შენ ხარ აისი XIII თავი
-არ მეგონა, მამა თუ ასე თბილად თუ მიმიღებდა-სიხარულის თვალები შევანათე ჩემს წინ მდგარ დემეს-ხვალიდან მკურნალობას დავიწყებთ და მალე ძველებურად კარგად იქნება. -რამდენი წელია არ გვისაუბრია?-სიგარეტს გაუკიდა- ეგრე რომ გიჭირდა, რატომ არ გამაგებინე,ხომ იცი, თუ საჭირო იქებოდა წამოგიყვანდი. -არ ვიცი,იმ მომენტში ვერ ვიზრებდი, რასაც ჩავდიოდი.მხოლოდ საკუთარი თავის გადარცენა მინდოდა-უხერხულად შევიკუმშე -შენი გაქრობის შესახებ,რომ გავიგე ვიფირე,რომელიმე ჩემმა მტერმა გააკეთა,ვერასდროს ვიფიქრებდი,რომ დამოუკიდებლად ამ გადაწყვეტილებას მიიღებდი. -როგორც ხედავ გაჭრა ამ გადაწყვეტილებამ და დღეს ის ვარ, რასაც გაფიქრებითაც კი ვერ გავიფიქრებდი-ამაყად წარმოვთქვი. -სიყვარულის დანგრევის ხარჯზე-უფრო თავისთვის წარმოთქვა,თუმცა ჩემს ყურს არ გამოპარვია. -ყველა დათას რატომ ანუგეშებთ?-ჩემი ნერვებმა უკვე ლიმიტს მიაღწია,ვეღარ მოვითმინე და ფეხზე წამოვიჭერი-მან მე მომიტაცა…ჯანდაბა! არ მაინტერესებს არანაირი მიზეზი ვის ვუნდოდი ცოლად და ვის არა. მთავარი აქ ის არის, რომ ბავშვობა გამინადგურდა თუ ის ჩემი წამოსვლით ცუდად იყო,არც მე ვყოფილვარ კარგ დღეში.მასზე გაცილებით მეტი სიმწარე გავიარე. არანაირი არგუმენტი არ ამართლებს მას,თუ ზურაბი მომიტაცებდა, არც მასთან არ გავჩერდებოდი და წამოვიდოდი. მე არ მივეკუთვნები მათ, რომლებიც თავს დაუხრის ყველას. მე სხვა ვარ, არ მაინტერესებს სხვის თვალში, როგორ გამოვჩნდები. იმის გამო,რომ ეს თქვენ არ მოგწონს არ ვაპირებ ამისგამო ჩემი თავი შევზღუდო.დავიღალე!. -მაშ რატომ დარჩი მასთან. ბავშვსაც კი ჩუქნიდი იმ კაცს, რომელიც გეჯავრება?-გაოცება ვერ დამალა დემემ. -მე დათა მიყვარდა,ყველანი ფიქრობს,ბავშვი დავკარგე და ამოვისუნთქე, რადგან არ მინდოდა. სინამდვილეში ყველაზე მეტად მე მეტკინა მისი ჩემიდან წასვლა. ბოლოს და ბოლოს ის ხომ იმ კაცის შვილი იყო, რომელიც სიგიჟემდე შემიყვარდა. -შეუძლებელია,ეგრე ისაუბრო ადამიანზე,რომელიც ერთ დროს ჭკუას კარგავდი. არ გიყვრდა,სიმართლე ესარის.-დანანებით გააქნია ტავი. -არაფერი არ გესმის.დგები და დათას უცხადებ კაცურ სოლიდარობას -როგორც შენ ამბობ-ეს ჩემი აზრია!-როგორც ჩანს დაიღალა კამათით ადგა და უბრალოდ გავიდა. ……………….. მას შემდეგ,რაც საქართველოში ჩამოვედი დედაჩემი ყოველთვის ცდილობდა,როგორმე უკან დავებრუნებინე. ჩემს სახლში გადმოსახლდა იმის შიშით, რომ არ გავკარებულიყავი იმ უბნებს,რომლიც ასე ძალიან მიყვარდა და მთელ ჩემს ბავშვობის მოგონებებს ინახავდა. არ ამბობდა,მაგრამ მე ხომ კარგად ვიცნობდი.ჩემი გამოჩენის სცხვენოდა,არ უნდოდა ვინმეს გაეგო,რომ უკან დავბრუნდი. ამ ყველაფერზე არ ვიცოდი, რა რეაქცია უნდა მქონოდა,უკვე სასაცილოც კი აღარ იყო. ჩარლს დავურეკე და ვუთხარ,რომ გადავწყვიტე ვიზიტი გავაგრძელო საქართველოში და თავად ჩამოსულიყო ,როდესაც მოიცლიდა. წარმოდგენა არ მქონდა, ვის ან რას ვეჯინებოდი, ყოველთვის ოპოზიცია ვიყავი დედასთვის და ამას, ვერც დრომ ვერ უშველა. დასვენება ნამდვილად არ მაწყენდა,იმის გამო,რომ ვერც სახლში ვერ მივდიოდი (დედაჩემთან კამათის არიდების მიზნით) და ონლან სამსახურის საქმეც მოვაგვარე,გადავწყვიტე მანქანით გამესეინებინა. საღამო იყო,ქუჩაში ბევრი ხლხი გამოსულა,ყველანი დამღლელ სამუშაოს გაურბიან და ერთ სულზე არიან,როდის მივლიან სახლში,ოჯახთან და დაისვენებენ. შავი ღრუბელი ქალაქ უახლოვდება,რაც წვიმის მიმანიშნებელია, ამიტო ქუჩის სკოლაც ადგილს ინაცვლებს და შესაფარებლად,გადახურულ სივრცეს ეძებე. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა,რაც აქ ჩამოვედი მხოლოდ ვიქტორიას ვეხმიანებოდი,თუმცა გადატვირთული გრაფიკის გამო ჯერ ჩემთვის დიდი ალბათობით არ ეცლებოდა. ერთადერთი გზა კაჭრეთი დამრჩენოდა, სადაც მელოდა ერთი ძალიან საყვარელი და თბილი ქალბატონი. სუპერმაკეტთან პარკინკზე გავაჩერე მანქანა. შიგნით შევედი,ყველა საჭირო პროდიქტი ვიყიდე,საბარგულში მოვათავსე და გზას გავუყევი. ერთ პატარა თანამედროვე სახლს მივადექი. პროდუქტები მანქანიდან გადმოვიტანე,ეზოს კარებს მივადექი და გაჭირვებით გავაღე. გაღიმებული სახით შევეგებე მამაკაც, რომელიც ეტლში მჯდარი ძაღლების თამაშს გაბაფრული სახით აკვირდებოდა. -როგორ მიხარია შენი ნახვა,კახა-ჟესტურად მივესალმე და გადავეხვიე.”მეც ძალიან,მეგონა აღარ ჩამოხვიდოდი”-მანაც იგივე სითბოთინ მიპასუხა.პროდუქტები სახლის დიასახლის მივეცი, დავაკვალიანე რა სად უნდა წაეღო და ისევ კახას მივუბრუნდი.-მე წავალ,ლილის ვინახულებ.-დავემშვიდობე და სახხლში შევედი. მისაღებში დიასახლისი შემხვდა-მანო,ლილი ოთახშია?-მან თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და ოთახისკენ მანიშნა ხელით. მეც ხელის მიმართულებით წავედი და ფრთხილად შევაღე კარები. მეშინოდა არ გამეღვიძებინა. ფეხაკრებით მივედი მის საწოლთან და დავხედე ჭაღარა თმიან,სუსტ მოხუცს,რომელიც ასაკს სულ გამოეფიტა და გაელია. დაღლილად ახელს წყლიან თვალებს და მხედავს,მისი ტუჩები იხსნება და სახეზე მშვიდი,იმედის მომცემი ღიმილი ისადგურებს. მძიმედ წევს მის მომჭკნარ ხელს და ჩემსკენ იშვერს. მეც მალევე ვაგებებ ჩემს ხელებს და ვიჭერ. იქვე ვიმუხლები,ლოყასთან მიმაქვს მისი ხელი. -მომენტრე,ლილი-ჩუმად ამოვიჩურჩულე. -ჩემო ტკბილი,როგორ გამიხარდა, რომ მოხვედი-აკანკალებული ხმით მითხრა და თავი ამაწევინა,თვალებში ჩავხედე,კიდევ უფრო ამღვრეოდა თვალები. ისევ ისეთი ნატანჯი და ტკივილით სავსე მზერა ჰქონდა,თუმცა მასში ვეღარ ამოიკითხავდით იმ დოზით დარდს,როგორსაც წლების წინ ატარებდა.-მიხარია,სიკვდილის წინ შენს სახეს რომ ვხედავ. -ლილი,ეგრე ნუ ამბობ,ხომ იცი ჯერ კიდევ დიდხანს უნდა იცხოვრო,უყურო და დატკბე შენი შვილის წარმატებას-თავზე გადავუსევი ხელი. -ვუყურებ. დედის გული სიამაყით არის სავს-როგორაც შეეძლო მუჭი დაირტყა მკერძე-შენი წყალობით, მისი ჯავრი აღარ წამყვება.საიმედო ხელშია,დიდი ბიჭიაა~. მეძახის წამოდი,მომენატრეო-ხელს კარებისკენ იშვერს და თითქოს დაჭერა უნდაო. -ვინც გეძახის უთხარი,რომ ჯერ არსად წასვლას არ აპირებთ-შევეცადე ცრემლები დამემალა. -არა,მეც მომენატრა, რვაწელია მის გარეშე ვიღვიძებ,დროა უკვე. ერთი თხოვნა მაქვს-მეამიტი თვალებით შემომხედა.-დარწმუნებული ვარ,ბერიკაც გააკეთებს ამას, მაგრამ გაწვალდება. გურიაში გადამასვენეთ,ჩემი ქმრის გვერდით დამასაფლავეთ, უჩემოდ იქ ვერ ძლებს,ვგრძნობ-ცრემლები სწრაფად მოვიწმინდე. -ამას ნუ ამბობ,ლილი.-გავუწყრი. კარები გაიღო და კახა შემოვიდა. იქვე დედის თავთან მიაყენა ეტლი და წამოიწია. ნაზად ეფერებოდა თავზე, ლილი კი იავნანას უმღეროდა. შეუძლებელი იყო უემოციოდ გეყურებინა ეს სცენა. დედა-შვილის საოცარი კავშირი,რომელიც ყველა გრძნობასზე მაღლს დგას. ლილის ათრთოლებული გული ჩაწყნარდა. მივხვდი, რომ ზედმეტი ვიყავი,საწოლს მოვშორდი და გზა დავუთმე კახას. შორიდან ვაკვირდებოდი ამ სცენას. ნელ-ნელა ლილისმხმა უფრო სუსტდებოდა ბოლოს კი შეწყდა. იავნანის ნაცვლად კახას ხავილი გავიგე,რომელიც აშკარა იყო, როგორაც შეეძლო ისე დაუძახა “დედა”. ლილი აღარ იყო. მისი ბოლო სურვილი ავასწულეთ. გურიაში დავაბრუნეთ და მისი მეუღლის გვერდით დავმარხეთ. ბედნიერი წავაიდა ამ ქვეყნად,კახა დამოლუკიდებელი ადამიანი გახდათ. თამაშების სფეროში დაკავდა და საკუთარ ოთახიდან თითქმის არც გამოდიოდა, ნელ-ნელა,როგორც თავად მეუბნებოდა “საუკუნის თამაშს” ქმნიდა. მეკი ბედნიერი ვიყავი,რადგან შევძელი ჩემი პირობა შემესრულებინა,წლების წინ პატარა გოგონას მიცემული პირობა,რომელიც მხოლოდ სიტყვები ეგონა რეალობად ექცა. ამ ოჯახის ბედნიერებაში ჩემი წვლილი შევიტანე და ეს ძალიან მიხაროდა. ლიზამ დიდად ვერც გაიგო თუ ვინ იყო ეს ქალი ან ასეთი ძვირფასი, როგორ აღმოჩნდა ჩემთვის,თუმცა როგორც თავად თქვა დამაფასა და სამძიმარზე ჩამოვიდა. დასაფლავებიდან ორი დღის შემდეგ წამოვედი,საშინლად დაღლილს, რომელიც თითქმის ექვი საათი იყო, რაც მანქანით ვმგზავრობდი პრობლემა დამემატა. მე და ბრაიანი ორი საათი ვსაუბრობდით ტელეფონით ჩვენს ახალ კლინიკაზე, რომელსაც ოსლოში ვხსნიდით, რამდენიმე კვირის შეძლებ შევძლებდით გახსნას. საუბარში ვიყავი გართული, როდესაც გზიდან რამდენიმე მეტრში ამობრუნებული მანქანა დავინახე,რომლის მატორიდანაც ნაცრისსფერი კვამლი ამოდიოდა. ‘მოგვიანებით დაგირეკავ” სწრაფად გავუთიშე ბრაიანს,გზიდან გადავედი,მანქანა გავაჩერე და სწრაფად გადავედი. საერთოდ არ ვფიქრობდი იმაზე ,თუ მე რა შეიძლებოდა დამმართნოდა,ჩემთვის მთავარი იყო იმ ადამიანის სიცოცხლე მეხსნა, ვინც შიგნით იყო. სწრაფად მივვარდი ავტომობილის შიგნით კი სისხლში ამოსრვლიდი ადამიანი დავინახე. “ღმერთო ჩემო” წამოვიყვირე და ვეცადე გამეგო გონს იყო თუ არა. ოდნავ ხელი დავადე და დაიღრიალა. -გამაღებინე კარი,ვერ ვსუნთქავ-შეშინებულმა გაუაზრებლად დავექაჩე კარებს,თუმცა ამაოდ. სწრაფად გავიქეციჩემი მანქანისაკენ და “112” დავრეკე. შევატყობინე ადგილი და მდგომარეობა, მე კი ისევ მამაკაცთან მივედი. -მეგონა წახვედი-გაიცინა-მისმინე,როგორმე მოგეხმარები და კარები გავაღოთ-სვენებსვენებით მესაუბრებოდა მე კი აქეთ-იქეთ ვაცეცებდი თვალებს დახმარება, რომ მეთხოვა,მაგრამ ჩემდა საუბედუროდ არავინ იყო.-მისმენ?-მხოლოდ ახლა შევხედე მამაკაც სახეზე,უეცრად დავიბენი,რადგან ნაცნობი სახე ჰქონდა,ალბად სისხლი, რომ არ სცხებოდა მეცნო კიდეც. -არ შეიძლება, საშისია დახმარება გამოვიძახე მალე აქ იქნებიან-ვეცადე,დამეწყნარებინა და გონება არ დაეკარგა-დამშვიდით,ყველაფერი კარგად იქნება-ვსაუბრობდი და ნელ-ნელა მზერა მის ხელზე გადავიტანე. საქარე მინის ნამსხვრები ერთჯერადი დაკვირებით საკმაოდ ღრმად ჰქონდა მუცელში . ჭრილობას ვერ ვწვდებოდი, ამიტომ მხოლოდ ინსტრუქციას ვაძლევდი, რა უნდა გაეკეთებინა,რომ სისხდელნა ოდნავ მაინც შეეკავებინა. -რაიმე..რაიმე მჭირდება, რომ დავიფინო-დანებების ნიშნად ჭრილობას ხელი აუშვა და ქვემოთ დაუშვა. -გთხოვ არ დაკარგო გონება,მესაუბრეთ-ჩემს სიტყვებს არაფრად მიიჩნეევდა სუნთქვა უძნელდებოდა და ნელ-ნელა თვალებსაც ხუჭავდა. -რა მოხდა?-ჩემს უკან გაისმა ხმა-სასწრაფოში დარეკეთ?-ერთ-ერთი გამვვლელი იყო,რომელმაც გააჩერა მანქანა და დახმარება გადაწყვიტა. სასწრაფოზე ადრე პოლიცია მოვიდა, გადაკეტეს ტერიტორია და ცნობისმოყვარე ხალხს არ უშვებდნენ. დაახლოებით ორმოც წუთში მოვიდა სასწრაფო ვერც კი გავიაზრე ისე ავედი მეც დამხმარე ბრიგადასთან ერთან ავტომობილში და გავყევი საავადმყოფოში. წასვლის წინ პოლიციამ მითხრა, რომ დასაკითხად გამომიძახებდნენ,თუმცა მე ის ვიცოდი, რაც თავადაც დაინახეს. გადავწყვიტე სანამ ოჯახის წევრები არ მოვიდოდნენ იქ დავრჩენილიყავი. მიმღებში დამიბარეს და ავადმყოფის ნივთები გადმომცეს. ტელეფონს დავწვდი ეგრევე,თუმცა დაბლოკილი ჰქონდა შესაბამისად ახლობელს ვერ დავურეკავდი.კარგად დავიწყე ჯიბეების გაჩხრეკვა და ჩემს ხელს პატარა ოთხკუთხა ტყავის ნაჭერს შეეხო. ამოვიღე,პატარა ბარათები ჩასადები შემრჩა ხელში. ამოლაგება დავიწყე იმის იმედით,რომ მართვის მოწმობას ან პირადობას ვიპოვნიდი და აი, ისიც. საბოლოოდ პირადობა ჩავიგდე ხელში “გიორგი თავაძე” ინსტიქტურად წავიკით და წამები დამჭირდა გამეაზრებინა, რომ ეს ის გიორგი იყო. შეშფოთებულმა პირზე ავუფარე ხელი. აი,თურმე საიდან მეცნობოდა ასე ძალიან სახე. ერთადერთი ვისთანაც დაკავშირებას შევძლებდი ლუკა იყო,მხოლოდ მისი ნომერი მქონდა. ხელის კანკალით ამოვიღე ტელეფო და დავრეკე. ზარი გადიოდა ყურმილს არავინ იღებდა. “ხომ არ ძინავს?” გავიფიქრე და საათს დავხედე. სამი იყო დაწყებული.წესით, საწოლიდან დიდი ხნის წამომდგარი უნდა ყოფილიყო. “იქნებ,სამსახურშია,შეხვედრაზე?” გადავერთე მეორე ფიქრისაკენ. ზარი ავტომატურად შეწყდა,არ ვაპირებდი დანებებას, სხვას ვერ მივაწვდენდი ხმას და მის მეგობარს ყველაზე მეტად ახლა სჭირდებოდა მაათი გვერსდით დგომა. მესამედ გავიდა ზარი და საბოლოოდ აიღო ყურმილი. “ახლა არა, მართლა, ძაან ცუდი დროა”. როგორც კი ყურმილი აიღო ეგრევე ეს მითხრა,მაგრამ არც კი მომისმენი სწრაფად გადავეცი ინფომაცია, მისგან მხოლოდ დუმილი იყო და რამდენიმე წამში ყურმილი დამიკიდა. ზემოთ არ გამაჩერეს მოსაცდელში დაელდეთო,მეც ვიჯექი და ველოდი, როდის მოვიდოდა ექიმი ან ლუკა. გიორგის სმოკინგი გვერდით მედო, ფრთხილად დაკეცილი. ხმაური შემომსმა და თავი ავწიე, ჩემმა მზერამ ლუკა დაიჭირა და ფეხზე წამოვდექი. მანაც დამინახა და ჩემსკნ წამოვიდა ლუკა და მის უკან მდგომი არმია. “როგორ არის?” სწრაფად დამეტაკა და იმედიანი თვალები მომანათა. -სად არის?-ლუკასა და ჩემს შორის ჩადგა გოგონა,რომელიც ტირისაგან მაკიაში ჩამოშლოდა.-გიორგი სად არის?-მხოლოდ ეხლა დავაკვირდი,რომ საქორწილო კაბა ეცვა. ყველას გადავხედე გამოწყობილები და გაპრანჭულები იყვნენ, გოგონები ლამაზ კაბაში ბიჭები კი სმოკინგებში. ყველას ნაცნობი სახე ჰქონდა,მაგრამ ცნობით ლუკა და ეთერი გიორგის დედა ვიცანი.-დამუნჯდი?-შემანჯღრია -ქრისტინე, დაწყნარდი-ლუკამ მისი ხელები მომაშორა და ჩაიხუტა. ისედაც ვამსგავსებდი,მაგრამ სახელმა ზუსტად დამარწმუნა,რომ ეს ჩემი ქრისტინე იყო. ჩემი არ ვიცი, რამდენად იმ დროისთვის შეესაბამებოდა ამის თმა ,მაგრამ მაინც ვიტყვი. ჩემი მეგობარი ქრისტინა. ის ქრიატი,რომელიც ჩემი მეჯვარე იყო. უეცრად თვალები ამიცრემლიდა,ყველა მოგონება წინ დამიდგა.-რა მოხდა?-მომიბრუნდა ლუკა. -არ ვიცი,მე უბრალოდ დავინახე გადატრიალებული ავტომობილი,ირგვლივ არავინ იყო.სწრაფად გავაჩერდი ავტომობილთან, რომ მივედი გიორგი დამხვდა,ჯერ კიდევ ფხიზლად იყო. სასწაფოში დავრეკე და აქ მოვიყვანეს. საოპერაციოშია რა მდგომარეობა ისიც არ ვიცი. -დათა, გაიგე გთოვ-ლუკა მიუბრუნდა დათას და მეც ვხედე,წლების შემდეგ პირველად დავინახე, ძალიან შეცვლილი იყო. ალბათ, ცნობა გამიჭირდებოდ კიდეც მაგრამ…თვალები ისევ ისეთი ჰქონდა მანამ სანამ მე არ დამინახა დიდი ალბათობით მიცნო,მაგრამ დარწმუნებული არ იყო ნამდვილად მე ვიყავი თუ უბრალოდ მიმმსგავსა. თუმცა ფაქტი ისიყო, რომ მე,როდესაც დამინახა მზერა ცივი და სასტიკი გაუხდა. -გავარკვევ,ჩემს კოლეგებთან-სწრაფად გაეცალა ადგილს-მეც მოვდივარ- უკან გაყვა დიდი ალბათობით ლადო. ძალიან უცნაური შეგრძნება იყო,როდესაც დარწმუნებული არ ვიყავი პიროვნებაში და ვერც ვცნობდი სახეზე. -ვაიმე შვილო-ეთერი იქვე ჩაიკეცა,მაგრამ მისმა მეუღლემ, ლევანმა დაიჭირა. ექთანი მომიახლოვდა და მასთან ერთად გაყოლას მსთხოვდა. დაპროგრამებულმა გიორგის სმოკინგი ავიღე და ექთანს გავყევი. -რაიმე პრობლემაა?-ვიკითხე -თქვენი ხელი-ნაზად გამიღიმა.ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა-ძალიან ახლოსაა ვენასთან, სულ რაღაც მილიმეტრით გადარჩით-ჩემს მაჯას დავხედე, რომელიც გაჭრილი მქონდა. ვერც კი ვგრძნობდი,როგორც ჩანს მაქანის კარების გაღებას,რომ ვცდილობი მაშინ გავიჭერი.მალევე დამიმუშავა და გამომიშვა ადმინისტრაციაში გავიარე და თანხაზე ვუთხარი,რომ მე გადავიხდიდი,როდესაც ყველაფერი დაჯამდებოდა,ოჯახისთვის ეთქვა,რომ გადასახდელი არაფერი იყო. იქვე ვიკითხე, თუ სად წავიდნენ. მეორე სართულზე ავედი ქრისტინეს გოგონები ეხუტებოდნენ და ამშვიდებდნენ ბიჭები კი იქვე იდგნენ..განადგურებულები. -საქმის კურში ვარ,თუ რამე მეც დავეხმარები საოპერაციოში-ერთ-ერთ ბიჭს გადაულაპარაკა დათამ.-ეხლა მისი საბუთები მჭირდება. -საბუთები?-ჩაფიქრხა ლუკა-შენ გაქვს ხომ?-ჩემსკენ გამოიხედა. -კი-თავი დავუქნიე და სმოკინგის ჯიბეების დათვალიერება დავიწყე-სმოკინგში ჰქონდა. -მოიცადე-ტირილი შეწყვიტა ქრისტინემ და ფეხზე წამოდგა-ვინ არის ეს ქალი?-ყველას გადახედა,მაგრაამ პასუხი არავინმა გასცა, ამიტომ ჩემსკენ წამოვიდა-ვინ ხარ ან რატომ გაქვს ჩემი ქმრის ნივთები-ხელიდან გამომგლიჯა მოსაცმელი და უკან მიბიძგა.-რატომ იყავი გირორგისთან?-ლუკა სწრაფად მოვიდა და მის მხარქვეშ მომაქცია. -რას ამბობ ქრისტი?-გაკვირვებულმა შეხედა-დაეხმარა გიუშას და შენ ეგრე უხდი მადლობას? -ჩემი ქმრის სახელი იცის,მის სმოკინგს არ იცილებს და თანდაატარებს ისე გამოდებით იცავ დიდი ალბათობით იცნობ. მან შეგატყობინა ხო ეს ამბავი,საიდან ჰქონდა შენი ნომერი?-თმებში საცემად წამოვიდა, მაგრამ ლუკამ დაუკავა ხელები. -ქრისტინე,მელისაა რა გჭირს?!-დაიღრიალა. ყველას მზერა ჩემსკენ გადმოვიდა და მინდოდა იქვე გამსკდომოდა მიწა. “ვინ?” წამოიკნალა ქრისტინემ და მრისხანე თვალებს სითბოს სხივები ჩაუდგა. -კრისს-ძველებურად დავუძახე და მოღალატე ცრემლები სწრაფად მოვიშორე. ვერც კი გავიაზრე ისე ჩამეხუტა. მეც რაც შემეძლო მოვსვიე ხელები და თბილად ჩვეხუტე. ქრისტინეს შემდეგ ეკა და მერი გადამეხვია. ბიჭებმა შორიდან მომიკითხეს და მზერა ამარიდეს. -კარგია,რომ დაბრუნდი-ცივად გადამკოცნა დათან და ბიჭების გვერდით დაიკავა ადგილი. ოპერაციის დასრულებამდე იქ ვიყავი მთელი ამ დროის განმავლობაში ეთერის ვამშვიდებდი და ვესაუბრებოდი. ოპერაციის დასრულების შემდეგ ექიმი გამოვდა, საბედნიეროდ სტაბილურად იყო გიორგი და პალატაში გადაიყვანდნენ მალე,თუმცა ნახვას ვერ შევძლებდით. ამაზე ეთერი და ქრისტინე გადაირია,მაგრამ როგორც აღმოჩნდა დათა, აქ მთავარი ექიმი იყო და დაპირდა, რომ ანახებდა მის თავს. -მიხარია,რომ გართულება არ მოჰყვა ოპერაცია. გამოჯამრთელებას ვუსურვებ. მე დაგტოვებთ საქმეები მაქვს-ნაზად გაუღიმე, ეთერს კიდევ ერთხელ გადავეხვიე და გზას გავუდექი. -მოიცადე,გაგიყვან-ლუკა უკან გამომყვა,რაც დიმიტრის არ ესიამოვნა.-გვიანია უკვე და საშიშია დაცვაც არ არის -ლუკა,მართლა არ არის საჭირო-შევეცადე წინააღმდეგობა გამეწია -ჩარლი ჩამოვიდა?-უეცრად იკითხა მე კი უარყოფის ნიშნად გავაქნიე თავი-რომ ჩამოვა პირადად მისაყვედირებს, ამ დროს მისი შეყვარებული სახლში მარტო გავუშვი,თან ტაქსით-ხელმკლავი გამომდო,მაგრამ გულში ვლანძღავდი ლუკას გრძელ ენას. ………………….. გიორგისთან იკრიებოდნენ მეგობრები,რადგან საკმაოდ მძიმედ დაშავდა სამსახურში ვერ დხადიოდა და ყოველ საღამოს მათ ევალებოდა მისი გართობა. ერთ დღსაც კვლავ შეიკრიბნენ ლუკას ცოტა დააგვიანდა და ბოლოს მოვიდა. ქრისტინემ უთხრა, რომ ოთახში ვისკს სვამდნენ და შესულიყო. ლუკამაც თამამად შეაღო ოთახის კარები, სადაც ხუთი მამაკაცი უმზერდა ამ ხუთიდან კი ოთხი მკვლელი თვალებით უყურებდა. -კარები მიკეტე-კბილებში გამოსცრა მალხაზმა. გაკვირვებულმა ლუკა ბრძანებაას ემორჩილება და ნელ-ნელი ნაბიჯებით ბიჭებისკენ მიიწევს. -ეს რატოა აღრენილი?-გიორგის გახედა სიცილით. -იმიტო ჩევენო ლუკა,რომ გავიგეეთ დიდიხანია თავზე გვა@@მ.-ბანი აუბა დიმიტრიმ.ვერაფერი გაიგო და ისევ გიორგის გახედა. -ნუ მიაქცევ ყურადღებას-ბიჭებს თვალები დაუქაჩა-ძმურად, მელისას ნომერი მომეცი,მთელი საავადმყოფოს ხარჯები და წამლები კიდევ მაგას გადაუხდია ძან კი გამიტყდა,მაგრამ მადლობაც არ ვუთხრა? -მოგცემ არა პრობლემა,მაგრამ ჯერ გავარკვიოთ ვის რა პრეტენზიები აქ-გახედა ტიმიტრის და იქცე ბარის სკამზე დაჯდა. -დიდიხანია მელისასთან კონტაქტი გაქვს?-წყნარი და აუღელვებალი ხმით დაიწყო საუბარი დათამ-რაც იქ ვნახე და მოვისმინე,წლების ამბავი იქნება. გიორგის ავარია,რომ არა ვერ გავიგებდით, რომ შენ არა მხოლოდ მისი საცხოვრებელი და საქმეები, არამედ პირადიც მშვენივრად იცი. ბაზარი არაა,მელისას ჩემზე ადრე იცნობ და ძმაკაცობდით, თქვენ თქვენი პონტი გაქვს,მაგრამ დრო შეიცვალა და მხარებად გავიყავით და რამდენიმე დღის უკან ვიგებ,რომ ჩემი ძმაკაცი, რომელიც ყველა დეტალი ჩემთან ერთა გაიარა,თურმე ჩემს ზურგს უკან მელისას დაქალი გამხდარა, როდის დალაგდით? უკვე ფიქრს ვიწყებ იმაზე,რომ ურთიერთობა არც გაგიწყვიტავთ და მეტიც, როდესაც გაგიჟებული მე აქ დავსდევდი შენ გაქცევაში ეხმარებლოდი?-ნელ-ნელა ტონი მოუმატა-მითხარი რამდენი ხანია, რაც დედას მი@@ნავ ზურგს უკან? -პირველ რიგში ყველანი დაწყნარდით-საუბარი დაიწყო ლუკამ-არ ვაპირებდი მეთქვა თქვენთვის რაიმე, მაგრამ მელისა გამოჩნდა და,რა თქმა უნდა, გავშლით კარტებს. -მიდი გაშალე და გვითხაი რამდენხანია, რაც ბო.ობ ჩვენს ზურგს უკან-ვისკის ჭიქით ხელში სავარძელზე დაგაწვა ლადო. -ბოლო და უკანასკნელია,როდესაც თქვენთან მელისაზე ვსაუბრობ,არ ვაპირებ რაიმეს მტკიცებას თქვენთან და არც დეტალებში ჩვენი ურთიერთობის განხილვას. -რა ურთიერთბა ბიჭო, შენ შ.გ ხომ არ გაქვს? -სწაბად აენთო მალხაზი-ძმაკაცის ცოლია! -დამასრულებინეთ ეს დედა მ@@@ლი.-თავადაც აუცია ტონს-გაისიგრძესიგანე რა ურთიერთობას ვგულისხმობ სვანსკი და მერე წამომეჭიმე თუ ძმა ხარ. იმ დროს მეც შენს გვერდით ვიყავი და თავგამოდებული ვეძებდი მელისას, დღემდე არ მაქვს პასუხი კითხვაზე, როროგრ მოხვდა ინგლისში. დაახლოებით წელიწადნახევარში დამირეკა და მას შემდეგ მაქვს ურთიერთბა. მელისას გადაწყვეტილება იყო,რომ არავისთვის მეთქვა,მის ადგილმდებარეობაზე შენ კი არაა, მშობლებსაც ხუთი წლის უკან უთხრა. მას შემდეგ არც შენ არ გიკითხავს მასზე არაფერი. ან რტომ ეძიები შენც და მასაც ორივეს თქვენი ცხოვრება გაქვთ. ფურცელზე ხართ ცოლ-ქმარი მხოლო. უი,უფლის წინაშეც.-დაამატა ბოლოს. -მართლა რა გაუ@კეთ ამ ბიჭს, ამათი მეგობრობა არ იცოდით,რაომ გიკვით. მელისა მეგობარული და თბილი გოგონა იყო?-მხარი აუბა გიორგიმ-ისე გაბრაზებული ვარ,რატომ არ მოვიდა მაინტერესებს მართლა ასეთი ლამაზია? გადაირია ქრისტი. “სულ ლამაზი იყო,მაგრამ ეხლა ქალია ისეთი ნუ იტყვიო”-გაინა. -ჩარლი ვინ არის?-დუმილი დაარღვია დათამ-მისი კაცია? -ჩარლის მელისა ძალიან უყვარს-მხოლოდ ეს თქვა -მას? -დათა მელისა შენზე არ მესაუბრება. წარსულის გახსენება არ უნდა,რატომ ებღაუჭებით? -რა მიკვირს,არასოდეს არ ვაინტერესებდი-მწარედ გაიცინა -ბიჭებო მზად არის, გამოდით ტვენი დეგუსტაცია მესაჭიროვება-ოთახში ნახევრდ შემოვიდა ქრისტინა. ლადომ და დიმიტრიმ გიორგი წამოაყენეს და გასვლაში დაეხმარა, მალხაზი კი მოსაწევად გავიდა დარჩნენ მხოლოდ დათა და ლუკა ერთმანეთის პირისპირ. ღრმად ამოისუნთქა ლუკასთან მივიდა და მხარზე ხელი დაკრა. -წამოდი, ვნახოთ რძალი დღეს რითინ გვაოცებს. მინდა იცოდე, რომ გენდობი,მაგრამ გაბრაზებული მაინც ვარ-გამაფრთხილებლად დაუქნია თითი და ნაბიჯი გადადგა. ლუკა წამიერი ყოყმანის მიუხედავად ფეხზე წამოდგა და დათასკენ შებრუნდა. -მელისას არასოდეს არ “ეკიდე”,როგორაც შენ ამბობ-დათა გაჩერდა და მისკენ შებრუნდა. გაკვირვებული სახით შეხედა-მელისა ძალიან სუსტი და ჩამოუყალიბებელი ბავშვი იყო, მაშინ, როდესაც მასთან ჩავედი და პირველად ვნახე შენზე ყოველდღე მეკითხებოდა. თქვენი საქორწილო ბეჭედი თითიდან არც მოუხსნია. სულ ეკეთა ერთადერთია, რაც მისგან დამრჩაო მეუბნებოდა. ვიცი გაინტერესებს ნანობდა თუ არა მის საქციელს.იმ დროს,როდესაც ვესაუბრებოდი კი,ძალიან ნანობდა,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. დეპრესიამ საშინლად შეჭამა და წლებისგანმავლობაში ებრძოდა. არ ვიცი,ალბათ,ამას არ უნდა გეუბებოდე,მაგრამ რატომღაც მინდა, რომ იცოდე.დაახლოებით ხუი წლის წინ მის დაბადებისდღის შემდეგ, მასთან სახლში წავედი სასტუმროში არ დამრთო ნება დავრჩენილიყავი. ტელეფონი მიჯდებოდა და სატენი ვერ ვნახე, დავურეკე და მის ოთახში გამაგზავნა. უჯრებში სატენს ვეძებდა,შემთხვევით ჩამალული ყუთი გადმომივარდა იქ კი საქორწინო ბეჭედი იყო. ვერ გეტყვი დღეს აქვს თუ არა,მაგრამ ერთადერთი, რაც ამ ცხოვრებაში გადმოიტანა შენი ბეჭედი იყო. რაიმეს გეუნება ეს ფაქტი? რაც გინდა თქვი,მაგრამ მელისასთვის ძალიან მნიშვნელოოვანი იყავი და დღესაც ხარ,პატივს გცემს და დამნაშავედ გრძნობს თავს შენთან მიმართებაში. სამწუხაროდ,ყველანი ვუშვებთ რაღაც ეტაპზე შეცდომას. -მადლობა..-გულწრფელად მოუცადა მადლობა,გაუღიმა და ოთახოდან გავიდა. ……………….. იმ დღის შემდეგ სულ ბიჭბზე ვფიქრობდი და ამავდროულად დათას ცივ მზერაზე. სითბო გულში ჩამეღარა,როდესაც გიორგიმ დამირეკა იმდენი მადლობები მიხადა თავი უხერხულად ვიგრძენი. ჩემს ხელს დამუშავება სჭირდებოდა,მაგრამ ჩემი ტონობით დაგროვილ საქმეების გამო ვერ მივხედე და სრულებითაც გადამავიწყდა. თავი შემახსენა მაშინ,როდესაც ამტკივდა და ეს ტკივილი საკმაოდ ძლიერში გადაიზარა. ექიმთან ჩავეწერე. იმის მიუხედავად,რომ უარზე ვიყავი, დაცვა გვერდიდან მაინც არ მშორდებოდა და ექიმის კაბინეტამდე მიმყვნენ კატეგორიულად ავუკრძალე შიგნით შემოსულიყვნენ ,მიტომ ოთხი სპორტული აღნაგობის შავებში გამოწყობილი მამაკაცი კარებს უკან მელოდებოდა. ნანა ექიმიდან საყვედურიც მივიღე ჩემი დაუდევრობის გამო. -თავად მაინც არ იყო ექიმი,მელისა-თავი გადააქნია-როგორ გაგწითლებია და შეგშუპებია.-ხელსაწყოს ეძებდა,რომ საფენი გაეჭრა,მაგრამ ვერ იპოვნა, აქოთქოთებული კი კაბინეტიდან გავიდა. დაახლოებით კი ორ წუთში ისევ იღება კარი. -ნანა,ისევ ხელმოუწერელი საბუჭებია!-ყურს მისწვდა ბოხი ბარიტონი. ხმის ავტორისაკენ გავიხედე იქ კი თეთრ ხალათში გამოწყობილი დათა დამხვდა. -გავიდა-ინტიქტურად მხოლოდ ეს წამოვიძახე. დათამ კი ვერაფერი გაიგო-ანუ..გავიდა ნანა ხელსაწყოზე- ნატკენი ხელით გაჭირვებით მივუთითე დერეფნისაკენ. კარები დაკეტა, საბუთები მაგიდაზე დადო,ჩემს წინ დადგა და ხელზე დამაკვირდა. -იმ დღესაც შეხვეული გქონდა,რა გჭირს?-ისე მკითხა არც შემოუხდავს,მხოლოდ ხელს აკვირდებოდა შორიდან. -გიორგის დახმარებას რომ ვცდილობდი, მაშინ დავიზიანე. -ასე რატომ გაგირთულდა?-ვითომც არც აინტერესებდა -არ მივხედე-მზერა მეც ჩემს ხელზე გადავიტანე. ფეხზე წამოვდექი, მანაც მზერა ჩემზე გადმოიტანა. -სად მიდიხარ?იჯექი, მოვა ნანა და მიხედავს-გასცა ბრძანება. მისი ტემბრო სულ სხვა იყო. იმ პატარა,თავქარიანი ბიჭისგან აღარაფერი დარჩენილა. ჩემს წინ ზრდასრული და შემდგარი კაცი იდგამ შავგრემანი და მანათობელი ლურჯი თვალებით. გული უჩვეულოდ შეიმკუშა და ვერც ვხდებოდი, რისი ნიშხანი იყო. მისი მზერაც ყინულივით ცივი აღარ იყო. რა შეიცვალა? -არ მივდივარ, ველოდები. გიორგი როგორ არის? -თუ გაინტერესებს შეგიძლია ნახო-მხრები აიჩეჩა-შენს მეგობრებს ძალიან მოენატრე. არ ვიცი, რამდენად გითხრა ქრისტიმ,მაგრამ ეკა ლადოს ცოლია,ქრისტი გიორგისი. მერიც სულ ჩვენთანარის. -კარგია, მიხარია მართლა. ძველი მეგობრებიდან მხოლოდ ვიქტორიას ვეკონტაქტები. მას კი,როგორც ვიცი, არანირი ურთიერთობა არ აქვს თქვენთან. -მეც მოვედი-ოთახში შემოვიდა ნანა-უი,დათა აქ რა გინდა?. -ხელმოუწერელი საბუთები მოგიტანე, ამ კვირაში უკვე მესამე შემთხვევაა-გაბრაზებულმა გახედა. -მაპატიეთ-თავი დახარა და მის ადგილს დაუბრუნდა. -მიხედეთ პატიენტს-ჩემზე მიანიშნა და ოთახიდან გავიდა. საავადმყოოფოდან წამოსვლის შემდეგ ვიქტორიას გავუარე,ცოტა ვიჭორავეთ,შემეგ ჩარლის ვესაუბრე გამაგებინა,რომ მალე ჩამოვიდოდა და ერთად დავბრუნდებოდით უკა. მეც ძალიან გამიგრძელდა ვიზიტი,იმის მიუხხედავად,რომ ძალიან მომენატრნენ ყველანი ჩემი წასული უკან მექაჩებოდა. მათ მზერას,როდესაც ვუყურებდი დამნაშავე საკუთარი თავი მეგონა ყველას მიმართ. დედაჩემის გაძლებაც აღარ შემეძლო, ყოველთვის უკან დაბრუნებაზე მიწყებდა საუბარს და ეს საუბარი კამათამდე მიდიოდა. სამუშაოს შემდეგ ჟურნალისტს შევხდი ისეთი პოპულარობით არ ვსარგებლობდი,როგორც ევროპაში,მაგრამ აქაც რამდენიმე ადამიანს სცოდნია ჩემს შესახებ,როგორც მითხრეს ქართველ წარმატებულ ადამიანებზე აკეთებდნენ სიუჟეტს, მეც დავთამხდი. დარწმუნებული არ ვიყავი,მაგრამ იქნებ ვინმეს მაგალითი გამხდარიყო ჩემი კარიელური ცხოვრება. შეხვედრის ადგილას მივედი,რამდენიმე ადამიანი დამხვდა,ყველას ფუნქციები ჰქონდა გადანაწილებული და ჩართული იყვნენ საქმეში. როგორც კი დამინახა ერთ-ერთმა გოგონამ ჩემი მიმართულებით გამოდგა ნაბიჯი,როგორც აღმოჩნდა ჟურნალისტი იყო. ჩემთვის განკუთვნილ ადგილად მიმითითა დავმჯდარიყავი, კამერა ჩართეს და მეც დავიწყე ჩემი ამბებისა და გამოცდილების მოყოლა. -ქ-ნო მელისა, საქართველოში არც ისეთი პოპულარული ბრძანდებით, თუმცა ჩვენს საზღვრებს გარეთ საკმაოდ ცნობილი ქალი ხართ.თვლით,რომ რადგან თქვენი სახელი ფორბსის სიაში მოიაზრება ამან განაპირობა ეს ყველაფერი?-ცოტა ეს კითხვა სულელურად მომცეჩვენა. დავიჯერო აქ, რომ მოდიოდა მხოლოდ ის იცოდა,რომ მილიარდი დევს ჩემს ბანკის ანგარიშზე?. ამის კითხვას არც ვაპირებდი მირჩევნოდა სწრაფად და გასაგებად მეთქვა ყველაფერი,რათა მალე გავცლოდი ამ ადგილს. -ვერ დავეთანხმები იმ ადამიანებს,ვინც ამას ფიქრობს. მე ძალიან ბევრ საქმეში ვარ აქტუალურად ჩართული,ძირითადად ვცდილობ იმ ქვეყნებს და მის მოსახლეობას დავეხმარო,რომლებიც ცივილიზაციასთან კარგად ვერ ურთიერთობენ. -მაგალითად? -აღმოსავლეთ ქვეყნები. წლების განმავლობაში ბევრ ორგანიზაციასთან ვითანამშრომლე არა მხოლოდ,როგორც ქველმოქმედი, მათ შორის,როგორც ფსიქოლოგი. ძალიან ბევრ ქვეყანაში, სამწუხაროდ, ქალების სერიოზული ანარქო-ფემინიზმი მიმდინარეობს,ამიტომ გადავწყვიტე ჩემს მეგობრებთან ერთან ჩამომეყალიბებინა ორგანიზაცია “ Eastern hell,more power to women” ბევრი ჩემი ნაცნობი და მეგობრები სიამოვნებით დათანხმდა ამ შემოთავაზებას და თამამად შემიძლია ვთქვა,რომ დღეისათვის ათასობით ქალი გვყავს გადარჩენილი იმ ძალადობას,არაადამიანულ რეჟიმსა და წესებს,რაც ხდება ქვეყნებში. -გაგიჭირდათ მათთან მუშაობა, როგორც ფსიქოლოგს? -დიახ,ძალიან რთული აღმოჩნდა. იცით,ყველა ქალს საკუთარი თავის რწმენა დაკარგული ჰქონდა,ყველანი ფიქრობდნენ, რომ ამ ცხოვრებაში არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენდა მათი არსებობდა. დიდი დრო დამჭირდა,რომ დამებრუნებინა მათვის არა სამყაროს და ადამიანების, არამედ თავიათი თავის რწმენა. ბევრი დღემდე გადი ამ რეაბილიტაციის კურს. გული ძალიან მიკვდება,როდესაც ვხედავ სულ რაღაც 14-16 წლის ბავშვებს,რომლებსაც საშინელი ისტორია აქვთ, მათი ცხოვრება ჯოჯოხეთს გავდა,რთულია მათთან მიხვიდეთ და უთხრა ნახე რა კარგია სამყარო. მოდი,პატარა ხარ და ვარდისფერი სათვალე გაიკეთე. ისინი დიდი ხანია,რაც გაიზარდნენ. იმაზე ბევრი რამ გამოიარეს,ჩვენ არც წარმოგვიდგენია. ვცდილობ,რომ ყველასთან კარგი ურთიერთობა დავამყარო ,შემეჩვიოს და შემდეგ დავიწყო მათი ფსიქოლოგიური დახმარება. ყველა გოგონას ვუმეორებ,რომ განსაკუთრებულებულები არიან,რომ მათ ძალიან დიდი ძალა გააჩნიათ. ისინი არიან ის მზის სხივები, რომლებიც გაანათებს მთელს სამყაროს. მინდა მივმართო იმ გოგონეს,რომლებიც თვითგვემას არიან მიცემულნი. თქვენ ხართ მომავალი.აისი, რომელიც ამოვა და გაანათებს მთელს ცხოვრებას,სითბოსა და სიხარულს მოგვრის სხვებს. კიდევ რამდენიმე თემას შევეხეთ, დიდი თავის არისდების მცდელობის მიუხედავად პირადზე მაინც დამისვა შეკითხვა უხერხულად გავუღიმე და ვუთხარი. -მყავს ადამიანი,რომელიც მაღმერთებს,ჩემზე ზრუნავს და ვუყვარხარ ისეთი, როგორიც ვარ. -ბავშვები? -დღეისათვის ჩემი ცხოვრება იდეალურია. ეგ შეკითხვა რამდენიმე წელში დამისვით და შემდეგ გაგცემთ პასხუხს.-დიპლომატიური ღიმილით დავასაჩუქრე და ფეხზე წამოლვდექი. დავასრულეთ ჩვენი ურთიერთობა,მეკი იმის წარმოდგენა,რომ სახლში მივიდოდი და ბედნიერად შევჭამდი ორმაგ მუხს მაძლევდა. სახლში მისვლისთანავე გამოვიცვალე მოკლე შორტი და ტოპი ჩავვიცვი,თმები ავიწიე და საკვების მომზადება დავიწყე, პალარელურად კი ჩემი საყვარელი სერიალი ჩავრთე. ტელეფონის დავხედე ცხრა საათი სრულდებოდა, საკმაოდ გვინ მიწევდა ჭამა,მაგრამ მთელი დღის შიმშილი ამ ყველაფერს ფარავდა. რაციაში დაცვამ გადმომცა,რომ სტუმარს ჩემი ნახვა სურდა და შემომეშვა თუ არა. “შემოუშვით”. გავეცი ბრძანება და წუწუნით კარებისაკენ წავედი. -დედა, თუ უკან ბრუნდებოდი რაღას მიდიოდი?. სახლის კარები გამოვაღე, წინ კი ღვინის ბოთლით ხელში დათა დამხვდა,რომელმაც დაუკითხავად შემოვიდა სახლში, დაცვას მადლობა გადაუხადა და კარები მიუკეტა. -იმედია სტუმრობისთვის გვიანი არ არის-ფართოდ გამიღიმა. .............. ბოდიში დაგვიანებისთვის ვფიქტობ,საინტერესო და მსუყე თავი მოგიმზადეთ იმედია მოგეწონებათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.