თავნება ქალბატონი (დასასრული)
-როგორ არის ყველაზე მაგარი რძალი?-ჯერ ნიკო და თათა შემოვარდნენ. -იმაზე უკეთ ვიდრე წარმოგიდგენია!-ანდრომ უპასუხა და წყვილს შეეგება. -რატო არ გამოფარფატდა?- -სააბაზანოშია და გამოვა.ისინი სად არიან? -გზაში არიან,მოვლენ მალე. -მოდით დაჯექით და ისინი, რომ მოვლენ მაგიდასაც მივუჯდეთ- -ვა თეკლა ამ ორ დღეში ასე ძალიან, როგორ გაგეზარდა მუცელი.-როგორც კი დაინახა თეკლა მაშინვე საქმეს შეუდგა ნიკოც. -თათა შენს კაცს უთხარი,რომ ბოლოს ორი კვირის წინ მნახა და საერთოდ ბავშვი იზრდება და შესაბამისად მუცელიც! -კარგი ტო არ გაბრაზდე.-ლოყაზე აკოცა და ეზოში გავიდა. -საიდ წავიდა? -ანდროა ეზოში და იქეთ გავიდა ალბათ. -რა გადაწყვიტეთ აბა? -ჯერ არაფერი....ახლაწელს მიდნა საჩუქარი გავუკეთო...ნუ რამე ორიგინალურს მოვიფიქრებ და ისე ვეტყვი რომ მასთან გადავდივარ ან პირდაპირ სახლში დავადგები! -ახალ წელს ხო ერთად უნდა შევხვდეთ? -მაშინ ბედობას და მთელი ცხოვება მე დავებედები!-გაიკრიჭა რასაც თეკლას კისკისიც მოჰყვა -გიჟი! -აბა ჩემი მულები რას შვებიან?-ევა შემოვიდა თავისი იასამანისფერი თმით. -არ არსებობს!-თათამ შეიცხადა. -დიახაც,რომ არსებობს და თემო ბატონი გაბრაზებულია,რომ არ დავუჯერე და შევიღებე. -მაგ თმებით როგორ უნდა იარო გოგო?-თემოს მკაცრი ბარიტონი ,რა თქმა უნდა,ფორმაში იყო. -თუ არ მოგწონს ნუ ივლი ჩემს გვერდით და მორჩა!-შეუბღვირა ევამ. -თემო რა პრობლემაა,დედამთილი ამას არ ეყოლება,რომ დაიწუნოს,ჩვენ კი მოგვაჯადოვა ასე რომ აიტან როგორმე.-თათამ როგორც ყოველთვის ინიციატივა გამოიჩინა. -და ვინ მიყვება ამას საერთოდ.-ისე წარმოთქვა ვერც კი გააცნობიერა. -ეგ არ უნდა გეთქვა ევა!-მზერა გაუსწორა გოგონას,რომელსაც მაშინვე ლოყები გაუწითლდა და თემოსაც ჩაეცინა. -მოდით რა დავსხდეთ...ძალიან მშიაა.-თეკლა აწუწუნდა და მაგიდასაც მიუჯდნენ. -ჩემს ბიჭს ნუ აშიმშილებ მოდი დაჯექი.-ისე უთხრა არც შეუხედავს და სკამი გამოსწია.თეკლამ კი მაგიდას შემოუარად და მეორე მხარეს დაჯდა. -რა სჭირთ ამათ?-ევამ გადაუჩურჩულა თემოს. -არ ვიცი.-წყვილს აკვრიდებოდა,რომელიც საერთოდ არ იმჩნევდა ერთმანეთს.-აბა ახალ წელს სად ვხვდებით? -თუ გინდათ ისევ აქ შევიკრიბოთ,ხვალ სახლსაც მოვრთავთ და საახალწლო გარემოს შევქმნი. -იქნებ სადმე ავიდეთ,სადაც ბევრი თოვლი იქნება.-ნიკო გიჟდებოდა თოვლზე. -ჩემთვის მგზავრობა მაინდამაინც არ შეიძლება ამიტომ... -ხო კარგ დროს გაგახსენდა ეგ!-ანდრომ ჩაილაპარაკა და თეკლას მზერაც მიიღო საპასუხოდ. -რა საჭიროა სადმე წასვლა,აქაც მშვენივრად შევხვდებით ახალ წელს.-თათამ არ დააყოვნა,ნამდვილად არ აწყობდა სადმე წასვლა,თორემ თავისი გეგმა წყალში ჩაუვარდებოდა. - როგორც გინდათ,მაგრამ მომავალ წელს აუცილებლად წავიდეთ!-ნიკოს თავისი გეგმის გადადება მოუხდა. -რთულია მომავალწელზე სუაბარი, როცა არ ვიცით ხვალ რა მოხდება,ამიტომ უბრალოდ დროს მივანდოთ ყველაფერი! ჩვენ გავიმარჯოს!-ჭიქა ასწია და მთლიანად გადაკრა. *** მისაღებში იჯდნენ და ყველა სხვადასხვა თემაზე საუბრობდა,ბოლოს ყველა მიმოიფანტა,თათა კლინიკაში წავიდა,ნიკო კი თავის საქმეებს აგვარდებდა, აი, თემომ კი თავისი პატარა ქალბატონი მიაცილა სახლამდე: -რაო რას ამბობდი დღეს?-მანქანაში ისხდნენ ევა გადასვლას აპირებდა თემოს ხმა,რომ გასმა. -რას ვამბობდი? -არ მომყვები არა? -სად?-დაიბნა ევა ვერ ხვდებოდა რაზე საუბრობდა. -ხელი,რომ გთხოვო რას იზამ ევა?-მზერა გაუსწორა გოგონას. -შენ გჭირდება ჩემნაირი ცოლი?-წარბები შეკრა,დილის ინციდენტი,რომ გაახსენდა,-ალბათ ქორწილისთვსი თმის გადაღებვას მომთხოვ,მაგრამ არ ინერვიუულო ეგეთი რამ არ მოხდება. -ანუ უარს მეუბნები.-ჩაიცინა თემომ. -ცოლობა მთხოვე და არ ვიცი? -ნუ სულელობ ევა...შენი აზრით ასეთ უაზრობაზე გავჭედავ?რაც შეეხება იმას რაც დილით მოხდა უბრალოდ ხუმრობა იყო,რომელზეც წამოეგე,ვგიჟდები როცა წარბებს კრავ და ბრაზდები.-ევას ხელი საკუთარში მოიქცია და აკოცა. -განგებ გამაბრაზე? -ძალიან საყვარელი ხდები,როცა ბრაზდები,მე კი მინდრა,რომ სულ ჩემთან იყო და მაშინ გაგაბრაზო,როცა მომინდება. -რატო ეგოისტობ თემო?-ღიმილი შეეპარა ევას. -ეგოისტობაა საყვარელი ადამიანის ცოლად შერთვა? -როგორ შეგიძლია ასეთი არასტანდარტული იყო? -გინდა დაგიჩიქო და მუხლებზე დავდგე?ვერ ვხვდები რა საჭიროა ეს ცერემონიები, როცა უბრალოდ ყველაფრის შეთანხმება შეიძლება. -არა არ მინდა,მაგრამ ოჯახის შექმნაზე მანქანაში თუ ვილაპარაკებდით ეგეც არ მეგონა.-აკისკისდა ევა -და მაინც პასუხი არ გითქვამს... -არც ვაპირებ...დაველოდები იმ დღეს, როცა ლოდინი მოგბეზრდება და მომიტაცებ.-მოწყვეტით აკოცა,მანქანიდან გადავიდა და სახლისკენ გაიქცა. -ეგ არ უნდა გეთქვა პატარა ქალბატონო!-ჩაიცინა და თავისი ბინისკენ გაემართა,რომელშიც სულ მარტო იყო,მაგრამ მალე ამ მაარტობასაც შეავსებდა ისე,როგორც სულიერს. *** მარტო დარჩენილებმა თავიანთ საქმეს მიხედეს,ისე რომ ხმა არ გაუციათ ერთმანეთისთვის,მიუხედავად იმისა,რომ იმ დღის მერე არ უჩხუბიათ რაღაც დაძაბულობა მაინც იგრძნობოდა მათ შორის.ბოლოს თეკლამ დაწოლა გადაწყვიტა და საძინებელში ავიდა,მაგრამ ვერ დაიძინა,ანდროს გარეშე ვეღარ ისვენებდა და ეს მიქაძემ მშვენივრად იცოდა,ამიტომაც არ ალოდინა თავისი თავნება ქალბატონი და მალევე შეურთდა.თეკლა მაშინვე ანდროსკენ მიცოცდა,რომელსაც გაეღიმა: -შეგიძლია მითხრა,რომ უბრალოდ ჩახუტება გინდა.-ზურგიდან აეკრო თეკლას და მუცელზეც მოეფერა. -ბავშვის ბრალია, ვეღარ ვბრაზდები შენზე! -შენ უნდა ბრაზობდე თუ მე? -მეგონა ბრაზმა გადაგიარა თუ თავს გახსენებს ხოლმე? -რთულია შენი მოქმედებების დავიწყება,ისევე როგორც შენი. -ბევრჯერ სცადე ჩემი დავიწყება? -საკმაოდ! -ვიცი,რომ საშინელი ქალი ვარ მაგრამ რა ვქნა მიხარია,რომ არ გამოგივიდა. -შენ არ დამაცადე,ყოველჯერზე თავი შემახსენე. -ჰო მაგიტომაც დადიოდი გათიშული,ვერასდროს ვერ ვაპატიებ საკუთარ თავს აქამდე,რომ მიგიყვანე. -ერთ დღეს აუცილებლად დავსჯი თემოს ჩემი საიდუმლოს გათქმისთვის.-თეკლას თმაში ჰქონდა თავი ჩარგული და ხარბად ისრუტავდა მის სურნელს. -ვერასდროს ვერ წარმივიდგენდი ნარკოტიკებს თუ გაეკარებოდი. -არ იდარდო...სულ რამდენიმეჯერ გამითიშა გონება,მაგრამ ყოველჯერზე მაინც შენ გხედავდი,ამიტომაც მივხვდი, რომ ვერ მიშველიდა და მალავე გადავაგდე,ვერ ვხვდები როდის მოასწარი ჩემი სულის დაპატრონება! -მაინც არ მინდა იმის გააზრდება, რომ ამას ჩემს დასავიწყებლად აკეთებდი. -უშენობა რთული იყო თეკლა! -შენი, ჩემდამი დამოკიდებულება მაგიჟებს,შენც მაგიჟებ და საერთოდ უსაზღვროდ მიყვარხარ. -ამ ბოლო დროს ძალიან მგრძნობიარე გახდი -არა ამ ბოლოდროს ისეთ რაღაცეებს ვხედავ რაზეც ადრე თვალს ვხუჭავდი! -რას ხედავ ასეთს? -ამ ცხოვრებამ ყველაფერი წამართვა,მაგრამ შენი თავი გამომიგზავნა,თურმე ღმერთს მაინც ვყვარებივარ,ვერ ვიტან შუახნის ქალივით, რომ ვიწყებ საუბარს,მაგრამ რა ვქნა,ასეა!-ბოლოს დააყოლა,რაზეც ორივეს გაეცინათ. -მე კი მიყვარს, როცა შენს გრძნობებს აღიარებ. -მე რომ მიგატოვო და ჩვენი ბუჭუნა დავტონო რას იზამ ანდრო?-შემობრუნდად ამზერა გაუსწორა. -შენ ამას არასდროს არ იზამ! -კარგად ვიცით,რომ არ მენდობი. -მაგრამ ეს ფაქტს არ ცვლის, შენ უბრალოდ მამაშენის გაგებას ცდილობ და არ გამოგდის.მეც არ მესმის მისი,მაგრამ ეს მისი არჩევანი იყო,არასწორი,მაგრამ შენ ვეღარაფერს ვეღარ შეცვლი,ვერც წარსულს დაივიწყებ,მაგრამ ცხოვრებას გააგრძელებ ჩვენთან ერთად.უბრალოდ უნდა მიხვდე,რომ მარტო აღარ ხარ და მარტოც ვეღარ მიიღებ გადაწყვეტილებებს,რომლებიც ორივეს გვეხება. -ასე მგონია,რომ შენთან ერთად თავიდან ვსწავლობ ცხოვრებას,რომელიც კარგა ხანს მატრიალებდა თვაის ჭკუაზე.იმ კუდიანი თეკლას გაქრობაც რთულია,რომელსაც ყველაფრის განადგურება უნდა და იმ თეკლას მიღებაც რთულია,რომელსაც მხოლოდ თავისი ანდრო და ბავშვი სჭირდება. -და რომელ თეკლას უფრო აქვს არსებობის შანსი? -იმას,რომელიც მხოლოდ შენს გვერდით შეუძლია ცხოვრება და არა არსებობა! -ჩემით სარგებლობ!-ჩაიცინა მიქაძემ. -ვითომ რატომ?-წარბები შეკრა უცებ. -იცი,რაც არ უნდა მოხდეს ვერ დაგივიწყებ და ამას მშვენოვრად იყენებ. -შენც იცი,რომ ვეღარ წავალ,მაგიტომაც მესაუბრები ასე მშვიდად,თორემ შენი ღრიალი მეზობლებსაც გააღვიძებდა. -მა დედაშენი ისე საყვარლად ბრაზდება,რომ მალე ამდენი კოცნისგან ვეღარ ისუნთქებს-ისე სწაფად წარმოთქვა და აკოცა,რომ თეკლამ ვერც კი გაიზრა. -მგონი ჩემ ფუმფულა ტუჩებს ვეღარ ელევი და მაგიტომაც ვერ მეჩხუბები. -შენ კი ჩემ მკერდზე ძილს ვეღარ ელევი!- -გაჩუმდი თორემ სხვა ოთახში მოგიწევს ძილი! -ტყუილს მოკლე ფეხები აქვს თეკლა!-მის თუცებთან ამოთქვა და ისევ დააგემოვნა. *** -ხვალ ახლი წელია...პირველი ახალი წელი უშენოდ,-მაისთან,რომ არ მისულიყო არ შეიძლებოდა,ქალის გაღიმებულ გამოსახულებას თვითონაც ღიმილით შეეგება,მაგრამ მაინც დასევდიანებული თვალებით.-დიდ ხანს ვფიქრობდი თუ რა მოხდა სინამდვილეში,იყავი თუ არა ბედნიერი მამასთან თანაცხოვრების დროს და საერთოდ დაგინგრიეთ თუ არა, ჩვენ, ცხოვრება:მე,მირანდა, მამაჩემი.მოგიტანე თუ არა ოდნავი ბენდიერება მაინც?შეიძლება ბრაზობ კიდეც ახლა ამას, რომ გეუბნები, მაგრამ მე ხომ თეკლა ვარ ჩემს აზრებს საზღვარი არ აქვს,ამას ანდროც კი მიეჩვია.-ჩაიცინა და გააგრძელა,-იცი მირანდას მოძებნაზეც კი ვიფიქრე,მაგრამ მივხვდი,რომ კიდევ ერთ ადამაინს გავიცნობდი,რომელსაც ისედაც ვერ ვიტან და კიდევ უფრო შევიძულებდი ამიტომ არ ვაპირებ ჩემი სიმშვიდის დარღვევას,არც იმის გაგებას თუ სინამდვილეში რა მოხდა,ისედაც იმაზე მეტი ვიცი ვიდრე საჭიროა.ის ინფორმაცია, რომელიც ახლა მაქვს სრულებით საკმარისი აღმოჩნდა,რომ ჩემი და ანდროს ცხოვრება დაენგრია,მეტი აღარ მჭირდება,არც ის კუდიანი თეკლა მჭირდება, რომელიც ჩემში ბუდობს და მაინც როგორ ძალიან ვგიჟდები მასზე,მაგრამ აი ეს პატარა ბიჭუნა და ის კაცი, რომელიც ახლა შორიახლოდან მაკვირდება ბევრად უფრო მეტად მაგიჟებს და მიყვარს! ხვალაც მოვალ და ახალ წელსაც მოგილოცავ,გეტყვი,რომ ძალიან მენატრები და მაკლიხარ,კიდევ უამრავ რამეს ვიბოდიალებ და ასე გაგრძელდება მანამ სანამ არ მოგბეზრდება ჩემი შორიდან მოსმენა და სადღაც იქ არ შევხვდებით ერთმანეთს!-ჩვეული ჟესტი გამიეორა და ანდროსთან ერთად სახლში დაბრუნდა. *** ყველა სულმოუთმენლად ელოდა ახალ წელს,ერთმანეთს შესციცინებდნენ და მხოლოდ სიყვარულს ასხივებდნენ.ნიკო და თათა,თემო და ევა,და პატარა ბიჭუნაც,რომელსაც მაისში იხილავდნენ,ეს თეკლა და ანდროს დიდი და ამავდროულად პატარა ოჯახი იყო. ადამიანები,რომელიბიც ყველაფერს ავსებნენ გარშემო და მხოლოდ ერთმანეთისთვის არსებობდნენ. ეს იყო ბედნიერება? არ ვიცი ალბათ ყველა სხვადასხვას გიპასუხებდნენ,მაგრამ მათ თვალებში რაღაც ნაპერწკალი მაინც ჩანდა,ნაპერწკალი,რომელიც მომავლის იმედის მომცემი იყო. ფეივერკები,მაშხალები,მილოცვები და ბევრი ლამაზი სურვილები,რომლის ახდენას მხოლოდ ერთად ყოფნა და სიყვარული სჭირდებოდა.ისე აღნიშნეს ახალი წელი,როგორც არასდროს,ყველა განსახავებულად გრძნობდა თავს და ყველას ღარაც სურპრიზი ჰოქნდა ერთმანეთისთვის.ნიკო და თათამ,როგორც იქნა გამოაღწიე მიქაძეების სახლიდან და ქალბატონის ბინაში დატოვებას აპირებდა, რადგან დილით კლინიკაში უნდა წასულიყო: -არა რა ბედი მეთამაშება,რაღა მაინცდამაინც ,პირველში შენ უნდა იმუშაო ამის დ*ედაც ვ*ატირე! -ნიკოო -რაიყო თათა? -ნუ იძახი ცუდ სიტყვებს..-ტუჩები დაბრიცა და ისე უთხრა. -მეგონა მოგწონდა- -ვაიმე გავგიჟდებიიი!!! -კარგი დამშვიდდი,მოდი და მაკოცე,-თავისკენ მიიზიდა და ვნებინად დაუკოცნა ტუჩები. -დღეს ახალი წელია და ხომ გახსოვს,რომ სურვილი უნდა შემისრული....-წამწამები ააფახუნა და ისე შეხედა. -მთლიანად შენს ხელში ვარ!-ხელები ასწია დანებების ნიშნად.-მთხოვე რაც გინდა? -შენს მანქანაზე მე დავჯდები,-სწრაფად დაჯდა საჭესთან და გაეკრიჭა ბიჭს. -ეს არის შენი სურვილი?-გვერდით მიუჯდა,გაოგნებული უყურებდა და ცოტა იმედგაცრუებულიც კი.-მე რაღაც გრანდიოზულს მთხოვნდი მეგონა და ავნერვიულდი კიდეც.-მართალია აქ გასაკვირი არაფერი არ იყო,მაგრამ ნიკო თავის მანქანას თვალის ჩინივით უვლიდა და თათასაც არ სვამდა საჭეზე,ამიტომ ეჭვი არც შეუტანია თათას უცნაურ თხოვნაში და მისი მორიგი ახირება ეგონა.მშვიდად დაძრა მანქანა და გზას დაადგა,რომელიც თათას ახალი სახლისკენ მიიმართებოდა.როდესაც ეს ნიკომ შეამჩნია მაშნვე დაარღვია სიჩუმე -სად მივდივართ თათა? -სახლში. -კი მაგრამ აქეთ არ არის შენი ბინა., -ჰო ვიცი ჩვენს სახლში მივდივართ,-წინ იყურებოდა და სულ ერთი წამით გამოხედა და გაუღიმა ნიკოლოზს. -ჩვენს სახლში როგორ? -ვაიმე ნიკო ზოგჯერ ძაან ნერვებს მიშლი,თუ არ გინდა,რომ შენთან გადმოვიდე პირდაპირ გეთქვა,რას მიწყობდი სცენებს?-მართლაც რომ ხალისობდა ნიკოს გამომეტყველებით. -გეგმები ჩამიშალე!-ნიკოს სახე მოექუფრა -რა გეგმები? -სახლში საყვარელი მელოდება,რომლის გაგდებაც მომიწევს შენსგამო! -რააა?-შუაგზაში დაამუხრუჭა თათამ და ისეთი თვალებით შეხედა სიცილისგან გაგუდულ ნიკოს,რომელსაც მგონი საერთოდ არ ჰქონდა სასაცილოდ საქმე.-შე იდიოტო ხომ ხარ ღირსი საერთოდ დაგტოვო და მომავალ წლამდე ჩემი ლანდიც კი არ განახო...მოუნდა ხუმრობა,მე აქ რამდენიმე კვირაა ვემზადები,გავახარებ-მეთქი ეს კი თურმე საყვარელს ელოდება, ჰო და წადი და მოძებნე მართლა ვინმე...მე სახლში ვბრუნდები... -ეს იმისთვის,რომ ამდენიხანი მაწვალებდი და ხო არსადაც არ ბრუნდები,ჩემი ხარ,ჩემი უმწეო ცხოვრების ბოლო წამამდე!-თავისკენ მოქაჩა და ტუჩებზე დააცხრა,მანამ კოცნიდა სანამ უკან მდგომი მანქანის მძღოლი არ გამოვარდა,რომელსაც ძლის გაექცნენ.ორი გიჯი,რომელიც ბოლომდე ავსებდა ერთმაეთს:გრძნობების ფეივერკებით და უანგარო სიყვარულით. *** თემო და ევა კიდევ ცოტახნით დარჩნენ,მაგრამ მთელი საღამო ვერ ისვენებდა თემო,რაც ევამაც მშვენივრად შეამჩნია: -რა ხდება?-უკვე დილის ხუთი საათი იყო,თემო და ევა კი თბილისის ქუჩებში დაეხეტებოდნენ.აი ,ასე უცნაურად გადაწყვიტეს,რომ სახლში წასვლის მაგივრად ფეხით გაველოთ. -რა უნდა ხდებოდეს ევა?მგონი ეს საუკეთესო ახალი წელი იყო ჩემს ცხოვრებაში და იმედი მაქვს კიდევ ბევრი იქნება ასეთი. -რომანტიზმა გაიღვიძა თქვენში ბატონო თემო.-თემოს თითებში ჰქონდა საკუთარი ახლართული და ასე მიაბიჯებდა. -არა,უბრალოდ რთულია რეალობა აღიქვა და მერე მიხვდე,რომ ეს შეიძლება აღარ განმეორდეს. -არ ვიცი რა როგორ იქნება,მაგრამ მომავალ წელსაც შენთან ერთად ვაპირებ შევხვდე,რა ფორმით და როგორ ეგ დროს მივანდით და საერთოდ კიდევ ბევრი წელი ასე რომ ჩემგან ვერ განთავისუფლდები. -დღეს მთელი დღეა ერთი აზრი მიტრიალებს გონებაში პატარა ქალბატონო.-გააჩერა და მზერა გაუსწორა.ევას, იასამნისფერი თმები და თეთრი ქუდი ძალიან საყვარელს და უფრო ბავშვურს ხდიდა,რაზეც ჭკუა ეკეტებოდა თემოს. -ასეც ვიცოდი,გისმენთ ბატონო თემო?-უღიმოდა და აბრუებდა კიდეც. -აი ახლა,ამ წამს,რომ მოგიტაცო რას იზამ?-ზემოდან დაჰყურებდა გოგონას და ეღიმებოდა მის აწუთლებულ ლოყებზე.ორივე ხელი ჩაკიდა და უბრალოდ მის პასუხს დაელოდა. -აი ახლა,ამ წამს თუ არ იჩქარებ და სადმე გადაკარგულში არ წამიყვან,რომ ჩემმა ხისთავიანმა ძმამ ვერ გვიპოვოს,მერე გადავიფიქრებ და კიდევ დიდიხანს მოგიწევს ლოდინი!-წამწამები ააფახუნა,ცერებზე დადგა და თემოს ტუჩებს მიაწება თავისი. ვერ იაზრებდა,რომ პატარა ბიჭივით იქცეოდა და არც აინტერესებდა,ერთი პატარა გოგონას სიტყვაზე იყო დამოკიდებული,რაც საშინლად მოსწონდა,მოსწონდა ასეთი საკუთარი თავი და ახლა, როცა მანქანას მიაქროლებდა და თავის ხელებში მოქცეულ ევას თითებს უყურებდა,იმაზე ბედნიერი იყო ვიდრე ოდესმე წარმოედგინა.ერთი ფერად თმიანი და არასტანდარტული გოგონას გამოჩენამ შეცვალა ყველაფერი და ყველა დღე გაუფერადა და კიდევ დიდხანს გაუფერადებდა თემო ბატონს ცხოვრებას,ისე როგორც თვითონ დაუთმო საკუთარი თავი ამ საოცარ არსებას. *** სანამ სხვა ყველა სიგიჟეს ჩადიოდა ანდრო და თეკლას ერთმანეთზე აკრულს ეძინათ,უფრო სწორედ ბატონი ანდრო ეკვროდა თეკლას ზურგიდან და ერთი ხელი მუცელზე ედო,აი ასე მშვიდად ეძინათ და ძილშიც კი ერთმანეთის სურნელით ტკბებოდნენ. -ახალი წლის დილა გათენდა ჩემო თავნებავ!-მთელი სახე დაუკოცნა და ისე გამოაფხიზლა. -თუ ყველა ახალი წლის დილა ასე დაიწყება ყველაფერზე მზად ვარ! -ეგრე ნუ ამბობ თორემ მეშინია,შენგან ხომ ყველაფერს უნდა ველოდო.-გაუღიმა და ყელში აკოცა. -შვილო მამაშენს უთხარი ამ დილაადრიან ნუ გამაბრაზებს,თან ახალ წელს!-მუცელს უყურებდა და ისე საუბრობდა. -ხო მართლა რა დავარქვათ ჩვენს ბიჭუნას? -ეგ სურპრიზია. -იმედია არ გაწირავ და რამე ნორმალურს მოიფიქრებ! -შემს გემოვნებაში ეჭვი გეპარება?-ერთი წარბი ზემოთ აზიდა და ისე შეხედა მიქაძეს,რომელიც სიცილს ძლის იკავებდა.თათას ზარმა გადაარჩინა ანდრო: -რახდება თათული? მითხრი,რომ ნიკო შეაცდინე და მაგიტომ გღვიძავს ამ დილაადრიან? -თეკლააა -ყველაფერი მესმიიის.-ნიკომ გამოსძახა და ანდროსაც აუტყდა სიცილი. -ამისგამო მერე მოგთხოვ ქალბატონო,ახლა კი მოემზადეთ....ბომბი უნდა ავაფეთქოოო -რა ხდებაა,თუ რამე ისეთია,რომ ჩემი ფეხმძიმე ცოლი აანერვიულო ჯობია არ თქვაა- -უყურეთ სიძე ბატონს როგორ ნერვიულობს ცოლზე.-ეს უკვე ნიკო იყი. -როდის მერე გავხდი სიძე შენთვის ხომ არ გაგიჟდი!-ალბათ ახლოს,რომ ყოლოდა ერთ შემოარტყამდა მაგრამ შორიდიან რას გააწყობდა. -აბა მოამზადეეეთ....ერთი....ორი....სამი.....თემო და ევა გაიპარნეეეენ....ახლა სადღაც სოფელში არიან და ერთმანეთს ვერ შორდებიან ალბააათ. -ნიკო მითხარო რომ ეს ჩვენი ძმაკაცი საერთოდ არ გამო*ირებულა და უბრალოდ სადხაც დასასვენებლად წაიყვანა?-ანდრომ ართვაა თეკლას ტელეფონი და საწოლიდან წამოხტა -რა დასვენება ბიჭო თაფლობის თვე ქვია მაგას.-ნიკომ გამოსძახა, რომელიც ბოლო ხმაზე იცინოდა თათასთან ერთად. -მოკლავს ერეკლე! ვერ ვიჯერებ,რომ ჩემმა დემონმა ეს სიგიჟე ჩაიდინა!!!!-თეკლა ნამდვილად ახფრთოვანებული იყო.აი ასე ააფორიაქა თემომ და ევამ ყველა,რომლებიც ახლა ერთმანეთის გარდა ვერაფერს ვერ აღიქვამდნენ. -რამ გააგიჟა ამხელა კაცი.. -მგონი გავიწყდება,რომ ჩვენც ყველასგან მალულად მოვაწერეთ ხელი და მერე გავიპარეთ!-თეკლამ თავისკენ მიიზიდა და ახალი ამბით აჟიტირებული ანდროს ტუჩებს წაეტანა,რომელიც უფრო აფორიაქებდა ვიდრე ამშვიდებდა. *** ისევ 27 მაისი... პატარა ალექსანდრე მიქაძე უკვე ორი კვირის იყო და თავის მშობლებთან ერთად ზრვისპირა ქალაქისკენ მიემართებოდა,თავის ახალ სახლში,სადაც მთელს ზაფხულს გაატარებდა. ერთი წლის წინ რესტორანიში, წითელი ღვინით ხელში მჯდომ ანდროსთვის ეს სურათი, რომ აღგეწერათ ალბათ ისტერიკული სიცილი აუვარდებოდა ან იმ ღვინის ბოთლს პირდაპირ თავში გაგიქანებდათ, ან მთლიან რესტორანს თავზე დაგამხობდათ და გათიშული წავიდოდა სახლში,მაგრამ რაღაც მომენტში გამოჩენილმა თავნება ქალბატონმა ისევ თავგზა აურია და ისევ ხელში ჩაიგდო.თუ ყველა ადამიანი, ისე მიჰყიდავს ეშმაკს სულ,როოგრც ეს ანდრომ გააკეთა ალბათ საბოლოოდ ისეთი ბენდიერი იქნებოდა,როგორ ახლა ანდრო,მაგრამ მაინც ყველა ადამიანი ბენიერებას სხვადასხვანაირად აღიქვამს. ანდროს და თეკლას ბენიერება კი ასეთი იყო!არცერთმა არ იცოდა რას უწყობდა ცხოვრება და არც იმაში იყვნენ დარწმუნებულები,რომ არასდროს ატკენდნენ ერთმანეთს,მაგრამ ორივემ დარწმუნებით იცოდა,რომ ყველაფერს ერთად გაუმკლავდებოდნენ და არა ცალ-ცალკე! თავნება ქალბატონი თეკლა კი უბრალოდ ცხოვრებით ტკბებოდა,არ იხსენებდა წარსულს,ერთი წამითაც კი,ისე გააქრო,თითქოს არც არსებობდა.ეს ანდროსაც უკვირდა ,მაგრამ ამასაც მიეჩვია,რადგან მისგან ყველაფერს ელოდა,ყველაფერს ისეთს რაც მათ არ ავნებდა და პირიქით უფრო გააბედნიერებდა. პატარა ალექსანდრე მკერდზე მიიკრო და ისე გავიდა ვერანდაზე,რომელიც პირდაპირ ზღვას გაჰყურებდა და ანდროს გვერდით ჩამოჟდა: -ისინი როდის მოვლენ? -ევა და თემო ამ საღამოს ჩამოვნელ,თათა კი მორიგეა ამიტომ ხვალ ჩამოიყვანს ნიკო. -მაშინ ხვალ ავღნიშნოთ.-ბავშვი გამორთვა და თვითონ მიიკრო გულმკერდზე. -რა უნდა ავღნიშნოთ ანდრო? - მა...ზუსტად 4 წლის წინ კუდიანი შემოვუშვი ჩემს გონებაში,გულში და მთლიან არსებაში და დედაშენს ეს არ აღსოვს! -მეგონა ის კუდიანი არ გიყვარდა და ახლა ასეთი თეკლა უფრო მოგწონს?!-გაუღიმა და მამა-შვილს დააკვირდა,დაიფიცებდა,რომ ამაზე ლამაზ სანახაობას ვეღარ იხილავდა და ერთი წამითაც არ ნანობდა არც ერთ თავის გადაწყვეტილებას რადგან,რომ არა ის კუდიანი თეკლა,რომელიც გარშემო ყველაფერს ურევდა დღეს ასეთ სურათს ვერ იხილავდა და ვერც ანდრო მიქაძე იქნებოდა ბედნიერი. -შენს თავნება დედიკოს მგონი ისიც დაავიწყდა,რომ ყველანაირი მიყვარს: ბოროტიც,კეთილიც,კუდიანიც და ანგელოზიც!-ბავშვს დაჰყურებდა და შიგადაშიგ ლოყაზე კოცნიდა,თეკლას,რომ გახედა და გაუღიმა. -მგონი ღმერთს სხვაში შევეშალე მე,რომ მარგუნა შენი თავი!-სკამი უფრო ახლოს მისწია და მხარზე ჩამოდო თავი,ანდრომ თავზე აკოცა და,აი,ასე გაჰყურებდნენ აბობოქრებულ ზღვის ტალღებს.ადამიანის შეყვარება ისეთი როგორიც არის რთულია,მაგრამ ანდრომ ეს შეძლო და იმაზე მეტი სიყვარული მიიღო ვიდრე ოდესმე წარმოედგინა,თავისი თავნება ქალბატონის სახით! აი,ასე დასრულდა ანდროს და თეკლას ისტორია... არ ვიცი რანაირ ემოციებს იწვევს ეს ისტორია თქვენში,ზოგისთვის შეიძლება ძალიანაც გავაზვიადე,მაგრამ სხვაგვარად არ შემეძლო... ვიცი,რომ ბევრიც გალოდინეთ და ამისთვის ბოდიშს გიხდით და უღრმესი მადლობა ყველას ვინც ბოლომდე მომყვებოდა და ამ ისტორიის პერსონაჟების ემოციებს იზიარებდით! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.