როგორ დავგეგმოთ დღე?
ზოგიერთი ჩვენთაგანისთვის დროის მენეჯმენტი მნიშვნელოვანია,დიდ ყურადღებას ვაქცევთ და უფრო მეტიც ყოველი დღე დაფუძვნებული და აწყობილია დროის მენეჯმენტზე.ყოველი წუთი გათვლილი გვაქვს თუ როდის, რა და როგორ გავაკეთოთ ასე ყველაფერს ვასწრებთ და დღეც წარმატებული და ნაყოფიერი გამოდის.თუმცაღა არსებობენ ისეთი ადამიანები ვინც ფეხს ვერ უწყობს დროის მენეჯმენტს, ზედმეტი სიზარმაცის ან ნაკლები მოტივაციის გამო,ბევრსაც დაუწყია დროის გათვლა და ამა თუ იმ საქმის წამოწყება მაგრამ მალევე უკან დაუხევია.ადამიანების მეორე ნაწილსაც არ მოსწონს ის გარემოება,რომ დროს დაემორჩილოს მის ჩარჩოებში იცხოვროს და სულ იმის შიშსა თუ განცდაში იყოს დროში ჩაეტია თუ არა.ბევრისთვის ეს ზედმეტი დაგეგმა,ორგანიზება ზუსტ წუთებსა და დროში ყოფნა ძალიან მოსაბეზრებელი ხდება... თითქოს ამ მხრივ თავისუფლებას კარგავენ და უცაბედად რამე საქმე,რომ გამოჩნდეს ამას ვერ გააკეთებენ რადგან დროის მიხედვით სხვა საქმე აქვთ გასაკეთებელი. მეორეს მხრივ ის ადამიანები ვინც არ გეგმავენ დღეს დროის მენეჯმენტის დახმარებით და აქვთ გეგმები რომელსაც ვერ ასწრებენ , დღის ბოლოს ამას განიცდიან ან კიდევ სულ ამის წუწუნში არიან,რომ 24 საათის განმავლობაში ვერ ასწრებენ სრულყოფილად ცხოვრებას და საქმეებს ამის მიზეზი კი ერთია რადგან არ აქვთ დღე საკმარისად ორგანიზებული და დაკონკრეტებით გაწერილი. მაგრამ მაინც, დღეს შაბათია,უქმე დღე ალბათ ნაკლები საქმე გექნება თავს მიეცი უფლება,რომ დაისვენო,განიტვირთო,სიამოვნება მიიღო და წვრილმანებით გაბედნიერდე.გთავაზობ დღის პატარა გეგმას რომელიც დღევანდელი დღის შესაფერისია. არ გაქვს დღევანდელი დღის გეგმა,არ იცი რა გააკეთო,ან თუნდაც რამე გეზარება მაშინ მიყევი ამ ინსტრუქციას ვფიქრობ ცოტათი მაინც დაგეხმარება,რომ სიამოვნება იგრძნო: 1-მზის აბაზანა ე.ი #დაენახემზეს და შეიგრძენი მისი სითბო.გადით აივანზე მიიღეთ D ვიტამინი,ან გამოაღეთ ფანჯარა ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. 2-დალიეთ ყავა ან ჩაი,უმჯობესია აივანზე ისევ მზესთან ან ფანჯარასთან... 3-გაიკეთე მსუბუქი მაკიაჟი ან დაიტენიანე სახის კანი,წაისვი ნიღაბი თუნდაც ხალხური მეთოდებითურთ რატომ? ეს ნაბიჯი თქვენში დიდ თავდაჯერებულობას იწვევს. (და მაინც თუ არ გიყვარს ამდაგვარი რამ,უბრალოდ გააკეთე ის რაც გსიამოვნებს) 4-წაიკითხე წიგნი და უყურე ფილმს სასიამოვნო დღეს გისურვებთ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.