შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიჰყევი ოცნებას (თავი 7)


21-03-2022, 06:12
ავტორი Niako261995
ნანახია 6 079

ახალწლებმა ჩაიარა,ცხოვრება ჩვეულ რითმს დაუბრუნდა,კვლავ სახლი და სამსახური.მაგრამ არა,ახლა სიახლეც იყო სალომეს ცხოვრებაში.თავგადასავლებით სავსე მომავალი დათასთან ერთად.ჟურნალები და სოციალური ქსელები აჭრელებული იყო მათი სიახლეებით..,,ქართველი ბიზნესმენი შეყვარებულია,, ,,ვინ არის დათა ჩიტაძის რჩეული?,,..არ დაუმალავს მამაკაცს გრძნობები,ბედნიერი იყო მის ცხოვრებაში შემოჭრილი მზის სხივით,ნათელ წერტილად,რომ გამოჩნდა და გაუფერადა შავ-თეთრი სამყარო. ბედნიერებას ასხივებდა სალომეც. ასეთი მხიარული, გაბრწყინებული აქამდე არავის ახსოვდა. მთავარი კი ის იყო, რომ თავის საქმეს ისევ გულმოდგინედ ასრულებდა. სანდროს ჩანაფიქრმა ნამდვილად გაამართლა და ახლა ლიკასგან უყურადღებოდ დარჩენილი ცოტა ფორიაქს მოეცვა. თებერვალს სუსხში გაეხვია გარემო, გაყინული ქუჩები გულითადად ცდილობდნენ მზის სხივებით შეთბობას. ცივი ქარის დაცემისას ლოყა აწითლებული ხალხის, ქურთუკებში თავის ჩარგვა, უკვე ჩვეულ მოვლენად ქცეულიყო. ზამთარი არსად აპირებდა წასვლას. თუმცა შეყვარებული ადამიანების გულის კუთხეში ია აყვავებულიყო, სიყვარულით სავსე სხეულს ზამთარი ვერაფერს აკლებდა, ყველა ცივ დღეს გაზაფხულის მზიანი დღე ცვლიდა. ფიფქებს აყვავებული ალუბლის ფურცლები ენაცვლებოდა. ბედნიერებას ვერცერთი ცივი დღე ვერ დაანგრევდა.
-სალ,ბიჭები მოდიან დღეს ხომ ამოხვალ? ლიკუნაც წამოიყვნე ცოტას გავერთობით, რამე გავაფუჭოთ..
საღამოს ყველა ერთად შეკრებილიყო ,სახლიდან მხიარულების ხმა მოფენოდა შემოგარენს.. აბუზღუნებული სანდროს ყურებას არაფერი ჯობდა. ლიკა მთელი ძალებით ცდილობდა გრძნობების დამალვას,რომელიც ხუმრობაში რეალურში გადაეზარდა. სალომე და დათა ერთმანეთს გადახედავდნენ და გოგონას ტუჩის გასველებაზე ერთიანად ვნება ატაცებული ღრმად ჩაისუნთქავდა ხოლმე დათა.
-ყავას ვინ დალევს? მამაკაცის მზერით გაბრუებულმა სამზარეულოში გასვლა დააპირა სალომემ.
-მე დაგეხმარები მომზადებაში
ფეხზე წამოიმართა ჩიტაძე რაზეც ბიჭებმა სიცილი დააყარეს
-რა უქენი ასეთი ამ ბიჭს ერთი წუთი,რომ ვეღარ გშორდება.ხარხარებდა ირაკლი და დათას ნასროლ ჩუსტს იგერიებდა. სამზარეულოში გასული სალომე მარტო დაიგულა თუ არა, კუთხეში მოიმწყვდია დათამ
-მომენატრე პატარა სალომე
-ვინმე შემოვა. ერთი გაიბრძოლა მამაკაცის მკლავებში მოქცეულმა
-მერე რა? მაგიჟებ და არ შემიძლია არ გაკოცო.
წამებში სამზარეულოს ზედაპირზე შემოსვა,ფეხებშუა მოქცეულმა ხელები ძლიერად შემოაჭდო წელზე,ჩახუტებისგან ნასიამოვნებმა და თვაკებ მინაბულმა,ღრმად ამოისუნთქა.ოხვრას ამოყოლებული ცზელი ჰაერი სასიამოვნიდ მოედო გოგონას სხეულზე.
-დაიღალე?მზრუნეველობა იგრძნობოდა ყურთან წაჩურჩულებულ სიტყვაზე.
-მაკოცე გთხოვ
წინანადადებით ნასიამოვნები მთელი გრძნობით დაეწაფა მამაკაცის ბაგეებს სალომე.მკოცნაში ჩაძირული სხეულები მჭიდროდ ეკვროდნენ ერთურთს.მათგან წამოსული ვნება მოსდებოდა სამზარეულოში გამოფებულ სიჩუმეს.ოთახიდან შემოღწეულ სიცილს,ტუჩების შეხების ხმა ახშობდა.
-სად არის ყავა?
უხერხულად აწურულმა გოოფნამ,თვალები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს და სამზარეულოს ზედაპირიდან ჩამომხტარმა,ნერვიულად დაიწყო კარადაში ქექვა
-ბერიძე,გახვალ თუ გაგიტანო?
სპორტულ შარვალში გამოწყობილ დათას ორივე ხელი ჯიბეში ჩაწყო და ღრჭიალით გამოსცრიდა სიტყვებს კბილებიდან.
-კარგი,კარგი გვრიტებო
იქამდე მოწყდა ადგილს ირაკლი სანამ მეგობრის დაწეული გინება მისწვდებოდა სმენას.ახარხარებული დაუბრუნდა ადგილს ყავის მოლოდინში ბერიძე. მალევე დაბრუნდნენ სამზარეულოდან ლოყებ აწითლებული სალომე და სახე ალეწილი დათა.კოცნის კვალი ტუჩებზე ჯერ კიდევ ორივეს ემჩნეოდა. სიცილისგან შეკავებული სახეების ამოცნობა რთული არ იყო. ოთახში ბუხარი გიზგიზებდა, წამიერ სიჩუმეში, შეშის ტკაცუნის ხმა გარკვევით ისმოდა. პლედში გახვეული ლიკა გაშტერებული შესჩერებოდა აგიზგიზებ ალს,მოხდენილად,რომ იკლაკნებიდა. განაბული ბიჭები და ერთმანეთზე მიხუტებული შეყვარებული წყვილი. ლამაზ სასურათე კადრად ჩარჩა მათ მეხსიერებაში. შემდეგ კი ყველაფერი უფრო ჩამქრალ ბუხარს დაემსგავსა, სინათლეს, რომ გაიყოლებს წყალ შესხმული ცეცხლი. გატალახებულ ნაცრიდან აგიზგიზებული ალის მაგივრად კვამლის ერთი თეთრი ზოლი,რომ გაიწელება და ისიც წელში გაწყდება. სველ წვეთებს აყოლილი ცივი ჰაერი,რომ გამეფდება ოთახში და ნაცრისფერი დღესავით უფერული გახდება ისიც.
9საათი სრულდებოდა. დაშლამდე წარსულის გახსენება მოინდომეს.
-სალ,იცი რა უყვარდა ბავშვობაში დათას?
მელიქიძემ ცალყბად ჩაიღიმა და დათას გადახედა
-რა?ინტერესიანად იკითხა სალომემაც
-ხატვა
-ხატვა?
გაოცებულებმა გადახედეს ერთმანეთს გოგოებმა
-და რატომ აღარ ხატავ?კითხვით მიუტრიალდა თავ ჩარგულ დათას სალომე.რომელიც იატაკს დასჩერებოდა.თითქოს არც დაფიქრებულიყო იმაზე,რომ ხატავდა
-მუზა აღარ მაქვს
-რამ გაგიქრო? სულის კუნჭულში ცდილობდა ჩაძრომას, შეამჩნია,როგორ დაეჭყანა სახე გახსენებულზე და ღრმა ოხვრასთან ერთად, ჩატეხილი ღიმილი შეაგება გოგონას ინტერესიან თვალებს.
-რამ არა, ვინ
,,ვინ,,სხეულზე ცივი წყალი გადაასხეს თითქოს. სალომე წამით გაიყინა. ლიკას ხელის მოჭერა იგრძნო მკლავზე და გონს მოეგო. ფიქრებ არეულს და გულ აბაგუნებულს ერთიანად კლავდა ინტერესი,ვის ეკუთვნოდა დათა ჩიტაძის გამქრალი მუზა. წამოწყებული საუბარი არა სასიამოვნო განცდას უქმნიდა.
სიტყვა დაწყებულიც კი არ ქონდა მამაკაცს შორიდან, გამაყრუებელი ქუსლიანი ფეხსაცმლის ხმა,რომ ჩაესმათ ოთახში მყოფთ. სინქრონში მიატრიალეს თავი კარში დალანდული სილუეტისკენ, რომელიც ირონიული ღიმილით ჩამდგარიყო კარს შუა და გაშტერებული მზერით აჯილდოვებდა დათა ჩიტაძის გაოცებულ სახეს.
-ქეთა?
უემოციოდ აღმოხდა ქალის სახელი.ხრინწიან ხმას თითქოს მთელი შიგნეულობა ამოაყოლა,რომ წარმოეთქვა.მაღალი,გამოყვანილი წელით და მოხდენილი ჩაცმულობით,გადავარცხნილი სწორი თმით და ,,მდიდრული,,სამკაულებით დამშვენებული.აშკარა იყო მათი ფენას წარმოადგენდა.
-გამარჯობა ს ა ყ ვ ა რ ე ლ ო
ბოლო სიტყვა,როგორც მატარებლის გუგუნი ისე ჩაესმა სალომეს. ყურის ბარაბნეს ძლიერად ეხეთქებოდა ახლად მოსმენილი. სამყარომ დაპატარავება იწყო.ფერ დაკარგულს სუნთქვაც კი შეეწყვიტა. მუცელში წამოვლილი არასასიამოვნო შეგრძნება ერთმანეთში ძლიერად არეულიყო, გულს გამოყოლებული ფილტვის არტერია საცობით დაელუქა ვიღაცას და ჰაერის უკმარისობით დარჩენილი ძლიერმა შერყევამ გამოაფხიზლა. ღრმად ამოისუნთქა თითქოს იხრჩობდა და ჰაერი ახლაღა ჩაყლაპა. გონზე მოსულმა მეგობარს დაავლო ხელი და ისე,რომ არ მოუსმენია რას ელაპარაკებოდა მამაკაცი ოთახი დატოვა და გარეთ გავარდა მთელი სისწრაფით.
-სალომე,სალომეე! დათა საბოლოოდ ღრიალზე გადავიდა, ადგილზე გაშეშებული შემოტრიალდა გოგონა და მის წინ თავზე ხელებ შემოწყობილ მამაკცს მიუახლოვდა
-მოდი,ბანალური ახსნები არ გვინდა ახლა,რომ აპირებდი თქმას,ეს ის არ არის რაც მე მგონია და ა.შ..
ანერვიულებული დათა სახეზე ისვამდა ხელებს და ერთიანად ფერ დაკარგული, გოგონასკენ გაწვდილ თითებს, თავად აბრუნებდა უკან.
-გთხოვ,მომეცი საშუალება აგიხსნა
-აბა რა გეგონა მამაშენის ტოლა კაცს,რომ უგორდებოდი ძუკნა
ოთახიდან ადევნებული ქალი, ღამის წყვდიდში,ჩრდილად დალანდული იკლაკნებოდა,სავსე მთვარის ღრუბლიან ღამეს.
-ქეთა.გაეთრიე.ბოლო ხმაზე ღრიალებდა დათა
-უკაცრავად თქვენი სტატუსი არ გითქვამთ,შემახსენეთ?
განადგურებული,ძალების ბოლო ერთეულებს იკრებდა და მაინც გამართულად საუბრუბდა,თუმცა ენა გადაყლაპული.
-მეუღლე..ბაგე ურცხვად გაჰკვეთა მეუღლის სტატუსით გახევებულმა ნაძერწმა სხეულმა და ზედ ირონიაც დაურთო თან.
-ისეთი არარაობა ხართ ღირსადაც კი არ ჩაგაგდოთ თქვენ მეუღლემ ეხსენებინეთ..ასე,რომ მოდი ჯერ თქვენი ადგილის დამკვიდრებაზე იზრუნეთ.
აღარ გაუგია რას ელაპარაკებოდა დათა,გზის პირზე პირველივე გამოვლილი ტაქსი გააჩერა და სახლში წავიდა. ლიკამ იცოდა იმ წამებში სიტყვები ვერ დაამშვიდებდა მეგობარს.ხმა ამოუღებლად ჩაფრენოდა მკლავში და გოგონას სინანულის ცრემლებს სათითაოდ სწმენდდა.
,,ღამე თეთრად გავათენე,,..ამ სიტყვების აზრი არასდროს ესმოდა,მაგრამ ახლა ხვდებოდა რას გულისხმობდნენ. ისე შემოიპარა ოთახში პირველი სხივები თვალი არ მოუხუჭავს. ცრემლებით დასველებულ ბალიშს სახე უცვალა,ამოატრიალა და ახლა მშრალ ნაწილზე განაგრძო ცხელი, მარილიანი სითხის დადენა, ამდენი ტირილისგან,რომ შეშრობოდა და მხოლოდ რამდენიმეღა თუ დაეკიდებოდა ღაწვზე.ლიკა სახლში გაუშვა,მარტო ყოფნა უნდოდა. ასეთ დროს ფიქრი და მარტოობა შველოდა. ურეაქციოდ წამოიმართა და აბაზანაში ჩამოირეცხა უსიამოვნო ღამის ფიქრები.არ დაეცემოდა. აღარც ზედმეტად იფიქრებდა. მოატყუეს. რეალობა მწარე და საშინელი იყო,მაგრამ თავის შეცდომებზე პასუხს თავად აგებდა.სამსახურისთვის გაემზადა,დასიაებულ თვალებზე მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა და სახლიდან გავიდა.სადარბაზოს გასასვლელში დეიდა დახვდა.აქამდე უხსენებელი დეიდა ლია.
-აქ რა გინდათ?
მშობლების გარდაცვალების შემდეგ ერთადერთმა დეიდამ გაზარდა.ქალმა,რომელსაც საერთოდ არ აინტერესებდა დისშვილი. მოთამაშე მეუღლის ვალებს უფარავდა სალომე. ვალებში ჩამხრჩვალ წყვილს ყოველ თვეში ხელფასის ნაწილს ურიცხავდა.
-ფული გვჭირდება
-ამ თვეში ხომ დაგირიცხეთ უკვე?
-ბიძაშენმა დიდი თანხა წააგო
-და მე რა შემიძლია? ყოველთვე გირიცხავთ რასაც ვიღებ
-ჩვენამდეც მოაღწია შენი და იმ ბიზნესმენის ამბავმა.ბოროტულად აციმციმებულ თვალებს,რომ გადააწყდა გულის რევის შეგრძნება გაუჩნდა.ანგარებით მოცული დეიდას სხეული ზიზღს უჩენდა.
-აი თურმე რა.ცალყბად ჩაეცინა სალომეს.-ტყუილად გაგიხარდათ,ყველაფერი ტყუილია,ურთიერთიბა არ გვაქ.თავიდან მოშორებას ეცადა,ხელით გაწია გვერდით და გავლა სცადა
-აბა ტყვილა ჩაუგორდი? მაგისთვის გაგზარდეთ? ახლა შენ უნდა გადაგვიხადო საფასური,რაც შენთვის გავიღეთ
-დედაჩემს, რომ სცოდნოდა ვისთან მტოვებდა,სიკვდილს გადადებდა
-დაუნახაო მათხოვარო.
თმებში სწვდა პატარა სხეულს და თავისკენ დაქაჩა,ყრუ კივილი აღმოხდა თუმცა მალევე ნესტოები გაჰკვეთა მძაფრმა სურნელმა და ერთიანად მოდუნებული ჩაუვარდა ქალს მკლავებში.
****
ოთახში შემოსული ქეთას დანახვაზე,მხოლოდ იმ აზრმა გაუელვა თავში თუ, როგორ ეტკინებოდა სალომეს მოსმენილი.ყოფილი მეუღლის გამოჩენა მეხის გავარდნასავით შემაძრწუნებელი იყო.ბიჭებმა იცოდნენ ვერ ბედავდა დათა მასზე საუბარს სალომესთან, სწორედ ამიტომ დაიწყო გიორგიმ წარსულის გახსენება. უნდოდათ იქამდე გაეგო გოგონას ყველაფერი სანამ სხვისგან გაიგებდა,თუმცა დაასწრეს. მიტოვებული მამაკაცი გაცეცხლებული მიუტრიალდა ქალს,რომელიც ერთ დროს ვნებას აღვიძებდა მასში,ახლა კი ზიზღის მეტს არაფერს გრძნობდა.კედელზე აკრულს ძლიერად წაუჭირა ყელში ხელი. აფართხალებული სხეული, ხველებით დაეცა ძირს გაშვებული კაცის თითებზე, აქამდე სიხარულით,რომ დაიხრებოდა მისკენ დასახმარებლად, ამ წამს კი ისე გადააბიჯა სიტყვის ღირსიც არ გახადა. კაბინეტიდან გამოტანილი საბუთები შეაყარა სახეში, სადაც გარკვევით ეწერა ,,განქორწინების ხელშეკრულება,, უსიამოვნო მზერით დაჯილდოებული უკან ისე შებრუნდა კვლავ არაფერი უთქვამს
-არასოდეს. სიტყვა დააწია სიბნელეში გაუჩინარებულ კაცს.
-ნუ მეთამაშები, კარგად იცი რის გამკეთებელი ვიყავი შენთვის.
-მასაც იგივეს მისცემ რასაც მე?
-და შენ რა მოგეცი?
-შენი გული ,რომელიც კიდევ მე მეკუთვნის.
-არა, შენ მხოლოდ ფული მიიღე ჩემგან, გულის მოცემა ვერ მოვასწარი ,რადგან სხვას ჩაუგორდი საწოლში.
-ისიც იგივეს გააკეთებს.
დამცინავად შეჰყურებდა თვალებ ანთებულ დათას, მისი დახჩობის სურვილით, რომ გიზგიზებდნენ.
-არ გაბედო მასზე ზედმეტის თქმა, მისი თმის ღერის ფასიც კი არ ხარ.ცხვირწინ მიუჯახუნა კარი და საწოლზე პირქვე დამხობილი წარსულის ქექვას შეუდგა.სად დაუშვა შეცდომა? ბედნიერებას ეძებდა და ისიც წაართვეს.
-არ დაგთმობ სალომე.
გამუდმებით იმეორებდა ერთიდაიგივეს . ძილი არ მიკარებია არც მას.გამთენიისას ჩაძინებული კარზე ძლიერმა ბრახუნმა გამოაფხიზლა.უსიამოვნო შეგრძნება, რომელიც წინა საღამოდან დარჩენოდა სხეულს კვლავ ერთიანად მოსდებოდა და მძიმე ნაბიჯებით ძლივს მიაბიჯებდა კარისკენ.
-ლიკა?
-მოიტაცეს
-რა? ვინ?
-სალომე დათა,სალომე მოიტაცეს
სამყაროს ბრუნვა იმ წამს შეწყდა.კედელზე მიყრდნობილი მოწყვეტით ჩაიკეცა იატაკზე. მოულოდნელობისგან გაშტერებულს ცრემლიც კი ვერ ჩამოუგორდა ლოყაზე. ამოსაგლეჯად ჩაფრენილ თმებს ისევ ლიკამ უშველა.
-გთხოვ ძალა მოიკრიბე,უნდა ვიპოვოთ.
უსუსრი ბავშვის თვალები აღაპყრო გოგონას ქვეშ მოქცეულმა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.თებერვალი კვლავ თებერვლობდა.



№1  offline წევრი Niako261995

ღამე გავათენე,რომ დიდი დამეწერა :დ არვიცი მგონი რაც ვცდილობ დიდი იყოა უფრო პატარა გამომდის :დ

 


№2  offline წევრი M.Z°_°

Niako261995
ღამე გავათენე,რომ დიდი დამეწერა :დ არვიცი მგონი რაც ვცდილობ დიდი იყოა უფრო პატარა გამომდის :დ

ვფიქრობ ისედაც ძალიან კარგად და საინტერესოდ წერ,მოუთმენლად ველი მომდევნო თავს♡♡♡

 


№3 სტუმარი M

რა საინტერესო ადგილას შეწყდა ♥️ იმედია მალე იპოვნიან სალომეს. წინა ისტორიებიც წავიკითხე და სულ უფრო აუმჯობესებ წერის და გადმოცემის სტილს.

 


№4  offline წევრი Niako261995

M
რა საინტერესო ადგილას შეწყდა ♥️ იმედია მალე იპოვნიან სალომეს. წინა ისტორიებიც წავიკითხე და სულ უფრო აუმჯობესებ წერის და გადმოცემის სტილს.

მადლობა❤ წინა ისტორიებს რომ ვკიღხულობ ზოგჯერ ვფიქრობ არ უნდა ვწწერდე,მაგრამ ვცდილობ გავაუმჯობესო ❤

M.Z°_°
Niako261995
ღამე გავათენე,რომ დიდი დამეწერა :დ არვიცი მგონი რაც ვცდილობ დიდი იყოა უფრო პატარა გამომდის :დ

ვფიქრობ ისედაც ძალიან კარგად და საინტერესოდ წერ,მოუთმენლად ველი მომდევნო თავს♡♡♡

დიდი მადლობა ❤

 


№5 სტუმარი marta

momwons dzalian kargi gogo xar

 


№6  offline წევრი Niako261995

marta
momwons dzalian kargi gogo xar

❤❤❤

 


№7 სტუმარი one

me ki vfiqrob rom
wina istoriebis shedegad dzalian kargi winsvla gaqvt da dzalian gaizardet shemoqmedebis mkhriv, warmatebebi, shromas yoveltvis aqvs azri❤️

 


№8  offline წევრი Niako261995

one
me ki vfiqrob rom
wina istoriebis shedegad dzalian kargi winsvla gaqvt da dzalian gaizardet shemoqmedebis mkhriv, warmatebebi, shromas yoveltvis aqvs azri❤️

ძალიან დიდი მადლობა მოტივაციისთვის ????

 


№9 სტუმარი 11

Imedia male daideba gagrdzeleba????

 


№10 სტუმარი სტუმარი Nestani

Me ki vfiqrob sul unda cero zalian momecona es Tavi magram is uargidi qali ris miycevas biqrobs zalian saintereso dros shecyvitet velodebi axal tavs madloba warmatebebi ❤️????????????

 


№11  offline წევრი Niako261995

სტუმარი Nestani
Me ki vfiqrob sul unda cero zalian momecona es Tavi magram is uargidi qali ris miycevas biqrobs zalian saintereso dros shecyvitet velodebi axal tavs madloba warmatebebi ❤️????????????

მადლობა დიდი????

11
Imedia male daideba gagrdzeleba????

კი,კი აუცილებლქდ დავდებ დღეს ან ხვალ ????მადლობა ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent