შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დუმილი


29-03-2022, 22:12
ავტორი Deus Ex Machina
ნანახია 1 207

8 დეკემბერი,1560 წელი,ფონტენებლოს სასახლე,პარიზი,საფრანგეთი
მეფე კვდებოდა.ამის შესახებ უკვე კარგა ხანია დაირხეოდა ჭორები,რომელთა დაჯერებაც არავის სურდა,მაგრამ ახლა რანგით უკანასკნელი მსახურით დაწყებული,დედა-დედოფლით დამთავრებული,უკლებლივ ყველამ უტყუარად იცოდა ეს და სასახლე სამარისებურად გარინდულიყო.ჩვეულებრივ ხალხით გაჭედილი დერეფნები,რომლებშიაც თაგვი კუდს ვერ მოიქნევდა,ახლა უკაცრიელი იყო,თუ არ ჩავთვლით სამეფო პალატების წინ განმარტოებით მდგარ გოგონას.დროგამოშვებით მას ფეხაკრეფით ჩაუვლიდა რომელიმე მსახური და უხმაუროდ შესხლტებოდა შიგნით,მაგრამ ეს სულშთაბერილი გალათეას ქანდაკება მას არავითარ ყურადღებას არ აქცევდა.სახეზეც უკიდურესი გულგრილობა აღბეჭდოდა და მხოლოდ თითები,რომლებითაც მდიდრულ სპილოსძვლისფერ კაბას ჭმუჭნიდა,ცხადყოფდა,რომ გრძნობების განცდის უნარს საბოლოოდ არ მიეტოვებინა.
ბოლოს კარი ფრთხილად გაიღო შიგნიდან და ოთახიდან სიბნელე გადმოიღვარა.შემკრთალმა ქალის ხმამ წარმოთქვა:
— შეგიძლიათ,შემოხვიდეთ.
გოგონამ თავი დაუქნია და მშვიდად გადააბიჯა ზღურბლს,რომლის მიღმაც სიკვდილი ბატონობდა.
შემსვლელს თვალში პირველად უზარმაზარი ალისფერფარდებიანი საწოლი,მომაკვდავის სარეცელი ეცემოდა თვალში,შემდეგ კი უხვად მოჩუქურთმებული ბუხარი,რომელშიც ცეცხლი დაენთოთ.მის შუქზე სხვა იქ მყოფების გარჩევაც შეიძლებოდა.
ფრანსუა II,ავადმყოფურად ფერმკრთალი და გამხდარი,ლოყებჩაცვენილი,უკვე მკვდარი ეგონებოდა კაცს,მაგრამ ნეკნების მყიფე ცხაურის ქვეშ მკერდი ჯერაც სუსტი სუნთქვით აუდ-ჩაუდიოდა.თავს ჟან ფერნელი,საფრანგეთის ყველაზე განთქმული ექიმი დასტრიალებდა,მისი გალეული ხელი კი საწოლის ფერხთით დაჩოქილ გოგონას ეჭირა.ზურგზე ცეცხლისფერი თმა დაჰფენოდა.თუ ამას და მის კაბაზე ამოქარგულ ინიციალებს დააკვირდებოდით,მასში მარია სტიუარტს,შოტლანდიის დედოფალსა და საფრანგეთის კონსორტს ამოიცნობდით.პირველმა სწორედ მან შეამჩნია ახალმოსული.
— მადელაინ, — აღმოხდა გაოცებული ჩურჩულით, — ხომ იცი,არ მოეწონება.
მადელაინმა მშვენივრად იცოდა,ვის ან რა არ მოეწონებოდა,მაგრამ ოთახი მაინც გადაჭრა და მარიას გვერდით დაიჩოქა.
— ვიცი.ისიც არ მოსწონს,მისი ძვირფასი შვილიკო ჩემი ძმა რომაა,მაგრამ ჩემი მდგომარეობისა და სოციალური სტატუსისგან განსხვავებით,ამას ვერ შეცვლის.
— ნება მიბოძეთ,ვიკითხო:რას ვერ შევცვლი? — უეცრად იკითხა მბრძანებლურმა ხმამ.
ეკატერინე მედიჩი,ახლაც,როგორც ყოველთვის,სულ შავად შემოსილი,სიკვდილის ანგელოზივით იდგა ზღურბლზე და თავადაც მკვდრისფერი დასდებოდა.
მადელაინს ერთი სული ჰქონდა,წამომხტარიყო და პირში მიეხალა მისთვის მთელი თავისი სიძულვილი.მის გვერდით განსაკუთრებით გრძნობდა საკუთარ უმნიშვნელობას.იგი ხომ არსებითად არავინაც არ იყო:გარდაცვლილი მეფისა და სატახტო ქალაქიდან გაძევებული,საკუთრებაჩამორთმეული ქალის უკანონო შვილი,რომელსაც ჯერ მამის,შემდეგ კი ძმის სიყვარული აკავებდა სამეფო კარზე და ამ დროისათვის აქ უკვე აღარაფერი ესაქმებოდა.მაინც გადაყლაპა ბრაზი და თვინიერად უთხრა:
— გთხოვთ,ჩემო დედოფალო.
ამ დროს ექიმმა ცრემლმორეული თვალები აღაპყრო.
— მისი უდიდებულესობა მიიცვალა...
დედოფალ მარიას ცრემლები წასკდა და მადელაინმაც იგრძნო ლოყებზე მათი სიმლაშე.ცხოვრება უსამართლო იყო.კივილი და ექიმის ცემა უნდოდა.უნდოდა,ეკატერინე მედიჩი მტირალი ენახა.საშინელი ადამიანი იყო.ძალდატანებით მოთოკა თავი.
— ჩემი შვილი... — ხმა გაებზარა ეკატერინეს. — გადით.ახლავე.ყველანი.
რამდენიმე საათის განმავლობაში უწევდათ თავის მოკატუნება,თითქოს იქიდან გამომავალი უნუგეშო ქვითინი არ ესმოდათ,მაგრამ ქალმა,როგორც განუსაზღვრელი უფლებებით აღჭურვილმა რეგენტმა,მალე მოიკრიბა ძალები და მადელაინის ჯერიც დადგა.გააძევეს.ყოველთვის იცოდა,რომ ეს დღე ოდესმე დადგებოდა,ამიტომ არ გაჰკვირვებია,არც სასო წარკვეთია.ეჩვენებოდა,თითქოს აპათია ძვლებში გასჯდომოდა და ნელ-ნელა უწამლავდა სისხლს,მაგრამ მოუწევდა,დაემარცხებინა,საკუთარ თავში ეპოვა ამის ძალა,ცხოვრება გაეგრძელებინა.ბოლოს და ბოლოს,მადელაინ დე პუატიეს ამ ქვეყანაში რამე თუ ესწავლა,ახალი შესაძლებლობების ძებნა იყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent