შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

19:19 (ნაწილი 6)


27-03-2022, 00:27
ავტორი Amelie S
ნანახია 10 136

*

დილით შიშმა გამაღვიძა..წამოხტომა მინდოდა მაგრამ ადგილიდან ვერ დავიძარი..მის დიდ მკლავებში ვყავდი მომწყვდეული და მშვიდად ეძინა.. არმახსოვს როდის ჩამეძინა ან როგორ აღმოვჩნდი ჩემს საწოლში..თავი ივას კისერში მქონდა ჩარგული და ვცდილობდი მისი სუნთქვის რითმს დავწეოდი..მინდოდა ერთად და ერთნაირად გვესუნთქა..შემდეგ გულის ცემას მივაყურადე.. ერთმანეთს ვადარებდი რომლის გული უფრო სწრაფად ცემდა.თითებით სახეზე ვეფერებოდი, იმდენად მქონდა მისი დაკარგვის შიში, მინდოდა ყველა ნაკვთი ზეპირად მესწავლა, თვალები დავხუჭე და სახეზე ფერება განვაგრძე,უცებ მისმა ბოხმა ხმამ გამომაფხიზლა..

-მე უკვე ყველა შენი სხეულის დეტალი ზეპირად ვიცი.. საოცრად მიმზიდველი იყო ახალგაღვიძებულზე.. აბურძგნული თმებით,დაბერილი ტუჩებით და ოდნავ შესიებული,წყლიანი თვალებით..- ნუ მიყურებ ეგრე!!! გაიბუსა..

-ეგრე როგორ? წარმოვიდგინე როგორი სულელურად ბედნიერი სახე მქონდა.. არვიცი ზუსტად გადმოცემს თუ არა "სულელურად ბედნიერი" ჩემს ემოციას,მაგრამ ალბათ ყველა შეყვარებულ ადამიანს განუცდია მომენტი,როდესაც უაზროდ გეღიმება ყურებამდე და ბედნიერი ხარ, მხოლოდ იმიტომ რომ გიყვარს.. და სადღაც ჰაერში ხარ,ვერ გრძნობ მიწაზე ფეხის დადგმას,იმდენად მსუბუქი და ფაფუკია ირგვლივ ყველაფერი.

-ნი.. ხმა ჩაეხლიჩა..

-იცი როდესაც "ნი"-ს მეძახი ტანში ჟრუანტელი მივლის..ვუთხარი მორცხვად და მხოლოდ ჯემალ ქარჩახაძის "იგი"დან მიტივტივებდა ამონარიდი თავში.."იგი ნის საამო სითბოში გაეხვია და თვითონაც სითბოდ იქცა. სითბო ყველაფერს მოედო. ახლა ყველაფერი სითბო იყო; ახლა ყველაფერი იგი იყო და ახლა ყველაფერი ნი იყო.

იგის ხელმა ნის ხელი მოძებნა..."

-ოდესმე გინატრია წამის გაჩერებაზე? სევდიანად გამომხედა და ჩემს თმებზე დაიწყო თამაში..

-იცი წამის გაჩერებაზე არა,აი დროის უკან დაბრუნებაზე კი ძალიან ბევრჯერ..ალბათ,როცა არ იცი წინასწარ რა იქნება ხარბად ირგებ მოცემულ წამს და მომავალს კიდევ უფრო იმედიანად უყურებ,უფრო მეტ ბედნიერ მომენტს ელი ცხოვრებიდან და არ ფიქრობ რომ შეიძლება ერთ დღეს ეს ყველაფერი დასრულდეს.. და შენ?

-მე მეორედ ვინატრე.. ამჯერად თმებზე მოფერებას მორჩა და ზემოდან მომიქცია..მიყვარდა მისი ყავისფერი,წყლიანი თვალები,თურმე სულაც არ არის საჭირო ლურჯი ან ცისფერი თვალები გქონდეს რომ მათში ჩაიძირო.. ბებო მეუბნებოდა "თვალები გეტყვიან ადამიანის შინაგან მდგომარეობას,უყურე მათ და მიჰყევი სანამდეც მიგიშვებენო"... მივყვებოდი მათ სიღრმეს..არვიცი რა ტკიოდათ ასე ძალიან,მაგრამ მე ამას ვგრძნობდი..თითქოს შველას ითხოვდნენ ზღვაში დაკარგული ნავივით,რომელსაც გადარჩენის იმედი არ აქვს,მაგრამ იმედის ის ნაპერწკალი,რაც არ გვაძლევს დანებების საშუალებას , გვაიძულებს ვიყვიროთ..

-პირველად როდის? მოდი გამოვიცნოოობ.. ტუჩები ავბუზე..

-ნი..საოცრება ხარ..მხოლოდ ეს მითხრა და ივას ცხელი ტუჩების სიმხურვალე მოიცვა მთელი ჩემი სხეული..

*

საოცნებო დილა როგორია რომ ეკითხათ ჩემთვის,აი ამ მომენტს ჩავიწერდი და ვაჩვენებდი მსოფლიოს..

ჩემი საოცნებო ქალი.. თეთრ მოკლე პერანგში...მაღლა აკრული,აბურდული თმით,ღიმილით და ტიტინით მიმზადებდა ყიყლიყოებს და ჩაის.. ვცდილობდი ყველა დეტალი დამემახსოვრებინა,ტვინში ჩამებეჭდა..მინდოდა სიკვდილის წინ მოგონებებში მხოლოდ ჩემი "ნი" ყოფილიყო.

-ივააა.. უცებ მისმა შეწუხებულმა ხმამ გამომარკვია ფიქრებისგან.. სასწრაფოდ მივვარდი სამზარეულოსთან,ორი ცრემლი ჩამოსრიალებულიყო მის ნაზ ლოყებზე და თითს მთელი მონდომებით უბერავდა სულს.. სიცილი ვერ შევიკავე

-ხელი დაიწვი ? მოდი ჩემთან მალამოს წაგისვამ..მივიხუტე გულზე..ჩემთან როგორი დაუცველი და პატარა იყო..

-ივა! მომანათა მისი ლამაზი თვალები და სახე..რომელიც ასე დანარვლიანებოდა

-ხო ნი,რახდება?

-ისევ მიმატოვებ?

"წუხილი ისეთი ყოფილა,როგორიცაა მძინარე ტკივილი"

*

-იცი როდის მიგატოვებ?

-ამ სიტყვებმა კიდევ უფრო ამანერვიულა და დამასევდიანა

-ანუ აპირებ..

-მაშინ როდესაც აღარ ვისუნთქებ.. თანახმა ხარ? უცებ ცრემლები სიცილში გადამივიდა

-რა იდიოტი ხარ!! ხელი ვკარი და მისკენ მიმიზიდა.. ისევ სადღაც ღრუბლებში აღმოვჩნდი..

არანორმალურად ბედნიერი ვიყავი მის გვერდით... უმეტეს წილად ივას მკლავებში ვიღვიძებდი და ვიძინებდი,თუ კი მანამ უწევდა წასვლა სანამ გავიღვიძებდი,საწოლთან ერთი თეთრი ვარდი ყოველთვის მხვდებოდა წარწერით " თვალები დახუჭე და წარმოიდგინე რომ შენთან ვარ.." უცებ დავხუჭავდი თვალებს და იმდენად ცხადად შევიგრძნობდი მის სუნს და შეხებას ვირეოდი რეალობასა და წარმოსახვას შორის..

*

მუდმივი გაზაფხული მყავდა სახლში.. ახლა უკვე გაჟღენთილი ვიყავი მისი იასამნის სურნელით..განებივრებული ჩემი ნი-ს კოცნით..მიყვარდა ნებისმიერ მდგომარეობაში მისი ყურება, ღამეებს ვათენებდი.. არ მემეტებოდა წამი ძილისთვის, მერჩივნა მის ყურებაში და ფერებაში გამეტარებინა..უკვე აპრილი იყო,დრო და დრო ვატყობდი თავბრუსხვევებს და სისუსტეს,რამდენჯერმე ნინიმაც შემამჩნია და დაღლილობას ვაბრალებდი.. ერთ დღეს მისი ძველი ბლოკნოტი ვიპოვე,ბავშვური ჩანახატები ქონდა,მეღიმებოდა მის ჩანაწერებზე,ისევ ისეთი იყო,15 წლის ნინი.. უცებ წერილს გადავაწყდი:

" ძვირფასო მამა"

შენი ბრალია რომ დღეს ასე მიჭირს უშენობა.. შენი ბრალია დედას ცრემლები,ჩემი უძილო ღამეები..იცი რას ვერ გპატიობ? არასდროს დამიძახებია სიტყვა "მამა",არასდროს მიგრძვნია მამრობით სქესის არსებობა ჩემს გვერდით,არასდროს მყავდა ვინმე,ვინც დედას ბრაზისგან დამიცავდა და გვერდში დამიდგებოდა,მე არ მქონია ცხოვრების ის სამკუთხედი,რომელსაც დედა,მამა და შვილი შეადგენს.ვიყავით და ვართ მე და დედა,ორი ძლიერი და მუქი წერტილი,რომელიც საერთო ჯამში,ძლიერ და მყარ წრფივს ვქმნით.მიტირია?-ძალიან ბევრჯერ,როცა ცხოვრების რაღაც მომენტში თავს ყველაზე მარტოდ გრძნობ და ემოციისგან დაცლა გჭირდება,მაშინ გახსენდება რომ ცხოვრებამ რაღაც,ან ვიღაც დაგაკლო.ბევრჯერ მინატრია ჩემს გვერდით ყოფილიყო მამა,ოღონდ ოცნების მამა,რომელიც ზუსტად თოვლის ბაბუასავით იყო,არ არსებობდა თუმცა მისი არსებობის დაჯერება ძალიან მსურდა,თანაც ზუსტად ისეთის,როგორიც ჩემს წარმოდგენაში იყო,კიდევ ერთი განსხვავება-თოვლის ბაბუ წელიწადში ერთხელ მაინც ჩნდება ბავშვების ცხოვრებაში..

რატომ წამართვი შენივე სიყვარული?რატომ მაწერინებ დღეს ამ სიტყვებს?რატომ მჭირდები? ამ წამს მძულხარ!! იმიტომ რომ ჩემთან არ ხარ..იმიტომ რომ არ გიყვარვარ!!იმიტომ რომ მიმატოვე...

მე არასდროს შევიყვარებ!! ვერ გავუძლებ კიდევ ერთხელ მიმატოვონ!!!"

ყველაფერი უნდა მეთქვა...

*

იმ დღით ივა აფირიაქებული იყო,ძალითაც კი ვერ მიღიმოდა.. სახლში ადრე წამოვედი მინდოდა ვახშამი მომემზადებინა და ხასიათზე მომეყვანა.. ლეპტოპი სახლში დარჩენოდა,როგორც გამოუცდელმა მზარეულმა ინტერნეტში დავიწყე რეცეპტების მოძიება როდესაც მეილი მოუვიდა ვიღაც " Dr.Scott" ისგან,არმინდოდა გამეხსნა,მაგრამ უცებ ცივმა ოფლმა დამასხა და ხელის კანკალით გავხსენი მეილი... მხოლოდ ახლა ვიგრძენი რას ნიშნავს ღრუბლებიდან მიწაზე დაენარცხო,ყველანაირი ზებუნებრივი ძალები დაკარგო და თითოეული ნეკნის ტკივილი იგრძნო..ჩემი გულის რაღაც ნაწილმა ფუნქციონირება შეწყვიტა..

*

კარები შევაღე და სამზარეულოს კუთხეში შეყუჟული ნი დავინახე,ტიროდა არ ერქვა ამას,ქვითინებდა,იქვე გატეხილი ლეპტოპი და ჭურჭელი ეყარა..დამინახა თუ არა ტირილს უმატა,ფეხზე წამოდგა და მუჭების რტყმევით მომვარდა..

-შენ..შენ ვერ მიმატოვებ გესმის? რატო დამიმალე ივა,ასეთი რაღაც როგორ დამიმალე? და რას აპირებდი? ასე უსიტყვოდ მიმატოვებდი და დანებდებოდი სიკვდილს? მითხარი რას ფიქრობდი.. ამიტომ გამირბოდი? ამიტომ მკრავდი ხელს? ივა ვერ მიმატოვებ გესმის? ჩემი გესმის? ბოლო ხმაზე ტიროდა ნინი,გავქვავდი და ხმა ვერ ამოვიღე..ვერ შევეხე... ოთახში გავარდა და ბარგის ჩალაგება დაიწყო..მტოვებდა.. სწორედ ამის მეშინოდა..

-ნი სად მიდიხარ?

-მივდივართ!!! ცრემლებს იწმენდდა და თან ტანსაცმელს მთელი ძალით ტენიდა ჩანთაში..

-და სად?

-ამერიკაში.. შენ რა გგონია უფლებას მოგცემ სიკვდილს დანებდე???

პ.ს არვიცი რა ვთქვა,დიდი მადლობა ყველას ვინც ჩემთან და პერსონაჟებთან ერთად განიცდით ამ ისტორიას,მიხარია თუ კი მოგწონთ..



№1 სტუმარი Mari

არ მოკლა ეს ბიჭი.პირიქით ერთად გაუშვი და შეებრძოლებიან ამ საშინელ სენს. ამათ ელით ნათელი და ბედნიერი მომავალი

 


№2  offline წევრი Elka Popova_2

Рамдени витире. Украинаши амден сиквдилс вукуреб да ак маинц икос бедниери адамианеби. Каргад церт гаихарет

 


№3  offline წევრი Amelie S

Elka Popova_2
Рамдени витире. Украинаши амден сиквдилс вукуреб да ак маинц икос бедниери адамианеби. Каргад церт гаихарет

მადლობა დიდი

 


№4 სტუმარი სტუმარი Nestani

Zalian shemecoda orive ki argi Tavi iyo da amovidsuntqe ar mokla es cyvili minda bednieri iyvnen velodebi axal tavs madloba warmatebebi ????❤️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent