ალუბლის სიტკბო (სრულად)
I "სასტუმრო არ იყიდება!" დამძიმებული ქუთუთოები ერთმანეთს ძლივს მოაშორა.ოთახის სიბნელეს მზერა შეაჩვია და გაირინდა. რაღაც ამოუხსნელის მოლოდინში გულმა ძგერა დაიწყო და ლამის მკერდიდან ამოვარდა.ირგვლივ სიჩუმე იყო.ისევ სიზმარი ნახა და ამჯერადაც ვერ დაიმახსოვრა შინაარსი, მხოლოდ შეგრძნება, შიშის და სასოწარკვეთის. უკვე ერთი წელია, რაც გამთენიისას აღვიძებს ეს საშინელი შეგრძნებები და მაინც, ვერაფრით გაერკვა ასეთს რას ხედავდა სიზმრების სამყაროში, რომ გაღვიძებისას მზად იყო მთელი არსებით ეღრიალა. დამშვიდებული სხეულის თრთოლვა საშუალებას აძლევდა წამომდგარიყო, იატაკის სიცივეს შეაჩვია ფეხისგულების სითბო და წამომართულმა, ფარდა ერთიანად გადასწია. უკვე თენდებოდა, მზის მანათობელი სხივები თავაწყვეტით მოქროდნენ დარაბებისკენ და მის ოთახში შლიდნენ სპექტრს. ფანჯრის სახელურს დაჯაჯგურებულმა, ოდნავ შეაღო თუ არა, მაშინვე ეცა ავტომობილების გამაყრუებელი ხმაური. ქალაქის აუტანელი ატმოსფერო აფრთხობდა და აღიზიანებდა.ნელ-ნელა მიენდო იატაკის სიცივეს და მუხლებს ხელი მოხვია, თავჩაქინდრულმა მზერა გაუშტერა ჰორიზონტს და ღრმად ჩაისუნთქა. კარგა ხანს იყო ასე, მერე კი, როცა ხმაური მისწვდა მის ყურთასმენას, მიხვდა, რომ ბინის მაცხოვრებლებმა გაიღვიძეს. ძალდაუტანებლად წამოდგა, ხალათი მოიცვა და ფეხშიშველმა გაიარა დერეფანი. არ შემცდარა, სამზარეულოში უკვე ფუსფუსებდნენ და შუახნის ქალმა დანახვისთანავე თბილად გაუღიმა.მაგიდის სათავეში მჯდომ ჭაღარაშეპარულ კაცს, ყავის ფინჯანი მოემარჯვებინა,დიდი ყურადღებით ჩასცქეროდა გაზეთის გადაშლილ ფურცლებს.მის დანახვაზე მამაკაცმა წარბები გახსნა და გაზეთს თავი მიანება. -აბა ჩემო ლამაზო გოგო, ჩაი თუ ყავა?...-ალაპარკდა ქალის თბილი ხმა და ჩაიდანმომარჯვებული დაელოდა პასუხს. -ჩაი იყოს ლალიკო...-ღიმილით დააბრუნა პასუხი და რამდენიმე წუთში, წინ დადგმულ ფინჯანს შემოხვია შეცივებული თითები. -დღეს რას აპირებ? რა გეგმები გაქვს?...-საქმიანი ტონით წარმოთქმულ ამ სიტყვებზე პასუხი თითქოს უკვე მზად ჰქონდა, თუმცა ხელი შეუშალა ოთახში შემორბენილმა პატარა ბიჭუნამ, რომელმაც მამის ყურადღება ერთიანად მიიპყრო და მის კალთაში იპოვა თავშესაფარი. -ისეთი გახარებულია საზაფხულო სკოლის პირველი დღით, მგონი გუშინ არც უძინია...-სამზარეულოს სივრცე დაიპყრო ახალგაზრდა ქალის ხმამ და მარმარილოს იატაკზე მისი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის კაკუნმა. ყურადღების გადასატანად კრუასანს დასწვდა და ძალისძალით დაიწყო ტკბილეულობით პირის გამოტენვა, ვაიდა რამე არ წამომცდეს, ან სახის მიმიკამ კიდევ ერთხელ არ გამცესო...-ლალი ჩაი გაუკეთე და ლანჩის ყუთი მაცივრიდან გამოიღე, სანამ წავალთ ჩანთაში ჩავუდებ. -შენ მიგყავს? ავტობუსმა არ უნდა მოაკითხოს?...-იკითხა გაკვირვებულმა მამაკაცმა და ბავშვი კიდევ უფრო მიიკრო გულზე. -დღეს პირველი დღეა და მე წავიყვან, მერე ნელ-ნელა მიეჩვევა...-მადლიერი თვალებით გადახედა ქალს, რომელმაც ჯერ მის შვილს დაუდგა ფინჯანი და შემდგომ ყავის არომატით ავსილი ჭიქა მასაც მიაგება...-შენ დღეს ადრე მოხვალ? -არა, დღეს ჩვეულებრივზე გვიან მოვალ, მთელი დღე შეხვედრები მაქვს და ოფისიდან კარგა ხანს ვერ მოვიცვლი ფეხს, ასე რომ არ დამელოდოთ. -ახლა გამახსენდა...სასტუმროს გამო? დღეს მოდიან მყიდველები?...-უწყინარი იყო კითხვა, თუმცა მისთვის არა, გაფართოებული თვალებით შეხედა წინ მჯდომს და ეცადა მშვიდი ტონით წარმოეთქვა კითხვები. -ეს რას ნიშნავს? მყიდველები სასტუმროსთან რა შუაშია?...-კრუასანით უგემურად მოლუკმე მხოლოდ ამჯერად გამოერკვა. -მისთვის ჯერ კიდევ არ გითქვამს?...-ყალბი გაკვირვებით წამოიძახა ქალმა და მთლიანად დააიგნორა მეუღლის თვალების დაბრიალება., ისე განაგრძო ცეცხლზე ნავთის დასხმა...-მამაშენმა გადაწყვიტა სასტუმრო ინვესტორებს მიყიდოს, სხვათაშორის საკმაოდ სარფიანი შემოთავაზებაა. -მისმინე ტასო, სასტუმრო უკვე წლებია აღარ ფუნქციონირებს, ბოლო ოთხი წელია, საერთოდ დავკეტეთ, სარეველას მიაქვს ეზო და შემოსავალი კი არა, უკვე ხარჯის მეტი არაფერი მოაქვს. გამოჩნდა ინვესტორი, რომელმაც დიდი თანხა შემოგვთავაზა და ეს საუკეთესო შანსია...-მშვიდი ტონით ხსნიდა კაცი, თუმცა თვალებს არიდებდა მის მზერას. -ვისთვის? შენთვის?...-ბრაზი ვერ მოთოკა, ცინიზმით იყო გაჟღენთილი მისი სიტყვებიც და მზერაც, ჯიქურ შემოხედა მამაკაცმაც და ამან უფრო მეტად გაამწარა...-სასტუმროს არ გაყიდი, ამის უფლება არ გაქვს! სასტუმრო არ იყიდება ბატონო გიორგი ! -დაუკვირდი ტონს, როცა მამაშენთან საუბრობ...-შხამივით ჩააწვეთა ახალგაზრდა ქალმა, ისე რომ თავის თეფშზე კრუასანისთვის თვალი არ მოუცილებია, თითქოს მშვიდად მიუთითა, თუმცა ანასტასიამ იცოდა ეს სიმშვიდე რაზეც მიანიშნებდა. -შენ ნუ ერევი, მაშინ როცა მამაჩემთან ვსაუბრობ...-ნიშნისმოგებით გადახედა, სხეულში იგრძნო მზადყოფნა თმის ღერის გარეშე დაეტოვებინა მისი ქერა, ტვინისგან დაცლილი თავი. -მამაშენი ჩემი ქმარია და არ მოგცემ უფლებას დაამცირო! ყველაფერს აკეთებს შენს უზრუნველსაყოფად და სამაგიეროდ უმადურობას იღებს. -გეყოფათ! ლილე ბავშს ხელი მოკიდე და სკოლაში წაიყვანე, დაგაგვიანდებათ. დანარჩენს მე მივხედავ. თვალებგაფართოებულ ბავშვს დედამისმა ხელი დაავლო და უკმაყოფილოდ გადახედა მეუღლეს, რომელმაც მაჯაში ხელი წაავლო, წამიერად თვალები დახუჭა,ღრმად ამოისუნთქა და დამშვიდებული სახით დაიხარა რომ კოცნაზე ეპასუხა.ცოლ-ქმარმა ამ ჟესტით პირობა გაცვალეს, რომ კინკლაობა არ ღირდა და ერთმანეთს არ გაუბრაზდებოდნენ.ნელ-ნელა კარებს მიღმა მიიმალა კაკუნის ხმა და სამზარეულოში დარჩენილ ორ მტრულ ბანაკს შორის, დამხმარე ქალბატონის უხერხულობა პიკს აღწევდა.ანასტასიამ მზერა გაუსწორა მამამისის თვალებს და ღვარძლით აივსო გუგების სიშავე. -და მაინც, ისე აპირებდი გაყიდვას რომ სიტყვაც არ დაგცდებოდა?...-ბრაზი აქ იყო, წყენასა და იმედგაცრუებას შორის მედგრად გამოჭიმული. -ვაპირებდი შენთვის თქმას...-ამ ოთახში, სამზარეულოს თაროზე შემოდებული კაქტუსისთვისაც კი რომ გეკითხათ, ისიც გეტყოდათ, რომ უფროსი ჯანაშია ცრუობდა. -როდის? ინვესტორი რომ მსუყე თანხას შემოგთავაზებდა და ხელშეკრულებას ხელს მოაწერდი, თუ როცა იქ ჩასვლას მოვინდომებდი და აღმოვაჩენდი რომ ყველაფერი შეცვლილია და მე აღარ მეკუთვნის?...-ნელ-ნელა ამაღლდა ხმა და გაყინა სიტყვები, ზიზღი იყო ანასტასიას მამოძრავებელი ძალა და მზად იყო თავისი ეს გრძნობა დაუფარავად გამოეხატა. -შენ ოთხ წელიწადზე მეტია იქ არ ყოფილხარ, სანამ ლილე არ ახსენებდა აღარც კი გახსოვდა მისი არსებობა, ახლა კი როცა მიხვდი რიმ სარგებლის ნახვა, როგორც ბიზნესმენს შემიძლია, აფორიაქდი...შენ ყოველთვის ბრაზდები როცა ჩემი საქმე წინ მიდის და ვერ ვხვდები რატომ. -შენ თვითონ გამგზავნე ბერლინში სასწავლებლად და ახლა მიმტკიცებ რომ ჩემი ნებით ვთქვი უარი იმ ადგილზე?...-გაიცინა და სკამის საზურგეს მიეყრდნო გადაჯვარედინებული მკლავებით, წარბები შეკრა და თავდასხმისთვის მოემზადა...-სასტუმროს არ გაყიდი, ის არ იყიდება ! -ბერლინში შენ თვითონ გაიქეცი ანასტასია! რაც შეეხება სასტუმროს...-წარბშეკვრით წაუსისინა და მერე მშვიდად განაგრძო...-ეს სასტუმრო მე ავაშენე ოცდახუთი წლის წინ, ჩემი შრომით, ასე რომ ვერც შენ და ვერც ვერანაირი ძალა ვერ მეტყვის როდის გავყიდო ან როდის დავანგრიო, გასაგებია? -დაანგრიო?...-ჩურჩულით ამოთქვა და იმედგაცრუებულმა შეაწება თვალები კაცს, რომელმაც წამიერად ინანა წამოყვირებული სიტყვების სიცივე და თავი უღონოდ ჩახარა. -მის დანგრევას არ აპირებენ, უბრალოდ...წადი, ჩაიცვი! ოფისში გამომყევი და ინვესტორებს ერთად შევხვდეთ, მერე შენთვითონ დარწმუნდები რომ ჯობია სასტუმრო გაიყიდოს და ისევ შეძლოს სტუმრების მიღება, ოღონდ რესტავრირებულმა და განახლებულმა...-გაშეშებული იჯდა და მისი გონება ყველგან იყო ამ სამზარეულოს გარდა...-ანასტასია ჩაიცვი, დროზე! ...-ცივი წყლის გადასხმის ეფექტი ჰქონდა კაცის წამოყვირებას და ფეხზე გველნაკბენივით წამოხტა. კარადაში ყველაფერი ჯერ კიდევ არეული იყო, ეტყობოდა რომ მისი დალაგებისთვის ჯერ ვერ მოეცალათ.საკიდებში მცირეხნიანიანი ბურტყუნის შემდგომ,მოიძია კლასიკური შარვალი და პიჯაკი, ლოგინზე უდარდელად მიაგდო და სააბაზანოში შესულმა, წყლის წვეთების სიცივე აგემა სახის სითბოს, ნიჟარას ჩამოეყრდნო და სცადა ისევე დაემშვიდებინა საკუთარი თავი, როგორც შფოთიანი ძილების შემდგომ.ეცადა აბურდული თმისთვის რამე მოეხერხებინა, თუმცა უშედეგო ცდების შემდეგ, ცხენის კუდად მოუთმენლად შეკრა და უარი თქვა მაკიაჟის მცირე ეფექტზეც კი.სწრაფად ჩაიცვა და ფეხზე მოირგო დაბალძირიანი , შავი ბათინკების სიმძიმე.ათ წუთში უკვე მზად მყოფი, სამზარეულოს კართან აეყუდა და ამოთქვა წავიდეთო.მამაკაცი მაშინვე წამოდგა და უსიტყვოდ გაკრა მხარი, კარში გაჩხერილ ფიგურას.ლალიმ თანაგრძნობით გადმოხედა და გაუბედავად მოიქცია მისი ხელისგული თავისაში, იმის ნიშნად რომ ეთანხმებოდა. მანქანაში, მამის გვერდით დაჯდომაზე უარი თქვა, უკანა სავარძელზე მოთავსდა და საერთოდ არ ანაღვლებდა გულისგამაწვრილებელად უხერხული სიჩუმე.გიორგიმაც პირში წყალი ჩაიგუბა და ქვეშ-ქვეშად თუ გადახედავდა სარკიდან თავისი შვილის სახემოღვენთილ ფიგურას. ოფისში შესულებს შემოეგებათ ტანზემომდგარ შავ ბარხატის კაბაში გამოწყობილი ახალგაზრდა გოგონა, რომელმაც ნერვიულად ამცნო უფროსს, რომ შეხვედრა უკვე დაიწყო და ათი წუთია სათათბიროში ელიან.შუშებიანი ოთახი ჟალუზებს დაეფარათ და უკვე მის სივრცეში შესულმა ანასტასიამ, შეხვედრის წევრები ფრთხილად მოათვალიერა. მალევე აისვეტა მის წინ ბატონი გაიოზ გაწერელია, მამისის მრავალწლიანი პარტნიორი და მეგობარი, რომელმაც მხიარულად მიიკრა გულზე და გულთბილად მხრებში ჩაჭიდებულმა მოიკითხა. -ანასტასია, როდის ჩამოხვედი?...-ფართე მხრებიდან მოიშორა გალეული გოგო და ღიმილის კუთხე გაუწელა სიამოვნებით. -ორი დღის წინ...-მობეზრებით ამოთქვა და სცადა მისი მკლავებისგან თავი დაეხსნა. -რცხვენოდეს მამაშენს, დიდ გიორგი ჯანაშიას, რომელმაც საგულდაგულოდ დამალა თავისი ანგელოზის ჩამოსვლა...-მხიარულად წამოიძახა ორი თავით მაღალმა მამაკაცმა და ადგილისკენ მიუთითა უხეშ მოფართხალეს.ანასტასია წარბშეკრულ მეგობარს მიუჯდა გვერდით, რომელმაც სახე იბრუნა,თუმცა როცა მიხვდა თვითონ არ გამომელაპარაკებაო, ისევ მოუბრუნდა და ჯიქურ გაკრა ნიდაყვი მკლავზე. -ესეიგი ორი დღეა ჩამოხვედი და არც კი გამაგებინე.იმედია მიზეზი გაქვს ამ საქციელის გასამართლებლად...-კოსტა მამამისისგან კუთვნილ კუპრივით შავ თმასა და კეხიან ცხვირს შესაშურად იხდენდა და აშკარას ხდიდა გაიოზ გაწერელია, ახლა უკვე თმაშევერცხილი, ახალგაზრდობაში როგორი ბიჭიც უნდა ყოფილიყო. -იგივე მიზეზი მაქვს, რაც შენ, როცა სასტუმროს ამბავი დამიმალე...-ბუტიამ თვალი აარიდა და მწარედ უსისინა. -ვიცოდი გაბრაზდებოდი, თან ტყუილად, უკვე გადაწყვეტილია.გიორგი და მამაჩემი აზრს არ შეიცვლიან და...-ბიჭმა ისევე სცადა თავის მართლება, როგორც გიორგი ჯანაშიამ საკუთარი სახლის სამზარეულოში. -მაგასაც ვნახავთ!...-თავდაჯერებულმა დაიჩურჩილა და მთელი ყურადღება მასიური მაგიდის წინ, კედელზე ჩამოკიდებული მონიტორისკენ მიმართა. პრეზენტაცია დაიწყო, ახალგაზრდა ჯანაშიას გულმა გამალებით დაიწყო ძგერა, როცა ნაცნობი ადგილის ფოტოებს შესცქეროდა. ისე შეცვლილიყო, გარეთა ფასადის კედლებს ხავსი მოეკიდებინათ, წლებმა და უყურადღებობამ, აქამდე მისთვის ნაცნობი ზაფხულიის თბილი დღეების ავტორი შენობა, ნაცრისფერ, ჩამონგრეულ და სარეველების სავსე ეზოთი გარშემოტრყმულ ციხესიმაგრედ აქცია.მის წინ მჯდომი უცნობი, შუახნის მამაკაცი თავმომწონედ საუბრობდა მომავალ გეგმებზე და აქტიურად განიხილავდა წინადადების მომგებიანობას, ხელშეკრულების ორივე მხარისთვის. -ამ ოთახში ყველამ ვიცით, რომ ეს უბრალოდ ოფიციალური შეხვედრაა, ფასზე შეთანხმებულები ვართ და ორივე მხარე თანახმაა ხელშეკრულების დადებაზე, ამიტომ...-ღიმილით საუბრობდა მაგიდის სათავეში მჯდომი გაიოზი, თუმცა უეცრად შეწყდა მისი გამოსვლა, როცა სივრცეში ქალის ცივი ხმა ექოსავით დატრიალდა. -სასტუმრო არ იყიდება ! ...-ახლა ყველას მზერა აეკრო მის მშვიდ სახეს, რომელსაც გადაწყვეტილების სიმტკიცე კიდევ უფრო კუშტს აჩენდა. -ბატონო გიორგი ეს როგორ გავიგოთ?...-თავის დაძვრენის გზად ესღა მოიფიქრა უცხო მამაკაცმა და კითხვის ნიშნებით სავსე თვალებით გადახედა ჯანაშიას. -ჩემი შვილი დღეს მარცხენა ფეხზე ადგა და სიმართლე გითხრათ უკვე ვფიქრობ რომ ბერლინში ოთხი წელი სწავლის მაგივრად ჭერში ბუზების თვლით იყო გართული...-უხერხული სიჩუმე გამეფდა, რადგან ეს ხუმრობა არ იყო.გაწიწმატებული ჯანაშია ერთიანად აჭარხლებული მიშტერებოდა შვილს და საუბარი ისე გააგრძელა, თითქოს ყველას გასაგონად ამბობდა, თუმცა სათათბირო ოთახში მყოფთაგან თითოეული მიხვდა რომ მის სიტყვებს ერთადერთი ადრესატი ყავდათ...-სასტუმრო, რომლის ეზოც ერთ ჰექტარს უდრის, ხელოვნური ტბით, 450 კვადრატული მეტრის შენობით, რომელიც ერთიანად გაანადგურა ოთხწლიანმა ჩაკეტილობამ და მოუვლელობამ ჩემთვის წლიურად იმაზე მეტი ხარჯის მომტანია ვიდრე მის მოკლე ჭკუას შეუძლია, რომ დათვალოს. ეს კი მხოლოდ იმ მდგომარეობის შესანარჩუნებლად რომ ინვესტორი დაინტერესებულიყო და შეეძინა, მისი მუშაობის განსანახლებად. -თუ საქმე ფასშია, ამაზე მოლაპარაკება შესაძლებელია...-ანასტასიას გაუკვირდებოდა, რომ გაეგო, უცხო ადამიანის გულში როგორი მწარე გავლენა იქონია, მამის მიერ შვილზე ასეთი სიტყვებით საუბარმა. ამიტომაც ეცადა აფეთქების პირას მყოფი გოგონასთვის ასეთი კატეგორიულობის მიზეზი დაეცინცლა. -საქმე იმაშია, რომ მე ნამდვილად ვერ მივუთითებ გაიოზს როგორ მოექცეს თავის წილს, თუმცა 50% ამ სასტუმროსი ჩემია და მე მას არ ვყიდი ! ...-თვალები დააკვესა, ჯიქურ დააკვირდა და ხელებში ძალის მოზღვავება იგრძნო. -მე არ მსურს სასტუმროს ნახევარი, ის მთლიანად მჭირდება და მეგონა რომ პირობები უკვე ყველასთვის გასაგები და მისაღები იყო...-მშვიდმა, თუმცა შეუვალმა ტონმა მაგიდის მეორე სათავედან გაიჟღერა.ეს უცხო ხმა იყო, რომლის მესაკუთრეც აქამდე ჩუმად იჯდა და სიტუაციას თავისი ერთიანად ნაცრისფერი თვალებით აკვირდებოდა.ანასტასიას მისკენ მიხედვის შანსი მხოლოდ წამიერად ჰქონდა, რადგან სკამიდან წამომართულმა გიორგიმ მკლავში ხელი წაავლო და ბოდიშის მოხდით გამოათრია ოთახიდან. კაბინეტისკენ ისე წაიყვანა რომ ხელი არ მოუცილებია, კარი გააღო, წინ უბიძგა და ერთიანად აფოფრილმა წამიერად მუშტები შეკრა.როცა მიხვდა რომ თავისი შვილი, გაბოროტებით უყურებდა, ზურგი შეაქცია, ტუმბოს ჩამოეყრდნო და ღრმად ჩაისუნთქა, თითქოს ასე სურდა დაძაბულობის მოხსნა.კარგა ხანს იყო ასე, სანამ კაბინეტს მისი ბარიტონი არ დაეპატრონა. -დილიდან ჯიუტი ბავშვივით იმეორებ "სასტუმრო არ იყიდებაო"...-შემპარავად იწყებდა აფეთქებისთვის მზადებას კაცი. -იმიტომ რომ არ იყიდება...-მშვიდად წარმოთქვა ანასტასიამ, იმდენად მშვიდად რომ გამაღიზიანებელიც კი იყო. -ის იყიდება ! ...-ბოლო ხმაზე იღრიალა...-იცი რატომ იყიდება? იმიტომ რომ დაწყველილი ადგილია, იმიტომ რომ ის გამოუსადეგარი ხარჯი და ტვირთია ჩემს მხრებზე... -როგორც მე...-ნიშნისმოგებით იყო ნათქვამი, თუმცა თუკი მოისურვებდით შეგეძლოთ დაგენახათ, იმედგაცრუება და სასოწარკვეთილება თითქმის აცრემლებულ თვალებში, მთელი ძალით რომ ცდილობდნენ ტკივილის საიდუმლოს არ გამჟღავნებას. -ასეთი სისულელეები საიდან მოგაქვს ანასტო?...-აშკარა იყო რომ შვილის სიტყვებმა გული მოუკლა, მისკენ წაიწია, თუმცა იმდენივე ნაბიჯით მოშორდა გოგოს ფიგურაც. -შენი სენტიმენტები შენთვის შეინახე!..რაც შეეხება სასტუმროს, მე მის ნახევარს და რესტავრაციისთვის საჭირო თანხას ვითხოვ, მერე კი თავიდან მოგშორდებით შენც და შენს ცოლსაც.შენს მემკვიდრედ ყოფნაზე სრულად ვიტყვი უარს და თქვენი ტკბილი ოჯახი ისევე გააგრძელებს იდილიაში ცხოვრებას, როგორც ოთხი წლის წინ ბერლინში ჩემი წასვლის შემდეგ. -არ გამოვა, ხომ გაიგონე, მათ არ სურთ ნახევარი, მთლიანად უნდათ შეძენა.თან არ ვაპირებ ამ სულელური გადაწყვეტილების გამო შენი ცხოვრების დანგრევის საშუალება მოგცე და მემკვიდრეობის გარეშე დაგტოვო.შენ ბერლინში იმისთვის ისწავლე რომ ჩემ ბიზნესს გაუძღვე გესმის? -მე ბერლინში კი არ ვსწავლობდი, ჭერში ბუზებს ვითვლიდი გახსოვს?...-ღვარძლი და ბოღმა იყო მისი შვილობილი, ზიზღი აეკრო სახეზე და დაფარვას არც კი ცდილობდა...-არ ვაპირებ შენ ბიზნესს სათავეში ჩავუდგე! მე სასტუმრო და მისი რესტავრაციისთვის საჭირო ფინანსები მჭირდება, მერე კი მე და შენი ოჯახი სამუდამოდ დავემშვიდობებით ერთმანეთს. -ანუ მზად ხარ მამაზე უარი თქვა იმ საზიზღარი ადგილის გამო?...-თითქოს საკუტარ ყურებს ვერ უჯერებსო კაცი...-ადგილის, რომელმაც ჩვენი ცხოვრება დაანგრია?...-წამიერად წაივლო ხელისგული გულმკერდზე. -თუ დანგრევაზე ვსაუბრობთ, მაშინ მხოლოდ მე ვარ ის,ვისი ცხოვრებაც განადგურდა. შენ მშვენივრად გააგრძელე ცხოვრება შენს კუსკუსელა მდივანთან ერთად...-მიზეზი ამ სიტყვებში უნდა ეძებნა გიორგის, თუმცა არც კი ცდილობდა. -ანუ ვაპირებთ ეს ახლა და აქ განვიხილოთ? ისევ წრეზე წავიდეთ?...-თავი აარიდა კაცმა. -არა ! მე მინდა რომ ეს საქმე მოაგვარო და რაც შეიძლება მალე დავიშალოთ...-გიორგის კიდევ სურდა შვილისთვის პასუხის დაბრუნება თუმცა ანასტასიამ გვერდი იბრუნა და მიხვდა რომ აზრი არ ჰქონდა.უფროსმა ჯანაშიამ მხოლოდ ისღა სთხოვა ბერაიებს დაუძახე და უთხარი რომ კაბინეტში ველოდებიო. დიდხანს არ დაუყოვნებია, სათათბიროში დემონსტრაციულად გამოაცხადა გოგომ მათი გვარი და დანაბარებიც გადასცა. გაიოზის უკმაყოფილო სახის შეუმჩნევლად მოთავსდა კოსტას გვერდით და როგორც კი ბიჭმა კითხვები მიაყარა " რა დაგემართა" "ასე რატომ იქცევი" "რა მოხდა შენსა და გიორგის შორისო", მობეზრებული წამოხტა ფეხზე და უცერემონიოდ დატოვა ოთახი. სამზარეულოს ისე მიაშურა, როგორც თავშესაფარს და ელექტრონული ჩაიდანი ჩართო. სამზარეულოს ზედაპირს ხელისგულებით ჩამოეყრდნო და თვალები მთელი ძალით დახუჭა.სურდა რომ გამქრალიყო, ახლა ზუსტად ისეთი შეგრძნება ჰქონდათ როგორც ყოველ დილით, სიზმრებიდან გამოღვიძებულს თუმცა იცოდა, რომ ამ შემთხვევაში გამოღვიძებული უკვე კარგა ხანია იყო. დაძაბული სიტუაცია იყო თავად ჯანაშიას კაბინეტშიც, რომელშიც სავარძელში მოთავსებული გიორგი უხერხულად იშმუშნებოდა, უფროსი ბერაია ფანჯარასთან ბოლთას ცემდა, ხოლო მისი ვაჟი დემეტრე, ისევ ისეთი გაყინული მზერით მიშტერებოდა გიორგის, რომელიც ყველაფერზე იყო წამსვლელი ოღონდ კი დემეტრეს ამ მზერას ასცილებოდა. -შენ მე მითხარი რომ მზად იყავი სასტუმროს გასაყიდად, ახლა კი უეცრად, როცა ხელშეკრულება უკვე მზადაა და შეხვედრას მხოლოდ ოფიციალურობის გამო ვატარებთ, უარს ამბობ წილის დათმობაზე...-დაბალი ტონი არ ნიშნავდა სიმშვიდეს.დემეტრე ბერაია ღვარძლს ჩუმად ანთხევდა...-ოფისი საბავშვო ბაღად როდიდან გადააქციე? -მისმინე დემეტრე, ჩემი შვილი ასე ადრე არ უნდა ჩამოსულიყო...-თავის დაძვრენა ისევ უწევდა უფროს ჯანაშიას. -არ მაინტერესებს შენი შვილი ბატონო გიორგი!...-კბილები გააღრჭიალა და ხელისგული მომუშტა...-მე ამ პროექტზე ათიათასობით დოლარი უკვე დავხარჯე, იმიტომ რომ მოვილაპარაკეთ და მე შენი სიტყვის მჯეროდა. -მისმინე დემეტრე, ანასტასია მაინც ჩემი შვილია და გინდ დაიჯერე გინდ არა, მე მისი მესმის...-იქნებ ჯობდა პირდაპირ ეთქვა...- ვიცი რატომაც არ უნდა ამ ადგილის დათმობა. საქმე არც ფულშია და არც თავხედობაში. მას თავისი მიზეზები აქვს. -ხოდა სასამართლოში შევხვდებით, შენ, შენ შვილს და მის მიზეზებს...-წამოიმართა თუმცა გიორგის სიტყვებმა ისევ ადგილზე დააბრუნეს. -მისმინე დემეტრე, ეს სიტუაცია შენთვისაც მომგებიანია...-სასოწარკვეთილებას ყველანაირ სიმახინჯემდე მიჰყავდა კაცის გონება, ასე თავგანწირვით რომ ცდილობდა გამოსავლის პოვნას...-მისმინე, ჩემი შვილი სასტუმროს გარშემო ყველა ოჯახს იცნობს, ყველას უყვარს, ბავშვობიდან, იქ გაიზარდა. ამ ოჯახებში მშრომელი ხალხი ცხოვრობს. შენ არ დაგჭირდება ყველა მუშის წაყვანა, დაბინავება, გამოკვება, ადგილობრივები დაგეხმარებიან ეზოშიც და შენობაშიც, შენ მათ ხელფასებს გადაუხდი და მშვიდად დაიძნებ იმის ცოდნაში რომ ზედმეტი თანხის გადახდა არ დაგჭირდება. ეს ხარჯებს შეგიმცირებს და თან სასტუმროს ადგილობრივების გაცნობის, მათთან მეგობრობის გარეშე ვერ ამუშავებ გესმის? -ანუ მთავაზობ...?...-წარბები მაღლა ასწია დაცინვის ნიშნად და დაელოდა გიორგი ჯანაშია სადამდე დაეცემოდა. -მე გთავაზობ რომ ეს მოცემულობა გამოიყენო, აცადო ანასტასიას იმის დანახვა რომ ვერ შეძლებს სასტუმროს გაძღოლას, მობეზრდება და თავად გთხოვს დარჩენილიც იყიდო...-შეთქმულივით ეჩურჩულებოდა მისკენ წაწეული კაცი. -გინდა რომ სასტუმროს რესტავრირებაში ტონობით ფული ჩავრთო და შენი ქალიშვილის იმედზე ვიყო, მობეზრდება და წილს მომყიდისთქო? შენ გგონია შევჭამე ეხლა ეგ მე?...-დემეტრე ბერაიას ყოველ ჯერზე აცვიფრებდა ადამიანური მანკიერებები. -მისმინე, რესტავრირებაში რამდენსაც ჩადებ იმდენივეს ჩავდებ მეც, უფროსწორედ ანასტასია, როგორც წილები, ისევე რემონტის ხარჯებიც 50/50 გავიყოთ...-არ აინტერესებდა მისი სარკაზმი, ჯერ კიდევ რომ უსმენდა მისთვის თანხმობის ნიშანი იყო. -და გაყიდვა რომ არ მოუნდეს?...-წინადადება არც ისე ცუდად ჟღერდა და ეჭვნარევმა ჩაკითხვამ დაარწმუნა ჯანაშია, რომ ბერაია აუცილებლად დათანხმდებოდა. -მოანდომე ! ...-ყველაფერი იყო ამ ერთ სიტყვაში ჩადებული, თითქოს ჯანაშიამ ბერაიას მზერით ანიშნა, გიცნობ როგორიც ხარ, ამიტომ არ გაგიჭირდება ჩემი შვილის ფერად-ფერადი ოცნებების კოშმარად ქცევაო. გამომცდელად აკვირდებოდა ბერაიაც და ეჭვის მიუხედავად თვითონაც ხვდებოდა რომ გატუტუცებული გოგო დიდხანს ვერ გაძლებდა მთის სასტუმროში, სადაც მალე ათეულობით მუშა, სოფლის მაცხოვრებელი და მტვერი ერთმანეთში აირეოდა. "ალბათ ორ თვეში ატირებული გამოიქცევა მამიკოსთან და პატიებას თხოვს"- ფიქრობდა ბიჭი. მას შემდგომ რომ კაბინეტში განხილვა უკვე ახლად წამოყენებულ პირობებზე დასრულდა, ბერაიებმა და ჯანაშიამ გადაწყვიტეს სათათბიროს დაბრუნებოდნენ, გაიოზთან მოლაპარაკების დასასრულებლად.შუშებიანი ოთახისკენ მიმავალი ჯაბა ბერაია და გიორგი ჯანაშია ჯერ კიდევ საუბრობდნენ, მათ უკან მომავალი დემეტრე კი უეცრად შეჩერდა, როცა ოფისის სამზარეულოს ღია სივრცეში თვალი მოკრა იმ გამაღიზიანებელ ფიგურას რომელმაც მისი სამ თვიანი შრომა და შემდგომი გეგმები ერთიანად შემოატრიალა.მისკენ წავიდა და ჯერ ყურადღებით დააკვირდა, ფინჯანში როგორ ყრიდა შავ ფხვნილს, შემდეგ უფრო ახლოს მივიდა, ხელისგულებით სამზარეულოს ზედაპირს ჩამოეყრდნო და როცა ანასტასიამ ცხელი სუნთქვა იგრძნო, გველნაკბენივით შემობრუნებული უცხოს მკლავებს შორის გაჩხერილი აღმოჩნდა.თვალები დააკვესა და ბრაზით შეხედა სითავხედის ადრესატს. - აინშტაინი ამბობდა ადამიანის სისულელეს საზღვარი არ აქვსო, მგონია რომ ცდებოდა. ადამიანის სითავხედეს არ აქვს მხოლოდ საზღვრები!...-დამცინავად წარმოთქვა და თვალები დააკვესა როცა მის წინ მდგომს ხელისგული ჰკრა მოსაშორებლად, თუმცა შედეგი ვერ მიიღო. -გეთანხმები. განსაკუთრებით იმიტომ რომ ამას ის ამბობს, ვინც ოთახში სითავხედის ხელოვნებას უმაღლეს დონეზე ფლობს...-ხელის კვრამ კიდევ მეტად გაუღვივა წვალების სურვილი და ნაბიჯით შეამცირა, ისედაც ერთი ბეწო მანძილი. -ხელები გაწიე და სადმე სხვაგან ისუნთქე!..-შედეგი მაინც ვერ მიიღო, პირიქით, ბერაია მისკენ უფრო მეტად მიწეულიყო მისკენ და ამჯერად წარბები შეკრა, ნაცრისფერი თვალები ჩაუმუქდა, ერთიანად გაუბოროტდა და მოექუფრა. -სასიამოვნო იქნება შენი ტანჯვის ყურება, განსაკუთრებით მაშინ როცა იქ ჩაეკვეტე სადაც შენი ადგილი არ იყო...-უმცროსმა ჯანაშიამ სინაცისფრის ასეთ ჩამუქებაზე მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და შეშინებული მზერის დამალვას თავგანწირვით ეცადა...-მალე შევხვდებით, ოღონდ იმ ტერიტორიაზე სადაც დამცველი არ გეყოლება. -ეს როგორ გავიგო?...-დამცინავად ამოთქვა ანასტასიამ და ჯიქურ დააკვირდა. -გილოცავ პარტნიორო, ახლა მე და შენ სასტუმროს თანაბარ წილებს ვფლობთ და თანაბარი პასუხისმგებლობა გვეკისრება მის განახლებაში...-მოჩვენებითი მხიარულებით გაუშალა ხელები ბიჭმა. -შენ ? ...-მთლიანი წინადადება არც იყო საჭირო გაკვირვების გამოსახატად. -დიახ! დავთანხმდი 50%-ს და ზუსტად ვიცი რომ ორ თვეში შენ თვითონ მთხოვ დანარჩენიც შევისყიდო. -იოცნებე, თავად დამითმობ შენ წილს, თან ისე რომ მუხლებზე დადგები და მთხოვ შენგან, როგორც საჩუქარი ისე მივიღო...-ხმამაღალი განაცხადი იყო ჯანაშიასგან თუმცა ნაპერწკლები, რომელიც ორივესგან მოდიოდა, აშკარას ხდიდა მუქარის ასრულებისთვის ყველანაირი მცდელობის საფრთხეს. ხელი მთელი ძალით ჰკრა დემეტრეს ორი თავით მაღალ, მოხრილ ფიგურას და სასწრაფოდ წავიდა გიორგის კაბინეტისკენ. გულში ფიქრობდა როგორც კი კაბინეტში დაბრუნდება მაშინვე პასუხს მოვთხოვ ამ იდიოტთან ჩემი გადაკიდებისთვისო. ფიქრებმა არ დატოვა, ტექსტიც კი დააწყო, ოთახში ნერვიულად მოსიარულემ თითოეული სიტყვა გათვალა რასაც მამამისს ეტყოდა გადასარწმუნებლად. ფიქრობდა და აწყობდა, თუმცა გიორგი კაბინეტს არაფრის დიდებით უბრუნდებოდა. ნერვიულად გამოგლიჯა სახელური და ისევ სათათბიროსკენ წავიდა.სწრაფად შეაღო კარი და ის იყო სიტყვა უნდა გადმოსცდომოდათ მის ბაგეებს, რომ დაინახა როგორ დადო გაიოზმა კალამი და როგორ ჩამოართვა გაბადრულმა ხელი დემეტრე ბერაიას, რომელიც ნიშნისმოსგებით შესცქეროდა ახალგაზრდა ქალბატონის აჭარხლებულ სახეს და მზერით თითქოს ემუქრებოდა კიდეც მის მომავალ დღეებს. II "გამოცანა უჩურჩულე და კომპრომისზე გამოგყვება" შეხვედრა დასრულდა და ქალბატონი ჯანაშია მაინდამაინც კმაყოფილი ვერ დარჩა საბოლოო შედეგით.დემეტრემ გვერდი აუარა ირონიული ღიმილით და ხელთ შერჩა გიორგის, ენერგიისგან დაცლილი, გამომეტყველება.კარში გაჩხერილი მანამ იყო, სანამ კოსტამ არ წაავლო მკლავში ხელი და გამოლაპარაკება არ სცადა.წამიერად დააკვირდა ბიჭის სახეს და იმედგაცრუებულმა შეაქცია ზურგი, ჩქარი ნაბიჯით გაეცალა ოფისის სივრცეს და ქუჩაში პირველივე შემხვედრ ტაქსში ჩაჯდა.ახლა უნდა წასულიყო, აქაურობას მოშორებოდა, მამამისის გარემოცვა სულს უხუთავდა, ჰაერი არასდროს ყოფნიდა და ყოველთვის მზად იყო მუხლებზე დასაცამად.იცოდა რომ გიორგი ჯანაშიას ახალი, ბრწყინვალე ოჯახის თავსატეხი იყო მხოლოდ, გოგონა რომელსაც პრობლემები და დავიდარაბა მოჰქონდა ყოველ გამოჩენაზე.დიდად არც დარდობდა, ძალიან პატარა იყო ამ დასკვნამდე რომ მივიდა და წლების განმავლობაში ცდილობდა თვალში ზედმეტად არავის გაჩხეროდა, თუმცა ახლა სიტუაცია შეიცვალა, გადაწყვეტილება უნდა მიეღო, მოშორებოდა ჯანაშიებს და საკუთარი თავიც ამ პროცესში სანაგვეზე მოესროლა.მცირე ხნის შემდგომ, ლისის ტბის ბილიკს მიაბარა თავი და მოზომილი ნაბიჯებით მოსიარულემ დადო პირობა, რომ ყველაფერს გააკეთებდა მიზნის ასასრულებლად და დემეტრე ბერაია პაწაწინა წინაღობა იყო იმასთან შედარებით, რაც აქამდე გამოიარა.შუა გზამდე მისულმა შეისვენა,დიდ ქვაზე მთელი სხეულით მოთავსდა, მუხლებს მკლავები შემოაჭდო და თავი დახარა. დიდი ხანია ვეღარ ხვდებოდა რა მოეხერხებინა თავისი ცხოვრებისთვის,არც კი ახსოვდა როდისმე თუ სურდა ისე ძალიან რამე რომ მის ასასრულებლად ნაბიჯი გადაედგა, ანასტასია დაცლილი იყო მომავლისგან და მაინდამაინც არც აწმყო ადარდებდა.ცის თვალმა ნელ-ნელა იცვალა ფერი, თუმცა თავად ამას ვერც კი ამჩნევდა, გუგებგაფართოებული უაზროდ შესცქეროდა ჰორიზონტს და გონება გათიშული ელოდა სასწაულს, რომელიც ცამეტი წლის გოგონამდე დააბრუნებდა და პასუხების პოვნაში დაეხმარებოდა. სახლში გვიან დაბრუნდა, ის იყო კარი შეაღო და თავისი ოთახისკენ წავიდა, რომ მტკიცე ხმამ უხმო.დაღლილი მზერა მოავლო სამზარეულოს სივრცეს, თუმცა იქ მხოლოდ ლალი დახვდა, რომელმაც გაკვირვებით გამოხედა და აუწყა მისაღებში სხედანო.ნაბიჯი უკან წადგა და ამჯერად ვრცელი ოთახის მიმართულებით წავიდა, სადაც მთელ სიგრძეზე გაშლილი მაგიდის გარშემო ნაცნობი სახეები დალანდა, გიორგის მოთხოვნას დაყვა, კოსტას გვერდით მოთავსდა და პიჯაკი მხრებიდან მოიხსნა. -ცოტა გვიანი ხომ არ არის სახლში დაბრუნებისთვის?...-თავშეკავებით იკითხა უფროსმა ჯანაშიამ. -ზრდასრულ ქალს გინდა ლექცია ჩამიტარო საღამოს ცხრა საათზე სახლში დაბრუნებასთან დაკავშირებით?...-ყველაფერი ისედაც მოხდა, მის გაღიზიანებას უკვე დაეკარგა შემაშინებელი ეფექტი. -არა, მინდა გთხოვო რომ როცა გაგვიანდება გამოიჩინო ყურადღება და დარეკო.სტუმრები გელოდებოდნენ. -ეგ არაფერი, ორი დღის წინ დაბრუნდა გიო, გოგოები მოსვენებას არ მისცემდნენ, მიკვირს ახლაც როგორ გამოუშვეს...-სიტუაციის განეიტრალება სცადა გაიოზმა და შემწყნარებლურად გადახედა ანასტასიას, რომელიც უკვე მზად იყო სახეში ეთავაზა ყურადღების მთელი ტალღა მამამისისთვის. -რა მოხდა? რამე მნიშვნელოვანი გამოვტოვე?...-სასხვათაშორისოდ იკითხა. -უბრალოდ ავღნიშნავთ შენსა და ბერაიას პარტნიორობას და გვინდოდა დაგლაპარაკებოდით. -რაზე? ყველაფერი ისედაც გარკვეულია...-ინტერესით ჩაეკითხა. -არაფერი არ არის გარკვეული, შენმა უტვინო თავმა დაიჯერა რომ უბრალოდ წილი დაიტოვა და ყველაფერი დამთავრდა, ის კი ვერ...-უჩვეულოდ იყო აფორიაქებული გიორგი და საკუთარი ემოციების მართვის დიდოსტატს აქამდე მოყოლილი სიმშვიდე ყოველ ფეხის ნაბიჯზე ღალატობდა. -მამაშენს იმის თქმა უნდოდა ანასტო რომ, ბერაიები საკმაოდ გავლენიან ოჯახს წარმოადგენენ,ინვესტიციებს სხვადასხვა სფეროში აბანდებენ და მათ გვერდით ჩვენი კომპანიის წინსვლა გარანტირებულია, მითუმეტეს თუ რაიმე მიზეზით, მაგალითად მეწილის გულკეთილობით, ზრდილობით და სიმარტივით მოინდომებენ ხანგრძლივ თანამშრომლობას ფულის დაბანდებით...-შეფარულად და დაკვირვებით საუბრობდა გაიოზი, ქვეტექსტი გასდევდა მთელ ამ მონათხრობს და მართალია უფროს ჯანაშიას ეგონა ჩემი შვილი ერთი ტუტუცი ქარაფშუტააო, თუმცა ანასტასიასთვის ყველაფერი ნათელი იყო.ეს მისი მომენტი იყო და არც აპირებდა ვინმესთვის სიტყვის შერჩენას. -მოდი პირდაპირ ვთქვათ, გინდათ რომ ბერაიებმა თქვენს სხვა ბიზნესებშიც დააბანდონ ფული? პარტნიორობას უმიზნებთ?...-სარკაზმით გაჟღენთა მისაღების ატმოსფერო და დამცინავად დააკვირდა გაიოზს. -კარგი პირდაპირ იყოს ! ...-როგორც იქნა, მანაც იცვალა ტონი...-შენ მასთან თანამშრომლობა მოგიწევს რესტავრაციის პროცესში, თუ შეძლებ რომ აცადო თავისი მიზნების განხორციელება და უბრალოდ ხარჯების გაყოფით დაკმაყოფილდე, შენ ოჯახს საშუალება ექნება შენი მასთან სასიამოვნო ურთიერთობა ჩვენს კომპანიასთან სასიამოვნო ურთიერთობად აქციოს, დანარჩენი კი თავისით მოგვარდება. -აჰა...-გაეცინა და ორივეს ინტერესით დააკვირდა...-ანუ თქვენი წარმოდგენით, მე ღაჟღაჟა სარაფნები უნდა ჩივიცვა, ტბას და ბაღს შორის ვიფრიალო და რასაც დემეტრე ბერაია მეტყვის თავი ვაქნიო ცხვარივით, რომ მერე იფიქროს გაიოზი და გიორგიც ასე ცხვრებივით დამიქნევენ თავსო ხო? ესაა გეგმა? ოთახში სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა, გიორგი ჯანაშია მთელი ძალით უჭერდა ღვინის ჭიქას თითებს და ბრაზისგან ტყავში ვერ ეტეოდა.კოსტა გაკვირვებული იყურებოდა და ვერ ხვდებოდა ასე როდის დაიძაბა სიტუაცია, როდის გაჩნდა ერთ ჭერქვეშ ორი მტრული ბანაკი, რომელიც საჭირო მომენტს ელოდა ერთმანეთს რომ სწვდომოდნენ. ანასტასიას ბევრი აღარც დაუცდია, ხელი დაავლო თავის პიჯაკს, ღვარძლიანად ამოიჩურჩულა გემრიელად მიირთვითო და პირდაპირ თავისი ოთახისკენ წავიდა.გააფთრებულმა მიაგდო ხელში მოყოლილი ჩანთაც და მოსაცმელიც ლოგინზე და ფანჯარა გამოაღო. ისევ ის შეგრძნება დაეუფლა, სული ეხუთებოდა და მუხლებში სისუსტეს გრძნობდა, სადაცაა ჩავიკეცებიო ირწმუნებოდა ოთახის სიცარიელესთან.აბაზანაში შევარდა, კარი ჩაკეტა და სასწრაფოდ მოიშორა სხეულიდან ყველა ზედმეტი მატერია, მერე კი ცხელი წყლის წვეთებს მისცა საშუალება მისი თითოეული უჯრედი დაემშვიდებინათ და დასაძინებლად მოემზადებინათ. სააბაზანოდან გამოსულს ლოგინი აშლილი დახვდა და ფანჯარასთან დალანდა შუახნის ქალის სილუეტი, ის შემობრუნდა, ტორშერის თბილ შუქზე გამოაჩინა მტკივნეული ღიმილი და როცა ანასტასიას სახეს წააწყდა მხრები ფართოდ გაშალა, რომ მისკენ მთელი არსებით წამოსულ გოგონას, მშვიდი, უსაფრთხო ნავსაყუდელი ეპოვნა გადიას გულთან.ანასტასიას ხელები მომთხოვნი ხდებოდნენ, ისე ეჭიდებოდნენ ქალის ზურგს თითქოს სადაცაა დავარდება და ეს ერთადერთი საშუალებაა გადასარჩენადო.ლალიმ ერთიანად გალეული სხეული ფრთხილად მოიშორა და სახეზე მონდომებით მიეფერა. -გგონია არასწორად მოვიქეცი ლალიკო?...-შუახნის გადიასთან დასამალი არ იყო თავისი სისუსტე. -მე მგონია, რომ სხვებს უნდათ ასე იფიქრო.შენ კი უნდა დაწვე, დაიძინო და ხვალ დილით ყველაფერი უფრო მარტივი, ასატანი და შესაძლებელი მოგეჩვენება.აი ნახავ. დამამშვიდებელი იყო უჩვეულო სიჩუმით და სინაზით წარმოთქმული სიტყვები.ლალიმ ლოგინამდე მიიყვანა, საბანი დააფარა და მხოლოდ რამდენიმე წამით დააკვირდა, ანასტასიას გაახსენდა როგორ მრავლისმეტყველად ეჩვენებოდა ახალგაზრდა მომვლელის ეს ჩვეულება პატარაობაში და ჩვევის უცვლელობაზე ჩაეღიმა.მისი ოთახი მალევე დაცარიელდა, ჭერში გუგების მიწებებამ არ გაამართლა და გვერდი იცვალა.თვალები დახუჭა, გონების გათიშვას ახლა გადარჩენის ერთადერთ გზად თვლიდა და თითქოს გამოსდიოდა კიდეც.ის იყო უნდა ჩაეთვლიმა რომ მარჯვენა ტუმბოზე ტელეფონი აწრიალდა და სწრაფად დაავლო ხელი.უცხო ნომერმა ყურადღება მიიპყრო და გაკვირვებით უპასუხა. -გისმენთ?! -ხვალ მზად იყავი, დილით გამოგივლი და ერთად წავალთ სასტუმროს სანახავად!...-სასხვათაშორისოდ და უცერემონიოდ საუბრობდა ნაცნობი ხმა. -უკაცრავად?...-თავისებური ეფექტი იქონია ჯანაშიაზე ბერაიების ასეთმა ხასიათმა, თითქოს ყველაფერი მათი გეგმის მიხედვით უნდა წასულიყო და საერთოდ არ აინტერესებდათ შენ აზრი გაგაჩნდა თუ არა. -გავიმეორო?...-მობეზრებით იკითხა დემეტრემ -სასტუმროში რა გვინდა? ანუ ხვალ რა ხდება?...-დაიბნა. -შენგან განსხვავებით მე უკვე სამი თვეა ამ პროექტზე ვმუშაობ და არ ვაპირებ დროის დაკარგვას. ხვალ ბუღალტერთან, სამშენებლო პროექტის ხელმძღვანელთან, დიზაინერთან და სხვა საჭირო ხალხთან ერთად ოფიციალურად დავიწყებთ რესტავრაციის პროცესს.ასე, რომ ხვალ დილის რვა საათზე მზად დამხვდი, იმედია პასუხისმგებლობის გრძნობას მოძებნი და ნახევარი საათი სადარბაზოსთან არ მალოდინებ...-ერთი შეხედვით მშრალი ინფორმაცია სავსე იყო მინიშნებებით და წაკბენებით, რამაც ეფექტი აშკარად მოახდინა. -არაა საჭირო გამოვლა და ერთად წასვლა, მე თვითონ ჩამოვალ. -ვიღაცას გონება გაუნათდა და მიხვდა რომ იქ ჩაეკვეტა სადაც მისი ადგილი არ იყო? ძალიან კარგი. ზოგადად რაც უფრო ნაკლებად ჩაერევი მით უკეთესი ჩემთვის...-თვითკმაყოფილება ჟღერდებოდა ბერაიას ბარიტონში და მინიშნებამ ანასტასია უფრო მეტად გააღიზიანა. -ხვალ რვა საათზე ჩემს სადარბაზოსთან იყავი, გაჩვენებ ვინ ვის საქმეში არ უნდა ეკვეტებოდეს ! -საჭირო არაა ყოველ წინადადებას ღრიალებდე. თუ ვერ შეამჩნიე გეტყვი რომ ყრუ ნამდვილად არ ვარ და ქართულიც გარკვევით მესმის ! -მეგონა თვითონ მიხვდებოდი რომ უბრალოდ თავაზიანობას ვიჩენ, თორემ შვიდ ენაზე შემიძლია გიღრიალო რომ იდიოტი ხარ ! არ დაიგვიანო !...-ამოისისინა და გათიშულ ტელეფონს ხელი უშვა.ხელისგულში მოქცეული საბნის ნაჭერი ნიშნავდა რომ ანასტასია თანახმა იყო ბერაისთან ომზე. მაღვიძარა მისთვის კარგა ხანია უფუნქციო გახდა.სიზმრების სამყაროს ისედაც დილაადრიან გამოჰყავდა ძილბურანიდან, ერთიანად გაოფლილი და შეძრწუნებული.დრომ ყველა შეგრძნებას შეაჩვია, არც ეს დილის ექვსი საათი ყოფილა გამონაკლისი. თვალები მოიფშვნიტა და სააბაზანოს მიაშურა.პირსახოცში გახვეულმა მოიძია კარადაში შავი, ფართე შარვალი და თეთრი მაისური, ნახევრად მშრალი თმა ჩამოიშალა და სანამ ზურგჩანთაში ყოველი შემთხვევისთვის წასაღებ ნივთებს ალაგებდა, ხელი დასტაცა თეთრ კედებს.მზად იყო, სასტუმრომდე მისასვლელ გზას კომფორტულად და ზედმეტი პრანჭვის გარეშე გაივლიდა. სამზარეულოში ჩამოწოლილმა სიჩუმემ შესაშურად ასიამოვნა, აივნის კარები გამოაღო და ჯერ კიდევ ნახევრად განათებულ ჰორიზონტს, ამომავალი მზის ცისფერი ნათება რომ დაჰყვებოდა, თვალი შეაჩვია. ჩაიდანი ჩართო და ფინჯანში ჩაყრილ ყავას შაქარი დაამატა.ბლანტი სითხით ავსილ ლამბაქს არომატული ოხშივარი ასდიოდა და აივანზე გასულმა, მაგიდასთან, სკამზე მოიკალათა, მუხლები მკერდამდე მიიტანა, თვალებგაფართოებული დააკვირდა მოპირდაპირე კორპუსის ჩაბნელებულ ფანჯრებს.რამდენიმე წუთიანი იდილიის შემდგომ, ზაფხულის ჩვეულებამ თავი იჩინა და ერთიანად განათდა სივრცე, შეგრილებული ყავის სიტკბო ტუჩებს მიანდო და ერთიანად დაუარა სხეულში მისმა სითბომ.უნდოდა მანამ გასულიყო სახლიდან სანამ სხვები გაიღვიძებდნენ, სანამ ოჯახური საუაზმე მთელი თავისი სიმშვენიერით დაატყდებოდა თავზე. იღბალი მის მხარეს არასდროს ყოფილა, თუმცა ბედი ხანდახან დასცინოდა.კარი ცელოფნებით ხელებდატვირთულმა ლალიმ შემოაღო და ინტერესით გახედა ღია აივნის სივრცეში გატრუნულ ფიგურას, რომელიც წამოიმართა და ღიმილით შეეგება. -ადრე ამდგარხარ და თან ყავას სვამ...-ეჭვნარევად ამოილაპარაკა ქალმა. -დღეს სასტუმროს სანახავად მივდივართ...-კითხვაზე "მიდიხართ?" პასუხი არ დააყოვნა...-ბერაიას რაც შეიძლება მალე უნდა რესტავრაციის დაწყება და საჭირო ხალხი მიყავს, ახლა თუ არ გავყევი მერე ტრადიციად აქცევს ჩემთან შეუთანხმებლად გეგმების დაწყობებს. -ფრთხილად იყავი, გუშინ მესმოდა ის გაიოზი და მამაშენი რასაც გაწვეთებდნენ და არ მომწონს ეგ ბერიები...-უკმაყოფილოდ თუმცა შიშნარევი ჩურჩულით წარმოთქვა მოფუსფუსე ქალმა. -ბერაიები ლალიკო, ბერაიები...-გაეცინა ანასტასიას და განაგრძო...-მე მხოლოდ სასტუმრო მაინტერესებს და დანარჩენებს თავი კედელზე ურტყიათ. მთავარი ჩემთვის ის ადგილია. -მისმინე...-უჩვეულოდ სერიოზული გაუხდა ტონი და მთელი ტანით შემობრუნდა გოგოსკენ...-ვიცი რომ ეს ბოლო წლები მაინდამაინც ადვილად ვერ გადაიტანე და ისიც უხეშად გექცეოდა, მაგრამ არ დაივიწყო რომ რაც არ უნდა იყოს მამა-შვილი ხართ.ხანდახან სწორი მიზნისთვის ბრძოლა გამართლებულია, ვიცი, შენი ჯიუტობისაც მესმის, მაგრამ არ გაბედო და გიორგი არ შეიზიზღო გესმის? რაც არ უნდა იყოს... -მამაჩემია...-იმედგაცრუებულმა დააბოლოვა და მისი მაჯა ხელისგულში მოიქცია, თვალებით მიახვედრა ვიცი რასაც გულისხმობ და მართალი ხარო. -რომელზე მიდიხართ?...-თემა შეცვალა და საუზმის მზადებას მიუბრუნდა. -მითხრა რომ რვაზე გამომივლიდა. -ესეიგი ოცი წუთი კიდევ მაქვს სენდვიჩის მოსამზადებლად, დაჯექი მაგიდასთან...-შეგულიანებული დასწვდა პომიდორს დასაჭრელად. -არა, ასე ადრე ვერაფერს შევჭამ, თან გზა...-გაგრძელებას აპირებდა თუმცა მის ჯიბეში ტელეფონი ახმაურდა და ყურმილიდან მოისმა დემეტრეს ხმა, რომელმაც ამცნო ცოტა ადრე მომიწია მოსვლა და თუ შეძლებ ჩამოდიო. ლალიკოს ლოყაზე მოწყვეტით აკოცა, კართან დაგდებულ ჩანთას ხელი დაავლო და ისე ჩაირბინა კიბეები რომ ვერ გაიგო ქალის შეშფოთებული ხმა, რომელიც ამბობდა "ამ ბოლო დროს საერთოდ აღარ ჭამო".სადარბაზოსთან ჩასულმა გარემო შეათვალიერა და მანქანიდან გადმოსულ ბერაიას შეეჩეხა, ხელით რომ ანიშნებდა აქეთ წამოდიო.ახალგაზრდა მამაკაცი გამოწყობილი იყო მონაცისფრო ნახევრად კლასიკურ შარვალსა და ბაცი ფერის კუბოკრულ პერანგში. ნელი ნაბიჯით მიახლოებულმა უკანა კარის გაღება გადაწყვიტა თუმცა აცნობეს წინა ადგილას დაჯექი, უკან დაკავებულიაო.ზურგჩანთა ფეხებს შორის მოათავსა და ღვედი შეიკრა, წამიერად მიტრიალდა და მიხვდა რომ ავტომობილში მხოლოდ ორნი ისხდნენ. -ამდენი ადამიანი უკან უხერხულია, გზაში დაიღლებიან...-სარკასტულად მიახალა. -წესით ჯერ მათთვის უნდა გამევლო, მაგრამ გეგმები შევცვალე...-მშვიდად წარმოთქვა და სადგომს მოშორდა თუ არა სათქმელი დააბოლოვა...-ორივესთვის გასაგებია, რომ ჩვენი შეხედულებები არ ემთხვევა და სულ სხვა მიზნები გვაქვს სასტუმროს მომავალთან.თუმცა ჩემი რჩევა იქნება ერთმანეთის მიმართ თავაზიანობა გამოვიჩინოთ სხვების თანდასწრებით, მითუმეტეს რომ ჩვენი თანამშრომლები არიან და არცერთს გვაწყობს მათ წინაშე ყველა უთანხმოების მუშტებით და ლანძღვით განხილვა. -მუშტები? -სიტყვის მასალად გამოვიყენე...-მობეზრებით გაიქნია თავი და გზისთვის თვალი არ მოუშორებია. -თუ შენ შენს ტყავში დაეტევი, არც მე ამოვძვრები ჩემიდან...-მშვიდად ამოთქვა. -შენ კომპრომისზე გსმენია რამე? ...-წამოიყვირა უცებ მდგომარეობიდან გამოსულმა და წარბშეკვრით გამოხედა. -არაა, რას ნიშნავს?...-იკითხა ცინიკურად და ყალბი ინტერესით გახედა, ცდილობდა მაქსიმალურად გაეღიზიანებინა, იქნებ სასტუმრომდე სანამ მიაღწევდნენ მანამ მიეხვედრებინა რომ წილის შესყიდვა სულელური აზრი იყო. -ბერლინში რას გასწვალიდნენ? სხვის თვალში გაჩხერის, გაღიზიანების და ხელის შეშლის ხელოვნებას?...-ანასტასიას სახე მოექუფრა, ამ სიტყვებმა მამამისის მონოლოგი გაახსენა. -როგორ მიხვდი? ფრიადოსანი ვიყავი...-კმაყოფილმა წარმოთქვა და მაშინვე ღიმილი გაიქრო სახიდან. ახლა ორივესთვის ნათელი იყო, რომ ზავს აზრი არ ჰქონდა.ანასტასია ყველა ძალას მოსინჯავდა ბერაიას მწყობრიდან გამოსაყვანად და დასამარცხებლად, მითუმეტეს რომ კაცმა თავისდაუნებურად ყველაზე მტკივნეული ადგილი აჩვენა დარტყმის მისაყენებლად. ჯანაშიას ის სწორედ თანამშრომლების წინ უნდა დაემცირებინა, განუწყვეტლივ და ფრთხილად, თუმცა იმდენად მწარედ რომ ადრესატისთვის ყველაფერი გასაგები ყოფილიყო. უჩვეულო სიჩუმე მანამ გაგრძელდა სანამ მანქანა მაღალსართულიან შენობას არ მიუახლოვდა და ბერაია არ გადავიდა.სადარბაზოში შესული გაუჩინარდა და ანასტასიას საშუალება მიეცა თვალები დაეხუჭა და ღრმად ამოესუნთქა. იდილია მალევე დაირღვა, როცა კარი გამოაღეს და მხიარულად მიესალმნენ, უკანა სავარძლებზე სამი ახალგაზრდა მოთავსდა, ჯანაშია სარკიდან ყურადღებით ათვალიერებდა თავისუფლად გამოწყობილ პირებს და წამიერად შეეცადა დემეტრეს მოძებნას, მარცხენა მხარეს ოდნავ მოშორებით იპოვა თვალთვალის ადრესატი, უცხო მანქანასთან როგორ ესაუბრებოდა სარაფანში გამოწყობილ მაღალ ჩალისფერთმიან გოგონას, გვერდით კიდევ ორი უცხო ბიჭი ედგათ და ჯანაშიამ თვალები მოჭუტა თითქოს ასე უკეთ შეძლებდა მათ დანახვას.უკან მსხდომნი თითქოს ერთმანეთში საუბარს მორჩნენ და ერთ-ერთი გადავიდა.მარცხნივ მჯდომმა კი ანასტასიასთან გასაუბრება უცერემონიოდ განიზრახა. -თქვენ ანასტასია ხართ...-რიტორიკული შეკითხვაც არ ეთქმოდა, ისე დარწმუნებით ამოილაპარაკა შავგრემანმა,ლურჯ პერანგსა და ჯინსებში გამოწყობილმა ბიჭმა...-სასტუმროს მეორე მეწილე ხო?...-ხმის ამოღებით ქალბატონი არ შეწუხებულა, მხოლოდ თავის დაკვრით დაკმაყოფილდა, თუმცა მონოლოგი არ შემწყდარა...-აჰაა, მე ბაჩო ვარ, დემეტრეს მეგობარი და ამ პროექტის ხელმძღვანელი ბუღალტერი. -სასიამოვნოა...-ამოილაპარაკა ხმადაბლა და თავი სხვა მხარეს მიატრიალა... უხერხული სიჩუმე უკვე გადამდები იყო, მანამ სანამ ჯანაშია მანქანას არ დაუბრუნდა და სასხვათაშორისოდ ამოთქვა ლუკა და დანარჩენები მეორე მანქანით წამოვლენო.მაშინვე დაძრა და მეორე ავტომობილს უკან მიყვა.ამჯერად უხერხულობა მხოლოდ ანასტასიას მტერი იყო, დანარჩენებს ეტყობოდათ ახლო მეგობრობა და საუბარიც უშუალოდ, მარტივად გამოსდიოდათ. -არ გინდა ნომრები წინასწარ დავჯავშნოთ? ყოველი შემთხვევისთვის...-აქამდე ჩუმად მყოფმა მეორე ბიჭმა ხმა ამოიღო. -იქნებ მოვასწროთ დაბრუნება, თუ არადა ახლომახლო სასტუმროში ადგილები არამგონია პრობლემა გახდეს ნიკო...-უდარდელად ამოილაპარაკა დემეტრემ. -ანასტასიას პროექტი აჩვენე?...-უეცრად იკითხა ბაჩომ -არ დაინტერესებულა...-ფაქტია, ამ მანქანაში მხოლოდ ჯანაშიას თუ წაკბენდა ვინმე, განსაკუთრებით დემეტრე ბერაია. -არ შემოუთავაზებიათ...-ბრაზით გადახედა. ბაჩო უკანა სავარძელზე აფუსფუსდა და ნიკოს მოთხოვა მიდი საქაღალდე ამოიღე და მიაწოდეო.მხოლოდ წამიერად მისი და დემეტრეს მზერა ერთმანეთს შეხვდა და ამ უკანასკნელმა თითქმის შეუმჩნევლად დაუქნია თავი თანხმობის ნიშნად.ანასტასიამ ფურცლებში თავი ჩაყო და ტრიდე ნახაზების,დაგეგმარების, ოთახების დიზაინის სამოთხეში აღმოჩნდა,აქ ყველაფერი სხვანაირი იყო, მათი გეგმის მიხედვით ძველი სასტუმროსგან ფერფლიც არ დარჩებოდა, ნახაზები გადატვირთული იყო თანამედროვე მინიმალისტური სტილით,შემოსასვლელი მარმარილოს დიდი ფილებით უნდა მოეპირკეთებინათ და ინტერიერი მაქსიმალურად მოერგოთ მდიდარი ადამიანების გემოვნებაზე.ასეთი სტილი ბერლინში რამდენჯერმე ნახა როცა მასთან ჩამოსული მამა უარს ამბობდა ჩვეულებრივ ჰოტელებში ღამის გათენებაზე და ხუთვარსკვლავიან სასტუმროში იდებდა ბინას.ასეთი დიზაინი სძულდა, თავს უსულოდ და უფუნქციოდ აგრძნობინებდა,თითქოს საკუთარი არაფერი გააჩნდა.ბრაზით დაკეცა საქაღალდე და თვალები დახუჭა რომ ყვირილი არ დაეწყო, რეალური, ყოველგვარი ცინიზმისგან დაცლილი, ნამდვილი ანასტასია ჯანაშიას გაბრაზებული ყვირილი. -ცვლილებებია შესატანი...-ამოთქვა როგორც იქნა, მშვიდად. -ეს ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია რაზეც კი გვიმუშავია.ცვლილებებში რას გულისხმობთ?...- გაურკვევლობის შეგრძნებით ჩაეკითხა ნიკოლოზი. -ეს ტბის სახლია...-თვალები დახუჭა, როცა მიხვდა რომ ისევ შეეშალა...-სასტუმრო ტბასთანაა, ეს არაა ხუთვალრსკვლავიანი კურორტი, რომელზეც მილიონერები დაისვენებენ წელიწადში ორჯერ, იმის გამო რომ პირველ სართულზე აუზს, საუნას და სპას გააკეთებთ. -აუზთან, სპასთან და საუნასთან რამე პრობლემები გაქვს?...-ღიმილით ჩაეკითხა ბაჩო სიტუაციის განსამუხტად. -კი მაქვს ! უფროსწორედ არა, არ მაქვს პრობლემა, უბრალოდ....-აიბნა, ვერ მიხვდა სათქმელს ისე როგორ იტყოდა რომ პირადი დეტალები არ გაეზიარებინა, არადა იცოდა რომ სწორედ პირად ემოციებზე გადიოდა მისთვის ეს საკითხი. -უბრალოდ ანასტასია ჯანაშია მდიდარი მამიკოს გოგოა, რომელმაც ყურადღების მიქცევა გადაწყვიტა და სასტუმროს წილსაც კი იტოვებს რომ მერე თავისი დიდი ცხვირი ყველგან ჩაყოს, განსაკუთრებით იმაში რისთვისაც თვეების განმავლობაში თავაუღებლად მას არ უშრომია...ასეა?...-წარბშეკრული დემეტრე სრული სერიოზულობით საუბრობდა და ანასტასია მიხვდა რომ სიტუაციას თავისი საუბრით უბრო დაძაბავდა, როგორღაც სისხლის მოზღვავება უნდა ჩაეხშო. -იმას ვამბობ, რომ თუ სასტუმროს იერსახეს ასე შეუცვლით ის თავის სულს დაკარგავს, თავის მნიშვნელობას...-ამოიბურდღუნა და როცა ცინიკური ჩაცინება მის ყურთასმენას მისწვდა, გაინაბა, ფანჯარას აეკრო და გაჩუმდა. გზას უყურებდა, არ ესმოდა სხვები რაზე საუბრობდნენ.მიხვდა რომ თავისი ოცნება აუხდენელი იყო, ამას ოცნებასაც ვერ დავარქმევდით, მომაკვდავის გაბრძოლებას ჰგავდა მისი ახირება, ერთადერთი ლამაზი მოგონება ისეთივედ შეენარჩუნებინა როგორადაც ახსოვდა.რა ეგონა, რომ დემეტრე ბერაია ეტყოდა, აჰა შენ ჩემი ფინანასები, ჩემი წილი და როგორც შენ გულს გაეხარდება ისე მოაწყვე ბავშვობისდროინდელი ლამაზი თავშესაფარიო?ახლა, როცა შორს იყო გიორგის მარწუხებისგან თითქოს გრძნობდა რომ სისულელე ჩაიდინა, ჯანდაბაში უნდა გაესტუმრებინა ის დანარჩენი დღეებიც და უკან, ბერლინში დაბრუნებულიყო. უნდა ეღიარებინა ბოლოსდაბოლოს, ამდენი წლის შემდგომ რომ ჯანაშიებს ახალი ოჯახი ჰქონდათ და ანასტასიას ადგილი უკვე დიდი ხანია მათ შემადგენლობაში აღარ არსებობდა.ავტომობილმა გზიდან გადაუხვია და გაჩერების ეფექტმა იმოქმედა, გამოფხიზლდა და მიმოიხედა,გაკვირვებით გადახედა საჭესთან მჯდომს, რომელმაც ღვედი შეიხსნა.ეგონა უცერემონიოდ გადავიდოდნენ, თუმცა მისდა გასაკვირად დემეტრე მოუბრუნდა და მშვიდად აცნობა. -რაღაცეებს ვიყიდით გზისთვის...-პარალელურად მისკენ გადმოიხარა და ანასტასიას გაფართოებული თვალები მაშინვე დამშვიდნენ როცა მიხვდნენ, რომ ბერაია საფულეს სანივთო უჯრაში ეძებდა, მხოლოდ, მალევე გასწორდა და სასხვათაშორისოდ წარმოთქვა...-რა წამოგიღო? -ფეხები მეც მაქვს, წამოვალ...-ზურგჩანთიდან საფულე ამოიღო და მანქანიდან გადმოვიდა. უკან მიჰყვა ბერაიას, რომელსაც გვერდით ის უცნობი გოგონა ამოუდგა, რომელიც დილით შეამჩნია.სავაჭრო ცენტში შესულს სურდა თვალს მოშორებოდა, თუნდაც ხუთი წუთით ამ ჯგუფისგან შორს ყოფილიყო და მისთვის სრულიად საკმარისი იქნებოდა.უაზროდ დაიწყო ბოდიალი დახლებს შორის, არაფერი უნდოდა, შიმშილის გრძნობა მისთვის კარგა ხანია უცხო ხილი გამხდარიყო, მაგრამ მიზეზი უნდა ჰქონოდა ამდენი ხნით ბოდიალის გასამართლებლად.სენდვიჩებისკენ წავიდა და ისე, რომ არც კი დაკვირვებია ხელი დაავლო, ასევე სპონტანურად აირჩია რამდენიმე პროდუქტი, რომელთა ადგილიც დღის ბოლოს სანაგვეში იქნებოდა.შიდა სივრცეში სიარულისას, თვალი მოკრა ყავის პატარა მაღაზიას და მისკენ წავიდა,რიგში დგომისას მაღალ კარადაზე ჩამოლაგებულ წიგნებს თითები ჩამოაყოლა, ბესტსელერები მაინდამაინც არ უყვარდა, მაგრამ ერთ-ერთის სახელწოდებამ მისი ყურადღება მიიპყრო,ხელი წაატანა და ფურცლებში თავი ჩარგო,ორი გვერდის წაკითხვის შემდეგ ანოტაციას მოუბრუნდა და მთელ ამბავში გართულმა, ვერც კი გაიგო თანამგზავრის მოახლოება. -ბესტსელერები მოგწონს? რატომღაც ვერ წარმოვიდგენდი...-გაკვირვებულმა მოიხედა და მის უკან ასვეტილ ბაჩოს მშვიდად უპასუხა. -ან მანქანაში ხუთ საათიანი უხერხული მგზავრობა უნდა ავიტანო ან აქ არსებული წიგნებიდან ერთ-ერთი ამოვარჩიო და ვიკითხო, მაინდამაინც დიდი არჩევანი არ მაქვს. -გაქვს, შეგიძლია ჩვენთან ერთად დაჯდე მაგიდასთან და ყველა გაიცნო, მერე უკვე თამამად შეძლებ ყველასთან დიალოგს...-ღიმილით, უშუალოდ დაუბრუნდა პასუხი. -მაგიდასთან?...-იკითხა იჭვნეულად. -ხო, დილით ისე ადრე გამოვცვივდით რომ არცერთს გვისაუზმია, ამიტომ წამოდი, თორემ ვერ მოასწრებ...-ხელი წაატანა მკლავზე მხიარულად, თუმცა ანასტასიამ იუცხოვა, ერთი ნაბიჯით უკან წავიდა და წარბშეკრული დააკვირდა. -არა, მირჩევნია ყავა და ეს წიგნი ავიღო, მერე კი მანქანაში დაგელოდებით...-მტკიცე იყო მისი ნათქვამი და ადრესატი მიხვდა რომ აზრს ვერ შეაცვლევინებდა. -კარგი, მაშინ სანამ ყავს იყიდი დემეს გასაღებს გამოვართმევ... ანასტასიამ დათანხმებაც ვერ მოასწრო ისე უცებ შეტრიალდა ბიჭი და მოშორდა. თავი გაიქნია და ღიმილით წავიდა კონსულტანტისკენ, ყავა შეუკვეთა და წიგნი მიაწოდა გასატარებლად.გადახდის შემდგომ, სანამ ყავას ელოდებოდა ირგვლივ სივრცის თვალიერება დაიწყო და მალევე მადლობა გადაუხადა ღიმილიან გოგონას.ბაჩო მალევე მოვიდა და მანქანისკენ თავადაც გაყვა.ჯანაშია ვერ ხვდებოდა, ეს ხალხი სულელი იყო და ვერ აანალიზებდნენ რომ მანქანაში მარტო ყოფნის გამო ბრუნდებოდა, თუ სპეციალურად ცდილობდნენ მის გაღიზიანებას.ავტომობილში მოთავსებულმა ხელები გაითავისუფლა თუ არა, ეცადა წიგნში ჩამძვრალიყო და კიდევ ერთი საუბრისთვის თავი აერიდებინა. გაუმართლა მის უკან მჯდომს ტელეფონზე დაურეკეს და ისიც გადავიდა. ფანჯრიდან გახედა და მიხვდა რომ მოწევასა და საუბარში გართული ბატონი ბაჩო კარგა ხანს არ დაუბრუნდებოდა მანქანის სივრცეს.მოდუნდა, მუხლებით მიეყრდნო სანივთო უჯრას და წიგნი მოითავსა, მერე ხელისგულებში ყავის სითბო მოიქცია და ფურცლებში ჩაიძირა. ნაწარმოები საინტერესო გამოდგა, იმდენად რომ ვერ გაანალიზა როგორ დაუბრუნდა დემეტრე ბერაიას ატმოსფერო მანქანას, სწრაფად ჩამოსწია მუხლები ქვემოთ და წელში გასწორდა. სამივე მათგანი ადგილებს დაუბრუნდნენ და სანამ მანქანას დაძრავდა, ისე რომ მისკენ არც გამოუხედავს, მშვიდად თქვა. -ისე მოთავსდი როგორც კომფორტულად მოგეჩვენება, კიდევ დიდი გზაა წინ. პასუხი არ გაუცია, არც ძველებურ მდგომარეობას დაბრუნებია, უბრალოდ ფეხი ფეხზე გადაიდო და ფანჯარას მიყრდნობილმა ცალ ხელში წიგნით, ცალ ხელში უკვე შემთბარი ყავით გააგრძელა კითხვა.მხოლოდ გაკვრით ესმოდა რაზეც საუბრობდნენ, თუმცა თავად დიალოგში ჩართვის სურვილი არ გასჩენია.აპირებდა მთელი გზა უხმოდ გაელია.მის მუხლებში ტელეფონი აწკრიალდა და ყურმილიდან ნაცნობი ხმები მოისმა. -ტასო არ გრცხვენია? კოსტაა ჩემთან და მითხრა ჩამოვიდაო... -ვეღარ მოვახერხე დარეკვა...-ჩუმად ამოთქვა. -გამო, გოგოები ვართ და კოსტაა ნოესთან ერთად, საღამოს სადმე გავიდეთ. -ვერა, სასტუმროში მივდივარ ახალ მეწილესთან და მის თანამშრომლებთან ერთად... -გვემალები? -არა, მართლა ვერ მოვახერხებ, სხვა დროს იყოს. -მაშინ ხვალ, რომ ჩამოხვალ დამირეკე, იცოდე...-უეცრად სიცილის ხმა მოესმა და ამჯერად უკვე ტელეფონიდან ნოეს ხმა გაიგო...-გოგონი იმედია ნამუსი გაწუხებს, კოსტასგან არ უნდა ვიგებდე შენი ჩამოსვლის ამბავს...-პასუხის გაცემას ამ სულელურ, ერთიდაიმავე დაზეპირებულ წინადადებაზე აღარ აპირებდა...-ალო, აქ ხარ? კარგი კარგი, არ გაბრაზდე, ხვალ მოახერხებ გამოსვლას? -კარგი ხვალ გამოვალ...-ამოილაპარაკა მობეზრებით. -მპირდები ? იცოდე სიტყვაზე გიჭერ. -კარგი ნოე, ხვალ აუცილებლად. გპირდები. აღარ დალოდებია საუბრის გაგრძელებას ისე გაუთიშა. წიგნში თავით რომ არ ყოფილიყო გადავარდნილი შეამჩნევდა, რომ მანამდე გაცხარებით მოსაუბრე სამეული, ყურადღებით უგდებდა ყურს მის საუბარს და თითოეულმა თავისებური დასკვნა გამოიტანა ნოეს ვინაობაზე.გზას გახედა და მიხვდა რომ მხოლოდ ნახევარი საათი იყო დარჩენილი და ნაცნობ ადგილს ხელგაშლილი შეეგებებოდა. თუ როდისმე მშობლიური სახლიდან შორს, დიდი ხნით წასულხართ და თუკი მშობლიური სახლი თქვენთვის სიმშვიდის და სიყვარულის ანალოგიას წარმოადგენდა, მაშინ მიხვდებოდით რას ნიშნავდა ჯანაშიასთვის ნაცნობ ადგილას დაბრუნება. თვალებგაფართოებული გადმოვიდა მანქანიდან, ნელი ნაბიჯით წავიდა უკვე დაძველებული, ხავსმოკიდებული კედლებისკენ, რომლებსაც გარდასული დღეების სიმარტოვე, მოუვლელობა გარშემო შემოეკრიბათ და ფართოდ გამოეფინათ. წვიმისგან სანახევროდ ჩამოშლილი გარე ფასადი აღარ იყო ხასხასა მონაცისფრო, უკვე სიშავისკენ მიდიოდა და მრავალწლიანი ნესტისგან ობი მოეკიდებინათ. ანასტასიას დაავიწყდა რომ მარტო არ იყო, განცვიფრებული შესცქეროდა ნაცნობ მაგრამ გაუცხოვებულ შენობას და ბოღმა ახრჩობდა სარეველათი გადავლილი ეზოს შემყურეს.მოზომილი ნაბიჯით მიუახლოვდა, მუხლებში სისუსტეს გრძნობდა, ყელში თითქოს რაღაც გაეჩხირა, თითები აამოძრავა და სახე ახლოს მიიტანა, თითის ბალიშები მიადო სიმარტოვისგან დაბეჩავებულ შენობის კედელს და ამოისლუკუნა, წამიერად მოუნდა სრულიად მარტო ყოფილიყო და ამდენი ხნის ნაგროვები თავშეკავება ქვითინად ექცია.ყურთასმენას საიდანღაც მისწვდა მშობლიური ხმა, გონებამ გაიხსენა ბავშვობაში დატოვებული მოგონება და მისკენ მოაბრუნა. -თუ გამოცანას ეჩურჩულები ვერ გიპასუხებს, დაბერდა...-ხმამაღალი იყო მოგონების ხმა, მისკენ მიბრუნდა და ის იქ იდგა ხორცშესხმული, გაზრდილი, მაგრამ ისევ ისეთი თმააბურდული, მანქანას მიყრდნობოდა და მთელი სახით იღიმოდა. -კიტაააა...-ბავშვობის მოგონებამ ბავშვურობა ხმაშიც გაუღვიძა და თავადაც სახეგაბადრული მისკენ გაიქცა. ბერაია, თავისი თანმხლები პირებით, ახლოდან ადევნებდა თვალს მოვლენებს. ეუცნაურა, როცა მისთვის სულ მუდამ მოღუშული, პრობლემების შემქნელი და არამკითხე მოამბე გოგონა, ხელებგაშლილი გაიქცა მაღალი, შავგრემანი ბიჭისკენ და ჩახუტებული ჰაერში პატარა ბავშვივით, სახეგაბადრული დააბზრიალეს. მიწას დაბრუნებული კი აღტაცებული შეჰყურებდა და იმეორებდა არ შეცვლილხარო.ყურადღება მომავალ ავტომობილზე გადაიტანა, რომელიც მათ გვერდით გაჩერდა და იქედან შუახნის წყვილი გადმოვიდა. ამჯერად ქალი თვითონ წამოვიდა ანასტასიასკენ და მოუთმენლად ჩაიკრა გულში. -ჩემო ლამაზო, რამხელა გოგო გაიზარდე, როგორ გალამაზდი, შეიცვალე...-იმეორებდა ქალი და ვერ ძღებოდა მონატრებულის ფერებით. -ელიკო, ელიკო...-იმეორებდა სახელს და თვითონაც მაგრად უჭერდა მკლავებში მოქცეულს...- აქ, ასე მალე როგორ გაჩნდი? -გიორგიმ დამირეკა და მითხრა რომ ჩამოხვიდოდი, კიტა უკვე დიდი ხანია გიცდის, როგორც კი დამირეკა აქ არიანო ზურამ გამომაქცუნა...-უცებ აჟიოტაჟი შეწყვიტა, თვალებით ძებნა დაუწყო და მანქანაზე მიყუდებულს, სევდარევ ღიმილიანს წააწყდა.გაახსენდა რომ ბავშვობაშიც სულ ერიდებოდა მისი, მაგრამ თუ გაუღიმებდა სამყაროში ყველაზე ბედნიერი ეგონა თავი.დარცხვენილი წავიდა მისკენ და ორივემ უჩუმრად გაცვალეს ჩახუტების სითბო. ანასტასია უკვე სახლში იყო, საერთოდ არ აინტერესებდა ბერაია, თავისი გუნდით, როგორ გაიკვლევდნენ გზას ან საერთოდ გაიკვლევდნენ თუ არა, კვიციანების ოჯახთან ერთად შევიდა შენობაში და ნელ-ნელა დაუწყო სიტუაციის ახსნა.რამდენიმე წუთში მათთან ბერაია, ნიკოსთან და იმ ახალგაზრდა ჩალისფერთმიან გოგონასთან ერთად გაჩნდა.კიტა სათითაოდ გაეცნო და როგორც აღმოჩნდა გოგონას ლიზა ერქვა, ისიც პროექტის ფარგლებში იმუშავებდა. საუბარიდან მალევე გაირკვა რომ კიდევ ერთხელ საფუძვლიანი დაკვირვებით, პირველ რიგში სახურავის და გარე ფასადის შეკეთება უნდა დაეწყოთ, რისთვისაც იმაზე მეტი მუშა დასჭირდებოდათ ვიდრე თბილისიდან ჩამოყვანას შეძლებდნენ.სასტუმროს გარშემო დიდი სოფლები იყო, ამიტომ ზურა კვიციანმა დანამდვილებით უთხრა რომ მუშაობის მსურველი ბევრი გამოჩნდებოდა. თავისთავად დემეტრემ შესთავაზა რომ როგორც თბილისიდან წამოიყვანა მუშების ხელმძღვანელი პირი, ისევე სურდა ზურაბსაც მსგავსი პასუხისმგებლობა შეეთავსებინა, ოღონდ სოფლიდან მოყვანილი მუშების მიმართ და შესაბამისი ანაზღაურებაც მიეღო. -მე არც არქიტექტორი ვარ და არც ინჟინერი, შენება მხოლოდ ჩემს ეზოში შემიძლია, ისიც იმიტომ რომ თუ რამე არასწორად გამოვა ჩემ თავთან შევრცხვები მხოლოდ... -არა, მშენებლობის ხელმძღვანელობას არ გთავაზობთ, უბრალოდ მე ვერ დავივლი და ვერ მოვიძიებ მუშაობის მსურველებს.აქ ცხოვრობთ, ყველას იცნობთ, უბრალოდ მოიყვანთ და თუ დააგვიანებენ, არ მოვლენ, წასვლას გადაწყვეტენ თქვენ მეტყვით... -არ ვიცი, მეგონა ბაღს მივხედავდი, როგორც აქამდე...-ხელები გაასავსავა კაცმა და დინჯად დახარა თავი. -ზურა ბიძია სასტუმროს მებაღე იყო და ეს მიწა სანტიმეტრებით იცის.იცის სად გაიხარებს ყვავილი და სად ხეხილი...-ღიმილით თქვა ანასტასიამ და ქვეშქვეშად გახედა ბერაიას. -თქვენ მაგ საქმისთვის ახალგაზრდები გჭირდებათ, ძალა რომ ერჩით და მაგარი მუხლი აქვთ, ამიტომ კიტა უფრო გამოგადგებათ, სანამ აქ არის გამოგადგებათ, მერე კი თქვენ თვითონაც ყველას გაიცნობთ და აღარ დაგჭირდებათ...-გულწრფელად წარმოთქვა უფროსმა კვიციანმა. - მაშინ კიტა იყოს...-დაეთანხმა ბერაია. -მაგრამ მებაღე უკვე ავარჩიეთ და ერთ კვირაში ჩამოვა...-გაკვირვებით და ერთგვარად ამპარტავნულად წარმოთქვა ლიზამ, მერე ბერაიას დააკვირდა და თვალით რაღაც ანიშნა. -მართალია, სამწუხაროდ მებაღე უკვე კარგა ხანია ავარჩიეთ...-დაფიქრებით გაიმეორა დემეტრემ. -ეგ არაფერი, მე უბრალოდ ვთქვი...-იხტიბარი არ გაიტეხა ამ ხნის კაცმა. ანასტასიას შეპასუხება უნდოდა, მაგრამ სამეული უეცრად მოშორდათ როცა ბაჩომ უკანა მხრიდან მოუხმოთ.ნირწამხდარი ჯანაშია კვიციანებს მოუბრუნდა,უნდოდა რაღაც ეთქვა მაგრამ სათქმელი ყელში ეჩხირებოდა,სიტუაცია ელისაბედმა შემოაბრუნა,თავისი უეცარი შეცხადებით, ამ ლაქლაქში სულ დამავიწყდა რომ წიწილები შესაწვავი დამრჩაო და გაკვირვებულ ანასტასიას მოუყვა, დილიდან, რაც გიორგიმ გააგებინა შენი გოგო ჩამოვაო, როგორ დაფუსფუსებდა სუფრის გასაშლელად.აქ ახლომახლო ვერსად ისადილებთ და ჩემთან უნდა წამოხვიდეთო. თავიდან ჯანაშიამ იუარა, საერთოდ არ ეპიტანავა ბერაიას და მისი თანმხლები პირების ისეთ კარგ ოჯახში ფეხის შებიჯება როგორიც კვიციანების იყო, მაგრამ ქალი გიჟდებოდა, ამდენი იმისთვის კი არ ვიწვალე რომ ცარიელ სუფრასთან დავჯდეო.რას იზამდა, გაჩუმდა და დაყვა.შესთავაზეს ჩვენთან ერთად წამოდიო, მაგრამ დარჩენა უნდოდა, ამდენი წლის შემდეგ შანსი ჰქონდა ის ოთახი ენახა, რომელიც ხელუხლებელი იყო და ელოდა.სანამ ვინმე შევიდოდა და თავისი თანამედროვე ტრიდე ნახაზებით მოინდომებდა განადგურებას, უნდა ენახა. კიტა გასაცნობად მიიხმეს და მას შემდეგ რაც კვიციანები სახლისკენ წავიდნენ, კიბეებს აუყვა.ოთახი, რომელზეც ამდენს ფიქრობდა სხვენში იყო, ყველაზე მაღალ გუმბათში, მორკალული დარაბებით და შუშაბანდით.სიძველისსუნადინებულ კარს ხელი ჰკრა და შეაბიჯა. ნესტის სუნი ცხვირში ეცა, ვარდისფერ ყვავილებიანი ხასხასა შპალერისგან, ნახევრად ჩამოფლეთილი, მზისგან გადახუნებული, ძლივს გასარჩევი სინაცისფრე შერჩა ხელში.მისდა გასაკვირად ოთახი სუფთა იყო, საწოლის გადასაფარებელს და თეთრეულს ეტყობოდა რომ ვიღაცას საგულდაგულოდ გაერეცხა.მოვლის და მზრუნველობის კვალი თითოეულ ავეჯს ეტყობოდა და ანასტასია მიხვდა რომ ელიკო წლების განმავლობაში მუდმივად ალაგებდა აქაურობას .თითებით მიეფერა ძველებურ ტუმბოზე ჩამოდებულ გრამაფონს, სასხვათაშორისოდ მიედ-მოედო თაროებზე ჩამწკრივებულ, ფურცლებგაყვითლებულ წიგნებს.კარადა გამოაღო და შეცბუნებამ სხეულში დენის დარტყამასავით გაუარა, გაშეშდა. კარგა ხანს აკვირდებოდა საკიდებზე დიდი სიფრთხილით განაწილებულ კაბებს. მომაკვდინებელი ცოდვასავით ჟღერდა მათი შეხება, მაგრამ შეშინებულმა მაინც გაბედა ხელის შევლება.ჯერ ფრთხილად, დიდი მოწიწებით გამოაცალკევა დანარჩენებისგან, მერე გულთან მიიკრა, საწოლზე ჩამოჯდა და დააკვირდა.მუქი ლურჯი, წითელი კოპლებით, საგულდაგულოდ გაუთოვებული და მაინც ისეთივე რბილი როგორც ბავშვობაში.სიმწრისგან ნაჭერი მოჭმუჭნა, ხელისგულებში მოიქცია, ცხვირთან მიიტანა, მაგრამ სუნის ნატამალიც ვერ იგრძნო.ყელთან ამოსულმა და იქ გაჩხერილმა ბურთმა უმტყუნა, საცოდავად ამოისლუკუნა და საწოლზე ემბრიონის ფორმაში მოიკუნტა. დამფრთხალმა გაახილა თვალები, უცებ წამოხტა და მიმოიხედა,ვერ მიხვდა როდის ჩაეძინა, საათს დახედა და სუნთქვა შეანელა.დიდი ხანი არ იყო გასული, ხუთი საათი სრულდებოდა. კაბა მუხლებიდან მოიშორა და სახე მოიფშვნიტა.ფრთხილად მივიდა შუშაბანდთან, ეზოს დააკვირდა და გონება გაუნათდა, იცოდა რაც უნდა გაეკეთებინა. მაშინვე დაეშვა კიბეებზე, პირველ სართულზე ჩასულს ხმები ესმოდა და ბიბლიოთეკისკენ წავიდა. შესულს ოთახში ნაცნობი სახეები დაცვდა, დიდი მაგიდის გარშემო შეკრებილნი გაშლილ პროექტს აკვირდებოდნენ და თან გაცხარებით განიხილავდნენ.სწორედ ამიტომ იყო რომ მისი მიკნავლებული ხმა დაიკარგა, არავის გაუგია.უფრო თამამად სცადა,უფრო ხმამაღლა. -დემეტრე საქმე მაქვს. -ახლა არ მცალია...-სასხვათაშორისოდ მიუგდო კაცმა და ისევ ლიზასთან გააგრძელა კამათი. -აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ...-მოთმინება დაკარგულმა ხმამაღლა წამოიძახა და წამიერად გადაფარა ყველას სათქმელი.ბერაია მობეზრებული სახით მოუბრუნდა. -ანასტასია ახლა არ მცალია შენი კაპრიზებისთვის, საქმეს მოვრჩებით და მერე მითხარი რომელმა მწერმა გიკბინა...-არც შეუხედავს ისე მიუგდო პასუხი,ნახაზებში ლიზასთან ერთად ჩაკარგულმა ისიც არ მოინდომა რომ წამით შეეხედა. -ნენე რამე გჭირდება?...-ფრთხილად, მორიდებით ჰკითხა კიტამ და თბილად გაუღიმა.ამან თითქოს ოთახში მყოფებზე იქონია გავლენა.ყველანი გაკვირვებით მიაშტერდნენ ორივეს.გამონაკლისი ბერაიაც არ იყო, წარბაწევით გადმოხედა ჯანაშიას და მიხვდა რომ ოთახში უცხო არავინ იყო.ანასტასია ადგილს მოწყდა, დემეტრეს მკლავს ხელისგული შემოაჭდო და მკაცრად განუცხადა "რომ ვამბობ ვილაპარაკოთ, ვლაპარაკობთ!"-ო და თავისკენ უბიძგა,გაკვირვებული ბერაია მორჩილად მიჰყვა უკან და ყურადღება არ მიუქცევია ოთახში მყოფების მზერისათვის, რომელთა უმეტესობა ეშმაკური ღიმილით აყოლებდა თვალს და მხოლოდ ერთი იცქირებოდა ეჭვიანად და გაბოროტებით, ზურმუხტისფერი თვალები ლიზას ეკუთვნოდა. ჯანაშია ბერაიას კიბეებზე მიათრევდა და ხელის გაშვებას არც აპირებდა, ისიც თავის მხრივ დაინტერესებული მიჰყვებოდა.ზღურბლს გადასცდნენ და აქამდე ზურგშექცეულმა ანასტასიამ ხელი უშვა, მისკენ შემობრუნდა და დააკვირდა. ბიჭმა ოთახს მიმოავლო თვალი და როცა დაკვირვებას მორჩა, მასზე შეაჩერა მზერა.ხელები გაშალა და ჟესტებით ანიშნა, აბა გისმენო. -გახსოვს კომპრომისზე რომ ვლაპარაკობდით?...-მშვიდად იკითხა. -ეგ ისაა, წარმოდგენაც რომ არ გაქვს რას ნიშნავს?...-სარკაზმს არც ამჯერად იშურებდა. -მოვრჩეთ წაკბენებს...სერიოზულად, კომპრომისი გინდოდა და გთავაზობ...-როგორც კი სახიდან დამცინავი ღიმილი მოიშორა და საქმიანი იერი მიიწება, მაშინვე განაგრძო ანასტასიამ...-არ ჩავერევი სასტუმროს პროექტში, როგორც გინდა ისე მოაწყობ, ფინანსებს გავიყოფთ და მე ჩემს ტყავში დავეტევი. -სანაცვლოდ?...-დიდხანს ელოდა გაგრძელებას თუმცა მიხვდა რომ არ იქნებოდა, ამიტომაც ჩაეკითხა. -სანაცვლოდ შენ ბაღის პროექტს მომცემ და არ ჩაერევი, მას ისე მივხედავ როგორც საჭიროდ ჩავთვლი, იმ ადამიანის დახმარებით ვინც მე მომინდება...-თითქოს რაღაც ავიწყდებოდა, რაღაც რაც ასე მნიშვნელოვანი იყო, ჩაფიქრდა და მერე გონება გაეხსნა, წამოიძახა...-ხო და სასტუმროში მხოლოდ ამ ოთახს არ ახლებ ხელს, მასაც მე მომცემ, ჩემი ოთახი იქნება, ჩემი საკუთარი ოთახი. -ანუ გინდა რომ ბაღს და ამ ოთახს საერთოდ არ გავეკარო და სანაცვლოდ მხოლოდ იმას მთავაზობ რაც ისედაც ჩემია ? ...-სარკასტულად ამოთქვა და არხეინად ჩამოჯდა ლოგინზე, თუმცა გაწიწმატებული ანასტასიასგან შეუმჩნევლად კაბას გაკვირვებით შეავლო თვალი,ტასო მის პირდაპირ დადგა და ხელების შლა დაიწყო. -არააა, შენი არ არის, მხოლოდ შენი არაა, ჩემიცაა. -ჩვენია, მაგრამ შენ იმაზე მეტს იღებ ვიდრე მთავაზობ, ეზო, თავისი ტბით, ხეხილის ბაღით და ჩემს სივრცეშიც იჭრები, სასტუმროში ოთახი უნდა დაგითმო...ოთახის სანაცვლოდ რაღაც უნდა მომცე და გავსწორდებით. -რა?...-გაკვირვებით იკითხა ანასტასიამ და ბერაიას მოქმედებებს გაფაციცებით მიადევნა თვალი. ნაცრისფერთვალა დემეტრე მისკენ მოდიოდა, სამი ნაბიჯის გადადგმა უსასრულოდ გაწელა დროში, უცნაურად ანთებულ სახეზე მზაკვრობა დასთამაშებდა და როგორც კი მინიმალურად შეამცირა მანძილი მასსა და ჯანაშიას შორის, ზემოდან დააკვირდა ერთი თავით დაბალს, შეშინებულს და აბუზულს.თვალებში ჭინკები აუცეკვდნენ და ტანში სასიამოვნოდ დაუარა მოსალოდნელი ეფექტის შეგრძნებამ.მძიმედ გადაყლაპა ანასტასიამ ნერწყვი და ძლივს ამოიხრიალა...-სხვაგან ისუნთქე. -გაწითლდი, თითქოს დაგცხა, არადა სასიამოვნო სიგრილეა...-ცეცხლზე ნავთს უსხამდა ბერაია და აშკარად ეტყობოდა მის სიფათს როგორ ერთობოდა. -უბრალოდ ჰაერი არ მყოფნის...-ამოიჩურჩულა და ეცადა გვერდზე გაეხედა, თუმცა უარესი აღმოჩნდა, დემეტრეს ცხელი სუნთქვა ახლა სახის მაგივრად კისერზე ევლებოდა და ეს უფრო უხუთავდა სულს.უკვე სასოწარქვეთილმა ამოიჩურჩულა...-კომპრომისზე თანახმა ხარ თუ არა? -რათქმაუნდა...-ანასტასიამ გაკვირვებით ახედა...-რაც უფრო ნაკლებად გამეჩხირები თვალში მით უკეთესი...-ზიზღით ამოილაპარაკა და ერთიანად მოშორდა.კარისკენ წასულს გზაში დააწია გამოფხიზლებულმა კითხვა. -მაგრამ სანაცვლოდ რა უნდა მოგცე? თუ არ მეტყვი, ვერ შევთანხმდებით. -ის არა, რაზეც შენ ორი წუთის წინ ოცნებობდი...-დამცინავად მოუბრუნდა, მხოლოდ წამიერად და უკვე ზღურბლს გადამცდარმა მოაძახა...-მთავარია გახსოვდეს რომ ერთი კოზირი ყოველთვის ჩემს მხარესაა, ნენე. დემეტრესთან ლაპარაკის შემდგომ, მალევე, კიტამ ანასტასია თავისთან წაიყვანა.კვიციანების ოჯახში ხომ დიდი ფუსფუსი იყო, სახლში ახლადგამომცხვარი პეროგის სუნი ტრიალებდა.ეზოში გამოსული ზურაბი მაყალს უტრიალებდა და შიგადაშიგ აშიშხინებულ ხორცს ძმრის მჟავე არომატს აგემებდა.ხელებაკაპიწებული ელიკო მთლიანად ფქვილში იყო ამოსვრილი, მაგრამ სახეზე ღიმილაკრული ღიღინებდა.ამასობაში კიტა და ანასტასია ზურაბთან ახლოს ხის გრძელ სკამზე ჩამომსხდრები მხიარულად აკვირდებოდნენ შუახნის კაცის მოუსვენრობას და ჩრდილოეთიდან მონაქროლი ნიავი საამურად ევლებოდათ ნაკვერჩხლებიდან მომავალი სიმხურვალის გასაფანტად. სასტუმროში თავის გუნდთან ერთად მარტო დარჩენილი ბერაია წარბშეჭმუხვნით ჩასჩერებოდა მტვრიანი ბიბლიოთეკის ვრცელ, ხის მაგიდაზე გადაშლილ ნახაზებს და ციფრებს.მის გარშემო ყველა გასუსული და გაფაციცებული იყო, ელოდნენ როდის ამოიღებდა ხმას.დემეტრემ თავი ასწია და საბოლოოდ დაასკვნა. -კარგი, ყველაფერი გასაგებია. სანამ ზაფხული და სიცხეა სახურავის შეკეთება დავიწყოთ, პარალელურად გარე ფასადს ხავსი და ნესტიანი ნაწილები მოვაშოროთ, რომ კედლებმა შრობა დაიწყოს, ხელოსნების მეორე ჯგუფი შიდა სივრცეში რამდენიმე საძინებლის, აბაზანის და სამზარეულოს რემონტს დაიწყებს, რომ ერთი თვის შემდეგ მუშებმა აქვე ცხოვრება შეძლონ. -ეგ გასაგებია, მაგრამ მანამდე რა უნდა ვქნათ?...-ინტერესით ჩაეკითხა ლუკა. -კიტას ვკითხოთ ახლომახლო საოჯახო სასტუმროებზე...-ჩაერთო ბაჩო და ის აზრი გამოთქვა რასაც დემეტრე ფიქრობდა. -ლიზა ავეჯის ხელოსანს ხვალვე შეუთანხმდი რომ უკვე დაიწყოს მესამე სართულის საძინებლების ავეჯის მზადება, ტრიდე დიზაინები გადაუგზავნე და გააკონტროლე მასალის შერჩევის და დამზადების პროცესი...-მერე ბაჩოს მიუბრუნდა და უფრო მშვიდად, თითქოს ახლობლური ტონით განაგრძო...-ბაჩო შენ ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებები შეიტანე როცა სოფლიდან მსურველები მოვლენ დასახმარებლად და კვიციანები არ დაგავიწყდეს. -გასაგებია, ამ ორი დღის გეგმა რა არის?...-წიგნაკ და კალამ მომარჯვებულმა მთავარი კითხვა გააჟღერა. -ხვალ ოფისში შევიკრიბოთ და თათბირზე კიდევ ერთხელ გადავხედოთ ყველაფერს, არ მინდა რამე გამოგვრჩეს...შემდეგი დღეების გეგმას ერთად შევადგენთ. ყველასთვის გასაგები იყო რომ დღეისთვის საქმეს მორჩნენ, ახლა უკვე მზად იყვნენ წასასვლელად.სათითაოდ შეუდგნენ ფურცლების ალაგებას და ის იყო კიტაც შემოესწროთ. კვიციანების ოჯახში მიპატიჟება იუარეს, დაგვაგვიანდება და გვიან ღამით მგზავრობა მოგვიწევსო, მაგრამ როცა გაიგეს რამდენი იწვალა შუახნის ცოლ-ქმარმა მათ გასამასპინძლებლად უარი ეუხერხულათ. სათითაოდ მიყვნენ მასპინძლის მანქანას და მალევე სამი ავტომობილი გაჩერდა ამწვანებული ეზოს ჭიისკართან.კარგა ხანს აკვირდებოდა ბერაია სოფლის მყუდრო ორ სართულიან, წითელი აგურით ნაშენებ სახლს, მის მოპირდაპირედ პატარა ფარეხს და გარშემო შემორგულ ხეხილის ბაღს, ალაგ-ალაგ კუთხეები გადავსებული იყო ფერადი ყვავილებით და ბაბუაწვერათი, სუროშემოვლებული ფანჩატურის გარშემო ვიღაცას დიდი სიყვარულით გაეზარდა ალუბლის და მანდარინის ხეები.მზერა უეცრად შეაჩერა იქვე, ხის გრძელ სკამთან დადგმულ მაყალზე და ზურაბზე, რომელიც დაფიქრებით მოდიოდა მისკენ.სტუმრებს სასმელი შესთავაზეს და საჭესთან მსხდომმა ლუკამ და დემეტრემ უარი თქვეს საპატიო მიზეზით, რაზეც კვიციანებს ჩაეცინათ. -თქვენ გგონიათ რომ ელისაბედი ამ საღამოს სადმე გაგიშვებთ?...-ღიმილნარევმა ზურაბმა ამოილაპარაკა და დემეტრეს გვერდით დაჯდა ხის გრძელ სკამზე. -ვერ დავრჩებით, ხვალ, დილით ადრე თათბირი უნდა ჩატარდეს...-უხერხულად შეიშმუშნა ბერაია, ერიდებოდა მასპინძლის წყენინებას. -ჩვენთან სტუმარ-მასპინძლობა ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა, განა გონების გათიშვამდე დალევას და ტყუილი სიტყვებით გაბერილ სადღეგრძელოებზე გეუბნებით ბავშვებო.არა! თქვენ რომ შორი გზიდან ჩამოხვედით და ჩვენ რომ ახალგაზრდების დანახვა, მათთან საუბარი გვიხარია ამაზე.თქვენ ჩემს წინა წლის დაყენებულ შუშხუნა ღვინოს და ელიკოს ნახელავს მიირთმევთ, ჩვენ კი თქვენგან საინტერესო ამბებს გავიგებთ, ისე მალე გამოგვეპარება დრო რომ წასვლას ვეღარც მოახერხებთ...-დინჯად საუბრობდა ზურაბი, მამაშვილურად, ყველა გასუსული და გაბადრული ისმენდა მის გულწრფელ სიტყვებს და არცერთმა იცოდა რომ რასაც გრძნობდნენ აერთიანებდათ, ეს იყო მშობლიური შეგრძნება, თითქოს შორი გზიდან მოსულები მშობლიურ სახლს მოადგნენ და წასვლას უხალისოდ ჩქარობდნენ. -არის ახლომახლო სასტუმრო? დავრეკავ და ნომრებს დავჯავშნი...-ნიკომ პირველმა დაარღვია დუმილი და ამით მიახვედრა დემეტრე მე წასვლა საერთოდ არ მინდაო. -ჩემს სახლს შეხედეთ, მეორე სართული ყოველთვის მზადაა სტუმრების მისაღებად, ადგილი ყველას გეყოფათ...-თბილად ამოილაპარაკა კვიციანმა და ისევ მაყალს მიუბრუნდა. წინააღმდეგობა არავის გაუწევია, სოფლის სიმწვანესა და უბრალოებაში აღმოჩენილებმა ფარხმალი დაყარეს.ბაჩო და ლუკა მალევე ზურაბის გვერდით მასლაათობდნენ და შორიდან ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ რაღაც მეტად საინტერესოს განიხილავდნენ.ჰამაკში გვერდულად მიწოლილი ლიზა მონაქროლ სიოს სახეს უშვერდა და თვალდახუჭული ნება-ნება ირწეოდა.ნიკოს ფეხი არ მოუცვლია ისევ დემეტრეს გვერდით იჯდა და სამეულის საუბარს ყურს უგდებდა.სამაგიროდ თანმხლები ორეული, რომლებსაც მომავალში მუშების ზედამხედველობა დაევალებოდათ ფანჩატურში ისხდნენ და არხეინად აგორებდნენ ნარდს. ბერაია როგორც იქნა მოდუნდა, ფეხები გაშალა და სხეულს დასვენების უფლება მისცა, მკლავები გადააჯვარედინა, თავი უკან გადასწია, თვალები დახუჭა, სანამ ლიზამ არ ამოილაპარაკა დემე შენ მანქანაში ტელეფონის ზარის ხმააო.ზანტად წამოდგა, ავტომობილის კარი გამოაღო და ანასტასიას ტელეფონს ხელი დაავლო, გარშემო მიმოიხედა და ახლაღა გაახსენდა რომ რაც მოვიდა, თვალი არსად მოუკრავს მისთვის.რეკვა შეწყდა, ტელეფონის ეკრანზე გამოტოვებული ზარების კორიანტელი იყო, კარი მიხურა და ის იყო უნდა ეკითხა ჯანაშია სად არისო რომ ისევ ახმაურდა მობილური, გიორგი როგორც ჩანს ნერვიულობდა, გადაწყვიტა რომ ეპასუხა. -ბატონო გიორგი საღამო მშვიდობის. -დემეტრე სად ხართ?...-მამაკაცის მშვიდი ბარიტონი იღვრებოდა ყურმილიდან. -ზურაბ კვიციანთან ვართ, ვახშამზე დაგვპატიჟა და გვიან ღამით არ გვიშვებს, ხვალ დილით წამოვალთ. -ანუ დღეს მანდ რჩებით...-დაასკვნა ჩაფიქრებით...-ანასტასიას ტელეფონს შენ რატომ პასუხობ? -მანქანაში დარჩა ტელეფონი და თვითონ არ სცალია, გადავცემ რომ დარეკეთ...-იცრუა თავისდა უნებურად. -უთხარი გადმომირეკოს როგორც კი შეძლებს,სასწრაფო საქმე მაქვს... -მშვიდობაა?...-კაცის ხმამ ისე იცვალა ტონი, რომ თავადაც დაეჭვდა. -უბრალოდ უთხარი დამირეკოს ! ჯანაშიამ გათიშა და ამჯერად უკვე ბერაიამ დაიწყო ეზოს დათვალიერება, ფაქტია ანასტასიას ვერსად მოკრა თვალი.ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და კიტასკენ წავიდა.კითხვაზე ღიმილით უპასუხეს რომ ელიკოსთან იყო სამზარეულოში და ეხმარებოდა.სახლისკენ წასულმა, მოზომილად შეაბიჯა, მისაღებს თვალი მიმოავლო, ტორშერის შუქზე ყველაფერი მყუდრო ჩანდა, კედლის სიგრძეზე გაშლილი წიგნების თარო, შუშებიან კარადაში საგულდაგულოდ შელაგებული ძველებური ჭურჭელი, ყავისფერი სავარძლები ბუხართან მიელაგებინათ და დივანი კუთხეში გადაედგათ, მაგიდისთვის ცენტრში ადგილის გასანთავისუფლებლად. სანახევროდ გაშლილ მაგიდას დიასახლისის უხვი ხელი ეტყობოდა, მარჯვენა მხარეს კი დარაბების შუაში ერთმანეთის მიყოლებით დაეკიდათ უთვალავი ჩარჩო სურათებით.ზოგიერთის ეტყობოდა რომ ახალთახალი გადაღებული იყო, ნაწილი გაყვითლებული და ნაცრისფერ ფონზე გადაღებული საბჭოთა კავშირის დროინდელი, ნაწილი კი ოჯახური.გვერდითა ოთახიდან ხმაური მოესმა და ფრთხილად გაემართა შესამოწმებლად.ბერაია ამჯერად არ შემცდარა, სამზარეულოს მიადგა და ჯაშუშივით შეათვალიერა განათებულ სივრცეში, გაზქურასთან მოფუსფუსე ელისაბედის ფიგურა, რომელიც ვიღაცას ექოთქოთებოდა. ხედვა უფრო შორს მიმართა და გაეღიმა, მის წინ თვით ანასტასია ჯანაშია გახლდათ, აშკარად დიდი ზომის წინსაფარში გამოწყოფილი, თავსაფარწაკრული და ერთიანად გაფქვილული, იცინოდა და დაინეტერესებულმა დემეტრემ ყურთასმენა დაძაბა. -შე მავნე, ბავშვობიდან გასწავლი ხაჭაპურის ცხობას და მაინც იმ ექვსი წლის ბავშვად დარჩი ბოლოს ყვავილი რომ გამოსდის...-იცინოდა ელიკო და შიგადაშიგ მიიხედებოდა მის მხარეს. -მე მახსოვს რომ ზურიკო დიდი სიამოვნებით მიირთმევდა ჩემს ხაჭაპურებს, შენ მემგონი გავიწყდება რაღაცეები ქალბატონო ელიკო...-იცინოდა სახე აბრდღვიალებული და ანცობა დაუხტოდა თვალებში. -იმიტომაც ტკიოდა მერე მუცელი...-გაეხუმრა ქალი და მოჩვენებითი დაცინვით მოუჭუტა თვალები. -შენ ეტყობა სხვა ზურიკოს ცოლი ბრძანდებოდი...-არ დააკლო ანასტასიამაც და მისკენ ფქვილში ამოსვრილი ხელებით წასულმა,ლოყაზე გემრიელი კოცნის კვალი დაუტოვა. ზურგზე მიხუტებულმა თვალები იატაკს გაუშტერა და სახიდან ღიმილი მოშორდა, ბერაია ხედავდა რომ ანასტასია ახლა ამ ოთახში აღარ იყო, ფიქრებით სულ სხვაგან დახეტიალობდა და ინტერესით ასწია წარბები, კარის ზღურბლს თავისდაუნებურად მიეყრდნო დაღლილი, თუმცა ძველი ხის ჩარჩომ თავისი ქნა და ჭრიალზე გოგონამ თვალები მისი მიმართულებით მოისროლა.გაბრაზებით დააკვირდა უსირცხვილოდ მოთვალთვალეს და უხეშად ჩაეკითხა აქ რა გინდაო. დემეტრემ იხტიბარი არ გაიტეხა, მოუყვა გიორგის ზარის შესახებ, ტელეფონი უგულოდ მიაწოდა და უკან გაბრუნდა.ეზოში დაბრუნებული ცოფებს ყრიდა ჯანაშიას თავხედობაზე, ხელში ნიკოლოზი მოხვდა, ის კი მიხვდა რომ გაცლა სჯობდა და ადგილი შეიცვალა.ბერაიამ სიგრძეზე გაშალა ხელები და თვალდახუჭულმა უკან გადასწია თავი.მალე მკლავზე სითბო იგრძნო, გაკვირვებით გამოხედა ლიზას, რომელიც ერთიანად აკვროდა,მის მკერდზე მიყრდობილს სახე კისერთან ჰქონდა მიტანილი.დემეტრემ უღონობის ნიშნად ამოიხვნეშა და დანარჩენებს დაუწყო თვალიერება. წინსაფრიანი ანასტასია ეზოში გამოვიდა და გეზი მაყალის გარშემო შემოკრებილებისკენ აიღო, ზურაბთან მისულს მზერა გაუშტერდა ხის გრძელ სკამზე ბერაიას და ლიზას მდგომარეობის დანახვისას,ახლა მიხვდა ამ ორის ურთიერთობის სტატუსს და გონებაში მწარედ გაკრა ახალმა აზრმა, თუმცა მალევე მიანება თავი, რომ ყველა მაგიდასთან მიეხმო. ნელ-ნელა წამოიშალნენ სტუმრები, მისაღებში გაშლილ სუფრის თავში ზურაბმა დაიკავა ადგილი და დანარჩენებიც რიგ-რიგობით დასხდნენ.შამპანიურის ბოთლებში, წინა წლის მოსავლის შუშხუნა ღვინო ჭიქებში ნაწილდებოდა და ყველა აღტაცებით შესცქეროდა მის შემოქმედს.ელისაბედი ხანდახან შემოიხედავდა, ცხელ ცომეულს თან მოიყოლებდა, ქმრის თხოვნით მცირე ხნითაც ჩამოჯდებოდა.ჯანაშია არც ამ სუფრის ნაწილი ყოფილა და როდესაც უფროსმა კვიციანმა მოიკითხა გოგონა, ელიკომ ჩუმად გადაულაპარაკა ქმარ-შვილს, სკამზე მოკუნტულს სანახევროდ მაგიდაზე ჩამოეძინა და ისეთი დაღლილი სახე აქვს გაღვიძებისთვის მებრალებაო.ის იყო პასუხის გაცემა დაამთავრა, რომ წიგნის თაროზე შემოდებული ტელეფონის ზარის ხმა გაისმა, ელისაბედი უცებ წამოდგა და უპასუხა. სუფრასთან მსხდომებმა ხმა დაიდაბლეს, ამის გამო კი მკვეთრად მოისმა ქალის დაბნეული პასუხები. -მითხრა გზაში გავჩერდით და იქ ვისაუზმეო, ამიტომ არ დავაძალე...ახლა ჩაეძინა...დემეტრე ანასტასიამ თქვენთან ერთად ისაუზმა ხო?...-ეჭვნარევი იყო მისი შეკითხვა და დაბნეულმა ბერაიამ წამით გონება დაძაბა. -ჩვენთან ერთად არა, მანქანაში მირჩევნიაო... -მანქანაში მხოლოდ ყავა დალია...-დარწმუნებით ამოილაპარაკა სუფრის კუთხიდან ბაჩომ.ელისაბედმა სიტყვასიტყვით გადასცა ყურმილს მიღმა, ბიჭებისგან მოსმენილი ინფორმაცია. -ძალიან დაღლილია გიო, ცოდოა, ხვალ...კარგი...კარგი...გასაგებია...-ღრმად ამოსუნთქა და ზურაბს თავის გაქნევით რაღაც ანიშნა. გაურკვევლობაში აღმოჩენილი სტუმრები მასპინძლებს რიგ-რიგობით მისჩერებოდნენ და ვერ გაერკვიათ რა ხდებოდა.ელისაბედი სამზარეულოში მიიმალა, მას კიტა მიჰყვა.ბერაია ქვეშ-ქვეშად იხედებოდა თვალით მიუწვდომელი ოთახისკენ, მოჩვენებითი ინტერესით უგდებდა ყურს მოჩურჩულე ლიზას. მისაღებში ნახევრად მძინარე ანასტასიას წინ კიტა მოუძღოდა, უკან კი ელისაბედი მოჰყვებოდა, დემეტრემ ინტერესით აათვალიერა და დაინახა რომ ჯანაშია მისკენ ხელს იშვერდა,"დემეტრე მანქანის გასაღები მათხოვე", მხოლოდ მესამე თქმისას გაანალიზა რომ ზემოხსენებულს მისგან მოითხოვდნენ, წამოდგა ჯიბეები სასწრაფოდ მოიჩხრიკა და მოუთმენლად წინ წასულებს მიედევნა,უკან ბაჩო მიჰყვებოდათ. ავტომობილის კარები გამოაღო ანასტასიამ და ზურგჩანთაში ქექვას მიჰყო ხელი, მერე პატარა, პეპლებიანი ჩანთა ამოიღო და ის იყო ელვაშესაკრავს დაეჯაჯგურა რომ მისდა გასაკვირად ბაჩომ ხელი დაავლო ზურგჩანთას და იქედან სუპერმარკეტის ცელოფანი ამოაძვრინა.სახე მოექუფრა, გონებაში მწარე აზრმა გაუელვა,თითქოს იცოდა პატარა პეპლებიან ჩანთაში რაც იქნებოდა და დანაშაულზე წასწრებული ბავშვის გამომეტყველების ანასტასიას ბრაზით გადახედა.ჯანაშიამ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ავტომობილის კარი მიაჯახუნა.ჩქარი ნაბიჯით წასულს მხოლოდ ბერაია და ელისაბედი მიჰყვნენ უკან.მისაღების სივრცე უხმოდ გაიარეს, სამზარეულოში შესულმა, სკამზე ფეხი მოირთხა და ჩანთა გახსნა, იქედან რიგ-რიგობით ამოაძვრინა ფირფიტები და სათითაო ტაბლეტები ერთმანეთის გვერდით დააწყო.კვიციანმა უხმოდ აავსო ჭიქა წყლით, სანამ დემეტრე სამზარეულოს კარადას მიყრდნობილი ითვლიდა ტაბლეტებს. -გაწყენინა?...-ძლივს ამოიხრიალა, როცა ჩანთიდან ლაგებას მორჩა. -მითხრა რომ გუშინაც არ დაგილევია...-გაბზარული ხმით უპასუხა ქალმა. -ჯერ რამე შეჭამე, უზმოზე ამდენი წამლის ერთიანად დალევა კარგი არ არის...-ხელებგადაჯვარედინებულმა დემეტრემ სასხვათაშორისოდ ამოილაპარაკა. -არ მითხრა რომ სამედიცინოში დოქტორის ხარისხი გაქვს...-სარკასტულად ესროლა სიტყვებიც და ღიმილიც, მოჩვენებითი აღტაცებით. მიწოდებულ ჭიქას ხელი დაავლო და სათითაოდ დალევა დაიწყო, რამდენიმე ტაბლეტის შემდგომ იგრძნო რომ უკვე გული ერეოდა, თვალები აუწყლიანდა მაგრამ არ აპირებდა ვინმესთვის სისუსტის ჩვენებას.სწორედ ამ დროს შემოუერთდათ ახალი წევრი.ანასტასიასგან ყურადღების გადატანის მიზნით ელისაბედმა ახსნა დაიწყო, რომ ზედა სართულზე სამი საძინებელი იყო, აპირებდა იქ გადაენაწილებინა ბიჭები, მაგრამ ერთს ქვემოთ მოუწევდა დაძინება ერთსაწოლიან პატარა ოთახში, როცა ანასტასია და ლიზა ერთ კონტექსტში მოიხსენია, ლიზამ წამოიძახა "მე და დემე ბავშვობის მეგობრები ვართ, ერთად გავიზარდეთ და მირჩევნია ერთ ოთახში მასთან ერთად დავიძინოო", ბერაიამ გაკვირვებით და წარბაწევით გადახედა, მიხვდა რომ უხერხულად გამოუვიდა და დაამატა უცხოსთან ერთად ვერ დავიძინებო. ანასტასიამ დამცინავი ღიმილი არ დამალა და ელისაბედის ხელს დასწვდა, პატარა ოთახში მე დავიძინებო.განაწილება დასრულებული იყო, როდესაც კიტა შემოესწროთ. ჯანაშიამ მის დანახვაზე უხერხულად დახარა თავი და კედელს დაუწყო ყურება. -დედა სტუმრებს უკვე ეძინებათ, ნელ-ნელა დავაბინავებ...-თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიეს და უკან გაბრუნდა. დაცარიელებულ მისაღებში გამოსულ ანასტასიას ელისაბედი დაუხვდა, რომელსაც სუფრის ალაგება დაეწყო,ზურაბი ცარიელ შამპანიურის ბოთლებს ყუთში აწყობდა და გარაჟისკენ მიჰქონდა.უჩუმრად დაიწყო მიხმარება და ელისაბედი მიხვდა, რომ გოგონას არ უნდოდა საუბარი,ამიტომ არ შეუწუხებია. კიბეებიდან ჩამოსული ბერაიამ, მისაღებში შემოაბიჯა, უეცრად პერანგის სახელოს ღილები შეიხსნა, მოხდენილად აიკეცა და როგორც კი თეფშებს დაავლო ხელი, კვიციანის ქალმა შეიცხადა რას აკეთებ, თავი გაანებე, დაისვენეო.მისთვის ყური არ უთხოვებიათ და უფრო თამამადაც დაიწყეს მიხმარება, როცა იგივე, მისაღებში დაბრუნებულმა კიტამაც დაიწყო.სანამ ელიკო მაცივარს ალაგებდა, ანასტასიამ თბილი წყალი მოუშვა და თეფშების რეცხვას მიჰყო ხელი.რამდენიმე წუთში დემეტრემ დაკეცილ ტილოს ხელი მოკიდა და ჯერ კიდევ დაუწრთობელი ჭურჭლის მშრალებას შეუდგა.ერთმანეთის გვერდით მდგომნი, ერთი სასტუმროს მეწილეები, ორი მტრული ბანაკი ელოდა პირველ ნაღმზე ვინ აფეთქდებოდა. -ელისაბედ თქვენი ოჯახი სასტუმროში მუშაობდა? ანუ ჯანაშიების ოჯახს საიდან იცნობთ, ამან დამაინტერესა...-ერთ-ერთი ცნობილი ინვესტორული კომპანიის მფლობელის შვილი, მთავარი მემკვიდრე,ნოვატორული იდეების ბაზარზე შემომტანი, მუდამ თავდაჯერებული დემეტრე ბერაია ახლა იდგა, თეფშებს ამშრალებდა უცხო ხალხის ოჯახში და საუბრის დაწყებას მორიდებით ცდილობდა, უხერხულობის გასაფანტად.ის იყო ელისაბედს პასუხი უნდა გაეცა, რომ ანასტასია გააფთრებული მოუბრუნდა, თითქოს ვიღაცამ თავში მთელი ძალით ჩაარტყაო ისე ჰქონდა მოთმინება დაკარგული. -ეგ შენი საქმე არ არის... -შენთვის შეკითხვა არავის დაუსვამს, სულ ჩხუბის ხასიათზე როგორ ხარ ?!...-ჩხუბის ხასიათზე ყოფნა მხოლოდ ჯანაშიას არ ეტყობოდა, ახლა უკვე ორინი იყვნენ ოთახში. -ჩხუბი? ჩხუბიო? მემგონი მუშტების მხოლოდ სიტყვის მასალად გამოყენება ცუდი აზრი იყო იცი?...-დოინჯშემოყრილი სასაცილოდ ცდილობდა ფეხის წვერებზე დადგომას რომ ერთი თავით მაღალს გათანაბრებოდა და გაჭიმვოდა. -რა ვერ გაიყავით?...-ღიმილით იკითხა ზურაბმა, როცა კიტასთან ერთად შემოსული მაგიდას მიუჯდა. -სკოლაში გრამატიკის მასწავლებელი გჩაგრავდა და ამიტომ იცი ნაცვალსახელებიდან მარტო "მე"? -მე გავყოფ დემეტრე ბერაიას ორ ნაწილად, ამ წამს !...-დაგვიანებით გასცა პასუხი ზურაბის შეკითხვას, გაწიწმატებულმა გაშალა ხელები და სანამ მისკენ გაიწევდა კიტამ სიცილით მოხვია მკლავები ერთ ადგილზე ახტუნავებულს და ფეხების მქნეველს. -კიტა ეზოში პიტნა ხომ არ მოგეპოვებათ? ვიღაცას მისი ჩაი დაამშვიდებდა...-ცეცხლზე ნავთს ასხამდა ბერაია. -პიტნა შენს შეყვარებულს დაალევინე, რაღაც ნერვიული ჩანს, თვალთახედვიდან თუ ჩამორჩი თმის პუტვას რომ იწყებს ღერა-ღერა...- ნიშნისმოგებით დაუღრიალა და თვალი ჩაუკრა. -ვინ შეყვარებულს გოგო? რას ბოდავ?...-წარბშეკვრით წამოიძახა ამჯერად თავადაც ჯანაშიას აგრესიულ ტალღაზე დამდგარმა. -აი იმას, "მე უცხო ადამიანთან ერთად ვერ დავიძინებ, ჩემი დემე მინდა"...-ენა მოიჩლიფა და სახე დამანჭა...-წადი იავნანა უმღერე, ჭრიჭინების ხმამ არ დააფრთხოს...-გააგრძელა ღვარძლიანად. უეცრად სიჩუმე აუტანელი აღმოჩნდა, როცა გასუსულებს მოავლო თვალი და მომღიმარ ცოლ-ქმარს წააწყდა, თავი რომ დაეხარათ და შიგადაშიგ ერთმანეთს გადახედავდნენ.მერე ბერაისკენ ჩუმად გაიხედა და ისიც გაჩუმებული, კარადას მიყრდნობილი, სარკასტული გამომეტყველებით რომ დალანდა, ნერვები უფრო მეტად მოეშალა.ძილინებისაო ამოიბურღუნა და გველნაკბენივით გავარდა სამზარეულოდან. საძინებლისკენ გზა, მარტომაც მშვენივრად გაიკვალა. III "უტიფარი მატყუარა" დამძიმებული ქუთუთოები ერთმანეთს დააშორა,სიბნელეს თვალი შეაჩვია,გვერდი იბრუნა და საწოლზე წამოჯდა.სიფრიფანა ფარდიდან აღწევდა განთიადის ცისფერი შუქი, დილა ჩიტების ჭიკჭიკში თენდებოდა და შეღებული დარაბიდან მოცოცავდა სუსხიანი სიო.საწოლის კიდესთან მიგდებულ ხალათს ხელი დაავლო და ერთიანად გაეხვია.ფეხაკრებით გამოსცდა საძინებლის ზღურბლს, სიბნელეში ხელისცეცებით გაიარა ჰოლი და სამზარეულოსთან მისულმა ჩამრთველს ხელი დააჭირა, სივრცე განათდა.ჩაიდანი ჩართო და ფინჯანში ყავა ჩაყარა. ამჯერადაც შფოთვამ გააღვიძა, უსიამოვნო შეგრძნებას ვერაფერს უხერხებდა და ხვდებოდა რომ მალე ისევ მოუწევდა ძილის წამლების მიღება, რაზეც გიორგი ცოფების ყრას დაიწყებდა.აღარ უნდოდა მოსიარულე აფთიაქის იარლიყის ტარება, სურდა ერთი დილა მშვიდად დაწყებულიყო, მაშინ გაღვიძებოდა როცა ოთახი მზის ოქროსფერი შვილებით იქნებოდნენ სავსე და სხეული იგრძნობდა გამოძინებულის სიმშვიდეს.ბლანტმა სითხემ ჰაერში მოხარშული ყავის არომატი დაატრიალა და ჯერ კიდევ ძალიან ცხელს წაეტანა, ენაზე მწარედ მოხვდა, სახე დაემანჭა და იმავ წამს ხმის გაგონებამ ადგილზე შეახტუნა. -გაგიჟდი? ცოტა ფრთხილად, ენას თუ დაიწვავ მერე სხვებს როგორღა დაგესლავ...-ცინიკურად იღიმოდა მის გვერდით ასვეტილი ბერაია და წელსზემოთ შიშველი პერანგს იცვამდა. -ჩუმად, ყველას ძინავს...-ამოიჩურჩულა ანასტასიამ და როცა მიხვდა, ჭიქას ეძებსო ფრთხილად მიაწოდა. -ასე ადრე რატომ ადექი?...-დახმარება ზავად ჩათვალა და სასხვათაშორისოდ კითხა. -შენთვითონ რამ აგაყენა დილაუთენია? არ მითხრა ყოველდღე ალიონს ვეგებები და სანამ მამიკოს ფულების თვლას დავიწყებ, მანამდე ჩიტების ჭიკჭიკით რომ დავტკბეო...-თავისივე ნათქვამზე გაეცინა, ანცურად. -საკუთარი გამოცდილებით ვსაუბრობთ?...-დინჯად შეეკითხა დემეტრე, ახლადგამოღვიძებულს კინკლაობის თავი არ ჰქონდა.ხელისგული კისერზე წაივლო, თავი გადასწია და წარბები შეჭმუხნა. -მძიმე ღამე იყო?...-ეშმაკი არ ასვენებდა ჯანაშიას, ეშმაკი. -მისაღებში რომ დივანი დგას, მაინდამაინც მოსახერხებელი არ არის...-ამოიბუზღუნა და უკვე მომზადებული ყავით მიუჯდა მაგიდას. ანასტასიამ თითქოს თავიდან ვერ გაიგო რას ნიშნავდა ბერაიას ნათქვამი, მერე კარის ჩარჩოს გასცდა და მისაღების დიდი დარაბებიდან შემოსულ სინათლეზე დალანდა, დივანზე საგულდაგულოდ დაკეცილი თეთრეული, პლედი და ბალიში.მიხვდა, რომ ბერაიას გუშინ ზურაბის, კაკლის ხისგან დამზადებულ დივანზე ეძინა, რომელიც სირბილით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა და კმაყოფილებისგან სახე გაუნათდა. -რა მოხდა, შეყვარებულმა ოთახიდან მოგისროლა?...-ისევ დასცინა და თვითონაც, მისგან ყველაზე მოშორებით მდგარ სკამზე ჩამოჯდა. -არა, შენი დადგმული ცირკის მერე გვიანობამდე ვიყავით სამზარეულოში და არ მინდოდა გამეღვიძებინა...-გრძნობდა მოთმინების ფიალა როგორ ეცლებოდა ამ გოგოს თითოეულ სიტყვაზე. -რას ამბობ?...-შეიცხადა და წამწამები ააფახურა...-საწყალი ლიზა, ნეტავ ღამით ხომ მშვიდად სუნთქავდა შენ გარეშე.სირცხვილი შენ...-დამცინავად გადახედა და ფინჯანში ჩამალა სახის ნაკვთები. -ლიზას კი ეძინა მშვიდად, მაგრამ შენ რა გაყვირებდა შუაღამით?...-სახე დაისერიოზულა ბერაიამ. -ვყვიროდი?...-ხმაში შიში შეეპარა ჯანაშიას და თვალების ცეცება დაიწყო, ოღონდ კი მის მზერას გაქცეოდა...-რას ვყვიროდი?...-პასუხის მოლოდინში ერთიანად დაიძაბა. -მართლა არ გახსოვს რა გესიზმრებოდა?...-ინტერესით დააკვირდა. -სიზმრებს ვერ ვიმახსოვრებ...-ისევ სასხვათაშორისოდ ამოთქვა...-ხმამაღლა ვყვიროდი? -მთელ სახლს ესმოდა, უბრალოდ მოგვერიდა და არ გაგაღვიძეთ... -ხოდა რას ვყვიროდი, რას?...-მოთმინება დაკარგულს საერთოდ დაავიწყდა რომ ახლაც ყვიროდა. - თავიდან რაღაც გაუგებრად ისროდი სიტყვებს...-დაბნეული საუბრობდა, ეჭვნარევად...-მერე კიდევ ბოლო ხმაზე ყვიროდი, მიშველეთ დემეტრე ბერაიაზე ოცნებას ჭკუიდან ისე გადავყავარ, რომ მზად ვარ ლიზას თვალები დავთხაროო...-სრული სერიოზულობით, დამაჯერებლობით წარმოთქვა და დასრულებისთანავე გულიანად გაიცინა. მწარედ უნდა ეპასუხა ამ "უფასო ცირკის" სამაგიერო, თუმცა სამზარეულოში ელისაბედი შემოვიდა და განცვიფრებით იკითხა თქვენ ასე ადრე რამ აგაყენათო.პასუხი არცერთს ჰქონდა, მხოლოდ გაუღიმეს, აი დემეტრეს სახით გაღიზიანებულმა ანასტასიამ გასაქცევად ეზო აირჩია.ყავის ფინჯნით ხელში მოთავსდა ჰამაკში და ცალ ფეხაკეცილმა ნება-ნება დაიწყო რწევა.მზე მხოლოდ სანახევროდ ჩანდა, ჯერ კიდევ იკარგებოდა სიმინდების მაღალ წვეროებში, ალაგ-ალაგ თუ აღწევდნენ მისი შვილები გარემოს გასანათებლად. სამზარეულოში მოფუსფუსე ელისაბედი გაბადრული ეუბნებოდა დემეტრეს, მე ხაჭაპურს შევაცხელებ ღუმელში და გემრიელად გასაუზმებო.ბერაია მაინდამაინც ძლიერი ვერ იყო გრძნობების ფართოდ გამოჩენაში, თუმცა გულის სიღრმეში იცოდა რომ კვიციანების ოჯახს, რაღაც განსაკუთრებით თბილი და მშობლიური შეგრძნება მოჰქონდათ მათ გარშემო მყოფებისთვის, მისი ჩათვლით.ყურთასმენა დაძაბა როცა მიხვდა რომ ამჯერად ქალი ქოთქოთებდა, ის ანცი სად გამეპარა, რა ჰგონია მამამისის საყვედურებს დღესაც მოვისმენო? -რა სჭირს გიორგი ჯანაშიას შვილს?...-შინაგანად ფიქრობდა თუ მის სახელს არ ვახსენებ, უმნიშვნელო გამოჩნდებაო. -არაფერი ...-გაკვირვებით მობრუნდა ელისაბედი და მიხვდა ამდენ ლაპარაკში ზედმეტი წამომცდაო, შეიშმუშნა, არადამაჯერებლად გამოუვიდა პასუხის გაცემა და ღიმილით გაიმეორა...- რა უნდა სჭირდეს? უბრალოდ ჭამა ავიწყდება ხოლმე ქალბატონს. -ჭამაზე არ გეკითხებით, წამლებს ვგულისმობ...-ტონი დაისერიოზულა ბერაიამ და ამან კიდევ უფრო დააბნია ქალი. -ანასტასიას არ უყვარს როცა მასზე კითხვებს უცხოები სვამენ დემეტრე, გაითვალისწინე...-მშვიდად უპასუხა და თავის საქმეს მიუბრუნდა. დემეტრე, კვიციანის სახის ამგვარმა ცვლილებამ, უხერხულობაში ჩააგდო, თითქოს იმ გოგოს თვისება გადმოედო და იქ ჰყოფდა ცხვირს სადაც არაფერი ესაქმებოდა. მას შემდგომ კითხვები აღარავის დაუსვამს, ისე ჩამოლაგდნენ სტუმრები საძინებლებიდან, ნელ-ნელა მოემზადნენ, მასპინძლის საუზმეს შეექცნენ და უკვე იცოდნენ რომ ახალი დღის დასაწყებად მზად იყვნენ.ათი საათი სრულდებოდა როცა გადაწყვიტეს თათბირი სასტუმროში ჩაეტარებინათ და ეს შმეთხვევა დეტალების დასაზუსტებლად გამოეყენებინათ.კვიციანებთან დარჩენილი ანასტასია კიტას გაჰყვა ნაცნობების სანახავად და მათთვის სამუშაოს შესათავაზებლად. სოფლის მუდმივი მაცხოვრებლები გაკვირვებით ხვდებოდნენ ოდესღაც ნაცნობ, ცელქ გოგონას, რომელსაც ტანი აეყარა, გალამაზებულიყო მაგრამ ძველებური სიხალისე დაეკარგა.სასტუმროსკენ გაგზავნილი ახალგაზრდების დათვლის შემდგომ გადაწყვიტეს, ბავშვობის კიდევ ერთ ტკბილს მოგონებას შეხვედროდნენ და კიტამ მანქანა ნაცნობ ჭიისკართან გააჩერა. ეზოში პატარა ხის ოდა იდგა, რომლის ფანჯრებსაც თეთრი საღებავი უკვე აქერცვლოდათ და ალაგ-ალაგ აბლაბუდებში იყო გახვეული.თხილის ხეები ჯერ კიდევ მედგრად იყვნენ გამოჭიმული და გაზაფხულზე გასხლულებს ამაყად მიემართათ ტოტები ცისკენ. კოპიტის ქვეშ ჯერ კიდევ იდგა გადაჭრილ ჯირკებზე დადებული გრძელი ფიცარი. ტასოს გაახსენდა, როგორ ჩამოჯდებოდნენ მოხუც მანოსთან ერთად ჩრდილში, აბოჭილ თხილს რომ არჩევნდნენ, მერე კი მზის გულზე გამოფენდნენ ზამთრისთვის გასაშრობად.კიტა ოდიდან გამოვიდა და უკან მოჰყვა მხრებში ოდნავ მოხრილი, თუმცა მაინც მხნე, ჭაღარა ქალბატონი.ჯანაშია ფეხზე წამოდგა, ღიმილით დააკვირდა ნაოჭებით დაღარულ სახეს და გაახსენდა, როგორი ფაფუკი იყო მანოს სახე, პატარაობაში რომ მიეფერებოდა და კოცნას დასტყუებდა ცელქობის საპატიებლად. მოხუცს თვალები გაუნათდა, როცა დარწმუნდა რომ კიტა არ ცრუობდა, გოგონა მართლაც აქ იყო, მის ეზოში, დაქალებული, კოხტა, თუმცა ისეთი გამხდარი რომ ყველა ბებიის კოშმარს ანსახიერებდა. კოპიტის ჩრდილში ჩამომსხდრებმა ძველი დრო გაიხსენეს, საუბრისას უხერხულად შეიშმუშნებოდნენ თუკი შემთხვევით საერთო მოგონებაზე წამოსცდებოდათ რაღაც.კიტა თავისებურად ხუმრობდა და რიგ-რიგობით გადახედავდა ხოლმე მათ გაღიმებულ სახეებს. ახლად დაყენებული ჩაით, თუთით, ეზოს ვაშლით და საადრეო თხილის თეთრი გულით გამასპინძლებული ბავშვები კარგა ხნის შემდგომ დაემშვიდობნენ მოხუცის თბილ გულს. ჭიისკარი მოიხურეს და მანქანაში ჩამჯდარმა ანასტასიამ იცოდა რომ გონებაში ოცნებისმაგვარი რაღაც შეუჩნდა, რისი ასრულების სურვილიც მთელ სხეულზე მოედო.მართალია, ჯანაშიას უკვე ჰქონდა რაღაც რისთვისაც ცხოვრება ჯერ კიდევ ღირდა. სასტუმროში თავმოყრილ ხალხს ერთიანად განუმარტეს მოვალეობები, დემეტრე ბერაია ახალი ენერგიით იყო ავსილი და უკვე იცოდა რომ დროს ვეღარ დაკარგავდნენ. თბილისში დაბრუნებულებს ყველაფერი უნდა მოეგროვებინათ და რადგან სოფლიდან ოჯახურ სასტუმროში მუშების დამბინავებელთა მოსურნეებიც ამოვიდნენ, ფაქტიურად ყველაფერი მზად იყო ორ-სამ დღეში აქ გადმოსაბარგებლად.კიტამ ანასტასია სახლში დატოვა და თავადაც სასტუმროში მივიდა.სოფლის ახალგაზრდობა ერთ გუნდად იდგა და რაღაცას განიხილავდნენ, მისი გუშინდელი სტუმრების ნაწილი კი აქეთ-იქეთ დადიოდა და ტელეფონზე გაცხარებით საუბრობდნენ.ბიჭებისგან გაიგო რომ სამუშაოებს ზეგიდან შეუდგებოდნენ და მიხვდა რომ სოფლის მაცხოვრებლებს უკვე უნდა დაეწყოთ მზადება სტუმრების სახლებში მისაღებად.როგორც იქნა სიცოცხლე ბრუნდებოდა და უჩვეულოდ ჩქეფდა წლების განმავლობაში ჩაჩუმებულ არე-მარეში. უკვე ოთხი საათი სრულდებოდა როცა მასპინძელ ოჯახთან გამოსამშვიდობებლად წუხანდელი სტუმრები უკვე ნაცნობ ეზოს მოადგნენ, სათითაოდ გადაუხადეს მადლობა და სანამ კიდევ დააგვიანდებოდათ მანქანებში განაწილება დაიწყეს.ანასტასიას მთელი გულით უნდოდა ელისაბედის შემოთავაზებას დათანხმებოდა და დარჩენილიყო, მაგრამ იცოდა რომ გიორგისთან საუბარს ვერსად გაექცეოდა და ამიტომ უკან უნდა დაბრუნებულიყო.ზურაბმა ყურთან უჩურჩულა, უკან ორ დღეში დაბრუნდები და მერე აღარსად გაგიშვებთო, მისი აწყლიანებული თვალები, ასე საგულდაგულოდ რომ უმალავდა გოგონა ყველას, მცირედად მაინც რომ დამშრალიყვნენ.ზურგჩანთა მოკიდებული გაყვა კვიციანებს ავტომობილებისკენ, მიახლოებისას კი დაინახა რომ დემეტრეს გვერდით ლიზას დაეკავებინა ადგილი, ვერ მიხვდა რომელ მანქანაში უნდა ჩამჯდარიყო, სანამ ბაჩომ უკანა კარიდან არ მოაძახა სიცილით,ჩემ გვერდით ჯანაშიაო.ნაბიჯი წინ წადგა და უეცრად ხელზე მოჭიდებამ შეაჩერა, ელისაბედი უჩვეულოდ აკვირდებოდა და თითქოს აქამდე ყელში გაჩხერილ სათქმელს ვერაფერს უხერხებდა, უნდა ამოეთქვა. -მითხარი რომ ისევ არ დაწყებულა, გეხვეწები მითხარი რომ უბრალოდ გიორგის ეშინია და აბუქებს...-ესეც ასე, კვიციანის ქალს შიშით ჰქონდა სავსე თვალები და მავედრებლად ითხოვდა პასუხს კითხვაზე, რომელიც გუშინდელი საუბრის მერე სჭამდა. -არა...-მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და უტიფრად იცრუა...-კარგად ვიქნები ელიკო, უბრალოდ დაღლილი ვიყავი და არ გამხსენებია, დამავიწყდა...მართლა...-დამაჯერებლად ჟღერდა მისი პასუხი, ძალისძალად გაუღიმა და სწრაფად შებრუნდა რომ აღარ გაეგრძელებინათ. ბერაიას ავტომობილის უკანა სავარძელზე მოთავსებულმა მზერა მანამ შეატოვა კვიციანების სახლს, სანამ თვალთახედვის არედან სრულიად არ გაქრა.ბაჩო ტელეფონზე საუბრობდა, დემეტრეს თვალები გზისთვის ჰქონდა გაშტერებული და ლიზა, საუბრიდან გამომდინარე ავეჯის ხელოსნებთან ათანხმებდა შეხვედრის დროს.ერთიანად ფანჯრისკენ მიტრიალებული, სავარძელზე თავმიყრდნობილი ანასტასია კი მანქანის რიტმს ყვებოდა და ამჩატებული სხეული თავისდაუნებურად ირწეოდა, უსწორმასწორო გზების გავლისას. კარგა ხანი ისხდნენ სიჩუმეში, სანამ ლიზა გაკვირვებით არ მიუბრუნდა ბერაიას და კითხვა არ დასვა. -დემე მესამე სართულის მაღლა, გუმბათში ოთახია, ისიც უნდა გადაკეთდეს, ყველაფერი ძველი და გადასაყრელია...-ჯანაშიას ლამის ტვინში სისხლი ჩაექცა, როცა გაანალიზა რომ ვიღაც უცხო იმ ოთახში იყო და თანაც უტიფრად აცხადებდა ყველაფერი გადასაყრელიაო. -იმ ოთახში გადასაყრელი არაფერია და მეორედ ისე მოერიდე რომ შიგნითაც კი არ შეიხედო...-არ იყო საჭირო პირდაპირ სახეში წვდომა, იქნებ მკაცრად თქმამაც გაჭრასო და ამ ხერხს დასჯერდა. -კიდევ ხომ არ მიბრძანებთ რამეს?...-დაცინვით ამოთქვა ლიზამ და მაინც ვერ დაწყნარდა...-შემთხვევით ხომ არ გაწუხებთ ერთი ჰაერით რომ ვსუნთქავთ? -შენ შეყვარებულს ,აი ის წილის გამო რომ ეშმაკს სულს მიყიდის, ყველაფრს რომ იკადრებს ოღონდ ხელში ჩაიგდოს, შეიძლება ოცნება ავუსრულო.ასე რომ ცოტა ფრთხილად თორემ... -თორემ?...-ჰოო უკვე ტყავიდან ძვრებოდა მოწინააღმდეგეც. -თორემ შენი გაგდების სანაცვლოდ დარჩენილ წილს შევთავაზებ და მერე ვნახოთ "წილის გამო მოსროლილის "პროექტის დიზაინერი როგორ აღმოჩნდები. -ჯანაშია მშვიდად...-სარკიდან გამოხედა და იყვირა ბერაიამ, მერე კი ლიზას მიუბრუნდა და სერიოზული ტონით აუხსნა...-ლიზა ეგ ოთახი ჩვენი არ არის, ჯანაშიასია, ისე მოექცევა როგორც სურს.ამიტომ მეორედ აღარ შეხვიდე იქ...-ლიზამ წარბაწევით გადმოხედა მაგრამ მის გაყინულ გამომეტყველებას რომ წააწყდა, მზერა აარიდა და გაბრაზებული დააკვირდა გზას.მერე ისევ ანასტასიას ჯერი დადგა...-თქვენ ცალკე დაგელაპარაკებით ქალბატონო. გაურკვევლობაში აღმოჩენილი ბაჩო, ჯანაშიას აშტერდებოდა და ვერ ხვდებოდა ამ პატარა გოგოს ამხელა აგრესია ასე ჰაერზე საიდან მოჰქონდა, თუმცა ფაქტია რომ თუ ხმას ამოიღებდა ირგვლივ ყველაფერი ხმობას იწყებდა ისე იგესლებოდა. თბილისში რომ შევიდნენ უკვე ღამდებოდა, ჯერ კიდევ ბინდბუნდი იყო ზაფხულის გრძელი დღეების დამსახურებით, მაგრამ ლამპიონები მაინც ჩაერთოთ.უკანა სავარძელზე მოკუნტულ ჯანაშიას თავისდაუნებურად მიეძინა შუაგზაში და საერთოდ არ გაუგია როგორ დატოვეს ბაჩო და ლიზა თავის სახლთან, არც ის დაუნახავს როგორ ეჭვიანად გადმოხედა გოგომ სანამ გადავიდოდა, რადგან იცოდა რომ დემეტრესთან მარტო რჩებოდა.სანამ ჯანაშიების კორპუსამდე მივიდოდნენ, ბერაია ცდილობდა გეგმა დაეწყო, როგორ გაეღვიძებინა ისე რომ არც საშვილთაშვილოდ შეეშინებინა დაყვირებით და არც ზედმეტი ფოფიალი დასჭირვებოდა.დრო ამოეწურა, უკვე სადარბაზოსთან იყო და ავტომობილის ძრავა გამორთო, ხმამაღლა ამოიხვნეშა როცა მიხვდა რომ ანასტასიას ღრმად ეძინა და გაჩერება ისევ არ გაუგია.რამდენიმე წუთიანი უმოქმედობის მერე, ღვედი შეიხსნა, მისკენ მიტრიალდა და დამცინავად ჩაეღიმა.გოგონა, რომელიც ორი დღეა რაც გაიცნო და ყველაზე დიდი თავის ტკივილი აღმოჩნდა, ჯანაშიას უფროსი ქალიშვილი, რომელიც როგორმე თავიდან უნდა მოიშოროს სანამ რესტავრაციის ბოლო ეტაპზე გადავა, ახლა მის მანქანაში მუხლებაკეცილი, მოკუნტული ზის და მშვიდად სძინავს. თითქოს შესაძლებლობით სარგებლობდა და ამ ორი დღის მანძილზე პირველად შეათვალიერა საგულდაგულოდ, მამამისს საერთოდ არ ჰგავდა, ღია თაფლისფერი თმა ოქროსფერში გადასდიოდა, ან ლამპიონის შუქზე ჩანდა ასე, მაღლა აპრეხილი კონუსა ცხვირი და გაბუსხული ტუჩები, აშკარა იყო რომ გიორგი ჯანაშიას შავგრემანი თმისა და კეხიანი ცხვირის გენებს ამ გოგონას გენების გვერდით არც კი გაუვლიათ.თავი გააქნია ფიქრების მოსაშორებლად, რაში აინტერესებდა ვის გავდა ეს აბეზარი. ავტომობილიდან გადმოვიდა და და ანასტასიას მხარეს უკანა კარი გამოაღო, აპირებდა ხმამაღლა დაეძახა თუმცა მობეზრებით თვალები დახუჭა და თითქოს თავის თავთან რაღაც განიხილა, დაიხარა და სახეზე ჩამოშლილი თმები სწრაფად გადაუწია, მერე მოზომილი ხმის ტემბრით წარმოთქვა სახელი, რამდენჯერმე,სანამ გოგონამ ფრთხილად არ გაახილა თვალები. -ჰოო...რა მოხდა?...-ნახევრად ძილბურანში მყოფმა იკითხა ჩურჩულით და თვალები მოიფშვნიტა, დემეტრეს გაეღიმა ახლადგამოღვიძებულის სიმშვიდეზე. -თუ გინდა ჩემთან წამოდი, არ არის პრობლემა...-გაკვირვებით შეხედა ჯანაშიამ, ახლაღა გამოერკვა რომ მის წინ დემეტრე იყო...-მაგრამ იცოდე ამას ჩვენს კომპრომისში ვერ გაგიქვითავ...- რომ ამბობენ, თითქოს ცივი წყალი გადაესხაო, ალბათ ამას გულისხმობენ, ისე სასწრაფოდ გაუფართოვდა ანასტასიას თვალები, როცა მიხვდა ბერაია რაზეც მიანიშნებდა. -იოცნებე შე უბედურო, ოცნებას კაცი არ მოუკლავს...-გაწიწმატებულმა დაავლო ზურგჩანთას ხელი და მანქანიდან გადმოვიდა, როგორც კი დემეტრე კარს მოშორდა.მკლავზე მთელი ძალით ჩაეჭიდნენ და უკან გამოათრიეს, მანქანის კარზე აყუდებულს ბერაიას ცივი ფიგურა ედგა თავზე და გაბოროტებით ესისინებოდა. -მე როგორც მახსოვს ჩვენი კომპრომისი ზრდილობის ფარგლების შენარჩუნებასაც ითვალისწინებდა. -მე რაღაც არ მახსოვს მაგ ფარგლებს გავცდენოდი, აი შენ კიდევ მემგონი სიბრაზის კონტროლის კურსები გჭირდება, რას დამაფრიალებ აქეთ-იქეთ?! -ეშმაკს სულს მივყიდი? ყველაფრის მკადრებელი? ჯანაშია ტყავში დაეტიეთქო ხომ გირჩიე? კიდევ ერთხელ გირჩევ, მესამეზე უკვე ისე მოგიფრიალებ რომ სასტუმრო ტელევიზორშიც ვერ ნახო თვალით. -შენ ახლა მემუქრები და გგონია შემეშინდა?...-დასცინა და თვალები დააკვესა. -ნუ მაიძულებ ცუდად მოგექცე, არ მოგეწონება, დამიჯერე...-ხმა დაიდაბლა და თავისი გაბოროტებული სახე ახლოს მიუტანა. -ნურც შენ მაიძულებ ცუდად მოგექცე, თორემ ყოველ ღამე იმის ინტერესით დაიძინებ, დილით ცოცხალი თუ გაახელ თვალს...-არ ეშინოდა, აღარაც აფრთხობდა მისი სიახლოვე, თუ ემუქრებოდნენ ყველანაირი შეგრძნება უქრებოდა, ამიტომაც იყო რომ თამამად დააკვირდა ღვარძლიანი თვალებით. -ფსიქოტროპულები შედის შენ წამლებში? აშკარად გჭირდება რასაც სვამ, მამაშენს დაუჯერე...-დაუფიქრებელი სიტყვები ხანდახან ზუსტად იმ ადგილს ხვდება , რომლის დამალვასაც ყველაზე მეტად ვცდილობთ.არც ბერაიამ იცოდა რაზე საუბრობდა და გაბრაზებულ გულზე ისეთი რამ წამოროშა რის შესახებაც წარმოდგენაც არ ჰქონდა. ანასტასიას სახე შეეცვალა, აქამდე გაკაპასებული, ანთილი თვალები ჩაუქვრა და ბერაიას მარწუხებისგან გასანთავისუფლებლად მომართული ხელი გაუშეშდა, უღონობამ მთელ სხეულში დაუარა და იგრძნო რომ საიდანღაც სისუსტემ გამოჟონა.იმედგაცრუებული დააკვირდა წესების გარეშე მოთამაშეს, რომელმაც ცვლილებები შენიშნა და განცვიფრებული აკვირდებოდა მოვლენების განვითარებას.რამდენიმე წამი გაჩუმებულები იდგნენ ერთმანეთის პირისპირ და ანასტასიამ გონებაში გადახარშა, რამდენიმე საათის უკან გაჩენილი მოკაშკაშე იმედის სხივი როგორ ჩაქვრა, სისულელე იყო იმაზე ოცნება რომ არსებობდა რამე რისთვისაც ღირდა გარისკვა.მდუმარედ დახარა თავი და უსიტყვოდ გაეცალა დემეტრე ბერაიას ფიგურას, რომელიც ხვდებოდა რომ სიტყვებით ნასროლი ტყვია, უკვე ნატყვიარ ადგილს მოხვდა. ისე მოათრევდა სხეულს, თითქოს ზურგზე ტომრები ეკიდა, ჩუმად შეაღო კარი და შემოსასვლელის კარადაზე დააგდო გასაღები, წელმოწყვეტილი წავიდა საძინებლისკენ და ყურადღება არ მიუქცევია გიორგის ძახილისთვის.ჩარჩოს გადამცდარმა ზურგჩანთა იატაკზე მოისროლა, ფეხებიდან კედები გაიძრო და საწოლის კიდიდან საბანი თავისკენ წამოიღო. საძინებლის კარში გიორგი ჯანაშიას მაღალი, ჩაფსკვინილი ფიგურა გაეჩხირა. -ანასტასია, შენ გელაპარაკები!...-ხმამაღლა დაიყვირა გაბრაზებულმა, მაგრამ როცა დაინახა როგორ შეძვრა ტასო საბნის ქვეშ და ზურგი აქცია, გაშეშდა.ყოყმანი დაეტყო, თუმცა ფრთხილი ნაბიჯით მაინც წავიდა მისკენ, ტუმბოზე ჩამოდებულ სანათს ხელი დაკრა და სივრცე თბილი, მბჟუტავი სინათლით აივსო.მუხლები მოხარა, ფრთხილად ჩამოჯდა ლოგინზე, მის თავთან. -ტასო ცუდად ხომ არ ხარ?...-პასუხი არ გაუციათ, დიდი ხელისგული მისი სახისკენ წაიღო და ლოყაზე თითის ბალიშებით მიეფერა...-მოხდა რამე?...-ამოიჩურჩულა კაცის ტუჩებმა.ანასტასია მისკენ სანახევროდ შემობრუნდა, ცარიელი თვალებით დააკვირდა, მერე დამაჯერებლად, თუმცა ცივად ამოთქვა, თითქოს გიორგის კი არა სივრცეს ელაპარაკებოდა. -იქ აღარ არის... დედა დიდი ხანია მოკვდა...სისულელეა იმ იმედის ქონა, რომ როდისმე დაბრუნდება. შვილის სიტყვებმა მწარედ დაუარეს ტანში, შეძრწუნებული აკვირდებოდა სიმშვიდეს, რომელმაც ასე აუღელვებლად წარმოთქვეს იგივე სიტყვები, რაც მაშინ.....ხელებაკანკალებულმა მოაშორა თითები შვილის სახეს და კარისკენ გაიხედა. ჩარჩოს მიყრდნობილი ლილე იქ იდგა, მეუღლეს მზერას უსწორებდა და შორი მანძილიდანაც ჩანდა მის თვალებში აცეკვებული ცრემლების სევდა.ანასტასიას გონებას თავის ცარიელ სამყაროში ჩაეძინა. მეორე დილით ჯანაშიას უფროსი ქალიშვილი საუზმეზე არ გამოცხადდა და ოთახში შესულების მოთხოვნას ადგომასთან დაკავშირებით, გაფითრებული სახით და ჩაცვენილი თვალებით უპასუხა, უბრალოდ დაღლილი ვარ, ძილი მაცადეთო. თქვენ ხომ უკვე მიხვდით, ანასტასიამ უტიფრად იცრუა ელისაბედთან, როცა თქვა, კარგად ვიქნებიო. IV "შენ დაიხუჭე და მე დავიმალები" კედლის მთლიან სიგრძეზე ამოჭრილი დარაბებიდან იღვრებოდა დღის სინათლე, ახლადგამოღვიძებული, წელსზევით შიშველი ფიგურა თეთრ თეთრეულში იყო გახვეული და მზემოკიდებულ მის კანზე ანცად თამაშობდნენ ოქროსფერი სხივები.ზანტად შეირხა, თავი მოაბრუნა და თვალები გაახილა.რამდენიმე წუთის შემდეგ იატაკის სითბოს შეეხო მისი კანი და ფეხშიშველი შევიდა სააბაზანოში მოსაწესრიგებლად.ცივი შხაპის შემდგომ, კლასიკურ შარვალსა და ცისფერ პერანგში გამოწყობილი დაეშვა კიბეებზე.მისთვის ყავა უკვე მზად ჰქონდათ და გაკვირვებულები, ჩუმად აპარებდნენ თვალს დაგვიანებით მოსულისკენ.ჯაბა ბერაია ყურადღებით აკვირდებოდა შვილის სახეს, შიგადაშიგ ცოლის მხარეს მიმართავდა მზერას, მშობლებმა იცოდნენ რომ სასტუმროში ვიზიტმა კარგად ჩაიარა, თუმცა ორივე ეჭვობდა რომ რაღაც უნდა მომხდარიყო, რაც გაამართლებდა შვილის უცნაურ ქცევას. -დემე პროექტთან დაკავშირებით რამე ისე არ მიდის, როგორც გინდოდა?...-ფინჯანმომარჯვებულმა ქალბატონმა დიპლომატიურად სცადა წარბშეჭმუხვნილი, დოკუმენტებში თავჩარგული შვილის ალაპარაკება. -არა ყველაფერი იმაზე კარგადაა, ვიდრე წარმომედგინა...-თავაუწევლად გასცა პასუხი. -ის გოგო? ანასტასია ჯანაშია ? უთანხმოება ხომ არ მოგივიდათ? ... -ეჭვის თვალით უყურებდა ჯაბა, დემეტრემ წარბები აზიდა და მოუთმენლად გამოაცხადა. -თათბირზე მაგვიანდება, კომპანიაში შეგხვდები...-საბუთებს ხელი მოხვია და გასაღებმომარჯვებული წავიდა კარისკენ, როცა დედამისის ნათქვამი მისწვდა ყურთასმენას "დღეს ადრე დაბრუნდი რა, ხვალ მიდიხარ და ერთად ვივახშმოთო". თბილისში დაბრუნებიდან ორი დღე იყო გასული, თუმცა ანასტასია ჯანაშიას ტელეფონი ისევ გამორთული ჰქონდა.როგორც დაგეგმეს, ხვალიდან მუშებთან ერთად უნდა დაეწყოთ სამუშაოები და დღევანდელ შეხვედრაზე ყველას თავ-თავისი შესრულებული საქმე წარმოედგინა.საკონფერენციო ოთახში თავმოყრილ ადამიანებს უკვე ყველაფერი მზად ჰქონდათ იმის საჩვენებლად რომ რესტავრაციის პირველი პერიოდი ყოველგვარი გართულების გარეშე ჩაივლიდა. ბაჩოს შესწორებული ხარჯთაღრიცხვა, ნიკოს ნახაზები და ლიზას ავეჯის ხელოსანთა ჯგუფის მიერ შეკვეთილი მასალების ფოტოსურათები თავისი ტრიდე ნახაზებით, ლუკა კი ლოჯისტიკის მთელი გეგმით.ორ საათიანი განხილვა დასრულდა და ერთმანეთს ტაშით მიულოცეს სამთვიანი დაუღალავი მუშაობის ხორცშესხმის დაწყება.ახლა მხოლოდ გარშემო არსებული მიწის დამუშავების, ეზოს გასუფთავების და ბაღის ხელახალი დაპროექტების საკითხი იყო დარჩენილი, მეორე მეწილეს კი ტელეფონზე ვერავინ უკავშირდებოდა, იმასაც ვერ იგებდნენ ხვალ მათთან ერთად აპირებდა თუ არა წამოსვლას. უპასუხისმგებლო საქციელი ერთის მხრივ აღიზიანებდა, მეორე მხრივ კი ინტერესს აჩენდა ბერაიაში, რაც არ უნდა ყოფილიყო, ღრმად სწამდა რომ ეს სასტუმრო ბევრს ნიშნავდა ჯანაშიასთვის და უბრალო წაკინკლავების გამო ასეთ შეხვედრას არ გამოაკლდებოდა. წასვლის აუცილებლობიდან გამომდინარე, დასატოვებელი საქმეების ნუსხა მთლიანად მდივანს გადააბარა, რომელსაც უფროსის არყოფნის პერიოდში ყველაფრისთვის უნდა გაერთვა თავი.საქმეებს რომ მორჩა და კაბინეტიც უსარგებლო საქაღალდეებისგან დაცლილი დაიგულა , სავარძელში კომფორტულად მოთავსდა, კედლებს თვალი გაუშტერა და მძიმედ ამოიხვნეშა.ტელეფონ მომარჯვებულმა კონტაქტებში გიორგი ჯანაშიას ნომერი მოძებნა და ისე, რომ ორჯერ აღარ დაფიქრებულა, დარეკა.ლოდინმა გაამართლა და ყურმილიდან მოისმა მამაკაცის ბოხი ბარიტონი. -გისმენ დემეტრე. -ბატონო გიორგი, როგორ ხართ?...-დიალოგი როგორღაც,ბუნებრივად, უნდა დაეწყო. -კარგად, თავად როგორ ხარ, როგორ მიდის საქმეები?...-აშკარა იყო რომ ზრდილობის გამო ეკითხებოდნენ. -ჩვენთან ყველაფერი კარგადაა, ერთი პატარა პრობლემა შეგვექმნა.ანასტასიას უკვე ორი დღეა ვურეკავ და ტელეფონი გამორთული აქვს.დღეს თათბირზე მისი ბაღის პროექტი უნდა განგვეხილა და ისიც კი ვერ გავაგებინე რომ მოსულიყო. -ხოო, არ არის პრობლემა, როგორც შენ გქონდა გადაწყვეტილი ისე გააკეთე, ჩვენ გენდობით...-უკვე ნათელი იყო ჯანაშიას სურვილი, რაც შეიძლება მალე დაეღწია დიალოგისგან თავი. -მოკლედ, იქნებ გადასცეთ რომ თავად შემეხმიანოს, ხვალ ვიწყებთ რესტავრირების პროცესს და როგორც მაშინ, 8 საათზე გამოვუვლი, მზად იყოს...-ესეც ასე, მშრალი ინფორმაციის გაზიარება. -არა, არაა საჭირო გამოვლა...-ახლა კი იგრძნობოდა ანერვიულება კაცის ტონში...-ანასტასია წამოსვლას ვერ მოახერხებს, რაღაც საქმეები აქვს. როგორც გითხარი ბაღის პროექტი ისევ შენია, როგორც გინდა ისე გააკეთე, ხარჯთაღრიცხვა გამომიგზავნე და ფინანსებს გავიყოფთ. -მომეჩვენა რომ აშკარად ძალიან უნდოდა ამ საქმის თავის თავზე აღება...-ეჭვი გაძლიერდა, აქ რაღაც რიგზე ვერ იყო და მშვენივრად აცნობიერებდა რომ ჯანაშია რაღაცას უმალავდა. -დემეტრე შენ ის მიიღე რაც გინდოდა, ბონუსად კი ამხელა პროექტის განხორციელების ფინანსებიდან ნახევარს მე ვიხდი, ასე რომ ზედმეტით ნუ დაინტერესდები.....ვიცი რომ საქმეები გაქვს, ისევე როგორც მე, ამიტომ დაგემშვიდობები, წარმატებები და მამა მომიკითხე აუცილებლად. გაუთიშეს, ესეც ასე, ატკიებული თავი უფრო მეტად აიტკივა.მისი აზრით, მოლოდინები გამართლდა, გათამამებული გოგონა მიხვდა რომ ამხელა პროექტს ვერ შეეჭიდებოდა, მამიკოსთან ჯინიანობას მოეშვა და ისევ უდარდელ ცხოვრებას მიუბრუნდა.დასკვნებით შეგულიანებული მიდიოდა სახლისკენ,თუმცა პაწაწინა ეჭვი მაინც გულს უღრღნიდა, ის წინადადება რომელიც ვგიორგი ჯანაშიას წამოცდა არ ასვენებდა.რას ნიშნავს: "შენ ის მიიღე რაც გინდოდა"?, ანუ გამართლდა მათი შეთანხმება და ბერაიამ მოახერხა გოგოს ახალგაზრდული შემართების ჩახშობა? ისევ პირველ დასკვნებთან დაბრუნდა და არხეინად შეაბიჯა სახლში.ვახშამმა ჩვეულად ჩაიარა, მხოლოდ მას შემდეგ რაც ჯაბა ბერაიაც დაბრუნდა მნიშვნელოვანი შეხვედრიდან რომელიც არაოფიციალურ გარემოში ტარდებოდა.კითხვებზე, რომელსაც დედამისი სვამდა პასუხები არ ჰქონდა, რადგან თვითონაც არ იცოდა დედლაინები, თუკი მიხვდებოდა რომ ოფისში საჭირო გახდებოდა, რამდენიმე დღით ჩამოვიდოდა, თუ არადა გეგმიურ გრაფიკს ვერ დაარღვევდა, პროექტის ძირითადი ნაწილი ზაფხულამდე უნდა დაესრულებინათ, რომ შემოდგომის ნესტიან ამინდებს კიდევ ერთი წლით არ გადაედო სასტუმროს გახსნა. უკვე აბაზანაში შესასვლელად ემზადებოდა, როცა ბაჩომ დაურეკა, ჩემთან გამოდი ცოტა ხნით, თითო ჭიქა წითელი ღვინო დავლიოთ და დავილაპარაკოთო.როგორც აღმოჩნდა პატარა შეკრება მოაწყვეს და ხვალინდელი დღიდან მოსალოდნელ ცვლილებებს ყველა შიშნარევი მოუთმენლობით ელოდა.უკვე ცხრა საათი სრულდებოდა, როცა მეგობრის ბინის კარი შეაღო.ბარის მაგიდასთან ჩამომსხდარი ლუკა და ნიკო ბანქოს თამაშობდნენ და ღვინით შეზარხოშებულებმა მხიარულად მიუთითეს მათ გვერდით სკამზე ჩამოსაჯდომად.ბაჩო რომელიც გაზქურასთან ტრიალებდა, წამით დააკვირდა დემეტრეს ჩამოშვებულ ცხვირს და შეუმჩნევლად ჩამოუსხა ბლანტი,ლალისფერი სითხე ჭიქაში. ელოდა, ახლა ამოიღებს ხმასო, მაგრამ ბერაია უაზროდ მიშტერებოდა ბანქოს და პირში წყალი ჩაეგუბებინა. -ჰე ეხლა ამოთქვამ რა მოხდა? რა ცხვირ-პირი ჩამოგტირის?...-წამოიყვირა და ცოდვამ უწია, როცა ტაფას თავი ახადა, იქედან კი მოშიშხინე ხორცის ორთქლი პირდაპირ სახეში დაეტაკა. -არაფერი, უბრალოდ ოფისში ბევრი საქმე იყო და თან არ ვიცი ორი საქმის ერთად გაკეთებას როგორ მოვასწრებ...-დინჯად თქვა და ღვინო მოსვა. -ჩვენც იქ ვიქნებით და თუ შევხედავთ რომ ხელში გვაკვდები, დაგეხმარებით, ნუ გეშინია...-გახუმრება სცადა ნიკოლოზმა და გამოუვიდა, ბერაიას სახეზე ღიმილმა გაკრა. -ანასტასიას ელაპარაკე? რატომ არ იყო დღეს?...-ბაჩო ზედმეტად დიდი ხნის მეგობარობა აკავშირებდა ბერაისთან, იმისთვის რომ ეს სულელური მიზეზი დაეჯერებინა, ამიტომ სხვანაირად მიუდგა.პასუხი არსად ჩანდა, დემეტრე მიხვდა რომ თუ უფრო დიდი ხნით იქნებოდა ჩუმად,სიტუაცია უხერხული გახდებოდა. -ანასტასიას არა, მამამისს ველაპარაკე.რომელმაც მითხრა რომ მისი შვილი არ აპირებს წამოსვლას, სრულიად გვენდობა და როგორც ჩვენ მოგვესურვება ისე დავაპროექტოთ და გავაკეთოთ ყველაფერი, რათქმაუნდა მათგან სრული ფინანსური მხარდაჭერის იმედით. -მოიცა ეგ ის ანასტასიაა, ლამის ყველას რომ თვალები დაგვთხარა სასტუმროს პროექტი რომ ნახა და არ მოეწონა, მემგონი სხვადასხვა ანასტასია ჯანაშიაზე ვსაუბრობთ...-თავი გააქნია ნიკოლოზმა და სასაცილოდ გაასავსავა ხელები მეტი დამაჯერებლობისთვის. -სახლში რომ მიიყვანე, მშვიდობიანად დაიშალეთ?...-საინტერესოა ბაჩო როგორ გახდა ბუღალტერი როცა გულთმისნობის ნიჭი მიამადლა ღმერთმა. -აბა რაა..... ერთმანეთიც გადავკოცნეთ, ოჯახებში მოკითხვა დავაბარეთ, მშვიდობიანი ღამე და ტკბილი ძილი, ფერად-ფერადი სიზმრები...-სრული სერიოზულობით საუბრობდა ბერაია...-შენ მშვიდი ანასტასია ჯანაშია იმ ორი დღის მანძილზე რომელიმე მონაკვეთში ნახე? რათქმაუნდა დავხოცეთ ერთმანეთი...-ჩვეული სარკაზმი და შინაგანი გაღიზიანება დემეტრეს უკვე ორგანულად ჰქონდა შესისლხორცებული. -ამჯერად რაზე, რა ვერ გაიყავით ასე სასტიკად?...-მოუთმენლობით წამოიყვირა ლუკამ და თვალებგაფართოებულმა გადახედა ბერაიას. -ბიჭო ხუთი თვეა მაგ სასტუმროს ყიდვაზე ვფიქრობთ, აქედან სამი თვე ენაგადმოგდებულები დავრბივართ პროექტებზე, იმხელა თანხას ვდებთ მგონია ხეზე ვკრეფთ, მოდის ვიღაცა მამიკოს წინააღმდეგ ამხედრებული პრანჭია და ამ საქმიდან ხელის გაუნძრევლად მიაქვს ნახევარი და კიდე კითხულობ რა ვერ გავიყავი?...-თავის დაცვის უბადრუკ მცდელობას გავდა დემეტრეს გაბრძოლება. -კარგი, მაგაზე ხო იჩხუბეთ წამში ოცჯერ, ამჯერად რა იყო განსხვავებული ის თქვი...-ბაჩო მაინც არ ეშვებოდა, გუმანით გრძნობდა ახლა ზუსტად იმას იტყვის რაც მე მგონიაო. -რავიცი მე, საუბარში ვუთხარი ფსიქოტროპულებზე გადადი, მამაშენს დაუჯერეთქო...-ესეც ასე, როგორც კი წარმოთქვა თვითონაც დარწმუნდა რა საშინლად ჟღერდა, აქამდე დიალოგის ამ ნაწილს მალავდა, თუმცა ამჯერად ეს აღარ გამოუვიდა. -რაო?...-კილო მოაყოლა ლუკამ და გაკვირვებული აცეცებდა თვალებს. -ბიჭოო, აღუ-აღუს პერიოდიდან გიცნობ, სულ იმის გამო მირტყამდი თავში, ცოტა სიტყვები აკონტროლეო და შენთვითონ, რომ ამბობდი, ყურებზე ხელს იფარებდი ხოლმე?...-ეს უკვე დაცინვაც აღარ იყო, ბაჩოს ბრაზი პირდაპირ ყვირილში არ გამოიხატებოდა.მშვიდად უნდა მიეხვედრებინე რომ დიდი სისულელე გქონდა ჩადენილი. -ხო კაი რაიყო, რას შედექი?!. უთხრა და უთხრა! დიდი ამბავი....მაგის გამოა გაბუტული ახლა?....-ლუკა ერთგული გულშემატკივარი იყო, ოღონდ იმ გულშემატკივარს გავდა, საფეხბურთო მოედანზე შემთხვევით რომ აღმოჩნდა და წარმოდგენა არ ჰქონდა რატომ დასდევს ამდენი კაცი ერთ ბურთს. -შენა და.... ისიც ხო არ მიაყოლე, აბა შენ იცი, უკეთესი ადგილი გელოდება ამ ცხოვრების მიღმაო?...-გაღიზიანება იგრძნობოდა ბაჩოს ხმაში, სამაგიეროდ ნიკოლოზი ბაიბურში არ იყო საერთოდ რა ხდებოდა და ეს ორი რაზე ლაპარაკობდა. -შენ ხო არ გააფრინე ეგ საერთოდ რა შუაშია?...-ყელში ამოუვიდა ბერაიას ეს მიკიბ-მოკიბული, ვითომ შეფარული წამოძახილები. -რა შუაშია და კვიციანებთან რომ მამამისმა დარეკა და ააწრიალა ყველა სასწრაფოდ გააღვიძეთო, რა გგონია იმაზე დარდობდა ჩემი შვილი ხო კარგი ნაჭამ-ნასვამიაო? -მემგონი რაღაც ისეთი იცი, რაც ჩვენ არა...-თავისთავად დაასკვნა ნიკოლოზმა და თვალების პრაწვით ანიშნა ამოთქვი ეხლა, სანამ ჭკუიდან გადაიყვანო. -კვებითი აშლილობისკენ აქვს მაგ გოგოს მიდრეკილება...-ამოთქვა ბოლოსდაბოლოს და თვალი აარიდა დემეტრეს დაბნეულ გამომეტყველებას. -ეგ დასკვნა საიდან?...-არანაკლებ დაბნეული იყო ლუკაც. -სუპერმარკეტში რაღაცეები იყიდა ყავასთან ერთად, მაგრამ გზაში მარტო ყავა დალია. თავის ზურგჩანთაში რომ იქექებოდა ეგ ცელოფანი ვიცანი და შიგნით ყველაფერი ხელუხლებელი იყო, რომ შევხედე თვალი ამარიდა და ის პეპლებიანი ჩანთა წაიღო უცებ, თითქოს არ უნდოდა რომ მეკითხა.სამზარეულოში ეს ვაჟბატონი ბრძანდებოდა, ერთი თქვი რა იყო იმ ჩანთაში. -წამლები...ძალიან ბევრი წამლები...-გონებაგანათებულმა ამოთქვა. -ის ვისაც კვებითი აშლილობა აქვს ვიტამინებით იჭყიპება რომ ორგანიზმი არ გამოეფიტოს, პლუს მადის მოსამატებელი წამლები და ანტიდეპრესანტები, ანტიდეპრესანტები რა არის? ფსიქოტროპული წამლები...-შეისვენა იმის შიშით იმაზე ზედმეტი არ მომივიდეს, ვიდრე საჭიროაო...-მოკლედ მაზოლზე წიხლის დაჭერას კი არა, ტანკით გადავლას უდრიდა მაგ გოგოსთვის ეგ შენი ორი სიტყვა ჩემო დემეტრე. -ესეიგი ამიტომ არ დაჯდა ჩვენთან ერთად სასაუზმოდ და ამიტომ არ უნდოდა ლაპარაკი...-ნიკოლოზისთვის ახლა უკვე გასაგები იყო, აგრესიის უკან დამალული მიზეზები. -შენ რატომ იცი ამდენი...-ჩუმად იკითხა ლუკამ,რომელიც თან თვალს არიდებდა კითხვის ადრესატს,უნდოდა ის პასუხი არ გაეცა რასაც ფიქრობდა. -მე იმიტომ ვიცი, რომ ნინიკოს ჰქონდა წინა ნიშნები თინეიჯერობის ასაკში...-არც ადრესატს აუწევია თავი პასუხის გაცემისას, ვითომ დიდის ამბით უცვლიდა გვერდს მოშიშხინე ხორცის ნაჭრებს და არ ეცალა გასახედად. -შენ დას?...-მძივივით გაიბნა ნიკოლოზი გონება ოთახში...-და ჩვენ აქამდე რატო არ ვიცოდთ? -შენ რომ ყოველდღე ძალით გატენიდნენ ან აცრემლებული იტენიდე საჭმელს პირში,მაშინ როცა საერთოდ არ გშია. თხუთმეტი დასახელების ვიტამინს და ანტიდეპრესანტებს სვამდე, კვირაში რვა საათი ფსიქოლოგის წინ ჯდომამ მოგიოწიოს, პირადი ფსიქო-თერაპევტი გყავდეს და ოთახიდან შენი სურვილის საწინაარმდეგოდ წიხლით გაგდებდნენ ვაიდა თავი არ მოიკლასო, დამიჯერე ოჯახიანად სხვების წინ ცეკვას არ დაიწყებდი ანორექსია მჭირსო. ბაჩო მდგომარეობიდან იყო გამოსული, როცა ყველაფერი გაახსენდა, რაც იმ პერიოდში ოჯახში ხდებოდა.ახლა უფრო მეტად ბრაზდებოდა ბერაიაზე და საკუთარ თავზე,ამაზე ყურადღება წამოსვლამდე რომ გამემახვილებინა მასთან, შეიძლება სისულელეების წამოყრანტალება არც დაეწყოო. იმედი მაქვს დაკვირვებული ხართ რა ხდება მას შემდეგ, როცა ადამიანები რეალურ თემებზე იწყებენ საუბარს.თითქოს აღარ ვიცით სად წავიღოთ ის უხერხულობა რომელიც ხურდასავით შემოგვაჩეჩეს ხელში.გვიჭირს სინამდვილეს თვალი გავუსწოროთ ან ხმა ამოვიღოთ რადგან გვეშინია, გამხნევების მაგივრად რამე სისულელე არ წამოგვცდეს. ზუსტად ასეთი სიჩუმე იყო ახლა ბაჩოს ბინის სამზარეულოში.ბერაიასთვის ამჯერად ყველაფერს ფარდა ჰქონდა ახდილი და სცენა რომელზეც თავად იდგა, მაინდამაინც სასიამოვნო საყურებელი არ გამოდგა.ახლა მთელ თავის ცხოვრებას დათმობდა ოღონდ კი ამ ღვინის მეორე ჭიქას მისი გონების გათიშვა შეძლებოდა.ეს რათქმაუნდა ისეთივე შეუძლებელი იყო, როგორც იმ ორი, დაუფიქრებელი სიტყვის უკან წაღება იყო. V "ფერიის ბერლინური ვოიაჟი" საწოლზე გადაშლილი ჩემოდანი იდო და ნივთებს ორი ადამიანი წამოდგომოდა თავზე ინტერესით. გადათვალიერების შემდგომ დარწმუნდნენ რონ ყველაფერი ჩალაგებული იყო და არაფერი ავიწყდებოდათ.ყავისფერ მაისურსა და მუქ ჯინსის შარვალში გამოწყობილმა ბერაიამ კომფორტული ბოტასები მოირგო და კარიდან გასულ დედამისს ფეხდაფეხ მიჰყვა ჩემოდან მომარჯვებული.ქვედა სართულის მისაღებში ჯერ კიდევ არ გადაეწიათ მუქი ფარდები და გარემოს მხოლოდ სამზარეულოს ღია სივრციდან გამავალი თბილი შუქი ანათებდა. მაგიდაზე საუზმე იყო გაშლილი და შვილის დანახვაზე ჯაბა ბერაიამ მძღოლის მოტანილი დღევანდელი გაზეთი კუთხეში მიდო.მის გვერდით მოთავსებულმა დემეტრემ დაყენებული ყავა ფინჯანში ჩამოისხა და საათის ციფერბლატს კიდევ ერთხელ დააკვირდა, იმაში დასარწმუნებლად რომ დრო ჰქონდა. -ესეიგი შენი და ლუკას მანქანებით მიდიხართ ბიჭები...-საუბრის წამოწყება სურდა ოჯახის უფროსს. -ჩვენ ასე გადავნაწილდებით....მუშები კი თავიანთი მანქანებით მოდიან და ოდნავ გვიან ჩამოვლენ.სანამ ჩვენ დავლაგდებით, მანამ უკვე ადგილზე იქნებიან...-საქმიანად ამოილაპარაკა და დედამისის ნაღვლიან სახეს ღიმილით გადახედა...-სოფიო ომში ხომ არ მივდივარ?! მალევე დავბრუნდები. -დედლაინები ჯერ კიდევ გაურკვეველია ხომ?...-მეუღლის სახის მოქუფვრას თვალი აარიდა ჯაბამ. -ალბათ პირველი ორი კვირა საერთოდ ვერ მოვახერხებთ წამოსვლას, მერე უკვე ზედა სართულის საძინებლებიც მზად უნდა იყოს ავეჯის შესატანად.ზაფხულია და წესით კედლები მალევე გაშრება, ასე რომ მოგვიწევს ლიზას ჩამოვაკითხოთ...-საქმიანი ტონი არ ტოვებდა ოჯახური საუზმის იდილიას. -მოიცა ლიზა არ მოდის?...-გაკვირვებით იკითხა სოფიომ. -ლიზა უნდა დარჩეს, რომ შეკვეთების სრული სიზუსტით შესრულებას თვალი ადევნოს, ამიტომ ეს პერიოდი აქ იქნება...-თავაუწევლად დააბრუნა პასუხი და კიდევ ერთხელ ციფერბლატზე მიშტერების შემდგომ მოუსვენრად წამოდგა სკამიდან. მშობლებიც მის ქმედებას დაჰყვნენ, სოფიო ისე მაგრად იკრავდა გულში თითქოს შვილს ცხრა ზღვას იქეთ ამგზავრებდა, ჯაბა ბერაია ზურგზე ხელისგულის მიდებით შემოიფარგლა და თვალებში ჩამდგარი მზრუნველობით ამოთქვა. -ყველაფერი გამოგივა დემე და შენით კიდევ ერთხელ ვიამაყებთ...-მამამისის მიერ გამოხატულ სითბოს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის.ამჯერადაც ამ სიტყვებმა უფრო მეტი გამბედაობა შეჰმატეს და კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ მცირე მარცხის უფლებაც არ ჰქონდა. მშვიდობიანი მგზავრობის სურვების და ფრთხილი მართვისკენ მოწოდებების შემდგომ, საბარგულში ჩემოდან დაგულებული ბერაია უკვე ბაჩოს სახლისკენ მიდიოდა, სადაც ლუკა და ნიკოლოზი დახვდებოდა.თბილისიდან ერთად გასვლის შეთანხმება უცვლელი რჩებოდა.... მაღალსართულიან კორპუსთან მისულმა ძრავა გამორთო და სადარბაზოსთან ნაცნობი სახეები შეამჩნია, ისინი უკვე მისკენ მოდიოდნენ და საბარგული გააღო ბაჩოს ჩემოდნის დასაბინავებლად. მის გვერდით სავარძელში მოთავსებული მეგობარი ჯერ გასუსული იჯდა, მერე, თითქოს თავში რაღაცამ დაარტყაო, სათვალე მოიგლიჯა და გაკვირვებულმა გახედა. -მოიცა ჩვენ სად ვრჩებით? ერთ სახლში ვიქნებით?...-კითხვის ნიშნებმა გაუფართოვეს გუგები. -შენ ტელეფონზე ლაპარაკობდი მაშინ და არ იცი, კვიციანებმა ჩვენ ოთხს მათთან დარჩენა შემოგვთავაზეს და უარი არ მითქვამს.ასე თუ ისე გავიცანით და...-სიტყვა შეწყვიტა როცა უკან მომავალმა მანქანამ უხეში მანევრირებით გადაუსწრო. -ხოოო.... კიტა კარგი ბიჭია, მაგრამ მამამისი ზურაბი უფრო მეტად მომეწონა. უბრალო, გულწრფელი ხალხი არიან...-ჩაფიქრებით საუბრობდა ბაჩუკი. -მეც ეგრე მომეჩვენა, თითქოს ახლობლებთან ვიყავით სტუმრად...-დაბნეულმა ასწია წარბები, გაეღიმა როცა გაახსენდა საღამოს ბინდბუნდში ჩაძირული ეზო და მაყალთან ჩამომდგარი ზურაბი, დინჯად რომ უხსნიდა ლუკას როგორ აყენებდა ღვინოს თავის პატარა მარანში. -ისე ხვდები ხო ანასტასიას გარეშე, ასე ჰარი-ჰარალოზე, მხოლოდ ჩვენი ლამაზი თვალების გამო, რომ არ შემოგვთავაზებდნენ იქ დარჩენას?!...-გუშინდელი საუბარი მასაც ისევე არ დავიწყებია, როგორც ბერაიას. -დღეს დილითაც ვურეკავდი...-შუქნიშანზე გაჩერდა და გზას გაუშტერა მზერა...-მაგრამ, ისევ გამორთული აქვს ტელეფონი. -დემე, გადაუვლის...-მის გაყინულ სახეს რომ დააკვირდა, მიხვდა, მეგობარი არც ისე გულქვად უყურებდა სიტუაციას, როგორც თავად ეგონა...-ნუ გეშინია, მიხვდება რომ შენს გამო ამხელა საქმის მიტოვება არ ღირს და ჩამოვა, მერე რამდენიმე ძვირფასი სიტყვით შეგამკობს და ეგ იქნება...-გაეცინა და გაახსენდა მანქანაში მათი წაკინკლავებისას, ანასტასიას აფოფრილი სახე. ბერაიამ, ახლა კიდევ უფრო დაძაბული რომ უყურებდა შუქნიშანს, საჭეზე თითები ნერვიულად აათამაშა და მწვანე ფერის ანთებისთანავე მოწყდა ადგილს, რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ მანქანა მოაბრუნა და ისევ უკან, მათი მიმართულების საპირისპიროდ დაიწყო მოძრაობა. გვერდით მჯდომს არაფერი უთქვამს, კმაყოფილებისგან გაბადრული სახით იჯდა და ხანდახან ეშმაკურად გადახედავდა ბავშვობის ძმაკაცის შეჭმუხნულ წარბებს.იცოდნენ რომ ასეთი ქცევით გაკვირვებული ლუკა და ნიკოც,თავიანთი მანქანით მოჰყვებოდნენ უკან.ტელეფონი ბაჩოს მიაწოდა და მოსთხოვა კონტაქტებში გაიოზის სახელით ნომერი მოეძებნა, მერე კი სპიკერი ჩაერთო.ყურმილში მალევე მოისმა კაცის ხრიწიანი ხმა და გამარჯობა. -ბატონო გაიოზ დილამშვიდობის, იმედია არ გაგაღვიძეთ...-პატივისცემა გამოიჩინა დილაადრიან შეწუხებისთვის. -არა დემეტრე ოფისში წასასვლელად ვემზადებოდი... -ბატონო გაიოზ შემთხვევით ხომ არ იცით ჯანაშიები რომელ სართულზე ცხოვრობენ? ან ბინის ნომერი რომ მითხრათ?...-აჟიტირებას ვერაფერი მოურხერხა მუდამ დინჯად მოსაუბრემ. -მშვიდობაა?...-ინტერესით ჩაეკითხნენ. -დიახ.... უბრალოდ ეზოს მოწყობის პროექტში ცვლილებები შევიტანეთ და იურისტის მოთხოვნით ხელი უნდა მოვაწერინო, რომ თანხმობა ოფიციალურად დადასტურდეს.ჯანაშიებს ვურეკავ და არ იღებენ, მე კიდევ მეჩქარება და ვერ დაველოდები. -გასაგებია...-მშვიდად ამოთქვა გაიოზმა...-მესამე სართული, ბინა 302, ერთი სადარბაზო აქვს მათ კორპუსს ხომ იცი? -კი ვიცი.... უღრმესი მადლობა...-საუბრი დაასრულა კმაყოფილებისგან სახეგაბადრულმა. დაახლოებით ათ წუთში ბერაია უკვე ჯანაშიების კორპუსის წინ იდგა.ბაჩოს შემოთავაზებას, მეც ამოგყვებიო, უარით უპასუხა და სადარბაზოს სივრცეში მიიმალა.ლიფტის მომლოდინე დაფიქრდა, რა უნდა ეთქვა გიორგისთვის, როცა უეცრად გამოეცხადებოდა. იქნებ ეძინათ? ასე დილაადრიან რომ დაადგებოდა უკვე უხერხულობას გრძნობდა.მესამე სართულზე ასული, ბინის კართან ჯერ კიდევ ყოყმანობდა, მერე ბერაიებისთვის ნაცნობ უშიშრობას მიმართა,ხელისგულში მოქცეული საქაღალდე ხელში შეათამაშა და ზარი დარეკა.კარი შუახნის ქალბატონმა გააღო, რომელსაც მორიდებით ჰკითხა ჯანაშიებზე,მან კი შეიპატიჟა და სამზარეულოსკენ გაუძღვა.გიორგი მაგიდასთან იჯდა და პატარა ბიჭთან ერთად გაშლილ წიგნს ჩასჩერებოდა, მის გვერდით ახალგაზრდა ქალი ღიმილიანი სახით შესცქეროდა ამ სცენას.ლალიმ სტუმრის მოსვლა გააჟღერა თუ არა, ჯანაშია მობრუნდა და წამიერად შეშფოთებული იერი, დაბნეულ ღიმილად გადააკეთა, ფეხზე წამომდგარმა ხელი ჩამოართვა და მაგიდასთან მიიპატიჟა. -დემეტრე გამიხარდა შენი ნახვა.ისაუზმე ჩვენთან ერთად...-როგორც კი ბერაიამ პასუხად დაუბრუნა,დილით უკვე ვისაუზმეო და შემოთავაზებულ ყავაზეც თავაზიანი უარი განაცხადა, მაშინვე შეცვალეს კითხვა...- მაშინ ის მითხარი, ამ დილაადრიან რამ შეგაწუხა? -ბატონო გიორგი, ვიცი, ტელეფონით უკვე ვისაუბრეთ და მითხარით რომ თანახმა ხართ ბაღის ჩემეული ხედვით დაპროექტებაზე, მაგრამ მინდა თქვენმა შვილმა ხელი მაინც მოაწეროს, შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად...-ესეც ასე, მოხერხებულობამ თავი საჭირო მომენტში იჩინა, მშვენიერი მიზეზი გამოდგა. -ოფიციალურობა კარგია.მომეცი ხელს მოვაწერ, რომ მშვიდად შეუდგე შენს დიდ გეგმებს...-ხელი გაიშვირა საქაღალდისკენ. - გიორგი ცუდად არ გამიგოთ, დიდ პატივს გცემთ, უბრალოდ...რადგან მოლაპარაკებები აქამდე თქვენს შვილთან მიმდინარეობდა, მე მისი ხელმოწერა მჭირდება...-ეჭვი უკვე თავის ქალას უღრღნიდა, ანასტასიას რომ ყველაფერი მოეყოლა ასე არხეინად არ შემოიპატიჟებდნენ.შესაბამისად კითხვის ნიშანი იზრდებოდა, მთელ სხეულში მოძრაობდა და ბოლომდე იპყრობდა საღ გონებას. -ანასტასია ბერლინშია. თუ საჩქარო არაა, ფაქსით გადავუგზავნი და ხელმოწერილს გამოგიგზავნი ფოსტით, ან მძღოლს გამოვატან...-ბრაზი დაეტყო ბარიტონს და ამან კიდევ მეტად დააბნია ბერაია. -ბერლინში?...-ყელში რაღაც გაეჩხირა.წამით შეიცადა იატაკზე თვალებმიწებებულმა, სიმწრით გაიღიმა და ჩვეული ტონით გააგრძელა...-კარგი იქნებოდა აქამდე რომ მცოდნოდა, ასე დილაადრიან არ შეგაწუხებდით.თუ ნამდვილად თანახმაა, პრობლემა არ მაქვს, როცა ჩამოვა მაშინ მოაწეროს ხელი. -დიდხანს მოგიწევს ლოდინი...-გულწრფელად გამოაცხადა ჯანაშიამ და ცეცხლზე ნავთი დაუსხა...-დიდი ალბათობით ჩემი შვილი ხელს აღარ შეგიშლის.ასე რომ მშვიდად განაგრძე პროექტზე მუშაობა. ბერაიამ საქაღალდეს ხელი მაგრად მოუჭირა, ფეხზე წამომდგარმა ხელი ჩამოართვა გიორგის და ზანტად წავიდა გასასვლელიკენ.როგორც კი ლიფტთან მომლოდინემ გაიგონა, მის უკან კარის მიხურვის ხმა, კბილს კბილი დააჭირა, გაბოროტებული მოსწყდა ადგილს და კიბეებზე დაეშვა.კორპუსთან მომლოდინე მეგობრებმა, ერთიანად აწითლებული და ბრაზს აყოლილი რომ დალანდეს მუხლები გაასწორეს და მანქანას მოშორდნენ. -რა მოხდა?...-მხოლოდ ნიკოლოზმა გაბედა შეკითხვის დასმა. -მიდი, თქვი......! რა იყო პირველად კი არ მოვისმენთ როგორ გამოგლანძღა ჯანაშიას ფერიამ...-ხუმრობა უადგილო იყო, მაგრამ ბაჩო მაინც ეცადა სიტუაციის განმუხტვას. -მიდი დემე, მიდი! ყველანაირ ბრუნვაში მოსმენილი გვაქვს მისგან, შენი ქება-დიდება, ნუ გერიდება...-ტემპს არ ჩამორჩა ლუკაც. -თქვენი ფერია ბერლინშია...-კოპებშეყრილმა ამოიხრიალა და საჭესთან დამჯდარმა კარი მიიჯახუნა.ყველანი ნელ-ნელა ჩალაგდნენ და ინტერესიანი მზერით დაუწყეს შორიდან შემოვლა, უფრო მეტად რომ არ გაეღიზიანებინათ. -შენ არ თქვი იქ სწავლობსო? ალბათ საქმე ჰქონდა. დიდი ამბავი...-უდარდელად ამოილაპარაკა ლუკამ და გვერდულად გახედა. -მამამისმა მოგვიწოდა სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ისე გავაგრძელოთ მუშაობა, როგორც ჩვენს გულებს გაუხარდებათ, იმიტომ რომ მისი შვილი აღარ შეგვაწუხებს...-მოთმინების ფიალა ბოლომდე იყო დაცლილი, დემეტრეს სახეზე ეს ნათლად ჩანდა. -ანუ მორჩა? წავიდა და აღარ ჩამოვა?...-ამოიჩურჩულა ბაჩომ, თითქოს მხოლოდ საკუთარ თავს ელაპარაკებაო. -კიბატონო ბაჩუკი...-ცინიზმით იყო გაჟღენთილი მიმართვა...- ხომ გითხარი მალე მობეზრდებათქო...კარგია, ახლა შემიძლია მშვიდად ვიყო, სრულიად დარწმუნებული ვარ რომ კარგად ერთობა და მე, შენი გუშინდელი გამოსვლის მერე, სულ ტყუილად დავხარჯე ნერვიულობაში დრო...-გაგულისება მთელ ტექსტს მიჰყვებოდა და მომუშტული ხელის თითების კანკალი ბრაზის კონტროლის ახალ ფაზაში გადადიოდა...-ასე რომ თავისუფლები ვართ, მშვიდად გავაგრძელებთ რესტავრაციას და თავდაპირველ გეგმას ზუსტად ისე მივყვებით, როგორც ჩაფიქრებული გვქონდა. ანასტასია ჯანაშია ჩვენს პრობლემას აღარ წარმოადგენს.... მას შემდეგ რაც ნიკო და ლუკა თავიანთ მანქანაში გადავიდნენ და გზას ხელთავიდან დაადგნენ, დემეტრე ბერაია მხოლოდ გზას უყურებდა. გასუსული ბაჩოც სავარძელში გაიშალა და ფანჯარაზე მიწებებული თვალებით შორს, სივრცეში იყურებოდა.ბერაიას გონება იმდენად დაიბინდა მას შემდეგ, რაც გაიგო ანასტასია ჯანაშია უკვე აღარ გამოჩნდებოდა, რომ საერთოდ არ შეუმჩნევია გიორგის სიტყვებზე როგორ უხერხულად შეიშმუშნენ მისთვის უცნობი ქალები. არც ის დაუნახავს, რომ წამიერად ერთმანეთს გადახედეს და შეეჩეხნენ თუ არა მზერით, მაშინვე თვალების აქეთ-იქეთ ცეცება დაიწყეს.მთავარი მაინც ის იყო, რომ ანასტასია წავიდა და დაბრუნებას არ აპირებდა, შესაბამისად ყველაფერი საწყის წერტილში ბრუნდებოდა, ეს რამდენიმე დღე არაფერს ნიშნავდა და ყველას უნდა წარმოედგინა რომ სიტუაციამ ის მიმართულება აიღო, რომელიც გიორგი ჯანაშიას ქალიშვილის გამოჩენამდე ჰქონდათ ჩაფიქრებული.ერთმანეთთან საუბარს ერიდებოდნენ, თუმცა ორივე ხვდებოდა რომ შინაგანი შეგრძნება, თითქოს არასწორად მოიქცნენ, რაღაც დააშავეს, მოსვენებას არ აძლევდათ. დემეტრემ მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა, როცა კვიციანების სახლთან მისულები მანქანებიდან გადმოვიდნენ და ყველა სათითაოდ გააფრთხილა საკუთარი ინიციატივით არ გაებედათ ანასტასია ჯანაშიაზე კითხვების დასმა, განსაკუთრებით კი მის ვოიაჟზე ბერლინში.წინააღმდეგობრივი აზრი არც ერთს გასჩენია, რადგან ხედავდნენ როგორი გაღიზიანებული იყო მეგობარი და თავისთადავად არ აუფრიალებდნენ სახეში ამ სიბრაზის მთავარ მიზეზს. კვიციანების ოჯახი ჩვეული სტუმართმოყვარეობით შემოეგებათ, თითოეულს თავისი ოთახი აჩვენეს. სახლის მარცხენა მხარეს დემეტრე ბერაიასთვის განკუთვნილი ოთახი იყო, რომლის ფანჯრებიც ეზოს გადმოჰყურებდა და ნისლში ჩამალული მთების ხედიც იშლებოდა, თვითონ საძინებელი მყუდროდ იყო მოწყობილი, ორსაწოლიან ლოგინთან პატარა ტუმბოები იდგა ხელნაკეთი ხის სანათებით. კედლის სიგრძეზე გაჭიმული იყო კაკლის ხის ძველებური კარადა და ფანჯარასთან მაღალ ფეხებზე შემომდგარი სამუშაო მაგიდა, თავისი ტყავის სავარძლით.ლუკას და ნიკოს ერთად მოუწევდათ შედარებით დიდ ოთახში დაძინება, სადაც ორი ერთსაწოლიანი ლოგინი იდგა შუაში ტუმბოთი, დემეტრესგან განსხვავებით მათ კარადა უნდა გაენაწილებინათ და სამაგიეროდ ნახატებით სავსე კედელი უმშვენებდათ ოთახს.მესამე საძინებელში ბაჩოს მიუჩინეს ადგილი და მისი ფანჯრებიდან უკანა ეზოს ხედი იშლებოდა, რომლის დანახვაზეც კმაყოფილმა გასძახა გვერდით ოთახში დაბინავებულებს,გშურდეთო.დიასახლისს განსაკუთრებულად მოენდომებინა, თეთრეულს იების სურნელი დასდევდა, შეხებისას რბილი იყო და თითოეული ავეჯი დიდი მონდომებით გაეწმინდათ, ისე რომ მტვრის ნასახს ვერ იპოვიდით. დაბინავებულები ცივი მარწყვის კომპოტზე მიიპაჟეს ფანჩატურში და ცხელი შუადღის ფონზე, ტკბილი ნაყოფის წვენით ყელის გაგრილებამ ოთხეული ხასიათზე მოიყვანა. -მუშები დღესვე ჩამოვლენ?...-საუბრის წამოწყება კიტამ ითავა. -გზაში არიან, წესით მალევე იქნებიან აქ და შენი დახმარება დამჭირდება რომ თავიანთი ნივთები მასპინძელ ოჯახებში დატოვონ და დაბინავდნენ...-თხოვნას ღიმილი ახლდა დემეტრეს მხრიდან. -ხვალიდანვე დაიწყებთ?...-დინჯად იკითხა ზურაბმა, როცა უმცროსმა კვიციანმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ბერაიას. -დღესვე ვაპირებთ, სატვირთო მანქანებით მასალები და სამუშაო იარაღები მოაქვთ, უბრალოდ ხარაჩოებს დავდგამთ, რომ ხვალ კედლების გასუფთავება დაიწყონ...-ეს უკვე ლუკას კომპეტენციაში შედიოდა და მანვე უპასუხა. -ბატონო ზურაბ თქვენი დახმარება დამჭირდება ბაღში, ის მებაღე რომელიც დავიქირავე ორი დღის წინ გავათავისუფლე და თქვენს იმედზე ვარ...-ხმაში ბრაზი დამალა დემეტრემ, როცა კომპრომისის ეპიზოდი გაახსენდა. -ეგ არ არის პრობლემა..... ხეები გასხლულია. გაზაფხულზე გულმა არ მომითმინა და ჩემს ეზოში მუშაობის მერე მათაც ვუვლიდი, დანარჩენს ნელ-ნელა მივხედავ. პროექტს ვნახავ, რომ თქვენ ჩანაფიქრს მოვერგო და გეტყვით რაც დაგვჭირდება...-ფიქრიანად საუბრობდა კვიციანი და შიგადაშიგ მაგიდას უშტერებდა მზერას. -სოფლიდან ვინც კი გამოთქვა დახმარების სურვილი, თითოეული ძალიან შრომისმოყვარე, პასუხიმგებლიანი ბიჭია. ასე რომ ყველაფერი კარგად იქნება...-პირდაპირ ბერაიას მოღვენთილი სახისკენ იყო კიტას სიტყვები მიმართული, რადგან სულ სერიოზული გამომეტყველების მესაკუთრე დემეტრე ბერაიაზე ვერავინ იფიქრებდა, რომ საქმის მიღმა რაიმე დეტალს, მისი სახის ასეთი ცვლილება შესძლებოდა. კიტა კვიციანის სიტყვები სიმართლესთან ძალიან ახლოს იდგა, რამდენადაც დღეები გადიოდა და ყველაფერი გეგმის მიხედვით სრულდებოდა. დილაადრიან უფროსიან-დაქირავებულიანად, ყველა ღიღინ-ღიღინით, დაუზარებლად იწყებდა მუშაობას.ოთხეულმა სიმპათია დაიმსახურა, რადგან არცერთი იბზუებდა ცხვირს და ამის გამო ხშირად ნახავდით ან ხარაჩოებზე მოძრომიალეს, ან მტვერში ერთიანად ამოსვრილს.ბიჭები არ ერიდებოდნენ საქმეს, მუშებთან ერთად სადილობდნენ და ყველა დიალოგის მონაწილე ხდებოდნენ. მიდგომამ და ქცევამ გაამართლა,დილის გათენება სოფლის მაცხოვრებლებისთვის უკვე ახალ ხალისიან დღეს ნიშნავდა და ისინიც, მუშაობდნენ თუ არ მუშაობდნენ, მაინც დაადგებოდნენ გზას და ხან საუბრით, ხან კი ზურაბის დასახმარებლად, მიწაზე მუშაობის პარალელურად, ართობდნენ თაკარა სიცხეში მომუშავე გაბადრულ ახალგაზრდებს. ტბის წყალი მღვრიე არ აღმოჩნდა, ამიტომ საღამოობით ცივ წყალში ბანაობით იამებდნენ მზეზე დამწვარ კანს და მანამ ლივლივებდნენ წყალზე სანამ ზურაბი მშვიდად არ შემოუძახებდათ,ელისაბედს ვახშამი ექნება გაშლილი და თუ დავაგვიანებთ გვისაყვედურებსო.ერთად ვახშმობის შემდგომ ხან რიგ-რიგობით თამაშობდნენ ბანქოს ეზოს სიგრილეში, ხან კი მისაღების სავარძლებში მოკალათებულები გვიანობამდე უყურებდნენ ფეხბურთს, რათქმაუნდა უხმოდ და ზემდეტი ემოციების გარეშე, რომ ელისაბედისთვის ძილი არ დაეფრთხოთ. ბიჭებისთვის, კვიციანების მყუდრო სახლი ნელ-ნელა ფასდაუდებელი ხდებოდა და თითოეული გრძნობდა რომ აქ მათ მეორე ოჯახი ეგულებოდათ. საღამოების შეკრებებს მხოლოდ დემეტრე ბერაია აკლდებოდა, რომელსაც სასტუმროს გარდა ოფისში დატოვებული საქმეების კეთება შუაღამემდე უწევდა. თანაშემწის მიერ გადმოგზავნილ ფაილებს, ხელშეკრულებებს, ახალ ხარჯთაღრიცხვებს და კლიენტების შემოთავაზებებს მანამ უკირკიტებდა, სანამ თავისი საძინებლის სამუშაო მაგიდაზე არ ჩამოეძინებოდა. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მეორე დილით წელში გასწორების და მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდა, ზურაბი გახლდათ.კვიციანი აუცილებლად რამდენჯერმე ააკითხავდა და მსუბუქი კაკუნის შემდგომ შეიხედავდა, ხანდახან ჩრდილოეთიდან მომავალი სუსხი მუხლებში თუ დაუწყებდა მტვრევას, ჩაის მოამზადებდა და ცხელი, არომატული სითხით სავსე ფინჯანს, ლეპტოპის გვერდით უდგამდა.სწორედ ზურაბი აღვიძებდა, სავარძელში მოკეცილს და მშვიდად ეუბნებოდა დღეისთვის მუშაობა საკმარისია, დაწექიო. ისიც ლოგინზე გადაინაცვლებდა და სხეულს ასვენებდა.დღეები ნელ-ნელა, მხიარულ შრომაში გადიოდა.პირობა არც ერთს დაურღვევია, ანასტასია ჯანაშიაზე სიტყვა არ დაუძრავთ და კვიციანებსაც მათთან გოგონა არ უხსენებიათ.მხოლოდ ერთხელ გაიჟღერა ჯანაშიების გვარმა, ისიც მაშინ,როცა საუზმეზე ჩამოსულებმა ელისაბედი მოიკითხეს და ზურაბმა აუხსნა რომ მეუღლე კიტამ წაიყვანა თბილისში, ჯანაშიებთან სტუმრად.კარგა ხანს ჩუმ-ჩუმად ცვლიდნენ მზერას, თუმცა ჩაძიება არცერთს უცდია.კიტა იმ დღესვე დაბრუნდა, ოღონდ დედის გარეშე და სამუშაოებს შეცვლილი იერსახით შეუდგა.სიტყვაძუნწობა და ხშირი ჩაფიქრება, მის მუდამ მკვირცხლ სახეს ჩვევად ექცა და ბიჭები უკვე თანხმდებოდნენ, რომ ამ ცვლილების მიზეზი ჯანაშიების ოჯახში სტუმრობა იყო. დინებამ კალაპოტი მას შემდეგ იცვალა, რაც ჩვეულ რიტმში მიმდინარე სამუშაოების დროს, სასტუმროსთან უცხო მანქანა გაჩერდა. იქედან მაღალი, ჩაფსკვნილი მამაკაცის ფიგურა გადმოვიდა და დემეტრე ბერაია იკითხა.გარეთ მომუშავე ბიჭებიდან ერთ-ერთი დემეტრესთან ერთად გამოვიდა და ხელით ანიშნა კაცისკენ. ბერაია მისკენ წამოვიდა, ხელის ჩამორთმევით შეეგება, მის ნაბიჯებს უკან მიჰყვა და დიალოგი ნელ-ნელა შედგა. -როგორი ფუსფუსია ეზოში, ჩემი ახალგაზრდობა გამახსენდა.მაშინ მეც შენსავით ყველასთან ვმეგობრობდი და მათ გარშემო ყოფნა მიხაროდა...-თვალები ვერ ძღებოდნენ თვალიერებით და ხმასაც ნოსტალგიური ელფერი დაკრავდა. -ძალიან მშრომელი და გულთბილი ხალხი არიან, სხვანაირი ხდები მათ გარშემო...-ახლა უკვე იცოდა და ძალიან კარგად ესმოდა რასაც გულისხმობდა გიორგი ჯანაშიას სიტყვები. -გარე ფასადი თითქმის დაგისრულებიათ, ეზოც ასე თუ ისე გასუფთავებულია, ეს ზურაბის ნახელავი იქნება...-იღიმოდა და ტბის მხარეს დახნულ მიწაზე უთითებდა. -გაგვიმართლა რომ მისი ოჯახი გავიცანით. -მართალია. მეც და შენც, საქმიანობიდან გამომდინარე, ბევრნაირ ადამიანს ვიცნობთ, ცუდსაც, კარგსაც და უკეთესსაც, მაგრამ ჩემი მამიდაშვილის მსგავსი კაცი ქვეყნად არ მეგულება. -მამიდაშვილი?...-დემეტრე ერთ ადგილზე გაჩერდა და დაბნეულმა შეხედა. -ხო, ზურა ჩემი მამიდაშვილია. მამაჩემის და ამ სოფელში გათხოვდა, მასთან სტუმრობისას ვნახე ტბა და ისე მომეწონა, რომ ეს მიწა ვიყიდე, სასტუმროს ასაშენებლად.შენთვის არ უთქვამს?...-გაიკვირვა გიორგიმ და დაბნეულობის ნიშნად წარბები მაღლა აზიდა. -ელისაბედს ვკითხე ერთხელ, საიდან იცნობდა თქვენს ოჯახს, მაგრამ პასუხს სანამ გამცემდა...-კიდევ ერთხელ ამოტივტივდა ჯანაშიების გვარი მის გონებაში...-მოკლედ, პასუხს ვერ მოვუსმინე.... -ეგ არაფერი...-გაიღიმა გიორგიმ და ტბისკენ შებრუნდა.კარგა ხანს იდგა ასე, ჰორიზონს მიღმა მოცქირალი.ბერაია მიხვდა რომ დუმილი კარგა ხანს გასტანდა, ამიტომ თავადვე დაარღვია. -არ გინდათ შიდა სამუშაოებიც დაათვალიეროთ?...-უხერხულობა არ ტოვებდა. -ხოო...-მზერა მისკენ მომართა და ნელა მობრუნდა...-ახლა საქმეს მივუბრუნდეთ.სიმართლე გითხრა ჯერ ჩამოსვლას არ ვგეგმავდი, თუმცა ცოლ-შვილი ბათუმში უნდა წამეყვანა დასავენებლად და ელისაბედიც წამოვიყვანეთ. რადგან ასე აეწყო, გადადება აღარ მოვისურვე..... -ცოლ-შვილი?...-რაღაცამ მწარედ გაჰკრა გულში და მოუთმენლობამ წამოაძახებინა... -ხო, ჩემი პატარა ბიჭი სექტემბრიდან შედის სკოლაში, მაგრამ დედამისმა გადაწყვიტა რომ საზაფხულო სკოლაში მიეყვანა, სადაც მისი მომავალი კლასელებიც არიან. ახლა გეგმები შეცვალა და ბათუმში მოინდომა წასვლა. მეც მორჩილად ვუქნევ თავს და ვეუბნები: "კიბატონო"-ს, გაითვალისწინე, გამოგადგება...-ჯანაშია მიედ-მოედებოდა, თითქოს სათქმელს გაურბოდა, ეჭვიანად ათვალიერებდა ბერაია და გაანალიზა რომ ის პატარა ბიჭი და ახალგაზრდა ქალი, ჯანაშიების სამზარეულოში, გიორგის ცოლ-შვილი იყო. -ძალიან კარგია, რომ მოახერხეთ ჩამოსვლა...-მოვალეობის მოხდის მიზნით წარმოთქვა. -კარგი, თავს გაწყენ და საქმეს მოგაცდინე, ამიტომ პირდაპირ გეტყვი...-ნერვიულად აათამაშა თითები და ყოყმანი დაეტყო მის ქცევას...-ჩემი პირობა უცვლელად დარჩა, მინდა რომ დარჩენილი წილიც შეისყიდო...-თითქოს გულზე მოეშვაო ამ სიტყვების წარმოთქმისას. დემეტრე ერთ ადგილზე გაშეშდა და აზრების თავმოყრა დაიწყო. -გინდათ რომ წილი შევისყიდო?!...-უფრო თავისთვის ამოილაპარაკა ვიდრე მის წინ მდგომის გასაგონად...-თქვენი შვილი თანახმაა?...-ინტერესით დააკვირდა და პასუხის მოლოდინში გაინაბა. -ანასტასია ჩემთან ჯინიანობის დიდოსტატია და აქ ჩამოსვლიდან ორი დღის შემდეგ, ისე გაიქცა ბერლინში, რომ წილის გადაფორმებაც არ მოუნდომებია...-თვალებში არ უყურებდა, ხმადაბლა საუბრობდა და გაბზარული ტონი მის სიტყვებს სევდიან ეფექტს აძლევდა. ფაქტი იყო, რომ გიორგი ჯანაშია ძალიან დარდობდა.წუთით შეისვენა და თითქოს ძალები მოიკრიბაო, უფრო რიხიანად გააგრძელა...-ამიტომ წილი ისევ ჩემს სახელზეა და მე არ მინდა ამ სასტუმროსთან რამე მაკავშირებდეს.თუ რამე შეიცვალა და შესყიდვა აღარ გინდა, უფლება მომეცი ახალი მეწილე გიპოვო. -არა, შესყიდვა მინდა! უბრალოდ დარწმუნებული უნდა ვიყო რომ თქვენს შვილს... -ჩემი შვილი აქ აღარ არის...-იყვირა უეცრად და მის ხმაში სასოწარკვეთამ დასამალი ადგილი ვეღარ იპოვა.როცა მიხვდა საკუთარ ემოციას ამჟღავნებდა,ამოიხვნეშა და ხმადაბლა გააგრძელა...-არაფერი აინტერესებს და მისგან თანხმობის მიღებას ნუ ჩააცივდები ძალიან გთხოვ...-მისი გამომეტყველება აბნევდა ბერაიას, ეჭვი ღრღნიდა, რომ რაღაც ისე არ იყო.თუმცა ის ფაქტი, რომ ანასტასია ჯანაშია გაიქცა, ფაქტად რჩებოდა და ყველა ეჭვს ფანტავდა. -კარგი.რადგან ასეა, მე თანახმა ვარ სრული მფლობელი გავხდე...-ხმაში ყოყმანი დაეტყო,სახე დამანჭულმა სასტუმროსკენ მიიხედა,თითქოს თვალის არიდებას ცდილობსო. -შეთანხმების პირობებს არ ვცვლი, როგორც თავდაპირველი მოლაპარაკებისას დავთქვით, იმავე ფასს ვითხოვ, უბრალოდ ეს ხარჯები გავანულოთ.შენთვითონაც ხვდები რომ მე სარგებელი ნამდვილად არ მიმიღია გაყიდვის პროცესის შენელებით. -ეგ გასაგებია და პრობლემა არ მაქვს, ჩავთვალოთ რომ იმ დღეს მთლიანი სასტუმრო მომყიდეთ და ნახევარ თანხას ახლა გიხდით...-უნდოდა სწრაფად მოშორებოდა, ეს საუბარი დაესრულებინა და ჯანაშიების ოჯახთან საერთო აღარაფერი დარჩენოდა. -ძალიან კარგი, როცა თბილისში ჩამოხვალ, ჩემთან მოდი ოფისში და ოფიციალურად გავაფორმოთ ხელშეკრულება...-მდუმარედ დაუქნია თავი წინ მდგომმა...-რადგან ასეა, მე წავალ, ჩემები ელისაბედთან დავტოვე და მასთან უნდა გავიარო.აბა წარმატებები და შეხვედრამდე. ხელის ჩამორთმევა გაცვალეს და ბერაიამ საჭიროდ არ მიიჩნია უკან გაჰყოლოდა. ტბასთან დარჩენილმა ჰორიზონტს მიღმა ყურება დაიწყო და კიდევ ერთხელ დაფიქრდა მიღებული გადაწყვეტილების სისწორეზე.სხვა გზა არ ჰქონდა, თუ თვითონ არ იყიდდა დარჩენილ წილს, გიორგი ჯანაშია სხვას მოელაპარაკებოდა და მაინც გაასხვისებდა. მუშებთან დაბრუნებული ლაპარაკში გაერთო და ეცადა ფიქრებისგან თავი დაეღწია. ხარაჩოდან ჩამოსულმა ბაჩომ, ლუკასთან და ნიკოლოზთან ერთად გამოჰკითხა ჯანაშიას სტუმრობის დეტალები.ახლა უკვე ოთხივე შეფიქრიანებული აკვირდებოდა სიტუაციას და ხვდებოდნენ რომ სადღაც,რაღაც ლოგიკას არ ექვემდებარებოდა, კვანძის პოვნა კი ვერცერთმა შეძლო.გზისკენ მიბრუნებულმა ბერაიამ მომავალი ქალი შენიშნა და როცა უფრო მოუახლოვდა ეზოს, მაშინვე შეიცნო ელისაბედის ფიგურა.ეგონა ჩვენკენ წამოვაო და ღიმილით გახედა, თუმცა მან თვალი აარიდა და სახეწაშლილი შევიდა შენობაში. გაკვირვებული ბერაია სამეულს გამოეყო და კვალდაკვალ მიჰყვა.მესამე სართულზე ასულმა გეზი მარცხენა კიდისკენ აიღო, კიბის რამდენიმე საფეხური აიარა და შეღებულ კარში შეიჭყიტა. თვალებგაფართოებული დააკვირდა როგორ ხსნიდა კარადადიან კაბებს და ლოგინზე კეცავდა. ხმის ამოღება უნდოდა მაგრამ რაღაცამ შეაკავა, სანამ კიდევ ერთ სარაფანმომარჯვებული ქალის მზერა არ შეეჩეხა და ბერაიამ კვიციანის აწითლებული თვალებიდან მომავალი ცრემლები არ დაინახა. -ელიკო ტირიხარ?...-ადგილს გველნაკბენივით მოსწყდა და მისი სახისკენ ხელისგულებით გაიწია, ქალმა უხეშად მოიშორა და ხელის მტევნით სახე შეიმშრალა.გახევებულმა დემეტრემ ძლივს ამოილაპარაკა...-ვერ ვხვდები, რა მოხდა... -გული გწყდება მათ გადაყრას რომ ვერ მოახერხებ?...-გაგულისებულმა მიაყარა და ისევ კარადას მიუბრუნდა...-ამ ოთახს ვერა, მაგრამ ამ კაბებს მაინც შევუნახავ! -ვის? ანასტასიას?...-გახსენებამ ისევ ბრაზი მოჰგვარა. -ბოდიში, რომ მისი მოგონებების ბოლომდე მიწასთან გასწორების საშუალებას არ გაძლევთ...-ცდილობდა სლუკუნი დაემალა, თუმცა არ გამოუვიდა. -რომ ნდომოდა მოვიდოდა და თვითონ წაიღებდა. მაგრამ ამისდამიუხედავად გადაყრის უფლებას არავის მივცემდი, აუცილებლად გეტყოდი!...-უკვე თვითონაც გულდაწყვეტილს, ბოღმა ახრჩობდა. -ადამიანებს უკეთესი ცხოვრება უნდათ, მესმის! ამისთვის, რომ არაფერზე დაიხევენ უკან ეს ჩემი თვალით ვნახე.მაგრამ იცოდე რომ სხვის უბედურებაზე, სხვისი ცხოვრების, მოგონებების განადგურების ხარჯზე მიღებული უკეთესი ცხოვრება, მარადიული სატანჯველია. თქვენ კი, შენც და გიორგისაც, ამისთვის როდისმე პასუხი მოგეთხოვებათ...-დარიგებასავით კი ჟღერდა, მაგრამ გაუგებარი აზრი იდო. -მე არავის ნანგრევებზე არ ვცდილობ მომავლის აწყობას...-კომოდს მიყუდებულმა მშვიდად ამოთქვა. -აბა, მე შევუთანხმდი გიორგის დარჩენილი წილის შესყიდვაზე? კარგი ადამიანი მეგონე, ჩემი ნენეს გვერდით რომ დაგინახე, მეგონა სუფთა გული გქონდა, ოჯახში შვილივით მიგიღეთ, ყოველ ღამე ჩემი ქმარი და მე იმაზე ნერვიულობაში ვიძინებდით, რომ დემეტრე ბევრს მუშაობს, ჩვენი ანასტასიას მაგივრადაც უძღვება საქმეს და ერთხელაც არ დაუწუწუნიათქო.მეგონა ამას გულწრფელად ცდილობდი, შენ კი ხარბი აღმოჩნდი!ალბათ იფიქრე, სადაც ორის საქმეს ვაკეთებ, იქ სხვამ სარგებელი რატომ უნდა ნახოსო და პირველივე შესაძლებლობა გამოიყენე. საერთოდ ვერ ხვდებოდა ბრალს რაში სდებდნენ, იმაში რომ სასტუმროს წილი სხვამ არ შეისყიდა? რა უნდა ექნა, რომ მისი საქციელი კვიციანებს სწორად მოჩვენებოდათ? კითხვაც არ დასცალდა, ქალმა ხელი მოხვია დაკეცილ კაბებს და სასწრაფოდ მოშორდა იქაურობას. ბერაიამ ჯერ ყოყმანით გადადგა ნაბიჯი, იფიქრა გავეკიდებიო, მერე გაჩერდა, ჯობს ცოტა დამშვიდდეს რომ ავახსნევინო, ასე ძალიან რომელმა ფაქტმა შეაზიზღა ჩემი თავიო.საწოლზე ჩამოჯდა და ოთახს თვალი მიმოავლო, ვერაფრით მიხვდა ეს ოთახი ასეთი მნიშვნელოვანი რატომ იყო.კედლის სიგრძეზე გაჭიმული კომოდისკენ გაიხედა, მისი კიდის ღია სივრცეში წიგნები ეწყო,შუაში უჯრები ჰქონდა.თავზე დალაგებულ გრამაფონს და ფირფიტებს თვალი აარიდა, უჯრები გამოაღო, მაგრამ ხელში სიცარიელე შერჩა, რამდენიმე წამით ჩაფიქრებული უყურებდა იატაკს, მერე გონებაში აზრმა იმწიფა და წიგნების გადმოლაგებას შეუდგა. სათითაოდ ააფრაიალა ფურცლები, ის იყო იმედი გადაეწურა, რომ უკანასკნელი წიგნიდან პატარა სურათი იატაკზე დავარდა და სასწრაფოდ წაავლო ხელი.ფოტოზე ახალგაზრდა ქალი იყო გამოსახული ბავშვთან ერთად, ეს ვისი ფოტოც არ უნდა ყოფილიყო, აშკარად აქ ცხოვრობდა. ტბის ფონზე გამოსახულ ქალს კარგად დააკვირდა და ნაკვთები ეცნო, თითქოს ბავშვსაც ნაცნობი სახე ჰქონდა,სადღაც უნდა ენახა.ამოიხვნეშა, უძლურად ჩამოყარა მხრები, თავი გააქნია, ფოტოსურათი წიგნში დააბრუნა და ლაგებას შეუდგა.როცა დაასრულა, წელში გაიმართა და ნელი ნაბიჯით გამოვიდა ოთახიდან. თხუთმეტი წუთი შუადღის მზეზე, კვიციანებისკენ მიმავალ გზაში გაატარა. გასეირნებამ გონებაზე იმოქმედა და ნერვები მწყობრში ჩაუდგა.სახლის ზღურბლს, რომ გადააბიჯა მისაღებს თვალი მოავლო და სამზარეულოსკენ წავიდა.ჩარჩოს მიყრდნობილი დააკვირდა მაგიდასთან ჩამომჯდარ ქალს, რომლის სახეც ახლა დამშვიდებულიყო და კაბის კემსვით გართულმა ვერც კი გაიგო ბიჭის მოსვლა. -ელისაბედ ბიჭები რომ დაბრუნდებიან ნივთებს ჩავალაგებთ და სასტუმროში გადავალთ...-ხელებგადაჯვარედინებულმა უემოციოდ ამოთქვა, უბრალოდ ფაქტი ახსნა. -ის ყველაფერი ამ მიზნით არ მითქვამს...-ქალს მისთვის არ შეუხედავს, თუმცა მშვიდი ტონით წარმოთქვა...-ჩემი ოჯახი სტუმრებს მასპინძლობას არ ამადლის და მითუმეტეს სახლიდან არ უშვებს. -ვიცი მაგრამ სტუმართმოყვარეობასაც აქვს საზღვარი და როცა სტუმარი თავისდაუნებურად იმედებს გიცრუებს, უნდა მიხვდეს რომ აბარგების დროა. -შენ ის მითხარი, რატომ გამიცრუე იმედები?...-კვიციანის ქალმა მავედრებლად ახედა და სკამისკენ მიუთითა დაჯექიო. -ვერ ვხვდები, დაიჯერებ? ვერ ვხვდები იმედები ჩემი რომელი ქმედებით გაგიცრუე.გიორგი ჯანაშია მოვიდა დღეს და მითხრა რომ ან მე ვიყიდდი წილს ან სხვა მსურველს იპოვნიდა.რა შეიცვალა იმით, რომ მე შევიძინე? გერჩივნა უცხოს ეყიდა ? თუ ასეა... -მისმინე დემეტრე..... ჯერ კიდევ მგონია რომ გულის სიღრმეში კარგი ადამიანი ხარ და ახალგაზრდული სისხლის ბრალია შენი სურვილის დაკმაყოფილებისთვის ასეთი გზის არჩევა...მაგრამ ნუთუ ანასტასიაში ვერაფერი დაინახე ისეთი, რაც სულ მცირედად დაგაფიქრებდა შენი საქციელის სისწორეზე? ჩემი ნენე ერთხელ უკვე გამოძვრა ასეთი სიტუაციიდან, მეორე ჯერზე კი მე არ მივცემ დანებების უფლებას, ძლიერი გოგოა, გადაიტანს. მაგრამ შენ როგორ შეხედავ თვალებში, როცა გაიგებს რომ მისი კუთვნილი თვალისდაუხამხამებლად მიითვისე... -საიდან გამოძვრება? ბერლინიდან? თუ მართლა ასე ძალიან უყვარს ეს ადგილი, მაშინ ბერლინში გაქცევა რა საჭირო იყო? კომპრომისზე წავედი, მივხვდი რომ ამ ადგილას, მისთვის, რაღაც ძალიან განსაკუთრებული არსებობს და ბოლომდე დავუთმე.ის კი ადგა და ბერლინში გაიქცა...-ყელში უჭერდა უსამართლობის შეგრძნება. მთელი ცხოვრება ისე ზრდიდნენ, რომ სხვისთვის ძალით არაფერი წაერთმია. მამამისი ყოველთვის ეუბნებოდა, მხოლოდ ისეთ საქმეს მოკიდე ხელი, რომელიც სხვას ნამდვილად არ ეკუთვნისო. ისიც ამაყობდა, რომ დარიგებას მიჰყვებოდა და შურის თუ სიხარბის გამო არასდროს არავისთვის არაფერი წაურთმევია. -რა ბერლინი, რის ბერლინი, ეს სისულელეები საიდან მოგაქვს?...-გონებაარეულმა ქალმა უეცრად წამოიძახა...-საავადმყოფო ბერლინად, როდის მერე გადაკეთდა? -მოიცა, მოიცა რა საავადმყოფო? რაზე ლაპარაკობ? სანამ წამოვიდოდით, გიორგის ნათქვამის მიუხედავად მაინც გავუარეთ ანასტასიას სახლში და მამამისმა მითხრა რომ ბერლინში წავიდა.დღესაც, შემოთავაზებას იმიტომ დავთანხმდი, რომ მითხრა ჩემი შვილი ბერლინშია და საერთოდ არ აინტერესებს სასტუმროს წილიო...-გონებაში ყველაფერი ერთად დახტოდა. -ანუ შენ გიორგიმ მოგატყუა...-ჩურჩულით ამოიხრიალა ქალმა და დემეტრე მიხვდა, რომ მას კი არა, საკუთარ თავს ელაპარაკებოდა. -ელიკო მე შემომხედე!...-ხელისგულით მიეფერა სახეზე, რომ მისკენ მოეხედა თავჩაქინდრულს...- საავადმყოფო, რომ ახსენე, რას გულისხმობდი? -არაფერს! უბრალოდ წამომცდა...-კაბებს ხელი უშვა და ფეხზე წამოხტა, მისი მზერისთვის თვალი რომ აეცილებინა. -არა! შემთხვევით არ გითქვამს!...-მტკიცედ განაცხადა მის გვერდით ასვეტილმა...-ვიცი წამლებს რატომაც სვამს, გვიან მაგრამ მაინც მივხვდი...-უნდა მიეხვედრებინა რომ დამალვას აზრი არ ჰქონდა.ქალმა შეცბუნებით მიხედა, ჯერ ყურადღებით შეათვალიერა, მერე სამზარეულოს ზედაპირიდან მოშორებული ხელები უღონოდ ჩამოყარა და ჩურჩული დაიწყო. -დილის ექვს საათზე გიორგიმ დამირეკა და მითხრა რომ ღებინების გამო, სააბაზანოში, გული წაუვიდა. საავადმყოფოში გადაყვანილმა ჩემი სახელი იკითხა და ამიტომ წავედი.რომ ჩავედი,იმ დღეს გამოწერეს...აი ამიტომ წავედი მათთან. -და ახლა სადაა?...-მოუთმენლობა მთელ სხეულში უჩქარებდა სისხლს. -სახლში... -ანუ მე რომ მივედი მათთან, მთელი ის დრო სახლში იყო, ესმოდა და ასე უტიფრად მატყუებდნენ?...-უსამართლობის შეგრძნებამ გაგიჟებამდე მიიყვანა, სამზარეულოდან გამოვარდილმა კიბეებზე აირბინა და უკან ელისაბედი მიჰყვა. ბერაიამ კარადიდან ტანსაცმელი და პირსახოცი გამოიღო, გვერდი აარიდა ქალის ბუტბუტს და ქვედა სართულის სააბაზანოში შესულმა მიჯახუნებული კარი ჩაკეტა. მობილურ მომარჯვებულმა ბაჩოს დაურეკა და სასტუმროსთან დატოვებული,თავისი მანქანით მოსვლა თხოვა ცივმა შხაპმა სისხლის მოძრაობის სიჩქარე შეანელა, თავი აღარ უფეთქავდა და ნერვიული ხელის კანკალიც შეწყდა.ასე მოტყუებულად ჯერ თავი არასდროს უგრძვნია.ორივე მამა-შვილმა იხტუნავა მის მოთმინებაზე და არ აპირებდა ეს შეერჩინა.ერთი თვალებში უყურებდა და ურცხვად ატყუებდა, მეორე კი ალბათ ჩუმად ისმენდა საუბარს და სინდისის ქენჯნის გარეშე იმალებოდა კარის უკან.ახალ შარვალსა და პერანგში გამოწყობილმა გაიარა მისაღების სივრცე, ეზოში გასული ელისაბედი ბიჭებს ელაპარაკებოდა და მისი დანახვისთანავე დაიწყო ბუტბუტი. გასაღები მომეციო, ბაჩოს უღრიალა და ყური არ უთხოვებია ქალისთვის. მანქანის საჭესთან მოთავსებულს, ფანჯარასთან ატუზულმა კვიციანმა ჩურჩულით უთხრა. -დემეტრე შენ ყველაფერი არ იცი...ძალიან გთხოვ დამშვიდდი და ისე წადი. --რაც საჭირო იყო გავიგე...მე ვაჩვენებ მამა-შვილს როგორ უნდა მოტყუება და იმ ქალბატონსაც გაკვეთილს ჩავუტარებ, რომ მეორედ თუ საქმეს ხელს მოკიდებს, ბოლომდე მიიყვანოს! მანქანის გასაღები გადაატრიალა და ადგილს სინათლის სისწრაფით მოწყდა. VI "ასი სამყარო და პარალელური რეალობები" კარზე გაბმუხლად აბრახუნებდნენ, გამეტებით და მოუთმენლად.ზღურბლთან ასვეტილი ლალი შიშისგან აკანკალებულ თითებს ერთმანეთში ხლართავდა და ვერ გადაეწყვიტა გაეღო თუ არა.საპირისპირო მხრიდან მამაკაცის ხმა მოისმა,რომელიც ყვიროდა სასწრაფოდ გამიღეთ,თორემ შემოვამტვრევო.სანამ მეზობლების ყურამდე მივიდოდა და თავიანთ დიდ ცხვირებს სახლებიდან გამოჰყობდნენ ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, მანამ დასწვდა სახელურს და ფრთხილად გამოაღო. ბერაიას მაღალი, ერთიანად დაძაბული სხეული კარს მიაწვა და შიგნით შემოვარდა."სად არის?"- ბრაზისგან გაგიჟებული ხმით იკითხა და გაანალიზა რომ ქალი პასუხს არ გასცემდა. ჰოლისკენ წასული ყველა კარს ეცა,თითოეულის მიღმა შეიხედა თუმცა იქ ინტერესის ობიექტი ვერ ნახა. ის იყო ბოლოჯერ შეაღო, რომ თვალებში მბჟუტავი სინათლე შემოეფეთა,რომელიც გადაწეული ფარდებიდან იღვრებოდა სივრცეში.გაგულისებულმა ნაბიჯი გადადგა და ადგილზე გახევდა, გაახსენდა როგორ აწყობდა სიტყვებს გზაში, თითქოს ყველაფერი გათვალა, რასაც მატყუარა ქალბატონს პირში მიახლიდა.თუმცა ახლა ყველაფერი სადღაც გაქრა, ყველაფერმა მოძრაობა შეწყვიტა და დემეტრე ბერაია ამ უხილავი ძალით ადგილს მიაჯაჭვა.ის იქ იყო, საწოლზე მინაბულს გაკვირვებისგან თვალები გაფართოებოდა, ცალი მკლავი გაეშალა და გრძივად გაჭიმული მილი მიერთებოდა. საწოლის გვერდით წვეთოვანის სისტემა მოედგა და გაუნძრევლად აკვირდებოდა საძინებელში შემოჭრილს. -შენ აქ რას აკეთებ?...-მშვიდად იკითხა, როცა მიხვდა შემოსწრებულს განცვიფრება, ხმას კარგა ხანს არ ამოაღებინებსო. -შენ თვითონ რას აკეთებ?...-გუგებში კითხვის ნიშნები დაუხტოდა და თავით წვეთოვანისკენ ანიშნა. -რა იყო, ოჯახში ცივ ნიავს არ გაკარებდნენ და გაციების გამო გადასხმაზე არასდროს ყოფილხარ?...-ხმა მისუსტებული ჰქონდა,მაგრამ სიტყვა-პასუხი ისევ არ ეშლებოდა. -აჰა, შენ გაციებული ხარ?...-თუ იგესლება, ესეიგი, არც ისე ცუდადააო დაასკვნა ბერაიამ. ანასტასიამ შეკითხვაზე თავი მიაბრუნა და საპირისპირო მხარეს გაუშტერა მზერა... -დამშვიდდით ძალიან გთხოვთ. რა პრობლემაც არ უნდა გქონდეთ, საუბრით ყველაფერს მოაგვარებთ...-დედაშვილურად შეეხვეწა ლალი,როცა ანასტასიას დააკვირდა. -ძალიან მშვიდად ვარ!.... უფრო მეტი სიმშვიდე კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს!...-დაიყვირა ჯანაშიას შემყურემ და ხელები გაასავსავა. -რა გაღრიალებს? შენ მე ლიზა ხომ არ გგონივარ? ტონს დაუწიე თორემ...-გაწიწმატებული მობრუნდა მისკენ და ერთიანად აფოფრილმა წამოიწია,ისე რომ გაშეშებული მკლავი არ გაუნძრევია.თვალებში ცეცხლი ჰქონდა ჯანაშიას. -კიდევ აქეთ არის დიდ გულზე! ღმერთო გამძლეობა მომეცი...-აღშფოთებით და საკუთარი თავის დაცინვით გადახედა ლალის, თითქოს ეკითხებოდა, გჯერა რასაც ისმენო? -ღმერთს ნუ აწუხებ შენი წუწუნით...რა გინდა? ხელმოწერა გჭირდება?...-დამცინავად ათვალიერებდა და ფაქტი იყო, რომ მწყობრიდან სურდა მისი გამოყვანა. -ზუსტად ისეა,როგორც ვივარაუდე.ესეიგი იმხელა გამბედაობაც არ გეყო, რომ შენი ცირკების მერე მოსულიყავი და გეთქვა, დემეტრე მართალი იყავი, მამიკოსთან მეამბოხის როლის თამაში მალევე მომბეზრდაო და ამის აღიარების მაგივრად ოთახის კართან ყურმიდებული ისმენდი როგორ უტიფრად მატყუებდით მთელი ოჯახი...-მკლავებ გადაჯვარედინებული იდგა, თითქოს მოუთმენლობისგან,თუმცა სინამდვილეში იმედგაცრუებული საუბრობდა და თვალს არიდებდა. -ნეტავი შენ რაა....რა შენი საქმეა? ლალიკო პოლიციაში დარეკე და უთხარი,რომ დემეტრე ბერაია სახლში შემოგვეჭრა და ახლა ვაპირებ რომ თავში ბლაგვი საგანი ვთხლიშო...მიდი, დარეკე!... -შემომაკვდება...-სრული სერიოზულობით მიუბრუნდა ლალის და გადაჯვარედინებული მკლავები ჰაერში გაშალა...-ადექი, კვიციანებთან წამოხვალ და აუხსნი რომ შენთვითონ გადაწყვიტე სასტუმროს წილის გაყიდვა და მე არაფერს გართმევ!...-ამჯერად შეუვალი იყო. -შენს სახელზე ლოცვებიც რომ წავიკითხო, არ გინდა?...-ნამდვილად აღიზიანებდა. ბერაიას მოთმინების ფიალა დაიცალა,იქ ერთი წვეთიც აღარ დარჩა. ჯერ კარადას ეცა და შიგნით დაიწყო ფოთიალი, საკიდების ქვემოთ ჩემოდანს წააწყდა და იატაკზე გადმოდებულს ელვა შეუხსნა, მერე ლალისკენ მიბრუნდა მოსთხოვა,რასაც საჭიროდ ჩათვლიდა, ჩაელაგებინა.მისდა გასაკვირად ბევრი ალიაქოთი არ დასჭირვებია, ქალმა მაშინვე უხმოდ, სახეზე უცნაურ გამომეტყველება აკრულმა, დაიწყო ტანსაცმელების ჩაწყობა.ბერაიამ რამდენიმე ფეხსაცმელს,მათ შორის ბალეტკებს,კედებს და ერთ მაღალყელიან ბათინკებს ხელი დაავლო და ისიც გადმოაწოდა.მერე ანასტასიასკენ მობრუნებულმა ოთახში ექო დაატრიალა, აბაზანაში შედი და მოწესრიგდიო, თუმცა გაჯიუტებულმა გოგონამ დამცინავად აქცია ზურგი და რამდენადაც მკლავი აძლევდა საშუალებას,იმდენად იცვალა გვერდი. დემეტრემ, კიბატონოო, ამოიბურდღუნა და ისევ ლალისკენ მიბრუნებულმა უთხრა აბაზანის ნივთებიც ჩაუწყვე და წამლები არ დაგავიწყდესო.ათ წუთიანი ფუსფუსის მერე ქალმა მორჩილად შეკრა საბარგო ჩანთის ელვა და თავზე ხელჩანთა დაადო,რომელშიც ანასტასიას საფულე,ლეპტოპი, ტელეფონი და სატენები ჩაუწყო.მერე კი, გაკვირვებით ხან ერთს გადახედავდა,ხან მეორეს. ქალმა იცოდა,რომ ბერაია მას კვიციანებთან წაიყვანდა,ამიტომაც განიზრახა დახმარება, მამამისისგან განსხვავებით შუახნის გადიას ღრმად სწამდა, რომ იმ ადგილთან სიახლოვე მის გოგონას სიცოცხლის სურვილს უბრუნებდა.დემეტრე, როცა მიხვდა ყველაფერი მზად არისო, მხრებში გასწორდა და კიდევ ერთხელ მოუწოდა საწოლზე წამოკოტრიალებულს სააბაზანოში შესულიყო მოსაწესრიგებლად,თუმცა არც კი შერხეულა ამ მოწოდების ადრესატი. -კიბატონო, რადგან ასეა შენს თავს დააბრალე!...-მისკენ მტკიცე ნაბიჯებით წასულმა, კომოდზე დადებული ბამბა სპირტში დაასველა, ფრთხილად მოაცალა გადასხმის ნემსი და სანამ ჯანაშია ყვიროდა თავი დამანებეო, ნანემსარი დაუზილა,მერე კომოდზე მიაგდო და ხელ-ფეხ აფართხალებული ქალბატონი მკლავებში მოიქცია...-ნუ ფართხალებ! დამივარდები და შენს ხელთავიდან აწყობას საქართველოს ბიუჯეტიც არ ეყოფა...-ანასტასია ყვიროდა და რაღაც მომენტში მოხუცი დედაბერივით მიაწყევლა, ბერაიამ გაკვირვებით შეხედა, თუმცა ჰოლისკენ მიმავალს სიარული არ შეუწყვიტავს...-ლალიკო ჩემოდნები და ჩანთა წამოიღე და უკან გამოგვყევი. -იცი, რომ ეს თავისუფლების უკანონო აღკვეთაა?...-ნიშნისმოგებით ამოილაპარაკა და ლიფტის სივრცეში მოქცეულმა მუქარა გააჟღერა...-პროექტები კი გიყვარს და იმედია, გავხეხოთ ციხის კედლების, პროექტიც მოგეწონება...-იგესლებოდა, თუმცა ვერ ხვდებოდა რომ ბერაია ყურსაც არ ათხოვებდა მის ამ უბადრუკ გაბრძოლებებს. მანქანის წინა სავარძელზე რომ მოათავსეს ყვირილი მორთო,მაგრამ ბერაიამ თვალები დაუბრიალა და სანამ ღვედს უკრავდა გაბოროტებულმა უჩურჩულა ხმა ჩაიწყვიტე და მშვიდად იჯექიო.ლალი რომელიც მის ფანჯარასთან ჩამოდგა, სანამ დემეტრე ჩემოდანს საბარგულში დებდა, თბილად უღიმოდა და ყურადღებას არ აქცევდა გოგონას თხოვნას აქედან გადმომიყვანეო.შუახნის ქალს ღრმად სწამდა,რომ ხანდახან სწორი საქციელი მაინდამაინც სასიამოვნო საყურებელი არაა შორიდან, თუმცა, თუკი თავისი აღსაზრდელის გადარჩენა სურდა,ის გიორგის თვალისგან უნდა მოეშორებინა და იმ ადგილისკენ გაეშვა სადაც ბავშვობის ტკბილი მოგონებები და კვიციანების ოჯახური კერა ეგულებოდა.ბერაიამ მოწყვეტით გადაუხადა დახმარებისთვის მადლობა და ურჩია არ ენერვიულა, როგორც კი ჩავიყვან დაგირეკავთო.საჭესთან მოკალათებულმა ძრავა ჩართო და კოპებშეყრილს ანასტასიასკენ აღარ გაუხედავს. უკვე ავტობანზე იყვნენ, როცა ჯანაშიას მდუმარე ფიგურისკენ მზერა გააპარა და უცნაურობა მაშინვე შეატყო.თვალები ეხუჭებოდა მაგრამ ღრმად სუნთქავდა, აშკარად ეტყობოდა რომ ეს ძილის ეფექტი არ იყო.მარჯვენა ხელისგულით ოდნავ შეეხო მხარზე და ჰკითხა ხომ კარგად ხარო, პასუხად მიკნავლებულმა ხმამ ამოიხრიალა თავბრუ მეხვევაო.გულმა გამალებით დაიწყო ფეთქვა და სანამ მანქანას გააჩერებდა, მანამ ეგონა მიკრო ინფარქტი უკვე გადავიტანეო.მისკენ შებრუნდა და ერთიანად გაფითრებულს რომ მოავლო მზერა, წყლის ბოთლს დაუწყო ძებნა, ფანჯრები ჩამოსწია და მუჭში წყალი მოიქცია, დანამული ხელისგულები სახეზე მოუსვა და საფეთქლები ფრთხილად დაუზილა.ფერზე მოსულმა ჯანაშიამ წყლის ბოთლი მოიყუდა და წყურვილმოკლულმა ამოიჩურჩულა. -წნევა დამივარდებოდა...-თავით სავარძელს მიეყრდნო და მერე სარკაზმი მოიშველია...-ისე, მაშინ კი ვიხუმრე,მაგრამ მართლა დოქტორის ხარისხი ხომ არ გაქვს სამედიცინოში? ამიტომ ატარებ ცდებს ჩემს ნერვულ სისტემაზე? -სოფელში გამოთქმა მასწავლეს, ენა რომ არ გქონდეს ყვავი წაგიღებდაო, გაკვდება ხასიათზე...-იმავე ინტონაციით დაუბრუნა პასუხი და თვითონაც შვებით ამოსუნთქულმა მიაბრუნა თავი გზისკენ...-სადმე გაჩერდეთ და ყავა დავლიოთ, შენ წნევა აგიწევს, მე საჭესთან არ ჩამომეძინება...-ისე, სასხვათაშორისოდ თქვა და მანქანის ძრავა აამუშავა. პირველივე შემხვედრ, პატარა ყავის ჯიხურთან შეაჩერა ავტომობილი და შეკვეთის შემდგომ, იქვე, პატარა მაგიდასთან ჩამოჯდა.ახლა, მარტო მყოფს,შეეძლო გაენალიზებინა ის , რამაც მისი ყურადღება ერთიანად მიიპყრო.როცა ანსტასიასკენ წავიდა და მისი ცისფერ სარაფანში გამოწყობილი მოფართხალე სხეული ხელებში მოიქცია,რაღაც უცნაურმა შეგრძნებამ შეძრა გონება.ჯანაშია მჩატე იყო, იმდენად მჩატე რომ, ლამის ვერც გრძნობდა ცოცხალი არსების მკლავებით ტარებას. მაგრამ ამავდროულად სიფრიფანა,მოკლე სარაფნის მიღმა ახალგაზრდა ქალის ათრთოლებული სხეული იმალებოდა. როცა ცდილობდა მისი სარაფნის ბოლოები თითებით დაეჭირა, რომ გოგონას სიშიშვლე არ გამოჩენილიყო, მის კანს მთელი ძალით ეხებოდა და დამცინავად აკვირდებოდა როგორ აყრიდა ეკალი ძალით მოფართხალეს.ბერაიას სურდა გაეგო,როდის მოხდა გარდატეხა მის ცხოვრებაში, იმ წამის გახსენებას ცდილობდა როცა ეს გოგონა მის პრობლემად აქცია და ახლაც, ვინ იცის, კვიციანებისთვის თუ საკუთარი თავისთვის რაღაცის დასამტკიცებლად, საკუთარი სახლიდან წამოიყვანა და მისი ნების საწინააღმდეგოდ მიჰყავდა.ვერ ხვდებოდა, იმ ორი სიტყვის უკან წაღების სანაცვლოდ კიდევ რამდენზე იყო წამსვლელი, მაშინ, როცა არაფერი იცოდა და არც უნდა სცოდნოდა,რადგან ანასტასია ჯანაშია მისი ცხოვრების ნაწილი არ იყო და არც გახდებოდა. ცხელი ყავით ხელდამშვნებული დაბრუნდა.ყურადღება არ მიუქცევია გვერდით მჯდომის ბუტბუტისთვის,ისე მიაწოდა, თავისი- ჭიქის ჩასადებში მოათავსა და განიავებული გონებით გააგრძელა გზა.ნახევარი საათის შემდეგ მოხედა ჯანაშიას, რომელსაც თავისი ურჩობის გამო ფეხსაცმელებიც კი არ ჩაუცვამს და შიშველი ფეხები სავარძელზე აეწყო, მუხლებზე თავი ჰქონდა ჩამოდებული და გზას გაფაციცებული აკვირდებოდა. დემეტრემ იცოდა, რომ ახლა, სანამ მარტოები იყვნენ, საუკეთესო დრო იყო პასუხების მისაღებად იმ კითხვებზე,რომელთა გამოც გიჟივით გამოვარდა კვიციანების სახლიდან. -კარგი, რადგან დაწყნარდი და სულ მცირე ხელ-ფეხს აღარ ისვრი, პასუხების გაცემის დროა...-შეამზადა მეორე მხარე დიალოგისთვის...- ბერლინზე ტყუილი ვისი აზრი იყო, შენი თუ მამაშენის?...-ანასტასიამ მობეზრებით დაჭყანა სახე და პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა...-არადა ღირსეული მეტოქე მეგონე. შენ კიდევ ორ სულელურ სიტყვას გადააყოლე მთელი შემართება და მიზნები. -არ მინდა გული გაგიტეხო,მაგრამ ვისაც არ უნდა ეთქვა რომ დედამიწა შენს გარშემო ტრიალებს, მოგატყუა! მას საკუთარი ღერძი აქვს, ვწუხვარ...-ღვარძლიანად ამოისისინა და დამცინავად გადმოხედა. -ანასტასია ნუ გავიწყდება, რომ გაბრაზებული მე ვარ...-გამაფრთხილებელი იყო მისი თვალების ბრიალი...-ადამიანურ ენაზე მითხარი რატომ თქვი უარი სასტუმროზე. -უარი არ მითქვამს ! ...-წამოიყვირა უცებ...-მინდოდა ცოტა ხნით...არ ვიცი, უბრალოდ არ მინდოდა შენი იდიოტური გამომეტყველების დანახვა და...- გაახსენდა როგორ ეჯდა გიორგი თბილისში დაბრუნებიდან მეორე საღამოს თავთან და სულთამხუთავივით უმეორებდა, თუ სასტუმროს წილს ხელს მოკიდებ,მაშინ მოგიწევს საწოლიდან ადგე და იშრომოო. მას კი არ შეეძლო, საკუთარ გონებას და სხეულს ვერ იმორჩილებდა.არც სურდა, შინაგანი ხმა ეუბნებოდა რომ უაზრობა იყო იმედის გარეშე ჩაჭიდებოდა ცხოვრებას და მის გასაგრძელებლად ძალები მოეკრიბა. მხოლოდ დროს ითხოვდა, სულ მცირეს მაგრამ მისთვის სასკმარისს რომ წამომდგარიყო და საკუთარი სისუსტე ისევ შეენიღბა სხვებისგან. მერე კი დემეტრე ბერაია პირდაპირ სახლში მოადგა და მამამისმა ბერლინში გამგზავრება მოიგონა, რომ უპეებჩაშავებული,ღონემიხდილი მისი ქალიშვილი გარეშე თვალისგან დაემალა.გოგო უბრალოდ ამ ყველაფრის ცენტრში აღმოჩნდა და ნელ-ნელა მიხვდა რომ მამამისი თავისივე გამოგონილ ტყუილს ჩაეჭიდა და ისე გამოიყვანა,თითქოს ანასტასია აღარასდროს დაბრუნდებოდა.რა უნდა ექნა? საწოლიდან წამომხტარიყო და სამზარეულოში შევარდნილს გამოეცხადებინა მე აქ ვარ, ძველი ჩვევები დამიბრუნდა,სანახევროდ თითქმის მომერია კიდეცო და საკუთარი უძლურება წარსულში მომხდარი ამბის გამო რომ შიგნიდან სჭამდა, ბერაიას წინ გამოეჩინა?...-უბრალოდ ცოტა ხნით დასვენება მინდოდა. -ცოტა ხნით? მამაშენმა წილის შესყიდვა დღეს შემომთავაზა, საინტერესოა შენი გაბარიტებით, ცოტა, რას მოაზრებს ? ...-დემეტრემ გაკვირვებით გადმოხედა. -ვიცი...მისმინე, როცა მივხვდი რომ ბერლინის ამბავი იმის გამო მოიგონა, რომ შენთვის წილი უპრობლემოდ მოეყიდა, ვცადე გადარწმუნება, მაგრამ არ გამომივიდა...-უცხო ადამიანის წინ ვერც იმას იტყოდა, რომ მამამისმა მხოლოდ ერთი გზა დაუტოვა, თავის თავს მორეოდა და ყველაზე დიდი მტერი დაემარცხებინა. თვალწინ დაუდგა უსიამოვნო საუბრიდან რამდენიმე საათში,შუაღამეს, როგორ ფეხაკრეფით შევიდა სამზარეულოში, მოწნულ კალათაში ჩალაგებულ მაფინებს დასწვდა და უგემურად ჩაკბიჩა.გაახსენდა როგორ აუწყლიანდა თვალები, რამხელა ბრაზის გორგალი დაუტრიალდა სახეზე,როცა საკუთარ თავს ვერ მოერია. მერე გონება დაებინდა და ნელ-ნელა, ტკბილი ცომით გამოტენილ პირს ხელისგულით აწვებოდა და დაუღეჭავად ყლაპავდა.საკუთარ თავს კიდევ ერთხელ სჯიდა, წლების წინ გამოვლილ გზას ნაბიჯ-ნაბიჯ ისევ გადიოდა.დღეების მანძილზე გათიშულმა სხეულმა, რომელსაც გონება თავისებურად უსწორდებოდა, არ მიიღო წინ გადადგული ნაბიჯების სიმამაცე და ანასტასია ჯანაშიამ სააბაზანოს იატაკზე გონება დაკარგა მას შემდეგ რაც ორგანიზმა, ამდენხნიანი უგულებელყოფისთვის სამაგიერო გადაუხადა. -ელისაბედმა მითხრა, რომ საავადმყოფოში მოხვდი...-ბერაიამ იცოდა, რომ ანასტასია მიხვდებოდა შეფარულ მინიშნებას. -მისმინე, მე და შენ მეგობრები არ ვართ! ასე რომ შეეშვი ჩემ ცხოვრებაზე კითხვების დასმას და წინ იყურე...-გაგულისებულმა აღარ იცოდა როგორ გაეჩუმებინა არამკითხე მოამბე. -ღმერთმა დამიფაროს. ამ სამყაროს გარდა ასი პარალელური სამყაროც რომ არსებობდეს, ჩემი და შენი ალტერნატიული რეალობებით, არც ერთ მათგანში არ ვიქნებოდით მეგობრები! -ათასი იყოს, ასე უფრო მაწყობს...-სახემომანჭულმა გასცა საკადრისი პასუხი. უკვე თორმეტი სრულდებოდა,როცა კვიციანების სახლს მიადგნენ.დემეტრეს დაძაბული თვალთახედვა მზად იყო ბალიშზე თავის მიდებისთანავე დახუჭულიყო და მეორე დილამდე თავი აღარ შეეწუხებინა მოვალეობის შესასრულებლად. მისაღებში ჯერ კიდევ ენთო შუქი და მანქანის ხმაზე ზურაბ კცივიანი შემოეგება ჩამოსულებს.ანასტასია მის დანახვაზე გაიბადრა და ფეხშიშველმა გაირბინა ეზოს ბალახებზე, რომ გაშლილ მხრებში ჩავარდნოდა მონატრებული ბიძის სითბოს. ზურაბმა ხელისგული თავზე მიადო და თმებზე მიეფერა, გაღიმებული გაუძღვა სახლისკენ, სადაც ელიკო და კიტა ელოდებოდნენ ბიჭებთან ერთად.ჯანაშიამ დემეტრესთან კინკლაობის დასრულების შემდეგ,მთელი გზა იმაზე ფიქრში გაატარა როგორ შეეხედა იმ სამეულისთვის თვალებში, ან რამე უხერხულს ხომ არ კითხავდნენ, იქნებ გაბრაზებულ გულზე შეერცხვინათ კიდეც?ფაქტი ის იყო, რომ სავარძლებში ჩამსხდრები წამოდგნენ და უხერხულად,თუმცა მაინც გაუღიმეს. ელიკომ მას შემდეგ რაც მოისიყვარულა, საყვედურებით აავსო, ფეხშიშველი რას დატანტალებო და ანასტასიამ კარისკენ მიიხედა დემეტრეს სახის დასანახად, რომ ნიშნისმოგებით წაეკბინა.კარებში ბერაიას მაღალი ფიგურა გამოჩნდა, რომელსაც ცალი ხელით ჩემოდანი მოჰქონდა, ხოლო მხარზე ჩანთა ეკიდა.ბაჩოს მის დანახვაზე გაეცინა და შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა. -ვაა დემეეეე..... რა მაგარი ჩანთაა, დღეს იყიდე?...-მეგობრის წარბაწეული მიმიკისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ახლოს მისულმა მოჩვენებითი კმაყოფილებით შეათვალიერა, კარგი ვაჭარივით შეატრიალა ხელში და განაგრძო...-ჩემ სიცოცხლეს გაფიცებ, სად იყიდე?ტყავია? -ახლა გამასწარი, თორე მე ვიცი ვისი ტყავისგანაც შევკერავ სულ ახალს, ამ წამს...-თვალები გადაატრიალა და შეუბღვირა. -რა დღეში გაქვს ნერვები, ამ ახალგაზრდა კაცს...-ჩაფიქრებული გამომეტყველებით გააქნია თავი...-მაგარ ნევროპათალოგს ვიცნობ, ახლობლობაში ფასს დავაკლებინებ...-ისე უჩურჩულა, თითქოს მოპარული ნივთის იაფად შესაღებას ცდილობსო და ახარხარებულმა რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიწია,როცა მიხვდა რომ ბერაია ახლა ნამდვილად გამოიწევდა მისკენ. -ვახშამს გაგიშლით, ვიცი რომ გზაში არაფერს შეჭამდით...-უცებ აფუსფუსდა ელისაბედი. -არა, ძალიან დავიღალე და დაძინება მინდა...მშვიდობიან ღამეს გისურვებთ...-ამოთქვა, ჩანთა სავარძელზე მიდო და კარიდან გასული, კიბეებს აუყვა. -ჩვენ გავყვებით ხო?...-უხერხულად შეიშმუშნა ნიკოლოზი...-ძილინებისა. ანასტასიამ ჩაიზე უარი არ თქვა, კიტას მოტანილ მოსაცმელში გაეხვა და ქვედა სართულზე დარჩენილ კვიციანებს, რომლებიც მაგიდას შემოსხდომოდნენ და ყურადღებით უსმენდნენ, ყველაფერი მოუყვა, რაც ბერაიაზე მათ შეცვლილ წარმოდგენას ნელ-ნელა გააცამტვრებდა. მონოლოგის ბოლოს მათ უკვე იცოდნენ, ყველაფერი გაუგებრობა იყო და დემეტრეს არავისთვის არაფერი წაურთმევია. იმავე სიტუაციის მსხვერპლი იყო თავად ბერაიაც, რომელიც ლოგინზე ტანსაცმლიანად მიწვა,ისე რომ არც აუშლია და გარშემო ბიჭები ეხვივნენ, რომლებსაც სიტუაციაში გარკვევა ვერ მოეხერხებინათ და ნახევრად მძინარე მეგობარს სთხოვდნენ ხუთი წუთით გაახილე თვალი, მოკლედ მოგვიყევი და მერე შეგეშვებითო. დარწმუნდა, რომ ასე დილამდე გაგრძელდებოდა და ღონემიხდილმა თავი ასწია, მანქანაში განხილული დეტალებით მათი ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილა და ოთახიდან გაყარა.ბალიშზე თავის მიდება და სიზმრების სამყაროში ჩაძირვა ერთი აღმოჩნდა.დემეტრე ბერაიას გონებამ დაიძინა. VII "ცხოვრება არ გვსჯის,უბრალოდ ასეთია" დილაანდრიან გაღვიძებული ზანტად წამოდგა და მიხვდა, ტანსაცმლიანს ეძინა.სხეული გამოძინებული იყო თუმცა ბეჭები მაინც სტკიოდა მანქანის ტარებისას გაჭიმულ მდგომარეობაში ჯდომის გამო.კარადიდან გამოღებული ახალი პირსახოცითა და ტანსაცმელებით დაეშვა კიბეებზე, არ უნდოდა ვინმე გაეღვიძებინა, თუმცა ბოლო საფეხურს ჩამოსცდა თუ არა, სახლის პირდაპირ ფანჩატურთან გაშლილ ვარდებთან ელისაბედი დალანდა, რომელიც ვენახის მაკრატლით ჭრიდა და ერთად აწყობდა ყვავილების თაიგულს.მისკენ წავიდა რომ მისალმებოდა, აინტერესებდა ანასტასიამ სიმართლე თუ უთხრა. ნაბიჯების ხმაზე ქალმა მოხედა და ინტერესით დააკვირდა.ბიჭს სიტყვები პირზე შეახმა,არ იცოდა საუბარი როგორ დაეწყო.კვიციანმა თბილად გაუღიმა და მხარზე ხელისგულით მიეფერა, დემეტრე ბერაია მიხვდა, რომ ყველაფერი გარკვეული იყო და ამ ჟესტით ბოდიშს უხდიდნენ ყველა იმ სიტყვისთვის, რაც გუშინ დაუმსახურებლად მოხვდა. -ძალიან ადრე მოგსვლია გაღვიძება, მაგრამ კარგია,მშვიდად დავლევთ ერთად ყავას, სანამ დანარჩენები გაიღვიძებენ...-მშვიდად ამოილაპარაკა ქალმა და სახლისკენ გაუძღვა. ბერაია სააბაზანოში შევიდა,რომ გუშინდელი დღის ნაკვალევი გაექრო. მოწესრიგებულმა ფრთხილად მიხურა სააბაზანოს კარი და მოპირდაპირეს დააკვირდა, იქ წესით ანასტასია ჯანაშიას უნდა სძინებოდა.მიაყურადა და ჭიქების ხმაზე მიხვდა რომ ელიკო ყავას ადუღებდა,მისთვის კი არ ეცალა.ფრთხილად შეაღო საძინებლის კარი და შიგნით შეიჭყიტა.ოთახი მომცრო ზომის იყო, მხოლოდ ერთი საწოლით და საშუალო ზომის ტუმბოთი, დიდი ფანჯრების რაფაზე ქოთნის ყვავილები ჩაემწკრივებინათ და დილის სიო სიფრიფანა ხორცისფერ ფარდას არხევდა. ანასტასია ლაჟვარდისფერ თეთრეულში იყო გახვეული,თავი ბალიშში ჰქონდა ჩარგული და სანახევროდ უჩანდა სახე, რომელზეც დამშვიდებული ნაკვთები უდარდელობას ასხივებდნენ.ჩუმად მოიხურა ოთახის კარი და სამზარეულოსკენ წავიდა.ელიკოს ყავის ჭიქები უკვე მაგიდაზე ეწყო და სანახევროდ გახუხული პური მოწნულ დაბალყელიან კალათში ჩაელაგებინა, გარშემო კი ვაშლის და მსხლის ჯემები შემოელაგებინა.ბერაია მაგიდას მიუჯდა და ფრთხილად მოსვა ჯერ კიდევ ცხელი,არომატული სითხე. -გვიანობამდე ვლაპარაკობდით, სანამ არ ჩაეძინა...-საუბრის დაწყებას ცდილობდა ქალი...-ყველაფერი მითხრა და ბოდიში უნდა მოგიხადო გუნშინდელი სიტყვებისთვის. -ეგ საჭირო არაა, შენს ადგილას, ალბათ, მეც იგივეს ვიფიქრებდი და ვიტყოდი...-გულწრფელი იყო,კვიციანებმა ამბის მხოლოდ ერთი მხარე იცოდნენ, რაც არც თუ ისე კარგად მეტყველებდა ახალგაზრდა ინვესტორზე. -მთავარია რომ ახლა აქ არის და ყველაფრის შეცვლას ეცდება. -სადაც გიორგი ჯანაშიამ ამხელა ტყუილი თქვა,რომ სასტუმროს არ გაკარებოდა, როგორ აპირებს მის გადმობირებას? მე არ ვიყიდი ამ წილს, მაგრამ როგორც თვითონ თქვა, სხვასაც იოლად მოძებნის...-ვერ ხვდებოდა დემეტრე და მართალიც იყო.ვისთვისაც არ უნდა მოგეყოლათ, ყველა იტყოდა რომ გიორგი ჯანაშიას აშკარად არ უნდოდა მის შვილს ამ ადგილთან რაიმე საერთო ჰქონოდა.თუ წილს გაყიდდა, ანასტასიას ისტორიაც წარსულს ჩაბარდებოდა. -რადგან ისედაც ბევრი იცი, გეტყვი.ოღონდ არ მინდა გაიგოს რომ იცი, მითუმეტეს ჩემგან...-აჩურჩულდა ქალი და მისკენ მიჩოჩდა...-გიორგი ჯანაშიას ეს ადგილი მამამთილმა უყიდა, ანასტასიას ბაბუამ მისცა ფული სასტუმროს ასაშენებლად, ის კაცი საბჭოთა კავშირის დროს რუსეთში ცხოვრობდა და რამდენიმე სუპერმარკეტი ჰქონდა, მილას გათხოვების ამბავი რომ გაიგო ჩამოვიდა რომ სიძეს ფინანასურად დახმარებოდა. -გამოდის ეს ადგილი, რეალურად, ანასტასიას ბაბუას ეკუთვნის...-მთვარეულივით ამოილაპარაკა ბერაიამ და განაგრძო...-ამიტომ ვერ მიდის ანასტასიას წინააღმდეგ ბოლომდე? -ძალიან ჭკვიანი და მოხერხებული კაცი იყო, მიწაც და სასტუმროც თავის სახელზე გააფორმა, გიორგის უთხრა შემოსავალი შენია, როგორც გინდა ისე მოიხმარეო,მაგრამ ბოლომდე არ მისცა.ჭკვიანურადაც მოიქცა...-შეფიქრიანებულმა წარმოთქვა ბოლო სიტყვები. -რას გულისხმობ?...-როგორც ბუნტის გეგმის შემმუშავებლებმა იციან, ისე მიჩოჩდა თანამზრახველისკენ ბიჭი. -ანასტასიას დედა რომ გარდაიცვალა, მამამისმა დარდს ვერ გაუძლო და რამდენიმე თვეში ისიც დაიღუპა.სამაგიეროდ ანდერძი დატოვა, სადაც თავისი მცირე ქონება, სასტუმროს ნახევრის ჩათვლით ერთადერთ შვილიშვილს დაუტოვა იმ პირობით რომ გაყიდვას გიორგის თანხმობის შემთხვევაში შეძლებდა.გიორგი ჯანაშიას რომ გული არ დაწყვეტოდა მასზე, სასტუმროს მეორე ნახევარი მისცა მხოლოდ. გიორგიმ კაცს გაციებაც არ აცადა,ისე გაყიდა თავისი წილი. - მე ჩემი წილი გაიოზისგან,მისი პარტნიორისგან შევიძინე...-ახლა მიხვდა დემეტრე ყველაფერს, მაგრამ იერი შეეცვალა, როცა ისევ გაურკვევლობას წააწყდა...-მაგრამ გაიოზს რაში სჭირდებოდა? როცა ადგილის შეძენა გადავწყვიტე, მითხრა წლებია ხელი არ გვიხლიაო და მართალიცაა, მიტოვებულია. -ვერ გეტყვი, მაგრამ მგონია დროის გასვლას ელოდებოდნენ, რომ ანასტასია სრულწლოვანი გამხდარიყო და თავისი წილიც გაიოზისთვის მიეყიდა...-სწორად ვარაუდობდა ელისაბედი. -მართალი ხარ.ვერ გათვალეს რომ წლების გასვლის შემდეგ მიტოვებული სასტუმროს რესტავრირების ხარჯები ამდენს მიაღწევდა და გაიოზის კი არა, მათი პატარა კომპანიის ბიუჯეტიც ვერ გასწვდებოდა, გაყიდვა ამიტომ გადაწყვიტეს...-ახლა უკვე სრულიად გასაგები იყო.გიორგი ჯანაშია შვილის თანხმობის გარეშე წილს ვერ გაყიდდა, ესეც ასე...-ამიტომაც ცდილობს ჩაკეტოს, საყვარელ ადამიანებს მოაშოროს, თავი სუსტად აგრძნობინოს და წამლებით გაჭყიპოს, რომ მასზე მეურვეობა აიღოს და ბაბუამისის დანატოვარს ისე მოექცეს, როგორც თვითონ უნდა. -არა...მთლად ასეც არაა.გიორგის ძალიან უყვარს ანასტასია დამიჯერე...-დარდი ეფინა ქალის სახეს და შეშფოთებამ გადაურბინა,როცა მამის მიმართ ასეთმა ბრალდებამ გაიჟღერა...-გიორგის სჯერა რომ ანასტასიას იცავს. -მოიცა, ახლა მივაქციე ყურადღება...ანასტასიას დედა გარდაცვლილი ყავს?...-უცებ მოაგონდა ბერაიას ელიკოს ნათქვამი,რომელიც აღელვების გამო საერთოდ გამორჩა...-ის ქალი და ბავშვი? -ოოოო, ეგ გიორგის მეორე ცოლია...-მიუგო ქალმა,მაგრამ გველნაკბენივით გაიწია უკან,რადგან ნაბიჯების ხმა გაიგონა და სასწრაფოდ ხელი დაავლო ყავის ფინჯანს, თუმცა შვებით ამოისუნთქა კარის ზღურბლთან მეუღლის ფიგურა რომ გაარჩია. დემეტრე ბერაია საკუთარ გონებაში ინფორმაციის გადახარშვით იყო დაკავებული. თუ ელიკოს მონაყოლს გიორგი ჯანაშიას მიერ მოწოდებულ ინფორმაციას დაუმატებდა, გამოვიდოდა რომ მისი ბიჭი ახლა ექვსი წლის იყო, გამოდის მინიმუმ შვიდი წლის წინ იქორწინა.საინტერესოა რამდენი წლის იყო ანასტასია, როცა დედა დაკარგა და მამის მეორე ქორწინება იყო თუ არა მისი ასეთი აგრესიის,ამბოხის მოთხოვნილების მიზეზი გიორგი ჯანაშიას მიმართ.პასუხები არ ჰქონდა. მალევე სამზარეულოში ოჯახის ყველა წევრი შეიკრიბა სტუმრების ჩათვლით, მხოლოდ ანასტასია შემოუერთდათ მოგვიანებით,რომლის დანახვაზეც ბაჩომ რიხიანად შესძახა. -მთავარს ვახლავააართ.... რა ვქნათ უფროსო, წავიდეთ სამუშაოზე?...-ბიჭი ზედმეტად ერთობოდა სოფელში გაჩენილი მეგობრების ხუმრობების გამეორებით და ყველა წინადადებაში აკვეხებდა თავის დამახინჯებულ ინტონაციებს. -რას ასმევთ ამ ბიჭს?...-მოჩვენებითი შეცოდებით გადახედა სამზარეულოსთან მდგარ ლუკას,ცხელი ჩაიდანი რომ მოემარჯვებინა და ფინჯანში ჩაყრილ ყავას ასხამდა წყალს. -ეეჰ, ნეტავ კი დალევდეს რამეს, ჩვენც გვეშველება და მაგასაც...-იგივე სახე მიიღო ლუკამაც...-ჩაი თუ ყავა?...-პასუხის მიღებისთანავე,უკვე დაყენებული ჩაი ფინჯანში დაუსხა და მიაწოდა. -ანასტასია იცოდე ამათგან შენი საუკეთესო მეგობარი მე ვარ, არ გაბედო და ჩემზე წინ ლუკა არ დააყენო...-ჩურჩულით უთხრა და მზაკვრულად დამანჭა სახე მეგობრისკენ რომ მიიხედა. -მშვიდად ბაჩუკი, უკვე გაგჭორეთ...-თვალი ჩაუკრა ლუკამ და მაგიდას მიუჯდა. -დემეტრე დღეს ტბის მხარეს მიწის ხვნას მოვრჩებით,ხვალ შეკვეთილი ყვავილების ნერგები ჩამოვა და ნელ-ნელა ქოთნებიდან მიწაში გადავიტანთ.კარგია რომ სარწყავი სისტემა დაზიანებული არ არის, ივნისის სიცხეში რთულია ნიადაგს მიუჩვეველი ყავივილის გახარება,მაგრამ მაინც მოვახერხებთ...-ზურაბი ისევე დინჯად საუბრობდა როგორც ჩვეოდა, მაგიდის ზედაპირს ნიდაყვებით ჩამოყრდნობილი ყველა სიტყვას ზომავდა და ისე წარმოთქვამდა...-მაგრამ ზეგ უკვე მოგვიწევს დარჩენილ ეზოში ბალახების მოთიბვა,თორემ ქვეწარმავლები გაჩნდებიან. -კარგია, წესით გარე ფასადი დღეს უნდა დავასრულოთ, ხვალ მიწაზე დაყრილ ნარჩენებს გავიტანთ და ადგილს მთლიანად გაგისუფთავებთ...-ბერაია გახუხულ პურს ვაშლის ჯემს უსმევდა და ისე საუბრობდა...-ვერ გავთვალე რომ ზაფხულში, ბაღში იმდენს ვერ გავაკეთებდი, რამდენიც მე მომინდებოდა,მაგრამ არაუშავს, პროექტის დედლაინად ისედაც ერთი წელი მაქვს,ამიტომ თუ ყველაფერს ვერ ვახერხებთ,წინ გაზაფხულია...-მიმიკა არ შეცვლია, სრული სერიოზულობით ამბობდა. -დღეს ვინმეს რამე განსაკუთრებული ხომ არ უნდა, რომ მოვუმზადო? მივიღებ ყველანაირ შეკვეთას...-მხიარული გეზი აიღო ელიკოს შემოთავაზებამ და ანასტასიამ ღიმილით გადახედა ბიცოლამისის დაუზარელ სახეს. სანამ ყველას კვიციანებისკენ ჰქონდა ყურადღება გადატანილი, ანასტასიამ გაკვირვებით დახედა ბერაიას ხელს,რომელმაც თეფშზე ის გახუხული პური დაუდო, რომელსაც ამ ხნის მანძილზე დიდის ამბით უსმევდა ჯემს. შემცბარმა გადახედა და ძალიან კარგად მიხვდა რომ დემეტრე შეგნებულად არიდებდა თვალს,ვითომ ელისაბედთან ლუკას მიერ გამართული საუბრით დაინტერესებული. გვერდით მჯდომმა ნიკოლოზმა მხარზე ნიდაყვი ოდნავ გაკრა და თეფშზე მიუთითა. ჯანაშიამ პური ხელში აიღო და უგემურად ჩაკბიჩა.მინიშნება მიღებული იყო და ნამცეცი არ დაუტოვებია.როცა საუზმობას მორჩენენ და თავიანთი თეფშები აალაგეს, სიმაღლის მიხედვით დაწყობილები უკვე მზად იყვნენ ახალი სამუშაო დღისთვის.გარეთ გასულები მანქანებთან იცდიდნენ, ერთმანეთში საუბრობდნენ და წასვლას არ აპირებდნენ.ელიკოს უკან ანასტასია გამოყვა, ისევ იგივე ფორმაში იყო, შორტები და მაისური ეცვა, მხოლოდ თავსაფარი დაემატებინა,რომლითაც თმას ფარავდა. -ტასო დაიწვები ასე...-მის დანახვაზე შეიცხადა კიტამ...-იცი როგორ აჭერს მზე შუადღისას? მითუმეტეს ტბის მხარეს,ჩრდილს ვერ იპოვი. -სასტუმროში არც მოვდივარ, სხვა საქმეები მაქვს...-მზაკვრულად გააჯღერა გოგომ. -სხვა საქმეები?...-ამჯერად უფრო კარგად აათვალიერა და მკლავზე ჩამოკიდებული პატარა კალათა რომ შეამჩნია, ეშმაკურად მოჭუტა თვალები. -მიგიხვდი ქალბატონო...-მისკენ წასულმა ხელში აიტაცა და დააბზრიალა...- ჩემ გარეშე მიდიხარ ? ...-ანასტასიამ კისკისი მორთო...-ბავშვობაშიც მიიპარებოდი ხოლმე უჩემოდ? გამოტყდი პატარა მატყუარა, მე რომ არ ვარ უფრო მეტ ყურადღებას გაქცევს და ამიტომ მღალატობ?...-როგორც იქნა მიწაზე დააბრუნა და სახე ხელისგულებში მოიქცია...-იცოდე ჩემ მაგივრადაც მიეხმარე. თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ბიჭი ღიმილით მოშორდა.აღმოჩნდა რომ სწორედ ანასტასიას ელოდებოდნენ დანარჩენებიც, ახლა კი ავტომობილებში განაწილებულები დაადგენენ სასტუმროს გზას. კიტას სიტყვებს მაშინ ჩასწვდებით,როცა აღმოაჩენთ რომ ანასტასია თქვენთვის უკვე ნაცნობ ჭიისკარს მიადგა მანოს ძახილით.მოხუცმა ოდიდან გამოხედა და ეზოში შეიპატიჟა. ჯანაშიამ მხიარულად აცნობა,ზაფხულის ტრადიციები არ დამვიწყებია და მაყვლის კრეფაში უნდა მოგეხმაროო.ქალი ღიმილით დააკვირდა,მასზე თითქმის სამჯერ უფრო მეტხანს მცხოვრები კარგად ხვდებოდა რომ ამ სიტყვების მიღმა, გოგოს ნოსტალგია და მონატრება იმალებოდა.ანასტასია ცდილობდა წარსულში დაბრუნებულიყო ძველი ჩვევების და ისტორიების გაცოცხლებით.უარი არ უთქვამს მისთვის, კოპიტის ძირში ჩამომჯდარი ფრთხილად წამოდგა და ოდიდან გამოსულს თან მოჰქონდა მკლავზე ჩამოკიდებული კალათა.ტრიალი ეზოს უკან საქონლის სადგომი და საბძელი შემოეღობათ, მათ უკან კი გადაჭიმული იყო მაყვლით დახუნძლული ბუჩქები.მანო ნება-ნება მიჰყვა კრეფას, ანასტასია კი გამოცდილი ქალივით,დიდი ენთუზიაზმით შეუდგა თავისი კალათის გავსებას.მხოლოდ პირველად მიაქცია ყურადღება ეკლის ჩხვლეტას, მერე უმნიშვნელო გახდა, ისე დაძვრებოდა ერთი კვალიდან მეორეში.სახლთან ამოსვლამ და კალათების დაცლამ სამჯერ მოუწია, მეოთხეჯერ რომ დაუძახა მანომ, მე ჩემი კალათა უკვე გავავსეო, ფარხმალი დაყარა და ლასლასით მიჰყვა უკან.თაკარა მზეში მუშაობამ ვერაფერი დააკლო, მხოლოდ ეს იყო რომ მაყვლის ბუჩქის ეკლებმა ფეხები შეულამაზეს და უკვე ჩრდილში ჩამომჯდარი სიმწრისგან ხელისგულს ისვამდა ნაკაწრებზე.შუადღე იყო,როცა მანომ ცივი კომპოტი და ეზოს ხილი შესთავაზა, პატარა მაგიდაზე ჩამომსხდრები ყელს იგრილებდნენ ანასტასიამ მხიარულ ნოტაზე დაიწყო.... -მანო ხვალ მაყვლის მურაბები უნდა გავაკეთოთ, შაქარს წამოვიღებ და დილიდან დავიწყოთ...-სახე აბრდღვიალებული შესციცინებდა და მოხუცის გული გათბა. -იცი რა ვქნათ? მე წიწილებს საკენკს დავუყრი, მერე ბოსტანში ბალახი მომათხრევინე და უკან დაბრუნებულებმა დღესვე დავიწყოთ წამოდუღება...-მის სიცელქეს აჰყვა მოხუცის ხასიათი. -მაშინ, სანამ წავალთ მაყვალი დიდ ჯამში ჩავყაროთ და წყალი დავასხათ, რომ მოვალთ სუფთა დაგვხვდება...-ქალმა მორჩილად დაუქნია თავი და ვაშლს დასწვდა გასათლელად. -ტასო შენ ხომ იცი, მოხუცი ბებიის გული ყველაფერს გრძნობს. მერე რა. რომ შენი მშობლები მე არ გამიჩენია, შენც და კიტაც ჩემს ეზოში გაიზარდეთ და ბებიად ვითვლები...-ღიმილი უნათებდა ნაოჭებით დაღარულ სახეს,ჯერ კიდევ მხნე ქალბატონს...-მითხარი, სადმე იმაზე ბედნიერი ყოფილხარ, ვიდრე აქ იყავი? -არასდროს..-თავდახრილმა ამოთქვა სიმართლე. -იცი რატომ?...-ყურადღებით ჩაეკითხა ქალი და როცა გოგონამ თავი გააქნია,განაგრძო...-მილამ ასე გაგზარდა. ბავშვი იყავი, არ ერიდებოდი მთელი დღე ფეხშიშველი სირბილს,ამის გამო ხშირად გამოგეკიდებოდი,მეშინოდა,მაგრამ თავისუფალი სული გქონდა.შენს ცელქობაში დღეები გამყავდა და საქმე გაკეთებული ისე მრჩებოდა ვერც ვიგებდი.დედაშენს ჰგავდი და ნენე შეგარქვა. პირველად რომ თქვი ნენე დამიძახეთო,მას შემდეგ შენი ნამდვილი სახელი თითქოს ყველამ დავივიწყეთ...-მახსოვსო, ღიმილით დაიჩურჩულა ანასტასიამ...-დედაშენმაც ვერ გაძლო ქალაქში, გიორგის უნდოდა ცოლი გვერდით ჰყოლოდა,მაგრამ მილას არ უნდოდა. როგორც კი ოდნავ წამოიზარდე,წამოგიყვანა და აქ გზრდიდა. -ამას ახლა რატომ მიყვები მანო?...-ხმაშეცვლილმა ამოღერღა და იგრძნო გულში როგორ ჩასწყდა რაღაც. -იმიტომ, რომ არ მინდა რასაც გეტყვი ცუდად გაიგო, ან გეგონოს რომ ცუდი გულით გეუბნები...-სანახევროდ დამჭკნარი ხელი,მის მუხლზე ჩამოდებულ მკლავს შეახო და თვალებში ჩააკვირდა...-ნუ ცდილობ ისე მოიქცე,ვითომ არაფერი შეცვლილა.ცუდი ამბები ხდება, ადამიანები ერთმანეთს ვკარგავთ, ცხოვრება კი არ გვსჯის,უბრალოდ ასეთია.უნდა ვიტიროთ, მოგვენატროს,მაგრამ გავაგრძელოთ და წარსულში დაბრუნებას კი არ ვეცადოთ, ახალი დღეები შევქმნათ, ახალი დღეებით ვიცხოვროთ. -ვდილობ მანო...-ტყუოდა ანასტასია, ამიტომაც ჰქონდა თავი დახრილი, თვალს ვერ უსწორებდა, იცოდა მიმიხვდებაო. -ნუ მომატყუებ ტასო.სამი იმდენი ვიცხოვრე, რამდენიც შენ...-ამოიხვნეშა და გულუბრყვილობაზე ჩაეცინა...-ისე ნუ მოექცევი შენს თავს, რომ ახალი ამბები ვეღარ დააგროვო.თორემ ჩემს ასაკამდე რომ მოხვალ, საკუთარ თავთან დარჩენილი ეცდები გაიხსენო ყველაფერი და მიხვდები მხოლოდ წარსულით როგორ გიცხოვრია.გული დაგწდება შვილო. მეტი აღარაფერი უთქვამს, მხოლოდ ის, რაც დღევანდელმა სტუმრობამ დაანახა. არ უნდოდა მისი ხასიათის გაფუჭება და დასევდიანება.მალევე წამოდგნენ ფეხზე, მაყვალი დიდ ჯამში დაახვავეს და წყალი დაასხეს.წიწილებისთვის დაყრილი საკენკის და ბოსტანში მოთხრილი ბალახის შემდეგ,უკან დაბრუნებულებმა გაზზე შემოდგეს დიდი თუჯიის ქვაბი და მაყვლის მოხარშვას შეუდგნენ.შაქრის დამატების, ქილების მომზადების და მურაბის დუღილის შემდგომ, გარეთ გამოსულმა ანასტასიამ შენიშნა რომ შემოაღამდა.მურაბა კი ჯერ კიდევ ძალიან ცხელი იყო.მანომ უთხრა მერე უფრო დაგიგვიანდება და თუ დარჩენა მართლა არ გინდა,ჯობია სახლისკენ დროულად წახვიდეო.ხელში ორი კალათა მაყვალი მიაჩეჩა და ელიკოს მიუკითხე ჩემგანო,შეიპირა.მთვარის შუქზე მოაბიჯებდა და მანოს სიტყვებზე ფიქრში გალია სახლამდე მისასვლელი გზა. უკვე აქ იყო, მისაღების შემოსასვლელის წინ მდგარს პირველმა ნიკოლოზმა შეავლო თვალი. -ეს რა არის, რა გჭირს?...-იკითხა თვალებგაფართოებულმა და მის ხმაზე სავარძლებში ჩამსხდრებმაც მიიხედეს კარისკენ.ანასტასიას მაისურიც და შორტიც ერთიანად მოსვრილიყო მაყვლის მუქი წვენით, ფეხები დაკაწრული ჰქონდა, ორივე ხელში კალათები ეჭირა და ნიკოს სახის დანახვაზე საკუთარ ფეხებს დაუწყო თვალიერება. -რა გჭირს ბიჭო შენ, ვერ ხედავ? გოგომ ზღარბებთან იჩხუბა და ყველას მოერია...ნუ ყოველშემთხვევაში ასე ვვარაუდობ, რადგან ცოცხალმა მოაღწია სახლამდე...-ბაჩო ხუმრობას არ ეშვებოდა. -ტასოო, მაყვალს კრეფდი თუ ბუჩქებს ეხუტებოდი, ეს რა გიქნია?...-ბიჭების ხმაზე გამოსულმა ელიკომ შეიცხადა და შეშინებული უყურებდა. -ვკრეფდი!...-მასხრად აგდებულმა ვერ მოითმინა და ბრაზით წამოიძახა...-აი, მანომ ორი კალათა შენთან გამომატანა...-დემონსტრაციულად ასწია ხელები კალათების გამოსაჩენად და საუბრის სხვა თემაზე გადასატანად.იგრძნო უკნიდან ვიღაც მოუახლოვდა და ისევ დაბლა ჩამოსწია, როცა დემეტრე ბერაიას სერიოზულ სახეს შეეჩეხა, ახლა უკვე მისაღებში შემოსული, რომ ყურადღებით ათვალიერებდა. -რა დროს კალათებია, წამოდი იბანავე და მალამოს წაგისვამ...-ბუზღუნით მოკიდა ხელი და წინ უბიძგა...-ვერ გაიზარდა ეს ბავშვი, ვერა! თბილმა წყალმა ერთიანად ჩამორეცხა ტკბილი ნაყოფის კვალი.გონება დაუმშვიდდა და დღევანდელი დღით კმაყოფილი შეძვრა თავის ოთახში,სადაც მალამო მომარჯვებული ელიკო საწოლზე ჩამომჯდარი უცდიდა.სანამ მალამოს ნაკაწრებზე ადებდა ყველაფერი გამოჰკითხა, ჯანაშია არ იღლებოდა მოყოლით, მხოლოდ ის მონაკვეთი გამოტოვა, რომელიც მანოს და მას შორის უნდა დარჩენილიყო.კვიციანის ქალმა დაიჩემა საწოლში რომ დაწვები მალამო მოგშორდება და ბინტით გადაგიხვევ ფეხებს, უცხო მაინც ვერავინ დაგინახავს და როცა გაიღვიძებ მერე შეიხსნიო.არ გაძალიანებია.ყველაფერს რომ მორჩნენ, დიასახლისმა სამზარეულოში გაყოლა მოსთხოვა და თვითონაც მორჩილად წამოდგა. ორი ნაბიჯით წინ გაასწრო ელისაბედმა, ის იყო ზღურბლს უნდა გასცდენოდა რომ თვალები აუჭრელდა, თავბრუ დაეხვა და იგრძნო მუხლები როგორ ეკეცებოდა.საკუთარ თავს თხოვა ახლა არ მიღალატოო, კარის ჩარჩოს წამიერად მიეყრდნო, სხეული დაძაბა და ნაბიჯი წინ წადგა. თვალთახედვა დაუბრუნდა, სხეულმა მოსმენა დაუწყო და უკვე თამამად გააგრძელა გზა.სამზარეულოსთან მისული ბაჩოს ხმამ გააჩერა. -აჰა, ახლა მუმია გვყავს ხალხო...-თავდაჯერებით წამოიძახა. -სიამოვნებით გათხოვებდი ჩემს სარკოფაგს...-სიცილით მოუბრუნდა ანასტასია და კარში შესულმა დაინახა გაზქურასთან ჩამომდგარი ბერაიას ფიგურა. მაგიდასთან მისული ჩამოჯდა და მოფუსფუსე ელიკოს დაუწყო ყურება. -დემეტრე რა აზრის ხარ მაყვლის ძირებიც რომ დავრგოთ სასტუმროს ეზოში? ზაფხულში მენიუში შევიტანდით და მისგან იოგურტს,ტარტებს,მურაბებს დავამზადებდით...-ისე ვითომ სასხვათაშორისოდ წარმოთქვა. -კარგი აზრია...-რაღაც უცნაური ტონით წარმოთქვა ბერაიამ...-იცი რა ვქნათ? სასტუმროს კუთხეში ავაშენოთ საქონლის სადგომი, ძროხები მოვაშენოთ და მერე რძე და ყველიც შევიტანოთ მენიუში. -მე სერიოზულად გეუბნები!...-წამოიძახა გაგულისებით. -მეც სერიოზულად გეუბნები. მეტიც, მე ხალხს მოვძებნი და ამ საქონლის სადგომის გვერდით საღორეებს ჩავამწკრივებინებ...-სერიოზული გამომეტყველება აეკრა სახეზე და დარწმუნებით ლაპარაკობდა...-ხორციც მენიუში შევიტანოთ. -რა ვთქვი ახლა მე დასაცინი?...-ელიკოს გადახედა, ის უნდა მოვლენოდა მშველელად. -არაფერითქო! თუ გინდა ცხვრებიც, ნახე რა კარგი მთებია.შენ ზამთარში მთაში გაყვები ცხვარს და სანამ დაბრუნდები, სასტუმროს დიდი ქართული ასოებით დავაწერ ფერმას და ამ ცხვრებს პირველ სართულზე მოვაშენებთ...-დამცინავი ენთუზიაზმით იყურებოდა ჭერში, ვითომ წარმოიდგინა როგორი კარგი სანახავი იქნებოდა ნახევარ მილიონიანი რესტავრაციის მერე, სასტუმროს ცხვრების ბინად გადაქცევა...-ცხვრის ხორციც მენიუში შევიტანოთ. ანასტასია მიხვდა რომ თუ კიდევ იტყოდა რამეს, ბერაია მიწასთან გაასწორებდა თავისი სარკაზმით, ამიტომ წინ დადგმული ფინჯნიდან ჩაი მოსვა და ხმა გაიკმინდა. VIII "დამსახურებული ალუბლის სიტკბო" კვიციანებში უცნაური დილა გათენდა.სამზარეულოში ჩვეულად მოფუსფუსე ელიკოს სახეზე გაკვირვება ეხატა და შიგადაშიგ გადახედავდა მაგიდასთან ჩამომჯდარ კიტას, რომელიც დედის კითხვის ნიშნებით სავსე თვალებზე მხრებს იწურავდა და თავს აქნევდა.ზურაბმა შემოსასვლელთან მიაწყო მაღალყელიანი ბოტები და ოჯახის წევრებს გამოუცახადა ბუნებამ დაისვენა, ნიადაგი ძლივს ეღირსა წვიმას და ხეხილისთვის კარგიაო.მერე საუბარი შეწყვიტა და გაკვირვებული დააკვირდა ცოლ-შვილს.ვერ მიხვდა ხმა საიდან მოდიოდა, მიაყურადა და დემეტრე ბერაიას ბარიტონი ამოიცნო.სამზარეულოში ანასტასია შემოვიდა, რომელსაც თბილი,ფუმფულა ჯეპრი ჩაეცვა და ხელისგულებს ერთმანეთს უხახუნებდა გალუგული თითების გასათბობად.საწყლად ამოიკნავლა ფანჯარა ღია დავტოვე და ამ დილით სიცივემ გამაღვიძაო.კვიციანების დუმილი მალევე გადაედო,როცა ზედა სართულიდან ჩხუბის ხმა მოესმა, ოთახში კი ბაჩო შემოვიდა და ზრდილობიანად, თუმცა სახეწაშლილმა თქვა დილამშვიდობისა. -რაო დაგვბომბავენო?...-ინტერესით იკითხა ანასტასიამ და ელიკოს მოწოდებულ ლიმნიანი ჩაის ცხელ ჭიქას სიამოვნებით შემოაჭდო გაყინული თითები.გონებით სხვაგან მყოფმა ვერ გაიაზრა რას ეკითხებოდნენ,ამიტომაც მოატარა გაფაციცებით ოთახს თვალები...-რა გჭირს ბაჩო ? უფრო სწორად, რა გჭირთ? -რაზე ამბობ?...-შიშნარევად აუფახურა წამწამები. -გძინავს? თქვენი ჩხუბის ხმა აქაც ისმის...-ხელები ცხვირწინ აუფრიალა, აქაო და გამოფხიზლდიო. -გუშინ სასტუმროს სახურავის გადაძრობა დავიწყეთ, ძალიან ცოტა მოვასწარით. ყოველი შემთხვევისთვის ცელოფანი გადავაკარით,მაგრამ წვიმის დაწყებისას დემეტრეს ეღვიძა და სასტუმროში წავიდა.წყალი მაინც ჩავიდა სხვენიდან მესამე სართულზე...-მთვარეულივით ლაპარაკობდა, აშკარა იყო რომ ბერაია ცოფებს ყრიდა. -ეგ ცუდია, მაგრამ ხომ მთელი სახურავი უნდა გამოიცვალოს, სულ მზე ვერ იქნება, როდესღაც გაწვიმდებოდა.რა, არ იცოდა?...-ანასტასია სიტუაციაში გაერკვა, თავადაც ესმოდა რომ სახურავის შეკეთება დიდ დროს წაიღებდა და ეს ყოველთვის იყო საფრთხის შემცველი. ამიტომ გაუგებარი იყო რაზე ბრაზდებოდა დემეტრე...-თუ იმაზე იცოფება ამინდის კონტროლი რომ არ შეუძლია?...-მაინც არ მოუთმინა გულმა და წაკბინა. ანასტასიას, გვერდით მჯდომმა ბაჩომ თვალები დაუბრიალა და მხარზე ნიდაყვი გაკრა.კარისკენ მიბრუნებულ, სარკასტულ ღიმილაკრულ ანასტასიას გამომეტყველება შეეცვალა, როცა ერთიანად სახე ალეწილ, გაბოროტებულ ბერაიას ფიგურას წააწყდა.თვითკმაყოფილი ღიმილი მოიშორა და დასერიოზულებული დააკვირდა პარტნიორის გაგულისებულ ქცევას, თერმოსს რომ დაწვდა და ყავის დამზადებისთანავე უსიტყვოდ გავიდა ოთახიდან.ზურაბმა უკმაყოფილოდ გადახედა ანასტასიას და დინჯი ნაბიჯით მიჰყვა გაწიწმატებულ სტუმარს უკან. ნიკოლოზი და ლუკა უხერხულად მიეზუტნენ მაგიდას და სმენა დაძაბეს მანქანის ძრავის ხმის გაგონებაზე.ახლა ყველამ იცოდა, დემეტრე ბერაია მზად იყო შიშველი ხელებით მოეკლა ყველა,ვინც საეჭვოდ შეხედავდა, ან არ შეხედავდა,სულ ერთი იყო.როგორც კი წასული დაიგულეს, ერთმანეთს გადახედეს და ელისაბედმა სცადა გამოლაპარაკება. -ძალიან დაზიანდა კედლები?...-შეშფოთებამ სახე მოუღვენთა ქალს. -არ ვიცი...-მხრები აიჩეჩა ნიკოლოზმა და მშვიდად განაგრძო...-ეს ისეა გაგიჟებული გეგონება წვიმის წყალი ჩავიდა კი არა დაიტბორა.გუშინ მე ვაკვირდებოდი, ცელოფანი მთლიან სიგრძეზე გადაჭიმეს მუშებმა, შანსი არაა, რამე მძიმედ დაეზიანებინა, ალბათ დაგროვდა ცელოფანზე წყალი და წვეთწვეთობით ჩავიდა. -მესამე სართული ისედაც მალევე უნდა დაგვეწყო და შპალერის აძრობისთანავე ხელახლა შეელესათ კედლები.ეს იმაზეა გაბრაზებული, ამინდის პროგნოზს როგორ არ ჩავხედე სანამ სახურავის ახდას დავიწყებდიო...-ლუკა თვითონაც გაბრაზებული იყო, ოღონდ მეგობრის ასეთ დღეში ნახვით. -არ წავიდეთ? ...-შეფარვით იკითხა ანასტასიამ,რომელიც ერთ ადგილზე ვეღარ ჩერდებოდა. -გაგიჟდი? იქვე დაგვხოცავს უცებ ჩვენი თვალის ხამხამი რომ არ მოეწონოს. დააკვირდება, ნახავს, რომ დიდი არაფერია და დამშვიდდება.მერე თვითონ მოვა სახლში.ამ წვიმაში იქ მაინც ვერაფერს გავაკეთებთ დღეს...-დემეტრე ბერაიას ყვირილს, თურმე ბევრი შეუშინებიაო, გაიფიქრა ანასტასიამ და ცხელი ფინჯნიდან მოსვა ჩაი. კვიციანების სამზარეულოში გამართული დიალოგის მთავარი მოქმედი გმირი ხელებგადაჯვარედინებული, კოპებშეყრილი და სისხლაჩქარებული აკვირდებოდა წვეთ-წვეთობით ჩამოსულ წყალს კედლებზე.ერთადერთი ადამიანი ვისთანაც ხმას არ აუწევდა და მოუსმენდა, გვერდით ედგა. ისიც ჩაფიქრებული იყურებოდა და აშკარად ეტყობოდა შუახნის დინჯ კაცს, სწორ სიტყვებს როგორ არჩევდა გონებაში.მერე გამოხედა და როცა თავისი შვილის ტოლს ასეთ დღეში წააწყდა ვეღარ მოითმინა. -დემეტრე მშენებლობის დროს ასეთი რაღაცეები ხდება. კედლები გამოშრება, ისედაც ხომ უნდა გაგელესა,ზედმეტი ხარჯის გაწევა არ მოგიწევს... ვერავინ ხვდებოდა რომ ეს სულაც არ იყო ხარჯებთან დაკავშირებული შფოთვა. ბერაია სულ სხვა რამეზე ცოფდებოდა და რაც უფრო უფიქრდებოდა მით მეტად უდუღდა გონება.აქამდე არასდროს არაფერი გამორჩენია, ყველაფერი დაგეგმილი, გაწერილი და გათვალისწინებული იყო.ახლა კი იმის მაგივრად, ცივი გონებით ემოქმედა, ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი ბოლომდე მიეყვანა და დეტალებზე ორიენტირებულიყო, ისიც ვერ გათვალა რომ სანამ სახურავს ახდიდა ამინდის პროგნოზი შეემოწმებინა. ეს მცირე დეტალი იყო, მართალია. ფაქტი მაინდამაინც სასიამოვნო არ გახლდათ,თუმცა ქონებრივი ზიანი არ არსებობდა. აქ ყველაფერი ისედაც გასაკეთებელი იყო.დაფიქრებას ის დეტალი მოითხოვდა, თუ რა იქნებოდა მომავალში უფრო მნიშვნელოვანი რომ ვერ გაეთვალისწინებინა, რაღაც დავიწყებოდა და ამდენ ხნიანი შრომა წყალში ჩაეყარა...ყველაფრის საწყისად უაზრო ფიქრებით თავის ქალის გამოტენვა მიაჩნდა. ზედმეტ დროს ატარებდა სამუშაო მაგიდის მიღმა და მეგობრებთან.უნდა მიმხვდარიყო რომ ეს არც შვებულებაა და არც საზაფხულო არდადეგები, ჩაფლავების უფლება არ ჰქონდა, მამამისს იმედებს ვერ გაუცრუებდა და ამიერიდან უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებოდა საქმეს. ზურაბ კვიციანისთვის ყვავილების ნერგები დღეს უნდა ჩამოეტანათ, ამაზე კარგ დროის კი ვერც ინატრებდა, ნიადაგი გაჟღენთილი იყო წვიმის წყლით.მზის სხივების გამოჩენასთან ერთად სოფელს სიცოცხლე ნელ-ნელა დაეტყო, სახლებიდან გამოსული ახალგაზრდები მხიარულად შეჯგუფდნენ და სასტუმროსკენ აიღეს გეზი.ანასტასია კიტასთან და ბიჭებთან ერთად მანქანით მივიდა ეზომდე.ამჯერად უკვე ნამდვილი მებაღის ფორმაში გამოწყობილიყო. წითელი მაისური, ორი ზომით დიდი ჯინსის კომბინიზონი და გაშლილ თმაზე შემოვლებული თავსაფარი გაფიქრებინებდათ რომ მხატვრული ფილმიდან გადმოსული ეს პერსონაჟი, ხელზე წამოცმული დიდი სამუშაო ხელთათმანებით, ამ საქმისთვის იყო დაბადებული. სატვირთო მანქანიდან ქოთნებში გამოზრდილი ფერად-ფერადი პეტუნიების გადმოტანაში სოფლის ბიჭები მიეხმარნენ.ჯანაშია ტბის ახლოს, ზურაბის დახნულ მიწაში ნელ-ნელა ათავისუფლებდა ორმოებს და ქოთნიდან ფრთხილად ამოღებულ ძირებს,ფესვის დაუზიანებლად ათავსებდა.სახეგაბადრული აკვირდებოდა თითოეულ ფერად ფურცელს და საჩვენებელი თითითაც წაეთამაშებოდა ახლა უკვე მიწის შვილ მცენარეებს.მუშები უფროსის მითითებას მიჰყვებოდნენ და ფრთხილად აბრუნებდნენ სახურივიდან წინა დღით აცლილ კრამიტებს თავიანთ ადგილას. ბიბლიოთეკის სივრცეში კი სრული სიჩუმე იყო, რადგან ვერც ერთი ბედავდა მეგობრის შეუვალ სახესთან დაპირისპირებას, ერთიანად რომ ფურცლებში იყო თავჩარგული და გარშემო აღარაფერი აინტერესებდა. ზურაბი და ანასტასია გვერდიგვერდ კვლებში მუშაობდნენ, ერთმანეთს შიგადაშიგ გადახედავდნენ და სიამოვნებით იღიმოდნენ.შუადღისას მზემ ჩვეულად გაავარვარა მიწა და უკვე ამომშრალი ნარჩენების გასატანად ფუსფუსი დაიწყო. სოფლის მაცხოვრბლები ღიღინ-ღიღინით ყრიდნენ გარე ფასადის გასუფთავებისას დაყრილ ნარჩენებს ტომრებში, დანარჩენები კი სატვირთოზე ალაგებდნენ.არე-მარე სასიამოვნოდ გამოცოცხლდა. ანასტასია ხალხში ერეოდა, აღარ იცოდა რას მოდებოდა, ხან ვის გამოელაპარაკებოდა ხან ვის.მერე ზურაბთან ბრუნდებოდა და ისევ ყვავილების დარგვას იწყებდა.როცა ბოლო პეტუნია მოათავსა მიწაში, უკვე შუადღე გადასული იყო.ელიკო თავის მეზობელ ქალებთან ერთად ფეხით ჩამოვიდა სასტუმრომდე და ხელში დიდ კალათა მომარჯვებულმა შესვენებისკენ მოუწოდა ყველას.ჩვეულად ხეხილის ჩრდილში ჩამომსხდრებმა მადიანად დაიწყეს ქალების მოტანილი სადილით დანაყრება და ამასობაში ელისაბედმაც დრო იხელთა, მიწით მოთხვრილი ანასტასიას გამოჭერისთვის, ზურაბს რომ უხსნიდა სარწყავი სისტემა ჩავრთოთ და მიწა კიდევ დავასველოთ,თორემ მზემ უკვე ამოაშროო.ნიადაგზე მუხლებით გართხმულს წამოადგა ბიცოლა თავზე. -ერთ ოჯახში ორი მებაღე, უკვე საქმეა...-ზურაბმა ცოლს გადახედა და გაეცინა...-რა ლამაზი პეტუნიებია. -ხო, მაგრამ დაგვაკლდა.დემეტრეს უნდოდა რომ ამ მხარეს,ტბის გაყოლებაზე ყოფილიყვნენ,ბოლომდე...-დაღლილმა ამოთქვა და შუბლზე ოფლი შეიმშრალა. -ესეიგი კიდევ კარგა ხანს არ მოიწყენთ...-ესეც ასე, კვიციანის ქალი საუკეთესო იყო ყველა მოვლენის დადებითი მხარის დანახვაში. ანასტასია საერთოდ ვერ გრძნობდა შიმშილს, ამიტომ ყვავილებთან დარჩენა ამჯობინა.ტბას თვალს უშტერებდა და ცდილობდა ძველი დღეები გაეხსენებინა.აქ დედასთან ერთად ხშირად ატარებდა დროს. მილა ფეხშიშველი გამოივლიდა ბალახებზე, სასტუმროს სტუმრებში გაერეოდა, ამბებს გაცვლიდა, ხანდახან ტბის სუფთა წყალში მუხლებამდე შევიდოდა და მზის სხივებით სავსე თვალებით დაუწყებდა ჰორიზონტს ყურებას.ანასტასიას ამ დროს განსაკუთრებით ლამაზი ეჩვენებოდა დედამისი.სინათლეზე თმა ოქროსფრად აუკაშკაშდებოდა, თეთ კანზე ჭორფლები დაეტყობოდა და გრძელი,მოხდენილი კისერი გამოუჩნდებოდა. საღამოობით ბალახებში გაწოლილი წიგნის კითხვას იწყებდა, ტასოს თავს მუცელზე დაიგულებდა და შებინდებამდე დარჩებოდნენ უცხო თვალისთვის მალულად, მშვიდად დროის გასატარებლად.ანასტასიას ახსოვდა დღეები: - ჭვავის ყანაში სირბილით ჩაქროლილი მოყვითალო ნათებები...დღეები,ცელქობაში გაპარული, ჩაშაქრული ბავშვობის...აშრიალებული,აყვავილებული კვასკვასა სარაფნები,გულის ჯიბეში ჩამალული სიყვარულის მარწყვები,აალუბლისფერებული ლოყები და გადატყაული მუხლისთავები.დაცემები და უხერხულ ღიმილგამოვლილი სიცილები,ველოსიპედის გაცვეთილი პედლები,ცხოვრებას გამოცლილი, ლანჩებამძვრალი ფეხსაცმლით გავლილი ნაბიჯები...ის ბიჭიც ახსოვდა ,წეღან რომ გამოელაპარაკა, ბავშვობაში რომ დახუჭობანას თამაშობდნენ.ამიტომ უნდოდა წამოდგომა, ტბასთან ჩასვლა და მთელი შეგრძნებით ყვირილი.უნდოდა ბედისწერისა და ბუნებისთვის ეთქვა დააბრუნეთ რიტმიო,დააბრუნეთ ნათებები,გვაჩვენეთ ცხოვრება, გავიქცევით,უფრო ჩქარა, ვერ წამოგვეწევა სიტყვების სეტყვა, გავიქროლებთ, გავაცლით ცხოვრებას იმედგაცრუებების სიყვითლეს,გავიქცევით,უკან მოგიტოვებთ!...დავაბრუნებთ თაფლათვალების ციმციმს,დავიჭერთ პეპლებს ბადით,ჩიტებს დაგებულ კაკანათში გავაბამთ, მერე ისევ რომ ვაგემებინოთ თავისუფლება, შევიყვარებთ გაზაფხულის ყოჩივარდებს თავიდან, იებს დავუკრეფთ პაწაწინა თითებით დედის გულებს, გავეკიდებით ციცინათელებს, ხელისგულებს ავიწითლებთ ღობისიქეთა მეზობლის ნაჩუქარი ბროწეულით. ლოყის კუთხეებით ამოჭმული საზამთროს ნაჭრები და სიმინდის ყანაში დასუსხული უდარდელობა... გაგიღიმებთ, ყურებამდე და ამ ღიმილის ხმას გაგაგონებთ ! არ გაგვიქროთ ოღონდ გულისცემა, აცადეთ ჩვენს გულებს! ასწლიანი დუმილის მერე ავა-დო-რე-მიებთ ძველ პიანინოს,დაცხობილ სახლის დღეებს მოვიპარავთ, მსოფლიოს შემოვივლით და ცრემლებს არ დაგანახებთო.ყველაფერი ისეთი ნაცნობი იყო, ძველი დღებიიდან წამოღებული, მშობლიური და ახლო, ახლა ვერ იჯერებდა, რომ წლების მანძილზე ამ შეგრძნებების გარეშე ძლებდა.ლოყაზე ცხელი სისველე იგრძნო და თითის ბალიშებით შეეხო, მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე.მზერა ტბის მოკამკამე წყალს გაუშტერა და ჩურჩულით ამოთქვა - "დამიბრუნეთ დღეები...ჩაშაქრული,ჩამავალი მზესავით თბილი, ასტაფილოსფერებული ეს ციმციმა ნათებები! დამიბრუნეთ !..." საკუთარ სიტყვებში გახლართულმა ვერც გაიგო ,როგორ მოუახლოვდა ზურაბი და მის გვერდით დახრილმა ,უცნაური ღიმილით სთხოვა, წამომყევი, რაღაც უნდა გაჩვენოო.ახლახან გამორკვეულმა გარემოს თვალები მიმოავლო და მიხვდა ,რომ მუშები ისევ საქმეს შედგომოდნენ და ოცნებებში დრო გაეპარა.მუხლები გაშალა, ზანტად წამოდგა და თავდახრილი მიჰყვა უკან.კვიციანმა ხეხილის ბაღთან მიიყვანა, მერე უეცრად გაჩერდა და ისეთი სახით მოუბრუნდა,იფიქრებდით, ამ წამს სასწაულს აჩუქებსო. ყურადღებით დააკვირდა წელშიგამართულ, ლამაზად ტოტებგაშლილ ალუბლის ხეს და მთვარეულივით წავიდა მისკენ. -ყოველ გაზაფხულს ვსხლავდი.თავიდან თითქოს გახმობა მოინდომა,მაგრამ ნელ-ნელა წამოიზარდა, წინა წელს პირველად გამოიღო ნაყოფი...-ბედნიერება ცეკვავდა მის სიტყვებში. -ეს ხომ ის ნერგია შენ რომ აჩუქე, ბოლო გაზაფხულს დარგო...-ხელიდან მოიძრო მიწიანი ხელთათმანი და თითის ბალიშებით მიეფერა, კვასკვასა ალუბლის ნაყოფს. -ამბობდა ტკბილი იქნებაო და ვამასხარავებდი...-ამ დინჯი,მთასავით კაცის ხმაში ბზარი ბობოქრობდა,აშკარა იყო ,როგორ იხსენებდა და გულში რაღაც მწარედ კბენდა...-გოგო, ალუბალი და სიტკბო ვის გაუგია-თქო, მაგრამ ყურს არ მიგდებდა, ჯიუტად მიმეორებდა, ეს ალუბალი ტკბილი იქნება ზურიკო, აი ნახავო, ნაყოფს რომ გამოისხამს, შეგრცხვება ჩემი დაცინვისთვისო. ანასტასიამ ჯერ ერთი მოწყვიტა, საგულდაგულოდ გაწმენდილს გემო გაუსინჯა და ღიმილით გახედა ბიძის სახეს, ალუბალი ტკბილი იყო, გეგონებოდათ ჩაშაქარულა და დაგემოვნებისთანავე დნებაო. -ასეთი ორი ნერგი ვიყიდე მაშინ, ერთი ჩემს ეზოში დავრგე...-ჯანაშია მთავარი სათქმელის მოსასმენად მოემზადა...-ჩემი ალუბლის ხის ნაყოფი მჟავეა ტასო...-სამყაროს შექმნის საიდუმლოსავით ჟღერდა, ხეხილის ბაღში ჩურჩულით წარმოთქმული ზურაბის აღსარება. ჯანაშიამ მუჭში მოიქცია საგულდაგულოდ დაკრეფილი ტკბილი ნაყოფი, ტბის კამკამა წყალში დანამა და სასტუმროსკენ წაიღო.აფანცქალებული გულით შეაბიჯა ბიბლიოთეკის სივრცეში.დემეტრე ბერაია ხის ძველ სკამზე იჯდა და ფართო მაგიდაზე ფურცლები ჰქონდა გაშლილი, ჯანაშიამ თვალი მოავლო ოთახის მთელ სიგრძეს და.... დანარჩენები ვერ შენიშნა. -გცალია?...-ჩუმად იკითხა და ბიჭის თვალებს შეეჩეხა. -რა მოხდა? როგორც იქნა დაინტერესდი საქმით, თუ ისევ ამინდზე ხუმრობა მოგაფიქრდა და ვერ მოითმინე?...-ცივი იყო ბერაიას მზერა. -ბაღში ყვავილების დარგვას მოვრჩით...-წამიერი ყოყმანის მერე ამოთქვა და მთელი სხეულის სურვილს აყოლით, საგულდაგულოდ, მისთვის დაკრეფილი ალუბლებით სავსე მუჭი ზურგს უკან დამალა...-ზურაბს აინტერესებს თიბვა დავიწყოთ თუ არა? -მიწა ჯერ კიდევ ნესტიანია და მოთიბული ბალახი არ გაშრება, მერე ვეღარ მოვაგროვებთ.უთხარი რომ ხვალიდან დავიწყებთ და ბიჭები გააფრთხილოს...-საქმიანი, შეუვალი ტონი ჰქონდა, როგორც კი დაასრულა ისევ საქაღალდეებს მიუბრუნდა.ნაბიჯების ხმა ვერ გაიგო, წარბაწევით ამოხედა ჯერ კიდევ მის წინ გახევებულს...-კიდევ რამეა? -სიმართლე გითხრა, კი!...-იმედგაცრუებულს,ხელები უკანკალებდა,მაგრამ ხმაში ზიზღმა მედგრად გაიჟღერა...-ახლა ძალიან გავხარ გიორგის, მამაჩემივით ამპარტავანი და გაყინული სახით ზიხარ ამ ბიბლიოთეკაში. -მე, მაგალითად, ჩემი ნაკვთები მომწონს...-დამცინავი იყო ბერაია. -ხოდა მარტოს დაგტოვებ, ისიამოვნე...-ღვარძლით შობილი შეძახილი აღმოხდა და უკანმოუხედავად მოშორდა. ხელისგულში დამალული ნაყოფი ერთიანად ჩაიტენა პირში და ყელში მოწოლილ ბურთს გახლეჩვის საშუალება არ მისცა.ეზოს მხოლოდ ერთხელ შეავლო თვალი და რადგან უკვე ყველაფერი გაკეთებული ჰქონდა, სახლის გზას დაადგა. ფანჩატურთან მდგარ ხის გრძელ სკამზე ჩამომჯდარი, მის პირდაპირ მოფუსფუსე ელიკოს დაწვრილებით უყვებოდა ალუბლის ხის ამბავს.ქალი ხან ხელებში მოქცეულ თოთო ლობიოს არჩევდა,ხან ღიმილით ახედავდა მოტიტინე გოგონას გაბადრულ სახეს,რომ მიეხვედრებინა, ყურადღებით გისმენო.ამბის თხრობა დაასრულა თუ არა,გამოაცხადა-წყალს გადავივლებ, ჭუჭყიან ტანსაცმელს გამოვიცვლი და ჩაი ერთად დავლიოთო.თანხმობის მიღების შემდგომ,უკვე თეთრ სარაფანში გამოწყობილი და თავის ოთახში აღმოჩენილი ,კარგა ხანს უცქერდა პეპლებიან ჩანთას, ყოყმანის შემდეგ დასწვდა, ბრაზმორეულმა დააწყო ტაბლეტები ერთი-მეორის მიყიოლებით და უკვე მუჭში მოქცეულს დააკვირდა. ეს ის მომენტი იყო,როცა ან წინ წადგამდა ნაბიჯს, ან სამუდამოდ ერთ ადგილს მიეყინებოდა. ალუბლის სიტკბო ჯერ კიდევ უშაქრავდა გონებას, ზურაბი ვერ გაიგებდა დედამისის სიტყვებს,მაგრამ თავად ნენესთვის ეს საიდუმლო ხიხული იყო.მილას შეეძლო იქ დაენახა სამყაროს სიტკბო, სადაც სხვა მხოლოდ ცხოვრების მლაშე მომენტებს შეამჩნევდა.ტაბლეტები ისევ ჩანთაში ჩაყარა და ელვა შესაკრავს დასწვდა. გადაწყვეტილება მიღებული იყო... ცა ისევ მოიღრუბლა, საწვიმად მოემზადა. ზურაბი ნიკოლოზთან ერთად ეზოს კუთხეში იჯდა და კიტას აკვირდებოდა.ბიჭი დიდ ჯირკზე დადებულ შეშას ჩეხავდა, სანამ ლუკა გამხმარი ვაზის ტოტებს ტეხავდა ბუხრის დასანთებად.ელისაბედი მისაღებში სუფრას აწყობდა,რომ სამუშაოდან დაბრუნებულები თბილი ბუხრის გარშემო შეკრებილიყვნენ და გემრიელად ევახშმათ.ბაჩო დიდის ამბით უტრიალებდა ელექტრონულ ჩაიდანს და მოუსვენრად ელოდა წყლის ადუღებას, შიგადაშიგ მზერას გააპარებდა გაზქურასთან მოტრიალე ანასტასიასკენ. -არ დაგეწვას შენი ჭირიმე, არ დაგვღუპო...-მოჩვენებითი შეშფოთებით მიაძახა,როცა მიხვდა წვნიანს ყურადღებას აღარ აქცევსო. -წვნიანის დაწვა ვის გაუგია?...-ფანჯრის რაფაზე ახლახანს მოთავსებულმა ანასტასიამ წიგნის ფურცლებს თვალი მოაშორა და დაცინვით გადახედა. -ჩვენ გავიგებთ, მთელი ოჯახი, ასე ვატყობ...-თვალი ჩაუკრა და ქვაბისკენ მიუთითა...-რამე მოიცვი, გაგილურჯდა სახე სიცივისგან! -ბაჩუკიი...-გამაფრთხილებლად გადმოხედა და თვალები დააკვესა.მერე ყურადღებით დააკვირდა, როგორ გადაანაწილა ბიჭმა ადუღებული წყალი ორ ჭიქაში და ინტერესით ჰკითხა კარისკენ წასულს...-სად მიგაქვს ჭიქები? -დემესთან. ოთახში საშინლად ცივა, ის დალოცვილი ცოცხალი თავით არ კეტავს ფანჯრებს. დამმართა ფილტვების ანთება...-ბოლო სიტყვები თვალებგაფართოებულმა წამოიყვირა და ანასტასიას გაეცინა. -მერე ჩამობრძანდეს ქვემოთ, ზურაბმა ბუხარი უნდა დაანთოს და გათბებით. -იმას რა უჭირს, ცეცხლი უკიდია...მე შევრჩი ხელში და სანამ ბოლომდე არ გამაწამებს რა მოასვენებს?!... -ამჯერად ვისზე ან რაზეა აფოფრილი?...-სარკაზმში ამოავლო კითხვა და ისე მიუგდო. -შენზე...-სრული სერიოზულობით მოუბრუნდა, მუდამ სახემოცინარი ბაჩო და როგორც კი მიხვდა, რომ ანასტასია მიხვდა,რასაც გულისხმობდა, მაშინვე ზურგი აქცია გზის გასაგრძელებლად. სახეწაშლილი ქალბატონი ისევ ქვაბს დაუბრუნდა და თვალებგაშტერებული, ინერციით ურევდა უკვე მომზადებულ წვნიანს. ნიკოლოზის მცდელობების შემდგომ, ზურაბმა წამში ააგუზგუზა ბუხარი და კიტა ზედა სართულზე გაუშვა სტუმრების სუფრასთან მოსახმობად.უკვე მაგიდასთან შემომსხდრებს,მაცნემ ამბავი მოუტანათ, ასე დამაბარეს ,დაიწყეთ და მალე შემოგიერთდებითო.ბულიონს საამო სურნელი ასდიოდა, ოთახი გათბა და ყველას ყურებში იღვრებოდა მოტკიცინე შეშის ხმა. -დემეტრეს ვკითხე და მითხრა, თიბვა ხვალ დავიწყოთ, კარგი ამინდიაო...-ბიჭებისკენ მიბრუნებულმა ზურაბმა საუბარი წამოიწყო და არ შეუმჩნევია, როგორ გადაჰკრა მკვდრის ფერმა ანასტასიას სახეზე,როცა გააანალიზა ,რომ ბერაია ტყუილს მიუხვდებოდა. -ხვალისთვის პეტუნიები რომ შევუკვეთე?...-ინტერესით იკითხა ლუკამ. -მე დავრგავ ზურაბის მაგივრად...-უდარდელად ამოილაპარაკა ანასტასიამ. -დიდი ალბათობით ყველა შენ მოგეხმარებით.ხვალ გამათბობლებს ჩართავენ მესამე სართულზე ,რომ კედლები კარგად გამოშრეს...-ნიკოლოზიც ჩაერთო საუბარში და მზერა ზურაბს მიაწება. ანასტასია ყურადღებით დააკვირდა მისაღებში შემოსულს, ბუხარს რომ ხელისგულები მიუშვირა და მალევე მიუჯდა მაგიდას. კარისკენ მიიხედა,თუმცა, იქ სხვა ვერავინ დალანდა და ყურთასმენა დაძაბა, ელიკოს კითხვაზე ,დემეტრე სადააო, პასუხის მოსასმენად.ბაჩომ ანასტასიას შეხედა, როცა მათი მზერა ერთმანეთს დაემთხვა, თვალი აარიდა და გამოაცხადა-- ბევრი საქმე აქვს და დღეს არ ივახშმებსო. -ალბათ, ისევ გაბრაზებულია...-სასხვათაშორისოდ ამოთქვა ზურაბმა...-ძალიან ბევრს ითხოვს საკუთარი თავისგან.ათი წუთი თუ შეისვენებს, მერე ორი საათი ნერვიულობს, დრო დავკარგეო.არ ვარგა ასე...-თავი გააქნია და მადა დაკარგულმა კოვზს ხელი უშვა. -არაა, ეს უკვე მომაბეზრებელიც აღარაა.თუ გაბრაზებულია ცივი წყალი დავალევინოთ!...-ანასტასიას სახე ერთიანად აწითლებული იყო.ფეხზე წამოხტა და კარისკენ წავიდა.მერე დაფიქრდა, აზრმა გაკრა და გაგულისებული მოუბრუნდა სუფრის გარშემო შემომსხდრებს...-მაგრამ ისე ვატყობ, მხოლოდ დალევა არ ეყოფა! გაკვირვებულები აკვირდებოდნენ, როგორი გაწიწმატებული წავიდა თავისი ოთახისკენ,იქიდან კი ორი, დაკეცილი პირსახოცით დაბრუნდა და ელიკოს, კითხვაზე ,სად მიდიხარო, პასუხი შუა გზიდან მოაძახა-- დემეტრე ბერაიას ცეცხლი უნდა ჩავაქროო.მძიმე ნაბიჯებით აიარა კიბეები, პირდაპირ ბიჭის საძინებლისკენ წავიდა და შეღებულ კარს ხელი ჰკრა.ბერაიამ განცვიფრებით გადახედა და როგორც კი ჯანაშიას ფიგურა ამოიცნო,მაშინვე თავი ისევ ლეპტოპისკენ მიაბრუნა. -ადექი!...-შველი შემართება სადღაც გაქრა,თუმცა, ტონი მაინც მომთხოვნად ჟღერდა. -რა მოხდა? ისევ ზურაბმა დაგაბარა რამე?...-დამცინავი იყო დემეტრეს ბარიტონი,მიახვედრა, ვიცი რომ მომატყუეო. -შენი ცეცხლი უნდა ჩავაქროთ, ჩემო დემეტრე...-ეშმაკი არ ასვენებდა ჯანაშიას. -კი ბატონო, მაშინ ოთახიდან გადი და კარი კარგად მოხურე. -შენს თავს დააბრალე!...-მუქარამ გაიჟღერა, ანასტასიამ ლეპტოპისკენ წაიწია, ორს შორის გამართული ბრძოლის მიუხედავად, მაინც მოახერხა მისი გამორთვა. -რას აკეთებ?...-დაიღრიალა ბერაიამ და გაგულისებულმა გამოხედა...-სხვა საქმე ვერ ნახე? ჯანაშია მაგიდაზე დადებულ მანქანის გასაღებს დასწვდა და, უკვე ფეხზე წამომდგარს, მაჯაზე წაავლო ხელი.მოვლენების განვითარებით გაკვირვებული ბერაია უკან მიჰყვა და მანქანასთან მისული წარბაწევით დააკვირდა.როცა ანასტასიამ გასაღები ესროლა,რაღაც წაიბუტბუტა, მაგრამ გოგომ გამოღებულ კარში ლამის შეტენა და მიუჯახუნა.მის გვერდით მოთავსებულმა გამოაცხადა--- დაქოქე და სასტუმროსკენ წადიო.მანაც ღრმად ამოისუნთქა, ძრავა ჩართო და მოსაცმელი უკანა სავარძელზე მიაგდო თუ არა,ავტომობილი დაძრა. წვიმა ჯერ არ ჩქარობდა წამოსვლას, მხოლოდ ალაგ-ალაგ ეცემოდნენ წვეთები.სასტუმროს გარშემო მთვარის შუქი ეფინა და ყველაფერს მარტივად არჩევდა ბერაიას თვალთახედვა. ანასტასია გადმოვიდა და საჭესთან მჯდომსაც იმავესკენ მოუწოდა.დემეტრე ჯერ ყოყმანობდა, მაგრამ როგორც კი ანასტასია ვეღარ დალანდა, საჩქაროდ გადმოვიდა თავადაც.მალევე დაეწია და გაუთანაბრდა,მიხვდა ტბისკენ მივყავარო. -უნდა დამახრჩო? --კარგი სვლაა...-წვიმა ალაგ-ალაგ ეცემოდა სახეზე. -უკეთესი...-ნიშნისმოგებით მოუბრუნდა გვერდით მდგომი და გაჩერდა.დემეტრემ ტბის წყალს გახედა და ხელები გაასავსავა ,გაურკვევლობის ნიშნად. ანასტასიას ამ მომენტამდე არ უფიქრია ,რომ წყალში შესვლა თავადაც მოუწევდა.ჯერ ყოყმანობდა, მერე მიხვდა ,რომ ახალი ამბების დასაგროვებლად ეს საუკეთესო საშუალება იყო და ნაბიჯი წყლისკენ წადგა.მალევე მუხლებამდე ამოცოცდა მთელი დღის მანძილზე,მზის მხურვალე სხივებზე მოლივლივე ნაკადი.სარაფნის ბოლოები დასველდა და კანზე აეკრო,წვიმის წვეთები სახეში ეცემოდა,სხეულში სისხლმა, თითქოს, სინათლის სისწრაფით დაიწყო დინება.ბერაისკენ მიბრუნებულმა დაიყვირა : "მშიშარა ნუ ხარ,ჩამოდი"-- და კისკისი მორთო. დემეტრე არ აპირებდა ამ სისულელეში აყოლას, ნაპირზე ჩამოჯდა და წყალზე წვიმის წვეთების ცეკვას აკვირდებოდა.ყური არ ათხოვა ანასტასიას დამცინავ სიტყვებს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მის შემოსატყუებლად.შეამჩნია, რომ ჯანაშია უფრო და უფრო ღრმად შედიოდა წყალში, მოუთმენლად აღმოხდა ,ასე შორს ნუ მიდიხარო,მაგრამ ყური არ ათხოვეს. გაფაციცებული აკვირდებოდა, კიდევ ერთი წუთიც.... და... უკვე ფეხზე წამომხტარი შევარდა ტბაში, ტანსაცმელი საერთოდ არ გახსენებია. მისკენ სულმოუთქმელად წასულმა, აფართხალებული მოიხელთა,მის წელს ხელი მოხვია და მკერდზე აიკრო. -შორს ნუ მიდიხარ ! ...-დაუბრიალა თვალები და დაუყვირა.ასეთი სიახლოვით შეშინებულმა ჯანაშიამ თავი დაუქნია და როცა დემეტრე მიხვდა, რომ ზედმეტად უხეშად გამოუვიდა, მშვიდად განაგრძო...-წყალი ცივია და ფეხები გაგიშეშდება, უკან ვეღარ გამოხვალ. -რა ქნა სიბრაზის ცეცხლმა? ჩაქვრა?...-ამოიხრიალა ანასტასიამ და მიხვდა, რომ ბერაიას სახისგან მილიმეტრობით შორს მყოფს,მისი ცხელი სუნთქვა ეფინებოდა ტუჩებთან და სულს უხუთავდა. -აქ მხოლოდ შენი ცეცხლი გიზგიზებს ტასო...-მომენტი ხელიდან არ გაუშვა და წაკბინა, აბა რა ეგონა, ვერ მიხვდებოდა დემეტრე ? სახეს არიდებდა, თვალებს მალავდა და მკერდზე მიბჯენილი ხელისგულებით ცდილობდა მანძილის შემცირებას. -კიდევ დიდხანს თუ დავრჩებით, გავცივდებით...-წვიმამ იმატა და ახლა იგრძნო, რომ შესცივდა, ერთიანად ააკანკალა.როგორც ჩანს, ბერაიასი ვერა,მაგრამ მისი ცეცხლი ნამდვილად ჩაქრა,ტბის წყალი არც ისე საამურად ეჩვენებოდა,როგორც აქამდე... -მე მეგონა, გეგმაც ეგ იყო...-მოჩვენებით გაიკვირვა ბერაიამ და დამცინავი მზერა გააყოლა ნაპირისკენ წასულს, როგორც კი მკლავებიდან თავი გაითავისუფლა, შვებით რომ ამოისუნთქა. ორივე მანქანისკენ მირბოდა, ერთიანად გალუპულებს ტანსაცმლიდან ტბის წყლის წვეთები სცვიოდათ.მანქანაში ჩაჯდომისთანავე ბერაიამ ძრავა ჩართო და ,გათბობის სისტემის იმედზე მყოფმა, ანასტასიას მიწოდებულ პირსახოცს ხელი დაავლო.მაისური ტანზე ეკვროდა და ავტომობილის თბილ სივრცეში ნელ-ნელა გამოცოცხლდა გალუგული სხეული.ჯანაშიასკენ მიატრიალა თავი და ერთიანად აკანკალებულს რომ წააწყდა, უკანა სავარძელზე მიგდებულ მოსაცმელს ხელი წაატანა.სავარძელს მიყრდნობილი აკვირდებოდა, როგორ გაეხვა სახეზე სველ თმაჩამოყრილი გოგო თავის სამი ზომით დიდ მოსაცმელში და უეცრად დღევანდელი შემთხვევა გაახსენდა. -დღეს რისი თქმა გინდოდა ბიბლიოთეკაში?...-ჩუმად წარმოთქვა და ყურადღებით დააკვირდა უხერხულად შეშმუშნულს...-მიდი თქვი, არ დაგცინებ...-წააქეზა. -შენი დასაცინი რა მჭირს?...-თავდაცვაზე გადავიდა,მაგრამ როგორც კი მისკენ მიიხედა ,თვალი აარიდა და ყოყმანით ამოთქვა...-მინდოდა ბაღში დაკრეფილი ალუბალი გაგესინჯა. -ბაღში დაკრეფილი ალუბალი გამესინჯა? მე? რატომ?...-ახლა უფრო მეტად დაიბნა. -ალუბალი დედამ დარგო, თავისი ხელით, მისთვის ბოლო გაზაფხულს...-თავდახრილმა სცადა ზედმეტი ემოცია არ გამოეხატა...-ზურაბმა დღეს მითხრა,რომ მთელი ეს დრო უვლიდა და ნაყოფი რომ გამასინჯა...-უცებ გაჩერდა, მიხვდა, რომ ახლა რაღაცას ნამდვილად გაამხელდა, ოღონდ რას, თავადაც ვერ ხსნიდა. -რომ გაგასინჯა?...-ის, რასაც ანასტასია ვერ ხვდებოდა, სანახევროდ უკვე ცნობილი იყო დემეტრესთვის, თუმცა, შეატყო ჯანაშია დაბოლოებას რომ აპირებდა და თვითონ ითავა...-გინდოდა მეც გამესინჯა, მაგრამ ,მე... -შენ ნამდვილი იდიოტივით მოიქეცი და ჩავთვალე, რომ ღირსი არ იყავი...-წამოიყვირა გაგულისებულმა და თვალები დაუკვესა. -წამოდი!...-რამდენიმეწამიანი დუმილის მერე მტკიცედ ამოთქვა ბერაიამ. -რა? სად?...-განცვიფრებული ვერ მიხვდა, რას გულისხმობდნენ. -შენ გამო, ტბაში, წვიმის დროს, ტანსაცმლიანი შემოვვარდი. ახლა შენ წამოხვალ და დამსახურებულ ალუბალს გამასინჯებ... ჯანაშიამ თავისი სითბოს ერთადერთი გარანტია მანქანაში დატოვა და ისევ თავისი სიფრიფანა სარაფნით გაუძღვა დემეტრე ბერაიას, წვიმაში ალუბლის ხის საპოვნელად.ხეხილის ბაღში ხეები ერთმანეთზე მიჯრით იყო დარგული და მთვარის შუქი ალაგ-ალაგ აღწევდა.დიდხნიანი ბოდიალის შემდეგ ანასტასია გაჩერდა და დემეტრეს საჩვენებელი თითის მიშვერით აუწყა ამ ხეზე გეუბნებოდიო. ბერაიამ ღიმილით მოძებნა ფოთლებში დამალული ნაყოფი და გასინჯვისთანავე გაეცინა. - ვიცოდი ახალბედა მებაღე რომ იყავი, მაგრამ მაინც ჭკვიანი მეგონე...-ანასტასია ვერ მიხვდა ამჯერად, რაზე დასცინოდნენ...-ეს ბალია, ტასო...-წამიერად ეჭვი შეეპარა, ხომ ნამდვილად სწორად მოვაგენიო და თვითონაც გასინჯა. -ჭკვიანო...-ცინიზმი აჩუქა და სახე დამანჭა, მერე რა, რომ დიდი ალბათობით ამ სიბნელეში დემეტრე მიმიკას ვერ გაარჩევდა,გული ხომ დაიმშვიდა...-ალუბალია.უბრალოდ, ძალიან ტკბილია. ზურაბი მიყვებოდა... ანასტასია ტიტინებდა, სიბნელეს თვალი შეაჩვია .დემეტრემ და ვერც გააანალიზა ,რომ საერთოდ არ ესმოდა ,ჯანაშია რას უყვებოდა.წვიმის წვეთები სახეზე ეცემოდა, თავისი სახე მისკენ მიემართა და ერთი თავით მაღალს ,გაბრწყინებული თვალებით შესცქეროდა.ბერაიამ არ იცოდა საიდან მოდიოდა ამხელა სურვილი და ნდომა, ის კი ცხადი იყო, რომ მის სიახლოვეს სხეულის ყველა უჯრედი სთხოვდა.ანასტასია ჯანაშია ნამდვილი თავის ტკივილი იყო, ოღონდ "მისი თავის ტკივილი". ამ გოგოს ჰქონდა ის, რაც მას ასე ძალიან უნდოდა: თავისუფალი,დაუმორჩილებელი სული, ყოველგვარი სიყალბისგან დაცლილი, ხანდახან ბავშვური და ხანდახან საშინლად ხიფათიანი.მაგრამ დემეტრეს მოსწონდა, ერთიანად მაყვლის წვენში დასვრილიც და ტბის წყალში,შუაღამით, წვიმაში სარაფნით მოცურავეც.ვერ მიხვდა რა მომენტში, მაგრამ ფაქტი იყო ,რომ დაუკითხავად, უსირცხვილოდ წაეტანა ხელისგულით მის კისერს და მოუთმენლად აიკრო ტუჩებზე.ანასტასიას ბაგეები მწიფე ალუბალივით ტკბილი აღმოჩნდა,ათრთოლებული სხეული მის მკლავებში ცახცახებდა და დემეტრე ბერაია გრძნობდა, როგორ მარტივად დანებდა ამ მეამბოხის აუტანელ სურვილს.ჯანაშია ძლივს მოსწყდა ტუჩებს და ,ჯერ კიდევ მის სახესთან აკრულმა, გახშირებული სუნთქვის შენელება სცადა.სიმხურვალე მთელ ტანს მოედო და ახლა უკვე მადლიერიც კი იყო წვიმის წვეთები ასე გამალებით რომ ეცემოდნენ მის სხეულზე.ხმის ამოღება ვერ გაბედა, მიხვდა, რომ მის წინ მყოფიც მომხდარის გაანალიზებას ცდილობდა და გაისუსა.ნელ-ნელა მოშორდა მის სხეულს და უხერხულობის სრული შეგრძნებით მაინც ამოთქვა: -წვიმამ იმატა და მართლა გავცივდებით. IX "სხეულზე ამოიკემსილი მზისშვილებისფერი ნათებები" მისაღების სივრცეში სრული სიჩუმე იყო, მხოლოდ ბუხარში მოტკიცინე შეშის ხმას თუ გაიგონებდით.წყვილ-წყვილი თვალი გაკვირვებით შესცქეროდა ახლად მოსულებს.ერთიანად გალუმპულებს, პირსახოცშემოხვეულებს და სამი ზომით დიდ მოსაცმელში გახვეულ აბურდულ თმიანს.ჯანაშიას ამ მომენტამდე არ უფიქრია, რას ეტყოდა კვიციანებს ასეთ ფორმაში რომ დაინახავდნენ, ან რას იფიქრებდნენ.თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა და ცდილობდა ,ელიკოს მზერას კიდევ ერთხელ არ შეჩეხოდა, რამდენადაც ქალის სახეზე ათასი ემოცია იკითხებოდა.დუმილი თავშეკავებულმა ხითხითმა დაარღვია და ამჯერად ყურადღების ცენტრში ზურაბი აღმოჩნდა, შუბლთან რომ მიეტანა თითები და სახეზე ხელისგულაფარებული გულიანად იცინოდა.ელისაბედმა ქმარს გახედა და მორცხვად თავჩახრილს უკვე თავადაც ეღიმებოდა. -ხოო...-აშკარა დარტყმისთვის ემზადებოდა ბაჩუკი და მოჩვენებითი სერიოზული ტონით განაგრძო...-რა ქენით, ჩააქრეთ ცეცხლი? -რა ცეცხლი, ბაჩუკი, ვერ უყურებ? ცეცხლი კი არა, ხანძარი ჩააქრეს ამათ...-კვიციანების ხითხითს აყოლილმა ლუკამ ვეღარ მოითმინა და წამოიძახა. -ტყუილად მიყურებ, არაფერს გეტყვი...-ნიკოლოზმა ხელები გაასავსავა და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო, როცა დემეტრემ შეხედა,თითქოს მისგანაც ელის დაცინვასო. -ისე, საინტერესოა რამდენ ხანს იდგებიან ასე...-ლუკა არ გეგმავდა პირში წყალჩაგუბებული ნიკოს მიბაძვას, ბოლომდე ცდილობდა ძალების მოსინჯვას. ბერაია აღარ აპირებდა ცოცხალი ცირკის ჯამბაზად ყოფნას, გასასვლელისკენ გზა თავად გაიკვალა და საძინებლისკენ წავიდა, სუფთა ტანსაცმლის და პირსახოცის წამოსაღებად. ანასტასიას ელიკო მიჰყვა უკან და სანამ გოგონა ცდილობდა სველი სარაფანი სხეულიდან მოეშორებინა და ფუმფულა ხალათში გახვეულიყო, კვიციანის ქალმა დაწვრილებით გამოჰკითხა ყველაფერი.ეჭვნარევი დააკვირდა ისტორიის უწყინრობას და კიდევ ერთხელ მოსთხოვა ახსნა. -დღეს უხეშად მომექცა, ბიბლიოთეკაში რაღაცის საკითხავად მივედი და დილანდელ ნათქვამზე გაბრაზებულმა არ მომისმინა.მინდოდა რომ ერთი კარგად გამომეფხიზლებინა და ტბაში ჩამეგდო.როგორც ჩანს, ისეთი სულელი არაა,როგორც მე მომეჩვენა და წყალში მანამ არ შემოვიდა ,სანამ არ შევაშინე,ფეხი გამეფსკვნა და ვეღარ გამოვდივარ-მეთქი...-თვალიც არ დაუხამხამებია, ისე გადააკეთა მთელი ამბავი და დამაჯერებლად დააბოლოვა...-სულ ეს იყო ელიკო. სამაგიეროდ, ბერაიას არ უთქვამს ტყუილი. ერთიანად გათოშილს და კარადაში მოქექიალეს შემოუსწრეს მეგობრებმა, ბაჩომ სავარძელი მოატრიალა და შიგნით გაიშხლართა, ნიკოლოზი ფანჯარასთან დადგა, აი ლუკამ საწოლი დაისაკუთრა და მხარ-თეძოზე წამოწოლილი დამცინავი ღიმილით აკვირდებოდა მეგობრის კოპებშეყრილ გამომეტყველებას.შიგადაშიგ ერთმანეთს გადახედავდნენ და ნიშნისმოგებით უკრავდნენ თვალს, ბერაია კი მაინც ჯიუტად დუმდა. -ე ბიჭო, გაუშრათ სისხლი, მოყევი რა მოხდა, თორემ ცნობისმოყვარეობისგან სადაცაა გასკდებიან...-ამ ორის ჟესტებით შეწუხებულმა ნიკოლოზმა ამოთქვა და მათკენ შემობრუნებულმა ბერაიამ დამალვაც კი არ სცადა, ყველაფერი მშრალად, მიმიკის უცვლელად მოყვა, თითქოს სადღაც გაგონილ ამბავს ხელახლა ჰყვებაო. -მოიცა, მოიცა, სულ ესაა? ტბაში შეგიტყუა და მორჩა? ...-აშკარად უკმაყოფილო იყო ბაჩო მოსმენილით...-და რომანტიკა რა უყავით? გზაში დატოვეთ? ეს რა უბედურებაა?...-საკუთარი ყურებით მოსმენილს ვერ იჯერებდა. -ძალიან რომანტიკული იყო ,ერთიანად გალუმპულები და გალუგულები რომ მანქანაში ვკანკალებდით...-უკვე ნერვები ეშლებოდა ამ ამხანაგურ საბჭოზე და მოუთმენლად გააგრძელა...-ვინმეს კიდევ ხომ არ უნდა რომანტიკა? ხასიათ წამხდრებმა თავი გააქნიეს და უგემურად მიაყოლეს მზერა უკვე ზღურბლს გადამცდარს. ხომ გითხარით, ბერაიას ტყუილი არ უთქვამსთქო, უბრალოდ სიმართლის ნაწილი დამალა. ცხელმა წყალმა სასიამოვნოდ გაათბო მისი სხეული, კიდურებში სისხლის მოძრაობა აღუდგა და ახლა უკვე გონებამაც დაიწყო მომხდარის გაანალიზება.ვერ ხვდებოდა მოვლენების ასეთმა სწრაფმა განვითარებამ სათავე საიდან აიღო. რამ უბიძგა ამ ნაბიჯის გადადმისკენ, ტკბის ყინულივით ცივმა წყალმა თუ მასში მოთრითინე სხეულის შეგრძნებამ, იქნებ ღამის უკუნეთმა სიბნელემ და მთვარის ძლივს მბჟუტავმა შუქმა, შესაძლოა ტბაზე წვიმის წვეთების ცეკვამ გადაუტრიალა გონებაში რაღაც,ბოლოსდაბოლოს ეს შესაძლოა იმ ალუბლის სიტკბოს ბრალიც ყოფილიყო.იქნებდა ჩაშაქრული,დაგემოვნებისთანავე დამდნარი ნაყოფის ეფექტმა მოაჯადოვა. ასეთი რამ ხომ შესაძლებელია?! ალუბლის სიტკბომ დააბრმავა,დააყრუა და აზროვნების უნარიც წაართვა.ახლა დემეტრე ბერაია მზად იყო ჩრდილოეთიდან მონაქროლ სიოს განსაკუთრებულ სუსხიანობასაც კი ჩასჭიდებოდა მომხდარის გასამართლებლად, ოღონდ კი არ წამოსცდენოდა ის ერთი სიტყვა, სიმართლის მარცვალი. აბაზანიდან გამოსული, ახლა უკვე ნაჭრის შარვალსა და თბილ ჯემპრში გამოწყობილი, წამიერად დააკვირდა ჯანაშიას საძინებლის კარს.უნდა მოეფიქრებინა რამე,რომ თავისივე ინიციატივით სხეულზე აკრული,ათრთოლებული გოგოსთვის მოპარული კოცნა გაემართლებინა, თანაც ისე რომ მისთვის გული არ ეტკინა. შეფიქრიანებული ავიდა კიბეებზე და ამ წამს არც კი იცოდა, რომ სანამ თვითონ თავს იჭ....ტდა მომავალი დილის უხერხულობის ჩასახშობად გეგმის მოფიქრებაში, ანასტასია ჯანაშია საძინებლის კართან იყო ატუზული და გულის ფანცქალით ელოდა ნაბიჯების ხმის მინავლებას რომ სამალავიდან გამომძვრალს მშვიდად ებანავა და საწოლში დაბრუნებულს, დილამდე ცალი თვალიც არ გაეხილა მომხდარის სულ მცირე ხნით დასავიწყებლად. უხერხული საუბრებისგან თავის არიდების ერთადერთი გზა დილაადრიან გაღვიძება და სასტუმროში წასვლა აღმოჩნდა.სანამ ჯერ კიდევ ყველას ეძინა და სოფელი სიზმრების ფერებში იყო გახვეული, დემეტრე ზანტად წამოდგა, თბილმა ატმოსფერომ მიახვედრა რომ წვიმას გუშინ ღამით გადაეღო და დღეს მზე თავისი შვილების მცხუნვარებას ჰპირდებოდა მიწას.კლასიკურ ყავისფერ შარვალსა და თეთრ მაისურში გამოწყობილი, კედებიანი ბერაია სამზარეულოს სივრცეს შეეხიზნა ყავის ჩუმად დასალევად და თავზე წამოადგა ერთიანად ფქვილში ამოსვრილ ელიკოს ფიგურას.როგორც კი დილამშვიდობისა გაცვალეს,ხელით დააწვა ელექტრონული ჩაიდანის ჩასართავს და ყურადღებით მოისმინა კვიციანის ქალის ახირება, დილა ახლადგამომცხვარი ატმის პეროგით დაეწყო.საუბარი მანამ იყო სასიამოვნო და მსუბუქი სანამ ახალგაზრდობის ეშმაკუნა საქციელებგახსენებულმა ქალმა შეფარვით არ დაიწყო მისი გამოტეხვა. -ანასტასიას გამოვკითხე გუშინდელი ამბები და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი...-ქალი თვალს არიდებდა და სიტყვებს არჩევდა ამ ორის საგულდაგულოდ დამალული საიდუმლოს გასამჟღავნებლად...--შენ როგორი რომანტიკული ბიჭი ყოფილხარ...-ვითომ უწონებდა საქციელს, იქნებ ამ სიტყვებით შეგულიანებულმა გამიმხილოსო. -რომანტიკული? ტბაში მოფართხალე ჯიუტი გოგოს ნაპირზე გამოთრევა შენც რომანტიულად გეჩვენება?...-დემეტრემ თავისი ძალები მოსინჯა, რადგან ვერ დაიჯერა რომ მის სხეულს გველნაკბენივით მოშორებული ჯანაშია ერთ კოცნას სასიყვარულო ისტორიად გადააქცევდა. -ღმერთო ნუ გამაგიჟებ...-უეცრად ქალმა ხელები გაშალა და ჭერზე თვალებმიწებებულმა ამოთქვა...-მეტი მართლა არაფერი მომხდარა? იმ ონავარმა უბრალოდ ტბაში შეგიტყუა და სულ ესაა?...-იმედგაცრუება ბობოქრობდა ინტონაციაში, თითქოს გონებით სულ სხვა, მეტად აღმაფრთოვანებელ სცენებს ხატავდა. -რატომ ჩააცივდით ამ რომანტიკას? შენ, მე და ჯანაშია ერთ ოთახში ნანახი გყავართ? ...-ელიკომ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად...-მერე ჩვენს შორის იმაზე მეტი გრძნობა როდისმე შეგიმჩნევია, ვიდრე ერთმანეთის ნაღმზე აფეთქების სურვილია? -რავიცი, რავიცი...-ისევ თავისას მიერეკებოდა ქალი. ბერაიას უკვე აღარ სურდა ამ თემის სხვებთან განხილვა, საკუთარ თავსაც ვერ უხსნიდა რა მოხდა და სხვებისთვის როგორ უნდა მოეყოლა.ყავის სმას მორჩა თუ არა მანქანაში ლეპტოპი და საბუთები ჩააწყო,საჭეს მიუჯდა და ის იყო ავტომობილი უნდა დაეძრა, რომ აზრმა გაუელვა.უკან შემობრუნებულმა ყოყმანით ამოიჩურჩულა. -ელიკო ის კაბები, აი ანასტასიას ოთახიდან რომ წამოიღე, გამატანე და სანამ დანარჩენები მოვლენ კარადაში დავაბრუნებ...-ცდილობდა ზედმეტად არ მიექცია ყურადღება ამ ჟესტით. -უი, ეგ სულ აღარ გამხსენებია...-შეიცხადა ქალმა და მერე ეჭვნარევი დააკვირდა...-მე კი გაგატან კაბებს, მაგრამ შენ სად მიიპარები ამ დილაუთენია? რა უნდა აკეთო იქ მარტომ?...-უსაყვედურა მაინც. -მამაჩემს უნდა ველაპარაკო, თათბირი გვიწევს და ახალ კლიენტებთან შეხვედრის ფორმაზე უნდა მოვილაპარაკოთ. სასტუმროს ბიბლიოთეკაში სიმშვიდეა...-თავი იმართლა. ბერაიას კი გამოუტანა დარეცხილ,დაუთოვებული კაბები,თუმცა თვითონ ისევ ტკბილ ცომს მიუბრუნდა და თან თავისთვის ბუტბუტებდა:-"რომ კითხო არაფერი მომხდარა და ერთ ოთახში მარტო თუ დატოვებ ნაღმზე ააფეთქებენ ერთმანეთს.კაბებს კარგად მიაცუნცულებ რომ ანასტასიას გული არ დაწყდეს კარადაში რომ არ დახვდება...ჰმ".ნელ-ნელა ბუტბუტი ქოთქოთში გადაუვიდა და უკვე ატამმოლაგებული პეროგი ღუმელში მოათავსა, სტუმრებს გაღვიძებისთანავე რომ დაეგემოვნებინათ დილის ჩაისთან ერთად. ანასტასია გულაღმა იწვა, გუგებგაფართოებული მიშტერებოდა ჭაღს და ყურადღებას არ აქცევდა დილის სიოსგან აფრიალებული ფარდის სახეზე ლამუნს. უპეები უძილობისგან ამოშავებული ჰქონდა და საკუთარ ფიქრებში წასული ყურადღებას არ აქცევდა სამზარეულოდან შემოსულ ხმებს,რომელთაც უნდა ეუწყებინათ სახლის ბინადრები უკვე ადგნენ და საუზისთვის ემზადებიანო.ცხელი წყლის ჭავლის ქვეშ სხეულის გათბობის შემდგომ თავის ოთახში დაბრუნებული დიდხანს ბორგავდა, თვითონაც ვერ ხვდებოდა რატომ არ აძინებდა დაღლილი სხეული.შუაღამისას გამოაღვიძა ტელეფონის ზარმა და ძილბურანში მყოფმა უპასუხა.ბერლინში სწავლისას პატარა, ორ საძინებლიან ბინას იყოფდა იტალიელ კურსელთან ერთად. ფრანჩესკას და მისი ისტორიები საოცრად ჰგავდა ერთმანეთს, რამდენადაც ისიც მამის სურვილით სწავლობდა ბიზნესის ადმინისტრირებაზე, თუმცა ხელოვნებათმცოდნეობა იტაცებდა.მას შემდეგ რაც მოუსვენარმა, წმინდა იტალიური სისხლის გოგონამ იმდენი ქნა რომ მუდამ სახე გაყინულ გოგოს დაუმეგობრდა, თანამზრახველებიც გახდნენ და მშობლებისგან მალულად, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაიწყეს ხელოვნებათმცოდნეობის საგნების შესწავლა.ახლა იხსენებდა როგორი ანცი ხმა ჰქონდა იტალიელ მეგობარს, რომელიც ეუბნებოდა რამდენიმე წუთის წინ, შენს დაუკითხავად, ჩვენი სივები გავაგზავნე მილანთან ახლოს, ტორინოში გახსნილ თანამედროვე მუზეუმში და პროგრამის ფარგლებში დასაქმება მოვითხოვეო...უეცრად შეშფოთებულმა გამოხედა კარში გაჭედილ ელისაბედის ფიგურას და მიხვდა ქალი იქ კარგა ხანია დგასო. -ანასტასია კარგად ხარ? სახეზე ფერი არ გადევს...-შეშფოთებული კვიციანი ხელისგულს ადებდა შუბლზე და სიცხეს უმოწმებდა. მერე, დამშვიდებულმა ამოთქვა...-წამოდი, საუზმე მზადაა. სანამ ჩაიცვამ ჩაის დაგისხამ. ანასტასია ზანტად წამოდგა, ტუმბოდან ფართე უბიანი, მუქი ჯინსის შარვალი გამოიღო. ლაჟვარდისფერი, რამდენიმე ზომით დიდი მაისური გადაიცვა და კედების თასმები შეიკრა.სახეზე ჩამოშლილი თმები მის ჩაცვენილ ლოყებს ფარავდა,თითქოს ერთ ღამეში გაილია და დაპატარავდა.ცარიელი თვალებით მიუჯდა მაგიდას, ფიქრებში წასულს საერთოდ არ ესმოდა რას განიხილავდნე ასე გაცხარებით. ლუკასთვის ყურადღება არ მიუქცევია,როცა ამ უკანასკნელმა ნიდაყვი გაკრა და ბიჭმა კითხვის ნიშნებით გადახედა სიტუაციაში ასევე ვერ გარკვეულ ნიკოლოზს. კვიციანების ოჯახის უფროსი საუბარს გამოეთიშა და ინტერესით დააკვირდა გოგონას მოქუფრულ გამომეტყველებას.ცარიელი იყო ანასტასია. -ტასო დღეს აპირებ წამოსვლას?...-სახელის გაგონებაზე გამოერკვა და კითხვის ნიშნებით სავსე თვალებით მიუბრუნდა ზურაბს...-სასტუმროში, პეტუნიების ახალი შეკვეთა უნდა მოიტანონ.ხომ თქვი მე დავრგავო. -მახსოვს...-მთვარეულივით ამოთქვა. -ამ სახლში ხალხმა წინადადების დასრულება უნდა ისწავლონ!...-ბაჩო ხვდებოდა რომ ანასტასიას ამ ქვეყნად არ ყოფნის მიზეზი გუშინდელ ღამეში უნდა ეძებნა...-გახსოვს, და...?მოდიხარ თუ არა?... -მოვდივარ...-ამოთქვა სახეზე ფინჯან აფარებულმა...-რაც უფრო მეტად აკვირდებოდა, მით მეტად ეჭვდებოდა ბიჭი და ბრაზი ერეოდა.ვიღაცას უნდა მოეყოლა რა მოხდა გუშინ,ეჭვობდა რომ ეს ვიღაც დემეტრე ბერაია იქნებოდა. ლუკას მანქანაში, უკანა სავარძლებზე ზურაბ კვიციანმა ორი ხელის ცელი მოათავსა, დანარჩენებს სახლებიდან წამოიღებდნენ სოფლის ბიჭები.თავად კი კიტას მანქანაში მოთავსდნენ და სასტუმროსკენ წავიდნენ.ვრცელ მინდორზე უკვე შეკრებილები იყვნენ მომუშავენი, ჯანაშია მიხვდა დავაგვიანეთო, როცა სატვირთოდან ჩამოცლილ ქოთნებს დააკვირდა. ოთხ ცალს ხელი დაავლო და იმ კვალთან ჩაიმუხლა, სადაც გუშინ შეწყვიტა რგვა. გონება ახლა სულ სხვაგან დაჰქროდა, მიწას შეჩვეული ხელები კი თავად აკეთებდნენ საქმეს.ტბის კამკამა წყალი საიდუმლოს ერთგული მეგობარივით ინახავდა და ხეხილის ბაღშიც უცნაურად შრიალებდნენ მზისკენ კერწეროებ აშვერილი ხეები. ნენეს არ შეუნიშნავს როგორ უყურებდა სასტუმროს შესასვლელთან ჩამომდგარი ბაჩო, თითქოს საიდუმლოს ამოხსნას ცდილობსო, ჯაშუშივით კედელს ამოფარებული არც კი მალავდა ასე აშკარა თვალთვალს. თიბვა უნდა დაეწყოთ, გამომშრალი ბალახი უკვე მზად იყო დასადაბლებლად. კვიციანმა ბიჭებს მოუხმო, წელზე შემორტყმული ქამრებით დაიმაგრეს ხელის ცელი და ნიდაყვქვეშ ამოდებული ნელ-ნელა, ერთ ზოლში მიყოლით აამოქმედეს, გასუფთავება უკანა მხრიდან დაიწყო. დემეტრე ბერაიას ნიკაპი მიტყუპებულ ხელისგულებზე ჩამოედო და ფიქრებში წასული მიშტერებოდა ლეპტოპის ეკრანს.ჯაბა გახარებული იყო ძველი ქარხნის აღმოჩენით, რომლის მეპატრონესთანაც სარფიანი გარიგების დადებას აპირებდა და შვილისგან სურდა მოესმინა, რამდენად მომგებიანი იქნებოდა რესტავრაციის შემდგომ გაყიდვა.ხარჯები მალევე უნდა დათვლილიყო, კლიენტი რომელიც რესტავრირებული შენობის შეძენას მოისურვებდა წინასწარ გაეფრთხილებინათ ფასზე და მოგება განესაზღვრათ.თათბირი მხოლოდ ხუთი წუთის დასრულებული გახლდათ, როცა ოთახში შემოსულ ლუკას და ბაჩოს, ნიკოლოზი მორჩილად შემოყვათ. -როგორ ჩაიარა თათბირმა?...-დიალოგის წამოწყება ნიკოლოზმა ითავა,რადგან სრულიად დარწმუნებული იყო, ბაჩო რომ მივუშვა, ვიცი პირველად რასაც კითხავს საქმისგან გადამწვარ მეგობარსო. -ჯაბა ამბობს რომ ამ მდგომარეობაში მყოფი შენობისთვის კარგი ფასია, მაგრამ ჩვენც უნდა ვნახოთ და პირველი შეფასებით რესტავრაციის ხარჯი დავთვალოთ. -კლიენტი უკვე იპოვა?...-ჩაერთო ლუკაც...-წინასწარ ხომ უნდა იცოდეს, ვინ დაინტერესდება შენობით? -როგორც მითხრა მსხვილი კომპანიაა,მეორადი მანქანები ჩამოყავთ ევროპიდან და ასეთი ტიპის შენობა სჭირდებათ.ავტოსადგომის სტილში უნდა გაკეთდეს. -მაშინ ვნახავ, ნახაზებს გავაკეთებ, ლიზა ტრიდეში გადაიყვანს და ლუკა გვეტყვის რა იქნება საჭირო პროექტისთვის...ბაჩო ერთ კვირაში დაითვლის ალბათ ყველაფრის ფასს...-ნიკოლოზი ცდილობდა დაემშვიდებინა.მშვენივრად ხვდებოდა რომ სასტუმროს პროექტი ისედაც საკმარისს რესურსებს იწოვდა დემეტრესგან, ახლა კი პარალელურად ახლის აღება, სულ მთლად მოუღებდა ბოლოს. -ხვალ მოლაპარაკებები აქვთ, სათათბირო ოთახში.ვუთხარი რომ აქედან ჩავერთვებოდი. ყველაფერს გავარკვევ და მერე მოვიფიქროთ რას ვიზამთ. ყველა ერთად ვერ წავალთ. -ხვალ კვირაა და მუშები ისვენებენ, კარგია, მშვიდ გონებაზე დაესწრები...-დააიმედა და ბაჩოს თვალების ბრიალით გადახედა,როცა გამოიჭირა როგორ ცინიკურად აკვირდებოდა დემეტრეს. -კიდევ კარგი თბილისთან ახლოსაა და მუშები...-უცებ გაჩუმდა, ყურთასმენა დაძაბა და გაკვირვებულმა იკითხა...-რა ჩოჩქოლია? რა ხდება გარეთ?... გაურკვევლობის შეგრძნებით გაიხედეს მაგრამ ეზოს წინა მხარეს ვერავინ დალანდეს, ინტერესით გამოვარდნენ და უკანა ნაწილისკენ აიღეს გეზი.ხმაური სწორედ იქედან მოდიოდა.მუშები ერთად იყვნენ შეჯგუფებული და დემეტრემ თვალი მიაყოლა სასტუმროსკენ გამოქცეულ ბიჭს, ზურაბმა რომ მოაძახა, სუფთა წყალი ოღონდო. ახლოს მისული მიხვდა რომ რაღაცის გარშემო წრე შეეკრათ და ნერვიულად ბუტბუტებდნენ.წრე გაარღვია და აღმოაჩინა რომ რაღაცის კი არა, ვიღაცის გარშემო ჩოჩქოლებდნენ. ეს ვიღაც კი ანასტასია ჯანაშიას მიწაზე წამომჯდარი ფიგურა იყო, რომელსაც სახის მარცხენა მხარეს ხელისგული აეფარებინა და გაყინული მზერით იყურებოდა გარშემო.ერთ ადგილზე გაშეშებულმა ამოიხრიალა,რა მოხდაო და იმ წამსვე ბიჭმა მხარი გაკრა, სწრაფად მიუახლოვდა ზურაბს და ბოთლით მოტანილი წყალი მიაწოდა.ჯანაშიას ფრთხილად ჩამოაწევინეს ხელი და დემეტრეს თითქოს გველმა უკბინაო, ისე მწარედ დაუარა სხეულში შიშის შხამმა. -წადი, ბიბლიოთეკის რაფაზე პირველადი დახმარების ყუთია და მესამე სართულზე აიტანე, სწრაფად!...-იღრიალა სივრცეში, თუმცა ნიკოლოზმა მიმართვა საკუთარ თავზე მიიღო და სინათლის სისწრაფით მოსწყდა ადგილს...-აქ მოდი...-ზურაბი გვერდზე გასწია თუ არა, მშვიდად უთხრა მომხდარით შოკირებულს...-ფრთხილად, აი ასე...-ანასტასია ჯანაშია უკვე მთლიანად მის მკლავებში იყო,უკვე მერამდენედ. სახიდან ხელს არ იშორებდა, ამჯერად წყნარად იყო და ცდილობდა დემეტრე ბერაიასთავის არ აეხედა, თვალებს აცეცებდა და საფეხურებს ითვლიდა.ოთახში ნიკომ შეასწროთ, რომელიც უკვე კარგა ხანია მესამე სართულის კიბეებთან იცდიდა,პირველადი დახმარების ჩანთა გახსნა და კარადას მიეყრდნო. დემეტრემ საწოლზე ფრთხილად დასვა, მერე დააკვირდა და თითები წაატანა მის ხელისგულს.ნელ-ნელა გამოჩნდა გახეთქილი წარბი და ერთიანად კვასკვასა ბლანტი სითხით მოსვრილი სახის მარცხენა მხარე.ამოტრიალებული, დასვრილი ხელისგული უღონოდ ჩამოდო საწოლზე. ბერაიამ შემოსწრებულ ლუკას წყლის ბოთლი გამოართვა და დასველებული ბინტი მოატარა ლოყებზე შემხმარი სისხლის მოსაშორებლად.ანასტასია აკვირდებოდა მის კოპებშეყრილ გამომეტყველებას და ხვდებოდა სადაცაა გასკდება, ღრიალს დაიწყებს და გემრიელად გამომძლანძღავსო. დემეტრემ დასვრილი ბინტი იატაკზე დადო და ჯანაშია შიშით დააკვირდა სპირტში ამოვლებულ ბამბას. -ტასო სულ ცოტათი აგეწვება...-შეაგულიანა ბაჩომ და შემბრალებელი თვალებით გადახედა. -რას შვებით? ძალიან აქვს გახეთქილი წარბი? ...-ოთახში სახეშეშლილი ზურაბი შემოვარდა და გაფითრებული დააკვირდა საწოლზე ჩამომჯდარ, გაფითრებულ გოგოს. -წარბი გადარჩება...-ესეც ასე, დემეტრე ბერაიას ბრაზი გასკდა...-მაგრამ მე ის მაინტერესებს, როგორ მოახერხა?...-თვალები დაუბრიალა და ანიშნა ამოთქვიო. ანასტასიას სახე დაემანჭა როგორც კი სპირტი გახეთქილ წარბთან მიედო.თვითონ კი იცოდა პასუხი, ეს როგორ დაემართა, მაგრამ სხვებისთვის ასახსნელად რთული იქნებოდა. ან როგორ უნდა ყოფილიყო გასაგები, რომ ცხოვრებამ მის გარშემო ძალიან სწრაფად დაიწყო მოძრაობა, ყველაფერი ერთიანად დაატყდა თავს, გადაწყვეტილება კი აუცილებლად უნდა მიეღო.ახალი ცხოვრება დაეწყო, საკუთარი თავისთვის ეპატიებინა, წარსულის კარი სამუდამოდ დაეკეტა და აწმყოში გადმობარგებულიყო, ან დარჩენილიყო და მიზეზი მოეძებნა გასაგრძელებლად.ამის გამო თავის ქალაში სრული ქაოსი ტრიალებდა, არ იცოდა რას ლაპარაკობდნენ, რას აკეთებდნენ ირგვლივ მყოფები და ცარიელი თვალებით უყურებდა ყველაფერს. -ტასო იცოდე, თუ იტირებ მოგარტყამ!...-გამოერკვა და მის წინ ჩამუხლულ ბაჩოს მიაშტერდა, მხოლოდ ახლა მიხვდა რომ თვალები სავსე ჰქონდა ცრემლებით, რომლებიც მალევე აპირებდნენ ჯებირების გადმონგრევას. -პეტუნიებს ვრგავდი და ქოთნიდან რომ ამოვიღე მიწიან-ფესვიანად შუაზე გაიყო, მაინტერესებდა მაინც ჩამერგო მიწაში თუ არა,ზურასთვის უნდა მეკითხა...-ამოიკნავლა საცოდავად. -ბალახს ვთიბავდით და ეტყობა ქვა აისხლიტა ხელის ცელმა, ის მოხვდა...-გაბზარული ჰქონდა ტონიც და გულიც კიტას. -და არავის, საერთოდ არავის, მოაფიქრდა ეთქვა, რომ ცელს წინ არ დადგომოდა?...-მორჩა, სიმშვიდე უცხო ხილი იყო. ბერაიას მოთმინება დაიცალა და ბოლო ხმაზე იღრიალა. -....და საიდან უნდა სცოდნოდათ რომ ქვას აისხლეტდა და მაინდამაინც მე მომხვდებოდა?...-უკვე ფერზე მოსული ქალბატონი შემართებით დაუპირისპირდა...-რა გაყვირებს? -შენ ნუ დარდობ, შენთვისაც მოვიცლი...-ნიშნისმოგებით მიახალა. -ნაკერები არ დასჭირდება?...-იკითხა ზურაბმა და როგორც კი უარყოფითი პასუხი მოისმინა გული დაუმშვიდდა. -წარბი გადარჩება, მაგრამ ამ ქალბატონზე თავს ვერ დავდებ...-მუქარა აშკარად ბობოქრობდა...-მუშებთან დაბრუნდით და მეც მალე ჩამოვალ.დღეს აუცილებლად უნდა მოვრჩეთ ეზოს გასუფთავებას, ხვალ ყველა ისვენებს და ზეგ უკვე ოთახების რემონტი უნდა დავიწყოთ. შიშნარევად დააკვირდა ჯანაშია,როგორ ნელ-ნელა დაიცალა ოთახი.თვალები აატრიალა რომ ამჯერად უკვე,მის პირსპირ მარტო აღმოჩენილს ბერაიასთან საკამათო მიზეზი არ გამოეძერწა. ბიჭმა მოთმინებით დაუფარა გახეთქილი წარბი ლეიკოპლასტირით და წყლით დასველებული ბინტით მის ხელისგულს დასწვდა.მონდომებით გაუწმინდა დასვრილი თითები და როგორც კი მორჩა, ანასტასიამ შინაგანად იგრძნო როგორ დაიწყებოდა მისი ქება-დიდება ამავე წამს. -კარგი, წარბი გადარჩა...-უჩვეულო სიმშვიდე იყო...-შემდეგი რა არის? მოტეხილობა, დაბეჟილობა, სახურავიდან გადმოხტომა თუ ანთებულ გაზზე თითების დაწვა?...-ნელ-ნელა ამაღლდა ტონი, ბოლოს ყვირილამდე აღარაფერი აკლდა...-მითხარი რომ შევემზადო ! -რა გაყვირებს, ძალით მოვირტყი ქვა სახეში? თუ რა გაღრიალებს?...-გაწიწმატებულმა მიაძახა. -უბედურება ისაა, რომ შენგან ეგეც არ გამიკვირდება...-ხელის ჩაქნევა დაამშვენებდა მის ტონს. -უკაცრავად?...-ნათქვამს ვერ მიუხვდა და წაეჭიმა გაგულისებით. -ყურადღების მიქცევას ცდილობ? თუ ასეა, მაშინ გამოგივიდა!...-შეფარული ნათქვამი მშვენივრად გაშიფრა ჯანაშიამ და ამჯერად უკვე ალმოკიდებული წამოუხტა ფეხზე. -შენ, შენი თავი ვინ გგონია? ჰორმონებ მოჭარბებულმა ძალით მაკოცე და გგონია შენი სიყვარულით დამდნარი სახეში ქვებს ვირტყამ ყურადღების მისაქცევად? -რაღაც არ გეტყობოდა, რომ ძალას გატანდი...-დიდი ალბათობით ამას ეზოში მყოფი მუშებიც გაიგონებდნენ, რომ არა ცელის გამაყრუებელი ხმა...- მშვენივრად ამყევი. -და რა უნდა მექნა? რას მეუბნები , რომ სახეში მეთხლიშა ეს როგორ გამიბედეთქო, თუ ტირილით გამოვქცეულიყავი,არიქა დემეტრე ბერაიამ მაკოცათქო?...-ქვემოდან აჰყურებდა მასზე მაღალ,თავზე წამომდგარ ბიჭს და მზად იყო თვალები შიშველი ხელებით დაეთხარა. -არა! იმას გეუბნები, რომ შენ მე ამყევი...-ხმა დაიდაბლა, მის სახესთან დახრილმა თვალებში აცეკვებული ჭინკებით მიაპყრო მზერა და დამცინავი ღიმილით განაგრძო...-იმხელა სურვილით, რომ შენი გულის ხმა ახლაც მესმის.ერთიანად მეკვროდი და ერთი წამითაც არ მიგრძვნია, რომ ჩემი გაჩერება გინდოდა. -ნევროპათოლოგთან ხარ მისასვლელი, შეგრძნებები აგრევია და ნერვული სისტემის ბრალი იქნება...-სახე მომანჭა და ნიშნისმოგებით გადაულაპარაკა. -საით?...-კარისკენ წასულს ეჭვნარევად ჩაეკითხა, არადა პასუხი თითქოს უკვე იცოდა. -პეტუნიების დარგვა უნდა გავაგრძელო, ჯერ კიდევ ბევრია...-სასხვათაშორისოდ ამოთქვა. -არა ქალბატონო, არა...-მის გვერდით ასვეტილმა მკაცრად გააფრთხილა...-შენ კიტა სახლში წაგაბრძანებს და მაგ პეტუნიებს ზურაბი დარგავს.დღეისთვის თამაში საკმარისია! -მაგრამ მე მინდა ბაღში მუშაობა...-დაიწუწუნა და ეცადა, როგორღაც თავი შეეცოდებინა. -შეგიძლია ელიკოს ბაღში ითამაშო...-შეუვალი იყო და ვერც თვალების დაპრაწვა, გაპრანჭვა და თავის მოსაწ....ბა ვერ უშველიდა ჯანაშიას...-გასაჩივრებით თავს ნუ შეიწუხებ,ტყუილად დაიღლები. ასე კოხტად, ყოველგვარი გაპროტესტების გარეშე მიაბრძანეს ჯანაშია სახლში, სადაც კიდევ ერთი ადამიანისთვის უნდა გაეხეთქა გული, აჯერად მთელ წარბზე გადაჭიმული ლეიკოპლასტირით. სანამ ელიკო ქოთქოთს და გოდებას მოჰყვებოდა, ბაღში ნამუშევარი ტანსაცმლით მიეგდო ლოგინზე და გუშინდელ ღამე ნათევს მკვდარივით ჩაეძინა. სახლში ჟრიამული რომ ატყდა, მხოლოდ მაშინ დააშორა დამძიმებული ქუთუთოები ერთმანეთს, წამოდგომა არ უნდოდა.ახლა ვინმეს ვახშამი რომ ეხსენებინა ამ სახლიდან რაც შეიძლება შორს გაიქცეოდა.სტუმრების მხიარული საუბარი, დერეფანში მისვლა-მოსვლა რომ შეწყდა, მხოლოდ მაშინ წამოიმართა და იმ მედით შეგულიანებულმა,რომ ხმები მხოლოდ ეზოდან შემოდიოდა, პირსახოცს ხელი დაავლო, დღის ჭუჭყის მოსაცილებლად. დიდ, ფუმფულა ხალათში გამოწყობილი ის იყო, საძინებელს უნდა დაბრუნებოდა, რომ ელისაბედმა წაავლო მკლავში და სამზარეულოში წამომყევი, ეგ სველი ლეიკოპლასტირი უნდა გამოგიცვალოო, მოსთხოვა.მორჩილად უკან მიყოლილი სკამზე მოთავსდა და სახე დამანჭა, წებოვანი მასა მის კანს რომ მოაშორეს.ელიკომ გულმოდგინედ გაუწმინდა ნატკენი ადგილი და სანამ ამას აკეთებდა ახალი წევრიც შემოუერთდათ.მასაც არ მიუქცევია ყურადღება მაგიდასთან მოკალათებულისთვის, ისე დაიწყო ყავის მოსამზადებლად ფუსფუსი. -არა, ერთი გამაგებინე, მაინდამაინც შენ როგორ მოგხვდა ეს ქვა, ჰა? ...-ისევ თავისას მიერეკებოდა ქალი. -უი ელიკო, შენ არ იცი? სახეში ქვების მორტყმა ჩემი ჰობია...-ახლა უკვე აღარ ეშინოდა, მარტო არ იყო და შეეძლო სამაგიერო გადაეხადა სასტუმროდან წიხლის კვრით გამოგდებისთვის...-ასე ვიქცევ ყურადღებას. -ზოგიერთი ისეთია, ქვას რომ ლაპარაკი შესძლებოდა და ეთქვა თვითონ მომხვდა ეგ გოგო, მე არაფერ შუაში ვარო, დავუჯერებდი...-არც მისკენ ზურგით მდგომს დაუკლია წაკბენა. -ისე, ძალიან გვიან კი დაბრუნდით დემე, მორჩით ეზოს გასუფთავებას?...-საუბრის სხვა თემაზე გადატანა სცადა ელისაბედმა, როცა მიხვდა ახლა,თუ დაიწყეს, ვეღარ გავაჩერებო. -თიბვაც და ერთად მოგროვებაც მოვასწარით, მაგრამ შემოგვაღამდა და დაწვა ვერა. ალბათ, ტომრებით მოგვიწევს გადაყრა...-ხმა აშკარად ეცვლებოდა როცა სხვასთან იწყებდა საუბარს, განსაკუთრებით კი თუ ეს სხვა კვიციანის მეუღლე იყო. -უი, რატომ ? დილიდან არ დაიწყეთ?...-ჩაეკითხა გაკვირვებული ქალი. -იმიტომ, რომ ყურადღება მივიქციე...-აშკარად გულზე ჰქონდა მოხვედრილი ეს სიტყვები, თუთიყუშივით იმეორებდა და ყველგან აკვეხებდა...-თან რით? უბრალოდ წარბი გამისკდა. საფეთქელში მაინც მომხვედროდა, სულს გავაფრთხობდი და დემეტრე ბერაიას გული დამშვიდდებოდა ხუთი წუთით შეწყვეტილი სამუშაოების გამო ნორმალური მიზეზი, რომ იარსებებდა. -ენას ძვალი რომ ჰქონდეს, პირველად შენ მოიტეხავდი...-ახლა უკვე მისკენ შემობრუნებულმა ნიშნისმოგებით მიუგო. -ნუ გეშინია, არც შენ დააკლებდი, მაგ მხრივ პრაქტიკის ჩამოყალიბებას...-ესეც ასე. -მე ხილს გავიტან ეზოში...-სამზარეულოში მიმდინარე საუბრით თვალებგაფართოებულმა ელიკომ ამოთქვა უეცრად და ახლა აქედან გაქცევა საუკეთესო გამოსავლად მიიჩნია.ხელისგულებით რომ დასწვდა სახილეს და ის იყო კარის ჩარჩოს უნდა გასცდენოდა, შემობრუნდა...-ანასტასია დღეს შენს ოთახს რომ ვალაგებდი პეპლებიან ჩანთაში ჩავიხედე...-გოგო გაშრა.ელიკო ამჯერად ბერაიას უყურებდა...-ბოლო ორი დღეა არცერთი წამალი მოკლებია. -ისევ თავიდან დაიწყე?...-ეცადა უხეშად არ გამოსვლოდა დემეტრეს, თუმცა მაინდამაინც ვერ დაიკვეხნიდა თავის შეკავებით. -ნუ გეშინია, ამიერიდან სულ რომ წამერთვას ძალა, ცხრა მთას გადავივლი და ისე მოვკვდები, შენ რომ დღის განრიგიდან წუთები არ მოგაკლდეს, ამ ამბის გაგებით...-თავისი ჭკუით ეხუმრებოდა, მაგრამ ელიკოს სახეს რომ გახედა, დასერიოზულდა და ვიხუმრეო თქვა. -დღეს რამე ჭამა სახლში, რომ დაბრუნდა?...-მასთან საუბარს აზრი არ ჰქონდა, ამიტომ ბერაია ისევ კვიციანს მიუბრუნდა და ნათლივ დაინახა როგორ გააქნია ქალმა თავი უარყოფის ნიშნად. ელისაბედმა იცოდა, რომ ამ ორს რაც არ უნდა ეჩხუბა, მათ შორის აშკარად იყო რაღაც, რაც აიძულებდათ ერთმანეთის მიმართ შიში გასჩენოდათ და ეს საქმეც, დილიდან რომ უჭამდა გონებას, სწორედ ბერაიას დაუთმო. -ნეტავი შენ რაააა, აეხლა სულერთი არ არის შენთვის მე რა ვჭამე და ვსვი?...-ვერ ხვდებოდა ანასტასია, ამან როდის აქეთ დაიწყო დღის რაციონის გადამოწმება. -მოდი აქ !...-ბერაია კარისკენ იყურებოდა, ელოდებოდა ელიკო როდის მიეფარებოდა თვალს და როგორც კი სახლის სივრცეში მარტონი დარჩნენ, სკამზე მოკალათებულს, ხალათის ქამარში სწვდა და ფეხზე წამომდგარი თავისკენ მიაჩოჩა ორ სიტყვიანი მუქარით. ახლა როცა ისევ მარტო დარჩა მის პირისპირ, რაღაც უცნაური შეგრძნება დაეუფლა,ამ ბოლო დროს ეს უკვე ხშირი მოვლენა იყო და ვერ ხვდებოდა აქამდე მისი სახის შელამაზებისთვის მზად მყოფს, ასე ძალიან რატომ აბნევდა სიახლოვე.ბერაიას ბრაზისგან კისრის ძარღვები დაებერა, ღრმად სუნთქავდა და ახლა მის გარემოცვაში ვინც არ უნდა მოხვედრილიყო, ყველა იტყოდა რომ ეს ბიჭი წამი-წამზე ასაფეთქებელ მოწიკწიკე ბომბს გავდა.ანასტასია ხალათის ქამარს ეჯაჯგურებოდა, რომ როგორმე მისი ხელი მოეშორებინა და მერე, მიკნავლებულმა, ამღვრეული თვალებით უჩურჩულა.... - რაზე ბრაზდები? იმაზე, რომ ვხვდები შენთვის სულერთია და მაინც უადგილოდ ეკვეხები?...-ბერაიას ტანში დაუარა იმის შეგრძნებამ რომ ჯანაშია ამას სერიოზულად ამბობდა და არამარტო მასზე, ზოგადად ღრმად სწამდა რომ ყველასთვის სულერთი იყო. დემეტრემ უფრო მეტად წაავლო ქამარს ხელი, ერთიანად აკრულისკენ ფრთხილად დაიხარა და მის ყურთან გაბზარული ხმით ამოიხრიალა... -ჩემთვის სულერთი არ ხარ. ანასტასიას ხელებმა გაბრძოლება შეწყვიტეს, ამღვრეული თვალები აარიდა და მიხვდა როგორ ობლად მოგორავდა მის ლოყაზე ცრემლი. გავარვარებული ტუჩები შუბლზე მიაწებეს და შინაგანი ხმა ჩაწყდა,ბერაიას მკლავები ახლა მთელი ძალით იკრავდნენ სხეულზე და ჯანაშიამ კიდევ ერთხელ მოისმინა ძლივს ამოთქმული აღიარება. -ჩემთვის სულერთი ვეღარასდროს იქნები...- იგივე სიტყვები, უფრო გულწრფელი, უფრო გაბზარული და მაინც, სულ სხვა. უძლურად ჩამოყრილი ხელისგულები მის გულთან აასრიალა და მისი სუნით გაჟღენთილ პერანგს თავისი თითებით მთელი ძალით ჩაეჭიდა.სხეულში ერთიანად დაუარა აქამდე გამოუცდელმა, სრულიად ახალმა შეგრძნებამ. სახლისკენ მომავალი ხმების გაგონებაზე გველნაკბენივით მოიშორა, ყურადღება არ მიუქცევია მისი გახევებული, ერთ ადგილს მიყინული გამომეტყველებისთვის,ისე შევარდა საძინებელში და იწყევლიდა საკუთარ, გამოაშკარავებულ თავს.ყველაფრის მიუხედავად ეს შეგრძნება მაინც ბოლომდე მიჰყვა. ეს შეგრძნება იყო, როგორღაც შემაძრწუნებელი. თითქოს მისი გულ-მკერდი უნდა გამსკდარიყო და იქედან აფართხალებული ჩიტები გამოფრინდებოდნენ. თითქოს მისი თვალებიდან ყვავილები გადმოიღვარნენ. თითქოს მის სხეულზე ამოიკემსა მზის შვილებისფერი ნათებები. თითქოს მისი ტუჩები დაემსგავსა ახლად მომწიფებულ მარწყვის ჩაშაქვრას. თითქოს მისი თმები ჩამოიშალა ყაყაჩოსფერ სიწითლედ. თითქოს შეივსო და გამთლიანდა. თითქოს საკუთარ გადაგდებულ, სანაგვეზე უმოწყალოდ მოსროლილ თავს წააწყდა შემთხვევით, მინდორში სირბილისას. თითქოს მის შიგნით მომწიფდნენ წინ სვლის ნაბიჯები. ....და იგრძნო, მთელი არსებით შეიგრძნო, ამ მომენტის შემაძრწუნებლობა. უეცრად მიხვდა, როგორ წამოვიდა მისი მუხლებიდან სიცოცხლე, როგორ გადმოცურა მკლავები და თვალებში ჩაეფსკვნა ყვავილების სიფერადეს. ეს შეგრძნება იყო. სიცოცხლე. როგორღაც შემაძრწუნებელი. X "შენ წრეზე ბრუნავ!" მთელ სახლში ნაბიჯების და უკმაყოფილო შეძახილების კორიანტელი მეფობდა.ზედა სართულზე მოუსვენრად გადი-გამოდიოდნენ და ერთმანეთს აჩქარებისკენ მოუწოდებდნენ. კვიციანები უკვე გარეთ, მანქანაში ისხნდნენ და ანასტასიას ელოდნენ.ზღურბლთან მალევე გამოჩნდა ყვავილებიან,თეთრ სარაფანში გამოწყობილი გოგონა, რომელსაც სიფრიფანა ნაჭრები მუხლს ქვემოთ ედებოდა, ოქროსფერი სხივები თმაზე უთამაშებდა და სწრაფად იკრავდა კედების თასმებს.დღეს კვირა იყო, ამიტომაც ბოლო თვის მანძილზე ჩამოყალიბებულ განრიგს არ ღალატობდნენ, სურსათის მარაგი უნდა შევსებულიყო,რომ სტუმრებისთვის გამასპინძლება ნაირ-ნაირი ნუგბარითა და ახალი კულინარიული სასწაულებით შესძლებოდათ.მანქანის საჭესთან ჩამომჯდარს, გვერდით მიუსკუპდა ჯანაშია და ღიმილით გადახედა უკანა სავარძლებზე მოთავსებულ ცოლ-ქმარს. -როგორი უცნაურია, ბავშვობაში უკანა სავარძლებზე მე და კიტა ვისხედით...-ცელქად გაიღიმა და გზას დააკვირდა. -დრო სწრაფად გარბის, თვალსა და ხელს შუა დაიზარდეთ, ადგილებიც გავცვალეთ...-ელისაბედს ნოსტალგია შემოაწვა,როცა გოგონასგან მოსმენილმა იმ დროში დააბრუნა, სადაც ეს ონავრები ჯერ კიდევ ხელში აყვანას სთხოვდნენ და თვითონაც გულგამთბარი იხუტებდა. -ტასო შენ რის შესაძენად მოდიხარ? დილით კი მითხარი, მაგრამ დამავიწყდა...-უკვე ავტობანზე გადასული,მშვიდად მართავდა მანქანას და თავისუფლად მოუტრიალდა. -საღებავები უნდა ვიყიდო, თეთრი და ცისფერი, სამღებრო ფუნჯებიც დამჭირდება...-თვალებში სხივები აუციმციმდა, როცა წარმოიდგინა მოსალოდნელი დღის მშვენიერება. კვიციანებმა ერთმანეთს გაკვირვებით გადახედეს, მაგრამ ზედმეტად არ ჩასძიებიან.ადგილზე მისულები მანქანიდან გადავიდნენ და კიტა მთლიანად მის განკარგულებაში დატოვეს. ჯანაშიამ მოუსვენრად წაავლო ხელი და მთელი ნახევარი საათის განმავლებაში სარემონტო საშუალებების მაღაზიის ხან ერთ ბოლოში, ხან კი მეორეში მორჩილად მიმყოლს,მიათრევდა. საბოლოოდ ყველაფერი მოიძია, სახეგაბწყინებულმა გადაიხადა თანხა და ამჯერად სრულებით კმაყოფილი წავიდა ცოლ-ქმრის სანახავად. ბიჭებს დღეს არანაკლები გეგმები ჰქონდათ, სამეული ახლომდებარე ბანკში მიდიოდა მუშებისთვის ხელფასების ჩასარიცხად საჭირო საქმეების მოსაგვარებლად და პარალელურად სასურსათო მაღაზიებით დაწყებული, წვრილმანებით დასრულებული, ყველაფერი უნდა შეეძინათ.კვიციანები, ასე ხელგაშლით რომ მასპინძლობდნენ თავს იგიჟებდნენ ჩვენი სახლი სასტუმრო არ არის, სტუმართმოყვარე ოჯახია და სხვებივით ფულს ვერ გვაკადრებთო.ამიტომ ამ ჯერზე იმდენი რამე უნდა ეყიდათ, რომ სახლის გამოტენილ ოთახებში ახალი სტუმრის ადგილი არ დარჩენილიყო.სამეულითქო ვამბობ, იმიტომ რომ დემეტრეს დღეს ჯაბასთან და ახალ კლიენტებთან დაკავშირებით შეხვედრების მთელი კასკადი ჰქონდა.დილიდან, თანაშემწის მიერ გამოგზავნილ საბუთებში თავჩარგული მოუთმენლად ელოდა თათბირის დაწყებას და ნერვიულად აცეცებდა ხელებს. ყველაფრის შეძენას,რომ მორჩნენ ელისაბედმა შესთავაზათ დღეს ალუბლის ტარტს გავაკეთებ და ფანჩატურში დავსხდეთ ყველანი, ხილის ცივ კომპოტებს გამოვიტან და გვიანობამდე ვისაუბროთო.აზრი მშვენიერი იყო და მეუღლემ მოუწონა.აი ანასტასიას გეგმებში საერთოდ არ შედიოდა ბერაიას წინ ჯდომა და მისთვის თვალის არიდება, უხერხულობის შეგრძნებები,ხმის გაგონება და დაძაბულობა.თავადაც მშვენივრად იცოდა, რომ დღეს ამ ყველაფერს აცდებოდა და ხვალინდელ დღეზე ხვალ იფიქრებდა.სახლში გვიან დაბრუნდნენ, თუმცა აღმოაჩინეს,რომ მეორე სამეული მათზე ყოჩაღი აღმოჩნდა და უკვე სამზარეულოში თავშეყრილები, იატაკ გადავსებული ცელოფნებიდან პრუდუქტებს ალაგებდნენ,თან თავმოუბმელად ცდილობდნენ იმის გარკვევას, რა სად შეენახათ. -არ იყო ბაზრის სახლში გადმოტანა საჭირო, ჩვენ,მაგალითად, წავედით და ადგილზე შევიძინეთ პროდუქტები...-ელიკოს გაოგნებულ სახეს რომ დააკვირდა, ბიჭებს დასცინა ანასტასიამ. -აბა, ჩვენი მუშებივით რომ გადავწყვიტეთ ასეთი მასპინძელი ოჯახისთვის ფულის გადახდა, ზურაბი ლამის თვითონ წავიდა სახლიდან, ეს როგორ მაკადრეთო...-მხრები აიწურა ბაჩომ, ვერ ხვდებოდა დასაცინი რა იყო...-იმის მერე ელიკოც ეჭვის თვალით გვაკვირდება, აქაოდა ისევ რამე არ მიქარონო.სხვა რა გვექნა? -ახლა ხომ რას ამბობთ, ერთიანად გაბრწყინებულია, მაღაზიად ქცეული სახლის დანახვაზე...-ჯანაშიას ეშმაკი არ ასვენებდა, ბაჩოს სიტყვას შეარჩენდა?ნურას უკაცრავად. -რა ვუყოთ ამდენ პროდუქტს, სად შევინახო?...-ქმარს მიუბრუნდა გაკვირვებული და იმანაც მხრები აიჩეჩა. -იცი რა? მოდი დღეს დიდი სუფრა გავშალოთ და ბიჭებს დავუძახოთ, საღამოს ეზოს სიგრილეში, თითო ჭიქა ჩემი ღვინო, გემრიელი კერძები და გვიანობამდე ლაპარაკი.შენც ხომ ეგ გინდოდა?...-ზურაბმა გამოსავალი მოძებნა და მკლავი მოხვია გაბადრული მეუღლეს. ანასტასიას კვიციანების სიყვარული ბავშვობიდან უყვარდა. ახლაც იცოდა, რომ ცოლ-ქმარი დატრიალდებოდა, ერთად გადაწყვეტდნენ რა კერძები მოემზადებინათ, მერე ზურაბი ერთ-ერთ ელიკოს წინსაფარს, რომელიც არასდროს ეკვრებოდა ბოლომდე, კისერზე ჩამოიკიდებდა და სამზარეულოში მოფუსფუსეები წუწუნის, დაღლილობის შეგრძნების გარეშე, გულწრფელი ბედნიერებით გააკეთებდნენ კულინარიულ საოცრებებს.აი თავად კი, კარადაში მობორიალემ, ძლივს მიაგნო თავსაფარს და კოსად შეკრულ თმაზე დაიხვია, მზის სხივებისგან თავის დასაცავად.კარებთან დატოვებულ საღებავებს ხელი დაავლო, კალათაში ჩაწყობილი ფუნჯები მაჯაზე ჩამოიკიდა და ის იყო უნდა წასულიყო,ლუკას ხმა რომ შემოესმა. -ეს ქალბატონი სად მიიპარება საღებავებით?...-ელიკომ სამზარეულოდან გამოიჭყიტა და ინტერესით დაელოდა პასუხს...-არ თქვა სასტუმროშიო, ვანდალიზმი თუ გაქვს გონებაში დემეტრე სათითაოდ აგვაკრავს კედლებზე. -არაა, ჩემი პატარა საიდუმლოებები მაქვს...-თვალი ჩაუკრა და კიტას გადახედა...-მანოსთან მივდივარ, არ გინდა ერთად გავახაროთ? -არაა, თონეში ცეცხლი უნდა დავანთო და ზურაბს მივეხმარო მაყალზე ხორცის შეწვაში...-დანანებით ამოილაპარაკა ბიჭმა. მორჩილად დაუქნია თავი, თავად მეცხრე ცაზე მყოფი კი ანცი ბავშვივით ხტუნვა-ხტუნვით დაეშვა სოფლის შარა გზაზე.გულში მერცხლები უჭიკჭიკებდნენ, იმის წარმოდგენაზე როგორ გაახარებდა თავის მოხუცს, უკვე განაცისფერებული ფანჯრების შეღებვით. თუ მოასწრებდა კედლებსაც დღესვე დაუვლიდა.ჭიისკარი შეაღო, მანოს ძახილით არე-მარე გამოაყრუა,მაგრამ არც ოდაში და არც ეზოში მისი არსებობის კვალი არ უნახავს.მოტანილი საღებავები და კალათა კოპიტის ძირში დატოვა და მაყვლის ბუჩქებისკენ წავიდა.ქალი საქონლის სადგომიდან გამოეხმაურა და ღიმილით გამოეგება.რომ გაიგო რა საქმეზეც მოჭიკჭიკდა, მაშინვე იუარა, დაისვრები და დაიღლებიო, სამაგიეროდ ჩემს გაკეთებულ ხაჭაპურს შემოგთავაზებ , სანამ საქონელი საძოვარიდან დაბრუნდება ვიმასლაათოთო.ჯანაშიამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, ამხელა საქმეზე მოსულს ხაჭაპურით ვერ მომთაფლავო და გამოცდილი ხელოსანივით დაიწყო ფანჯრის ჩარჩოებისგან ამოწეული, გამხმარი საღებავის აქერცლილი ნაწილების მოშორება, ქათქათა თეთრით რომ ხელახლა დაეფარა. მანოს ოდიდან მალევე გამოიქცა ახლადგამომხვარი ხაჭაპურების საამო სურნელი და ქალმაც სახლში შეიპატიჟა.ანასტასიას ერთი ფანჯარა უკვე შეღებილი ჰქონდა, ამიტომ ჯერ კიდევ შუადღის თაკარა მზისგან დამწვარი მკლავების დასვენებაზე უარი არ უთქვამს.ოდაში ხის იატაკი სიძველისგან ჭრიალებდა, მუხის ხისგან გამოთლილ შუშებიან კარადაში, ათწლეულობის მანძილზე ნაგროვები ხრუსტალის ჭიქები იმზირებოდნენ. შუაში მრგვალი ვრცელი მაგიდა იდგა,რომლის გარშემოც ოთხი სკამი შემოელაგებინათ.ფანჯრების მხარეს მიყუდებულ ძველებურ დივანს ნაქსოვი გადასაფარებელი ეკრა და ალაგ-ალაგ პაწაწინა ბალიშებით დაფარულს, მარცხენა კუთხეში ლაჟვარდისფერი მუთაქა ამშვენებდა.სახლი მყუდრო იყო.ფანჯრებიდან ივნისის მცხუნვარე მზის სხივები იღვრებოდნენ და თითოეულ ნივთს თავისებურ სილამაზეს კიდევ მეტად უჩენდნენ.ხის დაფაზე დაჭრილ, ახლადგამომცხვარ ხაჭაპურს ქალმა ჩაციებული მაყვლის კომპოტი მოაყოლა, დაუღალავი მუშის გამშრალი ყელის ჩასაკოკლოზინებლად.ანასტასიამ ხათრი ვერ გაუტეხა, საკუთარი საიდუმლოც ვერ გამოააშკარავა,თორემ მადის უეცრად წამოჩიტული ენთუზიაზმი ჩაუქვრა და ძალით დაუწყო მანოს გემრიელ ნახელავს კბეჩა. -ისე, კარგად კი მოგიფიქრებია...-ჯანაშიამ გაკვირვებული თვალები მიაპყრო...-საქმეს წინ წაიგდებ, მაინც მოგიწევდა გადაღებვა და ადრიანადვე სჯობს. -ესეიგი ხვდებოდი, სასტუმროს მერე, შენს ოდას რომ მოვადგებოდი შემოსაკოხტავებლად ხომ?...-გაეცინა ანასტასიას და ხუმრობით სცადა გაუგებარი ნათქვამის გადაფარვა. -მაშ...-გაეცინა მანოს.მერე უეცრად სახეზე ნაოჭები თითქოს უფრო მეტად დაეტყო, ნაღვლიანი თვალებით გადმოხედა ღიმილშემხმარ თავის პატარა გოგოს და ჩურჩულით გააგრძელა, თითქოს ვინმე გაუგებდა...-შენ ხომ იცი, ამ სახლს რომ დაგიტოვებ?! -მანო, აბა რას ამბობ?...-განაწყენდა, სისხლი სახეზე მოაწვა,როცა გაანალიზა რაზეც იწყებდა თავისი საყვარელი მოხუცი საუბარს...-ეგ მეორედ აღარ თქვა! -რატომ?რა დასამალია,რომ მოხუცებული ვარ და ჩემი დროც მოვა...-აიფოფრა უეცრად...-თუ ჩემი ოდა არ გიყვარს იმდენად, რომ გასაპარტახებლად დაგენანოს?...-წყენა გაუკრთა ხმაში. -იცი, რომ ახლა გულს მტკენ ქალბატონო? მე შენი ოდა უნდა გამოვაცოცხლო და შენ რაზე მელაპარაკები?...-არც თავად დაუმალავს ნატკენი გული. -ნენე...-როგორი თბილი იყო ხმა, ისეთი მშობლიური.ბავშვობაში რომ დაჭერობანას თამაშის დროს დაეცემოდა, მუხლს იტკენდა და საცოდავად აქვითინდებოდა, ამ სახელს სწორედ ასე უმეორებდა მანო და ნატკენ ადგილს კოცნით უამებდა...-შენ იცი! მე უშვილძირო ქალი ვარ, ღმერთს ჩემთვის შვილი არ მოუცია. სულ ვფიქრობდი, რაღაც დავაშავე და ჩემი სასჯელია უნაყოფობათქო.მაშინ მეგონა სოფლის ქალები ზურგს უკან მჭორავდნენ, უსარგებლო ვიყავი და ჩემი ცხოვრებაც უაზროდ ჩაივლიდა. -მანოო...-ახლა მიხვდა რამხელა დარდს ატარებდა ქალის სული, თავის დღე და მოსწრება იმაზე ფიქრობდა ასეთი ნაღვლიანი რატომ აქვს გაზაფხულის ხასხასა ბალახივით მწვანე თვალებიო და ოცდაორი წელი დასჭირდა გამორკვევას. -შენ ისეთი პაწაწინა იყავი პირველად ხელში რომ აგიყვანე. თომა და მე მინდვრებიდან ურმით ვბრუნდებოდით ხოლმე, კვიციანებიდან წამოგიყვანდით, კიტასთან ერთად გაკლებინებდით ეზოს. ჩვენ კი დავსხდებოდით კოპიტის ძირში, მოტანილ სიმინდს ვარჩევდით და გული სიხარულით ივსებოდა. კიტა ბიჭი იყო, უფრო თომას დაჰყვებოდა კუდში.შენ ჩემი თავსატეხი, ჩემი გატეხილი სულის მალამო და უნაყოფო ქალის ბედნიერება იყავი. -გახსოვს ბავშვობაში რომ თითებზე გეთამაშებოდი? სულ მიმალავდი, გეგონა მიკვირდა მათი სიუხეშე და ასეც იყო.მერე ნელ-ნელა მივხვდი მიწაზე შრომით, რომ გქონდა დახეთქილი ხელისგულები და ისე მიყვარდა, სულ ლოყებზე ვიფარებდი...-ანასტასიას ნათქვამი შეფარული იყო, მაგრამ მოხუცი ქალის გონებამდე მაინც ნათლივ მივიდა სათქმელი. -არ მინდა თომას ნაფერები ეზო, მამამისის ხელით აშენებული ოდა წაიქცეს.შენმა შვილებმაც უნდა ირბინონ ამ ეზოში, ჩემი სიცოცხლე და სიყვარული მათში უნდა გადანაწილდეს...-აცრემლებული თვალებით აშტერდებოდა, დამჭკანრ ხელებში ჰქონდა მისი ხელისგული მოქცეული და მავედრებლად აკვირდებოდა...-მე ვიცი რომ მოუვლი შენი ბავშვობის ტკბილ მოგონებას.ამიტომაც მინდა სიცოცხლეში მითხრა,თომას ფუძეს არ წავაქცევო. -პასუხი ისედაც იცი...-თავდახრილმა უჩურჩულა და მზერა შეატოვა თაროზე შემოდებულ განიერ ფოტოს,ნაცნობი თვალები რომ უმზერდნენ ამაყად. -იმ ავბედითი ღამის მერე, პირველად რომ დაგინახა,არ ეგონა თუ გადარჩებოდი.იმის შემდეგ, რამდენჯერ შემიმჩნევია თავის თავს რომ ეჩხუბებოდა.მინდვრიდან დაბრუნებული თითებს რომ გაშლიდა და ჩურჩულებდა, ვიცოდი საკუთარ ფიქრებში წასული გიჟდებოდა.ზურაბს ყოველდღე ეკითხებოდა შენს ამბავს და კიდევ კარგი ის დალოცვილი ატყუებდა კარგად არისო. ისე გარდაიცვალა, მისთვის სიმართლე არ მითქვამს.იმდენჯერ უნატრია შენი სახის დანახვა, ხმის გაგონება... -პირველ კურსზე ვიყავი გიორგიმ რომ გამიმხილა, წლისთავზე მოდიოდა და მაშინ გამოტყდა...-გაახსენდა კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც კარგა ხანი, თავის ხმას არ აგონებდა მამას. -ერთ საღამოს, უკვე ძილბურანში წასულს, თავისი საწოლიდან მომიტრიალდა და მითხრა, ეს სახლი ნენეს დაუტოვეო, ის უარს არ იტყვისო.მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია, ვიფიქრე მოვხუცდით, ასეთ რაღაცეებზე ფიქრი ჩვეულებრივი ამბავიათქო...-მზერა გაყინული ჰქონდა ქალს, სადღაც ოთახს მიღმა იყურებოდა...-რამდენიმე დღეში კი გარდაიცვალა.ძილში, მშვიდად წაიღო თავისი კეთილი სული.ეს ამბავი, მანამ არ გამხსენებია, სანამ კიტასთან ერთად, წლების მერე, პირველად არ მოადექი ჩემს ჭიისკარს. -ახლა ხვდები რატომ არ მჭირდება ახალი დღეები? ამ სოფლისგან შორს ყოფნა?აქ ყველაფერია მანო, მთელი ჩემი ბავშვობა და ტკბილი მოგონებები.სადაც არ უნდა გავიხედო, ყველგან მათი სახე მელანდება...-თითქოს ამ ამბის მერე მაინც გაუგებდა მოხუცი.საკუთარ სიტყვებს, ახალ თავგადასავლებზე უკან წაიღებდა და დაზავდებოდნენ. -შენ ისევ ცდები...-თავი გააქნია...-ახლა მიზეზი იპოვნე, საკუთარი თავის გასამართლებლად. განა მე ის გითხარი აქ უნდა გადმოხვიდე საცხოვრებლად და ჩემსავით მოგონებების ტყვე გახდეთქო? შენ რა იცი, როგორია ყოველ დილით გაღვიძება და იმ საწოლის თვალში მოხვედრა შენი სულის მეორე ნახევარი, რომ მთელი ცხოვრება მისი კუთხიდან მძინარეს გიყურებდა.შენ რა იცი ეზოში ჩამოვარდილ ფოთოლთან ფრთხილად რომ დაიხრები და ცრემლები წაგსკდება, იმის გახსენებაზე თვითონ როგორ დასდევდა შემოდგომის ფოთლებს, ეზო რომ არ აეყვითლებინათ?...-ახლა საშუალება ჰქონდა მისთვის გაემხილა გულის ტკივილი და საკუთარი გამოცდილებით მიეხვედრებინა რამხელა შეცდომას უშვებდა...-რა დაგრჩენია აქ? შენ ზაფხულობით უნდა ჩამოდიოდე, რამდენიმე დღით, მოისიყვარულო ბავშვობის სიტკბო და დაუნანებლად დაუბრუნდე შენს ბუდეს. -იქნებ დარჩენის მიზეზი მაქვს?...-ახლა იყო საუკეთესო მომენტი.საიდუმლო რომელიც მის გულში დამარხა, ახლავე, მხოლოდ ამ ქალთან უნდა გაემჟღავნებინა.ის იყო გულის მესაიდუმლე და იცოდა, თავისი გრძნობები აქ უსაფრთხოდ იქნებოდნენ შენახული...-რა მოხდება, თუ გეტყვი, რომ პატარა იმედი ჩემშიც გაჩნდა და სიცოცხლე აქ ბევრად მშვენიერია? -ვის გაუღე გულის კარი ? ... -აბა რას გამოაპარებდა, ათასი ამბის მომსწრეს და მცოდნეს. -ჯერ ასე ფართოდ არ გამიღია...-გაეღიმა ანასტასიას ქალის გაბრწყინებულ თვალებს რომ წააწყდა...-უბრალოდ, მის გვერდით თითქოს ის მაქვს, რასაც ამდენი ხანია ვეძებ.იმედი...-მოჯადოებულივით ამოთქვა ბოლო სიტყვა და საკუთარ ყურებს ვერ დაუჯერა, ეს მართლა თუ ვთქვიო. -იმედი?...-გაკვირვებული ჩაეკითხა. -ხო! მთელი ეს დრო გიორგი წამლებით მჭყიპავდა, ეგონა ასე გადავარჩენო, ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მეტად მიჭირდა საკუთარ თავთან ჭიდილი.ეს ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს შენს ირგვლივ ყველაფერი მოძრაობს, ადამიანები კანიდან ძვრებიან ბედნიერებისთვის, შენ კი ერთ ადგილზე დგახარ და სურვილი კი არა, შესაძლებლობა არ გაქვს ნაბიჯი წინ წადგა. -ახლა რა შეიცვალა?...-ზუსტად იცოდა, რასაც გულისხმობდა ახალგაზრდა გულისთქმა. -ახლა ვცდილობ საკუთარი თავი დავარწმუნო, რომ ის რაც მოხდა, ჩემი ბრალი არ არის და სიცოცხლე ისეთი აუტანელი აღარაა, როგორც აქამდე...-ეს იყო, სიტყვები რომელიც ჭამდა, თავის ქალას უღრღნიდა და ძალას ართმევდა. -ნენე, შენ ხომ ისედაც იცი, რაც მოხდა შენი ბრალი არაა...-ქალს თვალებში სიგიჟე ჩაუდგა, როცა წარმოიდგინა ჯანაშიას ამ დღემდე თურმე სჯეროდა, ყველაფერი ჩემი ბრალიოა. -იმ ღამით რომ გამღვიძებოდა, მისი ხმა გამეგონა, გადავარჩენდი...-გაყინული იყო, ერთიანად გალუგული.ვინმეს გაებედა და ეთქვა არასწორად ფიქრობო.მანომ ვერ შებედა შეპასუხება როცა გაბოროტებული ერთიანად შეათვალიერა. -მითხარი ვინაა?...-საუბრის სხვა თემაზე გადატანა სცადა, არ უნდოდა მისთვის იმ ამბის გახსენება, თვალსა და ხელსშუა რომ გაანახევრა ჯერ კიდევ თორმეტი წლის და მას მერე სანახევროდ შეატოვა სიცოცხლე. -ის ბიჭია, ვინც სასტუმროს წილი შეიძინა.ჩვენი სასტუმრო...-ღიმილი სახეზე შეაშრა, როცა ქალმა გველნაკბენივით წაიღო თავისი ხელისგულები უკან და თვალები აენთო ბრაზისგან. -შენ წრეზე ბრუნავ! იმედს კი არ ეძებ, უკვე გათხრილ ორმოს ხელახლა თხრი და თავით ეშვები შიგნით...-სულ არ მიუქცევია ყურადღება მისი აწითლებული სახისთვის, ახლა ყველაფერი უნდა ეთქვა.თუ ნამდვილად უყვარდა ამ სისულელელისგან უნდა ეხსნა...-იმდენად გინდა ნაბიჯი წინ არ გადადგა და ცხოვრება არ გააგრძელო, რომ გზაც კი გამონახე დედაშენის გავლილი გზა, შენ გაიარო ნაბიჯ-ნაბიჯ ხელთავიდან. -ამას რატომ ამბობ? თან ასეთი გაბრაზებული? ძალიანაც რომ მოვინდომო მილას ვერ დავემსგავსები, მითუმეტეს დემეტრე...-თქმა არ დასცალდა, ისე ეცა გაწიწმატებული ქალი პირში. -როგორია? მთელი დღე და ღამე ისიც ფურცლებს უკირკიტებს ხომ ასეა? ერთი სული აქვს როდის დაამთავრებს აქ საქმეს, რომ წავიდეს. შენ? შენ აქ დარჩენას აპირებ...შენ ისტორიას ამეორებ და გგონია დედაშენთან ახლოს იქნები, თუ მისნაირად გააგრძელებ ცხოვრებას...-შეშლილი იყო გაანალიზებით.ახლაღა მიუხვდა ყველაფერს და ჭკუიდან გადაჰყავდა იმ აზრს,თუ რაზე იყო წამსვლელი დედის გარეშე დარჩენილი ბავშვი. -გგონია რომ შეცდომა დავუშვი?...-შიშით დააკვირდა თბილი სახის ამგვარ სიგიჟეს, რთული იყო მანოს სახეზე ამ გამომეტყველების შენიშვნა.თითქოს ყველაზე ბინძურ ცოდვაში გამოიჭირეს და ახლა საქვეყნოდ ამხელენო. -შეცდომა? შენ შეცდომა კი არ დაუშვი, ახალ გზას ეძებ სიცოცხლის შესაწყვეტად. საკუთარმა ორგანიზმმა ვერ გაგიმეტა და ახლა გატეხილ სულს მიადექი...-მერე მთვარეულივით ამოთქვა ის სიტყვები,ანასტასიას რომ ერთიანად გადაუტრიალა გონება...-გაიქეცი! ისე გაიქეცი თითქოს უკან შენი ყველაზე დიდი მტერი მოგსდევდეს! უკან მოუხედავად გაიქეცი ნენე! თვალებამღვრეული ქალი სკამიდან წამოდგა და აცრემლებული თვალებით მიიმალა გვერდზე ოთახში.ჯანაშიას მხოლოდ მისი სლუკუნი ესმოდა,როცა კარებს გადმოაბიჯა და ერთიანად წამოწითლებულმა დაავლო ფუნჯს ხელი,სურდა დაევიწყებინა სიტყვები მოხუცმა ასე გულამოგდებით რომ მიძახა.ერთმანეთისთვის სიტყვა აღარ უთქვამთ, მზე ნელ-ნელა კარგავდა მცხუნვარებას და როცა შუადღე კარგა ხნის გადასული იყო, ეზოს ჭიისკარს საძოვარიდან დაბრუნებული საქონელი მოადგა.ჯანაშიამ ოფლით დაცვარულ შუბლზე ხელისგული მოისვა და თავადაც ჭიისკართან მისულმა ამოიხრიალა დღეისთვის მოვრჩი,ამ დღეებში დავასრულებო.მის ეზოს გამოცდა და კვიციანებისკენ წასული ფიქრობდა იმაზე, რამაც მანოს მუდამ მშვიდი ხასიათი, მდგომარეობიდან გამოიყვანა. უკვე ნახევარი გზა ჰქონდა გავლილი, როცა ურემზე შემომსხდარი ახალგაზრდა ცოლ-ქმარი წამოეწია,მხიარულად მიესალმნენ და ის ბიჭიც ამოიცნო, სასტუმროს ბაღში რომ გაიხსენა, დამალობანას დროს ერთხელაც რომ არ გასჭირვებია მისი სამალავიდან გამოტყუება.შუახნის კაცმა იცნო, სოფლის მოუსვენარი გოგონა და მისთვის ნაცნობი სახელით მიმართა. -ნენე არ გინდა წამოხვიდე? ბავშვობაში თომას და მანოს რომ მიჰყავდი იმ ადგილებს ნახავ...-ახლა ეს ნამდვილად სჭირდებოდა.წამიერი ყოყმანის შემდგომ სახეგაბადრულმა დაუქნია თავი და ბიჭის გამოწვდილ მკლავს მაგრად ჩაეჭიდა ურემზე ასაძრომად. ზანტად ბრუნავდნენ ბორბლები, გზაში კიდევ შენიშნა მინდვრებისკენ მიმავალი სოფლის მაცხოვრებლები, ზოგიერთი ფეხით მიდიოდა და შემხვედრ მანქანაში ჯდებოდა გზის შესამოკლებლად, ზოგიც მათნაირად ურმით მიიწევდნენ წინ.ვის არ ნახავდით, პატარა ანცი ბავშვებით დაწყებული, სოფლის უხუცესებით დამთავრებული, მხარზე თოხ გადაკიდებული, ყველა ყანებისკენ მიიწევდა.ჰაერი მცხუნვარე მზის სითბოთი იყო გაჟღენთილი და ბინდის ჩამოწოლამდე არცერთი მოსახლე არ შეისვენებდა, შემოდგომაზე დიდი მოსავლის აღების იმედით. მინდვრების და ყანების ბოლოს ხეხილის ბაღები გახლდათ. მწკრივებში დარგულ ვაშლის, ატმის, ბროწეულის და ალუბლის ხეებს დიდი გულმოდგინებით უვლიდნენ, ხილს აბარებდნენ და თავი გაჰქონდათ.შრომა მძიმე იყო, მაგრამ დათა პაპასთვის რომ გეკითხათ, სოფელს არაფერი სჯობდა და კაცი რომელსაც მიწა არ უყვარდა,ღმერთს აბრაზებდა თავისი უვიცობით. ანასტასია საძოვრებთან ჩამოხტა, აქედან თვალუწვდენელი მინდორი იშლებოდა და მხოლოდ გვერდიგვერდ, ცამდე აზიდულ ალვის, ნაძვის და ფიჭვის ხეებს თუ შეეფარებოდით ჩრდილში გასაგრილებლად.აგვისტოს ბოლოს თიბვას იწყებდნენ, რომ თივის ზვინებით გამოევსოთ საბძელები და ზამთრის სუსხიან ამინდებში, საქონელს ზანტად ეღეჭა ათობით ადამიანის მიერ, დაწვარი კანის საფასურად, მომარაგებული გამხმარი ბალახი. კარგა ხანი ერთ ადგილზე გაშეშდა და სივრცეს თვალს უშტერებდა.ფიქრობდა როგორი პაწაწინა იყო ამ თვალუწვდნელი მინდვრისთვის და მიხვდა სამყაროსთვის უხილავობის საიდუმლოს.ცხოვრებას არ აინტერესებდა ერთი უბრალო ანასტასია ჯანაშია, ის უბრალოდ დროს არ აჩერებდა და გამუდმებით მოძრაობაში იყო.შენ კი ან მასთან ერთად უნდა გემოძრავა და დედამიწის ბრუნვას მიჰყოლოდი, ან ერთ ადგილს მიეყინებოდი და ბედის ვარსკვლავს დააბრალებდი საკუთარ უუნარობას. ჩრდილოეთიდან მონაქროლმა ნიავმა ერთიანად დაუარა ყვავილებიან სარაფანზე. მისი გალეული სხეულის კონტურები გამოისახა, თავსაფრის შიგნით დამალული თმა ჩამოიშალა და ხელისგულში მოქცეული ფრიალა ნაჭერი მოშიშვლებულ კისერზე მიელამუნა.გაანალიზა, რომ სამყაროს შუაგულში იდგა. იქ სადაც დრო იყინებოდა და უსასრულო სივრცეში ცურავდა.საკუთარი რეალობით და მომავლით.საოცარია ისინი არასდროს ემთხვეოდნენ ერთანეთს,არ იკვეთებოდნენ და სულ უფრო რწმუნდებოდა რომ არც იყო საჭირო...უბრალოდ სამყაროს შუაგულში იდგა,თუ ცურავდა,ან იყინებოდა,უბრალოდ სამყაროს შუაგულში,ჰერმეტულ სივრცეში აცეცებდა თვალებს და მშვიდად იყო...ამ შუაგულში არაფერი გახლდათ კარგად,თავდაყირა ბრუნავდა ყოველი წამი რომელსაც უდროობა აკრავდა ირგვლივ. უბრალოდ უნდოდა ასე ყოფილიყო, სულ ცოტა ხნით,სანამ დრო გაჩერებული და სივრცე არ არსებობული ეგულებოდა.უნდოდა ყველაფერი თავდაყირა დაყრილიყო და ეგრძნო როგორ არ ცოცხლობდა , სურდა ასე მძაფრად შეეგრძნო ეს არყოფნის შიში და სურვილი, დახრჩობისგან გადარჩენის ძლიერი სურვილი ეშვა.ნენე, სამყაროს შუაგულის უდროო სივრცეში გაჭედილი მოცურავე სხეულის მასა, ცდილობდა ეგრძნო - ესაა და ეს ! ანასტასია იმას ხვდებოდა, რასაც ადამიანები ასე თავგამოდებით უხშობდნენ ყურთასმენას, პატარა ბავშვებივით იფარებდენ ხელისგულებს სახის ორივე მხარეს და მთელი ძალით ხუჭავდნენ თვალებს.ოღონდ კი სიმართლეს მათ სივრცეში არ შეეღწიათ და შემთხვევით სინამდვილეს არ შეჩეხვოდნენ.სამაგიეროდ ჯანაშიამ იცოდა რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში,რომელშიც გამოცდილი ფსიქოლოგები დარწმუნებით და გარანტიის მაღალი დონით გვეუბნებიან რომ ბედნიერების რეცეპტი საკუთარ თავშია,უნდა ავდგეთ და ყოველ დილით სარკეში ჩვენ თავებს ველაპარაკოთ როგორი ლამაზები, მოხდენილები, ერთადერთები, სასურველები, ბედნიერები ვართ. მოვადუღოთ ყავა და სახლიდან გასვლამდე დავტკბეთ დილის შეგრძნებებით. ტელევიზორის ეკრანზე ეს გამოპრანჭული ცნობილი ქალები, შანელის სუნამოთი და გუჩის ჩანთებით , საღამოს საყვარლებზე წამოტირებული უბედურებებით და მათი ილუზიური ტრაგედიით ჩვენს აუცილებლობებზე ალაპარაკებულები, თურმე როგორ უნდა ავდგეთ დილით რომ თავი უბედნიერეს ქალებად ვიგრძნოთ ჩვენ - ვინც დილით ვწყვეტთ საწოლიდან წამოდგომა უფრო მარტივია თუ კოსმოსის უსასრულო სივრცეში დაკარგვა, ყავა მოვადუღოთ თუ აბაზანის იატაკს მთელი სხეულით მივეყინოთ, სახლის კედლებიდან გამოვიდეთ თუ საკუთარი სხეულის მარწუხებიდან,ჩვენ ვინც საღამოს თოშიდან დაბრუნებულები ოთახის კედლებში ვიღვენთებით და ზღურბლს გადამცდრები საწოლში ვუწვებით მარტოობას და ზამთარს.ეს ჩვენი სიცოცხლეა და ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში სადაც გამოცდილი ფსიქოლოგები დარწმუნებით და გარანტიის მაღალი დონით გვეუბნებიან რომ ბედნიერების რეცეპტი საკუთარ თავშია. იცოდა, მაგრამ იმ ფაქტს ვერ გაურბოდა რომ მისი თავი აღარ ეკუთვნოდა და ცხოვრებას, ასე გამეტებით რომ აჩეჩებდნენ ხელში, წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ მოქცეოდა.მინდორში ისე გარბოდა, როგორც მანომ დაარიგა, თითქოს ყველაზე საშიში მტერი მოსდევდა და გაჩერების უფლება არ ჰქონდა. გონებაში მხოლოდ ერთი კითხვა უქროდა გულაჩქარებულს, უკვე დაღლილს და მაინც თავგანწირვით გაქცეულს. "ვინ არის ყველაზე საშიში მტერი?" ...და წამიერად მთების ექომ, თითქოს ყველასგან დამალულად და მაინც, ასე ცხადლივ გასაგონად მოაძახა: -"შენივე თავი". თვალუწვდენელ მინდორს ბოლო არ უჩანდა. ნაძვების მწკრივებს შეეფარა. აქ პატარა ღელე ჩამოდიოდა და ბალახებში ერთიანად გაწოლილი, აჩქარებული სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა.ახლა ყველასგან შორს იყო.ვერ მოწვდებოდა თვალი ან ვისმეს ყურთასმენა, ამიტომ მოხუცი თომასავით საკუთარ თავთან დაიწყო საუბარი. "გამარჯობა დედა.ეს ამბავი სხვა სიტყვებისთვისაა, მწარე და ასწლოვანი მარტოობის ბოღმანახარში დღეებისგან გამოყოლილი. იცოდე დედა.ეს სხვა ამბებია,უფრო რეალური და ბასრი, ვიდრე აქამდე გამხელილი ისტორიების თბილი და ღაჟღაჟა მზეები.მინდოდა მომეყოლა რომ საწოლის კიდეს მე შემოვრჩი იმ საათებიდან, როცა ერთად ვისხედით,თავს ვიმაგრებდით და სირთულეებს ადვილად ვხედავდით. ნეტავ თუ ხედავ დედა? ათობით ცარიელი კედელი გამოვიცვალე და ოთახებში ვაწყობ საკუთარი თავის სიმძიმეს.ათობით შპალერის ფერს შევაჩვიე მზერა და მარტოობას შეგუებულმა საკუთარ თავს დავუწყე დამშვიდება შფოთიანი ძილების მერე. ვიცი დედა.ახლა რომ აქ იყო მეტყოდი შეიყვარე ვინმეო და დაგავიწყდებოდა, რომ ჯერ საკუთარ თავსაც ვერ შევეჩვიე შესაყვარებლად. ყურადღებით მომისმინე დედა! აწმყო და მომავალი თითქოს ბუმბულივით მსუბუქია იმედების ბალიშში გამოტენილი, მაგრამ წარსულის მარწუხები მეტად მწარეა და სულ თან დამყვება. გაიგე დედა, რომ მინდოდა მომეყოლა როგორ გადავდივარ სახლიდან სახლში,მაგრამ ყველა მათგანზე ამბების მოსაყოლად შენს შეწუხებას ვერ ვბედავ. გესმის მილა? ეს სხვა ამბავია.სხვებზე უფრო გულამოსკვნილის და შფოთიანი დღის მერე მოყოლილი ,როცა ათასწლოვანი ძილიდან გეღვიძება და ხვდები, რომ საწოლის კიდეზე ჩამომჯდარი მზის სხივის მსგავსი ქალის სილუეტი აღარ დაგხვდება." მინდვრებიდან ჩუმად წამოსულს აღარ ახსოვდა რამდენი ხანი უსმენდა მდორედ მომავალი წყლის ხმას.უკვე ძალიან გვიან რომ იყო, უკუნეთი სიბნელით ხვდებოდა. საერთოდ არ უნდოდა კვიციანებთან მისვლა, ეზოში გაშლილ სუფრასთან დაჯდომა და მხიარული საუბრების მოსმენა.იქ უნდა წასულიყო, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. ფრთხილად შეაღო ხის უშველებელი კარები და ის იყო კიბეებზე უნდა ასულიყო, რომ ბიბლიოთეკიდან ხმა მოესმა.ტანში ერთიანად დაუარა შეძრწუნების შიშმა. ფრთხილად ჩამოსცდა საფეხურებს და განაბული წავიდა შეღებული კარისკენ. მბჟუტავი სინათლე იღვრებოდა ვრცელ მაგიდაზე შემოდგმული პაწაწინა ტორშერიდან და ჯანაშიამ დიდ ტყავის სავარძელში მოთავსებული ბერაიას ფიგურა ამოიცნო.კარს ხელისგულით მიაწვა, ბოლომდე გააღო. -ამ შუაღამისას აქ რა გინდა?...-ინტერესით იკითხა და კედელს მიეყრდნო.ბერაიამ შეცბუნებით გადმოხედა. -კვიციანებთან იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ ფიქრი კი არა, საკუთარი ხმის გაგონებაც აღარ შემეძლო...-ერთი წინადადებით ამოთქვა და ამჯერად ეჭვნარევი მზერა სტყორცნა...-მე კი არა, შენ რა გესაქმება აქ შუაღამისას? -მე...-დაიბნა და სიტყვებს თავი ვერ მოუყარა...-მე მინდვრებში გავყევი ურემს. -რას ამბობ? არ მითხრა ცელთან ურთიერთობა მომენატრაო...-დასცინა დემეტრემ და ირონიულად შეათვალიერა მისი თეთრი სარაფანი. -ბიჭებმა იციან აქ რომ ხარ? ვინმეს დაუბარე რომ მოდიოდი?...-საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა გოგომ. -ზურაბს ვუთხარი რომ არ ენერვიულათ.კითხვაზე მიპასუხებ? ამ დროს, აქ რა გინდა?...-დემეტრე ხედავდა, ერთიანად შეცვლილს.თითქოს ჯანაშიაში გარდატეხა მოხდა და ვერ ხვდებოდა რა მხრივ. -ვიცოდი სახლში ხმაური რომ იქნებოდა, მინდოდა მშვიდად დამეძინა...-თვალები ელულებოდა დაღლილობისგან. -აქ, მშვიდად ძილი? მიტოვებულ შენობაში?...-რაღაც რიგზე ვერ იყო...-არ გინდა იმ ნევროპათოლოგთან შენც რომ ჩაეწერო, მე რომ დიდის ამბით მგზავნიდი?...-ისევ დასცინა და საკუთარ სიტყვებზე გაეღიმა. -გცალია?...-ესეც თქვენი წინსვლის ნაბიჯები.დემეტრეს გამომეტყველება შეეცვალა, როცა ერთიანად არეულ მის თვალებს წააწყდა. ჯანაშია მისკენ წავიდა,გვერდი აუარა ვრცელ მაგიდას და სანამ დემეტრე ბერაია გაფაციცებული აკვირდებოდა თითოეულ ნაბიჯს.მუხლები მოხარა, ტყავის სავარძელში დარჩენილ სულ პაწაწინა სივრცეს დაეპატრონა და ფეხები აკეცა. დემეტრემ თავისთან ახლოს რომ დაიგულა, მხარი ფართოდ გაშალა და ერთიანად მიიკრო გულზე.საჩვენებელი თითის ბალიშით მიეფერა ლეიკოპლასტირით დაფარულ გატეხილ წარბთან,ჯერ კიდევ რომ მტკივანი გახლდათ.მერე კი გონებაში მწარე აზრმა გაკრა და შიშნარევად ამოიჩურჩულა. -ტასო მინდორში ვისთან ერთად იყავი? -მარტო...-განაბულმა გასცა პასუხი და თვალები მილულა. -ვინმემ ხომ არ შეგაშინა?...-გულმა გამალებით დაიწყო ძგერა პასუხის მოლოდინში. -არა, მინდორში არა...-უნდოდა ეთქვა საკუთარმა თავმაო, მაგრამ ამას ვერ გაამხელდა და ისევ მშვიდად განაგრძო...- მაგრამ ის კი მინდა, მშვიდად დამეძინოს და მზის ამოსვლამდე არ მაღვიძებდეს შიში. -მთელი დღე იმდენ ხათაბალაში ეხვევი,არ მიკვირს შენი სიზმრები რომ გაშინებენ...-ბერაიას თვალწინ დაუდგა სასტუმროს უკანა ეზოში გუშინ ნანახი სცენა და უსიამოვნო შეგრძნებამ დაუარა ტანში. -სიზმრებს ვერ ვიმახსოვრებ...-ანასტასიამ ამოთქვა და უფრო კომფორტულად მოეწყო...-მხოლოდ შიში მომყვება და მაღვიძებს. -ძილისპირულს ღიღინი მაინდამაინც საჩემო საქმე არაა...მე უფრო ბანის მიცემა გამომდის...-სცადა გაეღიმებინა და ამასობაში, თვითონაც გაეწელა ღიმილის კუთხე. ანასტასიამ ახედა და როცა მათი თვალთახედვა ერთმანეთს შეეჩეხა, თავისი თითის ბალიშებით მიეფერა სახეზე.მოჯადოებულივით აკვირდებოდა სახე დასერიოზულებულს და მთელ სხეულში მოკრებილი გამბედაობით წაიწია მისი ტუჩებისკენ.ალუბლის სიტკბო გასკდა,სულში დარჩენილი იმედის ნაპერწკლები იხლიჩებოდნენ და ბერაიასგან მომავალი სითბოს, ნდომის, სხეულისგან მომავალი სურვილის ფონზე ერთიანად მრავლდებოდნენ. წელზე შემოხვეული მისი მკლავი გამეტებით იჭერდა,თუმცა გაქცევას უკვე აღარ ლამობდა. მომთხოვნი, სიცოცხლის წყაროს დაწაფებული, დემეტრეს ბაგეები ითხოვდნენ უფრო მეტს, თუმცა არც იმდენს ანასტასიას რომ დათმობა არ შეძლებოდა.ახლა უკვე მის კალთაში აღმოჩენილი, სირცხვილისა და მორიდებისგან დაცლილი, ვერც ამჩნევდა როგორ თამამად იმზირებოდნენ მზეზე შეფერილი მუხლისთავები.სარაფნის ბოლოები თავხედურად მიცურავდნენ ფეხებიდან და ბერაიას ხელებიც უკითხავად დათარეშობდნენ.სხეულს მოდებული ცეცხლის ალი წვავდა ერთ ადგილზე გაყინულ ჯანაშიას ცხოვრებას. თავისი მკლავები შემოეჭდო კაცის კისერზე და ხელისგულები მალავდნენ თმაში მოსრიალე უტიფარ თითებს.ვეღარ ვსუნთქავო, ამოიჩურჩულა და ძლივს მოსწყდა სუნთქვა გახშირებული, მის ნდომას დამონებული.ზმანებებიდან გამორკვეული ბერაია, მთლიანად მის სხეულს მიწებებულ, თვალდახუჭულ, სუნთქვა არეულ, გულამოვარდნილ გოგოს დააკვირდა და მიხვდა რომ, ყველაფერი რაც კი აქამდე მათ შორის მოხდა,თუნდაც ჩახუტება, ყველაფერი ახალი და აქამდე ედემის ბაღის აკრძალული ხილივით უცხო იყო ანასტასიასთვის.ბერაიამ ცხოვრებაში პირველად გაიაზრა,რომ თურმე ყველა ქალს შეუძლია გამბედაობის მოკრება და ტუჩებზე მარტის გაშლილი ყვავილივით აკვრა,თვით ანასტასია ჯანაშიასაც კი,მთავარია შენ ღირდე ამად.ტასომ სახე მის კისერში ჩამალა და სანამ დემეტრე მის თმებს ეთამაშებოდა,თვალის კუთხეშიც წაეტანა ცხელი ტუჩების ასაკრობად,მერე საკუთარ საქციელს რომ დააკვირდა გაეღიმა ბიჭს. -მთელი დღე მინდორში რას აკეთებდი ამ სარაფნით? კაი მშრომელი კაცივით თოხნიდი მიწას?...-ხელი მოხვია მოშიშვლებულ ფეხებზე მიდებულ სიფრიფანა ნაჭერს და ხელისგულში მოიქცია. -მინდორში დავრბოდი...-საკუთარ ნათაქვამზე გაეცინა ტასოს...-მერე ფიჭვის ხეების ჩრდილში, ბალახებში ვიწექი და პატარა ღელეს წყლის ხმას ვუსმენდი. -საინტერესოა რომელმა ჭკვიანმა შეღება ბალახები თეთრად...-საჩვენებელი თითი აასრიალა გოგოს მკლავზე და თეთრი საღებავის წინწკლებთან შეჩერდა.როცა კისკისის ფონზე გაუმხილა მანოს ფანჯრებს ვღებავდიო, ჩაეკითხა...-მანო ვინაა? -მანო ჩემი ბავშვობის სასწაულია, მე და კიტა ზაფხულის დღეებს სულ მის და თომას ეზოში ვატარებდით.ხან ვეხმარებოდით, ხან კიდევ მის წიწილებს დავსდევდით და წყლის თოფებით ვაშინებდით, საღამოობით ციცინათელებს ვიჭერდით თხილის ხეებთან და ოდასთან გაზრდილ ასწლოვანი კოპიტის ძირში ვისმენდით თომას ახალგაზრდობის დროინდელ ჯარის ამბებს...-უყვებოდა და სულაც არ სურდა გაჩერება, თითქოს ბერაია აღმოჩნდა ის ერთადერთი ადამიანიმ], ვისაც სიამოვნებით გაუზიარებდა ჩამავალი მზესავით თბილ მოგონებებს. -მანო და თომა...-მრავალაზროვნად გაიმეორა ბერაიამ და მისკენ მიმართულ გაბრწყინებულ თვალებს დააკვირდა...-ესეიგი მათ გამო ხარ ასეთი მეამბოხე, თავქარიანი და დაუმორჩილებელი. მთელი ბავშვობა სოფელში გაატარე? -თორმეტ წლამდე...-თვალი აარიდა და ისევ მის გულთან იპოვა სამალავი...-მერე ყველაფერი შეიცვალა და ოთახის სიბნელეში გამოკეტილ, ხმაურიანი ქალაქის მაცხოვრებლად ვიქეცი. -ესეიგი თორმეტის...-ახლა გაახსენდა როგორ ითვლიდა წლებს...-თორმეტი წლის იყავი დედა რომ გარდაგეცვალა...-სასხვათაშორისოდ თქვა და მისი თავი ხელისგულში მოიქცია...-რა ერქვა?...-იცოდა მაგრამ მისი ალაპარაკების სურვილი სჭამდა. -მილა...-ამოიჩურჩულა ანასტასიამ...-ესპანურ ენაში სასწაულის შემოკლებული ფორმაა,ისე კი ძვირფასს, სიყვარულით შობილს ნიშნავს. -ნენე მან დაგარქვა?...-პასუხები ხომ ისედაც ცხადი იყო, მაგრამ გულთან ახლოს მყოფის სურვილს მთელი სხეულით გრძნობდა, რაც შეიძლება მეტი ელაპარაკა. -ნენე დედისას ნიშნავს. რომ წამოვიზარდე ყველა ამბობდა ხასიათებითაც და გარეგნობითაც დედას ჰგავსო.ერთ საღამოს, ჯერ კიდევ მანათობელ მზეში ზაფხულის შხაპუნა წვიმა წამოვიდა და ტბაში წვიმის წვეთები რომ დავინახე, წყალში შევედი...-დემეტრე სულგანაბული ისმენდა ჯერ კიდევ როდის გასცა საკუთარი თავი ჯანაშიამ მასთან,ისე რომ ვერაფერს მიხვდა...-მეგონა გაბრაზდებოდა,მაგრამ ისე მომწონდა მზის სხივების და წვიმის წვეთების ცეკვა მუდამ ერთ ადგილზე დამდგარ ტბის წყალზე, რომ სულ არ მიფიქრია თვითონაც ასე მოიქცევათქო. ხელიხელჩაკიდებულები ვიდექით სანამ წვიმამ არ გადაიღო და მერე მითხრა, ჩემი ნენე ხარო.მე კიდევ,ისე რომ ამ სახელის მნიშვნელობაც არ ვიცოდი, ყველა სტუმარს, სასტუმროში მომუშავეს თუ სოფლის მაცხოვრებელს ვუსწორებდი ანასტასია არა, ნენე ვართქო. -ესეიგი ბავშვობა აქ გაატარე,სასტუმროს გაყიდვა ამიტომ არ გინდა?...-თავის დაქნევა თანხმობის ნიშნად ჩათვალა,თუმცა ახლა უფრო მეტად დაიბნა...-ეს ხომ გიორგიმაც იცის? ასე რატომ გაძალებდა მის გაყიდვას?...-ანასტასიას გულში მწარედ გაკრა აზრმა და მიხვდა გაჩუმების დროაო.წელში გასწორებულმა, ერთიანად მოშიშვლებული ფეხები დამალა სარაფნის ქვეშ და სახეზე მხურვალება იგრძნო.დემეტრე მისი აწითლების არსს რომ ჩასწვდა, წაკბინა და სარკასტულად ააციმციმა ნაცრისფერი თვალები...-ტყუილად მალავ, ამიერიდან მაინც მარტო ჩემი იქნება და ნელ-ნელა შეეჩვევი. -სახლში არ წავიდეთ? ელიკო ინერვიულებს გვიანობამდე რომ არცერთი დავბრუნდებით და არ დაიძინებს...-როგორღაც უნდა შეეჩერებინა მისი თითების სითავხედე, კაბის სიფრიფანა ნაჭერს რომ ნელ-ნელა აცლიდნენ და სიშიშვლისკენ მისრიალებდნენ. -კი, წავიდეთ თორემ ხვალ ფეხზე ჩამოგვეძინება. არადა უამრავი საქმე მაქვს მოსაგვარებელი...-სახე უეცრად დაუსერიოზულდა,ანასტასიამ შვებით ამოისუნთქა და ფეხზე წამოხტა. მიეხმარა ვრცელი მაგიდიდან ფურცლების ალაგებაში,ლეპტოპს ხელი წაავლო და წინ გაუძღვა,მანქანისკენ.რაც უფრო მეტად უახლოვდებოდნენ კვიციანების სახლს, მით მეტად ძლიერდებოდა სიმღერის და მოქეიფე ხალხის ხმაური.ჭიისკართან შეჩერებული ავტომობილიდან გადმოსულები ფანჩატურიდან მომავალ სინათლეზე შენიშნეს თუ არა, იმ წუთასვე ვიღაცის ნაცნობმა, რიხიანმა ხმამ მიმართათ. -ოოო ჩვენი გვრიტებიც მოვიდნენ...-ბაჩო იყო, ოღონდ აშკარად ეტყობოდა კარგად შეზარხოშებულს,ზედმეტიმეტი რომ მოსვლოდა...-ბიჭო რა ლამაზები არიან ერთად, დააკვირდით...-ვითომ საკუთარ თვალებს ვერ უჯერებდა ისე გადახედა გვერდით მჯდომს. -რა დაალევინეთ ამას?...-ნიკოს გვერდით დამჯდარმა ბერაიამ თვალებგაფართოებით იკითხა და კიდევ ერთხელ დააკვირდა ხომ არ მეშლება, ხომ ნამდვილად ბაჩოაო. -შენ ჯერ სად ბანაობ...-სიცილით მოუბრუნდა მეგობრის სეირის ყურებით გართული...-ლუკა ელიკოსთან წავიდა, მაგის სადღეგრძელო უნდა დავლიო და თვალებში თუ არ ვუყურე, ისე არ შემიძლიაო...-გახსენებაზე კიდევ ერთხელ წასკდა სიცილი. -ეეეუუჰ...-ამოიხვნეშა ბერაიმ და შეწუხებულმა ამოთქვა...-ესეიგი ის, ამაზე მეტად მთვრალია. -ის მთვრალი კი არაა, სხვა განზომილებაშია გადასული...-ვერ ჩერდებოდა ნიკოლოზი და მის ისტერიულ სიცილზე გაგიჟებული, ამჯერად ანასტასიას დააკვირდა. -ვერ ხედავ? ესეც ნასვამია! ...-დაუკვესა გოგომ თვალები და იმ წამსვე ტანში ცივად გაკრა ბაჩოს წამოყვირებული სიტყვების შინაარსის გაანალიზებამ. -ტარიელ, ჩემო საყვარელო კაცო, შენ ბრძენი კაცი ხარ და გაგონილი გექნება. სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯიაო, ძველებს უთქვამთ...-ახლა მიწა გასკდომოდა ჯანაშიას და შიგ ჩაეტანა ის ერჩივნა, ვიდრე ამ სადღეგრძელოს დასასრული მოესმინა.მაგიდას ნიდაყვებით დაეყრდნო და სახე ხელისგულებში ჩამალა...-ხოდა მოდი ამ ტკბილი, ბატონი ზურაბის დაყენებული შუშხუნა ღვინით, ჩვენს ხელში გამოზრდილ ბავშვებს გაუმარჯოთ.იბედნიერონ და გვაბედნიერონ. -ვინაა ბიჭო შენს ხელში გამოზრდილი?...-ბერაიამ დაუცაცხანა როგორც კი მის ადგილზე დაბრუნებული დაინახა. -დემეტრე, ჩვენ წმინდა სიყვარულს გაფიცებ,ხალხში ნუ მარცხვენ!...-თვალებს ვეღარ იტრიალებდა და ისე ამბობდა. - ადექი, მიდი მიდი, ადექი...-უკვე ცირკში გადადიოდა ეს ყველაფერი და სულაც არ ეპიტნავებოდა მეორე დილით გამოღვიძებულისთვის, კიდევ უფრო სამარცხვინო საქციელების გახსენება.ამიტომაც დაავლო ხელი მკლავში და ამოღლიავებული წაიყვანა სამზარეულოსკენ. -ოჰოო, რა ხალხი მოვიდა...-უკეთესი ამბავი არც სამზარეულოში დაუხვდათ.ბაჩო სკამზე მიასვენეს და ბერაია ხელით იჭერდა მოყვანცალეს...-ბაჩუკი შემოსწრებულების სადღეგრძელო ხო დალიე ბიჭო?!...-ბოლო ხმაზე იყვირა ლუკამ და ღიმილით გადახედა ბერაიას გაცეცხლებულ სახეს. -ელიკო რა ჯანდაბა დალიეს ამათმა?...-ამჯერად კვიციანის მეუღლეს მიუბრუნდა დემეტრე და პასუხის მოსმენისთანავე ჩაეკითხა...-მაგ ღვინოს ზურაბი არ სვამს? იმას არაფერი ეტყობოდა. -ზურა ზომიერად სვამს, თან თავისი დაყენებული ღვინო მაინდამაინც ვერ ათრობს, მიჩვეულია...-გაეცინა ელისაბედს და ბაჩოს შეზარხოშებულ სახეს დააკვირდა...-რა მაგის პასუხია და თქვენ სად ხართ ამდენ ხანს? -ელიკოოო, არ გვინდა ჩვენი გვრიტების შერცხვენა რაა.ბავშვები არიან, სისხლი უჩქეფთ, დაანებე თავი...-ხმას იწვრილებდა ბაჩო და წინადადების დასრულებისთანავე თვალი ჩაუკრა დემეტრეს, აქაოდა შეხედე როგორ გამოგაძვრინე უხერხული სიტუაციიდანო. -მე გველესიანებს გავყევი მინდვრებში, სასტუმროსთან რომ მივედი დემეტრეს მანქანა დავინახე და დაველოდე, ერთად რომ წამოვსულიყავით...-ჩუმად გადაულაპარაკა ელისაბედს ჯანაშიამ და სახე დამანჭა ისევ რომ ჩაესმა ლუკას გამაყრუებელი ხმა. -ბაჩუკი რა ვქნათ ჩვენ?! არ შევრცხვეთ იმ პატიოსან ხალხთან ბიჭო! -ეს სიტყვები სადღა ისწავლეს, იმან ჩემო საყვარელო კაცოო, ამან პატიოსანი ხალხიო...-გაკვირვებულმა ანასტასიამ მზერა ესროლა აფეთქების პირას მყოფ დემეტრეს. -ნახევარი საათი თქვენც რომ მჯდარიყავით სუფრასთან, არ გაგიკვირდებოდა ჩემო ანასტასია...-ნიკოლოზი აშკარად უფრო ფერზე იყო, ამათთან შედარებით.სიტყვა-პასუხიც თითქოს იგივე ჰქონდა და არ ეშლებოდა. -ნახევარი საათით ადრე რომ წასულიყავით ნანებში, არც თქვენ აითვისებდით შუახნის კაცების სადღეგრძელოებს...-დაცინვით წაუსისინა ბერაიამ ნიკოლოზს. ბერაიამ იცოდა, ახლა რომ საძინებლებში წავიყვანო, გარეთ გასულები ისევ სუფრისკენ დაადებენ თავს და სმას გააგრძელებენო, ამიტომ სამზარეულოში გამართული უფასო ცირკი ერჩივნა და თავი მიანება.ანასტასია მიხვდა რომ კარგა ხანს მოუწევდათ ძილზე ფიქრის დავიწყება და ელეტრონული ჩაიდანი ჩართო, ჭიქებში ყავა ჩაყარა და უკვე მოდუღებული, შავი არომატული სითხე ცხვირწინ დაუდო ბერაიას წაშლილ ფიგურას. სტუმრები მალევე აიშალნენ, ზურაბმა ჯერ არანაკლებ შემთვრალი კიტა მიაწვინა, მერე კი დემეტრეს მიეხმარა სამეულის დაბინავებაში.ბევრი არც უწვალიათ, ეს იყო რომ კიბეებზე ასვლისას ისევ ბუტბუტებდნენ და ერთმანეთს უხმობდნენ მარტის კატებივით. ამჯერად კვიციანების ოჯახში ოთხი ფხიზელი წევრი და ეზოში გაშლილი უზარმაზარი, ასალაგებელი სუფრა დარჩა.ზურაბი ორივეს მოუტრიალდა და შესთავაზა დაიძინეთ დაღლილები იქნებითო, მაგრამ არცერთი აპირებდა საწოლში მშვიდად გაგორებას, როცა ცოლ-ქმარი ამხელა აურზაურის მილაგებას ეცდებოდა. ნელ-ნელა აალაგეს თეფშები,ანასტასიამ რეცხვა დაიწყო და მას შემდეგ რაც ბერაიამ ზურაბთან ერთად სკამები და მაგიდა მისაღებში დააბრუნა, მაშინდელივით დაავლო ჭურჭლის ტილოს ხელი და დამშრალებას შეუდგა. -ახლა ვიხსენებ და ბოლოს, ანალოგიურ სიტუაციაში რომ გნახეთ, მაინდამაინც კარგად ვერ დამთავრდა ეს ამბავი...-ამჯერად უკვე თავადაც ტილომომარჯვებული ზურაბი იღიმოდა და ისე უყურებდა ორივეს, თითქოს საიდუმლო დიდი ხანია იცისო. -ზურიკო, ნახევარი საათის წინ, ისეთი შეგრძნება მქონდა რომ სამ ბავშვს ვზრდით ერთად, ჩხუბის თავი აღარ მაქვს...-თვალები ეხუჭებოდა ანასტასიას და გულწრფელად დაუბრუნა პასუხი. -მართალია გაზრდა მოვახერხეთ,სიმაღლეში იცოცხლე, აი აღზრდაში კი მოვიკოჭლეთ ცოტა...-არანაკლებ მდგომარეობაში იყო ბერაიაც. -მე მაცივრის მილაგებას მოვრჩი...-გახარებულმა ელიკომ შესძახა და ოთახში მყოფებს მიუბრუნდა...-ცხელი ჩაი ვის უნდა? ცოტა აცივდა და შეგვათბობს...-პარალელურად ჩაიდანს დასწვდა და გაზზე შემოდგა. -ზურაბ როგორ ფიქრობ, ხვალ დილით, სამუშაოზე რომელიმე მოვა?...-დემეტრეს აინტერესებდა ნაბახუსევის გამო სამსახურს თუ გააცდენდნენ მუშები. -მემგონი აბუქებ დემე, ისეთი მთვრალი არცერთი ყოფილა რომ დილით ფეხზე ვერ ადგნენ, ჩვენი ბიჭები მოიღვენთნენ უცებ, თორემ...-ანასტასიამ ხელისგულში მომარჯვებულ თეფშს ხელი უშვა და ნიჟარას ჩამოეყრდნო, თვალები აუბრჭყვიალდა, ყველაფერმა ბრუნვა დაიწყო,მუხლებში სისუსტე იგრძნო და მიხვდა სადაცაა გული წამივაო.საკუთარ ურჩ სხეულს შეეძლო მთელი დღე ტყე-ღრე ეხეტიალა და მაინდამაინც საყვარელი ადამიანების წინ გამოეჩინა სისუსტე, იმ ადამიანების წინ რომლებისთვისაც ყველაზე ნაკლებად სურდა ორგანიზმის სისუსტის ჩვენება. -ტასო კარგად ხარ?...-ბერაიამ თავშეკავებით ჰკითხა, მიხვდა რომ ჯანაშია ჯერ კიდევ არ იყო მზად კვიციანებისთვის სულ მცირედ მაინც გაემხილა საიდუმლო...-ტასო ფრთხილად !...-გულმა აღარ მოუთმინა მობარბაცის დანახვაზე და ხელისგულებით შემოეჭდო მის წელს.სკამზე ჩამომჯდარმა სველი ხელების შეხება რომ იგრძნო სახეზე, თვალები გაახილა და მის წინ ჩამუხლული ბერაიას სახეს შეეჩეხა, მკვდრისფერი რომ დასდებოდა. ნაძალადევად გაიღიმა და მოსულიერებულმა წარმოთქვა. -უბრალოდ წნევა დამივარდა, არაფერია...-მიწოდებული წყალი მოსვა და მისი მიკნავლებული ხმის გაგონებაზე ელისაბედმა კარადიდან წნევის აპარატი გამოიღო.ჯანაშია მართალი იყო, პულსი პირველ ჯერზე, საერთოდ არ ესინჯებოდა, მერე ნელ-ნელა მოიმატა და ამჯერად კვიციანის მეუღლე ყავის მოსამზადებლად დატრიალდა...-ვიტამინებით აღარ ვიჭყიპები და ამის ბრალია. -ვიტამინების დალევას თავს რომ დაანებებ, შემცვლელი უნდა იპოვო და კარგად იკვებო...-მწარედ ამოისისინა ბერაიამ და მისთვის გამორთმეული ჭიქიდან წყალი მოსვა...-ზურაბი უცნაურად დააკვირდა ორივეს. -მანოსთან გემრიელად ვისადილე...-არც თვითონ დაუკლია თვალების ბრიალი...-უბრალოდ ორგანიზმი უნდა მიეჩვიოს. -ელიკო ჩაის მე დავასხამ, შენ სუფთა თეთრეული მოიტანე და დემეტრეს დივანი გაუშალე...-თხოვნით მიმართა ამჯერად ფერზე მოსული ანასტასიას დანახვით გულდამშვიდებულმა, თავის ცოლს.როცა კითხვის ნიშნებს წააწყდა, დაამატა...-ლუკა და ბაჩო მარტის კატებივით უყვიროდნენ ერთმანეთს და მოგვიწია ლუკა დემეტრეს ოთახში დაგვეძინებინა. -თუ გინდა ადგილს გაგიცვლი...-ანასტასიას გაახსენდა როგორი დაღლილი ტონით ამოთქვა ბერაიამ სასტუმროში, გამოძინება მჭირდება თორემ ხვალ ბევრი საქმე მაქვს და ჩამომეძინებაო.მერე მიხვდა რომ მისი ხასიათისთვის შეუფერებელზე მეტად მშვიდად გამოუვიდა და ენერგიაზე მოსულმა მოჩვენებითი დაცინვით განაგრძო...- მახსოვს შენმა შეყვარებულმა ოთახიდან რომ გამოგაგდო, როგორ მეწუწუნებოდი დივანი მოსახერხებელი არ არისო. შენგან კიდევ ერთ გულახდილ საუბარს ვეღარ გადავიტან. -არა იყოს, ჩემი შეყვარებული გაბრაზდება თუ გაიგებს რომ შენს საწოლში მეძინა...-ბერაია თავმომწონედ საუბრობდა და ჯანაშიას თვალწინ დაუდგა ის მომენტი, სარაფნის ბოლოებს რომ თითით მიუყვებოდა და ურცხვად აფრთხილებდა მალე ეს სიშიშვლე, მხოლოდ და სულ ჩემი იქნებაო.საჭირო მომენტი გაახსენდა, დემეტრეს ზუსტად ეს განზრახვა ჰქონდა სიტყვების წარმოთქმისას...-ლომის ხახაში ჩემი სურვილით თავს არ ჩავიგდებ. ლიმნიანმა ჩაიმ ორგანიზმი გაუთბოთ და უკვე მილაგებულ, ერთიანად დაწკრიალებულ სახლში, ნელ-ნელა, ერთმანეთის მიყოლებით ჩაქვრა სინათლეები. კვიციანების ოჯახში ყველა ფერად ზმანებებში გაეხვა და გარეთ გამეფებული უკუნითი სიბნელე, ხვალინდელი დღის სინათლეს და სითბოს შორეულ ამბად მოგაჩვენებდათ. XI "ხელახლა გასაწყვეტად შეკრული მძივი" სანამ მზე თავის მაცხუნებელ შვილებს მიწის სიცივისკენ ბოლომდე მომართავდა, გაზაფხულის ასტაფილოსფერებულ ნათებაში ანცმა გოგომ ათწლეულის წინ მიტოვებულ ძველ კარადაში ნაპოვნი, დედის ნაქონი, სიძველისსუნაკიდებული სარაფანი მოირგო და მომხიბვლელად ჩამოყრილი კულულებით საკუთარ თავს სარკის ანარეკლში ეკეკლუცა.შავი,ბლანტი სითხით სავსე თბილი ჭიქით ხელში, მოუსვენრობას აყოლილი საკუთარ სხეულში ჩამალული ჟრიამულით შეერია ვენახის ბოლოს, ერთიანად გადავსებულ, მინდვრის ყვავილების სიხასხასეს და მომლოდინეთ შეატოვა მზერა მზის სხივების თამაშს საგულდაგულოდ შეკრულ თაიგულზე.ზაფხულის კიდევ ერთი მცხუნვარე დღე თენდებოდა და თან მოჰქონდა მზის ასტაფილოსფერებული ნათებები.დილის აქაფქაფებული შეგრძნებები მუხლებამდე მოცოცავდნენ.მზის მანათობელი შვილები მის თმაზე პოულობენ ოქროსფერ კვარცხლბეკს და მშვიდად ისვენებდნენ მიძინებული სოფლის სიმშვიდეში.სულის შიგნით დაბუდებული ფუღურო მთელი სამყაროს შეგრძნებებს დაიტევდა.სანამ ნელ-ნელა გამოფხიზლდებიან ძილბურანში მყოფი სიზმრის სამყაროს შვილები, მანამდე უნდა მოესწო და ეთქვა, რომ ამ დილის აქაფქაფებული შეგრძნებები მუხლებიდან ამოცოცდა და მის გონებაში დაიდო ბუდე.ფინჯანში მოქცეულმა ყავის შავმა, ბლანტმა სითხემ ორთქლადინებული სურნელება დაატრიალა და მიახვედრა, რომ სამყარომ ეს დილა აჩუქა,აჩუქა მათ, ვისაც არ ეშინია, მოშიშვლებული მუხლებით შეეგებონ ახალი დღის ტკბილი ნაყოფივით ჩაშაქრულ შეგრძნებებს.ვაზის ფოთლები ერთიანად დაეცვარა დილის მადლს, სველ ბალახზე ფეხშიშველმა გაიკვალა სახლისკენ მიმავალი გზა და როგორც კი ვენახს გადმოცდა, ერთიანად გაღებული დარაბებიდან მოესმა ხმები,რომელთაც ამცნეს რომ მაცხვრებლებმა უკვე გაიღვიძეს. მისაღებში შესულმა, დივნის უკან, კედელზე ჩამოკიდებული თაროდან დიდი, ძველებური ხრუსტალის ვაზა ჩამოიღო და ღიმილით შეერია სამზარეულოში შეკრებილ სტუმარ-მასპინძლებს.ჭიქა ნიჟარაში ჩადო და ონკანიდან წყლის ჭავლი გაათავისუფლა. მაგიდასთან შემომსხდრები წყვილ-წყვილი თვალით ათვალიერებდნენ ბაც ლაჟვარდისფერ, თეთრი კოპლებით დაფარულ კაბაში გამოწყობილ ფეხშიშველა გოგონას,რომლის სახეც მინდვრის ყვავილების უშველებელა თაიგულს დაეფარა და მაინც, გაბადრული ათავსებდა სათითაოდ, უკვე წყლით სავსე ვაზაში. -აი ნეტავი ამას რააა...-სიჩუმე დაარღვია ბაჩომ და ვერ მიხვდებოდით ამ ტონით საკუთარ თავს დასცინოდა თუ ანასტასიას ბავშვურ სიცელქეს...-შემოუვლია მინდვრები.რაო ფურისულა, მეტი აღარ იყო ? დაგეტოვებინა, შე დალოცვილო, ფუტკრებისთვისაც რამე... -ბაჩუკი, ბაჩუკი...-ღიღინით გაიმეორა ანასტასიამ და სარკასტულ ღიმილაკრული მოუბრუნდა...-იცი რომ ამ მინდვრის ყვავილებს, როგორც კი ვაზაში ჩავალაგებ, ენას ჩემი ხელებით ამოგაძრობ? -ამას რაღა ვუთხარი გუშინ?...-შიშით მოატარა თვალები, როგორც ჩანს კვიციანებმა უკვე გაუმხილეს გუშინდელი, უფასო ცირკის დეტალები...-ოღონდაცა რაა...-სახე დაისერიოზულა და გაზქურისკენ მიუთითა...-ტასო აი იმ ტაფას ხედავ? მიდი აიღე ! -რად გინდა?...-ეჭვნარევად ჩაეკითხა და ხელი წაავლო მითითებულ ნივთს. -რად მინდა და აიღე! ჩამარტყი თავში, თქვენც დაისვენებთ და მეც...-წამოიყვირა უცებ და ხელები გაასასვსავა დანებების ნიშნად. -ვაიმეეეეეე...-ვიღაცამ არაამქვეყნიური ხმით დაიზმუვლა და ჯანაშია ამჯერად მაგიდის კუთხეში დამჯდარ, ზედაპირს ნიდაყვებით ჩამოყრდნობილ ლუკას დააკვირდა,რომელსაც სახე ხელისგულებში მოექცია და საგულდაგულოდ მალავდა...-ხალხოო, ოფიციალურად ვაცხადებ, თუ ამხელა ხმაზე ყვირილს არ მორჩებით, ფანჯრიდან გადავხტები! -პირველ სართულზე ვართ ლუკა...-დანანებით ამოთქვა ნიკოლოზმა და ელიკოს მოწოდებულ ყავის ფინჯანს დასწვდა. -მაშინ მეორე სართულზე ავალ და ისე გადმოვხტები!...-თავი ასწია და მეგობარს თვალებაკვესებული მიაშტერდა...-ასე გაწყობს ნიკოლოზ?...-იწვევდა. -ეგ გუშინ ღამით მაწყობდა...-ნიკოლოზს აშკარად ეტყობოდა რომ გუშინდელმა თავშეკავებამ უშველა და დღეს მათზე გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა...-შენ და ბაჩო ერთმანეთს დაგაშორეს და მაინც ბოლო ხმაზე რომ უხსნიდით ერთმანეთს სიყვარულს. -მე ამ ბუნების შეცდომას სიყვარულს ვუხსნიდი?...-უეცრად ისევ წამოყო თავი ბაჩუკიმ და თვალებგაფართოებით დააკვირდა მეგობრის პასუხს, რომელმაც თავმომწონედ განუცხადა დიახო...-ლუკა შენ ძალიან კარგად ხვდები რომ მთვრალი ვიყავი და მთელი შენი მომავალი ჩემ იმედზე არ უნდა დაგეგმო, ხო? -ჩემო ბაჩუკი...-ტკბილად გაუღიმა ლუკამ და სახეშეცვლილმა მიაყვირა...-პარალელური სამყარო რომ არსებობდეს და მასში საშუალება მქონდეს ათი ქალის ცხოვრებით ვიცხოვრო, შენ კიდევ ერთადერთი მამაკაცი იყო, ათივე შემთხვევაში თავს მოვიკლავ. -ხოო...-ბაჩოს ისეთი სახე ჰქონდა თითქოს აანალიზებდა ახლა რაც უთხრეს, მერე კი უდარდელად განაგრძო...-გული მაინც დამშვიდდა, რომ გავერკვიეთ. -კიტა და ბერაია სად არიან?...-ბიჭების უცნაური დიალოგის მომსწრემ, მოსწყვიტა თუ არა მზერა ამ სამეულს და მათზე გულიანად მოცინარ ზურაბს, ელიკოს ჩაეკითხა. -დემეტრეს დილით ვიღაცამ დაურეკა, მემგონი მამამისი იყო, რაღაცაზე წაკამათდნენ.მერე სამზარეულოში რომ შემოვიდა იმ ლიზამ დაურეკა და იმასთანაც რაღაც უთანხმოება მოუვიდა, კარგად ვერ მოვისმინე,ეზოში გავიდა...მერე უკან დაბრუნებულმა ყავა დალია და კიტასთან ერთად სასტუმროში წავიდა...-კვიციანის შეფიქრიანებული ცოლი ჩურჩულით საუბრობდა. საუზმემ მშვიდად ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით ბიჭების თავის ტკივილზე წუწუნს და ერთმანეთის მიმართ გაჟღერებულ მუქარებს.მაგიდასთან შეკრებილების გარშემო სიჩუმე მაშინ ჩამოწვა, როცა კვიციანის მობილური ახმაურდა და საუბარ დასრულებულმა,სამზარეულოში მყოფებს ამცნო ჩვენი შეკვეთილი დეკორაციული ხეები მოიტანეს სასტუმროსთან და მუშები უკვე ცლიანო.ერთიანად წამოიშალნენ მაგიდიდან, ეს იყო რომ ბაჩო ზლაზვნით მიჰყვა გასასვლელისკენ წასულებს და ელიკომ უკვე მანქანაში მოთავსებულ ანასტასიას ბორჯომის ბოთლი მიაწოდა, კიტა დემეტრესთან არ შეიმჩნევს მაგრამ ვიცი რომ თავი უსკდება და წაუღეო. ჯანაშია სასტუმროს ეზოში კანტიკუნტად მომუშავე მუშებს დააკვირდა, ბალახით სავსე ტომრებს სატვირთოებზე რომ ცლიდნენ და მიხვდა ბერაია ტყუილად არ დარდობდა გუშინდელ ღამეზეო. აშკარა იყო რომ ნასვამმა მომუშავეებმა დროზე ვერ ასწიეს დამძიმებული თავები ბალიშებიდან და ათეულ ხეს სამი კაცი ეჯაჯგურებოდა პეტუნიების გასწვრივ გათავისუფლებულ მიწამზე მისატანად.მარჯვედ აძვრა სატვირთოში და დაუზარებლად დაიწყო მიხმარება.ზურაბმა ბარი მოიტანა და ნელ-ნელა შეუდგა ტანდაბალი,თუმცა ედემის ბაღისთვის შესაფერისი ხეების ჩასარგავად, მიწაში ორმოების თხრას.ჯანაშიამ ხელთათმანები მოიმარჯვა და კაბის ბოლოები შემოიკრა ტანზე, ჩამუხვლისას რომ არ დასვროდა.კვიციანმა დამხარება სთხოვა და ფრთხილად,ხელის კანკალით ამოიღეს უშველებელი ქოთნიდან ფესვიანად.მიწას ხელი მიაყოლა გოგომ, მზის სხივებისგან შემშრალი,ფხვიერი ნიადაგი ამოყარა ორმოდან და ისე მოათავსეს შიგნით, რომ ფესვი არ დაზიანებულიყო.ნიჩბით როგორც კი მიუსწორ-მოუსწორეს ადგილები, ფეხზე წამომდგარი ბიძა-ძმიშვილი დოინჯშემოყრილი კმაყოფილი სახით დააკვირდნენ გაკეთებული საქმის სიზუსტეს და ღიმილით გადახედეს ერთმანეთს.ჯანაშიამ მებაღეობა ნელ-ნელა აითვისა. ხეები მწკრივებში არ უნდა ჩაერგოთ, წრეზე უნდა შემოევლოთ რომ შუაში პატარა ფანტანისთვის ადგილი ცარიელი ყოფილიყო. აგურით ნაშენები, მუდმივად წყალმომდინარი ნაკეთობა აშკარად ყველა სტუმრის ყურადღებას მიიპყრობდა,როცა ბაღში სეირნობისას წააწყდებოდნენ.ანასტასიას უკვე წარმოედგინა, როგორ ირბენდნენ პატარები ხეების გარშემო,დამალობანას თამაშისას.კარგად გაკრეჭილ გაზონზე სტუმრები მზის სიცხისგან დაღლილები, საღამოს სიგრილეში გაწვებოდნენ და ზოგიერთი წიგნსაც კი წაიკითხავდა.აქ სიცოცხლე ბრუნდებოდა და საბოლოოდ, აუცილებლად დაიწყებდა ჩქეფას,როგორც კი პირველ სტუმარს მიიღებდნენ.ხელი არავის შეუშლია, მშვიდად მიჰყვებოდნენ საქმეს და აჩქარებას არ ცდილობდნენ, მხოლოდ ორი ხეღა ჰქონდათ დასარგავი, როცა კიტა მოუახლოვდათ და ანასტასიამ შუბლზე იტაცა ხელი. -კიტაა, ელიკომ შენთვის მოსაცემად ბორჯომი გამომატანა და სულ დამავიწყდა...-ისე მარჯვედ წავიდა ხეების სატვირთოდან ჩამოსაზიდად, სულ არ გახსენებია კვიციანის დანაბარები...-მანქანაში დავტოვე. -არაუშავს, თავის ტკივილმა კარგა ხანია გადამიარა...-ღიმილით ამოთქვა ბიჭმა და განაგრძო...-ისე, კარგა ხანს მოუნდით ათი ძირის დარგვას, არა მამა? -ესენი დეკორატიული ხეებია, სოფლის ველურ ხეხილის ხეებს კი არ ჰგვანან, ფესვი რომ დაუზიანდეთ ან ნიადაგში ცუდად მოათავსო, მალევე გახმებიან...-ზურაბს საქმის კეთება არ შეუწყვიტავს, ისე გასცა პასუხი. -ხო მაგრამ შუადღეა უკვე, წამოდით წყალი მაინც დალიეთ...-ანასტასიას კიტას ნათქვამი ენიშნა და ეზოს თვალი მოავლო.ახლა უკვე ჩვეული შემადგენლობით დალანდა სოფლის ხალხი და მიხვდა რომ დრო შეუმჩნევლად გაეპარა. გამოფხიზლებული მუშებიც უკვე იმდენი ხნის მოსულები იყვნენ, რომ შესვენების დროც კი ჰქონდათ. -ორი ძირიღა დარჩა, დავრგოთ და მერე დავისვენოთ ზურიკო, არა?...-ბარ მომარჯვებულ კაცს მიუბრუნდა და მზე თვალებში ეცა, სახე მოემანჭა. -მერე მითუმეტეს ვერ დაისვენებს, დემეტრეს დაურეკეს და უთხრეს რომ იმ მაყვლის ძირებზე მოდიან,გუშინ რომ დარეკეთ...-მამის თაკარა სიცხისგან გათანგულ სახეს რომ დააკვირდა გული შეუღონდა კიტას და დაუფიქრებლად წამოიძახა. -მაყვლის ძირები?...-ანასტასიას გაახსენდა,როგორ გააქილიკა ბერაიამ მისი შეთავაზება, სამზარეულოში რამდენიმე დღის წინ და მთვარეულივით დაიჩურჩულა...-ზურა მაყვლის ძირები შეუკვეთე? -ხო, გუშინ შენ სახლში არ იყავი რომ მთხოვა, დავრეკოთ და გავარკვიოთ ჩვენი სასტუმროს ხეხილის ბაღში რომელი ჯიში გაიხარებსო...-კვიციანმა ეშმაკური ღიმილით გადმოხედა,შვილისგან განსხვავებით ის დემეტრესაც უხვდებოდა თხოვნის არსს და ანასტასიასაც თავის გაკვირვებას...-დღეს მოვლენ სათბურებიდან და გაარკვევენ რომელი ჯიშის ყიდვა გვაწყობს. -ცოტა ხნით რომ წავიდე, შენ ...-დაბნეულმა ანასტასიამ ამოილუღლუღა, მაგრამ დასრულება არ დააცადეს. -წადი, წადი...-სიცილით შეეპასუხა კვიციანი...-ამ ორ ხეს, მე და კიტა მოვერევით როგორმე. ჯანაშიას გული საგულეში აღარ ეტეოდა,მაგრამ მაინც არ უღალატა თავს და დინჯი ნაბიჯით გაშორდა მამა-შვილს, აქაოდა არ შემამჩნიონ აჩქარებაო.სასტუმროსთან ახლოს მისულს კი საერთოდ აღარ აინტერესებდა ვინ რას იფიქრებდა,ნაბიჯს აუჩქარა და უკვე შესასვლელში მყოფი, ლამის სირბილით გაიქცა ბიბლიოთეკისკენ,სადაც ბერაია ეგულებოდა.კართან მისული უეცრად გაშეშდა, სახეზე ღიმილი შეაშრა და მიაყურადა.როგორც აღმოჩნდა ბერაია მარტო არ იყო, საუბარი გაცხარებით მიმდინარეობდა და მალე ჩხუბში გადაიზრდებოდა, ერთ ადგილას აწურული ჯანაშია თვალებს აცეცებდა და სულგანაბული ცდილობდა გაეგო კამათის მიზეზი. მიხვდა რომ დაიგვიანა, ახლა უკვე უაზროდ, ჰაერში ისროდნენ სიტყვებს და აშკარად სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ ბერაიას.ის იყო გაანალიზა, ერთმანეთში კი არ მოუვიდათ ჩხუბი, გაბრაზებულ დემეტრეს ამშვიდებენ მხოლოდო, რომ ბიბლიოთეკის კარისკენ მომავალი ნაბიჯების ხმა გაიგონა და სასწრაფოდ გადგა გვერდზე.ბაჩოს წაშლილ სახეს შეეჩეხა, რომელიც ერთიანად აფოფრილი წავიდა ეზოსკენ და მხოლოდ ნიკოლოზმა გაიმეტა თავშეკავებული ღიმილი.მას შემდეგ რაც ჯანაშია მიხვდა,ბიბლიოთეკა დაცარიელდაო, ყოყმანით წადგა ნაბიჯი და ფრთხილად შეიჭყიტა ოთახში.ბერაიას შავ მაისურსა და შარვალში გამოწყობილი ფიგურა, ერთიანად გადაჭიმული დარაბების ფართე რაფას მიყრდნობოდა და სანახევროდ გვერდშექცეული, ხელებდაჯვარედინებული იცქირებოდა ბაღის მხარეს.ანასტასია მისკენ წავიდა და ხელისგულში მოითავსა, თითებიდან წაძრობილი მიწიანი ხელთათმანები.ვერ მიხვდა როგორ მიდგომოდა, ბრაზისგან ერთიანად აწითლებულს და თავისებურად წამოიწყო დიალოგი. -ჯერ პატარები არიან, გაიზრდებიან და დაღვინდებიან...-დემეტრემ ცალყბად გადმოხედა შემოსწრებულს და ვერ მიუხვდა სიტყვების არსს...-ასე ზურაბი ამბობს ხოლმე...-გაეცინა ანასტასიას თავის სიტყვებზე...-ჩვენც რომ დაგველია, ალბათ ბევრ სისულელეს ვიტყოდით. -ეგ სულ დამავიწყდა. მიდი მოაბრუნე, მაგაზეც ვიღრიალებ და მერე მოვრჩები...-გეგონებოდათ ხუმრობსო,მაგრამ წარბშეკრული ისე ლაპარაკობდა, მარტივად გამოსაცნობი იყო,რომ სერიოზულად ამბობდა. -აბა, რა დააშავეს?...-ჯანაშია ფეხაკრეფით, ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა მისკენ.ახლა ბერაია გალიაში გამომწყვდეულს გავდა, ერთი არასწორი მოქმედება და სახეში გწვდებოდა...-არ მითხრა რომ ბენზინით ხელში გამოიჭირე ! ვაიმე...-შეიცხადა და თავი მოისულელა...-სასტუმროს გადაწვას აპირებდნენ? -ბიჭებთან არ მიჩხუბია...-ამოიხვნეშა და ამჯერად სრულად მობრუნდა მისკენ...-ჩემ თავზე ვბრაზობდი და ვჩხუბობდი. -როგორც იქნა, სწორი ადამიანისთვის მიგიგნია...-სიცილით და ხუმრობით ცდილობდა ბიბლიოთეკის სივრცეში დაგროვილი ბრაზის განეიტრალებას...-საჩხუბრად რათქმაუნდა...-დარწმუნებით ამოთქვა და როცა მის წაშლილ გამომეტყველებას წააწყდა, მიხვდა ხუმრობის დრო არ იყო.ყოყმანს შეეშვა და მისკენ წასული წინ აეზუტა, ნიდაყვი ოდნავ გაკრა და გამბედაობა მოკრებილმა ჰკითხა...-აბა? რა მოხდა?სულ შენ თავთან რატომ გაქვს უთანხმოება? -სასტუმროს პროექტი ერთ წელიწადზე მქონდა გათვლილი, დედლაინი მკაცრად გვქონდა განსაზღვრული, მაგრამ მარკეტინგის ჯგუფმა ისევ ვერ მოაბა თავი საქმის სწორად გაკეთებას...-საქმიანი ტონით საუბრობდა ბერაია.როცა ანასტასიას კითხვის ნიშნებით სავსე თვალებს წააწყდა დაამატა...-ეს ნიშნავს რომ, არავის წარმოდგენა არ აქვს როგორ მოვიზიდოთ კლიენტები.თუ ამ საქმეს დროზე არ მივხედავ, ზაფხულში ნახევარმილიონიანი რესტავრაციის მერე, აქ ჩვენი ოჯახებით დავისვენებთ. სტუმრები არ გვეყოლება. -ივლისი ახლა დაიწყო, წინ კიდევ თითქმის ერთი წელი გვაქვს...-მშვიდად, მაგრამ ჩაფიქრებით უპასუხა მის ნერვიულობას ჯანაშიას, სიტყვებმა...-მამაშენთან უთანხმოება ამის გამო გაქვს? -ოხ ელიკო,ელიკო...-გაეღიმა ბერაიას იმის გაანალიზებაზე რომ ქალმა მისი საუბარი გაიგონა და ანერვიულებულმა ყველაფერი ჯანაშიას მოუყვა, სიტუაციაში გასარკვევად...-არა, ოფისის საქმეებს მარტო ვეღარ ერევა და სამწუხაროდ მე არც ორი ვარ და არც ორმოცდარვა საათიანი დღეები მაქვს, ყველაფერს რომ გავწვდე. -მამები და მათი დიდი მოლოდინები...-მოჯადოებულივით დაიჩურჩულა ანასტასიამ და თავში აზრმა წამიერად გაკრა...-იცი რას გეტყვი? მანქანის გასაღები წამოიღე და გამომყევი...-წამოიძახა უცებ და გაკვირვებული გამომეტყველებისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე წამოიყვირა კარისკენ მიმავალმა...-მიდი,მიდი,დროზე! ანცად მანქანასთან მირბენილ გოგონას, უკან მორჩილად მოჰყვა დემეტრე ბერაიას ნაბიჯები, მანქანაში მოთავსებისთანავე რომ იკითხა სად მივდივართო.ჯანაშიამ აუხსნა კვიციანების სახლისკენ წადი და მერე გზას მიგასწავლიო.ავტომობილში გაბადრულად მჯდარ ანასტასიას სახეზე დასთამაშებდა მოსალოდნელი შეხვედრის სიამოვნების განცდა და ყურადღებას არ აქცევდა საჭესთან მჯდომის კითხვის ნიშნებს.სოფლის შარა გზაზე მიმავალი ავტომობილი, მძღოლისთვის უცხო ჭიისკართან გაჩერდა და დააკვირდა როგორ რიხიანად დაიძახა,მანოო, მანქანიდან სწრაფად გადასულმა.მაღალი,ტოტებგაშლილი და ცაში ამაყად აზიდული ხის ძირას მოცუხი ქალი დალანდა, ჩრდილში რომ ჩამომჯდარიყო და დანით ჭრიდა ვაშლებს, რომელსაც სათლში ყრიდა. მოხუცმა ღიმილით გამოეპასუხა, დემეტრესთვის სრულიად უცხო, ანც, თვალებგაბრწყინებულ,ერთიანად სიცოცხლით სავსე გოგონას ძახილს, რომელმაც მაჯაზე წაავლო ხელი და ეზოში შესულმა უკან მიიყოლა. დემეტრე ბერაია მიხვდა,რომ ეს ის მოხუცი მანო იყო,ანასტასია რომ უყვებოდა სასტუმროს ბიბლიოთეკაში.ოფიციალურად წარუდგინა მისი თავი და განაცხადა, აქ შენი კედლების შესაღებად მოვიყვანე, მთელი დღე ლეპტოპის ეკრანის ყურებით მალე დაბრმავდება და დროა ნამდვილ საქმეს მოკიდოს ხელიო.მანომ თავისებურად იუარა, თუმცა გახარებულმა ნიშნისმოგებით გადმოხედა და აუწყა, მშვენიერ დროს კი მომისწარით, სახლში ქიშმიშებით სავსე ტკბილი ცომი ამოვიდოდა უკვე და ფუნთუშების დაცხობას ვიწყებდი, კვიციანებთან სტუმრად ხელცარიელი რომ არ მოვსულიყავიო. სახლში შეპატიჟებულებიდან, ბერაია ერთადერთი იყო, ინტერესით რომ ათვალიერებდა ოდის მყუდრო მისაღებს.აქ ყველა ნივთი ათწლეულს ითვლიდა,თუმცა პატრონის გულმოდგინების წყალობით სიხალისე შეენარჩუნებინათ და კარგად შენახულები, ამაყად იცქირებოდნენ ადგილებიდან. მანო სამზარეულოდან ელაპარაკებოდა შემოსწრებულებს, სანამ წინსაფარმორგებული, ერთიანად ფქვილში ამოსვრილი ტკბილ ცომს აგუნდავებდა და ფორმებში გადაჰქონდა,ფუნთუშების დასაცხობად. -ეს გუშინ რომ მიყვებოდი ისაა, მანოს და თომას სახლია?...-პასუხს ხვდებოდა,თუმცა დადასტურება მაინც სჭირდებოდა.როგორც კი გოგონამ ღიმილით დაუქნია თავი, განაგრძო...-ახლა აღარ მიკვირს, პირველივე შესაძლებლობისთანავე რატომ მორბიხარ აქ...-გაეღიმა და თავისებურად წაკბინა,ერთ ადგილზე მოცქმუტუნეს. -ბავშვებო ცხელი ჩაი გირჩევნიათ თუ ცივი კომპოტი?...-სამზარეულოდან გამოსძახა მანომ, თუმცა ტონი შეიცვალა და კიდევ დაამატა...-ქალაქელებს ყავა უყვართ,ახლა გამახსენდა და ვამატებ. -მანო ამჯერად ყავას დავლევთ...-ანასტასია მიუხვდა ქალს ტონის ცვლილებას და სამზარეულოსკენ წასულმა უპასუხა...-წყალს მე ავადუღებ. -არა, შენ აი იქ, მაგიდაზე რომ კალათა დევს ხელი მოხვიე და ვენახის ბოლოს, ხეხილის ბაღი რომ გვაქვს იქ გაიქეცი...-ჩაიდანი გამოართვა და თავით მიუთითა კალათაზე...-ახლაგაზრდა ხარ, ხეზე მარტივად აძვრები, ვაშლი და ატამი დაკრიფე, თუ შეძლებ თუთაც მწიფეა და ისიც. ანასტასიამ გაკვირვებით მიაყოლა თვალი მანოს ჟესტს და პატარა, მრგვალ მაგიდაზე დადებულ კალათას დასწვდა.მერე დაბნეული გავიდა სამზარეულოდან და როგორც კი ბერაიას შესთავაზა გამომყევიო, ქალმა ისევ მოაძახა მარტოც მშვენივრად შეძლებ ხეზე ძრომიალს, ბიჭს თავი დაანებეო. რა უნდა ექნა, ხელები გაასავსავა და მალე დავბრუნდებიო ამოილუღლუღა. ბერაიას ღიმილს რომ მოწყდა, უცებ მზერა გაუშეშდა ჭურჭლით სავსე ძველებურ კარადის ღია თაროზე შემოდებულ ხილით სავსე სახილეზე და მიუხვდა ქალს ჩანაფიქრს.მანოს დემეტრესთან მარტო დარჩენა და მისი გამოკითხვა სურდა, ჯანაშია კი სულაც არ იყო წინააღმდეგი მისი გადაწყვეტილების სისწორე შეემოწმებინა თავის ბავშვობის მანოს.კარი მიიხურა და ზანტად წავიდა შორეული ვენახისკენ,რომლის ბოლოშიც თომას ხეხილის ბაღი ეგულებოდა. მისაღების სივრცეში დარჩენილი ბერაია უხერხულად იშმუშნებოდა და უკვე ბრაზობდა საკუთარ თავზე, უცხო სახლში, უცხო ოთახში, სრულიად მარტოდ დარჩენილს რომ აწყდებოდა.მანომ ფორმებში მოთავსებული ქიშმიშიანი ცომი ღუმელში შედგა და ფქვილიანი ხელები დაიბანა თუ არა, მაშინვე მოშორდა სამზარეულოს სივრცეს.კარის ჩარჩოსთან ჩამომდგარი ხელში ნერვიულად ატრიალებდა ტილოს,აქაოდა ხელებს ვიმშრალებო. როგორც მისი მეუღლე ახსენებდა ხოლმე, კარგი კაკებეშნიკივით, მალულად შეათვალიერა ალვის ხესავით მაღალი ტანადობის ბიჭი, შავგრემანი, ნაცრისფერი მეტყველები თვალებით და ლამაზი პირისახით. დემეტრე ბერაია მშვენიერი აღნაგობის, ახალგაზრდა კაცი იყო, თუმცა მანოს მისი ფიზიკურობა აზრს ვერ შეაცვლევინებდა.ჯერ კიდევ ღრმად სწამდა რომ ანასტასიასთვის ის არ იყო სწორი ადამიანი, სულის მესაიდუმლე და ცხოვრების მეგზური თავისი თვისებებით შეიცნობოდა და არა კარგი ტანადობით. შეფიქრიანებული ჩაიდანს მიუბრუნდა და უკვე გამზადებულ ფინჯნებს ადუღებული წყალი დაასხა.ხის დაფაზე დაწყობილი ფინჯნებით მისაღებში გამოვიდა, მის წინ სკამთან მისულმა ხელში მოქცეული ხის დაფა მაგიდის შუაში დადო და ღიმილით უთხრა ინებეო.დემეტრემ უხერხულობის გასაფანტად ფინჯანს ხელი დაავლო და თავისკენ მისწია.ახლა, ერთმანეთის პირისპირ აღმოჩენილები გონებაში საუბრის წამოსაწყებ სიტყვებს ეძებდნენ და აღმოჩნდა რომ ბერაია უფრო სწრაფი გახლდათ. -ანასტასიამ თქვენზე და თომაზე მომიყვა...-ფრთხილად წამოიწყო საუბარი, სწორი სვლა გააკეთა...-როგორც მივხვდი ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო,მაგრამ ყველაფერი ახსოვს და დიდი სიყვარულით ყვება. -ესეიგი თომაზეც მოგიყვა და ჩემზეც...-მანო მიხვდა რამხელა ამბავთან მოუწევდა შეჯახება, თუმცა როგორც კი ბერაიამ მის ეზოში შემოაბიჯა,გადაწყვიტა გაერისკა და თავის სიტყვას ვერ გადავიდოდა...-კიდევ რა მოგიყვა? -ბევრი ლაპარაკი არ უყვარს, ჩემსავით...-ბერაია თავშეკავებული იყო, გრძნობდა რაღაც ისე ვერ არისო...-მაგრამ ყველაფერი კარგი. -დედამისზე მოგიყვა?...-პირდაპირ აჯახა მანომ, ბევრი დრო არ ჰქონდა და ლოლიაობას ვერ დაუწყებდა.ისედაც თავად აპირებდა კვიციანებთან მისვლას, რომ ეს ბიჭი ენახა.როგორც კი პასუხად თანხმობა მიიღო,მაშინვე გაკვირვებული ჩაეკითხა, ის თუ გითხრა როგორ გარდაოცვალაო და დემეტრემ იუარა...-ესეიგი ბოლომდე მაინც არ გენდობა....-თავისთვის ამოიჩურჩულა. -უკაცრავად?...-ჩურჩულიცაა და ჩურჩულიც, მითუმეტეს როცა მოსაუბრისგან რამდენიმე სანტიმეტრი გაშორებს.მანოს თავის გაქნევას კი შეეჩეხა, თუმცა ამჯერად თავადაც დაინტერესებული გახლდათ...-ვხვდები რომ მისი პრობლემები, გაუთავებელი ავადმყოფობა და სისუსტე, დედის დაკარგვასთან არის კავშირში. -დედის დაკარგვასთან?...-უეცრად დარდი გაუკრთა მწვანე, ნაღვლიან თვალებში და საფუძვლიანად შეემზადა ნაბიჯის გადასადგმელად...-კვიციანები ახალგაზრდა ცოლ-ქმარი არიან, არ უნდათ ანასტასიას დაკარგვა. მე მოხუცი ვარ, ნენე შვილიშვილად მეკუთვნის, მაგრამ შვილივით მიყვარს და ყველაფერს ვიზამ მის დასაცავად, თუნდაც ამის გამო დამკარგოს...-გაურკვევლად მოედო ქალი სიტყვებს.დემეტრე მის ნათქვამს ვერ ჩასწვდა. -არამგონია ანასტასიას თქვენდამი სიყვარული რამემ გააქროს...-დარწმუნებით წარმოთქვა დემეტრემ და დაელოდა ქალის პასუხს. -დემეტრე...-მოჯადოებულივით ამოთქვა მანომ და მაგიდაზე თითები ნერვიულად აათამაშა...-შენნაირ ბიჭს ერთხელ უკვე შევხვედრივარ.ქალაქში გაზრდილს, სულ საბუთებში მოქექიალეს, დაუკმაყოფილებელს და მუდამ საქმიანს.შენ ხომ დიდი გეგმები და მიზნები გაქვს? ალბათ ეს სასტუმრო შენთვის არც პირველი და მითუმეტეს არც უკანასკნელი საქმეა, რომლისთვისაც ღამეებს ათენებ,ოჯახთან ნაკლებად ახერხებ ურთიერთობას, გვიან იძინებ და დილაადრიან დგები, ხომ ასეა? -ამას ისე ამბობთ, თითქოს დანაშაულია...-იცოდა ბერაიამ სოფლის ხალხის აზროვნება, მუშების ლაპარაკს ხშირად შესწრებია და მათაც სულ უკვირდათ, იმ კომპიუტერის ეკრანთან, სულ რას ჩასჩიჩინებ ერთი გამაგებინაო, თუმცა მაინც ვერ მიუხვდა ქალს ასეთი ამრეზით საუბრის მიზეზს. -დანაშაული ხდება მაშინ, როცა იმ გულს გატეხ, რომელსაც შენგან სულ სხვა მოლოდინები აქვს...-წარბშეუხრელად მიახალა მანომ და კიდევ ერთხელ დაუტრიალდა სიბრაზის გორგალი თავში...-შენ ტასოს მამას გავხარ, იმიტომაც გითხარი შენნაირ ბიჭს უკვე შევხვედრივართქო. -საინტერესოა, ეს შედარება პირველად არ მესმის...-ცინიკურად ჟღერდა დემეტრეს ნათქვამი და ასეც იყო. იმის გახსენებაზე როგორ მიახალა ჯანაშიამ მამაჩემს ჰგავხარო, ახლაც მწარედ გაჰკრა გულში რაღაცამ. -ბატონი გიორგი ჯანაშია, თავის მამიდასთან რომ ჩამობრძანდა და სოფელში განაცხადა ტბის მხარეს მიწა უნდა ვიყიდო და დავიმტკიცოო, თან თავისი ცოლი ჩამოიყვანა.მილა ისეთი ცოცხალი თვალების, ტანადი, ლამაზი გოგო იყო.ყველა გაიცნო, ყველას დაუმეგობრდა. ამ სოფელში ერთ ძველ მაცხოვრებელს ვერ მოძებნი წამლად, რომელიც იტყვის მილასთან გულისტკივილი გავამხილე და არ დამეხმარაო...-სხივები ათამაშდა ქალის თვალებში,როგორც კი ანასტასიას დედა ახსენა...-ახლად დაქორწინებულები იყვნენ და ჯანაშია დიდის ამბით აფრიალებდა სიმამრის ქონებას, სასტუმროს აშენებდა, ფურცლებში თავჩარგული სულ მუდამ ქვეშ-ქვეშად, დამძიმებული იყურებოდა.საქმე,რომელსაც ხელი მოკიდა მარტივი არ აღმოჩნდა და იმის მაგიერ ახალგაზრდა ცოლთან ერთად სულ მცირე დრო მაინც გაეტარებინა, გამოიკეტებოდა ოთახში და არ მცალიას გაიძახოდა. -ამის გამო ბრაზობს ანასტასია მამამისზე? ესეიგი გიორგი ჯანაშია ახალგაზრდობაშიც ის იყო,რაც ახლაა...-ბრაზით ამოთქვა ბერაიამ, დაუფიქრებლად. მერე კი მანოს გაკვირვებულ მზერას წააწყდა და მიხვდა ქალში ჩემმა სიტყვებმა რაღაც გარდატეხა მოახერხესო.დარწმუნდა როცა ცივად მოცქირალი, უცებ მისკენ მიჩოჩდა და თავისუფლად განაგრძო თხრობა. -მილა გულისწყვეტას არ იმჩნევდა, მთელ დღეებს ტბასთან ატარებდა, ხანდახან ჩვენთან ან კვიციანებთან შეივლიდა სტუმრად, სოფლის ქალები ემეგობრებოდნენ და მათთან საუბარში გაჰყავდა დრო...-შორს იცქირებოდა მანო, ამ ოთახისგან ძალიან შორს.მერე სხივები ჩაუკვდა გუგებში და თავდახრილმა,ჩურჩულით განაგრძო...-მერე ის საშინელება დაიწყო, სასტუმროს პირველი სართულის შენებას ამთავრებდნენ რომ დაფეხმძიმდა, ჯერ ერთი თვისაც არ იყო,ბავშვი მოშორდა. ანასტასიამდე სულ სამჯერ მოსწყდა მუცელი...-იქ, მის თვალის უპეებთან საწყალობლად კრთოდა კურცხალი...-აბა თუ მიხვდები გიორგი ჯანაშია რას აკეთებდა, თავისი გალეული, ერთიანად გაუბედურებული ცოლის დანახვაზე? დემეტრე ისმენდა და ითმენდა.ნელ-ნელა გრძნობდა როგორ უმძიმდებოდა გონება, მანო ჩქარობდა მოყოლას და თავად ბერაიაც ხვდებოდა, უნდა ყველაფერი მითხრას სანამ ანასტასია დაბრუნდებაო.ხმას არ იღებდა, ჟესტებით ახვედრებდა ყურადღებით გისმენო და ჩურჩულით ამოთქვამდა ხოლმე რამდენიმე სიტყვას.არც მაშინ გაუღარღილებია სიტყვა, მანომ რომ გაანდო უკვე დასრულებულ, სტუმრების მისაღებად გამზადებულ სასტუმროში, მარტო დატოვა ცოლი და თვითონ თბილისში გაიქცა, ახალი საქმის საძებნელადო.როგორც აღმოჩნდა ეს პერიოდი გიორგი ჯანაშიას აღზევების ხანა იყო, გაიოზს რომ შეხვდა და ერთად წამოიწყეს სანტექნიკის მაღაზიების ქსელის ბიზნესი.მისი წასვლიდან ორ თვეში მიხვედრილა მილა, ისევ ფეხმძიმედ ვარო და ამჯერად გამართლებია, ამბის გაგებიდან შვიდ თვეში იმშობიარა და ნანატრ შვილს ანასტასია დაარქვა. -ამიტომაც არ ჩანს ანასტასიას მოყოლილ არცერთ ამბავში მამამისი, გიორგი ჯანაშია?! იმიტომ რომ ბიზნესში თავით გადავარდნილს საერთოდ არ აინტერესებდა ცოლ-შვილი?...-ბრაზმა გააგიჟა და სისხლის მოწოლა იგრძნო სახეზე. -ცოლ-შვილი უყვარდა, ამბობდა ყველაფერს მათი კეთილდღეობისთვის ვაკეთებო, მაგრამ უცხო თვალისთვის ეს ამბავი სულ სხვანაირად ჩანდა.სანამ ნენე ექვსი წლის გახდა, მანამ საერთოდ არ წასულან სოფლიდან, გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე ჰყავდათ სასტუმროში სტუმრები, ზამთრის ცივ დღეებში მიდიოდნენ ქალაქში...-ამჯერად ყველა სიტყვას ზომავდა ქალი, თითქოს საკუთარ გადაწყვეტილებას აფასებსო, მისი მოუთმენლობა გაქრა და ყოყმანი დაეტყო...-მერე ტასო სკოლაში შევიდა და აქ არდადეგებზე ჩამოდიოდნენ.ყოველ ზაფხულს, უფრო და უფრო გალეული ჩამოდიოდა მილა. ყველა ვხვდებოდით, რომ საკუთარი სახლი კისერში უჭერდა და იქ, რაღაც ცუდი ხდებოდა. -არ მითხრა, რომ გიორგი ჯანაშია ისეთი არაკაცი იყო, ცოლზე ძალადობდა...-დემეტრეს მოთმინების ფიალა დაცლილი იყო, იქ ერთ წვეთსაც ვეღარ იპოვნიდით. სახეწამოწითლებული, გიჟს დაემსგავსა იმის გაანალიზებისას, რაც წამოიძახა სიმართლე რომ აღმოჩენილიყო. -არა, არა...-რეაქციას დაკვირვებულმა მანომ ღიმილით ამოთქვა.საუბარი ისე წარიმართა, რომ დემეტრე ბერაია, მაინდამაინც ისეთი ბიჭი არ აღმოჩნდა როგორც თავად ეგონა...-უბრალოდ მილასთვის უცხო იყო ის, რისკენაც გიორგი მიისწრაფოდა, არ უყვარდა ქალაქი, ხმაური, კორპუსის ბინა და... -ანასტასიას მსგავსად აქაურობის გარეშე ვერ ძლებდა...-ახლა ხვდებოდა ბერაია...-ანასტასია მას გავს, დაუმორჩილებელი სული და მეამბოხე ხასიათი აქვს. -იცი?!...-ნიადაგი მოსინჯა მანომ და ფრთხილად წადგა ნაბიჯი წინ, ახლა უკვე უფრთხოდა მის განაწყენებას...-ანასტასია და მილა განსხვავდებიან ისეთი ადამიანებისგან, როგორიც შენ და გიორგი ხართ. სული თავისუფლებით აქვთ სავსე და მათ ერთ ოთახში თუ გამოკეტავ, კი არ დაიმორჩილებ, უბრალოდ გაქრებიან. შეუძლიათ მთელი დღე გაატარონ ბაღში, არ დაიღლებიან ხელსაქმით, რაც არ უნდა სთხოვო არ დაიზარებენ.ბუნებისთვის გაჩენილი შვილები არიან და ბუნებაშივე უნდა იცხოვრონ, რომ გადარჩნენ. -მილა როგორ გარდაიცვალა?...-ესეც ასე, ბერაია უკვე კანში ვეღარ ეტეოდა, ხვდებოდა რაღაც საშინელი ამბავი იმალებოდა მთელი სასტუმროს და ჯანაშიას ოჯახის გარშემო და ამ სახლიდან ისე არ წავიდოდა, რომ ფარდა არ აეხადა საიდუმლოსთვის. -ჩემს ეზოში რომ დაგინახე, მაშინ სრულიად დარწმუნებული ვიყავი,ამ ამბავს მოვუყვებითქო, მაგრამ ახლა აღარ ვიცი, რამდენად სწორია ჩემი მხრიდან იმის გამხელა, რაც ანასტასიამ უნდა განდოს...-ასეც იყო, აქამდე გიორგი ჯანაშიას შედარებული დემეტრე ბერაია, რატომღაც სულ აღარ ჰგავდა მას, გიორგის, რომლის სახეც ამ სოფელში, ზოგს მალულად, ზოგს კი ღიად ეზიზღებოდა. მისი ამპარტავანი, მუდამ ცივი სახის დანახვაზე სოფლის კაცები იმზირებოდნენ და გვერდს უვლიდნენ, ყველა შესაძლებლობას ეჭიდებოდნენ ოღონდ კი არ გამოლაპარაკებოდნენ. -ანასტასია,რომ გავიცანი არაფერი ვიცოდი და სულ ერთმანეთზე წაკიდებულებს, ჩხუბი რომ მოგვივიდა მივაძახე მამაშენს დაუჯერე და შენ წამლებს ფსიქოტროპულებიც მიამატეთქო...-ბერაია გატყდა.ახლა მის ნათქვამს რომ იხსენებდა,სხეულში დავლილ უსიამოვნო შეგრძნებას გულის რევამდე მიჰყავდა.ალბათ არასდროს გაამხელდა ეს სიტყვები მის ბაგეებს რომ გადმოსცდა და იკადრა. ახლა კი აქ, ყველა საიდუმლოს მცოდნე, ყველა ამბის მომსწრე ქალის წინ გააჟღერა. მშვენივრად იცოდა მისი ნათქვამის უკან შეფარულ ქვეტექსტსაც რომ ამოიკითხავდა მანოს გონება.მართალი იყო, მიუხვდნენ გულწრფელი აღიარების მიზანს. დემეტრე ბერაიას აღარ სურდა, რამე სისულელე წამოეროშა, მაშინ როცა წარმოდგენა არ ჰქონდა რა ხდებოდა ანასტასია ჯანაშიას თავს.კარგა ხანს გასუსულები, ერთმანეთისკენ მალვით აპარებდნენ თვალს და მანო გულში ნატრობდა, ნეტავი ნენე მოვიდოდეს და არ დამცალდეს ამბის მოყოლაო.მალევე მიხვდა,კარგა ხნით დაიგვიანებსო და სხვა მშველელიც არ ჰყავდა. -ტასო რომ თორმეტი წლის იყო, იმ ზაფხულს, არდადეგების დაწყებისთანავე ჩამოვიდნენ.აქ სტუმრები უკვე ისვნებდნენ და სასტუმროს ოთახებიც გადავსებული იყო ხალხით.მილას ოთახი, მარცხენა მხარეს, მესამე სართულის გუმბათში იყო, გეცოდინება...-თანხმობის ნიშნად ბერაიამ თავი დაუქნია და ახლა გაანალიზა რატომ მოსთხოვა ჯანაშიამ კომპრომისზე წასვლა, პირობად კი იმ ოთახის ხელშეუხებლობა მოითხოვა...-მილა ხუთი თვის ფეხმძიმე იყო. -მოიცა, ის პატარა ბიჭი ექვსი წლისაა...-ახლა გადახარშა დემეტრემ, აქ რაღაც ისე ვერ იყო. -ის ბიჭი ბატონ გიორგის თავისი მეორე ცოლისგან ჰყავს...-აგდებით წამოიძახა მანომ და ჩაფიქრებით განაგრძო...-მილა თავისი ბიჭის დაბადებას ვერ მოესწრო. -მუცელი მოეშალა...-მოჯადოებულივით დაიჩურჩულა საკუთარი გონების ხმას მიყოლილმა და მარცხენა მხარეს მწარედ დაუტრიალდა ტკივილის გორგალი, მანომ რომ თავი დაუქნია. -მაშინ თომა ზურასთან ერთად უვლიდა ბაღს და რომ მითხრა ჯანაშიები ჩამოვიდნენო, მეორე დილით გამოვყევი დედა-შვილის სანახავად, კარგა ხანს ველოდე ორივეს, საუზმის დროს იცოდნენ ჩამოსვლა და ეზოში ჩამომჯდარი ვიცდიდი.კარგა ხნით რომ დააგვიანეს, მზარეულის გოგო გავგზავნეთ ამბის გასაგებად და მისი კივილის ხმა რომ გავიგეთ, ერთიანად ავცვივდით...-მანო გაჩუმდა, მზერა კედელს გაუშტერა და ახლა სახეზე ეტყობოდა, როგორ საშინლად დაერია წარსულის მოგონება მის თავს. ბერაიას დაძაბული ფიგურა ხვდებოდა, რა საშინელების მოსმენაც მოუწევდა და თვალებგაფართოებული ცდილობდა საკუთარი სულის შემზადებას...-ორივე დედა-შვილი ერთ საწოლში, ერთმანეთისკენ პირისახით შებრუნებულები იწვნენ. ანასტასიას გაყინული მზერა თვალებიდან არასდროს ამომსვლია...-ახლა კი ვეღარ შეიკავა თავი და გულსაკლავად სლუკუნებდა ქალი...- დედამისის სახეზე თავისი პატარა თითები ელაგა და არცერთისთვის მოუქცევია ყურადღება, ისე ავაცალეთ ქალს. -ვერ მივხვდი მანო, მილა ცუდად იყო და ანასტასია ამ ყველაფერს უყურებდა?...-დემეტრეს თავში ახლა ყველაფერი არეული და ქაოტური იყო.საერთოდ ვერ ხვდებოდა რაზე მიანიშნებდა ქალი და კანშიც ვეღარ ეტეოდა. -მუცელი შუაღამით მოსწყდა და როგორც გვითხრეს გამთენიისას გარდაიცვალა. ნაგანიდან გასროლილ ტყვიებს ჰგავდა ქალის სიტყვები, ექოსავით რომ დატრიალდა მისაღების ოთახში.ახლა საიდუმლო აღარ არსებობდა და ბერაიას ორგანიზმმა მთლიანად იგრძნო შეძრწუნებაც და ცხოვრების უსამართლობის მიმართ საზიზღარი სიძულვილიც.სხეულს მოდებულმა შეგრძნებებმა სიტყვები შეატოვა და გახევებული ცდილობდა ყველაფრის გადაფასებას.ამ წამიდან ყველაფერი იმდენად გასაგები და ნათელი იყო, რომ გონებამ საერთოდ უარი თქვა მეტის მოსმენაზე. კარის ზღურბლთან გოგონა გამოჩნდა, დედის ლაჟვარდისფერ, თეთრი კოპლებით დაფარულ კაბაში გამოწყობილი, სახეზე ღიმილაკრული რომ აფრიალებდა ხის მოწნულ კალათას და შემართებით იძახდა, ხეზე ასვლა ხელთავიდან ვისწავლე და ხილი მაინც მოვიტანეო.მისაღების მაგიდასთან კი ორი, სახეწაშლილი და ჩაფიქრებული ადამიანი დახვდა, რომლებმაც წყვილ-წყვილად ააწებეს თვალები. გაკვირვებული ანასტასია ლოყებზე ჩამოგორებულ ცრემლებს რომ შეეჩეხა, ღიმილი შეახმა პირზე. დემეტრე ბერაია ტიროდა. კითხვის ნიშნებით სავსე გუგებით უშვა ხელი კალათას და როგორც კი მაგიდაზე დადებულად დაიგულა,მაშინვე გულაჩქარებით იკითხა რა მოხდაო.მანომ ნაძალადევად გაუღიმა და სამზარეულოსკენ წასულმა მოაძახა ჩემ ბებრულ გრძნობებზე ლაპარაკით გავუწყალე გულიო.როგორც კი მისი მზერა ბერაიაზე გადაიტანა სხეულში ტკივილმა დაუარა, ისე გაფითრებით მოშტერებოდა ბიჭი და სიტყვას არ ძრავდა.მორცხვად წაეტანა მის თითებს, უჩურჩულა ხომ კარგად ხარო და თავის დაქნევით დაუდასტურეს.მანომ ჯანაშიასთავის გამზადებულ ყავის ფინჯანს ახლადდამცხვარი, ჯერ კიდევ ორთქლადინებული ფუნთუშები მოაყოლა და შესთავაზა.ანასტასია დემეტრესკენ აპარებდა თვალებს და გონებაში მწარედ დაურბოდა ფიქრი, მუდამ სახეგაყინულს და მეტყველს, ასე უცებ რამ ჩაუქრო სხივიო. ლაპარაკში აღარ აჰყოლიათ, ისე უჩუმრად ეტანებოდა ყავას და ნელ-ნელა თითქოს ადამიანური იერიც დაიბრუნა.შუადღე გადასული იყო და სოფელი საღამოს სიგრილისთვის ემზადებოდა,ოდიდან რომ გამოვიდნენ.ჭიისკარამდე მიყოლილ მანოს თბილად გამოემშვიდობა გოგონა და დაუბარა მალევე გესტუმრებიო. ავტომობილში,მძღოლის გვერდზე მოთავსებულმა დაინახა როგორ მიეფარა მოხუცი თვალს და ამჯერად მშვებით ამოსუნთქული მოიუბრუნდა ბერაიას, კითხვებით. -ახლა ძალიან მინდა, სადმე შორს, ყველასგან და ყველასფრისგან, სულ ცოტა ხნით, სიჩუმეში დარჩენა...- იყო დემეტრეს პასუხი და ჩაფიქრებულმა ტასომ მშვენიერი იდეა მოქექა თავის ქალაში. ინერციით მის მითითებებს მიყოლილი დემეტრე, გაუანალიზებლად აღმოჩნდა თვალუწვდენელ მინდორთან, ბალახები რომ მუხლებამდე სწვდებოდა და ჩრდილოეთიდან მონაქროლი ჰაერი სახეში სცემდა.ახლა ორი სხეული, ერთმანეთის გვერდიგვერდ ხელიხელ ჩაკიდებულები იდგნენ და თამამად აჩვენებდნენ მზეს, მისგანვე გამთბარ სახეს.ანასტასიამ მაგრად მოუჭირა ხელისგული, დემეტრეს თითებს და შეფარული ღიმილით გაიყოლა უკან. ფიჭვის ხეების ძირში,შედარებით დაბალ ბალახებში, თუ კარგად დააკვირდებოდით, აუცილებლად შეამჩნევდით ორ ფიგურას.ბიჭს ფართედ გაეშალა მხარი და გულზე ჰყავდა მიწვენილი ლაჟვარდისფერ სარაფანში გამოწყობილი გალეული გოგონა. მინდვრებში ჯერ კიდევ არ იყო კაცის ჭაჭანება, რადგან მზე მაინც მედგრად იდგა და ღრუბელს არ იკარებდა გვერდზე.სამარისებურ დუმილს ხეების გასწვრივ გამავალი პატარა ღელეს ხმა არღვევდა, რომლის წყალიც ისე ომახიანად მორაკრაკებდა, გეგონებოდათ უკვდავების წყაროა და ყველას უხმობს საიდუმლოს გასამხელადო. ბერაიას თვალები ცამდე აზიდულ, მარადმწვანე ფიჭვის ტოტებში იკარგებოდა, ანასტასიას კი დაბრმავებული ჰქონდა თვალთახედვა იმ სიმშვიდის შეგრძნებით, რომელიც აქ, ყველასგან დამალულად, მხოლოდ ამ ბიჭის გვერდით ყოფნა ანიჭებდა.თითქოს დედამიწამ ბრუნვა შეწყვიტა, ცხოვრებამ დრო გააჩერა და სივრცეში ორი მოცახცახე გული დატოვა, რომლებიც უთქმელად ისმენდნენ ერთმანეთისას. -ასეთი რა მოგიყვა მანომ?...-ფრთხილად დაარღვია გაუთქმელობის პაქტი მოუთმენელმა ჯანაშიამ და თავი მისკენ აატრიალა. -არაფერი.ჩვენ ისე, უბრალოდ ვსაუბრობდით...-არეული იყო, გონებაც და ფიქრიც.ენა როგორ მოეტრიალებინა იმის სათქმელად ყველაფერი მომიყვაო, მერე ხომ კითხავდა რა ყველაფერიო და აქ კი, ისევ თავიდან გაეხლიჩებოდა თავის ქალა. -უბრალოდ საუბრობდით?...-წამოიძახა უცებ, მის გულს მოშორებულმა და ხელისგულით დაეყრდნო მიწას.ახლა ზემოდან დაჰყურებდა და ანცობის ცეცხლი ედგა გუგებში...-მუდამ წარბშეკრული დემეტრე ბერაიას სახეზე, მე ერთი-ორი ცრემლიც კი დავინახე და უნდა დამაჯეროს, რომ უბრალოდ საუბრობდა?...-ღიმილი სახეზე შეახმა როცა ბიჭმა თვალები დახუჭა...-დემე...-შეშფოთება და შიში იყო ამ ჩურჩულით წარმოთქმული სახელის მიღმა. -ჩემთან მოდი...-როგორც იქნა ამოღერღა და მხარ მოხვეულის სახე კისერთან აიკრო. ამოვარდნის პირას მყოფი გულის,ათრთოლებული სახის, გულისგამაწვრილებელი დუმილის ფონზე, ჯანაშიას გონებამ ანალიზის ბოლო წერტილს მიაღწია და თვალებშეშლილმა ამოთქვა. -მოგიყვა? ყველაფერი მოგიყვა და ასეთი წაშლილი იმიტომ ხარ...-ეს კითხვა არ იყო, დასკვნა გახლდათ, საკუთარი თავისთვის გამხელილი უფრო, ვიდრე ბერაიასთვის. -აქამდე რატომ არ მითხარი? აქამდე როგორ არ გაამხილე?...-მოჯადოებულივით იძახდა კითხვებს, სანამ ერთიანად აფოფრილმა, ყველაზე და ყველაფერზე გაბრაზებულმა პასუხი არ აღირსა. -რა უნდა მეთქვა, დედაჩემთან ერთად მეძინა როცა მუცელში შვილი მოუკვდა და თორმეტი წლის ბავშვმა მისი სისხლით დასვრილმა გავიღვიძეთქო? ეს როდის უნდა მომეყოლა? გამარჯობას სანამ გეტყოდი თუ მერე?...-ახლა როცა არაფერი წმინდა აღარ შერჩა და ეს ამბავიც, როგორც მისი ყველაზე საშინელი მოგონება, ყავაზე მოყოლილ ჭორად აქციეს, საერთოდ აღარ სურდა მშვიდად ყოფნა. -არა! ეს მაშინ უნდა გეთქვა როცა უხეშად გელაპარაკებოდი შენი უჭმელობის, გულის წასვლების, ოთახში გამოკეტილობის და უსიცოცხლობის შესახებ...-დემეტრე ბერაია ბოლო ხმაზე ყვიროდა...-მაშინ! გესმის? თავში უნდა გეთხლიშა ჩემთვის, რაც კი ხელში მოგყვებოდა, ყველაფერი სახეში უნდა გესროლა და გეთქვა რომ იდიოტი ვარ, რომლის სამყაროც რაღაც უაზრო საბუთებით იწყება და მთავრდება! -დემე, დემე...-უეცრად ჯანაშიამ გაანალიზა, რომ ახლა ამ ამბავში ბერაიას გონება იკარგებოდა და სახეზე წატანებული თითებით სცადა მისი სიგიჟის დამშვიდება...-ეს ყველაფერი უკვე გამოვიარე.გიორგიმ ისე საგულდაგულოდ დამალა ეს ამბავი, რომ ხანდახან მე თვითონაც ეჭვი მეპარეობდა, ხომ ნამდვილად მოხდათქო. -ასეთი ამბავი როგორ უნდა დამალო...-ვერ ხვდებოდა დემეტრე. მისთვის, ბიჭისთვის, რომელიც უერთიერთპატივისცემით, სითბოთი და სიყვარულით სავსე ოჯახში გაიზარდა, სრულიად წარმოუდგენელი იყო გიორგი ჯანაშიას მამის ინსტიქტები. -უბრალოდ თქვა, რომ მილას მუცელი მოეშალა და ამით დაასრულა მისი ამბავი. -და შენ? შენს ამბავს როგორ მოექცა? წამლებით გაბრუებდა და ასე ესმოდა მამობრივი სიყვარული?...-ყურები მოსმენილს ვერ იჯერებდნენ. -ჩემმა ორგანიზმმა მას მერე, რაც თომამ ხელში აყვანილი მომაშორა მილას და მანომ საგულდაგულოდ გამასუფთავა, უარი თქვა ყველაფერზე.მახსოვს რომ გული მერეოდა, უბრალოდ არ შემეძლო...გაგიჟებული, უკვე რომ ძალით მატენიდა თავისი ხელით პირში ყველაფერს, მაშინ მიხვდა რომ მარტო ვერ მოერეოდა. ექიმმა ვერ გაიგო რა მჭირდა და თქვა რომ ანორექსიის წინა ნიშნები იყო,მე დღემდე არ ვეთანხმები...-უემოციოდ ყვებოდა ჯანაშია, ჩვენ ხომ ასე ვართ, იმას რასაც დიდი ტკივილით გადავიტანთ, წლების მერე, თავისთავად, ისე ვყვებით, თითქოს სადღაც მოსმენილს ვიმეორებდეთ...-მილას გარდაცვალებიდან ,მესამე წელს მეორე ცოლი მოიყვანა და ცხოვრება გააგრძელა.როცა გავიგე, რომ ლილე ფეხმძიმედ იყო, სახლიდან წასვლა უკვე გადაწყვეტილი მქონდა. სკოლა სახლში გამიხსნეს, მასწავლებლები მოდიოდნენ და მიდიოდნენ, მე კი ვიცოდი რომ თუ მინდოდა ყველაფერს მოვშორებოდი, უნდა მესწავლა...როგორც კი სკოლა დავამთავრე, გამოცდები ჩავაბარე და ბერლინში წავედი...-ახლა ყველაფერი გამხელილი გამხლდათ, ამაზე მეტს ვერცერთი იტყოდა.ისევ ჩაჩუმებულებს და ერთმანეთზე აკრულთ, თავიანთი საფიქრალი ჰქონდათ.ჯანაშიასთვის ხმის ამოღება და რამის თქმა ახლა მიწასთან გასწორების ტოლფასი იყო. "უცნაურია ცხოვრება, არა? უცნაურია რამხელა ძალა აქვს ადამიანს, რომელიც უღიმის მას, ვინც ყველაზე მეტ ტკივილს აყენებს. უცნაურია რომ ვპატიობთ მათ, ვინც ცხოვრება წაგვართვეს. უცნაურია რომ ვემეგობრებით მათ, ვინც დაგვანახეს რომ არაფერს ვნიშნავთ. უცნაურია როგორ ჩვეულებრივ ველაპარაკებით მათ, ვინც ვიცით რომ გვიყენებს... უცნაურია რომ ვეგუებით სიკვდილს, ადამიანების წაშლას და გაქრობას, მიტოვებებს და დღეების მონოტონურობას... უცნაურია რომ ვიღვიძებთ,თითქოს ყველაფერი კარგადაა,ამინდიც ემთხვევა დღევანდელ პროგნოზს და უეცრად,არსაიდან, მაგრამ მაინც ხვდები რომ ყველა შენი მეგობარი ნაგავია, რომ შენი შიშები უბრალოდ სისულელეა,რომ მამაშენი ერთი ეგოისტი,მოღალატე ნაძირალაა და გარშემომყოფებისთვის უფრო საინტერესო ხარ თუ მათგან თავს შორს იჭერ. უცნაურია რომ დღეს დილით, გზაზე შემხვედრმა ქალმა, რომ შემოგხედა, თვალებით განიშნა ვეღარ ვუძლებო. უცნაურია რომ ორი გულის ფეთქვა, ისე ახლოს არასდროს ყოფილა, როგორც ახლა და... უცნაურია რომ ამ ყველაფრის გააზრების მერე ცხოვრება უფრო მსუბუქი გახდა, თითქოს უფრო ასატანიც..." -ეს ამბავი მანოს შენთვის არ უნდა მოეყოლა...-დიდხნიანი დუმილის მერეღა ამოთქვა ანასტასიამ. ბერაიას შეკითხვაზე კი გააგრძელა...-იმიტომ,რომ ახლა, ისედაც სულ მუდამ კოპებშეყრილი სახე, კიდევ მეტად მოგეღვენთება და ჩხუბში აღარ ამყვები. -ეგ ვინ მოგახსენა? მე და შენ თანაბარ პირობებში ვიბრძვით, ყოველთვის!...-თავს გაღიმების უფლება მისცა...-ვერაფერი მაიძულებს დაგიმალო, როგორ საშინლად მინდა ხოლმე, ყოველ თვალების დაბრიალებზე, შენი დაცინვა. -მე როგორც მახსოვს, ჩემი თვალების ბრიალის გეშინოდა?...-ეშმაკურად ახედა და მოჩვენებითი გაკვირვებით შეიცხადა. -ვინ გითხრა რომ ახლა არ მეშინია? უბრალოდ თან მეცინება...-გაეცინა როცა მკლავზე მსუბუქი ბწკენა აგემეს.მერე სახედამშვილებულმა ამოთქვა...-ხვალ თბილისში წასვლას ვაპირებდი, მაგრამ... -მაგრამ? არანაირი მაგრამ !...-წამოეფოფრა ისევ ქალბატონი...-წავიდეთ.მეც წამოვალ, რაღაც საქმეები მაქვს მოსაგვარებელი. -იცი, ბინის ყიდვა მინდა...-შეფარვით დაიწყო ბერაიამ, თითქოს ნიადაგს ამზადებსო...-თუ გეცლება გამომყევი, არჩევაში დამეხმარები. -ვნახოთ...-ჩაფიქრებულმა ანასტასიამ, სადღაც სივრციდან გასცა პასუხი, ისე რომ კითხვის არსს არც დაჰკვირვებია.ასე რომ ბერაიას მინიშნებაც მისთვის უხილავად დარჩა. კარგა ხანს იწვნენ ასე, ფიჭვების ჩრდილში, სანამ მწუხრი არ დაერია მინდვრის აბიბინებულ ბალახებზე მოცურავე მზის ჩამავალ სხივებს.საიდანღაც ხმა მოდიოდა, სოფლის მაცხოვრებლები ნელ-ნელა მიიწევდნენ სახლისკენ და ხმაურიანად ეხმიანებოდნენ ერთმანეთს.მხოლოდ ღამის უკუნეთ სიბნელეში წამოიშალნენ და კვიციანების სახლისკენ,ავტომობილში მდუმარედ მსხდომებმა გაუთქმელობის შესახებ დადეს შეთანხმება.აუცილებელი არ იყო მათი ოჯახის მყუდროება კიდევ ერთხელ დაერღვია იმ საშინელი ღამის ამბავს. თითქოს არაფერი.... ჩვენ ყველას ჩვენი ამბავი გაქვს, რომელიც გამხელას ელის....და მაინც , რას ვითხოვთ ასეთს? იქნებ უბრალოდ უნდა მოგვცენ საშუალება ვიყოთ ჩამომსხვრეულები მაშინ, როცა მთლიანად ყოფნა ვალდებულებაა. იქნებ უნდა გვაცადონ ჩამოტირება ცუდი ამინდივით, როცა სახეზე მანათობელ მზეებს ელიან. უნდა გვაცდიდნენ ათად მოკეცვას სადღაც, სიღრმიდან წამოსული ხრიალისას, მაგრამ... ჩვენ ვდგებით, იატაკის სიცივეს ვეხეთქებით ძლივს წამოწეული წელის სიმძიმით, ვიცმევთ , ვიღებებით და ვიცით არ გვაცდიან. ...და ისე ვრჩებით, როგორც გაწყვეტილი მძივი,რომელსაც ჯიუტი ბავშვი, ყოველ დილით თავიდან კრავს ძაფით,ხელახლა გასაწყვეტად. XII "სახლში დაბრუნება ჰგავდა, მის სულის მოთქმას" ივლისის თვე არ იშურებდა წვიმიანი ამინდის სუსხს,ისე გამალებით ეხეთქებოდნენ უკვე მუქ მწვანეში გადასულ ფოთლებს თავსხმის წვეთები,იფიქრებდით დედა -ბუნება დასტირის თაკარა მზისგან გამომშრალ მიწის შვილებსო.ცის წვერამდე აზიდული მთები თითქმის დაეფარა ჩამოწოლილ ნისლს და ყველაფერი იფლობოდა უხილავობის ფართო სპექტრში.ფანჩატურთან მსხმოაიარე ატმის ხეები მედგრად იდგნენ ცის ერთიანად გადაშავებული ღრუბლებიდან მომავალი თავსხმა წვიმის წინაშე და წამითაც არ ეპუებოდნენ ჭექას და ქუხილს. პაწაწინა ოთახის კარი ფრთხილად შეიღო, თითქოს ჯერ შესვლას არ აპირებსო, ჩარჩოსთან გახევებული, გაფაციცებით აკვირდებოდა ბალიშებში თავჩარგულ მძინარე სახეს.ცამ დაიგრგვინა და გონზე მოსული, სწრაფი ნაბიჯით ეცა დარაბების სახელურს. მოთრითინე ფარდას წვეთ-წვეთობით სცვიოდა დედაბუნების ცრემლები და უეცრად, მწოლიარე შეირხა, უფრო მეტად მოიკუნტა და გაუგებრად დაიბუტბუტა.მუდამ თოვლის ფიფქივით თეთრი სახე, ზაფხულის თაკარა მზეს შეეფერადებინა და თამამად აჩენდა აპრეხილ ცხვირთან,თვალების გაწვრივ, დაყრილ ჭორფლებს.მშვიდი ძილის გუშაგი, ლოგინთან დაიხარა, საჩვენებელი თითით დასწვდა თვალთან ჩამოვარდნილი კულულის ბოლოს და ყურადღებით დააკვირდა თითის ბალიშებით მიფერებული სახის გაბადვრას.მისკენ წაწეულს ცხვირში შეუღიტინა იების სასიამოვნო სურნელმა.თავად კი ცდილობდა, უჩუმრად შეეტოვებინა კოცნა, თუმცა კისრის კუთხეში სიცოცხლის წყაროსთან გავარვარებული ტუჩების შეგრძნებით დამწვარმა, მინაბული ქუთუთოები ერთმანეთს დააშორა და წამწამებ აზიდული, შემკრთალი თვალებით მიაშტერდა ოთახის სტუმარს. საიდუმლო წართმეულმა ჯაშუშმა, ყველა ძალის და ღმერთის წინაშე აღიარა დანაშაული და თქვა, როგორც კი გამომეღვიძა, წვიმის ხმა გავიგონე და ვიცოდი ფანჯრები ღია გექნებოდაო. -ვიფიქრებდი ამოწმებს, ხომ არ გავცივდითქო, მაგრამ ტემპერატურას შუბლზე ხელისგულის მიდებით ამოწმებენ და არა, კისრის კუთხეებში...-ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფმა, ძლივს მოაბა თავი სათქმელს და ისევ ამხილა, ისედაც გამოჭერილი. -ეს მაშინ, როცა ავადმყოფი იების სურნელით არ გიწვევს...-ჩურჩულებდა დემეტრე და თან ეშმაკური ღიმილით აკვირდებოდა, ჯერ კიდევ ნახევრად მძინარეს...-აბა, რით იმართლებთ თავს ქალბატონო? -რა ვთქვა, დამნაშავე ვარ, ვწუხვარ თქვენი გამოწვევისთვის...-აკისკისდა და მაშინვე პირზე ააფარეს ხელისგული, მისი გაოგნებული სახის დანახვაზე კი შიშით იკითხა...-მოიცა, ჯერ ყველას ძინავს? შენ ჩემ ოთახში შემოიპარე და მე ვკისკისებ? -ჭკვიანო, საინტერესოა როგორ მიხვდი? ...-თვალებს უბრიალებდა ბერაია. -წლები და გამოცდილება ჩემო დემეტრე, წლები და გამოცდილება...-როგორც კი ხელისგული მოაშორეს, მაშინვე ჭინკებაცეკვებულმა უპასუხა დაცინვაზე და წარბები მაღლა აზიდა.სააბაზანოს კარი გაიღო და გაფაციცებული ბერაიას კოპებშეყრილი სახის დანახვაზე, ახალი მზაკვრობა მოიფიქრა...-იცი, ყოველთვის დინჯი, თავშეკავებული და ჩაფიქრებული ხარ.ამის გამო შენს სახეზე არასდროს მინახავს ისეთი ადამიანური ემოცია, როგორიც მაგალითად...-თვალები მოჭუტა და სარკასტულად ჩატეხა ღიმილის კუთხე...-სირცხვილია. -იმიტომ რომ საქმე არასდროს მიმყავს ჩემს შერცხვენამდე...-თვალი ჩაუკრა და დარწმუნებით ამოთქვა, მერე დაეჭვდა, გოგოს სახის გამომეტყველებაზე მიუხვდა რასაც გულისხმობდა და გამაფრთხილებლად დაისისინა...-არა, ტასო, არა!იცოდე შევრცხვებით, ისევ შენ გამო!...-საჩვენებელ თითს ტუჩზე ადებდა და ასე ცდილობდა, მისთვის ჩანაფიქრის დავიწყებას, ჯანაშიამ თვალები აუკვასკვასა, მისკენ წაწეულმა მოწყვეტით აკოცა და ბოროტულად წაუსისინა ბოდიშიო...-არა, არააა....! -ელიკოოო...-თავისი ხმის იოგების მთელი ძალის ჩვენება სურდა, იმხელაზე იყვირა ელისაბედის სახელი და ახითხითებული დააკვირდა ბერაიას წაშლილ სახეს, უეცრად რომ წამოხტა და კართან აიტუზა. ძველი ხალხისგან გამოთქმა მოდის "ასჯერ გაზომე,ერთხელ გაჭერიო", მის მნიშვნელობას ჯანაშია მაშინ მიხვდა როცა ოთახში,ლამის ყველა ბინადარი შემოუცვივდა მოხმობილის გარდა.ზურაბი და კიტა დაფეთებულები, არეული თმითა და ახლადგამოღვიძებული სახეებით შეშლამდე მიიყვანა ასეთი განწირული კივილით.ამჯერად საწოლზე წამომჯდარი და შერცხვენილი, მხოლოდ თავად გახლდათ აწითლებული, როცა კვიციანების გაკვირვებულ სახეებს წააწყდა ბერაიას დანახვაზე.გამორკვეულმა ზურაბმა იკითხა ხომ მშვიდობა გაქვთო და ანასტასიას ლუღლუღი რომ მოისმინა, ბერაიას მიუბრუნდა. -რა გითხრა ზურაბ...-ხელები გაასავსავა და მოჩვენებითი გულდაწყვეტა გაურია ხმაში...-ეზოში გამოვედი, დავინახე ფანჯრები ღია ჰქონდა, ვიფიქრე შესცივდებათქო და ისე დავკეტე, სულ არ გამიღია ხმა...-თავი დახარა, აქაოდა ძალიან ვარ გულნატკენიო...-ამან კიდევ იმხელა იღრიალა,თქვენ კი არა ჩემ მუშებსაც გააღვიძებდა ალბათ. კვიციანი დინჯად რომ ისმენდა პასუხს, სიტუაციაში გამორკვევისთანავე ხელის ჩაქნევით გავიდა კარებიდან და უკან მიიყოლა კიტაც. აი ბერაიამ, სანამ ბოლომდე მოხურავდა კარს, ერთხელ კიდევ შეავლო მზერა ქალბატონს და დამცინავად გაუღიმა.სამზარეულოში გასულებს, დემეტრემ ყავა შესთავაზა და თანხმობის მიღებისთანავე გაზქურაზე შემოდგა ჩაიდანი, რომ ოთახი როგორმე გამთბარიყო, დილის სუსხისგან გაყინული კედლების ფონზე.სააბაზანოდან გამოსულ ელისაბედს, ამჯერად მხიარულად მოუყვნენ მომხდარის შესახებ, მან კი მეუღლეს ქვეშ-ქვეშად გადახედა და ცოლ-ქმარმა სხვებისგან შეუმჩნევლად გაცვალეს თავშეკავებული ღიმილი.დღეს ყველა სტუმარი დატოვებდა კვიციანების მყუდრო ბუდეს და თავიანთ სახლებში დაბრუნდებოდნენ.ბიჭები ამ ფაქტით მაინდამაინც კმაყოფილი ვერ იყვნენ და უგემურად ილუკმებოდნენ ელიკოს გამომცხვარ ალუბლის პეროგს.როგორც ყოველთვის, ყველაზე ბოლოს ანასტასია შემოუერთად,რომელსაც ჯინსის შარვალი და დიდი,ფუმფულა ჯემპრი მაინც არ ჰყოფნიდა სხეულის გასათბობად.მტრულად გადახედა ბერაიას სარკასტულ გამომეტყველებას და ჩაის ფინჯნით ხელში მიუჯდა ნიკოლოზს გვერდით.ხმას არ იღებდნენ, დემეტრემ სრული ნდობა გამოუცხადა ზურაბს და კიტას, ერთი კვირის მანძილზე მათ უნდა აეღოთ თავზე მუშების კონტროლი და უკან დაბრუნებულებს უკვე მზად დახვედროდათ მესამე სართულის საძინებლები,ავეჯით გასავსებლად.კვიციანებმა სიამოვნებით მიიღეს შემოთავაზება და სრული პასუხისმგებლობით ითავეს , მათ აქ არ ყოფნაში, საქმის გაძღოლა. -ბავშვებო თბილი ტანსაცმელებიც წამოიღეთ, ერთი-ორი ხელი...-ელიკო დედაშვილური დარიგებების ხასიათზე იყო და წამდაუწუმ გაჰყურებდა ფანჯრებს, იმაში დასარწმუნებლად ჯერ კიდევ თავსხმა წვიმააო...-ხომ ხედავთ ამინდები როგორ უცებ იცვლება. -ისე, ამ თავსხმაში და ნისლში წასვლას, არ ჯობდა დაგეცადათ და ხვალ წასულიყავით?...-თამამად იკითხა კიტამ. -არა, ძალიან ბევრი შეხვედრა და მოლაპარაკებები გვაქვს დაგეგმილი და ისედაც გადავდეთ...-ლუკამ მრავალმნიშვნელოვნად გადახედა ბერაიას, რაც ანასტასიამ სრულიად შემთხვევით შეამჩნია. -ზურაბ, ხომ იცით გამათბობლები საწყობში შევინახეთ, როგორც კი კედლებს შელესავენ, მაშინვე სათითაოდ ყველა ოთახში დააწყვეთ და მალევე გამოაშრობს კედლებს...-როგორც ყოველთვის საქმიანი ტონით საუბრობდა უფროსი ბერაია და კვიციანი მიუხვდა,როგორ ანერვიულებდა საქმის მიტოვება სასტუმროში. გამომშვიდობება მაინდამაინც სასიამოვნო პროცესი არ ყოფილა.კვიციანების ოჯახი იმდენად მიეჩვია გადავსებულ ოთახებს, მუდამ ჟრიამულს, სახლში თუ ეზოში გაჩენილ უამრავ საქმეს, სტუმრების მასპინძლობას და ბიჭების ხუმრობებს, რომ რთული იქნებოდა თუნდაც ერთი კვირით მათ გარეშე ცარიელი სახლის ყურება. ანასტასიას ჩემოდანი გამოართვა ლუკამ და სანამ ბაჩო ისევ ტაკიმასხარაობდა, ელიკოს მოღვენთილი სახის გასანათებლად, ნიკოლოზმა პიჯაკი მხრებაწურულ ჯანაშიას თავზე მოაფარა და ბერაიას მანქანამდე მიჰყვა. აქამდე თუ ეგონათ, გზაში მარტო ვიმგზავრებთ და ლაპარაკის საშუალება გვექნებაო, ახლა დარწმუნდნენ რომ ბაჩუკის სულ სხვა მიზნები ჰქონდა და უკანა სავარძელზე მათ სულთამხუთავად მოვლენილი ენას არ აჩერებდა.ერთ ჭერქვეშ გატარებულმა დღეებმა, ეს ბიჭი დაცალა ჯანაშიას მიმართ თავშეკავების გამოჩენის მოთხოვნილებამ და გაშინაურებული, უკვე საერთოდ აღარ აჩერებდა ენას.ერთი თემიდან მეორეს მიახტებოდა, განიხილავდა სოფელს, იქ გაცნობილ მუშებს, ცხოვრების ტემპს და სურვილს, რაც შეიძლება მალე დაბრუნებულიყო უკან. -ეს შეხვედრები სასტუმროსთან დაკავშირებით იმართება?...-როგორღაც ხომ უნდა ამოესუნთქა ბაჩოს, ხოდა ამჯერად ანასტასიამ გააჟღერა თავისი ხმა. -არაა, ჯაბამ ძველი ქარხანა...-უდარდელად წამოაყრანტალა და უეცრად თეთრმა ფერმა გადაჰკრა სახეზე, როცა გაახსენდა ბერაიასთან კამათი სასტუმროს ბიბლიოთეკაში.სარკიდან უყურებდა დემეტრე და წარბაწევით ანიშნებდა რაღაცას...-მოკლედ ძველი ქარხანა ვიქირავეთ რა, ხოდა ერთკვირიანი დასვენებები უნდა მოვაწყოთ. -შენ სანამ წამოვიდოდით, ზურაბის ღვინო ხომ არ დაგილევია? ისევ?...-ანასტასიას გაეცინა ამ სისულელეზე და ბერაიას გახედა, რომელმაც უცებ იცვალა გამომეტყველება.სახეზე ღიმილი შეახმა,აქ თითქოს რაღაც ისე ვერ იყო, მაგრამ ვერ ხვდებოდა რა. -მარკეტინგის ჯგუფთან გვაქვს ძირითადად შეხვედრები, მერე პარტნიორებთან, საბუთებია გადასახედი, ერთი თვის მანძილზე გაწეული ხარჯთაღრიცხვის წარდგენა და ...მოკლედ ძალიან ბევრი რამე დაგროვდა...-დინჯად ლაპარაკობდა, მაგრამ ისე არა, როგორც ახასიათებდა.ეჭვის და უნდობლობის სურნელი დატრიალდა ავტომობილში, ის იყო ჯანაშიას ხმა უნდა ამოეღო რომ ისევ დაასწრეს. -მოიცა, მოიცა...-თვალებმოჭტული ბაჩო უცნაურად აკვირდებოდათ, უკანა სავარძლების შუაში მჯდარი,მთელი სხეულით წამოიწია წინ და მზერა ხან ერთს მოატარა,ხან მეორეს...-თქვენ როდის დაზავდით? -გვეკითხები ერთი შენობის მფლობელები და პარტნიორები, საქმეზე რატომ ვლაპარაკობთ?...-სიტუაციის გადარჩენა ისევ ბერაიამ ითავა, თავისი სარკაზმით. -არა! მე გეკითხებით... აქამდე ან შენ როგორ არ გაქვს დათხრილი თვალები,ან ამ ქალბატონს ნერვები?...-გაწელვით საუბრობდა მეგობარი, ასე თითქოს უფრო მეტი ეფექტი ეძლევა ჩემს სიტყვებსო. -ეეხ ბაჩუკი, ნეტავი შენ რააა...-გუშინდელი დაცინვა გაახსენდა ანასტასიას და კარგადაც წაკბინა, სიტუაციიდან გამოძრომის იმედით. -ნეტავი მე თუ, ნეტავი თქვენ? ჰა?...-წარბები აათამაშა და ჭინკები ააცეკვა გუგებში...-გუშინ სად ბრძანდებოდით იმ დრომდე? პატიოსანი ხალხი, საღამოს ცხრამდე სახლში, რომ უნდა იყოს, არ გასწავლეს თქვენ? -სადღაა პატიოსნება ჩემო ბაჩუკი...-დაიწყო ბერაიამ თავისი ჩარტყმები და ანასტასიამ რომ თვალებგაფართოებით გადახედა ამ ხუმრობაზე, მაშინ კი მიუხვდათ ბაჩო ყველაფერს. -მოიცა, სერიოზულად?...-უცებ სახე შეეცვალა, ამჯერად მათ წინ აღარ იყო აცანცარებული ახალგაზრდა კაცი.აქამდე ხუმრობა-ხუმრობაში გატარებული ეს თემა რეალურად აღიქვა და სავარძელს მიეყრდნო.ბერაიამ შეშფოთებით გახედა უკან მჯდომს და ვერ მიხვდა ასეთი რეაქცია რა შუაში იყო. ბაჩოს ხმა აღარ ამოუღია.ერთიანად დასერიოზულებს რომ გადახედავდა ანასტასია და ეცდებოდა ისევ აელაპარაკებინა, ის ბუტბუტით მოუგდებდა სიტყვას და ეს იყო.რაც უფრო მეტად შორდებოდნენ დასავლეთს, მით მეტად იცვლებოდა ამინდი.ივლისს უცნაურად მოჰქონდა ჩრდილოეთის სუსხი, ზაფხულის შუა თვეში, თუმცა უკვე აღარ წვიმდა. ბერაია ქვეშ-ქვეშად გახედავდა მეგობრის ფანჯარაზე მიწებებულ შორს მოცქირალ თვალებს და შუა გზაში მყოფმა მკაცრად განაცხადა ყავაზე გავჩერდეთ და თან რამე ვიყიდოთო.ავტობანიდან გადავიდნენ და პატარა, კვების ობიექტთან გააჩერეს.მათ ავტომობილს გვერდით ამოუდგა ლუკას და ნიკოლოზის მანქანა და ბერაიამ ჯანაშიას შესთავაზა, ბიჭებს გაყევი და მეც მალე მოვალო.ახლა კი ნათელი იყო, წინათგრძნობა გამართლდა და ანასტასია დარწმუნდა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, მაგრამ მაინც დაყვა.ნიკოლოზს გვერდით ამოუდგა და კაფის სივრცეში მიმალულებს როგორც კი მზერა ჰკიდა ბერაიამ მაშინვე გაცეცხლებული მოუბრუნდა მეგობარს, ხომ უნდა დაუკვირდე ვისთან რას ამბობო. -მე დავუკვირდე?...-ბაჩომ ცალყბად გადმოხედა და მისკენ წამოწეულმა განაგრძო...-შენ არ გითქვამს, რომ ჯანაშიასთან რომანი გააბი! -ეს რომანი არ არის, სიტყვებს დაუკვირდითქო!...-თვალები დააკვესა და ლამის კისერში წვდა გაცეცხლებული. -ტყუილად ბრაზდები ჩემზე, იცი ამას რატომაც გეუბნები !...-ხმა დაიმშვიდა ბაჩომ და ეცადა შორიდან მოევლო...-თან უმალავ ! დემე ცუდად იქცევი, იცოდე გული გეტკინება. -ხომ ვთქვი, რომ ყველაფერს გამოვასწორებდი?! ამიტომ არ გადავწყვიტეთ წამოსვლა? რა გინდა რომ ვქნა, ყველაფერი ასე პირდაპირ მივახალო?...-ხელები გაასავსავა და საჭეზე მოთავსებულ მკლავებს თავით მიეყრდნო. -თუ არ ეტყვი, იცოდე გიორგი ეტყვის და უარესია...-უემოციოდ ამოილაპარაკა ბაჩომ და მის მოკეცილ ფიგურას რომ დააკვირდა...-თავის დროზე რომ გაგემხილა მასზე, გირჩევდი გეთქვა და იქვე მოგეგვარებინათ. ახლა სახლში მიგყავს და რა გარანტია გაქვს რომ მამამისი ყველაფერს არ ეტყვის? -მამამისი ბათუმშია წაბრძანებული ცოლ-შვილთან ერთად და რომ უთხრას რა?...-ბაჩო ვერ ვხვდებოდა რომ მეგობარი მას კი არა საკუთარ თავს ეჩხუბებოდა. -მისმინე, რომ ვერ მოაგვარო ? ჯაბამ უარი რომ გითხრას? მერე რას აპირებ? ...-როგორ უნდა ეპასუხა კითხვებზე,რომლებიც ისედაც აწუხებდნენ და ჭამდნენ, პასუხები არ ჰქონდა.მხოლოდ მამამისის იმედზე იყო და თუ არ გამოვიდოდა, მაშინ მოუწევდა ჯანაშიასთვის დამალული სიმართლის გამხელა.ეს კი გუშინდელი დღის მერე, საერთოდ არ ეპიტნავებოდა. -მოვაგვარებ!...-წამოიძახა გაგულისებით და მაშინვე გაჩუმდა. ანასტასიას უკან მოყვებოდნენ ლუკა და ნიკოლოზი წყვილ-წყვილი ყავით ხელში. როგორც კი ავტომობილის სივრცეში დაიგულა თავი ჯანაშიამ უხერხულად გაიღიმა და მხრები მოეწურა, თოშიდან დაბრუნებულს სითბო რომ სახეში ეცა.ნიკომ ჩამოწეულ ფანჯარაში თავი შემოყო და ყავა გადააწოდა იქ მჯდომებს.მათ სახეებს რომ შეეჩეხა გაკვირვებით იკითხა მშვიდობა თუ ჰქონდათ, დასტურის მიღების შემდეგ კი მაინც დაეჭვებული წავიდა თავისი მანქანისკენ.თბილისამდე ისე ჩავიდნენ რომ მაინდამაინც ბევრი არ ულაპარაკიათ, შიგადაშიგ გაცვლიდნენ სიტყვებს და ეს იყო.ბაჩომ შეუვალად გამოაცხადა ჯერ ანასტასია დავტოვოთ და მერე წავიდეთ ჩემთან, საქმე მაქვსო და უარის თქმა არ გამოუვიდა ბერაიას.ნაცნობ კორპუსთან მისულები მანქანიდან გადმოვიდნენ.ბერაიამ საბარგულიდან ჩემოდანი ჩამოიღო და ძლივს დამარტოხელებულ ანასტასიას მიჰყვა უკან.სადარბაზომდე სანამ მივიდოდნენ ფიქრობდა რა ეთქვა, სიტყვები კი თავში აბურდულ ძაფებს ემსგავსებოდნენ და ლიფტთან მისულს წამოეშველა ჯანაშია. -რაღაც ხდება ხო? ამჯერად რაზე იჩხუბეთ, გლობალური დათბობის მიერ, ჰავის ცვლილების საკითხებზე ვერ შეთანხმდით?...-ბერაიას დუმილით გაგულისებული, უკვე სარკაზმს უხმობდა. -კომპანიის შიდა სამზარეულოში გვაქვს უთანხმოება, მოვგვარდებით!...-ცივად მიუგდო და ამით კიდევ უფრო მეტად გაანჩხლებულმა არც თავად დააკლო ყინვა. -წარმატებები ურთიერთობების დალაგებაში...-ჩემოდანს ხელი დაავლო და ნაბიჯი წინ წადგა, როცა მკლავზე ხელისგული წაავლეს,თვალები ბრაზისგან დახუჭა და გაღიზიანებულმა გადმოხედა. -ერთი კვირა...-მშვიდად საუბრობდა ბერაია და სულ მუდამ კოპებშეყრილი პირისახე, ახლა ერთმნიშვნელოვნად დარდიანი ჰქონდა...-ყველაფერს მოვაგვარებთ და მერე... -მისმინე...-ამჯერად უკვე დაშოშმინებულმა, ჩურჩულით ამოთქვა...-მესმის, რომ ყველაფერი ისე არ წავიდა,როგორც დაგეგმილი გქონდა და ამაზე ღიზიანდები.ასე, რომ არაა საჭირო თავის მართლება, უბრალოდ ნუ მიმალავ.პატარა ბავშვი არ ვარ, რომ თუ რამე ცუდი მოხდება, დავჯდე და ვიტირო...-ძალიანაც სცადა თავის შეკავება, თუმცა ბოლოს ღვარძლი მაინც გაერია ტონს...-და ქვეშ-ქვეშად ნუ იყურები ისე, თითქოს ვერ ვამჩნევდე! მიაძახა და გაღებულ ლიფტის კარში ისეთი გაგულისებით შევარდა, რომ დამშვიდობების საშუალებაც არ მისცა.ბრაზი გამართლებული იყო, დემეტრე ბერაია ახლა მეორე უკიდურესობაში ვარდებოდა, აბსოლუტურად ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებდა და რომ შეძლებოდა ალბათ ცივ ნიავსაც შეუცვლიდა მიმართულებას, ვაიდა სახეზე არ მოხვდესო.ჯანაშიამ ისევ იმ პატარა გოგოდ იგრძნო თავი, მამამისი რომ ყბაში ხელის წაჭერით აღებინებდა პირს და ძალით ატენიდა საჭმელს, აქაოდა მის გადარჩენას ვცდილობო. კარი ნაცნობმა, თბილმა სახემ გაუღო,ერთიანად აიკრა ქალმა გულზე და ჩურჩული დაუწყო მონატრებასა და სიყვარულზე.ჩემოდანი როგორც კი ოთახში შეიტანა, მაშინვე სამზარეულოში გამოვიდა და ლალიკოს გვერდით ამომდგარმა ცხელი ჩაი უკვე მისთვის გადმოღებულ ფინჯანში დაისხა.ღიმილით დააკვირდა შუახნის გადიას ქცევას, ერთიანად აბრჭყვიალებული თვალებით რომ თლიდა ვაშლს და ეტიტინებოდა, გზიდან მოდიხარ და ხილი მაინც შეჭამეო.წვრილ-წვრილად გამოჰკითხა სასტუმროს ამბები, კვიციანების მოკითხვიდან დაწყებული ბაღში მსხმოიარე ხეებით დამთავრებული, ყველა დეტალი მისი ინტერესის საგანი აღმოჩნდა.ჯანაშიასაც არ ბეზრდებოდა მოყოლა, როგორ გასინჯა მილას დარგული ალუბალი, როგორ ეხმარებოდა ზურაბს ტბის მხარეს ჯერ პეტუნიების, მერე კი დეკორატიული ხეების დარგვაში, ბოლოს თმაც გადაიწია და გატეხილი წარბი აჩვენა.ქალმა საწყალობლად შეიცახადა, სახეზე ეცა და თან მოფერებით, თან საყვედურებით აუვსო თავის ქალა.ბოლოს რომ ყველა ამბავი მოილიეს, ლალიკო ფრთხილად მიადგა, მთავარ სათქმელს. -მამაშენი ყოველდღე რეკავდა და გკითხულობდა...-ნიადაგი მოსინჯა ქალმა და ბოლოს მაინც თქმა ამჯობინა...-ვატყუებდი რომ სახლში იყავი და უბრალოდ მასთან საუბარი არ გინდოდა. -კარგად მოგიფიქრებია...-მოუწონა იდეა და ახლა მიხვდა, რომ საერთოდ არ აწყობდა მამამისს გაეგო, ამდენი ხანი ისევ კვიციანებთან რომ ბრძანდებოდა.მერე ჩაფიქრებულმა განაგრძო...-მაინდამაინც თავს არ შეიწუხებდა ჩაციებით, გინდა თუ არა დამალაპარაკეო. -სანამ წავიდოდა ისე იჩხუბეთ, რომ არ უნდა გიკვირდეს...-მაინც მამა-შვილს შორის მშვიდობის მომხრე იყო ლალი...-თვითონ უთხარი რომ მასთან ლაპარაკი არ გინდოდა. -ძალიან კარგი.იმედია კიდევ დიდხანს დარჩება, ბედნიერი ოჯახით ბათუმში...-დაცინვით ამოილაპარაკა და მერე ანთებული თვალებით გადმოხედა...-მანამდე ჩემ საქმეებსაც მოვაგვარებ. -ამჯერად რა ჩაიფიქრე?...-შეშინებული იყო უკვე გადია, ვეღარ ხვდებოდა ვინ ვის ზურგს უკან ხლართავდა გეგმებს...-ამჯერად რა ხათაბალაში ეხვევი ტასო? -მილას ერთი ძალიან კარგი მეგობარი რომ ჰყავდა ნეა ჭკადუა...-იდეით გატაცებულმა დაიწყო თავისი განზრახვის მხილება...-აუცილებლად უნდა ველაპარაკო. -ნეა ჭკადუა...-გაიმეორა ქალმა და დაფიქრდა, თითქოს იხსენებსო, მაგრამ მაინც ვერ მოახერხა. -სასტუმროსთან დაკავშირებით ბერაიას პრობლემები აქვს, როგორც ამიხსნა მარკეტინგის ჯგუფმა ვერ მოიფიქრა სტუმრების მოზიდვის გეგმა, თუ არ მოვაგვარებ ამ სეზონზე ვერ გახსნის. -ხო მაგრამ ეს ვიღაც ნეა როგორ დაგეხმარება?...-შეთქმულების თანამზრახველივით მიიწია ქალი მისკენ და უჩურჩულა, თითქოს სახელმწიფო საიდუმლოებას აეხდებოდა მის წინ ფარდა. -ეგ უკვე მე ვიცი...-თამომწონედ მიუგო და ფინჯნიდან შეთბილებული სითხე მოსვა. ჩემოდანი სავსე იყო ტანსაცმელებით და მოთმინებით ელოდა მეპატრონის ხელებს დასაცარიელებლად.ჯანაშია სათითაოდ ალაგებდა და დროის გასაყვანად საუკეთესო საშუალება მოიძია, ყველას ნაწილ-ნაწილ უკრა თავი სარეცხ მანქანაში და პარალელურად სოციალურ ქსელში სცადა მისთვის სასურველი პიროვნების მოძებნა.ნეა ჭკადუა კარგად ახსოვდა, იმ დღეებიდან მოყოლებული როცა პირველად მოვიდა სასტუმროში და მილას კეთილგანწყობა დაიმსახურა, თავისი უშუალო ხასიათით.მას შემდეგ არც ერთი სეზონი გასულა ისე,რომ ათი დღით მაინც არ დაეჯავშნა ოთახი.შეხვედრა მაინდამაინც არ ეპიტნავებოდა, სასურველი ვარიანტი ტელეფონით გასაუბრება იყო, ასე თავიდან აიცილებდა ზედმეტ შეკითხვებს და მოკითხვებს.მისთვის გაგზავნილ ტექსტურ შეტყობინებას მანამ ამოწმებდა წამდაუწუმ, სანამ დღე ხელში არ შემოეცალა და ძილის ანგელოზებმა არ მოაკითხეს.ლოგინში ჩაწოლილი ფიქრობდა, რა უნდა მომხდარიყო ისეთი, რამაც რადიკალურად შეცვალა დემეტრე ბერაიას გუშინდელი სახე.თითქოს კვიციანების სახლს რაც უფრო მეტად შორდებოდნენ, მით უფრო იზრდებოდა გვერდი-გვერდ მსხდომებს შორისაც მანძილი.საბოლოოდ კი მათ შორის იმხელა სივრცე გაჩნდა, რომ არც კი გამომშვიდობებიან ერთმანეთს.ყველაფერი საწყის წერტილთან ბრუნდებოდა და შეუქცევად პროცესს ჰგავდა. დილით, თვალის გახელისთანავე, პირველი რაც გააკეთა ლეპტოპისკენ გაწევა და სოციალური ქსელის შემოწმება იყო.გულის ფანცქალით ელოდა ქალის პასუხს და ხელისგული აიკრა შუბლზე, როგორც კი მისგან მონაწერი დახვდა.საათს დააკვირდა და უეცრად სახე დაუსერიოზულდა.დღეს ის იშვიათი დილა იყო, როცა სიზმრების სამყაროდან უვნებელმა გამოაღწია, შეშფოთებას და შიშს არ გაუღვიძებია გამთენიისას და ვერ მიხვდა ეს ,რისი ნიშანი იყო.ფეხზე წამომდგარი, ტელეფონმომარჯვებული,ფეხშისველი წავიდა სამზარეულოსკენ. ლალიკო აშკარად გასული იყო, მისი ჩანთა შემოსასვლელში იდო, მაგრამ ძახილზე არავინ გამოეპასუხა. ჩაიდანი გაზზე შემოდგა და განათებულ ეკრანს დააკვირდა.ტელეფონის ნომერი გადმოაკოპირა და გაფაციცებით დაელოდა ყურმილის მეორე მხრიდან ხმას. -გამარჯობა...-აღმოხდა გახარებულს...-ნეა ჭკადუას ვესაუბრები?...-თანხმობა მიიღო და განაგრძო...-ნეა მე ანასტასია ვარ, გუშინ მოგწერეთ.მილას შვილი ვარ. -ტასოო, მახსოვხარ.როგორ ხარ?...-ქალს აშკარად სასიამოვნოდ გაკვირვებული და გახარებული ტონი ჰქონდა.თითქოს ზარს მოუთმენლად ელოდა. -კარგად, თავად როგორ გიკითხოთ?...-პასუხი მოისმინა, მერე შეყოყმანდა და თავს ძალა მაინც დაატანა...-იცით, თუ შეძლებთ თქვენთან შეხვედრა მინდა.რაღაც საქმე მაქვს. -მშვიდობაა ჩემო გოგო? მამა როგორაა?...-აშკარა შეშფოთებას იწვევდა ქალში, ათწლეულის შემდგომ გოგოს შეხმიანება, თანაც ამ სიტყვებით...-ჩემთან მოდი სტუმრად.როცა გინდა. -დღეს შუადღისას გეცლებათ?...-ფრთხილად მოსინჯა ნიადაგი და დადებითი პასუხიც მიიღო...-მაშინ სამ საათზე გესტუმრებით. -კარგი ჩემო გოგო, ზუსტ მისამართს მოგწერ.აბა შეხვედრამდე, გელოდები...-საუბარი შეწყდა. ახალი დღის და სასიამოვნოდ განვითარებული მოვლენებით აღტაცებული წამოფრინდა ფეხზე, ფინჯანში ყავა ჩაიმზადა და გაღებულ კარს მიაპყრო მზერა.ლალიკო მოდიოდა და თან მოჰქონდა პროდუქტებით სავსე ცელოფნები, ჯანაშიას გაბრწყინებული სახის დანახვაზე იკითხა ასე რამ გაგაბედნიერაო და გოგონამაც დაუზარებლად გაუზიარა სიახლეები.კარადაში კარგა ხანს ათვალიერებდა ტანსაცმელს, არ უნდოდა ოფიციალურად გამოწყობა, რომ საუბარს მხოლოდ შინაურული ელფერი ჰქონდა, მაგრამ თან იცოდა ეს მნიშვნელოვანი საკითხი, რაღაც მხრივ მის სერიოზულ მისიას როგორ უსვამდა ხაზს.ისევ კლასიკურობას მიჰყვა და შარვალ-პიჯაკში გამოწყობილი წარსდგა თავისი შემფასებლის, ლალიკოს წინაშე.შუახნის გადიამ მოუწონა არჩევანი და როგორც სჩვევიათ ხოლმე, პირჯვარი გადასწერა ტაქსის მოსვლით აჩქარებულ გოგოს,კარიდან გასვლისას.მოლში თვალების ცეცების, ათობით გავლილი ნაბიჯის და მიუღებელი გადაწყვეტილების შემდგომ,ისევ ძვირფასს სუნამოსა და კლასიკურ ვარდების თაიგულს დასჯერდა.ვინმეს რომ დაენახა იფიქრებდა, პაემანზე მიდისო.შავ შარვალსა და პიჯაკში გამოწყობილი, შეყვარებულ ბიჭს ჰგავდა თავისი ვეებერთელა ვარდების თაიგულით.სამაგიეროდ ნეა ჭკადუს დიდად ესიამოვნა კვასკვასა ყვავილების დანახვა და სიამოვნებით შეიპატიჟა სახლში.ბინას ეტყობოდა, რომ მაცხოვრებლები ძალიანაც კმაყოფილი იყვნენ, ქალაქის ხმაურის,მრავალბინიანი კორპუსების ხედის და ცხოვრების რიტმის.ყველაფერი ღია და მუქ ნაცრისფერ ტონებში იყო გადაწყვეტილი.ეს ბინა ადამიანი რომ ყოფილიყო, იფიქრებდით სული არ აქვსო. ავეჯი თეთრი,პრიალა აკრილით გახლდათ დამზადებული, დივანს ლურჯი ხავერდის ნაჭერი ეკრა და ყველა სტუმარს ისე ეცემოდა თვალში მისი სიძვირფასე, რომ აუცილებლად შეაყოვნებდა წამიერად, ჩამოჯდომამდე,ხომ არაფერს ვაშავებო. შუშის,ჟურნალების მაგიდაზე უკვე ელაგა ფინჯნები და მათში მოქცეული, შეგრილებული ყავა.მასპინძელმა მოინდომა ხელთავიდან მოდუღება, თუმცა სტუმარმა არ დაანება და თამამად მოსვა, აქაოდა ჩემთვის ეს პრობლემა არ არისო. -აბა ტასო, მითხარი როგორი იყო ბერლინი?...-საუბრის წამოწყება სცადა ქალმა...-რამდენი ხნით ჩამოხვედი? -ბერლინში ყველაფერი კარგად იყო.სწავლა და სახელმწიფო პროგრამების კურსებმა მთელი დრო წაიღო და სიმართლე გითხრათ ბევრი მე თვითონაც არ მინახავს, ამისთვის დრო არ მქონდა...-საერთოდ არ უნდოდა ბერლინზე ჩაციკვლა.უნდოდა პირდაპირ საქმით დაეწყო.მაგრამ ეს შავგრემანი ქალბატონი, თვალებ აციმციმებული შესცქეროდა და უფრო და უფრო მეტი აინტერესებდა...-წასვლას აღარ ვგეგმავ. -მართლა? ესეიგი დაბრუნდი...-გაეღიმა ქალს და განაგრძო...-მამა როგორ არის? -მამა მშვენივრად გრძნობს თავს, ცოლ-შვილი დასასვენებლად წაიყვანა და ახლა ბათუმში არიან...-სახეზე წამოწითლდა, ყინული უნდა გაელღო.ისე ჩაციებით ეკითხებოდა მამაზე, თითქოს სიმართლე არ იცოდა.ძალიან სწორადაც მოიქცა, ამაში მაშინ დარწმუნდა, როცა ის ყალბად მოციმციმე თვალები ჩაუქრო ქალს და გულახდილად აალაპარაკა. -ადამიანები შეცდომებზე სწავლობენო...-ახლა სულ სხვანაირი სახე ჰქონდა.ის ქარაფშუტული, ერთგვარად თავის მოსულელების მცდელობით მიღებული სახე ჩამოერეცხა და ამჯერად ნამდვილი ნეა ჭკადუა იჯდა ანასტასიას წინ...-მართალია ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, მაგრამ იმედია გაკვეთილად მაინც მიიღო.თუმცა რა ჩემი საქმეა...-ხელი აიქნია და უხერხულად გაიღიმა...-აბა გისმენ? ვიცი შენ ასე უბრალოდ არ გაგახსენდებოდი. -ნეა, რაც ჩამოვედი, მას შემდეგ სასტუმროს რესტავრაცია დავიწყე, მინდა რომ ისევ გავხსნა...-ესეც ასე, ფრთხილად შეაპარა. -მართლა? ეს რა კარგი ამბავი მითხარი...-შეფიქრიანებულმა ამოთქვა და მერე თვალები აუციაგდა...-მილას ისე ძალიან უყვარდა ის ადგილი, ხანდახან დავცინოდი კაცი რომ იყოს ალბათ ცოლად გაჰყვებოდითქო...-გაეცინა თავისი ახალგაზრდობის დროინდელ სიცელქეზე. -შენთან სათხოვარი მაქვს, ვიცი რომ სწორად გამიგებ...-ახლა იყო დრო, ან ნაბიჯს გადადგამდა ან საერთოდ ვეღარ გაბედავდა ამოღერღვას...-პრობლემა ისაა, რომ მარკეტინგის ჯგუფმა არ იცის პირველი სტუმრები როგორ მოიზიდოს.თუ სასტუმროს ნომრები არ დაიჯავშნება, სხვებს ვერ დავაინტერესებთ...-თვითონაც არ იცოდა რაზე საუბრობდა, ისე სამოწყალოდ მიუგდო დემეტრე ბერაიამ ორი სიტყვა, აზრი ძლივს გამოიტანა.ახლა ლოცულობდა იქნებ ნეაც არ ჩამეძიოსო. -მისმინე, შენც კარგად იცი, რომ იმ სასტუმროში ვინც ერთხელ შემოადგამდა ფეხს, მეორე სეზონის ადგილების დაჯავშნას იწყებდნენ...-ახლა უკვე საქმიანი ტონი გაერია საუბარში...-იქ ყველა ისე ვგრძნობდით თავს, როგორც საკუთარ სახლში და მილას წყალობით ყველა ყველას მეგობარი იყო.შენ წარმოიდგინე ის მეგობრობა დღემდე გვაკავშირებს. -როგორ ფიქრობ იმ ამბის მერე მოინდომებენ სასტუმროში დასვენებას?...-აი რეალური მიზეზი, რისთვისაც აქ მოვიდა.ანასტასიას სულ არ აინტერესებდა ბერაიას მილიონერი კლიენტები, მას სიცოცხლის დაბრუნება სურდა იმ ადგილისთვის, სადაც დააბიჯებდნენ ახალგაზრდა მწერლები და მუსიკოსები. მხატვრები ტბის პირას, ზაფხულის მზეს არ ეპუებოდნენ და მოლბერტზე ჩანახატებს ამზადებდნენ. ოჯახები ერთმანეთთან მეგობრობდნენ და ყველა ყველას იცნობდა.სწორედ ამიტომ ეშინოდა, რომ მილას გარდაცვალების ამბის გაგების შემდგომ, ერთი ადამიანიც არ მოინდომებდა იმ მიწაზე ფეხის დადგმას. -ყველა მოინდომებს ტასო...-ხელისგულით გოგონას თითებს წაეტანა და თვალებში სითბო გაუკრთა.ანასტასიამ წამიერად გაიფიქრა რა მოხდებოდა ჭკადუას სიმართლე რომ გაეგო.გიორგი ჯანაშიამ ხომ იმიტომ დახურა სასტუმრო, რომ ამბავი არ გამსკდარიყო.ყველა ცნობისმოყვარემ მხოლოდ ის იცოდა რომ მილას მუცელი მოსწყდა და სამწუხაროდ დაიღუპა.ამბის მეორე ნაწილი იმ ოთახში მყოფთაგან არავის გაუმხელია...-ასე მოვიქცეთ, მე იმ გოგოებთან დავრეკავ, რომლებთანაც დღემდე ძალიან კარგი ურთიერთობა, მაქვს.მათაც ვთხოვ მსურველები მოიძიონ და ძველ ხალხთან ერთად, ვინ იცის იქნებ ახალი, საინტერესო სტუმრებიც გეწვიონ მილას სასტუმროში. გონებადამშვიდებულმა ძველი ამბები, ამჯერად თამამად გაიხსენა.ნეა ჭკადუას ატმოსფეროში მოქცეულმა თავშეკავებით მოჰყვა სოფლის ამბები, სამუშაოების მიმდინარეობა, ნაცნობი ოჯახების ამბები და რაც მთავარია, ქალის ცნობისმოყვარეობაც დააკმაყოფილა ბერლინური ამბებით, რამდენადაც ჭკადუას ვაჟს თურმე სწორედ ბერლინის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ჩაბარება ჰქონია გადაწყვეტილი. ტაქსით სახლში რომ ბრუნდებოდა, ფანჯარაზე თვალებ აწებებული უყურებდა ქუჩებს.იცოდა, რომ დადგებოდა დღეები, სადაც ვინ იცის,იქნებ ნეა ჭკადუას მსგავსად ეცხოვრა უსულო ბინაში.დღეები სადაც დილის სუსხსა და სუჩუმეში სულმოშიშვლებული შეეეკედლებოდა ყავის შავი სითხით ამოვსებულ ფინჯანს, სამზარეულოს თბილ მოყავისფრო სივრცეში გაირინდებოდა და სანამ დღე დაიწყებოდა ახალი თავგადასავლებით, დაფიქრდებოდა იმაზე საიდან მოვდივართ და საით მივდივართ.რამდენს მიაღწია და რამდენი მწვერვალი ექნებოდა კიდევ წინ.მაშინ გაიხსენებდა როგორ იმშვიდებდა გულის ფეთქვას როდესღაც და როგორ ოცნებობდა იმაზე რაც ახლა ექნებოდა.ეცოდინებოდა მის ჩიტისფრთა ფეთქვას რომ მორჩა საგულიდან ამოვარდნები და დროა დასახლდეს,სიმშვიდეში აიგოს იმედების ბუდე და ახალ მწვერვალებზე იფიქროს.იცოდნენ მან და მისმა ჩიტისფრთა ფეთქვამ, რომ დადგებოდა დღეები,მზით და ლაჟვარდებით და ისინი აღარ ატირდებოდნენ... -"და ჩვენ აღარ ავტირდებით!" ...-ტუჩების მოძრაობით, თითქმის უჩუმრად ამოთქვა. ქალაქი ლამპიონების შუქში იძირებოდა.ვერ იტანდა კაფე-ბარებით და რესტორნებით გადავსებულ ქუჩებს, ხალხს, რომელთანაც ახლოს არასდროს ყოფილა, მათ გარშემო არასდროს უგრძვნია თავი მშვიდად.ახლა კი როცა უცხო მანქანის ფანჯრებიდან იცქირებოდა გაახსენდა რატომ არ უყვარდა სახლი.ის ოთახი, რომელშიც მუქი ფარდები დაკიდეს, ის ოთახი სადაც ხშირად ისმოდა მისი სახელი,მაგრამ საკუთარ ცარიელ თავში ანასტასიას ვერ პოულობდა.სიძულვივი სხეულის შიგნიდან იშვა... "...სხვა ყველაფერი კი იმით იწყებოდა, რომ იძულებ გარეთ გამოსვლას, გამოჩენას, ადამიანების დანახვას იმიტომ რომ ხედავ ბედნიერები არიან...საღამოს სიგრილეებს თონეში ახლადამომცხვარი ოჯახური ბედნიერებასავით იტეხენ და იღიმიან, ერთმანეთს ამბებს უცვლიან , ღიმილებს ისვრიან, კისკისებს აკრავენ ქუჩის კუთხეებს და შენ ზიხარ, ბნელ კუთხეში მობუზული რომ ვერ შეგამჩნიონ. გინდა გამოიჭირო ტყუილში, ამხილო რომ, როგორც აჩენენ ისეთები არ არიან, რომ ერთმანეთი ისე ლაჟვარდისფრად არ უყვართ როგორც აჩენენ, მაგრამ უფრო ინთებიან, საღამოს მოდუღებული თბილი ჩაივით ასდით ბედნიერების ოხშივარი და შენ დგახარ, გულს იგლეჯ, ფიქრობ რა დააშავე, ან მათ რით დაიმსახურეს ამოდენა სიყვარული... შენ ვინც კალთიდან აგაცალეს ვარდისფერ ზმანებებს და გაჩვენეს ცხოვრება ჭუჭყიანი და ცივი , გათოშილი ხელებით ამოსაჭმელი დღეების ყინვა, შენ ვინც ფეხზე დაგაყენეს და გითხრეს რომ დიდი უნდა ყოფილიყავი და ბავშვობის დრო არ იყო და ასე ხმაურიანად ამოგიჭამეს გამოუვლელი ბავშვობის მჟავე ნაყოფი... დგახარ ქურდივით, თვალებს მათი ღიმილის კუთხეებში აწყობ, ეჭვით აკვირდები და მტკიცედ წყვეტ რომ აღარ გამოხვალ ოთახიდან , რომ ღამეებს უფრო მეტად ამოათეთრებ და აღარ დაინახავ მათ, თავისთავად მოსული ჟრიამულით და ოჯახურობით." ხმამ გამოაფხიზლა,მისი გახსნილი ჩანთიდან რომ მოდიოდა.მაშინვე ეცა აწკრიალებულ ტელეფონს, რომლის მანათობელ ეკრანზე დემეტრე ბერაიას ნომერი იყო გამოსახული.რამდენიმე წამი ყოყმანობდა, გულში რაღაც ცუდმა შეგრძნებამ დაიდო ბინა და გაუთვიცნობიერებლად გათიშა, გველნაკბენივით მოიმარჯვა ხელთავიდან და ტექსტური შეტყობინება აკრიფა -"სტუმრად ვარ.სხვა დროს ვისაუბროთ". -მოვედით...-უეცრად გამოეკვა, ტაქსის მძღოლს სარკიდან გახედა და გარემო რომ შეათვალიერა, მიხვდა რომ თავის კორპუსთან იყო.თითებით გაწოდებულ ქაღალდის ფულს, კაცი ხარბად დასწვდა და ავტომობილიდან გადმოსული ანასტასია, ჩუმად, ნელი ნაბიჯებით გაუყვა სადარბაზოსკენ გზას. -ესეიგი სტუმრად ხარ...-ხმა ცინიკური იყო, ხმამაღალი და ნაცნობი...-როგორი უცნაური მასპინძელი გყავს, საკუთარ სახლში მოგიპატიჟა?...-ეს ჩვეული, მისთვის ჩვეული დაცინვა და წაკბენა გახლდათ. ანასტასია მოტრიალდა, ლამპიონების შუქი ანათებდა დემეტრე ბერაიას სახეს,მანქანას ხელებგადაჯვარედინებული რომ მიყრდნობოდა, ნაცრისფერ შარვალსა და პიჯაკში გამოწყობილი და თვალებს უკიაფებდა ცინიზმის შუქი.ის იქ იდგა, როგორღაც ახლო, ამჯერად უარყოფილი და პასუხის გარეშე დარჩენილი, სამაგიეროდ მუდამ მობუზღუნე და საკუთარ თავში ჩაკეტილი, საბუთებში მოძრომიალე, ქალაქს მიჩვეული, უცხოობის განცდის გარეშე.მან არ იცოდა, რას ნიშნავს იყო უცხო იქ, სადაც გაიზარდე, სადაც გელიან სახლში დაბრუნებისას. ერთ ადგილზე გახევებულმა ანასტასიამ მხოლოდ ახლა გაანალიზა რას ნიშნავს ბრუნდებოდე სახლში.ჩანთა უნებლიეთ აეკრო ბეტონის სიცივეს, ჩქარი ნაბიჯით წასულს გაშლილი დაახვედრეს მხრები და ერთიანად აცახცახებული მიიკრეს გულზე.ისე ეჭიდებოდნენ ხელისგულები თითქოს სადაცაა გაექცეოდათ,ნაცნობი სურნელი ტრიალებდა ჰაერში, გუშინ დილიდან წამოღებული იების სუნს ხარბად ეტანებოდა ბერაიას სხეული და ერთი თავით მაღალი, წელში მოხრილიყო, კისერთან აკრულის სითბოს შესაგრძნობად. ეს იყო ის , რაც სახლში დაბრუნებას ჰგავდა. სახლში დაბრუნება ხომ უნდა ჰგავდეს ზამთარს, როცა ჩამოთოვლილი სახურავების და გათოშილი ბეღურების შემყურეს არაფერი გინდა ცხელი ჩაის, საახალწლოდ მორთული ნაძვის ხის სინათლეზე წაკითხული წიგნის ფურცლების და გრამაფონში აჟღერებული ფირფიტის გარდა.ფანჯარასთან ჩამომჯდარი სილუეტის გამოჩენას, რომ გაყურსული ელოდები.ნაბიჯების ხმას სხვა ათას ხმაში განანსხვავებ და ჩაიდანს ხელახლა დადგამ, სანამ კარისკენ გაიქცევი.აი აქ, სადარბაზოს ლამპიონების შუქით განათებულ სადგომთან,ნამდვილ დემეტრე ბერაიას მკლავებში მოქცეული, ძვირფასი პარფიუმის სურნელს, რომელიც მის პიჯაკს ასდიოდა,ასე ხარბად რომ ეწაფებოდა და მაინც არ ჰყოფნიდა მისი სიახლოვე.კისერთან რომ ყოველდღიურობის თოშიდან დაბრუნებულს, მისი ცხელი სუნთქვა უწვავდა კანს და გონებას.გულმა გამალებით ცემის მაგიერ, სიმშვიდე, რომ იგრძნო.თითქოს შორეულ ამბებში წარსდგა საკუთარი ბედის წინაშე და ჯალათის მოღერებულ იარაღს გამოაცალეს სიკვდილმისჯილი. ეს იყო, ზუსტად! ეს იყო სახლში დაბრუნება და როგორღაც, ძალიან ჰგავდა მის სულის მოთქმას. XIII "გამოცდილი ვაჭარივით აქებდა,სანამ გაყიდდა" დღეები უსაშველოდ გასიგრძეგანდა,დაცარიელებულ სახლში შუახნის გადიასთან ყოფნა,ასე უფრო სასიამოვნო აღმოჩნდა.აივანის მაგიდასთან ჩამომსხდრები, ერთიანად ეკვროდნენ დაწნული სკამების ზედაპირს და ოჯახის უფროსის ბიბლიოთეკიდან გამოტანილ წიგნებს, მზის ჩასვლამდე კითხულობდნენ.მხოლოდ ორი დღე იყო დარჩენილი, კვიციანების მყუდრო სახლში დაბრუნებამდე და ამ ფაქტით გულგამაგრებული, ანცად მოიწევდა დილაადრიან ცხელი ჩაის დასაგემოვნებლად.პიჟამაში გამოწყობილი ცალ ხელს აბურდულ თმებში მალავდა, მეორეთი კი ძილბურანში მყოფ თვალებს არ ასვენებდა.სამზარეულოს სივრციდან საუბრის ხმა მოდიოდა და კართან მისულმა,ფრთხილად შეაღო სიტუაციაში გასარკვევად.გრძელი, ოთხკუთხედის ფორმის მაგიდის თავში, მამაკაცის ჭაღარა თმიანი ფიგურა დალანდა და მიხვდა, ბატონი გიორგი ჯანაშია სახლს დაუბრუნდაო.შეყოყმანებულმა და მისი ჩამოსვლით განცვიფრებულმა, ნაბიჯი ფრთხილად წადგა წინ და საკუთარ გონებას შემოუძახა, არ დაგავიწყდეს რომ საერთოდ არ იცის ამ ხნის მანძილზე სახლში რომ არ იყავიო.მისთვის ყურადღება არც კი მიუქცევია, კარადას დასწვდა თითებით და ჭიქა ჩამოიღო, მის გვერდით მოფუსფუსე ელიკო, ახალთახალ კრუასანებს აწყობდა მოწნულ კალათაში და შიშის ფეთებით გადმოხედა,არ გამობვიჭიროს ტყუილშიო.ჯანაშიამ გაუღიმა და მხარზე ხელისგული მოხვია მისანიშნებლად, არ ინერვიულოო.უკვე ორთქლადინებულ ფინჯანს ხელი მოხვია და აისვნისკენ წასული, ცივმა, უდრეკმა ტონმა ადგილზე გაახევა. -ტასო იცი გუშინ საღამოს ვინ დამირეკა? ნეა ჭკადუამ...-ცინიკურად წარმოთქმული ეს სიტყვები, რომელიც თითქოს გაკვირვებას გამოხატავდნენ, პირდაპირ სახეში ეცა გოგოს და ჯერ კიდევ ზურგშექცეულმა განაგრძო მამის მოსმენა...-მითხრა ანასტასია შემეხმიანაო, ჩემთანაც კი იყო სტუმრად მოსულიო...-არ ჩერდებოდა, იწვევდა და ხვდებოდა როგორ თამაშობდა მის ნერვებზე ეს შესავალი...-გითხოვია ძველ სტუმრებს შეეხმიანეო. ხო მართლა, მომილოცა კიდევაც, სასტუმროს ხელთავიდან გახსნა ძალიან კარგად მოგიფიქრებიაო. -უბრალოდ არ მინდოდა ბერაიების წრიდან ბევრ ხალხს მოეყარა თავი იმ ადგილას, სადაც ყოველთვის ნაცნობი ადამიანები ისვენებდნენ, თავიანთი ოჯახებით...-ნიშნისმოგებით უპასუხა და ამჯერად შემობრუნება გადაწყვიტა...-შენც იცი, რომ ის ადგილი ყოველთვის მწერლების, პოეტების, მუსიკოსების და მხატვრების თავშეყრის ადგილი იყო.არ მინდა ამ ყველაფრისგან შორს მყოფმა ხალხმა, კარგი საუნის და ტბაზე გარუჯვისთვის იარონ...-მაგიდას მიუჯდა და თავმომწონედ მოსვა ფინჯნიდან ცხელი სითხე. -რათქმაუნდა მჯერა...-ღვარძლიანად გაეწელა სახე კაცს და მერე ისევ განაგრძო მის მწვალებლად მოვლენის პროცესი...-ასევე მე მჯერა ლალიკოსი, რომელიც ერთ კვირაზე მეტია მიმტკიცებს კარგადაა, მაგრამ ოთახიდან არ გამოდის და შენთან საუბარიც არ უნდაო, ეჭვიც არ შემპარვია რომ ნეა ჭკადუას ხათრით, უეცრად წამოფრინდი ფეხზე. -ძალიან კარგად იცი, შენთან საუბარი რატომაც არ მინდოდა...-თვალის გუგებში შემოუძვრა სიბნელე და ერთიანად აჭარხლებულმა იფეთქა უცებ...-ბოდიში თუ ფეხზე წამოდგომა შევძელი, შენს გეგმებს ამით ხელი ხომ არ შევუშალე? რა ხდება, ისევ შეგეშინდა, ბაბუამისის დანატოვარი ქონება არ წამგლიჯოსო?...-გამოწვევა მიღებული იყო და გიორგი ჯანაშია მხილებული. -რას ამბობ ტასო?...-სახე მოეღვენთა, სადღაც გაქრა ის შემართება, რომლითაც დიალოგი წამოიწყო.ახლა მის წინ შვილი იჯდა, მისი სისხლი და ხორცი,საყვარელი ქალისგან დარჩენილი ერთადერთი ცოცხალი მოგონება და ვერ იჯერებდა ანასტასიას ფიქრების სიმწარეს...-გგონია რომ ყველაფერი რასაც სიყვარულით ვაკეთებ, შენთვის ბაბუაშენის ქონების წასართმევად მჭირდება და არა, შენივე კეთილდღეობისთვის? -ყელამდე ვარ თქვენი პატივისცემით და სიყვარულით ავსებული, ბატონო გიორგი...-როლები უეცრად შეიცვალა, ღვარძლით წამოძახებული ეს სიტყვები,ძალიან ჰგავდა ნაგანიდან გასროლილ ტყვიებს, არცერთი დალილავებული ადგილი სხეულზე, მხოლოდ მეტალის გემო პირში...-განსაკუთრებით მაშინ, როცა წამლებს ძალით მასმევ და ოთახიდან გამოსვლის საშუალებას არ მაძლევ, ან მიმითითებ რომ სულელი ვარ და გადაწყვეტილების მიღება არ შემიძლია.როგორ გეკადრება? მე ყოველდღე შევიგრძნობ თქვენს მამობრივ, მე ვიტყოდი გადამეტებულ სიყვარულსაც კი. -სულელი ხარ ! კი, ნამდვილად ასეა! შენ ცხოვრების ბოლომდე, რომ იფიქრო მაინც ვერ მიხვდები რა მასშტაბებისაა შენი სიბრიყვე!...-აენთო კაცი და ექოდ დატრიალდა მისი მგრგვინავი ღრიალი მთელს სახლში.მხრებში შიშისგან აწურულმა ანასტასიამ ვერ გაანალიზა შეშინებოდა თუ უფრო მეტად შესძულებოდა...-ლალი გაბრძანდი თუ შეიძლება...-ახლა შუახნიას გადიას მიუბრუნდა და შედარებით დაბალი ტონით მიუთითა, როცა ქალი მის მითითებას ვერ ჩასწვდა, მერე ისევ ყვირილი მორთო ჯანაშიამ...-წადი ამ ქალბატონის ოთახი დაალაგე და კარებები დახურე,ორივე ოთახის. -გაგიჟდი? ლალისთან ნუ ღრიალებ...-როგორც კი სახეწაშლილი გადია ოთახიდან გაიძურწა და სამზარეულოს კარი მიიხურა, მაშინვე წამოენთო.ახლა სიამოვნებით მიახრჩობდა, მაგრამ ხედავდა როგორი აფოფრილიც იყო და წამიერად შიშმა მაინც წაკბინა.პირში წყალი ჩაიგუბა და ჩადუმდა. -გაჩუმდი და მომისმინე ! ...-დაისისინა კაცმა ჩურჩულით, თითქოს მაინც არ სწამდა სხვა ვერ გაიგებს დახურული კარის მიღმაო...-მშვენივრად ვიცი ორივე რომ მატყუებდით.გუშინვე დავურეკე ელიკოს და ვკითხე ტასო როგორაათქო, მაინტერესებდა რას მეტყოდა...-უსიამოვნო შეგრძნებამ ერთიანად დაუარა ტანში, ახლა მიხვდა რატომ ვერ მოთოკა კაცმა თავი შუახნის გადიასთან და უფრო მეტად დაპატარავდა...-შეშინებულმა მითხრა, ანასტო თბილისში წამოვიდა გუშინ და სახლში არ მოსულაო? სულელი არ ვარ ანასტასია, ვიცი რომ რაც წავედი, მას მერე, შენც წამოხტი ფეხზე და კვიციანებთან გაიქეცი. -არ მითხრა გული მწყდება ბათუმის პლიაჟზე ჩემთან ერთად რომ არ ჭამე მოხარშული სიმინდებიო?...-დამცინავად ჩაიქირქილა მისკენ წაწეულმა. -გული მე კი არ მწყდება, შენ გეტკინება მალე.თუ არ მომისმენ და სისულელეების კეთებას თავს არ დაანებებ...-უეცრად ტონი შეიცვალა, სახეზე მისთვის უცხო, შეცბუნების ფერმა გადაჰკრა და ნიადაგი მოსინჯა იმის სათაქმელად რასაც ბათუმიდან გამოქცეული გზაში, გონებაში ალაგებდა...-ტყუილად ცდილობ იმ სასტუმროსთვის ძველი სახის დაბრუნებას.შენ ოცნებებში გაიჭედე და გგონია რომ, რასაც აკეთებ მომავალში გაგაბედნიერებს. -და შენ რა იცი, რომ ასე არ იქნება? ან საერთოდ რა გესმის?...-ხმა ჩაუწყდა, ვერ მიხვდა ყელში გაჩხერილი გორგალი როგორ გასუკდა და წაართვა მოთმინება...-რატომ გგონია, რომ არ გამომივა? დემეტრე ბერაიასაც კი სჯერა, რომ შესაძლებელია იმ ადგილისთვის სიცოცხლის დაბრუნება.როგორ შეგიძლია მილასთვის ყველაზე ძვირფას ადგილზე უარის თქმა?...-ახლა სისუსტეს თუ აჩვენებდა, ისევ მოუწევდა უკან დახევა.მიხვდა პირში უნდა მივახალო ყველაფერი, თან წარბის შეუხრელადო...-მესმის ბატონო გიორგი, ახალი მეუღლე გყავთ, ნანატრი ბიჭი გეზრდებათ და საერთოდ არ გაინტერესებთ რომ წარსულში არსებობდა ქალი, რომელისთვისაც ის რომ მიგეცათ, რასაც ლილეს აძლევთ, ალბათ მარტოობაში არ ამოხდებოდა სული, ჩემს გვერდით! - სიტყვებს დაუფიქრდი ! ...-როგორც აღმოჩნდა ნათქვამი სწორედ სამიზნეს მოხვდა და კაცის ამღვრეულმა თვალებმა ეს მარტივად გათქვეს...-დედაშენი ჩემი სულის ნაწილი იყო და იქნება!...-ხმა დაიდაბლა,სკამის საზურგეს მიეყრდნო, თითქოს ძალა არ შერჩაო, ისე მიაგდო თითები მაგიდის ზედაპირზე...-შენ რა იცი, როგორია როცა შენგან მაქსიმუმს ელიან.როცა შენს შრომაზე, დაკვირვებაზე და ჭკუაზეა დამოკიდებული ცოლ-შვილის უზრუნველყოფა. რა გგონია? მილა, ან თუნდაც შენ, ასე თავისუფლად ირბენდით მინდორ-მინდორ , მე რომ საკუთარი თავი გვერდზე არ გადამედო? გგონია უკეთესი ცხოვრება გექნებოდა სამივეს ხელები რომ ჩაგვეჭიდა და ათას ტყე-ღრეში გვებოდიალა? -შეგეძლო სასტუმროთი დაკმაყოფილება, შეგეძლო მასთან ერთად გაჩერებულიყავი ერთ ადგილას და ის მიგეღო, რაც უკვე გქონდა...-მისმა სახემ მოალბო, თითქოს გულის სიღრმეში ჩასწვდა კაცის ნათქვამს, მაგრამ საკმარისი არ იყო...-შენ უბრალოდ დახარბდი ფუფუნებას და როგორც კი სასურველი მიიღე, მაშინვე დაგვივიწყე. -მე არაფერი მიმიღია ! ...-სიტყვები გაწელა, ექომ დაიგრგვინა და თვალები ჩაუბნელდა...-რა გგონია ბაბუაშენმა მიწა და სასტუმრო რატომ არ მომცა? -იმიტომ რომ არ გენდობოდა...-სარკაზმი გაერია მის პასუხს და დაცინვით გადმოხედა, მის წინ მჯდომს. -მართალია, ეგონა რომ საქმეს ვერ გავუძღვებოდი და პირველივე ჩაფლავებისთანავე, ჩამოვიდოდა, ჩემს ოჯახს უშველიდა და ისევ მე გამოვიდოდი უვარგისი, შემარცხვენელი...-მძიმე სიტყვები იყო, იმდენად მძიმე რომ კაცმა იგრძნო როგორ ჩასწყდა გული...-შენ გგონია ჩემზე მზე და მთვარე ამოსდიოდა? რომ გაიგო მილა ცოლად გამომყვა, კარგა ხანი ხმას არ ცემდა, მერე მიეჩვია ამ ფაქტს, მაგრამ ყოველთვის, ყოველ წამს ვგრძნობდი რომ ერთი სული ჰქონდა ენახა როდის ჩავფლავდებოდი. -არ მინდა გული გატკინო, მაგრამ შენ ჩაფლავდი ბატონო გიორგი...-ამ აღსარების მოსმენა უკვე გულს ურევდა.სასაცილო იყო ის არგუმენტები, რაც თავისი საქციელის და ცხოვრების გასამართლებლად მოჰყავდა...-იმდენად, რომ სიცოცხლის ბოლომდე ვერ ამოხვალ მაგ ტალახიდან. -ფრთხილად, შენც მაგ ტალახისკენ მიდიხარ, რომ იცოდე...-ღვარძლით იყო სავსე კაცის სიტყვები და ანასტასიას, თავისი აწითლებული სახე კიდევ მეტად აუწითლდა. სისხლმა მოძრაობა სინათლის სისწრაფით დაიწყო...-დემეტრე ბერაიაზე აღფრთოვანებით საუბარი როდიდან დაიწყე? -რა შუაშია დემეტრე ბერაიაზე აღფრთოვანება?...-დამალვის მცდელობამ, კიდევ უფრო გამოააშკარავა.გიორგი ჯანაშიამ ახლაღა გაანალიზა რომ ეჭვები გაუმართლდა.ყველაზე საშინელი შიში აუხდა და სასწრაფოდ უნდა ემოქმედა. -ეს მან შემოგთავაზა ძველ სტუმრებთან დარეკვა ხომ ასეა? მან გთხოვა გაგერკვია, უნდოდათ თუ არა ამ ზაფხულში სასტუმროს ადგილების დაჯავშნა...-გონება განათდა და ახლა მოჯადოებულივით საუბრობდა...-მის გამო წახვედი ნეასთან. -მსგავსი არაფერი უთხოვია!...-ეცინებოდა მამამისის წარმოსახვის უნარზე...-უბრალოდ მითხრა, რომ მარკეტინგის ჯგუფს პრობლემები ჰქონდა და ეშინოდა რომ სასტუმროს შემდეგ სეზონზე ვერ გახსნიდა. -კვიციანები როგორ დაითანხმა მათთან ცხოვრებაზე? ალბათ სოფლის ხალხსაც მარტივად დაუმეგობრდა ხომ ასეა?...-შვილის სარკაზმი არ აფრთხობდა, პირიქით ართობდა, რომ ეს სულელი გოგო თავში აზრადაც ვერ ივლებდა მთელი სიტუაციის სირთულეს. -ელიკომ და ზურამ შესთავაზეს მათთან დარჩენა...-თავის სტიქიებში წასული, თავმომწონედ საუბრობდა, თითქოს პირში ახლიდა ისეთი არ გამოდგა,როგორიც თავიდან წარმომედგინაო და ამის გაანალიზება თავადაც ძალიან სიამოვნებდა...-და კი, სოფლის ხალხთან დამეგობრდა.არც ერთს უთქვამს უარი სასტუმროში მუშაობაზე, შენ წარმოიდგინე დაუზარებლად და მუხლჩაუხრელად შრომობენ და ამას სიამოვნებით აკეთებენ. -ესეიგი ყველაფერი ზუსტად ისე გააკეთა,როგორც ვურჩიე...-დარწმუნებით წამოიძახა და ხელებგადაჭდობილმა თვითკმაყოფილად ჩაიღიმა.შვილი ვერ მიუხვდა მინიშნებას და როგორც კი ჩაეკითხა, მაშინვე მოეშვა გაბადვრას და მისკენ წაწეულმა, სრული სერიოზულობით წარბშეუხვრელად მიახალა პირში...-ეს მე ვურჩიე, როცა შენ ქვა ააგდე და თავი შეუშვირე, სასტუმრო არ იყიდებაო. -რა ურჩიე? რომ სოფელში ხალხის კეთილგანწყობა მოეპოვებინა?...-პასუხით დამშვიდებულმა, თვალებში აიცეკვა ჭინკები და თავადაც იმავე ჟესტით წაიწია მამამისისკენ. -არა, მე ვურჩიე სიტუაციია გამოეყენებინა და...-უეცრად შეყოყმანდა, ახლა მიხვდა რომ აპირებდა საკუთარი ქალიშვილისთვის გაემხილა, როგორ არწმუნებდა ბერაიას ტასო გამოიყენე საქმის გასამარტივებლადო...-ბერაია სასამართლოში ჩივილს აპირებდა, ჩვენ შენს ჩამობრძანებამდე შეპირება გვქონდა, წინარე ხელშეკრულების სახით, სასტუმროს პროექტზე მუშაობა უკვე სამი თვის დაწყებული ჰქონდა და ამაში დიდი ფულიც დახარჯა.თუ იჩივლებდა, ვიზარალებდით და გაიოზიც ვერ გაყიდდა თავის წილს. -სიტუაცია როგორ უნდა გამოეყენებინა?...-სხეულში დაუარა მოსალოდნელი პასუხის სიზაზიღრემ, ქვეცნობიერი წვდებოდა იმ აზრს, რაც გიორგი ჯანაშიას მოუვიდოდა თავში, გართულებების ასაცილებლად.ახლა ციდან ყველა წმინდანს სთხოვდა შველას,ოღონდ კი ეს ის არ ყოფილიყო, რასაც ელოდა. -ვუთხარი, რომ შენ სასტუმროს გარშემო, სოფელში, ყველა გიცნობდა და ყველას უყვარდი. ვურჩიე რომ შენი საშუალებით მათ დაახლოებოდა და თბილისიდან მუშების წაყვანით ფინანსებს დაზოგავდა, თან იმ ხალხის კეთილგანწყობას მოიპოვებდა,რომლებიც გარშემო ცხოვრობენ.მერე კი შენც მოგბეზრდებოდა და წილს გაყიდდი.ვურჩიე სიტუაცია უბრალოდ გამოეყენებინა და შენთვის დრო მოეცა...-თავჩახრილი, უკვე სირცხვილის ალში გახვეული ლუღლუღებდა და აანალიზებდა, რამხელა სისულელეზე წავიდა, ოღონდ კი ეს გარიგება არ ჩაშლილიყო. -ანუ მთელი ეს დრო, უბრალოდ მატყუებდა რომ საქმეში ხელი არ შეშლოდა...მხოლოდ იმის გამო გააკეთა ყველაფერი, რომ სარგებელი ენახა?...-საიდანღაც, თითქოს სულის სიღრმიდან წამოსულმა, ამ მიკნავლებულმა ხმამ გიორგი ჯანაშიას თავში ახალი ეჭვი შობა და ერთიანად შეძრწუნებულმა, თავადაც მსგავსი გამოცდილების მქონემ , დაუშვა რომ ანასტასიას თავსა და გულში რაღაც გარდატეხა მოხდა, რაღაც ისეთი რამაც გული ატკინა, ბერაიას ტყუილით. -შენსა და ბერაიას შორის რამე მოხდა?...-წამოიძახა, უკონტროლოდ, ამ აზრისგან შეშლილმა. მისმა გოგომ ხომ ჯერ კიდევ არ იცოდა სრული სიმართლე...-ტასო შენსა და დემეტრეს შორის რა შეიცვალა? შენ ხომ...მასთან...-სიტყვებით როგორ ეთქვა, როგორ ეკითხა ამ ყველაფრის მერე.ფარდა ახდილი საიდუმლოს მერე, როგორ გაებედა პასუხის მოთხოვნა...-ტასო, ძალიან გთხოვ დაივიწყე ჩვენ შორის უთანხმოება და გულწრფელად მითხარი, რა ხდება შენსა და ბერაიას შორის...-თითქოს მკაცრი იყო მისი მოთხოვნა, მაგრამ ხმა გაებზარა ერთიანად წაშლილი სახის შემყურეს. -მეგონა რომ შეიცვალა...-დაჩურჩულა გულსაკლავად.მხოლოდ ახლა მიხვდა, უეცარი დამეგობრება, კომპრომისზე წასვლა მისთვის არასასურველი პირობებით, ის დაწყევლილი მაყვლის ძირები.ყველაფერი უბრალოდ იმისთვის იყო, რომ მოეტყუებინა და გაბრუებული გამოეყენებინა სასურველის მისაღებად...-დედაზე მოვუყევი, მანოსთანაც იყო...-მის გვერდით ფრთხილად დამჯდარ მამას ახედა დამძიმებული ქუთუთოებით და ამით მიახვედრა, ის რასაც სიტყვებით საკუთარ თავსაც არ უმხელდა. -ტასო ასე როგორ ენდე? ასე ახლოს როგორ მოუშვი?...-ახლა გიორგი ჯანაშია აღარ იყო კერძო სექტორის ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენი, არც წარბშეჭმუხნილი ოჯახის უფროსი გახლდათ.ის უბრალოდ მამა იყო, რომელიც შვილს ტკივილს მიუხვდა და ნათლად დაინახა, ამ ტკივილში საკუთარი როლი...-ასე როგორ შეძლო შენი მოტყუება? -მან სასტუმროს წილი არ იყიდა.უარი გითხრა...-მიანათა თავისი ამღვრეული თვალები და გონებაში მხოლოდ ის სიტყვები დაურბოდა, ასე პირდაპირ რომ მიახალეს."ენდე" , "ასე ახლოს" "როგორ" "მოგატყუა".ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებდა რომ გიორგი ჯანაშია მართალი გამოდგა და ის სულელი იყო, იმდენად რომ სიბრიყვეს საზღვრები აღარ ჰქონდა...-ხო! მან უარი გითხრა სასტუმროს წილის შესყიდვაზე, ამას რატომ გააკეთებდა თუ მთელი ეს დრო მატყუებდა. რაღაც არ გამოდის, ლოგიკაში არ ჯდება...-იმედის სხივმა გაიბრწყინა, ამჯერად ანთებული მიაშტერდა მამამისს. -იქნებ გაიგო, რომ მას შენი სურვილის გარეშე ვერ გავყიდდი? იქნებ გაიგო, რომ ბაბუაშენმა ანდერძი დატოვა და ამის გამო არ გარისკა ტყუილუბრალოდ?...-პასუხები არ ჰქონდა კითხვაზე, ამას საიდან გაიგებდა, მაგრამ ეს ლოგიკას მოკლებული არ იყო...-მაგრამ ამას ვინ გაუმხელდა? -კვიციანები...-მოჯადოებულივით წარმოთქვა და მის სახეს შეეფეთა...-შეიძლება ელიკოს ან ზურას წამოცდა, სულაც კიტას.მეგობრობენ და საუბარში წამოცდებოდათ, შეიძლება ეს მაშინ გაიგო, როცა ელიკომ გაუმხილა ბერლინში არ წასულაო და უთხრა რომ შენს იმედზე არ ყოფილიყო სასტუმროს წილის შესყიდვის მხრივ. -დავრეკოთ და გავარკვიოთ...-მაშინვე წამოიმართა კაცი, ის იყო ნაბიჯი უნდა გადაედგა, როცა მაჯაში წაავლეს ხელისგული და გაბოროტებით უარყვეს შემოთავაზება. -ამას მე თვითონ გავარკვევ, როცა ჩავალ...-შეუვალი იყო ტონი.იმის გაფიქრებამ რომ ანასტასია ამ ყველაფრის მიუხედავად აპირებდა უკან დაბრუნებას და იმ ბიჭთან ურთიერთობას, საერთოდ გადარია.მიხვდა მისი შვილი რამხელა ხათაბალაში ეხვეოდა, საკუთარ სამყაროში ჩარჩენილი, იმ ფერად, პეპლებიან სიზმარში რომელიც ბავშვობაში გამოიგონა და ამ ყველაფრის მიუხედავად, ჯერ კიდევ რომ სჯეროდა. -ტასო მისმინე, შენ ჯერ კიდევ ყველაფერი არ იცი...-ნიადაგი მოსინჯული იყო, არ აინტერესებდა თავად როგორი გამოჩნდებოდა.ახლა ქალიშვილი იმისგან უნდა ეხსნა, რაც თავადაც გამოიარა და ყოველდღე ახსენებდა საკუთარ თავს...-იქ არ დაბრუნდები. -სასიამოვნო ნამდვილად არაა, როცა აანალიზებ რომ ვისაც წლების შემდეგ ენდე, მამაშენთან ერთად ჰქონია დაგეგმილი შენი მახეში შეტყუება და გასულელება...-ღვარძლით იყო სავსე, ახლა წინ რომ ჰყოლოდა ალბათ ორივეს სიამოვნებით მოკლავდა...-მაგრამ არ ვაპირებ თქვენს გამო უარი ვთქვა წილზე და სასურველის მიღებაში დაგეხმაროთ.დაე ეგონოს დემეტრე ბერაიას რომ შენ რჩევას ზედმიწევნით მიჰყვა და გამასულელა.ამასობაში რესტავრაციაც დასრულდება და როცა თბილისში მოუწევს დაბრუნება, თავისი მამიკოს სქელი ჯიბეების უფრო მეტად გასასქელებლად, მე იმ ადგილას ჩემს ნებაზე დავრჩები და მისგან განსხვავებით ცხოვრებას საბუთებში ძრომიალით და ლეპტოპის ეკრანს მიშტერებული არ გავფლანგავ. -ის მაინც თუ გითხრა, რესტავრაციის დასრულებისთანავე რომ გაყიდის სასტუმროს?...-შვილის გეგმებით გულმოკლულმა, ბოლომდე გაწირა თავი და ესეც გაამხილა.საინტერესოა, რეალურად თუ ხვდებოდა რამდენად შეზიზღდებოდა ამის შემდეგ გოგოს...-შენთვის ის მაინც თუ აქვს ნათქვამი მამამისი როგორ ისქელებს ჯიბეებს? -რას ნიშნავს გაყიდის?...-ვერ მიხვდა. -ბერაიების კომპანია ინვესტორულია, ძველ შენობებს ყიდულობენ მიწიანად, რესტავრაციას უტარებენ და სასურველ კლიენტზე ყიდიან.ფულს მომგებიან შენობებში აბანდებენ...-უმცროსი ჯანაშია ბოლომდე ვერ მიხვდა რას გულისხმობდა მამამისი, ამიტომ ჩაეკითხა, ეს რას ნიშნავსო...-სანამ პროექტს ხელს მოკიდებენ, ჯერ კიდევ მანამდე ჰყავთ სამიზნე შერჩეული, კლიენტს პოულობენ რომელიც შეთავაზებული პროექტით დაინტერესდება, ფასზე უთანხმდებიან და ისე იწყებენ საკუთრების შეძენასაც და რესტავრაციასაც. -თუ სწორად მესმის, ესეიგი სასტუმროს კლიენტი ჯერ კიდევ მანამ ჰყავდათ ნაპოვნი, სანამ რესტავრაციას დაიწყებდნენ? ეს რა სისულელეა?...-ახლა უკვე ადგილზე აღარ ცქმუტავდა.სისულელე იყო იმის დაჯერება რომ ბერაია ამხელა შრომას, სხვისთვის მისაცემ საკუთრებაში დებდა. -არ არის სისულელე !...-უკვე ყელში ჰქონდა მისი ილუზიები და ბავშვური რეაქციები.ანასტასია ჯანაშია უკვე ზრდასრული ქალი იყო და ცხოვრებისთვის თვალი უნდა გაესწორებინა. ვარდისფერი სათვალე რომელიც ასე კარგად მოირგო კვიციანებთან დასახლების დღიდან ვიღაცას უნდა გაეტეხა, აღმოჩნდა რომ ეს მშობელი მამა უნდა ყოფილიყო...-ახლა თბილისში იმიტომ არიან რომ ჯაბა ბერაიამ ძველი ქარხნის შესყიდვა გადაწყვიტა და ხელშეკრულების გაფორმებამდე, პროექტის ფასის და მოგების შესაფასებლად მოუხმო თავის საამაყო ვაჟს. -ძველი ქარხანა...-ჩაილაპარაკა თავისთვისთვის და გაახსენდა ბაჩოს როგორ დასცინა ქარხნის ქირაობაზე რომ დაიწყო ლუღლუღი.მერე ის, ქვეშ-ქვეშად გადახედვაც გაახსენდა, თამამად წამოწყებული სიტყვა, შუაში რომ გაწყვიტეს და მხოლოდ ამის შემდეგ მოაბოდიალეს ხუმრობა.ახლა ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდებოდა და მამამისის სიტყვებიც სიმართლესთან ახლოს იდგნენ...-მითხარი კლიენტთან თავიდანვე შეთანხმებულები არიანო.სანამ რესტავრაცია სრულდება მანამდე საკუთრება ვის სახელზეა? მესაკუთრედ ვინ ითვლება? -სანამ პროექტი დასრულდება მანამდე ბერაიების სახელზეა...-ამოთქვა და სცადა გამოეცნო ეს ინტერესი, რამ მოიტანა...-მაგრამ წინარე ხელშეკრულებას აფორმებენ და პირგასამტეხლოს აწესებენ, თუ რომელიმე მხარე დაარღვევს შეპირებას, მაშინ ან ერთი მხარე იზარალებს ან მეორე.დამიჯერე პატარა თანხაზე არაა საუბარი. -ესეიგი დემეტრე ბერაია შენ რჩევას საგულდაგულოდ მიყვა, გამომიყენა, თბილ ოჯახში ფეხი მოიკიდა, მერე ისინიც გამოიყენა რომ ადგილობრივი მუშები დაექირავებინა და მათ საცხოვრებელზე,კვებაზე,გადაადგილებაზე ზედმეტი ფული არ დაეხარჯა...-აანალიზებდა და ნელ-ნელა სწორ დასკვნამდე მიდიოდა...-გამოდის მე ის მომგებიანი ბილეთი ვარ, ათიათასობით ლარს რომ დააზოგინებს და საქმიდან იმაზე მარტივად გამოძვრება, ვიდრე წარმოედგინა.ხომ ასეა?...-მამამისის წაშლილ სახეს რომ დააკვირდა, ძალიან მოუნდა მისთვის სილა გაეწნა,მაგრამ იცოდა სიტყვაზე ძლიერი დარტყმა შეუძლებელია ხელმა მოგაყენოს...-გილოცავთ ბიჭებო, ისეთი დახვეწილი გეგმაა რომ იმ ბუზებივით გავები, მე რომ ბერლინში სწავლის მაგიერ ვითვლიდი. ბრავო! -მისმინე...-ახლა თავად წაეტანა ხელისგულით მაჯაზე, უცებ ფეხზე წამომხტარს და მაბრალობლად შეეხვეწა...-შეეშვი სასტუმროს.დაბრუნდი ბერლინში, ძალიან გთხოვ. -ამიერიდან...-მისკენ მთელი სხეულით წაიწია, გაბოროტება მთელ სხეულზე მოედო, ახლა მისი მოკვლის სურვილით სავსეს ძალიან უნდოდა რამე ეტკინა.ღვარძლითა და ზიზღით იყო მისი სიტყვები სავსე და ვინც კი სცდიდა შეჩერებას, ყველას საკადრის პასუხს გაცსემდა...-მეორედ აღარ გაბედო იმის მითითება, რა დავივიწყო და რა გავიხსენო.დღეიდან აღარ გაბედო ჩემი სახელის და შენი გვარის ერთად მოხსენიება!...-მერე თითქოს ისევ გაახსენდა რაღაც და დაუმატა, ისედაც გახევებულს...-ეცადე რჩევების გაცემისგანაც შეიკავო თავი! რასაც ეხები, ანადგურებ. საძინებლისკენ წავიდა, სურდა არ შეემჩნიათ როგორ გატყდა,წელმოწყვეტილი ნაბიჯებს ითვლიდა და სიმწრისგან მოწოლილ ცრემლებს უკან აბრუნებდა.ანასტასია ჯანაშია დღეს აღარ იტირებდა, ნენე მსხვერპლი აღარასდროს გახდებოდა.შეიძლება მომკვდარიყო, სული გატეხილი ჰქონოდა, მაგრამ ამჯერად გიორგი ჯანაშია მილას ვეღარ მოინელებდა.ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ ის ადგილი, რომელიც მის თავს ახსენებდა და განწირულივით ცდილობდა ყველა მოგონების თავიდან ამოშლას, სასტუმროს განაგურებით, სახის წინ აუფრიალებდა მანამ, სანამ ამ სამყაროში იარსებებდა.საწოლამდე მისულმა, კარადასთან მოფუსფუსე ლალის გვერდი უხმოდ აუარა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დალაგებული ლოგინი ხელთავიდან აშალა, მასში გასახვევად, მოუბრუნდა და უთხრა მარტო დამტოვეო. გონება მოწიკწიკე ბომბს დაემსგავსა, გრძნობდა როგორ სცემდა სისხლის სწრაფი მოძრაობა თავის ქალაში და ლამის იყო ერთიანად გაეხეთქა.ფანჯრიდან მომავალ შუქს თვალს ვერ უსწორებდა, გაგულისებით წამომხტარმა ფარდები ჩამოაფარა და ისევ საწოლის სივრცეში დაბრუნებულმა გამოშიგნულ თავს დაუწყო გამოკითხვა: "უცნაურია, რას ითხოვენ შენგან? სიჩუმეს? ლაპარაკი ისედაც დიდი ხანია აღარ გიყვარს, სიტყვა რომელსაც ათასში ერთხელ ამოთქვამ,ხრიალს ჰგავს და უმნიშვნელოა.ხანდახან ფიქრობ, რომ უბრალოდ უნდათ ხმა ჩაიწყვიტო, გაქრე, არსებობა ცოტა ხნით შეწყვიტო...და დგება მომენტი როცა აანალიზებ, ბრძოლის აზრი კი არა, ძალა დაკარგე და ჩუმდები...ქრები...არსებობას წყვეტ... ელოდები... იქნებ ეს კარგიც იყოს? ცოტა ხნით დაივიწყო რომ არსებობ, რუტინულად გააგრძელო შენს თავში თავგადასავლების ძებნა და უბრალოდ შენთვის, ერთ ოთახში იარსებო, არავინ შეაწუხო, არავინ შეგაწუხოს.იქნებ გაზაფხულმა თან მოიტანოს სიცოცხლის სურვილი და ზამთრის ძილისგან ახლადგამოღვიძებულმა აღმოაჩინო რომ ახალი ცხოვრების დაწყების დროა...იქნებ უბრალოდ უნდა მოკიდო შენს ძველ თავს ხელი და სანაგვეში წინა დღის გაზეთთან ერთად მოისროლო, ან კიდევ ნასუფრალივით არეული ცხოვრება ზეწარში გაახვიო და როგორც დიასახლისმა, რომელსაც უკვე აღარ აქვს ლაგების თავი,ყველაფერი სანაგვე ურნაში ჩაყარო და ახალი ცხოვრება იყიდო...ხოდა ფიქრობდა...ნეტავ რას ელიან?იქნებ სიჩუმეს? იქნებ ცოტა ხნით ხმა უნდა ჩაიწყვიტო? გაქრე? არსებობა შეწყვიტო? დაივიწყო ქარიშხალში მოყოლილი სახლის ნანაგრევები და მისი ხელახლა აშენების ნაცვლად უბრალოდ ამ ნანგრევებზე დაწვე და იტირო, თანაც ისე ჩუმად რომ სხვა არ შეწუხდეს...ხო, მგონი მიხვდა...უნდათ რომ არსებობა შეწყვიტო,თითქოს წინ ზამთარია და გაზაფხულამდე სიცოცხლის უფლება არ გაქვს!" საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება ლალიკოს თხოვნისთვის უკვე შუადღე გადავიდა და ხილი მაინც გეჭამაო.საერთოდ არ იცოდა როგორ გადიოდა დრო, როგორ ჩამობნელდა იმდენად რომ მუქი ფარდები საჭირო აღარ იყო.არ იცოდა როგორ მოეხმო ძილის ყველა ანგელოზი საშველად და ოთახი ისე დაცარიელდა, უსაშველოდ გასიგრძეგანდა ღამე...კედლები თავისით ამოძრავდა და მარტოობამ, ყველაზე ბნელ კუთხეში ჩუმად დაიდო ბინა.ოთახი ცარიელი გახლდათ, იმდენად რომ საკუთარი არსებობაც უკვე ტყუილად ეჩვენებოდა. უსაშველოდ გაიწელა ღამე და თავის ქალაში ბუდე დაიდო ვერგათენების ეჭვმა. ...მაგრამ გათენდა, ისე ლამაზად თენდებოდა, თითქოს ახალ იმედებს ატანს მზე თავის შვილებსო.მოუთმენელმა გულმა ვერ გაუძლო და დილაადრიანვე შეუდგა სამზადისს.ერთ დიალოგ გამოვლილმა, ძალისძალად მოშველიებული ღიმილით დაასრულა საუბარი და ამჯერად ტელეფონს დასწვდა ნომრის საძებნელად.იცოდა, რომ ჯერ კიდევ ძილბურანში იქნებოდა ინტერესის ობიექტი, ამიტომ შეიცადა.სანამ სახლში მყოფი გაიღვიძებდა, მანამ ესტუმრა სამზარეულოს და ცხელი ფინჯნით ხელში დაბრუნებულმა, გადაწყვიტა თბილი ჭავლისთვის მიენდო გუშინდელი ამბის მთელი სიცხადე და გულისტკივილი.თბილი ჰაერის ნაკადით შემშრალ თმას დასწვდა და იების სურნელოვანი ზეთის შუშას კარგა ხანი აკვირდებოდა.თვალებში გაუკრთა სიბრაზის შვილობილი და გაგულისებით მოისროლა ნაგვის ურნაში. კარადაში მობორიალემ ბერლინში, ოფიციალური შეხვედრისთვის ნაყიდი ძვირფასი სარაფანი გადმოიღო და სხეულზე მიიკრა. საკუთარ შეკოწიწებულ თავის ანარეკლს სარკეში წაააწყდა, დააკვირდა ამოშავებულ უძილო ღამეებს, ძლივს გათენებული დილების უადამიანობას და მიხვდა რომ დრო ვერ გააჩერა. ისე მიქროდა ცხოვრება, როგორც თავაწყვეტილი პირველი მზის სხივები განთიადისას.დარწმუნდა რომ ყველაფერი ხდება და არ ჰქონდა ძალა შეეცვალა წარსული, თუმცა შეეძლო შეექმნა საკუთარი მომავალი.წამიერად ცხოვრება ისეთი აუტანელი აღარ იყო, როგორც გუშინ.ნეა ჭკადუასგან წამოსულის სიტყვები გაახსენდა, როგორ შეჰპირდა თავის ფრთამოტეხილ ჩიტისფრთა ფეთქვას, აღარასდროს ავტირდებითო და კაბა საწოლზე მიაგდო.ტელეფონის ეკრანს დააკვირდა და ყოველგვარი მორიდების გარეშე დარეკა.მის თხოვნას სიხარულით დაეთანხმნენ და შეჰპირდნენ ერთ საათში შენს სახლთან ვიქნები,წავიდეთო.ძვირფასი კაბა,უკვე,აღარ ეჩვენებოდა უცხოდ. გასასვლელთან მისულს, გიორგი ჯანაშიამ გამოხედა სამზარეულოდან და როგორც კი მისი შვილი, სარაფანსა და ბალეტკებში გამოწყობილი დალანდა, მაშინვე ეჭვმა გაუელვა.საკუთარი გულის ხმას აყოლილი, სულთამხუთავივით ეკითხებოდა სად მიდიხარო, მაგრამ ისიც ჯიუტად დუმდა და მხოლოდ წამიერად მოუბრუნდა უკვე შეღებულ კარში გასული. -მითხარი ნეა ჭკადუასთვის ხომ არ გითქვამს, რომ ჩემი თხოვნა დაევიწყებინა?...-დაბნეულ გამომეტყველებას რომ წააწყდა, კიდევ ერთხელ გაუმეორა...--ნეას რამე ისეთი ხომ არ უთხარი, რომ ჩემი დახმარება გადაეფიქრებინა? -არა, მადლობა გადავუხადე მოლოცვისთვის და დახმარების მცდელობისთვის...-მორჩილად ამოთქვა. -ძალიან კარგი...-ფიქრებში წასულმა დაიჩურჩულა.მერე კი თვალებში ჭინკებაცეკვებულმა, თვითკმაყოფილი ღიმილით მიიხურა კარი და ყურადღება არ მიუქცევია ერთ ადგილას მიყინულისთვის. მანქანის გრილ სივრცეში მოთავსებულმა, თავი ივლისის სიცხისგან დაცულად რომ იგრძნო, კიდევ ერთხელ მოეხვია დიდი ხნის უნახავ მეგობარს და მადლობა გადაუხადა შეხვედრისთვის. ძრავა ამუშავებულ, უკვე ქუჩას ნება-ნება მიყოლილი ავტომობილის მძღოლი მოუბრუნდა და ჰკითხა საითო. -ძალიან ბევრი ლამაზი სარაფანი უნდა ვიყიდო, შენზე უკეთ არავინ იცის, ამას სად მოვახერხებ...-არ სურდა იმაზე ფიქრი, რამდენად არ ჰგავდა ეს გოგო მას, ახალი ანასტასია თითქოს პერსონაჟი იყო, რომლის თამაშიც აითვისა და ეს უცხო გოგო, მის კანში თავგამეტებით შემოძვრა, უძილო ღამის გადასატანად. -ოჰოო, ესეიგი დღეს ბევრ ფულს დავხარჯავთ.აი ეს უკვე ჩემი სფეროა...-აკისკისებულმა გადაკრა საჭეს და მანქანა მოატრიალა.სწორ გზაზე მიმავალმა,სახე დაისერიოზულა და ამჯერად წყენით ამოთქვა...-ისე, მახსოვს როგორ შემპირდი სასტუმროდან როგორც კი ჩამოვალ გნახავო,უკვე ერთ თვეზე მეტი გავიდა. -ახლახანს ჩამოვედი...-იცრუა, ისე ოსტატურად რომ არც კი აწითლებულა...-ძალიან ბევრი საქმე იყო, ახალი მეწილე ხომ საერთოდ დიდი თავის ტკივილი აღმოჩნდა და ამიტომ გამიგრძელდა იქ ყოფნა. -დიდი თავის ტკივილი თუ სიმპათიური თავის ტკივილი ?...-თავისი სიცელქე არ დავიწყებიაო გაკრა ჯანაშიას გონებაში, თუმცა რაღაც მწარედ ჩასწყდა სხეულში ამ სიტყვების მოსმენისას. -ძალიან, ძალიან დიდი თავის ტკივილი ლიკუნა...-ჩაფიქრებულმა ამოთქვა და მიხვდა, ამჯერად არ ვცრუობო. აღმოჩნდა რომ მოლის დახლებს შორის სიარული,სწორედ ის იყო, რაც სჭირდებოდა.გონება მოსწყდა შემაძრწუნებელ ფიქრებს და დაკმაყოფილდა მოცემულობით.ათობით ტანზე მოზომებული კაბა, ახლა იმას ახსენებდა თუ როგორ ცდილობდა ათობითი სახიდან ერთი ამოერჩია და კარგად მორგებულს, ტყავგამოცლვლილს გაეგრძელებინა არსებობა.ლიკა არ იღლებოდა მისთვის სიფრიფანა ნაჭრების მიწოდებით, აღაჟღაჟებული თუ ბაცი, ვარდისფერი თუ კვასკვასა ბროწეულისფერი, მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა.მთავარი იყო, რომ მორგებოდა და მასშიც ისევე ჩამალულიყო, როგორც საკუთარ გამოცარიელებულ სხეულში ჩამძვრალი ბავშვი.მშვიდად იყო ანასტასია, იმდენად მშვიდად რომ ეს სიმშვიდე,როგორღაც შემაძრწუნებელიც იყო,მსუბუქი და ჰერმეტული.თითქოს მისი სხეული ჩაიღვარა არარსებობის უსასრულო წრეში და მას ვეღარ დაიბრუნებდა, ქვეცნობიერი კი დაემსგავსა იმ სიბნელეს რომელშიც მზის სხივები ვერასდროს იპოვიდნენ სპექტრს გასაშლელად.მისი სხეული და ქვეცნობიერი ერთმანეთს გაემიჯნა და ამ ცხოვრებით ახლა სხვა ვიღაც ცხოვრობდა. გამოცარიელებული დადიოდა დახლებიდან დახლებში და თავად შორიდანაც იშვიათად აკვირდებოდა. წამიერად იღვიძებდა და იცოდა ეს თვითონ არ იყო,მაგრამ კმაყოფილი გახლდათ რომ რუტინას ლიმესი აუმართა და სიცარიელის პარალელეპიპედში გამოამწყვდია ერთიანად დაშლილი თავისი თავი. -ტასოოო.ტასოოო, გესმის?...-სახის წინ უფრიალებდა გოგო ხელებს და შეწუხებული შესცქეროდა, როგორც კი გონებამ მუშაობა დაიწყო და ყურადღებაც მიაქცია, განაგრძო...-წვენი თუ ყავა?მოდით ორი ფორთოხლის წვენი იყოს და თქვენი საფირმო ბრაუნი.მადლობა...-მაგიდას როგორც კი მოსწყდა უცხოს სმენა, მაშინვე გაფართოებული თვალებით გადახედა მეგობარს და ამჯერად შეშფოთებით ჰკითხა...-ახლა, მართლა მომიყევი რა გჭირს? თითქოს გძინავს. -ლიკა იცი რა მაინტერესებს?...-აქამდე დახლებში მობორიალეს, კითხვა უღრღნიდა თავის ქალას და ერთიანად რომ აიწება მისი ყურადღება, გაბედა ამოთქმა...-ბერაიებზე რამე გსმენია? დემეტრე ბერაია ჩვენზე ორი წლითაა უფროსი, მაგრამ შეიძლება იცნობდე, მამაშენიც ხომ კერძო სექტორშია. -შენ წარმოიდგინე კი...-გაეცინა გოგოს, ჯანაშია ისეთი ფერი ედო სახეზე თითქოს სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებას სთხოვდა...-ოღონდ, გაგიკვირდება და მამაჩემისგან არა. -მეგობრობთ? ანუ, მასზე რაღაც მაინტერესებს და...მოკლედ ეგ დემეტრე ბერაიაა სასტუმროს ახალი მეწილე, უფროსწორედ მამამისი...როგორც არის...-თავი ვერ მოაბა სათქმელს, არ სურდა ზედმეტად გაემჟღავნებინა კითხვის მიღმა დამალული ინტერესის სიცხოველე. -არა არ ვმეგობრობთ, მაგრამ ლიზასგან ვიცნობ...-გაკვირვებისგან თვალები შუბლზე აუვიდა ჯანაშიას.ესღა აკლდა, ლიზა მისი კლასელის და ბავშვობის მეგობრის ნაცნობი იყო და ღმერთმა უწყოდა მხოლოდ რამდენად ახლო ურთიერთობა ჰქონდათ.კითხვაზე, რომელიც მის ბაგეებს გადმოსცდათ, სრული პასუხი მიიღო...-ლიზა და მე კურსელები ვიყავით, ისიც დიზაინით იყო დაინტერესებული და ერთად მოვხვდით საგნებზე.ეგ დემეტრე ბერაია, მაგის ბავშვობის მეგობარია და ისე იყო ჩაციკლული მაგ ბიჭზე რომ ტვინი გამიბურღა.შორიდან ვიცნობ...-უდარდელად კი საუბრობდა, მაგრამ სახე მოღვენთილს რომ წააწყდა, დასერიოზულდა...-მოიცა შენ რისი გაგება გინდოდა დემეტრეზე? -ესეიგი ლიზას ბავშვობიდან უყვარს დემეტრე?...-მიხვდა როგორ იტყობდა სახეზე ყველა ემოციას და სკამის საზურგეს მოჩვენებითი უდარდელობით მიწოლილი, ახლადმოტანილ წვენს დასწვდა. -ზუსტად. მესამე კურსზე ვიყავით,ბავშვობის მეგობრობის ხათრით, მათ კომპანიაში რომ დაიწყო მუშაობა.რა დამავიწყებს, როგორი სიამაყით გვიყვებოდა ამხელა კომპანიაში სტაჟირების მაგივრად, ნახევარ განაკვეთზე რომ აიყვანეს ოფიციალურ თანამშრომლად. -თუ ამაყობდა და ასე უხაროდა, გამოდის ბევრს ლაქლაქებდა კომპანიაზეც ხო?...-დამაჯერებლად დაუკრეს თავი, თანხმობის ნიშნად და განაგრძო...-ის არ უხსენებია, ბერაიები რას აკეთებდნენ? ანუ, მათი კომპანია უშუალოდ რა საქმიანობას ეწევა? -მემგონი ინვესტორები არიან, ხო...-ეჭვი შეეპარა ნათქვამში, მაგრამ მერე დარწმუნებით განაგრძო...-რაღაც ძველ, დანგრეულ შენობებს პოულობენ, იაფად ყიდულობენ და მერე არემონტებენ, რომ გაყიდონ.ლიზაც ამიტომ სჭირდებათ ტრიდე დიზაინებისთვის...-ეჭვნარევად შეათვალიერა ჯანაშია და მისკენ წაწეულმა სერიოზული ტონით გამოუცხადა....-ტასო ეგ გოგო ჩაციკლულია ბერაიაზე, რაც არ უნდა მოხდეს, ოჯახებით მეგობრობენ და არამგონია... -ნუ სულელობ ლიკუნა...-გაიცინა და ჭიქა მაგიდის ზედაპირს დაუბრუნა...-ლიზას შეუძლია მშვიდად იყოს, მისი დემეტრე ბერაია არავის სჭირდება. საკუთარი დამძიმებული, ფეხებ მოღლილი თავი ძლივს ამოათრია სადარბაზომდე. აღარ ახსოვდა როდის დაარწმუნა ლიკუნა, რომ უკვე საკმარისად იყიდეს ყველაფერი, ისიც კი რაც არ სჭირდებოდა.შეღებულ კარში გაჩხერილს პირდაპირ სახეში ეცა სიჩუმე, თუმცა ყურადღებაც კი არ მიუქცევია სიმარტოვისთვის.საძინებლისკენ წალასლასებულმა, ფეხზე გაიძრო ბალეტკები და მხოლოდ ის მოახერხა, სარაფანმოშორებულს პიჟამოები ჩაეცვა და სახე დაებანა.რბილი ლოგინის სივრცეში მომწყვდეულს, სულ არ უფიქრია ხვალინდელ დღეზე, ისე მილულა თვალები და წუხანდელი ღამე ნათევი, გამთენიამდე სტუმრობდა სიზმრის სამყაროს. მანამ არ შეუწუხებია დილის შეგრძნებებს, სანამ გადაწეული ფარდებიდან მკრთალმა სინათლემ არ შემოიჭყიტა და აისის მოახლოება არ ამცნო.ძლივსძლივობით დაშორებულ ქუთუთოებს კიდევ უფრო მეტად დაატანა ძალა და ფეხისგულებით აეკრო იატაკის სიცივეს.კარადასთან მიყრილ, ტანსაცმლით სავსე ჩანთებს ხელი დაავლო და კარგა ხნის დაცარიელებულ ჩემოდანს აგემა სისავსე.ის იყო, სააბაზანოში უნდა შესულიყო, ტელეფონმა რომ გააბა რეკვა, უხეშად გათიშა გულაჩქარებით და ტექსტური შეტყობინება გაგზავნა : -"მღვიძავს.რვა საათზე სადარბაზოსთან ვიქნები". წყლის ცხელმა ჭავლმა,ერთიანად მოაშორა ძილბურანიც და მოსალოდნელი დღეების თოშის შეგრძნებაც.მკერდთან ოდნავ ჩახსნილი,ჭუჭყიან ვარდისფერ სარაფანში გამოწყობილი სარკეში ათვალიერებდა მუხლების სიშიშვლეს და ოქროსფერ თმას ისწორებდა ამორძალად ქცეული, სულმოკლული ბავშვი. ბალეტკებით, ფეხაკრეფით მოსიარულე სამზარეულოში დატრიალებულ საუბარს უხმაუროდ შეერია და თამამად მოსვა, მისთვის ლალიკოს მიერ გამზადებული ყავა ფინჯნიდან. გიორგი ჯანაშია ამჯერადაც გაფაციცებით აკვირდებოდა, ქალიშვილის გამოპრანჭვას და მაინც, ხმის ამოღებას თითქოს ვერ ბედავდა. ანასტასიამ მხურვალედ ჩაუკოცნა შუახნის გადიას ლოყები და ერთიანად აეკრო ზურგიდან. მისი სითბოს დამახსოვრება სურდა, ისე უნდოდა ბოლომდე მიჰყოლოდა მისი სუნი, რომ ვერაფრით სცილდებოდა.ტელეფონი, რომ კიდევ ერთხელ ახმაურდა, საათს დააშტერდა და მიხვდა წასვლის დრო იყო.ამჯერად კი გამოეკიდა გიორგი ჯანაშია და კართან მისულს, ხელში სწვდა. -ჩემოდანი და შენ...-წამიერად გაიელვა მხოლოდ, დაცინვის შუქმა მის სახეზე...-არ მითხრა რომ ისევ სასტუმროში მიდიხარ...-სასოწარკვეთამ თავისი ქნა და ერთიანად წაუშალა სხივი. ადგილზე გაახევა შვილის სიტყვებმა, გულში მწარედ გაჰკრა მათი გაანალიზებისას, სწორ პასუხამდე მისვლის შიშმა.ისეთი გაბოროტებით იყო წამოძახებული, ისეთი შეშლით. ხელისგულიდან გამოჰგლიჯეს, უკანასკნელი იმედივით ჩაბღაუჭებული ხელსაჭიდი და თვალების ბრიალით მიიხურეს კარი.იყო ამ სიტყვებში, რაღაც შემაძრწუნებელიც და დამაფიქრებელიც.სამიზნე კი, რომელსაც მოხვდა, ზუსტად აანალიზებდა შეფარულ ქვეტექსტს.თუმცა ვინ არ მიხვდებოდა მნიშვნელობას , ეს ხომ ისედაც ნათელი იყო: -"მე დემეტრე ბერაიას იმას წავართმევ, რაც ყველაზე მეტად ეყვარება.ოღონდ ამას ძალიან მწარედ და დასამახსოვრებლად გავაკეთებ!". XIV "ზღაპრის ბოლოს, ბოროტებას შხამად იგემებ" ლიფტის სივრცეს მოშორებული, სანამ სადარბაზოს გასცდებოდა, შეჩერდა.ეს ის მომენტი იყო, როცა მასში გარდატეხა მოხდა, უკან დასახევი გზა თითქოს ჯერ კიდევ ჰქონდა.ნაბიჯის გადადგმა ისეთი მძიმე აღმოჩნდა გეგონებოდათ, შუა საუკუნეებში გაჭედილი, ჯალათის წინ უნდა აღმოჩნდესო.იქნებ ცხოვრება მართლაც ერთი უზარმაზარი ჯალათის ფიგურა იყო, ხელში მომარჯვებული იარაღით, რომ გელოდება არსებობის გასაქრობად.რა ხდება მას შემდეგ, რაც აანალიზებ რომ მსხვერპლის როლი უკვე შეგახმა სხეულზე და დროა იმოქმედო, თვალებიდან თამამად გამოაჩინო ახლადშობილი ამორძალის მთელი შემზარავობა და კი არ დანებდე, იბრძოლო ყველა რეალობის შესაცვლელად, საბოლოოდ რომ იმ სამყაროს ნაწილი გახდე, რომელსაც სხვები კი არა, თავად აირჩევ შენი თავისთვის.ფეხები თავისით ამოძრავდნენ, ახლა ყველა გზა ჩახერგილი იყო და მხოლოდ ერთი მიმართულებით შეეძლო სვლა. ავტომობილიდან ბერაია გადმოვიდა, კლასიკურ შარვალსა და თეთ, კისერთან შეხნილ პერანგში გამოწყობილს თვალებზე მიეწებებინა შავი სათვალე, რომელიც მომავლის დალანდვისთანავე, უკვე საბარგულთან მისულმა, სწრაფად მოიხსნა და ერთიანად შეათვალიერა უჩვეულოდ, თითქოს გამომწვევად ჩაცმული.ნაცრისფერი სფეროები უსირცხვილოდ დასრიალებდნენ ჯანაშიას ლავიწებში, მოღერებულ ყელთან და აცახცახებულ მკერდთან, დაიწვა და დაიდუგა ანასტასიას კანი. ჭინკებაცეკვებული ისე უცქერდა, თითქოს მოთმინების უნარზე არასდროს არავისგან სმენია და მთელი სხეულით ითხოვს შეხებასო.გამოლაპარაკებაც კი სცადა, ერთიანად საკუთარ ფიქრებში გართულმა, თუმცა უპასუხოდ დატოვეს.ჩემოდნის მანქანაში მოთავსებისთანავე, კარისკენ წასულმა, ნაცნობი ქერა თმა დალანდა და ერთი ნაბიჯით უკან დახეული მოთავსდა თავისუფალ ადგილას.დემეტრემ, როგორც კი საბარგულში დააბინავა ჩანთა, მაშინვე საჭესთან დაჯდა და იმის მაგიერ დაეძრა, ინტერესით გადახედა ლიზას. -ლიზა, ანასტასიას გზა ცუდად ხდის, უკან ვერ მოისვენებს...-ქვეშ-ქვეშად გახედა უკან მჯდომს და თითები აათამაშა საჭეზე,როცა პასუხი ისე გასცეს, თითქოს გზაში არ მოილაპარაკეს, რომ როგორც კი ჯანაშიას სახლთან მივიდოდნენ ადგილს დაუთმობდა. -მე თუ მკითხავ, მოსვენებით და ჩუმად ყოფნით, ვერც წინ მჯდომი დაიკვეხნის...-მწარედ იყო წარმოთქმული სიტყვები, გამიზნული შხამით კარგად უნდა მოეწამლა ადრესატი.ის იყო ბერაიამ გადმოხედა პასუხის გასაცემად, რომ გაკვირვებამ შეაჩერა და კითხვის ნიშნით სავსე თვალებით მიაშტერდა. -მე არ ვიცი ბერაიამ საიდან მოათრია ეს სიბრძნე...-ცოტა უნდა დამშვიდებულიყო, უკვე ზედმეტად იმჩნევდა სიბრაზეს და სიძულვილს, წინ კი უამრავი დღე ჰქონდა მის მახეში შესატყუებლად.ასე ყველაფერს გააფუჭებდა...-მაგრამ უკან მშვენივრად ვგრძნობ თავს. -და ზრდილობაც შესაშური გვქონია...-იწვევდა და აღიზიანებდა. ისე იწვრილებდა იმ თავის ხმას, გეგონებოდათ მასზე ნაზი ქვეყნად არავინ და არაფერი შექმნილაო. ანასტასიას სიტყვებით შეფიქრიანებული ბერაია უკვე ნება-ნება მიუყვებოდა ქუჩებს, ბაჩოს სახლამდე მისასვლელად. -ბოდიში, დამავიწყდა...-მოჩვენებითი დანანებით ამოთქვა თავდახრილმა და ისე განაგრძო...-ბერაიას წინ "ბატონი" არ მითქვამს ხომ? იმედია წყენას გულში არ დაიტოვებთ...-სარკიდან უყურებდა ერთიანად განცვიფრებას აყოლილი ბერაია, გოგოს თვალებში ჩამდგარ სხივს შეეჩეხა და უფრო მეტად იგრძნო უსიამოვნო წამოძახილის მთელი ღვარძლი. -ცივი წყლის შემოთავაზებას ველოდი, მაგრამ როგორც ჩანს ვიღაცას უმეცადინია და უფრო მომზადებული მოდის თავის სოფელში...-თეთრი კბილების წყობა გამოაჩინა ერთიანად გაწელილი ღიმილის კუთხეებიდან და თავმომწონედ გადახედა გვერდით მჯდომს. -მართალია...-თავის დაკვრით დაუდასტურა და წინ წამოწეულმა დამაჯერებელი ტონით დაიწყო ატმოსფეროს დამძიმება...-იმდენად დავინტერესდი, რომ საბოლოოდ ჩვენი საერთო მეგობარი ლიკუნაც კი აღმოვაჩინე...-გამარჯვებას სახე რომ ჰქონოდა, ალბათ ანასტასია ჯანაშიას იმ წუთიერი გამომეტყველება იქნებოდა, ლიზას სახის დანახვისას, ერთიანად მხრებაწურულს რომ წააწყდა...-იმდენი ვისაუბრეთ...-სიტყვა გაწელა და აღფრთოვანება გაურია ტონს...-როგორც აღმოჩნდა ბავშვობის მეგობრის გარეშე ძილი, კი არა სუნთქვაც არ შეგძლებია. -ლიკუნა ჩემი კურსელი იყო...-როგორც კი მიხვდა საუბარი საით წავიდოდა, მაშინვე დაუწყო საჭესთან მჯდომს სიტუაციის ახსნა, ხვდებოდა მხოლოდ ამ შესავლით არ დაკმაყოფილდება ჯანაშიაო და ერთიანად შიშატანილმა სცადა განმარტება, იმის რასაც უსირცხვილოდ გაამხელდნენ...-ერთად ვსწავლობდით დიზაინზე და იცის, რომ მესამე კურსიდან ამიყვანე სამსახურში.მონაყოლი მაქვს ბავშვობის მეგობრები რომ ვართ და... -ეგ თავისთავად...-ძალიანაც ერთობოდა მისი არეული სახის და მიკიბულ-მოკიბული საუბრის შემყურე, ახლა ეს ყველაფერი უფრო მეტადაც კი ახალისებდა...-ჩვენ უფრო პირადული თემები განვიხილეთ...-ახლა უკვე მისკენ შებრუნებულის მობრიალე თვალებს რომ წააწყდა, სახე დაისერიოზულა და ისე განაგრძო...-მართალია მეგობრობა არ გამოგვდის, მაგრამ პარტნიორები ვართ და სასიამოვნო იქნებოდა მცოდნოდა რომ გაგიჟებით გიყვარს დემეტრე ბერაია, მერე ხომ ჩემდაუნებურად, მაგრამ მაინც, აღარ დავარღვევდი თქვენ მყუდროებას? -რა სიყვარული და რა მყუდროება? რაზე ლაპარაკობთ?...-მოსმენილით და ნანახით განცვიფრებული, ერთიანად სისხლ მოწოლილი ბერაია გაგიჟებით ისვრიდა კითხვებს და რიგ-რიგობით ათვალიერებდა მგზავრებს. -ალბათ მარცხენა ფეხზე ადგა, ან ცუდი სიზმარი ნახა გოგომ...-ლუღლუღებდა ლიზა და სახეს მალავდა, თავით ფანჯრისკენ შებრუნებული...-აშკარად სხვადასხვა ლიკაზე ვსაუბრობთ. -მოიცა, მე ლიკუნაზე ვამბობ, აი იმაზე, კურსელები რომ იყავით და გაგიჟებით უყვებოდი ბავშვობის მეგობრის სიყვარულზე. როგორ მეგობრობთ ოჯახებით და ასე შემდეგ...-თავისას მიერეკებოდა. რაღაც შეუჩნდაო იფიქრებდით, ხმა ამოღებულმა, ერთიანად გათავისუფლებულმა, ყველანაირი მორიდებისგან დაცლილმა, იგრძნო როგორი მარტივი ყოფილა ადამიანების დანგრევა, როცა არ გაინტერესებს ამას რა მოყვება, ან რას იგრძნობენ. გაანალიზა, რომ სწორედ ასე გრძნობდა ყველა თავს, როცა მასაც სათამაშოსავით ექცეოდნენ, იყენებდნენ და ურცხვად ატყუებდნენ. -შეიძლება რაღაც გაუგებრობაა...-ამჯერად ზიზღატანილი გოგო მოიბრუნდა და ჩანთაში მოჰყვა ქექვას...-დავურეკავ და ვკითხავ, თუ ნამდვილად ერთი და იმავე ადამიანის შესახებ ვსაუბრობთ, მაშინ შენზეც ბევრი ექნება მოსაყოლი...-მუქარასავით გაისმა, არადა წყალწაღებულის ხავსზე მოჭიდებასავით კი ჟღერდა. -რა პრობლემაა, თუ გინდა მე დავურეკავ...-კალთაში ჩაგდებული ტელეფონი, ხელისგულით მოიმარჯვა და დამცინავად განაგრძო მის მწვალებლად მოვლენა...-მე ვერ დაგპირდები, რომ ჩემზეც ისეთივე საინტერესო ამბებს გაიგებ, როგორიც ტვინის ბურღვაა დემეტრე ბერაიას სიყვარულით გაგიჟებული გოგოს მიერ, მაგრამ მაინც...-გამოწვევა მიღებული იყო და ახლა ავტომობილში მჯდომთაგან ყველას კარგად ესმოდა, რა შედეგითაც დასრულდებოდა. მანქანა უეცრად შეჩერდა და ორმა მებრძოლმა, ამჯერად თვალი ერთიანად აფოფრილი ბერაიას ფიგურას მიაყოლეს, რომელიც გაგულისებით გადავიდა მანქანიდან და კარი მოიჯახუნა.ანასტასიამ ბიჭები დალანდა ახლოს მდებარე მანქანის გვერდით და ყურადღება არ მიუქცევია ლიზას სისინისთვის.ახლა უკვე ცხადი იყო, რომ მგზავრობა მშვიდობიანად ვერ ჩაივლიდა თუ ერთ სივრცეში კიდევ ხუთ წუთზე მეტ ხანს გაჩერდებოდნენ.თავმომწონედ და დაცინვით ააწება მზერა დემეტრეს წარბშეკრულ გამომეტყველებას, გონებაში დაურბოდა აზრი, თუ რას მოიმოქმედებდა იმ ყველაფრის წინაშე აღმოჩენილი, რასაც ანასტასია ჯანაშიას სხეულში ჩამძვრალი ახალი გოგო უმზადებდა.თუკი ეს მცირე დიალოგი ცლიდა მის მოთმინების ფიალას, მაშინ რა მოხდებოდა,როცა თავის მიერვე დაგებულ კაკანათში გაებმებოდა და ფრთებ აფრთხიალებული ეცემოდა ყველა კუთხეს, თავდასაღწევად. აშკარა გახლდათ, რომ მოუთმენლად თათბირობდნენ საჭირბოროტო საკითხებზე.ისეთი შეცბუნებულები გამოაპარებდნენ ხოლმე მზერას მანქანისკენ, გეგონებოდათ დანაღმულია და ახლოს მოსვლის კი არა, შემოხედვისაც ეშინიათო.რამდენიმე წუთიანი შესვენების მერე, რომელმაც დემეტრეს აშკარად მისცა საშუალება სუფთა ჰაერი ჩაეყლაპა და გონებაც გაენიავებინა, დაიშალნენ.წამოსული ბერაია დალანდა თუ არა, მაშინვე გააღო ავტომობილის კარი და გადასვლამდე თვალი ჩაუკრა ლიზას აწითლებულ ფიგურას "აბა, კეთილი მგზავრობაო" მიაძახა და თამამად წავიდა წინ.უკვე ბერაიასთან გათანაბრებულმა, სულ არ მიაქცია ყურადღება, ისე სცადა გვერდის ავლა.მკლავში ხელისგული წაავლეს და მობეზრებით ინება შემჩნევა. -საით გაგიწევია?...-კოპებშეყრილი, ერთიანად მოქუფრული სისინებდა კაცის ბარიტონი. ხელისგულში მოქცეული მკლავი კი წამიერად ათრთოლდა შეხების სიმძიმეზე.ხელი აიქნია და გაბოროტებული დააკვირდა.უპასუხოდ დატოვებული ადგილზე გაახევა თავისი საქციელით და ლუკას მანქანასთან მისულმა, უკვე ჩამოწეულ შუშასთან თხოვნა გააჟღერა. -ნიკო ადგილს ვერ გამიცვლი?...-ახლა ეს თითქოს ისეთი საჭირო იყო, როგორც უდაბნოში დაკარგულის მიერ ოაზისის პოვნა. იცოდა დემეტრეს ავტომობილში დაბრუნებულს ნამდვილად არ ეღირსებოდა სიმშვიდე და შებრალების შვილობილები აიკრა გუგებთან. -კი, როგორ არა...-მაშინვე დაეთანხმა გაკვირვებული ბიჭი და კარი მიხურა როგორც კი გოგონა მძღოლის გვერდზე სავარძელზე მოთავსდა. ის იყო წინ უნდა წაედგა ნაბიჯი, რომ ღიმილით მოუბრუნდა...-ისევ საწყის წერტილთან დავბრუნდით და შენ, დემეტრეს გარემოცვაში ვერ სუნთქავ ხო? -არაა...-თავს დააძალა გაიღიმეო, ამ ერთხელაც წამომეშველეო...-უბრალოდ ლიზას კაბის ფერი არ მომწონს, რაღაცნაირად მაღიზიანებს...-მრავალმნიშვნელოვნად ჩაუკრა თვალი და მის სახეს რომ დააკვირდა მიხვდა, მინიშნება ადრესატამდე მისული და აღქმული იყო. ავტობანზე გადასულები, უკვე თავთავიანთ სტიქიაში გახლდნენ. ერთადერთი სასიამოვნო ამბავი, რაც ამ ყველაფრისგან დადებით მუხტს იძლეოდა იყო ბაჩოს და. ნინიკო საოცრად გავდა ძმას, მასავით შავგრემანს წელამდე სწვდებოდა ტალღოვანი თმა, თვალებს უნათებდა თაფლისფერი სფეროები, მზისგან შოკოლადისფრად შეფერადებული კანი კი ერთიანად უბზინავდა და მაცდურად იყურებოდა სიფრიფანა თეთრი კაბიდან. ანასტასიას აღმოჩენით, ბაჩოს და მის დას, ხასიათის თავისებურებებიც აერთიანებდათ, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებდა რომ მშობლებმა გაიმარჯვეს, შვილები ყოველგვარი შებოჭილობისა და მზაკვრობისგან თავისუფლები აღზარდეს.აღმოჩნდა რომ ეს ახალგაზრდა გოგონა აქამდე ზღვაზე ისვენებდა, თუმცა სიცხემ როგორც კი ზედმეტად შეაწუხა და კანმაც უკვე გამუქება დაიწყო, მაშინვე შესთავაზა მოლაქალაქე ძმას იმ ხალხისთვის გაეცნო მისი თავი, ოჯახურ სადილებზე რომ ენის გაუჩერებლად აქებდა და ადიდებდა. საძინებლის ავეჯი დღეს შუადღისას ჩავიდოდა სასტუმრომდე, სწორედ ეს იყო მიზეზი იმის, რომ ლიზა თამამად იჯდა ბერაიას მანქანაში და ამდენი ხნის შემდეგ, პირველად მოდიოდა სოფელში.ლუკა ქვეშ-ქვეშად აპარებდა მზერას ნინიკოს მხარეს და ანასტასია გაუმხელელ საიდუმლოს მიუხვდა წყვილს.მათ თვალის გაპარებებს ჩასაფრებული, ონავრულად იღიმოდა და ცხადი იყო, ნინიკოს სტუმრობის მიზეზი არც ზედმეტად შეფერადებული კანის დაცვა იყო მზის სხივებისგან და არც კვიციანების გაცნობის გაცხოველებული სურვილი.ამ ორ ბარტყს ერთმანეთი თავდავიწყებით უყვარდა და თვალებიდან მომავალ მანათობელ სხივებს, მხოლოდ მზერა დაბრმავებული ბაჩუკი ვერ ამჩნევდა. ანასტასია მათგან გვერდშექცევით უკვე კარგა ხანია იჯდა, სახის ცალი მხარე სავარძელზე მიედო და მზერას უშტერებდა სწრაფად მიმავალი მანქანის ფონზე, დაბურულ გამოსახულებებს. ხეები თითქოს გარბოდნენ, არადა მშვენივრად იცოდა რომ ამაყად აეზიდათ თავი ცის წვერამდე და ადგილიდანაც არ იძვროდნენ. ეს ანასტასია ჯანაშია იყო, მარათონში თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ ჩაბმული. წინ დემეტრე ბერაიას მანქანა მიდიოდა და იცოდა, რომ ის ბიჭი ახლა ლიზასთან ერთად იყო.აინტერესებდა რაზე საუბრობდნენ, აინტერესებდა იმ ჩალისფერ თმიანი გოგოს ერთიანად შეფერადებულ კანსაც ისე თუ სწვავდა მზერით, როგორც ამ დილით თავად მას წაუკიდა ცეცხლი.აინტერესებდა კიდევ რამხელა გასაქანი ჰქონდა მოღალატე მატყუარას ხრიკებს.აქამდე წარმოუდგენლად ეჩვენებოდა ადამიანის მიერ ადამიანის გაწირვა, რაღაც უმნიშვნელო თეთრებისთვის, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ბერაიასთვის სასტუმრო დიდი ნადავლი იყო, იმდენად დიდი რომ მზად გახლდათ წარბშეუხრელად მოეპარა ყველაზე მძიმე მომენტები მისგან და თავხედურად მჯდარიყო მანოს სახლში, იქ სადაც თომას წმინდა სიყვარული ათასწლეულის მანძილზეც კი იტრიალებდა. თავისუფლად დადიოდა კვიციანების სითბოთი გაჟღენთილ კელდებში და წამიერადაც არ შეუმჩნევია ტასოს, რომ დემეტრე ნანობდა, თავის სიხარბეს. -შენ გეკითხებით ტასოოო...-შეხება იგრძნო მკლავზე და მიხვდა ბაჩომ ნიდაყვი გამკრაო, წარბშეჭმუხვნილმა გადახედა უკან მჯდომს და ხელისგულით დაიზილა მტკივანი ადგილი...-გძინავს? -რას მეკითხები? ...-თვალები დაუბრიალა...-ხელები დაიმოკლე!...-ღიმილი სახეზე შეაშრა ბიჭს. ანასტასია ჯანაშია არ ხუმრობდა, რეალურად გაბრაზებული იყო და ისე იხედებოდა თითქოს მზად იყო მოეკლა.თვალებში ჩამკვდარი მოცანცარე სხივი რომ დაუნახა ანასტასიამ, ისევ იბრუნა გვერდი. -რა ჯანდაბა მოხდა იმ მანქანაში?...-იყვირა უცებ თავადაც მწყობრიდან გამოსულმა...-რა ჯანდაბა გჭირთ ორივეს?...-პასუხი არ გაუციათ, ჯანაშიას რომ გამოხედა, ისევ მზერით სადღაც ძალიან შორს მყოფი დალანდა და გულზე მოაწვა უსიამოვნო შეგრძნება.ეცადა ფრთხილად მოესინჯა ნიადაგი, აფართხალებული თითები უკან წაიღო და ჩურჩულით სცადა პასუხების დაცინცვლა...-ცუდად ხომ არ ხარ? სახეზე ფერი რატომ არ გადევსთქო, ამას გეკითხებოდი. -შეიძლება სადმე გავჩერდეთ? ...-ხმა შერბილებული მიუბრუნდა ლუკას, რომელიც ხანდახან თუ მოაშორებდა მზერას გზას და მისკენ გაკვირვებული გამოიხედებოდა. რათქმაუნდა შეეძლოთ გაჩერება და ბიჭსაც უარი არ უთქვამს. ავტომობილი გზის განაპირას მდებარე პატარა კაფესთან შეჩერდა.ერთიანად შუშაბანდებში ჩასმული თეთრად შეღებილი შენობა ღია გახლდათ სტუმრების მისაღებად და გასამასპინძლებლად.ჯანაშიამ ღრმად ჩაისუნთქა, როცა გაღებული კარებიდან მიაყოლა თვალი ნაცნობი ფიგურების წასვლას შენობისკენ, თავად კი უეცრად განათებულ ტელეფონს დააშტერდა, რომელზეც გარკვევით იკითხებოდა სახელი და გვარი.ყველასგან შორს მყოფმა, თამამად მოიმარჯვა და აიკრა სახეზე.დიალოგის დასრულებისთანავე მოკირწყლულ შესასვლელს მიჰყვა და მაგიდასთან ჩამომსხდრებს გვერდი აუარა.სარკის წინ გულისცემა დამშვიდებულმა, აზრებ დალაგებულმა და მოწესრიგებულმა დატოვა საპირფარეშო.დახლთან მიახლოებულმა ამოიჩურჩულა და უშაქრო ყავა შეუკვეთა.მის წინ აღმართული კედელი სავსე იყო პოსტერებით, დიდ დაფაზე ჩამოწერილ მენიუს თვალი გააყოლა, დროის გასაყვანად და ვერც კი მიხვდა, თავისდაუნებურად რომ აღმოჩნდა საუბრის მონაწილე.გვერდით მდგარს მზერა აარიდა და მისი თამამი ტონითვე მიხვდა, რომ პასუხის გაცემა ხათაბალაში გახვევის ტოლფასი იქნებოდა.ამჯერად მისკენ თამამად წაწეულ არამკითხე მოამბეს ართობდა უკარებას როლი და თავხედურად ცდილობდა ყურადღების მიქცევას. -გოგონას ყავაზე მე დავპატიჟებ...-თავმომწონე გამომეტყველებით მიმართა ბარისტას და ერთიანად გაწელილი ღიმილის კუთხით მოუბრუნდა ინტერესის ობიექტსაც...-ვარდისფერი ძალიან გიხდება, ლაპარაკიც რომ იცოდე კარგი იქნებოდა. -არ მითხრა რომ სამოდელო სააგენტოსთვის გოგონებს არჩევ...-დამცინავად შემოუბრუნდა და დაუსისინა.ახლა ყველაზე ნაკლებად რაც სურდა, ეს ყურადღების მიქცევა იყო, ეცადა არავის შეემჩნია რამდენად უსიმოვნო იყო მისთვის, უცხოს მიერ გულისამრევი შეთვალიერება. -ახლოს ხარ...-გაეცინა მისი პასუხით გათამამებულს...-ფოტოგრაფი ვარ...-ყურადღება არ მიუქცევია, როგორ მოუბრუნდა ანასტასია და ირონიულად მიახალა რას მეუბნები, ნუთუ მართლაო...-თამამი ფოტოსესიისთვის გოგონებს ვარჩევ, მერე სააგენტოებს ვაწვდი და შენნაირი გოგონების ოცნებებიც სრულდება. -თამამში რას გულისხმობ?...-ბარისტა აშკარად ახალი უნდა ყოფილიყო, იმდენად დაბნეული ათავსებდა დაფქულ ყავას ხელსაწყოში, რომ ჯანაშიას დახლიდანაც შეეძლო მისი ათრთოლებული ხელების დანახვა.ამჯერად აბეზარს სანახევროდ მოუტრიალდა და დახლის ზედაპირს მკლავით მიყრდნობილმა თვალებში ააცეკვა სარკაზმის სიტყვები...-მე გავშიშვლდები და შენ უანგაროდ გადამიღებ ფოტოებს, რომ ჩემი ოცნებები აასრულო? ჯანაშია ზედმეტად იყო გართული თვითაღიარებული ფოტოგრაფისთვის ადგილის მიჩენაში, იმისთვის რომ ყურადღება მიექცია მაგიდასთან ჩამომსხდრების სახეებისთვის.წყვილ-წყვილად მაცქირალი თვალები ინტერესით უყურებდნენ ბართან მყოფი წყვილის საუბარს და უსიამოვნო შეგრძნება არ ასვენებდათ.ფაქტი იყო, რომ ჯინსებში გამოწყობილი უცნობი ახალგაზრდა, მათ გვერდზე მაგიდიდან სპეციალურად წამოდგა და ჩამოშორდა იქ მსხდომთა წრეს, რომ ბართან მარტო მდგარს გამოლაპარაკებოდა.დემეტრე ბერაია თავიდან, რომ დამცინავად ადევნებდა თვალს დიალოგის მსვლელობას, ახლა უკვე მაგიდის ზედაპირზე ჩამოწყობილი თითები მუშტად შეეკრა და მთელი სხეულის მობილიზებით ცდილობდა ჩვეული იერი არ დაეთმო,მუდამ კოპებშეკრულსა და სერიზულს, საერთოდ არ სურდა ვინმეს მისთვის ანერვიულება შეეტყო.სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც ჰორიზონტზე უეცრად გამოჩენილმა, ღიმილით, თითქოს სიფრთხილითაც კი, მაგრამ მაინც, წაიღო თითები ჯანაშიას კისრისკენ და ლავიწის კუთხესთან მისი სარაფნის ბოლოს შეეხო, ვითომდა შესასწორებლად.როგორც ჩანს ბერაიას ფიალა უკვვე კარგა ხნის წინ იყო მოთმინებისგან დაცლილი და მათკენ აჩქარებული ნაბიჯით წასულმა მხარი გაკრა ერთი თავით დაბალ ბიჭის ფიგურას. მოსაუბრეთა შუაში აღმოჩენილს ყურადღება არ მიუქცევია უხეში შეძახილისთვის, ისე მიაყვირა ბარისტას, უფრო ნელა თუ შეიძლება, საღამომდე შეგვიძლია აქ მოცდაო.როგორც აღმოჩნდა აბეზარმა ამ სიტყვებით გაანალიზა, რომ უხეში ჟესტის ავტორი გოგოსთვის უცხო არ იყო და უკმაყოფილომ ბუზღუნით დაარიგა ჭკუა. -შენი ახლობელი თუა ეს გოგო, მიხედე ძმაო...-როცა მოსალოდნელი პასუხით უკვე გაფითრებულ ჯანაშიას სახეს წააწყდა, მერე კი ინება და მიუბრუნდა საჩივრის ავტორს, იმანაც იფიქრა კარგი რაღაც წამოვროშეო და სასწრაფოდ ადგილიდან ფეხის მოცვლის მაგიერ, თავისი გააგრძელა...-ასწავლე რაა, როგორ ჩაიცვას და მერე აღარ შეაწუხებენ. -და მე ვინ მეკითხება რას ჩაიცვამს?...-გაგონილით აღშფოთებულმა დააბრიალა თვალები და როგორც კი გაანალიზა ამ სიტყვებით რაზეც მიანიშნებდნენ, ერთიანად გაცოფებულმა წაავლო მხრებში ხელი...-ან მითუმეტეს შენ ვინ გეკითხება რას ჩაიცვამს? -ხოდა თუ არავინ გეკითხება, წადი ეხლა, დაჯექი იმ შენს ადგილას ლამაზად და გვაცადე საქმეზე ლაპარაკი...-ნიშნისმოგებით ჩაუკრა თვალი, აქაოდა შენს ადგილზე მოგსვიო და ისევ ღიმილით აათვალიერა ინტერესის ობიექტი. ვერ გეტყვით რისხვა საიდან წამოვიდა, კაბის სიგრძეზე გაკეთებული კომენტარისგან თუ რამდენიმე წუთის წინ თავხედური შეხებისგან, თუმცა ის კი იყო რომ ნიშნისმოგებით მოჭუტული თვალი, მესაკუთრეს აღარ გაუხელია.დარტყმის სიმწარე იმდენად დიდი იყო, რომ წამოყვირებაზე ორივე მაგიდიდან წამოიშალნენ და ხალხი ერთმანეთში აირია.ვეღარ გაიგებდით ვინ ვის ემუქრებოდა და ვინ ვის აშველებდა.სადღაც კუთხიდან მოდიოდა შეძრწუნებული ხმა და ქუჩიდან შემოვარდნილი ხალხი ცდილობდა, ერთმანეთს აკრული, მუშტებით გაწეული ახალგაზრდების დაცილებას.ჯანაშიას ვერ გამორკვეული გონება, ჯერ კიდევ ადგილზე ახევებდა სხეულს და წარმოდგენაც არ ჰქონდა, იმ სურვილიდან, როგორღაც ყურადღების ცენტრში არ აღმოჩენილიყო,ისე მოეშორებინა ეს აბეზარი, როგორ მივიდა ხელჩართულ ჩხუბამდე.ახლა კი წყევლიდა, ვარდისფერი სიფრიფანა ნაჭრიდან თამამად მომზირალ, მზეზე შეფერადებულ კანს , თუმცა გვიანი რომ იყო ხვდებოდა და თავგანწირვით ეცადა, როგორღაც ბერაიას ფიგურისთვის გამოეგლიჯა მოხელთებული სხეული.ცხვირიდან წამოსული კვასკვასა სითხე ნიშანი იყო, რომ ვიღაცამ არც მას დააკლო ძალის ჩვენება და ერთიანად აფოფრილები, გაჩერების უნარისგან დაცლილები მხოლოდ მას შემდეგ გამოვიდნენ კაფის შუშაბანდიანი შენობიდა, როცა ვიღაცამ უთხრა, ადგილობრივები არიან და ხმაურზე უფრო მეტი ბიჭი მოვაო.მანქანისკენ წასულებს მორჩილად მიჰყვა ჯანაშიას ერთიანად დაპატარავებული, მხრებაწურული ლანდი და უჩუმრად დააკვირდა, როგორ ამოუდგა დემეტერეს გაგულისებულ ფიგურას ლიზა გვერდით. საჭესთან მოთავსებულს, ღია კარიდან ადებდნენ სველ შარფს ცხვირთან და ცდილობდნენ გაერკვიათ ცხვირი გაიტეხა თუ უბრალოდ ცუდად მოხვდა მოღერებული მუშტი.დალილავებას არც ამ გმირობის სხვა კანდიდატები უჩიოდნენ, ბაჩო ხელებზე იყურებოდა და ხანდახან თუ შეავლებდა მზერას ლუკას. ავტომობილის სანივთეში ნაპოვნ ბამბას წყალში ასველებდა ნინიკო და ისე ადებდა თვალთან, თავის დამალულ სიყვარულს.მოკირწყლულ გზას აკრულმა ჯანაშიამ მხოლოდ ის მოიფიქრა, რომ ჩანთაში დილით, ყოველი შემთხვებისთვის ჩაგდებული სიფრიფანა შარფი მოეხვია კისრის სიშიშვლის დასაფარად, რათა კიდევ ერთხელ არ გამოეწვია გაღიზიანება, მომხდარი ფაქტის შემდეგ.უჩუმრად დააკვირდა ლიზას ხელებისგან გამოგლეჯილ მატერიას და მორჩილად მიჰყვა ბერაიას მოთხოვნას, უკან ჩამჯდარიყო. -ბაჩო საჭესთან დაჯექი!...-ღრიალით წარმოთქმული ეს მითითება, მალევე განახორციელეს და დაძრულ ავტომობილში სრული სიჩუმე გაბატონდა.ახლა ატმოსფერო სავსე იყო ბრაზით და უხერხულობით, ვერავინ მიხვდა ასე უცებ როგორ შეიცვალა სიტუაცია და სახლებიდან მშვიდობიანად წამოსულები როგორ მივიდოდნენ კვიციანებთან კარგად შელამაზებულები. -შენ კი, აი ეს, მოიშორე!...-თვალების ბრიალით წაუსისინა გვერდით მჯდომს და თითების სწრაფი მოძრაობით დასწვდა მის კისერს.ამჯერად ანასტასიამ იგრძნო, თითქოს სრულიად შიშველი ვარო და ამღვრეული თვალებით მოიქცია ხელისგულში სიფრიფანა ნაჭრის მთელი სიგრძე,ბიჭის ქცევამ რომ მუხლებში ჩაუგდო...-ამისთვის არ გამიტეხავს ცხვირი!...-ხელი წაავლო მის კალთაში ჩაგდებულ შარფს და წართმეული, მაჯაზე დაიხვია. -მართალია! ცხვირი, შენი მოუთმენლობის გამო გაიტეხე...-ღვარძლიანად წაუსისინა და სავარძელზე მისვენებული ხელიდან აართვა ნაჭერი.უკან წაწეულ მის თავს დასწვდა და ამჯერად ერთიანად მობრუნებულმა დაუჭირა შუბლი...-შენ წარმოიდგინე, ჩემითაც ვახერხებდი მის მოშორებას,თან ამხელა აურზაურის გარეშე...-დაუცაცხანა და ცხვირიდან წამსკდარი სისხლი მატერიით დაფარა. -ბაჩუკი გაიგონე? ქალბატონი ჯანაშია ბრაზობს, როგორ გამიბედეთ დაცვაო...-ცხვირზე ერთიანად აკრული შარფი სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა და სასაცილოდ წამოიძახა გაგუდვის პირას მყოფმა...-მივბრუნდეთ და ბოდიშს მოვუხდი იმ ბიჭებს.აჰა ძმაო,ჩემ გოგოს გიბრუნებთ და როგორც თქვენს სულს და გულს გაეხარდება, ისე მოგვარდითთქო...-გამოაჯავრა თავისი ბრაზის ადრესატის ინტონაციას და ისე წარმოთქვა "ძმაო", თითქოს ოჯახში გაზრდილი კი არა, ქუჩაში ყოფილიყოს კარგ გზას დამდგარი. დემეტრე ბერაია ვერ მიხვდა, ეს გულისგამაწვრილებელი სიჩუმე რატომ მოჰყვა მის წამოძახილს.უცნაურად დააკვირდა წინ მჯდომი ლიზას გველნაკბენივით შებრუნებულ ფიგურასაც და ყურთასმენას მისწვდა ბაჩოს დამცინავი ხითხითი. გვერდით მყოფმა წამიერად გაუშტერა გახევებულის მზერა და მერე ცხვირზე ხელის მიჭერით რომ გული იჯერა, გამწარებულმა მიუგდო შარფი და ლიზას მიბაძა. ფანჯრისკენ მთელი სხეულით შებრუნებულმა ხელისგული აიკრო სახესთან, ბუტბუტს მოჰყვა და მალევე ჩაჩუმდა. ავტომობილში გამეფებული უხერხულობა და დუმილი მხოლოდ მაშინ დაირღვა ერთმნიშვნელოვნად, როცა დემეტრე ბერაია კიდევ ერთხელ ჩაერთო თავის საყვარელ საქმეში.სასტუმროსთან აღმოჩენილები მთლიან ყურადღებას მუშებს უთმობნენ და ერთი კვირის მანძილზე დაგროვებულ ამბებს თვალნათლივ აქცევდნენ ხელშესახებ მომენტებად.როგორც აღმოჩნდა კვიციანებმა სერიოზულად აიღეს პასუხისმგებლობა და სამუშაოები გამოსწორებული ამინდის პარალელურად, მეტად ნაყოფიერად წაემართათ.სახედასერიოზულებულმა და ჩვეულ ამპლუას დაბრუნებულმა ბერაიამ ყურადღებით გამოიკითხა, როგორ მოახერხეს ამ მცირე დროში, მესამე სართულის საძინებლების მოპირკეთება, ცალკეული სააბაზანოების შეკეთება და ავეჯის შესატანად გამზადება.ანასტასიას არ აინტერესებდა მუშების გაფაციცება და ბიჭების საუბარი.არე-მარეს თვალი ისე მოავლო, გეგონებოდათ უცხო ადგილას შეჩერდნენ და ერთი სული ჰქონდა აქედან გაეღწია.ბავშვური მოგონებების ღაჟღაჟა მზეები ჩაქვრნენ, ვერ მიხვდა რა მომენტში მოპარეს ასეთი ძვირფასი შეგრძნებები, ფაქტი ის გახლდათ რომ აჩქარებული გული განწირულის ხმით გაჰყვიროდა, მომაშორეთ აქაურობასო და ადგილზე ბოლთის მცემელს უკვე აღარ შეეძლო ფიქრების გაძლება. საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება, როგორ მოადგა თვალუწვდენელ ეზოს სატვირთოების ჯგუფი. სოფლიდან დაქირავებული მუშების გაფაციცებას, რაც შეიძლება მალე ჩამოეტვირთათ და დაებინავებინათ მოტანილი ავეჯი, მხოლოდ ამრეზით აადევნა მზერა. აი კვიციანებთან ზაფხული მთელი თავისი სიმშვენიერით ჰყვაოდა. ფანჩატურთან მოგიზგიზე ცეცხლს ცის წვერამდე აჰქონდა ალი და ეზოს კვამლის სუნი მოსდებოდა. კუთხეში, ერთიანად მოთიბულ ბალახებში ჩაედგათ ძველებური თონე, რომელშიც კიტა ფიჩხებს გულმოდგინედ ალაგებდა და შიგადაშიგ გადახედავდა ელიკოს ფქვილიან ხელებს, ცომს რომ აგუნდავებდნენ ხის სკამზე ჩამოდებულ ლანგარზე. ხეხილის ბაღიდან მოდიოდა სიო, რომელიც ქალს თავსაფარს უფრიალებდა და სახეზე ელამუნებოდა.ანასტასია გაჩერებული მანქანიდან ერთიანად გაბადრული ჩამოხტა და მხრებ გაშლილი ჩაეფსკვნა მისი დანახვით გახარებულ ბიძას.როგორ უყვარდა აქ დაბრუნება, იმ სახლის ჭერქვეშ, რომელშიც ცხოვრება ზღაპარს ჰგავდა, აქ არავინ ამსხვრევდა ვარდსიფერ სათვალეს, პირიქით, ყველა ღონეს და ძალას მოსინჯავდნენ, რომ უფრო ნათლად შეგძლებოდა ცხოვრების სიმსუბუქის დანახვა. მონატრებული ჟრიამულის გაგონებაზე ელიკომ ცომის გუნდას ხელი უშვა, ჩქარი ნაბიჯით წამოსულმა მზის სხივები გამოანათა თაფლისფერი სფეროებიდან და მოახლოებულმა ჩაიკრა მისი დანახვით ერთიანად ადგილზე მოცქმუტუნე ბაჩუკი.გული რომ იჯერა, ხელისგულები სახეზე შემოაჭდო და ამჯერად კარგად შეთვალიერებულს საყვადურები მოსცხო, ვერ იჯერებდა რომ სახლში, სადაც სტუმრებს ასეთი მოუთმენლობით ელოდნენ, კარგად შელამაზებულები, წითელი წინწკლებით დალაქავებული ტანსაცმლით გამოეცხადნენ. -ნუ ქოთქოთებ ელო...-ბაჩუკი ქალის აფოფრილ სახეს მიეფერა და საყვედურნარევი სითბოთი ამოთქვა...-ვიღაც, გამოქვაბულიდან ახლადგამოსულებს შევეჩეხეთ, ეგ რა სადარდებელია. -მაჩვენეთ, მაჩვენეთ...-არ წყნარდებოდა ქალის აღელვება, ლუკას წასწვდა თვალთან თითის ბალიშებით და გულშეწუხებულმა დაატირა...-ეს ვინ გიქნათ? რა სიცხოველეა. -ხომ გითხრათ, გამოქვაბულში გაზრდილებს, ქალი არ ჰყავდათ ნანახი...-ლუკამ ზურაბს ხელი ჩამოართვა და იმისგანაც რომ კითხვებს და შეშფოთებას წააწყდა, ღიმილით სცადა სიტუაციის ჩამშვიდება...-ძალიან აჟიტირდნენ და აჟიტირებულ ცხვირში მოხვდათ. -ხოო, მე კი ვხედავ ვისაც მოხვდა ცხვირში...-დოინჯშემოყრილი ამჯერად ბერაიას წააწყდა და ერთი თავით მაღალი ბიჭი, მის ჩასახუტებლად რომ დაიხარა თითქოს მომბალმა განაგრძო თავისი არაკის მოყოლა...-ეს შარფი მოიშორე, წამოდი ლეიკოპლასტირს დაგაკრავ. -ისე ხომ ხედავ ელიკო? ერთი კვირით გაგვიშვი ეს სიმპატიური, მოვლილი, ხელის გულზე ნატარები ბიჭები და...-ბაჩომ თავი ისევ ოჯახის წევრად დაიგულა და ჩვეულებისამებრ დაიწყო მასხარაობა...-ეხხ, ამიტომ ვამბობ ხალხო, ჩაგვწერეთ სახლში და ოფიციალურად დაგვიტოვეთ.მე პირადად წინააღმდეგი არ ვარ...-ხელები გაასავსავა და მერე სრული სერიოზულობით მოუბრუნდა ზურაბს...-ოღონდ გვარს არ შევიცვლი, მამას ეწყინება. -ძალიან გთხოვთ ყურადღება არ მიაქციოთ, ეტყობა ვიღაც მადლიანმა თავში კარგად უთავაზა და ბოდავს...-ძმის სიტყვებით შერცხვენილმა, კარგად წაბწკინა მკლავზე და ყურადღებაც მალევე მიიქცია. სანამ ზურაბ კვიციანის კითხვას პასუხს სცემდნენ, ნინიკოს, როგორც ახალი წევრის ოჯახში სტუმრად მოყვანაზე, მანამ კვიციანის მოხერხებულმა ცოლმა დრო იხელთა და ბერაიას პერანგს თითები წაავლო, პატარა დასჯილი ბავშვივით რომ წაეყვანა სახლისკენ.მანქანაში მომხდარით გაღიზიანებულ ანასტასიას, უფრო მეტად უწუხებდა სულს ლიზას მასზე აწებებული თვალები, ამიტომ თავის ერთგულ მშველელს- ელიკოს, კუდში მიჰყვა. სამზარეულოში დარაბები დაეღოთ და სასიამოვნო სუნი ტრიალებდა.ღუმელიდან მომავალი სითბო ხუთავდა ოთახს, თუმცა არც იმდენად რომ ვერ გეგრძნოთ ალუბლის პეროგი როგორი სასიამოვნო სიტკბოთი ცხვებოდა.ჯანაშია სახლში იყო, იმ სახლში სადაც აღაჟღაჟებული ნათებები და ახალი დილები თავგანწირვით მოიწევდნენ სიცოცხლის მიერ გაწვდილი კოკის შესავსებად.სკამზე ჩამომჯდარმა ფეხი მოირთხა და ყურადღებით დააკვირდა, როგორ მარჯვედ გამოიღო ქალმა, სამზარეულოს ზედა კარადიდან ოვალური რკინის ყუთი, მერე თავი მოხადა და დიდის ამბით დაასველა ბამბა სპირტში.ის იყო ბერაიას სახემდე უნდა მიეტანა, რომ შუბლზე ხელისგული აიკრა განცვიფრების ნიშნად, კიტას თონის დანთება დაავიწყდება და პურებს დროზე ვერ ჩავაკრავო.ბამბა ანასტასიას მიაჩეჩა ხელში და დაუბარა, მეც მალე მოვალო.დემეტრე ბერაია მისი მზერის დაჭერას მთელი ეს დრო ცდილობდა, მაგრამ არ გამოუვიდა. ამჯერად სრული უყურადღებობით გაბრაზებული თავადაც არიდებდა მზერას, კვიციანის მეუღლის ფიგურა მისი თვალთახედვიდან რომ გაუჩინარდა, ბამბას ხელი წაავლო და თავად მიიდო მტკივან ადგილთან.ანასტასიას გონებაში ჯერ კიდევ დარბოდა სიტყვათა ის შეთანხმება, აფოფრილმა, წყობიდან გამოსულმა ბერაიამ ყველას თვალწინ რომ წამოიძახა.ეს წამოძახილი სულს უხუთავდა, არ იცოდა გამხელილი საიდუმლოს შემდეგ მასთან როგორ მოქცეულიყო.ჩვენ ისე საგულდაგულოდ ვმალავთ საკუთარ თავებს, ფიქრებს და გრძნობებს, მაგრამ ამჯერად ეს ყველაფერი ერთად რომ ჰქონდა სულსა და გონებაში ღრმად დასამარხი, თითქოს ვერ უმკლავდებოდა.მთავარი მაინც გულის შემაღონებელი შინაგანი ხმა იყო, სულთამხუთავივით რომ ჩასჩიჩინებდა გინდა კი ნამდვილად, ეს ყველაფერი რომ შენი სხეულის ყველაზე ღრმა კუნჭულამდე მივიტანო და უკუნეთ სიბნელეში დავმარხოო. -არა სასაცილო იცი რა არის? რამდენიმე დღის წინ, შენი კორპუსის სადარბაზოსთან ვფიქრობდი...-დაცინვით წამოიწყო საუბარი, ეს ის შესავალი იყო, რომელიც ყველაზე ნაკლებ ანასტასია ჯანაშიას სარკაზმით სავსე გონებამდე უნდა მიეტანა.თუ სურდა საუკუნო ბრძოლის მეომარი არ გამხდარიყო, მაშინ სარკაზმით მისი ალაპარაკების და პასუხების მიღების მცდელობა, უბრალოდ უნაყოფო იყო...-თუმცა გასაკვირი არაა, შენგან ყველაფერია მოსალოდნელი. -ჩემო დემეტრე...-ხომ ვთქვი ჯანაშიას ცინიზმში არ გაეჯიბროთთქო, ხელი წაავლო ბამბას და სპირტში ერთიანად დასველებული მიიტანა მის მტკივან ადგილთან.ახლა უკვე ფეხზე წამომდგარი, მის მოკეცილ ფიგურას ზემოდან დაჰყურებდა და კისერთან სცემდა სიახლოვით გახშირებული ბიჭის სუნთქვა...-ადამიანები ისეთებს კადრულობენ, მე სად მივალ მათ შესაძლებლობებთან. -მინიშნებას მაძლევ და ვერ ვხვდები?...-ახლა გაახსენდა, როგორ შეეხო მისი ლავიწის კუთხეებს ვიღაც უცხო, ასე გამომწვევად რომ უმზერდნენ თვით ბერაიასაც.სიბრაზის ახალი ტალღა მუხლებიდან წამოვიდა, მთელი სხეული აიარა და თავის ქალაში დაიდო ბუდე მოსალოდნელმა აფეთქებამ. -მეგონა შენითაც მიხვდებოდი, მაგრამ როგორც ჩანს იმ მადლიანს, როგორც ნინიკომ თქვა, არც შენთვის დაუკლია თავში ჩარტყმა,ამიტომ პირდაპირ გეტყვი...-ასე ახლოს თუ იდგებოდა ვერ შეძლებდა. როგორღაც მისგან შორს უნდა ყოფილიყო, ისე რომ სახე არ დაენახა, გულს გულის სიახლოვე არ ეგრძნო.ეს სიტყვები პირიდან როგორ ამოეშვა, როცა მთელი სხეული გრძნობდა სიახლოვეს.თვალი თვალს რომ შეეჩეხა და ნაცრისფერ სფეროებში წააწყდნენ პასუხებს, მაშინვე გველნაკბენივით იბრუნა მხარი და სამზარეულოს ზედაპირს ხელისგულებით დაბჯენილმა, სუნთქვა რომ დაიმშვიდა, ონკანიდან მომავალ ჭავლს შეუშვირა აკანკალებული თითები,ერთიანად აცახცახებულისთვის რომ არ შეემჩნიათ სისუსტე...-ის რაც მანქანაში თქვი, არასწორია და ასე თამამად არც უნდა ამბობდე. -...და რა ვთქვი მანქანაში?...-დემეტრე ფეხზე იდგა, მისკენ წასულის ნაბიჯებს სათითაოდ ითვლიდა გახშირებული გულისცემა, იგრძნო როგორ ამოუდგნენ უკან, სიახლოვე ხომ ასეთი ხელშესახები და ერთიანად დამაბნეველი იყო.ხელისგული აეკრო მოცახაცხე დიაფრაგმის კონტურებს და თავჩახრილი ერთი ხელის მოსმით შეაბრუნეს მისკენ.მონატრებული სახე ჭინკებაცეკვებული თვალებით უმზერდა და პასუხებს სთხოვდა...-რა ვთქვი მანქანაში?...-ეს სულთამხუთავი, უსირცხვილოდ იხრებოდა მისკენ, საჩვენებელი თითით მის ნიკაპს მოჭიდებული, დამცინავად ცდილობდა სახე მისკენ მიემართა და აბუტბუტებულმა ანასტასიამ საბოლოოდ დაყარა ფარ-ხმალი, უძლური იყო. დაე ეყვირა სამყაროს, რომ დემეტრე ბერაია ერთი მოღალატე, საკუთარ საქმეზე შეყვარებული, მატყუარა ნაძირალა იყო, რომელიც ანასტასია ჯანაშიას მაინც გაგიჟებამდე სურდა. -მე არ შემიძლია...-ამოიჩურჩულა მიკნავლებული ხმით და გულწრფელად. აღარ ახსოვდა ის, რაც ასე საგულდაგულოდ ჰქონდა დალაგებული სათქმელად. ღრმად სუნთქავდა და ცდილობდა მილიმეტრობით შორს მყოფისგან როგორღაც დაეცვა დისტანცია...-სული მეხუთება, სხვაგან ისუნთქე, გთხოვ...-ბოლო წვეთი იყო, ვედრებით ნაჩურჩულები ეს სიტყვები, ასე ძალიან რომ ართობდა ბერაიას. სახე დასერიოზულებულმა, ნაბიჯი უკან წადგა და ჰაერში გაშალა ხელები იმის დასტურად, უკვე შორს ვარ საიმისოდ რომ პასუხი გამცეო.მის მზერას თვალი რომ გააყოლა, თავადაც წააწყდა შუა კარში გაჩხერილ ელიკოს ფიგურას, დიდი ინტერესით რომ აკვირდებოდა ერთმანეთის პირისპირ მდგომთ. როგორც კი ბერაიას თავისი გმირობის თვალშისაცემი ეფექტურობისთვის ააკვრეს ლეიკოპლასტირი, მაშინვე ეზოსკენ უკრეს თავი და ამასობაში კვიციანის მოძებნილ წინსაფარში გამოწყობილმა, სიხარულის ნაპერწკლები დაიბრუნა. ცელქად უკან მიყოლილმა თან წაიღო ცომის გუნდებით სავსე ახალი ხის დაფა, თონესთან მდგარ ცარიელ სკამზე მოათავსა და თავად ხის გადაჭრილ მორზე ჩამოსკუპდა.ახლა ამ სახლში, სანამ მის ყურადღებას იქცევდა კოცონის აალებული ალის ნაკვერჩხლებად ქცევა, თონეში თავით ჩამძვრალ ელიკოს ხელისგულზე დატრიალებული შოთის პურები, ივლისის მცხუნვარე მზის ჰორიზონტს მიღმა ნელი ჩამალვა და კვიციანების ჩვეული სტუმართმოყვარეობის წყალობით, ეზოში ანცად მოსიარულე ნინიკოს აღტაცება სოფლის უბრალოებით, დაფიქრდა.რა ხდიდა სიცოცხლეს ასეთ მსუბუქს აქ, კვიციანების უბრალო სახლში, რომელიც სავსე იყო მსხმოაირე ხეხილის ბაღით, მინდვრის ყვავილებით თუ გულმოდგინეთ დარგული ვარდების სიფერადით?! რა იმალებოდა ამ ჭერქვეშ ისეთი, რის პოვნასაც ასეთი თავგანწირვით მეძებარი, სხვაგან მაინც ვერსად ახერხებდა?იქნებ ეს თავად კვიციანები იყვნენ ყველაფრის სათავე, მაშინ როგორ ახსნიდა მუდამ ცხვირაწეული ლიზას სიმშვიდეს, რომელიც ჩვევას არ ღალატობდა და ფანჩატურთან გაბმულ ჰამაკში ნება-ნება ირწეოდა, შიგადაშიგ ბიჭების ხუმრობებს კისკისით უპასუხებდა და თავის ლამაზ სახეში აჩენდა სულის სიმშვენიერესაც.იქნებ ეს სახლის ბრალი იყო? კითხვას ჩაფიქრებული კიდევ მეტად მოიკუნტა, მუხლებს ნიდაყვებით დაეყრდო და ხელისგულებში მოქცეული სახე მელიკოსკენ მიმართა. მის სახლში,ჯანაშიების ცივ და უზარმაზარ სახლში გამოკრულია მარტოობის მახინჯი შპალერი,რომელზეც წვეთებად ატყვია ვერწამოსული ცრემლების მოხარშული ბოღმა.იმ სახლში დილის მზის სხივები არ შემოდიან,რადგან კიდევ ერთხელ ეგუებიან სამარადჟამო მიუსაფრობის ლიმესს და ხვდებიან გათბობის აბსურდულობას.ასე რომ ყოველი განთიადი ძლიერ ჰგავს დაისს,ბნელს და მიძინებულს.მის სახლში, სადაც არ მზადდება სადილი დედის ხელებით და არ გემოვნდება მამის აღტაცებული კომენტარებით, ის ჯდება და სხვების ნასუფრალ ბედნიერებას აპათიურად ძიძგნის.ამასობაში კი, კიდევ ერთხელ ეგუება მეორე დღის დადგომას.დღის სადაც ის ვიცვამს ადამიანურად და დადის არაადამიანებში,რომელთაც მხოლოდ იმიტომ შეუძლიათ დაიწყონ უსაშველოდ ხმამაღალი ყვირილი რომ ქუჩაში საკუთარ თავს ფეხი წამოკრა.პასუხი სწორედ აქ უნდა ეპოვნა, რადგან სახლში,მის მახინჯ და უსახო სახლში გამოკრულია მარტოობის შპალერი რომელსაც ერთიანად გამოცარიელებული აკრავდა თვალებს და ცივ იატაკზე, ძილთან იზიარებდა ერთხელ მოსვლის ბედნიერებას. -ისე ელიკო, ასე ადრიანად რატომ იწყებ მზადებას?...-ფიქრებს უნდა მოშორებოდა, ფიქრები აგიჟებდნენ...-პატარა ვახშამზე ვერ გადავივლიდით თუ ...? -ვერ გადავივლილით, იმიტომ რომ თქვენ და მესხიშვილი ერთ სუფრასთან, პატარა საქმე როდია...-ეშმაკური ღიმილით მოუბრუნდა ქალი და ნაკვერჩხლებიდან მომავალი სითბოს ფონზე, აჭარხლებული ლოყები გამოუჩნდა.განცვიფრებულს თვალი აარიდა და მეტად გაწელა ღიმილის კუთხეები. -გაეშვი ელიკო, ვერ ხედავ? ბერლინში გადაბარგებულს საერთოდ აღარ ემახსოვრება ბავშვობის მეგობარი...-ეს ნაცნობი, ტკბილი ხმა იყო.ანასტასიამ თავის გამოშიგნულ თავს ვერ დააჯერა, რომ ეს ნამდვილად ის იყო, მისი უცვლელი თანამზრახველი. -თუ ეს თამარა მესხიშვილია, მაშინ ვეცდები გავიხსენო...-მისკენ შებრუნებულმა გამომწვევად წამოიძახა და ფეხზე წამომხტარი ჩაეკრა. .....იყო რაღაც, რაც კვიციანების სახლს ზღაპრად აქცევდა. თუმცა როგორც ყველა ზღაპარში, ასევე აქაც, მთავარი გმირი ვიღაცის ბოროტებას შხამად იგემებდა. XVI "ციცქა-ცოლიკოური" დილაადრიან, სანამ მზე ჯერ კიდევ ემზადება აისისთვის, ზურაბ კვიციანის დინჯ, მაღალ ფიგურას, ვინ გაჰყვებოდა ვენახში, თუ არა ანასტასია ჯანაშიას, ახალი დღეების სითბოს დახარბებული გონება.დილის მადლით დაცვარული ვაზის ფოთლები თავმომწონედ შრიალებდნენ, ამაყად აზიდული მთებიდან, მომავალი სიოს მიმართულებით და მომსვლელებს იწვევდნენ განთიადის მშვენიერების დასალანდად.ზურაბი კვალთან დაიხარა და სახემომღიმარმა მოიქცია ხელში, ჯერ კიდევ მკვახე ნაყოფის მტევანი.მის გვერდით აღმოჩენილს მზრუნველად გადახედა და მამა-შვილურად დაუწყო ახსნა. -ტასო, შენ ჭკვიანი ხარ და იცი, ვაზის კულტურა საუკუნეებს ითვლის.ნაყოფი ტკბილია, შემოდგომაზე რომ დამწიფდება ისე ხელაღებით მოწყვეტ პირის ჩასატკბარუნებლად რომ ორჯერ არც კი დაფიქრდები.მერედა ციცქა-ცოლიკოური იცი როგორია? ძველებურ, მამა-პაპათაგან შემორჩენილ საწნახელს რომ ღიღინით დაადგები,ტკბილი წვენი რომ წვეთ-წვეთად წამოვა, ცოტა ხნით თავის ნებაზე მიშვებული შუშხუნა მაჭარი გახდება და კარგა ხნის მერე დაღვინდება, სიტკბოს შეიყენებს. ალალად გამოუტან სტუმრებს, მომსვლელთა და დამხვედრთა დასალოცად...-ჯანაშია აქამდე რომ გაფართოებული თვალებით შესცქეროდა, ახლა სულ აღარ დაგიდევდათ მიწის სიცივეს, ისე ჩამოჯდა და აეკრო ჯერ კიდევ დანამულ ბალახს.ინტერესით გაფაციცებული მსმენელი, სიტყვის გამღარღილებელიც არ იყო...-შეზარხოშებული შეგიქებს ღვინოს და დამყენებლის მიერ სიტკბოს სწორ გათვლას...-თავი ჩახარა კაცმა და ვაზის ტოტს გააყოლა ხელისგული მთელ სიგრძეზე...-იცი,რომ რომ არავინ დალოცავს იმ მარჯვენას რომელიც ვაზს დარგავს? ვენახს ზამთარს გადაატანინებს, ადრიან გაზაფხულზე დაიწყებს მის გასხვლას და აკვრას. შემოდგომის რთველამდე სამჯერ შეწამლავს, რომ მავნე მწერი არ მიეჩვიოს ნაფერებ ვაზს.მერედა ის თუ იცი, გლეხი კაცი პირშეკრულ, ერთიანად ჩაშავებ ღრუბლებს რამდენჯერაც თვალს მოკრავს, იმდენჯერ რომ ცის ყველა ძალას ევედრება ოღონდ კოხი არ წამოვიდესო... -ზურიკო, განა ის კაცი არ უვლის ვენახს, რომელიც ღვინოს აყენებს?...-კაცის სიტყვებს ვერ ჩამწვდარმა დაბნეული თაფლათვალები ააკრა უხილავი ცოდნით გაცისკროვნებულ კაცის სახეს და მოუთმენლად დაელოდა პასუხს. -აბა დაფიქრდი, მე რომ მეზობლისგან ციცქა ცოლიკოური ვიყიდო, ჯერ ჩემს საწნახელში დავწურო, მერე მაჭარი დავაყენო, ჩავშაქრო და ქვევრში ჩავასხა.მითხარი, სტუმარმა ვისი მარჯვენა უნდა დალოცოს...-ზურაბს გაეცინა, როცა მიხვდა რომ ჯანაშია ვერც ამჯერად მიუხვდა სათქმელს.მისკენ გაწვდილ მკლავს რომ დაეყრდნო გოგონა, ფეხზე წამოაყენა და ხელმოხვეული გაიყოლა, ვენახის ბოლოს.იქ მისულმა პერანგის მარცხენა ჯიბიდან ამოაძვრინა გადაჭრილი, წვრილი თოკი და ჩამოვარდნილ კენწეროს დასწვდა სინაზე მისაბმელად...-იცი რომ ჩვენი ვენახი დიდმა ბაბუამ გააშენა? საუკუნეზე მეტი ხანი გავიდა ტასო, რაც სვანეთიდან დიდი ზურაბ კვიციანი ქალის სიყვარულმა ჩამოიყვანა ამ მხარეში და ცოლად შეართვევინა ქალი,რომლის ოჯახმაც საკუთარი შვილივით მიიღო, მიწა დაუთმო და მიიკედლა. ბოსტანმაც და ბაღმაც ადგილი მოიცვალა, ზამთრის შეშად დაჩეხილ რამდენ გამხმარ ხეს აუგუზგუზებია ბუხარი. ამ ეზოში სახლი, სამჯერ ააშენეს, ჯერ ჩემმა დიდმა ბაბუამ პაწაწინა ქოხი დადგა,პაპამ ოდა ააშენა და მამამ ის სახლი, რომელშიც ახლა ჩვენს სტუმრებს მშვიდად სძინავთ.იცი რა არ შეცვლილა ამ ეზოში არასდროს? გოგონას პასუხი სწორი იყო, ვაზის ძირთან დახრილს სახე გაებადრა.სანამ კვლებში დადიოდა და ამოწმებდა გუშინდელმა ქარმა რომელიმე ხომ არ მოაცილა ერთიანად გაჭიმულ სინებსო, იქნებ ტოტები გაიზარდნენ, ვინ იცის ფოთლებსაც ემარჯვათ და მძლავრად მოღერებულნი დასხლტომოდნენ თოკების სიწვრილესო.ჯანაშია, ამ თავის ჯინსებსა და თბილ სვიტერში გამოწყობილი, მორჩილად მიჰყვებოდა უკან და შიგადაშიგ თავადაც მოიხელთებდა დროს, ანცი ყლორტების დასაშოშმინებლად. ზურაბ კვიციანი, ისეთი კაცი იყო, რომ იტყოდით სიტყვა ძუნწიაო, ერთი შეხედვით გულღია,სტუმართ-მასპინძლობის მოყვარე. ეს მეოჯახე კაცი, გულისა და სახლის კარს გაგიღებდა, ოღონდ კი გონებამდე არ მიგეღწია, წლებმა თავის ვენახში დაკრეფილი ციცქა-ცოლიკოურისგან გაკეთებული ღვინოსავით დაადინჯა, ერთ დროს მაჭარივით შუშხუნა და დაუდგრომელი ხასიათი, ახლა წლებთან ერთად გამქრალიყო და მისი ადგილი წუთისოფლის მშვენიერების ამოხსნილ საიდუმლოს, სიბრძნეს თუ გამოცდილებას დაეკავებინა, რაც ერთი-ორად მნიშვნელოვანს ხდიდა მისი მუდამ მდუმარე პირიდან წარმოთქმულ სიტყვებს. -მე ამას შეიძლება იმიტომ გიყვები, რომ ასაკი თავისას შვება, ყველა სიტყვა ისე ჟღერს უკვე ჩემგან, როგორც შეგონება, მაგრამ მისმინე...-ამჯერად მისკენ მობრუნებულმა, რაღაც გაურკვევლად მზრუნველი და თბილი აიკრა დადარდიანებულ თვალებში და მთელი სული მოაყოლა სათქმელს...-ადამიანი რომ გაძლიერდება, ცხოვრებას ქედს არ დაუხრის და სხვასაც გამოადგება, ხშირად შეესწრება საკუთარ სადღეგრძელოს.ისე ომახიანად დალოცავენ მის წარმატებას, მოხერხებას და შეძლებას, თითქოს ეს დიდი შრომის მერე კი არა, ასე ჰაერზე მოსულიყოს.დედა-ბუნებამ ისურვა თითქოს და მადლით სავსე მთლიანი კალთა იმ ერთს დააბერტყა...-გაფაციცებით დაკვირვებული, მშვენივრად ამჩნევდა რომ მისი აქამდე წარმოთქმული სიტყვების საიდუმლო ხილული გახდა და ანასტასიას გონებაში ზუსტად იქ დაიდო ბუდე, სადაც თავად უმიზნებდა დაბინავებას...-ვის არ ავიწყდება ღვინის დაგემოვნებისას, მის დაყენებამდე გაწეული ჯაფა ტასო? -გლეხს, რომელიც ვენახს უვლიდა...-თვალები აემღვრა თავისდაუნებურად. ახლა ყველაფერი ისეთი ცახდი იყო, ისეთი ხელშესახები, თითქოს მთელი გულმოდგინებით დამალული საიდუმლო დიდი ხნის წინ გააშიშვლაო კაცმა და სხვების ძილბურანში მყოფი გონებებისგან დაცლილი სამყარო, მზად იყო მხოლოდ ორისთვის მოესმინა.იმ ორისთვის, რომელიც აისს ეგებებოდნენ ჯერ კიდევ დანამულ ვენახის ბოლოებთან, აღსარების ჩურჩულით წარმოსათქმელად. -შენ რა გგონია, ჩვენ შორს ვართ ყველაფერ იმისგან რაც არ მოძრაობს? ამ ქვეყნად, თუკი დედა-ბუნებას რამე შექუმნია, ყველაფერი სუნთქავს, იკვებება, ახალ სიცოცხლეს შობს.მიწაც კი იძვრის ტასო, ხანდახან ისე, რომ ადამიანის გულმოდგინედ ნაშენებ ქალაქებს ანგრევს,თავის დონემდე დაჰყავს და აბა გაბედონ წინ გადადგომა, ყველას და ყველაფერს მოიყოლებს საკუთარ სიღრმეში ჩასამალად...-ცის წვერზე გამოჩენილი ასტაფილოსფერებული ნათება, თითქოს მოსმენილით აღფრთოვანდაო ისე გამეტებით გზავნიდა თავის შვილებს ახლოს მოსასვლელად. თავგანწირვით მომავალნი, იკლაკნებოდნენ ვაზის ფოთლებს შორის და თვალებში უჭყიტინებდნენ ჩაფიქრებული სახეების შეფერადებულ ნაკვთებს...-ამიტომ იცოდე, ცხოვრებაში რასაც არ უნდა მიაღწიო, არ აქვს მნიშვნელობა მამაშენივით დიად საქმეებს შეეჭიდები, თუ ჩემსავით სოფლის შარა გზებს შეეკედლები, არასდროს დაივიწყო ვინ ზრდიდა შენს სულს,ხომ გაგიგია მიწა იყავ და მიწად იქეცო.დედა-ბუნებამ წამით არ იცის გაფიქრებული სიბოროტის შერჩენა, თუ შეგატყო, რომ ფეხი აიცდინე, გულისთქმა მზაკვრობისკენ წაგივიდა, მაშინვე კოხივით დაატყდება, შენ გულმოდგინედ მოვლილ და ნაყოფის გამოსასხამად მომზადებულ სულს. -ამას ახლა რატომ მიყვები?...-მშვენივრად ხვდებოდა თავის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხს, მაგრამ თითქოს უნდოდა მისგან მოსმენა, როგორც დასტურის, გუშინდელი საქციელის სიმახინჯის კიდევ ერთხელ გასახსენებლად...-მეგონა დილაადრიან, უბრალოდ მარტო მუშაობა არ გინდოდა ვენახში და იცოდი, მე სიამოვნებით... -ეხ ტასო, ტასო, მე არც ბაჩუკი ვარ, ერთი თემიდან მეორე თემაზე გადასასვლელად რომ თავი მოვისულელო, თითქოს ვერ ვხვდები რასაც ცდილობ...-მიუხვდნენ ეშმაკობას და ისეთი ღიმილით გადმოხედეს, როგორც დანაშაულზე წასწრებულ პატარა ბავშვს, თითებს რომ ნერვიულიდან ხლართავს ერთმანეთში და თვალებს უმისამართოდ აცეცებს...-მე გნახე შენ, ყოველთვის გვერდით ვიყავი, მაშინაც როცა საბანი თვალებამდე გქონდა აწეული და ისე შორს იყურებოდი თითქოს ამ სამყაროს აღარც ეკუთვნოდი და გნახე სიცოცხლით სავსეც, ჩემს სამზარეულოში, როცა შენზე ერთი თავით მაღალს ემუქრებოდი და გამეტებით იწევდი მისკენ.არ არის სწორი ის, რაც გუშინ მაგიდასთან წამოიძახე, რაც არ უნდა ეწყენინებინა შენთვის არ ღირს იმ ადამიანისთვის გულის ტკენა, რომელმაც საბუთებში ახლართულობის და ჩემი თვალით ნანახი ათობით ზარის მიუხედავად, გამონახა დრო, რომ შენი სურვილი ჩუმად აესრულებინა. -შეიძლება არ უნდა მეთქვა, მაგრამ შენ ყველაფერი არ იცი...-ის დაწყევლილი მაყვლის ძირები, ავად სახსენებელი ნაყოფი, რომელმაც აიძულა საკუთარი თავის ერთიანად დათმობა, ოხ ის საზიზღარი, მომაჯადოებელი მაყვლის ძირები, რომელმაც სულ დაავიწყა ოქროს შუალედი. -რომ გინდოდეს თავად მეტყოდი, ვიცი...-თავი დაუქნია, თითქოს ამ ჟესტით მიახვედრა, ვიცი რასაც გულისხმობო.მერე ზურგზე ხელისგულაკრული წინ გაუშვა და უკან მიჰყვა.უკვე ჭიისკართან მისულს, სანამ სახლამდე ჯერ კიდევ აშორებდათ მცირე მანძილი, მშვიდად, ისე თითქოს ეშინია ზედმეტად არ მოუვიდეს რჩევა-დარიგების მიცემაო,ამოიუჩურჩულა...-ტასო, ვენახზე ამდენი,მხოლოდ შენს გამო არ მილაპარაკია. გახსოვდეს რომ როცა დემეტრე ბერაიას მიმართულებით ნაქები სადღეგრძელო გაისმება, ყოველთვის დაინახო მის უკან მუხლჩაუხრელი შრომა და ყოველ მოღრუბვლაზე მისი წადილი თავი აარიდოს კოხს, ისე როგორც მოსავლის იმედზე მყოფმა გლეხმა.არ დაივიწყო, ყველანი მიწის შვილები ვართ და დედა-ბუნება არავის აბერტყავს თავის მოწყალების კალთას ასე ტყუილუბრალოდ. სახლის სივრცეში დაბრუნებულს, უკან არ მიჰყოლია.მაინც როგორი მომაჯადოებელი სუნი ასდის შეფარვით ნათქვამს, გონებამდე რომ მივა და ათას ვერსიად გადააქცევს თავის შინაარსს. როგორი უცნაურია არა, ახლა ერთადერთი რაც თავის ქალის შიგნით დაძრწოდა, შეკითხვა იყო. როგორი იქნებოდა ცხოვრება ლიზას მსგავსი რომ ყოფილიყო, გაზრდილიყო ქალაქის ხმაურიან სივრცეში, საგულდაგულოდ არ დაემალა თავი სახლის კედლებში, თამამად გადაედგა ნაბიჯები მთვარის შუქით განათებულ მოკირწყლულ ქუჩებზე, მეგობრებთან ერთად შუაღამის ხმამაღალი მუსიკის ფონზე მოცეკვავეს უდარდელად წარმოეჩინა თავი, ლიკუნასავით დაევლო იმ პაწაწინა ბარათისთვის ხელი მამამისი, რომ ღიმილით გაუწვდიდა მაქსიმუმის დაწესების გარეშე. ისე უნდოდა ყოფილიყო "კაკუნებიანი" გოგო , დაელაშქრა ქუჩები წითელ კაბაში გამოწყობილს, ეჩუქნა ეშმაკუნა მზერა ათასობით თვალისათვის,მაცდურად ჩაეტეხა მარჯვენა ლოყის კუთხე და ტანის ნარნარით ევლო ასე უსასრულოდ.მაგრამ ვერ გამოვიდა "კაკუნებიანი" გოგო. ვერ მოირგო უდარდელი დედაკაცის როლი, ვერ მივიდა მაცდურობამდე და შერჩა დაღლილობად, ვერ მივიდა ნარნარამდე და შეატოვეს წელში მოხრილობა, ვერ ჩატეხა მარჯვენა ლოყა და გაიჩინა მცდელობისას ამრეზის ნაოჭი. ვერ შეძლო წითელი კაბის ასეთმა მორგება და შერჩა ხელთ სიშიშვლე, გატეხვის ნიშნად.ვერ გამოვიდა "კაკუნა"გოგო , ვერ შეძლო უდარდელობის მოხდენა.იქნებ ეს იყო პრობლემა, ზედმეტად ბევრს ფიქრობდა იმაზე, თუ ვინ უნდა ყოფილიყო, იმის ნაცვლად, ვინც სინამდვილეში გახლდათ. უკვე ცის წვერზე თამამად მომზირალი გავარვარებული მზის მასა, დედა-შვილურად აჰყურებდა მის ოქროსფერთმიან ნაშიერს და წამიერად ისე ააკრა მზის სხივების ცეკვა და წვიმა, იფიქრებდით მკლავებს ხვევს, საუკუნოვანი გალუგულობის გასათბობადო.დახუჭულ თვალებსა და მინდვრის ახლადგაშლილ ყვავილებს შორის მდგარმა, მხრები გაშალა, ნაქსოვი ჯემპრის შიგნით გაატანა მცხუნვარებამ,ცხოვრებამ დაალაქავა თავისი შეგრძნებებით.იქნებ სიცოცხლე არც ისეთი მძიმე იყო, როგორადაც თავად აღიქვამდა, იქნებ მზის სისტემა ერთ ჭიქა ციცქა-ცოლიკოურზე ეპატიჟებოდა სიამოვნებით? შესაძლოა დადუღებული მაჭარი არც ისეთი ცუდი დასალევი ყოფილიყო, როგორც კარგად დაძველებული ღვინის მოყვარულთ ეჩვენებოდათ.მისი სისხლიც ხომ დაუდგრომლად ჩქეფდა, ვინმეს რომ შეეხედა ხომ იტყოდა, ის წითელი ტრაგედია მის სხეულშიც მოძრაობს და საკუთარ თავს შემთხვევით თუ წამოკრავს ფეხს, დაცემულს ერთიანად წასკდება გახეთქილი მუხლისთავიდანო. ამასობაში, სამზარეულოს სივრცეში თავი მოეყარათ სტუმრებს, რომლებიც ოთახის სივიწროვეს ძლივს იყოფდნენ.ჩაიდანი მოუთმენლად დუღდა აალებულ გაზქურაზე. სანამ შეღებული დარაბებიდან მომავალი სიო არხევდა სიფრიფანა ფარდებს, ჟღალი ფისუნია მეზობლის სახლიდან გამოპარულიყო და რაფაზე შემოლაგებულ ქოთნის ყვავილებთან ზანტად გაწოლილი ცდილობდა ყურადღების მიქცევას, მაგიდაზე დალაგებულ ნაირ-ნაირი ნუგბარით ვინმე რომ გამასპინძლებოდა.გუშინდელი საღამოთი ნასიამოვნები, თუმცა ახალ სამუშაო დღეს შესადგომი ახალგაზრდები ანცად იტეხდნენ დილის ოხშივარადინებულ ბედნიერებას და შიგადაშიგ ერთმანეთს გამოაჯავრებდნენ, აქაოდა ზურაბის დაყენებულმა შუშხუნა ღვინომ შენ უფრო შეგაზარხოშაო.ახლადშემოსწრებული ჯანაშია გვერდით ამოუდგა ნინიკოს, რომელმაც ღიმილით ანიშნა დაყენებულ ჩაიზე, რომელიც ხელისგულში მოექცია და შუშის ჩაიდნიდან თავის ფინჯანში ასხამდა. ახლადგამოღვიძებულს ბაშვური სახე ჰქონდა, გაცისკროვნებული და ერთიანად აბურდული თმების სისქე ჩამოეშალა მომრგვალებულ ლოყებზე. ანასტასიამ საუბრის წამოსაწყებად, სასიამოვნო კითხვა ჩააგდო და გაუმართლა. -ძალიან კარგად მეძინა...-როგორც ჩანს გუშინდელი დღის მერე, ცოტათი შეშინებულიც გახლდათ ჯანაშიას მუდამ მოქუფრული, საჩხუბრად გამზადებული სახით.ამჯერად კი ისე გულღიად რომ დაუსვა კითხვა, აჟიტირდა და გაცისკროვნებით აუხსნა...-ღამით ფანჯრები გავაღე და ჭრიჭინების ხმაში ჩამეძინა.მაგრამ მემგონი ცივა ხო? ღამით ძალიან გრილოდა. -საღამოობით მთებიდან მომავალი ქარი ქრის და მაინც სუსხია...-თავის დაქნევით დაუდასტურა და მიხვდა რომ გოგოს სიფრიფანა ზეწარში ეძინა მთელი ღამე, ოთახის სუსხში...-სანამ სასტუმროში წავალთ შემახსენე და თბილ პლედს მოგცემ. -ვაიმე ხალხოო...-შეძრწუნებით წამოიძახა ბაჩომ, თვალებში ჩამდგარი შიშით ჩაავლო ჯანაშიას მხრებს და მაგიდასთან მსხდომებს მოუბრუნდა...-ამ გოგოს გვიცვლიან...-მისი სერიოზული ტონით წამიერად გახევებულმა, მოჩვენებითი ბრაზით შეავლო მზერა და ნიდაყვი გაკრა...-ხელები დაიმოკლე ! რამდენს ბედავ ჯანაშია !...-წარბები აზიდა და გუშინდელ მის მიმიკას გამოაჯავრა საჩვენებელი თითის მუქარით. -სხვათაშორის ეგ კარგი გამახსენე, მკლავი ახლაც მტკივა...-ნიშნისმოგებით მოუბრუნდა, აქაოდა რამ დამავიწყა გუშინდელი აფეთქებაო.მსუბუქად წაბწკენილმა სახე მომანჭა და ერთი ნაბიჯით უკან დახეულმა თავისი ხელების წინ გაშლით, კიდევ ერთხელ შეახსენა გუშინდელი, კაფის ინციდენტი.გახსენებისთანავე მალულად მოავლო ოთახს თვალი თუმცა არ გაკვირვებია ბერაიას ფიგურა რომ ამ ოთახში ვერ დალანდა. -ამას ხედავ? მე ჩემი მივიღე, მაგრამ შენ როგორ გინდა გადაურჩე ამ ბწკენებს?...-მუქარა გაჟღერდა, ადრესატი მიუხვდა მიზანს, მაგრამ იმდენად გვიან რომ მისაღებისკენ გაწევაღა მოახერხა, გასასვლელისკენ გაქცეულს, მხოლოდ ეზოში წაავლეს მხრები.ერთიანად ჰაერში ატეცებული სახლის მარჯვენა მხარისკენ წაიღეს და შეღებულ ფანჯრებთან გამოიკვეთა აკისკისებულის ვედრების ჟესტი...-სხვათაშორის, ეს ვარიანტი უფრო მომწონს, მე ამ გოგოს ვიტოვებ, ის ველური უხასიათო გალიაში დატოვეთ ზურაბ...-თვალი ჩაუკრა კვიციანის მომღიმარ ფიგურას, ანასტასიას აკისკისებულ ხმას რომ ერთიანად მოეშორებინა დილანდელი დარდი მისთვის.თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. -მე, როგორც მამისტოლა კაცი, გირჩევ ხელი არ უშვა, თორემ სოფელში გაზრდილი გოგოა და მიწაზე ფეხს დადგამს თუ არა, შენ აღმოჩნდები ჰაერში აბზრიალებული...-გაფართოებული თვალებით ჩააცქერდა გვერდიდან მუქარით მიბრუნებულს, რომელიც მზერით ანიშნებდა მართალს გეუბნებაო. -დავზავდეთ...-გაიჟღერა შეთავაზებამ და მოწინააღმდეგე მხარისგან რომ თანხმობა მიიღო, ფრთხილად უშვა მხრები.სახლისკენ წასული, უცებ შეაჩერა და ახლა ყველასგან შორს მყოფს წამიერად შეცვლილი იერსახით მოუბრუნდა ამოსაჩურჩულებლად...-შენთან სერიოზული საქმე მაქვს, დღეს ვილაპარაკოთ. სასტუმროს ეზოში უჩვეულო სიჩუმე გახლდათ, ახლა ვეღარსად ნახავდით ათეულობით მუშის ფუსფუსს და ყურთასმენას სწვდებოდა გამაყრუებელი ხმა, მათი ღიღინის სანაცვლოდ.ხეხილის ბაღისკენ წასულ კვიციანის ფიგურას უკან ორი ახალგაზრდა მიჰყვა მხოლოდ, სარაფნებში გამოწყობილი ახალბედა მებაღეები ყურადღებით ათვალიერებდნენ უცხო ხელებში გაჩრილ მოგრძო მაყვლის ძირებს და ინიციატივას აყოლილი ნინიკო, მთელი მონდომებით ექაჩებოდა სიგრძეზე გასაჭიმ სინებს.ერთი ზომით დიდ ხელთათმანებ მორგებული მარჯვედ სწვდებოდა საგულდაგულოდ გადაჭრილ წვრილ თოკებს და დაუმორჩილებელ ყლორტებს აგემებდა ერთ ადგილზე, მორჩილად აკვრის საიდუმლოს.მიწის სიახლოვით გართულმა, სრული ყურადღება მიმართა შუახნის კაცის ჩამუხლულ ფიგურაზე, რომელიც დაკვირვებით ათავისუფლებდა მიწას, ამ ტკბილი ნაყოფის მშობელ ფესვებს დაუზიანებლად ათავსებდა ნოყიერი ნიადაგის შიგნით.ჟრიამულს და აქამდე განუცდელ სიამოვნებას აყოლილი შიგადაშიგ გადახედავდა ჯანაშიას მომღიმარ სახეს, რომელიც ხვდებოდა რომ პატარა გოგოს გულში ზუსტად ისეთივე სიმშვიდე ერწყმის აღტაცებასო, როგორც დღეების წინ თავად გამოცადა, პეტუნიებით ტბის განაპირა ზოლის აფერადებისას.ხეხილის ბაღი სასტუმროს დანარჩენი ეზოს სივრცისგან გამოყოფილი იყო წრეზე, ღონივრად ჩასმული რკინის კონსტრუქციით, მაყვლის ეს რუდუნებით გამოზრდილი, ერთიანად წამოზრდილი ყლორტების სიგრძე მთლიანად უნდა დაეხვიათ და უკვე გარშემო მოვლილებს მთელი თავისი მშვენიერებით წარმოუდგათ მსხმოიარე, ერთიანად დახუნძლული მაყვლის ღობესთან, როგორ შეიკრიბებოდნენ სტუმრები, შავი სიტკბოთი პირის ჩასაკოკლოზინებლად.მუშაობაში გართულებს თავზე წამოადგათ მაღალი ფიგურა და უჩვეულო მყუდროება, უსიტყვოდ გაცვლილი სიხარულის ნაპერწკლები გადაედოთ იქ მყოფთ. -გეუბნებით აქ რაღაც მაგიური არსებები ცხოვრობენ...-მოჯადოებულივით ამოთქვა და საკუთარ დას მიშტერებულმა, სრული სერიოზულობით წარმოთქმული ეს სიტყვები, უცებ აქცია ხუმრობად...-ჩემს დას, რომელიც აქვე ვიტყვი რომ შუადღისას ამდგარი იწყებს იმის გარკვევას რომელ საუკუნეში მოხვდა, ახლადდაწურული ფრეში თუ არ მივართვით, მთელი ოჯახი თრთის მხეცის გაღვიძების შიშით. -ბაჩუკიიი შენ გეძინა, დილით სამზარეულოში დღის გეგმას რომ განიხილავდნენ?...-სახემომანჭულმა მასხრად აიგდო და ნიშნისმოგებით გადახედა კმაყოფილებით გაბადრულს...-არ თქვეს გარკვევით, რომ დღევანდელ გეგმაში, შენი მაყვლის ძირებთან ერთად, მიწაში ჩაქვესკნელება არ შედიოდა? -იცით ზოგადად რა ნაზი და სათუთია?...-ზურაბს მხარზე ხელისგული მიადო და დარწმუნებით დაუჩურჩულა...-ეეხ, ვეუბნებოდი დედაჩემს არ გვინდა, დავტოვოთ სამშობიაროში,ჯანმრთელი გოგოა,დამოუკიდებლად ცხოვრებას პატარაობიდანვე მიეჩვევა, არ დაიკარგებათქო.მაგრამ ვინ მისმინა?! -ტასო, იცი სკოლაში ძალიან მიყვარდა ბიოლოგიაც და ქიმიაც...-მისი საუბრით ვითომ გულშეწუხებული მიუბრუნდა ჯანაშიას, რომელმაც ინტერესით მიაყურადა...-იმდენად, რომ დამატებით ინფორმაციებსაც ვიძიებდი...-ამჯერად თავის ძმას მოუბრუნდა და შვლის ნუკრის გამოხედვა აიკრო თავის თაფლისფერთვალა სფეროებში...-ახლა მაყვლის ძირებზე გამახსენდა, სასუქებზე ხომ გსმენია ?...-ბაჩომ ინტერესით დაუკრა თავი და წამიერად გააპარა მზერა მოახლოებულ ნიკოლოზსა და ლუკას ფიგურებისკენ...-საუკეთესო ფერტილიზატორი ადამიანის სხეული რომ ყოფილა, იცოდი? -ფერტილიზატორი...-დაფიქრებით ამოთქვა ბაჩანამ და ქვეშ-ქვეშად გადახედა ახითხითებულ ნიკოლოზს, მუდამ თავშეკავებულს, ნინიკოს კარგად მოფიქრებული ხუმრობა რომ ერთის მხრივ აბნევდა, მეორეს მხრივ კი ართობდა.ბაჩომ მზერა ააკრა თავის დამცინავად მოქირქილე დას და უეცრად გუგები გაუფართოვდა...-მე კი არა, შენ თვითონ რატომ იცი ეგ? -გინდა გაჩვენო?...-თვალები დაუკვესა და ნიშნისმოგებით გადახედა, სახეწაშლილს. -აი ეს გამომართვი და დააფინე...-სხვების ჟრიამულით შეგულიანებულმა ლუკამ, ერთი შეხედვით თამამად გაუწოდა ხელისგულში მოთავსებული კუბოკრული პერანგი ნინიკოს, რომელმაც გაკვირვებით გამოართვა ნაჭრის სისქე და კითხვის ნიშნები აიკრო გუგებში...-მიწა გამომშრალი და ფხვიერია, მუხლები გეტკინება. -მოიცა შენ ნინიკოს მუხლებზე, ივლისის გოროხ მიწაზე და სიოს ქროლვის სიჩქარეზე როდის აქედან დარდობ?...-ნანახით გაკვირვებული ბაჩო ბრაზით მიუბრუნდა მეგობარს და დოინჯები შემოიყარა წელზე.ერთიანად გახევებული ლუკას ფიგურასთან, უხერხულად მხრებაწურული ნიკოლოზი იდგა და სახეზე ეტყობოდა, როგორ ეძებდა სიტყვებს სიტუაციის გამოსასწორებლად. -არა რა, ისევ ჩხუბობენ, ერთი რა ვერ გაიყვეს იმ ორმა ძალიან მაინტერესებს...-წამოიძახა უეცრად და ვითომ ძალიან შეწუხებული მიტრიალდა სასტუმროს მხარეს...-არადა რომ კითხო ბავშვობიდან ერთად მოდიან...-ანასტასიამ გაკვირვებით მიაყურადა, თუმცა ხელის დრელეს გამკივანი ხმის გარდა ვერც ვერაფერი გაიგონა.სამაგიეროდ ამ წამოძახილის შინაარსით დაინტერესებულმა ლუკამ და ბაჩომ იბრუნეს თუ არა გვერდები სასატუმროსკენ, მაშინვე წააწყდა ერთიანად სახე წამოწითლებულ ნიკოლოზს, რომელიც თვალებს უბრიალებდა და ტუჩების მოძრაობით ანიშნებდა ამყევიო. -ეტყობა პირადი ურთიერთობების დეტალებს განიხილავენ...-მეტი ვერაფერი მოიფიქრა და ხელებ გასავსავებულ ნიკოლოზის სახეს რომ წააწყდა, ერთიანად გაკვირვებული წარბებ აზიდვით რომ ეკითხებოდა რა მობოდეო, წყალწაღებულივით მოეჭიდა ხავსს და სისულელეს, სისულელე მიუმატა...-ბავშვობიდან უყვართ ერთმანეთი და გუშინაც მანქანაში რაღაცაზე წაკინკლავდნენ. ამიტომ მომერიდა და გადმოვბარგდი ლუკას ავტომობილში. -ვაიმე ზურაბ...-საწყლად ამოიკნავლა მოტრიალებულმა ბაჩომ, ნელი ნაბიჯით წავიდა ჯანაშიას მიწაზე მუხლმორთხმული ფიგურისკენ და მზრუნველად მიადო შუბლზე ხელისგული...-ვერ ხედავ? პირდაპირ თავში თხლიშა მზის დარტყმამ და აბოდვინებს, დაასვენე ცოტა ხნით, ცოდოა გოგო...-გაკავრებულმა მოიშორა მისი ხელისგული და სახე მომანჭა, პასუხგაუცემლად. სანამ განცვიფრებული ზურაბი ჯანაშიას სიტყვებს უფიქრდებოდა და ამ დილით, ვენახის სიმარტოვეში გამართული დიალოგის შინაარსს უკვირდებოდა, მანამ უმცროსი კვიციანი შეწუხებული სახით მოდიოდა ბაღისკენ და მოახლოებულმა უკან რომ სიცარიელე დაიგულა ამოთქვა, ისევ საძინებლების დიზაინზე ვერ თანხმდებიანო.აღმოჩნდა რომ ლიზას ერთმნიშვნელოვნად მინიმალისტურ სტილში სურდა ოთახების მოწყობა და ამის გამო, თითქმის ყველა საძინებელი ანალოგიური დიზაინით, მასალად შერჩეული ხის ერთნაირი ფერით და ავეჯის წყობით გამოდიოდა.ეს ყველაფერი დემეტრე ბერაიას აღიზიანებდა და წაკამათებულები, უკვე რაზე დავობდნენ თავადაც ვეღარ იგებდნენ. მესამე სართულზე აბარგებული მუშები უკვე ფეხებში ებლანდებოდნენ ერთმანეთს და ზოგიერთი არხეინად იყო ჩამომჯდარი ცარიელ კუთხეებთან ,იმის გამო კი არა რომ ეზარებოდათ, უბრალოდ ოთახებში საკმარისზე მეტი ხალხი ირეოდა და მასალაზე ხელის მოსაკიდებელი ადგილი აღარ რჩებოდა აწყობაში მისახმარებლად.კიტამ ლაპარაკი შეწყვიტა, როგორც კი გამაყრუებელი ხმა შეჩერდა და ამჯერად დემეტრე ბერაიას ღრიალი მთელ არე-მარეს მისწვდა თავისი ექოთი.ერთიანად აწურულებს რომ გადახედა, ხელზე წაიძრო სამუშაო თათმანები და აჩქარებული ნაბიჯით წავიდა სასტუმროსკენ. ბიბლიოთეკასთან მისული ჯერ კიდევ ჭოჭმანობდა შესულიყო თუ არა, გამომავალი დიალოგის სიცხარის სუნი პირდაპირ სახეში სცემდა და სულგანაბულმა, შესვლამდე მიაყურადა. -მისმინე დემე, ის ხალხი რომელიც გინდა რომ მუდმივი სტუმრები იყვნენ, ასეთ სტილს არიან შეჩვეული, თანამედროვე, თვალში ნაკლებად საცემი, მაგრამ მოდერნისტული, მხოლოდ მათი თვალისთვის შესამჩნევი მდიდრულობით...-ხმას უმატებდა ქალი, მაგრამ აშკარად ეტყობოდა ტონს გაბზარვა და შიში. -ნუ გამაგიჟე ლიზა! რაღატომ დავხარჯეთ ამხელა თანხა თითოეული ოთახის ტრიდე დაგეგმარებაზე, თუ მაინც ერთი და იგივე ნაგავი უნდა მოგეჩეჩებინა ხელში...-ახლა ნათლივ წარმოუდგა ბერაიას აფოფრილი, ერთიანად აჭარხლებული სახე.თვალები ინსტიქტურად მოხუჭა, როცა მისი ყვირილი შემოესმა...-თუ თავს ვერ ართმევ, დაწერე განცხადება და წადი ! იმ სიჩუმემ,რომელმაც წინადადების წამოძახებას მოჰყვა ძვალ-რბილში გაუტარა ჯანაშიას სხეულს.ახლა ერთიანად კარს მიკრულმა, თამამად ჰკრა ხის მაღალ კარებს ხელისგული და შიგნით შესულმა, მუხლებში სისუსტე იგრძნო, მაგიდის მხრიდან მომზირალი გაბოროტებული თვალების დანახვაზე.ლიზა, ბერაიას წინ მდგარი, ერთ ადგილზე გახევებული, მხოლოდ ზურგს უჩვენებდა ანასტასიას, თუმცა გუმანით გრძნობდა გოგო, როგორი განადგურებული და შეძრწუნებული უნდა ყოფილიყო ამ სიტყვების ადრესატი.თავადაც შეცბუნებულმა, კარგა ხანს ააწება ფეხები ერთიანად გადაქერცლილ, დროის მსვლელობისგან გადახუნებულ ხის იატაკს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დემეტრე ბერაიას გაბოროტებული შეკითხვა მისწვდა,შენ რაღა დაგკარგვია აქო, მოახერხა ნაბიჯის წინ წადგმა.მაგიდასთან მისული, გაუთანაბრდა ლიზას თავჩახრილ ფიგურას და თითის ბალიშებით შეეხო ფორმატის ფურცლებს, რომლებზეც დეტალურად იყო დატანილი თითოეული ოთახის გეგმა, მეორე სართულისთვის.ხმააკანკალებულმა, ჩუმად, თუმცა მაინც გასაგონად მიმართა სირცხვილისგან დაპატარავებულს. -ლიზა, მე დიზაინზე ოთხი წელი ნამდვილად არ მისწავლია, რომ შენს ცოდნას და გამოცდილებას წუნი ვუპოვო...-შემაგულიანებელი იყო მისი გულწრფელი სიტყვები, სინაზით წარმოთქმულ შექებას თითქოს ყურადღება უნდა მიექცია, მაგრამ გოგო ჯერ კიდევ გახევებული იდგა და თვალს არ აშორებდა მაგიდაზე გადაშლილ გამოსახულებებს...-მაგრამ, ჩვენ ხომ ორივემ ვიცით ტბის სასტუმროში ხალხი დასასვენებლად რატომ მოდის?...-თითქოს ყურადღება მიიქცია, თვალი აარიდა დემეტრე ბერაიას გაგულისებულ ფიგურას რომელიც დიდ დარაბასთან მივიდა და უმიზნოდ დაიწყო ჰორიზონტს მიღმა ყურება...-ამ ადგილის სტუმარი, თითქმის ყოველთვის ის ადამიანია, რომელიც შთაგონებას ელის, ჯერ კიდევ მაშინ როცა სულ პატარა ვიყავი აქ ახალბედა მწერლები მოდიოდნენ და წიგნზე მუშაობას იწყებდნენ, მუსიკოსები სასადილოს სივრცეში დადგმულ როიალზე ნოტებით თამაშობდნენ და ძალიან ბევრი მელოდიის შექმნის მომსწრე ვყოფილვარ...-ღრმად ამოიხვნეშეს და მობეზრებით მიატრიალეს თავი,თითქოს ისევ სტუდენტი ყოფილიყოს, რომლსაც ლექტორი გულმოდგინედ უხსნიდა ლექციის თემას და მას საერთოდ არ აინტერესებდა უკვე ათასჯერ მოსმენილი...-დამიჯერე, თუ ვინმეს აუზში ცურვა, გარუჯვა და საუნაში შესვლა მოუნდება, სხვა ბევრ სასტუმროს მოძებნის სანამ ჩვენამდე მოვა. -და რას მირჩევ? ოთახები პუფებით ავავსო რომ ხალხმა წიგნები გემრიელად იკითხოს და ტბაში მოჭყუმპალავე ბავშვებს სასრიალოები დავუდგა საძინებლებში? ...-აღმოჩნდა რომ ბერაიასთან ერთიანად მხრებაწურული, თავის ბოღმის ნთხევას, ხელში შერჩენილ დაბალ ღობეზე აპირებდა...-თუ,ხ რისი თქმა გინდა, ვერ გავიგე? -მე იმას გეუბნები, რომ შთაგონებისთვის დასასვენებლად აქ ჩამოსულ ადამიანს, სულ არ აინტერესებს ავეჯს აკრილისგან დაამზადებ თუ იაპონიის უძველესი ტყეებიდან წამოღებული ბამბუკებისგან...-როგორც ჩანს ხმამაღლა და აგრესიულად უნდა ელაპარაკა, რომ მისი ყურადღება მთავარი საკითხისადმი მიეპყრო...-ოთახებს, რომელშიც ჩვენი სტუმრები დაისვენებენ ფერები უნდა ჰქონდეთ, სულს უნდა გრძნობდნენ, შთაგონებას.შენ კი ამ ყველაფერს მინიმალიზმით ანადგურებ.ზედმეტ ფულს ხარჯავ მასალაში, რომელიც არაფერში გჭირდება და ვერ გამოიყენებ. -ახალი დიზაინერი გიპოვნეთ ბატონო დემეტრე, განცხადებას აქვე დავწერ რომ წამიც არ დაკარგოთ მის დასაქირავებლად...-როგორც აღმოჩნდა აქ მთავარი ჯერ კიდევ წყენა იყო და საერთოდ არავის აინტერესებდა ჯანაშიას სიტყვით გამოსვლა...-ასეთი რაღაცეების ცვლილება, დამატება, ამოკლება მიწაში მაყვლის ძირების მოთავსებას არ გავს.ამას დრო სჭირდება და ერთ დღეში ვერ გადავაკეთებ, რაც არ უნდა თითები მიწკაპუნო ! -აი მაგ თითებს ვინც აწკაპუნებს ვხედავ ! ...-ჩაჩუმებული უეცრად აენთო და ისევ მოუბრუნდა, ბიბლიოთეკის უზარმაზარ სივრცეში კვლავ ბობიქრობდა ექო...-ვინ გითხრა ერთ დღეში შეცვალეო? შენ თავს იგიჟებ თუ მე მაგიჟებ? შესაცვლელია და რა ვქნათ? ლიზაკოს ეზარება ხელახლა ხაზვა და ათიათასობით ლარი მივათხლიშოთ იმ ავეჯის დამზადებაში,რომელიც უვარგისია?...-მაგიდაზე მთელი ძალით დარტყმული ხელისგული, უკვე ნათელი მაგალითი გახლდათ რომ ამ ოთახში ვიღაც ნამდვილად იყო გაგიჟების პირას, ეს კი ერთადერთი და განუმერებელი დემეტრე ბერაია გახლდათ. -რა არის საჭირო იმისთვის რომ ნახაზები ხელახლა შეადგინო ? რა დრო დაგჭირდება?...-ჯერ კიდევ მომხდარის და სიტუაციის გაანალიზებით განცვიფრებულმა, მთვარეულივით ამოთქვა და ისევ ლიზასთან საუბარი ამჯობინა. -ეგ შენ მითხარი, ჭკუის კოლოფო...-არამკითხე მოამბეო ხომ გაგიგიათ, ზუსტად ასე იყო ჯანაშიას საქმე ახლა, შუაში ჩამდგარს გასაშველებლად, იმაზე მეტი მოხვდა ვიდრე მოკამათეებს ერთმანეთისგან. -მე შენ თავი დაგიქნიე მესამე სართულზე, ზუსტად ისე გავაკეთე ყველაფერი როგორც დახაზე, ბოლომდე მოგყევი...-ამჯერად უკვე დაბალ ხმაზე მოლაპარაკე, პირიდან ცრიდა შხამიან სიტყვებს, ერთიანად დაძარღვულ კისერზე ეტყობოდა ეს დაბალი ტონი რამხელა თავშეკავების შედეგად გამოიყენა...-ახლა, როცა მეორე სართულამდე მივედით, ცდილობ იგივე ნაგავი შემომტენო, თან უსირცხვილოდ მიყურებ თვალებში და მეუბნები მინიმალისტური სტილიაო, შენ მე სულელი ხომ არ გგონივარ გოგო?...-მაინდამაინც დიდხანს ვერ გაძლო, საერთოდ არავის გაჰკვირვებია. -იქნებ სცადო და სასტუმროს შიდა სამზარეულოს გასცდე...-უკვე ხმის ამოღებით შეშინებულმა, დაიჩურჩულა და ეცადა მისი ყურადღება ისე მიექცია, რომ პირდაპირ სახეში არ სწვდომოდა...-გაისეირნე ტბაზე, ტბის უკან ნაძვების ტყეა, ცოტა ხნით სუფთა ჰაერი ჩაყლაპე, ხეხილის ბაღი დაიარე, ბაღის პროექტს კიდევ ერთხელ დააკვირდი და... -პეპლებიც ხომ არ დავიჭირო ბადით?...-დამცინავად მოუბრუნდა თითქოს, არადა თვალებში გაჰკრა მტკიცებულებამ რომ მშვენივრად ხვდებოდა ჯანაშია რაზეც ანიშნებდა. -თუ გინდა, რატომაც არა?!...-გაეცინა ტასოს და მიხვდა, რომ ბრაზისთვის თავისი აუღელვებლობა უნდა დაეხვედრებინა, როცა ეს გოგო დამშვიდდებოდა შეძლებდა გაანალიზებას, რომ თუ სურდა ხელახლა შეექმნა ნახაზები,შემოქმედებითად უნდა მიდგომოდა...-მარტო წასვლის თუ გეშინია პირველ ჯერზე, მაშინ კიტა უარს არ გეტყვის და გამოგყვება.როცა ფურცლებს თავს დაანებებ და რეალურად დააკვირდები იმას, რის გამოც სტუმრები ამ სასტუმროში დასვენებას მოინდომებენ, შენ თვითონ მიხვდები რომ მინიმალიზმი საერთოდ არაფერ შუაშია, დამშვიდებულ გონებაზე კი თავისუფლად დახაზავ ყველაფერს, ტრიდე გამოსახულებების შესადგენად.მიხვდები როგორ ოთახებში მოუნდებათ ცხოვრება აქ ჩამომსვლელებს. -არა, იცი რა მაინტერესებს ყველაზე მეტად?...-უკვე გასასვლელისკენ წავიდა, როცა შინაგანმა მწვალებელმა არ მოასვენა და უკან მოაბრუნა გაგულისებული...-ამ პროექტისთვის პირველად ხომ არ დაგიხედავს? ორი კვირის წინ სრული სიზუსტით, შენს გემოვნებაზე მორგებული დიზაინი იყო და ახლა,ასე უეცრად გახდა ნაგავი?...-აშკარა იყო, რომ რაც უფრო ხშირად მეორდებოდა ამ ოთახში სიტყვა "ნაგავი", მოკამათეები უფრო და უფრო გამოკვეთილად და ყოველ ჯერზე ხმის იოგების ბოლო დონემდე დაძაბვით ყვიროდნენ. -ძალიან გთხოვ, ცოტა ხნით ოთახიდან გადი! ბავშვობის მეგობრობის ხათრით არ მინდა რამე გაწყენინო...-მშვიდად ამოილაპარაკა თვალდახუჭულმა, დოინჯშემოყრილმა ბერაიამ და კიდევ ერთხელ გაუმეორა, ისევ კარში გაჩხერილს...-გადი, რომ დავმშვიდდე და შენთვის ბოდიშის მოხდა მოვახერხო, შენი საქციელის გამო მწყობრიდან გამოსულმა ხმას, რომ ავუწიე. წადი!...-მარცხენა მკლავი სიგრძეზე გაშალა და ხელისგულის აფრიალებით მიანიშნა გასასვლელისკენ. მიჯახუნებულმა კარმა ეფექტი ნამდვილად მოახდინა, ადგილზე შემხტარმა თვალები მთელი ძალით დახუჭა და საკუთარ შეშინებულ თავზე გაეღიმა.ახლა წიგნებით გამოტენილ ამ მეოცე საუკუნის გადმონაშთ საცავში, რომელიც სავსე იყო მტვერით და ფასდაუდებელი საგანძურით, ერთიანად გამეფდა სიჩუმე და უხერხულობა.დემეტრე ზოლად, კედლის მთელ სიგრძეზე გაჭრილ დარაბასთან იდგა, ხელები გადაეჯვარედებინა და კოპებშეყრილი გაჰყურებდა ეზოს.უცნაური ამ მომენტისთვის მხოლოდ ის იყო, რომ ჯანაშიამ ვერ იგრძნო ის საშინელი ბრაზი რომელიც გუშინ კისერში უჭერდა, ეს იმის ბრალი იქნებოდა რომ ოთახი ვერ დაიტევდა ორივეს ენერგიას და მხოლოდ მისას ანეიტრალებდა აპათიით.კიდევ ერთხელ გააპარა თვალი ნახაზებისკენ, როცა ყურთასმენას გამყინავი ბარიტონი მისწვდა. -შენ წასვლას არ აპირებ?...-მერე ერთიანად მოუბრუნდა და ცინიკური ტონით წაუსისინა თვალარიდებულს ...-ჩემთვისაც ხომ არ გაქვს რჩევა-დარიგებები? -რას გულისხმობდა ლიზა, როცა გკითხა ამ ორ კვირაში რა შეიცვალაო?...-სულ არ შეუმჩნევია მისი გაღიზიანება, ვითომ აქაც არაფერიო, ისე უდარდელად იკითხა...-ეს ნახაზები აქამდეც გქონდა ნანახი, მოგეწონა და ახლა ცდილობ რომ შეაცვლევინო? -გეგმები შეიცვალა და მასთან ერთად დაგეგმარებაც...-ჩხუბით მოღლილმა, უმისამართოდ ამოილაპარაკა და ტყავის სავარძელში ჩაესვენა.როგორც კი კითხვა მის გონებას მისწვდა, მაშინვე წამოიფოფრა...-ეს დაკითხვაა? თუ მამიკოს სქელი ჯიბეებით გათამამებულ და ყველაფრის მკადრებელ ბიჭს არ შეუძლია, თავისივე პროექტში ცვლილებები შეიტანოს? -ეს არ უნდა მეთქვა...-მაშინვე გულში მწარედ წაკბინა, ზურაბთან გამართულმა დილის საუბარმა და ამჯერად კუდიანი დედაბერივით მიაწყევლა საკუთარი გრძელი ენა...-გაბრაზებული ვიყავი და წამომცდა.ბოდიშის მოხდა არასდროსაა... -მოდი კომპრომისის პირობებს ერთგულად მივყვეთ, დაუბრუნდი შენს პეტუნიებს და მაყვლის ძირებს, სასტუმროს კი მე მივხედავ ისე, როგორც საჭიროდ ჩავთვლი. დამიჯერე მამიკოს სქელმა ჯიბეებმა ბევრი გამოცდილება დამიგროვეს საიმისოდ, რომ თავი გავართვა...-აშკარა იყო, რომ გულზე მოხვდა გუშინდელი სიტყვები, ისე დამცინავად საუბრობდა, თუმცა გაბზარული ტონი მის გულსაკლავ იმედგაცრუებას თვალუწვდენელ ოთახშიც კი ვერ მალავდა. ბაღში დაბრუნებულმა, გონებაგაფანტვით დაიწყო დარჩენილი ძირების ზურაბთან ერთად აკვრა.აზრები სადღაც გაიფანტნენ, ვერ ხვდებოდა რატომ გრძნობდა გუშინდელი სიტყვების წამოროშვით თავს ასე დამნაშავედ, ეს ხომ ის იყო, რასაც მასზე ფიქრობდა.თუ ბერაიაების ქონებით თავშიავარდნილი და დიდ მიზნებს შეჭიდებული დემეტრე, ყველაფრის უფლებას აძლევდა თავს, მაშინ რატომ მოხვდა გულზე ასე ძლიერ, ეს რეალობა.სახლში გვიან დაბრუნების შემდეგ, რაც რიგ-რიგობით ესტუმრნენ სააბაზანოს და გემრიელად მიირთვეს ვახშამი, მისაღებში ჩამომსხდრებს ელიკომ ჩაციებული საზამთროს სიტკბო და ცივი მაყვლის კომპოტი შესთავაზა, რომელიც ანასტასიას გამოატანა მანომ, დაკაწრული ფეხების საფასურად. ფანჩატურთან ჩამომსხდრები სასიამოვნოდ განიხილავდნენ სხვადასხვა თემებს და ლიზა მონდომებით უთანხმდებოდა კიტას ხვალინდელ მარშრუტზე.წამიერად ყურადღება მიიქცია ავატომობილის ხმამ და ჭიისკარიდან მომავალი ლანდი პირდაპირ კიბეებს გაუყვა. ჩრდილოეთიდან მომავალი სიოს, სანთლის შუქებზე განათებული ფანჩატურის სივრცეში ნარდის მოთამაშეებისთვის და ჰამაკებში გაწოლილი მეგობრებისთვის ყურადღებაც კი არ მიუქცევია.ჯანაშიამ მძიმედ ამოისუნთქა და ელიკოს, რომელმაც დაფიქრებით გადაუჩურჩულა მეუღლეს, წავალ იქნებ დავითანხმო ვახშამზეაო, უკან ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვა.ოთახის სივრცეს პატარა ტორშერიდან მომავალი მბჟუტავი სინათლე ანათებდა, გაზქურაზე შემომდგარი ჩაიდანი სასიამოვნო სითბოს ატრიალებდა და მაგიდის გვერდით ჯანაშიამ კომფორტულად მოირთხა ფეხები ხის ძველ სკამზე.უნდოდა საუბრის წამოწყება, მაგრამ სიტყვები თითქოს ეფანტებოდა, არ იცოდა როგორ მოება კითხვისთვის თავი. არ დასცალდა, ელიკომ წამოიძახა, ჯერ უნდა ვკითხო რას მიირთმევსო და ქოთქოთით დატოვა სამზარეულო.ზვლაზვნით წამოიწია და გაზქურასთან მისულმა, ადუღებული ჩაიდანი გაანთავისუფლა მბჟუტავი ალისგან.ეზოდან მომავალი ჟრიამული ღიმილს ჰგვრიდა, მშვიდმა საღამომ მის სიბრაზეს ერთიანად დარია ხელი და სიმშვიდე მთელ სხეულში გაუჯდა.ფინჯანში ლიმნის ნაჭერი გამომწვევად იმზირებოდა და ჩაის სიტკბომ, სიმჟავესთან ჰპოვა თავშეშაფარი.დაბრუნებული ელიკო თავისთვის ბუტბუტებდა და როგორც კი გოგოს ხელებში მოქცეული ჩაიდანი შეათვალიერა, მაშინვე უთხრა ყავაც გაამზედეო. -რა მოხდა, არ მითხრა რომ შენც მოგხვდა დიდი დემეტრე ბერაიასგან საყვედურები...-შუახნის, ჯერ კიდევ კეკლუც სახეს ახლა გაწიწმატებული იერი აეკრო და მობუტბუტე ქალის ხმამ ანცობისკენ უბიძგა. -"ხარი ხართან, რომ დააბა ან ზნეს იცვლის ან ფერსაო" თქვენზეა ზედგამოჭრილი...-დააყარა ქოქოლა და ხელები გაშალა აჭარხლებულმა...-დილითაც არაფერი უჭამია და ახლაც გამომიცხადა მხოლოდ ყავას დავლევო.მიდი შენ ყავა გაუმზადე და მე პეროგს დავჭრი, იქნებ ტვინი გაეხსნას და მოინდომოს. -გაიფიცა? შიმშილობას თუ აცხადებს ესეიგი მოთხოვნებიც ექნება...-დასცინა ისევ და თვალი აარიდა აფუსფუსებული ქალის ხელებში მოქცეულ ნუგბარს...-მომეცი მე წავუღებ, იქნებ მოლაპარაკებებზე წამოვიდეს. -დღეს თამარამ შემომიარა...-უნდოდა თემა გაეშალა და ბრაზი როგორღაც ჩაეხშო...-მითხრა არ მეცალა ანასტასიასთვის რომ გამევლოო. მისი ძმა ჩამოვიდა რამდენიმე დღით და მესხიშვილებში დიდი ამბები იყო საიმისოდ რომ გამოპარულიყო. ჯანაშიას მოაგონდა, რომ თამარა მესხიშვილის უმცროსი ძმა პოლონეთში სწავლობდა და ახლა კი მიხვდა გუშინდელი, სუფრასთან გაბმული მოკლე დიალოგების მერე, რატომაც ვერ მოახერხა ბავშვობის მეგობარმა დღეს მისი დამარტოხელება.ფიქრებში წასულს, ამ დილანდელი ინციდენტიც მოაგონდა, როგორ უჩურჩულა ბაჩომ შენთან საქმე მაქვსო, მაგრამ ერთხელაც არ შეუხსენებია სასტუმროში, რომ დალაპარაკებოდა.ფიქრებში წასულმა ინერციით წაავლო მიწოდებულ თეფშსა და ფინჯანს ხელი, კუს ნაბიჯებით ფრთხილად აიარა კიბეები და უკვე მისი ოთახის კართან აზუტულმა ღრმად ჩაისუნთქა, გეგონებოდათ საკუთარ თავს აგულიანებსო.საძინებელში მხოლოდ ტორშერის შუქი იღვენთებოდა, შიგნით შესულმა ჩახუთულობა იგრძნო, ძველებურ სამუშაო მაგიდასთან მჯდომს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ისე იყო ლეპტოპის განათებულ ეკრანს მიშტერებული. გვერდით მიუდგა ფინჯანიც და სასიამოვნო სურნელ მატარებელი ტკბილეულის ნაჭერიც, მიხვდა არც კი შემომხედავსო და თავისთავად, გაუანალიზებლად დასწვდა დარაბებს შესაღებად.მომავალმა სიომ სიფრიფანა ფარდები გაბერა და სახეზე მიუალერსა. აქამდე დაძაბულად მჯდომი შეირხა და ღრმად ამოისუნთქა.ფეხები სიგრძეზე გაშალა და თაავი უკან გადასწია, თვალებდახუჭულს მშვიდი იერი დაჰკრავდა, თითქოს ძილბურანშია და გამეტებით ცდილობს რეალობას არ მოსწყდესო.სხეულში დავლილმა გამბედაობის ნაპერწკლებმა უბიძგა ალაპარაკებისკენ, თითქოს ეშმაკი არ ასვენებს და აქეზებს, მიდი, ილაპარაკეო. -აბა, ჯერ მოთხოვნებს წამოაყენებ თუ, სანამ ყავა გაცივდება, მანამ იბოძებ ნებას და დალევ?...-უდარდელად ამოიჩურჩულა, მაგრამ პასუხი რომ არ გასცეს, გაგულისდა...-მოშიმშილეები დიალოგზე მოდიან და პატარა ბავშვებივით არ იბუტებიან! -ზურაბს გადაეცი, რომ სანამ ლიზა თავს მოაბამს ახალ დაგეგმარებას, მანამდე სახურავის შეკეთება უნდა დავიწყოთთქო...-თვალები არ გაუხელია, ძალაგამოცლილს მასთან ჭიდაობის ნერვი რომ აღარ ჰქონდა შერჩენილი, ამას თვით ჯანაშიას აცრუებული გულიც მიხვდა.ამჯერად ცალი თვალით გადმოხედა და იმავე მდგომარეობას დაბრუნებულმა, ისევ უემოციოდ მიახალა...-თავისუფალი ხარ! -კიდევ ხომ არ ინებებთ რამეს?...-რომ გეუბნებით ეშმაკი არ ასვენებსთქო, განა ვტყუი. სარკაზმის შვილობილმა ისევ გამოაჩინა კლანჭები და ქირქილი მოაყოლა წამოძახილს...-სასადილო გვიანობამდეა ღია, მონა-მორჩილიც თავდახრით დაველოდები თქვენს მრავალფეროვან სურვილებს. -არამგონია ჩემი მრავაფეროვანი სურვილების შესახებ, ინფორმაციის მიღებისთვის მზად იყო...-ესეც ასე, გამოწვევა მიიღეს და ერთიანად შეათვალიერეს ადგილზე გახევებული. ანასტასიამ ოთახის ყველა კუთხეს ააკრა დაბნეული თვალები, ოღონდ კი მის ნაცრისფერ სფეროებს მორიდებოდა...-თუ ვცდები? -იცი რა? აი ეს პლედი გაყინულ ტვინს გაგილღობს და კარგად შემოიხვიე...-არეული, უეცრად დასწვდა საწოლზე მიკეცილ ფუმფულა პლედს და დიდის ამბით ესროლა სავარძელში კომფორტულად მოთავსებულს.მართალია სახეში არ უმიზნებდა, მაგრამ მაინდამაინც გული დასწყდათქო ვერ ვიტყვი. - რა პრობლემები გაქვს ჩემთან?...-ისედაც ნერვებმოშლილისთვის ბოლო წვეთი იყო, გაღიზიანებული წამოუხტა ფეხზე, პლედი დაცარიელებულ სავარძელზე მიადგო და მის მაჯას ხელისგულით ჩაჭიდებულმა, ერთიანად დაიახლოვა...-მემგონი ცუდი სიზმარი გაქვს ნანახი და ტვინის განძრევა შენ უფრო გჭირდება! -რამდენჯერ გითხარი, ნუ დამაფრიალებ აქეთ-იქეთთქო! შენ მე ლიზა ხომ არ გგონივარ? რას ღრიალებ?...-ჩვეულად წაეჭიმა და ეცადა მაჯა დატრიალებინა მის ხელისგულში, რომ როგორმე ჩამოეცილებინა.ცდა უშედეგო რომ აღმოჩნდა, ისევ მის ნერვულ სისტემას გაუთამამდა...-რა იყო ახალ პროექტში ჩავარდი და ნერვებმა გიმტყუნა? ...-მის წაშლილ სხეს რომ შეეჩეხა, ბრძოლა შეწყვიტა და აღმოაჩინა მიზანში მოვარტყიო, დამცინავად გამოანათა თვალებიდან და გაღიზიანება განაგრძო...-რაო? ძველ ქარხანაში ერთ კვირიანმა დასვენებებმა ისე ვერ ჩაიარა როგორც დიდ დემეტრე ბერაიას სურდა? -შენ ძველი ქარხნის პროექტზე საიდან იცი?...-გახევებულმა, ხელი თავისთავად უშვა და გაფითრებამ დარია ხელი მის აქამდე,გულიანად წამოჭარხლებულ სახეს...-გიორგიმ თბილისში ყოფნისას ჩამოგისწრო? გნახა? -არა !...-იცრუა.მიხვდა რომ ამ წამს თავის მიერ წამოწყებულმა კატა-თაგვობანამ დაღუპა, იმდენად უნდოდა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა, რომ ვერ მოთოკა და საიდუმლოც წამოაყრანტალა...-ბაჩომ არ თქვა, ძველი ქარხანა ვიქირავეთ ერთ კვირიანი არდადეგებისთვისო?...-აბუტბუტებულმა, ძლივს მოაბა თავი სათქმელს და მერე, როგორც კი დამშვიდებულ გამომეტყველებას წააწყდა, ეჭვნარევად ჩაეკითხა...-გიორგის ჩამოსვლით რამე უნდა შეცვლილიყო? -უბრალოდ დამაინტერესა...-ზღვის ქარიშხალში მოყოლილს ჰგავდა უკვე, ნაპირამდე რომ გამოვიდა და თავი სამშვიდობოს ეგულებოდა.ზურგშექცეულმა პლედი აიღო და ისევ სავარძელში დაბრუნებულმა, მის კითხვაზე ქარხნის პროექტში რას გულისხმობდიო, წარბშეჭმუხვნით გასცა პასუხი...-ეგ უკვე შენ არ გეხება! ათ წუთში მამაჩემთან ვიდეო ზარი მაქვს, გინდა დასწრება?...-დამცინავი ტონი პირდაპირ მინიშნება იყო, რომ ჯანაშია ამ ოთახში ზედმეტი გახლდათ...-რომ გახვალ, კარი მოიხურე!...-მობეზრებით ამოთქვა და ერთ ადგილზე გახევებულმა როგორც იქნა ნება იბოძა საძინებლიდან გასასვლელად. -პეროგი შეჭამე! შაქარი დოფამინის გამოყოფას უწყობს ხელს...-მიხურული კარიდან შემოუბრუნდა და მაინც არ შეარჩინა ბოლო სიტყვა...-ყავაც მიაყოლე! ნუ გეშინია საწამლავის ჩაყრა ვერ მოვასწარი, ელიკო მიყურებდა. ძალიანაც კმაყოფილი იყო.მოახერხა და დაძაბული ოთახის შიგნით, საბოლოოდ მისმა სიტყვებმა გაიჟღერეს. კიბეებზე მომავალს ყურადღება არ მიუქცევია ბაჩოს დამცინავი სიტყვებისთვის, შესაშურად შეხმატკბილებული წყვილი ხართო.მხოლოდ ის გაანალიზა, ბერაიას საძინებელში დატრიალებული კამათის ექო, შეღებული დარაბებიდან რომ მოედო ეზოში გამოლაგებულ მაცხოვრებლებს და ამით გაღიზიანებული, ქოთქოთით მიიმალა სახლის სივრცეში. საწოლის რბილ იმედებში შეყუჟული, ახლა მხოლოდ თავისი საყვარელი ბიძის ნათქავს უფიქრდებოდა. ზურაბი სიტყვებს ტყუილად არ დახარჯავდა,ეს სიტყვა ძუნწი კაცი, თუ დარიგებას მიჰყოფდა ხელს, მაშინ ამის კარგი მიზეზიც ექნებოდა. შეგონება და ქვეტექსტი უნდა ეძებნა.ჭერს შერჩენილი თვალთახედვა უეცრად მოსწყდა ჭაღის სიმძიმეს და ჯანაშიას თავის ქალაში ბუდე დაიდო ეჭვმა.შესაძლოა სასტუმრო ჯანაშიებმა ააშენეს, მილამ კი მყუდრო ნავსაყუდელად აქცია, ყველა გონებაარეულის, გულამოვარდნილის შესაფარებლად და ცხოვრების სიტკბოების დასანახად. თუმცა დემეტრე ბერაია იყო ის ვინც, ასე თავგნაწირვით, მუხლჩაუხრელად და შემოთენებული ღამეების შედეგად, უპეჩაშავებული ცდილობდა ისე მოევლო მისთვის, როგორც კვიციანი ევლებოდა მამა-პაპათაგან შემონახულ, ადგილის უცვლელად, აყვავებულ ვაზის ყლორტებს. იქნებ ციცქა-ცოლიკოურით სანამ პირს გაისველებდა ყველა მომხდური, მანამ მართლებულიც იყო იმ გლეხის გამრჯე ხელებიც დაელოცა თითოეულს,ტკბილი ნაყოფის დამწიფებისთვის? XVII "ნაღალატევი მოღალატე" ამაყად აზიდული მთებიდან მომავალი ნესტის მარილიანი სუნთქვა და სუსხი ეთამაშებიან მის თამამად წამოწეული სარაფნის კუთხეებს, სახეზე მზის სხივების ცეკვა სიმშვიდეს ყველა პრობლემის გარშემო აკრავს.სიგრილის შეგრძნებები ფეხის თითებთან და ათრთოლებულ მხრებამდე ამოცოცებული მერცხლების ხმაური. დილის ნათებებში გაჭედილ სამყაროს ბედნიერებას, საკუთარ მხრებზე გადმოღვრილი ჟრუანტელის სურნელი ასდით. თვალებს ხუჭავს,ყურებამდე წელავს ღიმილის კუთხეს და მთელ სახეს ლაჟვარდისფერ ზეცას უშვერს,ნახოს მისმა ასტაფილოსფერებულმა ნათებამ სიხარულის ნაპერწკლებად როგორ დაალაქავა ჭორფლების გვერდით.მთელ სხეულზე ყვავილებივით ამოდის სიცოცხლის სურვილები,აქაფქაფებული შეგრძნებების სიცელქე აშიშვლებულ გულმკერდზე და მისი განთიადს მინდობილი, მოკეცილი ფიგურა.სოფლის შარა გზებიდან მოტანილი ხმაურით ამოვსებული სიმარტოვე, მისი დაპატარავებული უბედურებით გართული განთიადის საათები და უადამიანო ჟრიამული ფანჩატურთან მოფრენილი ბეღურების ფრთების ფართხალით...წინ წადგმული ნაბიჯებით გათამამებული მოფრიალე ნაჭრის სიგრძე და სხეულზე შემომდნარი სარაფნის ბოლოები,ხელის თითებზე დადინებული მოთრითინე დილის ცეკვა.დღეს ცხოვრება მისია, შეიძლება გუშინ ის სხვისი იყო,თუნდაც დედამისის ან წარსულის მარწუხების, მაგრამ დღეს მხოლოდ მისი,ასე უსირცხვილოდ და ნათლივ შესამჩნევად,სხვის ხარჯზე აგუგუნებული გულის ფეთქვა,თითქოს მხოლოდ მას ეკუთვნის ! ყველაზე ბნელ კუნჭულამდე ჩატანილი გამბედაობა კიდევ უფრო წინ მიდის და ღიმილს ხმასაც უმატებს.მთელმა დილამ იცოდეს რომ ირგვლივ არსებული სიცარიელე მან ამოავსო და დილა მოიპარა.როგორც მეზობლის ეზოში ჩამოვარდნილი ბროწეულის სიკვასკვასე ისეთივე ნათელი და ტკბილია ეს ნაყოფი. დაუმსახურებლად მოწყვეტილი არსებობის დღე. ერთი, ორი და სამი...კიბის მესამე საფეხურზე ჩამომჯდარი, ხელისგულით ეფერებოდა მის კალთაში ზანტად გაწოლილ ჟღალ ფისუნიას, რომელიც თავისდაუნებურად მოიშინაურა და მეზობლისგან გამოპარული დაიგულებდა თუ არა ასე მგრძნობიარეს, ერთიანად მოჰყვებოდა კრუტუნს და თავმომწონედ, საკუთარი ეშმაკობით გაამაყებული ილუკმებოდა ელიკოს სამზარეულოდან მოპარულ ნუგბარს.ჯანაშიას ართობდა კატის სიცელქე, ეს პატარა ეშმაკუნა ხომ ზუსტად უძებნიდა სუსტ წერტილებს,.სითბოს დანატრებული ტკბილი ცომით იტყუებდა და ისიც გემრიელად მოიკალათებდა მის უბეში.ზედა სართულიდან მოისმა, ძველი ხის კარის საცოდავი ჭრიჭინი და დილას უკვე ახალი სტუმარი ჰყავდა.ახლადგამოღვიძებულმა მის გვერდით მოიკალათა და ჩუმი კისკისით მიეფერა ჟღალ ეშმაკუნას, რომელმაც წელი ერთიანად აიზიდა და ადგილი მოიცვალა ახალი საკბილოს გაბითურების იმედით.ჯანაშიას პატარა მოღალატის საქციელზე გაეღიმა და გამოწვდილ ხელისგულს შეაგება თავისი, ჯერ კიდევ ცხელი ფინჯანი. გოგონამ უცხოობის გარეშე მოსვა ბლანტი სითხე და სითბოს შეგრძნებამ ერთიანად დაუარა სხეულში. -ბაჩო მართალი იყო...-ჯერ კიდევ ახლადგამოღვიძებულის ხმით დაიწყო საუბრის გაბმა...-არის აქ რაღაც ჯადოსნური.როგორც კი ოთახში სინათლე შემოვა, მაშინვე მეღვიძება და საერთოდ არ მაქვს ლოგინში დარჩენის სურვილი. -ალბათ იმიტომ რომ უცხოა ჩვენთვის, მანქანების ხმაურში ძილს მიჩვეულებისთვის...-მშვენივრად მიუხვდა, რასაც გულისხმობდა და მის ბავშვურობაზე გულუბრყვილოდ ჩაეცინა...-ამიტომაც გაქვს ისეთი შეგრძნება, თითქოს ყოველი დღე აქამდე გამოუცდელი თავგადასავალია და არ გინდა რამე გამოტოვო.არასდროს იცი, რის ხმას მოგიტანს ახალი დილა. -ერთი კვირით, რომ დაბრუნდნენ თბილისში, მაშინ ბაჩომ უცნაურად დამიწყო შეკითხვების დასმა კვებით აშლილობაზე...-ეს იყო ის სათქმელი, რასაც მთელი ორი დღე ატარებდა გულით და ერთი სული ჰქონდა ამოეღერღა...-თავიდან ვერ მივხვდი, რატომ იხსენებდა ამ ამბავს...-შეფარვით გადახედა, თითქოს ცდილობს ნიადაგის სიმყარე მოზომოსო...-დაგაკვირდი და ნელ-ნელა გავაანალიზე რატომაც...-ეს ხომ კითხვა არ იყო, მაგრამ მაინც ასე ჟღერდა.თითქოს უნდა დარწმუნდეს თავისი მოსაზრების მართებულობაშიო. -ბაჩო შენ რატომ გელაპარაკებოდა ამაზე?...-არც ჯანაშია ჩამორჩენია შეკითხვებში. ერთიანად შეცბუნებულმა გადახედა და მის ამღვრეულ თაფლათვალებში სცადა პასუხების პოვნა. -გარდატეხის ასაკში სკოლა და ზედმეტი წონა, მაინდამაინც სასიამოვნო კვეთა არ არის...-მწარედ ჩაიღიმა და თვალი აარიდა...-უკვე კარგად ვარ...-ეს ისევ თავისთვის ამოიხრიალა, მერე კი მიუბრუნდა ადგილზე გახევებულს და თავისი დასკვნა წინ აუფრიალა...-მაგრამ შენ ჯერ კიდევ გაჭედილი ხარ, ხომ ასეა? -ვერ ვიტყოდი რომ გავიჭედე...-ღიმილი მხოლოდ ფარი იყო, გადახედვვამ ერთიანად გასცა მისი საიდუმლო და მიხვდა პრიალა ცელოფანში რამდენ ფენადაც არ უნდა შეეხვია ეს სიმახინჯე, მაინც ამრეზით დაიწყებდა ცქერას დარჩენილი პაწაწინა ჭუჭრუტანიდან...-ვცდილობ რომ ამოვძვრე. -მე ლუკა დამეხმარა...-ანცი გაუხდა ისევ მზერა, სფეროებიდან მომავალმა მზის სხივებმა ერთიანად გათქვეს მისი, ასე საგულდაგულოდ, მიჩქმალული საიდუმლო და სახეზევე ეტყობოდა რომ სრულიად უცხო, ანასტასია ჯანაშია, იყო ვინც ეს გულწრფელი აღიარება პირველმა მოისმინა...-ეს თვითონაც არ იცის, მაგრამ ასეა. -რატომ უმალავთ ბაჩოს?...-ესეც თქვენი მთავარი კითხვა...-არამგონია იმ ტიპის ძმებს მიეკუთვნებოდეს, გული რომ სწყდებათ ბავშვობის მეგობრის და დის სიყვარულზე...-ეცადა ბიძგი მიეცა, ამოეშაქრა ეს გაუგებარი მიზეზი და წერტილი დაესვა გაცხოველებული ინტერესის ქონისთვის. -არა, მისი აფოფვრის საერთოდ არ გვეშინია...-გაეცინა ნინიკოს და სახე აღაჟღაჟებული მოემზადა თავისი ურცხვი საიდუმლოს გასამჟღავნებლად...-როდისმე გნდომებია, შენთვის ძალიან ძვირფასი, საყვარელი და თან შიშის მომგვრელი ამბავი ვინმესთვის დაგემალა? თითქოს ცდილობ იმ ერთადერთ რამედ აქციო, რაზეც არ ილაპარაკებ, სხვას არ აჩვენებ...-ცის ასტაფილოსფერებულ ნათებებს თვალებით აწებებული, ჰორიზონტს მიღმა, მეოცნებედ საუბრობდა...-გინდა მარტო შენ გეკუთვნოდეს და არავის ჰქონდეს საშუალება შეეხოს.ზუსტად ასეა! წინ ხომ მთელი ცხოვრებაა, იმისთვის რომ ყველამ გაიგოს ამ ამბავზე. სანამ დროა ისე დავმალავ, ისე მოვუფრთხილდები და ვუეგოისტებ, რომ ერთიანად გამხელის მერე წამიერადაც არ დამწყდეს გული, მის გაზიარებაზე. -მართალი ხარ...-ახლა მოაგონდა ის დიალოგი მამამისთან. უეცრად რომ არ გაემჟღავნებინა ჩატეხილი ძვლების არსენალით სავსეს, თავისი გატეხილი სულის წამოძახილით ბერაიასადმი გაჩენილი უცნაური გრძნობა, ვინ იცის იქნებ ვერავინ შეხებოდა ახლად წამოკოკრილ ჩიტისფრთა ფეთქვას...-რაც უფრო ნაკლებს ილაპარაკებ , მით მეტად ძვირფასი და ხელშეუხებელი იქნება ამბავიც. -მთავარი მიზეზი მაინც ის მგონია, რომ თუ რამე უთანხმოება მოგვივა, მე ვერ გავიქცევი სხვასთან ამის გასარჩევად...-ეს პატარა გოგო, ახლა მის გვერდით იჯდა და ზრდასრული ქალივით საუბრობდა...-თუ რამე მეწყინება, ან ვერ გავუგებ მხოლოდ ერთი გზა მაქვს და ამ გზას ყოველთვის მასთან მივყავარ...-გაეღიმა და ქვეშ-ქვეშად გადმოხედა...-ამიტომაც ვიცი რომ წინ მთელი ცხოვრება გვაქვს.ჩვენ აქედანვე ვეჩვევით, რომ ურთიერთობაში ორნი ვართ და ის რაც წრის შიგნით ხდება, წრის შიგნითვე რჩება. -წარმოიდგინე, რომ უეცრად აღმოაჩინო...-შეყოყმანდა, ახლა საერთოდ არ სურდა მის გონებაში შეძრომა, შეფარვით ნათქვამს ვერ გაუგებდნენ და შეშინდა საკუთარ თავზე არ მიიღოსო...-არა, მართალი ხარ!...-ძალისძალად გაიღიმა ისევ და დაცლილი ფინჯანი აართვა ხელისგულიდანდა რადიკალურად შეცვალა თემა...-წრფელი სიყვარული მეც მინახავს, ადრე, ძალიან პატარა რომ ვიყავი და ახლაც ვხედავ კვიციანებში, ამიტომ გეთანხმები.ის რაც ორი ადამიანის გარშემო ტრიალებს, დამალული უნდა იყოს უცხოს თვალისა და სმენისგან.რაც წრის შიგნითაა, წრეშივე უნდა დარჩეს ! დილის ასეთი სასიამოვნო დიალოგით დაწყება, მისთვის ენერგიის უშრეტი წყარო აღმოჩნდა.სამზარეულოს დარაბებს ხელი ჰკრა, რაფაზე მოთავსებულ, ერთიანად წელაწეულ ფისუნიას ჩუმად დაუყარა პურის ნამცეცები და სანამ ელექტრონული ჩაიდანი ჩართო, მანამ ღუმელში შეაწყო ჭვავის ფქვლისიგან გამომცხვარი პურის ნაჭრები. შეღებული დარაბებიდან მზერა გაუშტერა ახლადამოსული ბალახის სიმწვანეს და წვრილმანებში ნაპოვნი ბედნიერებებით ავსილმა, გაითავისა რომ სიყვარული ყველაზე უცნაური ფორმითაც შეიძლება მოვიდეს გულებამდე, თუმცა წრეს კრავს და ჰერმეტულ სივრცეში მხოლოდ ორს აქცევს, ყველა დანარჩენი უბრალოდ ხურდაა, ხელში უაზროდ შემოჩეჩებული და ზედმეტად მცირე ამ წრის გასარღვევად. კვიციანები რიგ-რიგობით გამოლაგდნენ ოთახებიდან, გამოღვიძებულ ნინიკოს აღარ სურდა მშვიდად მფშვინავი ლიზასთვის ძილის დაფრთხობა, ამიტომ ისიც დილაადრიან ესტუმრა საუზმისთვის ხელგაშლილად დახვედრილ სამზარეულოს სივრცეს.განსაკუთრებულმა სიმშვიდემ დარია ხელი ერთი ოთახის სივრცეში მყოფებს.ბიჭები ჯერ კიდევ იგვიანებდნენ გამოცხადებას, მაგიდაზე გაშლილ გახუხულ პურებს და ელიკოს დამზადებულს ჯემებს საამო სურნელი ასდიოდათ, მაგრამ არც იმდენად რომ ზედა სართულის მაცხოვრებლები ჩამოეტყუებინათ.ის იყო ანასტასია, ამჯერად მაგიდასთან მჯდომ ელიკოს გვერდით უნდა მოთავსებულიყო, რომ ეზოდან მოისმა მისი სახელის ძახილი.ჭიისკარისკენ წასულმა უცნაურად გაბრწყინებულ მეგობრის სახეს მზერა ააკრა და განცვიფრებით დააკვირდა ორ, ერთმანეთზე ლამაზ წაბლისფერ ულაყს.ერთ-ერთზე მარჯვედ მოთავსებული თავის ღიმილის კუთხეს წელავდა და თამაშში იწვევდა გახევებულს. -დათა პაპას სანამ გაუგია ამ ქურდობის შესახებ...-ბუნების მშვენიერი ქმნილებების ქურდი, გამომწვევად საუბრობდა...-მანამდე გაიქეცი და მაღალყელიანი, მაგარ ძირიანი ფეხსაცმელი მოძებნე...-ისევ ულაყის ცხვირზე თითებ მოსრიალეს რომ წააწყდა, გამოსაფხიზლებლად შემოუძახა...-მიდი, დროზე ! გამორკვეული, აღტაცებულის ყიჟინით მოსწყდა ადგილს და მარათონში მორბენალივით გაიქცა სახლისკენ.უცნაურ ხმაზე გამოსული ბიჭები, კიბეებზე დაეშვნენ და ერთობლივად აიტუზნენ ცხენების წინ.მესხიშვილთან გამართულ საუბარში დრო გაიწელა და ლოდინის შემდგომ, ჭიისკართან გამოჩნდა ბათინკებ მორგებული ოქროსფერთმიანი ანცი.უზანგს დასწვდა ფეხით და ნიკოლოზი გამოიწია მისახმარებლად, თუმცა მჩატე სხეულმა იმარჯვა და ეს ამორძალი წამში გაჩნდა უნაგირზე, თამამად მოთავსებული.დღის უჩვეულო მსვლელობამ ისე ააბნია და დარია ხელი მის გეგმებს,რომ ფიქრ არეულსა და აჟიტირებულს, საერთოდ არ ჰქონია დრო შეემჩნია, როგორ შესცქეროდა მეორე სართულის ფართოდ პირდაღებული დარაბებიდან დემეტრე ბერაიას ანთილი სინაცისფრე.ახლა ჯანაშია ჰგავდა იმ პერსონაჟს, რომელიც მზადაა მთების დასალაშქრად, სუსხსა და ყინვაში, კოხსა თუ ქარიშხალში, თავაწეული შეეგებოს ნებისმიერ თავგადასავალს და თუ საჭირო გახდება ალმასხიტის ლურჯი ლაფშაც მოიპაროს. მზის მოცეკვავე შვილების ალში გახვეულს, ერთიანად ევლებოდა ისედაც ოქროსფერ, ჩამოშლილ თმაზე აწითლებული სხივების სითბო და მოხდენილი, ერთიანად ულაყის ზურგს დაყრნობილი მაცდურად იმზირებოდა იმ თავისი სიფრიფანა ნაჭრებიდან, გველივით რომ ეხვეოდა ტანზე. ანასტასია უკვე იყო ის ქალი, რომელიც ბუნებისთვის გაჩნდა და ბუნებაშივე უნდა გაჭრილიყო გადასარჩენად. სასტუმრომდე ჩორთვით მიმავალთ არ აუჩქარებიათ ცხენები, თითქოს იხსენებდნენ მათთან ურთიერთობას და დაძაბულობის მოხსნა სურდათ ნელი ჭენებით.დათა პაპას ბავშვობიდან უყვარდა ცხენები და როგორც კი წამოიზარდა მამამ კვიცი უყიდა.დათასთან ერთად გაზრდილს, წლებმა დარია ხელი და სანამ პაპა იგემებდა საყვარელი ცხოველის დაკარგვის სიმწარეს, მანამ გადაწყვიტა ეზოს ბოლოში, ეკლის ხეების გაჩეხვა და პაწაწინა თავლის გაშენება, მას შემდეგ კი ეზოში ულაყის ფლოქვის ხმა არ მინავლებულა.ცხენებზე შეყვარებულმა კაცმა ასწავლა თავის შვილიშვილებს ჯირითი და სოფლის საყვარელ გოგოსთან შეხვედრის შემდგომ , მასაც ისე მარდად შემოსვამდა ხოლმე გეგონებოდათ დოღისთვის ამზადებსო.წლებმა გაირბინეს, ჯანაშიას ისიც დაავიწყდა, რომ როდესღაც ბუნების ამ მშვენიერ ქმნილებებთან ერთად სოფლის შარა გზებს გაუყვებოდნენ ამაყად, ოღონდ მაშინ აღვირი დათა პაპას ჰქონდა ხელში მოქცეული და ორ ცხენს შორის ჩამდგარი, ნება-ნება წაიყვანდა ხოლმე ულაყებს უსწორ-მასწორო გზებზე. -გახსოვს ბავშვობაში პაპას თვალებს რომ მოვწყდებოდით, როგორ მივიპარებოდით თავლაში?...-ეშმაკურად გადაულაპარაკა ახალი გატაცებით აღფრთოვანებულს...-გვეშინოდა, მაგრამ სათლში დატოვებულ სტაფილოს მაინც ერთიანად ვაჭმევდით ცხენებს. -მაშინ მხოლოდ ერთადერთ რამეზე ვოცნებობდით...-მიუხვდა დილოგის წამოწყების არსს და ეშმაკუნა მზერა არც თავად დაუკლია, გვერდით მომავლისთვის...-გვინდოდა დათა პაპას ერთხელ მაინც ეშვა ხელი აღვირისთვის და ის თავისუფლება გვეგრძნო, რასაც მისი ცხენები გრძნობდნენ მინდვრებში ხეტიალისას. -ახლა უკვე დიდები ვართ...-მესხიშვილმა თვალები დააკვესა და გამომწვევად ჩაუჩიჩინა ისედაც არეულ გონებაში...-დათა პაპა აქ არ არის! -და ჩვენ თავისუფლები ვართ...-მისკენ არც კი იხედებოდა, ეს თითქოს თავის თავს უთხრა, ოღონდ ვერ ხვდებოდა ამას ჯირითზე ამბობდა თუ საკუთარ დიდ გოგოდ ქცეულ არსებაზე...-არ გეშინია? -ისევე როგორც შენ !...-მხიარულად წამოძახებული ეს სიტყვები ჰგავდა შეგონებას, რომ ახლა უკვე ცხოვრების ყველა აღვირი, ყველა ბორკილი თუ მარწუხი უკვე მაჯებზე აღარ უჭერდათ, ახლა ისეთივე თავისუფლები იყვნენ როგორც წლების წინ თავის ნებაზე მიშვებული ეს მშვენიერი ქმნილებები.ადგილს მთელი სისწრაფით მოწყვეტილს, უკან მიჰყვა ანასტასიას გულამოვარდნილი ფიგურა. მუხლამდე წამოსული ბალახი ბიბინებდა, თაკარა მზეზე თავთუხსიფრად შეფერილი ჯეჯილი საამურად ირხეოდა ჩრდილოეთიდან მომავალი გრილი ნიავის წყალობით.ერთიანად აჩქარებული ცხენების ფლოქვების ხმა ახელებდა ანასტასიას, გონებაში თავაწყვეტით დაჰქროდა შეგონება "შენ თავისუფალი ხარ ! თავის უფალი!".არ იცოდა როგორ აჩქარდა სისხლი, ან როგორ შეერია მისი გაშმაგება ულაყის თავგანწირვას, რაც შეიძლება სწრაფად წასულიყო. წამიერად მესხიშვილს გათანაბრებულმა, დეზები ამოჰკრა ისედაც ფიცხელს და ახლა უკვე თავაწყვეტით გაქროლილს მხოლოდ წამიერად მისწვდა მთებიდან დაბრუნებული ექო ,აღვირს ხელი მოქაჩე, არ გაგექცესო.ეს იყო თავისუფლება, როცა შეგეძლო იმდენად სწრაფად წასულიყავი რომ სახეში გცემოდა ნიავის მოტანილი ყველა ამბავი.ანასტასია თავისუფალი იყო და თუ ვინმეს სურდა სცოდნოდა რამდენად, მაშინ თამამად მიახლიდა პირში.არავინ არასდროს უსმენდა, ყველას თავისი წარმოდგენით შექმნილი რეალობა ჰქონდა მასზე, ისე ათამაშებდნენ როგორც გულს მოესურვებოდა და არავის უცდია გაგება, რეალურად ვინ იყო.ახლა ერთიანად აფრიალებულ ამ თავის სარაფანში, ცხენის ცხვირისკენ ერთიანად წაწეული, მასზე მთელი სხეულით მინდობილი ფიქრობდა, რომ სამყაროს დასალიერამდე შეეძლო თავისუფლებას გაწევა, საზღვრები არ ჰქონდა, ჩარჩო დიდი ხანია ჩამოიშალა და მხოლოდ ნატეხებიღა დარჩა.მესხიშვილი თავგანწირვით უყვიროდა, სადღაც მისგან ძალიან შორს მყოფი და გონებაში ეღიმებოდა ამ ამორძალს, როგორ ვერავინ ხვდებოდა, როგორ არავინ კითხულობდა, ვინ იყო და რა სურდა.გამათხოვრებულ ხელებს იშვერდნენ ერთი ბეწო სითბოსთვის, თავგანწირვით ანგრევდნენ მის კედლებს, რომ ჩამტვრეული საკეტებიდან გამოეტანათ ყველაფერი ძვირფასი.მსხვერპლი არ იყო! არ იყო, არა!მსხვერპლი არაა ის ვინც გარბის!რადგან უნდა იცოდე, რომ თუ გაბედავს და გაიქცევა, უკან აღარ დაბრუნდება. "უნდა იცოდე რომ, ვინც გაქცევაზე ფიქრობს ის უკვე წასულია შენგან და უნდა ხვდებოდე რომ აღარც, არასდროს დაბრუნდება.ისე გარბის როგორც თავაწყვეტილი მუქი ნათება.ნოემბრის ქარისგან აფრიალებული ხისკანისფერი კაბით და ვარამის ნარინჯისფერ ფოთოლთა ცვენით, ნაკადულების უფერულ წვეთებთა ცემითურთ.უნდა იცოდე, რომ იების იასამნისფერი უკვე ჩამოიძრო სახის კიდიდან და თმაზე "აღარ დავბრუნების" სარჭს იხდენს...და თუ გინდა შეირჩინოს ლაჟვარდისფერი ფიქრების სეტყვა, ერთდერთი ნიშანი შენი მასში არსებობისა, იყვირე ხმამაღლა.იყვირე უფრო ხმამაღლა !" აღვირი ფრთხილად მოქაჩა, ულაყი შეაჩვია დამორჩილების ძალას, მერე ნელ-ნელა გაუმაგრა მკლავი, ერთიანად შეანელა და გაჩერდა.მზე უკვე ცის წვერზე ესვენა და ხმაც ჩამშვიდდა.სანამ მესხიშვილი გაუთანაბრდებოდა, მანამ გონებაში დაუარა ნინიკოს სიტყვებმა:- "ის რაც წრის შიგნით ბრუნავს, წრეშივე რჩება", გონებამ ყველაზე ღრმა კუნჭულიდან მონახა მანოს სასოწარკვეთილი წამოყვირება: -"შენ წრეზე ბრუნავ!..." და მიხვდა, აქამდე პასუხებს საზღვრებთან ეძებდა და არა სიღრმეში. ახლა ნამდვილად მიხვდა.მეგობარი რაღაცას ჩაეკითხა, მაგრამ ერთიანად მოღლილს თავი აღარ შერჩა პასუხების გასაცემად.ჩორთით მიმავალმა სთხოვა სასტუმრომდე მივიდეთო და მასაც ზედმეტად აღარ შეუწუხებია. ხავსმოშორებულ , ნაცრისფრად ახასხასებულ შენობაზე ერთიანად მიედგათ ხარაჩოების წყობა და მუშები სახურავზე დიდი მონდომებით დაძვრებოდნენ.ეზოში კანტი-კუნტად დადიოდა ხალხი, ხმა კი ერთმანეთში ირეოდა და მიყურადებას აზრიც არ ჰქონდა.ცხენიდან ჩამოქვეითებულმა მეგობარს თავისი ულაყის აღვირი ჩააბარა და ძლივს გასაგონად დაიჩურჩულა სამადლობელი.გზა გაკვალულმა, ტბის ნაპირამდე ჩააღწია, პეტუნიების წრეში კი ზურაბი დალანდა კიტასთან და ბაჩოსთან ერთად. უცხო, ჩაფსკვნილი ფიგურა დიდი გულმოდგინებით აკვირდებოდა თითებს შორის გაჩრილ ფოტოსურათს და გაურკვევლად საუბრობდა ქანდაკებაზე. მიახლოებულმა მზერა დაიჭირა და გულდამშვიდებით ჩაება საუბარში. -ზუსტად ამ ფოტოსურათის მიხედვით ჩამოვასხამ ყალიბს და ფორმას მივცემ...-ჯანაშიამ ინტერესით წაიწია ფოტოსკენ, მაგრამ ვერ შეძლო მისგან შორს მყოფის ხელებში მოქცეულისთვის თვალის შევლება. -ზურაბ რა ხდება?..-იკითხა ინტერესით და ერთიანად აათვალიერა მის წინ მდგარი, ბრგე კაცი. -ტასო, ამ პეტუნიების წრეში პატარა ფანტანი რომ უნდა დაგვედგა ხომ იცი?...-უჩვეულო აღტაცებით იყო სავსე კვიციანის გამოხედვა, თითქოს კანში ვეღარ ეტევა სიხარულისგანო...-დემეტრემ გეგმა ისევ შეცვალა და გადაწყვიტა პატარა ქვების მაგივრად, მილას ქანდაკება დადგას. -რა ქანდაკება, რაზე ლაპარაკობთ?...-ერთიანად წამოჭარხლებულს , სხეულში დაუარა პასუხის მოსალოდნელმა შემზარავობამ...-მილას ქანდაკება საიდან მოიტანა? -აი ნახე, მილას ოთახში, ძველ წიგნებში თქვენი ფოტო იპოვნა და უნდა სიმბოლურად დადგას აქ...-კაცი, უცხოს თითებში მომწყვდეულ ქაღალდს დასწვდა და სახესთან აუფრიალა დამადასტურებელ საბუთად.ანასტასია განცვიფრებით დააკვირდა ტბასთან ჩამომჯდარ დედის გაცისკროვნებულ სახეს და მის ხელებში მოქცეულ საკუთარ თავს.ბრაზს სხეული არ ჰქონდა, მაგრამ მის კანში ერთიანად ჩაძრომა ანასტასიამ ცხადლივ იგრძნო.თავის ქალაში გაგულისების ნაშიერმა დაიდო ბუდე, ზურაბს ხელისგულიდან წაგლიჯა ფოტოსურათი და სირბილით წავიდა სასტუმროს შესასვლელისკენ. დღეს ლაპარაკის დღეა.გაახსენდა რამდენიმე დღის წინ, ერთიანად ჩამოშლილ საკუთარ თავს როგორ დაადო ათასობით კლიტე, გაუთქმელობის გარანტიად, თუმცა ახლა ყველა მათგანს ერთი ხელის მოსმით დაანგრევდა.ხელისგული რომელშიც ჰქონდა ეს ძველი კადრი მოქცეული, ერთიანად უხურდა.ბიბლიოთეკასთან მისულმა ნაცნობი ხმები მიუშვა ყურთასმენამდე და გაცოფებულმა ჰკრა ხელი კარს.ექოდ დატრიალდა მისი ყელში გაჩხერილი ბურთის გახლეჩვის ნაშიერი ოთახში და როცა ყველას მზერა მას აეკრო, გამწარებულმა სახეში ესროლა მოფარფატე ქაღალდის ნაჭერი და კიდევ ერთხელ გაიმეორა: -"შენ მე მომატყუე!" . ახლა რომ გეკითხათ ბერაიასთვის რა უფრო მწარე იყო, სიტყვები რომელიც უსირცხვილოდ მოგახალეს, თუ სილა რომელიც გაგაწნესო, ალბათ ორივეო იტყოდა.წიგნების საცავში სრული სიჩუმე გამეფდა,უცნობი თუ ნაცნობი ,ყველა წაშლილი გამომეტყველებით შესცქეროდა შემოვარდნილის აჭარხლებულ სახეს და შიშნარევი მოლოდინით ელოდნენ პასუხს.ბერაიამ დარტყმისგან მიბრუნებული სახე, დამცინავად მომანჭა, თითქოს საკუთარ თავს მასხრად იგდებსო, მერე ყველასთვის შესამჩნევად დაებერა ძარღვები კისერზე და წარბშეკრულმა რომ გადმოხედა, მხოლოდ მაშინ გაანალიზა ჯანაშიამ, დიდ დემეტრე ბერაიას ათეული თვალის წინ, რომ უთავაზა პირდაპირ სახეში. -ახლავე დავბრუნდები...-სიმწრის ღიმილით მიმართა ოთახში მყოფთ...-შენ მე გამომყევი!...-წაუსისინა და მაშინვე წაავლო მკლავზე ხელი.ხომ გაგიგიათ "თვალი თვალის წილ"-ო, ზუსტად ასე დაემართა ანასტასიასაც, როცა ერთიანად ხელისგულში მოქცეული მკლავით წაიყოლეს უკან.მესამე სართულამდე კიბეები ისე აიარეს, რომ არცერთს სიტყვა არ დაუძრავს, ოთახში შესვლისთანავე ბერაიამ ხელი უშვა და ისე მოიხელთა, რომ პირდაპირ მისი სახისთვის ეყურებინა...-ახლა ამოთქვი რა ჯანდაბა გჭირს? -ჩემი და მილას ქანდაკება?...-სარკაზმი, თუ ეს იყო მისი ერთადერთი იარაღი, მაშინ საბრძოლო ტაქტიკის კიდევ ერთხელ გადახედვისკენ მოვუწოდებდი...-ამჯერად რა გინდა რომ გავაკეთო? რა დაგაკლდა შენი იდეალური პროექტის განსახორციელებლად? ამჯერად რისთვის გინდა რომ გამომიყენო?...-ვერ გაანალიზა ისე გადავიდა ყვირილზე. -ჯანაშია, ახლა თუ არ მეტყვი რომ მინდვრებში ყველაზე შხამიანმა გველმა დაგკბინა, გეფიცები ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ !...-ისედაც გაცხარებულს, ნერვის ერთი დაბოლოება აღარ შერჩა, მისკენ ერთიანად წაწეულმა თვალები დააბრიალა და გაშმაგებით წამოიყვირა...-მითხარი რომ შენს უფასო ცირკს, გამამართლებელი მიზეზი აქვს, თორემ... -თორემ?...-წაეჭიმა, როგორც კი მუქარის სუნმა ოთახში დაიწყო ტრიალი...-თორემ რას იზამ? გიორგისთან გაიქცევი და ეტყვი შენი შვილი არ მიჯერებს და მირჩიე რამეო? -ესეიგი ასეა...-გონება განათდა და ეჭვმა თავის ქალა დატოვა, ახლა ტვინი სავსე იყო დამამტკიცებელი საბუთებით და დემეტრე ბერაიაც დარწმუნდა...-გიორგი ჩამოვიდა თბილისში შენი ყოფნის დროს ხომ ასეა?...-მის წამოწითლებულ, თითქოს სარკასტულ სახეს რომ ხედავდა ატანა ვეღარ შეძლო, მკლავზე წაავლო ხელი და დაახლოებულს ააკრო გახელებული ნაცრისფერი სფეროები...-ილაპარაკე! ამოთქვი რა გითხრა, ასე რით გაგაგიჟა! -თქვენს პატარა შეთანხმებაზე მომიყვა...-მკლავი აიქნია, რომ როგორმე მისგან თავი ეხსნა...-გემახსოვრება. აი ის, ჩემი წყალობით რომ სოფლის მაცხოვრებლებს უნდა დაახლოვებოდი, მუშებისთვის სახოვრებელი გეშოვა და მარტივად გამომძვრალიყავი. -ესეიგი შეთანხმება...-დამცინავად ამოიქირქილა, ჯერ კიდევ ლოყა შეწითლებულმა და უფრო მეტად გაახელა...-რაო კიდევ მამიკომ? ამ შეთანხმების პირობებში რა შედიოდაო? -ჩემს აბლაბუდაში გაბმას, საერთოდ არ ვდარდობ ჩემო დემეტრე...-სიმწარე გაურია ხმას, ძალისძალად ჩატეხა ამრეზით ტუჩის კუთხე...-მე ის მაინტერესებს, აქამდე როგორ ვერ მივხვდი რომ ბერაიების კომპანიას, ძველისძველი სასტუმრო არაფერში ანაღვლებდა...-მისკენ წაიწია გაგულისებით, ახლა გაბოროტებულს მთელი ძალით სურდა მისთვის კიდევ ერთხელ გარტყმა, რომ ეს ბოღმა აქვე დანეთხია...-საკუთარ სიშტერეზე ვბრაზდები მხოლოდ! ერთხელაც კი არ გამჩენია ინტერესი რომ მეკითხა, თქვენს საქმიანობაზე...-საჩვენებელი თითით მის მხარს მიაწვა...-ერთხელაც კი არ დამისვამს კითხვა! ამ ცარიელ ტვინში, ერთხელაც არ მომსვლია აზრად რომ ინვესტორულ კომპანიას არაფერი ესაქმება სასტუმროებთან და ამაზე ვბრაზობ! გესმის? -ესეიგი, თუ სწორად გავიგე, რომ დავაზუსტოთ...-ეს ვითომ უდარდელი ტონი, კიდევ მეტად უსხამდა ნავთს ჯანაშიას აგიზგიზებულ კოცონს...-გგონია, რომ შენ გამოგიყენე, კვიციანებთან ბედნიერად დავსახლდი, ჩემი მუშებიც სოფლის საოჯახო სასტუმროებაში გადავანაწილე, შენი წყალობით უფრო მეტი დახმარების მსურველი ადგილზევე ვიპოვე და ამით ფული დავზოგე.ასეა?...-როგორც კი ნიშნისმოგებით დაუქნიეს თავი მაშინვე განაგრძო...-და შენ გგონია, რომ დანარჩენი, ყველაფერი რაც ჩვენს შორის მოხდა, უბრალოდ გეგმის ნაწილი იყო რომ მომეტყუებინე...-წარბები მაღლა აზიდა, პასუხს ელოდა თუმცა გუმანით გრძნობდა დადებითი იქნებაო. -მე შენ გენდობოდი...-იქნებ არც უნდა დაემალა ამღვრეული თვალები და სხეულში ჩამკვდარი ჩიტისფრთა ფეთქვა, იქნებ თამამად უნდა გამოეჩინა მუხლისთავები, საკუთარ სიზმრებში ჩაკარგულმა ცხოვრებას რომ წამოჰკრა და ნასახლარზე დაცემისგან დაიხეთქა, იქნებ საჭირო იყო ერთხელ მაინც ეჩვენებინა სხეულს შიგნით ჩამსხვრეული ძვლების არსენალი...-იმდენად, რომ ყველაზე საშინელი და ყველაზე ძვირფასი მოგონებები განდე, შენ კი იმის თქმაც ვერ გაბედე რომ როგორც კი რესტავრაციას დაასრულებდი, აქაურობას მეორადი საქონელივით მიასაღებდი ვიღაც კლიენტს...- ხრიალად წამოსული ეს გულსაკლავი, უცრემლო წამოქვითინება, შინაგანი ხრჩობის ხილული მაგალითი იყო. -მეც მეგონა, რომ მენდობოდი...-დანანებით ამოთქვა ბერაიამ და მხრები გაშალა დანებების ნიშნად, ხელები გაასავსავა, ძალა აღარ შემრჩაო...-ამის მაშინაც მჯეროდა, როცა მამაჩემთან ერთ კვირიანი მოლაპარაკებები გავმართე სასტუმროს ჩვენს საკუთრებაში დასატოვებლად...-ჯანაშიას მზერას რომ წააწყდა და გუგებში ჩაწვენილი კითხვის ნიშნები ეცა პირისახეზე, ისევ განაგრძო...-მე ჩემს ცხოვრებაში პირველად, ყველაზე წამგებიან საქმეზე წავედი, ყველაფერი სასწორზე დავდე, შენ კი იმის გამბედაობაც არ გეყო, ეს ყველაფერი პირველივე შესაძლებლობისთანავე მოგეხალა პირში. -მოდი გამბედაობაზე და სიმართლეზე საუბარი არ გვინდა...-სარკასტულად წაუსისინა და სახე გაუსწორა...-იცოდე ამაზე თუ მიდგება საქმე, შერცხვები! -რას მელაპარაკები? ნუთუ?...-დასცინა და ხელისგულები ჰაერში აიქნია...-რა უნდა მეთქვა? მამაშენმა შენი თავი შემომასაღა იმის სანაცვლოდ რომ წინარე ხელშეკრულების პირობებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისთვის სასამართლოში ქონება არ დაეკარგათქო?...-იღრიალა გონება წართმეულმა და საერთოდ ვერ გაანალიზა ის სიმძიმე, რაც სიმართლის წამოროშვას მოჰყვებოდა. -შემოგასაღა...-დაუჩურჩულა მთვარეულივით და ხმაჩამწყდარმა იკითხა...-რას გულისხმობ?...-დემეტრე ბერაიას სახეს რომ გაანალიზებისას წააწყდა, მაშინვე მთელი სხეულიდან წამოღებული გაბოროტებით უღრიალა...-რას გულისხმობ ამ საზიზღარ შემოსაღებაში? -ის რაც მამაშენმა ჩემზე დაგაჯერა, თვითონ მირჩია!...-შინაგანი ჩაკეტილობა ერთიანად გაიხსნა, თითქოს მხრებიდან ათასტონიანი სიმძიმე მოხსნესო...-თვითონ მიმახვედრა, როგორ სურდა შენი სასტუმროსგან ჩამოშორება.მინიშნება საკმაოდ გარკვევით მომცა, სხვათაშორის მამაჩემის თვალწინ და დამარწმუნა, ასე თავის წილს აუცილებლად დათმობსო! -ძარღვებში სისხლი როგორ არ გეყინება, როცა ამას ამბობ?...-ეს გულწრფელი დაჩურჩულება, ისე დატრიალდა ოთახში, გეგონებოდათ, ისევ მინდვრის შუაგულში დგანან და მთები, ექოს აბრუნებენო.დემეტრე ბერაიამ ახლა გაანალიზა, რომ შესაძლოა ჯანაშია სიმართლის პირდაპირ სახეში მიხლისთვის საერთოდ არ იყო მზად.მის წაშლილ მზერას რომ შეეჩეხა გული მოეწურა, ერთიანად მოლბა და მარცხენა მხარეს ნაგრძნობმა ჩაწყვეტამ მიახვედრა, როგორ შეეკუმშა გული.მისკენ ნაბიჯით წაიწია, მაგრამ პირიპირ მდგარმა სასოწარკვეთილებით გამოხედა და უკან დაიხია.გალეული მკლავები მოიხვია კისერთან, თითქოს საკუთარ თავს შეხებისგან ასე იცავსო...-ვისგან გაიგე ბაბუაჩემის ანდერძზე? ბერაიას მოაგონდა, როგორ გაანდო ელიკომ საიდუმლო სამზარეულოს სივრცეში და როგორი გაფაციცებით ადევნებდა თვალს კარის მიღმა სივრცეს, რომ ჯანაშიას არ წამოესწრო.ის დაპირებაც გაახსენდა, არ გავამხელ რომ ვიციო, მითუმეტეს შენგანო და სიტყვა ვერ გატეხა. -გაიოზმა მითხრა, როცა სასტუმროს მთლიანი წილის შესყიდვაზე ვსაუბრობდით...-იცრუა და იფიქრა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვსო...-ტასო მისმინე.. -ყველაფერი მესმის...-უჩვეულო სიმშვიდით წარმოთქვა ჯანაშიამ...-მართლა...-თავი დაუკრა დასტურის ნიშნად, მაგრამ ორი ნაბიჯით უკან დახეულმა, მაინც გაზარდა დისტანცია...-უბრალოდ უნდა დავფიქრდე, ყველაფერი დავაწყო...-წინ გაწვდილი ხელები უძლურად დაეშვნენ და ნათქვამს მთელი არსებით ჩასწვდნენ. საღამოს, სახლში დაბრუნებულ ბერაიას ელიკომ , თავისმა ერთგულმა ჯაშუშმა, საიდუმლოდ გაანდო, რომ ანასტასია მანოსთან დარჩებოდა, იმ ღამით. XVIII "ოხ ეს დაწყევლილი კაბის სახელო" მზის ჩამავალ სხივებში ნელ-ნელა იკარგებოდა დღის სიცოცხლე. ტბის ნაპირზე ანცად მოთამაშე ნარინჯისფერი სხივები წყალს ალივლივებდნენ და ნეტარებას პოულობდნენ მთელი დღის მანძილზე გამთბარ წვეთებთან თამაშში.ნაპირზე გამოლაგებულ ახალგაზრდობას ერთიანად მიევიწყებინათ დამღლელი ყოველდღიურობა და ახლა, ანცად მობიბინე ბალახებში გაწოლილიყვნენ.შიგადაშიგ თუ გადახედავდნენ ერთმანეთს, კითხვაზე პასუხის გასაცემად და მერე ისევ წყალს უშტერებნდნენ მზერას.ბაჩო თაკარა მზისგან გამომშრალ ბალახის ღეროს თითის ბალიშებით ეთამაშებოდა, გაშლილი მკლავით ცდილობდა სხივთან მის გათანაბრებას.ფიჭვნარში გატარებულმა დღემ ლიზას შთაგონება მოიწვია და ახლა გახუნებულ ფურცლებში დამშეულივით იცქირებოდა, ხანდახან შავი ფანქრის კვალს ტოვებდა ნახაზებზე, დემონსტრაციულად აღმართავდა გვერდით მჯდომი კიტას და თავისი სახის წინ, შესათვალიერებლად. წამომჯდარ ლიკუნას პაწაწინა კენჭები ჰქონდა წამოღებული სასტუმროს წინ დაყრილი ხრეშიდან და ცდილობდა ტბაში, რაც შეიძლება შორს ესროლა, მისი ბავშვური ანცობით გახალისებული ლუკა კი თავს აქნევდა და ხმამაღლა დასცინოდა. -ტბის გარშემო ველობილიკი რომ გაკეთდება, გართობა მაშინ ნახეთ...-საუბრის წამოწყება სცადა ბაჩომ და უგემურად წამოიძახა. როცა მიხვდა უპასუხოდ დამტოვესო, ნიდაყვებს დაეყრდნო და უკმაყოფილომ მიმოავლო თვალი იქ მყოფთ...-ხალხო, არ დამღუპოთ, აქვე არ ჩაგეძინოთ. -ვინმე გადაჯექით ბაჩუკისთან, თორემ ყველას სათითაოდ შეგვჭამს...-ნინიკომ ძმის კომენტარს გვერდი აუარა და კარგად შეთვალიერებულს დასცინა...-ხუთი წუთი ჩუმად იყო და სულ მცირე, ერთი საათი ამოგვადენს ყელში, ამ ნეტარებას. -გაჩუმდი! თორემ დემეტრეს ვეტყვი, როგორ მოიპარე კენჭები პირდაპირ სასტუმროს წინა ეზოდან...-საჩვენებელი თითის აწევით დაემუქრა გათამამებულს და ამჯერად ლიზას მიუბრუნდა...-ლიზა, გოგო, რა ნახე იმ ტყე-ღრეში ასეთი, ფურცლებში რომ შეძვერი და ვეღარ გამოგათრიე? -ამ ბიჭს თავისი ძია კაცი მოუყვანეთ ვინმემ...-თავისი სახელის გაგონებაზე გამოფხიზლებულმა ლიზამ ვედრებით წამოიყვირა და ქირქილით მიაყოლა...-ტარიელთან რამდენი საათი იყავი ერთ ოთახში ან ეს კილო სოფლის ორღობიდან როდის აკრიფე? -რა გჭირთ ხალხო?!...-ამჯერად ერთიანად წამომართულმა ხელები გაასავსავა და გაკვირვებით მოავლო ყველას თვალი...-სახლში რომ მივალთ, კვიციანების ბოსტანში, ჩემი ხელით დავპუტავ იმ პიტნას და ჩაის დავაყენებ.რა დღეში გაქვთ ახალგაზრდებს ნერვები...-ქოქოლა დაყრილებს მზერა მოსწყვიტა და ამჯერად მათკენ დინჯი ნაბიჯით მომავალ ნიკოლოზს მიაქცია ყურადღება. -ბავშვებო შეხვედრა დასრულდა და წავიდეთ, დემეტრეც გველოდება...-ხელისგული გაუწოდა ბაჩოს, წამოდგომაში მისახმარებლად და ერთხელ კიდევ შეათვალიერა იქ მყოფნი, რომ დარწმუნებულიყო, ყველამ გაიგო და მოდიანო. დემეტრე ბერაია სასტუმროს წინ იდგა, წელზე ხელისგულები მიეჭირა და ცდილობდა მთელი დღე ერთ ადგილზე ჯდომისგან მოდუნებული სხეულის მტკივანი ადგილები გაეჭიმა,იქნებ როგორმე სისხლს მოძრაობა დაეწყო. ამინდებმა იმედები გაუმართლეს და მზის ცენტრში ჯიუტად მოთავსებულმა თაკარა მზემ, მასაც და მუშებსაც საშუალება მისცა სახურავი ერთიანად გამოეცვალათ.საჭესთან მოთავსებული დაელოდა, როგორ იპოვნიდნენ ადგილებს მისი მეგობრები ავტომობილში და თითები მოუსვენრად აათამაშა საჭეზე.მშვიდად იყო, პროცესი არ იწელებოდა და ახლა უკვე დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერს იმაზე მალე მორჩებოდა, ვიდრე თავად ეგონა. ჭიისკართან მისულებს პირველი, რაც თვალში გაეჩხირათ, იყო ზურაბის ფიგურა, ძველი კიბე რომ მიედგა ტალავერზე და ერთიანად გადაწეული ეჯაჯგურებოდა უსაშველოდ გრძელ მავთულს.მოსულებიდან ბაჩო შემოეხმიანა და როცა გაიგო კვიციანი ცდლობს ფარეხიდან დენი გადმოიყვანოს, საღამოს ფანჩატურში გამოსულებმა სანთლის შუქის მაგივრად, ჩახჩახა სინათლეში რომ ითამაშონ ნარდიო, მაშინვე უსაყვედურა. -ზურაბ დაგვლოდებოდი და დაგეხმარებოდით, კიბეს დავიჭერდით...-კვიციანს მოსწრებულ ხუმრობაზე გაეცინა და ამჯერად, დასერიოზულებული ბაჩო ფანჩატურის გვერდებზე გაშენებულ ხეხილს შემოვლებულ რკინის ღობეზე აძვრა, მარჯვედ მოეჭიდა რკინის კონსტრუქციას და მისკენ ერთიანად წამოწეულ ზურაბს მიაძახა...-უფრო ზემოთ ავძვრები. ისე, მაინც, რომ ვიცოდე რაა, რამხელაა შანსი მიწაზე გაშხლართვისას მხოლოდ ხელები რომ მოვიტეხო? -ეგ არ ვიცი, მაგრამ ტვინი შემერყევაო,მაგაზე მაინც რომ არ დარდობ, უკვე საქმეა...-აქამდე ინტერესით მაყურებელმა ნიკოლოზმა უდარდელად წაკბინა მეგობარს და პირზე ხელისგული აიკრა თავისი ხითხითის დასამალად. სანამ ბერაია იმ ზარს პასუხობდა, რომელიც მანქანიდან გადმოსვლისთანავე აუხმაურდა ტელეფონში, კარადაში ტანსაცმელების ძებნას მოყვა და გათიშვისთანავე თავით დაეშვა ქვედა სართულის მისაღებიკენ.იქ უკვე გაშლილ მაგიდასთან ტრიალებდნენ ლიზა და ნინიკო, თეფშებს გულმოდგინედ ანაწილებდნენ და პარალელურად სამზარეულოში მოფუსფუსე ელიკოს ართმევდნენ უკვე ვახშმისთვის გამზადებულ სავსე საინებს.ცხელი წყლით გონებადამშვიდებულმა და სხეულმოდუნებულმა, სარკეში შეავლო თავის მოღვენთილ სახეს თვალი, ნიჟარას ხელისგულებით დაყრდნობილმა თავი ჩახარა და შინაგან ხმას შემოუძახა, როგორღაც ეს ღამეც რომ გადაეგორებინა ფიქრებისგან დამძიმების გარეშე.სუფთა ნაჭრის თხელ შარვალსა და კუბოკრულ პერანგში გამოწყობილმა გვერდი იქცია და სამზარეულოში მოფუსფუსე ელიკოს ამოუდგა გვერდით.ელექტრონულ ჩაიდანს თვალი აარიდა,გაზქურის მბჟუტავი ცეცხლი ააგიზგიზა შუშის ჩაიდნით წყლის გასაცხელებლად.ქალი ჯიუტად არიდებდა მზერას, პირში წყალი ჩაეგუბებინა და დიდი მონდომებით ჭრიდა თავის მიერვე გამოცხობილ ჭვავის პურს. -შენ თქვი, რომ მხოლოდ ერთი ღამით დარჩებოდა მანოსთან...-ეს საუბარი უნდა წამოეწყო, მთელი დრო ჩუმად იყო და ეს სიჩუმე კისერში უჭერდა, ხრჩობას ყურადღებას არ აქცევდა, აი გაურკვევლობა კი ყველაზე მწარე შხამი აღმოჩნდა...-თუ გირეკავს მაინც? -კი, მირეკავს...-ნიშნისმოგებით მოაძახა სივრციდან ქალმა და როცა მიხვდა, არასწორად ვექცევიო, თავი ჩახარა, ღრმად ამოისუნთქა და უკვე მშვიდ ნოტაზე მყოფი შემოუბრუნდა...-კარგი ამინდებია და მანოს სახლის შეღებვა დაიწყო. -აჰა...-ძალიან ჰგავდა ევრიკას შეძახილს, ოღონდ უფრო მწარედ და დამცინავად წარმოთქმულს, ვიდრე გამარჯვების ნიშნად...-ყოჩაღ ჯანაშიას, ერთი პროექტი არ ეყო და ამჯერად მეორეც მიამატა.ასე გეთქვათ...-საკუთარ თავზე ბრაზდებოდა...-მოიცა შენ საიდან იცი? შენ არ მითხარი არ გვილაპარაკიაო?...-როგორც კი გაწიწმატებამ გაუარა, მაშინვე გაანალიზა ნათქვამის შეფარვა. -გუშინ იყო მოსული...-კვიციანის ქალს უკვე აღარ სურდა ტყუილების ქსელში გახვევა, უძლურად ჩამოყრილი ხელებით მოუბრუნდა და ჩურჩულით განაგრძო...-ტანსაცმელი წაიღო. -რას ნიშნავს ტანსაცმელი წაიღო?...-წარბშეკვრით მიუახლოვდა და გონებაში ეჭვმა დაიდო მყუდრო ბინა...-ესეიგი, აქ დაბრუნებას კარგა ხანი არ აპირებს? -მანოსთან კარგადაა, მთელი დღეები ეხმარება, მოხუც ქალსაც მეტი რა უნდა...-მხრები აიჩეჩა და ნაღვლიანმა ააკრო თვალთახედვა...-ერთმანეთსაც ართობენ და საქმესაც აკეთებენ. -ყველაფერი წაიღო?...-შიშმა გაუბზარა ტონიც და თავის ქალაც, ჭიასავით რომ შემძვრალიყო შიგნით და ეჭვებთან აპირებდა შეხიზნებას...-თავისი ნივთები მოხიკა და გადაბარგდა? -მე არ ვიცი რა...-ქალს საუბარი შეაწყვეტინა ახმაურებულმა ტელეფონმა და თაროზე ჩამოდებულს ელვის სიწრაფით დასწვდა,ბერაიას თვალებმა განათებულ ეკრანზე ამოიკითხეს გაკვრით სახელი და ყურთასმენა დაეძაბა ხმის გაგონების სურვილში...-მოხდა რამე?...კი, მაქვს!...რად გინდა?...წამალი?...კარგი, წამოვიღებ და წამოვალ. -რად უნდა წამალი?...-მის გონებას თითქოს მხოლოდ ეს ერთი სიტყვა მისწვდა და ისე დატრიალდა, გეგონებოდათ დედამიწის ღერძიც ამ ერთი სიტყვის გარშემო ბრუნავსო. გაცხარებით წასწვდა ელიკოს, რომელმაც ყურადღების მიქცევაც არ ჩათვალა საჭიროდ, წარბები აზიდა და მოუთმენლად გაუმეორა შეკითხვა. -მანოს წნევის აპარატი გაუფუჭდა და უნდა წავუღო!...-მის გუგებში ამოკითხულ სიგიჟეს, რომ თვალი გაუსწორა, სახე დაიმშვიდა, თბილად აუხსნა...-მანო მოხუცია, წნევა უწევს ხოლმე მაღლა.წნევას გავუზომავ და თუ საჭიროა წამალსაც დავალევინებ.ამის გამო ვკითხე წამალზე. -წამოდი , მე წაგიყვან...-საერთოდ აღარ სჯეროდა ერთხელ ნათქვამის, ჯანაშიასთან ურთიერთობამ კიდევ ერთხელ ასწავლა რომ არასდროს დაეჯერებინა ვინმესთვის, სანამ საკუთარი თვალით არ ნახავდა...-მანქანის გასაღებს ავიღებ...-კარისკენ წაწეული ადგილზე გახევდა, როცა ამჯერად მისმა მაჯამ იგრძნო ხელისგულის მოჭერა და დაქაჩვა. -ზურაბი წამიყვანს და მალე დავბრუნდები...-მტკიცე იყო ელიკო, მტკიცე და შეუვალი.თვალებში უეცრად გაუელვა აღტკინებამ და ენამ წაუსწრო წინ...-მანოსთან ზუსტად იმიტომაა, რომ შენი ნახვა არ უნდა!...-მიხვდა შეცდომას, როცა ერთი თავით მაღალი ბიჭი, მის წინ დაპატარავდა და ძალისძალად სცადა ამაყად აეწია ცხვირი ჭერამდე...-შენ დაღლილი ხარ, ივახშმე და დაიძინე...-ამოიბურტყუნა დანაშაულის თვითმხილველმა და ჩამდენმა, საკუთარ სინდისის ძახილს მიყოლილი, პაწაწინა ჩანთით მიიმალა სამზარეულოს კარიდან და მანქანის სივრცეში, დიდი გულმოდგინებით ლანძღავდა ვერ გაჩერებულ ენას. სავახშმოდ დამსხდრები ერთმანეთში საუბრით იქცევდნენ თავს და შიგადაშიგ კისკისიც გულიანად ისმოდა ვრცელ მისღებში.ბერაია უგულოდ ეთამაშებოდა ჩანგლის წვერით, თეფშზე მოთავსებულ საჭმელს და ფიქრებში წასული დაჟინებით აცქერდებოდა თავის ნახელავს. ელიკოს სიტყვებმა უბიძგეს გადაწყვეტილებამდე მისვლა, უკვე დრო იყო რაღაცის შესაცვლელად და ნაბიჯის წინ წასადგმელად, ასე ჩუმად კარგა ხანს რომ ვერ იქნებოდა, მშვენივრად აანალიზებდა.ვერ გეტყვით გაყინული მზერის ბრალი იყო თუ თავის ქალაში ეჭვის მიერ გამოწვეული ანარქიული წყობის, მაგრამ ფაქტია ვერ ამჩნევდა გვერდით მჯდომი ბაჩოს ქვეშ-ქვეშა გადმოხედვებს, საკუთარ პერსონაჟ ჩამოცილებული ახლა რეალური სახით რომ აკვირდებოდა და ცდილობდა მისი მზერა წამიერად მაინც დაეჭირა, საუბრის დასაწყებად გამბედაობა რომ მოეკრიბა. ნაცრისფერს თვალებს მისკენ არ მოუხედავთ, არც ვახშმობისას და არც მაშინ, როცა ერთიანად წამოშლილებმა სათითაოდ დაიწყეს სუფრის ალაგება.გადიასახლისბულმა ნიკოლოზმა კი, ლუკასთან ერთად ითავა ჭურჭლის რეცხვა-დატილოება. ჯანაშია, რომ არ ჩანდა ეს დღეები არავისთვის იყო უცნობი, კითხვა თითოეულს ჰქონდა, თვით ლიზასაც კი, რომელიც ისე შეიყოლია ფიჭვის ტყეების თვალიერებამ რომ გულწრფელად სურდა ამჯერად თავისი ინიციატივით ეკითხა, ახლა რომელი ადგილის დათვალიერებას მირჩევო.ისედაც გადაღლილი და გაღიზიანებული მეგობრის კიდევ უფრო მეტად გაბრაზებას მორიდებული ბაჩო , მშვიდად მიჰყვა ნინიკოს რჩევას და სამზარეულოს პატარა მაგიდაზე ორი თეფში დააწყო, დაბრუნებულ ცოლ-ქმარს რომ თვალში მოხვედროდათ და ვახშმობა არ დავიწყებოდათ.მერე უჩუმრად გაჰყვა ახალგაზრდებს ეზოში და ხის გრძელ სკამზე ფეხმორთხმით მჯდომმა მოავლო თვალი გარემოს.აქ უკვე წყვილ-წყვილად ისხდნენ და საუბრობდნენ, იფიქრებდით ისევ სკოლის ასაკში არიან და ყველას თავისი სტატუსი აქვსო.ლუკა და ნინიკო ფანჩატურში ნარდს თამაშობდნენ, ოღონდ იმასთან, რასაც ნინიკო ცდილობდა, თამაში ზედმეტად ხმამაღლა ჟღერდა.ლიზა რაზე ეჩურჩულებოდა კიტას ვერ გაიგონა, მაგრამ გუმანმა უკარნახა ხვალ სად იბოდიალებს, იმას უყვებაო.ნიკოლოზმაც უღალატა, როგორც ბრუტუსმა კეისარს. თავი დაიგულა თუ არა, ამ მზაკვარმა, კვიციანის გაბმულ დენის წყაროთი აჩახჩახებულ შუქთან, ჰამაკში ნებივრობა გამართა და ისე გაფაციცებით ჩასცქეროდა წიგნის ძველ ფურცლებს თითქოს საგანძურის რუკაა და გამდიდრების იმედი აქვსო.თავში აზრმა იელვა და ერთიანად წამომხტარი, გველნაკბენივით გაიქცა ბაღჩის უკან, ზურაბის გაშენებულ ბოსტანში. პატარა ღობეს გამომცდარის სახემ ყველას ყურადღება მიიქცია და მანაც, თითქოს ოლიმპიადის გამარჯვებული გავხდიო, ისე აღმართა ხელისგულით ჩაბღუჯული პიტნა, თავის ფესვებიანად რომ დაეთხარა. "მე თქვენ გიჩვენებთ! ამაღამ მშვიდად დაგეძინებათ გვრიტებო". სიტყვის ასრულებით შეხალისებულმა, თავი შეყო სამზარეულოს სივრცეში და სანამ პიტნის ფოთლებს საგულდაგულოდ აცალკევებდა, ცალყბად გადმოხედა ბერაიას სკამზე გაშლილ ფიგურას, თვალები რომ მიელულა და მკლავები გადაეჯვარედებინა. -შენით იტყვი თუ მაინდამაინც ძველი კაკებეშნიკივით დაგადგე თავზე აღიარების მოსაპოვობლად...-სულმა აღარ მოუთმინა და წაუყვირა, ოღონდ ამჯერად სრული სერიოზულობით ჰქონდა მიმიკა გაჯერებული.შერხეულის ფართო თვალებს რომ წააწყდა, კიდევ ერთხელ მოუწოდა ამოთქვიო და მანაც ზანტად რომ გაიკვირვა, არ ვიცი რისი გაგება გინდაო, მერე კი აეშალა ნერვის დაბოლოებები...-მსოფლიოში მიმდინარე ტექნოლოგიურ და კლიმატურ ცვლილებებზე გეკითხები დემე, ისიც მაინტერესებდა ეკონომიკურ კრიზისზე და საფონდო ბირჟაზე დღეის მდგომარეობით არსებულ სიტუაციაზე რა აზრის ხარ...-დასცინა და ძალიანაც მოხერხებულად.ეგონა კარგად შევაფხიზლეო, მაგრამ დუმილს რომ წააწყდა, ამჯერად პირდაპირ აჯახა კითხვა...-ჯანაშიაზე გეკითხები! მივლინების აღების უფლება თუ გვქონდა მე რატომ არ ვიცოდი?...-მოჩვენებით აიხედა ჭერში, თითქოს გაკვირვებული საკუთარ თავს ეკითხებაო. -ჯანაშიამ მოგვბაძა ქარხნის პროექტში და თავადაც აიღო მეორე საქმე...-ხვნეშით ამოთქავა და ბაჩომ დაუკმაყოფილებელ ცნობისმოყვარეობას რომ შეეჩეხა, მობეზრებით განუმარტა...-მანოს სახლს ღებავს.როგორც მივხვდი გრძელი და შრომატევადი პროცესია. იმდენად, რომ თავის ნივთებს ხელი მოხვია და იქ გადაბარგდა. -მანო, მანო...-ჩაფიქრებით დაიჩურჩულა და როგორც კი გაიხსენა მეგობრის მონაყოლი მაშინვე გაუგრძელა დიალოგი...-ხომ იცი სადაცაა, წადი და დაელაპარაკე.როდემდე უნდა იჯდეთ გაბუტული ბავშვებივით? ან ეს გაქცევა რა უბედურებაა, მარტო თქვენ ხომ არ მოგდით უთანხმოება?...-მოღვენთილ გამომეტყველებას რომ წააწყდა, ისევ ხუმრობა სცადა...-აი მე ნიკოლოზმა წიგნში გამცვალა, მაგრამ კი არ გავებუტე, პიტნა დავთხარე და ცხელ ჩაის ჩავაცეცხლებ. -პიტნა არც ჯანშიას აწყენდა, მე თუ მკითხავ...-მთვარეულივით დაუბრუნა პასუხი. ერთიანად წამოიმართა, მუხლებზე ხელისგულები აისვა და მოხუცებულივით წამოდგა, თითქოს ქარებმა შეაწუხესო. -ადამიანის მთავარი ღირსება გამოიყენე დემე- ინტელექტი! დაელაპარაკე და ყველაფერი გაარკვიეთ! ტასოა, არ იცნობ? ერთი ორს კარგად შეგაქებს და დამშვიდდება...-კარისკენ წასულს სიტყვა დააწია, თუმცა როგორც კი თვალს მიეფარა, მაშინვე თითებში მოქცეულ ფოთლებს დააკვირდა და მოჯადოებულივით ამოთქვა...-მიწაზეც რომ მოგეყოლა, ასეთ დღეში არ ჩავარდებოდი. აუშლელ ლოგინზე დახეთქებულ ბერაიას სხეულის სიმძიმეს კი გაუძლებდა საწოლი, თუმცა მის თავის ქალაში წარმოშობილ არეულობის გორგალს, ფორმა და სხეული რომ ჰქონოდა, იმას ალბათ დედამიწაც ვერ დაიტევდა.სიბნელეში საგნების გარჩევას ასე ძლიერ დაწაფებული, ცდილობდა როგორღაც ძილისთვის ეხმო, სულ მცირე ხნით რომ წაეჭუტა თვალი და აქაურობას მთლიანად მოსწყვეტოდა. დაწყევლილი გონება უარს ამბობდა გათიშვაზე და ყველა მოვლენას ფილმის კადრებივით უტრიალებდა წინ. დემეტრე ზუსტად ისე გრძნობდა ბრაზს, როგორც ელიკო, მეორე საღამოს, სახლში დაბრუნებულმა ბიჭებმა რომ გამოუცხადეს დღეს არ მოვა, ბევრი საქმე ჰქონდა და სასტუმროში რჩებაო. -რას ნიშნავს იქ რჩება? მაგას ჰგონია თეთრეულით იმიტომ გავაწყვე საძინებლები იქ, რომ ყველამ აიკრათ გუდა-ნაბადი და ერთი ხელის მოსმით გამექცეთ სახლიდან?...-ქოქოლა დააყარა ყველაზე ჩუმ ნიკოლოზს და მის აწურულ მხრებს რომ წააწყდა, გაგულისებით წაისისინა...-მე ვაჩვენებ იმ ორ თავგასულს, როგორ უნდა ელიკოს ნერვებზე თამაში!...-მის მაღალ ტონზე ოთახში შემოვარდნილ ქმარს აჭარხლებულმა შეაჩეხა გაფართოებული გუგები და სულ არ შეიმჩნია მისი გაკვირვება...-მე მოვტეხავ ორივეს იმ გაჯიუტებულ რქებს, აბა დამაცადონ! მუქარით და ქოქოლით გულგაჯერებულმა, სწრაფად შეიხსნა წინსაფარი, ზურაბს დაუბარა ღუმელში რომ პეროგს ვაცხობ,იმას მიმიხედე არ დამეწვასო და თავად სწრაფი ნაბიჯით წავიდა ჭიისკარის მიმართულებით.საკუთარ თავთან მოჩხუბარი და აბუტბუტებული, ლამის სირბილით ჩაუყვა სოფლის შარას და ჩამოწოლილი მწუხრის ძლივს გასარჩევ სინათლეში, მაინც ისე მიიკვლევდა გზას თითქოს ინერციას ხელში ჰყავს ატატებული და თავისთავად მიაქროლებსო. მანოს ჭიისკართან მისულმა, ოდის გარეთ აჩახჩახებულ ნათურის შუქში დალანდა, სახლს მიდგმულ კიბეს მიყუდებული ანასტასიას ფიგურა, მხიარულად რომ კისკისებდა და კოპიტის ქვეშ ჩამომჯდარ მანოს ემასლაათებოდა.ახლოს მისულს სულ დაავიწყდა რაზე იყო ასე ძლიერ გაკაპასებული, როცა მისი გოგო დალანდა.თავზე წაკრული აღაჟღაჟებული შარფიდან ანცად ხტოდნენ მისი ოქროსფერი თმის ღერები.აქამდე საგულდაგულოდ დამალულს, მანოსთან თავი უშიშრად დაეგულებინა და თავის საყვარელ სარაფანში გამოწყობილს ერთიანად გამოეჩინა ფეხების სიშიშვლე ასე ალაგ-ალაგ რომ დაეკოპლა საღებავის სილაჟვარდეს. მინდვრის ყვავილებით დაქარგულ სიფრიფანა ნაჭერში გამოწყობილს, წელზე კორსეტი ჰქონდა შემოკრული და ერთიანად დაწვრილებულს მოუჩანდა ის თავისი ლამაზი მხრებიც. კვიციანის ქალმა, ჯანაშიას განთავისუფლებულ სულს რომ შეავლო თვალი, ერთიანად მოლბა, ნაბიჯის სიჩქარეს უკლო და ფრთხილად მიუახლოვდა საუბარში გართულებს. -ელიკოო...-მანომ ღიმილით დაუძახა და ჯირკებზე ჩამოდებულ ფიცარზე მჯდომი, კუთხისკენ მიიწია, ადგილი გაუნთავისუფლა ახლად შემოსწრებულს...-ტასო, მიდი ჩაიდანი დაადგი და ცხელი ჩაი დავლიოთ სტუმართან ერთად. სამზარეულოში მოფუსფუსემ, ძველებური კაკლის კარადიდან გადმოიღო მოხატული თეფში და გულმოდგინედ დააწყო, მანოს დაცხობილი ორცხობლები, მერე ფინჯნებს დასწვდა და ადუღებული ჩაიდანი მოაშორა მბჟუტავი ალის მხურვალებას.სკამი რომ მიარბენინა მათთან დასადგამად, მკლავში გამოჩრილი ფითქინა ტილო გადააფარა და რამდენიმე წამში ლანგარი დაუდო წინ მისთვის ორ უსაყვარლესს ქალბატონს.ღიმილით მიუთითა ორივეს ფინჯნებისკენ , მაგრამ გამომეტყველება სახეზე შეახმა, როგორც კი უხერხულად შეშმუშნულებს წააწყდა.ვერ მიხვდა ხუთი წუთის წინ მხიარულ ნოტაზე მყოფ მანოს ასე რამ შეუცვალა განწყობა და შეშფოთებით სცადა გამოეკითხა.მოხუცმა მწვანე სფეროები რომ აარიდა, მერე ელიკოს მიუბრუნდა მონასტრის არევისთვის პასუხის საგებად. -შენ რომ გაიქეცი, მაგაზე არაფერი მითქვამს, ხომ იცი?...-სიხისტე მოზომა ქალმა და ფრთხილად დაუწყო შეპარება...-ხმა გავიკმინდე, მივხვდი წაკამათდნენ და როცა იქნება მოგვარდებიანთქო...-ჯანაშიას აწეულ წარბებს წააწყდა, გულმა აღარ მოუთმინა და წამოაყვირა...-მაგრამ ასე სათითაოდ ვერ გამექცევით სახლიდან!...-მისმა სიტყვებმა შედეგი რომ არ გამოიღო, მიახალა...- ბატონი ბერაია სასტუმროში გადაბარგდა. -ოჰო...-დამცინავად დააკვესა თვალები და თავი გააქნია...-რაო, ამჯერად რა არ მოეწონა ვაჟბატონს?...-ვითომ საერთოდ არ ანაღვლება, ისე დასწვდა ფინჯანს თითებით, სახეს კი დამალავდა, მაგრამ თვალებიდან მომავალ შიშნარევ კითხვის ნიშნებს სად წაუვიდოდა?! -მგონი ჩემი ბრალია...-ეს საკუთარ თავთანაც პირველად გაამხილა კვიციანის ქალმა და სცადა მისი ყურადღება როგორღაც მიეპყრო, ასე გულმოდგინედ რომ უტრიალებდა ჯერ კიდევ მბწკენარედ ცხელ სითხეს...-გუშინ, რომ დარეკე სამზარეულოში იყო, ჩემ გვერდით.მიხვდა შენ რომ გელაპარაკებოდი და წამლის ხსენებაზე ამხელა ბიჭმა სცენები გამიმართა, არ მჯერა მანოს რომ სჭირდება, მე უნდა წაგიყვანო და ვნახოო. -ოთახში ჩემი პეპლებიანი ჩანთა დავტოვე, დამამშვიდებლებია შიგნით, ერთი-ორი ტაბლეტი დალიოს, არ აწყენს...თან ცივი წყალიც მიაყოლოს...-წაკბინა შორს მყოფს, მაგრამ მანოს რომ შეეჩეხა, მხრები აიჩეჩა და ტონჩამშვიდებულმა, დასჯილი ბავშვივით წამოროშა...-რავიცი, მე მშველოდა. -გავიგე, რომ გაწყენინა, გავიგე რომ მამაშენთან რაღაც ცუდ ამბავში გაეხვა, მაგრამ ასე არ შეიძლება ტასო...-ხელები გაასავსავა ქალმა და დარიგება სცადა...-შენ იმასაც კი ვერ მეუბნები რისი გჯერა.ხან მითხარი, გიორგი ამის გამკეთებელი არ იყოო, ხან ამბობ ბერაია არაფერ შუაშია,უბრალოდ გიორგის საქციელი დამალაო...-ჭრი და კერავო, ასე პირდაპირ ჯერ არავის მიუხლია პირში ჯანაშიასთვის...-ამას მანამ ვერ გაიგებ, სანამ წყნარად არ დასხდებით და დაილაპარაკებთ.უთხარი, გამოკითხე და მერე გადაწყვიტე, ეს ბიჭი არის დამნაშავე თუ არ არის...-თითების შლას მორჩა და გაგულისებული დასწვდა ფინჯანს, იქნებ ჩაიმ მაინც დამამშვიდოსო. -რა ვიცი, რომ ისევ არ მომატყუებს?...-წამოჭარხლდა, აენთო და ააგუზგუზა თავისი სიბრაზის ცეცხლი...-ამ ბიჭმა თავიდანვე იცოდა რომ გიორგი ჩემ გარეშე ვერ გაყიდდა წილს, რა ვიცი რომ ახლაც იმის გამო არ ცდილობს ჩემთან დაახლოვებას, რომ... -მოიცა, ბაბუაშენის ანდერძზე მანამ იცოდა, სანამ მე ვეტყოდი?...-ქალს ერთიანად დაუარა შიშმა სხეულში, წარმოიდგინა როგორი კარგი მსახიობი ყოფილა, თუ ასე ბუნებრივად იკვირვებდა ამ ამბავს როცა მე ვუყვებოდიო. -მოიცა რას ნიშნავს შენ უყვებოდი?...-ერთიანად არეულმა, თავადაც კითხვა შეაგება და აქამდე ჩაბღუჯულ ფინჯანს ხელი უშვა...-ანდერძზე შენ მოუყევი? -კი...-ამჯერად გაანალიზა კვიციანმა, რომ ის რასაც თავის დროზე საგულდაგულოდ დასამალად ჩურჩულებდა, ვაიდა არ გაიგოსო, ამ წამს თავადვე მიახალა პირში.აზრი აღარ ჰქონდა უარყოფას, ამიტომ გამბედაობა მოიკრიბა და თავისი დანაშაული პატიოსნად აღიარა...-გიორგი რომ ჩამოვიდა და წილის ყიდვა შესთავაზა, მაშინ უსამართლოდ გამოვლანძღე, მეგონა შენი წასვლით ისარგებლა და თვითონ დაუტრიალდა სასტუმროს.მერე შენ ჩამოგიყვანა,იმ ოთახიდან მხოლოდ მან რომ შეძლო შენი გამოყვანა, გული მომილბა...-თავის მართლებაც ტაქტიკა იყო...-ძალიან ადრე იყო, მარტო ჩვენ ვიყავით და მითხრა მე არ ვიყიდი წილს, მაგრამ გიორგი მაინც იპოვის კლიენტსო,ამიტომ მომიწია მეთქვა რომ შენ გარეშე მამაშენი თითსაც რომ ვერ დაადებდა სასტუმროს. -ესეიგი, ბაბუას ანდერძზე მაშინ გაიგო, როცა უკვე უარი ჰქონდა წილზე ნათქვამი და მე ჩამომიყვანა შენს სახლში...-მოჯადოებული იყო, ერთიანად. თვალებგაფართოებული მიაშტერდა ელიკოს დაბნეულ სახეს...-მაშინ რატომ მომატყუებდა, ეს გაიოზისგან გავიგეო? -არ ვიცი...-თავისთვის დაიჩურჩულა ელიკომ და წამის შემდეგ თავის ქალაში იშვა ახალი აზრი, ეს პასუხი იყო! სწორი პასუხი...-იმიტომ რომ მე დავაფიცე ეს ამბავი არ გაემხილა და მითუმეტეს ის, რომ ჩემგან გაიგო...-საუბარი ის იარაღია, რომელიც ყველას ხელში გამარჯვებად იქცევა. ბერაიამ თავშესაფარი ახლა სასტუმროში ჰპოვა.ახლადგარემონტებულ და ავეჯით გამოტენილ ოთახში მოიკალათა, ვრცელი ტბიდან მომავალი სუსხის დასაძლევად და უფრო მეტად მყუდრო გარემოს შესაქმნელად, ეზოს ბოლოში, ხეხილის ბაღში ნაპოვნი ფიჩხები ამოზიდა და ზამთრისთვის გადანახული ძველი შეშიდან მშრალი ნაჭრებიც ამოალაგა, რომ სულ ცოტა ხნით ბუხარი დაენთო.თავიდანვე იცოდა, რომ თუ ანასტასია ჯანაშიას ექნებოდა ოთახი, მაშინ არც თავად უნდა ყოფილიყო გამონაკლისი და ერთი თავისად დაეგულებინა.მანაც რათქმაუნდა სრული კომფორტისთვის ბუხრიანი საძინებელი აირჩია და ახლა ძალიანაც კმაყოფილი იყო ამ გააზრებული ნაბიჯით.ტყავის ყავისფერ სავარძელში მოთავსებულს, პატარა ჟურნალის მაგიდა მოედგა ფეხებთან და გაფაციცებით ჩაჰყურებდა ლეპტოპის გაშლილ ეკრანს.წამიერად ინატრა ყავის ბლანტი სითხე, მაგრამ მოაგონდა თავისი გარიყვის მიზეზი და გაგულისებულმა გააქნია თავი, ამ სურვილის მოსაშორებლად. ძველი ქარხნის დაპროექტების საქმე ჭიანურდებოდა, თითქოს თბილისში ყოფნის დროს ყველაფერს თავი მოაბეს, თუმცა ჯაბა ბერაია, მას შემდეგ, რაც გაიგო ჩემ შვილს სასტუმროს წილის დატოვება უნდაო, საგონებელში გახლდათ ჩავარდნილი და ფეხს ითრევდა.ოთახში ზედმეტად დაგროვდა სითბო, ამიტომ წამოწეულმა დარაბის სახელურს მოქაჩა და ხელისგული ჰკრა შესაღებად, ეზოს მხარეს ავტომობილის ფანრების შუქი ანათებდა.ადგილზე დაბრუნებულს, ნაბიჯების ხმა მისწვდა. სრულ სიჩუმეს ხელს უწყობდა უზარმაზარი შენობის სიცარიელე და ნაბიჯები კი არა, ალბათ ბუმბული რომ დავარდნილიყო იატაკზე, იმასაც გარკვევით გაიგონებდა. ყურთასმენა დაძაბულმა ოთახის კარს მიაპყრო მზერა და მიხვდა, ვიღაც მისი საძინებლისკენ მოდიოდა.შეღებულ კარში გამოჩნდა ანასტასია ჯანაშიას ფიგურა და წამიერად თვალის შევლების შემდგომ, დემეტრემ პატარა ბავშვივით აარიდა მზერა, ისე მიუბრუნდა ლეპტოპს თითქოს არაფერი დაუნახავსო. -შენ მე მომატყუე!...-გულამოვარდნილმა ექო დააბზრიალა საძინებელში და ზურგს უკან მიიჯახუნა კარი.დამცინავმა ჩახითხითებამ ცეცხლზე ნავთი დაუსხა...-შენ მე ისევ მომატყუე! -საინტერესოა, ამჯერად რა?...-დღეების განმავლობაში, ისიც არ აღირსა, ერთხელ მაინც მოეკრა თვალი, ახლა გამოეცხადა და ისევ იმ სიტყვებს უმეორებდა მოჯადოებულივით. -ელიკო მოვიდა ჩემთან, ბერაია გამექცაო...-კართან აზუტულმა, მშვიდად დაიწყო დიალოგის გაბმა...-ერთმანეთი მოვიკითხეთ, ოჯახურ ამბებს მოჰყვა და მერე წამოსცდა:- "უი, დემეტრეს მე ვუთხარი ბაბუაშენის ანდერძზეო"...-უდარდელი მიმიკა ჩამოიძრო სახის კიდიდან და წაუსისინა...-სხვათაშორის ისიც ამიხსნა, მე დავაფიცე არ გაემხილა ჩემგან რომ გაიგოო. -რას ამბობ?...-გამოაჯავრა და ხელისგულები გაშალა გაკვირვების ნიშნად...-პირველად მესმის, ასე ელიკომ თქვა? ახლა გამახსენდა...-წარბაწევით დასცინა...-ეს მას შემდეგ იყო, რაც მამაშენს უარის ნიშნად, შენი გაბრუებული თავი გამოვტაცე და ისევ კვიციანებთან დაგაბრუნე.ხო, მგონი მახსენდება დეტალები. ბერაია სახე დასერიოზულებული უყურებდა მისკენ კუს ნაბიჯებით წამოსულის უდრტვინველ სახეს, დამცინავად შეათვალიერა მაშინაც, როცა ფეხზე მორგებული ბალეტკები მიყარა საწოლის კუთხესთან და ფეხშიშველი მიუახლოვდა.ახლა თავზე წამომდგარის მოშიშვლებული მუხლები, სავარძელში ერთიანად გაწოლილის თვალწინ გახლდათ. დამცინავად შეთვალიერების შემდგომ, წელში გასწორდა, გამომწვევად შეაგება ღიმილი და მალევე შეახმა სახეზე. ჯანაშიამ ფეხი მოკეცა, ცალი მხარე გაინთავისუფლა, რომ სასურველი მიეღო, მერე ერთიანად მოიხელთა მუხლებს შორის თავის მიერვე შევიწროვებულს,მის კალთაში აღმოჩენილი დააკვირდა სავარძლის საზურგეზე მისვენებული სახიდან მომზირალ სარკასტულ სინაცისფრეს. საპასუხოდ, თავზე შემოხვეულ შარფს დასწვდა და სახეზე ჩამოიშალა ოქროსფერი თმის ღერები. -ხელი ვინ შეგიწყო ამ მზაკვრობის განსახორციელებლად, აქამდე მოსვლაში?...-ახლა მასთან ასე ახლოს მყოფი, ერთიანად რომ ეხებოდა, ისედაც არეულ თავის ქალას უფრო მეტად ურევდა და უბურდავდა. -ბაჩოს ვთხოვე და ჩუმად წამოვედი მანოსგან...-უდარდელად უპასუხა და თვალი არ მოუცილებია მისთვის, ისე ანიშნა...-უნდოდა დალოდება, მაგრამ ვუთხარი, რომ დღეს იმდენი სალაპარაკო გვექნებოდა,ჩაძინებული დამსწრე არ იქნებოდა საჭირო. -და ბაჩოს ენამოსწრებულმა გონებამ არ გითხრა, რომ ასეთი სარაფნებით, გვიან ღამით, მიტოვებულ შენობასთან დარჩენა სარისკოა?...-წამიერად წაავლო თითები სიფრიფანა ნაჭერს და სულთამხუთავივით, საიდუმლოს ჩამწვდარი, მზაკვრულად მიედო თითის ბალიშებით, მის ასე თამამად მომზირალ კანს...-რა იცი, იქნებ ვინმე მრავალფეროვანი ფიქრებით დაძრწის და თავისდაუნებურად შეეწიროს ცდუნებას?...-ძველი წაკბენაც შეახსენა. -მეც ზუსტად მაგის იმედი მაქვს!...-სადღაც,გონების ყველაზე ურცხვი კუნჭულიდან, დაიჩურჩულა მტკიცედ და შეხებით გათამამებული, ამდენ ხანს ჩუმად მყოფი, საკუთარ სურვილჩაკლული, თითებით დასწვდა,თავგანწირვით უკან წაწეულ კისერს. დემეტრე ბერაია არც კი შერხეულა, როცა ნაცნობი სიტკბო მისწვდა მის ბაგეებს. თავიდან მომხდარის დაჯერებაზე გულაცრუებული, როგორც კი მიხვდა რომ მისი ქალი ახლა აქ იყო, ერთიანად ეკვროდა და პასუხს გამალებული გულისცემით ელოდა, გახარბებული დასწვდა სახის კუთხეებთან ხელისგულებით.წამიერი სიშორე რომ იგრძო ტანმა, ერთიანად დაიახლოვა გათამამებული მკლავის სიმძლავრით და ჩაიკრა.მასსა და ჯანაშიას შორის, ახლა ამ უკანასკნელის ხელები აღმოჩნდნენ და მიხვდა, კორსეტზე გამობმულ ღაჟღაჟა სტაფილოსფერ ლენტებს, როგორ სათითაოდ აცლიდა ანასტასია თავის კაბას.ერთიანად ნდომას აყოლილმა, გახელება ჩააშოშმინა და გაბზარული ხმით დაუჩურჩულა:- "თუ ახლა არ გავჩერდები, მერე საერთოდ ვეღარ...", გახშირებულ სუნთქვასა და სინათლის სისწრაფით მოძრავი სისხლის ხმაში, გამოიკვეთა პასუხიც:- "...და ვინ გთხოვს გაჩერებას?!". ოხ რომ სცოდნოდა როგორი მაცდური იყო, სიფრიფანა ნაჭრიდან მომზირალი თაკარა მზისგან შეფერადებული კანის რძისფერი,ოდნავ რომ გადაეკრათ მზის შვილებს თავიანთი ოქროსფერი.მხრებს ჩამომცდარი ეს დაწყევლილი კაბის სახელო, ისე ედებოდა მკლავებზე, საკოცნელად იწვევდა კაცის ისედაც გაგიჟებულ გონებას.მის სივრცეში მოქცეული, ერთიანად აცახაცეხუბული გულ-მკერდი წვავდა და დაგავდა დემეტრე ბერაიას მუდამ მშვიდ გონებას. თითებმა იპოვეს პატარა ხალებით დაწინწკლული კანის სითბო, მოკეცილ მუხლებთან, ასე ანცად გამოჩენილ ფეხის სიშიშვლესთან.ალუბლის სიტკბო მირკანის თვის ყვავილებივით იხლიჩებოდა სიმწიფის ზეიმში, ისეთი ჩაშაქარული იყო ეს დაუმსახურებლად მოწყვეტილი საარსებო კოცნა.შეუცნობლის შეცნობით ერთიანად მოშვებული კისრის შეხება, ამღვრეული თვალებით, ბუხრის მბჟუტავ ცეცხლისფერ სინათლეზე გამოკვეთილი, მის სხეულს დანდობილი ფიგურა.ნელ-ნელა,გაუთვიცნობიერებლად შეუხსნა პერანგის ღილები. სითბოს დახამებული გამყინვარება, ლღვებოდა და იღვენთებოდა მისი სურვილის ქარში.ლავიწის გასწვრივ, სიცოცხლის წყაროსთან დახრილი ბერაიას ჩურჩული, შორეული ბაბილონიდან წამოღებულ შელოცვას ჰგავდა,მხოლოდ მის სახელს რომ ჩურჩულებდა მომაკვდავივით და ისედაც აკრძალული ხის სასურველ ნაყოფს, კიდევ უფრო მეტად რომ იწვევდა ცოდვაში ჩასაგდებად.ვერ მიხვდა როდის მოხვიეს მკლავი მის წელს, იმდენად მძიმედ და იმდენად მსუბუქად, რომ ოთახი უსაშველოდ გასიგრძე-განდა უკან დასახევად. ისედაც ხომ ცხადი იყო, აქამდე საგულდაგულოდ ნაფერებ სხეულს, სრულიად თავისად რომ დაიგულებდნენ.მერე წამიერად, უკვე ბალიშზე მისვენებულ მის თავთან უეცრად შეჩერდა, ნაცრისფერი სფეროები ააკრა მის შეძრწუნებამდე მისულ თვალთახედვას. რაღაც შეიცვალა,ერთიანად მისი სხეულის ქვეშ აღმოჩენილი ეს გალეული ქალი, ისე ცახცახებდა ყოველ შეხებაზე, თითქოს ფაიფურის ყოფილიყოს და გეგონებოდათ სადაცაა დაიმსხვრევაო.კაცები ხომ კარგად ხვდებიან ყველაფერ წმინდას როგორ ასდის ახლად ამოკოკრილი იების სინაზის სუნი.დემეტრე ბერაიაც მიხვდა შეხების საიდუმლოს და ის აღარ გახლდათ ვნებას დახარბებული მამაკაცი.ის ახლა ისე ფრთხილი იყო, როგორც ფრთამოტეხილ ბეღურას მიახლოებული,რომ არ დააფრთხოს და არ გააფრინოს."იქნებ ვუყვარვარ?" ფიქრობდა მოლოდინისგან ჩიტისფრთა ფეთქვას მინდობილი მოცახცახე და სულის ყველაზე მალულ კუნჭულში გაისმა ვედრებასავით "ნეტავ ვუყვარდე".მხურვალე ბაგეებზე აკრულმა კაცის ტუჩებმა, მხოლოდ წამიერად დაიჩურჩულეს ძილისპირულივით მშვიდად მოღიღინე აღსარება ერთ სიტყვად და მასში ჩატეულ მთელ ქვეყნიერებად-"მიყვარხარ", თუმცა ერთ სხეულად ქცეულის დაბინდულ გონებას მის ყურთასმენამდე არ მიუტანია გახელებულის გულწრფელი სიტყვა. ...და მაინც, ნეტავ სცოდნოდა როგორი მაცდური იყო შეყვარებულისთვის, სასურველი ქალის, თაკარა მზისგან, ოქროს შვილებისფრად შეფერადებული ეს შიშველი კანი. XIX "მარტის ყვავილებივით მოფარფატე პეპლისფრთა ნათებები" სასტუმროსთან შემოლაგებული მუშები ჯგუფ-ჯგუფად გახლდნენ დაყოფილნი, ხარაჩოებზე მოძრომიალეები გარშემო ერტყნენ შენობას და კერამო გრანიტის ფილებს დიდი გულისყურით აკრავდნენ უკვე გასუფთავებულ კედლებს. შიგადაშიგ გაისმებოდა შეძახილები, სისტემურად მიყოლილნი ამოწმებდნენ ერთმანეთის გამრჯე ხელების შრომის ნაყოფს. სამაგიეროდ ბიბლიოთეკის ვრცელ ოთახში იყო ჩამოწოლილი სიჩუმის მელოდია. ხის მასიურად ოვალურ მაგიდაზე გადაშლილი იყო ჩანახაზები და შემოკრებილნი, გაფაციცებით აკვირდებოდნენ ბერაიას, რომელიც ხან ფორმატის ფურცლებს ზომავდა თვალით, ხან ლეპტოპის ეკრანს აშტერდებოდა ინტერესით.ლიზამ ძველ ფიჭვნარში იპოვა შთაგონება და ერთიანად გახალისებულს უკვე მზად ჰქონდა ახალი პროექტი, მთელი თავისი მშვენიერებით და ფერთა გამით. ხელებგადაჯვარედინებული ნიკოლოზი დამცინავად აშტერდებოდა თითებმოთამაშე გოგოს მოუთმენლობას და ერთი სული ჰქონდა მეგობარს ხმა ამოეღო, რომ ეს საშინელი დაძაბულობა მოესპო.როგორც იქნა ხელმძღვანელმა ინება ალაპარაკება და ღიმილით გააჟღერა კმაყოფილი ვარ ახალი დიზაინითო.ახლა ლიზა ჰგავდა იმ ადამიანს, რომლის მხრებზეც, ვიღაცამ მსოფლიოს სიმძიმე მოათავსა და დღეების განმავლობაში წელმოხრით მოსიარულემ ერთიანად შეძლო ამ ტვირთის მოშორება. წელში გასწორებული შვებით სუნთქავდა და სახის კუთხეებს წელავდა სიამაყით.რამდენიმე წუთის წინ, ტელეფონის ზარის გამო წიგნების საცავიდან გავარდნილი ბაჩუკი, დაბრუნდა და ღიმილით ამცნო ბერაიას საუბრის შინაარსი. -დემე მიწაზე დარეკა იურისტმა, ყველაფერი მოგვარდა, მეორე მხარე თანახმაა ხელი მოაწეროს ნასყიდობის ხელშეკრულებას...-გეგონებოდათ მარათონი გაირბინაო, ისე გულამოვრდნით მიახალა...-როგორც კი ჩავალთ, საჯარო რეესტრში გადაიფორმებ და ოფიციალურადაც შენია. -დიდხანს ლოდინი არ მოუწევს...-ახალი ამბით კიდევ უფრო მეტად დაკმაყოფილებულმა, მშვიდად ამოთქვა...-ლიზას ახალი დიზაინი მომწონს.თვის ბოლო მოდის და როგორც კი ხელფასებს დავრიცხავთ და გარე ფასადის მოპირკეთებას მოვრჩებით, მაშინვე წავალთ. -ისე, სახლის მშენებლობა ცოტა ხნით გადაიდება...-შეფიქრიანებულმა ლუკამ კარგა ხნის შემდგომ დაარღვია სიჩუმე და ისევ ფურცლებში თავჩარგული ბერაიას ყურადღებაც მიიპყრო...-თუ ჯაბა ძველი ქარხნის პროექტსაც აიღებს, მაშინ სახლის მშენებლობისთვის ნამდვილად აღარ გვეცლება. -არაუშავს...-დემეტრე მიუხვდა სიტყვების არსს.სამი პროექტი უკვე ზედმეტად დიდი შრომა კი არა, შეუსრულებელი მისია იქნებოდა...-მთავარია პროექტი შევადგინოთ და ხარჯები განვსაზღვროთ, შენებას მოგვიანებით დავიწყებ. -რა სახლზეა საუბარი?...-ახლა, როცა იმედები გამართლებული იყო მისი მხრიდან, ლიზა გამოერკვა და მოინდომა გაეგო,თუ რატომ იყო მისთვის სახლის თემა ჯერ კიდევ უცნობი...- სახლების დაპროექტება ინვესტიციის ახალი ფორმაა და მე მოვლენებს ჩამოვრჩი, თუ....? -დემეტრემ მიწა იყიდა და სახლის აშენებას აპირებს...-გაუაზრებლად წამოაყრანტალა ლუკამ და ბაჩოს წარბაწეულ მზერას რომ წააწყდა, მაშინვე ენაზე იკბინა, თავისი მოუთმენლობისთვის. -დემე სახლს იშენებ? ...-ბიჭი თავს არიდებდა მის კითხვას და გამხიარებულმა, ამ უეცრად წამოჩიტულ საიდუმლოს რომ შეეჩეხა, გაეხუმრა...-რა მოხდა, სოფიო და ჯაბა უკვე ვეღარ გიძლებენ? -არა...-პასუხს რომ თავს ვერ აარიდებდა, თავადაც კარგად მოეხსენებოდა, ამიტომ ისევ შორიდან მოვლა და მისი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება განიზრახა...-დროა ცალკე გადავიდე საცხოვრებლად. -უცნაურია, ჩემთვის აქამდე არ გითქვამს, რომ კერძო სახლი გინდოდა...-ეჭვმა დაიდო თავის ქალაში ბუდე და კითხვის ნიშნებით სავსე თვალები მიანათა ადრესატს...-არადა ყველამ იცის...-ბერაიას მისი საყვედურნარევი ტონისთვის ყურიც რომ არ უთხოვებია მერე ისევ ღიმილით სცადა მისი ყურადღების მიქცევა...-ტრიდე დიზაინს მე გაჩუქებ. -მოდი საქმეს მივხედოთ ! ჩემს სახლს, მის ტრიდე დიზაინს და პროექტს მე თავად მოვუვლი...-მოუთმენლად წამოიძახა და გაშლილი ხელისგულით მიუთითა ფურცლებზე, მისი ამგვარი გამოხტომით ადგილზე გახევებულ გოგოს...-რადგან მეორე სართულის დიზაინი უკვე გვაქვს, ლიზა დარეკავს ავეჯის ხელოსანთან ,რომ მასალები ჩასვლისთანავე იყიდონ... -მე ხელახლა შევადგენ ხარჯთაღრიცხვას. მგონი დიდ სხვაობას მოგვცემს...-ბაჩომ თითს ბალიშებით აათამაშა სიფრიფანა ფურცელი, რომელზეც ჩანახატი იყო და დამცინავად ჩაიქირქილა...-რადგან ლიზა აღარ ითხოვს, იმ თავისი გერმანული მდფ-ით დამზადებულ, მინიმალისტურ ავეჯს, შეგვიძლია თამამად ვთქვათ რომ პროექტის ბოლოს თირკმელების გაყიდვა არ მოგვიწევს. -გაყიდვა არ ვიცი, მაგრამ შეიძლება თირკმელები საერთოდ აღარ დაგჭირდეს...-დაცინვას მარტივად მიუხვდა გოგო და წაუსისინა წამკბენს...-პროექტის ბოლომდეც არ გალოდინებ, დიდი პატივისცემით, ახლავე გაზიარებ მაგ ბედნიერებას. -აი, პიტნის ჩაის მოქმედებამ გადაუარა...-საჩვენებლი თითი გაიშვირა ლიზას ფიგურისკენ და ორი ნაბიჯით უკან დახეეულმა დემონსტრაციულად მიმართა ოთახში მყოფებს...-მაგრამ არც მიკვირს! ამას პიტნის ჩაი კი არა, თვითონ პიტნა რომ აჭამო ტონობით, მაინც ვერაფერს მოუხერხებს. -არ გამახსენო ეგ საზიზღრობა...-სახე აიმრიზა, თითქოს ახლაც კი გრძნობს იმ საშინელ გემოსო...-ოთხი დღე გავიდა და მაინც, გული ისევ მერევა. -არადა პროექტზე რომ ვმუშაობდი, ჩემს გეგმებში საერთოდ არ შედიოდა ბაგა-ბაღის გახსნა...-რადგან ლუკაც გემრიელად ხითხითებდა, მხოლოდ ნიკოლოზს მიუბრუნდა სრული სერიოზულობით ბერაია და მანაც დინჯად დაუკრა თავი, თითქოს სიტყვა-სიტყვით გაიგო რაც უთხრესო...-ნიკოლოზ შენ სადღა დაფრინავ? -დემე მუშებმა ზედა ნაწილის მოპირკეთება დაასრულეს და როგორც მოვილაპარაკეთ, სანამ შებინდდება მანამდე უნდათ წასვლა...-ნიკოლოზს მშველელად მოევლინა კიტა და ოთახში შემოსულს ერთიანად ჰქონდა სახე აწითლებული თაკარა მზეში მუშაობისგან. როცა მიხვდა ბერაია ვერ იხსენებს რაზე ველაპარკებიო, მოთმინებით აუხსნა...-ხომ იცი, რომ მინდვრებში ბევრი სამუშაო აქვთ, ხვალ კვირაა და ეს ორი დღე სჭირდებათ, რომ ხილის მოკრეფა მოასწრონ. -კი, როგორ არა , გამახსენდა...-წამიერად შეცბუნებული გამორკვა და პირობაც გაიხსენა...-უთხარი რომ ორშაბათამდე თავისუფლები არიან...-კარისკენ მიმავალს მოუთმენლად მიაძახა...-კიტა, ისიც უთხარი რომ ხელფასები ხვალ დაირიცხება. კვიციანი თვალს მიეფარა თუ არა, ბაჩომ წუწუნი ააყოლა, ჩვენც წავიდეთ სახლებში, მთელი დღეა სიცხეში ვიგუდებით და აქ მუშების გარეშე მაინც ვერაფერს ვიზამთო. ხანგრძლივი სამუშაო დღის შემდგომ, მომბალმა ბერაიამ მორჩილად დააქნია თავი და ხელებ გასავსავებუბს გადაჰკრა სახეზე შეცბუნებამ, როცა თანხმობის ჟესტის დაჭერისთანავე სათითაოდ გაცვივდა ყველა ეზოში.მობუტბუტემ ხელი მიჰყო ფორმატის ფურცლების, ჩანახატების და საბუთების შეკოწიწებას,დაკეცილი ლეპტოპი რომ ამოიღლიავა, თავადაც დაადგა მათ გზას. ავტომობილში ყველაფერი მოათავსა, თვალი შეავლო ზურაბის კუბოკრულ, ერთიანად მიწით დასვრილ პერანგს, თვალთახედვით სცადა ნაცნობი სახის დალანდვა, თუმცა მხოლოდ ნინიკოს აღაჟღაჟებულ ლოყებს შეეჩეხა, მზსიგან აკვასკვასებულნი კიდევ უფრო მეტად რომ უმრგვალებდნენ სახეს.კვიციანისკენ ნაბიჯით წაწეულმა, ჯერ გამართული დიალოგის მოსმენა ამჯობინა, საკუთარი თავი რომ არ გაეცა, თან გაფაციცებული ეძებდა თავისთვის სასურველს. ბოლოს მოთმინების ფიალა რომ ამოეწურა, შეფარვით იკითხა. -ზურაბ, ჯანაშია სად არის?...-სხივების ცეკვას რომ წააწყდა შუახნის კაცის სახეზე, მაშინვე აბნევით დაუზუსტა ინტერესის მიზეზი...-ჯანაშიას ველოდებითთქო? ამის კითხვა მინდოდა. -ჩვენ ახალი, დეკორატიული ხეების, დარგვას ნახევარი საათია მოვრჩით...-როგორც არ უნდა ეცადა, ამ სიყვარულ გამოვლილ კაცს აბა რას მოატყუებდა ახლად გამოჩეკილი ქვეშ-ქვეშა?...-ტასო ფიჭვნარისკენ წავიდა და ჩვენ ჩრდილში ვისვენებდით...-ღიმილით გადახედა გვერდით მდგარ ნინიკოს. -არა, ერთი უნდა წავიდე და ვნახო რა ფიჭვნარია ასეთი...-გაგულისებით წამოიძახა დონჯშემოყრილმა ბაჩომ და ამჩატებულმა გაიწია ტბისკენ...-ჯერ იყო და ეს ქალბატონი ვერ გამოვწიწკნე იმ ტყე-ღრეს ხელიდან, ახლა ჯანაშიამაც დაიწყო...-სრული სერიოზულობით უხსნიდა ზურაბს და გარშემო მყოფებმა კიდევ ერთხელ დაასკვნეს, რომ ეს ბიჭი თავის ძია კაც, ტარიელთან უფრო და უფრო მეტ დროს ატარებდა. -არა, მე წავალ!...-აფოფრილს მაჯაზე წაეტანა ბერაია და შემართებით ნაბიჯ წადგმული მოაბრუნა თავისკენ...-ჩემ მანქანაში ისედაც მხოლოდ ერთი ადგილია დარჩენილი...-ეჭვნარევად აწეულ წარბებს რომ წააწყდა უცებვე განმარტა...-თქვენ წადით, მე ვიპოვი იმ ტყედ გავარდნილ, უთოფო ყაჩაღს და წამოვიყვან. ზედმეტად აღარავინ ჩაფიქრებულა, დღის ხანგრძლივობისა და მცხუნვარე მზისგან მოღლილი ხალზი ზანტად წავიდა სასტუმროს წინ დაყენებული მანქანებისკენ და ნაბიჯგადადგმულ ბერაიას, ბაჩო ჩამოეკონწიალა მკლავზე.გაკვირვებულმა რომ ააწება თვალთახედვა, ბიჭმა ქუთუთოები მოიწვრილა და ჯაშუშივით უჩურჩულა, მაინდამაინც ასე თამამად ნუ გაახმოვანებ ჯანაშიასთან ტყეში გავარდნილ,უთოფო ყაჩაღს რომ უწოდებ, თორემ სახლში ის კი დაბრუნდება, მაგრამ შენ დაგტოვებს გაღიმებულს, ფიჭვნარის სიგრილეშიო. დემეტრე ნელი ნაბიჯით გაუყვა, ტბის გარშემო, რკალად შემოვლებულ ბილიკს. ვრცელ გზას ბოლო არ უჩანდა, თუმცა მოზრდილი ბალახები ისე სასიამოვნოდ ირხეოდნენ ივლისის ჩამავალი მზის მოტანილ სიგრილეში, რომ წამიერადაც არ დაუწუწუნია საკუთარ თავთან.უნდოდა მისი სახელი დაეყვირა, რომ რაც შეიძლება მალე შემოხმიანებოდა აჩქარებული გულის ფეთქვა, თუმცა სულ მუდამ თავდაჭერილმა ახლაც კი ვერ შებედა აჟრიამულებას მოხმობა.ფიჭვთა აზიდული, სულ მუდამ მწვანედ მოხასხასე კენწეროები სხივებში იკარგებოდნენ და ამაყად, ყველასგან გამორჩევით მდგომნი, თითქოს დამცინავადაც შესცქეროდნენ აგუგუნებულ ფეთქვას ბიჭის ძარღვებში.წამიერად წაავლო თავისი ნაცსრისფერი სფეროები აბრჭყვიალებულ ნათებას და ადგილზე შეიცადა, როგორც ქურდი დანაშაულის წინ, ისე შეემზადა სათვალთვალოდ და ახლა ადგილზე გახევებული, მაცდურად უცქერდა ბალახებში მიწოლილი გოგოს გაბადრულ სახეს. მინდვრის სიხასხასეს მინდობილს, სახე მიეშვირა ციდან მომავალი ნარინჯისფერი ნათებებისთვის და გატრუნული უღიმოდა მწუხრის ჩამოწოლის მოლოდინს. როგორი უცნაურიაო, თავის ქალაში ბუდე დაიდო სასიამოვნო აზრმა, ისეთი მშვენიერი იყო ეს თავისუფალი, მეამბოხე სული, ერთიანად გაშიშვლებული მხოლოდ მის წინ, ყველა გალავან ჩამოლეწილი და სამყაროს უკიდეგანობას შეჩვეული.მისთვის ჯანაშია იყო ის თავქარიანობა, რომლის გამოჩენაც წლების მანძილზე ერთხელაც ვერ შეძლო. სიცოცხლის შეგრძნებები მუხლებიდან მოცურავდა, მკლავებამდე ამოდიოდა და ერთიანად უბიძგებდა ადგილს მიყინულს, დაიძარი, უკვე დროაო. ჯანაშიამ იგრძნო, როგორ დამძიმდა მიწა თავის გვერდით, ღიმილის კუთხეები უფრო მეტად გაწელა და ჟრუანტელ დავლილმა მკლავებმა ერთხმად ამცნეს, რომ ლავიწის გასწვრივ, სიცოცხლის წყაროსთან ვიღაცამ შეატოვა ცხელი კოცნის კვალი. დაბრმავებულს არც კი უცდია შეეხედა, ისე თვალნათლივ და ხელშესახებად ცნობილი იყო ავტორის ვინაობა.ერთიანად მიჩოჩებულმა, მის მარცხენა მხარეს, აგუგუნებულ ჩიტისფრთა ფეთქვას მიანდო თავის სიმძიმე და ელიკოს შემოჩვეული ჟღალი ფისუნიასავით გაიტრუნა, აბურდულ თმებში მისი თითები რომ დაიგულა.ხმა არ გაუღიათ, ან კი რა უნდა ეთქვათ, როცა ყველაფერი ისედაც ნათქვამი იყო, მხოლოდ ერთი გუდა ელოდა თავის მოხსნას, რომ იქედან ანასტასია ჯანაშიას სიტყვები, მწუხრის ჩამოწოლისას თხილის ხეებთან გამოჩენილი ციცინათელებივით გამოფრენილიყვნენ. "იცხოვრე ჩემში. შემოიჭყიტე გულის ფართოდ გაღებულ კარებში და იცხოვრე ჩემში. წაიღე ჩემი ამბიციები,სიამაყეები,უარები და იცხოვრე ჩემში. შენი ნივთები,შენ სურნელადინებული ტანსაცმელი და ჩიტისფრთა ფეთქვა,იცხოვრე ჩემში. დამავიწყე რა არის სიმშვიდე,მოიტანე შფოთი და მოუსვენრობა,იცხოვრე ჩემში. დაიკავე გულის ყველა კუთხე, მონახე კუნჭულები ყველაზე მიმალულ სიყვარულებში,იცხოვრე ჩემში. შენი სუნთქვა და ბგერის სიხშირე,ჩემ მხრებზე გადმოდინებული შენი სიახლოვე,გადმოდი ჩემთან. მოდი ჩემს მარცხენა მხარეს,სიცოცხლეში დაიბუდე არსებობა,იცხოვრე ჩემში. შეგიძლია მატკინო გულის ფეთქვა,ამომიღამო თვალები შენი მოლოდინებით,გუგებში ჩამიწვინო დარდისხელა ტკივილები,იცხოვრე ჩემში. შემინახე შენი ქურთუკის ჯიბეში,როგორც გადახუნებული,ძველი ფოტო,წარსულიდან გამოყოლილი მაგრამ ძვირფასი და იცხოვრე ჩემში. მომიყევი ამბები,ამიკინძე სიტყვები,ამიციმციმე თვალები და მარტის ყვავილებივით ჩამომიფარფატე პეპლისფრთა ნათებები. სიტყვების მჯერა ! თვალების მჯერა ! შეხებას ვიწამებ ! გადმოდი ჩემთან ... იცხოვრე ჩემში." -თბილისში ყოფნისას მიწა ვნახე, ქალაქგარეთ. ნახევარი საათის სავალია თბილისამდე...-აფარფატებული ციცინათელებივით გაებნა აზრი, როცა უეცრად შემოიჭრა მისი ხმა ფიქრებში...-სახლის აშენებას ვაპირებ. -დიდი დემეტრე ბერაია ქალაქის ცენტრს ტოვებს და თან ერთი ხელის მოსმით?...-მისი სიტყვებით გაოგნებული წამოიმართა, ნიდაყვით დაეყრდნო მიწის სითბოს. ხელისგულს, მის მკერდზე რომ შერჩა, ნიკაპით ჩამოეყრდნო და დამცინავად აციმციმებული თაფლათვალებით მიაშტერდა...-რა ეშველება მოკირწყლული ქუჩის კაფე-ბარებს და რესტორნებს? -სულ ტყუილად ცდილობ ჩემს დაცინვას...-მიმიკა არ შეუცვლია ისე მშვიდად გამოაჯავრა ანცობით გართულს...-უკვე აღარ გამოგდის და შეეშვი, სანამ შერცხვები...-ამჯერად კი გადახედა ნიშნისმოგებით, წამოჭარხლებულს. -ნუ მიწვევ დემეტრე!...-წარბი აუწია და თვალები დაუბრიალა, მისი სიტყვების შეფარულ აზრს ჩამწვდარმა...-თორემ ძალიან მოვინდომებ და მართლა შერცხვები! -საუბარი სხვა თემაზე გადაგაქვს?...-ირონიულად ჩაუტეხა ღიმილის კუთხე და არ აცადა სიტყვის ბანზე აგდება...-ლიზამ შემომთავაზა შიდა დაპროექტება და ტრიდე დიზაინის გაკეთება, საჩუქრად...-ნიადაგის სიხისტე მოსინჯა, თან სხეულში გამჯდარი მწვალებელიც გამოაღვიძა მის ასაფოფრად...-მაგრამ არ მგონია სწორი იყოს, ჩვენი სახლის, მისი დიზაინით მოწყობა. -ხოო, აბა რა. ლიზას გარდა, შენ სხვა დიზაინერს როგორ იპოვი...-ჯანაშია მასთან შედარებით, მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანდა გალეული, თორემ გული მთელ სამყაროს დაიტევდა ჩასაყლაპად.ჩვეულად წაფოფრილმა, ერთიანად მიაყარა ქოქოლა...-თან შენი ხელფასით რას გასწვდები დიზაინერის დაქირავებას, ლიზას საჩუქრის იმედადღა თუ იქნები...-გული იჯერა და გაბრაზებულმა მაინც მის კისერთან მიასვენა წამოჭარხლებული სახე. ერთიანად გატრუნულს გონებაში დაურბოდა ბერაიას და ლიზას ისტორია, ახლა ეს როგორ გაუბედა და ახარა.თითქოს არ იცოდეს, რომ ანასტასიას მაინდამაინც გულზე არ ეხატება ის ქერათმიანი ქალბატონი. გული რომ იჯერა საკუთარ სხეულში ჩამძვრალმა, ორივეს გაკიცხვით, მერე ჩამოწოლილ სიჩუმეს მიაყურადა და გონება ნათქვამ სიტყვებს ჩასწვდა.რაღაც არ გამოდიოდა, იხსენებდა და ეგონა რაღაც არასწორად მომესმაო, მაგრამ რაც უფრო მეტად ჩაუღრმავდა, მით მეტად გასაგებად იკვეთებოდა შემოთავაზება. ჩაჩუმებულმა სახე წამოწია და გაფართოებული თვალის გუგებით დააკვირდა სარკასტული იერის მქონეს...-აბა გაიმეორე, თითქოს რაღაც მომესმა. -მე ვთქვი, რომ სწორად არ მიმაჩნია, ჩვენი სახლის, ლიზას დიზაინით მოწყობა...-სიტყვა სიტყვით დაუმარცვლა, გააწვალა და დაღალა სანამ წინადადებას დაასრულებდა.მერე კი, როცა მორჩა სულთამხუთავად მოვლინებას, სახე დაისერიოზულა და დინჯად გააჟღერა მტკიცე გადაწყვეტილება...-არ ვაპირებ ნოემბრის ბოლოს, ზამთრის თოვლიანი ამინდების გამო შეწყვეტილი სამუშაოების შემდგომ, უბრალოდ ხელი ჩამოგართვა და გაზაფხულამდე დავიშალოთთქო გითხრა...-გულმა ფეთქვა შეანელა პასუხის მოლოდინში. ახლა ბერაია ჰგავდა სამსჯავროზე წარდგენილ ცოდვილს, რომელიც ბეწვის ხიდზე გადადის და არავინ იცის, როდის ჩაუწყდება სიფრიფანა ძაფი. -არ ვიცი...-დაიჩურჩულა ანასტასიამ და მძივივით გაიბნა მინდორში, თვალებს აცეცებდა თავისი განცვიფრების წარმოსაჩენად...-ჩვენი ამბავი ისეთი ახალია, სულ ორი თვე გავიდა, შენ უკვე მიწა იყიდე , კერძო სახლის მშენებლობაზე ფიქრობ,თითქოს ყველაფერი გათვლილი გაქვს...-ჩაფიქრებული ისვრიდა სიტყვებს და ხან ტბის მოკამკამე წყალს მიენდო, ხანაც ფიჭვების ჩამავალი მზის ფონზე აბრჭყვიალებულ წიწვებს...-მე კი ჯერ... ისიც არ ვიცი ხვალ რას გავაკეთებ. -როგორ არ იცი...-დარწმუნებით დაიჩურჩულა ბერაიამ და საერთოდ არ შეუმჩნევია წყენა, პასუხისგან თავის არიდების მიზნით, ისევ სხვა თემაზე რომ გადაუტანეს საუბარი...-ხვალ მე და შენ... -როგორ ფიქრობ საძინებელს ხორცისფერი შპალერი მოუხდება? თუ საღებავის გამოყენება ჯობია?...-მხართან მისვენებულმა ანასტასიამ უდარდელად გააჟღერა კითხვა და აქამდე ცის შემყურე ბერაიამ რომ გაკვირვებით გამოხედა, ანცად ჩაიკისკისა...-რომ იცოდე, მე აღარ ვაპირებ ბნელ ოთახში ძილს, დიდი და ნათელი საძინებელი დაგვჭირდება! -რაღა დაგიმალო და არ მგონია შენმა მოუსვენრობამ, ძილი მოახერხოს ჩვენს საძინებელში...-დამცინავმა ტონმა წაკბინა ჯანაშიას, წამომართულმა დაუბრიალა თვალები სითავხედის ავტორს, მაგრამ გულმა ვერ მოითმინა და მის მშვიდ სახეს რომ შეეჩეხა ერთიანად დანებდა ამ ტკბილ შხამს. აქამდე უდარდელად მოლაპარაკემ, გაანალიზა წუთების წინ გაჟღერებული შემოთავაზება და თავისი უეცარი თანხმობა. შიშატანილი წაეტანა მისი ტუჩის კუთხეს და ახლად წამოკოკრილმა წვერმა სახე დაუსუსხა მასზე აკრულს. შეძრწუნებამ და მოსალოდნელის მწარედ ახდენის ეჭვმა დარია ხელი. მკლავგაწვდენილი ერთიანად მოეხვია და სანახევროდ მასზე მოთავსებულმა დახუჭა თვალები, თითქოს ასე შეძლებდა მომენტის გაჩერებას. როგორ სწრაფად ამოძრავდა დედამიწა, თითქოს დრო გარბოდა, თავაწყვეტილი მუქი ნათება წამითაც არ დაგიდევდათ შენელებას, ახლა ცხოვრება ისეთი ტკბილი იყო და ამის გამო, იმედის ერთიანად მოკაშკაშე მაშხალები ემუქრებოდნენ ჯანაშიას, კიდევ ერთხელ მიწაზე დახეთქებით. მიხვდა რომ დემეტრე ბერაია ჰგავდა ლამაზ ფოტოს. იმ ლამაზ ფოტოს რომელშიც ის იდგა მის გვერდით, ყურებამდე გაღიმებული,თვალებში ჩაწყობილი ათასი ბედნიერებით, ყვავილებამოქარგული კაბით და თეთრი მხრებით,მაგრამ მათ გარშემო არაფერი ჩანდა,ამ ფოტოში მხოლოდ ის ჩანდა მის გვერდით. საოცრად მისი იყო ამ ფოტოში,მაგრამ ირგვლივ სიცარიელე ბობოქრობდა და ეს სიცარიელე კლავდა.ამიტომ ჰგავდა ფოტოს,იმ ფოტოს რომელსაც შუაზე გლეჯდა და ნაკუწებად აქცევდა.ფიქრობდა რამხელაზე შეტოპა,რა ღრმად შევიდა ოკეანეში ის, ვინც არ იცოდა ცურვა და ვერც ისწავლიდა. პირველად დაფიქრდა რომ უნდოდა ოჯახი. დემეტრემ კი ისიც არ იცოდა რომ აქამდე ამ სიტყვას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ჯანაშია ხომ მხოლოდ წარსულით ცხოვრობდა და იმ წარსულშიც მილას ფაიფურივით თეთრი სახე იკვეთებოდა მხოლოდ. ამიტომ არ სჯეროდა სიყვარულის, არ სწამდა მარადისობის და ფიცის, რომელსაც დებენ ქორწინებისას. ნენეს სწამდა ქრობის და ჭკნობის და ზუსტად ამიტომ, წამიერად დემეტრე ბერაია ისე შორს აღმოჩნდა ,ისეთი უაზრო სიტყვა და მოქმედება გახდა, რომ ეს უბრალოდ სურათს დაემსგავსა. იმ ფოტოს, რომელსაც ახალ სახლში ჩამოკიდებდა და ეცოდინებოდა რომ არ სწამს ამის. ამიტომაც გავდა ეს სურათს, რომელსაც შუაზე გლეჯდა და ნაკუწებად აქცევდა. უყვარდა! თუმცა დარწმუნებული არ იყო, რომ დემეტრე ბერაიაც შეძლებდა მისი ჩამონგრეული, თავზე დამხობილი იმედების და ნასახლარზე გაწოლილი სულის, სიშიშვლის შეყვარებას. -მგონია, რომ კომპრომისები ძალიან კარგად გამოგვდის, ერთხელ უკვე იმუშავა...-ბერაიას დამაჯერებელმა ტონმა ჩურჩულად გაიჟღერა უკვე კარგად შებინდებულ არე-მარეში...-მე სრულ თავისუფლებას მოგცემ, თუ გინდა სულ ყვითლად გადაღებე სახლი...-შეჩერდა, მისთვის დაფიქრებას საშუალება, რომ მიეცა. ამ დღეების მანძილზე მასთან მილიმეტრის მანძილის სიშორემ, აათვისებინა სხეულის ენა. ახლა სანახევროდ მის სხეულს დანდობილი ანასტასია ერთიანად ცახცახებდა,მოაგონდა სამზარეულოში პირველად დაჩურჩულებული:- "ჩემთვის სულერთი არ ხარ" და ბერაია მიხვდა რომ ისევ რაღაც საშინელებას უხატავდა გონების ბნელი კუნჭულები მის თავს...-სანაცვლოდ შენ, სისულეებზე ფიქრს შეეშვები და საკუთარ თავთან აღირებ, რომ მიყვარხარ. -ყვითელ ფერს რას უწუნებ?...-წამოიძახა უცებ და გაკვირვებულმა ააპყრო მზერა...-ეს რა დამცინავი ტონია? შემოდგომის ფოთლების მაინც შეგრცხვეს! -თუ არ ავბარგდებით და ნელ-ნელა კვიციანებისკენ არ წავალთ, შერცხვენას და კართან მობუზვას მერე ნახავ, როგორია...-მუქარამ გაიჟღერა და მის მხარს მოცილებული რომ დაიგულა, მარდად წამოიმართა.სანამ ჯანაშია ბალახებში გაფენილი სარაფნის ბოლოებიდან, მიკრულ წებოვანებს იშორებდა, მანამ ფეხზე წამომდგარმა დემეტრემ დრო იხელთა და კითხვა გააჟღერა...-რამდენჯერმე მითხარი შიშით მეღვიძება გამთენიისასო, მაგრამ შენ ჩემზე ბევრად გვიან გაიღვიძე მაშინ და შეშინებულიც არ ყოფილხარ...რა დაემართათ შენი ძილის დემონებს? -იმ ღამით, ძილს არ შევუშინებივარ...-უდარდელად დაიჩურჩულა მის გვერდით ასვეტილმა და დამცინავად დაუკვესა თვალები...-ალბათ მიხვდნენ რომ ჩემს სიზმრებში არაფერი ესაქმებოდათ, როცა შენი თავის ქალა სრულიად ცარიელი დაუხვდათ. -იქნებ უბრალოდ შენ გონებას აღარ ეცალა, მათზე საფიქრალად...-გამოწვევა მიღებული იყო და დანაპირებს ფეხს არ მოუცვლიდა, ბრძოლა ყოველთვის თანასწორი უნდა ყოფილიყო.იმარჯვა და ადგილზე გაახევა. თვალის უპესთან მიწებებული ბაგეები ნელ-ნელა ჩამოსცდა ლოყის კუთხეს და გახშირებული სუნთქვა ეცა სახეში ბერაიას...-ეს სუნთქვა საიდანღაც მეცნობა...-აწვალებდა და ასე ირთობდა თავს, მზაკვრულად აცეკვებული ჭინკები უხტოდნენ თვალებში, მისგან მილიმეტრობით შორს მყოფმა ბუტბუტი დაიწყო უხერხულობის გადასაფარად, თუმცა მეტად კი აჭარხლდა, როცა სარკასტულმა ტონმა ძვალ-რბილში გაუატარა დაცინვა...- შორისდებულებით ნუ მელაპარაკები ტასო ! სიტყვები გამაგონე ! კვიციანებს ერთიანად შეეღოთ მისაღების კარები და გაშლილ სუფრასთან დასაჯდომად კარგა ხანს ფეხის მთრეველები, საბოლოოდ დაარწმუნა ელიკომ დაიწყეთ ვახშმობა და შემოგვესწრებიანო.სწორედ ამიტომ დაუხვდა ორ შემოღამებულს, ყველა, მაგიდის გარშემო შემომსხდარი და ორი ლანდის ასვეტისთანავე წყვილ-წყვილი თვალი აეკრათ თითოეულს. ზურაბმა შემოსწრებულები ადგილებთან მიიხმო და ცალყბად გადახედა მომღიმარი მეუღლის ეშმაკურ ჩაცინებას. -ზურაბ თქვენ რამდენი ძირი დეკორატიული ხე დაგრჩათ დასარგავი?...-სიტუაცია განმუხტა ბაჩოს შეკითხვამ და დემეტრემ შვებით ამოისუნთქა, მეგობრის უკბილო ხუმრობას რომ ვერ წააწყდა.სამაგიეროდ,როგორც კი ზურაბმა პასუხი გასცა და ახარა დღეს ახალი პარტიიდან ყველას დარგვას მოვრჩითო, მაშინ კი შეეკრა კოპები ბერაიას...-აბა ესენი, ამდენ ხანს, რას აკეთებდნენ სასტუმროსთან ვინმე მეტყვის? მეგონა ფიჭვნარის გასაშენებლად იყვნენ იქ. -ბაჩუკი გაიზარდე და ისწავლე, როდის ჩაიკმინდო ხმა!...-გვერდზე მჯდომმა ნიკოლოზმა ნიდაყვი გაკრა და მწარედ წაუსისინა ენაჭარტალას, როგორც კი ჯანაშიას აჭარხლებულ სახეს წააწყდა. -დემე, ჯაბამ დამირეკა.მითხრა დიდი ხანია ვურეკავ და არ მპასუხობსო...-ლუკამ ნიკოლოზის წამოწყებული საქმე გააგრძელა და საუბარი სულ სხვა თემისკენ წარმართა...-მთხოვდა, გადმომეცა რომ ქარხნის პროექტზე უარი თქვა და არ ინერვიულო.სასტუმროსთან დაკავშირებით რა გეგმებიც ჰქონდა, მიჰყვესო...-უდარდელად კი დაიწყო მოყოლა, მაგრამ მის მზერას რომ წააწყდა, გაუგებრობისგან ნელ-ნელა ჩაუწყდა ხმა. -ქარხნის პროექტზე უარი თქვით?...-გაკვირვებულმა ანასტასიამ, ვითომ მარჯვედ მოხელთებული ჩანგალი თეფშზე დააბრუნა და შეთანხმება დავიწყებული, არ შეემჩნიათ თავიანთი გრძნობები, პირდაპირ მიუბრუნდა ბერაიას...-სასტუმროსთან ეს რა შუაშია? -ამ მასშტაბის ორი პროექტის, ერთდროულად გაძღოლა მარტივი საქმე არაა, ამიტომ გადავწყვიტეთ სასტუმროს მივხედოთ და დანარჩენზე მერე ვიფიქროთ...-ჩვეული სიდინჯით განუმარტა და იფიქრა ეს დააკმაყოფილებსო. -ეს ყველაფერი კომპანიის საქმიანობასთანაა ხომ კავშირში?...-ძალიანაც შეცდა. ანასტასიას გონება და გაცხოველებული ინტერესი ამ წამს, ვერაფრით ჩაიხშობოდა...-ხელშეკრულებით რამდენია პირგასამტეხლოს ოდენობა? -ჯანაშია, ყველამ ჩვენ-ჩვენს კომპანიას მივხედოთ...-როგორც კი მისაღების ვრცელ სივრცეში სრული სიჩუმე ჩამოდგა და წყვილ-წყვილ თვალებთან ერთად, ყველას ყურთასმენაც მათზე მოიმართა, ბერაიამ თვალები დააბრიალა და მიმიკით ანიშნა, შეთანხმება არ დაგავიწყდესო...- არამგონია იმხელა გავლენით სარგებლობდე ჩემთან, რომ წვრილ-წვრილად ჩაგაბარო ანგარიში! -გავლენასთან დაკავშირებით ხომ არ ცდებით ბატონო დემეტრე?...-თვალებზე ბინდი რომ ჰქონდა გადაკრული და ვერაფერს ხედავდა, ახლა უკვე ცხადი იყო, ისე გაკაპასებით წამოიძახა. საერთოდ არ შეუმჩნევია ბაჩოს აცეკვებული სახე, ერთიანად რომ აჟიტირდა მათი საიდუმლოს უეცრად გამხელის მოლოდინში...-რავიცი, მიწაზე და სახლზე მშვენივრად...-ბერაიამ ისე ჩაახველა, ალბათ სოფლის ბოლოდანაც ურჩევდნენ ცხელი ჩაის დალევას.ჯანაშიამ საღი აზრი დაიბრუნა და მიხვდა რომ ამ წამს საკუთარი თავის მიერ წამოყენებული მოთხოვნა, ლამის თვითონ დაარღვია მოუთმენლობით. -ბავშვებო მოდით მშვიდად ვისაუბროთ...-ზურაბმა სიტუაციის გამოსწორება სცადა, როცა ელიკოს შიშნარევ მზერას წააწყდა და თვალებით თხოვნა მისწვდა, რამე თქვი თორემ საკუთარ საიდუმლოს, ასე საგულდაგულოდ რომ გვიმალავენ, გასცემენო...-დემე სასტუმროზე რა ხდება? პირგასამტეხლო რა შუაშია?...-კვიციანისთვის,რომ გეკითხათ ყველაზე მეტად რისი გაკეთება, არ გსიამოვნებსო, პასუხად სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფას დაგისახელებდათ,ახლა კი თავისდა უნებურად, მათსავე გადასარჩენად, სწორედ ამას აკეთებდა. -არაფერი საინტერესო...-დემეტრეს გაცეცხლებულ გუნებას, ახლა ყველაზე ნაკლებ ამ თემის ოჯახურად განხილვა სურდა.თავი აარიდა შეკითხვას, ზრდილობიანად და გაშლილი ხელისგულის გაწვდენით, ჟესტით მოუწოდა სუფრის გარშემო მსხდომთ...-ვივახშმოთ. ამ საკითხს კი მამაჩემთან გავარკვევ! ბიჭს კი მწარედ ხვდებოდა გულზე, პასუხგაუცემლად რომ დატოვა კვიციანების ოჯახის უფროსი, თუმცა თავად ზურაბს ძალიანაც ესიამოვნა, ახლა უკვე შეეძლო მშვიდად ევახშმა იმ ფიქრით, რომ სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა არ გამოუვიდა. ვახშმობის შემდგომ, ელიკოსთან ერთად მოფუსფუსე გოგონებმა მისაღებიც და სამზარეულოც რომ მიალაგეს, გაზქურაზე შემომდგარმა ჩაიდანმა დუღილი დაიწყო და ანასტასიამ თავაზიანად გააჟღერა ჩაის დაყენების სურვილი. საერთოდ არ გაკვირვებია, რომ ფინჯნის მიწოდებისთანავე ორივე ქალბატონი, ლიზაც და ნინიკოც ეზოში გაეპარნენ, ბანქოს მოთამაშე ბიჭების საყურებლად. ელიკომ საუბარი გაუბა და შექება სცადა პატარა ბავშვივით, ეს დღეები აღარ მაწუწუნებ ლუკმა-ლუკმა საჭმლის მირთმევაზე და ცოტა ფერიც დაგეტყოო. მართალია აღიზიანებდა ამ თემაზე ხაზსგასმა, მაგრამ თავადაც გრძნობდა რომ რაღაც ძალიან დიდი გარდატეხა მოხდა, ენერგიით იყო სავსე და აღარ სურდა მოსიარულე პრობლემად ეგრძო თავი.სანამ ქალბატონი კვიციანი, კიდევ მეტად გაშლიდა თემას, მანამ იმარჯვა და ორ ფინჯანს დაავლო ხელი, ყავის ცხელი, ბლანტი სითხე მოსათაფლად რომ შეეთავაზებინა ადრესატვის. კიბეები მოზომილი ნაბიჯით აიარა და საძინებელზე მოკაკუნეს მალევე გაუღეს კარი. სამუშაო მაგიდასთან მჯდარმა შეათვალიერა და საწოლისკენ იბრუნა პირი, ჩამომჯდარი ბაჩო ჯერ კიდევ გამომცდელად აკვირდებოდათ, თუმცა ორი ფინჯნის დანახვაზე ეცვალა სიხარულის ნაპერწკლებად და ხელიდან გამოგლიჯა სასურველი სითხით სავსე ჭიქა.საბოლოო ხიდიც ჩაუტეხეს, ახლა ვეღარ ხვდებოდა რით აელაპარაკებინა მასზე განაწყენებული. გონებაში საოცარი აზრი იშვა და ბაჩოს გვერდით მოკალათებულმა, ჭინკები აიცეკვა გუგებში. -ბაჩუკი, ბაჩო...-მართალია დატკბობა და დაშაქვრა, მის მუდამ ირონიულ ტონს არ შეშვენოდა, თუმცა სხვა გზა არ ჰქონდა...-მითხარი ბერაიები რატომ ამბობენ უარს ძველი ქარხნის პროექტზე?...-დემეტრემ კი შეუბღვირა, მაგრამ ანასტასიას კიდევ ერთხელ რომ შეავლო თვალი, არ შემიძლია გაჩუმებაო წაუწუწუნა და ატლიკინების პირას მყოფს, ბერაიას მძიმე ამოხვნეშამ წამიერად ჩაუდუმა ხმა. -ბერაიებმა უარი იმიტომ თქვეს ძველი ქარხნის პროექტზე ჩემო ანასტასია...-რამდენიც უნდოდა ეხვნეშა ბერაიას, მისი მეგობარი აქ იყო და აუცილებლად გაამხელდა მის დამალულ პრობლემას...-პირგასამტეხლოს ოდენობა, სასტუმროს წილის ნახევარია, ამას დაუმატე შესყიდვისას გადახდილი თანხა, პროექტში დახარჯული ფინანსები და საბოლოოდ იმ მასშტაბზე გახვალ, რომ მიხვდები პარალელური პროექტის აღებას რატომ მოვერიდეთ. -მომყიდე წილი და მე დავფარავ პროექტის ხარჯებს...-უდარდელად კი ამოთქვა, მაგრამ გული მოეწურა იმის წარმოდგენაზე, როგორ ლანძღავდა გულში მანამ, სანამ თავად ბერაია,თავისივე თქმის არ იყოს, ყველაზე წამგებიან საქმეზე მიდიოდა. -ასეთი მარტივი არ არის ტასო...-მისკენ გაშლილი ხელისგულით წაწეულმა, თითებში მოქცეული ფინჯანი დაისაკუთრა და მადიანად მოსვა ნანატრი ბლანტი სითხე.სულ არ მიუქცევია ბაჩოს დამცინავი მზერისთვის ყურადღება...-ჯერ ერთი ვერ მოგყიდი იმას, რაც წინარე შეპირების ხელშეკრულებით უკვე სანახევროდ მივყიდე კლიენტს. ასეც რომ არ იყოს, პირგასამტეხლო ფიქსირებული თანხა არ არის, ემატება მიუღებელი შემოსავალიც და საბოლოოდ ისეთ მასშტაბებზე გადის, რომ...-წარბები აწია მეტი ეფექტურობისთვის. -შეგიძლიათ გონება დაძაბოთ და მეორე ვარიანტზეც იფიქროთ...-დასერიოზულებულმა ბაჩომ ჯერ ერთს შეავლო თვალი და მერე მეორეს.დემეტრე მიუხვდა თუმცა ხმა არ გაუღია ისე იბრუნა მხარი. -მართალია!...-ანასტასია პირში წყლის ჩაგუბებას არ აპირებდა...-ხომ შეიძლება რომ ხელშეკრულების მეორე მხარემ თქვას უარი წილის საბოლოო შესყიდვაზე, წინარე ხელშეკრულების პირობები დაარღვიოს და მას დაეკისროს პირგასამტეხლო? -ეგ ვარიანტი განვიხილეთ უკვე...-ისევ ბაჩუკი გამოეხმაურა და ახსნა დაუწყო...-მარკეტინგის ჯგუფის უუნარობის გამოყენება გვინდოდა ჩვენს სასარგებლოდ. ვიფიქრეთ თუ სასტუმროსთვის სტუმრებს არ მოვიზიდავდით მაშინ კლიენტი ინტერესს დაკარგავდა და თვითონ ითხოვდა წილზე ხელშეკრულების გაუქმებას. მაგრამ ასე, ისევ ჩვენ ვარღვევთ ხელშეკრულების პირობებს და იგივე სიტუაციაში აღმოვჩნდებით. -და რა მოხდება, თუ მესამე პირი ჩაერთვება და რაღაც მიზეზით, რაც ბერაიების კომპანიასთან საერთოდ არ იქნება კავშირში, კლიენტს სურვილს დააკარგვინებს და ხელშეკრულებაზე უარს იტყვის?...-მოჯადოებულივით ამოთქვა.ზუსტად იცოდა, რასაც გულისხმობდა. -თვალები აგემღვრა...-დამცინავად წაუსისინა ბერაიამ და სახე წამში დაისერიოზულა...-რაც არ უნდა ჩაგეფიქრებინა, იცოდე რომ არ გაძლევ უფლებას ! -შენ ამხელა გავლენა, როდის აქეთ გაქვს ჩემზე?...-სუფრასთამნ წამოძახილი ხინჯად შერჩა გულში და მომენტს ხელიდან ხომ არ გაუშვებდა? უნდა წაეიკბინა...-უბრალოდ რამდენიმე დღე მომეცი, რას ვკარგავთ? თუ გამოვა ჩვენთვის უკეთესი.თუ არ გამოვა, მაინც არაფერი შეიცვლება...-თხოვნამ აშკარად შეცვალა ატმოსფერო ოთახში და დემეტრე ბერაია ერთმნიშვნელოვნად მოლბაო ვერ იტყოდით, თუმცა მის უკმაყოფილო ამოხვნეშასა და უკან გადაგდებულ თავში, მაინც დაიჭერდით თანხმობის ნიშნებს...-დარეკე ჯაბასთან და უთხარი ძველი ქარხნის პროექტზე ჯერ არ თქვას უარი, ცოტათი გააჭიანუროს! -მამა, გოგო! მამა...-თვალები მოუჭუტა გვერდით მჯდომმა ბაჩომ და სასაცილოდ გააჯავრა ერთიანად წაფოფრილს...-იცი, როგორი ბულკია ჯაბა? დადნება მამას თუ დაუძახებ და შეიძლება თავის უჟმურ შვილზე მეტად შეგიყვაროს...-ვერც ბწკენამ და ვერც მუჯლუგუნმა ვერ უშველა.უფასო ცირკის მსახიობი იყო და მშვენივრად იხდენდა ჯამბაზობას. -მოიცა, ჩვენზე ყველამ იცის?...-სანამ დემეტრე, თავისი კოპებშეკრული სახით ელოდა ყურმილის მიღმა მამის ხმის გაგონებას, ანასტასიამ ვერ მოითმინა და გაკვირვებით ჰკითხა ბაჩოს.ამჯერად ერთი ხმამაღლა დასცინოდა, მეორე კი ტელეფონმომარჯვებული სწევდა წარბებს სხეულში ნაგროვები ირონიის გამოსახატად. -ყველამ არა!...-მხარზე ფრთხილად დაადო ხელისგული და მანუგეშებელი ტონით მოუწოდა სიმშვიდეზე...-ლიზას და ტარიელს ჯერ არ შეუმჩნევიათ. -გული დამიმშვიდდა...-სარკასტულად გამოეპასუხა შებრალებული და სახე მომანჭულმა სცადა სიტუაციიდან თავის დაძვრენა...-მთავარია ტარიელმა არ იცის, დანარჩენზე არც ვდარდობდი. -კარგი ხო...-ხელები გაასავსავა და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გაქცეულმა კარიდან მოაძახა ადგილს მიყინულს...-რა ვქნა?! ვაფასებ მაგ კაცს და ვერ დავუმალე ასეთი ამბავი. შემომაკვდებაო წაისისინა ჯანაშიამ, მაგრამ ადგილიდან წამომხტარს შემართება გაუქრა, როგორც კი ბერაიას ხმა გაიგონა. სავარძლის ხელის ჩამოსადებზე ჩამოსკუპებულმა,ვერ გაათვიცნობიერა, რომ უკითხავად ისმენდა ბერაიების დიალოგს. გველნაკბენივით წაიწია უკან, თუმცა წელზე მოხვეულმა ხელმა შეაჩერა და დემეტრემ მის ყურთან მიწია სახე, რომ შუაში მოქცეული ტელეფონიდან საუბარი ორივესთვის გასაგები გაეხადა.ჯაბა ბარაია მორჩილად დაეთანხმა შვილის შეთავაზებას და დიალოგის ბოლოს, ჯანაშიას მოკითხვამ რომ გაიჟღერა, ერთ ადგილზე გახევებულ ანასტასიას სახე გაუბადრა უცნობმა სითბომ. ვინ იცის, იქნებ ცდებოდა და დემეტრე ბერაია იმ ფოტოს ჰგავდა, რომელშიც მის გვერდზე მდგომ ანასტასიას სიცარიელის მაგიერ, ამომავალი მზის ასტაფილოსფერებული ნათება ერტყა გარშემო? XX "გაზაფხულის გახლეჩილი ყვავილების სიტკბოს ჰგავს" ერთიანად ათეთრებულ ოთახში,სადაც გამოკრული გახლდათ წლების წინ საგულდაგულოდ შერჩეული,ახლა უკვე გამოხუნებული შპალერი, ფანჯრის კუთხესთან მიედგათ პაწაწინა ლოგინი, რომელზეც ემბრიონის ფორმა მიღებული სხეული მიწოლილიყო.საღამურის წვრილი ლენტები ცვიოდა მხრებიდან და ერთიანად მოშიშვლებულს, ზეწარი აეფარებინა სახემდე, თავისი მშვიდი ფშვინვის დასაფარად.ბალიშზე მილაგებულ თმის ღერებს ეცეკვებოდა უკვე გვიან დილანდელი მზის შვილი,ასე ანცად რომ დახტოდა მის ოქროსფერ საწყისზე. ბავშვობაში სანახევროდ ძილბურანში მყოფმა გაიგონა, საწოლთან დახრილმა დედამისმა როგორ ამოთქვა ჩურჩულით:- "მე შენ მზისგან გაგაჩინეo", მას შემდეგ, გულამდე ჩაღწეულმა ამ სიტყვებმა ხშირად ჩააფიქრა, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ მიხვდა რას გულისხმობდა ქალის ჩაშაქრული ტუჩებიდან გადმომცდარი მარცვლების ხმა. ერთ ადგილას გახევებულ სიფრიფანა ფარდას ფრთხილად ეპარებოდა თაკარა სხივოსანი და აქამდე მოღწეული უკვე თავგანწირვით ცდილობდა ოთახის დარაბიდან შემოჭრას და სივრცეში გახლეჩვას. ზმანებებს მინდობილი სახე სულ ოდნავ გასცდა ღიმილის კუთხის გაუმჟღავნებლობას, როცა ერთიანად იგრძნო სითბოს სიმძიმე, ასე ქურდულად რომ მოეპარა უკნიდან. მოკეცილს მოხვიეს მკლავის სითამამე და ხელისგულმა მუცელზე ჰპოვა სასურველი თავშესაფარი, აკეცილ მხარსა და კისრის კუთხეში, სიცოცხლის წყაროსთან მიწებებული სახის კუთხეებიდან მოდიოდა მხურვალება. ეკლების სუსხმა რომ დაუფარა კანის რძისფერი, მაშინ იგრძნო როგორ გაეღიმა მისი მშვიდი გულის ფეთქვის ავტორს ქვეშ-ქვეშად. -ვიცი, რომ ცუდს არაფერს იფიქრებენ, მაგრამ მაინც ჯობია კვიციანების სახლს პატივი ვცეთ და უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაგდოთ...-სანახევროდ ძილბურანში მყოფმა, ლუღლუღით წარმოთქვა და ბალიშის სითბოს მიეფერა სახის კუთხით, რომ როგორღაც, თუნდაც წამიერად მოშორებოდა მის მომაჯადოებელ სიახლოვეს, სიცოცხლის წყაროსთან. -ყველა წავიდა...-მინაბული,რომ იყო ბერაია, ეს მის ბარიტონსაც ეტყობოდა, ისე უდარდელად ამოთქვა და ერთიანად შეშმუშნულს არ აცადა თავისად დაგულებული კისრის სითბოს მოცილება...-ბიჭებს ხელფასები ჰქონდათ გადასარიცხი და ნინიკო, ლიზასთან ერთად მათ გაყვა.აი კვიციანები, როგორც ყოველ კვირა დღეს, ბაზრის დახლებს ესტუმრებიან. -შენც დრო იხელთე და დაუკითხავად შემოძვერი, ჩემს ისედაც მოცუცქნულ სივრცეში...-ანცად გაეღიმა, ახლა უკვე შვებით ამოსუნთქულს, მაგრამ მისი დაცინვის სურვილით გამოღვიძებულს. -ძილისგუდა, რომ არ იყო, ახლა სამზარეულოში ვიქნებოდით, ყავას დავლევდით და ვილაპარაკებდით...-უკეთესად მოიკალათა მის გვერდით და თვალები დახუჭა, მისგან მომავალი სიმშვიდის ერთიანად შესაგრძნობად...-ეს რამდენიმე დღეა ყველაზე გვიან იღვიძებ.საინტერესოა რა შეიცვალა?...-ეჭვნარევი ჰქონდა ტონი და აშკარა გახლდათ რომ ამ კითხვას პირველად არ უსვამდა საკუთარ თავს. -ეს რამდენიმე დღეა სასტუმროს ეზოში ბევრი საქმის გაკეთება მიწევს ერთდროულად და თან ივლისის სიცხეში, ალბათ ვიღლები და ამიტომ...-მხრები აიჩეჩა და თავის ტონს გაურია მტკიცე დასკვნის ნიშნები. სცადა სულ ოდნავ გასცლოდა, რომ გათავისუფლებულს შეძლებოდა ფეხზე წამოდგომა...-წამოდი ჩაიდანს დავადგამ და ყავა დავლიოთ. -სულ ცოტა ხნით ვიყოთ...-მუცელზე გაშლილი ხელისგული ერთიანად ეკვროდა და საშუალებას არ აძლევდა სიახლოვის შუაში მილიმეტრი მაინც დარჩენილიყო სიშორის მასშტაბად. ამოიხვნეშა მის უბადრუკ გაბრძოლებას,რომ შედეგი არ მოყვა და ძველ პოზიაციაში დაბრუნებულს სანახევროდ უკვე ძილბურანით გაბრუებულმა უბუტბუტა...-დილაადრიან დავიწყეთ მომდევნო კვირის გეგმის დაწყობა და თითქმის არ მძინებია. სულ ცოტა ხნით დარჩი, იქნებ ასე ჩამეძინოს. გატრუნულმა სცადა თავადაც მიელულა თვალები, კარგა ხანს ემბრიონის ფორმაში გაყინულმა, ვერ შეძლო ძილის ზმანებების მოხმობა და მოუსვენრად აწრიალდა. მის მკლავს ქვეშ მოქცეულმა მანამ იტრიალა სანამ სახით არ შემოუბრუნდა და მზაკვრობას აყოლილი გულისცემით არ შეეფეთა მშვიდად ანაცისფერებულ სფეროებს. ეგონა ჩაეძინაო, ისე უხმოდ, აუჩქარებლად ეფინებოდა მისი სუნთქვა მხრებზე , თუმცა ბერაია ინტერესით აკვირდებოდა ამ მოუსვენარ სხეულს, რომელმაც ორი წუთითაც ვერ შეძლო ერთ ადგილზე გაჩერება, ახლა კი ჯანაშია ქვეშ-ქვეშად, დანაშაულზე წასწრებულივით უცეცებდა მზერას, აქაოდა ჩემი ბრალი არ არის ეს თავხედური მოუსვენრობაო.ანასტასია საჩვენებელი თითის ბალიშით, მოჯადოებულივით მიეფერა მისი ლოყის კუთხეებს, უპეების ამოშავებულ კონტურებს აშკარად ეტყობოდათ უძილო ღამის კვალი, შეცბუნებულმა მიიწია გულისკენ და ხელისგულებით აკრული ერთიანად მიეწება სახით სპეციალურად მისთვის მოსაკალათებელ კისრის კუთხეებს.ახლა ოთახში სიმშვიდე იყო, სოფლის შარა გზას მოჰქონდა საიდანღაც გლეხების მოჟრიამულე დიალოგი, მაგრამ ისე წყვეტილად რომ ვერც გაარჩევდით რაზე თანმხდებოდნენ.დემეტრე ბერაიას სხეულში ჩასახლებული შინაგანი ხმა, ვერ ჩუმდებოდა, გულის ფეთქვის მონოტონურობას მიყურადებული,სულთამხუთავივით აწვალებდა გონების გათიშვის მსურველს და ისე უკირკიტებდა მისი გრძნობების სიღრმეს. "მინდა ვიცოდე რა აქვს ისეთი განსაკუთრებული,რასაც ჭკუიდან გადაყავხარ. მინდა ამბავი მოვისმინო ამ გრძნობების მიღმა....! უღმერთოდ ლამაზია?გამაოგნებლად ჭკვიანი? მისი თვალებიდან მზე ამოდის თუ ღამის მწუხრი იწურება? შუაღამის წვიამიან ქუჩებში თავაწყვეტილი ანცივით ცეკვავს? სანამ მზე თავისი მანათობელი სხივებით ამ დამძიმებულ მიწის შვილებს გაათბობს, ის სამზარეულოში ღიღინით ამზადებს საუზმეებს ? მუზეუმებში დადის და საათობით აკვირდება ფერადოვან გამებს კედლებზე? თავისთავად გაიძულებს მის ყველა წამოწყებულ პატარა მონოლოგს უსმინო და არ მოგბეზრდეს? ჯაზის საღამოების უცვლელი წევრია და შეუმჩნევლად აყოლებს ტანს მუსიკის დაუმორჩილებელ ნოტებს? მისი მანათობელი თვალებიდან იმედგაცრუებების ნორჩი კურცხლები მოგორავენ ფილმების დასასრულს? თმაარეულს და სახედამშვიდებულს ეძინება შენ მხრებზე ? თუ მისი კოცნა ჰგავს გახლეჩილ გაზაფხულის ყვავილების სიტკბოს? მითხარი! ალაპარაკდი! მინდა ამბავი მოვისმინო ამ მშვიდი ფეთქვის მიღმა!". პასუხი კი ყოველთვის ეთანხმებოდა თავხედურად აწრიალებული ცივი გონების დაუოკებელ კითხვებს. დემეტრე ბერაიამ თვალები რომ მოიფშვნიტა, უკვე შუადღე გახლდათ გადასული.საწოლის სიცარიელეს აუტანელი სურნელი ასდიოდა, თვალებ მოცეცემ მოათვალიერა პაწაწინა ოთახის კუნჭულები, მაგრამ სასურველს ვერ მისწვდა მზერით. ზანტად წამომდგარმა წელი გაისწორა და ფრთხილი ნაბიჯით სამზარეულოს სივრცეს შესახიზნად გამართულმა, მოღებულ ფანჯრებთან, დიდ რაფაზე ფეხმორთხმით მჯდომი ჯანაშიას ფიგურა შეათვალიერა. სამი ზომით დიდ, მისთვის უკვე ნაცნობ კომბიზინონში გამოწყობილი ეს ამორძალი, კალთაში მოკალათებულ ჟღალს ანცად ეფერებოდა და გათამამებული ფისუნიაც უსირცხვილოდ სწევდა წელს სიამოვნების შეგრძნებით. ეღიმებოდა და აჩენდა იმ თავის კუთხის მარგალიტებს, თითქოს სითბოც და სიყვარულის ერთიანად იღვრებოდა მისი თვალებიდან. გაზქურასთან მისულისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ, თითქოს უკვე კარგა ხანია გაამჟღავნა თავისი შემოჭრის ამბავი და უცხო არ იყო ჯერ კიდევ ცხელ ჩაიდანს რომ დასწვდა. ეზოდან მოისმა მანქანის ძრავის ხმა და ერთიანად შემწყდარ ამ ექოს, თან მოჰყვა კვიციანების ნაცნობი ჟრიამული. ბერაია ცხელი ფინჯნით მოთავსდა მაგიდასთან და დინჯად დააკვირდა ფანაჯარაზე წამოსკუპებულ ორ ფიგურას, მზის შვილები ასე თამამად რომ ევლებოდნენ ოქროსფერ თმაზე. აფუსფუსებული ელიკო ქოთქოთით შემოვიდა და ცელოფნებით დატვირთული ქალის დანახვაზე დემეტრე შემართებით წამოიმართა ამ სიმძიმის ჩამოსართმევად. -ისე ცხელა...-ამოისუნთქა სიმძიმეებ ჩამოშორებულმა ქალმა და შვების გამოსახატად გადაულაპარაკა გვერდით მდგომს...-კიდევ კარგი ბიჭებს შევხვდით, თორემ ბიძაშენი კიდევ კარგა ხანს დარჩებოდა იმ სარემონტო საშუალებების მაღაზიაში და ალბათ ხვალამდე ვერც გამოვიყვანდი...-ჩუმად უსაყვედურა მეუღლეს, თვალებით კარს მიწებებულმა, მაინც რომ არ სურდა გაენაწყენებინა თავისი ნათქვამით. -რის გარემონტებას აპირებს?...-ბიცოლამისის ნაძალადევმა ქვე-ქვეშობამ გააღიმა, კვიციანის ქალს არ უხდებოდა ძალისძალად მორგებული ბუზღუნა ცოლის როლი. -ფარეხში ხის თაროების დამატება უნდა და იმდენი ფიცარი აარჩია, თაროებს კი არა მგონი ჩვენს სასახლეებსაც ააწყობს...-ენაზე იკბინა და პირჯვარი გადაიწერა, აქაოდა ღმერთმა არ მიწყინოს ეს სულელეური ხუმრობაო. -ელიკო მითხარი ამათ სად ინახავ და მოგეხმარებით...-სამზარეულოს კართან უკვე რიგი იდგა, ცელოფნებით ხელდამშვენებული მაცხოვრებლების...-გზაზე უკვე ბევრი მიდის ურმებით და ვეღარ მოვასწრებთ...-უცნაურად აჟიტირებული ნიკოლოზი უკვე მოუთმენლად სწევდა ხელისგულებში მოთავსებულ პარკებს. -რას ვეღარ მოასწრებთ?...-გაკვირვებულმა ბერაიამ წარბაწეული მზერა მიაპყრო ნიკოლოზს, რომელიც ელიკოს მითითებას მიჰყვა და ამჯერად ოთახში უკვე შემოლაგებულებთან ერთად ხელები გაინთავისუფლა, სამზარეულოს მაგიდაზე დადებული პროდუქტებისგან. -ჩვენ ასეთი წესი გვაქვს...-ნიჟარასთან ჩამომდგარმა ზურაბმა, ონკანს ჭიქა მიუშვირა და ცივი წყლით ყელგასველებულმა დინჯად დაიწყო ახსნა...-მოსავლის აღებაში ერთმანეთს ვეხმარებით მეზობლები.მე და ელიკომ რომ ვახსენეთ ხეხილის ბაღი, ბიჭებმა შემოგვთავაზეს ჩვენც წამოვალთო. -ხელფასები დარიცხეთ?...-გვერდით აზუტულ ლუკას ინტერესით ჩაეკითხა დემეტრე და დადებითი პასუხის მიღებისთანავე მიუბრუნდა კვიციანს...-გოგოები სად არიან? -ზედა სართულზე. უნდა გამოიცვალონ...-ბაჩუკიმ დრამა დადგა და სკამის საზურგეზე ისე მიწვა, გეგონებოდათ რამდენიმე წუთის წინ სამყარო იხსნა აპოკალიფსისგან და ძალა გამოეცალაო...-წამოდი შენც,იქნებ ვინმე მოგეწონოს, თვალი დაადგა და სოფელში გაზრდილ გოგოს ასე თუ შეაყვარებ თავს...-ახლა კი გაიკრიჭა და ქვეშ-ქვეშად გადახედა კიტას გვერდით მდგარ, ჯანაშიას მოფუსფუსე ფიგურას, რომელსაც ყურადღებაც კი არ მიუქცევია მისი მცდელობისთვის როგორღაც ბუნტი აეტეხა და ეჭვიანობის სცენებს, შორიდან დაკვირვებოდა მზაკვრულად. -ბაჩუკი კი არ ვარ...-თვალი რომ მოავლო ყველას და მიხვდა თავისთვის ხითხითებენო, მის სახესთან დახრილმა გვერდულად უსისინა...-სოფელში გაზრდილი გოგოსთვის თავის მოსაწონებლად, ხეებზე ძრომა რომ მჭირდებოდეს...-სანახევროდ თვალებ მოჭუტულს, მისი სიტყვების აზრს რომ ჩასწვდომოდა, ნიშნისმოგებით გაუგრძელა ქირქილი...-და თუ ვერ შეამჩნიე, გეტყვი რომ, შესაყვარებლად კანდიდატების შერჩევა დასრულებულია. -ჯანაშია მოდი!...-ახლა მეგობარს ზუსტად ისეთი სახე ჰქონდა, რომ გაფიქებინებდათ "აბა დამაცადე, მე შენ გიჩვენებო..."...-ბერაია ისევ შენზე მებურტყუნება...-სულ არ მიუქცევია ყურადღება ლუკას მუჯლუგუნისთვის, აქამდე ბერაიას სიტყვებზე დამცინავად ახითხითებული რომ პირზე ხელისგულს იფარებდა...- მუნჯის ენა დედამ იცისო, ისეა თქვენი საქმეც და გამაგებინე ერთი, ასი წლის დედაბერივით რას მემართლება?...-წაუსისინა და უცოდველი კრავის გამოხედვა ჩაიწება გუგებში, დემეტრეს ბრაზს რომ გაქცეოდა ბეწვის ხიდზე გავლისთვის. -ტასო მესხიშვილებიც მოდიან, თამარა მოყვება დათას და შენც წამოდი არ გინდა?...-მაცივრის შეღებული კარიდან მოუბრუნა ელიკო კითხვით და სანამ თავის დაკვრას თანხმობად იღებდა, გველნაკბენივით შემოუბრუნდა ნიკოლოზის წამოძახილს. -ამიტომ ვამბობ, ცოტა დროზე, ყველამ გავანძრიოთ ხელი და მივეხმაროთ ელიკოს...-პარკებს ეცა და უჩვეულო მონდომებით დაიწყო ამოლაგება, წყვილ-წყვილად აკრულ თვალებს შეჩეხილმა დამნაშავე ბავშვივით წაიბურტყუნა...-ხალხი უკვე მიდის და მიხმარება თუ გვინდა დროზე უნდა გავიდეთ სახლიდან. მას შემდეგ, რაც სამზარეულოს კედლებს პირველი მდგომარეობა დაუბრუნდათ და ახლა თითოეულ, ახლადმოტანილ ნივთს თუ პროდუქტს საკუთარი ადგილი მიეჩინა, ყველამ ერთხმად გამოაცხადა სადილზე უარი და სიმაღლისდა მიხედვით დაწყობილები მზად გახლდნენ მინდვრებს შერეოდნენ.ავტომობილებში გადანაწილებულებს ელიკომ მკაცრად შეახსენათ თავიდან ქუდი წამითაც არ მოიშოროთო და ისეთი მზერა გააყოლა,თითქოს მათ შორის საკუთარი ჯაშუში ჰყავდა და აბა გაებედათ პირობის დარღვევა.მანქანებში გადანაწილებულები რიხიანად მიიკვლევდნენ გზას სოფლის შარაზე მიმავალ ურმებსა თუ მსუბუქ ავტომობილებს შორის.გლეხებს კალათები მოჰქონდათ და თავზე წაეკრათ ბეჭებიდან მოშორებული პერანგები, ივლისის მზე უკვე ზენიტიდან ქვეითდებოდა და ადგილს სულ მცირედად უთმობდა სანახევროდ გამჭირვალე, თეთრ, ქათქათა ღრუბლებს. სიო არ იძვროდა გარშემო, თუმცა მინდორში აღმოჩენილები,რომ გადმოსცდნენ ავტომობილების კარებს,მაშინ კი მიხვდნენ რომ არც დასჭირდებოდათ.მწკრივებად ჩაყოლებულ მსხმოიარე, საადრეო ატმის ხეებს კვლები ერთიანად თავიანთ ჩრდილში მოექციათ და მკრეფავებს იწვევდნენ დახუნძლული ტოტებისგან სიმჩატის შესაგრძნობად.ჯანაშიამ დალანდა პირველი მწკრივიდან როგორ მარდად გაეცალა აზიდულ,მყარად მდგარ ხეს მესხიშვილის ფიგურა და მისკენ გამოიქცა თავქუდმოგლეჯით.გლეხებმა, რომლებსაც მუშაობა დილიდან დაეწყოთ, მაინც მხიარულად გამოყოლეს ანცს მზერა და ნაცნობების დანახვაზე რიხიანად მიიხმეს დახმარების მსურველები. ანასტასიამ იმარჯვა და თამარას გვერდით მიიჩინა ადგილი, სანამ დემეტრე ბერაია გაკვირვებით ცდილობდა გაეგო როგორ მოქცეულიყო ასეთ სიტუაციაში და მისთვის უჩვეულო დამყოლობის შეგრძნებით აეკიდა ბაჩოს, კალათით ხელმომარჯვებული რომ შეეგება შუახნის კაცს და ის თავისი კილო გაიხსენა მისალმებისას, ლიზა რომ სოფლის შარა გზიდან ახიკულს უწოდებდა. ანასტასია ორივე ხელით დასწვდა ტოტებს და მარდად მიაბჯინა ატმის ხეს კედებიანი ფეხის სიმძიმე, ამძვრალმა ნიკოლოზის მიწოდებული კალათი ტოტზე ჩამოკიდა და ეჭვის თვალით დააკვირდა როგორ წაავლო ხელი ბიჭმა მესხიშვილის წელს და ერთიანად აწითლებული დაემორჩილა თხოვნას, მიხმარებოდა აძრომაში. დამცინავი ღიმილით გაუსწორა მზერა ბავშვობის მეგობარს და მიახვედრა დასკვნის სიმძაფრეს.თამარა ბავშვობიდან ისე დაძვრებოდა ხეებზე, გეგონებოდათ სიარული ზუსტად ამისთვის ისწავლაო,მითუმეტეს რომ ტანდაბალი გახლდათ ატმის ხე, ახლა კი პატარა გოგოსავით წაეწუწუნა ნიკოლოს და მანაც თქმა არ დაასრულებინა ისე მარდად მისწვდა სიახლოვეს.როგორც კი თვალს მოეფარა ბიჭის ტანი და სხვებისკენ წასული დაიგულა, მაშინვე შეფარვით დაიწყო გამოჯავრება. -მე არ ვთვლი რომ დღევანდელი არქიტექტურა სრულად აკმაყოფილებს სამართლით გათვალისწინებულ ნორმებს, სამშენებლო ნებართვების მოსაპოვებლად საკმარისი გახდა ქრთამის მიწოდება ან თანამდებობით ბოროტად სარგებლობა...-იმეორებდა იმ ღამის წინადადებებს, როცა მესხიშვილი პირველად შეხვდა ნიკოლოზს და სუფრის გარშემო მეტად სერიოზული საუბრები წარიმართა...-ყველაფერს კორუფციულ გარიგებამდე მივყავართ და საბოლოოდ ისევ არქიტექტორები ზარალდებიან, რომლებიც ყოველთვის აფრთხილებენ დამკვეთს რომ ფულის დაზოგვით სხვების სიცოცხლეს აყენებენ საფრთხის ქვეშ.სხვათაშორის... -გეყოფა ! ...-მოუთმენლად წამოიძხა აჭარხლებულმა და ცალყბად გადმოხედა მისი საიდუმლოს გამამჟღავნებელს...-ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობდით...-ანასტასიამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, სანამ არ გამოვტეხავ მანამ მოვევლინები მწვალებლადო. -ამჯერადაც მართალი ხართ, ჩვენ ყოველთვის ვიცით დაახლოებით რა ხარჯებთანაა დაკავშირებული კონკრეტული მშენებლობა და ღირს თუ არა კონკრეტულ ადგილას მისი დაწყება.სამწუხაროდ ჩვენ არქიტექტორები ვართ და ნახაზების გათვლა, დაგეგმარება გვევალება, უფლება არ გვაქვს დამკვეთს ვეკამათოთ.თუმცა საბოლოოდ ჯოხი ჩვენზეც ტყდება...-დაბოხებული ხმით აჯავრებდა და ცდილობდა ის მაღალფარდოვანი სიტყვები დაეძებნა, ასე დინჯად და თავისთავად რომ ისროდა ნიკოლოზის გონება მაშინ. -გავიგე რომ მიხვდი...-ბუზღუნით გადმოულაპარაკა და თვალები აიტრიალა მობეზრების ნიშნად...-ახლა გაჩუმდი, თორემ გაიგონებს და ორივე შევრცხვებით...-ეცადა თავისი ხიდან როგორღაც მოსწვდომოდა, მაგრამ რათქმაუნდა გამოწვდილმა კლავმა სანახევროდაც ვერ მიაღწია ჯანაშიამდე. -არადა კიდევ ძალიან ბევრი რამის თქმას ვაპირებდი...-წარბები აზიდა მოჩვენებითი უკმაყოფილების გამოსახატად და მერე ისევ ანცად წაუსისინა...-როგორ მარტივად დამნებდი, სირცხვილია...-კისკისი წასკდა და ისევ ჩაშაქრული ნაყოფის კრეფას მიუბრუნდა. კარგა ხანს იყო ჩაჩუმებული. ტოტებს ეფინებოდა მინდვრებიდან, ამაყად აზიდული ფიჭვნარიდან წამოღებული ნიავის სიგრილე და სიცხისგან გათანგულს ევლებოდა კისრის კუთხეებში.გაფაციცებით აკვირდებოდა, ხიდან ხეზე გადასული როგორ მარდად დარბოდნენ სულ ციცქნა ჭიანჭველები ხის, მუქ ყავისფერ ქერქზე და სანახევროდღა ესმოდა აღიღინებული ხალხის ჟრიამული, ერთმანეთს რომ ეძახდნენ ავსილი კალათების გოდრებამდე მისატანად. მზე უკვე ფარხმალს ყრიდა და ემზადებოდა სანახევროდ მიწასა და ცას შორის ჩამოსასვლელად, თითქოს მისი ნება რომ იყოს,ასე გამრჯედ მომუშავე ხალხს როგორ დაუცვარავდა ოფლით სახესო. შეფაკლული ლოყები და გარუჯული, მზის სხივებისგან შეფერადებული კანი სულ უფრო იწვოდა მხურვალებისგან, მაგრამ ასე ერთხმად, ერთ მუშტად შეკრულებს რას დააკლებდათ ივლისის დღის უკვე დაჩვეული ხასიათი. საიდანღაც, მთიდან წამოსული ექოსავით ისმოდა კიტას საუბარი, შიგადაშიგ ბაჩოს ბარიტონსაც მოუტანდა ნიავი, მაგრამ მთავარი ვის ხმასაც ათობით ტონში ეძებდა, ერთხელაც არ გაუგონია.თვალი კი მხოლოდ მაშინ მოჰკრა, როცა ცამ ქათქათა ღრუბლები შემოიკრიბა და მშველელად მოევლინა ყველას, ვისაც უკვე იმედი აღარ ჰქონდა მწუხრის ჩამოწოლის.დემეტრე ბერაია წარბშეკრული საუბრობდა ტელეფონზე და ჩქარი ნაბიჯით მიიწევდა ატმის ხეებისგან თავის დასაღწევად. აჭარხლებულ სახეს რომ შეეფეთა ჯანაშია, კითხვაც ვერ გაბედა, მხოლოდ უკან მოყოლილ ზურაბს დასწვდა გაკვირვებულის თვალთახედვა და აღელვებულმა იკითხა რა სჭირს დემეტრესო. -მამამისს ელაპარაკება, რაღაც პრობლემა აქვთ და სახლში ბრუნდება მოსაგვარებლად...-მშვიდად ამცნო კვიციანმა და გაუღიმა ტოტებში გახლართულს. -სასტუმროსთან დაკავშირებით აქვთ პრობლემა?...-მოჯადოებულივით ჩაეკითხა სიახლის გაგების მოლოდინში. -არა, არა...-განცვიფრებას რომ წააწყდა დაამშვიდა და ახლოს მიწეულმა უჩურჩულა სანდო ინფორმატორივით...-როგორც მივხვდი რაღაც საბუთები არ მოაწოდა თავისმა თანაშემწემ და ხელი არ აქვს მოწერილი. მივა, ამობეჭდავს და გადაუგზავნის. ჯანაშიას სიტყვაც აღარ გადმოსცდომია, მას შემდეგ რაც მის თვალთახედვას თავისი მთავარი ადამიანი გამოაკლდა.გოდრები ნელ-ნელა შეივსო, გლეხების ფაცი-ფუცი მიგახვედრებდათ რომ გუშინდელი დილიდან თავდაუზოგავმა შრომამ ნაყოფი გამოიღო და ორმა დღემ მოსავლის აღების მხრივ ნაყოფი ნამდვილად გამოიღო.როცა უკვე ბოლო ხიდანაც გაათავისუფლეს ტოტები ჩაშაქრული ნაყოფის სიმძიმისგან და გათანგულებმა დატვირთეს კუზაოები გოდრებით, მაშინ კი შეჯგუფდნენ ერთ კვალთან და ერთმანეთის პირისპირ, ატმის ძირებს მიყრდნობილნი სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდნენ, საღამოს მწუხრში.თავიდან მოცილებული ქუდები, თავსაფრად ქცეული პერანგები და შარფები ხელისგულებში მოექციათ და ღიმილით აკვირდებოდნენ აშრიელებულ ფოთლებს, როგორ მოჰქონდა გრილი სიო მათი დასიცხული სახეებისკენ.ერთიანად აწითლებულ ნინიკოს, ყინულიანი წლით სავსე ბოთლს ადებდა ლუკა ლოყებზე და შეშფოთებული იხედებოდა მარცხენა მხარეს, ბაჩუკი ხომ არ გვიყურებსო.ლიზა მონდომებით იფრიალებდა სახესთან კიტას ქუდს და ნაძალადევი ღიმილით თუ წაავლებდა თვალებს ბიჭის დაღლილ თავს, ერთიანად რომ გადაეწია და მიეყდნო ატმის ხის ქერქზე. -გუშინ მანოსთან შევიარე და მისი ოდა ერთიანად შეცისფრებული დამხვდა...-ნიდაყვი გაკრა ჯანაშიას, ერთიანად ფიქრებში წასული რომ ამ ქვეყნად მოებრუნებინა...-მითხრა ანასტასიამ შეღებაო და ძველი ამბები გავიხსენეთ. -რომელი? შენ და ანასტომ, თომას საღებავებს რომ მიაგენით და მეც ჩამითრიეთ თქვენს მზაკვრულ გეგმაში?...-კიტა ჩაერთო წამოწყებულ დიალოგში და მხიარულად ააციმციმა თვალები, მოგონებამ წინ რომ ჩაუქროლა. -მზაკვრული გეგმა არ იყო, ჩვენ დიად მიზნებს ვემსახურებოდით...-ამაყად შემართა კისერი მესხიშვილმა და საკუთარ ტონსა და სიტყვებზე თავადვე გაეცინა...-შენც იმიტომ ჩაგრთეთ, ვიცოდით ჩვენს გარეშე ვერაფერს მოახერხებდი და გვინდოდა ამ დიადი გეგმის ნაწილი მაინც გაგვეხადე. -არ თქვათ რომ საღებავები მოიპარეთ და სახლის კედლები დათხაპნეთ...-დიალოგის მსვლელობამ ჩაითრია ბაჩუკი და წამომართულმა დამცინავად გააჟღერა ვერსია. -ვგავართ იმ ხალხს კედლებზე ხატვით რომ კმაყოფილდებიან?...-მოჩვენებითი აღშფოთებით გადახედა ბიჭს თამარამ და თავი გააქნია, თითქოს ვერ იჯერებს ასე რომ შეურაცხყვეს მათი შთაგონება და წარმოსახვაო...-ჩვენ გადავწყვიტეთ რომ თომას პაწაწინა წიწილებს შეეძლოთ ზრდასრულ ვარიებად ერთ წამში გარდაქმნა და ამისთვის მხოლოდ ჩვენ მიერ გამოგონილი, მეცნიერული ცდის შედეგად დამზადებული, წამალი იქნებოდა საკმარისი. -მარტივად რომ ვთქვათ, თომას საგულდაგულოდ დამალულ საღებავებს მიაგნეს საწნახელში და მიზეზი სჭირდებოდათ თავზე სავლებად...-გაკვირვებულ ბაჩუკის ღიმილით მიუბრუნდა კიტა და მესხიშვილის მაღალფარდოვანი სიტყვები, მიწიერთათვის გასაგები გახადა...-ამ ორმა ქალბატონმა თომას თვალები მანამდე უციმციმა, სანამ იმან ნემსი არ მისცათ,იმის იმედით რომ უბრალოდ წუწაობისთვის სჭირდებოდათ და მერე მანოს სამზარეულოდან მოიპარეს ქილები უკითხვად...-დაინტერესებულმა ბაჩუკიმ ვეღარ მოითმინა და ჩააცივდა ამბის გასაგრძელებლად. -აიღეს ეს საღებავები, გააზავეს წყალში და საწყალ წიწილებთან გამგზავნეს მუქარით...-აზიდული წარბებით გადმოხედა გაცისკროვნებულ თამარას, ვითომ ახლა გაახსენდა როგორ ჩაგრავდნენ უმცირესობაში მყოფსო...-დავსდევ ამ წიწილებს ეზოში, კრუხმა ლამის თვალები დამთხარა ისე ხტებოდა ჰაერში სახეზე საცემად, მაგრამ მაინც მივუყვანე ერთი წიწილი და ამათმა თავზე ასხეს იმ უბედურს სტაფილოსფერ საღებავიანი წყალი...-სიცილი წასკდა გახსენებისას. -ჯერ ერთი ეგ წამალი იყო, რაღაც გარღვევები გვქონდა ცდაში, მაგრამ საბოლოოდ წიწილიც მშვენივრად გრძნობდა თავს და ჩვენც მივხვდით რომ მეცნიერებისგან შორს ვიყავით...-ახითხითებულ ანასტასიას თავადაც შეუერთდა და ნიშნისმოგებით გადმოხედა კიტას გაღიმებულმა. -ყვითელი, ფუმფულა წიწილა აქციეთ სტაფილოსფერ გაწუწულ ჩონჩხად და კიდევ გჯერა რომ მეცნიერული ცდა ჩაატარე?...-აკისკისებულ მეგობრებში თავი უსაფრთხოდ დაიგულა ბაჩუკიმ და დამცინავად აზიდული სახის გამომეტყველება შეაფრქვია სახეში. -ესეიგი ერთმანეთს ბავშვობიდან იცობთ?...-სასიამოვნოდ გაბადრულმა ნიკოლოზმა სცადა უხერხულობის ჩამოშორება და კითხვა პირდაპირ თვალებში შემყურეს დაუსვა. -ტასო ძირითადად ზაფხულობით ჩამოდიოდა აქ.მე და კიტა მასზე სამი წლით უფროსები ვიყავით, მაგრამ მშვენივრად ავუღეთ ერთმანეთის თამაშებს ალღო...-თავიდანვე უცნაურად მელანქოლიურმა ფერმა წაკრა სახეზე, მერე კი გახევებულმა, მოჯადოებულივით გააჟღერა სხვებისთვის უწყინარი ამბავი...-დედაჩემი სასტუმროში მზარეულად მუშაობდა და ხშირად დავყვებოდი ტასოს სანახავად. -გახსოვს როგორ ველოდით თომასთან ერთად კოპიტის ძირში, მანოს ბაზრიდან დაბრუნებას?...-კიტამ ანასტასიას მზერა დაიჭირა და როგორც კი მიხვდა, რომ ეს ორი ერთმანეთს შეცვლილი სახით უშტერებდა თვალებს და სახე უფითრდებოდათ გახსენებისას, მაშინვე სცადა ყურადღების მიქცევა. -აბა? როგორი თავხედები ვიყავით!...-გამოერკვა მესხიშვილი და კვიციანის მზერა რომ დაიჭირა მიუხვდა ჩანაფიქრს, თავის დაკვრით სცადა ანასტასიასგან პასუხის მიღებას, მაგრამ ჩაფიქრებულისგან მიმიკის ცვლილებასაც რომ ვერ ეღირსა, მაინც შემართებით განაგრძო...-საწყალ ქალს,თომას საგულდაგულოდ გამოზრდილ დედლებს, ბაზარში მთელი დღე რომ ცდილობდა გაეყიდა, ჩვენ წყლის თოფებს და შოკოლადებს ვაბარებდით.ისიც ყოველ ჯერზე ჩვენ დანაბარებასრულებული ბრუნდებოდა. -საღამოს რომ თხილების სარჩევად ჩამოჯდებოდნენ, მაშინ გვაკვირდებოდნენ, როგორ დავრბოდით და ვიკლებდით ეზოს იმ ჩვენი წყლის თოფებით...-ნოსტალგია მოაყოლა კვიციანმა და ახლა მხოლოდ სამისთვის იყო გასაგები, რა აზრი იდო მის ამოჩურჩულებაში. სამივემ მშვენივრად იცოდა რომ თომასა და მანოსთვის, ეზოს ჟრიამულს იმაზე მეტი ფასი ჰქონდა, ვიდრე თვეობით გამოზრდილ ფრინველში აღებულ ფულს. -ესეიგი სოფელში გაზრდა ასეთი სახალისოა?...-ინტერესით იკითხა ნინიკომ და სასიამოვნოდ გაბადრულმა წამოიწია რომ კიტასთვის შეევლო თვალი. -ჩვენ ძირითადად ზღვაზე ან მთის სასტუმროში...-კვიციანის კითხვას, თქვენ როგორ ისვენებდით ზაფხულობითო, უგემურად უპასუხა ბაჩუკიმ, თითქოს მისი ბავშვობის ამბები სილაჟვარდეს კარგავდა აქ მოსმენილთან შედარებაში...-ყველაზე სახალისო რაც მახსოვს ნინიკოს ყვინთვა იყო, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი და ყოველთვის დედაჩვენის კივილით მთავრდებოდა.მთის სასტუმროში კი არასდროს მინახავს იმაზე მეტი, ვიდრე ახლომახლო პარკებში სეირნობა, თავის დროზე ჭამაა...-უდარდელად ამოილაპარაკა და ნაძალადევად გაუღიმა ჯანაშიას გაკვირვებულ გუგებს...- მთავარი გასართობი ისევ ნინიკოსთან ერთად დიდი ექსპედიციების გამართვა იყო, რომელიც დედის თვალთახედვის არეალს ვერ გაცსდებოდა. -სოფელში აქამდე არასდროს ყოფილხართ?...-მესხიშვილი ყურებს ვერ უჯერებდა და სათითაოდ ათვალიერებდა წინ მსხდომთ, იქნებ ერთს მაინც წამოსცდეს დადებითი პასუხიო. -კი, ერთხელ მე ვიყავი მამიდაჩემის მულის შვილის ნათლიის პანაშვიდზე...-წამოიძახა ლუკამ და უხერხული სიჩუმით შეფითულ წყვილ-წყვილ თვალებს რომ წააწყდა, მარტივად განმარტა თავისი სიტყვების აბსურდულობის გასაფანტყად...-ოჯახებით ვმეგობრობდით და ჩემმა მშობლემა მეც წამიყვანეს. -და მაინც, როგორია სოფელში გატარებული ბავშვობა?...-მონაყოლით აღტაცებული ნინიკოს ინტერესმა ცამდე ასწია მასშტაბები და გაცხოველებული ნდომა ეღვრებოდა გუგებიდან უფრო მეტის მოსმენის სურვილით. -ჩვენ უბრალოდ არ გვქონდა საზღვრები...-ახლა კი მიუხვდა მესხიშვილი ამ ონავარს, უჩვეულოდ ამღვრეულ თვალებს. ზუსტად იმიტომ სურდათ სხვისი ბავშვობის ამბების მოსმენა, რომ თავად მხოლოდ მცირე რამ ჰქონდათ გასახსენებელი, ისიც მშრალად და ზედაპირულად...-თითქოს ახლაც კი არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვარ, უბრალოდ საკუთარ თავს ვაფრთხილებ დაიმახსოვროს რომ ოდესღაც პეპლებამოქარგული კაბიანი , თმაკიკინა ანცი იყო,რომელიც კედლებს ფერადი ფანქრებით აფერადებდა და ეზოს ყველა კუთხეს აკრავდა კისკისის ექოს. -არ წავიდეთ? ძალიან დავიღალე და ერთი სული მაქვს როდის გამოვიცვლი, თან დემეც უცებ გავარდა და მაინტერესებს რა მოხდა...-საუბარმა მაინდამაინც ვერ აიყოლია ლიზა და კიტას გადახედა შემბრალებლად მოვლინებისთვის. უხერხულობა ატანილმა თავი დაუკრა და წამომართულმა ხელი გაუწოდა მისახმარებლად. ავტომობილებისკენ ზანტად წასულებმა, წამოდგომისთანავე შეიგრძნეს დაღლილობა და ახლაღა გაანალიზეს როგორ ეტკინებოდათ კუნთები ხვალ დილით, გაღვიძებისას. აშრიალებულებს და აწუწუნებულებს თვალი გააყოლა მესხიშვილმა და ზრდილობიანი ღიმილით სცადა ნიკოლოზის ჩამოშორება, ჯანაშიასთან სულ რამდენიმე წუთით რომ დარჩენილიყო მარტო.გათანაბრებულებს ხელმკლავი გამოსდო და ადგილზე შეაჩერა. ქმედებით შეცბუნებულმა აიკრა კითხვის ნიშნები თავფლისფერ სფეროებში და დაელოდა სათქმელს, რომელმაც თამარას სახეზე ერთიანად გადაირბინა მწვალებლად. თაფლათვალები ჩაქვრნენ, როცა მესხიშვილის ტუჩებს გადმოსცდათ შეკითხვა. ერთიანად გაფითრებულს წინასწარ ეშინოდა პასუხის მოსმენის. -მენატრება ის დრო, როცა ჩვენი მთავარი საზრუნავი დღის ბოლომდე სირბილი და თამაში იყო, ხანდახან ძალიან ვნანობ რომ არ შემიძლია დღეების უკან დაბრუნება. მოგონებები, რომლებსაც ვეღარასდროს დავუბრუნდებით და მათზე ლამაზ დღეებსაც ვეღარასდროს შევქმნით..როგორ ფიქრობ ჩვენი ცხოვრება უკეთესი არ იქნებოდა უბრალოდ ზღვაზე რომ წავსულიყავით და ამდენი ზღაპრული მოგონება არ დაგვეგროვებინა? -მე მხოლოდ იმას ვნანობ, რომ ისე გავიზარდე ზაფხულის ღამეებში ციცინათელებს აღარ ვიჭერ...-არეული კითხვის შინაარსს მიუხვდა ბავშვობის მთავარ მესაიდუმლეს და თანამზრახველს, ახლა მხოლოდ ჯანაშია თუ ჩასწვდებოდა იმ აზრს რაც ცახცახს აყოლილი ქალის სხეულს წამოსცდა შიშის გასამჟღავნებლად.გაუღიმა და ხელისგულით ჩაეჭიდა მის ათრთოლებულ სიტყვებს...-ძალიან ვნანობ ამხელა გოგოობას, მათი დაჭერა ქილაში გამომწყვდევა და მერე შეცოდება და გაშვება რომ აღარ შემიძლია,ვნანობ იმას რომ მათი დანახვისას ისევ ისე აღარ მეღიმება, თხილის ხეების უკან აღარ დავსდევ და აღარ მეცრემლება როცა ეზოს ღობეს გადაცდებიან. აღარც სიბნელეში ვიპარები,აღარც დრო მავიწყდება მათ დაჭერაში,ვენახის ბოლოებში აღარ მივყვები და გულიანად აღარ ვიცინი, როცა ფოთლებზე დასკუპებულებს ქილაში ვერ ვამწყვდევ.ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ რომ იმხელა გავიზარდე ქილას თავს აღარ ვხსნი და იქედან ათობით მათგანი არ თავისუფლდება. ვნანობ,ძალიან ვნანობ რომ ამხელა გავიზარდე...-სახის თითოეული მიმიკით აგრძნობინებდა ტანში დავლილ აქაფქაფებულ შეგრძნებებს, ჯანაშიამ იცოდა რაზეც საუბრობდა და უნდოდა ეს მესხიშვილსაც გაეაზრებინა...-მე, შენ და კიტას გაგვიმართლა რომ ასეთი ბავშვობა გვქონდა, ყველაფრის მიუხედავად. როცა მე კი არა, ექიმსაც აღარ ჰქონდა იმედი ამქვეყნად ჩემი მობრუნების, მაშინ ზუსტად იმ ღამეებზე ვფიქრობდი როცა ციცინათელებს თომას ეზოს ყველაზე ბნელი კუნჭულებისკენ მივყვებოდით და არაფრის გვეშინოდა, საერთოდ არაფრის.ასე, რომ დაივიწყე თამარ ის დილა, გაუშვი! ჩვენი ბავშვობა მშვენიერი იყო, მაგრამ წინ უფრო ლამაზი დღეებია. -ალბათ ფიქრობ ეს იურისტი ქალი რამ გააგიჟაო...-სიცილით სცადა იმ უხერხულობის გადაფარვა, მის გულწრფელ სიტყვებს რომ თან მოჰყვა სხეულში ჩასაბუდებლად...-მართალი ხარ, სისულელეა წარსულით ცხოვრება როცა წინ მომავლის ახალი დღეებია. ავტომობილისკენ წასულები ზურაბის უკანა სავარძელებზე მოთავსდნენ, რადგან მხოლოდ კვიციანს ეყო მოთმინება, ატმის ჩამოკრეფილ ხეებთან გახევებულებისთვის დაეცადა.ეზოს ჭიისკართან მისულმა ჯანაშიამ დაიჟინა მესხიშვილს აქ ებანავა და მისი ტანსაცმელები მოერგო, რის შემდეგაც გულდამშვიდებულმა მიაკითხა თონესთან ჩამომდგარ ელიკოს, მონდომებით რომ ალაგებდა ახლადამოყრილ ცხელ შოთის პურებს ხის დაფაზე და ღიმილის კუთხეები რომ გაეწელა სახლის დაბრუნებული მოჟრიამულეების დანახვით.კვიციანის ქალმა ამაყად განაცხადა, სანამ თქვენ ხიდან ხეზე დაძვრებოდით, მე და დემეტრემ თონეც დავანთეთ, სუფრაც გავშალეთ და ლაპარაკითაც მოვიღალეთ თავებიო.ჯანაშიას ახლაღა გაახსენდა მინდვრებიდან გველნაკბენივით გამოქცეული ბერაია და სანამ თამარა თავს ირთობდა დიასახლისთან საუბრით, ჩუმად გაიპარა სახლისკენ. ბიჭებმა მოთმინება გამოიჩინეს და ჯერ გოგოებს მისცეს საშუალება ცხელი წყლით დამტკბარიყვნენ, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ისე ჩანდა რომ წუწუნით გული შეუღონეს და ფარ-ხმალი დაყარეს ეზოს ბალახებში გაწოლილებმა. სამზარეულოში სიჩუმეს მხოლოდ აგიზგიზებული გაზქურის ძლივს გასაგონი ხმა არღვევდა და მაგიდასთან მოკალათებული კაცის წინ გაშლილ ლეპტოპის კლავიატურაზე თავგანწირული ბეჭდვა.ჯანაშია ფრთხილად მიუახლოვდა მაგიდის შუაში განთავსებულ სკამს და უჩუმრად გამოსწია ძველი ხისგან დამზადებული, რომ ხელშეუშლელად მოთავსებულიყო მის გვერდით.დემეტრემ მზერა მოსწყვიტა განათებულ ეკრანს და ყურადღებით დააკვირდა ერთიანად აღაჟღაჟებულ სახეს. კისერზე ალაგ-ალაგ ჩამოშლოდა აწეული თმის კულულა ბოლოები და ამ ანცს გამომეტყველებაზე ეწერა, როგორ მოიღალა ტოტებს შორის ჩაშაქრული ნაყოფის კრეფისას.მისი წუწუნისთვის ყურადღება არ მიუქცევია, მაინც თამამად წაიწია და წარბშეკრულმა მოწყვეტით შეატოვა ტუჩებზე კოცნის კვალი. მისდა გასაკვირად გაბადრულს სახე უცებ შეეცვალა და მზერას რომ თვალი გააყოლა, მაშინ დალანდა თავზე პირსახოც მოხვეული ლიზას ფიგურა, ერთ ადგილს მიყინულს რომ ამ მანძილიდანაც კარგად შეატყობდით ჰაერში უძლურად ჩამოყრილი ხელების კანკალს. უპეებიდან ჩამოგორებული ცრემლი, რომ ტუჩებამდე მისწვდა და მარილიანი სიმჟავე იგრძნო, მაშინ მოსწყდა გოგო ადგილს და მისაღების სივრცისკენ გაიქცა.დემეტრე ბერაიამ ღრმად ამოიხვნეშა და გაყინული სხეული რომ შეულღვა, მაშინვე გველნაკბენივით აედევნა უკან.ბაჩუკიმ თქვა რომ ამბავი მხოლოდ ორისთვის იყო დამალული, მათგან ერთ-ერთს თავად გაანდო ასე წმინდად შენახული საიდუმლო, ახლა კი უკვე ერთი ადამიანიც აღარ ეგულებოდა ანასტასიას, კვიციანების გარშემო, რომელზეც შეძლებდა წრის სივრცის მიღმა ყოფნის დამტკიცებას. ის, რაც წრის შიგნით იყო, წრის შიგნით ვერ დატოვა და გაანალიზა როგორ წააგო. მესხიშვილმა უხერხულად მოირგო ანასტასიას სარაფანი და საძინებელში დაბრუნებულმა დაქაჩა ქვემოთ სიფრიფანა ნაჭერი, თითქოს მოშიშვლებული მუხლების დაფარვა ცოდვისგან იხსნისო.ანასტასიას გაეცინა ბავშვობის მეგობრის მცდელობაზე და ხელი წაავლო მკლავზე, რაც შეიძლება სწრაფად რომ წაეყვანა ეზოს შეკედლებულებისკენ. სუფრასთან ჩამომსხდრები მხიარულად უყვებოდნენ ელიკოს, ატმით სავსე კალათებზე, სოფლის ხალხისგან მოსმენილ ისტორიებზე და იმ ღიღინზე მწკრივებს შორის რომ ქუხდა.მაგიდასთან შემომსხდრები ელოდნენ, თუმცა ჯანაშია ვერ მიხვდა- რას. უცნაურად გამოაყოლა მზერა შემოსწრებულს, რომელიც თამარას გვერდით აპირებდა მოთავსებას, მანამდე კი უცნაური უხერხულობით დაიჩურჩულა დავიწყოთ და ჩამოვლენო.ახლა კი მიუხვდა გოგო ხალხს, ლოდინის მიზეზს და გადაწყვიტა საკუთარ თავზე აეღო ხელახალი, უფრო დაჟინებული მოპატიჟება. ფეხზე წამომხტარს ხელისგული წაავლო ნიკომ და მოჩვენებითი უდარდელობით ურჩია, უკვე მოდიან და არაა საჭიროო, თუმცა მწარე ღიმილაკრულმა აინუშიაც არ ჩააგდო მითითება. გაგულისებით ავლილი კიბეების ბოლოს, ზღურბლს გასცდა და სულ ბოლო საძინებლისკენ მიმავალმა, ხელისგული ააკრო ძველი კაკლის ხისგან დამზადებულ, სანახევროდ შეღებულ კარს.ერთ საწოლზე ჩამომჯარს , მეორე საწოლზე გაეშალა ფეხები და გათიშული თავი მიენდო კედლის სიცივისთვის,მის კალთაში ჩადებულ მასიურ ბალიშზე კი ლიზას სახე მიესვენებინა და გოგოს თმაში ახლართულ, ბერაიას თითებს, მომაკვდინებელი ცოდვის სურნელი ასდიოდათ. შემართება სადღაც გაქრა, კარის ჩარჩოს უძლურად მიყრდნობილმა სხეულმა თითქოს შინაგანი ბუნტი ჩაახშო და ერთიანად ფარ-ხმალ დაყრილმა გამოაცახადა კაპიტულაცია.ახლა ეს ჰგავდა მუცელში დავლილ იმ გულის რევის შეგრძნებას, რომელიც შუაღამის სამზარეულოს სივრცეში, ძალით ამოჭმულ მაფინებს მოჰყვა. შეცდა, როცა იფიქრა რომ წრის შიგნით ძალიან ბევრი ადამიანის თარეში დაუშვა. სინამდვილეში წრე იმდენად პატარა იყო, რომ თავადაც ძლივს ეტეოდა მასში ჩაკვეხებული და უჰაერობისგან ლამის იყო ხრჩობაც ეგემა ისედაც ჩამოშლილ ფილტვებს.კარი ისევე უჩუმრად მოიხურა, როგორც შეაღო და ღიმილით დაუბრუნდა მაგიდასთან შემომსხდარ სტუმრებს, რომლებსაც მხიარულად ამცნო, დროა დავიწყოთ და ისინიც, საქმეს მორჩებიან თუ არა შემოგვიერთდებიანო. საინტერესო ის გახლდათ, რომ ღიმილის უკან, თვალებში აცეკვებული წყლის ანარეკლი, მხოლოდ იმავე საიდუმლოს ნაზიარებმა, ნიკოლოზმა შენიშნა და ისე ჩახარა დამძიმებული თავი, თითქოს თავადვე იყო იმედგაცრუებისგან ამღვრევის მიზეზი. XXI "დროა მიიღოს კუთვნილი წილი" ლურჯ, ფლუორესცენციულ სინათლეში იკვეთებოდა ერთიანად შეძრწუნებული სხეულის გაბრძოლება, დახრჩობის პირას მყოფი რომ თითოეულ კუნთს ძაბავდა და აწეული წელის სიმძიმეს აკანკალებული მკლავებით უბრუნებდა საწოლის ზედაპირს.მხოლოდ წამიერად გაიჟღერა ხრიალმა და წამომართულმა, გააფთრებული მზერა მოატარა განთიადის, ჯერ კიდევ სანახევრო სიბნელეს. მარტო იყო. დიდი ხანია ამ შეგრძნებას აღარ გამოუღვიძებია, მაგრამ ფაქტია რომ ახლა, საკუთარ თავთან სრულიად მარტო მყოფს, მთელი სხეულით ეშინოდა ამოუცნობის.გაგიჟების პირას მყოფი გაფართოებული გუგები, თავგანწირვით ეძებდნენ ხელჩასაჭიდს, რომ გულის ამოვარდნა ჩაეშოშმინებინათ და მუხლებიდან წამოსული კანკალი, მხრებზე რომ ასე თამამად მოცურავდა სულ მცირედად დაეთრგუნათ უშიშრობით.მუცელში დავლილმა სპაზმა, მეტალის გემო აგრძნობინა და პირზე ხელისგულ აფარებულმა წამში დაძლია შფოთვა, რომ ფეხზე წამოდგომის საშუალება ჰქონოდა. გველნაკბენივით გაქცეულმა მოგლიჯა საძინებლის კარის სახელური და სააბაზანოში შესული დაემხო იატაკის სიცივეზე.სხეულში რაღაც იყო, ისეთი მწარე და მომაკვდინებელი,ეგონა ამ ლურჯ სივრცეში დაანთხევდა სულის ბოლო წუთებს.ორგანიზმი თავგანწირვით იბრძოდა, სურდა ის შეგრძნება ამოერეცხა მისგან და თვალებიდან წამოსულმა სიმწრის ცრემლებმა მჟავე გემო რომ აგრძნობინეს ტუჩებზე, მაშინვე ხელმეორედ იგრძნო სპაზმის დარტყმა. "როგორი უცნაურია არა? მთელი ცხოვრება მხოლოდ იმას ცდილობ რომ სასურველი იყო, ყველასთვის არა- მხოლოდ მათთვის ვინც მთელი გულით გიყვარს. ათას პრიალა სასაჩუქრე ცელოფანში ეხვევი,ღიმილის კუთხეებს წელავ, იმისდამიუხედავად რომ ერთადერთი რასაც უნდა აჩენდე თვალებიდან წამოსული მარგალიტისოდენა სევდაა... ადამიანები უცნაურები არიან, არ გიცნობენ და ჰგონიათ შენზე საკუთარი წარმოსახვით შექმნილი რეალობის შესახებ იციან. არ ცდილობენ გაგიცნონ! დრო გადის,ციხესიმაგრეებს იშენებენ გარშემო, სიტყვა ერთხელ არ გამოექცევათ შემოჯარული გალავნებიდან და მერე, მაშინ როცა ყველაფერი ჩვეულებრივადაა, ამინდიც თითქოს ემთხვევა დღევანდელ პროგნოზს, მთელ ლიმესს ერთი ხელის მოსმით ანგრევენ და ცუდი გოგოს ოინებით, ძლივსძლივობით შეკოწიწებულ გულს ფაიფურის ჭიქასავით გაფშვნიან ხელში. რა უცნაურები ვართ ადამიანები. ისე უდარდელად ვიღიმით თითქოს დედამიწის ღერძი ჩვენ გარშემო ტრიალებდეს და ვარსკვლავების კვეთა ჩვენი ბედის ვარსკვლავს, ბედნიერების დიდ პარალელეპიპედში ამწყვდევდეს. ...მაგრამ ვიღვიძებთ, ვიცვამთ, ახლადმოხარშული ყავის ოხშივარს თამბაქოს კვამლში ვახვევთ და ვფიქრობთ როგორ ვერავინ დაინახა როგორ მოვკვდით დაძინებამდე, რამდენჯერ მივეწებეთ ჭერს თვალის გუგებით, სანამ ჩვენი ჩიტისგულა ფეთქვა დილის გათენებამდე ყველა ღმერთს ევედრებოდა გონების გათიშვას და დილამდე სიკვდილს." ყველაფერს მივხვდა და დადუმდა.გაუთქმელობის პაქტზე ხელი ჯერ კიდევ მანამ მოაწერინეს სანამ ბავშვი იყო.უთხრეს გაჩუმდი, სიტყვა არ წამოგცდესო და მანაც დაიჯერა, რომ უფლება არ ჰქონდა საკუთარი ამბავი მოეყოლა.ცხოვრების ყველაზე შხამიან ფიალა შესმული მალევე მიხვდა რომ იქ სადაც შენს ამბავს მეორეხარისხოვნად აღიქვამენ და წინ სხვისი უბედურებაა წამოწეული, შენ პაიკი ხარ, ფიგურა რომელსაც ყურადღებას არც აქცევენ. აქ არ იფიქრებენ რომ ამ ამბავმა შენი ისტორია შექმნა, არ იფიქრებენ რომ თმენის ვალდებულება, ყველაფრის უსიტყვო ატანის ვალდებულება, გაგების, გადატანის, გამკლავების ვალდებულება შენთვის ათასტონიანი სიმძიმეა. აქ ყოველთვის იფიქრებენ რომ შენი ტკივილი შენი უბედურება კი არაა, მათი ამბის უფრო მეტად დამძიმებაა მხოლოდ, აქ შენ ტკივილშიც ისინი გამოდიან ნატკენები, საყვედურიანი თვალებით და რა უმადური ხარ, მზერით...აქ შენი ამბავი არაა, მიუხედავად იმისა რომ შესაძლოა ის ბევრად მძიმე და გამოუთქმელად აუტანელი იყოს. ეს მათი ამბავია, მისი და ის შენ ტკივილშიც თავად დარჩება ნატკენი...ამიტომ უნდა გაჩუმუმებულიყო. მისი მაინც არავის ესმოდა, ეს კი განწირულის ხრიალს ჰგავდა, თავად კი ყველაფერი იყო საცოდავის გარდა. ამიტომ ჭიქა ღვინოზე მხოლოდ მზის სისტემას ეპატიჟებოდა ყოველ გამთენიას, შფოთიანი ძილების შემდგომ საკუთარ მუხლებს ხელმოხვეული, უძველესი ბაბილონიდან წამოღებულ შელოცვას რომ მიუგავდა დასაშოშმინებელი სიტყვები, სურდა დედამისის ნაჩურჩულები მართალი აღმოჩენილიყო და მზისგან გაჩენილს ენახებინა დღის სიცოცხლის და სინათლის მომტანისთვის, როგორ ლაქავდებოდა თავისი არსებობით. სააბაზანოს კარმა წამიერად გაიჭრიალა და თავაუღებლადაც მიხვდა, რომ მარტო აღარ იყო.მის გვერდით დახრილმა ფიგურამ ხელისკანკალით მოიქცია ბღუჯა თმა და მარცხენა ხელისგულით მიეფერა მოხრილი ხერხემლის გასწვრივ, თითქოს ასე შეძლებდა ამ სიმძიმის შემსუბუქებას. ისე მიეფერნენ, თითქოს პატარა ბავშვი ყოფილიყოს და ლანჩებამძვრალი ფეხსაცმლით მორბენალს შემთხვევით საკუთარი თავისთვისვე წამოეკრა ფეხი. მუხლმტკივანს ხომ ყოველთვის კოცნით უშუშებენ ჭრილობას, თუკი ნამდვილად უყვართ. მუცელმა იყუჩა და ლოყებზე მოპრიალე კურცხლების სისველემ აუწითლა უპეები. სხეულმოშვებულმა ჩამოყარა მკლავები და მზერა გაუშტერა იატაკის სილურჯეს. მის გვერდით მუხლმორთხმულმა, კარგა ხანს რომ მიყუჩებული ყლაპავდაკისერში გაჩხერილ, მოწოლილ ბურთს, ძალა მოიკრიბა და წამოიმართა. ასვეტილ, მაღალ, თუმცა ვიწრო კარადიდან გამოიღო სუფთა პირსახოცები და ნელი ნაბიჯით წასულმა ხელი აარტყა საშხაპის ონკანს. კერამო გრანიტზე თავგანწირვით მოწკრიალე წყლის ჭავლის ხმამ გამოაფხიზლა ჯანაშია და ხელისგულებს დაყრდნობილი წამოიწია,.თავბრუდახვეულმა იმარჯვა და კედელს მიეყრდნო წონასწორობის შესანარჩუნებლად. გუგებში მოცეკვავე სხივები ჩაშოშმინდნენ და ყურთასმენას მისწვდა საცოდავად ნახრიალები ჩურჩული. -მეგონა ყველაფერი შეიცვალა და აღარც კი გამხსენებია, როგორი კარგი მატყუარა ხარ...- ქალმა სასოწარკვეთა ჩაიწება სფეროების ამღვრეულ ციმციმში და გაჯავრებით გაუგრძელა წამოწყებული დიალოგი...-რამდენჯერ არ გამეღვიძა ტასო? რამდენჯერ იჭერდი თმას საკუთარი ხელებით და რამდენი დილა გავიდა ისე, რომ ღიმილით შემომაგებე ტყუილების გუდა, თითქოსდა იმ წუთის გაღვიძებული იყავი? -არ მომიტყუებიხარ...-მატყუარა ისე უწოდეს, თითქოსდა ქვეყნად ამაზე იოლად სატარებელი იარლიყი არ არსებობდა...-დიდი ხანია კარგად ვარ. -ამას კარგად ყოფნას ეძახი? ეს შენთვის კარგად ყოფნაა?...-საკუთარ ყურებს ვერ უჯერებდა, აქ იდგა, მის წინ, სიტყვებიც თითქოს გარკვევით აუფრიალეს, მაგრამ არ ენდობოდა საკუთარ ყურთასმენას...-მაშინ წარმომიდგენაც არ მინდა, ცუდად ყოფნას რას ეძახი. -გულისრევა მხოლოდ მაშინ მეწყებოდა თუ ძალით ვიტენიდი პირში საჭმელს, თუ საკუთარ ორგანიზმს არ ვუსმენდი და...-გაჩერდა, საკუთარ თავს ახლა განუმარტა რომ ვერ ხვდებოდა ეს შეგრძნება საიდან წამოვიდა.ღამის კოშმარებიდან? ეს ხომ იმ დილის შემდგომ მუდმივ თანამგზავრად ექცა, მაგრამ სპაზმი და მეტალის გემო პირში,არასდროს მოუტანია თან...-თუ მეშინოდა, თუ რაღაცის ძალიან მეშინოდა...-მოჯადოებულივით ამოთქვა და პასუხს მიაგნო, გონების ყველაზე ბნელ კუნჭულებში ჩამძვრალმა. -რამემ შეგაშინა?...-დაეჭვებული ჩაეკითხა და მისკენ წაიწია კითხვის ნიშნებით...-იქნებ ძილში შეგაშინა რამემ? ან ინერვიულე? რამეზე ინერვიულე? ტასოოო...-ცერა თითით წასწვდა მის ჩაწეულ ნიკაპს და ეცადა თვალებში ჩაეხედა. -დღეს მიხეილ ფანჯიკიძე ჩამოვა სტუმრად, თავის შვილთან ქეთევან ფანჯიკიძესთან ერთად...-ისე დააკვირდა კვიციანის რეაქციას, თითქოს ნიადაგს სინჯავსო, მერე კი როცა ქალის სახეზე მხოლოდ დაბნეულობას წააწყდა, გულდამშვიდებით აუხსნა...-მიხეილ ფანჯიკიძე მილას მეგობარი იყო, არ გახსოვს? ახალგაზრდა მწერალი, საკმაოდ ნიჭიერი და ჭკვიანი კაცი, ყოველ ზაფხულს გვსტუმრობდა. -ახლა გამახსენდა...-ევრიკას შეძახილს წააგავდა ელიკოს წამოყვირება,პირზე ხელისგულაფარებით სცადა თავის ჩაშოშმინება და დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით რომ დაიდაბლა ტონი, მერე გაკვირვებით ჩაეკითხა მისი ნათქვამის აზრს ვერ ჩამწვდარი...- დღეს რატომ ჩამოდის? აქ რა დარჩენია? -ხომ იცი, რომ სასტუმროს პროექტის დასრულებამდე ნომრებზე ჯავშნები უნდა გავყიდოთ? სადაც ნეა ჭკადუა მოვძებნე, იქ მიხეილ ფანჯიკიძესაც მივაგენი და რომ დამთანხმდა დახმარებაზე, მაშინ მთხოვა იქნებ რამდენიმე საათით ჩამოვიდე და სასტუმრო ვნახოო...-პირსახოცები გამოართვა ხელიდან და თითებით მიელამუნა წყლის სითბოს...-ელიკო ამდენი ხანია წყალს ვფლანგავთ, ვიბანავებ და გამოვალ. აქამდე ინტერესით შემყურე ქალის თვალებმა გაკვირვება იგემეს, როცა ხელისგულებით მიაწვნენ ზურგზე და კარისკენ ფრთხილად უბიძგეს.რაღა უნდა ექნა, ნაბიჯი წადგა და სამზარეულოსკენ წავიდა ხალათშემოხვეული.სააბაზანოს სივრცეში გაჭედილმა, ერთიანად მოიშორა დასვრილი პიჟამა და სხეულის სიშიშვლეს აგემა, ჭავლის სითბო.სახეზე მილამუნებულმა წვეთებმა სისხლის მოძრაობა მდორე და ერთგვარად სასიამოვნო ჟრუანტელის მომგვრელად აქციეს.სიცოცხლე ნელ-ნელა დაუბრუნდა მუხლებს, მხრებამდე ამოსულმა და კისერში გაჩხერილმა გულის რევის შეგრძნებამ დატოვა, თუმცა გუგებში გაჩხერილმა შეკითხვის ნიშნებმა არა. იცოდა, რომ იცრუა ელიკოსთან ,მაგრამ საკუთარ თავს ასე ოსტატურად ვერ გააცურებდა. მთელ სიგრძეზე გაშლილმა პირსახოცმა, კანზე აკრული წვეთები დაფარეს ნაჭრის სისქით და კარის ზღურბლიდან მოთვალთავალემ თავი სამშვიდობოს რომ დაიგულა, მაშინვე ფეხისწვერებით იხტუნა საძინებელში აღმოსაჩენად.აშლილ ლოგინს ახლა უკვე ევლებოდა განთიადის თამამი სინათლე, მზე იწვერებოდა და თან მოჰქონდა ახალი დღის იმედი, იმათთვის ვინც ღამის კოშმარებიდან მოკრეფილ თავს, ასე მძივივით რომ წყვეტდა შფოთვა და შიში, სათითაოდ აცვამდა ძუაზე, ხელახლა შესაკრავად.ოთახის კუთხეებიდან უკვე აღარ იღვრებოდა უკუნეთი, ყველაფერი გარკვევით ჩანდა და ანასტასიამაც შეშინებული სულის გახლეჩილი ნაწილები სათითაოდ აკრიფა კუთხე-კუნჭულებიდან.კომოდიდან გამოიღო ის კაბა, რომელიც მისი უსირცხვილო სიყვარულის ერთადერთი შემსწრე გახდა იმ ღამით და ტანზე მორგებული შეათვალიერა მაცდურად. იცოდა ჯანაშიამ რომ გოგოს, რომელსაც ყოველთვის ყველაფერი ჰქონდა, რასაც ისურვებდა, ცხოვრებაში პირველად მოუწევდა წაგება, რადგან დემეტრე ბერაია მთლიანად ეკუთვნოდა ამ ამორძალს და არ აპირებდა ამ ჩიტისფრთა ფეთქვის სიცოცხლის ძალა, ვიღაც ტუტუცისთვის მობეზრებული სათამაშოსავით დაეთმო. ზეწარს რომ წაავლო ხელი და ერთიანად გადაჭიმულს საფარველი აუფრიალა, სამზარეულოდან მოესმა საუბრის ხმები.სანახევროდ შემშრალ, თუმცა აბურდულ თმას სავარცხელი ჩამოუსვა და თითის ბალიშებით აირია ნოტიო ბოლოები.ფეხებზე წამოიცვა თეთრი კედები და კარის ზღურბლს მხოლოდ მას შემდეგ გასცდა, რაც რამოდენიმეჯერ ღრმად ჩასუნთქულმა ჰაერმა ფილტვები აუვსო გამბედაობით. მართალი აღმოჩნდა. ერთიანად განათებულ სამზარეულოს სივრცეში,რომ კვიციანებს ელოდა მოსაუბრეებად.მაგიდასთან მჯდომი, თავჩახრილი ზურაბი, აქამდე რომ თვალს უშტერებდა შუაში მოთავსებულ, ძველებურ ხრუსტალის ვაზას, ნაბიჯების ხმაზე მთლიანად მისკენ მიბრუნდა და თავისთვის უცხო სისწრაფით აესვეტა გვერდით. -არ გინდა დღეს რომ დაისვენო? მანოსთან წადი, ილაპარაკებთ, გულს გადააყოლებ...-ზურაბი ცდილობდა გამოსავლის პოვნას, ოღონდ იმ ხათაბალიდან, რომლის სიმძიმეზეც წარმოდგენა არ ჰქონდა...-მიხეილს მე დავხვდები. თუ მაინდამაიც მასთან შეხვედრა გინდა, მანქანით მოგაკითხავ და მე წაგიყვან სასტუმროში. -ზურიკო კარგად ვარ...-მის მკლავს წაეტანა ხელისგულით და დამშვიდებით უჩურჩულა, ერთიანად აფორიაქებულ მის ნაოჭშეპარულ, შეჭმუხნულ შუბლს...-შეიძლება რამემ მაწყინა, ამ ბოლო დროს რაც ხელში მხვდება ყველაფერს ვჭამ, იქნებ გაურეცხავი ხილი შევჭამე და მაწყინა...ასე ნუ ნერვიულობ ძალიან გთხოვ. -ანასტასია ჯანაშია, იმ დროიდან გიცნობ შენ რომ საერთოდ არ გახსოვს.რას ამბობ ეხლა, სახლში არაფერს ჭამ და თუ სადმე, რამე ძირნაყარს წააწყდები, ყველაფერს პირში იყრი?...-აქოთქოთებულმა ელიკომ პირდაპირ ტყუილში წაიჭირა და წიხლიც მიაყოლა მის უსუსურ სიცრუეს...-ზურაბ, ამ ბავშვს ჩვენ სულელები ვგონივართ, გეუბნები! -ელიკოო...-აფოფრილს ლოყით მიეხუტა აჭარხლებულ სახეზე და თუ აქამდე ფიქრობდა უბრალოდ ვანერვიულეო, ახლაღა გაანალიზა რამდენად სულის შეძვრამდე შეუჩინა ეჭვის ჭია კვიციანის თავის ქალას...-ხომ გითხარი, ბოლო კვირები ძალიან კარგად ვარ. დღევანდელი საერთოდ არ გავდა იმას, რაც აქამდე ყოფილა. ამიტომაც მგონია, რომ უბრალოდ რაღაცამ მაწყინა ან ფანჯიკიძეების ჩამოსვლაზე ვინერვიულე, ამხელა საქმე უნდა გამიკეთონ და რა გასაკვირია რომ ვნერვიულობ. -მითუმეტეს მაშინ...-მამასახლისს უფრო მტკიცე გაუხდა ტონი, ეცადა მკაცრად არ გამოსვლოდა, თუმცა ვერ დაიმორჩილა ბრაზი...-დარჩი სახლში ელიკოსთან, ფანჯიკიძე რომ ჩამოვა მე მოგაკითხავ...-თავი რომ გაიქნია ჯანაშიამ უარის ნიშნად, მუქარა გააჟღერა შიშნარევად კაცმა...-არამგონია დემეტრე ბერაიამ, ამ ამბის გაგების მერე, მანქანაში ჩაჯდომის და ეზოში მუშაობის უფლება მოგცეს, ასე რომ... -დემეტრე ბერაიამ საერთოდ არაა საჭირო იცოდეს, რაც ამ დილით მოხდა!...-აქამდე საერთოდ არ მოსვლია აზრად, რომ ელიკო აუცილებლად გაამხელდა დილანდელ ინციდენტს.კარგიც კი იყო ზურაბმა რომ მუქარად გააჟღერა ეს აზრი...-იმედია ვთანხმდებით, რომ ჩემი ჯანმრთელობა ჩემი საქმეა და არ მსურს უკითხავად ჰქონდეს ვინმეს უფლება მასზე ისაუბროს. -მე მაქვს შენს ჯანმრთელობაზე საუბრის უფლება...-დინჯად მიუგო ზურაბმა, მის გაკაპასებას და ჩაიდნის სახელურს დამწვდარმა, ხელისგულში მოქცეული ფინჯანი აუვსო ადუღებული წყლით...-ამიტომაც გთხოვ, რომ დღეს დაისვენო და სახლში, ელიკოსთან დარჩე. ჯანაშიამ ფარ-ხმალი დაყარა, გაბრძოლებას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ დანებდა მოთხოვნის სიმტკიცეს და თავისი უკმაყოფილების გამოსახატად მხოლოდ ის მოიფიქრა, რომ მაგიდას გაბუსული გამომეტყველებით მიჯდომოდა და ფეხები აებაკუნებინა გამაღიზიანებლად. გაშლილი მაგიდა, კვიციანის ქალი რომ გულმოდგინედ დაფუსფუსებდა თავზე, მალევე შეივსო ზედა სართულის ახლადგამოღვიძებული სტუმრებით და მაცხოვრებლებმა აქამდე უხერხულად ჩამოწოლილი სიჩუმე გაფანტეს თავიანთი ჟრიამულით. თამარა მესხიშვილი, რომ გვიანობამდე დარჩა, მაგრამ ქვა ააგდო და თავი შეუშვურა სახლში უნდა დავბრუნდე, ინერვიულებს დათა პაპაო, არავის გამოპარვია სკამიდან წამომხტარი ნიკოლოზი და მისი მონდომება. ბაჩუკისაც მეტი რა უნდოდა, იპოვა გასართობი და თავის ხელობას დაუბრუნდა, უფასო ცირკის დილები კვიციანების სამზარეულოში უკვე ისეთი შოუ გახლდათ, დამსწრეებს ფულის გადახდა უნდა დაეწყოთ. -ნინიკო მე მიმიშვი, მე დაგისხამ ჩაის...-ერთიანად წაეტანა ჩაიდანს ბაჩო და ხმამაღლა წამოყვირებულ სიტყვებს აღმაფრენა მოაყოლა ბონუსად...-ხომ უყურებ ჩვენს ნიკოლოზს? მისგან ვისწავლე როგორ მოვექცე მანდილოსნებს. -აი რომ არ მობეზრდა ! ...-დამცინავად წაუქირქილა ბიჭმა მეგობარს და გარსემო მყოფებს მოავლო მზერა...-რა უნდოდა ამას ბიზნესის ადმინისტრირებაზე? ეს უნდა გაჭრილიყო ველად, მოატყუებდა ვინმე ბოშა და წაიყვანდა ცირკში ჟონგლიორად. ესეც დაისვენებდა, ჩვენც დავისვენებდით და ნიჭსაც მიეცემოდა გზა ფართო...-მკლავი გაშალა მთელ სიგრძეზე, რომ სიტყვებს უფრო მეტი შთაბეჭდილება მოეხდინათ. -სხვათაშორის მშობლები ყოველთვის მეუბნებოდნენ რომ საშუალოსტატიკური ადამიანები ვერასდროს გაიგებდნენ ჩემს უსაზღვრო გონებრივ შესაძლებლობებს...-არ ჩამორჩა და წაკბინა მის გვერდზე მოთავსებულმა. -ამას ვუმალავთ ხომ აიქიუს ტესტის შედეგებს?...-ნინიკოს გადახედა შემრალებელი თვალებით და თავი გაიქნია, როცა გოგოსგან პასუხად ხითხითი მიიღო...-ბაჩუკი ჭამე...-ხელისგულით წაიწია მისი თითებისკენ და წარბები სანახევროდ ასწია მაღლა...-გონებას ხსნის ნოყიერი საუზმეო, ამბობენ. -ტასო, გოგო...-გაშლილი თითები აუფრიალა, მაგიდის სათავეში გახევებით მჯდომ ჯანაშიას და ახლა მარტივი საკბილოს ძებნაში გართული მას მიადგა...-რას გაგფითრებია ეგ სახე? შეყვარებული არ იყო, არ დავიღუპოთ, ჩაწოლა იცის მაგ ამბავმა. - ტარიელის ბიჭი, მოიხედე აქეთ...-მეორე კუთხიდან მოაძახა მისი მასხარაობით შემორღვეული საზღვრებით შეწუხებულმა ლუკამ დაცინვით...-ჭამე რამე, თორემ პირი რომ თავისუფალი გაქვს სისულელეებს აპარებს და...-სიტყვა შუაზე გაუწყდა, როცა ოთახში შემოსულმა ერთიანად აავსო სივრცე ღვარძლით. -ისევ ბაჩუკის ვეჩხუბებით იმ საიდუმლოზე საუბრისთვის, ასე უბადრუკად რომ მალავენ და თან ყველამ ძალიან კარგად იცის?...-ლიზა, გამოწყობილი ჯინსის შარვალსა და თეთრ პერანგში, დამცინავად ქირქილებდა და ზღურბლს გადმომცდარი კმაყოფილად აკვირდებოდა, მის ხმაზე შემობრუნებულ ანასტასიას. -რა საიდუმლოზეა ამ დილაადრიან საუბარი?...-ესეც ასე, სიტუაციას მხოლოდ ბერაიაღა აკლდა მთელი მშვენიერებისთვის. ამჯერად კარში გაჩხერილ კაცის ფიგურას, ჩარჩოს რომ მიყრდნობოდა და გაკვირვებით აეზიდა წარბები პასუხის მოლოდინში. -აი იმაზე, ჯანაშიასთან რომ ერთობი და ვითომ არავინ არაფერი იცის...-გამომწვევად შემოტრიალებულმა, ნიშნისმოგებით ააციმციმა თვალები და დემეტრესთვის სახეში შეხედვის გაუბედაობით, ისევ ანასტასიას რომ თვლიდა დაბალ ღობედ. ოთახში გულისგამაწვრილებელ სიჩუმეს თითქოს ბოლო აღარ უჩანდა, კვიციანების ცოლ-ქმარი ერთმანეთისკენ აპარებდნენ მზერას და შეშინებული ელიკო ცდილობდა ერთიანად ამღვრეული მეუღლის თვალებს არ მოშორებდა, როგორმე რომ მიეხვედრებინა დამშვიდდიო.ზურაბის სხეულში ის უჩვეულო შეგრძნება ტრიალებდა რასაც ინსტიქტი ჰქვია, საკუთარი ნაშიერის დაცვის ინსტიქტი, მაგრამ ფრონტზე შვილისტოლა გოგონა იდგა, რომლის გაგულისებულმა გრძნობამ თავი ვერ მოთოკა და ამხელა კაცს მეორე მხრივ უმძიმდა ჩარევა. ანასტასიასთვის ლიზას სიტყვები, უკანასკნელი იყო, რაზეც ამ მომენტში შეეძლო რომ ენერვიულა,ამიტომ საერთოდ არ აინტერესებდა სიტუაციის მთელი ეს უხერხულობა. აი ნინიკო ერთიანად აჭარხლებული ცდილობდა ნიდაყვის გაკვრით შეეჩერებინა ზღვარს გადამცდარის სითავხედე, თუმცა გაკაპასებულს სულ არ მიუქცევია ყურადღება მისი მუჯლუგუნებისთვის. დემეტრე ბერაიას სახე რომ შეეცვალა და მუშტად შეიკრა ბრაზისგან მოკეცილი თითები, მაშინ ბაჩომ ითავა სიტუაციის გამოსწორება და ერთიანად დასერიოზულებული სახით წამოუდგა კარადასთან ასვეტილ თავმომწონედ მომღიმარს, რომელსაც გათანაბრებისთანავე ღვარძლიანად უსისინა ყველას გასაგონად. -ჩვენ ერთმანეთის გადაწყვეტილებებს პატივს ვცემთ ლიზა და ხუმრობისგან ძალიან შორსაა სიყვარულს რომ გართობას ისე უწოდებ, თითქოს ვინმე ვინმეთი სარგებლობდეს!...-ნერვიული სუნთქვის ჩასაშოშმინებლად, კიდევ უფრო მეტად დაიწვრილა გუგები და სამაგიროს გადახდის მოსურნე ნაშიერები ჩაიწვინა ჩაშავებულ სფეროებში...-ამიტომაც არ შეგვირცხვენიხარ არასდროს, ბავშვობის მეგობრის მიმართ არაჯანსაღი მიჯაჭვულობის და სიყვარულის გამო, მაგრამ თუ გინდა რომ საიდუმლოებებზე დაიწყო საუბარი, ჯობია პირველი თავადვე იყო. აბა?...-უკუნეთ სიბნელეს შეჯახებულმა თითქოს სცადა რაღაც ეთქვა, მაგრამ ხმის ჩაწყდომა მთელს სხეულში იგრძნობოდა, ხმა გაკმნდილმა იბრუნა გვერდი და გაგულისებით დასწვდა ჩაიდნის სახელურს. - ეხხ ლიზა...-აქამდე ჩუმად მყოფმა ხმა ამოიღო და ცინიზმი აიკრა სახის ყველა კუნჭულზე...-გუშინ ისეთ სცენას შევესწარი, შენ კი არა მეც გამითბა გული და საინტერესოა უკმაყოფილო რაღატომ ხარ? რა იყო, დემემ სათანადოდ ვერ დაგიმშვიდა ჰორმონების მოჭარბება?...-აკვასკვასებული თვალები ამჯერად მხოლოდ მას ეკუთვნოდა და აბა ვინმეს გაებედა პასუხის დაბრუნება. -ვინმეს ახსოვს ის მშვიდი დილები, სადაც ყავას ვსვამდით და უბრალოდ ვუღიმოდით ერთმანეთს?...-ლუკამ სიმწრით გაუღიმა გაფართოებულ ელიკოს თვალებს და საწყალობლად იცვალა თვალთახედვის მიმართულება ზურაბისკენ. -ზურაბ სასტუმროს მარცხენა მხარეს შუშაბანდიანი სათბურის რესტავრაციისთვის ზეგ ჩამოვლენ თბილისიდან ოსტატები, შუშების ზომებს აიღებენ და მოგვიწევს, სანამ დაამზადებენ, მანამ ერთიანად დავცალოთ ძველი ქოთნებისგან...-გაზქურისკენ წასული, სანახევროდ მიეყრდნო სამზარეულოს ზედაპირს და სცადა საკუთარი სიბრაზის ჩასახსობად, ისევ საქმიანი ტონისთვის ეხმო. -კიბატონო, არ არის პრობლემა, სანამ თბილისში იქნებით, მანამდე ყველაფერს გამოვიტანთ და ადგილს გავათავისუფლებთ დემე...-შვებით ამოისუნთქა შუახნის კაცმა, როცა სახლის სივრცეში უხერხული საუბრებისთვის ადგილი აღარ დარჩა...-ადრე მილა ბოსტნეულს გვაშენებინებდა, მაგრამ მე როგორც მივხვდი, შენ ყვავილებისთვის გინდა გამოყენება. -ნიკოლოზის გათვლით, პატარა საკითხავი კუთხეც უნდა მოეწყოს მარცხენა ნაპირზე, ასე რომ ძველი დანიშნულებით ვეღარ გამოვიყენებთ, მხოლოდ თაროებს დავამატებთ და ქოთნის მცენარეებს დავალაგებთ...-ახლა ბერაიას და კვიციანს საერთო საიდუმლო ჰქონდათ და ერთმანეთს ყველანაირად უწყობდნენ ხელს თემის გავრცობაში...-ანასტასიას მოეწონა ეს იდეა და რადგან ამ მხრივ პროექტი მას აბარია, თავად გადაწყვეტს რომელი სახეობის ფლორას მოამრავლებს. დღის ბოლომდე სია შეადგინეთ, რომ მომმარაგებელს თბილისში ყოფნისას შევუთანხმდე. -დღეს?...-ეჭვნარევად იკითხა მამასახლისმა და მძიმედ გადაყლაპარა ნეწრყვი, ყელში გაჩხერილ ბურთს რომ ადგილი ეცავალა და უცებ არ წამოეყვირა პირობის დამრღვევი სიტყვები...-დღეს ანასტასიას და ელიკოს მნიშვნელოვანი საქმეები აქვთ და... სანამ სიტყვას დაასრულებდა კვიციანი, მანამ წამოიმართა ჯანაშია ადგილიდან და მობარბაცე ძლივს გასცდა კარის ჩარჩოს, ისე სურდა გაქცევა.მუცელში დატრიალებულმა სპაზმმა დარია ხელი, მათ თვალთახედვას მოშორებულმა მთელი ძალით ჰკრა ხელი სააბაზანოს კარს, საკეტს მიაყოლა თითები მწარე გამოცდილებით დაჭკვიანებულმა და ონკანი მოუშვა, სანამ ჩამუხლული მოასწრებდა ყელში მოწოლილი შეგრძნებისგან გათავისუფლებას. მთელი სხეული მომართული გახლდათ საბრძოლო რეჟიმისკენ ისეთი საშინელი შეგრძნება უხვრიტავდა თავის ქალას, ეგონა რომ სადაც იყო გასკდებოდა ეს ძალისძალად შეკოწიწებული გულ-მკერდის შეუვალობა. ხელისგულში დაგორგოლავებული თმა გადაარჩინა და შვებით ამოსუნთქული უძლურად მიესვენა იატაკზე.გადაწყვეტილი იყო, ჯანაშია დღეს სახლში რჩებოდა და ეს განხილვას აღარ ექვემდებარებოდა. კარგა ხანი იჯდა სააბაზანოს იატაკის სიცივეს შეხიზნული, ძლივს წამოწეული წელით რომ ფეხზე გაიმართა, მაშინ კი მოახერხა ყველანაირი კვალის გქრობა. მოწესრიგებულმა სხეულის სიცარიელე იგრძნო და მუცელზე აფარებული ხელისგულით მიაკითხა საძინებლის სიჩუმეს.კედები გაიძრო და მუხლებაკეცილი, ემბრიონის ფორმაში მიუწვა მარტოობას გვერდით, სახით ფანჯრისკენ, რომელიც შეღებული გახლდათ, თუმცა მთლიანად ფარავდა სიფრიფანა ფარდის ნაჭერი.თვალები მიელულა, დაღლიობამ და ამ საზიზღარმა შეგრძნებამ დარია ხელი, თითქოს საუკუნოვანი უძილობიდან თავდახსნილს ახლაღა ჰქონდა შანსი, სულ წამიერად მოეტყუებინა სიფხილზე და ძილბურანისთვის შეეფარებინა დაღლილი ტანი. ზმანების ძალამ თავი იჩინა და ერთიანად გათიშულს არ გაუგია, როგორ შემოაღო ელიკომ ოთახის კარი,რომ მისთვის დაეხედა, არც ის უგრძვნია როგორ დაიხარა ქალი,რომ სახეზე ჩამოშლილი მისი თმები ზურგს უკან გადაეყარა და მშვიდ სახეზე თითის ბალიშებით მიფერებოდა ორგანიზმის ურჩობისგან გათანგულს.მხოლოდ მაშინ შეირხა, როცა მძიმე ნაბიჯებმა სიჩუმე გაარღვია და შუადღის გადასვლას დამონებულმა მზემ ადგილი იცვალა, მწუხრის ჩამოწოლამდე ნელ-ნელა ჩასასვენებლად.ზურაბ კვიციანი ხმადაბლა იმეორებდა მის სახელს მანამ, სანამ უცვლელ ფორმაში მწოლიარემ თვალები არ გაახილა.დამძიმებული ქუთუთოები დაშორდნენ ერთმანეთს და ზლაზვნით წამომართული, მოჯადოებულივით მიჰყვა კაცს უკან.ავტომობილის წინა სავარძელზე მოთავსებული, ჯერ კიდევ ნახევრად მძინარე იფშვნეტდა თვალებს და სასტუმრომდე მიღწეულმა ინტერესით მოავლო მზერა ეზოს.ხარაჩოები უცვლელად იდგნენ და კუთხეებში ჯგუფ-ჯგუფად ფეხმორთხმული მუშები მადიანად შეექცეოდნენ სახლებიდან მოტანილ, კალათაში სიყვარულით ჩაწყობილ ნახელავებს. ტბის მხარეს დალანდა ნინიკოს ფიგურა, შუახნის მამაკაცს რომ ამოდგომოდა გვერდით და იღიმოდა.მიხეილ ფანჯიკიძეს ტანთ ემოსა კლასიკური შავი შარვალი და თეთრი პერანგის სახელოები მოუჩანდა ატლასის ჟილეტიდან. კაცს, რომელსაც ბავშვობიდან თავისი უჩვეულოდ ერთფეროვანი ჩაცმულობით ათასობით ადამიანში ასხვავებდა და ყოველთვის ჩუმად მიყვებოდა გაყვითლებულ ფურცლებში მუდამ მოკირკიტე მწერალს. ახლაც სწორედ ამ ჩაცმულობით შეიცნო თავისი საყვარელი მოთხრობების ავტორი. აჟიტირებულმა წინ წადგა ნაბიჯი და უჩუმრად მიუახლოვდა თმაშეჭაღარავებულ ახოვანს, ცხვირზე რომ ჩამოესკუპებინა მომრგვალებულ შუშებიანი სათვალე და საჩვენებლი თითით მოუსვენრად ისწორებდა.მის დანახვაზე კაცი შეცბა და წამიერად გადაურბინა გამომეტყველებაზე უცნაური სიამოვნების ალმურმა. მისალმების გაცვლის შემდეგ, ნინიკომ გამოაცხადა ბიბლიოთეკაში წავალ და ხელს არ შეგიშლით საუბარშიო. მხოლოდ მარტოდ დარჩენილებმა გაბედეს დიალოგში ჩაბმა. -ჩემი შვილი, ქეთევანი ბიბლიოთეკაშია.სხვათაშორის ახსოვხარ იმ ზაფხულიდან როცა დედამისი დამთანხმდა აქ დასვენებაზე.შენზე მხოლოდ ერთი წლითაა უფროსი და რას არ მივცემდი შენსავით რომ მშბობლის გზას გაჰყოლოდა.ყოველთვის მინდოდა რომ ჩემსავით წიგნის დაწერზე ეფიქრა და არა რაღაც სტატიების გამოქვეყნებაზე...-ნაოჭებშეპარული სახე ნოსტალგიურად უღიმოდა კაცს და უხერხულობით შეშმუშნულს, მთლიანად რომ საკუთარ ნაბიჯებზე მიემართა მზერა აშკარად ეტყობოდა მოუთმენლობა გულისა...-საოცარია დედა-შვილს შორის ასეთი მსგავსება.მილას ასლი ხარ...-მხრებიდან ათასტონიანი სიმძიმე ჩამოშორდაო იფიქრებდით ისე თამამად შეათვალიერა ამჯერად...-მზერაც მკვირცხლი და ერთთავად მოუსვენარი გაქვს, ხასიათებშიც ბევრი მსგავსება გექნებათ, ალბათ. -თქვენი მოთხრობების კრებული წავიკითხე...-არც იცოდა რა უნდა ეპასუხა, თავისთავად წამოძახებულ რიტორიკაზე, ეს ხომ შეკითხვები არ იყო, მაშასადამე პასუხსაც ვერ მოსთხოვდნენ...-შემიყვარდა თქვენი წიგნი, მითუმეტეს რომ ძალიან კარგად მახსოვს, სად და როგორი გაფაციცებით წერდით მათ. -ეს ადგილი შთაგონებაა...-მიუხვდა სათქმელს და ნასიამოვნები გაბადვრით მოუბრუნდა თავჩახრილს...-მითუმეტეს ახალგაზრდა მწერლისთვის, რომელიც ყოველთვის ეძებს ადგილს, სადაც შეძლებს ფანტაზიას ფრთები შეასხას. ძალიან მინდოდა აქ დაბრუნება, იმ დღეების გახსენება როცა პაწაწინა გოგოს ვხედავდი დედის კალთაში თავჩამალულს და ორივეს ერთად ბალახებში მწოლიარეს,წიგნით ხელში. -მილას გარდაცვალების მერე, რაც სასტუმრო დაკეტეს აქ არ ყოფილხართ ხომ?...-ეს ძვირფასი მოგონებები, არ ეგონა სხვა თვალისთვისაც თუ ცხადი იყო.როგორც აღმოჩნდა მხოლოდ ანასტასია არ ერთობოდა ჯაშუშოებით და სხვისი ტკბილი მომენტების მოპარვით. -ყოველ ზაფხულს, როცა დასასვენებლად მივდივარ, პირველად აქ უნდა გამოვიარო. ტბასთან ჩამოვდივარ და ძველ, ახალგზრდობის ტკბილ დღეებს ვიხსენებ...-უკვე ტკბის ნაპირთან მისულმა კაცმა ჩაიმუხლა და მოზრდილ ბალახებში მოირთხა ფეხი დასაჯდომად.ანასტასიამ მას მიბაძა და ახლა გვერდი-გვერდ მსხდომთ, დასამალი აღარც არაფერი გააჩნდათ...-მიხარია, რომ ჩემი იმედი, სიკვდილამდე კიდევ ერთხელ მომცემოდა აქ დარჩენის შანსი, გამართლდა.კარგია რომ დაბრუნდი ამ ადგილის გასაცოცხლებლად. -მახსოვს,რომ მილასთან მეგობრობდით...-ახლა კი უნდა ამოეთქვა ის, რისთვისაც აქ ჩამოიყვანა ეს ახოვანი მამაკაცი,ბავშვობის ტკბილი მოგონებების ერთ-ერთი გამორჩეული გმირი, იმ მუდამ ხელშიმომარჯვებული კალმითა თუ ფურცლით...-იმ ზაფხულს,ჩვენ რომ ჩამოვედით თქვენ ჯერ კიდევ არ გქონდათ ოთახი დაჯავშნული, ორი კვირის შემდეგ აპირებდით აქ დასვენებას. -ეს ამბავი რომ გავიგე, კარგა ხანს არ მჯეროდა.მხოლოდ მაშინ დავრწმუნდი რეალობის სიმახინჯეში,როცა ჩამოსულს გამოკეტილი, ჩაჩუმებული დამხვდა მუდამ მოჟრიამულე მიდამო...-მწარე ღიმილმა ჩაუტეხა ამრეზის კუთხე და გუგები გაუშტერა ჩამავლი მზის სინათლეზე აბრჭყვიალებულ ტბის წყალს...-მილა, სიყვარულით და სიხალისით სავსე გოგო, რომელსაც უბრალოდ ახალი სიცოცხლის მოვლენა უნდოდა ამ ქვეყნად...დასანანია, მისი ამბის ასეთი დასასრული.თუმცა შენ გააგრძელებ მისი ოცნების ახდენას, ამ ადგილს აქცევ მისი სულის სამუდამო თავშესაფრად. -თავიდან მეც ასე მეგონა...-მხატვრულად ვერ დაუწყებდა ახსნას, ცხოვრება სიმახინჯით იყო სავსე და პრიალა ცელოფანში ვერ შეუფუთავდა ყოფაცხოვრების სიმწარეს...- მამაჩემს სასტუმროს წილის გაყიდვა უნდოდა, მაგრამ უფლება არ მივეცი. მერე კი აღმოვაჩინე, რომ წილი რომელიც გაიოზს მიყიდა, გასხვისდა ბერაიების ინვესტორულ კომპანიაზე, რომლებიც დაასრულებენ თუ არა რესტავრაციის პროექტს, მაშინვე გაყიდიან წინასწარ შერჩეულ მდიდარ კლიენტზე...-მთავარი ჯერ კიდევ წინ იყო და ინტერესით მიყურადებულს ამოსუნთქვა არ აცადა ისე გაუგრძელა...-ის კაცი ამ ადგილს ყოველგვარი ხელოვნებისგან, მუსიკისა თუ ლიტერატურისგან დაცვლილ ხალხის კურორტად აქცევს, რომლებიც მხოლოდ იმიტომ ჩამოვლენ, რომ საუნაში, აუზსა და სპაში ინებივრონ, ტბის ნაპირთან კი გაირუჯონ. -ეს ხომ სისულელეა...-დაიჩურჩულა ფანჯიკიძემ და აღშფოთებით გადმოხედა ასე თავისუფლად მოსაუბრეს...-როგორ შეიძლება ის ადგილი, სადაც ახალგაზრდა მწერლები, მუსიკოსები და მხატვრები შთაგონებას პოულობდნენ, ხელოვანებად ჩამოყალიბდნენ და თანამედროვე ეპოქის შემმოქმედებად იქცენენ, უეცრად გახდეს ყველაფრისგან დაცლილ, ფულს დახარბებული ადამიანების სათადარიგო კურორტი. გიორგი ჯანაშიამ ეს როგორ დაუშვა? -გიორგი ჯანაშიას არ უნდა, რომ ის ამბავი რომელიც წლების წინ დამალა, ამ სასტუმროს არსებობით და თვალში გაჩხერით კიდევ ერთხელ გაახსენდეს, ასე რომ ყველანაირად ცდილობს ხელი შემიშალოს...-ნაღმი დადებული იყო და აფეთქება გარდაუვალი, მიხეილი მისი სიტყვების სიღრმეში ჩასვლას ლამობდა, თუმცა ჯერ ადრე იყო...-ბერაია თანახმაა წილი მომყიდოს, პრობლემა ისაა, რომ ასე წინარე ხელშეკრულების პირობებს არღვევს და პირგასამტეხლო ეკისრება, რომელიც ძალიან დიდი ოდენობისაა და ვერ რისკავს. -რა ამბავი დამალა მამაშენმა? მილას გვერდით რომ არ იყო იმ ავბედით დღეს?...-დაბოლოება სულაც არ წარმოადგენდა მისი ინტერესის ობიექტს, ნაღმზე აფეთქება ჯანაშიას სულაც არ მოუწევდა, მასზე საკმაოდ მყარად ედგა ფეხი ფანჯიკიძის გაცხოველებეულ ცნობისმოყვარეობას...-მახსოვს, მაინდამაინც გამორჩეული ყურადღებით რომ ვერ დაიკვეხნიდა, მეუღლის გრძნობების მიმართ. -იმ ღამით მილა საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ...-ამბავი უნდა გამსკადარიყო, მხოლოდ საიდუმლო გამჟღავნებული თუ იგრძნობდა შვებას.ის, რასაც პრიალა ცელოფანში ფუთავდნენ, მთელი თავისი სიმახინჯით უნდა გაეტანათ და სუფრის გარშემო შემომსხდრებს შორის, ზუსტად შუაში, ყველასთვის თვალსაჩინოდ დაედოთ წინ...-ძილში მოსწყდა მუცელი და ჩემს გვერდით განუტევა სული. დილით მისი ცივი სახის პირისპირ გავახილე თვალები და როგორც მახსოვს მზე ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე ამოსული. როცა გვიპოვეს საუზმის დრო უკვე კარგა ხნის გადასული იყო.მის სხეულთან ერთად მეძინა და კარგა ხნის განმავლობაში მეღვიძა კიდეც.გიორგი ჯანაშიამ კი ისე შეფუთა ეს ამბავი,თითქოს ცოლი საავადმყოფოში გარდაეცვალა. არც ის გაუმხელია, რომ წლების განმავლობაში მმალავდა და მჭყიპავდა წამლებით, სანახევროდ მილას გზას გაყოლილს...-ღვარძლი და ზიზღი იყო მისი სხეულის შვილობილი, ერთიანად აჩქარებულ სისხლის დენას აყოლილი, ახლა მზად იყო საკუთარი ხელებით მიეხრჩო თავი, იმხელა სიძულვილი იგრძნო ხორცის ნაჭერის მიმართ, ცხოვრების გაგრძელება რომ შეძლო...-აი ამ ამბავს მალავს დიდი გიორგი ჯანაშია, რომელმაც ცოლის გარდაცვალებიდან მალევე შეირთო მეორე ცოლი და ბედნიერად გააგრძელა ცხოვრება.ეს სასტუმრო ეჩხირება მხოლოდ თვალში და ახსენებს საკუთარ სილაჩრეს თუ სულის სიმახინჯეს. შეძრწუნება და ზიზღი კარგა ხანს იჯდნენ გვერდი-გვერდ ხმაჩაკმენდით, თითქოს გაუთქმელობის პაქტზე ხელი მოაწერე და შტორმის წინ დუმან ამაყად აზიდული მთები, მოსალოდნელის შიშითო.მიხეილ ფანჯიკიძეს კარგა ხანი დასჭირდა ყველაფრის გადასახარშად, ახლა ეს გოგონა წარსულიდან, ჰგავდა იმ გადახუნებულ ფოტოს, რომელსაც მუდმივად დაატარებდა გულის ჯიბით, როგორც ყველაზე წმინდა და ძვირფას რელიქვიას.ჩაყლაპულმა სიტყვებმა კარგა ხანს უტრიალეს კისერში გაჩხერილ ბურთად და მხოლოდ გაგულისების, სხეულში დატრიალებულ ბოღმისგან მიცემული ძალით სცადა მთელი თავისი ჟინის გადმოფრქვევა შვილისტოლა გოგოს წინ. სასტუმროსკენ მიმავლები, ჯერ კიდევ ჩურჩულით საუბრობდნენ კამკამა წყლის წინ შეფიცულ პირობაზე და ერთმანეთის ერთგულ თანამზრახველებად შერაცხულებმა დადეს პირობა რომ სიტყვა არ გატყდებოდა.შესასვლელთან მიახლოებულებს წრედ შეკრული ახალგაზრდები დაუხვდათ და ანასტასიამ დალანდა ახალგაზრდა ქალის ფიგურა, მის გვერდით მდგომ შუახნის კაცის მსგავსად რომ შემოსილიყო და შორეული მოგონებებიდან წამოღებულ ნაკვთებში იცნო ქეთევან ფანჯიკიძის სახე.ზრდილობიანი მოკითხვის და კვიციანებთან ვახშამზე მიპატიჟების შემდგომ, ფანჯიკიძეებმა უარი თქვეს კიდევ უფრო მეტი ხნით დარჩენაზე და ამჯობინეს ადრევე შედგომოდნენ ხანგრძლივ გზას დედაქალაქამდე. დამშვიდობება ყოველთვის ტოვებდა დანაკლისის შეგრძნებას, თუმცა ეს გამონაკლისი იყო. ფანჯიკიძეებთან გამომშვიდობება ჯანაშიასთვის ნიშნავდა ახალი შეგრძნებებით აქაფქაბეულ განთიადს. გეგმამ იმუშავა. გულდაიმედებულმა, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა გაცვალა თვალებაციმციმებულ მესხიშვილთან, ასე თავდაუჭერლად რომ აპარებდა თვალთახედვას ნიკოლოზისკენ და ანასტასიას იყენებდა ფარად.მობეზრებულმა შეატოვა მოსაუბრეები ერთმანეთს და გვერდი აუარა ბიბლიოთეკიდან გამოსულ ლიზას წარბაწეულ ფიგურას. ყურადღება არ მიუქცევია მისი წასისინებისთვის. რომ გეკითხათ ამჯერად რით წაგკბინაო, ალბათ ვერც გიპასუხებდათ.ყურთასმენა დახშული იყო, ოღონდ თვალთახედვა იბრძოდა მომაკვდავივით, იმ ერთადერთის დასალანდად, ასე წარბშეკვრით რომ მიყუდებოდა მთელ სიგრძეზე გაჭრილი დარაბების რაფას და ხელებგადაჯვარედინებული იყურებოდა ეზოს სივრცის მიღმა. ფრთხილი ნაბიჯით წასული აესვეტა წინ და ყოველგვარი მორიდების გარეშე შემოხვია ხელები განიერ წელზე.კითხვები არც მისთვის დაუყრია ბერაიას დანებებულ სითბოს.მხოლოდ მტკიცე ტონმა გაარღვია სიჩუმის ალაყაფი, ასე მძლავრად რომ შემოეკრო წიგნების საცავს გარშემო. -ნიკომ მითხრა რომ გუშინ ღამით იყავი ამოსული ლიზას ოთახში.ვიცი რაც დაინახე, მაგრამ...-გულზე აკრულის მშვიდი სუნთქვა რომ იგრძნო, ხმა დაიდაბლა, წარბები შეხსნა და მის წინ ჩამოიძრო მუდამ გაყინული გამომეტყველების ნიღაბი...-შენ იცი, რომ ლიზა ჩემთვის ბავშვობის მეგობარია და რაც არ უნდა იყოს, ძვირფასი ადამიანი .მისი ბავშვური გამოხტომების გამო ვერ მოვიძულებ. -სასტუმროს სტუმრები აუცილებლად ეყოლება დემე! ამაზე ვიზრუნე და ისიც იცოდე, რომ თუ ნამდვილად გინდა წილის დატოვება, მე მოგეხმარები იმ კლიენტმა თვითონ გააუქმოს ხელშეკრულება და აქეთ გადაგიხადოს პირგასამტეხლო ხელშეკრულების დარღვევის გამო...-ტონი შეცვლილი ჰქონდა, თითქოს უსულოდ ლაპარაკობდა, სადღაც ჰერმეტულ სივრცეში გამომწყვდეული გონებით, რომელიც შეუვალი გახლდათ ახალი, ჯანსაღი აზრებისთვის...-მაგრამ უკეთესი იდეაც მაქვს! მას შემდეგ რაც კლიენტი უარს იტყვის შენგან წილის შესყიდვაზე, შეგიძლია მე მომყიდო და ორმაგი სარგებელი ნახო.არავის გაუკვირდება რომ ერთადერთ მყიდველად მე შეგრჩი- ამ სასტუმროს ნამდვილი მეპატრონე...-მოჯადოებულივით საუბრობდა, ერთიანად აეტანა უცნაურ შეგრძნებას და ხმა გაუხდა სულში ჩამწვდომად გაყინული. -ტასო რა გააკეთე?...-ვერ დამალავდა, შეეძლო ეცრუა კვიციანებთან, საკუთარ თავთან, თუმცა ბერაიას სხეულს მინდობილი, გულის აჩქარებული ფეთქვით ვერ მოატყუებდა დემეტრეს.მკლავებში წავლებული ხელისგულებით ოდნავ მოიშორა სხეულიდან ბიჭმა და გამომცდელად ჩააშტერდა გაფართოებულ გუგებში. ადგილზე გაახევა იქ აცეკვებულმა სიბოროტის სხივმა, ასე რომ კაშკაშებდა ჯანაშიას სახეზე. გააგიჟა და გამოიყვანა წყობიდან, ყველა შესაძლო ვარიანტის წარმოდგენამ, ამიტომაც იყო რომ ბოლო ხმაზე უღრიალა...-რა გააკეთე? თქვი! -სახლიდან რომ წამოვედი საკუთარ თავს პირობა მივეცი...-მუცელში იმ სპაზმის დავლა იგრძო, დილაადრიან რომ მოწყვიტა წელსქვემოთ.ძალისძალად ჩაუტეხა ღიმილის კუთხე და ჰაერში, ნაგანიდან გასროლილი ტყვიის ექოსავით დატრიალდა სიტყვების სიმძიმე...- დროა მეც მივიღო, ჩემი კუთვნილი წილი. -თვალები აგემღვრა...-თავის ქალაში გაჩენილმა გორგალმა დარია ხელი დემეტრეს და ვეღარ ხვდებოდა მის წინ, ასე თავისად დაგულებული ქალის გონებაში რომელმა სიმახინჯემ იპოვა ძალა გამოსაჩენად...-სახეზეც ფერი არ გადევს. რა ჩაიდინე? -ჩამეხუტე...-საწყალობლად ამოიკნავლა და მოხვია თუ არა მკლავები მის განიერ წელს, მაშინვე იგრძნო თავადაც ერთგული მხრების სითბო.კისერთან დახრილი სახიდან ევლებოდა მის კისერს ცხელი სუნთქვა. სიცოცხლე მოდიოდა ბერაიასგან და სამშვიდობოს თავდაგულებულს ჰგავდა აფართხალებული ჩიტისფრთა ფეთქვის ჩაშოშმინება...-არ ვბრაზობ ლიზაზე. მე შენ გენდობი! -გვრიტებო წავედით სახლში, თორემ გაცივდა ოჯახური კერა და სახლის ფუძე...-ერთიანად შემოღებულ კარებში გაჩხერილმა მოუსვნერად გაარღვია სიჩუმის ციხე და წამოყვირების სიმძლავრით დაფეთებულები წამში მობრუნდნენ მისკენ, სანახევროდ ისევ ერთმანეთს აკრულები...-რა ჩახუტება აგიტყდათ ხალხო ამ სიცხეში, გამოადგით ფეხი, გვშია ხალხს! -ოოხ ბაჩუკი...-ანასტასიას გაეღიმა და ბიჭისკენ წასულმა გულწრფელად წამოიძახა...-აუტანელი კი ხარ, მაგრამ სიყვარული ბრმააო, შენი თქმის არ იყოს...-გაუცინა და გვერდით ასვეტილი მიეხუტა მსუბუქად. -აღიარე, რომ დემეტრე ბერაიაზე მეტად გიყვარვარ და ახლავე გავიქცეთ...-მის ანცობას აყოლილმა, გასაქანი მისცა ფანტაზიას და მეგობრის გამოწვევაც განიზრახა...-რა გინდა ამ ჯმუხთან?! შეხედე რა ბიჭი გეძლევი...-მხრები შეათამაშა და მაშინვე სასაცილოდ მომანჭა სახე, როგორც კი გვერდით ჩავლილმა მეგობარმა, ნიდაყვი უთავაზა უკბილო ხუმრობის საფასურად...-კარგი ! მეჯვარეობა იყოს, მაგაზეც თანახმა ვარ. ახალი შეთავაზებით გაეკიდა წინ წასულებს და სიცილით შეერია, ერთად შეჯგუფებულ, საღამოს მწუხრს თვალშეჩვეულ მეგობრებს.მამა-შვილი თავიანთი სტუმრებით უბრუნდებოდნენ ელიკოს ხელში დარჩენილ სახლის მყუდროებას, სადაც ჭიისკარზე თვალმიწებებული ქალი, მოუთმენლად ელოდა თავის მოუსვენარ ბავშვებს, ეზოს სიმარტოვით გულგაწვრილებული. ნამდვილად იყო რაღაც ზღაპრული აქ, კვიციანების კარ-მიდამოში. XXII "პიემონტის მცხუნვარე მზის ქვეშ" "გამარჯობა. პიემონტის მცხუნვარე მზე სანამ ფანჯრებს ათბობს, სან ნაძაროს ერთ ჩვეულებრივ ბარში ახლადმოხარშული ყავის სურნელი ჩემ არსებას იპყრობს,გაზეთებით და წიგნებით გამოტენილი ეს მეოცე საუკუნის გადმონაშთი, რომელიც სავსეა წმინდა წყლის პიემონტელი იტალიელებით,ჩემ ნდომას -დავრჩე აათმაგებს.მაურო არ აპირებს ყავაში შაქრის შეკვრის ჩაცლას,მატეო ჯიუტად ახლის ყველას პირში კალტინიაგაში გუშინ ღამით მომხდარი მკვლელობის ამბავს და სანამ მე ვცდილობ თავი შევიქციო იტალიურად მომზადებული მაგარი შავი ყავით და ვიწუწუნო საკუთარ თავზე, რომელიც ოთხი თვეა ვიწრო ქუჩებში დააბოტებს და საკუთარი თავი ფილმის პერსონაჟი ჰგონია,მესმის ბარმენი ქალის ღიღინი,ბილი ჰოლიდეის კომპოზიციას აყოლილი,ჩემი გონება მხოლოდ იმაზე ფიქრობს როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება წმინდა წყლის იტალიელად რომ დავბადებულიყავი, საშუალო გაქანების ოჯახში, სადაც ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებული ჩემი დაბადება დაგეგმილი იყო თუ შემთხვევითობა.გავიზრდებოდი პატარა ნათელ ბინაში და როცა ჩემი მშობლები მრავალწლიანი შრომის შემდეგ შეძლებდნენ სამსართულიანი ვილის შეძენას კალტინიაგას მიწაზე,მე სრულწლოვანიც გავხდებოდი და საკუთარ გზას მოვძებნიდი. ვიცხოვრებდი რომანიანოს ერთ-ერთ ვიწრო შესახვევის რიკულებიან აივნიან ბინაში და ყოველ დილით, მუხლებმოშიშვლებული, ჩემი აივნის მოაჯირზე ჩამწკრივებულ ფერად ყვავილებს მოვრწყავდი,დავწვდებოდი ვარდისფერ ფინჯანს და ყავის სასიამოვნო სითბოს ვაგემებდი ტუჩებს.ჩემი მოხუცი მეზობელი რამო სიგარეტის გასაბოლებლად გამოვიდოდა და ჩვენი სახლები ისე ახლოს იქნებოდნენ ერთმანეთთან რომ შემოთავაზებულ სიგარეტზე დათანხმებული ზედმეტი მონდომების გარეშე გადავიხრებოდით ერთმანეთისკენ და თითისწვერებით დავწვდებოდი თუთუნის ხვევას.ის მომიყვებოდა თავის უმადურ, ნაძირალა შვილზე რომელიც თურმე სამი თვეა არ გამოჩენილა და მე ჩემ მშობლებზე რომელებიც უკვე ორი თვეა იხვეწებიან ერთად ვახშამს.მე არ შემრცხვებოდა შიშველი სულის და შიშველი მუხლების რამოს წინ, რადგან იტალიური მზე იქნებოდა ჩვენ შორის და ღმერთს ვფიცავ რამო მხოლოდ ახალგაზრდა მეოცნებეს დაინახავდა ჩემში,ქალის მაგიერ. ეცოდინებოდა რამოს ჩემი წიგნის წერის ამბავი და შემეკითხებოდა თუ ივსებოდა დღიურში ცარიელი ფურცლები,მე კი ვეტყოდი რომ ვერშემდგარ ოფციანტს მოთხოვო ფურცლების სიტყვებით შემოლურჯება სულ მცირე სითავხედეა და ჩვენ მდუმარედ გავცვლიდით ღიმილის კუთხეებში ჩაცვენილ იმედგაცრუებებს.დაუდევრად ჩავაქრობდი სიგარეტს და დაუდევრად მოვისვრიდი ქვაფენილზე,მზერას შევატოვებდი ახლადშეღებულ მარკოს კაფეს და რამოს ყავაზე დაპატიჟებდი,ის როგორც ყოველთვის ცალყბად ჩაიღიმებდა, თავისი ჩაცვენილი , ჯერ კიდევ ეშმაკური თვალებით მიმახვედრებდა ეს შემოთავაზებები ყოველთვის თანხმობით მთავრდებაო,მეც დაიმედებული დავბრუნდებოდი კედლების შიგნით მუხლების სიშიშვლის დასაფარად.დაუდევრად შევიკრავდი ოქროსფერ თმას ცხენის კუდად,ჩავიცვამდი გადახუნებულ ჯინსის შარვალს და კისრის ბოლომდე შევიკრავდი პერანგის ღილებს.ხელს დავავლებდი მანქანის გასაღებს,დაუდევრად ჩაწყობილი ჩანთის ხელსაჭიდს და კისრის ტეხით ჩავირბენდი კიბეებს.რამოს მომლოდინე მზერას ჩემეული ღიმილით დავამშვიდებდი და მის მოხრილ მხარს ჩემ გაშლილ ხელისგულს შევაგებებდი. მისი პალტოს სიახლის სუნზე მეტად მისივე ალკოჰოლის,დილანდელი თამბაქოს და ძვირფასი პარფიუმის სუნი მეცნობოდა,მე მიყვარს მისი სუნი, მისივე სითბოთი გაჟღენთილი... არავინ დაიჯერებდა რომ ვინმე სან ნაძაროს ამ ჭუჭყიან პროვინციაში შეძლებდა ერთ-ერთი საუკეთესო ნაყინის დაგემოვნებას და მცხუნვარე მზის ფონზე მისით ტკბობას,მაგრამ მე აქ ვარ, პიემონტის მეოცე საუკუნის გადმონაშთ კაფეში და მე ნაყინს ვაგემოვნებ. ცხოვრება როგორღაც მსუბუქია აქ,ყველასგან დამალულად." საწერი კალამი ჩერდება და გადახუნებულ ფურცლებში თავჩარგული გოგონა, ნაცრისფერი შენობის სანახევროდ ჩამოშლილ კედელთან მიდგმულ ახლალთახალ მაგიდიდან შორს იცქირება.იმდენად შორი იყო მზერა, რომ შეეძლო დაელანდა იანვრის თვის ამინდს როგორ ანცად ევლებოდა გარშემო სან ნაძაროს თავზე აღმართული პიემონტის მზე.ხარბად ილუკმეობდა ცივ ამინდში თავქარიანობას დანებებული ნაყინის საამურ გემოს და ტუჩის კუთხეები იწელებოდა გაბადრულის სახეზე.ერთიანად ნაქსოვ,სტაფოლოსფერ კაბაში გამოწყობილს მხრებზე მოეგდო სქელი მანტო და ყელზე შემოხვეული შალის შარფი სანახევროდ უფარავდა გულ-მკერდს.კაფიდან გამოსული შავგრემანი მიუჯდა გვერდით და მოჩვენებითი გულისწყრომით დააკვირდა თავისი მეგობრის კმაყოფილ სახეს.დიდხანს რომ ვერ შეძლო საყვადურებით ავსება, ამცნო უკვე გადავიხადეო და ხელმკლავგამოდებულმა მის ჩანთაში მოათავსა ტყავის წიგნაკი, მერე კი ნელი ნაბიჯით გაუყვნენ ახლადაღმოჩენილი პროვინციის ძველისძველი ქვაფენილით დაფარულ ქუჩებს. მანქანა ორსართულიანი, რომაული სტილის სახლის შესახვევთან დაეტოვებინათ და ფეხით მოსეირნეებს სულ არ ადარდებდათ იანვრის სუსხი, ასე თამამად რომ ეცემოდათ სახეში გამოსაფხიზლებლად. ახალგაზრდა იტალიელი მხატვრის ტილოების ნახვით და მოლაპარაკებით კმაყოფილები სულ არ დაგიდევდათ სახლისკენ წასვლის აჩქარებას, თითქოს ახლა სამყარო გაჩერდა და მხოლოდ ორის საკუთრება გახდა, იმ ორის რომელიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდნენ, მაგრამ ცხოვრებამ საერთო მიზნისკენ მიმავალ გზაზე გააერთიანათ და დაახლოვათ.მესაიდუმლეები ჩუმად იკვლევდნენ გზას წმინდა წყლის პიემონტელებს შორის, რომლებიც ჩუმ-ჩუმად, თუმცა შეძრწუნებით გადაულაპარაკებდნენ ხოლმე ერთმანეთს ნახევარი საათის სავალზე, კალტინიაგაში, ცოლ-ქმრის საბედისწერო გარდაცვალებას. -ლორენცო მანჩინი...-ფრთხილად დაიწყო საუბარი ფრანჩესკამ და ეშმაკურად გადახედა მის მკლავს დაყრდნობილ მეგობარს, თავჩახრილი რომ ნებიერად მიჰყვებოდა გვერდით...-ნამუშევრებიც ისეთივე აქვს ,როგორიც თვითონაა. -ხომ არ მოგეჩვენა, რომ საკუთარ სახლში, ოდნავ ზედმეტად აგრძნობინე თავი?...-გაეცინა ჯანაშიას და დამცინავად გადმოხედა ყავისფერ თვალებიანს, ერთიანად რომ აეტანა აღფრთოვანების ძალას...-ჩესა, ფლირტი ერთია და კაცის უხერხულ მდგომარეობაში ჩაგდება მეორე...-საყვედურნარევი ხმით გამოუცხადა და რეაქციას დაელოდა. -ამხელა კაცი რომ პირველ ნაბიჯს თავისით ვერ დგამს, რა ქვია მაგას?...-გაკაპასდა და თავდაცვის რეჟიმზე გადავიდა...-დიახაც, un completo idiota...-შეკრული სამი თითით და დამაჯერებელი გამომეტყველებით წაიწუწუნა აღშფოთებულმა. -მარკოს უნდა დავურეკოთ და ვუთხრათ, რომ მანჩინი ორშაბათს ჩამოვა მილანში, შემდეგ სამშაბათამდე მოუწევს გალერეიდან ნახატების ჩამოხსნა და მოსაწვევების შეკვეთა. მოვასწროთ გაგზავნა...-ამოიბუტბუტა საქმიანად და მერე ჩაფიქრებულმა დაამატა...-პრესასთანაც მოგვიწევს შეხევდრა, ტელევიზიიდან ჩვენს სილვანას დავურეკოთ სანამ მილანში დავბრუნდებით. -კარგი, ეს ყველაფერი სახლში გავარკვიოთ, ძალიან შემცივდა...-მეტი დამაჯერებლობისთვის თავისუფალი ხელისგული დაადო მეგობრის გაყინულ თითებს, რომელთა სიცივეც მის მკლავზე იღვრებოდა და დასუსხულმა შემოიკეცა ვეებერთელა შალის ბოლოები მოშიშვლებულ კისერზე...- ანტონინა ცხელ შოკოლადს დაგვალევინებს. მანქანის საკეტები ერთიანად გაიღო და ორივე ქალბატონი მოუსვენრად მოთავსდა ტყავის სავარძვლებზე.სანამ ამუშავებული ძრავა სივრცეს ათბობდა, მანამ ხელისგულებს ითბობდა ანასტასია და საცოდავად ექაჩებოდა შარფის ბოლოებს, ერთიანად გაყინული, ნაყინით ჩაკოკლოზინებული კისერი რომ როგორმე გაელღო.ფანჯრიდან აცეცებდა თვალებს ნელა მიმავალი მანქანის გარშემო გამოსახულების ჩასაბეჭდად და მოგონების სასიამოვნოდ დასამახსოვრებლად. ოცწუთიანი მგზავრობის შემდეგ,ჭიისკარი დისტანციურად პულტით გააღეს და ნაცნობი, ორსართულიანი შენობის წინ აღმოჩენილი, სწრაფად გადმოვიდა ავტომობილიდან.ხელში მოქცეული ჩანთით გაიკვალა ფარეხიდან გზა. მეორე სართულისკენ და მუხლებამდე ამოსული ტყავის ჩექმის ელვას დასწვდა შესახსნელად.კარის ხმაზე შემოეგება თმაშეჭაღარავებული დიასახლისი,რომელიც შუბლშეჭმუხვნით დააკვირდა აწითლებულ ლოყებიანს. -ჩანთა და მანტო მომეცი ანა...-თბილად გაიშვირა ხელისგული და მოჩვენებითი საყვედურით მიუთითა სამზარეულოსკენ...-გაზქურაზე ცხელი შოკოლადია, ფინჯანში დაისხი.ახლავე მოვალ...-სასურველი ნივთების მიღებისთანავე გასცილდა და ანასტასია მოუსვენარ მსუნაგობას აყოლილი წავიდა ჰოლის მარცხენა მხარეს. ერთიანად შუშებში მოქცეულ ოთახს, რომლის მარჯვენა მხარეს ეზოში გასასვლელი კარი გახლდათ, აწეული ჟალუზებიდან ათბობდა მატყუარა მზის სითბო. გამათბობლიდან მომავალი მცხუნვარება მხრებზე გადმოეღვარა და შალის შიგნით გაატარა ყინვის ლღვობამ. გალურჯებული თითები აწითლდნენ და ორგანიზმი ჩაშოშმინდა.ზედა ნაწილში, მთელ სიგრძეზე გაშლილი კარადებიდან ერთ-ერთის სახელურს დასწვდა და სამი ფინჯანი ჩამოიღო მარმარილოს ზედაპირზე.ღუმელზე ჩამოკიდებული ტილო ორივე მხრიდან ააკრო ქვაბის სახელურებს და სიფრთხილით გადაანწილა ბლანტი, ჯერ კიდევ ორთქლადინებული სითხე ჭიქებში.შემოსწრებულს ანცად ჩაუტეხა ტუჩის კუთხე, შუაში მდგარ მაგიდასთან,სკამზე ფეხმორთხმულს წინ დაუდო საამურად ჩაშაქრული სითხის არომატი და მის პირდაპირ მოთავსდა. ყურთასმენას მისწვდა ტელეფონის ხმა, თუმცა მალევე იყუჩა და გულდამშვიდებულმა გააბა დიალოგი მეგობართან. -მიკვირს აქ უფრო ხშირად რომ არ მოდიხარ...-ფრანჩესკას ყურადღება მიიპყრო და ნიადაგი მოსინჯა...-როგორი მყუდრო და ლამაზი სახლია. -აქ გავიზარდე...-მშვენივრად მიუხვდა მეგობარი ეშმაკობას, მაგრამ დანებდა მის ცნობისწადილს...-სანამ პაოლო თავის საშხაპეების ბიზნესს წამოიწყებდა აქვე ახლოს მდებარე ქალაქში, ნოვარაში მუშაობდა ბუღალტრად.კალტინიაგაში სახლი ბაბუაჩემმა ააშენა და როგორც მიყვება, აქ ჯერ კიდევ მაშინ იყიდა მიწა, როცა სულ სამი მოსახლე ჰყავდა.მერე ნელ-ნელა შეიძინეს მიწები მეზობლებმა და ახლა პროვინციაა. -მამაშენსაც უყვარს ეს სახლი.ასე, რომ არ იყოს ანტონინას არ დაიქირავებდა და უბრალოდ დაკეტავდა...-ფრანჩესკას გულისწყრომა არც ისე შორი იყო, როგორც ეს თავად გოგოს მიაჩნდა.მშვენივრად უხვდებოდა მეგობარი ბრაზის მიზეზს, თუმცა ცხოვრება არც ისე მძიმე იყო, როგორც ერთი შეხედვით ეჩვენებოდა...-ხომ ხედავ, ლორენცო მანჩინი ჯერ კიდევ სან ნაძაროში ცხოვრობს...-საუბრის თემა წაახალისა და გაეხუმრა იმ ერთიანად ჩამოშლილი, მხატვრის საღებავებით დასვრილი კედლების გახსენებაზე. -იმიტომაც შეეშინდა ახალგაზრდა გოგონების დანახვაზე...-ეშმაკობა დაუბრუნა სახის კუნჭულებს და ურცხვად წაუყვირა...-სან ნაძაროში ორმოც წელს ქვემოთ ასაკის, ქვაც არ გდია. -მილანში რომ ჩამობრძანდება, მერე ფლირტის ხელოვნებას აზიარე და შენი იქნება ეგ კაცი...-უდარდელად შეათამაშა მხრები და მის ანცობას აყოლილმა თავადაც გაურია ტონს ეშმაკობა. ჰოლიდან ნაბიჯების ხმა მოისმა და კარის ზღურბლს გადმომცდარმა, ჯინსებსა და ყელამდე აწეულ დათბილულ სვიტერში გამოწყობილმა ქალმა პატარა ხელჩანთა გაუწოდა ჯანაშიას, თან მოაყოლა, დღეს რენეს საცხობში ახალთახალი ფუნმფულა ფუნთუშები ვიყიდე და ცხელ შოკოლადს მიაყოლეთო. გამოღებული ღუმელიდან გამოაძვრინა უშველებელ თეფშზე დაგალებული ტკბილი ცომის შვილობილები და მასზე აწებებულ, გაკვირვებულ თვალებს გაუსწორა მზერა.მას შემდეგ რაც ანტონინასგან გაიგო, ტელეფონი გირეკავდაო, მოუთმენლად მოჩხრიკა ჩანთის კუნჭულები და ხელისგულში მოთავსებული მობილურის ეკრანი განათდა. გველნაკბენივით ფეხზე წამომხტარმა ბოდიში მოიხადა და მისაღებისკენ წავიდა აჩქარებული ნაბიჯებით.გვერდი უქცია შუაში განლაგებულ ყავისფერ ტყავგადარკრულ დივნის სამეულს და მარცხენა მხარეს ამოჭრილ ფართო დარაბასთან, მარტოდმარტომ დაიგულა თუ არა თავი, აკანკალებულმა დაუბრუნა პასუხი ადრესატს, ასე მოუსვენრად რომ ცდილობდა მასთან დაკავშირებას. რამდენიმე წამიანმა ლოდინმა გაამართლა და ღრმად ჩასუნთქულმა, მშვიდი ტონით უპასუხა ნაცნობ მისალმებას. -ტასო როგორ ხარ? ამ კვირაში აღარ დაგირეკავს და ვინერვიულე...-ჩურჩულით მოსაუბრე ქალი თვალებს აცეცებდა გარშემო...-ცუდ დროს ხომ არ გირეკავ? -არა ელიკო...-გაეღიმა, თუმცა მუცელში უცნაურმა შეგრძნებამ რომ დაუარა, მიხვდა რაღაც ისე არ იყო...-გალერეადან საქმეზე მოგვიწია ქალაქგარეთ წამოსვლა და ფრანჩესკას მშობლების ძველ სახლში ვართ. დრო ვერ გამოვნახე და გვიან დარეკვა მეუხერხულა. -მთავარია რომ კარგად ხარ...-გულდამშვიდებულმა ღიმილით ჩააშოშმინა საყვედურნარევი ტონი და ისე გაუგრძელა საუბარი,აშკარა იყო რაღაცისთვის ამზადებდა უკვე ერთიანად შეძრწუნებულს...-ისე როგორ ხარ, ხომ კარგად იკვებები? იცოდე თბილად ჩაიცვი, მატყუარა ამინდებია და არ გაცივდე... -ელიკო მოხდა რამე?...-კვიციანის ქალი რომ ალთას და ბალთას ედებოდა, უკვე ნიშნავდა რომ რაღაც მოხდა და სანამ პირდაპირ აჯახებდა, მანამ ცდილობდა სიტუაციის შემზადებას. -გეტყვი, ოღონდ ძალიან გთხოვ არ ინერვიულო...-საწყალობლად მიენავლა ხმა და სახე მოუმანჭა ვედრების ნიშნად.მის ჩაციებულ მზერას წამწყდარმა ყოყმანით გააგრძელა საიდუმლოს გამხელის მცდელობა...-ხომ იცი ცივი ამინდებია, უცებ იცვლება და... -ელიკო პირდაპირ მითხარი ! ...-მოთმინება უცხო ხილი აღმოჩნდა, ადგილზე აცუნდრუკებულს გული აღარ ეტეოდა საგულეში და თავის ქალაც გასკდომით ემუქრებოდა სისხლაჩქარებულს. -ეს ბოლო დღეები მანოს გული აწუხებდა, ვიფიქრეთ რომ ამინდების ბრალი იყო, მაგრამ გუშინ წინ, შუაღამეს, დამირეკა ცუდად ვარო, რომ მივედი წნევა გავუზომე და გამთენიისას სასწრაფომ გადაიყვანა საავადმყოფოში...-მოძრაობა შეწყდა.თუ ვინმეს სურდა იმის თქმა რომ დედამიწას ღერძი ჰქონდა და განუწყვეტლივ, წამის გაუჩერებლად მოძრაობდა მის გარშემო, ჯანაშია მუშტს უთავაზებდა და განწირული დაუყვიურებდა ცდებიო...-არ იდარდო რა, ძალიან გთხოვ. კარდიოლოგმა თქვა რომ მიოკარდიუმის ინფარქტი გადაიტანა და ცოტა ხნით დატოვებენ პალატაში, ექიმმა რომ მიაქციოს ყურადღება. -აქამდე რატომ არ დამირეკე?...-მოუსვენრობამ დარია ხელი და მთელი შეგნებით უსაყვედურა ისედაც თვალებამღვრეულ ქალს, შიგნიდან რომ სჭამდა ასეთი ამბის სახეში მიხლა გოგოსთვის. -საერთოდ არ ვაპირებდი შენთვის თქმას...-ოხ როგორი მომაკვდინებელი ცოდვასავით ჟღერდა გამხელილი საიდუმლო, თუმცა მიზეზი ჰქონდა კვიციანს და გულს იმაგრებდა გასაგრძელებლად...-ნახვის საათებში რომ მივედი დღეს, ასე მითხრა ანასტასიამ პირობა მომცა და თუ ელაპარაკები იცოდე გაახსენეო.არ ვიცი რას დაპირდი, მაგრამ ისე ძალიან მთხოვა რომ უარი ვერ ვთქვი და დავპირდი გადავცემთქო. -პირობა...-მოჯადოებულივით დაიჩურჩულა გოგომ და მზერა გაუშტერა ტელეფონის ეკრანს...-უთხარი რომ აუცილებლად ავასრულებ დანაპირებს და ეს დღეები გამოიყენოს რომ ფეხზე წამოფრინდეს.არ გაბედოს და ისევ საავადმყოფოს პალატაში მწოლიარე არ დამხვდეს მანდ ჩამოსულს ! -ჩამოსვლას აპირებ? გაგიჟდი?...-შეურაცხადი იყო ქალის მზერა, თვალებგაფართოებულს წამში აეკრა სახეზე სინანულის ნაშიერები. აქამდე თუ ფიქრობდა ვცდები ამ ამბავს რომ ვაგებინებო, ახლა სრულიად დარწმუნებული იყო რომ საბედისწერო შეცდომა დაუშვა...-აქ ვერ ჩამოხვალ! მამაშენმა ან ბერაიამ რომ გაიგოს ჩამოდიხარ, სათითაოდ... -არ იდარდო მაგაზე...-მობეზრებით გააწყვეტინა მომავლის განშჭვრეტა და საუბრის დასრულების სურვილით აღვსილმა საწყალობლად მიუგდო დასამშვიდებელი სიტყვები...-საერთოდ ვერ მოასწრებენ გაგებას, ისე ჩამოვალ და გამოვბრუნდები უკან. -როდის ჩამოხვალ?...-ყოყმანი დაეტყო გაბრზარულ ტონს და შეგუებულმა მის გეგმას დაუწყო მიყოლა, სხვა გზა ხომ ისედაც არ ჰქონდა...-დამირეკე რომ ზურაბი დაგხვდეს. არც კი შერხეულა, უყურებდა თავის ათასტონიან სიმძიმეს და თან მთელი ძალით უჭერდა გულ-მკერდს თითქოს იქედან უპირებდა ტკივილი ამოხტომას,მოფართხალე ჩიტივით ძგერდა მისი სისხლის ყუთი. ისე ტკიოდა ეს ჩამპალი ჩონჩხი ლამის იყო ეყვირა მთელი ხმით. წელში მოიხარა , ხელები მოხვია თავის ჩაკეცილ მუხლებს და გაკაპასებული ბავშვივით ურჩს ჩურჩულით დაუწყო - " აბა რა გატირებს,ოღონდ ახლა გაჩერდი,ოღონდაც ახლა არ ! ჩშშ, მოუსვენარო,თავხედო ბავშვო ! ახლა ნუ მატკენ,მერე მომკალი,ახლა ნუ,ნუ ! " მერე კი, როცა დახუჭა ამღვრეული თვალების სიგიჟე- მივხვდა, რომ ყველა ცხოვრება გამოიარა. ამ ცხოვრებასაც გამოივლის გაბერილი მისი სისხლის ყუთი,შავი არტერიული სისხლის სკდომა ვერაფერს დააკლებს ძარღვების კედლებს . ამ ჩაკეცვასა და ხრიალსაც გადაიტანს გულისამრევი თეთრი ხორცის ნაჭერი, გადაურჩება ამ წვიმებსაც და გაზაფხულზე ამოიკოკრება თოთო იების სურნელად, გადარჩენის ნიშნად. მხარზე ხელისგულის სიმსუბუქე იგრძნო, აწითლებული უპეები მიაშტერა შეშინებული გოგოს თვალთახედვას, მის წინ რომ ჩაიმუხლა და ერთიანად მოიქცია მკლავებში.საიდანღაც ეჭვნარევად უჩურჩულა რა მოხდაო და ჯანაშიას აკანკალებულმა ხრიალმა მხოლოდ საწყალობლად გაიჟღერა მისაღების ვეებერთელა სივრცეში ჩასანთქავად.მიეხმარნენ ფეხზე წამოდგომაში, ნელი ნაბიჯით, უხმოდ მიაცილეს სამზარეულოს სკამამდე.გაფითრებულმა ანტონინამ მაშინვე მოურბენინა გამჭირვალე ჭიქაში მოქცეული წყალი. სახეზე ფერი დაუბრუნა მაცოცხლებელმა სითხემ, სულმოთქმულმა აუხსნა ფრაჩესკას წასვლის მიზეზი და სანამ ოთახს ავსებდა მისი თავჩახრილი ფიგურის არეული ფიქრები, მანამ დარწმუნებით გაისმა მტკიცე ხმის ულტიმატუმი. -ბილეთებს შევუკვეთავ, წასვლა თუ გინდა ჩემი წაყვანაც მოგიწევს !...-სულ არ ეპიტნავებოდა მის უარზე თავის დაქნევა, დარწმუნებით განაგრძო მიღებული გადაწყვეტყვეტილების გახმოვანება და საერთოდ არ დაგიდევდათ უკან დახევას...- ლორენცოს გამოფენა მომავალ კვირასაა, სანამ წასულები ვიქნებით მარკო გალერეას დაცლის და მოსაწვევებს გააგზავნის, ჩვენ იმეილით მოვაგვარებთ პრესასთან საკითხებს. -ლორენცოს ვიღაც უნდა დახვდეს მილანში ჩამოსვლისას, მარკო ვერ გაართმევს თავს მანჩინისთან მოლაპარაკებას...-ახლა ახალი სადარდებელი ჰქონდა და ვედრებით უცქერდა ფრანჩესკას აღაჟღაჟებულ ლოყებს...-ჯობია დარჩე, მე წავალ და რამდენიმე დღეში დავბრუნდები. -ნუ სულელობ!...-გაუწყრა და აფიფრილმა გაუშალა ხელები...-იცი, რომ მარტოს ვერ გაგიშვებ ამხელა გზაზე.მარკოს მე მოვურიგდები! აბა გაბედოს უარის თქმა, სახეში ვაჯახებ კაცების საპირფარეშოში რომ წავუსწარი თავის თანაშემწესთან ერთად! -ერთი კვირა დაგვჭირდება...-ქვის აგდებას და თავის შეშვერას აზრი არ ჰქონდა. დანებებულმა უკვე დაიწყო მომავალზე საუბარი და გეგმების დაწყობა...-ამიტომ სილვანას იმეილს გავუგზავნი და ვთხოვ დისტანციურად დამეხმაროს მოგვარებაში. -მიდი შენ ფუნთუშა შეჭამე და ანტონინა ჩაის დაგისხავს, შენი ცხელი შოკოლადი გაიყინა...-მხიარულად მიაწოდა მრგვალ თეფშზე დალაგებული ნუგბრის სიტკბო და ტელეფონმომარჯვებულმა, უგემურად მოლუკმე დალანდა თუ არა, მაშინვე გამოუცახადა...-ხვალ არის ბილეთები, მილანიდან თბილისის მიმართულებით, ავიღო? -ქუთაისის აეროპორტი ნახე...-ნაჩქარევად გამოართვა მიწოდებული მობილური და რამდენიმე წუთიანი ქექვის შემდგომ სასურველი მიმართულებით მოიძია ბილეთები...-ხვალ, საღამოს არის ფრენა. ვერ მოვასწრებთ...-დანანებით ამოთქვა. -მოვასწრებთ! მე წავალ ჩემოდნებს შევკრავ და მილანში დავბრუნდეთ...-ანტონინას გადაულაპარაკა ინგლისურად და ქალმა ოთახი დატოვა თუ არა, თავადაც წამოიმართა. მაგიდის ზედაპირზე შერჩენილ თითებს ჯანაშიას ხელისგული მისწვდა, ფრანჩესკამ გაკვირვებით გადმოხედა თუმცა მის მზერას წამწყდარმა გაუღიმა. მეგობარი მეგობრის გულს მიუხვდა უარის მიღმა დამალულ სურვილს. შიშის პირისპირ მარტო რომ არ დატოვა, ემადლიერებოდა სიტყვაძუნწი და ასე გამოხატავდა მადლიერებას. ანტონინა ბუტბუტით ალაგებდა ჩემოდანს და გადაწყვეტილებას უწუნებდა ორ თავქარიანს, წვიმიანი ამინდისთვის მომზადებული გზები რომ უნდა გაევლოთ სანახევროდ ჩამობნელებულ დღეში.ქალს იმედი ჰქონდა რომ თავის მოუსვენარ ფრანჩესკას ორი დღით მაინც დაიგულებდა გვერდით, მან კი გამოუცახადა აქედან კი არა ქვეყნიდან მივდივარ რამდენიმე დღითო, გამოდის ისევ მარტოობისთვის იყო განწირული ამ ვილაში და რა უნდა ექნა, მას ისედაც არავინ ეკითხებოდა აზრს. ანასტასიას ჩემოდანი რომ ჩააალაგა, საწოლიდან აიღო მანტო და მკლავზე გადაფენილი წაიღო ჩემოდანთან ერთად ქვედა სართულზე ჩამავალი კიბეების კართან დასატოვებლად. ოთახში დაბრუნებულმა ფუნთუშებს ხელი დაავლო და საგულდაგულოდ ჩააწყო პლასტმასის კონტეინერში მათთვის საგზლად გასატნევად. გაზქურაზე შემოდგმულ ჩაიდანს ცეცხლი აუნთო, თერმოსები ჩამოალაგა და მზრუნველად მიიხედა მაგიდის ზედაპირზე, გადაჯვერედინებულ მკლავებზე თავჩამოდებულ გოგოს, გაფართოებული გუგები კარისკენ რომ წაეღო და ჰორიზონტს მიღმა გასცქეროდა სფეროს.ქვედა კარადებთან ოდნავ დაიხარა და ზედა უჯრიდან ამოაძვრინა პაწაწინა ჭიამაია, ინგლისური არ იცოდა თუმცა ჯანასიას დამტვრეულ იტალიურს მიენდო და ორი სიტყვით უჩურჩულა ხელისგულში ჩადებული თიხის ფერად ჭიამაიას დაშტერებულს, "ბედნიერებას მოგიტანსო". გოგოს გაეღიმა და ხელისგულზე მიეფერა თითის ბალიშებით, მადლობის ნიშნად. მოუსვენრად შემოვარდნილმა ფრანჩესკამ გამოაცახადა მზად ვარ და ჯობია წავიდეთ, სანამ უფრო დაბნელდებაო. ჯანაშია წამოიმართა, გასასვლელისკენ წასულს, მხრებზე მოაფარეს თუ არა მანტო, მაშინვე დასწვდა ჩემოდნის სახელურს თუმცა ანტონინამ დაუცაცხანა და ზურგზე ოდნავ ჰკრა ხელი წინ სვლის სანიშნებლად.ჩექმებ მორგებულმა ჩაიარა საფეხურები, ავტომობილის კარს დასწვდა და მოთავსებულმა გადაატრიალა გასაღები სალონის შესათბობად. მას შემდეგ , რაც ანტონინამ კონტეინერი და თერმოსები ჩამოურბენინათ სამზარეულოდან, მადლიერებით აღსავსეები გაშორდნენ მშვიდობიანი გზის მოსურვეს და მილანისკენ წავიდნენ ნელი სვლით. დაახლოებით სამი საათი დასჭირდათ, მოუსვენრად წინა შუშაზე მოწკაპუნე წვიმის წვეთების და მილანისკენ მიმავალ მთავარ გზაზე შექმნილი საცობიდან თავდაღწეულებს, ბინის კარის შესაღებად. ჩაბნელებული ოთახის სივრცე ერთი ხელის მოსმით გაანათეს და ორი ჩემოდნით ხელდამშვენებულმა ფრანჩესკამ ელექტრონულ ჩაიდანს დაკრა ხელი ჩასართავად. ჯანაშია ტელეფონზე საუბრობდა მარკოსთან სიტუაციის მოსაგვარებლად და ამასობაში მეგობარმა მოახერხა, ცივი ამინდის ჩახშობა გათბობის ჩარტვით და ლიმნიანი ჩაის გამზადებით. მაგიდასთან შემოსმხდრები ჩაჩუმდნენ და დაფიქრდნენ. -შენს ქვეყანაში ძალიან ცივა? ტანსაცმელი რის მიხედვით ჩავაწყო?...-ინტერესით ჩაეკითხა, საქართველოს მონახულებით აჟიტირებული. -სადაც ჩვენ მივდივართ მთებია, ალბათ დიდი თოვლიც იქნება უკვე...-გაეღიმა ჯანაშიას იმის წარმოდგენაზე რომ თეთრი ფიფქები დაუხვდებოდა კვიციანების კარ-მიდამოში...-თბილი ტანსაცმელი წამოიღე და მაღალყელიანი ფეხსაცმელები. -ელიკოსთან დავრჩებით? სასტუმრო ხომ არ მომეძებნა? მანქანებს არ აქირავებენ? ...- დააყარა შეკითხვები და ახლა დაფიქრდა რამდენი რამ არ გაუთვალისწინებიათ ბოლო წუთას გადაწყვეტილი ვოიაჟის ავტორებს. -ჩესა...-მშვიდად დაიწყო ანასტასიამ ახსნა...-ელიკოსთან დავრჩებით რამდენიმე დღით. მანქანა არ დაგვჭირდება, ბიძაჩემი წაგვიყვანს აეროპორტიდან და თუ რამე დაგვჭირდება თავის მანქანას გვათხოვებს. ნუ ნერვიულობ. -წამოდი შენით დავიწყოთ, მოგეხმარები ჩალაგებაში...-პასუხმა დააკმაყოფილა და ფეხზე წამომდგარი მაცივრის კარს წაეტანა, ხელში მოქცეულს იოგურტს თავი წააცალა და პაწაწინა კოვზით დაუდგა წინ ჯერ კიდევ მაგიდასთან მჯდომს. მერე სამზარეულოს უჯრიდან ამოიაძვრინა წამლების ყუთი და სამი ტაბლეტი დაუდო წინ, მორჩილად თავდახრილს...-არ დაგავიწყდეს დალევა და ხვალ დილით რამდენიმე ფირფიტა ვიყიდოთ წასაღებად,აქ უკვე გამოილია. საშუალო ზომის საძინებელში ტორშერის თბილმა შუქმა გაანათა ცენტრში დადგმული საწოლის გამოწვევა, მოღლილი ფიგურა რომ მიეზიდა წამოსაწოლად. მარცხენა კედელში, შუაში ამოჭრილ დარაბასთან სამუშაო მაგიდა მიედგათ მაღალ, ხის ფეხებზე შემომდგარი სავარძლით. ლოგინის პირდაპირ, კედელზე დაეკიდათ მასიური ნახატი, ჯანაშიას საყვარელი შემოქმედის ნამუშევარი, კლიმტის "კოცნა".კარების ჩარჩოს სულ მცირედად სცილდებოდა კარადის კუთხე, რომლის ორივე კარი მოეღო ფრანჩესკას და ინტერესით აფათურებდა ხელებს ნაქსოვ, ღუნღულა სვიტრებს შორის.გამომცდელი ვაჭარივით ზომავდა მძიმე ნაჭრის სისქეს და შიგადაშიგ გამოხედავდა სავარძელში ჩასვენებულ, ერთიანად უპეამოშავებულ ფიგურას, თავს გააქნევდა და დაკეცილსვე აბრუნებდა უკან.მოლაპარაკებების და გადარჩევების შემდგომ, ამოლაგებული ჩემოდნის ცარიელი სივრცე შეავსო ახალმა ტანსაცმელმა და შავგრემანი, მხრებზე დალალებ ჩამოშლილი ქალბატონი, დოინჯშემოყრით აკვირდებოდა თავისი ნამუშევრის შედეგს.მზრუნველად გადახედა სანახევროდ ჩაძინებულს და მიახლოებულმა, უჩურჩულა სააბაზანოში შედი და მანამდე მეც მოვრჩები ჩემი ჩემოდნის ჩალაგებასო. მორჩილად დაყვნენ რჩევას, თვალგაყოლებული ლანდი მიიმალა საძინებლის კარიდან და უკან მიყვა მეგობრის ფიგურაც, ასე საგულდაგულოდ რომ უთვლიდა ნაბიჯებს, მობარბაცეს. მარკო მოუსვერად სცემდა ბოლთას მისაღების მოღებულ სივრცეში და დოინჯშემოყრილი აქნევდა თავს უკმაყოფილების ნიშნად. შემართებით წამოწყებული საუბარი მალევე ჩაუხშეს, როცა ის სამარცხვინოდ სასაცილო ინციდენტი გაუხსენა მისი ნერვების ჭიამ, საპირფარეშოში რომ წაასწრო თანაშემწეზე აწებებულს.ახლა როცა მარტო დატოვა ჯანაშიასთან ერთად, თამამად გამოხატავდა აღშფოთებას და აფთიაქში წასულის მისამართით ისროდა ქება-დიდების შესასხმელ სიტყვებს. ხელები გაასავსავა, სულაც არ სურდა დანებება მაგრამ იცოდა, ამ ამორძალის მუქარას სერიოზულად უნდა მოჰკიდებოდა და მართალია მაინდამაინც არ ეპიტნავებოდა ისეთ კაცთან უშუალო კავშირის დაჭერა, როგორიც ჯმუხი, სიტყვაძუნწი ლორენცო მანჩინი იყო, მაგრამ რა უნდა ექნა.ჩაშოშმინებული მიუჯდა მაგიდას და ამჯერად გულწრფელი ინტერესით ჩაეკითხა ჩუმად მყოფს. -შენთვის მგზავრობა შეიძლება?...-ჯანაშიამ გაკვირვებით გადმოხედა არამკითხე მოამბეს, მაგრამ წუთის წინ შემჩნეულ სარკაზმსა და ბოღმას რომ ვერ წააწყდა, წარბები დასწია...-ისე ვიკითხე, მართლა მაინტერესებს. -წამლები თან მიმაქვს, არამგონია ნერვიულობად ღირდეს...-მშვიდად გასცა პასუხი და მხრები აიჩეჩა უდარდელად...-მთავარი ისაა, რომ ლორენცოს შენებურად არ დაელაპარაკო, ისე გააკეთე ყველაფერი როგორც თვითონ მოისურვებს. ეგ კაცი ძლივს დავითანხმეთ ჩვენს გალერეაში გამოფენის გაკეთებაზე და ნუ გააქცევ, გთხოვ...-დაამშვიდა ბიჭმა თავის დაქნევით და გააგრძელა...-სილვანას იმეილს მივწერ, გამოფენამდე ჩამოვალთ უკან და ყველაფერი მოგვარებული იქნება. -ის ქალბატონი შეგიძლია იქვე დატოვო...-წყრომამ შეახსენა თავი და მოუსვენრად წამოიძახა, ხელახლა აფოფრილმა...-უსირცხვილო! როგორ მიფრიალებს თვალწინ იმ ერთ ამბავს, გეგონება თვითონ ციდან ჩამოუვარდა თავის მშობლებს...- ანასტასია ჯანაშიას საერთოდ არ აინტერესებდა მარკო, თავისი პაწაწინა პრობლემებით. ბიჭმა აეროპორტამდე რომ მიაცილა გოგონები და ერთი შეხედვით გაბრაზებულმა, მაინც გულში ჩაიკრა უცხო ქვეყნისკენ მიმავალნი, გულითადი სურვილით მალე დაბრუნდით და ფრთხილად იყავითო. ანასტასიას გონებას მხოლოდ მოგონებები ჭამდა. თავის ქალას უღრღნიდა საღამო, როცა მიხეილ ფანჯიკიძემ გვიან შეწუხებისთვის მოუხადა ბოდიში და ამცნო ქეთევანმა სტატიის წერა დაასრულა და შენს თანხმობას ველით, წაიკითხე და გვითხარი ხვალ გამოვაქვეყნოთ თუ არაო. გუშინდელი დღესავით ახსოვდა სხეულში დავლილი უცნაური შეგრძნება.ბერაია ხომ იმ დღის დაბრუნებული გახლდათ თბილისიდან.ცხოვრება, ბოლო ოთხი თვის მანძილზე ჰგავდა ქიმერას, თითქოს მის მაგივრად სულ სხვამ ითავა ყოველდღიურობის განაწილება და დღეებიდან დღეებში გადასვლა. არც ის ზარი დავიწყებია, მიხეილ ფანჯიკიძეს რომ სტატიის წაკითხვის მერე აცნობა მე მზად ვარ, ორ დღეში დავბეჭდოთო და ფრანჩესკასთან შეთქმულმა,მაშინვე შეიძინა ბილეთები,უკვე ნაქირავებ ბინაში ჩამოსასვლელად. საკუთარ თავს ეკითხებოდა, ნუთუ წამების წინ არ იყო, გიორგი ჯანაშიას სახეს რომ ვემალებოდი, როცა კვიციანებთან მოვარდა და გაგიჟებული იძახდა ჩემ სახელსო. იმ დილით, სამზარეულოში შეკრებილ, ახლადდაბრუნებულ ახალგაზრდებს დაურეკა ჯაბა ბერაიამ და ყველას მოუწოდა ტელევიზორისთვის ყურადღების დათმობა.წამოცვენილები უშტერებდნენ მოკაშკაშე ეკრანზე გამოსახულ სასტუმროს თვალს და გახევებულები ისმენდნენ ჟურნალისტის მონათხრობს. ამ დროის მანძილზე ხშირად წარმოედგინა გიორგი ჯანაშიას სახე, როცა თავის ჩვეულებას აყოლილი,ლალიკოს ნაყიდ დილის გაზეთიდან კითხულობდა მომწამლავ სიტყვებს. " ცნობილი ბიზნესმენის, გიორგი ჯანაშიას მეუღლის ტრაგიკული ისტორია, რომელიც წლების განმავლობაში გაუხმაურებლად დარჩა, სანდო წყარომ მოგვითხრო და ფართო საზოგადოებისთვის გახადა ცნობილი...სასტუმრო, რომლის რესტავრაციაც ერთ-ერთმა , ყველაზე დიდმა ინვესტორულმა კომპანიამ გადაწყვიტა და მილიონიანი პროექტის განხორციელება ითავა, ჯანაშიების ოჯახის ტრაგიკულ ისტორიას მალავს...მილა ჯანაშია ამ სასტუმროში თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად ისვენებდა , როცა ხუთი თვის ფეხმძიმე იყო და ძილში მუცელი მოსწყდა...სამწუხაროდ ახალგაზრდა ქალი უკვე გარდაცვლილი იყო, როცა სასტუმროში მომუშავე პერსონალმა,მის საწოლში გარდაცვლილი, შვილთან ერთად აღმოაჩინა...გიორგი ჯანაშიამ ამბის გახმაურების შიშით სასტუმრო დახურა...თავისი შვილის ავადმყოფობის დამალვის მიზნით, მცირეწლოვანი გოგონა, წლების განმავლობაში ჰყავდა თავის ოთახში გამოკეტილი...სანდო წყაროს ინფორმაციით, გიორგი ჯანაშიას თავისი შვილის წილის გაყიდვაც სურდა, თუმცა ჯერ-ჯერობით მისმა დაჟინებულმა თხოვნამ სედეგი ვერ გამოიღო და ანასტასია ჯანაშია უარს აცხადებს სასტუმროს გაყიდვაზე...საინტერესოა, რომ ბერაიების ინვესტორული კომპანია, არაერთი ასეთი, მასშტაბური პროექტის ავტორია და კერძო სექტორში არსებული მცირე საწარმოებისთვისაც კი ცნობილია, რომ ისინი რესტავრაციის დაწყებამდე უთანხმდებიან დამკვეთს უძრავი ქონების შესყიდვაზე...ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დავადგინეთ,რომ სასტუმროს წილის შესყიდვას ცნობილი ბიზნესმენი ავთანდილ მესხი აპირებს, თუმცა რამდენადა იცის ამ ისტორიის შესახებ ჩვენთვის ჯერ-ჯერობით უცნობია..." ორ გვერდიანი სტატია სავსე იყო ჟურნალისტური გამოძიების მთელი არსენალით, თუმცა ანასტასიას მხოლოდ ის ახსოვდა რაც თავად სჭირდებოდა. ახლაც დაეუფლა ის შეგრძნება, თითქოს მისი ამბავი გასკდა.თითქოს გიორგი ჯანაშიას წინ იდგა და უყვიროდა, მე გავიზარდეო. -"ისე გავიზარდე რომ ცას მივწვდი,ისე გავიზარდე რომ ვეღარასოდეს შემომხედავ მაგ შენი სიმაღლიდან, იმხელა გავიზრდე დაპატარავდა მთები, იმ სიმაღლე რომ ვეღარ მომაწვდენ მკლავებს. გასკდება ეს ჩემი დასაწვავი სისხლის ყუთიც, გასკდება დაიცლება, გამოიფიტება,ათას ნაწილად დაიშლება და აღარავინ დარჩება ვინც ფაზლივით ააწყობს და აღარავინ იქნება როცა ჩემი სხეულის ყველა უჯრედის ანარქია თავს დამემხობა. გასკდება ეს წლებიც, გაზაფხულის მიწურულს შემორჩენილი ტყემლის ყვავილებივით გაიხლიჩება ცხოვრება, გაიფანტება ციდან მიტოვებების თავსხმა წვიმა,დაიცლება ეს ჩემი გაძლების ფიალა, გასკდება გული,გასკდება! და მოვა წვიმა,ჩააქრობს ნაკვერჩხლებს რომლებიც დარჩება დიდი კოცონიდან,წვეთ-წეთობით რომ ალპობდა ათასწლეულების წვიმა. ყველა ჭაობი გაიზრდება,ყველა გალავანი შემომევლება,ყველა ციხე შემომეჯარება და გაიგლიჯება გულმკერდის შუა ცხოვრება...და მანამდე, მე გავიზარდე! გავიზარდე იმხელა რომ ძალით მოხვეული შენი მკლავები ჩემს უძლურად ჩამოყრილ მხრებს აღარ ეგებება. გავიზარდე, ისე დიდი რომ ცას ვუყურებ და არ ვყლაპავ ცრემლებს რომ არ მეყო ძალა უარი მეთქვა შენს ჩახუტებაზე და არ მეფიქრა რომ თავსაც მოვიკლავდი ოღონდ კი არ ჩაგხუტებოდი." ეს იყო გამარჯვება, თითქოს გაიზარდა და თანაც იმხელა, რომ დაპატარავდა გიორგი ჯანაშიას მთები.წარმოდგენა ნამდვილად არ სჭირდებოდა რამდენიმე საათის შემდგომ კვიციანებთან მოვარდინილის სახეს და ხმას, გააფთრებით რომ ყვიროდა ახლავე გამოვიდეს და მითხრას ეს როგორ გამიკეთაო. ელიკოს ოთახში დამალული, საგულეზე იკრავდა ხელებს და გაფაციცებით უგდებდა ყურს ბერაიასკენ ნასროლ სიტყვებს. მისაღებში ჩამოწოლილი სიჩუმეც არასდროს დაავიწყდება, თითქოს მთელი ორგანიზმით გრძნობდა იმ ხელის კანკალს, დემეტრეს რომ შეეპარა საბუთების გაწოდებისას და თავის ქალაში მოქექა წინადადება, ერთიანად გამტყდარს რომ უჩურჩულა - " როგორც მიხვდი ეს დიდი ხნის წინ დაგეგმა...აქ არ არის! ბარგი ჩაალაგა და გაიქცა, მხოლოდ საბუთები დამიტოვა თავისი ხელმოწერით და პატარა მინაწერით.მთავაზობს სასტუმროს წილი დავუთმო, რადგან მას ისედაც აღარავინ იყიდის, მის გარდა." -ტასო წავედით...-ქვეცნობიერს მისწვდა გვერდით მჯდომის ხმა და გაკვირვებით მოავლო თვალი წამოშლილ მგზავრებს...-უკვე შენს ქვეყანაში ვართ. მორჩილად მიჰყვა უკან, ხელჩანთა ჩაებღუჯა და მარჯვენა ხელისგული მიანდო წინ მიმავალს. სულ რამდენიმე ნაბიჯი აშორებდა მონატრებულ სახეს. ორ ჩემოდანმომარჯვებული ფრანჩესკა აჟიტირებული მიიკვლევდა გზას და მომლოდინეებს შეავლო მზერა ჯანაშიამ.იქ იდგა მისი საიმედო საყრდენი, ასე მონატრებული და ახლო. ერთიანად ასდიოდა სახლის სურნელი მის გამოხედვას, შეჭაღარავებულ თმას და დინჯ,თუმცა გაბადრულ სახეს. ბიძის თბილი მხრები ელოდა ჩაკონებას, სულ არ გახსენებია თავშეკავება და წინდახედულობა, ისე გაიქცა. პატარა ბავშვივით დაიშალა მის ფართე მხრებში, ის ხომ ასეთი თბილი და სიყვარულით სავსე იყო. მარტოობით დაღლილმა და გალუგულმა სხეულმა ლღობა დაიწყო, ისე იხუტებდნენ თითქოს არ ჰყოფნიდათ, უფრო მეტი სურდათ.ბარიტონს წასცდა მონატრების ჩურჩული და გაღიმებულმა ააკრა გაფართოებულ გუგებში ჩაწვენილი საპასუხო სიყვარული. ჩაფიქრებული უშტერებდა მზერას ავტობანის მბჟუტავ ლამპიონებს, სანახევროდ რომ ანათებდნენ გზას. ფრანჩესკას ტიტინის პარალელურად მოირგო თარჯიმნის როლი, რომ ზურაბისთვის გასაგები გაეხადა უცხოელი სტუმრის პასუხები. როგორ გულისგამაწვრილებლად იწელებოდა დრო, ისე სურდა კვიციანების სახლამდე მისვლა თითქოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მარათონს ბოლო არ უჩანდა გასარბენად. სულმა სიმშვიდე მაშინ მოიპოვა, როცა ორსართულიანი სახლის მისაღებიდან, ეზოში გადმოღვრილ სინათლეზე გამოიკვეთა კარში გაჩხერილი ქალის ფიგურა. ჩექმებზე აწებებული თოვლი მოიცილა და ნაბიჯი წადგა წინ.ელიკომ მთელ სიგრძეზე გაუშალა მკლავები და გულში ჩაიკრა მანტოსა და თბილ შალის თავშალში გახვეული გოგოს გალუგული ტანი. ძლივს შეელია მოსაცილებლად, თუმცა სტუმრის დანახვაზე გაიბადრა და სახლში შემოიპატიჟა ხანგრძლივი გზით დაღლილები.ჯერ კიდევ ტკაცუნებდა ბუხარში შეშა, ზურაბმა ერთი-ორი ხმელი ნაპობი შეუკეთა აგუზგუზებულ ცეცხლს და სავარძლებთან მიიხმო გოგონები, სანამ ელიკო ლიმნიან ჩაის მოუცუნცულებდათ გაყინული თითების შესათბობად. -კიტა ისევ თბილისშია?...-სახლის სიცარიელემ დარია ხელი და სცადა გაერკვია, მისი ბავშვობის ტკბილი თანამზრახველის ადგილსამყოფელი. -რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, აქამდე დაკეტილი ბინისთვის ხელის შევლება, რომ დაასრულა,იქ გადავიდა საცხოვრებლად...-შიშნარევად უპასუხა...-ხომ იცი ბერაიებმა სამსახური რომ შესთავაზეს ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში?...-თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა ქალი, გეგონებოდათ რცხვენიაო,არადა ტასოს ძალიანაც უხაროდა ბიძაშვილის დაფასებული გამრჯეობა...-მუშაობს და შაბათ-კვირას ჩამოდის ხოლმე. -ძალიან კარგია ელიკო.მიხარია, რომ მისმა შრომამ ნაყოფი გამოიღო და დაუფასეს...-გულწრფელად ამოთქვა და ღიმილით გადახედა ფრანჩესკას, თავი რომ მიედო სავარძლის საზურგეზე და მგზავრობით დაღლილი ნებდებოდა ბუხრიდან მომავალ სიმხურვალეს. -შენ ის მითხარი, როგორ ხარ? კამერაში ასე კარგად არ ჩანდი, ახლა რომ გიყურებ, თითქოს მოგიმატია, თუ ზამთრის ტანსაცმლის ბრალია?...-აღფრთოვანებით საუბრობდა ელიკო და თავიდან ფეხებამდე ათვალიერებდა სახეშევსებულს, აღაჟღაჟებულს და ფერზე მოსულს. -ნამდვილად მოვიმატე...-გაეცინა ჯანაშიას, ქალი ისეთი ენთუზიაზმით უცქერდა მის ცვლილებას, რომ სიხარული ვერ დამალა...-მაგრამ სანახევროდ ზამთრის ტანსაცმელიც მეხმარება...-საუბარი სულ სხვა თემისკენ სურდა რომ წაეყვანა და ბოლოსდაბოლოს გაეგო მანოს ამბის სინამდვილე...-მითხარით მანო როგორაა? ხვალ რომელ საათზე შევძლებ მის ნახვას? -მანო უკვე კარგადაა, უბრალოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა ჯერ-ჯერობით...-ზურაბმა ითავა საუბარში ჩართვა და მისი დარწმუნება ყველაფერი ცუდი უკან მოვიტოვეთო...-ორ-სამ დღეში გამოწერენ ალბათ, დიეტა დაუნიშნა ექიმმა, წამლები და პროფილაქტიკის მიზნით ერთ თვეში მოუწევს გამოკვლევებზე მისვლა. -ჩვენი სტუმარი როგორი დაღლილია...-შეწუხებით ამოიჩურჩულა მანომ და მზრუნველად გადახედა ფრანჩესკას...-ოთახები გაგიმზადეთ. შენ ჩვეულებრივ, შენ ოთახში დაიძინებ და ფრანჩესკას კიტას ოთახში დავაწვენ.ქვედა სართულზე უფრო თბილა. -მაშინ, თუ არ გეწყინებათ ჯობია დავიძინოთ...-შემპარავად იკითხა და მეგობარს გადახედა, აკლიმატიზაცია და დროის სხვაობა რომ უკვე ურევდა გონებას...-ხვალ დილით, დასვენებულ გონებაზე ვილაპარაკოთ. მას შემდეგ, რაც ელიკომ ანასტასიას დახმარებით დაამყარა კომუნიკაცია სტუმართან, ძილინებისა უსურვა ორივეს და მისაღებს დაუბრუნდა ზურაბთან სასაუბროდ, ანასტასიამ მარტო დაიგულა მეგობარი და აუხსნა სად იყო სააბაზანო იმ შემთხვევაში თუკი დასჭირდებოდა. დამშვიდობებას აპირებდა, როცა შეფხიზლებული მეგობარი მოუბრუნდა და შეახსენა, რომ მარტო დაძინება მისთვის რისკი იყო. გონება განათებულმა, მორჩილად შემოიტანა თავისი ჩემოდანიც კიტას საძინებელში და გვერდით მიუსვა ფრანჩესკას ჩემოდანს. ხვალ ალბათ უფრო მარტივი იქნებოდა, ხვალ ახალი დღე იქნებოდა და მანოს ნახვით დაიმედებული შეძლებდა უკან მოეტოვებინა ყველაფერი ცუდი. პიჟამო მორგებული მიუწვა გვერდით, სანახევროდ ჩაძინებულ მეგობარს და თავის ქალაში დაიდო ბუდე აზრმა. მარტო არ იყო, გვერდით საიმედო ადამიანი ჰყავდა, რომელიც მიეხმარებოდა.ტორშერის მბჟუტავი სინათლე ჩააბნელა და ბალიშზე თავმიდებული, მალევე აღმოჩნდა სიზმრების სამყაროში, ზმანების სიფარადეს შეხიზნული. XXIII "ჩიტისფრთა ფეთქვა" იანვრის სუსხი ეხეთქებოდა ფანჯრებს, ჩრდილოეთიდან მომავალ ქარბუქს თან მოჰქონდა თოვლის თეთრი ფანტელები.საცოდავად ჭრიალებდა სიძველისგან ქარშემოპარული დარაბების ჩარჩო, ათწლეულის წინ რომ თავისი ხელით გამოეთალა დიდ კვიციანს.საწოლის მეორე მხარეს შეირხა ახლადგამოღვიძებული და თვალების ფშვნეტას მოჰყვა, ოთახში შემოპარულ ცისფერ სინათლეს შეაჩვია მზერა და გვერდმობრუნებული დააკვირდა ბალიშზე თავმისვენებულის მშვიდ ფშვინვას. ძილბურანში სახე დამშვიდებულს არეულად ეყარა ოქროსფერი თმები თვალებთან და ყოველ ამოსუნთქვაზე მოუსვენრად ხტოდნენ ღერები წამწამებზე. გაბადრულმა წაიღო საჩვენებელი თითის ბალიში და მეტისმეტი სიფრთხილით შეეცადა გაენთავისუფლებინა ამ სიცელქისგან.აწითლებულ ლოყებზე ეტყობოდა ღრმა ძილის კვალი და საბანში გახვეულს აღაჟღაჟებულ გამომტყველებაზე შეამჩნევდით სითბოთი ნებივრობას. ზანტად წამომართულს მთელ სხეულზე ეცა ყინვის შვილობელები, ჩემოდანთან ფეხაკრეფით მიპარულმა შეხსნა ელვა და ხელში მოიქცია ნაცრისფერი,შალის ძაფით ნაქსოვი მუხლებამდე კაბა, ჯინსის ფართე შარვალი მიუდო დაკეცილს გვერდით და ამჯერად თავისთვის აარჩია შესამოსელი. წითელ სვიტერსა და შავ ჯინსის შარვალში გამოწყობილმა, ფეხზე წინდები მოირგო და ხელის კანკალით შეაღო კარი.სივრციდან ღიღინის ხმა მოდიოდა, უცნაურ ჟღერადობას მიყოლილი სამზარეულოს სივრცეში აღმოჩნდა, სადაც ის ქალბატონი დაუხვდა ასე ხშირად რომ აკვირდებოდა ანასტასიას ტელეფონში და მხოლოდ გუშინ იხილა რეალურად.წინსაფარმორგებულმა ღიმილით გამოხედა შემოსწრებულს და ქართულად წარმოთქმული დილამშვიდობის ეფექტს რომ დააკვირდა სტუმრის სახეზე, მაშინვე საკუთარ თავს დასცინა დაუდევრობისთვის.აბუტბუტებულმა მიუთითა გაზქურაზე შემომდგარი ჩაიდნისკენ და ფრანჩესკამ ჟესტების ენით გაიგო,რომ ჩაის სთავაზობდა მასპინძელი. სამზარეულოს ზედაპირზე რომ ფინჯანი დაუდგეს, მაშინვე დასწვდა დაყენებულ ჩაის და უეცრად გონებაში გამკრთალმა აზრმა მოწონებაც დაიმსახურა.მობილური მოჩხრიკა ჯიბეში და იტალიურად წარმოთქმული სიტყვის შემდგომ მიუშვირა ქალს განათებული ეკრანი, საიდანაც ქართული სიტყვა გაისმა,გარკვევით. -დილამშვიდობის...-გაკვირვებისგან სახტად დარჩენილი ქალის კმაყოფილებას რომ წააწყდა, მიხვდა ხერხმა გაამართლაო და კიდევ სცადა...-ანასთვისაც მინდა ჩაის დასხმა. -ახლავე, ახლავე...-დაფაცურდა კვიციანის ქალი და გამოღებული კარადიდან ჩამოიღო მეორე ფინჯანი. ამასობაში თვალთახედვა მიისაკუთრა ზურაბმა, კარის გაღებისთანავე რომ თან მოიყოლა სუსხი და ძირს დაყრილი შეშის ხმა.ბუხარში თავით შემძვრალ მეუღლეს, ბავშვური აღტაცებით ამცნო...-ზურა ჩვენმა სტუმარმა გაიღვიძა და ველაპარაკები. -რა ენაზე ელიკო?...-კარის ჩარჩოსთან ჩამომდგარმა აბურდულთმიანმა გაიღიმა და ბიძას გადახედა,ცოლის ანცობას რომ ხითხითით შეეგება...-დილამშვიდობის. -დილამშვიდობის...-მეუღლის ხითხითით შეურაცხყოფილმა, მოჩვენებითი ჩაშოშმინებით უპასუხა და ხელის აქნევით მოიცილა შემაკავებელი სიდინჯე...-მაგიდასთან დასხედით და ქადებს მოგართმევთ, ჟოლოს მურაბით. -ამ დილაადრიან როგორ ფუსფუსებ...-სულ არ მიუქცევია ყურადღება მითითებისთვის, სულ ოდნავ მისკენ წაწეულმა, მოწყვეტით აკოცა ლოყაზე და თავშეკავების მოთხოვნა დაიჭირა ფრანჩესკას მზერაში.შეუმჩნევლად მოშორდა მონატრებული ქალის სითბოს და გვერდით აესვეტა გაფქვილულ წინსაფრიანს. -მანოსთვის ვაცხობ ფუნთუშებს, ექიმმა ნაკლები შაქრით თუ იქნება, შეუძლია მაწონთან ერთად მიირთვასო და თქვენ წასვლამდე მინდა მოვასწრო...-თავმომწონედ გაუმხილა დილას გამართული ჟრიამულის საიდუმლო...-ნეტავ ცოტა ადრე მოგვეფიქრებინა ცეცხლის დანთება, ყინავს და გამიცივდებით.მიდი გაზქურა აანთე და შეთბება ოთახი...-ფეხის წვერებზე აწევით გადახედა ზურაბს იმის შესამოწმებლად ბუხარი თუ დაანთო უკვეო. გაზქურისკენ წასულს სახეში ეცა გამოღებული ღუმლიდან გამოვარდნილი სითბო და სხეულში დავლილმა შეგრძნებამ გაუბადრა სახე.ტკბილი ცომის სუნი ტყრიალებდა სახლში, სანამ გაზქურის აგიზგიზებით გართულმა არ შეამჩნია რომ ფეხზე მოედო უცნაური რაღაც, გველნაკბენივით სწრაფად წავლებულმა მზერამ დაიჭირა წითურ ბეწვიანი კატის ფიგურა, წელს რომ სწევდა ერთიანად და ფეხებს შორის გადი-გამოდიოდა მოკრუტუნე.ჯანაშიას გაახსენდა მეზობლისგან შემოჩვეული ფისუნიას მეგობრობა და ხარბად დასწვდა მკლავებში მოსაქცევად. მშვენივრად უხვდებოდა ეშმაკობას, ოთახში დატრიალებული სუნის გამო ელამუნებოდა და სიყვარულით იტყუებდა ფუნთუშეულის მოსაპარად. კვიციანის ქალმა დაიცაცხანა ოღონდ სამზარეულოში არაო და ანასტასიამ სიცილით მიაბრძანა ზურაბისკენ, თავხედურად მოკრუტუნე ფისუნია, თავის ენაზე რომ უპროტესტებდა დიასახლისს ამ გამოხტომას. სკამზე მოთავსებულმაღა შეამჩნია ფრანჩესკას გაქრობა, გუგები მოატარა სივრცეს, თუმცა ვერსად დალანდა სასურველი ობიექტი.სიჩუმისგან გულგაწვრილებულმა მოინდომა ბოლოსდაბოლოს ხმა ამოეღო და ის რასაც აქამდე მალავდა, ახლაღა გაემხილა ქალისთვის, იქნებ დაეტყუა კიდეც პირში წყალჩაგუბებულისთვის სასურველი ინფორმაცია. სიტყვის წარმოთქმისთვის რომ შეამზადა აჩქარებულის გულის ფეთქვა, მხრებზე გადმოდინებული სითბო შეიგრძნო და მაღლა ახედვისას დალანდა, როგორ მოხერხებულად მოახვია შალის მთელ სიგრძეზე გადაკეცილი შარფი მეგობარმა, მხრებთან შეკეცილი ჩამოუფარა მუცლამდე და ღიმილით დააკვირდა მადლობის ნიშნად წავლებულ თითებს. -ელიკო სასტუმროს ამბებზე რა ხდება? ზამთარში მთლიანად შეაჩერეს რესტავრაცია?...-საიდანღაც ხომ უნდა დაეწყო დიალოგი.შორი გზით უვლიდა და ეგონა ასე გადავურჩებიო. -ძირითადი ნაწილი დასრულებული აქვთ, მხოლოდ პირველი სართულიღაა და გაზაფხულზე ბაღის დარჩენილი ნაწილის შევსება...-უდარდელად კი ამოილაპარაკა ქალმა, თუმცა მშვენივრად უხვდებოდა ჩანაფიქრის არსს და არც თავად დააკლო ეშმაკობა...-შენ საერთოდ არ ეკონტაქტები ბიჭებიდან არცერთს?...-უარყოფოთი პასუხის მოსმენისას, გამოჭერილი დამნაშავესავით მოუბრუნდა და წინ დაუხვედრა თავისი სიტყვები...-შენ არ თქვი ეზოს პროექტში ცვლილებები შევიტანეო? ერთი თვის წინ მიყვებოდი ველობილიკის დაგებაზე და აბა ვის მოელაპარაკე? -მე...-ენა დაება, მიხვდა რომ რაღაცაში წაიჭირეს და ახლა თავის დაძვრენის გეგმას ეძებდა განწირულივით.სახე დაიმშვიდა, ტონს ჩაუფიქრდა და ისე გასცა მტკიცე პასუხი...-რამდენჯერმე ვესაუბრე ბერაიას. -დემეტრეს ელაპარაკე?...-ამჯერად დიალოგის ნაწილი გახდა ზურაბი, დოინჯშემოყრილი, წარბშეჭმუხვნით რომ მოუახლოვდა და მის გვერდით დაჯდა ხელებგადაჯვარედინებული...-მეგონა ერთმანეთთან საერთოდ გაწყვიტეთ კონტაქტი და აქ მისი შიშის გამო არ ბრუნდებოდი. -შიში რა შუაშია?...-თავისი ჭკუით შეურყევი იყო ტონიც და გამოხედვაც.აბა გვერდით მჯდომისთვის გეკითხათ? გამომცდელად აკვირდებოდა გაბზარულ ხმას და ამღვრეულ თვალებს.თითებს რომ ათამაშებდა ეს გამტყდარი ფაიფური და აღარ იცოდა ნერვიული კანკალი სად დაემალა...-უბრალოდ სასიამოვნო არ იქნებოდა ჩემი აქ დარჩენა მას მერე, რაც მოხდა. თანაც დაზარალებული ხომ არ არის, მან უბრალოდ დამკვეთი შეიცვალა. -ვერაფერი ვეღარ გავიგე...-სასოწარკვეთით მოუბრუნდა მეუღლეს ელიკო და ჩაშოშმინებულმა თავის დაკვრით დაიწყო თავისი ვერსიის ახსნა...-იმ დილით ჩვენ ოთახში იმალებოდი ბერაიას რომ არ დაენახე და აეროპორტამდეც რის ვაი ვაგლახით მიგიყვანეთ ჩუმად. ოთხი თვეა მილანში იმალები და ახლა ამბობ დემეტრე ჩემზე არ არის გაბრაზებულიო? -მოიცა, მოიცა მე არსად ვიმალები...-თავადაც აბნეულმა აათამაშა ჰაერში ხელები.თითქოს არ უნდოდა დაბნეულიყო და რაღაც ცუდად ეთქვა.სიტყვების დამარცვლით და გამოკვეთილად წარმოთქმით სცადა ადრესატამდე მიეტანა სწორი ინფორმაცია...-მე არ მითქვამს რომ გაბრაზებული არ არის. მე ვთქვი - შიში არაფერ შუაშიათქო! -ნუ სასიამოვნო ნამდვილად არ იქნებოდა, შეყვარებულ ბიჭს რომ წილის გამო თავზე ჩამოენგრა გეგმები,ამის შემდეგ ყოველდღიური კონტაქტი...-ვერც მიხვდა ისე წამოსცდა საყვედურნარევი პასუხი და ცომში მოფუთფითე ხელი გაუშეშდა, ქმრის მკაცრმა ხმამ რომ შეახსენა თავისი სახელი და ახლახანს ასე თამამად გამოთქმული გულისწყრომა...-არ გეწყინოს ძალიან გთხოვ, მე თვითონაც არ ვიცი რას ვამბობ...-გულმოწურული შემოუბრუნდა და შემბრალებლად გადახედა სკამზე გახევებულს. თავი გააქნია ანასტასიამ და უხერხული ჩაღიმების დასამალად მოსვა შეგრილებული ჩაი.ფრანჩესკა მის სახეს აკვირდებოდა და ისე ხვდებოდა დიალოგის მსვლელობის ეტაპებს. სახე გადაფითრებულს რომ წააწყდა, მშვენივრად მიხვდა რაღაც ცუდი უთხრესო და ურჩია ბუხართან დავსხდეთო. ჯანაშია დათანხმდა შემოთავაზებას და კარისკენ უბიძგა გოგოს, მის ზურგს თვალებით აკრული ყოყმანით შეჩერდა კარის ჩარჩოსთან და ფრანჩესკა რომ ზურაბის გვერდით დაიგულა სავარძელში მოთავსებული, საინფორმაციოს დაბალ ხმაზე ჩაის სმით გართული, უჩუმრად მოუბრუნდა ელიკოს.ფრთხილი ნაბიჯით მიახლოვებული ამოუდგა გვერდით და ჩურჩული დაუწყო. -ჩემზე ისევ გაბრაზებულები არიან?...-თავი დახარა და პასუხს დაელოდა.ახლა მიხვდებოდა ყველაფერს. მიხვდებოდა გეგმამ იმუშავა თუ არა, იქნებ ყველაფერი რაც გააკეთა ფუჭიც კი ყოფილიყო და ყველა ყველაფერს უხვდებოდა. -მისმინე...-კვიციანის ქალი მიხვდა ვისზეც სურდა ყველაზე მეტად საუბარი ჯანაშიას და მის ცნობისწადილს აღარ დაუწყო გაღიზიანება...-დემეტრე აქ რამდენჯერმე იყო, შენი ამბავი არცერთხელ უკითხავს ტასო.ბიჭები გაბრაზებული არიან და თავიდან კი მკითხეს რამდენჯერმე, ხომ არ იცი სად არის ან ეს რატომ გააკეთაო, მაგრამ პასუხი მე თვითონაც არ მქონდა...-შინაგანი ბრაზისგან და მოუთმენლობისგან დაიცალა. უყვარდა, ინსტიქტები ისე უძლიერადებოდა მის ხსენებაზე როგორც ყველა დედას, მაგრამ მარტო დაგულებულს პირში მიახლიდა სიმართლეს, რამდენად მახინჯადაც არ უნდა მოჩვენებოდა. -ესეიგი ყველას შევზიზღდი, არა?...-დაბნეულმა ამოიბუტბუტა და სახე იბრუნა ფანჯრისკენ. -ტასო...-წინსაფარზე შემშრალებული ხელები სუფთად დაიგულა და მის სახეს დასწვდა ხელისგულებით. ანთებულ თაფალთვალებში მოკიაფე აცრემლებამ დედა-შვილურად დაუყვავა კითხვის ნიშნებით სავსე გუგებს...-ასეთი გზა შენთვითონ აირჩიე.იცოდი, რომ გული ეტკინებოდა, მაგრამ არჩევანი გააკეთე და დროა შეეგუო. ცოდოა ის ბიჭიც.რამდენჯერაც გვესტუმრა, იმდენჯერ წაშლილი ქონდა ისედაც სულ მოღრუბლული სახე. სახე აჭარხლებულს და აკანკალებულს რომ წააწყდა მიხვდა ზედმეტი მომივიდაო. საკუთარ თავზე გაბრაზებულმა დაუცაცხანა თავს ენაზე კბილის ვერ დაჭერისთვის, მისკენ წაიწია გაშლილი მკლავებით თუმცა ანასტასიამ გველნაკბენივით წადგა ნაბიჯი უკან და ეცადა დისტანცია დაეცვა. გაშეშებულ ელიკოს ფიგურას უხერხული ღიმილით გაშორდა, ფრანჩესკას გვერდით მოთავსებულმა მისი ხელისგული მოძებნა და თვალები მთელი ძალით დახუჭა. გარშემო ოთახი ტრიალებდა, თავის ქალას ეხეთქებოდა აჩქარებული სისხლის მოძრაობა და წამიერად მთელი სხეულით იგრძნო შეძრწუნება, სადაცაა გავსკდებიო.მეგობარმა შეუმჩნევლად მიიწია მისკენ და მხარზე დაადებინა თავი, ვიღაცის სიახლოვე უნდა ეგრძნო, რომ მიმხვდარიყო მარტო არ ვარო, ეს ყოველთვის ამშვიდებდა. პირველი საათი სრულდებოდა, როცა კვიციანის ქალმა გამოაცხადა დროა უკვე წახვიდეთ, თორემ დაგაგვიანდებათო.როგორც აღმოჩნდა ელიკო არ აპირებდა მათთან ერთად წასვლას, პალატაში მხოლოდ ერთი ადამიანის შესვლა გახლდათ ნებადართული და ისიც ორი საათით.კარგა ხნიანი ორჭოფის შემდეგ გადაწყდა, რომ ფრანჩესკა სახლში, აგუზგუზებულ ბუხართან დარჩებოდა თავისი წიგნით ხელში, ელიკოსთან თანამედროვე ტექნოლოგიისა და აპლიკაციის საშუალებით იკონტაქტებდა, სანამ ზურაბი ანასტასიას მიიყვანდა მანოს სანახავად. საგზლით დატვირთულები გაისტუმრა ქალმა ავტომობილით და ღიმილით მიუჯდა სხვა ქვეყნის შვილს გვერდით, უცხოობა რომ ეგრძნო სტუმარს. მანქანის წინა შუშას ეყრებოდა ხარბად თოვლის ფანტელები, ნისლი აწვა ავტობანს და ნელა მიმავალი ავტომობილიდან ჭირდა გზის გაკვლევა. ჯანაშიამ თავის სიმძიმე მიანდო ტყავის სავარძელს და მზერა გაუშტერა თოვლის ცეკვას ფანჯრის მინაზე. უნდოდა ჩუმად გაევლო გზა, ისე ჩუმად რომ სიტყვაც არ დასცდენოდა ბიძა-ძმიშვილს, თვალები მიელულა და სითბოთი განებივრებულმა ლამის ჩათვლიმა კიდეც. კვიციანმა თითქოს იგრძნო მისი დაღლილობაო, გზაზე თვალმიწებებულს არ დასცდენია სიტყვა, ისედაც გულში ხინჯად ჰქონდა დარჩენილი ცოლის თავშეუკავებლობა და არ სურდა დამძიმებულის კიდევ მეტად გაღიზიანება.მხოლოდ მაშინ შეაწუხა, როცა მანქანა სადგომზე გააჩერა და მოვედითო ამცნო. მიმღებში ხალხი ირეოდა და ექთნები გარბი-გამორბოდნენ, დაცვასთან მისულმა ახსენა სახელი-გვარი, ხელში მიაჩეჩა ელიკოს გამოტნეული ჩანთა, მანოსთვის გამზადებული ულუფებით და აქ დაგელოდებიო დააიმედა. ჰოლში მიმავალს ეცა წამლების სუნი, ერთმანეთში აზელილი მჟავე სურნელის კომბინაციამ თავი აატკივა, წამდაუწუმ ჩურჩულებდა დაცვის მიერ მითითებულ რიცხვს და როგორც კი კარს მიაგნო, ღრმად ჩაისუნთქა. ზღურბლს სულ ოდნავ გადმოსცდა მხრებაწურული,დიდ ჩანთა აფარებული გოგონა, თმებზე რომ ჯერ კიდევ გაულღობად შერჩენოდა გარედან შემოყოლილი თოვლის ფანტელები.საწოლზე მისვენებულმა თავმა ოდნავ წამოიწია და გაფართოებულ გუგებში ჩაწოლილი გაკვირვება, უცებვე შეცვალა სიხარულმა.ანასტასიამ ჩანთა საწოლის კიდესთან დადო და მოუთმენლად მიუახლოვდა თავის სახედაღარულ, ნაოჭებშეჩენილ სახეს, ასე თბილად რომ იწვევდა ლოყების დასაკოცნად. ქალს ზუსტად ისეთივე სუნი ასდიოდა, როგორც კორიდორის ყველა კედელს, გაქათქათებული პიჟამა გაჟღენთილი იყო წამლის სურნელებით და სკამზე მოთავსებულმა უხერხულად გაიღიმა. - არ მეგონა თუ ჩამოხვიდოდი...-განცვიფრებით მაცქერალი თითქოს ვერ უჯერებს თვალთახედვასო...-მე ისიც მეყოფოდა, თუ მეტყოდი მახსოვსო. -ვიცი, მაგრამ ჩამოვედი, რომ შეგახსენო, აქ არაფერი გესაქმება...-სცადა სიტყვები მოეძებნა, ისე სურდა აეხსნა თავისი უეცარი ჩამოფრენა, რომ პირდაპირ არ მიეხალა შენი დაკარგვის პანიკურად მეშინიაო...-როგორც ვხედავ გაგიტკბა თავზე მოტრიალე ექთნების ყურადღება და წამოდგომას აღარ აპირებ ქალბატონო. -რას ამბობ?! ორ დღეში გაგწერთო ექიმმა...-გაეცინა მანოს,ბავშვურ ოინებზე.რას გამოაპარებდა ეს პატარა, სულელი გოგო...-ნუ გეშინია,ჩემი სამყოფი ვიცხოვრე უკვე. -მაგას ნუ ამბობ ! ...-აი ისევ, ის ჯიუტი და უაზრო საუბარი. მაინც საიდან მოჰქონდა ასეთი აზრები...-ხომ იცი, რომ მალე დავბრუნდები?! მე და შენ ერთად უნდა დავკრიფოთ თხილი, შენი კოპიტის ძირში დავლიოთ ცივი კომპოტები.თომას ამბები გავიხსენოთ და მაყვლის ძირებში ძრომიალით გავილამაზო ფეხები.ჯერ ბევრი ამბავი გვაქვს დასაგროვებელი მანო...-საწყალობლად შეეკუმშა გული, მავედრებლად აუციმციმა თვალები და თითები წაიღო მისი ხელისგულისკენ, მისაფერებლად. -შენ დამიბრუნდი, ამდენ წლიანი მონატრება დამიამე და...-იქ სადღაც, ალაჟვარდისფერებულ თვალებში იწვა სევდა, ამდენხნიანი, ფესვგადგმული და პატარა ბავშვივით გაკაპასებული.უძლურად მისვენებული მისი ტანი კიდევ უფრო მეტად სუსტს აჩენდა ცხოვრებისგან გაბეჩავებული ქალის ბედს...-მეგონა სამუდამოდ წახვედი და მიმატოვე...-ჯანაშიას წინ იშლებოდა მუდამ ამაყად ფეხზე მდგარი ქალის სილუეტი, ახლა სასოწარკვეთა იყო მათ შორის და ნამდვილ სახეს აჩენდა შეშინებული...-აღარ მეგონა, როდისმე, კიდევ თუ გნახავდი. -მე ცოტა ხნით წავედი მანო...-დამამშვიდებელი იყო ანასტასიას სიტყვები, დაუყვავა და დაუტკბო ყურთასმენა...-სიტუაციას გავერიდე. როგორ იფიქრე რომ სამუდამოდ წავიდოდი? -ცუდად მოიქეცი ტასო...-საყვედური ერია ამ ტონში, ზუსტად ისეთივე, როგორიც დილას, ელიკოს შეეპარა ხმაში...-შენ საკუთარ თავზე აიღე მძიმე ჯვრის ტარება და როგორც კი ნაბიჯი წინ წადგი, მაშინვე შეშინებულმა დაყარე ფარ-ხმალი და უკანასკნელი მშიშარასავით მიიმალე.ადამიანი რომ საკუთარ სულს განდობს, შენი უნდა გაწირო და მისი დაინდო,მე ხომ გასწავლიდი. -არ ვაპირებდი მანო წასვლას...-ახსოვდა ეს სიტყვები, ერთ-ერთი საღამოდან წამოყოლილი, მაშინაც ხომ ასე არიგებდნენ ჭკუას.წლობით ნაგროვებ გამოცდილებას უზიარებდა ქალი, ასე საგულდაგულოდ რომ მოეგროვებინა მასზე სამჯერ უფროსს, ცხოვრება გამოვლილს და სიცოცხლისგან მოღლილს...-ასე არ უნდა მომხდარიყო. -მე მესმის და ვიცი, განა გადანაშაულებ...-მის ამღვრეულ თვალებს ვერ უძლებდა გული. საყვედური ხომ სულის დასაშლელად არ წარმოუთქვამს, სიტყვები გადმოსცდა მის ბაგეებს მაგრამ მხოლოდ დასაფიქრებლად...-ვიცი, რომ გინდოდა ეს ამბავი მხრებიდან ჩამოგეხსნა, მხოლოდ შენ არ გეტარებინა და საიდუმლოს დამალვით შეჭმული ცხოვრება გაგენთავისუფლებინა, მაგრამ უდანაშაულო ადამიანიც რომ მოიყოლე შენი სახლის ნანგრევებში, ნუთუ არ შეგებრალა? -ვიცი შენთან რომ იყო მოსული...-საიდუმლო გამხელილი სჯობსო და ქალმა ფართოდ დააღო გაკვირვებული თვალები.ნუთუ მოესმა ყურთასმენას ორს შორის არსებული ამბის გაცხადება, როგორ გაიგო ჯანაშიამ საიდუმლო სტუმრობის ტაბუ დადებული აქტი...-თან არა ერთხელ. -ელაპარაკები?...-თავის ქალაში ეჭვმა დაიდო ბუდე და გამომცდელად ჩაუშტერა მის სფეროებს სილაჟვარდეები.ახლა ბეწვის ხიდზე გაივლიდა...-შენი ახალი სიცოცხლე უნდა ყოფილიყო ეგ ბიჭი, შენთვის გაჩენილს და გადატანალისთვის ზეცისგან მოხდილ ბოდიშს, რომ ჰგავდა.შენ კი ადექი და გაიქეცი. -შენ მე მითხარი, წრეზე ბრუნავო...-გაეცინა ჯანაშიას და თავისივე სიტყვები შეახსენა, გაკაპასებულმა რომ დაუცაცხანა მისაღებში, ფეხზე წამომხტარმა და ბრაზისგან აწითლებულმა...-მითხარი, რომ მეც მილას ბედს ვეძებდი და ვიპოვე. -იქნებ შევცდი!...- ჩაფიქრდა და ხმა გაუმკაცრდა შუბლშეჭმუხნულს, ამჯერად რომ მტკიცედ განუცხადა...- ვერ ხედავ? მე მოვხუცდი, მუხლებში ქარი ჩამიდგა, როდის წამაქცევს და გამიჩერებს გულს მხოლოდ მამაზეციერმა უწყის. შენ კი დამპირდი ოდას სიცოცხლეს დავუბრუნებო, არ დავტოვებო...-გაჯიუტებული ბავშვივით ურჩმა ამოთქვა წყენა...-სიკვდილიც არ დამაცადე, ისე გამექეცი და დაივიწყე შენი პირობა...-ჯანაშია ვერ იგებდა ამხელა ბრაზი საიდან დაუგროვდათ მის მიმართ, ან ასე ხელაღებით როგორ უცხადებდა მალე მოვკვდებიო. მანო ხომ ოჯახი იყო, იმ მცირე ადამიანთაგანი, რომელიც სულის ნაწილად მიაჩნდა და ასე თამამად ებაასებოდა მამაზეციერის ნებაზე. ისევ ქალის ხმამ მიაბრუნა მისკენ, მოჯადოებულივით რომ ჩურჩულებდა ერთსა და იმავეს...-იქნებ შევცდი და დემეტრეში უნდა გეპოვნა ახალი სიცოცხლე? -იქნებ ვიპოვე კიდეც მანო?...-თვალის უპეს გადმოსცდა ანცად მოკვასკვასე წყლის სითბო, ლოყაზე ჩამოგორებულმა საიდუმლომ ერთიანად აუპრიალა აღაჟღაჟებული ლოყების სიწითლე. აქამდე თითებით მიფერებული ხელისგული წამოიღო თავისკენ და მისკენ მიწეულმა, თითქოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ამბავს ანდობსო, ისე მიიდო შალის კაბიდან მოშორებული შარფის წყალობით გამოჩენილ მუცელზე. გაფართოვდა ცხოვრება, დაწნეხას და ჰერმეტულობას აქ ვინ დაგიდევდათ ისეთი ფართე იყო საზღვრები,თითქოს გაირღვა ჩარჩოს ერთიანობა და დედამიწა დაემსგავსა მოლივლივე სხეულს, რომელიც ერთადერთი ქალის ბედნიერების გარშემო ბრუნავდა...-მე მართლა ვიპოვე დემეტრე ბერაიაში ახალი სიცოცხლე...-მთვარეულივით ჩურჩულებდა მის თავთან დახრილი და თავადაც გასხივისნებული თაფლათვალებით უცქერდა გაბადრულის უსაზღვრო აღტკინებას. -შენში სიცოცხლეა...-უჩურჩულა მანომაც და ფრთხილად მიეფერა მისი მუცლის შიგნით, ჯერ კიდევ სულ პაწაწინა, მაგრამ მჩქეფარე გულის ფეთქვას.ის ხომ ჩიტისფრთა იყო, მოტეხილ ფრთებს რომ უმრთელებდა დედას და სხეულს უთბობდა. ათასწლეულით გაყინულის, სულის სუსხიან ამინდს ემუქრებოდა, აგვსიტოს თაკარა მზის, ზენიტში მოქცეული ოქროსფერი შვილებივით...-შენ გაიქეცი...-ისევ აჩურჩულდა ქალის შელოცვა...-გაიქეცი, იმიტომ რომ..... -შემეშინდა...-დაასრულა თავადვე და ერთიანად დასველებული ტუჩის კუთხეები გაწელა სიმწრისგან...-შემეშინდა, რომ ამ ადგილას მეც დავკარგავდი ჩემს ახალ გულის ფეთქვას...-ახლა ხომ ყველაფერი დღესავით ნათელი იყო. ხმა რომ ჰქონოდა ამბის გამხელას ზეცისგან მოვლენილ ჭექა-ქუხილს ემსგავსებოდა მისი სიძლიერე. -მე ორ დღეში გამომწერენ...-დაძაბულს წასცდა კისკისი, მიუხვდა ქალს შეფარულ ნათქვამს და თავის დაქნევით დაეთანხმა მისი სიტყვების ქვეტექსტს. -შენ ყველაზე თბილი, ყველაზე ძვირფასი ბებია იქნები, რომლის ოდასაც ააკისკისებს ჩემი ანცი...-შორი გაუხდა მზერა, ისიც ოცნებობდა ქალთან ერთად...-ჩემი შვილი შენი თხილის ბოლოებში დაეწევა ციცინათელებს და კოპიტის ძირში ჩამომსხდრები დავაკვირდებით როგორ შემოირბენს ახლადამოსული ბალახის სიმწვანეს...-სიტყვებს ხომ მიზანი აქვთ, მათ თუ ამბობენ მხოლოდ იმისთვის, რომ გულამდე მიიტანონ სურვილის მთელი სიმძაფრე...-ჩემმა შვილმაც უნდა ირბინოს შენი თვალების წინ და ძალიან დიდხანს ეგულებოდე თომას ფუძეზე. -როგორ ვერ მივხვდი...-საკუთარი თავისვე უკვირდა მანოს...-შენ ხომ ასეთი სავსე ხარ, ასეთი სრული და მანათობელი...-დედობის საიდუმლოს უმჟღავნებდა ქალი მის პაწაწინას...-მხოლოდ ახალი სიცოცხლით შეიძლება იცვალოს ქალმა თავისი ფერი. პალატის კარი მოიხურა საუბრით გულნაჯერებმა.ახლა სანამ შორს იყო კვიციანის თვალთახედვიდან,მუცელზე მიიდო ხელისგულების სიმსუბუქე და თვალები წამიერად მიხუჭა.მშვიდად იყო მისი ჩიტისფრთა ფეთქვა, ცოცხლობდა და ჩქეფდა მის შიგნით სულის სიმშვენიერე. ერთი ნაბიჯით წინ წადგმულმა, ცხოვრების ამ ეტაპზე -პატარა გოგოდ ყოფნის მისასრულს და დიდობის ფაზის დასწაყისს შორის წამით გაჩერებულმა გაანალიზა , რომ ძალიან ბევრი ყოფილა.თითქოს აქამდე შორიდან აკვირდებოდა კარგად შესრულებული ცეკვის შემდეგ თვალებაკიაფებული მოცეკვავე თავის მაყურებელს და ხვდებოდა რომ ის ვინც ტაშს უკრავდა და ისიც ვინც ყვავილებს ხელში დიდი სიყვარულის ნიშნად აჩეჩებდა თავადვე იყო. ეს უბრალოდ ჰგავდა საკუთარი "მე"-ს სახლში გაჩენილ ცეცხლს და იქედან გამოღწეული ამჩნევდა ადამიანებს რომლებიც შორს იდგნენ, ძალიან შორს და თუ აქამდე ცეცხლში მის ყოფას დიდი, ერთიანად დაბურული სათვალით აკვირდებოდნენ, ახლა ვიღაცეებს კისრებიც წაუგრძელებიათ მისი ემოციების დასანახად და ფეხისწვერებზე იწელებოდნენ ოღონდ კი გამოეგლიჯათ თვალებიდან შიშის ნაშირები დანებების დასტურად.ზურაბისკენ წასული, ბიძის მოღვენთილ სახეს რომ შეეჩახა თავის ქალაში იშვა აზრი და ერთიანად დაიბუდა სამუდამო არსებობად. უკვე ხომ კარგა ხანია, რაც გადამწვარი სახლიდან გამოვიდა ! შებინდებისას სახლში დაბრუნებულებმა შესასვლელში ჩამოიფერთხეს მშრალი თოვლის მთელი სიმძიმე, ხმის გაგონებისთანავე გამოვარდნილმა ელიკომ ამბავი მოიკითხა და წინდებისამარა დარჩენილ ჯანაშიას, მისაღების სივრცეში რომ შემოეპარა, მოუთმენლად წაეტანა მანტოსა და შარფზე.შეძრწუნებისგან ადგილზე შემხტარმა, ინსტიქტურად მოიცილა მისი ხელი და შეშინებული სახის დანახვისთანავე, უხერხულად იბრუნა გვერდი სავარძლიდან წამომდგარი ფრაჩესკასკენ, რომელმაც ღიმილით დააშოშმინა მასპინძლის გაკვირვება. მკლავი მოხვია მხრებაწურულს და ფრთხილად მოაცილა მანტოს სიმძიმე. ბუხართან აზუტულმა ანასტასიამ ერთიანად მოიხვია შალის სიმძიმე და ხელებგადაჯვარედინებულმა გაუბა საუბარი მეგობარს, ახლახანს აწებებული უხერხულობის გასაფანტად. წვნიანის საამური სუნი ტრიალებდა გარშემო, ელიკოს მომზადებული ბულიონი იწვევდა შემცივნებულ ტანს და დიასახლისმა სუფრასთან მიიწვია ყველა. ახლადგამომცხვარი პური ღუმელიდან გამოიღო და ხის დაფაზე მოთავსებულს სანამ ჭრიდა, მანამ გაუბა საუბარი დაბრუნებულებს. -როგორაა მანო? ხომ არ უთქვამს როდის გამოწერენ?...-წუთის წინ მომხდარი კი უღრღნიდა გონებას, მაგრამ დილანდელი უხეშობის მერე როგორ შეიტყობდა რამეს...-ფუნთუშებს თუ დააკარა პირი? -ასე მითხრა ექიმი ორ დღეში გამომწერსო და შენი ფუნთუშებიც ძალიან მოეწონა...-თავი დახარა და ხარბად მიეტანა წვნიანის გემოს.თითებს შორის გაშეშებულ კოვზს რომ დააკვირდა, გველნაკბენივით მოუბრუნდა ცოლ-ქმარს და ინტერესით იკითხა?...-სოფელში არავინ გვეგულება ისეთი,ვინც სახლს დაულაგებს, მიეხმარება და თუ შესაძლებელია ღამითაც დარჩება ცოტა ხნით? სანამ აქ ვარ მე დავრჩები მასთან, მაგრამ მერე... -ერთი თვე ჩვენთან დარჩება...- შეურაცხყოფილი მოუბრუნდა დიასახლისი, თითქოს სახეზე ეწერა ეს როგორ მაკადრეო...-ამაზეც ძლივს დავითანხმე, მერე კი მე ვივლი მასთან.პროდუქტებს და წამლებს ისედაც ზურას აბარებდა ყოველთვის...-ხის დაფა მაგიდის შუაში დადო და თავადაც მოთავსდა სკამზე. ჩამოწოლილ სიჩუმეს მიყურადებულმა და აყოლილმა თავი ასწია, ამ მომენტში წააწყდა კვიციანების ერთმანეთისადმი მიბჯენილ უცნაურ მზერას.თითქოს ტრადიციას და წლობით ნაგროვებ გამოცდილებას არ ღალატობენო და თვალებით საუბრობდნენ ერთმანეთში. -სანამ წასულები ვიყავით, რამე მოხდა?...-ინტერესმა დარია ხელი და გამომცდელად დააკვირდა უდარდელად მოლუკმე ფრანჩესკას, სანახევროდ ტელეფონში ჩამძვრალი რომ გამწარებით კრეფდა ტექსტურ შეტყობინებას...-როგორი დრო გაატარეთ შენ და ფრანჩესკამ? -ძალიან კარგი...-ჩვეული ენთუზიაზმი დაიბრუნა ელიკომ და მხიარულად წაუცინა გვერდით მჯდომ ახალგაზრდა შავგრემანს...-თქვენ რომ წახვედით ყავა და ფუნთუშები მივირთვით, მერე იმ ლექსიკონით ტელეფონში რომ აქვს, ცოტა ვისაუბრეთ და სანამ წვნიანს ვამზადებდი, ბუხართან წიგნს კითხულობდა. -მაშინ ზურაბს რატომ უყურებ ისე, თითქოს რაღაც მოხდა და ერთი სული გაქვს როდის დაიგულებ მარტოს, რომ მოუყვე?...-რადგან უსირცხვილოდ ატყუებდნენ, თავადაც დაკარგა ნამუსი და პირდაპირ აჯახა. მის თავჩახრასა და ტუჩზე წაკბენას რომ შეესწრო კიდევ მეტად გაუცხოველდა მოთხოვნილება, ახლავე გაეგო რას მალავდა ქალი...-ელიკო რა მოხდა? - ბაჩუკიმ დამირეკა წასულები რომ იყავით...-ნიადაგი შეამზადა, ყელზე დაადგა ამოსათქმელი სიტყვების სიმძიმე...-მითხრა სასტუმროში მოვდივარ საქმეზეო და... -უთხარი აქ რომ ვარ?...-ისეთი მშვიდი იყო მისი ტონი, ისეთი უდარდელი, წამიერად თვით ზურაბ კვიციანმაც კი იცვალა დინჯი გამომეტყველება და გაკვირვებით გადმოხედა უდრეკს. ელიკომ თავი გააქნია მხოლოდ და მზერა გააყოლა კარისკენ წასულ ფრანჩესკას ფიგურას. -აქ მოვა...-დაიწყო უკვე წამღერებულის ტექსტის გავრცობა...-ვერ გავბედე თქმა არ მოხვიდეთქო, როგორ უნდა მეთქვა უარი.უბრალოდ შემოივლის, დარჩენას არ აპირებს...-ვერ მიხვდებოდით ჯანაშიას ამშვიდებდა ამ სიტყვებით თუ საკუთარ აჩქარებულ სისხლის მოძრაობას. უკან დაბრუნებული ფრანჩესკა, ნიჟარის გვერდით დალაგებულ ჭიქებიდან დასწვდა ერთ-ერთს და წყლის ჭავლის სიმძიმე აგემა გამჭირვალე შუშას. ანასტასიას წინ დაუდო ხელისგულში მოქცეული ტაბლეტები და ფინჯანი.უხმოდ მიბრუნებული, სკამზე ფეხმორთხმით მოთავსდა და ისევ გააგრძელა ტელეფონში ქექვა. კვიციანებმა პირში წყალი ჩაიგუბეს, თუმცა ელიკოს ჩურჩულმა გასცა აზრების კორიანტელი.ქალს სჯეროდა რომ ფერზე მოსული სახეც და შესუქებული გვერდები აშკარად ვიტამინების სმის ბრალი უნდა ყოფილიყო, ახლა უკვე სჯეროდა ანასტასია ჯანაშიას ურჩი სხეულის გამოსწორების.ხმა აღარცერთს ამოუღია. ზამთრის მშვიდი ძილით ეძინა სოფელს, სანამ თოვლად მოსული ცის შვილები სახლის სახურავზე მოსაკალათებელ ადგილს ეძებდნენ.ეს ჰგავდა იმ ზამთრის ძილს, როცა ეზოს ყველა კუთხე-კუნჭული დაფარულია თოვლის ფანტელებით და მუხლამდე ამოსული სითეთრე მხოლოდ შეშას თუ მოატანინებს გლეხს სახლის კარამდე. საქონლის საბძელებში დაბმული პირუტყვიც კი, რომ ზანტად იღეჭება მინდვრებიდან ათობით გლეხის თავდაუზოგავი შრომით მოზიდულ თივის ზვინებს და ყველა მაცხოვრებელი შეხიზნულია სანახევროდ გათენებული დღეების ნისლში. ღუმელთან თუ ბუხართან მსხდომნი, თავს იქცევენ ტელევიზორის უშველებელ ეკრანზე გამოსული ხალხის ცხოვრებით და საკუთარს ისე ექცევიან, როგორც ბუნაგში შემძვრალი დათვი.ბარდნიდა და ბუხარში მოტკიცინე ხმელი შეშა გარედან მონაქროლ ჩრდილოეთის მყინვარე ქარს სითბოთი და სინათლით ემუქრებოდა. დივანზე მოკალათებულ ფისუნიას ზანტად მიედო თავი ბალიშზე და ხანდახან ცნობისმოყვარეობით აკვირდებოდა წიგნში თავჩარგულ ნაცნობ ფიგურას, ფურცლებს ვერმოწყვეტილი, ხელისცეცებით რომ დაეძებდა ორთქლადინებულ ჯერ კიდევ ცხელ ჩაის.სათვალეს საჩვენებელი თითით სწევდა და მეორე ხელისგულით ეფერებოდა წელაწეულ, უსირცხვილოდ აკრუტუნებულს. პატარა ეშნაკუნა ფისუნია,თითქოს დასცინოდა კიდეც ერთი ზომით დიდ სათვალემორგებულ ოქროსფერთმიანს, იმ თავის ვეებერთელა შალს რომ არ იშორებდა მხრებიდან და მოგიზგიზე ცეცხლის წინ მჯდომს აღაჟღაჟებოდა ისედაც აჭარხლებული ლოყების სიმრგვალე. გარეთ ჩრდილოეთიდან მონაქროლი სუსხი აწვა ღამეს, ბუხრის სიმხურვალე კი მომავალი დღის იმედს აღვივებდა, თითქოს ჩამოწოლილ მწუხრს და ცივ დაღამებას თავისი სითბოთი და სინათლით ემუქრებაო.წიგნის ფურცლებში ანცად ნავარდობდა მერცხალი გაზაფხულის დამდეგის მაუწყებლად,სანამ ზამთრის მშვიდი ძილით ეძინა სოფელს,კალთაში მინაბულმა ფისუნიამ და წიგნიდან მოცილებულმა თვალთახედვამ ერთად იფეთქა კარის მხრიდან მომავალ ზუზუნზე.ზღურბლთან გაჭედილს ააწებეს წყვილ-წყვილი მზერა და მძიმედ ამოიხვნეშა დივნის ბოლოდან ზურაბის ფიგურამ.მიხურულ კარს თან არ მიუყოლებია გაყინული ოთახის უხერხულობა, ის ისევე მძიმედ აწვა მხრებზე აქ მყოფთ, როგორც ათასტონიანი უბედურება მთელი თავისი სიცხადით. -შენ როდის ჩამოხვედი?...-ტონიც და შემართებაც ერთიანად გაბზარული გახლდათ და ადგილს მიყინული ვერ ბედავდა სუნთქვასაც კი.თვალებში ჩაწოლილმა ბრაზის ნაშიერმა იელვა და შეჯიბრში გამოიწვია მზის სინათლის სიკასკაშე, ისე ცხადად რომ დაატრიალა ანთების მუქარა...-ელიკო, ზურა...-გონზე მოსულმა მიაყარა კვიციანებს სათქმელი...-გნახეთ, კარგად ხართ, მიხარია. წავედი...-შებრუნებულს წამოუხტა ფეხზე მოთმინებადაკარგული ზურაბი და ერთი ნაბიჯით მის გვერდით ასვეტილი დაეჯაჯგურა მკლავზე. -ბაჩუკი შემოდი ცოტა ხნით, პატარა ბავშვი ხომ არ ხარ...-ძალისძალად მოაბრუნებინა თავი, უარყოფის ნიშნად კარისკენ გაწეულს და ისე ექაჩებოდა მამასახლისი, რომ ხელის გასაშვებად უხეშობაღა რჩებოდა გამოსავლად...-ნუ მაწყენინებ ძალიან გთხოვ. -არც მინდა რომ გაწყენინო!...-თავშეკავება უცხო ხილი იყო, მომწამვლელი და ძირკოლასავით უსუსხავდა გულ-მუცელს...-არ ვიცოდი აქ თუ იყო, თორემ საერთოდ არ მოვიდოდი.რომ გეთქვათ არცერთი ჩავვარდებოდით უხერხულ სიტუაციაში. ახლა გამიშვი ! -და რატომ ეჯაჯგურები? გაუშვი ზურაბ...-გამწარებული წამოეფოფრა დივნიდან, უკვე ყელში ჰქონდა ამოსული ეს გაბუტვები. ან ვინ იყო ბაჩუკი ასეთი, რომ თავს უფლებას აძლევდა ისე შეეხედა და ელაპარაკა, თითქოს რამდენიმე თვის წინ არ ემასხარავებოდა თვალწინ. ასე ბინძურად და შეუხედავად პირველად აგრძნობინეს თავი, ტირილის პირას რომ იყო მისული ამას ნამდვილად ვერ აჩვენებდა აქ მყოფთ...-ვინ ჰგონია თავი ძალიან მაინტერესებს?! -მე ვინ მგონია თავი?...-ზურაბის ხელი მოიცილა და მისკენ წასული, ყურებს რომ მისწვდა დაყვირების სიმძლავრე, მაშინღა მიხვდა ტონის სიმაღლესაც და ღვარძლის დონესაც.თვალები დახუჭა, ღრმად ამოისუნთქა და კისერზე დაბერილი ძარღვების მიუხედავად გაუგრძელა მშვიდი საუბარი...-საინტერესოა შენ ვინ გგონია თავი.კიდევ პრეტენზიები გაქვს და აქეთ ილანძღები? იმის მერე, რაც გააკეთე საერთოდ როგორ იღებ ხმას? -არ გინდათ რა, ძალიან გთხოვთ...-გამოექომაგა შუაში ჩამდგარ მეუღლეს, ორ მტრულ ბანაკს შორის რომ მოყვა და იხლიჩებოდა...-ჩაის დავასხამ, მშვიდად ვისაუბროთ. ბაჩუკი გრძელი გზიდან მოდიხარ, დაისვენე გეხვეწები, დასვენებულ გუნებაზე ილაპარაკეთ და... -ძალიან მშვიდად ვარ...-მკლავები მთელ სიგრძეზე გაშალა და ხელებგასავსავებულმა მწარე ღიმილით გამოხატა თავისი სიმშვიდის ხარისხი...-ისედაც არ ვაპირებდი აქ დარჩენას, უბრალოდ შემოგიარეთ...-კარისკენ წასულმა ქურთუკი რომ შეისწორა, ვერ მოისვენა და მაინც მოუბრუნდა...-ძველი ანასტასიას ხათრით არ ვეტყვი დემეტრეს, რომ ჩამოხვედი და დავარწმუნებ აქ არ გამოიაროს! -დემეტრეც ჩამოვიდა?...-იკითხა დიასახლისმა და პასუხის მოლოდინში შეწყვიტა სუნთქვა...-ძალიან გთხოვ, თუ არ გინდათ რომ გული გამისკდეს ეს დავიდარაბა ამაცილე!...-ხელისგული მიიკრა დადებითი პასუხის მოსმენით შეშინებულმა ელიკომ გულზე და თვალები აიტრიალა მოსალოდნელით შეძრწუნებულმა. რა უნდა ექნათ? ზღურბლს ერთიანად გასცდა და ჩქარი ნაბიჯით მოშორდა აქამდე საყვარელი სახლის კერას.გაკიდებასაც არ ჰქონდა აზრი, მობრუნებას არ დაგიდევდათ და უკან გაყოლა ხომ ფუჭი ცდა იყო.სავარძლებში ჩასვენებულები თავიანთ ფიქრებში წავიდნენ, სანამ ანასტასია ერთიანად აკანკალებულ,საბრძოლო რეჟიმზე მომართულ ფრანჩესკას უხსნიდა, რაც მოხდა. გოგონამ ხომ მუცელზე მოხვია ხელები, უცნობი ბიჭისკენ გაწეულს და ერთიანად ჩამოიჩოჩა თავისკენ, აფოფრილი. სახეგაფითრებული კი მხოლოდ ახლა ისმენდა ასეთი სიბრაზის მიზეზს. მთავარია რომ ამბავი გასკდა.ბერაია სასტუმროში იყო. ანასტასია ჯანაშიასგან სულ მცირე მანძილი აშორებდა და იცოდნენ კვიციანებმა, რომ სიბრაზის მიუხედავად ბაჩუკი პირობას არ გატეხავდა. XXIV "ახია შენზე!დაცემისთანავე უნდა გეთქვა,რომ გეტკინა." სამზარეულოს სივრცეში ორი თანამზრახველი იფშვნეტდა ჯერ კიდევ ვერ დაშორებული წამწამების, სანახევროდ გამოღვიძებულ უპეებს.გაზქურაზე შემომდგარი ჩაიდანი თითქოს უხვდებათო ჩანაფიქრის მზაკვრულობას და ხმაგაკმენდილი ატრიალებდა ორთქლადინებულ სითბოს ოთახში.ქარბუქმა იცვალა მიმართულება და ალაგ-ალაგ ეფინებოდა პაწაწინა ფანტელები, მიწაზე ხარბად დადებულ თოვლის თეთრ საბანს.ფანჯრიდან მოცქირალი უშტერებდა მზერას ფანჩატურის მუდამ მოხასხასე მწვანე სახურავზე ჩამოწეულ ყინულის ლოლოებს, გამომწვევად რომ იმზირებოდნენ წვეთ-წვეთობით მომავალი დნობის სიკაშკაშით.კვიციანის დიდი რუდუნებით ნაფერებ ხეხილის ტოტებს გაზაფხულის მარტისყვავილა სიკვასკავსე ჩაეკარგათ ზამთრის ამომავალი მზის სილურჯეში და ამჯერად თეთრად შეფერილები იფარებდნენ მოფართხალე ბეღურების, დიდ კისრებში, უჩუმარ თავჩახრილობას.ფრანჩესკა ჟოლოს მურაბას ანაწილებდა თეთრ ფინჯნებში და ქვეშ-ქვეშად გადმოხედავდა ხოლმე ფერნაცვალი ეზოს ყურებით გართულის, მოღუშულ სახეს.გაღვიძება დაასწრეს მასპინძლებს. დროის სრბოლისგან დაძველებულ ფანჯრის ჩარჩოებში შემომავალმა მოზუზუნე სუსხმა, აქამდე ნაგროვები სითბო ერთიანად ამოჭამა ნუგბარს დახარბებული წუწკი ბავშვივით. ფინჯნის სიმხურვალეს შემოეჭდო თითები და ანასტასიამ ღიმილით დაუდო ჩაის მომრთმევს ქიშმიშებით ჩაშაქრული, გამომცხვარი ცომის სიტკბო.ჩურჩული სანახევროდ თუ სწვდებოდა ადრესატის ყურთასმენას და ერთმანეთს დანდობილები ტუჩის სიცივეს აჩვვევდნენ ადუღებული სითხის მბწკენარე შეჯახებას. -სილვანას იმეილი გავუგზავნე გუშინ და გვიან გამომიგზავნა პასუხი, შენ უკვე გეძინა...-სერიოზული გამომეტყველებით მიუბრუნდა შავგრემანის გემრიელად მოლუკმე პირი-სახეს...-მითხრა, რომ არ გვენერვიულა და ყველაფერს ისე გააკეთებდა, როგორც აქამდე. -მარკო გადავამოწმოთ ყოველი შემთხვევისთვის...-ბიჭის წაკბენას თავს არ ანებებდა ფრაჩესკა და წარბაწეულმა იხელთა დრო შორს მყოფის უძლურება გამოეყენებინა. პასუხს მაინც ვერ გამცემსო, ფიქრობდა...-იმედია ლორენცო მანჩინის არ შეაშინებს და გააქცევს, თორემ გეფიცები... -ჩესა...-ერთმანეთთან აკრულ სამ თითს რომ შეეჩეხა წაწვრილებულ თვალებთან ერთად, მიხვდა ახლა ჩვეულ ლანძღვას მოჰყვება თავისი იტალიური ქარიზმით და აღტკინებითო, რასაც დიდი ალბათობით მოჰყვებოდა ტემპერამენტიანი ხმის ამაღლება და დაწყებამდე ჩაახშო მისი აფოფრილი,ჯერ-ჯერობით უხილავი სიგიჟე. -მე დამირეკა...-თითქოს ახლა საუკეთესო მომენტი იყო საიდუმლოს გასამჟღავნებლად და მხრებაწურულმა, მოჭუტული თვალებით გაანდო ჩადენილი ცოდვის ნაშიერი გვერდით მჯდომს.მის გაკვირვებულ სახეს, რომ წააწყდა, მაშინვე თავდაცვის ინსტიქტზე გადაერთო და მოჰყვა მართლებას...-რას ითხოვ ჩემგან? ისე მკითხა, იმ თავისი დიდი თვალებით, რომ ვერ მოვატყუე. -ორივე, ერთმანეთზე უარესები ხართ !...-მოჩვენებითი გულისწყრომით წაუქირქილა და სახეზე აფარებული ფინჯნის მიუხედავად, მაინც გამოუჩნდა აკვასკვასებული თვალების ბრწყინვალება. ფრანჩესკა მშვენივრად მიუხვდა დამალული სიხარულის ნაპერწკლებს. -არ წავიდეთ?...-იკითხა მოუთმენლად და ინსტიქტურად მიიხედა კარის ჩარჩოსკენ...-სანამ ძინავთ, მანამ გავიდეთ და უკან დაბრუნებულები ვიტყვით, რომ სულ ცოტა ხნით ვიყავით სასეირნოდ. იდეა ენიშნა და მორჩილად დაუქნია თავი.მისაღების სივრცეში გამოჭიმულ დივანზე მიგდებულ პალტოებს ხელი დაავლეს და პაწაწინა ჰოლისკენ თვალებმოცეცეებმა ერთიანად დაიხვიეს თავსა და კისერზე უშველებელი შარფების სიგრძე.მოთრითინე თითების სიცივეს წააფარეს ხელთათმანების სითბო და შეღებული კარიდან შემოვარდნილ სუსხს შეუშვირეს ცხვირი, ვერ შეშინების წინაპირობად.მუხლებამდე ამოსული ჩექმის ტყავმა იმარჯვა, ხარბად წამოწეული თოვლის სიმაღლე ვერ სწვდებოდათ სიცივით დასამუქრებლად და ხელი-ხელ გამოხვეულებმა გაიარეს გზა ჭიისკარამდე.როგორც იდეით შეპყრობილებსა და ჩუმად გამოპარულებს შეეფერებათ, თვალები შიშით მოუჭუტეს ძველისძველი, რკინის ჭიისკრის საცოდავ ჭრიალს და პატარა ბავშვებივით ანცობას აყოლილებმა გაირბინეს მოტკეპნილი შარა გზის გასწვრივ აღმართული, კვიციანების ღობე.სამშვიდობოს თავდაგულებულები მოჰყვნენ თამამ საუბარს და ყოველ ხუთ წუთში ერთხელ კითხულობდა ფრანჩესკა, კიდევ დიდი გზა დაგვრჩა თუ არაო. არ იყო დიდი გზა დარჩენილი. სიმართლე რომ ითქვას ოც წუთიანმა წუწუნმა შედეგი გამოიღო და სხვა ქვეყნის შვილის წინ აისვეტა ერთიანად ამაყად მომზირალი, თოვლის ანარეკლზე კიდევ მეტი სინაცისფრით შეხასხასებული, შენობის სიზვიადე. ჯანაშიამ თვალი მოატარა ერთიანად გადათეთრებულ ეზოს და მოჯადოებულივით წინ წასულმა გაათვიცნობიერა, რომ ზამთარმა დარია ხელი მოგონებების სიღაჟღაჟეს.არ იცოდა ეს ჯერ კიდევ სანახევროდ ამომავალი ცივი მზის შუქის ბრალი იყო თუ ზამთრის თავგასულობის, თუმცა ფაქტია მისი პეტუნიები, ტბის პირას თავისუფლად მიშვებული ბალახის სიხასხასე, დეკორატიული ხეებით გაშენებული ბაღის მშვენიერება და მსხმოარე ხეხილის ჩაშაქრული ნაყოფით გამოწვევა ახლა დაფარული იყო სქელი სითეთრით. გულისგამაწვრილებელ შელოცვას მიყოლილი აღმოჩნდა მთელ სიგრძეზე ამოჭრილ, კაკლის ხისგან ხელით ნათალ, უზარმაზარ კართან და ყოყმანით მიაწვა ურდულის სიმძიმეს.იმედები გაუმართლდათ ერთი მიზნით შეპრყრობილებს და ნაბიჯი წადგეს სიჩუმის სიბნელეში.ჩამი-ჩუმი არ ისმოდა გამოცარიელებულ კელდებში, სანამ ფრანჩესკამ არ იჩურჩულა,ვერასდროს წარმოვიდგენდი სასტუმროს ხსენებისას, ამხელა შენობას თუ გულისხმობდიო. ექო დაუბრუნა სამაგიეროდ, გამოცარიელებული კედლების აკუსტიკამ.ჯანაშია შიშით მოუბრუნდა და ტუჩზე საჩვენებელი თითის აფარებით ანიშნა, ჩუმად იყავიო. კიბემდე მისულები შეჩერდნენ.მოაჯირს ხელისგულით დაყრდნობილი ჩაფიქრდა და თავისი საქციელის სისწორეს ჩაუკვირდა. აქამდე მოსულს ის სულ არ გაუთვლია, უკან როგორ წავიდოდა შეუმჩნევლად და საფეხურებს თვალებაწებებულმა შეიცადა. -სად მიიპარები ქალბატონო?...-საფეხურებს ამცდარი ადგილზე შეახტუნა გამყინავი ხმის, ცარიელ სივრცეში დატრიალებულმა ექომ.ღრმად ჩაისუნთქა, რომ რაც შეიძლება უდარდელად მობრუნებულიყო... -არ მეგონა ისევ აქ თუ იქნებოდით...-ბიბლიოთეკის მარცხნივ, მთელი კედლის გაყოლებაზე, გასავლელ ჰოლს მოავლო თვალი და ნაცნობი ფიგურა დალადა სიბნელეში. მხრები აიჩეჩა და ხმას შემოუძახს ამჯერად არ გაიბზაროო. -რა საინტერესოა...-დაიმცინავად ააციმციმა თვალები და მკლავებგადაჯვარედინებული მოჰყვა ცინიზმის ფრქვევას...-მოხვედი, ეზოში დაყენებული მანქანა ვერ შეამჩნიე.კარიც ღია დაგხვდა და მაინც, ვერ წარმოიდგინე რომ აქ ჯერ კიდევ ვიქნებოდით?...-პასუხს ელოდა და ერთ ადგილზე გაჯგიმული არ აპირებდა უხერხულობისგან დანდობას.ცალყბად გადახედა გაკვირვებული უცნობის ფიგურას და ისევ ანასტასიას მიუბრუნდა კითხვის ნიშნებით. -კარგი!...-ფარ-ხმალი დაყარა და გადაწყვიტა ეს სიჩუმე დაერღვია...-არ დავბრმავებულვარ, მივხვდი რომ აქ იყავით, მაგრამ მეგონა ჯერ კიდევ გეძინათ და ზედა სართულიდან მილას კაბების წაღება მინდოდა...-მოხერხებულად სცადა თავის დაძვრენა,მაგრამ ბიჭის გამომეტყველებას რომ წააწყდა, მიხვდა არ გამოუვიდა. -სხვა დროს წაიღე!...-უკან არ დაიხევდა ბაჩუკი, ამ ფაქტმა კიდევ მეტად აღაშფოთა და რაც არ უნდა მომხდარიყო, მაინც აიძულებდა თავისი სითავხედის მასშტაბი შეემცირებინა...-საერთოდ აღარ შეგრჩა ფიქრის უნარი? დემეტრე მაღლაა, არ ვაპირებ შენი ნახვით, მისთვის კიდევ ერთხელ გულის ტკენის საშუალება მოგცე! ამას შენითაც უნდა აანალიზებდა, მაგრამ რადგან არ ცდილობ-მე მოგეხმარები. -ასე უხეშად, როდის მერე ლაპარაკობ?...-ის გამოხედვა დაიჭირა, გუშინ რომ გული ჩასწყვიტა კვიციანების მისაღებში. ახლაც ისე უცქერდა ბიჭი, როგორც ყველაზე ბინძურ და აუტანელ არსებას და ძალიან მოუნდა ბოლო ხმაზე დაყვირება, ეს მე ვარ და ისევ ის, ვისაც ადრე ემასხარავებოდიო...-მე შენთვის არაფერი დამიშავებია, მითუმეტეს ისეთი რომ ასეთი ტონით და სახით მელაპარაკო! -როგორც ჩანს მე და შენ სხვადასხვა სამყაროში ვცხოვრობთ...-მკლავებდაშვებულმა, მისკენ მოზომილი ნაბიჯებით წამოსულმა, წარბშეკვრით ამოილაპარაკა და ბრაზის გორგალი აუქარიშხლდა თავის ქალაში...-შეიძლება მე ვცდები და უბრალოდ სიზმარში ვნახე, როგორ მიატოვე ჩემი მეგობარი. ხელის სათხოვნელად დედამისისგან წამოღებული ბებიის ბეჭდით ხელში...-ჯანაშიას ხმა ჩაუწყდა, მუცელში დაიკარგა გამბედაობის მოსაკრები ძალა და კისერში გაეჩხირა სიტყვების ბურთი...-მითხარი თუ დამესიზმრა და ბოდიშსაც მოგიხდი, არ გინდა? -კაბებს ავიღებ და წავალ...-გაგულისდა და გაკაპასდა, თავდახრილმა გადაყლაპა საპასუხო ღვარძლი, წამიერად გადახედა სიტუაციაში ვერ გარკვეულ ფრანჩესკას სახეს და ჩუმად მიუბრუნდა კიბეებს. საფეხურის ავლაც ვერ მოასწრო, ისე დაეჯაჯგურნენ მაჯაზე. შიშატანილი მოუბრუნდა გაცეცხლებულს, ერთიანად რომ ცდილობდა მის შეჩერებას. -არსადაც არ ახვალ!...-ყვიროდა, თითქოს სხეულში ეშმაკი შეუჩნდაო, ისეთი გაცოფებით ეჯაჯგურებოდა მაჯაზე. უკან ამომდგარ, მის სვიტერს ჩაჭიდებული გოგოს სიმძლავრეს და უცხო ენაზე წამოყვირებულ სიტყვებსაც არ აქცევდა ყურადღებას.არადა ცდილობდა ფრანჩესკა, სიტუაციაში ვერ გარკვეული უფრო მეტად ძრწუნდებოდა, მეგობარს ხაფანგში მომწყვდეულს რომ აწყდებოდა და გააფთრებით ცდილობდა გუშინდელი უსიამოვნების ავტორი მოეცილებინა აკანკალებულისთვის...-ჯანაშია არ მინდა უხეშად მოგექცე! ჩამოდი ძირს და წადი სახლში, მშვიდობიანად!...-ღრიალებდა და ვეღარ იგებდა ვისთვის მიეხედა, მის უკან მდგარი ამორძალისთვის თუ კიბეზე გაჩხერილი თავის ტკივილისთვის...-დემეტრე გაიგონებს და კიდევ ერთხელ თუ დაგინახავს, ისევ მოუწამლავ ცხოვრებას. ყველაფრის მიუხედავად, ერთხელაც კი არ უხსენებიხარ ცუდად, ეს მაგიჟებს! ამიტომ, ჩამოდი ამ დაწყევლილი კიბიდან! ვერ გეტყვით რისი ბრალი იყო, თოვლში გამოვლილი ათობით ნაბიჯის, ჩექმის ძირებს აწებებული ყინვის თუ პირდაპირ მუცელთან პალტოზე ჩაჭიდებული ხელების.იქნებ ფრანჩესკას წივილის და ჯაჯგურის, შესაძლოა ვერ შეკავებული თავისაც.კიბის ზედა საფუხერზე გაჩხერილი ბერაიას სახეც ხომ უნდა დაენახათ, ერთიანად რომ ჩამოერბინა მეორე სართულიდან და შესწრებული სანახაობით გაოგნებული რომ ვერ ზომავდა ტონს, ისე იყვირა ხომ არ გაგიჟდი, ხელი გაუშვიო. ვერ გაიგებდით მოვლენათა ერთმანეთში აღრევას თუ თანმიმდევრობას აბრალებდა სიტუაციის სიმძაფრე ყველაფერს, ფაქტი მხოლოდ ის იყო, რომ ვერ შეკავებულმა თავმა და ბერაიას ხმაზე შეძრწუნებულმა ნაბიჯის უკან დახევამ გაუთავისუფლა ადგილი ჯანაშიას. ფეხაცურებულმა მხოლოდ ის მოასწრო კიბის სახელურისთვის მცირედად მაინც წაეტანებინა ხელი და საფეხურზე დაცემის სიმძლავრემ წამიერად დაუფარა ყურთასმენა.მხოლოდ დაბურულად შეავლო თვალი, როგორ გახევდა მის წინ მდგომი ბაჩო ადგილზე, ფრანჩესკას შეძახილი ჩაინთქა უკუნეთ კუნჭულში და მასთან დახრილი ბერაიას ხელისგულები მისწვდა მუცლის კიდეებს. გაფართოებული გუგებით და აჭარხლებული სახით, სიგიჟის პირას მყოფმა იჩურჩულა რაღაც, მაგრამ ანასტასიას არ გაუგია.მხოლოდ ეს იყო, რომ მიხვდა იქ შიგნით, სულ პაწაწინა ჩიტისფრთა ფეთქვასთან ყველაფერი კარგად იყო და ამდენხნიანი შეწყვეტილი სუნთქვა აღდგა, თვალებს დაუბრუნდა სიცოცხლის სხივი და გადაფითრებულმა სახემ დაუთმო ადგილი სიმშვიდეს. -კარგად ვართ, ყველაფერი კარგადაა...-ძლივსგასაგონი ჩურჩულით ამოიხრიალა და თვალებაკვასკვასებულმა ახედა მის თავთან დახრილს, გაცოფებულს და ძრწოლა ატანილს, ასე თავგანწირვით რომ ეძებდა მისი პასუხის დამადასტურებელ საბუთს, თავი დაუქნია უფრო მეტი დამაჯერობლობისთვის...-ჩესა კარგად ვარ!...-ხმამაღლა ამოთქვა, სიტუაციის განმუხტვის მიზნითაც და კიბის საფეხურთან მდგარის ამღვრეული თვალების საჩაშოშმინებლადაც. -ანასტასია ჯანაშია, აქ რა გესაქმება? ...- წამოდგომაში რომ მიეხმარა და მეგობრის არეულ გამომეტყველებას წააწყდა, თავადაც დაისერიოზულა ტონი და წარბები შეიკრა სიბრაზის დასტურად...-მე მეგონა მილანში ბრძანდებოდი! როდის ჩამოხვედი?...-ხელები გადაიჯვარედინა და ერთხელ კიდევ შეათვალიერა კიბის საფეხურებს ჩამომცდარი, გვერდით რომ ედგა ჩაშოშმინებული ფრანჩესკას, ამჯერად გაბადრულ სახეს. -მანოს ავადმყოფობის ამბავი რომ გავიგე, ჩამოსვლამ მომიწია...-უხერხულად შეიშმუშნა და პალტოს გადამცდარი შალის თავსაფარი შეისწორა, მისი მზერის არსს ჩამწვდარმა...-არ მეგონა ასე დილაადრიან თუ გეღვიძებოდათ და სანამ სასტუმრო ღია მეგულებოდა, ჩუმად ვაპირებდი მილას დარჩენილი კაბების წაღებას...-ბაჩოს მიუბრუნდა, თავისი უსაზღვრო ბრაზის მიუხედავად, წამების წინ მომხდარის ანალიზით რომ ჯერ კიდევ შიშნარევად ათვალიერებდა ფეხზე უეცრად წამომხტარის მდგომარეობას. -შეგეძლო ზურაბისთვის გეთხოვა, მასაც აქვს გასაღები და როცა აქ არავინ იქნებოდა მაშინ მოსულიყავი...-ამოთქვა შედარებით ჩაჩუმებული ტონით და თავით ფეხებამდე აათვალიერა მეგობარი, გოგოს რომ ააწება თავისი სფეროები...-მაგრამ როგორც ჩანს მხოლოდ მე ვარ შენი გაქცევით აღშფოთებული...-წარბი ასწია და ნიშნისმოგებით მიმართა დემეტრეს, ხმადადუმებული რომ საერთოდ არ ასხივებდა იმ ბრაზს,აქამდე ასე თავგამეტებით რომ ცდილობდა ბაჩუკი აცილებას. -მან თავისი არჩევანი გააკეთა!..-გონზე მოსული მიუბრუნდა, ახლა პირველმა დარტყმამ გადაიარა და დალაგებული გუნებით მოძებნა პასუხი...-ხელების შლას და ჯაჯგურს ხომ არ დავუწყებ?...-ბრაზი აქ იყო, გადაჯვარედინებულ მკლავებსა და ანთებულ სინაცისფრეშიც, მაგრამ ვერ ხვდებოდა ბაჩუკი მისკენ მომართულს რატომ გავდა დემეტრეს ტონი... -როგორც ვხედავ მაინდამაინც არ უდარდია თავისი გაკეთებული არჩევნით, ვინ როგორ დაზარალდა!...-თქვენ გგონიათ სურდა ასეთი უხეშობა? არაფერიც! თავადაც ვერ ხვდებოდა საიდან მოდიოდა ამხელა ბრაზი, გაცრუებული იმედებიდან და ადამიანის ვერ შეცნობით გამოწვეული დაბნეულობიდან, თუ მეგობრის სისუსტესთან შერკინებისგან...-თავად კი არის კარგ ფერზე მოსული და დემეტრე ბერაიას თავში ქვა უხლია!...-განვლილი დღეები იყო ღვარძლის მშობელი. მეგობარი ხომ იმ ამბიდან მოყოლებული არიდებდათ თავს. ხან არ ეცალა, ხან სახლში არ უხვდებოდათ გასამხნევებლად მისულებს.სოფიოს სულ ერთი პასუხი ჰქონდა, სახლის ასაშნებლად საჭირო მასალებზე დარბისო და ეს კიდევ მეტად უწურავდა გულს ბაჩუკის. მხოლოდ ბერაიას კი არ დააკარგვინა ჯანაშიამ ძვირფასი ოცნებები, ბავშვობის მეგობარი წაართვა ბაჩოსაც. -იტკინე რამე?...-აშკარა იყო, ჯანაშიასგან განსხვავებით მას რომ ჯერ კიდევ ვერ მოენელებინა წუთის წინ მომხდარი და წელზე ხელისგულ აკრული რომ წაიჭირა, მაშინვე მოუთმენლად ჩაეკითხა კიდევ ერთხელ ცივად. -არაფერია...-გველნაკბენივით მოიშორა თავისი ვერ დამორჩილებული ჟესტის ნაშიერი...-როგორც ვთქვი, ყველაფერი კარგადაა...-დამარწმუნებელი იყო მისი ტონიც და გამოხედვაც. ერთიანად გაღიზიანებულმა რომ ესროლა პირდაპირ სახეში. -წაიღე კაბები...-მშვენივრად მიუხვდა თავისი ტონის მნიშვნელობას და გვერდზე გაწეულმა ცივად ამოთქვა...-გზას შენთვითონაც გაიკვლევ. ადგილს მიყინულმა დაბნეული გამომეტყველება მოიშორა და თავაწეული დაიძრა განთავისუფლებული ადგილის შესავსებად.უკან მიყოლილმა ფრანჩესკამ უცნაურად შეათვალიერა დემეტრე ბერაია და დაელოდა წინ მიმავალის შემდეგ ნაბიჯებს. გათანაბრებულმა იგრძნო მისი სქელი,ნაქსოვი სვიტერიდან მომავალი ძვირფასი პარფიუმის სურნელი. ეს მისი იყო, მის თავს რომ ახსენებდა სითბოს დახარბებულს და თვალებზე მოწოლილმა ცრემლმა ჩაუმწარა უპეები.გვერდით იყო, მაგრამ ვერ შეეხებოდა და ამიტომაც დატოვა მანძილი გვერდის ავლისას. წამიერადაც არ უნდა შეხებოდა, თორემ თავშეკავების დიდი ლიმესი დაიწყებდა რღვევას, თავზე ჩამოექცეოდა ამდენხნიანი მოთმინების დიდი ციხე-სიმაგრე. საწყალობლად ავლილი საფეხურები ამაყად გალია და მესამე სართულის გუმბათთან მიახლოებულმა ვეღარ იპოვა ძალა. ხელი ჰკრა კარებს და პირზე აფარებული ხელისგულით ჩაიდუმა სლუკუნისას აღმომხდარი პაწაწინა ხმები.გადაფითრებული ფრანჩესკა ჩააფრინდა მკლავებში და შეშლილი სახით დააკვირდა თავდახრილის ბავშვურ ცრემლის ფრქვევას. რომ ვერ მიუხვდა საიდან მოდიოდა ამხელა ემოცია თავს ძალა დაატანა და შეშფოთებით უჩურჩულა კითხვის ნიშნების გასაქრობად. -მეტკინა...-ამოიკნავლა საცოდავი ხმით და შეურხევლად დააკვირდა როგორ მოუსინჯა მეგობარმა პალტოს შიგნით, ერთიანად იატაკის სიცივეს დახეთქებული, წელის არეები.თითქოს ასე შეძლებდა იმის გაგებას ნამდვილად კარგად იყო თუ არა. -გინდა საავადმყოფოში წავიდეთ?...-საკუთარ საქციელს ჩაკვირვებული გაუბრაზდა გულუბრყვილო ქცევის ინსტიქტურობას და ახლაღა გაანალიზა ხელით მოსინჯვით რომ ვერაფერს გაარკვევდა...-ზურაბს ვთხოვოთ და ვიტყვი, რომ მე ვარ ცუდად. -არა. ექიმთან რომ შემოგვყვეს მერე რას ვიზამთ?...-თითის ბალიშებით მოიშორა წყლის წვეთები, წვიმასავით რომ გადმოეპარა ჯებირებიდან...-ჰორმონების ბრალია ემოციურობა. უბრალოდ დავეცი, გადამივლის...-გულაჩვილებას შეეშვა და სახის დასერიოზულებას შეეცადა ერთთავად მოტეხილი.მეგობარი რომ ვეღარ ჩააწყნარა, მსუბუქად გაუღიმა და მხარზე მიეფერა, მასზე გულშემტკივარს...-მაპატიე, ტყუილად გაშინებ. ბავშვი კარგადაა, ტკივილი კი გადაივლის. -რა ლამაზი ოთახია, ანა...-საუბრის სხვა თემაზე გადატანა სულაც არ შედიოდა მის გეგმებში, თუმცა გამჭივალე ფარდებიდან შემომავალ მბჟუტავ სინათლეზე დანახულმა სივრცის სიმრგვალემ და ავეჯის სიძველემ, თვალებში ადგილი უცვალა იტალიური თავქარიანობის ნაშიერს აღფრთოვანებად...-ესაა დედაშენის ოთახი? -ნახე...-ძველი კარადის შეღებული სივრციდან გამოიკვეთა, საკიდზე მოფრიალე სარაფნის ნაჭრის სიგრძე. კოპლებით დაფარულ სილაჟვარდისფერეს მართალია, მხოლოდ სისუფთავის სუნი ასდიოდა, მაგრამ ანასტასიამ ხომ იცოდა ოდესღაც მისი გულის პატრონს რომ ეკუთვნოდა ამ კაბის საყელო.ფრანჩესკას გაშეშებულ სხეულს წასცდა მოწონების შეძახილი და მაშინვე იშვა ახალი კითხვა. -მართლა მოგაქვს ეს კაბები?...-ეჭვნარევმა აბურდულობამ იფეთქა საძინებელში და გაწვდილ ხელისგულში მოიქცია სახელო...-ეს ხომ მისი ოთახია? მისი ნივთებითაა სავსე... -არა! ვიტყვი რომ გადავიფიქრე და მარტივად მოვიშორებ არამკითხე მოამბეს თავიდან...-გამბედაობამ წადგა მის თავის ქალაში ნაბიჯები, სრული სვლით წინ და ჯანაშიას სახე გაებადრა მილას სიახლოვის შესაგრძნობად ერთადერთ საშუალებასთან ყოფნით...-ცოტა ხნით ჩამოვჯდები კარგი?...-მუცელში დავლილმა შეგრძნებამ მოუქუფრა სახე, მაგრამ თავს უფლება აღარ მისცა შეეშინებინა, ისედაც მისი პრობლემებით შეწუხებული მეგობარი. -ბიძაშენს დავურეკოთ და ვთხოვოთ მოგვაკითხოს...-შეთავაზემ გაიჟღერა თავშეკავებით და მის გვერდით ჩამომჯდარმა ჩაბღუჯა ხელთათმანისგან განთავისუფლებული თითების ყინვა. -არა!...-იუარა ზრდილობიანად და მარტივად მოუჭრა გზა...-იქნებ ჯერ არც კი გაუღვიძიათ და ისე დავბრუნდეთ, საერთოდ ვერ გაიგონ. საუბარი შეწყდა მას შემდეგ რაც კიბეებიდან მომავალმა ხმამაღალმა ნაბიჯებმა და კამათმა გაარღვია სივრცე.კარს თვალებით მიწებებულებმა დაინახეს ბერაიას ასვეტილი ფიგურა, სახემოღრუბვლით რომ უცქერდა ჯანაშიას და უკან ამომდგარი ბაჩოს სისინს ყურადღებას არ აქცევდა.ელოდნენ ახლადშემოსწრებულები როდის განმარტავდნენ აქ მოსვლის მიზეზს და ყველასდა გასაკვირად პირველი წინადადება უცხო ენაზე გამოითქვა. -დიდი სიამოვნებით ვუთავაზებდი სახეში, გაშლილ ხელს...-ფრანჩესკა ირონიულად იღიმოდა და სიმწარე მოდიოდა, მისი ბრძოლისთვის შემზადებული, სხეულის დგომიდან. ჩაღიმებულ ანასტასიას ყურთასმენას მისწვდა ნაცნობი ბარიტონი. -ეზოში მანქანა არ დგას, აქამდე ფეხით მოხვედით?!...-დასკვნას უფრო გავდა ვიდრე შეკითხვას, მისი მკაცრი ნაკვთებიდან მომავალი აურა ძვალ-რბილში რომ ატანდა...-ბაჩო მიგიყვანთ სახლამდე...-გაფართოებულ გუგებს რომ წააწყდა ბიჭის სახეზე, ისევ იჩინა თავმოყვარეობამ. -არაა საჭირო...-ირონია აჯახა და ფეხზე წამოიმართა. კარადაში დაბრუნებული, კაბიანი საკიდი თავის ადგილას დაიგულა და ხელზე წამოცმული ხელთათმანების დაკვირვებისთანავე, მისკენ წასული შეჩერდა წამიერად...-ფრანჩესკას შეიძლება შუა გზამდე შემოაკვდეს, ამ გამომეტყველების გამო...-მხარი გაკრა ბაჩოს და ნაბიჯების ხმაზე მიხვდა, მეგობარიც რომ მიყვა უკან. ყურადღება არ მიუქცევია,ვითომ ვერც მისწვდა, ოდესღაც მეგობრად დაგულებული ბიჭის სიტყვები:- "რომ ჰკითხო კაბების წასაღებად მოვიდაო", ისე ჩაიარა გულაჩქარებულმა კიბეები.ხელკავგამოდებულები მოშორდნენ სასტუმროს და სოფლის შარას შემდგართ, წამითაც აღარ დაურღვევიათ სიჩუმე კვიციანების სახლამდე. მხოლოდ ჭიისკარს მიღწეულმა ჯანაშიამ დაწვა გაუთქმელობის პაქტი და შეძლებისდაგვარი მხიარულებით მოუბრუნდა ფრანჩესკას შეთავაზებით, ცხელ შოკოლადს მოვადუღებ და ბუხარი დავანთოთო. შესასვლელთან დატოვებული, დათოვლილი ფეხსაცმელები და მომხდარის გაანალიზებით დარჩენილი შეგრძნებები ცის მოქუფვრას შეატოვეს.მისაღებში შეჭრილები მიხვდნენ რომ არც ბუხრის დანთება მოუწევდათ და კვიციანებსაც კარგა ხანია ეღვიძათ, იმის გათვალისწინებით რომ ბუხრის გვერდზე აზიდული, მოწნული კალათიდან იმზირებოდა ნესტიანი შეშა, ხოლო ჩამუხლული ზურაბი ფიჩხების დაწვით მოგროვებულ ნაკვერჩხლებზე ადებდა ნაპობის სიმძიმეს, ასაგუზგუზებლად. ახლადმოსულებს კითხვის ნიშნები ააწებეს და ჯანაშიამ სულ მარტივად დაიძვრინა თავი უხერხულობისგან. -ადრე გაგვეღვიძა და საუზმის შემდეგ გადავწყვიტეთ ცოტა გაგვესეირნა, სუფთა ჰაერზე...-ელიკოს შეშფოთება ჩააშოშმინა და ხელიდან წამძვრალ ხელთათმანებს, სასხვათაშორისოდ მიაყოლა უდარდელობა...-თოვლმა გაგვიტყუა დილაადრიან. -რადგან უკვე ისაუზმეთ, შემიძლია შემოგთავაზოთ კარალიოკის და ატმის ჩირი...-ლოყებაწითლებულებს რომ დააკვირდა მიხვდა კარგა ხანს იბოდიალეს ყინვაშიო და დამატებით განუცხადა...-ლიმნიან ჩაის და თხილის ჩურჩხელებსაც მოგართმევთ, სანამ ზურიკო ცეცხლს დაანთებს. -ზურა აქ იყო ვინმე მოსული ჩემი წასვლის შემდეგ?...-ახლა მარტოდმარტო დაიგულა ბიძამისი და ინტერესიანი ჩურჩულით ჩაეკითხა, სამზარეულოში აფუსფუსებული ელიკოსგან შორს მყოფს...-ჟურნალისტი ან სულაც იურისტი.ნებისმიერი ვინმე, უცნაური შეკითხვებით? -ჩვენთან არა...-ჩაფიქრებულმა ამოილაპარაკა და წამიერად თითქოს გონება გაუნათდაო, დარწმუნებით გაიხსენა მისი წასვლიდან ერთი თვის თავზე მომხდარი ინციდენტი...-მაგრამ სასტუმროში იყო მოსული ვიღაც ბიჭი, იმ პერიოდში დემეტრე და ბიჭები რომ თბილისში იყვნენ. -არ უთქვამს ვინ იყო? ან ვისგან იყო?...-კითხვები დააყარა წინ წამოწეულმა და თვალები აენთო ინტერესით...-რისი გაგება უნდოდა? რატომ ჩამოვიდა? ბერაიას კითხულობდა? -შენ წარმოიდგინე არა...- მომავალი საუბრის ხანგრძლივობას ჩამწვდარი ერთიანად მიენდო იატაკის სიცივეს და ფეხმორთხმით მჯდარმა აუხსნა სიტუაცია...-შენ გკითხულობდა...-ჯანაშიას შეცვლილ გამომეტყველებას მიყოლილმა ჩურჩულით განაგრძო...-იმ კაცის წარმომადგენელი ვარო, ავთო მესხის. -ვისთვისაც ბერაიას უნდა მიეყიდა წილი ხომ?...-პასუხი თავად მშვენივრად იცოდა, ოღონდ დაზუსტებას ცდილობდა...-ბერაიამ რა თქვა, რომ გაიგო ვიზიტორზე? -სიმართლე გითხრა მისთვის არ მითქვამს...-ხელები გაასავსავა კაცმა და შეცბუნებას წააწყდა თუ არა, მაშინვე დამაჯერებლად განმარტა მიზეზები...-ტასო, თავს ნუ მოვიტყუებთ! მაინდამაინც ლამაზად არ გამოიყურებოდა შენი საქციელი და ვერ გავბედე მისი სახის წინ შენი სახელის ფრიალი.მითუმეტეს ის ბიჭი მარტო შენ გკითხულობდა, აინტერესებდა სად იყავი, სტატიის გამოქვეყნებასთან რაიმე საერთო თუ გქონდა და შენთან გასაუბრებას თუ მოახერხებდა...-ჩაეკითხნენ და მარტივად ახსნა...-ვუთხარი რომ ყველასთან გაწყვიტე კონტაქტი. რაც შეეხება სტატიას, არ დამიმალავს რომ მიხეილ ფანჯიკიძეს იცნობდი, მაგრამ ისიც ავუხსენი, რომ შენ არ შეგიკვეთავს გამოქვეყნება. -ვეღარ ვხვდები უკვე, რომელი უკეთესია...-დივნის საზურგეს მიყრდნობილმა თავისთვის ამოიხრიალა...-გაიგონ რომ მე შევუკვეთე და ბოლოსდაბოლოს დასრულდეს ეს ჯოჯოხეთი, თუ ეგონოთ ქეთევანმა თვითონ მოიძია ინფორმაცია და მე არაფერ შუაში ვარ. -სიმართლე ტასო...-ზურაბმა თვალი მიაყოლა სამზარეულოსკენ მიმავალ ფრანჩესკას და გოგონასთან მარტოდ დარჩენილი მიჩოჩდა მისკენ. თითებზე წავლებულ ხელისგულს ასდოდა მამა-შვილური დარიგების მოლოდინის სურნელი და ტასო გაინაბა...-რაც არ უნდა მწარე იყოს ან მახინჯი.რამდენადაც არ უნდა გრცხვენოდეს შენი საქციელის ან მისი შედეგების, ყოველთვის უკეთესია სიმართლე თქვა და გამოჩნდე. მარტივია ყველაფერს ცეცხლი წაუკიდო, დაამსხვრიო და დალეწო, მერე ადგე, გაიქცე, დაიმალო. მაგრამ მხოლოდ ძლიერ,კეთილშობილ ადამიანებს შესწევთ უნარი პასუხი აგონ თავიანთ ქმედებებზე,აღიარონ რომ შეცდნენ და პატიება ითხოვონ...-შეფარვა იყო მთელი ეს მონოლოგი, სულ სხვა რამეზე მიანიშნებდა და მშვენივრად მიუხვდა ჯანაშია ქვეტექსტს...-შენ კარგი ადამიანი ხარ და შესაფერისად მოქცევა უნდა შეძლო! -დამიჯერე ზურაბ...-მისკენ გადაიხარა და თავშალი ჩამოეფარა მუცლის კიდეებზე.ანთებული ათინათით შესცქეროდა კაცის თვალების მომლოდინე სფეროებს და დარწმუნებით გაანდო შენახული საიდუმლოს სიმძიმე...-ეს არც შურისძიების გამო გამიკეთებია და არც საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებლად.არც გაქცევით ვამაყობ და არც ჩადენილის შედეგებით. ეს ზუსტად იმიტომ გავაკეთე, რომ სხვა არ დაზარალებულიყო და მოვა დრო, როცა ყველა მიხვდება მიზანს. -უბრალოდ სასეირნოდ არ ყოფილხართ, ხომ ასეა?...-დინჯად ჩაეკითხა და ამ დიალოგით გულმიცემულმა იმედოვნა ახლა მაინც იტყვის სიმართლესო...-სასტუმროში იყავი და ნახე!...-ჩააჯინდა და არ მოეშვა მის გულისფანცქალს,მოტეხა მისი უდრეკობა. -ბაჩუკის რეაქციით თუ ვისმჯელებთ, მარტივად წარმოვიდგინე, სხვები როგორ გულითად შემხვდებოდნენ, საშუალება რომ ჰქონდეთ...-მწარედ ამოილაპარაკა, ამ პასუხით გასცა თავიც და დანებდა სიმართლის მოთხოვნას კაცის მხრიდან. გასაგრძელებლად მომზადებულს ეცა ჯიბეში აწკრიალებული ტელეფონის ხმა და განათებულ ეკრანს დაშტერებულმა მოიხადა ბოდიში...-სასწრაფოა და უნდა ვუპასუხო ზურიკო...-ოთახისკენ წასულის ახმაურებული მობილურის ხმა მანამ ისმოდა, სანამ საძინებლის კარი არ მოიხურა და მარტოდ არ დაიგულა თავი. მამასახლსი ისევ ბუხარს მიუბრუნდა და ამჯერად უკვე აგიზგიზებულ ცეცხლს აგემა ახალი ნაპობის სიმძლავრე. საძინებელის კარი უეცრად შეიღო და მოშიშვლებულ კანზე აფარებულ კაბიანს აღმოხდა შეკივლება.სახის დანახვისთანავე დაუმშვიდა ერთიანად შეძრწუნებული ნაკვთები და შემოსწრებულმა, გველნაკბენივით სწრაფად მიხურული კარი ჩარაზა. ნელი ნაბიჯით წასულმა მოაშორა ნაჭერი და გამომცდელად დააკვირდა წელის არეს. ჯერ თითქოს ვერაფერი შენიშნა, მერე სულ მცირედად გამოკვეთილ სილურჯეს წაავლო თვალი და დაიჯერა, ეს მხოლოდ ჩვენი შეშინებისას გამრავალფეროვნებული წარმოსახვის ბრალიაო.თავად ანასტასიამაც დაამშვიდა მეგობრის შეშფოთება და ამოცმულ, სქელ შავ შარვალზე გადაიცვა მუხლებამდე მწვდომი, სქელი, ორი ზომით დიდი კაბა.შალმოხვეული გამოეცხადა მისაღების პატარა მაგიდაზე დალაგებულ ნუგბარსა და ცხელ ჩაის.უკვე ელიკოს გვერდით მოთავსებული ფიგურა განიხილავდა როგორ წამოიყვანდნენ მანოს საავადმყოფოდან, თავისთავად მოაყოლა თემას,სამ დღეში მილანში დაბრუნების აუცილებლობა და დაპირდა იმაზე ხშირად დაგირეკავ, ვიდრე აქამდეო. მაინდამაინც არ ეპიტნავებოდათ კვიციანებს, შემოჩვეული სითბოს,ისევ ხელიდან დასხლტომა, თუმცა რა უნდა ექნათ, თავს ზემოთ ძალა აღარ ეგულებოდათ და სიჩუმით მიენდნენ მოვლენათა მსვლელობას. XXV "ლალისთვლიან ბეჭედში შეიცნობ მატყუარას" ორი დღის წინ გამოჩენილ, უეცარ სტუმარს, თან მოჰყვა შავგრემანი გოგონა და კვიციანი ცოლ-ქმარი. შეგრძნებებისგან აღაჟღაჟებული მანო ათას მადლობას უხდიდა თეთრ ხალათში გამოწყობილ ექიმს და ჰპირდებოდა, თავს აუცილებლად გავუფრთხილდებიო. წამლებ ჩამოწერილი, დიეტა შედგენილი და ჩიტივით ფეხზე წამოფრენილი ტოვებდა წამლის სუნად ქცეულ თეთრ კედლებს.მანქანაში ჩამსხდრები მხიარულად ხვდებოდნენ მანოს დაჟინებას, სახლში მისვლისთანავე უნდა დაგიცხოთ ხაჭაპურები და ამ გოგონას გავასინჯოო, უთითებდა ფრანჩესკაზე.წინ დამჯდარი ელიკოს, მეუღლეზე აწებებული მზერით შეგულიანებულმა მანომ, ფრთხილად გააპარა ხელი გვერდით მჯდომის მუცლისკენ, ქალის ანცობით გართულმა ჯანაშიამ გაწელა ტუჩის კუთხეები და თითის ბალიშებით მილამუნა შემომჭკნარ ხელისგულს. -მანო, ზურაბს თივა ჩამოჰქონდა საბძელის სხვენიდან საქონლისთვის. წიწილები ჩვენთან წამოვიყვანეთ, ფარეხში დავუდგით ყუთი და თბილად შევფუთეთ...-ელიკო ცდილობდა მიეხვედრებინა ქალი, სანამ არ იყავი შენს მეურნეობას ვუძღვებოდით და არ დაგვიქცევიაო...-იქნებ სახურავზე დადებული თოვლიც მოაშოროს ნიჩბით, სანამ ჩვენთან იქნები. დანარჩენი თავისითაც ჩამოდნება, სანამ... -ვიცი, ვიცი ელიკო რაზეც მიმანიშნებ...-გაეღიმა ქალს და მიღებული გადაწყვეტილების სიმტკიცე გააჟღერა...-დაგპირდი თქვენთან დავრჩები ცოტა ხნითთქო, მაგრამ ექიმმა თქვა რომ კარგად ვარ, ამიტომ სახლში ვბრუნდები. -მანო, ჯერ კიდევ საფრთხილოა, ხომ იცი?...-ზურაბმა ითავა სიტუაციის შემობრუნება და სჯეროდა ქალი ყურს მაინც დამიგდებსო...-სუსტად ხარ და უცებ რამე რომ დაგჭირდეს... -არაფერიც არ დამჭირდება!...-დარწმუნებით წამოიყვირა და სახეგაბადრულმა გადახედა ჯანაშიას...-ახლა ქვასავით გავიმაგრებ გულს! ისეთი სიხარულით ვარ სავსე, ძალიანაც რომ უნდოდეს ჩემ გაწყალებულ გულს, მაინც ვერაფერს დამაკლებს...-მხოლოდ ანასტასია მიუხვდა ქალს, სიტყვების უკან შეფარულ აზრს და თხოვნით გადახედა გვერდით მჯდომს, თუმცა ვერ გაჭრა მისი თაფლათვალების ციმციმმა...-ჩემი თომა საფლავში იტრიალებს, ფეხზე მოსიარულე ქალმა მისი ფუძე რომ მივატოვო.დიდად მადლობელი გახლავართ, მაგრამ სახლში ვბრუნდები! ჭიისკართან მისულს კიდევ მეტად გაეწელა შეპუტკუნებული ლოყების სითბო. სილაჟვარდეში დაიბუდა სახლში დაბრუნების სიხარულმა.ათინათდა და აცისფრდა მუდამ დარდის საბან მოხვეული სფეროების სივრცე.თოვლით დაფარულ ეზოში გზაგაკვალული მიადგა კარს.გადაქექილ ტყავიან, ათწლეულს გადარჩენილ ხელჩანთაში მოიძია გასაღები და მძიმე, სქელი ფარდებიდან შემომავალ შუქზე გამოიკვეთა მიტოვებული სახლის ხელგაშლილი შემოგებება.ძველებურ, შუშებიან კარადაში გამოწყობილ ხრუსტალის ჭურჭელს გაუშტერა მზერა და თაროზე გადატანილ თვალებს მიაყოლა თითები. ჩარჩო მოიქცია ხელში, იქედან მომზირალ ახალგაზრდა, წვერამოკოკრილ სახეს დააკვირდა და გულში ჩაიკრა დაბრუნებულის მისალმების ნიშნად. უკან მოყოლილებმა კარადის გვერდით დააწყვეს ჩანთები და კვიციანმა თან მოიყოლა ამოღლიავებული შეშა.ფეჩის ღუმელთან დახრილმა დააგორგოლავა ქაღალდი და დატეხილ ფიჩხებს შეუკეთა ცეცხლმოკიდებული. წასასვლელად გამზადებულ ელიკოს მიაძახა ერთ ადგილს შერჩენილმა ანასტასიამ -ელიკო აქ დავრჩებით მე და ფრანჩესკა ცოტა ხნით...-თაროზე დაბრუნებულ სურათს გაუღიმა და დიდი შემართებით განაგრძო, სწორი გადაწყვეტილების გახმოვანება...-მანოსაც გავართობთ და ხაჭაპურსაც გამოვაცხობინებთ, პირობა რომ არ შემოეტეხოს. -დამირეკეთ სახლში დაბრუნებას, რომ დააპირებთ და მანქანით მოგაკითხავთ...-ზურაბი მიუხვდა სურვილის სიმძაფრეს და ამჯერად გვერდით ამომდგარმა, ყველასგან შეუმჩნევლად უჩურჩულა...-იქნებ დაარწმუნოთ, თვითონაც წამოვიდეს ჩვენთან ღამის გასათევად.არ მინდა ღამე მარტო იყოს. ჯანაშიამ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და კარამდე მიჰყვა გასაცილებლად. მაგიდასთან ფეხმორთხმით მჯდომ ფრანჩესკას ღიმილით გადმოხედა და ხელისგულები გაუხახუნა ერთმანეთს, მოსალოდნელი ჟრიამულით აღტკინებულმა. ჯერ იყო და მანოს მიეხმარნენ ჩანთების ამოლაგებაში, ქალმა ითავა ცომის მოზელა და წინსაფარ აფარებული, გაფქვილული ხელებით ემასლაათებოდა სამზარეულოს სივრცეს შემოხიზნულ ორ გოგონას, რომელთაგან ერთ-ერთმა ითავა თარჯიმნობა და ზედმეტადაც იქცევდა თავს, ახალი გასართობით. შეშის ღუმელში მოტკიცინე მორმა გაათბო თუ არა მისაღები, ლოყები აუღაჟღაჟდათ ოთახიდან ოთახში მოსიარულეებს, მხიარულად რომ ღიღინებდნენ ცხობის პროცესით თავშექცეულნი. ღუმელში მოთავსებულმა ცომმა სასიამოვნო სურნელი დაატრიალა და გასცდა ოთახის საზღვრებს. საძინებელში მიმალული მანო დაბრუნდა და ტილოს დამწვდარმა, თავით ღუმელში შემძვრალმა, გამოაცხადა პირველი ნახელავი მზადააო. ხის დაფაზე მოთავსებულ სიმრგვალეს დასწვდნენ დასაჭრელად და აქამდე გაზზე შემოდგმული ჩაიდნიდან, ადუღებული წყალი გადანაწილდა ლიმნის ნაჭრებიან ფინჯნებში. ფუსფუსს მორჩენილები მიუსხდნენ მაგიდას და წვრილმანების უბრალოებით გართულმა გოგონებმა გასაქანი მისცეს ყურთასმენას, ამბების მოსასმენად. -პირველად, რომ მომიყვანა თომამ თავისი მშობლების სახლში, ჩემმა მამამთილმა გამოაცხადა დავუძახოთ მეზობლებს და ერთად დავაგემოვნოთ ჩვენი ცქრიალა რძლის ნახელავიო...-მზერა შორი ჰქონდა ქალს.ასე იციან შორეული წარსულიდან წამოღებული მოგოგნებების გახსენებამ, მომენტში გაშეშებული რომ ხელთავიდან შეიგრძნობ მშვენიერებას...-დედისერთა გოგომ, სულ არ ვიცოდი ცომი როგორ მომეზილა...-გაეცინა და ჯანაშიას მოცილებული მზერა მისწვდა თაროზე შემოდებულ სურათს...-სანამ ჩემი მამამთილი მარანიდან დოქებში ასხამდა ღვინოს და ეზოში გაშლილ სუფრას დასტრიალებდა დედამთილი, ჩემი თომა შემოიპარა სამზარეულოში. მაშინ ჯერ კიდევ ძველებური კარადები გვედგა და ერთიანად ბეტონი იყო კედელიც და იატაკიც. მაგიდაზე დადებულ ჯამს ვაწვები მთელი ძალით, ხან აქედან ვუტრიალებ, ხან იქედან და ვერ ვიშორებ თითებიდან წებოვანა ცომს.შემოპარულმა თომამ დაავლო ხელი ჯამს, მუჭით დაამატა ფქვილი და თან გამაფრთხილა კართან დადექი, დედა თუ წამოვიდა გამაფრთხილებო. ვის ეცალა ჩვენთვის, მარანში დანთებულ ბუხარს უტრიალებდა ჟუჟუნა. სულ არ სცხელოდა ახლადმოყვანილი რძლის შესამოწმებლად...-ეცინებოდა ახალგაზრდულ სისულელეზე და ანასტასიას ეტეხებოდა ტუჩის კუთხეები...-ვუყურებდი და ვერ ვხვდებოდი, ჩემი შერცხვენა არ უნდოდა მშობლების წინ თუ საკუთარი არჩევანის. ისე გავერთეთ ჩვენ-ჩვენი ფიქრებით და სადარდებლით, სულ არ გაგვიგია როგორ შემოვიდა ოთახში ჩემი მამამთილი. -ელიზბარ პაპაზე თომა მიყვებოდა ხოლმე...-სახელი გაიხსენა და საკუთარი თავით კმაყოფილმა მიახვედრა მგონი ვიცი, როგორც სრულდება ამბავიო.მაგრამ მაინც აგრძელებდა ფრანჩესკასთვის ჩუმად გადათარგმნას. -როგორ მოგვეწურა მხრები ნეტავ გენახათ...-წამიერად გადახედა მხოლოდ, ხომ ნამდვილად მისმენენო...-ვდგავართ და ერთი მეორეზე მეტად ვწითლდებით ნელ-ნელა, დამნაშავეებივით, თითქოს გამოგვიჭირეს და სასჯელს ველოდებით. ეეჰ, რა დამავიწყებს იმ სიტყვებს, რომ მოვიდა, ჯერ სათითაოდ გვაკოცა შუბლზე და მერე ამ ბუმბერაზმა კაცმა, ჩურჩულით გვითხრა, ერთმანეთი მართლა გყვარებიათ შვილებოო. მაშინ მივხვდი, რომ სულ არ აინტერესებდა თომას შერცხვენა...-ეს სიტყვები მათთვის აღარ იყო, სურათს მიწებებული ლაჟვარდოვნება მხოლოდ გულის მესაიდუმლეს უმხელდა წლების წინ ნაგრძნობ სიყვარულს...-მთავარი მისთვის ის იყო, რომ მე მეგრძნო ყველა შიშის, გაჭირვების თუ უცოდინრობის დროს როგორ ამომიდგებოდა გვერდით. უსიტყვოდ გამომიწოდებდა ხელს და დაუყვედრებლად ითავებდა ჩვენი საქმის გამოსწორებას. ჩაფიქრებულს შეეცვალა სახე და აქოთქოთებული ქალი წამოფრინდა ღუმელში შედებული ცომის დაწვის შიშით.ანასტასიას გაეცინა მანოს ფუსფუსზე და ყურადღების გადასატანად ტელეფონში შემძვრალ ფრანჩესკას მოუბრუნდა. ყურთასმენას თითქოს მანქანის ხმა მისწვდა და დაასკვნა სოფლის შარაზე გაივლიდა ვინმეო.შეშის ღუმელთან მისული დაიხარა და გამოღებულ კარიდან ეცა სიმხურვალე. ხმელი შეშის ნაპობი დაადო ნაკვერჩხლებს, გაკვირვებულმა მიაყურადა კარამდე მოღწეულ საუბარს.მიტრიალებულს ხელთ შერჩა მისაღებში შემოვარდნილ სუსხს მოყოლილი დემეტრე ბერაია და მის გვერდით უკმაყოფილო გამომეტყველებით ასვეტილი ბაჩუკის სახე.ანასტასია ფრანჩესკას მიუბრუნდა:- "ყოჩაღ შენო!" და მხრების აწურვას რომ შეეჩეხა, გაკვირვებისგან გაუფართოვდა თვალის გუგები. სამზარეულოს კარის ჩარჩოში გაჩხერილი მანო შემბრალებლურად უღიმოდა და აცხადებდა. -არ გაბრაზდე ძალიან გთხოვ...-მისკენ წამოსულმა გაშალა ერთმანეთთან მიტყუპებული ხელისგულები და ჯანაშიას ღალატი გათქვა, თავისი სახლის ჭერქვეშ...-მე დავურეკე, რომ მოსულიყო. დაკვირვებიხართ როგორ ვექცევით საკუთარ თავებს? ჩვენ მათ საგულდაგულოდ ვფუთავთ, ვახვევთ ათობით კანის ფენის ქვეშ, ვირგებთ სახის გამომეტყველებს და პრიალა სასაჩუქრე ცელოფნით ვუდებთ ადამიანებს თვალწინ. საიდუმლოდ ვინახავთ მთავარ სათქმელებს, პანდორას მიგვიგავს ცხოვრება და მთელი ძალით ვაწვებით ყუთის თავსახურს, ოღონდაც ვინმემ ფეხი არ წამოკრას საკუთარ თავს და შემთხვევით არ დააღებინოს პირი ყველა ცოდვის გამოსამზეურებლად....და მერე...დიდი ხნის მერე...დგება მომენტი, როცა შენ ხვდები რომ ის, რაც არასწორი იყო საუკეთესო საშუალება გამოდგა თავი დაგეღწია უფრო დიდი შეცდომისთვის. ბერაიას შავი პალტოს ჯიბიდან ინათა ოქროსფერმა მეტალმა და თითზე წამოცმულ ბეჭედს, ჯანაშიას გამოწვევის ელფერი დაჰკრავდა. დაშვებულმა ხელმა მიიწება წყვილ-წყვილი თვალი და მხოლოდ ბაჩუკის მზერა შერჩა კაბის საყელოდან ამოცურებულ ოქროსფერ ძეწკვზე შებმულ ლალის თვლიან, ბრიალიანტის ნატეხებში ჩასმულ, ძველებურ ბეჭედს. -შევცდი ლორენცო მანჩინიზე...-სიჩუმე გაარღვია ფრანჩესკას წამოძახილმა და ირონიულ ღიმილაკრულმა გადაიჯვარედინა ხელები. სკამის საზურგეს მიყრდონიბილი სწევდა წარბებს...-აი ვინ არის un completo idiota ! -ამ გოგოს ვინმემ უთხარით, რომ ინგლისური მეც ვიცი, სანამ შემომაკვდა!...-დოინჯშემოყრილმა წამოიძახა გაღიზიანებით და წამიერად დაივიწყა მომხდარის სიმძაფრე. საიდუმლო გამჟღავნდებოდა! ოღონდ ვინ ვის გაამხელდა, ამას კი ვერ ხვდებოდნენ. XXVI "შენ სულერთი აღარასდროს იქნები!" დეკემბრის თვე შეუბრალებლად ეცემოდა სოფლის მაცხოვრებლებს თავზე.შეშის ღუმელში ურცხვად იფერფლებოდა ზამთრისთვის ნაგროვები შეშა.მანოს მისაღებში კი უხერხული სიჩუმე იყო მხოლოდ სადარდებელი, კარის ჩარჩოს ნაბიჯით გადმომცდრები თვალებს ავლებდნენ ერთმანეთს და წინ წასვლას ვერც ერთი ბედავდა.ჯანაშიას თხოვნამ, ჩემი მოხუცი დღეს გამოეწერა საავადმყოფოდან და მისთვის ნერვიულობა არ შეიძლებაო, გაჭრა.ბრაზჩახშულმა შეკრული წარბებით წაიწია მაგიდისკენ და დასჯილი ბავშვივით მოთავსდა სკამზე.დემეტრე ბერაიამ თვალი შეავლო იმავე მოქმედებას მიყოლილ ანასტასიას და ფრანჩესკას გვერდით დაჯდა დამშვიდებული.მაგიდის გარშემო შემომსხდრებს შორის გამართულ საიდუმლო შეხვედრას, მხოლოდ ხუთი წევრი ჰყავდა და ჯანაშიასთავის რომ გეკითხათ, ეს მაინც ზედმეტად დიდი რაოდენობა იყო.ჰაერში გაისმა მანოს შეთავაზება, ჩაის მოგართმევთო, მაგრამ პირისპირ აღმოჩენილების გაყინულ თვალებს რომ შეეჩეხა, ჩადუმდა თავისთავად. -დაიწყე მოყოლა...-ჩუმად, თუმცა სრული სერიოზულობით ამოთქვა ბერაიამ და ზედაპირზე ათამაშებუბულ თითებს გაუშალა ხელისგულები.წამიერად გაკვირვება გადაკრულმა სახემ ინათა და ჩასწვდა მოთხოვნის მიმართულებას.სხეულში ნაგროვები ძალა მოაწვდა თავის ქალას და სიტყვები თავისით წამოვიდნენ გადმოსაღვრელად. -გახსოვს მიხეილ ფანჯიკიძე რომ ჩამოვიდა სასტუმროს სანახავად?...-გვერდით მჯდომ ბაჩუკის შემოუბრუნდა მთელი სხეულით და თავის დაქნევისთანაავე განაგრძო თხრობა...-თან ჩამოიყვანა თავისი შვილი, ქეთევან ფანჯიკიძე. მე მოვუყევი მიშას ყველაფერი და ვთხოვე სტატიის გამოქვეყნება...-ამას ხომ შეძახილი უნდა მოჰყოლოდა, ან სულ მცირე აღშფოთება. -შენი შეკვეთილი, რომ იყო ეგ სტატია, ხუთი წლის ბავშვიც მიხვდება...-უდარდელად ამოილაპარაკა სახე ამრეზილმა და წაუსისინა...-რამე ახალი თქვი! -იმ ღამით ჩვენ...-სირცხვილ შემოწოლილმა გახედა დემეტრეს და თავს შემოუძახა გული გაიმაგრეო...-მე და დემეტრე გვიანობამდე, რომ ველაპარაკებოდით ჯაბა ბერაიას ის თუ იცი?...-საინტერესოდ შემობრუნებულმა საუბარმა გააღვივა ინტერესი...-ორივეს მოვუყევი, რომ თუ კომპანიისთვის ზარალის აცილება სურდათ, საუკეთესო გამოსავალი იყო იმ მეწილის შემოსვლა საქმეში, რომელსაც არ სურს წილის დათმობა და ყველაფერს იკადრებს მათი დამკვეთის მოცილებისთვის...-თვალებმოცეცემ ჰაერში გაახევა თვალთახედვა და თავი დააქნია ჩაფიქრებით...-ავუხსენი, რომ ერთადერთი გზა, რითაც შეძლებდნენ ამის მოგვარებას, ჩემ მიერ მილას ამბის გამჟღავნება იყო, ავთო მესხის მდიდარი მეგობრების ჩამოსაშორებლად. -ანუ ჩათვალე, რომ თუ სასტუმროში გარდაცვლილი დედის და ნაყოფის ამბავი გამჟღავნდებოდა, ავთო მესხის მსგავსი ადამიანები აღარ მოინდომებდნენ საუნისა და რუჯისთვის აქ დასასვენებლად ჩამოსვლას?...-დასკვნა სიმართლესთან ახლოს იყო და გოგომაც თავი დაუქნია. ახლა ამ ყველაფერს უნდა შემოეტანა ნათელი, მაგრამ უფრო მეტად კი ჩააბნელა მომხდარის გარშემო ყოველივე...-და ამით გეგონა, რომ დედამიწა შეაზანზარე?...-დამცინავად აუკვესა ის თავისი თვალები და ხელები გადაიჭდო სკამის საზურგეს მიყრდნობილმა, უნდობლობის გამოსახატად. -გახსოვს რას მიხსნიდით ორივე, ხელშეკრულების გაუქმებაზე რომ ვლაპარაკობდით?...-მომთმენი იყო. ორ წინადადებაში ვერ დაიბრუნებდა მის ნდობას.დემეტრე ბერაიასკენ გააპარა ცალი თვალი და შემართებით განაგრძნო თხრობა...-თქვით, რომ სასტუმროს კლიენტები მანამ უნდა გეპოვათ, სანამ პროექტს ჩააბარებდით, თორემ პირობები ისევ თქვენს მიერ დაირღვევოდა და ჩაფლავდებოდით. მე ვიყავი მესამე პირი! ჩემ გამო დაკარგავდნენ კლიენტებს და შემოსავლის გარეშე დარჩენილი სასტუმრო აღარაფერში დასჭირდებოდა ავთო მესხს. ის თავად გთხოვდათ ხელშეკრულებიდან გასვლას და აქეთ გადაგიხდიდათ პირგასამტეხლოს...-ესეც ასე,ამოთქვა. -ეს ყველაფერი ჯაბას და დემეტრეს უთხარი?...-უნდობლობას ებრძოდა გამხელილი ამბის სიცხადე და ყველანაირი ბრაზისგაან წამიერად დაცლილი მობრუნდა ისევ მისკენ...-ანუ იცოდნენ, რასაც აპირებდი?! -ზუსტად ისე, როგორც ახლა შენ!...-დარწმუნებით უჩურჩულა და როგორც კი წააწყდა ბაჩოს გადახედვას ბერაიას მიმართულებით, ახსნა განაგრძო...-ჯაბამ გვირჩია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კიდევ ბევრჯერ დავფიქრებულივით და ისე გვემოქმედა. საბოლოოდ კი გული გავუწყალეთ და იძულებული გახდა, ეთქვა რომ ერთი შეხედვით მოწონდა ეს გეგმა, მაგრამ ზედმეტად მარტივი ჩანდა,ამის გამო ითრევდა ფეხს. -რათქმაუნდა. ასე ავთო მესხს კი ჩამოიშორებდით, მაგრამ თქვენც კლიენტების გარეშე დარჩენილი სასტუმრო შეგრჩებოდათ ხელში...-ნიშნისმოგებით აჯახა და სარკაზმმა ჩაუტეხა ტუჩის კუთხე. -სასტუმრო სტუმრების გარეშე არ დარჩება, სანამ ანასტასია აქ არის...-მანომ მშობლიური ღიმილით დაუყვავა ახალგაზრდა ბიჭის დამცინავ ტონს და მისკენ წაწეულმა, თბილად განუმარტა ის, რასაც ერთდროულად ისმენდნენ, თუმცა სხვადასხვაგვარად აანალიზებდნენ...-ეს სასტუმრო ოც წელზე მეტია, რაც გაიხსნა. გგონია სულ ახალ-ახალი სტუმრები მიდი-მოდიოდნენ? ვინც ერთხელ შედგამდა ფეხს დალოცვილ მიწაზე, მაშინვე იწყებდა დასაბრუნებელი გზის ძებნას...-მოჯადოებულივით გაბადრულმა სახემ იცვალა ფერი მოგონებებიდან მოწყდომისთანავე და სერიოზულად დაუსკვნა მის ენაზე...-ძველ სტუმრებს, ამ ამბის ტრაგიზმი კი არ დააფრთხობდათ, უფრო მეტად მოიზიდავდათ ახალგაზრდობის მეგობრისგან ნაჩუქარი დღეების გასახსენებლად და პატივსაცემად. -მიხეილ ფანჯიკიძემაც და ნეა ჭკადუამაც მხოლოდ ის მითხრეს, რომ ახლო წრეებში მოძიებულ ხალხს სასიამოვნოდ გაუკვირდათ ახალი ამბავი...-დაფეთებული რომ შეაცქერდა ჯანაშიას, რა სისულელეს ბოდავო, მიხვდა როგორ ცუდად გამოუვიდა...-ეს მანამ სანამ სტატია გამოქვეყნდებოდა. ვგულისხმობ სასტუმროს რესტავრირებისა და გახსნისთვის ჩემ დაბრუნებას...-თავი გააქნია ფიქრების მოსაშორებლად ბაჩომ და ამჯერად მორჩილად დაუქნია თავი, მიხვედრის ნიშნად...-მიხეილ ფანჯიკიძეს ვკითხე ამ ამბის გამჟღავნება, მას თუ მოანდომებდა ისევ აქ ჩამოსვლას და მითხრა რომ ეს უფრო მეტად უღვივებდა სურვილს წარსულის ტრადიციის დასაბრუნებლად...-ჯანაშიამ შეწყვიტა ლაპარაკი, მაშინვე როგორც კი მოაგონდა ტბასთან ნაჩურჩულები მწერლის სიტყვები:- "ხუმრომ ანასტასია?მე მხოლოდ ორი წუთია, რაც გავიგე ეს ამბავი და უსირცხვილოდ გიცხადებ, რომ წიგნის წერის სურვილი გამიჩნდა...აქ იმაზე მეტს მოუნდება დაბრუნება, ვიდრე შენ წარმოგიდგენია!" -კარგი, გასაგებია...-მობეზრებით იჩურჩულა და თვალი აარიდა ფრანჩესკას მზერას, ერთიანად მომართული რომ აფრქვევდა და მზად იყო გაღიზიანებისგან უცნაურად აღვსილი სხეული დაეცალა, მუშტებით...-ეს მაინც არ ხსნის შენს საქციელს! -ამ ამბიდან მესამე დღეს წახვედით თბილისში...-დემეტრე ბერაიას მხოლოდ ამჯერად ააწება თაფლა სფეროები, ორ წამზე მეტ ხანს, მთელი ამ დროის მანძილზე...-გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ იყო საბოლოო...-თავი დახარა და ქვეშ-ქვეშად მოთვალთვალემ დაუთმო ასპარეზი ბიჭს. -ჯაბამ და მე გადავიწყვეთ, რომ იურისტთან შეხვედრა საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა ამ სიტუაციაში...-სადავეები მოზომა და ხელში აიღო სიტუაციის თავისი მხრივ ჩვენება...-საქმე სერიოზულ გადაწყვეტილებამდე მიდიოდა და უკვე რეალური ხდებოდა...-გაახსენდა, როგორი უცნაური შეგრძნება აღმოჩნდა იმის გაანალიზება რომ ბერაიების ფირმა ჩვეულ საქმიანობას უკანა პლანზე ანაცვლებდა და სერიოზულად ფიქრობდა ბიზნესის შესყიდვაზე, თანაც დამკვეთის მოტყუების გზით...-იურისტმა თქვა, რომ ხელშეკრულებაში ჩადებული სპეციალური პირობის თანახმად, მხარეები თანხმდებოდნენ ერთ წლიან ვადაზე, რომლის განმავლობაშიც ორივეს გვქონდა საშუალება სასამართლოში შეგვეტანა საჩივარი მოტყუების გზით ხელშეკრულების ბათილად გამოცხადებისას მიყენებული ზარალის სრულად ასანაზღაურებლად. -თუ სწორად გავიგე...-მეგობრისკენ წაწეულმა, ხელისგულები შეატყუპა და სრული სერიოზულობით დაუდო წინ, მოსმენილის თავისებური დასკვნა...-წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების მიუხედავად, ავთო მესხიშვილს ერთ წლიანი ვადა ჰქონდა თქვენი ტყუილების და ჩადენილის გამოსაძიებლად, რაც ამ პერიოდის განმავლობაში ისევ პრობლემად გექნებოდათ თვალწინ?...-მზერა შეაყინა, მასსავით დაბნეულ მანოს და ამჯერად ქალსაც ამბავში დაკარგულს, რომ წააწყდა გული დაიმშვიდა.მხოლოდ მე არ ვარ გაურკვევლობაშიო. -მეორე დღეს ჯაბამ მე დამირეკა...-შიშნარევად ახედა მის წინ მჯდომის სახეს და გაბზარულმა ხმამ გაანდო საიდუმლო, ამდენი ხანი რომ არ წამოსცდენიათ ბაგეებს...-მითხრა, რაც იურისტმა გირჩიათ, ჩვენი ამბის გამჟღავნებისთანავე...-ბერაიამ განცვიფრებით შეავლო მზერა და თავში დატრიალებულმა არეულობამ დარია ხელი სახის მიმიკებს.გონებაში იშვა წარსულიდან წამოღებულმა, შეთავაზების სიმძაფრემ და დალაგება დაიწყო ფაზლის ფიგურებმა. მოჯადოებულივით დაიჩურჩულა აწურულ მხრებიანმა და წარბები შეკრა ფარდის ახდისთანავე. -რა? რა გირჩიათ იურისტმა?...-სამაგიეროდ ბაჩო მოვიდა კითხვების დასმის ხასიათზე და მოუსვენრად აწრიალდა მეგობრის წაშლილ გამომეტყველებასთან შეჯახებული...-მითხარი რა ურჩიათ იურისტმა? -ამ პერიოდის მანძილზე თავი უნდა შეგვეკავებინა ახლო ურთიერთობისგან და მოვრიდებოდით საჯარო გამოჩენებს, ერთად საცხოვრებლად გადასვლას და სიმართლე რომ ითქვას, საერთოდ ყველაფერს!...-მწარედ ჩაეღიმა გახსენებაზე და მუცელში დავლილი შეგრძნების გამო მოიშორა ტკივილით მომანჭული მიმიკა, ამჯერად უდარდელად მოსაუბრემ...-ავთო მესხი აუცილებლად მიყვებოდა საქმეს ბოლომდე, თავისი 250 000 დოლარიანი ზარალის ასანაზღაურებლად და ახლა რომ ვაკვირდები, არც შევმცდარვართ!...-გამამხნევებელი უნდა ყოფილიყო დემეტრესთვის ნაჩუქარი, სითბოჩამდგარი თვალები, მაგრამ იქ დაბნევა იყო ჩასახლებული...-ზურაბმა მითხრა, რომ ავთო მესხის წარმომადგენელი იყო ჩამოსული, სანამ თბილისში იყავით და ჩემზე აგროვებდა ინფორმაციას. -ესეიგი, რომ დამირეკე და მიხსნიდი სტატიას თუ გამოვაქვეყნებთ, ცოტა ხნით მოგვიწევს ურთიერთობის დამალვა, თორემ ყველა ყველაფერს მიხვდებაო...-ახლაღა გაანალიზა, რომ მისთვის გამეტებულმა გამხნევებამაც და სითბომაც, ვერ მიაღწია ადრესატამდე, რადგან ჯერ კიდევ სხვა ადგილას ჩარჩა ქვეცნობიერი...-ეს შენი აზრი არ იყო? ჯაბამ დაგირეკა და გითხრა მოგიწევთ ეს პერიოდი თავი შეიკავოთ ერთად ყოფნისგანო? მამაჩემმა?...-ეტყობოდა კიდეც, თან რომ ვერ იჯერებდა და თან რაღაც საშინელს უხარშავდა თავის ქალა. -ერთხელაც კი...-გააფთრებულმა ამ აზრით, მისი შეგრძნებების სიღრმეს ჩამწვდარმა მთელი გული ამოაყოლა სიტყვებს...-ერთხელაც კი არ უხსენებია ჯაბას თავშეკავება, გადაკვრითაც არ მოუწოდებია ჩემთვის...-დაბნეულობას კი ეშველებოდა რამე...-ეს იმიტომ მითხრა, რომ შენ არ ეთანხმებოდი!...-თვალი თვალს უგებს და გული გულსო.ორივე გაიტრუნა გამხელილი საიდუმლოს წინ. -რას არ ეთანხმებოდი? რა ჯანდაბა ხდება? ვეღარაფერი გავიგე!...-მოუსვენრობას დარია ხელი ბაჩუკის მოთმინებას და სკამზე მოწრიალემ გაუშალა ჰაერს მკლავები...-ხალხო წინადადებები დაასრულეთ! მე და მანო სპეციალური ნიჭით დაჯილდოებულები არ ვართ, თქვენს თვალებში რომ დავინახოთ სიმართლე! -მე ვაპირებდი, რომ ანასტასიასთავის არ მეთქვა, იურისტის რჩევა და მჯეროდა ავთო მესხი უბრალოდ უარს იტყვის ამ საქმეზეთქო. ხოო, მეგონა მალე მობეზრდებოდა!...-მწყრალ გამოხედვას ვერსად წაუვიდა და მოუთმენლად ამოიხრიალა დასაცლელად...-სამაგიეროდ ჯაბას უნდოდა რომ კომპანიის მცირე წილი გაგვეყიდა და პირდაპირ გადაგვეხადა ის პირგასამტეხლო. -მოიცადე!...-აცუნდრუკებულმა წამოიძახა და გონებაში დაასკვნა, ახლა კი მატყუებენ რაღაცასო...-ესეიგი, გინდა დავიჯერო რომ ბერაიებმა 250 000 დოლარი ვერ მოიძიეს ბანკის ანგარიშზე? მეხუმრებით?...-დიახაც, არ სჯეროდა და მორჩა. -არ გესმის ბაჩუკი!...-თავი გააქნია ბერაიამ და სერიოზული ტონით დაუწყო ახსნა...-სასტუმროს წილი ხომ ჩვენ შევისყიდეთ, იმ იმედით რომ ავთო მესხის გახდებოდა საბოლოოდ. თუ წილს დავიტოვებდით, გამოდის შესყიდვის და რესტავრირების ხარჯებიც ჩვენს კისერზე გადმოდიოდა, ამას დაუმატე პროექტები რომლებსაც ვხელმძღვანელობდით და მცირე მასშტაბების მიუხედავად, მაინც ჯერ კიდევ ჩვენს საკუთრებაში რჩებოდა დასრულებამდე,შემოსავლის მიუღებლად. ახალი ქარხნის პროექტი და ჩვენი სახლის მშენებლობა...-საბოლოოდ მაინც ჯანაშიას შერჩა, მისი სულის თვალხედვა. - ჯაბამ მთხოვა დამერწმუნებინე კომპანიის წილის გაყიდვაზე და ბოლოსდაბოლოს მოგვეშორებინა ეს ტვირთი მხრებიდან...-ახლაც კი ახსოვდა ის გაუგებრობა, რაც ამ სიტყვებს მოჰყვა. გულთბილ კაცს მთელი გულწრფელობით უხსნიდა მე ვერ მივცემ თავს უფლებას, თქვენი კომპანიის წილის გაყიდვა ვურჩიოო და მაშინ იშვა ახალი აზრი გონებაში...-ამას ვერ ვიზამდი, მაგრამ ვუთხარი, რომ შემეძლო მე შემესყიდა სასტუმროს წილი. -ჭკვიანურია...-მხრები აიჩეჩა და მეგობრის ბრაზს გვერდი აუარა ბაჩომ. ხვდებოდა დემეტრეს გაცეცხლებას, მაგრამ ამ თვეების მანძილზე პირველად გაუგო ანასტასიასაც...-ამით ავთო მესხსაც დაარწმუნებდი რომ ყველაფერი იმის გამო მოაწყვე, სასტუმროს წილი მხოლოდ შენ რომ დაგრჩენოდა შესაყიდად. -მე საერთოდ არ მეჩვენება ჭკვიანურად...-მანოს კი აეწება წყვილ-წყვილი თვალი, მაგრამ ქალს მხოლოდ ანასტასია ჯანაშიას უშვებელებელი შალით დაფარული მუცელი აინტერესებდა...-ახლა უფრო მეტად ვერ ვიგებ! -გამოდის ორივემ იცოდით რასაც აპირებდით...-მანოს მოყოლილმა ჩაიშოშმინა პატიების ნაკვერჩხლები და ამღვრეულმა გადმოხედა ჯანაშიას...--დიდი ბოდიშის მოხდით კი ვარ თქვენთან...-იცოდა მეგობრის რისხვა, რომ არ აცდებოდა გონებაში წარმოშობილი აზრის გახმოვანებას, თუმცა არ მოუთმინა ეშმაკ შეჩენილმა გულისთქმამ...-შენ რომ გადაგეხადა პირგასამტეხლო არ გიფიქრიათ? ისედაც ერთი ოჯახის წევრებად არ უნდა ქცეულიყავით, შენი და მისი რამ გაყო? -რესტავრაციის გასაგრძელებლად აღარ მექნებოდა საჭირო ფინანსები...-რა საჭირო იყო თავდახრა და შერცხვენა, ისედაც გაუგებდნენ რეალური სამყაროს შვილები. -გასაგებია ტასო...-უცნაურად მოექუფრა სახე ამ ჩვეულებრივმა ამბავმა რომ დაამწუხრა გვერდით მჯდომი...-მაგრამ გაქცევა და უსიტყვოდ მიტოვება რა საჭირო იყო? -ასე არ უნდა მომხდარიყო...-შემბრალებლურად გაიჟღერა თაფლათვალების ტკივილმა და თავდახრილის ჩურჩული დაემსგავსა, გატეხილი სულის ნაფშნევების შეწებების უშედეგო მცდელობას...-უბრალოდ მოვაწერდით იმ დაწყევლილ საბუთებს ხელს და ცოტა ხნით დავმალავდით ჩვენ ურთიერთობას, სანამ ავთო მესხს ყველა გზა მოეჭრებოდა უკან დასაბრუნებლად.მაგრამ...-მანოსკენ მიმართულმა მზერამ იცვალა ბერაიასკენ და შიშნარევ ყოყმანს,ბიჭისგან თავის დაკვრას მოყოლებულმა ღიმილმა დაუცაცხანა. -ადექი ტასო...-გააჟღერა ბერაიამ და ბაჩუკი აკვირდებოდა მეგობრის თვალებში ჩალაგებულ მზეებს. ვერ ხვდებოდა საიდან მოდიოდა ეს გაცისკროვნება.თითქოს თვეების მანძილზე მოხვეული დარდის მანტია ჩამოხსნეს მხრებიდანო, ერთი ხელის მოსმით. შელოცვასავით წამორთქმულ სიტყვებს მიჰყვა ბაჩუკის თვალთა მზერა. გვერდით მჯდომი ხომ ისე დაემორჩილა მოწოდებას, როგორც ჰიპნოზს დანებებულებმა იციან.საწყალობლად გაჭრიალებულ სკამს აღარ ამძიმებდა ჯანაშიას სხეული და წამომართულს აეწება ოთახში მყოფთა ყურადღება. ყოყმანით წაწეულმა თითების სითბომ, იხელთა მოხვეული შალის სიგრძე და კისრიდან ფრთხილად მოშორებულმა, ისეთი შეგრძნება დაუტოვა გოგოს, თითქოს ხალხით სავსე, შუა ქუჩაში აღმოჩნდა დედიშობილა.ბაჩუკი ეწებობდა ლალისთვლიანი ბეჭდის ბრწყინვალებას, ასე თავგამეტებით რომ აფრქვევინებდა ღვარძლს დილაადრიან, მეგობრის მთელი სულით გამჟღავნებული სურვილის გატეხვისთვის, მხოლოდ ანასტასია ჯანაშიასთვის ეჩუქებინა ბებიის სახსოვარი, ცხოვრების ბოლომდე ერთგულების ნიშნად.ენიშნა თითქოს, გარშემო მყოფების თვალთა დახრა.დინებას მიყოლებული აღმოჩნდა წინ წამოწეულ მუცელზე ჩამოდებულ ათივე თითთან. გული დაიტევს ყველა შეგრძნებას, გპირდებით! წამიერად შეცბუნებულმა ახედა თავზე წამომდგარს და ერთიანად ამღვრეულმა წაიღო თავისი ხელი ნანახის სიცხადის შესაგრძნობად. სხეულის შიგნით ახალი სიცოცხლე ბუდობდა და ეს საიდუმლო მისთვისაც ხილულად აქციეს.მიფერების ჟესტით, ანასტასიას ბერაიასთან შეჩეხებულმა თვალთახედვამ სინათლის სისწრაფით იფეთქა და მეგობრის ბავშვურ სიხარულს შემსწრეები უღიმოდნენ მომენტის მშვენიერებას. -სანამ შენს მუცელთან ლაპარაკს მორჩება, მანამ...-სიტუაციის კომიკურობას დანებებულმა, თავს უფლება მისცა, ოთახში ფეხის შემოდგმისთანავე გაჩენილი სურვილი ეჯახებინა სახეში...-შეგიძლია ეგ ბეჭედი კისრიდან მოიშორო და თითზე გაიკეთო ჩვეულებრივი ადამიანივით? აი, მაგალითად ისე, როგორც მე ...-მკლავი აიშვირა ჰაერში და კიდევ ერთხელ გაიბრწყინა ოქროსფერმა მეტალმა მანოს თვალების წინ. -სულ არ აინტერესებდა შერცხვენა...-მანო ამ ოთახში აღარ იყო, მისი სული დასეირნობდა შორეული წარსულის აქაფქაფებულ შეგრძნებებში და მთვარეულივით ჩურჩულებდა მათ მოსვლამდე მოყოლილი ამბის სითბოს...-მთავარი მისთვის ის იყო, რომ მე მეგრძნო ყველა შიშის, გაჭირვების თუ უცოდინრობის დროს როგორ ამომიდგებოდა გვერდით, უსიტყვოდ გამომიწოდებდა ხელს და დაუყვედრებლად ითავებდა ჩვენი საქმის გამოსწორებას...-დემეტრე ბერაიას შერჩა მისი სილაჟვარდე და შეუცნობლის შეცნობით გასხივოსნებულმა გაუცვალა კითხვის ნიშანი...-ასე არ არის დემეტრე? -აქ თუ დარჩებოდა, ვერ ავიტანდი სიშორეს...-იცოდა მანო აუცილებლად გაუგებდა და ასეც აღმოჩნდა...-ეგონათ, რომ კვიციანების მისაღებში მოსმენილი საინფორმაციოს ხმა, ანასტასიას დაცლილი ოთახი და ჩემს საძინებელში აღმოჩენილი საბუთები მარცხვენდა...-ბაჩო შეეშვა ანასტასიას მუცელს და საშუალება მისცა ადგილს დაბრუნებოდა.მეგობრის აღსარებას მიაყურადა...-მაგრამ არ იცოდნენ რომ ის მინაწერი, გიორგი ჯანაშიას რომ ავუფრიალე თვალწინ, სინამდვილეში ჩემი ხელით დავწერე. -ერთი წუთით თუ შეიძლება ! ...-შეურაცხყოფილმა აიკრო ხელი გულთან და გაფართოებულმა თვალებმა ინათეს წყრომით...-შენ ის ბიჭი არ ხარ სულ მოშხამული და სახე მოღვენთილი რომ დადიოდი? ან იქნებ მეშლება და სულ სხვა მეგობარს ვეძებდი კვირების განმავლობაში, შენთან მოსულს რომ მაბრუნებდა სოფიო უკან, სახლის ასაშენებლად საჭირო მასალებზე დარბისო, ჰა?...-წინ წაჭიმული ჩააკვირდა თავისი სიტყვების არსს და მეგობრის სახის გაბადვრამ მიახვედრა საბოლოოდ...-ის ბიჭი ხარ, რომელსაც იშვიათად ვხედავდით...- თუ გსმენიათ საკუთარი სიტყვების ხმამაღლა წარმოთმის ძალაზე რამე, მაშინ მიხვდებით, რომ საუკეთესო საშუალებაა ანალიზით სწორ დასკვნამდე მისასვლელად. -ამ აურზაურის დაწყებამდე, წინა ღამით წავასწარი სააბაზანოში...-არ აინტერესებდა რამხელა გულისწყრომა მოყვებოდა მაგიდის შუაგულში თავისი ქმედების დადებას, ყველასთვის ხილულ ამბად.მთავარი ის გახლდათ რომ უკან დასაბრუნებელი გზა მოიჭრეს და დრო იყო, ვიღაცას მაინც სცოდნოდა სრული სიმართლე...-მაშინ გაამხილა, რომ ორსულად იყო და ქეთევან ფანჯიკიძესაც მზად ჰქონდა სტატია. გამთენიამდე ველაპარაკებოდით ჯაბას და სოფიოს...-ანასტასიას გაახსენდა როგორი გაბრწყინებით შეხვდა ახლადგამოღვიძებული ქალი შვილიშვილის შეძენის ნატვრის ასრულებას...-ვიცოდით რა ამბებიც ატყდებოდა პრესაში და ორსული ანასტასია კი არა, ვერც ერთი ქალი ვერ გაუძლებდა იმას, რაც ამ სტატიას მოყვებოდა. -ვიცოდი რომ ფრანჩესკას ბინა უკვე ნაქირავები ჰქონდა და კვირების წინ შემოთავაზებულ სამსახურზე დავთანხმდი...-სადავეები მოექცა ჯანაშიას ხელში და თავისი სახელის ხსენებით გაკვირვებულ გოგოს გაუღიმა თბილად...-ოთხივემ ერთად მოვიფიქრეთ, რომ იტალიაში წავიდოდი და მხოლოდ ჩვენ გვეცოდინებოდა ეს ამბავი. -ჩვენ რას გვერჩოდით? ამ ამბის გაგება არავის ეწყინებოდა, გეფიცებით!...-ცინიზმის სიმწარემ გაუპო ბაგე და ამჯერად ბრაზი მიმართა საკუთარი მეგობრისკენ...-მთელი ეს დრო თავს ვიმტვრევთ ასეთი რაღაც როგორ გაუკეთა დემესთქო და თურმე ჭურში ვზივართ. -ბაჩუკი, ორ დღეში გათქვი ჩვენი ამბავი, სიხარულისგან ისე ისროდი მინიშნებებს...-ბერაიას ახლა ისეთი სახე ჰქონდა თითქოს უწყრებოდა, ამ ჭეშმარიტებას როგორ ვერ სწვდებიო. მეგობარს უწყრებოდა თავის გამოსულელების მცდელობაზე...-ელიკომ კი უყოყმანოდ გათქვა ანასტასიას ბაბუაზე ისტორია...-მანო უხვდებოდა და თავის ქნევით ანიშნებდა, მესმისო...-თუ ვინმე თქვენამდე მოაღწევდა, ეჭვიც არ უნდა გასჩენოდა რომ ანასტასია ჯანაშიამ, ჩადენილის მერე, ბარგი შეკრა და გაიქცა! -ეს ჩვენი ამბავი იყო ბაჩო...-სცადა შეერბილებინა უხეში ტონით წარმოთქმული მიზეზი და მისკენ წაწეულმა თითების სითბო აგემა ბიჭის ხელისგულს...-ვალდებულება ერთმანეთის წინაშე გავინაწილეთ და თქვენდამი დიდი სიყვარულის მიუხედავად, დარწმუნებულები ვიყავით რომ სადღაც, ვიღაც აუცილებლად წამოროშავდა სიმართლეს. -ყველაფერი სასტუმროს წილის გამო არ მომხდარა, ხომ ასეა?...-მანო არ მისცემდა უფლებას თავისი შიშები ისე დაემალა როგორც ჭუჭყიანი საცვლები. ქალი თანაგრძნობას ინაწილებდა დემეტრე ბერაიასთან, ანასტასიას მიმართ და ბიძგს აძლევდა ამოსათქმელას...-შეგეშინდა, რომ ის ადგილი რომელმაც დაგასუსტა და სული გაგიტეხა, შენ ახალ სიცოცხლესაც დაემუქრებოდა. -არ ვიცი ვინ როგორ დაინახავს ამ ამბავს...-ბაჩოს ქმედებებს შესწრებულმა გაიხსენა ის ღვარძლი, რაც თვეების წინ დამეგობრებულის მუდამ მოცინარი სახიდან მოდიოდა ამ დილით...-მაგრამ ჩემთვის სასწაულია, რომ ჩემმა ორგანიზმა ახალი სიცოცხლე მიიღო, ყოველდღე ზრდის და ქვეყნად მოვლენისთვის ამზადებს. -ეშინოდა, რომ რაღაც მოხდებოდა...-მხოლოდ მანოსთვის იყო ეს სიტყვები განკუთვნილი, რადგან წლების განმავლობაში მეორე დედად ქცეული ქალის გული აუცილებლად გაუგებდა გოგოს, შიშის მიზეზს. ეს ხომ ასეთი ნათელი იყო მისთვის, თვით დემეტრე ბერაიაც კი, მხოლოდ თვეების წინ რომ ჩასწვდა საიდუმლოს სიღრმეს, აანალიზებდა მილას ამბავი რამდენად ამძიმებდა მომავალი დედობისთვის გამზადებულ ქალს. -მეჯვარედ ვინ წაიყვანეთ?...- სიმძიმე ჩამოხსნა მხრებიდან და გაღიმებულმა ბაჩუკიმ დასვა შეკითხვა. დემეტრე უნდა მიეხვედრებინა, მართალი ხართ და არ ვბრაზობო. -ოფიციალურად არ მოგვიწერია ხელი...-ტასოს გაეღიმა იმ დღის გახსენებაზე, სოფიო და ჯაბა რომ ეწვივნენ სტუმრად და ფრანჩესკას სახლში ახლადდაბინავებულს გამოუცხადეს, ქორწინების ფიცი ღმერთის წინაშე იდებაო...-ჯაბა და სოფიო ჩამოვიდნენ ორი დღით იტალიაში და თან ჩამოიტანეს ის ბეჭედი, მე რომ ხელში შევატოვე შენს მეგობარს...-დასცინოდა, ოღონდ ბაჩუკის კი არა, დემეტრეს. დილანდელ ფაცი-ფუცში, რომ არწმუნებდა, კვიციანებს უნდა ეგონოთ ჩემგან იმალებიო და ამასობაში საგულდაგულოდ შენახული ბეჭდის ჩუქება რომ დაავიწყდა.სოფიომ გათქვა მისი სასირცხვილო საიდუმლო და გულიანად ეცინებოდა შვილის ბრაზისგან ამღვრეულ თვალებზე. -ისეთი სახე აქვს, მგონი მორჩით ყველაფრის მოყოლას და იდიოტივით აღარ მოიქცევა...-მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩაჩუმებული, საკუთარ თავზე რომ აიღო შეშის ღუმლის მოვლა, ამჯერად დამცინავად ათინათებდა თვალებს და ხელებგადაჯვარედინებული იწვევდა პირისპირ მჯდომს საჩხუბრად...-კიდევ ერთხელ რომ შეხებოდი თითებს დაგამტვრევდი...-ამოისისინა იტალიურად და აჭარხლებულმა წაიწია მისკენ უშიშრად. -მე მიზეზიც არ დამჭირდება, ისე ამოგაძრობ მაგ ენას...-დასერიოზულებულმა ბაჩუკიმაც წაიწია გოგოსკენ და ჭინკებ აცეკვებული თვალები მიანათა იტალიური სიტყვების გაგონებით გახევებულს. -უნივერსიტეტში სწავლის დროს გაცვლითი პროგრამით წავიდა იტალიაში და ენაც შემოესწავლა...-გაკვირვებულ ანასტასიას მიუბრუნდა ბერაია და სიცილით გადახედა ორ, ერთმანეთზე მეტად წაფოფრილ ახალგაზრდას...-სანამ ასე ტკბილად ცდილობენ ერთმანეთის გაცნობას, მანამდე ჩაი დავლიოთ... შეთავაზებამ მოწონება დაიმსახურა და სანამ ბაჩუკი ფრანჩესკას ეჯიბრებოდა სახელოების დაკაპიწებაში, მუშტებზე გადასასვლელად, მანამ მანომ გააყოლა ღიმილიანი მზერა დემეტრე ბერაიას. ბიჭი ხომ უჩუმრად აედევნა კუდში, სამზარეულოში მიმალულ მეუღლეს. სიყვარულის მოუთმენლობამ რომ აიძულა თვეების მანძილზე დამალული ამბავი გაემჟღავნებინა, ოღონდ კი მოესწრო მის წასვლამდე და ჩახუტება მოეპარა ახლოს დაგულებულისთვის. XXVI "უნდა გაიღვიძო ნენე!" გსმენიათ სიყვარულზე? დიდი პოეტები მას ადარებენ მშვენიერ, აღმაფრთოვანებელ წამს, რომელიც სავსეა ღვთიურობით.მწერლები ხარბად ეტანებიან ყველა მნიშვნელოვან სიტყვას, ატრიალებენ მაღალფარდოვნების წისქვილში და მის თავზე მოქცეულნი შესცქერიან მკითხველთა გაოგნებას.ჩვენ კი დავდივართ, უსაშველოდ გასიგრძეგანებული მკლავებით, სამოწყალოდ ვაფართხალებთ ხელისგულების სიცარიელეს და ვბრუნდებით მარტოობით თვალებამოჭმულ სახლში, სადაც წინა დღის გაზეთივით მოსროლილ საკუთარ თავებს დავცაცხანებთ, ფაზლივით ვერ აწყობილი ცხოვრებისგან გათოშილი დღეების ნისლში. გვეუბნებიან,დროა გაიზარდოო და ჩვენც მოლოდინის გუგებს ვუშვერთ ყოფაცხოვრებას. აბა, იმარჯვოს და ხელი მოხვიოს ზღაპრულ დღეებს, ბავშვობის დიდ ზარდახშაში შესანახად.დავდივართ, ვყვირით, დიდ გოგოებად ვიქეცითთქო და წამითაც არ ვუფიქრდებით, ვინ იყო ის უკანასკნელი ცერბერი, ასე მარდად რომ წაგვაჭამა ეშვებით, ფრთების სიმსუბუქე. ჩაგვაგდეს ქვაბში, მოგვხარშეს ერთად და გვითხრეს რომ ნამდვილი სიყვარული რჩეულთა ხვედრია. ჩვენ ვერ შევძლებთ მის პოვნას, რადგან მხოლოდ ნაწარმოებებში ან პოეზიაშია მისი ადგილი. ესეც ასე, საუკუნის გეგმა შესრულდა! ჩვენ ჩაგვნთქა კერძო და საჯარო სექტორის პირდაღებულმა მოთხოვნილებებმა და ვიქეცით დიდ გოგოებად რომელთათვისაც სიყვარული დარჩა შორეული ბავშვობის ზღაპრად. სამყაროც ჩაშოშმინდა მცირე ხნით.მაშ როგორ იქნებოდა? ხომ დაიიმედეს გული, რომ ნამდვილად აღარ გვჯერა. სამზარეულოს სულ პაწაწინა სივრცეში შებიჯებული ბერაიასთვის რომ გეკითხათ რას ნიშნავს სიყვარულიო, გეტყოდათ რომ ის ბუდობდა თოთოეულ წამსა და წვრილმანში, იმ ქალის სხეულში რომელიც მისი სიცოცხლის ნაწილს ზრდიდა. აბურდულ ოქროსფერ თმაში მალავდა თითებს და სახეზე ჩამოყრილ ანც კულულებს უჯავრდებოდა მოუსვენრად. გაზქურაზე შემოდგმულ ჩაიდანს დასტრიალებდა თავს, ცალყბად აპარებდა მზერას კარის ჩარჩოსთან გაჭედილისკენ და საყვედურნარევი თაფლათვალებით უწუნებდა გადაწყვეტილებას.ისე ავსებდა ამ ოთახს, ეს ორი ზომით დიდ კაბაში გამოწყობილი ქალბატონი და მისი სურნელი,ასე რომ ტრიალებდა ჰაერში.სულ არ დაგიდევდათ სინანულს დემეტრე. ამ მომენტისთვის მთელი სამყაროს წინაშეც დადგებოდა, თავისი საიდუმლოს ურცხვად მამხილებელი და იყვირებდა, რომ ამ ქალის გულის ფეთქვისთვის ყველაფერი ღირდა. -მომენატრეთ...-იფეთქა გულმა და ვერ დამორჩილებულ გრძნობას მისცა გასაქანი, სხეულიდან ამოხრიალებულმა ერთმა სიტყვამ. იების ამოკოკვრა იფრქვეოდა მზის შვილებისფერი ნათებიდან, კულულის ბოლოებს რომ ასდიოდათ მათრობელა სურნელი.ატმის ყვავილები იხლიჩებოდა მისი ლოყის კუთხეებიდან და მირკანის თვე იხლიჩებოდა ბაგეთა შორის.ალუბლის სიტკბო ნავარდობდა ტუჩის კუთხესთან, ისედაც თავდაკარგულის უფრო მეტად გამოსაწვევად.ისეთი სანატრელი იყო მისი შეხება, სხვისგან დამალულად, მხოლოდ ორს შორის გამხელილი და აქამდე შეუცნობელი საიდუმლოსავით.ყველა შეგრძნებას დაიტევდა ჩიტისფრთა ფეთქვის ფართხალს მოხვეული ხელისგულების დაუკმაყოფილებლობა, თავისი ნაშიერის სიცოცხლე ეგემა გაზაფხულივით ახასხასებული ქალის ჩაშაქვრაში.კისრის კუთხესთან, ლავიწის გასწვრივ, სუნთქვის სიმხურვალე იღვრებოდა კაცისგან, მონატრებულის სითბოს რომ დაეწაფა ხარბად. თითებს შორის მოქცეული სახის მიმიკებმა გამოასხივა განთიადის სიხარული და მოჩვენებითი წყრომით ათინათებული თვალები ეყრდნობოდნენ, მყუდრო ნავსაყუდლის სიფართოვეს. -მაინც ვერ მომთაფლავ...-ნიშნისმოგებით აუკვესა თვალთახედვა და მკლავებმოკეცილი მიეხუტა ფართოდ მხრებგაშლილს, სითბოს წასართმევად...-ერთი კოცნისთვის გაყიდე ჩვენი საიდუმლო. -და ამას ამბობს ქალბატონი, რომელმაც დილის თოშში გამოიარა ფეხით კილომეტრები, ჩემს სანახავად...-სულ არ ადარდებდა მისი საყვედური. ასე უსირცხვილოდ რომ გადაჰქონდა ბრალი ერთ მხარეზე...-რაღაც არ მოხსოვს მილას კაბებიდან, ერთი მაინც წაგეღო სახლში...-დასცინა მწარედ და გამოწვევის სურვილი ჩაუხშო უნიჭო მატყუარას. -მოსულიყავი შენ თვითონ...-გველნაკბენივით გაშორებულმა უთავაზა ნიდაყვი და მწარედ იკბინა ტუჩზე...-შენმა ჯაშუშმა ხომ მოგახსენა ახალი ამბავი...-გაახსენდა კვიციანების სამზარეულოში წარმოთქმული აღსარება და კიდევ ერთხელ დაასკვნა, ამჯერად მის წინ...-ორივე ერთნაირები ხართ! -ჩემს ჯაშუშს პატივი ეცი, თუ შეიძლება !...-მოსწონდა მისი მოჩვენებითი ბრაზი და წუწუნი...-მაგას ბაჩუკიც ეყოფა, დარჩენილი სიცოცხლის გასამწარებლად...-მხიარულად გადაიჭდო მკლავები და მიაყურადა მისაღებიდან მომავალ ხმებს...-ერთი წუთითაც არ დამტოვა მარტო. საჭირო იყო მისთვის თქმა...-ტონი დაისერიოზულა და ამჯერად თავისი ჩვეული წარბშეკვრით აათვალიერა ფინჯნებ მომარჯვებული...-უკვე დაუკრეფავში გადადიოდა! -სამაგიეროდ ახლა ყველაფერი იცის და ისეთი გახარებულია, თავისი მეზობლის ძმისძვილის ნათლულის მამიდაშვილებსაც მოუყვება ამ ამბავს...-ჩაიდან მომარჯვებულმა გაახევა მზერა და ჩაუფიქრდა წინადადების აბსურდულობას. -დამიჯერე ბაჩუკისთან ერთად, რომ არ მოვსულიყავი ამბის გასაგებად და ყველაფერი არ მომეყოლა, უარესი გველოდა წინ...-წამების წინ გაჟღერებული წინადადების სირთულემ დაბნევით ამოალაპარაკებინა პასუხი და წვალების ხასიათზე მოსულმა ვაჟბატონმა, ჭინკები აუცეკვა ნაცრისფერ სფეროებში...-სოფიო ფეხით წამოვა სადაცაა. -სოფიოს და ჯაბასაც უთხარი, რომ ჩამოვედი?...-გული უცნაურად აფართხალდა და წამოძახილმა მიახვედრა ბერაია, ახლა როგორ მოხვდებოდა ქება-დიდება ჯანაშიასგან...-არა, მამობა კაცს ადინჯებსო და იმაზე ვდარდობდი სულ მუდამ მოქუფრული სახე, კიდევ მეტად დაუსერიოზულდებათქო და შენ პირიქით! გადაგრია და გაგაგიჟა!...-ხელებგადაჯვარედინებულ მოქირქილეს, კედლის სიცივეს რომ მიყრდნობოდა და ზემოდან გადმოჰყურებდა აქოთქოთებულს, უფრო მეტად დაერია სიახლოვის სურვილი...-რაო სოფიომ, მართლა მოდის?...-შიშნარევად ჩაეკითხა სახედამშვიდებული და ქვეშ-ქვეშად გადახედა. -შენ დაეცი...-სულ ტყუილად უსაყვედურა. ორ წუთიანი აღტკინება ჩაუკარგა მიმიკებში და სახე მოღრუბლულს დაუსერიოზულდა ტონი...-შენი არ ვიცი, მაგრამ მე მამა პირველად ვხდები და წარმოდგენა არ მაქვს ასეთ დროს რა უნდა ვქნა! დავურეკე და ვკითხე, რა გამეკეთებინა...-მძიმედ ამოთქმულმა საიდუმლომ, კიდევ ერთხელ შეახსენა ის საშინელი შიში, მის თვალწინ რომ დაეხეთქა საფეხურს, ბაჩოსთან მოჯიკავე. -ვიტირე...-თვალი აარიდა და პატარა ბავშვივით გაბუსხულმა გაანდო საიდუმლო, ერთგულად შეფიცული გულახდილობის გამო...-ოღონდ ვერ მივხვდი იმიტომ ვტიროდი, რომ მართლა მეტკინა, თუ იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი, ზიზღმა აკვრევინა ჩემთვის ხელი...-არ იცოდა რატომ უთრთოდა ზედა ტუჩი, გულჩვილი არ იყო.იქნებ ეპატიებათ დედობის საიდუმლოს ნაზიარებ ქალებს, სულის ნაწილის წინ გაშიშვლება. -მოდი ჩემთან...-ისედაც იცოდა ამ გულსაკლავი ქვითინის შესახებ თავისი ჯაშუშისგან, მაგრამ წინ რომ ედგა თვალებამღვრეული, გული უფრო მეტად მოეწურა.დასჯილი ბავშვივით მის გაშლილ მკლავს მიყოლილი აეკრო მკერდზე და მზერა მიენაბა, უშველებელი ხელისგული რომ ააწებეს აბურდული აზრებით გადავსებულ თავის ქალაზე...- მაჩვენე აბა რა იტკინე, მოსიარულე ხათაბალავ...-აცრემლებულს დაუყვავა და წამით მოშორებულის გაფაციცებას დააკვირდა. -აი ნახე, ჩესამ თქვა სულ ოდნავ გეტყობა სილურჯეო...-აწეული კაბის ბოლოდან გამოჩნდა რძისფერი კანი. ბერაიამ ზოლად ააყოლა საჩვენებელი თითის ბალიში მტკივან ადგილას და ქვემოდან ამოხედა ინტერესით, აღაჟღაჟებულს...-ცივი ხელები გაქვს, რომ იცოდე!...-დაუცაცხანა და შერცხვენისგან წამოჭარხლდა, საყვედურის გამოცხადებისთანავე რომ იგრძნო კოცნის სიმხურვალე, ყინვის საფასურად. -მტკივან ადგილებს კოცნით აშუშებენო...-ეკალ დაყრილ კანს მიელამუნა და დამცინავად ჩატეხა ტუჩის კუთხე, მის შეკრთომაზე...-ბებიაჩემი ასე ამბობდა...-ფრთხილად ჩამოუწია კაბის ბოლო და ერთიანად მისკენ შემობრუნებულს წაეტანა კონუსა ცხვირის წვერზე...-ნუ იბუსხები, თუ ქალი ხარ ! გეგონება ქმარი კი არა, სოფლის შარაზე მიმავალი მთვრალი ვიყო, ისე იშმუშნები...-აწვალებდა და თავსაც ირთობდა ამასობაში. -ჯაბას თანდასწრებით გამიბედე ასე ლაპარაკი, თუ ბიჭი ხარ!...-თავი იჩინა იშმაკის ფეხმა და გამომწვევად აუციმციმა თაფლა თვალები...-გაცივდა ჩაი და სირცხვილია, უკვე დიდი ხანია აქ ვართ შემოკეტილები...-სული აუწუწუნდა და კმაყოფილმა შეაღო კარი, მის გულისთქმას მიყოლილმა, რომ მორჩილად დაავლო ხელი ფინჯნებ დალაგებულ ლანგარს, მისაღებში გასატანად. სულ სხვა სიტუაცია დაუხვდათ ოთახში შესულებს.ორ მტრულ ბანაკს შორის აღმოჩენილი მანო, საერთოდ რომ ვერ იგებდა რა ენაზე აწიწკნიდნენ ნერვებს ერთმანეთს. მხოლოდ მიმიკებით ხვდებოდა სახელოებ დაკაპიწებულების მუშტებზე გადასვლის მოსალოდნელობას და ქალი საწყალობლად იხვეწებოდა, ღმერთმა გამძლეობა მომცეს თქვენს ხელშიო. ბაჩუკი წამოწითლებული სახით იწევდა წინ მჯდომისკენ და მაინდამაინც არც იტალიური ეშხი იხევდა უკან.მაგიდის შუაში განთავსებულ ლანგარს სულ არ მიუპყრია ყურადღება. ხმელი შეშით ატკიცინებულ ღუმელს სითბო მოჰქონდა იანვრის ქარის გასაფანტად და საწყალობლად ახმაურებულ, დაძველებულ ხის ფანჯრებს გაჰქონდათ მხოლოდ ზანზარი. დაბარაბებთან მიმდგარ ძველებურ დივანს ახლა უკვე ორი, კომფორტულად მოთავსებული სხეული შეეზარდა და ერთმანეთს მიხუტებულები, გულის ცემას დანდობილები, ღიმილით აკვირდებოდნენ სიტუაციის მსვლელობას.თითებს შორის მოქცეული ცხელი ფინჯანი ათბობდა გაყინულ კანს და ფაიფურის სითეთრეზე მობრჭყვიალე, ლალის თვალი აბედნიერებდა დემეტრეს.შალისა და საიდუმლოსგან განთავისუფლებულს, წმინდა სიყვარულის ნაყოფით შევსებულ მუცლის წვერზე მოთავსებულ ხელისგულს წაეტანა და თავის მკერდზე დანდობილ, მშვიდად მსუნთქავს აჩუქა ტუჩების სითბო ლოყის კუთხესთან. -ახლა ვხვდები რატომაც არ გითხრეს...-მძიმე არტილერიას იშველიებდა ფრანჩესკა და თავის კოზირებს იყენებდა ბრძოლაში...-შენ ვინ რა უნდა განდოს?! მარტოს რომ გიშვებენ ხალხში, ეგეც კი მიკვირს!...-დაუცაცხანა და საკუთარი შეძახილით კმაყოფილმა გადაიჭდო მკლავები. -შენ ვის დაეკარგე ერთი, ძალიან მაინტერესებს?!...-გულის გამმაწვრილებელს წაეჭიმა და მისი სიტყვებით შეაურაცხყოფილმა მოძებნა გამამართლებელი მიზეზი...-შენამდე, ჯერ მე ვიყავი და რამდენიმე თვეში, ისევ მე ვიქნები. მთელი დარჩენილი ცხოვრება! გასაგებია?...-კმაყოფილმა ჩაიცინა და სახე შეეცვალა, როცა წარმოთქმული სიტყვების ვერ გამართულ შინაარს ჩასწვდა. -შენგან გასხვავებით, მე მათ ვიწრო წრეში გამართულ ქორწილს ვესწრებოდი...-ნიშნისმოგებით მიუგდო და თავი დაიმშვიდა, ისევ ვიგებო...-სანამ შენ, აქ ბრძანდებოდი სულ მარტო! ...-ბოლო სიტყვებს ხაზი გაუსვა მეტი ეფექტურობისთვის და უდარდელობის გამოსაკვეთად მომანჭა სახე, ჰაერში თითებ აფრიალებულმა...-იმას აღარ შეგახსნებ, რომ მე ვიცი ბავშვის სქესი. მაგას შენი მოკლე ჭკუითაც დაასკვნიდი უკვე! -მანო იქ ხომ წიგნების თაროებია?...-მოუბრუნდა ჩაის სითბოს დანებებულ მოხუცს და ეჭვნარევად ჩაეკითხა დასერიოზულებული. ქალი შეკითხვის არსს ვერ მიუხვდა, მაგრამ ქართული სიტყვების გაგონებამ გაახარა და ხალისითვე დაუქნია თავი...-მოდი სისხლის სამართლის კოდექსში დავძებნოთ, გრძელი ენის ამოძრობისთვის რამდენი ხანი მახეხინებენ ციხის კედლებს...-ჩახითხითებას ყურადღება არ მიაქცია და ახალი აზრით შთაგონებულმა, ეშმაკურად ააციმციმა თვალები.მიხვდა როგორ გამოეყვანა მწყობრიდან...-მე იტალიური ვიცი, სამაგიეროდ შენ არ იცი ქართული! ახლა უაზრობებს ვილაპარაკებ და გეგონება, რომ ხელზე გიხვევ ლანძღვით.აი ასე, მიდი გაბრაზდი!...-დამცინავად წელავდა ტუჩის კუთხეს და ყურადღებას არ აქცევდა გოგოს იტალიურ-ინგლისურ დაცაცხანებას, ჩემ ენაზე მელაპარაკე თუ ბიჭი ხარო...-დემეტრე, სანამ მიმხვდარა, მითხარი ბავშვის სქესი, იქნებ ჩაიწყვიტოს ენა! დემეტრე ბერაიას ეცინებოდა, თავის მეგობარს რომ პირველად აწყდებოდა კამათში წაგებულს და ის იყო სასიხარული ამბის გასამჟღავნებლად უნდა წამოსცდენოდა სიტყვა, რომ შარვლის ჯიბეში აუხმაურდა ტელეფონი.ბავშვურ კინკლაობას თავმინებებულმა ამოაძვირა მობილური და განათებულ ეკრანს ჩაცქერებულებმა ამოიცნეს ნერვიულობას აყოლილი ქალის მოუსვენრობა. აქამდე ბრაზს აყოლილმა, ერთმანეთს მიხუტებულები რომ დალანდა, ჩაუქვრა საბძროლველად გამზადებული შუქურა და დამტკბარმა გაუბა საუბარი. -დედი, როგორ მანერვიულე...-ანასტასიას უყვარდა ეს სიტყვა, ისეთი ჩაშაქვრით და ძალდაუტანებლობით წარმოთქვამდა ხოლმე სოფიოს გული...-გავწიწკნი ბაჩუკის, ასე გადაეცით !...-აიფოფრა მაინც. -კარგად ვართ სოფიო...-გაეღიმა აჭარხლებულის სახეზე და დასამშვიდებლად მოუხმო აჩქარებულ სისხლის მოძრაობას ძარღვებში. იცოდა ქალს არ წყინს, მე რომ ვერ ვუბრუნებ პასუხად, იმავე სიტყვასო...-იმდენი ელაპარაკა, რომ მე მგონი ჩვენმა გოგომაც აპატია, ოღონდ გაჩუმდეს და თავი დამანებოსო...-მხიარულად გაუცვალა თვალთამზერა, ქალის მუქარით დაშინებულს. -ისეთი ლამაზი საორსულო კაბები ვნახე, ერთი კვირის წინ...-ჩურჩულით გაუმხილა ქალმა და თვალებში აიცეკვა ჭინკები...-გულმა არ მომითმინა და გიყიდე. ახლა უფრო და უფრო გაიზრდება ბებოს სიყვარული და მალე დაგჭირდება. დემეს გამოვატან მომავალ კვირაში...-გაახსენდა ჯანაშიას, შემდეგ შაბათ-კვირას ბერაიას დაგეგმილი ვოიაჟი და ისევ გაბრაზდა მის მოუთმენლობაზე...-არ მითხრა, თორემ, ხომ გამოვატანდი მანდ წამოსულს. -გოგოა...-ბაჩუკის წამოყვირებამ გაარღვია მშვიდად წარმართული დიალოგი და ოთახში ჩამოწოლილ სიჩუმეს მიჰყვა შემდეგი შერკინებაც...-ქალბატონო...-მიუბრუნდა ისევ ფრანჩესკას და თავმომწონედ ამცნო, ახლა ისევ თანაბარ პირობებში ვართო...-სულ ტყუილად მახარბებ, ვიცი რომ გოგოა...-იტალიელმა შავგრემანმა სახე მოუმანჭა და წაგებულის პოზიციაში აღმოჩენილმა, უკმაყოფილოდ გადააჯვარედინა მკლავები. -დემე დღეს დაამთავრეს თქვენი სახლის გადახურვა და მამამ საძინებლის ხელოსანთან დარეკა, ხომ იცი? ...-ბაჩუკის ონავრობაზე აკისკისებულმა ქალმა, თემა შეცვალა და ისევ თავის ბავშვებს მიუბრუნდა, ამბების გასაცვლელად...-ანასტასიას, რომ მოეწონა ის შპალერი იპოვა და შეუკვეთა. მითხრა ვურეკავდიო, მაგრამ არ იღებდი ტასო...-გაახსენდა გუშინ, კვიციანების მისაღებში ჩამომჯდარს როგორ უწკრიალებდა ტელეფონი და ვერ ახერხებდა ელიკოსთან საუბრის გაწყვეტას, ყურმილის ასაღებად. -ვერ მოვახერხე სოფიო...-ამოიკნავლა საწყალობლად და თითებზე წავლებულ მეუღლის ხელისგულს რომ წააწყდა, გული ჩაიმშვიდა იმედმიცემულმა...-გადაეცი, რომ არ დამვიწყებია პირობა და აუცილებლად გავაკრავ ჩემი ხელით...-დემეტრეს გაეცინა გვერდით მჯდომის მონდომებაზე და გაახსენდა როგორ ვაჟკაცურად ჩამოართვა გოგომ ხელი მამამთილს, აწუწუნებული რომ ეუბნებოდა თუ ამ შპალიერს, ამდენი წვალების მერე ვიპოვი, იცოდე შენი ხელით გააკრავო. -არ გამთქვათ და ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ...-მზაკვრულად ააციმციმა ქალმა თვალები და ეკრანისკენ მოწეული აჩურჩულდა...-გუშინ, მე მგონი ზედმეტად შემოაწვა გრძნობები და სახლში რომ დაბრუნდა, ნახეთ რა მოიტანა...-ეკრანისგან მოშორებულმა, მხოლოდ სამზარეულოს კარადები დატოვა საყურებლად და მოლოდინის რეჟიმზე გადასულებმა შეავლეს თვალი წინ აფრიალებულ თეთრ, მოცუცქნულ ნაჭერს...-როდის იბოდიალა მაღაზიებში ვერ გეტყვით, მაგრამ ისე მალავდა ზურგს უკან, გეგონებოდა შვილიშვილისთვის კი არა თავისთვის იყიდა, ამხელა კაცმა...-ანცად უფრიალებდა თვალწინ ორივეს, მოკლე სახელოებიან, თეთრ სარაფანს და თავადაც ეცინებოდა, ქმრის ბავშვურ საქციელზე. -ესეც ჩვენი პირველი კაბა...-დამცინავად დაიჩურჩულა დემეტრე ბერაიამ, როცა წარმოიდგინა დიდი ჯაბა ბერაია, მსხვილი ინვესტორული კომპანიის მფლობელი და ფართო წრეებში განთქმული ბიზნესმენი, როგორ დაიარება სავაჭრო მოლში, ბავშვების განყოფილებაში, პაწაწინა კაბის შესაძენად, მარტოდ-მარტო...-რას წარმოვიდგენდი შენ თუ ვინმე დაგასწრებდა ამ ამბავს, სოფიო?! მითუმეტეს ჯაბა. -ჩემი ჩესა სადაა?...-საიდუმლოს გამხელით აჟიტირებულმა ქალმა, მოიკითხა დამეგობრებული გოგონა და ინტერესიანი მზერა შეავლო, ანასტასიას გვერდით ჩამომჯდარ ანცს...-უთხარით, რომ დაპირება არ დამვიწყებია და იტალიაში რომ ჩამოვალ, სან-ნაძაროს ნაყინი უნდა დავაგემოვნოთ ერთად...-ანასტასიამ გაფართოებული გუგებით გადახედა გოგოს და კიდევ ერთხელ ჯაშუშობაში გამოჭერილს, ფარ-ხმალ დაყრილმა მიანება თავი. -სოფიო მეც აქ ვარ, სხვათაშორის...-დემეტრე ბერაიას გვერდით, ქიშპობას შეყოლილმა ბაჩუკიმ მოიკალათა და ეგღა აკლდა, სანახევროდ მათთან გაზრდილს გაენაწილებინა ქალის სითბო, ვიღაც ახლად გამოჩეკილ იტალიელთან...-დედაჩემი და შენ, სტუდენტობიდან რომ დაქალობთ და მერე, მე და შენი შვილიც რომ ლამის ერთად გავიზარდეთ.იმედია ჯერ კიდევ გახსოვარ, ხო?! -შენ ჩემი გული ხარ, ბიჭო...-დასცინა მის აცუნდრუკებას ქალმა და ახლა ოთხივეს ერთად რომ წააწყდა, გულმა გადაყარა ყველა ღრუბელი, რაც კი მანამდე აწვიმდა თავზე...-წავედი ბავშვებო, ქალბატონი მანო მომიკითხეთ და ფრთხილად იყავით.გაკოცეთ. ანასტასიამ მანო მოიძია თვალებით, სოფიოს მოკითხვისგან გამოწვეული ემოცია, რომ ამოეკითხა მის სახეზე, თუმცა მისაღებში ვერ დალანდა. ფეხზე წამომდგარმა წადგა ნაბიჯი სამზარეულოსკენ და იმედებიც გაუმართლდა, წინსაფარმორგებულს რომ წააწყდა მოღიღინეს. დარჩენილი ცომის გუნდას ტენიდა გახეხილი ყველით და თავმომწონედ აცხადებდა, რომ მოვიდნენ ღუმელი გამოვრთე და კარგიც ვქენი, ახლა ცხელ-ცხელ ხაჭაპურებს მოგართმევთ ოთხივესო. უცნაურია. ახლა იდგა აქ, თავისი ბავშვობის ძვირფას მოგონებებთან და უკვე სულს ინაწილებდა საყვარელ კაცთან, სხეულს შიგნით აქაფქაფებული ჩიტისფრთა ფეთქვის კვალდაკვალ. ახლა, მანოს ფიგურას თვალაწებებულს რომ შემოეხვა დემეტრე ბერაიას მკლავები და გულთმისანივით მისი ფიქრების სიღრმეს ჩამწვდარი, რომ უმეორებდა კისრის კუთხესთან დახრილი:-"შენ სულერთი აღარასდროს იქნებიო" , მიხვდა. იმედმა ინათა და აქამდე საგულდაგულოდ ნაძებნი ოცნებაც გამოიკვეთა ჰორიზონტზე. ეს ოცნება ჰგავდა გაზაფხულის მარტისყვავილა მოლოდინებს და აქამდე გამოტოვებული ცხოვრება, ისე მაგრად ჩაბღუჯა სხეულში, როგორ მაგრადაც მუცელზე დალაგებულ, მეუღლის ხელისგულებს უჭერდა თითებით. საღამოს მწუხრი ეშვებოდა დეკემბრის ცაზე და შარა გზიდან მომავალ სიჩუმეს ერწყმოდა, შეშის ღუმლიდან გამომავალი, ნესტიანი ნაპობის წვის სურნელი. სამაგიეროდ მაგიდის გარშემო შემომსხდრები მიირთმევდნენ მანოს ნახელავს და სანამ დემეტრე ბერაია სიამოვნებით აკვირდებოდა, გემრიელად მოლუკმე ცოლს, მანამ ბაჩუკისთან კინკლაობით შეწუხებული ფრანჩესკა ყრიდა ფარ-ხმალს ბრძოლის ველზე. მანქანის ხმამ, ჭიისკართან რომ იფეთქა, გველნაკბენივით წამოახტუნა აქამდე მშვიდადა მომლაპარაკენი და წარბშეკრულმა ბერაიამ გადაინაცვლა ფანჯრისკენ შესამოწმებლად. შეშინებულმა ანასტასიამ თვალები ფართოდ გაახილა და ყოყმანით იკითხა, ზურაბი ხომ არ არისო. პასუხის გაცემა არც დასცალდა დარაბას აკრულს. მისაღების კარი ერთიანად გამოგლიჯეს და ჯანაშიას წინ ის აღმოჩნდა ვის დანახვასაც ყველაზე ნაკლებ ელოდა აქ. შავგრემანმა ქალბატონმა, თავზე მოსხვეული შარფი მოიშორა და გაბოროტებული თვალით გადახედა მაგიდის კუთხეს აკრულს. ჩუმად რომ ივლებდა მუცელზე ხელს და მთელი ძალით ექაჩებოდა, შიშისგან წამში მოფარებულ შალის სიგრძეს.ქალმა თამამად წაიწია წინ, ხელთათმანები წაიძრო თითებიდან და მაგიდასთან მოახლოებულმა გაყინული ხმით დაიწყო ღვარძლის ნთხევა. -რაო ანასტასია?! როგორი ამინდებია იტალიაში?...-მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი გოგომ და თავს შემოუძახა, მაგრად დაუდექიო...-როგორც ვხედავ გული დაგიმშვიდდა და ტკბები შენი საქციელის შედეგებით. -ლილე...-ვინ დაგიდევდათ უკან დახევას, აქ მოსვლა რომ გაბედა, უკვე ასტრალს გამცდარ სითავხედეს ნიშნავდა ტასოსთვის...-როგორც ვხედავ, შენ ძალიან გსიამოვნებს დედაჩემის ნასუფრალში ხელების ფათური.ჯერ გიორგი, მერე ბინა, ბოლოს აქამდე თვალით უნახავ მანოს სახლში გამოცხადება. რა ხდება?! მილასაც ხომ არ დაირქმევდი, მეტი ეფექტურობისთვის? -ეგ უკვე მოძველებული ტექსტია, მივეჩვიე შენგან...-არც ის უპირებდა დათმობას და წამიერად იფეთქა თავში კითხვის ნიშანმა, საიდან გაიგო აქ რომ ვარო.ვინ გაამხილა საიდუმლო?...-რამე ახალი სცადე! მაგალითად, სტატია დაწერე, ბინიდან გამოსახლებაზე შეიტანე განცხადება, მე და ჩემ შვილს უკანონოები გვეძახე პრესაში. შენი ფანტაზია ხომ უსაზღვროა, ჰა? -ასე დასწყდა გული? წარმომიდგენია როგორი რთული იქნებოდა მისთვის, ყველა რომ გაიგებდა, რაც გამიკეთა. ალბათ რთულია საკუთარ თავზე ასეთი სიმართლის წაკითხვა...-გულმა უცნაურად დაიწყო ფეთქვა...-ამაზე რთული, მხოლოდ ამ სიმართლის მიღმა დამალული ამბის გადატანა უნდა იყოს...-სარკაზმი ჩაანაცვლა ზიზღმა და თვალები დააკვესა ერთ ადგილას მიყინულმა...-გამახსენდა! ეს ხომ რეალურად მოხდა და მე გადავიტანე. -გილოცავ...-გათავისუფლებული სკამის საზურგეს დაეყრდნო და საერთოდ არ აინტერესებდა წყვილ-წყვილი თვალი რომ ეკროდა ოთახის კუთხეებიდან...-ამდენ წლიანი შრომა დაუსამარე, ყველაფერი ჩამოანგრიე თავზე და უკანასკნელ ნაძირალად გამოიყვანე ყველას თვალში. -შენ რატომ საუბრობ მის მაგივრად?...-გულწრფელი იყო ინტერესი, ყოველგვარი ქვენა გრძნობისგან დაცლილი...- დიდ გიორგი ჯანაშიას ჩემთან შეხვედრის ეშინია? -არ მაინტერესებს მისი, ვითომ გაგება და თანაგრძნობა! მე ჩემი შვილის მომავალი მადარდებს, რომლის მამაც უმადურმა შვილმა ლამის გააკოტრა და გაანადგურა...-ახლა გასაგები იყო, ხუთ საათიანი გზის გამოვლა დეკემბრის მოყინულ გზებზე რატომ არ დაეზარა, ჯანაშიას დედოფალას...-უბრალოდ მინდა იცოდე, რომ სადაც შენ იკადრე ამდენი, იქ მეც არ ჩავიგუბებ პირში წყალს! -რას ამბობ?...-ააკვასკვასა თვალები და აქამდე ჩაშოშმინებულმა გულმა იფეთქა სინათლის სისწრაფით. ფეხზე წამომხტარს მიბაძეს მაგიდასთან მსხდომებმა და მოსალოდნელის შიშით, ნაბიჯით წინ წაწეულებმა შეაყინეს მზერა დემეტრე ბერაიას, ბრაზისგან აჭარხლებულ სახეს...-საიდან ამხელა გამბედაობა? შენ ის ქალი არ ხარ, ყველგან რომ შლიდი ფეხებს, ოღონდ კი მისთვის ცოლად მოყვანა გეიძულებინა, ერთადერთი საშუალებით? -ბავშვობაშიც ასეთი საზიზღარი იყავი...-ამოისისინა და ბრაზისგან ამღვრეულ თვალებს დაეტყოთ ზიზღის სიმძლავრე...-რამდენჯერ მიფიქრია, რატომ არ გაუწყალდა მუცელში დედამისსთქო. რომ გეკითხათ ვინ ვის წაეკიდა პირველიო, მამაზეციერიც ვერ გაარჩევდა. ანასტასიას აფართხალებულ ფიგურას იჭერდა ფრანჩესკა, სანამ დემეტრე ბერაიას დაბინდული გონება ვეღარ არჩევდა ქალსა და კაცს, ისე უყვიროდა შუაში ჩამდგარ ბაჩუკის, ხელი გამიშვიო.ლილე კი იდგა, საკუთარ წამოძახილ სიტყვებს აანალიზებდა და გულში სინანულის ნატამალსაც არ აჭაჭანებდა, მათ უკან წასაღებად.ნაბიჯით უკან დახეულმა, საბოლოო ძალები მოსინჯა და შეღებულ კარს მოყოლილ სუხს გამოატანა საბოლოო დარტყმა. -სხვისკენ ხელის გაშვერას სამუდამოდ რომ შეეშვა, გეტყვი...-გაწევ-გამოწევასა და ხმაურში, მაინც გარკვევით ისმოდა მისი ღვარძლი...-რომ გაგღვიძებოდა, ნამდვილად გადაარჩენდი! კარი კი მიიხურა, მაგრამ ოთახში საგულდაგულოდ დაბუდებული სუსხი ვერ მიიყოლა ქვეწარმავლის შხამმა.ადგილს მიყინულს, ამჯერად მშვიდად მდგომს, სახე რომ გაფითრებოდა, მოუბრუნდნენ და ფრთხილად შეაპარეს თვალებით ინტერესი. ფრანჩესკას სხეულს მოშორებულმა ითხოვა წყალი და ხელისგულით დაეყრდნო დივნის ზედაპირს, სანამ მოახერხებდა დამძიმებული სხეულის მოკეცვას.მუხლზე დადებულ, ბერაიას თითზე ბრწყინავდა ოქროსფერი მეტალი და მიხვდა როგორ ცდილობდა ოპტიმისტობას.როგორ ცდილობდა ერთხელ მაინც ეგრძნო რომ ყველაფერი კარგადაა, როგორ ცდილობდა თავი მოეტყუებინა და ეს ტკივილი, როგორც თავის შუაში გაჭედილი ტყვიის სიმძიმე, შიშველი ხელებით თვითონვე ამოეღო.მაგრამ ეს თურმე ბევრია, ძალიან ბევრია. დივნის სირბილეზე მოკეცილს, ზიზღით ებრიცება ტუჩის კუთხეები, გულის შეკუმშვას ბოლო დონემდე განიცდის და მისი სხეული, როგორც ხორცის ნაჭერი ყოველ წამს გრძნობს არსებობის აუტანელ სიმწვავეს.ვერ იყვირებს, როცა მიდიან და საკუთარ წარსულთან ტოვებენ, კედელს თავს არ ახლის, როცა ბინძურ ხელებს მის სულს მჭიდროდ ახვევენ და ცივ იატაკზე არ ხრიალებს ამოუთქმელ სიტყვებს. ის მხოლოდ იჭედება, თვალებში იწვენს ღვარძლს და ბოროტებას, როგორც შურისძიების გარდაუვალ ნაშიერებს და მანამ აიმალება საკუთარ სხეულში, როგორც საგულდაგულო სიბნელეში, სანამ არ დარწმუნდება რომ ნაჭრილობევი შუშდება და იქედან შედედებული ტკივილი აღარ მოდის.მერე კი სინათლეზე გამოდიან ის და მისი მიწის ფეთქვა გუგებში შემოცოცებული სიბნელით...არადა ღმერთია მოწმე, სცადა ოპტიმისტობა, უბრალოდ უნდოდა ეგრძნო, რას ნიშნავს მცირე დეტალებიდან იღებდე ბედნიერების მზეებს თვალებში...არ გამოვიდა.ისევ ზედმეტი მოითხოვა, მან - ვინც მიეჩვია საკუთარი ჭრილობების მარილიან ზღვაში მოშუშებას. -მანო, ზურაბმა ძალიან მთხოვა ჩვენთან წამოიყვანეთ, ღამე მარტო არ იყოსო...-მშვიდად ამოთქვა თვალებგაშტერებულმა და საერთოდ არ დაუნახავს, როგორ დაუქნია მხრებაწურულმა ქალმა თავი, თანხმობის ნიშნად...-რა ქნას, ეშინია ცუდად არ გახდე, ისევ. -წყალი მოსვი ტასო...-გვერდით მჯდომი ბერაია მიუხვდა სიმშვიდის მიღმა დამალულ, ჩატეხილი ძვლების არსენალის ტკივილს და თითებში მოქცეული ჭიქა მიუტანა პირამდე...-მიდი მოსვი, ფერი არ გადევს სახეზე. -ყველაფერს იტყვის დემე...-ამღვრეულმა თვალებმა გასცეს მისი შიში...-ადგება და სადაც ხელი მიუწვდება, ყველგან ილაპარაკებს ჩვენზე...-გონებამ დაუხშო ყურთასმენა და მოჯადოებულივით იმეორებდა ერთი და იმავეს...-ამდენ ხნიანი წვალება წყალში ჩაგვეყრება. ყველაფერს იტყვის! -ვერ გაბედავს ტასო...-აფართხალებულს ხვევდა თავის მხრებს და სხეულში დავლილ შეგრძნებას აღარ უძალიანდებოდა, ხელი მოეკიდა მისთვის და სამუდამოდ წაეყვანა თავისთან...-და თუ გაბედავს, თქვას! ამის გამო, ნუ შეაშინებ ჩვენ გოგოს,გთხოვ...-ეცადა ყველაზე ნაზი გრძნობები მოეძებნა სხეულის შიგნით და მის მუცელზე აწებებულ ხელისგულს მიჰყვა ტუჩის კუთხეების ჩატეხვა. -ძალიან მეძინება...-დაიჩურჩულა მის კისერს აწებებულმა და ერთიანად დაყარა ყველას თვალწინ, წუთების წინ აფოფრილი, ფრთების ფართხალი...-მინდა, რომ დავიძინო. -დავრეკო ზურაბთან, რომ მოვიდეს და წაგვიყვანოს?...-ყოყმან შეპარულმა დასვა შეკითხვა და სიტუაციაში ბოლომდე ვერ გარკვეულმა ანათა კითხვის ნიშნები ბერაიას სახეში...-მაშინ ვეტყვი, რომ წამოვიდეს, ათ წუთში...-თანხმობამ გაჭრა. -ხვალ დილით დაგირეკავ და როგორმე შევხვდეთ ხო?...-ამზადებდა ბერაია, სერიოზული საუბრისთვის...-გადავწყვიტოთ, რას ვიზამთ...-გატრუნულმა, მხოლოდ მსუბუქად დაუქნია თავი და არ გაამხილა, რამდენად დამძიმდა სხეულს შიგნით ნატარები სიცოცხლე, წამიერად. წამოშლილებმა, შედარებით საღ გონებაზე რომ იყვნენ, გაანალიზეს, ზურაბს ჯერ არ უნდა დაენახათ აქ, სანამ საბოლოოდ არ გადაწყვეტდნენ შემდეგი ნაბიჯის გადადგმას. -მიყვარხარ...-ხრიალით ამოთქვა ფეხზე წამომდგარის ხელისგულ წატანებულმა გოგოს სიფითრემ და ანასტასიამ მოწყვეტით იგრძნო ტუჩებზე აკრული ალუბლის სიტკბოს ჩაშაქვრა. კისრის კუთხეებში წატანებულმა თითებმა დაივიწყეს სირცხვილი, თითქოს სიცოცხლე შთაბერა სულის გამნაწილებელმა "მეც მიყვარხარ"-ით და კოცნით ამოვსილი, ჩავარდნილი თვალის უპეები დააშოშმინა, წვიმისთვის გამზადებულ ღრუბელთა გადაყრასავით. მისაღებში დარჩენილებს, შეშის ღუმელში ისევე ჩაუნავლდათ ნაკვერჩხლები, როგორც საათების წინ აქაფქაფებული შეგრძნებების სილაჟვარდე. უსიტყვოდ წაიყვანა ზურაბმა სახლში და მხოლოდ მაშინ გაბედა, მისი გადათეთრებული სახის დანახვით შეშინებულმა ელიკომ კითხვის დასმა, როცა საძინებელს მიაკითხა მობარბაცემ. მეგობრის დახმარებით მოახერხა, სხეულის მძიმე ნაჭრებისგან განთავისუფლება და თეთრ პერანგში გამოწყობილი შეეხიზნა ბინდ ჩამოწოლილი, მწუხრის მოტანილ ოთახის სიცივეში, გათოშილი ლოგინის სიმარტოვეს.იქნებ ამ დაბინდული გონების ბრალი იყო, რომ ვერ შეამჩნია როგორ შერჩა მანო, თავის სახლს და როგორ ჯიუტად იუარა ქალმა მათთან ერთად წასვლა. იქნებ ბედისწერამ დაინდო, ისედაც გაწამებული ქალის გული? ანასტასია ჯანაშიას სიმძიმე ექაჩებოდა და ზმანებებში ითრევდა მოწამლული ნაყოფის დასაგემოვნებლად.არ გაუგია, როგორ ელოდნენ კვიციანები ბუხრის მინავლებას, ან როგორ მოთავსდა მის გვერდით ფრანჩესკა. მანოს მისაღებში გამართულ სცენას კი შეესწრო, თუმცა სიტყვების მნიშვნელობა არ ესმოდა მოფართხალეს აკრულს. ბაჩუკის დახმარებით გაშიფრულ შინაარსს კი თან მოჰყვებოდა უზარმაზარი ბრაზი.გოგო ხომ საბოლოოდ დარწმუნდა, როგორ უსამართლოდ ექცევა ცხოვრება ზოგიერთ ადამიანს, მუხლებზე დასაცემად. თვალები გაახილა, მის საწოლთან დახრილ ფიგურას გაუშტერა თვალი, ფანჯრიდან მომავალი მთვარის შუქი რომ ეფინებოდა სახეზე.შიში არ უგრძვნია, მხოლოდ გაკვირვება და წამიერი შეცბუნება ჩაიღვარა მუცელში.გადაწეულ საბანს მზერა გააყოლა და პიჟამის თხელ ნაჭერში გამოკვეთილ ამუბურცულ სიცოცხლეზე დიდი სიფრთხილით დადებულ ხელს შეეჩეხა. თვალებაცრემლებულმა ააკრო თაფლა სფეროები ნაცნობი ნაკვთების სითბოს, თეთრ პერანგში გამოწყობილი, სანახევროდ სიბნელით მოცული სახის გაბრწყინებას უცნაურად ევლებოდა გულისწყრომის სხივები.სახე აღარ უგავდა ერთიანად თეთრ ფაიფურს, აღარც ხელები იყო ყინვასავით ცივი, თითქოს მისგან მომავალი მზეები ათბობდნენ შეხების ძალას. ჩატეხილ ღიმილის კუთხესთან ჩამოგორდა სისველე და ანასტასია თითის ბალიშებით მიეფერა დიდი ხნის უნახავის, მონატრებულის შეხებას.სხეულის შიგნით აგუგუნებული, პაწაწინა ჩიტისფრთა ფეთქვის მოძრაობა იგრძნო და თვალები ღრმად დახუჭა ყურთასმენას რომ მისწვდა ქალის ჩურჩული:- "გაიღვიძე დედი, უნდა გაიღვიძო ნენე!" "გამათავისუფლე მილა.ჩემ გონებას დაძინება სჭირდება,შენ კი როგორც ზამთრისას ჩრდილოეთიდან მომავალი სუსხი,ისე ემუქრები ჩემს ისედაც გადათელილ ბაღებს გაყინვით. გამათავისუფლე.უკვე აღარ მინდა განთიადებს ღამეშემოთენებული, ჩაცვენილი თვალის უპეებით და ერთი ხელის მოსმით გადაგდებული იმედებით შევხვდე. გამათავისუფლე.ყელში ერთ დიდ ბოღმის ბურთად დაგროვილი ეს ცრემლიანი მარგალიტები აღარ მინდა რომ მახრჩობდნენ. გამათავისუფლე.გაიგე, რომ ეს უკუნითი ღამეც შენი გულისცემის,როგორც შორეული ბაბილონის ძილისპირულის, მოლოდინში განთიადდა. გამათავისუფლე.მე უკვე ძალა აღარ მყოფნის შეგინარჩუნო. გამათავისუფლე.შენს სიყვარულს ველური მარწყვის გემო დაჰკრავს, მაგრამ მის საძებნელად მთებს ვეღარ გადავივლი. გამათავისუფლე, სანამ ჯერ კიდევ შემიძლია ფაიფურის ჭიქასავით ხელში შემომტყდარი ჩემი ჩიტისგულა ფეთქვის ნაფშვენები სათითაოდ დავაწებო. გამათავისუფლე, სანამ ჩემი თვალის გუგები მხოლოდ ღამეების ნაცვლად,მთელი ცხოვრება ჭერს შერჩებიან და იქედან ჩემთან დაბრუნებას აღარ მოინდომებენ. გამათავისუფლე, სანამ ჩემი მოლოდინი თავის მარწუხებში ბოლომდე მომიქცევს და ვარამი ციხესიმაგრეებს შემოაჯარებს ჩემი ხელისგულების სიცივით კანკალს. გამათავისუფლე, სანამ ჯერ კიდევ შემრჩა ძალა ვისწავლო უშენოდ ცხოვრება და დავივიწყო რომ შენ არსებობდი. გამათავისუფლე სრულად და სამუდამოდ. რადგან მე ვერ გაგიშვი, შენ დამთმე!გამათავისუფლე!" წამწამები დაშორდნენ ერთმანეთს და ქალის სილუეტი ზმანებიდან წამოღებულ ნიმფას დაემსგავსა.ტკივილის შეგრძნება მოდიოდა შეხების ადგილიდან და გაწყვეტილი მძივივით მოგროვებულმა სულის ნატეხებმა აიძულეს კომოდზე ჩამოდებული ტორშერის მიერ ყველა კუთხე კუნჭულის განათება.თბილ შუქზე სულ ოდნავ წამოწეულმა გაანალიზა, რომ განთიადის უცნაური შეგრძნებები კოშმარები კი არა, დედისგან წამოღებული სიტყვების ბრალი იყო. გაშეშებულს რომ წააწყდა გაღვიძებისას დაავიწყდა,მანამდე ბევრად ადრე, ძილბურანიდან გამორკვეულმა, როგორ გაიგონა ღამის უკუნეთიდან მშობლის ჩურჩული. სთხოვდა თვალების გახელას, სულ წამიერად, მისი გამოხედვის დასამახსოვრებლად და თან წასაღებად. ცდებოდა, როცა ფიქრობდა თუ გავიღვიძებდი გადავარჩენდიო.წლების მოტანილ თვითგვემასა და დანაშაულის შეგრძნებას არ უნდა შეეჭამა მისი უკანასკნელი მოგონება, დედის ხმას დანატრებულისთვის. საიდუმლო თითქმის ხილული იყო და მიხვდა რომ ერთიანად გაშიშვლდა ყველა მოგონება.ახლა ახსოვდა, ის მცირე დეტალიც, რომელიც აქამდე დაუმალა თავის ქალის ნაშიერმა. იმ ღამით გაეღვიძა და ახლა გუშინდელი საღამოდან წამოღებულს ჰაგდა წარსულის ამბავი, სადაც მილას ეღვიძა და იცოდა, რომ სხეულს შიგნით ჩაბუდებული სიცოცხლე უკვდებოდა.კიდევ ერთ მუჭა მიწას კი, ამჯობინა თავისი სიცოცხლის დათმობა. მოჯადოებული წრე გაირღვა! სივრცე იმდენად დიდი იყო, რომ დაიტევდა სამყაროს ყველა შეგრძნებას. შელოცვის ძალა შეეჯახა ანასტასიას შიგნით აგუგუნებულ ჩიტისფრთა ფეთქვას და გახლიჩა გულმკერდის შუა ცხოვრება.ღამის კოშმარები დაერია გონების კუნჭულებს და ერთიანად შეტევას დანებებული სრულად ჩასწვდა ერთი და იმავე მომენტის ბრუნვას განთიადის შესაგებებლად. შეგრძნებებს მიყოლილმა ჩააცურა ხელი მუცლისკენ და წამოფარებულ საბანს დასწვდა ეჭვნარევად.დღეს ხომ დაეცა.ისე მწარედ დაეხეთქა თავისი უბადრუკი სიცოცხლის ნანგრევებს, რომ სასტუმროს კიბის საფეხურის სიცივე, რა მოსატანი იყო ამ ტკივილთან. თავგანწირულ კივილსა და ჰაერში, განაგიდან გასროლილივით მწარე სიტყვებს მიჰყვნენ საწოლიდან წამოვარდინილი კვიციანები, ოთახში შესულთ რომ დაუხვდათ ლოგინზე აფართხალებული ანასტასია და ფეხზე წამომხტარი ფრანჩესკას მოღვარღვარე ცრემლები. წითელი ლაქებით მოსვრილი პერანგის ბოლოები აკეცილიყო მუხლებს ზემოთ და გადაფითრებულ ელიკოს მისწვდა მუდარა, დემეტრეს დაურეკეთო. მხოლოდ წამიერად მიაყოლა თვალი კარის ზღურბლიდან გიჟივით მიმალულ ზურაბს და საწოლთან დახრილმა სცადა ერთიანად კანკალს ატანილი სხეულის სიშმაგის დაძლევა. დაბრუნებულმა ყურზე მიადო მეუღლეს, მობილურის განათებული ეკრანი და ნამძინარევი ხმის გაგონებისთანავე აჩურჩულდა არეული ხმის ტემბრი.თავადაც ხომ ვერ მიხვდა რა ხდებოდა, მაგრამ თვალით ნანახი გადასცა და პასუხის მოლოდინში გაიტრუნა მძივივით გაბნეული. -ელიკო სასწრაფოში დარეკეთ!...-უნახავადაც მიუხვდა ქალი, როგორ სინათლის სისწრაფით გამოფხიზლდა ყურმილის მეორე მხარეს მყოფი და ბოლო ხმაზე უღრიალა გამხელილი საიდუმლოს შემაძრწუნებლობა...-ხუთი თვის ფეხმძიმეა! დარეკეთ დაწყევლილ სასწრაფოში, სანამ მოვალ ! შორეული შეძახილივით გაისმა გიორგი ჯანაშიას სახელი და ქვეცნობიერში ჩაინთქა წარმოთქმისთანავე. ბედისწერის გჯერათ? მაშინ მითხარით, თუ ესაა დასასრული რისთვის მოვიდა?! ნუთუ წასვლაა ერთადერთი მოვალეობა?!თუ უნდა მოკვდეს იქნებ ჭიქა ღვინოზე მაინც დაპატიჟოს მთელმა მზის სისტემამ, რომელმაც ვინ იცის რომელი ვასკვლავების კვეთაზე გადაწყვიტა მისი დაბადება და იმ წერტილშივე გადახაზა მონაკვეთები.თუ ესაა ის წამი, აცადოს ხელის მოხვევა ყველა სიმწიფისთვის , გადახლეჩილ წარსულის დღეებისთვის,მწიფე მარწყვივით ჩაშაქრულ ლაჟვარდოვნებისთვის.ესაა მომენტი და თუ უნდა წავიდეს, მისცენ უფლება წავიდეს იმაზე მეტი ვიდრე დაიბადა, რადგან ბიოლოგიური ასწლეული და კოსმოსური წამის მეასედი მისთვის პოემაა,ვიღაცისთვის მორიგ სიმთვრალეში შეთხზული პატარა ამბავი, სიტყვა-სიტყვაზე გადაბმული და ვერგამართული.იქნებ ახლა მაინც არ ჩაუწყდეს ხმა,ათასწლოვანი დუმილის მერე,თვალებს ფართოდ გაახელს, ვერ დაუმალავთ ტერფებიდან მხრებზე ამოცოცებულ ბოლო წუთებს,ვერ გაბედავთ გაააჩუმოთ ყველა ცხოვრების წინაშე,ყველა იმ ნოტის რომელიც შემთხვევით აიღო სხვამ და მის კომპოზიციაში ვარდის თაიგულში გამოკვეხებული ყაყაჩოსავით ჩადო.ვერ გაბედავთ თქმას,რომ მიდის უსხეულო,სულიერ მდგომარეობაში ან ცეცხლში და კუპრში,ვეღარ გაბედავთ დააყვედროთ ყინვისას წამომცდრი სითბოები და როცა მიხვალთ,დააცქერდებით სახეგაშეშებულს და სილურჯე შეპარულს,განაცისფერებული თავისი ოქროს თმით და ვეღარანთებული ოქროს თვალებით მიიხედებით გვერდზე ამრეზით და იტყვით-"ახია მასზე,ახია,ახი!" თვალთახედვა დაიბურა და ყურთასმენა დაიხშო. ანასტასია იდგა ჩამავალი ციური სხეულის ასტაფილოსფერებულ ნათებაში, თავგანწირვით რომ ცდილობდა მისი მშობელი მზე ოქროსფერ შვილობილს მიმწვდარიყო სითბოთი.ღამის მწუხრი ეშვებოდა თომას ოდის სახურავზე. ჩრდილოეთიდან მონაქროლი ნიავი ელამუნებოდა მოშიშვლებულ მხრებს და ფეხშიშველამ იგრძნო თითებთან ანცად მოთამაშე ბალახის სიმწვანე.თხილის ბოლოებთან მდგარმა მიმოიხედა და სრულ სიჩუმეს შეეგება ამაყად აზიდული მთებიდან.ზაფხულის საღამო მოიწევდა მთელი შემართებით და აშრიალებული ფოთლები უყვებოდნენ შორეული წარსულიდან წამოღებული ამბების სიღაჟღაჟეს. ადგილს მიყინულმა იგრძნო სიფრიფანა ნაჭრის ფრიალი მოშიშვლებული კანის რძისფერთან და სიამოვნებისგან გაებადარა დღის შეგრძნებებით დალაქავებული სახე.თხილის ბოლოებში იელვა ოქროსფერმა ნათებამ და ხელში მოქცეული შუშის ქილა ახმაურდა ქარის მოტანილი შეძახილის გასახმოვანებლად.ბავშვობიდან მოპარულმა აქაფქაფებულმა შეგრძნებამ ღვარ-ღვარით დაუარა ტანის გაშეშებულ დგომას და თავისდაუნებურად წადგა ნაბიჯი კეკლუცად გამომწვევი ციცინათელების ქილაში მოსამწყვდევად.ცხოვრება ხომ ზუსტად ამ თამაშს ჰგავდა, შენ სასურველს მოიქცევდი ხელისგულებში, წამიერად გაიხარებდი ალუბლის სიტკბოსავით ჩაშაქრული შეგრძნების დაგემოვნებით და ჟღარუნა ზმანებებიდან წამოღებულად მოგეჩვენებოდა თავდაღწეული ციცინათელისგან დარჩენილი, ცარიელი ხელისგული. თომას ეზოს შუაგულში აღმოჩენილმა დაიხედა წინ წამოწეულ მუცელზე და ჩიტისფრთა ფეთქვა იგრძნო სხეულის ნაწილებში, სიცოცხლე ჩქეფდა ხელისგულებში მოქცეულ, ამოკოკრილ მუცელში და მთელი ძალით დახუჭული თვალები გაახილა ბედნიერებისგან გამთლიანებულმა.სამყარომ ეს მომენტი აჩუქა ჭიქა ღვინოსავით, თან წასაღებად. დემეტრე ბერაია დასცქეროდა ტკივილისგან გადაფითრებულის უცნაურად გაბადრულ სახეს.სასწრაფო მანქანის სირენები უჭედავდა ყურთასმენას, მაგრამ გონზე მოსულის თაფლათვალებს რომ შეეჩეხა ცხვირსა და პირზე აფარებული ჟანგბადის წყარო მოხსნა წამიერად, გულაფანცქალებულმა.მხოლოდ რამდენიმე სიტყვა გაიმეტა მისი სიცოცხლის გამყოფმა, არსებობის და მარცხენა მხარის ერთადერთმა პატრონმა, ასეთი თავგამეტებით რომ შეუმტვრია გულის ჩარაზული საკეტები თვეების წინ. -ალუბლის სიტკბო...-თითქოს აქ არც იყო, სადღაც შორეულ ზმანებაში აღმოჩენილი აწებებდა მზერას, თავზე აღმართულ სასწრაფო მანქანის ჭერს და მოჯადოებულივით იღიმოდა გაცისკროვნებული.მხოლოდ წამიერად შეაჩეხა თაფლათვალები მის სინაცისფერეს და შელოცვასავით უჩურჩულა...- არ დამივიწყო დემე.... -ძალიან გთხოვ...-მის ხელისგულს ისე ეჭიდებოდა, როგორც დინების სიჩქარეში მოყურყუმელავე სხეული იჭერს ხავსს, ერთადერთ იმედად...-გემუდარები...-გაებზარა ხმაც და სიტყვაც, მის თავთან დახრილი შორეული ბაბილონიდან წამოღებულ შელოცვას უღიღინებდა სანახევროდ დახუჭულ თვალთახედვას...-ჯანდაბასაც წაუღია სასტუმრო, თავისი ქონებით და ხელშეკრულებით.მე აქ ვარ და შენ მილა არ ხარ!...-ღვარძლმა იელვა სინაცისფრეში და თავგამეტებით წაიჩურჩულა უკანასკნელი თხოვნა...-სულ ცოტა, სულ ცოტა მოითმინე ტასო! ღიმილი იყო უკანასკნელი, რაც დაამახსოვრდა.მისი გაცისკროვნებული თვალის უპეებიდან თავხედურად გამოჟონილი, თეთრი მარგალიტებით დაცვარული, ტუჩის კუთხეების ღიმილი. XXVIII "დაე სჯეროდეს სასწაულების" მკათათვის მიწურულს, მზე რომ ზენიტში ექცევა ცის თაღზე და შეუბრალებლად იწევს მიწის შვილების გასათბობად, მწვანედ შეღებილ ღობესთან გაჩერდა ავტომობილი. ანცად ჩამომხტარმა გოგონამ დრო იხელთა და თავისი სახელის გაბმულად ძახილის მიუხედავად დასწვდა პატარა თითებით ჭიისკარის სახელურს.მუქ მწვანედ აბიბინინებულ ეზოში,მწკრივად დარგული თხილის ხეები აშრიალებდნენ ფოთლებს და სიოს დანებებულნი თავმომწონედ აჩენდნენ ნაყოფით დახუნძლულ ტოტებს. ხასხასა ცისფრად შეღებილ ძველი ოდის კედლებს, სიცოხლეს უბრუნებდა ერთიანად ათეთრებული დარაბების სიბრჭყვიალე და ასწლოვანი კოპიტის ამაყად აზიდულ კენწეროს შეხიზვნოდა მოხუცი ქალი. ჩალისფერ თმიანი ცქრიალას მოტანილ ტიტინს გაუსწორა სილაჟვარდე და ერთიანად იფეთქა სიხარულის ლაქებმა დანაოჭებული სახის კუთხეებში. გაშლილ, ცხოვრების სრბოლისგან დაბეჩავებულ მკლავებს ჩაუვარდა ნაცრისფერთვალა გოგონას მოცუცქნულობა და ტუჩის კუთხეები გაწელა ღიმილის სიგრძემ, ფუმფულა ლოყებს რომ მიეფერა ალუბლისფრად შეფერადებული ტუჩების სიმცირე.კალთაში ჩაყრილ, ნახევრად დარჩეულ თხილს წაეტანა და ურჩად მიაყურადა უკან მოყოლილი კაცის დარიგებას, კბილები გეტკინება, მე გაგიტეხავო. მანო ფეხზე წამოუდგა ყავისფერ შარვალსა და კუბოკრულ პერანგში გამოწყობილ, ორი თავით მასზე მაღალ შავგრემან კაცს და მხრებზე მოხვეულმა მისმა ხელისგულებმა დააბრუნეს ჯირკებზე დადებულ ძველისძველ ფიცარზე. აქამდე თითებს შორის მოქცეულმა მძიმე ნაჭუჭმა დაიტკაცუნა და მიწას ჯერ არ დამჩნეული გოგოს მოუსვენრობას დასცინა ბიჭმა, ხელიდან რომ გამოსტაცა თხილის თოთო, თეთრი გული. -მანო, იცი? მამამ ალუბალი დარგო...-პირმოცმაცუნემ ახარა ქალს ამბავი და თავმომწონედ გაუგრძელა მოყოლა...-ასე მითხრა შენი ალუბალიაო, ჩემთვის დარგო...-მოხუცს ყურადღებით დააკვირდა, აბა აღფრთოვანებას თუ გამოიწვევს ჩემი სიტყვებიო. -რას ამბობ? თავისი ხელით დარგო? მართლა?...-ჭკუა გაუცვალა ქალმა და მოჩვენებითად შეიცხადა ამ ამბის ჯადოსნურობა...-რადგან შენთვის დარგო, იცოდე ყოველ დილით წყალი უნდა დაუსხა ხის ძირს, ხომ იცი? თუ გინდა რომ დიდი და ლამაზი ხე გაიზარდოს...-მუხლებში ჩამდგარ ქარს ვინ დაგიდევდათ, მისი ერთი ბეწო ხელისგულები რომ ეკვროდნენ ზედ. -მე ახლა წავალ და მალე მოვალ, ხო?...-პატარა ქვეშ-ქვეშამ, გამოსტაცა უშველებელი თითებიდან კიდევ ერთი თხილის გული მამას და თავის დაქნევით დაარწმუნა თავისი სიტყვის ასრულების ერთგულებაში, ოდის უკანა მხრისკენ გაქცეულმა. -იმ ყვითელ ბჟიტებს მოძებნის, მოეფერება და მოვა...-შვილის მიმალვას თვალგაყოლებულს დაუმშვიდდა გული და გოგონას ცელქობაზე ჩაცინებული ჩაეკითხა, ინტერესით...-საიდან მოდიხართ ასეთი გამოპრანჭულები? -დილაადრიან წავედით ქალაქში, პროდუქტების და ტორტის საყიდლად...-ამჯერად თვითონაც გადმოერთო მოხუცის ხელსაქმეზე და თავისთავად დაიწყო თხილის რჩევაში მიხმარება...-დღეს ზურას და ელიკოს ქორწინების, ოცდაათი წლის იუბილეა და საჩუქარიც ავურჩიე ამ პატარა ქალბატონთან ერთად.სხვათაშორის ამიტომაც გამოგიარეთ, კვიციანებმა დამაბარეს ველოდებით საღამოს, აუცილებლად მოვიდესო. -უუჰ, აბა ფუსფუსში იქნება ელიკო...-დაასკვნა ქალმა და ღიმილით გადმოხედა ხელმარჯვეს...-მისახმარებლად წავალ მაშინ, ადრიანად. -ნინიკო,თამარა და ლიზა ეხმარებიან...-წარბშეკვრით იუარა ბიჭმა მოხუცი ქალის შეწუხება...-სიმართლე რომ გითხრა, იმათაც არ არყევინებს ხელს და სანამ თვითონ ფქვილშია ამოსვრილი,უბრალოდ აწუწუნებს უსაქმოდ დამსხდრებს...-გაეცინა დემეტრეს იმის გახსენებაზე, როგორ უკმაყოფილოდ შესცქეროდნენ სამზარეულოს მაგიდასთან ჩამომსხდარი გოგოები ციბრუტივით მოტრიალე დიასახლისს, საქმეს რომ არ აკარებდათ, თავზე ცაცხანით. -მამა, ნახე...-თხილის რჩევას თავმინებებულმა ააწება ნაცრისფერი სფეროები , თეთრ სარაფანში გამოწყობილ თითისტოლას, გულამოვარდნით რომ მოერბინა მის მუხლებამდე და თავის გულთან აკრულ ბჟიტს აჩვენებდა თვალებაციმციმებული...-მანომ მითხრა, თუ გინდა წაიყვანეო...-უდარდელად კი ამოთქვა, მაგრამ თავისი დიდრონი თვალები ააწება ამღვრევით, ახლადწამოჩიტულმა აფერისტმა.დიდი ხნის წინ მიუხვდა მამას, ამ გამოხედვას ვერ უძლებს და სულ მთანხმდებაო. -მილა სად წაიღე შენი ბალეტკები?...-ყურადღება არ მიუქცევია მისი შეფარული სიტყვებისთვის, მხოლოდ მწვანე ბალახზე აკრულ ფეხშიშველას აცქერდებოდა და წარბაწევით აპირებდა, აქამდე უთქმელი საყვედურის გამოცხადებას...-ისევ თხილებში დამალე, ხო?...-უდარდელად დაუქნია გოგომ თავი და მშვენივრად იცოდა, დემეტრე ბერაია მასთან რომ ვერ გაბედავდა წყრომის გამოჩენას...-მიდი, გაიქეცი და მოიტანე...-გაეცინა ონავრობაზე და გულთან აკრული ბჟიტი აუფართხალდა, ხელში რომ მიაჩეჩეს. -ის ვარდისფერი ბალეტკები ვიპოვე, ერთი კვირის წინ რომ გააქრო...-მანომ მიაყოლა მზერა და გულიანად გაეცინა ფარ-ხმალ დაყრილი ბერაიას მორჩილებაზე...- ბალახი რომ მოვთიბეთ და მზეზე გამოსაშრობად მოვაგროვეთ, იმაში ჰქონდა ჩამალული. კიდევ კარგი სანამ ცეცხლს წავუკიდებდი, მანამ შევამოწმე ქვედა ნაწილი გამომშრალი თუ იყო, თორემ მივაყოლებდი ფეხსაცმელებსაც ზედ...-ხითხითებდა მანო და მუჭში იქცევდა მაგარ ნაჭუჭიან ნაყოფს...-გუშინ თხილებს რომ ვბოჭავდი, შენი მანქანა დავინახე...-საუბარი გადაიტანა ინტერესის საგანზე და ყურადღებით დააკვირდა პასუხითვის გამზადებულს. -მარმარილოს ქვები ჩამოიტანეს, როგორც იქნა და მუშები წავიყვანე სასაფლაოს დასასრულებლად...-ამოთქვა ბერაიამ და თვალებით დაუწყო ძებნა დაგვიანებულ ცელქს. -კარგია, რომ აქ გადმოსვენება გადაწყვიტეთ...-თვალებში ჩაილაგა მანომ დარდისხელა ტკივილები და მოახლოებული ტიტინის გაგონებისთანავე იცვალა გამომეტყველება...-მისი ადგილი აქ იყო. -აი...-პაწაწინა თითებში მოქცეული ბალეტკები გაუწოდა თავმომწონედ და კალთაში ჩაგდებული ფეხსაცმელების საფასურად, გაშლილი ხელისგულებით მოითხოვა თავისი ღუნღულა ბჟიტი. -ცოდოა მამი, ჯერ პატარაა და თავის დედიკოსთან უნდა...-ეცადა ისე გადაეფიქრებინა მისთვის, რომ გული არ სტკენოდა ნატვრა აუსრულებელს...-მანოსთან დავტოვოთ და რომ მოხვალ მაშინ ეთამაშები, კარგი?...-ჩაფიქრებულმა შეავლო თვალი ფრინველის სიყვითლეს და საჩვენებელი თითით მიფერებულ ნისკარტს დაუქნია მორჩილად თავი.მის ურჩობას დაჩვეულმა, რომ ნება დაყოლილი დაიგულა, თავადაც წავიდა კომპრომისზე და უარი თქვა მისთვის ფეხშიშველობის დაშლაზე...-წავიდეთ ხო? ბებო და ბაბუ გველოდებიან. -დემე, კინაღამ დამავიწყდა, ორი წუთით დამელოდე...-ნაბიჯ წინ წადგმულს, თითებს შუა რომ მოექცია პაწაწინა ხელისგულის სითბო, გაკვირვება გამოეხატა სახეზე და წამით შეიცადა ფეხზე წამომხტარი ქალის დანახვაზე.ოდის გვერდით დალაგებული ქოთნებიდან, ერთ-ერთი ამოარჩია მანომ და მოახლოებულმა გაუწოდა დემეტრეს...-გერანიებია, ანასტასიას ბავშვობაში უყვარდა. რავიცი, ვიფიქრე გამოგადგებოდათ...-ბერაიამ ღიმილით დაუქნია თავი და თავისუფალ ხელში მოიქცია ქოთნის სიმძიმე. შარა გზის ბოლოს მოჩანდა ზვიადად თავზე წამომდგარი შენობის სიმაღლე,რომლის ნაცრისფრად ამოლესილ კედლებს ელამუნებოდა ივლისის ნათება და შესასვლელთან მოსწორებულ ხრეშზე გაისმა ავტომობილის საბურავების ხმა. გაშლილ მინდორში თავი წამოეჩიტათ ფერად-ფერად პეტუნიებს და მათი მწკრივისგან შექმნილ წრეში თეთრი ქანდაკების ჯადოსნურობა იწვევდა სტუმრებს. ფანტანიდან მომავალი წკრიალა ჭავლით ავსებდნენ საწუწაო ტოფებს ანცები და გარშემო სირბილით იკლებდნენ აჟრიამულებულ არე-მარეს. ახლად მოთიბულ ხალახზე, ზედ რომ ეფარებოდა ფიჭვის ხეების ჩრდილი, ახალგაზრდა ქალი გაწოლილიყო და სანახევროდ მოუჩანდა გაშლილი წიგნის გარეკანი.ხელით ნათალი, უშველებელი შესასვლელის კარი გამოეხსნათ და გარეთ გამოლაგებულ დამსვნებელებს ატკბობდათ როიალზე მოცეკვავე თითების სიმარდე.მანქანიდან გადმომხტარ მოუსვენარს შეეგება შავი თვალების სითბო და მხრებზე ჩამოშლილი კულულები კიდევ მეტად გამოიკვეთა, კისერთან თავდაგულებულმა, ხელში ატაცებისას რომ მოიქცია თითებში.ბერაიამ გაკვირვებით შეავლო შემხვედრს თვალი და სახე გაებადრა. ვარდისფერ, თეთრი კოპლებით დაფარულ სარაფნით შემოსილში ხომ ნაცნობი ფიგურა ამოიცნო. -ჩესა...-ომახიანად შესძახა მისი სახელი და მოჩვენებითი უკმაყოფილებით წავიდა მისკენ...-ასე არ თქვი საღამოს ჩამოფრინდება ჩემი რეისიო?...-გულზე აკრულ ჩიტისფრთა ფეთქვას სულაც არ სურდა, ახლოს დაგულებულის, მამისთვის დათმობა და გაბუსხული შეაჩერდა მსუბუქ კოცნას, ქალის ლოყის კუთხესთან. -ჩემი ჩამოსვლის ამბავზე რომ ვერ დააჭირა კბილი ენას, იმ ვაჟბატონმა, ეგეც მეყოფა...-აიფოფრა ქალბატონი და მხიარულად წაეთამაშა ჩალისფერ დალალებს,თლილი თითებით...-დრო მაინც ყოფილიყო სხვა, ჩემ გამოჩენას რომ ეფექტი არ დაეკარგა...-მორთო კისკისი და კისერში წაეტანა რძისფერ სიტკბოს. -მამა-შვილიც დაბრუნებულან...-სასტუმროდან მომავალმა დოინჯი შემოირტყა და წარბშეკვრით წამოვიდა მოსაუბრეებისკენ...-თქვენ საჩუქრის საყიდლად იყავით,თუ საბადოს საძებნელად? რა ქენით, გამოჭედეთ ოქროს კულონი ბერაიებმა?...-დამცინავად ააკვასკავსა თვალები და ნაბიჯი უკან წადგა ფრანჩესკასთან ზედმეტად მოახლოებულმა, გველნაკბენივით. -არადა რა კარგი ბიჭია...-მოუბრუნდა ჩესა დემეტრეს და შემბრალებლურად მომანჭა სახის კუთხეები...-ცოტა მოშორებით რომ დგას, ხმას არ იღებს და თვალებიც დახუჭული აქვს.არა?...-კითხვის შინაარსს ჩასწვდა დემეტრე, ოღონდ ამჯერად აღარ აპირებდა შუაში მოყოლას და ისევ ორ მტრულ ბანაკს დაუთმო მორიგების საშუალების ძებნა...-მივხვდი ! შენი მოწოდებაა ძილი ბაჩუკი, მაგ დროს ხარ ბრილიანტის ნატეხივით! -არ მინდა ბავშვის თანდასწრებით ვთქვა, შენ როდის ხარ ბრილიანტის ნატეხივით...-მწარე კომენტარზე ხომ უნდა აფოფრილიყო.ამან თამამად გაშალა ფრთები და იტალიურად წასისინებულ შეფარვას მიაყოლა ჭინკებ აცეკვებული თვალები...-თავს ნუ შეირცხვენ! -თითო ენა,თითო ჯერზე მეგობრებო...-ბერაია ფრანჩესკას გამომეტყველებით მიხვდა რაღაც უხერხული რომ წამოყრანტალა ბაჩომ და წინ გაწვდილ ხელებში მოიქცია, თავისი ურჩი ქალბატონი...-ნუ გამიგიჟებთ ბავშვს, თქვენი პოლიგლოტური შესაძლებლობებით. ჩალისფერი კულული ევლებოდა მამის თბილ სახეს.გულთან აკრული ჩიტისფრთა ფეთქვა მოუსვნერად აცეცებდა თვალებს, ცამდე აზიდულ სიყვარულს რომ მიჰყვებოდა მორჩილად. ტბის გარშემო შემოვლებულ ბილიკზე, ველოსიპედების პედლებს ატრიალებდნენ ნება-ნება, შუახნის წყვილი და შიგადაშიგ თუ გადახედავდნენ ერთმანეთს, თვალის უპესთან გამოჩენილი, თამამი ნაოჭებით. ფიჭვნარს მოჰქონდა საამური ნიავი ჩრდილოეთიდან და მარადმწვანე ხეების საიდუმლოს აზიარებდა ჩრდილშქვეშ თავშეფარებულ, კამკამა წყლის ლივლივს მინებებულ დამსვნებლებს. ღაჟღაჟა სარაფნები იმზირებოდნენ თამამად, ეზოს კუთხეებიდან და ყველას იწვევდნენ ივლისის თვის, შუადღის სითბოს, მოსაპარად. ჯერ კიდევ საძინებლებს მიბარებულ სხეულებს,ასტაფილოსფერებული ნათებები ეკეკლუცებოდნენ, ჩამოსატყუებლად. ლაჟვარდოვანი ცა დაჰგუგუნებდა შენობის უკან, ზღაპრულად წამოჩიტული გუმბათის შუშაბანდს თავზე და მიწიდან სანახევროდ ამოყვანილი წითელი აგურის სითბო ეღვრებოდა, მთელ სიგრძეზე ჩაყოლებული, დარაბების ჩარჩოებს.კელდების შიგნით ახალგაზრდა გოგონა წამოდგომოდასავარძლებში ჩამსხდარ მოჩურჩულეებს და გასიგრძეგანებულ თაროებზე ჩამოლაგებული ქოთნების სიმძიმე ვერ უშლიდა ხელს ბერაიების თვალთახედვას, ყურთასმენის დაძაბვასთან ერთად,თამამად შეეთვალიერებინათ გადახუნებული ფურცლიდან ამოკითხული სიტყვების ძალით, ამღვრეულ თვალთა ათინათი. ".....თეთრი ღამეების ნიავები, ბიბილოებთან ნაქროლი ეს ყურისწამღები საღამოები, ნარინჯისფერი დილები და ვერგათენებული სხეულების ტრაგედია. ბოშა ვარ,სულით ბოშა ქალი ვარ, წინა ცხოცრებაში მოცეკვავე ჭრელი ბოშა ვარ, ნახშირისფერი თვალებით და ყორნისფერი დალალებით,ბოშა ვარ! დილიდან დილამდე ვივლი, დავისივებ ცხოვრების ყველა კუნჭულს და ვივლი, ისე თითქოს მე მევალებოდეს დედამიწის გუშაგობა. ავაფრიალებ, ავაჟრიალებ ჩემს ჭრელა-ჭრულა ჟღრიალა კაბას. მე ხომ ბოშა ვარ. ხშირად მიყურებენ, მიყურებენ შავთვალებიანს და შავთმიანს. ამ ჩემს ჩამოკონწიალებულ კაბაში გამოწყობილ ეშხიან ქალს. გამიღიმებენ ისე თითქოს ერთი ვარ, ერთადერთი ბოშა! ხმას ამოვიღებ და ავაცეკვებ ჭინკებს თვალებში, ხელისგულიდან და თვალებიდან გამოგიყვან შენი სურვილების ანალოგ მომავალს, იმდენი მინახავს მე ხომ "ჰიტანა"ვარ , მე ხომ ვიცი ქუჩის კითხეებში ჩამალული უბედურებების ცეკვა, შემოვიხვევ სახეზე ღაჟღაჟა თავშალებს, თამამად ვიცეკვებ ყველა კასტანიატას ხმის გაგონებაზე, ჩუმად ვივლი ბაზრობების ჭუჭყიანი დახლებიდან დახლებში და გავუღიმებ ყველა გამვლელს , გამოვისულელებ ცხოვრებას , ბოშა ვიქნები - ბოშა, მე ჰიტანა ვარ ! ჰიტანა ! მერე კი, დილით, ავკრეფ საწოლიდან, ჟღარუნა სიზმრებიდან წამოღებულ, ამ ჩემ საკუთარ თავს...." მსმენელთა ჩურჩული ჩაიკარგა ტაშისცემის ხმაში და დემეტრე ბერაიამ უცნაურად დახედა, აღაჟღაჟებული ანცის პაწაწინა თითების ცეკვას, თავადაც რომ უერთდებოდა აღტკინებულთა ემოციებს. სახეზე ჩამოყრილი წაბლისფერი თმა გასცდა მხრების საზღვრებს და შემოსასვლელისკენ მობრუნებულმა კითხვის ნიშნები აიკრო გუგებში. შორიდან გაისმა შეკითხვა და პასუხი ჩაინთქა საზოგადოებრივი თავშეყრის ხმაურში. უკან მობრუნებულის ნაბიჯებს გაასწრო, დრომოხელთებულმა და ფეხშიშველამ ჩაურბინა მამას, თვალთახედვის არედან ჩამორჩენისთვის. ახლა, როცა მხოლოდ გულთან მარცხენა ხელით აკრული წიგნები ებარა, კიდევ ერთხელ მიხვდა რომ იმ სამყაროში ცხოვრობდა,რომელშიც ოთახები სხვადასხვა ფერადაა შეღებილი. სადაც წვიმის წვეთები ეცეკვებიან ღიმილიან სახეებს, ყვითელ-წითელი საწვიმარებით დახტიან ანცები ქუჩაში და ბუხრის სიმხურვალე ოხშივარადინებულ ცხელ ფინჯან ჩაისაც ათბობს.ამ სამყაროში ადგილი არაა დილის სიზარმაცეებისთვის და სახეზე ბალიშაფარებისთვის,კიდევ ერთხელ იმის დასავიწყებლად რა საზიზღარია ცხოვრება და როგორ დავიღალეთ.ამ სამყაროში დილებს იწყებდნენ ხალისით, შემოსასვლელში გამოტანილი გაზეთების თაროებთან ჩამომდგარი კარისკაცი, სიამოვნებით რომ ამცნობდა ძილბურანიდან ახლადთავდაღწეულ სტუმრებს ჩემმა მეუღლემ დღეს განსაკუთრებით გემრიელი მაფინები დააცხო და სამზარეულოსთან რიგიაო.ამ სამყაროში ისეთი წვრილმანები აბედნიერებდა, როგორსაც ვერც კი შეამჩნევდა კერძო სექტორის ყბადაღებულ მოთხოვნებში თავით გადავარდნილი ახალგაზრდა,დემეტრე ბერაია.აქ ადგილი აღარ იყო სხვების გრძელი ცხვირების და ათას ტონიან სიმძიმედ ქცეული ყოფაცხოვრებებისთვის და მიხვდა, რომ ნამდვილი ბედნიერება ამ სამყაროს ჯადოსნურობა გახლდათ. კაკლის ხის კარს დასწვდა ხელისგულის სიფართოვე და შუაში, მასიურად ამოჭრილი ფანჯრებიდან მომავალ შუქზე გამოიკვეთა, მწკრივად ჩაწყობილი წიგნის კარადები.შუაში, ოვალურ მაგიდასთან, ჭაღარა თმიან მამაკაცს თვალწინ დაედო გადაშლილი წიგნების სიმრავლე და ხმის გაგონებისთანავე ამოხედა, ცხვირზე ჩამოსკუპებული სათვალის შუშებიდან.დემეტრემ ქაღალდში გახვეული წიგნების სიმძიმე აგემა ზედაპირს და ღიმილით მიესალმა, აქამდე საგულდაგულოდ ნაძებნს. -მეგონა პატარა სამკითხველოში იქნებოდი. რომ მთხოვე ის წიგნები ვიყიდე ბიბლიოთეკისთვის...-კაცის თითები ხარბად დასწვდა, ქაღალდში გახვეულ ფურცლების გროვას და კმაყოფილებისგან გაებადრა სახე, მის აღსარებას რომ წაესწრო...-შენი კლუბის წევრები მგონი დღითიდღე აუმჯობესებენ შესაძლებლობებს. -ისევ იქ არიან, არა? ვერ გამოვიყვანე სამკითხველოდან...-მიხეილმა ხელები გაასავსავა თავისი უუნარობის გამოსახატად და ბიჭის სახეზე შემჩნეული აღფრთოვანებით მიხვდა, რომ ისევ შეესწრო ახალბედა მწერლის ნამუშევარის წაკითხვას, მცირე პუბლიკის წინაშე...-მაგრამ რას ვიზამთ, მთავარია რომ შეგპირდნენ დაბეჭდილი წიგნის ეგზემპლარებს, პირველად თქვენ გაჩუქებთ სასტუმროს ბიბლიოთეკისთვისო...-ართობდა ეს ზეპირი ხელშეკრულება და იხსენებდა აქ ჩამოყვანილმა მწერლების ჯგუფმა, როგორ აღუთქვეს, სასტუმროს პატრონს, პირველად თქვენ უნდა გერგოთ ამ ადგილის მადლით დაწერილი ნაწარმოებების ფურცლებიო. -მაგ შეპირების გამო იჯავშნება ოთახები ერთი სეზონით ადრე...-გაეცინა დემეტრეს და ჯიბეში ახმაურებულმა ტელეფონმა გააწყვეტინა საუბარი, ფანჯიკიძესთან. აქამდე მზერის მიღმა დატოვებული კუთხიდან, სავარძელში მოთავსებულმა ქალბატონმა, ხმამაღალი ჩახველებით მიახვედრა ხელს მიშლიო და რადგან თავისი საქმე უკვე მოილია, ჩქარი ნაბიჯით მოშორდა აუცილებელი სიჩუმის ნავსაყუდელს. კარის ჩარჩოს გამომცდარმა უპასუხა განათებულ ეკრანს და თანაშემწემ ამცნო პარასკევს მოთხოვნილი საბუთები უკვე გამოგიგზავნეთ ფოსტით და ხელმოწერილს ველოდები უკანო. საუბარში გართულმა გააყოლა თვალი სოფიოს, ქაქანით რომ მისდევდა სამზარეულოსკენ გაქცეულ ფეხშიშველა ცელქს.მარმარილოთი მოპირკეთებულ კიბეებს ვიღაც აკრავდა ნაბიჯების ხმას და როგორც კი მეორე სართულზე დაბინავებული, ნაცნობი სტუმარი ჩამოვიდა საფეხურების წყობიდან გამარჯობის სათქმელად, თავად დაიკავა მისი ადგილი.მესამე სართულზე აღწეულმა, მარცხენა კიდის ფრთისკენ აიღო გეზი და ხელსაწყოს გამაყრუებელ ხმაში დაიჭირა დიალოგის ნიშნები. მიახლოებულს თვალში მოხვდა აჭიმული კიბის სიგრძეს ჩაფრენილი ჯაბას ფიგურა, შუბლზე აკრულ ოფლის დაწინკწკვლას რომ იშორებდა ხელისგულით და შიგადაშიგ საყვედურივით ჟღერდა მისი სიცილი. -გოგო მარცხნიდანაც მიუდექი მაგ თაროს და კარგად დაუმაგრე შურუპები, თორემ მეორედ ვეღარ მომიტყუებ მოსახმარებლად...-კიბის შუა საფეხურზე გაჭედილს, ორი ზომით დიდ, ჯინსის კომბინიზონში გამოწყობილს, მხრებზე ჩამოგდებული სალტებიდან მოუჩანდა მტვრით შეფერადებული მაისურის, ძლივს შესამჩნევი სითეთრე და მარჯვედ ატრიალებდა ხელის დრელეს, თაროზე აკრული...-ყვავილებიც ამოსატანია და ბაჩუკის, თუ სიცოცხლე არ მობეზრებია, ურჩევნია არსად გაძვრეს. -ნუ ბუზღუნებ მამა...-წამიერად შეჩერებულმა ჩამოსცინა ზემოდან და გონებაში მოქექა მის დასაშოშმინებლად, ძველი ამბის კომიკურობა...-თორემ გაგახსენებ, რამდენჯერაც საძინებლის შპალერს შეხედავ, იმდენჯერ რომ მეძახი სიტყვის გამტეხ ქალს. -არტურას დაგიძახებ ამიერიდან, ოღონდაც ჩამოდი მაგ კიბიდან, გავწყდი კაცი წელში...-წუწუნებდა ბერაია და ვერ უხვდებოდა ახლადშემოსწრებული, კიბის ხელებით ჩაჭიდება ასე როგორ ღლიდა ჯან-ღონით სავსეს. -არტურასთან ფრთხილად, ბერაიებო!...-კედელს აკრულმა, სარსკასტული გამომეტყველებით რომ უცქერდა შუშაბანდებიდან მომავალ სინათლეზე გამოკვეთილ მოკინკლავეებს, ხელები გადაიჭდო და დაელოდა მისი შემჩნევისას გამოჩენილ ყურადღებას...-ეგ ხელოსანი, ასე ხელწამოსაკრავად სახსენებელი არაა! -ოოჰ, ხედავ ჯაბა? მოაგნეს სახლის გზას!...-სურვილიც ახდა და როგორც იქნა იატაკზე დადგა ფეხის სიმძიმე ქალმა.შუახნის კაცმა მადლიერებით გადახედა შვილს და წარბშეკვრით წაგლიჯა ხელიდან დრელე, აქაოდა კიდევ არ მოინდომოს ოსტატობაო...-შენი კუდი სად ბრძანდება? ბოლო წამს რომ ჩაგიხტა მანქანაში. -ჩემს კუდს სოფიო დასდევს...-მოახლოებულს ააკრა სარკასტული გამომეტყველება და ქვეშ-ქვეშად გააყოლა მზერა ფეხაკრებით გაპარულ ჯაბას, მუცელთან რომ მიწეწებებინა ხელის დრელე...-ფეხშშველი გამოიჭირა და გულამოვარდნილი ემუქრება გაქცეულს. -ყვავილების დროა დემე...-მარტოდ დაგულებულს უჩურჩულა და ზურგით მიყრდნობილმა იგრძნო როგორ ხარბად დაეწაფნენ მის ცხენის კუდად შეკრული თმიდან მომავალ იების სურნელს.ყურთან ობლად ჩამოგდებულ კულულის ბოლოს, გამოწვევის ელფერი დაკრავდა მთელი დღით გადახვეწილის თვალში და სიცოცხლის წყაროსთან მიწებებულმა ტუჩებმა მიიკრეს, სიახლოვეს დანებებული ქალის გულისცემა. ოთახი უსაშველოდ გასიგრძეგანდა ახალთახალი ფეთქვის ალში.კედლებზე გაკრული შპალერიდან მომზირალ საკურას ყვავილებს, ისეთი სინამდვილის ელფერი დაჰკრავდათ რომ უცილობლად დაგტყუებდნენ შეხების სურვილს. დაცარიელებულ სივრცეს მხოლოდ თაროებით ალაგ-ალაგ დაფარული კედლები ავსებდა და გაახსენდა ბერაიას, როგორი მოჯადოებით ეჩურჩულებოდა ღამის სიჩუმეში მეუღლის სიტყვები, მთლიანად ყვავილებით გამოვავსოთ ძველი მოგონებების ბუდეო.ავეჯისგან განთავისუფლებულს, სულ აღარ დაჰკრავდა იდუმალი შეფერილობა და ახლა ისიც უნდა ქცეულიყო აწმყოს შვილობილად. ისე როგორც წესია, ზარდახშაში შენახულ ნაცრისფერ ფოტოებს მხოლოდ მათთვის აქვს მნიშვნელობა, ვინც ფირზე აღბეჭდილთ იცნობდა. -მანოს გავუარეთ და გერანიები გამომატანა ქოთნით, ტასოს ბავშვობაში უყვარდაო...-საუბრის წამოწყება სურდა, მის საიდუმლოს ნაზიარებს და იცოდა გამოუვიდოდა კიდეც, ერთგულების ფიცის ქვეშ ნახსენები გულახდილობის ძალით...-მითხრა კარგად მოგიფიქრებიათ, რომ გადმოასვენეთო. -როგორი უცნაურია არა?...-თაფლა თვალები შერჩა შუშაბანდის ჩარჩოებს და ჰორიზონტს მიღმა მოცქირალმა ამოთქვა გაკვირვება...-ჯერ კიდევ სამი წლის წინ, ლამის თვალები დავთხარე ლიზას ამ ოთახიდან ავეჯის გატანა, რომ მოინდომა. ახლა კი მე თვითონ გავაქრე მისი არსებობის კვალი და ვერაფერს ვგრძნობ. -მე მჯერა, რომ თვითონაც ბედნიერია შენი გათავისუფლებით...-მისკენ შემობრუნებულს, გახლეჩილი ატმის სიკვასკვასე დაურბოდა ლოყის კუთხეებში და ინტერესიან გამოხედვაში ჩაიფერფლა სინაცისფრის სითბო...-გახსოვს რა ვთქვით იმ დილას? მილა შენი ამბის ნაწილი იყო და არა დასასრული! ასე რომ ამოვიტანოთ ყვავილები, დავაწყოთ თაროებზე და გამოვიხუროთ ამ ოთახის კარი. -მანოს გერანიები სახლში წავიღოთ, აქ დასაწყობად ისედაც საკმარისი ყვავილები გვაქვს...-შეფარული ნათქვამი მივიდა ადრესატამდე და ლალისთვლის სიბრჭყვიალეს დაერია ოქროსფერი მეტალის გემო, თითებით თამაშისას...-იმ ონავარმა კიდევ სადღაც დამალა ხო თავისი ბალეტკები?...-წამოიძახა მოჩვენებითი გაჯავრებით და უკან გაჰყვა ორი თავით მაღალ ფიგურას, ჰოლის კუთხეებს აწეწებული კისკისით. სამზარეულოში მორბენალ მილას, შუაში მდგარი კუნძულის გარშემო რომ ცდილობდა სოფიოს ხელიდან დასხლტომას, დაჭკვიანებული ქალი წაეტანა და მკლავებში მოქცეულს დაუცაცხანა, ახლა სად წამიხვალო. კისკისით ატაცებული წააბრძანეს მეორე სართულისკენ და სანამ გუმბათის სივრცე ივსებოდა ფერადი ოთახის ყვავილებით, მანამ მოარგეს ახალი კაბა და ვერ ატანილი ფეხსაცმელების სიმსუბუქე. სააბაზანოდან მომავალი ხმის ფონზე გაყურსულ ბერაიას, საწოლზე რომ მიწოლილიყო, კარის ჭრიალის ხმა შემოესმა და ცალი თვალით გახედა ზღურბლთან გამოჩენილს. ლოგინზე ამოცოცებულმა უსიტყვოდ წაავლო მის მხარს ხელისგული და ისე მოთავსდა მუცელზე, გეგონებოდათ სრულიად მისი საკუთრებაა და აბა ვინმემ გაბედოს შეპასუხებაო.ბებოსთან დაჭერობანას თამაშით მოღლილს ეხუჭებოდა თვალები, მაგრამ ვერ ივიწყებდა ცელქობას და მოუსვენრად ათამაშებდა თითის ბალიშებს ახლად ამოკოკრილ, მჩხვლეტ წვერზე. დემეტრე ბერაიას მოუწია მეორე მკლავი ფართოდ გაეშალა ახლად შემოხიზნულისთვის. გვერდით მოწოლილმა ფრთხილად ააყოლა მამის გულზე მინაბულ, ჩაძინებულის გაბუსხულ ტუჩებს თითის ბალიში და საკოცნელად გამომწვევ ლოყის სიწითლეს ააკრო ხელისგული.ერთი ციდა იყო მილა, იმდენად პაწაწინა რომ დემეტრე ბერაიას გვერდით რომ დგებოდა ვერ იჯერებდა ანასტასია მის სინამდვილეს.მაგრამ იმდენად დიდი იყო, რომ არ ჰყოფნიდა ნენეს ერთი ცხოვრება, მისი სიყვარულისთვის. -როგორი ლამაზია, დემე...-მოჯადოებულივით უჩურჩულა დახუჭულ თვალთახედვას და ტუჩის კუთხე ჩაეტეხა ბერაიას, თავისი ცოლის სიტყვებზე...- გჯერა რომ ჩვენი შვილია?...-უპასუხოდ დატოვებისთვის სამაგიერო მიზღული იყო და უცებ დაჭყეტილ თვალებზე ახითხითდა, პირზე ხელაფარებული. -შენი არ ვიცი და ჩემი ნამდვილად არის!...-ეგღა აკლდა დაცინვა შეერჩინა ამ გატუტუცებული ქალბატონისთვის. -ბერაიებო ჩაიცვით, შემოვდივართ!...-ბაჩუკის ომახიანმა ხმამ დასჭექა სულ ოდნავ შეღებულ კარში და უსირცხვილომ, მაშინვე ხელი ჰკრა მთლიანი სურათის დასანახად.მოხითხითეს კიდევ მეტად გაუნათდა სახე და ჭინკებაცეკვებული თვალებით წავიდა საწოლის შუაში მინაბული ოჯახისკენ...-ვაიმე, ფრანჩი შემოდი გოგო, შეხედე რა იდილიაა...-დემეტრეს დაბღვერილ სახეს მიუხვდა მიზეზს და ჩურჩულით განაგრძო მის გვერდით მოთავსება. -სოფიომ გამოგვგზავნა ანა, არ წავიდეთო?...-ფრანჩესკა თავის იტალიურ თავქარიანობას ღალატობდა და სცენის შემყურე, მორცხვად ჩურჩულებდა ოთახის ცენტრიდან...-ის რა ჯანდაბას აკეთებს?...-ბაჩუკის დანახვაზე ეცვალა გამომეტყველება. -დემე, მეც მინდა ბავშვი შენგან...-მხარზე თავმიდებული შეგულიანდა გოგოს ქირქილით და წამწამები აუფახურა ზემოდან დამყურეს. -ლოცვებში მოგიხსენიებ ბაჩუკი...-ანასტასია ფეხზე წამოიმართა და კიდევ ერთხელ წაავლო მზერა მეუღლის აჭარხლებას, მილას მოხელთებას რომ ცდილობდა ისე, ბაჩუკისკენ გაქანებული ხელით რომ არ შეეღვიძებინა. კვიციანებთან სტუმრობისთვის მზად ყოფნაში, გარეთ გამოლაგებული ბერაიების რძლის თვალთახედვა შერჩა დეკორატიულ ხეებთან, თითქოს შეუმჩნეველ კუთხეში გაშლილ მოლბერტს. ტილოს შარვალსა და თეთრ პერანგში გამოწყობილი, შუახნის მამაკაცი ხელში ატრიალებდა საღებავების პალიტრას და დიდი მონდომებით აცეკვებდა ფუნჯს, მათთვის უხილავი მხრიდან, თეთრ ტილოზე.გამოხსნილი კარიდან,თავის გვერდით მოთავსების სურვილით აღვსილმა დემეტრემ მზერა გააყოლა მეუღლის ინტერესის სფეროს და წამით გახევებულმა, ეშმაკურად შეუძახა:- "დაგპირდა პირველი შენ ნახავ ამ ნამუშევარს, ახლა კი დაჯექი,თორემ ელიკო დაგვაყრის ქოქოლას ისედაც დაგვიანებულებსო". თქვენ ხომ გინახავთ უკვე, ვარდოსბისთვიდან აყვავილებული ვარდების კვასკვასი, მსხმოარე ატმის ყლორტებიდან მომზირალი თოთო ფოთლების სიხასხასე და ნაყოფით დახუნძლული მკათათვის ტოტები.სუროშემოვლებულ ფანჩატურს ჟრიამულით იკლებდნენ შეხიზნული სტუმრები, ბანქოს თამაშისას.ფარეხის წინ გამოტანილ ძველებურ მაყალს, ნაკვერჩხლები უგუგუნებდნენ ნაცრისფრად ამომავალ კვამლს და შიშხინით იწვოდა შამფურებზე წამოცმული ხორცის ნაჭრები.ჩანავლებული თონიდან მოდიოდა ელიკო, გულთან აკრულ ხის დაფაზე დალაგებული კვრიხინა შოთის პურებით და მომსვლელთ გაებადრა მთელი სახით. ტალავერის ქვეშ, მთელ სიგრძეზე გაშლილ მაგიდას დაჰფოფინებდნენ ნაცნობი გოგონები და ანცის ხმის გაგონებისთანავე მოუბრუნდნენ შესაგებებლად.საღამოს მწუხრი იღვრებოდა, მშვიდ ნავსაყუდელს წამწყდარ ახალგაზრდათა მხრებზე და ერთად მოგროვებულთ, ამბავ გამოვლილებს, სულ არ ჰყოფნიდათ ერთი ცხოვრება ყველა მომენტის გასახსენებლად.ბაჩუკი შიგადაშიგ გადახედავდა ხოლმე ნინიკოს ლუკაზე აკრულ ფიგურას და ფრანჩესკას წაბწკენა აშლევინებდა წარბშეკრულ შუბლის ნაოჭებს. -ჯაბა...-ფეხზე წამომდგარმა ზურაბმა ჰაერში გაშალა თეთრი, შუშხუნა ღვინის ბუშტები და სითბოჩამდგარმა თვალებმა მიიწებეს ასაკით ტოლი კაცის ყურადღება...-მე და შენ, აგერ სამი წელია ვიცნობთ ერთმანეთს და ჩვენი ბავშვების გადამკიდე, ხშირად გვიწევს ამხელა კაცებს ჩუმად საუბარი და უკვე იცი...-ანასტასიას დაბნევას რომ შეეჩეხა, დინჯი ტონი იცვალა და მხრებაწურულმა საყვედურით განუმარტა...-რა გგონიათ, ნერვებს რომ გვიშლით, ვის ვურეკავთ თქვენზე სალაპარაკოდ?...-ჩააშოშმინა ურცხვად აფოფრილი და სასიამოვნო ღიმილისგან ჩატეხილმა ტუჩის კუთხეებმა განაგრძეს უდარდელობა...-მე და ელიკო ოცდაათი წელია ერთად ვართ და ორივემ ვიცით, ბევრი საინტერესო ამბავი გამოვიარეთ, ერთმანეთის გვერდითაც და ცალ-ცალკეც, მაგრამ ისეთი ძვირფასი, ისეთი საინტერესო არაფერი, რაც ამ ორი ონავარის ჩვენ ოჯახში ფეხის შემოდგმის მერე...-შემართულ ჭიქას ასდიოდა გულიდან ამომხტარი სათქმელის სურნელი...-მინდა კიდევ ბევრჯერ გნახოთ ჩემს ეზოში, მინდა კიდევ ბევრჯერ გავიხარო თქვენი ბედნიერებით და აღარასდროს შეგვეშინდეს მე და ჩემს ელიკოს, მარტო ყოფნის. -ხოო, აბაა...-ჩაფიქრებით მიაძახა კვიციანს ბაჩუკიმ და შეკრულ კოპებზევე ეტყობოდა, მაცდური ჩანაფიქრის გამჟღავნება...-თქვენი არ ვიცი და მე კი გამწელეს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე,იმის შიშით, არიქა ერთმანეთს თვალებს დათხრიანთქო. არადა ესენი დგანან უსაკურთხო მკვდრებივით და უსირცხვილოდ კი უჟუჟუნებენ იმ თვალებს ერთმანეთს...-თამარასკენ მიბრუნებულმა თითები გაშალა მეტი დამაჯერებლობისთვის და განაგრძო უფასო ცირკი...-არა, კი ვიფიქრე რაღაც ისე არაათქო, ეს ვაჟბატონი ტუტანხამონის მუმიასავით მშვიდი და წყნარი რომ დახვდა, მაგრამ რას ვიფიქრებდი ზურგში დანა აქვთ ჩემთვის ჩარტყმულითქო. ონავრებიო, ონავრები კი არა უსირცხვილო მატყუარები არიან, ესენი! -ვიმახსოვრებ ბაჩუკი! ყველაფერს ვიმახსოვრებ...-ანცად აუკვასკვასა თვალები ქალბატონმა და ბიჭის აღაჟღაჟებას მიუხვდა სათქმელის მთავარ შეფარვას. -ისე, საინტერესოა ყველას ერთად როგორ უძლებდით...- სიტყვებს გამოეხმაურა სოფიო და გვერდით მჯდომ ელიკოს გადახედა, მოჩვენებითი დაუჯერებლობით...-ბიჭები რომ ერთად შეკრიბებოდნენ ხოლმე, მე სახლიდან გავრბოდი, მათი შემხედვარე. -იმიტომაც ვისხედით სამზარეულოში სოფო...-ლუკა გამოეხმაურა წარსულის მოგონებებს და ჭინკებაცეკვებული თვალებით გაამხილა წლობით დამალული ხერხები...-რომ გარბოდი, მერე ჩვენ ნებაზე ვიმხობდით სახლს თავზე. -ჩვენ ერთმა, ძალიან კარგმა კაცმა გადაგვარჩინა ფსიქოზიგან...-ნიკოლოზი ჭიისკარს შესცქეროდა დამცინავად და როგორც კი მომსვლელმა გადმოაბიჯა ეზოში, მაშინვე ახარა ბაჩუკის...-ბაჩუკი ყველას გადაგვიყვანდა ჭკუიდან თავისი უფასო ცირკით, ის ერთი რომ არა. -ძია კაცს ვახლავარ!...-გველნაკბენივით ფეხზე წამომხტარმა გაშალა მხრები და სასაცილოდ მომანჭული სახით წაიწია სუფრასთან მოსულის შესაგებებლად...-უფროსო, გეძებ რამდენი ხანია, სად დაიკარგე ჩემო ბრძენო კაცო?! -ეს შენი მეტოქეა ჩესა...-მესხიშვილი ეჩურჩულებოდა სიტუაციაში ვერ გარკვეულ ჩესას და ერთმანეთზე გადაჭდობილთ არცხვენდა იტალიელის თვალში...-შენამდე ტარიელი იყო მისი სული და გული. -სულ დავუთმობ! ნეტა წაიყვანდეს და...-თამარას აცინებდა თავისი შემბრალებლური ტონით...-ყოველ დილით დავანთებ სანთელს მის სახელზე. -დემე დღეს რომ წახვედით, დათამ გამოიარა და დამიბარა ხვალ მილა მოიყვანონ ჩემთანო...-სუფრის ბოლოდან წამოიძახა მანომ და თამარამ დაუდასტურა თუ არა მოხუცის ძლიერი სურვილი, სანამ კიდევ ერთხელ გადაავიწყდებოდა მეგობრის სტუმრობა, მანამ უნდა გადაეცა მისი სიტყვები...-მილას კვიცი უნდა ვაჩვენო, შევპირდიო. -მეგობრებო, ახალი ამბავი მაქვს თქვენთვის...-ბერაიამ კიდევ ერთხელ მოისმინა თავისი გოგოს სახელი, ფაუნასთან ურთიერთობის ასპექტში და მზად იყო დიდი ხნის წინ, ელიკოს სამზარეულოში გამართული დიალოგი გაეხსენებინა სუფრასთან მსხდომთათვის...-ჩემი მეუღლის და შვილის შემყურემ, მივიღე გადაწყვეტილება სასტუმროს სახელი შევუცვალო და დავარქვა "ხილ-ბოსტანი ზოოპარკის ეზოში". -მარტივად გამოძვრები,ზამთარში დაკეტავ და წახვალ შენს სახლში. რა გაწუწუნებს?!...-ლუკა ყურადღებას აღარ აქცევდა ბაჩუკის მოჩვენებით შებღვერებს და მზერა მამის კალთაში მოთავსებული პატარა ანცისკენ ჰქონდა მიმართული. -მითქვამს და კიდევ ბევრჯერ ვიტყვი...-აღარავის ეცალა გადაჩურჩულებისთვის, ისე წამოიყვირა, ფეხზე წამომხტარმა ბაჩუკიმ...-ჩემო ტარიელ, შენ ბრძენი კაცი ხარ. ხოდა მე მინდა, ჩვენს ხელში გამოზრდილ, წამოჩიტულ ბავშვებს გაუმარჯოთ, თავისი ცინცხალი ოჯახებით...-გვერდით მჯდომმაც წამოიწია და სიცილით გადახედა წინ მოთავსებულის თავის დაკვრას, ბაჩომ რომ შეუყვირა...-ლუკა შენთან ვარ ალავერდს! -ფრანჩესკას უთხარით ვინმემ, წაიძროს ის ბეჭედი თითიდან და მისცეს ბაჩუკის!...-არც ნიკოლოზი დარჩებოდა ვალში, თავის დროზე თამარა მესხიშვილზე აწითლებულს რომ დასცინოდა ურცხვად...-ამაღამ თვითონ ეს ვაჟბატონი გათხოვდება, მეც მითქვამს! -რაღაც ბუტბუტი ჩამესმა სუფრის კუთხიდან და ვატყობ შევივლი, ამ საღამოს, კვიციანების ბოსტანში, პიტნის დასათხრელად...-ჭიქა შემართული სასაცილოდ ზიდავდა წარბებს შუბლისკენ და გამოწვევის ელფერი გაჰკრავდა ნიკოლოზისთვის გამომეტებულ თვალთახედვას. -ამ სახლში, ყველა, პიტნის ჩაით როგორ იმუქრება?...-კიტამ შემპარავად ჩააგდო ბომბი და მშვენივრად იცოდა, რომ მინიშნებას მხოლოდ ისინი გაიგებდნენ, ვინც პირველ საიდუმლო სერობას ესწრებოდნენ, უცნობი სტუმრების მიღების საღამოს. ჩამობნელებულ არე-მარეში , რომელსაც მხოლოდ ტალავერის შუაში ჩამოკიდებული ნათურა ანათებდა, ანასტასია უყურებდა დემეტრეს კალთაში მოთავსებულ სახემოღვენთილს და წამიერად ჩასწყდა გული.ფიქრებდაწყობილი წამოიმართა ფეხზე, უსიტყვოდ წავიდა სახლისკენ და სამზარეულოში აღმოჩენილმა გამოაღო ქვედა კარადა. ის თარო, რომელიც ყოველთვის სავსე იყო ქილებით, იმედს არ უცრუებდა. ორ შუშას წაავლო თითები და ბავშვური ანცობით გართულმა ჰაერში შეათამაშა მკლავის სიგრძე.დემეტრესთან მიახლოებულმა მხოლოდ წამიერად ანდო მაგიდის ზედაპირს და მარდად დასწვდა პაწაწინა ფეხების სითბოს.დემეტრე ბერაიას კალთაში აღმოჩნდა ბალეტკები და აზრით გართულმა თავადაც განთავისუფლებულ სიშიშვლეს მიბაძა.კედების თასმები შეიხსნა და მხოლოდ განაწილებული სულის პატრონმა გაუგო ჩანაფიქრი. მამის კალთიდან ჩამომხტარმა გაკვირვებით დაავლო ქილას ხელი და უკან მიჰყვა დედის ნაბიჯებს. ვენახის ბოლოებში მთვარის შუქი ანათებდა ციცქა-ცოლიკოურის მსხმოიარე, მკვახე ნაყოფით დახუნძლულ ტოტებს და ყლორტებზე ჩამოკიდებულ უშველებულ ფოთლებს ასდიოდათ სიხასხასის სუნი.იქ სადღაც, ვენახის ბოლოებში ელავდა ოქროსფერი ციმციმი და მილა გარბოდა ქილას მოხსნილი თავსახურით,სანამ ანასტასიას ქვეშ მოძრაობდა დედამიწა. ერთი კაცისგან შთაბერილი სიცოცხლით შევსილმა ორმა ქალბატონმა იგრძნო მუხლებიდან წამოსული ბედნიერების შეგრძნებები. დღეები...ჭვავის ყანაში სირბილით ჩაქროლილი მოყვითალო ნათებები...დღეები, ცელქობაში გაპარული ჩაშაქრული ბავშვობის. აშრიალებული, აყვავილებული კვასკვასა სარაფნები,გულის ჯიბეში ჩამალული სიყვარულის მარწყვები, აალუბლისფერებული ლოყები და გადატყაული მუხლისთავები. დაცემები და უხერხულ ღიმილგამოვლილი სიცილები,ველოსიპედის გაცვეთილი პედლები, ცხოვრებას გამოცლილი ლანჩებამძვრალი ფეხსაცმელით გავლილი ნაბიჯები. დაბრუნდა რიტმი, დაბრუნდნენ ნათებები,დაინახა ცხოვრება,გაიქცა,უფრო ჩქარა,ვერ წამოეწია სიტყვების სეტყვა, გაიქროლა, გააცლა ცხოვრებას იმედგაცრუებების სიყვითლე, უკან მოიტოვა.დააბრუნა თაფლათვალების ციმციმი. ახლა იცოდა, რომ დაიჭერდა პეპლებს ბადით,ჩიტებს დაგებულ კაკანათში გააბამდნენ მერე ისევ რომ ეგემებინათ თავისუფლება.შეიყვარებდნენ გაზაფხულის ყოჩივარდებს თავიდან. ამჯერად მისი ანცი დაუკრეფავდა პაწაწინა იებს, დედის გულებს. გაეკიდებოდნენ ციცინათელებს, ხელისგულებს აიწითლებდნენ ღობისიქეთა მეზობლის ნაჩუქარი ბროწეულით.ლოყის კუთხეებით ამოჭმული საზამთროს ნაჭრები და სიმინდის ყანაში დასუსხული უდარდელობა. იღიმოდა ტასო, ყურებამდე და ამ ღიმილის ხმაც ისმოდა ! ასწლიანი დუმილის მერე აა-დო-რე-მიებდა ძველ პიანინოს მის სხეულში გამოზრდილ ჩიტისფრთა ფეთქვას.დაცხობილ სახლის დღეებს მოიპარავდნენ, მსოფლიოს შემოივლიდნენ და თავის ჩალისფერ თმიან დაუმორჩილებელთან ერთად იყვირებდა: - "დაბრუნდნენ დღეები...ჩაშაქრული,ჩამავალი მზესავით თბილი, ასტაფილოსფერებული ეს ციმციმა ნათებები! დაბრუნდნენ ! " ნასუფრალის ასალაგებლად, დანარჩენების მიხმარებაში აფუსფუსებულ ბერაიას მოუწია ეყურებინა, როგორ ხსნიდა, თავისი ორი ქალბატონი, ქილებს თავსახურებს და ჯადოსნურობის ძალით ათავისუფლებდნენ ოქროსფრად მოღაჟღაღე ციცინათლების ტყვეობას. სახლისკენ მიმავალი ავტომობილის ფანჯრის მინებზე, მოცეკვავე ზაფხულის შხაპუნა წვიმა იწვევდა პაწაწინა ანცის გამოღვიძებულ არსებას და ვეღარ დაეწეოდა დედის შეშფოთება, მოკამკამე წყლისკენ გაქცეულს. ტბის ალივლივებულ წყალს მშობელი დედასავით ევლებოდა ზეცისგან მოვლენილი საჩუქრის სიტკბო და ნაპირთან მირბენილმა ჩიტისფრთა ფეთქვამ, სულ ოდნავ შეუშვირა მუხლების სიშიშვლე, თაკარა მზისგან გამთბარი წყლის სითბოს.შორეულ შეძახილად ეჩვენებოდა გულამოვარდნილ ბერაიას, ანასტასიას შეშფოთებით გამეორებული მოწოდებები და შვილის ცელქობას დაყოლილმა მოიქცია პაწაწინა თითების სითბო ხელისგულში.მდუმარედ გახევებულმა, ერთხელ გახსნა ბაგეები და ისიც, ორი სიტყვით წასაჩურჩულებლად -აცადე ტასო...-ერთიანად მოხვეული მკლავების სითბო მოსწყდა მილას სხეულს და გვერდით ამომდგარი დედის სიმაღლეს გაუნათა სახე, მამის სიტყვებმა...-ნუ შევუშლით ხელს, სჯეროდეს სასწაულების! ძილბურანში გახვეული სტუმრებისგან დაცლილი არე-მარის სიჩუმე გააპო, ავტომობილის ძრავის ხმამ და სასტუმროს შესასვლელისკენ წამოსულ ანასტასიას სახეში ეცა ნაცნობი ნაკვთების ციმციმი.შეღებული კარიდან გადმოსული,ჩქარი ნაბიჯით მოიწევდა მისკენ და მეგობრებისგან გამოყოფილს ერთი სული ჰქონდა სიტყვა გაეცვალა დამხვედრისთვის.სასტუმროს თავზე ჩამოკიდებული აბრა, ველობილიკიდან მომავალ ლამპიონებს ეხმარებოდა შემხვედრთა დალანდვაში. -დავასრულე ქეთო...-ნიადაგი მოსინჯა და დარცხვენით უჩურჩულა თავზე წამომდგარს...-ბოლომდე წავიკითხე და შენსავით გამიჩნდა კითხვა...-მისი ამბის ავტორი უხვდებოდა კითხვის შინაარსს და მომზადებული პასუხით შეეგებებოდა თვალების ამღვრევას...-ღირდა კი ერთი უბრალო სასტუმროსთვის, ამხელა ამბის გამოვლა? -ვიცოდი და მომზადებული გეახელი ჩემო ანასტო...-ფანჯიკიძეს უცნაურად დასთამაშებდა სხივი სახეზე და გაწვდილ ხელისგულში გამოაჩინა, წითლად აკვასკვასებული თმის სარჭი...-რამდენიმე წლის წინ, ჩემი ბიძაშვილი, ყველაზე ძვირფასი თაფლათვალა გოგო დავკარგეთ.დასაფლავებიდან სახლში დაბრუნებულს მხოლოდ მისი თმის სამაგრი შემრჩა ხელში და ახლაც, მის აღარყოფნას შეგუებული ისე ვინახავ ამ ერთ ბეწო ნივთს, თითქოს ცხოვრებაში მასზე დიდი საგანძური, არც არასდროს იარსებებს ჩემთვის. -გიორგი ჯანაშიამ იცის, რომ წიგნს წერდი...-შეფარული ნათქვამი მივიდა აქაფქაფებულ მიწამდე და პასუხის მოლოდინში გასუსულს, გამბედავად წაეტანა პულსაჩქარებულ მაჯის კუთხეზე...-დაბეჭდე ქეთევან! მინდა წაიკითხონ და იცოდნენ, რა ხდება მას შემდეგ, რაც ხელახლა იბადები. იქ, სადღაც, შორეულ პრერიებსა თუ უბრალო ფიჭვნარში, მნიშვნელობა აღარ ჰქონდა წარსულის სიმჟავეს. ტბას შეხიზნული ორი ფიგურა იწვევდა მომავლის ჩაშაქრულ, ალუბლის სიტკბოსავით მაცდურ დღეებს და წლების განმავლობაში ზვიადად წამომართული შენობის თაღიდან მომზირალი, უშველებელი აბრა ანდობდა, მის ქვეშ მდგომ მწერალს, წლობით დამალული საიდუმლოს სიღრმეს. მანამ კი, სანამ მამის კვალს მიყოლილი ახალბედა ავტორი, თვალს უშტერებდა ზაფხულის შხაპუნა წვიმისგან შემომდნარი შესასვლელისკენ გამოქცეული სარაფნის ბოლოებს და ძლიერი ხელებით დაფარული ბავშვის გულთან აკვრას, მანამ იჩურჩულა სრულ სიმარტოვეში. -ალუბლის სიტკბოს დავარქმევ...-აზრით შთაგონებულმა, შელოცვასავით გაუმეორა შემცივნებული კანის ეკლებს...- ამ სასტუმროს სახელს დავარქმევ, შენს ნაწარმოებს. დასასრული. ავტორი - ქეთევან ბოგვერაძე. პ.ს მცირე ხნით გავქრით მე და ჩემი ნაწარმოები,მაგრამ ახლა ისევ აქ ვართ.იმედი გვაქვს ახალი მკითხველები გაგვიზიარებენ შთაბეჭდილებებს. პ.ს.ს თუ სხვა საიტებზე მოინდომებთ ტექსტის გადატანას, ძალიან გთხოვთ ჯერ მომწეროთ.ნუ დავარღვევთ საავტორო უფლებებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.