შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაყიდული ღირსება (10 თავი)


28-03-2022, 21:44
ავტორი თმარი.K
ნანახია 4 901

ვახტანგი.


სახლამდე როგორ მივედი ნამდვილად არ მახსოვს, თუმცა ემოციების და იმპულსებს ნამდვილად ვერ ავყვებოდი, ყოველ შემთხვევეაში დღეს ნამდვილად. ისღა დამრჩენოდა თავად მენახა ყველაფერი, რაც თავის თავში ფაქტზე წასწრებას გულისხმობდა. ამ ეტაპზე კი ჩვეულებრივი, ირინესთვის ჩვეული ურთიერთობა უნდა დამენახებინა.
სახლში რომ შევედი, მისაღებში ისხდა ყველა, ირინე არა, სხვა დროს ალბათ ასე გვიან მის სახლშ არ ყფნას ვერც შევნიშნავდი, ან თუ შევნიშნავდი ცუდს არც არაფერს ვიფიქრებდი, თუმცა ახლა ყველაფერი სხვანაირად იყო. თავი მოვიწესრიგე და ოჯახის წევრებთან ერთად მეც მისაღებში ჩამოვჯექი. მარეხი სადღაც რაღაც ნივთებს ეძებდა, და რომ შეგეხდათ იფიქრებდით ნამდვილი ოჯახსი ქალივით ქცევაო.
- რას ეძებ მარე, ესე გამწარებული? - ვკითხე.
- ამ სახლში ხომ ვერ გაიგებ ნივთები სად დევს, დავდებ ერთ ადგილას და მერე თავისით გადალაგდებიან, ზებუნებრივ შემთხვვას აქვს ვახო ადგილი.
- ზებუნებრივში ლიას გულისმობ ?
- რა თქა უნდა, ნაძის ხის და ზოაგდად ახალი წლის დეკორაციებს ვეძებ, ზოგი ვიპოვე ზოგს ვერ ვპოულობ, სად წაიღო ნეტა რა..
- ხომ გითხარი დედი, მანდ დავალაგე ყველაფერი, მანდ თუ არაა, გარეთ კარადაში მოძებნე, სხვაგან სად წავირებდი.
- ხო, მითხარი ხოლმე დე სად მიგაგ, მე მაინც დავიმახსოვრებ შენ თუ ნაადრევი ამნეზია დაგემართა - სიცილით მიუგო მარეხმა.
- რა დროს ჩემი ამნეზიაა დე, არა გრცხვენია? - იუმორში გაუტარა ლიამ.
- ასაკსი კი ვარ შვილებო, აგრამ სკლეროზი ნამეტანი ადრეა - დამდარი ხმით თქვა მერაბმა.
- კარგი მამა, ვხუმობრთ რა... ხომ მართლა ირინე სადაა, არ მოსულა ?
- არა, ჯერ არ მოსულა, რას გაიგებ სად დადის შენი ცოლი - ირონიით მიპასუხა მარეხმა.
- ალბათ გოგოები ნახა, ან სალონშია ისევ, სხვაან სად იქენბა - დააყოლა ლიამ
- პრინციპში მართალია.
- ვახო, ამაწყობინე რა ნაძვის ხე, წელს ძალიან დავაგვიანეთ აწყობა.
ნაძვის ხეს, ყოველთვის ერთად ვაწყობდით, ბავშბიდან ჩვენი ოჯახის ერთ-ერთი ტრადიცია იყო, ყოველთვის 25 დეკემბერს ვაწყობდით, თუმცა მარეხის დაჟინებული თხოვნით პირველ დეკემბერსაც აგვიწყვია. რა თქმა უდნა ამზე უარს ვერ ვეტყოდით და ლამის ღამის 2 საათამდე მოგვიწევდა აწყობა. ნაძვისხეც საკმაოდ დიდი იყო სიმაღლეში ისევე როგორც სიგანეში, ასე რომ დიდი დრო ჭირდებოდა ყოველთვის.
ნაძის ხის განათებას რაც შეეხება, ლამის 100 მეტრიანი განათება გვქონდა, რომელსაც ინდივიდუალურად ყველა ტოტს მჭიდროდ ვახვევდით, მარეხის გადაწყვეტილებით კი ყოველ წელს სხვადასხვა ფერის ტონალობაში ასხავდა დეკორატიულ სათამაშოებს, წელს წითელის და ოდნავ ლურჯი სათამაშოების ფერები გადაწყდა. შსესაბამისად საახალწლო დეკორაციაც ამ ფერებში ქონდა ნაყიდი.
სანამ ნაძისხის აწყობას მოვრჩით და თავზე დაგვათენდა ირინეც მოვიდა. ერთი სეხედვით დაღლილ დაქანცულს ნამდვილად არ გავდა, მომეჩვენა რომ ოდნავ ნასვამი იყო.
- არ მოგვეხმარები მორთვაში ? - კითხა ირინეს მარეხმა.
- რაღაც განწყობა არ მაქვს, ჯობია წყალი გადავივლო და დავიძინო, როგორც ვვატყობ თქვენც მშვენივრად გამოგდით.
- ირინე, შვილო, არაჩვეულებრივი სალათი გავაკეთე დრეს ბოსტნეულის, ნამცხვარიც გამოვაცხე საკმაოდ მსუბუქი და ჰაეროვანი, ხო არ გინდა?
- არა, არა, არ იცით რომ ასეთ დროს არ ვჭამ?
- სასმელს ხომ კარგად სვავ ასეთ დროს ? - მკვახედ გავეცი პასუხი.
- რა კიტხვებია ვახო, სად უნდა დამელია ?
- შენ თავს შეხედე, მგნი პირველად არ გხედავ და კარგად ვიცი როდის რა გაქვს დალეული, რამოდენიმე წუთი რომ დაგაკვირდე, სასმლის მენიუსაც გეტყვი, გინდა ? - იუმორნარევი ხმით ვუპასუხე.
- წავალ ჩემ ოთახში. აბა თქვენ იცით, შემოქმედებას თუ დაასრულებთ ხვალ დილით შეგიფასებთ.
- შენ შესაფასებლად არ ვაკეტებთ ირინე - უხეშად უპასუხა მარეხმა.
- არა დედი, სხვა კონტექსტით თქვა ირინემ, დაღლილია დაისვენოს ჯობია - თბილად თქვა ლიამ.
ამასობაში ირინე სასტუმრო ოთახიდან გავიდა.
- ოხ ლია რა, რანაირი დედამთილი ხარ ვერ ვიგებ რა, სულ რძლის გამართლებაში ხარ, დავიჯერო ვერ ხედავ მის დამკიდებულებას? - კითხა მარეხმა ლიას
- კარგი დედი რა, ხომ ხედავ მისი პრობლემები აქვთ, ახლა კიდევ მე ხომ არ დავუატებ, როგორ უდნა ისე იყოს, მე არასდროს შემიზღუდავს, და რც ვაპირებ შვილო, მისი ცხოვრებაა, ქმარი ყავს, თუ საჭიროდ ჩათვლის მისი ქმარი მისცემს შენიშვნას, მე არავინ მეკითხება.
- ხო, და მშინ ვახოს ბრალია ასეთი ქედმაღალი რომაა ჩვენი ოჯახის მიმართ, და არაფერი თქვა ვახო ეხლა, არ დაუწყო ირინეს გამართლბა, შენი ბრალი ყოფილა!
- არაფერს ვამბობ, მე ყოველთვის იმა გეუბნებოდითდა იმას მოვითხოვდი თქვენგან, რომ ჩემ პირად სივრცეში, მათ შორის ჩემ მეუღლესთან ურთიერთობაში არც ერთი ტქვენგანი არ ჩარეულიყავით, მაგრამ რა გემართება ეს ბოლო დრო მარეხ ვერ გამიგია, ადრე არ იყავი ასეტი აგრესიული ირინეს მიმართ, მოხდა რამე ?
- აგრესიული არც ახლა ვარ ვახო, უბრალოდ, თვალები ფართოდ უნდა გაახილო, შენ ცოლთან მიმართებაში, ესაა და ეს....
- მიკიბულ მოკიბულად ნუ მელაპარაკები, რამე თუ გაქვს სათქმელი პირაპირ მითხარი.
- კარგი რა ვახო.... ისეთი განა რა უნდა გითხრა რაც შენ თვითონვე არ იცი.
- კონკრეტულად მითხარი და გაგცემ პასუხს...
- ესე კონრეტულად რა გიტხრა, ნუ გამაგჟე რა, ევრ ხედავ რომ სულ სხვა ინტერესი აქვს შენი ცოლობის ? საერთოდ არ ფიქრობს შენზე, როგორც მის ქმარზე, ეს ბოლო დრო კიდევ განსაკუთრებით სხვანაირია, სახლში არასდროს არ არის, სულ სალონში როგორ არის ვახო? 24 საათი გაგიგია? მეც გოგო ავრ და დავდივარ სალონში და ვიწესრიგებ ტავს, მაგრამ, ასე ??? დილა არაა გათენებული, მიდის, კიტხვაზე სად პასუხია სალონში ან გოგოებთან, ხო და ყეველაზე საინტერესო, ამ გოგოებთან რომ დადის სულ, ერთხელ ჩვენთან მოიყვანოს, ვინმემ დაუშალა? აქ თუ არ უნდა კოჯორში აიყვანოს, რა ვიცი.... რაღაც ვრ არის რა....
- შენ ნუ გგონია ჩემი ცოლის ასავალ დასავალის არაფერი ვიცი, ძალიან ცდები, ისიც თუ გგონია ვენდობი და ამ ნდობას არ ვაკონტროლებ ცდები.
- არ ვიცი, რა კონტროლზე საუბრობ, უბრალოდ მე ჩემი სათქმელი გითხარი, ძალიან მაწუხებს და არ მსიამოვნებს ირინეს ეგრედ წოდებული ,,როჟები’’ს კერვა და სხვა დანარჩენი.
რაც იყო იყო, მართალია ბოლო დროის განმავლობაში ლია ცდილობდა ნერვიულობა და უარყოფითი დამოკიდებულება ირინეს მიმართ არ გამოუმჟღავნებინა, თუმცა მის გამოხედვაში ყოველთვის იგრძნობოდა,ა ი მარეხს რაც შეეხებოდა, აშკარად იმას ხედავდა რის დანახვაც არასდროს არ მინდოდა.
კაცისთვის ძალიან რთული აღსაქმელია როდესაც ცოლი გღლატობს, ირინესგან მსგავსი დამკიდებულება სიმართლე გითხრათ ადრე თუ გვიან მოსალოდნელიც იყო, თუმცა ამ ყველაფერს რამდენად გაბედავდა და იკადრებდა ეს უკვე სხვა საკითხი იყო.
ახლა, ამ მოცემულობით მხოლოდ ერთი რამ იყო მთავარი, ირინე ჩემი და ჩემი შვილის ცხოვრებიდან სამუდამოდ უნდა წასულიყო, თუმცა ამნამდე, ყველაფერი საკუტარი თვალით უნდა დავინახო. ამიტომ, დავბრუნდი საძნებელში, ირინე საწოლზე იწვა და ტელეფონში ფოტოებს ათვალიერებდა.
- იმ წიგნების მაღაზიის ნომერი მომეცი, მარეხს მინდა საჩუქრად რომელიმე მწერლის კრებული ვაჩუქო, ხომ ამბობდი ფასდაკლებებიაო?
- რა წიგების ვახო?
- ნუ იშტერებ ირი თავს....
- მე რა საქმე მაქ წიგნებთან, ან როდის მქონდა, კარგად გამაცინე.
რა უცნაურია ცხოვრება, როცა ადამიანი მეორე ადამისნ ტყუილში იჭერ, ველაფერი რა ნათელი და კაშკაშაა, ერთ ტყუილს მეორე მოყვება. ფაქტი აშკარა იყო, გვიან ღამით სატელეფონო ზარი, და ნომერი რომელიც ტელეფონში ჩაწერილი არ ქონდა აშკარად რომ დავითის იყო, არ უპასუხა და წიგნების მაღაზიას დააბრალა. უკევ ძალიან მარტივი იყო სიმართლის და ტყუილის განსხვავება. ჯერ კიდევ ებრვი რამ გამოაშკარავდებობდა. უბრალოდ ეს ქალი ჩემ თავმოყვარეობას ლახავდა, და თან ვისთან ?! ირინე იმას მიიღებს რასაც იმსახურებს.
- ვახო, შენი დამხარება მჭირდება, იმედი მაქვს უარს არ მეტყვი.
- რა ხდება აბა ?
- მოკლედ ახალი წლების შემდეგ გოგოებმა გადავწყვიტეთ ბაკურიანში წასვლა, ხო და იმედი მაქვს უარს არ მეტყვი შესაბამის დაფინანსებაზე, ხო ?
- როგორც გინდა, როდის რამე დამიშლია ? რამდენიც გინდა იმდენს მოგცემ, მეუღლეები არ მიგყათ?
- აუ, როგორ მიყვარხარ არ იციიი - გახარებული და ბედნიერი ჩანდა, გიჟივით ჩამეხუტა, გეგონებოდა მართლა ასე ვუყვარდი როგორც ამბოდბა და იქცეოდა - არა ქმრები არა, მხოლოდ გოგოები.
- კეთილი, როგორც გენებოს.
- შენ რას აპირებ, იმ გოგოს წაყვანა ყაზბეგში ისევ გინდა?
- ჯერ არ ვიცი ირინე, წლის ბოლოა, ზედმეტად დატვირთული ვარ ყველა მხრიდან, ვცდილობ დრო გამოვნახო, შეიძლება მარტო გავუშვა ლამარასთან ერთად. მე ალბათ ვერსად წავალ, ახალ წელს დიდი ღონისძებები იგეგმება ბარში, რა იქნება და როგორ არ ვიცი.
- ძალიან კარგი, წავიდეს ლამარასთან ერთად, ან ვინმე მისი მეგობარიც გააყოლე, ეგეთ საზოგადოებას ერთი ორი სხვის ხარჯზე მყოფი მეგობარი ყოველთვის ყავს.
- ხო, ალბათ მეგობართან ერთად უფრო წავა. მოვიფიქრებ რამეს. ხვალ რა გეგმები გაქვს ?
- არც არაფერი მაქვს დაგეგმილი, ხომ იცი ექსპრომტად რამეს თუ მოვიფიქრბ, ნუ საღამოს ალბათ გოგოებთან ერთად გავალთ სადმე კაფეში.
- კეთილი, წყალს გადავივლებ და დავწვები, ხო მართლა, ლიასთან და მარეხთან კონტაქტს არასდროს გაძალებდი, და არც პრობლემას ვქმიდი შენი მათდამი დამოკიდებულებისადმი, მაგრამ მოვითხოვ ირინე უკვე, რომ ელემენტარული ზრდილობა და კულტურა მაინც გამოიჩინო ხოლმე, თუ გაითვაისწინებ კარგი იქნება.
- მე უზრელი მათთან არასდროს ვყოფილვარ.
- ირინე, ამჩნევენ შენ გულგრილობას და ახლა არ დაიწყო, ძალიან გთხოვ, ფაქტი სახეზეა. ამ სახლში თუ გიდნა ცხოვრება, კთილი ინებე და სახლის წესებს დაემორჩილე.
აბაზანში შევედი, და მივხვდი, რომ ირინასტან დამოკდიებულების მომენტალური ცხვლილება ბევრ ეჭვს გამოიწვებდა, ამიტომ როგორც ყოველთვის სიფრთხილე უდნა გამომეჩინა, ემოციებს არ ავყოლოდი და რაც მტავარია, ნელა მივყოლოდი მოვლენების განვითრებას. ირინე თავის ხელით უმარტივესად გაითხრიდა სამარეს.
აბაზანიდან რომ გამოვედი უკვე ეძინა, ტელეფონი დამტენზე ჰქონდა შეერთებული, სურვილი გამიჩნდა ასე ვთქვათ მისი მიმოწერები წამეკიტხა, თუმცა ეჭვს დავბადებდი და გავჩერდი.
რამოდენიმე წამში ჩამეძინა, მაღვიძარა 7 საათზე დავაყენე, დილიდან ბევრი საქმე მქონდა, მათ შორის ირინე პირველ ადგილზე იყო, ამიტომ ჩემი ძველი მეგობარი უნდა მენახა, რომელიც ამ საკითხშ უნდა დამხმარებოდა. ვფიქრობდი რამდენად ღირდა ირაკლისთვის ამ ყველაფრის თქმა, თუმცა მაინც გადავწყვიტე მეთქვა, არასდროს არაფერიდაგვიმალავს ერთამენთისთვის და მითუმეტეს ახლა, ასეთდ როს მისი თანადგომა ნამდვილად წამადგებოდა.
მშვენეირი დილა იყო, ვისთვის როგორ, მაგრამ ცივი დღე იყო, მზე არ ანათებდა, ცოტას თითქოს თოვდა, დარწმუნებული ვიყავი მარეხი რომ თოვლს დაინახავდა სიხარულიტ მეცხრე ცაზე იქენებოდა, თუმცა ეს დრე ვისთვის როგორ დაბოლოვდებოდა ჯერ არავინ იცოდა.
დილის შხაპი, შესაფერისი ტანსაცმელი. მანქანის გასაღები ავირე და მანქანასთან მივედი. დავქოქე. მანამ მანქანა გახურდებოდა ტელეფონი ამოვიღე, და ძვემი ძველი მეგობრის ნომერი ავკრიფე.
- ზაქრო, როგორ ხარ?
- ვახო, დაკარგულო, შენ როგორ ხარ ჩემო მეგობარო?
- კარგად, ჩემო ძმაო, კარგად, რამდენიმე წუთი უნდა დამითმო, ძალიან მჭირდება შენი დახმარება.
- რაზეა ლაპარაკი, როცა იტყვი დას ადაც იტყვი.
- ლოკაციას ჩაგიგდებ, ესე ნახევარ საათში მოახერხებ.
- შენთვის შეუძლებელს, გამოუშვი.
- შეხვედრამდე.
ზაქროს ლოკაცია გავუზავნე, ყველაზე უსაფრთხო ამ შემტხევვაში, ამ თემაზე საუბრისას ისევდ ა სიევ ჩემი მნაქანა იყო. რამოდენიმე თვეა, თითქმის ერთი წელია არ მინახავს, თუმცა დარწმუნებული ვიყავი მისი ნდობა შეიძლებოდა, და ამავე დროს არც დახმარებაზე მეტყოდა უარს.
მანქანა ჩემი მანქანის უკან გააჩერა, ერთმანეთს გადავეხვიეთ და თაად მიტხრა შენ ამნქანაში დავსხდეთო.
- რაო ვახტანგ, ჩემო მეგობარო, რა გიჭირს?
- მოლედ ზაქრო, შენი იმედი მაქვს და იმედია არ დამტოვებ გასაჭირში.
- არ გრცხვენია მეგობარო, გამოუშვი....
- ჩემი ცოლი...
- ირინე ??
- ხო, არ ვენდობი ზაქრო, ეს ბოლო დროა ძალიან არაადეკვატური ქმედებები და მოძრაობის განრიგი აქვს. შენს მეტს ამას ვერავის ვანდობ, უნდა დამეხმარო.
- რაზე საუბარი ჩემო მეგობარო, შენთვის ხომ იცი არაფერი დამეზარება არასდროს, მობილურის ნომერი ჩამაწერინე პირველ რიგში, და მისი კონტაქტებიდან ვისაც იცნობ მათიც, შევხედავ, ვინა რიან რას საქმიანობენ.
- საიდან დაიწყებ?
- რა თქმა უნდა 24 სათიანი თვალთვალი, შესაბამისი ფოტო გადაღებით, ამას კიდევ მისი ტელეფონის დათვალიერებით. ტელეფონი ეს უპურობო მტკიცებულბებია, რსაც მალავს ტელეფონი გამოაშკარავებს ჩემო მეგობარო, უბრალოდ ამ ყველაფრისთვის მზად ხარ?
- კი, მზად ვარ ზაქრო, შენი იემდი მაქვს.
- დღეს ძალიან ბევრი საქმე მაქვს ვახო სამსახურში, ხვალ დილიდან მომეცი რამოდენიმე დღე, ყველაფერს დეტალურად გაგიგებ, თუ რამეს მალავს, პირობას გაძლევ ყველაფერს გავიგებ.
- მქონდეს შენი იმედი?
- არ გრცხვენია? რა თქმა უნდა მეგობარო, და ეჭვია რ შეგეპაროს რომ ეს ჩემსა და შენ შორის დარჩება.
- სხვა ფიქრი არც მქონია ზაქრო, ამიტომ დაგირეკე.
ზაქროს იმედი ნამდვილად მქონდა, ის წლების განმავლობაში დეტექტივად მუშაობდა, რაღაც პრობლემების გამო დატოვა საჯარო სამსახური და კერძო დეტექტივად დაიწყო მოღვაწეობა. ახლა მშვიდად ვიყავი. ირაკლისთან დარეკვას ვაპირებდი, და თავად დამირეკა.
- რა დამთხვევაა, ახლა ვაპირებდი შენთან დარეკვას, სად ხარ მოდიხარ ბიზნეს ცენტრში?
- კი, კი როგორ არა, გზაში ვარ, უნდა ვილაპარაკო ვახო, და ეს საუბარი მარტივი არ იქნება.
- რა ხდება?
- არაფერი, რომ მოვალ გეტყვი ყველაფერს.
ბიზნეს ცენტრში მივედი, ირაკლის მანქანა პარკინგზე იდგა, კაბინეტთან შესასვლელში თინათინი დამხვდა, მითხრა რომ ოთახში ირაკლი მელოდებოდა.
- აბა როგორ ხარ ირა?
- კარგად, შენ ?
- მეც, მოკლედ ზაქრო ხომ გახსოვს?
- დეტექტივი ხო?
- ხო, ეხლა კერძო დეტექტივია, მოკლედ დღეს დილით ვნახე, ირინეს თვალთვალი ვთხოვე.
- ირინეს? რატომ ?
- საყვარელი ყავს ირაკლი.
- ჰმ ....... ვიცი.
- რა?
- ხო, ვახო, ვიცი, უბრალოდ სანამ ყველაფერს არ გაიგებდი არ მინდოდა შენთან მოსვლა და ამ ყველაფრის ესე მარტივად უსაფუძვლოდ მოყოლა. კარგი გიქნია დეტექტივი თუ დაგიქირავებია.
- ირაკლი რა ხდება? საიდან გაიგე?
- მე შემთხვევით წავაწყდი ირინეს და მის პარტნიორს, შენ ვინ გითხრა ვახო?
- ანამ...... ანამ, თუმცა სრულიად შემთხვევით გავიგე, ქალების ამბავი ხომ იცი, თავის თავს ელაპარაკებოდა და წამოცდა... თუმცა უარყოფის საშუალება უკევ მე აღარ მივეცი. ერთი სიტყვით ფაქტები მინდა წინ დავუდო და საკადრისი მივაღებინო. შენ რას მეტყვი?
- მოკლედ ვახო, ფაქტებს რაც შეეხება ასე, მატერიალური არ მაქვს, ვიცი რაც გავიგე და რაც დავინახე, დამატებით სასტუმრო რომელშიც ხვდებიან ერთმანეთს, გუშინ ვნახე საკუთარი თვალით, თუმცა მინდა დაგეხმარო რითიც შევძლებ. იმ კაცს რაც შეეხება, დავითს, კაზინოს ხშირი სტუარია, იმ კაზინოში ერთი ორი ჩემი ძველი ნაცნობი გამოვნახე და ველაპარაკე ბიჭებს, ბევრი ვალი აქვს, და გასაგებიცაა აქ რასაც ატრიალებდა რა მიზეზი იყო. ამ ყევლაფერთან ერთად მითხრეს რომ ვირაც ქალთან ერთად მოდიოდა, თავიდან ვერ მიხვდნენ ერთად რომ იყვნენ, თუმცა კაზინოს დაცვას რას გამოაპარებ, მოკლედ ორივე ორ ფრონტზე იბრძოდა, ამ ქალს მოგებაც აქვს და წაგებაც, ერთი სიტყვით ორივეს დიდი ვალი აქვს კაზინოსი, დასაფარად კი იანვრის ბოლომდე აქვთ ვადა. ტელეფონი ამოვიღე და ირინეს ფოტო ვაჩვენე, და იცნეს.
- კაზინო? ირინე და კაზინო, საიდან იცის მაგან თამაში?
- დავითი დაიყოლიებდა და ასწავლიდა, მოკლედ მახარს ხლართავდნენ..... ირინესგან მიკვირს ვახო...
- ირინე ძალიან თამამი და ერთპიროვნულია ირაკლი, მისგან არაფერია გასაკვირი, თუმცა ასეთ რამეს თუ იკადრებდა არ მეგონა, ჩემმა ცოლმა ჩემ ემგობართან და თანამშრომელთან მიღალატა.... თავს ლაფი გადამასხა და ასე უტიფრად აგრძელებს ჩემს ახლში ცხოვრებას ჩემ გევრდზე...
- ყველა სიკეთესთან ერთდ, აქაც მოვიკითხე დავითის ამბები, არ ვიცი შენ რამდენად იცი, თუმცა გადარიცხვები რომელსაც უკანონოდ ცდილობდა გაეეთებინა, ის კომპანიები მისი მევალეებისაა, ეგეც გავარკვიე, არა მარტო კაზინოს, კერძო პირების ვალებიც აქვს. ამას დამატებით ნარკო მომხმარებელიცაა, ერტ სიტყვით, ირინეც და დავითიც ორივე უდნა ამოიძირკვოს შენი ცხოვრებიდან. ირინეს დააკვირდი, ფულს მოგთხოვს, და თან ბევრს, მაგრამ ამ ყველაფერს როგორ გაიპრავებს ეჭვი რომ არ შიტანო არ ვიცი.
- გუშინ მთხოვა, ბაკურიანში ვაპირებთ წასვლას გოგოები და ფული მჭირდებაო.
- მიეცი, სად წაიღებს მაგ ფულს გავიგებთ, ზაქროც უეჭველი გაიგებს, კაზინოში ან დავიტს მიცემს, სხვა ვარიანტი არ არის.
- და მასთან ერთად იქენბა ის დღეები, თბილისსში, ისე რომ მე ბაკურიანში მეგონება.
- კი, მაგას გააკეთებს ზუსტად, შენ კი ადექი და ბაკურიანში წადი, ან იქ მიდი სადაც გვეცოდინება რომ არის. რაც მალე გამოვარკვევთ ყველაფერს მით უკეთესი. ფაქტზე წასწრებისას კი, არ ვიცი ჩემო ძმაო, ადრეც გინდოდა ირინესთან განქორწინება, და თუ შეგიძლია რომ გაუშვა გაუშვი....
- ადრე სხვა მზიეზი იყო ირაკლი, ბავშის გამო ძალიან დაგვეძაბა ურთიერთობა, ახლა კი ანას სუროგაციით თითქოს ვიფიქრე ამ ყველაფერს მოვაგვარებთ და ოჯახს დავემსგავსებიტთქო, თუმცა ირინეს მხოლოდ ჩემი ფული აინტერესებდა ყოველთვის, მისი გამოსწორება და ჩემი მისდამი კეთილი დამოკიდებულების გამოვლენით ვერაფერს გავხდი, რა არ ვცადე, რითი აღარ ვცდილობდი გამეხარებინა, არაფერი დამიკლია, არც ყურადღება არც სითბო, არც სიყვარული.... ის კი სხვაგანი გაიქცა.... არაუშავს, კეთილი რა გაეწყობა, ასეთი ქალი გვერდით ნამდვილად არ მჭირდება....
- მართალია, უბრალოდ ბავში რომ დაიბადება, ხომ იცი მოგიწევს მასთან კონტაქტი, ეს ხომ გარდაუალია.
- თავის თავად, თუმცა იშვიათად, ბავშზე მეურვეობას მას არ დააკისრებენ, შესაბამისად სახლშ ჩემთან იდეალურ გარემოში აგიზრდება, არასდროს არაფერი მოაკლდება, დედა ? ირინესნაირ დედას კი, უდედობა ჯობია....
- მართალია, მოკლედ ბევრი რამ გვაქვს კიდევ გასარკვევი.
- მადლობა ირაკლი, ამ რთულ დროს ჩემ გევრდით რომ ხარ... ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის....
- რას ამბობ, პირიქით, ისე, ირინეს მე არასდროს ვენდობოდი....
- რაც არის არის, არ მინდა ლიამ და მარეხმა გაიგოს, მერაბმაც მათ შორის.
- ჯობია მშვიდად დაამთავრო ეს ქორწინება, მარტივად აუხსნა რომ, ასე გადაწყვიტეთ.
- კი, ასე ჯობს.
- აი მარეხს კი ვერ გამოპარებ, არაფერი იცის და რაღაცას ეჭვობს უკვე.
- კი, გუშინ ნაძვის ხეს ვაწყობდითდა ისტერიკა დაიმართა.... ვერ იტანს, არ ენდობა, და ვერ ვამტყუნებ...
- ირინეზე როცა ვსაუბრობთ, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ქალმა უკადრებელი იკადრა, რას ველოდებით, პატივისცემას შენი მშობლების და ახლობლბის მიმართ?
- ხო, რა.... ამ ქორწინებას დიდი დრო არ უწერია, რაც მალე გავითავისუფლებ თავს მისგან უკეთესია....
ყვველაფერი თითქოს ისე მიდიოდა როგორც უდნა ყოფილიყო. მე არ მეგულება ქართველი კაცი, რომელიც ცოლის ღალატს, და თან ასეთი ფორმით მიიღებს და მას ამდაგვარ ქცევას აპატიებს. თუმცა, მაინც დამცირებულად ვგრძნობდი თავს, ალბათ ჩემი ბრალი იყო, სხვა აქ არაფერ შუაშია, როდესაც ქალის ხვგან მიდის ეს აცის ბრალია პირველ რიგში. ალბათ სადღაც ზედმეტად მივუში და ყურადღება მოვადუნე, იყო ღამეები გვიან მოვდიოდი, ალბათ ზოგჯერ ისეთ ყურადღებასაც ავე ვაქცევდი როგორიც ქალს უნდოდა, ერთი სიტყვით, ეს ფაქტი რომ არ მომხდარიყო ვახტანგი უნდა ვყოფილიყავი და არა ვახო.
რაც მოხდა მოხდა, ამას ვერაფერი შეცვლის, და მე იმ მამაკაცთა კატეგორიას არ მივეკუთვნები, ქალის თავზე დასხმული ლაფი მარტივად მოვიწმინდო და გავუღიმო. წინ ძალიან, ძალიან რთული დღეები მელოდებოდა, და თან ახალი წლის დასაწყისს.
ირაკლისთან ბევრ რამეზე ვსიაუბრეთ, გარა პირადულისა, თავისთავად ცხადია სამსახურსაც შევეხეთ, პატარ-პატარა გეგმები და წამახალსიებელი ღონისძიებები დავვსახეთ, ერთიც და მეორეც ორივე სამსახურს და დასაქმებულებს გაახარებდა. ირაკლიმ, როგორც იტყვიან მართლაც რომ კარგად აუღო ალღო ყველაფერს, თუმცა ეს ბოლო დრო ძალიან მაღელვებდა ფაქტი იმსი შესახებ რომ ბარში ხშირად მისვლას და საქმეში ჩართულობას, თუმცა ლეილას იმედი მანდმვიალდ მქონდა, მაგრამ, მთლად უჩმობაც არ გამოდიოდა. ამიტომ ვთხოვე ირაკლის დღეს საღამოს ბარში მივსულიყავით და სიტუაცია თავად შეგევფასებინა.
ჯერ კიდევ როცა ბიზნესს ვიწყბდი, მაშნვე ვიცოდი თანამშრომლებთან როგორი ურთიერთობა უნდა მქონოდა, თუმცა, ასე მიშვებაც არ შეიძლება, საზოგადოება ცხვრის ფარაა, მწყემსი ნამდვილად ჭირდება, მით უმეტეს მაშინ, როცა ირგვლივ ალქსანდრე შერმადინი დაძრწის. ცოტა გამიკვრიდა ეს ბოლო ხანი არ გამოჩენილა, მისი ამდაგვარი დადუმება კარგის მომასწავებელ არასდროს არ არის. შესაბამისად, ფსიქოლოგიურად და მორალურად მისი თავდასმისათვის მზად ვარ.
საღამო ხანს ბარში ერთი შეხედვით იდეალური სიტუაცია სუფევდა, წინასაახალწლო განწყობაც იგრძნობოდა. დეკრაციები მართლაც რომ საოცარ გარემოს ქმნიდა, და ჯამში სიმყუდროვეს. ბარს გირლიანდა ამშვენებდა, არც საცეკვაო ადგილის ზემოთ განთავსებული რკინის კონსტრუქცია იყო ცარიელი, მასაც მშვენეირი დეკორატიული გირლიანდები ამშვენბდა, ერთი სიტყვით, როგორც კი დავინახე, ლეილას მალდობა გადავუხადე. ნამდვილად გმაყოფილი ვიყავი ნანახით და ეს აღსანიში იყო ჩემი მხრიდან.
- ბატონო ვახტანგ, ძალიან მიხარია რომ მოგეწონათ, ბევრი ვიწვალეთ მეც და გოგოებმაც, თითოეული ჩვენი ტანამშრომელი ჩართული იყო სამზადისსში.
- ნამდვიალდ, ლეილა, ნამდვილად გასაოცარია, ყოველ წელს მაოცებს შენი კრეატიულია ზროვნება, ხომ მართლა ალექსანდრე ხომ არ გამოჩენილა ეს დღეები?
- არა, დაცვა გაფრთხილებულია, რომ ბარში არ უდნა შემოუშვან, ამასთან არც მოსულა, რომ მოსულიყო აუცილებლად გამაგებინებდნენ. დღეს რას მიირთმევთ, აქ დარჩებით კაბინეტში თუ გაგიმზადოთ მაგიდა დაბლა ?
- ჯერ-ჯერობით აქ ვიქნებით, გასვლას ვაპირებთ. თუ არ შეწუხდები, თითო ვისკი მოგვიტანონ, ყინულის გარეშე, საკმარისი იქნება, ირაკლი შენ რამე სხვას ხომა რ დალევ რამეს?
- დიდად არ მინდა, თუმცა ერთ ჭიქას დავლევ.
- კეთილი, ბატონები, ახლავე.
ლეილა კაბინეტიდან გავიდა, ირაკლიმ არც აცია და არც აცხელა ეგრევე ირიეს თემას დაუბრუნდა.
- ირინეს დაურეკე, კითხე აბა სად არის, რვა საათი სრულდება, ვნახოთ აბა რას გეტყვის.
- მშვენეირი აზრია.
ტელეფონი ამოვირე და მისი ნომერი ავკრიფე, რამოდენიმე წამი არ მიპასუხა, შემდეგ კი მშვიდი ხმა მომესმა.
- ირინე, დღეს ძალიან დამაგვიანდება, ბიზნეს ცენტრში ვარ და ბარში უნდა წავიდე დაახლოებით თერთმეტი საათისთვის, ჯერ შეხვედრა ამქვს აქ, ევრ გამოვდივარ, რომ იცოდე, ლიამ თუ რამე გკითხა იცოდე, მე ევრ ვურეკავ, არ ირეკება.
- დიდი ხანია არ ყოფილხარ, და მოსალოდნელიც იყო.
- სახლში არ ხარ ხო?
- არა, არა, გოგოებთან ვარ, მონამოს ლაუნჯში, ხო იცი ბოლო დღეებია ყოველ ღამე აქ ვართ.
- კეთილი.
- ხოოო, ახალი ყავა დაამატეს და ნამცხვარი, ამ დღეებში აუცილებლად წამოვიდეთ.
- კარგი, როგორც იტყვი.
ტელეფონი გავთიშე, ირაკლი მიყურებდა, მგონი იგივეს ფიქრობდა რასაც მე.
- მონამოს ლაუნჯი ვახო ?
- ხო მეც გამიკვირდა, კიდევ არსებობს....
- იტყუება ვახო.
- მონამოს ლაუნჯი ირაკლი, ბიზნეს ცენტრისგან საკმაოდ შორსაა, თუმცა აქედან 10 წუთის სავალზეა.
- კი, შენც იგივეს ფიქრობ რასაც მე ხო ?
- კი, წავედით.
ვისკის დალევაც ვერ მოვასწარით, მანქანაში ჩავსხედით და წავედით. ლაუნჯისგან ოდნავ მოშორებით გავჩერდით, ირინეს მანქანა არსად ჩანდა, შენობას ასი მეტრის რადიუსით დავარტყით კურიგი, ის რომ იქ ყოფილიყო მანქანას სხვაგან ვერ გააჩერებდა, მით უმეტეს ლაუჯს ფასიანი პარკინგი ქონდა.
ძალიან თამამად შევედით, მივიარ მოვიარეთ, მეორე სართულზეც ავედით, თავი მოვიკათუნეთ ვითომ დასასხდ ადგილს ვეძებდით, ირინე კი არასად ჩანდა. აივანზე გავედით და მაგიდასთან დავსხედით.
- ნეტავ სად არის ირაკლი.... ნეტავს სად....
- ზაქროს ეცოდინბა, წესით, დიდი ალბათობით დავითთან.... სიგარეტი არ გინდა?
- მომეცი, ერთ ღერს მოვწევ....
- რამე შევუკვეთოთ, დრო გავიდეს, ცოტა ხანში კი დაურეკე და იმ ყავსი და ნამცხვრის წამოღება თხოვე შენთვის და შენებსთვის, ვნახოთ რას გეტყვის.
- მაგას ვფიქრობდი მეც ზუსტად, როდემდე აპირებს ამ ტყუილებით ცხოვრებას, როდემდე უდა რომ იდიოტის და ბრმის ამპლუაში მამყოფოს....
- დამშვიდდი, ადრე თუ გვიან ყველაფერს ცხვირ წინდ აულაგებ და მერე რას გეტყვის. ჯობდა ეს ყევლაფერი დროულად გაგეგო, ვიდრე ბავშის დაბადების შემდგომ.
- ხო, ღმერთმა უწყის მსიგან რას უდნა ველოდო, არც ისაა გამორიცხული კაზინოში იყოს და ჩემ ფულებს ანიავებდეს.
- შეიძლება, ვახო შეიძლება.
სიგარეტი ბოლოდმე მოვწიე, ღრმა ნაფასებმა თითქოს ნერვები დამიმშვიდა, ერთი შეხედვით მარტივად ვუყურებდი ამ ყელაფერს თუმცა, მთლიანი სხეული მეწვოდა, თავმოყვარეობა შელახული დავიოდი, მეგონა ყველამ იცოდა ცოლი რომ მღალატობდა.
ჩვენ მაგიდას ოფიციანტი მოუახლოვდა.
- მოგეასლმებით, რას შეუკვეთავთ?
შეკვეთის მიცემამდე ირაკლიმ გადაწყვიტა მასთან საიბარი გაება.
- იცით რა მაინტერესებს, სხვა ფილიალი ხომ არ გაქვთ სადმე ?
- არა ბატონო, ეს ერთია და გუშინ გაიხსნა, რეკონსტრუქციის გამო დაკეტილი იყო.
- დიდი ხანი მიმდინარეობდა რეკოსნტრუქცია?
- დაახლოებით ორი თვე ბატონო.
- იდეალური შედეგია, გილოცავთ.
- მოხარული ვართ თუ მოგეწონათ, შეუკვეთავთ რამეს?
- დიახ, ჯონი ვოლკერი ორი ჭიქა, ყინულის გარეშე ორაგი. თუ რამე სემდეგ დავამატებთ.
- როგორც გნებავთ, ახლავე.
ოფიციანტმა შეკვეთა ჩაინიშნა და ჩვენი მაგდა დატოვა. ირაკლიმ კი ისევ სიგარეტს მოუკიდა. ცოტა ხანს ასე ვისხედით, ორივე ერთსა და იმავეზე ვფიქრობდით, დროც ნელ ნელა მიიწურა. დრო იყო ირინსთან დამერეკა. ზუსტად იგივე, რამდენიე წამის შემდეგ მიპასუხა.
- ირინე, ლიას და მარეხს წამოუღე რა ეგ ყავა და ნამცხვარი, ლიას ხომ იცი ტკიბეულობა უყვარს, თან დაძაბულობასაც მოხსნი და შენი მხრიდან ერთი ნაბიჯი იქნება გადადგმული.
- აუ, ვახო, ცოტა ადრე დაგერეკა რა, ამ წამს დავხურეთ ანგარიში, და სამზარეულოც დაკეტილია.
- შენ მაინც მოგეფიქრებინა
- კარგი რაა....
- რა კარგი რა, ეს ხალხი ცოტათიი მაინც რომ გაახარო ხოლმე რა მოხდება?
- სხვა დროს გავახარებ, კაი წავედი გოგოები მელოდებიან მანქანასთან.
ტელეფონი გავთიშე, და ისევ და ისევ ტყუილი. მიმტანმა ვისკი მოგვიტანა და გადავკარი, ჭიქა მაგიდაზე დავდე და ვთხოვე კიდევე მოეტანა.
- რა გავაკეთო ირაკლი, მისი დანახვაც კი არ მინდა... არადა სახლში უნდა მივიდე და მასთან ერთად დავწვე ერთ საწოლში
- მაგაზე არ იფიქრო, ხომ ხედავ ამ ეტაპზე სხვა გამოსავალი არ გაქვს, მიეცი საშუალება თავისი თავი თვითონვე დაასამაროს, ხომ ხედავ, ეწვიც არ აქვს რომ მისი არ გჯერა, ცოტაც მოითმინე.
- სხვა გზა მართლაც რომ არ მაქვს, ამას მეც ვხვდები მაგრამ, ეს დედა მოტყ*ული, როგორია ტო მოსათმენად....
- ძალიან რთულა, წარმოუდგენელიცაა ვახო....
საკმაოდ დიდი დრო გავატარეთ ამ ლაუნჯში, ცოტა დავლიეთ და ცოტაც წავიხემსეთ, ირაკლის ცნობისმოყვარეობამ კიდევ წასძლია, ფაქტების და მიუხედავად და მიმტანს მიანც კითხა რამე სიახლე ყავასა და ტკბილეულში ხომ არ ქონდათ, მიმტანმაც ძალიან მშვიდად განაცხადა რომ მხოლოდ ვიზუალი შეიცვალა და არა მენიუ. ირინეს აშენებულ სასახლეს საძირკველი ნელ-ნელა ეშლებოდა, რაც საბოლოოდ ფისკოს გამოიწვევდა.
ანგარიში დავხურეთ და გარეთ გამოვედით, იმდენად ნასვამიც არ ვიყავი მანქანა ვერ მეტარებინა, ბარშიც მისვლა არ მინდოდა არც სახლში, ამიტომ გადავწყვიტე სუპერ მარკეტში გავლა.
- ამ შუა ღამისას რა გვინდა მარკეტში?
- წამოდი და განახებ....
ირაკლი გაოცებული მომყვებოდა, იმ სექციაში გადავინაცვლეთ სადაც საახალწლო დეკორაციები და რაც მტავარია ნაძის ხეები იდგა, ურიკა სულ გავავსე, სამ მეტრიანი ნაძვის ხე ვიყიდე და ყველა ის აქსესუარი რაც ახალ წელს ჭირდებოდა. სალაროსთან გადავიხადე და გამოვედით.
- ნაძის ხე სახლშ არ გაქვს ვახო ?
- მარეხმა ააწყო, მეც მივეხმარე, ანასთვის ვიყიდე, მივიდეთ ვინახულოთ და თან შევეცადოთ წინასაახალწლო განწყობა შევუქმნათ რას იტყვი?
- აქამდე გეთქვა, უარს არ გეტყოდი.
- მაშ, წავედით.
- წავედით.
გზაში კარგად ვისაუბრეთ, ბავშვზე, ბავშის მოვლაზე, მამობაზე, და რაც მთავარია სახელზე. პატარაობიდან მინდოდა ჩემი შვილისთვის მირიანი დამერქმია, თუ რა თქმა უნდა ბიჭი იქნებოდა, ასევე ძალიან მომწონდა სახელი ნოა, გოგოს რაც შეეხება მომწონდა საოცრად ლეა, დარწმუნებული ვიყავი ლიასაც ძალიან მოეწონებოდა, რადგან მსგავსი სახელები ერქმეოდათ.
რამოდენიმე ხანში საბურთალოზე მივედით, გასაღები ამოვიღე, თუმცა გამახსენდა, ბოლოს გასაღებით დაუკითხავად რომ შევედი ჩუმად საკუთარ სახლში რაც მოხდა, ამიტომ გასაღები კიბეშ ჩავაბრუნე და ზარი დავრეკე. რამდენიმე წამში კარი ხალათში მობუდნულმა ანამ გააღო.
- სურპრიზიიი - მომღიმარი სახით შეჰკივლა ირაკლიმ.
- მართლაც რომ სურპრიზია, რა ხდება ? - გაკვირვებით იკითხა ანამ.
- შემოგვიშვებ ?
- მობრძანდით.
- მოკლედ, ვახომ იზრუნა შენთვის წინასაახალწლო განწყობის შექმაზე და უამრავი ნივთი გიყიდა, იმედია მოგეწონება
- ეს ყველაფერი ?
- მათ შორის ნაძვის ხეც - ვუპასუხე მომღიმარმა.
- დიდია ? - პატარა ბავშივით დაუწყო ანამ ყუთებს გახსნა.
- კი, საკმაოდ.
- მომეხმარებით აწყობაში ?
- აბა რას ვიზავთ, რისთვის მოვედით რა გგონია აბა.
- რა კარგია, ამხელა ნაძვის ხე არასდროს მქონია, რა ხშირი ტოტები აქვს, ძალიან დიდი მადლობა.
- მოდი ვახო, ავაწყოთ.
მე და ირაკლიმ ნაძის ხის კონსტრუქციის აწყობა დავიწყეთ, საკუწნაოდან კიდბე გამოვიტანე, მართალია აკმაოდ მაღალი ვიყავი, თუმცა სამი მეტრი ნამდვილად არა. ამასობაშ ანამ სამზარეულოსი გადაინაცვლა, ჩაი და ტკბილეული მოიტანა.
- თუ გშიათ, შემიძლია რამე მოგიმზადოთ.
- არ იქნებოდა ანა ცუდი, ვჭამოთ რა ვახო თან, ეს ყველაფერი დიდ დროს წაიღებს.
- კეთილი, მოგიმზადებთ მაშინ რამეს.
დიდი დრო წაიღო მართლაც რომ ნაძის ხის აწყობამ, ანაც მშვენიერი სადილით გაგვიმასპინძლდა, მშვიდ და წყნარ გარემოში. ისეთი სიტუაცია იყო, ზუსტად როგორც ჩემთან სახლში, როცედას იგივეს ვაკეთებდი. იმაზე ფიქრი რომ სახლში მოღალატე ცოლი მელდოებოდა, ნამდვილად არ მინდოდა, ამ მშიდი და კარგი განწყობის ჩაშხამება, მათ შორის.
საათს რომ დავხედე უკვე სამი საათი სრულდებოდა, ანას ეტყობოდა რომ ეძნებოდა, ირაკლიც დაიღალა, ამიტომ მისი დატოვება ვამჯობინეთ.
შარტავაზე ირაკლი დავტოვე, მიხაროდა ეს ადამიანი ჩემ გვერდით რომ იყო. სხვა გზა არ იყო, ჩემ სახლის გზას გავუყევი. შუქების ახლში ჩამქვრალი იყო, მხოლოდ მეორე სართულიდან მოჩანდა შუქი, ისიც ჩემი ოთახიდან. როგორც ჩანდა ირინეს არ ეძინა. ოთახს ნელ ნელა მივუახლოვდი, კარი ოდნავ შეღებული იყო, სანამ ახლოს არ მივედი ირინეს ხმაც არ გამიგია, მშიდად და ჩუმად ესაუბრებოდა ვირაცას ტელეფონზე:
- არ ვიცი, რამდენი ვუთხრა, ისე რომ ერთ კვირიანი ბაკურიანისთვის ზედმეტი არ იყოს - ხუთი ათასი? - ხო, ნორმალური სასტუმრო ეგრე არ ღირს ? - რას მიხვდება, ხომ გიხრაი უზომოდ მენდობა - არა, არა, ცხოვრებაში არ გადავუმოწმებივარ - ნუ ცდილობ, ეჭვები გამიჩინო - რა იდიოტი ხარ, ვახო მაგას იკადრებს როგორ გგონია დაქალებში მამოწმოოს? - არ არსებობს, მოკლედ ხუთს ვეტყვი და ვნახოთ, ამ ეტაპზე გვეყოფა არა? - არა, კაზინოში არ დახარჯავ, ვალი რომ გვაქვს იმ კაცის მიეცი! - გაორმაგებაზე და გასამმაგებაზე არც იფიქრო!
აშკარა იყო, დავითს ესაუბრებოდა. ქვედა სართულზე ჩავედი ისევ ჩუმა და შემოსასვლელი კარი გავაღე და მოვაჯახინე. კიბეები ოდნავ ხმაურიანად ავიარე და პირდაპი კარი შევაღე.
- როგორც იქნა, მშვიდობაა?
- კი, კი მშვიდობაა, ბევრი სამქე დაგროვდა ხომ გითხრაი.
- რას აკეთებენ?
- დეკორაციები განათავსეს, და ხარჯთაღრიცხვა გადავამოწმე, შენრ ა ქენი აბა, რატომ არ გძნავს?
- რაღაცას ვკითხულობდი და შემოვრჩი, უფრო გვიან გელოდებოდი.
- ცოტა დავლიე და წამოვედი, ძალიან დავიღალე, რთული დღე იყო.
- ვახო, ბაკურიანზე რომ გითხარი, რამდენს მომცემ?
- როდის მერე მეკითხები, მითხარი და მოგცემ რამდენიც გინდა.
- შენრ ამდენს გაიმეტებ?
- ხომ იცი, რომ შენთვის არასდროს დამნანებია, რამდენი გინდა?
- გოგოებმა ძალიან მაგარი სასტუმრო აარჩიეს, მაგრამ საოცრად ძვირია და უკან იხევენ, მე კიდევ ის ბანძი სასტუმროები არ მომწონს.
- შენ დაპატიჟე გოგოები მაგს ასტუმროში, რაც დაჯდება მე გადავიხდი.
- მართლაა?
- ხო, რა იყო, პირვლად ვაკეთებ მსგავს რამეს?
- არა, მაგრამ ძალიან ძირი დაჯდება.
- რაც იქნება გითხარი მე გადავიხდი!
- საუკეთესო ქმარი ხარ ვახო - საწოლიდან წამოხტა და კისერზე ჩამომეკიდა.
- ვიცი, რომ საუკეთესო ვარ, მაინც რა ღირს ღამე?
- ზუსტად არ ვიცი, მგონი 400 ლარი, საუკეთესო აპარტამენტებში.
- და რამდენნი მიდიხართ და რა ხნით?
- მოკლედ, 6 ნი ვართ და 7 დღით.
- და ამ ყველაფერს, წვრილმანებისთვისაც ხომ გინდათ ფული?
- მართლა საუკეთესო ხარ...
- ანუ, შენი ბაკურიანში ერთი კვირით გამგზავრება 20 000 ლარი მიჯდება?
- მაგდენი გამოვა?
- ნაკლებს შენ არ გამოიყვან, არა?!
- ბატონი ვახტანგ ანდრონიკაშვილის მეუღლეს ნაკლები არ ეკადრება.
- არც, აკადრებს ქმარი ნაკლებს.
- ვგიჟდები შენზე.
- მეც.
ფარისევლური სიყვარულის და სიგიჟის წუთები გამოვიარე. დაახლოებით 20 000 ათასი ლარი, დავითისთვის უნდა მიმეცა, ასე მარტივად, ვითომც არაფერი. ამიტომ ვიფიქრე, მე თავად განმეხორციელებინა მათი სასტუმროს ჯავშანი, და შესაბამისად თანხის გადარიცხვაც, თუმცა ამაზე ირინე თანახმა არ იქნებოდა, მას ფული ჭირდებოდა, ასეთ დროს კი გაიჭედებოდა. ამიტომ ჩემი წვალებით ნაშოვნი ფული ქარისთვის უდნა გამეტანებინა.
არც დამიყოვნებია, ირინეს ვუთხარი რომ ხვალ გადავურიცხავდი თანხას, ისიც დამთანხმდა, და ასე ერთი შეხედვით მშვიდად დავიძნეთ ორივემ. თუმცა ის მაინც მოახერხა რომ 5000 ლარის ნაცვლად ოთხმაგი გამომართვა.

ირაკლი.
საშინლად თოვდა. თბილისსში კი თოვას ვერასდროს ვიტანდი, თოვლი კი არა ტალახი იყო ირგვლივ. ტელეფონს დავხედე, 8 საათი იყო, ავდექი ჩავიცვი, ამასობაში ტელეფონმა დარეკა, უცხო ნომერი იყო, ცოტ აგამიკვირდა უთენია ვინ მირეკავდა. ვუპასუხე.
- როგორ ხარ?
- კარგად, ვერ გიცანით, რომელი ხართ?
- ასე მალე დაგავიწყდი?
- თათა შენ ხარ?
- კი, სამწუხაროა, ნომერი წაგიშლია....
- არა ამრტო ნომერი თათა.
- მაგით რის თქმას ცდილობ?
- თათა, ყველაფერი დამთავრდა, აზრი არ აქვს შენ დარეკვას.
- იქნებ რა მინდა?
- რა გინდა?
- მინდა გელაპარაკო.
- რაზე?
- ჩვეზე.
- ჩვენ - არ არსებობს თათა. დიდი ხანია შენი შვილი აღარ გინდა ცოლად მომაყვანინო ?
- ნია აღარ გელოდება, შესაბამისად, შეგვიძლია ისევ შევხვდეთ.
- მე შენ ნორმალური ქალი მეგონე თათა, ძალიან ცდები თუ გგონია ასე მარტივად ამიყოლებ
- მე არ ვცდილობ აგიყოლიო ირაკლი, უბრალოდ მინდა ისევ განვაგრძოთ შეხვედრები.
- შეხვედრები რომელიც არაფრის მომტანი იქნება თათა, მე შენთან შეხვედრას არ ვაპირებ და არც არაფრის გარკვევას. მაპატიე მაგრამ, ის რაშიც ვართ გახვეულები ჩემთვის მიუღებელია გაგრძელდეს, ნუ გავიწყდება რომ მე მამაკაცი ვარ და ჩემი პრინციპები გამაჩნია.
- კარგი რა, დროს მშვენივრად ვატარებდით, არ მოგენატრა?
- თათა, ხომ გითხარი, რაც ჩვენ შორის მოხდა წარსულს ჩაბარდა, აღარ განმეორდბა. ძალიან გთხოვ რა, ამხელა ქალი ხარ ბოლო ბოლო ტო, თავმოყვარეობას ნუ დაკარგავ.
- რა გაეწყობა, თუ სურვილი არ გაქვს....
- არა, არ მაქვს არანაირი, შეგიძლია მშვიდად განაგრძო ცხოვრება.
ტელეფონი გავუთიშე, ცოტა ხმამაღლა მოომივიდა მასთან საუბარი, ისიც ვიფიქრე ნელის არ გაეგო, თუმცა აზრი არარ ქონდა. სასტუმრო ოთახში გავედი და ნელი როგორც ყოველთვის სამზარეულოში ფუსფუსებდა.
- ვის ეჩხუბებოდი დედი?
- კარგი რა ნელი რა... რა შენი საქმეა.
- ირაკლი, დილიდან ნუ ცდილობ ნერვები მომიშალო.
- აბა რაში გაინტერესებს?
- რაღაც გავიგე და დამაინტერესა შვილო, როგორც მივხვდი გოგოა.
- არა, ქალი!
- ქალი? შენზე დიდი ქალს ხვდები ირაკლი?
- აუ.... ისევდ აიწყე ნელი ?
- როდის უნდა დასერიოზულდე შვილო, როდის?
- დასერიოზულებული ვარ ნელი, შენ დამშვიდდი რა, ნუ ნერვიულობ!
- შენი ტოლი და სწორი მოძებნე შვილო, ჩემი შერჩეული შენ არ გინდა და კი ვხედავ აგერ ვისაც გადაეყარე. გავგიჟდებით მე და მამაშენი.
- მე თავი დამანებეთ ორივემ, რაც უნდა ის ქნას ნელი, უნდა ოცი წლის გოგო მოიყვანოს ცოლად და უნდა სამოცის, მისი ცხოვრებაა, თავად გადაწყიტოს!
- აბა რა ლევან აბა რა!
- თქვენ ორივეს გინდათ რომ თავი მოვიკლა და ისე იცხოვროთ როგორც მოგინდებათ! ვერ ეღირსებით, და დაიმახსოვრე რომ ვიგიდნარას სახლში არ შემოვუშებ!
- ყოველი დილა ცოლის მოყვანით როგორ უნდა იწყებოდეს ამ სახლში, გეყოფა ნელი რა!
- ლევან, შენ ჩემზე მეტად გინდა ირაკლის დოაჯახება, მაგრამ არაფერს ამბობ, სულ მე ვჩხუბობ
- ხო და ჩხუბით ხომ ხედავა რაფერი გამოდის ნელი
- მაშნ მოიყვანოს ლევან ის ანუკი და ყავდეს, გაუთლელი ხეპრე ცოლად!
- დედა, გეყოფა!
- რა მეყოფა შვილო რა..... შენ ფასს რომ ისწავლი მერე მიხვდები მე რა მემეტება შენთვის!
ერთი და იგივე გრძელდებოდა, ერთი და იგივე ხდებოდა ყოველ დილით სახლში, ცოლი ცოლი ცოლი, ეს ცოლი აქამდეც არ მინდოდა და ახლა, ვახტანგის შემხურეს ხომს აერთოდ, ქალისკენ გახედვაც არ მინდოდა, ათასი აზრი მიტრიალებდა თავში, ვინ იცის ანუკისაც მხოლოდ ფული უნდოდა ჩემგან და მეტი არაფერი, ყველა ქალი ერთნაირია ნუთუ?! ყველა ანგარებითაა სავსე ?!
ამ ფიქრებში არეულმა სახლი დავტოვე და ბიზნეს ცენტრისკენ გავემართე. გზაში ზაქროს დავურეკე
- ზაქრო, როგორა ხარ?
- კარგად ჩემო მეგობარო შენ როგორ ხარ?
- მეც, მეც, მოკლედ ზაქრო, ხო იცი ემც ჩართული ვარ გამოძიებაში, ჯერ ჯერობით არ მიდნა ამის გაჟღერება მაგრამ ირინეს ამბავი ყოველთვის ეჭვის ქვეშ მქონდა ბავშვვთან მიმართებაში.
- რას გულისხმობ?
- რას ზაქრო და, მგონი მანდაც რაღაცას იტყუება, დარწმუნებული არ ვარ, იმიტომ რომ ექიმი მე ვურჩიე ვახტანგს, ვახტანგმა კი ირინეს მიაწოდა საკონტაქტო მონაცემბი.
- ხო ვიცი, ეს სუროგატის ამბავი, მაგრამ რა გაეჭვებს მანდ?
- ბიჭო, აქამდე სულ ირინეს არჩეულ ექიმებთან დადიოდნენ, რავი სამგან იყვნენ სულ, სხვა ექიმს არ ვენდობიო ასე ამბობდა, ხო და ეს ბოლო შემთხვევა, და ბოლო ექიმი ჩემი მოძიებულია და, თუ რამე ტყუილი იმალება უნდა გავიგოთ როგორ და რანაირად.
- ამ ეტაპზე, ბევრი ინფორმაცია არ ამქვს ირაკლი, თუმცა ქიმებამდე ვერაფერს მივყავარ, მის ტელეფონში მხოლოდ ერთი და იგივე ნომერი ფიგურირებს, რომელსაც ყველაზე ხშირად ეკონტაქტება, ეს დავითია, დანარცენები გოგოები არიან, მათთან მიმოწერაში არაფერი მსგავსი არ მინახავს, არც დავითთან. მომწერე კლინიკა და ექიმი, შევეცდები მოვიკვლიო, შიდა გზებითაც და ჩემი ხოდებითაც.
- ძმა ხარ, დაგიფორვარდებ, ოღონდ ვახოს ჯერ ამის შესახებ არაფერი უთხრა. შეიძლება ვცდები მაგრამ, ჩემი წინათგრძნობა არასდროს მატყუებს, აქ რარაც ირგზე ვერ არის.
- გავიგებთ ირაკლი ყველაფერს.
- მადლობა ზაქრო, ჯიგარი ხარ
- ისე ცოტა რთულია მაბავია კლინიკაში მოკითხვა.
- რატო ?
- არ მეგულება ვინმე ნაცნობი ჩემი, გამიჭირდება მაგრამ შევეცდები ნაცნობების მოძებნას.
- მიდი რა, დაჩალიჩდი, უეჭველი რაღაც რიგზე ევრ არის.
- მთალდ უკეთესი, მსგავს მარყუჟებს უმარტივესად ვხსნი.
ერთი შეხედვით, ვითომ არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ყოველთვის მაეჭვებდა ირინეს ბავშისადმიდ ამოკიდებულება, რაღაც რიგზე ვერ იყო.
თოვას არ შეუწყვეტია უმატებდა და უმატებდა, უცნაურად ვიგრძენი თავი, ცოტა გამაჟრიალა, შემცივდა, მანქანაშ გათბობას მოვუმატე, აშკარად ვცივდებოდი თუმცა ამის დრო ახლა ნამდვილად არ იყო.
ბიზნეს ცენტრში მივედი, საახალწლო განწყობამ ყველა პრობლემა დამავიწყა თითქოს, ყველა ბედნიერი იყო, იღიმოდა, ჩაცმულობის სტილიც შეეცვალათ თბილი ფუმფულა სვიტრები ეცვათ, ზოგს ირემი ქონდა გამოსახული ზოგსაც ნაძის ხე.
ვახოს კაბინეტში შევედი, არ დამხვდა, ტელეფონი ამოვირე და დავურეკე.
- რას შვები აბა არ მოდიხარ?
- კი, ბანკში შემოვიარე, ირინეს თანხა უნდა გადავურიცხო და მოვალ, რა ხდება ?
- არა, არაფერი, რა თანხა?
- ბაკურიანის.
- რამდენი?
- 18 300 ლარი.
- რამდენი?
- რაც გაიგე.
- ამდენი როგორ დაგისაბუთა?
- ექვსნი მივდივართ შვიდი დღითო, დაახლოებით 400 ლარი ღირს ერთი ღამე, ცოტა დავუმატე დაახლოებით 1 500 ლარი და ეგაა.
- ანუ ,, ვითომ დაქალების პაეზდკას’’ სრულად აფინანსებ /
- ეგრე გამოდის.
- კარგი, არაუშავს, ეგეც გეგმის ნაწილია. გელოდები აქ ვარ .
- მოვალ მალე.
ახტანგი სანამ მოვიდა, მანამდე ლიზის ვესაუბრე, ვთხოვე დღის მეორე ნახევარში თათბირი ჩაენიშნა, ამ თათბირზე მინდოდა ვახოსთან ერთად გამეცხადებინა ბონუსების შესახებ, თუმცა ახალ წლებზე ძალიან აკრგად იცოდნენ რომ სამმაგად დატვირთულები იქნებოდნენ, ამიტომაც ბონუსები, ელენესთან და ბატონ გივისთან შეთანხმებით ხელფასის 100 % ი იყო. აღნიშნული ხვალ დაერიცხებოდათ.
ამასობაში ფანჯარაში გავიხედე, ისევ თოვდა, მართალია ლამაზად იყო არემარე დათოვლილი, თუმცა ტალახიანი ქუჩები რომ მახსენდებოდა თოვლი მაშინვე კარგავდა ჩემ თვალში ფასს. ყავას მივირთმევდი, როცა ვახტანგის ყვირილის ხმა შემომესმა, მაშნვე ჰოლში გავედი, დამაინტერესა რა ხდებოდა. ელვის სისწრაფით მოდიოდა ვახო.
- ირაკლი ჩემ კაბინეტში შემოდი, თინათინ ელენესაც თხოვე მოვიდეს და ტექნიკური სამსახურის ამჟამინდელ უფროსს ტატოს!
- რა ხდება ვახო ?
კითხვაზე პასუხი არ გამცა, გჟივით შევარდა თავის კაბინეტში, თავისთავად მეც შევყევი, პალტო გაიხადა და მის სავარძელში მაგიდის მეორე მხრიდან ჩაესვენა.
- რა ხდება ვახო, რა ამბავია?
- რვა სართული ფეხით ამოვიარე, აი რა ხდება, არც ერთი ესკალატორი და არც ერთი ლიფტი არ მუშაობს! რას აკეთებთ დილიდან აქ?
- რას ქვია არ მუშაობს?
- ელენე სადაა?
- მოვა ალბათ აქაა, ვნახე დილით, მე ლიფტით ამოვედი პარკინგიდან, ალბათ ტექნიკური ხარვეზია
- ხო, და ტექნიკური ხარვეზი არ უნდა იყოს ირაკლი! თან ეხლა როცა გაასმაგებულად დადის ხალხი მაღაზიებში საყიდლებზე!
- გავასწორებთ, დამშვიდდი!
გაცოფებული იყო, გასაგებიც იყო, ნამდვილად არ გამიგია ლიფტი თუ არ მუშაობდა, აშკარად ცოტა ხნის წინ გამოვიდა მწყობრიდან, ესკალატორებიც მათ შორის. ამასობაში ელენე და ტატოც შემოვიდნენ.
- გამაგებინეთ რატომ მიწევს დილის თერთმე საათზე, მერვე სართულზე რატომ ამოვდივარ ფეხით!!!!
- ბატონო ვახტანგ, ელექტროობის პრობლემაა, ის დანადგარი რომელიც უშუალოდ ლიფტების და ესკალატორების ელექტროენერგიის მომარაგებას უზრუნველყოფენ რამდნეიმე წუთის წინ გამოვიდა მწყობრიდან, ტექნიკური ჯგუფი მუშაობს, მალე გამოასწორებენ.
- კიდევ კარგი!
- დიახ ვახო, დაახლოებით ნახევარი საათია ეს მდგომარეობაა.
- გასაგებია ელენე, მაგრამ მიზეზი მაინტერესებს მიზეზი, რამაც მწყობრიდან გამიყვანა, ხომ გესმით რომ ეს დღები გაასმაგებულად გვიწევს მუშაობა? ლიფტი და ესკალატორი თუ ასე გამოვდია წამდა უწუმ მწყობრიდან ჩვეულებრივი ფიასკო იქნება, ხვდებით ხო სამივე ვითარებას.
- ბატონო ვახტანგ, ის ნაწილი შეიცვლება, და ეს აღარ განმეორდება.
- ტატო, პასუხისმგებელი ტექნიკურ გამართულობაზე შენ ხარ! დროულად აღმოფხვერი პრობლემა!
- აუცილებლად, აღარ განმეორდება.
ტატო ოთახიდან გავიდა, ვახტანგს მსგავსი დამოკიდებულების ტატოს კი არა ზოგჯერ მეც მეშინოდა ხოლმე, ამ დროს უკონტროლო იყო, სამსახური და წესრიგი მისთვის უპირველეს ადგილას იდგა, ნებისმიერი მინიმალური გადაცდომის და უზუსტობის გამო, შეეძლო მთელი სამსახური დაესაჯა. სიმართლე რომ ვთქვათ, მარტო ბრაზიანი და ჯაჯღანა არ იყო, ასეთი დამოკიდებულება რომ ქონოდა ყოველთვის სამსახურში არავინ გაჩერდებოდა, თუმცა სიმტკიცე როგორც ცენტრის მმართველს არ უნდა შედრკოდა არასდროს.
- მეც დაგტოვებთ ბატონებო, ტექნიკურ ჯგუფთან ვიქნები და შეგატყობინებთ მოვლენების განვითარების შესახებ.
- ელენე, მოვლენები იმედია ისე განვითარდება როგორც ველი ხომ ?
- რა თქმა უდნა ვახო, ჩემი იმედი ხომ გაქვს ?
- მაქვს ელენე, საქმეს მიხედე!
ელენეც შეცბუნებული გავიდა კაბინეტიდან. დავრჩით მე და ვახტანგი. ახლა ჩემი დატუქსვის დრო იყო.
- საიდან უნდა მცოდნოდა ? მე თავად ლიფტით ამოვედი.
- ამ ცენტრის გამართული ფუნქცონირებისთვის უარავი აამიანი მყავს დასაქმებული ირაკლი, ასეთი ხარვეზები დღე არ უდნა წესრიგდებოდეს, ვერავინ დამაჯერებს რომ დანადგარი რომელშიც მილიონები გვაქვს გადახდილი, ასე უცბად გამოვიდა მწყობრიდან. დაფიქრდი აბა, მანქანაში მილიონი სენსორია, რომელიც წინასწარ გვაფრთხილებს მანქანას რამე თუ ჭრდება და ამ დანადგარებს მსგავსი სენსორი არ აქვს ?
- მართალი ხარ...
- უბრალოდ არ იაქციეს ყურადღება, ეს იყო და ეს.... მეტი არაფერი! ხო და ვნახოთ როგორ იმუშავებს ტექნიკური.
- თათბირი ცავანიშნინე ლიზის, ბონუსებთანდ აკავშირებით.
- ბონუსებს გავცემთ ხვალ ხო ?
- ხო, გივისაც ასე შევუტანხმე, დღეს უბრალოდ ამბავს ვეტყვით.
- ვნახოთ, ტექნიკური დაიმსახურებს თუ არა...
- კარგი, რა ვახო, წლის ბოლოა, ფული ყველას ჭრდება, ტეხავს
- ვხუმრობ ირაკლი, მსგავსი პრობლემები ყოველთვის იქნება, თუმცა წინასაახალწლოდ ფულს ნამდვილად არ დავაკლებ. მტავარია დროული რეაგირება ისწავლონ და პრობლემის მარტივად მოგვარება.
- მოაგვარებენ.
- იმედია!
დღევანდელი დღე არც თუ ისე სახარბიელოდ მიდოდა, ამ ყველაფერს დილით თათას ზარიც აუმჯობესებდა, ერთი სიტყვით კრახით დაწყებული დღე იყო. ამ დღის დმთავრებას კარგით ნამდვილად არ ველოდი. ყველაზე უარესებ ალბათ ჯერ კიდევ წინ იყო.
ლიზი ჩემ კაბინეტში შემოვიდა და მახარა, რომ ხვალ ერთ-ერთ ვაკანსიაზე გასაუბრება ჩანიშნეს, და ამ საკონკურსო კომისიაში ელენესთან ერთად მეც ვიყავი. არც მეტი არც ნაკლები მარკეტინგის მენეჯმენტის სამსახურის თანამშრომელს ეძებდნენ. თედო ბენდელიანი მართავდა ამ სამსახურს იდეალურად, თუმცა მე რა საჭირო ვიყავი ვერ ვხვდებოდი. რა გაეწყობოდა მარტივად დავთანხმდი.
ბონუსებთან დაკავშირებით ვახომ აცნობა თანამშრომლებს, ყველა ბედნიერი იყო. ამ სიკეთეს ისიც დაემატა რო ტექნკური ხარვეზი მალევე გამოსწორდა და ვახომაც ამაყად გააჟღერა ბონუსების ამბავი. თანამშრომლები ყველა ერთად ძალიან დიდი ბედნიერებას აფრქვევდნენ.
დღე რომ მიიწურა, მაინც პარასკევი იყო, მიუხედავად იმისა რომ არჩ საბათს ვისვენებდით და არც კვირას, პარასკევი მაინც განტვირთვის საღამოდ ითვლებოდა, ამიტომ გადავწყვიტეთ ბარში წასვლა და ცოტა გატვირთვა. ის ის იყო ვახოს კაბინეტში უნდა მივსულიყავი რომ მეთქვა გავიდეთთქო, ზაქრომ დამირეკა:
- ირაკლი უნდა ვილაპარაკოთ გცალია?
- ეხლა ზაქრო?
- რაც მალე მით უკეთესი.
- კარგი ჩემო ძმაო, სად შევხვდეთ?
- ბიზნეს ცენტრან მოვალ, მარცხნიდან კორპუსი რომ შენდება პარკინგზე დაახლოებით 15 წუთში.
- კარგი გელოდები დამირეკე.
ზაქროს ზარს ასე უცებ არ ველოდი, აშკარა იყო რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. ვახოსთან შევედი.
- ვახო, ცოტა ხნით უნდა გავიდე, პატარა საქმე გამომიჩნდა, და თუ არ გეჩქრება დამელოდე და ერტად წავიდეთ რას იტვი?
- რა ხდება?
- არაფრი, ერტი ტიპი უნდა ვნახო, საქმე მაქვს პირადული და დავბრუდნები რა.
- დახმარება ხომ არ გჭირდება?
- არა, არა. მალე მოვალ.
- მიდი, მე მანამდე ზაქროს დავურეკავ, ამბავს მოვიკითხავ.
- რა დროს დარეკვაა ჯერ ადრეა ვახო, დააცადე კაცს მუშოაბა, ორშაბათს დაურეკე.
- კარგი, იყოს ეგრე.
ვახოს კაბინეტიდან გამოვედი და პირველ სართულზე დავეშვი, პარკინგზე გავედი და ზაქროს დავურეკე, რამოდენიმე წუთში მანქანით მოვიდა, გაჩერდა და დავჯექი.
- რა ხდება ზაქრო აბა?
- მოკლედ, დღეს დილიდან ვჩალიჩობ კლნიკაში შნაურის ნახვაზე, ძალიან გამიჭირდა, აი ეს ფაილები ძლივს გამოვიტანე, რა მოსატანია, მაგრამ ხომ იცი ფული ჯოჯოხეთს ანათებს.
- რა ფაილებია ზაქრო?
- ირინეს გამოკვლევების შედეგებია.
- მერე, რომელი ექიმი გინეკოლოგი მე ვარ ამას რომ წავიკიტხავ გავიგო რა წერია, მითხარი ტო რა...
- ირინე უშილო არ არის ირაკლი.
- აბა უფრო მარტივად ზაქრო
- ამ ფაილების და კვლევების მიხედვით, ირინეს თავისუფლად შეუძლია ბავში გააჩინოს. ამ ფაილში ორი ფოლდერია, ერთი როლითაც სრულიად ჯანმრთელია და მეორე რომლითაც უნაყოფოა. ამას დამატებით, ვახოსაც არანაირ პრობლემები არ აქვს რეპროდუქციასთან, ფაქტი უტყუარია, რომ ირინეს კვლევის შედეგები გაყაბებულია.
- ანუ, გამოდის ირინე ვახოს ატყუებს რომ ისინი შეუთავსებლები არიან და ამის გამო ვერ ორსულდება?
- კი, ეგ გამოდის ზუსტად, აქ პირდაპირ წერია რომ მათი თავსებადობა 2% ზე ნაკლებია, სხვა დანარჩენ შემთხვევაში კი ირინეს დაორსულების მხოლოდ 7 % აქვს შანსი, ესეც იგივეს მიუთითებს რომ ირინე უნაყოფოა.
- ანუ ექიმს ფული გადაუხადა ანალიზები აგეყალბებინა?
- კი, და თან არც ისე ცოტა.
- ღადაობ ტიპმა რა გაჩარხა.... არ მჯერა!
- ამ ყველაფერთან ერთად, ეს ერთადერთი კლინიკის ანალიზები არ არის, წლების წინ, ჩემმა წყარომ მიტხრა რომ სხვადასხვა კლინიკაშია ნამყოფი, დაახლოებით ორში თუ სამში, იქაც იგივე შედეგი აქვს ნაჩვენები.
- დარწმუებული ხარ რომ წყარო არ იტყუება?
- არა ჩემო მეგობარო რას ამბობ, ჩემი ინფორმატორის ძმაა ამ ბოლო კლინიკაში დასაქმებული, და ორივე ინფორმაციას ყიდის, ასე რომ იმდენი მივეცი 100% სიმართლეს გამოიტანდა.
- და ეს ყველაფერი ვახოს როგორ უნდა ვუთხრათ?
- ეგ არ ვიცი, მაგრამ, ყველაზე საინტერესო რა არის ამ ყველაფერში იცი? ის რომ ირინეს კვერცხუჯრედის განაყოფიერების არანაირი ჩანაწერი არ არსებობს მის სამედიცინო წიგნში.
- რას გულისხმობ ზაქრო ტო, რა ენაზე მელაპარაკები....
- მოკლედ, ანა სუროგატი დედაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ირინეს განაყოფიერებული კვერცუჯრედი ვახტანგის სპერმით, უნდა მოტავსებულიყო ანას საშვილოსნოში, მეტი მარტივად რა აგიხსნა ტო, ხო და ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩანაწერი არ არსებობს.
- მაინც ვერ გავიგე, ანუ ირინე არ არის ამ ბავშის დედა ?
- სწორად გაიგე, ირინე არ არის ამ ბავშის დედა, მამას რაც შეეხება ცანაწერი არის! ხვდები რა ამბავია გაჩარხული?
- აუ, ანა მუცლით ბავშვს რომ ატარებს მისი და ვახოსია???
- ეგრეა ჩემო ძმაო ეგრე....
- ჩემი, კარგიც მოვტყ*ნ...... ეს როგორ ვუთხრა ტო ?
- ჯერ არაფერი თქვა, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ, კიდევ მაქვს რაღაც დეტალები დასაზუსტებელი, ანას სამედიცინო წიგნი მჭირდება, რომლის ასლსაც ხვალ მომაწვდიან.
- ბოზ*შვილი ვიყო..... ქალმა რეები გააკეთა.... სუროგაციის შესახებ ვინ უთხრა ტო? თვითონ მოიფიქრა ამხელა ფანდი ?
- არ ვიცი, შეიზლება კლინიკამ შეთავაზა, ამას ვერ გავიგებთ ჩანაწერებიდან...
- მიდი ზაქრო, კარგ პალასაზე ხარ ჩემო ძმაო... ანას რაც შეეხება, ანას ამბავიც კარგად გამოსაძიებელია, რაღაც ვერაა მაგ გოგოსთან კარგად.
- რაზე ?
- რაღაც ძალიან დიდი თანხა მოითხოვა, აცდენაშია მისის აქციელი და ზოგადი ცხოვრების ნირი ერთამნეთისგან, ანას მეზობელი დედაჩემის ახლობელია, ვცადე მისი გზიდან გამერკვია ანას შესახებ ინფო, მაგრამ ამ ქალს ვერ დავუკავშირდით, ტელეფონი აქვს გამორთული.
- რა პრობლემაა, მეზობლებთან გასაუბრება, სად ცხოვრობს ეს გოგო ახლა?
- ვახოს სახლში, საბურთალოზე.
- შენ მომწერე ამ გოგოს ძველი მისამართი, მე ვიცი როგორ გამოვტყუო მოხუც მეზობლებს ინფოები
- პროფესიონალი ხარ ბოზ*შილი ვიყო შენი საქმის.
- დროებით ჩემო ძმაო....
- ჯიგარ!
ზაქროს მანქანიან რომ გადოვედი და ჰაერი ცაისუნთქე, ნელ ნელა დავიწყე იმის გაანალიწება რაც მოვისმინე. ფაქტი იყო კიდევ ბევრ რამესწ მალავდა ირინე, უბრალოდ დრო იყო საჭირო ამ ყველაფრის გამოსააშკარავებლად. ვახოსთან დავბრუნდი, კაბინეტში იჯდა მარტო, საბუთებს ჩაჩერებოდა, ერთ ხანს კარიდან ვუყურე, ვაკვირდებოდი, მისნაირი მამაკაცისთვის ქალს რატომ უნდა ეღალატა ვერ ვხვდებოდი, სიართლე გითხრათ მისი თეთრი შურით ყოველთვის მშრდა, ღმერთამა არაფერი დააკლო, გარეგნობა მშვენიერი ქონდა, რაც მანდილოსნებშ ყოველთვის დიდი პლუსი იყო, შემდგარი და ჩამოყალიბებეული იყო მის ქმედებებში და საქმეში ხომ საერთოდ. ბევრი გოგო იყო მასზე შეყვარებული თუმცა უშედეგოდ, მას მხოლოდ ირინე მოსწონდა და აი შედეგიც....
- აბა, დიდხანს უნდა იყო საქმეში თავით ??
- არა, მალე მოვრჩები, ხვალინდელი გასაუბრებისთვის თინათინა კანდიდატების სივები შემომიტანა და ვათვალიერებ.
- მოგეწონა ვინმე?
- რამდნეიმე ავარჩიე, სხვათაშორის ორი მომეწონა ძალიან, ანუ თუ პირველი შთაბეჭდილება გაამართლეს, როივეს დავიტოვებ, და თუ საქმეშიც კარგები გამოდგნენ დავაწინაურებ.
- ვინ არიან ?
- ერთი ახალგაზრდა გოგოა, 31 წლისაა, იურიდიული განათლებით, მუშოაბდა სპეციალობით სხვადასხვა საჯარო უწყებებში, ენები მშვენივრად იცის, ამას ხვალ კიდევ შევამოწმებთ, და რაც მთავარია, მარკეტინგის განხრითაც აქვს ნამუშევარი, სხვადასხვა ღონისძიებები მოწყობილი, ერთი სიტყვით მოვიხიბლე მისი კარიერით ამ ასაკში. მეორეს რაც შეეხება ბიჭია, ისიც ასე 35 წლის, მას უშუალოდ მარკეტინგის განხრით აქვს დიპლომი, სამუშოა გამოცდილებას რაც შეეხება დიდი ევრაფერი, პატარ პატარა კომპანიებთან მუშაობდა, თუმცა, მისმა დიპლომმა და GPA-მ ძალიან მომხიბლა.
- შენნაირი მეორე ამ ცენტრში საჭიროა ვახო ? - სიცილით ვუპასუხე.
- ჩემნაირების პოვნა რთულია ხომ იცი
- ხო აბა, მეორე ვინაა ნეტავ მსოფლიოში ვსიაც 98 ქულაზე ნაკლები არც ერთ საგანში არც ერთ კურსზე და არც ერთ უნივერსიტეტში აქვს მიღებული.
- მეორე არა, ერთი ვარ, თუმცა ეს ბიჭი ახლოსაა ძალიან.
- სახელები რა ქვიათ?
- აი ნახე - ორივეს სივი გამომიწოდა.
- ანანო მელაძე და გიორგი მეტრეველი, საინტერსოა.... სხვათაშორის, მშვენიერი გოგოა ფოტოში.
- ირაკლი, გეყოფა.
- ვხუმრობ, კაი ადე წავიდეთ რა, დაგვიანდა, მანმდე გეხვეწები აფთიაქთან გავჩერდეთ რამე გრიპის საწინააღმდეგო უნდა ვიყიდო.
- რატო, გაცივდი?
- დილიდან მაჟრიალებს, ერთი ჯეკი კი დავლიე მაგრამ არ გამიარა, წამალს დავლევ ჯობია.
- გავიაროთ, ბართან სანამ მივალთ აფთიაქის მეტი რა იქნება.
ნელ-ნელა ავლაგდით, ჩავიცვით და გავედით. გარეთ ისევ თოვდა.... უკვე ყელში იყო ამოსული ეს თოვა... მანქანაში ჩავსხედით და გავედით, საუბარ საუბარში მეც დამავიწყდა აფთიაქი და ვახოსაც, თუმცა მადლობა ღმერთს იქვე დავინახე და ოდნავ მოშორებით პარკინგზე გავაჩერებინე ვახოს მანქანა.
ამ თოვლის გადამკიდე, კაშნე მოვიხვიე და ქუდიც კარგად გემოზე ჩამოვიფხატე, ისედაც ძალიან მციოდა. აფთიაქს რომ მივუახლოვდი, ნაცნობი სილუეტი დავინახე, რომელიც აფთიაქიდან გამოვიდა და რამდენიმე კოლოფს ჩანთაში იდებდა, ზედმეტად ლამაზად გამოიყურებოდა, თხელი მანტო ეცვა, ქუსლიანი ფეხსაცმელი, თმა როგორც ყოველთვის აწეული ქონდა, ნელი ნაბიჯებით იქვ დაპარკინგებულ მანქანაში ჩაჯდა და მალევე დაძრა მანქანა. არ დავაყოვნე და წამიერად აფთიაქში შევვარდი.
- მოგესალმებით, რით შემიძლია დაგეხმაროთ?
- ჩემმა ცოლმა აბები იყოდა, ვეღა შმობრუნდება ალიან ცივა, აბები დამიმატეთ რა კიდევ ორი შეკვრა რაც იყიდა, სახელი დამავიწყდა.
- თქვენი ცოლი, ვიზე ამბობთ ბატონო?
- შავი მანტო, თმა აწეული ჰქონდა, წითელი პომადით, როგორც ყოველთვის, სანამ მომკლა კიდევ ორი შეკვრა მოგვეცით რა, ამნქანაში მელდოება
- აააა, დიახ, რა პრობლემაა ახლავე.
- და კიდევ, თუ არ შეწუხდებით, რამე გაციებისაც დამიმატეთ რა.
- უკაცრავად, მაგრამ, თქვენმა მეუღლემ რა აბები იყიდა იცით? ცოტა უხერხულია, მაგრამ ....
- ვიცი, რაც იყიდა, სახელი არ მახსოვს უბრალოდ.
- კეთილი....
ორი კოლოფი აბები მომცა, და გაციების საწინააღმდეგოც. აბებს რომ დავხედე ერთი შეხედვით ვერ მივხვდი, თუმცა გამოსვლისას გარეთ დავაკვირდი, ინსტრუქცია იდო შიგნით, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები იყო, ვახოს მანქანამდე სანამ მივედი ურნაში ჩავყარე. ნელ-ნელა კი ყველა ირინეს დამალული ფაქტი სააშკარაოზე გამოდიოდა.



№1 სტუმარი სტუმარი თამუნა

ვიქნები პირველი მკითხველი.რომ დავინახე ძაან გამიხარდა დიდი ხანია ველოდები ახალ თავს.სასიამოვნოდ განვითარდა მოვლენები.დიდი და მსუყე თავი იყო.კიდევ ველოდები ასეთ მსუყე თავს.იმედია მალე დადებთ.????

 


№2  offline წევრი Marikagogolqdze

ძალიან გამიხარდა როცა დავინახე. ახალი თავი თუმცა მომეჩვენა რომ ზედმეტად გაწელილოი იყო სიტუაცია..ზედმეტად წვრილად იყო ყველაფერი აღწერილი. სხვა თავები უფრო ინფორმაციული იყო ხოლმე.. ელოდი რომ ანაზეც იქნებოდა რამე.
გული დამწყდა ერთი და იგივე თემა იყო..
ველოდები ახალ თავს.
♥️❤️

 


№3  offline წევრი Soraya

ირინე გაება…ირინეს სახეს წარმოვიდგენ, როცა ყველაფერი ნათელი გახდება, ალბათ მერე დათოც გადააგდებს იმიტომ რომ ფული საიდან ექნება? და ვსო მორჩება მისი ვხოვრება.
წარმატებები!

 


№4 სტუმარი სტუმარი ეთერი

შემდეგი თავი როდის დაიდება?პირიქით კარგი იყო არ მიყვარს როცა მიფუჩეჩებულია ხოლმე

 


№5 სტუმარი სტუმარი ნანა

შემდეგ ყავს როდის დადებთ

 


№6 სტუმარი Qeti qimucadze

მოუთმენლად ველოდები გაგრძელებასსს.ძალიან მომწონსსს. და იმედია მალე გაიგებს ანაც რა მ ბიოლოგიური დედაა ამ ბავშვის

 


№7 სტუმარი სტუმარი Nestani

zalian magaria tavi iyo saocari da saintereso zalian momewona,zalian kargi Travis dagebul maxeshi male tviton gaebmeva irine,ana ki shemecoda ratomgac rogor msxverplze cavida babuamisisgamo da daingria cxovreba imedi maqvs vaxtangi mainc daufasebs velodebi shemdeg tavs madloba warmatebebi ????????????

ესეგი პირველ როგში მადლობა,რომ დადეთ. ვფიქრობ, ცოტა მშრალი იყო და რაღაც ერთფეროვნად მოყოლილი,წინა თავებთან შედარებით ცოტა მოიკოჭლებს ეს თავი. გარდა ამისაა, ველოდი რომ ცოტა მეტ დრამას შემოიტანდი, ძაან მარტივად იშიფრება ყველაფერი და ტიპიური სხვა მრავალი მსგავსი მოთხრობას ემსგავსება. ვიმედოვნებ, რომ შემდეგი თავი უფრო მოცულიი და ,,ექშენით”სავსე იქნებაა.

მადლობა,ველით შემდეგ თავს,იმდეია ძაან არ დააგვიანებ

 


№8 სტუმარი სტუმარი იაკო

მალე დადეთ რა ახალი თავი აღარ დააგვიანოთ

 


№9 სტუმარი სტუმარი რუსკა

დადეთ ახალიიი

 


№10 სტუმარი სტუმარი რუსკა

კარგია ძალიან მარა ლოდინით დავიღალეეეე

 


№11 სტუმარი სტუმარი მირანდა

დადეთ შემდეგი თავი ყოველდღე ველი როდის დაიდება ახალი თავი

 


№12 სტუმარი სტუმარი ხატია

ახალ თავს მოუთმენლად ველი ყოველ დღე. როდის დადებთ ახალს?

 


№13 სტუმარი სტუმარი ხატია

ძალიან მომწონს და ეს ისტორია და გაგრძელებას მოუთმენლად ველი. როდის დადებთ?

 


№14 სტუმარი სტუმარი ანი

იმდენი ხანია გვალოდინებ იცოდე დიდ თავს ველით

 


№15 სტუმარი სტუმარი შორენა

ახალ თავს როდის დადებთ.იმედია არ დაგვიანებთ .

 


№16  offline წევრი Salo123

პასუხი მაინც გაეციᲗ მკიᲗხველს როდის ᲨეᲫლებ დადებას. ..ᲨესაᲫლებელია გაქვᲗ მიზეზი რატომ ვერ დებᲗ მაგრამ ასე ლოდინი და ყოველ დᲦე ასჯერ Შემოწმევა დაიდო Თუ არა ცოტა Ძნელია და ვფიქრობ უპატივცემულობა მკიᲗხველის.
--------------------
ს. ბაგრატია

 


№17  offline წევრი Marikagogolqdze

ააღარ აგრძელებთ?????

 


№18  offline წევრი თმარი.K

Salo123
პასუხი მაინც გაეციᲗ მკიᲗხველს როდის ᲨეᲫლებ დადებას. ..ᲨესაᲫლებელია გაქვᲗ მიზეზი რატომ ვერ დებᲗ მაგრამ ასე ლოდინი და ყოველ დᲦე ასჯერ Შემოწმევა დაიდო Თუ არა ცოტა Ძნელია და ვფიქრობ უპატივცემულობა მკიᲗხველის.



გასაგებია და ვხვდები თქვენ მოლოდინს.

პირველ რიგში, მე რო მკითხველს პატივს არ ვცემდე, რამდენიმე თავის წინ შევწვეტყდი წერას და შესაბამისად არც გაგრძელდებოდა.

მეორე, რაც შეეხება დაგვიანებას. ვიცი და ვხვდები, რომ ორი კვირა საკმაოდ დიდ დროა, ვმუშაობ, ლამის 24/7 ზე ბოლო პერიოდში, რაგან ჯანმრთელობის გაუარესების გამო, სამსახურში დაკისრებული პასუხისმგებლობების გამო ორმაგად და სამმაგად მომიწია დავალებების შესრულება.

კიდევ ერთხელ ვიხდი დაგვიანებისთვის ბოდიშს.

და ჩემი მკითხველის პატივისცემიდან გამომდინარე, გამთენიამდე ვაგრძელებ წერას.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent