შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

19:19(ნაწილი 5)


26-03-2022, 00:15
ავტორი Amelie S
ნანახია 10 129

უკვე 7 საათი იყო და ნინი ისევ არ ჩანდა..

-მოგძვრა ბიჭო მაგ თვალები,რომ მოვა დაინახავ.-მაწყნარებდა გიგი

flora cash - You're Somebody Else გაისმა დარბაზში, უცებ ავარიის დღე ამომიტივტივდა თავში,გული ამიჩქარდა და საათს დავხედეე, 19:19 საათი იყო..ახლა შემოვიდოდა ნინი დარბაზში ზუსტად ვიცოდი... ჩემი ნაჩუქარი წითელი კაბა ეცვა,თმები მაღლა აეწია და მისი ლამაზი კისერი ავტომატურად მიწვევდა.. ოხ!! წითელი პომადა წაუსვამს ქალბატონს..სიამოვნებით დავეწაფებოდი ამ წითელ ტუჩებს და მოვეფერებოდი მის თეთრ, მთრთოლვარე სხეულს..თავი ამაყად ეჭირა და თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა..-ვიცი მე მეძებს.. გადავხედე გიგის

-იმედია შენიშნე,მარტო არ არის..

-ოხ ეს პოლიციელი ილია! რა მოუშორებელი ჭირი გახდა,ან აქ რა ჯანდაბა უნდა?

-ყველას შეეძლო მეგობრის წამოყვანა.. დაგასწრეს ძმაო..-დამცინავად გამოიხედა გიგიმ და ვისკის ჭიქა გამოცალა..

-ეს გოგო ჩემია და ჩემი იქნება!

*

დარბაზში შესვლისთანავე ივას თვალებს წავაწყდი.. არ დაგიმალავთ და მიყვარდა როდესაც ასე გამომწვევად და ხარბად მათვალიერებდა, თანაც ზუსტად ვიცოდი ილიას დანახვა ჭკუიდან გადაიყვანდა.. ხომ ხედავ ბატონო ივა.. ვალში არასდროს არ გრჩებით.

მთელი საღამო შორიდან მიყურებდა,რასაც ვხედავდი ძალიან ბევრს სვამდა,არ მომწონდა ეს ფაქტი..ვატყობდი ნელ-ნელა როგორ ემღვრეოდა თვალები.. ზუსტად ამ თვალებში ვიძირებოდი და ვხვდებოდი მის სათქმელს.. სევდა და ნაღველი კიდევ უფრო მომატებულიყო.. მომენტებში იმდენად სინანულით მიყურებდა ვერ ვუძლებდი..

ილიასთან ერთად ვიყავი მთელი საღამო, გვერდიდან არ მცილდებოდა.. ივას გასაბრაზებლად ყველაზე ბედნიერ ქალად ვაჩვენებდი თავს და ღიმილი არ მომიშორებია სახიდან,მოულოდნელად ბატონმა დავითმა დაგვიძახა,ივაც მის გვერდით იდგა,ხელმკლავი გამოვდე ილიას და მივუახლოვდი მამა-შვილს.. ივას დავუდექი გვერდით,ისე რომ არც გავხედე

-ნინი შვილო,არ გაგვაცნობ შენს მეგობარს? ეჭვნარევი ღიმილით მკითხა დავითმა.- შევხედე როგორ დაეძაბა ივას კისერზე ძარღვი და ძალით მომღიმარი სახე მიიღო,ჩემი პასუხის მოლოდინში მზერა არ მოუშორებია..

-ილია ჩემო ბავშვობის მეგობარია,მაგრამ ახლახანს გადავწყვიტეთ რომ მეგობრებზე მეტი ვიყოთ.. ძალიან ამაყად ვთქვი და თან სამი კაცის გამჭოლი მზერის მსხვერპლი გავხდი, ვგრძნობდი როგორ ამეწვა ყველაფერი და სასწრაფოდ ჰაერზე უნდა გავსულიყავი.. ტელეფონის ზარი მოვიმიზეზე და სასწრაფოდ აივანზე გავედი..

სუფთა ჰაერი ჩავისუნთქე და ემოციებისგან დაბნეული აივნის მოაჯირს მივეყრდენი..ძალიან ციოდა, მე კი მხოლოდ თხელი შარფის შემოხვევა მოვასწარი..

-ანუ მეგობრებზე მეტი არა? ნაცნობა ხმამ გაიჟღერა ზურგს უკან..- მთელი ძალა მოვიკრიბე და "ვითომ არაფერი" სახით შევბრუნდი.. არც ამდენად ახლოს ველოდი..პირდაპირი ივას თვალებს შევეჩეხე...

-დიახ ბატონო ივა,რამე პრობლემა? ვეცადე მისთვის თვალი გამესწორებინა მაგრამ ვერ ვახერხებდი..

-ვერ იქნები შენ ილიასი.. მშვიდი ტონით აგრძელებდა საუბარს და კიდევ უფრო მიახლოვდებოდა..

-და რატომ ვითომ? გაბრაზებულმა შევუბრუნა კითხვა..

-იცი როგორ მარტივი პასუხი აქვს შენს კითხვას? ეს მითხრა და ხელები მოაჯირს მიაყრდნო,მე კი ხელებსშუა მომაქცია..უკვე ღრმად ვგრძნობდი ნაცნობ ვისკის და ივას სურნელის მიქსს..

-არ ვიცი და არც მაინტერესებს..ვეცადე მკაცრად მეპასუხა და მისგან გავთავისუფლებულიყავი..

- შენი თმა, თვალები..ეს კურნოსა აპრეხილი ცხვირი და ლამაზი ბუტია ტუჩები..გრძელი და ნაზი ყელი, ეს ლავიწები...-ვგრძნობდი ყურიდან როგორ დაიწყო მისი ტუჩების ჩამოცურება,თანაც ჩურჩულს აგრძელებდა.. -სავსე მკერდი და მიმზიდველი საჯდომი.. ეს მკლავები და თითები...- ხელი ნაზად ჩამოაცურა ჩემს მკლავზე და მაგრად ჩამჭიდა ხელი..

შენ... მთლიანად ჩემი ხარ!! მეორე ხელი წელზე მომხვია და იმდენად ახლოს მიმიკრა ვერ ვსუნთქავდი (როგორც ყოველთვის)..- ვერ ავიტან სხვამ შეისუნთქოს შენი ლავანდის და იასამნის სუნი,სხვა შეგეხოს,შემოგხედოს ისე როგორც მე... ვერ ავიტან სხვის მკლავებში გაიღვიძო..

-არც შენს მკლავებში გამიღვიძია!!! უცებ ამ სიტყვებმა გონს მომიყვანა და ხელი ვკარი რომ გაწეულიყო... ისევ იმ სიბრარულის თვალებით მიყურებდა

-არვიცი რამდენად მაპატიებ ახსნის გარეშე,მაგრამ ახლა ვერ აგიხსნი რატომ არ გაიღვიძე ჩემს მკლავებში..

-რა თქმა უნდა.. შენ ჩემი უფროსი ხარ, და არ გაქვს ვალდებულება რამე ამიხსნა.. ის ღამე ჩემი სურვილიც იყო, ასე რომ შეგიძლია ნამუსი დაიწყნარო და ახლა უბრალოდ საშუალება მომცე ილიასთან დავბრუნდე..

-შენ არ გიყვარს ილია.. გამოსცრა კბილებში და ისევ ხელებს შუა მომიქცია

-მართლა? იმედია იმას არ ფიქრობ რომ შენ მიყვარხარ.. ვგრძნობდი როგორ ამიკანკალდა ხმა და სადაც იყო მუხლები მომეკვეთებოდა...ნიკაპი მაღლა ამიწია და თვალებში ჩამხედა..

-აბა თვალებში მიყურე და ისე მითხარი რომ არ გიყვარვარ..ცინიკური მზერით მაკვირდებოდა.. რატომ ვექცეოდი ასე იოლად ამ ადამიანის გავლენის ქვეშ.. იმდენად სულელი აღმოვჩნდი წამში გავყიდე საკუთარი თავი,რა სიყვარული ნინიიი...აშკარად თავში შემომიძვრა და ჩემს აზრებს კითხულობდა..

-იცი ეხლა ვის გავხარ? სიცილის ვერ იკავებდა ივა... მე გაბუსული, ჯერ კიდევ მის ხელებს შუა მოქცეული ვიდექი და ხმას არ ვიღებდი..- აი პატარა ბავშვს რომ მშობლებთან სიმართლე წამოცდება... უკვე ხარხარებდა ივა..იმდენად მომეშალა საკუთარ თავზე ნერვები სასწრაფოდ გამოვუძვერი ხელებიდა და რესტორანში დავბრუნდი...

*

ისეთი სუფთა,წმინდა და ბავშვური იყო.. ჩემი სულელი გოგო..ავტომატურად გამომიტყდა სიყვარულში..ღმერთო გული როგორ მიცემს..ოხ ივა,ივააა! რა დაგმართა ამ პატარა ჭინკამ,როგორ შემოძვრა შენს სულში და აგაფორიაქა.. ვუყვარვარ..სიხარულისგან ვგრძნობდი ცრემლებს ვერ ვიკავებდი.. წამიერად ეს სიხარული ბრაზში გადამივიდა... გამახსენდა დიაგნოზი, თვეები და ის რომ ჩემი ცხოვრება დასასრულსიკენ მიდიოდა..პირველად გავმწარდი წლების შემდეგ ცხოვრებაზე..პირველად მომინდა სიცოცხლე ასე ძალიან..ვისკის ბოთლი ავიღე და სარკის მიმართულებით ვისროლე..საკუთარ თავს ვუყურებდი დამსხვრეულ სარკეში და ვგრძნობდი, ჩემი გული ამ სარკეზე უფრო დაჭრილი და ნატკენი იყო... არმინდოდა ნინის დაკარგვა,მე ხომ პირველად შემიყვარდა..

*

ღამის სამი საათი იყო,ვერ ვიძინებდი..როგორ ავდექი და ასე მარტივად გამოვუტყდი ივას სიყვარულში..ალბათ გამარჯვებული და კმაყოფილი სახით ძინავს ახლა მშვიდად..ამის წარმოდგენაზე მეტად ამეშალა ნერვები..ბალიში თავზე დავიმხვე და ყვირილი აღმომხდა..უცებ კაკუნი გავიგონე.. არ არსებობს ის იქნება.. ხალათიც კი არ ჩამიცვამს ისე გავვარდი

-რომელი ხარ?

-შენი ცხოვრების სიყვარული..სიცილით მესმოდა მთვრალი ივას ხმა კარს მიღმა..

-წადი რა ივა,ნასვამი ხარ.. მუდარანარევი ხმით ვთხოვე..

-თუ არ გამიღებ აქ,კარებთან დავიძინებ იცოდე..ბუტია ბავშვივით აბუზღუნდა..

ცალი ხელით კედელზე იყო მიყრდნობილი,წელს ზემოთ შიშველი,მეორე ხელი კი ხელსახოცით გადაეხვია და ვხედავდი სისხლი როგორ ჟონავდა..

*

უხხ..ისევ მოკლე ატლასის პერანგშია წარმოდგენილი ქალბატონი,სისხლის დანახვაზე შოკში ჩამივარდა.. სასწრაფოდ მომკიდა ხელი,დივანზე დამსვა და ჭრილობის დამუშავება დამიწყო..რა ლამაზი იყო ჩემი ნინი,აბურძგნული თმებით და შეშინებული, გაბუშტული ტუჩებით..

-რა მოგივიდა? შეწუხებული სახით მკითხა..

-ნერვიულობ ჩემზე? ხმა არ გამცა,უცებ ნიკაპში მოვკიდე ხელი და სახე ზემოთ ავაწევინე..

-შენ რა ტირი? ეხლა არ გადამიყვანო ჭკუიდან.. ცრემლები მის ლამაზ ლოყებზე ჩამოსრიალდა და ხელზე დამეცა..- ნი, რა გატირებს არ მეტყვი? ვინმემ გაწყენინა? რამე მოხდა?

-შენ..შენ გეტკინა.. ამოილუღლუღა

-და მაგიტომ ტირი ნი? მე რომ მეტკინა? თავი პატარა ბავშვივით დამიქნია...

-ჩამეხუტე რა.. აგრძელებდა სლუქუნს..მაგრად ჩავიკარი გულში და მისი თმების სურნელში ჩავიკარგე..

მეტკინა.. არ შეიძლებოდა ასე ვინმეს შევყვარებოდი, რა დამსახურებისთვის ღმერთო? კარგი მე მსჯი და მკლავ მაგრამ ნინიმ რა დაგიშავა? რატომ შეაყვარე ჩემი თავი? რატომ გამაჩინე მის ცხოვრებაში? რატომ უნდა ვატკინო ასე გული?? ის მაინც მიმანიშნე რა ვქნა?ის ისეთი კეთილი, წმინდაა.. ჩემი დარჩენილი ცხოვრების მფარველი ანგელოზია...



№1 სტუმარი სტუმარი მარი

ვაიმეეე.მეცოდება ეს ბიჭი და რა ვქნა. ითხრას დიაგნოზი თორემ მოვკვდი ნერვიულობით

 


№2  offline წევრი Elka Popova_2

Ар моклат вер гадавитан. Ганвицди далиан минда ахалгазрдеби джамртели да бедниереби иквнен.

 


№3 სტუმარი სტუმარი ლელა

ცოტა იყო არ მეყო????

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ცოტა იყო არ მეყო მაგრამ რა საცოდაობაა ეს დიაგნოზი და წყვილს ასე ტანჯავთ თუ ვერ იცოცხლებს ცოდო არაა ეს გოგო რომ შეუყვარდა ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent