შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

19:19


19-03-2022, 23:09
ავტორი Amelie S
ნანახია 1 869

Იცით შემოდგომის რომელი დღე იყო?ყურსასმენებში,რომ მშვიდ,სასიამოვნო მუსიკას უნდა უსმენდე,ნაცრისფერი ცა და ირგვლივ ყვითლად მოფანტული ფოთლების საოცარი კონტრასტით უნდა ტკბებოდე და გრილ, სასიამოვნო ნიავს უფლებას აძლევდე სახეზე მოგეფეროს..შეიგრძნო როგორ ნაზად არხევენ შენს თმებს,როგორ ჩუმად გეპარება შუბლზე და ლოყებზე და დამალული სუსხი როგორ გწვავს ოდნავ ტუჩებს. Საათს დავხედე 19:19 იყო,თითქოს რაღაც ნიშნებით მელაპარაკებოდა სამყარო,იმ დღით განსაკუთრებით..მთელი დღის განმავლობაში საათზე წყვილ ციფრებს ვხედავდი,შეიძლეა ბევრისთვის სასაცილოა მსგავსი დამთხვევები,მაგრამ მე ყოველთვის მჯეროდა და მჯერა,ჰაერზე არაფერს ვაქცევთ ყურადღებას და გალაქტიკიდან ყოველთვის ვღებულოთ მინიშნებებს..იმ დღეს ვერ მივხვდი,მაგრამ ახლა ვიცი რატომ გამასწრო 19მა ნომერმა ავტობუსმა წამით ადრე და რატომ დამეჯახა მანქანა 19:19 წუთზე...

Არ მჩვევია გადასასვლელზე უყურადღებობა,მაგრამ ჩემი ტელეფონის ეკრანზე დახედვა და უკნიდან მძლავრი დარტყმა ერთი იყო..მხოლოდ ციფრრები 19:19 მახსოვს,მძლავრი დამუხრუჭება და ვიღაცის მუქი,მუქი ყავისფერი თვალები..არც ის ვიცოდი მაშინ ზუსტად ეს თვალები თუ შეცვლიდა ჩემს ცხოვრებას..თვალები,რომელიც შეიძლება არ იყო ზღვასავით ლურჯი,მაგრამ ყოველთვის ვიძირებოდი მათში..თვალები,რომლებმაც დამანახეს როგორია სიყვარული..

Თვალები რომ გავახილე მხოლოდ სითეთრეს ვხედავდი,ჯერ კიდევ ბურუსში ვიყავი და ბინდი გადაკრული მქონდა თვალებზე..ვხდებოდი ნელ-ნელა მოვდიოდი გონზე..საშინელმა ტკივილმა შემაწუხა როგორც კი ოდნავ თვალების გახელა შევძელი,ავტომატურად წამოვიკვნესე

-დამშვიდდით,ყველაფერი რიგზეა,ოდნავ ტკივილი შეგაწუხებთ,მაგრამ მთავარია გადარჩით..თეთრებში ჩაცმული ახალგაზრდა,ცისფერთვალება ექთანი დამადგა თავზე და ღიმილიანი სახე შემომანათა..

-კი მაგრამ რა მოხდა?რა დამემართა?აქ ვინ მომიყვანა?უამრავი კითხვა მაწუხებდა ერთდროულად..

-მანქანა დაგეჯახათ,მაგრამ ძალიან გაგიმართლათ.სერიოზული დაზიანებები არ გაქვთ,რამდენიმე მოტეხილობა და ტვინის შერყევა..იმ ბატონმა მოგიყვანათ ჩვენთან,სხვა უნამუსო მძღოლებივით კი არ მიგატოვათ.ისე ნერვიულობდა და განიცდიდა,მთელი ღამე აქ იყო..

-Ღმერთო, ვინ იმ ბატონმა?სად არის? Გამახსენდა მხოლოდ თვალები,მუქი ყავისფერი თვალები..

-როგორც ჩანს ჩვენი მთავარი ექიმის მეგობარია,დილით დააძალა ბატონმა ვახტანგმა წასულიყო სახლში და დაესვენა..მთელი კლინიკა გაფრთხილებულია რომ დედოფალივით მოგექცეთ და არაფერი მოგაკლოთ.ხო ხედავთ,იმასაც ბედი უნდა თუ ვინ დაგეჯახება..ექთანმა ცალყბად ჩაიცინა

Უკვე ერთბაშად ბევრი ინფორმაცია მომეყარა და ვეღარ ვხვდებოდი რა ხდებოდა.

-ჩემი მობილური?უცებ ხელებზე დავიხედე და ოღონდ ეს არააა!!

-Სამწუხაროდ ორივე ხელი მოტეხილი გაქვთ,მობილურიც მგონი ხელების დღეშია..ამ ექთნის იუმორი უკვე ნერვებს მიშლიდა

-და იქნებ დამეხმაროთ ჩემს მეგობარს დავურეკო..

-მართას?დაურეკა უკვე იმ ბატონმა და გარეთ გელოდებათ,გადასხმის დაყენებას მოვრჩები და თქვენი მეგობრის ნახვასაც შეძლებთ..ისევ ცალყბად ჩამიცინა ექთანმა,რომლის სახელი ჯერ კიდევ არ ვიცოდი,მაგრამ ერთი წამიიით...თუ ჩემი მობილური დაიფშვნა,რა იცოდა ბატონმა იქსმა,რომ ჩემი ერთადერთი მეგობარი ამ ქალაქში მართა იყო,ან როგორ დაურეკა.ან საერთოდ ვინ ჯანდაბაა ასეთი,სასწრაფოდ მინდოდა მართას ნახვა...

*

9 სექტემბერი იყო,მიუხედავად იმისა,რომ 2 კვირაა რაც ჩამოვედი საქართველოში და დიდი იმედი მქონდა მამაჩემთან ურთიერთობას დავალაგებდი,მორიგი ჩხუბის შემდეგ გაცეცხლებული გამოვვარდი სახლიდან,სასწრაფოდ მანქანაში ჩავჯექი და წყნეთისკენ ავიღე გეზი,მანამდე გიგის და ლაშას დავურეკე,სასწრაფოდ დალევას და განტვირთვას ვსაჭიროებდი.

-კაწია და ნატაშები შედის დღევანდელ გეგმაში თუ მხოლოდა სამამრეთის დღე გვაქ?მხიარული ხმით იკითხა გიგიმ ტელეფონიდან..

-ერთი ზარიც კმარა გიგიშ და ჩვენთან გაჩნდებიან,ჯერ Macallan-ებით შევხურდეთ და ვნახოთ რა ხასიათზე ვიქნებით,ხმამაღლა ჩავძახე ტელეფონიდან.

-არის ივუუუუშ..ისევ მხიარული ხმით გამომძახა და ტელეფონი გათიშა..მომბეზრდა ეს ერთი და იგივე სიმღერები და რადიოთი “მკითხაობა” ვცადე.ალბათ გაგეცინებათ,მაგრამ ძალიან მაგარი რამ არის,ყოველთვის როცა არეული,დაბნეული და გაურკვეველი ვარ,რადიო ზუსტად იმ სიმღერას მირჩევს,რომლის ტექსტებიც ყოველთვის მინიშნებაა იმ მომენტისთვის..ძებნა დავიწყე რადიოში

“თბილისის დროით 19:19 საათია და ახალი ამაბების გამოშვებამდე გთავაზობთ flora cash-you are sombody else..

Არვიცი როგორ ვერ დავინახე...გონება გამეყინა როდესაც ჩემს წინ ვიღაც გოგო ჰაერში ატრიალდა.სასწრაფოდ დავამუხრუჭე და მანქანიდან გადავხტი, მოშორებით დავინახე სისხლის გუბე და გოგონა ყავისფერ პლაშში, გონებადაკარგული..სასწრაფოდ მივვარდი,მხოლოდ ჩემი გულის ხმა მესმოდა..მახსოვს დავიყვირე სასწრაფოდ დაერეკათ 112ში,არმინდოდა გამენძრია,შემეშინდა მოტეხილობები არ ქონოდა,მისი თავი მოვიქციე ხელებში,თეთრი ნაზი კანი ქონდა,გრძელი წაბლისფერი თმა,მომენტალურად გონს მოვიდა და მისი თაფლისფერი თვალები შემომანათა,ასეთ მდგომარეობაშიც კი რაღაც სხივი დაკრავდა..

-შენი თვალები..წამოილუღლუღა და ისევ დაკარგა გონება..

-Მამაჩემის მეგობრის კლინიკაში მოვიყვანეთ,ვიცი რომ აქ უსაფრთხოდ და კარგ ხელში იქნება,ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს გიგიშ,ეს როგორ დამემართა,როგორ ვერ დავინახე..მაგრამ მისი ბრალიცაა,მოსახვევში რომ არ უნდა გადააჭრას არ იცის?

-კაი დაწყნარდი ბიჭო,მთავარია გადარჩა და დანარჩენს მოვაგვარებთ..ამ დროს ვახტანგი გამოვიდა და მდგომარეობა მომახსენა.

-მდგომარეობა არც ისე მძიმეა,უბრალოდ ორივე ხელი მოტეხილი აქვს და საკმაოდ დიდ დისკომფორტში მოუწევს ცოტახნით ყოფნა,ტვინის შერყევა აქვს თუმცა საშიში არაფერია..

-ეე ხელები თუ მოტეხილი აქვს საჩივარსაც ვერ დაწერს შენზე,უშნოდ გახუმრება სცადა გიგამ,მაგრამ ჩემი მზერით მიხვდა,რომ უნდა მოეკეტა.

-შვილო,არარის საჭირო ღამე აქ გაატარო,მაინც წამლები გავუკეთეთ და იძინებს დილამდე,მისი ახლობლები ხომ არ მოგიძებნია?

-ტელეფონი დაიფშვნა,მაგრამ ლაშას ვთხოვე და ერთადერთი რაც იპოვა მისი მეგობრის ნომერია,დავურეკავ დილით და შევატყობინებ..

-მშობლები არ ყავს?

-არვიცი ვახტან,დეტალები აღარ მიკითხავს..ვახტანგმა ხელით მითანაგრძნო და დამტოვა,გიგიმ ძალით გამომაგდო საავადმყოფოდან და მანქანაში ჩამტენა,არ მახსოვს როდის გავითიშე.

*

Მართას დანახვაზე ცოტა დავმშვიდდი..

-ჩემო გოგო ეს რა დაგემართა აცრემლებული თვალებით ჩამომიჯდა საწოლთან მართა..

-კარგი,რაც მთავარია ცოცხალი ვარ,თუმცა დროებით უხელო,გახუმრება ვცადე,მაგრამ აშკარად არ უნდა გამეცინა,ძვლებში ტკივილმა დამიარა..

-კარგი რა ნინიიი,მაგარი ხარ,კიდევ გახუმრების თავი გაქვს?

-მთავარია ცოცხალი ვარ,ახლა მოხლოდ ის მაჯავრებს,სანამ ხელები მომირჩება რა მეშველება..

-აქ არ ვარ?მოგივლი,ჩემთან წაგიყვან,თბილად გამიღიმა მართამ და ლოყაზე მომეფერა.

Მართა*

Როდესაც თბილისში ჩავაბარე არქიტექტურის,ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტზე ამ ქალაქში მხოლოდ ერთი ნაცნობი მყავდა,ტობი..ცუგა რომელიც ჩემი ნაქირავები ეზოს ხშირი სტუმარი იყო და მასთან ერთად ვატარებდი თავისუფალ დროს და დავმეგობრდით. Მე და მართა ერთ ჯგუფში აღმოვჩნდით,ისიც ჩემსავით მარტოსული იყო ამ ქალაქში,თავიდან ერთად მეცადინეობა დავიწყეთ და შემდეგ ეს ყველაფერი დიდ მეგობრობაში გადაიზარდა..ორივემ წარმატებით დავასრულეთ უნივერსიტეტი და ახლა მე დავით შენგელიას არქიტექტურულ კომპანიაში დიზაინერის პოზოციაზე ვმუშაობ,კომპანიაში რომელიც თბილისში პირველ და წამყვან არქიტექტურულ კომპანიად ითვლება და როგორც ქართულ ასევე უცხოურ პროექტებზეც მუშაობს,ალბათ 8 წლის უკან,ოცნებაშიც ვერ დავუშვებდი რომ აქ ვიმუშავებდი..მართუნა გათხოვდა,ჩვენივე კურსელზე აჩიზე..საოცარი ბიჭია აჩი,პირველივე დღიდან მათი სიყვარულის მომსწრე ვარ და ალბათ ამაზე ნაკლებად არც მე მინდა შემიყვარდეს,როგორც ჩემს საუკეთესო მეგობრებს..აჩიმ და მართამ საკუთარი პატარა არქიტექტურული კომპანია დაარსეს,ჯერ დამწყებები არიან მაგრამ საკმაოდ ბევრი და წარმატებული პროექტი აქვთ,მეც ვეხმარები როდესაც მარტო ვერ ართმევენ თავს,აჩი მეხუმრება რომ ერთ დღეს ბატონ დავით შენგელიას ჩემ თავს წაართმევს და კონკურენციასაც გაუწევს მის კომპანიას..მეც ამის მჯერა.

-კაი რა შენთან წამიყვან,,სიცილით ვუთხარი.ამ დროს კარებზე კაკუნი გაისმა,კარები დაახლოებით 1.90სმ სიმაღლის ბიჭმა შემოაღო..მუქი წაბლისფერი თმა დაბალზე ქონდა შეჭრილი,თეთრი ზედა და მუქი ჯინსის შარვალი ეცვა,თვალები..თვალებით ვიცანი ,მოვემზადე..

-გამარჯობა ნინი,ბოხი,დაბალი ტონალობის ხმა გაისმა პალატაში.მართა წამოხტა მე მარტო დაგტოვებთო და პალატიდან გავარდა,როგორ მინდა მოვკლა ხოლმე..

-თქვენ ხართ ის ვის გამოც მუმიას დავემსგავსე? Და ჩემს დაბინტულ სხეულზე დავიხედე,შევნიშე,როგორ ცალყბად ჩაეცინა,მგონი გაუხარდა კიდეც,რომ წივილ-კივილი არ დავიწყე რასაც ელოდა,დიდი ალბათობით.

-მხოლოდ ჩემი ბრალიც არ არის,თქვენც უნდა აწიოთ ხოლმე თავი გადასასვლელზე და მითუმეტეს ზებრაზე გადახვიდეთ..აშკარად დამტუქსა,ახლა ნამდვილად გავბრაზდი

-ახლა მეჩვენება თუ რადგან წივილ-კივილი არ დავიწყე აქეთ გადმოდით შეტევაზე?

-არა,უბრალოდ..

-არ გიჩივლებთ ნუ გეშინია..შევაწყვეტინე საუბარი,ვიცი თქვენნაირები როგორ უფრთხილდებიან სახელს და რეპუტაციას,ამიტომ მშვიდად იყავით..რაც შემეძლო ცინიკური ტონით წარმოვთქვი.

-ჩემნაირები?და რაიცით როგორი ვარ?ინტერესით და დამცინავი მზერით შემომანათა სახე..

-ექთანმა მითხრა რომ ბოლო მოდელის Range Rover-მა ამაფრიალა ჰაერში და ის რომ მთავარი ექიმი თქვენი ნაცნობია,რთული გამოსაცნობი არ არის რომელი ფენის წარმომადგენელიც იქნებით..სახე გავამკაცრე და ცალყბად ჩავუცინე.

-ესეიგი კარგად ხართ,რადგან ამდენი ქოთქოთის თავი გაქვთ,ღრმად ამოისუნთქა..

-უკვე მერამდენე პრეტენზიით ხართ თუ ატყობთ?ძალიან გავბრაზდი და წარბებიც შევჭმუხნე..გაბრძანდით პალატიდან,თქვენი არაფერი მჭირდება,მადლობა აქამდე რაც გააკეთეთ ჩემთვის,ახლა კი გაქრით ჩემი ცხოვრებიდან, შეგიძლიათ ნამუსი დაიმშვიდოთ საკმარისი გააკეთეთ,აწი მივხედავ თავს როგორმე..

-ხელების გარეშე?იმდენად უემოციოდ იკითხა თითქოს იმხელა მონოლოგი ჩემთვის წამეკითხოს..

-მოვახერხებ რამეს,ნახვამდის.

-მესმის,რომ დამოუკიდებელი და ძლიერი ქალის თამაში ძალიან გიყვართ მაგრამ ახლა მომისმინეთ.. საწოლთან ახლოს მოწია სკამი და იდაყვები ჩემს საწოლზე ჩამოდო,სახე წინ მომიწია და გამჭოლი მზერით დამაკვირდა. Არვიცი რატომ მაგრამ მისმა ასეთმა მოახლოვებამ საშინლად ამაფორიაქა და ჩემს დამტვრეულ ძვლებში ვგრძნობდი როგორ სწრაფად ამოძრავდა სისხლი და როგორ დამიწყო გულმა ცემა.. Ერთიც,არმეშინია,თუ გინდათ დაგეხმარებით და ჩემივე ხელით დავწერ საჩივარს,არც რეპუტაციას და არც სკანდალებს არ ვუშინდები,მეორეც ამას მხოლოდ იმიტომ რომ ნამუსი მაწუხებს არ ვაკეთებ,მესამეც რადგან ერთხელ საკუთარი ნებით შემომიფრინდი ბორბლებში ცოტახანი ჩემი გაძლება მოგიწევს..ვიცი მარტო ცხოვრობ,ამიტომ,როგორც კი გამოგწერენ დამხმარე ექთანი გეყოლება,რომელიც მოგივლის,სანამ არ გამოჯანმრთელდები,მეც აქტიურად გამაგებინებს შენს ამბებს,თურამე დაგჭირდება პირველი მე დამირეკავ და ჰო უცებ პატარა ყუთი დამიდო წინ,ტელეფონიც დაგჭირდება,ჩემი ნომერი ჩაწერილია,შეგიძლია ნებისმიერ დროს დამირეკო..იდაყვები ჩემი საწოლიდან აიღო,ნახევრად მკაცრი და ნახევრად მომცინარი სახე ისევ მოღუშა და მკაცრი ტონით გააგრძელა.. Ახლა დაისვენე,თუ რამე დაგჭირდება ნია ექთანი მოგხედავს... ისევ მინდოდა რამის თქმა მაგრამ მისი გრძელი და ჩამოთლილი საჩვენებელი თითი ტუჩებთან მიიდო.. -ჩჩჩჩ..შენთვის ბევრი ლაპარაკი არ შეიძლება..ისევ ცალყბად ჩამიცინა და პალატიდან გავიდა...

-ეს რა იყოო?გაცოებისგან გონზე ვერ მოვედი... მართას ვთხოვე ენახა ტელეფონში ნომერი,სახელის კითხვა სულ გადამავიწყდა,ტელეფონში ერთადერთი ნომერი ეწერა “ Iva”.

*

Დილით 9 საათზე გამეღვიძა,სასწრაფოდ შხაპი მივიღე და საავადმყოფოში წავედი..ვახტანგს ვკითხე მისი ამბავი და მითხრა დღეს უკეთ არისო,მისი მეგობარიც აქაა და არ შორდებაო..პალატის კარებზე ფრთხილად დავაკაკუნე,რატომღაც ვნერვიულობდი, არვიცოდი რა რექაცია ექნებოდა,არმინდოდა კივილი დაეწყო და ეჩხუბა,კარი რომ შევაღე მუმიასავით თავიდან ბოლოდმე გაბინტული გოგო დავინახე,რომელსაც ცალი ფეხი და ხელები ჩამოკიდებული ქონდა,სიცილი ძლივს შევიკავე იმდენად სასაცილო იყო ასეთ ფორმაში,მხოლოდ მისი ნაზი სახე იყო შეუფუთავი,რომელმაც სიბრაზით დამიწყო ყურება,თუმცა ამ მდგომარეობაშიც უსაყვარლესი როჟა იყო..ყოჩაღ ივიკო,სწორედაც,თუ დაეჯახები ასეთი ლამაზი გოგო უნდა ააკაპოტო გავიფიქრე გულში და ღიმილი ისევ შევიკავე...გამარჯობა ვთქვი ხმადაბლა და იმ წამსვე გაბრაზებული სახით მეუბენბა..

“-თქვენ ხართ ის ვის გამოც მუმიას დავემსგავსე?”

Არვიცი როგორ შევიკავე თავი რომ არ გადამეხარხარა,იუმორიც კარგი ქონია..ბევრი მექოთქოთა,საბოლოოდ ივა შენგელიამ მშვიდად აუხსნა,რომ თუ კი მის ბორბლებში აღმოჩნდა ასე იოლად ვერ დაიძვრენდა მისგან თავს!იმდენად საყვარელი იყო თავი ვერ შევიკავე რომ ახლოს არ მივსულიყავი და კარგად დავკვირვებოდი მისი სახის ნაკვთებს,დანარჩენს მერე შევისწავლი,როცა მუმიადან პრინცესად იქცევა გავიფიქრე გულში..ტელეფონი დავუტოვე და გამოვედი..საკმაოდ ჯიუტი მუმიაა,მაგრამ ვერ მოვისვენებ სანამ არ გამოჯანმრთელდება საბოლოოდ..ისევ ამეშალა ნერვები ჩემს თავზე...ამ დროს ტელეფონმა დარეკა... მამა

-რახდება?

-როდის უნდა გეთქვა რაც დაგემართა? Გაისმა მკაცრი და მასავით ბოხი ხმა ტელეფონიდან

-მოვალ ოფისში და აგიხსნი ყველაფერს..

-ნინი არჩვაძე??? Მკაცრი მზერით შეხედა ბატონმა დავითმა შვილს. Ყველაფერ სიკეთესთან ერთად ჩემი კომპანიის ერთ-ერთი საუკეთესო დიზაინერი დატოვე ხელების გარეშე?

-რაა? Წამოხტა ივა სავარძლიდან..

-დღეს დარეკა მისმა მეგობარმა,ავარიაში მოხვდა და ორივე ხელის მოტეხილობა აქვსო,რას ვიფიქრებდი ჩემმა შვილმა თუ ჩაიდინა ეს ყველაფერი.

-აქ თუ მუშოაბდა არ ვიცოდი,ეგ აღარ მიკითხავს ლაშასთვის..არვიცი რატომ ,მაგრამ იმ ფაქტმა რომ მამაჩემის კომპანიაში მუშაობდა ისევ ხასიათზე დამაბრუნა.

-ნინი შვილივით მყავს,მესამე კურსის სტუდენდი იყო სტაჟირებაზე რომ მოვიდა ჩვენთან.იშვიათად მინახავს მისნაირი ჭკვიანი და მონდომებული გოგო,იმდენად ნიჭიერია ბევრი შემოთავაზება ქონდა მაგრამ არც მე მინდოდა გამეშვა და თვითონაც ძალიან უყვარს აქაურობა, დავითმა სათვალე ჩამოიწია..იცოდე მაგ გოგოს არ აწყენინო თორე პირადად ჩემთან გექნება საქმე!

-რას გულისხმობ მამა? Დამღალა ამ კაცის მბრძანებლობამ

-ნინი პატიოსანი და კარგი გოგოა, არ გაბედო სხვა თვალით შეხედო..

-ოო კარგი რა დათოოო,მომეღრიცა სახე

-კარგად ვიცი შენი ამბავი,მე გაგაფრთხილე,ახლა წადი და რაიმე არ მოაკლდეს იმ გოგოს..

-ვიზრუნე უკვე ყველაფერზე,დამშვიდდი

-კარგი და შენ როდის იქნები მზად მუშაობის დასაწყებად? Ცალი წარბი ამიწია

-ხვალიდან დავიწყოთ,გავუღიმე და კაბინეტიდან გამოვედი.

*

Დათო შენგელია,

15 წლის იყო ივა როდესაც დედა გარდაეცვალა...იშვიათი გაღმერთებით უყვარდა დათოს მისი მეუღლე ელენე..ბოლო სამი წელი ერთად ებრძოდა ოჯახი ელენეს სიმსივნეს,მაგრამ ყველა და ყველაფერი უძლური იყო ამ დაავადების წინაშე,არაფერი დაუკლია დავითს მსოფლიოს მასშტაბით,მაგრამ მაინც წაართვა სიკვდილმა მისი ცხოვრების მთავარი ქალი.. Ივას სტრესულ გარემოში მოუწია გარდატეხის ასაკი,დედის დაავადება,შემდეგ მისი სიკვდილი..სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი მამა და დედის სურათთან ჩახუტებული,გათენებული ღამეები.. Ელენეს სიკვდილის შემდეგ დათოს ვერავინ ცნობდა,ოთახში ჩაიკეტა და აღარ გამოდიოდა..სანამ,სანამ არ გაიგო რომ მისი შვილი ტკივილის დასავიწყებლად ნარკოტიკებს ღებულობდა.. Სასწრაფო წესით გაიგზავან უკვე 16 წლის ივა ამერიკაში კოლეჯში და შემდეგ უნივერსიტეტშიც იქ ჩააბარა,დავითის მეგობართან ბატონ გელასთან იყო მიბარებული..წლები გავიდა და დათოც დაუბრუნდა კომპანიას და საქმიანობას,ივაც სწავლობდა ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში არქიტექტურას, არ იყო ეს დაძალებითი,მისივე ნებით არჩეული მამის გზა იყო.. Ივასთვის მამა ყოველთვის ავტორიტეტი იყო, შეიძლება არ ქონდათ მამა-შვილური სიყვარულის გამოვლინება მაგრამ ორივე ერთმანეთზე ზრუნავდა,ჩუმ-ჩუმად.. Მანძილმა კიდევ უფრო გაუცივათ ურთიერთობა.. 10 წლის შემდეგ დავითმა შვილს საქართველოში დაბრუნება მოსთხოვა..დრო იყო ნელ-ნელა მისთვის გადაებარებინა ის რასაც თითქმის მთელი ცხოვრება შეწირა.

*

Ორი კვირის შემდეგ დადგა ჩემი გამოწერის დღე..მართალია ივა იმ დღის შემდეგ აღარ მოსულა,თუმცა არაფერი დამკლებია,ხილი წვენები და ოთახისთვის ყვავილები მუდამ შემოქონდა ნიას პალატაში,დამირეკა თუმცა არავინ იყო პალატაში ამიტომ ვერ ვუპასუხე,შემდეგ ნია შემოვიდა და ტელეფონი მომაჩეჩა..

-რატო არ მპასუხობ რომ გირეკავ?ისევ იმ ბოხმა ხმამ დამიძაბა ტელეფონიდან..

-შენობითზე როდის გადავედით?ოთახში მარტო ვიყავი და მაპატიე ფეხის თითით ვერ გიპასუხე,მკვახედ მივახალე და რაგინდა მეთქი მივაყოლე..აშკარად ჩაცინების ხმა გავიგონე ტელეფონიდან

-მე წაგიყვან სახლში,ფეხი არ გაადგა უჩემოდ..ისევ ის მბრძანებლური ტონი

-აი ხო,ხელებზე დადგომას და ისე გასვლას ვაპირებდი,თვალები გადავატრიალე და ისევ გავაგრძელე.. Არმინდა ჩემი მეგობრები წამიყვანენ. Გავიგონე როგორ ამოიფრუტუნა

-მე წაგიყვან! Ტელეფონი გათიშა..

Ღმერთო რა დავაშავე,მანქანით ხომ გამიტანა,ერთხელ იყო მოსული და მიმაჩმორა ისედაც ეს გაბინტული ქალი და ახლა კიდე როგორ მეუფროსება...თუ ასე გინდა ბატონო ივა მომიარო აწი ნახე შენი წამება.. Ცეცხლი აინთო თამაში დაიწყო..ჩემი საყვარელი ფრაზა გამახსენდა ბავშვობიდან..

Საგორებელი სკამით გამიყვანა ნიამ პალატიდან და მისტერ სიმკაცრის სახე შემეფეთა..

-ნახევრად მუმია როგორ ბრძანდება?სიცილით კითხა ნიას და გადახვეულ ხელებზე დამხედა

-ფეხზე წამოდგომას და შენ მოკვლას აპირებს,დუდღუნით ავხედე და ჩემი ჭკუით დავემუქრე.. Ისევ თეთრი ეცვა,ამჯერად პერანგი და შავი შარვალი,როგორ უხდებოდა თეთრი..უცებ თავი გავაქნიე და ეს აზრები თითქოს ირგვლივ გადავყარე

-ამისთვის ჯერ საჭიროა მოძლიერდეთ ქალბატონო,ამის თქმა და ჩემი ხელში ატაცება ერთი იყო.. Იმდენად ახლოს აღმოვჩნდი მის სახესთან და კისერთან წარმოდგენაც არმინდა როგორ გავწითლდი..ახლა ზედმეტად ბანალური ვიქნები მაგრამ მისი სურნელი...ლამის ჩავადნი მის კისერს..ღმერთო რა მემართებოდა?

-ალბათ სიმაღლეზე წნევამ აგიწია და მაგიტო წამოწითლდი ასე სახეზე,გაბადრული და კმაყოფილი სახით ჩამსვა მანქანაში.. Მოსაკლავი ხარ არჩვაძის ქალო,ასე როგორ დაიწვი თავი.. -ღვედს თუ გადამიკრავ და სახლამდე მშვიდობით მიმიყვან მადლობელი ვიქნები შენი,ისევ ცინიკურად გადავხედე.. Ღვედი და ჯანდაბა ნინი!! Ჩემსკენ გადმოიწია,იმდენად ახლოს იყო რომ მისი ოდნავ გაუპარსავი ლოყა ჩემს ლოყას შეეხო და სასიამოვნო ჩხვლეტა ვიგრძენი და ეს სურნელი,King David ესხა ვაჟბატონს,რომლის სუნზეც სანთელივით ვიღვენთებოდი,ფრთხილად შემიკრა ღვედი,სანამ ღვედს კრავდა საგულდაგულოდ დავაკვირდი მის გრძელ და ფახურა წამწამებს,აშკარად დაიჭირა ჩემი მიშტერებული მზერა და ცივად ამომხედა

-კიდევ რა ნაწილი დაგრჩა ჩემი შესასწავლი?

Უხერხული სიტუაციების ქალღმერთი ვიყავი..ისევ წამოვწითლდი

-ფანჯარა ჩამომიწიე გთხოვ,სუფთა ჰაერი მომენატრა..ვითომ არ გამიგონია მისი ნათქვამი...

Ეზოში მართა და აჩიკო დამხვდნენ,ძალიან მინდოდა ჩავხუტებოდი,მაგრამ ყველაზე მეტად ის მახარებდა რომ ჩემს სახლში ვიქნებოდი..მართალია არ ვიცოდი ხელების გარეშე ცოტახანი როგორ ვიცხოვრებდი,მაგრამ რაც მთავარია ჩემს სახლში ვიცხოვრებდი.. Ეს კორპუსი ჩვენმა კომპანიამ ააშენა და ბატონმა დავითმა თითქმის მაჩუქა იმდენად დაბალ ფასად მაყიდინა ბინა..ზუსტად ისე მოვიწყე როგორ ბინაზეც ბავშვობაში ვოცნებობდი,ნათელი,პატარა და მყუდრო ბინა იყო,ერთი საძინებლით და დიდი მისაღებით,რაც მთავარია დიდი აივნით და თბილისის ულამაზესი ხედით..ჩემი ახდენილი ოცნება იყო ჩემი კუწკუწა სახლი..

Ივამ ისევ ხელში ამისროლა!

-მომისმინე! Ამჯერად ძალიან მკაცრი ვიყავი..ასე თუ გინდოდა ხელით გეტარებინე მაშინ ფეხებიც უნდა მოგეტეხა,დამსვი სიარული შემიძლია.. Ძალიან არ უნდოდა მაგრამ მაინც ჩაეცინა ჩემს ნათქვამზე და ფრთხილად დამსვა ძირს.-მადლობა რომ მომიყვანე აწი ჩემი მეგობრები მომხედავენ..

-სამწუხაროდ 1 კვირის წინ ამ კორპუსში გადმოვედი საცხოვრებლად მეზობელო,თვალი ჩამიკრა..შევხედე მართას და აჩიკოს როგორ ჩაეღიმათ..

-რომელ სართულზე მაქვს შენი მეზობლობის პატივი?

-შენს ზემოთ ზუსტად..ცალყბად ჩამიცინა,1 საათში დამხმარე ქალი მოვა,რომელიც მოგივლის სანამ მოგირჩება ხელები

-ხომ გითხარი... ისევ საჩვენებელი თითი მიიდო ტუჩებთან -ჩჩჩჩ!

-რააა? Ემოციები ვერ დავმალე მართას ნახარებ ახალ ამბავზე..ვისი შვილია?არ არსებოობს,ეს ის... უმცროსი შენგელიაა?

-დაწყნარდი ნინი,მართა სიცილით კვდებოდა..და სხვათაშორის სამსახურში როცა დაბრუნდები ახალი უფროსი დაგხვდება..

-ოღონდ ეს არა...თვალები ჭერისკენ წავიღე და შემდეგ მართას გავხედე კმაყოფილი როგორ მიქნევდა თავს..

Ეს რა ჭირი დამმართე შენგელიას ვაჟო,ვერც ვჭამ,ვერც ვიცვამ,ვერაფერს ვერ ვშვები ჩემს გემოზე..საშინელი გაბრაზება მომაწვა და ეშმაკურმა აზრებმა გამიელვა თავში..მეზობელი უფროსი რომელმაც ასეთ დღეში ჩამაგდო აუცილებლად დაისჯება!!!

*

Ღამის სამ საათზე ტელეფონის ზარმა გამაღვიძა,არც დამიხედავს ისე გადავუსვი ეკრანს ხელი და მივიდე ყურთან

-მშია!

-რააა? Ეკრანს დავხედე და ნინი იყო..

-ხო მშია და ვერ ვჭამ მეზობელო,იქნებ ჩამოხვიდე და დამეხმარო ჭამაში,ისეთი ტონით მელაპარაკებოდა ვითომ მისი მონა ვყოფილიყავი

-ნინი ღამის სამი საათია! Გამიმკაცრდა ხმა

-შენ მითხარი ნებისმიერ დროს დამერეკა..მოისაწყლა თავი ,თანაც ექთანი გავუშვი ღამე აქ ხომ არ დავტოვებდი..ისევ წამეწუწუნა

-ოოოხ!ჩამოვალ

-კარი ღიაა.მხიარული ხმით მომაძახა და გაითიშა

Ასე არაა არჩვაძის ქალბატონო,ანუ ომი გინდა..ომი იყოს..ფართხუნით სპორტული შარვალი ამოვიცვი და წელს ზემოთ შიშველი ჩავედი.. Ვნახოთ ვინ დარჩება მოგებული გავიფიქრე და წარბები ამითამაშდა,თუმცა შევაღე კარები თუ არა ამჯერად მე შემრჩა ემოციები სახეზე..მოკლე ატლასის იისფერ პერანგში იდგა ნინი,მისი გრძელი,სრიალა წაბლისფერი თმა გვერდზე გადმოეყარა და ლამაზი მხრები და ზურგი უჩანდა,სასაცილოდ ფეხზე დიდი ფუმფულა ჩუსტები ჩაეცვა და წყლის დალევას ცდილობდა,იმდენად სასაცილო იყო ამ პროცესში საერთოდ არ მინდოდა მივხმარებოდი,თუმცა მალევე დავაბრუნე აუტანელი ივა ჩემში..

-აბა,რა გვაქვს საჭმელი? Ნინი შეხტა ჩემს ხმაზე და რომ შემოტრიალდა მზერა ჩემს წელს ზემოთ შიშველ ტანზე შეუჩერდა..

-შენ უნდა გამომიძახო და იქნებ ერთი მაისურიც გამოიძახო,როგორ ჩანს დაგავიწყდა ახალ სახლში გადმოტანა..თუ ჩემზე შთაბეჭდილების მოხდენა გინდოდა?მემგონი დაგავიწყდა უხელოდ რომ ვარ,გადაიკისკია და თვალი ჩამიკრა.. Ნუუ ასეთ ფლირტსაც არ ველოდი,მეგონა იქეთ დავაბნევდი მაგრამ აშკარად ეს გოგო ყოველთვის ნოკაუტში თვითონ მაგდებს..

Მაინც და მაინც ლაფშა მოუნდა ღამის სამ საათზე და აქ დაიწყო ჩემი წამება...

-თმა უნდა ამიწიო,აი მანდ დევს რეზინა და აიღე

-რა ვქნა? Სახე მომემანჭა

-რა იყო,ქალისთვის არასდროს შეგიკრავს თმა?

-არა.მხოლოდ გამიშლია..ცალყბად გავუღიმე

-ეხლა ისწავლი,ზურგით შემობრუნდა ჩემსკენ და თმები გადმომიყარა,ლავანდის და იასამანის სურნელის ნარევი ქონდა მის კანს და თმებს..წამით მიმთიშა ამ სურნელმა,ფრთხილად მოვკიდე მის ლამაზ თმებს ხელი,ისეთი ფაფუკი და რბილი იყო,მაღლა ავუწიე და შეკვრა ვცადე,რამდენჯერმე რეზინა გამისხლტა ხელიდან და ნინი სიცილით კვდებოდა,სიცილიც კი ისეთი ლამაზი ქონდა..,მესამე ცდაზე გამომივიდა და მაცდურად ნაზად ჩამოვყევი თითებით ზურგზე... ვიგრძენი როგორ დაეჭიმა სხეული და როგორ დააჟრიალა კანზე,..ამან სითამამე შემძინა..ჯერ სად ხარ არჩვაძე გავიფიქრე გულში...

Კიდე უფრო ჭამის დროს დამტანჯა,არც ახლოს მიშვებდა,მეც დამსვარა და ნახევარი ლაფშა პერანგზე ჰქონდა..

-უნდა გამოგიცვალო,ადექი

-არარსებობს,უცებ დაეძაბა სახე

-რადგან ვალდებული ვარ ყველაფერში დაგეხმარო ,ახლა ავდგებით და გამოცვლაში დაგემხარები,ეშმაკურ ღიმილს ვერ ვმალავდი სახეზე

-ერთადაც ხომ არ გვებანავა? Დამეჯღანა... მისკენ მივიწიე სახე რაც შეიძლება ახლოს მივუტანე,უკვე მომწონდა მისი ასე აღელვება,ვგრძნობდი როგორ უჩქარდებოდა სუნთქვა ჩემს მიახლოებაზე და როგორ უფართოვდებოდა თვალის გუგები,მისი ლოყები..პატარა ბავშვივით უწითლდებოდა, ბანალური შედარება იქნება მარწყვს შევადარო მისი ტუჩები,მაგრამ წითელი და საყვარლად გაბუშტული ქონდა,გაბრაზების დროს კიდევ უფრო ბერავდა და წინ წევდა..სასიამოვნო იქნებოდა მათი დაგემოვნება,აი მერე დარწმუნებით შევადარებ რაიმეს მის ტუჩებს..თვალი ჩავაყოლე მის კისერს და ხარბად დავაშტერდი სავსე,წინ წამოწეულ მკერდს,რომელსაც ბინტებით ჩამოკიდებული ხელებით მალავდა..

-არ ვიტყოდი უარს,მაგრამ მე მიყვარს როდესაც მეხებიან და შენ სამწუხაროდ ამისთვის ჯერ არ გამოდგები...

*

Ისე ახლოს იყო ჩემთან მისი სუნთქვა მესმოდა..ოხ ნინი,შენვე ებმები შენს დაგებულ მახეში..

-უი რა სამწუხაროა,არადა როგორ მინდოდა გამოვმდგარიყავი..ცინიკურად გავუცინე

Აშკარად ეგონა ისტერიკას ავუტეხავდი,თუ ასე გინდა ივა შენგელია მე შენ განახებ ნერწყვების ყლაპვა რას ნიშნავს..ფეხზე წამოვდექი და საძინებლისკენ წავედი

-აქეთ არის საძინებელი

*

Აშკარად დავივწვებოდით რომელიმე ამ თამაშში,უკვე დილის 5 საათი იყო,გავყევი საძინებელში,ოდნავ გადაწეული ფარდიდან მთვარის შუქი ანათებდა მხოლოდ ოთახს,კარადაზე მიმანიშნა და ამჯერად შავი ატლასის პერანგი გამომაღებინა,უხმოდ შეტრიალდა და ლენტის გახსნა მთხოვა.. Ნაზად გავხსენი ლენტი და ვიგრძენი როგორ ფაფუკად ჩამოსრიალდა პერანგი მის ფეხებთან,მთვარის შუქზე მისი შიშველი სხეული აუტანლად საოცარი იყო,ხმას არ იღებდა...

*

Მისი სუნთქვა მესმოდა ყურთან იმდენად ახლოს იდგა ჩემთან,ვიგრძენი მისი თითების შეხება,როგორ გახსნა ლენტი,ვიგრძენი მისი მწველი მზერა,ზურგს მწვავდა,ძალიან მრცხვენოდა,მაგრამ რადგან დავიწყე ბოლომდე შევყვებოდი ამ თამაშს და ამ თვალებს..ისეთი სასაცილო და საყვარელი იყო როცა მაჭმევდა,მისი წყლიანი ყავისფერი თვალები,ხანდახან როგორი ცივი და უგრძნობი იყო,მაგრამ მომენტებში ისევ ბავშვური და მხიარული ეშმაკუნები უციმციმებდა თვალებში..ქვემოდან ამომატარა ახალი,სუფთა პერანგი და ვიგრძენი მისი თითების შეხება ფეხებზე,როგორ ამოსრიალდა მისი ხელები პერანგთან ერთად მთელ ტანზე და ლენტის შეკვრა დაიწყო,მისი გახშირებული სუნთქვაც აშკარა იყო,კიდევ უფრო ახლოს მოვიდა და ყურთან ჩამჩურჩულა:

-ძილინებისა მუმია...

პ.ს 2016 წლის შემდეგ ისევ გადავწყვიტე დამეწერა..საკმაოდ ვნერვიულობ და ველოდები თქვენს შეფასებებს. მინდა ლამაზი,ემოციებით სავსე და საინტერესი ისტორია დაიწეროს ამდენი წლის შემდეგ,ისევ ამ საიტზე. ველი თქვენს რჩევებს და შეფასებებს.



№1 სტუმარი one

kargi dasawyosia))) aba vnaxod rogor ganvitardeba movlenebi)
warmatebebi)

 


№2  offline წევრი Niako261995

კარგი იატორია ჩანს ძალიან,უბრალოდ ერთიდაიგვე სიტყვას ხშირად იყენებთ ერთ წინადადებაში და ცოტა ყვირის..წარმატებები ❤

 


№3  offline წევრი Amelie S

Niako261995
კარგი იატორია ჩანს ძალიან,უბრალოდ ერთიდაიგვე სიტყვას ხშირად იყენებთ ერთ წინადადებაში და ცოტა ყვირის..წარმატებები ❤

მადლობა, გავითვალისწინებ heart_eyes

one
kargi dasawyosia))) aba vnaxod rogor ganvitardeba movlenebi)
warmatebebi)

მადლობაა დიდი heart_eyes heart_eyes

 


№4 სტუმარი სტუმარი nancho

შესანიშნავი ისტორიაა და ძალიან კარგად წერთ.მე მომწონს.

 


№5  offline წევრი Amelie S

სტუმარი nancho
შესანიშნავი ისტორიაა და ძალიან კარგად წერთ.მე მომწონს.

მადლობა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent