შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამბები რეალობიდან (გაუკრვევლობა)


19-03-2022, 18:59
ავტორი ჟიზელი123
ნანახია 906

დიდი ხანია არ გამოვჩენილვარ. სამწუხაროდ ბევრი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში და ცოტა დროც კი ვერ გამოვნახე, რომ დამეწერა.
დღევანდელობა
ისეთ მომენტებში, როდესაც მარტო ყოფნა არაფრით შეიძლება აღმოჩნდება, რომ ჩემს გვერდით არავინ არ არის ხოლმე. ჩვეულებრივ რომ შევხედო ამ ყველაფერს თითქოს არც თუ ისე ცოტა ახლობელი ადამიანი მყავს, მაგრამ..
2022 წელი ჩემთვის ცუდად დაიწყო. ალბათ წაიკითავხდით კიდევ, მორიგი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ. სამწუხაროდ ამ შემთხვევას ემსხვერპლა ჩემი ძმა და რძალი. ჩვენი ოჯახისთვის ეს უდიდესი ტრაგედია იყო. დედმამიშვილის დაკარგვა ძალიან მწარე ყოფილა. არაფერი მახსოვს იმის გარდა, როგორ მინდოდა ხმა მიმეწვდინა ჩემი ძმისთვის. ვერ ვუყურებდი დედაჩემის და მამაჩემის სახეებს, უდიდეს ტკივილს ვხედავდი მათ თვალებში. ჩემი ძმა საუკეთესო ადამიანი იყო და ასევე საუკეთესო ადამიანი ჰყავდა არჩეული ცხოვრების თანამეგზურად.
სულ მქონდა შიში, რომ ვინმე ახლობელი არ დამეკრგა ტრაგიკულად. რას წარმოვიგდენდი თუ ჩემს ძმას, ჩემს იმედს დავიტირებდი. ვგრძნობდი როგორ დაკარგა ცხოვრებამ ფერები და ჯერ ისევ არ დაბრუნებულა. დედაჩემის სახე, ხმა, გოდება ყურებიდან და თვალებიდან არ ამომდის. გაყინული მამაჩემის, უმოძრაოდ იდგა და ხმას არ იღებდა. მიწას ამოვაფარეთ, ორი სიცოცხლით სავსე ადამიანი და რა უნდა გვეკეტებინა ახლა ჩვენ? სანამ ადამიანები ჩვენს გვერდით არიან ხანდახან ვერც კი წარმოვიდგენთან რამდნეად დიდ ადგილს იკავებენ ჩვენს ცხოვრებაში. წასვლის ან დაკარგვის შემთხვევაში კი უდიდესი სიცარიელე ჩნდება და სამწუხაროდ ამ სიცარიელეს ვერაფერი ავსებს.
ჩემმა ცხოვრებამ დროებით შეჩერება მაიძულა!




ამბის მოყოლას ყაზბეგიდან განვაგრძობ. როგორც იცით მე და სანდრო ყაზბეგში ვიყავით ორი დღით დასასვენებლად. იმ ღამემ სასიამოვნოდ კარგად ჩაიარა. მეძინა ჩემს საყავრელ ადამიანთან ჩახუტებულს. ძალიან სასიამოვნო იყო. როგორ აგიხსთან რამდენად დაცულად ვგრძნობდი თავს ? ასე მშვიდად ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. მეორე დღეს ყაზბეგი შემოვიარეთ და შემდეგ სავახშმოდ წავედით. სასტუმროში გვიან დავბრუნდით, აივანზე ვისხედით და ულამაზესი ხედით ვტკბეობდით. სანდროს ტელეფონი არ ჩერდებოდა, შეტყობინება შეტყობინებაზე მოსდიოდა. შევამჩნიე როგორ გამორთო ტელეფონი. კითხვა არ დამისვმას რა თქმა უნდა, თუმცა ხასიათი შემეცვლა. რას მიმალავდა?
„ლიკა იყო“ მითხრა რამოდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ. არ ვიცი არ უნდა გავაკეთო, არც განქორწინებაზე მიწერს ხელს და არც მოსვენებას მაძლევს, საშინელბებს აკეთებს და ყველგან მარცხვენს. იმიტომ, რომ მე გამამწაროს ბავშვს საშინლად ექცევა.
ერთადერთ კითხვას დაგისვამ ახლა გთხოვ გულწრფელი იყავი - ვუთხარი გაბრაზებულმა და დაჟინებით შევხედე, მინდოდა გამომეცნო მართლაც გულწრფელად მიპასუხებდა თუ არა.
ემილი, რაც გინდა ის მკითხე
„ არის რაიმე რაც უნდა ვიცოდე და მიმალავ?“ გაკვირვებამ, დაბენულობამ და დაძაბულობამ ერთიანად მოიცვა სანდრო, მე ისევ დაჟინებით ვუყურებდი, მან თვალები დახარა. „სანდრო, ხომ მიცნობ მე შენთან ყველაზე ღია ვარ, მინდა შენც ასე იყოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ თუნდაც საშინელი სიმართლე უნდა გითხრა, ვიდრე მცირე ტყუილით მივაყენო ამ ურთერთობას შეურაწყოფა. გთხოვ ნუ დამაკარგვინებ რწმენას და იმედს. ამით დავასრულებ ამ საკითხზე საუბარს.“
ღვინის ჭიქა მაგიდაზე დავგდი და ოთახში შევედი და ლოგიზე მუცილით დავწექი. მეფიქრებოდა, ნუთუ იყო ისეთი რამ რასაც არ მეუნებოდა, იქნებ ყველაფერს მატყუებდა. საშინლად ვგრძნობდი თავს და მინდოდა მალე დამეძინა, რომ დამვიწყებოდა ეს ყველაფერი, თუმცა რა თქმა უნდა მაინცდამაინც ახლა ვერ ვიძინებდი.
„ემილი, შენ ჩემთვის რაღაც უცხო ხარ, მინდა სწორად აგიხსნა, შენ წმინდა ხარ, ჩემს გარშემო ყველა ერთამენთს ჰგავს. შენ არ იცი რისი გაკეთება შეუძლიათ ამ ადამიანებს. მგონია რომ სხვა სამყაროდან მოხვედი, იმისთვის მოხვედი, რომ ფერებით ამავსო. შენი სიცილი, ღიმილი,გაკვირვება, შიში ყვეალფერი ისეთი რეალურია, ისეთი ბუნებრივი არ შემიძლია ამ ყვეალფერზე უარი ვთქვა, იმის გამო რომ მათთან შენი გადაკვეთის შიში არ მასვენებს. ეს ჩემი პრობლემაა და შენ არ შეგეხება არასდროს.რაც არ უნდა მოხდეს შენ ასეთად უნდა დარჩე ხვდები? ამიტომაც მაშინ, როდესაც მე ცუდი ენეგრიები მექნება შენ ამას არ გადმოგდებ“ ჩემს გვერდით იყო ჩამომჯდარი, თმაზე მეფერებოდა და მესაუბრებოდა.
„მეშინია, რომ ეს ყველაფერი მალე შეიცვლება“ არ დავუმალე ჩემი ფიქრები და მისკენ გადმოვბრუნდი. სანდრომ მაკოცა, მეც ვაკოცე. ვნება არ გვასვენბდა არცერთს. როგორი სასიამოვნოა, როდესაც საყავრელი ადამიანი გეფერება, მთლიანად მას რომ ეკუთვნი და მთელს სხეულში სიამოვნების ჟრუნატელი გაუჩერებლად გივლის. გოგოებო, ვინც ახლა ამას კითხულობთ და აქამდე ეს არ გაგიბედავთ - სიყვარულისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოთ და მომავალში ეს არ ინანოთ. ყველაფრის მიუხედავად რაც მას შემდეგ მოხდა მე ბედნიერი ვიყავი იმ მომენტში. ეს იყო სიყვარული და შეუძლებელია ამის სიტყვებით გადმოცემა.
გვიან ღამე ჩამეძინა, ვგრძნობდი ძილში, როგორ მკოცნიდა სანდრო ზურგზე და ჩუმად ბუტბუტებდა. 7 საათი იყო, რომ გამეღვიძა. ტელეფონი შევამოწმე და სანდროსკენ გადავბრუნდი. სულ მეგონა, რომ ყველა კაცი ხვრინავდა, მაგრამ ჩემი კაცი მშვიდად სუნთქავდა. ტუჩები დაბურცული ჰქონდა და ლოყები აწითლებული. ვაკოცე ლოყაზე და სააბაზანოში შევედი. ძალიან დიდხანს ვიყავი ცხელი შხაპის ქვეშ. რომ დავასრულე სანდრო უკვე გაღვიძებული დამხვდა.
არ გვისაუზმია, სწრაფად მოვეზადეთ და წამოვედით. გზაში მუსიკებს ვუმსენდით, ვმღეროდით. ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი დასამსახოვრებელი დილა აღმოჩნდა. სამსახურში დამტვოვა, მაკოცა დაგირეკავო მითხრა და წავიდა.
შემდეგი რამოდნიმე კვირა ძალიან შთამბეჭდავი იყო. ჩვენ დავდიოდით სხავდასხვა ადგილებში, ყოველსაღამოს. სანდროს რამოდნიმე მეგობარი გავიცანი, გავიცანი ასევე ის დაწესებულებები სადაც ის ხშირად დადიოდა და მომუშავე პერსონალი. ორი კვირის განმავლობაში, თითქმის 9 ჯერ დავრჩი მასთან. თავს ისე ვგრძნობდი როგორც საკუთარ სახლში.
სექსუალურ ცხოვრებაში ნელ-ნელა ვიხვეწებოდი, ის მასწავლიდა და მეც სანიმუშოდ ვითვისებდი. რთულია ვთქვა საუკეთესო წყვილი ვიყავით ამ ამბავშითქო, რადგან არ ვიცი სხვა ადამიანებიი, ან მე სხავსთან როგორი წყვილი ვიქნებოდი. ექიმთანაც ვიყავი ვიზიტზე. მოკლედ რომ ვთქვა ჩემს სასიყვარულო ცხოვრებაში ყველაფერი ზედმიწევნით კარგად მიმდინარეობდა.
ივლისის 16 რიცხვი იყო, სანდრომ სამსახურთან გამომიარა და ჩვენს საყავრელ კაფეში წასვლა შემომთავაზა, ძალიან მშიერი იყო და გონება ეკარგებოდა. მიმტანი გოგოები მოვიკითხეთ შეკვეთა მივეცით და დავსხედით. „ემილი რას ფიქორობ, კვირას მე შენ და ნინა სადმე რომ წავიდეთ?“ (ნინა სანდროს შვილია). უცებ დავიბენი, სულაც არ ვიყავი მზად მისი შვილის გაცნობისთვის, მაგრამ უარიც ვერ ვუთხარი, რომ არ სწყენოდა და დავთანხმდი. ამ დღიდან ყველაფერი ამოყირავდა.
16 ივლისი ოთხშაბათი იყო, იმ დღეს სახლში დავრჩი. სანდრო შემდეგ დღეს მთელი დღე არ გამოჩნდა. ასე იყო ხოლმე ხადანახან მთელი დღე ვერ იცილიდა, sms-ზეც ვერ მპასუხობდა, მაგრამ თავისუფალ დროს აუცილებლად გადმომირეკავდა ხოლმე თუნდაც ღამით. არც მომდევნო დღეს გამოჩნდა,ვურეკავდი, არ მიპასუხა, უბრალოდ მომწერა „ დაკავებული ვარ“. გავბრაზდი და არც მე აღარ მომიკითხავს. კვირა დღემაც ჩაიარა და შემდეგმა ორმა კვირამაც.
ძალიან გამიჭირდა მის გარეშე ამდენი ხნით შორს ყოფნა მეგობრებო. რთულია შეეჩვიო შეუჩვევლს და შემდეგ მოულოდნელად გადაჩვევა მოგიწიოს. ვფიქორბდი, რომ აღარ უნდოდა ჩემთან ყოფნა, მაგრამ ვერ ვიგებდი ეს ასეთი ფორმით რატომ გააკეთა. გული მატკინა და დაიკარდა. ვხედავდი სოციალურ ქსელში თითქმის სულ აქტიური იყო. წყენის შემდეგ საშინელი ბრაზი მომაწვა. 2 აგვისტოს ჩემს უნივერსიტეტელ მეგობრებთან ერთად ბორჯომში წავედი დასასვენებლად. ბევრნი ვიყავით და კარგად ვერთობოდი, თუმცა მუდმივად მომდიოდა სანდროზე ფიქრები და ამას ვერ ვაჩერებდი, თუმცა ჩემს თავს ტყუილ იმედებს არ ვაძლევდი და არ მოქნდა მოლოდინი იმისა, რომ დამირეკავდა. 6 აგვისტოს სამეგრელოში წავედით, წალენჯიხაში დავიდეთ ბინა და რამოდენიმე სასწაული ადგილის მონახულება გადავწყვიტეთ. სქურში ვიყავით, მდინარისა და ტყის ულამაზეს შერწყმასთან პიკნიკი გქვონდა. გოგოები მზეს ვეფიცხებდით, ბიჭები კი მაყალს. ემი, შენი ტელეფონი რეკავს, მოგიტანო? დამიძახა საბამ.
სანდრომ დამირეკა!
ხელები, ფეხები მთელი სხეული ერთიანად დამეჭიმა და კანკალი ამივარდა. მონატრება, სიყვარული, ბრაზი, ზიზღი, სიძულვილი ყველაფერი ერთად ვიგრძენი. ღრმად ჩავისუნთქე და ვუპასუხე.
- როგორ ხარ?
- კარგად შენ როგორ ხარ?
- არამიშავს, საქმეებში გადავარდნილი. სად ხარ რას შვრები?
- სამეგრელოში
- როდის წახვედი?
- რამდნიმე დღეა
- რატომ არ მითხარი? (მკითხა ისე თითქოს არაფერი მომხდარა და მე ახლა ვალდებული ვიყავი მისთვის ახსნა განმარტება უნდა დამეწყო)
- ალექსანდრე, ხომ არ ფიქრობ, რომ ამ კითხვის დასმის უფლება არ გაქვს?
- რატომ, რადგან რამონდიმე დღე ვერ მოვიცალე შენთვის?
- ერთი თვე სანდო, ერთი თვე რამოდნიმე დღე არაა
- შენ რატომ არ მომიკითხე?
- იმის მერე, რაც ზარებზე არ მპასუხობდი? აღარ მინდა ამ საუბრნის გაგრძელება, რომ ჩამოვალ თუ მოვახერხე ვისაუბროთ.
- როდის ჩამოდიხარ?
- რამოდნიმე დღეში, ნახვამდის! გავუთიშე ტელეფონი და ქვაზე ჩამოვჯექი. ნეტავ რა მოხდა, სად იყო ან ახლა რატომ გამოჩნდა ამ კითხვებს ვუსვამდი ჩემს თავს.
11 აგვისტოს დავბრუნდი თბილისში, შვებულება 24 რიცვხამდე მქონდა ამიტომ დარჩენილი დროის ბათუმში გატარებას ვგეგმავდი. მთელი დღე მეძინა გზისგან დაღლილს. საღამოს გამომეღვიძა, დედაჩემს დავურეკე და ველაპრაკებოდი.
- როდის წამოხვალ დე?
- ზეგ, ხვალ მოვწესრიგდები ჩავბარგდები და ზეგ საღამოს წამოვალ.
- კაი დე გკოცნი, ჭკვიანად.
საუბარს, რომ მოვრჩი წამოვდექი. სარაფანი გადავიცვი, თმა ავიკეცე და მაღაზიაში ჩავედი, ნაყინები და ხრუხუნები მოვიმარაგე და უკან დავბრუნდი. სერიალი ჩავრთე და დივანზე მოვკალათდი. 11 ხდებოდა, მესიჯი მივიღე „გამოიხედე“.
ქვემოთ სანდრო იდგა, ჟრუანტელმა დამიარა. ამოდითქო ვანიშნე და კარების გასაღებად წავედი.
ადამიანები ყოველთვის იმსახურებენ მეორე შანსს. ჩვენც ვუშვებთ შეცდომებს და წარმოგიდგენიათ რა ცუდი იქნება, ამ შეცდომის გამოსწორების საშუალებას თუ არ მოგვცემენ? სანდროც ადამიანი, ადამიანი რომელიც მე ძალიან მიყვარს, ამიტომ ზედმეტი კითხვების გარეშე მივეცი მეორე შანსი. მთაწმინდაზე ვსერნობდით, ეს ჩვენი ადგილი იყო.
- სანდრო, ასე აღარასდროს მოიქცე. ჩვენი ურთერთობა, რომც დასრულდეს, გთხოვ ეცადე შენზე წარმოდგენა არ შემეცვალოს. მინდა ან ისეთად დარჩე ჩემს მოგონებებში, როგორიც შემიყვარდი. თუ რამის თქმა გინდა მე მოგისმენ და ყვეალფერს გაგიგებ შენ ეს კარგად იცი. თუ საჭიროდ თვლი მომიყევი ყველაფერი რასც ფიქრობ, გრძნობ და განიცდი.
- ემილი, მე შენ ადრეც გითხარი, სანამ ჩემი ემოციები იქნება ნეგატიური მე შენთან არ მოვალთქო. ეს ასე იქნება, შენს ფსიქიკას, რომელიც ასეთი სათუთია ვერ მივაყენებ ზიანს.
- ზიანი ახლა არ მომაყენე შენი აზრით?
- შენს ადგილას, იცი რომ ამ ხნის განამვლობაში სხვები სახლის კარებს აატალხებდნენ?
- სხვები არ მადარდებს სანდრო, მე და შენ ვართ და არა სხვები!
- ვიცი და სწორედ ამიტომ ხარ შენ აქ.
- ზეგ ბათუმში მივდივარ რამდენიმე დღით.
- დარჩები დღეს ჩემთან?
- არა გამოძინება მინდა, თუ გინდა შენ დარჩი.
„სექსი დიდ ქალაქში“ ჩემი საყავრელი პრესონაჟი ქერი ბრედშოუა. ბიკი მასთან სახლში არასდროს რჩებოდა თუ გახსოვთ, რაღაცნაირად სანდრო ბიკს ჰგავს, მაგრამ ჩემდა გასაკვირად იმ დღეს დარჩა. დილით ადრე საუზმე გავუკეთე და კოცნით გავაღვიძე. ძალიან მომნატრებია, სახის ნაკვთებზე თითით ფერება მიყვარს, ცხვირის, ტუჩების, თვალების. დეტალურად მაქვს შესწავლილი ყოველი დეტალი. სამსახურში გავაცილე და ისევ საწოლში დავბრუნდი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent