შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაყიდული ღირსება (თავი 9)


20-03-2022, 00:39
ავტორი თმარი.K
ნანახია 13 651

თავი 9.


ანა.


უბედნიერესი დილა გამითენდა, ვენერა დეიდასთან ლაპარაკმა საოცრად გამახარა. ბაბუს ყველა წინასაოპერაციო გამოკვლევები და ანალიზები ჩაუტარეს და ხვალ ამზადებდნენ საოპერაციოდ. ექიმის განმარტებით ცოტა სრთულეები იყო მოსალოდნელი, რეაბილიტაციის გავლა შედარებით რთულად იქნებოდა ბაბუს შემთხვევაში, ვინაიდან ასაკი ქონდა დიდი. თუმცა ამას ვინ დარდობდა, მთავარია ყველაფერი კარგად ყოფილიყო, ბაბუ ჯანრთელი დამიბრუნდებოდა.
ჩაიდანი გაზგურქზე დავდგი და წამოვადუღე, ბესკა და ნინო უნდა მოსულიყვნენ, ცოტა ტკბილეულიც დავახვედრე და რა თქმა უნდა ჩემი გამომცხვარი ვაშლის პეროგი, რომელზეც ორივე გიჟდებოდა.
სამზარეულოში ძლიერმა ქარმა ფანჯარა მიაჯახუნა და გუშინ ღამე მინა ჩამემტვრა. არც მინა მქონდა რომ გამომეცვალა, მით უმეტეს არც ჩასმა ვიცოდი, ვერაფერი მოვიფიქრე და პოლიეთილენის პარკები სკოჩით მივამაგრე. სიცივე დაიკავა თავის თავად, თუმცა ბოლომდე ვერა.
სანამ ჩემი ორადორი მეგობარი ჩემამდე მოვიდა, ტელეფონი დასატენი კაბილიდან მოვხსენი, დივანზე ჩამოვჯექი და გამოტოვებულ ზარებს გადავხედე. არავის დაურეკავს, საერთოდ არავის. ველოდი მისგან ზარს, თუმცა როგორც ჩანს მისი სიამაყე საკადრის სიმაღლეზე იყო. ნუ რა გაეწყობა, მე ნამდვილად არ ვაპირებდი ნაბიჯის გადადგმას, შესაბამისად, ვცდილობდი სიმშვიდე და გაწონასწორებულობა შემენარჩუნებინა. ზოგჯერ იმასაც ვფიქრობდი, რატომ ველოდი მისგან ზარს? ცოლიანი დაოჯახებული კაცისგან რატომ ველოდი ყურადღებას? ჩემ თავს კარგად შემოვუქანებდი და ამ საშინელი ფიქრებისგან გონებას ვითავისუფლებდი, თუმცა რამოდენიმე წამში, დასწყევლოს ეშმაკმა, მისი ღიმილი მედგა თვალწინ.
ირგვლივ საოცარი ვარდების სურნელი იგრძნობოდა, გოგოებმა ჩემი მისამართით გამოგზავნილი საჩუქრები და თაიგული კურიერს გამოატანეს. საოცრად ლამაზი ვარდები იყო, სასაჩუქრე ვაუჩერებს კი რაც შეეხებოდა, დივანის წინ მაგიდაზე ელაგა. მათ გამოყენებას ნამდვილად არ ვაპირებდი, წინა შემთხვევებისგან განსხვავებით ამ საჩუქართა კრებულს არანაირი წერილი არ მოყოლია. ალბათ ისევ ის უცნობი იყო, ვინც ამ ყველაფერს მიგზავნიდა, აბა ვახტანგი, არ მგონია.
კიდევ კარგი ბესიკი და ნინო მალე მოვიდნენ, თორემ ფიქრები უკვე ჭკუიდან მშლიდა. სამზარეულოში ჩამოვჯექით, ცხელი ჩაი დავასხი, ბაბუს ამბები მკითხეს, ორივე მკაცრად გავაფრთხილე რომ არავისთვის არ ეთქვათ მომხდარის შესახებ. ნინომ იცოდა რა თქმა უნდა, მაგრამ ბესკამ არ იცოდა სუროგაციის ამბავი, შესაბამისად მასაც იგივე ვუთხარი რაც ბაბუს.
- შენ გამაგიჟებ, თუ ფული ისესხე ბარიდან რატომ წახვედი?
- ხომ გითხარი, ვერ ვუთავსებ ბესკა, ვიღლები და აზრი არ აქვს, სახლები დავალაგო მირჩევნია.
- ის ყელსაბამი როდის გავყიდოთ?
- როცა გინდა, თუ გინდა დღესვე, შევჭამოთ და გავიდეთ იქ სადაც ოქროს იბარებენ
- ნინ, შენ რას იტყვი? ოქროს ბირჟაზე მივიდეთ?
- არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, ეგ ისეთი ძირადღირებული ნივთია, ხომ არ ჯობია ლომბარდში მივიტანოთ, ან რომელმე საიუვილერო მაღაზიაში?
- მე ვერ ვერკვევი, და ამიტომ გთხოვთ დახმარებას.
- ხო მაგრამ ,საივულეროში მოპარული არ ეგონოთ ან რამე, საშიშია.
- მაშინ ლომბარდი და რასაც მომცემენ ეგ იქნება და დავტოვებ. მაგას უკან მე ვეღარ გამოვიტან.
- რამდენს ელოდები ან, რამდენს მოგვცემენ ბესკა?
- არ ვიცი, ჩათვალეთ საბაზრო ღირებულების მესამედს ალბათ.
- იყოს, რაც იქენება იქნება.
უკაპიკოდ ვიყავი, ბესკას გადმორიცხული ფულით დიდხანს ვერ ვიქნებოდი. ვახტანგიც არ ჩანდა, სამსახურს ვერ დავიწყებდი, რამე რომ დამმართნოდა ძალიან მეშინოდა, ვაი და ორსულად ვიყო. ერთი სიტყვით, ვახოს როდის მოუნდებოდა ჩემზე ზრუნვა ვერ დაველოდებოდი. ამიტომაც გადავწყვიტე ეს ყელსაბამი გამეყიდა.
კომუნალური გადასახადები ძალიან ბევრი გადავიხადე, 500 ლარიდან მხოლოდ 340 ლარი დამრჩა. ემენეტრარულის ფულიც კი აღარ მექნებოდა ცოტახანში. გათბობა გავთიშე, გათბობას ვამბობ, ნუ გეგონებათ მთელი სახლი თბილი მაქვს, პატარა გამათბობელი მიდგას, რომელიც ორ ოთახს ათბობს, დიდი სახლი ისედაც არაა, ჩემი საძნებელი ძალიან პატარაა, ერთი საწოლი დგას ტუმბო და პატარა გარდერობი, იგივე ხდება ბაბუს ოთახშიც. თავის დროზე ერთი საძინებელი იყო, თუმცა ბაბუს თხოვნით გავტიხრეთ და ამიტომაა ორი. ერთი სიტყვით, სახლში თუ ვარ, მხოლოდ როცა ღამდება გათბობას მაშნ ვრთავ, შემდეგ ვწვები თბილად.
ლომბრადები დავიარეთ, ბოლოს საბურთალოზე კუთხეში მივაგენით ერთ ლომბარდს, ნინო და ბესკა შევიდნენ, ცოტა დახურული და პატარა სივრცე იყო და კარი ღია დატოვეს და მე გარეთ დავრჩი. რატომღაც უკან მოვიხედე, და თვალი შავ მანქანას მოვკარი, ვახოს მანქანას გავდა, მძღოლი ვერ დავინახე, მაგრამ გულისცემა გამისამმაგდა. მიმავალ მანქანას თვალს ვერ ვაშორბდი, ის იყო თუ არა...
- ან, მაქსიმუმ 2000 ლარო, ძალიან ცოტაა ანა, რა ვქნათ?
- ძალიან ცოტაა, აი ძალიან - დაამატა ბესკამ.
- სხვა ფასს არსად გვეტყვიან, დატოვეთ რა, რაც არის არის.
- დარწმუნებული ხარ?
- დატოვეთ, დატოვეთ.
- სხვაგანაც გვენახა, ძალიან მენანება ამ ფასსში
- ნინო მართალია, სხვაგანაც ვნახოთ რა.
- კარგი ვნახოთ სხვაგანაც.
- იქნებ ვინმე მოვძებნო, ჩემ ქმარს ვკითხო ოქროულს რომ იბარებდეს, ცოტაც მოვიცადოთ ან, და იქენბ უკეთეს ფასსში გავყიდოთ.
- არ ვიცი ნინ, ამას თავის ფასსში არვაინ ჩაიბარებს, და მე მეჩქარება.
- არაუშავს, ფული თუ არ გაქვს, ხომ გითხარი გასესხებთქო, რა დაგემართა რა შვიდთვიანივით იქცევი
- კაი ბესკა კარგი, წავიდეთ სახლში ეხლა, დავისვენოთ ბევრი ვიარეთ.
გადამაფიქრებინეს ამ ფასსში ყელსაბამის გაყიდვა, წამოვედით უკან ჩემთან, ბესკა წავიდა, სანამ ბარში მივალ ცოტას გამოვიძნებო, დავრჩით მე და ნინო მარტო სახლში.
- ვახო არ მოსულა, ან არ დაურეკავს მის მერე ?
- არა, საერთოდ არაფერი მსმენია, არ ვიცი, რომ გეკითხა ესე და ისე უნდა ეზრუნა ჩემზე, და ახლა რა გითხრა, კი გითხარი, ჩემოდნები კართან მომიყარა და წავიდა.
- რა საქციელი იყო, ვერ ვიგებ.
- ბარში იყო, რატომ ბესაკას არ ვკითხე.
- დაანებე თავი, ვახოს მოკითხვას ანა, ჯერ ერთი რომ იცი ცოლიანია, მეორეც რომ ვიღაცა ამას არასწორად გაიგებს, ხომ ხვდები, რად გინდა ხალხი აალაპარაკო. რა საჭიროა.
- მესმის რასაც ამბობ, მესმის, მაგრამ,...
- არავითარი მაგრამ ანა, შენ შეეშვი მასზე ფიქრს, დამიჯერე, ცუდად დამთავრდება. გახსოვს ირაკლიზე რომ მიყვებოდი? გული და სული ერთად გტკიოდა, რა გინდა შეეშვი, აუტკიებელ თავს ნუ აიტკიებ. ასეთი კაცები არ არიან ჩვენნაირი ქალებისთვის შექმნილნი, ასეთი სიყვარული თუ ხდება მქოლოდ ზღაპრებში და წიგნებში, კონკია გამოგონებული პერსონაჟია, ვახტანგი კი კონკიას პრინცი ნამდვილად არ არის.
- ოჰ, ნინო, რა ცუდად ვარ ნეტა იცოდე... თან ბედნიერი ვარ, მიხარია ბაბუ კარგად რომ იქნება, რაც გავაკეთე მაინც გულის სიღრმეში გამართლებული მგონია. ვახტანგზე ფიქრები კიდევ არ მშორდება, შენ რა გგონია საკუთარ თავს არ ვუბრაზდები? ვერც კი წარმოიდგენ როგორ, მაგრამ ძალა არ მაქვს, გულის ხვას მეუბნება გონება სხვას.
- ძლიერი ხარ ანა, ძლიერი, გონებას დაუჯერე გონებას, აქ მხოლოდ გონება და ცივი აზროვნება გადაგარჩენს.
- იმედია.
- მაქსიმალურად შეეცადე, სხვა რამეზე იფიქრო, თავიდან ამოიგდე ამ კაცზე უაზრო ფიქრები, ანა ცოლი ყავს, ცოლი, თან როგორი ხომ გყავს შენი თვალითაც ნანახი. ახლა შვილიც ეყოლებათ, იდეალური ოჯახი აქვთ. გთხოვ, შეეშვი.
- სხვა გზაც არ მაქვს ნინ, ეს მხოლოდ შენი იცი, ამ დაწყევლილი ფიქრების შესახებ, სხვასთან ამას ვერც ვიტყვი, მრცხვენია.
ნინოსთან საუბარი, ყოველთვის პროდუქტიული იყო, ყოველთვის იმას მეუბნებოდა რაც საჭირო და აუცილებლად გასაკეთებელი იყო, პირაპირ და გადაჭრით, ყოვეგვარი მიკიბ მოკიბვის გარეშე.
ცოტა მოსაღამოვდა და ნინოც სახლისკენ წავიდა. დავრჩი ისევ და ისევ მარტო, გარეთ ძალიან ციოდა, მგონი წვიმასაც აპირებდა, სულ რამდენიმე დღეში ახალი წელიც მოდიოდა.
მიყვარდა ახალი წელი, ყოველთვის მშვენიერი ახალი წელი თენდებოდა ჩვენ ოჯახში, თუმცა წელს პირველად მომიწევა მარტო ახალ წელთან შეხვედრა. ტელეფონში ნაძვის ხის ფოტოებს ვათვალიერებდი, ძალიან მინდოდა დიდი ნაძვისხე მქონოდა, სათამაშოებით და განათებებით დახუნძლული, თუმცა სიძვირის გამო, ნახევარ მეტრიან ნაძისხეს ვრთავდით. ახალი წლის განწყობა ამ ცუცქნა ნაძვის ხესაც მშვენივრად შემოქონდა ჩვენ ოჯახში.
სამზარეულოდან ხმა შემომესმა, ქარს ისევ ჩამოუგლეჯავს ჩემი ამოქოლილი ფანჯარა, ახლა ნაჭრებით და ისევ პოლიეტილენით ვცადე ამომექოლა ჩამტვრეული მინა, ქარი ძალიან უბერავდა, წვიმაც დაიწყო, საკმარისი რაოდენობის წებოვანი ლენტი არ მქონდა, ამიტომ ჩავიცვი და მაღაზიაში გავედი.
საშნლად წვიმდა, გზებზე წყალი ნიაღვარივით მოდიოდა, მანქანები კი ნელი სიჩქარით მოძრაობდნენ. შევვარდი მაღაზიაში, წებოვანი ლენტი ვიყიდე და ისევ სახლისკენ გამოვვარდი. სახლისგან ოდნავ მოშორებით შავი მქნანა შევნიშნე, იდგა, არ მოძრაობდა. თითქოს ვახოს მანქანას მივამსგავსე მაგრამ ბოლმდე დარწმუნებული არ ვიყავი.
ნაბიჯს მოვუჩქარე და სახლში შევედი. ქურთუკი და ფეხსაცმელი გავიხადე, და სამზარეულოს ფანჯრის შეკეთებას შევუდექი. მალევე დავამთავრე და ბედნიერი ვიყავი, მგონი ამ ეტაპზე მართლაც რომ ნაყოფიერად ამოვქოლე ფანჯარა.
დივანზე ჩამოვჯექი და ტელეფონი ავიღე. კარისკენ მქონდა გადატანილი ყურადღება, ისევე როგორც ტელეფონზე. ან კაკუნს ან ტელეფონზე ზარს ელოდებოდა ჩემი ქვეცნობიერი, ისე რომ ამის აღიარებაც არ მიცდია.
ტელეფონზე ზარი გასიმა, უცხო ნომერი იყო, ვუპასუხე.
- გამარჯობათ, ბოდიშს ვიხდი გვიან ვრეკავ, სახლის დალაგებასთან დაკავშირებით ვრეკავ, ახლობელმა მირჩია თქვენი თავი, სწორად მოვხვდი, ანა ბრძანდებით?
- დიახ, ანა ვარ, მაგრამ აღარ ვმუშაობ, ბოდიშს გიხდით.
- უი, რა სამწუხაროა, ჩემი ახლბელი ძალიან გმაყოფილი იყო, გამონაკლისს ვერ დაუშვებთ?
- იცით, ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს, ვწუხკვარ.
- განსაკუთრებული არაფერია ზედმეტ ფიზიკურ შრომას რომ მოითხოვდეს, მხოლოდ რამოდენიმე ჭაღის ცრემლების გაწმენდაში მინდა მომეხმაროთ და შემდეგ ჩამოკიდებაში, გპირდებით კარგად გადაგხდით.
- არ ვიცი, რა გითხრათ, მიჭირს უარის თქმა მაგრამ, სხვა გზა არ მაქვს.
- კარგით რა გაეწყობა, თუ გადაიფიქრებთ, შემეხმიანეთ, ჭაღები არსა გარბიან.
- კეთილი.
ვითომ, რომ დავთანხმებოდი რა მოხდებოდა, არაფერი განსაკუთრებული ჭაღის წმენდაში არ იყო, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც მეშნოდა. დაე იყოს როგორც არის, ჯობია დავისვენო და თავი არ დავიტვირთო, თუმცა საარსებოდ ფულიც მჭირდებოდა.
ვაკანსიების ძებნა დავიწყე, რამდენიმე ადგილას გავაგზავნე სივი, რომელიც დიდად სამუშაო გამოცდილებით არ იყო სასვე, დამლაგებელი, დამლაგებელი, დამლაგებელი. მივუთითე სივში უცხო ენების ცოდნის შესახებ, უნივერსიტეტი რომ არ მაქვს ბოლომდე დამთავრებული, ჩემი ერთი ფოტო სურათი და სამოტივაციო წერილი, რომელსაც ქვა უნდა გაეხეთქა.
იმედი არც მქონია, რომ ვინმე დამირეკავდა, შესაბამისად, ძალიან მშვიდად ვაფრალებდი ჩემ პერსონალურ მონაცემებს სხვადასხვა კომპანიებში, სხვადასხვა პოზიციებზე, ასე მაგალითად, თანაშეწე, დამხმარე, მენეჯერის დამხმარე, ყველა პოზიცია მაინც დამხმარე თანაშემწის რანგში იყო.
ტელევიზორი ჩავრთე, გარეთ ისევ ძალიან წვიმდა, ბეჭდების მბრძანებელი გადიოდა, პლედი გადავიფარე და ყურება დავიწყე. კარზე კაკუნის ხმამ ტანში გამცრა. ტელევიზორს ხმა გავუთიშე და წამიერად ფეხზე წამოვდექი. კარისკენ ნელ-ნელა მივდიოდი, წარმოდგენა არ მქონდა ასეთ დროს ვინ უნდა ყოფილიყო, ცოტა შემეშინდა. კართან მივედი, ნუთი ის იყო?!
- ვინ არის? - ჩუმად დავიძახე.
- მე ვარ!
დასწყევლოს ეშმაკმა, ის იყო.
- როგორც ვხედავ ჩემოდნები შემოგიტანია, როგორ ხარ?
- კარგად.
- რა მშვენიერი თაიგულია, შენია?
- დიახ, ჩემია.
- ვისგანაა?
- არ ვიცი.
ოთახში გაჯგიმული დაიარებოდა, როგორც ყოველთვის მშვენივრად გამოიყურებოდა, ჩაცმულობის სტილიც კი მშვენიერი და მიმზიდველი ჰქონდა, სურნელს აფრქვევდა საოცარს, ცხვირი მეწვოდა, ამ ყველა სიკეთეებთან ერთად უარესად ვბრაზდებოდი და ვღიზიანდებოდი, სურვილი მიჩნდებოდა საკუთარი ხელით გაგემგლიჯა. ამ ყველაფრის ფონზე კი ზედმეტად მშვიდად, აუღელვებლად და ნეიტრალურად, დიდი ინტერესით ყველაფერს გამადიდებლით უყურებდა. მაგიდისკენ დაიხარა, სასჩუქრე ვაუჩერები აიღო და ეშმაკური ღიმილით დაიწყო მათი გადათვალიერება.
- ოჰო, აი საჩუქარი მესმის, პარფიუმერიის, ტანსაცმლის, ოჰოო, სალონისაც ყოფილა, მინიმუმ 5000 ლარის მოსმახურებაა, ვირაც ზედმეტად ზრუნავს შენ კეთილდრეობაზე არა?!
- არ ვიცი, არ დამითვლია.
- რას ამბობ, ეგ როგორ გამოგრჩა ანა ?. - ცინიზმი, დაბრუნდა მის ხმაში.
- არ დავინტერესებულვარ.
- გაყიდე, რა პრობლემაა, ახალ სახლში მინიმუმ მცირეფასიან ავეჯს ან დეკორატიულ ნივთებს გიყიდის, არა?!
- არ არის თქვენი საქმე, საჩუქარს როგორ გამოვიყეებ.
- მართალი, ხარ, ჩემი საქმე ნამდვილად არ არის. ხომ მართლა, შენი თაყვანისცემელი მამაკაცი გააფრთხილე, რომ ბარში აღარ მუშაობ, თორემ შენი საჩუქრების გამო ჩემ თანამშრომლებს ავიწყდებათ სამუშაო საათების დანიშნულებისამებრ გამოყენების შესახებ.
- მე არ ვიცნობ, და არ ვიცი ვინ არის ამ ყველაფრის ავტორი.
- არ იცი ? არ იცნობ ?
- ხო, არ ვიცი, არ ვიცნობ, რა არის გასაკვირი.
გემრიელად გადაიხარხარა.
- როგორ გამაცინე, ისევ იგივეს ცდილობ ანა ? გინდა თვალსა და ხელ შუა მომატყუო?
- არა.
- მოკლედ. ნება შენია საჩუქრები მისგან მიიღე ვისგანაც გინდა, მაგრამ შეეცადე აღნიშნულმა გავლენა არ მოახდინოს ჩემ სამსახურზე, და ზოგადად ჩემ წრეზე, კარგი?!
- ბატონო ვახტანგ, არ ვიცნობ, რატომ არ გესმით, არ ვიცი ვინაა, წარმოდგენა არ მაქვს.
- იქნებ იმ ბავშის მამაა, ამაზე არ დაფქრებულხარ?
- ვინ ბავშის?
- ასე ხშირად გავიწყდება შენი სუროგაციის გზით დარიგებული ბავშვები?
- ძალიან ცუდად მესაუბრებით და ძალიან ცუდი ტონით, მე არ დამიმსახურებია მსგავსი მოპყრობა. თუ ასე გსურთ ამ ირონიული ტონით საუბრის, არა უფრო სწორად ჩემი დამრიცების გაგრძელება, შეგიძლიათ მიბრძანდეთ! კარი სადაცაა იცით!
- არა, დამცირება რა შუაშია, ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო ანა....
- თქვენმა აფორიზმებმა დამღალა, დამტოვეთ თუ შეიძლბა, იმედია მანქანით ხართ, მძროლი მე არ მყავს სახლში რომ წაგიყვანოთ.
- გაბრაზებული ხარ?
- მიბრძანდით ჩემი სახლიდან თუ არ შეწუხდებით.
კარისკენ წავედი და გამოვაღე, ხელით გასვლაზე მივუთითებდი.
- ეგ კარი შეგიძლია მიხურო, ან მანდვე გაიყინო, მე ჯერ წასვლას არ ვაპირებ.
- პოლიციას გამოვუძახო თუ რა გავაკეთო?
- დამშიდდი, ხომ ხედავ სალაპარაკოდ მოვედი.
- ეს საუბარი არ არის ბატონო ვახტანგ.
- კარგი, დამშვიდდი
ნელ ნელა მომიახლოვდა, კარი მიხურა და შიგნიდან გასაღებით გადაკეთა. სამზარეულოსკენ წავიდა.
- ფინჯან ჩაიზე რა აზრის ხარ?
უკვე მეგონა რომ ჭკუიდან ვიშლებოდი, რა ჯანდაბა ხდებოდა, ყოველთვის მის თვალში დამანაშავე მე რატომ ვიყავი, რატომ ცდილობდა ამდაგვარი გზით ურთიერთობის დალაგებას.
- არა მადლობთ.
- ფანჯარას რა მოუვიდა?
- ჩაიმტვრა.
- ეს შესანიშნავი ნაკეთობა შენი შემოქმედებაა?
- დიახ.
- გეთქვა მოგეხმარებოდი.
- არ იყო საჭირო, აქამდეც მშვენივრად ვგრძობდი თავს თქვენი დახმარებების გარეშე და საჭიროებას ნამდვილად არ ვგრძნობ დახმარება თქვენ გთხოვოთ.
- ნუ იძაბები, მშვიდად, ჩაი დავლიოთ, ფანჯარა ხვალ შევაკეთოთ.
- არ არის საჭირო, არ მჭირება თქვენი შეკეთებული ფანჯარა.
- შეგიძლია ამიხსნა რატომ ხარ ჩემზე გაცოფებული?
- გაცოფებული?
- ხო, გაცოფებული, შენ თავს შეხედე აბა, სახე გაქვს ანერვიულებული, ხმაც შიგადაშიგ გინაკნაკებს, ხელები დარწმუნებული ვარ გაყინული გაქვს, როგორც ყოველთვის როცა მხედავ, შესაბამისად ლოგიკურია რომ გაცოფებული და გაბრაზებული ხარ ჩემზე, მითხარი რა მოხდა?
- ჩემგან ელოდებით ახსნა განმარტების მსომენას?
- აქ გაბრაზებული შენ ხარ, მე არა ანა, შესაბამისად დიახ, ახსნა განმარტება შენგან უნდა მოვისმინო, იქნებ მივხვდე რამ გაგაბრაზა ასე უმოწყალოდ ჩემზე.
- არანაირ ახსნა განმარტების მოცემას არ ვაპირებ, და არც გაბრაზებული და გაცოფებული თქვენზე, ან რატომ უნდა ვიყო?
- აი მაგალითად, სახლში რომ არ წაგიყვანე, არ დაგირეკე, არ მოგიკითხე, ჩემოდნები სახლის კართან დაგიტოვე, არც მის მერე მომიკლავს თავი შენი მოკითხვით, აი ამაზე, რა არა?!
ღმერთს შველას ვთხოვდი, ძალიან მიჭირდა მასთან საუბარი, ვითომც არაფერი ისე იჯდა ჩემ წინ დივანზე და ირონიულად მესაუბრებოდა, გეგონება საერთოდ არ გამომაგდო მისი კაბინეტიდან. რა ჯანდაბა უნდა მეთქვა, ღირსი იყო მისივე ირონიით კარად გამომელანძღა.
- არა, ცდებით.
- როგორ არა? აბა აქ რატომ წამოხვედი?
- ჰჰმმ...... ჩემი სახლი აქ არის და ამიტომ.
- ხომ მაგრამ საბურთალზე არ უნდა ყოფილიყავი?
სამზარეულოდან ჩაიდნის ხმა შემომესმა, დროული იყო მას მოვშორებოდი. გაზქურა გამოვრთე და ფინჯანში ჩაი დავასხი, ხელებით კი მაგიდას დავეყრდენი თავი დავხარე ღრმად ამოვისუნთქე, ყველაფერი უნდა მეთქვა, უკლებლივ ყველაფერი, დაე ცოდნოდა რა მეწყინა და რა არა, იქნებ სინდის ნამსუსს გაეღვიძა მასში!
- მე არ ვიცი თქვენ რას ხართ მიჩვეული და როგორ, ან სად გაქვთ საცხოვრებელი, ან რაიმე მსგავსი, მაგრამ ის რაც იმ დღეს თქვენ ოთახში მოხდა, ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა, თქვენზე მეტად მე ვიყავი იქ შეშინებული, ძლივს ვსუნთქავდი და ვნერვიულობდი რა შეიძლებოდა ამდაგვარ საუბარს მოყოლოდა, ის ყვიროდა არც თქვენ აკლებდით, წარმოდგენა არ გაქვთ ამ ყველაფერმა ჩემზე როგორ იმოქმედა, შემდეგ ოთახიდან გამოვედით, ელენე შეეცადა ჩემ დამშვიდებას, მხოლოდ მან დაინახა ჩემი აკანკალებული სახე და ხელები, უცებ თქვენ გამოხვედით ოთახიდან და ის კაცი ძირს გართხმული დავინახე, წამიერად შემოგხედეთ და სახეზე სისხლი მოგდიოდათ, არც მაშინ დაგინახავთ ჩემი ანერვიულებული სახე. ეს კი არა, თქვენ კაბინეტში შემოსულმა სიტუაციის განმუხტვა ვცადე, მიუხედავად იმისა რომ მე თავად ვიყავი დასამშვიდებელი, ისევ თქვენ დაწყნარებაზე ვფიქრობდი, ამ დროს კი თქვენ რა გააკეთეთ, ისიც კი არ გიკითხავთ იქ ცოცხალ მკვდარი რომ ვიდექი საერთოდ დგომა თუ შემეძლო, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ოთახიდან გამომაგდეთ რაღაც უსაფუძვლო სიტყვების და წინადადებების გამო, თითქოსდა წასვლა მოსვლას გიკონტროლებდით. მერე, მერე რა მოხდა?! უარესად ანერვიულებული სახლამდე მოვედი, ირაკლი შემხვდა, მეძებდით თითქოს, მერე ჩემი პასუხიც არ იკმარეთ და ასე არაფრისმომცემი ცარიელი მწირი სიტყვებით კართან ჩემოდნები მომიყარეთ, თითქოს მე გეხვეწებოდით თქვენ სახლში მაცხოვრეთქო, ვინ გგონივართ ვერ ვხვდები? რად მინდა თქვენი სახლი, ჩემიც მაქვს, მერე რა რომ თქვენი სახლის მსგავსი არ არის, რაც არის მე სრულებით მყოფნის და არ მაქვს ამბიცია თქვენნაირი სახლი მქონდეს ან თქვენს სახლში ვიცხოვრო, ეს ხომ თქვენ თავად შემომთავაზეთ და ხელშეკრულებაში დაწერეთ, ხელიც მომაწერინეთ, ამ ხელშეკრულების გამო დღეს უმუშევარი ვარ, ვერც სახლებს ვალაგებ და ვერც ბარში ვმუშაობ, იმიტომ რომ ვუფრთხილდები თავს, და ბავშვს, თქვენ კიდევ.... თქვენ კიდევ....
საუბარი თიქოსდა დავასრულე, ცრემლებს ძლივს ვიკავებდი, ხმა მიკანკალებდა.... ჩაღუნული თავი არ ამიწევია. როცა თავი ავწიე და ფინჯანს ხელი მოვკიდე სამზარეულოდან უნდა გავსულიყავი, სამზარეულოს კართან მიყუდებული დავინახე, დასწყევლოს ეშმაკმა, მე ცრემლებს ვიკავებდი, ეს კი ისევ ისე იღიმოდა.
- იმედია ჩემოდნები არ ამოგილაგებია, წავიდეთ სახლში.
- ისევ ?
- ხო, ისევ, აბა აქ ხომ არ დარჩები მარტო, ჩაი დავლიოთ და წავიდეთ.
მაგიდაზე ჩაის ფინჯანი დავდგი და დივანზე ჩამოვჯექი.
- არ მინდა მე თქვენ სახლში ცხოვრება, არაფერში არ მჭირდება, აქაც მშვენივრად ვგრძნობ თავს, რატომ არ გესმით?
ნელ-ნელა ჩემკენ წამოვიდა, თვალს ვერ ვაშორებდი, გვერდით მომიჯდა, ფეხი ფეხზე შემოიდო და ჩაი მოსვა.
- ამაზე ხომ ვილაპარაკეთ არა?
- ხომ შეიძლება შეიცვალოს არა, არ მინდა, არა, თქვენს ახლო მახლო ყოფნა არ მინდა არა!
დივნიდან წამოვხტი და ხელი დამიჭირა. ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ამ კაცთან შეხება კი არა მასთან კილომეტრიან დისტანციაზეც კი უკვე აღარ შემეძლო ყოფნა.
- დაჯექი, დამშვიდდი რა გემართება.
- არაფერი, ხელი გამიშვით
- გაგიშვებ, ოღონ დაჯექი
დივანზე დავჯექი, ტელევიზორს თვალს არ ვაშორებდი, მაგრამ სახის მარჯვენა მხარე მიხურდა, ვგრძნობდი რომ ისევ იმ წყეული ღიმილით მიყურებდა.
- ანა რა გემართება შეგიძლია ამიხსნა? გასაგებია, რაზეც გაბრაზდი, მესმის, მაგრამ ასეთი დამოკიდებულებაც არ შეიძლება, დიდი გოგო ხარ უკვე, რაღაც რაღაცებს შენ თვითონვე უნდა ხვდებოდე.
- რას უნდა ვხვდებოდე? არ მიდნა თქვენ სახლში ცხოვრება, თქვენ რატომ ვერ ხვდებით ამას?
- ყველაერს აქვს საზღვარი, ადექი ჩაიცვი, წავედით.
- არა, ..... არა.... არსად წამოსვლას არ ვაპირებ.
- ანა, გეყოფა, წავედით.
კაშნე გაიკეთა, პალტოც მოიცვა, ტელეფონი და მანქანის გასაღები ჯიბეში ჩაიდო, ჩემი ქურთუკიც მომაწოდა.
- ანა ჩაიცვი.
- არა, ვახო არა!
- ეს უკვე მომწონს, შენობით ფორმაზე გადახვედი, პროგრესია, წავედით.
- არა, გთხოვთ, ძალიან გთხოვთ, შემეშვით... დამტოვეთ რა მოხდება, წადით თქვენ სახლში თქვენ ცოლთან, დამანებეთ თავი, გემუდარებით, აღარ შემიძლია, არ გესმით აღარ - სული და გული ერთად მტკიოდა.
- მას შემდეგ რაც საბურთაოზე დაგტოვებ წავალ ჩემ ცოლთან აბა რას ვიზავ. გეყოფა პაატარა გოგოსავით ჭირვეულობა, ქურთუკი ჩაიცვი და წავიდეთ.
შეურიგდა, ირინეს შეურიგდა, აბა სხვას რას ველოდი, დაშორებოდნენ? რა დებილი ვიყავი ღმერთო ჩემო, საკუთარ თავზე მეშლებოდა ნერვები. ქურთუკი გამოვართვი, წინააღმდეგობის გაწევის არც ძალა მქონდა და არ თავი, მით უმეტეს მასთან და ახლა. ქურთუკი შემოვიცვი, ჩემოდნებზე მივანიშნე რომ საძნებელში იყო.
მანქანაში ჩავსხედით. გზა მშიდად განვაგრძეთ, რადიო ქონდა ჩართული, სხვადასხვა სიმღერები ისმოდა. ხმა არც მე არც მას არ ამოუღია.
მრავალსართულიან შენობასთან გავჩერდით
- მაღაზიაში შევალ, რაღაც რაღაც პროდუქტები მაცივარშია, გინდა რამე?
- არა არაფერი.
- კეთილი.
მაღაზიაში გადავიდა, მე მანქანაში დავრჩი. ცოტა დამცხა და შარფი მოვიხსენი, უკან სავარძლისკენ მივტრიალდი შარფი ჩანთაში რომ ჩამედო და ყვავილების თაიგული დავინახე, ჩემი სავარძლის უკან იდო, არც ჩანდა. საოცრად ლამაზი ყვავილები იყო, ზუსტად ისეთი კლინიკაში რომ მომიტანა, იქვე რაღაც ყუთი იდო თეთრი, წითელი ლენტით გაბანტული. გულში გამეღიმა, ხელით ოდნავ ყვავილის ფურცლებს შევეხე, საოცრად ნაზი იყო. მანქანის კარი გაიღო და წამიერად გავსწორდი.
- ცოტა ნამცხვარი და ტკბილეული ვიყიდე, რაღაც უცნაური ჩაი მათ შორის, კერძისთვის პროდუქტები ნაყიდი მაქვს და მაცივარშია. რომ დაბინავდები შეგიძლია როგორც გენებება ისე გამოიყენო.
- მადლობა. - გავუღიმე.
- იღიმი უკვე ?
- არა, ჩაი რომ იყიდეთ, მიყვარს ჩაი მადლობა დიდი.
- ვიცოდი, და ამიტომ გიყიდე.
იცოდა რომ მიყვარდა და ამიტომ მიყიდა, ეს ყვავილებიც რომ ძალიან მომეწონა ესეც კარგად იცოდა. ზედმეტად დაკვირვებული იყო, ყველა სიკეთესთან ერთად. მანქანიდან გადმოვედით, ჩემოდნები გადმოიტანა, მაღაზიაში ნაყიდი ტკბილეულიც. უკანა კარიდან ჩემი პატარა ტანისამოსის ჩანთა გადმოიტანა, მაგრამ ყვავილები და სასაჩუქრე ყუთი არა. წამიერი ოცნების კოშკი ჯერ არაშენებული იქვე დამემსხვრა. ირინეს უყიდა ისეთი ყვავილები მე რომ მაჩუქა, გულში სიმძიმე ვიგრძენი, გავშეშდი წამიერად, ისევ და ისევ საკუთარ თავს ვუჯავრებოდი, რისი იმედი და მოლოდინი მქონდა ნეტავ? როდის უნდა მომეთოკა ნერვები და გრძნობები? როდის დავუჯერებდი გონების კარნახს? როდის ვუგულებელყოფდი ცრუ გრძნობებს და იმედებს?
ამ ფიქრებში გახვეულს ვახოს ხმა მომესმა:
- ანა, წამოდი რას დამდგარხარ, გაცივდები!
დაჩაგრული ლეკვივით გავყევი უკან, ლიფტის კარი გაიღო, რამდენიმე წამი ჩუმად გაუნძრევლად ვიდექი, დერეფნის ბოლოს დიდი ნაცრისფერი კარი იყო, გასაღები ამოიღო ჯიბიდან და კარი გააღო.
- კეთითილი იყოს შენი მობრძანება შენ ახალ სახლში.
- ეს არ არის ჩემი სახლი, ეს დროებითი თავშესაფარია ჩემისთანებისთვის.
- რა?
- ხო, ანუ ინკუბატორის დროებითი თავშესაფარი, დანგრეულ დაბზარულ სახლში რამე რომ არ დაეცეს და მოკვდეს.
- სარკაზმი უადგილოა ანა. შენ ოთახს გაჩვენებ.
ჩემოდნები იქვე დაალაგა, ტკბილეული კი სამზარეულოს ბარზე დადო, ძალიან დიდი სახლი იყო, კეთილმოწყობილი, მინიმალური ინვენტარით თუმცა ძალიან გემოვნებით, ყველა დეტალი და მათი ფერი ერთმანეთს ეხამებოდა, კონტრასტული ვერაფერი დავინახე, პატარა დერეფნის ბოლოს, დიდი კარი გაიღო, ნათელი და ლამაზი ოთახი იყო, თითქოს ამ სახლში ასეთი ოთახი არ უნდა ყოფილიყო. ნაზი ვარდისფერი კედლები იყო, თეთრი დიდი საწოლი, კრემისფერი კარადები ლამის ჭერს წვდებოდა. საოცრად დიდი ტელევიზორის ირგვლივ კი წიგნების თაროები იყო განთავსებული, აქა იქ რამოდენიმე ხელოვნური ქოთნის პატარა ყვავილი იდო. უზარმაზარ ფანჯრებს კი საოცრად ლამაზი ფარდები ამშვენებდა, ღია გამჭირვალე კრემისფერი ფარდა სრულიად ფარავდა ფანჯრებს, მუქი ფარდები კი კიდეებთან იყო გადაწეული. მშვენიერი ოთახი იყო. საწოლის გვერდით ტუმბოზე, თეთრი სანათი იდგა. საწოლთან ორივე მხარეს პატარ პატარა კრემისფერი ხალიჩები ეგო, ისეთი ნაზი და ფუმფულა იყო, ფეხსაცმლით დაბიჯება არ მინდოდა. ასეთ ოთახზე მხოლოდ ოცნება თუ შემეძლო.
- აბა როგორ მოგწონს?
- ძალიან ლამაზა, სადა და მშვიდი.
- მიხარია თუ მოგეწონა, ჩემოდნები შეგიძლია ნელ- ნელა ამოალაგო, მოწესრიგდე და მისაღებში ჩაი დავლიოთ, ლამარასაც გაგაცნობ.
ფეხსაცმელი გავიხადე, ჩემოდანში ჩემ ჩუსტებს დავუწყე ძებნა, ქურთუკიც კარადაში მოვათავსე. ტანსაცმელი გამოვიცვალე და მისაღებში გავედი.
- ლამარა, ეს ანაა, გაიცანი, რამოდენიმე ხანი ერთად იქნებით.
- ძალიან სასიამოვნოა - ღიმილით ვუპასუხე.
- ჩემთვისაც.
ძალიან სასიამოვნო ქალი ჩანდა, იქნებოდა ასე 50-60 წლის. დარწმუნებული ვიყავი კარგად გავუგებდით ერთმანეთს.
- ბოდიშს ვიხდი, მანქანაში რაღაც დამრჩა, ამოვიტან.
ყვავილები, ნამდვილად ყვავილების ამოსატანად გავიდა. მგონი გული ტყუილად დამწყდა.
- როგორ მოგეწონათ ქალბატონო ანა თქვენი ოთახი?
- ქალბატონო ლამარა, ძალიან გთხოვთ თქვენობით არ მომმართოთ, უხერხულად ვგრძნობ თავს.
- მაშინ შენობით ვისაუბროთ.
- კეთილი, ლამარა დეიდა, ჩაი ხომ არ დაგველია.
- დავლიოთ, ბატონ ვახტანგსაც სურდა ჩაის დალევა, მე დიდად ყავა არ მიყვარს სიმართლე გითხრათ, არც ბატონ ვახტანგს მოუტანია ბევრი ყავა, აი ჩაის არცევანი კი მრავალფეროვანია.
- არც მე მიყვარს დიდად ყავა.
- არც არის შვილო სასარგებლო, ჩაი ბევრად ჯობია.
ლამარა დეიდას, ვეხმარებოდი ჩაის გამზადებაში, სამზარეულო დამათვალიერებინა, ამიხსნა და მაჩვენა სად რა იყო განთავსებული. ვახტანგიც მალევე დაბრუნდა.
- მეც დავლევ ჩაის, თუ არ შეწუხდებით.
- ახლავე ბატონო ვახტანგ - მიმართა ლამარამ.
- რამდნეიმე წუთით გავჩერდები ჩაის დავლევ, თან ამასობაში ტელეფონიც დაიტენება და გავალ.
- დამტენი დაგრჩათ მანქანაში ? - ცივი სახით ვკითხე.
- ხო, დამტენი. - ღიმილით მიპასუხა.
ოხ, ანა, მაინც რა შტერი ვარ, მერამდენედ უნდა მოვტყუვდე და იმედგაცრუება ვიგემო, მერამდენედ! საკუთარ თავზე ნერვები მეშლბოდა, ჩემ ფინჯანს ხელი მოვკიდე.
- ბოდიშსს მოგიხდით, მე ჩაის ოთახში დავლევ, და დავიძინებ, ძალიან დაღლილი ვარ.
- კეთილი, როგორც გინდა - ისევ წყეული ღიმილით.
ფინჯანი ოთახში შევიტანე, კარი მივხურე და საწოლზე წამოვწექი. ისევ და ისევ მიწევდა ცრემლების შეკავება, საკუთარ გრძნობებთან ომი და ნერვების მოთოკვა. ტელევიზორი ჩავრთე, ისევ ბეჭდების მბრძანებელი გადიოდა, შემდეგი ნაწილი, ლოგინში ჩავწექი, საბანი დავიხურე, ტელეფონი ავიღე და რატომღაც ჩემდა უნებურად ძველი მეილი გავხსენი. თვალებს არ ვუჯერებდი, საოცრად მეძნებოდა თუმცა წამიერად გამოვფხიზლდი, ირაკლის მონაწერი დამხვდა, თარიღს დავხედე გაოგნებული ვიყავი.
შევეცადე, გამეხსენებინა, როდის მომწერა, დაახლოებით ის პერიოდი იყო კოჯორში, რომ ვიყავით, მაშინ წესით თამთას თუ თათას არ იცნობდა, ყოველ შემთხევაში აღნიშნულთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია არ მქონდა, ეს მხოლოდ ვარაუდი იყო. მიუხედავად ყველაფრისა ამ მონაწერით ჩემგან ელოდა პასუხს, დღეს მასთან დაკავშირებით თუ მქონდა რაიმე ფიქრები და გრძნობები შემორჩენილი, ან რა პასუხი გამეცა, ან თუ ღირდა პასუხად საერთოდ. მისი სიტყვები დღესაც მახსოვს, ან რა დამავიწყებს შემიძლია ჩვეულებრივად გადავიკითხო და ჩემ თავს ისევ ზიანი მივაყენო და დავამცირო. მხოლოდ გასართობად ვჭირდებოდი, საზოგადოებაში ჩემი მასთან ერთად გამოჩენის თურმე რცხვენოდა, ყველა სიკეთესთან ერთად სხვადასხვა სოციუმს მივეკუთვნებოდით მისი თქმით და ახლა, თითქმის ათი წლის შემდეგ ისევ მწერს და მეუბნება რომ ელოდება ჩემგან საპასუხო გრძნობას. პარალელურად თავბრუდასხმული დასდევს თათას, თუ თამთას, მისით მონუსხული და მოჯადოებულია, ირაკლი ის ირაკლი არ იყო წლების წინ რომ ონლაინ გავიცანი, დარწმუნებული ვარ მისთვის მაშინაც მორიგი გასართობი ვიყავი, როგორც წასვლის შემდეგ მომწერა.
რამდენიმეჯერ გადავიკითე მისი ახლანდელი მონაწერი. პასუხს დაბრუნებას ნამდვილად არ ვაპირებდი, თუმცა ინტერესი მკლავდა. ნამდვილად გული მტკიოდა იმ ქალთან მის ურთიერთობის გამო, ეს მას კარგს ნამდვილად არაფერს მოუტანდა, პირიქით, დატანჯავდა, საამისოდ კი ნმადვილად არ მემეტებოდა. მიუხედავად იმისა რომ დარწმუნებული ვიყავი დიდად დღეს, აი ახლა ამ წამს ჩემზე საერთოდ არ ფიქრობდა, მაინც მინდოდა თითქოს მიმეწერა, მისი რექაცია დამენახა, ამ ყველაფრის ფონზე რას იზავდა.
მისი ასე დავარქვათ გრძნობებით თამაშს არ ვაპირებდი, თუმცა პასუხის დაბრუნება მაინც გადავწყვიტე, დაე საბოლოოდ მცონოდა მისი რეალური სახე და დამოკიდებულება ჩემს ანუ ანუკის მიმართ. ჩემს - ანას მიმართ ძალიან მეგობრული და კარგი დამოკიდებულება ქონდა, მსიმენდა, მესაუბრებოდა, თუმცა ინტერესი მაინც რა ოხერი რამაა, ტვინის და გულის უკანასკნელ მიმალულ კუნჭულში მიკიტინებდა ,,მიწერე, მიწერე’’-თი, მე გავბედე და პასუხი ისეთი დავუბრუნე, რაც ბევრ რამეს ფარდას ახდიდა, ხოლო ჩემთვის - ანუკისთვის ირაკლი, საბოლოოდ დასამარდებოდა.





ირაკლი.




მთელი საღამო ნელი ნერვებს მიშლიდა, სულ ნიაზე საუბრობდა, მე კი ამ გოგოსთან დაკავშირებით არაფრის მოსმენა არ მინდოდა. ხან მარჯვნიდან ხან მარცხნიდან მაპარებდა, ამ გოგოზე ინფორმაციებს, ტელეფონის ნომერი გამოურთმევია თათასთვის, მაგიდაზე დამიდო, დაურეკე გელოდებაო. დედაჩემი იყო და ვიკავებდი თავს, ვინმე სხვა ქალი რომ ყოფილიყო ალბათ უკადრებელს ვაკადრებდი ამ საქციელებისთვის.
ცოტა ხანს მისარებ ოთახში გავჩერდი, ლევანა ფეხბურთს უყურებდა. ძალიან უყვარა ეს სპორტი და თუ სადმე ბურთი დაგორავდა ყველაფერი ზეპირად იცოდა. ადრე ამბობდა ბიჭი რომ შემეძინა ჩემე ბედნიერი არავინ იყოო, დიდი ფეხბურთელი უნდოდა გამოვსულიყავი, თუმცა ნელ-ნელა ჩემ ზრდასთან ერთად მიხვდა რომ მე და ბურთი ისე შორს ვიყავით ერთმანეთისგან როგორც დედამიწსიგან პლუტონი.
ფეღბურთის ყურებისას ლუდის სმაზე გიჟდებოდა, მაცივარში რამოდენიმე თუნუქის ქილით ჩაციებული ლუდი ყოველთვის ედო. ცოტ ცოტას სვავდა.
- მამა, რა ხდება ამ გოგოსთან გამაგებინე შვილო, ეს დედაშენი სულ გადაირია.
- აუ ლევან კაი რა, რა დროს ეგ გოგოა, ლამისაა ნელი დავახრჩო ნიას რომ ახსენებს.
- მამა, თუ კარგი გოგოა რას კარგავ, შეხვდით, გაისეირნეთ სადმე, გაიცანი
- კაი რა მამა, კარგი რა ტო... არ შემიხედავს მაგ გოგოსთვის, არ მაინტერესებს საერთოდ, რატომ უნდა ვნახო აი რატო?
- კარგი მამა, ნუ ნერვიულობ, არ გინდა და ვინ გაძალებს.
- ნელი, მამა ნელი, ტვინი მომი*ყნა უკვე ამ ნიათი.
- სიტყვები აკონტროლე ახალგაზრდავ! ხომ იცი არ მიყვასრ უწმაწური სიტყვებით როცა საუბრობ, მით უმეტეს ჩემ გვერდით.
- ოოოო, დაელაპარაკე რა შენ, აუხსენი, ჩემი არ ესმის ვირზეა შემჯდარი, იქენბ შენი დაიჯეროს.
- ვირზეა შემჯდარი შილო, ნიას გარდა არაფერი აინტერესებს.
- ხო და მოიყვანოს და ყავდეს სახლში, ესე თუ მოსწონს ვა....
- ეჰ, შვილო, ისე კია დრო იფიქრო ცოლზე და დაოჯახებაზე, ჩვენც გვინდა შვილიშვილები, აგერ ყველა დაოჯახებულია, ვახტანგი, მშვენიერი მეუღლე ყავს, შენრ ატომ არავინ მოგწონს შვილო, ვინც შენ მოგეწონება მამა და შეგიყვარდება ის მოიყვანე ცოლად.
- მომყავდა ერთი მაგრამ შემარგეთ?
- ირაკლი, შილო, მაშინ ასე თუ ისე მამა, პატარა იყავი, ახლა კი დიი კაცი ხარ. ვერავინ ვერაფერს გეტყვის. მე არაფრ შუაში ვარ რაც მოხდა. დედაშენის კაპრიზები იყო მეტი არაფერი.
- ხო და ახლაც იგივე განმეორდება!
- იგივე რომ არ განმეორდეს შილო, დედაშენს იმ კუთხით უნდა მიუდგე რა კუთიდანაც გიყურებს, ის მიეცი და დაანახე რასაც შენგან ელოდება.
- ჩემზე უფროსი ქალი უნდა მოვიყვანო ცოლად, ჭკუიდან უნდა ავწიო.
- ირაკლი, მე რაზე გელაპარაკები და შენ რას მელაპარაკები აბა, დაფიქრდი, რა შენზე დიდი შვილო, სულ გამოჩურჩუტდი და გამოგეცალა მაგ თავშ ტვინი?
- ხო, უფროსი, ცუდი აზრია?
- ეხლა წადი დაიძნე, იქენბ ღამის ძლმა ტვინი მოგიმატოს რამე, თორემ სულ გამოგცლია. მეორედ კიდევ მსგავსი ხუმრობა ნელისთან კი არა ჩემთანაც კი არ გაბედო! მე გამიფრთხილებიხარ, და რაც მოგივა კიდე მერე შენ თავს დააბრალე.
- ო, ლარგი რა მამა რა, სულ შეიძლება ასე მემეუქრებოდეთ ?
- მე არ გემქრები მამა გენაცვალოს, გაფრთხილებ, შეხედე შენ მეგობრებს, ჩვენ ნათესავებს, ყველას ოჯახი აქვს, შენც შექმენი და იყავი თითით საჩვენებელი.
- ვახოს თუ ცოლი ყავს ხო რას ამბობ იდეალური ცოლია.
- შენ არავინ გეკიტხება სხვისი ცოლის განსჯას, მისი ცოლია, შენი კი არა, ისეთი ყავს გვერდით როგორიც უნდა, აბა შენ რომ შენზე დიდი ქალი მოიყვანო, და ასე დაიწყონ საუბარი, მოგეწონება? ის არ უნდა თქვა სხვაზე, რის მოსმენასაც არ ისურვებდი საკუთარ თავზე. ეს ცხოვრება რთულია მამა გენაცვალოს, სწორად უნდა შეეცადო იცხოვრო, გადაწყვეტილებების სწორი და გამართული უნდა მიიღო, ისეთი მომავალში რომ არ შეგაფერხოს, გესმის შილო რას ვამბობ.
- მესმის ხო მესმის, კაი წავალ დავწვები დავიძნებ, ხვალ ადრე უნდა ავდგე, სამსახურში მივდივარ.
დავწექი, და თათაზე ვფიქრობდი, დიდად უცნაური ქალი იყო, მასთან სერიოზული ურთიერთობის გაგრძელება ნამდვილად არ მინდოდა, რაც იყო ამითაც გმაყოფილი ვიყავი, თუმცა, ფაქტი იმის შესახებ რომ სექ*ი გვქონდა და პარალელურად მის შვილს მატენიდა, ცოტა არ იყოს მაღიზიანებდა. ქალის როგორც დედის გადმოსახედიდან ლოგიკური არ იყო, ვაი და მართლა დამეწყო ნიასთან ურთიერთობა და მერე ცოლად მომეყვანა, რანაირად უნდა შემოეხედა ჩემთვის თვალებში?
ანა მართალი იყო, ამ ქალისგან უარეესებიც კი მოსალოდნელი იყო, მაქიმალურად ვცდილობდი თავიდან ამომეგდო ის ვნება რაც მის მიმართ მქონდა. სამსახურზეც ამიტომ ვიყავი დილიდან ღამემდე გადართული. დღეს მაგალითად არც დამირეკავს, არც მომიკითხავს, ისიც დუმდა. იმედია ასე გაგრძელდებოდა.

წვიმიანი დილა გათენდა, 7 საათი იქნებოდა რომ ავდექი საწოლიდან, წყალი გადავივლე, ჩავიცვი და ბიზნეს ცენტრში წავედი. ელენე იქ იყო როგორც ყოველთვის პირველი მოდიოდა, მეორე კი მე ვიყავი. შიგადაშიგ მომწონდა ის საქმიანობა რასაც ვსწავლობდი, ყურადღებით ვუსმენდი და ვითვალისწინებდი თითოეულ დეტალს, ვსწავლბდი თანამშრომელთა კონტროლს და დავალებების შესრულების კონტროლს. ძალაუფლება მეტად მიმზიდველი რამე ყოფილა. ვახოს მსგავსი ვერასდროს ვიქნებოდი, თუმცა ვერ ვიტყოდი რომ მოთხოვნის კუთხით ჩამოვუვარდებოდი. თუმცა ჩემი იუმორი და სამსახურისადმი მსუბუქი დამოკიდებულება აქა იქ ყოველთვის იჩენდა ხოლმე თავს.
ელენეს კაბინეტში ვისხედით, ყავა მივირთვით, ყოველი დილა ჩვენ ორს შორის მინი თათბირით იწყებოდა. წინა დღის ამბებს ვიხილავდით და იმას რაც დღეს უნდა განგვეხორციელებინა.
- მოკლედ ირაკლი, მე ძალიან გმაყოფილი ვარ შენი გამოჩენით, ამას ამაყად ვამბობ, ნამდვილად არ მოველოდი ასეთი პასუხისმგებლიანი თუ იყავი, ერთი შეხედვით სხვა შტაბეჭდილება დატოვე.
- ძალიან ვცდლობ, ყველა ჩემი ნაბიჯი აგაყოლოთ.
- ვგრძნობ ამ დამოკდიებულებას და მჯერა რომ მას შემდეგ რაც დეკრეტში წავალ ჩემ მაგივრობას ძალიან კარგად გაწევ.
- არ მგონია თქვენი შეცვლა შევძლო, რაც არ უნდა იყოს ყველა კენჭი იცით სად რა დაღოღავს, მაგრამ შევეცდები პირობას გაძლევთ.
- დარწმუნებული ვარ, უბრალოდ შეეცადე ყურადღება არ მოადუნო, მეტად საპასუხისმებლო საქმიანობაა, ვახოს არყოფნის დროს, და ზოგადად ვახო აქაც რომ იყოს ძირიტადი გადაწყვეტილებები შენ უნდა მიიღო, ყველა სამსახურის უფროოსი შენთან შემოვა, სხვადასხვა საკითხებზე, ყველაფრზე პასუხი მზად უდნა გქონდეს, ნუ შეგეშინდება და ნუ მოგერიდება ჩემთან დარეკვა, რჩევს კითხვა, ვახომაც ზეპირად იცის აქაური სიტუაცია, მასთანაც შეგიძლია კონსულტაციების გავლა. გუშნ ბიზნეს ცენტრის პიარის და მარკეტინგის სამსახური შეისწავლე, დრეს მინდა ბატონ გივისთან დაახლოვდე, მინდა დეტალურად აითვისო საფინანსო მომსახურება როგორ მიმდინარეობს. მინიმუმ ერთი თვე დაგჭირდება, ცოტა რთულია ერთი შეხედვით, მატივი ნუ გეგონება, ნელ ნელა აითვისებ, პარალელურად იურიდიული სამსახურიც მინდა შეიწავლო, ლოგისტიკაც და რაც მთავარია საპროექტო სამსახური, რომელიც უდიდეს როლს ტამასობს ბიზნეს ცენტრისთვის.
- შევეცდები, მაქსიმალურად.
- ძალია კარგი, მოდი მაშინ ბატონ გივისთან წავიდეთ, გაგაცნობ, დღეს შეგიძლია მის სამსახურში გაატარო დრო, თანამშრომლები გაიცნო და შეისწავლო ის საქმიანობა რასაც ისინი აკეთებენ, რას იტყვი.
- რა თქმა უნდა, როგორც იტყვით.
ელენე წამოდგა, და ბატონი გივის კაბინეტისკენ გაუყვა გზა. ოთახში ათასი ფურცლის უკან, სათვალეებიანი კაცი არც კი ჩანდა.
- ბატონო გივი დილა მშვიდობის, როგორ ბრძანდებით?
- ქალბატონო ელენე, მადლობა, ტავად როგორ ხართ?
- მეც კარგად, დრეს თქვენი სამსახურის სტუმარი იქნება ირაკლი, აბა თქვენ იცით, ერთდროულად ნუ დაახვევთ თავბრუს, ნელ ნელა გააცანით თქვენი საქმიანობა, რა გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს მე და თქვენ, რა გადაწყვეტილებებს ირებთ თავად, როგორ მართავთ საქმისწარმოებას და ა.შ. ძალიან გთხოვთ, თუ არ შეწუხდებით თქვენი თანამშრომლებიც გააცანით, და მათი საქმიანობის შესახებ თითოეულმა მათგანმა ინდივიდუალურად აუხსნას რას აკეთებენ.
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მეტად რთულ და დატვირთულ სამსახურში ბატონო ირაკლი.
- სირთულეებისთვის მზად ვარ ბატონო გივი.
- კეთილი ბატონებო, დაგტოვებთ, მე საპროექტო სამსახურში გადავინაცვლებ, რარაც რაღაცები მაქვს შესათანხმებელი, თუ რამე დაგჭირდებათ იცით სადაც მომძებნოთ.
ელენე გავიდა, პირველ რიგში გივიმ თანამშრომლები გამაცნო, მოკლედ დამიხასიათა თითოეული მათგანზე დაკისრებული საქმიანობები, საკმაოდ ბევრ რამეს აკეთებდნენ, მხოლოდ თანხების გადარიცხვა გადმორიცხვა არ იყო. ბატონ გივის კაბინეტში დავბრუნდით, ნელ ნელა, მინდა გითხრათ საკმაოდ გარკვევით და მარტვად მიხსნიდა გადარიცხვების შესახებ. ასევე დაამატა თუ რა გადაწყვეტილებებს იღებდა მოადგილესთან ერთად, რაც სამომავლოდ მე მომიწევდა. ამ კაცის ნდობა ნადვილად შეიძლებოდა.
რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ შევძელი ყველა თანამშრომლის გაცნობა, თუმცა ვინც გავიცანი ნამდვილად მშვენიერი ადამინები იყვნენ, აშკარა იყო მათი პროფესიონალიზმი და სამსახურისადმი დამოკიდებულება, თუმცა სხვას არც ველოდი, იქ სადაც ვახო იყო უფროსი ,,საჩკაობა’’ გამორიცხული იყო. ზოგჯერ იმასაც ვფიქრობდი რომ ამ საცოდავებს სულს აძრობდა.
დღე მშვიდად მიდიოდა, ბატონ გივისთან ერთდ არაერთი საინტერესო საკითხი გავიარეთ, ბევრი კითხვა გამიჩნდა რაც მას ძალიან მოსწონდა, დაჟე მითხრა კიდეც, რომ კითხვები იმის ნიშანი იყო რომ საკითხს ვიგებდი. დერეფნიდან ვახოს ხმა გავიგე ელენეს ელაპარაკებოდა, გავედი და მივესალმე. მის კაბინეტში შევედით და დავსხედით. გივისგან მიღებული შესანიშნავი ინფორმაციის შესახებ მოვუყევი ყველაფერი, ისიც ძალიან კმაყოფილი მიყურებდა.
- ზუსტად ვიცოდი შენი იმედი რომ უნდა მქონოდა.
- აბა რა.
- რა ხდება იმ ქალთან? რაღც არ ახსენებ
- არც არაფერი, გუშინ არც მინახავს არც მილაპარაკია, ჯობია შევეშვა.
- კი, შეეშვი, ნელ-ნელა ჯობია ჩამოშორდე, მით უმეტეს თუ მის შილთანაც არაფერს აპირებ
- თავის თავად, ღმერთმა დამიფაროს, ჯერ დედა მერე შვილი, ასეთი გამწარებულიც არ ვარ
- ოხ ირაკლი, შენ არ იცვლები
- არ ვიცვლები, კი მაგრამ, მისი დავიწყება არც ისეთი მარტივია, იცი რა ქალიაა, აი სუპერია რა....
- გეყოფა მაგაზე ფიქრი, მოეშვი, საქმეზე იფიქრე, მთავარია გადაწყვეტილება მიგიღია, ამის მერე არ შეცვალო და იყავი ერთ აზრზე.
- არა, არ შევცვლი, ნომერსაც წავშლი.
- ჯერ არ წაგიშლია?
- არა, ჯერ არა.
- ხო და რას ელოდები, მიდი წაშალე გელოდები.
- წავშლი, საბოლოოდ დავსვავ წერტილს.
ვახომ თანხმობის ნშნად თავი დამიქნია, სიმართლე გითხრათ ეს აქამდეც უდნა გამეკეთებინა, თუმცა ვორჭოფობდი, დაე დასრულდეს თათა!
- ანა როგორაა? რამე სიახლე არაა?
- კარგადაა, საბურთალოზე დავტოვე გუშინ.
- ხოო? როგორ დაითანხმე?
- რა ვიცი, ჯერ მშვიდი საუბრით, ცოტა ირონიით და ცოტაც იძლებით.
- მოკლედ არ ეშვები ამ გოგოს მიმართ ირონიას რა...
- არ მაძლევს საშუალებას ნორმალურად ადამიანურად ვესაუბრო, თავად მაიძლებს
- გაიძლებს? შენ ვინმე რამეს გაიძლებს?
- ხო, მიწვევს.
- რაღაც არ მგონია ბოლომდე შეძლოს შენი გამოწვევა, საერთოდ არაა შენი სტილის გოგო.
- რა მნიშვნელობა აქვს ირაკლი მაგას არის თუ არა ჩემი სტილის, რომც იყოს ცოლი მყავს და იცი ჩემი დამოკიდებულება მსგავს ქმედებებზე.
- ხომ მაგრამ, ქალია, ყველაფერია შესაძლებელი, ბოლომდე ნუ გამორიცხავ.
- ბოლომდე გამოვრიცხავ ირაკლი, ნუ ცდილობ შეურაწყოფა მომაყენო. ცოლი ყავს და მალე შვილიც მეყოლება და შენ რაზე მელაპარაკები?
- კარგი ხო კარგი, ვიცი რომ მოღალატე კაცების კატეგორიას არ მიეკუთვნები, მაგრამ, ასე თუ ისე აქვს ამ გოგოს რაღაც, ჩვენ შორის დარჩეს და რაღაც კუთხით რომ შეხედო მიმზიდველიც შეიძლება მოგეჩვენოს არა?
- არ დავკვირვებივარ სიმართლე გითხრა ამ კუთხით, კი მშვენიერი გოგოა, სასიამოვნოცაა მასთან კამათიც, ზოგჯერ ძუ მგელს ემსგავსება, ზოგჯერ კი ჭირვეულ ბავშვს, ზოგჯერ ისე ატირდება და სიტუაციას ისე განიცდის, სურვილი გიჩნდება ჩაეხუტო მოეფერო და მასზე იზრუნო, ზოგჯერ კი ისე გამოგიყვანს წყობიდან, მზად ხარ საკუთარი ხელით კედელთან მიახრჩო, ხან და ხან კი, ისეთ კლანჭებს გამოაჩენს, მიახრჩო კი არა, უნდა გაერიდო მისი მორიგი მსხვერპლი არ გახდე.
- შენ ამბობ რომ არ დაკვირვებიხარ? როგორ ამბობ ხოლმე რა მაკვირვებს ფიციო თუ ბოლოო ???
- გეყოფა ირაკლი, ერთი საწყალი გოგოა, უკეთესი ცხოვრების სურვილი რომ კლავს, სუროგატობაზეც ამიტომ წამოვიდა. მეორედ აჩენს ბავშვს ამ გზით. თან ადრე მითხრა სახლის ყიდვა უნდოდა, უკეთესის რა თქმა უნდა, გუშინ კი ლამის ტირილით იმას მიხსნიდა, რომ ეს სახლი სადაც ცხოვრობდა სრულებით აგმაყოფილებდა და მეტის სურვილი არ ქონდა, აბა ამიხსენი და გამაგებინე, ხან რას ამბობს ხან რას.
- მეორედ? რაღაცას მალავს ვახო.
- ხო თავად მითხრა, ცოტა გამიკვირდა, და სიმართლე გითხრა არ მჯერა მეორე რომ არის, მაგრამ ,,ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო’’.
- რა საინტერესოა...
- პარალელურად თაყვანისმცემელი ან თაყვანისმცემლები ანერბივრებენ და საკმაოდ უხვადაც, სამკაულებს, ყვავილებს, სასაჩუქრე ვაუჩერებს არ იშურებენ, განა ქალს რომელიც არ გაინტერესებს ამდენს დაახარჯავ?
- ვა, ვიღაც რა შედრია ტო...
- მაგარი, თან ამაბობს რომ არ იცნობს და არ იცის ვინ უგზავნის ამ ნივთებს...
- არ არსებობს, შანსი არ არის არ იცოდეს, გატყუებს ტო...
- ვიცი, გუშინ დაბადებული არც მე ვარ ირაკლი და არც შენ, კაცი ამდენს არ დახარჯავს ქალის მოსახიბლად, თან იმ ეტაპზე როცა მას არ იცნობს... სისულელეა უბრალოდ....
- სუროგატობა თუ არ უტყდება და ამაში ფულის აღება, რატომ ამბობს ასე თავგამოდებით არ ვიცნობო? თან სახლებს ალაგებს, რომ დაფიქრე კაცი, რაღაც ურთიერთგამომრიცხავ ფაქტებთან გვაქვს საქმე, სადღაც იტყუება ას პროცენტიანი.
- გახსოვს ვენერა დეიდა? ის ქალი მაღაზიაში რომ შეგვხვა.
- კი კი როგორ არა, მაგარი ქალია ძალიან.
- ანას მეზობელია, და საერთოდ არ მახსოვს საიდან იცნობ, არც გიხსენებია არასდროს ჩემთან.
- ბიჭო, ნელი და ეგ ადრე ერთად მუშაობდნენ რაღაც ქარხანაში ახალგაზრდობაში, ჩვენთანაც მოდიოდა ხოლმე, მაგრად ევასება ნელის, მერე და მერე მოუკლო მოსვლას და მერე მეც დავტოვე საქართველო, მაგრამ ძალიან მაგარი ქალია.
- შეგიძლია დაურეკო?
- რატო, რაზე?
- ბიჭო, რაიონში მიდის ვენერა დეიდაო, ბაბუაჩემიც უნდა წაყვესო, ისე უბრალოდ დაურეკე მოიკითხე, ამ ამბავსაც გავიგებთ, რა არის და როგორ.
- მინი გამოძიება მოვაწყოთ, გავიხსენოთ ძველი დრო?
- ბევრი კითხვა ტრიალებს ირაკლი ამ გოგოს ირგვლივ და ჯერ-ჯერობით არც ერთ მათგანზე არ მაქვს პასუხი. ისიც ხომ კარგად იცი რომ რამეს თუ მოვინდომებ აუცილებლად გავიგებ. ჯერ მცირედი მოკვლევა ჩავატაროთ, დანარცენს დრო გვიჩვენებს.
- დავურეკავ, ვაფშე ნელის დავარეკინებ სახლში რომ მივალ, ვეტყვი დაპატიჟოს ჩვენთან.
- ეგ ყველაზე მაგარი იქენბოდა.
- რა პრობლემაა.
- ყველაფერი უდნა გავიგოთ ირაკლი, მაქსიმალური ინფორმაცია უნდა ვიცოდე, რაც არ უნდა იყოს 9 თვე ჩემ ირგვლივ უნდა იტრიალოს, და ჩემი შვილი გააჩინოს.
ვახო მართალი იყო, რაღაც რიგზე ვერ იყო ამ გოგოს ირგვლივ. ეს ამბავი ასე თუ ისე ნელი ტემპით უნდა გამოგვერკვია ისე რომ ზედმეტი კითხვები არსად დარცენილიყო.
დღე ნელ-ნელა მიიწურა, ბევრი კარგი და ბევრი რთული იფნორმაცია მივიღე საფინანსო სამსახურის შესახებ, თანმშრომლები მიიფანტნენ, ვახო და ელენე კი ისევ თავ თავიანთ კაბინეტებში ისხდნენ. ცოტა ხანს მათთან გავჩერდი, მალევე კი დავიშალეთ.
სახლშ დავბრუნდი, ძალიან დაღლილი ვიყავი, ნელი სამზარეულოში ტრიალებდა, ამჯერად ხორცის გასატარებელი მანქანა ქონდა ჩართული, ხორცს ატარებდა. თავი კინაღამ გამისკდა, ვთხოვე გამოერთო და გვერდით მოვიჯინე
- დე, ვენერა გახსოვს?
- ვენერა, როგორ არა დედი, რამ გაგახსენა, კიდე შეგხვდა?
- არა ნელი, მიდი რა დაურეკე, რომ ვნახე ვთხოვე გამოეარა ჩვენთან, მიდი რა დაპატიჟე მოვიდეს, მევასება ეგ ქალი.
- დავპატიჟებ დედი, აბა რას ვიზავ, ეჰ, რა დრო გვაქვს მე და ვენერას გატარებული რომ იცოდე....
- დარწმუნებული ვარ რომ კარგი დე.
- კი, დედა გენაცვალოს, დავბერდთ, რამდნეი წელია აღარ გვინახავს ერთამენთი, ეჰ, როგორ მენატრება ის დრო.
- მიდი მიდი, მოიტანე ტელეფონი და დაურეკე.
ნელი სამზარეულოში გავიდა ტელეფონი მოიტანა...
- არ მიწერია დედი ვენერას ნომერი ტელეფონში, მამაშენმა ახალი მიყიდა რომ გამიფუჭდა და ნომრები არ გადმომიტანია ყველა ალბათ.
- აუ, ღადაობ ნელი???
- ეჰ, რა ვქნა ახლა....
- ოოოო, კაი რა...
- რა იყო შვილო, მისმართი ხომ ვიცი, ბოლო ბოლო ვესტუმრები სახლში.
- კარგი იდეაა.
- ხო, ამ დრეებში გავუვლი, ჩემ გამომცხვარ პონჩიკებს წავუღებ.
- არა, ნელი, ხო არ გაგიჟდი, პონჩიკები არ წაუღო ქალს არ მოწამლო და არ მოკვდეს.
- რა დეგენერტი ხარ შვილო რა .... - თავში ხელი წამომარტყა და გაიცინა, მეც კარგად ვიხალისე.
ვენერა დეიდასთან დაკონტაქტება სატელეფონო ზარით ვერ მოვახერხე, ნელის ,,ამ დღეებში სტუმრობა’’ კიდევ მინიმუმ ერთ თვეს გულისხმობდა. ვახოსთვის კი რაღაც რაღაცები მალევე უნდა გამერკვია.
გარეთ ისევ წვიმდა, სახლში ჯდომას აზრი არ ჰქონდა, ვიფიქრე მანქანით გავისეირებთქო, თბილად ჩავიცვი, ლევანას მანქანის გასაღები გამოვართვი, მაინც რაც არ უნდა იყოს ჩემ მანქანას ბევრად ჯობდა, დავქოე და ქალაქის გზებს გავუყევი.
მამაჩემს ყოველთვის დახვეწილი გემოვნება ჰქონდა, განსაკუთრებით კი მანქანებთან და სამოსთან მიმართებაში. დიდად მანქანების მოყვარული არ ვიყავი, ვერც ვერკვეოდი ჩემი ტოლებისგან განსხვავებით, ლევანა კი მერსედესის მარკის მანქანებს არასდროს ღალატობდა, შესაბამისად ამ მარკის საუკეთესო მოდელიც ყავდა, ფული მანქანაში არასდროს ენანებოდა, ამბობდა, მანქანა ყოველთვის მისი პატრონის მსგავსი უნდა იყოსო, ეს მანქანაც კი ზუსტად ლევანას შესაფერისი იყო.
მშვიდად დავქროდი ქლაქში, ცოტა არ იყოს მარტო სიარული მომწყინდა და პატარა კაფესთან გავჩერდი. კარგ კაპუჩინოს ან ლატეს ნამდვილად სიამოვნებით დავლევდი, ცოტა ძილსაც გადამავიწყებდა.
კაფეში შევედი, ირგვლივ მიმოვიხედე, დიდად ცნობილი კაფე არ იყო, გზდან ოდნავ მიყუჩებულში იყო, აქა იქ თუ იჯდა ორი თუ სამი ადამიანი, დიდად ყურადღება არ გამიმახვილებია, ბართან მივედი პირდაპირ. ლატე შევუკვეთე, და იქვე სკამზე ჩამოვჯექი, გვერდით მივიხედე და საკამოდ დიდი მცენარე იდგა, ფაქტობრივად სრულიად მფარავდა, ხშირ პალმას გავდა, თუმცა რა იყო ზუსტად არ ვიცოდი.
ბარმენს გამოვესაუბრე, ამ მცენარეზე ვკითხე, ზუსტად ვიცოდი ნელის მაგრად მოეწონებოდა, აივანი მცენარეებით აქვს სასვე და რატომღაც მომინდა მსგავსი მისთვის მეყიდა. ბართან ერთ-ერთი მიმტანი მოვიდა ლანგრით.
- გიო, აი იმ მაგიდას გახედე რა....
- რომელს?
- კიბის კუთხეში როა, ქალი და კაცი ვერ ხედავ?
- არ ჩანს გია აქედან კარგად.
- აუ ბიჭო, იმ მაგიდაზე ხდება, წარმოუდგენელი.
- ღადაობ, რაზე ბაზრობენ?
- ჯერ კარგად ვერ გავიგე, აშკარად საყვარლები არიან
- მაგით გამაკვირვე გგონია, ეგეთები რამდენნი შმეოდიან დღეში აქ.
- არა ბიჭო, ამ ქალს ქმარი ყავს ტო, და გახედე იმ კაცს იმენა მაგარი ბომჟის ვიდზეა, და ეს ქალი მაგარი ნაშაა ტო, ტეხავს რა.
- რამე შუკვეთეს კიდევ?
- კი, ამ ქალმა წყალი დაამატა.
- მოდი ბარში შემოდი, მე მივუტან გია შეკვეთას.
მსგავსი სიტუაციები ახალი და უჩვეულო ანმდვილად არ იყო ჩემთვის, მით უმეტეს მიმტანებს და ბარმენებს მსგავსი ფაქტები მხედველობიდან არასდროს რჩებოდათ, ბევრი იცოდნენ, ბევრს აკვირდებოდნენ, თუმცა ყოველთვის დუმდნენ, ცოტა ჩამეცინა და მიმტანმაც სიცილითვე მიპასუხა.
- მაგრად ტეხავს ქალისგან ეგეთები არა? - მივმართე მიმტანს.
- კი ჩემო ძმაო, ძალიან....
- მე და ცემ ემგობარს გვაქვს ბარი, მილიონი შემთხვევაა ასეთი იქაც, ვინ ვისი საყვარელი მოდის ან ვისთან ერთად ვერ გაიგებ, ბოლოს უკვე ჩვენ ვიბნევით ხოლმე.
- ეგრეა ზუსტად, აქაც, რამდენიც გინდა, ესენი პირველად არიან, კუთხეში სხედან, აშკარად საზოგადოებას ემალებიან, არა და ძმაო, ქალი მაგარია, რა ნახა ამ კაცში ტო...
- საით სხედან დამანახე ერთი რა არის ასეთი? - დიდი ინტერესით ვკითხე.
- აი, შენი კედილს უკან კიბესთან.
- აუ, ვერ ვხედავ, მოიცა...
ფეხზე წამოვდექი და კედელს მივუახლოვდი, მეორე ოფიციანტი უკან ბრუნდებოდა, მაგიდასთან კი ირინე და დავითი ისხდნენ. თვალებს ვერ დავუჯერე, ირინეს საყვარელი ყავდა და ეს დავითი იყო... მყისიერად გამოვბრუნდი და ბიჭებთან საუბარი გავაგრძე, არ მინდოდა ჩემი ინტერესი ბოლომდე გაეგოთ ამიტომ, სხვა კუთხით დავსვი კითხვები
- აუ მართლა რა მაგარი ნაშაა ბიჭებო.... - ირინეზე ვამბობდი.
- ძალიან, ტო...
- საიდან მოიტანეთ რომ საყვარლები არიან, იქნებ თანამშრომლები არიან ჰა? რა უნდა ასეთ ქალს მაგ კაცთან ტო?
- არა არა ძმაო, მე რომ პირველი შეკვეთა მივუტანე, ეს ქალი ეუბნებოდა რომ ჩემ ქმარს შეეშვიო, ნუ მირეკავ რამე არ იეჭვოსო, როგორც კი მივუახლოვდი და დამინახეს მაშინვე გაჩერდნენ... მერე კიბეზე ავედი და ზემოთ გავჩერდი რამდენიმე წუთი
- ღადაობ ბიჭო? ქმარმაო, ანუ უეჭველად ქმარი ყავს ტო .... - ისე გავიკვირვე გეგეონებოდათ მართლა უცხო ქალზე და კაცზე ვსაუბრობდი.
- კი ძმაო, კი...
- მერე რაო კიდევ.
- მაგრად გამიტყდა ტო, მისი ქმრის ადგილზე სანაგვეზე გადავაგდებდი, მარა ვერაფერს იტყვი ქალი მაგარია....
- აუ ჩემი, დიდი ხანია ალბათ ქმარს ღალატობს....
- არა მარტო, ეს კაცი მის ქმარს სამსახურიდან გამოუგდია, ფულს იპარავდა და ამ ქალს წილს აძლევდა, მარტო საყვარლები კი არა მოწილეებიც არიან ძმაო... ასეთი ქალი საშიშია.... როგორ ვერ ხვდება მისი ქმარი, აუ ნეტა ვიცოდე ვინაა ბო*იშვილი ვიყო თუ არ მეთქვა...
- უეეჭველი, ნაბი*ვარი ქალია მაგარი
- იასნად ძმაო, მაგის არც ტანი გინდოდეს და არაფერი... ბოზ*ა ჩვეულებრივი - მიპასუხა ერთ-ერთმა მიმტანმა.
ჩემი შეკვეთა გამზადდა, თანხა გადავიხადე და გამოსვლისას კიდევ გავხედე, ბოლომდე რომდ ამეჯერებია ნადვილად ვიზე მქონდა საუბარი, ნამდვილად ირინე იყო. გონებაარეული გამოვედი კაფედან. მანქანაში დავჯექი და ტვინი არეული მქონდა. რა უდნა მექნა, ერთი იმაზე ვფიქრობდი რომ ნეტავ ანა ორსულად არ ყოფილიყო, ირინას მოსაშორებლად იდეალური ვარიანტი იქნებოდა ბავში რომ არ გაჩენილიყო. თუმცა ამ ყველაფრის ვახოსთვის თქმა, არც თუ ისე მარტივად მეჩვენებოდა.
სახლში წამოვედი და გზაში აზრებს ვალაგებდი, საერთო ჯამში იმ დასკვნამდე მივედი, რომ როცა კი გავიგებდი იყო თუ არა ანა ორსულად მაშნ ვეტყოდი ვახოს ყველაფერს, მანამდე კი მოცდა ვამჯობინე.
გულის სიღრმეში, არასდროს მჯეროდა ირინეს ვახოსადმი სიყვარულის, ჩვეულებრივი მესჩანი ქალი იყო, ვახო კი მისით მუდამ მოხიბლული. სწორედ რომ მისმა მომხიბლველობამ დააბრმავა ჩემი ძმა. სიყვარული ბრმაა რომ ამბობენ, აი ეს ის შემთხვევაა მეგობრებო ზუსტად.
სახლში ამოვედი, სახე წაშლილი მქონდა, საძნებელში შევედი და ვახოს დავურეკე.
- ვახო რას შვები?
- არც არაფერს, სახლში მივდიავრ, ანასთან გავიარე, რაღაც პროდუქტები ავაწოდე და გამოვბრუნდი, რა ხდება მშვიდობაა?
- კი, კი, ისე დაგირეკე, რო აღარ შემეხმიანე.
- ხო, ვეღარ დაგირეკე.
- ბიჭო ირინე რას შვება ე, ყაზბეგზე ხომ არ დალაპარაკებიხარ მის მერე?
- არა, არ დავლაპარაკებივარ.
- რა ვქნათ, წავიდეთ?
- არ ვიცი, ძალიან მინდა ანასთვის, მაგრამ ორივე რამდენად მოვახერხებთ არ ვიცი, ბიზნეს ცენტრში ძალიან ბევრი საქმეა.
- მართალია, კარგი ხვალ ვილაპარაკოთ მაშინ.
- ეგრე ჯობია.
ტელეფონი გავუთიშე, ამ ამბის ფონზე ყველაფერი დამავიწყდა, თათაც და ნიაც, ანუკიც მათ შორის, ახლა და ამ დროს ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანი ჩემი ძმა იყო და მისი კეთილდღეობა. არ ვაპირებდი ,,ქალების’’ გამო ვახოს გვერდით გაწევას. მათზე ფიქრის და ჯავრის დრო ნადვილად არ იყო. პირველ რიგში უნდა გამერკვია ანას რეალური ცხოვრების შესახებ ყველა მინიმალური დეტალი, დავლოდებოდი მის ორსულობასთან დაკავშირებულ პასუხებს, და ყველაზე მთავარი, ირინე მემხილებინა მის ბინძურ საქმეებთან ერთად. ვახოს ამ მძიმე დროს ვერ მივატოვებდი, ნებისმიერ ქალს მერჩივნა მისი ბედნიერება, რადგან ზუსტად ვიცი იგივე სიტუაციაში ასევე მოიქცეოდა, ყველას და ყველაფერს გვერდით გდადებდა ჩემი გულისთვის.




ანა.




ლამარა დიდასტან ერთად გატარებული დღეები ძალია მშვენივრად მეჩვენოდა, ერთმანეთსაც კარად გავუგეთ და საერთო ბევრიც გამოვნახეთ. სადაც იყო ახალი წელი მოვიდოდა, 5 დღე რჩებოდა, ამ სალში კი საერთოდ არაფერი იყო რაც ახალი წლის მოსვლას ამცნობდა ადამიანს. ლამარა დეიდას მის ოჯათან ერთად სურდა ახალი წლის სეხვედრა და უარს ვერც ვეტყოდი. მთავარი ახლა ის იყო ნაძვისხე ჩემი სახლიდან აქ მომეტანა, პატარ-პატარა ნივთებიც მათ შორის, სხვადასხვა საახალწლო დეკორაციები.
ცოტა მოსაღამოვდა, აფთიაქში ჩავედი ორსულობის ტესტი მინდოდა მეყოდა, დაახლოებით ორი კვირა მინიმუმ ასული იყო პროცედურიდან, შესაბამისად უკვე გამოჩნდებოდა.
აფთიაქამდე სანამ მივედი, გზაში ვენერა დეიდას ველაპრაკე, ბაბუ ნელ ნელა კარგად და კარგად ხდებოდა, ყველა საშიშროება უკან მოუტოვებიათ, რეაბილიტაციაც მშვენიერ ფაზაში მიმდინარეობდა. ჩამოსვლას რაც შეეხებოდა ჯერ ჯერობით მეთვალყურე ექიმების თქმით 3-4 თვე დაჭირდებოდათ.
ტესტი ვიყიდე, სახლში დავბრუნდი და საპირფარეშოში მოუთმენლად ველოდი შედეგს. შედეგმაც არ დააყოვნა, ორი მქრთალი წითელი ხაზი მაშნვე გამოჩნდა. თვალებს არ ვუჯერებდი, ორსულად ვიყავი. ისეთი ბედნიერი ვიყავი, გულის ცემა გამიათმაგდა, სიხხარულისგან ლამარა დეიდასთან გავვარდი და ვახარე, მასაც ძალიან გაუხარდა. გადავწყვიტე ვახოსთვის პირადად მეთქვა ამიტომ დავურეკე:
- გისმენ ანა.
- დღეს თუ აპირებთ მოსვლას მაინტერესებდა.
- არა, დღეს ვერ მოვახერხებ,ბევრი საქმე მაქვს სამწუხაროდ, რამე ხომ არ გჭირდებოდა?
- არა, უბრალოდ ნაძვის ხე მინდა წამოვიღო ჩემი სახლიდან და გავალ.
- ნაძვის ხე?
- დიახ, ნაძვის ხე.
- მე მოგიტან ნაძის ხეს, შენ დარჩი სახლში.
- არა, რას ამბობთ... საოცრად ძვირი ღირს ნაძის ხეები და ჩემი მირჩევნია წამოვიღო.
- ანა, სახლში დარჩი, ვერ ხედავ გარეთ რა ამინდია? გაციების დრო ნამდვილად არაა, თავს მოუფრთხილდი და დარჩი სახლში!
- კეთილი, რა გაეწყობა.
ტელეფონი მალევე გამითიშა, ზედმეტად მისი შეწუხება უკვე ნამვილად აღარ მსიამოვნებდა, რაც მართალი იყო, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში არც ერთხელ მოსულა, იშვიათად თუ მომიკითხავდა, ერთი სიტყვით ნათელი იყო რო მის მეუღლესთან ყველაფერი დალაგებულ აწყობილი ქონდა, და ჩემთვის როგორც პიროვნებისთვის ზედმეტი დრო ნამდვილად არ ქონდა, ან თუ ქონდა მისი ცოლისთვის.
საკუტარ თავზე და ფიქრებზე გამწარებულს ბევრჯერ მიტირია ამ ხნის განმავლობაში, თუმცა შედეგი მაინც არაფერი, იმედი - არაფრის, არც მოლოდინი მქონდა რამის, მე იმას ვერც ვიტყოდი ევრასდროს რაც დავინახე და გავიგონე, შესაბასად, იმაზე ვფიქრობდი, რომ ირნეს ერთ დღესაც მის ტყუილში ვახო გამოიჭერდა, არ მანებებდა თავს.
ნინოს დავურკე, მასაც ვახარე ჩემი ორსულობის ამბავი, გაუხარდა, როგორც გამოცდილმა დედამ დამარიგა ჭკუა, რა და როგორ უნდ აგავაკეტო ორსულობის დროს, ასევე გამაფრთხილა რომ გინეკოლოგთან ვიზიტები აუცილებლად დამჭირდებოდა, ერთი სიტყვით კარგად ვისაუბრეთ, ბოლოს მისმა მონაყოლმა კი საკმაოდ გამაოცა.
- რას ამბობ ნინო, ვინ კაცი?
- ხო, ანა, ხო, ზოგადად გიკითხა, რომ ანა ლეკიშვილს ეძებდა და შენი ნახვა უნდოდა, კი ვუთხარი, რომ ბარში არარ მუშოაბდი, და წავიდა უკანოხედავად.
- ვინ იყო ნეტავ? ვის უნდა მოვეკითხე?
- არ ვიცი, ანა, აბა რა გითხრა, მე პირველად ვნახე, მერე გასასვლელში გავყევი, და სამი ნამქანა იყო გაჩერებული და ერთ ერთში ჩაჯდა და წავიდნენ. კოლონასავით მიყვა ეს მანქანები უკან.
- როგორ გამოიყურებოდა, იქნებ ვიცნო, მაგრამ მე მსგავსი წრის არავისას ვიცნობ ნინო
- როგორ გითხრა , მაღალი ნამდვილად იყო, ჩაცმულობა აკადემიური ქონდ ანამდვილად, ძალიან ასაკშიც არ იყო და ახალგაზრდასაც არ გავდა, იქენბოდა ესე 40 -45 წლამდე, არ ვიცი, ხომ გეუბნები, მერე დაცვის ბიჭბს ვკითხე, იქ ვატოს ოთოს მორიგეობა იყო, ხომ არ გეცნობოდათთქო, და არაო, ვერაფერი მითხრეს.
- რა საიტერესოა, ეგ ხომ არ არის ნინო ამ საჩუქრების ავტორი?
- არ არის ანა გამრიცხული, შენ ადგილზე დავფიქრდებოდი.
- ნამდვილად, საინტერესოა ძალიან, ვინაა და რა უნდა ჩემგან....
ნინოსთან საუბარმა დამარწმუნა, რომ ეს იდუმალი ადამიანი ნელ ნელა გამოჩენას აპირებდა და ჩნდებოდა, თუმცა რა მიზეზით და რა მიზნით ეს ნამდვილად არ ვიცოდი, იმასაც ვხვდებოდ რომ წმიდა მეგობრული ურთიერთობა არ უნდოდა, თუმცა წინააღმდეგობის გასაწევად და სკუთარი ღირსების დასაცავად, რა თქმა უნდა ყოველთვის მზად ვიყავი, და არც ეს იქნებოდა გამონაკლისი. მოვლნები განვითარებას დავლოდებოდი გადავწყვიტე, და შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად დავძაბე გონება, თუმცა მსგავსი ვიზუალის ადამიანი ჩემ ირგვლივ ერთადერთი მხოლდო ვახტანგი მახსენდებოდა.
მისაღებ ოთახში დივანზე ვიყავი წამოწოლილი, პლედი მქონდა მიფარებული როდესაც ლამარა დეიდას დაურეკეს, და უთხრეს რომ მისი შვილი საავადმყოფოში იყო, ძლიერი ინტოქსიკაციით, შეშინებული ქალი გიჟივით გავარდა შილთან საავადმყოფოში. სანამ წავიდოდა შევეცადე დამემშვიდებინა და ისე გამეშვა, თუ რამე დაჭირდებოდა დაერეკა, ცოხალი თავით არ გამიყოლა, თორემ მისი გაშვება ასეთ დროს, ასეთ ამინდში მარტოდ არ მინდოდა.
დავრჩი სახლში მატო, ირგვლივ მიოვიხედე, ყველაფერი მილაგებულ მიწკრიალებული იყო, ზედმეტად ხელის შევლბასაც არ საჭიროებდა, გადავწყვიტე ჩემ საძინებელ ოთახში, კედელზე განთავსებული თაროებზე მოთავსებული წიგნებისთვის და ნივთებისთვს ადგილები შემეცვალა, ცოტა გადამეხალისებინა.
ამ რეკონსტრუქცია მოდერნზაციის დროს, ჩემდა გასაკვირად თითქოს შემაქანა და თავბრუ დამესხა, წამიერად მოვახერხე ნივთები დამელაგებინა და საწოლზე ჩამოვჯექი. ვიცოდი სახლში, რომ არავინ იყო და ცოტა შემეშინდა ჩემი მდგომარეობის, ჯიბეები მოვიქექე ტელეფონს ვეძებდი, ვერ ვიპოვე, ისევ მისაღებში წავედი ნელ-ნელა, კედელ კედელ მივდიოდი, ვგრძობდი, რომ გონებას ნელ-ნელა ვკარგავდი, როგორც იქნ ტელეფონამდე მივედი, ვახოს ნომერი ავკრიფე, და ისევ ნელი სვლით ონკანისკენ განვაგრძე სვლა.
ის ის იყო, ონკანი გავხსენი წიქა წყლით ავავსე და უნდა დამელია, ვახომაც მიპასუხა.
- გისმენ ანა.
- ბატონო.... ვახო, მე .... მგონი ...
- ანა კარგად ხარ?
სიტყვებს ვერ ვამბობდი, თვალებში დამიბნელდა, ყურებში საზარელი ზრიალის ხმა ჩამესმოდა, ხელიდან ძალა გამოემცალა და ჭიქა დამივარდა, წამიერად გავითიშე და მეც იქვე დავეცი. ძალიან შორიდან მესმოდა ვახოს ხმა, ხმას ვერ ვიღებდი.
წწამიერად, თითქოს გონზე მოვდი, რაღაც უცნაური გარემო დავინახე, განათება, სიბნელე, თითქოს ვახოს ხმაც მესმოდა, უკვე ჭკუიდან ვიშლებოდი მეგონა
- ღმერთო, სულ ეს რატომ მელანდება....
- ანა, ნუ ნერვიულობ, დამშიდდი, მალე მივალთ ექიმთან!
- ბატონო ვახო, თქვენ ხართ?
- კი, ანა, თვალები არ დახუჭო, მელაპარაკე!
- მე.... არ ვიცი....
ისევ გონება დავკარგე და გავითიშე, გონს რომ მოვედი და თვალი გავახილე, საავადმყოფოში ვიყავი აშკარად, პალატაში, ვახო კი ჩემი საწოლის გევრდით იჯდა და მიყურებდა.
- რა მოხდა, სად ვართ?
- არ გახსოვს არაფერი?
- თითქმის არაფერი....
- დამირეკე, რაღაც ორი სიტყვა გადაბი და მერე მტვრევის ხმა გავიგე, მივხვდი რომ აშკარად ცუდად იყავი. ლამარა სად იყო ანა ამ დროს?
- მისი შვილი გახდა ცუდად, და წავიდა. აქ თქვენ მომიყვანეთ?
- კი, მე მოგიყვანე, ანალიზები აგიღეს და პასუხებს ელოდება ექიმი.
- მე, რაღაცის თქმა მინდოდა თქვენთვის, მაგრამ აქ არა, და ამ ვითარებაში მით უმეტეს.
- რა ხდება?
ვინ დამაცადა პასხუის გაცემა კითხვაზე, კარზე კაკუნის გარეშე, ვინმე გელა ექიმი შემოვარდა.
- გამარობა, ანა, მე გელა ექიმი ვარ. თავს რგორ გრძნობ ?
- უკეთ, მადლობა.
- ბატონო გელა, ანალიზების პასუხები მზად ხომ არ არის?
- დიახ, დიახ, ამიტომაც მოვედი, რომ გაგახაროთ, მომავალ დედიკოს მსგვასვი თავბრუსხვევები ექნება, ეს მის მდგომარეობაში სავსებით ნორმალურია.
- მომავალ დედიკოს?
- დიახ, მამიკოსთვის დედიკოს ჯერ არ უთქვამს, მამიკო რომ გახდება? - ღიმილით უპასუხა გაოცებულ ვახტანსგ კითხვაზე ექიმმა.
- ორსულადაა?
- დიახ, თქვენ მალე მშობლები გახდებით, გილოცავთ! ხო და კიდევ, ქაბატონო, მინდა გითხრათ რომ ძალიან გაგიმართლათ მეუღლეში, საოცრად მზრუნველი გყავთ.
ისევე როგორც ვახო, მეც საკმაოდ დავიბენი, არ ვიცოდი რა მეთქვა, და სიტაცია როგორ განმემუხტა.
- ძალიან დიდი მადლობა ბატონო, გოჩა, როდის გამწერთ?
- ნახევარ საათში მოვაგვაებ საბუთებს, ხელს მოგაწერინებთ და გაგიშვებთ, დაგტოვებთ თქვენის ნებართვით.
ექიმი პალატიდან გავიდა, ვახო კი მე მიყურებდა, თან რა თქმა უნდა იღიმოდა.
- მაშ, იცოდი ?
- დღეს გავიგე...
- დღეს? თქას როდის აპირებდი.
- შესაფერისს დროს ველოდი.
- შესაფერისი დრო რას ნიშნავს ანა ?
- წყნარ და მშვიდ გარემოს.
- გარემოს ანა?
- დიახ, გარემოს, ვიფიქრე სახლში რომ მოხვიდოდით მაშინ გეტყოდით.
- ძალიან გახარებული ვარ ამ ეტაპზე, და არ მინდა რამე ცუდად ვთქვა, ამიტომ დაველოდოთ ექიმს.
- ცუდად რა უდნა თქვათ?
- არ გინდა ანა.... ზედმეტია.
- არა მართლა მაინტერესებს, რაღაც ეს ბოლო დრო ძალიან ბევრი კითხვა დამებადა, რაზეც პასუხები არ მაქვს.
- მე არ ვიცი რა კიტხვები დაგებადა, თუმცა ყველა კითხვაზე გაგცემ პასუხს, უბრალოდ გაითვალისწინე რომ ეს კითხვები იყოს რეალური და არა შენი წარმოსახვითი რეალობის ნაწილი, კარგი ?
- წარმოსახვითი რეალობის?
- ანა, თუ ხსვები რომ მსგავს თემებზე საუბარი საავადმყოფოში არ ღირს?
- აბა სად გელაპარაკოთ? არასდროს გცალიათ სალაპარაკოდ....
- ჩემი ბრალი, არ არის სამსახურში რთული დღეები რომ მაქვს, უნდა ხვდებოდე ანა, წლის ბოლოა და საქეც გაორმაგებულია...
- კეთილი, თქვენთან კამათს, როგორც ყოველთვის აზრი არ აქვს.
- კარგი ანა, გაემზადე და წაგიყვან სახლში!
მალევე ექიმი შემოვიდა, რაღაც ფურცლებზე ხელი მომაწერინა და მშიდობიანი ღამე გვისურვა. გარეთ საშინლელი ამინდი იყო, წვიმდა თუ თოვდა ბოლომდე ევრ გამეგო, ვახტანგი გასასველისკენ მიდოდა, მეც როგორც ყოველთვის მივყვებოდი. გასასვლელს რომ მივუახლოვი, მითხრა დავლოდბოდი, მანქანას კართან მოიყვანდა.
რამოდენიმე წამში მანქანა კართან გააჩერა, ის ის იყო კარში უნდა გავსულიყავი დავინახე რომ თავად გადმოვიდა მანქანიდან და შემოსასვლელისკენ წამოვიდა, პალტო გაიხადა და მომახურა, ხელით ზურგზე შემეხო და მანქანისკენ წამიყვანა, თვითონაც მალევე დაჯდა მანქანაში.
სახლამდე ისე მივედით გზაში ხმა არ ამოუღია, ერთი მონოტონური მზერა ჰქონდა ეს იყო და ეს, საოცრად უემოციოდ მართავდა მანქანას. როგორც კი ცენტრალურ კართან გააჩერა მანქანა, დავიბენი, გადმოვსულიყავი, რამე მეთქვა, დავმშვიდობებოდი თუ რა გამეკეთებინა არ ვიცოდი, და შესაბამისად ვერც ვხვდებოდი რა ქმედება უნდა განმეხორციელებინა. შესაბამისად რამოდენიმე წამი გავჩერდი, მისი მოცემული პალტო გავიხადე გადავკეცე და უკან სავარძელზე დავდე და ჯერ არ დაწყებული საუბრის მალევე დამთავრება ვაჯობინე:
- დიდი მადლობა, ღამე მშვიდობის - ვუთხარი და კარი გავაღე.
- როგორც ვხვდები სალაპარაკო გვაქვს....
- ვილაპარაკოთ, მე საუბრის წინააღმდეგი არასდროს ვარ ბატონო ვახტანგ, ეს თქვენ ხართ გამუდმებით დაკავებული, მე როგორც მოგეხსენებათ დღეის მდგომარეობით უმუშევარი ვარ. თავისუფალ დროს რომ გამონახავთ, კი ბატონო, რა ვიცი თუ გამონახავთ კი.
- მსგავსი ირონია საჭირო არ არის, მგონი საკმარისად ვიცნობთ ერთმანეთს ირონიის გარეშე ვესაუბროთ არა ?
- არა, ირონია რა მოსატანია ბატონო ვახტანგ, რამე ტყუილი ვთქვი, ან რაიმე რაც სიმართლეს არ შეესაბამება, ან ბოდიშით მაგრამ სახლში რომ ავიდეთ და იქ ვისაუბროთ არა?
- ანა, რაღაც რაღაცების გარკვევა მოგვიწევს და, ამ რაღაც რაღაცებში ზღვრის დაწესება, როგორც ვვატყობ, რაღაც რაღაცბი გავიწყდება.
- აქ ვაპირებთ საუბარს ანუ?
- რამე პრობლემაა? თუ მაინც და მაინც ჩაის სმის დროს უდნა ვისაუბროთ?
- მე თქვენი ვერაფერი ვერ გავიგე, ზოგჯერ მგონია ერთ ვახტანგს კი არა ოთხ სხვადასხვა ადამიანს ვესაუბრები ხოლმე, როგორ შეგიძლიათ ერთ დღეს კატეგორიულად სხვა იყოთ და მეორე დრეს საერთოდ საპირისპირო, ასე როგორ ცხოვრობთ, მართლა მაინტერესებს, თქვენ მეუღლესთააც ასე იქცევით, ასეთი მრავალსახიანი ადამიანი ხართ? საერთოდ როგორ გიგებთ ის ?
- აი ამას ვგულისხმობდი ზღვრის დაწესებაში ანა, მე კარგა ხნის წინ შევნიშნე შენი ცემდამი დამოკიდებულების ცვალებდადობა და არ მინდა რამე არასწორად იფიქრო, თუმცა მგონია რომ უკვე არასწორად ფიქრობ.....
- რას გულისხმობთ ვერ ვხვდები, მართლა
- ანა, ფრაზები, ავიდე - თ, წავიდე - თ, ,,თ’’ ,,თ’’ და ისევ ეს დაწყევლილი მრავლობითის ,,თ’’, შენ ხარ ჩემი და ჩემი მეუღლის სუროგატი, ჩემ შენდამი ყურადღებას პირად ზრუნვად ნუ მიიღებ, ბავში რომ დაიბადება, მე კი გითხარი განახებთქო, მაგრამ, შენთან არანაირ შემხებლობაშია რ ვიქნები, ამას აცნობიერებ?
- ძალიან ცუდად მიყურებთ, თქვენ რა გგონიათ რამეს ველი თქვენგან? განა რამდენჯერ უნდა მომაყენოთ მსგავსი შეურაწყოფა, განა რამენჯერ უდნა დამამციროთ მსგავსი ფრაზებით, არ დაიღალეთ? ღმერთმა დამწყევლოს ოდესმე სხვის ქმარს სხვა თვალით შევხედო და ეს მითუმეტეს მას ვაგრძნობინო, თქვენ კიდევ, რა გგონიათ თავი? საერთოდ არ მიზიდავს თქვენნაირი ვალეტი კაცები, აბსოლიტურად, საერთოდ არ ჯდებით იმ მამაკაცების კატეგორიაში რომელიც ოდესმე მომწონდა მომწონს, თუ მომეწონება, ამას კი თქვენ ბატონო ვახტანგ რაც მალე გაიაზრებთ ორივესტვის უკეთესი იქნება.
- რას ამბობ, არ მოგქონს ანუ ჩემნაირი მამაკაცები?
- არა, საერთოდ არა, თქვენნაირი ვალეტი მამაკაცები საერთოდ არ მომწონს, ან რა გაქვთ მოსაწონი, თქვენ ამოუცნობ ხასიათს, საზოგადოების და ცხოვრების მიმართ დაუნდობელ დამოკიდებულებას, რომ თავი დავანებოთ, ცოლი გყავთ, ღმერთმა დამიფაროს თქვენნაირი მამაკაცი მომეწონოს ოდესმე, შეიძლება იქევ თავი მოვიკა!
სიმართლე გითხრათ, მაქსიმალურად ვცდილობდი დამაჯერებელი ყფილიყო ჩემი ამდაგვარი გამოსვლა, თუმცა რამდენად დაიჯერა არ ვიცი. ყოველივე რეალობას რომ დამგავსებოდა, ის არ უდნა გამეკეთებინა რაც მინდოდა, მანქანიდან გიჟივით არ უნდა გადმოვსულიყავი, და კარი არ უდნა მიმეჯახუნებინა, ამიტომ მანქანაში დავრჩი და საუბარი განვაგრძე.
- ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო ანა. მე უბრალოდ გაგაფრთხილე, შენი გადასაწყვეტია ვინ მოგეწონება და ვინ არა.
- არა, რამდენადაც არ უნდა გინდოდეთ ,,მომწონდეთ’’ და თქვენ მიმართ ,,რაღაც რაღაცნაირი ფიქრები’’ მქონდეს, ვერა ბატონო ვერ მოგართვით. ჩემი გონება დაკავებულია წლებია.
- წადი ანა, ადი სახლში.
- კეთილი, მშვიდობიაი ღამე ბატონო ვახტანგ. მე არ დამავიწყდება ვინ ვარ თქვენთვის და ჩემი თხოვნაა თქვენც არ დაივიწყოთ.
ახლა კი გადმოვედი მანქანიდან და კარი მშვიდად მივკეტე. გაბრაზებული ვიყავი, ისევ და ისევ შეურაწყოფილიც ყველა სიკეთესთან ერთად, თუმცა მიჩვევაა ყველაფერი, ალბათ ამ ხნის განმავლობაში მეც მივეჩვიე მის ამდაგვარ დამოკდიებულებას ჩემ მიმართ. მივხვდი, რომ რაღაც რაღაცებს მისი თქმით მიხვდა, მიხვდა ალბათ დებილივით რომ ვუყურბდი, მის ირგვლვ სანთელივით რომ ვდნებოდი, ზედმეტადაც რომ გავუშინაურდი, ჩემი ბრალია ემციები და გრძნობები რომ ვერ დავმალე და ასე გადმოვფინე. თუმცა არც ახლა იყო გვიან, ხომ ვუთხარი სხვას აქვს ჩემი ფიქრები დაკავებულითქო, დაე იფიქროს ასე.
ჩაიდანი ავადუღე, ხალთი მოვიცვი და აივანზე გავედი, მანქანა მისი ისევ დაბლა იდგა. ვერ მივხვდი და დავაკვირდი, ვახტანგის მანქანა იყო ნამდვილად კი? ანუ ისევ აქაა და არ წასულა? მალევე გამაჟრიალა სიცივისგან და სახლში შემოვედი....
სამზარეულოში ვიდექი, ჩაის და ტკბილეულს ვამზადებდი, ფიქრებმა კი თავისით დაიწყეს საუბარი:
- ოხ ანა, რა ... რა ჯანდაბა ხდება ნეტავ, ისევ აქაა მანქანაში და თავის საყვარელ ცოლთან არ წავიდა? ეს როგორ დაემართა.... როდის მიხვდება ნეტავ ვინ ყავს გვერდით... რომ კითხო, ინტელიგენტ, მიხვედრილ და ჭკვიან კაცად მოაქვს თავი და ნუთუ ვერ ხვდება მოღალატე ცოლი რომ ყავს, დავიჯერო ასე ენდობა?
- რა თქვი?
ხელიდან ფინჯანი და ტკბილეულით სავსე თეფში გამივარდა და შიშისგან გაშეშებული ვერც კი ვინძრეოდი..
- გეკითხები, რა თქვი მეთქი!
- აქ რას აკეთებთ, ან .... როგორ.... როგორ შემოხვედით?
- რა თქვი ანა გაიმეორე!
- მე, .... ბატონო ვახტანგ...
- დაჯექი და გაიმეორე რა თქვი, დროზე!!!!
შიშმა ამიტანა, მაკანკალებდა, ყველაფერი გამეყინა და ვხვდებოდი რომ გამოსავალი არ იყო, საერთოდ არაფერი.
- არაფერი, არ ვიცი რაზე ამბობთ.... - ვცდილობდი, ჩემი სიტყვები გამომესწორებინა
- დასწყევლოს ანა ეშმაკმა, ჩემ ცოლზე რა თქვითქო გაიმეორე!!!!!!
- ეს ირა არ არის რაც თქვენ იფიქრეთ, არასწორად გაიგეთ ალბათ ჩემი ნაბოდიალები...
- ძალიან სწორად გავიგე რაც თქვი, ამორერღე ეს დედა მოტყნ*ლი გოგო გესმის თუ არა!!!
- მაპატიეთ, არ ვიცი.... ბოდიშს ვიხდი....
დაჭრილი მხეცივით ღრიალებდა, არაადეკვატური გახდა, მეშინოდა მისი, ალბათ მარტივა დამახრჩობდა იქვე. აკანკალებულმა ცრემლების შეკავება ვერ შევძელი და ტირილი დავიწყე.
- მმმმმჰჰჰჰ....................
ღმად ამოისუნთქა, ისტერიულად სიარული დაიწყო, ხელები ჯიბეში ჰქონდა ჩალაგებული, მე კიდევ აკანკალებული ატირებული დივანზე ვიჯექი, დასაკლავად გამზადებული კრავივით.
- გისმენ ანა....
- არ ვიცი რა გითხრათ....
- სიმართლე ანა, სიმართლე, დაიწყე გისმენ.....
მოკლედ, დავიწყე, ყველაფერი მოვუყევი რაც დავინახე, ის რომ დავითი და ირინე საყვარლები იყვნენ, რაც შეეხება ბავშის გაჩენას, ვეღარ გავბედე მეთქვა. არც გავუჩერებივარ, არც შეუწყვეტინებია ჩემთვის საუბარი, მიუხედვად იმისა რომ აბდა უბდად მოვყევი, ვინაიდან ზედმეტად ვნერვიულობდი. როგორც კი საბარი დავასრულე, ბარზე განთავსებულ ჭურჭელს ერთიანად მოუსვა ხელი და ყველაფერი დალეწა. მტვრევის ხმაზე თავლები დავხუჭე და ყურებზე ხელი ავიფარე, თითქქოს რამეს მიშველიდა ისე. ცოტა ხანს ასე დადიოდა, ოთახში.
- ჩემი ცოლი.... ვინ წარმოიდგენდა, მასხრად ამიგდო.... ანა, შენ გარდა ვინ იცის ?
- არავინ, მე არავისთვის მითქვამს.
- და აქამდე რატომ არაფერი მითხარი, სასიამოვნო იყო დებილად რომ აღმიქვამდნენ?
- არ იყო, ეს მარტივი დასანახი და გასაცნობიერებელი ჩემთვის, და რომც მეთქვა დამიჯერებდით კი ?
- შენ ჩემიდ ამოკიდებულება კაგად იცი ანა ღალატზე და ტყულზე, ადამიანი შემიძლია საკუთარი ხელებით მოვკლა.... შენ კდიევ რამდნეი ხანია თავლებში მიყურებ და მატყუებ ჰა? რამდენი ხანია ანა!
- მაპატიეთ, ამას ვერ გეტყოდით ასე მარტივად.....
- კარგი, მე მივხედავ.... პრინციპში შენ არც არაფერ შუაში ხარ... რამ გამომაშტერა ამხელა კაცი....
- მაპატიეთ...
- ანა, არის კიდევ რამე რაც უნდა ვიცოდე?
ერთ ხანს დავფიქრდი.... მეთქვა თუ არა მისთვის, თუმცა ისევ გაჩუმება ვამჯობინე....
- არა, ესაა მხოლოდ რაც ვიცი ბატონო ვახტანგ.
- კარგი! ირინეს და დავითს მე მივხედავ!
- სად მიდიხართ ?
- სახლში ანა, სახლში ,,ცოლთან’’
- არ წახვიდეთ რა გეხვეწებით, ძალიან გთხოვთ ოღონდ ახლა არა...
- რატომ ანა ?
- ჯერ დამშვიდით , აწონ დაწონეთ ყველაფერი ძალიან გთხოვთ, გახელებულ გულზე რამე არ ავნოთ სხვას და საკუტარ თავს, გემუდარებით....
- არა, რამე თუ დაგჭირდა დამირეკე, დროებით.
პალტოს დაწვდა ჩაიცვა და კარგი გაიჯახუნა. ძალიან ვნერვიულობდი, საკუთარ თავს ვუჯავრდებოდი თუმცა ნერვიულობას და თვიტგვემას ზრი არ ქონდა, გაიგო, ვერაფერს შევცვლიდი. თუმცა მის სახლში რა მოხდებოდა, ამაზე ფიქრიც კი არ მინდოდა. იატაკიდან ნამსხვრევები ავხვეტე, მოვწმინდე და აბაზანისკენ წავედი. მალევე საწოლშიც დავწექი, ტელევიზორი ჩავრთე და ნელ-ნელა მიმეძინა.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთა

მოკლედ, ისეთი რაღაცები ხდება ამ ისტორიაში, ვერც წარმოვიდგენდი. ანა მეცოდება და თან მაბრაზებს, მაგრამ ქალია, სუსტია და გრძნობებს ვერ ერევა. საინტერესოა, ის უცხო მამაკაცი ვინ არის და რა საერთო აქვს ანასთან?
ბოლო მომენტი იყო შოკი, მართლა ვერ წარმოვიდგენდი ასე თუ გაიგებდა ვახტანგი სიმართლეს. იმედია სისულელეს არ ჩაიდენს და ადეკვატურად მოიქცევა.
ერთი სული მაქვს ვენერას როდის დაელაპარაკება ნელი და სიმართლე როდის გაირკვევა.
საბოლოოდ, მინდა გითხრა რომ საუკეთესო ხარ, უფრო მომწონხარ და შენს შეფასებაში არ შევმცდარვარ. ერთადერთი ის მინდა, მიმდევნო თავი მალე დაიდოს:დდ

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

ღმერთო ჩემო გაოგნებული ვარ და მოუთმენლად ველი გაგრძელებას. საოცრად მაგარიაა.მგონია რომ ის წარმოსადეგი მამაკაცი ანას მშობლების სიკვდილთან აქ დაკავშირებული

 


№3 სტუმარი სტუმარი ლელა

ძალიან კარგად გადმოცემ მოვლენებს. მალე დადე რა ახალი თავი????????

 


№4 სტუმარი სტუმარი რუსა

ვახტანგი მაოცებს თითქოს გრძნობები აქვს ანას მიმართ. ველოდები შემდეგ თავს იმედი მაქვს ასე აღარ დაიგვიანებ

 


№5  offline წევრი Soraya

სტუმარი ქეთა
მოკლედ, ისეთი რაღაცები ხდება ამ ისტორიაში, ვერც წარმოვიდგენდი. ანა მეცოდება და თან მაბრაზებს, მაგრამ ქალია, სუსტია და გრძნობებს ვერ ერევა. საინტერესოა, ის უცხო მამაკაცი ვინ არის და რა საერთო აქვს ანასთან?
ბოლო მომენტი იყო შოკი, მართლა ვერ წარმოვიდგენდი ასე თუ გაიგებდა ვახტანგი სიმართლეს. იმედია სისულელეს არ ჩაიდენს და ადეკვატურად მოიქცევა.
ერთი სული მაქვს ვენერას როდის დაელაპარაკება ნელი და სიმართლე როდის გაირკვევა.
საბოლოოდ, მინდა გითხრა რომ საუკეთესო ხარ, უფრო მომწონხარ და შენს შეფასებაში არ შევმცდარვარ. ერთადერთი ის მინდა, მიმდევნო თავი მალე დაიდოს:დდ

თუ არასწორ კოტექსტში გავიგე მითხარით. რადგან ქალია მაგიტომაა სუსტი?თუ რადგანაც ცხოვრებამ ასე ატკინა?

 


№6 სტუმარი სტუმარი Kkk

Au ra botegoga tkvas raa babuze rato gamokavs tavi ese? Vaxtangi mainc cols daujerebs da netav ar tkvas rom man utxra kvelaperi. Male dade ra axali tavi rato gvtoveb ditxans ise

 


№7 სტუმარი სტუმარი ანა

იმედია მალე დადებ შემდეგ თავს

 


№8 სტუმარი სტუმარი ქეთა

Soraya
სტუმარი ქეთა
მოკლედ, ისეთი რაღაცები ხდება ამ ისტორიაში, ვერც წარმოვიდგენდი. ანა მეცოდება და თან მაბრაზებს, მაგრამ ქალია, სუსტია და გრძნობებს ვერ ერევა. საინტერესოა, ის უცხო მამაკაცი ვინ არის და რა საერთო აქვს ანასთან?
ბოლო მომენტი იყო შოკი, მართლა ვერ წარმოვიდგენდი ასე თუ გაიგებდა ვახტანგი სიმართლეს. იმედია სისულელეს არ ჩაიდენს და ადეკვატურად მოიქცევა.
ერთი სული მაქვს ვენერას როდის დაელაპარაკება ნელი და სიმართლე როდის გაირკვევა.
საბოლოოდ, მინდა გითხრა რომ საუკეთესო ხარ, უფრო მომწონხარ და შენს შეფასებაში არ შევმცდარვარ. ერთადერთი ის მინდა, მიმდევნო თავი მალე დაიდოს:დდ

თუ არასწორ კოტექსტში გავიგე მითხარით. რადგან ქალია მაგიტომაა სუსტი?თუ რადგანაც ცხოვრებამ ასე ატკინა?

ზოგადად ქალი ნაზი და სუსტია, როცა ასეთ თავბრუდამხვევ მამაკაცთან უწევს ურთიერთობა. კი მართალია ყველა ასეთი ვერ იქნება, ზოგი ქალი ისეთი ხისტია, ქვა და რკინა :დდდ
მაგრამ ჩემი აზრით მგონია რომ ანა ცხოვრებამაც დაჩაგრა და არც მამაკაცებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება გააჩნია

 


№9 სტუმარი ნია9

როდის იქნება ახალი თავი?
თან სად დამთავრდა როგორ მაინტერესებს????

 


№10 სტუმარი სტუმარი Nestani

Vai me ra cud dros damtavret sainteresoa vinaa is Kaci da tan rogor moiqceva batoni vactangi????sakurar cols tu isev daajerebs yvelaferd

 


№11  offline წევრი თუთა პირველი

მმმმმმ, ისეთი რამეები ხდება აქ, ვერ ვხვდები ამ “ჩიხიდან” როგორ უნდა გამოძვრნენ, ირინეს კონფლიქტზე ნაკლებად მეციქრება, აი ირაკლია რომ ანას “ანუკობას” მიხვდება მერე რა უნდა ქნან ირაკლიმ და ვახტანგმა ?))))
მომწონს ისტორია, მაგრამ დროა ნელ-ნელა კარტები გაიხსნას.
ანა თან ჭკვიანია ( განათლებული), მაგრამ ძალიან სულელი, როგორც ქალი. ასე მგონია, ერთი ჩამოუყალიბებელი გოგოა, რომელმაც თავად არ იცის რა უნდა, ვინ უნდა და რა გზებით აპირებს თავისი სურვილების ასრულებას.
მადლობა ავტორს

 


№12 სტუმარი ana

მალე დადე რა ახალი თავი unamused

 


№13 სტუმარი სტუმარი თამუნა

რამდენი ხანია ველოდებია ხალ თავს.მალე დადეთ რააა.

 


№14 სტუმარი სტუმარი ანი

ახალ თავს როდის დადებთ? იმდენი ხანია დაშორებები მავიწყდება რა ხდება ხოლმე

 


№15 სტუმარი სტუმარი კატო

კარგი რა აროგორშეძლება ამდენს როგორ გვალოდინებ. შენ სხვა ნოველებს აღარ წავიკითხავ დიდხანს გვალოდინებძალიან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent