შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

19:19 (ნაწილი 4)


24-03-2022, 18:29
ავტორი Amelie S
ნანახია 1 568

ესეც ასე ბატონო ივაა... მიზანი მიღწეულია ჩამეღიმა და ყვავილებს გადავხედე.

მთელი დღის განმავლობაში არ გამოჩენილა,საღამოს ისევ ლიფტის კართან დამხვდა ატუზული..

-მე წაგიყვან სახლში,მკაცრი სახით გამომხედა

-არ მივდივარ სახლში

-აბა სად მიდიხარ?

-პირადი კითხვები აკრძალული გაქვს!

-სახლში წამოხვალ!

-არ წამოვალ... არც კი გამიხედავს ისე გავედი ლიფტიდან..კიბეებზე ვიყავი როდესაც წამიერად ჰაერში აღმოვჩნდი

-წამოხვალ!!! ყურთან მკაცრად გამიმეორა და მანქანაში ძალით ჩამტენა.

-ანუ თანამშრომელზე ძალადობა მოსულა უფროსო?

-სალაპარაკო გვაქვს..

-მე არაფერი მაქვს სალაპარაკო შენთან.. ისედაც ყველაფერი თქვი შენი გაქრობით.. ნაღვლიანად გადმომხედა და არაფერი მიპასუხა...

-ჩემთან ავიდეთ..

-არა! თვალები გადაატრიალა და ისევ ჰაერში ამოვყავი თავი

ცოტახანში მის მისაღებში ვიჯექი და ვუყურებდი როგორ ასხამდა ვისკს ჭიქებში..

-მე არ მინდა..

-რატო? კარგად მოქმედებს შენზე სასმელი..ნაგლად ჩამიცინა და თვალი ჩამიკრა

-ძაან ცდები თუ გგონია სასმლის ბრალი იყო ის ღამე..მე იმას ვაკეთებ რაც მინდა გასაგებია? და ახლა თავი დამანებე, სტუმარს ველოდები და შენთვის არ მცხელა.. ფეხზე წამოვდექი და კარისკენ დავიძარი..ხელში მწვდა და მისკენ მიმაბრუნა..ივას და ვისკის სუნი ერთმანეთში ირეოდა და ვგრძნობდი როგორ მახვევდა ნელ-ნელა თავბრუს.. ცოტაც და მაკოცებდა, უცებ ჩემი ტელეფონის ხმა გაისმა.. სასწრაფოდ ამოვიღე ჯიბიდა და ეკრანს დავხედე.. ვგიჟდები ილო შენზე, როგორ ზუსტად და კარგად შეარჩიე მომენტი,ამისთვის ჯილდოსაც კი იმსახურებ.. თვალები ამეღვრა სახელის დანახვაზე და ხელი გამიშვა..

-წადი...

ჩემი და ილიას მეგობრობა უკვე 10 წელს ითვლის, პარალელ კლასელები ვიყავით, სკოლის სპექტაკლში ვმონაწილეობდით ერთად,სწორედ იქ გავიცანი..მისი აღნაგობიდან გამომდინარე მამაჩემის როლის თამაში მოუწია, კარგა ხნის განმავლობაში ვეძახდი "პაპაჩკას'.. მაღალი, დიდი ბეჭების მქონე შავტუხა რაინდი გახლდათ ჩვენი ილო.. მწვანე თვალები და ლამაზი ღიმილი მისი საგზური იყო გოგოების გულების დასაპყრობად.. ჩვენი მეგობრობა ნათელი მაგალითი იყო იმისა,რომ გოგოს და ბიჭის მეგობრობა ჭეშმარიტად არსებობს!! ყველა დაქალზე მეტად შეეძლო ილოს ჩემს გვერდით დგომა და გაგება.. ელენეს გარდაცვალების შემდეგ აღარ ჩავდიოდი ქუთაისში ხშირად, თუმცა მიმოწერა ყოველთვის გვქონდა.. რამდენი ბედნიერი და სასაცილო ისტორია გვაქვს ერთად ვერავინ ვერ დათვლის..მისი "გოგოები" ყოველთვის ეჭვიანობდნენ ჩემზე და ასე მურმანის ეკალივით დავყვებოდი ხოლმე პაემნებზე და წუნკალი მულივით ვუფასებდი გოგოებს..ალბათ მაგიტოა დღემდე უცოლო... პოლიციის უფროსი ლეიტენანტი გახლავთ ახლა და ცოტახნით აქეთ გადმოუშვეს სამუშაოდ,ახლოს მეყოლება და ჩემი გეგმის განხორციელებაშიც დამეხმარება..

-ჩამოხვედი? ჯერ კიდევ აღელვებული ხმა მქონდა

-ჩამოვედი შვილო და გადმომხედე.. მხიარული ხმა მომაგება ილიამ

-ახლავე "პაპაჩკა"..

*

აივანზე გადავიხედე და ასეც ვიცოდი,რა ჯანდაბა უნდოდა აქ იმ პოლიციელ ილიას..ნეტა ნინისთან აპირებდა დარჩენას? ხომ არ ჩავიდე? არა რატო უნდა ჩახვიდე ივა, რა უფლებით?

რა ჯანდაბა ხდება ამათ შორის? იქნებ მხოლოდ მეგობრები არიან მართლა, მაგრამ რომელი მეგობარი გიგზავნის ყვავილებს სამსახურში და გაფრთხილებს რომ მალე მასთან იქნება.

უკვე მერამდენე ვისკის ჭიქა დაცალა აღარ იცოდა..გიგიც არ იყო ქალაქში, სახლიდან გასვლაც არ უნდოდა, აივანზე იჯდა და იცდიდა ილია თუ წავიდოდა, ან იქნებ რაიმე ხმა გაეგო..

*

-ყვავილები გაიგზავნე გოგო საკუთარი თავისთვის? ხარხარებდა ილია.. არ ხარ რა იმენა დალაგებული.. რაო მერე მოეღუნა ბიჭს?

-ჩჩჩჩ! დარწმუნებული ვარ აივანზე ზის და უნდა რაიმე გაიგონოს, ვიგუდებოდი ივას წარმოდგენაზე..

-ოხერი ხარ რააა! გოგო და მართლა ეგრე მოგწონს? თუ გიყვარს.. ეჭვისთვალით გამომხედა ილიამ

-უბრალოდ პასუხს აგებს იმისთვის, როგორც მოიქცა..

-ნწ! გიყვარს.. მახსოვს შენი თვალები როდესაც გიორგი გიყვარდა..ვერანაირ განსხვავებას ვერ ვხედავ..უბრალოდ არ მივცემ უფლებას გიორგისავით გატკინოს გული,ჩავაყუდებ სამუდამოდ იცოდე... გულიანად გადავიხარხარე ილიას მკაცრ მზერაზე

-აუ ხო შეიძლება რო ეს გიორგი არ გამახსენო, თან ნასვამზე?

-რაგინდა, გერმანიაში გათხოვდა სარფიანად..მადლობა უნდა თქვა რომ მასეთმა კაცმა მიგატოვა..

-ნუუუ.. მიტოვება მეორედ არ მიხსენო..აშკარად შემეცვალა ხმა და მზერა

-კარგი,კარგი.. აბა გისმენ გამაცანი ჩვენი გეგმა..

*

ღამის სამი საათი იყო, სადარბაზოდან გამოვიდა,ტაქსი გააჩერა და წავიდა.. რაღაცნაირად გულზე მომეშვა.. რამდენიმე წამში ტელეფონზე მეილის ხმა გავიგონე..

*

დილით სადარბაზოსთან რომ გავედი მანქანასთან იდგა ივა, ხარბად შემათვალიერა და თავით მანიშნა მე წაგიყვანო, ამ დროს უკან ილია მოადგა მისი ახალი მანქანით,ნაზად გავუღიმე და ილიას ჩავუჯექი... შეკრულ მუჭზე მივხვდი როგორ გამწარდა...

მთელი დღე ხმა არ გაუცია, არც გამოსულა კაბინეტიდან.. სამსახურის დასრულებამდე 1 საათით ადრე კაბინეტის კარებზე დავუკაკუნე.. ჰო,მანამდე სუნამოში ბანაობა არ დამვიწყებია და თმაც გავიშალე..

-დღეს ადრე რომ წავიდე შეიძლება? თავაიზიანად გავუღიმე, ქაღალდებიდან არც კი აუწევია თავი ისე მიპასუხა:

-წადი.. ცოტა გაოგნებულიც დავრჩი მისი რეაქციით, ნეტა რაჭირს ? უკვე მეორე "წადი" იყო მისგან და ვიგრძენი როგორ მტკენდა გულს ეს სიტყვა..

იმ საღამოს სახლში არ მოსულა,არც მომდევნო 3 დღე გამოჩენილა სამსახურში,ვეღარ მოვითმინე და ეკას ვკითხე სად ბრძანდებოდა..

-სასწრაფოდ გახდა წასასვლელი ამერიკაში, რამდენიმე დღით ადრე იყიდა ბილეთები,დავითმაც კი არ იცის რა მოხდა..

-რამდენიხნით წავიდა?

-ძაან მინდოდა დაებარებინა,მაგრამ აზრზე არ ვარ!! მკვახედ მომიგდო პასუხი, აპრეხილი ცხვირი კიდევ უფრო აპრიხა და ყავის დალევა გააგრძელა.

გულმა ცუდი მიგრძნო,ასე უცებ ნეტა რა მოხდა? ან როდის ჩამოვიდოდა..ძალიან ავფორიქდი..

2 კვირა ჩემს ზემოთ აივანი ცარიელი იყო, ყოველ საღამოს ველოდებოდი, რომ თეთრი Range Rover-ი გაჩერდებოდა ივა გადმოვიდოდა..ვერც მიწერას ვბედავდი,არც თვადა მეხმიანებოდა..ილია და მართა ერთად მაწყნარებდნენ..არვიცი ასე რატომ ვღელავდი.. წმადაუწუმ სოციალურ ქსელს ვამოწმებდი, ერთი სიახლეც კი არ ედო.. სად ჯანდაბაში გაქრა ეს ბიჭი!

*

იცით ყველაზე მეტად რომელი გრძნობა მეზიზღება? "შეცოდება"!

როდესაც ელენე გარდაიცვალა მხოლოდ ერთი სიტყვა მესმოდა - "საცოდავი".. საცოდავი ელენე, საცოდავი დათო, საცოდავი ივა.. საცოდავი ოჯახი.. ყველას ვეცოდებოდი..ყველა ზურგსუკან მჭორავდა და საწყალი თვალებით მიყურებდნენ...

შემდეგ ნარკოდამოკიდებული გავხდი და იგივე.. საცოდავი დედის სიკვდილი ვერ გადაიტანა.. საწყალი ელენე, რა კარგია ამას რომ არ უყურებს... დათო რა დღეშია და იმის მაგივრად გვერდით დაუდგეს რას ეკეთებს.. ამჯერად ყველა ჩემს განსჯაში იყო..

ამერიკაში გამგზავნეს და იქ ცოდოა მარტოო, აქ მამამისი მარტო როგორ დატოვაო.. საზოგადოებას ყოველთვის ვეცოდებოდი და თან ვერასდროს ვიქცეოდი მათ მოსაწონად..

იმ ღამით ჩემი ექიმისგან მეილი მომივიდა... ახლა მიხვდით რახდება და თქვენც შეგეცოდეთ.. შეიძლება არ იცოდეთ ზუსტი დიაგნოზი, მაგრამ ხომ სიბრარულის გრძნობა გაგიჩნდათ?

არასდროს მყვარებია..ყოველთვის მეშინოდა საყვარელი ადამიანის დაკარგვის.. როდესაც ვუყურებდი დათოს მდგომარეობას,მეშინოდა.. გონებაშიც კი არ ვუშვებდი ვინმეს მიმართ გრძნობები გამჩენოდა, ამიტომ ჩემი ურთიერთობები მაქსიმუმ ღამის 12- დან დილის 9 საათამდე გრძელდებოდა..

6 თვის წინ გამომიტანეს სასიკვდილო განაჩენი..მეტსასტაზებს ჩემი სხეული მოეცვა, ალბათ კიდევ ერთი წელი ვიარსებებდი და მერე.. მერე ელენეს ჩავეხუტები.. არავისთვის მითქვამს.. და არც ვაპირებ, არმინდა კიდევ ვეცოდებეოდე ვინმეს, არმინდა გული ვატკინო საყვარელ ხალხს.. ამიტომაც დავბრუნდი მამაჩემთან, მინდა დაკარგული დრო ავინაზღაურო და კარგად დავამახსოვრდე.

ნინი..ღმერთისგან გამოგზავნილი საჩუქარი თუ სასჯელია არვიცი..ასეთი გრძნობა არავის მიმართ გამჩენია, მინდა ჩავეხუტო,დავიცვა, ჩემთან იყოს.... ნინის არსებობა მაიძულებს ვიფიქრო რომ სიცოცხლე მინდა.. მის გამოჩენამდე ისე ვიყავი მომავალ სიკვდილს შეგუებული თითქოს, რომელიმე მომდევნო მოგზაურობაში მივდიოდი.. ახლა კი ვიტანჯები.. ვერც ახლოს მივდივარ მასთან, ვერც ვუშვებ..აღარც სიკვდილი არ მინდა..

*

ახალი წლის წინა შაბათი იყო, აივანზე ვიყავი ნათურებს ვკიდებდი, როდესაც მანქანაში ნაცნობი მანქანა გაჩერდა.. სიხარულისგან ლამის გადავვარდი..გადმოვიდა თუ არა ჩემს აივანს ამოხედა, სულელი ბავშვივით გავუღიმე და ხელი დავუქნიე.. დაღლილი და ფერდაკარგული იყო,თვალებით მიპასუხა ჩემს ბავშვურ მისალმებაზე და სადარბაზოში ამოვიდა.. ვერ გავიგე რა მექნა, ავსულიყავი და მომეკითხა? ძაან ქაჯური ხო არ იქნებოდა? იქნებ თვითონ ჩამოსულიყო ჩემთან.. დავიჯერო არაფერი არ ჩამომიტანა? უცებ პატარა ბავშვივით დამწყდა გული და გავიბუტე..

*

ისე მომენატრა.. ვიცოდი აივანზე იქნებოდა, გულმა მიგრძნო როგორც კი ეზოში შევედი,ისე ლამაზად,ბავშვურად გამიღიმა და ხელი დამიქნია, მხოლოდ ეს თუ მომიყვანდა ხასიათზე ასეთი რთული სამი კვირის შემდეგ. დივანზე ვიჯექი თვალდახუჭული და ვატრიალებდი თავში ნინის მოსალმებას, უცებ კარზე ზარი გაისმა..

კართან პატარა ბავშვივით ატუზული ნინი იდგა, ფუმფულა პიჟამოებში და ჩუსტებში გამოწყობილი, ხელში კი ყიყლიყოებით სავსე თეფში ეკავა..მისი დანახვისას სიცილი ვერ შევიკავე.. საპასუხოდ ტუჩები გამობერა წინ და ბუზღუნით მითხრა:

-ვიფიქრე დაღლილი და მშიერი იქნებოდი...

-შემო ნი, ეს ზუსტად ის არის რაც ახლა ყველაზე მეტად მინდოდა, გავუღიმე და ერთი ცალი ყიყლიყო თეფშიდან ავაცალე..

-რა ხდებოდა ამერიკაში? თვალების ცეცებით შემეკითხა

-რაღაც საქმეები გამომიჩნდა.. ცოტა მოსუქდი ხო შენ? საუბრის გადატანა ვცადე

-რაა? შეჰკივლა უკანასკნელ ხმაზე.. სიცილი ვერ შევიკავე , მკლავზე ხელო მოვკიდე და ახლოს მოვიზიდე..

-კარგი ვხუმრობ, ალბათ ფუმფულა პიჟამოების ბრალია..ამ თეფშს თუ დადებ დამავალებ და თან ჩაისაც თუ გამიკეთებ.. მუდარით გავხედე.. მანამდე უცებ შხაპს გადავივლებ ..

*

როგორც ბებიაჩემი იტყოდა ხვანცალა ბატონები დამემართა და საპასუხოც მივიღე..

ჩაის ვასხამდი, ნახევრად შიშველი ივა გამომეცხადა მისი კიდევ უფრო ჩამუქებული ყავისფერი თვალებით, რაღაც გამხდარიყო და არ მომეწონა..პირსახოცით სველ თმას იმშრალებდა და თან თვალს არ მაცილებდა.. წინ პატარა, ლამაზად შეფუთული ყუთი დამიდო და გამიღიმა: " იმედია მოგეწონება"..ჩემთან ახლოს მოვიდა და ურცხვად თმები გადამიწია, ოდნავ პიჟამას საყელო შეხსნა და ღრმად შეისუნთქა სურნელი..

-ჩემი გაზაფხული დაბრუნდა.. ჩაიჩურჩულა და მაგრად მიმიკრა გულზე..არ შევწინააღმდეგებივარ,არანაკლებ ხარბად შევისუნთქე მისი კანის სურნელი ,ხელები წელზე შემოვხვიე და საათს ავხედე 12:12 სთ იყო.. თვალები მაგრად დავხუჭე და ჩავიფიქრე...

-მოგენატრე.. მომესმა ყურთან ჩურჩული და ჩაღიმება.. იმდენად გახვეული ვიყავი მისი სხეულის ნეტარების ბურუსში პასუხის გაცემაც კი არ შემეძლო,უფრო და უფრო მძლავრად მიკრავდა ტანზე...

-ვეღარ ვსუნთქავ! ამოვიკვნესე ძლივს.. სასწრაფოდ ამოწია თავი კისრიდან და ტუჩებზე დამაცხრა..გალაქტიკის რომელ პლანეტაზე ვმოგზაურობდი არვიცი,მაგრამ წამში ვიგრძენი ცივად როგორ მომწყდა მისი ტუჩები.." - ჩაი გაცივდება" ეს თქვა ,ჭიქას ხელი მოკიდა და ტელევიზორთან დივანზე ჩამოჯდა..

სასტიკად გაბრაზებულმა გამოვიჯახუნე კარი და სახლში ჩამოვედი.. როდემდე უნდა ათამაშებინო ნინი საკუთარი თავი ამ იდიოტს? ილია და მართა საგანგაშო ზარით გამოვიძახე.. იმ საღამოს სამსახურის კორპორატიული საღამო იყო..ვერც კი მოვასწარი მეკითხა მოდიოდა თუ არა. ყუთი გავხსენი და ატლასის, წითელი საოცარი კაბა ამოვაფრიალე.. ზუსტად ჩემი ზომა იყო..

-ხო არ ღადაობ გოგო? ამ კაბით თუ წახვალ , ყველაზე ლამაზი და მიმზიდველი ქალი იქნები დღეს..ვერ დამალა ილიამ ემოციები

-მხოლოდ დღეს? გარკვივებულმა ვიკითხე, როდესაც მართა შემოვარდა აივნიდან

-სოს!!! ობიექტი შენგელია გამოწკეპილი გაემართა საკუთარი ავტომობილით, ააბა საად?

-მშვენიერი.. მისივე ნაჩუქარი კაბით მოეღება დღეს ბოლო.. ჩავიღიმე ჩუმად..

ღრმა დეკოლტე ქონდა კაბას, სასწრაფოდ მაღლა ავიკარი თმები და გრძელი საყურეები გავიკეთე, ყელი კი მოშიშვლებული დავიტოვე, სიგრძით კოჭებამდე იყო კაბა ,ოდნავ გაშლილი და ბოლომდე ახსნილი.. მაკიაჟი მართამ გამიკეთა,ჩემი საფირმო წითელი პომადა გადავისვი და მაღლებზე შევდექი, სუნამოშიც ვიბანავე.. სარკეში კმაყოფილმა შევათვალიერე საკუთარი თავი და ილიას გადავხედე:

-წავედით...



№1 სტუმარი სტუმარი მარი

მონწონს ეს ბიჭი. იქნებ შეარიგო? ცოდოა სულ მარტო ებრძვის ამ სენს.ზოგასად ასეთი ბ8ჭები კარგი ქმრები და მამები დგებიაბ

 


№2 სტუმარი M

აუ…:( იმდენად მსუბუქი და მხიარული დასაწყისი იყო, რომ არ ველოდი მოვლენების ასეთ განვითარებას. იმედია გაიმარჯვებს პერსონაჟი ამ საშინელ დაავადებაზე ♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent