შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

19:19 (ნაწილი 3)


22-03-2022, 21:36
ავტორი Amelie S
ნანახია 1 878

მისი ფაფუკი თითები ლამაზად აქვს შემოხვეული ჩემს კისერზე,პატარა აპრეხილი ცხვირი ჩემს სახესთან ახლოს არის და მშვიდად, უდარდელად სუნთქავს.. ვცდილობ მის სუნთქვას ავყვე. თმები ბალიშზე, ხალიჩასავით არის გაფენილი და ფანჯრიდან შემომავალ მზის შუქზე ლამაზად ბრწყინავს. საოცრად ნაზი და რბილი კანი აქვს..ამჯერად სრულიად ლავანდის და იასამნის სურნელში ვარ გახვეული, ჯერ კიდევ ძილბურანში ვუყურებ ამ სილამაზეს და ვგრძნობ რომ ასეთი შეგრძნება ჯერ არასდროს მქონია..უფლება რომ მქონდეს ყოველდღე ვუყურებდი პატარა ქალბატონს,როგორ მშვიდად, უშფოთველად ძინავს.. ფრთხილად ვეფერები მის სხეულს,არმინდა ძილი დავუფრთხო..ნაზად დავაცურებ თითებს და ვცდილობ მისი სახე დეტალურად შევისწავლო..მინდა თვალდახუჭულიც ვიცოდე მისი ყველა ნაკვთი. არ მინდა ავდგე და წავიდე, არ მინდა გავუშვა, არ მინდა ინანოს, მაგრამ მეშინია ამ გრძნობების..არ ვიმსახურებ შევუყვარდე ისეთ ქალს როგორიც ნინი არჩვაძეა.. ახლა ზუსტად ვიცი უკანასკნელი კაცივით ვიქცევი..ვიცი გულს ვატკენ და არ მაპატიებს, მაგრამ ასე სჯობს.

ნელა გამოვაცურე თავი მისი ხელებისგან,ტანსაცმელი ჩუმად ავკრიბე და გამოვედი..დავითს დავურეკე და ხაშურში გავაშვებინე თავი ობიექტზე..იმ დღით ნინის ვეღარ ვნახავდი.

*

ტელეფონს დავხედე,არანაირი შეტყობინება არ იყო ივასგან..ოფისში გადავრეკე და შეხვედრები დავაზუსტე..ეკატერინემ მომახარა რომ ივა ხაშურში გაუშვა დავითმა სასწრაფო საქმეზე და აქ მე მიმეხედა საქმეებისთვის..

*

-არ მირეკავს..

-შენ ბიჭო შ*გ ხო არაგაქ? კიდე ნინიმ უნდა დაგირეკოს? ან რას ელოდები.. გოგოსთან რომანტიული ღამის შემდეგ ნაშასავით ქრები და კიდე იქეთ ელოდები ზარს? გაბრაზებული მზერა ესროლა გიგიმ

-ხო მაგრამ... ბოლო ყლუპი ვისკი მოსვა ივამ

-ბიჭო ქალს რა პონტში მამართლებინებ? შენ მართლა კარგად ხარ? გამომაქციე ამ ხაშურში..

-დამისხი კიდევ..ამღვრეული თვალები გადაასვენა ივამ უკან და ღრმად ამოისუნთქა.

*

დე..

ყველა ობოლი გოგო იმ ყვავილს გავს, რომელიც საწყლად, მარტო ამოსულა უკაცრიელ მინდორში და ეწინააღმდეგება ქარის მიმართულებას..

როცა გავიგე რომ აღარ სუნთქავდი ჩემთვის მთლიანი სამყარო გაშავდა..მე არ ვიყავი შენს გვერდით..ალბათ ვერასდროს და არასდროს არ ვაპატიებ ჩემს თავს რომ მარტო დაგტოვე..არ გავიგონე შენი ხმა უკანასკნელად,არ ვუყურე როგორ გაიღიმე, არ ვიგრძენი შენი თბილი ხელები სახეზე, არ მოგეფერე.. არ ვაკოცე შენს ჩამომჭკნარ,ლამაზ ლოყებს..

ჩვენს სახლში აღარ მივდივარ..მეზიზღება ის სიცარიელე რაც იქ მხვდება.. ხანდახან იციი გიბრაზდები, შენ ხომ ყოველთვის მპირდებოდი, რომ არასდროს მიმატოვებდი..რამდენჯერ წარმოვიდგენ რომ შენს კალთაში მიდევს თავი,თმებზე მეფერები და გულს ვიოხებ ჩემს პრობლემებზე საუბრით,შენ კიდევ ნაზად მიღიმი და მამშვიდებ..ყოველთვის მასწავლიდი ის ვყოფილიყავი ვინც ვარ, არ შემშინებოდა საზოგადოების და პრობლემების..ყველა ცუდი დღე დროებითიაო იმეორებდი, მაგრამ უშენობისთვის არ მოგიმზადებივარ..არც შენ უშვებდი ამას გონებაში.

მენატრები დე..

ემოციებით დაღლილი ნელ-ნელა ჩამოვუყევი სასაფლაოდან გზას,წვიმას აპირებდა და მინდოდა დროულად მიმესწრო სასტუმრომდე და უცებ ისევ ნაცნობი ხმა გავიგონე..ილია!

-აბა ჩვენიი მონატრებული გოგო როგორა? ის თბილისელი ტიპშა სად გააქრე გოგო?სიცილით შემეგება ილო

-ჩემი უფროსია და არ მიბარებს სად მიდის და როგორ..ჩემივე სიტყვებმა გასცა პასუხი ყველა დღევანდელ კითხვას.

-ხოდა გუშინ რომ დაგვპირდი,დავურეკავ ყველას და უნდა შევიკრიბოთ..ხელი გადამხვია და გზაზე გადამიყვანა.. ნამდვილად მჭირდებოდა ჩემი საყვარელი ხალხის ნახვა და მათთან ერთად დროის გატარება...

*

-ეს ბიჭები ვინ არიან ტო?

-რა ბიჭები,ვინ ბიჭები? წამოხტა გუგა სავარძლიდან..ნინას სთორი გავუტრიალე სადაც ვიღაც სამ ბიჭთან ერთად იყო ჩახუტებული... არ უნდა დამეტოვებინა რაა, ის ილია გამახსენდა. ისე უყურებდა ცვეტში ბავშვობიდან უყვარს, იმენა ზიზღით მათვალიერებდა..

-შენ მაგარი დარხეული გაქ ივუშ,სიცილით გადახედა გიგიმ.. - და ეს ფსიქოლოგი ნუ გამხადე კიდე ქალივით ,ვაბშე სად ბანაობ შეჩ, შეგიყვარდა ის გოგო?

-არა, მე და სიყვარული სად გინახ..

-აი ამ უაზრო თავის მართლებით გაყიდე საკუთარი თავიი, სასწაული სათაურები იქნება ჟურნალის გარეკანებზე.. " შენგელიების ერთადერთი პრინიცს გული დაკავებულია"... დამცინა გიგამ და აივანზე გავიდა მოსაწევად.

ვერ მოვითმინე..

*

კარგი საღამო იყო მეგობრებთან ერთად,მეც განვიტვირთე და დღევანდელი ემოციები გადავფარე,მობილურს დავხედე 19:19სთ, ამჯერად არ დავაპირე სურვილის ჩაფიქრება, უცებ ესემესი ამოხტა ეკრანზე : < კარგად ერთობი?)))>

უცებ სახეზე წამომახურა და საშინლად მომაწვა გაბრაზება..მინდოდა დამერეკა და ყველაფერი მეთქვა.. ჰაერზე გავედი..სამჯერ ამოვისუნთქე და კლავიატურა გავხსენი..

<კი, გუშინდელზე ბევრად უკეთ)))>

*

-გიგიიიიიიიიი!

-რა გაყვირებს ბიჭო..შემოვარდა გაკვირვებული სახით.. ტელეფონი გავუტრიალე..

-ანუ, მე აქ ვზივარ მთელი დღე, თვითგვემაში ვარ, დანაშაულის შეგრძნებას ვერ ვუმკლავდები და გოგო გულაობს და თან გუშინდელზე უკეთ თურმე... გიგი ნუ იცინი თორე გცემ

-მემგონი თვქენ გაცვალეთ როლები ხო? აბა რა გინდოდა ისტერიკები მოეწყო? აქ ისტერიკაში მყოფს მხოლოდ შენ გხედავ..ისევ სიცილით კვდებოდა

-ანუ მისთვის გუშინდელი ღამე არაფერს ნიშნავდა?

-ნუ გავიწყდება ვინ მოიქცა კვერცხივით.. მკაცრი მზერა მესროლა გიგიმ..მეც კი არ მეუბნები რატო ადექი და გამოიქეცი.. თან ხაშურში.. მომეცი ეხლა ეს ტელეფონი გათიშე და ცოტა დაწყნარდი,მოდი აზრზე..

გიგი

ჩემი ბავშვობის მეგობარია, ერთ მერხთან ვიჯექით, ერთად ვაფუჭებდით მთელი ბავშვობა ყველაფერს..გვერდით მედგა ყველაზე ცუდ დროსაც..ყველგან მეძებდა და სახლში მიმათრევდა კაიფიდან და სასმლისგან გათიშულს. ერთადერთი ადამიანია რომელიც ყოველთვის იმას მეუბნება რასაც რეალურად ფიქრობს , ძირითად შემთხვევაში ვილანძღები.. ამერიკაში მიჭირდა მის გარეშე, მაგრამ მანძილმაც ვერ გააცივა ჩვენი მეგობრობა და ძმაკაცობა.. შემიძლია ყველაფერი ვანდო და მოვუყვე, ერთი რამის გარდა...

*

აი რატომ ამაფორიაქა,არც კი მიპასუხა..ნეტა რა პასუხს ელოდა? ნუთუ ეგონა ისტერიკებს მოვუწყობდი და შემდეგ რიგითი ისტერიჩკებისთვის დაზეპირებულ ტექსტებს მომაყრიდა... შენ არ იცი ვის ეთამაშები ივა შენგელია.

კარგი განტვირთვა გამოვიდა ქუთაისში, თუ იმ დღეს არ ჩავთვლით.. დავუბრუნდეთ ყოველდღიურ რეალობას.

დილით განსაკუთრებულად გამოვიპრანჭე..ტანზე მომდგარი შავი მოკლე კაბა ჩავიცვი,თმები მაღლა ავიწიე და ოდნავ ქუსლებზეც გავრისკე დღის გატარება..წითელი პომადა გადავისვი და ამაყად შევაღე ოფისის კარი..

რა თქმა უნდააა.. ასეც ველოდი. აბა გამოიცანით ვის ყბაჩამოვარდნილ სახეს შევეჩეხე პირველი? არ ცდებით.. მწველი მზერით კარგად შემათვალიერა, თავაწეულმა და მხიარული სახით ჩავუარე და მივესალმე..

*

გული ამოვარდნას მქონდა,ვიცოდი წუთი წუთზე შემოაღებდა კარს..ტელეფონს დავხედე 09:09სთ, არმინდა, არ ვარ სურვილების ხაისათზე , თავი გავიქნიე და ღმერთო..

შავ კაბაში ისეთი ლამაზი და მიმზიდველი იყო,თმები მაღლა აეწია და მისი ტუჩები, წითელი პომადის ფონზე კიდევ უფრო დიდი და გემრიელი ჩანდა..

-გამარჯობა ბატონო ივა.. მხიარული სახით,თავაზიანად ჩამიარა გვერდი და მისი სურნელი დამიტოვა..

მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდი თავი ამერიდებინა მისთვის, მაგრამ ყველგან თვალში მხვდებოდა მისი მომღიმარი და ბედნიერი სახე.. სასწრაფო პროექტი გამოგვიჩნდა რომელზეც გათენებამდე მოგვიწევდა მუშაობა, ზუსტად ვიცოდი ამჯერად პირისპირ შევხვდებოდი..

19:19სთ კაბინეტის კარზე კაკუნი გაისმა და ნებართვის გარეშე გრძელმა ფეხმა შემოაბიჯა ჩემთან,ამჯერად თმა გაუშლია..

-ბატონო ივა,რამდენიმე ნახაზი მინდა გაჩვენოთ და შეაფასოთ,რადგან ბატონი დავითი წავიდა თვქენი დასტური მჭირდება..

-რა თქმა უნდა ნინი, შევეცადე ბუნებრივი ვყოფილიყავი.. მაგიდას შემოუარა და ჩემთან ძალიან ახლოს მოვიდა, საბუთები წინ დამიდო, თმები მარჯვნივ გადაიყარა და სახე ახლოს მომიტანა..კაბის დეკოლტე თვალს მჭრიდა..საოცარი სურნელი დამიტრიალა ცხვირწინ.. FU*K!! მაქსიმალური კონცენტრაცია დამჭირდა ნახაზებისთვის დამეხედა,თვალს ვერ ვაცილებდი მის ტუჩებს,ცხვირს,ლამაზ შეწითლებულ ლოყებს.. მინდოდა კალთაში ჩამესვა და მაგრად მეკოცნა.. მისი ყელი და მხრები ჩამეკოცნა...

*

დღეისთვის საკმარისია ბატონო ივა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ დასაწყისია.. გავიფიქრე გულში,ნახაზებს ხელი მოვკიდე და კაბინეტიდან გამოვედი..გამოსვლისას კარებთან მივაყურადე და ფანჯრის გაღების ხმა მომესმა.. რა ბატონო ივა? ხომ არ დაგცხათ შუა ზამთარში? კმაყოფილმა გულიანად გავიცინე და საქმეს დავუბრუნდი..

სრული სამი დღე საოცარი იგნორის მსხვერპლი გახდა ჩვენი ივუშა სანამ...

*

არცერთი არ ვარღვევდით სიჩუმეს იმ ღამის შესახებ..თათბირზე გვერდით მეჯდა, როგორც ყოველთვის..უცებ მისმა ტელეფონმა გაანათა..მოვასწარი წაკითხვა, ილია იყო..არმინდოდა აღიარება მაგრამ საშინლად ვეჭვიანობდი იმ ბიჭზე..ინსტაგრამზეც გადავხედე და წლების წინ გადაღებული საერთო ფოტოები ჯერ კიდევ უდევს და უამრავი სიყვარულები აქვს მიწერილი.. ეს არ მაკლდა ნინიმ ღიმილით დაიწყო შეტყობინებების გაგზავნა შუა თათბირზე.. ვიმეორებ შუა თათბირზე.. ახლა უკვე ის ჩახუტებული სთორები გამახსენდა და სისხლი წამომაწვა ძარღვებში..არა ამის მოთმენა უკვე აღარ შემეძლო,უნდა გველაპარაკა..

*

მუშაობას მოვრჩით და ლიფტში შევდიოდი როდესაც გაცეცხლებული თვალებით შემოვარდა და არც კი დალოდებია კარის დახურვას, იმ წამსვე მომმვარდა და კედელზე ამაკრა..

-ბატონო ივა მშვიდობაა? მშვიდი ცინიკური თვალებით გავუსწორე მზერა..იმდენად ახლოს იყო ყველა ამოსუნთქვა მესმოდა,და მისი გულის ცემა..ჩემსაზე სწრაფი იყო იმ წამს

-რაუნდა ილიას? რაც შეიძლებოდა ზიზღით წარმოთქვა მისი სახელი

-თქვენ რა გინდათ? არ ვთმობდი ჩემს ცინიზმს და თქვენობით საუბარს

-ნინი ნუ ცდილობ ჭკუიდან გადამიყვანო..

-თორე რა? ამჯერად გაკეკლუცება ვცადე. ვიგრძენი როგორ შემეხო მისი ხელი ყელზე,როგორ დამიჭირა თავი და სწრაფად დააცხრა ჩემს ტუჩებს..წამიერად მოვწყდი ამქვეყნიურობას, მაგრამ მაშინვე ავიყვანე საკუთარი თავი ხელში, ხელი ვკარი და უკან გავაგდე.. დავინახე მისი ამღვრეული თვალები და ის თუ როგორ იკბინა ქვედა ტუჩზე.

-ნინი მე..

-ახლა კარგად მომისმინე..ვეღარარსდროს შემეხები როცა მოგინდება და არანაირი უფლება არ გაქვს ჩემს პირადში ჩაერიო.. ღილაკს დავაჭირე და სასწრაფოდ ლიფტიდან გავედი.. არც უცდია უკან გამოყოლა..

*

რაღაც ჯადოქრობას მიშვებოდა ეს გოგო,იმდენად ახლოს ვიყავი ლიფტში მასთან, ვერ შევიკავე თავი.. მისი ტუჩები.. ისეთი გემრიელია დიდხანს მიმყვება გემო და ეს უფრო მეტად მაგიჟებს.. წამიერად დამნებდა და მისგანაც ვიგრძენი იგივე ვნება და გულის ფეთქვა... რატომ ვერ ვუშვებდი ამ გოგოს ვერც გონებიდან და ვერც გულიდან..

დილით ეკატერინე დიდი ვარდების თაიგულით მოძრაობდა ოფისის მისაღებში..

-ვა ეკუშ, ვინ მოგართვა?

-ჰმ.. მე არა, იმ ქალბატონს მოართვეს.. ნინის კაბინეტისკენ გაიშვირა წვეტიანი ცხვირი..როგორც ყოველთვის, ეჭვიანობისგან უკვე მუშტების შეკვრა დავიწყე..

-მე შევუტან, ფაილი მაქვს ასაღები ოთახიდან.. ვიცრუე და თაიგული გამოვართვი..წარწერა თაიგულზე შემდეგი იყო: " ძალიან მალე შენთან ვიქნები, ილია <3 "

ასეც ვიცოდი..თაიგული იქვე ნაგვის ურნაში მოვისროლე და ბარათი მაგიდაზე დავაგდე...

*

კაბინეტის კარი ნახევრად ღია იყო, უცებ შიშისგან შევხტი როდესაც ჩემს სკამზე ივა დავინახე , გვერდით ნაგვის ურნაში დიდი თაიგული და მის ხელში ათამაშებული ლამაზი ბარათი...

გაურკვევლობიდან ივას მკაცრმა ხმამ გამომარკვია: -თუ აქამდე არ იცოდი ოფისში მსგავსი რომანტიკები და უწი-პუწები დაუშვებელია..სკამიდან წამოდგა და ბარათი ხელში მომაჩეჩა.."პირადი ცხოვრება სამსახურის კარებთან", ცინიკურად ჩამიღიმია და კარები გაიჯახუნა...



№1  offline წევრი Niako261995

კარგია,წარმატებები❤

 


№2  offline წევრი ლელა1306

კარგია წარმატებები. სავარაუდოდ ეს პირველი ნაწარმოები არ იქნება თქვენიდა სხვაგან ხომ არ გაქვთ ატვირთული რომ წავიკითხოთ? ან აქ აგვირტვირთოთ. წავიკითხავდი დიდი სიამოვნებით,

 


№3  offline წევრი M.Z°_°

მხოლოდ სამი თავი დევს და მე უკვე ძალიან შემიყვარდა????მოუთმენლად ველი შემდეგ თავებსაც????

 


№4  offline წევრი Amelie S

M.Z°_°
მხოლოდ სამი თავი დევს და მე უკვე ძალიან შემიყვარდა????მოუთმენლად ველი შემდეგ თავებსაც????

ღმერთო როგორ მიხარია თქვენი კომენტარები ვერ გეტყვით heart_eyes heart_eyes

ლელა1306
კარგია წარმატებები. სავარაუდოდ ეს პირველი ნაწარმოები არ იქნება თქვენიდა სხვაგან ხომ არ გაქვთ ატვირთული რომ წავიკითხოთ? ან აქ აგვირტვირთოთ. წავიკითხავდი დიდი სიამოვნებით,

მადლობა დიდი heart_eyes წლების შემდეგ ეს მეორე ისტორიაა რომელსაც ვწერ და მიხარია თუ მოგწონთ, სამწუხაროდ ჩემი პირველი ისტორია საიტიდანაც წაიშალა და მეც დავკარგე

Niako261995
კარგია,წარმატებები❤

მადლობა დიდი kissing_closed_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent