შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხელი არ გამიშვა {3}


28-03-2022, 18:56
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 2 773

კვლავ ოთახში იყვნენ გამოკეტილები, წითლად შეღებილი ტუჩები შოკოლადის ნამცეცებით დაესვარა , წარბებშეკრული ბუზღუნებდა დამწუხრებული დაეშვა დუდას გვერდით. თავი მხარზე დაადო, ფეხები წინ დაბრეცილად გაშალა, ერთი ფეხსაცმელი მაშინვე გასძვრა და ხალიჩაზე გვერდულად დაეცა , ფანჯრიდან კარგად ჩანდა როგორ ზანტად ჩადიოდა მზე, მთვარის მკრთალი რკალიც იქ იყო იმ დროს
-აკი ერთმანეთს ვერ ხვდებიანო? -მთვარისკენ გაიშვირა პატარა ხელი და წარბებშეკრულმა გახედა დუდას
-ვისაც უყვარს ერთმანეთთან მისასვლელ გზას იპოვნის ...
-ხელს რატომ არ ჩაკიდებს ?- გულუბრტყვილოდ თქვა და ამღვრეული მზერა მიაპყრო ბიჭს, რომლის თითებსიც უკვე კარგახანია არ უშვებდა მის მტევანს
-ხელს ჩაკიდებს და არასდროს გაუშვებს - ეს რომ თქვა მერე სულ ერთი წამით მინიმუმამდე შემცირდა მანძილი სახეებს შორის. გოგონას თვალები დაეხუჭა და შემდეგ იგრძნო ტუჩებზე თბილი შეხება. ახსოვდა ტალღა, რომელმაც მთელს სხეულში დაუარა, მაგრამ სხვა არაფერი დარჩენილა გონებაში . მერე უკვე მამა ეძახდა, სახლში დაბრუნდნენ , მალე კარს გააღებდნენ ის კი ფეხზე წამოჭრილი მეორე ფეხსაცმელში ტერფის ჩადგმას და სწორად დგომას ცდილობდა .

თვალები წამსვე გაახილა როგორც კი სიზმრად ქცეული წარსულის ლანდები გაქრნენ. საწოლში იჯდა, გული სწრაფად უცემდა და სიცარიელეში დარჩენილი ინსტიქტურად დაეძებდა დუდას. მისი პერანგი დაინახა თუ არა გაუაზრებლად მოიცვა, ღილი არც შეუკრავს ისე გავიდა ოთახიდან, ხმაურს მიჰყვა და ასე ნახევრადშიშველი აღმოჩნდა სამზარეულოს კარის ჩარჩოზე მიყრდნობილი
-საუზმის მომზადება საჭირო არ იყო - მსხვილი ტუჩები ერთმანეთს დააშორა და სასურველი მზერა როგორც კი დაიჭირა მაშინვე მისკენ დაიძრა. შორიდან გრძნობდა მის შეკრულ სუნთქვას, დაჭიმულ სხეულს და აჩქარებულ გულისცემას. ნელ-ნელა ფხიზლდებოდა, მაგრამ მეტი სჭირდებოდა -დილით მხოლოდ ს.ქსი, სიგარეტი და ყავა მიყვარს. სხვა ყველაფერი მსტრესავს -მისი ყავის ფინჯანიდან მოსვა , თეფშები გვერდით გასწია და მათი ადგილი დაიკავა
-არასწორი ცხოვრების სტილი გაქვს... შენს ჯანმრთელობას ოდნავადაც არ უფრთხილდები
-თუ ღმერთი გწამს დილიდან განწყობას ნუ გამიფუჭებ . თავი მტკივა ან გ.მჟიმე ან ჩავიცვათ და წავიდეთ . მზარეულის ვაკანსია არ მაქვს , არც ბანალურად მზრუნველი საყვარლის - ფეხები წელზე შემოხვია და თავისკენ მიიზიდა. შარვალი დაბლა დასწია და მზერა მოშიშვლებული ადგილისკენ გადაიტანა- მიყვარს მზად რომ მხვდებიან -შიშველი გულ-მკერდზე ეკვროდა, თითები ყელიდან დაბლა ჩაასრიალა , თვალებში უყურებდა და კაცის გამომეტყველების ცვლილებით ხალისობდა- რანაირი ვინმე ხარ
-რა უფრო მეტად გსიამოვნებს ს/ქსი თუ შენი გავლენა ჩემზე - ქალის სხეულს შეერწყა და მაგიდაზე გადააწვინა , მზერა დაბინდული უყურებდა ,გონებას სულ უფრო მეტად ურევდა მისი თითოეული ქცევა, ჟესტი, მიმიკა და უბრალოდ გამოხედვაც. ვერ ხვდებოდა საერთოდ რას გრძნობდა, რას ფიქრობდა ან რა უნდოდა
-სწრაფად თორემ გეფიცები ჩამეძინება -თითქოს განგებ იწვევდა, უნდოდა საკუთარი ტყავიდან გამოეყვანა . შედეგი მიიღო,ხმამაღლა იცინოდა და მაგიდის კიდეებს უჭერდა თითებს -ჯანდაბაა რა კარგი ბიჭი ხარ - სუნთქვააჩქარებული, ღიმილიანი სახითა და აციმციმებული თვალებით უყურებდა
-საშინელი ქალი ხარ - ამოიოხრა და თვალები დახუჭა. ერთი ტემპით ცემდა ორივეს გული, ქალის მკერდზე ედო თავი . იდაყვზე დაყრდნობილი იწვა და ტუჩებსშორის მოქცეულ ღერის ანთებას ცდილობდა. ის იყო გადაწყვიტა სიზმარზე ვკითხავ, გავარკვევ რეალური იყო თუ რაღაც შეიცვალაო მეორე ოთახში ჩართული ტელევიზორიდან წამყვანის ხმა რომ გაიგო
-თქვენ ახლა ხედავთ ფერფლად ქცეული სახლის კადრებს... შეგახსენებთ რომ შუაღამისას გაჩენილმა ხანძარმა იმსხვერპლა ყოფილი მერის ერთადერთი ვაჟიშვილი ალექსანდრე - გაიგო და გაქვავდა, თითქოს ყველა უჯრედმა ერთდროოულად შეწყვიტა მოქმედება . დუდას სხეულს მოშორდა, ტელევიზორის წინ გაჩნდა და დაინახა როგორ გამოჰყავდათ სახლიდან შავ პარკში გახვეული კაცის დამწვარი ნეშტი. კადრები მეორდებოდა, არ წყდებოდა კირას კი ისტერიკა ეწყებოდა. ისე ამოუშვა მკერდიდან წამოსული ბგერები მისი კივილის ხმა მოედო მთელს ბინას. შეშლილი გაუხდა მზერა, საძინებელში შევარდნილი ტანსაცმელს იცვამდა, გათიშული მობილური ჩართო და ერთდროულად მიიღო უამრავი შეტყობინება. არც იცოდა სად უნდა დაერეკა, რა უნდა გაეკეთებინა , ვინ ჰყავდა თუ ალექსანდრე აღარ იყო, მის გარდა ვინ . ცახცახებდა, გაურკვეველ ბგერებს უშვებდა და სხეულსაც ვეღარ იმორჩილებდა . დუდა ჯერ ტელევიზორს უყურებდა შემდეგ სუნთქვაშეკრული ადევნებდა თვალს კირას რეაქციას და ერთხანს მასთან მიახლოებასაც ვერ ბედავდა. სულის შემძვრელ ტკივილს ხედავდა ქალში , რთული იყო მასთან მისვლა და ნუგეშისცემა როდესაც ის სხვა კაცს გლოვობდა . ალექსანდრეს გარდაცვალება კი ცალკე შოკი იყო,რომელსაც ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა.
-არ შემეხო ... არ გაბედო - ცრემლები შეუჩერებლად სდიოდა გაფითრებულ სახეზე.თვალები სულ მთლად სისხლისფერი გაუხდა , ტუჩები გაულურჯდა ისე კანკალებდა თითქოს ყინულიანი წყალი უფარავდა სხეულს
-უნდა დამშვიდდე...კირა ასე ვერსად წახვალ . რამე შეგემთხვევა
-შენ არ გესმის ხომ? შენ არ გესმის ...წარმოდგენა არ გაქვს , შენ არაფერი იციი - ხმა თითქმის დაეკარგა,მაგრამ მაინც ყვიროდა -ის თუ მართლა არ არის მეც არ ვიქნები !
სახლი ისე დატოვა უკან არ კი მიუხედავს, ტოვბდა ბავშვობის ბედნიერ მოგონებებს და მიდიოდა იქ სადაც ჯოჯოხეთად ქცეული ცხოვრების ყველაზე მშვიდი მომენტები ჰქონდა გატარებული, იქ სადაც იყო ადამიანი ,რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა ყველაზე განსხვავებული სიყვარულით.
-დაჯექი - არ გაუაზრებია როგორ დაეწია დუდა, როგორ მიიყვანა მანქანამდე . უბრალოდ ჩაესვენა სავარძელში და თვალები დახუჭა- სად წაგიყვანო
-იქ სადაც მარიამია ...
-მარიამი?
-ხო , მარიამი ... ისიც თუ ტირის მაშინ ყველაფერი დასრულდა - თითქმის ჩურჩულით თქვა და სახეზე აიფარა ხელები.
არ ესმოდა დუდას საუბრები, როგორ ეძებდა მარიამს და როგორ იპოვნა მისი ადგილსამყოფელი. არ გაუაზრებია სად მივიდნენ, უბრალოდ მიდიოდა , მიაბიჯებდა როგორც რობოტი რომელსაც არსებობის წყაროდ ალექსანდრე ჰყავდა და თუ ის აღარ იქნებოდა პროგრამა დასრულდებოდა, შეწყდებოდა. მხოლოდ მაშინ გაჩერდა როდესაც მარიამი დაინახა, შეხედა სრულიად დაცარიელებულ, დაუძლურებულ , გრძნობებისგან დაცლილ ქალს და უკანასკნელი ძალაც წაერთვა,თვალები დახუჭა და უგონოდ ჩაიკეცა დუდას მკლავებში.
..................
ვერავინ ხედავდა მგლოვიარეებს შორის მარტოდ დარჩენილი ქალის ტკივილს. არავის შეეძლო გაეგო თუ რას გრძნობდა ყოფილი ქალი , ის არ მოიაზრებოდა ჭირისუფლებს შორის თითქოს სტატუსთან ერთად წაართვა მარიამმა გლოვის უფლება და ახლა ,როცა ალექსანდრე აღარ იყო მხოლოდ მას უნდა ეგლოვა . სივრცეში დაიკარგა, ხედავდა ,მაგრამ ვერ აღიქვამდა, ესმოდა,მაგრამ ვერ იგებდა, მიდიოდა,მაგრამ არ იცოდა საით, მოძრაობდა,მაგრამ არ იცოდა მიწაზე მიაბიჯებდა თუ მის ქვეშ მყიფე იყო ნიადაგიც. წინ არაფერი იყო, გზას ვერ ხედავდა და ვერც იმას იაზრებდა საყრდენად ვინ გადაექცა. ადგილები იცვლებოდა, ნაცნობი და უცნობი სივრცეები მის ირგვლივ არაფერს ნიშნავდა. გაიყინა, მთელი ძალით ცდილობდა მის გათბობას, მაგრამ სითბოს არ იღებდა , გაქვავდა , გაშეშდა და სრულიად გაუაზრებლად დაუკავშირა ცხოვრება კაცს შორეული წარსულიდან.
-შემომხედე გთხოვ, გემუდარები კირა ...ჩემო მშვენიერო ,ჩემო ერთადერთო ასე თავსაც იკლავ და მეც- ქალის მდგომარეობა რამდენადაც ტკენდა იმდენად ძალას აძლევდა, ბრძოლისთვის მიზნისთვის ,მისთვის ცხოვრების დასაბრუნებლად - ორი დღე გავიდა , უნდა ჭამო ...დამელაპარაკე გთხოვ
-მასთან მინდა - კაცის ხელი მოიშორა, საწოლიდან წამოდგა და სწრაფად სცადა ოთახიდან გასვლა,მაგრამ არ გამოუვიდა. ფეხებში ძალა გამოეცალა და ზღურბლზე ჩაიკეცებოდა რომ არა წელზე შემოხვეული მკლავები- გამიშვი
-მითხარი სად გინდა და მე წაგიყვან ,კარგი? - ქალთან ერთად დაეშვა იატაკზე, ზურგიდან ეკვროდა, მუცელზე მოხვეულ ხელს არ აშორებდა , სახე მის არეულ თმაში ჰქონდა ჩამალული და სული ეწვოდა
-იქ სადაც ის არის
-აღარ არის ... ის აღარ არის
-მე როგორ უნდა ვიყო ის თუ აღარ არის- ხმა აღარ ჰქონდა, ცრემლებიც კი აღარ სდიოდა თვალებიდან . თავი უღონოდ დახარა, კაცის მხარს მიეყრდნო და მის არეულ მზერას თითქოს პირველად გადააწყდა -დუდა?- იმ წამს გაიაზრა მისი ვინაობა -ჩემთან ხარ ?- ცივი ,ფერმკრთალი თითები სახეზე შეახო და გაუღიმა- აქ არ უნდა იყო...- ისიც კი არ იცოდა რამდენი დღე გავიდა ან სახლში როგორ დაბრუნდა - მე მასთან წავალ
-წაგიყვან ... -ხელში აიყვანა და ისე გაიარა მტანჯველი გზა მანქანამდე , მანქანიდან საფლავამდე სადაც დაუსხლტა ქალის სხეული, განა აღარ ეხებოდა, განა ახლოს აღარ იყო , მაგრამ ის არ , ის ვერ გრძNობდა ცოცხალი კაცის სიახლოვეს და მიიწევდა უზარმაზარი,ცივი ქვისკენ . ვერ სუნთქავდა, მკერდზე იჭერდა ხელებს და კაცისთვის გაუგებრად საუბრობდა მერე ისე მოიხარა შუბლით მიწას ეხებოდა
-ამდენად გიყვარს ,რომ მზად ხარ მოკვდე თუ მასთან ყოფნის შანსი აღარ იარსებებს?- მის თითებს თავისი მხურვალე მტევანი შეახო , მაჯაზე აკოცა და იქაც სრული უმოძრაობა იგრძნო, თითქოს სისხლი აღარ გადაადგილდებოდა ცისფერ კაპილარებში . საკური სხეულით იცავდა სიცივისგან, თავად იჯდა წვიმიან, სველ მიწაზე ქალს იჭერდა, ახლოს იზიდავდა ის კი მაინც მიიწევდა მიზნისაკენ
-მიყვარს? არასდროს! ის ყველაფერია ჩემი სიმშვიდეა , წამალია . მხოლოდ მან , გესმის? მან იცის ...იცის რა მჭირდება . იცის , იცის ის სუნთქვის საშუალებაა ის უნდა იყოს ,სადღაც უნდა იყოს მე რომ ვიცოცხლო -არ ესმოდა კაცის გულისცემა, არადა მისი ყურის ქვეშ ფეთქავდა ასე ხმამაღლა ,ასე ძლიერ, ასე ცოცხლად .
-მე ვიქნები მხოლოდ შენთვის ,შენთან ...- შუბლზე შემხმარ ტალახს აშორებდა. წვიმდა ისევ , მისი ქურთუკი კი ქალის მთრთოლვარე სხეულს ფარავდა
-შენ არ იცი ... არავინ იცის . მხოლოდ მან და მე ის მჭირდება . შენ ვერ ... ვერ გამიმკლავდები ! ვერავინ სხვა, ვერავინ შეძლებს . არავინ იცით ის როგორი იყო ,არავინ იცით რას ნიშნავდა ჩემთვის დასწყევლოს ღმერთმა თქვენი სიყვარული,სულელური სიყვარული. გგონია მიყვარს? ისე მიყვარს როგორც შენ მე გიყვარვარ? რა სასაცილოა ...რა საცოდაობაა ეგ თქვენი სიყვარული რომ გგონიათ ამომავალი ბედნიერებისა და უბედურების- ჩუმად ლაპარაკობდა, ხმა აღარ ჰქონდა თორემ აუცილებლად აუწევდა ტონს - ასე ნუ მიყურებ , აქ არ მოვკვდები ეგ ჩემი ადგილი არ არის - ძლივს წამოდგა , წვიმის წვეთები სახეზე ეცემოდა , გამოფიტულ სხეულს აცოცხლებდა , შეგრძნებას უბრუნებდა . უყურებდა მიწაზე მჯდომი როგორ იყო დასვრილი თავად კი სუფთა იყო, ხედავდა მთლიანად სველს მაშინ როცა მხოლოდ ახლა იგრძნო ამინდის ცვლილება
-სახლში დავბრუნდეთ... საუბარს შემდეგ გავაგრძელებთ
-ჩემ საყრდენად ნუ იქცევი, ისე მოგეჯაჭვები თავიდან ვეღარ მოიშორებ მაგ ფუნქციას - როგორც კი შეეხო მაშინვე მოიშორა. ქურთუკიც გაიხადა და წვიმას საშუალება მისცა მთელი სხეული დაესველებინა. შინაგანი და გარეგანი ტემპერატურა ერთმანეთს გაუტოლდა, კანკალებდა ,მაგრამ წვიმა ძალას აძლევდა -ჩემი ამინდია...ჭუჭყიანი და თან უდანაშაულო- ჯერ ფეხქვეშ ატალახებულ მიწას შეხედა შემდეგ კი ხელისგულზე დაცემულ გამჭვირვალე წვეთებს
.........................
-წავიდეთ ...სადმე გავფრინდეთ . აქაურობისგან შორს - ქალის შიშველ ზურგს უყურებდა, თითები ხერხემალზე ააყოლა და თავადაც დაჯდა. ღვინის ჭიქა ფეხებსშორის ედო , ტუჩებსშორის სიგარეტის ღერი ჰქონდა მოქცეული და წითელ სითხეს დაჰყურებდა ზემოდან-კირა,მისმენ ? - მხარზე აკოცა და თავი ააწევინა
-ლამაზი ხედების დათვალიერება არ მჭირდება -სიგარეტი საფერფლეში ჩაასრისა , ჭიქა დაცალა და იქვე დატოვა - ჩემი დახმარება თუ გინდა ისე გამჟმე,რომ ვერაფერზე ვიფიქრო ... შეგიძლია გამაოცო?
-მართლა ეს გინდა და სხვა არაფერი?
-შეწყვიტე ... მე მოვლა და მზრუნველობა არ მჭირდება
-გინდა გატკინო ?
-ასე ყურება შეწყვიტე , თორემ უკვე მაღიზიანებ და მომიწევს სხვა ვიპოვნო
-შენთვის სულერთია ვისთან დაწვები?
- უმჯობესია საერთოდ არ ვიწვე . ზოგიერთი საწოლის ხმა მაღიზიანებს - ფეხებს შორის მიფარებული ნაჭერი მოაშორა და მზერა საზარდულზე გაუსწორა - მაშინაც ასეთი იყო ერთდ გაქცევა რომ შემოგთავაზე? უნდა შემემოწმებინდა - ტუჩები ენის წვერით დაისველა და თითით ხაზის გავლება დაიწყო თეძოს ძვლიდან თეძოს ძვლამდე - ვფიქრობ მერე გაიზარდა - მუცლის ქვედა ნაწილზე კოცნიდა, ქვემოდან უყურებდა ბიჭის არეულ მზერას და სულ უფრო დაბლა მიიწევდა -შანსი გქონდა ... თავად მოგეცი ჩემთან ყოფნის შანსი შენ კი უარი მითხარი
-ბავშვები ვიყავით... შენ ჩემთვის ყველაზე წმინდა ,ხელშეუხებელი გოგო
-შენ ჩემზე უარი თქვი ! -კაცის სხეულს შეუერთდდა ,მისი ხელები მოიშორა და სუნთქვაარეულს ყელზე მოუჭირა თითები - მე შენ აგირჩიე, შენი მინდოდა ვყოფილიყავი ... მხოლოდ შენი ვიქნებოდი ,მთლიანად შენი გავხდებოდი
-მე შენ დახმარება შემოგთავაზე... მე და შენ - გაოგნებული უყურებდა თვალებანთებულ ქალს . გრძNობები ერთმანეთში ერეოდა, აზრებს ვერ ალაგებდა
-შენ ჩემზე უარი თქვი მე კი ყველასთან დავწექი ვისაც ვუნდოდი -თითებს ისევ ყბაზე უჭერდა, ჭკუიდან გადაიყვანა კაცი
-და ამაში მე მადანაშაულებ? - ზემოდან მოექცა და ხელები თავთან გაუკავა - ჭკუიდან გადახვედი ... მინდოდა გამეჩერებინე შენ კი შენ ისეთებს აძლევდი შეხების უფლებას . ყოველ თვე ახალი გყავდა - წლების წინ მომხდარის გახსენებამ კონტროლი დააკარგვინა, ბრაზმა გონება დაუბინდა, თავი დაკარგა . თითებს ძლიერად უჭერდა , უხეში იყო , ძველებურად აღარ ეფერებოდა, არც კოცნიდა თვალებში უყურებდა და სიტყვებს ხმაურიან ამოსუნთქვას აყოლებდა- მათთან იყავი ვინც მეზიზღებოდა ...ჩემში განადგურდი და მეც გამანადგურე - კულმინაციისას ამოთქვა ,გონსაც მოვიდა, ერთიანად მოშორდა კანკალებდა, ტვინში სისხლი ჩაექცა ,ქალს აღარც უყურებდა , იხრჩობოდა ის კი ხმამაღლა იცინოდა
-სულ ეს არის ? მეტად არ შეგიძლია ,რომ მატკინო? ესაა შენი ბრაზის დიაპაზონი? ჯანდაბა შენ არ იცვლები,მხოლოდ ფიზიკურად ჰგავხარ ძლიერ კაცს თორემ ისევ ისეთი სუსტი, გაუბედავი და საცოდავი ბავშვი ხარ რომელიც ვერასდროს გახდება ის ვინც მე მჭირდება . კიდევ ბევრჯერ მნახავ სხვა კაცის მკლავებში ...აუცილებლად გაჩვენებ როგორ ვ.თავებ სხვის
-გაჩუმდი ! აღარაფერი თქვა იცოდე არც იფიქრო გაგრძელება-თვალები დაუწითლდა, არ ყვიროდა, მაგრამ კბილებს ისე აჭერდა ერთმანეთს ყბების ხაზი მკვეთრად მოუჩანდა - შენ არ შეგიძლია მე დამადანაშაულო... ჩემთვის არაფერი გითქვამს . მე გთხოვდი გეთქვა რა გაწუხებდა რა ხდებოდა შენს თავს რამ აქცია ბავშვი ასე უცებ ქალად, როგორ გაგიჩნდა სურვილები ასე მცირე დროში , როგორ შეგეცვალა გემოვნება , როგორ გახდი ასეთი
-ასეთი ავხორცი ? მიდი მითხარი რასაც ფიქრობ...თქვი,რომ ნამდვილი კ.ხპა ვარ ,რომ ჩემში არაფერი წმინდა, რომ ყველაფერზე ვარ წამსვლელი ,რომ ერთი ამაზრზრენი ცოდვებით სავსე ქალი ვარ ,ალქაჯი რომელთნაც არაფერი გაქვს საერთო არც შენ და არც იმ წმინდან კირას შენ რომ გიყვარდა და თქმასაც ვერ უბედავდი. მიდი მითხარი და აქედან მოშორდი, დამტოვე მარტო...იკმარე ის რაც ამ დღეებში მოხდა. მე ხომ თავმოყვარეობა არ მაქვს და წამიერ ლტოლოვას ვნებდები თორემ შენ თითის დაკარების უფლებასაც არ მოგცემდი . შენ ამას იმსახურებ, ღირსი ხარ ყველასი ვიყო, ყველასი შენს გარდა იმიტომ რომ არ გეყო ძალა თანხმობისთვის. შენ მე უარი მითხარი! - კაცისგან განსხვავებით ტონალობა ნამდვილად გაზარდა, ცეცხლი ენთო მის თვალებში ისე უყურებდა გეგონებოდათ წინ ყველა მისი უბედურების მიზეზი ჰყავდა
-რატომ გეჩქარებოდა ასე... რატომ არ მომისმინე, არ დამთანხმდი შეყვარებულობაზე და სად გინდოდა გაქცევა. კირა, შენ ვისგან გარბოდი - წუთები იყო გასული ქალის ხმაურიანი მონოლოგიდან . აივანზე მდგომს უყურებდა და მანძილს ამცირებდა- მიპასუხე, ახლა მაინც მითხარი რა ჯანდაბა მოხდა მაშინ . მითხარი რატომ ჩავიდინე დანაშაული იმით რომ 15 წლის ბავშვს არ დაგეუფლე და მერე სად გინდოდა რომ წავსულიყავით, რატომ გინდოდა ჩემს ცოლად გამომეცხადებინე მაშინ როცა თვეებით ადრე ერთად დავცინოდით იმ სულელებს ბავშვობას რომ წყვეტდდნენ და ჩვენს ასაკში ქორწინდებოდნენ
-იმიტომ რომ ვიცოდი ჩემი საყვარელი ბავშვობა მამაჩემთან ერთად ცოცხლად დამარხეს... ბოლო საათებს ითვლიდა ,სუნთქვას უხშობდნენ, ახრჩობდნენ ...სიმართლეს არასდროს გეტყვი , შენ არ ხარ ის კაცი ვინც ჩემს საიდუმლოს სიცოცხლის ბოლომდე ატარებს !
-ალექსანდრემ იცოდა? მან იცოდა, არა? ყველაფერი უამბე და იმიტომ მიეჯაჭვე ...ისიც გიყენებდა , თავის მარიონეტად გაქცია. რიგით სექსმონად რომელსაც ისე ხმარობდა როგორც მოესურვებოდა...ის იმსახურებდა სიმართლეს არა? ის ავადმყოფი
-აქედან გაეთრიე !
-გაბრაზდი არა? ჩვეულებრივი მონური დამოკიდებულება რომ გქონდა მის მიმართ და ახლა ისე გინდა კუბოში მის გვერდით ჩაგაწვინონ ისე როგორც ფარაონის მონა მისი სურვილების ამსრულებელი სათამაშო ... ესაა შენი საოცნებო ცხოვრება? ჩაგანაცვლა, შენზე უარი თქვა, სანაგვეზე მოგისროლა ახლა საერთოდ ფერფლადქცეული მიწაში დალპება და აღარ აპირებ თავი დაიხსნა? აუცილებლად ახალი მბრძანებელი გჭირდება? მეც მუხლებზე უნდა დაგაყენო და არარაობასავით უნდა მოგექცე ჩემთან ყოფნა რომ მოგინდეს?- მიდიოდა რომ დაიჭირა და თავისკენ მიიზიდა- მითხარი რა გინდა... მიდი მითხარი და დავაკმაყოფილებ შენს ლომკას. კიდევ ვერ დაიღალე ხომ? ენერგია ისევ გაქვს ,სანამ არ გაითიშები არ ჩერდები ხომ? -კეფაზე შეუცურა ხელი , თავის გაწევის საშუალებას არ აძლევდა ტუჩებზე დააცხრა , კოცნის საპასუხოდ კბენას იღებდა, მაგრამ არ ეშვებოდა ხელები გაუკავა და იქვე მდგომ მისაღების უზარმაზარ მაგიდაზე მკერდით დამხობილს სხეულზე მიეკრო.
-არ შემეხო... არ მომეკაროო - მანამდე თუ იცინოდა მაგიდის ზედაპირზე შეხებისთანავე წინააღმდეგობის გაწევა დაიწყო. სასოწარკვეთილმა წარმოთქვა სიტყვები, დუდა იმდენად არ უჭერდა ხელების გათავისუფლება რომ ვერ შესძლებოდა, წამსვე იგრძნო სიმსუბუქე ,მაგრამ მაინც ვერ წყვეტდდა კანკალს. ისევ ხის გრძელ ზედაპირს უყურებდა და ცახცახებდა -არ შემეხო...არ შემეხო,ხელი არ დამაკარო
-არ გეხები ... აქ ვარ ,შორს
-გაეთრიე - მაგიდას მოშორდა ,მაგრამ კაცს არ უყურებდა. ხალათს სხეულზე იკრავდა, ნაჭერს დაბლა ქაჩავდა ამოწმებდა რომ ყველაფერს ფარავდა და უკან იხევდა -არ შემეხო ...არ შემეხო- სახე ხელებში ჩამალა,საძინებლისკენ შებრუნდა , მიდიოდ და გამუდმებით ერთი და იგივე სიტყვას იმეორებდა
-მაპატიე ...არაკაცივით მოციქეცი . გული მერევა საკუთარ თავზე ,კირა
-შენ არაფერი გესმის...აქედან წადი და აღარასდროს გაიხსენო ეს დღეები!
მარტო დარჩენილმა სახლის იმ კუთხეს შეაფარა თავი რომელსაც ადრე, ბავშვობაში იყენებდა. გარდერობის ერთ-ერთ კარადაში შეიკეტა,ყველაფერი გადმოანგრია, ადგილი გაათავისუფლა და იქ დაწვა, ისე იყო მოკეცილი ,ისე ცახცახებდა ,ისე ტიროდა მთლიანად შეძრა გარეთ მდგომი. წასვლაზე არც უფიქრია, მის დატოვებას ვერ შეძლებდა სანამ არ დარწმუნდებოდა,რომ კარგად იყო ახლა როცა თავად თვლიდა თავს დამნაშავედ მითუმეტეს არ აპირებდა წასვლას პატიების დამსახურების გარეშე,მაგრამ ყველაფერი წაეშალა გონებიდან ქალი იქ რომ დაინახა. ხედავდა როგორ ათავისუფლებდა ადგილს, როგორ დაწვა და მიიხურა კარი, ესმოდა ტირილის ხმა , ჩურჩულით ნათქვამი სიტყვების შინაარსი ისევ არ იცვლებოდა ვიღაცას იშორებდა და ეს ვიღაც დუდა ნამდვილად არ იყო ამის გააზრებისას ერჩივნა ისევ თავად ყოფილიყო მთავარი დამნაშავე.
-ადამიანები არ უნდა ცვლიდნენ თავიანთი ხასიათის საფუძველს,როგორი მომთხოვნიც არ უნდა იყოს სამყაროში დატრიალებული ცვლილებები თავს რომ ვკარგავთ მერე ინგრევა ყველაფერი - ისე გააღო კარი და დაიკავა ადგილი მასთან ერთად თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. თავზე მაღლა დაკიდებული კაბების ბოლოები ედებოდა, ყველაფერი მოიშორა , ქალი სხეულზე მიიკრა და ძლიერად მოხვია მკლავები- შენ თავს დაგიბრუნებ , გეფიცები ... იმ გოგოს ,რომ დაინახავ საკუთარ თვალებში შემდეგ მოვა სიმშვიდე და დამარცხდება ყველა მტერი ,ყველა ვინც გატკინეთ -აგონიაში მყოფს თავზე ეფერებოდა, ნაზად კოცნიდა ლოყაზე და ზურგზე ისე უსვამდა ხელს როგორც პატარა ბავშვს.
.........................
ხმაური თავს ატკიებდა, განათებები თვალებს , დისკომფორტს გრძნობდა და სასმელით ცდილობდა მოდუნებას, მაგრამ დიდად თრობაც არ ანიჭებდა სიამოვნებას . იქ მხოლოდ კირას გამო იყო , მისი ცხოვრების შეცნობა გადაწყვიტა და ასე ატარებდა ყოველ ღამეს სხვადასხვა დაწესებულებაში , უამრავი ადამიანის გარემოცვაში რომელთა უმრავლესობაც ამაზრზენ პერსონად წარმოედგინა . ქალს იმდენი ნაცნობი ჰყავდა , სათვალავიც კი აერია ყველა შეგეძლოთ გეპოვნათ მის კონგაქტებს შორის. კონფლიქტი არავისთან ჰქონდა, იყვნენ ისეთები ვისაც გულზე არ ეხატებოდათ , შურითა და ბოღმით იყვნენ სავსე ,მათ მიმართ კი მხოლოდ მსუბუქ ირონიას იყენებდა. არავინ აღელვებდა, ყველას გამოყენება შეეძლო და არავინ იყო ისეთი ვინც მის მოგერიებას , დამორჩილებას შეძლებდა, ვინც მასზე უპირატესად წარმოაჩენდა თავს. სრულიად გონებადახშულიც კი დედოფალივით გამოიყურებოდა, მისი ეს ვიზუალი არ იყო მხოლოდ ფიზიკური მახასიათებელი , ჰქონდა რაღაც აუხსნელი ძალა რომელიც ასე გაგიჟებით უყვარდა დუდას . ბევრი რამ არ იცოდა , თავიდან უნდა გაეცნო ზრდასრული კირა, რომელიც ერთი შეხედვით სრულიად განსხვავდებოდა იმ ბავშვისგან ვისაც ახლო მეგობრად თვლიდა და ვისთანაც გრძნობდა სულიერ სიახლოვეს.
_როგორი მოსაწყენი კაცი ხარ , შენს გვერდით არაფერი ხდება ...სრული უმოძრაობა, უმოქმედობა _ მთვრალი იყო , მაგრამ საპირფარეშოდან დაბრუნების შემდეგ კიდევ უფრო არეული მოეჩვენა
_რა მიიღე _ღრმად ჩაისუნთქა და ახლოს მიიზიდა _ ხომ მითხარი
_შენ მე კარგ გოგოდ ვერ გადამაქცევ _ თითები ფეხზე ააყოლა და კიდევ უფრო შეამცირა მანძილი. ტუჩებთან ახლოს ელაპარაკებოდა, მაგრამ არ ეხებოდა, მერე ყურთან გადაინაცვლა და ყბის ძვალზე აკოცა _ მე შემიძლია მივცე შენს მოწყენილ ცხოვრებას ფერები , სულ ცოტა ისე რომ არც შენ შეიცვალო და ჩემი კომპანიონობაც ცოოტა, სუულ ცოტა ხნით კიდევ გაქაჩო _ ისე აშანტაჟებდა , ისე გონივრულად მოქმედებდა კაცზე ამის გააზრებაც კი რთული იყო . საიდანღაც ფერადი აბი გაჩნდა , თითებსშორის ჰქონდა მოქცეული პირში რომ შეუცურა და ენაზე დაუდო მერე გაიაზრა კაცმა. გადმოგდების საშუალება არ მისცა , ხელი როგორც კი გამოსწია ვნებიან კოცნაში შეიტყუა. შეუძლებელი იყო თავის დაღწევა , მის მზერასთან გამკლავების ძალა არ მოეპოვებოდა სიგიჟემდე შეყვარებულს_წამომყევი, ვიცეკვოთ _ ხელი ჩაჰკიდა, ისევ აკოცა და ბრბოს შეერია . ცეკვის დროს კაცმაც იგრძნო ცვლილებები, ალკოჰოლს შერეული წამალი მოქმედებდა .
_აუცილებლად ცუდი ბიჭი გჭირდება გვერდით , შენზე ბევრად საშიში და თავზეხელაღებული . გინდა შენს სიგიჟეს ვინმემ გადააჭარბოს _ ყელში კოცნიდა,ელექტრონული მუსიკის მუხტი მთელს სხეულში ვრცელდებოდა . მანძილი საერთოდ გაქრა, ერთარსებად ქცეულები მოძრაობდნენ , კაცი ეფერებოდა, ხელებს ქალის სხეულზე დაატარებდა, მოკლე კაბის ქვეშ რომ შეაცურა თითები კირამ კისკისი დაიწყო . თავი უკან ჰქონდა გადაწეული და ხმამაღლა იცინოდა მერე უცებ გასწორდა , მზერა მიაპყრო
_ნადირობა მინდა , საშინლად _თითები მაჯაზე მოუჭირა და კაცის ხელს თავად მისცა მიმართულება
_არა !
_ოუუ , შენ გგონია იცი რას ვგულისხმობ ? დამშვიდდი სხვა კაცთან არ წავალ _ თითებს მხრებზე უჭერდა, ათრთოლებულ სხეულით ეყრდნობოდა და ტუჩებს კბილებით იწვალებდა _ ჯანდაბა , მინდა შენ მაჩვენო , რომ შეგიძლია სხვა ქალის შებმა
_და ეს აღგაგზნებს ? მე რომ სხვა ქალთან წავალ შენ ამ დროს წარმოიდგენ
_გგონია გაგიშვებ და მე დაგელოდები? _ისევ ახარხარდა. კაცის თითები გალოკა და მერე ისევ ყურთან გადაინაცვლა _ შენთან ერთად გავჟ. გიცდია ოდესმე ორი ერთად? რა თქმა უნდა არა ! საბრალოვ , წარმოდგენა არ გაქვს რას ნიშნავს სიამოვნებისგან გათიშვა , განტვირთვა ... ხვალ ისე გაიღვიძებ იდეების ფოერვერკი გექნება თავში
_არ ვაპირებ შენს გვერდით სხვა ქალთან ყოფნას , გულისამრევია
_ჩემო წმინდანო, ფრთები სად გაქვს დამალული ? _კოცნას არ წყვეტდდა, ყელზე გადავიდა და მერე შებრუნდა , ზურგით მიეყრდნო , მელოდიას აყოლებდა სხეულს და თან ირგვლივ მყოფებს აკვირდებოდა სანამ ნაცნობი სახე არ დაინახა _აი მესმის იღბლიანი საღამოო ... შენი გოგო აქ ყოფილა. აბაა წესიერიაო? ჭიქებს ცლის და კაცებს აბავს შენთან კი ისეთი სათნო სახით დადის თითქოს წვენების გარდა სასმელს არ ეკარება
_გეყოფა სხვებზე საუბარი, ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ჩემი საქმე არ არის ვინ რას აკეთებს სამსახურის შემდეგ
_გინდა გაჩვენო რომ გარყვნილი მხოლოდ მე არ ვარ და მონაზვნის კაბების ქვეშ კ.ხპები იმალებიან ? ჩაგიტარებ ცხოვრებისეულ გაკვეთილს , ორს ერთად და მიხვდები რამდენი რამის სწავლაა შესაძლებელი ჩემი ცხოვრების რიტმით _ პასუხის მიღებამდე გაეცალა. ჯერ სადღაც გაქრა, ვერ ხედავდა ვერცერთს. მაგიდასთან იჯდა და ცდილობდა თავზე კონტროლი არ დაეკარგა, მაგრამ დროის გასვლის მერე კიდევ უფრო აირია. სახლში წავიდეთო რომ უთხრა იფიქრა ყველაფერი დასრულდაო და მოდუნდა კიდეც. გზაში კიდევ დალიეს, ფრაგმენტებად ახსოვდა კადრები . კირას ეფერებოდა, მისით ტკბობას ვერ წყვეტდდა სანამ მისმა გონებამ ძლიერი დარტყმა არ მიიღო და იმის საპირისპირო ქმედებას არ შეუდგა რაც ზოგადად ახასიათებდა. კირა გოგოს მიუახლოვდა, გზად სრულიად გაშიშვლდა და მალევე დაიწყო უცნობი სხეულის შესწავლა . არც ნიტა იყო უქმად , პირველმა აკოცა და თან დუდას უყურებდა , მისი თვალები კი მხოლოდ კირას ხედავდნენ , მის ავხორც მზერას და ხელებს რომლებიც თავისკენ იზიდავდნენ. ნაბიჯები დაჰიპნოზებულმა გადადგა, სადღაც შიგნიდან , შორს გულისრევის შეგრძნება ჰქონდა , მაგრამ იმდენად ყრუდ , რომ ამან საერთოდ ვერ იმოქმედა. კირას მიმართ გაჩენილი ბრაზი მართავდა , რომელსაც ქალი სულ უფრო მეტად ზრდიდა თავისი ქმედებებით. ორი ქალი ეხვია გარს, მხურვალე ტუჩების შეხებას გრძნობდა და თავდაპირველად მხოლოდ კირას ეფერებოდა , შემდეგ მანვე მოხვია თითები და ისე შეეხო ათრთოლებული ქალის სხეულს თითქოს განგებ აკეთებდა ამას, მოსწონდა კაცის სხვა ქალთან დანახვა. ყურში ეჩურჩულებოდა, გამაბრუებელი ხმით აძლევდა ბიძგს , მიმართულებას თუ როგორ უნდა ემოქმედა , მერე უბრალოდ გაჩუმდა და ერთხანს ღვინის ბოთლით ხელში მდგომი უყურებდა საწოლში ახლართულ სხეულებს . დუდას რომ ამით აცოფებდა ვერც კი ხვდებოდა, კაცს ბოლომდე რომ არ იცნობდა და წლებმა მასზეც იქონია გავლენა ეს ნამდვილად ვერ გაითვალისწინა . სულ სხვანაირად წარმოედგინა ეს თამაში , მსგავს განვითარებას არ ელოდა. ვერ შეძლო მშვიდად ეყურებინა როგორი გატაცებით ეალერსებოდა კაცი სხვას . ინსტიქტურად დაიძრა საწოლისკენ, დუდას ზემოდან მოექცა , წითელი ღვინო წვეთ _წვეთად დაასხა გულ_მკერდზე , ნელა მიუყვებოდა სითხე მხურვალე ტანს , რომელსაც სულ მალე ენის წვერით შეეხო . თვალებანთებული , უყურებდა დუდას სანამ მის სხეულს შეერწყმებოდა და შემდეგ კულმინაციამდე მხოლოდ ხმები ესმოდა , გრძნობდა კაცის თითებს წელზე და გონებას საბოლოოდ უკეტავდა აზროვნების უნარს. არ უნდოდა ნიტას აღქმა , შიგნიდან ჭამდა ის ფაქტი რომ დუდა ამ დროსაც მას კოცნიდა. თამაშის პაიკად იქცა, თავს არ უტყდებოდა , მაგრამ შეგრძნებები იმდენად მძლავრად აწვებოდნენ დიდხანს ვერ დაიმალებოდა.
ჯერ თავის ტკივილი იგრძნო, თვალებში ჩამოწოლილი სიმძიმის შეგრძნება და შემდეგ ყველაფერი დანარჩენი . ოთახში მდგომ სუნს გრძნობდა, კანზე ასდიოდა სხვა ქალის არომატი და მიუხედავად იმისა, რომ გვერდით მხოლოდ კირა ჰყავდა მაინც იყო კვალი, რომელიც გონებაში ჩარჩენილი ფრაგმენტების რეალურობაში არწმუნებდა.
_ყავა დღეს ჩემზეა _ კირას მხოლოდ მაისური ეცვა , რომელიც ძლივს უფარავდა საჯდომს. ისე ენერგიულად გამოიყურებოდა თითქოს წინა ღამით დამუხტეს. დიდი ფინჯანი საწოლთან დადო, ფარდები ბოლომდე გადასწია და აივნის კარიც გააღო _ დღეს შესანიშნავი ამინდია... ვფიქრობ სამსახურში აგვიანებ, თუ წასვლას არ აპირებ . ნიტა უკვე იქაა და ბეჯითად მუშაობს _ ჩაიცინა და სიგარეტის ღერი ტუჩებსშორის მოიქცია_მიკვირს როგორ შეძლო გამოუძინებელმა, ენერგიაგამოცლილმა, მთლიანად გამოწურულმა წასვლა. მას შემდეგ რაც შენ გაუკეთე , ცოტა მეც გაკვირვებული ვარ , ასეთიც თუ იყო არ მეგონა _ ცდილობდა არ შეემჩნია, ირონიას იშველიებდა და ღიმილიან მზერას არ აშორებდა საწოლში მყოფს
_კმაყოფილი ხარ ? _ხმაც შეცვლილი ჰქონდა, გამშრალი პირი უსიამოვნო შეგრძნებას გვრიდა. წამოჯდა, საწოლის თავს მიეყრდნო, ფეხი მოხარა და მუხლს ხელით დაეყრდნო . ცხელი ყავა ესიამოვნა, თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა _ ოთხშიც გინდა თუ შევჩერდეთ , წინასწარ გაფრთხილებ კაცს არ მივიღებ
_ნიტას ხელფასი უნდა გაუზარდო, როგორი მონდომებული იყო, მთელი ცოდნა გამოიყენა ... საბრალოს, ჰგონია ახლა სულ შენს მკლავებში იქნება რადგან ერთხელ შეუდე ოცნებებში დაფრინავს _ საწოლზე მუხლებით დადგა და დუდას სახეზე შეახო თითები_შენ კი , შენ წუხანდელ სახეს არასდროს დავივიწყებ!
_მაინც რა დაინახე ... რა გეგონა _თითები სახეზე ჩამოატარა,უცებ მოუჭირა და ტუჩებზე წაეტანა _პატარა ბიჭივით გინდოდა გეთამაშებინე ხომ? არ გეყო შენს მახეში რომ ჩავვარდი გინდოდა ბოლომდე გამოგეყენებინე , არა? _თითები საჯდომზე მოუჭირა და ისე მიიზიდა _ მე შენი სათამაშო მხოლოდ იმ დოზით და იმდენი ხნით გავხდები რამდენიც თავად მენდომება და ისე ნუ იზამ რომ გამაცოფო , თორემ მართლა იპოვნი ცხოველს როგორებიც ავადმყოფურად გიზიდავს , იმაზე უარესს ვიდრე წარმოდგენა შეგვიძლია ახლა მე და შენ_დაბალი ხმით, მშვიდი ტონით ელაპარაკებოდა და თან თითებით წელზე ეფერებოდა
_ ისევ დამტკიცდა, რომ ყველას გვაქვს ავხორცი სურვილები. უარს არ ვამბობთ შემოთავაზებულ ნეტარებაზე და არავინაა ისეთი წმინდა როგორიც ჩანს. ზოგს ფიქრები აქვს ჩემზე ბნელი, ვერ ახერხებს მათ განხორციელებას და თავი ისე უჭირავს თითქოს დედა ღვთისმშობელია, ვიღაც ინიღბება და სინამდვილეში ყველაფერზეა წამსვლელი საწადელს რომ მიაღწიოს. იმ ქალს ჩემგან განსხვავებით ს.ქსი კი არ მოსწონს, ის რაც მის შემდეგ მოდის. ახლა ნახავ როგორ მოგეწებება, როგორ დაკარგავს ნელ_ნელა ნიღაბს და ეცდება კვლავ შეგიტყუოს საწოლში, ამჯერად უჩემოდ..._თავს ისულელებდა, თითქოს საქმე მხოლოდ ქალს ეხებოდა
_სერიოზულად? ყველაფერი იმისთვის, რომ ნიტას სახე მაჩვენო? რა გულისამრევია , ადამიანი გეზიზღებოდეს და მასთან დაწოლა შეგეძლოს
_როცა გშია ყველაფერს ჭამ და მნიშვნელობა არ გაქვს რა არის. მისი სხეული მშვენიერ ფორმაშია, თანაც გამოყენებაც შეუძლია და შენ ნამდვილად არ უნდა მელაპარაკებოდე გაუგებარ ქცევებზე. გუშინ რომ მეკითხა ნიტა არ მოგწონდა, რაღაც არ გეტყობოდა , ვერაფრით შეგამჩნიე ეგ შენი უემოციობა მის მიმართ
_განგებ იქცევი ასე ხომ?
_შეიძლება კი , შეიძლება არა
_ გინდოდა გავგიჟებულიყავი იმისთვის, რომ აბებით გამჭყიპე,გამთიშე და ჩემი ბნელი მხარე გამიცოცხლე. იმისთვის , რომ თანამშრომელთან ს.ქსი მქონდა შენთან ერთად. გინდა ახლა გავრბოდე, დღეს თვითგვემაში ვიყო და მეუბნებოდე რამდენად შორს ვარ შენგან, რამდენად ვერ გავუქაჩავ შენი დამპალი ცხოვრების რიტმს.
_სულ სხვა რამეს ველოდი და სხვა რამ დავინახე. სექსუალურ ფანტაზიებზე მეტად არაფერი აჩვენებს ადამიანის სულს
_ეს ალექსანდრეს ფილოსოფიაა? ასე შეგამეცნა ადამიანის ღრმა სულის წიაღები? ნორმალური გგონია ყველასთან ყოფნა რომ შეგიძლია და ცხოველის დონეზე გაქვს დაყვანილი კავშირი რომელიც ნამდვილად სხვა უკიდურეს განზომილებაშია?
_გთხოვ , საათების წინ მომხდარის შემდეგ ნოტაციას ახლა მაინც ნუ წამიკითხავ . ჯერ კიდევ არ მჯერა , რომ ამას მალავდი ანგელოზის სახის მიღმა. ისეთ უარზე იყავი თითქოს წარმოდგენა არ გქონდა რას გიპირებდი და კიდევ ორი ქალი რომ გყოლოდა არც იმათ ატკენდი გულს _ კონტროლი დაკარგა, მაგრამ მალევე მიხვდა და გაჩერდა _ აღფრთოვანებული ვარ, ეს იმას ნიშნავს , რომ იმაზე მეტხანს გაგრძელდება ჩვენი ერთობა ვიდრე ვვარაუდობდი _ გაიცინა და ყავა მისი ფინჯნიდან მოსვა _დალიე თორემ გაცივდება
_რა საინტერესოა როდის მიხვდები შენი დახშული გონებით , რომ ეჭვიანობ და ამან კონტროლი დაგაკარგვინა, ახლაც შიგნიდან იწვი, ფიქრობ ნიტა როგორ მომაშორო , ახლა უფრო ახლოსაა ვიდრე ოდესმე. მე ხომ შენსავით უემოციო კავშირები არ შემიძლია და გოგოს ძველებურად ნამდვილად ვეღარ მოვექცევი
_და როგორ აპირებ მოქცევას? სამსახურეობრივი რომანის გაბმა ხომ არ მოგანდომა გუშინ შენი პენ.ს.თ პირში ? რომელი ეჭვიანობა, ცოლად შეირთე თუ გინდა და ხელისმომკიდედ გამოგყვებით _ერთს ამბობდა და მეორეს გრძნობდა. შიგნიდან ცეცხლის ალი წვავდა
_ვნახოთ , ჯერ არ ვაპირებ შემდეგ ვინ იცის რა იქნება . იქნებ სჯობს იყო მასთან ვინც ყველაფერს აკეთებს შენთვის ვიდრე მასთან ვინც ბოლომდე ცდილობს შენს გამოყენებას
_მასთან უნდა იყო ვისთანაც მოგწონს იმ კონკრეტულ მომენტში , თუმცა შენ სტანდარტულად მხოლოდ გრძელვადიანი ურთიერთობები გჭირდება, მუდმივობა და სტაბილურობა . მოსაწყენი ხარ, 100 წლის მგონიხარ თუ შიშველს არ გხედავ და შენს შეხებას არ ვგრძნობ . ცხოვრების სტილით ნამდვილად მეტისაც ხარ _ მოშორდა და კარადიდან პატარა სამკაულის ყუთი აიღო _ ეს ჯიბით რატომ დაგაქვს . იმდენად ბევრი გაქვს მსგავსი ძვირფასი სილამაზე , რომ დაკარგვა არ გაღელვებს?
_შენთვის გავაკეთე , ღამით ვაპირებდი გადმოცემას, მაგრამ ამოაყირავე ყველაფერი
_საჩუქრების მიღებას არ ვაპირებ ...
_საჩუქარი არაა, შენთვისაა შექმნილი
-რა არის უფრთო პეპელა, ანგელოზი- მანამდეც აკვირდებოდა ახლა კი ისევ ინტერესმა სძლია და ყუთიდან ამოიღო _დამთავრებულია საერთოდ?
_ასეთს გხედავ არც პეპელაა , არც ანგელოზია ... შენ ხარ
_ძვირფასი , შიშველი და მოტეხილი ფრთით ? _არ ეცინებოდა, შიგნიდან ტეხდა ტკივილი , მაგრამ სახეზე მაინც ღიმილი დასთამაშებდა _საინტერესო ხედვა გაქვთ ბატონო იუველირო- გულწრფელად აღფრთოვანებული იყო დუდას ნიჭით - ის რაშიც შეუცვლელი ხარ ეს ნამდვილად შენი საქმეა , ამ თითებით სასწაულებს ქმნი - კაცის მტევნს თითები შემოჰხვია , თავი დახარა და ტუჩებით შეეხო
-დღეს რა გეგმები გაქვს
-არანაირი. შენ ახლა მხოლოდ სამკაულებს ხატავ? - გაახსენდა მის მიერ შესრულებული პორტრეტები და დააინტერესა
-უამრავი საქმე მაქვს, დრო არ მრჩება ... თუ სხვა საქმიანობით დაკავებაც მომინდება შემდეგ გავიხსენებ წარსულს- სააბაზანოსკენ ისე დაიძრა აშკარა იყო მიუხვდა საუბრის მიმართულებას, მაგრამ თავს ასე მარტივად რომ ვერ დააღწევდა არ იცოდა. კიდევ უფრო გაუმძაფრა სურვილი კირას
-ჩემ პორტრეტებს და ფოტოებს სად მალავ - წყლის ქვეშ მდგომს მაშინ დაესხა თავს როდესაც მოდუნდა . კედელზე შუბლით მიყრდნობილს ზურგზე ქაფიანი ღრუბელი დაუსვა , ფრჩხილების კვალი დაეტოვებინა ნიტას . იმდენად ძლიერად დააწვა, რომ კაცის მზერაც დაიმსახურა და სახეზე გამომეტყველებაც შეუცვალა- სხვაც დაგიხატავს ამ წლებში?
-არც კი ვიცი სად არის ის ნაჯღაბნები... უბრალოდ თავს ვირთობდი. ბევრი დამიხატავს, სწავლის დროს მთხოვდნენ და მეც უარს არ ვეუბნებოდი
-სამხატვრო აკადემიაში სწავლობდი?
-ბევრი რამ ვისწავლე ერთდროულად ოქრომჭედლობასთან ერთად ... კიდევ ვაპირებ გამგზავრებას ახალი მეთოდების შესასწავლად
-ანუ დიდი ხნით არც ამჯერად დარჩები. ჭორები მართალია , მხოლოდ რეკლამის გამო ჩამოხვედი , ბიზნესს გამართავ და წახვალ
-აქაურობა არ მიყვარს და პირველსავე შესაძლებლობას გამოვიყენებ ,რომ წავიდე
-მე კი ვერსად ვრჩები დიდი ხნით , მივდივარ და უკან ვბრუნდები
-ალექსანდრეს უბრუნდებოდი , მე კი შენ გაგირბოდი ... თქვენ ერთად . ოდესმე მივხვდები მასთან რა გაკავშირებდა ?
-იმაზე მეტი ვიდრე სიყვარულის დროს გაკავშირებთ ჩვეულებრივ მოკვდავებს !

რაღაცნაირი ნაწილია ეს და არ ვიცი რა რეაქციას გამოიწვევს



№1  offline წევრი აბაშიძე

მარიამ.

უFFFF

დავიცალე

არ მყოფნის

ისევ მაქვს უკმარისობის გრᲫნობა

საოცრად კარგი განვიᲗარება აქვს

უცნაურები არიან

დუდა ისე Შემეცოდა ალექსანდრეზე რომ ისმენდა

კირა უფრო Შემეცოდა

საერᲗოდ კირა მეცოდება

ვიცი რატომაც უნდოდა გაქცევა და ცუდად ვარ

მერე რომ დუდა გაურკვეველ სუტუაციაᲨი აᲦმოᲩნდა მაგიტო საერᲗოდ

გიᲟივიᲗ ველოდები

დაუკმაყოფილებელი მკიᲗხველი ვარ

არასდროს მეყოფა რამდენიც უნდა წამაკიᲗხო

Შემდეგამდე.

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

აბაშიძე
მარიამ.

უFFFF

დავიცალე

არ მყოფნის

ისევ მაქვს უკმარისობის გრᲫნობა

საოცრად კარგი განვიᲗარება აქვს

უცნაურები არიან

დუდა ისე Შემეცოდა ალექსანდრეზე რომ ისმენდა

კირა უფრო Შემეცოდა

საერᲗოდ კირა მეცოდება

ვიცი რატომაც უნდოდა გაქცევა და ცუდად ვარ

მერე რომ დუდა გაურკვეველ სუტუაციაᲨი აᲦმოᲩნდა მაგიტო საერᲗოდ

გიᲟივიᲗ ველოდები

დაუკმაყოფილებელი მკიᲗხველი ვარ

არასდროს მეყოფა რამდენიც უნდა წამაკიᲗხო

Შემდეგამდე.


პირველივე კომენტარი რომ შენ გეკუთვნის ეს უკვე სხვა განზომილებაა
<3

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიკო

როგორ ველოდი თქვენს შემდეგ ისტორიას????მოლიდინიცააა და ემოციააც საოცარი❤️სასწაულად ველოდები შემდეგ თავს.დუდა მეცოდება ამ ყოფისთვის,არაა მარტივი საყვარელი ქალს ასეთ სიტუაციაში ხედავდე და ვერ შველოდე,რაც შეეხება კირას მგონია რო მხოლოდ მამის სიკვდილის გამო არაა ასე შეცვლილი და რაღაც მძიმე,იმდენად სტრესული რაღაც გადაიტანა რომ საკუთარ თავთანაც არ უნდა აიღიარება,ამ ტივილის გაურბის იმდენად რომ საკუთარი მე დაივიწყა

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი მარიკო
როგორ ველოდი თქვენს შემდეგ ისტორიას????მოლიდინიცააა და ემოციააც საოცარი❤️სასწაულად ველოდები შემდეგ თავს.დუდა მეცოდება ამ ყოფისთვის,არაა მარტივი საყვარელი ქალს ასეთ სიტუაციაში ხედავდე და ვერ შველოდე,რაც შეეხება კირას მგონია რო მხოლოდ მამის სიკვდილის გამო არაა ასე შეცვლილი და რაღაც მძიმე,იმდენად სტრესული რაღაც გადაიტანა რომ საკუთარ თავთანაც არ უნდა აიღიარება,ამ ტივილის გაურბის იმდენად რომ საკუთარი მე დაივიწყა

ყველაფერი გაირკვევა სულ მალე
დიდხანს არ გავაჭიანურებ
უღრმესი მადლობა რომ კითხულობთ და ელოდებით ახალს ♡

 


№5 სტუმარი სტუმარი ანაბელი

მდამ მდამ მდამ
ჯერ-ჯერობით კირა ჩემ თვალში სუსტი პერსონაჟია. მამის სიკვდილმა თუ ასე ამოუყირავა პიროვნება და ამდენი ნიღაბი მოარგებინა სისუსტეზე მიუთითებს ჩემთვის. თუმცა ალბათ სხვა რამეც მოხდა მის ცხოვრებაში ჯერ ყველაფერი წინაა.
ნაკლები სექსის სცენას და მეტ ემოციურ კავშირს ვისურვებდი. მაგრამ აქამდე საქმე უნდა მივიდეს ალბათ.
უცნაურია, განსხვავებული და საინტერესო
დაველოდები განვითარებას

 


№6  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ანაბელი
მდამ მდამ მდამ
ჯერ-ჯერობით კირა ჩემ თვალში სუსტი პერსონაჟია. მამის სიკვდილმა თუ ასე ამოუყირავა პიროვნება და ამდენი ნიღაბი მოარგებინა სისუსტეზე მიუთითებს ჩემთვის. თუმცა ალბათ სხვა რამეც მოხდა მის ცხოვრებაში ჯერ ყველაფერი წინაა.
ნაკლები სექსის სცენას და მეტ ემოციურ კავშირს ვისურვებდი. მაგრამ აქამდე საქმე უნდა მივიდეს ალბათ.
უცნაურია, განსხვავებული და საინტერესო
დაველოდები განვითარებას

არამგონია რამე შეიცვალოს კირას პერსონაში ... დიდი ხნის განმავლობაში მაინც . ამდენი წელია ასე ცხოვრობს და უცებ ვერაფერი იმოქმედებდა .
დეტალები გაირკვევა დროთაგანმავლობაში

 


№7 სტუმარი ანისია

ამ რომანში მეჩვენება თუ ჩემთვის საუკეთესო რომანის "სულს მოგცემ" პერსონაჟებია ნახსენები?

 


№8  offline მოდერი sameone crazy girl

ანისია
ამ რომანში მეჩვენება თუ ჩემთვის საუკეთესო რომანის "სულს მოგცემ" პერსონაჟებია ნახსენები?

არ გეჩვენება უვრალოდ კატოს შევუცვალე სახელი :დ

 


№9  offline წევრი marita1230

საიტზე თქვენი ისტორია რომ შევამჩნიე ძალიან გამიხარდა .
ემოციებით სავსეა , საინტერესო და იმდენი ფერით სავსე ხელს რომ გკიდებს და ინტერესს გიჩენს სუნთქვასაც გიკრავს ბოლო სიტყვამდე .
იქნებ , კირა მის ცხოვრებაში ასე ღრმად იმიტომ ითრევს დუდას , მისით გამოჩენილი იმედი რომ გაუქროს მის თავს ? მოგონებები გააუფერულოს , ისიც მის ჭურჭლამდე დაიყვანოს რომ გაექცეს ან ფერი შეუცვალოს .. იმდენად ცარიელია ხავსს ეჭიდება რომ იგრძნოს .. რამე მაინც .. ტკენს რომ გაიხსენოს საკუთარი არსებობა ..
ჩემთვის სუსტი არ არის .. ზღვარზე დგას .. ამ ყველაფრის გაძლებასაც ძალა სჭირდება .. საოცარი ..გაუაზრებელი .. ზოგჯერ რაღაც კრიტერიუმში თუ არ ვჯდებით , განსაზღვრულ სწორ გზას თუ არ მივყვებით არ ნიშნავს რომ სუსტები ვართ ..
ალექსანდრეს თუ ხელი ჩაკიდა , მხოლოდ იმიტომ რომ მისი ტკივილი იცნო , დაინახა და შეიძლება სათავისოდაც გამოიყენა .. თუ მის ერთადერთ ღუზად აღიქვა , მხოლოდ იმიტომ რომ ერთადერთი იყო რომელმაც შენიშნა ეს კიდევ სხვა ტრაგედიაა ..
იქნებ ეშინია , დუდას ვერ პატიობს არ დაცვას , არ დანახვას , არ გაგებას მაგრამ იქნებ მის თავსაც ვერ პატიობს რომ თავადაც ვერ შეძლო და მასში მცხოვრები ბავშვი ვერ დაიცვა ..
ისეთი სევდისფერია და მე ისე ველოდები ახალ თავს ..
მართლა მოუთმენლად გელით ..
წარმატებები ..

 


№10  offline მოდერი sameone crazy girl

marita1230
საიტზე თქვენი ისტორია რომ შევამჩნიე ძალიან გამიხარდა .
ემოციებით სავსეა , საინტერესო და იმდენი ფერით სავსე ხელს რომ გკიდებს და ინტერესს გიჩენს სუნთქვასაც გიკრავს ბოლო სიტყვამდე .
იქნებ , კირა მის ცხოვრებაში ასე ღრმად იმიტომ ითრევს დუდას , მისით გამოჩენილი იმედი რომ გაუქროს მის თავს ? მოგონებები გააუფერულოს , ისიც მის ჭურჭლამდე დაიყვანოს რომ გაექცეს ან ფერი შეუცვალოს .. იმდენად ცარიელია ხავსს ეჭიდება რომ იგრძნოს .. რამე მაინც .. ტკენს რომ გაიხსენოს საკუთარი არსებობა ..
ჩემთვის სუსტი არ არის .. ზღვარზე დგას .. ამ ყველაფრის გაძლებასაც ძალა სჭირდება .. საოცარი ..გაუაზრებელი .. ზოგჯერ რაღაც კრიტერიუმში თუ არ ვჯდებით , განსაზღვრულ სწორ გზას თუ არ მივყვებით არ ნიშნავს რომ სუსტები ვართ ..
ალექსანდრეს თუ ხელი ჩაკიდა , მხოლოდ იმიტომ რომ მისი ტკივილი იცნო , დაინახა და შეიძლება სათავისოდაც გამოიყენა .. თუ მის ერთადერთ ღუზად აღიქვა , მხოლოდ იმიტომ რომ ერთადერთი იყო რომელმაც შენიშნა ეს კიდევ სხვა ტრაგედიაა ..
იქნებ ეშინია , დუდას ვერ პატიობს არ დაცვას , არ დანახვას , არ გაგებას მაგრამ იქნებ მის თავსაც ვერ პატიობს რომ თავადაც ვერ შეძლო და მასში მცხოვრები ბავშვი ვერ დაიცვა ..
ისეთი სევდისფერია და მე ისე ველოდები ახალ თავს ..
მართლა მოუთმენლად გელით ..
წარმატებები ..

კირა ნამდვილად მრავალფერი პერსონაჟი გამოვა საბოლოო ჯამში რომელიც გამორჩეულ ადგილს დაიკავებს ჩემს სხვა ქალ პერსონაჟებს შორის
ძალიან მინდა საინტერესო საკითხავი იყოს და იმედია ბოლომდე გამომივა ♡♡
დიდი მადლობა აზრების გაზიარებისთვის
♤♡

 


№11 სტუმარი ანისია

sameone crazy girl
ანისია
ამ რომანში მეჩვენება თუ ჩემთვის საუკეთესო რომანის "სულს მოგცემ" პერსონაჟებია ნახსენები?

არ გეჩვენება უვრალოდ კატოს შევუცვალე სახელი :დ


იყოს კატო-კირა :დ ძალიან მიხარია "ჩემი გმირების" გამოჩენა თუნდაც ამ დოზით <3 ისიც ძალიან მიხარია რომ არ გამომეპარა ნათი არსებობა. ამ რომანზე კი ჯერჯერობით არაფრის თქმა არ შემიძლია. ველი შემდეგ თავს დიდი ინტერესით და მიხარია შენი დაბრუნება <3

 


№12  offline წევრი duchi_duchi

ნუ არვიცი აი კირა ხო საცოდავი და განადგურებულია მაგრამ ისე,ისე ძალიან მინდა დუდასგან განადგურებული ვნახო რომ ხელებს იჭამდეს სიმწრისგან.

 


№13  offline მოდერი sameone crazy girl

ანისია
sameone crazy girl
ანისია
ამ რომანში მეჩვენება თუ ჩემთვის საუკეთესო რომანის "სულს მოგცემ" პერსონაჟებია ნახსენები?

არ გეჩვენება უვრალოდ კატოს შევუცვალე სახელი :დ


იყოს კატო-კირა :დ ძალიან მიხარია "ჩემი გმირების" გამოჩენა თუნდაც ამ დოზით <3 ისიც ძალიან მიხარია რომ არ გამომეპარა ნათი არსებობა. ამ რომანზე კი ჯერჯერობით არაფრის თქმა არ შემიძლია. ველი შემდეგ თავს დიდი ინტერესით და მიხარია შენი დაბრუნება <3

მე უფრო მიხარია რომ გაგახსენდათ და ამოიცანით ჩემი კატო _კირა

duchi_duchi
ნუ არვიცი აი კირა ხო საცოდავი და განადგურებულია მაგრამ ისე,ისე ძალიან მინდა დუდასგან განადგურებული ვნახო რომ ხელებს იჭამდეს სიმწრისგან.

ძალიან დაუნდობელი ხომ არ ხარ შემთხვევით :დ
ვნახოთ რას დავწერ და როგორ წარიმართება საქმეები

 


№14  offline წევრი Soraya

ყველაფერი ამობრუნდა, სამს ერთად არ ველოდი, მაინტერესებს რა აკავშირებდათ ალექსანდრეს და მარიამს.მართალია დუდა ალექსანდრეზე?
ფსიქოპატურად შეშლილია კირა, ხანდახან ამდენი ტ*ნაური, სექსი, ჟიმაობა ამაზრზენობაა, მაგრამ კირას დუდა და დუდას კირა არ ყოფნის.
წარმატებები!

 


№15  offline მოდერი sameone crazy girl

Soraya
ყველაფერი ამობრუნდა, სამს ერთად არ ველოდი, მაინტერესებს რა აკავშირებდათ ალექსანდრეს და მარიამს.მართალია დუდა ალექსანდრეზე?
ფსიქოპატურად შეშლილია კირა, ხანდახან ამდენი ტ*ნაური, სექსი, ჟიმაობა ამაზრზენობაა, მაგრამ კირას დუდა და დუდას კირა არ ყოფნის.
წარმატებები!

ჩემი სფერო არაა მსგავსი თემების წერა და მეტჯერ არც ვაპირებ ასეთი გმირის შექმნას . ამ ისტორიაში რაც იქნება ჩემთვის ყველაფერი სიუჟეტის წარმოსადგენადაა საჭირო და იმედია საბოლოოდ გამოვა .
გმადლობთ აზრის გაზიარებისთვის ♡

 


№16  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

კატო-კირას ამბავის ვალკე ისტორიად ყოფნა ძალიან მახარებს, ძალიან საინტერესოა როგორ განვითარდეა, ისე ვაჩეს, თორნიკეს დ აგაბრიელის ამბავიც რო დაწერო ცალკე ისტორიად ეგეც სასწაული გამოვა დარწმუნებული ვარ ❤️❤️განსაკითრებით გაბრიელის ოჯახის ამბავი მაინტერესებს და სულ მინდოდა ის ყოფილიყო ილია ერისთავი

 


№17  offline წევრი რუსკიმარუსია

დამაგვიანდა smirk
რაღაც ვერ გავიგე, ალექსანდრე და მარიამიო, დამწვარი სახლიო, ეს ყველაფერი ხომ "სულს მოგცემ"-ში იყო? მაგრამ იქ კირა კი არა კატო იყო smirk

სუსტია, ძალიან სუსტია კირა და თავისი ამაზრზენი,ზღვარგადასული ქცევებით ცდილობს ძლიერი და ყოვლისშემძლე ქალი გამოჩნდეს. ყველაზე ცუდი კი ის არის რომ ამ ამაზრზენ ყოფაში დუდასაც იყოლიებს pensive ფაქტია, კირას ამგვარი საქციელების მიზეზი მძიმე წარსულია, რომელიც მხოლოდ მამის დაკარგვით არ არის გამოწვეული. რაღაც ძალიან ცუდი მოხდა, რომელიც მხოლოდ ალექსანდრემ იცის და რომელსაც ალბათ დუდასაც ეტყვის.
დუდას და კირას საერთო წარსულიდან რაღაცები გასაგები გახდა მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასარკვევი.
ერთი კი ვიცი, რომ დუდას ძალიან გაუჭირდება კირას შეცვლა.
შემდეგამდე, მარიამო❤

 


№18  offline მოდერი sameone crazy girl

ablabudaa
კატო-კირას ამბავის ვალკე ისტორიად ყოფნა ძალიან მახარებს, ძალიან საინტერესოა როგორ განვითარდეა, ისე ვაჩეს, თორნიკეს დ აგაბრიელის ამბავიც რო დაწერო ცალკე ისტორიად ეგეც სასწაული გამოვა დარწმუნებული ვარ ❤️❤️განსაკითრებით გაბრიელის ოჯახის ამბავი მაინტერესებს და სულ მინდოდა ის ყოფილიყო ილია ერისთავი

აუ როგორ მიხარია რომ გახსოვთ ეგ ისტორია , გმირები და მითუმეტეს ეს იდეა რომ გაქვთ ♡♡♡ არ ვიცი დავწერ თუ არა სხვა გმირებზე მაგრამ გამორიცხული არაფერია ♡♡♡♡

რუსკიმარუსია
დამაგვიანდა smirk
რაღაც ვერ გავიგე, ალექსანდრე და მარიამიო, დამწვარი სახლიო, ეს ყველაფერი ხომ "სულს მოგცემ"-ში იყო? მაგრამ იქ კირა კი არა კატო იყო smirk

სუსტია, ძალიან სუსტია კირა და თავისი ამაზრზენი,ზღვარგადასული ქცევებით ცდილობს ძლიერი და ყოვლისშემძლე ქალი გამოჩნდეს. ყველაზე ცუდი კი ის არის რომ ამ ამაზრზენ ყოფაში დუდასაც იყოლიებს pensive ფაქტია, კირას ამგვარი საქციელების მიზეზი მძიმე წარსულია, რომელიც მხოლოდ მამის დაკარგვით არ არის გამოწვეული. რაღაც ძალიან ცუდი მოხდა, რომელიც მხოლოდ ალექსანდრემ იცის და რომელსაც ალბათ დუდასაც ეტყვის.
დუდას და კირას საერთო წარსულიდან რაღაცები გასაგები გახდა მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასარკვევი.
ერთი კი ვიცი, რომ დუდას ძალიან გაუჭირდება კირას შეცვლა.
შემდეგამდე, მარიამო❤

რომ დავფიქრდი კატო იმდენს ერქვა რომ გადავწყვიტე სახელი შემეცვალა მგონი არ გაბრაზდება კატო_კირა და დიდი დანაშაული არ მაქვს :დ
დეტალები გაირკვევა ნელ_ნელა და იმედია ნორმალურად შევძლებ გადმოვცე

 


№19 სტუმარი Ana-maria

ვაიმეე. ალექსანდრე და მარიამი?ძალიან საინტერესოა. დუდა და კირა მართლაც რომ ძალიან განსხვავებული გმირები არიან და განსხვავებულადაც უყვართ.რაღაც სიგიჟეა ამ ორის ურთიერთობა. წარმატებები და მოუთმენლად ველი ახალ თავს

 


№20  offline მოდერი sameone crazy girl

Ana-maria
ვაიმეე. ალექსანდრე და მარიამი?ძალიან საინტერესოა. დუდა და კირა მართლაც რომ ძალიან განსხვავებული გმირები არიან და განსხვავებულადაც უყვართ.რაღაც სიგიჟეა ამ ორის ურთიერთობა. წარმატებები და მოუთმენლად ველი ახალ თავს

რა კარგია რომ გახსოვთ ალექსანდრე და მარიამი
♡♡♡ მადლობაა

 


№21 სტუმარი სტუმარი თამო

რაღაცნაირად არ მემეტება კირასთვის დუდა.უკვრ ნათელია როგორც მახსოვს რმ ამოუყირავებს მთელ ცხივრებას დუდას.მეციდება მის ხელში თუ არ გამოსწრდა კირა.თუმცა ამდენი ხანი ასეთი ცხივრებით ცხივრობდე და მერე შიცვალო რთულია.ის კი ძალიან მაინტერესებს რა შეემთხვევა 15 წლის ასაკში კარადაში რომ დაიმალა შემდეგ.ძალიან კარგია მარიამ.ველოდები ახალ თავს

 


№22 სტუმარი სტუმარი თიკო

sameone crazy girl
ანისია
ამ რომანში მეჩვენება თუ ჩემთვის საუკეთესო რომანის "სულს მოგცემ" პერსონაჟებია ნახსენები?

არ გეჩვენება უვრალოდ კატოს შევუცვალე სახელი :დ

შეიძლება სიგიჟედ მოგეჩვენოს, მაგრამ ეჭვი მაშინ გამიჩნდა პირველად რომ აქ სხვა ნაწარმოების პერსონაჟები გყავდა, როცა ვინმე ალექსანდრე-მარიამის წყვილი ახსენე. რადგან ადრე სულ ამ სახელებით გყავდა პერსონაჟები და აი მერე და მერე, რაც წავიკითხე ხოლმე, საერთოდ აღარ გყავდა ნახსენები ამ სახელებით წყვილები და ვიფიქრე, რომ აღარასდროს შექნიდი სხვა წყვილს კიდევ ამ სახელებით. ახლა შოკი მივიღე, თამამად შემიძლია ვთქვა. კატოს ისტორია მაშინაც მაინტერესებდა, როცა ეგ ნაწარმოები წავიკითხე და ისე მოულოდნელი და წარმოუდგენელი იყო ახლა ამის გაგება... სამივე თავი ახლა წავიკითხე და დამამძიმა. იმდენად უცხოა ასეთ პერსონაჟზე კითხვა. აი ადრეც ხომ შეგიქმნია თამამი, ,,ცუდი გოგოები", მაგრამ ეს სულ სხვაა. იმათ ცხოვრება მაინც უყვარდათ, ამას კიდევ ვერ ვხვდები რა უყვარს, ვინ უყვარს, ვისგან რას მოელის. კი, ვიპოვე თავისთავად რაღაც პატარა დეტალები, მაგრამ რთულია საბოლოო ჯაჭვის აწყობა. კარგია რომ მხოლოდ სამი თავი გიდევს ჯერ და დროზე აღმოვაჩინე, თორემ მეტი რომ ყოფილიყო ,,დაგროვებული", ვერ წავიკითხავდი. ვერ ვუძლებ ასეთ და ამდენ ემოციებს ერთბაშად. თავს აღარ მოგაწყენ. კარგია რომ დაბრუნდი. წარმატებები, მარიამ!♡

 


№23  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი თამო
რაღაცნაირად არ მემეტება კირასთვის დუდა.უკვრ ნათელია როგორც მახსოვს რმ ამოუყირავებს მთელ ცხივრებას დუდას.მეციდება მის ხელში თუ არ გამოსწრდა კირა.თუმცა ამდენი ხანი ასეთი ცხივრებით ცხივრობდე და მერე შიცვალო რთულია.ის კი ძალიან მაინტერესებს რა შეემთხვევა 15 წლის ასაკში კარადაში რომ დაიმალა შემდეგ.ძალიან კარგია მარიამ.ველოდები ახალ თავს

რომ გაინტერესებთ მიხარია
ყველა თავის გზას ირჩევს ზოგი სწორს ზოგიც მცდარს და კირამ ნამდვილად არ აირჩია სწორი

სტუმარი თიკო
sameone crazy girl
ანისია
ამ რომანში მეჩვენება თუ ჩემთვის საუკეთესო რომანის "სულს მოგცემ" პერსონაჟებია ნახსენები?

არ გეჩვენება უვრალოდ კატოს შევუცვალე სახელი :დ

შეიძლება სიგიჟედ მოგეჩვენოს, მაგრამ ეჭვი მაშინ გამიჩნდა პირველად რომ აქ სხვა ნაწარმოების პერსონაჟები გყავდა, როცა ვინმე ალექსანდრე-მარიამის წყვილი ახსენე. რადგან ადრე სულ ამ სახელებით გყავდა პერსონაჟები და აი მერე და მერე, რაც წავიკითხე ხოლმე, საერთოდ აღარ გყავდა ნახსენები ამ სახელებით წყვილები და ვიფიქრე, რომ აღარასდროს შექნიდი სხვა წყვილს კიდევ ამ სახელებით. ახლა შოკი მივიღე, თამამად შემიძლია ვთქვა. კატოს ისტორია მაშინაც მაინტერესებდა, როცა ეგ ნაწარმოები წავიკითხე და ისე მოულოდნელი და წარმოუდგენელი იყო ახლა ამის გაგება... სამივე თავი ახლა წავიკითხე და დამამძიმა. იმდენად უცხოა ასეთ პერსონაჟზე კითხვა. აი ადრეც ხომ შეგიქმნია თამამი, ,,ცუდი გოგოები", მაგრამ ეს სულ სხვაა. იმათ ცხოვრება მაინც უყვარდათ, ამას კიდევ ვერ ვხვდები რა უყვარს, ვინ უყვარს, ვისგან რას მოელის. კი, ვიპოვე თავისთავად რაღაც პატარა დეტალები, მაგრამ რთულია საბოლოო ჯაჭვის აწყობა. კარგია რომ მხოლოდ სამი თავი გიდევს ჯერ და დროზე აღმოვაჩინე, თორემ მეტი რომ ყოფილიყო ,,დაგროვებული", ვერ წავიკითხავდი. ვერ ვუძლებ ასეთ და ამდენ ემოციებს ერთბაშად. თავს აღარ მოგაწყენ. კარგია რომ დაბრუნდი. წარმატებები, მარიამ!♡

ძალიან მიხარია ამდენი წლის განმავლობაში რომ მომყვებით, გახსოვთ გმირები, წყვილები და საერთოდ ჩემი წერის განვითარების ამბები.
მარიამი და ალექსანდრე მართლა წლებია არ "შემიქმნია" ალბათ იმიტომ რომ ახლა სულ სხვა რელსებზე გადავედი და იმათ ხელშეუხებლად ვტოვებ.
იმედია საბოლოოდ მოგეწონებათ ეს ისტორია ♡♡♡♡♡

 


№24  offline წევრი duchi_duchi

sameone crazy girl
ანისია
sameone crazy girl
ანისია
ამ რომანში მეჩვენება თუ ჩემთვის საუკეთესო რომანის "სულს მოგცემ" პერსონაჟებია ნახსენები?

არ გეჩვენება უვრალოდ კატოს შევუცვალე სახელი :დ


იყოს კატო-კირა :დ ძალიან მიხარია "ჩემი გმირების" გამოჩენა თუნდაც ამ დოზით <3 ისიც ძალიან მიხარია რომ არ გამომეპარა ნათი არსებობა. ამ რომანზე კი ჯერჯერობით არაფრის თქმა არ შემიძლია. ველი შემდეგ თავს დიდი ინტერესით და მიხარია შენი დაბრუნება <3

მე უფრო მიხარია რომ გაგახსენდათ და ამოიცანით ჩემი კატო _კირა

duchi_duchi
ნუ არვიცი აი კირა ხო საცოდავი და განადგურებულია მაგრამ ისე,ისე ძალიან მინდა დუდასგან განადგურებული ვნახო რომ ხელებს იჭამდეს სიმწრისგან.

ძალიან დაუნდობელი ხომ არ ხარ შემთხვევით :დ
ვნახოთ რას დავწერ და როგორ წარიმართება საქმეები

კი ვარ ცხოვრებაში პირველად,როგორი დაუნდობელიც არის ქალბატონი ისე ვარ მეც.❤️

 


№25 სტუმარი სტუმარი ნინა

როგორ მიყვარს შენი ისტორიები მარიამოო, ოღონდ გულუბრტყვილოდ არ არის სწორი, გულუბრყვილო, არ გეკადრება დიდო მარიამო, მიყვარს მე შენი ისტორიები და მოგყვები ბოლომდეე <3 <3 <3

 


№26  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ნინა
როგორ მიყვარს შენი ისტორიები მარიამოო, ოღონდ გულუბრტყვილოდ არ არის სწორი, გულუბრყვილო, არ გეკადრება დიდო მარიამო, მიყვარს მე შენი ისტორიები და მოგყვები ბოლომდეე <3 <3 <3

smile laughing უიიჰ

 


№27  offline წევრი თ. ა.

მდაა...
დაახლოებით ის მომენტია, როცა გინდა ვიღაცას რაღაც უმტკიცო, მაგრამ პირიქით ხდება.
პორველადაა სადაც თავიდანვე მამაკაცი პერსონაჟის მხარს ვიჭერ. არა მგონია გული მომიბრუნდეს კირასკენ. მიუხედავად იმის რა გადაიტანა. წარსული ყოვთვის ახდენს გავლენას ჩვენს აწმყოზე, განსაკუთრებით მომავალზე, მაგრამ ჩვენზეა დამოკიდებული რა დოზით იქნება ეს. ვფოქრობ კირას იმდენად აქვს დაკარგული თავი სიამოვნებს სხვებსაც მის მსგავს სიტუაციაში რომ ხედავს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent