შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბადების დღეს გილოცავ, მარია...


19-03-2022, 19:50
ავტორი Chocolate from White Hell
ნანახია 1 265

ლიანა ბებიას, ისე არაფერი უყვარდა, როგორ რაჭის ერთ-ერთ სოფელში ყოფნა, კერძოდ კი შოვში.
ყველაზე მეტად, გაზაფხულის მოსვლა უხაროდა. თვალებს ხუჭავდა და უსმენდა ნიავს, რომელიც სოფლის ავსა, თუ კარგს უყვებოდა...აყვავებული ხის ჩრდილში ჯდებოდა და კითხულობდა წიგნებს, რომელსაც ახალგაზრდობის პერიოდში, უყურადღებოდ ტოვებდა.
უბრალოდ ჩამოჯდომაც უყვარდა ხოლმე...მცენარეებზე, ცხოველებზე და ხალხზე დაკვირვება. უამრავ რამეს იგებდა ხოლმე ქალაქის შესახებ და მოსწონდა ამბების მოსმენა.
ალბათ იკითხავთ...სრულიად მარტო იყო მოხუციო...?! არა. პირიქით...მის გვერდით, თავისი ახალგაზრდობა და უდიდესი მეგობრობა იყო...
-ლიანა, სა ხარ ქალო?-ეზოში ქოთქოთით შევარდა შედარებით „ახალგაზრდა“ ქალბატონი.
- ვაი მე, მარია...მეგონა წაგიღო ძილმა, დილიზა რო არ მოხვედი.
-წაღება თუა, ჩემზე ადრე, შენ წახვალ წკვარამში.
-მა ენა უნდა გემეხმო ოზდაათი წლის წინ და კაი იქნებოდა.
-საცხა მე, იქანა შენც, ლიანა...
-მიწა კი დაგაყარე მა ენაზე, ასი წლის მერე...
-რა სიკტილათ მინდა ქალო კიდო ასი წელი, გედეირიე?
-რაია, ქალო, აპირეფ სიკტილს?
-მაი დააპირე შენ. მე ჯერ ქორფა ვარ, მარა ამდენ ხან სიცოცხლე და ყვანჩალობა, არ მინდა, ნენა.
-აპა იყაი მასე.
-აპა რაფერ ვარ?
-ოჰ, კაი, შემეშვი ახა..
-რაია, რა შობი ასეთს, ჩემზა რო ვეღარ მეიცალე?!
-რა დღეა დღეს, აღარ გახსოვს?
-რაია, რა ზმუკი ხტება?
-დეგეტაკა და გეცა ზმუკი შენ!
-რაია, შე ქალო...ამოაღერღილე.
-სამოზდათოთხმეტის ხთები.
-და შენ ოთხმოცის?
-ჰო, შენ გაგიწყდა მა ხმის იოგები.
-დედა, მამკალით ვინცხამ...მაი რაფერ ამომივარდა თავიდან?!
-რაფერ და ქერო ნაზიკოს გოგოზე ხარ თლა გადართული და ყურობ დილიდან-ღამემდის, სა დეიარება და ვისთან ერთად, ე, მაგის ბრალია მაგია.
-გოუხმა სუ ყველეს ყველაფერი. დედა, ქალო..მართლა რაფერ ამომივარდა თავიდან.
-კაი, ერთი, თუ ქალი ხარ...ნუ აქოთქოთდი.
-წევეი ახა მე და გადმოვალ საღამოიზა.
-კაი, მიდი, მიდი, მარა ნელი ქენი. არ მეიტეხო კისერი და კინჩხი ზედ არ მიატანო.
-ვაი, სხვა დღე იყვეს, განახვებდი მოტეხვას და გადასკვინჩვას.
-უი, მეხი კი დაგაყარე მა ენაზე,-აკისკისდა ლიანა ბებია.
-წევეი და მოვალ მერე კიდო.
-მიდი, გელოდები.
ლიანა ბებიამ, განაგრძო ფუსფუსი. უნდოდა, რომ ეს დღე, ყველაზე კარგი ყოფილიყო მათი ყოფიერების იტორიაში, რადგან წლებია ერთად აღარ გადაუხდიათ დაბადების დღე. ამაზე, ყოველთვის წუხდნენ.
ერთხელ, როდესაც ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ, ლიანა დაპირდა, რომ როდესაც ოქროს დაბადების დღე ექნებოდა, „ტორტს“ გაუკეთებდა, რომელიც სულ შაურმებისგან იქნებოდა, თუმცა ვერ მოახერხეს. საინტრესოა რატომ, არა?! როდესაც მარიას 20 წელი შეუსრულდა, არც ლიანა იყო თბილისში და არც მარია...ასე რომ, ლიანამ გადაწყვიტა, სიბერეში გაეკეთებინა ის, რასაც მრავალი წელი, დიდი მონდომებითა და გულის ფრიალით გეგმავდა და არც ერთხელ არ გამოუვიდა.
თავისი ხელით დააცხო შაურმისთვის ლავაშები-თონეში. თბილი და არომატული სურნელი დაატრიალა სახლში. ისეთი, ცხვირს რომ აგიწვავდა და რეცეპტორებს გაგიღიზიანებდა. საგულდაგულოდ გაამზადა შაურმისთვის ინგრედინეტები. შეაზავა ერთმანეთში და უგემრიელესი შაურმაც გააკეთა.
იცით, პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ...ლიანას და მარიას, სრულიად ერთნაირი გემოვნება ჰქონდათ. ორივე გიჟდებოდა ალუბალზე, ამიტომ, ყოველთვის ინახავდა ლიანა გაყინულ ალუბალს და როდესაც, გაზაფხულის პირველი თვე შემობრძანდებოდა და კარებზე მოაკაკუნებდა, ალუბლებით ხელდამშვენებული ხვდებოდა, ხოლო კალენდარი, როდესაც ცხრამეტ მარტამდე მიაღწევდა, ალუბლები დღის სინათლეს ნახულობდნენ და უკვე თორმეტს საათზე-ოც მარტს, ალუბლებით მიეშურებოდა მაგიდისკენ, სადაც თვალებანთებული მარია ელოდა და მასთან ერთად, შეექცეოდა ამ საოცრად მჟავე და ტკბილ ხილს.
დღესაც, სწორედ 19 მარტია და პატარა, მაგრამ გემოვნებიანი მაგიდის ერთ თავში ლიანა ბებიაა მოკალთებული, ხოლო მეორე ბოლო, ერთ ქოთქოთა და ლაქლაქა ქალს ელის.
წუთებს ითვლიდა ლიანა ბებია...მოთმინებით ელოდა და აი, არ დააყოვნა...
-ლიანა, ქალო, მევეი,-სასტუმრო ოთახში, ჩვეული ქოთქოთით შევიდა მარია ბებია.
-რაფერ მოხთა, ახა მაინც რო არ დეიგვიანე?
-რავა, როიც ვიგვიანებდი?!
-წინაზე, მთელი ხუთი წუთი მალოდინე და შიმშილისგან, წნევამ ლამის დამარტყდა.
-გეჭამა, შენ კიდო. რას მელოდებოდი?!
-ჩვენი დაბადების დღე იყო, ამოსაწყვეტო!
-ჰე, კაი ახა...დაბადების დღე მაქვს და ნუ ამომაგდებ მიწიდან, შე მართლა სასიკტილე ქალო.
-კაი, დეეგდე მაქანა და მოვალ აგერ, ამ მინუტში.
-თლა მარტო ნუ დამდებ ახა აქანე.
-ჰო, ქალო, მეიცა პაწა...
გავიდა ლიანა ბებია სამზარეულოში და უკან, „ტორტით“ დაბრუნდა.
-მარია..
-ლიანა...რაია ქალო ეგი?-თვალები გაუბრწყინდა მარიას.
-ქერო ბოვშობაში დაგპირდი და ვერც ერთხელ ვერ ავასრულე, ე, მაგია...გილოცაც, მარია.
-ლიანა, შენ...ახა არ ემეტიროს და არაფერი არ მინდა, ქალო.
-კაი, შე ქალო. რაიზა ტირი?-გაეღიმა ლიანას.
-ამიზა...-ბედნიერი თვალებით შეხედა „ტორტს”.
-ჰე, ჩევიფიქროთ ახა რაცხა და შოვუბეროთ სული...
1...
2...
3...
-რა ჩეიფიქრე, ქალო?-იმ წამსვე ჰკითხა მარიამ.
-მაი თუ გითხარი, რაღა გამევიდა?!
-უი მე, ამას ჰო ვერ ათქმევიებ ვერაფერს. მასე იყავი ახალგაზრდობაშიც. თლა რო გედემეხსნა შენზა ვენები, რო გავირდებოდი, არაფერს არ შობოდი.
-რავა, შენ ნაკლები უნაირო იყავი?
-ქალო, არა, მარა მაგას რავა ვაღიარებ, გიჟი ხო არ ხარ?
ისეთი სერიოზული სახით უთხრეს ერთმანეთს ეს ყველაფერი, რომ ცოტა ხანში, ორივეს სიცილი აუვარდა. იმდენი იცინეს, სანამ წნევამ არ აუშხუილათ თავში.
-უჰ, კაი, მეიცა. სა შემილია ამდენი,-უთხრა ლიანამ.
-ჰო, მაგიც მართალია. ქალო, დასალევი არაფერი არა გაქვს?
-კი, რავა არა. ცხელი შიკოლათი.
-მაი რათ მინდა? ბოვში ვარ?
-რაიო? მა რა ხარ? დავბერდით და ბოვშებივით ქე ვართ საცაა.
-ცხელი შიკოლათი კი არა, გამეიტანე ი არაყი რო გაქვს. რაის არის?
-ვარდის...
-ო, ე მაგი. დღეს უნდა დევიჩხოთ სასმელში.
-თლა კაი. ბარემ გაგვიტანონ ოთხით.
-სიკტილს აპირებ, შე სამგლე?
-არა, მარა ი არაყი რო დავლიოთ, აქით მოგვაკითხავს მიქელა.
-ო, კაია. დავპაიჟოთ მაგიც.
-კაი, მევიტან მაშვინ..-სიცილით გავიდა ლიანა ბებია და უკან, არყით დაბრუნდა.
-დაასხი, ქალო,-უთხრა მარიამ-ამ ჭიქით, ჩვენ გაგვიმარჯოს.
-გაგვიმარჯოს, მარია.
-კიდო ათი წელი გვესვას, გვეჭამოს და ერთმანეთი რო არ დავჭამოთ, ისე არ გამოვა და ბარემ...
-ჰო. თლა გადავჭამოთ ერთმანეთი.
-ლიანა, კიდო ისეთი მსმელი ხარ?-სამი ჭიქის მერე, ეკითხება მარია.
-ისეთი რაფერი?
-ვითომ ვერ მიხვთი..ისეთი, ქერო ერთხელ დალიე და იღნავლე...-გადაიხარხარა მარიამ.
-ჩაგიწყდა მა ხმა. მაგას მთელი ცხოვრებაა მახსენებ. რა ვერ დეიღალე?
-ქალო, თლა რო საუკუნე გევიდეს, მაგას სულ გევიხსენებ. გახსოვს, რაფერ ბლუყუნობდი?
-ამოწყტი. მაგის გახსენება რო არ მინდოდა, მიტო წავშალე ის ხმოვანი შეტყობინებები.
-მერე მე რა ვარ, არ იცი?-აკისკისდა მარია.
-ჰო, რაცხა გველის ჭუჭული ხარ, მაი ქე ვიცი.
-ისე, ქალო, რაფერ დათვერი ისე?-აგრძელებდა მარია-ენას ძლივს ატრუალებდი პირში. იგი...ქერო ღნაოდი და თან სიყვარულს მისხნიდი. მაშინ გული დემეწვა, მარა მერე რო ვუსმენდი, ვკვტებოდი სიცილით.
-ბოლომდის უსმენდი ხოლმე?
-მა რას ვშვრებოდი...მერე სათვალავი რო მეორეოდა, ქე ვანებებდი თავს.
-მოსმენა კი არა, ათი წამი ძლივს გავუქაჩე, ქალო. ყურები ამომბუგა ყოლფერნაირად...
-მაშვინ ახალი წელი იყო, არა?!
-გონია ჰო.
-ჰო, ახალი წელი იყო. რაფერ მახსოვს, რო იბრიქებოდი დედალი ხოხობივით-დავლევ, დავლევო. ისეთი დალიე, თლა რო ვეღარ მოი გონზე. მიგიტანეს, თუ შენით მიხვედი?-ატეხა სიცილი მარიამ.
-ჩაგიწყდა მა ხმის იოგები. ქალო, რამდენჯერ გითხრა? არ ვიყავი შეჩოვილი ამ დალევას და იმოქმედა.
-რამდენჯერაც გინდა, იმდენჯერ თქვი. მე? მე სუ ფეხებზე .
-მა ფეხები იქნება, თუ გადაგტეხე...
უერად, მარიამ სიცილი შეწყვიტა..
-ლიანა...-ერთ ადგილას შეაჩერა მზერა.
-რაია...
-გახსოვს, რომ გავიგეთ ჩვენი დაბადების დღე როდის იყო?!
-რავა არ მახსოვს, მარია. რაფერ მიხაროდა...დებილივით ვიცინოდი მთელი კვირა.
-ჰო, ქალო..მეც.
-მერე კიდო, რამდენი გამახსენდებოდა, სიცილი მივარდებოდა და ასტე.
-მე რა ვქენი, გახსოვს?
-როიც?
-ქერო მაგი გევიგეთ..
-ა, არ მახსოვს..რაი?
-ჰო იცი, არ, ან კიდო ვერ გამოვხატავ ემოციებს. კაკ მაქსიმუმ, ხელები ამიჟრიალდეს და მაშინ, არ ვიცი რა დემემართა...ნევროზიანივით ვიყავი. აივანზე გევეი და ჰაერი ჩევისუნთქე, იმნაირი შოკი მქონდა...-თბილი და გულწრფელი ღიმილი გაკრთა მარიას სახეზე.
-ქალო, გონია მაშვინ ევიკიდეთ ნევროზი,-ორივე აკისკისდა.
-რო ვერ გამორიცხავ, ე, მაგ მომენტია.
დროებით, სიჩუმე ჩამოწვა. ვერ გეტყვით, რას ფიქრობდნენ მოხუცები, მაგრამ ორივეს სახეზე, ეშმაკური ღიმილი რომ დანარნარებდა, ფაქტია.
-მარია..
-რაია, ქალო..
-იცი, მაშინ ქე ვიყავი მთვრალი, მარა რაცხა კი გითხარი, ყველაფერი გულით გითხარი.
-ლიანა, მაგი ისედაც ქე ვიცოდი.
-არა, ვიცი რო იცოდი, მარა კიდო მინდოდა მეთქვა. ხო იცი, ჩემთვის რა მნიშვნელოვანი ადამიანი იყავი და ხარ...?!
-ვიცი, ქალო, აპა არ ვიცი?
-ქე ვიცი რო იცი, მარა მაინც.
-ოჰ, მეიცა...ავჩერჩეტდით ახა. შენთვის საჩუქარი მაქვს. ა, გახსენი ეგი...-პატარა ყუთი გაუწოდა.
-რაია გო ეგი?
-ე გოგო, გახსენი და ნახავ.
ყუთი საგულდაგულოდ იყო შეფუთული. ლამაზი იასამნისფერი ბანტით და ყვითელი შეფუთვით.
როდესაც სრულიად გახსნა, ულამაზესმა ალუბლებმა გამოანათეს. საყურეები...ალუბლის საყურეები.
-მარია, რაია ეგი ქალო?-ღიმილით ჰკითხა ლიანამ.
-რაია და გილოცავ, ჩვენ დღეს, შე სამგლე. მოი, აქანე, ჩეგეხუტო.
-მოი, შე გაფუჭებულო ქალო. რაფერ მიყვარხარ, ხო იცი...-ხმა აუკანკალდა ლიანა ბებიას.
-აპ, ახა მეიცა. არ იტირო, თვარა დაგაწელე მა ლოყები.-სასაცილოდ აწკიპა წარბები მარიამ.
-არა, არა ვტირი...მეც გილოცავ, მარია. კიდო დიდ ხანს თუ არა, ერთი ხუთი წელი მაინც გვაცოცხლა.
-რაია ქალო ხუთი? ათს დოუწუნე რამე?
-ეჰ, არა, მარა ათი წელი რო გავქაჩო, რაცხა ძან მეეჭვება.
-ლიანა, იგი ჰო გახსოვს?
-რაი..?
-საცხა მე, იქანე შენც...
-მერე?
-მერე იგი, რო მე თუ ვიცოცხლებ, შენც იცოცხლებ და მერე ერთად წავალთ იქინეც. ცალ-ცალკე, ლიანა და მარია, ვერ იქნებიან.
-ეჰ, ჩემო მარია...
-რა დეპრესიული სიტყვებია, რაია, ქალო.
-რაია და ალუბალი გინდა?
-რაიო? რას მეკითხები, ხვდები?
-რას გეკითხები, ქალო?
-რას და ალუბალი თუ გინდაო...მენდომება, მა არ მენდომება?! მარა ნელა წაი, გზაში არ გადეიყანთრო და არ წეიქცე...
-თუ წევიქეცი, ისევლე შენი ასაყენებელი და მოსავლელი გავხთები.
-ნელა იარე, თუ ქალი ხარ...-თან კისკისი გააყოლა ლიანას.
***
....ის ღამე, გადაათენეს ლიანა და მარია ბებიამ-როგორც შეეძლოთ. ბევრი ისაუბრეს წარსულზე, მომავალზე...ბევრი იცინეს პროთეზებში და ბევრიც იჩხუბეს იმაზე, თუ რომელი მსახიობი ჯობდა...მარიო ჩიმარო, თუ ტომ ჰიდლსტონი. ლიანას, რა თქმა უნდა მარიო ჩიმარო ერჩია დუნიას, ხოლო მარიას-ტომი.
ორივე გაიზარდა, დაქალდა და ცხოვრების ყველა ავი, თუ კარგი ნახეს, თუმცა ისევ ისეთები იყვნენ. დრომ, ვერ დააკლო ვერაფერი, მხოლოდ ასაკი რჩებოდა აუღებელ ციხედ, რომლის წინააღმდეგაც, ყველა უძლურები ვართ.
შეეძლოთ ეჩხუბათ სისულელეებზე, ეცინათ უაზროდ სხვადასხვა ნამიოკებზე და მოეყოლათ უცნაური, უაზრო და ულოგიკო სიზმრები. შემდეგ გაერჩიათ ეს სიზმრები და დაეკავშირებინათ სხვადასხვა მოვლენასთან.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მათი ცხოვრება, ისეთივე იყო, როგორც 30 ან 40 წლის წინ.
ამბობენ, გული არ ბერდებაო. ზუსტად შეეფერებოდა ეს გამოთქმა მათ. ლაღები, მხიარულები და სიყვარულით სავსე მოხუცები იყვნენ, რომლებსაც მხოლოდ ასაკი ემატებოდათ, ხოლო სული, ისევ 19 და 13 წლის ასაკში იყო ჩარჩენილი...პერიოდში, როდესაც ერთმანეთი გაიცნეს, დაუკავშირეს ცხოვრება და ტყუპური სულით განამტკიცეს-სიბერემდე...





******************
ოლაააათ:დდდდდდდდ როგორ ხართ, აბა?
ჰო, დიდი ხანია აღარ გამოვჩენილვარ...:დდდდ დიდი ხანია, არაფერი დამიწერია და რასაც ვწერდი, ყველაფერი მივატოვე, მაგრამ ახლა ის დროა, დაუწერელი რომ დამრჩენოდა, არ შეიძლებოდა...
რატომმმ?:დდდდდ
იმიროტომ, იმ ადამიანის დაბადების დღე არის ხვალ, ვინც ჩემთვის ძალიან ძვირფასი გახდა....
ჩვენზე და ჩვენს ურთიერთობაზე, ბოლომდე არა, მაგრამ ნაწილობრივ, ამ პაწუკა ისტორიით მოგიყვებით და იმედია, იხალისებთ...თქვენც გაგეღიმებათ და მოკლედ...:დდდდ ისიამოვნებთ ისე, როგორც ჩვენ, როცა ვიხსენებთ ამ რაღაცებს და კიდევ სხვა მრავალს...

არ ვიცი როდის დაიდება და ამიტომ, ცოტა ადრე გადავწყვიტე დადება:დდდდ
აბა, თქვენ იცით და მეც ვიცი, იმედია:დდდდ

პატივისცემით, თეთრო შოკოლადი...))



№1  offline წევრი Chocolate from White Hell

ვაიიმეე:დდდდ
საერთოდ არ ველოდი, დადებული თუ იქნებოდა:დდდდ ოოჰ, გული ამიფრთხიალდა.
ნუ, როგორც ისტორიის ბოლოს გითხარით, იმედია მოგეწონებაათ და ისე ღიმილიანი ჩაიკითხავთ, როგორც მე ვწერდი:დდდდ
გელიით(๑˙❥˙๑)

 


№2 სტუმარი მარო დიდი

გილოცავ მარო, თუ წანწალ რომელიც ხართ მანდ:)) ბედნიერი იყავი და ბევრი წარმატება გქონდეს ცხოვრებაში! მეც ბევრი ვიცინე:))

 


№3  offline წევრი Chocolate from White Hell

მარო დიდი
გილოცავ მარო, თუ წანწალ რომელიც ხართ მანდ:)) ბედნიერი იყავი და ბევრი წარმატება გქონდეს ცხოვრებაში! მეც ბევრი ვიცინე:))

აქ წანწოა...:დდმადლობები...(๑˙❥˙๑)გვიან ვნახე..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent