შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კაკანათი (2)


30-03-2022, 05:15
ავტორი Qetatoo
ნანახია 1 222

საძინებლის კუთხეში, მთელ სიგრძეზე ამართული სარკე ირეკლავდა გამოსახულებას. ჩალისფერი თმა ეფინა მხრების სიმსუბუქეს და მოშიშვლებულ ლავიწებს ეთამაშებოდა გამოწვევის ცეცხლი.აპრეხილი წამწამებიდან იმზირებოდა წაბლისფერი თვალების სიკაშკაშე და სავსე წელის კონტურები იკვეთებოდა თეთრი კაბის მძიმე მატერიიდან.სამაგიეროს მიზღვის სურვილი ასეთი მძაფრი არასდროს ყოფილა. კაბა ხომ ღალატის ნაშიერი იყო, დადებული ფიცის გატეხვის ნაწილი და მამხილებელი მტკიცებულება.სახეში სილასავით გაწნილი წარუმატებლობის ყველაზე მწარე ლუკმა.წამწამები ვერ ფარავდნენ გუგებში შემოცოცებული სიბნელის ზიზღს.ფეხისგულები ჯერ კიდევ ელოდნენ შემოსვის სითბოს, მაგრამ ოთახის შუაგულში გაჭედილი ისე აკვირდებოდა თავს თითქოს პირველად დაინახა საკუთარი გამოსახულებაო.ტუჩის კუთხე ჩაიტეხა და თვალის უპეებთან მოწოლილი ბოღმა ჩაიყლაპა კისერში გაჩხერილ ბურთთან ერთად.კანის სითბოს ისე დასწვდა, როგორც ხორცის ნაჭერს, ელვა შესაკრავს დაეჯაჯგურნენ თითები და ბაგეებს წამოსცდათ მავედრებელი ჩურჩული, მთელი სხეული აეწვა და დაეთუთქა, თითქოს ჭინჭრებით სავსე მინდორში აღმოჩნდა და ვიღაცამ ხელი ჰკრა.მატერია დაეცა, მძიმე ნაჭერი ყველაზე მსუბუქი ბულმბულის გროვასავით გაიშალა და ზედ მიჰყვა ხერხემლის ტკივილი, სამად მოკეცილი რომ გრძნობდა ხელისგულების კვირისტავებთან ჩაფსკვნით.თავის ქალა გაღრღნა დარჩენილი სახლის ნანგრევების გადაწვის დაუოკებელმა ნდომამ და წამოფრენილმა გამოხსნა კარადის მასიური კარი.საკიდზე ჯერ კიდევ ხელუხლებლად იყო განსაკუთრებული შემთხვევისთვის ნაყიდი ატლასის შავი სმოკინგი. წარბშეკრულმა დახურა ბიუსჰალტერზე მორგებული ჟილეტის ფოლაქები და მშვილდის სიმსუბუქე მოედო კისრის კუთხეებს. პიჯაკშემოცმულმა ქალბატონმა მოირგო შავი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.ახლა კმაყოფილი იყო, ახლა შეეძლო წასვლა და კანში ჩაძრომა წურბელასავით, რომელსაც სხვისი ცხოვრება სწყურია.ბევრი არ უფიქრია, სანამ კიდევ ერთხელ შერჩებოდა სახლის მარწუხებს, მანამ გადმოსცდა ზღურბლს და ლიფტის მოლოდინში მიაწება თვალები ახლადგაცნობილი მეზობლის ლალისფერ კარს.
"ბრამასოლე" ხელოვნური ტბის გარშემო გაშენებული რესტორანი გახლდათ, სადაც კერძო წვეულებების შენობა და რესტორანი ერთმანეთის პირისპირ იყოფდნენ გარემოს მშვენიერებას. სადგომზე გაჩერებული მანქანიდან გადმოსულმა ანჯაფარიძემ თვალი შეავლო მრავალრიცხოვანი სტუმრების ხმაურს და თვალებით მოძებნა ინტერესის ობიექტი. როგორც ჩანს რევაზ ანჯაფარიძე აუზთან გამოსვლას ვერ ახერხებდა და უშუალოდ დარბაზში მყოფ მეგობრებთან იზიარებდა დღევანდელი იუბილის მხიარულებას. სესილის ბავშვობიდან ესმოდა როგორი მნიშვნელოვანია კავშირები იმ საქმეში, რომელიც მისიც უნდა გამხდარიყო. ასოცირებული პროფესორის წოდების მქონე მამას აჯობა შვილმა, როცა მიაღწია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობამდე, მაშასადამე დიდი ბებიის საპატივცემულოდ დარქმეულ სახელიანს უნდა დაეცვა კანონზომიერება და მამაზე ბევრად მეტისთვის მიეღწია.
ნაცნობ სახეებში მოზომილი ნაბიჯით გაიკვლია გზა, მსუბუქი ღიმილით მიესალმა თამბაქოს ბოლში გახვეულ ქელბაქიანს და მიხვდა რომ რევაზ ანჯაფარიძე ამჯერადაც მართალი იყო, ის რაც სასამართლო სხდომის დარბაზში მოხდა- იქვე დარჩა. თეთრი მარმარილოს იატაკზე ისმოდა ახალგაზრდა პროკურორის მძიმე სვლის მანიშნებელი ხმა და წრედ შეკრულ ჯგუფში ამოიცნო მშობლების სახეები.ღრმად ჩაისუნთქა, მათ გვერდზე ამაყად გამოჯგიმული, თმაშევერცხლილი,თუმცა მაინც ახალგაზრდულად ეშხიანი მამაკაცის დანახვისას.
-ჩვენი გოგოც მოსულა რეზო...-გეგა ტონორჯაძემ ამაყად შეათვალიერა ახალგაზრდა ქალის მშვენიერი ფიგურა...-საამაყო და მშვენიერი სესილი.
-მადლობა გეგა. კესო როგორ ხართ?...-ყურადღების გადატანა მამაკაცის გვერდით ასვეტილ, ბაც ნაცრისფერ კაბაში გამოწყობილი შუახნის ქალბატონისკენ სცადა...-რამდენი ხანია არ მინახავხართ.
-მე მოლოდინში ვარ სესილი...-ეშმაკურად აუფახურა მწვანე ცინციმი ქალმა და მომენტში გამოიჭირა აქამდე ნაგროვების ამოსათქმელად...-როდის მორჩებით ბუტიაობას და ჩვენ განერვიულებას.
-კარგი რა კესო, ხომ ხვდები რომ...-სესილიმ დააპირა თუ არა ხმის ამოღება, მაშინვე პირში ეცა დედამისის დიპლომატიურობა....-ბავშვებმა უბრალოდ იკინკლავეს და ახლა პრინციპულად ვერ დგამენ პირველ ნაბიჯს?!
-ამიტომაც ვამბობ ჩემო გეგა, ერთი ოჯახური ვახშამი გვჭირდება ამ ორი გაჯიუტებულის რქების მოსატეხად და...-დედის შეძახილით გაღიზიანებული შვილის ცქმუტვას რომ შეესწრო, ცეცხლზე ნავთი დაუსხა უფროსმა ანჯაფარიძემაც, ბოლომდე ჩასაწვავად...-იმ კვირის ბოლოს დავგეგმოთ აუცილებლად!
-მამაჩემი რომ ვერ ეგუებოდა ამ ამბავს ვიცოდი...-დღეს აღარ ჩაიგუბებდა პირში წყალს...-მაგრამ თქვენც თუ ამ ოთხი თვის მანძილზე მხოლოდ იმას ფიქრობთ,რომ ეს უბრალოდ კინკლაობა იყო, მაშინ...-დასრულება არ აცადეს და შუაში გაუწყდა აზრი.
-ჩემი საამაყო სიძეც მოვიდა...-რევაზ ანჯაფარიძეს მხოლოდ მაშინ ენთებოდა ასე თვალები და ეცვლებოდა ხმა, როცა თორნიკე ტორონჯაძე ექცეოდა თვალსაწიერში...-სახელმწიფო უშიშროების მცველი!...-გამოაცხადა თამამად და ნაბიჯით წინ წაიწია ხელისგულის შესაგებებლად.
-გილოცავ რეზო...-ის თავისი, ჩვეულად თავდაჭერილი ღიმილი მოერგო და უმაღლესი წოდების მთავარსარდალივით გაჯგიმულმა გაშალა ხელისგული სიმამრის მიმართულებით.
აქ იყო მთავარი მოღალატე, სიტყვის გამტეხი და მატყუარა.იმდენად ახლო და იმდენად შორი, რომ სესილი ანჯაფარიძე ვერ აანალიზებდა როგორ დაემსგავსა ბრამასოლეს განიერი დარბაზი ჰერმეტულად თავდახურულ პაწაწინა ყუთს.კისერში უჭერდა უსამართლობის შეგრძნება, როცა მამამისი ისე შესცქეროდა გვერდით ამომდგარ ახმახს, როგორც ახდენილ, სანუკვარ მიზანს. ამაყად, თავდაჯერებულად იღერებდა კისერს კუპრივით შავტუხა ახალგაზრდა კაცი და დედისგან მემკვიდრეობით ნარგები მწვანე ციმციმი დინჯად იწვევდა ომში, სმოკინგში გამოწყობილი ქალის აღელვებას.მისი, უხეში მატერიისგან შეკერილი, კოსტიუმი მხოლოდ სხეულს ფარავდა, თუმცა არა მოგონებების გაშიშვლებულ სიცხადეს. აქამდე თუ დიდი მონდომებით უმალავდა სესილი ანჯაფარიძე თავს, ამჯერად საკუთარმა მამამ გაყიდა და წინ დაუყენა კაცი, რომელსაც ოთხი თვის წინ თავქუდმოგლეჯით გამოექცა სასოწარკვეთილი.
-რეზო სუფრა უკვე მზადაა და სტუმრების უმრავლესობაც მოსულია...-გონზე მოიყვანა დედის ხმამ და გაკვირვებით მოაცილა გუგები იატაკს...-დავსხდეთ თორემ უხერხულია უკვე.
-ატლასის სმოკინგი იმის გამო ჩაიცვი, რომ კაბის სიგრძით ვინმეს შენს სიძლიერეში ეჭვი არ შეპარვოდა?...-მაგიდების წყობისკენ ნაბიჯ წადგმულს, ორი ოჯახისგან მოშორებით ჩამორჩენილს, უკანა მხრიდან, ყურთან ახლოს აუჩურჩულდა ნაცნობი ბარიტონი...-ვიმედოვნებდი, რომ მარტო ცხოვრება მაინც გაგზრდიდა !
-მეც, მაგრამ როგორც ჩანს ორივეს გაგვიცრუვდა იმედები!...-წამიერად მოუბრუნდა წარბშეკვრით და სცადა გასცლოდა.შინაგანმა ბუნტმა თავისი ქნა და კიდევ გაუგრძელა...-ნუ, თუ რათქმაუნდა შენ უკვე არ გაიჩინე ახალი მობინადრე.
-მე ჯერ კიდევ ვცდილობ ძველი მობინადრისგან დატოვებული არეულობა დავალაგო...-თორნიკე ტორონჯაძე დღეს ჩხუბის ხასიათზე იყო, ოღონდ როგორც ყოველთვის ზედმეტად მშვიდად გამოიყურებოდა გაჩაღებული ბრძოლის ველზე.
-მაშინ დიდხანს მოგიწევს შენს დიად თანამდებობასთან დამლაგებლობის შეთავსება...-დასცინა და მბწკენარე ტკივილმა დაუარა მკლავზე.ტორონჯაძე ხუმრობის ხასიათზე არ იყო და ანჯაფარიძე ამას წამებში მიხვდებოდა, თავისდაუნებურად.
მარმარილოს იატაკზე თავგანწირვით მოისმოდა კაკუნის ხმები და მაღალ ფიგურას უკან ძალისძალად მოჰყვებოდა ერთი თავით დაბალი, მკლავს ჩაფრენილ ხელისგულთან მოჯაჯგურე ქალი.სულ არ მიუქცევიათ ყურადღება წყვილ-წყვილი თვალისთვისთვის ისე გააბრძანეს რესტორნის ეზოში და ხელოვნურ ტბასთან გაშენებულ, მომცრო პარკისკენ წაათრიეს. ხალხისგან, ნაცნობი თვალებისგან შორს დაიგულა თუ არა თავი თორნიკემ, მაშინვე უშვა ხელი და გაგულისებით დააკვირდა როგორ იზელდა მტკივან ადგილს სესილი თითის ბალიშებით.უკმაყოფილოდ უცქერდა თავისი წაბლისფერი თვალებით და საყვედური ეტყობოდათ შეკრულ წარბებსაც.
-როდის მორჩები ბავშვივით მოქცევას და ზრდასრული ქალივით მიიღებ სწორ გადაწყვეტილებას?!...-მოზომილი ტონით წაუსისინა და დაჟინებით დააცქერდა.
-როცა თქვენ შეეგუებით ჩემს ოთხი თვის წინანდელ გადაწყვეტილებას...-წამოიყვირა უეცრად და უშიშრად გაუსწორა მზერა...-ზუსტად მაშინ!
-იმისთვის, რომ ადამიანი ფაქტს შეეგუოს მიზეზი უნდა იცოდეს სესილი!...-ძალამ აღმართი ვერ დახნა და მახვილგონიერებას მოუხმო მშვიდი ტონით ბიჭმა...-ოცდახუთი წლის ხარ, ჭკვიანი, ლოგიკურად მოაზროვნე ქალი.უნდა ხვდებოდე, რომ ჩემოდნის ჩალაგებით და სხვაგან გადასვლით ვერ დაასრულებ ქორწინებას, მითუმეტეს ყოველგვარი ახსნის გარეშე,
-შენ თვითონ არ იცი თორნიკე?! მე და შენ კვირაში ერთხელ ვხედავდით ერთმანეთს, მაშინაც ვახერხებდით ჩხუბს და აყალმაყალს. რა აზრი ჰქონდა ერთად ცხოვრებას?...-სულ არ აინტერესებდა რომ ისე უცქერდა, თითქოს სულში ჩაძრომას უპირებსო.
-შენ ჩხუბობდი სესილი, მე მაგის დროც არ მქონდა...-ხელები გადაიჭდო და დარწმუნებით ამოიჩურჩულა...-რამ ვერ დაგაკმაყოფილა? ქმარმა, რომელიც იმავე პროფესიაში იყო და გართულება არ ჰქონდა შუაღამის სამ საათზე ციხიდან რომ გირეკავდნენ და გარბოდი.... თუ...-თითქოს თითებზე ითვლის თანაცხოვრების იმ დეტალებს ასე ძლიერ რომ უნდა დანანანებოდა სახლიდან გაქცეულს,.
-ქმარი, რომელსაც მხოლოდ ოფიციალური შეხვედრების დაგეგმვისას ვახსენდებოდი...-ღვარძლიანად მიახალა ხელებგადაჭდობილს და აუკვესა წაბლა ციმციმი...-შენ თავიდანვე მხოლოდ ამისთვის გჭირდებოდი, იმიჯის კიდევ ერთი დეტალი ვიყავი და მეტი არაფერი!
-ძალიან სასიამოვნო დეტალი...-ხმა დაიდაბლა კაცმა, მისკენ ნაბიჯით მიწეულმა და მანძილ შემცირებულმა დაუხარა თავი რომ მის სახემდეც მიეღწია ყოფილი მეუღლის შეცბუნებას.
-ხოდა ნუ გიკვირს თორნიკე, რომ შენს სასიამოვნო დეტალად არსებობაზე მეტი მინდოდა ვყოფილიყავი!...-ხმა კანკალებდა, ხელები თრთოდნენ და ახლა საკუთარი მწარე საიდუმლოც გასცა.
-მშვენივრად იცოდი, რომ უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დავქორწინდებოდით და არასდროს დაგვიმალავს ერთმანეთისთვის, რომ პროფესიული მიზნები იყო მთავარი...-ტორონჯაძე იმავე აზრზე იყო, რომელზეც ოთხი წლის წინ, პირველად რომ მოარგო ქალბატონს მემკვიდრეობით გადმოცემული ბეჭდის სიმსხო...-მე და შენ პეპლებზე და გაზაფხულის ყოჩივარდებზე არც არასდროს გვიფიქრია!
-მართალი ხარ...-დანებდა მის ბრაზს.ამ კაცის გვერდით ხომ ისედაც ყოველთვის იგუბებდა წყალს პირში, თითქოს სათქმელიც აღარ ჰქონდა,ისე ოსტატურად უხშობდნენ ხმას...-შევიდეთ, თორემ უხერხულია.
-შეიძლება მე ვცდებოდი...-ნაბიჯგადაუდგმელისგან მოესმა მოჩვენებითი დანანება...-მაგრამ შენ ნამდვილად აღარ ხარ ის გოგო, რომლის მთავარი მიზანი სტრასბურგის კოლეგიაში მოხვედრა იყო...-თავს ვერ დაიმცირებდა მიწას სახით დანარცხებული ქალბატონი.ცხვირი აიპრიხა და ყელმოღერებული ამპარტავნობით გაიკვალა გზა.
მრგვალი, თეთრი მაქმანებით გაწყობილი სუფრების გარშემო ჯგუფ-ჯგუფად ისხდნენ იუბილის აღსაღნიშნად მოსული ადამიანები.ვის არ ნახავდით აქ, პენსიაზე გასულ თუ მოქმედ მოსამართლეებს,პროკურორებს, თანაშემწეებს, ერთი-ორ განსაკუთრებით მნიშვნელოვან გამომძიებელს და რაც მთავარია, ასოცირებულ პროფესორებს.ანასტასია ანჯაფარიძე ისევე იყო გარშემორტყმული ამ ადამიანებით, როგორც უნივერსიტეტის პირველ დღეს, როცა მისი გვარი ისმოდა აუდიტორიაში და ნებისმიერმა ლექტორმა იცოდა ვისი შვილი იყო ეს ახლადწამოჩიტული გოგონა. უხერხულობას გრძნობდა თორნიკე გვერდით რომ მოუთავსდა, ისე აკვირდებოდნენ თითქოს დიადი საიდუმლო ყოფილიყოს დაშორების ამბავი და მშობლებიც ამ თამაშში მონაწილეობდნენ. ტორონჯაძეს სიძეთი მიმართავდნენ, უცხოობას და უხერულობას არ იმჩნევდნენ.სწორედ ისე, როგორც წამოსვლის დღეს, თამამად რომ გამოაცხადა განშორება და ყურადღებაც კი არ მიაქციეს.
-სესილი მინდა შენ და თორნიკე მოხვიდეთ ჩემი წიგნის პრეზენტაციაზე, მომავალ კვირას...-შავლეგ ჩაჩიბაია ალაპარაკდა და ღიმილით დააკვირდა ახალგაზრდა ცოლ-ქმარს.
-შავლეგ ახლა გამახსენდა, ახალი სახელმძღვანელო დაბეჭდეთ ხომ?...-თავის ქალაში მოქექა სიტყვები და მწარედ გადახედა ტორონჯაძეს, რომელმაც მშვიდი ტონით გამოიყვანა უხერხული სიტუაციიდან.
-ვერ მოვახერხე მისთვის თქმა შავლეგ...-ეშმაკურად გადმოხედა და თვალით ანიშნა ამყევიო...-სამი დღის წინ შემხვდა და მითხრა რომ მაღალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა რესოციალიზაციის თემაზე მუშაობდა და ნაშრომის წერა დაასრულა.
-საკმაოდ საინტერესო გამოვიდა...-თითქოს ნიადაგს სინჯავსო კაცი...-შენს რამდენიმე ბრალდებულთანაც მქონდა გასაუბრება.ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ამ ადამიანებს ერთი საერთო აქვთ, ზუსტად...
-მოდი გამოვიცნობ...-გამოწვევა მიღებული იყო იმ ხალხისგან, რომლებმაც კანონის წინაშე პასუხი აგეს...-ყველა თვლის რომ უდანაშაულოა.
-ისევე, როგორც ნებისმიერი დამნაშავე, რომელიც გამოიჭირეს და გისოსებს მიღმა გამოკეტეს...-უხერხული სიჩუმის გაფანტვა სცადა ტორონჯაძემ, რომელიც თავისი მეუღლის უკმეხ ტონს მოჰყვა და სახეზე ფერი უცვალა თმაშეჭაღარავებულ კაცს.
-მწერლობას მივყავი ხელი და წლების მანძილზე დაგროვებული გამოცდილება დღითიდღე მიმტკიცებს რწმენას, როგორი განსხვავებულები ხართ ერთი უნივერსიტეტის და იმავე ლექტორების მიერ გამოზრდილი იურისტები...-ტორონჯაძეს უცქერდა ჩაჩიბაია, რადგან თორნიკეს ირგვლივ ბრუნავდა დედამიწა და ამჯერადაც ის იყო ცენტრი...-თქვენ გასწავლეს კანონები,ერთნაირად მიგაჩვიეს ანალიზს,მეტოქეობას და ცივ გონებას, მაგრამ მაინც...
-ადვოკატები თვლიან, რომ კლიენტი უსამართლოდ უზით ციხეში...-უცნაურად, თუმცა საინტერესოდ წამოწყებულმა მონოლოგმა დარბაზის მთავარ მაგიდასთან მოუყარა თავი რამდენიმე ახლო სტუმარს და ეს სიტყვებიც ერთ-ერთ მათგანს, სესილის სახეს თვალებმიწებებულ ქელბაქიანს ეკუთვნოდა.
-და დამარცხებული პროკურორები თვლიან, რომ უფლებადამცველმა კიდევ ერთი დამნაშავე დატოვა გისოსებს მიღმა...-ნოე სახელაშვილმა მოუხმო მსუბუქ ტონს და სტუდენტობის მეგობრის გვერდით ისევ ერთგულად მდგარმა გაუცვალა წელგამოყვანილი ჭიქის სიმსუბუქის ჭახუნი, მასსავით თმაშევერცხლილს.
-ეს მართალია? ყველა დამარცხებული პროკურორი ასე ფიქრობს სესილი?...-უცნაურად შემოუბრუნდა ქელბაქიანი და ამჯერად სულაც აღარ ჰქონდა ის სასიამოვნო გამომეტყველება, რომელმაც აგრძნობინა ყველაფერი სასამართლო სხდომის დარბაზში დავტოვეთო.
-არ ვიცი ბატონო ბესო...-წარბები ასწია შავფერნაცვალმა წაბლისფერთვალამ...-მე ხომ არასდროს წამიგია პროცესი...-მოჩვენებითმა გაკვირვებამ გადაჰკრა, სახეზე ჭინკებმოცეკვავე, ცეცხლთან მოთამაშეს.
-მოსამართლეებსაც გვისმინეთ,ჩვენც იურისპუდენციის შვილები ვართ სისხლით და ხორცით, კოლეგებო...-სიტუაციის სიმძაფრესაც ჩასწვდა უფროსი ანჯაფარიძე და შვილსაც მიუხვდა ქელბაქიანის მიმართ ნასროლი ნიშნისმოგებით ეგოს დაკმაყოფილების ზენიტს.
მარცხენა კუთხეში მდგარი მაგიდიდან მოისმა ომახიანი შეძახილი და სესილიმ ყურადღება გადაიტანა წელგამოყვანილ შუშის ჭიქაში კვასკვასა სითხის მათრობელა ეფექტზე.თითებში შეათამაშა სითხის სიბლანტე და ელოდა თორნიკეს კიდევ ერთ დარიგებას მცირე თავაზიანობაზე, რომ ბოლო წვეთი ყოფილიყო, ამ ჭიქის ჩასაცლელად მიზეზის გამოძებნაში.ის იყო ტორონჯაძემ მართლაც მოატრიალა თავი შეგონების საჩურჩულებლად, რომ ხელჩანთაში აწკრიალდა ტელეფონი და მალევე ცვატა იობიძის ხმა მოისმა ყურმილს მიღმა.
-სესილი, ქეთევან წამებულის ოცდარვა ნომერში გელოდებით,სავარაუდოდ ას მეთხუტმეტე მუხლი გვაქვს...-სულმოუთქმელად მიაყარა ბიჭმა და წამში გაუთიშა.
ანჯაფარიძეს ახლა მოუწევდა მამის იუბილიდან გაქცევა აეხსნა ათობით სტუმრისთვის, მაგრამ იცოდა თავშეყრილ იურისტებს დამშეული მტაცებლებივით აუთამაშდებოდათ ცნობისმოყვარეობა, როგორც კი სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე წარმოთქვამდა სიტყვას.რევაზმა თვალი ჰკიდა შვილის სახეცვლილებას და უთქმელად მიუხვდა ზარის შინაარსით გამოწვეულ წასვლის აუცილებლობას.მსუბუქად დაუქნია თუ არა მამამ თავი მზერის დაჯახებისთანავე, ფეხზე წამოიმართა, უსიტყვოდ ააკაკუნა ქუსლები მარმარილოს იატაკზე და სასწრაფოდ გაეცალა დარბაზს.
საჭესთან მოთავსებული მადლობას უხდიდა საკუთარ თავს, რომ წვეთიც კი არ იგემა კვასკვასა სითხის მაცდუნებელი არომატისა.გვიან ღამის მადლმა ააცილა საცობებს და ქეთევან წამებულის გამზირზე აღმოჩენილი გაფაციცებით აკვირდებოდა კენტ ნომრებს.საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების წითელ-ლურჯი ნათებები მალევე წაეტანა მის გაფაციცებას და სადარბაზოს კართან ასვეტილი ცვატა იობიძე შემოეგება ატლასის სმოკინგში გამოწყობილ მომხიბვლელ, ჩალისფერ თმიანს.
-საცოლე მყავს სესილი, თორემ შემოგევლოს ჩემი თავი...-ერთიანად აათვალიერა ახლადშემოსწრებული პროკურორი უფროსმა ინპექტორ-გამომძიებელმა და მხიარულად მიანიშნა დაბნეულს,თავის ეპატაჟურ სამოსზე.
-უკაცრავად?...-წამიერად ინსტიქტს მიყოლილმა ისე დაიხედა სამოსზე, თითქოს მისი არ ყოფილიყოს.
-არ თქვა ახლა, პროზექტურისთვის გამოვეწყვეო...-ღიმილით შეიცხადა ირაკლი გაგუამ.
-ოხ, ირაკლი... მამაჩემის იუბილეზე ვიყავი, რომ დამირეკეთ...-ხელი აიქნია ხუმრობას ჩამწვდარმა და მთელი ყურადღება ცვატას წარბშეკრული გამომეტყველებისკენ მიმართა...-აბა, რა გვაქვს?
-ზარი 09:03 წუთზე შემოვიდა 112-ის სამსახურში, ახალგაზრდა მამაკაცი სახელად კახა ფაჩულია აცხადებდა რომ მეუღლე უგონო მდგომარეობაში დახვდა მეგობრისგან დაბრუნებულს.სასწრაფო დახმარების ჯგუფი ადგილზე რომ მოვიდა ახალგაზრდა ქალი უკვე გარდაცვლილი იყო...-მშრალად ყვებოდა იობიძე, თუმცა სახეზევე შეატყობდით, რომ ბინაში შესულ ანჯაფარიძეს რაღაც უჩვეულო უნდა დახვედროდა.
-თქვენ?!...-წამიერად მოსწყვიტა მზერა ფურცლების გროვას.
-ჩვენ საპატრულოს მორიგე ეკიპაჟმა დაგვირეკა და 09:27 წუთზე უკვე ადგილზე ვიყავით...-სადარბაზოს კიბეების ავლისას უყვებოდა ახალგაზრდა ინსპექტორ-გამომძიებელი საქმის დეტალებს და თან წინ მიუძღოდა სანახევროდ ფურცლებში ჩამძვრალ სესილის...-გამოვიძახეთ კრიმინალისტები და ახლა ნიმუშებს იღებენ.მეზობლების გამოკითხვაც დავიწყეთ, ვნახოთ რა იქნება...
ეჭვმა შეჭმუხნილი შუბლის ნაკეცებში დაიდო გაუგებრობის ნიშნად ბუდე,ანჯაფარიძის ქალბატონმა ნაბიჯი წადგა ფართოდ შეღებული ხის კარის მიღმა გამოჩენილი ჰოლის სივიწროვეში.სახეში ეცა სუნის სიმძიმე,ერთმანეთში არეულიყო თამბაქოს და შმორის სუნი,თითქოს თვეებია დარაბები არავის გაუღიაო, სუფთა ჰაერს ითხოვდა მისი ფილტვები, მაგრამ მზერამ დათრგუნა სხეულის ყველა სხვა მოთხოვნილება.წამიერად წაავლო თვალი ძველებურ ხის კარადას,რომლის საკიდებიც იწვევდა მომსვლელთა ქურთუკებს სანდო თავშესაფრის სტატუსით.გადახუნებულ,ალაგ-ალაგ აქერცლილ შპალერს გასცდა სესილის უცნაურად აგუგუნებული გულის ფეთქვა და წამიერად შეწყდა მაგიდასთან ჩამომდჯარი კაცის გაფითრებული სახის დანახვისას, აპრიალებული სახის ნაკვთებით,აკანკალებული თითების ნერვიული თამაშით,თვალების ცეცებით და არეული ხმის ტემბრით მიხვდებოდით რომ გარდაცვლილის ატირებული მეუღლის დაკითხვა მაინდამაინც სახარბიელოდ ვერ მიმდინარეობდა. სამზარეულოს გვერდავლილმა ისე შეაბიჯა ხმაურით სავსე საძინებელში თითქოს ნაღმიან ბილიკს გადიოდესო.აშლილ საწოლს თავწამომდგარი ოფიცერი დიდის ამბით უკირკიტებდა ხელში მოქცეულ ფურცლების დასტას და ყურადღებაც კი არ მიუქცევია პროკურორის ფიგურისთვის.სამაგიეროდ სააბაზანოდან ჩქარი ნაბიჯით მომავალმა ახალგაზრდა მამაკაცმა არ ითაკილა ხმის სიმძლავრე და დემონსტრაციულად გამოაცხადა.
-წინასწარი შეფასებით,დაახლოებით სამი საათის გარდაცვლილია...-სესილიმ სანახევროდ შეღებული კარისკენ გაიხედა და ყურთასმენა დაძაბა,იობიძის დასმულ კითხვაზე პასუხის მოსასმენად...-წინასწარი დასკვნებისგან თავს ვიკავებთ,ჯობია გაკვეთის შედეგებს დაველოდოთ.
-კარგია,რომ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყეთ გამოძიება.სწორი ნაბიჯია ცვატა...-მშვენივრად ჩასწვდა იობიძის ფრთხილი ნაბიჯების მიზნებს და გულწრფელად მოიწონა მსგავსი წინდახედულობა.
ცვატამ გაიღიმა და კუს ნაბიჯებით მიჰყვა სააბაზანოსკენ მიმავალ ახალგაზრდა პროკურორს უკან.ანჯაფარიძეს არ გაუბუქებია, პრაქტიკაში ყოველთვის მარტივია შედარებით "მსუბუქი" მუხლით დაიწყო გამოძიება და თუკი შესაბამის მტკიცებულებებს მოიპოვებ, ახალ დეტალებს გამოკვეთ მაშინვე დაამძიმებ, სახეში გააწნი მართლმსაჯულებას ახლადგამოჩეკილ ბრალდებულს, თავისი ქმედებების შედეგს.კრიმინალისტები ჯერ-ჯერობიტ მსხვერპლს უტრიალებდნენ, კვანძური გადაღებები ახალი დასრულებული ჰქონდათ და გადასვენებას ელოდნენ, სააბაზანოდან ნიმუშების ასაღებად. სესილიმ წინ წადგა მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის სამკუთხა წვერი,თუმცა ნაბიჯი ადგილზევე მიეყინა და ჩვეული,გაყინული იერი შეეცვალა.თითქოს სისხლმა მოძრაობა შეწყვიტა, ძარღვებში მოძრავი ეს მზის სინათლის სისწრაფის ცხელი ტრაგედია გაშრა და პროურორს,მის წინ აღმოჩენილი მსხვერპლის ფერი დაედო სახეზე.ერთიანად მოშიშვლებული ქალის ხელები უღონოდ ეწყო და წამიერად გაიელვა ფიქრმა საიდანღაც ძალიან მეცნობაო.ცვატა ამოუდგა ერთგულად, გაშეშებულს გვერდიდან დააკვირდა და ჩუმად გაახმოვანა შეშფოთება, თუმცა ანჯაფარიძემ ადამიანის სახე დაიბრუნა და ჯიქურ გაუსწორა მზერა გამომძიებელს.
-ეს თვითმკვლელობა არ არის ცვატა!...-გაკვირვებულის წარბის აწევას მზერა აარიდა და მრავალმნიშვნელოვნად დააკვირდა აბაზანის სიღრმეში მწოლიარეს...-შეხედე! ის შიშველია.
-მიმახვედრე?!...-არეული თვალები მოატარა ცვატამ გარშემო და კიდევ მეტად აფანტული დააკვირდა ქალის უცნაურად დამარწმუნებელ გამომეტყველებას.თითქოს სესილისთვის სრული ნათელი მოეფინა საქმეს და ისეთი მარტივი იყო ამ დასკვნის გაკეთება, როგორც ჩაიში ერთი კოვზი შაქრის დამატება.
-ქალებს ბავშვობიდანვე გვასწავლიან რომ სიშიშვლე სირცხვილია, კანი უნდა დავმალოთ, შევიფუთოთ! თუნდაც უკითხავად შემოგვივარდნენ ოთახში, თუნდაც ვიცოდეთ რომ ჩვენი ბრალი არაა, მაინც ზურგზე გვაწევს სირცხვილის გრძნობა.ამიტომ მთელი ცხოვრება ქვეცნობიერად დაგვყვება შიში ვინმემ შიშველი არ დაგვინახოს.ვკეტავთ კარებებს, ცალი ხელი კი მაინც სახელურებისკენ გაგვირბის საკეტის სანდოობაში დასარწმუნებლად...-იცოდა ქალმა რომ ცვატა ვერ მიუხვდებოდა, ის კაცი იყო, თანაც კეთილშობილი კაცი და მსგავს სიმახინჯეს ვერ ჩასწვდებოდა მისი გონება...-სტატისტიკურად დამტკიცებული, ფსიქოლოგებისა და კრიმინოლოგების მიერ გამოკვლეული ფაქტია რომ ქალები თვითმკვლელობის წინ არ შიშვლდებიან.ასეთი მძიმე გადაწყვეტილების წინაც კი ეშინიათ,რომ მათ სიშიშვლეს გარდაცვალების შემდგომაც დაინახავენ.
-სესო კარგად ხარ?...-დამალა ანჯაფარიძემ თავის ქალაში გაჭედილი ტყვიის სიმძიმე, თუმცა მონოტონური თხრობა და გაყინული გამომეტყველება გაყიდა თითების თავხედურმა კანკალმა...-წამო, ცოტახნით სუფთა ჰაერზე გავიდეთ.
სხვა სიტუციაში ალბათ გამოწვდილ ხელს მოიშორებდა და წარბაწევით მიახვედრებდა სენტიმეტენტები შენთვის შეინახეო,მაგრამ ამჯერად დაჰყვა იობიძის თბილ ხელისგულს და მორჩილად უკან მიყოლილმა, ჰოლში გასვლისას მხოლოდ ერთხელ მოიხედა სამზარეულოსკენ. ასეთ საქმეებში ეზიზღებოდა სიტყვა დაზარალებული და დაზარალებულის უფლებამონაცვლე.აკანკალებული კაცი არ იყო დაზარალებულის უფლებამონაცვლე, ის გულმოკლული ქმარი იყო, რომელმაც თავისი გაყინული ცოლის სხეული იპოვა, როცა მეგობრისგან შეზარხოშებულმა მხიარულად შეაღო სააბაზანოს კარი.კიბეები ჩაიარეს და ირაკლი გაგუას მიუახლოვდნენ.სიგრილე სახეზე მიელამუნა და ბინის შმორის სუნისგან სუნთქვა გაძნელებულს აღუდგა სისხლის მოძრაობა.
-ბიჭები მეზობლებთან გასასაუბრებლად დავგზავნე, თუ ვინმე რამე საინტერესო იტყვის ხვალიდან დაკითხვებზე დავიბარებთ...-საქმიანი ტონით განუმარტა ახლადშემოსწრებულებს გაგუამ და ხელისგულები გაუხახუნა ერთმანეთს...-ძვლებით ვგრძნობ, მოგვიწევს სხვა მუხლზე გადაკვალიფიცირება.
-ირაკლი რამდენჯერ გითხარი ძვლები ასაკის გამო გაწუხებსთქო და შენ მაინც საქმეში აკვეხებ...-ანჯაფარიძის უჩვეილო სიჩუმით შეწუხებულმა იობიძემ საუბრის წახალისება გადაწყვიტა...-აცივდა და სახსრებში გამტვრევს.
-ჩემ ასაკზე ხუმრობა, ჩემსავით დაძველდა...-ჭკუა გაუცვალა და თავადაც გაწელა ღიმილის კუთხე კაცმა.მზერა სესილიზე გადაიტანა და მოვლენებს მოწყვეტილი ვერ მიხვდა რომ ქალის სახე მის ხუმრობას კი არ აპროტესტებდა, ფიქრებში ჩაძირული საერთოდ არ ისმენდა ორს შორის გამართულ დიალოგს.ამიტომაც იყო რომ ეს გამომეტყველება მისკენ მომართულად აღიქვა და დასერიოზულებულმა განმარტა...-სესილი პროზექტურის ხალხი უკვე გზაშია, მალე იქნებიან აქ.მეუღლზე რას მირჩევ, რა ვქნა?
-ვაცადოთ ირაკლი, ახლა მისი გამოკითხვა ისედაც უშედეგოა...-გაიხსენა სამზარეულოს კედლებში გამომწყვდეული კაცი და ეჭვმა წაკბინა ნერვის დაბოლოება...-ალბათ პროზექტურაში გაყოლას მოინდომებს და მიუშვით.რაღაც მხრივ შესაძლოა გამოგვადგეს კიდეც, დააკვირდით.
-ხვალ დავიბარებ,დღეს მაგისგან იმაზე მეტს მაინც ვეღარ მოვისმენთ,რაც უკვე გვითხრა...-დაეთანხმა და გამომცდელად დააკვირდა...-იუბილეზე რა ხდებოდა? ღვინოს ხომ არ წაუთამამდი?
-ალკოტესტი მოიტანე! თუ გგონია რომ საჭესთან ნასვამი დავჯდებოდი, აქვე გაგიფანტავ ეჭვებს...-აფეთქდა, გასკდა და უსამართლოდ დაეცა ნამსხვრევები ირაკლი გაგუას კეთილ ზრახვებს თავს.გაღიზიანებული ქალის შეყვირებამ კაცი დააფრთხო და ცვატასთან გაცვლილმა მზერამ აიძულა სასწრაფოდ გასცლოდა საბრძოლველად მომზადებული ქალის შემართებას.ბოლთის მცემელს და უცნაურად აჟიტირებულს იობიძეღა შერჩა თვალსაწიერზე.
-თორნიკეც იყო იუბილეზე?...-ნიადაგი მოსინჯა კაცმა და გაგუასგან განსხვავებით მშვენივრად იცოდა რომ ანჯაფარიძის ქალბატონი მას რომ არ წაეჭიმებოდა.
-თავხედია! ვერც კი ვიჯერებ რომ წლების მანძილზე ვიცნობდი და მაინც დავთანხმდი ცოლად გაყოლაზე.ვერ ვიჯერებ რომ მის გვერდით ამდენი ხანი ვცხოვრობდი...-ცვატას არ ელაპარაკებოდა, საკუთარ თავს უჯავრდებოდა და რომ შესძლებოდა კარგადაც უთავაზებდა სახეში, თავის ადრინდელ ვერსიას...-ისე იქცეოდნენ,თითქოს საძინებლის ფარდების ფერზე ვერ შევთანხმდით და გაჯიუტებული,თხუთმეტი წლის გოგოსავით გავიქეცი რომ ჩემი გამეტანა.
-ნუ მომატყუებ!...-ხელებგადაჯვარედინებული, დინჯად რომ ადევნებდა ერთ ადგილზე აცქმუტუნებული ქალის ღვარძლიან მონოლოგს, ამჯერად სარკასტულად უწევდა წარბებს. ანჯაფარიძე ამ სიტყვებმა გამოაფხიზლა და მისკენ მოიხედა...-აქ რომ მოხვედი ასეთი გაღიზიანებული არ იყავი, დაზარალებული დაინახე და ერთიანად შეგეცვალა სახე.მითხარი რა ხდება?
-დაზარალებული არაა!...-მშვიდად,თუმცა მტკიცედ გაახმოვანა რამდენიმე წუთის წინ ჰოლში მიმავალს როგორ გაუკრთა ეს აზრი თავის ქალაში...-დაინახე მისი ქმარი?
-სესილი, გინდა თორნიკესთან შერიგება?...-მეტი საქმე არ ჰქონდა, ათი წუთით მოვალეობისგან განთავისუფლებულს ტყუილებისთვის ესმინა, თანაც ვისგან?...-სამყაროს დასასრული არ იქნება, თუ გაანალიზებ რომ დაბრუნება გინდა.შეცდომასაც კი ვერ დაარქმევ, ჩათვალე რომ საჭირო იყო ეს პერიოდი შენთვის, მისგან შორს ყოფნის ზეგავლენის დასაკვირვებლად და მისახვედრად რომ ქორწინება სწორი გადაწყვეტილება იყო.ამიტომ...
-გაჩუმდი...-წაიჩურჩულა და სასოწარკვეთილმა თხოვნამ გაიჟღერა ამ ერთ სიტყვაში.იობიძე მის ისედაც არეულ თავის ქალას უმატებდა აბურდულ ძაფებს და სადაც იყო გაიხლიჩებოდა.
-კარგი გავჩუმდები, მანამდე კი გეტყვი რომ პროზექტურის ხალხი მოვიდა...-გვერდი იცვალა კაცმა და სესილიმ თვალები მოუჭუტა მოახლოებული ავტომობილის კაშკაშა ფარებს,სახეში რომ სცემდა დამაბრმავებლად.
იქნებ სწორედ ამ კაშკაშის ბრალი იყო,რომ ვერ შეამჩნია როგორ მოჰყვა უკვე დალანდულ ავტომობილს უცხო მანქანა და ზუსტად მის უკან გაჩერდა.ანჯაფარიძე ახლადშემოსწრებულებს ათვალიერებდა,როცა თვალსაწიერში მოექცა ყველასგან გამორჩეული ახალგაზრდა მამაკაცი და ორი ათეული წუთის წინ ნაგრძნობმა კიდევ ერთხელ წაბწკინა მარცხენა მხარეს.თითქოს სხეული ტვინის მუშაობას აღარ დაგიდევდათ და სანამ გონება გაანალიზებდა, მანამ დააყარა ეკლებმა კანის კუთხე-კუნჭულებში.მაღალი ფიგურა, მისი შეჭმუხნული შუბლი და კუპრივით შავი თმა ეცნობოდა, ისევე როგორც სააბაზანოში აღმოჩენილი მსხვერპლი,თუმცა მაინც ვერ გაიხსენა საიდან.მანამ ადევნა თვალი,სანამ სადარბაზოში არ მიიმალა და შუბლზე დაწინწკლულმა ცივმა ოფლმა არ მოიყვანა გონს.ცვატა იობიძე მხოლოდ ახლაღა მოუბრუნდა და ანჯაფარიძემ დალოცა ლამპიონების მბჟუტავი შუქი,რომლის მადლითაც არ შეუმჩნევია გამომძიებელს, ქალის სახეზე ფერის თამაში.
-აქ ისეთი აღარაფერი იქნება სესილი, მეზობლებს გამოკითხვაზე დაიბარებენ, კრიმინალისტები ნიმუშებს ლაბორატორიაში წაიღებენ, ქმარი ალბათ პროზექტურაში წავა...-იცოდა რაზეც მიუთითებდა ასეთი ვრცელი განმარტება...-წადი სახლში, დაისვენე. ხვალ ისედაც უამრავი ოქმი დაგხვდება მაგიდაზე.
-შენ აქ რჩები?...-პროკურატურაში ჯერ კიდევ სტაჟიორის პოზიციას იკავებდა,როცა გაანალიზა რომ პასუხისმგებლობის ნდობა სხვისთვის,დაუშვებელი შეცდომა იყო.მანამ,სანამ ცვატა იობიძეს არ შეხვდა და დარწმუნდა რომ არსებობდა ერთადერთი ადამიანი ვისი სიტყვის ნდობაც შეიძლებოდა.
-აქ ირაკლის დავტოვებ. მე პროზექტურაში მომიწევს წასვლა,ნუკრი მოვაბრუნე სახლის გზიდან და ულტიმატუმი წამომიყენა შენც მობრძანდიო...-საეჭვო საქმეებთან მიმართებით, განსაკუთრებული ნდობით მოსარგებლე ნუკრი გოგელიას დამატებით სამუშაო დროზე დათანხმება როდი იყო მარტივი საქმე...-მომიწევს მანამ ვიყო იქ, სანამ პირველადი ინფორმაცია არ გვექნება.ვეცდები დილამდე რაღაც მაინც შევკრა,რომ საორიენტაციოდ გქონდეს.
-ხვალ დილით პროცესი მაქვს,თორემ არ წავიდოდი...-თავს არ იმართლებდა,უბრალოდ ნერვები ეშლებოდა რომ სხვა გზა არ ჰქონდა...-შენი იმედი მაქვს.თუ რამე მოხდება დამირეკე, თუნდაც შუაღამე იყოს...-ღიმილის კუთხე ჩაუტეხა კაცმა და ხელისგულით მიეთათუნა მხარზე, სანახევროდ წასასვლელად გამზადებულმა.რამდენიმე ნაბიჯით ჩამოშორებულს გააყოლა მზერა და თავადაც გასაცლელად მომზადებული,უეცრად შემობრუნდა...-ცვატა!...-მაშინვე მოიხედა იობიძემ და წარბი აუწია იმის ნიშნად გისმენო...-გარეგანი დათვალიერებით რაიმე მნიშვნელოვანი დაზიანება არ აღენიშნება, როგორ ფიქრობ ჩაეძინა და დაიხრჩო?
-სახლში წადი სესილი!...-მშვენივრად აანალიზებდა იობიძე,რომ მორჩილად მის მითითებას მიყოლილი ზურგშექცეული ქალი ამაღამ არ და ვერ დაიძინებდა.სწორედ ეს მიაჩნდა სესილი ანჯაფარიძის მთავარ პრობლემად.ადამიანები,რომლებიც ზედმეტად ბევრს იღებენ საკუთარ თავზე ბოლოს ცუდად ამთავრებენო,ამბობდა სულ.
ავტომობილში მოთავსებულმა ძრავა ჩართო და სანამ ოქტომბრის საღამოს სუსხისგან გათოშილ თითის წვერებს ათბობდა კონდიციონერიდან მომავალი თბილი ჰაერი,მანამ გუგები ფართოვდებოდა ერთ წერტილს მიშტერებით.ახლა რომ გეკითხათ რატომ ვერ ახერხებ კონცენტრირებასო, პასუხს ნამდვილად ვერ გაგცემდათ.მხოლოდ ის იცოდა,რომ ეცნო.ირაკლი გაგუას თქმის არ იყოს, უცნაურად ტეხდა ძვლებში და სხეული თითქოს ცდილობდა ამით მიეხვედრებინა,რომ მალე მოუყრიდა ტვინი ინფორმაციას თავს ამ გაურკვევლობისგან მის დასახსნელად. სანამ მანქანას დაძრავდა,მანამ უცნაურად გაუელვა თეორიამ -"ადამიანის ტვინი ცდილობს დაივიწყოს მისთვის ველაზე ტრამვირებადი ფაქტები და ამიტომ ხშირად ადამიანებს გულწრფელად აღარ ახსოვთ თავიანთი ცხოვრებიდან კონკრეტული მომენტებიო..."

ინერციით სახლის გზას მიყოლილი რწმუნდებოდა,რომ აუშლელ საწოლსაც კი დიდი სიამოვნებით მიანდობდა თავს, ისე უფეთქავდა ატკიებული თავის ქალა.მაგრამ იმას ვერასდროს წარმოიდგენდა,რომ საწოლზე თავისი ატლასის სმოკინგით გაშხლართული ეცდებოდა გახსენებას და მხოლოდ კახა ფაჩულია ამოუხტებოდა გონებაში.
თქვენ სწორად გაიგეთ!
სესილი ანჯაფარიძეს გამოეპარა ქალის სახელის და გვარის წაკითხვა,მოკითხვა,უბრალო დაინტერესებაც კი.


პ.ს გავაგრძელოთ.



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

თვალებს არ დავუჯერე რომ წავიკითხე მეორე თავიო! გავაგრძელოთ და რაც შეიძლება მალე და ხშირხშირად ❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი ნეს

გავაგრძელოთო, რა მაგარიააა <3

 


№3 სტუმარი ნეს

მე: ჭიქები ერთმანეთს მიუჭახუნეს
ქეთო: სტუდენტობის მეგობრის გვერდით ისევ ერთგულად მდგარმა გაუცვალა წელგამოყვანილი ჭიქის სიმსუბუქის ჭახუნი.....

ასეთი წვრილმანი დეტალების გამო მიყვარს შენი კითხვა ჩემო ქეთო <3

 


№4  offline წევრი Marikagogolqdze

იმხელა შუალედი იყო წინა თავი გადავიკითხე ლიდევ ერთხელ რომ გამეხსენებინა. ნუღა გააკეთებთ ამხელა შუალედებს... საკმაოდ საინტერესოა მაგრამ იმდენი ხანი არაფერი არ იყო რომ დაგვავიწყდა
.წარმატებები.

ვაიმე ნამდვილ ბომბია. ისეთი ჩახლართული ამბავია. აგათა კრისტი მიმიქარავს
ბრავო

 


№5 სტუმარი one

dabrunda chveni gogona❤️

 


№6  offline წევრი gogincha

მიხარია შენი დაბრუნება, როგორც ყოველთვის საინტერესო, დეტალებით სავსე, რომლებიც ძალიან უხდებიან ამ ისტორიას.წარმატებები

 


№7  offline წევრი Marikagogolqdze

ველოდებით ????

 


№8  offline წევრი Marikagogolqdze

,????!!!!??????? აბა

 


№9 სტუმარი One

Ise momenatrebi kholme, sheni zghva emocia, tkbili istoriit , minda vicode rom kargad khar .
chemo qetato❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent