შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ისტორია


19-03-2022, 13:19
ნანახია 1 213

მე ლევანი ნაბორაშვილი ვარ დავიბადე 1995 წლის 14 ივლისს. მიუხედავად სიღარიბისა ჩემი მშობლები მაინც ახერებდნენ, რომ არაფერი მომკლებოდა საკვები, ტანსაცმელი მოკლედ რაც საჭირო იყო. მე ძირითადად ბებია და პაპა მზრდიდნენ მამაჩემთან ვერ ვცხოვრობდი რადგან მას არჰქონდა საშვალება რომ ვერჩინე, ქ.ყვარელში ცოტახანს ვიარე ბაღში შემდეგ დედაჩემის დედამ ქ. რუსთავში წამომიყვანა თუ რაიმეს მოვინდომებდი ყველანაირად დამეხმარებოდა, ბებია მდიდარი არიყო,მაგრამ მამაჩემზე მეტის გაკეთება შეეძლო. ხუთი წლის რომ გავხდი ბებიამ და პაპამ სპორტულ აკრობატიკაზე მიმიყვანეს მასწავლებელი პაპაჩემის მეგობრის შვილი იყო და ჩემი თავი მას ჩააბარეს. 2001წ. აკრობატიკაში პირველი ადგილის სიგელი დავიმსახურე. ჩემი ბებია პაპა და დედა გავახარე პაპამ საჩუქრად მაგნიტოფონი მიყიდა რამაც ძალიან გამახარა. მამა სოფელში იყო ის არცერთ ჩემ შეჯიბრს არ დასწრებია. ძირითადად დედა, ბებია და პაპა ესწრებოდნენ ხოლმე. 2002-წელს ორი შეჯიბრი ჩავატარე იმ წლის პირველ შეჯიბრზე მეორე ადგილი დავიმსახურე და მეორე შეჯიბრზე მესამე ადგილი დავიმსახურე რამაც დედა გააბრაზა. იმ დღემ ჩვეულებრივ ჩაიარა ისეთიც არაფერი უთქვამს, მაგრამ მაინც ჩამრჩა გონებაში. დედა ყვარელში ცხოვრობდა მამასთან მამაჩემი იშვიათად უშვებდა ხოლმე ჩემთან. შემდეგ ბებიამ და პაპამ გადაწყვიტეს მამა ჩამოეყვანათ და თავიანთ სახლში მიეღოთ რადგან ახლოს ყოფილიყო ჩემთან რუსთავში სამუშაოც კი უშოვეს. მშობლები ხშირად ჩხუბობდნენ და ამ ხშირმა ჩხუბმა ჩემი მშობლების დაშორება გამოიწვია. ისინი დაშორდნენ როდესაც მე 8 წლის ვიყავი. ახლაც კი მახსოვს ის დღე მე საწოლში ვიწექი და მათი ჩხუბი მესმოდა, თვალები დახუჭული მქონდა და თავს ვაჩვენებდი ვითომ მეძინა, მაგრამ მე მათი ყველა სიტყვა მესმოდა და ძალიან ვნერვიულობდი, შემდეგ კი მამა მოვიდა ლოყაზე მაკოცა და სახლიდან სამუდამოდ წავიდა. მამას სახლიდან წასვლის შემდეგ ჩუმად ვტიროდი. ქალაქ რუსთავში ერთ ოთახიან სახლში ვცხოვრობდით მე დედა,ბებია და პაპა. მამაჩემის დედა, მამა და ძმა ქ. ყვარელში ცხოვრობენ. შემდეგ კი მამაჩემი ცდილობდა დამკავშირებოდა, მაგრამ დედა და ბებია არაძლევდნენ უფლებას, რომ ვენახე არვიცი რისი ეშინოდათ. ხუთი წლის შემდეგ კი როდესაც13 წლის გავხდი მამა მეთვითონ მოვძებნე და სახლში ჩავაკითხე, სახლში რომ მივედი არდამხვდა, მაგრამ დამხვდა ბებია,პაპა და ბიძა შემდეგ კი ბიძაჩემმა დაურეკა მამაჩემს და უთხრა შენი შვილი ჩამოვიდა და ძალიან უნდა შენი ნახვაო. ამის გაგონება იყო და დაახლოებით 10 წუთში სახლში სწრაფი ნაბიჯით შემოვარდა ისე ძალიან მინდოდა მისი ნახვა რომ ის 10 წუთი 10 საათად მეჩვენა, მამაჩემმა ძლიერად შემოაღო სახლის კარი, ხელში ამიყვანა და ძალიან მაგრად ჩამეხუტა. მამაჩემის ძმას თანდაყოლილი ეპილეფსია აქვს, ბაბუას პატარა ფერმა ჰქონდა საიდანაც ჰქონდათ შემოსავალი. ჩემს ბიძას და ბებიას თავიანთი პენსია წამლებში არყოფნიდათ, მამაჩემს განათლება არჰქონდა ხან სად მუშაობდა და ხან სად ძირითადად ფიზიკურ სამუშაოზე. დედაჩემი და ბებიაჩემი დამლაგებლად მუშაობდნენ რუსთავის მე-7 საჯარო სკოლაში იმ სკოლაში სადაც მე ვსწავლობდი, მე სკოლის პერიოდში ძალინ მორიდებული და წყნარი ბავშვი ვიყავი იმის გამბედაობაც არმქონდა, რომ კლასში გაკვეთილი მომეყოლა. დაწყებით კლასებში სახლში გაკვეთილებს, რომ ვისწავლიდი რაცარუნდა კარგად მესწავლა გამბედაობა არმყოფნიდა იმისა, რომ ფეხზე ავმდგარიყავი და მასწავლებლისათვის მომეყოლა არადა დაწყებითებში ძალიან მინდოდა სწავლა. ჩემი მასწავლებლები კი მუდმივად მაკომპლექსებდნენ. არც ჩემი კლასელები გამოირჩეოდნენ მეგობრულობით უმეტესობა იგივეს აკეთებდა რასაც მასწავლებლები, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს რაღაც აგრესიას ვიწვევდი ყველა ადამიანში. არადა არასდროს არავისთვის არაფერი ცუდი არმქონია გაკეთებული და არც მინდოდა ვინმესთვის რამის დასავაება ვცდილობდი ყველასთან მეგობრული ვყოფილიყავი ვერ ვიგებდი რას მერჩოდნენ საშინელება იყო თითქმის ყველა ჩემს კლასელს აღიზიანებდა ჩემი სიმშვიდე, შემდეგ კი სწავლაზე გული ავიცრუე გაკვეთილებს ხშირად ვაცდენდი. იმ სკოლაში თითქმის ყველა ცუდად მექცეოდა ჩემი მშობლებისა და რამოდენიმე მასწავლებლის გარდა, სიმართელე გითხრათ მეშინოდა სკოლაში წასვლა, დედას და ბებიას მასწავლებლები საყვედურობდნენ, რომ არვსწავლობდი. დედა და ბებია კი მე მსაყვედურობდნენ და მეკითხებოდნენ თუ რატომ არვსწავლობდი. როგორმე მეცხრე კლასამდე, რომ მივაღწიე მაშინვე დავტოვე სკოლა. და განათლების გარეშე ფიზიკური მუშაობა გადავწყვიტე,ძალიან მიჭირდა ფიზიკური შრომა რადგან ხერხემალზე მქონდა პრობლემა ექიმთანაც ვიყავი მისული და მითხრა რომ ხუთ კილოზე მეტის აწევა არშეიძლებოდა ჩემთვის,მაგრამ მიუხედავად ამისა მე მაინც ვმუშაობდი ფიზიკურ სამუშაოზე დღის ბოლოს წელში გამართვა მიჭირდა, ექიმს ვკითხე თუ რატომ მაწუხებდა ასე ძალიან და როგორ მომეგვარებინა ეს პრობლემა მან კი მიპასუხა რომ ეს თანდაყოლილი პრომლემა იყო და არაფერი ეშველებოდა. ერთ დღეს ბებიამ მარტო დამიგულა სახლში და დამელაპარაკა იმის შესახებ, თუ რა დაავადება სჭირდა დედას განსაკუთრებით სჭირდებოდა გვერდში დგომა და ძალიან დიდი ყურადღება. ბებიამ მომიყვა დედაზე _ დედაჩემს ათი წლის ასაკში ტვინის დაზიანება მიუღია. შემდეგ ბებიას ექიმებთან დაჰყავდა, მაგრამ ფულის არქონის გამო ბოლომდე მკურნალობა ვერ შეძლო და მას მარტო ცხოვრება არშეუძლია, არშეუძლია იანგარიშოს სწორად, არშეუძლია მარტოს გადაწყვეტილების მიღება, უჭირს ხალხთან კონტაქტი, არასდროს არავისთვის არაფერი დაუშავებია ის თავისთვის არის მე მიყურებდა და თან ჩემთან ერთად იყო ასე ერთად ვმუშაობთ, არცმეგონა თუ შეძლებდა მუშაობას რადგან იყო დრო როდესაც საქმის კეთების დროს კატაპლექსია ემართებოდა და ადგილზე შეშდებოდა ხოლმე რამოდენიმე წუთით შემდეგ ავიწყდებოდა რა საქმეს აკეთებდა ახლა ღვთის წყალობით აღარ ემართება ასეთი რამ და ბევრად უკეთაა, მაგრამ იმდენად უკეთ არარის, რომ მან შენს გარეშე შეძლოს ცხოვრება ამიტომ გთხოვ არსდროს მიატოვო. მე დავპირდი ბებიას, რომ რაცარუნდა მოხდეს დედას არასოდეს მივატოვებ.14 წლის ვიყავი როდესაც მეშვიდე სკოლიდან მეჩვიდმეტე სკოლაში გადავედი, სწავლაზე უკვე აღარ ვფიქრობდი მინდოდა თავისუფლად ვყოფილიყავი, ახალ სკოლაში გავიცანი ერთი გოგონა რომელიც დანახვისთანავე შემიყვარდა. ფერმკრთალი გოგონა რომელსაც შავი თვალები შავი თმა და ძალიან ლამაზი ღიმილი ჰქონდა მას მარიამი ერქვა. ასაკით ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ ვფიქრობ მაშინ შევიგრძენი პირველად ნამდვილი სიყვარული. ყოველ დილით ძალიან მიხაროდა სკოლაში წასვლა და მასთან ერთად ერთ კლასში ჯდომა ისე მოდიოდა წასვლის დრო ვერც ვიგებდი,მაგრამ ის ლამაზი შავთვალება გოგონა მარტო მე არ შემიმჩნევია კიდე რამდენიმე ბიჭს უყვარდა.8 მარტს დილით ბებიამ ფული მომცა, რომ სკოლაში მშიერი არ ვყოფილიყავი მე კი იმ ფულით პატარა და ბევრი ყვავილი ვიყიდე სწრაფად მივედი სკოლაში და გულაჩქარებული ველოდებოდი როდის გამოჩნდებოდა ჩემი ყველაზე საყვარელი და ლამაზი გოგონა.უნდა გენახათ როგორ ველოდებოდი კლასში, რამდენჯერაც კარი გაიღებოდა იმდენჯერ სიყვარულით მევსებოდა თვალები, ფეხებში კი ძალას ვეღარ ვგრძნობდი გული ძალიან აჩქარებული მქონდა. თითქმის ყველა შემოვიდა კლასში მის გარდა მე კი იძულებული გავხდი ეს ყვავილები სხვა კლასელი გოგონებისათვის დამერიგებინა რდგან მათ არიცოდნენ, რომ მე მხოლოდ ერთი გოგონასთვის მქონდა ეს ყვავილები ნაყიდი. ნელ ნელა ვარიგებ ყვავილებს და თან კარისაკენ ვიხედები ის კი არსჩანდა. ყვავილების დარიგებას რომ მოვრჩი მასწავლებელი და ის გოგონა ვისაც ამდენიხანი ველოდი ერთდროულად შემოვიდნენ მე კი მასწავლებელს 5 წუთით გასვლა ვთხოვე და გამიშვა მე სირბილით გავიქეცი ჩემ ძველ სკოლაში ბებიასთან და ვუთხარი რომ ფული დამეკარგა და თუ ჰქონდა მოეცა მანაც მომცა ფული, სირბილით გავიქეცი ყვავილების გამყიდველთან და ორი ცალი ყვავილი ვიყიდე ერთი მასწავლებლისათვის მეორე კი ჩემი ლამაზი გოგონასათვის. ჩემს კლასთან, რომ მივედი ძლივს ვსუნთქავდი ისე ვიყავი დაღლილი დაახლოებით 5 წამით გავჩერდი ჩემი საკლასო ოთახის კარებთან შემდეგ კი დავაკაკუნე შევედი და მთელმა კლასმა შემომხედა ძალიან დავიბენი, მარი პირველ მერხთან იჯდა და მასთან მივედი და ძლივს ვთქვი ჩემი დაბალი ხმის ტემბრით გილოცავ 8 მარტს და ყვავილი გავუწოდე მან მადლობა გადამიხადა და ყვავილი გამომართვა. მასწავლებელსაც მივულოცე 8 მარტი და ყვავილი მასაც მივართვი შემდეგ კი ბედნიერი დავჯექი ჩემს მერხთან. როგორ არვცადე რო მოვწონებოდი მაგრამ არაფერი გამოვიდა შემდეგ კი მეცხრე კლასიდან გამოვედი საერთო ნაცნობების დამსახურებით მაინც მხვდებოდა ხოლმე მარი მაგრამ ძალიან იშვიათად. მეთორმეტე წელი დაიწყო ახლაც კი მახსენდება ხოლმე და მაინტერესებს თუ როგორ არის მართლა ძალიან მინდა რომ კარგად ქონდეს ყველაფერი უბრალოდ ვერ შემიყვარა ეს ხომ მისი ბრალი არარის, იმედია იმ პიროვნებასთან კარგად იგრძნობს თავს ვისთან ერთადაც ვნახე სოციალურ ქსელში მოძებნის დროს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent