შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხელი თოვლი (სრულად)

28-03-2022, 03:51
ავტორი ლილილი
ნანახია 11 616

"მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა"

  დღეს 2007 წლის 21 იანვარია და ჩემი დაბადების დღეა. რა უნდა იყოს ამაზე საშინელი,ამაზე საზარელი და საძულველი დღე.
დღე ჩემი ფიზიკური დაბადებისა და სულიერი სიკვდილისა.
დღე,როდესაც გავჩნდი მე და წავიდა დედაჩემი.
მე,მის სანაცვლოდ.
რა საშინლად ჟღერს.
მგონი არც  მიკვირს.. ნამდვილად ვღირვარ შესაძულებლად.
ამად მაინც.

გრძელი ხიდია,მაგრამ მიწასა და მას შორის მანძილი კიდევ უფრო დიდია. რომ გადავხტე ალბათ ვერ გადავრჩები. ცურვა ვიცი,მაგრამ ხელს არ გავანძრევ თავის გადასარჩენად.
ეს მთვარეც როგორ გამაღიზიანებლად მიყურებს,რა გამაღიზიანებელი ფერი აქვს,როგორი ნაცრისფერია.
ჩემს სიცოცხლეს ჰგავს,გარედან ლამაზია, მაგრამ რომ მიუახლოვდები მთვარესავით ერთფეროვანი და ნაიარევებით დაფარულია.

ჯერჯერობით ხიდის მეორე მხარეს გადასვლასაც ვერ ვბედავ. ჯანდაბა,რა მშიშარა ვარ.
დაბადება გავბედე,სხვისი სიცოცხლის წართმევა შევძელი და საკუთარი რატომ მენანება,როდესაც ეს უკანასკნელი არც კი მიყვარს.
არაფრად მიღირს.
-...გაიწიეთ...
დედა. ნეტა ახლა თუ მიყურებ?
რას ფიქრობ ამ ყველაფერს თუ ხედავ..
- უკაცრავად, სწრაფად გაიწიეთ სანამ გადავიფიქრე-ვიღაც მხარზე ხელს ნაზად რამდენჯერმე მადებს და გვერდიდან შეშლილი მზერით მიყურებს. თეთრი თმები? თეთრი კანი? სულ სითეთრე?
რეალურს ჰგავს.
-უკაცრავად? თქვენი ადგილი?- მიკვირს,არ ვიცოდი აქ ადგილის დაკავებაც თუ შეიძლებოდა.
-დიახ,სწრაფად თუ შეიძლება,უნდა გადავხტე-
გიჟივით მიქნევს თავს და თვალგაფართოებული მიყურებს. თეთრი ფორმა აცვია.თეთრი ფართხუნა შარვალი და დიდი თეთრი მაისური.
-უნდა გადახტეთ? რა?- ამ სიტყვებმა ჩემი საფიქრალი დამავიწყა.გამეღიმა. ჩემი მთვრალი გონება ჯერ წესიერად ვერ იაზრებს რა გადახტომაზე საუბრობს ეს უცნაური ადამიანი.
-რატომ მაჩერებთ?-წარბებს კრავს და ბავშვივით იბუტება. და მე აზრზე ვერ მოვდივარ როდის ვცადე მისი შეჩერება.
-არც მიცდია,მაპატიეთ,
შეგიძლიათ თქვენი ადგილი დაიბრუნოთ-თავი დავუკარი და გვერდით ორი ნაბიჯით მივიწიე. უნდა ვნახო რას აპირებს,უნდა ვუყურო.

მეგონა მზერა შეეცვლებოდა. მასში დანახული გამბედაობა მაშინვე ჩანაცვლდებოდა შიშით, როგორც კი მის ნათქვამს ავასრულებდი,მაგრამ არა. პირიქით. თვალებში თითქოს მთვარის შუქი აირეკლა,გაბრწყინდა და მის ლურჯ თვალებში ფეიერვერკივით გაიშალა და ამ აფეთქებამ მე წამიერად შემაშინა.
-კარგი,4 წუთი დარჩა. 4 წუთში უნდა მოვასწრო და გადავხტე-ეს თქვა სწრაფად,ძალიან სწრაფად და მოულოდნელად ხელები ისეთი სისწრაფით გაშალა...
თვალები ნელა დახუჭა და ნელა ამოისუნთქა.
და მოულოდნელად, რამოდენიმე წამის შემდეგ,მისი წითელი, პატარა ბაგეები გაიღო. და მე ამ ყველაფერს ისე ვუყურებდი თითქოს წიგნის კითხვაში გართული გოგო ვიყავი,რომელიც წარმოსახვით სამყაროში გადაიკარგა და აღარაფერი ანაღვლებდა,რადგან ეს ყველაფერი რეალური არ ეგონა.
-ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა..-და დაიწყო. ნელა. გამოთქმით. ბოხი,ძალიან სასიამოვნო,უცნაურად ცივი ხმით და მეც ვიგრძენი რაღაც. თითქოს გავთბი,თითქოს ჩემი სადარდებელი სადღაცას გაქრა,გამექცა და ჩემს წინ ფარადად აღმართულ უცნობ არსებას დაემალა, სამუდამო გაქრობისგან შეშინებული.

-რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,

რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,

რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება-ტონი ნელ-ნელა უფრო მაღლდება,უფრო მტკიცე ხდება,უფრო აგრესიული,რეალური და ჩემი გულიც მის სიტყვებს ისე მიჰყვება,როგორც პატარა მახინჯი იხვის ჭუკი თავის დედას.

-რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,

რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,

რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,

რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.

რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,

რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,

რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,

რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.

ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,-ბარიტონი მომენტალურად დადაბლდა. თითქოს ხმა ჩაუვარდა.აქამდე ერთ პოზაში მდგარმა მხოლოდ თვალები გაახილა,ირგვლივ მიმოიეხედა და გაშეშდა. მისი ცივი,არაფრის მთქმელი მზერა მთვარეს მიაშტერდა.

-მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.-ჩურჩული.
და ჟრუანტელი ჩემს ტანში.
ახლა რას აპირებს? რას?! რას აპირებ ახლა უცნობო?
-გადაცდა-თვალებ გაშეშებულმა ამოთქვა-ვერ გადავხტები.-თვალები გიჟივით დახარა და თავდახრილმა თავი ჩემკენ ისე სწრაფად მიატრიალა,თითქოს ჩემი ბრალი იყო დროის მსვლელობა-ხელი მკარი-დაიჩურჩულა.
-რა?-მეც იმავე ტონით ვუპასუხე.
-ხელი მკარი-თვალები კიდევ უფრო გაუდიდდა და თითქოს მისი თეთრ თმებს ლურჯი ცეცხლი,ნაპერწკლებით წაეკიდა.
-თავიდან დავიბადები-გამიღიმა.
-გიჟი ხარ
-ამ სამყაროს შემყურე რომ არ გავგუჟებულიყავი უფრო გიჟი ვიქნებოდი-და ჩემმა გულმა დარტყმა გამოტოვა. მგონი გულის შეტევა მაქვს. მუხლებზე ვდგავარ და ფილტვებს ჰაერი არ მიეწოდება,ჩემ წინ მდგომი... აღარ არის,ყურებში კი წყალში ჩახტომის ხმა ჩამესმის.

***

გაბმული ზარის ხმა ოთახში გამაყრუებლად ისმის.
ოთახში სრული არეულობაა. ირგვლიც ტანსაცმელი ყრია,ავეჯი გადაყირავებულია,სახლში არაფერია თავის ადგილზე.
წითელი ავეჯი მოულოდნელად ჩაანაცვლა თეთრმა. არადა ამ ფერის ყიდვის ერთერთი მიზანი სწორედ სითბოს შემოტანა იყო.

ტელეფონზე ზარი უკვე მეოთხედ ისმის. სავარძელში მწოლიარე ქალი კი ოდნავადაც არ ინძრევა პასუხის გასაცემად. ზედმეტად არის სიზმრებში გართული იმისთვის,რომ შემაწუხებელ ხმას მისი დარღვევის უფლება მისცეს.
აი,საწოლზე მწოლიარე თეთრ თმიანი ბიჭი კი ერთ ადგილზე წევს,ხელებგაშლილი,თვალებ დაჭ....ტილი და გაოგნებული.
თეთრი კედლები,ცისფერი თაროები. ბევრი მცენარე.
ადგილი სრულიად უცხოა მისთვის.
მალე გაგიჟდება. აღტაცებისგან სხეული უთრთის, თეთრი ფურცელი უნდა,რათა თავისი ემოცია ზედ გადმოანთხიოს, თორემ შეიშლება.

ზარი კვლავ არ ჩერდება და მალევე ქალის ხმაც ისმის.
-გისმენ-მძინარე,დასიებული და მოგუდული ტონი.
ტელეფონი ზედმეტად ხმამაღალია, ამიტომ გარკვევით იკრვევა მეორე მხრიდან მოღრიალე ქალის ხმა, რომელიც ბრაზიანი ტონით ცდილობს ქალის გამოფხიზლებას.
-პრადა? რომელ საათზე? გასაგებია,დამშვიდდი, მოვალ-გათიშა. ოთახში ისევ სიმშვიდემ დაიდო ბინა.

ქალი წამოიმართა,მხრებში ძლივს გაიმართა,მალები გატკაცუნდა და დაბუჟებულ,გრძელ ფეხებში სისხლმა დაიწყო მოძრაობა.
საწოლზე წამოწეულ,აბურძგნულ თმიანი ბიჭისკენ მიაპყრო ყავისფერი,თბილი თვალები.
თბილი მხოლოდ ფერით,თორემ ემოცია საერთოდ არ ეტყობოდა ამ უკანასკნელს.
-გუშინ რა მოხდა გახსოვს?- და აი,მის სახეზეც გამოიკვეთა ის,რისი დახატვაც ასე უყვარს ბიჭს. ღიმილი.
-ლამაზი ფეხები გაქვთ-უთხრა ისე,რომ მისი თვალებისთვის მზერა არ მოუშორებია.
-ჩემი ფეხებისთვის არც კი შეგიხედავს- თითქოს ცდილობდა იმ იმედზე ჩაბღაუჭებას,
რომელზეც შავით თეთრზე ეწერა, რომ ის არ გავდა სხვა მამაკაცებს.
-სანამ საუბრობდით მოვასწარი თქვენი დათვალიერება და ლამაზი ფეხები გაქვთ, განსაკუთრებით მუხლები,ადამიანის სახეს ჰგავს
-გასაგებია.გმადლობ..ალბათ
-გშია? რამეს გამოვიძახებ. რა გიყვარს?- ბიჭი თოვლის ფიფქს ჰგავს. თეთრი კანი აქვს და თეთრი თმები. მაგრამ წითელი ტუჩები, პატარა და წვრილი. ცისფერი თვალები,ისე როგორც წყნარი ოკეანის ზედა ფენა სუსხიანი ზამთრის დროს და ქალის სხეულშიც ვრცელდება ეს სუსხი,ცივი,მაგრამ სასიამოვნო.
-ჩურჩხელა მიყვარს,მაგრამ აქ ვერ შევჭამ-თვალის გუგები წამიერად გაუდიდდა,თითქოს ვიღაცის ხაფანგში ამოყო თავი და ახლა გაიაზრაო.
-და რატომ?-ქალის მიმოხვრა მომხიბვლელი იყო. არისტოკრატიული. ლამაზი.
ისეთი,ბიჭს რომ უყვარდა დახატვა.მუხლის თავები მიმზიდველად იკეცებოდა,კანი იჭმუჭნებოდა და წამის შემდეგ კვლავ პირვანდელ,პრიალა მდგომარეობას უბრუნდება.
-არ გენდობით,იქნებ რამე ჩამიყაროთ-თვალიერების პარალელურად ამბობდა იმას, რაზეც არ ფიქრობდა. ინსტიქტურად იძახდა იმას,რასაც მუდმივად იძახდა.
ქალს კი სხეული ეწვოდა ცივი მზერისგან.
-რა უნდა ჩაგიყარო ან რატომ-გაეცინა და გამოაჩინა თეთრი ეშვები. მოულოდნელად თეთრი კლანჭებიც გაუჩნდა და თეთრი რქებიც ამოუვიდა თავზე. ბიჭის გული აძგერდა.
დუგ-დუგ.. დუგ-დუგ..
-ლამაზი ეშმაკი,თქვენს მუხლებში სწორედ ეშმაკი დავინახე-
თვალები გაუშტერდა რქებზე,თეთრ რქებზე, რომელსაც დიდი სიამოვნებით შეეხებოდა,მაგრამ ეშინოდა.

აქამდე შეხების სურვილი არასოდეს გასჩენია.
ქალის, მითუმეტეს.

ბიჭის მზერისგან დაბნეულიყო ლამაზი ქალი. თითქოს მას უყურებდა,მაგრამ ოდნავ მაღლა.
ფიქრობდა,ნუთუ სიმაღლეში მოვიმატეო,ან თმებში რამე მაქვსო,მაგრამ სრულიად სუფთა იყო, სიმაღლის მოსამატებლად კი ზედმეტად დიდი.
-წავალ დავრეკავ.არსად წახვიდე-
თითი ღიმილით დაუქნია.
-ეშმაკური ღიმილი..-ჩურჩულით აღმოხდა ბიჭს-ნუთუ ჩემი ცდუნება უნდა..-თვალები გაუდიდდა.-არა..! ეს არ მოხდება! არამც და არამც!

ფანჯრიდან გადახტა.
მადლობა ღმერთს,ქალი ორ სართულიან კერძო ბინაში ცხოვრობდა.

***

"ძვირფასო, ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში."

2007 წელი,1 თებერვალია.
სრულიად მოულოდნელად აღმოვჩნდი შეხვედრაზე,სადაც ყოფნა არანაირად არ მინდა, მაგრამ ჩემი ცხოვრება ჩემი სურვილების მიხედვით არც არასდროს გაკონტროლებულა.
უნდა ვიყო აქ და გავიცნო ადამიანი,რომელიც ან თავისი ბრენდის ახალ ელჩად მაქცევს ან ყველაფერს ჩამიფლავებს.
არც კი ვიცი ეს ადამიანი ვინ არის.
სრულიად ახალმა ბრენდმა,რამოდენიმე ჩვენებით შეძლო იმ წარმატების მოპოვება,რომლისთვისაც ვერსაჩეს წლები დასჭირდა.
თუმცა ვერსაჩე არ მომწონს,არც დონატელა,ასე რომ მასთან ჯდომას,ისევ აქ ყოფნა მირჩევნია.

საზოგადოებაში პირველად გამოჩნდება ახალი დიზაინერი,რომელიც ხატავს,კერავს და ყველაფერს აკეთებს საზოგადოებისთვის თავის გაცნობის გარდა.
შეხვედრა მის სახლშია,რადგან როგორც ცნობილია,ბატონს გარეთ გამოსვლა და ხალხთან კომუნიკაცია არ უყვარს.
ამიტომ ჩვენ გავხდით იძულებულნი ჩავსულიყავით შოტლანდიაში და დავსწრებოდით ამ დახურულ წვეულებას.
წარმოიდგინეთ, საქართველოდან შოტლანდიაში ჩაფრენა რა ტანჯვაა.
თან ეს ქვეყანა დიდად არ მხიბლავს.
სიძველე არ მიყვარს,ესთეტიკას ვერ ვიტან.
ეს ადგილი კი ამ ორი სიტყვის სრული განმარტებაა.

12 საათს ოთხი წუთი აკლია.
შუა ღამეა. და ჩვენ ბატონს ველით,რომელიც წუთი წუთზე უნდა გამოჩნდეს და მოევლინოს საზოგადოებას.
გავიდა ერთი,ორი,სამი წუთი,მაგრამ ეს მეოთხე ზედმეტად იწელება.
გულიც რა ნელა მიცემს,სისხლიც რა ნელა მოძრაობს და სახლის ირგვლივ დანთებული ლურჯი ცეცხლიც რა ნელა იწვის.

მოულოდნელი ჩემი ფანტაზიებისა და ფიქრების თანხვედრა ხდება ჩემს წინ, რეალობაში.
მაგრამ მე ფანტაზია საერთოდ არ გამაჩნია.

ლურჯი ცეცხლიდან ლურჯი,მნათობი ნაპერწკლები იკვრებიან,გრძელ, წვრილ ზოლებად იყოფიან და დიდ ოთახში მოძრაობენ.
მოულოდნელად ჩამოჰკრა საათის უზარმაზარმა ზარმაც და ოფიციალურად შუა ღამე გახდა,მაგრამ ჩემი თვალები ამ საოცარ სანახაობას ვერ შორდება,რომელსაც მგონი მარტო მე ვხედავ. ცეცხლის მოპირდაპირედ,გრძელი კიბეებისკენ რომ მიემართება და თეთრ კოსტიუმში გამოწყობილი თეთრთმიანი ბიჭის ირგვლივ იწყებენ ტრიალს. თითქოს ბიჭის თმებსაც ცეცხლი უკიდია.
რა ხდება?

***

გრძელ კიბეებზე ეშვება სრულიად თეთრი ადამიანი და თან მოაქვს სიცივე,რომელიც ყველას ყინავს იმ ერთის გარდა,რომელსაც მისი მოსვლა შანთივით წვავს.
ყავისფერი, გაფართოებული თვალები მის ირგვლივ ტრიალებენ და თითქოს ხედავენ იმას,რასაც თავად ხედავს.
ლურჯი სხივები,მის ირგვლივ რომ ტრიალებენ და იცავენ მას.
მათით იშორებს ადამიანებს,ისინი ყინავენ მათ და თეთრ თმიანსაც ადამიანური შიში ეხსენება.
მაგრამ ქალი ისევ არ აშორებს თვალს. რას უყურებს?

გული წამით ჩერდება.თითქოს ქალის გვერდით ერთხელ უკვე მყოფმა და უკვე შეჩვეულმა,იცის როგორ გამოხატოს ემოცია მისი დანახვისას.
მაგრამ მის გულს ხომ აუკრძალა ამის გაკეთება. მას ემოციები არ სჭირდება. სიცივე მასაც იცავს.

მის ირგვლივ ყველა ის შიში შეიკრიბა და მის გვერდით დატრიალდა, რაც ამ სამყაროდან მოშორებას აიძულებს.
ადამიანები და მათი მოტანილი უბედურება.
ბევრნი არიან,მარტო ვერ მოერევა.
თავისი ხმალიც არ აქვს.

ბევრი გაიცნო,მაგრამ გამარჯობის მეტი ვერაფერი თქვა. ვერ გაბედა. ენერგია ამოეწურა,მათთან ბრძოლამ ყველაფერი წაართვა. ხომ იცოდა,მარტო ვერ შეძლებდა გადალახვას.
იქვე კუთხეში დადგა, მაგრამ ვერ შეძლო მარტო ყოფნა.
მსუქანი,კარგად ჩაფსკვნილი ქერა კაცი მიუახლოვდა მას ეშმაკთან ერთად,თეთრი რქებით.

-ნიკო...გაიცანი,ეს..-მისმა მზერამ პირზე სიტყვები გაუყინა კაცს.
ორივე ერთმანეთს ისე უყურებდა თითქოს მათ ირგვლივ არაფერი იყო,გარდა საათისა. დრო.
ერთი..ორი
-როგორც ჩანს იცნობ-თვალები სიხამით აევსო. ვნება სჭვიოდა მისი გუგებიდან,ცეცხლის ზოლად დაჰყვებოდა მათკენ მიმართული.
თეთრ თმიანმა დაინახა როგორ გაილოკა დიდი ტუჩები უზარმაზარი ენით გემრიელად,მაგრამ იცოდა სხვები ამას ვერ დაინახავდნენ.

მაგრამ არა!
ქალის მზერა მამაკაცის ტუჩებზე იყო მიყინული. გაციებული იყო მისი თვალები.
ნუთუ... ნუთუ..!
-შენ..-ხმა აუკანკალდა აღელვებისგან,აღტაცებისგან.
მხრებზე ხელი მოკიდა და საბედნიეროდ ეს ვერავინ დაინახა.
ქალმა ხმა ვერ ამოიღო. ცისფერი თვალებიდან გამომავალი ზოლი მის თვალებში ჩაიკარგა.
თითქოს გადაებნენ.
-რა ხდება?-ხმა აკანკალდა. სხეული უფრო გაცივდა. თითქოს დიდი,საოცრად ლამაზი და მეფური სახლი ყინულის ნაგებობად გადაიქცა. თითქოს მის მიერ ირგვლივ მოვლებული მზერა მომენტალურად ყინავდა სახლს და თავს მაინც ისე მყუდროდ გრძნობდა.

ბიჭის ღიმილიანი სიცილი.

ქალის შავ,გრძელ,მაგრამ ყველანაირად ჩახსნილ კაბაში იმდენად მიმზიდველი იყო მისი სხეული. მისი გრძელი ფეხები,რომ...რომ.

ნიკოს თეთრი კანი,თეთრი შარვალი და სანახევროდ ჩახსნილი,თეთრი პერანგი, საიდანაც მოჩანდა ლურჯი ვენებით მორთული თეთრი კანი და მასზე ტალღებად დატანილი ექვსი ზოლი, რომლის ხელით შეგრძნების სურვილმა თითები აუწვა ქალს.

**
ხელები ჩაეკიდნენ.
თითები გადაიხლართნენ.

ცივმა ცხელი შთანქთა.
ცხელის შეხებამ ყინულისგან დიდი ნისლი შექმნა ირგვლივ.

ყინულში ჩავარდნილმა ცეცხლმა დიდი ორმო გააჩინა.
ორმო,რომელიც გულამდე მივიდა.

თეთრად დაფარული გული ნელ-ნელა წითლად გადაიღება.

**

"მომწყურდი ეხლა,
ისე მომწყურდი,
ვით უბინაოს _ ყოფნა ბინაში..."

თეთრი თითები მუქ კანს თამაშით მიუყვებიან.
გრძელ ფეხებზე წყლის წვეთებად მოძრაობენ და ყველაფერს თან ედებიან.
კაბამ ყინულზე გადაინაცვლა.

ცივ ოთახში მხოლოდ ორნი იმყოფებიან. სახლში მხოლოდ ორი ადამიანის ღრმა სუნთქვა ისმის.
ქალის სხეული სიამოვნებისაგან აკანკალებული, აღელვებული,გადაწითლებული,
მხოლოდ თეთრ კანზე მიკრობას ახერხებს.

ბიჭი კი. ეს ბიჭი.
თეთრი თმები და თეთრი სხეული.
თმები,რომელშიც მძლავრად მოძრაობენ გრძელი თითები.
ლამაზი ქალი,რომელიც მთლიანად შთანთქავს ბიჭის შიშებს და შიში,რომელიც მთლიანად შთანთქავს ქალის სიმარტოვეს.

ორი სხეული გაერთიანდა.
ირგვლივ დიდი,ძლიერი ნისლი წარმოიქმნა.
მხოლოდ ლურჯი ნათებისა და თაფლისფერი ანარეკლის ხილვა იყო შესაძლებელი.
ზედმეტი სიცივე, ზედმეტ სიცხეს შეეხო და ერთ მთლიანობად იქცა.

ახლა მიხვდა რას ნიშნავდა,დაუნახავად ადამიანის მთლიანად შეგრძნება.
სიშიშვლე,რომელიც მხოლოდ ფიზიკურს არ ნიშნავს.

სიმარტოვე, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავთან ყოფნა არაა.

ჟრუანტელი,რომელიც აქამდე მხოლოდ შიშისგან გამოუცდია.

და სიცივე,რომელიც აქამდე მხოლოდ მარტოობას მოუპარია,
მაგრამ ახლა სიამოვნებისთვის ადგილი გამოუყვია.

______
რა სასიამოვნო დასაწერი იყო..
ძალიან ძალიან.
იმედია წასაკითხადაც ასეთივე სასიამოვნო იქნება.

№1  offline მოდერი guroo

ლილილი, გამარჯობა!
აქ როგორ გავჩნდი, იცი?
ახალსა და პატარას დავეძებდი წასაკითხად და ამას მოვაგენი. ფბ ჯგუფში მინდა, რომ რეკომენდაციული ხასიათის პოსტი დავწერო ამ ტექსტის შესახებ. ვიმედოვნებ, რომ წინააღმდეგი არ ხარ.
აბა, რას იტყვი, მრთავ ნებას?
ახლა, რაც შეეხება ისტორიას... შესამჩნევია, რომ დიდი მგრძნობელობით არის დაწერილი. მისტიკურობის შთაბეჭდილებასაც ტოვებს, რადგან ალაგ-ალაგ ბუნდოვანი, უჩვეულო და ამავდროულად მძაფრი განცდები მოაქვს.
პირველი და მესამე პირის მონაცვლეობა კარგი იდეა იყო. უბრალოდ მგონია, რომ თქვენსავე დასახულ ამოცანას თავი კარგად ვერ გაართვით. ამგვარი ფიქრების მიზეზი კი ის არის, რომ პირველ პირში მოთხრობილმა ამბავმა ბმა ვერ იპოვა მესამე პირში მოთხრობილთან და მათი შეკავშირება მე - მკითხველს - მომიწია. მოლოდინიც უფრო მეტი მქონდა, სიმართლე რომ ვთქვა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ სრულიად ბრიყვულად მგონია, თითქოს შედეგიც ისეთივე შთამბეჭდავი უნდა იყოს, როგორც მოქმედების დასაწყებად ბიძგის მომცემი ამბიცია. მეორე - ზოგიერთ მომენტში გადასარევი ოსტატობით წერთ. ყოველი შემთხვევისთვის, მე ასე მომეჩვენა.
რაღაცები არ მომეწონა. რაღაცებმა ძალიან გამაბრაზა. მაგალითად იმან, რომ ხანდახან გინდათ ლამაზი სიტყვა, რომლის მნიშვნელობა, სავარაუდოდ, არცთუ კარგად იცით, მაინც გამოიყენოთ და ყურადღება არ მიაქციოთ, რა აბსურდული, უშინაარსო, აზრგამოშიგნული რამის დაწერა გამოგივათ.
ანუ, აი, აქ: "სიძველე არ მიყვარს,ესთეტიკას ვერ ვიტან.
ეს ადგილი კი ამ ორი სიტყვის სრული განმარტებაა."
სიძველე - კარგი, მაგრამ ესთეტიკას (ცალკე ესთეტიკას, როგორც თქვენ დაწერეთ) როგორ შეიძლება ჰქონდეს დამოუკიდებელი, კონკრეტული სახე?
მათემატიკაში ამ წინადადებას, ალბათ, ცარიელ სიმრავლეს დაარქმევდნენ. რაღაც ელემენტებს შეიცავს, მაგრამ არცერთი მათგანი არ ერგება უტოლობათა ამონახსნს.

guroo

უიჰ, ვერ ჩამოვყალიბებულვარ თქვენობითსა და შენობითს შორის :დდდ

№2  offline წევრი ლილილი

პირველ რიგში დიდი მადლობა კომენტარისთვის და რა თქმა უნდა თანახმა ვარ განათავსოთ. ბოლო ნაწილიდან დავიწყებ სიძველესთან და ესთეტიკასთან დაკავშირებით.. მართალია. წერის დროსაც ცოტა ეჭვი მეპარებოდა.
საერთოდ მინდოდა უცნაური ყოფილიყო,აი ცოტა მინიშნება დამეტოვებინა და დანარჩენი მკითხველისთვის მიმენდო,ალბათ ეს გალაკტიონის გამოა,რადგან წერის მუზა მისმა ლექსმა მოიყვანა ჩემამდე და იმდენად სწრაფად დაიწერა,რომ არ ვიცი,თვითონაც გამიკვირდა. არ გავჩერებულვარ ისე ვწერდი და მთლიანად ჩავაქსოვე ის,რაც მინდოდა და რასაც მე განვიცდი.
მადლობა შენიშვნებისთვის,ძალიან მიყვარს როდესაც იმას აღნიშნავენ რაც მართალია და რაც დამეხმარება.

№3  offline მოდერი guroo

მახარებს თქვენი დამოკიდებულება შენიშვნებთან დაკავშირებით.
მადლობა, რომ დამთანხმდით.
დროს, მონდომებას და შემოქმედებით ალს გისურვებთ კიდევ ერთხელ ჩასანახშირებლად. სასიამოვნო წვას ვგულისხმობ, რა თქმა უნდა.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent