერდა ელენე სახეწაშლილ გაფითრებულ ბიჭს.
- ვიცი ლეო ახლა რის გაკეთებასაც აპირებ და არ გინდა გთხოვ, ნურაფერს ამიხსნი, მე უკვე გითხარით რომ თქვენი მჯერა და გენდობით.
- ჰო მაგრამ მე მაინც მინდა რომ აგიხსნა, გეფიცები მასიმოს არ ვიცნობთ, ის არასდროს დაგვხმარებია და თუ დედას ეხმარებოდა ჩვენ მე და ნიკმა ამის შესახებ არაფერი ვიცოდით, ქონებას რაც შეეხება ამ ქალის ფული არაფერში გვჭირდება, მე და ნიკს ჩვენი საკმაოდ წარმატებული საქმე გვაქვს და იმდენი ფული რომ ჩვენ, ჩვენს შვილებს, იმათ შვილებს და შვილთაშვილებსაც თავისუფლად ეყოფათ, ეს ყველაფერი ჩვენი შრომით გავქვს მოპოვებული, ერთადერთი რაც სრული ბედნიერებისთვის გვაკლდა შენ იყავი და ახლა შენც გიპოვეთ...
უსმენდა ელენე და მიუხედავად იმ ტანჯვისა რასაც მის თვალებში ხედავდა ეგოისტურად სიამოვნებდა მისი სიტყვები, აქამდე ასე საჭიროდ და მნიშვნელოვნად თავს მხოლოდ ალექსის გვერდით გრძნობდა ახლა კი უკვე ლეო და ნიკიც ჰყავდა, სკამიდან ჩაცურდა, მის წინ ჩაიმუხლა მხარზე თავი დაადო და მაგრად მოეხვია, გაშეშდა ლეო არ ელოდა, ერთხანს ვერ მიხვდა რა უნდა გაეკეთებინა, მერე თვითონაც მოხვია ხელი და თვალები მაგრად დახუჭა რომ უცაბედად მომდგარი ცრემლებისთვის გადმოღვრის საშუალება არ მოეცა, ფეხზე წამოდგა ნიკი მაგიდას შემოუარა, მათ გვერდით დაიჩოქა და ორივეს მოეხვია.
ღიმილით უყურებდა ალექსი ამ გულისამაჩუყებელ სცენას, ელენეს კარგად ყოფნა და ბედნიერება ისე ახარებდა როგორც საკუთარი...
- ადგომაში დამეხმარეთ თორემ მთელი სხეული ისეთი დაჟეჟილი მაქვს ვერ ვინძრევი, -დაიწუწუნა ელენემ როცა ტყუპები მოშორდნენ, ლეომ ბუმბულივით მსუბუქად აიტაცა ხელში და ისევ ალექსის გვერდით დასვა, ბედნიერი თვალებით ახედა ქვემოდან ალექსს და ხელზე ხელი მოუჭირა.
- რა იდილიაა, ხომ არ დაგავიწყდათ რომ მეც აქ ვარ, -ამჯერად ქართულად გაისმა ქალის ირონიული, ცივი ხმა მისაღებში და ისევ გაჩუმდა ყველა.
- მგონი შენი წასვლის დროა, -ელენეს ხმა ამჯერად უფრო მტიკეცე ჩანდა, -დაბრუნდი იტალიაში და დაივიწყე რომ აქ საქართველოში შვილიშვილი გყავს.
- დავბრუნდე და ამ მგლების ხროვასთან, ამ მატყუარებთან დაგტოვო? ძალიან მიამიტი და მიმნდობი ხარ და ამით სარგებლობენ, თუნდაც ეს ბიჭი ვისაც ასე ეხუტები, გგონია მისი ნდობა შეიძლება? გგონია არაფერს გატყუებს? ის უბრალოდ გიყენებს, შენით ერთობა...
იგრძნო ელენემ როგორ დაიძაბა ალექსი, მთელი სხეული დაეჭიმა, ხელი ისე მოხვია ელენეს წელზე თითქოს შეეშინდა რომ ვინმე მის თავს წაართმევდა, თავი ასწია ელენემ და ჩამუქებულ თვალებში ჩააშტერდა რომლებიც უცნაური შფოთვით და მღელვარებით ჰქონდა სავსე, ბებიამისის სიტყვებს არ გაუკვირვებია ელენე, იცოდა ეს ქალი ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის რომ გადაებირებინა, ტყუილის თქმასაც არ მოერიდებოდა, მაგრამ ალექსის ასეთმა რეაქციამ ნამდვილად გააკვირვა, მაგიდას მოავლო თვალი, ზუსტად ალექსისნაირი მზერა ჰქონდათ გიორგის ლადოს და კახას, მიხვდა, იყო რაღაც რასაც უმალავდნენ და რის გამოყენებასაც ბებიამისი ალექსის წინააღმდეგ აპირებდა, ნეტავ რა უნდა ყოფილიყო ისეთი რაც ალექსის მიტოვებას, მის დავიწყებას, გულიდან მის ამოგდებას აიძულებდა, უნებურად გაეღიმა, ასე გაღიმებული შებრუნდა ბებიამისისკენ.
- ტყუილად ცდილობ, რასაც არ უნდა აკეთებდე იცოდე რომ ამაოა, დროს ტყუილად ნუ დაკარგავ, წადი დაბრუნდი იტალიაში.
- არსად წასვლას არ ვაპირებ, ჯერჯერობით აქ ვრჩები, თბილისში ვიქნები მანამ სანამ ყველას არ ჩამოვხსნი ნიღაბს, სულ ცოტა ხანში დაინახავ ვინ ვინ არის სინამდვილეში და შენი ნებით წამომყვები იტალიაში, -კბილებში გამოსცრა, წამოდგა და ამაყად თავაწეული გავიდა ოთახიდან.
- უჰ როგორც იქნა წავიდა, სუნთქვაშეკრული ვიჯექი, ასე მეგონა მალეფისენტივით დააძრობდა საიდანღაც ჯადოსნურ კვერთხს და გაგვაშეშებდა ყველას სამუდამოდ, -ლადომ თეატრალურად მოიწმინდა შუბლიდან არარსებული ოფლი.
- ნუ აზვიადებ ბიჭო, -კახამ ღიმილით გაჰკრა ხელი, -მაგათ ერთმანეთს როგორ ადარებ, არ იყო მალეფისენტი მაგისნაირი ბოროტი.
- კარგად ხართ? -გიორგიმ გამომცდელი მზერა შეავლო წყვილს.
- ალბათ არ დამიჯერებთ მაგრამ მშვენივრად ვარ, ასე კარგად არასოდეს ვყოფილვარ, -ელენე მაგიდისკენ მიიწია და ხაჭაპური გადმოიღო თეფშზე, -ამდენი უაზრო კამათის შემდეგ მომშივდა, ასე რატომ მიყურებთ თქვენც გააგრძელეთ რა ჭამა, მარტო ხომ არ შევჭამ რაღაცნაირად მრცხვენია.
- დარწმუნებული ხარ რომ არ გინდა მე და შენ მარტო ვისაუბროთ ამ ყველაფერზე? -ალექსმა მის ყურთან ჩაიჩურჩულა და თან მოშიშვლებულ მხარზე თბილი კოცნა დაუტოვა.
- ახლა? ნამდვილად არ მინდა, შეგიძლია ყველაფერი მომიყვე ოღონდ როცა ამის სურვილი გექნება და როცა ამას საჭიროდ ჩათვლი, თუ გინდა საერთოდ ნურაფერს ნუ მომიყვები.
- როგორ შეგიძლია ასეთი იდეალური იყო, -უჩვეულოდ თბილი ხმით უთხრა.
- ნუ აზვიადებ რა სულაც არ ვარ იდეალური, -შეეცადა მხიარულად გამოსვლოდა.
- მინდა მჯეროდეს რომ ვერავინ და ვერაფერი ვერ შეძლებს ჩემზე აზრი შეგაცვლევინოს, -ტკივილიანი ხმა ჰქონდა და სევდით სავსე თვალები.
- უნდა გჯეროდეს, -მისკენ შებრუნდა, თხელ თითებში მოიქცია მისი სახე, ნაზად ეფერებოდა და იმდენ ხანს უყურებდა თვალმოუშორებლად სანამ მის თვალებში ის მხიარული ნაპერწკლები არ შეამჩნია ასე ძალიან რომ უყვარდა.
- - - - - - - -
უცნაური სიზმარი ესიზმრა, უდაბნოში მიდიოდა ფეხშიშველი, ცხელი ქვიშა ფეხისგულებს უწვავდა, მზე უმოწყალოდ აჭერდა სხეულზე რომელსაც მხოლოდ მოკლე სირფიფანა სარაფანი უფარავდა, წყურვილისგან გამშრალი ჰქონდა პირი და ტუჩები დახეთქილი, ოაზისი დალანდა შორს, მიდიოდა და ნელ-ნელა ახლოვდებოდა ნანატრი სიმწვანე, სიამოვნებისგან ჟრუანტელმა დაუარა როცა ფეხი ცხელი ქვიშიდან პირდაპირ რბილ, მწვანე ბალახზე შედგა, წყლის ჩხრიალი მოესმა, ფეხს აუჩქარა, იქაურობა უკვე ოაზისს კი არა გაუვალ ჯუნგლებს ჰგავდა, ხელით გადასწია ლიანები და საოცრად ლამაზი ჩანჩქერის დანახვისას გაოგნებული შედგა, თვალებგაფართოებული უყურებდა ფირუზისფერ, კამკამა წყალს, ნელ-ნელა შევიდა წყალში, სიგრილე სასიამოვნოდ შემოეხვია გახურებულ სხეულს, მუხლებამდე წყალში იდგა დედიშობილა როცა მისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით ამოყვინთა წყლიდან ალექსმა, არ გაკვირვებია თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო, ნელ-ნელა ამოდიოდა წყლიდან და უახლოვდებოდა, ისიც შიშველი იყო, ხარბად ათვალიერებდა ელენე, ერთი სული ჰქონდა ახლოს მოსულიყო რომ მისი სხეულის ყველა დეტალი შეესწავლა, მოდიოდა ალექსი მაგრამ მანძილი არ მცირდებოდა, პირიქით უფრო და უფრო იზრდებოდა მათ შორის არსებული სივრცე, ფეხის გადადგმა სცადა მაგრამ ვერ მოახერხა, თითქოს ერთ ადგილზე იყო მიყინული, უკვე ვეღარ ითმენდა ისე უნდოდა მისი შეგრძნება, ღრმად სუნთქავდა, გამაგრებულ კერტებზე მოისვა ხელი, თავი უკან გადააგდო და მეორე ხელი ფეხებსშუა ჩაიცურა, საკუთარმა ხმამაღალმა კვნესამ გამოაფხიზლა...
ალექსის საძინებელი რომ იცნო, დაფეთებულმა მიმოიხედა ირგვლივ და სირცხვილისგან სახეაწითლებული წამოხტა ფეხზე, კიდევ კარგი ალექსი მის გვერდით არ იწვა, ახლა უფრო კარგად ესმოდა რის თქმას ცდილობდა მისთვის ლილია,
- ჯანდაბას კოშმარები, ხვალიდან სხვა საძინებელში გადავდივარ, თანაც აშკარაა რომ უკვე სხვა ტიპის კოშმარები შემაწუხებს ხოლმე, მისი სიახლოვე კი ვერაფერში დამეხმარება, უფრო პირიქით, -ჩაიბურტყუნა და საათს შეხედა, ღამის ოთხს უჩვენებდა, წამოდგა და აბაზანის კარი შეაღო, ალექსი იქ არ იყო, საძინებლიდან გავიდა, მთელი ბინა შემოიარა მაგრამ ვერ იპოვა, ის იყო საძინებელში უნდა შებრუნებულიყო რომ დერეფნის ბოლოში მდებარე ოთახის კარი გაიღო და წელსზემოთ შიშველი, თმაგაჩეჩილი ალექსი გამოვიდა, როგორც წესი ამ ოთახს არ იყენებდა ხოლმე და კარიც ყოველთვის დაკეტილი იყო, შეამჩნია თუ არა რომ ელენე უყურებდა, კარი სასწრაფოდ დაკეტა, გასაღები ჯიბეში ჩაიდო და ღიმილით წამოვიდა მისკენ.
- რატომ არ გძინავს?
- ვერ დავიძინე კოშმარი მესიზმრა,
- ჰოო, ამჯერად რა დაგესიზმრა? -ალექსმა თმებში თითები შეუცურა და თავისკენ მიიზიდა,
- რა კი არა ვინ, შენ დამესიზმრე,
- სერიოზულად, -ალექსს ღიმილმა გაუპო ბაგეები, -როგორ შეიძლება ის სიზმარი სადაც მე ვფიგურირებ კოშმარული იყოს?
- ოჰჰ, შენ რომ იცოდე... -ოხვრას მთელი გული ამოაყოლა და მენჯის ძვალს ჩაცილებული სპორტული შარვლის სათავესთან აუთამაშა თითები.
- ნუ ცუღლუტობ, ჩემს მოთმინებასაც საზღვარი აქვს, -გაეცინა ალექსს, -წამოდი დავიძინოთ.
- და თუ დაძინება არ მინდა?
- რა გინდა ელენე? -ხმა ჩაეხლიჩა ბიჭს.
- შენ მინდიხარ, შენი ტუჩები, შენი სხეული, აი ეს თითები ასე რომ მაგიჟებს, მთლიანად მინდიხარ,
-თვითონაც უკვირდა საკუთარი სითამამე, უყურებდა ალექსს გაფართოებულ და ვნებისგან დაბინდულ თვალებში და ხვდებოდა რომ ერთი წუთითაც კი აღარ უნდოდა მოცდა, აქვე და ახლავე უდოდა მისი გამხდარიყო
არაფერი უთქვამს ალექსს ხელში აიტაცა ელენე, საძინებელში შეიყვანა და ფრთხილად დააწვინა საწოლზე.
- დარწმუნებული ხარ? თანაც შენ ჯერ კიდევ არ გამოჯანმრთელებულხარ.
- უკვე ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც მომიტაცეს და თავს მშვენივრად ვგრძნობ, კარგად ვარ და ახლა მხოლოდ შენ მჭირდები, -მის თვალებში უსაზღვრო სურვილთან ერთად ყოყმანიც რომ შენიშნა წამოიწია, ორივე ხელით მოეხვია მხრებზე და ტუჩებზე დაეწაფა...
- - - - - - -
სრულიად შიშველს და ალექსის სხეულზე აკრულს გამოეღვიძა ელენეს დილით, თავი მის მკერდზე ედო, მისი ხელი წელზე ეხვეოდა, ფარდაგადაწეული ფანჯრიდან შემომავალი მზის სხივები უჭყიტინებდა და თვალის გახელას აიძულებდა, გული სხვანაირად უცემდა, ტუჩებს თავს ვერ უყრიდა, იღიმოდა, მის შიგნით დაგროვილი ბედნიერება იმდენი იყო რომ სადაცაა გარეთ გამოხეთქავდა და ყველასა და ყველაფერს მოიცავდა, ჟრუანტელმა დაუარა გუშინდელი ღამის გახსენებისას, მისი თითები და ტუჩები მთელ სხეულზე რომ გრძნობდა, მისი ნაზი და მწველი კოცნა და ალერსი, მისი ყოველი შეხება რომლითაც ელენე თავდავიწყებამდე მიყავდა...
წამოიწია, იდაყვით დაეყრდნო ბალიშს და ზემოდან დახედა საყვარელ სახეს, პატარა ბავშვივით ღრმად ეძინა ალექსს, მისი გაღვიძება არ უნდოდა მაგრამ ვერ მოითმინა რომ არ შეხებოდა, ფრთხილად დაატარებდა თითებს მის სახეზე, გამოკვეთილ ყბებს ჩამოუყვა და ლამაზად მოხაზულ სავსე ტუჩებზე გადაუსვა თითი...
- ჩემი ცელქი გოგო, -თვალებგაუხელლად ამოილაპარაკა დაბოხებული ხმით და ზემოდან მოექცა ელენეს, ღიმილით ჩახედა თვალებში, უჩვეულო ფერი ჰქონდა ამ დილით ელენეს თვალებს, დღეს მეტად მძლავრობდა მწვანე ფერი მათში, უციმციმებდა და უბრწყინავდა, რამდენიმე წამს ასე თვალისდაუხამხამებლად უყურებდა, ჯერ კიდევ არ სჯეროდა რომ ეს პატარა ულამაზესი საოცრება სულით ხორცამდე მას ეკუთვნოდა,
- დილა მშვიდობის, -ჩაიჩურჩულა და მისმა ბაგეებმა თითქოსდა თავისით მოძებნეს ელენეს ბაგეები, მკერდი ამოზნიქა გოგომ ხელები მოხვია და მთელი სხეულით აეკრო, თხელი საბანი გადააძრო ალექსმა, წამოდგა, ხელში აიტაცა და სააბაზანოსკენ წაიყვანა.
- რას აკეთებ? -ჰკითხა სახეაფორაჯებულმა, როცა ალექსმა სრულიად შიშველი დასვა სააბაზანოში და თბილი წყალი მოუშვა, გაეღიმა ბიჭს როცა მის აწითლებულ ლოყებს შეხედა, იდგა მობუზული, გაშლილი თმა მხრებს და მკერდს უფარავდა, უხერხულად ცდილობდა ხელებით შიშველი ადგილები დაეფარა და მას თვალს არიდებდა, ნამდვილი სრულყოფილება იყო და წარმოდგენაც კი არ ჰქონდა ამაზე, პატარა მორცხვი გოგო, ისე იქცეოდა თითქოს ცეცხლოვანი ღამე არ გაეტარებინათ ერთად, ღიმილით მიუახლოვდა, წყლის ქვეშ შესვა, უკან დაუდგა, თმები წინ გადაუწია და აქაფებული ღრუბელი დაუსვა ზურგზე, ფრთხილად უწმენდდა სხეულს, ელენე მოდუნდა, თავი უკან გადააგდო და მკერდზე მიაყრდნო.
- - - - - -

- კარგი რა დახმარების მაგივრად ხელს უფრო მიშლი, მიდი დაჯექი და ყველაფერს მე მოვამზადებ,
-ალექსმა დამწვარი ბლინი ნაგვის ყუთში ჩააგდო და ახალი დაასხა ტაფაზე.
- მეც მინდა რაღაცეების სწავლა, მინდა რომ საუზმე მე მოვამზადო ხოლმე, მიდი მითხარი რა გავაკეთო და გავაკეთებ, გთხოვ,
- არ გინდა რომ კულინარიულ კურსებზე იარო?
- ასე ძალიან არ გინდა რომ რამე მასწავლო? -გაბუტულმა გაბუსხა ტუჩები, ზურგი შეაქცია და სამზარეულოს მაგიდას მიეყრდნო, ისეთი საყვარელი იყო რომ ალექსმა თავი ვერ შეიკავა, წამებში შემოსვა მაგიდაზე, მის ფეხებშუა მოთავსდა და ტუჩებზე დააცხრა, დიდხანს კოცნიდნენ ერთმანეთს, ბოლოს ალექსი მოშორდა და შუბლით შუბლზე დაეყრდნო სუნთქვააჩქარებული,
- უბრალოდ როცა ჩემს გვერდით ხარ თავგზას ისე მირევ, არ შემიძლია იმის სწავლებაზე ვიფიქრო როგორ უნდა გამოაცხო ბლინები, კულინარიულ კურსებზე არ მიხუმრია, თუ გინდა საჭმლის მომზადება ისწავლო მაგ კურსებზე იარე მე კი სხვა გაკვეთილებს ჩაგიტარებ ხოლმე რას იტყვი? -ეშმაკურად გაუღიმა და თვალი ჩაუკრა.
- იქნებ პირველი გაკვეთილი ახლავე დაგვეწყო პატივცემულო, -ვნებიანი ხმით უთხრა ელენემ, მაისური გადააძრო და მკერდზე აკოცა, მერე თავისკენ დაქაჩა და ახლა მისი ყელის დაგემოვნება დაიწყო.
- აქედანვე ვატყობ რომ ბეჯითი მოსწავლე იქნები, -ჩაეცინა, მკერდზე ოდნავ დააწვა რომ მაგიდაზე გადაეწვინა, თეთრი თითქმის გამჭვირვალე მაისური აუწია...
იქვე მაგიდაზე მიგდებულმა ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინათ ‘’გაკვეთილი’’ გაბრაზებულმა დახედა ალექსმა ეკრანს და ხმა გამოურთო, რამდენიმე წამში ისევ აზუზუნდა ტელეფონი.
- უპასუხე იქნებ რამე სასწრაფოა, -ძლივს ამოილუღლუღა ელენემ.
- მაპატიე მართლა უნდა ვუპასუხო, მამაჩემია და რამე სასწრაფო რომ არ იყოს, ამ დროს და ამდენჯერ ნამდვილად არ დარეკავდა, -ელენე მაგიდიდან ჩამოსვა, მაისური გაუსწორა და შუბლზე აკოცა.
- იმედია არ გამიბრაზდები.
- არ გიბრაზდები, მიდი უპასუხე, მე კი ამ მიმწვარ ტაფას მივხედავ, -ახლაღა იგრძნეს დამწვარი ბლინის სუნი და სიცილი აუტყდათ.

სასწრაფოდ მისვლა სთხოვა ნუგზარმა და ალექსიც იძულებული გახდა რომ წასულიყო, მარტო საუზმობა არ უნდოდა ელენეს მაგრამ რა ექნა მგელივით შიოდა, მაგიდა გააწყო და ის იყო მიუჯდა რომ კარზე გაბმულმა კაკუნმა ისევ წამოახტუნა, სიხარულით გაუღო კარი ლეოს და ნიკს და ორივეს ერთად ჩაეხუტა.
- რა კარგია რომ მოხვედით, მარტო ვარ და ახლა საუზმობას ვაპირებდი, თქვენც ხომ შეჭამთ რამეს?
- თუ მარტო ხარ ესეიგი საუზმე შენ მოამზადე, მე არ მშია, შენ ლეო? -ღიმილით შეხედა ძმას.
- არც მე მშია, მიუხედავად იმისა რომ თითქმის ოცდაოთხი საათია არაფერი არ მიჭამია, -ეჭვით გადახედა გაწყობილ მაგიდას და ღიმილით ჩაეშვა სავარძელში, მიუხედავად იმისა რომ ტყუპები სულ რაღაც ერთი კვირაა იცნობდნენ ბიძაშვილს უკვე იცოდნენ რა საშინელი მზარეულიც იყო.
- მოკლედ რა, ბიძაშვილებიც ასეთი უნდა, -ბურტყუნებდა და თან მაგიდაზე თეფშებს აწყობდა, -ნუ გეშინიათ ჩემი გამზადებული არ არის ალექსმა გააკეთა ყველაფერი სანამ გავიდოდა.
- ახლა მივხვდი როგორ მომშიებია, -ლეო წამოხტა და მაგიდას მიუჯდა, ნიკმაც მას მიბაძა, დაჯდა და თეფში ხილის სალათით და ბლინებით გაივსო, ელენემ ღიმილით გადაქნია თავი და ის იყო თვითონაც უნდა მიჯდომოდა მაგიდას რომ კარზე დააკაკუნეს, სათვალთვალოში გაიხედა, არავინ ჩანდა, ფრთხილად გააღო კარი და ფეხსაწმენდზე დაგდებული თეთრი კონვერტი შეამჩნია, კარი ჩაკეტა ოთახში შევიდა მაგიდას მიუჯდა და კონვერტი გახსნა.
- ეს რა არის? -ნიკმა ინტერესით შეხედა.
- არ ვიცი ვიღაცამ კართან დააგდო, -გაოცებული უყურებდა მეხსიერების ბარათს, კონვერტში სხვა არაფერი იდო ერთი პატარა ფურცლის გარდა, რომელზეც გაკრული ხელით ეწერა...
- გირჩევ რომ მარტო უყურო...



№1  offline წევრი Koala°

ჰაჰ ისევ ინტრიგა❤️ იმედია ალექსს უპატიებელი შეცდომა არ დაუშვა წარსულში ისეთი რომ არ ეპატიოს❤️ ეს ბებია ნერვებს მიშლის მარა რა ვქნათ საჭირო იყო❤️❤️ წარმატებები

 


№2  offline წევრი Ucnobi qali

ნეტავ რა მოხდება?როდის დადებთ ახალ თავს??

 


№3  offline წევრი ლილა ნესი

Ucnobi qali
ნეტავ რა მოხდება?როდის დადებთ ახალ თავს??


ხვალ საღამოს ავტვირთავ ახალ თავს

Koala°
ჰაჰ ისევ ინტრიგა❤️ იმედია ალექსს უპატიებელი შეცდომა არ დაუშვა წარსულში ისეთი რომ არ ეპატიოს❤️ ეს ბებია ნერვებს მიშლის მარა რა ვქნათ საჭირო იყო❤️❤️ წარმატებები


მადლობა heart_eyes

 


№4 სტუმარი სტუმარი Nestani

Axla es barati aklda am gogos ra riti ver dacknardnen ufri arevs es bebo dacknarwbul urtiertobas make dadebt velodebi moutmenlad madloba warmatebebi ❤️????????????

 


№5  offline წევრი lilit

აუ გთხოვ რა რამე ცუდი აღარ დამართო ამ გოგოს თორე ამ გოგოზე მეტად მე ვხდები ცუდად.....იმედია ეს პატარა ბარათი ალექსაზე არაა, იმ დამპალი და არამზადა მონსტრისგან არაფერი გასაკვირი, რადგან შენი თითქმის ყველა ისტორია წაკითხული მაქვს ვფიქრობ ბოლოს ქორწილებით დაასრულებ???????? საოცრება ხარ რა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით საოცრება ხარ საოცრებათა ქვეყნიდან ოღონდ ცოტა დაძაბულობა მოხსენი რა ამ ისტორიას, სუნთქვა შეკრული ვკითხულობ ყველა გაგრძელებას ????????❤

 


№6  offline წევრი ლილა ნესი

lilit
აუ გთხოვ რა რამე ცუდი აღარ დამართო ამ გოგოს თორე ამ გოგოზე მეტად მე ვხდები ცუდად.....იმედია ეს პატარა ბარათი ალექსაზე არაა, იმ დამპალი და არამზადა მონსტრისგან არაფერი გასაკვირი, რადგან შენი თითქმის ყველა ისტორია წაკითხული მაქვს ვფიქრობ ბოლოს ქორწილებით დაასრულებ???????? საოცრება ხარ რა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით საოცრება ხარ საოცრებათა ქვეყნიდან ოღონდ ცოტა დაძაბულობა მოხსენი რა ამ ისტორიას, სუნთქვა შეკრული ვკითხულობ ყველა გაგრძელებას ????????❤


ძალაიან, ძალიან დიდი მადლობა heart_eyes
მიყვარს კარგი დასასარულები ასე რომ wink

სტუმარი Nestani
Axla es barati aklda am gogos ra riti ver dacknardnen ufri arevs es bebo dacknarwbul urtiertobas make dadebt velodebi moutmenlad madloba warmatebebi ❤️????????????


მადლობა heart_eyes

 


№7 სტუმარი marta

saocari gogo xar ♥️ sul ori romani makvs sakitxuli sheni da maoceb saswauliaa martlacc yochagg ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent